ოიზისი XVIII
მარიტა ოთახში ზის, ფეხები სკამზე აქვს აკეცილი და მკერდზე მიბჯენილი. წინ ლეპტოპი უდევს, მის გვერდით კი ცივი ლატით სავსე ჭიქა. საგნების ასარჩევად ზის კომპიუტერთან თუმცა ჯერ ისევ ნახევარი საათით ადრეა სანამ პორტალი გაიხსნებოდეს. მარიტას კარზე კაკუნია და გოგო სკამს მისკენ ატრიალბეს. კარი ოდნავ იღება და ოთახში თავს მათე ყოფს. -რას შვები მარწყვო? -ველოდები. -ისევ? ორი საათია შვილო მასე ზიხარ. -მოკეტე რა. - იუ, ნახე რა მოგიტანე. მათეს ხელში ბლინებით სავსე თეფში უჭირავს, მარიტა იცინის რადგან ბიჭის ზურგსკან ბესო ფეხისწვერებზე იწევა და ისევ დგება, სწევა და ისევ მთელს ტრეფზე დგება , ცდილობს დაინახოს მარიტას რა რეაქცია აქვს, ბესო მათეზე მაღალია მაგრამ საკმოდ შორს დგას და თუ მსგავსად არ მოიქცევსა ვერაფერს დაინახავს. -ღმერთო სიგიჟემდე მიყვარხართ. მარიტას თვალები უცრემლიანდება ხელებს ერთმანეთში ხლართავს ფეხზე დგება მათესკენ რომ წავიდეს. მათეს უკან მყოფი ბესო წამში ჩნდება ბიჭთან და მხარზე ნიკაპს ადებს. -ჩვენც გვიყვარხარ. მარიტა გაოგნებული უყურებს მეგობარს . -შენ არ გეუბნებოდი.-მათეს ბლინებს ართმევს და მათ უყურებს- პატარიკოებს ვუთხარი, თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ და გამოვცუნცულდები როგორცკი ყველა საგანს ავირჩევ. მარიტა ბიჭებს კარებს ცხვირწინ უკეტავს და თავის ადგილს უბრუნდება. უნივერსიტეტის დაწყებამდე ყოველთვის ასეა, თანაც ახლა ბოლო კურსი აქვს და უნდა რაც შეიძლება მალე ქნას და ყველაფერი ის აირჩიოს რაც თავად უნდა და არა ის რაც ბოლოს შერჩებათ. მათე სიცილით ბრუნდება თავის ოთახში და საწოლზე მოწყვეტით ეცემა. ბესოც მის გვერდით ჯდება და თმაზე ეფერება ჟღალს. -რა გჭირს? -არაფერი , მოვიწყინე უბრალოდ. -სხვათაშორის სოსოს ვესაუბრე. -რაზე? მათე იდაყვებზე იწევა და შეყვარებულს ინტერესით უყურებს. -ხომ გახსოვს რომ დავპირდი შენთან ვიმუშავებ სექტემბერში-თქო?-მათე თავს უქნევს- მოკლედ შემდეგი კვირიდან ვიწყებ და შენზეც ვუთხარი, მოვიდეს გასაუბრებაზე და ავიყავნ ,უბრალოდ ვინმემ რამე რომ არ თქვას მაგიტოო. -კი მაგრამ იქ რა უნდა ვაკეთო? ჟურნალისტობას ვაპირებ ბიზნესმენობას კი არა დაბნეული დუდღუნებს მათე. -უბრალოდ სოსოს ასისტენტები ვიქნებით ეგაა და ეფგ. მიდი რა კურუპირა, ყოველდღე გნახავ და თან ფულიც გექნება.იმ საგიჟეთში მარტოს ნუ დამტოვებ გევედრები. ბესო თავს ისაწ....ბს და მათეს კისერში მიძვრება, პატარ-პატარა კოცნებით უფარავს ბიჭს ყელს და მათეც ხითხითს იწყებს, რადგან გიჟდება როცა ბესო მსგავსად იქცევა. -კარგი, კარგი თანახმა ვარ. -მართლა? -მართლა. ახლა თუ შეიძლება კარგი ჩაკეტე , რომ ჩემი საწყალი და არ შემოგვივარდეს. -რას აპირებ? -ჰმმ, ნახავ. უღიმის და ქვედა ტუჩს გამეტებით ჰკბენს. ბესო მხიარულად დგება ფეხზე, კარს ხურავს, საკეტს ატრიალებს და მათესკენ რომელიც საწოლის თავთან ზის, ნელი ნაბიჯით მიდის. მერე საწოლზე ბობღდება და კალთაში უჯდება. მათე არაფერს აცდის ისე იქცევს მის ტუჩს კბილებს შორის და ზედ ენას ასრიალებს, ბესოს უნებურად კვნესა სცდება და ეღიმება... ...................................................... მარიტა საწოლში წევს, უკვე ორი კვირის დაწყებულია სწავლა და გასაქანი აღარ აქვს, სადაც არის გაწყდებოდეს. ირაკლი იმის მერე არ უნახავს რაც პირველ კვირას ლექციაზე გაჰყვა, რადგან დიდი შუალედი ჰქონდა და იცოდა სახლში რომ მისულიყო აუცილებლად დაიძინებდა და ლექციას გააცდენდა. ამიტომ ჯერ ირაკლის გაჰყვა ლექციაზე, სადაც სრულებით ვერაფერი გაიგო და ლამის ჩაეძინა კიდეც ლამის, მერე ირაკლი გამოჰყვა მარიტას თავის ლექციაზე, ბოლოს კი მარიტა ირაკლისთან სახლში გავიდა და იქ დარჩა. ბიჭის სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა და ყავას სვავდა, თან შემდეგი დღის ლექციისთვის დავალებას წერდა, რომელიც არც იმდნეად რთული იყო მალე რომ ვერ მორჩენილიყო. ლიზი ბათმში იყო ილინესთან ერთად წასული და მთელი თვე ასე იქნებოდა. ირაკლი სანამ მარიტა მეცადინეობდა მისაღების მაგიდასათან თავის დავალებას ამზადებდა. რომ მორჩა სამზარეულოში შევიდა, მარიტას უკნიდან მიუახლოვდა ხელები მხარზე დაადო და თავზე აკოცა. -მალე მორჩები? -კი თითქმის დავამთავრე. შენ? -მოვრჩი უკვე. გინდა რამე გამოვიძახოთ? - რავი თუ გშია გამოვიძახოთ. -ატრიას შეჭამ? -ხომ იცი რომ შევჭამ. თავს მისკენ ატრიალებს და ლეპტოპს ხურავს. თან ბიჭს მზერას არ აშორებს, ხან თვალებში უყურებს ხანაც ტუჩებზე და ნერწყვს მძიმედ ყლაპავს. ირაკლი ხვდება მისგან რასაც ითხოვს გოგო და ტუჩებში მოწყევტით ჰკოცნის. -მაშინ ახლა მე გამოვიძახებ, რამეს ვუყუროთ და რომ მოვა ვჭამოთ. -კარგი ჩემო სიყვარულო. მარიტა ფეხზე დგება და ირაკლის ლოყაზე ჰკოცნის. -აივანზე გავალ მოსაწევად და რომ მორჩები გამოდი. აივნის რიკულებს წელით ეყრდნობა და პირით სახლისკენ დგება. მოკლე მწვანე კაბა აცვია რომელიც ზურგზე ფაქტობრივად მთლიანად მოღეღილია. ფეხზე კი ირაკლის ჩუსტები. უკვე ბნელა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 11 საათია. ზურგსუკან კორპუსს უყურებს, არვაინა რის, შუქებიც კი ალაგ-ალაგ ანთია. მერე გევრდითა აივნებს,არც იქ არის ვინმე. ეს კი რაღაცნაირად სევდიანია. ირაკლი აივანზე რომ გადის გოგოს მონუსხული უყურებს და ხელებს მისი წელის ირგვლივ აივნის მოაჯირზე დებს. - კარგად ხარ? -კი, რა თქმა უნდა. გინდა? სიგარეტზე ანიშნებს, ისიც თავს უქნევს და მარიტა საკუთარი ხელიდან აწევინებს. მარიტას შიგნით ხმები ერთმანეთში ჩურჩულებენ რომ ირაკლი მარიტას ცხოვრებაში მუდამ პირველი და უკანასკნელი ბიჭი იქნება, რომ ვერასოდეს შეძლებს სხვა კაცს ისე შეხედოს,ან იმის მეასედად მაინც როგორც ირაკლის უყურებს. უყავარს, მასში ყველაფერი უყვარს. ის თუ როგორ ცდილობს რომ მარიტას გვერდით დარჩეს, უყვარდეს და ისიც რომ მარიტა მისთვის არც ზედმეტია არც ნაკლული, ზუსტად ისეთს იღებს ბიჭი როგორიც არის. უყვარს როგორ თბილად და თან ხუმრობით ესაუბრება დედას, როგორ ეთამაშება პატარა დას. უყვარს მისი სიარულის მანერა, მისი ფერადი ტანსაცმელი და სიცილი რომელიც ანგელოზის ხმასავით ჩაესმის ყურებში. უყვარს როცა რამდენიმე დღე წვერს არ იპარსავს და მისი ახლად ამოსული თმის ღერები კოცნისას ლოყაზე ჩხვლეტენ. უყვარს როგორ არ გამოსდის პაპანაქება სიცხეშიც კი მარიტას გვერდით იწვეს და არ ეხვეოდეს. უყვარს როგორ უჩქარებს ბიჭის დანახვა გულს, როგორ ერევა თავში აზრები და თვალები ებინდება. მარიტას თავად ის სიყვარულიც კი უყვარს რომელსაც ის და ირაკლი ერთმანეთის მიმართ გრძნობენ. მოსწონს თავიდან როგორ ნაზად ჰკოცნის ირაკლი მერე კი კოცნა ღრმა და უხეში ხდება, რადგან თავს ვერცერთი აკონტროლებს. მოსწონს როგორ მშვიდად არის მის გვერდით და ისიც რომ ყველაფერზე საუბარი შეუძლიათ. რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ სექსი არ არის. -რაზე ფიქრობ? -რომ სიგიჟემდე მიყვარხარ. რომ არც კი ვიცი რატომ დაგშორდი და ამდენი დრო რისთვის დავკარგე უშენოდ. რომ მიყვარს ყველა პატარა დეტალი ჩვენზე და შენზე. -მიყვარს ასე ტკბილად რომ საუბრობ. - იმიტომ რომ იშვიათია. -ზუსტადაც. მაგრამ ამას ისე გულწრფელად ამბობ წარმოუდგენელია არ მესიამოვნოს. - სხვათაშორის ჩემს ლექტორს ვესაუბრე გუშინ და მითხრა თუ რამე გათხრები გამოჩნდება ვეცდები რომ გაგაგებინო და გაგიშვაო, თუმდაც საზღვარგარეთო. -ძალიან კარგია, მაგრამ მე უშენოდ რა ვაკეთო ? -თავს ისაწ....ბ?! არაუსავს ჯერ ზსუტად არ ვიცით, თანაც შეიძლება მეთქი არ მითქვამს რომ ზუსტად ასე იქნება. - ვიცი, უბრალოდ მართლა რა ვქნა უშენოდ . მაგრამ მარიტა თუ მსგავსი შანსი გექნება არ დაფიქრდე, გამოიყენე. როგორმე მეც და შენც უერთმანეთოდ რამდენიმე თვეს გავძლებთ, ბოლოს და ბოლოს ტელეფონები არსებობს და მე შენ შენ კი მე მენდობი. -ვიცი. არაფერი არსებობს ამ სამყაროში რაც მაიძულებს შენზე უარი ვთქვა. და გეფიცები შევძლებ რომ შენც მყავდე და კარიერაც მქონდეს. იმ მომენტში მარიტა ამ სიტყვებს მართლა გულისხმობდა. არაფერი იყო ისეთი რაც მარიტას ირაკლის მიტოვებას აიძულებდა, ან მისგან თავის შორს დაჭერას მოანდომებდა , გაზაფხულამდე. თუმცა იქამდე კიდევ ბევრი თბილი დროა მათთვის. კურიერის მიერ შეკვეთის მოტანის შსემდეგ დივანზე დაასხდნენ და ტელევიზორში ბერსერკის ყურება დაიწყეს. დიდიხანია იძახდნენ რომ ნახვა უნდოდათ , მაგრამ შეთანხმდნენ ერთად ვუყუროთო და აჰა ნანატრი მომენტიც დაუდგათ. მარიტა გამეტებით ცდილობდა არ დაეჯერებინა ის აზრი რომ გრიფიტი ბოროტმოქმედი იქნებოდა, თანაც მთავარი. -არა შანსი არ არის, შსეხედე უბრალოდ ანგელოზია. -მანამდეც ხომ იცოდი რომ ყველაფერს ეგ აფუჭებს ?! - ვუარყოფ მაგ ფაქტს მორჩა. -არ მითხრა რომ მასში მცვლი? -ეგ რა შუაშია? დაბნეული კითხულობს და უკვე დაცარიელებულ ქაღალდის შეკვრასა და ჩხირებს მაგიდაზე დებს, მერე ცალ ფეხს იკეცავს, მეორეს მუხლს ზემოდან ადებს და იდაყვით დივნის საზურგეს ეყრდნობა, ასე მთელი ტანით ირაკლისკენ მიტრიალებული, ხელზე თავჩამოდებული ინტერესით აკვირდება ბიჭს რომელიც საუბრისგან გაქცევის მიზნით პირს ლაფშით იტენის. -არა მითხარი სულ გარეკე შენ? პერსონაჟზე ეჭვიანობ? ირაკლი სხაით მას უყურებს თუმცა ტუჩებს კუმავს და თავლებით ხან ჭერს უყურებს ხან მარიტას მოპირდაპირე მხარეს გადააქვს მზერა. -გამაგიჟებ. სიცილით ამბობს გოგო და თავს აქნევს. -აბა ლამისაა გააცოცხლო და ტანსაცმელი შემოიხიო. -აჰა ანუ გგონია რომ გრიფიტსა და შენს შორის მას ავირჩევდი? -კი ეგრე მგონია. -სწორიცაა. იმდენად დებილი მაინც არ არის რომ გამოგონილ გმირზე იეჭვიანოს. მგონი უკვე აღარ იცი რა მოიფიქრო დრამისთვის. მარიტა ცარიელ ქაღალდის შეკვრას ართმევს, მაგიდაზე დადებულ თავისსასაც იღებს და სამზარეულოში გააქვს ,ნაგვის ურნაში ჩასაყრელად. უკან რომ ბრუდნება ირაკლი გვერდულად ზის , ისე როგორც წეღან მარიტა იჯდა, მაგრამ ტანით საზურგისკენ არი მიტრიალებული ორივე ხელი მასზე აქვს დადებული და ნიკაპი ხელებზე უდევს, თან იღიმის. -ჯანდაბას მაპატიე, პარანოიდი ვარ. -პარანოიდი კი არა შეშლილი, მსოფლიოში ყველაზე საყვარელი შეყვარებული ხარ. მარიტა მასთან მიდის და შუბლზე ჰკოცნის, ემრ ეიხრება და ლოყებსა და ტუჩებს უკოცნის. -მოდი... კოცნებს შორის იძახის ირაკლი. -კალთაში ჩამიჯექი. მარიტა შორდება , ნახევარწრეს უვლის სავარძელს , ფეხსაცმელს ფეხებით იხდის და ირაკლის ფეხებზე ჯდება. მოხრილი მუხლები და წვივის ნაწილი დივანზე უდევს, ტერფები კი აღარ ეტევა. ირაკლი ხელებს წელზე ხვევს და გოგოსკენ იწევა, რაზეც მარიტ აუნებურად უკან იხრება და ირაკლი კაბის ზემოდან მუცელთან ჰკოცნის. კოცნებით მიუყვება გოგოს მკერდსშორის დარჩენილ ვიწრო ღარს, ლავიწებსა და ყელს. -ორი წამი. მარიტა ფეხზე დგება და კაბას თეძოებამდე იწევს, საცვალს იხდის და სიევ ირაკლის კალთაში ჯდება. ბიჭი გრძნობს როგორ უხურდება სურვილისგან სხეული. მარიტას ტუჩებს გიჟივით აცხრება და ხელს კაბის ქვეშ უცურებს. გალდავას მაშინვე კვნესა სცდება როგორცკი მის თითებს გრძნობს, მერე კი როცა ისინი გოგოს შიგნით ჩნდებიან ირაკლის ტუჩზე უნებურად ისე ძლიერად კბენს რომ პირში მისი სისხლის გემოს გრძნობს. ირაკლი თითებს ტუჩებზე იდებს და ეცინება. -მაპატიე. -არაუშავს. თავს აქნევს და მის მარიტას წელს მეორე ხელით აჩერებს რომ არ იმოძრაოს..... იმ ღამის სცენები რომ ახსენდება მოხრილ საჩვენებელ თითს კბენს. სექსი ტანსაცმლის გაუხდელად ჰქონდათ, თანაც ისეთი მხურვალე რომ მარიტას მისი ყოველი გახსნების დროს აღაგზნებს. დივნიდან ირაკლის ოთახში გადაინაცვლეს, სადაც ბიჭს მაისური უკვე აღარ ეცვა, მარიტას კაბის ბრეტელები კი მხრებზე გადმოსცურებოდა და მკერდი უჩანდა. ირაკლი გოგოს კისერში მოცნიდა და თან ორივე ხელი მის საჯდომზე ეკიდა, რომელსაც შიგადაშიგ ისე ძლიერად უჭერდა რომ გოგო საკუთარ ტუჩს კბენდა ყვირილის შესაკავებლად. გალდავა ვერა და ვერ იძინებს არა და ისეთი დაღლილია რომ ალბათ სადაც არის წიგნის ფურცელად თავადვე იქცევა. არც მათე და ბესო უნახია უნივერსიტეტის დაწყების შემდეგ წესიერად. მათეს და მას აცდენილი ცხრილი აქვთ. ის რომ თავისუფალია ტყუპისცალს ლექცია ეწყება ასე რომ სახლში ერთამენეთს თითქმის ვერ ხედავენ. რაც ძალიან აღიზიანებს, მათეს გარეშე სახლში ყოფნა აპოკალიფტურ სამაყროში ზობებით გარშემორტყმულ ქალაქში ერთადერთ ადამიანად ყოფნას ჰგაავს. თან ვერ იტანს მაგიდასთან მარტო ჯდომას და ისე ჭამას. მაგრამ ნეტა ჭამა ვიღას ახსოვს. წყეული უნივერსიტეტი... რომ ხვდება რომ ვეღარ დაიძინებს დარჩენილ 10 გვერდსაც კითხულობს, თუმცა თვალის მოხუჭვას ამის შემდეგაც ვერ ახერხებს, საათს დაჰყურებს უკვე 2 ია. ნეტავ ირაკლის თუ ეძინება?ალბათ კი ხვალ დილას ხომ 9 საათზე აქვს ლექცია. არაუშავს მაინც მისწერს, რადგან ახლა უკვე მის თავში ორი კვირისწინანდელი სექსის მოგონებები გაჩნდა და თავს ისე გრძნობს თითქოს გავარვარებულ ვულკანში ჩააგდეს, ხო და მარტო ხომ არ დაიტანჯება. ტელეფონს იღებს და ირაკლის სწერს. “ მგონი იმ ღამით ორი კვირის დოზის მიღებას ვცდილობდი. აჰ სამწუხაროა არ მეყო” ცოტახანში ირაკლი მის მესიჯს ნახულობს მაგრამ თითქმის ათი წუთის მანძილზე არაფერს სწერს რაზეც გაბრაზებული მარიტა ტელეფონს ბალიშზე ახეთქებს. “მგონი სული ეშმაკს მივყიდე” მარიტას მის ესემესზე ეღიმება და ტექსტს სწრაფად კრეფს. “უფრო სხეული საყვარელო!” ”წყალს ვსვავდი რომ წავიკითხე და ლამის დავიხრჩე, იცი?!” ”ლამის არ ითვლება” “როგორ არა, ძალიანაც კარგად ითვლება.” მას მეორე ესემესიც მოჰყვება. “მომენატრე, როდის უნდა გნახო?” მარიტა გვერდზე ტრიალდება და ტელეფონი სახესთან ძალიან ახლოს უჭირავს. ”ხვალ დილას ლექცია მაქ და 11 იდან სამამდე მცალია.” ”მშვენიერი, მეც მცალია. გამოგივლი და სამხატვროსთან ახლოს კარგი კაფე ვიცი.” ”აპირებ რომ გამასუქო და მერე აღარავინ შემომხედოს?” ამის წერისას სიცილი იგუდება, რადგან ზუსტად იცის რომ ირაკლი წარბს ასწევს. “რას ქვია? შენ გინდა რომ სხვა გიყურებდეს? მე არ გყოფნი? ფუჰ მართლა ყველა ქალი ერთნაირი ხართ, მხოლოდ სხეულისთვის მიყენებ.” მარიტა სიცილისგან იგუდება და თავს ბალიშში რგავს რომ მათე ან შორენა არ გააღვიძოს. “აჰა სხეულისთვის გიყენებ, თავიდანაც ხო გთხარი.” ”ანუ ცოლიც გყავს ხო?” ”კი და ხუთი შვილი” ორივენი ტელეფონებს მიღმა სამყაროში იცინიან. მარიტას ისეთი გრძნობააქვს თითქოს სადაცაა ირაკლი ტელეფონიდან ამოძვრება და შეეხება. ფეხსზე ზლოზინით დგება, საწოლთან დადებულ ხალათს თხელ ატლასის შორტსა და ბრეტელებიან მაისურზე იცმევს და ფანჯარასთან მიდის. აღებს, რაფაზე ჯდება და ხალათის ჯიბიდან სიგარეტს იღებს, თან ირაკლის სწერს. “ გეძინება?” ცოტახანში ჯანჯღავასგანაც იღებს ესემესს. “შენი მესიჯის მერე როგორ ფიქრობ?” ”ძალიან ზედმეტი იყო?” ”ცოტა” ” მარტო ხარ?” ”რა იყო აპირებ ჩემთან გამოხვიდე და დარჩე?” ” არა. ისე უბრალოდ მაინტერესებდა. მგონია რომ მეუხეშები.” ”საიდან მოიტანე? უბრალოდ სიგარეტის პოვნას ვცდილობ, მაპატიე.” ”მეც ვეწევი დდ” “ნახე ჩვენმა გარყვნილმა სულებმა ერთმანეთი იცნეს.” თავადაც ვერ იგებს ამდენი ხნის შემდეგეაც როგორ ეცინება ყველა მის მიერ ნათქვამ სიტყვაზე. როგორ არ ბეზრდება ბიჭთან საუბარი. თუმდაც წერილებით. ცოტახანს ორივე ჩუმდებიან. მარიტა ფანჯარაზე შემომდჯარი, მხორილი, კედლისთვის მიდებული შიშველი ფეხებით , თბილისის ანძას გაყურებს, რომელსაც ხის ტოტი გაჭირვებით ეფარება, თუმცა მაინც მოსჩანს. მსგავსი დღეები უყვარს, როცა არც კარგადაა მაგრამ არც ტკივილისგან კვდება. როცა სუნთქვისას ფილტვები არ სტკივდება და გრძნობს რომ არსებობს. გრძნობს რომ საკუთარი არსებობა არ გამოუგონია, რომ ახლა და ამ წამს ქარის შეხებას გრძნობს საკუთარ ბარძაყებზე რომლიდანაც ხალათი ჩამოხურებულა. გოგო თავს კედელს ადებს და სიგარეტის კვამლს ფილტვებიდან უშვებს. ირაკლი კი აივნის მოაჯირს ხელებით ეყრდნობა, წინ არის გადახრილი და თავის ცაციობის გამო მარცხენა ხელით შიგადაშიგ წეწვა. მოპირდაპირე კორპუსიდან მზერა ქუჩაში მოსიარულე ხალხისკენ გადააქვს და ფიქრობს რამდენი მათგანი შეიძლება იყოს ახლა მის მსგავს მდგომარეობაში. ჯერაც ვერ გადაწყვიტა სწორად მოიქცა თუ ცხოვრება დაინგრია როცა მარიტას უთხრა სხვაც რომ გიყვარსო. არა და არ ჰკიდია, პირიქით მის თავში ეს აზრი გამუდმებით დევს და ყოველღამე სჭამს. ზოგჯერ როცა მარიტა მის გვერდით წევს და მშვიდად სძინავს უყურებს და გრძნობს მკერდში როგორ ესობა ათასობით ნემსი, რომ დაკარგოს? სხვა რომ აირჩიოს? რომ აღარ მოუნდეს მასთან ყოფნა? მაგრამ მარიტას ვერ გაამტყუნებს, სწორი იყო თავიდანვე რომ გააფრთხილა. ირაკლი აზრების გასაფანტად თავს აქნევს და უკანა ჯიბიდან მობილურს იღებს. “დაიძინე?” ”არა, ახლა ჩავწექი.” ”დაგირეკავ და ისე დავიძინეოთ” ”იუ ძან გაურომანტიკოსე, რა იყო ფილმებშI ანხე?!” ”კი. “ ”კარგი დამირეკე. შენი ხმის მოსმენა მინდა. ასე უფრო მეტად დავაჯერებ თავს რომ ჩემს გვერდით წევხარ.” ”უკვე ჩემს კიბერშეცდენას ცდილობ” ”ღმერთო კიბერშეცდენა რაღა უბედურებაა?” ირაკლი რეკავს, მარიტა ყურმილს იღებს და ხმამაღალზე აყენებს, მერე ტელეფონს ბალიშთან დებს, გვერდით ტრიალდება და მხართეძოზე წვება. ხელებს ბალიშისქვეშ აცურებს და სიცივის გამო სიამოვნებისგან ეღიმება. ირაკლი ზურგზე წევს, ტელეფონი მკერდზე უდევს , ცალი ხელი თავქვეშ აქვს ამოდებული , მეორე მუცელზე უდევს. -ბლუმ.. -გისმენ. -მაინტერესებს, ზაფხულში “მე არასდროს” რომ ვითამაშეთ, გახსოვს ცოტნემ რომ ბესოს და მათეს წასაგებად თქვა ჩემი პირველი კოცნა ბიჭი არ ყოფილაო. -მახსოვს. და გაინტერესებს მე რატომ არ დავლიე? -ხო. -ახლა საიდან გაგახსენდა? -ხომ იცი ჩემი ქაოტური მეხსიერების ამბავი. ხმაში სიცილი ერეოდა ირაკლის. არა ამას ეჭვიანობით არ კითხულობდა, უბრალოდ აინტერესებდა. მარიტას კი წინასწარ ეცინება იმის წარმოდგენაზე რა რეაქციაც ირაკლის ექნება. -ოღონდ არ იყვირო, ხმხმაღალზე მაქ, ყურსასმენის მოძებნა დამეზარა.-წიანსწარ აფრთხილებს.-ქეთი იყო. -ჰაა? -ჩშშ, რა გაყვირებს. იცინის და ხელს პირზე იფარებს. -ანუ ყველა ყველა მარა ქეთი? -აჰაა. შენ რო დაგშორდი მალევე. ირაკლისაც ეცინება. ყველას წარმოიდგენდა მაგრამ ქეთის ვერა. თავადაც არ იცის რატომ. ისინი ჩუმდებიან, არა იმიტომ რომ უხერხულობას გრძნობენ ან ერთმანეთით დაიღალნენ, ისე უბრალოდ. ირაკლი მარჯვნივ ბრუნდება და ტელეფონს მეორე ბალიშზე დებს. მარტას შეუძლია დაიფიცოს რომ ირაკლი ახლა მის გვერდით წევს, სახით მისკენ, ხელს წელზე ხვევს და მის კისერში თავჩარგული მარიტა ირაკლის სურნელსაც კი გრძნობს. ირაკლი კი ნათლად ხედავს ბალიშზე დაყრილ წითელ ხვეულებს, მარიტას ჯერ ისევ გარუჯულ კანს, და ზაფხულის ტყესავით მწვანე თვალებს, რომელსაც ალაგ ალაგ ცისფერი ლაქები ერეოდა. - შენი აზრით მაშინ რომ არ დაგშორებოდი, ახლა ერთად ვიქნებოდით? მარიტას ხმაში სევდა ეპარება, ეს კითხვა აქამდეც ბევრჯერ დაუსვამს, ოღონდ მხოლოდ საკუტარი თავისთვის. პასუხს ვერ პოულობდა. არც კი იცოდა. ირაკლის კი არაფერი სდომებია იმაზე მეტად ამ თემას გაქცეოდა. -არ ვიცი. გააჩნია ყველაფერი როგორ წავიდოდა. -ალბათ. -სხვა რამეზე ვისაუბროთ რა. ეს ისეთი სევდიანია, ალბათ ტირილსაც დავიწყებ. -იდიოტო.-მარიტა სითბოთი სავსე ხმით ჩურჩულებს- იცი რა მინდა? -რა გინდა ბლუმ? -რომ სადმე სოფელში გადავიდე, ოღონდ სამეგრელოში,ჩემს სოფელში არა. იქ სადაც ჯერ არავინ მიცნობს. სადაც ცაზე ვარსკვლავები გამოჩნდება, სუფთა ჰაერი იქნება. პატარა ბოსტანი მექნებოდა, ყვავილების ბაღი და სახლის წინ ტალავერი რომლის ქვეშაც საქანელა სკამს დავდგავდი. -კიდევ? -კიდევ კატას და ცხენს ვიყოლიებდი. სკოლაში მასწავლებლად ვიმუშავებდი და საღამოობით ეზოში წიგნს წავიკითხავდი. -ტალავრის ქვეშ? -ხო ტალავერის ქვეშ. სახლში სულ კექსების სუნი იქნებოდა... მარიტა აღფრთოვანებით საუბრობდა ამ ყველაფერზე, ისე რომ ლამის ირაკლიც ჩაითრია. თუმცა ბიჭმა რეალობაში დარჩენა მაინც მოახერხა. -მეგონა რესტავრატორობას აპირებდი. -ვაპირებ კიდეც. ეს უბრალოდ აზრია. -აზრებსაც აქვთ მიზეზები. -ზოგჯერ რარაცეები უმიზეზოდ მოგვდის თავში. -გნებდები მაგრამ მაინც ჩემს აზრზე ვარ. მარიტას ეღიმება, ცალ ფეხს ხრის და თხელი საბნის ზემოდან დებს. -შენ არასდროს გდომებია რამე მსგავსი. -მმმ, მგონი კი. -რანაირად მგონი? -იყო ადრე რაღაც მსგავსი ფიქრი. ორივე დუმდება, თითქოს ძილსაც კი აპირებენ , მაგრამ საუბარი უნდათ, მარიტამ ბიჭთან შერიგების შემდეგ აღარ იცის უმისოდ ცხოვრება როგორი იქნებოდა. როგორ იგრძნობდა თავს თუ ირაკლის არ დაელაპარაკებოდა, არ შეხვდებოდა, არ შეეხებოდა. ჯერ ადრე იყო ამაზე საუბარი თუმცა ზაფხულში სამეგრელოში გატარებული დღეების შემდეგ იმაზე ფიქრი აეკვიატა რომ ირაკლისთან ერთად ცხოვრება უნდოდა. მოსწონდა ის აზრი რომ ყოველღამე მის გვერდით დაიძინებდა. საჭმელს და ყავას ერთად მოამზადებდნენ, მაგიდასათან მსხდომები სიცილით მოყვებოდნენ სამყაროს წარმოშობაზე თავიანთ ახალ თეორიებს. როცა ირაკლი ფსიქოლოგიურად ცუდად იქნებოდა დივანზე მდჯომი მოეხვეოდა, ან საწოლში მის გვერდით დაწვებოდა და მის თავს გულში ჩაიკრავდა. რომ ბედნიერად იცხოვრებდნენ ერთად. ამაზე ირაკლიც ფიქრობდა ხოლმე. უნდოდა რაც შეიძლება ახლოს ყოლოდა, რომ უფრო მეტ რამეში დახმარებოდა და მისი ცხოვრება გაეიოლებინა. განა ეს არ იყო სიყვარული? სხვაზე ზრუნვა რომ გინდა, რომ გინდა რომ ყველაფრის მიუხედავად ბედნიერი იყოს და მუდამ მომღიმარს ხედავდე. რა თქმა უნდა ეს წყეული ცხოვრებაა სადაც სულ ვერ გაიცინებ, ზოგჯერ დაეცემი, ზოგჯერ მცდელობების შეწყვეტა მოგინდება, მაგრამ სწორედ ასეთ დროს გჭირდება ის შენი სულის ნაწილი ყველა რომ გამწარებული დაეძებს. ხელი რომ მოგკიდოს, ჭიქა წყალი მოგაწოდოს, გესაუბროს და გაიძულოს ცხოვრებისკენ მობრუნდე. და არა იმიტომ რომ იქ სიკვდილის შემდეგ “სმაოთხეში” შენს გვერდით იყოს. სიყვარულთან ყველაფერი მიწიერია და თან არც არის. ამ მიწიერებაში კი რელიგიებისთვსი დამახასიათებელი ცოდვები არ მოიაზრება, ის უბრალოა... -გამოცდები როდის გეწყება? -ჯერ სწავლაც ძლივს დაიწყო მაცადე ცხოვრება რა... გოგო დუდღუნებს და ბალიშს უფრო ძლიერად იკრავს. - ჰააჰაჰ კარგი. -ისე კვირის ბოლოს თუ გეცლება ქეთიმ ბარში მივდივართო და წავიდეთ? -დედლაინი მაქ და თუ გავაკეთე კი. -გთხოვ რა. მარტო არ მინდა ტან რამდენიხანია მთხოვენ და სულ უარს ვეუბნები ქეთი ალბათ ცოტახანში 2 მეტრით მიწაში წასასვლელად მომცემს ბილეთს. -რატომ არ გახვედი? -სამეცადინო მქონდა უთვალავი, თან ხომ იცი არ მიყვარს სანდროს გარემოცვაში ყოფნა,არც მის მეგობრებთან. -მეგონა ილიასთან კარგად იყავი. -ნუ კი მაგრამ მირჩევნია შენ გნახო, თან მაინც სანდროს მეგობარია. -ხო და რატო არ გიყვარს? - მათთან ყოფნისას ხანდახან ისეთი გრძნობა მაქვს რომ საკუთარი ცხოვრებიდან ვქრები. ირაკლი თავს აქნევს თითქოს მარიტა დაინახავდეს. მერე ახსენდება რომ ტელეფონით საუბრობენ და ამბობს. -მესმის, მაგრამ არაა სანდრო ცუდი ტიპი. - ჩემი მიზეზები მაქვს მისი სიძულვილისთვის. დავიჯერო შენ არავის მიმართ არ გრძნობ ამ აბეზარ ემოციას თუ გრძნობას?! სიჩუმე იყო და მერე ირაკლი დაეთანხმა. მარიტას შიგნიდან ღრღნიდა რაღაც და მოსვენებას უკარგავდა. იცოდა უკვე აღარ უნდა ჰქონოდა მის მიმართ ეს ზიზღი/სიძულვილი, . საეთოდ რა შუაში იყო სანდრო? განა ძალით, მარიტას ჯინაზე მოეწონა ქეთი?! მან არაფერი იცოდა... საერთოდაც არავინ არაფერი იცოდა თავად მარიტას და მათეს გარდა... არა! ბესომ უფრო მეტი იცოდა. მათეზე გაცილებთ მეტი. ისიც კი როდის დაიწყო ეს ყველაფერი. მარიტას ქეთი ჯერ კიდევ მე-11 კლასიდან მოწონდა.იმ პერიოდიდან, როცა საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაში ეჭვის შეტანა დაიწყო, და გამოარკვია კიდეც. მეგობრებს, თუმდაც გოგოებს, თუმდაც შენთან ერთად გაზრდილებს სურვილით არ უყურებ. არ გინდა აკოცო, ჩაეხუტო( ისე როგორც ქალს/კაცს და არა უსქესოდ აღქმულ მეგობარს). მათით შებყრობილი არ ხარ, ყველგან არ ეძებ. ხარბ მზერს არ დაატარებ მის სხეულზე სანამ ის იცვლის... და კი, მარიტას ქეთი უყვარდა! თუმცა ეს სიყვარული ჩაფლავდა. გზა და შესაძლებლობა ვერ ნახა რომ გაგრძელებულიყო. არც კი იცოდა, ალბათ გამოუყენებელი მილიონობით შანსი უფრო მეტად სტკენდა გულს ვიდრე თავად ის ფაქტი, რომ ქეთის სხვა უყვარდა. რომ თავადაც უკვე დიდიხანია სხვა უყვარდა და ეს “სხვა” ირაკლის მაგივრად ქეთი გახდა. და რა გამოდის, რომ ქეთის უღალატა? თუ ირაკლის რალატობს? ან იქნებ ორივე? შეიძლება საკუთარ თავსაც კი... ის ისევ ძველ პოზაში იწვა. უკვე 4 საათი ხდებოდა. ტელეფონიდან ირაკლის სუნთქვის ხმა ესმოდა. თვითონაც მოითენთა სწავლით და ემოციებით გადაღლილი და სულ მალე ჩაეძინა. მთელი ღამე არ დაუტოვებია შეგრძნებას რომ ირაკლი მის გვერდით იწვა. თითქოს სამყაროში არაფერი იყო რაც მის განერვიულებას მოახერხებდა, რაც ხელს შეუძლიდა მშვიდად დაეძინა. იმ ღამეს ჩვილზე უფრო მშვიდად და ღრმად ეძინა. სიზმარშიც კი ირაკლის ხედავდა. ირაკლის კი თავის მხრივ მძაფრი ემოციებისა და მტკივნეული ფიქრების მიუხედავად, რაც დაძინებამდე მის თავში დარბოდა, მაინც მშვიდად ეძინა. სასაცილოც კია მთელიღამე როგორ უსმენდნენ ტელეფონების მიღმა ოთახებში მყოფები ერთმანეთის სუნთქვის ხმას და ამშვიდებდათ. განა რა ძალით უნდა ჰყვარებოდათ ერთმანეთი, ან დასჭირვებოდათ რომ ასეთ პატარა სულელურ დეტალზეც კი სულიერი სიმშვიდე მოეპოვებინათ. და მაინც ორივე ერთმანეთსა და საკუთარ ბედალონასავით მომწამლავ ფიქრებს შორის იჭედებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.