შეპყრობილი (თავი მესამე)
მაგდა: საყვარელო მოხვედი?... შენი ტელეფონი აფეთქდა... მამუკა გამუდმებით უშვებს ზარს. თემო: ნეტავ რა საქმე აქვს ახლა?!.... ხომ არ დაგაცდიან ადამიანს დასვენებას, კარგი გადავურეკაც ახლავე. მამუკა:გისმენ!.. როგორც იქნა. თემო: დიახ ბატონო მამუკა, ბოდიში... ბავშვებთან ერთად მდინარეზე ვიყავი საბანაოდ, ხომ მშვიდობაა?. მამუკა: კი გენაცვალე, მდინარე და დასვენება კარგია მაგრამ ძალიან მჭირდება შენი და შენი ბედოვლათი ძმაკაცის დახმარება. თემო: რაშია საქმე კონკრეტულად?. მამუკა: რაშია და.... შენ და ბადრის გეპატიჟებით რესტორანში საღამოს და მაინტერესებს თუ გცალიათ?!..... რაში უნდა იყოს თემო საქმე?... მკვლელობაა თან ძალიან ჩახლართული საქმეა, ასე რომ მოკიდე ახლა ხელი შენს ბარგი ბარხანას და თბილისში სასწრაფოდ ჩემთან კაბინეტში!. თემო: არა რა!... ეს კაცი მე ბოლოს მომიღებს, ხომ შეიძლება ორი კვირა მაინც დაანებოს თავი?! მაგრამ არა.... მაგდა: კარგი ხომ იცი რანაირია?... თან ყველას სჭირდები, ასეთი ათლეტური და ძლიერი რომ ხარ?, თანაც შენი საქმის პროფესიონალი.... თემო: და შენც რომ გჭირდები?.... მაგდა: რას ვიზამ?!.. კარგი წადი და მთავარია თავს გაუგრთხილდე. ვემშვიდობები მაგდას და ბავშვებს საშინლად არ მსურს ახლა აქედან წასვლა, მაგრამ სხვა გზა როდი მაქვს?..... რამოდენიმე საათიანი მგზავრობის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვედი ქალაქში, შინ წყლის გადავლება ვერ მოვასწარი პირდაპირ მამუკასთან გავემართე, ის არის შებობაში უნდა შევაღწიო რომ კეფაზე ხელის მიღებას ვგრძნობ და ჩამძახიან, არ გაინძრე დაპატიმრებული ხარ!.... სწრაფად მოვიგერიე და ხელ ამოტრიალებული მუხლ მოდრეკით მივაქციე, რა დროსაც განწირული მევედრებაბჩემი მეწყვილე ბადრი რომ გავუშვა ხელი. ბადრი: გამიშვი!... შენ ხომ კაცი ვერ გაგეხუმრება, მომამტვრიე ხელი. თემო: შენ კი ამ მასხარაოვას ვერ გადაეჩვიე, კი ხარ ღირსი მართლა მოგამტვრიო ხელი. ბადრი: კაი კაცო?! მოდი მოგეხვიო შენ პირუტყვი, მე შვებულებაში მგონიხარ, ისვენებ აქ რა გინდა?... მამუკა მოგენატრა გეტყობა. თემო: თუ კაცი ხარ ნუ იტყვი... ვინ ნაცრის მე დასვენებას?!. ბადრი: მაგას არ ვჩივი?... შენ კიდევ რა გიჭირს, რა მაგარ გოგოსთან ვიყავი უნდა გენახა, მაგრამ ვინ დამაცადა?!, ჩამჩხავლა ტელეფონში. თემო: კარგი ავიდეთ თორემ, აგვიკლებს. მივაკითხეთ მამუკას კაბინეტში და მანაც ირონია ნარევი ტემბრით გაგვერკვია საქმის ვითარებაში. მამუკა: მოკლედ რთული სიტუაციაა, ეს გოგონა იმ ტიპის თანასკოლელი იყო, სწორედ ამიტომ ერთ ერთი ეჭვმიტანილია, თან მის დღიურს წავაწყდით სადაც არ გამოირჩევა დალაგებულ პიროვნებად. თემო: კი მაგრამ მხოლოდ მისი დღიურით ხომ ვერ გადავწყვეტთ და დავაბრალებთ მკვლელობას?... იცნობდა ახლოს ამ გოგონას?, ჰქონდათ მათ რაიმე კონფლიქტი?!, ყველაფერი დასადგენია. მამუკა: მერე თქვენ რას მიკეთებთ?!, ადექით და გაარკვიეთ რა როგორ?! ამიტომ დაგიძახეთ და ჩამოგიყვანე, თორემ მართლა რესტორანში კიარა გეპატიჟებით. ბადრი: ისე არც ეგ იქნებოდა ურიგო, უკეთ ვფიქრობ როდესაც დამაგრებული ვარ. მამუკა: თემო ერთი ამ ჭერმეტყველს ჰკითხე ხომ არ გავიხსენო რა აქვს ნაჭამი?!... ბადრი: კარგით რა ბატონო მამუკა!... ეგ რა ფასახდენებელია?!. მამუკა: კარგით, კარგით... გვეყოფა სიცილი საქმეს მიხედეთ!... ჰა.. კიდევ აქ ხართ კაცო?.... ჩქარა მიხედეთ საქმეს!. მე და ბადრი კაბინეტიდან გამოვედით და გადავწყვიტეთ მოკლულ გოგონას ოჯახთან გაგვესაუბრა, გზად ბადრი მეწუწუნება მამუკას უხამს ხუმრობებზე, მეც მას ვამშვიდებ.... ამასობაში გოგონას სახლს მივადექით და კიბე ავიარეთ სადაც მისი ოჯახის წევრები გვეგულებოდა. რამოდენიმე წამიანი კარზე კაკუნის შემდეგ უცნობმა ქალბატონმა ოდნავ გაგვიღონკარი და ვამჩნევთ რომ კეთილ განწყობას არ აქვს ჩვენს მიმართ. თემო: გამარჯობა ქალბატონო, ჩვენ..... :პოლიციიდან ხართ.. და?. თემო: დიახ გამოიცანით, უბრალოდ მარიამ გაგოშიძის საქმესთან დაკავშირებით მინდა რამოდენიმე კითხვა დაგისვათ. :მერამდენედ?.... რაიმეს მაინც აკეთებდეთ, უსაქმურად მოდიხართ, რაღაც უაზრო ოითხვებით და საქმე არ სჩანს. თემო: მესმის ქალბატონო, სრულიად გეთანხმებით მაგრამ აქ სწორედ იმიტომ ვართ რომ გავარკვიოთ რა მოხდა და როგორ, ამიტომ სულ მცირე კითხვებით შემოვიფარგლებით და აღარ შეგაწუხებთ. :გისმენთ?... რა გაინტერესებთ?. თემო: იცით, იქნებ ჯერ შენოგვიშვათ?!. ქალბატონმა შეგვიპატიჟა ოჯახში და მაგიდას მივუსხედით. თემო: თქვენ ვინ ბრძანდებით მარიამის? :დეიდა ვარ მისი, დედამისი უცხოეთშია მამა ადრე გარდაეცვალა, ფაქტიურად მე ვზრდი. თემი: კარგით დამშვიდდით ქალბატონო, უკაცრავად როგორ მოგმართოთ? : მერი... თემო: ქალბატონო მერი, თუ შეგიძლიათ გვითხრათ, მარიამის გარემოცვის შესახებ, ვისთან მეგობრობდა?! ან ვინ ნატრობდა მას? : ნატრობდა?, რას ბრძანებთ მარიამი და მტერი?, ის ისეთი კარგი და ლამაზი გოგონა იყო, ჭკვიანი მოწესრიგებული. ბადრი: გასაგებია ქალბატონი მერი მაგრამ იქნებ ჰყავდა ისეთი მტერი რომელსაც მისი შურდა ან თუნდაც პირიქით. :რისი თქმა გსურთ?!, პირდაპირ მკითხეთ! თემო: მამაკაცი მეგობარს გულისხმობს. : ვერ გეტყვითარიამი მე არ დაიმალა და თუკი მას გათხოვება ჰქონდა გადაწყვეტილი. ბადრი: ქალბატონო, იქნებ გათხოვებას არც აპირებდა და უბრალოდ მეგობარი მამაკაცი ჰყავდა?!, რომელზედაც არ გესაუბრებოდათ. : რას კადრულობს შენ ახალგაზრდავ?.... შენ თუ იცი მე როგორ ვზრდი მარიამს?!, ასეთ რამეს არ და ვერ იკადრებდა პირველ რიგში ჩემი პატივისცემით. თემო: კარგით, აპატიეთ, ბადრის სხვანაირად სურდა ეკითხა თქვენთვის, ის მაინც შეგიძლიათ მითხრათ ვისთან იყო ყველაზე ახლოს?. : მისი ბავშვობის მეგობარი ნინო რამოდენიმე წელია ჰოლანდიაში ცხოვრობს, დანარჩენი აქ ბევრი მეგობარი არ ჰყოლია რამოდენიმესთან თუ ახლობელი და. თემო: ქალბატონო მერი... ხომ არ გსმენიათ ვინმე გელა მეტრეველი?... : კი როგორ არა, საბრალო ბავშვი, მარიამის პარალელური კლასელი იყო მაგ ბავშვზე გახმაურებული ამბავი იყო წლების წინ უკვალოდ გაუჩინარდა, მაგრამ რომ გითხრათ მარიამთან ახლოს იყოთქო მოგატყვილებთ. თემო: ესეიგი მარიამს მასთან არაფერი აკავშირებდა?.. :არაფერი თუ იმას არ ჩავთვლით რომ გელას მარიამის მეგობარი ნინო მოსწონდა, ხომ გითხარით მე მარი არაფერს უმალავდა და მიყვებოდა ყველაფერს. ბადრი: გელას რომელიმე მეგობარს ხომ არ იცნობთ?.. : უკაცრავად რა მკითხა ამ ყმაწვილმა?!. თემო: ხომ არ იცნობთ გელას რომელიმე მეგობარს?!. :არა, ძალიან კარჩაკეტილი ბიჭი იყო, დიდად არავის ეკონტაქტებოდა, მე მასზე ბევრი არაფერი ვიცი. თემი: კარგი ქალბატონო, ბოდიში შეწუხებისთ ის. :არა პირიქით, ბოდიში არაფერი შემოგთავაზეთ. თემო: ეგ არაფერი, კარგად ბრძანდებოდეთ. ბადრი: ვაახ ბიჭო ეს რა მჟავე ქალი იყო. თემო: მადარდე ახლა ეგ. ბადრი: ეგ სად ვეძიოთ ახლა ან იმ ნინოს ან ამ გელას. თემო: აი მაგას გელას თანანკლასელებთან გავარკვევთ. ბადრი: კი მაგრამ რომელთან?!. თემო: აი ამ გიგის ეცოდინება რაიმე. ბადრი: მოიცა თუ ძმა ხარ, ეს გიგი ვინღა ოხერია? თემო: ბიჭო, მარტო წუწუნში რომ გაჰყავს დრო, მიგეკიდა ხელი ამ დღიურისთვის და გადაგებული თვალი, მეცოდინებოდა ვინ არის გიგი. ბადრი: ვახ ბიჭო შენ რა მაგარი ხარ?!, სად მოასწარიბგადაკითხვა... სად ცხოვრობს ეს გიგი? თემო: ეგ მე ვიცი წავედით. ბადრი: ყველა ჭკვიანია ჩემს მეტი რას ვიზამთ. თემო: ოჰ ბადრი, ბადრი.. დაჯექი წავედით. მე და ბადრი ავტომობილით მივემართებით გიგის საცხოვრებელი სახლისაკენ, გზად ბადრი გელას დღიურს ეცნობოდა. ბადრი: ვიჭო ეს ყველაფერი კარგი მაგრამ დავიჯერო ამის მეტი არაფერი ექნება ჩანაწერები? თემო: რა თქმა უნდა, თუ კი საერთოდ ცოცხალია. ბადრი: აბა სად უნდა იყოს? თემო: რა ვიცი რა ფითხრა. მცირე დიალოგით გიგის სახლს მივადექით და ნელი ნაბიჯებით ავიარეთ მერვე სართული, ბადრი წუწუნს არ იშურებდა ღრმა სუნთქვის ფონზე, მცირე კაკუნის შემდეგ კარი ახალგაზრდა ქალმა გაგვიღო. შვებბგავაცანით საქმის ვითარება, მანაც შინ შეგვიპატიჟა, ოჯახში ორი მოზარდი და ძმა თამაშობდა, იქვე დივანზე კი ახალგაზრდა მამაკაცი იყო რომელმაც დანახვის თანავებსწრაფად წამოდგა ფეხზე და აღელვებულმა ნოგვიბოდიშა. თენო: გიგი თქვენ ბრძანდებით?.. გიგი: დიახ რით შემიძლია გემსახუროთ? თემო: მოგახსენებთ, ალბათ გაგონილი გექნებათ, მარიამ გაგოშიძის მკვლელობის შესახებ. გიგი: დიახ, დასანანი ამბავია, საბრალო ჩემი პარალელურ კლასში სწავლობდა, რომ გითხრათ ვახლიბლობდი, არა ნამდვილად. თემო: ხომ არ იცით ვინმე თუ ახლობლობდა მასთან, ან ნატრობდა სულაც? გიგი: ნამდვილად არაფერი ვიცი, ჩვენ სკოლის შემდეგ არც გვქონია კონტაქტი. ბადრი: ეს სეიფი სკოლის შემდეგ არანაირი ურთიერთობა არ გქონიათ? გიგი: არა ბატონო, არანაირი... სკოლაშიც მისალმებით ვიცნობდი, სხვა არაფერი. თემო: კეთილი, მის ახლომმეგობარ ბინის თუ იცნობთ ან იცნობდით? გიგი: რა თქმა უნდა, ცნობით არა მაგრამ მასაც ასე, შორიდან... ჩვენ ყველანი თანასკოლელევი ვიყავით. თემო: ახლა სად იმყოფება ნინო, ხომ არ გაქვთ ამაზე რაიმე ინფორმაცია? გიგი: ვერ გეტყვით, ნამდვილად... თემო: კარგი, გელას თუ იცნობდით მეტრეველს? გიგი: გელას?..... ჩემი თანა კლასელი იყო, რაშია საქმე? თემო: ჯერ კითხვაზე მიპასუხეთ! გიგი: თაკო მოკიდე ბავშვებს ხელი და გადით მეორე ოტახში!.... დროზე!..... თემო: არა! გიგი: გელა ჩემი საუკეთესო ბავშვობის მეგობარია, ძალიან განვიცადე მისი გაუჩინარება. ბადრი: იცით ეს როდის და როგორ მოხდა? გიგი: ცხადია არა, ერთი რაც ვიცი ვინმე უცნობი გოგონა გაიცნო იმტერნეტით, ვეუბნებოდი არ ენდო, მაგრამ არ მომისმინა... ჩემი ეჭვებით იმ გოგონას ხელი ურევია მის გაუჩინარებაში. თემი: გაუჩინარებამდე, სად და რა ვითარებასი ნახეთ? გიგი: დამცინით?..? რა უნდა მახსოვდეს 19წლის წინ სად და როდის ვნახე ვინმე? თემო: უნდა გახსივდეთ! გიგი: რატომ?... ხომ ვერ მეტყვით?... შენ თუ გახსოვს ვინ და სად ნახე 20 წლის წინ? თემო: არა.. მე არც უნდა მახსოვდეს! გიგი: და მე რატომ უნდა მახსოვდეს?!... თემო: შენ იმიტომ რომ ახლო ძმაკაცი იყო შენი და თან გაუჩინარებული უკვალოდ. ბადრი: კარგი დამშვიდდით, თემო.... ის მაინც თუ შეგიძლია გვითხრა, იმ გოგონაზე თუ გვიყვებოდა რამეს? გიგი: არა, არაფერს... მე ვერ გავიგე რა საერთოაქვს ჩემს უბედურ ძმაკაცს მარიამთან? თემო: ჯერ არაფერი, მაგრამნგავარკვევთ. გიგი: კი გენაცვალე, გაარკვევთ აბა რას იზამთ... ხომ მართლა თქვენნმე მეცნიბით, სატრენაჟორო დარბაზიდან, რამოდენა კუნთებს ბერავთ, ალბათ როგორ იღლებით. თემო: სეძლებისდაგვარად.... ბადრი: კარგად ბრძანდებოდეთ, შეიძლება კიდევ გამოგიაროთ ან ჩბენთან დაგიბაროთ. გიგი: როცა გენებოთ. ბადრი: რა იყო ბიჭო, ცოტაც და შემეშინდა თავი არ მოგეწყვიტა. თემო: ვერ ვიტან ეგეთ ქედმაღლებს. ბადრი: მე ხომ ვგიჟრდები, რას ვშვრებით ახლა? თემო: ახლა თუ არ დავიძინე ვერაფერს ვიზამ. ბადრი: მამუკამ არ გადაგვამოწმოს. თემო: ერთი მამუკასიც რა. ბადრი: დამტოვებ სახლთან?... თემო: არა ბინკერთან ჩამოგსვამ. ბადრი: რა უხეში ხარ ეს ახლაგაზრდა კაცი. თემო: დაჯექი დროზე წავედით, მორჩი ამ ლაზღანდარობას. ბადრი: არის უფროსო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.