შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 24 თავი


გუშინ, 03:09
ავტორი ნეაკო
ნანახია 247

-ნიცა? რატომ ტირი? მოხდა რამე? თორნიკე კარგადაა?
-.....
-ნიცა...
-ყველაფერი რიგზე ნუ ღელავ-ჩამწყდარო ხმით უთხრა ტირილისგან თვალებდასიებულმა გოგონამ დაძაბულ ბიჭს და წამიერად მზერა გაუსწორა
-ცუდად გამოიყურები... მოხდა რამე?
-კარგად ვარ!
-დარწმუნებული ხარ?
-უნდა წავიდე- უფრო თავისთვის, ვიდრე ირაკლის გასაგონად თქვა ნიცამ და თორნიკეს გახედა რომელიც ისევ იმ ადგილზე იდგა და თვალის მოუშორებლად უყურებდა მათ
-ნიცა-მისი შეჩერება სცადა ირაკლიმ მაგრამ ვერ შეძლო, რის გამოც საშინლად გაბრაზდა თორნიკე და მბრძანებლური ტონით გასძახა
-გაყევი!
-კარგი მაგრამ...
-გვერდიდან არ მოშორდე! რომ დამშვიდდება სახლში წაიყვანე
-შენ აქ დარჩენას აპირებ?!
-ბიჭებს არ უთხრა რომ აქ ვარ... ცოტა ხნით მარტო ყოფნა მინდა
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები?
-კარგად ვიქნები!
-კარგი მაშინ მე წავალ- მოიღუშა ირაკლი და მანქანაში უკმაყოფილო სახით ჩაჯდა- ტელეფონთან ყურადღებით!- გამაფრთხილებელი ტონით გასძახა ერთ ადგილზე მიყინულ ბიჭს და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა. საბედნიეროდ მალევე დაეწია თავსხმა წვიმაში სწრაფი ნაბიჯებით მიმავალ გოგონას და სახლში წაყვანა შესთავაზა, მაგრამ ცივი უარი მიიღო.
-თორნიკესთან დაბრუნდი!
-ნიცა!
-ირაკლი გთხოვ... მარტო ყოფნა მინდა
-აქ მარტოს ვერ დაგტოვებ! მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში...
-კარგად ვარ
-არ ხარ!
-ირაკლი გთხოვ... წადი!
-არ შემიძლია!
-თორნიკეს გამო?-ვერ მოითმინა ნიცამ და მაინც კითხა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ირაკლიმ და მანქანიდან გადასვლისთანავე მკაცრი ტონით უთხრა
-ნიცა გთხოვ მანქნაში ჩაჯექი!- და კარი გაუღო. თავიდან ცივ უარზე იყო ნიცა, მაგრამ იქამდე არ მოეშვა ირაკლი სანამ სახლში წაყვანაზე არ დაითანხმა.
-მადლობა-ცივად უთხრა ნიცამ როცა მანქანაში ჩაჯდა და აკნაკლებული თითები გასათბობად ტუჩებთან მიიტანა. ირაკლის მის ქცევაზე გაეღიმა და გამათბობელი ჩართო. კარგა ხნის ფიქრის მერე კი მოსაცმელი გაიხადა და სიტყვის უთქმელად გაუწოდა -საჭირო არაა- იუარა ნიცამ
-კანკალებ!-მკაცრი ტონით უთხრა ირაკლიმ და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა. მთელი გზა უხმოდ იარეს, მხოლოდ მაშინ ამოიღო ნიცამ ხმა როცა მანქანიდან გადავიდა
-ნახვამდის
-ნახვამდის
-ეს...-უცბათ გაახსენდა ნიცას ქურთუკი და ელვა შესაკრავის გახსნა დაიწყო
-დაიტოვე!-ცივად უთხრა ირაკლიმ და როგორც კი აღელვებული გოგონა სადარბაზოში შევიდა მაშინვე თორნიკეს დაურეკა
-სასაფლაოზე ხარ ისევ?
-მიიყვანე?
-კი. ამ წამს შევიდა სადარბაზოში
-დამშვიდდა?
-არა, მთელი გზა ტიროდა
-გასაგებია...-მოიღუშა თორნიკე
-სასაფლაოზე ხარ ისევ?
-კი
-მოვალ!
-კარგი.
სასაფლაოზე მისვლისთანავე თავზე წამოადგა ირაკლი, მიღებული ჭარბი ალკოჰოლის დოზისგან თვალებ ჩაწითლებულ ბიჭს და მკაცრი ტონით უთხრა
-თორნიკე! შეგიძლია ამიხსნა რა ხდება თქვენა ორ შორის?!
-არ შემიძლია!
-?!
-მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი მაგრამ ახლა არა!
-თორნიკე!- წამოენთო ირაკლი
-დალევ?-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა სასოწარკვეთილმა ბიჭმა და თითქმის ბოლოდე დაცლილი ღვინოს ბოთლი გაუწოდა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ირაკლიმ და ნაწყენი ტონით უთხრა
-უამრავი კითხვა მაქვს შენთან...
-ვიცი, მაგრამ ახლა არაფერის თქმა არ შემიძლია შენთვის...
-?!
-მოგვიანებით ყველაფერს აგიხსნი! გპირდები!- ძლივს შეკავებული აგერიით უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა დაბნეულ მეგობარს და ცივი მზერა სახეში მიანათა
-კარგი-უმალ დაშოშმინდა ირაკლი და გაუბედავად გაუსწორა მზერა მის ჩამქრალ თვალებს.
......
სახლში შევიდა თუ არა ნიცა, მაშინვე თავზე წამოადგა ლილე და უკმაყოფილო ტონით უთხრა
-როგორც იქნა მოხვედი! იცი რომელი საათია?
-ვიცი
-რომ გირეკავდი რატომ არ მპასუხობდი?!
-ლილე გთხოვ-შეეხვეწა ნიცა- ახლა შენი თავი არ მაქვს
-იცი როგორ ვინერვიულე?
-....-მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ნიცამ და გაბრაზებული სახით საძინებელში შევიდა
-ნიცააააა-ბუზღუნით შეყვა ლილე ოთახში დას
-რაა?
-შენ რა ტიროდი?!
-ძალიან დაღლი ვარ შეგიძლია რომ გახვიდე?
-რატომ რაფერს მიყვები?-აბუზღუნდა ლილე- შენ ჩემზე ყველაფერი იცი მე კი არაფერი...
-მორჩი ბუზღუნს?- უეცრად მისკენ მიტრიალდა გაბრაზებული გოგონა და ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა- თუ შეიძლება ჩემი ოთახიდან გადი
-კარგი, რადგან გაღიზიანებული ხარ გავალ... მაგრამ... იცოდე... საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია!
-შენთვის არაფერის ახსნას არ ვაპირებ ასე რომ...
-ნიცა!
-რეზი სახლშია?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა აღელვებული გოგონა
-სახლშია, ცოტა ხნის წინ მოიყვანა კახამ, უგონოდ მთვრალი
-ძინავს?
-კი
-კახა სადაა
-ისიც აქააა, ძინავს.
-იცის რომ ღამე სახლში არ ვიყავი?
-არა! კარგი ახლა გავალ და დაისვენე- უფრო თავისთვის ვიდრე ნიცას გასაგონად თქვა ლილემ ოთახიდან გავიდა. დარჩენილი ნიცა მაშინვე საწოლში დაწვა და უხმოდ ატირდა. მომხდარის გამო თავს საშინლად გრძნობდა. ცდილობდა თორნიკეს სიტყვები დაევიწყებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი დრო აღარ რჩებოდა. ამ უსასრულო სიბნელეში... ა**რტი ერთადერთ გამოსავლად ეჩვენეობოდა მაგრამ ამაზე ფიქრიც კი ზარავდა. სასოწარკვეთილი და იმედ დაკარგული ღმერთს ყოველ დღე დახმარებას თხოვდა, მაგრამ...ამაოდ.

ერთ დღეს, როცა სამსახურიდან გვიან გამოვიდა, სანაპიროზე გავლა გადაწყვიტა. შეკთა, როცა დანგრეულ ბულვარში თორნიკეს ხმა მოესმა ზურგს უკნიდან
-ნიცა!
-შენ აქ რას აკეთებ?- უმისმაართოდ იკითხა გაღიზიანებულმა გოგონამ და დაღლილი სახით მისკენ მიტრიალდა
-შენ თვითონ რას აკეთებ აქ ამ შუაღამისას? მითუმეტეს მარტო?!
-საიდან იცოდი რომ აქ ვიქნებოდი?
-შენი აზრით?-ცინიკური ტონით ჰკითხა თორნიკემ და მოსაცმელი გაიხადა
-რას აკეთებ?!-დაიბნა ნიცა როცა თავისი ტყავის ქურთუკი მხრებზე მოახვია
-წვიმს...-აუხსნა თორნიკემ და ცივად გაუღიმა
-მიყვარს წვიმაში სიარული!- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და ქურთუკი გაუწოდა
-გაცივდები!-გაბრაზდა თორნიკე და ინსტიქტურად გამოართვა
-მერე შენ რა?!
-ნიცა!
-თორნიკე, მითხარი აქ რისთვის მოხვედი და წადი აქედან!
-შენ როგორ ფიქრობ?!- მკაცრი ტონით ჰკითხა თორნიკემ და მათ შორის არსებული მანძილი წამებში დაფარა
-ვიცი რაც გაინტერესებს!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ნიცამ და წამიერად მზერა გაისწორა- ორსულად არ ვარ! ანდრიას ეგონა რომ ორსულად ვიყავი... ხელიც სწორედ ამიტომ მთხოვა, მაგრამ მე უარი ვუთხარი...
-მატყუებ- აგრესიული ტონით უთხრა თორნიკემ და ხელები ძლიერად მომუშტა მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად.
-ჩემთვის სულ ერთია დაიჯერებ თუ არა
-სიკვდილის წინ ანდრიამ მითხრა რომ ორსულად იყავი-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა თორნილეს და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა-მთხოვა შენზე და ბავშვზე მეზრუნა
-გაჩუმდი!- მბრძანებლური ტონით უთხრა ნიცამ და გადმოგორებული სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-ვიცი რომ გეშინია... ფიქრობ რომ ბავშვის მარტო გაზრდას ვერ შეძლებ, მითუმეტეს ასეთ სიტუაციაში...მაგრამ...
-ორსულად არ ვარ გასაგებია?!
-ნიცა!- გამოსცრა კბილებში თორნიკემ-ჩემს დარწმინებას ნუ ცდილობ! ვიცი რომ ორსულად ხარ!
-მერე შენ რა? შენ რააა?-აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული გოგონა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მბრძნებლური ტონით უხრა:
-ცოლად გამომყევი-ამ დროს სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა გაგიჟებულ გოგონას და ატირებული სანაპიროსკენ გაიქცა.-ნიცა- გაეკიდა თორნიკე და როგორც კი დაეწია მაშინვე გულში ჩაიკრა.
-მეზიზღები თორნიკე-მხოლოდ ამის თქმა მოახერხა მისთვის სასოწარკვეთილმა გოგონამ და აკანკალებული თითები ძლიერად მოუჭირა დაჭმუჭნულ პერანგზე.
-ვიცი-უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ და გაუბედავად ჩააყოლა ხელი არეულ თმებს
-თავს ცუდად ვგრძნობ, სახლში წასვლა მინდა-კარგა ხნის სიჩუმის მერე, ძლივს გასაგონად უმისმაართოდ დაიჩურჩულა აღელვებულმა გოგონამ და როგორც კი უკან დაიხია თორნიკემ მაშინვე ზურგი აქცია.



№1 სტუმარი Vivvidzen

გუშინ დავიწყე ამის კითხვა და რასაც ქვია გავათენე ხოდა სანამ ვათენებდი კითხვაში მანამდე ახალი თავიც დაიდო ცდდვრ

 


№2 სტუმარი სტუმარი სალომე

დიდი ალბათობით თორნიკე ანდრიას შვილს საკუთარი შვილივით გაზრდის. ეს ნიცა ისეთი შტერია გარდაცვლილი შეყვარებულის ძმაკაცზე ქორწინებაზე არ იტყვის უარს:)) ყველა პერსონაჟი მომწონს, ნიცას გარდა :დდდდ მგონი ძალიან შემომელანძღა.
თვითონ ისტორია და მისი სიუჟეტი ძალიან კარგია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent