შესაფერისი! (ნაწილი 8)
შუა ღამეში გამეღვიძა, სიცარიელე ვიგრძენი სხეულით და იმ ძილბურანში მყოფმაც კი გავიკვირვე, რატომ არაფერი მეკვრის მეთქი. ვცადე თავის წამოწევა, მაგრამ იმდენად გადაღლილი ვიყავი ემოციურად, არაფრის თავი არ მქონდა და ნელა ვცადე მარჯვენა ხელით შევხებოდი სახეს, რომ როგორმე მოვსულიყავი ჭკუაზე, წამოვწიე თავი და ცალი თვალი ნელა გავახილე, გავიხედე და სრულიად ცარიელ საწოლზე ვიწექი. -სად წავიდა? ვკითხე უსასრულობას და ახლა ფანჯრისკენ გავტრიალდი, მთვარის შუქი ჩემი ბალიშის კიდეს ეხებოდა და მეც იმ წერტილს შევეხე, თითქოს მთვარეს ვეთამაშებოდი. ნელა წამოვიწიე ბოლომდე და უკვე საწოლზე წამომჯდარი ვისრესდი სახეს. ოთახს მოვავლე თვალი და შევნიშნე, რომ მისი ფეხსაცმელი არ იყო ადგილზე. -დავიჯერო დამტოვა?!-გაოგნებამ და შიშმა მიმატა-ნუთუ გაერთო და წავიდა?!-შევიცხადე უფრო ძლიერად და ვიგრძენი როგორ დამეჭიმა სხეული-განა რა ვქენით, მაგრამ მაინც.. ესეც საკმარისია..-გაუჩერებლივ ველაპარაკებოდი საკუთარ თავს. ბოლოს კეთილი ვინებე და ავდექი, ფეხსაცმელი ჩავიცვი და ძირს დაგდებულ ხალათს დავწვდი, მოვიცვი და ოთახიდან გავედი. სამზარეულოში არ იყო, არც აბაზანიდან გამოდიოდა ხმა, არც მეორე საძინებელში იყო, მისაღებში გავედი და ნელა მივუახლოვდი აივნის შუშას. კრესლოში მჯდომი მამაკაცი რომ დავლანდე, სიმშვიდემ მომიცვა და თბილად გამეღიმა. იჯდა მარტოდ და ქალაქს გადაჰყურებდა, აუღელვებლად გაუკიდა სიგარეტს და პირველი ნაპასი გამალებით დაარტყა. მისკენ გადავდგი პირველი ნაბიჯი და დავაკვირდი. ზუსტად ახლა დავაკვირდი უკვე საკმაოდ ნაცნობ მამაკაცს. შავგვრემანი, უხეში სახის ნაკვთებით, მარჯვნივ გადავარცხნილი, მუქი თმებით, განიერი მხრებით, მამაკაცური, თუმცა თლილი მტევნები, ახლა დავაკვირდი თითზე დიდ ოქროს პერსწინის ბეჭედს. მოლამაზებულ წამოზრდილ წვერს, საშუალო ტუჩებს და დიდ წამწამებს. -მთვარის შუქზე უფრო სიმპატიურია!-წამომცდა ჩემთვის და მისკენ ნელი სვლა გავაგრძელე. ზღურბლს მივეყუდე და მისკენ არ გამიხედავს ისე ვუთხარი. -მეგონა მამაკაცური ეგო მოგაწვა და გაიქეცი ქალებში რომ დაგეოკებინა-ჩემივე ნათქვამზე ჩამეღიმა. -რატომ ადექი?-დააიგნორა ჩემი ნათქვამი და ამომხედა. -გამეღვიძა. -მოდი-მანიშნა თავის კალთაზე. -კიდევ რა გინდა?!-გამეცინა და მის წინ მდგარ სკამზე დავაპირე დაჯდომა. -მანდ ცივა, აქ მოდი-ძლიერად მომქაჩა მისკენ და ისე ჩამისვა კალთაში, ვერც გავიგე ვერაფერი. -რას აკეთებ?!-წამოვიკივლე. -ღამეა, ნახე ყველას ძინავს, ნუ კივიხარ თორემ გაგვლანძღავენ. -სულს ამოგხდი მე შენ ერთ დღეს. -მთავარია ეს იყოს სასიამოვნო და მაგ დროს ორივე მაგრად დავიღალოთ-გამიცინა და ცხვირზე მაკოცა. -სულ სე*სი როგორ უნდა გელანდებოდეს? -ჩაიცვი წესიერად და აღარ ვიფიქრებ. -ფუ! რა უზრდელი ხარ!-გავიოცე და თმაზე მოვქაჩე-თუ გახსოვს, შენ გამომაქციე. ლამაზად მოვკალათდი მის კალთაში, უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ მასთან ჯაჯგუნს აზრი არა აქვს. თავი მივადე ნელა და მეც ქალაქს გავხედე. -რაღაც მაინტერესებს-დუმილის შემდეგ გაისმა მისი ხმა. -მითხარი. -რას ელოდები ჩემგან?!-მისმა კითხვამ გამაოცა, თავი წამოვწიე და მისკენ შევტრიალდი. -ეგ რა კითხვაა-მხრები ავიჩეჩე. -ჩვეულებრივი-წარბები აწია-მიპასუხე. -არ ვიცი რა გიპასუხო. -იმიტომ რომ არაფერს ელი?! -იმიტომ რომ არ ვიცი, ველოდო უნდა თუ არა რაიმეს-არ დამიმალავს მისთვის გულის ფიქრები-არ მინდა თავს მოვიხვიო რამე. -რომ მერე შემთხვევით არ აგიხდეს?-გაეცინა-დღევანდელობის კლასიკა. -შენ იცინე და მართლა ეგრეა-გამეღიმა-რაც არ უნდა იყოს, მეშინია შენი!-ისევ არ დამიმალავს არაფერი. -ჩემი გეშინია?!-წარბები შეიჭმუხნა-ჩემი რა გაშინებს? -განა ის არაა საკმარისი რომ მთვრალი სადაც გინდა იქ მიმარბენინებ? -დარწუნებული ვარ, ამაში ორივეს სურვილი იდო და მსგავს საქციელში, ცუდს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, მერომანტიულება. -ვა, შენ ეგეთებიც იცი? არ გადამრიო-ისევ გამეცინა. -მიპასუხე, რას ელი ჩემგან? -უჩა, მართლა არ ვიცი, არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, არ ვიცი რას უნდა ველოდე ლამის 1 თვის გაცნობილი ადამისგან. -რომელმაც შენი ყველა მილიმეტრი იცის-დამიყოლა და მოიშმუშნა როცა აწითლებულმა და დარცხვენილმა ვუბწკინე-მომწონს შენი ბავშვური სირცხვილის გრძნობა. -შენ ხარ სამაგიეროდ უსირცხვილო. -არც ვმალავ. მუცელზე მომხვია ხელები და მიმიკრა, ვიგრხენი როგორ იმატა სითბომ ჩემს სხეულში და ახლა ისე დაძაბული აღარ ვიყავი, თითქოს სიცივესაც ვეღარ ვგრძნობდი და მეტად დამშვიდდი. მხარზე მკოცნიდა ნაზად და ლუღლუღებდა რაღაცას თავისთვის მაგრამ აღარ მიმიქცევია ყურადღება, თვალები მივხუჭე და თავი გადავწიე უკან. მის მხარზე ჩამოვდე თავი და ფიქრებში გადავეშვი. “ნეტა რას იტყვის რატი, ან ალეკო, ან ნინუცა, კარგი ნინუცას გაუხარდება და იტყვის ხომ ვამბობდიო, მაგრამ რატის როგორ ავუხსნა ეს ამბავი, შენს ახალ ჩამოსულ ძმაკაცთან ერთად მეძინა და ლამის სე*სით დავკავდით თქო? ჩამაკლავს ადგილზე, ალეკოც არ დამაკლებს. ან თვითონ უჩა რას ფიქრობს, რატიმ რომ გაიგოს დავიჯერო მე მომხვდება მხოლოდ? დავიჯექო მარტო მე ამხანჯლავენ? იქნებ სულ არ ფიქრობს რაიმეს და არც აპირებს რომ ვინმეს აცოდინოს მომხდარის შესახებ” -მომენდე, დამიჯერე, რაც მოხდება შენს ცხოვრებაში დღიეს იქით, აღარაფერზე გექნება სანერვიულო და რაც მთავარია საფიქრალი-მომესმა ჩურჩული ყურთან. -მეშინია-ვუპასუხე გაუნძრევლად. -რისი? ისევ ჩემი?! -დანგრეული იმედების. -შეეშვი, ყველაფერს და ყველას შეეშვი, მე მომენდე და დაგანახებ როგორია, როცა გვედრით მამაკაცი გყავს. “ღმერთო.. ამას უნდა რომ ქმრობა ვთხოვო? ასე მალე?! დამშვიდდი სავია, არ აყვე ემოციებს, სიტყვები სიტყვებია, ქცევებია მთავარი” გამოვუცხადე ჩემივე ფიქრებს და გავსწორდი. -დრო წინაა უჩა, მე არსად გავრბივარ. -ვგიჟდები სახელით რომ მომმართავ-გამიცინა-დრო.. დრო.. ისე, პირველ დღეს რომ მნახე რა იფიქრე? -ის, რომ შენი ვიზუალისთვის შეუფერებელი შესახედაობა გქონდა-ხმამაღლა გამეცინა-ლამის ბომჟს გავდი. -როგორი შესახედაობა მაქვს აბა, პატარა ქალბატონო? -სუფთა ქართველის!-დარცხვენილმა, მაგრამ ბედნიერმა და კმაყოფილმა ვუპასუხე. -მერე? -რა მერე? -რა შანსები აქვს ამ ქართველს? გავუღიმე და არ ვიცი რატომ, მაგრამ ნელა მივუახლოვდი და ლოყაზე ნაზად ჩამოვუსვი ხელი, დავაკვირდი მისი სახის ყველა მილიმეტრს, ალბათ 1 წუთი ვაკვირდებოდი ისე, რომ მისი სახიდან თითები არ მომიშორებია, მერე კი ნაზად ვაკოცე. ვიგრძენი რიგორ შეცმა და გააკანკალა, ეს ნამდვილად არ იყო სიცივის ჟრუანტელი და გამეღიმა. ნელა წამოვწიე თავი და გავშორდი სახეს ცოტათი, ძლიერად მომხვია ხელი წელზე, მე კიდევ კისერზე მოვხვიე ხელები, მშვიდად დავადე მხარზე თავი და რამოდენიმე წამის მერე ამოვიღე ხმა. -მინდა ის მამაკაცი იყო, რომელიც ჩემია სულით ხორცამდე. ფეხზე წამოდგომას ვაპირებდი, როცა ხელში ამიყვანა და ზემოდან დამხედა, მისი სხეულიდან წამოსული სითბო მეც მათბობდა და კარს მომდგარი სიცივე უკან გავისტუმრე. ოთახში ნელა შევიდა და საწოლზე ნაზად მიმაწვინა, გვერდით მომიწვა და საბანი გადამაფარა, ძლიერად მომეხვია და ჩემს თმებში ჩარგო თავი. -მომენდე, მხოლოდ მე მომენდე. ესღა თქვა და დაეძინა, დავიძინე მეც. გათენება ახალ დაწყებული ჰქონდა, რომ გავახილე თვალები, უჩა ისევ არ იწვა ჩემს გვერდით. -მხოლოდ ძილი მოწონს ეტყობა ჩემთან ერთად-გამეცინა ჩემივე ნათქვამზე. -არა, სხვა რამეებიც მომწონს, მაგრამ ჯერ მაგისთვის ადრეა-მომესმა აბაზანიდან გამოსული მამაკაცის ხმა და დავაკვირდი მხოლოდ პირსახოცშემოხვეულ უჩას. -ღმერთმა გიშველოს და ჯობია ჯერ მე მიშველოს შენგან, სირცხვილის გრძნობა არ გაქვს? -მე თუ შენ? ფარდის ნაჭრით რომ ხარ ღამის მერე ჩემთან-მომაძახა და კარადა გამოაღო. -თუ გახსოვს, შენი ბრალია ასე რომ ვარ ჩაცმული, სულ არ მინდოდა მე.. -ჰო აბა, აბა-არ დამასრულებინა-მახსოვს ხმებიიი… მახსოვს გრძნობებიიი… -ენა მიიგდე-გამეცინა და ფეხზე წამოვდექი. -სახლში დაგტოვებ, მე სამსახურში უნდა წავიდე-მომაწოდა ტანსაცმელი, რომელიც შეიძლება ჩამტეოდა-და 8 საათისთვის მზად იყავი. -რა ხდება რო? -ხომ გითხარი გუშინ, პაემანზე მივდივართ-მიპასუხა და გაბრუნდა რომ ჩამეცვა. -რა პაემანი, გადაირიე? რატის რა ვუთხრა? -მე ვეტყვი, შენ მოემზადე მშვიდად, ხომ გითხარი, მომენდე უბრალოდ, სხვა ყველაფერი ჩემი პრობლემაა. -დუელზე უნდა გამოიწვიო?-ხმამაღლა გამეცინა სცენის წარმოდგენისას. -არ მგონოა დამჭირდეს-მასაც გაეცინა. სახლში დამტოვა და თბილად დამემშვიდობა. კარები ნელა შევაღე და მიმოვიხედე, ნინას ხომ არ გაეღვიძა თქო. ფეხაკრებით შევედი მისაღებში და დივანზე დაჯდომას ვაპირებდი, დაქალის სიცილი რომ გავიგე. -ხელაღებული თინეიჯერივით შემოიპარე. -გღვიძავს?-გავხედე და მოწყვეტით დავეშვი. -კი 2 საათია რაც ფეხზე ვარ, აქედან ნახევარი საათია შენს მოლოდინში ვარ-გაეცინა. -ვინმეს უთხარი?-ცოტა შიშმა გამკრა. -გიჟს ვგავარ?-გვერდით მომიჯდა-დაიწყე! -რა დავიწყო?! -შეგიძლია ის მომენტი გამოტოვო მანქანაში როგორ ჩაგსვა და წაგათრია, მაგის მერე მაინტერესებს უფრო-ახარხარდა. -შენ რა, დაინახე?! -მაოცებ რა! რათქმაუნდა დავინახე, გისმენ მეთქი, ინტერესით ვკვდები. -არაფერი არ ყოფილა, ვისეირნეთ და მანქანაში ჩაგვეძინა, მერე სახლში მივედით მასთან, ჩავიცვი რაც ჩამეტია და მომიყვანა სახლში. თითქოს შემრცხვა დაქალისთვის ყველაფრის მოყოლა, მითუმეტეს, არ მინდოდა, რომ ეს რაღაც ახლის დასაწყისის მსგავსი ყოფილიყო და მერე არაფერი რომ არ გამოსულიყო, ცუდ მოგონებად დარჩენილიყო მის გონებაში, ფაქტია, რომ მოგვიწევდა მასაც და მეც უჩას ნახვა ხშირად, ამიტომაც არ მინდოდა უხერხულობა ჩამოვარდნილიყო, ამიტომაც გადავწყვიტე სხვა ამბავი მომეყოლა. -უფრო მეტს ველოდი მისგან-გაიცინა-ყავას დალევ? ფეხზე წამომდგარმა მკითხა და დამხედა, სევდიანად გახედა კარებს, რაც არ გამომპარვია. სამზარეულოსკენ წავიდა ნელი ნაბიჯით და კიდევ ერთხელ გაიხედა კარისკენ. მეც წამოვდექი ფეხზე და მას გავყევი, მაგიდასთან ჩამოვჯექი ჩემს საყვარელ სკამზე და დაქალს მივუბრუნდი. -რა ხდება?! -რაზე ამბობ?-გაიოცა ნინამ. -კარებს ლამის რომ უნდა შეაკვდე იმას და გეკითხები, ასე რომ მიპასუხე. -გამთენიოს მოვიდა, ვიკამათეთ და წავიდა. -ალეკო?!-გავიოცე. -ჰო. -რა მოხდა კი მაგრამ, დილით არ იყავით ლამაზად? -დაბადების დღეზე მინდა წასვლა და არმიშვებს რომ კითხო, მამაჩემია თუ უფროსი ჩემი, რას ქვია არ მიშვებს-ჯუჯღუნებდა გააფთრებული დაქალი. -მიზეზი რა არისო, რა თქვა?-წინ დადებული ყავა მოვსვი. -ისეთი საზოგადოებაა იქ, არ მინდა რომ წახვიდეო. რომელი საზოგადოება ნახა მისი დასაწუნი ვერ გამიგია, არ მყავდეს უნაკლო ეგეც. -იქნებ და მართლაც აქვს მიზეზი ასე უარზე რომაა. -სავია, ასე მგონია მისკენ იხრები, ჩემკენ კიარა, ან რომელი საუკუნეა, რა საზოგადოება, რა სიტუაცია, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ?! -მე არავისკენ არ ვარ-ხელები ავწიე და გავუცინე-რაც არ უნდა იყოს, მსგავს სისულელეზე არ უნდა კამათობდეთ. -განა შევთავაზე, წამოდი მეთქი, თავს იკლავს არაო, ვერც ჩემთან და ვერც ჩემს გარეშე ვერ წახვალო. -მე ვერაფერს გეტყვი, ცოტა ისეთი თემაა-თავი ვიმართლე-მაგრამ მაინც მგონია, რომ ტყუილად არ დაიწყებდა ამაზე საუბარს. უცებ ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა და სასწრაფო ტემპით უპასუხა ნინამ. -დიადი სალამაზი ბატონს მონისგან… დიახ ბატონო… ყავას ვსვამ, თქვენ რასა შვრავთ?…-მეცინებოდა მის პასუხებზე, მაგრამ უცებ დასერიოზულდა-ჯერ არ მივდივარ, წავალ ცოტახანში… გინდოდა რამე?… კარგი გელოდები. გათიშა მობეზრებით და გამომხედა. -გეფიცები, გულში ვფიქრობ, რომ მუღამი ჰქონდა რომ უბრალოდ ერთად ვყოფილიყავით, იმის გამო რომ უარს ვეუბნებოდი სულ-ხელებში ჩარგო თავი და ამოიოხრა. -ეგ რა შუაშია?!-შევიცხადე დაქალის ნათქვამზე. -მჭამს ეს გრძნობა შიგნიდან და მეშინია, მეშინია არ დამემსხვრეს ეს ზღაპრად შექმნილი ურთიერთობა და მოლოდინები თავზე. -ალეკო არაა ის ბიჭი, თავგზა აერიოს და ვერ გაიგოს რაუნდა. თუ კი მსგავსი აზრები გაწუხებს, მიდი და დაელაპარაკე, აჯობებს მოიშორო ეგ აზრები თავიდან და მოისვენებ. -რა ვუთხრა კი მაგრამ, მუღამის გამო ვართ ერთად თუ არა თქო?-გაეცინა. -აი თუნდაც ეგრე, მთავარია ილაპარაკოთ, შენაც მიადექი და აახსნევინე რატომ არ უნდა შენი იქ წასვლა, თუ კი რაიმე მყარ მიზეზს არ დაასახელებს… -მაგისთვის სავია, იქ რომ ბიჭები იქნებიან, ისიც მიზეზია-ხმამაღლა გაეცინა-მოკლედ, დაველაპარაკები და თუ არ მოვკალით ერთმანეთი, ლამაზი ბავშვებით გავაჯიშებ თქვენ გვარს, ხომ გახსოვს რომ დაგპირდი. -თავი დამანებეთ!-გავიცინე. სამზარეულოდან გასულ დაქალს თვალი გავაყოლე და ჩუმად ჩავიჩურჩულე “ამდენი ფიქრი სე*სზე, დღეს ჩემთვის საკმარისია” ********* გამარჯობა. იმდენი ხანი დავაგვიანე კაი საცემი ვარ, მაგრამ ჩვილის დედობამ ასე იცის :დ უნდა მაოატიოთ, იმედია მოგეწონებათ, ველოდები შეფასებებს და კომენტარებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.