შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი (თავი მეხუთე)


12-05-2025, 16:24
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 308

Put Your head On My Shoulder…......
როგორ მიყვარს რეტრო მუსიკა, ჩემს სახლში მუდამ ფონად ისმის ხმა მაღალი ხმით.. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ჩემინსაძინებლის სარკესთან ვზივარ და ვემზადები, როდესაც მინდა ყოველდღიურად შევიცვალო გარეგნობა, მსურს რომ ყოველდღიურად სხვა ადამიანს ვხედავდე როგორც მე ასევე სხვაც.


რა კარგი ამინდია, გავლა არ მაწყენს.
როგორ მიყვარს მზის სხივი რომ ეცემა ჩემს ფანჯრებს და მას ხის ფოთლები ირეკლავს, გადმოვდგან ნაბიჯებს გარედ, რა სასიამოვნო ხმას გამოსცემს ყოველ ნაბიჯზე ჩემი სამხედრო ფეხსაცმელი როდესაც გადავადგილდები..... განსაკუთრებით მაშინ როდესაც სანადიროდ მივდივარ, გული საგრძნობლად მიცემა ასეთ დროს, შეგრზენა რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში რომ სულ მალე ახალ მაგრამ გონებით ძველ არჩევანს გავაკეთებ.... აბა რომელი მოგწონს?!, არა ეს არ ჯდება ჩემს გემოვნებაში ცუდი ხასიათი ექნება... ის? აბა რომელი?!, ოჰო.... შეხედეთ ერთი რა ნაზი და საყვარელია, თოთქოს შეეხები და დაიმსხვრევა ნაწილებად, მას მართლაც სჭირდება ფაქიზად მოპყრობა, რა თმა რა კანი..... როგორი წვრილი თითებიაქვს... სიარულიც თითქოს პატარა შველი უღრანბწყეში კისეირნობდეს, ფრთხილად! არ დააფრთხო შენებურად... მშვიდად მიჰყევი, მის ნაბიჯებს აუყოლე რითმი სადაც არის გავა შენობიდან, როგორ უხდება ეს დღე მას... თითქოს მე მელოდება, ჩემთვის გამოვიდა დღეს სახლიდან, აბა დამშვიდდი სასწრაფოდ! შენი გულის ცემა ყველგან ისმის... დინჯად მოიქეცი სადაც არის მიუახლოვდება.

:თავი დამადე მხარზე პატარავ.....

-რა ბრზანეთ?...

:რა კარგი ამინდია არა?!

-დიახ საკმაოდ.

:დღეს ჩვენი დღეა...

-ბატონო?...

:ძალიან მიყვარს მზე, რაღაცნაირად.

-დიახ... მზე მეც მიყვარს.

:სხვანაირად არც შეიძლება.

-რას გულისხმობთ?

:არ გიფიქრიათ რა ხდება ამ დროს მზესთან ახლოს?

-ალბათ ვერც მივუახლოვდებით, ის ხომ გავარვარებული მასაა?!

:რას ბრძანებთ, შეუძლებელი არაფერია, გაუსაძლის სითბოს დამორჩილება მარტივად შესაძლებელია.

-ეგ როგორ?


:საპასუხო სითბო უნდა გასცე.


-ვაფასებვთქვენს იუმორს, სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი მაგრამ ჩემი ავტობუსი გამოჩნდა.


:რა საოცარია?!... ჩვენ ერთი გზა გვქონია, არ შევმცდარვარ.

-რას გულისხმობთ?


:თქვენ მფარველი გჭირდებოდათ, ისე დაემთხვა რომ მე მოგევლინეთ სრულიად შემთხვევით, ერთი გზა აგღვმოგაჩნდა.


-ნუ აჭარბებთ.....

:ცდებით, ირგვლივ უამრავი შეშლილი გადაადგილდება,ნთქვენნკი როგორც ვფიქრობ მარტოდ უნდანგრძნობდეთ თავს.


-რატონ ესე გადაჭრით?


:თქვენს თოთზე ვერ ვხედავ საქორწინო ბეჭედს და საუბრის დროს ხმაში თრთოლვა გემჩნევათ.


- გათხოვილი ნამდვილად არ ვარ ჯერ ვსწავლობ, არც ურთიერთობის დრომმაქვს.


:რა თქმა უნდა ინტუიცია არ მღალატობს.


- ეს რთული გამოსაცნობი არ იყო.


: შეიძლება.... იცით მსურს რომ ჩვენი დიალოგი არ შეწყდეს.


-ჯერ მე არ ჩავდივარ.


:კი მაგრამ ალბათ მალე ჩახვალთ.


-კი მაგრამ თუ თვლით რომ ჩემი მფარველი ხართ, გამოდის რომ მარტო გამიშვებთ?


:თავისთავად მაგრამ უკეთესი ხომ არ იქნება რომ ყავაზე დაგპატიჟოთ?! რაოდენ ბანალურად არ უნდა ჟღერდეს.


-ვფიქრობ არ უნდა იყოს ცუდი აზრი, მაგრამ ახლა ლექციაზე მაგვიანდება...


:რა სამწუხაროა, გამოდის რომ საუბარი უნდანშევწყვიტოთ.


-არა რატომ? მოგვიანებით შეიძლება.

:როცა იტყვით....


-14:00საათზე ვთავისუფლდები.

:მშვენიერია, 13:00ზე თქვენს უნივერსიტეტთან ვიქნები.


-ასე ადრე რატომ?


:ასეთი ჩვევა მაქვს, დაგვიანებას ნაადრევად მირჩევნია ადგილზე ვიყო.


-საოცარი ადამიანი ბრძანდებით....


:ოღონდ შენობითზე გადავიდეთ, ჩემი თხოვნა იქნება.

-როგორც იტყვით, ბოდიში იტყვი.


:გოგონა ერთი წუთით....


-გისმენ..

:სახელი არ ვიცი ამ დრომდე შენი.


-მართქლინხარ მეც დავიბენი, ანა.


:სასიამოვნოა ანა, მე გოგა მქვია.


-მშვენიერია.....

:ანა, 13:00საათზე დაგელოდები.

-კეთილი, გოგა.


კარგი, გეყოფა თავისნმოკატუნება! აღიარე რომ საოცნებოა... ვერ შეგეწინააღმდეგები, მართლაც საოცრებაა.. ხმაც როგორი აქვს, ახლა შენებურად ნუ მოიქცევი და თავი დაიჭირე.
რა რთულია არა?... კარგი რა, რა არის რთული?! რით ვერ გაიზარდე?..... იქნებ არ მოვეწონე?

გეყოფა! თავი ხელში ავიყვანე, მთავარია არ შევდე, დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება.
ასე ფიქრობ?, კი უდაოდ ყველაფერი კარგად იქნება.


ოჰ მივჩერებივარ კარს რამდენი ადამიანი შიდეს და გადის, ანა კი ჯერ არ სჩანს.

რა გეგონა აბა ერთი საათით ადრე რომ მოდიოდი?

არაუშავს სამაგიეროდ მალე შევიგრძნობ იმ სიამოვნებას რომელსაც ჭკუიდან გადავყავართ, დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ თვალს რომ მივჰკრავ მას ვისაც მოუთმენლად ველი.
ეგ კი მაგარი გრძნობაა.... აბა მე რას გეუბნები?!

უჰ როგორ ჩამოვხა, ნუ წუწუნებ!... უხერხულია სადაც არის გამოვა ანა გარედ... ნუ ხარ ასეთი დაძაბული, მოეშვი და იფიქრე იმაზე რომ მალე ნახავ მას.

აი ისიც კარი იღება, ოჰ ოჰოო.... დამშვიდდი თორემ ასე არითმიას ვერ გადაურჩები, შეხედე, შეხედე რა ლამაზია როგორ მიღიმის...
ახლა შენ თავი ხელში ავიყვანე, ნუ დააფრთხობ ამ გოგონას.


-დიახ ხანია მელოდები?

:არა, არც ისე სულ რაღაც ერთი საათია.

-რას უცნაური ადამიანი ხარ?! ამ სიცხეშინამდენი ხანი მართლა იდექი?... მე კი ვიფიქრე რომ იხუმრე.

: როგორც ხედავ ხუმრობა რეალობასთან არის შერწყმული.


-არა.... დრო და დრო ვაფასებ შენს ასეთ სიბრძნეს.


:კარგი, მემგონი დროა წავიდეთ, ყავის თანხლებით ვიმსჯელოთ.


-რაზე?


:თუნდაც განვიხილოთ ჩემი სიბრძნე.


- საინტერესოა, წავიდეთ.




-რაღაც მინდა გკითხო.

:გისმენ გულდასმით.

-გამიზნულად მომიახლოვდი თუ მართლა შემთხვევით აღმოვჩნდით ერთად გაჩერებაზე?


:შენ როგორ ფიქრობ?

-მე ვფიქრობ რომ გოგონების შებმის ასეთი ხერხი გაქვს.

: შებმა?.... შენი შებმა რომ მდომოდა თოკს სახლში არ დავტოვებდი.

-ეს ეხლა რაღაც არ გამოგივიდა.


:რა არ გამომივიდა?

-ხუმრობაბარ გამოგივიდა.

:მე როდის ვთქვი რომ ვიხუმრე?


-გოგა ვაფასებ შენს იუმორს მაგრამ სერიოზულად დაგისვინკითხვა და გთხოვ რომ სერიოზულად მიპასუხო.

:ერთი წუთით არ მიხუმრია.

-კარგი! მაშინ თემა შევცვალოთ.

:რატომ ბრაზდები?

-მე არ ვბრაზდები.

:არც მე...

-ოხ გოგა, მაღიზიანებ მაგრამ ამავდროულად მაცინებ.

:შენ კი გაბრაზება ძალიან გიხდება...

-ისევ ეს შებმის ერთერთი ფორმა.


:ახლა იცოდე მართლა შეგაბავ.....
სიცილიც როგორ გიხდება.

-აბა მართლა შემთხვევით მოვხდით ერთად?

:ანა, შემთხვევიტობა არ არსებობს, არსებობს რაღაც არაამქვეყნიური რამაც შეიძლება ორი სრულიად უცხო მაგრამ ამავდროულად წულით მონათესავე ადამიანი ერთმანეთს შეახვედროს.

-ანუ იმის თქმა გსურს რომ მე შენი მონათესავე სული ვარ?

:მე შენიმმფარველი ვარ, როგორც ეს წინად ავხნიშნე.

-რას ვისგან მფარველობ?...

:შეშლილი არსებებისგან რომლებიც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ცდილობენ რომ სწრაფად დაგვესხნენ თავს.

-საინტერესოა, მიხარია რომ გამოჩნდი ჩემი მფარველი... ახლა უფრომმშვიდად ვიქნები.


:უდაოდ, იცი რა არის ანა?!... დრო ძალიან სწრაფად გადის მე კი იმდენად შევეჩვიე შენთან საუბარს რომ წუთები მინდა შევაჩერო რომ არ შევწყვიტოთ.

-ხომ... სამწუხაროა.

:მემვფიქრობ საკონტაქტო მისამართი უნდა გავცბალოთ რომ თუკი ხშირად ვერ დაინახავ ვირტუალურად ვისაუბროდ და განვიხილოთ ესა თუ ის საკითხი.


-მერე და არ მოგბეზრდება უწყეტილ დიალოგი ჩემთან?

:მე არასოდეს არაფერი მბეზრდება.

-ჰმ... კარგი ეს ჩემი გვერდია, მომწონს შენთან საუბარი ამიტომ როცა მოვიცლი და მოიცლი ვირტუალურად განვაგრძოთ დიალოგი.

:შენ ოღონდ მინატრე რა მე ყოველთვის ხასზე ვიქნები.

-კარგი მფარველო... აუცილებლად შეგეხმიანები.

:მიხარია შენი გაცნობა ანა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent