შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეპყრობილი (თავი მეექვსე)


14-05-2025, 19:53
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 121

სამივენი მამუკას კაბინეტში ვზივართ ხმას ვერ ვიღებთ და ვუსმენთ მის ლანძღვა შენიშვნებს მდუმარედ, უკვე მესამე კვირაა უშედეგოდ ვმოქმედებთ და ცხადია ეს ყველასათვის გამაღიზიანებელი ფაქტორია ვინც ამ საქმეში ვართ ჩაბმული, ამას მამუკას უადგილო ცინიზმი და აგრესია ემატება ჩვენი მიმართულებით, მე და ბადრი შეჩვეულნი ვართ ამას მაგრამ ელენესთვის ეს ახალი თავზარ დამცემიმმდგომატეობაა.... ამიტომ ის მეტად ისტრესებანვიდრე ჩვენ.

ჩემს მობილურ ტელეფონზე ზარის ხმა არ წყდება, პასუხს ვერ ვახერხებ რადგან არ მსურს მამუკას კვლავ მივცე საშუალება ახალი ჩხუბის მიზეზის მაგრამ ზარმა თვით მამუკა გააღიზიანა და მისაყვედურა რომ ან ვუპასუხო თუარა და მისი ხელით მოისვრია ჩემს ტელეფონს.

თემო: გისმენთ, თამაზ.

:სალამი ბატონო თემო, მინდა გაცნობოთ, ჩვენი პატრულის თანამშრომელი ოთარი უკვე ჯანსაღად გრძნობს თავს და შესაძლებელია მასთან გასაუბრება.


თემო: რას ამბობთ?! ძალიან კარგი... თხოვნა მაქვს თქვენთან, ჩემს მოსვლამდე არავინ შეუშვათ მასთან კარგი?


:რას ბრძანებთ?! იმიტომ დაგიკავშირდით მე თქვენს თხოვნას პატივს ვცემ.

თემო: გმადლობ ბატონო თამაზ 20წუთშინთქვენთან ვიქნები.


მამუკა: სად მიდიხარ?... მე ჯერ არ დამისრულებია!....

თემო: ბატონო მამუკა, გადადება მოგვიწევს რადგან მნიშვნელოვან საქმეზე გვიწევს წასვლა.

მამუკა: ბიჭო შენ.......


თემო: ერთი წუთით!... გთხოვთ ცოტაც მადრივეთ და ძალიან მალე კმაყოფილი დამრჩებით.

გოგონებო და ვიჭებო, აბა წავედით.



ადგილზე მისულს თამაზი ექიმი სეგვეგება ჩემი ახლომმეგობარი და მისი ნებართვით შევედით ოთარის დასაკითხათ.


თემო: აბა როგორ გრძნობ თავს?...

ოთარი: როგორ ვიქნები?... როგორ ვერ შევზელი დამეცვა ჩემინმეწყვილე?!


ოთარი: ეგრე ნუ იტყვი, მესმის რთულია მაგრამ ყველაფერი ხდება.


ოთარი: ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა რომ ვერც მოვასწარი ჭკუაზე მოსვლა.


თემო: ოთარ, შეგიძლია დაწვრილებით შეეცადო რა მოხდა?


ოთარი: საღამო ხანი იყო, მალე ჩვენი ცვლა უნდა დასრულებულიყო, მე და დათა შემოვლას ვანხორციელებდით რა დროსაც ორი ახალგაზრდა გოგო მოგვადგა, მათგან ერთ ერთი ძალზედ აღელვებული იყო.


:ბატონო პოლიციელებო, იქ ბუჩქებში ვიღაც გვიყურებს და უცნაურ ხმებს გამოსცემს, ძალიან გთხოვთ დაგვეხმარეთ ძალიან გვეშინია....

ოთარი: სად?.. ზუსტად რა ადგილას შეგიძლია მიგვითითო?

: აი იქ...... დიდი ნაძვნარი რომ არის.

დათა: და რას აკეთებდა კონკრეტულად შეგიძლია გვითხრა?

:ეს აუცილებელია?

დათა: დიახ, უდაოდ აუცილებელია.


ოთარი: კარგი დათა რა გემართება?! ვერ ხედავ როგორ ცახცახებენ?..

ნუ ღელავთ გოგონები ახლავე გავარკვევთ რაშია საქმე.


ტყე პარკს მივუახლოვდით ორთაბე, ღრმად შევედით მაგრამ გვიჭირდა რაიმეს დანახვა რადგან უკვე საკმაოდ შებინდებული იყო, შემდეგ დათამ შეამჩნია ძალიან მა4ალინმამაკაცის სილუეტი, იმ წუთასვე მივმართე უცნობ პიროვნებას რომნშეჩერებულიყო, რამოდენიმე წამი ხმას არ მცემდა შემდეგ უეცრად გაშეშდა და ჩვენც ფრთიხალ ნელი ნაბიჯებით ვუახლოვდებოდით, რომ მივუახლოვდით სწრაფად შემოტრიალდა და დათას ყელის არეში მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა, მე კი ხელი პისტოლეტისაკენ წავითე მაგრამ სწრაფად მეცა და იმავე ცივი იარაღით მუცლის არეში მომაყენა ჭრილობა შემდეგ კი რომ დავიხარე ზურგში ჩამარტყა და სწრაფად მიიმალა ადგილიდან, მას შემდეგბარაფერი მახსოვს.



თემო: სახე ხომ არ დაგინახავს, ან რაიმე დეტალი... თუნდაც ფეხსაცმელი ან შარვალი რა ეცვა რამე ხომ არ კეთებია თვალში საცემი?

ოთარი: არა... ნამდვილად არაფერი დამინახავს როგორც გითხარით უკვე ბნელოდა და თან უამრავ ხეებში სინათლე ვერ აღწევდა.


თემო: გასაგებია, აბა გამოჯანმრთელებას გისურვებ მალე.




ბადრი: ესეიგი ისევ ეს მაღალი მამაკაცი არა?

თემო რატომ არაფერს ამბობ?....

სად მიდიხარ?.......


ისე მოწყვეტით მოვთავსდი ავტომობილში რომ ბადრი და ელენე სწრაფად მეწეოდნენ.


ბადრი: თემო აღარ იტყვი სად მივდივართ?


თემო: გიგის უნდა მივაკითხოთ სწრაფად, უნდა დავიჭირო და ვათქმევინონყველაფერი რაც იცის და არ იცის მის ბავშვობის მეგობარზე.


ბადრი: ხომ თან როგორ მიგეწონათ ერთმანეთი?!.

ელენე: და რა მეთოდებიტ აპირებთ ამას?


ბადრი: შენ არ ინერვიულო ელენე კანონს არ დავარღვევთ.


ელენე: რაღაც არ მივესალმები თქვენს ასეთ სიველურეს!


თემო: ვისაც რაიმე პრეტენზია გაქვთ შემიძლია შეგიჩეროთ მანქანა და გვაცადოთ პროფესიონალებს მუშაობა.


გაცხარებული მივემართები ბადრი კი ელენეს ურჩევს რომ არ აჰყვეს ჩემს ასეთ მდგომარეობას, რაზეც ელენე უკმაყოფილოდ რჩება....

ამასობაში გიგის საცხოვრებელს მივუახლოვდით და სწრაფი ნაბიჯებით ავიარეთ კიბე... იმდენად სწრაფად რომ ბადრი გახშირებული სუნთქვიც მევედრებაბრომ დაველოდო მათ.

კარზე ფრთიხალ ვაკაკუნებ მაგრამ კარს არავინ მიღებს, შემდეგ ზომაზე ცოტათი ძლიერად ვაკაკუნებ.... კვლავ რომ უპასუხოდ დავრჩი ძალას მოვიმატე და ძლიერად ვაბრახუნებ რამაც შედეგინგამოირო და კარი გიგის მეუღლემ გაგვიღო.


:რა სიმხეცეა?... ასე როგორ შეიზლება ბავშვები ცხოვრობენ აქ.

თემო: უკაცრავად ქალბატონო მაგრამ ვერ გაგაგონეთ ხმა, ჩვენ თქვენი მეუღლის ნახვა გვსურს, სასწრაფო საქმე გვაქვს მასთან.

: კი მაგრამ ჩემი მეუღლე შინ არ გახლავთ, ის წუხელ, სამსახურიდან მივლინებაში გაგზავნეს და როდის ჩამოვა არ დაუბარებია.


ბადრი: სად გაემგაზვა ხომ არ დაუბარებია?


: ის არასდროს მიყვება მის სამსახურის საქმეებს.


თემო: ვინ შეიძლება იცოდეს ახლა სად იმყოფება?


:არ ვიცი... ნამდვილად ვერ გეტყვით.


ელენე: როგორ თქვენიმმეუ4ლე არ იცით სად დადის როდის და სად?

:არა, თქვენ წარმოიდგინეთ რომც მოვინდომო ის არაფერს მეტყვის.


თემო: კეთილი, გასაგებია... კარგად ბრძანდებოდეთ თუ დაგირეკავთ თქვენი მეუ4ლე ნუ დაგვზარდებით და შეგვატყობინეთ.


ბადრი: ფიქრობ რომ ამ საქმესთან რაიმე აკავშირებს მას?


თემო: თითქმის დარწმუნებული ვარ.


ელენე: მეც ასე ვფიქრობ, თან მგონია რომ მისმა მეუღლემაც რაღაც იცის, ეს უდაოდ ასეა.

თემო: რატომ ფიქრობ ასე?


ელენე: უჭკუო ქალი არ სჩანს, დავიჯერო ასე მშვიდად იქნება რომ არ იცოდეს მისი მეუღლე დრო და დრო სად იკარგება?! თანნზედმეტი ფიქრის გარეშე ცდილობდა ჩვენს თავიდან მოშორებას.


თემო: ყოჩაღ ახალბედავმ.. ახლა მომწონხარ


ელენე: მე არა!...


თემო: სამწუხაროა.


ბადრი: ნუ დაიწყებთ ახლა ისევ, თემო ხომ იცი რომ ვღელავ როგორ მშივდება ხოლმე და ორი წუთით მარკეტში გადავალ თქვენ დაელოდეთ და სწრაფად დავბრუნდები, რაიმე ხომ არ წამოგიღოთ?


თემო: ბადრი, შენ ამ ჭამა სმით კიდევ რაიმე ხიფათს გადაეყრებიბვგრძნობ, არაფერი მინდა წასული არ იყო მოსული იყავი!


ბადრი: არის უფროსო.


მანამ სანამ ბადრი მარკეტში გავიდა, ჩვენ ავტომობილში ველოდით მას, ისე რომ ხმას არ ვცემდით ერთმანეთს..... ჩვენი დუმილი კვლავ ჩემმა მობილურმა ტელეფონმა დაარღვია.

თემო: გისმენთ ბატონო მამუკა.

მამუკა: სად აგდიხართ?

თემო: საქმეზე ვართ ბატონო!

მამუკა: იმედი მაქვს შედეგიან საქმეზე ხართ, თორემ გაგყრით ყველას!


მამუკასთან საუბრის დასრულებისას, უეცრად ჩაგვიხტა სწრაფად მანქანაში ბადრი, ძალზედ აჟიტირებილულია და ამავდროულად მომღიმარი.


თემო: რა გჭირს?! ასე როგორ შეიძლება?

ბადრი: სწრაფად დავქოქე მანქანა!.... კიკეთში მივდივართ.

თემო: რას ბოდავ?! რა გვინდა კიკეთში?

ბადრი: ჩვენს გიგის უნდა ვეახლით.


ბადრის ჩავეძიე თუ რა ინფორმაციას ფლობდა, მან კი გაგვანდო მე და ელენეს რომ მარკეტში გამყიდველს შეეკითხა ხომ არ იცოდა სად იმყოფებოდა გიგი, თავი მის ახლო მეგობარად გააცნო... გამყიდველმა კი უპასუხა რომ დილით მისგან პროდუქტი და სიგარეტი შეიძინა, ამავდროულად მობილურ ტელეფონზე ვინმე უცნობს ესაუბრებოდა რომ რამოდენიმე საათში კიკეთში იქნებოდა.

გაოცება ვერ დავმალე და ხუმრობის ხასიათზე მოვედი... ბადრი შევაქე და ვუთხარი რომ მისმა მსუნაგობამ დაგვეხმარა მანაც შეიფერა შექება და კმაყოფილებით ახსავსე მიგვიძღვის წინ.


ადგილზე მისულმა გავარკვიეთ ადგილობრივების დახმარებით გიგის აგარაკის ზუსტი მისამართი, რამოდენიმე ხნიანი ძებნის შედეგად კერძო დასახლებას მივადექით.

სამივე ფრთხილად გავიარეთ ჭიშკარი და ბადრი ღმა მაღალი ხმით შესძახის მასოინძელს... ამდროს მე გბერდითა მხარეს მოვიარე სახლს და ვცდილობ სხვა შესასვლელი მოვძებნო.... ბადრი და ელენე კი მთავარ შესასვლელს უახლოვდებიან.

დიდხანს აკაკუნებდა კარზე ბადრი პასუხი კი არ ისმოდა... მე სახლის უკანა კარი დაკეტილი დამხვდა როგორც სჩანს შინ არავინ დაგვხვდა, კვლავ სახლის მთავარ შესასვლელთან შევიკრიბეტ და ვბჭობთ თუ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ.

ბადრი: ახლა რა ვქნათ?


ელენე: სხვა მაცხოვრებლებს ხომ არ გავესაუბროთ? იქნებ იცოდეს ვინმემ რამე.


თემო: მე ვფიქრობ ფანჯრიდან შევაღეიო როგორმე, რაღაც არ მჯერავს რომ შინ არავინ იმყოფება.

ბადრი: თემო ხომ იცი რომ ნებართვის გარეშე ამას ვერ შევძლებთ?!


თემო: ვიცი მაგრამ ახლა მაგის დრო არ გვაქვს.


დიდხანს ვბჭობთ რისი გაკეთება შეგვიძლია, ამ დროს კი სრულიად უცხო მამაკაცი მოგვიახლოვდა გვერდითა სახლის მაცხოვრებელი და გვისაყბედურა სხვის ეზოში რომ ვიმყოფებით.

მე ვცდილობ ის დავამშვიდო მაგრამ ის ძალზედ აგრესიულია, ამ დროს უეცრად ცეცხლი აგვიხსნა სახურავიდან უცნობმა პიროვნებამ, იმ წუთასვე ძირს დავწექით, უცხო მამაკაცი სწრაფად გაეცალა ადგილს, მე კი ელენეს ხელით გადავეფარე, ბადრიმ საპასუხო გასროლა განახორციელა სახლის სახურავის მიმართულებით საიდანაც გბესროლეს და დრო და დრო უახლოვდება. მე ელენეს სასწრაფოდ ვუბრძანე რომ მანქანაში დაგველოდოს მაგრამ ის კატეგორიულ უარს მიცხადება, ამის ფონზე მე მას ყვირილით მივმართავ რომ დამემორჩილოს, ამ დროს კი კვლავ ცხვირ წინ ჩაგვიარა ნასროლმანტყვიამ და ისევ სწრაფად გადავეყარე მას და ამავდროულად პისტოლეტი მოვიმარჯვე ხელში, არ ვიცი საიდან ისვრიან ამიტომ ვცდილობ დავადგინო თვალით ტრაექტორია მაგრამ უშედეგოდ.

ძლიერად ჩავავლე ხელი კლავში ელენეს და ფრთხილად გამოვეცალეთ ტერიტორიას, მანქანას მივუახლოვდით და იძულებით მოვათავსე ელენე კარჩაკეტილ მდგომარეობაში, ის კი განწირული მევედრებაბრომ გავუღი და თან წავიყვანო მაგრამ სწრაფად გავუყევი ბადრის მიმართულებას.

ფრთილად მივიწევ წინ იარაღ მომარჯვებული, ვცდილობ თვალით შევნიშნონბადრი მაგრამნუშედეგოდ...
ამ დროს კვლავ გამიხნსნეს ცეცხლი და ისევ მოვასწარი მოგერიება.

ბადრის ვუხმობ მაგრამ პასუხს არ მიბრუნება, მსურს რომ სწრაფად ვეძებო მაგრამ ვფრთხილობ რადგან კვლავ არ მესროლონ.


სამჯერ ღრმად ჩავისუნთქე და წინ გავემართე,
უცბად შევნიშე ადგილი საიდანაც მესროდნენნდა საპასუხო გასროლა განვახორციელე...... ამასობაშინბადრი გამოჩნდა და მისმა დანახვამ ძალზედ გამახარა.


თემო: სად ხარ ბიჭო?!.. ხმას რატომ არ მცემმრომ გეძახი?

ბადრი: რანაირად უნდა გაგცე ხმა როდესაც ჩასაფრებული ვიყავი ჩუმად?


თემო: ვინ არის ხომ არ შეგინისნავს?...


ბადრი: არა მაგრამ ერთი კაცი არ უნდა იყოს მაქსიმუმ ორი ან სამი.
ელენე სად არის?


თემო: მანქანაში ჩავკეტე.

ბადრი: შენ რა გაგიჟრდი?! როგორ შეიძლებოდა მისი მარტო დატოვება აქ?


თემო: სხვა გზა არ მქონდა, პანიკაშია და ვერ გავრისკავთ.

ახლა მისმინე, შენ აქედან დამაზღვიე მე კი ვეცდები ფანჯრიდან შევაღწიო სახლში.


ბადრი: ხომ არ შეუშალეს?... სარისკოა!


თემო: შეასრულე რასაც გეუბნები! 3 თვლაზე....
მიდი!.


ბადრი სახურავის მიმართულებით ანხორციელებს რამოდენიმე გასროლას, მე კი ამ დროს ფანჯრიდან ვცდილობ გადაძრომას და გამომივიდა კიდეც მაგრამ გადასვლის დროს ხელები დავიძინე შუშის ნამსხვრევებით.


ფრთიხალნვცდილობ გზა გავიკვლიო ჩაბნელებულ ოთახში თანნისე რომ თვალში არავის მოვხვდე, ზედაპირულად გადავათვალიერე იქაურობა რომ დავრწმუნდი რომ არავინ იყო სხვენისაკენ გავემართე, კიბე ნელი ნაბიჯებით ავიარე, რა დროსაც უცბად ზურგიდან ვინმე თავს დამესხა და ცდილობს იარაღი წამართვას, ორივენი ჩამოვარდით სხვენში ასასვლელი კიბიდან და ძირს აღვმივჩნდით.... მე მას იდაყვით მივაყენე რამოდენიმე დარტყმა მუცლის არეში და ჭიდილით მოვექეცი მას ზემოდან, შემდეგ კვლავ რამოდენიმე დარტყმა მივაყენე მუშტით სახის არეში იქამდე სანამ არ მოსუსტდა,ნძლიერად ჩავავლე ხელი საყელოში და იქვე კედელს მივანარცხე,შემდეგ ხელი გადავუგრიხე და ორივე ხელის დაბანა ვცდილობ რა დროსაც სწრაფად განხორციელდა რამოდენიმე გასროლა ჩვენს მიმარტულებით და მე გვერდით გადავხტი ჩემს მიერ დაკავებული პიროვნება კი ადგილზე დაიღუპა სროლის შედეგად.... სროლა რომ შეწყდა სხვენში ასვლა ვცადე მაგრამ ადგილს რომ მივუახლოვდი იქ არავინ დამხვდა. გაავებული დავბრუნდი კიბეზე სადაც ბადრი დავმხვა, მე მას ვუსაყვედურე თუ აქ რატომ იყო და არა გარედ რომ შეეკავებინა გაქცეული, მან კი მიპასუხა რომ სროლის ხმაზე სწრაფად გადაწყვიტა სახლში შემოსულიყო.
ორივეს უცბად გაგვახსენდა რომ ელენე გვეგულებოდა მანქანაში და მისკენნგავემართეთ, საბედნიეროდ უვნებელი დაგვხვდა მანქანაში მაგრამ კარის გაღების ტანავა გაავებული დამესხა თავს და ბადრიმ მოახერხა მისი შეცერება. ადგილზე ჩვენებიც მოვიდნენ და გავარკვიე საქმის ვითარებაში.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent