შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა ( თავი 23)


15-05-2025, 21:36
ავტორი NakoNako
ნანახია 343

Თავი 23

Ხატია

Სამი თვეა უკვე ჩემი და ვაჟას ცხოვრებაში ბედნიერებამ ფეხი ზედმეტად რომ მოიკიდა, მეშინია ამ ბედნიერ წუთებს ცუდიც არ მოყვეს, რადგან რამდენჯერაც ვეცადეთ ბედნიერები ვყოფილიყავით ცხოვრებისგან იმდენჯერ მივიღეთ საპასუხოდ საპირისპირო დარტყმა. ამ სამისთვის განმავლობაში ჩვენს ოჯახშიც სიმშვიდე ჩამყალიბდა, მამას მდგომარეობა გაუმჯობესდა კარგადაა, საავადმყოფოებშიც ნაკლებად გვიწევს სიარული, მხოლოდ ყოველთვიურ კონტროლზე. ვატყობ ვაჟას ყველაფრის შემდეგ ჩემი მშობლების პატიება უჭირს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მათ პატივს სცემს, საუბრის დროსაც კი ემჩნევა მამას ყოველთვის მოკრძალებულად ესაუბრება, დედაზე რა ვთქვა ყოველ ჯერზე პატარა ბავშვებივით კინკლაობენ, რაღაც მომენტში ვფიქრობ რომ ვაჟას სიამოვნებს დედას გაბრაზება, ბოლოს საბანკო ბარათზე იჩხუბეს.

შუაღამეს ფიქრებში გახვეული ვატარებ, ვუყურებ ვაჟას და ვფიქრობ, ნეტა ბავშვის ამბავს როგორ შეხვდება? ვაჟას ბავშვი არ უნდოდა, მე კი ორსულად ვარ... ათასი ფიქრი და განცდა მაწუხებს, უპირველესი ისაა რომ დედა უნდა გავხდე... როგორი დედა ვიქნები? შევძლებ კი ჩემი შვილისთვის კარი დედობის გაწევას? Მეორე ის რომ ვაჟა როგორ მიიღებს ამ ამბავს. Უნდა კი საერთოდ მამობა? ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, ბავშვის საკითხი წლების შემდეგ არ წამოჭრილა ჩვენთან. Ახლა მხოლოდ ის მაწუხებს როგორ ვუთხრა რომ მამა გახდება. Ნეტა გაუხარდება?

ფიქრებით გონება დამძიმებული საწოლიდან წამოვდექი, მძინარე ვაჟას საწოლში დავტოვე და ტერასაზე გავედი. ჩვენზე ვფიქრობდი, ორივე ძლიერად ვიყავით დაშავებულები სულიერად, ერთმანეთსაც ძალიან ბევრი დავუშავეთ. Და ზუსტად ახლა ვგრძნობ რომ ერთმანეთის ჭრილობების შეხორცება დავიწყეთ, ის ჩემთვის იყო საჭირო რომ მეარსება და მე მისთვის. ნარკოტიკს თავი აქ ჩამოსვლის შემდეგ დაანება, ანუ როცა შევრიგდით, უფრო დიდი დოზით იყენებდა ვიდრე აქამდე, ვატყობდი რომ ძალიან უჭირდა, კრიზისები ჰქონდა, სახლში ყველანაირად ვცდილობდით ეს კრიზისები შეძლებისდაგვარად აგვეცილებინა თავიდან, განსაკუთრებით დედა მეხმარებოდა, ხანდახან ვეჭვობდი რომ ვაჟასთან მხოლოდ მისი გონების გასაფანტად კინკლაობდა პატარა ბავშვივით. სამზარეულოში შესვლაც კი დაიწყო, სასწაულ კერძებს უკეთებდა , რადგან კრიზისების დროს საკვებს საერთოდ არ იღებდა ვაჟა. Დედა კი როგორც პატარა ბავშვი ცდილობდა რომელიმე საჭმელი მაინც ეჭმია მისთვის, მისიასავით დააკისრებდა მისი გაკეთებული კერძის გასინჯვას, თუმცა მიზანი სხვა ჰქონდა. უმადობას დეპრესიულობაც დაერთვებოდა ხოლმე, ხშირად სკოლაში ჩემთან ერთად მოდიოდა, ბავშებთან ურთიერთობით ერთობოდა, ბევრჯერ უთქვამს ასე მგონია ჩემს განკურნებას მხოლოდ ბავშვები შეძლებენო, პატარა ბავშვი ხდებოდა ჩემს მოსწავლეებთან ერთად და მათ ონავრობას ხელს უწყობდა. პირველი ორი თვე რთულად გადავაგორეთ, მესამე თვეს თითქოს ყველაფერი დალაგდა, ვაჟას პრობლემას ნაკლებად ვებრძოდით, კომპანიის საქმეებსაც ყურადღებას აქცევდა უკვე, რამაც გოგას საშუალება მისცა თინასთვის მიექცია სათანადო ყურადღება, ვაჟამ და კახამ ზურგიდან ტვირთი ახსნეს გოგას რომ იტყვიან, თავისუფლად დაიწყო ნიშნობისთვის მზადება, ერთი კვირის წინ გოგამ ხელი სთხოვა თინას, რამდენიმე დღეში კი ოფიციალურად გვექნებოდა ნიშნობა სახლში ძალიან ვიწრო წრეში. რადგან ზედმეტ ხალხს ყველა გავურბოდით.

დილამდე ვერ დავიძინე. რადგან ჩვეულებრივ, ძილი მიჭირს, ღამით გაღვიძებისას ხელახლა დაძინება შეუძლებელი იყო. გამოვიცვალე , პერანგი და შარვალი ჩავიცვი, რომელიც თეძოებს ქვემოთ სწვდებოდა. პერანგის სახელოები ავიწიე და სათვალე გავიკეთე. თმა, ჩვეულებისამებრ, ფანქრით შევიკარი და საუზმისთის სამზარეულოში ჩავედი. Სახლში ჩვენს გარდა არვინ იყო, ნინო დეიდას შვებულება ჰქონდა, მშობლები, თინა და მამიდა სვანეთში იყვნენ წასულები, სავარაუდოდ დღეს ბრუნდებოდნენ. საუზმე მოვამზადე ისე გავაწყე ვაჟას რომ მოეწონებოდა. Როგორც ჩანს ჩემს ქმარს ისევ ეძინა, რადგან აქამდე არ ჩამოსულა დაბლა, მის გასაღვიძებლად ვაპირებდი წასვლას როდესაც კარზე ზარი დარეკეს, როდესაც გავაღე ჩემს წინ თათა კორძია იდგა, ამ ქალს აქ რაა უნდოდა? Ბოლოს აუზში რამის დავახრჩე, იმედია ვაჟასთან არ მუშაობდა ისევ.

-აქ რას აკეთებ?

-ვაჟასთან მაქვს საქმე. Მიპასუხა ურცხვად.

-რა საქმე?

-სამსახურის შესახებ. Რამდენიმე საბუთზე აქვს ხელი მოსაწერი და მეორე ღეა არ მოსულა კომპანიაში.

-შენ ვაჟას ასისტენტი ხარ? Როგორც მახსოვს არა. Არც შენი მოვალეობა არაა ვაჟას საბუთები სახლში მოუტანო.

-ხატია შენს ქმარზე თვალი არავის აქვს დადგმული ნუ გეშინია, დაუძახე თუ შეიძლება.

-ზუსტადაც რომ დადგმული გაქვს თათა, ბოლოს ორივენი დავრწმუნდით ამაში ხომ გახსოვს? Ახლა წადი ვაჟა რადგან კომპანიაშის არ მოვიდა ეს ნიშნავს რომ დღეს არ მუშაობს და სახლში არ უნდა მოადგე.

- Საქმეს სჭირდება ხატია რატომ არ გესმის? დაუძახე თუ შეიძლება მობილურიც გათიშული აქვს.

- მითუმეტეს! Ნახვამდის თათა! Კარი ცხვირწინ მივუხურე, ნერვების მოშლა და ლამაზი დღის გაფუჭება თათამ დილიდანვე მოახერხა!

ვაჟას გასაღვიძებლად გავბრუნდი თუცა ვაჟა უკვე დაბლა ჩამოსულიყო, კარგად გამოძინებულნი ჩანდა, ჩემგან განსხვავებით, ხელში პირსახოცი ეჭირა და სახეს იწმენდდა, სახე რომ მოიწმინდა პირსახოცი იქვე მოისროლა, ნივთების აქეთ იქით სროლას ვერ გადავაჩვიე. Ორივეს გაგვეცინა, პირსახოცი ავიღე ლამაზად დავკეცე და იქვე დავდე. Სიამაყით უყურებდა სავსე მაგიდას, და მხიარული ღიმილი დასდევდა სახეზე.

- ეს ყველაფერი ჩემთვის არის?

- კი. შენთვის არის. ვესაუბრებოდი ისე რომ არ ვუყურებდი და თან ყავას ვუსხავდი ფინჯანში. ვიგრძენი, როგორ დაჯდა ჩემს წინ და მიყურებდა, მაგრამ არ შემიხედავს მე მისთვის.

- რა გჭირს?

-არაფერი. ვუთხარი მშვიდი ხმით და თეფშზე დაწყობილი საჭმლით ვთამაშობდი.

-რას ქვია არაფერი. Ჩემსკენ არც იყურები. Დაუსერიოზულდა ხმა მეკიდევ ვაგრძელებდი ჯიუტად მისკენ არ გამეხედა. Პრობლემა იყო თათა, რომელიც ჯერ კიდევ მასთან მუშაობდა, პრობლემად მეჩვენებოდა ჩემი ორსულობა რადგან არვიცი როგორ მიიღებდა.

- ვინ ან რამ გაგაბრაზა ასე ძალიან?

- არავინ.

-ხატია თავი ასწიე, სახეში შემომხედე და ისე მესაუბრე.

-ვსაუზმობ ვაჟა.

-შენს წინ პატარა ბავშვია? Საჭმლით თამაშობ კი არ საუზმობ. Თავი ასწიე და მითხარი რაზე გაბრაზდი ასე უცბათ?

-არა!

ვაჟა ცდილობდა უკვე გაბრაზებული მზერა შეემსუბუქებინა, სახე ხელებით მოისრისა და ღრმად ამოისუნთქა. თითქოს მოთმინებას ითხოვდა.

-ვინმემ გაწყენინა? ვიფიქრებდი მე ვაწყენინე მეთქი მაგრამ გუშინ ღამით სანამ ჩაგეძინებოდა საკმაოდ კარგ ხასიათზე იყავი...

-ცუდი სიზმარი ვნახე და მისი გავლენის ქვეშ ვარ.

-რომ იტყუები გგონია ვერ ვხვდები? Სიზმრის გამო ესეთი დამცხვირული არ იჯდებოდი ჩემს წინ.

-ძალიან გთხოვ წესივრად მელაპარაკე.

-შენ გთხოვ ხატია შენ გთხოვ, ბოლოს და ბოლოს მითხარი რა მოხდა?

-სანამ არ გაიგებდა რა მოხდა არ გაჩერდებოდა, უფრო და უფრო გაბრაზდებოდა.

- სიმართლე რომ გითხრა არაფერია განსაკუთრებული.

-თუ არაფერია ცუდი, გამოასწორე შენი გამომეტყველება.

-კარგი, გამოვასწორებ.

-გაასწორე.

-გავასწორე დაკმაყოფილდი?

-ღმერთო გავგიჟდები, დილით ბედნიერად გავიღვიძე გადავწყვიტე დღევანდელი დღე ჩემი ცოლის გვერდით გამეტარებინა, მარტო ყოფნით დავმტკბარიყავით და მადლობა შენ დღევანდელი დღის ხალისიც წამიხდინე. გეკითხები რა გჭირს არ მპასუხობ.

-თავი ავწიე თვალებში შევხედე ვაჟას და ვუყვირე.

-რატომ მუშაობს კორძია ისევ შენთან?!

-ეს კონცერტი თათას გამოა?

-ახლახანს სახლიდან ძალით გავაბრუნე.

-მერეე? Მე რა ვქნა? Ამაში ჩემი ბრალი რა არის ასე ცხვირ ჩამოშვებული და გაბუსხული რომ მიზიხარ წინ? პატარა ბედნიერებას არ შეარგებ ადამიანს, საბოლოოდ ყველაფრის ჩაშხამება გიყვარს შენ. Ვერ ისვენებ, პრობლემების გარეშე ვერ ისვენებ! ყველაფერზე თვალი დავხუჭე შედეგი? Ისევ ჭაობში ვზივარ, და ასეთი ცხოვრების დედაც ვატირე! Მიყვირმა გაბრაზებულმა, მობილურს, საფულეს, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და სახლის კარიც გაბრაზებულმა, საშინელი ხმაურით გაიხურა.

Რა მინდოდა, დილაადრიან თათა კორძიას ამბით დილა ჩავიშხამე, ალბათ მთელ დღეს ტირილში გავატარებ...სინამდვილეში მიზეზი თათა არ იყო...

ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, ვაჟასა და ჩემსს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა. თითქოს რაღაც დამთავრდა ორივესთვის. Ან მე მეჩვენება ასე, იმ დილით ვაჟა სახლიდან გავიდა და თითქმის ერთი კვირა არ დაბრუნებულა სახლში. მისი სახლსი არ ყოფნით ყველა მიხვდა ისევ რომ ახალი პრობლემა გვქონდა. ვაჟას გარდა თითქმის ყველამ გაიგო რომ ორსულად ვიყავი მხოლოდ ჩემმა ქმარმა არ იცოდა, რადგან თქმაც მეშინოდა, მეშინოდა როგორ რეაქციას გადავაწყდებოდი. Ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემები ცდილობდნენ არ შეემჩნიათ ჩვენი პრობლემები, აღარ ერეოდნენ ვენს ურთიერთობაში. ვაჟა რაც სახლიდან წავიდა არ მირეკავდა არ მკითხულობდა, რამდენკერმე ვცადე დამერეკა თუმცა ტელეფონი გათიშული მქონდა, შემდეგ მეც გავბრაზდი მასზე რადგან მისი ასეთი საქციელი უკვე გაზვიადებული იყო. ორსულობაც საკმაოდ გაუსაძლიას მიმდინარეობდა პირველივე კვირებში, ტოქსიკოზის გამო ისე ვიყავი გაღიზიანებული სახლში აღარავის დანახვა აღარ მინდოდა, ყველა მაღიზიანებდა!

თინას ნიშნობის დღეს სვანეთიდან სტუმრები ჩამოგვივიდნენ, ვაჟასთან ერთი კვირაა არც კი მისაუბრია არამც თუ მინახავს, კახასგან ვიგებდი მის შესახებ ამბებს, მასთან და ლიკასთან ერთად ყოფილა. ბაბუ და ბებო ჩამოვიდნენ თუ არა მაშინვე ვაჟა იკითხეს, ალბათ ვერც კი ხვდება როგორ მდგომარეობაში მაყენებს.

-ბები ხომ შერიგდით? Და რატომ ხართ ცალ- ცალკე? Შეშფოთებულმა იკითხა ბებომ რომელიც ეჭვისთვალით მიყურებდა, ალბათ გრძნობდა რაღაც რიგზე რომ არ იყო.

დედამ პასუხის გაცემა აღარ მაცალა თვითონ დაეპასუხა.

-Საქმეების გამო წასვლა მოუწია, არვიცით დღეს დაბრუნდება თუ არა. რომ არ შერიგებულიყვნენ ახლა შვილთაშვილის მოლოდნში არ იქნებოდი. უთხრა ბებოს და მგონი საუკუნის შოკიც მიაღებინა.

-რაა? მართალია ბები?

-კი. ვუთხარი ბებოს მორიდებით.

-გაიგე ბეგი? დიდი ბებია ბაბუა ვხდებით. ახარა ბაბუს ხმამაღლა.

-აი, გენაცვალოს ბაბუ. როგორ გამახარე. ორივე ერთად გადამეხვია და როგორც პატარა ბავშვს ისე მეფერებოდნენ.

მოსაღამოვდა სტუმრების ლოდინი დავიწყეთ, გოგა კახა და ლიკა ერთად მოვიდნენ, როგორც ჩანს ვაჟა მოსვლას არც ფიქრობდა, სუფრას მივუსხედით რადგან გოგამ გვითხრა რომ არავის დალოდება არ იყოს საჭირო. Დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სახლის კარრი გაიღო მისაღებში ვაჟა დანუკრი შემოვიდნენ. Ვაჟამ მაგიდასთან მსხდომი ყველა მოათვალიერა ყველას გულიანად მიესალმა მოიკითხა ჩემს გარდა, მე მხოლოდ გვერდულად გადმომხედა განაწყენებული მზერით, პატარა ბავშვივით იბუტებოდა, თითქოს ორსულად ყოფილიყოს და ჰორმონები მასზე მოქმედებდეს! გამაგიჟებს, მე კი სული მძვრება ისე მინდა მისი ჩახუტება, ამ ერთ კვირაში საშინლად მომენატრა, ნეტა რას აკეთებდა? უჩემოდ როგორ ძლებდა? მე მთელ ღამეებს ტირილში ვატარებდი.. ვაჟა სახლში დაბრუნდა, ხელ- ფეხ აკანკალებული ვუყურებდი , არ მეგონა სახლში თუ დაბრუნდებოდა, რადგან თითქმის დავრწმუნდი რომ ჩვენი შერიგების ბოლო იმედიც გამქრალიყო. Ბეგი ბაბუას და დედაჩემის შუაში დაჯდა, ჩემს გვერდით არა! Მე მას ვუყურებდი თუმცა ის არა. Რადგან ეტყობოდა ისევ გაბრაზებული და ნაწყენი იყო ჩემზე, მიუხედავად გვიანი შემოდგომის სიცივისა თეთრი პერანგისა და შავი შარვლის გარდა არაფერი ეცვა. ამ ამინდში პიჯაკიც არ ეცვა. პერანგის პირველი რამდენიმე ღილი გახსნილი ჰქონდა, თმა კარგად ჰქონდა გადავარცხნილი, ლამაზი სახე კი ძალიან მკაცრი ჩანდა. ყურადღება არც მოუქცევია ჩემთვის ისე მიუბრუნდა დედაჩემს და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაურბინა.

-უჩემოდ ვინიცის როგორ მოიწყინე ამ სახლში სიდედრო არა?

-ნუ იტყვი. კიდევ კარგი სახლში არ იყავი, აბა შეხედე ყველა ნივთი მთელი გვაქვს.

ვაჟამ ხმამაღალი სიცილი დაიწყო.

-რახანც ყველაფერი თავის ადგილზე რას იტყვი ამ ჭაღს რამდენიმე ნათურა რომ ჩავუმტვირიო.

-არც კი გაბედო, ხელახალი სტრესის გადატანა აღარ მინდა!

-სულ ორიცალი, ჩემთვის ეგეც კი ბევრად გეჩვენება.

-ბიჭო შენ ყველაფრის მტვრევით რატომ ხარ დინტერესებული? უკვე გაბრაზებული ხმით უთხრა დედამ.

-იმიტომ რომ ნერვებს ამშვიდებს.

-ნერვების დასამშვიდებლად შენს სახლში დალეწე რაღაცეები, ჩემსას თავი დაანებე.

-კი მაგრამ მე აქ მომწონს. უთხრა ვაჟამ ეშმაკური სიცილით. Სახეზე ეტყობოდა რომ დედაჩემთან საუბრით ძალიან ერთობოდა.

-ხატია შენს ავადმყოფ ქმარს უთხარი ჩემი ნივთების დამტვრევაზე ნუ უჭირავს თავალი.

-მე მას არ ველაოარაკები დედა. გაბრაზებული ვარ.

-სიდედრო უთხარი შენს გოგოს რომ მეც არ ველაპარაკები , მეც ძალიან ვარ გაბრაზებული.

-დედა უთხარი ან გაჩუმდეს ან დატოვოს აქაორობა!

-გაბედე და მითხარი სიდედრო ნახავ ამ შენს არისტოკრატიულ ჭაღს დაბლა როგორი სიამოვნებით ჩამოვიღებ.

-არავისაც არაფერს არ ვეტყვი, მობილურის ფუნქციები არ გამაჩნია! მიბრძანდით თქვენს ოთახში და თქვენს პრობლემებზე იქ ისაუბრეთ ამდენი ადამიანის თანდასწრებით მაინც შეგრცხვეთ თქვენი საქციელის! ეგ ჭაღი კიდევ ამ ეტაპზე ორივეზე ძვირფასია!

- გეყოფათ ახალგაზრდებო! Ხმამაღლა საყვედურ ნარევი ხმით მოგვმართა ბაბუმ. საუბარში ბებოც ჩაერია.

-მშობლები უნდა გახდეთ შვილო ცოტახანში.

-შვილთაშვილი გზაშია, ესენი კიდევ პატარა ბავშვებივით კამათობენ ღმერთმა იცის რაზე!

გაბრაზებული საუბრობდა ბაბუ რადგან ყველაზე მეტად აღიზიანებდა ოჯახური პრობლემების სახალხოდ განხილვა.

-თვითონ მოაგვარებენ ნურავინ ერევით. არც შეიმჩნიოთ მათი პრობლემები გააგრძელეთ იმ თემაზე საუბარი რაზეც ახლა აქ მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. წყნარი ხმით თქვა მამამ.

მამა ხმას არ იღებდა აქამდე, ყველანაირად თავს არიდებდა ჩვენს შორის გამავალ საუბრებში ჩარეულიყო, არ სიამოვნებდა ამ სიტუაციაში ყოფნა თუმცა ყოველთვის დუმილს ამჯობინებდა...

ვაჟას მოსმენილის შემდეგ გაკვირვებას ვერ მალავდა, ბოდიში მოიხადა მაგიდიდან წამოდგა და ეზოსკენ წავიდა. უკან მაშინვე არ გავყევი დრო მივეცი მოსმენილი გაეანალიზებინა დაფიქრებულიყო ცოტათი მაინც ახლა მის თავს რა ხდებოდა. სტუმრებთან ერთად დავრჩი თუმცა დედაჩემმა არ მომასვენა, ჯერ თვალებით მანიშნებდა რომ უკან გავყოლოდი ვაჟას, რომ მიხვდა ყურადღებას არ ვაქცევდი მაშინ არავისთან მორიდებია პირდაპირ სტუმრების თანდასწრებით მითხრა ვაჟასთან წავსულიყავი, ბებომაც მხარი აუბა და მის გვერდით გამაგზავნეს, მე კი ყველანაირად ვარიდებდი თავს ვაჟასთან ბავშვზე საუბარს, რადგან ვგრძნობდი და ვიცოდი კიდევაც რომ მისთვის სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ იყო.

ვაჟა აუზთან ვიპოვე ერთ-ერთ შეზლონგზე ჩამომჯდარიყო, თავ დახრილი და ჩაფიქრებული იჯდა გაუნძრევლად, გაიგო ჩემი მისვლა თუმცა გვერდით არც მოუხედავს, გვერდით მივუჯექი და სიბნელეში დავიწყე ყურება, ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას. თითქმის ნახევარი საათი ვისხედით ჩუმად ბოლოს სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია.

-როდის გაიგე?

-გასულ კვირას...

-როდის აპირებდი რომ გეთქვა?

-სახლში როდესაც დაბრუნდებოდი ან ტელეფონს როდესაც ჩართვდი.

-საყვედურის თქმა არც გაბედო ხატია, იცოდი სადაც ვიყავი.

-Მერე?

-Რა მერე გოგო?! მოსულიყავი და გეთქვა! ჩვენი პრობლემების დროს ერთხელ შენ გადმოდგი პირველი ნაბიჯი ჩვენკენ.

-ანუ რის თქმა გინდა?

-თავს ისულელებ თუ მართლა ვერ ხვდები? Მიყვირა საშინელი ხმით. რომ შემამჩნია მის ყვირილზე შიშისგან შევხტი ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდებას ეცადა.

-ყოველთვის მე ვდგამ პირველ ნაბიჯს ჩვენთვის, შენ კი ყოველთვის პირველი ხარ ხელის კვრაში. როგორც წლების წინ, როგორც წინა კვირას, როგორც ახლა... მამა ვხდები ჩემს გარდა მთელმა სვანეთმა იცის! Მიყვირა ისევ.

-Მგონი ჯერ მე უნდა მცოდნოდა ეს ამბავი ხომ? Სანამ ვინმე გაიგებდა უნდა შევთანხმებულიყავით გვინდოდა თუ არა ეს ბავშვი ორივეს. Კი შენ ჩემი აზრი იცოდი მაგრამ მაინც ორსულად ხარ.

თვალებიდან ცრემლები წამსკდა, თავიდანვე ვიცოდი რომ მისთვის ეს ამბავი კარგი არ იქნებოდა თუმცა გულის სიღრმეში იმედს ვიტოვებდი, პატარა ნაპერწკალს მაინც, იქნებ გახარებოდა, თუმცა არა. ვაჟას მამობა არ უნდოდა. ფეხზე წამოდგა და სახლისკენ წავიდა არც კი შემობრუნებულა.

-სტუმრებთან უხერხულია. მითხრა და წავიდა.

ტირილს უფრო ვუმატე, ორსულობაც ალბათ თავისას შრებოდა, ემოციურობას მეტად მიმწვავებდა. ახლა ყველაზე მეტად პატარა ყურადღება მჭირდებოდა მისგან.

-Მე გამიხარდა თქვენი ამბავი. ზურგს უკან მომესმა გოგას ხმა. ფეხზე წამოვდექი, გოგას გვერდით კახაც იდგა და ორივე ჩემკენ მოდიოდა, მათ დანახვაზე გამეღიმა. გოგა მომიახლოვდა ჩემს მუცელთან დაიხარა და ალაპარაკდა.

-კეთილი იყოს შენი გამოჩენა პატარა, მართალია მამაშენს საუკუნის შოკი მიაღებინე რადგან ახლა ოთახში გათიშული ზის ვინ რას ელაპარაკება ვერ იგებს, დამიჯერე გულის სიღრმეში მასაც უხარია, თუმცა ეშინია.

-გოგა რას აკეთებ?

-ჩშშშშ... ჩემს ძმისშვილს ვესაუბრები ნუ ერევი დედიკო. შემდეგ განაგრძო.

-დარწმუნებული ვარ ამ სიტყვებს რაც ახლა დედიკოს უთხრა და გული ატკინა, საშინლად ინანებს, მაგრამ არ იდარდო მე, დედიკო და კახა ძია დავგეგმავთ როგორ ვაგებინოთ ამაზე პასუხი, მთავარია შენ მშვიდობიანად მობრძანდე ჩვენთან.

Ჩემი გამხიარულება რამდენიმე წამში შეძლო გოგამ, თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდი და თან ვიცინოდი.

-რომ ტირიხარ, საშინელი შესახედავი ხარ ხატია, ჩემს ძმიშვილს ლამაზი დედიკო სჭირდება, ლამაზი და მომღიმარი. მითხრა კახამ და შუბლზე მაკოცა.

-თუ არ იტირებ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედიკო იქნები.

ახლა ხმამაღლა ვიცინოდი, ხასიათი თვალის დახამხამებაში მეცვლებოდა.

-ხასიათის ასე სწრაფი ცვლილება იმედია ორსულობის ბრალია. იცინოდა გოგაც. გოგას მხარი აუბა კახამ.

-იმედია, სხვა შემთხვევაში ვიფიქრებ ვაჟას დაემსგავსა თქო ეს გოგო.

-ღმერთმა დაგვიფაროს ხატიაც რომ მისნაირი გახდეს, აგრე მისი ასლი გზაშია.

-რთული დღეები გველის, მამა- შვილი დედას გვიტირებს ფსიქოლოგიურად.

ორივე ერთმანეთს უყურებდა და ხმამაღლა იცინოდა, თუმცა ახლა მე აღარ მეცინებოდა, რადგან რეალობას ხელახლა შევედე თვალებში. Ისე სატირლად მოვემზადე თუმცა გოგამ ამისი უფლება არ მომცა.

-არც კი გაბედო.

-ვაჟას გაუგე ხატია. მითხრა კახამ.

-ვცდილობ მაგრამ ასატანად რთულია, მიზეზიც არ ვიცი რატომ არ უნდა ასე ძალიან ბავშვი.

-Არ გითხრა? Არას მაგივრად თავი გავიქნიე.

-სულელი. ჩაიბურტყუნა გოგამ. Შემდეგ კახამ გააგრძელა საუბარი.

-ეშინია ხატია. Ადვილი ცხოვრება არ გამოგვივლია არც ერთს, თუმცა ყველაზე რთული ვაჟამ გამოიარა, თავისი პატარა ძმა ხელებში ჩააკვდა, ბავშვი იყო ჯერ. იმდენად რთულად გადაიტანა, ჭკუიდან გადავიდა, საღ გონებაზე ძლივს მოვაბრუნეთ, ახლა იმ დღეების გახსენებაც არ სურს, არამც თუ საუბარი, გაგიკვირდება და ნარკოტიკების დახმარებით დაიბრუნა საღად აზროვნების უნარი, იყო პერიოდი შეშლილი გვეგონა და საშველს ვერ ვპოულობდით. Ამ ყველაფრის შემდეგ ყველაფერში მამამისს ადანაშაულებდა, ადანაშაულებდა მათი ამ ქვეყნად მოვლენისთვის, ისეთ ბინძურ სამყაროში დაბადებისთვის სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და ვარსებობდით. სულ ყოველთვის ამბობდა რომ არასდროს გახდებოდა მამა არასდროს ეყოლებოდა შვილი, რადგან იმ სამყაროში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ შვილის ყოლა თვითმკვლელობის ტოლფასია. ამიტომ მასაც გაუგე მჯერავს ყველაზე კარგი მამა იქნება, რადგან ვაჟა მამამისს არ გავს. დამიჯერე მალე მიხვდება რომ შვილის დაცვის უნარი აქვს და ახლა უწინდებურად უსუსური აღარა, როგორც მაშინ როცა თემური ხელებში ჩააკვდა.



№1 სტუმარი სტუმარი ანი

კარგი თავი იყო ნამდვილად, გული დამწყდა ვაჟას რეაქციაზე, სხვა მხრივ რომ.შევხედოთ მესმის მისი მარა მაინც არ მომეწონა.აშკარაა ტრავმები ვერ დაამუშავა ჯერ, ჯერ კიდევ ეშინია, განიცდის. გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ ძალიან გაუხარდა.წარმატებები თქვენ და იქნებ ეს მთიული კაცი ცოტა მოვარჯულოთ.არადა მეც მთიული ვარ ურთულესი ხასიათით და აქ ვაჟას მორჯულებას ვცდილობ ვაახ.წარმატებები თქვენ, ჩვენს წყვილს და თქვენს ნოველას. მომავალში დაველოდები თქვენს სხვა ნაშრომს. როგორც ვიცი ეს თქვენი პირველი მოთხრობაა და თამამად გეტყვით რომ ნამდვილად კარგი გამოგივიდათ, კარგი ,მარტივი დაწყობილი სიუჟეტი, სწორად გადმოცემული ემოციებით. სუპერ. ყოჩაღ.

 


№2  offline წევრი NakoNako

ვაჟას ამ ეტაპზე გავუგოთ და დაველოდოთ როგორ გადმოგვცემს თავის განცდებს. blush მადლობა შეფასებისთვის და კეთილი სურვილებისთვის heart_eyes , დიახ ეს ჩემი პირველი ნაწერია თუმცა სამომავლოდაც ვფიქრობ სხვა პატარ პატარა ისტორიები შემოგთავაზოთ, ცოტა ამ ბოლო დროს გიგვიანებთ რადგან წერისთვის დროს ნაკლებად ვნახულობ. pensive

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent