ფერადი ფიფქების დაცემა ნაწილი - მეოთხე
დამანგრეველი, ხისგან გამოთლილი, მორყეული, ეკლებიანი სავარძელი — საკმაოდ არასასიამოვნო. მეტად მტკივნეული, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი გადაცვეთილი კანი გამალებით იწვება ტკივილისგან. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ეკლები შენს სხეულში შემოდის და ცდილობს, შენი სული დასეროს. მაგრამ იმის თავიც არ გყოფნის, რომ საკუთარ სკამს ეკლები მოაცილო. უბრალოდ ეგუები ტკივილს, ვითომც არ არსებობს. ზიხარ მერხზე და აგრძელებ ხის გამოთლას შენი გაცვეთილი ხელებით. ფიქრობ: ნეტავ ვიღაც მოვიდეს და ნერვები მომიშალოს, რათა მოწყენილობა გაბრაზებამ ჩაყლაპოს. ითვლი წამებს განუწყვეტლივ, თითქოს დრო ასე მალე გაირბენს. დროც კი თითქოს სპეციალურად ჩერდება, ტანჯვა რომ გაჭიანურდეს. ვერც კვდები, რომ იმავე ხეში ჩაგსვან, რომელშიც მუშაობდი. და უი — საოცრება — ითიშები. როგორი ბედნიერებაა. საკმაოდ, უბედური გახლდათ მამაჩემი! მის როლში შესვლა, საკმოდ რთული აღმოჩნდა ჩემთვის. თუმცა, რომანი დაიწერა , ხოდა უნდა განვაგრძო სირთულის მიუხედავად. ალბათ, ყველას მასეთი ბედი უსწრებს, თუ თავი დროზე არ ავიღებთ, იარაღს. ვაგრძელებ თხრობას. ასე მგონია, დრომ თავისი ქსელები, ყელზე წამიჭირა! არაფრის დიდებით არ მიშვებ. მისი ბასრი, და მეტად აუტანელი, ქსელები! ოხ როგორი, ძლევამოსილია, ეს არსება. იქნებ ავიღო, დანა და ქსელები გადავჭრა, რათა დავიხსნა საკუთარი თავი. მოკლედ, რაღაც უნდა ვქნა. იქნებ, სიზმარი, იყო ხნა ?ან გაკვეთილი, უფალის? განა საფიქრალი რაიმეა, უბრალო ავიღებ წიგნს და ვილოცებ. ან იქნებ, უფლის სახლში წავიდე? ალბათ ჯობს, წავიდე. ავიღებ, ჩემს ბარგ ბარხანს, და ეკლესიისკენ გავეშურები.თუმცა ცოტა არ იყო, კი მეზარება. ხომ, არ ჯობს დავრჩე? სიზმრიდან, გამომდინარე არა! მაშ დავიძარი. გავაღებ,ამ ხის კარს, რომ მოვალ, მერე დავასრულებ. მეტად აგურებით, ნაგები, მოძველბული სახლები, რომელსაც ხის, ჩალებით ნაგები კრიშა ამშვენებს. ალბათ უნდა ვიყურო, წინ. იმის მიუხედავად, რომ ღრუბელმა უკან დაიხიეს. ხალხსაც, რომ ვერ ნახავთ. არავინა, ჩემნარი დაჩაჩანაკებული ბებრების გარდა. ან ვინ უნდა იყოს, მარტო მე კი არ ვარ, მარტოხელა. ერთი ნაბიჯი, საკუნედ გადამექცა, გეგონება, უძრავ სურათში გადავადგილდები, აშკარად, ცუდი ხარისხი, ცუდი გაფრომებით, ყვავილები, დაენანა ავტორს. მივაღწიე მგონი. თუმცა ჩვენი სამოთხის კარიპჭე, არ ჩანს. მგონი ჯობს, რაიმე სკამი მოვძებნო და ჩამოვჯდე. აუჰ, კარგია როცა გსურს რაიმე მაგრამ, რაც არ შეგიქმნია, ვინ დადგამს. ოჰ, სწორედ ამ მომენტში , უკნიდან ვიღაცამ დამარტყა. თუ რა ხდება... იმდენად საშინლად მომხდა წელზე, რომ ადგილზე ჩამკეცა, ვიგრძენი ძვლების ტკაცუნი. ადგილზე დავეცი. შემდგომ ნელ ნელა მივიხედ მოვიხედე, ამ დაცლილ ქალაქის გარდა არაფერი იყო გარშემო საერთოდ არაფერი!... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.