შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი გზა


26-05-2025, 05:56
ავტორი toroo
ნანახია 306

ორი გზა
თავი პირველი

ასე დაიწყო ისტორია...
სამეგრელოს ერთ პატარა სოფელში ნინას დაბადებას ყველა ლოცვით შეხვდა, რადგან ჩვილს სიცოცხლის ნიშანი მთელი ხუთი წუთის განმავლობაში არ ეტყობოდა, თავიდანვე სასწაული შეერქვეს და მომდევნო 17 წელი ისე ათამამებდნენ, რომ თავმოყვარე ბუზიც კი ვერ გაუფრენდა ახლო-მახლო.
მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არცთუისე წარმატებული იყო სასწავლო ნაწილი და შენაცვლებით დედა ფიქრია ოდიშარია მონდომებით აბამდა ქსელებს მასწავლებლებთან, რათა მის ერთადერთ ქალიშვილს ყველაზე ლამაზთან ერთად ფრიადოსანის სტატუსითაც ეამაყა. თვითონ გოგონას კი გული ერეოდა ამ ყველაფერზე, თუმცა, უარსაც ვერ ამბობდა, აბრეშუმივით შავ თმას უკან ნაზად ისრიალებდა, ფირუზისფერ შვლისნუკრისამებრ თვალებს მოავლებდა გარშემო და პათეტიკურად იტყოდა
_რა ვქნა, ჩემი ბრალია მშობლების კუდაბზიკობა?_თითქოს თავს იმშვიდებდა ამ ფრაზით და გარშემომყოფებსაც აჯერებდა.
მეგობრები ბევრი ყავდა, მაგრამ გულთან ახლოს მხოლო ერთი, თითქოს ბუნების დაწერილი კანონი იყო რომ სოფლის ყველაზე წარმატებულ და თავდაჯერებულ გოგონას, სრულიად საპირისპირო, ჩუმ და თავმდაბალ ანანოსთან უნდა ემეგობრა-ტრუსიკის დაქალებს რომ ეძახიან ზუსტად ასეთი ურთიერთობა ჰქონდა ამ ორს, მიუხედავად უამრავი განსხვავებისა არასდროს ჩხუბობდნენ, უსიტყვოდ ესმოდათ ერთმანეთის და გვერდში ედგნენ.
მაშინ როცა ნინას მამა მირიანი გარდაიცვალა სამეგრელოში თითქოს სიცოცხლე წამით გაირინდა, წივილ-კივილიც კი ვერ გაბედეს, რადგან მამაკაცი დიდი პატივით სარგებლობდა სამეზობლოში, მხოლოდ ჩუმი ტირილითა და გაშტერებული მზერით გააცილეს უკანასკნელ გზაზე.
ნინა ტიროდა, დილით და ღამით საწოლის ყველა ბალიშმა მოასწრო დასველება.
დაკრძალვიდან უკვე ერთი კვირა იყო გასული, როცა დედამისმა ანერვიულებულმა შემოუგლიჯა ოთახის კარები
_ადამიანო ასე კარების შემონგრევა რა წესია?_თვითონაც გაუკვირდა ეს აქამდე უცნობი უხეში ადამიანი როგორ ჩაუსახლდა, ფიქრია ცოტა ხანი გაოგნებული უყურებდა, მაგრამ მიხვდა ამის დრო არ იყო და ჯობდა საქმეზე გადასულიყო
_ნინა, მეც ახლა გავიგე შოკირებული ვარ დედა, მამაშენს იმხელა ვალები დაუტოვებია, ალბათ მაგიტომ გაუსკდა გული...არა..არა.. ზუსტად მაგიტომ, ახლა მივხვდი..._ბოლთას სცემდა ქალი და ერთი კუთხიდან მეორეში მძიმედ გადაადგილდებოდა
ნინა გაოგნებული უყურებდა ხან დედამისს და ხან საკუთარ ანარეკლს მოპირდაპირედ მდგარ სარკეში, საერთოდ არ ესმოდა რა ხდებოდა.
_დედა სი ჯგირო ვარექ(დედა არ ხარ მგონი კარგად)_მეგრულად უპასუხა ნინამ ამ მიკროსპექტაკლს და ახლა ქალის კეფას მზერა გაუშტერა.
_მე არ ვარ გოგო კარგად? რა უნდა გავაკეთოთ? შენი უნივერსიტეტის ფული როგორ გადავიხადო? ყველაფერი ბანკშ ყოფილა, სახლი მიწები, თბილისის სახლიც_ვერ მშვიდდებოდა ქალბატონი ფიქრია
_და რატომ ქონდა ამდენი ვალები? ან შენ ვინ გითხრა?_ავტომატურად სვამდა კითხვებს ნინა
_ადვოკატმა, რომ ვკითხე როდის იქნება ჩემს სახელზე ქონება, რომ ბანკიდან კრედიტი მინდოდა გამომეტანა მეორე სართულის რემონტისთვის და ბაბუაშენის სვანეთიდან გადმოსვენების დაორგანიზებისთვის, ასე მითხრა ყველაფერს ყადაღა ადევს და ბანკი არაფერს მოგცემთო.
ნინას ამაზე ახლა ფიქრი არ შეეძლო, უბრალოდ ყველაფერი შეიცვალა მის ცხოვრებაში და ახლა კიდევ ამდენი სხვა პრობლემა, გადაიღალა და მხოლოდ ერთი უნდოდა, სიჩუმე მის ოთახში და გონებაში.
1 თვის შემდეგ(მაისი)
საქმე იმაზე ცუდად იყო ვიდრე ნინას ეგონა, დანაზოგი ოჯახ არ ჰქონდა, ბანკის ვალები კი ოხრად. დედამისის სრული ხელფასი, რომელიც 1200 ლარს შეადგენდა მხოლოდ კომუნალურ გადასახედებსა და ვალების გასტუმრებაშ ჰყოფნიდა ოჯახს, ბებიის პენსია კი წამლებში მიდიოდა, გოგონამ რთულად, მაგრამ მაინც გაიაზრა რომ მიუხედავად მისი ფიქტიური მაღალი ნიშნებისა დაფინანსებას ვერ მიიღებდა და ამიტომ თვითონაც უნდა ებრძოლა იმისთვის, რომ თბილისშ გადასასვლელად ფული დაეგროვებინა.
ბოლო ზარმა ნინასთვის უღიმღამოდ ჩაიარა, ვერც პირველკლასელების ჟრიამული და ვერც გახარებული თანაკლასელების აურზაური ეხმარებოდა აზრების დალაგებაში, იქვე სკოლის ეზოში არსებულ მაღალ თუთის ხესთან ჩამოჯდა და თავი ხელებში ჩარგო, ვერც კი მიხვდა ანანო ისე მიუახლოვდა
_ჰეი, ლამაზო რა გჭირს?_მეგობარმა თავი ააწევინა და გვერდზე მიუჯდა
_არ ვიცი ან, ბევრი ცვლილებაა ჩემს ცხოვრებში, თითქოს ღმერთმა ამდენი უდარდელობა არ მაპატია და ახლა მსჯის.
_სისულელეებს ნუ ამბობ, ხო იცი რაც არ გვკლავს გვაძ₾იერებს_იმედიანად გაუღია ანანომ და ხელი გადახვია
_სამსახური უნდა ვნახო, ზაფხულში ხო მუშაობენ ბავშვები, ხოდა მეც რამე მინდა ვნახო ოღონდ ზუგდიდში არა, დედაჩემის უიმედო იმედიანობა უფრო მაღიზიანებს, ერთ დღეს თავს იმხნევებს და მეორე დღე ხმამაღლა ტირის.
_მერე მე? არ მოგენატრები? _სევდიანად შესციცინა ანანომ
_კი, როგორ არა მაგრამ სულ რაღაც სამი თვე, თბილისში მინდოდა წასვლა, მაგრამ იქ ცხოვრება ძალიან ძვირია.
_იქნებ ინტერნეტშ ვნახოთ რამე, მოიცა_თქვა ანანომ და ტელეფონი ამოაძვრინა ჯინსის შორტის ჯიბიდან _საზაფხულო სამსახურები ჩავწეროთ ძიებაში
გოგონები იმედიანად ათვალიერებდნენ განცხადებებს, ზოგიერთ განცხადებაში ძალიან დაბალი ხელფასი იყო, ზოგიერთში ბევრი მოთოხვდა, საბოლოოდ მაინც ნახეს განცხადება სადაც სვანეთშ ერთ-ერთ ახალგახსნის ხუთ ვარსვლავიან სასტუმროში მიმღებშ ახალგაზრდა სასიამოვნო ვიზუალის გოგონა ესაჭიროებოდათ, ნინას დიდად ალგებრა და ისტორია არ უყვარდა, მაგრამ „იუთუბ-ზე“ უამრავი უცხოელი მაკიაჟს სპეციალისტების ყურების შემდეგ უცხო ენები კარგად შემოესწავლა ამიტომ გადაწყვიტა, რომ მეორე დღესვე გააგზავნიდა რეზიუმეს და დაელოდებოდა, ასეთ კარგ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა.
3 დღის შემდეგ ნინას ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა, გოგონას ბევრი არ უფიქრია და უცებ უპასუხა მობილურს.
_გისმენთ_რაც შეეძლო საქმიანი ხმით უპასუხა
_ნინა გაბელიას ვესაუბრები?_ქალმა არანაკლებ საქმიანი და ბოხი ხმით იკითხა
_დიახ, მე ვარ_ნინას ნერვიულობისგან ფეხები აუკანკალდა და მწოლიარე მდგომარეობიდან უცებ გადავიდა მჯდომარეზე, გეგონება ყურმილის იქეთ მოსაუბრე რამეს დაინახავდა
_მე ვაკანსიასთან დაკავშირებით გირეკავთ, თქვენი რეზიუმე მივიღეთ და მინდა გითხრათ დადებითად განვეწყვეთ
_ძალიან მიხარი_რაც შეეძლო თავი შეიკავა ემოციების გამოხატვისგან, მაგრამ ძალიან ბედნიერი და აჟიტირებული იყო.
უცხოური ენების ტესტებს გამოგიგზავნით, ნახევარ საათში უნდა დაასრულოთ თუ მაღალი შედეგი დაფიქსირდა გელოდებით გასაუბრებაზე, მისამართს ტექსტური შეტყობინებით მოგწერთ.
_დიახ, დიახ, დიდი მადლობა, ვეცდები კარგად დავწერო_თავის თავს იმხნევებდა ნინა
_გამიხარდება, აბა წარმატებები და იმედია შევხვდებით.
ნინამ არ იცოდა, როგორ, მაგრამ ტესტები იმავე წამს მიუვიდა ელექტრონულ ფოსტაზე, ზუსტად ოცდახუთ წუთში დაასრულა და გაშეშებული დაელოდა პასუხს.
_95% და მწვანე ფერი რომ დაინახა სიხარულისგან წამოხტა და კივილი დაიწყო, ესემესმაც არ დააყოვნა.
_გილოცავთ, გელოდებით ორშაბათს 3 საათზე ქალაქ მესტიაში, სასტუმრო „ორი გზა“-ში, მოსვლისას ბატონი ალექსი იკითხეთ.
_ალექსი, ალექსიიიიი ვიკითხავ აბა რას ვიზამ_სიმღერ-სიმღერით გაიქცა აბაზანისკენ სადაც თავს ერთ საათიანი ცხელი ქაფიანი წყლით დაიჯილდოვებდა.
სვანეთში პირველად მიდიოდა, ორი დიდი ჩანთით იდგა, როცა ატირებულ დედას და მეგობარს ემშვიდობებოდა, ბევრიც მიატირეს, ბევრიც აკოცეს და თან ამაყები და თან გულამღვრეულები გაუჩინარდნენ სადგურიდან. ნინა თან აღელვებული იყო და თან შეშინებული, მაინც გაეგო რომ ამ მკაცრ ხალხში ისეთი თავისუფალი ვერ იქნებოდა, როგორც სჩვეოდა, რაღაცეები მეტად უნდა ეკონტროლებინა, ხასიათშიც და ქცევაშიც, განცდა ჰქონდა, რომ მისი როგორც ზრდასრული ქალის ისტორია ამ თავიდან იწყებოდა.

თავი მეორე
მგზავრიბისგან დაღლილი ფანჯრიდან იყურებოდა, უყურებდა გზა სულ ზემოთ და ზემოთ როგორ მიიწევდა, ვერ იჯერებდა რომ იქ მიდიოდა რისი სახელიც მხოლოდ ასე ყურით თუ გაეგონა და მუდამ მისტიური ეგონა, ის კი აქ ახალ ცხოვრებას დაიწყებდა, თუნდაც, რამდენიმე თვით.
მიუხედავად იმისა, რომ ივნისი ორ დღეში დაიწყებოდა მესტია მაინც მზისგან ობლად მიტოვებულს გავდა, კოშკები მდუმარედ და მკაცრად იმზირებოდნენ, ზუსტად ასეთები ეგონა ნინას სვანები, ქუჩები ისეთი პატარა იყო გეგონება ყველა ქვა ნაწყენი დარჩებოდა თუ ყურადღებას არ მიაქცევდი, ჰაერი კი ისეთი იყო თითქოს გეუბნებოდა მოდი შემასუნთქე შენი პრობლემები და მე ახალ ჟანგაბდს მოგცემ, ახალ სიცოცხლეს ჩაგბერავ ოღონდ კი არ იდარდოო, მთები კი დიდი ძმებივით იყვნენ, ერთიერთ იღლიაში რომ ამოგიდებდა მეორე მეორეში და ასე რომ გატარებდნენ იქამდე სანამ თავს უსაფრთხოდ არ იგრძნობდი.
იდგა სასტუმროს წინ გაშეშებული და ამ ყველაფერზე ფიქრობდა ნინა, ისეთი პატარა იყო ამ ვეებერთელა სურათში, რომ რაღაცნაირად ისევ დაუარა შიშმა.
მაინც გაბედა და შევიდა, ხის სუნმა მაშინვე სასიამოვნოდ დაუარა ცხვირთან, ცოტა ძველი და ობშერეული, ყველაფერი ისეთი თეთრი იყო რომ ნინას შეგრძნება დარჩა თითქოს კედლებს იმაზე მეტნი უნდათ გამოჩნდნენ ვიდრე არიანო. მისაღებში დიდი ხის მაგიდა იდგა, ზედ თანამედროვე კომპიუტერითა და ხელით ნაქარგი გადასაფარებლით გაწყობილი, ალბათ ეს იქნება მისი სამუშაო ადგილი, რომელსაც ახლა ახალგაზრდა სათვალეებინი ბიჭი იკავებს, თეთრ პერანგში გამოწყობილი.
მარცხნივ დიდი ბუხარი შენიშნა, რომელიც სულ ქვებით იყო მოპირკეთებული და ტკაცა-ტკუცი გაუდიოდა შეშას, ძალიან უნდა მოინდომოს რომ ამ ხმაზე არ ჩაეძინოს ხოლმე-ამ ფიქრებში იყო იმ სათვალეებინმა ბიჭმა რომ დაუძახა
_რით დაგეხმაროთ?_ღიმილით კითხა გოგონას და თვალები გაუსწორა
ნინამ ჩანთები იქვე მდგარ ყვითელ დივანთან მიაგორა და სწრაფი ნაბიჯებით მიუახლოვდა მომავალ კოლეგას
_გამარჯობა, გასაუბრებაზე ვარ დაბარებული ბატონ ალექსთან_სახელი გზაში რამდეენჯერმე გაიმეორა რომ არ დავიწყებოდა, რადგან ყველაზე მეტად ამ უკანასკნელის დამახსოვრება უჭირდა
_რომელ საათზე?_ბიჭმა საქმიანად შეხედა კომპიუტერის მონიტორს და კლავიატურაზე თითები აათამაშა
_ორზე_მოკლედ უპასუხა ნინამ
_დიახ, ახლავე დავურეკავ ბატონ ალექსს და შევატყობინებ რომ მოხვედით
_კარგი, მაგრამ გთხოვ თ-ებით არ მელაპარაკო ჯერ ძალიან პატარა ვარ ამისთვის.
_კარგი, თქვენი...მმმ შენი სახელი?_სწრაფად შეასწორა ბიჭმა და მორიდებით შეხედა
_ნინა.
_მე ბაქარი, სასიამოვნოა
_ჩემთვისაც ბაქარ.
ბიჭმა ჩაახველა და ყურმილს დასტაცა ხელი, დიალოგზე მიხვდა ნინა რომ ვინმე ალბათ მენეჯერი ალექსი ადგილზე არ იყო და დალოდება მოუწევდა.
_ბატონი ალექსი მანქანას აპარკინგებს და შემოვა_იმედიანად მიაყარა ბაქარიმ.
_ისე მკაცრია? _ინტერესიანად კითხა ნინამ.
_ოოო ძალიან, მაგრამ სამართლიანი_დაამშვიდა გოგონა.
ნინა მაინც ანერვიულდა, არ იყო შეჩვეული უცხო ადამიანებთან კონტაქტს, მისი საახლობლო სულ თავს ევლებოდა, აქ კიდევ ვიღაც ავტორიტეტული ბიძიასთვის უნდა მოეწონებინა თავი.
ამ ფიქრებშ იყო, როცა სენსორული კარები გაიღო და შენობაში მაღალი, ძლიერი აღნაგობის ბიჭი შემოვიდა.
_სულაც არ გავს ბიძიას_გაიფიქრა თუ ხმამაღლა თქვა თვითონაც არ იცოდა.
რაც უფრო უახლოვდებოდა უფრო მკვეთრად ამჩნევდა მისი ვიზუალის დეტალებს ოდნავ მუქი კანი და მკვეთრი სახის ხაზები მამაკაცურობას ანიჭებდა, მზის სათვალე მოეხსნა და ყორანივით შავი თვალები მოეტარებინა უკვე ნინას სახეზე, დაჰიპნოზებულივით უყურებდა ნინა, სხეულში კერძოდ კი მუცლის არეში ძლიერი დარტყმა იგრძნო, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა მოუვიდა, იფიქრა, რომ ნერვიულობის ბრალი იყო მაგრამ ბოლომდეც ვერ ამოეხსნა საიდან გაჩნდა ასეთი ძლიერი ემოცია. ნინა ფიქრობდა, რომ ძალიან საწყენი იქნებოდა თუ ასეთი ჯადოქრული ვიზუალის ბიჭს ცუდი ხასიათი ექნებოდა, თუმცა, მის სიმშვიდესთან და სიძლიერესთან ერთად სიმკაცრეც გამოსჭვივოდა.
_თქვენ ალბათ გასაუბრებაზე ხართ ხო?_ამ ფიქრებიდან მამაკაცის ბოხმა ბარიტონმა გამოიყვანა“ღმერთო ეს ხმა რა კლიშეა ამ ვიზუალთან ერთად“_ფიქრობდა ნინა და ოდნავ ღიმილიც მოერია, ბოლოს წაკითხული სიამაყე და ცრურწმენის მთავარი გმირი მისტერ დარსი გაახსენდა.
_ამმ, დიახ ნინა გაბელია მე ვარ_არეულად უპასუხა და წარბის აწევაც დაიმსახურა უფროსისგან.
_კარგი, ჩემს კაბინეტში წავიდეთ_თქვა და ერთი დიდი ნაბიჯით გოგონაზე წინ აღმოჩნდა
_რა უკულტურობაა_თავისტვის ფიქრობდა ნინა, მაგრამ თავს ვერ აიძულა რომ მზერა მოერიდებინა ახალგაზრდა კაცისთვის, რომელიც გრაციოზულად და ამავდროულად მძმედ მიაბიჯებდა წვრილ დერეფანში, თითქოს მთელს სივრცეს მისი მხრები ავსებდა, ნინას მოულოდნელად ნერწყვი მოადგა და ძლივს გადაუშვა სასულეში, თვითონაც არ იცოდა რა სჭირდა, ნუთუ, ოვულაციის პერიოდი აქვს და იმიტომ გაგიჟდა ამ მასკულინურ არსებაზე, არადა ბიჭებში მისი ვიზუალიდან და კეკლუცი ხასიათიდან გამომდინარე დიდი პოპულარულობით სარგებლობდა, ბევრ უყვარდა და ბევრიც ეთაყვანებოდა, ის კი ყველას უარით ისტუმრებდა და ამით უფრო ზრდიდა თაყვანისმცემლების რაოდენობას.
როგორც იქნა კაცღმერთა სვანმა დიდი ხის კარები გამოაღო და სასტუმროს დუბლიკატ კაბინეტში შეიპატიჟა, უნდა აღიაროს ამჯერად გოგონა შეატარა და თვითონ მძიმედ მოიხურა კარები.
ნინამ თავი გალიაში იგრძნო, ამხელა უცხო კაცთან ერთად ასეთ პატარა კარჩაკეტილ სივრცეში ჯერ არ ყოფილა.
გოგონას ყურადღებიან თვალებს არ გამორჩენია, რომ კაბინეტში არცერთი ჩარჩო არ იდო არა და მამიმისის სამუშაო ოთახი გავსებული იყო ოჯახის ფოტოებით.
_უცნაურია_გაიფიქრა თავისთვის, მაგრამ ყურადღება მალე გადაატანინა სვანმა ღმერთკაცამ, არ ჯერა რომ გონებაშ ეს მეტსახელი შეარქვა.
_თქვენი რეზიუმე ვნახე, ტესტის შედეგებსაც გადავხედე, მგონი ამ ვაკანსიის მოთხოვნებს აკმაყოფილებთ_ძალდატანებულად თქვა მამაკაცმა
_ძალიან მიხარია_მორჩილად უპასუხა ნინამ, ძალიან სჭირდებოდა ეს სამსახური, თორემ ასეთი მორჩილი არასდროს ყოფილა.
_მიმღებში იქნებით, პირველი კვირა გამოსაცდელია, მაგრამ ხელფასი მაინც გექნებათ, განცხადებაში არ მოგვიტყუებია რა პირობებიც ეწერა ის გექნებათ. ოთახები, რომელიც პერსონალზეა გათვლილი ამ ეტაპზე დაკავებულია და ორი თავისუფალი კი რემონტშია წვიამიანობის გამო, ამიტომ დროებით ჩემი ოჯახის საოჯახო სასტუმროში განგათავსებთ, მეც იქ ვცხოვრობ ამიტომ ხანდახან შემიძლია მე წაგიყვანოთ, ხანდახან კი ტაქსს გამოიძახებთ, თანხას ჩვენ აგინაზღაურებთ_შეძლებისდაგვარად სწრაფად გადაუკითხა პირობები და თვალებშ ჩააშტერდა
ნინამ მზერას დიდხანს ვერ გაუძლო და მარჯვნივ ფანჯრის რაფაზე მდგარ ოთახის მცენარეს გახედა
_დიახ გასაგებია, როდის შემიძლია დავიწყო?_მაინც დაუბრუნა მზერა როცა პერიფერული მხედველობით იგრძნო, რომ ალექსი კომპიუტერის მონიტორს მისჩერებოდა
_ხვალ დილის 8 საათიდან, პირველი სამი დღე ღამის გათენება არ მოგიწევთ და ამ სამი დღის მერე თქვენი გრაფიკი ასეთი იქნება, დილის 8 დან საღამო 8-მდე, შემდეგ საღამოს 8-დან დილის 8-მდე და ორი სრული დღე დასვნება_დიდად არ მოეწონა ნინას გრაფიკი, მაგრამ იცოდა რაც განცხადებაში ეწერა, ამიტომ სხვა გზა არ ჰქონდა და მაინც მადლიერი იყო 17 წლის გოგო, რომ აიყვანეს სამსახურში მერე რა რომ ერთ თვეში 18-ის გახდებოდა.
_ახლა 1 საათით დაათვალიერე აქაურობა, მეც საქმეები მაქვს და შემდეგ მე წაგიყვან სახლში, რომ დაისვენო_საერთოდ არ იყო დაღლილი ნინა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედა, რადგან ალექსის პირიდან წამოსულმა სიტყვა „სახლ“-მა თავი უცებ შინაურულად აგრძნობინა.
უცნაურ ემოციებს იწვევდა ეს ახალგაზრდა მამაკაცი მასში, თან სითბოს უღვრიდა და თან ძალიან დიდი სიცივე მოდიოდა მისგან, ნეტავ რამდენი წლის არის? მაგრამ ხო თქვა, ჩემი ოჯახის სასტუმროო, ესე იგი მამამისია მთავარი და ალექსი ეხმარება, ჰმმ უკვე სახელითაც მოიხსენიებს, ჯობია შეეშვას კაცებზე ფიქრს და საქმეს მიხედოს.
_შეგიძლია წახვიდე_მშრალად უბრძანა კაცმა და მუშაობა გააგრძელე
_კი, კი ახლავე_ჯერ დაიბნა და მერე გაბრაზდა, მაგრამ თავი ხელში აიყვანა მთელი სხეული წამოკრიფა და კარები ჩუმად მიიხურა.



მოგესალმებით, დიდი ხანია არაფერი დამიწერია, მაგრამ მუზა მოულოდნელად მომაწვა და აი ისიც.

2 თავი დაიდება ყოველ შაბათს ან კვირა დღეს, გთხოვთ იაქტიურეთ კომენტარებში, რომ მეც მოტივაცია მომეცეს და რაც შეიძლება უფრო მეტი და მეტი ვწერო.

სიყვარულით"ტორო"



№1 სტუმარი სტუმარი teko❤️❤️❤️

კარგი დასაწყისია ველოდებით მომდევნო თავებს❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი daldonidaldoni

საინტერესო ისტორია გველის წინ ,თუ გავითვალიწინებთ საწყისს...მითუმეტეს სვანეთის აღწერის ფონზე [მომეწონა] ვნახოთ ნაზი ბუნების ნინა რამდენად შეეგუება სვანურ, მკაცრ და ხისტ ბუნებას..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent