შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო'სული 25 თავი


28-05-2025, 10:52
ავტორი ნეაკო
ნანახია 489

თავს ცუდად ვგრძნობ, სახლში წასვლა მინდა-კარგა ხნის
სახლში მოსვლისთანავე ოთახში შეიკეტა ნიცა და მოთქმით ატირდა.
-ნიცა?! რატომ ტირი? მოხდა რამე?- მოულოდნელად წამოადგა თავზე ლილე და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიაჩერდა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა სასოწარკვეთილმა გოგონამ და აკანკალებული ხელებით ძლიერად ჩაეხუტა დას-ნიცა?!
-ძალიან ცუდად ვარ
-ვიცი-თანაგრძნობით უთხრა ლილემ და კიდევ უფრო ძლიერად ჩაეხუტა.
-ლილე მე...
-მომიყევი რა ხდება
-ორსულად ვარ-ტირილის ნოტებშეპარული ხმით უთხრა ნიცამ და ხელახლა ატირდა
-რა?!-წამოიყვირა ლილემ და როცა გაოცების პირველმა ტალღამ გადაუარა მაქსიმალურად მშვიდი ტონოთ ჰკითხა- რამდენი კვირის ხარ?
-8
-გოგოა თუ ბიჭი?
-ჯერ არ ვიცი
-ბავშვის მამა ვინაა? ვიცნობა?
-არა
-ახლა სადაა?
-....
-ბავშვზე იცის?
-არა
-უნდა უთხრა, აუცილებლად...
-არ შემიძლია
-რატომ? აბა რას აპირებ?-დაიბნა უცბათ ლილე-ფიქრობ რომ... შენზე და ბავშვზე უარს იტყვის?!
-არა
-მაშინ რა ხდება ამიხსენი
-.....
-ცოლიანია?
-არა, საიდან მოიტანე-მოიღუშა ნიცა
-აბა რა ხდება? სიმართლეს რატომ არ ეუბნები?
-იმიტომ რომ... ამ ბავშვის გაჩებენას არ ვაპირებ-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა ნიცას
-რა?!- დაიბნა ლილე- ხო მაგრამ...
-გთხოვ არაფერი თქვა-შეეხვწა ნიცა და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა?
-არა
-მაშინ... ბავშვის მამას სიმართლე უთხრი
-არ შემიძლია
-რატომ?
-.....
-კრიმინალია?
-რაა?-გაეღიმა ნიცას
-საშიში დამნაშავეა? ციხეშია?
-სულ გაგიჟდი ხო?!
-თუ მსგავსი არაფერია მაშინ რატომ გინდა რომ მოიშორო?- ინტერესით ჰკითხა ლილემ და სევდით სავსე მზერა მუცელზე მიაყინა
-.....
-ნიცა, გთხოვ დამელაპარაკე-შეეხვეწა და თანაგრძნობის ნიშნად ხელზე ხელი ძლიერად მოუჭირა
-ასეთ პირობებში მარტო ვერ გავზრდი
-დაგეხმარები! ყველაფერში დაგეხმარები!
-ლილე, შენ არ გესმის... მამამ რომ გაიგოს... შეიძლება სახლიდან გამაგდოს და ქუჩაში დავრჩე... ჩემი ხელფასი კი ბინის ქირას, გადასახადებს, ბავშვის კვებას და ძიძას არ ეყოფა- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში ნიცას
-შენი მესმის, კარგად მესმის... მაგრამ...
-მაგრამ რა?!-წამოენთო ნიცა
-მისმისნე ვიცი რომ ხახლის რეაქციის გეშინია, ყველაზე მეტად კი რეზის რეაქციის გეშინია მაგრამ... ის ხომ პატარა უცოდველი ბავშვია
-უცოდველი ბავშვი... რომლისთვისაც არაფრის მიცემა არ შემიძლია, გარდა გარშემომყოფების აგრესიისა, ზიზღისა და სიძულვილისა... არ იცი? როგორი სასტიკია ჩვენი საზოგადოება მისნაირი უმამოდ დაბადებული ბავშვების მიმართ?
წარმოგიდგენია მაინც რა შეიძლება მოხდეს როცა ამ ამბავს ბებო და კახა გაიგებენ? ორივე მათგანი ზურგს შემაქცევს! სწორედ ისე როგორც რეზი...
-რატომ არ მეუბნები ვისგან ხარ ორსულად?-წამოენთო უცბათ ლილი და აღელვებული ფეხზე წამოდგა
-რომ გითხრა ის ადამიანი მოკვდა-მეთქი დამიჯერებ?- უინტერესოდ ჰკითხა ნიცამ და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიაჩერდა
-რა თქმა უნდა არა!-უარესად გაბრაზდა ლილე
-მაშინ ამ თემაზე საუბარს აზრი აღარ აქვს
-რას გულისხმობ? გინდა მითხრა რომ...- დაიბნა ლილე, მაგრამ საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო აღრიალებული რეზის გამო:
-სად გდია? სახლშია? მოვკლავ მაგ კახ*ას
-რა ხდება? რა გაყვირებს ამ შუაღამისას?ბავშვებს ძინავს არ გააღვიძო-გაუბრაზდა ნინა ბებო
-მოთხარი სად გდია ის კახ*ა უნდა მოვკლა!
-სულ გაგიჟდი ხო?
-სადაა მითხარი!
-რამ გაგაგიჟა? ისევ დალიე ხო?!
-აუ ეხლა შენებურები არ დაიწყო რა!
-ვისთან ჩაცეცხლე?!
-ყოველდღე ტვინს რატო მიტ*ნავ?!
-უზრდელო! თავხედო!- აგრესიული ტონოთ უთხრა ნინა ბებომ და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა.
-რატომ არ მეუბნები ის კახ*ა სადაა? გგონია ვერ ვიპოვი?!
-ალბათ გაიგო ორსულად რომ ვარ- ივარაუდა ნიცამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან- მომკლავს! ნამდვილად მომკლავს!- დარწმუნებით თქვა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ნაწყენი ტონით ჰკითხა დას- ახლა ხვდები რატომ არ მინდა ამ ბავშვის გაჩენა?!
-ვხვდები-სლუკუნით უთხრა ლილემ და ცრემლიანია თვალებით გახედა კარს რომლის სახელური უხეშად დასწია რეზიმ
-ყველაფერი დამთავრდა-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა ნიცამ და შეშინებული დას ჩაეხუტა სწორედ ამ დროს ოთახში გაგიჟებული რეზი შევარდა რომელსაც უკან ატირებული ნინა ბებო მიჰყვა ხვეწნა მუდარით
-უკვე გვიანია, ძინავთ ბავშვებს ხვალ დაელპარაკე რა იქნება!
-რა ხდება ბებია?-გაუბედავად იკითხა ლილემ როცა თავზე წამოადგა რეზი და ზიზღით სავსე მზერით სახეში ჩააცქერდა
-ნუ გეშინია ბებია-სლუკუნით გაამხნევა ნინა ბებომ დ ამათ შორის ჩადგომა სცადა მაგრამ ვერ შეძლო.
-ესე იგი ეწევი არა?!- უცნაური ტონით ჰკითხა რეზიმ და სანამ დაბნეული გოგონა რამეს იტყოდა სახეში მთელი ძალით გაარტყა.
-რას აკეთებ- აღელდა ნინა ბებო და ატირებული გოგონა გულში ჩაიკრა.
-შენც იცოდი არა?!- ნიცას მიუბრუნდა რეზი და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიაჩერდა
-მე...
-ნიცამ არაფერი იცოდა თავი დაანებე- წამოენთო ლილე სწრაფად მიუახლოვდა დას
-კიდევ რომ ხმას იღებს-ბოლო ხმაზე იღრიალა რეზიმ და ხელი აღმართა, ამ დროს ნიცა გადაეფარა დას და მამისის ძლიერად მოქნეული ხელი სახეში მოხვდა, რის გამოც ტუჩი გაუსკდა და სისხლი წამოუვიდა.
-ცხოველო!- ბოლო ხმაზე უღრიალა ნინა ბებომ შვილს და ოთახიდან ხელის კვრით გააგდო
-იცოდე! შენს ხელში სიგარეტს კიდევ ერთხელ თუ ვნახავ ყველა თითს სათითაოდ დაგამტვრევ-გასვლისას მუქარით უთხრა ლილეს და უმისამართო გინებით სახლიდან გავარდა.
-ეს რატომ გააკეთე?-უსაყვედურა ლილემ დას და აკანკალებული ხელებით ჭრილობის დამუშავება დაუწყო.
-საიდან გაიგო?-უფრო თავისთვოს ვიდრე ლილეს გასაგონად იკითხა ნიცამ და ცრემლიანი თვალებით ნინა ბებოს გახედა -იცოდი არა?
-რა თქმა უნდა ვიცოდი
-რატომა რაფერი მითხარი ბებია?-შერცხვა ლილეს
-რა უნდა მეთქვა?!-უკმაყოფილო ტონით ჰკითხა ნინა ბებომ და ოთახიდან მოღუშული სახით გავიდა.
.......
ის ღამე ტირილში გაათენა ნიცამ, რადგან დრო თითქმის აღარ რჩებოდა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, არადა ჯერ კიდევ არ იყო მზად დედობისთვის, მითუმეტეს პატარასთან გამოსამშვიდობებლად.
-შენი დახმარება მჭირდება- სლუკუნით უთხრა სამსახურიდან გვიან დაბრუნებულმა ლილეს როცა ოთახში შეიკეტნენ
-გადაწყვიტე?!- გაუბედავად ჰკითხა ლილემ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა
-კონსულტაციაზე ვიყავი დღეს...
-მერე
-ხვალ...შეგიძლია რომ...
-გამოგყვები-თანაგრძნობით უთხრა ლილემ და ხელზე ხელები ძლიერად მოუჭირა- ერთად ყველაფერს გადავიტანთ
-გთხოვ მარტო არ დამტოვო ძალიან მეშინია-სლუკუნით უთხრა ნიცამ და ძლიერად ჩაეხუტა
-მეც მეშინია-გულწრფწლი ემოციით უთხრა ლილემ და თვალებიდან ცრემლები მოაშორა- მაგრამ...მე და შენ ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით
-რა კარგია რომ არსებობ-ტირილით უთხრა ნიცამ და კიდევ ერთხელ ჩაეხუტა.
მთელი ღამე ტირილში გაათენა ნიცამ, მაგრამ მიღებული გადაწყვეტილება მაინც არ შეცვალა და მეორე დღეს ლილესთან ერთად, ექიმთან წავიდა. საავადმყოფოდან განადგურებული გამოვიდა. ვერაფრის თქმა და კითხვა ვერ მოახერხა ლილემ.
-შეგიძლია რომ ტაქსი გამოიძახო?- სლუკუნით ჰკითხა ნიცამ როცა ქუჩაში გავიდნენ
-რა თქმა უნდა-ჩამწყდარი ხმით უთხრა ლილემ და სევდით სავსე მზერა თვალებში მიანათა
-მეორეც გამოიძახე! შენთვის!
-?!
-მე... სასაფლაოზე უნდა წავიდე
-ასეთ მდგომარეობ...
-ლილე გთხოვ...- შეეხვეწა ნიცა- გააკეთე ის რასაც გეუბნები!
-ხო მაგრამ...
-აუცილებლად უნდა წავიდე სასაფლაოზე!
-მაშინ მეც წამოვალ!
-არავითარ შემთხვევაში
-მარტოს ვერ გაგიშვებ
-ლილე!
-ნიცა გთხოვ უფლება მომეცი რომ დაგეხმარო
-კარგი!- მკაცრი ტონით უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ დანძლივს შეიკავა თავი რომ არ ეტირა.
სასაფლაოზე მისვლისთანავე ნაჩქარევად გადავიდა ნიცა მანქანიდან და ლილეს სთხოვა ტაქსიში დალოდებოდა.
-მეც წამოვალ
-აქ დარჩი!
-ხო მაგრამ...
-ლილე! მარტო მინდა ყოფნა
-ნიცა...
-გთხოვ...
-დარწმუნებული ხარ რომ კარგად იქნები?
-კი
-კარგი მაშინ აქ დაგელოდები-დაღლილი ხმით უთხრა ლილემ და მანქანაში უკმაყოფილო სახით ჩაჯდა.
-მალე დაბრუნდება?- აბუზღუნდა ტაქსის მძღოლი როცა უკვე შებინდდა
-გეჩქარებათ?
-შენ როგორ ფიქრობ შვილო?!
-უკაცრავად- მორიდებით გახედა ლილემ სარკიდან მომზირალ კაცს და მაშინვე ნიცას დაურეკა
-თავს როგორ გრძნობ? კარგად ხარ? ნამდვილად? დახმარება ხომ არ გჭირდება? მალე მოხვალ-კითხვები მიაყარა შემდეგ კი ტაქსის მძღოს მიუბრუნდა- ცოტა ხანს კიდევ დაველოდოთ მალე დაბრუნდება
-კარგი შვილო.
-მალდობა.
მომხდარის გამო თავს საშინლად გრძნობდა ნიცა, ამიტომ ანდრიას საფლავთან მიახლოება ვერ გაბედა. იქვე შორი ახლოს დადგა და უხმოდ ატირდა.
,,მაპატიე" კარგა ხნის სიჩუმის შემდეგ მხოლოდ ამ ერთი სიტყვის თქმა მოახერხა მისთვის და მაშინვე მიტრიალდა, მაგრამ წასვლა ვერ შეძლო. რაღაც უხულავი ძალა იზიდავდა მისკენ,
ამიტომ ისევ შეტრიალდა და გაუბედავად მიუახლოვდა მისი საფლავის ქვას.
-არ მაპატიებ ვიცი- ჩამწყდარი ხმით უთხრა და აკანკალებული თითებით სახეზე მოეფერა- ისევ რატომ მიღიმი? რატომ?- ბრაზნარევი ტონით ჰკითხა და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან- აქ ყოფნის უფლება არ მაქვს... ვიცი...მაგრამ...მე... იმდენი რამ მაქვს შენვოს სათქმელი...იმდენი- ამოილუღლუღა და მიწაზე მიხლებით დაემხო- მაპატიე რომ სიმართლე დაგიმალე... რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა... ანდრია...მე...მე...ნეტავ იცოდე გული როგორ საშინლად მტკივა... დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს...მე...სამუდამოდ ხელს ჩაგკიდებდო და არასდროს გაგიშვებდი...მაგრამ...საშინელი ადამიანი ვარ... ვიცი! და აქ, შენს საფლაზე ყოფნას არ ვიმსახურებ! მაგრამ... მე უბრალოდ მეშინოდა-ძლივს გასაგონად უმისამართოდ დაიჩურჩულა და გაუბედავად გაუსწორა თვალი მის მომღიმარ სახეს- გესმის? ძალიან მეშინოდა იმ ყველაფრის რაც შეიძლება მომხდარიყო, ამიტომ დაგიმალე სიმართლე და ცოლობაზე უარი გითხარი... საშინლად მოვიქეცი ვიცი, მაგრამ... გამბედაობა არ მეყო... რომ შენთვის ხელი ჩამეკიდა, გესმის?! ოდესმე თუ შეძლებ მაპატიე- შეეხვეწა და კიდევ ერთხელ მოეფერა შავ-თეთრ სურათს. კარგა ხნის სიჩუმის მერე კი ჩამწყდარი ხმით უთხრა- გთხოვ ჩვენი პატარას გამოც... მაპატიე- და აკანკალებული ხელებით შავი მიწა ძლიერად ჩაბღუჯა
ტაქსის მძღოლი ძალიან შეწუხდა ნიცას დაგვიანების გამო, ამიტომ გაბრაზებულმა ლილემ ფული გადაუხადა და გაუშვა, შემდეგ კი ნიცას დაურეკა
-სად ხარ ამდენ ხანს? მალე მოხვალ? ის იდიოტი ტაქსის მძღოლი ბუზღუნებდა და გავუშვი.
-რატომ გაუშვი?!- გაბრაზდა ნიცა- როგორ დავბრუნდეთ ახლა სახლში? ფეხით?
-სხვას გამოვიძახებ
-სერიოზულად?!- გაბრაზდა ნიცა- შენ რა მართლა გგონია რომ ამ გამოძახებაზე ვინმე დათანხმდება და...
-კახას დავურეკავ, მოვა და წაგვიყვანს
-არ გაბედო! მოვალ და ერთად მოვიფიქროთ რამე
-კარგი როგორც გინდა- მოიღუშა ლილე და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. შეკრთა როცა ვიღაცის მიახლოება იგრძნო ზურგს უკნიდან. მაშინვე შეტრიალდა და გაოცებული მზერით მიაჩერდა სახეში შავებში ჩაცმულ მამაკაცს რომელიც მოკრძალებით მიესალმა
-ჩემი სახელი საიდან იცით?-გაუკვირდა ლილეს და სიგარეტის ახლად გაკიდებული ღერი უმისამართოდ მოისროლა
-მე შენზე ყველაფერი ვიცი- დარწმუნებით უთხრა თორნიკემ და სევდიანად გაუღიმა
-ვინ ხარ?
-თორნიკე დადიანი
-შენი სახელი არაფერს მეუბნება
-ვიცი
-აქ... ნიცას გამო მოხვედი?
-სწრად მიხვდი
-შენ ერთერთი იმათგანი ხარ ვინც ცხოვრება დაუნგრია ხომ ასეა?!-მოიღუშა ლილე
-ცდები!- უემოციო ტონით უთხრა თორნიკემ და ირაკლის გახედა რომელმაც მანქანა, მათ წინ, მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. შემდეგ კი ლილეს მიუბრუნდა და მკაცრი ტონით უთხრა- ჩემი მეგობარი სახლში წაგიყვანს
-უკაცრავად?!- დაიბნა ლილე
-იმედია ხვდები რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს
-ვხვდები! მაგრამ... სანამ ჩემს დას არ ვნახავ აქედან არსად არ წავ...
-არაფერს დავუშავებ...
-ვინ ხარ? აქ რატომ მოხვედი? ერთმანეთთან რა გაკავშირებთ?
-ჩემი ვინაობა უკვე იცი! რაც შეეხება შენს მაორე კითხვას აქ შენი დის გამო არ მოვსულვარ თუ ეს გაინტერესებს.
-გასაგებია-უკმაყოფილო ტონით უთხრა ლილემ და მანქანიდან იმ წამს გადასულ ირაკლის გახედა რომელამც სიტყვეს უთქმელად გაუღო წინა სავარძლის კარი.
-სისულელეების გარეშე!- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ დაბნეულ გოგონას და მანქანისკენ მიანიშნა
-ჩემი ბოლო კითხვისთვის არ გიპსუხია!- გაბაზნარევი ტონით უთხრა ლილემ და გამომწვევი მზერით სახეში ჩააცქერდა
-ერთმანეთთან ბევრი რამ გვაკავშირებს, მაგრამ ახლა არაფერის ახსნა არ შემიძლია შენთვის, მოგვიანებით თავად ნიცას ჰკითხე და ყველაფერს აგიხსნის.
-რამეს თუ დაიშავებ იცოდე...
-არაფერს დავუშავებ! არც მას და არც თქვენს ოჯახს! მე უკანასკნელი ადამიანი ვარ ვისიც უნდა გეშინოდეს, მაგრამ ახლა თუ იმას არ გააკეთებ რაც მე მინდა- მომღიმარი სახით უთხრა თორნიკემ და მანქანაზე მიანიშნა- მაშინ...აი ის უჟმურსახიანი ბიჭი მანქანაში ძალით ჩაგტენის და ისე წაგიყვანს სახლში!
-წავალ მაგრამ იცოდე! დავრეკავისთანავე თუ არ მიპასუხებს ტელეფონზე ნიცა მაშინვე პოლიციაში დავრეკავ
-კარგი!- დაეთანხმა თორნიკე და ირაკლის გახედა რომელმაც მოთმინებით ელოდა მათი საუბრის დასრულებას.
თორნიკესთან საუბარმა, მალევე დარწმუნა ლილე რომ ნიცას მისგან საფრთხე არ ელოდებოდა, მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედვად სახლში წასვლა მაინც არ უნდოდა. რამდენჯერმე ისიც კი იფიქრა რომ გაქცეულიყო ან დახმარების სათხოვნელად ყვირილი აეტეხა მაგრამ აზრი ვერ დაინახა ამ ყველაფერში რადგან იქ მათ გარდა არავინიყო, და რომც ყოფილიყო დიდი ალბათობით არ ჩაერეოდა. სწორედ ამიტომ სიტუაციის გამწვავებას მოერიდა და მანქანაში სიტყვის უთქმელად ჩაჯდა, როგორც კი კარი დაუკეტა ირაკლიმ მაშონვე თორნილეს გახედა და მუქარა ნარევი ტონით უთხრა
-მოგვიანებით ყველაფერს ამიხსნი!- და საჭეს გაბრაზებული სახით მიუჯდა.

მათი წასვლიდან ძალიან მალევე გამოვიდა ნიცა სასაფლაოდან და ბრაზნარევი ტონით ჰკითხა თორნიკეს
-შენ აქ რას აკეთებ?
-შენს სანახავად მოვედი
-ჩემი და სადაა?
-ირაკლიმ წაიყვანა სახლში
-ისიც აქ იყო?
-არა, მე დავურეკე და ვთხოვე მოსულიყო
-ეს იგი მთელი ეს დრო შენ აქ იყავი?!
-ასეა!
-როდის მოხვედი?
-.......
-რადგან სათქმელი აღარაფერი გაქვს მე წავალ- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ნიცამ და მაშინვე შეტრიალდა
-ჩემს წინადადებაზე იფიქრე?
-რას ბოდავ?!-დაღლილი ხმით უმისამართოდ იკითხა გაღიზიანებულმა გოგონამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- შენს თავს შეხედე! და მერე მე შემომხედე! ორივეს შავები გვაცვია და საყვარელ ადამიანს ვგლოვობთ!
-ბიჭებს მე ავუხსნი! მამაშენსაც!- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა თორნიკემ და მაშინვე წინ აესვეტა თვალებაწყლიანებულ გოგონას



№1 სტუმარი Ana

იმედია შემდეგი მალე დაიდება

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

ალბათ მოგვიწევს ერთ თვიანი ლოდინი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent