სასუფევლის ყვავილი (სრულად)
გამარჯობა???? დიდი ხანია რაც ეს "ისტორია" დაწერილია და რატომაც არა თუ თქვენც გაგიზიარებთ... წერის სტილთან დაკავშირებით მოვისმენ რჩევებს... სიმართლე, რომ ვთქვა ძალიან ბერვი რამისთვის არ მიმიქცევია ყურადღება სამწუხაროდ, ვიცი დანაშაულია, მაგრამ ვჩქარობდი ამის დაწერას, თითქოს მერე დრო აღარ მექნებოდა და სრულად წაიშლებოდა ყველაფერი როგორც აქამდე.... ბევრი ხარვეზი იქნება, მაგრამ ამ ჯერად ასე იყოს, თქვენს რჩევებს მივიღებ, გავითვალისწინებ, გავიაზრებ და შემდეგ მომავალში ალბათ კიდევ უფრო დავხვეწავ და დავარედაქტირებ. დიდ ყურადღებას ვამახვილებ რადგან, ისტორია შეესაბამება რეალობას! ...... 3 მაისი... უჩვეულო კაეშანი მოსდებოდა გულს, ძრწოლას აეტანა სხეული, ძეგლივით ვიჯექი ხის სკამეიკაზე და უმწეოდ ვაცეცებდი თვალებს... ჩემს პირდაპირ იჯდა ხიდაშელი, მუხლზე შემოედო მეორე ფეხის ტერფი, მონოტონურად დააცოცებდა თითებს სკამზე, სკვერის საზურგეზე გადაწოლილიყო, ტუჩებს შორის მოეთავსებინა ანთებული სიგარეტი და თვალის მოუშორებლად მაკვირდებოდა... ვუყურებდი მეც, მაგრამ არა ისე თამამად, როგორც წლების წინ, წარსულთან შედარებით ახლა ძვლები მტკიოდა დაძაბულობისგან, ნერვიულად მიცახცახებდა ფეხი, გულისცემა კი ისე საგრძნობლად აჩქარებულიყო მეშინოდა მკერდი არ გამოერღვია... ის კი სულ სხვანაირი იყო, თითქოს უცნობი იჯდა მის წინ, დაუდევრად აკვირდებოდა ჩემს მანერებს, თითქოს წლებს რობოტად ექცია, თითქოს ანაზდეულად არ გადავკვეთოდით ერთმანეთს, თითქოს უმნიშვნელო ვიყავი მისთვის... მშვიდი, მჭახე, ცივი თვალებით მიყურებდა, სითბოსა და სიყვარულის არცერთი ნაგლეჯი აღარ მოჩანდა მის მზერაში, თითქოს მტერს უყურებდა და არა მე... საოცრად გარდაქმნილი იყო, ძველის აღარაფერი უგავდა, ვაჟკაცურად იმზირებოდა. დახვეწილი, ლამაზი და სრულყოფილი სხეულით თავისუფლად მოკალათებულიყო, აღარ გავდა 20 წლის ბიჭს. ლამაზად დაეყენებინა დაბალი წვერი, ოდნავ წამოზრდილი შავი თმა ჰქონდა ახლა და არა ძველებურად გრძელი შავი პრუჟინებივით ხუჭუჭები , მისი ჭაობის ფერი თვალები ახლა ცივი იყო, მაგრამ ისევ საოცრად ლამაზი, მისი ტუჩები ძველებურად ვარდისფერი და მიმზიდველი იყო, რომელშიც წარსულისგან განსხვავებით მოურიდებლად მოექცია მომწამვლელი სიგარეტის ღერი და ღრმა ნაპასებს ურტყავდა. დეჟავიუს გრძნობა მბოჭავდა, მაგრამ ვიცოდი რომ ეს ისე არ იყო როგორც წარსულში.... ისევ იქ და ისევ ისე, როგორც 6 წლის წინ. კიკვიძის პარკში ფანჩატურში ერთმანეთის მოპირდაპირედ ვისხედით, ხმის ამოუღებლად შევცქეროდით ერთმანეთს. ერთმანეთის ნახვის შემდეგ შეუძლებელი იყო წარსულის მოგონებებს არ გაევსოთ გონება. ვისხედით და ერთმანეთის ყურებით დავბრუნებულიყავით "ბავშვობაში".... - გაზრდილხარ—კიდევ მეტად ახმაურდა ჩემი გული მის ხმაზე, მისი ცვლილება, მისი ცივი მზერა ჩემს მიმართ, ისე მძაბავდა, გულის ფორთხვისგან ლამის შიგნეული გადმომბრუნებოდა არ ვიცოდი რა მეთქვა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ხმა რომ ამომეღო ტირილს დავიწყებდი, უმწეობას შეევსო გაქვავებული სხეული. ვუყურებდი ხან ერთსა და ხან მეორე თვალში, ვცდილობდი რამე ძველებური მზერა მეპოვა რომ სიმშვიდე მეგრძნო, რომ ჩემი თრთოლვა, ჩემი ემოცია, ჩემი გულის ხელმეორედ გაღვიძება ამაო არ ყოფილიყო... ტყუილად ვაშტერდებოდი, იმის უფლებასაც კი არ მაძლევდა ჩავძირულიყავი მის ჭაობებში. ადამიანი, ვის გამოც ბედნიერი ვიყავი, ვინც ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო ჩემთვის, ვიზეც მზე და მთვარე ამომდიოდა ახლა უცხოსავით მეჯდა წინ... - საკმაოდ დიდი დრო გავიდა,—მომაშორა მზერა, დაუდევრად გახედა ამწვანებულ თბილი მოგონებით სავსე ბუნებას და სიგარეტის კვამლი შორს გაუშვა , - და სად იყავი მთელი ეს დრო?!—საკუთარმა ხმამ შემაკრთო... ნაწყვეტ-ნაწყეტ, გაუბედავად ვიკითხე, ყელში უზარმაზარი ბურთი მქონდა გაჩხერილი... არ მაძლევდა საშუალებას წესიერად მეთქვა რამე. როგორ მინდოდა ჩავხუტებოდი... მის მკერდზე აკრულს მექვითინა, მეამბორა, ნაზად დამეტარებინა გაყინული თითები მის სახეზე... მომეყოლა, როგორი რთული იყო მის გარეშე, რომ ვნანობდი... ჩემს შიშსა და სიჯიუტეს, თუმცა, გაუცხოვებული მჭახედ მიყურებდა... - რა მნიშვნელობა აქვს შენთვის ანა?—მზერა დამიბრუნა, ლამის ადგილზე შევიყინე... ძლივს ოპტიმისტურად განწყობილი გული ისე მომეღუშა ერთბაშად შემიბყრო მელანქოლიამ. მისი ხმაც ისეთი მჭახე და მომთხოვნი იყო სულ მთლად ავირიე.... ცოტახნით ისიც დადუმდა, ჩემი გონებაც ვერ აღიქვამდა ახლა გარდაქმნილ გეგას, ჯერ ისევ წარსულის მხიარული ბიჭი იდგა ჩემს წინ და ამავე ფანჩატურში, ახლად გაცნობილ პატარა ალექსანდრეს ეთამაშებოდა ბურთს. მოგონებით გაჟღენთილი ვიჯექი, თუმცა სრულიად აცდენილი იყო ახლა რეალობას - სამი დღის წინ სოფელში ვიყავი...— ნელა წამოიწია, რკინის ურნას დაასრისა სიგარეტის ნამწვავი და გამომხედა... - ანუ ყველაფერი იცი არა?—სარკაზმულად გამეცინა ისე დამინამა ღაწვები შეკავებულმა სითხემ, სწრაფად მოვიწმინდე, არ მინდოდა ასეთი უსუსური გამოვჩენილიყავი, მას შემდეგ რაც მის უემოციო თვალებს ვუყურებდი - თუ რამე არ გამორჩათ კი... —საზურგეს გადახვია ხელი, ფეხი ქვილაფანს დაუბრუნა და მშვიდად გადაშალა იქით-აქეთ. დაძაბული ვაკვირდებოდი მის ყველა მიხვრა-მოხვრას, ყველა მანერას, მინდოდა რამე ძველებური მაინც მეპოვა მასში, თუნდაც იმის რომ ოდნავ მაინც გაუხარდა ჩემი ნახვა, რომ ისევ გააჩნდა ჩემს მიმართ სიყვარული რაღაც უმნიშვნელო დოზით მაინც... - გილოცავ ანა!—გულმაც ვეღარ გაუძლო ამდენს ქანცგამოლეულმა გადაწყვიტა წამით შეესვენა, ხმა წამერთვა, რაღაც კრუნჩხვასავით მივლიდა მკერდში, ის კი უხმოდ ელოდა ჩემს პასუხს, ვერაფრით შევძელი რამე მეთქვა მისთვის. ის საუბრობდა ჩემს " შეყვარებულზე " თავად გეგა ხიდაშელი მილოცავდა. მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ღრმად ჩავეტანე შიგნით, - საკმაოდ დიდი მოწონება აქვს დამსახურებული, კარგი ბიჭია?.. - როგორ დაგხვდნენ? გავუტარე სიტყვები, ღრმად შევისუნთქე, თავი ხელში ავიყვანე ცნობიერება დავიბრუნე, ახლა უნდა მესაუბრა მასთან ახლა უნდა გამერკვია ყველაფერი... თავის უკან გადაწევით მოვიშიშვლე ყელი, ჩამოყრილი თმა ზურგზე გადავიყარე, ნაზად დავისვი ყელზე თითები დაჭიმულობის გასაქრობად, ძალები მოვიკრიბე თითქოს. მისი მზერა, მისი პირველი თამამი, მგზნებარე მზერა, ისე თბილად მომელამუნა კისერზე, ძალის დავლისგან გამაკანკალა, მესიამოვნა, ძველი ვერ დამალული ლტოლვა... - ბევრმა ვერ მიცნო, ბევრს არ ჯეროდა - ჰო შეცვლილი ხარ... — როგორც იქნა ამოვიდგი ენა, ის დადუმდა, ბუნებას აკვირდებოდა ისევ, ბალახზე ხვევნა კოცნით გადაგორებულ წყვილს ადევნებდა უდარდელად თვალს, - სწავლას მორჩი არა? თავად წამოიწყო, ხმაც როგორ დაბოხებოდა, სასიამოვნოდ დაბალი მშვიდი და 'ძლიერი' ხმა ჰქონდა, - კი,.... შენ აღარ მიდიხარ? - ყველაფერი მაქვს, გაიზარდა სალომე, ძმის ყურადღება ჭირდება, დამშვენებული გაყვავებული დამხვდა, - ჰო ყველას ახსოვს შენი მესაკუთრეობა, — ნაძალადევად გავიცინე, არაფერი უთქვამს, მაკვირდებოდა, მეც მის თვალებს დავსდევდი - გალამაზებულხარ! - რატომ არ მითხარი რომ მიდიოდი გეგა?! — გულმა ვერ მოითმინა... უნებურად დამცდა ბაგეებიდან ის, რასაც ვფიქრობდი.... - შენთვის აღარ ვიყავი საჭირო ანა - საჭირო არ იყავი? დამცინი? იმდენად მატკინა მისმა სიტყვებმა, მისი წასვლაც კი არ მტკენია ასე, ან კი რატომ მოუვიდა აზრად მსგავსი რამ, ეჭვიც კი არ შემპარვია რომ ჩემი გრძნობების გამჟღავნებას ცდილობდა მსგავსი საუბარით, ბრაზი შემერია ხმაში, უცებ ავვარდი, მძვინვარებისგან ამიცახცახდა ხელები, - როგორ იცოდი არადა!.. ყველაფრის მიუხედავად, იცოდი ჩემი გრძნობები! იცოდი რომ მჭირდებოდი!.. ყველაფერი იცოდი! იცოდი რომ გამბედაობა არ მყოფნიდა და უბრალოდ სიჯიუტის გამო არ ვტყდებოდი, არც კი იბრძოლე... მარტივად დანებდი...ისე წახვედი, არც გითქვამს! - რისთვის უნდა მებრძოლა?— ირონიულად ჩაიცინა ისე შემომხედა აცახცახებულს, ცეცხლი მომეკიდა, უნებურად დამებრიცა სახე, ვერაფრით შევაკავე თბილი სითხე ისე გადმომცვივდა თვალებიდან, სწრაფად წამოვდექი არც შემიხედავს მისთვის, სწრაფად გავშორდი ფანჩატურს, უმისამართოდ გავიქეცი, თითქოს გეგას კიარა სასოწარკვეთას გავურბოდი, პარკიდან გამოვვარდნილი, სირბილით დავუყევი შენობას, უცნობ უბანში ბაღში შევვარდი, უმწეოსა და რეტდასხმულს იქ ამიტყდა ტირილი. მტკიოდა... ძალიან მტკიოდა გული. აქამდე საკუთარ თავს ვაბრალებდი ჩვენი ურთიერთობის დასრულებას, არც ის ვიცოდი რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას. მეგობრები გვერქვა, მაგრამ ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო, ვუყვებოდი ყველაფერს, ველოდებოდი ყოველთვის, მიუხედავად იმისა მხოლოდ გვიან იცლიდა, თბილისში ყოფნისას შუაღამემდე ვცდილობდი არ დამეძინა, რადგან ვიცოდი ამ დროს ის მოიცლიდა თუ კი არ მეძინებოდა დამირეკავდა და შევძლებდი მასთან საუბარს, მისი ხმის მოსმენას. თუ ცუდ ხასიათზე ვიყავი, რამე მტკიოდა თუ რჩევა მჭირდებოდა ის იყო ჩემთან მხოლოდ, მე მისთვის ვიყავი ის ჩემთვის, პატარებივით ვჩხუბობდით, ვკინკლაობდით, მაგრამ ჩხუბის დასასრული ყოველთვის უაზროდ სიცილი, თვალების ციმციმი იყო. ყველაფერი დაინგრა, ყველაფერი წარსულად იქცა..... .... 3 დღის შემდეგ ... - ბებიააა სოფლის ეზოში შესვლისთანავე ვიყვირე მონატრებული სიტყვები, ბაგეებ გაპობილი ვათვალიერებდი მონატრებულ "ეზო-ბაკეს", ყველაფერი ისე გამწვანებულიყო, ძველად დარგული ყვავილებიც მოუვლელად, მაგრამ ერთთავად, ჩვეულად გაყვავებულიყო, მართალია მოვლა აკლდა, თუმცა მაინც ძალიან მიმზიდველად გაეჭიმა თავი, ჰაერიც კი დადებითად მოქმედებდა, ვარდების, დანამული მობიბინე ბალახის, ახლად ამოსული გვირილების, მოჭრილი ხის სისუფთავის, სინაზის, სიმშვიდისა და მრავალი ცოცხალი სინაზის შერეული სურნელი დაქროდა.... კიბეზე ასულმა შევაღე აივნის კარები, ჩემს ხმაზე ეზოს კარებთან ატუზულიყო ორი ნაცნობი "ცუგა" და ჩემს დანახვაზე, მოურიდებლად, სულმოუთქმელად და მომლოდინედ წკმუტუნებდა. ღიმილით გავხედე, სიცილით დავუძახე, მივეფერე შორიდან, ყურადღება რომ გამოვიჩინე მეტად ახმაურდნენ, მათთან დაბრუნებულმა თავად შემოვუშვი ორი ბედნიერებისგან გაგიჟებული ძაღლი ეზოში, ერთმანეთს ასწრებდნენ, სასაცილოდ აქნევდნენ კუდს წკმუტუნით და ამასობაში ერთმანეთთანაც ჩხუბობდნენ თუ კი რომელიმეს მოვეფერებოდი... სიცილით დავაღწიე თავი მათ და სახლში გახარებული ბებიის მოფერებებისგან გატრუნული ვიჯექი დივანზე მის გვერდით დიდხანს. ისიც დაუღალავად მეფერებოდა, ლამაზი სიტყვებით გულზე მეკრობოდა ისე ქვითინებდა, მეცინებოდა მის გამოხატულ სიყვარულზე, თუმცა მივიწყებული ბრაზი მის მიმართ ისე გამღვიძებოდა ვერც ვიაზრებდი, ბაბუაც მოვძებნე "ეზო-ბაკეში" მოვისიყვარულე იქავე და იმ დღესვე, დაგროვებული საქმით გავიყვანე დრო. ..... დილას, ნაადრევად ოთახში შემოსული ხმამაღალი საუბარი მაფხიზლებს. მაშინვე ამოვიცანი ჭორიკანა მეზობლების ხმა, უკმაყოფილოდ გავიზმორე საწოლზევე და სწრაფად წამოვდექი, ბუზღუნითა და წუწუნით ვასწორებდი არეულ საწოლს. მეორე დღესვე საჭორაო გამოსჩენოდათ ქალბატონებს, ზოგჯერ მეგონა რომ ეს სოფლის წეს-ჩვეულება იყო, ხელთუბყარი, ცუდამავალი(მცონარა) ქალბატონები კარდაკარ დადიოდნენ და ახალ-ახალ ჭორებსა და ამბებს დააქროლებდნენ, სწორედ ასეთი ცოცხალი გაზეთები იყვნენ ჩვენთან... მოვწესრიგდი, ლამაზი კაბა გადავიცვი, თმა გავიშალე, პატარა წკვერტებით წვრილ წელზე მოვიჭირე კაბა და საკუთარი თავის ქებით დავისვი თეძოებზე ხელი, ძალიან არ მინდოდა ქალების ახალი თემა გამხდარიყო ჩემი ჩამოსვლა, ვინ იცის იქნებ ისიც ეთქვათ არაფერი გამოუვიდა ქალაქში და ამიტომ დაბრუნდაო, თუმცა იძულებული ვიყავი სტუმრებს სათანადოდ დავმხვდარიყავი, ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი, მუდამ მივყვებოდით წეს-ჩვეულებას, ბებიას არ შეეძლო საქმისა ან კი ფიზიკური დატვირთვით რაიმეს კეთება, ვალდებული ვიყავი გავსულიყავი... კარებთან დავდექიცოტახანს, მაშინვე ვერ გავედი, ძალები მჭირდებოდა მათ ფლიდობასა და პირმოთნეობას, ქველობით შევხვედროდი. სახელურს ხელი მოვკიდე ის ის იყო უნდა გავსულიყავი, მათი დიალოგი მეტად საინტერესო და დამძაბველი აღმოჩნდა - გაიგო უკვე მთელმა სოფელმა, რა ბიჭი დამდგარა.... - ჩემი ორი თვალით დავინახე, მოვუსმინე გაზრდილი დადინჯებულია, დასანახად ღირს ერთი განახა რა მანქანით ჩამოსულა მის წინაპრებში სულ არავის არ გავს, ვინ იფიქრებს რომ გოჩა ბიძამისი იყო, - ვიღას ეგონა თუ დაბრუნდებოდა... გული მომეწურა... ზიზღი გამიჩნდა სტუმრების მიმართ. ჩამოსვლაც არ აცადეს, სოფლის მეორე მხარეს მცხოვრებსაც კი გადაწვდნენ საჭორაოდ. ვგრძნობდი რომ აქაც ვერ დავაღწევდი თავს ხიდაშელს, მივხვდი რომ აქ ჩამოსვლა იმის გამო რომ მას აღარსად გადავყროდი, ძალიან დაუფიქრებელი საქციელი იყო. - რა ეგონა შენ გოგოს, თურმე პრინცი გაუშვია ხელიდან... სიცილით გადმომწვდა ქალი, გაჯავრებულს შემეკრა კოპები, თითქოს ის არ იყო ერთ-ერთი ვინც ბებიაჩემს უყვებოდა ამბებს გოჩას ძმისშვილი შენ გოგოსთან დაიარება, ჰყვარებია და მათი დოვლათი თქვენ ოჯახს არ შეეფერებაო, - ანა არც ახლაა ჩავარდნილი "გლახა" ბედში, მთელი სოფლის ბიჭები "ემას" ეხვეოდნენ, დაგავიწყდა შენი შვილიშვილი სიყვარულს რო ეფიცებოდა?! - არც შენსას "შოურცხვენია" მამული დიალექტითვე გამოეკიდა სიტყვაზე, მათი უვიცი შვილიშვილების გამიჯნურების ამბით შეუტიეს ერთმანეთს. ვხვდებოდი, როგორი უთანხმოება მოყვებოდა ამ ყველაფერს საკუთარ ოჯახში, უხეშად გამოვაღე კარი და მირაჟული ღიმილით გავედი აივანზე, ისე უცებ იცვალნენ სახე მომექუფრა მათ ფარისევლობაზე, - მშვენდები და მშვენდები, შხვართი გოგო ყავხარ სოფელს.... კვნესას ამოაყოლა ქალბატონმა ეთერიმ და ყალბი ღიმილით დავაჯილდოვე მეც მყისიერად... მარდად მოდუღებული ყავა ჩამოვუდე პატარა მეტალის მაგიდაზე სტუმრებს. ნუგბარი, მისაყოლებელად დესერტი დავაწყე ლამაზად. ტრადიციისამებრ ქალებს ბებიას დაყენებული კონიაკი ჩამოვუდე წინ პატარა არყის ჭიქებითვე. სასმლის მიტანა არამხოლოდ ჩვენი ოჯახის, არამედ მთელი კუთხის ყაიდა გახლდათ. ბაბუაც ჯიუტად შემოიპატიჟებდა სტუმარს და თუკი საჩქაროდ წასასვლელი აღმოჩნდებოდა სტუმარი ან კი ჭამადზე უარს იტყოდა, ჭიქა ღვინოთი უნდა დაელოცა ოჯახის ჯალაბი..... ახლა კი ქალბატონების სტუმრობა იმის მომასწავებელი იყო, რომ მათი წასვლისთანავე სოფლის მთელ კუთხეს ეცოდინებოდა ჩემი ჩამოსვლის ფაქტი. ეს ყოველივე მათი ჩვეულებრივი ქმედება იყო. კარდაკარ სტუმრობა და დაუღალავი ყბედობა... ახლაც დაუღალავად მოჰყვებოდნენ ჩემს ქება დიდებას და მეც ცრუ ღიმილით შევციცინებდი თვალებში.... ყოველთვის სასიქადულო, პატივსაცემი ვიყავი, როგორც ჩემი დიდი ბაბუის შვილთაშვილი. ბატონი დავითი, სახელმოხვეჭილი, პატივსაცემი, საჩინო ვაჟკაცი იყო, მის მიმართ ხალხის პატივისცემა კი თაობიდან თაობას გადაეცა, თითქოს ჩვენც მასსავით დიდი, ზნექველი, არამქისი, მტკიცე, მედგარი, მუხლჩაუხრელი, შემართებულები, ხალხისთვის თავგანწირულები ვყოფილიყავით. ბაბუაჩემიც მასსავით, მშრომელი, მტკიცე კაცი იყო, მთელს სოფელში თავისი გულკეთილობითა და შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა, 92 წლის იყო და მაინც კაკლის კენწეროში მის დასაბერტყად ასული უნდა მოგეძებნა.... ბებიაც სოფლის თავქალი იყო, ჩვენს ოჯახში ყველა საჩინო პერსონა გახლდათ. მეც, როგორც მათი შვილიშვილი ან კი მათი შვილი, არა მხოლოდ მათით ვიყავი ცნობილი, არამედ ჩემი სილამაზისა და გამორჩეული ზრდილობით მომეხიბლა ნახევარი სოფელი. ამბობდნენ იშვიათი სილამაზის ხარო, განა მართლა გამოვირჩეოდი რამით, მაღალი, გამხდარი, თხელი წელი, ლამაზი პროპორციები, გრძელი სწორი ფეხები, მოქნილი სხეული მქონდა, გრძელი წელამდე ტალღოვანი ყავისფერი თმა, წაბლისფერი თვალები, მსხვილი ლამაზი ფორმის ტუჩები, მელიასავით წვრილი მაცდური თვალები და შავი გრძელი წამწამები, ყოველთვის კმაყოფილი ვიყავი საკუთარი თავით არა მხოლოდ ფიზიკური არამედ სულიერი სილამაზეც მომწონდა ჩემს თავში, რომელიც სხვების დახმარებით აღმოვაჩინე მოგვიანებით.... ამიტომ ძველად ცოტა არაორდინალურად, თუმცა სიმულაციურად ხდებოდა ეს ყოველივე, ჩასვლისთანავე გადაღმა სოფელშიც კი გაეგოთ ჩემი ჩასვლა, შორიდან მეტრფოდნენ გაუბედავად ბიჭები.... სოფლის ტაძარში შობისა და აღდგომის დღესასწაულის ღამის თევაზე შეკრებილნი, მიმზერდნენ ხოლმე მალულად, მაკვირდებოდნენ, სხვებისგან იგებდნენ ჩემს შესახებ და ზოგი გაბედულად მიტყდებოდა გრძნობებში, ზოგის სიყვარულზე კი სხვებისგან ვიგებდი... აი ასე შემომიცნო სოფლის "ბიჭობამ". მას შემდეგ შემარქვეს სოფელში მზეთუნახავი... გეგაც ტაძარში ვნახე პირველად, აღდგომის დღესასწაულზე ღამის თევაზე ჩავსულიყავი ხალხით სავსე ტაძარში... გარეთ გამოვსულიყავი სუფთა ჰაერის ჩასასუნთქად, თავის გამოსაფხიზლებლად, შეტრიალებული არ ვიყავი ღიმილით მიყურებდა... აჩი გოდუაძის გვერდით ამომდგარი... ' გამარჯობა ანა, მე გეგა ვარო. ასე გამეცნო ანომალიურად. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი ბავშვობის მეგობრის აჩის, არა მხოლოდ ნაცნობი, კლასელი და არა ძმაკაცი, არამედ "ძმობილი" იყო. იმავე ღამეს, ბევრნი ვისხედით გამოსაფხიზლებლად ცივ, ქარიან, სუფთა ჰაერზე, ის კი გვიყვებოდა სახალისო ისტორიებს, გამოფხიზლებულებს სიცილისგან გვტკიოდა მუცელი. ღიმილით გადმომხედავდა ხოლმე, კმაყოფილი, ჩემთვის სიხარულის მოგვრა, რომ შეძლო. კდემამოსილი ხასიათის იყო, ვერც კი წარმოვიდგენდი მაშინ თუ მოვწონდი, თუ კი უკვე ყველაფერი გაერკვია ჩემს შეხახებ, თუ კი ასე ძლიერად ჩავვარდნილიყავი მის გულში, რომ რამდენიმე წელი ჩემით დაუღამებია.... ორი თვის დროში, არსად გამოჩენილიყო, როგორც აქამდე არ ვიცოდი მისი არსებობის შესახებ, ისევე უკვალოდ გაქრა. თითქოს რაღაც მოუსვენარი დაძვრებოდა ჩემს სხეულშიც, მინდოდა კიდევ სადმე გადამკვეთოდა, ისევ მენახა–ხუჭუჭა, ეშხიანი და ზედმეტად მხიარული ყმაწვილი. ერთ დღეს ანაზდეულად გამოჩნდა ისევე, როგორც ელვა უღრუბლო ცაში, შორიდან შევამჩნიე, ტაძარში ისევ, უკვე მიმავალი... და შემდეგ ისევ ერთბაშად გამოჩენილი, "ხანგრძლივად დარჩა ჩემთან". სოციალურ საიტზე მისი მეგობრობის თხოვნა, რომ დავინახე, დაუფიქრებლად დავუდასტურე, შემდეგ კი მოუთმენლად ველოდი მოვლენების კულმინაციას, რომელიც წარმატებით, ერთმანეთის გაცნობითა და შემდეგ ზედმეტი მიჯაჭვულობითაც კი დასრულდა.. დროთა განმავლობაში, გავარდა ხმა მთელს სოფელში, რომ გეგას არა მოვწონდი არამედ ძლიერად შეყვარებული იყო ჩემზე. მას შემდეგ იყო ბრძოლა ბებიასთან, მის მიუღებლობასთან, მის სისატიკესთან, მხოლოდ იმის გამო რომ, ხიდაშელი უქონარი გლეხის შვილი იყო და მათი სახელი ჩვენს, ცნობადობას არ შეეფერებოდა. ან კი რას იტყოდა ხალხი, თუკი ჩემნაირი წინაპრების შვილი, ჩემი მსგავსი მოთხოვნადი გოგო, მის მსგავს უქონარსა და უცხოგვარ ოჯახისშვილის გვერდით გაივლიდა, უმაღლესშიც არ აპირებდა ჩაბარებას, ამიტომ ოჯახს შევარცხვენდი თუ მას გავყვებოდი ცოლად.... ყოველ საღამოს როცა "სოფლის ბირჟიდან" სახლში შევიდოდი, როცა გაიგებდა ბებიაც რომ გეგაც იქ იყო, სისხლდაუღვრელი ომი ჩაღდებოდა... ჩემი უღონო შეძახილი რომ არ მიყვარდა, რომ არც არასდროს შემიყვარდებოდა, მხოლოდ თავი დაენებებინა ქალს ჩემთვის, მხოლოდ ნუ მაქცევდა სოფლის მეძავად. ქალების ჭორაობა, ცალკე ტერორი — რომ თუ გარეთ ბავშვებთან გავიდოდი და ხიდაშელი იქ იქნებოდა ვინმე დამინახავდა, გეგა რომ შემხებოდა ჭორაობას დაიწყებდნენ, თუკი ვინმე ჩემს სიცილის გაიგებდა " ალბათ მოუღიტინაო" უთქვამთ, როგორი დამამცირებელი იყო და როგორ ზემოქმედებას ახდენდა მათი სიტყვები ჩემზე, მეშინოდა, დავითრგუნე.... მეშინოდა მართლა არ შემყვარებოდა, მასთან გატარებული ყველა სასიამოვნო წუთი და წამი უბედნიერესად მაქცევდა, მართალია შეუხებლად, ახლოს მოუსვლელად, მაგრამ დადებითად და სასიამოვნოდ მაგრძნობინებდა თავს. მთელი ზაფხული ძლიერ შებოჭილი, უმწეოდ, ვგრძნობდი თავს, ვცდილობდი იშვიათად მენახა, მოურიდებლად ვუხსნიდი მასაც ყველაფერს, მართალია ლაითად მაგრამ, მინდოდა ყველაფერი სცოდნოდა... ჩემში დავლილი გრძნობების, მისი დანახვისას, აჩქარებული გულის, ათრთოლებული სხეულისა და მასთან სიახლოვის ძლიერი სურვილის მიუხედავად მის გამოტყდომას უარს ვახვედრებდი, არ მიყვარხარ-მეთქი ვეუბნებოდი. არასდროს მაჩქარებდა, არასდროს მაიძულებდა, მხოლოდ ჩემს გამბედაობას ელოდა, მე კი მისას, თუ ჩემს გამო როდის შეიცვლიდა აზრს, რომ რამეს მოიმოქმედებდა, შემდეგ კი თამამად შევეწინააღმდეგებოდი ბებიაჩემს. რაც მეტად სიღრმისეულად ვიცნობდი, მით უფრო ვგრძნობდი, მისკენ ლტოლვას, როგორ ველოდებოდი მის ნახვას ან თუნდაც მის ერთ მესიჯს. სულ პოლემიკით ვიწყებდით შეხვედრას, ზედმეტად ეჭვიანი და მესაკუთრე გახლდათ ხიდაშელი, მას შემდეგ რაც ჩვენი ამბავი სოფელს მოედო, თავშეკავებულად დაიარებოდნენ ჩემს ახლობლად ბიჭები, მინიმალურადაც კი აღარ მაწუხებდნენ, რამდენჯერ გასაცნობად მოსული ყმაწვილი უსიტყვოდ გაბრუნებულა უკან, კარნახით "გეგას გოგოაო" რადგან, გულგრილი არ ვიყავი მის მიმართ რასაც თავადვე ვიაზრებდი, უპრობლემოდ ვუყურებდი მათ ქცევას, სიტყვებს "გეგას გოგო" ს, ზედმეტი ხალხისგან ჩამოშორებული მეტად თავისუფლად, აზატურად ვგრძნობდი თავს. გეგას ყველა იცნობდა, თავისი ყოჩობითა და გაჭირვებაში გვერდში ამომდგომი ხასიათით, პატივსსცემდნენ ბიჭებიც, როგორც სამაგალითო ძმაკაცს, ამიტომ როცა ჩვენზე ჭორები გაეგოთ, პატივისცემას კი ხიდაშელის მიმართ ჩემთან ჩამოშორებით ცდილობდნენ... თავად ხიდაშელს მისი მესაკუთრე ხასიათის მცნობარეს, არასდროს მიუცია საკუთარი თავისთვის იმის უფლება რამე აეკრძელა, ან კი დაეშალა ჩემთვის, როგორც ბიჭებს სჩვევიათ, ვიცოდი ბრაზობდა, არ სიამოვნებდა, როდესაც უცნობს, ბიჭს გავცემდი პასუხს ან კი მესიჯზე დავუბრუნებდი უმალ ესემესს, "მე რა უფლება მაქვსო" მხოლოდ ამას ამბობდა. მისი აზრები, მისი დამოკიდებულებები აურაცხელად ძალიან მომწონდა. ჩემთვის არ ქონდა მნიშვნელობა ვისი შვილი იყო, რაოდენ შეძლებული ოჯახიდან იყო. მე მას ვიცნობდი, მასთან მქონდა ბედნიერი წუთები, მასთან და ბავშვებთან ერთად, მასთან ვგრძნობდი ლაღად, უბიწოდ, ალალად თავს, მისი დამოკიდებულებები, მისი მიმიკები, მანერები, ხასიათი მისი ჭაობისფერი, ნათელი თვალები, გრძელი, უხეში, ლამაზი თითები, ყველაფერი მიყვარდა და მიზიდავდა . მასთან ვიყავი შეუბოჭავი, თამამი, გახსნილი, რადგან არასდროს ზედმეტად არ მეხებოდა, როგორიც ჩახუტება, ხელის გადახვევა, კოცნა ან კი ხელების ფათური იყო, იცოდა რომ სოფლის საჭორაო გავხდებოდი, იცოდა თუნდაც ხელი რომ ჩამოერთვა სხვაგვარად გადაატრიალებდა ჭორბიურო ხალხი. შეუხებლად ვუყვარდი..... პირველად მე შევეხე,.... მე ჩავჭიდე პირველად ხელი თამაშის დროს რომ გამეყოლებინა, მე ვიგრძენი მისი ბაგეების სიმხურვალე და თრთოლვა პირველად როცა ხელი ავაფარე ტუჩებზე, მე ვიყავი ის ვინც ცდილობდა რამენაირად შეხებოდა, თუმცა ჯიუტად ვაჯერებდი თავსაც რომ ეს საუკეთესო მეგობარი იყო, რომ არასდროს შემიყვარდებოდა სხვანაირად და ეს უბრალოდ ძლიერი მეგობრული მიჯაჭვულობა იყო... - მისთანა ბიჭი არ შეგეფერება ბებო, შენ ამისთანა სახელოვანი მამა გყავს, ამისთანა წინაპარი გყავს, მისნაირი უქონარი არ შეეფერება ჩვენ ოჯახს...— მგზნებარედ ყვებოდა ქალი, სახეს იხოკავდა ნერვიულობის ფონზე - ბებია დამანებე თავი! მასთან მხოლოდ ვმეგობრობ! რა გემართებათ!.. რამდენჯერ აგიხსნა?! მეგობრობა არ შეიძლება?! რა მნიშვნელობა აქვს მათ რესურსებს? მისი დოვლათი და ფინანსები ვერ გამიწევს მეგობრობას!! - მთელი სოფელი შენზე ჭორაობს, ნუ გადიხარ გარეთ! ამ შუაღამისას რას დაწანწალებ? გინდა მთელმა სოფელმა ბო*ობა მოგაწეროს? — ხმას აუწია ქალმა, მძვინვარედ შემაჩერდა, გესლიანად მომაძახა სიტყვები, - არ გრცხვენია?!... სახლიდან არ გადიხარ.... შენ რატომ ლაპარაკობ სხვაზე? ყველა ჭორიკანას შენ უსმენ! ყველაფერი საშენოდ გამდმოგაქვს.... არ მიცნობ მაინც?!... როდის რა გამიკეთებია რითაც ოჯახი შემერცხვინა?!.. არავინ გიყვარს ბებია .... არავინ! ეგოისტი ქალი ხარ!.. მე არ გავდივარ მასთან!, სტადიონზე ავდივარ... სადაც ჩემი დაქალი მელოდება! უამრავი პატარა ბავშვია.... გეგა იქ არც ამოვა, რატომ გადაეკიდე?! არ მიყვარს-მეთქი ათასჯერ გითხარი!...— გოდება, წუხილით, ვიწმენდდი ღვარღვარებად ჩამომდინარ ცრემლებს, - მერე ვისთან ერთად ადიხარ?! არ ქონიათ მაგ გოგოებს კარგი სახელი დაეტიე სახლში!... უდრტვინველად მითხრა, თითქოს ასე ჩემს გაღიზიანებას აირიდებდა თავიდან... მისმა ბოლო სიტყვებმა შუბლის ძარღვი გამიწყვიტა.... გამაცია, თავი დამნაშავედ ვიგრძენი ამის თქმის საშუალება რომ მივეცი, შეცბუნებულმა ტირილი შევწყვიტე, შველივით გადიდებული თვალებით მივჩერებოდი გაკაპასებულს, - როგორ შეგიძლია?... მათი არსებობის შესახებაც კი არ იცი.... არასდროს გინახავს ეგ ბავშვები.... ყველა ჩემზე პატარაა ბებია... 15-8 წლის გოგონაზე რას იძახი ხვდები?.. დასასვენებლად ჩამოვიდნენ... ეს მეორე წელია, მხოლოდ ორი კვირით..., ასეთი როგორ ხარ?.. მშობლები გამილანძღე, შენი უფროსი შვილის დაუდევარი საქციელის გამო, მან სცემა კაცი, მათვე უჩივლეს და ჩემი მშობლები გალანძღე?! იმის გამო რომ არც იცოდნენ ეს ყველაფერი, დედაჩემი ავიდა იმ დაზარალებულ ქალთან, შენი შვილის მაგივრად, ბოდიშები უხადა რომ შენი უფროსი შვილი არ დაეჭირათ და საჩივარი გამოეტანათ! მაინც გამილანძღე! აღარც მინდა იმ დღეების გახსენება! ამაზეც ვერ დავხუჭავდი თვალს! გაპატიე!... ყველაფრის მიუხედავად დავივიწყე ის ყველაფერი, რადგან შენი უმცროსი შვილის შვილი ვარ! გავითავისე რომ ბებია ხარ! რომ ყველას გვაქვს ნაკლი! მაგრამ ძალიან ზედმეტია! ძალიან მავიწროვებ! ზედმეტად მატერორებ და ვერც იაზრებ ბებია! საზღვრებს სცდები და ვერ ხვდები, სურვილს მიკარგავ ოდესმე ჩამოვიდე აქ! მე სოფლის ძუკნად მაქციე, საკუთარი შვილთაშვილების ჟრიამული გაღიზიანებს, რომლებიც მუდამ ჩემთან არიან! რა გავაკეთო?.. ახლა შენთვის უცნობ ბავშვებსაც მიადექი?.. არავინ როგორ არ გიყვარს?! საკმარისია ამდენი მლიქვნელობა! როცა გჭირდებიან, როცა კარგს აკეთებენ მხოლოდ მაშინ ნუ გიყვარს! შენ არ იცნობ არავის... არც იცნობ შენ გეგას.... როდემდე უნდა გააგრძელო... რამდენჯერ უნდა სცადო რომ შემაძულო? შემეშვი! გევედრები! საერთოდ გავწყვეტ ურთიერთობას, აღარც შევხედავ! მამაჩემს შენი მოგონილი სისულელეებით ნუ გააგიჟებ! ანთებულ ღერს, ცეცხლმოკიდებულ სახლად ნუ აქცევ!.. ცხოვრებას ნუ მირთულებ! არაფერს ვაკეთებ სამარცხვინოს, მეზობლების ტრიპაჩობის გამო ნუ გვსპობ!... ...... 17 წლის ვიყავი იმ დროს, ბევრი რამე ხდებოდა, კიდევ მრავალი დამცირებისთვის მომისმენია, გეგას წინაპარსა და ოჯახზეც მიყვებოდნენ მხოლოდ ცუდსა და საძრახისს. აუტანელი ხდებოდა მათი პესიმიზმი, ყველა ქმედება და ისტორია, უმწეოდ მაქცევდა.... ახლა მეშინოდა იმის, რომ არ შემძულებოდა ის ადამიანი ვინც მიყვარდა... ვისთანაც უკვე აუარებელი, უზღვავი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა.... თუმცა გავლენას ახდენდა ყველას ნეგატიური საუბარი, თითქოს ერთიანად შეკრებილიყვნენ ჩემს წინააღმდეგ, ანდამატივით ცდილობდნენ ჩემს მიზიდვასა და მათ მხარეს გადაყვანას, დამოუკიდებელიც არასდროს ვიყავი, ყოველთვის დავეკითხებოდი მშობლებსა და ახლობლებს რა როგორ გამეკეთებინა, ახლა პირველად ვცდილობდი ჩემი აზრის შენარჩუნებას მაგრამ, ძალიან რთული იყო. კაეშანი მოსდებოდა გულს, მელანქოლიას შევებოჭე, გათანგული, უმწეოდ დავიარებოდი... მშობლებისთვის არაფერი მითქვამს, ბებია უყვებოდა ყველაფერს, ვინ იცის როგორ... ისინიც ბრბოს შეუერთდნენ, თუმცა არასდროს უთქვამთ ჩემთვის რომ თავი დამენებებინა, ან კი მისი სიყვარული არ შეიძლებოდა, ჩვენი ფენის არ არიანო..... რამდენიმე დღეში აუტანელი გახდა ჩემი "სოფლის დასვენება" იმ ღამეს დავასრულე ყველაფერი... საკუთარი თავის გლოვით დავბრუნდი თბილისში, ხიდაშელს ვევედრებოდი, რის ფასადაც არ უნდა დაჯდომოდა, ჩემს მიმართ აზრი შეეცვალა, ჩემს გამო უინტერესოდ ნუ უყურებდა სხვა გოგონებს ... რადგან ჩემი დამოკიდებულება არ შეიცვლებოდა... სულ რომ თავდავიწყებით მყვარებოდა ვერ ვამხილებდი... ბებია იძახდა: "შენ რომ მისი ოჯახის რძალი გერქვას, მე თავს მოვიკლავ და ეს შენი ბრალი იქნებაო" მართალია....სადღაც სულის სიღრმეში პატარა მოკიაფე ალი ენთო და ქარსღა უცდიდა, რომ აგიზგიზებულიყო, მაღლა ავარდნილიყო და სულ ერთიანად მოსდებოდა, თუმცა მეტად გავჯიუტდი.... უარი ვთქვი იმაზე ვინც ბედნიერებას მანიჭებდა, ვისაც ყველაზე კარგად ვიცნობდი, ვისაც ჩემი ყველა სიტყვა ესმოდა, უხმოდ, უთქმელად, იცოდა უკვე რას ვეტყოდი, ყველაფერი იცოდა.... ერთი წლის მერე გამოჩნდა ისევ... ვერ გავუშვი.... ვერ გავაქრე ცხოვრებიდან.... თავი უხერხულად რომ არ მეგრძნო, ეთქვა — აზრებიც შემეცვალა ქარს გავატანე, მართალი იყავი მხოლოდ გატაცება იყოვო.... გვიან გავიგე შეყვარებულიც ჰყავდა, უკვე სკოლა დამთავრებულები სრულწლოვნები, ცხოვრების ახალ ეტაპზე ბევრ ფათერაკით სავსე გზას გავდიოდით, მართალია ეს ჩვენთვის უკვე აღარაფერი იყო, თუმცა მეტად კონტრასტული. ჩვენს შორის მანძილი... შორი იყო, მე ბიურგერულ ცხოვრებას დავბრუნებოდი თბილისში, ის კი სოფელში აგრძელებდა თავის გატანას, რთული ცხოვრებით.... არ დამიკარგავს.... მისი მესიჯიც კი საკმარისი იყო ბედნიერებისთვის, ის ემოციები დამიბრუნდა, რაც ერთი წლის წინ მბოჭავდა... ისეე გაძლიერდა, ისე გამყარდა, ისე მედგარ ურთიერთობად იქცა, ჩვენი სიახლოვე , გულწრფელობა, ზრუნვა, ჩხუბი ყველაფერი მეტად გვაახლოებდა.... "* სად ხარ? " "* სახლში რა ხდება? " "* 15 წუთში მზად იქნები? " "*მეხუმრები? ძაან ცოტაა" ავბუზღუნდი მაშინვე, როგორც სრულწლოვანსა და თავმომწონეს, მიყვარდა ლამაზად გამოწყობა.... თუმცა ერთიანად დამიარა სიხარულის ჭვალმა სხეულში როცა გავიაზრე რომ რამდენიმე წუთში, ერთი წლის უნახავსა და მონატრებულს ვნახავდი.... " *გელოდები აქვე, ცხელა ნუ 'შემწვავ' " ბოლო მესიჯი გამოგზავნა, გველნაკბენივით წამოვდექი, აჩქარებული ვიდეოსავით დავიწყე მზადება.... მართალია 15 წუთში არა, მაგრამ 20 წუთში სხარტად გავედი სახლიდან.... ისე მტკიცე და მოქნილი ნაბიჯით მივდიოდი მის სანახავად ისე ლაღად და მსუბუქად, როგორც არასდროს.... მისალმებაც კი არ ვიცოდით... მხოლოდ მგზნებარედ შევხედეთ ერთმანეთს, მრავალისმეტყველი თვალებით, გვერდში ამოვუდექი და მდორედ, გულის როკვით გავუყევი გზას მის გვერდით.... - მეგონა წახვედი, - მინდოდა მენახე.... გულწრფელად, ლაღად გადმომხედა , - სად მივდივართ? პასუხად მხრები აიჩეჩა, რადგან დაგეგმილიც კი არ ჰქონდა სად ვაპირებდით გასვლას, არცერთი ვიყავით ხალხმრავლობისა და კაფე-რესტორნების მოყვარული... - წამო კიკვიძეში, სიხარულით გავიკრიჭე, წინ გავიქეცი და სიცილით ჩემსკენ წამოსულისკენ შევტრიალდი ხტუნვით.... ტრენაჟორებზე უსარგებლო, არასაინტერესო, მომებეზრებელ თემაზე ვსაუბრობდით...., ძალა ერჩოდა მულტიფუნქციურ ტრენაჟორზე ვიჯექი, ჩემიანად წევდა მას.... უაზროდ ვფლანგეთ დრო... ზაფხულის მხუთავი ჰაერი, ცხელი ალმური, თითქოს არც კი მოქმედებდა ჩვენზე არაეკვივალენტურად 36°, შუაგულ მზეში ტრენაჟორებზე ვისხედით.... მზე რომ მკვეთრად მოგვადგა, სწრაფად ვიცვალეთ ადგილი, ცნობიერებას დავუბრუნდით და უკეთესი ადგილის ძებნა წამოვიწყეთ... უკანა გასასვლელისკენ, ფანჩატურში შევედით, გამწვანებული, მაღალი ხეები მედგრად, მყარად მალავდა მზის მწველ სხივებს. გადახურული ფანჩატური კიდევ მეტად აკავებდა სიცხეს, გარემოც მშვიდი იყო.... ერთმანეთის მოპირდაპირედ დავსხედით, თითქოს რომელიმე მეზობელი შეგვამჩნევდა და მიწასთან გამასწორებდა.... ცალ ფეხზე შემოედო ფეხი, მშვიდად, ღიმილით ვაკვირდებოდი მის მანერებს... სიგარეტს გაუკიდა გაუაზრებლად, თვალების ბრიალით, მკაცრად შევხედე.... ჩვეულად დავიწყეთ კამათი, ვერასდროს ვიტანდი მის მავნე ჩვევას, რომ ვიაზრებდი რამდენი ავი თვისება ჰქონდა სიგარეტს, მის კვამლს და საერთოდ მის აუტანელ სუნს... არ შემეძლო ხმის ამოუღებლად მეცქირა.... ჩემს თვალწინ დახია მთელი კოლოფი ისე გადააგდო, სიცილით იფიცებოდა იშვიათად თუ გავეკარებიო.... მჯეროდა, ვიცოდი არ მატყუებდა, მაგრამ ქალური სიკაპასე არ დამიმალავს.... ანაზდეულად ორი ქალბატონი შემოდის ფანჩატურში... ორივე საბავშვო ეტლით ასეირნებდა ეტლში მოთამაშე პატარებს. იძულებული გავხდი გეგასთან გადავმჯდარიყავი, მორიდებულად ვაჩვენებდი ჩემს ტელეფონში მომაბეზრებელ ვიდეოებს დროის გასაყვანად, გათანგული, შებოჭილი ვიჯექი მის გვერდით, მანამ ქალბატონები საუბრობდნენ, მეც ხშირად გამირბოდა თვალი პატარა ბიჭისკენ ეტლიდან რომ ხშირად მკაცრად მიძახდა "გოგოვო," ხშირად გვიყურებდა მეც და ხუჭუჭა გეგასაც. რამდენჯერმე ჩავუკარი თვალი, ლამაზ გაბედულ ყრმას. ერთ-ერთი ქალბატონი მალევე წამოდგა ბავშვს ეძინებაო, მის ნაცნობ ქალს დაემშვიდობა და საუბარით დატოვა ფანჩატური.... ბავშვის ყურადღება მეტად ჩვენსკენ გადმოიმართა მას შემდეგ, მართალია ქალი ცდილობდა გამოეკვება ბავშვი ბოთლში ჩასხმული სპეციალური საკვებით, თუმცა მის ინტერესში ეს სულაც არ შედიოდა, ბურთს გადმოაგდებდა ხოლმე, დამიძახებდა, გამიცინებდა საყვარელი ახლად ამოსული ორი "კიჭით", ცდილობდა მიმექცია ყურადღება, გამეღიმა მისთვის გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ მორიდებულობის ფონზე მე ვერ შევძელი. მალევე მოითხოვა ეტლიდან ამოყვანა, საყვარლად დადიოდა, ცდილობდა გამართულად სიარულს, ამაყ ძლიერ ნაბიჯებს. მალევე თავად გაბედა მოსულიყო, ბურთი მოეწოდებინა ჩემთვის, ხან გეგას გახედავდა ხოლმე, ღიმილს ვერ ვიკავებდი, ისე წამოვიწყეთ თამაში ვერც გავიაზრე როდის ჩავერთეთ მის ოინებში.... - უცნაური ბავშვია, თავის ტოლებთან თამაში არ უყვარს, სულ დიდებთან ერთობა ხოლმე, ბავშვით კმაყოფილი გამომელაპარაკა ქალი, შემდეგ იმდენი რამ მომიყვა პატარა ალექსანდრეზე, მისახვედრი იყო თავიდანვე, რომ ბებია იყო ახალგაზრდა ქალბატონი, შვილიშვილზე უზომოდ შეყვარებული... პატარა ბურთს გამოგვიგორებდა ხოლმე ალექსანდრე ხან ჩემსკენ დაარტყავდა ძლიერად ფეხს ხან გეგასკენ, ჩვენც მის გაგორებულ ბურთს დავსდევდით. ლამის ცეცხლი მომეკიდა, გეგასთან გამოავლინა კარგი ფეხბურთის ნიჭი, ისე საყვარლად ცდილობდა მატაობას, გაოგნებული ვუყურებდი, - ხო აქვს ნიჭი? შენ ახლა გეცოდინება გახედა ქალმა გეგას და ყველანაირად გამოხატავდა ბავშვის მიმართ არა მხოლოდ სიყვარულს არამედ მისი ჩვევებისა და ცოდნის გამჟღავნებას, - კი ნამდვილად კარგი ბიჭია მხრები ღიმილით აიჩეჩა ხიდაშელმა, ღიმილით დახედა ბავშვს, სიცხის ალმური მოსდებოდა სახეზე დაღლილს, მე იშვიათად ჩამრევდნენ ხოლმე მათ ორკაციან ფეხბურთში... - ხოო, მის მშობლებს ვეუბნები მიიყვანონ ფეხბურთზე იმდენი ნიჭი აქვს, პატარააო ჯერ, კარგი იქნება თავიდანვე დაიწყოს... მაქსიმალურად ვცდილობდი ქალს საუბარში ავყოლოდი და პარალელურად მეც მიმეღო მონაწილეობა თამაშში, მიუხედავად უზომო სიცხისა.... ჩვენც რომ გვეტყობოდა დიდძალი დაღლა, ვინაიდან ჩოგბურთის ბურთის დევნა გაუსაძლისი იყო ამ სიცხეში... ნამდვილად სწორ დროს ჩაერია ქალი, დააგვიანა კიდეც.... - ალექსანდრე მოდი ახლა ხო?.. თორემ გაოფლიანდი უკვე... მოდი ვჭამოთ... დაიღალა ბიძიაც... მოდი, ეს სიტყვები ისე გამიხარდა, მეგონა ტუსაღი ვიყავი და მზის შუქზე პირველად გამოვედი... სულ მცირე დროშიც კი მოვასწრებდით ძალების აღდგენას. დიდად სურვილი არ ჰქონდა პატარას ახლა რამე მიერთვა, აზარტში შესულს ერთი სული ჰქონდა ძლიერად დაერტყა გეგასთვის ბურთი და ისტორიული გოლი გაეტანა მისთვის.... - მოდი ნახე, შენ რომ გიყვარს, ვჭამოთ ლოკო მოკოს ლომი. რომ აღარ მოეშვა ქალი, ბაჩუნით წავიდა მისკენ , ბურთიც უყურადღებოდ მიაგდო, იქვე ძაღლი იწვა მაინცდამაინც მასთან, მის მუცელთან ჩავარდა ბურთიც. რამდენჯერ მოხვდა აქამდეც ალექსანდრეს დარტყმული ბურთი, გეგაც ზუსტად იქ იდგა, მეშინოდა არ წამოვარდნოდა ძაღლი თორემ მისი პირველი ლოკაცია გეგას ფეხები იქნებოდა, ან ბურთის აღების დროს მისი ხელები... სანამ ალექსანდრე პირს გაიტკბობდა, ისევ ვუსმენდით ქალის საუბარს, ალექსანდრეს ულევ ქებას, მისი ოჯახის ახალ-ახალ ვიზიტებს თურქეთში და სხვადასხვა ქვეყნებში.... - მოუყევი გოგოს სად იყავი... წამოაძახებდა ხოლმე პატარას, მალევე ჩამოჯდა, თუმცა ქალბატონს ბურთი აღარ მიუცია მისთვის, გაოფლიანდი და გაცივდებიო, მზრუნველად შეუსწორა თმა, ზღაპრების წიგნი მიაწოდა ეტლში საგულდაგულოდ რომ ინახავდა, მანაც ჩემსკენ გამოაქცუმა მაშინვე, დიდის ამბით გადავშლიდი ხოლმე, მოვყვებოდით თუ რა ეხატა წიგნში, შევიცხადებდი, ეს რა არის-მეთქი, არ შემეძლო დასამახსოვრებელი ვიდეო რომ არ შემენახა, სასაცილოდ ხან მე მიყურებდა ხან გეგას ახედავდა ხოლმე ცისფერი ბრწყინავი თვალებით. უცნაურად ძლიერ სითბოს ვგრძნობდი, გულში ჭიანჭველებივით პატარა და უამრავ სითბოს სხივს ვგრძნობდი, ვხვდებოდი, რომ ამ რამდენიმე საათში ზედმეტად შემიყვარდა ალექსანდრე, მისი მარგალიტის ფერი, ნაზი თმა, ოქროსფერი ბოლოებით, დიდი ცისფერი ანთებული თვალები და მისი უსაყვარლესი ხასიათი... მისი წასვლის დროს ეტლში ჩასვა ქალმა, როცა თავადაც გაიაზრა რომ მიდიოდა, უმალ დაიწყო ტირილი, ისე ხმამაღლა და ომახიანად... ნახევარ კიკვიძეს ესმოდა მისი ხმა, შორიდან სკამეიკაზე ჩამომჯდარი ვესაუბრებოდი, ვამხნევებდი, თუმცა ვერაფერს გავხდი... - აი გოგოც მოდის, წავიყვანოთ, ამშვიდებდა ქალიც, სწრაფად წამოვდექი მასთან მისული ჩავიცუცქე და მის ეტლზე ჩამოვდე ხელი, აცრემლიანებულ თვალებში შევაჩერდი, - მეც შენთან მოვდივარ ალექსანდრე, გავუღიმე მაშინვე და ქალს ავხედე, რომელიც განაოცები, გაცბუნებული, მიყურებდა. ფრთხილად წამოვდექი, ისე შევხედე აშკარად რაღაცის თქმა უნდოდა... - აი გოგოს რაკაი შილაკები აქ_ ძალიან უყვარს გოგოს რომ გრძელი ფრჩხილები აქ, წითელი უყვარს ძალიან.... სიცილით დავხედე ჩემს გრძელ ფრჩხილებს არც შილაკი იყო და არც წითელი, თუმცა აშკარად არ ჰქონია პრობლემა ალექსანდრეს.... სასაცილოდ ავათამაშე თითები მის ეტლზე ისევ გაოცებულმა, შემომხედა ქალმა - ეტლს რომ ვინმე შეეხოს ერთ ამბავს აწევს... - უი! მართლა? - არავის აკარებს, გაიმეორა გაკვირვებულმა თავის დაქნევით დასტურის ნიშნად და მეც გაკრეჭილმა გავხედე გეგას... მასთან მოვიწონე თავი.... - ანუ მე პირველი ვარ ალექს? გავუცინე და ფრთხილად შევუშვი ხელი ეტლს, რომ მაინც არ გამებრაზებინა იმ საქციელით რაც მას არ მოსწონდა... - კარგი წავიდეთ ახლა... დავიძინოთ—ეტლი დაძრა თუ არა მაშინვე აწუწუნდა ისევ, ამომხედა დამაკვირდა მივყვებოდი თუ არა... ტირილ-წუწუნით გამომიწოდა ხელი, "გოგოვო" დამიძახა თან ისე ჩამჭიდა პატარა მხურვალე თოვლივით თეთრი თითები, სიცილს ვერ ვიკავებდით "ძია ძიაო" ეძახდა გეგასაც, მეორე მხარეს მას ჩაავლო ხელი, ასე სასაცილოდ მივყავდით მისი სახლისკენ.... არ გვინდოდა ეტირა, ნაწყენი დარჩენილიყო, ეს არც ალექსანდრეს ბებოს უნდოდა, თითქმის გასასვლელისკენ რომ მივედით, ქალმა შეგვაჩერა ჩხირები ამოიღო ეტლიდან, ალექსანდრეს ორივე ხელში დააკავებინა თითო-თითო რომ ხელები ეშვა ჩვენთვის, თითო-თითო ჩვენ მოგვცა რომ ალექსანდრეს დაენახა, დაკავებული გვქონდა ხელები ჩვენც, - აი ჭამენ ჯერ ვერ მოგკიდებენ ხელს ხო?, წავიდეთ, დაძრა ეტლი.... ნელ-ნელა ჩამოვრჩით უკან, რომ ვერ დაგვინახა აწუწუნდა ჩვეულად, მაშინვე იმედის მიმცემად, დავუძახე რომ მივყვებოდი.... ხშირად გამოგვხედავდა უკან ჩამორჩენილებს, მივყვებოდით თუ არა მალ-მალე ამოწმებდა, გოგოვო, დამიძახებდა გამაფრთხილებლად. გადასახვევს რომ მივუახლოვდით და მანაც აღარ გამოგვხედა, რადგან უკვე იმედიანად იყო, იცოდა მივყვებოდით, სწრაფად დავავლე გეგას ხელი და ერთბაშად მოვწყდით ადგილს, კიკვიძის შუაგულში შევვარდით.... ალექსანდრეც რომ არ ჩანდა სიცილით შევხედეთ ერთმანეთს.... ის ბავშვი ჩვენი მოგონების მთავარი გმირი იყო, ის ბავშვი იყო ჩვენი დღის შემქმნელი.... " ...... 4 მაისი - სად მიდიხარ ბებო? დოქით ხელში შევჩერდი ქალის თბილ ხმაზე... აივანზე გაშლილ საბარგულზე ჩამომჯდარიყო, ხედვის სათვალეები მოერგო, ლობიოს არჩევდა გულმოდგინედ - წყაროზე ჩავალ, დასალევად არ ივარგებს ჭის წყალი, რკინის სათლი ავწიე დასანახად, მეორე ხელში თიხის სქელი დოქი ვაჩვენე, - მოდი აქ! ბაბუაშენი ამოიტანს საღამოთი, - ისედაც უჭირს სიარული 20 წლის ბიჭი ხომ აღარ გგონია 93 წლის არის უკვე, გამეცინა, გავუწყერი სიტყვებზე რომ გავიაზრე ბაბუა ახლა რა საქმისთვისაც იყო წასული ნაკვეთში. ზოგჯერ ეგონა რომ მას ჩემზე მეტი შეეძლო, არ ეშვებოდა ხოლმე საქმეს. აღარაფერი მითქვამს, უჩვეულოდ კარგ გუნებაზე ვიყავი, ჰაეროვნად, დაუმძიმებლად. მიყვარდა წყაროსაკენ ჩამავალი ძველებური გზა, ჯერ ისევ კირქვიანი, ატალახებული გზა ჩადიოდა, თუმცა დიდი, შემაღლებული ქვებით სუფთად ჩასვლასაც მოახერხებდი. ვიწრო გზა ჩადიოდა, ირგვლივ სავსე გალავანშემოვლებული მინდვრები, ყანები ამშვენებდა ადგილს და ჩიტების ხმამაღალი გალობა, ზღაპრული სამყაროს ნაწილად გაქცევდა. ნებისმიერ დროს სიამოვნებით, შვებითა და თავისუფლებით შეგავსებდა გარემო სუფთა ჰაერთან ერთად.... მეგონა მარტო ვიყავი, თუმცა წყარო რომ გამოჩნდა, ჩემგან ზურგით მდგარი დახრილი ავსებდა წყალს ქალი, მშვიდად ღიღინებდა უცნობ სიმღერას... ფეხის ხმაზე გამოიხედა.... რომ დამინახა სრულად შემოტრიალდა მეზობელი, სახე ეცვალა სიამოვნებისგან - ოჰ დაუჯილდოვებია ღმერთს ბებიაშენი... რა ქარმა გადმოგაგდო? ტუჩების მოწმენდით წამოვიდა ქალი ჩემსკენ, ხელის ჩამორთმევასთან ერთად მაკოცა ლოყაზე და მოშორებული საგულდაგულოდ შემათვალიერა, - როგორ ხართ ქალბატონო ციცო? გავუცინე მეზობელს, - "ძველებურათ", ახლა კი გამინათდა თვალებში, მიკვირდა ამინდიც განსხვავებული იყო, უზაკველი ღიმილით შემაჩერდა... მოუკიბავად მათვალიერებდა... ომახიანად მესაუბრებოდა, - ოხ, როგორ გიყვართ გაფორმება,—სიცილით ავუარე გვერდი, დოქს მოვხსენი თავი და მის მაღალ ქვაზე შემომჯდარმა შევუშვირე ცივ მთის მოჩხრიალე წყალს დოქის პირი, - რაფერ დამშვენებულხარ, დაქალდი , თეთრ კაბაში ფრთებიღა გაკლია, - ციცო ბებო! —"დავუყვავე" სიცილით, - ხოარ შეუმჩნევიხარ ვინმეს? - არა, ჩუმად ჩამოვედი,—გამეცინა, მის ხუმრობებს რომ განვჭვრეტდი, არც ის მეგონა ასე თუ გაუხარდებოდა ჩემი ნახვა მონატრებულ, დასაფასებელ მეზობელს, მართალი იყო, დიდი ხანი არ გამოვჩენილვარ ასე სოფელში, არავის ვუნახივარ რამდენიმე წელი, ერთი დღით თუ ვესტუმრებოდი მონატრებულ სიმშვიდეს, სამსახურს გადაყოლილი... წლები გადიოდა და მე მხოლოდ სახლში ვჩანდი, კი გაჟღერდებოდა ჩემი სოფელში ჩასვლის ამბავი მაშინვე, თუმცა ჩემს ხილვას ვერ ასწრებდა ჭორბიურო სამეზობლო... - აბა კიდევ ცდის ვინმე მოტაცებას და ხოაღარ გგონია გიშველოს კიდე ვინმემ? — უნებურად ავხედე, მრავალისმეტყველი თვალებით, თითქოს სიტყვების დახარჯვა არ მინდოდა ამ თემაზე და თვალებმა გამყიდეს... - მუშაობ? - სხვანაირად როგორ დაგივიწყებდით? გავუცინე მორიდებით - ხოო აღარ აქვს ბებიაშენს მოსაყოლი ანა ძროხას წველის, ჩემი გოგო ყველი ამოჰყავს და თონეში მიჯენს პურებსო, - სადღა არის ციცო ბებო პირუტყვი და რძე ყველისთვის, აი თონეში გამომცხვარ პურებს კი გადმოგიტან ხვალ დღის პირველ ნახეევარში, ცხელ-ცხელი ჩემზე იყოს და ჭყინტი ყველი თქვენზე,—ფხუკუნით შევამზადე ქალი, სავსე დოქი გაჭირვებით წამოვწიე და უკვე ფეხზე წამომდგარმა, კარგად მოვითავსე ჭურჭლები ხელში... მეზობელთან ერთად ავუყევი სახლისკენ ამავალ გზას, მის გამოკითხვებს ვცემდი პასუხს დაუზარებლად, თავი გასაუბრებაზე მეგონა, კორექტულად ვაწვდიდი პასუხებს... მიყვარდა ციცო, პირდაპირობა უფრო იცოდა ვიდრე ზურგს უკან ჭორაობა, განსხვავებული იყო სამეზობლოში, მჭახე ლაპარაკით გამოირჩეოდა, გვერდში დგომა და ადამიანის დაფასება სჩვეოდა... - შენი ბიჭი რავა გყავს? მაინც წამოკრა "ხელი" იმ მალულ თემას, რაზე საუბარიც ნამდვილად არ მინდოდა, თითქოს მბოჭავდა ახლა მისი არსებობა, - კარგად არის კარგად, - როგორ იქნება კარგად ასე შორს ყავს ანგელოზი - არც ისე ყავს ახლოს ქალბატონო ციცო არ მცალია მისთვის, - აბა ეგ როგორ? - მარტივად, იშვიათად თუ ვნახავ ხოლმე და მაშინაც ისე დაღლილი ვარ ვახშამზე დავჯდებით სადმე და შემდეგ ვიშლებით სახლებში - ოო არ ყოფილა კაი ამბავი, კარგი მოთმინების ბიჭია, - იქნებ მე ვარ მკაცრი უკარება გოგო, ფართოდ გავუღიმე, ჩემს გადასახვევში მისულს არაფრის თქმა ვაცადე, ერთბაშად დავემშვიდობე, აღარც მიმიხედავს მისკენ, თეთრი კაბის ფრიალით მშვიდად დავუყევი დამრეც გზას.... .... ტაძარში მივფრიალებდი დამრეც დაგებულ გზაზე... თალხის ფერი, თეთრ კოპლებიანი კაბით. ყელზე გამჭვირვალე ნისლისფერი , ლაჟვარდისფერში შერეული, თავშალი მომეხვია და უხმაუროდ გულღიად და ლაღად მივაბიჯებდი.... ზაფხულის სუსხიანი დილა იყო, დამსუსხველი, ცივი ნიავი მეხეთქებოდა თბილ კანზე, დამშვიდებულ უბანში მხოლოდ ჩიტების უჩვეულო გალობა ისმოდა, თითქოს სამოთხიდან მოდიოდა უნაზესი დამატკბობელი ხმა, რაც მეტ ნაბიჯს ვდგამდი მეტად ვუახლოვდებოდი სამოთხის კარს... დილით შრომას შეჩვეულნი, ადრიანად, ზურგს უკან დაწყობილი ხელებით აუყვებოდნენ აღმართს, მინდვრისაკენ მიმავალ გზას, გზად შემხვედრებს, მოწიწებით ვუკრავდი თავს სალამის ნიშნად, ან კი ვინმე გამომელაპარაკებოდა მოკრძალებულად გავესაუბრებოდი, მოვიკითხავდი და ჩამოშორებული ვგრძნობდი, როგორ მაცილებდნენ ინტერესიან თვალს.... გზად, ჭიშკართან თავშეყრილი, ახალგაზრდა, ბავშვი, ხნე თუ მოზარდი, მამაკაცი დილიდანვე უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა მარტო მიმავალს.... ბევრი არავინ მეცნობოდა, თუმცა მე კი ყველა მცნობდა, არ მისალმება აუგი, უპატიო სირცხვილი იყო.... მიახლოვებულმა გამარჯობა-მეთქი დელიკატურად დინჯად მივუგე, სათითაოდ ვიგრძენი მამაკაცთა საყოველთაო და გულწრფელი აღტაცება, მათი გამოყოლილი მზერა მათ თანდაყოლილ სალამთან ერთად. უხერხულობა არ შევიმჩნიე, მტკიცე და მოქნილი ნაბიჯებით ჩავიარე.... უხერხულობისა და სირცხვილის ალმური მომდებოდა სახეზე. ჩასულმა გარედან შევავლე თვალი ამაყად მაღალზე შემდგარ, დამამშვენებელ ეკლესიას თვალი, სხეულში ელექტრონაპერწკლებს დაევლოთ, მონატრებული ადგილისა და სიმშვიდის ხილვისას. ეზოში მოკრძალებულად შევაბიჯე, ვიცოდი, უამრავ ბავშვობის მეგობარს წავაწყდებოდი, ნაცნობებითა და ახლობლებით იქნებოდა სავსე ეს მშვიდი ადგილი, ვიცოდი რამდენი ნაწყენი ადამიანი დამხვდებოდა ჩემი წასვლისა და მათი დავიწყებისგან, გულნატკენი.... ტაძრის დიდი კარებიდან, გამოვიდა მაღალი მამაკაცი, დაკაცებული, განიერი მხრებით, ახოვანი სხეულით, ლურჯი თვალები უნათებდა შორიდანვე, მკაცრად შეეკრა მუქი, გამოყვანილი წარბები.... მის ვაჟკაცურ სახეს ნებისყოფისა და ენერგიის ბეჭედი ესვა, შეცვლილი იყო ისიც. მონატრების ტალღებმა დამიარა სხეულში, სირცხვილის, მორიდების, დანაშაულის გრძნობას შევებოჭე, შიშს ავეტანე გაუაზრებლად, შემეშინდა გაუცხოვებული დამხვდებოდა, ფუქსავატურად მეტყოდა სალამს და დაუდევრად ჩამივლიდა გვერდს. ადგილზე შეყინული შევჩერებოდი.... შემამჩნია.... წამით შეხვდა ჩვენი მზერა ერთმანეთს, უმალ დამირბინა ცივმა ჟრუანტელმა, როგორც წყალში ფეხის პირველად ჩაყოფისას გვემართება ხოლმე, სანამ ტალღებში გადავეშვებოდეთ.... გაუბედავად ჩავტეხე ტუჩის კუთხე, გაყინული თითებით ვიჭერდი თავსაფარს, ქარის ცივი ნიავი რომ ჩემ თმასთან ერთად დააქროლებდა.... ლურჯი თვალებიდან ისეთი სხივი ვიგრძენი თვალები მომჭრა.... არ დამლოდებია, როდის ავივლიდი ეზოს ბილიკს, თავად წამოვიდა გოდუაძე ჩემსკენ.... ჩემი ბავშვობა იყო აჩი... ჩემი მონატრება, რომელსაც ურცხვად, უნამუსოდ, ჩამოვშორდი გეგას გაქრობის შემდეგ, ისვე გავუჩინარდი, როგორც გეგა..... უხმოდ, უსიტყვოდ ჩამიკრა გულში, ნაზად დამისვა თავზე ხელი, მის მარწუხებში მოვექციე ძლიერად, თბილად მაკრობდა ბაგეებს თავზე, ძლიერად ვხვევდი მის გამაგრებულ ძლიერ სხეულს ხელებს და თან ისეთი შვება მეგრძნო, როგორსაც განიცდის ტუსაღი საპყრობილიდან მზის სინათლეზე გამოსვლისას... აღარ მინდოდა მოვშორებოდი, ისე უცხოდ შემთბარიყო ჩემი გული, ისე სიამოვნებით შევსილიყავი იმ წამს, მინდოდა მუხლებზე დამხობილს მევედრა ეპატიებინა ჩემთვის თავს რომ ვარიდებდი, საკუთარ თავსაც შევთხოვდი პატიებას მის გარეშე რომ ვაგრძელებდი ცხოვრებას.... ლუკა, დათო და ირაკლიც მაშინ გამოვიდნენ ტაძრიდან სტიქარში გამოწყობილები.... პეპლების ფრთხიალს ვგრძნობდი მუცელში, მონატრებული ადამიანების დანახვისას, შინაური გარემო, ბავშვობა რომ ვიგრძენი მათში, მეგონა ბედნიერებასაც ვეღარ დაიტევდა ჩემი გული... - აჩიიი.... როგორ მომენატრე! მოურიდებლად ამოვიტირე უცრემლოდ, ფრთხილად ჩამოვშორდი, შევაჩერდი გაზრდილს, დახვეწილსა და მიმზიდველს, დაბნეულად ვიცვლიდი მიმიკებს, ხან კი სევდიანი მორიდებული სახე მიმეღო მისი მკაცრი თვალების დახვედრისას ხან კი მეღიმებოდა მის საოცარ უკეთესობისკენ ცვლილებაზე.... კოპები შეეკრა, მკაცრად მიყურებდა, თუმცა მის მუქ ლაჟვარდისფერ თვალებში ჩაღვრილი სითბო სრულად გააჩანაგებდა მის ბრაზს. საფეთქელზე მომაკრო ტუჩები... უსიტყვოდ მომცა საშუალება, ხმაურიანად, ხელებ გაშლილი მონატრებული დათოსკენ წავსულიყავი... - ოჰ! ქალბატონო გვიკადრეეე?! თითქოს სიმკაცრეც გარია, ჩვეულად ლამაზად იღიმოდა ულვაშებში... მიყვარდა მისი გულწრფელი ღიმილი, მისი ლაღი პირ-სახე - ვიკადრე დავით, ვიკადრე,—გავუცინე... ნაცნობები გადავკოცნე მორიდებულად. აჩის ამოვუდექი გვერდით... არ მეგონა თუ სოფელში ჩამოსულიყო, თუკი დამხვდებოდა ტაძარში... ქუთაისში სასწავლებლად წასულიყო წლების წინ იქ გაეგრძელებინა მოღვაწეობა... მისი აღარაფერი გამიგია შემდეგ... უხაროდა, ღიმილი გაეპარებოდა ხოლმე ჩემს საუბარზე, კმაყოფილი მათვალიერებდა, ამაყად დამცქეროდა, თუმცა ვუღრმავდებოდი იმასაც, რომ გულმოსული, გულნაკლული იყო ჩემი უმსგავსო საქციელით.... მისთვალწინ გავიზარდე... ერთად ვაღამებდით, კუდივით დავყვებოდი ყველგან, ოჯახის წევრია, ძმა იყო ჩემი ყოველთვის, ღვიძლი ძმა არ იყო მხოლოდ.... მე კი ისე გავუჩინარდი, ისე ჩამოვშორდი, თითქოს არავინ ყოფილიყო ჩემი, არანაირი ადგილი დაეკავებინა ჩემს გულში და სულერთი ყოფილიყო ჩემთვის.... სოციალურ ქსელებშიც კი არ მომიკითხავს, არ გამიგია მისი ყოფა, ჯანმრთელობა, ხომ არაფერი უჭირდა... გავლილი დროის შემდეგ, თავიდან სცადა შეეხსენებინა თავი ჩემთვის, მომიკითხა მომწერა ნახვა მოინდომა...შემრცხვა, ვერ გავბედე... ზედმეტად გადატვირთული ვარ სამსახურით ვერ ვახერხებ-მეთქი ვუთხარი, არ მომიტყუებია ასეც იყო, თუმცა მის გამო დროს შევაჩერებდი... რომ არა ჩემი დანაშაულის გრძნობა.... - სტიქარი, რატომ აღარ გაცვია აჩი? კდემამოსილი ჩამოვდექი მის წინ, პატივისცემით შევაჩერდი ლურჯ თვალებში... - მაგი ქალბატონო, ქუთაისშია გადახვეწილი არ იცოდი? ახალი ჩამოსულები ვართ ჩვენც აჩის არ აცადა, დათომ გამცა პასუხი, თითქოს დაეხმარა აჩის ხანგრძლივად ყოფილიყო გაბრაზებული ჩემზე. - ანუ მთლად მხოლოდ მე არ დავკარგულვარ, თუ მასე გენატრებოდით ხშირად მოგეკითხეთ, გავკაპასდი უზნეოდ, უსინდისოდ თამამად გადავხედე ბიჭებს, ან კი რა უფლება მქონდა ოდნავი ბრაზი მაინც გამომეხატა მათ მიმართ... - რამდენჯერ?! დასძინა აჩიმ , მძაფრად და მკაცრად. მეც მაშინვე გავისუსე, - როგორ მომნატრებია შენი ხმაც... ფრთხილად მივუახლოვდი ღიმილით, უკვე მსიამოვნებდა მისი ბრაზიც და წყენაც, ეს ხომ დიდი სიყვარულის გამოხატულება იყო მისგან, ღიმილით მოვხვიე კისერზე მოურიდებლად ხელები, ახლოდან შევაჩერდი მის ღრმა თვალებს - მართლა, ძალიან ცუდად მოიქეცი ქალბატონო! თვალებში ბრაზი დაუცხრა, ნელ-ნელა მოათბო ჩემმა ქცევამაც ნაზად შემახო წელზე ხელი - ვიცი, მაპატიე— დამნაშავედ ავუფახურე წამწამები, ამ უკანასკნელსაც გაეპარა ღიმილი ტუჩის კუთხეში, - ზედმეტად გალამაზებულხარ, ჩამჩურჩულა უკვე ღიმილით.... კმაყოფილი, სიცილით მოვშორდი, მზრუნველად მომეფერა, ნაზად დამისვა თავზე ხელი, - თემო! გიორგის დაუძახე დარეკოს ზარი და იმ ჩამობრძანებულსაც დაუძახე! შეეშვას მამაოს, ნუ აცდენს, მკაცრად დააბარა უმალ, სტიქარში გამოწყობილ ბიჭს საქმე, ისიც უმალ შევარდა ტაძარში.... ღიმილით შევაჩერდი მალულად აჩის, როგორი მკაცრი იყო ახლა, მამაოს შვილი იყო თავად, თუმცა ბავშვობიდან ცნობდნენ მას და გეგას, როგორც უბნის ყოჩებს... ახლა კი ასე შეცვლილი იდგა დავაჟკაცებული ჩემს წინ... ჯერ ისევ ნაწყენი თვალებით შემათვალიერებდნენ ხოლმე ბიჭები - დიდი ხანია ტაძარში არ ვყოფილვარ.... მხოლოდ თქვენ კი არა, ყველაფერი დავიწყებული მაქვს... ნუ მიბრაზდებით, გამოვასწორებ. ხომ იცით რომ ძალიან მიყვარხართ?! - ისევ იქ მუშაობ? - კი, ვერც ვიაზრებდი უკვე, როდის თენდებოდა ან კი ღამდებოდა, გადავიწვი, ამიტომ წამოვედი აქ, პროტესტის ნიშნად, ვჭირდები ვიცი, მაგრამ სანამ ჩემზე მორგებულ გრაფიკს არ შემომთავაზებენ, უმუშევრად და უშეკვეთოდ იყვნენ, ისედაც ბევრი ფოტოგრაფები ჰყავთ, ნაწყენმა ავიჩეჩე მხრები, სამსახურისა და მისი, მონური, მოუწესრიგებელი, დაუფასებელი პირობების გახსენებაზე... - და აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო ამ დროს? თბილისში რომ არ დაისვენე... - დაღლამ დავით დაღლამ, გავუცინე დოინჯებ შემორტყმულს, ღიმილით შევავლე თვალი, - ცოტახანს დავისვენებ და წავალ... არ შეგაწყენთ თავს... სათითაოდ გადავხედე ბიჭებს, ხელკავი გამოვდე აჩის ღიმილით ავხედე მის ლამაზ პროფილს - რას დაისვენებ, ახლა დაიწყო საქმეები აქ, - სულიერი დასვენებაც მეყოფა... ისე თამამად ვთქვი, ვერც ვიფიქრებდი თუ სიტყვის დამთავრებას ვერ მოვასწრებდი და უკვე გადამეღლებოდა გონება, უკვე შემბოჭავდა გარემო, რომ ვიგრძნობდი სხეულის დაჭიმულობას, მორიდებას და ერთიან შინაგან ძრწოლას.... ტაძრის კარიდან გაუცხოებული ნაცნობი, რომ გამოვიდა სუნთქვა შემიწყდა... ფიქრები, აზრები ემოციები და გრძნობები ამერია, 4 დღის უკან პირველი ნახვა კადრებად ამოტივტივდა გონებაში... ცუდ, მძიმე კადრებად.... კარებიდან ხიდაშელი გამოვიდა, ამაყი ნაბიჯებით, გახსნილი წარბებით, უნებურად შევაჩერდი, მის მკაცრ ნაკვთებს, უზადო სხეულს, მის გრაციოზულ მანერებს, ბოლო ნახვის მერე კიდევ შეცვლილი იყო.... კარგ ხასიათზე იყო ახლა, მეტად უნათებდა ჭაობისფერი თვალები, დადებითად იმოქმედა ძმაკაცების ახლობლებისა და მამაოს ნახვამ მასზე... მაშინ მივხვდი ვიზე თქვა აჩიმ რომ მამაოს აცდენდა... თავს ძალას ვატანდი თვალები მომეშორებინა მისთვის, შეუძლებელი აღმოჩნდა, ძალაუნებურად გაატარა ჩემმა თვალებმა რენტგენში... ძალასა და დამაკმაყოფილებელ სხეულს არც აქამდე უჩიოდა.... ახლა მეტად გამაღლებული, განიერი გაშლილი მხრებით, დაბალი ახლად ამოსული თმით, შავი სათვალეები გაეკეთებინა თავზე, შავი ოდნავ თავისუფალი მაისურიც, თავხედურად უკვეთდა ნავარჯიშებ სხეულს, სწორი ლამაზი ცხვირი, ვარდისფერი, მიმზიდველი, თრთოლვარე, მომნუსხველი ტუჩები.... ვაჟკაცური, მკაცრი, სიმპათიური და მიმზიდველი იყო ხიდაშელი. ჩვენსკენ წამოვიდა, დაბნეულობისა და სირცხვილის ალმური მომედო სახეზე. მისი ნახვის უხერხულობისგან ლამის მიწის გათხრა დავიწყე, ღრმად რომ დავმალულიყავი მის სიშავეში.... გულში ტალღებად მასკდებოდა მღელვარება, გული ჩქარა და ხმაურიანად მიცემდა შემარცხვენლად... მოგვიახლოვდა, მე კი გაყინული ვაცეცებდი თვალებს, - არ ნახავთ ერთმანეთს? გამოსაფხიზლებლად მხარი ნაზად გამკრა გოდუაძემ, ნიშნის მოგებით გადახედა ხიდაშელს, რომელმაც კოლოფიდან სიგარეტი ბაგეებითვე ამოაცურა, მწყრომარე, დაჟინებული მზერა მოვაშორე ხიდაშელს, მორიდებით ავხედე აჩის. თვალი ავარიდე ჩემს მოპირდაპირედ მდგარ ინდიფერენტულ ხეს! როგორ მოქაჩა სიგარეტი და კვამლი შორს გაუშვა.... - ჩვენ უკვე ვნახეთ ერთმანეთი. დაუდევრად ამოილაპარაკა, ზერელედ შემათვალიერა და ხელახლა გაუშვა კვამლი ჰაერში.... ყველა დუმდა, მისახვედრი იყო, რომ ბედნიერი, მონატრებისგან აქვითინებულები, ერთმანეთის შეცვლით აღფრთოვანებულები, მგზნებარედ არ შემოვხვეულვართ ერთმანეთს, არც წარმატებული შეხვედრა არ გვქონდა... ეს ცხადი იყო.... მათ ყველაფერი იცოდნენ ჩვენი წარსულის..., ზარი დარეკა სტიქაროსანმა, მაშინვე მოვიხვიე თავსაფარი... არაფერი მითქვამს, აჩის შევხედე მხოლოდ ღრმააზროვანი თვალებით... ხიდაშელს ავუარე გვერდი ცივად, ისე შევედი ტაძარში.... ნაცნობებს ვესალმებოდი მორიდებით, მონატრებით შევცქეროდი მოხუცებულ, ტკბილ ქალბატონებს. ვცდილობდი ყურადღებით, ინტერესით, კარგად მესმინა წარმოთქმული ლოცვისთვის, რომ ფიქრებს არ გავეყიდე, რომ მისი ახლოს ყოფნით ფორიაქს არ ჩაენაცვლებინა გულში ჩაღვრილი სითბო... ერთხანს შემოვიდა, მანამ ბიჭები საკურთხეველში შესულიყვნენ, გვერდით დამიდგა, ანაზდეულად ფორიაქმა მოიცვა გული, მისგან წამოსული სურნელი, ძლიერი ქარივით მეხეთქებოდა სახეში, სასიამოვნოდ გამაბრუებლად საოცარი სურნელით... ბრაზითა და ზიზღით მინდოდა შემევსო გული, სწრაფად ჩამოვშორებულიყავი, თუმცა რაღაც იდუმალი ძალა ანდამატივით მიზიდავდა, თითქოს მისსავე აფორიაქებულ გულს თავადვე უნდოდა რომ ეშველა ჩემთვის - თავსაფარი გაიკეთე... ხმადაბალ ხმაზე, სისუსტემ დამიარა ფეხებში, ვნერვიულობდი, ვღელავდი, მისტიკურ გრძნობებს შევებოჭე, სწრაფად დავისვი თავზე ხელი, უკან გადამვარდნოდა თავშალი, სწრაფად შევისწორე....კარგად დავიფარე, მადლობა-მეთქი ისე ამოვიჩურჩულე ჩემი ხმა მე ძლივს გავიგე... გონება გამფანტვოდა, არცერთი სიტყვა აღარ სწვდებოდა ჩემ სმენას, არცერთი მომენტი და არაცერთი დალოცვა, ისე დაძაბული ვიდექი მის გვერდით ძვლების ტკივილს ვგრძნობდი.... აჩი რომ გამოვიდა საკურთხევლიდან, მაშველი, მავედრებელი თვალები დავახვედრე, ჩვენსკენ წამოვიდა ისიც, ნაჩქარევად მოსულმა თავშალი წამომაფარა თავზე, შუბლზე მომაკრო ტუჩები, გარეთ ვიქნებითო, მზრუნველად მითხრა, გეგას გადახედა და უკვე ერთად გავიდნენ კარიდან.... მას მერე დავუბრუნდი ცნობიერებას, დამიბრუნდა სმენა, ცახცახმაც იკლო, სიმშვიდემ დაისადგურა... დიდხანს აღარც გამოჩენილან, როცა ფიქრებში მისი წასვლაც შეიძლებოდა დამეშვა, მდურვას უკმაყოფილებას განვიცდიდი, მინდოდა ახლოს ყოფილიყო, მინდოდა შევჩვეულიყავი გარდასახულს, თუმცა წყენა ისევ ისეთივე ძლიერი იყო, როგორც აქამდე.... წირვა დასრულდა, მრევლიც დაიშალა და ჩემი წასვლის დროც მოახლოვდა, დათოს შევხედე საკურთხელვლიდან გამოსულს, შორიდანვე რომ გამიცინა ალალად, დაველოდე, გულო ბებოს ჩავეხუტე სანამ წავიდოდა, ბებიასთან დამაბარა მოკითხვა და მეც თბილი ღიმილით ვუსმენდი მისგან დალოცვებს, მალევე რომ ამომიდგა დათო გვერდით, მასაც ჩამოუსვა სახეხეზე თბილი სათუთი, დანაოჭებული ხელი ქალმა, - გაიხარეთ ბებო.... ორივეს მოგვეფერა... .... გარეთ გასულმა, ღიმილით შევავლე დათოს თვალი, წასვლა დავაპირე, გამწყრალმა დამიჭირა, უკმეხად დამიყვავა, "სად მიდიხარო" სახლში-მეთქი გაკვირვებულმა შევხედე... - შენ სულ გადაგვარდი? გაცინებით მიმიახლოვა თავისკენ, - ძლივს აჩი შემოირიგე და გინდა მის გარეშე წახვიდე? ან კი არ მოგენატრეთ? ხელი გადამხვია ჩემთან ერთად დაიწყო სვლა, ტაძრის მეორე შესასვლელში, ზარის წინ, ქვის ვეება, გრძელი სკამი ჩვეულად იდო შემაღლებულ ადგილას, იქ ისხდნენ ტიპობრივად ბიჭებიც, რამდენიმე, უცხო, შემატებული ნაცნობიც მომხვდა თვალში, უხერხულად მივესალმე ბიჭებს და დათოს უხერხულობის გამოსახატავად ვუბრწკინე წელზე, ტუჩებ გამობურცულმა დამხედა, ტკივილისგან აციმციმებოდა თაფლისფერი თვალები, ვანიშნე რომ წასვლა მერჩივნა რომ ხელი გაეშვა. ბევრ ჭაბუკს მოეყარა თავი, მონატრებულები ხვევდნენ ხელებს ერთმანეთს ან კი სიყვარულისა და მონატრების სხვა გამომხატველი ქმედებით, ჭიდაობით ან კი ერთმანეთის წვალებით გამოხატავდნენ ამ ყოველივეს... მეუხერხულებოდა, ვაჟებთან ერთად ჩამოჯდომა ან კი მათთან საუბარი, ერთი გოგო მე ვიყავი მხოლოდ, რაზე ესაუბრათ ჩემთან არ ვიცოდი... ხიდაშელის იქ ყოფნა ცალკე მძაბავდა, მორიდება, სიმორცხვე იღვიძებდა და ეს ყოველივე ბრაზს იწვევდა ჩემში. - დაეტიე ჩვენთან რა გჭირს?!, - გოგოსთან რაზე უნდა ისაუბროთ შეიზღუდებით... უხერხულად იქნებიან... შემეშვი! მისი ხელი მოვიშორე, ალმურ მოდებული გამოვედი საჩქაროდ უკან. მარდად ჩამავლო ხელი უხეშმა, თბილმა ხელმა, ადგილზე შემდგარმა დავაჭირე ქუთუთოები ძლიერად ერთმანეთს, მობეზრებულად გავხედე ხელის პატრონს, თუმცა აჩი რომ დამხვდა მიმიკა მეცვალა, უკვე წინ ჩამომიდგა გოდუაძე, ნაზად ჩამავლო სახეზე ხელები, - რა გჭირს? დაიკიდე მისი აქ ყოფნა..., ვერ გავაგდებთ ხომ იცი?.. მინდა რომ ჩემთან იყო.., შენზე ნაწყენი ვარ დაგავიწყდა? გამოსწორებასაც არ აპირებ? ფაქიზად გადამისვა თითები სახეზე, ნაზად გადააყოლა თითებს წინ ჩამოცვენილი თმა... წინააღმდეგობის გაწევაც არ შემეძლო, წყლიანი თვალებით ავხედე, მინდოდა თავი დამეღწია უხერხულობისგან... - თუ ჩემთან ყოფნა გინდოდა სამი საათი ვიდექი ტაძარში აჩი! მოსულიყავი და ჩემს გვერდით ყოფილიყავი... მისი ხელები მოვიშორე, რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა მამაოს ხმამ შეაჩერა, ერთად გავხედეთ მოსაუბრე, მომავალს... - გაბრიელ, ტაძარი დაკეტე მერე.... დაავალა უმცროს შვილს და ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, რომ შემამჩნია, მომიახლოვდა თუ არა მოწიწებით დავუხარე თავი, თბილი ხელი ნაზად შემახო თავზე დამლოცა, ღიმილით მომიკითხა, ბებიაზე გამომკითხა ამბები, მისი ჯანმრთელობა... ცოტა ხანი მის დამრიგებელ საუბარს ვუსმენდით, ისე ხშირად ეხუმრებოდა ხოლმე ბიჭებს მეც მეცინებოდა, ალალი, თამამი და უშუალო საუბარი ჰქონდა ბიჭებთან, გვერდით ამოვეყენებინე თავი რომ უხერხულად არ მეგრძნო... - ეს დაკარგული ხალხიც გამოჩნდა, აწი, რომელი უნდა დაიკარგოთ მომავალში გაგვაგებინეთ წინასწარ... ხუმრობას მოაყოლა კაცმა, დიდი ნერვწყვი გაჭირვებით გადავაგორე ყელში, დაძაბული შევაჩერდი გეგას, ოდნავ ჩატეხა ტუჩის კუთხე, - ყველაფერს მიზეზი აქვს მამა იოსებ... პატივისცემითა და მოკრძალებით, შეხედა ხიდაშელმა მამაოს, - საჭირო იყო ჩუმად წასვლა, სხვანაირად ჭორებიც სხვა მხრივ განვითარდებოდა, რატომ მიწყრები? ყველაზე მალე მოგიკითხე, - წასვლიდან ორი კვირა მალეა? რო გეთქვა მოვაგვარებდით მაგ პრობლემას უცებ ჩვენ, რავარი ყოჩაღები ვართ არ გვიცნობ? ბიჭებს ვირტუალურად მოავლო ხელი, ამაყად გადახედა სათითაოდ, - მერე ასე წარმატებული ვერ ვიქნებოდი, - ზოგი ჭირიც მარგებელიაო ხიდაშელო, - მარგებელი ერთის მხრივ, მეორე მხრივ რაც მქონდა ისიც აღარ მაქვს, - რამდენს წუწუნებს ეს ბიჭი, ხუმრობაში გაუტარა, თუმცა მისი თვალები სრულიად სხვა ხასიათზე დადგა, თითქოს არ სურდა ყველასთვის გაემჟღავნებინა ის რაც გეგამ თქვა, რასაც გეგას მიუხვდა, ვუყურებდი მოსაუბრეს, ისევე, როგორც ყველა. ერთმანეთს გადაეყარა ჩვენი თვალები, მაშინ გაქრა ყველა ჩემთვის... ციებამ დამიარა, სიცივისგან დამეხორკლა კანი, იმდენი რამ მითხრა იმ წამს, თითქოს მთელი განვლილი დრო მომიყვა, თითქოს ყველაფერი ჩემი ბრალი იყო და მასზე ნაწყენიც ტყუილად ვიყავი, თითქოს ნანობდა რომ წავიდა, უჭირდა ჩვენი გაუცხოება ისევე როგორც მე, სტკიოდა დისტანცია ისევე, როგორც მე და ეს ქცევა, ვითომ უცხოები ვყოფილიყავით ერთმანეთისთვის.... ლამის ავქვითინდი, ლამის შევევედრე ყველაფერი ძველებური გაეხადა, რომ დაბრუნებულიყო უწინდებური... ვუყურებდი მის ღრმა თვალებს და ერთისმხრივ ნეტარება იყო ის მზერა, ის თბილი, ძველებურად მოსაუბრე, ძველებურად ანთებული ნაპერწკლებით და არა ისე, როგორც პირველი შეხვედრისას, ისეთი შვება მომგვარა მისმა მზერამ, თითქოს ამრეცი, უდაღი, ძლიერ სახიფათო კლდე ამევლოს უსაფრთხოდ და ახლა ღრუბლებიდან ვუმზერდი ლამაზ სამყაროს.... გეგა წამოაყენა მოულოდნელად მამა იოსებმა, წამოდიო უთხრა და წინ წასულს უკან გაჰყვა მცველივით გეგა... ბიჭებთან დავრჩი, გეგას გარეშე, ჩემი სტრესი და შფოთვაც თან გაიყოლა... უცნობები უკეთ გავიცანი მალევე მოვშინაურდი, ენა ამოვიდგი... ძველ ამბებს იხსენებდნენ ხშირად, მეც სიამოვნებაში გადამეზარდა მათთან ყოფნა, მათი მოსმენა აჩის ყურადღება და წარსულის ღრმა მოგონებები... სახლში ისე ამიყვანა აჩიმ, არ მინახავს გეგა... სახლში შევიპატიჟე გოდუაძე, ბებია მოიკითხა გამოესაუბრა, მანამ მოვწესრიგდი, კაბა გადავიცვი და სწრაფად დავბრუნდი. მეჩხუბებოდა ბებია ადექი ყავა გააკეთე, ხაჭაპურებს უცებ დავაცხობო, თუმცა ჩემამდე მსგავსი შეწუხება არ მოდიოდა, ვკითხე ყავას დალევდა თუ არა, თუმცა, რადგან იუარა ჩავთვალე კიდეც რომ არ სურდა, ჩვენი ურთიერთობა, მონდომებას არ მალავდა, რომ სდომოდა იტყოდა. მამაოს შვილი, რადგან იყო, დიდ პატივს სცემდა გოდუაძეს ბებია, ერთ დროს მესანთლე იყო ტაძარში ამიტომ კარგად იცნობდა ყველა, კარგად იცნობდა მღვდელსა და მრევლს, მამაოს სიყვარულით კიდევ მეტად უყვარდა აჩი, ან კი პატივს სცემდა უბრალოდ... ეზოში ვისხედით, რკინის ძველებურ მაგიდასთან, ცალ მხარეს ფიცრისგან ლამაზად მოჭედილი სკამეიკა გადებულიყო, ცალ მხარეს ჰამაკი დაგვეკიდა, აჩი რომ ჩამოჯდა მოურიდებლად ჩავწექი კომფორტულ 'საქანელაში' ისე გავხედე ცნობისწადილით მაცქერალს, - ასე რატომ მიყურებ? გამეღიმა მის დაჟინებულ მზერაზე, - ძალიან შეცვლილი ხარ... - ჰოო? — ირონიულად ვიკითხე, კომფორტულად მოვეწყე და თმა ერთ მხარეს გადავიწიე - მეტად დაქალებულხარ, - ასეთი პირდაპირიც ნუ იქნები ბატონო აჩი, შევიფერე მისი სიტყვები, სასიამოვნოდაც მიელამუნა ჩემს გულს, თან მიკვირდა მისი ასე სერიოზული საუბარი, თითქოს რამეზე ღელავდა, - ახლაც რომ სცადონ შენი მოტაცება? მერე? ანაზდეულად იკითხა ინტენსიურად, მეც უმალ წამოვჯექი ჰამაკზე გაცბუნებული, - ამას რატომ ამბობ? სრულიად უგვანოა ამ მომენტისთვის, - იმიტომ ვამბობ, რომ გაგიჟებულია ქვედა კუთხის ხალხი... ნანული ირევა მის ოჯახში რომ არ შედიხარ... ორი კვირა ხალხს ცოფავდა მას მერე, რაც გაიგო რომ შეყვარებული გყავდა, მისი შვილი, ლევანი ცალკე შეყვარებულია შენზე, ყოველდღე სვამს ყოველდღე ლექსებს გიძღვნის, სრულად გამოშტერდა, როგორ ფიქრობ? არ დაუწყებს ნანული ჩიჩინს მოტაცებაზე? - კარგიი რა?! რით ვერ გაიზარდნენ? აჩიიი 16 წლის ხო აღარ ვარ, მივხედავ თავს როგორმე და არამგონია ამხელა ბიჭმა ეგ გაბედოს, თქვენი შიშით. ან კი რა მოსაგონებელი ეგ იყო, უნაღვლოდ გადავწექი ჰამაკზე, თუმცა მაინც შეეპარა ჩემს გულს წარსული დროის შიში, უკიდურესი მოტაცების მცდელობის გამოცდილება უფრო, ბოლო შიში, ის ერთი 'მისი' ნაბიჯი ჩემსკენ, ყველაფერი ერთჟამიერად ამომიტივდა... თავი გავაქნიე ფიქრების გასაფანტად.... - მარტო ის ხომ არაა, მაგრამ ის მაინც მაშინებს, ბევრი აგულიანებს.... თანაც ახლა უკვე აქ ხარ... ახლა მართლა რომ დაფიქრდეს? ბიჭებს გავაფრთხილებ დაველაპარაკებით მაგრამ რომ ვერ შეიგნოს... მერე? ასე ტყუილად ხომარ მივალთ და გავლახავთ? - არა რას ამბობ, არც კი მოუწერია არც დაურეკავს, საუკუნეა არ მინახავს და შენ რომ მელაპარაკები ამ ყველაფერზე ასე შეშინებული რა ხდება აჩი? - არაფერი, რომელი ერთი მცდელობა იყო, ცხოვრებაში სამჯერ გამოგგლიჯეთ სხვისი ხელიდან... უბრალოდ რამე რომ მიქაროს მაგან და არა მხოლოდ მაგან ანა... ახლა ბავშვები აღარავინ ვართ, მეტი პასუხისმგებლობა, კაცობა და აზრი გაგვაჩნია, მოტაცება საპატიებელი არ არის... არც სახუმარო... მოსაკლავი გამიხდება ვინმე.... გამცრა... ძვლებში დამიარა ყინვამ მის სიტყვებზე, შიშმაც ტალღებად დაიარა სხეული.... ავწრიალდი, შეუმჩნეველი გავხადე დავლილი შიში, ხელი ავუქნიე, - ნუ სულელობ და საერთოდ ეს რა თემაა? რატომ დაიწყე ასეთი თემით? წესიერი მომიყევი რამე რამდენი ხანია არ გვისაუბრია... - ხოდა გისმენ ქალბატონო! შეყვარებულზე გაქვს ბევრი რამ მოსაყოლი!... ..... თითქმის მთელი კვირა დავიკარგეთ ისევ, აჩი ამოდიოდა თითქმის დღეგამოშვებით, მარტოსულადაც აღარ ვგრძნობდი თავს, ჩემი უბნის ახალგაზრდობა დაფანტულები იყვნენ თბილისში, მეც მხოლოდ საქმეს ვუძღვნიდი დღეებს , საათებსა და წუთებს... საკმაოდ ბევრი საქმე იყო, ხილი დავკრიფე, კომპოტებიც გავაკეთე, ციცო ბებოს დაპირებული ცხელი თონის პურები გადავუტანე, სულ არ მეცალა არაფრისთვის, მშობლებისთვისაც ვერ ვიცლიდი დიდად. ერთთავად მეფიქრებოდა იმაზე, რომ თავისუფლად ვაკეთებდი ახლა ყველაფერს, მშვიდად, კამათისა და უსიამოვნების გარეშე, მიხაროდა რომ სკოლის არდადეგები ჯერ დაწყებული არ იყო, ბავშვებისგან თავისუფალი ვმოძრაობდი, შეუფერხებლად... რთულია თან მათი გართობა, მათი ასაკის გათვისება, მათსავით აზროვნება, საუბარი, ამასთანავე საქმე და ამ ყველაფერს ემატებოდა ის რომ ბებიაჩემს დიდად არ უყვარდა მათი ხმაური, ამდროს კი ჩემთან მთელი სოფლის ყმაწვილ-თინეიჯერობა იყრიდა თავს... საღამოს კი ბებიასგან მათი, არასწორი საქციელის გმობას ვუსმენდი და ვცდილობდი ამ უკანსაკნელისთვის ამეხსნა, რომ ბავშვები იყვნენ და ვერაფერს მოვკითხავდი.... ყველაფრისგან გადაღლილი კი თავისუფალ დროს, მას შემდეგ რაც იძულებით წაიყვანდნენ მშობლები თავისთან შვილებს, ჩავესვენებოდი დაღლილი ჰამაკში და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ვუყურებდი დაუღალავად... სადღაც იქ... რომელიღაც პლანეტაზე პატარა პრინციც მეგულებოდა.... ჩემსავით მარტო... ვარდის გარეშე, მასაც ისე ჩვეულებრივ მოვუყვებოდი ხოლმე ყველაფერს, როგორც მთვარეს. ისიც საიდუმლოდ, გაუთქმელად ინახავდა ჩემს თავგადასავალს ... მიყვარდა ღამე, მისი სიმშვიდე მიყვარდა.... ბევრ მსმენლებთან, ვარსკვლავებთან ერთად.... ..... ბაბუას სახელს ჰყვიროდა ვიღაც დილა უთენია, შესვენებებით, დიდხანს ელოდა როდის გახედავდა ვინმე, მასპინძელოვო დაიყვირა ისევ.... დაუყონებლივ გადავიცვი შავი, წელზე გამოყვანილი, დაბლა დაშვებული, გრძელი კაბა, ყელზე ლამაზი ჭრილით, მხრებზე ძველი სტილით "მოკუსულიყო" ნაჭერი და საკუთარი თავიც ყოველთვის ძალიან მომწონდა ამ კაბაში... ჩუმად, დროულდ გავედი ეზოში, ძაღლებს გავხედე სინქრონულად რომ უყეფდნენ სტუმარს... - რა წესია ფიფქა?! მოდით აქ! დავუყვავე მაშინვე, ჩემს დანახვაზე ორივე ერთად გამოქანდა ჩემსკენ... ღიმილით შევეგებე კარებთან მდგარ ნაცნობ ბიჭს, ველოსიპედისთვის ჩაევლო ხელი მცირე ზომის ბლოკნოტი ეკავა ხელში, დაპატარავებულ, ნემსის ოდენა ფანქართან ერთად... საქმიანად შემაჩერდა, დიდის ამბით მოვიკითხე და ჩვეულად შემოვიპატიჟე სახლში, ერთბაშად იუარა, ბევრი საქმე მაქვსო, - მაშ რა საქმე გაქვს? - შაბათს, კაპანაძის ბიჭს მოჰყავს ცოლი, დაპატიჟებული ხართ და რამდენი კაცი წამოხვალთ რო ჩამაწერინოთ, - კაპანაძის? რომელს კიმაგრამ, - ბაჭიას, ზედმეტსახელით დამაკმაყოფილა მკვირცხლად, გამეცინა მის შეწითლებულ ლოყებზე, ღრმად ხვნეშოდა, ვინ იცის რამდენი ადამიანისთვის უნდა ეუწყებინა კიდევ კარის მაცნეს მსგავსად... - ტატოს? ისე შევიცხადე თითქოს არ ჰქონდა უფლება მას გაბედნიერების, - ჰო ტატოს, მოკლედ რამდენი ჩაგწეროთ? საჩქაროდ იკითხა, წამებს არ კარგავდა ბიჭი - ორი.... ორი ცხადია.... სად იქნება ქორწილი, ქალაქში? ქვევით დარბაზში? - კი იქ იქნება ყველაზე დიდ დარბაზში ჩასახვევთან, შენც ხომ წამოხვალ? ბევრნი ვიქნებით, იმედიანად შემომაცქერდა მავედრებელი თვალებით, - არა, მშობლები წამოვლენ.... რაკარგიაა, ისე რუსეთში არ იყო? - კი იქ გადაიხადა ქორწილი რამდენიმე თვის წინ, გადაწყვიტეს აქაც - მალადეეეც, აი მონდომებული ბიჭი, ტაში შემოვკარი და საქმიანი ქალივით დავისვი თეძოებზე ხელი.... ..... მშობლებს რომ გავაგებინე მას მერე მთელი სამი დღე ვკამათობდით, პაექრობა არ ცხრებოდა, მე წასვლა არ მინდოდა, რითი გავერთო ქორწილში-მეთქი, ისინიც სწორედ ამაზე გიჟდებოდნენ, რომ მე ახალგაზრდა ვიყავი, რომ მე თუ არა ვინ უნდა ყოფილიყო. ცალკე ბებია შემიჩნდა ეშმაკივით, შენ რომ იქ არ წახვიდე მე ბებიაშენი აღარ ვიქნებიო, ჩვეული დაშინებებითა და მანიპულაციით მომიდგა, ისე გაკაპასებული ვიყავი ნუ იქნები-მეთქი მივაძახე.... სამი დღეღა იყო დარჩენილი ტრადიციულ ცერემონიალამდე, მათ დიდ დღემდე. არ ვემზადებოდი არც ვიხსენებდი ამ თემას და ჩემდა გასაკვირად, არც მშობლები მირეკავდნენ ამ თემასთან დაკავშირებით, თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, არ ვიცოდი რა მოხდებოდა საბოლოოდ, თუმცა მე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი რომ წასვლას არ ვაპირებდი... - ბებო იქნებ დაფიქრდე,... მართალია მამაშენი კაცო, ახალგაზრდა გოგო ხარ... შენ უნდა წახვიდე, ყველა დაგინახავს აგერ ვერ ხედავ, როგორ გეხვეწება ნაირა რომ უნდა იცეკვო მისი შვილიშვილის ქორწილში? შენზე ამოდის მზე და მთვარე რა გემართება? - არ მინდა-მეთქი არა! რას მაიძულებთ?! არ მინდა მათი ნახვა, იცი ვინ იქნებიან იქ ბებია?!. ჩვენი საამაყო ბიჭები.... ისინი ვინც მოტაცებას მიპირებდნენ.... ისინი ვინც ღმერთმა იცის რას მიპირებდნენ.... იქ რომ დათვრებიან რა მოხდება საერთოდ? ნანულიც იქ იქნება და მისი ბიჭიც.... ჭკუიდან რომ შეიშალოს მერე სად მიდიხარ? მერეც მასე იტყვი? ბრაზი ვერ დავმალე კარები გამოვიჯახუნე ისე დავტოვე მარტო, მამაშენი იქ არ იქნებაო? დამაწია სიტყვები, თუმცა მამაჩემი ჩემ საყარაულოდ უნდა წამოსიყო თუ იმისთვის რომ სიამოვნება მიეღო ახლობლებთან ...... გათენდა შაბათი.... ვინც კი უბნიდან მიდიოდა, ყველა მზადებასა და საჩქარო გაწამაწიაში იყო, თითქოს წუთი-წუთზე სამეფო კარის ოჯახი დაადგებოდათ თავზე... გარეთ უბნის მარშუტკა დაქროდა მალ-მალე დავალებული გაგზავნილი სამოსის დასარიგებლად.... გოდუაძე მირეკავდა გამუდმებით ნერვიულად, მისთვისაც მეთქვა რომ წასვლას არ ვაპირებდი, თავად კი ქვედა უბანში ცხოვრობდა, თუმცა ამ სოფელში მაცხოვრებელი ერთი ასაკის ბიჭები, კლასელები, 12 წლის "ოჯახი" გახლდათ. ხომ არ გადაიფიქრეო მეკითხებოდა ხოლმე გოდუაძე. წინააღმდეგი არ ყოფილა ჩემს უარზე, რადგან მან ყველაზე კარგად იცოდა ვაჟობის დამოკიდებულება, სითამამე გზნება და ლტოლვა, მართალია თავად, დათოც, ლუკაც და კიდევ ბევრი სხვა იქნებოდა ჩემს გვერდით, მაგრამ თავადაც მარიდებდა ყველას და ისიც იცოდა რომ არ დავუშვებდი ჩხუბი, უთანხმოება ან რაიმე დავიდარაბა მომხდარიყო ჩემს გამო. დიდი ერუდიციის მქონე ვიყავი ამ ყოველივეში, ვიცოდი რომ ეს დღე, აყალმაყალის გარეშე არ ჩაივლიდა... მეშინოდა იმ ერთის, იმ ბოლო მოტაცების გამოცდილების, იმ პიროვნების დანახვისთანავე ძვლები მტკიოდა, არ მინდოდა მისი ან კი მისი დამხარე პირების დანახვა ამდენი წლის მერე.... ოთხი საათი სრულდებოდა, 6 საათზე დარბაზში უნდა ვყოფილიყავით. მშობლები არც თავად მირეკავდნენ და არც მე ვიწუხებდი თავს... ჩავთვალე რომ დიდად არ აინტერესებდათ, მხოლოდ ბებიაჩემი გადადიოდა ჭკუიდან.... - ამისთანა სირცხვილი ცხოვრებაში არ გვიჭამია! ეს არის საქმე?! ერთი ერთმანეთზე გაჯიუტებულები ხართ! უნდა შეარცხვინო მშობლები?! არაფერში არ ვარგიხარ! დიალექტურად მგესლავდა ქალი.... წნევა უთამაშებდა, წამლებზე დამოკიდებული ახელდა თვალებს მთელი დღე, თითქოს საათი მაინც რომ არ დაელია კანკალი აიტაცებდა და გულისშეტევა გაუმეორდებოდა... დაუდევრად გავდი-გამოვდიოდი, მის ქოთქოთს უგულებელვყოფდი, ვცდილობდი მისი არაკეთილი ჯანმრთელობაც დამეიგნორებინა ცოტახანს..... ჰამაკისკენ წასული შიგნით ჩაწოლაც ვერ მოვასწარი, ორღობეში ხმაურიანად, შემოვიდა შავი მაღალი, ჯიპის მანქანა... ადგილზე შეყინული შევაჩერდი უცხო მანქანას, ფიცრის რაგვი ეფარებოდა, ვერ ვარჩევდი კარგად, მხოლოდ შავი მანქანის ბზინვარება, ელვარება მოჩანდა იდეალურად, თვალისმომჭრელად..... მანქანა ჩემი ღობის წინ გაჩერდა, მომლოდინედ დავაკვირდი, მალევე გადმოვიდა მაღალი სხეული, ცოტახნით რაღაცას აკეთებდა, რადგან შეყოვნდა ისე რომ ვერც ვხედავდი მამაკაცის ინტრიგნულ მოქმედებას. უკვე ჩემს კარს რომ მოადგა გაკვირვებისგან გამიფართოვდა თვალები, გაცბუნებულმა ავიფარე პირზე ხელი, დავაკვირდი ჩემი დანახვისას გაბადრულსა და თვალებ გაბრწყინებულს, გასახტებული ვაკვირდებოდი ეზოში შემოსულ შეყვარებულს... - ნიკა?.. აქ რას აკეთებ? დაუფიქრებლად წამოვიძახე, მდორედ წავედი მისკენ, თითქოს მის გაგდებას ვაპირებდი მძიმედ მივაბიჯებდი, თითქოს მძიმე მეშოკი შემოედოთ წელზე და სუსტი კიდურებიც ვეღარ უძლებდა დატვირთვას, ვაპირებდი კიდეც სააწრაფოდ გამეშვა უკან, რომ არ გამხსენებოდა რომ ჩემები მას იცნობდნენ და რამდენჯერმეც ერთად ჩამოვსულიყავით საჩქაროდ წასასვლელები... - როგორი საოცარი დახვედრა გაქვს ლამაზო, საქმიანად მოსული დაიხარა ჩემსკენ ისე გადამკოცნა და სახლისკენ თამამად წავიდა... ადგილზე შეყინულმა გავხედე მის მანქანას, კიდევ ველოდებოდი ვინმეს, მეგონა დედაც მოვიდოდა, თუმცა ამაოდ... სახლში შესულს, ბებიაჩემი აღფრთოვანებული ელაპარაკებოდა მამაკაცს, კმაყოფილი უციმციმებდა თვალებს. ოხ! ოხ! ოხ! ეს მლიქვნელობა გავიფიქრე ბოროტულად... - ყავას დალევ? კარებში დასჯილი მოსწავლესავით ვიდექი, ვუსმენდი მათ ხანგრძლივ საუბარს, დაღლილმა ამოვიფრუტუნე ყურადღების მისაქცევად - რა ყავა ანი??. აი აქ ბევრი რამ დევს... დედაშენმა გამომატანა... კარგ დროს ჩამოვედი... აუჩქარებლად, მშვიდად გამზადება დაიწყე რომ ექვსზე იქ ვიყოთ. ყუთებს გადახსნა საუცებოდ თავი, ერთ ყუთში მზესავით კაშკაშა ფერის, ყვითელი ნაჭერი იდო, შავი ნაჭერიც მოჩანდა, მეორეში კი ყვითელი მაღალქუსლიანი ტუფლები იწონებდა თავს, უფრო მცირე ყუთში ყელსაბამი და საყურეები მოეთავსებინათ ლამაზად.... სასიამოვნოდ მოხვდა თვალს ახალი სამოსი, გამოსასვლელი კაბის შენაკრები... თუმცა, გააზრებისთანავე მძვინვარებამ შემბოჭა, ამრეზილად გავხედე მათ, მხოლოდ და მხოლოდ პესიმისტურ აზრებს დაემონებინა ჩემი გონება, ყველაფერი ცუდად უნდა მიმეღო.... ერთბაშად ეცვალა ქალს სახე, ფათერაკის შიშიმა ჩაუნაცვლა ბრწყინვარე თვალები... - რას ნიშნავს ეს?!... თქვენ ჩემი არ გესმით?!. არ მინდა-მეთქი არსად წამოსვლა თქვენ ვერ იაზრებთ რას ვიძახი? - რა პატარა ბავშვივით იქცევი ანი?! ყველა შენ გელოდება იქ... ხომ იცი რომ ყველას უყვარხარ რა გემართება?.. რა გახდა წასვლა?!.— ჩემი ჭირვეულობით დაღლილი წამოენთო ნიკა, ეცადა ტონი შეერჩია, ზედმეტი არ მოსვლოდა - არ მინდა-მეთქი ნიკაა არაა! რატომ მაიძულებთ გავაკეთო ის რაც არ მინდა? სულ იძულებით რატომ უნდა ვაკეთო ყველაფერი?!— მასთან შედარებიღ ვერც ტონს და ვერც სიმკაცრეს ვაკონტროლებდი, ვერ ვიაზრებდი როგორ ვყვიროდი.... ვხვდებოდი რომ უკვე უაზროდ ვჯიუტობდი... თუმცა მათმა სიჯიუტემ და გადაწყვეტილებამ მეტად გამაჯიუტა... ძალიან გამაბრაზა, გაამძაფრა სიტუაციაც, რადგან ეს ჩემს დაუკითხავად გადაწყვიტეს... კარები ძლიერად გამოვიხურე, აჩქარებული ნაბიჯებით გავიქეცი გარეთ, ყვირილითა და დაყოლიებით ამედევნა ნიკა, არ გავჩერებულვარ, ორ ღობეში გავედი და უკვე დაგებული ასფალტი უნდა გადამეჭრა დავინახე, როგორ უნდა დამჯახებოდა უსათუოდ სწრაფად მომავალი მანქანა... შეკივლებაც ვერ მოვასწარი, ანაზდეულად შევიბოჭე, გულის ჩქროლვა წამით სრულად შეჩერდა, უმწეობით შებოჭილმა ძლივს შევიკავე თავი არ ჩავკეცილიყავი თვალები დავხუჭე ძლიერად, მჭახე ტორმუზის ხმა და ჩემს ფეხებთან შეყინული მანქანა ერთი იყო... დაზაფრულს, ერთიანად ამიკანკალდა ძალა გამოცლილი ფეხები, ძრწოლვამ დამიარა, გაყინული თითებით ვეხებოდი მანქანის გახურებულ კაპოტს, ჩემს ფეხებს რომ ეკრობოდა, ვუყურებდი შეშინებულ მძღოლს, არანორმალურად სწრაფად, გიჟივით გადმოაჭრა მანქანიდან... - რამე დაგიშავდა?.. ათრთოლებული ხმით, მოიქცია ჩემი სახე გახურებულ ხელებში, ჩამხედა შიშად ქცეულ თვალებში... სუნთქვა რომ დავიწყე უკვე მკვეთრად რომ ადი ჩამიდიოდა მკერდი, სწრაფად დავუბრუნდი ცნობიერებას... ვეცადე საკუთარი თავი დამეწყნარებინა..., ეს ხომ ჩემი ბრალი იყო... პირველად შევხედე ოპტიმისტურად საკითხს, კარგად ვიყავი, ყველაფერი ადგილზე მქონდა მანქანას კვამლი ასდიოდა მკვეთრი ტორმუზისგან, მე კი თავი უნდა დამეწყნარებინა, რომ შემძლებოდა ჩემზე მეტად შეშინებული მძღოლი დამეწყნარებინა... გეგას თვალებს შევყურებდი, მისი გახურებული ხელები მეხებოდა სახეზე დენისგავლით, მიკვირდა ამ ცარიელ თვალებში ახლა შიშს რომ ვხედავდი... გაფუჭებული რადიოსავით მეკითხებოდა კარგად ვიყავი თუ არა... - კარგად ვარ... ამოვიჩურჩულე ისე დავხუჭე თვალები თავდახრილმა - საავადმყოფოში ჩავიდეთ, კინაღამ ფეხები მოგამტვრიე... მის აღელვებულ ხმაზე ავხედე ისევ, - არა, უბრალოდ შემეშინდა, არაფერი მომსვლია, კარგად ვარ,—მშვიდად ვუთხარი, მანქანის კაპოტს დავეყრდენი, ძალების დაბრუნების გრძნობისგან მიბუჟდა სხეული... ნიკას გავხედე, რომელიც ახლა გამოსულიყო ეზოდან და ადგილზე შეეყინა წამით, იმდენად ახლოს ვიყავი გეგასთან... ვინ იცის რა იფიქრა მან... თუმცა ვიცოდი რომ დიდად შარში გახვევის ან ჩხუბში ჩარევა მისი საქმე არ იყო... გეგას შევხედე ისევ, თუმცა მისი თვალებიდან შიშის მაგივრად სიბოროტე ანათებდა, ჭაობისფერი თვალები ისე უცებ ჩანაცვლებოდა წითელი თვალებით, შევკრთი - შენ გოგო გიჟი ხარ?! ღრმად შესუნთქვას ამოაყოლა ბრაზნარევი სიტყვები და სწრაფი მძიმე ნაბიჯი რომ გადმოდგა ჩემსკენ უნებურად დავიხიე უკან - გზაზე რომ გადადიხარ ყურადღებით არ უნდა იყო?! დატორმუზება რომ ვერ მომესწრო?! მერე?! მიყვიროდა შუა გზად და მეც დაბნეული შევცქეროდი, შიშისგან განრისხებულს.... ვიცოდი მართალი იყო და ვერც ვიფიქრებდი, როგორ უნდა გამემართლებინა თავი, - გეკითხები რომ გამეტანე მერე?! მხრებში ჩამავლო ხელები ისე დაიხარა გაშმაგებული ჩემსკენ... - თავად უნდა ატარო ნელა უბანში! რა წესია ამ სიჩქარით მოძრაობა?! მე რომ პატარა ბავშვი ვყოფილიყავი მომკითხავდი ჭკუას?.. გეკითხები?! შეტევაზე თავად გადავედი ისე ავუწიე ტონს... "ქაჯებივით" მოურიდებლად ვყვიროდით შუა გზაზე, თითქოს ჭორიკანა მეზობლებს სალაპარაკო აღარ ჰქონოდათ, ჩვენ კი მათ ჭორაობით მაცოცხლებელ სულებზე ვზრუნავდით... - შენ არც კი იცი რა სიჩქარით მომყავდა! კბილებში გამომიცრა ისე გადმოიწია ჩემსკენ, ლამის გადამავიწყდა ნიკა, უხეშად მიშვა ხელები ხიდაშელმა, ნიკა რომ მოგვიახლოვდა ხმა წამერთვა, მის გვერდით დადგა თუ არა არ ვიცოდი, რომლისთვის უნდა მეყურებინა, ან როგორ ამეხსნა გეგას შეხებები ან ყვირილი, ან კი მსგავსი სიახლოვე... - კარგად ხარ? მშვიდად დამხედა, გაწონასწორებულად იკითხა ნიკამ და სანამ მათი დიალოგი დაიწყებოდა მანამ ვეცადე გამეკეთებინა ყველაფერი, რომ მათი დიალოგი არ შემდგარიყო.... იქვე დავიფერფლებოდი მათ შორის რომ რამე მომხდარიყო, პატარა კამათიც კი, ნიკამ არც კი იცოდა ვინ იყო, თუმცა გეგას სახეზე მისი დანახვისას განცვიფრება, გაოცება და მრისხანება ერთად ისახებოდა... მე შემომხედა უკვე მომთხოვნი მზერით, თითქოს რამე მქონდა ასახსნელი მისთვის... - კარგად? ახლა მეკითხები მაგას?.. აქამდე რატომ არ ფიქრობდი მაგაზე?.. წასვლას როცა მაიძულებდით? გითხარით არ მინდა-მეთქი წამოსვლა!.. შეიგნეთ ბოლოსდაბოლოს! მარდად გადავიტანე ყურადღება მასზე, ჩვენს კამათზე და უკან-უკან სვლით წავედი წყაროს ჩასახვევისკენ - ანა მოდი აქ! გეყოფა ბავშვობა! თავზე წაივლო ხელები ხვეწნით დაღლილმა - არა-მეთქი! ვუყვირე და მანაც მაშინ ჩაიქნია ხელი, - კარგი! ერთი გეგა შეათვალიერა, ამ უკანასკნელმაც ავად გააყოლა მზერა შესახვევში შესულს... არ გამკვირვებია რომ დამნებდა... შვებით ამოვისუნთქე რომ არაფერი არ მოხდა მათ შორის... სახეზე ჩამოვისვი მძიმედ ხელები, არსად წასვლას აღარ ვაპირებდი ან კი წყაროზე რა მინდოდა... ისევ წავედი ხიდაშელისკენ, მისთვის აღარ შემიხედავს შესახვევში უნდა შემეხვია... - სერიოზულად? მისმა ირონიულმა ჩაცინებამ შემაჩერა, გაქვავებულმა გავხედე კაპოტზე მიყრდნობილს, - ესეიგი, მკვლელი კინაღამ იმიტომ გამხადე რომ ქორწილში წასვლა არ გინდოდა? სიმწრის სიცილით გახლართა მკლავები ერთმანეთში და უკვე გულიანად რომ იცინოდა დასამშვიდებლად აიფარა ცალი ხელი სახეზე, "ვერ ვიჯერებ"-ს სახით გამომხედა ირონიული ღიმილით ისევ, - დიდი ხანია ასე არ მიცინია, წამოიწია თუ არა მშვიდად მომიახლოვდა, ადგილზე შეყინული სწერვული სახით ვაკვირდებოდი მეც, ასევე სწერვულად გავუღიმე მის სიტყვებს, - რატომ არ გინდა წასვლა? - რა შენი საქმეა?! - იქნებ იმიტომ რომ გეშინია? დაუყონებლივ გამცა პასუხი, იმდენად მომიახლოვდა მის სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე, ადგილიდან არ ვიძვროდი, მაზოლზე დამაჭირა ფეხი ამ სიტყვებით, ყველაზე მეტად არ მინდოდა მას ეფიქრა ასე, რომ შიშის გამო ვიჯექი სახლში, ახლა მისი მფარველობის ქვეშ ხომ აღარ ვიყავი... - არავისი არ მეშინია! უბრალოდ არ მინდა! - უბრალოდ არაფერი არ არსებობს, გეშინია რომ ვინმე რამეს მიქარავს... გეშინია რომ ვინმე იძულებით წაგიყვანს თავის სასახლეში...რა არა? - ცინიკური იდიოტი ხარ გეგა!.. საზიზღარი ხარ! - ეს უნდა მეწყინოს? ანაზდეულად ჩამომშორდა ისე წავიდა მანქანისკენ, - მშიშარა ხალხისგან დიდგულობა უნდა მეწყინოს მხოლოდ, —მანქანაში მოთავსდა თუ არა ძრავა ჩართო, თვალმოუშორებლად ვაკვირდებოდი, მის მანერებს, მიმიკებს, უმცირესი დეტალებით შევიგრძნობდი მის ყოველ სიტყვას... - დამშვიდდი პატარავ..., აღარც ისეთი მიმზიდველი და ლამაზი ხარ ისევ გადაირიოს ვინმე შენზე... გაიაზრეს რომ ბევრი უდავოდ საოცარი, სექსუალური და მიმზიდველი მანდილოსანი დადის ჩვენს ირგვლივ... არავინ ატეხავს თავნება, უკარება გოგოს გამო ჩხუბს... თვალი ჩამიკრა, ფართოდ გამიღიმა ჰოლივუდის ღიმილით თუ არა ელვასავით მოწყდა ადგილს BMW f90.... გადიდებული თვალები გავაყოლე უკვე მოსახვევში შევარდნილს... - ვირო! ტყიურო! ვერ გიტან! ვუღრიალე.... ისე ვისროლე უმისამართოდ ქვა...... არავისთვის არაფერი მითქვამს მარდად ავიღე ყუთები, შეუმჩნევლად ვაპირებდი კიდეც უსაჩინოდ გამეკეთებინა ყველაფერი, თუმცა მე ხომ მარტო ვერ წავიდოდი... - ვინ მოდის ჩემთან ერთად? მკაცრად შევაღე კარი, მჭახედ დავიძახე და ინტერესით მოვავლე თვალი ნიკას და ბებიას - არ აპირებ წამოსვლას?.. გაოცებული მიყურებდა ნიკა... ვანიშნე რომ ჩაეცვა, აღარაფერი მითქვამს, ოთახში შევიკეტე... მყუდრო გარემო მოვიწყე... ერთი საათი ვიდექი სარკესთან ჯერ ისევ გეგას სიტყვებით" აღარც ისეთი მიმზიდველი და ლამაზი ხარ ვინმემ შენს გამო ჩხუბი ატეხოს " გაღიზიანებული ვიხსენებდი მის სიტყვებს და მეტად ვცდილობდი თითოეული, ნაწილი, სახის ნაკვთი თუ სტილი, დიდად დახვეწილი ყოფილიყო.... მცირედ ვიკეთებდი ყველაფერს ხიდაშელის სიტყვებს რომ არ გავებოროტებინე, თავს ვახსენებდი რომ მე ვიყავი ლამაზი და არა მხოლოდ მაკიაჟი, კაბის ფერს ასევე ღია მაკიაჟი შევუხამე ლაინერიც კი უჩვეულოდ ლამაზი გამომივიდა, გრძელ შავ წამწამებზე ტუში რომ წავისვი ლამის ნიკოფსიიდან დარუბანდაბდე გაიშალა ლამაზად, ავიპრიხე თუ არა მეც უზომოდ მომწონდა, მელიასავით გრძელი, ვიწრო თაფლისფერი თვალები, გრძელი შავი წამწამებით, ერთი ზომის ლამაზ, მსხვილ ტუჩებზე მცირედ გადავისვი კონტური, ნელ-ნელა შევაშველე სხვადასხვა კონტურებიც რომ ღია, ბუნებრივი ტუჩისფერი გამოსულიყო... ისე მომწონდა, უაზროდ ვიპრანჭებოდი სარკეში, კაბის კორსეტის შეკვრამ დიდად დამქანცა ძალ-ღონე გამეთანგა, თუმცა იდეალურად მედგა ტანზე, მკერდსაც კოხტად ედგა გრძელი კაბა, მარცხენა ფეხთან ჩახსნილი კოჭებამდე სიგრძის იყო, არც ზედმეტად მომჯდარი მაგრამ არც გაშლილი, წელში გამოყვანილი ჩემთვის უმთავრესი იყო, ბადე ნაჭერი გადაფარებოდა ზევიდან შავი ბადის გაფორმებითვე, რაღაც ძალიან უცხო და ძალიან ლამაზი... ვიცოდი დედაჩემის შეკერილი იყო, ყველაფერი იდეალურად ვიცოდი.... მოშიშვლებულ მხრებზე დავიყარე გრძელი თმა, გრძელი საყურეები , ყელსაბამი გავიკეთე, მაღალ ქუსლებზე შევდექი თუ არა კმაყოფილმა გადავიყარე თმა ისევ უკან... დრო შევამოწმე სწრაფად და მუსიკები გამოვრთე, რომელიც მთელი ეს დრო მეხმარებოდა ხასიათის შენარჩუნებაში, მონდომებასა და დახვეწილობის განმტკიცებაში... - ახლა დავაკვირდეთ ევოლუციას ტყიურო! ხიდაშელისთვის ამოვიფრუტუნე, სარკეში საკუთარ თავს ჩავუკარი თვალი და კარები გავაღე.... - მომაჯადოვებლად ლამაზი ხარ, საფეთქელზე მომაკრო ტუჩები მეწყვილემ, უკვე მერამდენედ მეუბნებოდა კომპლიმენტს მორცხვად... უკვე დიდი ხანი იყო ცდილობდა გამოფხიზლებულიყო დამონებული თვალებისგან დაეხწია თავი.... თვალი გაუშტერდებოდა ხოლმე ვერც თავად ხვდებოდა როგორ ხანგრძლივად მაშტერდებოდა..... მეც ბოროტულად დავცინოდი... მეგონა განზრახ აკეთებდა რომ მე მეფიქრა მისი ემოციები ძლიერად... ბებიამ გამოგვაცილა, ღმერთს ვთხოვ ყველაფერმა კარგად ჩაიაროსო... გზად ვიყავით როცა მშობლებმა დარეკეს.... თავიდან ბრაზი ვერ დავმალე, გაკაპასებულმა დავუწყე ხვნეშა, - ხომ გითხარით წასვლა არ მინდოდა-მეთქი... - თუ არ გინდოდა რას მიდიხარ ვერ დაეტიე სახლში? მკვეხად მომახალა თავადაც, იმის არ ეშინოდა რომ ახლა უკან დავბრუნდებოდი, ისე შემეფარკლა ღაწვები, მეგონა პომიდორს დავემსგავსე, შეტევაზე გადავედი ისევ სხვა გზა არ მქონდა-მეთქი... თუმცა მდლობა მქონდა გადასახდელი მსგავსი დახვეწილი "ზმანისთვის" - კიდევ კარგი შენი ზომები აღებული მქონდა იცინოდა დედა... გზად მივწერე აჩის რომ მივდიოდი, მიზეზად შიშის დაძლევა მოვიფიქრე, როდემდე უნდა გავურბოდე-მეთქი მივწერე, არაფერი მიპასუხა, მელოდა კიდეც... ..... ჯერ ისევ გარეთ იდგა ხალხი, რა ქორწილი ეს იქნებოდა თუ მეფე-დეფოფალი ჯერ 2 საათი არ გვალოდინებდნენ, შემდეგ მოსვლისას კი ისევ გარეთ არ გვაყურყუტებდნენ.... გარეთ იდგა, ულამაზესი გამორჩეული წყვილი, მორთულ-მოოქროვილ, ლამაზი დეკორით მოქარგულ კუთხესთან, სარკესთან იდგნენ და ახლობლებთან იღებდნენ უამრავ დასამახსოვრებელ ფოტოებს.... პირველი შევაბიჯე დარბაზის ეზოში, ბევრ ხალხს მოვავლე თვალი, თითქმის არავინ მეცნო, თუმცა ბევრის ყურადღება და მამაკაცთა საყოველთაო გულწრფელი აღტაცება ვიგრძენი, ნიკა რომ გვერდით ამომიდგა ამაყად გამოვუდე ხელკავი, თუმცა უხერხულობის მოვარდნილ ტალღას, მალულად ვახშობდი გულში... გოდუაძე რომ დავინახე, ჩვენს სანაცნობოსთან ერთად სხეულიც მომეშვა, თითქოს გილიოტინით თავის მოკვეთას გადავურჩი, შვება ვიგრძენი. შემამჩნია ერთხანს მხოლოდ კმაყოფილებით მიყურებდა გაცისკროვნებული ლურჯებით.... შემდეგ ნიკაც შეამჩნია... ავად გამომხედა, თითქოს რამე დამეშავებინოს მისთვის... ბიჭები მიატოვა მძვინვარედ წამოვიდა ჩემსკენ.... სწორედ მაშინ შემამჩნია ტატომ ბატონმა "მეფემ" რომ დამიძახა უხერხულად შევუშვი ხელი ნიკას... წყვილთან მისულმა კი ბედნიერება ვუსურვე ორივეს, დიდად შევაქე ლამაზი პატარძალი... მოტრიალებულს აჩი ნიკასთან დამხვდა, დიდის ამბით ჩამოართვა ხელი ძლიერად და შემდეგ გამომხედა მე, ორი წყვილი თვალი მიყურებდა ახლა, ერთი აღტაცებით და კმაყოფილებით, მეორე კი მჭახე, მომთხოვნი სიამაყით შევსილი მზერით.... სხვა ნაცნობი მოსულიყო ჩემთან, კმაყოფილება ხმამაღლა განაცხადა ქალმა, მას შემდეგ თავად ნაირას, ტატოს დედას გადავეყარე, ისეთი ემოციებით დატვირთულიყო, თითქოს მხოლოდ მე ვიყავი ქორწილში და სხვა არა, თითქოს მე ვიყავი ის ერთადერთი რომლის გარეშეც ქორწილი არ ჩატარდებოდა... - უნდა იცეკვო, შენ უნდა გამიპრწყინო საღამო დედა, შემოგევლე, რა ბრილიანტი ხარ, სოფლის მზეთუნახავი.... მიდი დედა, ყურადღება მოგაქციონ ბიჭებმა, იმდენი გადარეულია მოსული, არაფერმა მოუაროთ... წინა ადგილები შეარჩიე, ვიღას ეხსომება აწი ჩემი რძალი.... მგზნებარედ იცინოდა ქალი, ნაზად მისვამდა ხელებს, მაგულიანებდა მეფერებოდა, წარმატებები მისურვა ბოლოს, რადგან დაუძახეს და სწრაფად გაშპა ადგილიდან.... სანამ გოდუაძემდე მივაღწიე კიდევ იმდენი ადამიანი ვნახე მეგონა ფერი გადამივიდა.... სანამ კიდევ ვინმე მოვიდოდა, თავად ჩამომიდგა წინ - უკვე დავიღალე... წავეწუწუნე მასთან ახლოს მყოფმა, სულ აღარ მახსოვდა ნიკა, ისედაც ყველამ იცოდა, როგორ ვიზრდებოდით მე და გოდუაძე, ან კი სხვა რამეც რომ ეფიქრათ სულ აღარ აინტერესებდა ჩემს გონებასა და გაყინულ გულს... - რაამბავია?! ზავთიანად მითხრა, თუმცა თბილად დამხედა.... განცვიფრება ვერ დავმალე, რა მოხდა-მეთქი თვალებით ვანიშნე - ასე საოცრად არაორდინალურობაც არ იყო საჭირო.. - ნორმალური თუ ხარ?! ამას სერიოზულად მეუბნები? —ნერვოზულად გამეცინა, ინტრიგნულად საუბრის დაწყებამ ზედმეტად შემაშინა, - რა თქმა უნდა, სირცხვილია პატარძალთან... - აჩი ნუ სულელობ, —ვუბრწკინე სიცილით გასაჩუმებლად, - გოგო რატო ვსულელობ? მართლა ეგრეა, დასალევად, გასართობად მოვედი და ახლა რომელი დალევა? უკან უნდა გედგე მცველივით... - ნიკა ჩემს გვერდითაა დამშვიდდდი და გაერთე გენაცვალე, — წავესწერვე კმაყოფილმა გადავიწიე თმა ყელიდან - ჰო მართლა გილოცავ!.. ახალი სოფლის საჭორაო შეგმატებიათ ოჯახში... — ცინიკურად ჩატეხა ტუჩის კუთხე, ნიკას მოავლო თვალი... სამდურავით შევხედე - არ დაიღალე? მხარი გავკარი უხეშად, თეძოების ნაზი რხევით წავედი წინ, მამაკაცის დამკვირვებელი მზერაც ვიგრძენი - ჰო მართლა ფული შენ დადე რა... გთხოვ... ნუ ჩამაყენებ იმ რიგში... წამწამების ფახურით გავხედე, ფული გავუწოდე და მანაც იძულებით ბუზღუნით ამართვა... ესეც ხომ ტრადიცია იყო, აუცილებელი იყო მისი დადება... - ბიჭებთან მიდი... წასვლისთანავე დასძინა, თვალების ბრიალით მკაცრად გავხედე... - რა ბიჭებთან აჩიიი ნიკასთან ერთად ვარ, ჩურჩულით ვუყვირე და თავადაც ანთებული თვალებით დამადგა თავზე, ლამის შუბლი შუბლზე მომადო, ულმობელი თვალებით ჩამაჩერდა, კოპებ შეკრული... - ბიჭებთან მიდი-მეთქი გითხარი! - რა გინდა აჩი?! წავეჭიმე უშიშრად - ნუ ტლიკინებ... არაფრის გამკეთებელს ეგ არ გავს.... გითხარი ბიჭებთან მიდი-მეთქი რა ვერ გაიგე?!. მკაცრად გამიმეორა... ნამდვილად ასე იყო, ნიკა პაექრობაში, კონფლიქტში, ძლიერი ნამდვილად არ იყო ამიტომ ყოველთვის შორს იჭერდა ქიშპობისაგან თავს... - ის ქაჯი მოსულია?! აგრესიით მოვათვალიერე გარემო, ქვეცნობიერმაც ვერ გაუძლო ამდენხანს რომ ჯერ არ დაეკმაყოფილებინა ჩემი თვალები... საფუძვლიანად მოვძებნე... მაშინვე ავატრიალე თვალები უკმაყოფილოდ, თუმცა სხეულში ვცდილობდი ათამაშებული ელვარება, ან კი გადარეული პეპლები დამემშვიდებინა - კი, ახლა მოვიდა... იქედნური, მზაკვრული ღიმილით დამხედა, უკმაყოფილოდ შევხედე... განმეორებით მანიშნა ბიჭებთან მივსულიყავი... ნიკასკენ მივდიოდი, პარალელურად ახლად შემოსულ ხიდაშელს ვუმზერდი დაჟინებით... მამაკაცი ჩამოუდგა წინ, ტატოს მამა იყო კაცი, კმაყოფილებისგან ჩაიცინა ულვაშებში, ამაყად უყურებდა გეგას, დინჯად ჩამოართვა ხელი ხიდაშელმაც.... ინოვაციური, საუცხოო, მუქი ლურჯი სმოკინგი ეცვა, უზადო სხეულიც იდეალურად მოუჩანდა დახვეწილ სამოსში, ვუყურებდი დიდხანს.... მის მიმიკებს, მანერებს, იდუმალი აღტაცებით ვუჭვრეტდი ამ დინჯსა და სერიოზულ, თავდაჭერილ და ძლიერ ადამიანს... ჩემი დაჟინებული მზერა რომ იგრძნო რაღაც მიუგო მამაკაცს, გამომხედა.... წარბები აზიდა წამით... მიყურებდა მოურიდებლად... მათვალიერებდა, მაკვირდებოდა დეტალებში, სადაც კი სურდა... მისი მზერისგან აღელვებულს ღრმად ადი-ჩამიდიოდა მკერდი, მეგონა ყველა ამჩნევდა მის თამამ მზერას ირგვლივ, როგორ თავხედურად შევებოჭე მისი მგზნებარე მზერით... ერთხანს მიყურა... ცინიკური ღიმილით გამისწორა თვალი თვალში, შემდეგ კი ისევ მამაკაცს შეაჩერდა.... ხელები მიბუჟდა, ბრაზისგან ვდუღდი , თითქოს წყლით სავსე ჩაიდანი მედგა თავზე ეს უკანასკნელიც დუღილის პირას მისული ყვიროდა ზავთიანად.... ნიკას ძლიერად ჩავჭიდე აცახცახებული ხელი, მასთან ერთად წავედი ბიჭებისკენ სანამ ხიდაშელი მივიდოდა, - ჩვენი ქალღმერთიიი.... - სოფლის ვაჟობის დამმონებელი... - ეს ანგელოზიი ვინ არის? ომახიან კონპლიმენტებზე, სირცხვილის ალმური მომედო, 4 წლის თავმომწონე გოგო მეგონა თავი... გრილი ხელი მივიდე ლოყაზე, მეგონა სიწითლე აღარასდროს მომშორდებოდა.... გვერდზე ამომდგარ დათოს მივკარი ხელი და უხერხულად მიმოვიხედე ირგვლივ - გაიგონებენ რა გჭირთ? ხმადაბლა დავუყვავე ბიჭებს. - მართლა ძალიან ლამაზი ხარ და ხოარ დავმალავთ? მოურიდებლად ჩამიკრა თვალი გიორგიმ, ღონიერად ჩამოართვა მანაც ნიკას ხელი , - გაფიცებ სოფელში 44 ბიჭი ვართ აქედან ხუთს არ უცდია შენი გოგოს შებმა, ვერცერთმა ვერაფერი მოახერხა და შენ რამე ტექნიკა გაქვს თუ? მიზიდულობის ძალა, —ბოროტული ოხუნჯობა დაიწყო დათომ და ნიკას გვერდით ჩამომდგარ ხიდაშელს ჩამოართვა ხელი, - რავახარ ?.. დაწყნარდი?—თამამი მიმართვით მოიკითხა, ღლიცინითა და თვალების პარპაშით , გეგამაც დაუნდობელი, ფიცხი თვალებით რომ გადმომხედა , დავიბენი, ვერ მივხვდი რის გამო დავიმსახურე მისი სიმკაცრე... - რაზე ? იმავე ტონით გადახედა ერეკლემ ინტრიგნული დასაწყისის გაჟღერებისთვის - დღეს კინაღამ გოგო გაიტანა, ზურა მორბოდა დღეს თმაგაწეწილი გეგამ კინაღამ ქალი გაიტანაო... დავურეკე გეგას და კინაღამ ტელეფონიდან გადმომიხტა, იქ არ მყავდა თორემ ცოცხლად შემჭამდა ... დიალოგი გააბეს ერეკლე და გიორგიმ... ახლა ერთის მაგივრად ორის მწველი მზერა ვიგრძენი... გვერდიგვერდ იდგნენ, გაუბედავად ავხედე გეგას, ისე გადავხედე მის გვერდით მდგარ ნიკას, რა რთული იყო მათი ერთად ყურება, ნამუსის ქენჯნაც კი არ მაწუხებდა, თავხედურად შევაჩერდი თვალებში ნიკას, თითქოს მის გვერდით ის არ მდგარიყო ვის მიმართაც უკიდეგანო, ბავშვურ ლტოლვასა და გზნებას ვგრძნობდი... ქალებთან დამსვეს, ესეც ხომ ჩვენი ადათ-წესი იყო... " ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?! " მამაკაცები დასხდნენ ერთად... მანდილოსნები კი ერთად, მართალია ოჯახში არავინ მიჰყვებოდა ამ სიტყვებს, თუმცა საზოგადოებაში ხშირი იყო მსგავსი განცალკევება... ქალბატონი ნაირასა და ციცოს შუაში ვიჯექი, რამდენიმე ნაწილად იყო დაყოფილი სუფრა, დარბაზში რამდენიმე მაგიდა ქალბატონების იყო, რამდენიმე კი მამაკაცების... ინტერიერის დიზაინი, დახვეწილი განლაგებით ლამაზი დეკორით სავსე იყო. ჩემს მოპირდაპირედ იდგა ერთ-ერთი მამაკაცთა, სუფრა სადაც ჩემთვის საშიში ხალხი ისხდა, ვისგანაც ბევრი ავი მცდელობა ყოფილა, ვის თვალებსაც ხშირად ვგრძნობდი ავად, ყველაფერი შიგნეულობა მიცახცახებდა მათ მზერაზე... ერთ-ერთი კაცთა სუფრა კი ჩემს ხელმარცხნივ იდგა, იქ ისხდა ყველა ის თითქმის, ვისი იმედიც მქონდა, ასევე ხშირად ვგრძნობდი მათ ყურადღებიან თვალს, აჩის მინიშნებებს, რომ რამე მეჭამა, ხშირად გამიღიმებდა ხოლმე რომ გავხედავდი ან კი თვალს ჩამიკრავდა.... მათი ყურადღების მიუხედავად, შიში და უსიამოვნო გრძნობა მაინც ჭინკასავით დაძვრებოდა სხეულში... ვბრაზობდი ნიკაზე... უკამყოფილოდ, ავ მზერას დავასხივებდი ხოლმე ხშირად, უკმაყოფილო ვიყავი მისი უყურადღებობით, თავი თითქმის მათ სუფრაზე მედო, მე კი მისი მზერაც კი ვერ დავიჭირე, მინდოდა ხალხისთვის მაინც ეჩვენებინა რომ ყურადღებას მაქცევდა, ეს უკანასკნელნი ხომ ყველაფერს აქცევდნენ ყურადღებას..... უნებურად ჩემსდაუკითხავად გარბოდა თვალი ხიდაშელისკენ, ისიც კი მიყურებდა, მახვედრებდა მზერას.... მოურიდებლად გამისწორებდა თვალს თვალში და მანამ არ მომაცილებდა სანამ სირცხვილით ალმურ მოდებული არ ავაცეცებდი თვალებს უმისამართოდ, ვერ ვუძლებდი მის, არეული ემოციით სავსე თვალებს, მეც მასში ვიძირებოდი უკვალოდ, გაუგებრად, მხოლოდ და მხოლოდ ძლიერად, ანდამატივით მიზიდავდა და უკვალოდ მკარდა თავის ჭაობში.... - რატომ არ ჭამ? ყვირილით გადმომძახა ქალმა, უკვე მერამდენედ ცდილობდა რამე მოეწოდებინა ჩემთვის, - არ მინდა ჯერ, ცოტა მოძლიერდეს ქორწილიც, ხალხიც და მომინდება...— გავუცინე ქალს და მას გადავაწოდე სასურველი კერძი, - შენს ადგილას მეც უხერხულად ვიქნებოდი, დარბაზში სამი კაცთა მაგიდა დგას, აქედან სამივე შენზეა დახამებული, წეღან რომ გაიარე, ყველას თვალი თან გაგყვა, კაცები რომ გვერდზე გადავდოთ გოგოებიც და ქალებიც შენ გაშტერდებიან.... არაორდინალურობით, ეშხიანობით დაჯილდოვებული ხარ.... მაღალი შხვართი გოგო ხარ ჩვენს კუთხეში მაინც მზეთუნახავი ხარ დედა...— უკვე რამდენიმე ჭიქა მოკიდებოდა ციცოს, ხმამაღლა მოურიდებლად, მაქებდა, არა მხოლოდ ჩემს გასაგონად, უცხო ქალებს უყვებოდა ხოლმე ჩემზე რამდენი რამ ვიცოდი, ან კი როგორი ცნობილი ვიყავი სოფელში.... - კარგი საჭორაო ვარ ალბათ, შეყვარებულთან მოვედი ქორწილში, რომელსაც აქამდე ყურადღებას არ ვაქცევდი, ვზივარ იმ ხალხის წინ ვინც ჩემს მოტაცებას აპირებდა და გადავრჩი, მარცხენა მხარეს ის ბიჭი ზის ვისაც ვუყვარვარ დედამისი ჩვენს უკან მაგიდასთან ზის და ვინ იცის რა აზრები უტრიალებს მასაც და დედამისსაც ახლა თავში, გარდა ამისა ცოტახნის წინ ეს უკანასკნელი დიდის ამბით მეხვეოდა, თითქოს დედამთილი ყოფილიყოს... ჩემი შეყვარებული და გეგა კი გვერდიგვერდ ზის!.. საოცარია ციცო ბებო... ბედის ირონიაა... უბრალოდდ კარგი სალაპარაკოა, ნამდვილად,.. ცოტახანს გავალ ჯობია... ბრაზის ფონზე წამოვდექი ადგილიდან, მამაკაცთა საყოველთაო, მჭვრეტელობა, მათი გამბედაობისა და ინტერესიანი თვალი დამყვა, უხერხულად ავარიდე თვალი თითოეულს, თეძოების ლამაზი რხევით მტკიცე და მოქნილი ნაბიჯებით წავედი გასასვლელისკენ ისე, თითქოს არაფერი მადარდებდა ამ ცხოვრებაში და უძლიერესი მტკიცე გამოცდილი ქალი ვყოფილიყავი უკვე.... ეს ასე არ იყო, მე ისევ მეშინოდა.... აჩი ითხოვდა ჩემს ყურადღებას, დიდხანს მიყურა, იქნებ შემომხედოსო, თუმცა ამაოდ...არ შემიხედავს.... ნაჩქარევად გავედი სუფთა ჰაერზე, თითქოს სუნთქვა მეხუთებოდა შენობაში, ყელში წაეჭირათ ძლიერად ხელი და ნელ-ნელა უჰაერობით ბინდდებოდა თვალებიც... უკვე ღამე ჩამოწოლილიყო, სინესტეც მჭახედ იგრძნობოდა, გამოსვლისთანავე. სიგრილისგან გაყინული თითები დავისვი ყელზე.... მესიამოვნა, დარბაზის ეზოს ცენტრში, შადრევნის ქვაზე ჩამოვჯექი... ფიქრებმა გამიტაცა დაუკითხავად... ვნანობდი წამოსვლა რომ ამპარტავნების გამო მოვინდომე.... ვნანობდი რომ ხიდაშელის სიტყვებს ავყევი... თუმცა არა, სადღაც სიღრმეში თავადვე მიყვიროდა გული რომ ეს ამპარტავნების გამო კი არ გამიკეთებია, არამედ მის დასანახად, რომ კიდევ მენახა, რომ ის სიუცხოვე გამქრალიყო და თუნდაც ერთხელ მაინც ისევ შემოეხედა ჩემთვის გაცისკროვნებული თვალებით, იმ თბილი, რბილი, ყოვლისმომცველი მზერით... ახლა ხომ ისე ცივად ვეღარ შევხვდებოდი მის მზერას, მეც მისი ალ მოდებული თვალები დამწვავდა უმალ.... .... - შენი მარტო ყოფნა ცოტა საშიში არ გეჩვენება? ხმაზე შევკრთი ფიქრებში გართულს დამირღვია სიმყუდროვე და თავხედურად, დაუკითხავადაც კი მომიჯდა მამაკაცი გვერდით, უკმაყოფილოდ შევხედე უკვე ნაცნობს თავისი უტიფარი საქციელით, რომ შემახსენა თავი, მკვეთრად დავიწიე შორს, მკაფიოდ გავზარდე მანძილი მასთან და უსიტყოდ შევაჩერდი ნასვამს თვალებ არეულ ვნება მოწოლილ ლევანს... - ძალიან გალამაზებულხარ... მეტად დაქალდი, სრულყოფილებამდე საოცარი ხარ ... ცნობისთვის... ნახევარი დარბაზი სხეულზე გაკვდება....— მაკვირდებოდა მგზნებარედ მათვალიერებდა მოურიდებლად. ირონიულად ჩამეცინა... მებრალებოდა ეს უნიათო ადამიანი... რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ლაპარაკი შეეძლო, - კარგი რა ლევან!.. ხომ იცი არ მიყვარს უაზრო, დროის მფლანგველი საუბარი - ხო... შენ არც მე არ გიყვარვარ - მართალი ხარ! თუ ამდენს ხვდები, რატომ იმცირებ თავს? რატომ არ მეშვები? რატომ იტანჯავ თავს ლევან?.. გზა ხომ ხსნილი გაქვს, აღარ ვართ პატარები... - მიყვარხარ-მეთქი! თავი როგორ დაგანებო?!. სწრაფად მოჩოჩდა, მომიახლოვდა - ამდენი წელი გავიდა... შენ სიყვარული ისევ ვერ ისწავლე... ვერც ჭკუა ვერ ისწავლე ლევან...— სასოწარკვეთილმა გავაქნიე თავი, სწრაფად მოვაშორე მზერა, მის ვნებისგან მრუმე, დაწვრილებულ თვალებს - შენ მასწავლე... ჩემთან თუ იქნები ბევრ რამეს ვისწავლი, გპირდები...— მის საჩოთირო სიტყვებზე, უსიამოვნოდ მოვისვი ხელი შუბლზე... სახე დამღრეჯვოდა მისი უბადრუკობით... ხელი მდორედ წამოწია ჩემსკენ, ის ის იყო კანზე შემეხებოდა, ერთბაშად წამოვხტი ადგილიდან - ანი! მჭახე, ბრაზისგან მთრთოლვარე ბარიტონზე, უმალ გავხედე შეკრული წარბებს ქვემოთ, მრუმედ მანათობელ თვალებს, სილურჯეები სადღაც გამქრალიყო იმ წამს, მძიმე ნაბიჯებით მოიწევდა აჩი.... ერთბაშად დამიარა სხეულში საბურველის, მშვიდმა გრძნობამ... ის დაძაბულობაც უკვალოდ გამქრალიყო ცოტახნის წინ რომ შეუმჩნევლად დაძვრებოდა სხეულში , ანაზდეულად წამოდგა ლევანიც, მრავლისმეტყველი თვალები დაახვედრა მომავალს, გააფრთხილა, თითქოს ინანა.... მომიახლოვდა აჩი, მზრუნველად და მკაცრად შემათვალიერა, ისე შემამოწმა მეგონა რენტგენში გამატარეს... - დაიკარგე აქედან! ზავთიანი ხმით, ალაპლაპებული თვალებით შეხედა მკაცრად... არაფერი უთქვამს, სიმხდალის სუსხი მოედო ლევანს... ერთხელ შემომხედა თითქოს გამაფრთხილა, რომ ჯერ არ დასრულებულიყო ჩვენი საუბარი და აჩის ბრძანებას დაჰყვა... ავად გააყოლა მზერა წასულს გოდუაძემ ერთი ლაზათიანად შეუკურთხა, მომიბრუნდა თუ არა სწრაფად მოვემზადე სეტყვასავით დაეყარა საყვედურები, - მარტო რატომ დადიხარ?! ან როცა გეძახი რატომ მაიგნორებ?!.. ხომ ხვდები რა სასტავში ხარ?...ყველას შენი მარტო გამოჭერა უნდა... ყველა გიცნობს.... უცხოც კი არავინ არის ანა... მიუხედავად მომზადებისა, მისი ხმა ძალიან მშვიდი, მზრუნველი იყო, წყენა გარეოდა ხმაში მხოლოდ... ნაზად გადამიწია ყურსუკან თმა, მშვიდად შემითვალიერა სახე, - ცუდად გავხდი... სუფთა ჰაერი მჭირდებოდა კიდევ ცოტახანს რომ გავჩერებულიყავი ჭარბად მომზირალი თვალებისგან მოვიგუდებოდი... - რამე სისულელე გითხრა ან გააკეთა?.. - აცადე?...—გამეცინა, კმაყოფილების ღიმილით ჩამენაცვალა სიცილი... მივეხუტე, ხელების მოუხვევლად მივადე თავი ლავიწზე და ცოტახნით მის საბურველში გავირინდე... - უკვე ძალიან დავიღალე, ძალას მაცლის ამდენი ხალხის მზერა, ამდენი ყურადღება... თითქოს პატარძალი მე ვიყო, რა საჭიროა ასეთი დაკვირვებები? მელანქოლიამ შემბოჭა მათ გამო... სახლში მინდა სიმშვიდეში... ნეტავ ნიკა რისთვის წამოვიდა?! ღმერთო რა დავაშავე, რა შევცოდე ასეთი... ამოვიტირე მის მკერდზე აკრულმა, - ეგრე ნუ ლაპარაკობ თორე ყურებით გამოვათრევ იქიდან.... —გაეცინა – გადმოგხედავს ხოლმე დამშვიდდი, მთლად სასმელზე გადამკვდარი არ არის - ჰო? იმედიანად ავხედე მის ლურჯ ღრმა თვალებს, როგორ მიყვარდა მისი თბილი თვალები, - ჰოო... - არა! იქნებ ახლა ვის ვეხუტები შენს მაგივრად?! აი ელემენტარული ხომ უნდა დაინტერესდე?!... დებილია ეს ბიჭი... გავკაპასდი ისევ... - რანაირად ლაპარაკობ გოგო? თუ არ მოგწონს ამდენის უფლებას რატო აძლევ?.. - არაფრის უფლება არასდროს მიმიცია აჩი! - ეს უკვე უფლებაა! სოფელში ჩამოგაკითხოს ქორწილში გამოგყვეს, როგორც მეწყვილე მეტი რა გინდა ანა? ვერც იაზრებ ეს რამდენის უფლებაა, ერთ სახლში იძინებთ...ალბათ აივანზე ღამის პერანგითაც დაუჯდები გვერდით, გადმოიწევა მოგეფერება, გაკოცებს, კიდევ რისი უფლება გინდა მისცე?..—უკმაყოფილოდ ისვრიდა სიტყვებს - აჩი საკმარისია! ვერც გადმოიწევა და ვერც მომეფერება, - კარგი რა, ნუ იქცევი ბავშვივით არ თქვა რომ აქამდე არ უკოცნია, - არ უკოცნია აჩი! ზედმეტადაც ვერ შემეხება, რადგან მე ეს არ მინდა!.. და საერთოდ რატომ მალაპარაკებ ამ თემაზე?! - დამონებული გყავს კაცი...—სიცილი ვერ შეიკავა სერიოზულად მოლაპარაკემაც კი, მკაცრად ავხედე.... ვიცოდი ძალიან ძველმოდური, უკარება ხასიათი მქონდა, თუმცა ვერ ავიტანდი "შემხებოდა" ის კაცი, რომელიც მხოლოდ მეგობრულად მიყვარდა, რომლის მიმართ არანაირი ლტოლვა და ვნება არ გამაჩნდა, რომელთან ურთიერთობა მონოტონური იყო ჩემთვის და არა, სასიამოვნო და მგზნებარე - უნამუსოდ ნუ იქცევი უკვე... - მონობაა ანა, უყურებდეს შეყვარებულს, ბოდიში!.. "ანგელოზივით ქალს", მისი გოგო ერქვას და ვერც ეხებოდეს... გულიან სიცილში გადაეზარდა ხუმრობა, მუცელზე დაეკრიფა ხელები დამცინოდა მეც და ნიკასაც, - სადისტი ხარ იცოდი?!. ის ჩათლახია, შენ როგორ უნდა აბზრიალო ამხელა კაცი შენ ჭკუაზე... ან როდის მერე გიზიდავს მხდალი კაცები?.. სიცილს ვერ იკავებდა, ახარხარებული მხვევდს ხელებს - უნამუსო! ის უბრალოდ ჩემს აზრს ცემს პატივს! - უდავოდ მაგარი კაცია! უნამუსო ვიყო აწი თუ რამე უხეშად მაინც ვუთხრა, საპატიო სტუმარი ჩამოსულა სოფელში, უდიდესი ნებისყოფით, უყურებდეს უზადო ქალს... და მხოლოდ უყურებდეს....— ქირქილს ვერ წყვეტდა ეს უკანასკნელი... ანაზდეულად ჩამოვშორდი, ძლიერი ნაბიჯებით, ხმაურიანად ფეხსაცმელების კაკუნით, წავედი დარბაზისკენ გაბრაზებული.... გამოსულ ხიდაშელს შევავლე თვალი, თითქმის ჩამწვარი სიგარეტი მოეთავსებინა ტუჩებს შორის, შეუმჩნეველი კმაყოფილება გაკრთოდა ბაგეებში.. სირბილით ამედევნა აჩი, თუმცა უკვე შესასვლელთან მყოფს უნდა ჩამევლო ხიდაშელისთვის გვერდი, რამდენიმე ნაბიჯი და დარბაზში ვიქნებოდი... - გეგა დაიჭირე რა გთხოვ... მარტივად გადაჭრა საკითხი გოდუაძემ... გეგასთვის გვერდის ჩავლა რომ დავაპირე სწორედ მაშინ გაისმა მისი თხოვნაც, მეგონა გეგა თავს არ შეიწუხებდა, გაატარებდა მის სიტყვებს, სწრაფად ჩავუარე გვერდი, თუმცა მაჯაში რომ ძლიერი ხელის ჩავლება ვიგრძენი ბრაზით გავხედე დაუდევრად მდგომს, არც შემოუხედავს, ხელით ვეჭირე, თავად კი, ისე აგრძელებდა მოწევას თითქოს ცალი ხელით ჩემ მაჯას არ ჩაფრენოდა, - გამიშვი გეგა! მკაცრად გამოვუცერი, დიდი ძალისხმევით ვეცადე მეორე ხელით გამენთავისუფლებინა მაჯა... - გამიშვი-მეთქი! მძვინვარედ შევხედე... ვერაფერს გავხდი... უკვე აზრიც აღარ ჰქონდა ბრძოლას... აჩის შევაჩერდი - ყველაფერზე ნუ ბრაზობ... ჩემს წინ ჩამოდგა თუ არა გოდუაძე უხეშად მიშვა ხელი ხიდაშელმა... სიუხეშეზე მივაშტერე გაბოროტებული მზერა და სალანძღავი სიტყვა გამოვუცერი დაუყონებლივ... მშვიდად გახედა აჩიმ მას, გაეღიმა ჩემს ქოფაკობაზე - უაზროდ ნუ საუბრობ... და ყველაფრით ნუ ერთობი... — შევუბღვირე გოდუაძეს - კარგი პატარავ, კარგი... დამშვიდდი... მარტო ნუ გამოხვალ შემდეგში, უბრალოდ ჩვენს მაგიდასთანაც რომ მოხვიდე უსიტყვოდ, მაშინვე გამოგყვება, რომელიმე... გაფრთხილებულები არიან.. ისევ უაზროდ, მონოტონურად გრძელდებოდა ქორწილი... ცეკვავედნენ ჭამდნენ და ბაასობდნენ... ადგილებიდანაც აირივნენ, თავისუფალ სკამებზე დამსხდარიყვნენ მათ გვერდით ვისთანაც სურდათ, თუმცა მაინც მოუხდებოდნენ ხოლმე თავის ადგილს დრო და დრო... - ისევ არაფერი გიჭამია? აჩი ჩამოჯდა ჩემს გვერდით, საქმიანად დაიკაპიწა ხელები და სუფრას შეავლო თვალი, მეორე გვერდით მომიჯდა ანაზდეულად ნიკაც, მძვინვარედ შევხედე, თუმცა ჩემს წინ რომ ქალები ისხდნენ და მალულად მყურადობდნენ, უმალ დავწყნარდი... - ახლა რატომ გაგახსენდი მაინცდამაინც? დაბალხმაზე ამოვილაპარაკე მხოლოდ ნიკას გასაგონად, - გავიგე რომ არაფერს ჭამ, - შეგიძლია წახვიდე ნიკა, მივხედავ თავს რამენაირად, - რა გემართება ამ ბოლო დროს? ვერ ვიგებ შენს ხასიათს ანი, საერთოდ არ გავხარ შენ თავს... - ქალბატონო, ეს მიირთვი, — ჩაეჭრა აჩი და საჭმელი გადმომიღო, - ძალიან გემრიელია არ ინანებ...— ჩამიკრა თვალი, - არ მინდა აჩი შემეშვი... - გითხარი გასინჯე-მეთქი! სიმკაცრე გაერია ტონში, ჩანგალზე წამოაცვა ისე გამომიწოდა. უმალ აენთო თვალები, ნიკას შეაჩერდა და საჩოთირო რამ რომ ვინმეს არ ეფიქრა, მას მიაწოდა ჩანგალი მრავალისმეტყველი თვალებით.... მზერისგან შეწუხებულმა, უნებურად გავიხედე გეგასკენ... ინტერესით გვაკვირდებოდა... შემდეგ მე შემომხედა, შორიდანვე გამისწორა თვალი თვალში... საბურველში გამხვევი და ამავე დროს განმძარცველი მზერით მიყურებდა, ამ გამოცდილი მაცდური მზერა ძალებს მითანგავდა, გულის დარტყმები გაძლიერდა, ერთბაშად დამიარა სხეულში ეკლებივით მჩხვლეტავმა გრძნობამ... უეცრად მოვაცილე თვალი, ცნობიერებას დავბრუნებოდი მინდოდა, უკვე ნიკას ხელში მოთავსებული ჩანგალი, სწრაფად ავართვი ხელიდან , ადგილზე დავდე, ცეცხლმოკიდებული წამოვდექი, გასასვლელად, ცივ ნიავს რომ ჩაექრო მწველი ალი, ჩემს გვერდით მსხდომებიც, ხომ წამოდგნენ მაგრამ, მარცხენა მაგიდიდან ჩემთან ერთად წამოხტა საჩქაროდ ოთხიოდე ბიჭი, ჩემს გვერდით მსხდომებსაც კი დაასწრეს ყურადღება, სიცილით წამოდგა აჩი... ნიშნად აუწია ხელი რომ თავად ჩემს გვერდით იჯდა და ადგილზე დააბრუნა ბიჭები, ისეთი ყურადღების მიმიქცევი იყო, ისეთი საჩოთირო, რომ სირცხვილისგან მომეკიდა ალმური, უხერხულად ავიფარე სახეზე ხელები თითქოს ვერავინ დამინახავდა...ადგილზე დავჯექი... თვალის დაუმორჩილებლად გავხედე ხიდაშელს, პირზე აეფარებინა მუშტი და ლაზათიანად იცინოდა, დავიბენი... ვერ გავიგე რაზე იცინოდა.... ჩემს გვერდზე ისხდნენ დიდხანს, ისე წამოდგებოდნენ ფეხზე დაილოცებოდნენ ხოლმე, აჩი შიგადაშიგ მაპარებდა ახალ-ახალ საჭმელს და უკვე მარტო ყოფნას რომ არ ვგრძნობდი, მელანქოლიაც სადღაც გამქრალიყო ხასიათზე მოვსულიყავი, ჭამის მადაც მქონდა და ერთი ჭიქის მერე ცეკვაზეც არ ვიტყოდი უარს.... გოდუაძეს დაუძახეს, ნიკა ბიჭებთან გადაჯდა, ქალბატონები დაუბრუნდნენ ადგილებს, ვიჯექი მეც ძველებურად ჩუმად... ჩემი ტელეფონი, რომ განათდა წარწერით "დედა" უმალ წამოვდექი, დარბაზში შუქები დაბინდულიყო სცენას ანათებდა შუქი მხოლოდ მოცეკვავე ახალგაზრდებს... მაგიდას საპირისპიროდ მოვუარე, ვიცოდი ვერავინ შემამჩნია როდის ავდექი... გარეთ გასულმა ვუპასუხე ტელეფონს... საუბარში გართული მივიწევდი წინ, აღელვება ეტყობოდა დედას ხმაზე, დეტალურად ინტერესდებოდა ყველაფრით, უჩვეულოდ საუბრობდა, თითქოს სადღაც ჩქარობდა რომ გავეფრთხილებინე, ბიჭებთან შედიო დააყოლა ბოლოს და თავადვე გამითიშა... გაოგნებული დავყურებდი განათებულ ტელეფონს, გაკვირვება გამოვხატე ღრმად ამოსუნთქვით და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე წამით... - დაიღალე? უცებ შევკრთი... ხმა ვიცანი, ექოსავით ჩამესმა ყურში... ხმაზე კადრებად დამიდგა წინ ის ბოლო საშიშროება, მისი ნაბიჯი, ის წამები როცა ტლანქი ხელები სხეულზე შემომაჭდო, ჩვენს წინ სწრაფად შეჩერებული მანქნა, ის საშიშროება რასაც, მანქანაში ჩატენვა და ხელის უაზრო თართაში მოჰყვა ჩემს სხეულზე.... მეხის გავარდნასავით, გაისმა ექოდ მისი სიტყვებიც, გავხედე უკვე ჩემს გვერდით მდგარს და უნებურად დავიხიე უკან, ვერც ვიგრძენი, როგორ შევიბოჭე ზიზღითა და ძრწოლვით... - კი დავიღალე, რამე გინდოდა? მე უკვე მივდიოდი... ერთმანეთს მივაყარე, უღიმღამოდ წარმოთქმული ათრთოლებული ხმით გადმოცვენილი სიტყვები, გვერდის ჩავლა დავაპირე წინ გადამიდგა... - საკმარისია უკვე! იმედია ამდენ ხალხში არ აპირებ კიდევ რამეს! უკვე ოცდაცხრა წელს მიუახლოვდი სირცხვილია.... მძვინვარედ და ირონიულად შევაჩერდი, ის საიდანღაციდან ამოტივტივებული შიში უნდა გამექრო სამუდამოდ... არემარეს მიმოხედა, ერთი ორი ვინმე დადიოდა, მაშინ შევამჩნიე როგორ შორს გამოვსულვარ საუბარში დარბაზიდან... კარგად გაბრუებულიყო მძინარა თვალებით მიყურებდა, იღიმოდა, მოურიდებლად დათარეშობდა თვალებით ჩემს სხეულზე, - რა გინდა? ბავშვები ხომ აღარ ვართ საბა?!.. ხო ხედავ რომ ყველამ გაპატია ის საქციელი? რაღა გინდა? თან ნასვამი ხარ და გონება გაანძრიე გთხოვ!.. სწრაფად ვცადე გვერდის ჩავლა, გაქცევა მინდოდა მისი უცნაური მზერის მაყურებელს... მკლავში ჩამავლო ხელი ისე შევშინდი, თრთოლვით, უხეშად აქნეული ხელით მოვიშორე მაშინვე, თითქოს რამე საზიზღრობა შემხებოდა, მზარავდა, გულის რევის შეგრძნებას მიტოვებდა მისი შეხება... - სწორედ ეგ არის რომ გავიზარდეთ... გაიზარდე... დაქალდი, ვარდივით გაიფურჩქნე ხვდები? ფრთხილად შემეხო ხელზე, უხეშად ავიქნიე, მეგონა ძრწოლვისგან დავიფერფლებოდი, - ნუ მეხები! ვერ ხედავ როგორი მთვრალი ხარ? წადი აქედან საბა! სანამ რამე მომხდარა.. — შიშით ჩავეჭიდე მის ხელ რადგან სწრაფად დამეხსნა თავი, ამ გაუაზრებელისგან... - რა არ გინდა რომ მოხდეს?— ეს ირონიული... წარსულის მსგავსი... დადაბლებული დაბოხებული ხმა, შიშის ზარებად რომ დამიარა სხეულში და ჩემსკენ დიდი ნაბიჯი გადმოდგა... აცახცახებული დავიხიე უკან.. ვხვდებოდი რომ ზედმეტად მაშინებდა წარსულის მოგონებები, თუმცა ვერაფერს ვაკეთებდი, ახლაც ის უსუსური, უნიათო მეგონა საკუთარი თავი, ახლაც ისევ ისე შემეშინდა, როგორც უწინ... მიუხედავად ადგილისა, განა ჭკუა დაუშლიდა? არც კი დამინახავს როდის მოვიდა ხიდაშელი, არც კი შემიმჩნევია მომავალი, მხოლოდ ახლოს მოსულს შევანათე იმედიანი მზერა... სიგარეტის ნამწვავი აუჩქარებლად მოისროლა კისერში ჩაავლო ხელი უფროს კლასელს, თავისკენ ძლიერად შეატრიალა მამაკაცი, გულის სიღრმემდე მეგრძნო ფათერაკიანი თავგადასავლის ეს უკანასკნელად მოვარდნილი ტალღა, თუმცა საფარი თავად გადამფარებოდა ახლა, იმედი ჩამეღვარა სხეულში, შიშმა გათანგვა დაიწყო... მტკინვეულად ჩაავლო კაცს დაღრეჯილ ლოყებში ხელი, მისკენ ისე ახლოს მიიწია, იმდენად ახლოს, ისეთი ცივი, გაბოროტებული თვალებით... რომ მეგონა რამე საშინელებას ჩაიდენდა, დაძაბული ვუყურებდი მის მკლავს ძარღვები რომ დაბერვოდა, ბრაზისგან დაჭიმვოდა ყბები... ავად უყურებდა ტკივილისგან დაღრეჯილ მამაკაცს - მეორედ მასთან ახლოს რომ დაგინახო! დავიკიდებ იმას რომ 12 წელი ერთ კლასში ვიჯექით საბა!.. დედას გიტირებ... კბილებში დაუცრა სიტყვები, ათრთოლებული თითებით წაეპოტინა გეგას ჩავლებულ ხელს საბა... - გაიგე თუ ვერა?! პასუხი რომ ვერ მიიღო, მეტად მოუჭირა თითები კაცს, პარალელურად მეტად დაეჭიმა ნაკვთები სახეზე, - გაიგე-მეთქი?! მის მჭახე ხმაზე შევკრთი... შეძლებისდაგვარად რომ დააქნია თავი საბამ, უკვე რომ აღმუვლდა ტკივილისგან უხეშად უბიძგა გასასვლელისკენ ხიდაშელმა, წაბარბაცებულმა ძლივს შეიკავა თავი, ბიძგისგან არ წაქცეულიყო... - კუთხეში ტაქსი დგას... აქედან დაახვიე საბა და გზად სადმე არ გადამეყარო! გამაფრთხილებლად დაუქნია თითი, ეზოს კარში გასულს ავად გააყოლა თვალი, ამრეზილად გამოხედა კაცმა, ისეთი შურის მაძიებელი თვალები ჰქონდა იმ წამს სისხლი გამეყინა.... ერთხანს დააპირა საშაროდ წამოყინჩულს, ხელი დაერტყა მისთვის, თუმცა შეჩერდა... თავადაც დააქნია გაუშლელი საჩვენებელი თითი, მოკუზულმა, თითქოს დაემუქრა ამით, ნელა გააბოტა გარეთ.... - ხომ გითხრეს რომ მარტო არ უნდა გამოსულიყავი?! მძვინვარედ მრუმე თვალებით მომიტრიალდა მეც, - ყველა დაკავებული იყო... უნიათოდ ვეცადე თავის გამართლება, მასთან ვერაფერს გავხდებოდი ეს ვიცოდი... - არ გაპარულიყავი ანა! - დედამ დამირეკა! და რომ გამოვპარულიყავი ვერ დამინახავდი! ტონს ავუწიე მეც, რადგან მისი აგრესია ჩემზეც მოქმედებდა, არ შემეძლო მისი მკაცრი თვალებისთვის ჩემი უსუსური მზერა დამეხვედრებინა - ტონს ნუ უწევ! გამაფრთხილებლად დამიქნია თითი, - რა?! თორე რას მიზამ?!. რას იზამ გეგა?! თავად წავიწიე მისკენ, ახლოს ჩამოვუდექი, დიდი გულით წავეჯგიმე, ნიშნად რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო... ანაზდეულად მძვინვარედ გადმოდგა მძიმე ნაბიჯი ჩემსკენ და მეც უნებურად გავხტი უკან, ვერც თავად მივხვდი ჩემი საქციელის არსს, მისი არ შემშინებია, არ ვიცოდი რას გააკეთებდა... გაჩერდა ჩემს საქციელს დააკვირდა, მშვიდი ნაბიჯით მოიწია, სიმკაცრეც გაუქრა, ახლოდან შემავლო თვალი, ნაზად მომავლო ბაგეებზე მზერა, მცირედ ჩატეხა ტუჩის კუთხე... თვალებში ჩამაჩერდა ისევ მკაცრად - ნუ მეჭიმები მაშინ როცა გეშინია! სრულად ჩამომშორდა ერთხელ დამხედა ტუჩებზე და წინ წავიდა... ძარღვებში ზათქითა და ზრიალით მიჩქეფდა სისხლი, მისი მზერითა და მეტისმეტი სიახლოვით გამოწვეული მგზებარებით ავსილიყო გული.... მალევე შეჩერდა... გამომხედა მკაცრად მანიშნა რომ მის წინ წავსულიყავი... - და მე არავისი მეშინია! მკვახედ მივახალე საჩქაროდ წასულმა და დარბაზში შესვლისთანავე ავერიე ხალხის ნაკადს.... ... - მიდი დედა რა იქნება ემათმა არცერთმა არ იციან ცეკვა, დახტუნაობენ უშნოდ გადადი აჩვენე რა არის ცეკვა... მევედრებოდა ნაირა, ხან როგორ მომიდგა ხან, როგორ ეცადა ჩემს დათანხმებას - ძალიან კარგად ერთობიან, როგორ ჩავეჭრა? უხეიროდ ვცადე თავის გამოძვრენა, - აღარ მახსოვს ცეკვა, რამდენი წელია აღარც ვცეკვავ აღარც ვასწავლი, სრულიად სხვა პროფესიას გავყევი... განვაგრძე თავის დაძვრენა, ქალმა ისე ნაწყენი თვალებით შემომხედა, სასოწარკვეთილმა, თითქოს მე უნდა მეშველა მართლაც მისთვის, რომ ჩემი ცეკვის გარეშე ეს ქორწილი არ შედგებოდა... ისე ხმამაღალზე გაჟღერდა დინამიკებშიც 'ქართულის' საოცარი ჰანგები, ერთიანად დამიარა სხეულში, თითქოს სისხლი აცეკვდა ცალკე, ძლიერი როკვით მოვარდნილიყო ტალღებად სხეულში... გული ხმამაღლა აჰყოლოდა ცეკვის რიტმს, იმედიანად შემომხედა ქალმა, - როგორ შეიძლება მე ვიცეკვო ქართული... - პატარძალმა იცეკვა უკვე რაც შეეძლო... გამამხნევა ისევ, - მეწყვილე არ მყავს... - აქ არ ვარ გოგოო?... მხარი გამკრა უხეშად აჩიმ, ღიმილით შევხედე თითქოს მასთან დავივიწყებდი ჩემს კომპლექსებს და მასთან ორიგინალური გამოვიდოდა ცეკვაც ვინაიდან 12 წელი ცეკვავდა... გოგონებს შევხედე დაუხვეწავად გაეშალათ ხელები, სიცილ-კისკისით დაფრატუნობდნენ 'სცენაზე'.... გეგას გავხედე, მამაკაცს ესაუბრებოდა ჭიქით ხელში... ერთხელ შემევედრა კიდევ ქალი გზაც გაიხსნა, აჩის გამოწვდილ ხელს შევაგებე თლილი თითები და მას გავყევი, მხერბში გაშლილი, მხარბეჭიანად დაუყვა სცენის მცირე წრეს, ისე დახვეწილად, ისე მგზნებარედ არ შემეძლო ახლა გავჩერებულიყავი, სცენის თავში ნაზად ჩამომდგარი დაველოდე მხრებში გამართული მამაკაცის მოახლოებას, ათასი წყვილი თვალი, მრავალი შურის და მრავალი სიამოვნების მზერა ვიგრძენი, სხეული ამიცახცახდა, გულიც ისე გამალებით მიცემდა, თითქოს მაფრთხილებდა რომ გონებას დავკარგავდი, სადღაც სიღრმეში კი მოკიაფე ცეცხლი ენთო, რომელიც მკარნახობდა რომ საოცარი იქნებოდა ეს შესრულებაც, შევაჩერდი მუსიკოსებს, გადაღლილი, დაღრეჯილი სახით უკრავდნენ შეკვეთილ სიმღერას, ერთიდაიგივე ცეკვებითა და უაზრო ხტუნაობით გადაღლილებს არც კი უნდოდათ კიდევ შემოეხედათ სცენისთვის.... მეტად დავიძაბე როცა აჩი დახვეწილი ძლიერი ჩასმებით მომიახლოვდა, პირ-სახე გახსნოდა, ისეთი მშვენიერი, ამაყი და ლამაზი იყო აჩი, ვერ შევძლებდი ჩემი დაძაბულობისგან გათანგული ძალებით , უილაჯოდ გამეშალა ხელი, ის ის იყო, უნდა მიმეტოვებინა შუა ცეკვაში, შეშინებულმა ავაცეცე თვალები, გეგას მოვკარი თვალი, წინ წამოსულიყო... მიყურებდა... არა ირონიულად, არა ინტერესით... არამედ ბრაზით, მკაცრად გამიქნია თავი, თითქოს ჩემს ფიქრებს მიმხვდარიყო, მანიშნა უკვე ჩემს უკან დამდგარ აჩის ნაზად ავყოლოდი... ბრძანებას უფრო ჰგავდა მისი მზერა.... დაპროგრამებულივით შევტრიალდი, ნაზად გადავდგი ნაბიჯები, ნელა გავშალე ხელები ჰაერში, ნელ-ნელა დავიწყე საკუთარ თავის, ემოციებისა და ხელის კანკალის კონტროლი, ერთი ნაზი და ლამაზი წრე, ადგილს დავუბრუნდი, მოვავლე თვალი ისევ ხალხს, შიშით და ძრწოლით, მათი უკამყოფილო თვალის დანახვის მეშინოდა ძლიერ.... გეგას შევხედე ისევ... ბრილიანტივით უბრწყინავდა თვალები, საიდუმლო შარავანდით იყო მოსილი, მეტად გავთამამდი, ახლა ნებით, თამამად გავშალე ხელები, ნაზად შემოვხვდი აჩის, ახლა გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით... დავიხიე ჰაეროვნად უკან, აღვიდგინე ის დაკარგული თავდაჯერებულობა, ის სინაზე და პროფესიონალიზმი რაც წლების წინ უდავოდ შემეძლო, როცა მუსიკოსებს წამით მოვავლე თვალი, მათ სახეზე ღიმილი, მათი კმაყოფილი, აღტაცებული მზერა რომ დავინახე, გამეღიმა...რიტმი შეიჭრა ჩემი სხეულის ყოველ ნაკვთში და მგზნებარე როკვას დაუმორჩილა... ცეკვა ისე მგზნებარედ, დავამთავრეთ, ხალხის აღტაცებაც და მათი აპლოდისმენტებიც გაუთავებლად მომეჩვენა, თავად მუსიკოსებიც ძლიერად გვიკრავდნენ ტაშს, რევერანსით დავასრულე, ისე გავედი სცენიდან. სწორედ მაშინ ვიგრძენი სისუსტე, სხეულის ძრწოლვა და ის შიში მომასკდა ტალღებივით, ცოტა ხნის წინ სრულად რომ გავაქრე.... მოვარდნილ ქალს მოვეხვიე თავადაც, თითებს მიკოცნიდა, აღფრთოვანებული, მგზნებარედ... აღტაცებული შემომცქეროდა ციცო... მას მერე მეტად თვალში საცემი გავხდი ყველასთვის, ახლა მეტი წყვილი თვალი დამსდევდა, არა მხოლოდ მამაკაცების ახლა ქალების, შურითა და აღფრთოვანებით სავსე მზერაც მამაღლებდა... თვალების ცეცებას მოვყევი, გეგა რომ ვერსად შევამჩნიე, მინდოდა მზერით მაინც გადამეხადა მისთვის მადლობა ძალებისთვის, თუმცა ის უკვე დარბაზიდან გადიოდა ლამაზ მანდილოსანთან ერთად..... თავის თბილი, გამძარცველი მაცდური მზერით, მონუსხულ გოგონასთან ერთად... .... - ყველა ახალგაზრდაო ქალბატონო, შენს გასაგონად ვერ თქვეს? —მხარი, ყურადღებისთვის გამკრა ციცომ, მონოტონურად ავათამაშე თითები მაგიდაზე - რა საჭიროა ეს უაზრო თაიგული? - სხვათაშორის თანამედროვე ქორწილია, მარტო გოგონები რატოვო და ბიჭებზეც მოიგონეს რაღაც ახალი ვნახოთ ერთი... - სისულელეა! როდემდე უნდა გჯეროდეთ ამ უაზრობების უკმაყოფილოდ გავხლართე მკლავები ერთმანეთში, ფიფქიას ჯუჯებიდან ზუსტად ბუზღუნას როლს ვირგებდი, შემეძლო კარგი დრო გამეტარებინა, მეხალისა, პოზიტივითა და ოპტიმისტურად შემეხედა ყველაფრისთვის, თუმცა ჯიუტი უკმაყოფილო ბავშვივით ვიჯექი... იძულებით წამომაყენა ნაირამ, მიბიძგა წინ წადიო, პროტესტით შევხედე, მაგიდას არ მოვშორებივარ უკან დავდექი... თუმცა მე ხომ მოწინავე მაგიდასთან ვიჯექი... რუდუნებით ემზადებოდნენ მანდილოსნები, ერთმანეთს უდგებოდნენ წინ და წინ, ირონიით შევცქეროდი, არ ვაპირებდი ავყოლოდი, მაღალ ქუსლიანებით ქაჯივით მეხტუნავა ერთი უსარგებლო თაიგულის დაჭერისთვის, - მიდი გოგო ახლოს....— აჩიც ეცადა ყოველი შემთხვევისთვის, - მეტი საქმე არ მაქვს! —თვალები ავატრიალე მობეზრებულად, თუმცა ღიმილი არ დამიმალავს, მახალისებდა კიდეც ეს ყველაფერი, გოგონების ხტუნაობა და თაიგულზე დახამება, თითქოს ოქრო ყოფილიყოს... გავინაწილე ყველას ბედნიერება იმ მომენტში, როგორ გულით ელოდნენ პატარძლის მშვენიერ თაიგულს, მართლაც არსად მენახა მისნაირი თაიგული, ზედმეტად ლამაზიც კი იყო, ღიმილით ვუყურებდი მომზადებულ, გოგონებს და მეც მათთან ერთად ველოდი როდის დაიწყებდნენ ძირს ხალიჩებივით გაშლას მის გამო... - სამი.... ორი...... დაა ბოლო ციფრი გამოუცხადებლად დარჩა, თაიგული ჰაერში რომ აღმოჩნდა, ცხვრებივით ახტუნავდნენ ჯგუფად შემდგარი გოგონები, სასაცილოდ არ მეყოფოდა ის ამბავი რამდენიმე გოგო ძირს რომ გაიშალა პატარძლის წითელი ხალიჩასავით, რომ არა ჩემს ხელებში ჩავარდნილი თაიგული... შევკრთი, თვალებს ვერ ვუჯერებდი... მეც და აჩისაც გაკვირვებისგან ოდნავაც კი დაგვეღო პირი, სირცხვილის ალმური მომედო მაშინვე ვუყურებდით ჩემს ხელებში ჩავარდნილ თაიგულს ცალი ხელით კი ვცდილობდი ჩემს ფიქრებში აწითლებული ლოყა დამემალა, - არც ახლა გჯერა? დარწმუნდები მალე ქალბატონო, — ხარხარებდა მოურიდებლად ციცო, - ეს შემთხვევითობა იყო... ავბლუყუნდი უნიათოდ, თუმცა ვის ესმოდა, აჩისაც სიცილად არ ეყო, ნიკა იკრიჭებოდა სულელივით, ერთიანად დამიარა სხეულში, შიშის ნაპერწკლებმა... ისე მილოცავდნენ მეგონა ჯეკპოტი მოვიგე... პატარძალს, მეფე რომ ჩაენაცვლა ბანტით ხელში, სწრაფად ვკარი აჩის ხელი, რომ დამდგარიყო, სხვებთან ერთად... უკან შევბრუნდი, სკამი გამოვწიე და ჩამოვჯექი, თაიგულიც უინტერესოდ დავდე მაგიდაზე... ნიკას გავხედე ისევ პატივისცემის გამომხატველად მიღიმოდა... წამოდგა მშვიდად დაავლო ხელი გეგას, რომ ისინიც შეერთებულიყვნენ, ახალ მორიგ თამაშს... შეეწინააღმდეგა ხიდაშელი, უკმაყოფილოდ შეხედა, ნიკამ, ღიმილით უთხრა რაღაც,.. უკამყოფილოდ, იძულებით წამოიწია ხიდაშელი, ანიშნა ნიკას მოვდივარო, მოშორებით დადგა, ყველას უკან ჩამოდგა. არც აჩის ედო კმაყოფილების კვალი სახეზე, მონოტონურად დაქანაობდა ადგილზე, რამდენიმე ცრუ სროლის შემდეგ მოტრიალდა ტატო, ღიმილით მოავლო ბიჭებს თვალი, თითქოს იმახსოვრებდა ვინ სად იდგა, შეტრიალებულმა ცრუდ ისროლა ისევ. შემდეგ კი ანაზდეულად მოისროლა ძლიერად შავი ბაფთა, ნიკას ხელებს დაჟინებით ვაკვირდებოდი, მაღლა აწეული ხელით ლამის ბაფთის მეპატრონე გახდა, მაშინ ვიტყოდი, რომ რამე ბედი შეიძლებოდა კიდეც ყოფილიყო, თუმცა ძლიერად ნასროლი პირდაპირ ხიდაშელს ხვდებოდა მწარედ სახეში, თავადაც რომ გაიაზრა ეს მოსალოდნელი ფათერაკი, იძულებული გახდა სწრაფად დაეჭირა სანამ სახეში შეეფეთებოდა.... ნერვოზულად გამეცინა, სანამ კი დაიჭერდა მანამ შემომხედა ციცომ, ვერ მივხვდი რას ნიშნავდა ეს მზერა... ისე აყვირდნენ, აღფრთოვანდნენ... თამადას ყვირილი ჩამესმოდა ყურებში მხოლოდ.... ეს ბედის ირონია იყო, ასე მხოლოდ ფილმებში მენახა, ან კი წამეკითხა ღვთაებრივ, რომანებში, ბევრ ძალიან ბევრ წიგნში, ზეციური მოწიწება უკავშირდებოდა ამ წიგნებს... ეს რომ მე არ გადამხდენოდა, ჩაწყობილია-მეთქი ვიტყოდი... ქირქილით, ააცალა აჩიმ ბაბთა ხელიდან, უმალ გაუკეთა გულზე, მილოცვებით დაარტყა მხარზე ხელი და სიცილითვე გამომხედა.... ..... - დავიღალე წავიდეთ უკვე... მეფე დედოფალიც კი წავიდა... ნიკას ვეწუწუნებოდი, მის მაგიდასთან ჩამომდგარი... უილაჯოდ დავიარებოდი, ქალების ჭორაობა და მეფე-დედოფალის საქციელის გმობა კი ძალიან უსიამოვნო მოსასმენი იყო, - ბიჭებს დავემშვიდობები და წავიდეთ, ღიმილით მითხრა და წამოდგა... ჯერ ისევ ცეკვავდა კარგად შემთვრალი ხალხი, ფეხზე წამოვდექი, დარბაზიც ნელ-ნელა იცლებოდა, წასასვლელად მოვემზადე ნივთები ავიღე, ნაცნობმა გოგონამ, ნინომ გამომიცეკვა ღიმილით, ნაზად აქნევდა თეძოებს, მთხოვა გავყოლოდი, რადგან მარტო მთელი ეს დრო ვერ ცეკვავდა, - აუ კარგი რაა, მავედრებელი თვალებით გამიყოლა ჩავლებული ხელით - წამოდიიი დაიცალა ხალხი, ცოტა გავერთოთ ჩვენც... მოიცადე... მოულოდნელად მიმატოვა გზად, დაბრუნებულმა სასმლით სავსე ჭიქა გამომიწოდა - ეს დალიე... - არაა! საჭესთან უნდა დავჯდეე... - ერთი ჭიქა არაფერს გიზამს, მარტო ცეკვის მუღამს გაგიხსნის, პირთან მომიტანა, მეგონა გათანგულ ძალებს არაფერი ეშველებოდა, მარდად გამოვცალე სავსე ჭიქა, დამანჭული შევაჩერდი გოგოს, რამდენიმე წამში, სისხლის დუღილს ვგრძნობდი ხელებსა და ფეხებში, კიდურებში ძალა სრულად წამერთვა, თუმცა ეს მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა... - კარგი გოგო ხარ წამოდი ახლა, ასე ლამაზი რომ ხარ ფეხზე მდგარიც დაგინახოს ხალხმა... სოფელში ვირუსივით გავრცელებული იყო რომ მოცეკვავე ვიყავი, იცოდნენ რომ ვასწავლიდი კიდეც წარსულში ბავშვებს... დახვეწილ, ძლიერი სულისკვეთებით, მგზნებარებით სავსე, თავდაჯერებული მოცეკვავე ვიყავი... ვიყავი... მხოლოდ წარსულში... მაშინ ვცეკვავდი თუ კი მარტო ვიყავი... ან კი სტუდიაში ვალდებულებით... ვიდეოებს ვიღებდი ეს ყოველივე რომ მშობლებს ენახათ, ვიცოდი მამას ძალიან ეამაყებოდა ჩემი ძლიერი ტალანტი, ვიდეოს ბრილიანტივით მანათობელი თვალებით უცქერდა, ყოველ ახტომასა, თუ რაიმე რთულ ილეთს, დიდი აღტაცებით რამდენიმეჯერ ნახულობდა ხელახლა... დედა მიუხედავად იმისა რომ არაფრის გაზიარება უყვარდა, ჩემს ვიდეოებს აქვეყნებდა ხოლმე სოციალურ საიტზე, მას მერე კი ვისაც ცეკვა ენახა, მგზნებარედ გამოხატავდნენ აღტაცებას.... ჩემს ჭაბუკებს მოვავლე თვალი მნიშვნელოვნად, იქნებ რომელიმეს შევემჩნიე, ან კი იქნებ ერთად გვეცეკვა.... ყველა ფეხზე წამომდგარიყო პატივისცემითა და მოწიწებით, სავსე ჭიქით ხელში და უფროსი მამაკაცების წინ, მათ წარმოთქმულ სადღეგრძელოს დიდი ყურადღებით უსმენდნენ.... ისე ვნებიანად, მგზნებარედ დაიწყო გოგომ ცეკვა, გაოგნებისგან ოდნავაც კი დამეღო პირი, ვაკვირდებოდი ტანზე გამოყვანილ წითელ კაბაში მროკავს... - თაიგული შენია, გართობაც შენ გეკუთვნის გოგონი... ჩემს ხელებს ჩაჭიდა გრძელი თითები ეცადა ჩემი ხელები მაინც აეცეკვებინა, იქნებ ავყოლოდი კიდეც... - ჰე ჰეე... ვერ ააცეკვეებ სოფლის მზეთუნახავს ასე მარტივად ხმამაღალი საუბრით ამომიდგა გოდუაძე, სასმელ მოკიდებულს, საოცრად კარგი ხასიათი შერეოდა, ღიმილით ჩამავლო ხელში ხელი... დამატრიალა უეცრად, ღიმილით დამაკვირდა ისევ, შუბლზე მოურიდებლად მომაკრო ტუჩები და ახლად მოსულ ნიკას გახედა წამით... - შეუბერეთ ახლა!.. მოურიდებლად გააქნია გოდუაძემ თეძოები, სახეზეც ისეთი მონდომება დატყობოდა ქვედა ტუჩი მოექცია კბილებში, მუშტები მოეკრა და ოდნავ ჩამუხლული აქნევდა სხეულს... მაშინ გადავიკისკისე გულიანად, არც დაფიქრებულა ნიკა უმალ ჩამავლო ხელში ხელი, ანაზდეულად დამატრიალა, სხეულზე ამიკრო და უნებლიეთ ამიყოლია ცეკვაში, სიცილით დავარტყი კაცს ხელი, სწრაფად მოვშორდი აცეკვებულს... ნინო ეცადა ისევ ჩემს დაბრუნებას, ხელში ჩამჭიდა ხელი, ისე ააცეკვა თეძობი... მათ შემხედვარემ მეც უკვე თამამად გავარხიე სხეული, სხეულს მივენდე სრულად უმცირეს დეტალებამდე შეეგრძნო ნელ-ნელა სიმღერაც და მგზნებარე როკვას მიეცა თავად... ვერც შევამჩნიე დათო როდის შემოგვიერთდა, ჯგუფურად მოცეკვავეებს, მიუხედავად დაცოტავებული ხალხისა და ფიქრების რომ მინიმალურ ყურადღებას მივიქცევდით, ხმამაღლა გვაქო მიკროფონშივე თამადამ, მოკლედ გვადღეგრძელა მოცეკვავეები... მგზნებარედ ვიხრებოდით მეც და ნინოც, წარმავალი დროით დამავიწყდა კიდეც სად ვიყავი, ან კი ვისი თვალი დამყვებოდა, ან კი ვინ იმყოფებოდა დარბაზში, უდარდელ როკვას მიმეცა სრულიად სხეული, ნაზად დავარხევდი თეძოებს... ცეკვისგან გადამცვენოდა თმა ერთ მხარეს, მომშვიშვლებოდა ზურგიც, არ მიკონტროლებია ჩემი ვნებიანი, მიმზიდველი ცეკვა, მე ხომ სრულიად სიმღერის რიტმს ავყოლოდი, წამით მინაბული თვალები რომ გავახილე, ვიგრძენი როგორ ჩამოდგა მე და ნინოს უკან უცხო მამაკაცი, ერთხელ გავხედე მხოლოდ ავად შევათვალიერე, ნაპირზე მოცეკვავეებს დაგვიდგა უკან, დიდად არ მიმიქცევია ყურადღება, ადგილი ვიცვალეთ, რადგან მამაკაცის მზერაც ზედმეტად დაჟინებული იყო და ამას ნინოც არასასიამოვნოდ გრძნობდა... ცეკვა შევანელე, სითამამე სრულად გავაქრე, ყურადღებით ვიყავი უცხო მამაკაცთან... კაცი ადგილს მოშორდა მისთვის არ შემიხედავს ნინომ მითხრა ცდილობს ცეკვაში აგვყვესო, მოშიშვლებული ზურგი ისე ამეწვა მეგონა ცეცხლი მეკიდა, ავად შევტრიალდი, თუმცა ჩემს უკან უკმაყოფილო ხიდაშელი ჩამოდგა... შევკრთი, ანაზდეულად ამიძგერდა გული, სანუკვარ გრძნობასავით სასიამოვნოდ ჩამეღვარა სხეულში რაღაც... ეს უკანასკნელიც იმდენად ახლოს იდგა, ერთი უკუნაბიჯიღა იყო საკმარისი, მის ძლიერ სხეულს ავეკრობოდი ზურგით... გაფიქრებაც კი არ მქონდა დასრულებული მასთან სიახლოვის სანუკვარი წუთებიც არ დასრულებულიყო... მოურიდებლად, უცაბედად, შემიცურა წელზე ხელი... პანიკურად მოვავლე თვალი ნიკასა და ირგვლივ ხალხს, მარდად ავხედე პროტესტით, გულისა და ლტოლვის დაუმორჩილებლობით... რას აკეთებ-მეთქი უხეშად შევაჩერდი... თავისკენ რომ მიმიზიდა, მის ცხელ ძლიერ სხეულზე რომ ავეკარი... ერთი სიკვდილი მოვკვდი, წამით დავიწყებოდა გულსაც ძგერა... ახლა ჩხუბი იქნებოდა?.. ნიკამ რომ მოგვკრა თვალი შევამჩნიე, ერთიანად გაიარა ძლიერმა ძაბვამ ჩემში შიშისა და გეგას შეხებით გამოწვეულმა.... არც ის ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ან გეგას დამაბნეველი საქციელი თავად მე როგორ უნდა გამეგო... მთვრალი იყო გეგაც და ნიკაც, ახლა მათ შორის რომ უთანხმოება და პოლემიკა მომხდარიყო, ფერფლად ვიქცეოდი - გეგა ხელი გამიშვი!.. ახლავე! მძვინვარედ ამოვილაპარაკე, დაძაბულმა დავხედე იატაკს... მისი სუნთქვა მეფრქვეოდა კისერზე, მთელი სხეული მტკინვეულად მეხორკლებოდა, მჩხვლეტავი არსებები ჭარბობდნენ ჩემს სხეულში, გულთან ახლოს, თუმცა სასიამოვნო იყო, ყოველი მისი თითების გამოძრავებაზე, ჩემს მუცელზე რომ მოხვეულიყო, თვალები მინდოდა დამეხუჭა, ცოტახანს შემეგრძნო ეს უცხო, მგზნებარება, უცხო ვნებითა და სიამოვნებით სავსე გრძნობა, ეს აკრძალული შეხება... ვცდილობდი ჩემს უგვანო ემოციებს არ გავეყიდე, , ცნობიერება არ დამეკარგა... ანაზდეულად ვიგრძენი მისი თითები ზურგზე... ნაზად გადამიწია თმა, თან გადაატარა უხეში სასიამოვნო თითები მოშიშვლებულ კანს, სუნთქვა შეკრული შევიგრძნობდი მის შეხებებს.... ისევ ზურგზე ჩამომაფარა თმა... - ასე ნუ ცეკვავ!.. დახრილმა ამოილაპარაკა ჩემს ყურთან... თრთოლვარედ გავხედე, დახრილს, ჩემს სახესთან რომ ჰქონდა ბაგეები, ლამის ტუჩებით მივეწებე მის ტუჩებს... ყველაფერს უმცირეს დეტალებამდე შეიგრძნობდა ჩემი სხეული, გონებაც დეტალურად იბეჭდავდა, თითოეულ სიახლოვეს მანძილსა და მილიმეტრებს... ოდნავ გაეღიმა, წამით მომავლო ათრთოლებულ ტუჩებზე თვალი, - მგონი არ გჭირდება ხანში შესული მამაკაცები... დასაოჯახებლებიც ჭარბად გყავს... მაშინ ამოვხსენი მისი საქციელის ამოცანა, უცხო კაცს შევაჩერდი ბრაზით სასოწარკვეთილი გვაკვირდებოდა და მის იმედ გაცრუებას, შეძლებისდაგვარად აცეკვებული ფარავდა... ნელ-ნელა ჩამოგვშორდა, მალევე მიიპარებოდა გასასვლელისკენ, ერთბაშად გაქრა ადგილიდან ხიდაშელიც, გაპარულ მამაკაცს დინჯი ნაბიჯებით დაეწია... უხეშად ჩაავლო მკლავში ხელი და დარბაზიდან სრულად გაიყვანა.... .... ჩაბნელებულ სცენაზე, მშვიდ მოწყენილ მელოდიაზე, ვიდექი ნიკას წინ, ნაზად მომეთავსებინა მის ხელში ხელი, ემოციებისგან გათანგულს აღარ შემწევდა ძალა რაიმე მეგრძნო კიდევ, თითქოს ვისვენებდი კიდეც იმ ძლიერი ემოციების დატვირთვისგან რასაც ხიდაშელის სიახლოვე, ან კი მზერა გამოყოფდა... - არ ფიქრობ რომ რამეს მიმალავ? —მოულოდნელ ხმაზე შევკრთი, ჩაფიქრებულმა ავხედე მამაკაცს, სევდიანი, იმედგაცრუებული მზერით მიყურებდა, თითქოს სწორედ ამის გამო მორიდებულად ცდილობდა შემხებოდა, - რას უნდა გიმალავდე? —გაკვირვებულმა ავიჩეჩე მხრები თითქოს ვერ მივმხვდარიყავი - მისმინე თუ ბიჭებზე ამბობ... აჩი ჩემი ყველაფერია, ჩემი ოჯახის წევრია ნიკა... უზომოდ მიყვარს და ბავშვობიდან ერთად ვიზრდებით.... დათოსთანაც ასევე ახლოს ვარ ჩვენ ყველა ერთმანეთის ყურებით გაზრდილები ვართ, ჩათვალე ვუყურებდე აჩის, როგორც უფროს ძმას, დათოს კი ჩემს ნათესავად... ნურაფერს დაიწყებ გთხოვ... - ამაზე არც არაფერს გეუბნები ანი, ეგ ხომ ისედაც ვიცოდი... ვიცი როგორი ურთიერთობაც გაქვს და არც მათში არასდროს შემეპარება ეჭვი, უსიკვდილოდ.... - აბა რაზე გსურს საუბარი?.. ნასვამი ხარ და მემგონი ზედმეტად მიგაქვს ყველაფერი გულთან... - ასე ფიქრობ? პასუხად თავი დავუქნიე მხოლოდ, კდემამოსილმა დავხარე თვალები, შემრცხვა კიდეც შემეხედა მის ალალ თვალებში, მას შემდეგ რაც ისევ ის გამოვიდა დამნაშავე... - წავიდეთ რა, ცეკვა შევაჩერე, სწრაფად გავერიდე, თვალებშიც არ შემიხედავს, ისე გავეშურე ბიჭებისკენ, მაგიდიდან თაიგული ავიღე და აჩის ამოვუდექი გვერდით, რომ მისთვისაც მეთქვა წასვლის შესახებ... მამაკაცს ესაუბრებოდა, უსიტყვოდ ამოვუდექი გვერდში, მორიდებით შევაცქერდი მის მამაკაცურ პროფილს... თავად შეწყვიტა საუბარი... მზრუნველად გადმომხედა, მომლოდინე მზერა მომაბყრო - მივდივართ ჩვენ, ხალხიც დაიშალა თან... სანამ ვინმე გაგიჟებულა და ტრადიციისამებრ ჩხუბს წავსწრებულვართ წავალთ, - თბილისში არ წავა ხო? - გააფრინე აჩიიი?! სიცილი ვერ შევიკავე მის სერიოზულ კითხვაზე, თითქოს შუაღამისას რამე ავტობუსი დადიოდა ან კი თავად ნიკა შეძლებდა ნასვამი დამჯდარიყო საჭესთან... - მომწერე როცა მიხვალ, აივანზე საღამურებით არ დაგინახო და საერთოდ არც გამოხვიდე, დაეტიე ოთახში, — ეჭვიანი ქმარივით გამფრთხილა თითქოს ვინმე ჩემს მოტაცებას გეგმავდა, - ან და, დაგველოდე ვიშლებით ჩვენც უკვე — კარგი-მეთქი დავეთანხმე და მანამ მოვტრიალდებოდი მის სავსე ჭიქას მოვავლე თვალი, არცერთი არ მოსულიყო საკუთარი მანქანით, მათ ხომ დალიეს კითხვით შევუბრუნდი ისევ - აჩი, თქვენ ვინ გაგიყვანთ? მხრები აიჩეჩა...მოვიფიქროთო საჩქაროდ მითხრა და კაცს გამოესარჩლა... გარეთ გასულმა მოვავლე თვალი შადრევანთან ხიდაშელსა და ნიკას. თითქოს არცერთი არ იყო ერთმანეთისთვის სანაქებო, დიდად არცერთს მოსწონდა ერთმანეთი, არც მალავდნენ ამ ყოველივეს, თუმცა მაინც ერთად იდგნენ, მაინც საუბრობდნენ, თითქოს მთელ ქორწილში მათ წყვილს ვხედავდი მხოლოდ... ვიდექი გარეთ ბიჭების წინ... გრილი ჰაერი დაქროდა, მგზნებარედ დამივლიდა სხეულში, სიცივისგან დატოვებული ჟრჟოლვა.. - დავიტანჯე ტკივილისგან მიხურდა ფეხები, ტერფები ისე ამხურებოდა თითქოს უზარმაზარი წყლულები გამჩენოდა, მეგონა ვეღარასდროს გავივლიდი, ვაბაკუნებდი ფეხებს ძირს, რომ მეგრძნო მათი არსებობა ჯერ კიდევ... ბიჭების მშვიდი, დაბალ ხმაზე მუსაიფი, ლეწვისა და ღრიალის ხმებმა ერთბაშად, რომ ჩაანაცვლა ელდანაკრავი შევხტი... ინტერესმა და ინტრიგამ ჩაანცავლა შიში, მალულად შევიხედე დარბაზში... ბიჭებისთვის ვერაფრის თქმა ვერ მოვასწარი ისე დაიძრნენ დარბაზისკენ... დავიბენი... უნებურად მეც წავიწიე, ბიჭებს რომ გავყოლოდი, ერთბაშად გამაკავა ხელმა, დამფრთხალმა მოვავლე თვალი სათითაოდ ყველას, თუმცა როცა ყველა ჩამომშორდა, მაშინ დავაკვირდი დარჩენილ, ხელის პატრონს. ინტერესით... აზიდული წარბებით მომჩერებოდა... - შენ სად მიდიხარ? ირონიულად დამხედა ხიდაშელმა, ჩემს მაჯაში ჩავლებული ხელით მიმიზიდა თავისკენ... ძლივს შევიკავე თავი სხეულზე არ შევწებებოდი, გამალებით ამიძგერდა გული, მიყურებდა მისი ნაცნობი დამატყვევებელი, ირონიული, მიმზიდველი მზერით... - არ თქვა, რომ შენც აპირებ ჩხუბში გარევას... თავხედურად, მაცდურად შემათვალიერა ... ისე მოქაჩა მძლავრად დაპატარავებული სიგარეტი, თითქოს გულის სიღრმიდან, ამოისუნთქა სიგარეტის ბოლი და ნამწვავი შორს მოისროლა... შორს გაუშვა კვამლი... ის მინიმალური მანძილიც რაც კი ჩვენს შორის შეუმჩნევლად დარჩენილიყო, მეტად შეამცირა... სხეულზე შემეხო, ვეხებოდი მის ძლიერ, მამაკაცურ სხეულს, რომელიც ელექტროდენს ატარებდა ჩემში... შიში რომ ვინმე დაგვინახავდა, რომ ეს სიახლოვე არ იყო ჩვეულებრივი, ერთაბაშად ამიკიაფდა თვალებში, სურვილი და ლტოლვაც მისი სიახლოვის, მონოლითურად გავაქრე ჩემი გონებიდან.... უხეშად აქნეული ხელით მოვიშორე მისი გახურებული თითები... ავად შევაჩერდი თვალებში, - ეგ შენ არ გეხება გეგა! გარდა ამისა რომ მოვინდომო შენზე უკეთ მაინც გამომივა! დავემანჭე, გაცხარებული ჩამოვშორდი, გაგულისებული წავედი გაჭირვებით დარბაზისკენ... სამარცხვინოდ გამძვრა ცალი ფეხსაცმელი, ერთიანად შვება და ტკივილი ვიგრძენი სწრაფად რომ დავადგი ფეხი ცივ ფილაქანზე - ჯანდაბაშიც წასულხარ! დავიკნავლე. რაც მიწაზე ფეხი დავდგი, თავი გალიიდან გამოფრენილი ბულბული მეგონა, ფილაქანიც კი რჩვილ ფაფუკ მინდორად მომეჩვენა იმ წამს... - შშ! პატარა ხმაურით მიიქცია ჩემი ყურადღება მაყურებელმა, გამეხებულმა გავხედე ისე თითქოს აფთარი ვყოფილიყავი და ჩემს წინ საუკეთესო ნადავლი მელოდა, - იჩქარე ძვირფასო... შემოაკვდებათ ერთმანეთი... ერთბაშად დამიარა სიმხურვალემ მის ირონიაზე, ასეთი სასტიკი როგორ იყო? ბრაზით გავიძრე მეორე ფეხსაცმელიც იქვე დავტოვე და უკვე თავისუფალი ტერფებით, მწარე სიამოვნებით შევედი დარბაზში... მალულად შევაჩერდი ჩხუბის ინიციატორს... სულ არ გამკვირვებია, ეს ნაცნობი მამაკაცი სწორედ იმ ერთერთის ძმაკაცის მამა იყო, რომელიც ჩემს მოტაცებას გეგმავდა, ამ უკანასკნელის შვილი "გამტაცებელის" ინოციატორს მარჯვენა ხელად ედგა... კაცი გათიშულს ჰგავდა, თითქოს ბოლო ლეველისთვის მიეღწია და პროგრამაც გაჭედილიყო, ახლა კი უკონტროლოდ აკეთებდა ყველაფერს... დიდი ნებისყოფით აკავებდნენ ჩემი თაყვანისმცემლის მამას... ... - დაიკარგე აქედან, სწრაფად! —ხმამაღალ ხმაზე რომ ჩამომიდგა აჩი ანერვიულებული უცაბედად, შევხტი, - შემეშინდა!.. წამოდი შენც რაც უნდათ ის ქნან რა აჩხუბებთ საერთოდ, —აკვირვება ვერ დავმალე, აჩიმ ხელახლა გამიმეორა, ათრთოლებულმა მიბიძგა, ცადა სასწრაფოდ მოვეშორებინე დარბაზს თუმცა, რადგან, ვერაფერი გამეგო გავჯიუტდი, ადგილიდან არ ვიძვროდი, უკვე მკლავში ჩამავლო გოდუაძემ ხელი იძულებით აპირებდა ჩემს გაყვანას... - შენი ბრალია! — დაიგრგვინა კაცმა, ისე მუსიკის ხმაშიც კი ექოდ ჩამესმა მისი ხმა, აჩის მზერაზე შევტრიალდი უკან... ჩემსკენ გამოშვერილ თითზე შევხედე აწითლებულ მთვრალ კაცს, რომელიც ჩემს მოპირდაპირედ ფეხზე ძლივს მდგარი თითის მოშვერით მანიშნებდა... ის მცირედი თითზე ჩამოსათვლელი ხალხიც მკვეთრად გადაიწია, თითქოს მამაკაციდან ჩემსკენ მოსასვლელი გზა გახსნეს - მაპატიეთ?..— გაკვირვება ვერ დავმალე, დაბნეულმა ავაცეცე თვალები, - შენი ბრალი იყო ჩემმა შვილმა ასე რომ დაკარგა თავი... ასე რომ დაიმცირა თავი... — მსაყვედურობდა შორიდან. ხელს არავინ უშვებდა, რომ არ წაქცეულიყო, მასაც ჩემსკენ გამოეშვირა რობოტივით თითი და ბანცალით მოიწევდა ჩემსკენ, ავნერვიულდი, ძველი დროის გახსენაც და ახლა ეს კაციც ერთმანეთს რომ ემატებოდა, ძრწოლისგან შევიბოჭე, ყურადღების ცენტრში ყოფნაც რომ ვიგრძენი მეტად ამიცახცახდა სხეული, საკუთარი თავის წყევლა კრულვით გამომევსო გონება, ასეთი უბედო და ჯიუტი რომ ვიყავი - ჯერ თითი ჩაწიე!.. — გამაფრთხილებლად ამოილაპარაკა, თან ბრაზის ფონზე აღრჭიალებდა კბილებს გოდუაძე, ავად უყურებდა კაცს. გამაფრთხილებლად გამოუცრა კბილებში, ისე ჩააწევინა ჩემსკენ მოშვერილი თითი. მეც კულმინაციისგან შეშინებულმა ჩავავლე მკლავში გოდუაძეს ხელი - აჩი, წავიდეთ, არაფერი თქვა... —ვუჩურჩულე შეშინებულმა - ხელი ჩაწიეს განახებ!... — უთავმოყვარეოდ აწია კაცმა დასარტყმელად ხელი, წინ წამოიწია, თუმცა სხარტად გაკოჭა მის უკან გამშველებელმა ბიჭმა... მეგონა მალე დასრულდებოდა ეს მორიგი წიკები, დათო და გიორგი რომ უკან ამოგვიდგნენ ერთიანად გავიყინე, მივხვდი ეს უკვე არც ისე მორიგი აღარ იყო. ნიკაც ბრაზისგან დაჭიმულიყო, მუშტებს კრავდ შორიახლოს მდგარი, თუმცა ვერაფერს ამბობდა, რადგან მან არაფერი იცოდა. ისიც ვერ გაეგო რაზე საუბრობდა კაცი. სრულად აჩის მიაბარა ჩემი თავი... მე კიდევ ძლიერად ჩავებღაუჭე აჩის, ლურჯი თვალები კუპრივით შავად ექცია, თვალ მოუშორებლად გაუნძრევლად აკვირდებოდა კაცს, თითქოს მისი ერთი კიდევ ზედმეტი ქცევა და ვერავინ გამოწიწკნიდა ხელიდან - აჩი! წავიდეთ... შემომხედე გთხოვ... მის წინ მდგარს რომ არ მიყურებდა, თითქოს ვერ მამჩნევდა, სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, შიშისგან ვცახცახებდი, ვცდილობდი არ მიმექცია ყურადღება კაცისთვის, რომელიც ვერც იაზრებდა რას აკეთებდა. მას ყოველთვის ასეთი საშინელი სიმთვრალე ჰქონდა, ქორწილი არ არსებობდა, სადაც იყო და მშვიდობიანად დაესრულებინა, მთელმა სოფელმა იცოდა ეს, თუმცა ახლა განსაკუთრებული შემთხვევა იყო... - აჩი გევედრები შემომხედე, — ამოვიტირე უცრემლოდ, წასვლა მინდოდა მაგრამ აჩის გარეშე ვერ გავიდოდი, ახლა კი ის არ იძვროდა ადგილიდან, სახეზე წავავლე ხელები რომ გამომეფხიზლებინა რომ ჩემთვის შემოეხედა ისევ ლურჯი თვალებით იძულებით დავაწევინე თავი ჩემსკენ, ვიცოდი გაამართლებდა ჩემი მზერა, ვიცოდი თუ შემომხედავდა დამიჯერებდა... სწორედ ის მაშინებდა რომ არ მიყურებდა, - აჩი მეშენია... გევედრები წავიდეთ! მთვრალია! — თვალებზე მომდგარი სითხე ძლივს გავაკავე, რომ ერთიანად არ დაშვებულიყო ლოყაზე ჩანჩქერად... - წაიყვანე აჩი სახლში, მთვრალია ხო იცი ამის ამბავი? არ შეგვარგებს არაფერს. — ნაირა ჩაგვეჭრა მორიდებულად შეახო მკლავზე მანაც ხელი, ამჩნევდა, როგორ დაბერვოდა ბრაზისგან აჩის ვენები მკლავებზე... კაცი ქანცგამოულევად ლაპარაკობდა ჩემზე, აჩიც დეტალურად იმახსოვრებდა მის უწმაწურ სანალძღავ სიტყვებს... წამით მოვკარი ხიდაშელს შემოსასვლელისკენ რომ მოდიოდა დინჯი ამაყი ნაბიჯებით.. - ღმერთო გადმომხედე... არ შემოუშვათ! ნიკა გევედრები უკან გააბრუნე, გაიყვანე, არ შემოვიდეს! შიშისგან გადმომცვივდა ცრემლები, ახლა მართლა აღარაფერი გააჩერებდა აჩის, ან კი ხიდაშელს რა მოასვენებდა... ვერ ვიტანდი უთანხმოებას... ყოველთვის მეშინოდა იმის რომ ვინმე ჩემს გამო იჩხუბებდა, ყოველთვის მეშინოდა რომ ჩემს გამო ვინმეს რამე დაემართებოდა... ამიტომ არავის არაფერს ვეუბნებოდი არასდროს... მათ შორის არც ხიდაშელს, რადგან ის დაუფიქრებლად ჩაიდენდა რამე გამოუსწორებელს, დაბნეული ნიკა დამემორჩილა დაპროგრამებულივით წავიდა გეგასკენ... მიკვირდა ბიჭების სიმშვიდე, მაგრამ ისინიც მშვენივრად ხვდებოდნენ რა მდგომარეობაში იყო ახლა კაცი, ამიტომ აჩის ელოდნენ თითქოს, - შენ გამინადგურე მე სახელი! გააგიჟე სოფელი! ჩამოსული ბუნების შეცდომა ხარ!... — დამიგრგვინა კაცმა, ანაზდეულად ისე ძლიერად მოუქნია აჩიმ კაცს მუშტი, კაცი ძლიერად დაემხო აულაგებელ მაგიდას... გავქრი... ფერები მეცვალა, გული თავის საზღვრებს გასცდენოდა ახლა სრულიად სხვაგან დაიწყო შენელებულად ძგერა... თავზე წავივლე ხელი ქალების შეკივლებაზე, სირცხვილისგან ერთი სიკვდილი მოვკვდი, შიშისგან დავიფერფლე... ხვალ რა იქნებოდა, მთელ სოფელში გაჟღერდებოდა ამ უკანასკნელის საქციელი, აჩი გოდუაძემ კაცი გალახაო, ადგილს შევეყინე, გეგა ვერც ნიკამ გააჩერა და ვეღარც ვერავინ გააჩერებდა აწი,... შიშიგან მცვიოდა ცრემლები სწრაფად დავავლე მაჯაში ხელი, კაცი მართლა გასაკავებელი გახდა, ორი იჭერდა იქით-აქედან, ათას სალანძღავ სიტყვას იყენებდა, რამდენჯერ გამომრია მეც მის ბინძურ სიტყვებში, კისერს მოუგრეხდა ალბათ აჩი.... მეც, ნაირაც, იქ მყოფი ქალები ყველა ერთად ვუჩიჩინებდით აჩის რომ არ ღირდა, ყველა ვცდილობდით აჩისთვის აგვერიდებინა უთანხმოება, თითქოს დავიყოლიეთ, თავისით გამომყვა, გამოვიდა თავისი მაგიდისკენ... არ გავყევი ნიკას მოვავლე თვალი რომ მენიშნებინა სწრაფად წავსულიყავით იქიდან... ჩემზე გადმოიტანა კაცმა ისევ იერიში, ვერც იაზრებდა რომ ამით ამწვავებდა ყველაფერს, რომ მეტად აღიზიანებდა ბიჭებს - შვილო შენც წადი, არ არის ეს კაცი ჯანმრთელი სანამ ამ ბიჭებს მიუქარავთ მოერიდე, — გამაფრთხილა თუ არა ქალმა, მაშინვე დავყევი მის სიტყვებს სწრაფად მოვიწმინდე ცრემლები და ერთხელ შევხედე კიდევ, - შენ რომ არა, სოფელში ისევ სახელი გვექნებოდა.... — განაგრძო, ჩხუბის თავიც არ ქონდა კაცს, მაინც არ მეშვებოდა, მაინც ცდილობდა ჩემი გალანძღვით მოეფხანა გული... ისე სწრაფადვე გავქრებოდი იქიდან, როგორც სანთლის ცეცხლი ქარში... ოღონდ მხოლოდ ამით დასრულებულიყო... ფიქრიც არ დამცალდა ისე ჩაერია გაწონასწორებული, მოზომილი ბოხი ტემბრის ხმა - ანა თუ შენი ახვარი შვილი რომ არა?!.. მთვრალი ხარ მაგრამ ვერ იაზრებ რა მდაბიო შვილი გყავს თენგიზ?.. _ შორიდან დასძინა გეგამ, ირონიულად ჩაეცინა, წინ მოზომილი ნაბიჯემით მიუახლოვდა მამაკაცს ისე ჩამოუდგა წინ... ფერები მეცვალა სახეზე თითქოს ცოცხლად დამარხულს, მიწის ბოლო მუჭა მეცემოდა სახეზე... არც დაბალი მუსიკისა და აღარც არავის ხმა მესმოდს გარდა ხიდაშელის, კონტროლირებადი ტემბრი და თენგიზის ლაქ-ლაქი - ქალის მოტაცება მაშინ? მაპატიე.... ჯერ ბავშვი იყო იმ დროს!... როცა არც ცოლობის და არც სიყვარულის სახით იყო დაგეგმილი მოტაცება.... შენ ეს დანაშაული საერთოდ არ გგონია თენგიზ?! თუ ფიქრობ რომ შენი შვილი სოფელმა გაზარდა?! შენი სირცხვილია შენი შვილი! როგორც აღზარდე, რაც ასწავლე, რაც ჩაუბეჭდე იმას აკეთებს... მთელმა სოფელმა იცის სიმართლე! ვერავის ახალს ვერაფერს ვერ ეტყვი, ყველა კუთხე კუნჭულიდან შემოწმებული და გაჭორილი ხარ თენგიზ... და მაშინ როდესაც დალევის ტრ*კი აღარ გაქვს... ნუღა სვამ, ნუღა ირცხვენ თავს ხალხში...— ეს მშვიდი ხმა არც ჯსე ხიფათის მომასწავლებელი იყო, ვენები მასაც ისე დაბერვოდა მკლავებსა და კისერზე, მეგონა წუთი წუთზე დაუსკდებოდა და ბრაზისგან სისხლის ერთიანად შეყრილი ტალღა დაიღვრებოდა მამაკაცის მოკეცილ კიდურებთან.... მძვინვარედ აჭერდა კბილებს ერთმანეთზე დაჭიმული ნაკვთებით ზომავდა ტონს ხიდაშელი, ლამის კბილებში უცრიდა სიტყვებს - ამ გოგოს მადლობა უნდა გადაუხადო თენგიზ... ახლა შენი შვილი სახლში რომ აგდია და არა ოთხ კედელში ვირთხებთან!..— განაგრძო დაუმალავი ზიზღითა და ბრაზით, რომელიც ახლა გამოააშკარავა - შენ არ იცი გეგა! მაგის ბრალია რომ გადაირია ჩემი შვილი... — თითქოს მორიდებულად ამოიგრგვინა გოდებით კაცმა, დაშოშმინებულიყო გეგას წინ, ზომავდა სიტყვებსა და ჩუმად უსმენდა გეგას მონოლოგს, მანამ ხიდაშელი საუბარს არ დაამთავრებდა - რადგან ლამაზია გარეთ გამოსვლის უფლება არ აქვს?! არ აქვს უფლება ლამაზად ჩაიცვას? რომელ საუკუნეში ხარ თენგიზ?! მართალი ხარ შენ რამდენი ბიჭს აბნევს, ან დღეს რა აცვია ამას შეხედე.... ისე მოულოდნელად ჩამავლო მაჯაში ხელი შიშისგან ავცახცახდი ხელახლა, თითებში მიცემდა გული ძლიერად... კაცის წინ ჩამომაყენა ხიდაშელმა უხეშად, კაცთან მაქსიმალურად ახლოს, მეც თვალებ დახრილი ვცდილობდი შიში დამემალა.... .... - მოდი ვირზე შევსვათ! ჩავქოლოთ... აქამდე უნდა გაგვეკეთებინა ეს, რატომ იყო ლამაზი?! ლაფი ვესროლოთ თენგიზ.... მძვინვარებისგან აწითლებულიყო კაცი, უსიტყვობისგან ძალზედ გაბერილიყო, თითქოს ახლა გასკდებაო ისე გადიდებოდა თვალები, თუმცა მაინც ვერაფერს ამბობდა, დუმდა და უსმენდა, იცნობდა გეგას, მისი ბავშვობის ხასიათიც იცოდა, რომ უკან არაფერზე დაიხევდა, მითუმეტეს ჩხუბში ისიც იცოდა რომ გეგა მხოლოდ მაშინ იწყებდა საუბარსა და კამათს როცა მართალი იყო ალბათ ეს აკავებდა ამ უკანასკნელს, ჯერ სრულად არ დაკარგვოდა ცნობიერება შეძლო გაერჩია ვინ ედგა წინ... - არაფერი გაუკეთებია ისეთი რომ შენი შვილი გადარეულიყო.... მეტიც შენ ძაღლ შვილს არც კი იცნობდა თენგიზ!.. ამდენი წლის მერე რომ განიხილავ ეგეც არ გრცხვენია! — კაცისკენ, რომ გაიწია, ელვანაკრავივით შევტრიალდი, სწრაფად მივაჭირე მკერდზე ხელები... - გეგა საკმარისია, წავიდეთ... დიდი შიშისგან გაჯერებული ნერწყვი ძლივობით გადავაგორე ყელში, ესეც ისე მძიმე და მწარე იყო თითქოს ბასრი შუშის ნატეხი გამეყოლებინა თან... მეც მძვინვარედ დამხედა, შესამჩნევლად ამითრთოლდა ტუჩები, სითხით სავსე თვალებით შევაჩერდი - საკმარისია ჩემი შვილის სიძულვილი.... — ტუჩები დაებრიცა კაცს, ნერვოზულად ახტა, უხეშად მოიქნია ხელები ისე ჩამოიშორა გამკავებლები, - ასეთი არ არის!... გაიგე რამაზ?! არ არის ჩემი შვილი არაკაცი!... თითქოს ტირილისგან მომდგარ ბურთს შეეცვალა ხმა მისთვის, ტკივილი, დამცირება, სისუსტე და სასოწარკვეთილი ხმა ამოუშვა კაცმა ერთიანად, შეუტრიალდა მას ვისთანაც უპირველესად მოუვიდა უთანხმოება... ნერვოზულად უცახცახებდა ქვედა ყბა, ნასვამს მომდგარი ემოციების შეკავებაც გაუჭირდა, გეგას გამო ვერ დაიცალა, ვეღარაფერი მითხრა, ის ნეგატიური ემოცია კი მოზღვავებულად ადგა კარს.... - მე მსგავსად არ გამიზრდია, არ არის არაკაცი რამაზ!.. მეორედ გაიმეორებ და ყელს გამოგჭრი იცოდე! — უხეშად ჩაავლო ხელი ხიდაშელმა მძრწოლვარე კაცს გასაჩერებლად,.. მეც შიშისგან მოვუჭირე ხელი მკლავზე გეგას... - სხვაში ნუ ეძებ პრობლემას... შენში ეძებე!.. სადღაც რაღაც შეცდომა დაუშვი აშკარად... შენი შვილი არავის სძულს, მთელმა სოფელმა მიიღო ისეთი როგორიც არის..., კარგად დაფიქრდი თენგიზ! შენი შვილი მან გადარია... —ჩამავლო წელზე ფრთხილად ხელი, ჩამომაყენა კაცის წინ. მანაც ისეთი იმედგაცრუებული გულნატკენი მზერა დამასო მისთვის მინდოდა ახლა მეტირა შეუჩერებლად, მისი საცოდაობითა და ტკივილით, მინდოდა მის გულში კიდევ მეტად ჩამეხედა... - მან დააბნია თენგიზ თუ ქალის ხამმა საბამ? მან აიყოლია შენი შვილი.... მას მოსთხოვე პასუხი... უხეშად უშვა ხელი სწრაფად მივუახლოვდი, დავიწიე გეგასკენ, აცახცახებული თითები ჩავავლე მხურვალ მკლავზე - აღარაფერი უთხრა წავიდეთ გეხვეწები... — ჩურჩულით ავხედე უმალ მოვიწმინდე ჩამოვარდნილი ცრემლი... მეშინოდა, მრცხვენოდა, ნერვიულობისგან მიცახცახებდა, მიძრწოდა სხეული, მეშინოდა ამ რიდსა და სიმშვიდეს არ გადასცილებოდა თენგიზი... - ჯერ ახლა დავიწყეთ, — დაბალხმაზე მითხრა, დამხედა შეშინებულს ატირებულსა და მძრწოლვარეს, გაეღიმა, ჩაეცინა ბოროტულად... ახლა ის დასცინოდა ჩემს შიშს... ბრაზიც კი გამიკრთა შიშისგან შებოჭილ თვალებში, ტუჩებ დაბრეცილმა მივარტყი მუცელზე ხელი. კიდევ მეტად გაეღიმა, თბილად, მზრუნველად, იმედის მომცემი და საბურველში გამხვევი ღიმილით, გამიკავა ხელები, ცხელ ხელებში მოიქცია ჩემი ხელები და ირონიული ღიმილიც ისევე ჩამოშორებოდა, როგორც ხეს მოწყვეტილი ფოთოლი - საკმარისია... ახლა მეტად გაბედულად ვთქვი, სანამ კაცი დამშვიდებულიყო, გარეთ გაიყვანეს დასამშვიდებლად, განა დრო აღარ იყო? აქამდე გაეყვანათ, რატომ ასაუბრებდნენ. გეგას ხელებიდან გავინთავისუფლე ხელები თავად ჩავჭიდე მის ხელს ხელი და ნაირას შევუბრუნდი - ჩვენ წავალთ... ვწუხვარ მსგავსი დასასრულის გამო, გულწრფელად ვუთხარი ქალს და ცალი თავისუფალი ხელით მოვიწმინდე შერჩენილი ცრემლები, - წადით შვილო წადით, ღმერთმა მშვიდობის გზით გატაროთ, არ ინერვიულო შენ... თავზე გადამისვა ხელი თბილად, შეძლებისდაგვარად გავუღიმე ისე მოვეხვიე ქალს, გეგას არ ვუშვებდი ხელს პარალელურად, სწრაფად მოვშორდი ნაირას, გეგასთან ერთად წავედი აჩისკენ, მეორე ხელი ჩავჭიდე ხელში ძლიერად და პატარა დასჯილი ბავშვებივით გავიყოლე უკან... - არაფერი არ თქვათ!...უბრალოდ წადით! ბრაზითა და ღელვით ავხედე ორივეს გრილ ჰაერზე რომ გამოვსულიყავი, ახლა სიცივისგან მითრთოდა სხეული - მისმინე ანა... - არა აჩი! არაფრის მოსმენა არ მინდა!.. ეს თემა ჩემთვის აღარ არსებობს და მორჩით უკვე, დაივიწყეთ თქვენც... საკმარისია წარსულით ცხოვრება... შენ კი სახლში აგიხსნი ნიკა ვიცი ძალიან დაბნეული ხარ...—გაურკვევლობაში მყოფს წყენაც შერეოდა ბრაზთან ერთად, თუმცა მაინც გაწონასწორებულად, ძლიერი მოთმინებით - შეგიძლიათ დაიშალოთ , ავთო და გიორგი სად გაქრნენ? - რამდენი ხანია წავიდნენ, სიცილით მითხრა დათომ და კისერზე მოისვა ხელი, - იმათთმა მოგვიყვანეს და რატო გავუშვით? სწორედ მაშინ გაახსენდა დათოს რომ "უპატრონოდ შემორჩენილიყვნენ თითქმის დასრულებულ წვეულებაზე... სათითაოდ გადავხედე ბიჭებს, ყველა საკმაოდ ნასვამი იყო, საკუთარი მანქანით მოსულებსაც კი ავუკრძალავდი საჭესთან დაჯდომას, - ტაქსი იდგა კიდევ იქ აჩიმაც მოისვა თავზე ხელი, გაიხსენა უკანასკნელი გადამრჩენელი მძღოლი... - საბას მოუწია წასვლა იმ ტაქსით, დასძინა გეგამ და მშვიდად გამომხედა... მეც უეცრად ამომიტივტივდა საღამოს თავგადასავალი... - ვაიმეე ერთი მანქანით წავიდეთ რა შეუძლებელი გახადეთ, — ბრაზით ავხედე აჩის და ნიკას შევაჩერდი, რომ ამომეცნო მის სახეზე თანახმა იყო თუ არა... თავი დამიკრა მხოლოდ - მანქანაში დაგელოდებით, ვთქვი და წასვლა დავაპირე, როცა კენჭებით მოფენილ გზაზე შიშველი ფეხი დავადგი, მაშინ გამახსენდა რომ სადღაც უპატრონოდ ეყარა ჩემი ფეხსაცმელებიც, ტკივილსგან ამოვიკნავლე ისე დავიწიე უკან - ასე აპირებ გადასვლას? — მშვიდად დამხედა ნიკამ, ჩემს პასუხს არც კი დალოდებია ისე მომიქცია მკლავებში, გამეღიმა.... სრულად მოვეშვი სხეული მოვადუნე თავისუფლება ვიგრძენი... სიამოვნების თავისუფლება... კარებთან ჩამომსვა, მაშინვე შევხტი სავარძელზე და საჭე კარგად მოვირგე.... ფარები ავანთე, მანქანას ძრავა ჩავურთე და დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია, ნიკა გვერდით მომიჯდა, აჩიც და დათოც მალევე მოთავსდა... გეგამ დააგვიანა მხოლოდ. მანქანის შუქები ანათებდა მომავალს ცალ ხელში ყვითელი მაღალქუსლიანი ტუფლები ეკავა ცალ ხელში კი თაიგული, მშვიდად მოდიოდა , დინჯი, აუჩქარებელი ნაბიჯებით - ეს რა მოაქვს? სიცილით მოთავსდა აჩი დივნებს შორის, წინ გადმოიწია ისე შეაჩერდა გეგას - ასეთი პატარა ფეხები ვის აქვს? სარკაზმული სიცილი ვერ შეიკავა ისევ, თითქოს არ იცოდა კიდეც ვისი იყო პატარა "ქოშები" ინტერესით აკვირდებოდა... - ჩემია აჩი! მკაცრად გადავხედე, უმალ დასერიოზულდა, თითქოს მას არც არაფერი ეთქვას აქამდე... - უი შენ არ გაცვია? — შეიცხადა და გეგაც ჩემს კარებთან რომ მოვიდა, სწრაფად ჩავხტი მანქანიდან, წინ ჩამოვუდექი, მადლიერი მზერით შევაჩერდი - მადლობა, — მორიდებულად ავხედე ისე გამოვართვი ტუფლები, სწრაფად დავყარე ძირს სწრაფად ჩავდგი ფეხი, თაიგული რომ გამომიწოდა ღიმილით გამოვართვი, - ისევ მადლობა, — გამეცინა შევტრიალდი რომ ჩემი ადგილი დამეკავებინა, მოვთავსდი თუ არა ნიკას თვალებს წავაწყდი, გაურკვეველი თვალებით მიყურებდა წარბებ შეხრილი, თითქოს პასუხს ელოდა ჩემგან მაგრამ ვერ მივხვდი რის პასუხს, მას ხომ არ დაავიწყდა ჩემი უყურადღებოდ დაყრილი ნივთები, თაიგული იქვე დავდე და გეგაც რომ მოთავსდა მანქანა დავძარი.... .... განზრახ ვარიდებდი თავს ნიკას, ვიცოდი ყველაფრის ახსნა მომიწევდა, ეს არც ისე მოკლე ისტორია გამოვიდოდა, იმდენად დაღლილი ვიყავი მორალურადაც და ფსიქოლოგიურადაც რომ, არ შემწევდა იმის ძალა, რამე ამეხსნა მისთვის, სწრაფად დავწექი და აღარც გავსულვარ მასთან ბევრი ფიქრის შემდეგ ჩამეძინა ოდესღაც.. დილა ადრიან, შინაურულად გადავიცვი კაბა და ფეხით ავუყევი ზემო მეზობლის გზას, ქალბატონი ნაირას სამფლობელოზე.... ქორწილის მეორე დღე, ოჯახში, ზოგი მეზობლებთან დარჩენილი ნაირას სტუმრები, უამრავი დარჩენილი საჭმელი და ქორწილის გაგრძელება...უნდა განგვეხორციელებინა, მეც რა თქმა უნდა იძულებული ვიყავი დასახმარებლად ავსულიყავი, დილიდანვე ეზოში ჩამოგვეტანა ხის გრძელი მაგიდები, ზოგი მეზობლის იყო ზოგი თავად ოჯახის, გრძელ სკამეიკებზე შემოვახვიეთ თეთრი ქაღალდი კარგად გადავკოჭეთ, გრძელი მაგიდები ერთმანეთს მივადგით და სამყოფად დავიწყეთ მისი გაწყობა.... სახლში ჩასულმა სახლის მოწესრიგება დალაგება, საჭმლის კეთება დავიწყე საღამოსთვის, სულ არ მქონდა დრო ნიკასთვის მიმექცია ყურადღება ან კი მესაუბრა მასთან, მასაც დრო ბაბუასთან ერთად გაჰყავდა, ხან რაზე საუბრობდნენ ხან კი სად დადიოდნენ.... საღამო ხანში ისევ დამიძახეს მოსახმარებლად, დიდი სუფრა უნდა გაეწყოთ, სტუმრებს შორიდანაც უძახდნენ, თუ კი ვინმემ მოსვლა ვერ მოახერხა მათაც შეეძლოთ მისულიყვნენ.... სწრაფად ვავსებდით, გრძელ მაგიდებს. ბავშვები მობიბინე ბალახზე კოტრიალობდნენ, დახტოდნენ, დაჭერობანას თამაშით მისდევდნენ ერთმანეთს, ცხელი კერძებიც შიშით მიმქონდა ხოლმე მაგიდამდე, რომელიმე რომ არ დამჯახებოდა ან კი ფეხი არ წამომეკრა რამისთვის და არ გამეფუჭებინა რაიმე. აჩი და გეგა რომ შემოვიდნენ ეზოში, თავად ტატო შეეგება მხიარულად, მათ დაიწყეს საუბარი, მინდოდა კიდეც მათთან მისვლა ნახვა, გამოსაუბრება, თუმცა დრო ბევრი არ მქონდა, სიძე კი იმდენ ხანს ესაუბრებოდა მათ, შეუძლებელიც კი გახადა მათთან მისვლა... უკვე საკმაოდ ჩამობნელებულიყო, სახლის გვერდით სამწვადე მაყალზე ბლომად წამოეცვათ შამფურებზე დაბასთურმებული ხორცი და გაცურებულ ნაკვერჩხალზე სასიამოვნოდ შიშხინებდა ცხიმიც... სუნიც ისე მძაფრად მოსდებოდა არემარეს, ბუნებასაც მოშიებოდა, ორი კაცი იდგა მხოლოდ, ყარაულობდა ყველასათვის "დელიკატესს"... ქალებმა გამიშვეს მეზობელი ქალებისთვის დამეძახა, უკვე ლხენით ხმაურითა და გაჩაღებულ ქეიფში ჩაგვერთო სამეზობლოს მანდილოსნებიც, სათითაოდ დავუყევი კარდაკარ მასპინძლებს, გულიანად დავპატიჟე , მეორე დღის "წვეულებაზე" . ისტერიულად ვიყურებოდი უკან ბნელ ღამეში, ბავშვური შიში თანდამყოლოდა, თითქოს და სიბნელიდან, გადმოხტებოდა დაღრეჯილი, არაამქვეყნიური მოჩვენება და შიშისგან დავლევდი სულს, ან კი რაიმე ხმას გავიგებდი ან მომეჩვენებოდა. ფიქრებს ისე შევებოჭე ტირილი დავიწყე რამის. სოფელში ლამპიონები ხომ არ იყო, მთვარის შუქი თუ გაგინათებდა გზას ან კი ტელეფონის "ფანარი" ისე ავეტაცე საკუთარი ფიქრებით შეშინებულ სხეულს, ერთიანად ვთრთოდი, გრძნობა რომ ვიღაც მითვალთვალებდა არახორციელად მანადგურებდა, შეშინებული ადამიანის გამახვილებული ალღოთი ვგრძნობდი თითქოს ვიღაც მომსდევდა კიდეც. ვერც გავრბოდი თითქოს ამით გავაბრაზებდი ჩემს ფარულ მაყურებელს, შემდეგ ერთაბაშად გამოქცეული შემბოჭავდა და სასტიკად გამისწორდებოდა მხდალს... - შენ რომ დებილი არ იყო! ხომ გამოიყოლებდი ვინმეს!.. ღმერთო გევედრები გამიქარვე ეს უაზრო ფიქრები, ეს სიმხდალე, მალე დამაბრუნე ხალხთან... — ხმამაღლა ვწუწუნებდი, თითქოს ჩემს ხმაზე იფიქრებდა, რომ არაფრის მეშინოდა ან კი შიშისგან გაძლიერებულ სმენას ჩემი ხმით დავაქვეითებდი, და მაინც როგორ უცაბედად ხდება ეს საკუთარი თავის შიშით შებოჭვა, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე უაზრო ფიქრით... წარმომედგინა გოდერძი ჩოხელის, " წითელი მგელიდან" ლუკას პერსონაჟი რომ ვყოფილიყავი, ნეტავ თუ გადავრჩებოდი... ან კი თუ მეყოფოდა ძალა საკუთარ ფიქრებსვე არ გავეგიჟებინე, მე ხომ ორ ნაბიჯში ვერ მივსულიყავი უშიშრად, შუა ზაფხულში, აი ლუკა კი ტყე-ტყე მოშიებული მგლებით სავსე, მრუმე ტყის პირა გზას მიუყვებოდა... ყოველ უცხო, თუნდაც უმცირეს ხმაზე გულ აფანცქალებული შევყურებდი უმალ ანთებული ტელეფონ მინათებულ ადგილს, შემდეგ ისტერიულად ვახედებდი ანთებულ შუქს უკუნით სიბნელეში, ყველა მხარეს და აქ ის ფიქრები მიტაცებდა, სწრაფად გადატანილ ახალ სივრცეში შუქი რაიმე დიდ თვალება, ჩაშავებული კბილებით მომღიმარ შავებში ჩაცმულ, გრძელ შიგადაშიგ გამელოტებულ არსებას რომ მინათვოდა შუქი.... შორიდან ისმოდა მუსიკების ბღავილი, ხალხის ჟრიამული, ჭიშკარი რომ დავინახე, რაც ძალა და ღონე მქონდა მისკენ გავიქეცი, გავრბოდი და უკან არც ვიხედებოდი, თითქოს კი წამი წამზე შემახებდა რაღაც ხელს, თითქოს ადრენალინი მომმატვოდა, მთელი სხეული ამიცახცახდა, ერთბაშად შევვარდი რკინის მაღალ ჭიშკარში და ისე ძლიერად დავკეტე კარები თითქოს ის სატანაც იქვე დავტოვე, ბოროტს მოვასწარი და ახლა შიშისგან განთავისუფლებულს ამიტყდა ხისტი სუნთქვა, ცივ რკინას ვეყრდნობოდი და მიხაროდა...მიხაროდა ის რომ მე ეს შევძელი, მოვასწარი გაშავებულ არსებას.... ის ის იყო ხმამაღლა უნდა ამეტეხა სიცილი ასე, უმწეო თავის გამოცდისას, ასეთი სიმხდალე რომ ამოვიცანი ჩემში, კარების ჭუჭრუტანაში გავიხედე სასაცილოდ, თითქოს კი მართლა რამე გამომკიდებოდა, - მე მეძებ? — ბოხ ხმაზე, ტალღასავით დამიარა სხეულში ხორკლებმა, მაჯებიდან წამოსული დაყრილი ბუსუსები უკვე მთელს მუცელს მოსდევოდა შიშისგან, ადგილზე შეყინული ნელა მოვტრიალდი,... მოტრიალებისთანავე მაღალი სხეული მიფარავდა შორეულ ხედვას, სიბნელეში ჩრდილივით მოჩანდა მამაკაცის სხეული და სანამ კი გავათვითცნობიერე მისი სხეულის არსებობა და არა ჩემი ბავშვური ფიქრების ბოროტი პერსონაჟი , გამაყრუებელი კივილი მოვრთე, ბავშვივით ავაბაკუნე ფეხები მიწაზე, ვერც თავად გამეგო, მსგავსი მანერები, როდის ამეთვისებინა, ან კი არ მეგონა თუ ოდესმე გადამხდებოდა მსგავსი შიშით განვითარებული სიუჟეტი.... დაბნეულობა შეეტყო ჩრდილივით, ლანდად მოჩვენებულ სხეულს, ხელები ჩამოუშვა უძალოდ, არ იცოდა რა უნდა გაეკეთებინა, სწრაფად მოავლო თვალი არემარეს დაბნეულმა და მოახლოებულმა უმალ ამაფარა პირზე ხელი, თვალიც არ მომიხუჭავს გადიდებული თვალებითვე ვაკვირდებოდი უცნობს, რომელიც დამფრთხალმა ისიც დავაფრთხე. შევყურებდი მოახლოებულს. ეზოდან მანათობელ შუქს, ზურგით რომ ჩამოშორდა უკვე ვუყურებდი, გაოგნებულ ხიდაშელს, პირზე რომ მაფარებდა ხელს და ვკიოდი, ისევ ვზმუოდი მისი ხელისგან დახშული ხმით, - ჭკუიდან შეიშალე? — დამიყვავა ისე გამიკავა სხეულიც, გავჩუმდი მხოლოდ შევჩერებოდი შედარებით დამშვიდებულს, რომელიც კითხვის ნიშნებით სავსე მზერით დამცქეროდა. ვანიშნე ხელი მკეშორებინა, ჩემს ნებას დაჰყვა, გამანთავისუფლა ხელისგან, ბრაზით გახლართა მკლავები ერთმანეთში და მომლოდინედ მომაჩერდა, ცელქ ბავშვებს რომ დაჰყურებენ მშობლები გადახლართული მკლავებითა და მარჯვენა ფეხის რიტმულად ათამაშებით, - ეს რას ნიშნავდა?! - მ... მე.... შეშინებულმა ვერც კი დავალაგე სიტყვა, რომ თამამად მეთქვა მისთვის რაიმე - შენ! ჰო შენ!.. რა შენ? - მე... რას ნიშნავს ეს უკან მოპარვა?! სახალისოდ მიგაჩნია გეგა? იცი როგორ შემეშინდა! — აქეთ გადავედი შეტევაზე, თუმცა ეს ნამდვილად გამომდიოდა ერთბაშად ეცვალა სახეზე მიმიკები, გაკვირვებისგან აზიდა წარბები მაღლა, - ნამდვილად არ მქონია იმის განზრახვა, შიშისგან ჩემს წინ დაგელია სული ანა - შეგეძლო ხმა ამოგეღო და ძეგლივით არ გაშეშებულიყავი! იცი მაინც როგორ საშინლად გამოიყურებოდი?! - ღმერთო ჩემო! შენთან კამათს აზრი არ აქვს ვირივით ჯიუტი ხარ! იმის მაგივრად რომ მომისმინო შენსას უბერავ! დაგაგვიანდა, მოვდიოდი რომ მენახე და შიშისგან ჭკუიდან არ შეშლილიყავი ისედაც არ ხარ დალაგებული! გიჟივით შემოვარდი და თითქოს ვინმე მოგსდევდა თვათვალს იწყებ, რა უნდა გამეკეთებინა? მეც შენთან ერთად მომეძებნა მოჩვენება ხომ არსად იდგა?.. - მე უბრალოდ... - ხმა! ბავშვივით ამოწუწუნებულს სიტყვაც არ დამცალდა მძვინვარედ დამხედა, გამიწყრა, ბავშვივით დამტუქსა საჩვენებელი თითით მანიშნა ხმა აღარ ამომეღო. მაგიჟებდა ის ფაქტი რომ ახლა მის წინ თავდახრილი გაჩუმებული ვიყავი, მასთან არც კი მაფიქრდება რამე ისეთი, რითიც შევძლებდი თავის გამართლებას, გონება მეთიშებოდა, ცხრა კლიტეს იდებდა და საერთოდ არ ცდილობდა დამხმარებოდა, ის ის იყო გონებამ ახალი აზრები მომაწოდა, ახალი შეტევა უნდა წამომეწყო, ჭიშკრის საკეტი გაირხა, ხმაზე დენდარტყმულივით შევაჩერდი კარებს, დასარწმუნებლად ნამდვილად ის იყო თუ არა, გეგა წამოიწია ჩემსკენ, როცა ისევ მიხვდა რომ შემეშინდა, - დამშვიდდი, მხოლოდ ეს მითხრა მოახლოებულმა კარის სახელურს ეწვალებოდა რაღაც, ისე შემეშინდა არც დავფიქრებულვარ ისე ავეკარი გეგას, ხელები მოვხვიე, თითქოს მოჩვენებებისგან დამიცავდა, მანუგეშებდა, მაიმედებდა თავად ჩამიკრა გულში, ჩემიანად მიუახლოვდა კარებს, ალბათ ასე არ შემეშინდებოდა ეს ის კარები რომ ყოფილიყო საიდანაც მე შემოვედი, მათ ეზოს ორი კარი ჰქონდა ერთს ეზოში შემოჰყავდი მეორეს კი, სახლის უკანა მხარეს "ბოსტნისაკენ" - გეგა არ მიხვიდე შევიდეთ რა, კარები ისე ხმაურობდა ხან საკეტით იკეტებოდა კარი ხან იღებოდა თითქოს შემოსვლას ცდილობდნენ მაგრამ კარი არ იღებოდა, უფრო და უფრო ვეკრობოდი გეგას, ცალი ხელი ჩემს თმაში შეეცურებინა ისე მიკრავდა სხეულზე, ისე ვძრწოდი ჩემს გულის ცემას გრძნობდა ალბათ, - ნუ გეშინია, ვნახოთ ვინ არის, - ვინმე როგორ იქნება კარები ხომ იქით არის, წავიდეთ... — წავეწუწუნე დავიჭირე წინ წასული - როდის მერე გახდი ასეთი მშიშარა? ღიმილით დამხედა, ცხოველი _მძინარასავით, მის მსგავსად მომეხვია ხელები მისთვის, ალბათ როგორი სასაცილო ვიყავი, - უბრალოდ ბევრი ზედმეტი სისულელეები ვიფიქრე გზად, მას მერე კი შენ შემაშინე, შიშისა და ფათერაკით მოვარდნილი ტალღის გამო ვერ ხედავ როგორ ჩქროლავს ჩემი გული?! - არ ვხედავ ვგრძნობ გაიცინა და კარის სახელურს ხელი ჩაავლო, ისე დავპატარავდი, მოვიწურე, ძლიერად მოვუჭირე წელზე მოხვეული ხელები, თავი რომ მის ჟაკეტში ჩავყავი ღიმილით შემახო თავზე ხელი, თითქოს ამით კიდევ მეტად დამმალა ხიფათისგან, მისი გული ისე ჩვეულებრივ ძგერდა, ისე რიტმულად, ისე მშვიდად, საერთოდ არ იგრძნობოდა არანაირი ღელვა მასში, თითქოს გადამდებიც კი იყო მისი სიმშვიდე... მისი სურნელი კი გამაბრუებელად საოცარი.... - ნატაშა?! გეგას ხმაზე ამოვყავი თავი მისი ჟაკეტიდან, საჩქაროდ მოვძებნე სახელის პატრონი და როცა კარებთან, საკმაოზე დაბალი, მოხუცი ქალბატონი დავინახე, მშვიდად მოვშორდი გეგას, მეტიც, ახლა სიცილიც კი მადლი იქნებოდა ჩემთვის, თუმცა უზრდელურადაც კი გამომივიდოდა, - შვ... შვ..ილებო... ამოთქვა ძლივს ქალმა, ის ისეთი მოხუცი იყო, ისე დაპატარავებული ისე დაუძლურებული, საუბარიც კი უჭირდა, აცახცახებულს, უცნაურად გამოიყურებოდა ეს უკანასკნელი, დაბნეულს ჰგავდა - სად მიდიხარ ბებო? — ღიმილით ჩაიცუცქა გეგა ქალის წინ, მისი აკანკალებული ხელი მოიქცია ხელში და ცადა გაეგო რა უნდოდა იქ, - რ... რო... რომელი ხ... ..არ... ხარრ —ისე ცდილობდა სიტყვების შეერთებას, მე კი საერთოდ არაფერი მესმოდა ქალის, გეგას გვერდით ჩავიმუხლე, ისე შევხედე ქალს, - გეგა ვარ ნატო გეგა, ისევ გამოიპარე? სახლში წავიდეთ არ გცივა? — ჰკითხა გეგამ, თუმცა ქალი მე მიყურებდა, ერთბაშად გაუნათდა სახე, აცახცახებული თითები შემახო სახეზე, იღიმოდა, ნაზად მისვამდა ხელებს, მე კი არ ვიცნობდი მას, პირველად ვხედავდი უცნობ ქალბატონს, რომელსაც ასე გაუბრწყინდა სახე ჩემი ნახვისას, მშვიდად გვიყურებდა გეგა, ჩაფიქრებულიყო, - შ... შენ... ხა..რ! შვილო.. და..ბ...ბ...რუნდი? ჩემ...ო გო...გო... დ...ედა გენ...ა...ც..ვალოს,— მე კი ვერაფერი გავიგე, თუმცა გეგამ ჩარგო ხელებში თავი ნაღვლიანად, უსიამოვნოდ, აშკარად ადარდებდა ქალის მდგომარეობა. - ასე ნუ უყურებ, უბრალოდ რაღაცეები ავიწყდება, და ახლა ზედმეტად აურია, - ცუდად არ ვუყურებ, უბრალოდ არ მეცნობა... მორცხვად ავიჩეჩე მხრები და ქალის გაყინულ ხელებს შევახე თითები, - ჩე...მო... ანგე..ლ...ოზო ისე მეფერებოდა თითქოს მისი შვილი ვყოფილიყავი, მონატრებული ქალიშვილი, რომლის მონატრებითაც იწვოდა ძლიერ ალში, თითქოს მის მოსაძებნად გამოსულს ახლა ენახა და ბედნიერებისგან ძრწოდა, მთელის სხეულით ცახცახებდა სიცივისგანაც, - ჩვენსკენ ცხოვრობს, არც კი ვიცი აქ როგორ აღმოჩნდა, - არ მგონია ვინმეს გამოეშვას, ან კი არ ეძებენ? კითხვა არ დამცალდა, ჭიშკარი შემოაღეს დაპატიჟებულმა ქალებმა, უმალ წამოდგა გეგა, კორექტულად მიესალმა ხალხს, ქალბატონებს, ლტოლვითა და მგზნებარედ რომ უციმციმებდნენ თვალებს, - თფუი, თფუი! გული გამისკდა, შენ მოუკვდი პატრონს... შეიცხადა ქალმა, ჩემს წინ ქალის დანახვისთანავე, განზე გადგა ზიზღით დაემანჭა სახე, - ქალო, რას აკეთებ რას მობოდუიალდი აქა ქალო... განაგრძო სხვამ, მათი ჭკუით არც ესმოდა ქალს მათი ბულინგი მათი აგრესია, ერთ-ერთი მოგვიახლოვდა, ძალიან მოგვიახლოვდა ქალი, კარგად დააკვირდა, - ფუ! შარდის სუნად ყარხარ ქალო, რას დეეთრევი დეეგდე სადაც ხარ, — მათ აგრესიაზე, მძვინვარებისგან ვქშინავდი, უტაქტობისა და თავხედობის ღილაკი ჩამერთვებოდა მალე, გეგას შევხედე ხმას არ იღებდა, მუშტი მოეკრა ძლიერად, - რა საჭიროა ამდენი ლანძღვა, ჩვენც მოვხუცდებით, ღმერთმა დაგვიფაროს მის მსგავსად ყოფნა! ნუ განვსჯით, მხოლოდ ღმერთმა იცის ჩვენ, როგორი ღრმა სიბერე გველოდება, — დიდი ენერგია და ნებისჰყოფა დამჭირდა სიტყვების კორექტილად წარმოთქმისთვის, სუნთქვა შევძელი მას შემდეგ როგორც კი სიტყვა დავასრულე, დადუმდნენ, ზოგი უბრალოდ გაგვეცალა ლხენასა და პურისჭამას შეუერთდა, - ამას წინაც გამოეპარათ, არ იცისო სად მიდის, გარეთ გასვლას ითხოვსო იძახიან რომ გამოგვყავს ვერ ხვდება რომ გარეთ არისო, გუშინ თქვეს ისევ გაიპარა და სად წავიდა ვინ იცისო, ეძებეს ვერ უპოვიათ, შეიძლება მკვდარიც ეგონოთ სადმე, სახლშიც სახიფათოა, არ იცის რას აკეთებს, ასანთი შექოონდა ოთახში და ცეცხლს ანთებდა, რომ დაუშალეს ახლა საბანს იფარებს თავზე და საბნის ქვეშ ანთებს ცეცხლსო, ამას წინ ხანძარი გაჩენილა მარა ღმერთის მადლით გადარჩნენ, მივლელს დაუნახია... მინდვრებიდან გადმოვიდოდა თუ არავის დაუნახავს აქამდე, რათი გარდარჩა ეს ცოდვილი, — შემორჩა ქვედა მეზობელი, მხოლოდ, მას ებრალებოდა აშკარად, მადლობა გადავუხადე ქალს, ინფორმაციისთვის. ისე შემებრალა ქალი, ცრემლები მომადგა, - შედით ნუღა დააგვიანებთ, თუ ნაირამ მიკითხოს უთხარით მალე მოვალ, — გავაფრთხილე და ქალს მივუბრუნდი, სიცივისგან რომ თრთოდა, - გეგა სახლში ჩავიყვან ძალიან სცივა, - სახლში ჩავიყვანოთ, შენთან ვერაფერს მოვუხერხებთ თავის წამლებს სვამს, თან გავაგებინებთ ოჯახს რომ ცოცხალია, — ჟაკეტი გაიხადა, ქალს მოაფარა და ჭიშკარში გავიდა, - მანქანას ამოვიყვან გამოდით ნელ-ნელა... - გამაფრთხილა და სრულად გაუჩინარდა.... - შენ გე...ძებდი... შვილო რომ ჩათბა, კანკალიც შეუწყდა ქალს, ხმაც გამოსუწორდა, მარტივად შევძელი ამომეცნო მისი სიტყვები, მის წინ ჩავიმუხლე ისევ, და ღიმილით შევაჩერდი ქალს, როგორ მებრალებოდა ასეთი სიბერისთვის, - მითხრეს...რომ მო..კვდ...ი ას..ე მითხ...რეს... არ დავი..ჯერ..ე, ვიცოდი შვილო ვ...იცოდი რომ ცოც...ხალი იყავი... ვიცო...დი, დედა გენაცვალოს... — ლამის მის წინ ავქვითინდი, ლამის ხმით დავიწყე ტირილი, არ ვიცოდი რაში იყო საქმე, მაგრამ ცხადი იყო რის გამო იპარებოდა მოხუცი სახლიდან, დაღუპულ შვილს ეძებდა, დაეძებდა ყველაგან, მეტად დავინტერესდი მისით, რა მანძილი გამოევლო ალბათ აქამდე და ნეტავ სადამდე აპირებდა სიარულს, - გიპ...ოვე ჩემო ანგელოზო.... ისევ დაატარებდა ჩემს დანამულ სახეზე ხელებს ქალი, - სახლში წავიდეთ ხომ? აქ ცივა, გაგვათბობენ ვჭამოთ, ალბათ რამდენი ხანია არ გიჭამია, - მე... შენ გე...ძებდ..ი - ვიცი! ხომ მიპოვე? ახლა წავიდეთ ხომ? - წავ...იდეთ... ყველგ...ან წავიდეთ, ჯოჯო...ხეთ...შიც კი წა...ვა...ლ ახლა, მე ხომ... ვიხ...ილე უკ...ვე ანგელო...ზი—ათრთოლებული ბაგეები მომაკრო ქალმა ლოყაზე, არ მომრიდებია ისე ჩავეხუტე, მანქანის შუქებზე გავხედე მომავალ მანქანას, მალევე ჩვენს წინ რომ გააჩერა, ფრთხილად მოვათავსე ქალი უკანა სავარძელზე მას მივუჯექი გვერდით,... მთელი გზა თითებს მიკოცნიდა, მთელი გზა მეფერებოდა, გეგასიც მერიდებოდა ვერ ვტიროდი, უხმოდ ვიწმენდდი ცრემლებს სახიდან.... ..... - დავიძინ...ებ... ახლა დავიძინებ ჩემო პატარა... ჩემო ანგელ...ოზო... სდიოდა ქალს ცრემლები, სახის შეუცვლელად, მიღიმოდა მიყურებდა და ტიროდა, უხაროდა... გაბადრული, გაბრწყინებული თვალებით მომჩერებოდა, მისმენდა მხოლოდ მე, მელაპარაკებოდა მხოლოდ მე, მთხოვდა არ წავსულიყავი, დაძინებას ევედრებოდნენ, ვერ გაჰყავდათ. ვთხოვე დაესვენა დაეძინა დაღლილს, მაშინვე დამყვა, თავად ჩაწვა საწოლში, სწყინდა ჩემგან სწყინდა რაღაც და ვერ ვიგებდი, როგორ გამომესწორებინა, ვერ ვუძლებდი მის ცრემლებს და მის თბილ სიტყვებს, - შვილო.... სუ..რვილი მაქვს... ერთი - გისმენ, ყველაფერს აგისრულებ ხომ იცი? — არ ვშორდებოდი, მის საწოლთან ვიჯექი და ვუყურებდი მას, ვიჯექი მხოლოდ ქალისთვის, მინდოდა მისი ქალიშვილის როლი მომერგო, ისე რომ გამებედნიერებინა მოხუცი, დაღლილი, ნატანჯი, ოჯახის წევრები იდგნენ უკან, ისინიც დაღლილი ამ ყოველივეთი, მასზე ნერვიულობით, მასზე ზრუნვით, მთელი ოჯახის ემოცია და დარდი ამეთვისებინა იმ რამდენიმე საათში, ქალმა მთხოვა სუფთა მინდა ვიყო, არ მინდა უფლის წინაშე შენს წინაშე ასე ბინძური ვიჯდეო, შენი მრცხვენია, მინდა ჩაგეხუტო მაგრამ არ შემიძლიაო.... წყალი გაგვიცხელეს, რკინის უზარმაზარი ქვაბი დამიდგეს, აბაზანაში ვიდექი მასთან ერთად, ხის სკამზე შიშველი იჯდა, მორცხვად შეეკრა ფეხები, ხელები კალთაზე დაეწყო ისე ჩაეხარა თავი, მელოდა როდის შევასხამდი წყალს, - ისევ ცხე...ლი წყ.. წყ...ლით უნდა დამბა..ნონ? ჯო...ჯჯ...ოხე...თის...თ....ვის მამზა..დებთ, შვილო? — სახე ამელეწა, ისე შემეფარკლა ღაწვები ბრაზისგან, ალბათ როგორ არ აქცევდნენ ყურადღებას წყლის ტემპერატურას, უეცრად ჩავყავი ხელი წყალში, თბილი იყო, რკინის ჩამჩით ამოვიღე და მუხლზე დავასხი ოდნავ, - ცხელია ბებ... ვერც გავიზარე, მისთვის ბებო რომ უნდა დამეძახა, სწრაფად გავჩუმდი, ქალმა მორცხვად ამომხედა, - ცო...ტა ცხელია... — ისე დაბალხმაზე მითხრა ძლივს გავიგე, ონკანი მოვუშვი ცივ წყალში გავაზავე და ისევ მივასხი ოდნავ, - ახლა როგორია? ძალიან ხომ არ გაცივდა? - ძვ...ლ...ები გამ...ითბო შვი..ლო, შენ გენაცვალე.... გამეღიმა უკვე თამამად შევასხი წყალი, - მაპა...ტიე შვ...ილო — ამოიქვითინა და თავი დახარა, ისე საცოდავად იფარებდა ხელებს, ისე უხერხულად იყო, ისე დუმდა, ვერ ვჩუმდებოდი, წყალთან ერთად იღვრებოდა ჩემი ცრემლებიც, ნაჭერი გავქაფე, ნაზად წავუსვი სხეულზე ყოველ ჩემს შეხებაზე თავს ხრიდა, თითქოს ლანძღვას ელოდა, ყოველ ჯერზე, - რატომ გრცხვენია ბე.... დედა? უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე ყელში, ისე გამირთულდა ამ სიტყვის თქმა, ავკანკალდი, მთელი სხეული ამითრთოლდა, მის წინ ჩამუხლული ვქვითინებდი, - არ გახსოვს შენ რომ მბანდი ხოლმე? მე ხომ არ მრცხვენოდა შენი, ეს ხომ კარგია, ნახე როგორი ლამაზი ხარ, ეს ქაფიც მოვიშოროთ... წყალმა არც უნდა დაგწვას, აბა შენ ხომ თბილი სასიამოვნო წყლით მასუფთავებდი ხოლმე.... განა არ მახსოვს.... — ისე გავილექსე, ლამის ყველაფერი მოვყევი რასაც დედები ჩადიან ხოლმე, ღიმილი მეპარებოდა, როცა კმაყოფილებას ვატყობდი, თავადაც გამომელაპარაკებოდა ხოლმე ქალი, ცრემლები ღიმილმა და მოგონებების გახსენებამ ჩაანაცვლა, თავად მიყვებოდა "მახსენებდა" რეებს აკეთებდა "ჩემთვის" და მეც მოურიდებლად გამოვხატავდი მადლიერებას..... - აი ასე... კმაყოფილი ვუმშრალებდი თავს, სუფთა ტანსაცმელი შემომაწოდეს, ჩავაცვი, თოვლივით ფითქინა თმა გავუმშრალე და წამომდგარს ხელი გავუწოდე, რომ არ დავარდნილიყო, - როგორი ლამაზი ხარ რომ იცოდე, მის თმაში ჩავრგე ცხვირი, - ღმერთო ჩემო, როგორი საოცარი სურნელი გაქვს... ბავშვივით უხაროდა, ანათებდა ქალი, ეს ჩემი ყველაზე უცნაური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, ემოციებითა და სიყვარულით დატვირთული, ასეთი მხოლოდ გეგასთან ერთად მახსოვდა კიკვიძის პარკში, ალექსანდრესთან ერთად, ეს გაცილებით განსხვავებული ემოციებით დატვირთვა იყო, უცნაური შემთხვევა, რომელიც სულ არ მიკვირდა მე, რომ გადამხდა... მის წინ ვიჯექი, ველოდებოდი როდის დაიძინებდა. შორი ახლოს იდგა გეგაც, ფანჯარას მიყრდნობოდა და თვალმოუშორებლად გვიცქერდა, დიასახლისმა სწრაფად გაგვიწყო სხვა ოთახში მაგიდა, ცდილობდა არ შევეწუხებინეთ, მარტო გვტოვებდა ოთახში, დიდ ყურადღებას გვაქცევდა სტუმრებს... - მე, რომ დ...ავიძ...ინებ, ბედნი...ერი უნდა იყ..ო შვილ...ო. შენ ხარ ჩემი ბედ...ნიერება!, ჩემი ანგ...ელოზი ხა...რ შვი...ლო, როგო...რ გაიმეტე დედა...შენი? რომ...დატოვე... ამ სამყარო...ში, უჟანგ...ბადოდ, ვერ... ვსუნთქავდი... დედა... ვერ ვუძლებდ..ი უშენ...ობას. ღმე...რთმა... გამომიგზ....ავნა დღე...ს შენი თ...ავი, დღ....ეს გნა...ხე ისევ... ეს დროა, დრო...ა რომ მეც შენთ...ან მოვიდე.... — საუბრობდა მე კი გეგას ვუყურებდი, ვტიროდი, მომიახლოვდა, ჩემს გვერდით ჩამოჯდა არ დავფიქრებულვარ ხელებ გაშლილს ისე ჩავეკარი გულში, - დამშვიდდი ჩამჩურჩულა ყურში და მზრუნველად დამისვა თავზე ხელი, - არ შემიძლია ასე... ვერ ვუყურებ გეგა, — ავხედე, თითქოს ვთხოვე ეშველა მისთვის, თუმცა ეს ხომ შეუძლებელი იყო, სასოწარკვეთილმა შევხედე ქალს, შემდეგ ისევ გეგას შევხედე მავედრებელი თვალებით, - ვერაფრით უშველიან? თბილისში რომ წაიყვანონ იქნებ უშველონ გეგა? მშვიდად მწმენდდა თბილი უხეში თითებით ყოველი ცრემლის ახალ ნაკადსს, - ყველაფერი სცადეს, ძალიან გვიანია, ისევ ჩავეხუტე, ისევ ავეკარი სხეულზე ძლიერად, - რა დაემართა მის შვილს? - ნ...უ ეხუ....ტები, არ.. შეეხო შვი...ლო, — ისე აფორიაქდა ქალი სიტყვაც არ დასცალდა ხიდაშელს, წამოდგომა სცადა, თუმცა გაუჭირდა, თავზე წაივლო ხელები, თითქოს შველა უნდოდა და ვერ მშველიდა, რომ წამოჯდა სწრაფად დავავლე მის ხელებს ხელი, - დამშვიდდი! ყველაფერი კარგადაა, ის გეგაა, მან მოგვიყვანა, სახლში, თორემ გარეთ გავიყინებოდით... — ვაწყნარებდი ქალს, რომელიც ღრმად სუნთქავდა, უყურებდა გეგას და აკვირდებოდა, თითქოს ვიღაცის ამოცნობას ცდილობდა მასში, - ნატო, არ გახსოვარ? შენთან რომ ჩამოვდიოდი, დალისთვის რომ ტკბილეული მომქონდა არ გახსოვს? აკი ამბობდი არასდეოს დაგივიწყებო? — გაუცინა გეგამ, გზად ეთქვა გეგას, ჩვენი სოფლის გვერდით ცხოვრობსო, მის ქალიშვილს იცნობდა მხოლოდ ეს ვიცოდი, - გოგია ბაბუა, რომ მომყავდა ხოლმე საწარმოდან არც ეგ გახსოვს ნატო? — ქალს გაეღიმა, მე შემომხედა ისევ, დაწექი- მეთქი ვუთხარი და საწოლზე გადაწვენილს დავაფარე, - მას! უნდ...ა გაჰ..ყვე ცოლად დედ...ა ახლ...ავე ახლავე გაგიმზადებთ... — წამოიწია ისევ საქმიანად, დაბნეული ვიყავი, თავადაც, მე მხოლოდ მისსა და მისი ოჯახის ღელვა ამეთვისებინა, სწრაფად დავაწვინე, - გაგატ....ანთ გაიქეც...ით, შორ...ს გაიქეცით და ბედ....იერად იყავით... მხოლოდ ერთა...დ. იმ უღმერთოს არ გაჰყ...ვე დედა.... შენ ხომ გი...ყვარს... ეს ბიჭ...ი, ხომ გიყვარ...ს დედა? არ მომ...ატყუ...ო შვი....ლო, ხომ.... გიყვარ...სს? ღელვისგან ცახცახებდა, ცდილობდა ამდგარიყო, რამე მოემოქმედებინა, ეშველა ჩემთვის ცდილობდა, ყველაფერზე თანახმა იყო იმ წამს, ალბათ ყველაფერ გამატანდა, - მიყვარს, მიყვარს! — დავსძინე საჩქაროდ - იმ უღმ...ერთოს... გაექეცი...შვილო...! — გახედა გეგას - გაუფ...რთხილდი... იმ სატანას არ გაა...კარო ჩემ...ი გოგო, მე ვიცი.... ვიცი რასა...ც გაუკეთებ...ს თრთოდა ქალი, მძვინვარედ მოიხსეიებდა ვიღაც გაურკვეველს, მცველად ქცეულიყო სრულებით, ვეღარც ვაწვენდი ესაუბრებოდა გეგას და იმედით ჩაჩერებოდა თვალებში - არ გავაკარებ, ჩემთან მეყოლება, - ხომ გიყვ....არს? - მიყვარს ნატა! ძალიან მიყვარს.... ხომ გჯერა ჩემი? გპირდები გავუფრთხილდები!— მხოლოდ ეს უთხრა გეგამ, იმ წამს ჩემი გულიც სიამოვნებით გაიფურჩქნა თითქოს. ქალმა ხმამაღალი ტირილი დაიწყო, შიშით წამოვხტი, სწრაფად გავვარდი ოთახში, წამალი დაალევინეთ რამე გააკეთეთ-მეთქი ვყვიროდი. პანიკებს მოეცვა ქალი, მეც მეშინოდა მისი რეაქციების, სწრაფად შევარდა ოთახში დიასახლისი, რამდენიმე წამალი დაალევინა, მე კი ისევ უშედეგოდ ვცდილობდი ქალის დაწყნარებას, გეგასთვის ჩაეჭიდა ხელი, ევედრებოდა გაუფრთხილდიო... მალე იმოქმედა წამალმა, ქალს ხმა მოუსუსტდა, იწვა და მიყურებდა, თვალებს მძიმედ ხუჭავდა, ებრძოდა თავს და ებრძოდა ძილს, არ უნდოდა თვალი მოეცილებინა ჩემთვის, - ხო...მ გაჰ...ყვე...ბი ცო...ლად მას? —გეგას ხელი აიღო ხელში, დიდი ნერწყვი გადავყლაპე, გეგას შევაჩერდი დაბნეული, - გავყვები... - სულ... ბედნ...იერი უნდა იყო ჩემო პა...ტარა,.... უყვარხ...არ დედას.... თბილად შემახო ხელი სახეზე, - მეც მიყვარხარ, — ისე დასუსტებულიყო, ისე ვღელავდი თავში სისხლის გასქელებულ ნაკადს ვგრძნობდი, სახე გაებადრა ქალს, დავიხარე ნაზად ვაკოცე ლოყაზე, - გენაცვალე თქვა, გაბრწყინებულმა გაბედნიერდა, ღიმილით ბედნიერების ობოლი ცრემლი ჩამოუგორდა და ნაზად მიხუჭა თვალები..... - ეს რა იყო?!, ამდენი არ შემიძლიაა, ვქვითინებდი და თვალებზე ვიფარებდი ხელს, უზომოდ მრცხვენოდა გეგასი, მრცხვენოდა ჩემი ემოციურობის, მაგრამ არ შემეძლო გავჩერებულიყავი, უმცირეს დეტალებამდე შევიგრძენი ქალის ტკივილი, არ შემეძლო უგულოდ უემოციოდ შევხვედროდი მის ტრაგედიას, ვეკვროდი გეგას და ხმით ვტიროდი, ხმას არ იღებდა, მხოლოდ ნაზად მეფერებოდა მასზე აკრულს, ასე ცდილობდა ნუგეშს..... ... - რა დაემართა მის ქალიშვილს? —ისევ გავუმეორე კითხვა, მის გვერდით ვიჯექი მისსავე მანქანაში და აუჩქარებლად მივდიოდით სევდიანი სამყაროდან, ქორწილითა და წყვილის ბედნიერების გასაზიარებლად, - გათხოვდა....არასწორ კაცზე გათხოვდა.... უარზე იყო ნატო, არ დაიჯერა, გაიპარა და ცოლად გაჰყვა... ერთადერთი შვილი იყო, ხოარ დაკარგავდა, ჭკუა ეკეტებოდა სიგიჟემდე უყვარდა. შეეგუა მაგ ფაქტს, ის გოგო მალავდა რომ, სცემდა ის ახვარი, ხან რა ჰქონდა დალურჯებული ხან რა. ორსულად რომ იყო, სადღაც წაუგია მის ქმარს ფული, დალის სთხოვდა შენებს დაურეკე და უთხარი სასწრაფოდ რომ გჭირდებაო, აქამდეც მათზე იყვნენ დამოკიდებულები ნატას ქმარი მუშაობდა საწარმოში, მეც მასთან ერთად ვმუშაობდი, თავს არ იზოგავდა ხოლმე, ცუდად ხდებოდა და სახლში მომყავდა, ეს სიძე ნარკომანი იყო, იმდენი თანხა მოუთხოვია ვერ გაწვდებოდნენ ესენი, დალისაც ხმა ამოუღია, საკმარისია როდემდე ვემათხოვრო მშობლებს ხელი გაანძრიეო, დიდი მუცელი ჰქონდა უკვე მაშინ, ადგა და ქამრით სცემა, საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს მუცელი მოეშალა, ბევრი სისხლი დაკარგა, ცხოველივით ნაცემი იყო, დიდხანს ვერ გაძლო, მის არდაბადებულ შვილთან წავიდა.... ტუჩებზე ამეფარებინა ხელები ისე ვუსმენდი ამ შემზარავ ამბავს, - რა დაემართა იმ ნაგავს თავად? - ჩააძაღლეს... ქალაქში გაქცეულს რვა ჭრილობა მიაყენეს გულისა და მუცლის არეში.... დიდხანს ვერ გაძლო ნატომ, არ ლაპარაკობდა მხოლოდ სიკეთის კეთება დაიწყო, რაც გააჩნდა გაჭირვებულ მეზობლებს ურიგებდა, შემდეგ თავად მოსავლელი გახდა, დიდხანს აღარაფერი მსმენია, რომ ჩამოვედი გვიან გავიგე მისი მდგომარეობა, მაშინაც გაპარული იყო..... ..... გვიან დავბრუნდით ნაირას ეზოში. - სად იყავი? ლამის სოფელი გადავატრიალე, შესულს მეძგერა ნიკა, სწრაფად მომეხვია და ეზოში შემოსულ გეგას მოავლო თვალი, ეჭვნარევად დამხედა, თუმცა ჩვეულად არაფერი უთქვამს, ვეხვეოდი ანერვიულებულს და მრცხვენოდა, მრცხვენოდა თითოეული შეხება მასთან, მრცხვენოდა ყველა ჩემი საქციელის, ყველა ჩემი ცრუ ემოციების მის მიმართ, ის არ იმსახურებდა ჩემგან ამ ყოველივეს, საკუთარი თავი მძულდა ამის გამო და მაინც არაფერს ვაკეთებდი, რადგან ისევ მერიდებოდა.... იმ ადამიანის რომელიც ახლა მეხვეოდა, - ვერც კი დაიჯერებ რა მოხდა, გპირდები ყველაფერს მოგიყვები, უბრალოდ ახლა არა... — დავაიმედე, მართლა არ ვაპირებდი დამემალა მისთვის რამე, ის ხომ სულ ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, ყოველთვის მისმენდა.... უპირობოდ ვუყვარდი.... - სად გაქრით გოგო! ლამის ბებიაშენს მოვკითხე შენი თავი და ჭკუაზე ვერ დააყენებდა იმას ვერავინ, ან ტელეფონი სად გაქ ეს დედაატირებული?!.... ისე მძვინვარედ შემოვარდა ეზოში გოდუაძე მეგონა ბალახს გაეკიდა ცეცხლი, - ერთხელ მაინც შეამოწმე ტელეფონი?! ზავთიანად მითხრა, ბრაზით დამხედა - არა - რაა ჩემ ფეხებად გინდა ანა?! გადააგდე მაშინ, - დამშვიდდი ჩემთან ერთად იყო, —მხარზე შეახო ხიდაშელმა ხელი აღელვებულის დასამშვიდებლად. გაუაზრებლად, უხეშად აიქნია მხარი აჩიმ, ისე მოიშორა ძმაკაცის ხელი, - მაცადე რა შენთან ერთად.... მომიტრიალდა ისევ დასატუკსად წამით გაჩუმდა, გაიაზრა გეგას სიტყვები სახე დაუმშვიდდა და დინჯად მიუტრიალდა ძმაკაცს, - მართლა? ისე მშვიდად იკითხა, თვალებ გაფართოებული შევცქეროდი ცვალებად მამაკაცს - კი! ისეთივე სიმშვიდით გასცა პასუხი - მერე შენ, შ... ხო არ გაქ ძმა!. ხო შეგიძლია დარეკო ეს დედაატირებული? — გავიკითხე და მეუბნებიან გავუშვით მეზობლებისთვის რომ დაეძახათო და ყველა მოვიდა ანას გარდა, რა უნდა მეფიქრა?.. კრეტინივით დავდივარ მთელი ეს დროა!.. ნიალას ბირჟას რომ ვკითხე მაგათმა მითხრეს დაბრუნდნენ უკვეო, სხვისგან რატო უნდა ვიგებდე რომ ერთად ხართ?! - ჯერ ესერთი ერთად არ ვართ დიდი ამბავი იყო აჩი და მორჩი უზრობებს ტყუილად ნუ ბრაზობ ყველაფერზე, — სწრაფად ჩავეჭერი აგრესიულად მოსაუბრეს, ვეღარ ვიგებდი უკვე ვინ უნდა დამემშვიდებინა, - რა ამბავს აბა გისმენთ, დოინჯები შემოირტყა, მომლოდინედ დამხედა და დამელოდა როდის დავიწყებდი საუბარს, - აჩი საკმარისია, აქ ვერაფერს მოვყვები და საერთოდ უზომოდ დავიღალე სახლში წავალ, — გვერდი უნდა ჩამევლო, სწრაფად ჩამავლო მკლავში ხელი ადგილზე დამაბრუნა, - არსად არ წახვალ! ყველაფერს მოყვები! - აჩი გევედრები, მართლა უზომოდ დავიღალე, ტყუილად მეჩხუბები ვფიცავ, ინანებ... ვიცი რომ ნერვიულობ, იცი რომ უზომოდ მიყვარხარ, ახლა გამიშვი გთხოვ და მოგიყვები ყველაფერს მოგიყვები, - ანა... ვერ შემელია, მაინც ვერ დამთანხმდა მარტივად - გაუშვი, მართლა დაიღალა, ხიდაშელმა შეაჩერა ძმაკაცი, ისევ უდარდელი გამომტყველება მიეღო, მონოტონურად დააცოცებდა თითებს ჟაკეტზე და ცალი ხელით სიგარეტის ღერი მოეთავსებინა ტუჩებს შორის, ბრაზმა დამიარა, როგორ სულით-ხორცამდე მძულდა მის ბაგეებში მოთავსებული სიგარეტი, როგორ ვერ ვიტანდი ამას რომ ჩემი თანდასწრებით აკეთებდა ყბები დამეჭიმა, შემეტყო.... - ერთი ღერი მომეცი მეც, ნიკას ხმა რომ ჩაერია, ერთიანად დამიარა სხეულში დენმა, ბრაზი ერთბაშად მომაწვა, აგრესიაა ვეღარ ვმალავდი, თავხედურად ჩემს ცხვირწინ გაუწოდა გეგამ დაუნანებლად სიგარეტი ნიკას, სწრაფად აართვა და უკვე ცეცხლმოკიდებული მოეთავსებინა ტუჩებს შორის, - მეც მინდა, გამოვთქვი სურვილი და ხიდაშელს ჩამოვუდექი წინ, უხმოდ მიყურა, კვამლი შორს გაუშვა და მოურიდებლად გადამიწია თმა ყურსუკან, სირცხვილისგან შემეფარკლა ღაწვები, ნიკასი შემრცხვა, ძალიან შემრცხვა როცა გეგას თითების შეხებაზე მთელ სხეულში ძლიერმა ძაბვამ დამიარა, - გეგა გითხარი რაღაც მგონი, - ნერვებს ნუ მომიშლი ახლა გამაფრთხილებლად დამიყვავა ნიკამ, "ყურიც არ ვათხოვე" ჯიუტად ვაკვირდებოდი გეგას მან კი ისე მძლავრად მოქაჩა, თითქოს გულის სიღრმიდან, ამოისუნთქა სიგარეტის ბოლი - გოგოებს სიგარეტს ჩემი ხელით არ ვაწვდი... მითხრა და ნამწვავი შორს მოისროლა, - მე წავედი, კარგად მეყოლეთ, მოტრიალებულმა ავართვი ნიკას სიგარეტი, ძირს დაგდებული ქუსლით ჩავაქრე და დიდი ნაბიჯებით წავედი, კარისკენ, - ნაირას უთხარით რომ ძალიან დავიღალე, შევუტრიალდი რომ მეთქვა, სწორედ მაშინ მიარტყა ხელი გეგამ ნიკას, უთხრა გაჰყევი სიბნელის ეშინიაო, ბრაზით შევაჩერდი, არ ვიცი რაზე გავბრაზდი, არც თავად გამეგო რა ემოცია დაიარებოდა ჩემს სხეულში... ვცდილობდი თბილი სიტყვებით მესაუბრა ნიკასთან, ასე ჩემი დანაშაული, ჩემი თავი რომ გადამერჩინა ჩემივე ნამუსისგან, ესეც კი დანაშაული იყო, მაგრამ ზედმეტად მხდალი ვიყავი ამ ყველაფრისთვის... ნახევარი ღამე ვიჯექი, ფანჯარასთან, ხმამაღლა ვესაუბრებოდი მთვარეს, თითქოს პასუხს გამცემდა თავადაც, ვესაუბრებოდი ნატოზე, მის დაღლილ ცხოვრებაზე, მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი, ხან მეღიმებოდა ხან კი მეტირებოდა...... დილას ტელეფონის გადაბმული ზარი მაღვიძებს, წამოვდექი თუ არა თავში მომაწვა მთელი სისხლი, ინსტიქტურად ვუპასუხე ტელეფონს, იქიდან ქალის ქვითინის ხმა ისმოდა , სიტყვა ვერ მითხრა მხოლოდ ტიროდა, ძილი სრულად გადამივიდა აღელვებული წამოვჯექი, სწრაფად დავაკვირდი ნომერს და შიშმა ამიტაცა, ეს ნომერი გუშინ ჩავიწერე ნატოს ძმისშვილის იყო, ავფორიაქდი, - მაპატიე, ასე ადრე გაწუხებ... ძნელად , გაჭირვებით ამოილაპარაკა ქალმა, - ნატო... ნატო აღარ არის.... სუნთქვა შემეკრა, ყელში უზარმაზარი ბურთი გამეჩხირა და სუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევდა, ეს მოვარდნილი ფათერაკიანი ტალღაც ისეთი მოულოდნელი იყო, მეგონა თვალებიდან წამსკდებოდა სისხლი ჩანჩქერივით, - როგორ? ჩახლეჩილი ხმა ამოვუშვი გაჭირვებით, ბურუსი მოსდებოდა ოთახს თითქოს. მეტკინა ძალიან მეტკინა... - დილას წამალის დრო ჰქონდა რომ შევედი იწვა, გაღიმებული იწვა, გავეხუმრე, და რომ შევეხე გაყინული იყო... სრულიად გაქვავებული იყოო..... .... ვიდექი და ვუყურებდი მოხუცს იაფფასიან, აჯორკილ სასახლეში რომ მოეთავსებინათ სახლის შუაგულში იდგა და დამტირებლებსაც კი ეზარებოდათ ტირილი, მათ შორის გამოირჩეეოდა ერთი მხოლოდ, რომელიც გულით მოსთქვამდა, ჩამუხლული დაჩოქილი ღრიალებდა სასახლეზე დამხობილი, მოსთქვამდა მის ცხოვრებას ხმამაღლა.... ვიდექი გეგას გვერდით, მრუმე, გრძელი, ტანისამოსი ჩამეცვა, გამჭვირვალე შავი თავშალი მომეხვია და დაღლილს უხმოდ მსდიოდა ცრემლები... დაღლილ სახეს უკვე აღარ შეეძლო რაიმე ემოცია გამოეხატა, ცრემლები მსდიოდა მხოლოდ დაღლილს... - წავიდეთ? დაბალხმაზე მკითხა, ხელი ჩავჭიდე... ძლიერად ჩავეჭიდე, თითქოს წუთი წუთზე გონება უნდა დამეკარგა, ხელები მომხვია ძლიერ სხეულზე მივეკარი მაშინ ამიტყდა ხმმაღალი ქვითინი, უსუსური ვიყავი, უილაჯოდ ვეკვროდი მამაკაცს ძლიერ სხეულზე და მთელ საბურველში გავხვეულიყავი.... .... - კარგად ხარ? დაბალი, ბოხი ბარიტონით გადმომხედა მზრუნველად, მანქანის სავარძელზე აკრულს, ჰორიზონტს გავყურებდი, თავი დავუქნიე პასუხად, - გინდა გავაჩერო? არაფერი მითქვამს, ამის ძალაც კი არ მქონდა ხმა ამომეღო, განვიცდიდი, ორმაგად შევიგრძნობდი ქალის დაკარგვას, ვერც თავად გამეგო მსგავსი ტკივილი საიდან მოდიოდა, გულში რაღაც მჟავე მეღვრებოდა, მებრალებოდა, მძულდა მისი ცხოვრება მისი ტკივილი... მტკიოდა მისი განვლილი ცხოვრება, მისი ნატანჯი სიბერე, მებრალებოდა მისი შარავანდედით მოსილი თვალები, მისი წმინდა მზერა და სიყვარულით სავსე გული... მანქანა გააჩერა, მზე ჩადიოდა სოფლისგან შორს მყოფები ვიყავით, ჰორიზონტზე მოჩანდა ჩამავალი გაწითლებული მზე, ამწვანებული მინდორიც უსასრულოდ ზღვასავით მოჩანდა, ეს ადგილი სამოთხე იყო დედამიწაზე, ჩემი კარები რომ გაიღო მაშინ ავხედე გეგას, ვუყურებდი მის ნაკვთებს, მის დახვეწილობას, მკაცრ, მამაკაცურ ნაკვთებს.... ვუყურებდი დიდხანს და ახალი ემოციებით ვივსებოდი, მას დავყევი მანქანიდან გადავედი, დაღმართზე ჩავედი, მინდორზე რჩვილ დანამულ მინდორზე, გრძელი შავი კაბა ავიწიე და ფეხსაცმელები მანქანასთან დავტოვე, ცივ ნამიან მინდორს დავადგი შიშველი ფეხი, სულს მისწვდა, გულის სიღრმემდე მიაღწია, მიწისა და ბალახის სიწმინდემ. შორს გავედი, ძალიან შორს... მივდიოდი ნელა და ყოველ ნაბიჯს შევიგრძნობდი, ყოველ ნაბიჯზე ვუყურებდი ბალახს, როგორ ნაზად ეხებოდა შიშველ ტერფებს, ვიცოდი რომ მომყვებოდა, ვიცოდი რომ ჩემს უკან მოაბიჯებდა თავისი დინჯი, მამაკაცური ნაბიჯებით, და მეც უშიშრად ვუყურებდი ჰორიზონტს, - აღარ გეშინია? კითხვაზე გავჩერდი, დაველოდე როდის ამომიდგებოდა გვერდით, ასეც მოხდა უკვე ჩემს გვერდით ჩამომდგარს ავხედე, მზეს გაჰყურებდა, - მეშინია, - ის ხომ ჰორიზონტია, რატომ გეშინია? - იმიტომ რომ დაუსრულებელია, უსასრულოა თითქოს, - ყველაფერი სრულდება ოდესღაც... შემომხედა, მშვიდად, დინჯად, ბევრისმთქმელი მზერით, - გზაც, ჰორიზონტიც და სიცოცხლეც — ბალახზე დავჯექი ჩემი გრძელი კაბაც ისე გაიშალა მინდორზე, თითქოს გადასაფარებელი ყოფილიყოს, - გაცივდები, - მერე რა, ეგეც ხომ დროებითი იქნება—გავუღიმე - შეგცივდება - ისე არა როგორც ნატოს სციოდა.... ისე, ჩუმად ვთქვი, მხოლოდ ჩემთვის, - მისმინე, ვიცი რომ განიცდი... ჩემს წინ ჩაიმუხლა ჩამოგორებული ცრემლი მომწმინდა ცერა თითით და თბილ ხელებში მოიქცია ჩემი სახე, საერთოდ არ მაწყნარებდა, მინდოდა ჩავხუტებოდი, ძლიერად მომეხვია ისევ ხელები და ხმამაღლა მეტირა მის ძლიერ მარწუხებში. მეტირა ყველაფერზე, მეტირა ჩვენზეც და დაგროვილი ნეგატივიც შორს გამეშვა სადღაც დაუსრულებელ ადგილას.... - ხომ ნახე თავად როგორ ცუდად იყო? იტანჯებოდა,... ძალიან დაღლილი იყო. ბედნიერად წავიდა, გუშინ ახალი მარადიული სიცოცხლე აჩუქე.... ბედნიერებისგან ცქმუტავდა ქალი, იქნებ ასე უკეთესი იყო, მორწმუნე გოგო ხარ, ხომ იცი ისე უბრალოდ არაფერი ხდება, აქამდე თუ ნატო მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობდა, შვილის დაკარგვის მერე დაიწყო ხალხის სიყვარული, რამდენი მადლი მოისხა იცი? რამდენ ორსულ მანდილოსანს დაეხმარა, უპირობოდ სიყვარული ისწავლა.... - მაგრამ ასეთი ტანჯული სიბერე რა საჭირო იყო? ავქვითინდი ისევ - ალბათ საჭირო იყო, მისი ძმის შვილის ცოლი, ყველაზე უხეში ქალია იმ უბანში, ყველაზე უგულოც, მაგრამ ვალდებული იყო, უკვე მოევლო ნატოსთვის, ვალდებული იყო გაეკეთებინა სიკეთე, დღესაც როგორ გულით მოთქვამდა.... მისმინე, ვიცი ვერაფერს ვაყალიბებ, შენც თავად იცი რომ ასეთ საკითხებში ძლიერი არ ვარ, მაგრამ ყველა დავასრულებთ ამ დამპალ სიცოცხლეს, ნატოსთვისაც კი მადლი იყო ახლა ამ უაზრო ცხოვრებიდან წასვლა, სრულიად მარტო იტანჯებოდა, ისე რომ არც იცოდა რას აკეთებდა... საწყენია მისი წასვლა მაგრამ მისი სიკეთე ახლა ბევრს ახსოვს ანა.... — მართალი ოყო გეგა, ნატომ ბევრი სიკეთე დატოვა, ბევრი სიწმინდე, და ჩვენი გაუცხოებაც თითქმის გააქარწყლა.... ..... მშვიდი ღამე იყო, დასაძინებლად ვიყავი მზად, საღამურის ნაცვლად შავი კაბა გადამეცვა... ბებიას გავუკეთე ნემსი, წელის ტკივილის მოსახანელად, მთელი საღამო წუწუნებდა... აივანზე გავედი ჩემს ოთახში გასასვლელად, მშვიდად იდგა ნიკა, მოაჯირს დაყრდნობოდა, ხელები გადაეყო აივანზე ჩაფიქრებული უცქერდა ცაზე მოჭედილ ვარსკვლავებს, - დაისვენე გვიანია, უემოციოდ ვუთხარი ენერგია გათანგულმა, კარებისკენ წასულს კი დამეწია მისი სიტყვები - არაფერი გაქვს სათქმელი? ნაწყენი, სასოწარკვეთილი ხმით გამომხედა, ვიგრძენი მისი მზერა, სინანულისგან ამეწვა მხრები, სირცხვილისგან ამიცახცახდა სხეული იმ ტალღასავით მოვარდნილი ფათერაკისგან რასაც ახლა ვეღარ დავუსხლტებოდი. საკმარისი იყო ამდენი სიმხდალე, ამდენი ტყუილი, დრო იყო მისთვის სასჯელი მომეხსნა, რომელიც უნებურად მივუსაჯე... წამოვიდა ჩემსკენ, ადგილზე ძეგლად ქცეულისკენ... - რა ხდება საერთოდ?.. ყველამ ყველაფერი იცის და მე ამდროს ქვევრში ვარ ანა, საშუალებასაც კი არ მაძლევ რომ ამოვიდე,.. ყოველთვის ასე იყო,... - იძულებული გავხდი მისკენ შევტრიალებულიყავი და ჩამეხედა მის დაბნეულ თვალებში, მავედრებლად რომ დამცქეროდნენ - ვერ ვიგებ რატომ ხარ ჩემთან... საუკეთესო მეგობარიც კი არ ვარ გესმის? არაფერს მიყვები, ათასში ერთხელ თუ გამოხვალ სადმე და მაშინაც ჩუმად ხარ,.. მეეჭვება რამეს რომ გრძნობდე,.. თავიდანვე ასე იყო, რაღაცის ,ვიღაცის ჟინის გამო გააკეთე, რაღაცის ჟინის გამო დათანხმდი ჩემს წინადადებას. არც მაშინ გიფიქრია ჩემზე ანი... აქამდე საუკეთესო მეგობრები მაინც ვიყავით.... და ახლა ვინ ვართ?..— გამიცინა, შეძლებისდაგვარად გაიღიმა, მაგრამ ყველანაირი წყენა და დარდი ჩააქსოვა ამ ღიმილს, -არაფერს ყვები, არაფრის საშუალებას არ მაძლევ.... არც რამეს გრძნობ ჩემს მიმართ და არც მიშორებ, ხომ ასეა?... სირცხვილის უკიდურეს ნაწილს მივაღწიე, ამას აღარაფერი შველოდა. ვუსმენდი, მეწვოდა შიგნიდან თითოეული ორგანო, სული მეწვოდა, გული მეწვოდა.... ვერც ვეწინააღმდეგებოდი, ის მართალი იყო... მაინც ველოდი რაიმეს რაც ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლივით გამაქროლებდა,.. ამარიდებდა ამ საჩოთირო მომენტს... - მე შენ ძალიან გაფასებ ნიკა! იმდენად მადლიერი ვარ შენი რომ ალბათ ვერასდროს ვერანაირად გადაგიხდი... - აქამდე რატომ არ დაასრულე ყველაფერი? - არ მინდა რომ გეტკინოს... - ასე უფრო მტკივა, ასე უფრო მტკენ... გაუაზრებლად ანი...— ვერ შეკავებული ცრემლები გადმოვყარე, ნიანგის ცრემლები მცვიოდა უხმოდ, თვალებშიც ვერ ვუყურებდი, მტკიოდა ის რომ მას ვტკენდი... ძალიან მიყვარდა მაგრამ არა ისე როგორც უნდა მყვარებოდა, - დრო არ არის რომ დავასრულოთ ეს თამაში? — ნაზად მომისვა სახეზე ხელი, ფრთხილად მოიქცია ჩემი სახე თავისაში ნაზად მომწმინდა ცრემლები, მაიძულა მისთვის შემეხედა, - ასე უკეთესი იქნება, ორივესთვის,—თბილად მომაკრო ტუჩები შუბლზე, კიდევ მეტად ავტირდი, კიდევ მეტად ამიჩუყა გული მისმა სიტყვებმა, მისმა გაგებამ, მისმა თანადგომამ... - არ მინდა რომ შებოჭილი იყო და თავს დამნაშავედ გრძნობდე, არ მინდა თავს ებრძოდე იმისთვის, რომ შემომხედო ისე, როგორც უყურებ მას, არ მინდა რომ იტანჯებოდე, არ ხარ ვალდებული ჩემთან იყო, - მაპატიე... მაპატიე ნიკა.. - ჩჩჩჩ ჩახრილი თავი ამაწევინა, ნაზად გადამატარა თითები სახეზე, პატივისცემითა და დიდი სიყვარულით მიცქერდა, მწვავდა მე ეს სითბო, მისი ალალი მზერა და სიტყვები - მესმის შენი... ვერავის შეიყვარებ იძულებით... ვერ ვიტყვი რომ არ ცადე, თბილად მიმიხუტა, ძლიერად მოვხვიე მის წელს ხელი და ხმამაღლა განვაგრძე ტირილი... - იმედია მომავალში მაინც გამოასწორებ... და იმის მაგივრად სულ ჩამომიშორო მეგობრულ პოზიციას მაინც დაუბრუნდები... - გამოვასწორებ გპირდები დღესვე, თუ კი რამის თავი გაქვს... ... - შენთვის ყოველთვის....— გამიღიმა და დანამულ ლოყაზე მომაკრო ტუჩები, ასე თამამად არასდროს შემხებია, ასე მოსიყვარულენიც კი არ ვყოფილვართ ერთდროულად, ჩემი სიუხეშე და უკარებას როლი, სასტიკი და გამაღიზიანებელი იყო, თუმცა სხვანაირად არ შემეძლო.... მთელი ღამე ვიჯექი, მთელი ღამე ვუყვებოდი იმ ქორწილის მეორე საღამოს რაც მე და გეგას გადაგვხდა, ტირილი არ შემიწყვეტია, არ შემეძლო უცრემლოდ გამეხსენებინა ნატაშა, თითქმის მთელი ღამე მასზე ვილაპარაკე, ქორწილში მომხდარი უთანხმოებაც ავუხსენი, გავარკვიე ყველაფერში... ისიც ინტერესითა და იდილიური ხასიათით მისმენდა... თითქოს მადლი მოვისხი, ფრთები გამომეზარდა, იმხელა ლოდი მომშორდა როცა უბრალოდ ყველაფერში გამიგო, რომ მეგონა ყველანაირი ცოდვა ჩამომშორდა ზურგიდან და თან ისეთი შვება მეგრძნო, როგორსაც განიცდის მეზღვაური, შტორმიდან მშვიდ ნაპირზე გამოსვლისას..... მეორე დღეს დილით ბებიასთან ვისხედით თითქოს სასამართლოზე მსხდომები, ერთმანეთის გვერდით ბოლოჯერ ვისხედით , ყველაფერი უნდა აგვეხსნა ქალისთვის ისე რომ ჭკუიდან არ გადასულიყო, ნიკა საუბრობდა, ყველაფერს მშვიდად გაწონასწორებულად ჰყვებოდა, მე კი ვდუმდი თითქოს, ხმის ამოღებისას სამყაროს ბალანსს დავარღვევდი, ყველაფერი კარგად დასრულდა. აღარ დარჩენილა, წასვლა გადაწყვიტა საჩქაროდ თბილად დავემშვიდობე, ბებიამ ათასი რამ გაატანა ქალაქში, ასე ბედნიერად ჩამოვშორდით ერთმანეთს და დავუბრუნდით რეალურ ურთიერთობას, მეგობრულ ურთიერთობას.... რამდენიმე დღე იყო გასული ბედნიერი დასასრულის ინციდენტიდან, ჩვეულად მოვიარე ტაძარი, რადგან აჩიც არ იყო ფეხით ავედი სახლში, სადაც რა თქმა უნდა, საფირმოდ მოჭიკჭიკე მეზობლები მელოდნენ... კიდევ უფრო მოხშირდა და გაძლიერდა მათი სტუმრობა, არა მხოლოდ დილას საღამოსაც კი გვესტუმრებოდნენ ხოლმე... რა თქმა უნდა კორექტულად, დიდი თავშეკავებულობითა და სტუმართმოყვარეობით ვიღებდი ქალბატონებს... - გავიგე დაშორებულხართ...—გულდაწყვეტით შემაპარა ეთერიმ, ნაღველით აევსო თვალები და ნაწყენი მომჩერებოდა, უხერხულად გავხედე ბებიას, ვერ ვიტანდი საუბარს წარსულის უსიამოვნო მომენტზე და მითუმეტეს მის ასეთ ხშირ გახსენებაზე... - ეს არც დაიმალებოდა... —გავიცინე - კიდევ ჩამოივლის ხოლმე არ ინერვიულოთ, — სარკაზმულად გავიღიმე, არ მინდოდა რამე თავხედურად მეთქვა, თუმცა ნეგატივი იმდენად დასახლებულიყო ჩემს სულში საუბარშიც კი მიშლიდა ხელს, - რატომ დაშორდით შვილო? - მას ვუყვარდი მხოლოდ..., ჩემი ბრალი იყო, აქამდე მეგობრულად მაინც ვიყავი და სამსახურის გამო კიდევ გაგვიცივდა ურთიერთობა.... ლაკონიური პასუხი გავეცი ქალს, გულწრფელი ვიყავი, რადგან ზედმეტ მორიდებას აზრი არ ჰქონდა, ასე თუ ვიტყოდი ვიცოდი ჭორიც ზუსტად ასე გავარდებოდა და თუ საკითხს თავად ამოვწურავდი მათ აღარ დარჩებოდათ ბევრი საფიქრალი, ამოცანა თავადვე ამოვხსენი ისე გადავულოცე მას, - ოოო მაშინ ნამდვილად ჯობდა, ამოიოხრა ქალმა და გაჩუმდა... სამი დღეს საკმარისი იყო, ჩემი თავგადასავალის სრულ გასაჟღერებლად, ქალებს მემატინეეებივით ჩამოეწერათ ახალი ამბავი და მეტად ავრცელებდნენ, თითქოს ეს გადამწყვეტი ყოფილიყოს, თითქოს მათზეც დიდ გავლენას ახდენდა ეს ყოველივე, ყველამ იცოდა უკვე ჩემი თავისუფლება, ყველამ იცოდა მიზეზი. მეცინებოდა ამ ყველაფერზე, თუმცა სატირელი უფრო იყო. თითქოს უფრო მჩატედ დავდიოდი, თითქოს რაღაც ლოდი მომეხსნა და რაღაც ცოდვისგან განვიწმინდე, ვცხოვრობდი ერთფეროვნებით მაგრამ ნიკასთან ახლოს, თითქმის ყოველდღე მეტი მონდომებითა და გულისყურით ვუსმენდი მის ამბებს, მის განვლილ დღეს, ვუყვებოდი მეც და ბუმბულივით მსუბუქი ვხდებოდი... ხორციელად ვუახლოვდებოდი აჩის... ვეხუტებოდი და ჯერ ისევ ვსაუბრობდი აწ უკვე წარსულზე, ნატაშაზე ვუყვებოდი, მან ხომ დეტალურად არაფერი იცოდა. არავის აზრი არ მაინტერესებდა ჩემს ჰამაკში იწვა აჩი, ხმის ამოუღებლად მივუწექი, მკერდზე დავადე თავი და დროებით დავხუჭე თვალები, მისი ძლიერი მკლავები რომ ვიგრძენი, უკვე მეტად კომფორტულად მოვეწყე მის ნახევარ სხეულზე და მშვიდად განვაგრძე სუნთქვა.... მოვიშორე ყველანაირი დაღლა, ყველანაირი სიმძიმე, მარტოსულობა, რაღაც ამოუცნობი ფორიაქი ჩამოვიშორე... აჩის მივენდე მხოლოდ და ვიცოდი, რომ ახლა სრულიად დაცული ვიყავი... არც იმის შიში მქონდა რომ ვინმე დამინახავდა და ჩემს საქციელს გადაასხვაფერებდნენ, შეცვლიდნენ და ვირზე შემსვავდნენ, ყველამ იცოდა ვინ იყო ჩემთვის გოდუაძე... - არც კი ვიცი აჩი უშენოდ, როგორ შევძელი რომ არ გავგიჟებულიყავი... სიმყუდროვე, ჩიტების სასიამოვნო ხმაური ჩაანაცვლა ჩემმა მშვიდდმა ხმამ, თავადაც ვერ ამოვიცანი საკუთარი ხმა, ისე კრიალა და დამშვიდებული იყო, - მე კი ამ ბოლოს მინდოდა მესაუბრა ნიკასთან...— გაკვირვება ვერ დავმალე, წარბები შემეკრა, - რასთან დაკავშირებით აჩი? —მშვიდად ვიკითხე გაუნძრევლად, არ მინდოდა გავმოძრავებულიყავი და მისი ხელი მომშორებოდა, რომელიც მთელი ეს დრო ნაზად მეფერებოდა თავზე, - მადლობა მინდოდა მეთქვა, რომ შენს გვერდით იყო, რომ გეხმარებოდა..., არ მინდოდა ასე წასულიყო, იმაზე ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრებდი... შეიძლება კამათში და ჩხუბში ძლიერი ვერ არის, მაგრამ სხვა რამეში ნამდვილად იყო ძლიერი, მოსმენა შეეძლო, გაგება შეეძლო, ყველაფერი შეძლო.... გიყურებდათ შენც და გეგასაც, ყველაფერს ხვდებოდა იცოდა და გეგას არ მოშორებია, მაქსიმალურად ცდილობდა გაემხიარულებინა... უცნაური ბიჭია, მაგრამ უთუოდ უყვარხარ.... არ ვიცი ეს როგორი სიყვარულია, მე ვერ მივიჩნევ მის სიყვარულს ისე, როგორც ქალის სიყვარულს... როგორ შეუძლია უყვარდეს და მხოლოდ უყურებდეს, არ შეიგრძნოს, არ შეეხოს, მისი გლუვი კანი არ გაიზეპიროს თითოეული ნაკვთებით, თავადაც არ იყო გარკვეული საკუთარ სიყვარულში... უზომოდ უყვარხარ, მაგრამ არა ისე როგორც ქალი... ეს ნაბიჯი მის ცხოვრებაში ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, ახლა მეტად თავისუფალი და ბედნიერი იქნება, შენ კი გზა ხსნილი გაქვს, გაქვს უფლება მასთან იყო ვინც გიყვარს.... თავზე მომაკრო ცხელი ტუჩები, - მე არავინ მიყვარს... წამოვიძახე, თითქოს მხოლოდ ეს ეთქვას ჩემთვის და სხვა არაფერი... - მე ხომ გიყვარვარ არა? შეიცხადა, სწრაფად შეცვალა თემა, წამოვიწიე კმაყოფილმა შევხედე - შენ მიყვარხარ! — გავუცინე და მის თავზე კოცნას ჩახუტებით ვუპასუხე.... მომდევნო დღეები, მამზადებდა ბებია წინასწარ მაფრთხილებდა ქალი, ნათესავები რეკავენ მთხოვენ რომ რამდენიმე დღით მასთან ჩახვიდეო, მიკვირდა, რადგან არც თუ ისე ახლოს ვიყავი ოჯახთან, მხოლოდ მათ ქალიშვილს ' მეგის' ვიცნობდი ახლოს და შეძლებისდაგვარად ვაქცევდი შორიდან ყურადღებას.... ერთ კვირაში თავად დამირეკა, დაჟინებული მევედრებოდა, ისეთი დრო იყო, მეც მჯეროდა მისი, სოფელი თითქმის დაცარიელებული იყო, რამდენიმე კვირაში შეივსებოდა ჩვეულად ბავშვებითა და ახალაგზრდებით. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, ოღონდ იქ არ დავრჩენილიყავი, ცხადია დიდ პატივს ვცემდი მასპინძლების ოჯახს, საუკეთესო მოსიყვარულე, თავგადასავლებით სავსე ოჯახი გახლდათ, თუმცა მათი მყუდრო სახლის აივნიდან, პატარა ორღობეში, მათი აივნის პირდაპირ მოჩანდა ხიდაშელთა "მამული" მათი სახლის მარცხენა მხარე და უკან ცხოველებისთვის განკუთვნილი შესასვლელი, ნათელ ხედად მოჩანდა ყველაფერი, რაც მაბრკოლებდა.... საღამოს თავად ამომიგზავნეს ტაქსი სარალიძეებმა, ისე თბილად და ახლობლურად დამხვდნენ, თითქოს ყოველთვე მათთან ჩავდიოდი... მოგვიანებით გავიგე, რომ ოჯახის უფროსი ზაზა, ქალაქში წასულიყო რამდენიმე დღით სამუშაოდ, გეგას ებარა ოჯახი და ისიც რა თქმა უნდა დიდი რუდუნებითა და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა თავის საქმეს.... ტრადიციულად გააწყვეს მაგიდა, ძალისხმევითა და მგზნებარებით დატრიალებდა დიასახლისი, მრცხვენოდა ასე რომ წვალობდა მხოლოდ ჩემთვის... აივანზე მდგარი ვწუწუნებდი მეგისთან, - კარგი! ბებიას, როგორ უყვარხარ არ იცი? მოშინაურდი, ნუ ხარ ასე მორიდებული, ვერ ხედავ როგორ გაუხარდა?.. გელოდა რამდენი ხანი, მეორე წელია ბებიაშენს ეუბნება გამოუშვი ჩემთანო, ვერცერთხელ დაგთმო — აივანზე მდგარს შემომიძახა მეგიმ, სარალიძეების უფროსმა ქალიშვილმა, ღიმილით გავხედე გამოსულს, თვალებს ვერ ვუჯერებდი, როგორი გაზრდილი და გალამაზებული იყო, ეს შავთმიანი ხუჭუჭა გოგონა - ძალიან წვალობენ საყვარელო, სირცხვილია, არ მინდა ასე გაწვალოთ, სიმყუდროვე დაგირღვიოთ ამაღამ დავრჩები მხოლოდ, რადგან უკვე გვიანია და წავალ მერე...— ნაზად ჩამოვუსვი გოგონას ხელი ნაზ კანზე და შავი ხუჭუჭა თმა შევუთვალიერე, - მის გამო არ გინდა აქ დარჩენა ხომ? — თავით მანიშნა ხიდაშელის აივნისკენ, შუქი რომ ანათებდა მის წინ მობიბინე მინდორსაც, მინდოდა წინააღმდეგობაც გამეწია, თუმცა ხმა ვერ ამოვიღე, ყურსუკან გადავიწიე თმა, - კარგი რა აჩიც ხომ სულ აქაა ხოლმე იქ ვერ ახერხებდა ამოსვლას... მარტო შენს გამო თუ ამოვიდოდა, აი ახლა აქ ნახე თუ მოგასვენოს, ან რატომ უკრძალავ თავს იყო თავისუფალი? ის არაფერს აკეთებს სამაგისოს.... — საუბარი გაგვიწყდა, როცა, კარებიდან ნონამ გამოყო თავი, ღიმილით შემათვალიერა, პატარა სარალიძე მიუყვანა მეგის და მეც ღიმილით გავუშალე ბავშვს ხელები, - ჩემო პრინცესაა მოდი ჩემთაან, —სიცილით ავიტაცე ბავშვი ხელებში და გემრიელად ვაკოცე მის პატარა საოცარი სურნელით გაჟღენთილ ყელს, იმდენად სასიამოვნო იყო, დაუკმაყოფილებლად დავუკოცნე რჩვილი, ფუმფულა ლოყები, - ოფფფ, რა საოცარი სურნელი გაქვს პატარავ....— ღიმილით დავიხვიე მისი ოქროსფერი ლოკონი თითზე ისე შევუთვალიერე ნაზი სახე და კიდევ მივაწებე ტუჩები ლოყებზე - არა, არ მჯერა, მეგი ეს შენი და როგორაა?, ნახე როგორი ქერაა, - რომ გაიზრეება ან ის წამომაძახებს რომ ნაშვილები ვარ ან მე, — აიჩეჩა მხრები გოგომ, სიცილი ვერ შევიკავეთ, ისე შევხედეთ წლინახევრის ნიცას, რომელიც ჯერ ვერ დადიოდა და საყვარლად დახოხავდა ხოლმე, - მეგიი, მოდი დედა მომეხმარე, —ტკბილ ხმაზე შევყევი მეც სამზარეულოში შავთმიანს, რადგან უკვე დაბნელებულიყო და საღამოს სუსხიანი ნიავიც ქროდა. მხიარულად მოფუსფუსე ქალს დავაკვირდი სამზარეულოში. როგორი განსხვავებული იყო ჩვენი ხალხისგან, რამდენი წელი იყო უკვე ჩვენს სოფელში იყო, თუმცა ჯერ ისევ ახალი პატარძალივით იყო, საერთოდ არ ჰგავდა მათ, ვერავის აკრიტიკებდა, სულ თბილი და გულწრფელი იყო, გაბრაზებაც კი არ შეეძლო, საოცარი იყო, ძლიერ სტუმართმოყვარე, მას ყველა უყვარდა, ყველასთან კარგად იყო, - ქალბატონო ნონა მომცემთ უკვე უფლებას მოვშინაურდე? —ნიშნისმოგებით გადავხედე ქალს, - აბა რა უნდა ქნა სიხარულო? როგორც საკუთარ სახლში, ისევე აქ,— თბილად ამოგვხედა მე და ნიცას, რომელიც ხელში მეკავა და ხაჭაპურების ცხობა დიდი რუდუნებით განაგრძო, - მაშინ მეც ჩავერთვები საოჯახო საქმეებში მოგეხმარებით... მაგრამ ვისთვის ვაწყობთ ამ საოცარ მაგიდას? - ჩვენ განა ცოტა ვართ? — გამიცინა და გაზქურაზე შემომდგარ ქვაბს ფრთხილად ამოურია, გართული ვიყავი მისი ყურებითა და ნიცას ფერებით, - რა იშვიათი სტუმარი გვყავს...— ანაზდეულ ბოხ ბარიტონზე ძლიერმა ძაბვამ გაიარა ჩემს სხეულში, მონატრებული სასიამოვნოდ დაბალი ხმა... ახლა გაახსენდა, თითქოს ახლა განიცადა ჩემმა სხეულმა რამდენიმე "დღეების" წინ განვლილი მასთან სიახლოვე, მისი სურნელი და მისი ძლიერი მკლავები, ერთიანად დამეხორკლა კანი, გავხედე სამზარეულოში შემოსულ ხიდაშელს, ჩემს ხელში მოთავსებულ ნიცას ჩაუკრა თვალი და ნელ-ნელა მოგვიახლოვდა, - ოჰ დაკარგულო რაინდო, სად ბრძანდებოდი მთელი დღე? იმდენად მეშინია შენი გაუჩინარების დიდხანს მიჭირს უშენოდ...— თბილი, ალერსიანი ხმით დაასო ქალმა სიამაყით სავსე მზერა ხიდაშელს და მოუთმენლად დაელოდა როდის მიუახლოვდებოდა - იმედია ჩემს ბოდიშს მიიღებ დილით რომ ვერ გნახეთ, — ნიცას ლოყაზე უჩქმიტა მშვიდად ჩაგვიარა გვერდი და ნონას ლოყაზე აკოცა, - გაპატიებ, დღეს ისეთი სტუმარი მომივიდა, ფრთებიც გამომეზარდა, - ხო, საინტერესო სტუმარია, —ირონიულად შემათვალიერა, ვერ მივხვდი რა დაიწუნა, ან კი რას დასცინა ჩემში, ბრაზით ამევსო მზერა, - აი ნახე ახლა გადავრიო მეზობლები... ეს რა გოგო ჰყავსო ნონასო, ამას რო ნანული გაიგებს ხო გადავა ჭკუიდან...— აკისკისდა ქალი და ხაჭაპური გახურებულ ტაფაზე მოათავსა, ხელები რომ გაინთავისუფლა უკეთ მოგვიბრუნდა სამივეს, გეგა მოახლოვებული ეთამაშებოდა ჩემს ხელში ბავშვს, - ისე ბებო როგორ არის ანა? - წინასწარ გამაფრთხილა რომ, მალე წავსულიყავი, წნევები აწუხებს ამ ბოლოს, - ისეთი გოგო წავართვი, ნამდვილად შეაწუხებს, — გაიცინა ისევ და ახალ კერძს მიუტრიალდა, - გავიგე შეყვარებულს დაშორებულხარ, როგორ შეხვდა მაგ ამბავს შენთან?— გეგამ თამაში რომ შეწყვიტა კისერი დამეჭიმა, მივხვდი რომ არ იცოდა, ანუ ახლა გაიგო მან ეს მხოლოდ, შემომხედა... ირონიულად ჩამაჩერდა და ცალყბად ჩაეცინა, - რა საინტერესოდ ვრცელდება ამბები, აქ რანაირად ჩამოვიდა? - საათზე მეტხანს ეჭორავებოდა ბებიაშენი მაროს, მან ჩვენ მოგვახსენა, რა დარჩება გაუჭორავი, კარგი ბიჭი იყოვო, გადარეული იყო ქალი, რატომ დაშორდით? - მეგობრები უფრო ვიყავით ჩვეულად, არაფრით განსხვავდებოდა მეგობრობისგან, მსგავსი ადამიანის დაკარგვა სისულელე იყო, ის ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა, არასდროს მივუტოვებივარ... — ქარაგმული საუბარი დავიწყე და გეგას დავახვედრე მკაცრი მზერა, ეს უკანასკნელიც მშვიდად, ინტერესით მისმენდა, სრულად გასწორებულიყო და თითქოს მას ვესაუბრებოდი ნონას მაგიერ, - გადარეულები არიან, ასეთი უკარება ყოფილა როგორ გაუძლო ამ კაცმაო,— ახარხარდა ქალი ისევ, - მათ რა იციან ნეტავ, თითქოს ოთახიდან ოთახში დამყვებოდნენ, — ირონიულად გამეცინა ახალ გაგონილ ამბავზე და ბრაზიც შემეპარა, მხოლოდ დაშორების ამბავს რომ არ დაჯერდნენ და ურთიერთობის განვლილ ლტოლვას რევდნენ ამბავში - ხმამაღალი ნათქვამია, —დამცინავად ჩაეჭრა ხიდაშელი მკლავები გახლართა ერთმანეთში, და ალმაცერად შემათვალიერა, ისე გავბრაზდი, ერთიანად ავალდი, ვერ ვიგებდი მის ამ ირონიულ მხარეს, - აწი ხმადაბლა ვიტყვი ხოლმე! ვფიქრობ ვერავის ეცოდინება რა ურთიერთობა მქონდა და ვისთან, ეს მხოლოდ ჩემი პირადი სივრცეა და მასში არავინ უნდა შემოიჭრას! - როცა სოფელში ხარ შენი პირადი სივრცე არ არსებობს და ყველამ კარგად იცის როგორი ამაყი და უკარებაც ხარ! - ვისთან, როგორ გეგა! შენი საქმე არ არის ვისთან რა ურთიერთობას დავიჭერ და მეტიც საერთოდ არ იცი რა გავიარეთ მე და ნიკამ ან კი რა მანძილის სიახლოვე გვქონდა ერთმანეთთან! - ხო? და მაინც რა ურთიერთობის საფეხურზე იყავით? — მოიწია ჩემსკენ, ვერ გავიაზრე როგორ დავიხიე უკან, - ბავშვებო... ბავშვებოო! დამშვიდდით, რა ხდება? რატომ კამათობთ ან ვერ გავიგე რაზე ჩხუბობთ, ან შენ რატომ უშლი ნერვებს, რა გინდა რომ ათქმევინო გეგა? — ჩაერია გაუგებრობაში მყოფი, შემკრთალი ქალი და უსიამოვნო სიტუაციის განეიტრალება სცადა, - სიმართლე მინდა რომ თქვას, რომ არ მისცემდა უფლებას შეხებოდა სხვა მამაკაცი... ყელში ამოუვიდა მასაც ეს შეუხებლობა და უბრალოდ მიაგდო ჩვენი ღვთაება, - კრეტინი ხარ გეგა! ასე არ ყოფილა! - აბა როგორ იყო?, ყოველ ღამე გხვევდა ხელებს, გკოცნიდა გეფერებოდა შენ სურნელს გრძნობდა და შემდეგ მობეზრდი და წავიდა?! — ცინიზმით აეწია ტონი, ვერ გამეგო რის მიღწევას ცდილობდა, ინსტიქტურად გავარტყი სილა, ჩემს ხელში შეკრთა ბავშვი, მოვკარი ნონას აღელვებულ თვალებს თვალი და მის პირზე აფარებულ ხელებს, როგორ მინდოდა მიწა გახსნილიყო და შიგ ჩავეყოლებინე, როგორ მინდოდა ის გეგა დაბრუნებულიყო რამდენიმე დღის წინ რომ გვერდში მედგა... ბრაზით ეცვალა თვალები, მძვინვარედ გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ, სწრაფად დავიხიე უკან ბავშვიც კი დაიძაბა ჩემს მკლავებში, ჩემსკენ შემოტრიალებული მომეხვია კისერზე, მეც ძლიერად მოვხვიე ხელები და მკაცრი მზერა შევახვედრე ხიდაშელს, რომელიც ბრაზისგან დუღდა, - თავხედი ნაგავი ხარ! რომელსაც ჯანსაღად აზროვნებაც კი არ შეუძლია... უზომოდ აუტანელი ხარ! — გამოვუცერი ათრთოლებულმა კბილებში და ძლივს შევიკავე თავი ცრემლები არ გადმომცვენოდა, სწრაფად მოვშორდი ადგილს, აივანზე გასულს მივეცი თავს უფლება რამდენიმე შეუკავებელი სითხე დადენილიყო ღაწვებზე, ბავშვი ავათამაშე ხელში და მისი ძირს დაგდებული სათამაშო მივაწოდე.... - ანა მოდი ახლა, ნუ მახვეწნინებ რაიყო.... გეგა, მოდი აქ! — სათითაოდ გვიხმობდა ქალი გაშლილ, მაგიდასთან, ისეთი იყო იმერულ სუფრას რომ შეეფერებოდა, არაფერი აკლდა მაგიდას, განცალკევებით ვიჯექი და სურვილიც არ მქონდა ჭამის, ოთახშიც კი იძულებით ვჩერდებოდი, მის ჰაერს რომ ვიყოფდი და მისი სურნელი რომ ტრიალებდა ოთახში, ვერ ვისვენებდი - მიირთვით მე მოგვიანებით შევჭამ, — განვაცხადე თუ არა გეგა წამოდგა, მაგიდასთან თავისუფალი ადგილი დაიკავა ტრადიციისამებრ ჭიქაში ჩამოსხმული თეთრი მუსკატის ღვინო დააგემოვნა, - ეს ნაყიდი ყურძნისაა ნონა? თუ ზაზას მოყვანილია? - როდის იყო ზაზა ყურძენს ყიდულობდა? — შეიცხადა ქალმა და ნაწყენი მზერით შემომხედა მანიშნა ისევ მაგიდასთან მივსულიყავი. მარო ბებო იჯდა სუფრის თავში ჩვეული სიმშვიდით და ხელით მანიშნებდა ჩემს გვერდით დაჯექიო.... კარებში მეგი შემოვიდა, უკან აჩი რომ შემოჰყვა, მომავალი სიმშვიდის გააზრებისგან ავნერვიულდი, მაშინვე წამოვდექი, თითქოს წლების უნახავი მყავდა, შემოსულს სალამის თქმაც არ ვაცადე, სხეულზე ავეკარი და ძლიერად მოვხვიე კისერზე ხელი, - ჩემო პატარაა, — ამოიგმინა ძლიერად მომხვია ხელები და ჩემს თმაში შეაცურა თითები, ღიმილით მიესალმა ოჯახს, მოუშორებლად და საფეთქელზე მომაკრო ტუჩები, - კარგად ხარ? — ჩამოშორებულს დამაკვირდა, ხან ერთ ხან მეორე თვალში მიყურებდა თითქოს მე დავუმალავდი პასუხს ირისები კი სიმართლეს ეტყოდა - ახლა კარგად ვარ, - რატომ დააგვიანე სიხარულო? ნონას კრიალა ხმა ჩაერთო ჩვენს საუბარში, მაშინ შემეფარკლა ღაწვები სირცხვილისგან, როცა მივხვდი როგორ მოვიქეცი, შეტრიალებულს წავაწყდი გეგას გამუქებულ ჭაობებს, ვუყურებდი და თითქოს მესმოდა კიდეც როგორ მსაყვედურობდა..... - შეეშვით ამ ბავშვს, ჯერ აბიტურიენტია, რა საჭიროა ეს სიყვარულობანას თამაში? — მეგის დაცვაზე გადავიდა აჩი, მას შემდეგ რაც ოჯახის წევრები ხუმრობით დასცინოდნენ გოგოს მარტოსულობაზე - ვინც თამაშობდა ისიც საკმარისია, დამღლელია მეგი, არ გინდა.... ჩემი თუ არ გჯერა მას კითხე, გამოცდილია...— ჩემსკენ ანიშნა თავით და მეც ბრაზისგან დავუბრიალე თვალები გაღიმებულს, ვერ მოითმინა, მაინც წამკბინა, თითქოს კი შეეგუა ჩემს ამბავს, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო.... - შენც იგივეს გეტყოდი აჩი,—თვალი ჩაუკრა ნონამ, - მე არ მაკლია ქალის ალერსი... თავისუფალი კაცი ვარ, რა ჯობია დაქალებულ გაშლილ გაყვავებულ ნორჩ ქალბატონებს... — ისე გააფორმა, ისე აღწერა, ქალის ხამი მეგონა, ბაბნიკი, რომელიც დაკავებულია გოგონებით გართობით. მართალია ზოგჯერ მაცდურ ღიმილს, იმ რბილ ყოვლისმომცველი მზერით ბევრს აჯილდოვებდა და აჯადოვებდა კიდეც, თუმცა მან ყოველთვის იცოდა ვისთან უნდა გამოეყენებინა მომნუსხველი ღიმილი, ვინ უნდა გაეტაცებინა და ვისთვის უნდა შეეყვარებინა თავი დროებითად, მას არასდროს ეშლებოდა ეს ყოველივე და ამაში დარწმუნებულიც ვიყავი... ეჭვიანი ცოლივით მივარტყი გვერდზე მჯდომს ხელი, გავებუსხე, - ზოგჯერ რა საზიზღარი ხარ აჩი... - ეჭვიანობას აქვს ადგილიი...—ალმაცერად გადმომხედა კმაყოფილი ღიმილით, ჩემსკენ გადმოიწია და ღიმილით მომადო შუბლი საფეთქელზე... სიცილით გააქნია თავი ნონამ, მოსწონდა მე და აჩის ლაღი ურთიერთობა, თუმცა მის მზერაში პატარა ეშმაკურ გეგმებსაც კი ვამჩნევდი, რომელიც ვერადა ვერ ამომეცნო, - გეგა, მოგვიყევი შენზე, ჩამოხვედი მაგრამ არაფერი გითქვამს, როგორ მოგწონდა, როგორ აეწყე გავიგე საოცარ ქალბატონებთან გქონია ურთიერთობაც... გადარევას იყო შენი და ცოფებს ყრიდა ხოლმე მოყოლის დროს, ახლა კიდევ ახალ კახპას დაათრევსო... — ეს ისეთი ინტრიგა იყო, იმდენად მტკინვეული მინდოდა დროებით მაინც დამეხშო ყურები, ან კი ეუარა და ეთქვა, რომ ეს მხოლოდ სხვა ურთიერთობა იყო და არა ლტოლვისა და ვნების ჩამახშობელი მგზნებარე ურთიერთობა, - თავიდან იმაზე მეტად ძნელი იყო ვიდრე წარმოვიდგენდი. რაღაცეების დავიწყება რთული იყო, ვიღაცეების დავიწყება კიდევ უფრო რთული! - შემომხედა... გამისწორა თვალი თვალში და ერთიანად ამომიწვა სხეული, უსაუთოდ რთულ კულმინაციას ველოდი, ჩემს სხეულში უკვე დაუფლებული მგზნებარება პიკს მიაღწევდა... - ვსწავლობდი და პარალელურად ვმუშაობდი, სწავლის შემართებაც სრულიად სხვა რამეს ეკუთვნოდა, მოგვიანებით კონფერენციაზე გავიცანი რამდენიმე ახალგაზრდა... დიდი ზრახვები და ენთუზიაზმით ჰქონდათ დაგეგმილი ბევრი რამ, დაახლოებით ისეთი, როგორიც მე.... მათაც სჭირდებოდათ ისეთი ადამიანი, რომელიც ისეთი რამის ცოდნას ფლობდა რასაც თავად ვერ გაწვდებოდნენ, მე ისინი მჭირდებოდნენ, საკმაოდ კარგი შეთანხმება დაიდო... ერთად ვაძლიერებდით იქაურ "საწარმოს" რამდენად შედეგიანი იყო ვტესტავდით... გარკვეული დრო და საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო, თუმცა იდეალური ვარიანტი ჩვენი საფულის გასასქელებლად.... სახელისთვის და ხალხისთვისაც... ბიზნესის გაფართოებაც კარგი ვარიანტი იყო და გადავწყვიტეთ საქართველოშიც ვყოფილიყავით პირველები ვინც ასეთ ახალ საჭირო კომპანიას შექმნიდა.... —მშვიდად საუბრობდა, მიუხედავად იმისა რომ დაჟინებით ვუმზერდი, ერთხელ აღარ შემოუხედავს, თვალიც კი არ მოუკრავს ჩემთვის.... - როგორ დაიღლებოდი, რამდენი რამის გაკეთება მოგიწევდა....—აწუწუნდა სარალიძის დიასახლისი - საამაყოდ გვაქ საქმე, შენი ყოლით, გლახას ჩავაგდებიებთ შენ თავს ხელში აპა?! იდგნენ ახლა და გვეხვეწონ, დაიწყეს უკვე გარიგებებიი? გირიგონ და იყვნონ... — კმაყოფილმა გაახელა მარო ბებომ, ამაყად უმზერდა წინ მჯომს, თავისი სიმკაცრით, ვაჟკაცურობით და ამაყი მზერით რომ იჯდა დინჯად, თითქოს მეც გამაგებინა მისი ამბავი მარომ, აქ ხომ ძველებურიდან შემორჩენილიყო ჯერ კიდევ გარიგებები. იძულებით ქორწინება არ იყო მხოლოდ... - გეგას გარიგებები რას უზამს დედა, ქალი ჰყოლია გადამალული, —შეიცხადა ნონამ და მეც ერთიანად გამეყინა სისხლი, ისიც არ ვიცოდი როგორ უნდა მიმეღო მე ეს სიტყვები, " შემონახული ქალი" რას ნიშნავდა, თითქოს რაიმე ნადავლი ყოფილიყოს, აპოკალიფსისთვის შემონახული... - ცოლი როდის უნდა მოიყვანო გეგა? - ცოლი სათამაშო ხოარაა, მეტი დაფიქრება მმართებს, რა დროს ცოლია კარიერას ვაწყობ ჯერ კიდევ, - დედაშენს ნუ არბენინებ ახლა ნუ გადაიყვან ქალს ჭკუიდან, 27 წლის კაცი ხარ უკვე როდემდე გინდა მხოლოდ მორიგი ქალებით ერთობოდე? - საკმარისი არ იყო რაც ჩემით გაერთნენ? — ჩაცინებით შეაწყვეტინა სიტყვა, - ეს მოლაპარაკებას უფრო ჰგავს, ორმხრივია ყველაფერი, ის ერთი ურთიერთობაც, სიყვარულის გარეშე, ნდომის გარეშე, მხოლოდ ვნებათა ზღვა დაჩქრიალებს სხეულში, მხოლოდ სიამოვნება და სხვა არაფერი... ტკივილის და მოფრთხილების გარეშე... დაღლის გარეშე.... სიყვარულის გარეშე მეტად მარტივია ცხოვრება! არ იღლები, თავისუფალი ხარ, არ ბავშვობ, არ წამობ, მართალია რაღაც ახალ გრძნობებს ვერ გრძნობ, მისი სურნელიც არ გაბრუებს მაგრამ ახალი სამყაროს კიდეზე არ ადგამ ფეხს, აზროვნებ და ყველაფერის გაკონტროლება შეგიძლია, შენ აკონტროლებ და არა პირიქით... ესაა თავისუფლება, სიყვარულისგან თავისუფლება.... - და შენ გინდა გეგა ეგ თავისუფლება? მას შემდეგ რაც ყველაფერი იცი.... გამოცდილი გაქვს,...— არ ეშვებოდა ნონა, გეგა კი ისე მკბენდა ისე მჭამდა ნელ-ნელა, რომ მე არაფრის გაკეთება შემეძლო, - ახალსაც გამოცდი, ახალი ემოციებით... - მსგავსად ძლიერი ვერ იქნება, იგივე გრძნობებს ვერ იგრძნობ ეს შეუძლებელია, - ახლა ის ბიჭი ხომ აღარ ვარ.... სხვა რამეებიც მაკმაყოფილებს ნენე.... მიმართა ძველი სახელით, როგორც ბავშვობაში. როგორ ირონიულად ლაპარაკობდა ხიდაშელი, როგორ ცდილობდა იმ გრძნობების გაქარწ....ბას, რომელსაც ჩემთან გრძნობდა. ჩემი გულის ჩქროლვა იმდენად ძლიერი იყო, მთელს ოთახში ექოდ ისმოდა, - ვერ შეძლებ გეგა შენ მაგას, შენ იცი რა არის სიყვარული, - სიყვარული?.. არ ვიცი მე რა არის სიყვარული... - ანა შენ იცი რა არის სიყვარული? შემომხედა დიასახლისმა....—გავიყინე, ენა გადავყლაპე, უაზრო ცახცახმა ამიტაცა მხოლოდ, - სიყვარული გაძლიერებს ნონა... — როცა უცოდინარი სკოლის მოსწავლესავით ვერ ამოვიღე ხმა მაშინ განაგრძო ხიდაშელმა პასუხი, - ყველაფრის მიუხედავად გაძლიერებს, ყველა დროს ყველა წამს..., მის თვალებს, მისი თმის სურნელს რომ იხსენებ ერთიანად ივსები ამოუცნობი გრნობისგან... ისევე დაგდევს, როგორც მზეში ჩრდილი. მოუშორებელია, თან გაბნევს თან ძალას გმატებს.... ყველაფერს სჭირდება მიდგომა, ქალი ისეთი რამეა, ყველაზე ადვილი. არაფერი რთული მასში არ არის, უბრალოდ უნდა გაუგო, შეისწავლო, იმაზე მეტ ძალას მოგანიჭებს ვიდრე გაქვს და იმაზე მეტად ეყვარები ვიდრე ამ სამყაროზე არსებობს!... სწორი ქალი... ოო სწორი ქალი ნონა ჯოჯოხეთს სამოთხედ გიქცევს.... — გაეცინა ბოლოს გადაიწია სკამის საზურგეზე - გცოდნია შენ ეგ ყველაფერი, გყვარებია შენ ჯერ ისევ... მერე რატო არაფერ აკეტებ ბიჭო ნუ გადამრევ!.... — აღელვება დაეტყო ნონას, - ველოდები ახალ გრძნობებს, - ახალ გრძნობებს ელოდები სხვაში? — გაიცინა ქალმა - როგორ კარგად საუბრობდი და უცებ გააფუჭე... - ის აღარ მოვა, იმაზე მეტად გამიუცხოვდა ვიდრე წარმომედგინა..— ვერ შევძელი გამეტარებინა, ვერ შევძელი უბრალოდ გამეშვა მისი ეს სიტყვები, ათრთოლებული ჩავეჭერი - იქნებ უბრალოდ შენ ხარ გაუცხოვებული?! — პირველად.... მთელი ეს დრო პირველად ჩავერიე საჩქაროდ, საკუთარი ხმა ჩამესმა ექოდ, ისე დამეჭიმა სხეული, ძვლების ტკივილის ვგრძნობდი. მოვარდნილი ფათერაკიც საგრძნობლად მამზადებდა კულმინაცვიისთვის. დანარჩენები ისე დუმდნენ თითქოს სასამართლოზე გამოსვლისთვის დასჭირდებოდათ სიტყვები, ახლა კი ბოლო სასამართლო მიდიოდა, გადამწყვეტი სასამართლო.... ნონა კი ჩაქუჩს დაარტყამდა და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა, - ანუ ჩემშია პრობლემა? — გვიან წარმოთქვა.., მიყურებდა..., თვალ მოუშორებლად მიყურებდა და კმაყოფილებისგან გაცისკროვნებული მომჩერებოდა ხიდაშელი, ალბათ მთელი ეს დრო ცდილობდა ჩავერიე საუბარში... - ჯერ მარტო იქ დაიწყო შენი პრობლემა, სხვაში რომ ეძებ მას.... არავისში არ იქნება, ის გრძნობა რასაც ის ერთი ფლობს, იმ ემოციებს და გრძნობებს ვეღარასდროს განიცდი რასაც ის ერთი განიჭებდა! და როცა ამბობ რომ სხვაში იპოვი სწორედ მანდაა შენი პრობლემა... ეძებე გეგა კარგად ეძებე... ვინც ეძებს ის პოულობსო, იქნებ გაგიმართლოს.... — წავეცინიზმე შეუკავებლად - მე გრძნობებს არ დავსდევ, - შენი საუბრიდან ეგ ჩანს, ... - მე იმ ერთს დავსდევდი წლების მანძილზე.... - და რა გინდა თქვა არ იცოდი არაფერი იმ ერთზე გეგა?! — ტონს ისე ავუწიე ვერც გავიაზრე, მაბრაზებდა მისი სიტყვები მაშინ როცა ჩვენს გაუცხოებას მე მაბრალებდა, თითქოს კი მე გავუჩინარებულიყავი წლები და მე დამევიწყებინოს ყველაფერი.... - ყველაფერი... ყველაფერი ვიცოდი, - და რას აბრალებ მერე ამ შენს გაუცხოებას ან კი ყველაფრის შეცვლას?.. მას?.. მისი ბრალია გეგა? ის წავიდა და მან დაგტოვა? თუ მხოლოდ ის ცდილობდა?.. — ძლივს ვაკონტროლებდი თავს მესამე პირზე მესაუბრა და არა ჩემზე ღელვაც ბოლო ლეველზე მისულიყო, ვდუღდი ერთიანად, - ტყუილად ბრაზობ, რომ მეთქვა არ გამიშვებდა, — გაიღიმა - გეთქვა და დაგელოდებოდა, ის მაინც ეცოდინებოდა რომ ცოცხალი იყავი და არ დაიტანჯებოდა! არ გაუნადგურდებოდა პირველი წლები! საერთოდ შენ რა ადამიანი ხარ! რობოტი! არავიზე არ ფიქრობ!.. —ვუყურებდი აალებული თვალებით მის მშვიდ მომღიმარ სახეს, თითქოს საწადელისთვის მიეღწია და ახლა კმაყოფილი უმზერდა დაჭრილ ნადავლს.... - როგორ შეგიძლია ამის მერე ყველაფერი სხვას დააბრალო არ მესმის.... - ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს შენ ამას ვერ გაიგებ.... - რატო ვერ გავიგებ? რაიმე ზეციურია?.. მე მხოლოდ შენ ვერ გიგებ, ვერ ვიგებ ასე მარტივად როგორ შეგიძლია მიატოვო ადამიანები, ნათესავები, ნონა, ბავშვები, ყველაფერი!.. და თუნდაც ის ერთი! - იმ ერთს არ ვუყვარდი... - იდიოტი ხარ თუ მასე ფიქრობდი! დაუნახავი დეგენერატი, რომელიც დაბრმავებული იყო ყველაფრით... - რა გინდა რომ მითხრა, მან იცოდა რა იყო სიყვარული?!. — ჩემსკენ გადმოიწია ჩემს მოპირდაპირედ მჯდომი, მაცდურად ჩამაჩერდა თვალებში და ელოდა ჩემს სიტყვებს, თითქოს ცდილობდა სახალხოდ გამოვტყომოდი სიყვარულში, მიყურებდა ათრთოლებულ ბაგეებზე და გახშირებულად ისვამდა ენისწვერს ტუჩებზე, ელოდა მოუთმენლად, როდის ვიტყოდი რომ იმ უგულო ადამიანს, რომელსაც მისთვის სიტყვა მიყვარხარ ნათქვამიც არ ჰქონდა, რეალურად სიგიჟემდე შეყვარებული იყო... - იმაზე მეტად ვიდრე შენ?! —გამოვცერი, აკანკალებული თითები მაგიდაზე დავალაგე და სხარტად წამოვდექი, - გემრიელად მიირთვით, ხმამაღლა ვთქვი და სწრაფად გავედი სახლიდან, მეგონა ჰაერი სრულად მთავრდებოდა, იკეტებოდა სასუნთქი გზებიც და თავად ოთახშიც ქრებოდა ჟანგბადი, გრილ ჰაერზე გამოსულმა კი თავიდან დავიწყე სუნთქვა. ისე მეუცნაურა თითქოს პირველად შევიგრძენი რა იყო ეს ყოველივე, ბრაზი მახრჩობდა, ნერვიულობისგან მითრთოდა სხეული, და მახსენდებოდა პირველი შეხვედრის სიტყვები " რისთვის უნდა მებრძოლა", ახლა ამბობდა რომ უყვარდა... მე კი ისიც ვერ მითხრა რომ სიყვარულს ბრძოლა სჭირდებოდა, რომ ერთად ყველაფერს შევძლებდით, მხოლოდ ირონიითა და მწარე ლექსიკონით სავსე იყო, მტკიოდა მისი აზრის შეცვლა და მისი ყოველი სიტყვა რომელიც არადა არ მავიწყდებოდა, 6 წლის წინ " - მიყვარხარ-მეთქი გეუბნები, შენ ადამიანი არ ხარ? - არა ძვირფასო შემომხედე რქები მაქვს ვერ ხედავ? — მის წინ ავხტუნავდი მისი ნახვით გაცისკროვნებული თვალებით და სურვილი მახრჩობდა მის კისერზე მომეხვია ხელები და ძლიერად ჩავხუტებოდი, ბნელოდა, ჩუმად გამოვსულიყავი სახლიდან სულ მცირე ხანს საუბარიც კი მაკმაყოფილებდა მასთან, ვუსმენდი და მოვუსმენდი დაუსრულებლად მის დამღლელ დღეს, ვცდილობდი მის გვერდით ვყოფილიყავი და მისი რთული დღეც გაგვემარტივებინა.... გამიცინა, მიყურებდა თვალმოუშორებლად, - მემგონი შენი თვალები უფრო მიყვარს ვიდრე შენ, - იდიოტი ხარ! ჩემი თვალები რამ შეგაყვარა? - მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაცდურია, მელაკუდასავით გრძელი , ლამაზი ფერებით, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაცდუნებს, არასდოს მატყუებენ, სულ რომ უარზე იყო ის მეთანხმება ყოველთვის, თუ რამე გინდა არასდროს მიმალავს, თუ რამე გაწუხებს ყველაფერს ის ყვება შენი ტუჩების მაგივრად, ამიტომ მიზიდავს ასე ძალიან, სიგიჟემდე მიყვარს მე ეს თვალები, იმდენად მაგიჟებს, იმდენად მაცდუნებს ძლივს ვიკავებ თავს არ შევეხო, - შენ ხომ ახლოს მოსვლაც არ შეგიძლია სადაც ხარ იქ დაეტიე გეგუშ, შორიდან უცქირე ასე ძალიან თუ გიყვარს, - როგორ მძულს ჩემი თავი შენ რომ მცვლი! - მოდი ვაღიაროთ რომ შენ სიმშვიდეს საოცრად ვაკონტროლებ, ისევე როგორც შენს ბრაზს, - ბოროტად იყენებ შენ შენს შესაძლებლობებს, - არანაირად ნელ-ნელა სწავლობ ძალების კონტროლს, იმასაც რომ ზოგჯერ მოთმენაც გამარჯვებაა და ასეთი ფიცხი არ უნდა იყო გეგუშ, - შენთან ფიცხი არ ვარ, - სულ მიბრაზდები, - გასაბრაზებელია და არც გავბრაზდე? - ნუ მეჩხუბები ხოლმე, - არცერთი არ გესმის შენ?! არც ჩხუბი და არც ტკბილი სიტყვა, ვინმეს რომ ეთქვა შენზე ჯიუტი არსებობსო, ისე დავცინებდი დავაპატარავებდი... - მე მხოლოდ შენ გეჯიუტები, შენს ჯინაზე ვაკეთებ ხოლმე იმას რასაც მაფრთხილებ, - იმიტო წუწუნებ მერე ისევ ჩემთან, - რას მაყვედრი თუ გეზარება მოსმენა სულ ნუ მისმენ დამპალო, —გავქოფაკდი უეცრად და უკან გავხტი, - მაგას არ ვამბობ, უბრალოდ ცუდად ვხდები რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია ბავშვო, ვნადგურდები... მძულს შენ რომ ტირიხარ... იმ თვალებიდან რომ გდის ცრემლები სულ ერთი სული რომ მაქვს ვაკოცო... - იმდენად გიყვარს ლამისაა ამოვიჭრა და სრულად შენ გაჩუქო, — ჩემს სიტყვებზე წამის მეასედში ეცვალა სახე, დაემანჭა, ზიზღის ფერები გაუკრთა - არ ხარ ჯანმრთელი, რა საზიზღრობა თქვი! - შენ ხომ გიყვარს ჩემი თვალები? სიცილით ავუფახურე წამწამები - შენზე მიყვარს მე ეგ თვალები და არა დათხრილი ანა! - ნუ ბრაზობ, - არ ვბრაზობ, ზოგჯერ სისულელებს ამბობ და ნერვები მეშლება, - ნუ გეშლება, - ანა! - გეგა! დავუწვრილე თვალები, სიცილი რომ აუტყდა მეც თამამად ავყევი უაზროდ სიცილში და კმაყოფილი ვაკვირდებოდი მის გაცისკროვნებულ მგზნებარე თვალებს.... " .... ჰამაკისკენ წავედი, მოშორებით ეზოს ღობესთან ახლოს ეკიდა მაღალ ხეებზე, ფრთხილად ჩავწექი რბილ საქანელაში და კმაყოფილი შევაჩერდი ვარსკვლავებს, დიდი რუდუნებით რომ ანათებდნენ, უთვალავი მოჭედილიყო წვრილწვრილად და საოცარ სანახაობას ქმნიდა, არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ აღელვებულ გულს ვამშვიდებდი, უცნაური კაეშანი რომ მოსდებოდა... ვიწექი დიდხანს, მიმენაბა თვალები და ოდნავი შიშიც არ გაკარებია ჩემს გულს, გეგასგან დატვირთულ გულსა და გონებას აღარ შესწევდა ძალა დამატებით ეფიქრა რამეზე.... - შეგცივდება.... ანაზდეულ ხმაზე, მარდად გავახილე თვალები, მომავალს შევაჩერდი, ჩვეული სიამაყით რომ მოაბიჯებდა - ნუ ღელავ შენ... წავეცინიზმე და ჰამაკზე წამოვჯექი, - ახლა აღარ ვღელავ, საკმარისად გახურდი... ზარკაზმულად დამხედა დაძაბულს მისი მოახლოებით - საკმარისია ამდენი ირონია გეგა! - მაშინ შენ მითხარი რა არ არის საკმარისი...., ანა, — ისე გამოკვეთა ჩემი სახელიც ერთიანად დამიარა ელექტროდენმა, ჩემს გვერდით მოთავსდა, მისი მხარე რომ ჩაიწია, ინერციით გადავვარდი მისკენ, სწრაფად მივაჭირე მკერდზე ხელები, უკან რომ დავბრუნებულიყავი, მისგან შორს, თავდაჭერილად - აშკარად ძალიან გცივა, - თავხედი ხარ! — უხეშად მოვშორდი, წამოდგომა დავაპირე, წელზე ჩამავლო ხელი.... სუნთქვა გამიხშირდა, სწრაფად გავხედე უნდა მეკითხა კიდეც რას აკეთებდა... - არ ვიკბინები, - რა საინტერესოა... - მგონი ჩემი გეშინია არა? - შენი რატომ უნდა მეშინოდეს? - იმიტომ რომ შენ მე არ მიცნობ, - მართალია მე შენ არ გიცნობ! და ხელი გამიშვი გეგა!.. - როგორ ღელავ... — ღიმილით დამხედა მკვეთრად ავალ-ჩამავალ მკერდზე, - იქნებ იმიტომ რომ ისევ მოჩვენებასავით დამადექი, - აქ მოჩვენებები არ გვყავს დამშვიდდი... - რა გინდა?.. მოულოდნელად დავსვი კითხვა დავაკვირდი, როგორ გადაწვა გვერდულად ჩემ მხარეს, ჩემს უკან, ვიგრძენი მისი თითები, როგორ შემიცურდა თმაში, პასუხის მომთხოვნი მზერით გავხედე, ვუყურებდი მის ხელში ჩემს გრძელ თმას, - ისევ ის სურნელი აქვს... —ამოილაპარაკა დაბალ ხმაზე ფრთხილად შემიცურა ხელი წელზე და მისკენ დამწია, თავი ვერ შევიკავე ისე მივეყრდენი მის ძლიერ სხეულს, გულ-მკერდს, - ხელი გამიშვი!.. - მოდუნდი პატარავ... მოდუნდი, — ახლოს მყოფმა ჩამჩურჩულა ყურში, თავადაც იგრძნო, როგორ დამეხორკლა კანი, გრძნობდა, როგორ მოქმედებდა ჩემზე მისი შეხება, მისი სიახლოვეც კი. ვერ გამეგო ამით ერთობოდა თუ იმავე ლტოლვა ჰქონდა. ნარკოტიკივით ითხოვდა სხეული, მისი ერთი შეხების მერე კიდევ შემხებოდა, მეტად მგზნებარედ გამოხატავდა სხეული ლტოლვას მის მიმართ და ამის დამალვაც შეუძლებელი იყო... ეს მაშინებდა, ეს მაბნევდა. მეშინოდა რომ ამ ყველაფერს ბოროტულად გამოიყენებდა, მეშინოდა რომ ის სრულიად სხვანაირად გამოიყენებდა თავის ძალაუფლებას ჩემზე, რომელიც უთუოდ ჰქონდა, მე ხომ სუსტი ვიყავი, ისე მეთანგებოდა ძალა მისი შეხებისას აღარ შემწევდა ენერგია შევწინააღმდეგებოდი იმ სანუკვარ შეხებაზე, რომელიც ვნებითა და გზნებით მავსებდა.... - ოდესმე იფიქრებდი რომ ასეთ ურთიერთობად იქცეოდა ჩვენი ძველი ურთიერთობა?.. — მისმა მოულოდნელმა კითხვამ დამაფიქრა, მის ხმას ირონია ჩამოშორებოდა და მეტად სასიამოვნოც გამხდარიყო, - არ წარმოვიდგენდი თუ ასე შეიცვლებოდი... მისმა კითხვამ დაძაბულობა მომიხსნა წამით. მოვდუნდი, მშვიდად მედო მის მკერდზე თავი და მასთან ერთად ვუყურებდი მშვიდ ცას, მისი თითებიც ისე შეცურდა ტოპის ქვეშ ვერც გავიაზრე, შიშველ სხეულზე შემეხო მისი თითები, მუცელზე ათამაშებდა თითებს, მე კი მეწვოდა ის ადგილი. აალებულიყო და მალე მთელ ჩემს სხეულს დაწვავდა. მის ხელს წავავლე ხელი საჩქაროდ, ჩემი გულიც გაორმაგებულად ცემდა, იმდენად უჩვეულო იყო მისი მსგავსი შეხება, მისი მსგავსი სითამამე, ვერ ვიჯერებდი, რომ ეს გეგა იყო, მაგრამ მაინც რაღაც უხილავი ძალით, ძლიერად ენთო სადღაც გულის სიღრმეში ცეცხლი და მის მიმართ ლტოლვას მიძლიერებდა ვნებისა და მგზნებარე ემოციებით მამკობდა, - უბრალოდ გეხები დამშვიდდი, - გეგა!.. - იქნებ კარგიც იყო ჩემი წასვლა... — სწრაფად შეცვალა თემა, გამოუვიდა კიდეც, დავუშვი მიმეღო სიამოვნება ამ სანუკვარი შეხებისგან - შენთვის ნამდვილად! კარიერა, ფული, ყველაფერი გაქვს და უკვე იმდენად შეჩვეული ხარ არც კი იცი ვის როგორ უნდა შეეხო!.. - აქამდე, მაგარი ნებისყოფა მქონდა, რომ არ გეხებოდი... წარმოუდგენლად მიმაჩნია ის რასაც ვაკეთებდი, — გაეცინა.... - ესეც ახალი ემოციებია, შეეხო იმ ქალის სხეულს, რომელიც გიყვარდა, რომელიც შენ ხასიათს აკონტროლებდა, ვერაფერს ვიტყვი... ის ანთებული ცეცხლი ჩემს გულში გაქვრა, უკვამლოდ... უკვალოდ.... "გიყვარდა" "აკონტროლებდა" "და" მტკენდა, ძლიერად მტკენდა... - ხოდა ახლა ამ ახალ ემოციებს ისევე გააქრობ როგორც იმ წარსულს... — უცაბედად მოვიშორე მისი ხელი მკვირცხლად წამოვიწიე, - წარსულის გაქრობა რატომ გინდა?— თავიდან ჩამავლო წელზე ხელი და ჩემთან ერთად წამოიწია. მომწონდა რომ არ მიშვებდა რომ თავადაც სურდა ჩემს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მაშინებდა მე მისი ზრახვები, რომლის შესახებაც არაფერი ვიცოდი, - იმიტომ რომ საშინელი იყო... - საშინელი არ იყო... ბევრი ემოციით სავსე იყო, მაგრამ რაღაც აკლდა... — მისი დახშული ხმა ჩამესმოდა ყურში, ვნებაარეული ხმა მისი სურნელიც ისე მაბრუებდა, გონება მერეოდა, ჩემს თმებში შეაცურა თითები, სკალპს შეეხო ნაზად, სასიამოვნოდ, ლამის მიმენაბა თვალები, - ძლიერი რამ აკლდა... ოდნავ დამქაჩა თმაზე, უნებურად გადავწიე თავი მაღლა, ისე დავაშორე ბაგეები ერთმანეთს, ვგრძნობდი, როგორ მოიწევდა მისი ბაგეები ჩემსკენ, დაბნეულმა შევხედე, ღიმილი გაეპარა ტუჩის კუთხეში, გული დარტყმებს ტოვებდა ის კი ნელა მოიწევდა ახურებული ტუჩებისკენ... " ოდესმე თავისუფლად შევძლებ პირველად შევეხო შენში იმას რასაც შეუძლია გონება დამაკარგვინოს, რაც პირველად შემიყვარდა, პირველადაც მას ვაკოცებ," ერთბაშად ამომიტივტივდა წარსულში წარმოთქმული მისი სიტყვები. ის კი ახლა ჩემსკენ მოიწევდა, ჩემი ტუჩებისკენ, თითქოს ამით მეუბნებოდა ძველი გრძნობები წარსულს მივაბარეო.... ის ის იყო, ერთიანად ავალდებოდი მისი შეხებით, სწრაფად წამოვდექი, - საკმარისია ამდენი სითავხედე! რა გგონია გეგა?.. ვინ ვარ? იმდენად შეეჩვიე გართობას რომ უკვე არ იცი ვისთან უნდა გაერთო?! რა გინდა საერთოდ?! რატომ არ მასვენებ? რატომ ტრიალებ ჩემს ირგვლივ?! - ანა!.. - ხმა არ ამოიღო, არც მომიახლოვდე, თავხედი ხარ! არ ვაცადე არაფრის თქმა დაბნეულიყო თავადაც, სწრაფად შევვარდი სახლში და ცეცხლმოკიდებულ სხეულზე დავისვი გაყინული თითები, - ოჰ იკადრე ქალბატონო? მობრძანდი და მიირთვი სასწრაფოდ! — მკაცრად დამხვდა ნონა, ფეხები ამიბაკუნა ბრაზის ნიშნად, ჩუმად ვუცქერდი აჩის ბავშვით ხელში, მაკვირდებოდა ათრთოლებულს, დეტალურად იმახსოვრებდა ჩემს თითოეულ მდგომარეობას და ვიცოდი ხვდებოდა კიდეც ვის გამო ვიყავი მსგავსად მგზნებარედ ათრთოლებული... მაგიდასთან მარტო დამსვეს ნონამ ერთ თეფშზე იმდენი რამ დამიდო რაც თითქმის სუფრაზე იდო, მკაცრად შემომიძახა, თუ შეჭმულს არ დავინახავ იცოდე მე და შენს შორის ომი დაიწყებაო. ვიჯექი და დიდხანს ვწელავდი მის ჭამას, "ვიპიწკნებოდი" ასეც კი ერქვა ამ საქციელს, აჩის შევევედრე, დამეხმარე მომეშველე-მეთქი. გამიწყრა არაფერს ჭამ და კარგად მოასუფთავეო, სანამ კი ნონა სამზარეულში ტრიალებდა ვევედრე გოდუაძეს დამხმარებოდა. იძულებით გავუწოდებდი ხოლმე ჩანგალს და ისიც ბავშვივით მიირთმევდა. გეგა შემოვიდა ოთახში ისევ ჩამოჯდა ჩვენს მოპირდაპირედ და დაჟინებით დამაკვირდა, როგორ ვაწვდიდი აჩის ყოველ ჯერზე, ხან კი მე მივირთმევდი ხოლმე, - აჭამე გეგასაც, ცოდოა აჩი, —სიცილით მითხრა მარო ბებომ და მეც ავად შევხედე წინ ჩამომჯდარს, - არანაირი სურვილი არ მაქვს მადლობთ, — სწრაფად გაშალა ხელები დანებების ნიშნად, - რომც გქონოდა რა ხეირი? უმალ დავემანჭე და საკუთარი თეფში და ჩანგალი სამზარეულოში გავიტანე..... ....... სიმშვიდის ზენიტი დამირღვია, გამოჩენილმა ხიდაშელმა, ვუყურებდი მომავალს მანდილოსანთან ერთად, გადაიწია მისკენ, დაქაჩა თმაზე მცირედ, ქალის აწეულ კისერს დააცხრა გაშმაგებული... იმდენად უსიამოვნო გრძნობა დამეუფლა, სწრაფად გავახილე თვალები.... შემდეგ ვუყურებდი ჭერს... უცხო ოთახს, მაგრამ მყუდროსა და სასიამოვნოს... ტელეფონს დავწვდი საათის შესამოწმებლად, რვის წუთები იყო, სწრაფად წამომდგარმა ჩავიცვი წინადღეს მომზადებული ნაცრისფერი ნაჭრის განიერი სპორტული შარვალი, მენჯები რომ იკავებდა თავისუფალს, ზევით თეთრი სხეულზე მომჯდარი ტოპი ჭიპს ქვევით, ოდნავ დეკოლტით, შარვალსა და ტოპს შორის სულ მილიმეტრები იყო დაშორება, სულ მცირედ მოჩანდა შიშველი სხეული მოძრაობისას, მხრებზე დავიყარე თმა და კმაყოფილი ვათვალიერებდი საკუთარ სხეულს სარკეში, რომელიც დიდ აღტაცებასა და კმაყოფილებას იწვევდა, როგორც ჩემში ისევე დიდ მოწონებას იმსახურებდა საყოველთაოდ მამაკაცებსა და ქალებშიც, მიუხედავად იმისა რომ გამომწვევად ჩაცმა არასდროს მჩვეოდა... . ფანჯრიდან გავხედე დილიდან ახმაურებულ სოფელს, დილიდან ცოცხალ სამყაროს, მჭახედ ისმოდა მამლის დიდი რუდუნებით ყივილი, ჯერ ახლად წამოეწყო საქმიანობა და არარიტმულად, ჩახლეჩილი გაჰკიოდა მონდომებით, ჩიტები ისე ერთხმად და ხმამაღლა გალობდნენ, ისე ღუღუნებდნენ... ჭიკჭიკებდნენ...., თავი სამოთხის კართან მეგონა, შორიდან ისმოდა მენახირის მოწოდება, პირუტყვი გამოეშვათ ეზოდან.... ისმოდა მსხვილი რქოსანი საქონელის ბღავილი, შიმშილისგან გამოწვეული..... ვიცოდი ნონას ეღვიძა და ისიც ჩართული იყო უკვე თავის დილის რუტინაში რასაც პირუტყვის მოვლა, ჩამოწველა შემდეგ კი საბალახოდ გაშვებას ემსახურებოდა, საიდანღაციდან შეშის გაპობისა და ნაჯახის შიშველი წვერის ხმაც კი მოისმოდა, მშვიდად ჩავედი ჩემი ოთახიდან, აივანზე გასულმა ავხედე მოწმენდილ ცას, მზის სხივები რომ მოძლიერებას ცდილობდნენ, დილის სუსხი ისე სასიამოვნოდ მხვდებოდა მოშიშვლებულ სხეულზე, ერთობ მივლიდა სასიამოვნო გრძნობები სხეულში. აქ დილა ყოველთვის ქარიანი იყო, მხრებზე დაყრილი თმა ააფრიალა ქარმა სიცივისგან მკლავებზე დაყრილ ბუსუსებზე დავისვი ხელი დილის სილამაზისგან კმაყოფილი ღიმილით მოვათვალიერე ადგილი და სწორედ მაშინ შევამჩნიე მოპირდაპირე ეზოში მყოფი ხიდაშელი... თვალები გადამეწმინდა იმ წამს, თითქოს ის საჩუქარი ყოფილიყოს ბავშვობიდან რომ ვოცნებობდი, ახლა კი ვუყურებდი მე ჩემს საჩუქარს, " მიუწვდომელ" საჩუქარს, წელს ზემოთ შიშველმა, ძლიერად მოიქნია ნაჯახი და უმალ გაჩეხა დიდი ხის მორი, მუქი ნაცრისფერი ფართე სპორტული შარვალი ჩაეცვა, მოშიშვლებული, გარუჯული ნავარჯიშები, სხეული დანამვოდა... ლტოლვითა და მგზებარებით ვაკვირდებოდი ამ უკანასკნელის უნაკლო სხეულს, ძლიერ მკლავებში რომ უჩქეფდა სისხლის მოვარდნილი ტალღა, ძლიერ მკლავებზე დაბერვოდა მიმზიდველად ვენები... იდუმალი აღტაცებით ვუჭვრეტდი ამ დინჯსა და სერიოზულ, თავდაჭერილ და ძლიერ ადამიანს. მზის სუსტი ხეებში გამომძვრალი სხივებიც ურცხვად დათარეშობდნენ მის დანამულ პრესზე, მის უზადო სხეულზე ასხივებდნენ, თითქოს მახარბებდნენ, რომ მათ შეეძლოთ შეხებოდნენ იმ მამაკაცის სხეულს ვისითაც ვიწვოდი... ვუყურებდი დიდხანს, თვალ მოუშორებლად, ძლიერად მოქნეული ნაჯახით რომ ერთბაშად აპობდა მორებს დაუღალავად, გაუჭირვებლად, სუფთად და საოცარი ენერგიით.... ვუყურებდი და ვსწავლობდი თითოეულ მის მანერას, მიმიკას, ყოველ უნაკლო ნაკვთს ვიზეპირებდი და მის მიმართ ლტოლვას უკიდურესი ზენიტისთვის მიეღწია.... - საქმე გამოგელია? — ბოხ ბარიტონზე არა მხოლოდ ღიმილი გამიკრთა ბაგეებში, მშვიდი გრძნობებითა და მისი ყურადღებით გამოწვეული სიამოვნებით შემევსო სხეული და გონება... ერთხელაც არ შემოუხედავს, მეგონა ვერც მამჩნევდა, თუმცა ამაოდ ვფიქრობდი ასე... - ვერ უარვყოფ ნამდვილად უსაქმური ვარ... — მშვიდად გავძახე და დაველოდე როდის შემომხედავდა. მხოლოდ ჩაიცინა, თავი გააქნია მცირედ და მეც ამიყოლია მის ჰოლივუდურ ღიმილში, - მაშინ მომეხმარე... - ვფიქრობ მარტოც მშვენივრად ართმევ თავს, — ვიღიმოდი უაზროდ, ის ღიმილი, რომელიც ჩემს ბაგეებს ემჩნეოდა, თამამი, გაპრანჭვის მსგავსი მიმიკა უფრო ყოფილიყო, ის თვალების ციცინი, რომელსაც მოუბეზრებლად ვაციმციმებდი, გულში ჩაღვრილი სასიამოვნო სითხე მისი ყურებით გამოწვეული... სრულიად ბავშვურ გრძნობებში მაბრუნებდა, აქამდე მსგავსი არაფერი მეგრძნო..., არაფერი მსგავსი არ დამმართვნოდა, ჩემი თვალებიც ასეთი უკონტროლო არსდროს ყოფილიყვნენ, ვსაუბრობდი ღიმილით მაგრამ, სხეულში ჩემს გონებაში სრული თავდაყირა იყო, მიხაროდა, მაგრამ ვერ ჩავმწვდარიყავი იმ გრძნობათა არსს თუ რა იწვევდა ჩემში ამ უტევ სიხარულს, ამ ეიფორიას... - გაცივდები... ვთქვი და სხეულზე მოურიდებლად დავანათე მზერა.... შეჩერდა ამომხედა აივანზე მდგარს, - უსაფუძვლო ნერვიულობა არ ღირს, - არ ვნერვიულობ, — სხარტად გავეცი პასუხი, - შევატყე... არ მაცვია, გამიმართლა... თორე ჩემს მაისურს წაეკიდებოდა ცეცხლი შენი მზერით... - უმაღლესი დონის ნარცისი პიროვნება... - ჰო? ასე ფიქრობ? - ნამდვილად... მე ვერ მივცემდი საკუთარ თავს ამდენის უფლებას, - არც მაშინ შენს სხეულს რომ ეპატრონებიან თვალებით?.. - არც მაშინ... — თავმომწონედ გადავიწიე თმები უკან, ხელების მაღლა აწევით კიდევ მეტად აიწია ტოპი ზევით, თავადვე ვიგრძენი, როგორ მომიშიშვლდა სხეული ამოვარდნილი ნიავიც სუსხიანად მომელამუნა გლუვ კანზე, ერთიანად დამეხორკლა წამიერად კანიც, პარარელურად ვგრძნობდი ხიდაშელის მოუშორებელ თვალებს, ლამის მისი მძიმედ გადაგორებული ნერწყვის ხმაც კი გავიგე. ვუყურებდი დაბნეულს, ისევ მოიქნია ნაჯახი და ისიც შემარცხვენლად გაიჭედა მოჭრილ ჯირკში, ტუჩები მოვმუწე, რომ არ გამღიმებოდა, მთელი ეს დრო საკმაოდ მსხვილ მორებს ერთი დარტყმით აპობდა ეს უკანასკნელი ახლა კი, მცირე ზომის ჯირკში ისე გაჩხერილიყო ნაჯახი თითქოს ძალები აღარ ემორჩილებოდნენ, - ვიღაცას ყურადღება გაეფანტაა... — გამომწვევად, მაცდურად ამოვილაპარაკე და მის უკმაყოფილო მზერას, თაღლითური ღიმილით დავხვდი, - მოისვენე!.. — ნაჯახს დაწვდა, მორიანად აიტაცა და ამოტრიალებული ძლიერად დაახეთქა ჯირკზე, ისიც ერთბაშად გადაიხსნა შუაზე და იქით-აქეთ დაიფანტა, - ყურადღებით ძვირფასო.... — წავესწერვე და მისი მზერა რომ ისევ დავიმსახურე, განზრახ გადავიწიე, თმა ერთ მხარეს, წინ გადმოწეული დავეყრდენი მოაჯირს და ამ პატარა დეკოლტეშიც კი მაცდურად იმზირებოდნენ მრგვალი ბურთები... ვერაგულად შევაჩერდი მის არეულ თვალებს, მაკვირდებოდა აღტყინებული მგზნებარედ... გამეღიმა, თუმცა ეს ჩემი გამომწვევი ვულგარული ქმედებები დიდად ვერ აღმექვა, - რას უყურებ? გეგა? — მაცდურად ვიკითხე, თანდათან უფრო მწველი უხდებოდა მზერა, თუმცა შემეძლო გამეძლო მისი ვნებით აღსავსე მზერისთვის, უკან დაწეული თვალსაჩინოდ ნელა და მოხერხებულად, გრაციოზულად დავტრიალდი, კარგად რომ შევეთვალიერებინე, ცბიერი მზერით შევხედე ნეტარებისგან მომღიმარს, ფართოდ გაღიმებულმა ჩახარა თავი, თითქოს გამყიდველი ღიმილის დასაფარად, ენით გაისველა ბაგეები და შემომხედა, - უდავოდ, სრულყოფილი სხეული გაქვს... ნამდვილად დაჯილდოვებული ხარ... — მითხრა და სქელ დამხმარე დიდ კუნძზე, შემოდო დასაჩეხი შედარებით მცირე გადაჭრილი მორი, - როგორ უცნაურად ჟღერს ეს სიტყვები ხიდაშელისგან... — ღიმილით ვთქვი და დავაკვირდი მომზადებულს, იმდენად ძლიერად მოიქნია ნაჯახი არა მხოლოდ დასაჩეხი, თვით დამხმარე კუნძიც კი გააპო, თავადაც შეცბუნებულმა დახედა თავის ჩადენილს, პირი დამეღო მოულოდნელობისგან, კმაყოფილებით მეცვალა სახე და ჯერ კიდევ გონებაში მინდოდა ამომეხსნა ამოცანა თუ რა სიძლიერე მოზღვავებულიყო მის მკლავებში, საკმაოდ სქელი კუნძიც რომ გაეხლიჩა, ერთი ლაზათიანად შეიკურთხა და მცირე ჩარტყმებით ნაკუწებათ აქცია შეშა, - შენი ბრალია!.. - მე რა შუაში ვარ? — შევიცხადე უეცრად - გითხარი მოისვენე-მეთქი! - უკაცრავად? ძალების კონტროლი შენ არ შეგიძლია რა ჩემი ბრალია?! — წამით შემომხედა და გაბზარული ჯირკი სრულად დაჩეხა, მოავლო თვალი კედელზე ლამაზად შემოწყობილ კუნძებს, თუმცა არცერთი იყო ისეთი გამოსადეგი და დიდი, როგორიც უკვე გაჩეხილი. ახლოდან ვერ ამოარჩია სასურველი კუნძი, უცებ შევათვალიერე შორიდან, მის უკან კუთხეში სწორედ ისეთივე იდო, როგორიც წინა იყო, აშკარად გამძლე სქელი და მოსახერხებელი. გარდა ამისა მარტივად შეძლებდა მის გამოგორებას, ყოველგვარი წვალების გარეშე, - გეგა აი იქ... მგონი კარგია, — ჩემს მითითებაზე სწრაფად შეამჩნია მორი, უმალ გადმოსწია, - ყოჩაღ! შენივე გაფუჭებული შენვე მოაგვარე... — შემაქო პატარა ბავშვივით და მეც ავაფახურე გრძელი წამწამები - მე არაფერი გამიფუჭებია... ამოვილაპარაკე ჩემთვის ისევ.... — კარები, რომ ნონამ გამოაღო, უმალ გავხედე ქალს, კმაყოფილებისგან ეცვალა სახე, - ასე ადრე რამ აგაყენა საყვარელო? დილამშვიდობისა, — დატვირთული გამოვიდა, ლოყაზე მომაკრო ტუჩები და დროებით შეჩერდა ისე დაიყრდნო ჩალისფერი სარეცხის დაწნული კალათა მენჯზე, სარეცხი ბლომად მოეთავსებინა შიგნით და მის გასაფენად გამოსულიყო, - კოშმარები..., კოშმარებმა არ დამაძინეს, გავიკრიჭე და სიცილიც კი ამიტყდა ჩემს კოშმარებზე, - ოხ შენ მემაიმუნები რაღაცას, - არაფერიც — გავუღიმე ვერაგულად. განსხვავებული ხასიათით ამდგარი, თითქოს მას მერე რაც ნანახი სიზმარი აღმოჩნდა, გეგა კი ჩემს წინ იდგა არა მანდილოსანთან არამედ ცულით ხელში, სრულად გამომსწორებოდა ხასიათი, - გრილა, რომ დაცქვრიალობ ასე თხლად, არ გცივა? - არ მცივა, მომეცი ამას მე გავფენ მანამდე სხვა რამ მოამზადე, თან მგონი მენახირე ჩამოგვირბენს მალე, - ჩაგვირბინა მაგან უკვე გენაცვალე, - მაშ მომეცი მე გავფენ - არა სიხარულო, შენ გაგაფენინებ? ნუ გადამრევ... - რატო, ცუდად გავფენ თუ? - ნახე ახლა! — თითქოს ეწყინაო ისეთი ეცვალა სახეზე მიმიკები, იყოყმანა დიდხანს, - თავად არ მითხარი ისე იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლშიო? - დიახ ასე გითხარი, - მერე იცი რომ სახლში ამასაც ვაკეთებ?.. მომეცი ახლა თუ არ მოგეწონება თავად გაფინე თავიდან, - დედა რა მწარე ენა ქონია ამ გოგოს, — გაიცინა რომ ავართვი კალათა ხელიდან, - ოჰ როგორ არ მიცნობ ქალბატონო ნონა, გავუცინე ისე ჩავიარე კიბეები და ეზოს წინ დიდ გრძელ სეტკის თოკიდან დავიწყე სარეცხის სამაგრების "შპილკების" ჩამოხსნა, ჩვენი ეზოს წინა ღობე მყარი, მსხვილი სეტკისგან გაკეთებული იყო, ისევე, როგორც ხიდაშელების ჩვენს წინ მოპირდაპირე წინა მხარეს გაკეთებული დიდი ჭიშკარი რომელიც მანქანის ეზოში შესაყენებლად იყო, თითქმის სუფთად ვხედავდი მას, უფრო ახლოდან, თუმცა ახლა საქმეზე ვიყავი კონცენტრირებული, - ოჰ, დილამშვიდობისა... — ომახიან ხმაზე გავხედე ნონას, ხელს უქნევდა გეგას, კმაყოფილების ღიმილი უკრთოდა სახეზე - რას შეგცივდებოდა, თურმე ამნაირი სანახაობა გედგა წინ, —ახარხარდა ქალი და თავადაც დააკვირდა ხიდაშელს ღიმილით რომ უყურებდა ნონას - ჩაიცვი ბიჭო! ნუ გადამირევ გოგოებს, - სწორედ ეგ მქონდა გეგმაში დილაადრიან შენი სტუმრისთვის დამებინდებინა თვალები... — ირონიულად შემომხედა, ვერაგულად ჩავუკარი თვალი, ფიქრებით თუ ვის დაებინდა თვალები, - ჩემს გოგოსთან არ გამოგივა შენ ეგ, ბევრი ცდა მოგიწევს... — ამაყად აიბზუა ცხვირი და სახლისკენ დაიძრა, - არ გამიცივდეთ, ანი მალე მოდი ხომ? — გამიღიმა გეგას ხელი დაუქნია და სახლში შევიდა... განვაგრძე საქმიანობა, შარვლები ერთად პირსახოცები, მაისურები ერთად გავფინე, მართლაც ისე ლამაზი გამოვიდა, თითქოს დეკორატიული ფარდა გადამეშალოს სახლის წინ. ის ის იყო, კალათას დავწვედი სახლისკენ უნდა წავსულიყავი, ჩვენს კარებთან აქოშინებული ქალი ჩამოდგა, ორი რკინის სავსე სათლი დადო მიწაზე და სახე დაღრეჯილმა დაიწყო ძლივს სუნთქვა, დანამული, გაოფლილი შუბლი შეიწმინდა, წამით გამომხედა, უსიამოვნოდ, უხერხულად გავუღიმე ქალს, რომელიც ჩვენგან ორი მოსახლის შემდეგ ცხოვრობდა, ეს ლევანის დედა ნანული გახლდათ, გამარჯობა-მეთქი დავსძინე, თვალები დააწვრილა, წინ გადმოიწია ქალი, შორს მდგომი ვერ მიცნო, ნელ-ნელა წავედი მისკენ, რადგან ვიცნობდი, გრეხი იყო რომ არ მენახა, - ანა?.. დედა შენ გენაცვალე... — ხელის გულებით მოიწმინდა ქალმა ტუჩები და გულიანად დამიკოცნა ლოყები, - აქ რამ მოგიყვანა დედა?— მათვალიერებდა აღფრთოვანებული, აღტყინებული, - სტუმრად ჩამოვედი, დროებით,— გავუცინე ქალს და ისეთ სივიწროვეს ვგრძნობდი, თითქოს რაღაცას იძულებით მაკეთებინებდნენ, - შენ გენაცვალე, ახლა ვწუწუნებდი, ამხელა ვედრები მომაქვს, დავიღალე გავწყდი წენში და ამისთანა ანგელოზს წაგაწყდი... რამდენი ხნით რჩები დედა? - არ ვიცი ალბათ მალე წავალ, —ვცდილობდი უხერხულობა არ შემმჩნეოდა, ვიცოდი ახლა უნდა დავხმარებოდი, ისიც ვიცოდი რომ მის სახლში შეპატიჟებას ვერაფრით ვერ გადავურჩებოდი და მომიწევდა ლევანის თვალების თარეშის ატანა ჩემს სხეულზე, მისი უაზრო საუბარი, ნანულის წუწუნი რომ ჩემნაირი რძალი სჭირდებოდა და კიდევ უამრავი რამ ჰქონდა ქალს საწუწუნო. მეშინოდა მე მათი საქციელების მათი ქვეშქვეშა ხასიათი რომ ვიცოდი, - დაგეხმარებით, — მის სათლს დავწვდი, სწრაფად შემაჩერა, - არა მე წამოვიღებ გენაცვალე, შენ ის მომიყევი, თუ მუშაობ. წამოდი ცოტახნით ჩემთან რამდენი ხანია არ მისაუბრია არავისთან, გაუხარდება ლევანის... - მე იცით?.. - წამოდი, წამოდი კარგი ნამცხვარი გამოვაცხვე დამიგემოვნე, — ისეთი აფორიაქებული და მგზნებარე იყო ქალი, სიტყვის თქმის საშუალებაც კი არ მქონდა თავი რომ დამეღწია, მოსალოდნელი უსიამოვნებისგან... - წამოდი ... ხელკავი გამომიდო ის ის იყო სათლს უნდა დამწვდარიყო გეგას ხმაზე გავხედეთ ორივემ გამოსულს, ახლად გადაეცვა მაიკა და კმაყოფილი ღიმილით მოიწევდა ჩვენსკენ, - ნანული გოგო რავახარ? თითქოს კი კარგი დაქალები ყოფილიყვნენ ისე მიესალმა და მოსულმა ხელიც გადახვია, - რა მიშავს დედა, ამისთანა მზეთუნახავი რომ შემხვდება, როგორ გინდა რომ იყო? - ეს რა არის? ასე მძიმე რამეებს შენ რატომ ატარებ სად არის შენი ძაღლი შვილი? — ისე იუხეშა სწრაფად დავუბრიალე თვალები, თუმცა კმაყოფილების ღიმილის ვერ ვაკავებდი, ისევ მან რომ შეძლო ჩემი დახსნა... - საწოლში, ის მოუკვდა პატრონს, ამ დროს რა ააყენებს თქვენსავით, აგერ როგორ დაუპიწკინებია სარეცხი... ის აგდია ღამის 4 საათამდე გარეთ, მოეთრევა მთვრალი და აგდია სამ საათამდე, უდღეურ დღეზე გაჩენილი.... მიყვება მამამისს მალე ის სასიკვდილე! რა დავაშავე მისი ყოლისთვის, შეყვარებულია, იკლავს თავს, შენისთანა რძალი მინდა დედა, იქნებ მოაყენო ჭკუაზე, შენი სიყვარულით რას აღარ გააკეთებს, რომ უთხრა კლდიდან გადახტიო გადახტება... - შენ კი გინდა მაგრამ ამას უნდა? ლოთი და უსაქმური ქმარი ჰკითხე აბა რა გითხრას, — სათლს დაწვდა გეგა, ხელ გადახვეული ქალი წაიყვანა წინ, მანიშნა მეორე სავსე სათლი მე წამეღო და მეც უმალ დავყევი მის ნიშანს, ჩუმად მივყვებოდი გვერდზე, - რა ვქნა დედა? მეც ვნერვიულობ დედა ვარ, როდემდე ვუყურო ამის ცოდვილობას,? კარგი ქალი ისე შეგცვლის შენგან ღმერთს დააყენებს, ქალი გმართავს, ქალის ნება სურვილს ყვება კარგი კაცი და მის აზრებს ითვალისწინებს, აზრთა გათვალისწინება იმდენ რამეს ნიშნავს, უკვე ერთი ნაბიჯია მწვერვალისკენ, - ლევანას მოვკითხოთ, ცოტა შემოვარტყათ იქიდან-აქედან მოვიყვანოთ ჭკუაზე, - ეჰ რას უშველის შემორტყმა, თორე.... — საუბარი განაგრძეს, ქალს ისე დავეჭირე ცალი ხელით მეგონა აღარასდროს გამიშვებდა, მისი ეზოს წინ რომ ჩამოვდექით სათლი ძირს დავდე და გეგას შევხედე, - წამოდი რა იქნება ცოტახანი, შემოდით გენაცვალე, — შემევედრა ისევ, - არავინ გამიფრთხილებია, სხვა დროს იყოს, — მხრები ავიჩეჩე უხერხულად, - ამ დილა უთენია სტუმრობები არ გამიგია... — უხეშად ამოილაპარაკა და ორივე "ვედრო" ეზოში შეიტანა, - ანა, წადი ნონასთან თორე ინერვიულებს, — მიმითითა და მეც დავყევი მის სიტყვებს, დავემშვიდობე დანაღვლიანებულ ქალს და დავაკვირდი, როგორ შეყვა გეგა სახლში. ნელა აუჩქარებლად წამოვედი იქიდან იმის იმედით, რომ გზად დამეწეოდა ხიდაშელი.... სიცილი მინდოდა მის უცნაურ საუბარზე ნანულისთან, ის ხელის გადახვევა დაქალური საუბარი იმდენად გასაკვირი იყო შეცვლილი ხიდაშელისთვის, რომ ერთ წამს მეგონა კიდეც რომ ძველებური გეგა დაბრუნდა... ფიქრებში გართულს ისე ჩამიარა მანქანამ, ვერ გავიაზრე როდის შეანელა ჩემს უკან, მანქანის კარების ხმაზე უკან არ გამიხედავს, მშვიდად განვაგრძე გზა, მოულოდნელად დამიბნელდა თვალთ, შავი ნაჭერი ჩამომფარებოდა, ანაზდეულად მთელი სხეულით შევიბოჭე, პირზე აფარებულმა ხელმა დამიხშო ერთადერთი გადამრჩენელი წყაროც, სხეულზე ძლიერად ამიკრო აფართხალებული და მალევე მანქანაში ჩამსვა, ისევ და ისევ გაკავებული ვყავდი ვიღაცას, შიშის ძლიერმა ტალღამ იმდენად მგზნებარედ დაიარა სხეული, სრულად წამერთვა კიდურებში ძალა, ერთიანად ამითრთოლდა სხეულის თითოეული ნაწილი, ვზმუოდი... მხოლოდ სიმძიმე ,ბლანტი ლითონივით მეღვრებოდა შიშისგან გათანგულ კიდურებში და არც კი ვიცოდი რის იმედს ჩავბღაუჭებოდი... ძლიერად შემომაჭდო წელზე ხელი, ცალი ხელი აეფარებინა პირზე, ძლიერად ამიკრო სხეულზე გასაკავებლად, უმალ შევწყვიტე ზმუილი, თავად ავეკარი "გამტაცებელს" ღრმად სუნთქვა დავიწყე.... შიში ბრაზის ბლანტ სითხეს ჩაენაცვლებინა, ერთბაშად მომაწვა მძვინვარების სისხლი თავში, ეს მისი სურნელი იყო, მისი ყველგან გამოსარჩევი, მიმზიდველი, თავბრუდამხვევი სურნელი, რომელიც თავზე უძალოდ ჩამოფხატებულ ვიღაცის ჟაკეტშიც კი მკვეთრად აღწევდა, როგორ მინდოდა ახლა მის თითებზე მეკბინა, თუმცა შეუძლებელი იყო, თავად მიხვდა ჩემი სიმშვიდე რას ნიშნავდა... - მიცანი ძვირფასო? — ირონიული ხმით ჩამჩურჩულა ყურში, მხოლოდ ჩემს გასაგონად. გაკავებული რომ არ ვყოფილიყავი სილასაც ვუთავაზებდი, ასეთი თავხედობისთვის. უხეშად ავიქნიე მხარი ნიშნად რომ ხელი შეეშვა ისიც ნელ-ნელა დაჰყვა ჩემს ქცევას.... სწრაფად მოვშორდი, უხეშად მოვიშორე თავიდან ჟაკეტი და მანქანაც ისე მკვეთრად დატორმუზდა, რომ არა გეგა შუშას თავით გავიტანდი, ერთბაშად ჩამავლო წელზე ხელი და ძლიერად გამაკავა მარწუხებში... - რა ქენი ? — საყვედურით გამოხედა დათომ ხიდაშელს, - მიცნო, — მხრები აიჩეჩა დაუდევრად მჯდომმა და უკეთ გადაწვა სავარძელზე, - რა ქნა?! თქვენ კარგად ხართ?! მკაცრად გადავხედე წინ მსხდომებს, ათრთოლებული ხმით აჩისა და დათოს შემდეგ მოვავლე თვალი გეგას, - იცით მაინც როგორ შემეშინდა?! ბავშვებივით სულელები ხართ ჯერ კიდევ! ან რაზე ფიქრობდით საერთოდ?! - კაი გოგო რას დაგვიძაბე, მართლა ხოარ მოგიტაცებდით ეე, - გაჩუმდი დათო! ხმა აღარ ამოიღოთ საერთოდ არცერთმა! როგორც— წამომიყვანეთ ისევე დამაბრუნეთ, - მიგაბრძანებთ გეთაყვა, ისე დაგვტუქსე, ორი დღე სახლიდან ვერ გამოვალ, - აჩი, მართლა შემეშინდა...— გავუწყერი და უკან მივეყრდენი, - ვიცი, მაპატიე... - ასეთი მშიშარა არ მახსოვხარ შენ, ნიშნისმოგებით გადმომხედა დათომ, - აშკარად დაგაკლდათ ჩემი ხელი!—ამოვიგმინე, ხიდაშელს შევაჩერდი მკაცრად, ღიმილით რომ მიყურებდა - რა გაცინებს? სასაცილოა? - მართლა ასე შეგეშინდა? - სახეზე ფერი არ ადევს რა კითხვას უსვამ? — მკაცრად გამოხედა აჩიმ წამიერად და პატიება მთხოვა ხელახლა, დათომ მანქანა დაძრა ამჯერად მშვიდი, ნელი სვლით და შესახვევისკენ ავიდა, მანქანის მოსაბრუნებლად, - მოდი დაგაწყნარო, მაჯაში ჩამავლო ხელი გეგამ, ისე მიმიზიდა თავისკენ, ზურგით მიმიხუტა სხეულზე და ძლიერად მომიქცია მარწუხებში, - რას აკეთებ?! ხელი გამიშვი გეგა! — სირცხვილისგან შემეფარკლა ღაწვები, - მინდა გავიგო როგორ შეგეშინდა, - გეგა თავი დამანებე! - რა აგრესიული ხარ,— უკვე ყურთან ჩამჩურჩულა, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, გავინაბე, გავიტრუნე მის მკლავებში, - როგორ თამამად ტრიალებდი წეღან ჩემს წინ.... არც კი გიფიქრია რას აკეთებდი... — ჩამჩურჩულა ისევ, ტოპს ქვევით შეაცურა თითები მდორედ, ნაზად დაატარა სხეულზე თითები გლუვ კანზე, სხეულის ყველა ნაწილი დამეჭიმა, ავხურდი... ვგრძნობდი მის სუნთქვას ყურთან, ერთბაშად მაყრიდა მწველი ხორკლები კანზე, უმალ ავწრიალდი, ნერვიულად წავავლე ხელი ნაჭრის შიგნით შეცირებულ ხელზე, გულის ძლიერი ჩქროლვით, მკერდიც ნერვიულად ადი-ჩამიდიოდა, გაუკვირდა, წამით შეჩერდა - აქამდე არავინ შეგხებია? გაკვირვება ვერ დამალა, მომშორდა მცირედ, შემომხედა და ინტერესით დამაკვირდა.... გულის წყვეტის, იმედგაცრუების, ტკივილისგან სავსე ნერწყვი გადავაგორე ყელში, უხერხული, დამამცირებელი კითხვა იყო. ალბათ მისგან არ ველოდი არასდროს.... ვუყურებდი დაბნეული, სასოწარკვეთილი ამღვრეული თვალებით, - ვინ გგონივარ გეგა? ტკივილისგან ჩახლეჩილი ხმა ამოვუშვი, მასში ძველი გეგა ვეღარაფრით მეპოვა, ის ბიჭი, ზედმეტ შეხებას კი არა სიტყვას რომ არ მაკადრებდა, ვისთვისაც წმინდა ვიყავი სრულად, ვინც ყველაზე კარგად მიცნობდა, იცოდა რისი გამკეთებელი ვიყავი... ყველაფერი იცოდა.... მანქანა გააჩერა თუ არა დათომ სწრაფად გადავედი, აჩი გადმოხტა საჩქაროდ, მიხვდა რომ არ გავჩერდებოდი, - ანა მოიცადე... დამაწია სიტყვები, ეზოში გამოსულ მეგის მოვავლე წამით თვალი, ეზოში შესვლა ვცადე..., შემაჩერა აჩიმ, ჩემს წინ ჩამოდგა და წამით ჩამაჩერდა სითხით ავსებულ თვალებში, - მისმინე..., მაპატიე... მართლა არ მეგონა ასე თუ შეგეშინდებოდა... მეგონა დათოს მანქანა იცანი, გამართლება ნამდვილად არ არის მაგრამ, გეფიცები მართლა არ მეგონა ასე თუ შეგაშინებდით... — ნაღვლიანი მზერით დამცქეროდა, ჩემი სახე მოეთავსებინა ხელში და უკვე გადმოცვენილ ცრემლებს ცერა თითით მიმშრალებდა, მან რა იცოდა რის გამო ვტირიდი მე ახლა, - არ იტირო რა გთხოვ, — გულზე რომ მიმიხუტა, ძლიერად მოვხვიე ხელები, ვეცადე რომ არ მეტირა, გეგა ხომ მიხვდებოდა ჩემი ცრემლების არსს, არ მინდოდა ვენახე, როგორი სუსტი ვიყავი მის წინაშე, როგორ მტკენდა მისი სიტყვებით, - კარგი... — თავად მოვშორდი, უეცრად შევიმშრალე ცრემლები, - ამჯერად გაპატიებთ, თქვენთვისაც გამოცდილება იქნება და მეორედ აღარ იზამთ, - ნამდვილად აღარც გავივლებთ აზრად, — გაიცინა მცირედ და შუბლზე მომაკრო ცხელი ტუჩები, - მიდი სახლში შედი, საქმეზე მივდივართ, გამოგივლით საღამოს კარგი? — პასუხად თავი დავუქნიე, საფეთქელზე მომაკრო ტუჩები, მეგის თვალი ჩაუკრა და სწრაფად მოთავსდა მანქანაში, - ანუშ ამ ერთხელ გვაპატიე ცუნცულ, — თავი გადმოყო მანქანიდან დათომ, სასაცილოდ გამეკრიჭა და ნელ-ნელა დაძრული მანქანა მალევე მოწყვიტა ადგილს... - რა გჭირს? რა მოხდა? — სწრაფად მომიახლოვდა სარალიძე, - რატომ იტირე? — აფორიაქდა ჩემს თვალებზე, - მას ჰკითხე... გეგასკენ ვანიშნე სწრაფად ავუარე გვერდი და სახლში შევაჭერი..... .... დღის მანძილზე, ოჯახთან ერთად გავატარე, საქმის მეტი რა იყო. ნონა დატრიალებდა ვცდილობდი დავხმარებოდი, სასაუბრო თემაც არადა არ ილეოდა, ვსაუბრობდით ჩვენზე, მომავალზე, წარმატებაზე სამსახურზე, წარსულსაც გამოვკარით ხელი და საქმეც დიდი მონდომებით გავაკეთეთ.... საღამოს, ცოტახნით გამოვსულიყავი ეზოში, კომფორტულად მოთავსებული ჰამაკში და წამით მიმენაბა თვალები, არ დამცალდა დროებითი განტვირთვა, მალევე ისე მჭახე ხმა გაისმა შევკრთი, სწრაფად წამოვჯექი ჰამაკზე და ჩვენს კართან ჩამომდგარ კაცს შევაჩერდი, - ნონააა... — დაიძახა კაცმა ისევ... უეცრად წამოვდექი, შემოსასვლელს მივუახლოვდი და დიდი მოწიწებით დავუკარი კაცს სალამის ნიშნად თავი, - იცით გასულია ნონა, ცოტახნით თუ დამიცდით დავუძახებ... — სწრაფად დავაყოლე და მის გაკვირვებულ თვალებს შევაცქერდი, - რომელი ხარ ბაბუ? — ეჭვიანი მზერა დამასო, რომ არ ვეცნე და ისევ დამაკვირდა თითქოს ცდილობდა ვიღაც ამოეცნო ჩემში, - დროებით ვესტუმრე ოჯახს, ამიტომ ვერ მცნობთ, - ვისი ხარ ბაბუ? რომელი სოფლიდან ხარ? — ინტერესით ჩამეძია კაცი, გრძელი ჯოხიანი ხელი ჩამოაყრდნო სეტკის ღობეს და ცნობისწადილით დამაკვირდა - სოფლის თავში ვცხოვრობ ეკლესიის მაღლა... გოდერძის შვილიშვილი ვარ... — ჩამოვუჭიკჭიკე უეცრად, გვარი, ჩემი დიდი ბაბუაც და მამაც, ერთბაშად ეცვალა კაცს სახე, ანაზდეულად გაშალა ხელები ისე შესძახა ხმამაღლა - ოჰჰ!... ეს რა დიდი კაცის შვილიშვილი გვყოლია სტუმრად, ბაბუ, გეცოდინები შენ, მე და ბაბუაშნი ერთად ვმუშაობდი მაღაროში 8 წელიწადი, მერე გაგვყვეს ერთად ვეღარ ვიყავით, უპატიოსნესი კაცია ბაბუაშენი, დიდი კაცია! შრომა-ჯაფაში დაბერებული კაცია! გადაეცი რომ მიხვალ, გურამი ბაბუამ მოგიკითხა და ჩემი ძმა არისო ასე უთხარი... — ისე მგზნებარედ აღტყინებულად საუბრობდა კაცი, ღიმილს ვერ ვიკავებდი ვუცინოდი მეც და სიამაყით ვივსებოდი, - რა შვილიშვილი ჰყოლია კაცო! რა ანგელოზივით შვილიშვილი ჰყოლია.... — მაქებდა და მათვალიერებდა, მობრძანდით-მეთქი ისე შევიპატიჟე სულ დამვიწყებოდა, რომ მეც სტუმრად ვიყავი, - არა ბაბუ, აგერ ეს პირუტყვები დავარიგო, მოსავლელი არიან, თორემ რა ჯობია შენისთანასთან საუბარს, გენაცვალე ბაბუ, კარგი კაცის კარგი შვილი და კარგი კაცის საუკეთესო შვილიშვილიხარ! — ერთობ გავიზარდე ამ სიტყვებით, ისე ავმაღლდი, გავბედნიერდი, სიამაყე მომემატა, მეტი პატივისცემა გამიჩნდა, როგორც საკუთარი ოჯახის ისევე ამ უცნობი კაცის მიმართ, ასე სიყვარულით რომ იხსენიებდა ბაბუაჩემს, - მიდი ბაბუ, ერთი შეხტი ამათ მხარეს გაუღე ბაბუ კარები, თავად შემოვლენ ესენი, სამი სული უნდა იყოს.... მიმანიშნა კარებზე, მეც დაუყონებლივ მოვუარე სახლს, გადავედი მის უკანა მხარეს კურდღელივით დავხტოდი, "ტალახში" რომ არ ამომსვროდა ფეხები, სწრაფად გავაღე კარები და რქოსანი საქონელიც მდორედ ჩემოლასლასდა კარში, - ბაბუ...არიან? - დიახ! დიახ! სამივე აქ არის! — გავძახე კმაყოფილმა და კარები დავკეტე, მადლობა-მეთქი გავძახე და გაჭირვებით გადავიარე ტალახის ტბა, ჩემდაგასაკვირად სუფთად გადავედი უკვე მოვლილსა და მობიბინე მინდორზე.... ..... - მეგიი ნუ მიჭამმ!.. მძვინვარედ გადავხედე გოგოს, ნამცხვრისთვის გაამზადებულ კრემს რომ იპარავდა ახალ-ახალი კოვზებით, - გემრიელიაა, არ დაასხა დამიტოვე რა, - რანაირად დაგიტოვო მხოლოდ ფირფიტას შეჭამ? — სიცილი ვერ შევიკავე, სამზარეულოში ნიცა რომ შემოხოხდა პატარა ლეკვივით დახოხავდა, ჯერ სიარული რომ არ იცოდა, თავზე ლურჯი გრძელი თავსაფარი ჩამოეფხატებინა და ტირილის ზღვარზე მისული, ითხოვდა მის მოშორებას, - ღმერთო ეს პატარა ონავარი რა დღეშია, სწრაფად დავწვდი გრძელ თავსაფარს, ყელზე მოვიხვიე, თავი გაუთხოვარი ინდოელი მეგონა, მის მსგავსად რომ გადამეკიდა ყელზე თავშალი, - მეგი, ბავშვი აიყვანე და თუ შეიძლება მორჩი ჭამას! — გავუბრაზდი და დიდი თასი ავაცალე, - ეგ ფირფიტებიც ძაან გემრიელია, ან რატომ ჰქვია ფირფიტა პეჩენია ბანანი და მსგავსი გემრიელობებია შიგნით, - რა მოუსვენარი ხარ! — სწრაფად ავართვი ხელიდან ძლივს მომზადებული " ფირფიტა" და ფორმაში გადავიტანე, დიდი რუდუნებითა და ენთუზიაზმით ვაკეთებდი ოჯახისთვის ნამცხვარს, ისე გამოვაცხადე საღამოს მე ვიდიასახლისებ-მეთქი ჩემს სიტყვას ვერ გადააბიჯეს, მაგიდა უკვე მზად მქონდა, ნონა საკუჭნაოში აკეთებდა თავის საქმეს. ჩვეულებისამებრ გადავიდა მეგი, რომ მეზობლებისთვის დაეძახა. გეგას მამა დავითი დილას მენახა, ისეთი თბილი და საყვარელი პიროვნება იყო მიკვირდა მისი შვილი ასეთი ხისთავიანი რომ იყო, დიდი სიყვარულით და პატივისცემით შემხვდა, მისი შვილისგან განსხვავებით. ბოლო სავსე საინი ჩავდგი სავსე მაგიდის შორის და კმაყოფილმა მოვავლე თვალი, - მარო ბებო არ გადმოხვალთ? - ისეთი სუნია ბებო, მკვდარს გააცოცხლებს, რავარი საჭმელები გცოდნია, გენაცვალა ბებომ... - მოდი გასინჯე და მერე ვნახოთ, როგორ მოგეწონება, — გავუცინე და ნონას დასაძახებლად გავედი... მალევე ერთ დიდ ოჯახად შევიკრიბეთ ისევ მარიკასა და დათოს გარეშე, გეგას მშობლების გარეშე ისინი ვერასდროს ახერხებდნენ გადმოსვლას, ან კი სხვა საქმეებით კავდებოდნენ. გეგას და სალომე... რამდენიმე დღით დასასვენებლად ბათუმში წასულიყო სკოლელებთან ერთად და მეგიც მარტო დაეტოვებინა დაცარიელებულ სოფელში.... პირველმა ვივახშმე, სწრაფად წამოვდექი და სამზარეულოში განვაგრძე ფუსფუსი, გეგა ჯერ არ მოსულიყო აჩიმაც დაიგვიანა, რადგან დამიძახეთ გესტუმრეთო, ნიცას ათამაშებდა ხელებში და მეგისთან ერთად საუბრობდა სასურველ თემაზე... ნამცხვარი ორნაირი გავაკეთე, როგორც ვანილის ბანანში ისევე შოკოლადის, ვიცოდი ძალიან მოეწონებოდათ, წინასწარ ვღელავდი მის გატანაზე... - ეს სად დავაწყო? — მოულოდნელ ბოხ, მშვიდ, სასიამოვნო ბარიტონზე შევხტი, უეცრად გავხედე შემოსულ ხიდაშელს, ხელებში ბევრი დავსილი პარკები ეკავა ხილითა და პროდუქტებით, სწრაფად მოვავლე თავისუფალ ადგილს თვალი და ვანიშნე თუ სად უნდა დაეწყო ეს ყოველივე, - რატომ დააგვიანე? — გვიან გავიაზრე, რომ ნერვიული ცოლივით დავუსვი კითხვა, ენაზე ვიკბინე, თუმცა უკვე გვიანი იყო, ველოდი კიდეც მის ირონიულ საჩოთირო პასუხს, - გვიან გამახსენდა რომ რაღაცეები დასჭირდებოდა ნონას და შემაგვიანდა — გულწრფელი პასუხი რომ გამცა წამით შემავლო ყელზე თვალი, თავსაფარი რომ მომეხვია და მარტო დამტოვა, გაკვირვებულმა გავაყოლე თვალი.... .... ვიჯექი მეც მათთან სანამ ყველა ივახშმებდა და ვუცქერდი, როგორ სიამოვნებით მიირთმევდნენ, - ან ძაან მშია ან გემრიელია, რა გაუკეთე? — ერთმანეთს მიაყოლა დიდი ლუკმები გეგამ და ნონას შეაჩერდა ინტერესით, - ცოტა არ იყოს სიყვარული და განსხვავებული ხელი ურევია, — გაიკრიჭა ქალი და სხვა რამეც გადაუღო საინზე, - ხომ ძალიან კარგია? — დაუსვა მაცდური ღიმილით კითხვა და მალულად გამოაპარა ჩემსკენ თვალი, - უდავოდ... მტკიცედ გასცა პასუხი, გაეცინა ქალს, - ჰო, მეც ძალიან მომეწონა! სანამ მოხვიდოდი ვეკითხებოდი რითი გააკეთა... — ინტრიგნულად საუბარი განაგრძო ქალმა და გეგამ დაბნეულობისგან ჭამა რომ შეწყვიტა ლამის ავხარხარდი, - ანუ? შენ არ გაგიკეთებია ხო? — უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა და აჩის შეხედა, - იცოდი? - მთელი ეს დრო ანა ფუსფუსებდა თვალებში რა გაქ? _ უკმაყოფილოდ აათამაშა ხელში ჩანგალი, - რატომ არ ჭამ აჩი არ მოგეწონა? - ჩუმად თორემ შენს თითებსაც მივაყოლებ და ვნახოთ რის გაკეთებას შეძლებ მერე, — წრაფად დაწვდა ჩემს თითებს და ნაზად მეამბორა სათითაოდ, უკამყოფილოდ ჩაახველა გეგამ, სწრაფად შეაჩერდა აჩიც და მის ჩახველებას ბილწსიტყვაობით უპასუხა... მას მერე თითქოს ჭამა უჭირდაო ხიდაშელს ლუკმა ყელში აღარ გადასდიოდა, თითქოს რამე ჩამეყარა საჭმელში და სახიფათო იყო ამ უკანასკნელის ჭამა.... .... - აი მთავარიიც, დაილოცოს შენი ხელები, გაგიშვებ კიდევ აქედან არ გინდა? ასე დასვენებული საკუთარ სახლში, თავი თურქული სერიალების დიდგვაროვანის ოჯახში მგონია... — სწრაფად გამითავისუფლა მაგიდა ქალმა და კმაყოფილი დააკვირდა ნამცხვარს, რომლის ვიზუალითაც ინგრედიენტების ამოცნობას ცდილობდა, - ბებო, რადგან ჩვენ მარხვაზე ვართ სამარხვო ნამცხვარია ვამარხულოთ ოჯახიც, — კმაყოფილ ქალს შევხედე წამიერად უიმედო თვალებით, რომ შემომხედა, ვიცოდი მას ყველაზე მეტად უნდოდა გაესინჯა ჩემი ნახელავი, მეზობლებთანაც ისე მაქებდა თითქოს მისი შვილიშვილი ვყოფილიყავი... - გენაცვალოს მარო ბებო.... - გეგა რატომ მოიწყინე შენ? - ნონამ ჰკითხა - მოწამვლის სუნი მცემს, წინასწარ ვნერვიულობ, თავიდანვე უნდა გეთქვათ... - რა აუტანელი ხარ... გამოგონილი ზიზღით შევხედე და აჩის გავუწოდე 'ნამცხვარიანი' საინი - მგონი მსგავსი რამეები შენთანაც არ მაქვს გასინჯული, — მოჭუტული თვალებით შემაჩერდა აჩი, - იმიტომ რომ სულ უარზე ხარ, - ჰო აბა მერე ვინ ჩამეხუტება? ალმაცერად გადახედა გეგას, - სამაგიეროდ ჩემს წუწუნს აცდებოდი, - მე ძალიანაც მსიამოვნებს ჩემზე მოკრული რომ წუწუნებ... — ნიშნის მოგებით შეხედა "დაგრუზულ" ხიდაშელს, ყურადღებით რომ გვისმენდა და იაზრებდა თითოეულ სიტყვას, ვხვდებოდი რის გაკეთებას ცდილობდა გოდუაძე მეღიმებოდა მის მაცდურ საუბარზე, - ოჰ, თქვენ და თქვენი სიახლოვე, — შეიცხადა ნონამ და ალერსიანი თვალებით გადმოგვხედა გვერდიგვერდ მსხდომებს, - როგორ მშურდა ხოლმე ბავშვობაში რომ გიყურებდით ტაძარში — სიცილით ჩაერთო მეგი და მაგიდაზე შემოდებულ იდაყვზე ჩამოდო თავი, - აჩი რომ ხშირად ჩვენ უბანში იყო, მიკვირდა შენ რომ გიცნობდა, შენთან რომ თავისუფლად იყო მე გამარჯობას მეტყოდა ხოლმე და შორიდან მაქცევდა ყურადღებას, - ვაიმე ეს რა ეჭვიანი ყოფილა, — სიცილით გადახედა გოდუაძემ სუფრის თავში მჯდომს, - ერთხელ ტაძარში ვიყავით, იშვიათად ავდიოდი და მაშინ ჩამოსული იყო თბილისიდან ანაც, ტაძრის შესასვლელთან ახლოს ვიდექით ერთმანეთი ვნახეთ თაკო იყო ჩვენთან რაღაცაზე ვსაუბრობდით, ტაძრიდან გამოვიდა ეს ბატონი, ანას თვალების მზერაზე მივხვდი ვიღაც ნაცნობი რომ გამოვიდა, გავხედე აჩის, უხმოდ უსიტყვოდ უნდა ჩაევლო გვერდი, მდორედ მოიწევდა ჩვენსკენ, ხელები უკან შემოეწყო, დაცვასავით დადიოდა თითქოს პერიმეტრს იცავდა, მოსულმა ხანგრძლივად მიაკრო შუბლზე ტუჩები და ისევე მშვიდად ჩაგვიარა, თაკოს ალბათ ეგონა ერთმანეთი სხვანაირად უყვარდათ, ისე დამაკვირვებლად უყურებდა ორივეს, ანაც გაკვირვებული ცდილობდა შეეკავებინა სიცილი აჩის უცნაურ საქციელზე... ვაიმე მაშინ როგორ ვეჭვიანობდიი, ვცოფდებოდი, სულ ჩემს თვალწინ დატრიალებდა, მის თვალწინ ვიზრდებოდი და ეს ანასთან იყო, ისე ვერ გაარჩევდი მათ ურთიერთობას... — ვუსმენდი დიდი ყურადღებით მეგის და სიცილს ძლივს ვიკავებდი, მისი გახსენებული ისტორიაც ჩემს გონებას ისე დეტალურად და სასიამოვნოდ ახსოვდა, არ მეგონა მის მახსოვრობაში ასე ცუდად თუ დარჩებოდა ..., მისი რეაქცია არც მახსოვდა, მხოლოდ აჩის სასიამოვნო ამბორი მახსოვდა, რომელიც გამაკვირვებელი და სასიამოვნოც ერთიანად იყო, თავად გოდუაძე იცინოდა ხმამაღლა და მომღიმარ მეგის დასცინოდა - აჩი აღარსდროს მოიქცე ასე! — გამაფრთხილებლად გადავხედე სიცილით, - ძალიან ამუქებსს, მართლა! ასეთი უყურადღებო არ ვყოფილვარ მის მიმართ, ასე ახლოსაც არ ვიყავი მაშინ ჩემი ძმაკაცის მეზობელი და ძმაკაცის დის საუკეთესო დაქალი იყავი, ალბათ მაგიტომ... - აჩი, მე შენი არავინ ვიყავი... სიცილით გადავხედე, მის მოუხერხებელ, უგერგილო თავის გამართლებაზე, - მამა იოსებს როგორ უყვარს ბებიაშენი აბა გაიხსენე, - ეგ არ არის გამართლება, - კარგი მართალია მაპატიეთ... დანებების ნიშნად აწია მაღლა ხელები და ღიმილით შეგვათვალიერა გოგონები, - მეგი დღემდე ეჭვიანობ აჩიზე? —ღიმილით შევხედე ამ გულწრფელს - არა, დღეს უკვე ვიცი მე თქვენი ურთიერთობა და პირიქით უზომოდ მომწონს, კეთილი შურით მშურს - კარგი რა, ჯერ პატარა ხარ ოდესღაც ვიღაც გამოჩნდება ისეთი რომ საშინლად დაგაბნევს, ცოტას დაგტანჯავს კიდეც მაგრამ მის მიმართ ნდობა და ლტოლვა უსაზღვრო გექნება, დრო აქვსო ყველაფერს ხომ გაგიგია, — გავუცინე ისევ და დაიმედებულს გავუწოდე ნამცხვარი, - რა საინტერესო თაობა ხართ, —გაეცინა ნონას - რატომ? - თავად მიხვდებით მაგას, მაგრამ მომწონხართ ჯერ-ჯერობით, არ აურიოთ მთავარია... არ გადააზედმეტოთ, და არ გააფუჭოთ.... .... საუბარს ჩამოვშორდი დროებით, გეგა აივანზე გასულიყო, მეც ზედმეტი ჭურჭელი გავზიდე სამზარეულოში და მხიარულად მოსაუბრეები მარტო დავტოვე, მინდოდა ცოტა მომეწესრიგებინა შეტანილი ჭურჭელიც და ნელ-ნელა დავიწყე მათი დარეცხვა... - საკმაოდ მოშინაურდი, როგორც ვამჩნევ, — ხმაზე წამით გავხედე შემოსულს, ოთახიდან ხმაური შემოდიოდა მათი კისკისი და მგზნებარედ მოყოლილი ამბებისგან გამოწვეული აღფრთოვანების ხმები... მათ ფონზე კი ჩვენი სიმშვიდე სასიამოვნოდაც მეჩვენა - იმაზე მეტად ვიდრე შენ ამჩნევ, — ღიმილით გავეცი პასუხი და ონკანის ნაპორს მოვუკელი მისი ხმა რომ უკეთ გამეგო, მოვიდა... ახლოს ჩამოდგა, მიეყრდნო კედელს და მშვიდად დამაკვირდა, - რამდენი საინტერესო რამ გადაგხდენიათ შენ და აჩის... - ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად ბევრი ლამაზი მომენტები მახსოვს, - მეგონა ყველაფერს მიყვებოდი... - ეს უკვე საყვედურს გავს... ვფიქრობ არ გაქვს უფლება რამეზე პრეტენზია გამოთქვა!.. წარსულზე შენთან ვეღარ ვისაუბრებ, შენ არ ხარ ის ვისაც მე ვიცნობდი... და პასუხს ვერაფერზე მომთხოვ გეგა, მითუმეტეს აჩისთან დაკავშირებით, - აჩი ჩემი ძმაა ანა... - და მაგით რისი თქმა გინდა... გეგა?! - არ ვიცი... იქნებ ბევრი რამ შეიცვალა ამ 6 წელში, - იმაზე ბევრი რამ ვიდრე შენ გგონია! — გაღიზიანებულმა გამოვავლე ბოლო ჭიქა და ონკანი სწრაფად დავკეტე, შევაჩერდი ავი, პასუხისმომთხოვნი მზერით, - შევიცვალეთ, მეც და შენც! შენი დამოკიდებულებაც და ჩემიც, გამოვცადე, როგორია ისეთი ადამიანის დაკარგვა, რომელიც შენთვის ბევრს ნიშნავს, ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა მისმა წასვლამ, არ ვიცი ამისთვის იქნებ მადლობაც უნდა გადაგიხადო? - რატომ ცდილობ თავი ამარიდო? - იმიტომ რომ ჩემთვის უცხო ხარ... - უცხოები გიზიდავს?— ჩაიცინა, გაკვირვება ვერ დავმალე, შეცვლილ თვალებით ჩავხედე, იმ ჭაობისფერ თვალებს, ასე სიგიჟემდე რომ მიყვარდა, - რას გულისხმობ? - არ შეგიძლია ისე მომექცე, როგორც უცნობს, გიზიდავ და ამას ვერ უარყოფ... გამირბიხარ, თავს მარიდებ, იმიტომ რომ არ გინდა მიგიხვდე... როგორ ღელავ შენთან ახლოს რომ ვარ,... გინდა დამალო ის მგზნებარება ჩემთან სიახლოვე რომ იწვევს, — მათვალიერებდა გაუჩერებლად, დადაბლებული ხმით იღიმოდა მაცდურად, - ნუ სულელობ და თემიდან თემაზე ნუ დახტიხარ... — უმალ მოვტრიალდი ანერვიულებული, ვერც გავიაზრე ისე გავურბოდი ისევ,... ვერ შევამჩნიე როდის დაიჭირა ყელზე მოხვეული თავშალი, სწრაფად რომ შევტრიალდი რამდენიმე ნაბიჯში გამაკავა საკუთარმა მოხვეულმა თავსაფარმა, ნერვოზულად წავივლე ყელზე ხელი, მოხვეული დაჭიმული თავსაფარი რომ ვიგრძენი... გავხედე გეგას ხელში მძლავრად დაჭერილ ნაჭერს და კიდევ მეტად ამიჩქროლდა გული, ნელა დაიხვია ხელზე, მისკენ დაქაჩა შემოკლებული ნაჭერი , უნებურად წავიწიე მისკენ, მორჩენილი ნაჭერი ისევ გადაიხვია ხელზე, კიდევ დააპატარავა..., ნაჭერს ჩავავლე ხელი, თითქოს ხელს შეუშლიდა ნაჭერის დაპატარავებას და მის სიახლოვეს ავიცილებდი თავიდან, კიდევ გადაიხვია ხელზე, მისკენ დაქაჩა, უძალოდ გადავქანდი მცირე ნაბიჯებით მისკენ, ლამის სხეულზე ავეკარი, მჭიდროდ გადაეჭირა ხელზე ჩემი ყელზე მოხვეული ნაჭერი და მეც გავეკავებინე, შეუძლებელი იყო თავი დამეღწია მისგან, თუ კი ნაჭერს არ შეუშვებდა ხელს, ლამის მასზე აკრულს, ჩამეხარა თავი, ეს ჩემი გამოაშკარავება იყო, ისე განწირულად მიმაჩნდა იმწამს თითქოს გილიოტინზე მედო თავი, - ახლაც უარყოფ? — დადაბლებულ, ვნებიან ხმაზე დამიარა ჟრუანტელმა, ჩემსკენ დაწეულიყო, მისი სუნთქვა მეფრქვეოდა სახეზე, მაბნევდა და მაგიჟებდა... - აღგაგზნებს, სიგიჟემდე! გსიამოვნებს რომ გეხები,... მაგრამ ისევ ძველებურად ჯიუტი ხარ... —ნაჭერით მიმწია თავისკენ ნელა დახრილმა ანაზდეულად მომაკრო ტუჩები ლოყაზე, მოულოდნელობისგან ერთბაშად დამიარა ელექტროდენმა სხეულში, გაკვირვებისგან დამიმრგვალდა თვალები, შევკრთი, მესმოდა საკუთარი გულის ძლიერად ჩქროლვა, რის გამოც თავბრუდახვეული ვიდექი მის წინ, ვღელავდი მაგრამ მაინც ანდამატივით მიზიდავდა სანუკვარი გრძნობა რასაც მისი შეხებები იწვევდა. ოდნავ მომაშორა ბაგეები, ვიგრძენი დაბნეულს, როგორ დამხედა ღიმილით ბაგეებზე, მკვეთრად ადი-ჩამიდიოდა მკერდი, ღრმად აჩქარებული სუნთქვისგან, ძლიერად ვაჭერდი ქუთუთოებს ერთმანეთზე, ფრთხილად ვიგრძენი ცხელი ბაგეები როგორ მომაკრო ჯერ ერთ თვალზე, შემდეგ მეორეზე შემეხო ხანგრძლივად, იმდენად სასიამოვნოდ, მთელს სხეულში პეპლების ფრთხიალს ვგრძნობდი, უილაჯოდ ვიდექი მის წინ გაკავებული, და შევიგრძნობდი მის თითოეულ შეხებას, ვიგრძენი შვებაც და ღელვაც ერთობლივად, მძიმედ გავახილე დაბნეული აკიაფებული თვალები, გაკვირვებული შევაჩერდი, მისი საქციელით გაკვირვებული, დაბნეული მისი ალერსიანი შეხებით... მინდოდა ამომეკითხა მის თვალებში მისი საქციელის ამხსნელი წყარო, ნუთუ ახსოვდა წარსულის დიალოგი.... ისე ნაზად და ფრთხილად შემიცურა ყელზე თითები უნებურად მივნაბე თვალები, ჩემი სახე მოიქცია თბილ ხელებში, დამაკვირდა დიდხანსს სწავლობდა ჩემს ნაკვთებს, მზერა შეცვლოდა, ტკივილი, აღტყინება, მონატრება, ალერსი და წუხილი ერთიანად იგრძნობოდა მის მწვანეებში, ხმა ჩამწყდარი მხოლოდ შევიგრძნობდი მის შეხებებს სხეულსა და სულში მიმწვდარ თითოეულ გრძნობასა და ემოციას... - ყოველ დღე....- ნაზად გადამატარა ცერა თითი ბაგეებზე და ნაღვლიანი მზერით შემავსო... წარბები შემეხარა დაბნეულსა და ვნებამოწოლილს... შევაჩერდი იმ მონატრებულ თვალებს, იმ მრავალმეტყველ თვალებს წლებისწინ რომ მიმზერდა... - არცერთი დღე არ გამიტარებია უშენოდ.... ექოდ ჩამესმა მისი ხმა... დავიბენი, ავირიე, სრულად გავქარწყალდი, ერთბაშად შემიპყრო მელანქოლიამ, უმალ მოედო მძიმე კაეშანი გულს, ის კი საიდუმლო შარავანდით იყო მოსილი, მიყურებდა თბილი, რბილი, ყოვლისმომცველი, საბურველში გამხვევი მზერით, რაც კიდევ მეტად მაბნევდა... ალბათ მის თვალებში სრულად ჩავიკარგებოდი რომ არა ხმა... - ანიი... როდის გაგვეპარე... შორიდანვე დასძინა ქალმა, შევკრთი, უმალ მივაწებე მკერდზე თითები სწრაფად მოსაშორებლად და სწრაფად დავუსხლტი ხელიდან. მგზნებარებისგან, ღელვისგან ვთრთოდი კარებში შევეჩეხე ნონას, უჩვეულოდ აღელვებული...შემატყო გაკვირვებულმა შემომხედა, - რა გჭირს? ერთბაშად ეცვალა სახე შიშისგან, - ოთახში ავალ თუ რამე დაგჭირდება დამიძახე, არსაიდან მოზღვავებული ძალით ამოვილაპარაკე და საჩქაროდ შევიკეტე ოთახში.... ყოველ წუთს, ყოველ წამს მისი მზერა, მისი ამბორი, მისი ნაზი შეხება მიტრიალებდა... მისი მრავალისმეტყველი სიტყვები, რომელიც ვერ გამეგო, ვერ გამეაზრებინა, მეშინოდა მისი მახის, ტბაში მოცურავე თევზი მეგონა თავი, რომელიც მის ანკესზე წამოეგებოდა და სამუდამოდ დაიღუპებოდა, მისი მზერა კი ყოველგვარ პესიმისტურ აზრებს მიქარწ....ბდა, ვერაფრით გამეგო მისი ეს ანაზდეული ცვლილება რას გამოეწვია... ღამეც გაიწელა, დამღლელად მტანჯველად, მალევე საკუთარი ფიქრების მსხვერპლი გავხდებოდი, მაგრამ არ შემეძლო მოყოლა ვინმესთვის, არც იმ ადამიანისთვის, რომელიც სულ ჩემ გვერდით იდგა, რომელიც ყოველ წუთს მელოდა როდის დავუბრუნდებოდი ბიურგერულ ცხოვრებას, თაია, რომელსაც ისეთ ყურადღებასაც ვეღარ ვუთმობდი, როგორსაც საჭიროებდა, დაღლილს გამთენიისას ჩამეძინა.... .... დილიდან ნონას ვაბარებდი "აჩოტებს" პასუხი მომთხოვა წინა საღამოს საქციელზე, მზერაზე და დაბნეულობაზე, მთელი დღე სახლში ვიყავი, მხოლოდ მარო ბებოსთან ერთად გამყავდა დრო, ვარჩევდით და ვაკეთებდით საქმეებსაც, ისე მეშინოდა ეზოში გასვლაც თითქოს გეგას წავაწყდებოდი ისევ, მის ძველებურ მზერაში ჩავიკარგებოდი და ისე ამრევდა, ჩემზე სრულ კონტროლს მოიპოვებდა. თავისუფალ დროს, მოვუყევი შინაარსი თაიას, არაფერს ამბობდა, საერთოდ არაფერს, სხვა დროს მხოლოდ ლანძღვას დაიწყებდა ან ბრაზს გამოხატავდა ან რაიმე რჩევას მომცემდა, ახლა კი სრულად დუმდა, მხოლოდ გაიღიმა ჩემი მონოლოგის დასასრულს..... ..... მყუდრო ოთახში ვისხედით, მშვიდად განვიხილავდით მეგის სასიყვარულო ისტორიის საკითხს, რომელიც კრახით დასრულდა... აჩის ზარმა გვაიძულა დავბრუნებოდით რეალობას და შეგვეწყვიტა ჩვენი ვარაუდებით სასიყვარულო ისტორიის შექმნა. გასუსულმა ვუპასუხე ტელეფონს... აჩის მშვიდი ხმა რომ გაისმა უმალ, - რაშვები ტკბილო? — მისი ეს მაცდური, დასაწყისი საქმიან ლაპარაკს ნიშნავდა, გამეღიმა... - დიაბეტს დაგმართებ აჩი! საქმეზე გადადი, - რა აგრესიული ხარ, ცემა გინდა შენ! გამოდით გარეთ, ბიჭები ვართ, თინაც აქ არი, ჩამოვიდა, - თინა ვინ არის? — ვერაფეით რომ გავხსენე სახელის პატრონი, ხმამაღლა ვიკითხე, მაშინვე შუბლზე მიირტყა მსმენელმა სარალიძემ ხელი, უკმაყოფილოდ დაეღრიჯა სახე, - გამოდი და ნახავ, ჩასახვევში ფანჩატურში ვართ, ზევით არ წახვიდეთ ქვევით სოსიკოს მაღაზიის წინ, - ვეტყვით ნონას, ნაყინი მინდა, მანდ ხომ არის მაღაზია და დაგვახვედრე... — შეკვეთა რომ დადასტურდა, კმაყოფილმა შევხედე მეგის, უნდა გამეთიშა სწრაფად გაჟღერდა აჩის მზრუნველი ხმა, რომ ჟაკეტი მომეცვა და თავად გათიშა... დასრულებული არ მქონდა საუბარი უმალ წამოხტა გოგო ფეხზე, ალექილი, უსიამოვნო სახით, - იმის დაქალებიც მანდ იქნებიან ახლა, ხომ ვიცი!... — ხმამაღლა აწუწუნდა სარალიძე, ფეხზე წამომდგარი სცემდა ბოლთას სწრაფად გადი გამოდიოდა ოთახში, ერთბაშად ვერ გავიაზრე ვის გულისხმობდა, - რას გულისხმობ? - თინაზე ვიძახი! - ჰო მართლა, ვინაა ეგ თინა? არც დიდად კმაყოფილმა ახსენა აჩიმ, - გეგა მოსწონდა და ახლა რომ დაინახავს კი ჩააკვდება მკლავებში! დარინა თუ იცი? მაგასთან ჩამოდის ხოლმე, მაგის ბიჭმა ცოლი მოიყვანა ვაფშე... ნონამ არც კი იცის, ჭკუიდან გადავა ალბათ, რომ გაიგოს ვინ მოიყვანა იმ დებილის შვილმა ცოლად, - ასეთი ვინ მოიყვანა, - მე ვერ გეტყვი აქ ცირკი მოგვიწყო მაგ კახპამ, გეგას ეტენებოდა ეგეც, ისეთი ურცხვია ისეთი თავხედია, ტყუილის დედოფალია, მაგასაც გეგა მოსწონდა და ამ თინასაც, საშინელია ორივე... — თავის სიტყვებს, რომ უკვირდებოდა ისე ბრაზობდა სახეზე მიმიკები ერთბაშად ეცვლებოდა ხოლმე, ზიზღითა და ბრაზით - გეგა მოსწონდათ? და გეგას მოსწონდა? — უნებურად დავსვი ის კითხვა რაც მთელი ეს დროა, გაფუჭებული დისკივით ტრიალებდა ჩემს გონებაში. ღიმილით შემომხედა - როდის იყო გეგა გოგოებზე დახამებული? ახლა დიდი ხანია არც მე მინახავს ის გოგო, რა იცი იქნებ ისე გალამაზდა კიდეც რომ რამე იფიქროს? ან დააფიქროს ხიდაშელი. თინას კიდევ არც არაფერი შეუშლის ხელს ჩაიგდოს ხელში.... კიარა მემგონი ზედმეტად სიმპათიურიც გახდა, ჩვენი გეგუშა - ოო ნუ ამუქებ, - არ ვამუქებ თავადაც აღიარე რომ დიდი ხანია მსგავსი სიმპათიური არავინ გინახავს, პირადად მე ვაღიარებ, 9 წლით დიდი რომ არ იყოს და მის თვალწინ არ გავზრდილიყავი, ნამდვილად ვერავინ გამაკავებდა, — შავი ხუჭუჭები შეისწორა და წამწამები ააფახურა - ჩემი აჩიც ძალიან სიმპათიურია ხამო!.. — უკმაყოფილოდ დავეჯღანე, თუმცა ყველა სიტყვაში ისე ძლიერ ვეთანხმებოდი თავადაც დავამატებდი ახალ-ახალ დეტალებს - მართალი ხარ აჩიც ძალიან კარგია, მაგრამ გეგას ხასიათებიც ისეთი მიმზიდველია, მისი ჯმუხი ხასიათიც კი გითრევს, აჩი უფრო მხიარულია.... ზედმეტად შეჰყვა ეს უკანასკნელი ბიჭებზე საუაბრს, ვერც თვითონ იაზრებდა ალბათ, როგორ დეტალურად შესწავლილი ყავდა ორივე და არა მხოლოდ ის. ისეთ ასაკში იყო, ძალიან დაინტერესებული იყო ახლა ბიჭებით, თითქოს მარტო ყოფნის ძალა არ შესწევდა და საკუთარი ემოციებისა და მოზღვავებული ვნების კონტროლიც,.... - ნუ შეყევი, წავიდეთ ბიჭები მყავს მისახედი, — ისე დავსძინე თითქოს, შემაცდენელი ქალები დახვეოდნენ თავს ეშმაკებივით და მე კი უნდა განმეწმინდა მათი სულები.... ... ძალიან ბნელოდა სანამ ფანჩატურში ჩამომსხდარ ახალგაზრდებს არ მივუახლოვდით, დიდი ფანარი დაეკიდათ ფანჩატურის "ჭერზე" წინ უბნის მაღაზიის პროჟექტორიც ძლიერად აშუქებდა, ყველა თვალსაჩინოდ ისხდა, საკმაოდ ბევრნი იყვნენ.... გოდუაძე იდგა, მომლოდინედ დაღლილი სახით ფანჩატურის წინ ბოძზე მიყრდნობილი, მის გვერდით გოგონა ჩამომდგარიყო, დაუღლელად ლაქლაქებდა, პარალელურად დიდი სიამოვნებით მიირთმევდა აშკარად აჩის ნაყიდ ნაყინს, ისე შესციცინებდა თვალებში შორიდანაც ვერ გამოვტოვებდი მის ნათელ მზერას, გოდუაძეს გამოჭერისა და შებმის ნათელ სხივებს. აშკარად მორიდებულად დახედავდა ხოლმე მასზე მიტმასნილ გოგოს აჩი და უთუოდ ჩვენ გველოდებოდა ნაყინებით ხელში.... თამამად ჩამოვუდექი წინ, მოვხვიე ხელები და ერთბაშად ხასიათზე მოსული მომეხვია თავადაც, თითქოს ახლა მაინც ეშველებოდა... სალამი ვუთხარი ფანჩატურში მსხდომებს და წამით მოვკარი გეგას თვალი... კარტს არ თამაშობდა ლუდის ბოთლი დაედგა მხოლოდ და მას სვამდა, - ხომ გითხარი მოიცვი რამე-მეთქი?! - ჯერ არ მცივა და თუ რამე სახლში წავალთ, მხრები ავიჩეჩე. ხმაურში კარგად რომ გამეგო მისი ხმა მასთან ახლოს ვიდექი ვესაუბრებოდი და შევცქეროდი მის ლურჯ თვალებს. გამომდიოდა ისე თითქოს ვეპრანჭებოდი კიდეც, თვალებით ვეკონტაქტებოდი, მაცდური ღიმილიც გამიკრთებოდა ხოლმე ბაგეებში, მაგრამ არც ვცდილობდი რამე შემეცვალა ამ სიახლოვესა და გამოხედვაში. თვალ მოუშორებლად გვაკვირდებოდა გეგაც მისი მზერით მეწვოდა სხეული, ხშირიად გავხედავდი ხოლმე, მისი მზერისგან შეწუხებული, - მადლობა..... საკმაოდ გემრიელი ნაყინი აგირჩევია, — გამოწოდებული ნაყინები ავართვი ერთი მეგის გავუწოდე ნაცნობ ბიჭს რომ მიუჯდა გვერდით, მანაც დიდის ამბით გადაკოცნა გოგო და ყურადღებაც სრულად მასზე გადაიტანა, - დიდხანს ვარჩევდი, — საფეთქელზე მომაკრო ნაზად ტუჩები, მშვიდად გადავხედე მის უკან გოგოს... გაკვირვებული, უსიმოვნოდ მიცქერდა, მე კი კმაყოფილი ვიყავი მისი ნაწყენი სახის შემყურე, - ალბათ თინა? — არ მცოდნემ ვიკითხე ის ერთადერთი სახელი რაც აქამდე მსმენოდა, თუმცა შემარცხვენლად შევცდი... ის ხომ გეგას გვერდით იქნებოდა და არა გოდუაძის მხარზე ჩამოკიდებული პანდასავით - გამოსაცვლელად შევიდა თინა, მე ნატა, — თამამად, ამაყად გამეცნო, ცოტა აგრესიაც კი შეიმჩნეოდა... გავუღიმე მხოლოდ ისე თითქოს მისი გამოწვდილი ხელი არც დამინახავს, - სასიამოვნოა — ვთქვი მოგვიანებით და გეგას გვერდით ადგილი რომ დავინახე მისკენ წავედი... გვიან გავიაზრე ჩემი ეგოისტური და თავხედური საქციელი, მას ხომ არაფერი დაეშავებინა ჩემთვის, ჩემი მესაკუთრეობაც ზედმეტად გამოვავლინე და არაკეთილგანწყობილებაც.... აჩის ვანიშნე ჩემს გვერდით დამჯდარიყო, რომელიც ღიმილს ვერ იკავებდა და გეგას გვერდით ჩამომჯდარს მომიჯდა უმალ გვერდით, - მოხვედი და უნდა აჩვენო ვინ არის აქ მთავარი? — ღიმილით გადმომჩურჩულა გვერდზე მომჯდარმა... ტუჩის კუთხეში გაპარული ღიმილი ვერ დავმალე, - ზუსტად!... არა თუ მოგწონდა მისი სიახლოვე კიბატონო, გზა ხსნილი გაქვს, — გადავჩურჩულე მეც მაცდურად, მისი უარის ნიშნად დაბრიალებულ თვალებზე კმაყოფილმა ავხედე გეგას, რომელიც უკვე მშვიდად მათვალიერებდა, - რანაირად მიყურებ უკვე დაგათრო? — ნატასგან აკიდებული სწერვობით შევეკითხე გხიდაშელს, თამამად და მშვიდად რომ დამხედა კისერზე, ისე გავაყოლე თვალი თითქოს მის მზერას გავაკავებდი, - ლუდი არ მათრობს, ურცხვად დამხედა მკერდზე და თავად გადმომიყარა თმები წინ მკერდის დასაფარად.... ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა გაცნობაც, საუბარიც სხვადასხვა თემაზეზე მანამ სანამ, ამ ინტრიგნულმა ხმამ არ დასჭექა მალევე, - მოვედიი... შორიდანვე შემამზადა სტუმარმა თინამ.... მკვლელი მზერა ვსტყორცნე მომავალს, შორიდანვე დეტალურად შევათვალიერე. ჩვენთან მოსული უცებ შედგა, რადგან ადგილი გეგას გვერდით დაკავებული იყო, მივხვდი, რომ აქამდეც აქ იჯდა, მოურიდებლად შევათვალიერე: მოკლე, სხეულზე შეხორცებულ ქვედაბოლოში, კარე თმით, ვარდისფერი გლოსი გადაესვა ტუჩებზე, ღრმა დეკოლტით ჩაეცვა შავი მაიკა და დაბნეული გვათვალიერებდა. ვუყურებდი გოგოს, რომელიც მაკიაჟით გადაპრანჭულიყო, თუმცა ზედმეტი ვერ ვიტყოდი, რომ უხდებოდა, ვათვალიერებდი და ვხვდებოდი, რომ მაკიაჟის გარეშე ბევრად სასიამოვნო შეხედულების იქნებოდა, ვულგარულად ეცვა, იმდენად არაკოფორტული რამ რომ სხეული ნამდვილ, ლამაზ ფორმებს კარგავდა, ეს გადაჭარბებული დოზით გაპრანჭვა იყო, ალბათ როგორი კარგი იქნებოდა ჩვეულებრივ სამოსში... თავი დავუკარი მხოლოდ სალამის ნიშნად, ისე დავაკვირდი, როგორ გადაკოცნა მეგიმ... - ავდგე? — გეგას ავხედე ირონიულად, ისე ვკითხე თითქოს მინდოდა ახლა მათი წყვილისთვის მემზირა შორიდან, წუხანდელ დამახსოვრებულ მომენტსაც კი გადავახტი, იმ დამაბნეველ საღამოს! თამამად ვეჯექი ახლა მის გვერდით... ავხედე ჩემსკენ დაწეულს, ლამის მის ბაგეებს შევეხე ტუჩებით.., გული ამიძგერდა უმალ, მაბნევდა ასე რომ იწეოდა, ასე თამამად რომ მიახლოვდებოდა, რომ არ მალავდა, თუნდაც იმ გრძნობას რაც იმ წამს ჰქონდა, მეც ანდამატივით მიზიდავდა და მითრევდა თავის ხორციელ ლტოლვასა და ვნებაში... უხერხულად დავიწიე უკან, სათქმელიც დამავიწყდა, თვალებ დახრილი ვცდილობდი საკუთარი ემოციები დამემშვიდებინა და თვალსაჩინო ზედმეტად ყურადღების მიმქცევი არ გამხდარიყო ეს სიახლოვე ყველასთვის... - თუ გინდა გადავჯდები, არ დავარღვევ თქვენს სიმყუდროვეს... — გავიმეორე დაბნეულმა, თუმცა ირონიას სიმტკიცე სრულად დაკარგვოდა, - მინდა რომ ჩემს გვერდით იყო... — ჩამჩურჩულა ყურში აუჩქარებლად დახრილმა... მკლავები დამეხორკლა, მარდად მივიწიე გოდუაძისკენ, რომ მასთან სიახლოვე ჩემი გრძნობების გამოაშკარავების საბუთი არ ყოფილიყო... ვცდილობდი აღარ შემეხედა მისთვის, ვიგრძენი ჩურჩულის დროს, როგორ ღრმად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი, როგორ გაეპო კმაყოფილებისგან ბაგეები... კიდევ მეტად ვიძაბებოდი და ნელ-ნელა ვნანობდი მის გვერდით დაჯდომას... მშვიდად შემოვაცალე პარკი ნაყინს. ჩამოსასხმელი ნაყინის ფორმა და ისეთივე ჭიქა ჰქონდა, ღიმილი შევხედე აჩის კმაყოფილმა, ინტერესით რომ ერთობოდა მათთან ერთად... . გრილოდა, თუმცა მაინც მსიამოვნებდა ცივი ტკბილეული... თინას საუბარს ვუსმენდი დიდი ინტერესით, ვაკვირდებოდი ამ უკანასკნელს, ყოველ სიტყვაში, როგორ მაცდურად შეაჩერდებოდა ხოლმე გეგას, როგორ მიმზიდველად დაისვამდა ხელს მოშიშვლებულ ბარძაყებზე... სიტყვას არ ამბობდა ისე გეგა რომ არ ჩაერია, ან გეგასთვის რომ არ დაესვა კითხვა, თითქოს მისი დიალოგი და მონოლოგი არ შედგებოდა, არ ახსოვდა არავინ ირგვლივ, იჯდა მხოლოდ ხიდაშელისთვის... მადლი იყო მისი გეგას გვერდით "დასმა". შორიდან მაღიზიანებდა, არც კი წარმომედგინა რა მოხდებოდა თუ ის ხიდაშელის გვერდით დაჯდებოდა, ან გეგას რომ ისევე შეეხედა მისთვის, როგორც ცოტახნის წინ მე მიყურებდა ან ისევე ახლოს რომ ყოფილიყვნენ, როგორც წეღან ჩვენ... ბავშვივით მოვიქცეოდი, მის თმებს ხელიდან ვერ გამოამცლიდნენ, ისევე თითქოს ჩემი საყვარელი თოჯინა დამენახოს სხვის ხელებში. ზედმეტად ეგოისტმა ადამიანმა გაიღვიძა ჩემში, თუმცა ამის დამალვა ზედმეტად გამიჭირდებოდა... - მეც მიყვარს ვარჯიში, დარბაზში ვვარჯიშობ ხშირად ძაან, თან აუცილებელიცაა, — გამოთქვა აზრი, ახალი თემის გასაგრძელებლად. გეგას შეაცქერდა უცებ, დაატარა მზერა ძლიერ მკლავებზე, ძარღვები, რომ დაბერვოდა მიმზიდველად. თავმომწონედ განაცხადა მისი დაკავებულობის შესახებ, მას შმდეგ რაც ბიჭებმა ვარჯიშზე ჩამოაგდეს საუბარი, დავაკვირდი ამ უვიცსს, ინტერესით, მაცდურად და გამჭოლი მზერით, თითქოს ყველაფერს ამოვიცნობდი მასში და საჯაროდ გამოვაკრავდი მის ურცხვ ტყუილს. - ვა! საინტერესოა... სად ვარჯიშობ? — ჩემდა გასაკვირად გაუბა დიალოგი გეგამ, ავად ავხედე გვერდზე მჯდომს, პროფესიონალურად დააიგნორა ჩემი მზერა ისე გაუგრძელა საუბარი.., თან შეაცქერდა თავისი ყოვლისმომცველი, მიმზიდველი და ამავე დროს განმძარცველი, გამოცდილი, მაცდური მზერით... წამით დაიბნა გოგო, ბაგეები აუთრთოლდა უმალ და ყურსუკან გადაიწია თმა, ჩაფიქრებულმა არაადამიანური ხმები ამოუშვა წამით, ზმუილის მსგავსი. ქვედა ტუჩზე მოისვა ენა და თითქოს გეგას მოფლირტავე მზერას ერთიანად დაეშალა, დაებნია გოგო - სადაც ვცხოვრობ ჩვენს წინაა, საკმაოდ მიწყობს ეგ სიახლოვეც ხელს, — დაბნეული აბჟუტურდა - რა თქმა უნდა! რაც მეტად ახლოს გაქვს მით უფრო ეჩვევი, — ნამიოკად მომეჩვენა მისი სიტყვები გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა შევხედე ისევ, ის რომ უკვე მიყურებდა, ძლივს შევიკავე თავი ძლიერად მოხტუნავე გულისთვის არ მიმეჭირა ხელი დასაწყნარებლად, თითქოს ახლა მკერდს გამოარღვევდა და თვალსაჩინო გახდებოდა ჩემი ემოციურობა, - გინდა? — აჩის ვანიშნე ნაყინზე, რაღაც უნდა გამეკეთებინა ყურადღების გადასატანად. უარის ნიშნად გამიქნია თავი ლუდზე მანიშნა ვსვამო და ჩემი გონების გასაგრილებლად თავადვე დავწვედი გამდნარ კრემს - მე მინდა, — მიჩურჩულა მარჯვენა მხრიდან, ამ დამაბნეველმა, მაცდურმა ხმამ, უნებურად დავხუჭე თვალები, რომ არ ამრეოდა მზერა, - გეგა ნუ იქცევი ასე,— შევატრიალე სახე მისკენ თვალებ დახუჭულმა, შევეხე მის სახეს მცირედ, ეს გრძნობა მეტად სასიამოვნოდ მეჩვენა, სიახლოვე. მშვიდი სიახლოვე, ემოციებისგან დავკარგავდი გონებას, უმცირეს დეტალებამდე შევიგრძნობდი მის თითოეულ წარმოთქმულ სიტყვას, მის სიახლოვეს მზერას, ღიმილს და სრულიად მისგან წამოსულ უცნაურად ძლიერ ენერგიას. ჩურჩულით ავხედე მეც, მის დამაბნეველ ულამაზეს ჭაობისფერ თვალებს. - როგორ ასე? — გაეღიმა. ბრაზი ვერ დავმალე, ვერც ვერაფერი ვთქვი ისე მივეყრდენი სკამეიკას და ნაყინი გავუწოდე, გემრიელად მოაკბიჩა, ნახევარი ნაყინი გააქრო წამშივე, მეც და თინაც მას შევჩერებოდით, მე წუწუნით რომ ჩემი ნაყინი ლამის ერთბაშად შთანთქა, თინა კი ეჭვიანობითა და ბოღმით. სხვისი მზერა კი თითქოს ნაკლებად საინტერესო იყო. - იცოდე კიდევ თუ მომინდება მიყიდი, — გამაფრთხილებლად შევხედე და რომ გაიცინა, ეს უკვე თანხმობის ნიშანი იყო. მომწონდა ასეთი მშვიდი ურთიერთობა, მომწონდა გოგონების სანატრელი ბიჭები ჩემს განკარგულებაში რომ იყვნენ, კმაყოფილი გავხედავდი ხოლმე აჩის, თუმცა გეგასკენ თავშეკვაბეული ვიყავი, ვიცოდი რამე ისეთს გააკეთებდა ბრინჯივით დავიბნეოდი.... .... იწელებოდა დრო უაზროდ, მაგრამ მე კმაყოფილი ვიყავი მათ გვერდით. - არ გინდათ ბავშვობა გავიხსენოთ?— ნატას შევაჩერდით ინტერესით და მისი ინტრიგაც საკმაოდ მოედო ფანჩატურს, როგორ უნდა გაგვეხსენებინა ბავშვობა ყველას აინტერესებდა. აჩის ბოთლს დავწვდი სრულად დაეცარიელებინა, უკმაყოფილოდ მოვისროლე ნაგავში, გეგამ გამომიწოდა თავისი და მეც უმალ მოვიყუდე ლოთივით - არაყი აქვს გარეული, — მიჩურჩულა ღიმილით და ძლივს შევიკავე თავი არ გადმომესხა. თვალებ გაფართოებულმა გადავაგორე ყელში და მძვინვარედ ავხედე, - აქამდე რატომ არ მითხარი?! - გინდოდა და დამეშალა? ახლა ხომ გითხარი, - რატო ჩაასხი ისეც მშვენიერი იყო, - გრადუსი არ ქონდა, - შენ თუ დათრობა გინდა პირდაპირ თქვი, — უხეშად მივაჩეჩე ხელში ბოთლი, - ეგრე ადვილად არ ვთვრები დამშვიდდი, თან თინა უნდა გავაცილო მერე და.... — დასრულება არ ვაცადე ავად ავხედე - არ გააგრძელო, საკმარისი თქვი, —ვუთხარი და უცებ წამოვდექი. მეგისა და ირაკლის შუაში ჩავჯექი, მეგის ჩავჭიდე ხელი, არც დაფიქრებულა თინა ისე დასკუპდა ჩემს ბიჭებს შორის. გამაკანკალა, წამით ვინანე - რას ვთამაშობთო? —გადავჩურჩულე მეგის, რადგან გეგასთან კამათით გართულს არაფერი არ გამიგია რაც მან ილაყბა, - ბრისლი მიაუს... - რას? — შევიცხადე წამოკივლებით, - ბრისლი მიაუს... — გაეცინა გოდუაძეს, გადახვია ხელი სკამეიკის საყრდენს, - რაღა დროს ბრისლი მიაუა, — შევიცხადე, ჩამოვადე მხარზე ხელი ირაკლის... თუმცა მაინტერესებდა მოსალოდნელი რეაქციები, გეგას შევხედე, დაეჭიმა ყბები მხოლოდ შემდეგ ჩაიცინა და ლუდი მოსვა, - მიდი რა, გავერთობით, - მაგაზე როგორ უნდა გაერთო? —ავწუწუნდი ისევ, თუმცა ბევრი რომ თანახმა იყო, ჩემი უარიც და წუწუნიც ჩააქვესკნელეს, - კარგი წესებს გაგახსენებთ, წითელი: კოცნა. ლურჯი: ჩახუტება. მწვანე: კომპლიმენტის თქმა. ყვითელი: სახალისო ან უცნაური შეკითხვის დასმა. შავი: სიმართლის ან საიდუმლოს გამჟღავნება. თეთრი: გასეირნება! თითები მოიტანეთ ყველამ ერთმა თითი დაადოს და ვინც იქნება ის დაიხუჭება პირველი...— უაზროდ მიმაჩნდა, თუმცა ჩემებურად არ გავჯიუტებულვარ, რადგან ყველა დაითახმეს, თითქოს მოგვიანებით შესულიყვნენ მუღამში, საინტერესოც კი გახდა. მაინც დავაკვირდი მათ, წუწუნითა და უკმაყოფილო მზერით შევაგებე მათ თითებს თითი. დავხუჭეთ თვალები ყველამ, ახელისას კი გოგას თითი ეკავა მეგის ამიტომ პირველიც გოგა დაიხუჭა.... - ორი წუთი ახალი ფერიც ჩავამატოთ არ გინდათ? — ინტრიგნულად დავიწყე, წარბების თამაშით შევაჩერდი მეგის - რა ფერი? - ჭაობის ფერი! - რას ნიშნავდეს? - შემორტყმას! — სწრაფად დავაბრეხვე, სიცილი აუტყდა მეგის, დანარჩენს უკმაყოფიება გაუკრთათ სახეზე, მიმხვედრი მიხვდა, თუ რატომ მინდოდა მე ეს განსაკუთრებული მაცდური ფერი... ვის ენდომებოდა შემორტყმა, ყველამ იუარა და ჩემი სანუკვარი ფერიც გააუქმეს... .... უაზრო იყო თამაში მანამდე სანამ თინას არ ამოუვიდა გეგა... დაჟინებით ვუმზერდი გოგოს... წითელიო წამოიძახა ისე გაახილა თვალები და მეც ზუსტად მის დასახელებულ ფერად მექცა თვალები, რომ გაიგო თუ ვინ ამოუვიდა, თვალებგაცისკროვნებულმა ახედა გეგას, გაუაზრებლად ვაწვალებდი ქვედა ტუჩს, დაჟინებით ვუცქერდი როგორ აიწია გეგასკენ.... ტუჩის კუთხეში მიაკრო პომადიანი ტუჩები, ლამის თვალებით ამოვუწვი ის ადგილი გეგას... ხელები მექავებოდა მძვინვარებისგან, გაურკვეველი ბრაზი და უსიამოვნება მჭამდა... გეგას რომ ჩაეღიმა ეგოისტობის, სიბოროტისა და სიძულვილის ფერები გადამივივიდა. უმალ გავიაზრე, რომ ეჭვიანობის არანაირი უფლება არ მქონდა და ისევ ვცადე დავწყნარებულიყავი, .... ჩემი არჩეული ფერის გამო გოგასთან ერთად მომიწია გასეირნება, ვინანე არჩეული ფერი მაგრამ უკვე გვიანი იყო... შორს არ გავიდეთ-მეთქი ვთხოვე, მივაბიჯებდით და თანდათან ბნელდებოდა, როცა ჩვენ განათებულ ადგილს კარგად ჩამოვშორდით... რაღაც გამოუმჟღავნებელი, დამალული შიშიც აკიაფებულიყო გულის სიღრმეში, მეშინოდა უცხო ადამიანთან უკუნით სიბნელეში... განა რა უნდა ყოფილიყო იმ წამს საშიში, თუმცა გონებას, გულსა და თავად სხეულსაც იმდენად გამომუშავებული ჰქონდა შიშის ფაქტორი, რომ თითქმის ყველაფერზე შიშის გრძნობას განვიცდიდი.... რამდენიმე კითხვა დამისვა გზად, ვთხოვე მივბრუნდეთ-მეთქი, თავიდან სცადა კიდეც მანძილის გაზრდა, თუმცა დაჟინებული თხოვნით მოვბრუნდით ისევ, - შენ და გეგას შორის ხდება რამე?—ანაზდეულად დასმულ კითხვაზე დავიბენი, დამაბნია კითხვამ რომელზე პასუხიც თავადაც არ ვიცოდი, რომელი კითხვის პასუხიც მეც ძალიან მაინტერესებდა - ცუდად არ გამიგო, უბრალოდ ის მზერა და სიახლოვე, ხო ხვდები... - არა! არაფერი არ ხდება, სიტყვა გავაწყვეტინე, ისე განვაგრძე სიარული, - ძალიან ლამაზი ხარ, დასამალი რა მაქვს, ძლივს გაცილებ თვალებს, მაგრამ გეგას მზერა და კონტროლი მაფიქრებინებდა რომ ერთად იყავით, ამიტომ ვცდილობდი შორს დამეჭირა თავი შენგან, დაძაბულობა რომ არ გაჩენილიყო თქვენს შორის, - თქვენს შორის უფრო იქნებოდა დაძაბულობა მაგ დროს, გამეცინა მის ვითომ.მზრუნველ საუბარზე - ჰო როგორც არის, — თვითონაც ამყვა, - ისე ცოტა უემოციოა არა? გამომხედა ისევ და უკვე ბავშვებიც რომ გამოჩნდნენ ვხვდებოდი მალე ისევ დავუბრუნდებოდი გამაღიზიანებელ სიმშვიდესა და ეჭვიანობის ზენიტს მივაღწევდი - უემოციო კი არა სუფთა რობოტია...— ხმამაღალი სიცილით გავხედე ამყვა ერთბაშად, ახლოს მისულებმა ყველას ყურადღებაც ჩვენ მივიქციეთ, მაგრამ იტრიგა, თუ რის გამო ვიცინოდით ასე გულიანად გაურკვეველი იყო, - მოვიდნენ გვრიტებიი! —უსიამოვნოდ შევხედე თინას, ამ უაზრო და გამაღიზიანებელი სიტყვებისთვის, მრავალისმთქმელი თვალებით ვანიშნე რომ უაზრობა თქვა და ვიმედოვნებდი რომ აღარასდროს გაიმეორებდა... - მშვენიერად გაუგეს ერთმანეთს აშკარად. ტყუილად ნერვიულობდით, ენა ვერ გააჩერა გოგომ ისე მოავლო თვალი ბიჭებს... ადგილებზე დავსხედით, გეგას მკაცრ მზერას დავუდექი პირისპირ, მალევე ავარიდე თვალი და გოგას "მიაუ" ჩემზე რომ შეჩერდა სახე დავმანჭე, " მწვანე"- ო თქვა და მაშინ გაახილა თვალებიც, - ოოო რა დამთხვევაა, — გაიცინა კმაყოფილმა და დაფიქრებაც არ დასჭირდა, - იმდენ კომპლიმენტს იმსახურებ ცოტა ავირიე, რომელი გითხრა მარა, გეტყვი რო შენისთანა სრულყოფილი ერთეულია მხოლოდ და მთელ ცხოვრებასაც დიდი სიამოვნებით გავატარებდი შენს გვერდით.... — ისე თამამად ჟღერდა მისი სიტყვები, ბევრმა ვერ შეიკავა ემოციების დამალვა, - ო ეგ არ უნდა გეთქვა! — ნიკაპზე მოისვა აჩიმ ხელი, - რო არ გიცნობდე მაგრად დაგჟეჟავდი ახლა... — კბილები გააღრჭიალა გოდუაძემ და ადგილზე შეიშმუშნა, თვალები დავუბრიალე, გოგამაც ჩაცინებით გაანეიტრალა აჩის გაღიზიანება, - ჰო ნამეტანი გულწრფელი ვიყავი მაპატიე, მაგრამ ცუდად არაფერი მითქვამს, ხომ მიხვდით თქვენც.... მე კი მივიღე მისი პატიება მაგრამ აჩი ისევ და ისევ უსიამოვნო მელანქოლიას აეტაცა, მის გვერდით გადავჯექი სხარტად ნაპირზე.... ხელში ჩავავლე ხელი სხვებისგან შეუმჩნევლად, იმათგან შეუმჩნევლად მაინც ვინც ჩვენს გვერდით არ იჯდა.... საზურგეს მიყრდნობილი თვალმოუშორებლად უყურებდა გეგა მე და აჩის ჩაკიდებულ ხელებს... შევხედე მეც, დაჟინებული და ამავდროულად ჩაფიქრებული მზერით მაცქერალს, დაჭიმვოდა ყბებიც და თვალსაჩინოდ გამოკვეთოდა ყბის კუნთი... აჩი რომ მეტად აღარ გამოესარჩლა, თამაში გავაგრძელეთ... წესების მიხედვით მე დავხუჭე თვალები, დიდხანს ვაწვალე ბავშვები თითქოს მე ვისვენებდი დროებით, ბოლოს შეჩერებულზე დიდხანს ვფიქრობდი ფერზე, - ლურჯი, გაუბედავად წამოვიძახე, რადგან არ ვიცოდი ახლა ვის უნდა ჩავხუტებოდი..., გაუბედავად გავახილე თვალები, უკვე ისევ მეგონა რომ გოგაზე შევჩერდი... თითით გეგაზე რომ მანიშნეს კისერთან ერთად დამეჭიმა სხეული, ოდესღაც ამოგვივიდოდა ერთმანეთი ამას შეგუებული ვიყავი, მაგრამ როცა ფაქტი გახდა გულის ჩქროლვას ვერ ვაჩერებდი, გვიან გადავიტანე მზერამ მისკენ დამრგვალებული თვალებით. სრულიად წამერთვა ძალაუფლება საკუთარ თავზე, მმართავდა გული, რომელიც ახლა თავადაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფს ადგილი არ ჰყოფნიდა ძლიერი დარტყმებისთვის... - აბრძანდი გვრიტო, ჩავლებული ხელით წამომაყენა— გოდუაძემ , კრავის თვალებით დავხედე რას მიკეთებ-მეთქი, - გეგა, იქნებ იკადრო და წამოდგე, ასე როგორ ჩაგეხუტოს, თინასაც მოეხვიოს ბარემ? — უცებ გაკაპასდა მეგი, სხვა შემთხვევაში სიცილსაც დავიწყებდი მის უჩვეულო ენამოსწრებულობაზე, თუმცა ახლა მხოლოდ გულის არარეგულარულად დარტყმებს ვგრძნობდი... მშვიდად მოავლო თვალი ბავშვებს, შემაჩერდა დაბნეულს.... წამოდგა.... თავად მომიახლოვდა... მორიდებულად ავეკარი სხეულზე, მარჯვენა მკერდში ვგრძნობდი მისი გულის დარტყმებს.... ჩქროლვას... ღელვას.... თითქოს გაყინული სხეული ცხელ ლითონს მივადე და იმდენად ამიკრო მოშორებაც გაართულა... გვიან ვიგრძენი ბევრი წყვილი თვალი უხერხულად მოვშორდი. ერთბაშად დავუბრუნდი ჩემს ადგილს აჩის გვერდით და არ შემიხედავს გეგასთვის, რომელიც აღარ დამჯდარა, ფანჩატურის შესასვლელს მიეყრდნო, ისე გახლართა მკლავები ერთმანეთში, - კარგიი..., გეგა დაიხუჭე გასცა ბრძანება ნატამ... ხიდაშელმა მშვიდად მოგვავლო ყველას თვალი, თითქოს იმახსოვრებდა ვინ სად იჯდა, მშვიდად დახუჭა თვალები, მოემზადა თინა, თითით ბავშვების ასარჩევად მეგიმ ანიშნა რომ თავად აიღებდა ამ შერჩევას საკუთარ თავზე, სათითაოდ დაგვიარა ყველას, მეორე კრუგზე თინასკენ ნაჩვენები თითი ჩემსკენ რომ გადმოვიდა მაშინ გაჩერდა გეგა, სასაცილო იყო ეს ყოველივე... სახე გაებადრა მეგის, არც დაუმალავს სიცილი აკანკალებულს გადმომხედა და ერთი სული ჰქონდა რა ფერს იტყოდა გეგა, - ფერრიიიც... კარგად დაფიქრდი გეგა... აჟიტირებული ხმით გადმომხედა ისევ მე და გეგას არჩეულ წითელ ფერზე მას აენთო თვალები. შეუძლებელი იყო ვერ მიმხვდარიყო გეგა თუ ვინ ამოუვიდა, მეგის აჟიტირებულ კმაყოფილ ხმაზე... ის ნამდვილად ერთობოდა ამ თამაშით, თუმცა მე ისე დაძაბული ვიჯექი მთელი თამაში, დარწმუნებული ვიყავი გათენებისას ძვლების ტკივილი მომკლავდა... თვალები რომ გაახილა საერთოდ არ ეტყობოდა მის თვალებს არ ცოდნის კვალი..., მე შემაჩეხა მზერა, მაინც გადაამოწმა მეგისთან მე ვიყავი მისი კოცნით დაჯილდოვებული თუ არა... ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ, დახრილი სკამეიკის საზურგეს დაეყრდნო ისე აუჩქარებლად მომიახლოვა ტუჩები, ლამის სული დავლიე, - იქნებ სხვა დროისთვის შემოვინახო? — ღიმილით ჩამჩურჩულა, ძლივს ვიმორჩილებდი გულს, ის კი განზრახ შემაცდენელი, მზაკვრული ქცევებით მაბნევდა, ამას ჩემი გრძნობებით თამაში ერქვა... ხვდებოდა, გრძნობდა ჩემს ემოციებს, თუმცა ვერ ისვენებდა.... ნელა მომაწება ტუჩები ლოყაზე, მთელ ტანში ციებ-ცხელებასავით მივლიდა ჟრუანტელი, როგორ ვეცადე რომ თვალები გამეკავებინა, უნებურად მივნაბე, კიდევ მეტად სასიამოვნოდ კიდევ მეტად შევიგრძენი მისი მხურვალე ბაგეები.... ტუჩები მომაშორა, ახლა მისი სუნთქვა მეფრქვეოდა კისერზე, მალე გონებას დავკარგავდი, მომშორდა თუ არა წამოვდექი, - თქვენ განაგრძეთ თამაში მე დავიღალე, თან მცივა და სახლში ავალ... შეძლებისდაგვარად ხმამაღლა ვთქვი, ეს უფრო მცდელობა იყო ბავშვებისთვის გამენეიტრალებინა ის ნანახი რაც ცოტახნის წინ იხილეს, გეგას ავარიდე თვალი, - გამოგყვები, — წამოხტა უმალ სარალიძე - იყავი აქვე ვართ, ჩემით მივალ, —აჩის მოვუსვი ნაზად კეფაზე ხელი ნიშნად რომ მის გასაგონადაც ვთქვი, - ხომ გითხარი ჩაგეცვა?! — წამოდგა მშვიდად და ჩემს გასაგონად უფრო თქვა დაბალ სასიამოვნოდ მზრუნველ ხმაზე, ღიმილი ვერ დავმალე მის ყურადღებაზე ისე მოვუსვი ლოყაზე ხელი, - მხოლოდ სიცივის გამო არა, მართლა დავიღალე, თან ცოტა მეძინება, — ბოლოს ვუჩურჩულე, გამეცინა და სწრაფად ჩამოვუშვი ხელები, - ვსო წავედი, - მიდი მიდი მოვდივარ, — ხელით გამიძღვა წინ, - დარჩი აჩი, მეგი გამოაცილე მერე, ცოტა არ მომწონს ამ ბოლოს ვჭირდებით ქალბატონს, —გავეკრიჭე მის გასაგონად ვთქვი ბოლო სიტყვები და გულზე მივაჭირე ხელი რომ არ გამომყოლოდა, - გოგო მოვალ ისევ არ დავტოვებ მარტო, - მეც მივდივარ და გავიყოლებ, — ბოხი ბარიტონი რომ ჩაერია ჩვენს დიალოგში, ხმა გაგვიწყდა ორივეს, შევაჩერდით ხიდაშელს, კამათით დაღლილს, რომ გადაეწყვიტა წამოსვლა თავადაც, - აუ გეგა დარჩი ცოტაცანს ადრეა ჯერ, რატომ იშლებიით? უკმაყოფილოდ წამოდგა ნიტა, ისე გამოეტირა თვალებ მოელვარეს, - საქმეებს უნდა გადავხედო სანამ წავალ, ბევრი საქმე მაქვს! - აუუ, როდის მიდიხარ? - არ ვიცი, ვნახოთ, — მაშინ გადახედა გვერდზე ამომდგარ გოგოს გეგამ, თან მეცინებოდა ჯერ ისევ ბავშვები რომ ვერ აკონტროლებდნენ თავს. ბავშვი ხომ აღარ იყო გეგა, მართალია არასდროს ზედმეტად გოგონებით მაცხოვრებელი არ ყოფილა, მაგრამ ახლა ძალიან შეცვლილი იყო, მისი სიახლოვე მისი სითამამე ყველაფერი ერთად რომ მახსენდებოდა, სრულიად სხვა გეგა მედგა ახლა წინ და არა ის მორიდებული მზრუნველი ბიჭი, რომელიც ზედმეტადაც კი არ მომიახლოვდებოდა, რომელიც სიუხეშით უფრო გამოხატავდა სიყვარულს, მაგრამ ჩემთან იცვლებოდა მხოლოდ, მიყვარდა მე ის დრო, როცა ვიცოდი რომ ჩემთან იყო მხოლოდ სხვანაირი, ჩემთან იყო მხოლოდ ნამდვილი.... შეცვლილი იყო, თუმცა ვულგარულად ჩაცმული გოგონასთვის, წესიერადაც არ შეუხედავს, მაშინ როცა ხვდებოდა კიდეც, რომ გოგონას სრულიად სურდა მასთან სიახლოვე, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სკოლაც არ ჰქონდა დამთავრებული, საკუთარ ფიქრებში გართულს კმაყოფილს ჩამეღიმა ცალყბად... - წავიდეთ? — ნიკაპზე ამკრა ნაზად თითები, ისე დამაბრუნა რეალობაში ხიდაშელმა. მორცხვად ავაცეცე თვალები, როცა გავიაზრე გიჟივით რომ ვიღიმოდი, მცირედ დავუქნიე თავი. აჩის დავემშვიდობე. მეგის შევახსენე რომ არ დაეგვიანა აჩის არ მოშორებოდა და უკვე იმედიანად გამოვედი გზაზე, არ დავლოდებივარ გეგას, რომელიც თინას კითხვებს სცემდა პასუხს დაუზარებლად და შორს იჭერდა თავს მისგან, ის ხომ გეგას დის ტოლი იყო, თავისთავად ბავშვი იყო გეგასთვის... შემდეგ აჩის დაუბარა რაღაც და უკვე შორს წასულს დინჯი ნაბიჯებით დამეწია. არცერთი ვიღებდით ხმას, ეს სიჩუმეც მაღიზიანებდა, თუმცა რამე რომ ეთქვა დავიბნეოდი კიდეც.... სიბნელეში მანქანის ფარებმა გააშუქა, თვალებ მტკივანმა ავიფარე ხელები თვალებზე ისე მივიწიე გეგასკენ მანქანის გასავლელი ადგილი, რომ გამნეთავისუფლებინა. არც გამკვირვებია რომ გააჩერეს, ხმაურიანად გადმოვიდნენ მანქანიდან, აღაპყრეს ხელები ზეცად, შემათვალიერეს მეც. ჩემთვის უცნობმა ბიჭებმა დიდი მგზნებარებით, აღტყინებულებმა მოიკითხეს გეგა, ათვალიერებდნენ და კმაყოფილები უცქერდნენ მონატრებულს... სამივე გადმოვიდა მანქანიდან, ისე მოეხვივნენ ძმაკაცს, გააბეს ბაასი მათ, თუმცა ერთი მიცქერდა ხშირად, დუმდა მათ უკან მდგარი, მომიახლოვდა მოულოდნელად, - ანა ხომ? — გამიცინა, ბავშვივით დავუქნიე თავი. სანამ გეგა ერთ-ერთთან საუბრობდა, თითქოს დროც იხელთა უცნობმა, - ჰო პოპულარული ხარ... - საინტერესოა, — დაბალხმაზე ამოვილაპარაკე, კდემამოსილმა დავხარე თავი, ჩემთვის მინდოდა მეთქვა, თუმცა ხმამაღალიც აღმოჩნდა, - ჰო არა? სამი ძმაკაცი მყავს, სამივე შენ შემოგტირის, — ოდნავ გულისწყეტა იგრძნობოდა მის ხმაში, თითქოს დიდხანს იკვლევდა ამ ყოველივეს, - ახლა მივხვდი რატომაც...— გამიცინა დამაკვირდა უცნაური მონუსხული მზერით. მისი სიტყვა და გეგას გადმოხედვა ერთი იყო, შეაჩერდა ჩემს წინ უცნობს უკმაყოფილოდ, გადმომხედა მეც - ჩემთან მოდი, — მკაცრად მიმიზიდა თავისკენ, გამაფრთხილებლად გადახედა ბიჭს და ჩემს ხელში ახლართა თითები. ვიცოდი დაცვის ინსტიქტებიდან გამომდინარე გააკეთა ეს ყველაფერი, თუმცა მაინც კმაყოფილებას ვერ ვიტევდი, ინტერესით გავაგრძელე მისი სმენა და თავადაც ავარიდე თვალი უცნობს, დაძაბულობა რომ არ გაჩენილიყო მათ შორის, - როდის მიდიხარ ბიზნესმენო? რა არის , ესე უნდა ძმაკაცების დაკიდება?! - დაკიდება სხვანაირი ვიცი! დროებით ვერ შეგეხმიანეთ, რაღაც რაღაცეების გამო, — სიტყვებშივე დამხედა მის უკან მდგარს, აშკარად მიუხვდა ბიჭი ნამიოკს ღიმილით შემომხედა, - აშკარად გაჭრა შენმა მიზეზმა... — გაეღიმა - რა სექსუალურად გამოიყურები ! — სიცილი ვერ დამალა ბიჭმა ისე დაუტყაპუნა მხარზე ხელი, - წამოდი მდინარეზე ავდივართ, - ამოგივლით მერე, ჯერ საქმე მაქვს, — დინჯად გადმომხედა, ჩემზეც ანიშნა პარალელურად - შენი საქმეეები.... წავედი ახლა მაშინ რა, აღარ დაიკარგო რადგან აქეთ ხარ შეგეხმიანები მერე...— ისე მოეხვია გეგაც ხელი არ შეუშვია ჩემთვის, დანარჩენებს ჩამოართვა ხელი და ადგილზე შემდგარმა გავაყოლეთ უკვე დაძრულ მანქანას თვალი, რომელმაც დამშვიდობების სიგნალი დაგვიტოვა. დავაკვირდი , როგორ ჩაიდო ჯიბეში ჩემზე ჩაჭიდებული ხელი ისე დაიწყო სიარული და მეც იძულებული გავხდი გავყოლოდი, გონზე მოსვლისას დავაჩერდი მის ჯიბეებს, თუმცა შემრცხვა რამე რომ მეთქვა, მსიამოვნებდა მისი მხურვალი ხელი გაყინულ თითებზე, თითქოს პირდაპირ გულამდე აღწევდა სიმხურვალე, - გაყინული ხარ, — ახლა დავუკავშირე მისი საქციელი ჩემს გაყინულ თითებს, რომ ჩემი ხელის გასათბობად არ გამიშვა ხელი, - ჰო მცივა ცოტა, - შენ ბავშვობაშიც გაყინული იყავი... გულიც გაყინული გქონდა, ახლაც იმავეს ვიტყოდი შენს ბიჭს რომ არ დაერღვია ეს სტერეოტიპი, — გაკვირვებულმა ავხედე, ვერ მივუხვდი, ვინ იყო ჩემი ბიჭი და თან მსგავსი ვრცელი პასუხი მისგან გამაოგნებელიც იყო - რას ნიშნავს ჩემი ბიჭი? - სულ მაინტერესებდა რატომ მაინცდამაინც ნიკა?.. რატომ ის?!, ამდენი ნაცნობებიდან ისეთი ვერავინ ამოარჩიე ვისი დანახვაც ნერვებს არ მომიშლიდა? — მშვიდად მომიტრიალდა უკვე სახლის წინ ჩამომდგარი, - მისი გრძნობები ყოველთვის გულწრფელი იყო... - და ამიტომ? ვერასდროს ვიტანდი მის თავდაჯერებულ საუბარს, ან რა სახლში მოგაკითხვა ან რა შეგიყვარდები? — შუბლზე მოისვა ხელი, ნიკას ძველი მესიჯების გახსენებაზე, გახსენებაც კი აღიზიანებდა, მე კი გაოგნებას ვერ ვმალავდი, თუ როგორ ახსოვდა მრავალი წლის წინანდელი მესიჯები, - რა გინდა? ყველაფერი აისრულა —მხრები ავიჩეჩე - აუსრულე!.. შენ აუსრულე! - იმსახურებდა გეგა! ყოველთვის ჩემს გვერდით იყო, არსად წასულა ისე რომ არ ეთქვა. არ მივუტოვებივარ! არც მაშინ გერმანიაში რომ იყო წელიწად ნახევარი.... მეც უნდა შემესრულებინა მისთვის ერთი სურვილი და უბრალოდ მაინც უნდა მეცადა... — ქვეტექსტებით ვესაუბრებოდი, ვხვდებოდი ვაბრაზებდი ვაბრალებდი და ვფიწრობდი ნეგატიურად მასზე. მძვინვარედ მომიახლოვდა, მისი ხელიდან დავიხსენი თავი ისე ვუყურებდი მის ავად მომზირალ ჭაობის ფერ, მოელვარე თვალებს, უკუნით სიბნელეშიც რომ გარკვევით ვხედავდი, - არ მიმიტოვებიხარ! - რას არქმევ შენ საქციელს გეგა? ამდენი წელი ისიც არ ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ არა, ვიცოდი რომ სადღაც იყავი. გეთქვა!, ერთხელ მაინც დაგერეკა!, ათასჯერ მქონდა შენთვის ნათქვამი რომ, ყველაფერს მარტივად ავიტანდი მაგრამ შენს დაკარგვას არა! ვერ ვიჯერებდი ასე რომ წახვედი, არ მჯეროდა! და სწორედ მაშინ მამშვიდებდა ნიკა, მაშინ მედგა გვერდით, ყველანაირად ცდილობდა დაგმსგავსებოდა, მაგრამ ეს ხო შეუძლებელი იყო?!. შემდეგ ისევე მოულოდნელად გამოჩნდი, როგორც გაქრი და ვეღარაფერს ვპოულობ შენში... ვერაფერს ვეღარ ვცნობ შენში... ვერც ქცევას, ვერც გამოხედვას, ვერც საუბარს საერთოდ ვერაფერს გეგა! ფიზიკურადაც კი იმდენად შეცვლილი ხარ ვერ ვიჯერებ რომ ოდესღაც შენზე მოკედლებული ვიყავი, მაგრამ.... მაგრ.... - მაგრამ მაინც გიყვარვარ... — ჩემს აღელვებულ აღტყინებულ საუბარზე თავად ჩაერთო მშვიდი ხმით, თითქოს აქამდე არაფერი მითქვამს მისთვის, მარიზიანებდა ეს მისი სიმშვიდეც. ჩემს ხელებს მოკიდა ნაზად ხელები თავად მიმიზიდა თავისკენ, ისე მოიხვია ჩემი ხელები მის წელზე - მიყვარხარ? ნუ მაცინებ მე შენ არც კი გიცნობ...— ვეცადე იმ ტონით, ისევე ბრაზით მეთქვა სიტყვები, თუმცა მისი სიახლოვე იმდენად მაბნევდა, მაშინ როცა ჩემსკენ იხრებოდა, როცა კიდევ მიახლოვდებოდა, ხმაც ერთობ უნებურად მიწყდებოდა, - არა? — მშვიდად შემიცურა ცალი ხელი სახეზე, მისი ხმაც იმდენად ვნებიანი და მაცდური იყო, შემაცდენელი თვალები, მის შეხებაზეც ისე ვდუნდებოდი, ერთბაშად მივლიდა სიამოვნების ტალღა. ვერ ვიგებდი მისი მანერების ახსნას, მისგან მოულოდნელი იყო მსგავსი სიახლოვე მსგავსი ვნებისგან დახშული ხმა, რომელიც ჩემზეც მოქმედებდა, ადრე ხომ ჩემს მსგავს ტონზე თავადაც ამყვებოდა, წარსულში ასეთი თემის წამოწყებაზე უბრალოდ ჩხუბს ავტეხავდით, შემდეგ ისევ სიცილით დავასრულებდით.... ის კი ახლა ჩემს შებმას ცდილობდა, მისი ჩურჩული მისი ნაზი შეხება ეს ხომ მასში არ არსებობდა, მენატრებოდა კიდეც მისი უხეში შეხებები, ძალებს რომ ვერ აკონტროლებდა, მაგრამ ვიცოდი რომ ნამდვილი იყო, არ მეშინოდა ვიცოდი მისი დამოკიდებულება მისი სიყვარული, მთლიანად ის ვიცოდი... ახლა კი ტუჩის კუთხეში მომაწება ტუჩები, ღრმად სუნთქვით ადი-ჩამიდიოდა მკვეთრად მკერდი, გულისცემის დარეგულირება შეუძლებლად მიმაჩნდა, ვეღარაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ გეგასკენ მიილტვოდა გული, ადრე ხომ ასე არ ითამაშებდა ჩემი გრძნობებით ასე ხომ არ გაერთობოდა ჩემი ემოციების უკონტროლობით... - მძულს, ის ფაქტი როცა ვიაზრებ ნიკა ასე გეხებოდა.... მძულს როცა მეფიქრება, როგორ თავისუფლად შეეძლო შეგხებოდა.... —ჩურჩულებდა ჩემს ტუჩებთან აგრესიითა და მგზნებარებით, ცალი ხელი წელზე შემიცურა ისე ავეკარი მის სხეულს, მეორე ლოყაზე დამეკონა მისი ტუჩები.., გამაცია თვალები მიწყლიანდებოდა ჩემს უსუსურობაზე..., ისევ ისეთი მესაკუთრე იყო, ისევ შერჩენოდა ის ხასიათები... - რის მიღწევას ცდილობ? — ავხედე მძვინვარედ, ვეცადე ჩამოვშორებოდი, - რისი გაგება გინდა გეგა? იმის რომ ასე არავინ შემხებია? ეს გინდა რომ იცოდე? — შეძლებისდაგვარად ვკარი ხელი.... მოვიშორე, მკაცრად. ვუყურებდი მის ლამაზ მწვანეებს ბრაზით, მაგრამ არ შემეძლო შემეხედა მისთვის ზიზღით. - ან საერთოდ რა გინდა?! მართლა ვერ ვიგებ, ხომ წახვედი? ხომ დავივიწყეთ ერთმანეთი?! ჩვენი გზებიც გაიყო, რა გინდა? რატომ არ მაძლევ არაფრის საშუალებას?! გამოჩნდი და ისევ ამრიე, ისევ ამაფორიაქე.... რა გინდა ბოლო-ბოლო, რატომ თამაშობ?.. დავიღალე გეგა!.. მძულს ჩემი უსუსური თავი შენთან! ვერ ვიტან როცა იმდენის უფლებას გაძლევ რაც არასდროს არავისთვის მიმიცია!... საკუთარი თავის ბრაზი მახრჩობს თავის კონტროლს რომ ვკარგავ შენთან!... და შენ?...ცხოველივით იქცევი! იმას აკეთებ რაც არასდროს გაგიკეთებია გეგა, რაც არასდროს გიცდია! ვერ ვიგებ რის მიღწევას ცდილობ... შემეშვი! ნუ მიახლოვდები!.. ნუ მეხები !.. უბრალოდ დამანებე თავი! — ვუყვიროდი, ვგრძნობდი შინაგან ცახცახს, თრთოლვას მძვინვარებასა და მგზნებარებას... არც კი შემიხედავს ელვასავით მოვშორდი ადგილს.... აკანკალებული ვიჯექი საწოლზე, გულისცემას ვერ ვაჩერებდი, საკუთარი სიტყვები მიტრიალებდა მხოლოდ, ნერვოზულად ამიტყდა ტირილი, ხელებში ჩავრგე თავი ემოციებსაც საშუალება მივეცი, დაცლილიყო ნეგატივისგან..... ..... ადრე ამდგარი ვეხმარებოდი ნონას, პირუტყვი საბალახოდ გავაგზავნეთ. ნაცნობი კაცი უთბილესი გურამი იყო მორიგე ისევ. ანთებული თვალებით მომიკითხა კაცმა, ნონასთან მაქო, ჩვენთან უნდა გავათხოვოთო იძახდა, - ჩვენთან უნდა გავათხოვოთ მაგრამ, კარგი ბიჭის მეტი არ მემეტება ჩვენი გოგოსთვის, — ხელი აიქნია ნონამ, მენჯებზე შემოიწყო ხელის ზურგები და საქმიანად შეაჩერდა კაცს - მერე შე ქალო, რა დალევს ჩვენთან კარგ ბიჭებს? — მხრები აიჩეჩა კაცმა, რომელი ერთი გინდაო გასძახა, - ეს ისეთია, მასავით მშრომელი ძლიერი კაცი მემეტება მისთვის, —წელზე მომარტყა ქალმა ხელი, ნიშნად ხომ მართალი ვარო, - მერე შე ქალო, რა შორს ეძებთ, ნახევარი სოფელი შეყვარებულია შენ წინ მაცხოვრებელზე, შენ წინ გყავს და სა ეძებ? სად ნახავ გეგასნაირ მშრომელ, მხრებ გაშლილ, სიმპატიურ ყმაწვილს, ისეთი შეცვლილია, ნაკლს ვერ უპოვნი კაცსს, სად ეძებ ქალო სად? მიათხოვეთ გეგას, ჩვენი რძალი უნდა გახდეს.... — თავი ბაზარზე გამოტანილი ნივთი მეგონა, ისეთ ოატრონს, რომ საჭიროებდა ვინც ჯსარგებლოდ არ მომსპობდა. ისე დავიძაბე მათს საუბარზე ადგილზე შეყინული ვუსმენდი, არხეინად მოსაუბრე გურამს, რომელმაც საერთოდ არაფერი იცოდა ჩემი და ხიდაშელის ურთიერთობაზე, ნონაც ისე გაიწურა, ტუჩები მოემუწა სიცილის შესაკავებლად და მალულად მომჩერებოდა, აშკარა იყო, ნამიოკიც მან ჩაურტყა კაცმაც სწორედ ის თემა წამოჭრა რაც ნონას სურდა, იცოდა მას გავუწყრებოდი ამიტომ ბაბუა გურამი აალაპარაკა თავისი ენით - რას ლაპარაკობთ!... რა დროს გათხოვებაა?! — ლოყები ისე ამიხურდა მეგონა პომიდორს დავემსგავსე, წუხანდელი საღამო მიტივტივებდა გონებაში, რა აღარ ვუთხარი წუხელ მას, სირცხვილისგან კიდევ მეტად დავიბენი... ჩემი ნება რომ ყოფილიყო ისე გავქრებოდუ რომ სულ აღარ ვენახე. კედლებსაც ყურები აქვსო, ისე ანაზდეულად გამოჩნდა ხიდაშელი, ძრწოლვით შევაჩერდი - ვინმემ სადმე მახსენა? — მრგვალი "სეტკის " ღობეზე ჩამოეყრდნო გეგა მკლავებით ისე მოგვავლო შესასვლელ კარებთან მდგარ მეზობლებს თვალი... წელს ზემოთ შიშველი, გრილ ჰაერზე გამოსულიყო, სულ მთლად ავორთქლდი კინაღამ..., ჩუმად მაინც ესაუბრათქო ვფიქრობდი, ერთხელ წავაწყდი მხოლოდ მის თვალებს, მოურიდებლად ჩამიკრა ღიმილით თვალი... თითქოს გუშინ მე არ ვიდექი მის წინ. კარგ ხასიათზე მყოფებთან აშკარად არ იყო ჩემი უგვანო ხასიათის ადგილი... ნონას გავხედე მომაკვდავის თვალებით, ვანიშნე გამოესწორებინა თავისივე გაფუჭებული, მხრები აიჩეჩა პასუხად, ვერც ხვდებოდა, როგორ მიცემდა გული ნერვიულობისგან, - გახსენა, გახსენა, შენ როდის აპირებ ერთი ცოლის მოყვანას? — სხვანაირად დაუსვა კაცმა კითხვა კმაყოფილი ათვალიერებდა წელს ზემოთ შიშველს, ვოცნებობდი ისეთი პასუხი გაეცა კაცი გადართულიყო ახალ თემაზე და წეღანდელი სიტყვები აღარასდროს გაემეორებინა. მინდოდა ჩხუბიც დამეწყო, ასე რომ საუბრობდნენ თითქოს ეს ჩემი საქმე არ იყო, თითქოს ჩემ პირადს არ ეხებოდნენ ახლა და ჩემს ნაცვლად არ წყვეტდნენ თუ ვისი ცოლი დამერქმეოდა, თუმცა სირცხვილისა და ნერვიულობისგან დადუმებული ვსუნთქავდი ღრმად მხოლოდ. - სადღაა ცოლად მოსაყვანი გოგო, აცანცარებულები დადიან, საქმის კეთება არ იციან, ფრჩხილებს უყურებენ სულ, მარტო იმის სიგრძე აინტერესებთ ძიაკო, — როგორ ირონიულად საუბრობდა არ ვიცი მარტო მე ვხვდებოდი თუ არა, მაგრამ მის სარკაზმული ღიმილი შეუმჩნევლად ვერანაირად დარჩებოდა, - აგერ, ანგელოზივით გოგო გიდგას შე მამაძაღლო! რომელი საქმე არ იცის! არც შეეჯიბრო, რო შეხედავ თვალებით გაგწმინდავს, ეს გოგო რო სხვამ წაიყვანოს ხო უნდა ირტყა თავში ხელები, ლევანამ არ მოგტაცოს ჭკუიდან ნუ გადამიყვანთ... პირუტყვისთვის დაჭერილ ჯოხს აქნევდა კაცი. სახეზე ამეფარებინა ხელი და ერთი სული მქონდა ასე გულწრფელ საუბარს, როდის მორჩებოდა გურამი, უხერხულად ვაცეცებდი თვალებს... მათ საუბარს ვუსმენდი და პარალელურად გეგას მამას, დავითს რომ მოვკარი აცეცებული თვალები, ერთიანად დამიარა სხეულში მოსალოდნელი საჩოთირო თემის გასაგრძელებელმა გრძნობამ... მუხლამდე "ვალინკები" ამოეცვა და ატალახიანებული რაგვიდან გადმოდიოდა გაჭირვებით, შორიდან გადმოხედა შვილს ერთბაშად სიამაყით შეივსო. შეეტყო, როგორ გაუნათდა თვალები... ღიმილით დავუქნიე თავი სალამის ნიშნად და მოვიკითხე, - რა იცის ერთი? ამან რა უნდა გააკეთოს? — ღიმილით აქეზებდა ჩემზე აღფრთოვანებულ კაცს გეგა, - რავა ჩერჩეტობ ბიჭო? ნახევარმა სოფელმა გავსინჯეთ ამის ჩაჯენილი პურები, შენ სოფელში არ ცხოვრობ? გაიარე-გამოიარე ყველა ამაზე ლაპარაკობს, - ოჰ ეგ, საქმე გამოლეულ ხალხს რა დალევს? უცხოა ჩვენს უბანში ჯერ, - ჰოდა აღარ უნდა იყოს უცხო, ასეთი რძალი ყველას ოჯახში! აბა ჩემმა ბიჭმა მოიყვანა ქალი და ქეც წაგვივიდა ხელიდან, ქალი მართავს კაცს, ცუდი მმართველი არ უნდა ამოირჩიო ცუდიიიი.... — კიდევ მეტად ახმაურდა კაცი, გულიანად იცინოდა ნონა, გეგას გახალისებულ სიცილის აკვირდებოდა კმაყოფილი და ერთობოდა კიდეც კაცის გულახდილი საუბარით, - მასეა გენაცვალე მასე, ქალი მართავს კაცს.... — ხარხარით ჩაერთო სარალიძე... - რას ხმაურობთ ამ დილა უთენია კაცო— ჩვეული სიმშვიდით ჩაერთო დავითი, მიყვარდა მე მისი მშვიდი ხასიათი, მორიდებულად რომ დაგისვამდა კითხვას თავჩახრილი, - შენ რძალზე ვლაპარაკობთ დავითო შენ რძალზე, - რძალზეო? — გადახედა გეგას, კინაღამ მეც გამეცინა, მის ძველ ქართულ იერსა და საუბარზე, მიყვარდა მათი კუთხური, დიალექტური საუბარი. ძველ ქართულ დროში და ბავშვობაში მაბრუნებდა ერთბაშად. მეც მხოლოდ სიამოვნებით ვივსებოდი მათი მოსმენით - ანაზე იძახიან დავით, ცოლად მოიყვანეო, — სიცილით ანიშნა გეგამ ჩემზე, კმაყოფილი დაეყრდნო ისევ "ღობეს" - რათ უნდა მაგდენი ლაპარაკი? განა არ ვიცოდი? აბა ლევანას დავუთმობ ანგელოზივით ქალს? — გაწყრომით აიქნია ხელი და ფიცრებისგან აგებული პატარა კარებიდან გამოვიდა... ხმამაღლა ახარხარდა გეგა, ჩემს სირცხვილისგან ალმურ მოდებულ სახეზე ერთობოდა ბოროტულად... არც აპირებდა შეჩერებას, ყველა ჩემს წინააღმდეგ იყო და არცერთი ფიქრობდა თუ რაოდენ საჩოთირო იყო ეს საკითხი ჩემთვის. - დავით შენ რა გეგმები გქონია... — ნონასთან ერთად იცინოდა ხიდაშელი და კმაყოფილი აკვირდებოდა მშვიდად მომავალ კაცს. პირველად ვხედავდი ამდენი ხნის მერე მის ნამდვილ მოცინარ ბაგეებს, მესმოდა მისი ხმამაღალი გულიანი სიცილი, ასეთი ლაღი პირველად მენახა ამდენი ხნის შემდეგ, მომწონდა მეც, მაბედნიერებდა მისი დადებითი ხასიათი, თუმცა სიმორცხვე თავისას შვებოდა, - არა ბიჭოო.., შეყლაშვილებს ვუყურებ! ვერ ხედავ, ყველა უსაქმურს საქმიანი ქალი უნდა, ამ ქალს წვალება არ სჭირდება, ხელის გულზე სატარებელია, სოფელში ვაცხოვრებ ამას?.. ნუ მეჩერჩეტებით ერთი! — ბრაზით შედგა ადგილზე, სითბოთი და ალერსიანი თვალები დამაჭდო კაცმა, უმალ შემოარტყა ნონამ ხელები ერთმანეთს, - მაგას ვიძახი მეც! არ მემეტება უსაქმური, უმიზნო კაცისთვისთქო...—საქმიანად შემოიდო მენჯებზე ხელები... და ლამის ფსონების დადებაც დაიწყეს... - მე კი მოვიყვან ცოლად მაგრამ მას უნდა? — სიცილი შეწყვიტა ხიდაშელმა, შემომხედა მგზნებარებით, ინტერესითა და მთელი სერიოზულობით.... ერთბაშად გამაჟრიალა, დამრგვალებული თვალებით შევხედე ღობიდან მაყურებელს.... მაცდურად, მგზნებარედ რომ მომჩერებოდა.... - ზუსტადაც რომ ენდომება! —თითქოს სასამართლოზე განაჩენი გამოიტანა გურამმა... თითქოს რადგან ფული ჰქონდა, საკმაოდ ცნობადი პიროვნება გახდა და წარმატებულ ბიზნესს ატრიალებდა, შეუძლებელი იყო მეუარა მისი ცოლობა, - ყველაფერი გექნება პატარავ დაფიქრდი, — ეცვალა ღიმილი მაცდურად, ჩამიკრა თვალი და გაშალა ხელები ნიშნად, რომ ყველაფერი ჰქონდა. ბრაზით შევაჩერდი. - მე არც შენი ფული და არც შენი სახლები მინდა ქალაქში... მე სიყვარული მჭირდება... ის ვინც მეყვარება ქოხშიც რომ ცხოვრობდეს მისი ცოლი მაინც მერქმევა!.., მერე შორიდან გვიყურეთ ერთად როგორ ავალთ მწვერვალებზე!... ის არსად გაიქცევა, არ მიმატოვებს... და მე მის გვერდით ვიქნები!...— ნამიოკურადაც ჟღერდა ჩემი ქარაგმული სიტყვები, ერთბაშად გადამავიწყდა რომ ბევრი მისმენდა, მხოლოდ გეგასთვის ვარსებობდი იმ წამს, სანამ კი რამეს იტყოდნენ გამოვბრუნდი და აწითლებული სწრაფად შევედი სახლში.... ...... დღე მიდიოდა მშვიდად. შუადღისით ჩემს ამღერებულ ტელეფონს ვუპასუხე თუ არა სწრაფად გამოვედი გარეთ, საქმიანი საუბრისთვის მოვემზადე. სახელზე დავიძაბე, უცებ მივიდე ტელეფონი ყურთან, - როგორ ხარ ანა? მიცანი? — ნაცნობი ოდნავ შეცვლილი ხმაც გაჟღერდა, ერთიანად წარმომიდგა თვალწინ თინეიჯერობა, - დიახ დიახ, კარგად ვარ თქვენ როგორ ხართ? — სწრაფად გავეცი მამაკაცს პასუხი და გაოგნებისგან ამეფარებინა პირზე ხელი, მისი ზარი ძალიან მოულოდნელი იყო მრავალი წლის შემდეგ, დავბრუნდი ძველ დროში... - არამიშავს, გავიგე სხვაგან გადასულხარ, როგორ მიდის საქმეები? - კი სხვაგან მომიწია, თქვენც რომ სხვაგან გადახვედით აღარ დამირეკავს თქვენთვის... - როგორ მომენატრა შენი გაკეთებული ყავა და შენი სიგიჟეები, ძალიან მომწონდა შენი მომსახურება, - ჰო, მაშინ პატარა ვიყავი, პირველი სამსახურისთვის კონსულტანტობა კარგი გამოცდილებაც იყო, - მოდი ვაღიაროთ რომ საუკეთესო იყავი, როგორ მინდოდა ჩემთან გემუშავა, ჩემ ძმასაც კი შემოუთავაზებია..., ჯიუტი ხარ ქალბატონო, - ბატონო კოსტა თქვენი კომპანია ზედმეტად სახელგანთქმული იყო, გამოცდილი კადრი გჭირდებოდათ და არა უცოდინარი, გამოუცდელი ბავშვი... - შენნაირი კადრი გვჭირდებოდა სწორედ... მონდომებული, ისეთი რომელიც ყველას უყვარდა, შენი მხიარული საუბარი, შენი მოუსვენრობა და ის რაღაც ბავშვური სინაზე ვერც წარმოიდგენ რა კარგი იყავი.... იცი რამდენი შემოდიოდა იმ მაღაზიაში შენს გამო? - დიახ ვიცი, — ამოვიგმინე დაბალხმაზე და მორცხვად გავიღიმე თითქოს მხედავდა - შენ რომ წახვედი მაღაზიის მომხმარებელიც აორთქლდა, ყველა შენ გკითხულობდა.... მაშინ კიდევ მივხვდი, როგორი ადამიანი დაგკარგე... ვინანე რომ არ დაგაძალე..., თუმცა ახლა გავიგე მშვენიერი კარიერა აგიწყვია, რამდენიმეჯერ წაგაწყდი რეკომენდაციებშიც, საიტის გაზეთებშიც ლამაზად იყურები ისევ. ძალიან შეცვლილხარ, - გავიზარდე, ბატონო, ისევ 17 წლის გოგო ხომ აღარ ვარ, — გავიცინე მის მხიარულ საუბარზე და მორცხვად გადავიწიე ყურსუკან თმა - კი ნამდვილად კარგად ავაწყე, რამდენიმე თვის წინ საზღვარგარეთ გამიშვეს, ფოტო სესიისთვის, მოთხოვნადი ფოტოგრაფი ხარო...—გავიცინე, ისე გადავიწიე ისევ და ისევ ნერვოზულად ყურს უკან თმა და კიბეებზე ჩამოვჯექი, - ნამდვილად მიხარია შენი წარმატებები. მისმინე, რომ არ დაგიმალო შემთხვევით წაგაწყდი საიტის გაზეთებში დღესაც, მინდოდა შენი ნახვაც.... ხვალ მნიშვნელოვან წვეულებას ვაწყობთ, თუ მოიცლი იქნებ მოხვიდე? - მმ საინტერესოა, რა წვეულებაა? - ერთ-ერთი კომპანიის უფროსი ჩამოგვივიდა, როგორც იქნა. თან მისი წვლილი გვინდა ავღნიშნოთ ისეთი კომპანია შექმნა, რომელიც აქამდე საქართველოში არ ყოფილა, ბევრი ხალხი არ იქნება, კომპანიის უფროსები, ისინი ვინც დაგვეხმარა, დიზაინერები და რამდენიმე ინფლუესერი გვეყოლება, მინდა რომ შენც მოხვიდე, ბევრს უნდოდა შენი გაცნობა... მშვიდად ვუსმენდი, ვხვდებოდი ისეთი ადამიანი მეპატიჟებოდა უარის თქმა სისულელე იყო, ვიფიქრე რომ არც არაფერი დაშავდებოდა, დიდი ხანი იყო არ მენახა, ის ისევ ჩემს ბავშვურ პიროვნებას აქებდა, რა იქნებოდა თუ ახლა გაზრდილ-გაყვავებულს მნახავდა... ვუთხარი რომ შევეცდებოდი მივსულიყავი, მან კი მისამართი ჩამიგდო. დიდხანს ვიჯექი ვიხსენებდი მათ, როგორი მაღლები, როგორი ჩაცმულობით შემოდიოდნენ ჩვენს მაღაზიაში, ჩვენს მოპირდაპირედ გაეხსნათ კომპანია, სანამ არემონტებდნენ ხშირად უწევდათ შემოსვლა, ძმებ "გუნაშვილებს" ...... " - ძალიან მხიარული ხარ, ძალიან მომწონს შენი ხალხის მიმართ დამოკიდებულება, მომსახურება, სად ცხოვრობ? მერამდენედ შემოსული დამაკვირდა მშვიდად, დამისვა რამდენიმე კითხვა, საცხოვრებელი ადგილის გაგებაზე განაგრძო კოსტამ - მანდ ახლოს მაქვს კომპანია, ჩვენთან არ გადმოხვალ? — შემომთავაზა მაშინ პირველად, ჩემი ნომერი ჩაიწერა, როგორც საქმიანმა უფროსმა, ის 28 წლის იყო მაშინ, როგორც უფროს საქმიან მამაკაცს ისე ვუყურებდი, მისი ძმა მასზე ბევრად პატარა იყო, თუმცა ერთმანეთს ისე გავდნენ პირველად რომ შემოვიდა ისიც, იმავე სიტყვები მითხრა, შემდეგ იქნებ ინსტაგრამი მომცეო მითხრა, გაკვირვებული ვიყავი იგივე სიტყვებს რატომ მეუბნება-მეთქი, შემდეგ დავაკვირდი რომ მას დანიელი ერქვა და არა კოსტანტინე.... " სარალიძეების ოჯახს მოვახსენე ახალი ამბავი, უკმაყოფილება გამოთქვეს ჯერ არ მოსულხარო..., იმ საღამოსვე უნდა წავსულიყავი.... ნონამ მითხრა გეგას დედა მარიკა ცუდად გამხდარაო, გადავიდეთ და მოვიკითხოთო, ყველაფერზე თანახმა ვიყავი იქ გადასვლის გარდა... თუმცა ისე მთხოვა ვერ შევეწინააღმდეგე, მიდიხარ და სურვილი მაინც ამისრულეო. ბოროტულად მანიპულირებდა ქალი ჩემზე, მეც დავყევი მის თხოვნას. შოკოლადის ნამცხვარი გამოვაცხე ძალიან დიდი გამოვიდა ლამაზად გავჭერი, რადგან მაროს ძალიან უყვარდა, ბებიას დავუტოვე ნაწილი, ისეთ ხმებს გამოსცემდა ჭამისას სიცილს ძლივს ვიკავებდი.... ბავშვით ხელში ვაკეთებდი საქმეს, ნონა რომ მზად გამოვიდა ბავშვი მეგის მივუყვანე, ლანგარზე დადებული ნამცხარი სახურავით, ნონას გავუწოდე , იუარა შენი გამომცხვარია თავად მიუტანეო და წინ გამიძღვა. .... ისე ბედნიერად შემხვდა მარიკა, ყოველ წუთში მკოცნიდა, თურმე იდეალური ტყუილები სცოდნია სარალიძის ქალს. ძალიან კარგად იყო მარიკა, მეტიც მშვენიერადაც კი გამოიყურებოდა, მის გვერდით დამისვა ისე მიწევდა ხოლმე თმას ყურსუკან... გეგა სახლში არ იყო სუნთქვის საშუალებაც მქონდა, მიუხედავად იმისა რომ ნაკლს ვგრძნობდი, თავისუფალი ვიყავი დაძაბულობისა და რიდის გარეშე. გეგას და სალომეც მოვიკითხე, როდის ჩამოვა-მეთქი, როგორ მიყვარდა მისი სიცელქე, ახლა გაზრდილი იქნებოდა საცაა სკოლას დაამთავრებდა, როგორ მინდოდა კიდევ მენახა მისი ცვლილება დამესწავლებინა, დარწმუნებული ვიყავი რომ მეტად დასერიოზულებული დამხვდებოდა მოზარდი... მალევე წამოდგა, უცებ დაფაცურდა მარიკა, - არ შეწუხდეთ, უნდა წავიდე მაინც და არ იწვალოთ, - უცებ დავაცხობ ხაჭაპურებს, ახლა არ გადმოხვედი? სად უნდა წახვიდე,?! — გამიწყრა ქალი, მეჩქარებოდა იმიტომ რომ გეგას არ მინდოდა მოესწრო, რადგან იქ არ იყო არც მინდოდა გაეგო ჩემი იქ ყოფნის შესახებ.... ჩემს ფიქრებში ვიყავი, კარი შემოაღო ამ უკანასკნელმა, საქაღალდე ეკავა ხელში, ტელეფონზე საუბრობდა საქმიანად, შემოსვლისთანავე მოგვკრა თვალი, გაკვირვების ღიმილი გაუკრთა სახეზე, საქმიანად განაგრძნო საუბარი და დროებით ჩამოდგა ფანჯარასთან, შუბლზე მოვისვი ხელი ნერვოზულად, თითქოს ახალი ოინბაზობა დამჭირდებოდა სასწრაფოდ რომ დამეხსნა თავი ამ უხერხულობისგან, - რა იყო გოგო?! ხოარ გჭამს ეს ბიჭი რას დაშინდი! — გადმომჩურჩულა ნონამ ირონიულად, ბრაზითვე - თქვენი ბრალია, რა გგონია რამე მოუშლის? პირდაპირი მნიშვნელობით არ მჭამს, თორე სულიერად შეჭმული ვყავარ უკვე... — გადავჩურჩულე მეც თამამად, უკმაყოფილომ და გამოსულ მარიკას გავხედე, ვანიშნე ჩვენთან მოდი არაფერი გინდათ-მეთქი, თავისას არ იშლიდა, კონიაკი დადგა მაგიდაზე თან ისე აქო, ჩემი გაკეთებულიაო, კაკლისაა ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა ერთი ჭიქა კი არაფერს გიზამსო. ყველაფერს დავლევდი თავისუფლებისთვის, რომელიც უკვე დაკარგული მქონდა, - მოდით ცოტახანსს, — ხელში ჩავავლე ხელი ისე მოვისვი გვერდზე, თითქოს გეგასგან დამიცავდა, მისი მჭახე საუბრისგან და საერთოდ მეტად მოერიდებოდა გეგა ჩემს განერვიულებას დედის თვალწინ, მაშინ როცა ტელეფონი უკვე ჯიბეში ჩაიდო, საქაღალდე დივანზე მიაგდო და გვერდით მდგარ დივანზე ჩამოჯდა, ჩვენთან ახლოს გადავყლაპე მძიმედ ნერწყვი - ეს რა ახლო სტუმრები გვყოლია, - გაჩერდი არაფერი თქვა, ძლივს ვიჭერ ისედაც — გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ნონამ. ირონიულად ჩაეცინა ხიდაშელს. მძვინვარედ, განმჭვრეტელი თვალებით შევხედე ნონას ვერ გამეგო ვისკენ იყო, რომელს იცავდა ან კი რომელს გულშემატკივრობდა ჩვენს ვირტუალურ ომში. - რა ხდება თქვენსკენ? რა პირი შეკარით ჩემი გოგოს წინააღმდეგ?!— ხელი მომხვია წელზე მარიკამ, მზრუნველად და მკაცრად გადახედა ორივეს, - ჩემი გოგოვო, — ერთხმად ამოილაპარაკეს სარალიძის ქალმა და ირონიით სავსე გეგამ... გამოაშვირეს თითი ჩემსკენ. გადავხედე ორივეს, ვაცქერდებოდი გაკვირვებით, ეჭვიანი მზერით. გაოგნებას ვერ ვმალავდი. თითქოს შეთანხმებულები იყვნენ ერთხმად სემოეტიათ ჩემთვის სარკაზმულად - დიახ ჩემი გოგოა ეს! - ჰო, არ გვიკვირს დედა! შენ და დავითს იმხელა გეგმები გქონიათ უკვე ბეჭედი აკლია მის თითს, თორე მორალურად თქვენი რძალია უკვე... - რანაირი ენა გაქ ბიჭო! — მისკენ გადაწეულმა დაარტყა მხარ-ბეჭზე ხელი დამხედა უხერხულად და გამიცინა საყვარლად, - ცუდად კიარ გაიგო ამის ბჟუტური, მართლა გვილაპარაკია მე და დათოს მაგნაირზე მარა, ხომ არ დაგაძალებთ რამეს, ვინც შგიყვარდება მას უნდა გაჰყვე, ვინ შენ გულს გაუხარდება... — თითქოს თავი იმართლა ჩემთან, ღიმილით ცდილობდა საკუთარი საქციელის გამოსწორებას, ელოდა ალბათ დიდ ქვაბში ჩასმასა და ცოცხლად მოხარშვას, - რა ნახეთ ამ ერთ გოგოში ამ მთელმა სოფელმა ქალის მეტი რა დადის?!... — წამოიძახა მჭახედ ჩემს გასაბრაზებლად გეგამ მაგრამ პასუხად ორი წყვილი მკაცრი თვალი რომ იგრძნო სიცილით გადახედა ქალებს.... - ასე გაგზარდე შე ცოდვილო? არ გრცხვენია? რას აფასებ ქალში ნეტაი, რა უბედურებაზე გადახვედი ნეტავ ჩვენგან შორს რომ იყავი?! — გაუწყრა მარიკა, - მოდი ასე მოვიქცეთ, შევკრიბოთ მთელი სოფელი, ყველა ისეთი ვისაც რძალი არ ყავს და პარალელურად თითოეული ანაზე გამიჯნურებული ბიჭიც, ერთ დიდ ყუთში ჩავყაროთ მათი სახელები, რომელსაც ამოიღებს ანა იმის რძალი დაერქვას... — სიცილს ძლივს იკავებდა ხიდაშელი, აღწერდა ხელებით, გვიქმნიდა ვირტუალურ ყუთს და ქირქილით გადმომხედავდა. არც დაფიქრებულა მარიკა ისე ჩაარტყა გაშლილი ხელი მხარზე, - მოგხედავ შენ, დაგაკელი რაღაცა... — წამოდგა ისევ მაგიდის შესავსებად, გამწყრალი თავადაც უხერხულ, საჩოთირო საკითხში ჩარეული ასე ცდილობდა შეეცვალა თემა - მართლა არაფერზე შეწუხდეთ მარიკა დეიდა, უნდა წავიდე და ტყუილად უნდა იწვალოთ — დაუფიქრებლად შევევედრე ქალს - დეიდა... — ჩაიცინა ხიდაშელმა ირონიულად, შემომხედა ქვევიდან. ნერვიულად შევხედე, მძვინვარედ ადი-ჩამიდიოდა მკერდი მკვეთრად, მისი ეს დამოკიდებულება, მართლაც დამნაშავედ მაგრძნობინებდა თავს, - გეგა!.. რა გემართება? — მკაცრად შეხედა ქალმა, - არსადაც არ წახვალ, ცოტახანს დარჩი ყურადღებას ნუ მიაქცევ ამას, - თბილისში უნდა წავიდე სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, დღეს მივდივარ, ამიტომ გადმოვედით თქვენს სანახავად არ მინდოდა ასე უჩუმრად ქავაულიყავი, ტყუილად ნუ გაწვალდებით... — წამით შეჩერდა, ისევ ჩამომიჯდა გვერდით და ინტერესით დამაკვირდა, უკმაყოფილო გაუხდა მზერა, მცირე მელანქოლიამ შეიპყრო თითქოს, - რა დამთხვევაა, მეც მაგიტომ მოვედი სახლში, რომ მეთქვა დედა... - რა? იცოდი რომ მიდიოდა? — გაუგებრად იკითხა, გახედა ინტერესით - არა, ეგ უბრალოდ დამთხვევაა, ამ საღამოს მიწევს წასვლა მეც ხვალ მაქვს საქმე, უჩემოდ ვერ წარიმართება რაღაც და ზეგ ჩამოვალ ისევ დილას, — ქალი ჩაფიქრდა, ძლიერმა მელანქოლიამ შეიპყრო წამებში, დადუმდა და მხოლოდ გვაკვირდებოდა ორივეს, - დღეს მიდიხართ ორივე? — გადმომხედა ხან მე ხან შვილს, თანხმობა ერთხმად გავაჟღერეთ და წამით დადუმებულს შევხედე ისევ. როგორ უჭირდა შვილისგან შორს ყოფნა, მთელი ეს დროც მხოლოდ შენიშვნებს აძლევდა მაგრამ მის მზერაში აკიაფებული სიყვარული და სიამაყე გეგას მიმართ უსაზღვრო იყო... - კარგი, მშვენიერი! საღამოს მიდიხართ? - მე მალევე წავალ სანამ "მარშუტკები" დადიან... არ მინდა დამაგვიანდეს, - რას ქვია "მარშუტკა"? გეგაც ხომ დღეს მიდის? - ხო მაგრამ, მე არ ვიცი როდის უნდა წავიდეს და თან ბებიასთან უნდა ავიდე რომ გავაფრთხილო, - რა პრობლემაა? არსად მეჩქარება ძვირფასო, აგიყვან ბებიასთანაც...— ჩაერთო ღიმილით გეგა და მშვიდად მიეყრდნო დივანს, საშუალებაც არ მომცა მისგან დამეღწია თავი, - ხომ გაიგე? შეთანხმდით დროზე და წაგიყვანს.., მშვიდად ვიქნები მეც, - მართლა არ მინდა, ჩემით წავალ... - ნუ გადამრევ ახლა! შენთან ერთად რომ წავა მეტი ბენზინი დაეხარჯება? - არა მაგრამ.... - არავითარი!. ხომ არ შეგჭამს ბოლო ბოლო!... — თქვა მჭახედ და წამით დაფიქრდა გადახედა შვილს - ხომ არ შეჭამ ბიჭო? — იმდენად სერიოზულად ჰკითხა თითქოს ეს შესაძლებელი იყო, ალბათ სიცილს ვერ შევიკავებდი საკითხი მე რომ არ შემხებოდა, გამეღიმა მხოლოდ, ნონას ქირქილზე - რავიცი დედა? იქნებ შიმშილმა თავისი გაიტანოს, — შემათვალიერა ირონიულად, - ჩემით მირჩევნია! — დავსძინე უკმაყოფილომ - არ გირჩევნია! - მართლა მირჩევნიაა... - გაყვები გეგას! - არა მარიკა დეიდა მას არ გავყვები არ არსებულია! - შენ რაიყო ჩემი გეშინია? — ჩემსკენ გადმოიწია ხიდაშელი, მაცდურად ჩამაჩერდა ღელვისგან აციმციმებულ თვალებში, უნებლიეთ გადავიწიე უკან, - გეგა! — დაუყვავა ქალმა - რაიყო? არ ვეხებიი ხომ ხედავთ, —დაიწია ისევ უკან, - რომელ საათზე მიდიხარ? — ჰკითხა მარიკამ - როცა მომინდება... - შენ კიარა როცა მას მოუნდება! — დაარტყა მუხლზე ხელი უკმაყოფილოდ - ხო კარგი! როცა ანას მოუნდება,— აბუზღუნდა სასაცილოდ ისე დაჰყვა დედის სიტყვებს - მას მაინც არ გავყვები... — გავჯიუტდი - დედაააა! ეს ვინ ყოფილა, - არა მარიკა დეიდა, ნერვებს მომიშლის და სადმე გზაზე უნდა ჩამოვიდე ისევ და ხომ მირჩევნია მშვიდად ვიმგზავრო? - აი მართლა ღირსი ხარ —გადაგიყვანო და რიკოთზე დაგტოვო, - ჭერათხევზე მირჩევნია! წავეცინიზმე უმალ და ფეხზე წამოვდექი, - ნუ მესწერვები, — შეკრა კოპები უკმაყოფილოდ - თორე? ლეკვივით გადამსხავ? - სხვა ხერხებიც ვიცი და ეს შენ კარგად იცი, - მაინც რომელი ხერხები? მცემ? —დავაკვირდი წამომდგარს ნელ-ნელა მძვინვარედ რომ მომიახლოვდა, ვიდექი გაქვავებული ადგილზე, თითქოს მარიკას იმედით, - რატომ მიწვევ? - მაღიზიანებს შენი ისეთი სიტყვები რომლის გაკეთებაც არ შეგიძლია! - აი რა გინდა? — უნებურად გაეცინა დამხედა ღიმილით - მართლა გინდა რომ სადმე დაგტოვო? - თუ მაგის შნო გექნება რატომაც არა, უამრავი ტრანსპორტი გამოივლის შენს გარდა... - და მერე რა იქნება? ფული დამრჩენია და სხვა რამით რომ გადაგიხადოთ?... ვერაფრით შევძლებ გავიხსენო დრო, წამი და წუთი, როდესაც მას გავარტყი, ისე ძლიერად რომ საკმაოდ აწითლებოდა ლოყა, გონს რომ მოვედი თავად ხელიც ისე მეწვოდა მისი კანკალიც ვიგრძენი, სანამ კი მან მძვინვარე ნაბიჯი გადმოდგა ჩემსკენ, მანამ "გაგვაშველეს" ვუყურებდი ავად, ვსუნთქავდი ღრმად, როგორც მშიერი აფთარი, შეკივლა ერთი მარიკამ და დივანზე უძალოდ დაეშვა, - ჩემი სიკვდილი!.. რა გემართება ბიჭო! სირცხვილი სულ დაკარგე? ასეთი რამ როგორ უნდა აკადრო ქალს — თავში იხლიდა ქალი ხელს, ნერვიულობისგან შეეფერა სახე გულზე მიიჭდო ხელი, ვხედავდი ცუდად გამხდარიყო, სამზარეულოში გავარდა ნონა წყლის მოსატანად, - სულ წაბილწა გონება, სულ მოსპო და გააქარწყლა ჩემი წვალება... — ატირდა უცრემლოდ, ისე შერცხვა მის მაგივრად, სუნთქავდა ღრმად, სწრაფად მივუჯექი გვერდით მოქოთქოთეს - ბოდიში როგორ უნდა მოგიხადო ამ ვირის მაგივრად? — თავზე მოიკიდა ხელი და თვალები მძიმედ გაახილა, - მომიხდის... თავად მომიხდის... —თავდაჯერებულმა ვთქვი და მოწოდებული წყალით სავსე ჭიქა, ავიტაცე, ფრთხილად დავალევინე ქალს და დავაკვირდი მშვიდად. მშვიდად მიუჯდა გეგა გვერდით, არც დაფიქრებულა მეორე ლოყაში ისე უთავაზა სილა მარიკამ. თავშეტრიალებულმა, ტუჩები მომუწა ღიმილის დასამალად და დამნაშავედ შეხედა დედას - მე ასეთი არ გამიზრდიხარ! საიდან?! რანაირად შეიცვალე ასე?! ეს ორი დღეა მეგონა ჩემი გეგა დამიბრუნდა-მეთქი და შევცდი! - ამდენი ხანი ჩვენგან შორს იყო, რამდენი ახალი ნახა, რამდენი რამ გამოსცადა გარემომაც თავისი გაიტანა, გაუცხოვდა და შეიცვალა... — ჩაერია ამდენი ხნის ჩუმად მყოფი სარალიძე, დაბნეული. - კაი ქალო კაი ერთი... — წამოჯდა ნონას სიტყვებზე და ჩემი ხელი ხელში მოიქცია, - კი მივხვდი ახლა რატომ არ გინდოდა მასთან ერთად წასვლა... — ამოიტირა უცრემლოდ და კონიაკი პატარა ჭიქაში ჩამოისხა, ისე გულ დაწყვეტილი იყო გეგაზე, ასე როგორ უნდა დაეტოვებინათ მათ ერთმანეთი, არ ვიცოდი რა ემართებოდა გეგას, მაგრამ ცხადი იყო ეს უკანასკნელი მართლაც არ იყო ასეთი, - წავალ მასთან ერთად! გამახსენდა რომ მარო ბებოსთან სასაუბრო მაქვს... — თამამად გავაჟღერე, ავად შევაჩერდი გეგას, მარიკას გაკვირვება არ დაუმალავს, შემომცქეროდა გაკვირვებული და დაინტრიგებული, უნდოდა რამის თქმა დაბნეულს, მაგრამ არ ვაცადე, - რომელსაათზე მივდივართ გეგა? - რომელ საათზეც გინდა. - არც ისე გვიან, - არსად გადავუხვევ ნუ ღელავ...— ხმამაღალი სიცილი ვერ დამალა, მარიკას წამიერად მოავლო მზერა და სწრაფად წამოდგა კიდევ რომ არ გაერტყა მისთვის, - ჩემი სიკვდილი... ამოიკნავლა ქალმა და გეგას ხმამაღალ როხროხზე დააკვირდა მას სწრაფად რომ გაუჩინარდა კარში, ლამის მეც გამეცინა, გადამდები იყო მისი სიცილი ძლიერი ვირუსივით, სიკვდილამდე მაღიზიანებდა მე ის ფაქტი, რომ მე მის თავხედობას მიჩვეული ვიყავი, იმედი მქონდა შევძლებდი მის მორჯულებას. ამიტომ ბრაზისნ განეიტრალებას ვცდილობდი - ნუ მოუსმენთ, მალე შეიცვლება აი ნახავთ... ვიცი რომ ეს მისთვის არ გისწავლებიათ, მე თქვენ აღზრდილ შვილს ვიცნობ ჯერ ისევ, უკვალოდ რომ დაიკარგა..... ...... ოთახი ერთბაშად მოვაწესრიგე, პატარა ჩანთაც ავიღე სადაც რამდენიმე დღის ტანსაცმელი და მცირედი ნივთები მედო, თეთრი კაბა ჩავიცვი წელზე გამოყვანილი წვივებამდე, მარცხენა ფეხზე ჩახსნილით სიყვარულით მოვავლე მზერა მყუდრო ოთახს და გამოვკეტე... - რა ანგელოზი ხარ შემოგევლოს მარო ბებო... — კიბეებზე რომ ჩავედი, მგზნებარებით მაკვირდებოდა ქალი, კმაყოფილი მათვალიერებდა სათვალეებში, - მშვიდობის მტრედი ხარ ჩემი, ჩემო ანგელოზო, უყვარხარ მარო ბებოს!... — გვერდზე მივუჯექი, ბევრი მკოცნა მეფერა, მოულოდნელად გადმოყარა ცრემლები, თითქოს აღარასდროს ვნახავდი, აქამდეც უპირობოდ ვუყვარდი ქალს, მაგრამ ახლა მეტი სითბოთი მიკოცნიდა თითებს, - დარჩენილიყავი კიდევ ცოტახანს ბებო, რავა ყველაფერი ჩვენ წინააღმდეგაა ამდენი წელია შენს სტუმრობას ვითხოვ რავარციქნა მეღირსა და წესიერადაც ვერ დაგინახე.... - აწი შენ გგონია აღარ გესტუმრები? როგორც ბებიასთან ისე შენთან ჩამოვალ ხოლმე გპირდები...— მივეფერე ქალს სახეზე, დავუსვი ნაზ სათუთ დანაოჭებულ რჩვილ კანზე თითები, ვაკოცე ხმაურიანად. შორიდან მიყურებდა ნონა ერთიანად სიამაყითა და სიყვარულით მომჩერებოდა, მეგიც ღიმილით გვაკვირდებოდა შორს მდგომი... - ისევ ჩვენათან რომ ჩამოხვიდე? — ანაზდეულად წამოიძახა მეგიმ, გამეღიმა, გავხედე ამ მშვენიერს, რომ წამოვიდა ჩემსკენ. - სირცხვილია ბებიასთან, - ე გოგო არ უთხრა, საიდან გაიგებს? ზეგ ქე უნდა ჩამოხვიდე ისევე... - სირცხვილია მერე ამდენ ხანს ხომ არ ვიქნები აქ? - მართალს იძახის მეგი, ის ერთი დღე ჩამოდი კიდე და წადი მერე დიდხანს ნუკი დარჩები მარა ჩვენთვის ის ერთი დღეც ბევრს ნიშნავს, — ჩაერია ნონა, კმაყოფილმა აკოცა შვილს, შემოიწყო დოინჯები საქმიანად - აუ აბა რა გითხრათ, - ჩამოდი ბებია კიდე...., გამიხარე გული.... ..... გარეთ იდგა უკვე ხიდაშელის შავი რაში, ლურჯ ფერში უნათებდა ფარები... მარიკა და დათოც გარეთ გამოჰყოლოდნენ შვილს, გასულმა შევხედე მათ ღიმილით, აჩის ესაუბრებოდა თავად გეგა, - აბა რომ ჩახვალთ დამირეკე, გამაფრთხილა ნონამ ეზოს გარეთ რომ გავედი... ძლიერად მოვეხვიე ქალს, დავუკოცნე ლოყები, ისე ძლიერად შემყვარებოდა ამ რამდენიმე დღეში, მიჭირდა კიდეც უიმისოდ, დავემშვიდობე ყველას, ბნელდებოდა უკვე ჩამოწოლილიყო სიშავე, დათოსა და მარიკას დავემშვიდობე და მანქანის კართან მისული მოვეხვიე აჩის - დაგირეკავ, თუ რამე ზედმეტი გითხრას მითხარი და ერთად გავლახოთ, — გეგაზე მიმითითა ღიმილით, წამით გახედა გზას ერთბაშად ეცვალა სახე უსიამოვნოდ და მითხრა მანქანაში დაჯექიო, ჩვეულად არ მოვუსმინე მაშინვე ჯერ თავად ვნახე თუ რის გამო ეცვალა სახე. გავხედე გზაზე მომავალ შეყლაშვილს, ფეხები რომ ერეოდა, ძლივს მოაბიჯებდა წინ-წინ, კარები გამოვაღე რომ მანქანაში ჩავმჯდარიყავი, თვალი ავარიდე უმალ დამთვრალს - უნდა გაგვიფრინდეს, თეთრი ჩიტი, — ამოილუღლუღა, ძლივს სწრაფად ჩავჯექი მანქანაში, თუმცა მისმა მძაფრი სასმლის სუნმა მაინც ამიწვა ცხვირი, - ჩემთან რატომ არ მოხვედი ერთხელ მაინც? — ტუჩები დაებრიცა ბიჭს, სასოწარკვეთილი შეაჩერდა კარის მინას, - ლევან აახვიე ახლა სანამ კარგ ხასიათზე ვარ, —გამაფრთხილებლად გადახედა გოდუაძემ და კარს ჩამოეფარა, - რა გინდა აჩი, ხომ შეიძლება შევხედო მაინც, შორიდან მაინც დავაკვირდე და შევიგრძნო, რა ლამაზად მიაქნევს ხოლმე თეძოებს. გაიწიე ბიჭო და შემახედე ჩემი ქალისთვის.... — გოდუაძე აღარც დაფიქრებულა ისე მოუქნია მუშტი, შევკრთი, შემეშინდა კულმინაციის, სწრაფად გავაღე მანქანის კარი, უხეშად მოარტყა აჩიმ გაღებულ კარებს ხელი, " მანდ დარჩიო" დასძინა, მომიხურა ცხვირწინ კარები და უხეშად ჩაავლო ხელი საყელოში თავდაკარგულ ბიჭს, - ამდენი რომ გაბედე ეს მაგისი იყო ლევან! ნუ გავიწყდება ვიზე ლაპარაკობ! - დაახვიე... — ამოიგმინა სახე დაღრეჯილმა აჩის ხელებში, უხეშად შეუშვა გოდუაძემ ხელი და უბიძგა წასულიყო, ძლივს შეიკავა ლევანმა თავი არ წაქცეულიყო, ეს უკანასკნელი წასვლის მაგიერ მანქანის წინ ჩამოდგა და კაპოტს დაეყრდნო, - რა გინდა გეგა რა?! რას გამიტრაკე ბიჭო! ქალს რატომ მართმევ რა გინდა!... — აღრიალდა დაუფიქრებლად, ამ უკანასკნელმა ისიც არ იცოდა რას ჩადიოდა ამ წამს. პირზე აიფარა მარიკამ ხელი და სასწრაფოდ მიაჩერდა შვილს, რომლის გაბრაზება და გაღიზიანებაც სიკვდილამდე არ სურდა ახლა, - ლევანი შვილო, აზრზე მოდი, წადი სახლში დაიძინე თორემ ვინმე გაგლახავს... — თხოვნით მიუახლოვდა დავითი, თავისი მშვიდი მოკრძალებული ტონით, - სად წავიდე, ვუყურო, როგორ მიჰყავს ჩემი ქალი? რისთვის მიჰყავს რა უნდა.... აი ნახე გეგა აი ნახე, ეგ ქალი ჩემი თუ არ გახდეს, ნახე ჩემი შვილები თუ არ ატაროს, შენს წინ, შენს თვალწინ ვაკოცებ შენს თვალწინ მოვეფერები, მიყურე .... შორიდან მიყურე.... შენ არ გამოგაყენებინებ მე მაგ ქალს, შენს თვალწ.... — სიტყვა არ დასცალდა მეორე გოდუაძეს მუშტი მოხვდა ანაზდეულად და უძალოდ ძლიერად და მტკინვეულად გაიშალა ბიჭი გზაზე. გაუგებრად შეიკურთხა, სისხლი გადმოანერწყვა და თავბრუდახვეული ძლივს არჩევდა მათ, სწრაფად მიეჭრა დათო მძვინავრებისგან გააფთრებულ გოდუაძეს, ჩაავლო მკლავში ხელი სანამ კი დაარტყამდა კიდევ, უკან გაიყვანა საჩქაროდ, ეცადა მის დამშვიდებას - გალეწილია, შენ გგონია იცის თვითონ რას ამბობს? ნუ აყვები... — დაარიგა თან, თუმცა მე უკვე ვუყურებდი ხიდაშელს, ერთბაშად წაავლო წაქცეულს ლოყებში ხელი და წამიერად აზმუვლებული ისევე წამოაყენა, — რომელი ერთი გაეშველებინა დავითს, შიშისგან ვძრწოდი, ვიხოკავდი თითებს - გითხარი მის სიახლოვეს აღარ დაგინახო-მეთქი! ასე გითხარი!.. არ გითხარი შენი დამპალი პირიდან მისი სახელი არ გავიგო თორე ყბებს დაგამტვრევ-მეთქი?! — ძლიერად ჩაფრენოდა ლოყებში, ისე ძლიერად ჩაევლო ლოყებში მისთვის ხელი, ერთბაშად გადასდიოდა ფერები სახეზე შეყლაშვილს, ტკივილისგან სცვიოდა ცრემლები და დაპატარავებული თვალებით უყურებდა მძვინვარეს, - გეგა არ დამღუპო ხელი გაუშვი, ნუ დაულეწე ყბები! მკვირცხლად მივარდა მარიკა შვილს, მკლავზე რომ შეახო ხელი თვალები შიშისგან დაუმრგვალდა, - გეგა ხელი გაუშვი! ბავშვს დაამუნჯებ!... სირცხვილია დედა, მეზობელია! — შეევედრა ქალი ამაოდ, გეგა მხოლოდ ლევანისთვის იყო ახლა, ესაუბრებოდა, უცრიდა სიტყვებს კბილებში... - ხომ გითხარი ზედმეტად არ ახსენო თორე დედას გიტირებ-მეთქი?! არ გითხარი? არ გაგაფრთხილე?!.. — ტონს აუწია, შეანჯღრია ბიჭი, როცა ყბები ერთმანეთს ძლიერად დააჭირა ბრაზისგან სწრაფად გადავედი მანქანიდან, მივხვდი უკვე დაუზოგავად უჭერდა ხელს, ის ხომ დრო და დრო ბრაზდებოდა უარესად მაგივრად დაწყნარებისა, - რა მოგივიდა ბიჭო გაუშვი ხელი! ნასვამია! ნუ მოამტვრევ ცხოველი ხოარ ხარ! — ატირდა ქალი შეევედრა დათოს რამე ეღონა, ცხოველურად რომ აზმუვლდა ლევანი ერთიანად დამიარა შიშის ტალღამ, ტიროდა მეგიც, დათოც ვერაფერს გახდა, ხომ არ დაარტყამდა შვილს. თითქოს, უნდა აესრულებინა გეგას, თავისი ნათქვამი სიტყვები და ამაზე პასუხს აღარ აგებდა, უჭერდა ძლიერად მანამ სანამ ძვლების მტვრევის ხმას არ გაიგებდა, - რაიყო ბიჭო გაუშვი! დაუყვავა ნონამ, ეს შეუგნებლობაც უჩვეულო იყო მისგან, ამდენს ევედრებოდნენ, თითქოს ეშმაკი შეუჩნდა და საწადელისთვის უნდ ამიეღწია ახლა, შემეშინდა..... იმაზე მეტად შემეშინდა ვიდრე ოდესმე, ვერავინ ვერაფერს, რომ გახდა აჩის შევხედე მავედრებელი თვალებით, გაუნძრევლად იდგა, ლევანი კი ცხოველივით ზმუოდა, ტკივილისგან გათანგული ძალებით იკეცებოდა მუხლებში, გეგა კი არაფრით უშვებდა ხელს..... სწრაფად მივუახლოვდი, გავრისკე და ხელზე შევახე ათრთოლებული, აკანკალებული ხელი, ვეცადე წინ ჩავმდგარიყავი, ოდნავ მოვუჭირე მის ქვასავით გამაგრებულ მკლავს, ძაღვები რომ დაბერვოდა დასკდომამდე ზედ - გაუშვი გეგა! საკმარისია! — შევევედრე უიმედოდ, სრულად რომ წაერთვა ხმა შეყლაშვილს, აკანკალებულმა ვუყვირე გაუშვი-მეთქი. ერთბაშად შეუშვა ხელი, უილაჯოდ გაენარცხა ძირს შეყლაშვილი, აკანკალებული მივარდა მეგი, სასწრაფოდ ეცადა შეშველებოდა, მე კი შიშითა და მძვინვარებით ვუყურებდი ხიდაშელის ავ თვალებს, - რა გემართება? — დაბალხმაზე ვუსაყვედურე და ფრთხილად ჩავიმუხლე ლევანთან, კვალად ემჩნეოდა გეგას თითები, ერთიანად აწითლებულიყო, ხელები უკანკალებდა და ჯერ ისევ სდიოდა ცრემლები, ფრთხილად შევახე ლოყებზე ხელი, ყრუდ დაიკნავლა, ნაზად მოვუსვი თითები და მეგის შემყურეს მეც მინდებოდა ტირილი. გაბმულ სიგნალზე გავხედე გეგას, კოპებ შეკრულს დაეკავებინა მძღოლის ადგილი და სიგნალით მანიშნებდა დავმჯდარიყავი, - სახლში წადი ლევან, დალევას შეეშვი თავს ნუ ინადგურებ... — მშვიდად მოვუსვი სახეზე ხელები, და ყური არ ვათხოვე გეგას დაჟინებულ სიგნალს, რომელსაც ჯერ ისევ ეჩხუბებოდა დავითი, ცხოველი გამიზრდიხარო, - მაპატიე... — გაუგებრად ამოთქვა, თუმცა მე იმაზე კარგად გავიგე ვიდრე, შეიძლებოდა, გავუღიმე და მეგის შევხედე, სახლამდე მიაცილე-მეთქი ვუთხარი - გაპატიებ ლევან გაპატიებ, თუ დალევას თავს დაანებებ... — სწრაფად წამოვდექი აჩის ჩავუარე გვერდი და გეგას გვერდით მოვთავსდი, მანქანა უნდა დაეძრა სხარტად დავაჭირე სტარტ-სტოპის ღილაკს ხელი და ერთბაშად გამოვურთე მანქანას ძრავა, - რას აკეთებ?! მკაცრად გამომხედა, ხმა არ გავეცი, გავხედე მეგის ფრთხილად რომ მიჰყავდა დაშავებული სახლში, ხელახლად ჩართო ხიდაშელმა მანქანის ძრავა მე კი ისევ გამოვურთე, მთელი სხეულით მომიტრიალდა, გაკვირვებული მომაჩერდა, - ანა რას აკეთებ? - ამ სახით აპირებ მგზავრობას? - ნუ სულელობ! — დასძინა მანქანის ძრავა ჩართო და ღილაკს ხელი ააფარა, უმალ გადავიწიე მისკენ, ვეწვალე დაუღალავად რომ ღილაკს შევხებოდი, - გაუშვი ხელი! — მის ხელს დავწვედი რომ მომეშორებინა ღილაკისთვის, გაკვირვებითა და მგზნებარებით მომჩერებოდა, ჩემს წვალებას უყურებდა დიდხანს, - ანა რა გინდა? გაიცინა..., სწრაფად ავხედე კმაყოფილმა დავაკვირდი მის დამშვიდებულ მიმიკებს, - მინდა რომ მანქანას ძრავა გამოვურთო - და რატომ გინდა? რა არ გასვენებს? ღიმილით მომჩერებოდა,... — უკვე თამამად გავსწორდი, - კარგი, წავიდეთ.... ვსო ჩვენ უკვე მივდივართ, ხასიათი გამოისწორეთ, მიყვარხართ... — ხელი დავუქნიე ერთად შემდგარ "ოჯახს" და მარიკას მადლიერ დანამულსა და იმედიან თვალებს რომ წავაწყდი ფართოდ გავუღიმე, მადლობის ნიშნად დახუჭა წამით თვალები, კოცნა გავუგზავნე და ჩემს სავარძელზე მოვთავსდი, უმალ გავიკეთე ღვედი, მანქანაც ერთბაშად მოწყვიტა გეგამ ადგილს და თავის გაქნევით გადმომხედა, - ავდივართ ბებიაშენთან? - არა... - რატო? - კიდევ დიდხანს მინდა თვალებში გაგეჩხირო, სწერვულად გადავხედე - ჩემს თვალებს სიგიჟემდე სიამოვნებს შენი დაბნეული, ვნებააშლილი თვალების დანახვა... - როგორი საზიზღარი ხარ გეგა... ....... ვუყურებდი გზას, აღმოსავლეთისკენ მიმავალს... გრძელი, თითქოს დაულევი ავტობანი რომ მიგვიძღვოდა, გავხედავდი ხოლმე გამოვლილ დასავლეთის გზას, მზე სრულად ჩასულიყო, მაგრამ ცა ჯერ ისევ ანათებდა, სისხლისფერად რკალად გადაჭიმულიყო ჯერ სრულად არ ჩასული მზის კვალი, ღვთაებრივ სანახაობად მოჩანდა მზე, მისი სისხლიანი კვალი, მოწმენდილი ცა და ალაგ-ალაგ მოციმციმე ვარსკვლავები, ჯერ ისევ ნათელ ცაზე. აქეთ აღმოსავლეთისკენ ჩვეულად დაბინდებულიყო. გზას ყოველ ორ მეტრში გაშუქებული ლამპიონები ანათებდა და ჩვენც მეტად მივიწევდით გრძელი გზისკენ... ვუყურებდი გეგას, დამშვიდებული დინჯად იჯდა, მარცხენა იდაყვი კარის ჩაწეულ მინაზე ჩამოედო, ნაზად და მკრთალად მოეთავსებინა თავი ხელში და ჩაფიქრებული აკონტროლებდა საჭეს ცალი ხელით... მიუხედავად იმისა რომ ნახევარი გზა ვდუმდით, უხერხული არ ყოფილა ეს სიჩუმე, მანქანა გაჟღენთილიყო მისი საოცარი სურნელით, მეც გაბრუებული ღრმად ვისუნთქავდი ამ სანუკვარ მათრობელ სასიამოვნო სურნელს, გულში თბილ სითხეს რომ მიღვრიდა, ვიჯექი მის გვერდით და მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად დაჰყავდა სრული სიმშვიდით ვეჯექი გვერდით, მომწონდა მე ეს სისწრაფეც, რომელიც უხეში გადაკვრებითა და "ჯაღჭაყით" არ ჰგავდა სხვების სისწრაფეს.... ..... - რამეს შეჭამ? ცქვიტად შემოყო თავი მანქანაში ხიდაშელმა, სწრაფად გავუქნიე უარის ნიშნად თავი. ვიდექით გორის ბენზინ გასამართ სადგურზე. არაფერი უთქვამს სწრაფად დაკეტა კარი და აღარც შემიხედავს.... რამდენიმე წუთში მყისიერად იკავებს მძღოლის ადგილს ხმაურიანად, კალთაში მოზრდილ სავსე პარკს მიდებს და თავად კომფორტულად ეწყობა. სწრაფად შეიკრა ღვედი, ჩამომდგარ კაცს მადლობის ნიშნად აუწია ხელი და მარდად მოწყვიტა მანქანა ადგილს, - რა არის ეს? — ავახმაურე ბიო პარკი და ცალი თვალით ჩავიხედე შიგნით - არ ვიცოდი რამდენად შეგეცვალა გემოვნება ჰოდა ძველი გემოვნებით შერჩეულია, უმეტესი... — შესწორდა ისევ მოუსვენრად მჯდომი და კმაყოფილმა შემავლო მზერა. გამეცინა, დიდ პარკში ხელი ჩავყავი მხოლოდ, რაც კი ხელში მომხვდა დიდი მოლოდინებითა და ინტერესით ამოვაცურე, ერთბაშად გამინათდა სახე, საკმაოდ დიდი დამრგვალებული ფაფუკი ტკბილეული ბამბის ნაყინი რომ აღმოჩნდა, - ამას აქ რა უნდოდა? — გულიანად გამეცინა, ჭრაჭუნა პარკშემოხვეულ ბამბისნაყინზე და პატარა ჯოხზე დატანილი დავატრიალე, რამდენიმე ფერში აკინძული. ბავშვივით მიხაროდა სნექები. - ვიდზე მომეწონა და გემო შენ შეუფასე, — ეცინებოდა თავადაც ჩემს გაცისკროვნებულ თვალებზე, - ვაშლის წვენი, ვაშლის ჩუპაჩუფსი, ბაუნტები, ტვიქსები... რაფაელო, ბარემი, ქინდერი, ქინდერ ბუენო, M&M.... გეგა მთელი მაღაზია წამოიღე? — სხარტად ჩამოვთვალე თითოეული რაც კი თვალში მომხვდა და დამრგვალებული თვალებით შევაჩერდი, - მართლა არაფერი მინდოდა და შენ მთელი მაღაზია წამოიღე... გადმოგვეფორმებინა ბარემ —უეცრად რომ სიცილი დაიწყო კიდევ მეტად გაოგნებული, გაცისკროვნებული თვალებით შევაჩერდი, - თუ გინდა გადმოვიფორმოთ... — გადმომხედა "ლირბად "... - რომელი შენ ეგ გაგიჭირდება... - ცხოვრებაში არაფერი გამჭირვებია შენი მოპოვების გარდა... — გადმომხედა უტიფრად, მთელი სერიოზულობითა და მგზნებარებით. ერთიანად დამეჭიმა სხეული, მის მგზნებარე თვალებს ჩავჩერებოდი, - წინ იყურე!.. სწრაფად ვეცადე თავი დამეღწია ამ საჩოთირო თემისთვის, - იქნებ შენში იყო პრობლემა და ალბათ ამიტომ, — ვერ მოვითმინე გამოვესარცლე მაინც, - ყველაფერი ვცადე..., მერე თავად მეუბნებოდი, რომ გინდოდა ის ვყოფილიყავი რაც რეალურად, - მე ყოველთვის ისეთი მომწონდი როგორიც იყავი, - ყოველთვის ის ვიყავი რაც რეალურად ვიყავი! შენთან ვკარგავდი თავს მხოლოდ... არ მომწონდა როცა ჩემი აგრესიის მართვაც კი შეგეძლო, - ამიტომ ვჩხუბობდით ყოველთვის, - შენ მოგწონდა სამაგიეროდ... შეგეძლო ერთი შემოხედვით გაგეჩუმებინე, საკაიფოდ მაჩმორებდი არა? — უმალ გავხედე ავი მზერით, როგორ უტიფრად და უგვანოდ მოიხსენია ჩემი წარსულის სანუკვარი დღეები, - შენ არ გცოდნია ჯერ კიდევ რა არის დაჩმორება ძვირფასო, მაგრამ გაგახსენებ რომ მე ის ბიჭი უზომოდ დიდ პატივს მცემდა და იცოდა კიდეც, როგორ უნდა მოქცეულიყო ჩემთან, ან რა ზომის დისტანცია უნდა დაეცვა, - არა პატარავ არა... ის ბიჭი დებილი იყო, ასე შორიდან, რომ იტანჯებოდა შენს გამო. მთელი სოფლისთვის გეგას გოგო იყავი, იყო თუ არა გეგა ცუდი, ჭაობში მაცხოვრებელი ან თუნდაც უსწავლელი_ იმ უსწავლელი, ჭაობის გეგას გოგო გერქვა მაინც... იმის გამო გესროდნენ ლაფს და როგორ შეგიძლია მისტიროდე ისევ იმ გეგას?.. - გეყოფა რა! ერთ დღეს სარკეში ჩაიხედე იქნებ ამოიცნო შენი და მისი სულიერი გინდ ფიზიკური სხვაობები გეგა, მაშინ თუ ერთიანად სიყვარულით და სულიერი ლტოლვისკენ მიდრეკილი იყავი, მაშინ თუ სიყვარულის განცხრომისგან გიელავდა თვალები, ახლა ეს მხოლოდ ხორციელი ლტოლვისგან, ვნებისგან და გზნებისგან ხდება! შენში რა არის ახლა ნამდვილი იქნებ მითხრა მეც! რადგან საერთოდ ვერ ვხვდები! - შენ რა იცი ჩემ თვალებში რა არის? - მე ვუყურებ შენს თვალებს! მაშინ როცა მეხები... - მანამ მიყურებ სანამ შეგეხები!—აუწია ტონს - რა მნიშვნელობა აქვს?! - ის მნიშვნელობა აქვს, რომ თავად ეხვევი ვნების ალში და უბრალოდ ვერ ამჩნევ ჩემს თვალებს, რომელიც საერთოდ არ გიყურებს ისე, როგორც შენ აღწერ...— ერთბაშად დაუმშვიდდა ხმა, კმაყოფილი მიეყრდნო სრულად მანქანის სავარძელს, - ჰა ჰა ჰა ჰა... — ცრუ ომახიანი და ირონიული სიცილით გავხედე უმალ, დინჯად ჩაჭიდებოდა საჭეს, - შენ სითავხედეს საზღვრები არ აქვს? - ჩემში სითავხედე არ არის საერთოდ, - უკვე აღარ შემიძლია! სულ რამდენიმე წუთია გეგა რაც ვსაუბრობთ და მინდა რომ გააჩერო! და აქედან მარტო წავიდე, - ხო?.. დარწმუნებული ხარ? — წარბები აზიდა უცებ, ჩემს პასუხს არ დალოდებია, სწრაფად გახედა სარკეს, ავარიულები ჩართო და მკვირცხლად გადავიდა მანქანის ხაზიდან. ხმა ჩამიწყდა მეგონა, მართლა ჩამომსვამდა და გზად მიმატოვებდა, ესეც ისე უეცრად მოხდა თითქმის საკუთარი სიტყვების გააზრებაც კი ვერ შევძელი ბოლომდე, - თან ვფიქრობ რომ საერთოდ არ დაგვიმთავრებია ჩვენ ის თემა, —ერთბაშად აღტყინებულიყო, ძალები აღედგინა თითქოს, უმალ მოიშორა ღვედი, სწრაფად გადავიდა მანქანიდან და უკვე ჩემს კარებთან მდგარმა გამოაღო კარები, - გადმოდი ძვირფასო, გადმოდი — ისე თამამად და მჭახედ გაისმა მისი ხმა ერთიანად გამაჟრიალა, სრულად დაბნელებულიყო, ახლა მართლა ხომ არ დამტოვებდა შუა გზაზე, თუმცა იმდენი ვუძახე რომ შეიცვალა და ის წარსულის გეგა აღარ იყო, მისგან მოულოდნელი აღარ იქნებოდა ეს ყოველივე. გაუბედავად მოვიშორე ღვედი, მის სიტყვებს დავყევი, გონება დაბინდული ჩამოვდექი მის წინ და ძრწოლით გავხედე სწრაფად მიმავალ მანქანებს, შეშინებული თვალებით - გავაგრძელოთ? - რა უნდა გავაგრძელოთ გეგა? — ჩემი ხმა თავად ძლივს გავიგე ისე ხმადაბლა ვთქვი აღელვებულმა - შენი პრეტენზიები გააგრძელე! "სარკესთან დადექი, შეადარე, ის დისტანციას იცავდა, შენ არა" და ასე შემდეგ....— პროფესიონალურად, ხელების თანდაყოლებით, გააკეთა ჩემი იმიტაცია და ერთბაშად შეცვლილი მძვინვარედ ჩამაჩერდა დაბნეულ თაფლისფერ თვალებში, - ის დისტანციას იცავდა კი.... და მე ანა!.. მე გეხები! მიუხედავად იმისა რომ ჩემში ყველაფერი მეწინააღმდეგება , მე მაინც გეხები!.. გინდა გითხრა რატო? გინდა რომ იცოდე?..— დაიხარა მგზნებარედ თითქოს ადგილზე ვეღარ ისვენებდა ეს მშვიდი, დინჯი ადამიანი, ახლა ჩემს წინ იდგა და მუჭში ეკავა თავისი სიდინჯე, თითქოს აფორიაქებული იდგა ახლა ჩემს წინ და დიდ ენერგიას ხარჯავდა იმისთვის რომ არ გაეკეთებინა ის ყოველივე, რასაც ახლა ერთბაშად აღასრულებდა. ჩემსკენ დაწეულმა ჩამხედა მომთხოვნი თვალებით თვალებში, ხან ერთსა და ხან მეორეში, გაუჩერებლად... ჩემსკენ გადმოდგა მძვინვარე ნაბიჯი, ერთბაშად ავეკარი მანქანას, მოახლოვებული შემეხო ათრთოლებულ სხეულზე და მანქანას მიაყრდნო ხელები, მკლავებს, მანქანასა და თავის შორის მომაქცია უმალ, - იმიტომ გეხები ანა, რომ ენერგიით ვივსები.... ყოველ შეხებაზე ანა!.. მორფი იცი რა არის? 2% იანი ხსნარით ერთი ინექციის გაკეთების შემდეგ ელვისებური სისწრაფით გეუფლება სიმშვიდე, რომელიც მყისვე გადადის აღტაცებასა და ნეტარებაში, ეს კი მხოლოდ ის რამდენიმე წუთი გრძელდება... სანამ გეხები, სანამ ხელიდან დამისხლტები... სანამ წახვალ ისე რომ მე არც მომისმენ, ისევ ნაწყენი ისევ გულნატკენი.... მერე ყველაფერი ისე ქრება, თითქოს არაფერი ყოფილა.... იმ პირველი დღიდან!.. ჩამოსვლის დღიდან ნარკოდამოკიდებულს ვგავარ!.. თვალები არ ჩამწითლებია, ფიზიკურად არ დამტყობია მარტო. მხოლოდ შენ გაქვს პრეტენზიები.... და შენ ვერც წარმოიდგენ რამდენ ინექციას უდრის შენი ტუჩები, რომელსაც მხოლოდ ვუყურებ! ვუსმენ! და ვერ ვეხები!...— მხდალად, დაბნეული შევცქეროდი, მძვინვარეს... ენერგია მოზღვავებულს, გულის სიღრმიდან რომ ამოთქვა სათქმელი, მიყურებდა ისევ და დიდი რუდუნებით ცდილობდა თავის შეკავებას არ შემხებოდა ზედმეტად... ვუყურებდი, როგორ სუნთქავდა ღრმად, მე კი მძრწოლვარე, მეტად დაბნეული ვაკვირდებოდი მის ყოველ მიმიკასა და ქცევას. მიხვდა, როგორ შემაშინა მისმა პირქუშმა მგზნებარებამ, მისმა თითქმის გააფთრებულმა კილომ... თავი ჩახარა, თითქოს სამყარო შემოერბინა და ძლიერ დაღლილიყო, ფრთხილად, ნაზად მომადო შუბლი შუბლზე და მინაბა თვალები.... ვუსმენდი მის ბრაზისგან ემოციებისგან გახშირებულ სუნთქვას, მოულოდნელი ემოციებისგან დაღლილმა მივნაბე თვალები მეც... - უამრავ ქალთან ვყოფილვარ... უმარავი ჩემთან ყოფილა... მრავალგვარი ურთიერთობა მქონია, ვნება..., აღგზნება.., ხორციელი ლტოლვა.... ყველანაირი,...გარდა ასეთისა! შეიძლება შევიცვალე მაგრამ შენს სულიერ პატიოსნებას ვერ შეურაცხვყოფ, შენით არ ვთამაშობ ანა!... არ ვერთობი... ვერ ვერთობი! უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია... — გმინავდა ჩემთან ახლოს, დამშვიდებული გაწონაწორებული და დაწყნარებული ტონით, ვუსმენდი და ვცდილობდი ისევე გამეგო მისი ყოველი სიტყვა, როგორც ამბობდა, თუმცა ჩემი გონება მხოლოდ ბინდითა და დაბნეულობის ძლიერი ნისლით მოსილი იყო... - და რატომ წახვედი გეგა?.. რატომ დამტოვე?.. გაუაზრებლად ჩამოგორდა ჩემს სახეზე სითხე, მოვშორდი ფრთხილად და არეულ თვალებში ჩავხედე, დაბნეულ ირისებში - რატომ არ დამირეკე, ან რატომ არ მომწერე? ხომ იცოდი, როგორ მოკედლებული ვიყავი შენზე?.. ან თუ გიყვარდი, როგორ შეძელი მარტო დაგეტოვებინე ამდენ მშიერ ხალხში?.. ვერანაირად მოვუძებნე შენ საქციელს ახსნა... თუ ჩემს გამო წახვედი, როგორ შეგეძლო არ დაგერეკა? არ მოგეწერა?.. ისევ სხვებისგან იგებდი როგორ ვიყავი? როგორც ბავშვობაში?... - ნუ ტირიხარ... ჩავიდეთ და იქ გავაგრძელოთ, — სრულად მომშორდა სცადა წასულიყო, ერთბაშად ჩავავლე მის ხელს ხელი, - არა! რადგან დაიწყე დაასრულე, რატომ გაურბიხარ ამ კითხვას? სულ მის საწინააღმდეგო პასუხებს რატომ მცემ? რატომ მტკენ მაშინ თუ ეს ასე არ არის?.. — აქამდე თუ შემეძლო მომეწმინდა მსხვილი გადმოცვენილი სითხეები, ახლა ისე დასველებულიყო სახე ვეღარც ვგრძნობდი მის დენას... - რა გინდა?.. რისი გაგება გინდა? - რატომ წახვედი ისე რომ არ მითხარი? — გავუმეორე და მავედრებელი თვალებით შევაჩერდი, მინდოდა ეთქვა სიტყვები, რომელიც სანუკვარ სიმშვიდეს მომგვრიდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ გამიქარწ....ბდა ჩემს ყველა უგვანო ფიქრებს, რომ მისი ირონიული სიტყვები "რისთვის უნდა მებრძოლა" მხოლოდ ირონიული სიტყვები იყო ჩემს გასაბრაზებლად და მეტი არაფერი... - მე შენთან მოვედი... გკითხე... კიდევ გკითხე, შეძლებდი ჩემთან ყოფნას თუ არა... ვერ შეძელი.., ვერ გადააბიჯე ოჯახს... თავიდანვე ვიცოდი პასუხი მაგრამ მაინც გკითხე, მინდოდა მენახე... კიდევ ერთხელ ჩავძირულიყავი შენს თვალებში, სიგიჟემდე რომ მიყვარდა... — გამიღიმა მშვიდად შემახო ხელი სახეზე და ნაზად მომაშორა სახიდან ცრემლები, ერთბაშად სიმშვიდის სიამოვნების გრძნობებით შევივსე, მის მზრუნვე დაბალ თბილ ტონზე, - შენს გამო წავედი!... არ მქონდა იმის ფუფუნება რომ სოფელში ნაწვალები შემენახა დამეგროვებინა, რამე წამომეწყო, მესწავლა ან რამე გამეკეთებინა... იმაზე რთული იყო ეს საქართველოში ვიდრე წარმოგიდგენია... წავედი, რომ რაღაც ჩემი გამეკეთებინა, ამეწყო. არ მქონდა გათვლილი 6 წელი მაგრამ მცირე დროში მინდოდა მომესწრო ცოტა მაინც, რომ ბებიაშენი დამეკმაყოფილებინა.... აღარ გირეკავდი რომ თამამად გეთქვა, ჩემი ცხოვრებიდან უკვალოდ გაქრაო, თავი რომ დაგეღწია ბებიაშენის ლანძღვისგან. სიკვდილამდე მტკიოდა შენი ყველა ცრემლი.., მძულდა თავი, რომ არაფერი შემეძლო გამეკეთებინა ბებიაშენის წინააღმდეგ, მაგიჟებდა ის ფაქტი ჩემს გამო რომ თითქმის ყოველ დღე სალანძღავ ბილწ სიტყვებს ისმენდი, აღარ ვრეკავდი რომ დაგესვენა შენც და შენს ჭორბიურო მეზობლებსაც, ვერ გირეკავდი იმიტომ, რომ შენი პატარა წუწუნიც გამანადგურებდა, შენი ხმა მონდომებას გამიქარწ....ბდა, ვერ შევძლებდი დიდხხანს გამეძლო, უშენოდ, არ შემეძლო... მხოლოდ ხმა ვერ დამაკმაყოფილებდა, შეუძლებელი იყო. როცა ვერ გხედავდი და შენ ხმას ვისმენდი, არა შეხება, მხოლოდ შენი დანახვა, მაშინ როცა გირეკავდი, ერთიანად ვცახცახებდი ხოლმე, ახლა შენი დანახვაც რომ არ შემძლებოდა ხმასთან ერთად მხოლოდ ჩამოსვლაზე და შენს ნახვაზე ვიფიქრებდი... ვფიქრობდი და მეტად მონდომებით ვაკეთებდი თითოეულ საქმეს... რაც მალე გავაკეთებდი მით მალე გნახავდი, ბებიაშენზე ვფიქრობდი ყოველ წუთში. არ მეშინოდა... არცერთხელ შემშინებია, რომ გათხოვილი დამხვდებოდი ან კი ვინმესი გერქმეოდა, შენ დღემდე ჩემი გქვია... სოფელში დღემდე გეგას გოგო ხარ და ეს შენც კარგად იცი... რომ ჩამოვედი ისე გაუცხოვებული დამხვდი, ვერც შევძლებდი შენთვის რამე მეთქვა... თან მეტად გაზრდილი, დახვეწილი და დაკავებული გოგოც კი დამხვდი... შენ ისევ ყოველდღე ბრაზობ, გწყინს, ვიცი ზოგჯერ უაზროდ გელაპარაკები.... ალბათ გაუცხოების ბრალია, ვერ გეტყვი არ შევიცვალე-მეთქი ცხოველს ვგავდი... მორფის გარეშე! შენ გარეშე გაღიზიანებას, ღელვას და დროდადრო შიშს ვგრძნობდი.... ისეთი დამღლელი დაა გამთანგველი აღმოჩნდა, გეფიცები არ მეგონა შენს წინ თუ კიდევ ოდესმე დავდგებოდი,... მერე გავიგე რომ შეყვარებული გყავდა, არ მოგიყვები რა ემოციები დამეუფლა, კიდევ მეტად მეცვალა ხასიათი... უკვე სასურველ შედეგს მივაღწიე მაშინ, წამოსვლას ვგეგმავდი და ზუსტად მაშინ გავიგე რომ ვიღაც შენი შეყვარებულის სტატუსით დადიოდა, იმდენი წელი იყო გასული, უკვე სისულელედ მიმაჩნდა ჩამოსვლა... შენი ნახვაც... შენს ცხოვრებაში გარევაც, საკუთარ თავს და საკუთარ აზრებს ვცვლიდი ყოველ დღე, ყოველ წუთში... ყველაფერი სხვაგვარად მოხდა მაგრამ, წასვლის მიზეზი შენ იყავი!.. ახლაც უკვე ყველაფრი შეიცვალა... ახლა კი უბრალოდ შეწყვიტე ტირილი და მანქანაში დაჯექი! — მისი მოსმენით ვძრწოდი, ვიაზრებდი თითოეულ მის სიტყვას, გაუგებარ, მოვარდნილ ეიფორიას ავეტაცე და ამავდროულად ტკივილს, მისი დაუსრულებელი სიტყვების ტკივილს, საუბრობდა წარსულზე და ვუსმენდი, როგორი სიყვარული გავუშვი, ვუსმენდი და მიტრიალებდა ჩემი შეცდომები რომ ერთი... მხოლოდ ერთი სიტყვა ვერ ვთქვი... ვერ ვუთხარი, რომ მიყვარდა... ის კი ამ სიტყვების გარეშე ნაბიჯსაც არ დგავდა. ყველაფერს ყოველთვის ჯიუტად აკეთებდა ისე, როგორც მას სურდა, მაგრამ როდესაც მე მეხებოდა ხორციელად საკითხი, ის მხოლოდ ჩემი პასუხის შემდეგ აკეთებდა იმას რასაც თავადვე ვთხოვდი... ერთბაშად მომწმინდა დაძმარული სახიდან ცრემლები და კარები თავად გამომიღო, - მაინც ვერ ვიგებ... ნუთუ ვერ გრძნობდი ჩემს გრძნობებს? - რა გრძნობას? — უმალ შემომიბრუნა კითხვა, სიტყვა გამიწყდა, ვუყურებდი მის ნამდვილ თვალებს იმ წამს და თავად ვერ შევძელი ამეხსნა ის გრძნობა, რასაც განვიცდიდი - ყველანაირი... სიახლოვე რომ მინდოდა, რომ მიხაროდა, თუნდაც შენი დანახვა და საერთოდ უამრავი რამ, უშენოდ დღე არ გადიოდა, როგორ ვერაფერს ხვდებოდი... - რომელ გრძნობას მივხვედრილიყავი? — გაჯიუტებული მომაწვა რქებით, მას იმაზე კარგად ესმოდა ჩემი სიტყვების ვიდრე ამის პირდაპირ ნათქვამს ნებისმიერი გაიგებდა... ავბლუყუნდი, ვერაფერი ვთქვი, თავიც კი ვეღარ გავიმართლე, ეს იყო გრძნობა და ემოცია, რომელსაც ვერ ავღწერდი, რომელსაც მხოლოდ ვგრძნობდი და ახსნის გარეშე ვერ დავარქმევდი ამ ყოველივეს იმას, რასაც ამ სამყაროში სიყვარულს უწოდებენ... - ხომ ხედავ? მხოლოდ ერთი რამის თქმა არ შეგიძლია, იმ ერთი სიტყვის, რომელიც ყველაფერს საპირისპიროდ ამოატრიალებს! სწორ კალაპოტში ჩასვამს... ისევ ისეთი ჯიუტიხარ... ისევ ის ჯიუტი ხარ ანა! რომელიც თავის პრინციპებს ვერ აბიჯებს! " მე გოგო ვარ, რომელსაც გული არ აქვს" " ხომ ხედავ იმედს არ გაძლევ" "არასდროს შემიყვარდები და ტყუილად ნუ იტანჯავ თავს გეგა" " უგულომ სიყვარული არ იცის"....— პროფესიონალურად მოირგო ჩემი იმიტაცია, ჩემი სიტყვები გამახსენა, მაგრამ ეს სასაცილო სულაც არ იყო, ეს მხოლოდ მტკენდა სადღაც გულის სიღრმეში. - წარსულ დროზეც კი არ შეგიძლია ის ერთი სანუკვარი სიტყვა წარმოთქვა... — მე არ ვიცოდი... მე ვერ გამეგო რატომ ვერ ვამბობდი, რატომ ვერ ვუსწორებდი სიმართლეს თვალს, მე ხომ საკუთარ თავს უკვე გამოვუტყდი, ბევრჯერ... ათასჯერ და კიდევ უამრავჯერ ვიტყოდი რომ მიყვარდა, რომ ის იყო მამაკაცი, ვინაც შეძლო ჩემი გაყინული გულის გათბობა, მასში ცეცხლის დანთება შეძლო... შემეძლო მისთვის შემეწირა თავი დაუფიქრებლად, მაგრამ მერ ვუტყდებოდი... და ახლა ისიც მსგავსად მექცეოდა... თითოეული გრძნობა ემოცია, ლტოლვა თუ საჭიროება წარმოთქვა, მაგრამ არ უთქვამს რომ ვუყვარდი... ეს თითქოს სასაცილო თამაში იყო მაგრამ, იცოდა... ყველაზე კარგად ახსოვდა წარსულის ჩემი თითოეული სიტყვა, შეიძლება ითქვას ისიც კი ახსოვდა, რაც მე უკვე დამვიწყებოდა. თითქოს მხოლოდ სიტყვაა... "მიყვარხარ" მაგრამ მისთვის მეთქვა უწინ: ეს სიტყვაა, რომელსაც შვილივით ვუფრთხილდები-მეთქი.... ვერასდოს შევძლებდი ამ მნიშვნელოვანი სიტყვის აბუჩად აგდებას, მის შებღალვას, მისი სიწმინდის დაშლას, მასში ხომ დედამიწაზე ყველაზე წმინდა გრძნობა სიყვარული ერია... .... " - გოგო ნორმალური ხარ შენ? - დიახაც სრულებით - შენ ხარ ის ადამიანი ვინც რომანები შეიკლა ხელში, გადაკითხულ-გადმოკითხული აქვს და ახლა მეუბნები რომ სიყვარული არ არსებობს? - დიახ! - რა გინდა თქვა, რომ შენ მშობლებს ერთმანეთი არ უყვართ? - გამონაკლისებამდეც მივედით... - ანა! - გეგა! - მოისვენე! წესიერად გამეცი პასუხი! — დამიგრგვინა - რაზე გინდა პასუხი ტყუილად ვიკამათებთ ახლა... - უფლის თუ გწამს სიყვარულსაც იწამებ, რადგან მოვა შენშიც... —თვალები გამიფართოვდა მის სიტყვებზე უმალ შევხედე ჩამომჯდარს, - ნათქვამიცაა ზოგადად ორი ადამიანი თუ ერთმანეთში მესამეს ხედავს... ანუ უფალს, მაშინ ეგ ჭეშმარიტი სიყვარულია... — განაგრძო ისევ და ცდილობდა მორიდება გაექრო უმალ, რომელიც საშუალებას არ აძლევდა ესაუბრა ლაღად, - მართალი ხარ! მაგრამ შენ იცი ახლა ვინმე ვინც ურთიერთობაში მესამეს ხედავს? მე გეტყვი ჩემო ძვირფასო.... — სხარტად მივუჯექი გვერდით და სტადიონზე მორბენალ უამრავ ბავშვს გავხედე, - შენ ჩემში გიყვარს, ეს ჩემი თვალები, ტუჩები, თითები, კისერი... ერთი სული გაქვს, აკოცო... მაგრამ მოგწონს ჩემი ხასიათებიც მეგუები და როდესაც მე გაძლევ უფლებას შემეხო, იმ ადგილებზე რომელიც შენ გიყვარს, ვეღარც მშორდები, სულ გინდივარ, გინდივარ ისევე, როგორც მე შენ, რომ შემეხო იმიტომ, რომ აღმაგზნებს, მსიამოვნებს, ვდუნდები... ახალი გრძნობები მეუფლება.., ეს სიყვარული არა! ეს ერთმანეთისადმი მომხმარებლურ დამოკიდებულებას ნიშნავს... მე შენ მჭირდები და მინდიხარ... შენ ასევე გჭირდები და გინდივარ და როცა აღარ დაგჭირდები და აღარ მოგინდები უბრალოდ გამიშვებ, გადამაგდებ, დავასრულებთ.... ეს არის ახლა!.. მხოლოდ ეს არის გეგა! ეს სიყვარულში ერევათ, რადგან ერთმანეთისკენ ხორციელი ლტოლვა აკავშირებთ...— ვუყურებდი თვალ მოუშორებლად, ვუყურებდი წინ მაყურებელს, რომელიც მისმენდა დიდი მგზნებარებით, ყურადღებით მაგრამ უყურებდა ბავშვებს, - სიყვარული კი არ არსებობს!.. უფრო სწორად არსებობს! მაგრამ ის... აქ! დედამიწაზე ვერ ხარობს... ის ყვავილია, რომელიც სასუფეველში დანერგო შიძლება და იქ გაიხარებს დედამიწის მიწაზე ვერა.... მაგრამ ეს ის ყვავილია, რომელიც არასოდეს კვდება და აქვს უნარი გადაინერგოს სასუფეველში... როგორ ძლიერი მადლი უნდა მოისხა, რომ შეძლო გიყვარდეს და უყვარდე... ნამდვილად უყვარდე, ეს ხომ ცხონებაა, სიყვარულია: მე გჭირდები შენ... და შენთვის მოვკვდები!.. სიყვარული არ არსებობს თავგანწირვის გარეშე... სიყვარული თავგანწირვის გარეშე, სწორედ ესაა ერთმანეთისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება... სიყვარული მხოლოდ იქ არის სადაც არ არსებობს მე შენ მჭირდები და მინდიხარ... სიყვარულია სრულ თავგანწირვაში! და იმ უაზრო ბიოლოგიური პირუტყვული არსებობის გაწირვაშია სიყვარული, რაც გააკეთა იესომ.... შექსპირის შეყვარებულებმა... ლეილამ და მაჯნუნმა და ა.შ. შეიცვალა ახლა... წაიბილწა ყველაფერი, თავად სიტყვაც "მიყვარხარ" დადაბლა, ცრუ სტატუსი მოეკიდა და ყველაზე მატყუარა სიტყვა გახდა ამ რეალობაში! ჩემთვის ასე ვერ იქნება! ის იმაზე მნიშვნელოვანია ვიდრე ნებისმიერი რამ... ვერ ვიტყვი სიტყვას "მიყვარხარ" თუ მე ყველაფრისთვის მზად არ ვიქნები გამოვცადო შენთან, თუ დაუფიქრებლად არ შევძლებ რომ თავი გავწირო მე ამ სიყვარულისთვის.... შეიძლება 90-იანების გადმონაშთი ვარ მაგრამ მე ამას ვერ შევცვლი გეგა... " - ნუღა ტირი, წარსულის გამო ნუ ტირი! ახლა ყველაფერი შეიცვალა... თითქოს დამამშვიდა, შუბლზე მომაკრო ტუჩები და გულზე მიმიხუტა. ახლა ყველაფერი შეიცვალა, მე ჩემს გრძნობებში ვარ უთუოდ დარწმუნებული, რომელიც ნელ-ნელა მჭამს, ამ სიყვარულს ამ სულიერ სიყვარულს, ხორციელი ლტოლვაც დამატებოდა... და ის დუმს, თითქოს ის იმედებიც ერთაბაშად გააქარწყლა, რაც ცოტახნის წინ დამეუფლა, როცა ვისმენდი "უჩემოდ" მის ცხოვრებას. არ მომშორებია მანამ სანამ სრულად არ დავწყნარდი, მისვამდა თავზე ხელს, ნაზად მეხებოდა, სასიამოვნოდ ხლართავდა თითებს ჩემს თმაში, ვგრძნობდი ხშირ ხშირად, როგორ ღრმად ისუნთქავდა სურნელს - წავიდეთ?.. — გვიან მკითხა მოუშორებლად, როგორ არ მინდოდა ახლა მოვშორებოდი, დამერღვია ის სიმყუდროვე რასაც სულში ვგრძნობდი. ვეკვროდი ძლიერად, მის ყელში ჩამერგო თავი და ყოველჯერზე ღრმად ვივსებდი ფილტვებს მისი საოცარი სურნელით, - წავიდეთ... — დავსძინე. მანქანის კარი გამიღო სწრაფად მოვთავსდი და მის აკიდებულ სურნელზე ღიმილით დავყნოსე ჩემს კაბას, მოთავსდა თუ არა სწრაფად შეიკრა ღვედი და წამით გამომხედა, - ხო მართლა.... მაპატიე დღევანდელი უტიფარი საუბრისთვის... — უხერხულად გამიღიმა მოისვა კეფაზე უხერხული ღიმილით ხელი და უმალ დაძრა მანქანა, გამეღიმა, კმაყოფილებისგან ჩამეღვარა სასიამოვნო სითხე სხეულში, კარის მინაზე მივადე თავი და მის ჩართულ სიმღერაზე წამით მივნაბე დაღლილი თვალები... .... - არა ახლა მარჯვნივ... — უკვე ქალაქში შესულები მივასწავლიდი გზას თაიასკენ, მიუხედავად იმისა, რომ გვიანი იყო. ჩვენ ჯერ კიდევ ვიცოდით ადგილი სადაც შევძლებდი შემერჩია რაიმე მომდევნო დღისთვის. ბამბის ნაყინს ვჭამდი გზადაგზა, მუსიკას ვაყოლებდი მხრებს და გავცემდი ბრძანებებს თუ საით უნდა წასულიყო დროდადრო, რადგან ზუსტი მისამართის სახელი თავად არ მახსოვდა... თანდათან ვაწვდიდი, ბამბის მოწყვეტილ ნაწილს, გემრიელად მიირთმევდა მას შემდეგ რაც უარი განაცხადა მის ჭამაზე, - გემრიელია ხომ? — სიცილით შევაჩერდი, - შენი თითები კი... — გამეცინა... ისევ გავუწოდე ბამბის ნაგლეჯი, დავაკვირდი მის პროფილს, მკაცრი დახვეწილი ნაკვთებით... - ამ შუაღამისას რა გინდა დაქალთან? - ერთი პატარა საქმე გვაქვს... - ინტრიგა ჩააგდე ახლა შენ..—ინტერესიანი მზერა დამასო წამით და შესახვევში კორპუსებს შორის შევიდა, - იმედია გახსოვს რომ სახლში უნდა დამეტოვებინე და არა დაქალთან, - მერე რა ვითომ სახლში დამტოვე, ბავშვი ხომ არ ვარ? - ამ შემთხვევაში ხარ! - კარგი რა მოეშვი, არ ხარ ვალდებული... - რანაირად ლაპარაკობ? —მანქანა კორპუსის წინ შეაჩერა და მეც ერთბაშად გავგზავნე მესიჯი, რომ სასწრაფოდ ჩამოსულიყო თაია... მანქანიდან გადსვლისთანავე მხუთავმა ჰაერმა დამიგუდა ნესტოები, თითქოს სუნთქვა გამირთულდა, ღამეც კი მწველი იყო ქალაქში. - ეს რა ხდება ჯოჯოხეთისთვის ვემზადებით? — დავსძინე მანქანიდან გადმოსულმა და თაია სადარბაზოდან გაცისკროვნებული რომ გამოვარდა ერთბაშად მეცვალა სახეზე მიმიკები. გამოქცეულს ჩავეხუტე ძლიერად თითქოს წელიწადი ერთმანეთის უნახავობით ვიტანჯებოდით, და " რა ჟამს დადგა დრო გადავკვეთოდით ერთმანეთს " - ნუ მეხუტები სიკვდილამდე ცხელა, — ავწუწუნდი, თუმცა თავად არ ვუშვებდი ხელს მოხუტებულს. ერთმანეთთან გავაბით მოკლე მოკითხვის მსგავსი საუბარი, გავიგე ხმა გეგაც რომ გადმოვიდა მანქანიდან, შორიდანვე მიესალმა გოგოს და ნელ-ნელა დაიძრა ჩვენსკენ, თვალები არ გაუჩერებია თაიას, ცდილობდა ენიშნებინა ჩემთვის რაღაც, თუმცა იმდენად უნიჭოდ გამოსდიოდა, ვერაფრით გამეგო რის თქმას ცდილობდა ეს უკანასკნელი... - გეგა შენ ხარ ალბათ...— თამამად წამოიწყო და მოახლოებულს საშუალება არ მისცა განმარტოებულიყო, დამიმრგვალდა თვალები მის სითამამეზე უმალ ავხედე ხიდაშელს, - გახლავარ...— დიდი ენთუზიაზმით გაუწოდა ხელი და კმაყოფილების ღიმილიც კი გაუკრთოდა ბაგეებში, - თაია... — უმალ შეაგება მის ხელს ხელი და მორცხვად გაუღიმა, - მაპატიეთ უნდა გაგაწყვეტინოთ მაგრამ, მინდა შეგახსენო რომ უამრავი საქმე გვაქვს ჩემო თაი და თუ არ გამოიცვლი ამით ვერსად ვერ წავალთ! — მკაცრი მშობელივით დავუბრიალე თვალები და წამით გავხედე სადარბაზოდან გამოსულ მის არაბიოლოგიურ ძმას, გოგიტას... უსიამოვნებისგან დაემანჭა სახე, ის კი აშკარად ჩვეულ ფორმაში იყო, სისხლიანი თვალებით, უგვანო სიცილით და არეული სახით... - ჩემი ცხოვრებაა ჩამოვიდა... — ომახიანად დასძახა და მეც ერთიანად მეცვალა სახეზე მიმიკები, უსიმოვნოდ - ამას ისევ აქ რა უნდა? — მკვახედ ვიკითხე და ჩვენსკენ წამოსულს დავაკვირდი, - დღეს გადმოვიდა, კაიფშია ისევ... — დაიწუწუნა ზიზღით გოგომ, - და თაიაა, იქნებ აიყვანო სახლში... თვალების ბრიალით ვანიშნე გეგაზე. გვიან გამახსენდა, რომ ჩემს უკან იდგა და ალბათ გაკვირვებული უსიამოვნო სახით გვაკვირდებოდ. მკვირცხლად შეტრიალდა თაია, ერთბაშად ეცა წამოსულს და სადარბაზოსკენ დასჯილი ბავშვივით წააბუნძულა. - გამოდი ცოტახნით, — მაჯაში ჩავლებულ ხელზე ავხედე მშვიდად მოსაუბრეს და წასულს თან გავყევი.... წინ ჩამომიდგა, მკლავები ერთმანეთში ახლართა და მომლოდინედ მომაცქერდა, - რატომ მიყურებ ასე? — ვიკითხე თითქოს არ ვიცოდი რას ითხოვდა ჩემგან, - გელოდები! - და რატომ, - აჩოტების ჩაბარება მოგიწევს ძვირფასო და იმიტომ! - და რომ არ ჩაგაბარო? - რა პრობლემაა ისევე წაგიყვან როგორც მოგიყვანე... - რატომ მებუზღუნები? - ვერ გავიგე რას ქვია ჩემი ცხოვრება, ან რა ჩემი ცხოვრება?.. - ხომ ხედავ რა დღეშია, თაიას არაბიოლოგიური ძმაა ხომ ვერ გავაგდებთ? - ძმა? - ჰო ძმა, თაია ერთ დეიდაშვილთან და დეიდაშვილის დაქალთან ცხოვრობს, თავისთავად მეც ვიცნობ ასეთ უტაქტო ხალხს, ვინაიდან ამის ძმაკაცებიც ასეთივე უაზროები არიან... ჩემს სიტყვაზე მომენტალურად გაიცინა, გვიან მივხვდი როგორ გავამძაფრე სიტუაცია, - და შენ, მეუბნები რო ახლა წავიდე და ამ სასტავთან დაგტოვო? - გეგაა თაია კი არ ეწევა რა გჭირს? - რა სასტავში მოძრაობ ღმერთო ჩემო!.. შენ? შენ ვაფშე ის არ იცოდი რომ ჯერ კიდევ არსებობდნენ ასეთები ვინც იბოლებოდა და ახლა მათ გვერდით ხარ? მალადეც, ამაზე უკეთეს კულმინაციას ვერ დაველოდებოდი... - მომისმინე ბატონო გეგა! ამდენ ლაპარაკს გირჩევნია უბრალოდ შენს რაშში ჩაჯდე და გასქურო სახლისკენ... — მძვინვარედ რომ გადმოდგა ნაბიჯი ჩემსკენ სიტყვა არ დასცალდა ხმამაღლა მომესალმა გოგო, ერთბაშად გავხედეთ. ეს იყო გოგონა რომელიც თაიასთან ერთად იყოფდა ბინას, 11 სმ-იანებზე შემდგარი ცდილობდა გამაღლებულიყო, ქვედაკაბას მენჯები ძლივს უჭერდნენ, ტანზე მომჯდარი შავი ბრეტელებიანი ტოპი ეცვა ნეკნებამდე, მოკლე შავი თმის ბოლოები გადმოეყარა წინ, ლავიწამდეც რომ ვერ წვდებოდნენ, მაინცდამაინც ახლა გაეკეთებინა პირსინგი, თითქმის ყოველ თავისუფალ ადგილზე, ეს იყო: ცხვირი, ნიკაპი, ყურზე მრავლად დაეკიდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თვალთანაც დაეკიდა პატარა სიმრგვალე და მცირე ზომის, წარბთანაც დაემატებინა... მუქად ესვა ლაინერი გოგოს, შავი პომადა გადაესვა და იმ მომენტისათვის ნამდვილად უამო დასანახი იყო, წამით შედგა მაგდა, შორიდან დაგვაკვირდა ერთმანეთთან ახლოს მდგომებს და ღიმილით მომესალმა, ვეცადე ამრეზილი მზერა სააწრაფოდ მომეშორებინა სახიდან და შეძლებისდაგვარად გამეღიმა მისთვის, - როდის ჩამოხვედი? - ცოტახნის წინ... - გამიხარდა, არ ამოხვალთ? ღიმილით მიგვიპატიჟა სახლში, მცირედ დავუქნიე თავი, საუბარი რომ არ გავუგრძელე თვალი ჩაუკრა ჩემს წინ ხიდაშელს, მაცდური ღიმილით შეათვალიერა და თაიას "ძმობილისკენ" წავიდა, - რას გავხარ ბიჭო... ისევ უჩემოდ მოწიე?.... გააქ კიდე? — უკვე ექოდ ჩამესმოდა მაგდას სიტყვები. ერთ ადგილზე შეყინული იდგა თაია, იცოდა რომ აქ სასიამოვნო ამბავი არ დატრიალდებოდა, მან მითხრა რომ სახლშიც მარტო იყო ამიტომ თავისუფლად მივასწავლე გეგას გზა. ახლა კი ამრეზილად დამხედა, გეგამ, პასუხის მომთხოვნი მზერით, - შენც კაიფობ ახლა... - გეგა... თაია მართლა არ არის ასეთი.. - თუ ასეთი არ არის მათთან რა უნდა? - მისი დეიდაშვილიც არ არის ასეთი, უბრალოდ იმდენი საშუალება არ აქვს, რომ ცალკე იცხოვროს და მარტომ იხადოს ქირის ფული! და რომ არ იცი გაჩუმდი! არც მას სიამოვნებს მსგავს ხალხთან ყოფნა! და თუ ეგრე გადარდებსს, შეგიძლია თავად უქირავო! - მან აირჩიოს და ჩემთვის არ არი პრობმლემა! - აუცილებლად გადავცემ ჯელტმენო! მაგრამ მარტოობის შიში აქვს! - დიდი ბოდიში მაგრამ მე ვერ დავრჩები მასთან! - ამიტომ უნდა გაჩუმდე, რაღაც რომ არ იცი!.. — ღრმად ამოისუნთქა თვალებ დახუჭულმა, თითქოს ჩემი სიტყვებისთვის მომზადებული მკვახე პასუხი გადაყლაპა... - მანქანაში დაჯექი! - ვერა, უნდა წავიდეთ... - მანქანაში დაჯექი-მეთქი! ტონს აუწია და მკლავში ჩამავლო ხელი ისე მიბიძგა მანქანისკენ, - გეგა! ბავშვი ხომ არ ვარ?! — მკაცრად შევხედე უხეშად ჩამავლო მეორე მკლავშიც ხელი მიმატრიალა თავისკენ და გაავებული ჩამაჩერდა, თვალებში - არცერთზე არ მაქვს პრობლემა! ყველას ყველა ვერ მოეწონება! ვიცი ეს! არც გიკრძალავ მათთან მეგობრობას და ვერც აგიკრძალავ ანა! მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა მე მომყვები! როცა შენი თავი მე მყავს ჩაბარებული! მსგავს არაორდინალურ ხალხთან ვერ დაგტოვებ! ჩემი პირველი შთაბეჭდილება მათზე უსაზღვროდ საზარელია... - ხო მაგრამ არ ვიცნობ მათ წესიერად უბრალოდ გამარჯობა გაგიმარჯოს.... - ხოდა უკვე იყო ეგ გამარჯობა გაგიმარჯოს დაჯექი მანქანაში და დაელოდე თაიას აქ! თავად გაგიყვანთ სადაც გინდათ! ზედმეტი ტლიკინის გარეშე! უთხარი მოემზადოს და მანქანაში დაჯექი!.. — უხეშად მიშვა ხელი და ადგილზე გაჩერებული დამაკვირდა, ჩემს შეცვლილ სახეზევე მიხვდა თაია რაშიც იყო საქმე, ჩუმად მომიხადა ბოდიში და როცა ვუთხარი გამოეცვალა სასწრაფოდ შევარდა კორპუსში. მძვინვარედ ჩავჯექი მანქანაში, ერთისმხრივ ისე მესიამოვნა მანქანის სიგრილე, ალბათ გამიჭირდებოდა ხელახლა გადასვლა, ვაკვირდებოდი გეგას, ავად რომ შეხედა გოგიტას, ვუცქერდი ამ ნაცნობ დახვეწილ პროფილს, შიშს რომ მჰგვრიდა თავისი სიმკაცრითა და იმავდროულად მიზიდავდა კიდეც თავისი ვაჟკაცური სილამაზით... მანქანის კაპოტს მიეყრდნო და ტუჩებს შორის მოიქცია უკვე ანთებული სიგარეტი, უსიამოვნოდ გამაჟრიალა, როგორ მძულდა, როგორ მიცვლიდა ხასიათს მისი ეს ქცევა... სიგარეტის ნამწვავი მოისროლა, კორპუსი შეათვალიერა და ნელა წამოვიდა მანქანისკენ... ადგილი დაიკავა თუ არა გავაქნიე უკმაყოფილოდ ხელი, - საშინელი სუნი აქვს... - რას? — წამით ვერც მიხვდა რაზე ვუთხარი, კარები დაკეტა და კომფორტულად მოთავსდა სავარძელში, - მაგ საზიზღრობას რასაც ცოტახნის წინ ეწეოდი, - აა, ჰო შევამჩნიე, მაგრამ პლანს მაინც ჯობია... არა? - ერთიდაიგივე საზიზღრობაა! საშინელი სუნი აქვს მაგ რაღაცას, უბრალოდ თვალებზე არ გემჩნევა, ჯერ! - ჰო მაგრამ ხშირად არ ვეწევი, მთელი გზა არ შევხებივარ ვერ ამჩნევ? — მშვიდად გადმომხედა - და საერთოდ რომ არ შეეხო რა გიშლის ხელს? ძაან მოგწონს მაგ საზიზღრობის სუნი რომ ანაცვლებს შენს სურნელს? — წამით გაჩუმდა... გაეღიმა, თავი მიადო სავარძელს და ტუჩებზე დამხედა, - არ მომწონს! მაგრამ მინდა... - შენი არ მესმის, არაფრისგან, ლამისაა ყველაფერი ააშენე და როგორ არ შეგწევს ძალა უბრალოდ შეეშვა ამ საზიზღრობას?! — ბოლთას ვცემდი, ისეთი კაეშანი მოსდებოდა გულს, უსიამოვნებისგან მაკანკალებდა, - რაღაც საფუძველი სჭირდება ამასაც, არაფრისგან რომ აქამდე მოვედი, მიზეზი ჰქონდა იმ არაფერს და ამას მიზეზი არ აქვს... - უბრალოდ შენი თავისთვის, ჯანსაღი ცხოვრებისთვის... - საკუთარ თავზე ფიქრი არ ჭრის, - კარგი რა! რამე ხომ უნდა არსებობდეს, - რა თქმა უნდა.... რაღაც ისეთი მჭირდება, რაც ამის მოთხოვნილებას დამიკმაყოფილებს.... ამის მაგივრობას გამიწევს, ან ვინმე ისეთი ვინც ორივეს ერთად ჩაანაცვლებს... — გამიღიმა, ბაგეებზე მომავლო თვალი ისევ, სხეულში მჩხვლეტავმა არსებებმა დამიარა, მოვაშორე სწრაფად თვალი, - მსგავსი ვიღაცეებს რა დალევს... —სხვათაშორის ვთქვი, თითქოს ვერ მივმხვდარიყავი, რა მითხრა, ან კი რაზე მიმითითა თავხედურად, - მსგავსი ვიღაცეები არ ჭრის, უსაფუძვლო გამოცდა იყო, ვიღაც მეტი გჭირდება... ის მოთხოვნილება რომ ერთბაშად გააქროს, ენერგიის მოზღვავება იგრძნო... ჩამნაცვლებელი გჭირდება გესმის? არ მოწევ მაგრამ, მის დოზას მიიღებ... - საშინელი ხარ... გეფიცები მართლა საზიზღარი ხარ! — ხმამაღლა სიცილი დაიწყო, ბრაზით ავარიდე თვალი, - რატო? პასუხი გაგეცი უბრალოდ... — სიცილს უკლო, შესწორებული გადმოიწია ჩემსკენ, - ხომ არ მითქვამს, რადგან შენ გაღიზიანებს შენვე გადამაჩვიე-მეთქი?! - ღმერთო ჩემო! რა საშინელი ხარ გეგა! — მკლავები უხერხულად ავხლართე ერთმანეთში და მზერა მოვაშორე - იცი რა? მართალი ხარ შენ! სიყვარული საჩემო საქმე არ არის... ვერ წარმომიდგენია მთელი ცხოვრება ერთი ადამიანის გვერდით როგორ უნდა გავატარო.... ირგვლივ ხომ უამრავი მშვენიერი გოგონააა.... ზოგს ლამაზი თვალები აქვს.... ზოგს ლამაზი ტანი, ზოგს ლამაზი ტუჩები, ზოგს ლამაზი ფეხები.... ზოგსაც კიი ლამაზი... მკერდი.. — დიდებულად, დიდი რუდუნებით უკვე გატაცებული ჰყვებოდა ამ ყოველივეს... - ყველა კაცი ერთნაირია! მართლაც ყველა ერთნაირია!.. — ამოვიგმინე ბრაზით დავაკვირდი მძვინვარედ - მართალი ხარ... ყველა ერთნაირები ვართ... მხოლოდ შენ ხარ განსაკუთრებული და გამორჩეული... — ღიმილი... ჩაფიქრებულსა და გაურკვეველ თვალებად ეცვალა, დაუსერიოზულდა ხმაც იღიმოდა ამოუცნობი გრძნობით, თითქოს წყენით და დამაბნევლად მომჩერებოდა, გაკვირვებული შევაჩერდი... - მხოლოდ შენ არ შეგიძლია სიყვარული... მაგრამ გიყვარს უსაზღვროდ... გიყვარს სხვა და გქვია სხვისი! იდგე მის წინ და ვერ ეუბნებოდე რომ გიყვარს.... მაგარია.... ყოჩაღ!.. — გადაიწია უკან და მონოტონურად აათამაშა საჭეზე თითები... ვიჯექი და თითქოს, გული დაეკაწრათ, უმწეოდ ვიჯექი, მძიმე კაეშანი მოსდებოდა გულს და ერთიანად დამვიწყებოდა სასაუბრო წყაროც.... - ვსო მოვედი.... — ხმაურიანად მოთავსდა უკანა სავარძელზე თაია და თითქოს ჩვენი დაძაბულობაც გაანეიტრალა... ვიჯექი ჩუმად, მთელი გზა ვუსმენდი მხოლოდ მათ მხიარულ საუბარს, ერთმანეთს საკმაოდ გაუგეს... სულ სიცილ ხარხარით მგზავრობდნენ, დაავიწყდა კიდეც თაიას ჩემი უგვანო ხასიათი მათი მომენტისთვის... ადგილზე მისულებმა, ძლივს დავარწმუნე ხიდაშელი რომ არ დამლოდებოდა, რომ წასულიყო, იმდენად გაჯიუტებული იყო მის თვალწინ დავურეკე მამაჩემს და ვთხოვე რამდენიმე ხანში გამოსულიყო, იძულებით გავუშვი, თუმცა მოგვიანებით განვახორციელე ისევ ზარი მამასთან და მოთხოვნა უმალ გავაუქმე... ეს ჩვენი საიდუმლო "ფეშენ-ბუტიკი" იყო, რომელიც ჯერ კიდევ გვიანობამდე მუშაობდა კვირის რამდენიმე დღე, ეს დამთხვევაც იყო. თითქოს ბევრი ვიარეთ, ბევრი ვარჩიეთ, თუმცა ეს მხოლოდ საუბარში გაფლანგული დრო იყო... - ეს ძალიან მომწონს, თან მომიხდა, არა? — ვიკითხე, როცა გეგაზე საუბარს შევყევით და თითქოს ეს გამოტეხვაშიც კი იზრდებოდა, - ანა გიყვარს?... კითხვაზე წამით შევდექი, სარკიდან გავხედე ჩემს უკან მდგარს... ეს კითხვა ხომ ყველაზე დასაცინი, ყველაზე ბრიყვული და უშინაარსო კითხვა იყო... - ამარჩევინე თაია! ... უკვე კეტავენ ბუტიკს! შევუკარი წარბები და ერთბაშად ჩავხსენი კაბის ელვა..... ..... - თაიაა საკმარისია, დამაგვიანდაა...— სიცილით ვეცადე თავი დამეღწია გოგოსგან, რომელიც დიდი რუდუნებითა და შემართებით მიკეთებდა მაკიაჟს. მაკიაჟის კეთება და მსგავსი საკითხები თაიას ეკუთვნოდა, ამ პროფესიას გაყოლილიყო და მეც სრულად მივნდობოდი მას. - მაცადე, ცოტა დამრჩა—გაჭირვებით ამოილაპარაკა ვინაიდან კბილებით ფუნჯი ეკავა, - ხომ იცი მძიმე მაკიაჟს ვერ ვატარებ, არც ზედმეტად მუქად მინდა რამე... - გაჩუმდები?! — დასძინა და ცოტა ხანში, სასაცილოდ დამაკვირდა ყოველი კუთხიდან, თარაზოღა აკლდა რომ მაკიაჟის სიმეტრიულობაც გაესინჯა, - შედევრია! — კმაყოფილმა, გაინთავისუფლა პირი ნივთებისგან. ხელში დაჭერილი მრავალი: წენები, ბლაში და მსგავსი ნივთებიც დაყარა სარკესთან და კიდევ ერთხელ შემათვალიერა. სიცილით ვუყურებდი მის მოსვრილ სახეს, რაც კი ზედმეტი იყო, ფხნილი, ქონსილერი თუ ტუჩსაცხი შესამოწმებლად ხელებზე წაესვა და დაღლილი სახეზე რომ მოისვამდა ხელს ან კი თმას გადაიწევდა, დასვრილი ხელით ითხაპნიდა გლუვ სახეს. გვერდზე გადავწიე სკამიანად შევტრიალდი და ცალი თვალით ჩავიხედე სარკეში, მკრთალად მოვკარი საკუთარ თავს თვალი, მაგრამ გამორჩეულს, სხვანაირს, დახვეწილსა და მიმზიდველს, ერთბაშად კმაყოფილებისგან მეცვალა მიმიკები, - ნამდვილად კარგია, კარგი გოგო ხარ... — ბავშვივით შევაქე და საჩქაროდ გადავიცვი, მუქი ბორდოსფერი შავში შერეული კაბა, ეს არ იყო მოკლე, გრძელი მარცხენა ფეხთან ღრმად ჩაჭრილი, დახვეწილი დიზაინით, წელში გამოყვანილი ზურგი ნახევრად მოშოშვლებული, უცნაურდ საუცხოოდ, ორდინალური იყო. - თვალი არ გეცეს გოგო, რა მომაკვდინებლად ლამაზი ხარ... - ფრთები მაკლია და ფერია ვიქნები— ავხარხარდი და კმაყოფილი დავტრიალდი სარკის წინ, - ეჰ! აქ არი სამართალი? რა მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გამოვტოვო. ის დანიელი, კოსტას უმცროსი ძმა, წარმოიდგინე რა სახით დაგხვდება ან კი გიცნობს? როგორ მოსწონდი გახსოვს? რა დამავიწყებს მე მის თვალებს, ყველანაირად რომ ცდილოდა გაგპრანჭვოდა, ვითომ დინჯი კაცივით მოქცეულიყო და ყოველ დღე ახალ-ახალ ქერა უცხოელ ქალებთან შემოდიოდა მაღაზიაში... დებილი! ნეტავ რა ეგონა განიშნებდა მოთხოვნადი ვარ და ხელიდან არ გამიშვაო? ზოგი როგორი ჩერჩეტია... — აქოთქოთდა თაია - თაიააა, ახლა აქ ვართ რეალობას დაუბრუნდი წარსული ჩარჩა იქ უკან... - ჰო, ჰო მართალი ხარ, მაგრამ სალფეთქი წაიღე რომ შეუშვირო მის დორბლებს... - კარგი გოგო, იქნებ დაოჯახდა კიდეც, ან კი ჰყავს შეყვარებული, პატარა ხომ არაა 7 წლით დიდია ჩემზე - ასაკი, რატომ იცი? არ მომწონს მე ეგ კაცი ანა, არ დამავიწყდება ის ესემესი შუაღამეს რომ თავისი შავი BMW ს ფოტო ჩაგიგდო და გარეთ გასვლა და გასეირნება შემოგთავაზა, არც გიცნობდა წესიერად, მაშინდელი ზიზღი გამომყვა დღესაც, - ნუ იღრინები, ვაპატიოთ ამ ერთხელ, - ახლა რომ ასეთ გალამზებულს დაგინახავს, რამე არ მიქაროს მაგ თვალხარბმა... ან ვინმე მაინც გამოგყოლოდა... ავნერვიულდი ახლა... - გოგოო, ნუ გადამრევ ნუ ცქმუტავ დამშვიდდი... - ღმერთო ჩემო! იქნებ ბევრი ხალხი არც იყოს და რამე ხაფანგია...—ტუჩებზე იტკიცა ხელი და ხანში შესული ქალივით დაიყარა კალთაზე ხელები - თაია ! გეყოფა! - მოდი ნუ წახვალ, გავლენიანი ხალხია, რამე საშიში არ იყოს, ანგელოზივით გოგო მიდიხარ მათ სახლში, იქნებ სულაც არ არის წვეულება, - თაია გეყოფა! მართლა გეყოფა! ყველაფერი კარგად იქნება რა ბებიაჩემივით ლაპარაკობ! —დავტუქსე ბავშვივით ჩამომჯდარი, უეცრად წამომხტარს შევაცქერდი, საჩქაროდ დაძებნა უჯრებში ნივთი, გაცისკროვნებულმა შემომხედა, როდესაც იპოვა და ხელში წიწაკის სპრეი შეათამაშა, ერთბაშად ჩააცურა ჩემს ჩანთაში და აღტყინებულმა მომირბენინა, - ეს ყოველი შემთხვევისთვის, ყურადღებით იყავი, ულამაზესი ხარ! - გამომწვევად ხოარ მაქვს რამე, - შენთვითონ გამომწვევი ხარ! ვერაფერ მოვუხერხებთ, სულ რომ, მეშოკი გადაიცვა მაინც ლამაზი ხარ! - შენ რანაირი დაქალი ხარ? რომელი დაქალი აქებს მეორეს? ჩვენს შორის რაღაც არ არის ნორმაში...— სიცილით მოვხვიე მხრებზე ხელები, - ჩვენ განსაკუთრებულები ვართ, — მაკოცა და თმა ხელახლა შემისწორა... ...... მოკრძალებულად დავუკარი მძღოლს თავი, თანხა გავუწოდე და მოცინარ, თვალებაციმციმებულ მამაკაცს სრულად ჩამოვშორდი... შორიდანვე მოჩანდა, დიდი დახვეწილი დიზაინით შექმნილი შენობა, შავი ფერისა და შუშების მრავალფეროვნება, თუმცა ეს თვალს სასიამოვნოდ და უცხოდ ხვდებოდა... უზარმაზარ კართან, ორი მამაკაცი ასვეტილიყო, ძეგლივით გაშეშებულები იდგნენ თითქოს უძველესი დროის სამეფო კარის კამერდინერები ყოფილიყვნენ, თანამედროვე შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილები იდგნენ დიდი ნებისყოფით, ჩუმად. თავი დავუკარი მცირედ, მათ კმაყოფილ მზერას მორცხვად ავარიდე თვალი, კარები ერთბაშად გამიღეს და წინ წასულს მომაჩერდნენ, ისეთი უხერხული იყო, თითქოს კონკია ვყოფილიყავი, ვარდისფერ შლეიფში... მივაბიჯებდი და თან ვაკვირდებოდი, დიდ სივრცეს, ძვირადღირებულ ნივთებს, თითქოს მართლაც სასახლეში შევდიოდი. მოისმოდა დარბაზიდან მელოდის დაბალი ხმა სხვა ოთახიდან კი ჭურჭელის ხმები. კარიდან მამაკაცი გამოვიდა, ერთბაშად შემათვალიერა , კმაყოფილს გაებადრა ბაგეები, რევერანსით შემეგება, დახრილმა გამომიწოდა ხელი, თავისუფალი ხელით კარები გამომიღო და ფრთხილად შემატარა დიდ კარში - საუკეთესო საღამოს გისურვებ, საუკეთესო ქალბატონო... — დააყოლა და თავისუფლება მომცა. კარში გავიდა ხელახლად მე კი მაღალზე შემდგარმა მოვავლე თვალი სახლის სავსე დარბაზს. მშვიდი, სასიამოვნო ჰანგები გაისმოდა. ბევრ, შემაღლებულ, მრგვალ მაგიდასთან მდგარიყვნენ გავლენიანი მამაკაცები, მანდილოსნებთან ერთად, თითქოს მათ გარეშე არ წარიმართებოდა წვეულება, - მოგესალმებით—შემეგება მამაკაცი და ხელი გამომიწოდა კიბეებზე, რომ ჩავსულიყავი. მეუცნაურებოდა, მსგავსი თავაზიანობა, პატივისცემა, ჯელტმენობა, პათეტიკური და დამაბნეველი იყო უცხო გარემო , თითქოს ძველ დროში დავბრუნებულიყავი, - იქნებ თქვენი მოსაწვევი მაჩვენოთ, როგორ მეუხერხულება ამის თქმა, მსგავს ვარსკვლავივით არაორდინალურ მანდილოსანს, როგორ უნდა გეუბნებოდეთ ამას...— დავიბენი, კაცი ერთიანად დაძაბულიყო, იდგა აღფრთოვანებული და ცდილობდა მაცდური, მოფლირტავე თვალებით ეცქირა ჩემთვის, - იცით, მე არ მაქვს მოსაწვევი, რადგან ბატონმა კოსტამ თავად დამირეკა, - მე მაპატიეთ, მობრძანდით აშკარად დიდი სიურპრიზი ელის, წინ გამატარა და გვერდში ამომდგარი მიმიძღვოდა მასპინძელისკენ. — შორიდანვე შევამჩნიე თითქმის შეუცვლელი, მაღალი ძლიერი აღნაგობის მამაკაცი, ხშირი წვერი დახვეწილად გამოეყვანა და ჩვეული, მხიარულებით ესაუბრებოდა წყვილს. შორიდანვე შემამჩნია, ერთიანად ეცვალა თვალები, გაცისკროვნებული, აღტყინებული წამოვიდა ჩემსკენ და მოურიდებლად დახრილი მომეხვია ძლიერად, - ანჩოო... — ამოიგმინა და ისე მეკვროდა თითქოს აღარასდროს აპირებდა მომშორებოდა, - ეს რა სიურპრიზიაა! აღარც კი გელოდებოდი, ისეთი უცნაური პასუხი გამეცი... — თვალები უკიაფებდა კაცს, ერთობ გაუხარდა ჩემი ნახვა, ამაში ეჭვის შეტანაც კი სისულელე იქნებოდა, ანაზდეულად დამატრიალა მოშორებულმა, შემათვალიერა თითქოს მოდის ჩვენებაზე ვყოფილიყავი, - გოგო! ეს რა შეუდარებელი ხარ! ანგელოზი ხარ! გაყვავებული! დაქალებული... არ ვიცი, გიჟი ხარ! ყველა დამიჩრდილე!.. როგორ მომნატრებიხარ... — ისე მგზნებარედ აღტაცებული, აღტყინებული და ემოციური იყო, სიტყვაც არ დამცალდა... - უმაგრესი გოგო ხარ რომ მოხვედი! ჩათვალე ჩემი დღის სიურპრიზი ხარ! - უღრმესი მადლობა ბატონო კოსტა... - რა ბატონო გოგო, ნუ გადამრევ ამდენი წელია მიცნობ — გამაწყვეტინა ისევ, ხელი ჩამავლო და გაურკვეველი ადგილისკენ დაიძრა, გვიან შევამჩნიე ჩვენი შემდეგი გაჩერების ადგილი, მისი ძმა დანიელი იდგა, ორ ქერა მანდილოსანთან ერთად, ისინიც მაღლები, ზედმეტად გამხდრები საკმაოდ ვულგარულად გამოიყურებოდნენ, თუმცა ორივე საკმაოდ სასიამოვნო შეხედულების გახლდათ... - ღმერთო, ანაა... —ერთბაშად წამოვიდა შორიდან მამაკაცი, მომეხვია, შემათვალიერა, გაოგნებული ვერ მაშორებდა თვალებს, - როგორი შეცვლილი და საოცრად გალამაზებული ხარ!... როგორ მოხვდი ჩვენთან? - იცით.... - მე დავურეკე, ძალიან მინდოდა მოსულიყო, რას ვიფიქრებდი ასეთი საოცრება თუ შემოაბიჯებდა ოდესმე ჩემს სახლში... — თავისებურად ჩამეჭრა უფროსი გუნაშვილი და ძმის წინ დამატრიალა, - ნამდვილად საოცრებაა...— გააგრძელა და მორიდებით მათვალიერებდა, თითქოს დაბნეული, ერთბაშად დაბრმავებული, მოჯადოვებული მომჩერებოდა, მე კი უხერხულობის ცეცხლი მეკიდა და უკვე ერთი სული მქონდა სასწრაფოდ წავსულიყავი იქიდან. მართალია მათ არცერთს ნეგატიური არაფერი უთქვამთ, პირიქით მათ ხომ თითქმის "გამაღმერთეს", მე კი სწორედ ეს არ მომწონდა, სწორედ ეს მაგდებდა საჩოთირო სიტუაციაში, მათი და მათი სტუმრების საყოველთაო ყურადღება, თითქოს მართლა რამე განსხვავებული ყოფილიყო ჩემში, მაშინ როცა დარბაზში უამრავი ლამაზმანი დადიოდა. ..... - ძალიან გამაღლებული დახვეწილი ხარ, უზადო ხარ!... — თითქმის ყოველ 5 წუთში მიმეორებდა მამაკაცი სიტყვებს, სულ დავიწყებოდა მისი ქერა მანდილოსნები, ახლა გვერდში თავად ამომდგომოდა და აღარც მშორდებოდა. ვიდექი არისტოკრატ მამაკაცებს შორის, თავად ძმებ გუნაშვილებთან, თითქოს კი რაიმე მაკავშირებდა ახალ კომპანიასთან, საშულებას არ მაძლევდნენ გავშორებოდი, ყველას მაცნობდნენ. ჩემდა გასაკვირად მცნობდნენ ეს მნიშვნელოვნად სახელგანთქმული ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ ასე საყოველთაოდ ცნობილი არ ვყოფილვარ. მონოტონური და დამღლელი იყო, მთელი წვეულება, მხოლოდ საქმეზე საუბარი, მოსაწყენი მუსიკები, დალევა, დამიანეს გვერდით დგომა თითქოს მასთან რამე მაკავშირებდა. ერთი სული მქონდა გავსულიყავი, შუშის ფასადის იქით, პატიო ტერასაზე, რომელიც დიდი ოთახივით იყო, სადაც ასევე დიდი ზომის აუზი ამშვენებდა ინტერიერს, რამდენიმე დივანი იდგა აუზთან ქვედაკუთხეში და ახლა დროებით შესვენებაც კი ცხონება იქნებოდა მრავალი ხალხისგან, მათი კომპლიმენტებისა და მოფლირტავე თვალებისგან... დროებით დასვენება... ... - აი ისიც!.. ჩვენი მთავარი გმირი! დასძინა კოსტანტინემ და ამაყად შეაჩერდა შემოსულს, დანიელმა მომხვია წელზე ხელი, დახრილმა ჩამჩურჩულა, რომ ეს იყო იდეისა და კომპანიის შექმნის ინიციატორი, მოგვიანებით გავხედე მომავალს და ჩემი ძალებიც თან გავაყოლე ჩემს მზერას... დაძაბულობისგან პათეტიკურობისგან ვძრწოდი, დაჭიმულობისგან მტკიოდა სხეული, მაგრამ არ შემეძლო მოვდუნებულიყავი, ვუყურებდი ამაყი, გრაციოზული ნაბიჯებით მომავალს, მაღალსა და მხარბეჭიანს, მის უზადო სხეულს თანამედროვე, სმოკინგი სიკვდილამდე, რომ უხდებოდა... ვიგრძენი ჩემს მჩქროლვარე გულში, როგორ ერთბაშად აინთო მოკიაფე ცეცხლი... მეცვალა ფერები სახეზე, რიდი, შიში, საბურველი, კმაყოფილება, ფათერაკი, ყველაფერი ერთობლივად ჩაიღვარა სხეულში. მოახლოებულმა შემამჩნია ბატონმა ხიდაშელმა.... მიყურებდა აღტაცებით, გაკვირვებით.., ანაზდეულად, ერთბაშად ეცვალა ჭაობის ფერი თვალები შავად, მკაცრად, ავის მომასწავლებლად და წინ ჩამოგვიდგა. ძლიერად ჩამოართვეს ხელი, უყურებდა გეგა დანიელს, თითქოს მკაცრად, ავად, გამაფრთხილებლად, მე კი ერთიანად ვიწვოდი ალმურში, - გაიცანი გეგა, ეს ჩვენი ღვთაება, დღევანდელი სიურპრიზია! ანა.. — გადმომხედა გეგამ, დამაკვირდა და თითქოს უნდა ეთქვა კიდეც რაღაც, უმალ გავუწოდე ხელი, - ანჩო ეს ჩვენი კომპანიის შემოქმედი, ბატონი გეგა! — ასევე გამაცნო ჩემი ნაცნობი, ვეცადე ჩემი მგზნებარება, ღელვა, აღტაცება სრულად დამემალა, მოვქცეულიყავი ისე როგორც უცნობი, არც კი ვიცოდი რატომ გადავწყვიტე, რომ "ნაცნობი" უცნობად გამესაღებინა, მაგრამ ეს სრულიად დაუფიქრებელი საქციელი იყო... - სასიამოვნოა ბატონო გეგა — დავსძინე და აკანკალებული გაყინული თითები შევაგებე მის მხურვალე, ლამაზ, უხეშ თითებს. მისგან პასუხი არ მსმენია, ერთბაშად მკაცრი მზერა დამასო, თითქოს, მარტო რომ ვყოფილიყავით, იქვე გამომასალმებდა სიცოცხლეს... - გასაკვირია ბატონებო! ასეთი უცხო, რომ ასეთ ხალხთან დგას...— სეტყვასავით დამეყარა მისი სიტყვები, მისი სიმკაცრე იმდენად მჭახედ გაისმა, მეტად შემეშინდა მისი პირქუში მგზნებარების. ვინანე, რომ არ ვთქვი, არ გავაჟღერე მისი ცნობა, თუმცა უკვე ძალიან გვიანი იყო, - გეგა, ეს ისეთი ადამიანია ისე გამახარა დღეს, როგორ ვაკადრებ სხვასთან, უცხოსთან დგომას, თან ჩემი ძმის გვერდით საკმაოდ დაცულადაა, არც იმის შემეშინდება ვინმემ რაიმე აკადროს... — კოსტას ეს სიტყვები ნამიოკადაც კი მომეჩვენა, მომხვია კაცმა წელზე ხელი და ძმის სიტყვებს ამ ქცევით დაეთანხმა. უხერხულობისგან გამაკანკალა თუ შიშისგან თავადაც ვერ გამეგო, გეგას ავი მზერაც ნემსივით მერჭობოდა. დაიწყო კოსტამ მოყოლა, თუ როგორ გაგვიცნო, თუ სად გვნახა, როგორ ვუყვარდი ყველას, ან კი რას ვაკეთებდი... უამენდა ამას დანიელიც... - მე იშვიათად მივდიოდი, კოსტა იყო ხოლმე მუდმივად ფილიალში, სანამ ავიყვანდით კადრს. საღამო იყო, რამეს ვიყიდი-მეთქი, რომ შევედი, მაღაზიაში მარტო იყო, ხალხი რომ არ იყო, ტელეფონში ჩაერთო რაღაც მუსიკები, ცეკვავდა, ისე ლამაზად აქნევდა თეძოებს, რომ არ შევემჩნიე ალბათ დიდხანს ვუყურებდი —გაიცინა დანიელმა, თითქოს ამით უხერხულობა სულაც არ შემიქმნა - სწრაფად გათიშა ტელეფონი, რომ შემამჩნია, ვერ დაგინახეთო ბოდიში მომიხადა და ისე მხიარულად გამიცინა აჭარხლებულმა, არასდროს დამავიწყდება.... — ჰყვებოდნენ მსგავს ამბებს, ჩემთვის უხერხულსა და გეგასთვის გამაბრაზებელს, ეს უკანასკნელნი ისე მგზნებარედ და მოჯადოვებულები ჰყვებოდნენ ამ ამბავს, თითქოს ყველაფერი გაეგო გეგას რაში იყო საქმე, ვუყურებდი მის დაბერილ ვენებს, ყოველ დანიელის შეხებაზე ქვედა ტუჩს მოიქცევდა ხოლმე კბილებში და თავდახრილი უყურებდა დანიელის ხელს ავად... მოგვიანებით შემოგვიერთდნენ, ზემოთხსნებეული გოგონები, დანიელის მანდილოსნები, რუსული აქცენტით, რომელიც გეგას ამოუდგნენ გვერდებზე, დიდი სიყვარულითა და მაცდური სინაზით მოიკითხეს მამაკაცი, ერთმა ხელკავი გამოდო მეორემ მკალვზე ჩაავლო ხელები და მხარზე ჩამოადო თავი... ვუყურებდი გაკვირვებული, გაღიზიანებული, მძრწოლვარედ, თითქოს ახლა დასრულებულიყო გეგას ეჭვიანობა ახლა სამაგიეროს გადახდის დრო იყო. - ნუ შეაწუხებთ, აშკარად უსიამოვნოდაა კაცი! ვერ ხედავთ, როგორ დაბერვია მკლავებზე ვენები! — მკაცრად გადასძახა ხნიერმა კაცმა გოგონებს, რომელთა საქციელიც საერთოდ არ მოსწონდა მამაკაცს, - უბრალდო სცხელა ბატონო არჩილ, ჩვენ ვიცნობთ უფროსს,— საპასუხოდ კიდევ ჩამოაყრდნო ნიკაპი მხარზე ხიდაშელს, - ჰოდა მითუმეტეს თუ სცხელა! გაეცალეთ, რაღაც არ სიამოვნებს! მხოლოდ სიცხისგან არ დაებერებოდა ყელზე ძარღვები! — მამაკაცს აშკარად ეშინოდა ხიდაშელის, მის სიტყვებში გეგაზე ღელვა საერთოდ არ იკვეთებოდა, მას საკუთარი შიში ჰქონდა გეგას მიმართ, თითქოს კაციჭამია ყოფილიყოს. გოგონებმა უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკეს, თუმცა პოზიცია არ შეუცვლიათ... გადიოდა დრო, ვუსმენდი მათ საუბარს, ვუყურებდი გეგას ავ მზერას, რომელიც მე სულაც არ მიყურებდა... ვუყურებდი გოგონებს, და გოგონას, რომელიც გეგას მკლავზე დაბერილ ძაღვებზე დაატარებდა თითებს, მაკანკალებდა, ბრაზისგან და ზიზღისგან ვძრწოდი. მაღიზიანებდა გეგა, არაფერს, რომ აკეთებდა და გოგონებიც, რომლებიც შეუსაბამოდ იქცეოდნენ.... ნახევარი საღამო ვცდილობდი, დამეჭირა დისტანცია დანიელთან, ამერიდებინა მისი შეხებები, მისი სიახლოვე და ყველაფერი, რადგან გეგას მძვინარება ამერიდებინა თავიდან... ჩვენს გარშემო შეკრებილიყვნენ, გავლენიანი მამაკაცები, საუბრობდნენ საქმეზე და ისე მკითხავდნენ აზრს თითქოს რამე გამეგებოდა მათ საქმეზე, მიუხედავად ჩემი ემოციებისგან უილაჯო მდგომარეობისა მაინც შემეძლო გამეცა მათთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი და მათ აღფრთოვანებას, მხოლოდ ღიმილით ვხვდებოდი... იწელებოდა საღამო ისე, როგორც გარმონი... მოსაწყენი იყო ისე, როგორც მუდმივი ერთფეროვანი ცხოვრება, ისე გამაღიზიანებელი სანახავი იყო, გეგას ყურება, მის სხეულზე მოთარეშე გოგონებითურთ, როგორც არაფერი! ბოდიში მოვიხადე და პირქუში მგზნებარებისგან გათანგული, მაინც მოხდენილად გავშორდი მათ, კუთხეში მდგარ ქალბატონს ვკითხე საპირფარეშოს საით ვნახავდი და შესვლისთანავე ისე ამოვისუნთქე, თითქოს თითოეული ზიზღი და ბრაზი თან გადავაყოლე... დავეყრდენი, ნიჟარას, ჩავაჩერდი საკუთარ თავს თვალებში და ღრმად ამოვიხვნეშე... საკუთარი თავის შეთვალიერებაც კი ვერ მოვასწარი, ძლიერად შემოღებულ კარებზე შევცბი, სწრაფად დავაკვირდი სარკეშივე შემოსულ მამაკაცს, შიშით დავწვდი ჩანთას, იქ ხომ სპრეი მეგულებოდა, მოულოდნელობისგან ჯერ ისევ შეშინებული შევტრიალდი შემოვარდნილი ხიდაშელისკენ ერთბაშად რომ გადაკეტა კარი, - რას აკეთებ?! - შენთვითონ რას აკეთებ?! - საპირფარეშოში შემომივარდი გეგა! - დაგეკეტა და არ შემოვვარდებოდი! მიყურებდა მკაცრად და მოიწევდა ჩემსკენ - რა გინდა?! - შენთვითონ რა გინდა?! ან აქ რა გინდა?! ან რატომ არ თქვი, რომ მიცნობდი?! — დიდი მონდომებით ცდილობდა გაეკონტროლებინა, ტონიც და ბრაზიც, რომელიც ძლიერი ტალღასავით აწვებოდა ვენებში, ეს ძალიან მიმზიდველსაც კი ხდიდა, თუმცა მისი სიბრაზე, მხოლოდ მაშინებდა, - ხომ მოყვნენ გეგა? ყველაფერი თქვეს, აღარაფერი მაქვს მოსაყოლი! გადი აქედან! - რატომ არ თქვი, რომ მიცნობდი?! რატო დამალე?! შეგრცხვა?! ისევ ჭაობში ჩავარდნილი ხოარ ვარ ეს დედაატირებული?! რატო არ თქვი... - ნუ მიყვირი! — მის აწეულ ხმას ავუყოლე ხმა და მისკენ მძვინვარედ წავიწიე - არ ვიცი! არ ვიცი რატომ არ ვთქვი! შემეშინდა და იმიტომ! და საიდან მოიტანე რომ შემრცხვებოდა უწინდელი გეგას ცნობის! ან საიდან მოგაქ ეს სისულელეები! როდის უნდა გამიცნო! როდემდე გეგონები აუტანელი ფულის ხამი! დავიღალე მსგავსი რეპლიკებით და ნამიოკებით! შენი მეშინია გეგა! შენი საქციელების კულმინაციის მეშინია! შენი ცვალებადი სიმშვიდის მეშინია! და იმის მეშინია რომ საერთოდ ვერ შევძლებ უწინდელივით დაგაწყნარო!.. მოეშვი ამ უაზრო ლაპარაკს! ყოველ ჯერზე ნუ მტკენ! ვიღლები გესმის?! მეტი აღარ შემიძლია!.. — ვუყვიროდი და ვცდილობდი მოზღვავებული ტკივილისა და ნეგატივისგან არ გადმომეყარა ცრემლები, თავზე გადაისვა ხელი ნერვოზულად, კარებს აეყრდნო და წამით მიაყრდნო თავიც კარებს... - ვიცი რომ ასეთი არ ხარ... უბრალოდ არც მე ვიცი რა შეიცვალა შენში! მეც მაშინებს ის ფაქტი, რომ შეიძლება შენში მსგავსი აზრები და დამოკიდებულებები შეიცვალა გესმის?... — ერთბაშად დაუწყნარდა ხმა, - მაგრამ არ ნიშნავს იმას რომ ყოველჯერზე მატკინო! მე მხოლოდ ვიზუალურად შევიცვალე შენთან შედარებით! — - ვერ ვაკონტროლებ ბრაზს! და ბრაზის ფონეზე სიტყვებს შენთან! შენთან ვკარგავ კონტროლს! — წამოენთო ისევ, წამოწია თავი და დამაკვირდა მკაცრად - მაგიჟებს, რომ გეხება! ცუდად მხდის! ადამიანის კალაპოტიდან მაგდებს ამდენი მოთმინება! მაგიჟებს ის ფაქტი რაც ჩემი მოსვლისას გააკეთე! ხელი ისე გამომიწოდე თითქოს მართლა პირველად მხედავდი! რაზე ფიქრობდი ანა?!. ის ც ჩემს დასანახად მეტად გეხება, გონია, რომ მახარბებს, გონია რომ ახლა ახალი და თან ის ქალი ჰყავს გვერდით, რომელიც დარბაზში ყველაზე რეიტინგულია! მაგიჟებს, რომ ვხედავ, როგორ გავიწროვებს! ვხედავ, როგორ ცდილობ აირიდო შეხებები და მე ვდგავარ ესე ყ... ვით! ვერაფერს ვაკეთებ! იმიტომ, რომ არ გიცნობ!! — აუწია ტონს და ძლიერად დაარტყა მუშტი კედელს, ტკივილისგან გამაჟრჟოლა, შევკრთი, შემეშინდა... შემაშინა მისმა მგზნებარებამ, მისი სიტყვების გააფთრებულმა კილომ და იმ ავმა, კუშტმა გამომეტყველებამ, რომელიც რისხვით შეყრილ წარბებქვეშ მომზირალ თვალებში ედგა. - მართლა დავიბენი, რომ დაგინახე. არ გელოდი და არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა, დამვიწყებოდა ნათქვამი რომ გქონდა ისეთი კომპანია რომ შექმენი, რომელიც საქართველოში აქამდე არ იყო, ვერ მივხვდი... მართლა — ეს თავის მართლებას ჰგავდა, კიარ ჰგავდა თავის მართლებაც კი იყო, თუმცა ისე შემაშინა მისმა ბრაზმა, თავად მოვუხმე ჩემსკენ, მოვწიე ახლოს, ფრთხილად და შიშით შევეხე მკერდზე მის ჰალსტუხს, ვიცოდი როგორ უჭირდა მოთმენა, მხოლოდ ყურებდა და დაიგნორება, ეს ხომ თავადაც გამოცდილი მქონდა. ჩემსკენ მოვწიე, თავად მივეყრდენი ნიჟარას და მისი გაწითლებული მუშტი საუბარშივე შევუშვირე ცივ წყალს, - უნდა გეთქვა! გუშინ არ უნდა დაგემალა რისთვის მოდიოდი, - ჩვენი ურთიერთობა ამ დონეზე დალაგებული ვერ მგონია ჯერ... — მის დამშვიდებულ ხმაზე გამეღიმა, მეკავა მისი ხელი და თან დავხედავდი ხოლმე გაწითლებულს ცივ წყალში, - უკვე ნერვებზე მოქმედებს ეს დაულაგებელი ურთიერთობები! - საინტერესოა კიდევ რა გღლის...— ერთბაშად დარბაზში წარმოდგენილ წეღანდელ სანახაობაზე, მკვირცხლად ავხედე, - ანუ? - მაგალითად, მე ძალიან მღლიან, ქერა გოგონები! იმაზე მეტად ვიდრე ეს არეული ურთიერთობა... — ვსაუბრობდი მშვიდად, აუღელვებლად ვაკვირდებოდი მის წამებში შეცვლილ კმაყოფილ ბაგეებსა და თვალებს. თავად გამოსწია ხელი წყლიდან, ონკანიც თავად შეწყდა, დაეყრდნო ჩემს თეძოებს გვერდით ნიჟარას და ჩემს სიმაღლემდე დაიწია. - მართლა? წარმოიდგინე შენი შეცდომა რომ არა მათ ადგილას იქნებოდი თავად... - ჰოო? ნუ გამომიწვევ ძვირფასო... — ჰალსტუხი შევუსწორე, მაცდური ღიმილით და თითქოს კიდევ მოვიზიდე ჩემსკენ, მომწონდა რომ სიმშვიდემ მოიცვა მისი პეთეტიკურობა, დამშვიდდა და მომენდო სრულად, როგორც უწინ - თორემ რა იქნება, 'ანჩო'? — ღიმილი უკრთოდა ბაგეებში, ჩემს ბაგეების წინ, დამყურებდა ტუჩებზე კმაყოფილი, მოულოდნელად გააჯავრა კოსტას მომართვას... - თორემ ანჩო, სრულიად თავდაყირა დაგიყენებს, საათივით აწყობილ კომპანიას... შენი ქერა გოგოებითურთ... — წავიწიე მისკენ, ის ის იყო მის ათრთოლებულ ტუჩებს შევეხებოდი, უმალ ავუარე გვერდი ღიმილით და გასვლა დავაპირე, სწორედ მაშინ დააკაკუნეს კარზე... დაძაბულმა გავხედე გეგას, მანიშნა ხმა არ ამომეღო და მომიახლოვდა, - ხმა რომ ამოიღო დაგელოდება, როდის გახვალ და მე ნამდვილად არ მინდა ვუყურო ვიღაცას, როგორ იკმაყოფილებს ბუნებრივ მოთხოვნილებას... — ჩამჩურჩულა უკმაყოფილომ და ძლივს შიკავე თავი არ გამცინებოდა, - ასეც დაგველოდება, რას შემომივარდი საერთოდ! — ცრუ ბრაზით დაბალხმაზევე გავეცი პასუხი და კარებს მივეყუდე, - დამშვიდებული გავდივარ აქედან ვერ ხედავ? ღირდა... — ხმაური რომ აღარ განმეორდა, ცოტახანს დაველოდე და პირველი თავად გავედი.... მომდევნო ხანი საკმაოდ მშვიდად განვითარდა, გეგას მზერაც მხოლოდ ყურადღებიანი და კონტროლირებადი გახდა, ბრაზის გარეშე... ვიდექი დანიელის გვერდით უკვე თავისუფლად და მოხერხებულად ვუსხლტებოდი თითქოს ხელიდან... ჩემი სანუკვარი დივანიც კი ჩავიგდე ხელში, ტერასაზე გასული ჩამოვჯექი რბილ დივანზე და დაღლილ-დაქანცულ ფეხებსაც ერთბაშად დაუარა თავისუფლების სიამოვნებამ, თუმცა დიდხანს არ დამცალდა სიმარტოვისგან გამოწვეული დასვენება... მომიახლოვდა ნაცნობი მამაკაცი, შორიდან შემემჩნია დაქირავებული ფოტოგრაფი, რომელიც ახლა ჩემს წინ გაცისკროვნებული თვალებით ჩამოდგა, - მოგესალმებით ქალბატონო ანა! შეიძლება ჩამოვჯდე? — ისე თავაზიანად და მოწიწებით იკითხა კაცმა, უხერხულად უმალ ჩავიწიე. საკმაოდ ასაკიანი იყო იმისთვის რომ მსგავსად დიდგვაროვანი ქალბატონივით მომპყრობოდა, - რა თქმა უნდა, დაბრძანდით— ვანიშნე და სწრაფად ავაცალე ჩანთა, - მე ოთარი გახლავარ! ერთი სფერო გვაქვს მინდა გითხრათ. საკმაოდ კარგად გიცნობთ ასე გაზეთებიდან და საკმაოდ მოთხოვნადიც ხართ! ყოველთვის ძალიან მინდოდა თქვენი პირადად გაცნობა. ჩემი შვილიშვილიც დაინტერესებულია ამ პროფესიით, თქვენ ფოტოებს ბეჭდავს და ოთახში აქვს გამოკრული, თქვენ გადაღებულ ფოტოებზე საოცრად შეყვარებულია... დღეს გავახარებ გავიცანი-მეთქი, - ღმერთო ჩემო, როგორ დამაბნიეთ, არც კი ვიცი რა გითხრათ, თან მიხარია, მაგრამ ამავდროულად მრცხვენია, არც ისე ცნობილი ვარ რომ... - ძალიან წარმატებული ხართ... ჩვენ ვინც ამ სფეროს მივყვებით, რა თქმა უნდა იმითაც ვინტერესდებით რომელი ფოტო-პორტრეტები ვისი ნახელავია, ყოველთვის მითითებულია ეს სურათზე და ყოველთვის აღტაცებით ვუცქერ ხოლმე.... - დიახ მე მოდისა და პორტრეტის ფოტოგრაფი ვარ, თქვენ რომელ მიმართულებაზე ხართ? - უმეტესწილად ქორწილისა და ღონისძიებებზე მიხილავთ, მაგრამ პრაქტიკებსაც გავდივარ მოდის ფოტოგრაფიაზე... - ძალიან სასიამოვნოა, თქვენ შვილიშვილს გადაეცით, რომ ძალიან ბევრ წარმატებას ვუსურვებ! ისევე, როგორც თქვენ! - დიდი მადლობა, ისე მინდოდა ოდესმე ერთად გვემუშავა, ლამისაა ოცნებად მექცეს... იქნებ კი ოდესმე დავემთხვეთ სადმე, - კეთილი, გპირდებით უახლოეს მომავალში ამ სურვილს შეგისრულებთ — თითქმის კაცური პირობა დავუდე ისე ჩამოვართვი ხელი პირობის განსამტკიცებლად... - დიდი მადლობა, - მადლობა თქვენ ასეთი დაფასებისთვის ბატონო ოთარ! — რაღაცის თქმა დააპირა კაცმა, სიტყვა არ დასცალდა, შორიდან დამიძახა კოსტანტინემ, უმალ წამოვდექი ბოდიშის მოხდით და ხალხმრავალ დარბაზს შევუერთდი. ფრთხილად შემოიტანეს დიდი ზომის შენობის გამოსახულებით ფერადი ტორტი და შემაღლებულ სცენაზე გაჭირვებით შემოდგეს. "სცენაზე" კონსტანტინე გამოვიდა სიტყვით, ხალისითა და კმაყოფილებით მოუხადა მადლობა დამსწრეებს და გეგა მიიხმო - პირველს რიგში მადლობა, რომ მოხვედით, დაინტერესდით... ძალიან ბევრ ნიშნავს, ეს ჩვენთვის და ჩვენი ახალი კომპანიისთვის. გვჭირდება მისი არსებობის გავრცელება, ცნობადობა, რომ ხალხს გავაცნოთ ეს ყოველივე. თქვენი მოსვლა კი ძალიან დასაფასებელია. წინასწარ გისურვებთ წარმატებას დამწყებ პირებს, ვეცადე თქვენზე მორგებული გრაფიკები და შრომის შესაფერისი თანხა გამეცა, მაგრამ თუ ვინმეს პრეტენზია აქვს... უკმაყოფილება თავისუფლად შეგიძლიათ გამოთქვათ... — განაგრძო ხიდაშელმა საუბარი, დინჯად, სრულყოფილად. გაგვაცნო კომპანიის შესახებ თითოეული, დეტალი, მეც ისე გულითადად ვუსმენდი თითქოს მეც ვალდებული ვიყავი დამეზეპირებინა თითოეული მისი სიტყვა, ერთბაშად მივხვდი რომ სიამოვნებითა და სიამაყით ვუჭვრეტდი ამ ამაყსა და ძლიერ მამაკაცს... ყველა წინ შეიკრიბა, კოსტასთან ერთად სცენის პირდაპირ ვიდექი, ტორტი აანთეს, მისი გაჭრაც დიდი დღესასწაული იყო, გეგას სახეზე კმაყოფილი ამაყი ღიმილი კრთოდა, კოსტა კი ამას დაუფარავად გამოხატავდა, ერთიანად აღტყინებული დარბოდა აქეთ-იქით, რადგან კი გეგა და კოსტა იყვნენ კომპანიის მთავარი შემოქმედნი, მათ უნდა გაეჭრათ ეს მნიშვნელოვანი ტორტი, მუსიკა გაჟღერდა, განათდა "სცენაც" ერთბაშად გადამდებოდა გეგას ბედნიერება, ვიღიმოდი ყურებამდე დაუფარავად, მგზნებარებით. - მოდიი ჩვენთან მოდი, — უმალ გამომიწოდა კოსტანტინემ ხელი ხმარუში, სცენაზე ასასვლელად, - არა სირცხვილია მე რა შუაში ვარ? — ერთბაშად დაბნეულმა მიმოვიხედე, სირცხვილისგან შემეფარკლა ღაწვები კაცი არ მომეშვა ჩავლებული ხელით ამწია სცენაზე და გეგასა და ტორტისკენ მიმაცილა, უკვე მოეთავსებინა გეგას დანა ხელში, სირცხვილისგან ვაცეცებდი თვალებს, ჰკითხა კოსტამ წინააღდმეგი ხომ არ იყო მათთან ერთად რომ გამეჭრა ტორტი, გაეღიმა მხოლოდ, მცირედ გააქნია თავი და დანა მაგიდაზე დადო, თვალით მანიშნა ამეღო, მოკრძალებულად დავწვდი დიდ დანას, გეგას წინ ჩამოვდექი, ფრთხილად და ნაზად შემეხო მისი ხელი ხელზე, რომელშიც დანა მომეთავსებინა და უკვე სხეულზე მოკრულსაც ავხედე წამით. ეს საერთოდ არ ჰგავდა უცნობობას ან კი ახლად გაცნობილთა ურთიერთობას, ეს სიახლოვე ეს შეხებაც დიდ ქიმიასა და ძაბვას ატარებდა, კოსტაც ამომიდგა მეორე გვერდით სანამ ისიც ამ ერთ დანას დაწვდებოდა ჩვენი ხელებითვე, უმალ გაქრა ადგილიდან, ფოტოგრაფებს მიაწოდა რაღაც, ძმას აფრთხილებდა საჩქაროდ... - ასე დაძაბული ნუ ხარ... — ხიდაშელის დაბალ ხმაზე კიდევ მეტად დავიძაბე, წამით შემახო წელზე ხელი და სწორედ ამ წამებში ვიგრძენი ელექტრო ტალღა, მთელ ტანში ციებ-ცხელებასავით დამიარა ჟრუანტელმა... - ეს ხომ არასწორია, საერთოდ არ უნდა ვიდგე აქ! - მართალია... მაგრამ ხომ უნდა გავიაროთ ტორტის დაჭრის პრაქტიკა ქორწილამდე, — ჩამჩურჩულა ვერ შეკავებული სიცილით, უნებურად გამეპო ბაგეები სიცილით ავხედე - ნორმალური ხარ?! რეებზე საუბრობ! — გავუწყერი მოჩვენებითად, - ჩვენ ტორტი უფრო დახვეწილი გვინდა მგონი... - გაჩუმდი უკვე! — სიცილით ვუყურებდი ტორტს და სირცხვილისგან ალმურ მოდებული ვოცნებობდი, როდის მოვიდოდა კოსტა, - შენი კაბა, სექსუალური არ გგონია? — კიდევ დასვა კითხვა, გამეღიმა, ავხედე მაცდური, მშვიდი ღიმილით და შევაჩერდი მის მოახლოვებულ ბაგეებსა და ჭაობისფერ ირისებს - მოისვენე ბატონო გეგა და უკან დაიწიე, არასწორს ნუ აფიქრებინებ ხალხს, - შენგან წამოსული სიამოვნება მიკრობს ანდამატივით, მე არაფერ შუაში ვარ. - თავხედი ხარ ბატონო ხიდაშელო! — დავუწვრილე თვალები და მოსული კოსტანტინესთვის ადგილის გამოსაყოფად კიდევ მეტად ავეკარი ხიდაშელს - აბა! სამი.... ორი.... ერთი! დაიძახა გუნაშვილმა და ტორტიც ერთბაშად გაიჭრა... .... - გისმენ დეე, - მალე მოხვალ? - იცი, არც კი ვიცი ალბათ მალე წამოვალ უკვე მეც ძალიან დავიღალე, — ვიდექი აუზთან, მას შემდეგ რაც დედამ დამირეკა და მშვიდად ვესაუბრებოდი აღელვებულს, - ჰო, მალე წამო რა დე, გვიანია უკვე ძალიან და გინდა მამაშენი გავაღვიძო, ამ ღამეს მარტო ხომ ვერ წამოხვალ, - არა არ გინდა, ტაქსით წამოვალ... - ისეც ვნერვიულობ, არც კი ვიცი ვისთან ხარ, ვინ არიან ეგ ბიჭები ერთი მაცოდინა, ნიკას ხომ არ დავურეკო, ასე მარტო რომ ხარ სახიფათოა, - არა დე! არც გაიფიქრო, არანაირი ნიკა! თუ რამე დამჭირდება გეფიცები დაგირეკავ, ყველაფერი რიგზეა... უნდა წავიდე ბევრს გკოცნი... - მოერიდე აცანცარებულ ბიჭებს... ყურადღებით იყავი, მიყვარხარ - მეც მიყვარხარ.... — ტელეფონი მშვიდად გავთიშე, მოტრიალებისთანავე შევამჩნიე მომავალი ოთარი. ღიმილით შევეგებე მამაკაცს, პირველივე მისი ქცევა ხელში არსებული მყარი თეთრი ქაღალდების გამოწოდება იყო, გამოვართვი გაოგნებულმა და დავხედე ფოტოების უკანა ყდას, - ეს ფოტოები თქვენთვის მინდოდა, ამ უკანა მხარეს კი ჩემი საკონტაქტო წერია, თუ კი ოდესმე დაგჭირდებათ, დამიკავშირდით თუ შეიძლება - კეთილი, უღრმესი მადლობა... — გავუცინე და მის ნომერს სანამ ამოვიკითხავდი კაცი ადგილიდან გაქრა, მდორედ, მოზომილი ნაბიჯებით წავიწიე სავარძლისკენ, მშვიდად ჩავესვენე მასში და ფოტოები ამოვატრიალე. ოხ! ეს კადრი, როგორი ძლიერი ემოციისა და ქიმიის გამაჟღერებელი იყო, ერთიანად ამიჩქროლდა გული, ვუყურებდი ფოტოს სადაც, თითქმის საათის წინანდელი, მომენტი აღბეჭდილიყო. დაჭიმული კისერი დაჭიმული სხეულით, თითქოს შევკრთი იმ მომენტში, ვიდექი გეგას წინ ჩემსკენ დახრილს თითქმის მიენაბა თვალები, თმასთან ახლოს თითქოს ღრმად ისუნთქავდა ჩემ სურნელს, ეს მომენტი იყო როცა წელზე წამიერად შემახო ხელი, ფოკუსი და სიღრმე, ფერი და ტონალობა ნამდვილად დაუწუნებლად შერჩეული იყო, თითქოს დიდი რუდუნებითა და მონდომებით ცდილობდა ჩემს გახარებასა და მობაძვას, ემოცია და ისტორია იმდენად გარგად აისახებოდა ფოტოებში, შეუძლებელი იყო ვინმეს მაინც ვერ აღექვა ისე, როგორც რეალურად მოხდა. დეტალებიც ისე პროფესიონალურად შემჩნეული და დაჭერილი იყო, თითქოს ჩასაფრებული ელოდა ამ ერთ მგზნებარე მომენტს ფოტოსთვის. შემდეგ ფოტოზე ერთიანად გაცისკროვნებული, სრულად გახნილი სახით ვუციცინებ თვალებში ასევე მოცინარ მამაკაცს, ეს მომენტი იყო, როცა ქორწინებაზე ეთქვა სიტყვები, ვიცინოდით ორივე, ჯადოსნური განსაკუთრებულად ლამაზი ღიმილით და შევცქეროდით ერთმანეთს არა ვნებით, არამედ უცნაური მზერით სადაც პატივისცემაც დიდი ოდენობით გამოიკვეთებოდა. მესამე ფოტოში, ვუყურებ მის ბაგეებს, დამცქეროდა მრავალისმეტყველი თვალებით, მომღიმარი ბაგეებით გაჰყოლოდა ჩემს მზერას, ვუყურებდი და მხოლოდ ფოტოთი ვგრძნობდი მრავალ ემოციას, შემდეგი ორი ფოტო კი ყოველგვარი ჩვენი მაიმუნობის გარეშე გადაღებული იყო ბატონ კოსტასთან ერთად, ჩემი სახეც საკმაოდ ნათელი და ხალისიანი იყო ... - რას უყურებ? — ანაზდეულ ხმაზე შევკრთი, ერთბაშად შევაგროვე კალთიდან სურათები და ჩანთაში მოვათავსე, - არაფერს, უფრო სწორად რაღაც ვნახე და უკვე მოვრჩი... — დაბნეული ვუყურებდი ხიდაშელს - მეც მაჩვენე... - ეს მხოლოდ ჩემი იყო, — ამოვილაპარაკე და გვერდზე ჩამომჯდარს შევაჩერდი, - რა უნდოდა? — თვალით მანიშნა ფოტოგრაფზე, - ცოტახნის წინ გავიცანი, საკმაოდ თავაზიანი და კარგი ადამიანია, უბრალოდ მთხოვა ოდესღაც მნიშვნელოვანი ფოტოსესია მასთან ერთად მომეწყო, პირდაპირ ასე არ უთქვამს, მაგრამ ასე გამოვიდა... - მერე რას აპირებ? - რა თქმა უნდა როცა შევძლებ აუცილებლად ვთხოვ დახმარებას. — დროებით დავდუმდით, მიყურებდა მხოლოდ და დივანზე მოხვეული ხელი, რომელიც ჩემს თმაში მკრთალად შეცურებინა, თითებს ათამაშებდა, - დაგვინახავენ გეგა, - მერე რა? ჩვენ ხომ უკვე გავიცანით ერთმანეთი? ტორტიც კი გავჭერით ერთად... — გაიღიმა - მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ჩემს თმაში ათამაშო თითები, - მოეშვი რა... - დავიღალე ისედაც, ცოტახანში წავალ... - მამაშენი მოვა? - არა, ნიკა გამიყვანს... — ნიშნის მოგებით გადავხედე, ცრუ ინფორმაციით - საინტერესოა, სანამ წახვალ მითხარი, რაღაც სალაპარაკოც გვაქვს... - თქვენ რა სალაპარაკო გაქვთ? — ისე შევიცხადე თითქოს ერთმანეთი აქამდე არ ენახათ - ბევრ თემას წამოვდეთ ხელი ქორწილში, სანამ შენ ციცოს ჭორაობას უსმენდი... — გამეცინა, უმალ გავხედე მოახლოებულ გოგონებს, სწრაფად გავიწიე წინ, რომ გეგას თითები ჩამომცილებოდა, მან კი ჩვეული სიმშვიდით ახედა ქერა გოგონებს, - ბატონო გეგა, არ წამოხვალთ? ვიდეო კოლაჟის დროა... სასაცილოდ დაიკლაკნა გოგონა თითქოს დენმა დაუარა, მშვიდად გადმომხედა ხიდაშელმა, უმალ წამოდგა მიუახლოვდა გოგონებს და მათაც ერთბაშად გახლართეს გეგას მკლავებში ხელები, შუაში მოაქციეს მამაკაცი და გვერდებიდან დაეკიდნენ გამაღიზიანებლად, წავიდნენ მშვიდად, აუჩქარებლად... მეგონა 70 წლის გავლენიანი მამაკაცი იყო, როგორც ფილმებში, ყველა მდიდარ მამაკაცს, გოგონები, რომ უმშვენებდნენ გვერდებს, ბრაზისგან ვაღრჭიალებდი კბილებს. წამით შედგა ხიდაშელი, გამომხედა ირონიული ღიმილით, - არ მოდიხარ? — იკითხა კმაყოფილმა და მეც უმალ წამოვდექი, ბრაზითა და გმინვით, - რა თქმა უნდა ბატონო გეგა! რა თქმა უნდა! ამოვიგმინე და უკან მივყევი.... .... ვიდექი დანიელის გვერდით, დარბაზში შუქები სრულად გაექროთ, მხოლოდ დიდ კედელზე აშუქებდა პროჟექტორი, საკმაოდ მკაფიოდ მოჩანდა ყველაფერი და გადიოდა მოკლე კოლაჟი, თუ რამდები შრომა საინტერესო მომენტი და წვალება დასჭირდა ამ ყველაფერს, ვიდექი უამრავ ხალხს შორის დანიელის გვერდით და ვერაფრით ვაშორებდი თვალს ხიდაშელს, რომელიც საკმაოდ მოშორებით იდგა მის გოგონებთან ერთად, ვცდილობდი დანიელის არასასიამოვნო შეხებებისთვის ამერიდებინა თავი, მომხვევდა ხოლმე წელზე ხელს, უხერხულად და უსიამოვნებისგან ვიბნეოდი, ხმასაც ვერ ვიღებდი სიმორცხვის გამო, ის ხომ საკმაოდ გავლენიანი პიროვნების ძმა იყო. მიყურებდა დანიელი, მხოლოდ მე, უხერხულად შევხედავდი ხოლმე თვალმოუშორებელს. დროებით დამტოვა გუნაშვილმა. მოვავლე ხიდაშელს მზერა, რომელიც უკვე მიყურებდა, თვალით მანიშნა სად წავიდაო, მხრები ავიჩეჩე, მომიახლოვდა შედარებით ახლო მანძილზე ჩამოდგა, ორი წყვილის იქით. დაბრუნებულ გუნაშვილს, არეული თვალები ჰქონდა, სუნთქვას ირეგულირებდა თითქოს, გამიღიმა და მოჩვენებითად განაგრძო კოლაჟის ყურება. ყველა გართული ვიყავით უკვე კოლაჟით, ანაზდეულად დარბაზში სრულად გამოირთო შუქები, ჩაბნელდა და ჩაშავდა თითოეული ადგილი,მრუმედ მოჩანდა კედლები, ახმაურდა და აირია ხალხიც, ვიდექი დაბნეული, შორიდან ისმოდა კოსტანტინეს ხმა რომ ახლავე ყველაფერს მოაგვარებდა... არავინ ჩანდა ხალხის ლანდიც კი არ მოჩანდა, ხმაურობდნენ გამაყრუებლად, უნებურად ამიჩქროლდა გული, თითქოს წინასწარ იგრძნო სახიფათოდ მოვარდნილი ტალღა. უმალვე ვიგრძენი მკლავები სხეულზე, შემეშინდა, ვიგრძენი ხელები კაბის ჭრილში რომ შეაცურეს... ვძრწოდი ენა გადავყლაპე, შველაც ვერ ვითხოვე, ვცადე სასწრაფოდ გავშორებოდი მაგრამ გავქვავდი, გამაკავეს ხელებმა, ვგრძნობდი კაბის ჭრილში საცვლებისკენ, რომ მიასრიალებდა ხელს, სხეულზე ამეკრო, ცდილობდა შემხებოდა ყველაფრით, ცდილობდა მთელი სხეულით ამკვროდა, მე კი ვერ ვშველიდი თავს, ის ის იყო საცვალში ჩააცურებდა ხელს, ვიკივლე, ცალი ხელით დამიფარა ტუჩები, ძარღვებში ზათქითა და ზრიალით მიჩქეფდა სისხლი, ყურებში ხმაური მედგა, ზარების გაბმული გუგუნის მსგავსი, რომელიც სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა, გრგვინავდა, ვგრძნობდი ჯერ ისევ მის სასქესო ორგანოს ტანსაცმელზე რომ ცდილობდა შემხებოდა, ვერ ვიღებდი ხმას, მაგრამ მეშინოდა რომ ვერასდროს შვძლებდი მისი მკლავებიდან დაღწევას, რადგან ცდილობდა გავეყვანე სადღაც... მოვახერხე და მოვშორდი, ვძრწოდი მთელი სხეულით, მინდოდა მეყვირა მეღრიალა და არ შემეძლო, მინდოდა შველა მეთხოვა ვინმესთვის მაგრამ არც ეს შემეძლო, მინდოდა მთელი სხეული დამეჩხაპნა, ფრჩხილებს ვისვამდი სხეულზე ყველგან, კისერზე მკლავებზე. თითქოს ამით შევძლებდი შეხებების გადაფარვას, მისი გზნებისგან ქშინვის ხმას ამოვიღებდი გონებიდან, ვიხოკავდი ყელს, მკლავებს, ფეხს და ვერ ვგრძნობდი ტკივილს... შორიდან მესმოდა გეგას ხმა და არ შემეძლო მისთვის პასუხი გამეცა, მეთქვა რომ ჩემთვის ეშველა ვგრძნობდი ეს ზრიალი, ეს გამაყურებელი გუგუნი სადღაც გაქრებოდა... ვსუნთქავდი იმდენად ღრმად, რომ თავბრუ მეხვეოდა, გულის სიღრმიდან ვისუნთქავდი ჰაერს, მძულდა მასთან გაყოფილი ჰაერიც, და მეშინიდა რომ კიდევ ჩამიგდებდა ხელში, ვამჩნევდი შორიდან რომ აენთოთ ფანრები, მაგრამ ვერ ვხედავდი ვერაფერს მხოლოდ სინათლეს ვხედავდი... უკან-უკან მივდიოდი, ვტრიალებდი გაუაზრებლად და ვცდილობდი, შედარებით სინათლეში დამენახა ის. დამენახა ის ვინც მძულდა, ვინაც შეძლო იმ წამს ჩემი განადგურება, ძველი გრძნობების განახლება. უნებურად ავეკარი ძლიერ სხეულს, დაჯახებისთანავე ფრთხილად მომხვია მუცელზე ხელი, შევკრთი თითქოს ბომბი მომაკრესო უხეშად მოვიშორე და მისკენ შევტრიალდი, გაკვირვებული დაბნეული მიყურებდა ხიდაშელი, - პასუხს რატომ არ მცემდი?.. მკითხა დაბალხმაზე, მე კი ერთბაშად მივეხუტე ძლიერად, კანკალითა და ძრწოლვით, თავად მოვიხვიე მისი მკლავები, თითქოს ასე ჯავშანში ვიყავი და ვერავინ შემხებოდა, ვეკვროდი ძლიერად და ვცდილობდი მის მკლავებში სრულად დავმალულიყავი, - წამიყვანე გეგა!... წამიყვანე გევედრები... — ამოვიგმინე და სიკვდილამდე მინდოდა ახლა გონება დამკარგვოდა, შემდეგ გამეხილა თვალები და ყველაფერი კოშმარი ყოფილიყო, - რა გჭირს? მომიშორა დამხედა და არც დაფიქრებულა, მომხვია ხელი სწრაფად გამიყვანა გასასვლელისკენ... .... - რა მოხდა?! რა სახე გაქვს?..— მიყურებდა ათრთოლებული და მძვინვარებისგან ებერებოდა ძარღვები, ვუყურებდი მის წინ მდგარი ვეყრდნობოდი მანქანას და გაუაზრებლად მდიოდა ცრემლები, გვიან გავიაზრე თუ როგორი თავზარი დამცა ამ საქციელმა, ძლივსღა ვგრძნობდი მოდუნებულ გაყინულ ხელებს, რომელიც ტანზე ჩვრებივით მეყარა, თან უეცრად ისეთმა კანკალმა ამიტანა, როგორიც ციებისას ემართებათ ხოლმე, ყელში რაღაც ნაღველივით მწარე მაწვებოდა, გული მერეოდა, ბრმა, ძლიერი სიბრაზე კრუნჩხვასავით მივლიდა მკერდში და ლამის შიგნეული გადმომბრუნებოდა, მინდოდა მეყვირა, რამისათვის დამეშინა მუშტები რომ გავთავისუფლებულიყავი ამ საშინელი მოგონებისაგან, რომელიც ნემსკავივით ჩამრჩენოდა ტვინში... მანქანას მივადე თავი და ხმით ავტირდი, ელდა ეცა ხიდაშელს, თვალები ბრაზისგან და გაოგნებისგან ეცვალა, მომიახლოვდა, გაკვირვებულმა დამისვა კისერზე ხელი, მეტკინა, ამეწვა ის ადგილი სადაც შემეხო და მოშორებულ მის ხელს შევხედე მეც სისხლისფრად რომ გაფერადებულიყო, - გეგა, მიშველეე... — ამოვიხრიალე უილაჯოდ, თითქოს შეძლებდა დამახსოვრებული გულის ამრევი შეხებების მოშორებას ჩემი მახსოვრობიდან, მივადე შუბლი ლავიწზე და ავკანკალდი... ..... თითქმის ოცი წუთი იყო რაც ვიდექით, ძლიერად ვეკრობოდი ხიდაშელს, ვგრძნობდი მის ძლიერ საბურველში გამხვევ მკლავებს და შედარებით დაწყნარებული არც ვშორდებოდი, მისვამდა თავზე ხელს მაგრამ არ ცხრებოდა, ვგრძნობდი მის აალებულ სხეულს, ბრაზისგან დაბერილ ძარღვებს, თითქოს იმის მაგივრად დაწყნარებულიყო დროის გასვლისა და მატებასთანავე მატულობდა მასში ბრაზი. მოვშორდი, შევხედე დავაკვირდი მის მკაცრ სახეს, შურისმაძიებელ სახეს, რომლისთვისაც არაფერი მითქვამს მაგრამ ყველაფერი იცოდა, ნაზად შევახე ჯერ ისევ აცახცახებული გაყინული თითები სახეზე, ნაზად დავუსვი მის სახეს ხელი და დაღლილი თვალები დავაყოლე მის ძარღვებს, შეახო ჩემ ხელს ხელი, დამნაშავედ ჩახარა თავი, სწორედ მაშინ შეამჩნია ჩემი მკლავებიც, დაკწრული სისხლდადენილი, რომ იყო, თუმცა უკვე შეწყვეტილი სისხლიც შეხმობას აპირებდა... - ეს ჩემი ნახელავია, ასე ნუ იყურები, ამოვილაპარაკე გამქრალი, ჯერ ისევ შეშინებული ხმით, - ძალიან გტკივა? - ნეტავ ძალიან მტკიოდეს, ისე ძალიან რომ ის გრძნობები დამავიწყოს... — არაფერი მითხრა, დამნაშავე სახით მიმიხუტა ისევ, - მაპატიე, რომ შენს გვერდით არ ვიყავი... - გეგა! — მოვშორდი, შევაჩერდი მის არეულ თვალებს, - ვიცოდი რომ აუცილებლად რაღაც მანანებინებდა ჩემს საქციელს, შენი ცნობის უარყოფას, ეს ვიცოდი, მაგრამ არ მეგონა თუ ასე დავისჯებოდი, მეგონა შენს სასჯელს მივიღებდი მხოლოდ, – ავტირდი ისევ, - დამშვიდდი, ყველაფერი დაივიწყე ჩათვალე რომ ეს არც მომხდარა გესმის?!, - მისი სახეც კი არ ვიცი... ვქვითინებდი ტუჩებ დაბრეცილი - კარგია!.., მის სახეს ვერც ვეღარასდროს დაინახავ, მისი არსებობაც აღარ გეცოდინება გპირდები, - მინდა ვიცოდე ვინ მძულს, ეს უნდა ვიცოდე, - დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება... .... - მტკივა...— ავწუწუნდი, - ფრჩხილებს დაგაჭრი! ამოიგმინა და ფრთხილად მომაკრო გრძელი " სანტავიკი " კისერზე, - ამ უბრალოდ ნაკაწრებს რა ვუშველოთ? სულ დაწითლებულია, - გადაუვლის — გავიცინე და მის თითებში ახლად გახსნილ ლეიკოპლასტირს შევაჩერდი, - მკლავებს როგორ დავაკრა? - ჰომ გითხარი საერთოდ არ მინდა-მეთქი. - სადაც სისხლი გამოვიდა იმას დავაკროთ მოდი, — ჩემი სიტყვები დააიგნორა თითქმის ყველგან დამაკრო ეს გრძელი წებოვნები. თითქმის სრულად დამშვიდებული ვიყავი მასთან საუბრით, დიდი დრო გასულიყო მას შემდეგ, ვისხედით მთაწმინდის პარკში, გადავყურებდით ქალაქს ზევიდან, გვიან არავინ არ დადიოდა, ვიყავით მხოლოდ ჩვენ. მოვრჩიო კმაყოფილმა შემომხედა, ღიმილით გადავწიე კაბა მოურიდებლად, მომიშიშვლდა ფეხი სრულად, ბარძაყის ზედა მხარე მხოლოდ დაკაწრული კი არა, ღრმა ჭრილობებით იყო, ელდანაკრავმა შემომხედა, გვიან შევამჩნიე მეც მთელს ფეხზე დადენილი წითელი სითხე, უკვე შედედებული და შემშრალი, რომ დამჩნეოდა - ეს რა არი?! მაზოხისტი ხარ?! ეს როგორ შეგიძლია?! — აუთრთოლდა ხმა და ფეხზე წამოდგა, - ფუ შენი!— შეიკურთხა და მკაცრად მომიტრიალდა, - რა ჯანდაბა გააკეთა ანა?! ასე როგორ მოგსპო, - თითქმის იმგვარად, როგორც ბავშვობაში ნათესავმა, გაორმაგებული ზიზღით შებოჭილი ვიყავი, გეფიცები გაუაზრებლად ვიხოკავდი... — ბოლთას სცემდა, ჩამოჯდა ხელებში ჩარგო თავი და მოგვიანებით შემომხედა, - დედაშენს რას ეტყვი? მკლავები ხელის ზურგები კისერი, მთლიანად დაკაწრული ხარ, — დაუმშვიდდა ხმა, - კისერზე თმას ჩამოვიფარებ, ფეხი არ გამოჩნდება, მკლავები ხვალ გადამივლის... ნერვოზულად მიეყრდნო სკამეიკას, ერთი ლაზათიანად შეიკურთხა და ხელი გადმოწია, - მოდი ჩემთან, — არც დავფიქრებულვარ ისე მივჩოჩდი მისკენ, ძლიერად ავეკარი მკერდზე, მოვხვიე ხელები და მივნაბე თვალები... .... - ჰო! ახლაც სიკვდილამდე შემეშინდა, ისევე როგორც მაშინ... ვსაუბრობდი დაბალხმაზე, გეგას გვერდით მჯდომს დამედო მის მკერდზე თავი, მომეხვია ხელები მის წელზე. ვგრძნობდი მის ღონიერ მკლავებს წელზე ძლიერად რომ მიხუტებდა გულში და მასთან ერთად გავყურებდი თბილისს, - ეს გრძნობაც ისე აუტანელია, სიკვდილს განდომებს... გახსოვს?.. მაშინაც ვერ მოგიყევი. ... ვერ მოყვები ასეთს... გეშინია რომ ვერ გაგიგებენ, გეშინია რომ იმ შიშს ისინი ვერ იგრძნობენ და აქეთ გაგაკრიტიკებენ... ეგ დროა, როცა უილაჯოდ ხარ, იბნევი, მხოლოდ გეშინია და ეს შიში ფეხებსა და ხელებში ძალას სრულად შთანთქავს, ... მაშინ 14 წლის ვიყავი და პირველად მომიწია დავრჩენილიყავი ნათესავთან, ცხოვრებაში პირველად დავრჩი სხვაგან... ერთი ოთახი უნდა გაგვეყო ნათესავებს, მე გოგოს და უფროს ბიჭს... მე ხომ სხვასთან ვერ ვიძინებ. ჩემს საწოლსაც, რომ ვიცვლი მაშინაც კი არ მეძინება ხოლმე გათენებამდე. ფილმს ვუყურებდი, თქვა რომ მასაც უნდოდა ყურება და ჩემსკენ გადმოწვა, გოგოს უკვე სძინავდა, მასაც ისეთი უშფოთველი და ღრმა ძილი ჰქონდა. ტანსაცმლით ვიწექი, იმდენად ბავშვი ვიყავი, რომ არც არაფერი წარმომედგინა... ჩვენ ხომ ბავშვობიდან ერთად ვიზრდებოდით ხოლმე... საცვლებით დაწვა, შორს გავიწიე და ის ჩემსკენ მოიწია, საწოლიც გაერთიანებული გვქონდა ვერსად წავიდოდი, თან გამცდარიც არ იყო, თავიდან თითქოს უყურებდა ფილმს... მერე ვეღარ ისვენებდა, ხელს მომხვევდა ხოლმე და მეც დაძაბული ვიყავი, რადგან ხელს ვერ აჩერებდა, ხმას ვერ ვიღებდი... ეს მძულს საკუთარ თავში! ხმას ვერ ვიღებ.., მეშინია, უბრალოდ სასოწარკვეთილი ვხდები... ზამთარი იყო, სქელი, ქსოვილი მეცვა .., გული მერევა რომ ვიხსენებ, როგორ ცდილობდა მის ქვეშ ხელის შეცურებას და კანზე დაატარებდა ხელს, მითხრა - ლიფი არ გაწუხებს? გაიხადე-ო, მაშინ კიდევ შემეშინდა არა-მეთქი... ნახევარი ბუნდოვნად მახსოვს იმდენად შემეშინდა, როცა მის სასქესო ორგანოს ვგრძნობდი სხეულზე.... — ვერ შევიკავე ემოციები, მეცვალა ხმა ავტირდი, ავქვითინდი... კიდევ ძლიერად მომხვია მკლავები გეგამ, თუმცა არაფერი უთქვამს, - შემეშინდა, საშინელი გრძნობა იყო, ტანსაცმელზეც კი საშინლად ვგრძნობდი მის გამაგრებულ ორგანოს, ვთქვი მეძინება ხვალ გავაგრძელებ-მეთქი, ცოტახანიცო და კიდევ მეტად მოიწია, სწრაფად გავთიშე ტელეფონი და წინ მივიჩოჩე, ღრმად ამოიხვნეშა, საწოლიდან გადასვლა დააპირა, მე გადამაბიჯა, ისევ და ისევ შემეხო მისი საზიზღრობით და მითხრა აბაზანაში შევდივარო, ღამის სამი საათი იყო, ოთხი იყო დაწყებული, რომ გავიდა მაშინ ამიტყდა ცახცახი და ტირილიც, ვერაფრით ვიშორებდი მე იმ გრძნობას... გახსოვს? მას მერე ერთი თვე გავქრი, ყველა სოციალური ქსელიდან. მძულდა ყველა ბიჭი, მეშინოდა, თუმცა დედა სულ ჩემს გვერდით იყო. ვსაუბრობდით დიდხანს ხოლმე, ცოტა ფსიქოლოგებსაც ვესაუბრეთ და შემდეგ ისევე ჩვეულებრივ დავბრუნდი თითქოს არაფერიც არ მომხდარიყო, ერთი წელი მაინც არ გავდიოდი იმ ოჯახში, როცა მეპატიჟებოდნენ და მერე გვიან შევძელი მისთვის შემეხედა, თავიდან უბრალოდ გულს მირევდა და შემდეგ შევეჩვიე მის ყურებას, დღემდე მძულს, მიუხედავად იმისა რომ ცოლი ჰყავს.... ის თითოეული გრძნობა მახსოვს, ის თითოეული შიში და ის კიდევ მაშინებს.... ..... ვიცლებოდი მასთან, თითქოს ზიზღისგან ვისუფთავებდი გულს, ვიცოდი ეს მხოლოდ ჩემთვის იყო სასიკეთო, მის გულს ვავსებდი ბოღმით შურისძიებითა და სიძულვილით, ავხედე ელვა ანთებულ თვალებში, თბილად მომაკრო ტუჩები ცხვირის წვერზე, - მძულს გეგა... - ვიცი... ვიცი ჩემო პატარა...— მაკოცა თვალებზე, შუბლზე და ისე ჩამიხუტა თითქოს ეცადა ყველაფერი დაევიწყებინა ჩემთვის, მოვხვიე ხელები და მის საბურველში გახვეულმა სრული სიმშვიდე ვიგრძენი... ..... შინ დაბრუნებისთანავე გეგას თვალწინ გადავიყარე თმა წინ, ჩამოვიფარე დაკაწრული ადგილები, ფეხს კაბა ფარავდა მკლავებს კი სხვაგვარად მოვარიდებდი დედას თვალებს, - ხვალ მივდივართ ხომ გახსოვს? - კი, რომელ საათზე? - დილას გავიდეთ ათისკენ ან თერთმეტისკენ მზად თუ დამხვდები - მე ვფიქრობ გვიანიცაა.. - მართალი ხარ! მაგრამ მოულოდნელად საქმე გამოჩნდა, მოვაგვარებ და წავიდეთ... — ჩემს ტელეფონზე მიმითითა, რამდენიმეჯერ დააჭირა ხელი და გამომიწოდა, მის ტელეფონზე ზარი რომ გავიდა სწრაფად გათიშა, - თუ რამე... დამირეკე, — თავი დავუქნიე გავუღიმე და მანქანიდან უმალ გადავედი... ... - მოხვედი დე? — ეს სანუკვარი ხმაც გაისმა, კი-მეთქი დავეთანხმე და საძინებელ ოთახში მასთან შევედი. ბნელოდა, ამან დამამშვიდა თამამად ჩავიმუხლე მის წინ, იწვა და მელოდა თვალმოუხუჭებლად. თავზე ნაზად შემახო ხელი დამიკოცნა სახე, - ასეთი რა წვეულება იყო სამ საათამდე რომ გასტანა, - უაზრო და საშინელი იყო დეე... ძალიან ცუდი იყო, მაგრამ ისე მექცეოდნენ თითქოს მეც კომპანიის უფროსი ან კი დირექტორი ვყოფულიყავი, ამიტიმ ვეღარ მოვედი, - ჩემი ლამაზი... როგორი საოცარი სურნელი გაქვს დე, — ღრმად შეივსო ფილტვები, სწორედ მაშინ დავყნოსე კაბასა და თმას, ერთბაშად გეგას სურნელი ამეტაცებინა, მისი სურნელით გაბრუებული ვეღარც აღვიქვამდი ამ საოცარ სურნელს, როგორც გეგასგან "აკიდებულს" - ჰო, რავიცი - ვინ ჩაგეხუტა? — ღიმილით შემომხედა დაბნეულ თვალებში - მე? არავინ, უბრალოდ იქ ხომ ბევრი ხალხი იყო, არც კი მეგონა თუ ვინმეს სურნელს ავიკიდებდი...— ავბლუყუნდი სასაცილოდ - ხოო? მაშინ ვინ მოგიყვანა? - ვინ?... იმან... კომპანიის უფროსმა, - კომპანიის უფროსმა? - ხო მან მომიყვანა, — გავიმეორე თამამად, რადგან სულაც არ მომიტყუებია - რამხელა პატივში ყოფილხარ შენ - ჰო ასე თუ ისე, - მერე რომ შეწუხდა ის ბიჭი... უი უფროსიო? რამდენი წლის არის? ბაბუა არ მომიყვანო ჭკუიდან არ გადამიყვანო! - მომიყვანა უბრალოდ, ... - ვინა ქალო?! ბაბუას მოაყვანინე თავი? - დედაა, რა მოხდა მერე? - ჭკუიდან გადავალ! — მართლაც ღელვით წამოჯდა ქალი, პათეტიკურად გადაისვა თავზე ხელები, ვიფიქრე გავიხუმრებდი მან კი ეს რეალურად მიიღო, გადავხედე შიშით მამას, რომ არ გაღვიძებოდა - გოგო ბავშვობიდან სხვის მანქანაში ვერ ჩაგსვამდი, ცხოვრებაში არასდროს არ გაყოლიხარ მარტო ვინმეს, თუ არ მოგეწონა? და ახლა მეუბნები ბაბუამ მომიყვანა ღამის სამ საათზე სახლშიო?! - დედა ჩუმადდ, გააღვიძებ მამას— ვუჩურჩულე ნაჩქარევად - რამდენი წლისაა მაინც? დაიტკბო ხმა, იმედიანი ხმით დამისვა კითხვა - 47 — გაგონების თანავე იტკიცა ლოყაზე ხელი - ჩემი სიკვდილი! - დედა საკმარისია! გეყოფა ახლა დაწექი დაიძინე და ხვალ ვილაპარაკოთ, - რა სიკვდილი დამაძინებს? ხოარ მოგწონს გოგო? იძულებით ჩაგსვა? - დედა დამშვიდდი რა გემართება? ვიხუმრე! ასეთი ემოციური როდის მერე გახდი?! — ავწუწუნდი და იძულებით დავაწვინე ქალი, უცებ მოიქნია ხელი, ვიფიქრე ავიცილებდი მის ხელს, თუმცა მკლავზე მომხვდა, მოხვედრილმა ხელმა ჭინჭარივით ამიწვა დაკაწრული ხელი, ერთბაშად შემეკრა სუნთქვა, - კარგი, ნუ მირტყამ პატარა ხომ არ ვარ, ისიც არ არის ბაბუა, დამშვიდდი, ხდება ისეც რომ ახალგაზრდა მამაკაცებიც იღწვიან წარმატებისაკენ და მან ეს უბრალოდ ბევრი რამის ფასად შეძლო, - ასე დაგეწყო თავიდანვე! - არ მაცადე! მაშინვე აფორიაქდი! - აბა როგორია 22-23 წლის გოგო გეუბნება 47 წლის მამაკაცს ჩავუჯექი მანქანაში და მომეწონაო - ოხ დედა, დედა, წამოვდექი გაჭირვებით, მალევე დავემშვიდობე, მოვწესრიგდი და დავწექი, ვფიქრობდი და ვიაზრებდი რა სასიამოვნო იქნებოდა ეს დღე წამოსვლის შემდეგ ზუსტად მსგავსად რომ განვითარებულიყო სხვა სიტუაციაში, ფიქრებში კი გვიან მივნაბე თვალები... .... 11 ივნისი... ადრე ავდექი, რომ მენახა მშობლები სანამ დავბრუნდებოდით სოფელში . გავედი ოთახში... - რა გაცვია ეს? ციმბირში ხარ შვილო? — დაწვრილებული, გაკვირვებული, დაინტრიგებული თვალებით შემათვალიერა დილით დედამ და თვალ მოუშორებლად განაგრძო ლუკმების მცირე ზომებით მირთმევა. დავხედე ჩემს "ლუქს" ქვეყანა იწვოდა, მე კი თხელი ვერაფერი მომენახა, ამიტომ საშემოდგომო, მაგრამ თბილი ჟაკეტი მომეცვა, გაშლილი თმები წინ გადმომეყარა და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით "სეზონის გიჟივით" გამოვიყურებოდი, - ეს?.. არ მოგწონს? მომიხდა, - მოგიხდა შვილო! ძალიან მოგიხდა! იმედია კორპუსებიდან არავინ დაგინახავს არ მომჭრი თავს, — მობეზრებული თვალები ამატარა სხეულზე და ჩანთას დაწვდა, - რა ლაპარაკია ეხლა ეს? - არაფერი დე! თუ შეგცივდეს კარადის მაღლა მაქვს შენახული შენი საზამთრო ტყავის ქურთუკი და ჩამოგიღებ თუ გინდა, - დედა! მივდივარ და ასე უნდა გამაცილო? დამცინავი სიტყვებით? - არანორმალურად შენ მეცხადები და მე დაგცინივარ კიდე? - არადა გრილა დილას, თან ქარიც ქრის - ტვინში გიქრის შენ, წავედი დამაგვიანდა, — წამიერად გადამკოცნა, სწერვა დაქალივით და კარში გავიდა, დავემშვიდობე, შეხმატკბილებულ ცოლ-ქმარს და მარტო დარჩენისთანავე ლამის შემოვიხიე ჟაკეტი. მეგონა ჩახუთულობისგან კანი სუნთქვას შეწყვეტდა, თუმცა საკმაოდ იდეალურად მოვახერხე ჩემი ნაფხაჭნების დამალვა. ვიჯექი და ველოდებოდი გეგას ზარს, მის ერთ შეტყობინებას, არ დაუგვიანია მართლაც 10 ზე ჩემს სახლის კართან იდგა. ჩვეული პატარა ჩანთით ავაკითხე, მე კი კმაყოფილი ვოყავი მოსო ნახვით, დამშვიდებული მასთან ის კი სახე შეცვლილი გადმოვიდა მანქანიდან. მძვინვარებისგან შეცვლოდა თვალები, ძარღვებ დაბერილი, საშინელი გუნებით დამხვდა, შევკრთი მისი დანახვისას. ბევრჯერ გვიჩხუბია, მაგრამ ასეთი არასდროს მენახა, გამომართვა ჩანთა უსიტყვოდ და უნებურად უხეშად, მანქანაში მოათავსა და წამით გამომხედა ადგილზე შეყინულს შეშინებული თვალებით, რომ ვაკვირდებოდი შორიდან, - არ მოდიხარ? — მის მჭახე ხმაზე მეტად შევცბი, - რა გჭირს? — გადავაგორე ძმიმედ ნერწყვი, მაშინვე გახსნა წარბები, თითქოს აქამდე ვერც გაეგო, როგორ იქცეოდა, მძიმედ ჩამოისვა სახეზე ხელები, მისი მუშტის მეტაკარპალური ძვლები ისეთი დაწითლებული იყო თითქოს სისხლს კანში ამოესხა, - გეგა, რა მოხდა? — წავიწიე მისკენ და ხელში ჩავავლე ხელი, თითქოს ბრაზმაც დამიარა, ის ხომ ისევ პატარა ბიჭი არ იყო ჩხუბი რომ დაეწყო. - დამშვიდდი, წავიდეთ... - ასე სად წავიდეთ? ხელებს როგორ ამოძრავებ საერთოდ?! გადატყავებული გაქვს ხელი! - გთხოვ ანა! ახლა არაფერი თქვა! - კი მაგრ... - დაჯექი და წავიდეთ! — დასძინა და მანქანას მოუარა, გაყინულმა გავაყოლე თვალი, დავემორჩილე, უხმოდ დავჯექი მანქანაში. ვუყურებდი მალულად. საერთოდ არ ცხრებოდა მისი სიბრაზე, მთელი გზა კოპები შეეკრა, დაძაბული ისვამდა შუბლზე ძლიერად ხელს და თითქოს დაბნეულიც კი იყო. მისი ხასიათი ერთბაშად მომსდებოდა მეც იდენტურად. ვდუმდით მთელი გზა, მე ვერიდებოდი მის გაღიზიანებას კიდევ მეტად, ის კი გზადაგზა ბრაზით ივსებოდა. .... - რამეს შეჭამ? — ჩვეულად გააჩერა, გორის ბენზინ გასამართ სადგურზე, ამჯერად დიდი შენობის წინ. უარის ნიშნად გავაქნიე თავი, - ხომ იცი რომ მაინც უნდა გიყიდო რამე? არ გირჩევნია შენი სურვილით მითხრა? - მართლა არ მინდა არაფერი, არც არაფერი მახსენდება, - წამოდი მაშინ და ავრჩიოთ რამე, — სიტყვა არ დამცალდა უმალ გადავიდა მანქანიდან, გადავყევი მეც, ჩვეულად ქროდა ქარი, თუმცა ამჯერად გრილი სიო მიფრიალებდა თმას. ამოვუდექი გვერდით და გზის უცოდინარი ბავშვივით მივსდევდი უკან... - ყავას დავლევ, კაპუჩინოს და ტკბილს. — გამახსენდა გვიან, ყველაფერი რომ ვიუარე და ისიც დიდი მოთმინებით მშვიდად მომყვებოდა... ვიდექით და ველოდით, როდის გაგვიკეთებდნენ ყავას. გვაკვირდებოდა კონსულტანტიც, თითქოს რამე არაორდინალურს ან მნიშვნელოვანს უყურებდა. ვუყურებდი გეგას, რომელიც მაკვირდებოდა... გადამიყარა თმა ზურგზე და ნაზად დამისვა გაკაწრულ კისერზე ცერა თითი, - კიდევ გტკივა? — დამშვიდებული დადაბლებული ხმით იკითხა, - მწირად, — ამოიხვნეშა, კისერში ჩავლებული ხელითვე ნაზად მიმწია თავისკენ მომაკრო ცხელი ტუჩები შუბლზე. მწვავდა შიგნიდან რაღც უხილავი, ვგრძნობდი მის ფორიაქს, მის დაბნეულობას, მძვინვარებას და ვერაფრით ვეხმარებოდი. ვგრძნობდი, როგორ ღლიდა კიდეც ის არეულობა. პარალელურად გვიყურებდა გოგო და ალბათ ბრინჯივით დაბნეულს ისიც არ ახსოვდა რამდენი შაქარი უნდა ჩაეყარა ყავაში. უყურებდა ჩემს ყელს, ჩემს დაკაწრულ მკლავებს, გეგას გადატყავებულ მუშტებს და ალბათ უკვე წარმოედგინა ჩვენი არაჯანსაღი ურთიერთობა. ელექტროდენმა დამიარა მაშინვე როცა გავიაზრე რა შეიძლებოდა ეფიქრა გოგოს გეგაზე... - კიდევ კარგი მალევე მოხვედი, — თორემ ალბათ სხვა ადგილებსაც დავიკაწრავდი და მერე ნამდვილად დიდხანს გასტანდა ტკივილი, — საჩქაროდ წამოვიძახე და უხერხულად ჩავახველე... არაფერი უთქვამს, დუმდა და ფიქრობდა ისევ - რა გჭირს? — ავხედე დამშვიდებული ხმით, შევახე სახეზე ხელი ნაზად და ჩაფიქრებულ მის თვალებს შევაჩერდი, - რაზე ფიქრობ მთელი გზაა? რატომ გაქვს ხელები ასე, ან რა სჭირს შენს ხასიათს გეგა? — ნაზად მოვუსვი თითები ლოყაზე. ესეც კი მაკმაყოფილებდა, ეს შეხება, როგორც კი ვეხებოდი ძალებს ენერგიასა და გამბედაობას ვიძლიერებდი. ვეფერებოდი სახეზე ამ გადაღლილსა და დაბნეულს, - თქვენი ყავა... — ჩამეჭრა გოგო და ყავა გამომიწოდა, - მადლობა, — გავუღიმე მცირედ და გეგას შევხედე, - წავიდეთ? - ჰო, — გოგონამ, "ფიშკა" გადმომაწოდა, ნაყინიც უეცრად ჩამოასხა და მეც გეგას მივაწოდე ყველაფერი, ნაყინის გარდა... ვცდილობდი გზადაგზა მესაუბრა, რამე ძველი მხიარული ამბავი გამეხსენებინა, ნაყინსაც გავუწოდებდი ხოლმე რომ ყურადღება გადაეტანა, თითქმის გამომდიოდა. მინდოდა მისი ხასიათი, მისი კაეშანი სრულად ამომეძირკვა მისგან და შორს! ძალიან შორს გამეშვა. სულ რაღაც 20 წუთი იყო დარჩენილი სახლამდე, მე კი კმაყოფილებას ვერ ვიტევდი, ხიდაშელიც რომ ავალაპარაკე. იცინოდა ჩემთან ერთად და თავადაც მახსენებდა წარსულს, მართალია მის ხმას ხალისი სულაც არ ეტყობოდა მაგრამ, ცდილობდა ამყოლოდა.. მეხმარებოდა თავადაც, მისი ხასიათის გამოსწორებაში. უბანში, შესვლისთანავე შეანელა გეგამ, ქვაღორღიან ჯერ ისევ ბეტონ დაუსხმელ, მიწიან გზაზე გადავდიოდით, თითქოს რამდენიმე თვით წავსულიყავი, ერთბაშად შევსებულიყო სოფელი, თითქმის ყოველ "ჭიშკართან" მოზრდილები, მობაჯბაჯეები და ონავარი ბავშვები დარბოდნენ, ხიდაშელიც ფრთხილად და ყურადღებით მიიწევდა ჩვენი ორღობისკენ - ნეტავ როდის ჩამოვიდნენ? — რიტორიკული კითხვა დავსვი, რადგან პასუხი არსაიდან დამიბრუნდა, შორიახლოს ქვაზე ჩამომჯდარიყო გურამი ბაბუა, საკუთარ წვრილ წკეპლას მცირედ დაყრდნობოდა კაცი და აღტყინებული, გაცისკროვნებული უცქერდა მოთამაშე ბავშვებს. შეაჩერა გეგამ კაცისკენ, თითქოს დამცინავად გახედა კაცს, უმალ რომ წამოდგა და გეგას კარის ჩაწეულ შუშაზე ჩამოაყრდნო მკლავები ისე შემოყო მცირედ თავი, - ოჰ, ბაბუ! ახლა ჩამოხვედით? - ხო ახლა გადმოვუხვიეთ და რა ხდება? ეს რა ამბავია სოფელში? - რა ხდება გაცოცხლდა, გაცოცხლდა! აპა რავა გინდა, შენ გეიზარდე, წახვედი, საცაა ქალს მეიყვან, აღარც ცელქობ და აღარც შენი სახელი ისმის, ქეც მომენატრა შენი გაფუჭებული ღობეები, ონავარი იყავი! ონავარი! — გაუცინა, ისე გულიანად, ისე ემოციით, თითქოს წარსულის უსაზღვრო მონატრების ტკივილი ამოეყოლებინა ხმაში, - რამდენჯერ, გადმოვიდოდა დაყვებოდნენ ამაზე პატარა გოგოები, მიჰყავდა ყველგან, ემათ ქე ყვარებიათ და ეს ქე ერთობოდა, ვეჩხუბეთ მერე და მე რა შუაში ვარო, ჩამოდიოდნენ გოგოები და დასდევდნენ, ეს იმნაირი უხეში ბოვში იყო, წესიერად პასუხს კიარ გაცემდა ვინმეს, მალა ტყიურივით იქცეოდა... — დიდხანს ჰყვებოდა კაცი, მიყვებოდა გეგას ბავშვობას და მეც სიამოვნებით ვუსმენდი, კიდევ მეტი და მეტიც მაინტერესებდა მის შესახებ, ისინი რაც არ ვიცოდი და რასაც გეგა არასდროს მომიყვებოდა თავად, - აპა ქე გელოდებიან ახლა რო გაგიბით საუბარი, გენაცვალოთ გურამი ბაბუა, წაით ახლა წაით... - შენ გული არ დაგწყდეს გურო, ჩვენი ონავრების დევნა მოგიწევს ცოტახანში, - იჩქარეთ ბიძია თუ არა მე ქე მიდგია ცალი ფეხი საფლავში... - ღმერთმა დაგიფაროთ გურამი ბაბუა, ასე ნუ ამბობთ, ძალიან კარგად გამოიყურებით— გამოვესარჩლე უხერხულად მომღიმარ კაცს დამნაშავესავით რომ ჩაექინდრა თავი... ჩვენს ორღობეში სანამ მივიდოდით მანამდე, ანიშნა გეგამ ოჯახს ჩამოსვლის შესახებ სიგნალით... ჩვენი მიახლოვება და მანქანისთვის ჭიშკრის გაღება ერთი იყო, - ოჰ შენ თავად არ გეკადრებოდა? —სიცილით გავხედე ხიდაშელს, როცა მივუხვდი სიგნალიც რისი იყო. ჭიშკრის ერთ კარებში მეგი რომ შევამჩნიე თვალებ გაფართოებულმა შევხედე, თუმცა მალევე გეგას და რომ შევამჩნიე, ღიმილი მომეფინა ბაგეებზე ვიცოდი ახლა ვეღარაფერი დააშორებდა მათ, მათს შორის ვერც მე. - მემგონი ჯობდა ჩამოვსულიყავი აქამდე, - მერე მეგიზე ვინ იეჭვიანებდა?—ღიმილით გადმომხედა - არა! არ არის ეგრე უბრალოდ მივხვდი რომ უკვე ზედმეტი ვარ აქ, - ეგ სიტყვები ბავშვებს უთხარი და ნახე რა მოხდეს...— სიცილი დაიწყო, უკმაყოფილოდ გადავიყარე თმა ზურგზე და გეგას მიმიკების ცვლას დავაკვირდი, ერთბაშად რომ დაუსერიოზულდა სახე, - მგონი ეს საერთოდ არ აპირებს შენი კისრიდან მოშორებას, — გამოცდილი ექთანივით გადმოიწია ჩემსკენ, შემახო კისერზე ცხელი თითები, ნაზად დაუსვა ნატკენს და მეც სიამოვნებისგან გატრუნულმა დროის გაჩერებაც მოვისურვე, - დღესვე ხომ არ გამივლის? ნუ ჩქარობ! გადაივლის ოდესმე, - ფეხი.. როგორ გაქვს? - მტკივა, — ვუჩურჩულე თმა წინ ჩამოვიფარე და კარებს მეგი რომ მოადგა, საჩქაროდ გადავედი მანქანიდან. მოვეხვიე ისე თითქოს საუკუნე არ მენახოს, მოცინარი მონატრებული დამხვდა დიდი მოლოდინებით. მოვიდა სალომეც, მომეხვია მომიკითხა, მე კი ვაკვირდებოდი ამ უკანასკნელს, ერთაბაშად გაზრდილსა და გალამაზებულს, - რა ლამაზი ხარ! ძალიან შეცვლილი და დახვეწილი ხარ! — არ დამიმალავს ემოციები, კმაყოფილი მათვალიერებდა თავადაც, ისე ხალისით დამხვდა, სრულად გამიქრა ფიქრები რომ ჩემზე ნაწყენი იქნებოდა, - მეც პატარა მახსოვხარ, ძალიან შეცვლილი ხარ და ძალიან ლამაზიც, მაგრამ ეს არ გიხდება, რა დაგემართა? — დაკაწრულ, ყელზე მკლავებზე მანიშნა შეჭმუხნა წარბები და ძმას გახედა, რომელიც მოგვიახლოვდა და მონატრებულ დას გადახვია ხელი, - გზად გეგამ მცემა, — გამეცინა ვანიშნე მის ხელებზე, გაეცინა მასაც, ხუმრობა ხუმრობაში გამიტარა ინსტიქტურად დახედა ძმის თითებს და სახეზე ფერები ეცვალა, - ღმერთო! — შეკრთა, უმალ დაეხსნა ძმას მარწუხებიდან და მისი ხელი მოიქცია ხელებში - ეს რა არის? მართლა ცემე? - ხო სალომე! როგორ მიხვდები ხოლმე! შემთხვევით მომიხვდა მანდ თორე ზურგი უნდა ნახო შენ! — ბრაზისგან ეცვალა თვალები, შეჭმუხნა კოპები და უხეშად აართვა ხელი გოგოს - აბა "რაზბორკაზე" ერთად მოხვდით თუ რას გავხართ ორივე? - ბევრს ტლიკინებ ცუნცულ უკვე! — უმცირესად აცხო ნიკაპქვეშ თითები რბილად და სახლიდან სიყვარულის მსგავსი გამოხატვით და გამოსულ ქალს შეეგება. ძლიერად ჩაიკრა მარიკა გულში, ერთიანად ბედნიერებით სიამაყით, უსაზღვრო სიყვარულითა და იმედით რომ უცქერდა შვილს, ეფერებოდა სიტყვიერად, ჩახუტებულს, მოშორებულმა დასწია თავისკენ დაუკოცნა ლოყები. მოვიდა ჩემსკენ, ჩამიკრა გულში, დამიკოცნა სახე მეფერებოდა გულით, თითქოს მეც მისი შვილი ვყოფილიყავი, არ გამიშვა შემიპატიჟა სახლში, თითქოს უარზეც აღარ გავჯიუტდი, მინდოდა გამერკვია რა სჭირდა გეგას. იმედით , შევყევი სახლში რომ რამე წამოსცდებოდა. ყავა, ჩვეულად კონიაკი, სწრაფად დატრიალდა ამჯერად სალომე და მოსაუბრეებს მოგვიჯდა - როგორ ჩაიარა საქმეებმა აბა? —აღტყინებულმა დაგვისვა კითხვა, გადმოგვხედა გვერდიგვერდ მსხდომებს. ავხედე უფროს ხიდაშელს, თითქოს მისგან გავიგებდი, ან მივიღებდი ნებართვას რა უნდა მეთქვა, რადგან ის ისევე დუმდა თითქოს სასამართლოს დუმილის უფლება აეღო, - კარგად, ცოტა დამღლელადაც კი —გავიცინე და უკეთ დავიფარე თმით კისერი, - გეგა შვილო, რა ქენი შენ? — გეგა დუმდა, თითქოს არც გაეგო მარიკას სიტყვები, თავის ფიქრებში დატრიალებდა, ვგრძნობდი რაღაც აწუხებდა, ეს ჩემს გულსაც ეკალივით ესობოდა, ის კი საშუალებას არ მაძლევდა დავხმარებოდი, - გეგაა, — დაუძახა ქალმა და უხერხულად გადმომხედა, - გეგა, შენც გეკითხებიან, ფრთხილად შევახე ხელზე ხელი, სწრაფად შემომხედა... რააო? მკითხა, - რა გჭირს?! — ვუჩურჩულე წყრომით - როგორ ჩაიარა შენმა საქმეებმაო გკითხეს — გავუმეორე კითხვა და მისმა მზერამ ჩემს მკლავებზე რომ გადაინაცვლა ფრთხილად მოვაშორე, - საშინლად! - რატო შვილო ასე? - ნეტა მხოლოდ საშინლად ჩაევლო დედა. უკვე აღარ ვიცი რა ვქნა, დაბალ თმაზე ნერვოზულად გადაისვა ხელი, გადაშლილ მუხლებზე დაყრდნობილ იდაყვებით ხელში მოიქცია სახე. დაიბნა მარიკა, მელანქოლიამ შეიპყრო ერთბაშად, მასაც ისევე მძიმე გაუხდა თვალები, როგორც გეგას ჰქონდა, - გეგა რა მოხდა დედა მომიყევი... - არაფერი დედა..., არაფერი! წავედი და მოვალ მალე, — წამოდგა დამხედა თითქოს მეც უნდა გავეფრთხილებინე, არაფერი უთქვამს სწრაფად გავიდა სახლიდან... .... სიცხისგან იწვოდა სოფელიც, მზე ისე დაუნდობლად ანათებდა თითქოს ჩვენს შეწვას აპირებდა, მეგი და სალომე წასულები იყვნენ თანაკლასელებთან, წასვლა არ მოვისურვე, ვაკეთებდი მცირე საქმეს ოჯახისწევრებთან ერთად. ვერთობოდი ნიცასთან ერთად, ნიცა რომ შუადღის ძილით დაკავდა, ხმაურზე გამოვედი გარეთ. ორღობეში ბავშვები თამაშობდნენ წრეშიბურთს, მეც მოწყენილობის დასაფარად შევუერთდი. უმალ მოვირგე მეც 12 წლის ბავშვის ასაკი, და დაუმთავრებლად ვთამაშობდი თამაშებს, ხან წრეშიბურთს ხან შვიდქვაობანა, მგელობანაც ვითამაშეთ და გაშეშობანაც. - ბებია ყიდის კეევებს ნაირ-ნაირ ფეერებს, რომელი ფერიც გინდა შენ ა-მო-ი-რ-ჩი-ე... - მწვანე! - მ-წ-ვ-ა-ნ-ე, - იჭერ!.. .... შემდეგ ვითამაშეთ გაფუჭებული ტელეფონი, ჩემი ოქრო ჩემთან, თითქოს თამაშის დროს ვერც ვგრძნობდით, იმ სიმხურვალეს, გამგუდავ სიცხესა და დაღლას. ცოტახნით შესვენება გადავწყვიტეთ ჩამოვჯექით ბალახზე ჩრდილში და ხიდაშელთა სეტკის მყარ, ცივ ღობეს ავეკარით. შვება იყო წამიერი სიგრილეც, ლამის ძაღლებივით გადმოვყარეთ ენები, შევყურებდით ერთმანეთს სასაცილოდ... ჩვენს წინ გააჩერა შავმა X5-მა გვიან შევხედე შუშა რომ ჩაიწია, გამაყრუებელ ხმაზე ჩაერთო სიმღერები, დაუწია ხმას და მშვიდად შეგვათვალიერა ღონემიხდილები გოდუაძემ - გცხელათ პატარებო? — იკითხა ცალყბად ღიმილით გადავხედე ბავშვებს, ვანიშნე პასუხიც გაგვეცა - სასტიკად, — ვიყვირეთ ერთხმად და ხელით დანიავებას ვეცადეთ, - ცოტახნით მოგეშველებით — ეს გაფრთხილებას უფრო ჰგავდა, რომ მალევე უპატრონო ლეკვებივით ჩამოგვყრიდა ისევ, თუმცა როცა თავით მანქანაზე გვანიშნა ერთბაშად წამოვცვივდით, სათითაოდ შევხტით კონდიციონერით გაგრილებულ მანქანაში, წინ მივუსკუპდი აჩის და სამადლობელი კოცნაც ვაჩუქე ლოყაზე - ჩემი ჯელტმენი! — გავუღიმე და ბავშვებს კმაყოფილმა გადავხედე, - უხ! — შესძახა პატარა გიორგიმ, - მე რომ გავიზრდები მანქანა უნდა ვიყიდო! — ძლივს ამოთქვა ბავშვმა სათქმელი და მომავლის სასიამოვნო ფიქრებში გადავარდნილმა განაგრძო ოხვრა, - რა მაგარია, რა მანქანა უნდა იყიდო გიო? — გავხედე აღტაცებით - აჩისნაირი, - ვერაფერს ვიტყვი იცის ბავშვმა,— კმაყოფილმა ჩაილაპარაკა თავად გოდუაძემ, სარკეში მოავლო ბავშვს თვალი და მანქანა დაძრა, - სად მივდივართ? - გავასეირნოთ ბავშვი ვერ ხედავ რეებს გეგმავს? - ჰო მაგრამ მშობლები არ გაგვიფრთხილებია და დიდხანს ვერსადაც ვერ წამოვლენ—ვუთხარი, მან საყვედურით გადმომხედა გახალისებულმა და უბნიდან სრულად გაგვიყვანა... პატარა ექსკურსია ჩაგვიტარა აჩიმ, სასიამოვნოც გამოვიდა... მაღაზიასთან გააჩერა და იქიდან გამოსულმა ყველა ნაყინით დაგვაჯილდოვა, მიხაროდა ბავშვივით, ვაკვირდებოდი თითოეულს, როგორი კმაყოფილები ისხდნენ, ჭორაობდნენ იცინოდნენ და ნაცნობ სიმღერებსაც კმაყოფილები აჰყვებიდნენ ხოლმე. ორმაგად გაგრილებულები ვისხედით, ვუსმენდით მუსკიკებს და დავკატაობდით კომფორტული ავტომობილით.... ... - ჰოპ! აი ასეე, ჩამოვსვი მანქანიდან ბოლოს დარჩენილი პატარა ბიჭი და კმაყოფილმა შევავლე ბავშვებს თვალი, - კარგი აჩი ბიძია გვყავს მგონი ჰო? — ერთბაშად დამიქნიეს თავი, სიცილით შევხედე აჩის... ბავშვები სახლებში დაიფანტნენ, რამდენიმე უფროსი გოგონა დარჩენილიყო ჩვენთან, მაშინ წამოიძახა გოდუაძემ რომ მდინარეზე ასვლას აპირებდა და შეეძლო ყველა თან წავეყვანეთ, ბავშვივით ავხტუნავდი, ლამის მოვემზადე დედასთან შევარდნილი, როდის დავიწყებდი ხოხვა ვედრებას რომ გავეშვი. დედაჩემთან არა, მაგრამ ვიდექი უცხო ხალხის წინ და ვიბარებდი ბავშვებს, ორი გოგონა გამოუშვეს ჩვენთან ერთად, დიდ ბავშვებსაც სალომე-მეგისაც დავეკითხეთ, მათი გამოტოვება არ შეიძლებოდა. უფროსი ხიდაშელი, ქალაქში გასულიყო, ვიღაცის დასახვედრად, ჩვენც დიდი მოთმინებითა და რუდუნებით ველოდით მას... ვისხედით მე და სალომე ჩაბნელებულ ოთახში, სახლი დაცარიელებულიყო ჩვენ კი ვგრილდებოდით ქვით ნაშენებ სქელ კედლებში... ვსაუბრობდით დროზე როცა ერთმანეთი არ გვენახა, მის პირადზე, დახმარებაზე, სკოლაზე, გეგმებზე ვისაუბრეთ თითქმის ყველაფერზე... სანამ მელანქოლიამ არ შეიპყრო ანაზდეულად, - რა დაგემართა? — ვკითხე და მისკენ გადავიწიე დივანზე ჩამოვდე იდაყვი, ხელში მოვათავსე თავი და შევაჩერდი ინტერესიანი იმედიანი თვალებით, - მაპატიე, რომ ვერევი ამ ურთიერთობაში, ვიცი რომ ეს არ არის ჩემი საქმე მაგრამ არ ფიქრობ რომ დაიღალეთ? ორივე ძალიან დაიღალეთ... არც ვიცი რომელი აშავებთ რომლის ბრალია თქვენი ეს სიუცხოვე, არ ვიცი, მაგრამ ასე არ უნდა იყოს... - რას გულისხმობ? — მივხვდი მისი თემა რას ეხებოდა, თუმცა იმდენად დამაბნია მისმა წამოწყებულმა ახალმა საკითხმა, ერთბაშად ამერია გონება და სიტყვათა ლექსიკონი გამეფანტა - როგორ ვერ ხვდები? ხომ ყველა ხედავს ყველა ამჩნევს, თქვენ რას ცდილობთ ანი? ვერ ვიგებ, მე კი მხოლოდ მეშინია... მეშინია რომ გეგა სხვასთან დაიჭერს ურთიერთობას, ყოველ წუთში მეშინია, როცა გოგონები ურეკავენ, მისი ხმა უჩვეულოდ ჩვეულებრივია არც უხეშობს არც რაიმე მსგავსი, ადრე ხომ არ სჩვეოდა ასე... ახლა მეშინია რომ ქერა შენსავით მაღალი, წვრილ ფეხება მამიკოს გათამამებული გოგო შეძლებს მისი გულის მოგებას, რომელიც ფულს მეტად დააფასებს, ამის მეშინია გესმის?.. არ მეყო დღევანდელი დღე, მე ვერ ამოვიკითხე მის თვალებში ვერაფერი... - მას რაღაც სჭირს დღეს... ჩავეჭერი - ჰო, რაღაც არ არის რიგზე, მინდოდა მენახეთ, მინდოდა მეყურებინა ისევ თქვენთვის, როგორც ადრე და საშუალება არ მომცა, მხოლოდ წამოთ ამოვიცანი მოსო თბილი მზერა შენს მიმართ — დავიბენი, წარსულში ჩვენ სამი ერთად არასდროს ვყოფილვართ, მისი სიტყვები რომ ჩვენი ყურება მოენატრა ძალზე გასაკვირი იყო, - იმ დღეს... ვიცი ჩუმად ყურება დანაშაული იყო. შენს გვერდით ჩემი კლასელი ცხოვრობს მასთან ვიყავი, გვიანი იყო უკან რომ გადავწყვიტე დაბრუნება საკმაოდ ბნელოდა, გემახსოვრება... ის თქვენი ნახვის ბოლო საღამო იყო... შენს წინ იდგა, ღობესთან ახლოს იდექი, ისე ახლოს იყო მის სუნთქვას სახეზე გრძნობდი ალბათ. დაგყურებდა უცნაურად, უჩვეულოდ, იმ დღეს ჩემი ძმა ისე შეცვლილი პირველად მენახა, გიყურებდა, უსაზღრვრო სიყვარულით, გზნებარებით, პატივისცემას აფრქვევდა მზერით... გიყურებდა და კმაყოფილდებოდა, მხოლოდ უყურებდა შენს სახეს და მისთვის ცხონება იყო, ზედმეტადაც კი არ შეგხებია, უბრალოდ გიყურებდა... გკითხა, გითხრა... ისევ გითხრა, რომ უყვარდი, პირდაპირ არა, მაგრამ გითხრა... მოგცა დროც დაფიქრებულიყავი შეძლებდი თუ არა მასთან ერთად ყველაფრის გამკლავებას, გიყურებდა აღტაცებით, ანთებული თვალებით, ერთმანეთს უყურებდით ანა... არცერთი ლაპარაკობდით, არცერთის სიტყვა არ იყო საჭირო. საუბრობდით.., საუბრობდით და შიგადაშიგ უღიმოდით ერთმანეთს, თვალებით კონტაქტი იმდენად ძლიერი იყო, სიტყვები ზედმეტი იყო, ეს იყო მზერა, აღმატებული, გაცისკროვნებული, გაღმერთებული მზერა, რომელიც არასდროს მინახავს არსად. ვხედავდი, როგორ ძლიერდებოდა ჩემი ძმა, როგორ ანათებდა ღამეში და თითქოს, მის წინ საუკუნის ნაძებნი, წვალების მერე გათხრილი ორმოს შიგნით უზარმაზარი განძეულობა აღმოეჩინა, თითქოს უმდიდრესი იყო იმ წამს, დარწმუნებული ვარ რამე რომ ეთქვათ ყველაფერზე თანახმა იქნებოდა. მას მერე მჯეროდა სიყვარულის. მანამდე მეც შენსავით ვფიქრობდი რომ არ არსებობდა სიყვარული, რომ უბრალიდ გატაცებაში ერეოდათ, ზუსტად შენსავით ვფიქრობდი, მე უბრალოდ ვიცოდი რომ შემიყვარდებოდა და შენ? შენ საშინლად ჯიუტი ხარ! შენ დატანჯე ჩემი ძმა! გამინადგურე დამისუსტე და თან გამიძლიერე, შემიცვალე მაგრამ ცხოვრებაში წინ წაწიე... არ ვიცი მადლობა უნდა გადავიხადო თუ უბრალოდ უნდა ვბრაზობდე შენზე, მაგრამ ჩემი ცხოვრებაც კი უზომოდ შეიცვალა, არა მხოლოდ გეგასი, ახლა ის გოგო ვარ, რომელთან მეგობრობაც ყველას სურს, თუნდაც ძმის ფულების გამო, მისი სიმპათიურობის გამო... ვერ ვაბამ თავს რისი თქმა მინდა, თემიდან თემაზე გადავდივარ, მაგრამ ამდენი წელი იყავით უერთმანეთოდ, როგორ ვერაფერი ისწავლე? როგორ ვერ შეგიძლია ახლა მაინც თქვა რომ გიყვარს, ნუთუ ისევ არ გჯერა, მისი თავგანწირვის მერე? კიდევ ვერ იჯერებ სიყვარულს ანა?.. - ვიჯერებ! მას მინდობილი ვარ, მაგრამ იმდენად მიკვირს, იქნებ უკვე აღარც ვარსებობთ დედამიწაზე... არ ვიცი რა მაკავებს სალო, ვერ ვიგებ რატომ ვერ ვამბობ... - ზედმეტად ამაყი ხარ!.. გახსოვს? ერთხელ თქვი.., ერთხელ უთხარი რომ თავი დაენებნებინა მიუხედავად იმისა რომ უზომოდ გჭირდებოდათ ერთმანეთი, აი მაშინ ბებიაშენი რომ სამარეს გითხრიდათ, მაშინ უთხარი რომ არასდროს... არასოდეს შეგიყვარდებოდა და ტყუილად თავს ნუ დაიტანჯავდა. - იმიტომ ვუთხარი, რომ უბრალიდ მეტი აღარ შემეძლო, ჩემს ლანძღვას რომ ვეღარ აუვიდა, მასზე გადავიდა, არ იცნობდა ნანახიც არ ჰყავდა მაგრამ ისე ეცადა მისთვის ნაკლის გამოძებნას, მიყვებოდა თქვენს ბაბუის მამაზე, ან კი ბაბუის ძმაზე, ღმერთმა იცის, როგორი რამეები დააბრალა მათ სულებს... არ შემეძლო გესმის? ჩემსას ავიტანდი და მისას ვერა! მაშინ მინდოდა სრულიად გავმქრალიყავი მისი ცხოვრებიდან და თან წამეღო ყველა მის მიმართ ნაჭორავები და დაღლა, ის ზედმეტი ტვირთი, რომელსაც მოუხრელად ატარებდა... მიყურებდა მშვიდად ნაცნობი თვალებით, გამომცდელი მზერით, თითქოს კმაყოფილდებოდა ჩემი სიტყვებით, რომელიც გულთან იმდენად მიმეტანა მალე ცრემლებს გადმოვყრიდი... - როდის უნდა გადააბიჯო შენს სიამაყეს? - არ ვიცი, - ხომ გიყვარს არა? - მიყვარს? მგონი იმაზე მეტია ვიდრე სიყვარული... — გავიცინე და თვალები დავხარე, მიყურებდა მოჭუტული თვალებით, თითქოს არ დააკმაყოფილმა პასუხმა, მიყურებდა საცრის ოდენად პატარა ირისებით და დუმდა მხოლოდ, დიდხანს ვუყურე, ის კი ისევ გამომცდელი თვალებით მიცქერდა, - მიყვარს სალომე! — და თითქოს ვარდის კვირტი გადაიშალა ჩემში, ახალი და ბევრი წითელი ფურცლები გამოეზარდა უეცრად, თითქოს მძიმე ტომარა ჩამომხსნეს ზურგიდან, ეს იყო ის აღმატებული გრძნობა, რომელიც მაცისკროვნებდა... თითქოს ძველი კაეშანიც ერთბაშად გაქარწ....ბულიყო, ამიჩქროლდა გული, მაგრამ ეს სასიამოვნო იყო. გამეღიმა, სიცილით შემომხედა მანაც, თითქოს მთელი ეს დრო გულშემმატკივრობდა, რომ მეთქვა ეს მნიშვნელოვანი სანუკვარი სიტყვები, ვუყურებდით ერთმანეთს და ვიცინოდით, ჩემი ხელები მოითავსა თავისაში, თითქოს მანიშნბდა შენ ეს შეძელიო... - გოგონებო არ წავიდეთ? — უფროსი ხიდაშელის ბოხი და ამავდროულად კმაყოფილი ხმა რომ გავიგეთ ერთბაშად შევწყვიტეთ კისკისი... გავხედე დაძაბულმა კარებში მდგარს, ნახევარი სხეულით ეფარებოდა კარებს, ნახევარით კი ჩანდა, სიბნელეში ვერც შეგვემჩნია ეს უკანასკნელი. ღელვით გავხედე სალომეს, მის თვალებს ჩავაჩერდი ათრთოლებული, - დამშვიდდი ვერ გაიგებდა, — მითხრა ჩუმად და ფეხზე წამოდგა - შენ დაკაკუნება არ გასწავლეს ძმაო ჩემო? - არა, დედისგან შორს გავიზარდე, - მე ვფიქრობ მოასწრებდა მარიკა მაგის სწავლებას, იმ 18 წელში... — წაკბინა ძმას და შემდეგ მე გამომხედა - წამოდი ანი სანამ დაღამდა წავიდეთ, — მომიტრიალდა და წინ წავიდა, უცნაურად იღიმოდა ხიდაშელი, სალომე თავისუფლად გავიდა ნახევრად გადაკეტილ კარში, ვიფიქრე მეც შევძლებდი თავის დახწევას, მიუხედავად იმისა, რომ მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი, თავდახრილმა ვეცადე კარის გარღვევა, ერთი ფიქრი ვიფიქრე კიდეც, რომ თავი დავახწიე საჩოთირო მომენტს, მისმა ძლიერმა მკლავმა შემაჩერა, მალევე მუცელზე, რომ მომეხვა სასიამოვნოდ, დამაბრუნა უკან კარშივე, მხოლოდ მაშინ გადმომხედა მაცდური თვალებითა და კმაყოფილი გახსნილი ბაგეებით, - ხომ არაფერი გაქვს სათქმელი? —დავიბენი, დენმა დამიარა სხეულში, ფიქრები ამერია, ახლა ვერ გამეგო, მოისმინა თუ არა ჩემი სიტყვები, სირცხვილისგან მომედო ალმური სახეზე, შემეფარკლა ღაწვები... - არა მგონია—უმალ დავუსხლტი ხელიდან და სწრაფად გავედი სახლიდან.... ვინაიდან ბევრნი ვიყავით, ორ მანქანაში გავნაწილდით აჩისთან და გეგასთან, მე ორი ბავშვითურთ და სალომე გოდუაძეს გავყევით, გზად კიდევ იყიდა აჩიმ, საპიკნიკედ სნექები, წვენები და დასაყოლებლებიც, მთელი ეს დრო დაბასთურმებული სამწვადეც მოგვემზადებინა და სრულყოფილად შემზადებულები მივდიოდით მდინარეზე, რადგან მისი მანქანა ჯიპი იყო, არც გასჭირვებია უსწორ მასწორო გზაზე ჩასვლა, ჩავედით ბოლომდე, მიდნარებდე... წყალთან ახლოს გააჩერა. ჩიტების გალობის ხმები, კალიებისა და მდინარის სწრაფი ჩხრიალის ხმები ერთმანეთს ასწრებდნენ, ეს იყო სრული სიმშვიდე, სილამაზე და ადგილი განტვირთვისთვის, ტურისტებივით გაოცებულები შევცქეროდით ამ საოცარ სილამაზეს, შემდეგ მოვეგეთ გონს და დავიწყეთ მზადება, ნაპირზე ხის სკამეიკა და მაგიდაც გვეგულებოდა ამიტომ, დანარჩენების მოსვლამდე, სრულად შევძელი, გამეწყო მაგიდა, გადასაფარებელიც სქელი და კომფორტული გამოდგა, პლედი, რომელიც მეგონა ძირს დასაფენად გამოგვადგებოდა, სრულიად სხვა როლი მოიხდინა, მანქანის საბარგული, როდესაც გაიხსნა, მისი კარები მაღლა იწეოდა, პლედი საკმაოდ გრძელი განიერი და სქელი იყო, ჩამოვაფარე ყველა კუთხიდან, სიგრძეზეც ბოლომდე ეყო და საბოლოოდ, იდეალური "გასახდელი" გამოვიდა, ბავშვებთან ერთად შევედი გასახდელში, ყველას თავისივე საცურაო კოსტიუმი მივაწოდე და გამოცვლისთანავე უფლებაც მივეცი ცივ და ამავდროულად სასიამოვნო მდინარეს შეერთებოდნენ. მათი სიხარულიც საკმაოდ ზე ლეველზე იდგა და მეც მახარებდა. - შენ რატომ არ იცვლი ლამაზო? არ გინდა წყალი? — გოდუაძემ შემავლო თვალი მე ჯერ ისევ კაბით რომ დავფრიალებდი, სალომე ბავშვებთან იყო, დიდად მეხმარებოდა მათთვის ყურადღების მიქცევაში. თავად გოდუაძე ფიჩხებსა და ტოტებს აგროვებდა ცეცხლის დასანთებად, მუხლს ქვემოთ, წვივებამდე შორტი ჩაეცვა მაისური გადაეძრო და წელს ზემოთ შიშველი, იდეალური დასანახი იყო უზადო სხეულით... ერთბაშად ამომიტივტივდა წარსულის დრო, აჩი და გეგა ხომ ერთად დადიოდნენ ძიუდოზე, მას მერე არცერთს შეუწყვიტავს ვარჯიში მეც კმაყოფილი ვუცქერდი ამ საოცარს... - გამოვიცვლი, არ მოგეხმარო? - არა, მიდი ჩაიცვი და დასველდი სანამ დრო გაქვს, - დრო სულ მექნება, - მეეჭვება, გამომძახა სიცილით, - რა ლაპარაკია, პირდაპირ მითხარი, - ეჭვიანობის გადამკიდე არამგონია დრო დაგრჩეს, - რაზე უნდა ვიეჭვიანო ნუ ბოდიალობ აჩი! გავუწყერი და წავედი "გასახდელისკენ" ჩავიცვი ლურჯი ბრეტელებიანი ტოპი ცოტა დეკოლტით, ქვევით ბიკინზე შემოვიცვი, ლურჯი ნაჭერი, გვერდზე გავკარი წკვერტები და მოკლე ქვედაბოლოს ჰგავდა, მართალია საჯდომს ფარავდა მხოლოდ მცირედ, მაგრამ ლამაზიც იყო... გავედი თუ არა კომპლიმენტიც დავიმსახურე. მომავლო დაკაწრულ მკლავებზე აჩიმ თვალი, მარტივად ავუხსენი, რომ შემთხვევით გავაკეთე ეს ყოველივე, ჩამომეშალა თმა ყელზე, ჩემს ფეხს კი ის მცირე ნაჭერიც კი ფარავდა თუ კი მასზე დაკვირვებას არ დაიწყებდი. თითქოს ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, ვეხმარებოდი აჩის და ველოდებოდით დანარჩენებს... ხმაურზე გავხედე ხევის ჩამოსასვლელს. მოდიოდა ხიდაშელი, ხელში გოგონას ხელი მოეთავსებინა და ეხმარებოდა ჩამოსვლაში ჯელტმენურად... მაღალ წვრილ ქუსლიანებზე შემდგარს. მოდიოდა მის უკან მეგი, სიცილ კისკისით, ხიდაშელს მეორე გვერდითაც გოგონა ჩამოჰკიდებოდა, ეს ნაცნობი ხატი იყო ჩემთვის... მხოლოდ დროებითად გამაღიზიანებელი. მათ უკან უცნობი ბიჭი მოაბიჯებდა მეგისთან ერთად, თუმცა მისი გაბადრული სახის მიხედვით ის აშკარად კმაყოფილი იყო, ზღაპრული გარემოთი... აკვირდებოდა ხეებს, ტყეს ბუნებასა და მდინარეს. მართლაც საოცარი იყო ხევი, ტყის თავზე გადიოდა გზა მის ქვევით კი ასეთი საოცრება არსებობდა. - არიქა! — დავსძინე მჭახედ, უკმაყოფილოდ და გოდუაძეს ფხუკუნზე მუჯლუგუნი ძლიერად გავცხე, მივხვდი მე დამცინიდა ეს უკანასკნელი, თითქოს ცოტახნის წინ მე არ ვეკამათებოდი მას ეჭვიანობაზე. - აქაც კომპანიის აშენებას აპირებ ძმაო?! — უკმაყოფილობა არც სალომეს დაუმალავს, გასძახა წყლიდან ამოსულმა და მობეზრებული მზერა დაასო ქერა გოგონებს, რომლებსაც პირველად ხედავდა, - საიდან ეს ამდენი ქერა? — მიჩურჩულა გოდუაძემ, სწორედ მაშინ დავფიქრდი, თითქოს მართლაც გამორჩეულად ეძებდნენ ქერა გოგონებს კომპანიაში, რადგან წვეულებაზეც უმრავლესობა ქერა მანდილოსანი იყო, ერთი სტილისა და ხასიათის, თითქოს ეს რაღაც სენი იყო ქერების... საშიში და დამაფიქრებელი აკვიატება, ეჭვნარევად შევაჩერდი გეგას, მაგრამ მასში ეჭვი არც მეპარებოდა, ეს მხოლოდ მოჩვენებითი ეჭვიანობა იყო. მოახლოვებულებმა უშვეს გეგას ხელი, ჩამოგვიდგნენ წინ ღიმილითა და თან გამოთქვეს გზაზე უკმაყოფულება. ხიდაშელმა გაგვაცნო გოგონები დაუყონებლივ, მოკლედ - თათია და ვერონიკა... - სასიამოვნოა — გაუწოდა ორივეს ხელი აჩიმ, დავაკვირდი მძვინვარედ მომღიმარს, უმალ ჩავავლე მის ხელს ხელი, არც ვაცადე გოგონასთვის ჩამოერთვა კეთილგანწყობილების ნიშნად ხელი, შევუბღვირე უმალ - აჩი, მწვადებს აცვამ! — დავუბრიალე თვალები ეჭვიანი ცოლივით. ერთბაშად დაიხარა ღიმილით მომაკრო მათ თვალწინ ტუჩები საფეთქელზე... მაშინვე დამემანჭა სტუმარი ვერონიკა და მეც ერთბაშად მეცვალა სახე გაკვირვებისგან - მართალი ხარ, ნუ ბრაზობ... — გამიღიმა გოდუაძემ, არც მაცადა შხამი მიმესხა ვერონიკასთვის, მე ხომ წმინდანი არ ვიყავი მისთვის ეს უტქატობა გამეტარებინა. წამით მოავლო გოგომ ხიდაშელს თვალი ინტერესით. - მე თორნიკე ვარ, მოგესალმებით ყველას, — გამომიწოდა ხელი უპირველეს ყოვლისა და ნაზად მეამბორა ხელის ზურგზე უცნობი მამაკაცი. ერთბაშად დავაკვირდი საკუთარ ემოციებს, უკმაყოფილოდ გამაჟრიალა, თუმცა ვერაფერი ვიგრძენი მისი შეხებით გარდა უკმაყოფილებისა, რომელმაც ნახევარი სხეულიც კი ვერ მოიცვა... - მგონი ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ თორნიკე — გავუღიმე და ნაზად ავართვი ხელი, - მაპატიეთ, თუ ჩემმა თვალებმა მსგავსი სილამაზე სამუდამოდ ვერ ჩაიბეჭდა, მაგრამ ვერ გიხსენებთ.... ვფიქრობ პირველად ვხედავ მსგავს სილამაზეს... — ბრილიანტივით ირეკლავდა მისი თვალები მზეს, მგზნებარებითა და დიდი მონდომებით მიციმციმებდა ამ გაბრწყინებულ თვალებს და მანიშნებდა ერთბაშად რომ კმაყოფილი იყო ჩემით. ცდილობდა ძლიერ, პოეტურად, აღმატებულად ესაუბრა, თუმცა ეს მხოლოდ სასაცილოდ გამოსდიოდა ჩვენს წრეში. ფხუკუნებდა გოდუაძე მეგისთან ერთად და ზურგიც კი გვაქცია ახარხარებულმა დაცინვად რომ არ ჩათვლოდა, - შეიძლება მე მერევით, - არ ვიცი, როგორ გაკადროთ, - იქნებ არ გვინდა ეს ფორმალური საუბარი, უშუალო საუბარზე გადავიდეთ... - როგორც გენებოს, ანა... მეამბორა ხელზე ისევ, აატრიალა თვალები უმცროსმა ხიდაშელმა - იქნებ სხვა დროს გააგრძელოთ, შევწუხდი... ჩაგვიარა სალომემ შუაში და მეც უნებურად დავიწყე სიცილი. მთელი ეს დრო ისე სასაცილოდ ვირგებდი წინ მდგომის, ხასიათსა და მანერებს ლამის გნვაგრძე აღმატებულად საუბარი, განა ეს გრეხი იყო, მაგრამ ახლა ჩვენს დროში ამ უშუალო, ოჯახურ გარემოში ეს ფორმალობა ძალზედ უინტერესო და უგვანო იყო. .... მაგიდასთან ახლოს მისვლაც არ მინდოდა, უცხო გოგონების საქციელი საერთოდ არ ჯდებოდა ეთიკურ ნორმებში, ვაკვირდებოდი მგზნებარედ შორიდან და ვცდილობდი დამემშვიდებინა საკუთარი თავი. ვაკვირდებოდი და ვბრაზობდი, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ვიცოდი რომ გეგა მათი უფროსი იყო და არა მამაკაცი, რომელსაც გვერდით დროებითი "ნაშები" ეჯდა. მათი საქციელი ძალიან ვულგარული და არადისციპლინირებული იყო. მიკვირდა გეგას სიჩუმე, თუ რატომ არ ჰქონდა რეაქცია მათს ვნება აშლილ ქცევებზე. გოგონები ერთმანეთსაც კი ვნებიანად შესცქეროდნენ, ეს ბავშვებთან კი უკიდურესად შემაძრწუნებელი იყო. გოგონებს ჩაეცვათ საცურაო კოსტიუმები ბრა+ბიკინი და წყალშიც ყველაზე არაორდინალურად იქცეოდნენ. იქნებ მხოლოდ ჩვენთვის იყო ეს მიუღებელი, იქნებ სოფლის ჰავა მოქმედებდა ჩვენზეც, უნებურად განვიკითხავდით... - ეს რა არი რა აცვიათ?! —ჩაიქირქილა სალომემ, - ტანგა! რავიცი მე... —გაუბა საუბარი მეგიმ და მეც ჩუმად ვუსმედი მათ, - რა არი გოგო ეს, ლიფი მაინც ჩეეცვა— დიალექტურ საუბარზე ინაცვალა სალომემ, ჭორიკანა დედაკაცივით დააწვრილა მზერა და დააკვირდა გოგოს, წყალს რომ ასხამდა დაქალს.... - მართლა რა უბედურება მკერდის თავს ფარავს მარტო, - სადააქ ქალო მკერდი — ახარხარდა სალომე, ბოროტული სიცილით და წყალში ზურგით გაწვა, - მართალი ხარ შენ, ემათნაირი გრძელი ფეხები თუ არა მკერდი მაინც გვაქვს, — შეისწორა მეგიმ მკერდი ხელით ამაყად და აჩის მზერას რომ წააწყდა სირცხვილისგან ალმურ მოდებული სრულად ჩაიმალა წყალში. ახარხარდა სალომეც და გოდუაძეც, რომელსაც ვერ გაეგო, რას ნიშნავდა მეგის ეს საქციელი, ის ხომ შორიდან გვიცქერდა... - შენ ისედაც მაღალი ხარ ვერ შეგადარებთ ქერას, — ჩაიქნია ხელი სალომემ დამაწყნარა თითქოს და მეგის წყლიდან თავი ამოაყოფინა, - რა სირცხვილია, — ამოიგმინა სარალიძემ, ჯერ ისევ წითელმა, - კაი გოგო, რა მოხდა მერე, ესენი სულ ტიტვლები დატანტალებენ და ერთი ხელი ვეღარ მოგიკიდია საკუთარზე, რა პრობლემა გახადე— მჭახედ, ქოფაკი ქალივით "დაუბოხდა" გოგოს ხმა და ძმას მკაცრად გახედა... .... ისხდნენ ბიჭები მაგიდასთან ბაასობდნენ. გეგა ხშირად დუმდა ჩაფიქრებულიყო და ნახევარზე მეტი არც კი ესმოდა რაზე საუბრობდნენ ბიჭები, ხშირად წავაწყდებოდი მის მზერას. რომ გავხედავდი მე მის მზერას უკვე ვგრძნობდი, მაცქერდებოდა ჩაფიქრებული, გაცისკროვნებული, თბილი, რბილი, მომაჯადოვებელი მზერით. ვგრძნობდი თავადაც, როგორ ერთბაშად, მეცვლებოდა და მიცისკროვანდებოდა მზერა მის ყურადღებაზე, უმალ ვარიდებდი თვალს და ღიმილს ვმალავდი, რომელსაც მისი მზერის კმაყოფილება იწვევდა. .... წყლიდან ასვლა ეს ჩემთვის ყველაზე ცუდი და რთული რამ იყო, დიდხნიანი წყალში ყოფნის შემდეგ, სიარულიც დამვიწყებოდა. ამოსვლისთანავე, ნაჩქარევად შემაგება ხელი თორნიკემ, დამეხმარა სწონასწორობის დაცვაში და მაგიდამდე თავად მიმაცილა, მომახურა სქელი პარეო, მადლობა-მეთქი ვუთხარი, თუმცა ისე მციოდა ტუჩებიც სრულად გამლურჯებოდა, ვცახცახებდი სიცივისგან და ეს პარეო საერთოდ ვერ მათბობდა... - ჩემთან მოდი, — ღიმილით გამომიწოდა ხელი აჩიმ, მივლასლასდი მასთან, ვძაგძაგებდი მთელი სხეულით. დამისვა გვერდით და მთელი სხეულით მომეხვია, - ჯანდაბა, რა ცივი ხარ, — ამოიგმინა ჩემს სველ სხეულზე, თუმცა მისი მხურვალება ჩემთვის განცხრომის ტოლფასი იყო, რამდენიმე წუთში ისე დამცხა, თითქოს გახურებულ გამათბობელს ვეხუტებოდი. გვიყურებდა ხიდაშელი, გაურკვეველი მზერით... იცინოდა ხოლმე აჩიც მაგრამ ვერ ვიგებდი მისი სიცილის მიზეზს... - რა გაცინებს? — ვუჩურჩულე ისე ავხედე, - გეგას შეხედე აბა, — შევხედე, გვარიდებდა თვალებს და კისერზე ძაღრვებ დაბერილი ისმევდა თითებს შუბლზე, შევხედე ისევ გოდუაძეს პასუხი რომ ვერ ვიპოვე, - ეჭვიანობს ეს ჩემისა, — ახარხარდა და ჩემს თმაში ჩარგო ცხივირი, მეცინებოდა მეც, მაგრამ მშვენივრად ვხვდებოდი ეს მისი მანერა ეჭვიანობის მაგივრად მესაკუთრეობას რომ ეკუთვნოდა. .... მაინც ვერთობოდი, მიუხედავად გოგონების ამაზრზენი ქცევებისა, ვაიგნორებდი, უკუვაგდებდი ყოველგვარ ფიქრებს და როდესაც გეგა თავის სასმელს ვერონიკას უთმობდა, იმის მაგივრად რომ ბოთლი რაიმეზე შემეფშვნა უბრალოდ საკუთარი თავის ხელში აყვანას ვცდილობდი. ვაქცევდი ყურადღებას ბავშვებს, ვცდილობდი მათი ყურადღება უცნობ გოგონებს არ მიექციათ, ვსაუბრობდით წყალშივე და გავცენდი დარიგებებს, ეს უკანასკნელნიც დიდი ყურადღებით მისმენდნენ და მისვამდნენ ულევ კითხვას, რაც თავად მეც კი მაფიქრებდა, მათთან ერთად ვპოულობდი პასუხს და ვუსვამდით ხაზს, რომ ამპარტავნება სრულად უნდა ამოგვეძირკვა ჩვენში. რომ უნდა ვყოფილიყავით თავმდაბლები, უანგაროდ კეთილები, და გვესწავლა უპირობო სიყვარული, ეს იყო ის რაც აგვამაღლებდა.... .... ვიდექით მე და თორნიკე, მის ზოორბა სხეულს სრულად დავეფარე, წელზე შემოეჭდო ჩემთვის ხელები და ვირხეოდით ნაზად, ვყვებოდით სიმღერას და მეც ვუსმენდი თორნიკეს ღიღინს. მთხოვა ჩემი საყვარელი სიმღერაა და მინდა რომ მეცეკვოო, ვერ ვიუარე, ვიდექი ახლა მის წინ, ცრუ ღიმილით და ბოროტულად ვცდილობდი არ მომესმინა მისი ხმადაბალი ღრიალი, - ძალიან ლამაზი ხარ! - მადლობა, — გავიღიმე და უხერხულობა არ შევიმჩნიე მის სიტყვებზე - თხოვნა მაქვს, - გისმენ თოკო - იქნებ საკონტაქტო გაგვეცვალა? მინდა სადმე შევხვდეთ... — უხერხულობისგან ამელეწა სახე. შევჩერდი, ფრთხილად ავართვი ხელი და გავხედე ბიჭებს, ერთი მკაცრად მიმზერდა, მეორე კი გამომცდელად, თითქოს გაეგო ამ უკანასკნელს ჩვენი საუბარი და ელოდა ახლა ჩემს პასუხს... შევაჩერდი ამ გამომცდელს, მზაკვრულსა და დამაბნეველ ჭაობისფერ თვალებს, გამიღიმა მხოლოდ, ერთბაშად დამიარა ჟრუანტელმა თითქოს ერთ ზომაზე დაჭედებულ ლურსმნების წვეტიან წვერებზე გავწოლილიყავი. შევხედე თორნიკეს და გავუღიმე, ზუსტად ისევე თბილად, როგორც რამდენიმე წამის წინ გეგამ გამიღიმა - არ შემიძლია... სისულელე იქნება ჩემი მხრიდან, იმედია გამიგებ... - კი რა თქმა უნდა... სხვა გიყვარს? - სხვა მიყვარს! — გავეცი პასუხი და ღიმილით ჩამოვშორდი. მივუახლოვდი მაგიდას ტელეფონი ავიღე და აჩის მკაცრ თვალებს შევაჩერდი, - ჩადი კიდევ წყალში, შენ მოდიოდი აქ პირველი, — გავუღიმე თმა შევუსწორე უმალ და გავხედე ხმაზე გოგოს, თითქოს ჩემი სიტყვები გაეგო და მცდიდა - აჩი ჩამოხვალ? მოდი რა კარგია... ქვედატუჩზე იკბინა თათიამ მიუხმო გოდუაძეს, იკბინა ქვედა ტუჩზე და წყალი შეძლებისდაგვარად ხელებით აასხა მაღლა შადრევანივით - ადგილზე იჯექი! — დავსძინე და ბოთლი მივაჩეჩე ხელში - ეს დალიე! რომ ამოვა მერე ჩადი!—გამაფრთხილებლად დავუქნიე საჩვენებელი თითი, ერთბაშად გაეხსნა სახე, გაკვირვებული მგზნებარედ მომჩერებოდა, ცქვიტად გავხედე გოგოს, ამრეზილად შემათვალიერა, გავუტარე მასაც ეს მზერა, დახრილმა მოწყვეტით მივაწებე გოდუაძეს ლოყაზე ტუჩები და ჩამოვშორდი, - სად მიდიხარ? - ცოტას გავივლი და მოვალ, ბავშვებს მიაქციეთ ყურადღება, — ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე, - არ დაიკარგო! - აქ რა დამკარგავს?— უკვე შორიდან დავუტოვე სიტყვები და მდინარის დინების საპირისპიროდ წავედი.... მივყვებოდი მდინარის ნაპირს და ვნანობდი აქამდე რომ არ გავეცალე, ამ ყოველგვარსა და ყველანაირად დამღლელ გარემოს. ეს მშვიდი ხმა, ჩიტებისა და მდინარის ჩხრიალი, იმდენად სასიამოვნო იყო ეს მცირე ნიავიც სრულად მაშორებდა და მიაქროლებდა ჩემი გულის კაეშანს შორს, ღრუბლებისკენ. არ ვფიქრობდი არაფერზე მხოლოდ მივიწევდი წინ და მხოლოდ ვუსმენდი ბუნების ჯადოსნურსა და მომაჯადოვებელ ხმაურს, რომელიც ცხონება იყო... მდინარის შუა გულში შევჩერდი, არ ვიცოდი სად ვიყავი, თუმცა ეს არ მაშინებდა, შევედი წყალში დავტოვე ნაპირზე ტელეფონი და პარეო-ხალათი, ნაპირზე პატარა წყალში შევედი და ჩამოვჯექი დიდ ქვაზე, კიდურები ჩავყავი ცივ წყალში და გავაქნიე ნაზად.. ვიღიმოდი უაზროდ უცნაურ ეიფორიას ვგრძნობდი, მომწონდა სიმარტოვე ბუნებაში, მამშვიდებდა ჩიტების ქარისა და მდინარის ხმა... ვიჯექი და ვღიღინებდი დიდხანს... ... - კარგად მღერი... მოულოდნელ ხმაზე შევხტი, მაგრამ მალევე შევამჩნიე მოახლოვებული ხიდაშელი, - შემაშინე — პათეტიკური ტონით ამოვთქვი და ცქვიტად მოვავლე თვალი არემარეს, გასაგებად, თუ როგორ მოვიდა ასე ჩუმად. მომიახლოვდა ჩავიჩოჩე მეც, გაიღიმა ისე მომიჯდა გვერდით... ვდუმდით წამით, მისი ჩემს გვერდით ყოფნის გამო ეიფორიას საბურველის გრძნობაც ერთბაშად დაემატა და მეტად აღმატებულიც კი გახდა ეს გრძნობა, დიდად სანუკვარი და იშვიათი... - რატომ დატოვე მარტო გოგონები,—გავხედე, - ტყუილად ეჭვიანობ ხომ იცი? - არ ვეჭვიანობ! უბრალოდ გეკითხები, — წამოვდექი, შევედი წყალში ღრმად, სიცივემ წამით დამიარა ნემსებივით სხეულში და შემდეგ წყალის თავისებური სითბოც შეიგრძნო, - ეგ კითხვა იყო ზუსტად ეჭვიანობის გამომააშკარავებელი და მამხილებელი — გაეცინა, ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და გადადო ჩემი ტელეფონის გვერდით, - ვერ მოგატყუებ, საშინლად გამაღიზიანებლები არიან, — დანებების ნიშნად ავწიე ხელები და და წყალში ჩამოსულს შევაჩერდი. საკმაოდ ღრმა იყო წყალი, ძლივს ვაწვდენდი თითებს ფსკერზე და ძლივს ვიკავებდი თავს არ გავყოლოდი დინებას ხიდან ჩამოვარდნილი ფოთოლივით, - რას ერჩი? თავის სტიქიაში არიან, - ბავშვებისთვის არასასიამოვნო და საშინელი მაგალითია, - ბავშვები შენს მაგალითს ხედავენ, - მათაც აკვირდებიან და არც კი ვიცი რა პასუხი გავცე რამე კითხვას თუ დამისვამენ მათ შესახებ, - ჩემსკენ გადმოამისამართე და მორჩა, — ღრმად ამოვიხვნეშე მის უდარდელ საუბარზე და მოახლოვებულს მხარზე წავავლე თითები, თავის დასაჭერად, - იმედია იმ ბოთლებს მე არ გადამაყრევინებენ - რა ბოთლებს? — შეიცხადა წამით და როგორც კი გაიხსენა, ერთბაშად ეცვალა სახე. გადაიხარხარა ხმამაღლა და მზაკვრული ღიმილით დამხედა, - პატარავ, შენ რა მესაკუთრე ყოფილხარ... - ხოო? სულაც არა - უბრალოდ დალია რა მოხდა? - სხვა უამრავი ბოთლი იდო კალათაში, - ნუ მიძაბავ, იმ ბოთლიდან აღარ დამილევია, სულ მას მივეცი, ახარხარდა ისევ, - რო დაგელია მერე მე რაა თორე,. - გააპრავა ახლა, - მოისვენე რა! — დავუბრიალე თვალები, თუმცა კმაყოფილიც ვიყავი მოსმენილით თითქოს მართლა ეგოისტი, მესაკუთრე ვყოფილიყავი.... - საერთოდ რატომ არიან აქ? ვკითხე მოგვიანებით - კოსტამ გამოაგზავნა, - რისთვის? დღეს რა მოხდა? - დაივიწყე ანა, — ყურსუკან გადამიწია თმა, შემავლო მზერა კისერზე, წამით ჩამივარდა ენა... შემეხო სველი და მხურვალე ხელი ნატკენ კისერზე, - სისხლი მოგდის, - სულ მცირედ, — უხერხულად ავარიდე თვალები. დავიბენი, დავიძაბე, თუმცა ანდამატივით მიზიდავდა მისი სხეულიდან წამოსული სიმხურვალე, მისი შეხება, დაბოხებული ვნებიანი ხმა, ერთიანად ამიჩქროლდა გული... ნაზად გადამატარა ისევ თითები - გტკივა? — კიდევ მეტად ეცვალა ხმა მომთხოვნი ბოხი, მაგრამ წყნარი ტონი ჰქონდა, მეტად ძლიერდებოდა ჩემშიც ლტოლვა, გზნება, ვნება და ფიზიკური სიახლოვეც, - მეწვის, — დავიჩურჩულე ვგრძნობდი, როგორ მოიწევდა ჩემსკენ, ვსუნთქვადი ღრმად, აუტანლად ძგერდა ჩემი გულიც და როცა მისი ცხელი ბაგეები, ჩემს სველ კისერს შეეხო, ერთაბაშად ძლიერმა დენმა გაიარა ჩემში, ნემსებივით მივლიდა ვენებში სისხლი და მუცელშიც რაღაც თბილი, ამოუცნობი, მაგრამ ეიფორიას მიმცემი გრძნობა დამეუფლა, მეგონა ჩემ უძალო სხეულს წყალი უგზო უკვლოდ გაიტაცებდა, თუმცა წყალსაც არ მიმანდო, იმის საშუალებაც კი არ მომცა ხიდაშელმა წყალს გავყოლოდი და ასე დამეღწია, ამერიდებინა თავი, დაბნეულობასა და ეიფორიისგან გამოსვლის შემდეგ სირცხვილისთვის... ჩამავლო წელზე ხელები, დამხედა ღიმილით და მიმიზიდა თავისკენ, ამიკრო სხეულზე, შევეხე ცივ წყალში მის შიშველ სხეულს და მივენდე სრულად მას, რადგან აღარაფრის ძალა შემრჩენოდა, სრულად გაეთანგა ძალები ახალ გამოცდილ სიამოვნებას... - იმედია მხოლოდ აჩის არ აქვს უფლება მოგიახლოვდეს, — გადამისვა ცერა თითი ქვედატუჩზე და ღიმილით გაისველა ბაგეები - რა გინდა?! — მეცვალა მზერა. კუშტად შევაჩერდი, - რა უნდოდა იმ ბეყეს, აუტყდა სიცილი, საკუთარ სიტყვებზე, - ნორმალური თუ ხარ? - ვგავარ ნორმალურს? ვიუზრდელებ და შემომარტყავ და მინდა ეხლა მე ეგ? — გაეცინა ისევ, - ვგრძნობ რომ გინდა, - როგორ გრძნობ? — ეცვალა მაცდურად ხმა, ისევ აათამაშა თითები ჩემს წელზე და როგორც კი მოშორება ვცადე უხეშად მიმიზიდა თავისკენ, - სად მიდიხარ? - თავხედი ხარ გამიშვი, - სულ რატომ ბრაზობ ვერ ვიგებ, არადა გველები შხამს ნაპირზე ტოვებენ ვიცოდი —გაეცინა. ბრაზისგან ავფართხალდი მის მარწუხებში, ვეცადე დამეღწია თავი, როგორმე - საზიზღარი ხარ!.. თავხედი ხარ გეგა! - მოიცადე, ანუ ახლა რომ გაკოცო არ მოვიწამლები? — წამით შევხედე მგზნებარედ რომ ჩაიღიმა, გაუაზრებლად ვუთავაზე სილა, ამ უკანასკნელსაც მარტის ამინდივით ეცვალა ბრაზით თვალები, შემომხედა ავად და ძლიერად ჩამავლო კისერში ხელი, მიმიზიდა თავისკენ და ის ის იყო, დამეკონებოდა ბაგეებზე, თვალები ძლიერად დავხუჭე, არ გინდა-მეთქი დავსძინე და როცა უბრალოდ ვერაფერი ვიგრძენი, მცირედ გავახილე თვალები ვუყურებდი მის ათრთოლებულ ტუჩებს, რომელთანაც სულ რაღაც მილიმეტრები მაშორებდა, ავხედე შველის თვალებით, სულ მცირედ გავეხახუნე მის ბაგეებს, სხეულში ელექტრონაპერწკლები, ეს საოცარი ჩქროლვა, ტკბილმა დამათრობელმა გრძნობამაც ერთბაშად მოიცვა ჩემი სხეული, წამით ვინანე ჩემი საქციელიც, თუმცა ეს მხოლოდ შურის მაძიებელი კოცნა იქნებოდა... - გამიშვი! — დავსძინე და თავი უკან დავწიე, დამემორჩილა, სრულად მიშვა ხელი თავად მომშორდა, წყალში კიდევ ღრმად შევიდა და დამაკვირდა ნაპირისკენ წასულს, - შშშ, — მის გამოწვეულ ხმაურზე გავხედე ბრაზით, შემათვალიერა ზმაკვრული, ვერაგული ღიმილით, მოისვა ბაგეებზე ენა და შემომხედა თვალებში, - იმას უთხარი, უაზრო ზრუნვას მოეშვას! მეორედ არ შეგეხოს თორე ხელს მოვამტვრევ! — თვალი ჩამიკრა და ბრაზისგან ადუღებულს დამაკვირდა, როგორ ავორთქლდი მისი თვალთახედვიდან. მივაბიჯებდი ბრაზით და ვლანძღავდი, მთელი გზა, თურმე, თორნიკეზე ჰქონდა მას მთელი ეს ბოღმა, რას გაუგებდი, ის ხომ უცნაურია... .... თითქმის, რომ ყველაფერი ავალაგეთ, გეგა ჯერ ისევ დაბრუნებული არ იყო. დაბნელებას იწყებდა, ბავშვებს ჩავაცვი, ყველაფერი მოვაწესრიგეთ და გეგა არსად ჩანდა.... არც ტელეფონს პასუხობდა. ბავშვები, რომ დაიღალნენ, მანქანაშიც მოეწყვნენ, თავად გეგას სტუმრებიც, ავიდნენ ხევიდან, მანქანასთან გადაწყვიტეს დალოდება. ნერვოზულად ვიჯექი, ბრაზისგან ვდუღდი, არ ვიცოდი უნდა მენერვიულა, თუ არა. ვიჯექით მე და სალომე დაბნელებამდე და ველოდით. აჩი იყო მის მოსაძებნად წასული, - ანი აქ მგლები დადიან? — დამისვა კითხვა ბავშვმა, გამცრა, წამით ერთბაშად ნეგატიური, პესიმისტური აზრებით შევიბოჭე - კი არიან, — გავეცი პასუხი, უკეთ შეიმალა მანქანაში, სწრაფად წამოვდექი, - სალო დარჩი ბავშვებთან კარგი? მე ვიცი ბოლოს სადაც იყო, იქნებ იქით იყოს, - გოგო ძაან ბნელა, მარტო არ წახვიდე საშიშია მართლა! ზღვაზე ხოარ ვართ შუა ტყეა, — შიშით შებოჭილიყო გოგო, შეცვლოდა ხმა და ჯერ ისევ ამაოდ ცდილობდა დაერეკა ძმისთვის, რომელსაც აშკარად დავვიწყებოდით, - ასე ხომ ვერ ვიჯდებით? არც ის ვიცი რა ჯანდაბას აკეთებს, ან სად არის დროს რომ ვერ იგებს! —ყვირილზე გადავედი გაუაზრებლად, ემოციების გაკონტროლებაც კი გამიჭირდა, სალომემაც ვეღარ შეიკავა და ჩუმად ატირდა,.. ჩაეხუტა მეგი, მაშინ მივხვდი რომ ზედმეტიც მომივიდა, - კარგი არ იტირო, ცოტახანს წავალ და მოვალ, - არ დაიკარგო შენც, დარჩი აქ... —გამომეტირა ბავშვივით - აქ რა დამკარგავს, აქ გავიზარდე გოგო, შენი ძმა ხომ არ გგონივარ?— გავუცინე ბავშვებს ვაკოცე და ტელეფონის ფანარი ჩავრთე. წავედი იმავე გზით სადაც დავტოვე, სიბნელის შიში თითქოს აღარც კი გამხსენებია, მივადგავდი დიდ ნაბიჯებს და ვლოცულობდი საღსალამათი მეპოვა, საკუთარი ფიქრები მაშინებდა, იმდენად ნეგატიური აზრები დაქროდა, თითქოს ღრმად ჩავვარდნილიყავი პესიმისტურ აზრებში და ამოსვლაც მიჭირდა... მივედი იქ სადაც დავტოვე, არაფერი იყო, ჩვეულებრივ ჩხრიალებდა ძირულა, ჩვეული რიტმით სასიამოვნოდ, მაგრამ ეს უკვე მაშინებდა... აფორიაქებული ვანათებდი წყალში შუქს, გარკვევით არც კი ჩანდა რამე, რადგან, ტელეფონის ფანარი ვერ აღწევდა მეორე ნაპირამდე, მკრთალად შევამჩნიე მუქი ფერის ნაჭერი. გამცრა, ვძრწოდი ერთიანად, მიკანკალებდა ყბა, ამითრთოლდა ხმაც.... ერთხელ დავსძინე მისი სახელი, ვეცადე დაბურული თვალები გამეწმინდა და დამენახა რა იყო, შორს... წყალში, რომ გაჭედილიყო, წამით გამახსენდა რომ გეგასაც, მსგავსი ფერის შორტი ეცვა, ერთბაშად ამიჩქროლდა გული, ძლიერად , თითქოს ფეხქვეშ ნიადაგი მეცლებოდა. დაუფიქრებლად შევვარდი ტანსაცმლითვე წყალში, გაჭირვებით დავწვედი ნაჭერს და სრულად რომ ამოვიღე, მაშინ დავინახე, უბრალოდ მოგლეჯილი ნაჭერი. მაშინ ვიგრძენი სიცივე, ვიგრძენი შიში, რომელიც განვიცადე და ფიქრები, რომელმაც წამის წინ ერთი სიკვდილი ლამის მომკლა, რომ შეცდომა აღმოჩნდა, მოზღვავებული, მრავალი ემოციისგან ამიტყდა ტირილი. გავფართხალდი, ნაპირზე და წამით იმის ძალაც არ მქონდა ავმდგარიყავი, ვცახცახებდი სიცივისგან, შიშისგან და ნერვიულობისგან. სისხლი მაწვებოდა თავში ჩემივე უგვანო ფიქრებისგან... მოგვიანებით გავაგრძელე გზა, როცა ტირილი შევწყვიტე, ჯერ ისევ წყლიანი თვალების გამო, ვერ შემემჩნია ძირს გაჭიმული ხის ფესვები, ფეხი წამოვდე და ერთბაშად გავიშალე მიწაზე. ამეწვა მაჯები, დავარდნისგან, გავიფხაჭნე მუხლიც. უკმაყოფილოდ მივანათე წამომდგარმა მკლავებს ფანარი, მიწა ჩამოვიფერთხე და სისხლსაც აღარ მივაქციე ყურადღება. მივდიოდი მაგრამ არ ვიცოდი სად, მივყვებოდი საკუთარ ფეხებს და გულს, რადგან გონება თითქმის გამორთულიყო. მეწვოდა მკლავები, მუხლი და სველი ტანსაცმლისგან შეყინული, ძრწოლვითა და ცახცახით მივიწევდი წინ. . . . შორიდან ხმაური ისმოდა, ყვირილი, მოწოდება სიფრთხილისკენ და ღელვაც. წავედი ხმაურისკენ ინტერესით... მიახლოვებისთანავე ისეთი ხმები ისმოდა თითქოს გზას აკეთებდნენ და უამრავი მამაკაცის ხმა არეოდა ერთმანეთში გავძვერი ხეებს შორის, ტყის იქით და ადგილზე შევდექი, ჩემი ფანარიც კი ზედმეტი იყო უკვე, მაღლად ხევში, ხეებში გაჩხერილიყო მანქანა და ცდილობდნენ იქიდან ფრთხილად და უსაფრთხოდ ჩამოსვლას. ვაკვირდებოდი უკვე უსაფრთხოდ, როგორ ჩამოდიოდნენ, ქვევით და ალბათ მანქანის ჩამოხსნასაც კი ცდილობდნენ. გაკვირვება დაძაბულობა და ეს ახალი ხიფათიც რომ ვიგრძენი, კანკალით მოვავლე თვალი არემარეს, ვიდექი ძეგლივით და ვფიქრობდი უნდა მეკითხა მათთვის რამე თუ სასწრაფოდ გავშორებოდი ადგილს... მოვიწმინდე უხმოდ ჩამოცვენილი ცრემლები და ოდნავ წინ წავიწიე. ხეების ტოტების ტეხვის ხმა რომ გაისმა დასძინეს სწრაფად გაშორდით ადგილსო... გასვლაც ვერსად მოვასწარი ხე ერთბაშად მოსწყდა ადგილს, მანქანაც უმისამართოდ დაეშვა ზევიდან და რამდენიმე წამში ჩამოვარდნილი და დაგორებული ჩემს წინ შეჩერდა, ფარები ჯერ ისევ ანთებული ჰქონდა, შეჩერდა ჩემს წინ და ხმაურზე, უილაჯოდ, ძალებ გათანგული ჩავიკეცე მის წინ. შორიდან გავიგე ხმა ლაზათიანად შეიკურთხა მამაკაცი და რამდენიმე წამში სრულად დამწვდა. - დაგეჯახა? იტკინე? აქ რას აკეთებ?! — მთელი სხეულით წამომაყენა, მიმიხუტა შემათვალიერა და თვალის მომჭრელი შუქისგან სრულად გამიყვანა. შევაჩერდი ანერვიულებულს, მგზნებარედ რომ დამცქეროდა და ცდილობდა ბევრი კითხვებით გაეგო ჩემი მდგომარეობა. ეს არ მაშინებდა, შორიახლოს დავარდნილი მანქანამ მხოლოდ ხმაურით მოახერხა ჩემი შეშინება, ვუყურებდი ახლა ბრაზით ამ უკანასკნელს აღელვებული, რომ დამცქეროდა და კიდევ მეტად ვბრაზობდი მასზე... - შენ ნორმალური ხარ? — დავსძინე, მშვიდად თითქმის გამქრალი ხმით, - გეგა ჭკუაზე ხაარ?! — ვიკითხე ისევ და მეტად მოვიკრიბე ძალა. ვივსებოდი ბრაზით და მეძლეოდა ხმაც, - შენ ტელეფონი არ გაგაჩნია?! — გაისმა ჩემი ზავთიანი ხმა, ექოდ - თვალს გაკლიაა გეგაა?! — ვუყვირე მგზნებარედ და უხეშად ვკარი ხელი, - რეები აღარ ვიფიქრეთ! რა აღარ ვიფიქრე! სად აღარ გეძებეთ! ... როცა გონებამ გაიღვიძა და აღიქვა მისი სახსალამათობა, მისი სიჯანსაღე და კარგად ყოფნა, ამაოდ შეშინებული, წინასწარ ნერვიული ადამიანის ალღოთი დაძაბულს, საპირისპირო რეალობაზე ერთბაშად ამიტყდა ტირილი, სიხარულის ცრემლებს ვყრიდი, მაგრამ ბრაზს ვერაფრით ვახშობდი, ახლაღა მეგრძნო სიმძიმე, ბლანტი, ლითონივით რომ მეღვრებოდა გათანგულ კიდურებში. ვცდილობდი ეს ემოციები, ეს ბრაზი ისევ მასზე დამეხარჯა, ვუშენდი მუშტებს, ხელებს, მკლავებს და ვტიროდი... გაკვირვებული იდგა ჩემს წინ გაქვავებული და მაძლევდა საშუალებას დამერტყა მისთვის. რომ დავიღალე, ვიჯერე გული თუნდაც ამ უძალო მუშტების დარტყმით, ტირილით გათანგულმა მივადე ლავიწზე თავი. - არ მეგონა ასე თუ ინერვიულებდი... — ამოიგმინა და ძლიერად მომხვია ხელები, - შუა ტყეში ვართ, ათასი სისულელე ხდება გეგა! საშინელებები ვიფიქრე!... — ისე ჩავეხუტე თითქოს ვეღარასდროს ვნახავდი, ძლიერად მოვხვიე ხელები და ალბათ ისევ დავიწყებდი ქვითინს, ემოციების კონტროლი, რომ არ დამბრუნებოდა. მომშორდა, შემომხედა, მომწმინდა ცრემლები, მომაკრო შუბლზე ტუჩები და ჩამეხუტა ისევ. გვიან გავიაზრე რომ ყველა დუმდა, თუ კი აქამდე უბრალოდ აუარებელი ხმაურით მოსილი იყო ხევი, ახლა მხოლოდ მდინარის ხმა ისმოდა, - რამე იტკინე? — მკითხა, როცა მე ისევ ვკანკალებდი სიცივისგან, უარის ნიშნად გავუქნიე თავი და მცირედ გავახილე თვალები, შევხედე უცნობ ბიჭს, ჟაკეტი რომ მიაწოდა გეგას, მომახვია ხიდაშელმა დიდი ზომის ჟაკეტი, მაკოცა თავზე მზრუნველად და დიდ ქვაზე ჩამომსვა, - სულ ორი წუთით და წავიდეთ კარგი? — მაკოცა ისევ, ტელეფონი გამომიწოდა დაურეკეო დანარჩენებს მანიშნა და დადუმებულებისკენ წავიდა.. ნომრებში შევედი მაგრამ ერთი გამოტოვებული ზარიც კი არსად ჩანდა, გაკვირვებულმა ხელის კანკალით ავკრიფე აჩის ნომერი და დავაკვირდი მათ, ახლაღა მოიკითხეს ერთმანეთი, თუ ვინ როგორ იყო. - აჩი ვიპოვე... — ამოვილაპარაკე და მის არაადამიანურ ხმაზე ერთიანად გამაჟრიალა, - რატო წახვედი?! ან ტელეფონი შენ სად წაიღე?! რა ჯანდაბა გჭირთ თქვენ ორს, - აჩი დამშვიდდი, მგონი ტელეფონები არ იჭერს, აქ, არცერთი გამოტოვებული ზარი არ აქვს, ზარი არ შემოდის - რა დედის..... ას აკეთებს, დრო რო ვერ გათვალა! თქვენ მომკლავთ მაგის დედავატირე!.. - აქ , რომ მოვედი გეფიცები მანქანა ხეებში იყო... მაღლა სადღაც, გაჭედილი... - რა ხმა გაქვს? კარგად ხარ? - კარგად ვარ, - ხომ არ შეგეშინდა? - არა, მალე წამოვალთ, ბავშვები სახლში წაიყვანე აჩი, ინერვიულებენ მშობლები, - ორივე კარგად ხართ? გინდა გამოვიდე? - არა შორს ვართ წაიყვანე ბავშვები, სალომეს უთხარი რომ ყველაფერი კარგადაა... - თავს გაუფრთხილდი. მისმინე ამოგიაროთ ისევ თუ შეძლებს ეგ სი*ი მანქანის ტარებას?! - შეძლებს, - მაგის მანქანის გასაღებს თავისი ტანსაცმლიანა შევუყრი თავისივე მანქანაში, მიხედოს თვითონ - კარგი, ნუღა ბრაზობ... — ამოვიგმინე და მოსულ გეგას მივაწოდე ტელეფონი, ხმა ამოიღო თუ არა იმ წამსვე ეცვალა გოდუაძეს ხმა - სად ხარ ?! - ო კაი ახლა არ დამაწყებინო თუ ძმა ხარ, მოგიყვებით მერე... —მობეზრებულად ააქნია თავი გეგამ - მალე ჩამოეთ*ს*ე მოგხედავ! — დაიგრგვინა მისმა უწმაწურმა, ხმამ ტელეფონშივე. გათიშა გეგამ, შეიკურთხა დაბალ ხმაზე და ჩემს წინ ჩაიმუხლა, - კიდევ ძალიან გცივა? - აღარ, — გადამიწია თმა ყურსუკან მაკოცა შუბლზე და წამოდგა... - ბიჭებიც ჩვენთან ერთად წამოვლენ აქ ვერ დავტოვებ... — თავი დავუქნიე მხოლოდ, წამოვდექი გაჭირვებით და დაღლილმა ღრმად ამოვიხვნეშე... დაფანტულები ხმაურიანად მიიწევდნენ წინ ბიჭები, სიკვდილს გადარჩენილები. მიუხედავად იმისა, რომ საათის წინ სიკვდილს თვალებში ჩახედეს, ახლა ხმაურითა და მხიარულებით მიიწევდნენ წინ. ექვსამდე მამაკაცი იყო, სიმღერითა და ხარხარით მიაბიჯებდნენ. ნასვამები იყვნენ, მაგრამ ამდენი რამის შემდეგ თითქოს გამოფხიზლებულიყვნენ კიდეც. მივდიოდით ჩვენც მათს შორის, გეგას ვყავდი მიხუტებული ვეკვროდი მეც და გაყინულს მათბობდა ერთბაშად. მზრუნველად მომახვევდა ჟაკეტს და მეც უკვე მშვიდად მივიწევდი წინ. ვუსმენდი მათ თავგადასავალს, მათივე უპასუხისმგებლობითა და დაუკვირვებლობით რომ გადახდათ, გზიდან გადავარდნენ, მაღალი სიჩქარის გამო და მანქანაც, გვიანა შაშვივით შემომჯდარიყო კენწეროში, გეგაც მთელი ეს დრო, მათ დახმარებას ცდილობდა, თურმე, სათითაოდ ჩამოუყვანია, მანქანიდან ბიჭები ეს უკანასკნელნიც უსაზღვროდ ემადლიერებოდნენ გეგას.... .... გეგას მანქანა, როგორც მითხრა აჩიმ, მართლაც ღია დაგვხვდა, მაგრამ 8 ადამიანი ერთ მანქანაში ფიზიკურად ვერ მოვთავსდებოდით. მზრუნველად დამსვა წინ გეგამ, გადამიკრა ღვედი მომეალერსა სახეზე და რბილად მომიკეტა კარები. ველოდე როდის შეძლებდნენ გაეჩერებინათ ვინმე ნებისმიერი გამვლელი, ვინც რამდენიმეს უპრობლემოდ გაიყოლებდა... მოგვიანებით გამოიარა ყვითელმა, სრულად ძველებურმა მარშუტკამ, შეაჩერა. თავისუფლად დაიტია თითოეული და დაპირდა კიდეც სახლამდე მიგიყვანთო, ერთბაშად მგზნებარებითა და აღტაცებით მოისმინა მათი ისტორია და ლამის შესთავაზა თქვენი გადარჩენის სადღეგრძელო შევსვათო, ჟაკეტი მივაწოდე მის პატრონს, მადლიერი მზერა გავაყოლე და მეც მანქანიდან გადმოსულმა გავაცილე უცნობი ხალხი... გავაყოლეთ გამცილებელი მზერა, მათ ფანჯრიდან გადმოყოფილ თავებსა და ხელებზე მეც სიცილით დავუქნიე ხელი და მალევე მოსახვევში სრულად მიიმალნენ... შემომხედა გეგამ, მომიახლოვდა შემათვალიერა მზეუნველად და მაკოცა ისევ ჩვეული სითბოთი - კარგად ხარ? - კი, დავიღალე უბრალოდ, - გცივა? - ცოტა - წამოდი... — მანქანის კარი გამოაღო მისი მაიკა მომაწოდა, ბნელოდა არც ლამპიონები და არც რაიმე მსგავსი არსად იყო, ანათებდა მხოლოდ იშვიათად მომავალი მანქანის ფარები, რომელიც ერთბაშად ჩაგვიქროლებდა. ისე უცებ ჩამოღამებულიყო მრუმედ მოჩანდა ტყეც და ახლოს მდგარი გეგაც, - გაიხადე, თორემ გაცივდები, აღარც შეგცივდება... — დავემორჩილე, მანქანაში არ დავმჯდარვარ, მანქანას ამოვეფარე, მოულოდნელად რომ გამოევლო მანქანას პირდპირ შიშველი რომ არ შევგებებოდი, მანქანაში არ დამჯდარა, ზურგი მაქცია ხიდაშელმა. მკლავები ისე მეწვოდა, როცა მეხებოდა ტანსაცმელი ტკივილისგან ძლივს ვიკავებდი, გმინვასა და კვნესას, ვეცადე გადამეძრო, ახლა ჩამეცვა მაინცდამაინც ტანზე მომჯდარი მაიკა და შარვალი, მეტად რთული გასახდელი იყო, მეც პირველივე, მოხერხებულად გავიძრე შარვალი, გავწურე და დიდ პარკში მოვათავსე, მაისურის გახდა ვერაფრით მოვახერხე, მეკრობოდა ტანზე და ჩემს მკლავებს რომ ეხებოდა, ტკივილისგან ვკნაოდი, - გეგა... - ჰმ... გამომხედა გვერდულად, - დამეხმარე, — დავიჩურჩულე, მოტრიალდა აუჩქარებლად, მომიახლოვდა, ვგრძნობდი მის სუნთქვას სახეზე რომ მეფრქვეოდა, - მკლავები ... ძალიან მეწვის, უხერხულად ამოვიჩურჩულე და ნახევრად გახდილ მაისურს მკერდზე უხერხულად ვიფარებდი, თითქოს რამე ჩანდა. ფრთხილად დამეხმარა, მარტივად გადამაძრო სველი მაისური. თითქმის სრულად შიშველი ვიდექი მის წინ, მოვიძიე სწრაფად მისი მაისური, სანამ ხელში დავიჭირე და ვიპოვე მხარე თუ კი საიდან შევძლებდი მის ჩაცმას, მანქანამ გამოიარა მისი შუქებიც ისეთი მკვეთრი იყო, ლამის მთელი ტყე გაანათა, წამით შევხედე გეგას, თვალები, რომ დახუჭა, თუმცა უკვე საკმაოდ გვიანი იყო, - არაფერი დაგინახავს! — ბრაზით დავუქნიე თითი და ნერწყვი მძიმედ გადავაგორე სირცხვილისგან - ჰო, არაფერი დამიანახავს, — ათრთოლებული ხმით აბლუყუნდა, ტყუილის გამო - დაივიწყე! - ჯანდაბა! არ შემიძლია! დავინახეეე... — ამოიგმინა და მეც შორიდანვე რომ გავიგე მანქანის ხმა ერთბაშად გადავიცვი მაიკაც, ისე უხეშად გავყავი მის მკლავებში ხელი, ტკივილისგან წამოვიკნავლე, - კარგი მორჩა წავიდეთ! - ჩაიცვი? - ჯანდაბა! ჩათვალე რომ მეცვა! - ჰო კარგი მაპატიე... — გაეცინა ჩემს სიუხეშეზე, დაბნეულიყო თავადაც, მანქანის შუქებზე შევამჩნიე ისევ მომიახლოვდა, შემდეგ კი უბრალოდ მისი სიმხურვალე ვიგრძენი, მისი სუნთქვა და მისი სურნელიც, - მისმინე... დამჩურჩულა... მცირედ შემახო ხელი წელზე - ახლა რასაც გავაკეთებ, უბრალოდ შენთვის... მხოლოდ შენთვის იქნება... — დავიბენი, ამითრთოლდა სხეული, როცა მაისურის შიგნით შემიცურა თითები, - რას აკეთებ?! — ჩავეჭიდე მის ძლიერ ხელებს, რომლიც ზურგზე ასრიალდა, მაღლა და მაღლა, - უბრალოდ... გაცივდები,— მხოლოდ ერთ მოძრაობაში შეხსნა ბიუსჰალტერი მკერდმაც ერთბაშად იგრძნო შვება, ცხონება... - დამშვიდდი... იმედია ჩემი არ გეშინია... — ფრთხილად გადამიწია მხრებიდან ზოლტი და სრულად მომაშორა სველი ნაჭერი, ღელვისგან ადი-ჩამიდიოდა მკერდი მგზნებარედ, ეს უკანასკნელიც ერთობ ძლიერ გრძნობდა ჩემს კდემამოსილებასა და ღელვას, - ჩემითაც შემეძლო, - მკლავები გტკივა... - რამეს მოვახერხებდი, - ყველაფერზე ნუ მეწინააღმდეგები, ხო შეიძლება?.. - არ შეიძლება! — დავსძინე ერთბაშად, ერთიანად მოვაგროვე სველი ტანსაცმელი, ჩავყარე პარკში და მანქანაში უმალ მოვთავსდი... ვიმგზავრეთ ჩუმად, უხმოდ, მისი მაისურიც მოკლე კაბასავით მეცვა, ასდიოდა გამაბრუებელი, სასიამოვნო სურნელი. ვუსმენდი დაბალხმაზე ჩართულ სიმღერებს და მშვიდად ვნაბავდი თვალებს, სულ რაღაც 20 წუთის გზა იყო, თუმცა საკმარისი იყო ჩემთვის, გათანგულს რომ დამძინებოდა... .... როცა გონს მოვედი, ვიგრძენი, როგორ მოვშორდი ცხელ სხეულს და ცივ საწოლს შევეხე, უსიამოვნოდ შევჭმუხნე წარბები, თვალების გახელაც კი ძალასა და ენერგიას მთხოვდა, რომელიც იმ წამს ჩემში სრულად გათანგულიყო, არ წახვიდე-მეთქი ამოვიგმინე, მის თითს ჩავავლე ხელი, მოიშორა ჩემი ხელი, ფეხის ხმაც გავიგე და შუქიც უმალ გაქვრა, სიბნელეში ვიწექი და მაინც ვერ ვახელდი ამ სიამოვნებით მილულულ თვალებს, უკმაყოფილო ვიყავი მისი საქციელით. ვიცოდი რომ გეგა იყო, ვიცოდი რომ ის იყო... უკმაყოფილო სახე სრულად მეცვალა როცა ამ პატარა ერთსაწოლიან ცივ საწოლში, შემოწვა სხეული, დავიწიე უკან, მივეცი საშუალება დაწოლილიყო კომფორტულად. ვიგრძენი გადმოტრიალდა ჩემსკენ, მომხვია ხელი წელზე და მაშინ გავახილე საცრის ოდენად თვალები, შევხედე მის მრუმე ოთახშიც მანათობელ მწვანე თვალებს, ნაზად შევახე ხელი სახეზე, მივეფერე ნაზად, დავატარე ცერა თითი მის ტუჩებს, გაშლილი თითები გადავატარე მის დახუჭულ თვალებს, თითქოს შევიგრძნობდი შევისწავლიდი ასე სიბნელეშიც, - გეგა... - გისმენ... — გამეღიმა. მხოლოდ მისმა ხმამ შეძლო გადავეშვი ეიფორიის სამყაროში, - არ წახვიდე... აღარ დამტოვო, აღარ შემიძლია მეტი... - გპირდები... აღარასდროს წავალ,!— მივიჩოჩე, ძლიერად მოვეხვიე, მკერდზე დავადე თავი, დავეკონე მოწყვეტით მის კისერს, - გეგა.... - გისმენ — ნაზად დამისვა თავზე ხელი, კომფორტულად მოვეწყე მის სხეულზე მივეფერე კიდევ სახეზე, - მიყვარხარ... დავიჩურჩულე გაუაზრებლად, თითქოს გონება სულ არ მუშაობდა იმ წამს. მოვეხვიე, დავადე გულზე თავი, არანორმალურად რომ ჩქროლავდა, ძლიერ დარტყმებს აკეთებდა თითქოს მკერდის გამორღვევას აპირებდა, ვითვლიდი მის დარტყმებს და ეიფორიას მიცემული სრულად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში... ..... 12 ივნისი... - ანაა გაიღვიძე გოგოო... — კარებზე ურტყამდა ვიღაც გაუჩერებლად ხელებს, სანამ სრულად არ გამოვფხიზლდი, მანამ ვერ ამოვიცანი მეგის ხმა. - შემოდიი ნუუ ჩამოიღე უკმაყოფილოდ წამოვჯექი თვალების ფშვნეტით, მთქნარება რომ დავურთე თან და კარებამდე ძლივს მივლასლასდი. კარები უხეშად გამოვაღე და ის ის იყო, კარისთვის მოქნეული ხელი მხვდებოდა, მილიმეტრებში მოასწრო ხელის შეჩერება სარალიძემ - ჩემი მოკვლა გინდა? რას აკეთებ?!— მივახალე მჭახედ - ჰო მაპატიე, — დაიჩურჩულა და შესამჩნევად ამათვალიერა, - მოგიხდა, — ჩაიღიმა ვერაგულად. გვიან დავიხედე სხეულზე გეგას შავი მაისური მეცვა ჯერ კიდევ, - რა თაღლითი ბავშვი ხარ შენ! — უკმაყოფილოდ შევედი ოთახში , დავიწყე ტანსაცმლის მოძიება, - არაფერიც, რომელი საათიდან გძინავს გაგიტკბაა მგონი სხვის მკლავებში ძილი, - რომელ სხვის მკლავებში? —შევხედე გაკვირვებულმა, წინა საღამოს მცირედიც კი არ მახსოვდა, - ოჰ რა? ასეთი დაღლილი იყავი, რომ არ გახსოვს, როგორ მოგიტანეს სახლში? - მომიტანეს? - გეგამ მოგაფრიალა ძვირფასო... — ჩაემხო ჩემს საწოლში და დამაკვირდა, - ჰო მივხვდი მაგას, ზედმეტად დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა... - ვატყობ მთელი ღამე რომ ერთად გეკოტრიალათ არც მაგას იუარებდი, - რას ქვია? რა ქარაგმულად მელაპარაკები გოგო პირდაპირ მითხარი! - რატომ ბრაზობ? შენი ბიუსჰალტერი მოგიტანე, — დაიტკბო ხმა და ზურგიდან ამოაცურა კანისფერი ნაჭერი, სირცხვილისგან ავწითლდი, წამეკიდა ალმური მთელ სხეულზე და არც კი ვიცოდი, როგორ უნდა გამემართლებინა თავი, - სად ეგდო? —გაჭირვებით ამოვიდგი ენა - სადაც ჩააგდე, პარკში. არ გახსოვს კი მაგრამ? თუ შენი ჩაგდებული არც არის? - ენას მოგაჭრი იცოდე! — ავართვი უხეშად, მოვჭუჭნე საყოველთაოდ გამოჭენებული ბიუსჰალტერი და მის დამალვას ვეცადე, - რა აგრესიული ხარ, — ჩაიცინა მაცდურად, მაკვირდებოდა ვერაგულად გამომცდელი თვალებით თითქოს ჩემს გამოტეხვას აპირებდა რამეში, - დიახ! და მაგ შენს ბილწ გონებასაც ზედ მივაყოლებ, ნუ იყურები ეგრე, არც იცი რა გადამხდა, ამიტომ ჩუმად იყავი! - მართალია გეგას ვიცით რაც გადახდა, ვაპატიეთ დაგვიანება მაგრამ შენ რომ დაჯეჯგვილი ხარ მაგაზე რას გვეტყვი? — მის სიტყვებზე გამახსენდა ჩემი მკლავები, დავხედე უმალ. ნაომარს უფრო ვგავდი, ჩემი ჩადენილი თითქოს გადასულიყო, მაგრამ ახალ სახიფათო თავგადასავალს ახალი დასამახსოვრებელი ნაიარევი დამატებოდა, - ჰო, უბრალოდ წყალში ჩავვარდი, მაგიტომ მომიწია გამეხადა ეს სველი ტანსაცმელი, საღამოს ძალიან ციოდა და სველი ნაჭრები რომ მეხებოდა ვერაფრით ვთბებოდი, — ეცვალა სახე გოგოს, უკვე შემბრალებელი გაუხდა მზერაც, - ხომ გითხარით რომ არ ღირდა წასვლა, - ჰო მახსოვს, მაგრამ მარიკასაც, რომ გაეგო, ჭკუიდან გადავიდოდა ალბათ, თქვენც დროულად მოხვედით მერე სახლში, - ჰო მართალია, მაგრამ შენს სხეულს შეხედე, ეს ნაზი გოგო რას დაემსგავსე - გადამივლის არაუშავს, - კარგი ჩაიცვი და ჩამოდი ვჭამოთ, წამოხტა ანაზდეულად - ეჰ სარალიძევ რა დრო დაგიდგა ანაზე ადრე ადექი, — დასძინა საკუთარი თავის მიმართ და კიბეებზე ცქვიტად ჩაირბინა... .... ნახევარი დღე სახლში ვიყავი, არ გამიხედავს გარეთაც, აჩიმ შემოიარა რამდენიმე წუთით, მომეალერსა, თან გამიბრაზდა, საჩქაროდ შემოსულმა კი მალევე დამტოვა. ვეხუტებოდი მარო ბებოს ისიც ფერებითა და ქებით მისვამდა მის კალთაში ჩადებულ თავზე ხელს ნაზად და მეც გატრუნული ვუსმენდი. მოგვიანებით დამირეკა ბებიამ, მისი წუწუნი უკვე იმას ნიშნავდა, რომ ზედმეტი მომივიდა დასვენება, ვუთხარი რომ მალე ავიდოდი, ის კი მაინც წუწუნებდა, რომ პურიც აღარ იყო, ხელები აუკანკალდა და ჭურჭელი დაფშვნა, რომ ყველაფერი გასაკეთებელი იყო და პატრონი არ ჰყავდა. იმ საღამოსვე გადავწყვიტე წასვლა, რადგან ბევრი ნერვები არ მქონდა, გავაფრთხილე სარალიძეები და დარჩენილი დროის მხიარულად გატარება ვცადე... მწყინდა გეგასგან ერთხელაც არ შემოუხედავს არც დაურეკავს, არ მოვუკითხივარ, თითქოს არ ვიმჩნევდი, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში მტკიოდა. მარიკამ გადმომიტანა ბევრი რამ, ისე მეფერებოდა და მივლიდა თავი საავადმყოფოდან ახალგამოწერილი მეგონა... გვიან გამომაწოდა ტელეფონი მეგიმ, რადგან მირეკავდნენ და მეც უმალ ვუპასუხე, ნაცნობ ნომერს სახელით ბ-კონსტანტინე - ანა, როგორ ხარ? — მისი ხმა უჩვეულოდ მოწყენილი, კდემამოსილი და პათეტიკური იყო. - კარგად შენ როგორ ხარ? — გაკვირვება გამიკრთა ხმაში, - მისინე, წინასწარ მაპატიე შეხვედრას რომ გთხოვ, მაგრამ გევედრები, იქნებ სულ რამდენიმე წუთი დამითმო... - არ ვარ ქალაქში, რა მოხდა? - სად ხარ? ჩამოვალ, სულ რამდენიმე წუთით დამითმე დრო, - ასე საჩქაროა? — გამეცინა, - ყველაფერი უნდა იცოდე, უნდა მაპატიო ანა, —დაიჩურჩულა, შემაშინა მისმა სიტყვებმა. მისამართი ვუთხარი და გავუთიშე... ორ საათ ნახევარში, ქალაქში გასულები, კაფის წინ ვისხედით და ვაკვირდებოდი დაბნეულს, მგზნებარედ მოუსვენრად იჯდა ჩემს წინ, დუმდა და თვალებშიც ვერ მიყურებდა, თითქოს გამოუსწორებელი ჩაედინა და სირცხვილისგან ალ მოდებული ძრწოდა ადგილზე... - ყველაფერი რიგზეა? — ვკითხე როცა დიდი ხნის მანძილზე ვდუმდით, - არ ვიცი.., არც კი ვიცი, არ მინდა რომ გძულდე.., არ ვიცი, როგორ მოგიხადო ბოდიში ანა... - რა ხდება არ მეტყვი? — გამეცინა სიმწრით, მისი ეს დაძაბულობა, მეც ამეთვისებინა, ველოდი ხიფათითა და ფათერაკით სავსვე კულმინაციას, - იმ საღამოს... — დაიწყო გაუბედავად და უმალ შეჩერდა - იმ საღამოს... რა იმ საღამოს? — დავიძაბე ამითრთოლდა სხეული, უმწეოდ შევაჩერდი და ნელ-ნელა მოწითლდებოდა თვალებიც, ფიქრებით რომ ეს მან ჩაიდინა, ყველაფერს დავთმობდი ოღონდ ის არ ყოფილიყო... - ვწუხვარ რაც მოხდა, მაპატიე, რომ ვერაფერი გავაკეთე.., მაპატიე რომ უბრალოდ არ ვიცნობდი მას და არასწორ ადამიანს მიგანდე.... - რას ნიშნავს? — ვაკვირდებოდი რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდა იმისთვის, რომ ეთქვა და დაესრულებინა მისი სიტყვები, პათეტიკური მომენტი იყო მისთვისაც ,ერთისმხრივ დამამშვიდა იმ ფაქტმა რომ ის ადამიანი, რომელიც მძულდა ჩემ წინ არ იდგა, - ქარაგმულ საუბარს იქნებ მოეშვა?! არც ისე პატარა საკითხს შეეხე და თან აშკარად იცი რაც მოხდა იმ საღამოს! — გამიმკაცრდა ხმა, მგზნებარედ შევყურებდი ამ დაბნეულსა და შეშინებულს - ვიცი! ვიცი და სწორედ ამიტომ მიჭირს, - ვინ იყო?! - მისმინე... - ვინ იყო-მეთქი! — მჭახედ გაისმა ჩემი ზავთიანი ხმა, - დანიელი.... დანიელი იყო — ამოიგმინა და ჩახარა თავი, ერთობ ანაზდეულად მეცვალა სახე ამრეზილი გამომეტყველებით, თავზარი დამეცა, ზიზღის გემო ვიგრძენი, თითქოს ტუსაღი ვყოფილიყავი და შემაგდეს კარანტინში... - როგორ ვერ მივხვდი— დავსძინე ზიზღით და ფეხზე წამოვვარდი, - მისმინე, მაპატიე გთხოვ, მაპატიე რომ არ ვიცნობდი, მაპატიე რომ ვერ მოგაქციე ყურადღება, გეფიცები არ ვიცოდი ასეთი ამაზრზენი თუ იყო..— ამედევნა მარდად, თუმცა მისი მოსმენაც კი არ მინდოდა ისევე მეზიზღებოდა, როგორც მისი ძმა, ისევე ერთბაშად შემძულდა, როგორც მისი ცხოველი ძმა, ვუყურებდი და ვხედავდი მხოლოდ მის არარაობა ძმას, ხელი ჩამავლო, სცადა შევეჩერებინე, - ხელი გამიშვი! — ვიკივლე ნერვოზულად - მაპატიე, მის მაგივრად გევედრები რომ მაპატიო ანა, - და რითი განსხვავდებით ერთმანეთისგან?! ალბათ ორივე ერთნაირი საზიზღრები ხართ!, - რაც გინდა ის მიწოდე, როგორც გინდა ისე მომმართე, მაგრამ გეფიცები, უზომოდ დიდ პატივს გცემ, საუკეთესო ადამიანი ხარ სამყაროზე, არ მინდა ჩემი ძმის ავადმყოფობის გამო დაგკარგო გესმის? - რა სისულელეებს ვისმენ უბრალოდ!.. — მძვინვარედ, წავედი წინ, თითქოს გულის რევის შეგრძნება მქონდა, ცუდად ვიყავი და ეს მხოლოდ მისი ბრალი იყო. კაცმა უმალ გადამიჭრა გზა და ჩემს წინ მუხლებზე დაემხო, ირგვლივ იმდენი ხალხი იყო, მოულოდნელობისგან შევკვრთი, მიმოვიხედე ირგვლივ გაოცებული მზერა გვესო ორივეს, მაგრამ მე მისმა საქციელმა შემაცბუნა, მიკვირდა მისგან, ასეთი სახელგანთქმული, ამაყი პიროვნება ახლა ჩემს წინ საყოველთაოდ მუხლებით დამხობილი ბოდიშს იხდიდა, - გთხოვ ანა! იქნებ უბრალოდ მომისმინო, ყველაფერს აგიხსნი გეფიცები... მაპატიე... უბრალოდ მომისმინე გევედრები.... ..... ვიჯექი მის წინ და ვუსმენდი მის ისტორიას, რომ ეს ორნი, ერთმანეთისგან შორს გაიზარდნენ, ერთი დედასთან მეორე კი მამასთან საზღვარგარეთ, მათი მშობლები დაშორებულები იყვნენ, როცა მე ისინი გავიცანი ჯერ კიდევ ახლად ნანახი ჰყავდათ ერთმანეთი ძმებსაც, ორ სრულიად განსხვავებულ პიროვნებას... - იმ საღამოს მერე, დილას დამადგა გეგა, მომთხოვა კამერები, მეგონა მეც იქვე დამმარხავდა, არ ვიცოდი რა ხდებოდა მის თავს, ერთად ვნახეთ ის ყველაფერი რაც გადაგხდა, არ ვიცი, როგორ გაჩვენო რას დაამსგავსა ჩემი კაბინეტი, გაანადგურა ყველა ჩანაწერი, კომპიუტერი და ოთახიც, ვერც იმას გაჩვენებ რას დაამსგავსა ჩემი ძმა, ვერ გავიმეტე, მაინც ვერ გავიმეტე მოსაკლავად მე გავაშველე, მე გადავუდექი წინ მის მკვლელიბაზეც თანახმა იყო იმ დღეს, მე რომ არა ახლა გეგა ციხეში იჯდებოდა. მას მერე უბრალოდ არ ვიცი სად გაუშვა, ვიცი რომ აეროპორტში გაიყვანა და თავისივე ხელით გააგზავნა სადღაც, ძალიან მოკლედ და მარტივად გიყვები, მინდა რომ იცოდე, რომ დანიელს ვეღარასდროს ნახავ! რომ ისეთი ადამიანი გიდგას გვერდით ვინც ყველაფერზე წამსვლელია შენს გამო... მინდოდა გცოდნოდა ეს ყველაფერი და მინდოდა გეპატიებინა ჩემთვისაც, ვიცი ამას ვერ გვაპატიებ, ვიცი რომ ჯოჯოხეთი გაიარე იმ დღეს, უბრალოდ იქნებ შეძლო, იქნებ მაპატიო ანა.... — თმებში წამევლო ხელები, თითქოს რაღაც ჩემს ნაწილს დაესვენა, რომ საკადრისი მიიღო, მჯეროდა იმისიც, რომ გეგა საშინელებას გაუკეთებდა, თითქოს მართლაც დამშვიდებულიყო ჩემი რაღაც ნაწილი, კადრებად მიტივტივებდა მისი იმ დღის ხასიათი, მელანქოლიას რომ შეებოჭა და მისი ხელებიც მახსენდებოდა, ვიცოდი, რომ დასჯის მეტი საშუალება აღარც იყო საჭირო, - არ ვიცი რა იქნება... ყველაფერი შეჩვევადია, სამწუხაროდ, შვეჩვევი მეც შენს ყურებას და ალბათ იმ საზარელ დღესაც... ალბათ გაპატიებ ჩემდა უნებურად დროის გასვლის მერეც, ვერაფერს გეტყვი, მაგრამ ამ წუთში ისევე საზიზღარ გრძნობებს ვგრძნობ, როგორიც იმ დღეს ვიგრძენი! - ვწუხვარ ანა... მართლა ძალიან ვწუხვარ... — არაფერი მითქვამს წამოვდექი წასვლა დავაპირე, შემაჩერა ისევ, გავხედე მხოლოდ, - რაღაც მინდა რომ გთხოვო ისევ, იქნებ ჩამოჯდე ცოტახნით, — დავემორჩილე, დავჯექი და უბრალოდ დაველოდე როდის განაგრძობდა საუბარს - იმ დღის მერე გეგამ, სრულად მოინდომა ჩემთან ჩამოშორება, არც არაფერს იღებს ისე მომცა ყველაფერი თითქოს მართლა რამე გამეკეთებინოს, მომიგდო, ჩემთან გაკეთებული და გაზიარებული არაფერი აღარ სურს, ყველაფერზე ხელი ჩაიქნია, უბრალოდ სრულად ჩამომშორდა, გუშინ გამოვაგზავნე გოგოები, ბარათებით და საბუთებით, რომ თუ ჩემგან ჩამოშორებას აპირებდა უბრალოდ თავისი წვლილი მაინც აეღო რომ არ დაეკარგა, მე ვიცი, როგორ შრომობდა აქამდე მოსასვლელად და ახლა ისევ უსვამს ხაზს ყველაფერს. არ მინდა რომ ასე მოხდეს, მას ჰგონია რომ თავისით მარტო შეძლებს ისევ, კიდევ აშენებას და წარმატებისკენ სვლას მაგრამ ისევ ბევრი დრო დასჭირდება, ისევ იმ წვალების გამოვლა მოუწევს, ისევ დაკარგავს ბევრ დროს, მინდა რომ დამეხმარო, იქნებ შენც უთხრა, ვიცი რომ დაგიჯერებს, არ ღირს ასე მოქცევა, მართლა არ ღირს... წამოვდექი არაფერი მითქვამს, - ანა, გთხოვ მე მიგიყვან, - არ არის საჭირო... - გთხოვ, მინდა რომ გამოვასწორო შეცდომა... .... ვფიქრობდი მთელი გზა, რას ჩადიოდა ჩემს გამო ხიდაშელი, სწორი იყო თუ არა ან კი, სასარგებლო იყო თუ არა. რამდენი წელი შეალია ამ ყველაფერს, რამდენი შრომა ჩადო ამ ყოველივეში, რამდენი წვალება და ტანჯვა გამოიარა იმისთვის, რომ ფეხზე დამდგარიყო და ახლა ჩემს გამო, სინდისის გამო, რიდის გამო აკეთებდა ამას. მართალია მის ხასიათში არასდროს ჯდებოდა " ავადმყოფ" ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ეს ხომ ასე არ იყო. ვფიქრობდი არეულად დაბნეულად, გადაუწყვეტელი ვიყავი მაგრამ ვფიქრობდი მხოლოდ ერთს: -ეს ბინძური საქმე მეხებოდა მხოლოდ მე! და ჩემს გამო არ უნდა აერია ეს დალაგებული და აშენებული საქმე... ამის უფლებას არ მივცემდი.... ჩამოვედი სახლთან სარალიძეებისკენ არც გამიხედავს დავაკვირდი წასულ გუნაშვილს და ხიდაშელთა ეზოს კარი მარდად შევაღე, ეზოში უამრავი მუშა თავად უმცროსი ხიდაშელი დამხვდა - ანა? — შემეგება გაოცებული სალომე - სად არის შენი ძმა? — მოვავლე თვალი მუშებს - თავის ოთახშია რა მოხდა? - სალაპარაკო მაქვს - ადი მერე მეორე სართულზე პირველივე კარებია - არ ამომყვები? - მუშებს უნდა მივაქციო ყურადღება, — მანიშნა მონდომებულ მამაკაცებზე სახლის სიჯანსაღეზე რომ ზრუნავდნენ, დაეწყო გეგას უკვე მამულის გაჯანსაღება და მოწესრიგება. წამით მოვავლე თვალი მათ და სახლში შევაჭერი, რადგან უფროსები არ დამხვდნენ უბრალიდ ავედი ნაკარნახევ ოთახამდე, დავაკაკუნე და მალევე შევაღე კარები... შევიხედე მალულად ვერავინ რომ დავინახე სრულად შევედი ოთახში, დავიბენი რომ ვერავინ ვნახე, ოთახში კიდევ ერთი კარები დამხვდა, ვიფიქრე, რომ იქ იქნებოდა ეს უკანასკნელი - გეგაა... — დავიჩურჩულე - გისმენ, — ანაზდეულა ხმაზე ძლიერად შევხტი შიშისგან, მოტრიალებულმა წავარტყი იდაყვი კარში მდგარ ვაზას, ისიც ერთბაშად გადმოვარდნილი მტვერად იქცა იატაკაზე... ვიტკიცე ტუჩებზე ხელი შევხედე უკან მდგარ ხიდაშელს, აბაზანიდან გამოსულს პირსახოცი შემოეხვია წელს ქვემოთ და მაკვირდებოდა სახე უცვლელად, - ჯანდაბა, მაპატიე მართლაა... უბრალოდ შემეშინდა, — ვეცადე დანაშაული გამომესწორებინა, სხარტად დავწვდი, ნამტვრევებს ასაკრეფად, - შეეშვი, მიხედავენ... - არა ავკრეფ... — უცნაურად ფეთხუმივით დავწვედი ნამტვრევებს, ვაგროვებდი თითქოს წარმატებით, მოსულმა ჩამავლო მაჯაში ხელი, გამეორებით რომ არაფერი იყო და სხვა მიხედავდა... გავჯიუტდი თავად მინდოდა ჩემი გფუჭებული მომეწესრუგებინა , მანაც რომ ჩემი წამოყენება სცადა, ვეცადე თავი შემეკავებინა, წამით წავბორძიკდი ჩაცუცქული წაქცევის შესაკავებლად მის თეთრ პირსახოცს ჩავავლე ხელი ინსტიქტურად და ძირს გადავარდნილმა თან გავიყოლე.... იდგა ჩემს წინ სრულად შიშველი... წამით შევხედე გაფართოებული თვალებითა და გამაყრუებელი კივილი მოვრთე, - ჯანდაბაა ნუ კივიი... — დაწვდა მარდად ჩემს ხელში მოთავსებულს, თვალებ დახუჭული ძლიერად ვუჭერდი პირსახოცს ხელს, ვიკრავდი გულში გაუაზრებლად. ვერაფრით ამართვა - გაუშვიიი, — დასძინა მაგრამ მისი არც მესმოდა ჩემს კივილში, გარედან, ხმაური რომ შემოისმა უხეშად გამომგლიჯა ხელიდან პირსახოცი და აიფარა თუ არა სხეულის დასამალად, სწორედ მაშინ შემოაღო კარი მარიკამ, - ჰიი — იტკიცა ლოყაზე ხელი, შეკივლა და გველნაკბენივით შეტრიალდა, - ჩემი სიკვდილი! — იკივლა ქალმა და დაიყარა ხელები კალთაზე - დედააა გადიიიიი! — იყვირა უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნილმა, მარიკა არ ეყო სალომემ შემოყო თავი, - სალომე! — ღრიალა, გაღიზიანებულმა და ისიც რომ ერთბაშად შეტრიალდა შიშით შემოვარდა დავითიც - რა მოხდა? რა ამბავია?.. — ეს იყო ოჯახის შეკრება, შიშველი გეგას საყურებლად... ვიჯექი ნამსხვრევებში გეგას წინ ზურგით და შველის თვალებით ვიცქირებოდი, გვიყურებდა მხოლოდ დავითი... - მაგარია!.. საღოლ! — დაიგრგვინა ბრაზით მარიკა სასაცილოდ გაიძურწა ოთახიდან, მიჰყვა სალომეც, მივხვდი თუ როგორი დანაშაული ჩავიდინე, ვაზის გატეხვასთან ერთად, უეცრად შევდექი მუხლებზე ჯერ სიარულის არ მცოდნე ბავშვივით და მუხლებზე ხოხვით გავიძურწე ოთახიდან ალმურ მოდებული... ..... - ეს რა იყო?.. - ღმერთო რა სირცხვილიაა... ცუდად არ გაიგოთ გევედრებით, ჩემი ბრალია, სალომემ მითხრა რომ ოთახში იყო სასწრაფო საქმე მქონდა, ვერ დავინახე და როცა ხმა ამოიღო შიშისგან მისკენ შეტრიალებულმა გავუტეხე ვაზა მისი აკრეფა რომ დავიწყე მოვიდა რომ გავეჩერებინე და რომ წავბორძიკდი მას მივეყრდენი და უბრალოდ.... იცით უბრალოდ პირსახოცი გასძვრა.... — გაზელირებული ლექსივით მოვყევი წარბებ შეხრილმა სირცხვილისაგან და ჩავრგე თავი უხერხულად. როგორც კი სალომეს როხროხი გაისმა, მკვახე მზერა ვესროლე, - კარგა ხანს ვეღარ დაიძინებს ეს.... - სალომე, რა ლაპარაკია?! გოგო შერცხვა და შენ კიდევ დასცინი?! — გაუწყრა მარიკა, თუმცა საშუალება რომ მიეცათ თავადაც გულიანად გაიცინებდა, ავიფარე ხელები სახეზე სიწითლის დასაფარად... - როგორ მრცხვენია... - კაი გოგო რა მოხდა ვის არ უნახავს... — მანუგეშა სალომემ, თუმცა თავიც კი გასცა, - ვაი შე ცოდვილო... რაც ბოვშობაში არ მიცემიხარ სულ მთლად ავანაზღაურებ.... — წამოდგა იმ წამსვე მარიკა, - დედა ვიხუმრე რა დაგემართა? — ასწია ხელები გოგომ, როცა მიხვდა რომ დედის ხელი არ ასცდებოდა ახლა - გაგახუმრებ კაის, გაფუჭებულო ბოვშო! მოგაკლდა ხელი! ლაწირაკო... — ისე უნებურად გადაიზარდა დაძაბულ მომენტში ვერც გავიაზრე, ვუყურებდი მარიკას ჩუსტით ხელში და სალომეს, რომელიც დივანს ამოფარებული ცდილობდა გაქცეოდა დედას, - დედა რაიყო მერე?... შენ არ გინახავს? - უზრდელო, მასე გაგაზარდე?! - დედააა ერთ წელში სრულწლოვანი ვარ.... - სრულწლოვანიც არ ხარ! სად ნახე?! სად გაფუჭდი! ლაწირაკო, — მოუქნია ჩუსტი და ისიც პირდაპირ მისი მიმართულებით გაქანებული მოხვდა მენჯებზე. სახალისოც კი იყო მათი ყურება, ვიცინოდი უნებურად სასაცილოდ რომ დახტოდა სალომე და თავად მარიკაც არ ეშვებოდა, თითქოს მისი გონებიდან ამოშლიდა ამ ყოველივეს... ვმხიარულობდი მეც სანამ გეგა არ დავინახე, კიბეებზე კოპებ შეკრული ჩამოდიოდა მძიმე ნაბიჯებით, თვალწინ ისევ შიშველი გეგა მედგა, სირცხვილისგან დავაჭირე მძიმედ ქუთუთოები ერთმანეთს და ლამის ტირილი ამიტყდა სირცხვილისგან. დადუმდნენ მოკამათე დედა-შვილიც, თითქოს მოსამართლე დარბაზში შემოსულიყო და სხდომაც დასაწყისისათვის მზად იყო. დაჯდა ჩემს წინ ეს უკანასკნელი და ავი მზერა გამისწორა თვალში... - ღმერთო... — დავიჩურჩულე და სირცხვილისგან მოხრილი ლამის სრულად ავორთქლდი, - აღარ იტყვი?! — დაიგრგვინა მისმა ხმამ - არა... — შევიყინე ადგილზე სირცხვილისგან გაწურულმა დავიჩურჩულე და ვინატრე მიწა გამსკდომოდა... - რა გაკივლებდა?! - მოულოდნელობისგან... - და რაა? არასდროს გინახავს?! — ისე ზავთიანად მიყვირა შევხტი ადგილზე, უხერხულად შევხედე ოჯახის წევრებს და მეტად გავიწურე, - უბრალოდ... - რა უბრალოდ?! ხომ შეგიძლია რაღაც, ერთხელ მაინც ისე გააკეთო რომ გეტყვი?! - მე... - ჰოო... რა შენ?! — მიყვირა ისევ, დაარტყა მაგიდაზე ხელები და წამოწეული ჩემსკენ ისე გადმოიწია ფეხქვეშ ნიადაგი სრულად გამომეცალა, - გეგა, დაასრულებინე მაინც ბავშვს,— მორიდებულად ჩაეჭრა მარიკა, თუმცა ერთბაშად ინანა, გეგა ახლა მათ რომ მიუტრიალდა, - ან თქვენ რა იყოთ? როცა რაღაც მჭირდება, ღრიალით რო გავიხე კაციშვილი არსად ჩანხართ, ერთ დაკივლებაზე მთელი ოჯახი რანაირად გაჩნდით იქ?! ან რა ძალით?! — გაოგნებასა და ბრაზს ვერ მალავდა, ბავშვებივით დაგვტუქსა ყველა, მხოლოდ დავითი გადარჩენილიყო მის მჭახე საუბარს, გარეთ მუშებს, რომ ყურადობდა.... - მადლობა ღმერთს მეზობელიც არ შემოვიდა!.. — დასძინა ისევ. მართლაც რა უხერხული იყო... - კარგი ახლა ისედაც უხერხულადაა ბავშვი, რა საჭიროა ასე ყვირილი? — მომეფერა თავზე გადამისვა ხელი ქალმა, მომიჯდა გვერდით, კიდევ მეტად მომინდა ტირილი, ვნატრობდი მიწა გამისკდეს და ღრმად ჩამიტანის შიგნით-მეთქი. მრცხვენოდა ქალის ახლა რომ მაწყნარებდა, სალომესიც, რომლისთვისაც ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავი იყო აი ბატონი დავითის კი სიკვდილამდე მრცცვენოდა, თვალებშიც ვერ შევხედე გამოსვლისას, მას კი გაეცინა მხოლოდ ისე დაგვტოვა ისევ... - მაშინ რატო არ იფიქრა მაგაზე ოთახში რომ შემოდიოდა - მე რა ვიცოდი თუ ჩემს ზურგს უკან იდექი?! ან რას აკეთებდი იქ საერთოდ? —წამოვენთე სასაცილოდ და მსგავსად ჩამოვუდექი წინ, როგორც თავად, - უკაცრავად? შენ გკითხო ჩემ სახლში სად ვიდგე და რა ვაკეთო?! — ირონიულად გაეცინა წამით დამხედა მძვინვარედ, - მარტო რომ არ ცხოვრობ ჯერ ვერ გაითავისე ძვირფასო?! — წავესწერვე მგზნებარედ, მაგრამ ნეტავ რა ძალით - რატომღაც არ გამითვლია რომ მეზობლის სტუმარი შემომივარდებოდა და მოხვეულ პირსახოცს ხამივით შემომაცლიდა... - როგორ მიხვდი ძალიან რომ მაინტერესებდა შენი შიშველი ნახვა?! — წავეცინიზმე და ვერც ვიაზრებდი, როგორ ვყვიროდით ოთახში გამაყრუებლად, სულ აღარც მახსოვდა მცირე მაყურებელთა სიაც - შენს თვალებში ამოვიკითხე და აი იმ დროს ძლივს რომ აგართვი ხელიდან... - გეთქვა, მე ხომ დაბნეული ვიყავი! - გითხარი! - რომ გეთქვა გავიგებდი! - რაც არ გინდოდა რას გაიგებდი?! ხამო! — ერთობ მეცვალა თვალები, გადამეკეტა ჭკუაც იმ წამს, წამოვენთე ერთიანად - თავხედო! იდიოტო! — გავარტყი სილა, უხეშად ვკარი ხელი და ალბათ შუაზეც გავგლეჯდი, მოზღვავებული ძალებით, რომ ერთბაშად არ გავეკავებინე სალომეს, - გამოუშვი ერთი! გამოუშვი რა ვაჟკაცია... — მიწვევდა შორიდან დამცირებულს, მძვინვარებისგან გაველურებულს - ვირო! — ვუყვირე შორიდან და სალომეს დავყევი სწრაფად გამოვედი სახლიდან - ნაგავი! ააააააა — ვიღრიალე გამოსულმა, ღრმად სუნთქვით და წამით მოვავლე დადუმებულ ხალხს თვალი, გაოგნებულები მომჩერებოდნენ, თითქოს, ახალი რამის სახეობა ვყოფილიყავი და მაკვირდებოდნენ რამე ნაცნობი მაინც რომ ამოეცნოთ ჩემში, ისევ შემრცხვა. შევბრუნდი უკან... მარიკა ტუქსავდა ფეხზე მდგარს, მაგრამ ის თითქოს მოსულიყო ხასიათზე, ერთობოდა ჩემი გაბრაზებით... - სხვათაშორის დღეს ყველაფერი გავიგე! და დამალვას ჯობდა მოსულიყავი და გეთქვა, — ვუყვირე კარიდანვე. ეცვალა სახე, ჩამოშორდა მარიკას და ინტერესიანი თვალებით შემომხედა - რა ყველაფერი გაიგე? რა დაგიმალე? — გაოგნდა, გაკვირვებისგან ეცვალა სახეზე მიმიკები, თითქოს იხსენებდა მომატყუა თუ არა მართლა რამე, - რისი ძალა არ გეყო გეგა? რომ გეთქვა და მოსულიყავი? რისი შეგეშინდა ნეტავ ძვირფასო... - რას ბოდიალობ? — წითლად აენთო თვალები, მას ხომ არასდროს არაფერი მოუტყუებია ჩემთვის, გადმოდგა მძვინვარე ნაბიჯი და მეც უცებ მოვწყდი ადგილს, სწრაფად გავვარდი კარიდან, ეს მხოლოდ მის გასამწარებლად წარმოვთქვი, ვიცოდი ქარაგმულ საუბარზე ნერვები მოეშლებოდა, თორემ ეს თემა ხომ არაფერ შუაში იყო ამ საკითხთან ... გაქცევაც ვერ მოვასწარი ერთბაშად ჩამავლო მკლავში ხელი და უხეშად მიმატრიალა თავისკენ, - რაზე ლაპარკობ-მეთქი! - ხელი გამიშვი! — დაბალხმაზე ვუჩურჩულე და მალულად გავხედე მაყურებელ მუშებსა და თავად დავითს, - რა ტყუილზე ლაპარაკობ-მეთქი ანა! — ჩამაჩერდა მკაცრად, მომთხოვნად, ხელსაც უნებურად ისე მიჭერდა ტკივილისგან მეცვალა სახე, - გვიყურებენ! - იტყვი თუ არა?! - გამიშვი-მეთქი! მტკივა! — უმალ მიშვა ხელი, გახედა მუშებს წამით... მკაცრად, ჩამავლო ხელში ხელი და წასულმა თან გამიყოლა, - სად მივდივართ? - შორს - გეგა! გეყოფა!.. უცნაური და შეუჩვეველი იყო მისგან მსგავსი შეუგნებლობა და იძულებაც, - გარემო მოქმედებს, არ დაიღალე?! - ნელა მაინც იარე! — ვუყვირე რომ ვერ დავეწიე... ალბათ რამდენს ეგონა სახლიდანვე რომ მიტაცებდნენ, რომელი გასაკვირი იქნებოდა სოფელში ეს ყოველივე... ... - სად ვართ? - არ მოგწონს? გამომხედა მზაკვრულად - ლამაზია, მაგრამ უცხო, — მიმოვხედე არემარეს, ბუნება იყო ირგვლივ, მწვანე მინდვრები, შორს ტყე, ალაგ-ალაგ მოჩანდა შორიახლოს მობალახე ცხენები, ისეთი დასანახი იყო, თითქოს ღრუბლებიდან დავცქეროდი ამ სილამაზეს... ახლად ბნელდებოდა , ჯერ მოჩანდა დასავლეთით ჩამავალი მზეც, წითლად, რომ ანათებდა, განსაკუთრებულად, თვალის მომჭრელად. ჩამოვჯექი მინდორზე, მოხრილ ფეხებზე შემოვიხვიე მკლავები და დავაკვირდი მზის ჩასვლას, მკაფიოდ, რომ მოჩანდა, აწითლებდა ირგვლივ ყველაფერს, მხოლოდ ერთ ხაზზე ანათებდა და ასხივებდა მხოლოდ დასავლეთს. სანუკვარი ხედი იყო. შორს ვიყავით, მაგრამ უშიშრად, მანქანასთან ახლოს ვიყავით, გვერდით მყავდა გეგაც... ჩამომიჯდა გვერდზე გავხედე ღიმილით, - მომიყევი რა მოხდა... - დაივიწყე, შენს გასაბრაზებლად ვთქვი, - ხომ იცი რომ არ გამოგდის ტყუილი? — ასევე დამშვიდებული, თბილი რბილი ხმა ჩამესმა ყურთან კმაყოფილი მივიჩოჩე მისკენ და ჩამოვადე მხარზე თავი, - დღეს კონსტანტინე ჩამოვიდა, მთხოვა რომ მენახა, — პასუხად კბილები გააღრჭიალა ბრაზისგან, - რატომ არ მითხარი იმ დღეზე, ვინც იყო? - აღარ მინდოდა კიდევ გამეხსენებინა შენთვის - ასე მარტივად რომ ვერ დავივიწყებ ხომ იცი? დაუვიწყებელიც კია... კარგი, აღარ გვინდა ამაზე... უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ნუ მიაგდებ საქმეს, არ იქნება სწორი გეგა... — ცადა რამის თქმა, უმალ ავაფარე პირზე თითი, - ჯერ მე მისმინე... ვიცი ისევე გაბრაზებული ხარ, როგორც მე, მაგრამ შენც იცი რომ სხვადასხვა ადგილას გაზრდილები არიან, ინდივიდუალურები არიან, რადგან ის ჩემთან მოვიდა, რადგან შეძლო რომ ეს უბრალოდ ფაქტიურად ნაჩუქარი კომპანია ასე უტიფრად არ აეღო და მის უფროსად არ გამოეცხადებინა თავი ესეიგი სადღაც კაცობა აქვს... - ოო იმ წვეულებაზე და მანამდეც ჩაწერილი იყო ვინ შექმნა და ვინ იყო ინიციატორი, პრობლემები შეექმნებოდა.... - როგორ? რამდენად? იმდენად დიდი და ჩამძირველი კომპანია, რომ საყოველთაოდ ჩემს ფეხებთან მუხლებით დაცვენილს ბოდიშები ეხადა? — შემომხედა დაბნეულმა, არეული თვალებით, თითქოს უკვე მისი მტკიცე გადაწყვეტილება, მერყევად იქცა. ჩამოვუჯექი წინ მუხლებზე, დავჯექი ჩემს მოკეცილ ფეხებზევე (წვივებზე) და მისი ხელები მოვითავსე ხელში, - შეგიძლია რომ აპატიო, - არა ანა! არ შემიძლია... - გეგა ეს მეც კი შევძელი, მართალია ძალიან არასასაიმოვნო იქნება შეხვედრა მასთან, მაგრამ რომ დავუფიქრდეთ ის რა შუაშია? მას ხომ უბრალოდ ეგონა... - ანა, ხომ იცი რომ ასეთ თემებზე ვერასდროს ვრიგდებით? არ მინდა რომ ვიჩხუბოთ, უბრალოდ გაჩუმდი კარგი? - გეგა არ გაბედო კომპანიის მიტოვება, რომლის გამოც ამდენი ხანი მიტოვებული გყავდი! ამდენი დრო შეალიე საყვარელი ადამიანების გარეშე, ნუ სულელობ... - რა გინდა? — მომეფერა სახეზე, ნაზად შემახო ლოყებზე ხელი და თვალის ქვეშ ნაზად გადამისვა ცერა თითები, - მინდა რომ დაივიწყო იმ დღეს რაც მოხდა... ვიცი რომ მას აღარასდროს ვნახავ და იქნებ მისცე შანსი კონსტანტინეს? არ მგონია რამე ბინძური გააკეთოს მაშინ როცა შენი დაკარგვის შიშით ჩემს ფეხებთან მუხლებით ეფინა...— ხელები მომაშორა უმალ გადაწვა ბალახზე ამოხვნეშით - ყოველთვის ასეთი იყავი... - კარგი ეხლააა! — გავუწყერი და მოვთავსდი მის გვერდით ისევ - ჰო, ჩემგან იცავდი ყველა იმას ვისაც რამე დაეშავებინა შენთვის... ის ქალი გახსოვს?.. მოიცა რა ერქვაა... ესმა თუ ეპრაქსია... - ვინაა ეპრაქსია?—ამიტყდა სიცილი მის აგდებულ საუბარზე - ესმა ერქვა, რომ იცოდე რამდენი ხანია არ მინახავს, რამდენი წელია უფრო სწორად, ნეტავ ასე რომ მნახავს რა რეაქცია ექნება - ასე როგორს? — ამოსწია თავი დამაკვირდა მაცდურად - გაზრდილს გეგა! - იმედია არც არასდროს ნახავ! მაგრად მახსოვს ყველა მაგისი საქციელი და მოპყრობა და შენც სულელი, ეგუებოდი და ედაქალებოდი. მაგარი დედამო***ული ქალია... — უმალ დავარტყი, უზრდელობისთვის. ამოიგმინა წამით, თუმცა არც არაფერი უთქვამს, მიხვდა რის გამოც მიიღო. — მიყვარდა ჩვენს შორის ეს უშუალო საუბარი, თემიდან თემაზე, რომ დავხტოდით და ვიხსენებდით წარსულის მოგონებებს, რომ შემეძლო გამეღიმა და შევხებოდი დაუმთავრებლად - მართლა ძაან ახლოს იყო, ყველაფერს მიყვებოდა თავის შესახებ, აი ყველაფერს დაუფარავად და დაუმალავად - დაუფარავად და დაუმალავად გესწერვებოდა გიბედავდა ბევრს მერე... — წამოჯდა ისევ, ტუჩებს შორის სიგარეტი მოეთავსებინა, გაურკვევლად წარმოთქვა სიტყვები, - მეც ვეუბნებოდი პირდაპირ ყველაფერს... - რას გოგო? რას ეუბნებოდი? ჩემზე უფროსია და ვერ ვაკადრებო შენ არ იყავი? ღირსი იყო დედისტ*აკი დაგეფარებინა მაგისთვის, ყველაფერი მახსოვს... აი ყველა მაგის ძაღლობაც და ყველა ის მწარე სიტყვა რაც საერთოდ მოგხვედრია, და საერთოდ ის კიდევ მეტად მაცოფებს, მაგის მერე მე რომ მეჩხუბებოდი! " არა გეგა, რეალურად არ არის ცუდი ქალი" თვალებში ეტყობოდა რანაირიც იყო! — ისე მგზნებარებითა და მძვინვარებით იხსენებდა რამდენიმე წლის ამბავს, ბრაზიც ხელახლა მოაწვა ძარღვებში, გამაჯავრა წამით სასაცილოდ და ისევ მძვინვარედ მომაჩერდა, - კარგი, შეეშვი! ყველა მაგას მეუბნებოდა თვალებში ეტყობა რანაირიაო, მე ვერაფერს ვატყობდი.... — ავხარხარდი უაზროდ, თითქოს მის გვერდით რომ ვიყავი ეს მმატებდა ხასიათს, ეს დალაგებული ურთიერთობა მომწონდა, ძველებური კამათი და მისი მზრუნველობაც ამ ბრაზში რომ იმალებოდა. ცეცხლი უნდა გაეკიდა სიგარეტისთვის, ერთბაშად ავართვი ტუჩებიდან, - ეს რა დებილობაა, — დავაკვირდი გაოცებული თითქოს აქამდე არსად მენახოს, ჩავაჩერდი შუა გულში ბავშვივით, რომელიც ახლად სწავლობდა მის აგებულებას, - ო, კაი მომეცი, - რატომ? აღელვდი ძვირფასო და დამშვიდება გინდა? - დაისჯები თუ არ მოისვენებ, — გამაფრთხილებლად დახუჭა თვალები თითქოს ერთი ზედმეტი სიტყვაც და ჩემს საცემად წამოვიდოდა, მოვემზადე მეც ნელ-ნელა გასაქცევად, - ეს როგორ გამშვიდებს? რა სისულელეებს ეწევი ამხელა კაცი... მომეცი სანთებელა გავსინჯო...— გავუწოდე ხელი წამივდექი გავდექი განზე და სიგარეტი ტუჩებს შორის მოვიქციე, - გადააგდე გოგო, - მოიცადე საინტერესოა... მიხდება? - ანა-მეთქი! — წამოდგა თუ არა ერთბაშად მოვწყდი ადგილს, გავიქეცი უმისამართოდ დაბალხმაზე კივილით, უკან არც გამიხედავს, ვიცოდი რომ გამომყვა, წამით გავხედე, სირბილიც კი ეზარებოდა, ბავშვივით დავემანჭე, - მოდი ააქ, რატო გარბიხარ? - შენ მომსდევ, - იმიტომ მოგსდევ რომ გარბიხარ, - მეც იმიტომ გავრბივარ რომ შენ მომსდევ... - ოხ! — ამოიგმინა და ცქვიტად მოსწყდა ადგილს, შეტრიალებაც ძლივს მოვასწარი, გაქცეული გავკავდი ერთბაშად, ისე ვიკივლე, თითქოს მართლაც უცნობ მანიაკს დავეჭირე... სიცილით მოვკიდე მის შემოჭდობილ მკლავებს ხელები, - რატო მიწვევ რა გინდა? - არაფერიც არ მინდა გამიშვი...— ღიმილით, გაკოჭილი ვსუნთქავდი ღრმად დაღლისგან. ჩამეხუტა ზურგიდან, ხელებიც მოუშვა ნელ-ნელა. - როდის უნდა შეეშვა? - საერთოდ არ ვგეგმავ შეშვებას, — მომაწება ტუჩები ყბაზე, დავაიგნორე სხეულში დავლილი ჟრჟოლვა მოვშორდი მარდად და შევაჩერდი, - გამომართვი — საკუთარი ხელით მივაწოდე ნაწყენმა, გამომართვა... არ მოუწევია კოლოფში ცაკლე ჩააბრუნა ისევ და მანქანისკენ წასულს დამეწია, - არ წავიდეთ? — ვიკითხე - წავიდეთ? - დღეს მივდივარ - ახლა? - ჰო თუ დამაბრუნებ სახლში... - რა დაკარგე ამ სახლში, წამობრძანდი... გაწყრა, გაბრაზდა დროის სიმცირის გამო და მანქანას მოუარა.... .... კარებთან შეაჩერა,.სანამ მანქანიდან გადავიდოდი გავხედე ისევ მრავლისმეტყველი თვალებით, - რატომ მიყურებ ასე? - ხომ დაბრუნდები თბილისში? - ანა მისმინე.... - გთხოვე უბრალოდ... გავაწყვეტინე სიტყვა, არც რამის თქმა ვაცადე სხარტად გადავედი მანქანიდან და სახლში ისე ანაზდეულად შევვარდი თითქოს ვინმე მომსდევდა. .... - ჩამოგივლით ხოლმე, მიყვარხართ დავკოცნე ისევ სათითაოდ, - დამირეკე ხოლმე —დამაწია სიტყვები ნონამ - ბებო ნუ ტირიხარ! — გავძახე შორიდან თვალცრემლიან მარო ბებოს, გაჭირვებით გამოსულიყო კართან, - სამუდამოდ ხომ არ მივდივარ ჩამოვივლი ხოლმე გპირდები.... - ანაა დაუჩქარე... — დათოს ტკბილი ხმა მომესმა მანქანიდან - ეს ბებიას მიეცი ეს შენ, — უამრავი რამ ჩადო მანქანის საბარგულში ნონამ, - ეს რა არის ნახევარ სახლს მატან? - ნეტაი მქონდეს რამე, რისი ღირსი არ ხარ, საუკეთესო გვყავხარ, —გადამკოცნა ისევ, - ნონა ნუღა აცდენ ბოვშს, შეაწუხა იმ ბიჭმა, — აწუწუნდა მარო ბებო... საღამო იყო ბნელოდა, მაგრამ ჩვენ ისე ვხმაურობდით თითქოს რაიმე დღესასწაული ყოფილიყოს, სიჩქარეში სიტყვა დასრულებული არ გვქონდა სწრაფად ვსაუბრობდით ... გავიქეცი მეორე ღობესთან ჩამომდგარ მარიკასთან, მოვეხვიე უმალ, გეგამ გამოიტანა მარიკას ჩალაგებული საჩუქრები, ჩააწყო საბარგულში, - რატომ წუხდებით? — მორიდებითა და პატივისცემით დავხედე ქალს, გაბრწყინებული რომ შემომცქეროდა, - შენ მაგაზე არ იჯავრო, მე რაც მინდა იმას ვაკეთებ, შენისთანასთვინ სულიც მემეტება, — ავწითლდი სირცხვილისგან ჩავეხუტე ისევ, - აწი თქვენც ამოდით ხოლმე გამიხარდება, - ამოვალ დამჭირდება ოდესღაც... — ქარაგმულად, ორაზროვნად მითხრა ჩამიკრა თვალი... დავემშვიდობე ყველას, სალომეს და ბატონ დავითსაც, ნაწყენ თვალებს რომ მაყოლებდა... ისე არ მინდოდა სახლში ასვლა ყველაფერს დავთმობდი აქ დარჩენისთვის, ისევ მათთან, ისევ ამ თბილ ადგილას, მხიარულებითა და სიყვარულით სავსე ადგილას... - მიყვარხართთ... ვიყვირე უკვე დაძრული მანქანიდან და ხელის ქნევით მივეფარე მოსახვევს... გეგა.... ის იყო ერთადერთი რომელსაც მზერით დავემშვიდობე... .... დავბრუნდი ჩემს სახლში, ჩემს დიდ მყუდრო, მაგრამ ცარიელ სახლში, არც ბავშვების ხმა ისმოდა, არც პატა ნიცას სასაცილოდ ტლიკინი, არც ნონას საქმიანი ხმა, საღამო იყო და მხოლოდ ტელევიზორის გამაყრუებელი ხმა ისმოდა სახლში.... ერთბაშად აღტყინებული და ბედნიერი დამხვდა ბებია, მოულოდნელობისგან ატირდა კიდეც ქალი, თითქოს წლები იყოს არ ვენახე... ბაბუამაც მისი ტკბილი სასიამოვნო ხმით მომისიყვარულა... კარგი იყო მათთან, მაგრამ სადღაც რაღაც დაძაბულობაც დაძრწოდა ჩვეულად.... გადიოდა დღეები ისე, როგორც აქამდე, დილას ადრე ადგომა მხოლოდ საქმე... საქმე.... ისევ საქმე... და შემდეგ კიდევ საქმე.... დილას მეზობლები, რომლებიც ახალ ამბებს სიოსავით დააქროლებდნენ, ერთფეროვანი დღეები და შეუვსებელი უბანი, თითქოს აქამდე არასდროს მენახა ჩემი უბანი ასეთი მშვიდი, ცარიელი და უაზრო, მომნატრებოდა სულ რამდენიმე დღეშიც კი სარალიძეებთან, მაგრამ იმის დრო აღარ მქონდა ჩავსულიყავი რამდენიმე საათით მაინც... ჩემი მარჩენალი იყო თაია , რომელიც მირეკავდა მაქცევდა მუდმივად ყურადღებას, დაღლასა და ნეგატივს მიქარწ....ბდა, ისევე როგორც აჩი... როგორც კი ახერხებდა მოდიოდა ჩემთან მეც ჩვეული სიმშვიდით ვუყვებოდი ყველაფერს და ვწყნარდებოდი ამ უკანასკნელთან. ერთ დღეს სწორედ აჩისთან ერთად ვიყავი თაიამ რომ დარეკა, გავაცანი შორიდან, სულ პატარა დიალოგი ჰქონდათ, მაგრამ ზარის დასრულებისთანავე, გოდუაძის გაცისკროვნებული თვალები ბევრ რამეს მეტყველებდა, - ამ გოგოს სად მიმალავდი შენ? - ეს გოგო ჩემი გოგოა, - ჰოო? - დიახ! - რა კარგი გოგოები გყოლია შენ... - ოხ აჩი აჩიი.... ... მოიკითხავდა ხოლმე ხშირად, ვსაუბრობდით უკვე ერთად, მაგრამ მისი ხასიათი დღითი დღე მძიმდებოდა, იცვლებოდა, აჩიც კი ვეღარ ახერხებდა მის გაცინებას, თუ კი გაიღიმებდა, ეს მხოლოდ იძულებითი იყო, რომ რამე არ გვეფიქრა... არაფერს მიყვებოდა, მხოლოდ ვხედავდი მის დაწითლებულ თვალებს ყოველ დილით, მის უხასიათობასა და სულიერ წვას, რომლის მიზეზიც არ ვიცოდი... .... - დედა ქალო, რა ბიჭი არი დამდგარი აღარ ჯობია არაფერს... — ეს შუადღის სამეზობლოს სტუმრობა გახლდათ, აღფრთოვანებული საუბრობდა ქალი, ტიროდა უცრემლოდ, თითქოს სინანულის ცრემლებით, - რავა გედეირიეთ სუყველა ერთიანად, — გაჯავრდა ბებიაჩემი - რავა? არ გინახია ქალო? - სად დევინახავდი?! — გაწყრა ბებია უეცრად, წამით მოვკარი ყური მათ საუბარს, არც ვიცოდი ვისზე საუბრობდნენ, არც დავინტერესებულვარ, მესმოდა მხოლოდ რაისას აღტყინებული, მგზნებარე ხმა, ქალი არა მხოლოდ ხმით არამედ სხეულითა და ემოციებითაც საუბრობდა... - ეს ორი დღეა აქ დადის... შენ წინ მეზობელი ხათუნა, რავარ გეგმებს აწყობს, არ გაგიგია? - არ უთქვია... - ხათუნას შვილი ჩამოუვიდა საზღვარგარეთ იყო ეგეც, არ გამოსვლია არაფერი დაბრუნებულა უკან, დიდი ხანია რაც ჩამოვიდა გონია... ჰოდა ეს ხათუნა, ყველას კაი უნდა გენაცვალე, ასე არი.... რაღაცა მოუძებნია ახლა დახმარება გვჭირდებაო და ურიგებს მის ბოვშს ამ სანატრელ ბიჭს...— ვუსმენდი მის აღელვებულ, დამაინტრიგებელ და თან გამაღიზიანებელ საუბარს, არანორმალურად მხვდებოდა ეს ყველაფერი ეს ჭორაობა, მსგავსი ქოსური ხასიათი, მხოლოდ ბრაზსა და ზიზღს იწვევდა ჩემში... - ინანე ქალო ინანე, დაგანახა ნეტა ეგ შენი გეგა რა ბიჭია!.. — გაკრა ქალმა ხელები ერთმანეთს და ძლივს შევიკავე თავი ძირს არ დამყროდა ჭურჭელი.... ... - თურმე აქ დაწანწალებს, ჩემს პირდაპირ.... ნათიასთან... ახლა ჩამოსულა ეს ნათიაც საზღვარგარეთ იყო და ეს ვაჟბატონიც ისე დაძვრება აქ თითქოს ჩემი არსებობა არც იცის, თავხედი! — ცოფებს ვყრიდი, ბოლთას ვცემდი ოთახში, - არც კი მჯერა! რა თავხედია ეს გოგო! ნუთუ სულ არ რცხვენია?.. არა!.. ეგ არ იყო 6 წლის წინ რომ ესწერვებოდა გეგას, მხოლოდ მის ამოტანილ შოკოლადებს რომ ჭამდა და მერე წავიდესო რომ იძახდა, ჭკუიდან გადავალ!.. — გონება დასუსტებულივით ვყვიროდი ოთახში, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, ვესაუბრებოდი საკუთარ თავს და მინდოდა რაღაც დამელეწა, ბრაზის ჩასახშობად... .... 1 ივლისი... - თაია! რა გჭირს ბოლო ბოლო... ხომ ხვდები შენც რომ საკუთარ თავს არ გავხარ, რა გემართება?! რა ხდება მანდ?! ნუ მაიძულებ ჩამოვიდე და სხვანაირად მოგიდგე, ვუყვიროდი ხმოვან შეტყობინებაში როცა ზარზე ისევ არ მიპასუხა... " მერე ვილაპარაკოთ " — გამოაგზავნა მესიჯი, - ვფიცავ თაია, თუ არაფერს მეტყვი ახლავე დავურეკავ აჩის და თბილისში ჩამოვალთ! სხვანაირად მოგიდგები თუ არ მიპასუხებ... რამდენიმე წუთში თვად მირეკავს.... - რა სახე გაქვს?! — ჩავხედე მკაცრად კამერას - რა გატირებს?! - ანა კარგი რა... — გადააგდო თავი დაღლილმა, გავხედე შემოსასვლელში აჩის ეზოში... იმ წამს შემოადგა ფეხი, გავუღიმე მხოლოდ და თაიას დავუთმე ჩემი მთელი ყურადღება, რომელიც ჯერ ისევ იწმენდდა სითხეს თვალებიდან, - თაია! — დავუყვავე, - ვერ ვყვები... ვერ გაიგებ.... - ჭკუიდან ნუ ამჭრი გოგო! აჩის ვეტყვი, ახლავე წამოვალ იცოდე... - კარგი,... მოიცადე... — შეწყვიტა ტირილი, სცადა შეეწყვიტა, მოიწმინდა ცრემლები და სლუტუნით დაიწყო საუბარი, - მოკლედ არა, ყველაფერი დეტალურად მომიყევი... — მოსვა წყალი და წამით ძალების მოკრებას ეცადა, ფერები გადასვლოდა სახეზე ჩემს გვერდით აჩის, დაბნეული ჩასჩერებოდა ტელეფონს, მაგრამ თავად თაიას არ ენახა ჯერ ჩემს გვერდით დაბნეული მამაკაცი, - ჩვენთან, ხომ იცი მთაში... სისხლის აღების ტრადიცია დღემდეა... — ატირდა ისევ... - გარიგებებიც ისევაა, ეგეც იცი ალბათ... - მერე? - ჰოდა, მაგ ამბავში მოვყევი... ძალიან ცუდად, - რას ქვია? - მათხოვებენ გოგო.... — თქვა თუ არა თავზარი დამეცა, ბრაზი და ზიზღი ერთდროულად მომაწვა სისხლში, - როგორ? იცნობ მაინც? - არა, არ ვიცნობ, მაგრამ თურმე რომელიღაცა მხარეს მათი გვარის მოუკლავს, ეს დაზარალებულის ოჯახი კი "სისხლის ფასს" –პატიოსან ქალს ითხოვს! საგვარისეულოდან ქალის წაყვანაზე შეთანხმდნენ—ვუსმენდი აღელვებულს მაგრამ ვერაფერს ვიგებდი, საუბრობდა თავადაც დაბნეულად, არეულად, დაძაბული ერთიანად ძრწოდა. გაუგებრობაში მოყოლილიყო, გაუგებრობასა და 90- იანების სამყაროში. არც მე ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის და არც ის ვიცოდი, როგორ უნდა გადაგვეჭრა ეს გზა, მე ხომ მსგავსი რამ პირველად მესმოდა, ეს ხომ ჩემს გონებაში აზრადაც არასდროს გამივლებდა. როგორ თუ იძულებით გათხოვება რაღაცის სანაცვლოდ, ეს ხომ მარაზმი იყო, ვერაფრით ვსვამდი ეთიკურ ნორმებში, ჭკუიდან მშლიდა ახლა ეს ყველაფერი. - გოგო, თქვენ გვარში ერთადერთი რანაირად ხარ?! - ერთადერთი ვარ, გაუთხოვარი და მათი სიტყვებით პატიოსანი!.. მათი წესების გამო ხოარ დავწვები ვინმესთან, რა ბედი მაქ! სად ჩარჩენილი ვარ ღმერთო მიშველე... — მოსთქვამდა ხმით, საწყლად, საცოდავად მაგრამ მე მაინც ვერაფერი გამეგო. ჩემს გონებას ვერაფრით მისწვდა ეს ყოველივე, როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო ამ საუკუნეში... მაგრამ " ცხოვრებაში ყველაფერი ხდება"... .... ვუსმენდი აჩის ლაზათიან ლანძღვა გინებას, იჯდა ხელებში ჩაერგო თავი, ხან დუმდა ხან უბრალოდ ვერაფერი ამომეკითხა მის თვალებში... ღელავდა, ბრაზობდა და ალბათ უფლება რომ მიმეცა თავად აიღებდა სისხლს.... ..... ვიჯექი იატაკზე გვიან და ვუსმენდი ბებიას მოყოლილ ამბებს, ათასი კითხვა დამესვა მოტაცებაზე, მასაც იმდენი ამბები სცოდნოდა, დაუზარებლად მიყვებოდა თითოეულს... მართალია ჩემი თაიას ამბავი ზედმედატ არაორდინალური, გაურკვეველი და გასაოცარი იყო, თითქოს პირველი შემთხვევა, მაგრამ შანსები ხომ ყოველთვის არსებობდა, ვიჯექი მეც და აჩიც, ის მეტად ინტერესით უსმენდა ამ უკანასკნელს და თითქოს გეგმებსაც ერთბაშად ადგენდა - სოსია თუ იცი? — დამისვა კითხვა ბებიამ - ჰო სოფლის ჩამოსახვევთან რომ ცხოვრობს... — მარდად გავეცი პასუხი - ხო ეგ, მაგას უყვარდა გოგო ქეა მისი ცოლი ახლა, კაი გოგო იყო ძალიან, ბევრს ყვარებია, მამაშენი ეხმარებოდა სოსიას მაგ გოგოს მოტაცებაში, ყვარებიათ ერთმანეთი, უყვარდა თურმე მაგ გოგოსაც, ფატი ერქვა მაგ გოგოს, ყავდა 11 წლის დაიკო, შუადღეს გამოსულა თურმე, მამაშენს მანქანა ყავდა ელოდებოდნენ ამ გოგოს, უნდა მეეტაცებიათ, ჩოუხტა ეს გოგო და თან გამოყოლია ეს და... პაწუა... ეს ბოვში რათ უნოდათ გოგოს იტაცებდნენ და ამდგარან მერე ცოტა შორს რო გასულან მიუციათ ფული ამ ბოვშისთვის მიდი გადადი რაც გინდოდეს იყიდეო, გადასულა ეს ბავშვი და ესენი ქე წავიდნენ. ავიდნენ მერე მაღლა ქონდა ი ბიჭს კაი სახლი გორაზე. დახვდნენ, გაშალეს სუფრა თურმე ქეიფობენ ილხენენ და მამაშენს ჩარჩენია ის ბოვში გულში, წამოვიდა ადრე. იმ გზით წამოსულა ისევე მოსაღამოვებულს, ამ მაღაზიასთან რო ჩამოუვლია და ე ბოვში იდგა თურმე და გასდიოდა ღვიარებით ცრემლები... შეცოდებია მამაშენს ჩოუსვია მანქანაში და ოუყვანია იმათთან დოუტოვებია წვეულებაზე ისევე....—უნებურად ავხარხარდი, ვერ შეკავებული სიცილით გავხედე გოდუაძეს და ვერც ვიკავებდი სიცილს, - ეჰ მამუცის რა გული ჰქონია, რომ შეხედავ მკაცრი გეგონება, — გამეცინა ისევ - ასე იყო ბებოო, მოტაცება ხშირად იყო ადრე, დღესაც არი განა არ არი მარა ადრე რო იყო ისე საშიშათ აღარ არი.... ნოდარისაც უყვარდა ერთი გოგო ძაან, იმ გოგოსაც უყვარდა თურმე... - ახლა არ თქვა, რომ ერთად არ დარჩნენ, - მოიტაცეს მერე ის გოგო, ტიროდა თურმე, ც უცდია და იმ ბიჭის მამამ ვერ გაუძლო გამოუშვა უკან... — ეს რომ გავიგე მათ ისტორიაში ჩართულს იმედი მომეცა სიყვარული რომ გაიმარჯვებდა, - ეჰე, რა კარგი მამა ჰყოლია, - ყავდა მარა, მოტაცებული ერქვა და სახელ გაფუჭებული აღარც უნდოდა არავის, - კი მაგრამ ხომ არანაირი ურთიერთობა ჰქონიათ? — გამეცინა სიმწრით, - მოტაცებული ერქვა... ვინ რა იცოდა ახლა მაგი, მოტაცებული ქე იყო, ეს საკმარისი იყო... მთის ხალხისთვის მითუმეტეს დიდი ყურადღება ექცეოდა ქალის პატიოსნებას.... და გონებაც განათდა ერთბაშად, შევხედე აჩის, მრავლისმეტყველი თვალები, არ დამაკლო მსგავსი მზერა თითქოს ერთბაშად ამოიკითხა ჩემს თვალებში ყოველი ჩემი ფიქრი და საუბარი აქ ზედმეტიც კი იყო.... ..... მას შემდეგ გასულიყო კიდევ ოთხი დღე მიდიოდა მშვიდად თითქოს ყველაფერი, ჯერ სამომავლო ქორწილი იგეგმებოდა მხოლოდ... სოფელიც დაწყნრებული იყო უცნაურად... დილიდანვე თონეში ამომეკრო პურები, უკვე დაბრაწულები ახალი ამოღებული მქონდა ბებიამ გამომძახა, რომ მეზობლისთვის გადამეტანა, წინა დღეს ხილი გამოუგზავნია ჩვენს სანუკვარ მეზობელს, ნათიასა და მის სანუკვარ ოჯახს აბესაძეებს და ჩვენც საპასუხოდ უნდა გადაგვეგზავნა რაიმე... ბუზღუნით გავახვიე რამდენიმე ცხელი პური ნაჭერში, საჩქაროდ მოვიხსენი წინსაფარი, თავშალი მეფარა მხოლოდ, სიცხისგან აწითლებული მქონდა ლოყები, ჯერ ხელები ისევ ფქვილითა და ცომით დასვრილი მქონდა. წუწუნით გავედი ორღობეში, გზამდე და დავუყევი ქვევით, რადგან მათ სახლს ჩვენი ეზოს დასასრულში ჰქონდა კარები. მანამ სულ ახლად შეეჩერებინა მანქანას მათი კარის წინ, თავდაპირველად არც შემიხედავს, რომ მივუახლოვდი, მერე შევხედე მანქანას, ამ ნაცნობს... ამ სანატრელს და თან მონატრებულსაც, გადმოვიდა ხიდაშელი ამაყად, მოიხსნა სათვალეები და უკმაყოფილოდ გადაისვა დაბალ თმაზე ხელი... და მაინც რა სიმპათიური იყო.... გაუაზრებლად ამიჩქროლდა გული, მიცემდა ღელვისგან და სიყვარულისგან, მონატრებისგან ხტოდა ერთბაშად, ნელი სიარულით მივუახლოვდი კარებს უცხოსავით მივესალმე ამ უკანასკნელს, მაგრამ ღიმილიც ვერ შევიკავე მისი ნახვისგან კმაყოფილმა, კარში ვაპირებდი შესვლას, უხეშად ჩამავლო მკლავში ხელი, შემატრიალა თავისკენ და შემამცირებინა მანძილი მისკენ... ღიმილით დახედა ნაჭერში გახვეულ პურებს ჩვილივით რომ მიმეხუტებინა გულზე, თითქოს მეშინოდა ვინმეს არ წაერთვა, - ეს რა არის? - ოქრო! რა იქნება? ვერ მხედავ რას ვგავარ?! - ვხედავ რომ, ულამაზესი ხარ! ოჯახის გოგო ხარ! — გადმოიწია ჩემსკენ, წამეთამაშა ცხვირის წვერით ცხვირზე, - რას აკეთებ? დაგვინახავენ! —სხარტად ჩამოვშორდი, - მერე რა? - გეგა?! შენ მგონი დაგავიწყდა ძვირფასო ჩვენი წარსული, - წარსულზე სულ არ ვფიქრობ - ჰოო? ძალიან ცუდი, — გამეღიმა, მის მზერას რომ ყველგან ვგრძნობდი. უნდა მექცია ზურგი ისევ, ჩამავლო წელში ხელი და მიმიზიდა თავისკენ, შიშით ავაცეცე თვალები, შევამოწმე ხომ არავინ იყურებოდა, ისედაც სასაცილოდ ვეჩურჩულებოდი, - სად გარბიხარ? - რას აკეთებ?! - შენთვითონ რას აკეთებ? რამდენიმე წუთის წინ გინდოდა ისე ჩაგევლო გვერდი თითქოს არ მიცნობდი, - ოჰოოო, ძვირფასო! მინდა გაგახსენო რომ მთელი ერთი კვირაა აქ დაწანწალებ, უსახლკარო ლეკვივით მაგრამ ერთხელ მაინც თუ გაგახსენდი? - რომ მეთქვა გამოხვიდოდი? - იქნებ გამოვსულიყავი! - იქნებ-ზე არ ვარ მე! დამიწყებდი, " ჩვენი ურთიერთობა იმ ეტაპზე გგონია რომ უნდა შეგხვდე"? სიმართლე გითხრა მეტი მგონია და დავიღალე! - რომ დაღლილიყავი მომწერდი ერთხელ მაინც, - ეს საყვედურები რომ არ გცოდნოდა, სულ აღარ დარჩებოდი—გადამიწია თმის ღერი უკან, - გამიშვი თორემ დაგვინახავენ, - დაგვინახონ, - ორივეს ვირზე შემოგვსვავენ, - შემოგვსვან, - გეგა! - გისმენ ძვირფასო, — დაიჩურჩულა ჩემს ტუჩებთან - ხელი გამიშვი! — მეტად მიმიზიდა თავისკენ, დაბნეულმა რომ ავხედე გაეღიმა, - ეს შენ გამოაცხვე? - არა ბაბუაჩემმა - ეგ ენა რომ არ გაქონდეს... — გაეცინა ცინიკურად - გამასინჯე, — დასწვდა ჩემს ხელში ნაჭერს - რა გაგასინჯო მიმაქვს! — გავწიე უეცრად - ცოტაა, აქ ხომ ბევრია... - აუ გეგა, შემეშვი! — დავუსხლტი სიცილით ხელიდან და წამით გავხედე ახლად გამოსულ მეზობელს, ელდა მეცა, შემეშინდა თითქოს, მაგრამ არ ვიცოდი რისი. მივესალმე ქალს, რომელიც ჯერ არ მენახა, მოვიდა თავად მისი ომახიანი ხმაურით დამიკოცნა ლოყები მისკენ დახრილს მომიკითხა მოკლედ და შეხედა გეგას, - ამდენი წელი... არ გიფლანგია ტყუილად ბიჭო... — ცუდად მომხვდა მისი მიმართვა, შევაჩერდი ხიდაშელს, ირონიულად ჩაიცინა და ჯიბეში ხელები ჩაიწყო - მე იქ რაღაცის ასაშენებლად წავედი და არა დროის საფლანგავად. - მართალი ხარ! და რაღას ელოდები ახლა? მოკიდე ხელი და წაიყვანე! — ანიშნა ქალმა ჩემზე, - ეგრე რო მდომოდა აქამდე წავიყვანდი... თავად უნდა გამომყვეს, თავისი ნებით! — ეცვალა წამით ქალს სახე, ესიამოვნა თითქოს ნათქვამი, მაგრამ მის ეთიკურ წესჩვეულებაში მსგავსი რამ არ არსებობდა, ის ხომ უსიყვარულოდ გარიგებით გაათხოვეს, - ქალი ოხერია, უყვარს და მოსწონს კაცი რომ პირველობს, იმას, რომ აკეთებს რაც გოგოს არ უნდა, - ცდებით ვერიკო ბებია... — ჩავეჭერი ანაზდეულად, - ქალს ძალადობა არ მოსწონს! ის რაც თქვენ აღწერეთ მხოლოდ ძალადობაა... ქალს მოსწონს მხოლოდ ის, როცა მას რაღაც უნდა, თუნდაც რიდის გამო ამბობს ამ რაღაცაზე უარს და გვერდით ჰყავს ისეთი პარტნიორი ვინც მიუხვდება რა სურდა და მისი მორიდებული უარის შემდეგ უბრალოდ აღასრულებს მის სურვილს... ავხსენი გასაგებად? მაპატიეთ თუ აბდაუბდა გითხარით. მას რომ იძულებით წავეყვანე მის მიმართ ზიზღი გამიჩნდებოდა, ის რომ იმას ასრულებდეს რაც მხოლოდ მას სურს, ეს მხოლოდ მარაზმი! და ძალადობა იქნება... - მოძალადე არავისაც არ უყვარს, მართალია, მაგრამ რავა? არ გიყვარს? ამდენი წლის მერეც ვერ ისწავლე ჭკუა? რო ბებიაშენის ხუშტურებზე არ უნდა ირბინო? ხალხი... ხალხი ყველაფერს იტყვი ნებისმიერ სიტუაციაში, უთქმელად და უსიტყვოდ არ გაგატარებს არასდროს, ამდენი წელი გაქრი! შენც წახვედი რავარც გეგა, გაიზარდეთ გაყვავდით, შეხვდით ისევ ერთმანეთს და იმდღეს ქორწილში ისე ისხედით თითქოს ერთმანეთს არ იცნობდით... გეინძერი შვილო, გაანძრიე გონება თორე ნანულის ბიჭი რო შეგტენის მანქანაში გამოეტირე მერე სანატრელ შენს არჩევანს, რომელიც თავისუფალი ნებით გეძლეოდა. — დაასრულა ქალმა და გვერდებზე გადახრებით ჩამიარა, აკვანივით ირწეოდა ეს უკანასკნელი, თავიდან ბრაზიც კი მივლიდა ძარღვებში და შემდეგ თითქოს უბრალოდ მართალიც თქვა, მან არაფერი იცოდა, მაგრამ თავად ვხვდებოდი, როგორ ვწელავდი ყველაფერს. მე ხომ არც კი მახსოვდა ღამე როცა მე მას სიყვარული ავუხსენი... ის კი მაინც სლოდა როდის ავუხსნიდი სიყვარულს ფხიზელ მდგომარეობაში, რომ ჩამეხედა მისთვის თვალებში... - ეს მორიგი დარიგება, — გაეცინა გეგას - აზრი? მივა და ბებიაჩემს მიუჭიკჭიკებს ყველაფერს, — გავაყოლე ქალს თვალი და სანამ გეგა რამეს იტყოდა უმალ შევედი ეზოს კარში... მორიდებულად დავაკაკუნე კარზე, მგზნებარედ საჩქაროდ გამოაღო აბესაძის ქალმა კარი და მე რომ დამინახა ღიმილი მოუსუსტდა, როცა ვიგრძენი ჩემს უკან ჩამოდგა ხიდაშელი, ქალს სახე სრულად გაებადრა და აციმიმციმებულმა შეანათა თვალები, - როგორ გამახარე რომ მოხვედი, — ჩაილაპარაკა და შემხედა მოგვიანებით - მე ბოდიშით მაგრამ, ბებიამ გამომატანა, — გავუწოდე ნაჭერი და ერთი სული მქონდა აქედან სწრაფად გავსულიყავი, ზიზღსა და ბრაზს მოეცვა ჩემი გული ერთიანად, მისგან ჩქროლავდა დაუოკებლად, - რატო შეწუხდი? დიდი მადლობა, ორი წუთით ეხლავე გამოგაწვდი ნაჭერს... მოდი გეგა... ნუ დგახარ კარში... — დააყოლა და უმალ შევარდა სამზარეულოში, ზიზღის ფერმა გადამიარა სახეზე ლამის ტირილი დავიწყე ასეთი მოპყრობისთვის, ასეთი თვალთმაქცობისთვის. შემეხო წელზე ხიდაშელის გახურებული ხელი, ავხედე ერთბაშად თვალებწყლიანმა, - იმედია მსგავს მეზობლებს მეორედ აღარაფერს მიაწვდი... — მისი ხმა არც მკაცრი იყო და არც თბილი, ალბათ ბრაზობდა აქამდე სანამ კი ჩემს თვალებს წააწყდებოდა, მომაკრო ტუჩები საფეთქელზე მოურიდებლად და სრულად მომშორდა... სწორედ მაშინ გამოჩნდა კარში სანატრელი ნათია, დაბალი, სრული, მოდის მოყვარული გოგონა, უწინდელთან შედარებით სრულად განსხვავებული იყო, ახლა საკმაოდ გალამაზებული, მეტისმეტად გარუჯული, დიდი ძირის ფეხსაცმელებზე შემდგარიყო, რაც ცოტას ამაღლებდა, ცისფერ ტანზე მომჯდარ კაბაში გამოწყობილიყო ეს უკანასკნელი, თითქოს წვეულებისთვის ემზადებაო, მაკიაჟიც შავი ფერებით წაესვა და თითქოს მისი სილამაზეც მაკიაჟისთვის გაეყოლებინა. - ბავშვებო ერთად ხართ? — შეიცხადა ღიმილით წინ მდგომი გადამკოცნა და შემდეგ მიუახლოვდა ხიდაშელს, ეს უკანასკნელიც ზარმაცულად დაიწია გოგოსკენ, - შემოდით რატო დგახართ კარში? - არაა ნაჭერს მომაწვდის და უნდა წავიდე... — გავასავსავე ხელები, - მოდი გოგო... ვისაუბრებთ რამდენი ხანია არ მინახიხარ ძაან შეცვლილი ხარ, — იძულებით შემიყვანა სახლში, კდემამოსილმა ჩავუარე გამოსულ დედამისს ქალბატონ ხათუნას გვერდი, რომელმაც ხმამაღლა შეიპატიჟა ოჯახში გეგაც. დამსვეს დივანზე, ჩემს მოპირდაპირედ დასხდა "წყვილი". დაისვა გეგა ნათიამ და გამოდო ხელკავი დამჯდარს, - აბა ყავას მიირთმევ? — უმალ დაუსვა კითხვა ხიდაშელს, რომელმაც იუარა. შემომხედა ქალმა მეც უარის ნიშნად გავუქნიე თავი, მორცხვად მოვუხადე მადლობა, - აუ მე წავალ რაა, ხელებიც კი არ მაქვს სუფთა, — ამოვიწუწუნე ბავშვივით, - კაი რა იყო ორი წუთი, ასე არ გაგიხარდა ჩემი ნახვა? — დასძინა ცრუდ ნაწყენმა და მთხოვნელი თვალებით შემაჩერდა, დავყევი მის ნებას. ვიჯექი და ვიწყევლიდი ბედს იქ ჯდომისთვის, ვუყურებდი ნათიას, რომელიც ურცხვად ეხუტებოდა გეგას, მის მხარს არ მოშორებია, ახარხარდებოდა და სიცილისგან მოხრილი ჩაუდებდა ხოლმე თავს კალთაში, ვუყურებდი ამრეზილი სახით, ბრაზითა და წყენით. მან ხომ იცოდა, ყველაფერი იცოდა ჩვენს შესახებ, და ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო "ბირჟაზე" გეგას ამოსვლის. - იქნებ საქმეზე გადავიდეთ? მაჩვენე რა გაქვს გასაკეთებელი დაგეხმარები... — შეწუხებულმა დასძინა. სახეზე უკმაყოფილება და სასწრაფოდ წასვლის სურვილის კვალი ემჩნეოდა. ნოუთბუქი დაუდეს მუხლებზე, მანაც რამდენიმეჯერ დააწკაპუნა ღილაკებს, დამცინავად გახედა ნათიას და კომპიუტერი გაუწოდა, - წაშლილი გქონია, როგორ იპოვიდი, - ჰო არც ვიცოდი... — გაიცინა და ახლართა ხელები მის მკლავში ისევ, - კარგი, თქვენ გააგრძელეთ და მე უნდა წავიდე, მართლა ბევრი საქმე მაქვს... — უკვე, მოთმინებამ ლიმიტს რომ მიაღწია ერთბაშად წამოვხტი, არანაირი თხოვნა აღარ გაჭრიდა, დახუთულობა იყო ოთახში სუნთქვა მიჭირდა მათ შემყურეს... - მეც უნდა წავიდე, — წამოდგა გეგაც, თითქოს უფლებას არ მაძლევდა მარტო მეგება თავისუფლების სიამოვნება - ეეე კაი, დარჩი ცოტახანს... - აღარ მცალია, თბილისში მივდივარ, - უი, როდის ჩამოხვალ უკან? — ინტერესით შეაცქერდა ხათუნა - არ ვიცი, კომპანია გავხსენით და საკმაოდ ბევრი საქმე დაიწყო. — ერთის მხრივ, კმაყოფილებით მეცვალა სახე, დამიჯერა და ჩემი ხვეწნაც წყალში არ ჩაუყრია მეორეს მხრივ თითქოს არ მინდოდა ჩემგან შორს ყოფილიყო, - უი რა კარგია, წარმატებები აბა, — ნაზად შეეხო მხარზე ხათუნა და წინ რომ წავედი თან გამომყვა ხიდაშელიც... მანქანას, რომ მიუახლოვდა შევდექი წამით, შევხედე, როგორ შეერწყა ლამის გეგას სხეულს ნათია ჩახუტებისას, მიაკრო ლოყაზე ტუჩები და ძლივს მოშორდა - კეთილი მგზავრობა, რომ ჩახვალ მოგწერ — დააყოლა გოგომ მოშორდა ფრთხილად, ვერც ვიაზრებდი, როგორ ნემსებივით მერჭობოდა რაღაც უხილავი სხეულში. კეთილი მგზავრობა-მეთქი დაბალხმაზე ვუთხარი და ადგილს გავშორდი. სახლში შესვლა და ჩემი ნიანგის ცრემლებიც ერთი იყო, თითქოს ის ბოღმა, წყენა, ბრაზი და შუღლი გადმოვაყოლე ამ ცრემლებს. მტკიოდა სადღაც გულის სიღრმეში... არა გეგასგან, არამედ ნათიასგან, რომელთან ერთადაც ვიზრდებოდი..... ... ვიწექი ღონე მიხდილი, დივანზე უილაჯოდ, უხასიათოდ, მელანქოლიას შევებოჭე სრულიად, ღამისს 11 საათი იყო უკვე. მესმოდა ტელევიზორის ხმა მხოლოდ, რომელიც ჩემს გონებამდე საერთოდ ვერ აღწევდა... ბებია არჩევდა ნიგოზს საწოლთან, ცხვირზე დაეკოსა სათვალე და ინტერესით უსმენდა, ფერჰათისა და ასლის სასიყვარულო ისტორიას... ბაბუაც წინ ტელევიზორიდან ორ მეტრში ჩამომჯდარი შესცქეროდა სერიალს და შიგადაშიგ გამოესარჩლებოდა მთავარ გმირს... ტელეფონის ბზუილზე დავხედე წამით უღიმღამოდ მოსულ მესიჯს, მაგრამ, რომელიმე აფთიაქისა ან ფილიალის ნაცვლად გეგას მესიჯი რომ ამოვიკითხე " გამოდი" თვალებს ვერ დავუჯერე, გველნაკბენივით წამოვხტი დივნიდან, გავხსენი ტელეფონი და მესიჯებში შესულმა გადავიკითხე რამდენიმეჯერ მესიჯი, დასარწმუნებლად ხომ არ მეჩვენებოდა, შევისწორე ყელზე მოხვეული ლურჯი ყელსახვევი და სასაცილოდ მოვიფშვნიტე თვალები... ანაზდეულად წამოვხტი, დავსძინე კარებში, მოვალ მალე-მეთქი და კარში გავუჩინარდი... აივნის სარკეში უმალ შევისწორე, თმა და ეზოში გასულმა მოხდენილი ნაბიჯებით დავიწყე სიარული. ეზოს გარეთ ორღობეში გვერდზე გზასთან შეეჩერებინა ხიდაშელს მანქანა, მელოდა ისე... მივუახლოვდი მცირედ მივარტყი შუშას თითები, უმალ ჩაწია შუშა.... ამომხედა დაწეულმა, - დაჯექი... — დასძინა და კარებს გადმოწვდა, დავემორჩილე, გულის გამალებით ძგერას ვაიგნორებდი პროფესიონალურად. აწია ისევ შუშები და უკვე სიმყუდროვეში გავხედე გაკვირვებულმა, - აქ რას აკეთებ? თბილისში არ უნდა იყო? - კი, - და მერე? - უნდა წავიდე - ახლა? — შევიცხადე დაძაბულმა გავხედე მრუმე ღამეს, - ჰო მერე რა? — აიჩეჩა მხრები უდარდელად, - ძალიან ბნელა, ცოტა ადრე რატომ არ წახვედი? - საქმეები მქონდა, - ჰო მაგრამ ახლა სახიფათოა, - ოო ნუ დაიწყე მარიკასავით რა, რა არის სახიფათო? - გეგა ბნელა! ღამეა და მარტო მგზავრობ რომ ჩაგეძინოს? რომელი ხევიდან ამოგათრიონ მერე? - ნუ სულელობ, არ მეძინება, - მე არ ვიტყოდი ამას! ავატრიალე თვალები უკმაყოფილოდ, - ნერვებს ნუ მიშლი, საქმისთვის გამოგიყვანე, - რა საქმე? — შევაჩერდი ინტერესით, წამით გადაიწია უკანა სავარძლისკენ და უმალ გადმომაწოდა მოზრდილი ვარდისფერი ყუთი, - ეს რა არის? - ბომბი! რავიცი რა არის?! , მარიკამ გამომატანა შენთვის, - რას იღრინები? ზოგჯერ რა აუტანელი ხარ! — დავებღვირე ნაწყენმა და ფრთხილად შემოვაცალე პარკი საჩუქარს, - ნუ წუწუნებ, მალე გახსენი მეც მაინტერესებს, - არაფერსაც არ გაჩვენებ, — ბავშვივით ვაქციე ზურგი, ისე განვაგრძე ყუთის გახსნა. არაფერი უთქვამს, გადმოიწია მხოლოდ ჩემსკენ და სანამ კი რამეს იტყოდა ვიგრძენი, როგორ ღრმად შეისუნთქა ჩემი თმის სურნელი, - ჯანდაბა... — ამოიგმინა ყრუდ და ერთბაშად დაიწია უკან, - კარგი გასწორდი, გეყოფა...— მის სერიოზულ ხმაზე, მართლაც გავსწორდი გავხედე მაცდურად და ყუთს თავსახური ფრთხილად გადავაძრე, ყუთში ლურჯი ფერის ატლასის ნაჭერი იდო, გაოგნება ვერ დავმალე, ამოვაცურე ფრთხილად და გავშალე კაბა, ისეთი დახვეწილი იყო, ისეთი ლამაზი და განსხვავებული, ერთბაშად ამიფრთხიალდა გული სიხარულისგან - ეს ჩემია? — გავხედე ყურებამდე მომღიმარმა, - კი, — დასძინა და ჩემს ბედნიერებაზე გაცისკროვნებული თვალებით შემომხედა - ღმერთო ჩემო ძალიან ლამაზია უღრმესი მადლობა გადაეცი—ჩავიკარი გულში აღტყინებულმა ნაჭერი, გულში ვერ დატეული ბედნიერებით გავხედე მგზნებარედ. მინათებდა თვალები კმაყოფილებისგან... - რომ მიხვალ დამიკოცნე— ვუთხარი ისევ - შენ თვითონ დაკოცნე აქედან პირდაპირ თბილისში მივდივარ, სახლში არ ჩავდივარ — გაეცინა თავის სიტყვებზე, მეც მისი სიტყვებზე ერთბაშად მეცვალა სახეზე მიმიკები ჩამოყვარე ყურები და ყუთში ჩავაბრუნე ატლასის კაბა - როგორ უდროოდ იცი ხოლმე ეს წასვლები... - შენ რა იცი ძვირფასო დროულად?—მზაკვრულად გამოხედა და ერთბაშად ახარხარდა - უკაცრავად? ეს რა ლაპარაკია? - ოჰ! მე მომიტევე ქალბატონო ანა როგორ გავბედე — შეიცხადა ირონიულად. სიგარეტის კოლოფი გადმოიღო იქიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაცურა და მოიქცია ტუჩებს შორის. ვუყურებდი სახეცვლილი მძვინვარედ. გაუკიდა ერთბაშად და მისმა დამხუთველმა, სუნთქვის შემკვრელმა სუნმა მოიცვა მთელი სალონი. ამიტყდა ხველა, რა თქმა უნდა გავაზვიადე თითქოს ვეცადე დამნაშავედ გამომეცხადებინა იმ წუთას. საჩქაროდ გადავედი მანქანიდან უკმაყოფილოდ მივუკეტე კარები. - სად მიდიხარ ? — დამაწია სიტყვები და უკვე გარეთ მყოფი რომ დავენახე ერთბაშად ჩაწია კარის შუშა, დამაკვირდა სახეცვლილი გაბრაზებული მობუზღული რომ ვუყურებდი, - რა სახე გაქვს ? - მაპატიე თუ შენი ეს საშინელი ჩვევა ჩემზე ცუდად მოქმედებს - ნუ გიყვარს ყველაფერს გაზვიადება - არვაზვიადებ გეგა! მძულს როცა ამას აკეთებ,— ავუწიე ტონს - დაჯექი ანა! დასძინა. ხმა არ გავეცი, ვიდექი ჯიუტად, წამით მიყურა, ბრაზისგან ამოიხვნეშა, გზაზე მოისროლა ანთებული სიგარეტი, მანქანის ოთხივე შუშა ჩაწია და გამომცდელი, გამჭოლი მზერა მესროლა, - ახლა დაჯდები?! - მაინც არის ის საშინელი სუნი, - ხოდა დაჯექი, რომ ამ სუნში არ ამომხდეს სული და გაიჟღინთოს შენი სურნელით სალონი ისევ, — დამაბნეველად ჟღერდა მისი სიტყვები, გადიდებული თვალებით შევაჩერდი, - დაჯექი... — გაიმეორა ისევ, მაგრამ ამ ჟამად მისი ხმა თხოვნას უფრო ჰგავდა. დავემორჩილე, დავუბრუნდი ჩემს სავარძელს, გავხედე წარბებ შეხრილმა. ასწია შუშები და დაისადგურა ისევ სიმყუდროვემ, მოიცვა სიმშვიდე და გაუმჭვირვალობა. მართლაც, რომ ვაზვიადებდი, ვინაიდან მანქანაში თითქმის არ შემოუღწევია მოსაწევის დამაზიანებელ, მწველსა და საშინელ სუნს. - ვერ ვიგებ რა გახდა ამ სიგარეტის გადაგდება... საშინელი გამაბრუებელის სუნი აქვს, - მე შენი სურნელი მეტად მაბრუებს — გამომხედა ქარიზმატულად, დავიბენი ისევ, - რანაირად? — უხერხული კითხვა დავსვი უნებურად, ირიბად გადმომხედა, - გამაგიჟებელი სურნელი აგდის. იმ სიგარეტს შენი სიჯიუტის გამო მეც ჯიუტად არ გადავაგდებდი, უბრალოდ რომ გავიაზრე, შენ სურნელს ჩაანაცვლებდა ვერ გავრისკე... — გაეცინა. სირცხვილისგან შემეფარკლა ღაწვები, მისი სიტყვებიც ისეთი დასაბუთებული და მტკიცე იყო... - სულ მაინტერესებდა, მოჯადოვებული გყავარ? — შემომხედა ეჭვის თვალებით, დავიბენი უეცრად - სურნელით გეგა? — დაბნეულად ჩამეცინა, - ჰო, რაღაც იასამნების, გრილი, ჩამთრევი, მიმზიდველი სურნელი აგდიოდა სულ და ისიც ვიცი რომ სუნამოები არასდროს გიყვარდა, ახლა მეტად ინტერესიანი თვალებით ჩამაჩერდა, - ეს ბებიაშენის ხრიკებია? — გადმოიწია ჩემსკენ, გაეცინა ჩემს დაბნეულ სახეზე. მცირედ დავუქნიე თავი - სადღაც ეგრე, მან მასწავლა ბავშვობაში. მალამოებს აკეთებდა ხოლმე... - რითი აკეთებდა? - ეგ საიდუმლოა — გავეკრიჭე ინტერესით მაყურებელს, - მალამოც კარგი იყო მაგრამ, მე ბევრი ფიქსატორი გავუკეთე, მეტი ზეთის კონცენტრაცია მივეცი, მერე მეტად გათხელდა და სუნამოს ეფექტიც მიიღო, - შენს ხრიკებში გავები ანუ... - არაფერიც, უბრალოდ იმ საშინელი სუნის მერე დადებითად გხვდება, - ვაიმე ანა, ვაიმეე... — გააღრჭიალა კბილები, - რატო ვერ ისვენებ?! - იმიტომ რომ მაღიზიანებს! —გავეცი სხარტად პასუხი და ადგილზე უდარდელად შევსწორდი, - ამდენი რამ გააკეთე ცხოვრებაში და სიგარეტს ვერ გადაეჩვიე, - ანა ნუ მიკითხავ ლექციებს მაშინ როდესაც, ერთი სიტყვა ვერ თქვი მთელი 9 წლის განმავლობაში! —მძვინვარედ გადმომხედა მანაც, - გითხარი, მე შენ ჩანაცვლება სჭირდება-მეთქი! ესე უბრალოდ არაფერი ხდება! - და ჩაანაცვლე მერე! და თემას ნუ ცვლი, მე შენზე ვსაუბრობ ახლა! - მე შენზე! ისეთი მხდალი ხარ, ისეთი გაუბედავი ხარ იმის აღიარება არ შეგიძლია, რომ ერთი სული გაქვს, როდის გაკოცებ! - და შენ რა იცი მე რა მინდა?! და რა სურვილები მაქვს? - ყველაფერი ვიცი! ყველაფერს თავად მთხოვ და შენი უტვინო გონება უარყოფს ყველაფერს, რომელიც ვერაფრით მოვარჯულეთ , ვერც მე და ვერც შენმა გულმა! — აუწია ტონს, კოპებ შეკრულმა, ისე გამოიშვირა წამით თითი ჩემი გულისკენ, - არაფერიც არ იცი! — ვუყვირე უკმაყოფილოდ, - ყოველი, ჩემი შეხება, რო აღგაგზნებს არა? - ზედმეტად ტოპავ გეგა, - მართლა? და გინდა დავტესტოთ? — გული ბრაზისგან და უხერხულობისგან ჩქროლავდა, მაბნევდა მისი ეს უცნაური საუბარი, უცნაური მგზნებარება და ცვალებადი მიმიკები სახეზე - აუ! საკმარისია... — შევტრიალდი სხარტად, კარების გაღებას ვაპირებდი, ერთბაშად ჩამავლო მკლავში ხელი, მიმატრიალა, მისკენ, - არ დაგვისრულებია, - და კიდევ რა უნდა მოვისმინო? სანამ ჩემს დამცირებას არ დაიწყებ? - არა! მინდა აღიარო, ოდესღაც მაინც! მინდა მიყურებდე და ისე მითხრა ის გრძნობა და თუნდაც ის სურვილები რაც გაქვს ანა! - რომელ სურვილებს ელოდები გეგა? და რა მოხდება?.. — ჩავაჩერდი თვალებში, მომთხოვნ, დაღლილ და ამავდროულად მაცდურ თვალებში, ორივე მხარზე ჩაევლო ხელი, ვიყავი მისკენ მიწეული და ჩავჩერებოდი მის საბურველში გამხვევ, ქარიზმატულ თვალებს, - აღვასრულებ! — გაიღიმა მცირედ, - დავიღალე! ისევე როგორც შენ ანა... — კონტროლილებადი გაუხდა ხმა, დაუმშვიდდა, შემიცურა ხელი კისერზე, წამში შემხსნა ყელზე მოხვეული აბრეშუმის ლურჯი ნაჭერი და ცხელი ხელი შემიცურა კისერზე, - როდემდე უნდა გააგრძელო უარის თქმა იმაზე რაც გინდა? — შემიცურა სახეზე მეორე ხელი, გადამისვა ცერა თითი ქვედა ტუჩზე, "ჯანდაბა-ო" ამოიგმინა ღიმილით. მისი ეს ტაქტიკა, ეს მანერები, შეხებები, დაბალი მანიპულირებადი ხმა, ისე მოქმედებდა ჩემზე ერთბაშად ვეღარ ჩერდებოდა გული ადგილზე. - როდემდე უნდა უარყო, რომ უბრალოდ გინდა შეგეხო?.. - და რომ ვიტყვი.... რომ მინდა? — დავიჩურჩულე გონებაარეულმა, გაეღიმა, შეამცირა მანძილი კიდევ უფრო, შემახო შუბლი შუბლზე, გზნებითა და ვნებით მიმწია თავისკენ, ეცვალა, დაეხშო ხმაც სრულად ვნებით, - და გინდა შენ ეგ?.. — დაიგმინა ჩემს ტუჩებთან თვალებ დახუჭულმა. გამაჟრიალა, მოსალოდნელი კულმინაციის გააზრებისას, ნერვიულად ადი-ჩამიდიოდა მკერდი მკვეთრად, წინასწარ ვგრძნობდი, გულში რაღაც ნემსებივით მერჭობოდა მაგრამ, ეს ძალზედ სასიამოვნო გრძნობა იყო, - მინდა მაგრამ... დაგვინახავენ — დავიჩურჩულე... - დაგვინახონ!.. - ჭორებს გაავრცელებენ... - გაავრცელონ! - გეგა... - ხომ გინდა? — გაიღიმა, მინდა-მეთქი დავიჩურჩულე... ვიგრძენი მისი სუნთქვა სახეზე და შემდეგ ცხელი შეხება ტუჩებზე... დენმა გაიარა ჩემში იმ წამს, სხეულის თითოეული ნაწილიდან ერთბაშად გამეთანგა ძალები, შემდეგ კი სისხლში ტალღასავით ერთობ მომასკდა. ჩემი გულის ჩქროლვა მთელ მანქანაში ექოდ ისმოდა. ეს იყო გრძნობა.., ამოუცნობი, აუღწერელი. მეშინოდა, რომ ეს სიამოვნების ახალი განცდები გულს რომ ვერ დაეტია. გონზე მოსვლისას ავყევი კოცნაში, ვიგრძენი ამ უკანასკნელს, როგორ გაეღიმა და ეს ნაზი შეხება, შეუმჩნევლად გადაზარდა, ვნებიანსა და გამაგიჟებელ შეხებებში... მკოცნიდა მგზნებარებით, აღტყინებული, ძალებ მოზღვავებული, მშვიდად და ფრთხილად მაგრამ, ძალზედ სასიამოვნოდ.... ჰაერი რომ გამოგველია, მოვშორდით წამით... მაშინ დამიარა სხეულში სირცხვილისა და საჩოთირო კულმინაციის გრძნობამ, მომეყრდნო შუბლით შუბლზე... ვსუნთქავდით სინქრონულად, ღრმად, ვცდილობდი დამერეგულირებინა, სუნთქვასთან ერთად გულის ჩქროლვა, მომეფერა სახეზე ნაზად, - ჩემი ადრენალინი ხარ!.. ამოიგმინა ჩემს ტუჩებთანვე... მის ხმაზე ერთბაშად დამეხორკლა სხეული... გადამატარა თითი გასველებულ ტუჩებზე - ჯანდაბა! — ანაზდეულად დამეკონა ბაგეებზე ხელახლად. მეც განმიახლდა გამოვლილ გრძნობათა ერთობლიობა და მივეცი თავი ისევ ეიფორიის სამყაროს... მომშორდა, დამიკოცნა ლოყები, ჩამაჩერდა თვალებში, მაგრამ ვნების კვალი თითქმის სრულად გადაეფარა იმ ამოუცნობ, მანათობელ თვალებს, ჩამთრევსა და გაცისკროვანებულს, ერთობ სიყვარულითა და ნეტარებით რომ მიცქერდა. ფრთხილად შემახო ტუჩები თვალებზე, მეამბორა ყველგან, მეც გარინდული შევიგრძნობდი მის თითოეულ შეხებას. - დაგაგვიანდება... — ამოვილაპარაკე მორცხვად, - მეტად აღარ დაბნელდება... - გვიანია და რომ დაგეძინოს? — შევაჩერდი უკან ოდნავ გადაწეულს, ჯერ ერთბაშად გაკვირვებული მზერა მომაპყრო შემდეგ კი ანაზდეულად აუტყდა ხარხარი, - მე? ახლა?... — ირონიულად შემომხედა და ისე გულიანად განაგრძო სიცილი ისეთი მგზნებარებით ლამის ავყევი, - ახლა დათვს შევებრძოლები და ისე თვალს არ დავახამხამებ! - ზედმეტად ხომ არ ამუქებ ძვირფასო? — გავხედე ალმაცერად, - არა! არანაირად — შემომხედა წამით და სიგარეტის კოლოფი გადმოაცურა, დამეჭიმა ძარღვები, მან კი ერთბაშად გამომიწოდა, - სიტყვა, სიტყვაა... — გამომხედა გულწრფელი უტყუარი მზერით. გამოვართვი... ღიმილი გამეპარა ტუჩის კუთხეში, კოლოფს თავი ავხადე შევამოწმე მისი სიახლე... ჯერ თითქმის გამოუყენებელი ჰქონდა, - ასე ერთბაშად როგორ გადაეჩვევი? - თუ მოინდომებ ყველაფერს გადაეჩვევი, შეუძლებელი არაფერია! — გავუღიმე, ამოვიღე რამდენიმე ღერი და მივაწოდე, - ეს გამოუვალი მომენტებისთვის, ვიცი რომ ამის მეტს არ გამოიყენებ... ასე ერთბაშად კი ნერვებს უფრო დაიზიანებ ვიდრე ამ საზიზღრობას გადაეჩვევი. — გამომართვა, დაყარა და იქვე დაგდებულ ჩემს ყელსახვევს დასწვდა. წამითაც არ შემპარვია ეჭვი რომ ის ჩემს სიტყვებს არ აასრულებდა ან ნებისყოფა არ ეყოფოდა გადაჩვეულიყო. მჯეროდა ბოლომდე და ვენდობოდი ბოლომდე. გაშალა ჩემი ყელსახვევი მოიხვია თავზე სასაცილოდ და ყელს ქვევით გაკრა მისი წკვერტები. დაწია სარკე თავისკენ და საკუთარი თავის დანახვისთანავე დააწვრილა თვალები, მოისვა ნიკაპზე საჩვენებელი და ცერა თითი და გაეპრანჭა საკუთარ თავსვე სარკეში, - რა სიმპათიური ხარ! — დასძინა ანაზდეულად საკუთარი თავის მიმართ და რომ ავხარხარდი ინტერესით გამომხედა, - რა გაცინებს გოგო? — მისაყვედურა ვითომ, - სიმპათიური ბებო ხარ? - მომიხდა — გაიპრანჭა სარკეში ისევ - ვერაფერ ვიტყვი დაბალ თმას დააკვკდა მართლაც, - აი აღიარება უკვე მომწონს, — ერთბაშად მგზნებარებითა და კმაყოფილებით გადმომხედა, მოიხსნა თავიდან მოიხვია ყელზე, ფუ- შენიო ამოიგმინა, რომ არ მოეწონა და ულამაზოდ დაიხვია მაჯაზე, - რომ არ იცი და ვერ ახერხებ უბრალოდ უნდა თქვა! — გავუწყერი ღიმილით, მისი მკლავი გადმოვწიე ჩემსკენ და ხელახლად მოვახვიე უკვე ლამაზად მაჯაზე ლურჯი ნაჭერი, მართლაც ლამაზი იყო, განსხვავებული, სამაჯურივითა და დახვეწილიც კი გამოვიდა. - ეს დამათრობს მე, - შემიძლია დავიბრუნო, — გავწიე ხელი, მის ასაღებად - აპ აპ აპ, იჯექი სადაც ხარ, შენს კისერს მაინც არ მოუხდა, ზედმეტად ლამაზია დასამალად... - ეს რომანტიული როდის გახდი? — სიცილით შევხედე, - არა პატარავ რომანტიული ვერა მარა, სიმართლე კარგი რამეა, - ოჰ ტყუილი როდის იცოდი? — გამეცინა და ერთბაშად კმაყოფილებით მეცვალა თვალები გააზრებისას და გახსენებისას რომ მისგან ტყუილი არასდროს მსმენია, - არა ტყუილი არა მაგრამ, ასეთ სიმართლეს როგორ ვიტყოდი? ლამაზი ხარ-მეთქი პირველად რო გითხარი მახსოვს... მთელი ჩემი სიცოცხლე ჩავაყოლე მე იმ სიტყვებს... — გაეცინა თავადაც, - სამაგიეროდ მას მერე გაიხსენი, ნელ-ნელა... - ჰო, მაიძულებდი გამოგტყდომოდი, მასწავლე ლაპარაკი, გრძნობების გამოხატვაც და შენთვითონ არაფერი შეგეძლო — გადმომხედა ირიბად, ირონიულად , უმალ დავემანჭე უკმაყოფილოდ. რაღაცის თქმა დავაპირე ბებიას დაძახება, რომ გავიგე ერთბაშად მეცვალა სახე, - უნდა წავიდე... — დავსძინე, დავავლე ჩემს კალთაში ჩადებულ ყუთს ხელი, - ყელსახვევი ჩემი იყოს? —გამომხედა მაცდურად, - შენი იყოს! — საჩქაროდ ვუთხარი და კარები გავაღე, - სურნელი ერთ კვირამდე ყვება და თუ მოიკლებს წყლით დანამე და რამდენიმე დღით გაუმძაფრდება... საჩქაროდ ამოვილაპარაკე, ოქრო ხარო დააყოლა. მანქანიდან გადასვლა დავაპირე, ჩვეული ხმაურით მიიქცია ყურადღება - ფს, — გავხედე კითხვის ნიშნის მზერით, - არ უნდა დამემშვიდობო, - ტკბილძილს ვერ გისურვებ შუა მგზავრობისას ძაან დიდი მადლობა... — გადავაქნიე თავი, გაეცინა. ერთბაშად გადავიწიე მისკენ მოწყეტით ვაკოცე ლოყაზე და მარდად გადავხტი მანქანიდან... მოვკარი თვალი, როგორ გაეღიმა, გაკვირვებისგან მიიდო ხელი ლოყაზე თითქოს რამდენიმე წუთის წინ ჩემს ტუჩებს არ დაკონებოდა... ეზოში შევარდნილი ვცდილობდი სახისა და ემოციების დალაგებას, რომ ეს ყოველივე, ეს უცნაური ბედნიერება, ზედმეტად შესამჩნევი არ გამხდარიყო. აივანზე გადმოყუდებულიყო ქალი, ანერვიულებული მაკვირდებოდა, - სად იყავი ბებო? - აჩიმ დამირეკა, რაღაც გამოუტანებიათ და მომაწოდა, —ვიცრუე უტიფრად, დავხარე თვალები და არც შემიხედავს შევედი სახლში, ისე... - რა არის? - კაბა არის, ხვალ გაჩვენებ, დაისვენე დაიძინე გვიანია უკვე, გავუცინე, უმალ ვაკოცე ლოყაზე და ოთახში შევედი... ვიწექი და ვერ ვიტევდი იმ ბედნიერებას რასაც ვგრძნობდი, მახსენდებოდა თითოეული მზერა შეხება, გრძნობა და ყოველ გახსენებაზე ყოველი კოცნის წარმოდგენაზე, ერთბაშად მივლიდა ის მგზნებარე ემოციები, ვნებისგან მოვარდნილი ტალღა... იქით-აქეთ დავგორავდი, საწოლზე და სირცხვილისგან ვიფარებდი საბანს თავზე, უაზროდ, ბავშვურად აღტყინებული... .... 12 ივლისი... აღელვებული დავჩერებოდი ტელეფონს, თითქოს მასში შევაღწევდი და ერთბაშად შევძლებდი კულმინაციის გაკონტროლებას, შიშისგან ვძრწოდი, ნერვოზულად ვუშვებდი ზარს თაიასთან, რომელიც ზარზე არ მპასუხობდა... - გოგო იქნებ უბრალოდ არ სცალია.— ეცადა ჩემი ნეგატიური აზრების გაფანტვას თავზე მდგომი დათო, რომელსაც ჩემი ღელვა ერთბაშად შეეგრძნო - ჭკუიდან გადავალ დავით, დღეს მიდიოდა, მიჰყავდათ იმ წყეულ მთის სახლში... — ვყვიროდი გაუკონტროლებელი ნერვების ფონზე და ოთახში ბოლთას ვცემდი... ვურეკავდი აჩისაც, რომელიც ასევე არ პასუხობდა ტელეფონს. ეს ყველაფერი ისე გაუაზრებლად და მოულოდნელად მომხდარიყო, თითქოს მთის ხალხს ეგრძნოთ ეს მოსალოდნელი ხიფათი მათთვის. მე ხომ მათ ხელში არ ჩავუგდებდი ჩემს თაიას... წინა დღეს.... დაქანცული მდორედ მილასლასებდა ვიწრო ქუჩაში გვიან, თითქოს ტერფებს სქელ წებოვან სითხეზე ადგამდა, უჭირდა წინ სვლაც... მოულოდნელად მკლავში ძლიერი ხელი, რომ იგრძნო ერთბაშად მის ძალას დაყოლილი შეტრიალდა შეასკდა კედელივით ძლიერ, მაგარ სხეულს... - აჩი? — დაიჩურჩულა თაიამ. ეცვალა სახე, სიხარულთან ერთად, იმედით ეცვალა გაცისკროვნებული მზერა, უმალ აიწია ფეხის წვერებზე და სხარტად მოეხვია მამაკაცს კისერზე, - აქ როგორ მოხვდი? —მოუშორებლად უჩურჩულა ყურში და ეხვეოდა ძლიერად, უცნაურად, მაგრამ ეს გრძნობა, რომელსაც ჩახუტებისას განიცდიდა, სრულებით საბურველში ხვევდა. უცნაური იყო მისთვის ეს გრძნობა უცხო მამაკაცთან და ამავდროულად გაუაზრებლად მიილტვოდა მისკენ. - ნანახი ხომ უნდა მყავდე სანამ რამეს მივქარავ... — ჩაილაპარაკა დაბალხმაზე, ერთბაშად გაკვირვებით მოშორდა გოგო, შეაჩერდა ლურჯ თვალებში და თან ჩაიკარგა მასში. აჩის მომაჯადოვებელი ირისები პირველად ენახა. გაეღიმა მის მოციმციმე თვალებზე, - რას ქვია მიქარავ? - გაიგებ, მანამდე დრო გაქვს, სანამ შენი ქორწილის დღეს გავიგებთ, დრო გაქვს გამიცნო, თუ ერთმანეთს ვერ გავუგებთ, სხვა გამოსავლის ძებნას დავიწყებ... — დაბნეული შესცქეროდა გოგო, იზიდავდა ეს უცნობი მისი, მაცდური გამოხედვით, მოსწონდა ის ფაქტი, რომ ონლაინ გაცნობილი, ცხადში ძალზედ მიმზიდველი აღმოჩნდა. - ვერ მივხვდი, რას აპირებ? —დაიჩურჩულა და წვიმის ჩამოყრილ წვეთებს ხელი გაუშვირა. არ ელოდა წვიმას, მაგრამ სიამოვნებით აჰხედა ცას დახუჭა თვალები და წამით დაელოდა როდის დაუნამავდა სახეს წვიმა... - ყველაფერს აგიხსნი, დრო მომეცი... — დასძინა მამაკაცმა და წამით დააკვირდა ქალის მიმზიდველ კისერს. მიიწია ახლოს გოგოსკენ, დახედა ზევიდან ღიმილით. გაახილა თვალები თაიამ, მისი სიახლოვე რომ იგრძნო და დაბნეული შეაჩერდა მოახლოებულს, - აჩი... ხომ იცი რომ... - ქორწინდები? — ჩაეჭრა დაბნეულს. მცირედ დაუქნია თავი გოგომ, - ვიცი, და გინდა შენ ეგ? - არც კი ვიცნობ მომავალ მეუღლეს— გაეცინა მწარედ, - მგონი შეეგუე ამ უსამართლობას, - არ ვიცი, ალბათ. მამაჩემთან ლაპარაკს აზრი არ აქვს... ვერასდროს გაიგებს რას ნიშნავს ეს ყველაფერი. — მიეფერა სახეზე აჩი დანაღვლიანებულს, წინააღმდეგობა რომ არ იგრძნო დაიხარა მიაკრო გოგოს შუბლზე ტუჩები. - სახლში არ მინდა, არ გინდა სადმე გავიდეთ? — ჩაჭიდა ხელი აჩის და წაიყვანა წინ გამხიარებულმა. თითქოს ბოლოჯერ ჰქონდა უფლება ყოფილიყო მასთან, მერე კი დაერქმეოდა სხვისი ცოლი და ვერ შეძლებდა ამ უკანასკნელის ნახვას - რომ წვიმს? - მერე რა წვიმისი გეშინია? — დასცინა გოგომ მიიწია მისკენ გამომცდელად ჩააჩერდა თვალებში, - არა! შენი გაციების... - ო, როგორი მზრუნველი ხარ ბ-აჩი — ვერ იაზრებდა, თუ როგორ მოსულიყო ერთბაშად ხასიათზე, უკვე დიდი ხანი იყო რაც ასე ლაღად და თავისუფლად არ უგრძვნია თავი. ახლა კი ყველაფერი შეცვლილიყო, თითქოს აღარც ეშინოდა არაფრის, არც მომავლის, არც მისი მეუღლისა და არც ახალი ოჯახის... მინდობოდა სრულად უცნობს, მინდობოდა აჩის. მოსწონდა ეს სერიოზული, დახვეწილი, მამაკაცი. რომ გაიცინებდა ხოლმე და ცდილობდა გოგოს მხიარულებას აჰყოლოდა კვალდაკვალ. უკვე გვიანი იყო საბაგიროს ბოლო რეისს გაჰყოლოდნენ მთაწმინდიდან სანამ 12 გახდებოდა... ისხდნენ მყუდრო ოთხ შუშაში მარტო... გადაჰყურებდა თაია ერთბაშად აღტყინებული კმაყოფილი ქალაქს. უცქერდა გოდუაძე გოგოს, მის კმაყოფილ სახეს, სირცხვილით რომ იწევდა ყურსუკან თმას ნატიფი თითებით. - თაი... — დასძინა აჩიმ მარდად გახედა თაიამ, თითქოს ელოდა მის ძახილს, - ვიცი, რომ არ მიცნობ, ისევე, როგორც მე... დამალვა სისულელე იქნება ჩემგან. არაორდინალური ხარ! უჩვეულოდ დამაინტერესე.... მიმიზიდე და ალბათ ბევრ სხვა რამესაც გავიგებდი შენზე, შენი უცნაური თავგადასავალი, რომ არა... მომწონხარ! ვერ გეტყვი, რომ თავად დარწმუნებული ვარ რამეში. მხოლოდ ვიაზრებ იმას თუ რის გაკეთებას ვაპირებ ახლა... - აჩი მაბნევ... - ვიცი მაპატიე, — მოითავსა მისი ნატიფი თითები ხელებში შეახო ტუჩები ცივ თითებს და ისევე ძლიერად ესიამოვნა, როგორც თავად თაიას. ცხელი ბაგეების შეხება გულს მისწვდომოდა... - ბევრი რამე, განვიხილეთ, ვერ გეტყვი ანა იჯდა და გულხელდაკრეფილი ელოდა შენს გათხოვებას-მეთქი, მოუსვენრად ფიქრობდა და ცდილობდა რამე გამოსავალი ენახა... ჩვენ კი მოვიფიქრეთ მაგრამ უშენოდ ხომ ვერაფერს განვახორციელებთ.... - ნუთუ არსებობს რამე საშუალება — ჩაეცინა სიმწრით, გადაჯდა მის გვერდით აჩი ისე რომ არ შეუშვია მისთვის ხელები, - არსებობს და ეს საშუალება მოტაცებაა თაი... მაგრამ... - მოტაცება? - ჰო! ... მოტაცებულ ქალს, ტრადიციული ოჯახი არ დაიბრუნებს, მოტაცებული უკვე სხვისას ნიშნავს და ამიტომ.., მაგრამ... თუ შენ თანახმა იქნები, ისიც უნდა გაიაზრო, რომ ჩემს იქით გზა არ გექნება, თუნდაც დროებით სანამ ყველაფერი არ ჩაწყნარდება. გერქმევა ჩემი ქალი!.. სხვა გზის პოვნა მამაშენს შეუძლია თაი... - მამაჩემს? — გაეცინა... - მამაჩემი, არ ვიცი იქნებ იძულებითაც კი მაგრამ ფაქტია რომ დათანხმდა აჩი, ფაქტია რომ გამწირა, - იქნებ სულაც არ არის ეგ შენი საქმრო ცუდი ბიჭი, — გაეცინა თავადაც და წამით, ეგოისტობამ შებოჭა, ვერ დათმო თითქოს გვერდით მჯდომი... - ვნახე, უკვე. მართალია მე ძველ დროში შემორჩენილი ვარ მაგრამ, ახალი სამყაროსიც გამეგება რაღაც რაღაცეები, — შეათამაშა ტელეფონი ხელში, - თითქოს ხომ გამოვიქეცი იქიდან, მაგრამ მაინც ვერ დავეხსენი ამ საშინელ ტრადიციებს და შემდეგ რა იქნება აჩი? თუ ჩვენ ერთმანეთს ვერ გავუგებთ? - შენს შებოჭვას და დაჭერას არ ვაპირებ, არც შენზე ძალადობას არცერთი კუთხით, საყოველთაოდ გერქმევა ჩემი ქალი თაი... - ღმერთო რა დავაშავე... — ამოიტირა, დასცვივდა ცრემლები ლოყებზე და გოდუაძეს ბიძგზე ძლიერად მიეხუტა მკერდზე, უსიტყვოდ თანახმა იყო, ყოველ ცუდად ყოფნისას ამ მკერდზე აკრული გახვეულიყო საბურველში. სულ რამდენიმე საათი იყვნენ ერთად საუბრობდნენ, უყვებოდნენ ერთმანეთზე ყველაფერს, ცდილობდნენ გაეცნოთ ერთმანეთის, როგორც კარგი ისევე ცუდი ხასიათიც, მაგრამ ორივე მიილტოვდა ერთმანეთისკენ, სურდათ გაეგოთ მეტი და მეტი... თითქოს სამყაროს დაეჩქარებინა მათი შეხვედრა ასე უცნაურად... .... ვიჯექი კანკალით დიდხანს... და გვიან, ტელეფონის წკარუნზე, ცახცახით დავწვდი ტელეფონს. თაიას მესიჯი გავხსენი და სანამ წავიკითხე ერთი სიკვდილი მოვკვდი ნერვიულობისგან, შიში და ძრწოლა ერთმანეთს ანაცვლებდა, მეშინოდა რომ ვერაფერს გავაკეთებდი... " 4 საათია ვმგზავრობთ, აზრზე არ ვარ სად ვარ! სახეზე იმდენი მაკიაჟი გამიკეთეს საკუთარი თავი ძლივს ვიცანი, ტელეფონიც არ იჭერს წესიერად და ეს ქალი, მგონი "დედამთილი" ისეთი საშინელია ვიტირებ! " რამდენჯერმე გადავიკითხე მესიჯი აკანკალებულმა, აღარ ვიცოდი რა მექნა, ამოვყავი ტელეფონიდან თავი და საჩქარო მზერა მივაპყრე დავითს - დათო, გზაზე ამიყვან? მოსაცდელთან? — სწრაფად შევაჩერდი დაბნეულს, უმალ წამოვვარდი და ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავყარე, - არ თქვა, რომ წასვლას აპირებ! - აბა აქ რა გავაკეთო? ასე როგორ ვიჯდე? — ვიყვირე დაბნეულმა, არეულმა, უხეშად გავყარე ნივთები ხელიდან და უძალოდ დავეშვი დივანზე - გოგო თბილისში რას გააკეთებ? გოგომ ისიც კი არ იცის სად მიყავთ, - გავაფრენ! გავგიჟდები ასე რომ წამართვან, მისი უბედურება ჩემი ჯოჯოხეთი იქნება არ უნდა ხდებოდეს ასე! — ავტირდი ანაზდეულად, ვერ ვაკონტროლებდი ნერვებს, ვერც ემოციებს, მაგიჟებდა რომ არაფერის გაკეთება შემეძლო. - ისიც კი არ ვიცოდით რომ დღეს წაიყვანდნენ, უბრალოდ ასე მოეპრიანათ და მიჰყავთ,! ავადმყოფები! ისიც არ ეყოთ ასე ნივთივით რომ ექცევიან გოგოს, უნდათ და მიყავთ! რა ჯანდაბაა სად ვცხოვრობთ?! .... უსარგებლოდ ვიჯექი და ველოდებოდი რაღაც ვარსკვლავს, რაღაც საოცრებას, რომ ყველაფერი შეიცვლებოდა, იმედებს არ ვუშვებდი ხელიდან, ეს იმედი იყო თავად გადარჩენის იმედი.... ზარზე დავწვედი ტელეფონს ერთბაშად ნომრისთვისაც არ დამიხედავს აღელვებულმა გავეცი პასუხი თაიას მოლოდინში, - სად ხარ? — ხმაზე გაკვირვებულმა დავხედე ნომერს, გეგას ხმაზე გაკვირვებისგან შევკარი კოპები, - სახლში ვარ — ავსრუტუნდი ისევ და ძლივს ვიკავებდი თავს ხმამაღლა არ ავქოთქოთებულიყავი, მისი მშვიდი ხმაც სასიამოვნოდ ჩამესმოდა, მაგრამ ვერაფრით ვიღებდი მისგან მწირ სიმშვიდესაც კი - რა გატირებს? — შეიცხადა, ვიცოდი რომ აჩისგან იცოდა ეს ყოველივე - გეგა წაიყვანეს თაია... — ავტირდი უკვე ხმით და მაჯებით ვიწმენდდი ღვიარებით ჩამოდენილ ცრემლებსს - ჰო, რა იყო?! რა მოხდა მერე?! ბრაზიც კი შეინიშნებოდა მის მშვიდ ხმაში, სიმკაცრე და სიტყვები თითქოს რა იყო ამაში სატირელი, - გეგა!.. - ნუ ტირიხარ, აჩიმ იცის სადაც მიდიან... — იმედიანად ამიჩქროლდა გული, შევიწმინდე ცრემლები გაკვირვებულმა დავუგდე ყური, მინდოდა ახლა მეკივლა და ის ღელვა სრულად ამომენთხია, - სად ხარ? აჩისთან ერთად ხარ? — ვიკითხე საჩქაროდ, - არა, ვერ მივუსწარი, ალბათ ჩასულებიც იქნებიან უკვე, - ნახე? - არ მინახავს ველაპარაკე... - სად ხარ? - მივდივარ, - სად ხარ? მეც მინდა წამოსვლა, საჩქაროდ წამოვხტი, - 20 წუთში გადმოვუხვევ, მზად დამხვდი მაგედან ავიდეთ, თუ ვერ ვუშველით ქორწილს მაინც ჩავუსწრებთ გავერთოთ, - აუ გეგა! გაჩუმდი! - გაემზადე, და ნუ ტირიხარ ქორწილში მივდივართ ბოლო-ბოლო... - ოხ! აჩი თუ შეგეხმიანება დამირეკე კარგი? — ისე შევგულიანდი, ახლა მთებსაც გადავდგამდი. შევხედე დათოს, გავუთიშე თუ არა ხიდაშელს ერთბაშად ავხტუნავდი, მივეჭერი დათოს დავავლე ხელებში ხელები და დავტრიალდი მასთან ერთად, - დავით, გამოვაა აჩის სცოდნია უკვე, მთავარია ის ჩემი ჩერჩეტი რას იზამს, - ხომ გითხარი არ ღირს ნერვიულობა-მეთქი,?! - ჰო, ჰო ჯერ სად ვარ, მთავარია გამოვიდეს და მოსაკლავად არ გამოგვეკიდონ, აი მერე ნახე შენ... ვქოთქოთებდი თან, ჩავყარე ერთაბაშად ყველაფერი ჩანთაში ისევ. მოუსვენრად დავდიოდი ოთახში, დავდიოდი გამუდმებით, ბებიასთვისაც კი არაფერი ამიხსნია წესიერად ამჩნევდა ჩემს ფორიაქს, თითქოს ეშინოდა ვერც კი მეკითხებოდა ვერაფერს. დათქმულ დროზე ადრე სიგნალის ხმაზე მოვიკიდე ჩანთა ვაკოცე ბებიას და უმალ გავაჭერი სახლიდან... შუა გზაზე ძრავა ჩართული მანქანიდან გადმოსულიყო ხიდაშელი მელოდა მშვიდად. ახლა მეგრძნო, როგორ მომნატრებოდა ამ თითქმის ორ კვირაში, მივუახლოვდი მოსულს, სწრაფად ვაკოცე ლოყაზე. დაუკითხავად შევდე ჩანთა უკანა სავარძელზე სწრაფად მოვუარე მანქანას და ცქვიტატ მოვეწყე მანქანაში, ეს უკანასკნელიც გაკვირვებული დამაყოლებდა ინტერესიან მზერას... - სპორტულებს ისე არ იცვამ და მაინცდამაინც ქორწილში მოგინდა? - აუ ისე საუბრობ მგონია მართლა საქეიფოდ ვაპირებთ წასვლას, - მოიცა არ ავღნიშნავთ? ცოლი მოჰყავს აწი აჩის, - ცოლი არა ის! — დავიჩურჩულე და გავხედე გზას, თითქმის წამში რომ ჩავიარეთ მთელი ტრასა, - გოგოს მოსატაცებლად მიდის! და შენ რა გგონია მეორე დღეს უცნობებივით გაივლიან? თუ როგორ აღიქვამ მაგას, ან მამამისი მაგას დაუშვებს რომ მოტაცებული ქალი სახლში დაიბრუნოს? — გადმომხედა მკაცრად, - შენ რომ გიტაცებდნენ, მოტაცებულს სახლში დაგაბრუნებდნენ კიდე? - არა! ალბათ ბებიაჩემი ჩემს მოკვლაზე თანახმა უფრო იქნებოდა ვიდრე სახლში დაბრუნებასა და ოჯახის შერცხვენაზე... - გამარჯობა, ეს ძველი ტრადიციები ჩვენთან გაქრა თორე მათთან არის მარადიულად, ბებიაშენიც შეტენეს ბაბუაშენს და შეჩვეულია გაიზარდა, მერე 69 წელი იცხოვრა კაცთან, რომელიც არ უყვარდა, არ იცნობდა, დედამთილი კარგის ტრ**ს უტ***ვდა მარა სახლში ვერ ბრუნდებოდა, იმიტორო დები ჰყავდა და მათი სირცხვილი იყო. ტრადიციული გოგო ხარ და რატო ვერ ფიქრობ მაგდენს? თან შენ თაიას პატარა და ჰყავს, როგორც ვიცი - ჰო ყავს... მხოლოდ იმაზე ვფიქრობ რომ თაია დავიხსნა იმ რაღაც საშინელი ოჯახისგან, უსასიზღრესი ხალხია, აი ქრთამისტი, ეგოისტი, ჯმუხი და უბოროტესი! მე ვერ შევძლებ უბრალოდ გავაჩერო მათთან ეს უმწეო გოგო, ვიცი აჩი იჩალიჩებს, ვუთხარი რომ არ უნდოდა, მაგრამ... - მოსწონს თაია. მიიზიდა მაგ გოგომ, თან აჩი ესე უბრალოდ არაფერს აკეთებს! გააზრებული და გადაწყვეტილი აქვს, ფაქტიურად პასუხისმგებლობა სრულად აიღო მაგ გოგოს ბედზე. — ჩამეჭრა საუბარში, ვუსმენდი და ვმშვიდდებოდი, ის ხომ საუკეთესოდ იცნობდა აჩის. - ყველაფერი კარგად იქნება! - კარგი გოგო ხარ, — გადმომხედა ღიმილით ..... ვიმგზავრეთ თითქმის სამი საათი, მე არც კი ვიცოდი სად ვიყავით ან ჩვენი საბოლოო დანიშნულება რა იყო. ვერ ვფიქრობდი ვერაფერზე, მივენდე სრულად გეგას და მივყვებოდი მის ნებას. გვიან მის ტელეფონზე რომ ზარი შემოვიდა ერთბაშად ავწრიალდი. აჩიაო დასძინა გეგამ, ავღელვდი ერთბაშად ამიჩქროლდა გული არაორდინალურად, შემიპყრო ერთბაშად მელანქოლიამ და ძლიერმა კაეშანმაც შიგნიდან, რომ მჭამდა, - რას შვები? — მისი კითხვა მეც გავიგე, მანქანის დინამიკთან დაკავშირებული ჰქონდა ხიდაშელს ტელეფონი, - რავი ჩამოვედი მარა რა ვქნა დავტკბე ბუნებით თუ ჩაფლავდი? - ქალი მოვიტაცე... — აფხუკუნდა უმალ და მეც ერთბაშად მოვეშვი, ახარხარდა გეგა გოდუაძის დაბნეულ ხმაზე მე კი თითქოს ფრთები გავშალე, მის მშვიდ ხმაზე კი ერთიანად მომეხსნა ლოდი, - ჰო მე, არ დამჭირდა მოტაცება, თავად ჩამიხტა მანქანაში,— გადმომხედა სიცილით - ანაც მოდის? — გაუმხიარულდა ხმა, - მესმისს აჩიი, - ჩემო პატარააა, — გაუმხიარულდა ხმა, დაუტკბა და ერთბაშად საოცარი გაუხდა, მომედო გულზე მისი აითბო ამიძგერდა ერთბაშად და ერთი სული მქონდა როდის ჩავიკრავდი გულში. - გამოგვივიდა გოგო, მოვიპარეთ შენი დაქალი, - გამოვიდა აჩიი, მიყვარხარრ, უმაგრესი ხარ! უბრალოდ ახლა უფრო მეშინია, ეს რა ვქენით, - დამშვიდდი, ჯერ მამამისმა გაიგოს, - ჰო მაგის მეშინია სხვათაშორის,— ავხარხარდი, - არ მგონია ეწყინოს, ქორწილის მზადში, ისეთი სახე ჰქონდა, მეგონა ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი, - მაგ კაცისას ვერ გაიგებ შენ. თაია სად არის? - ძინავს, - რა სჭირს? — ავფორიაქდი - დაიღალა უბრალოდ.... - წადი მერე მიუწექი ქალს, არ შესცივდეს — სიცილით ჩაგვეჭრა გეგა - ეეე იღადავე და აზრრზე ხარ რა დრო დამიდგა? გოგოს ვიტაცებ და გვერდითაც ვერ ვუწვები, ტყნ! - თვითონ მოგთხოვს რა გატირებს. მოიცადე სად ხართ? სად მოვიდეთ? - ჰო, სულ დამავიწყდა. ხევსურეთში ვართ, შატილის მიმდებარე კოშკები როა ხო იცი?.. არა დაიცა დუშეთიდან 63 კილომეტრში იქვე ახლოს გზისპირა სოფელი კორშაა, აუ მერე მიხვდები რა, საოჯახო სასტუმროა "კორშა" აქ ვართ, - აჰა! საოჯახო უკვე , საცალო რაღა შენი საქმეა პრინციპში, — ახარხარდა ისევ ხიდაშელი, მეც ისე ვცქმუტავდი, სულელივით ვიცინოდი, - ზუსტად ძმა! შენ ელოდე, კიდე 9 წელი, სად გეჩქარება... მე მივალ ეხლა და ჩავეხუტები... - წადი შენი... — გაეცინა ისევ - სასტუმრო კი არა, სად მოვხვდით ეს რამაგარი რამეა აზრზე არ ხარ, პროსტა ესეც დაღლილი იყო, სასტუმროში რო შემოვედით თაიას ხო თეთრი კაბა ეცვა, მეპატრონემ დაგვწვა ეგრევე — ახარხარდა გოდუაძე და ერთბაშად აგვიყოლია სიცილში, - საიდან გამოიქეცითო, მეთქი ძიაკო ერთი დღე გადაგვმალე დრო აღარ გვაქ სიარულის მივიქანცეთ, მაგარი გვიჯიგრა, პროსტა სასტუმროში ერთადერთი ადგილია და ვსო, - აბა საოჯახოაო? ბიჭო ხო მარა ანუ არი რა ადგილები ბევრია, განა ერთ მთლიან სახლს ქირაობ. სასტუმრო კიარა რელიქვიაა შენ ძმობას ვფიცავარ პირველ სართულზე რო შემოვედით-მეთქი მუზეუმში ხოარ ვარ... - ვნახავთ ჩვენც შეგვინახე ეგ ერთი ადგილი... მოვალთ რამდენიმე წუთში, .... ისეთი ემოციები გავიარე, დამშვიდების ჟამს ვიგრძენი უილაჯობა, სრულად გათანგულიყო ძალები, ისე მოვტყდი თითქოს გავლასაც ვეღარ შევძლებდი, ეს იყო სიმშვიდე, კმაყოფილების. აღარ მიფიქრია შემდეგ დღეზე ან კი თუ რა ხდებოდა ახლა ოჯახში სადაც პატარძალი თვალსა და ხელს შუა მოსტაცეს.... - მამაო ჭკუიდან გადავა ალბათ— ახარხარდა გეგა მოულოდნელად - ვაიმე, სულ არ გამხსნებია, - კაი ხო იცი, რა საყვარელია ჯერ თაიას გამოკითხავს. არ დამალოს ამ ცოდვილმა რა მიქარა ჩააბაროს ახსარება და მიეტევება, - შენ ასე გადაკვრით ნუ ლაპარაკობ თორე გაგცხებ... - ეს როგორი ახალი მუქარა იყო, გადმომხედა და შეაჩერა მანქანა, - დიახაც... დავსძინე და ჯერ მანქანიდან მოვავლე თვალი სამოთხეს, ამ საოცრებასა და მყუდროებას. ეს არის სამოთხე დედამიწაზე მთებზე ტყეებს შორის, შორს ერთადერთი დიდი სასტუმრო იდგა, თითქოს გარეგნულად იყო მხოლოდ ძველებური, ჩვეულებრივი და არაფერი იყო მასში არაორდინალური. ძველი ხის ნაშენები საკმაოდ დიდი სასტუმრო. გადავედი მანქანიდან და ღრმად შევისუნთქე მთის სუფთა ჰაერი, ირგვლივაც ნესტიანი ჰავა ქროდა, გრილი მაგრამ საოცარი, ამწვანებული ტყეები დაგვცქეროდნენ ზევიდან და ისეთი ხედი მოჩანდა თითქოს სასუფევლის კარებს ვხედავდი, - რა ლამაზია! - მეგონა მთელი გზა ბრმად მომყვებოდი, ახლა შეამჩნიე? — ამომიდგა გვერდში სარკაზმული სიტყვებით, შევუბღვირე და წინ წავედი, - სად გარბიხარ? ოთახში ერთად უნდა ვიყოთ, - იოცნებე! — მოვუტრიალდი, ცინიკურად დავემანჭე ჩანთაც არ გამოვართვი, კარებში რომ აჩი დავინახე ერთბაშად ჩავეკარი გულში, ისე ძლიერად მოვხვიე ხელები, თითქოს ვინმე მის წართმევას აპირებდა, - ჩემო პატარა, — ჩამჩურჩულა და მომხვია ძლიერად ხელები, - კარგად ხარ? — მოვშორდი ცქვიტად შევხედე, თითქოს რომ გამეგო მიმალავდა თუ არა რამეს, - კარგად ვარ, შენ როგორ ხარ, ბევრი ინერვიულეე? - უზმოდ! ლამის გავთავდი გეფიცები, — დამიკოცნა სახე, მომეფერა ჩვეულად და მიმიხუტა ისევ გულზე. გამოსულ ხნიერ მომღიმარ მამაკაცს მივესალმე მორიდებით აჩიზე მიხუტებული და დავაკვირდი, როგორ ძლიერად ჩამოართვა ხელი ამ უცნობს მოსულმა ხიდაშელმა, - გაუმარჯოს ძია! — გეგას გამარჯობას ღიმილით გასცა პასუხი ულვაშებში მომღიმარმა კაცმა, - ეს რა უცნაურად განსხვავებული სტუმრები მესტუმრეთ, ასეთი დახატულები, - შენც ხომარ მოიტაცე ეს ამისთანა გოგო, - შეიძლება დაფიქრება, — გაეცინა ხმამაღლა გადმომხედა ღიმილით, ჩამიკრა უცებ თვალი და მეც მოვიწურე სირცხვილისგან აჩის მკლავებში - გაიხარეთ! ვაჟკაცებო, ერთი ის ამბავი მაქვს, რომ ადგილი აღარ არის. ამ დილითვე მათთან ერთად მესტუმრნენ ბავშვებით ოჯახი და ვინაიდან არ ვიცოდი თქვენს შესახებ უკვე დაიკავეს, მაგრამ თუ გაიჭირვებთ ამ ღამე, იდგმება საწოლი თქვენს ოთახში კიდევ და თუ უხერხულად არ იქნებით ასეც შეგვიძლია მოგვარება,... თუ უკეთესი აზრი გაქვთ ბრძანეთ... — წამით გადმომხედა გეგამ, გამიცინა მხოლოდ, თითქოს მანიშნა რომ გეგმები წყალში ჩამეყარა, დავემანჭე მალულად. დამხედა აჩიმ, თითქოს ჩემს აზრზე იყო დამოკიდებული - მე და თაია ერთად დავწვებით და შუაში ჩამოვაფაროთ ბოლო-ბოლო რამე... - უხერხულად თუ იქნები, მანქანაში დავიძინებთ მე და გეგა. ახლო მახლოს აღარაა არაფერი და ბნელდება უკვე, დაღლილები ხართ უკან რომ დავბრუნდეთ გზაში მაინც ერთმანეთზე უნდა გვეძინოს, - სახიფათოა, თან არ ვიცით რა დროს რა იქნება ცოტა მეშინია კიდეც - ნუ გეშინია, აქ არ ვარ? დავრჩეთ ანუ? - დავრჩეთ. — გავეცი ბრძანება, უხერხულობის ნაცვლად, მხოლოდ საბურველი მოცულიყო ჩემს ირგვლივ, ვიდექი ორ ადამიანთან, ორ ჩემს უმნიშვნელოვანეს პიროვნებასთან, მათთან ვისთანაც ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს და მიხაროდა, რომ ახლა თაიაც ჩემს გვერდით იყო, ვიაზრებდი ახლა ჩემი რძლის სტატუსი ჰქონოდა მაგრამ ეს მხოლოდ მახარებდა... .... ეს სასტუმრო არაბულების გახლდათ, დახვეწილი და ძალზედ მომაჯადოვებელი გარემო პირობებით, შესვლისთანავე დატკბებოდი ძველი ქართული თუ ხევსურული ნივთებით, რომელიც სასტუმროს პირველ სართულზე, ეთნოგრაფიულ დარბაზში ინახებოდა, როგორც “კორშას” მენეჯერმა მამუკა არაბულმა განგვიცხადა, ნივთების უმეტესობა წინაპრებისგანაა დატოვებული და ოჯახის რელიქვიაა, ზოგი რამ კი ნაყიდი იყო. ოჯახის უფროსი შოთა არაბული პროფესიით მხატვარი გახლავთ, ამიტომ სასტუმროს უამრავი მის მიერ შექმნილი და გაკეთებული რამ ამშვენებდა. მაგალითად ფერწერული ტილოები, სამზარეულოს სკამები, ხეზე დამზადებული სხვადასხვა ტიპის ნამუშევრები, ასევე მის მიერ არის მოპირკეთებული დარბაზის კედლები შეგროვებული ქვებით და მოხატულია აივნები. ვათვარიელებდი გაოგნებული, გაკვირვებული და აღფრთოვანებული. ვნახე ისეთი ნივთები, რომელთან შეხების უფლება დიაცს ერთ დროს არ ჰქონია. მაგალითად მამაკაცის იარაღი ღაჯი (ეს არის ცერა თითზე გასაკეთებელი პატარა იარაღი). დარბაზში ასევე უძველესი ფარდაგი იყო, ქართულ-ხალხური მუსიკალური საკრავები, ძველი ხევსურული სადიაცო და მამაკაცის ტანისამოსი, ქალამნები, რომელსაც ქალიც იცვამს და კაციც, აგრეთვე ჯღანი (ფეხსაცმელი, რომელსაც ზამთარში იცვამდნენ). ეს იყო საოცარი. გვათვალიერებინებდა ამ ყველაფერს ბატონი შოთა გვიხსნიდა ყველაფერს და თბილად გადმოგვხედავდა ხოლმე ინტერესით მაყურებლებს, თითქმის დამვიწყდებოდა ოთახში მშვიდად დაძინებული თაიაც, ეს საოცრება მხოლოდ პირველ სართულზე განელაგებინათ. მეორე სართულზე ასვლა ხის კიბის საშუალებით შეიძლებოდა, კიბე უერთდება ფოიეს, რომლის მარცხენა მხარეს 6 სასტუმრო ოთახი და საპირფარეშო იყო განთავსებული, ხოლო მარჯვენა მხარეს აივანზე გასვლა შეგეძლო, რომელიდანაც ულამაზესი ხედი იშლება...თვალწარმტაცი ბუნება გასაოცარი ფერებით, საოცარი სიმშვიდით ყოვლისმომცველ საოცარ გრძნობებს რომ აღვიძებდა შენში და დეკორატიული სავარძლები,რომლებიც აივანზე იდგა, საშუალებას გაძლევდა კომფორტულად მოკალათებულიყავი და მიგეღო სიამოვნება ამ უჩვეულო სანახაობით... ეს არის ადგილი სადაც ყველამ უნდა შეძლოს ერთი დღის გატარება მაინც... აქ კომფორტულად დაისვენებასთან ერთად შეგვეძლო დაგვეგემოვნებინა ნამდვილი ხევსურული სამზარეულო, რომელიც ოჯახშია მომზადებული ნატურალური პროდუქტით, ეს იყო საოცრება!.. .... 8 საათის წინ... უკვე რამდენი ხანი იყო დაეძებდა გოდუაძე პატარძალს, უშედეგოდ. ყოველ კუთხეში ხალხს მოეყარა თავი, ზოგი ერთბაშად აღტაცებული საუბრობდა ულამაზეს პატარძალზე, ზოგიც კი განიკითხავდა პატარძლის ოჯახს. ჩაუვლიდა ხოლმე აჩი თითქოს ისიც ჩვეულებისამებრ, ვაჟის სანათესაოდან იყო, ვერაფერი გაეოგო ამ უზარმაზარ ვილაში, უზარმაზარ იტალიურ ეზოში, ერთი ორ სართულიანი ქვით ნაშენები სახლი იდგა, ყველა ოთახში დაეძებნა ამ უკანასკნელს. თაია, უკვე ღელავდა კიდეც. ეს შეუმჩნევლობაც აღარ გამოსდიოდა გოდუაძეს თითქოს, დიდი სახლიდან მოშორებით დაბალი სახლი იდგა, თითქოს მიწაში იყო გათხრილი სახლი, პადვალის მსგავსად, შიგნით ვერაფრით შეაღწია, არავის უშვებდნენ და თუ კი ვინმე შევიდოდა მხოლოდ მანდილოსანი... მთელ შენობას კრუგი დაარტყა გოდუაძემ, ასეთი სასოწარკვეთილი მის ცხოვრებაში არასდროს ყოფილა... ... თეთრი კაბა ჩაეცვა დახურული, ფატა უკან გადაეწია და ამ გრძელი კაბითვე ბოლთას სცემდა ქვის სარდაფში, ძრწოდა შიშისგან, სასოწარკვეთისგან, უიმედობას შეებოჭა და სადაც იყო უბრალოდ ხელს ჩაიქნევდა მის ბედზე. ხმაურზე შიშით გახედა უკან, გოდუაძე ჩამომხტარიყო ვიწრო ქვის ფანჯარაში. შეკრთა ეს ნაცნობი რომ ამოიცნო, დაწვდა კაბას ძლიერად გაექანა მისკენ მოეხვია მთელი ძალით, მთელი ემოციითა და ბედნიერებით. გოდუაძეს დანახვა იყო მისთვის ცხონება. ამ უკანასკნელსაც ძლიერად ესიამოვნა გოგოს რეაქცია, ბედნიერებით აღტყინებული იკრავდა გულში, რომ მოუსწრო რომ მიაგნო, ახალი სიცოცხლე შეემატა თითქოს, - მეგონა არ მოხვიდოდი...— დაიწუწუნა მის მკლავებშივე - ძლივს გიპოვე,— მოშორდა შეათვალიერა ეს ულამაზესი, ნაზი და ძალზედ მშვენიერი გოგო. მიეფერა სახეზე და მოითავსა მისი სახე ხელებში, - დარწმუნებული ხარ რასაც აკეთებ? — ჩახედა თვალებში, - ფიქრიც კი არ მჭირდება აჩი! შეიძლება არ მიყვარხარ მაგრამ მომწონხარ! აღარ მეშინია როცა გხედავ და გენდობი ისე, როგორც არასდროს არავის! — ისე მტკიცედ საუბრობდა, მზერა არ მოუშორებია მისთვის, მიაკრო აჩიმ შუბლზე ტუჩები და აღარ გაუწელავს ერთბაშად დაწვდა ქალის ფარფატა სხეულს და მოიკიდა მხარზე, სწრაფად ასწია, გადასვა ფანჯრის იქით თავადაც სხარტად გადახტა დასწვდა უკვე ძირს ჩამუხლულს ხელახლა მოიკიდა მხარზე და დიდი ნაბიჯებით წავიდა წინ... - შენ ორიგინალური მოტაცება იცი როგორია? მოულოდნელად დასძინა აჩიმ სიცილი ვერ შეიკავა, ფრთხილად გადმოსწია გოგო და უმალ შესვა ცხენზე, - ცხენი? — გაეცინა თაიას, მიეხუტა და მიეფერა თოვლივით თეთრ, მაღალ ცხენს... - საიდან? აჩი გიჟი ხარ! — ახარხარდა როცა მხედარი სხარტად შეახტა სახედარს და მოხვია წელზე ხელები, - მთის ხალხს მთის შესაფერისი წესებით უნდა მოექცე... მანქანის ნომერს მაინც არავინ ჩაიწერს.... —კმაყოფილმა უბიძგა ცხენს დაძრულიყო და მალევე მისი ფლოქვების ხმაც სასიამოვნოდ გაჟღერდა - ნენეეეე! დაჰკივლა უკნიდან ქალმა, დააწია გაპარულებს ხმა, თუმცა ეს ძალიან გვიანი იყო, ღიმილით დაუქნია ხელი თაიამ და ძლიერად მოჰხვია ხელები აჩის ... ... - მიდი პატრონთან, — დაუტყაპუნა ცხენს ხელი ნაზად, კმაყოფილმა გაუწოდა ბაწარი პატრონს გოდუაძემ, დიდი მოწიწებითა და პატივისცემით მოუხადა მადლობა ისევ მის პატრონს და თავის მანქანას მიუბრუნდა სადაც უკვე დაღლილ დაქანცული ელოდა თაია... - როგორ ხარ? — მიუჯდა გვერდით, - თავი მტკივა ასე მგონია გონებას დავკარგავ, - ცოტაც და მალე მივალთ სადმე, —მიეფერა სახეზე, - აჩი რამე რომ მოხდეს? — ნაღვლინი თვალებით შეხედა გოდუაძეს, შეახო თავის სახეზე მოკიდებულ აჩის ხელს ხელი და მიეფერა ნაზად, - რა უნდა მოხდეს? - არ ვიცი, მეშინია, ყველაფრის გამკეთებლები არიან, - ვერაფერს იზამენ, ქალი უკვე ჩემია! როგორ მძულს ასე რო ვლაპარაკობ თითქოს ნივთი იყო... მაპატიე რა... — დაიჩურჩულა, გადაიწია მისკენ მიაკრო ტუჩები ლოყაზე, - ნივთობისგან მიხსენი ამ წამს და მეშინია აჩი, რომ გადაგეკიდონ გეფიცები ხიდიდან გადავხტები, - გოგო! ასეთი სისულელე აღარ თქვა არასდროს! — გაუწყრა უცებ შეკრა კოპები, თუმცა როცა ძლიერი ღელვა და შიში ამოიკითხა თაიას თვალებში გაეღიმა, - ნუ გეშინია თაი, მართლა ვერაფერს გააკეთებენ. ცადონ,.. ცდა ხომ ბედის მონახევრეა, შენი ნებით გამომყევი, ეს ცხადი იყო, აქ მამაშენის კაცობაზე ვართ დამოკიდებული, ძაან მეეჭვება გარისკოს თავის შერცხვენა და მოტაცებული ქალი დაგიბრუნოს, თუ ჩემგან გაშვებული ძალითა და მუქარით არ დაგაბრუნა ჩემთან, - აჰ, ანუ ჩემ გაშვებასაც ფიქრობ უკვე... - ეს ქალური ლაპარაკი დაგეწყო უკვე? — გაეცინა აჩის - არაფერიც, — აიჩეჩა მხრები და გასწორდა, - და კიდევ, რაც წეღან თქვი არასდროს გაიმეორო. ხო ისე ცნობისთვის თუ რამე მამაჩემი დაგვწერს ჯვარს, — სიცილით გადახედა, როცა ნამიოკითვე ანიშნა თუ ვისი შვილი იყო, იტკიცა გოგომ ხელი ტუჩებზე - ვაიმე, აჩი, შარში გაგხვიე ხო? - თუ იტყვი რომ იძულებით წამოგიყვანე, მთელი ცხოვრება მარხვაზე დამსვამს... და კიდევ არ ვიცი რას მიზამს, თუ სიმართლეს ვეტყვით დაგვლოცავს და ილოცებს ცოდვილი შვილისთვის, — გაეიცინა ისევ, - ცოდა მკვახედაც კი გამოგივიდა, — დაუწვრილა თვალები თაიამ - ჯანდაბას დავამწიფოთ ჩაუკრა თვალი სიცილით და უმალ დაძრა მანქანა... ..... ნომერიც ხის ნივთებით სავსე იყო, ლამაზი ინტერიერით, ერთი დიდი ოთახი იყო მხოლოდ. ბატონმა შოთამ გვითხრა, რომ რადგან მხოლოდ ორი მივიდნენ პირველად, ოთახიც მათზე გათვალა. შიგნით არ შემოგვყვა კაცი, ბიჭებს აჩვენა თუ საიდან შეძლებდნენ კიდევ ერთი ორსაწოლიანი ხის "ლოგინის" ჩადგმას ოთახში. მე კი ჩუმად მივუწექი ჯერ ისევ თეთრ კაბაში გამოწყობილს ნაზსა და ძალიან დაღლილს. ვერ მივეფერე შემეშინდა მისი გაღვიძების, მივუწექი მხოლოდ და ჩუმად ვაკვირდებოდი ბიჭებს საწოლს რომ დგავდნენ, ჩადგეს მატრასიც, უმალ შემოგვაწოდა დიასახლისმა თეთრეული, თავად უნდოდა მოგვმსახურებოდა, ვიუარე, თავად გადავაკარი საწოლს ეს ყველაფერი და სანამ ბიჭები გარეთ იყვნენ, მანამ ვიწექი თაიას გვერდით. მეფარა საბანი შუა ზაფხულში, რადგან საღამოს სიცივისგან კანკალიც დამეწყო, ვუსმენდი მის მშვიდ სუნთქვას და მეც მშვიდად ვიყავი, არ მიგრძნობდა გული ცუდს, თითქოს პირიქით ყველაფერი კარგად იყო.... .... გადმოტრიალდა ჩემსკენ, ამოიხვნეშა ღრმად და მცირედ გაახილა თვალები, დამინახა, გაკვირვებისგან შეჭმუხნა წარბები და როცა გონზე მოსვლა შეძლო ერთბაშად მომეხვია, - ჩემო ლამაზო, — დავიჩურჩულე მის თმებში, - ანა... ამოიტირა, თითქოს მაშინ მოაწვა ემოციები გაღვიძებისთანავე რომ ტირილი დაიწყო. ვეცადე დამეწყნარებინა ვეფერებოდი, ვკოცნიდი, ვანუგეშებდი, გამომდიოდა კიდეც. მეხუტებოდა და მშვოდდებოდა.... .... - ჰო, რაღაცნაირი ქალი იყო, საზიზღარი, ისე მეუხეშებოდა მეჩხუბებოდა მთელი გზა. - ქაჯი! — ამოვიგმინე ბრაზით - სადღაც პადვალში შემაგდეს მერე, მამაო აგვიანებდა თუ რაღაცა არც მახსოვს არაფერი საერთოდ, ველოდებოდი აჩის და თან რომ დააგვიანა ისე შემეშინდა, ვგეგმავდი საიდანმე გადახტომას, - კარგი გოგო! რეებზე ფიქრობ როგორ შეიძლება?! - შენ რომ დაგენახა ის კაცი, მერე ვნახავდი რას იტყოდი, ჩემზე 14 წლით დიდია. ალბათ მიტო გამწარებული ოჯახი, სისხლის აღების ნაცვლად დათანხმდა მერე ცოლსაც, - ფუფ ნაგავი, ერთი მამაშენი მანახა ახლა! კარგად გამოვლანძღავდი... - ნეტავ რა ხდება ახლა მათთან, - ძაან გაინტერესებს? დაიკიდე - მთავარია შუღლი არ ჩაიდონ გულში და არ ატეხონ ჩხუბი, - არამგონია, ორივე ზარალშია, იქნებ გაუგონ ერთმანეთს — გაეცინა მწარედ და კაბის გახდა დაიწყო, მოვქექე მეც უეცრად ჩემს ჩანთაში ჩაყრილი ტანსაცმელი და სწრაფად გავუწოდე, კაბა. ბიჭებს არ დავლოდებივართ, დავტოვეთ ნომერი, სიცივისგან ვკანკალებდით ორივე, რამე მოსაცმელიც კი არსად ჩამეგდო. აქ კი ისე ციოდა.., ჩავედით დაბლა გარეთ კიდევ მეტად დამიარა ცივმა ნიავმა. შორი ახლოს კოცონთან რომ ისხდნენ ბიჭები, გამეღიმა. აქვე წააწყდებოდით უცხოელებს, კმაყოფილებით აღტყინებულებს, ჯერ ისევ ამ გასაოცარ ბუნებაზე რომ ქოთქოთებდნენ. იქვე გრძელ მაგიდასთან დაფუსფუსებდა დიასახლისი, აწყობდა მაგიდას, ეხმარებოდა მას ორი გოგონა. ღიმილით დიდი რუდუნებითა და სიამოვნებით აკეთებდა ქალი საქმეს. ჩავჭიდე თაიას ხელი, ღიმილით წავედი ხალხისკენ და მისულმა დაბალ ხმაზე მივესალმე. მანიშნა აჩიმ მასთან მივსულიყავით, უმალ გავიაზრე თითქოს ისევ ძველებურად მივეხუტებოდი, შემომაჭდობდა ძლიერ ხელებს და გავთბებოდი და უცებ ძეგლივით გავშეშდი, გავხედე თაიას და ვუბიძგე აჩისკენ. რაღაც უცნაური ჩამეღვარა სხეულში, რაღაც ამოუცნობი, ეს არც შური იყო, არც ბოღმა, არც ეჭვიანობა. ეს უცნაური იყო, ამოუხსნელი და მიუჩვეველი, დავაკვირდი უკვე წყვილს, ჩუმად გადაჩურჩულეს ერთმანეთს, შემდეგ მიტრიალდა აჩი მისკენ, მოხვია მკლავები, ერთბაშად დაუფარა სხეული გოგოს მიეხუტა ძლიერად და აკანკალებული სრულად გაათბო. - ხომ არ ეჭვიანობ? — ცინიკურ ხმაზე შევხედე ხიდაშელს, დამქაჩა მისკენ და ჩამოვჯექი მასთან უცებ, - რა სისულელეა! - ასე ღრმად რატომ სუნთქავ? —მაცდურად დამხედა მკერდზე, - გეგა რა გინდა? — უხეშად მოვიშორე მისი ხელი ვეცადე მისთვის მეპრწკინა მაჯაზე, თუმცა ნაჭერი რომ შემრჩა თითებში გაკვირვებულმა დავხედე. არც კი შემემჩნია მთელი გზა ეს ჩემი ყელსახვევი რომ ისევ უმშვენებდა მკლავს, სასიამოვნოდ გაიარა ჩემში დენმა, შევაჩერდი მომღიმარს. - ცივა, — დავიჩურჩულე და თმა მხრებზე ჩამოვიყარე, - არ გიფიქრია კოცონთან ახლოს მისვლაზე? — წამით ისე გამაღიზიანა მისმა სიტყვებმა ამრეზილად გავხედე, ის კი ძლივს იკავებდა სიცილს, - როგორ ვერ მოვიფიქრე — დავსძინე მკაცრად, შეიხსნა ხელიდან სახვევი, მომახვია ყელზე ეს ახურებული ნაჭერი და წამსვე ისე გამითბო ყელი წამით ერთბაშად მომეხსნა კანკალისგან დაძაბულობა. - არ გათბობ, უბრალოდ სურნელი მჭირდება სასიცოცხლოდ! — სიცილით ჩამჩურჩულა ყურში, მძვინვარედ გავხედე, სწრაფად წამოვდექი და კოცონთან ახლოს მოვიფუზე. ვლანძღავდი გულში ამ უკანასკნელს, მიუხვედრელს, მაინც ვერ გამეგო რა სიჯიუტე ჰქონდა ასეთი, არაფრის დიდებით რომ არ მომხვია ხელი.... მოგვიანებით გეგა სადღაც გაუჩინარდა, თუმცა მალევე დაბრუნდა. ხელში თბილი მოკლე პლედები ეკავა, გვერდი ჩამიარა, მიუახლოვდა თაიას და ხელში მიაწოდა პლედი, ვიღაცამ სთხოვა შორიდან, დაუყონებლივ მიაწოდა მასაც. ისე დაარიგა, ბოლოს სულ აღარაფერი შერჩა ხელში, ვუყურებდი მანდილოსნებს შემოეხვიათ პლედები, გახვეულიყვნენ მასში და ძლივს კანკალი შეეწყვიტათ, მადლიერებით შესცქეროდნენ ხიდაშელს და ზოგი უკვე თამამადაც გადაჯდა ნახევრად გაშლილი სუფრისაკენ. წამით მოვავლე მკაცრი მზერა და ვეცადე სულ აღარ შემეხედა მისთვის, ვიგრძენი, როგორ მომიჯდა უკან, მოვექეცი მის ფეხებს შორის, - არ შემეხო! — წინასწარ ამოვილაპარაკე მისკენ არც გამიხედავს. იმ წამსვე მომხვია ძლიერი მკლავები, შემიცურა მუცელზე და მიმიზიდა თავისკენ, ავეკარი ზურგით სხეულზე - არ შემეხო-მეთქი! — დავსძინე ისევ და წამით შემეშინდა მართლა რომ გაეშვა. სიმყუდროვე ვიგრძენი, მოვეშვი მთელი სხეულით და კანკალიც შევწყვიტე, ჩემს მუცელზე რომ თითები აათამაშა ერთბაშად მომეკიდა ცეცხლი. - მთხოვეს და რა მექნა?— ჩაილაპარაკა ჩემს ყურთან, - წესიერად მაინც გაგეთვალა ისე წამოგეღო! - რაც მომცეს ის წამოვიღე... მოისვენე ანა! ხომ თბილად ხარ რაღა გინდა? — წამოენთო ანაზდეულად შემიშვა ხელები, გრილი სიოც რომ ერთბაშად მომეფრქვა მოშიშვლებულ მკლავებზე ერთბაშად რომ დავიხორკლე სიცივისგან, ავხედე ხიდაშელს, - ახლა თბილად ვარ მაგრამ მაგიდასთან ხომ გავიყინები ისევ, — უცოდველის თვალებით შევაჩერდი, ავუფახურე წამწამები ისევ, ნიშნად რომ ისევ მოეხვია ხელები ჩემთვის, - არ გაიყინები... — დაიჩურჩულა მშვიდად და მომხვია მკლავები ისევ. ვუსმენდი უკვე ყველას საუბარს, ჩავერთვებოდი ხოლმე და რა თქმა უნდა ბატონი ლის კითხვას,: თუ რა ადგილს იკავებდა ღვინო საქართველოში სრულად და დეტალურად გავეცი პასუხი, ღვინის ქვეყანაში იყო და ეს არც კი იცოდა... - გეგა... — დავიჩურჩულე, - ჰო — ყურთან დაიგმინა დაბალხმაზე, - არ გცივა? - არა... — მომეხვია უკეთ, ჩარგო ჩემს თმაში ცხვირი და გაირინდა.... .... დავსხედით მაგიდასთან, ისე სასაცილოდ გავიყავით მე და თაიამ პლედი, თავადვე გვეცინებოდა ჩვენს საქციელზე, თუმცა ორივეს გვყოფნიდა. ისე გემრიელი იყო ყველაფერი, შეუძლებელი იყო რამე არ გეჭამა, სულ დაპურებული და დანაყრებული რომ ყოფილიყავი, ამ საოცარ სურნელს ვერ გაექცეოდი, ისევე გემრიელად შეექცეოდი თითოეულს, როგორც მშიერი მგელი მოპოვებულ ნადავლს. სიცილ-კისკისით მივირთმევდით მე და თაია, ხან მე გავუწოდებდი ხან ის, ვიყავით ერთმანეთისთვის იმ წამს. ღიმილით გვიყურებდა ბატონი მამუკა. ზედმეტად არ ვხმაურობდით არც რაიმე განსხვავებულად ვიქცეოდით, მაგრამ ეს უცნობი მასპინძელი ერთბაშად კმაყოფილებითა და გაცისკროვნებული გვაკვირდებოდა. მხიარულად წარიმართა საღამო, მას შემდეგ რაც კორეელმა ბ-ლიმ ეს ქართული სამზარეულო დააგემოვნა, საოცრად ბევრს ლაპარაკობდა და ეს უკანასკნელი 4 ენას ურევდა ერთმანეთს, გვესაუბრებოდა კორეულად, შემდეგ ქართულად, მერე ინგლისურად და გვიან იაპონურადაც გვეტყოდა ხოლმე რაღაცას, ეს იყო ოსტატი ლი გედეონი. საქართველოზე ძლიერად შეყვარებული ქართველ ხალხზე შეყვარებული პიროვნება და ახლა საჭმელებზეც კი. საუბრობდა დაუსრულებლად და ჩვენც მის სასაცილო აქცენტსა და გაურკვეველ საუბარზე ვხარხარებდით... .... - აუ ცივი ხარ... — აწუწუნდა თაია გვერდით რომ მივუწექი, - ოო რა ვქნა?! - აუუ გათბი ცოტახანი, - რანაირად გავთბე თუ არ გამათბობ?! — ავხმაურდი უკვე და ჩურჩული ჩხუბში გადავზარდე, მართლაც გაყინული ვიყავი, მაგრამ ეს ჩემი მუდმივი პრობლემა იყო, ვერაფრით ვშველოდი. - აუ აჩი გააჩუმე შენი გოგო, ნერვებს მიშლის, — წამოვიწიე უცებ, - გაყინულიააა, — დაიკნავლა უცოდველივით. წამოვხტი უცებ მძვინვარედ - მოდი გოგო, მეტად ნუ გაიყინები... — წამოიწია თავადაც, როცა მიხვდა დანაშაულსა და ბევრ წუწუნს - დამაცადე, გავხურდე... — მჭახედ მივახალე. გამოვაღე კარები წასასვლელად, ერთბაშად ჰაერში აღმოვჩნდი... ვიკივლე ჩუმად. მოვავლე საწოლს თვალი, გეგა ადგილზე იწვა, თავქვეშ ამოედო ხელები და გვაკვირდებოდა მშვიდად, - დამსვი აჩი! - სად მიდიხარ ერთი? - უნდა გავხურდე, - რანაირად აპირებ გახურებას ყინვაში, - ნაკვერჩხალში უნდა ჩავხტე... — ავხარხარდი მის მხარზევე და გადმოწეული ხიდაშელის გვერდით რომ აღმოვჩნდი სწრაფად წამოვხტი, - დაწექი გოგო ცხელა! _ — დამაწვინა იძულებით, - ვერ ხარ შენ!, დამანებეთ თავი! - ბავშვი ხომ არ ხარ?! რა იყო,? გაგათბობ და წადი მერე შენ თაიასთან, ვინა ხარ შენ! — ბრაზით დამხედა სპორტული შარვალის ტოტები მცირედ აიწია და საწოლში შემოწვა, - რას მოვესწარი... — დავიკნავლე უხერხულობისგან და აჩის მივეხუტე, - შენ ბავშვობაშიც ბევრჯერ გძინებია ჩემთან ქალბატონო. — მიუხედავად ამისა, აჩისი უფრო მერიდებოდა ვიდრე თავად ხიდაშელის, რომელიც ახლა ჩუმად გვაკვირდებოდა მხოლოდ, ნაპირზე იწვა ზურგზე, თავქვეშ ამოედო ხელები, ცალი ფეხი მოეხარა და დაგვაყოლებდა მზერას, მომხვია ხელები გოდუაძემ, მართლაც ისეთი ცხელი იყო, თითქოს ღუმელთან იჯდა და მისი მხურვალება აჰკიდებოდა, ჩემს უკან ხიდაშელისგანაც ისეთი სიმხურვალე მოდიოდა, სიკვდილამდე დამცხა, მაგრამ სხეული ისევ გაყინული მქონდა... ვიყავი გასუსული, მთელი ეს დრო და გეგას სიმშვიდეც მაღიზიანებდა, არც თავად ვიცოდი რას ვითხოვდი მისგან, მაგრამ მინდოდა მისი ყურადღება, რომლის გამოხატვაც აკლდა... - ანიი... — დაიძურჩულა თაიამ, - მოდი ჩემთან რაა... — დაიწუწუნა ბავშვივით, სწრაფად მოვშორდი აჩის, უმალ შევხტი თაიას გვერდით და ისეთი მხურვალი ვიყავი უკვე თაიას გათბობა დავიწყე, - ცხელი ხარ... - თაი ჩამოყალიბდი რა გინდა თორე გეფიცები უკან დაგაბრუნებ!— დავემუქრე აფხუკუნებულს და ხელი მეც ძლიერად მოვხვიე... დაღლილს ისე დამეძინა, გაღვიძებისას მსგავს პოზაშივე გავიღვიძე. უმალ მოვავლე თვალი, უკვე დილის მცირე შუქზე, მშვიდად მოსვენებულებს, ადგილზე, რომ დამხვდა ყველა, მოვიფშვნიტე თვალები და ადგილზე დავწექი, ჯერ დილის 6 საათი ყოფილიყო... ჩავიქნიე ხელი, გვერდი ვიცვალე და მივნაბე თვალები.... თბილი შეხება მაფხიზლებს, ისე ძლიერად ჩაშვებული ვიყავი, ამ ძალზედ სასიამოვნო გრძნობასა და მიმზიდველ დამამშვიდებელ ძილის სამყაროში, რომ თვალების გახელაც კი მესიკვდილებოდა, - როდემდე უნდა გეძინოს? — მომესმა დაბალი სასიამოვნო, სანუკვარი ხმა. წარმომიდგა გონებაში, მისი მომღიმარი სახე ამ წამს, ჩემს გაღვიძებას, რომ ცდილობდა, - გთხოვ, ცოტახანიც...— დავიჩურჩულე. მისი ტუჩები რომ უმალ ვიგრძენი ტუჩის კუთხეში სიამოვნებისგან, დამიარა ჟრუანტელმა, - არ გშია? - არა... - გაახილე თვალები... — ღიმილით მითხრა, - არა.. აუ ცოტახანს, გთხოვ, - ყველა გარეთაა... — არ მომეშვა. ვაიძულე ჩემს გვერდით დაწოლილიყო მოვხვიე ხელები დავადე მკერდზე თავი და კმაყოფილი გავირინდე, აათამაშა ჩემს თმებში სასიამოვნოდ თითები, უნებურად გაითიშა გონებაც დროებით.... .... გავახილე თვალები, უკმაყოფილოდ, არასასიამოვნო სიზმარს დავეფრთხე, თითქოს მანიშნა, რომ უკვე საკმარისი იყო ძილიც... ჩემდაგასაკვირად არც მციოდა, მეტიც მცხელოდა კიდეც, სულ დამვიწყებოდა ცოტახნის წინ რომ მაღვიძებდნენ. წამოვწიე თავი უკვე კარგად გახელილი თვალებით, შევაჩერდი გეგას, მეგონა მასაც ჩასძინებოდა ის კი მიყურებდა ისევ, ღიმილით თმა აბურდულს, ტუჩებდაბერილი რომ ვჭუტავდი თვალებს — გაეღიმა ფართოდ, გადამიწია თმა უკან, - ვსო? - რომელი საათია? — უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე, დავადე თავი ისევ მკერდზე, - 12 ი დაიწყება, - აუ რააა... — ამოვიგმინე, გავუწყერი თითქოს მისი ბრალი ყოფილიყოს, წამოვიწიე მდორედ და შევაჩერდი ისევ მას, - რატომ არ გამაღვიძე?! — ვუსაყვედურე და უცებ რომ აწკიპა წარბები სიტყვა გადამეყლაპა, - კარგი მაპატიე, - ასეთი მძინარა არ მახოვდი, — გადამიწია თმა ისევ, - ხო მეც მიკვირს ჩემი თავის, — დამწია თავისკენ, მომაწება ტუჩები ლოყაზე, - ნეტავ რას ვგავარ, - ჯობია არ იცოდე... — გაეცინა და მეც უმალ დავარტყი ხელი უკმაყოფილოდ, - თავხედო! — წამოვდექი საჩქაროდ და სწრაფად გავედი აბაზანაში ჩემივე ნივთებით მოსაწესრიგებლად. მალევე დავბრუნდი, ოთახში დამხვდა ხიდაშელი, ისევ ჩემს საწოლზე გაწოლილი ტელეფონს ჩასჩერებოდა, - რას უყურებ? — ვიკითხე ინტერესით, ჩანთაში შევინახე ნივთები და უკვე დალაგებული თმითა და მოწესრიგებული მივუჯექი გვერდით, მოვასწარი დანახვა, როგორ უცებ ჩაკეცა საქმის დოსიე, გახსნა ინსტაგრამი, სადაც წინასწარვე ჰქონდა მომზადებული დახვეწილი გოგონების ზღვაზე გადაღებული ფოტოები, ძლივს შევიკავე თავი არ გამცინებოდა, თავად გაეცინა საკუთარ საქციელზე გამოააშკარავა თავი - რა საინტერესოა... — მივუჯექი უფრო ახლოს, - მეც დამათვალიერებინე, მივუცუქდი, მისი მკლავი ამოვიდე თავქვეშ, დავადე მხარზე თავი და გახალისებულმა დავიწყე სქროლვა ძალზედ ვულგარული ფოტოების, - ეს გოგო მეცნობა... — დავსძინე უცებ გავადიდე ფოტო, - უი, რუსუდანი ჰო? ეს არ გეკიდა კისერზე ბრასლეტივით?.. საყვარელი... — გავაჯავრე წამით დავაკვირდი და უმალ ავსქროლე, - ეს? ეს ვერონიკა?.. — ავხედავდი ხოლმე ინტერესით, იღიმოდა მხოლოდ, - რა უაზრო ხალხი გხვდება.., ჩემი ვნახოთ? — წამოვიწიე ჩემი ტელეფონის ასაღებად, დამაბრუნა უკან, - არა მადლობა, - რატომ შენსას თუ ვუყურე? - ვინ დაგაძალა? - მოიცა! ჩემთვის გახსნილი არ იყო? — შევიცხადე წამოვყავი თავი, გაეცინა გულწრფელად, თავისი ჰოლივუდური ღიმილით, მომაჯადოვებელს რომ ხდიდა ამ უკანასკნელს, - რაც გინდა იმას კარგად ხედავ... - დიახაც! - და რაც გინდა იმას რატომ ვერ აკეთებ? — მიმიზიდა თავისკენ, შემავლო ტუჩებზე მზერა - იმიტომ რომ შენ გელოდები... — გავუღიმე ცბიერად, შევაჩერდი მის ვნებამორეულ თვალებს, დაიწია ჩემსკენ.... ის, ის იყო ხელახლად განვიცდდი მონატრებულ სანუკვარ გრძნობასა და მის ცხელ ბაგეებს, კარის სახელურის ხმაზე კისკისით მოვშორდი საჩქაროდ, გაკვირვებულმა მომაპყრო მზერა. სწორედ იმ დროს შემოიღო ხის მაღალი კარი, - რას შვებით თქვენ ე? — მოგვავლო თვალი, მოსულმა გოდუაძემ, - გადაჭამეს მაგიდა... - მოვდივარ კი მომშივდა ამასობაში... — ხტუნვით მივუახლოვდი აჩის, ვაკოცე ლოყაზე უცებ, ცქვიტად გავხედე მდორედ წამომდგარ ხიდაშელს, უკმაყოფილოსა და გაბრაზებულს, - არ მოდიხარ ძვირფასო? — გავუცინე მზაკვრულად, - ჯერ მოვწევ და მერე...— დამაწია სიტყვები, მიპოვა სუსტი წერტილი მეცვალა სახე ერთბაშად, ნამიოკად მომეჩვენა მისი სიტყვები - ჯერ შეჭამ! — გავხედე მკაცრად, - არა ანა, ჯერ მოვწევ! - არ მოწევ-მეთქი! - მინდა... - არ მაინტერესებს მოითმენ! — ისე ვუბრიალებდი თვალებს, როგორც მკაცრი მშობელი ბავშვს, რომელიც ამაოდ ჯიუტობდა. უხმოდ გვაკვირდებოდა გოდუაძე, თვალებში გაკვირვებისა და გაუგებრობის კვალი უკრთოდა და გვიცქერდა ხან მოსაუბრე მეს ხან კი გაჯიუტებულ ხიდაშელს, მძიმე ნაბიჯებით რომ მოიწევდა ჩემსკენ, - არ მოვითმენ! - მოითმენ გეგა! - ცუდად გავხდები... - არ გახდები... თუ რამე აქ ვარ! - და წინასწარ რომ იზრუნო მაგაზე არა? — გაეღიმა ცბიერად - დარტყმა ვიგულისხმე, უკვე გინდა? — გავშალე ხელი მის დასანახად, - არა, მაგრამ მოისვენე და უბრალოდ ეცადე, როგორ დამიხსნა ხიფათისგან, - არაფერი არ ვიცი მოისვენე შენთვითონ! — უხეშად მოვიშორე მისი ხელი წელზე, რომ შემომეჭდო და მკვახესა და უხეშ პასუხებს დაუყოვნებლივ გავცემდი, მისი ხმა კი ჯერ ისევ თბილი და მშვიდი იყო... - კარგი რა! — გაეცინა სარკაზმულად მიმიზიდა თავისკენ - რომ მორჩებით ჩამოდით.... — ჩაგვეჭრა გოდუაძე ჩაიქნია ხელი და შეტრიალებულმა უმალ გაიხურა კარები, - გეგა რა გინდა?— გავაყოლე თვალი აჩის, გაურკვევლად შევაჩერდი უკვე გეგას და სირცხვილისგან შემეფარკლა ღაწვები, - სიგარეტი მინდა - მოწიე! შემეშვი! — მივაჭირე მკერდზე ხელები რომ თავი დამეხსნა მისგან, თუმცა ამაოდ - სიგარეტი არ მაქვს... - მშვენიერი — გავუღიმე და ვეცადე ისევ დამეღწია თავი მისგან, - გამიშვი, მე მშია... - რა საშინლად ჯიუტი ხარ! — ეცვალა უმალ სახეხე მიმიკები ბრაზისგან და მიშვა უკმაყოფილოდ ხელები... გავუღიმე მზაკვრულად, ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე. ერთბაშად კისერში ჩავლებული ხელით მიმიზიდა თავისკენ, ამ უკანასკნელმა ჰაეროვანი კოცნა რეალობაში აღასრულა, დამეკონა ბაგეებზე მთელი გზნებითა და ლტოლვით. დავიბენი, მაგრამ იმდენად არა, რომ კოცნითვე არ მეპასუხა მისთვის, ვიცოდი მისი ზენიტი კოცნითვე არ დასრულდებოდა, ამ განსაკუთრებულ გრძნობებში მისი თავისუფლად მოთარეშე თითები მიკარგავდა გონებას სამოსის შიგნით, მიკოცნიდა ტუჩებს მგზნებარედ და ჩემს ძალებსაც შთანთქავდა.... გვიან მომშორდა, შემომხედა არეული თვალებით დამიკოცნა ლოყები, მომაკრო ტუჩები ყბის ძვალთან, - ყოველთვის უნდა გაიძულო ხოლმე? — მგზნებარედ მიჩურჩულა ყურთან, ერთიანად დამიარა სხეულში ხორკლემა. აქამდე მხოლოდ რომანებში წავაწყდებოდი მომენტს, სიყვარულითა და ვნებებით დაკავებულებს, როგორ აღწერდა ავტორი... რომ სხეულში პეპლები დათარეშობდნენ.., ჩემს სხეულში მთელი ფლორა და ფაუნა დარბოდა იმ წამს, შეწყვეტისგან გამოწვეული მგზნებარება ცალკე სხვა გრძნობას აღვიძებდა ჩემში, სინანულს ლტოლვას, დაუკმაყოფილებლობას... - და გგონია ახლა მაიძულე? - ჯანდაბა, — გაეცინა - როგორი ცბიერი ხარ... ცბიერი მელა, რომელიც სხვისი სურვილებითა და გამოწვევით იღებს სასურველს, - მიწასთან ნუ მასწორებ ხიდაშელო, ამ ჟამად ხომ შენ მაიძულე არა? — ჩავუკარი თვალი, გავუღიმე და ისევე ფრთხილად გავშორდი, როგორც მის მკლავზე დავატარე თითები, - მე მშია და შენ მოწევ თუ? —დავდექი კარებთან, შევაჩერდი გაქვავებულს, - თურმე ყველანაირს არ გიცნობ... — ჩაილაპარაკა უკმაყოფილოდ, ჩემს გაწვდილ ხელს ბავშვივით ჩაეჭიდა და გამომყვა უკან, - ხო არა? შენ რომ სხვანაირი ყოფილიყავი.... — შევჩერდი წამით, ისიც ანაზდეულად შემეჯახა ზურგიდან , მივეხუტე, ავხედე ღიმილით, - უფრო სწორად ასეთი რომ ყოფილიყავი... როგორიც ახლა ხარ... მზაკვრულად დავხედე ბაგეებზე გავაგრძელე გზა, - დარწმუნებული იყავი, სხვანაირსაც გამიცნობდი, - ეგ რას ნიშნავს? - მე ვიცოდი, რომ ჩემს იქით სხვას უბრალოდ არ შეხედავდი, ეს ნათქვამიც გქონდა, მაგრამ ვხედავდი კიდეც ამას და როცა გეუბნებოდი რომ არასდროს შემიყვარდებოდი და უნდა გაგეცნო სხვა გოგო....! — ისევ შევჩერდი, მოასწრო შეჩერება, შევუტრიალდი ღიმილით, - წარმოდგენაც არ მინდოდა ვინმეს გვერდით მენახე ან ისეთივე ურთიერთობა გქონოდა ვინმესთან, როგორიც ჩვენ გვქონდა, - შეუხებელი? — მიმწია თავისკენ, მომხვია წელზე ხელები - არა. უბრალოდ საოცარი. — განვაგრძე გზა და პარალელურად ხელს არ ვუშვებდი მის ხელს, - გარდა ამისა, რომ მცოდნოდა ვინმეს ისე წერდი როგორც მე, ან ნახულობდი ვინმეს და ასე შემდეგ, თავად გამოგიწვევდი. - სულ ჩხუბი რატომ გვქონდა იმაზე რომ მე ვიყავი მესაკუთრე? — გაეცინა - იმიტომ რომ შენ იყავი — ავხარხარდი - ზედმეტად ეგოისტი და მესაკუთრე ხარ, მე შემიძლია თავის შეკავება შენ არა, - და შენ ეს მხოლოდ ეხლა აღმოაჩინე ძვირფასო? — გავხედე კისკისით - აზრზე ხარ რა ძაღლივით ერთგული ვიყავი? - მოიცადე რას ნიშნავს ეგ? —შევჩერდი კარებში დავუბრიალე თვალები, ვინაიდან მისი სიტყვები იყო " ვიყავი" - ფფფფ, მას მერე იცი რამდენთან ვიწექი? — სიცილით მითხრა, არც დავფიქრებულვარ ისე ვუთავაზე სილა, - აქაც მე გამოვედი ერთგული! — დავსძინე და კარში გავედი, - სრულიად მაკმაყოფილებს შენი ერთგულება, — სიცილით დამეწია და მოავლო თვალი სავსე ეზოს. თაია ბავშვებს ეთამაშებოდა, კმაყოფილები დარბოდნენ ისინიც, დილის სუსხმა დამიარა მოშიშვლებულ მკლავებზე მოვიხვიე ხელები... - იკადრეეთ? — დასძინა აჩიმ, დავუქნიე თავი მხოლოდ მივუსკუპდი გვერდით - რა არი გცივა გოგო? - ცივა... უცებ მომახვია სკამზე გადაფენილი პლედი. ბავშვების ჟრიამულის ხმაც კი ვერ ფარავდა "ტყეში" გამეფებულ სიმშვიდესა და ჩიტების ჭიკ-ჭიკს. .... დავადექით გზას, ჩვენი სოფლისკენ და ამ ჯერად აჩის "ცოლთან" ერთად, ვფიქრობდი მთელი გზა, თუ როგორ მიიღებდა და გაიგებდნენ ამას აჩის მშობლები, ან რა მოხდებოდა მეზობლებში, მეშინოდა ყველაფრის. ვუყურებდი ხოლმე საჭესთან მჯდომ გეგას და თითქოს მისი სახიდან ვცდილობდი ამომეკითხა რაზე ფიქრობდა თავად... სოფელში რომ შევედით ერთბაშად ამიძგერდა გული. შეაჩერა გეგამ გოდუაძეების სახლის წინ, გავხედე შიშით - რაიყო? - ვნერვიულობ.. - რაზე ნერვიულობ? — გაეცინა - ყველაფერზე ესე ნუ იცი გეგა! სანერვიულოა აბა რა არის? მოვიყვანეთ მოტაცებული ქალი და რეაქციაზე რას ფიქრობ?! —ნერვიულად წავეჩხუბე ამ უკანასკნელს, პირველები მივსულიყავით და არც გვიჩქარია მანქანიდან გადმოსვლა, აი აჩიმ რომ შეაჩერა ჩვენს წინ, თითქმის სრულად გადმომიტრიალდა შიგნეულობა. ჩავეჭიდე თაიას ძლიერად, ვერ ვამშვიდებდი მას, როცა მეც მის მსგავსად ვღელავდი, ის მთლიანად აჩის მინდობილი იყო, თითქოს იმედიც ჰქონდა და შიშის მცირედს სრულად აქრობდა... მე კი, ერთიანად ვძრწოდი. .... იჯდა მამა იოსები ჩვენს წინ, მოგვისმინა სრულად და არ ამოუღია ხმა მანამდე... ანაზდეულად დალოცა თაია, შემდეგ აჩი... - ეს სად ვცხოვრობთ... — დაიჩურჩულა კაცმა, მოაწვა მძვინვარება, მაგრამ თითქოს უმალ ერთიანად შთანთქა... გვესაუბრა, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობდა, იმდენად დაბნეული იყო იმ წამს არასდროს მენახა ასეთი, სხვას დალაგებულად და სიმშვიდით დაარიგებდა, მაგრამ როცა ეს თავს თავად გადახდა, როცა ეს მის შვილს გადახდა, საუბრობდა, როგორც მამა და არა საყოველთაოდ მღვდელი... - როცა შენ ოჯახს ქმნი.... განცხადებას აკეთებ ღვთის წინაშე! რომ მე მინდა! რომ ეს ადამიანი გახდეს ჩემი ცოლი! მე მინდა რომ ეს ადამიანი გახდეს ჩემი ქმარი! და როცა ადამიანი ამას ამბობ.., შენ ამით პასუხისმგებლობას იღებ, როგორც საკუთარი თავის და იმ ადამიანის წინაშე... ისე საზოგადოების წინაშე და მერე ღვთის წინაშე!.. რას ნიშნავს ჯვრის დაწერა?.. ეს ნიშნავს, რომ მე მოვდივარ ეკლესიაში... მე მოვდივარ ღმერთთან... და ღვთის წინაშე ვამბობ, მე... მამაკაცი, აი ესეთ რამეს; ეს ადამიანი, რომელიც ჩემ გვერდზე დგას, რომელიც მე ავირჩიე ჩემი ცხოვრების თანამაგზავრად, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ამ ადამიანზე ვიზრუნებ და ეს ადამიანი იქნება ჩემით ბედნიერი!.. და ამ აღთქმას მე ვდებ ღვთის წინაშე! ვიღებ საყოველთაო პასუხისმგებლობას და მე უნდა ვიყო მიზეზი მისი ბედნიერებისა... ამის მერე თქვენ ცოლ-ქმარი უნდა ხარობდეთ ერთმანეთით, აბედნიერებდეთ ერთმანეთს!.. მოტაცება, ეს როგორ შიძლება? ის გეკუთვნის შენ საზოგადოებისთვის, მაგრამ მისი გული გეკუთვნის შენ?.. გამოსავალი არ იყო, მაგრამ შეძლებთ თქვენ ერთმანეთის გაბედნიერებას? მე ვერ, მე ვერ ვფიქრობ ასე უცებ, ფიქრიც კი მჭირდება გამოსავალისთვის... - მამაო, დაგვლოცე... და იყოს ისე, როგორც იქნება... — წამოიძახა აჩიმ და ჩაჭიდა ძლიერად ხელი მთრთოლვარე, მგზნებარე ქალს, - უბრალოდ ჩვენთან იცხოვრებს, როგორც ჩემი საცოლე ან უკვე ცოლი, მის შებოჭვას არ ვაპირებ, არც იმას ვაპირებდი ჩამეგდო, "უღმერთო" ოჯახში და ყოველდღე მესმინა, როგორ სძულდებოდა ცხოვრება... - თქვენ ისეთ დილემას შორის მოხვდით, მესმის... მესმის... ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, შეგეწიოთ და გაცხონოთ , შეგიწყალოთ და დაგიცვათ! — დასწერა პირჯვარი გვერდიგვერდ მსხდომებს და ამით დაასრულა საუბარი, - დაათვალიერებინე სახლი, კეთილი იყოს და ბედნიერი ყოფილიყოს შენი მოსვლა ოჯახში... — გადაუსვა თავზე ხელი, იოსებმა ღაწვებ შეფარლკულსა და სირცხვილიაგან ალმურ მოდებულს, რომელიც ძლივს იკავებდა თავს ტირილი არ დაეწყო, - თაი, წამოდი გარეთ ცოტახანს, — ჩავჭიდე ხელი გავიყვანე გარეთ, სასიამოვნოდ ქროდა ქარი, წამსვე აგვიფრიალა ორივეს თმა ნაზად. შევაჩერდი ამ ახურებულსა და დაძაბულს, წამით შემომხედა ვერ შეკავებული ცრემლი ჩამოუგორდა, მივიწიე მოდი ჩემთან-მეთქი დავსძინე და ჩავიხუტე. აუტყდა ქვითინი, ამოაყოლა მთელი დარდი, წყენა, შიშიცა და ბრაზიც, მივეფერე თმაზე ვეხუტებოდი და ვანუგეშებდი. - რა ხდება? — დასძინა გამოსულმა გოდუაძემ, მოვშორდი გოგოს, უხერხულად შეიწმინდა ცრემლები, აწითლებულმა და მორცხვად დახარა თავი, - რა გატირებს? — დასწვდა ნაზად საზეზე, - რაღატო ნერვიულობ ყველაფერი დასრულდა... - გეფიცები, არ მინდოდა რამე უხერხულობა შეგქმნოდა, არც ის მინდოდა ასე დაბნეულობა გამოეწვია ვინმესთვის, არ იმსახურებ ასეთ განკითხვას, რომელიც მომავალში გელოდება, არ უნდა ყოფილიყო ასე.... — მწარედ ჩაეცინა აჩის, მიეფერა სახეზე ატირებულს, - რეებზე ფიქრობ შენ? ამათი ლაპარაკი რომ მაინტერესებდეს რა გგონია ანას მივეკარებოდი ოდესმე?.. მისმინე... მორჩი... ნუ ტირიხარ გოგო. რა ძლიერი მეგონე... — ააწევინა სახე, ჩააჩერდა თვალებში, - გინდა ცოტა სხვანაირად მოვიქცეთ, მალულად, მზაკვრულად.... - როგორ ეგ? — მოიწმინდა ცრემლები, ახედა იმედიანი მზერით - აქ რომ ჩამოვალთ, ეს რაღაც დროით, ანასთან დარჩი, შევაჩვიოთ სამეზობლო გავაგებინოთ, ისე რომ მოტაცებული კიარა უბრალოდ საცოლე ხარ, ცალ-ცალკე რომ გამოგვიჭირონ მეც შარში ვიქნები და შენც, იცი შენ რატომაც... აქ რომ ვიქნებით ანასთან დარჩი, თბილისში შევძლებთ თავისუფლად ვიცხოვროთ ერთ სახლშიც.... — გამომხედა გოგომ, თითქოს მკითხა დავრთავდი თუ არა ნებას ჩემთან დარჩენის, - რა წმინდანივით მიყურებ? რათ უნდა მაგას კითხვაა? — გავუბრაზდი უმიზეზოდ მაგრამ მისი ეს მდგომარეობა, ორმაგად უარყოფითად მაწვებოდა მკერდზე, - ეგრე ჯობია... მეშინია აჩი... - ნუ გეშინია, — აკოცა შუბლზე - თუ რამე დედა ვუტიროთ ყველას, გაუცინა, ჯერ ისევ თვალცრემლიანს მიადო შუბლი შუბლზე და იცინოდნენ ერთად... ვიღიმოდი მეც და კმაყოფილებით ვივსებოდი. ვიცოდი, ეს არ იყო არასწორი, ვიცოდი რომ ყველაზე სწორად მოვიქეცით თაია, რომ წამოვიყვანეთ, ვუყურებდი და ვიცოდი, რომ ესენი იყვნენ ერთმანეთისთვის, ისინი ვინც გააბედნიერებდნენ ერთმანეთს.... .... ერთმანეთის გაცნობითა და მეტად დაახლოებით გაგვყავდა დრო, ვისხედით ჰამაკთან, მამაოც ჩვეულად ლაღი და მხიარული იყო ჩვენთან. - გისმენ... — დაიჩურჩულა თაიამ მას შემდეგ რაც ტელეფონს უპასუხა. მოექუფრა სახე, ბრაზისაგან და წყენისგან შეივსო ერთბაშად, - რისთვის გითხრა მამა? რა მნიშვნელობა აქვს შენთვის?— ჩართო ხმამაღალზე - კარგი ბიჭია? — იკითხა კაცმა, რომლის ხმაშიც სინანული, ინტერესი და ბედნიერებაც კი იკითხებოდა, - იმაზე კარგი ვიდრე ოდესმე ვინმეს შევხვდებოდი, - რატომ აქამდე არ მითხარი? - და რა? - არ მომიწევდა შვილო გამეცი, რომ მეთქვა რომ ერთი და სუფთა მყავხარ....— აუცახცახდა კაცს ხმა - რა მიზეზიც არ უნდა მოიყვანო, რაც არ უნდა თქვა მამა, ვერც კი შევძლებ გაპატიო, ვერ შევძლებ დავივიწყო ვისთვის გამიმეტე... — საუბრობდა თაია, ცრემლის ფრქვევით, მაგრამ მაკვირვებდა მე ტელეფონს იქით მამაკაცის გმინვა, ჩუმად რომ სრუტუნებდა, უცახცახებდა ხმა ამ უკანასკნელს და ძლივს იღებდა ხმას. წამით შემეცოდა, ძლიერად. - ბოდიშს ვიხდი შენს წინაშე შვილო, ბედნიერი უნდა იყო იქ სადაც ხარ... იმ დღეს ატყდა ჩხუბი, გინება, ოხვრა, მაგრამ , როდესაც გავიგეთ რომ ნებით გაჰყევი, იქ უკვე უსარგებლო გახდი მათთვის. ახლა გყავს პატრონი შვილო, ვაჟკაცი! არ უნდა გეშინოდეს მის გვერდით, ნეტავ თუ იცოდა რა ხიფათზე გარისკა?, კვალიც არ დატოვა, ბედნიერი იყავი შვილო... და ნუ დაგვივიწყებ, ამ შეცდომის გამო ნუ შემიძულებ... — ამოიტირა ხმამაღლა - უნდა წავიდე... ცივად დასძინა თაიამ და ერთბაშად გათიშა ზარი. მეწვოდა შიგნეულობა დარდისგან, მეცოდებოდა კაცი, რომელიც ასე მგზნებარედ ჩუმად კვნესოდა, მეცოდებოდა ძლიერად და მინდოდა კიდეც მეტად გამეგო მიზეზი თუ რატომ ჩაიდინა ეს.... ვდუმდით ყველა, ვინც კი ვისხედით ირგვლივ... .... ვისხედით საღამოს გარეთ, სახლში ასულები, ძველებურად, ბავშვობის მსგავსად გზასთან ახლოს ვისხედით ახლა უკვე თაიასთან ერთად. გამოსულიყო ნათია აბესაძე, ბავშვებიც ჩამოსულიყვნენ ახლო უბნიდან... შევკრებილიყავით ერთად, მშვიდი იქნებოდა სიტუაცია, რომ არა ნათია. ნათიას საუბარსა და ხასიათს, ვერაფრით უგებდა თაია, ღიზიანდებოდა გოგოს ყველა სიტყვაზე მის ხმაზეც და ეს უკანასკნელიც დაუფარავად გამოესარჩლებოდა ხოლმე მის არასწორ აზრს, ვცდილობდი გამეშველებინა ეს ორივე საყოველთაოდ რომ ესპორებოდნენ ერთმანეთს. .... - გოგო, რას მეუბნები ეხლა რო შეყვარებული, რო გყავდეს არაუშავს თუ სხვასაც გაეპრანჭები და ისეთივე ურთიერთობა და ლტოლვა გექნება, როგორუც შეყვარებულთან? ანუ ცოტა ხო უნდა იაზროვნო გოგომ, ვაფშე გოგო ხარ თუ სოფლის დეკეული, რა უბედურებაა.... — ტონს ვერ იმორჩიელბდა თაია, - ვაიმე შენ რა გინდა? - რას ქვია რა მინდა? შენი ლაპარაკიდან რაც ამდენი ხნის მანძილზე ისაუბრე, უთავმოყვარეო გოგო ხარ პირდაპირ გეტყვი და აცანცარებული ხარ მაგარი! ყველაფერზე კიარ უნდა იხტუნაო გოგო! ტვინიც უნდა გაანძრიო ცოტა! - თაია გეყოფა! — დავუყვავე საჩქაროდ. ვუყურებდი, როგორ უსუსტდებოდა ნერვები და ვხედავდი ისეთს, როგორიც აქამდე არასდროს არ მენახა. - ჯერ ეს ერთი მე შეურაცხყოფას არ გაყენებ.... - მე გაყენებ! იმიტომ რომ იმსხურებ - არ გაქვს უფლება! - მე უკვე მოვიპოვე ეს უფლება ზუსტად მაშინ, შენი ტვინისა და უსინდისობის სივიწროვე რომ ამოვიცანი და სწორედ ამ ხერხით ვცდილობ შენში ნამუსი გამოვაფხიზლო... - თაია საკმარისია! — გავწიე უკან ბავშვებისკენ გაკვირვებულმა. უცხო თაიას ხილვა, იმდენად მაბნევდა მთელი ეს დრო ვდუმდი, ის ირგებდა ახლა ჩემს მაგივრობას და სცემდა საკადრისზე მეტ პასუხს... - ეს ჩემი პირადი აზრია და... - შენი პირადი აზრები გოგო შეინახე შენთვის! აცანცარებული ხარ და ბავშვები გისმენენ!, ამხელა გოგო დგახარ აქ ბეყესავით და ბავშვებთან ჯერ რეებზე ლაპარაკობ და მერე შენ ერთგულების ან სიყვარულის რამე გსმენია? ან სოფელში თუ იციან რა ჰყავხარ სოფელს? — ისე წაიწია მისკენ მეგონა, წამის მეასედში თმით ითრევდა, გავაკავე საჩქაროდ და დავწიე უკან, - ხალხო თემა რომ შევცვალოთ არა? ესე უნდა იკამათოთ მთელი საღამო და ცხოვრება? - იმედია აღარასდროს ვნახავ— დაისისინა აბესაძემ რასაც თაიას, მჭახე ხმით ბოროტული სიცილი მოჰყვა, - გააძლიერე ლოცვები საყვარელო! იმაზე მეტჯერ მოგიწევს ჩემი დანახვა ვიდრე საერთოდ შენი გონება სწვდება და თუ მაგ ბინძურ გონებას არ გაისუფთავებ, ბავშვებთან მაინც, გპირდები მე გაგისუფთავებ! - ნუ გადამრევთ ეხლა! — ვუყვირე 'ორთავეს'. გადავხედე მძვინვარედ, ერთსაც და მეორესაც, შევაჩერდი ასევე დაბნეულ ბავშვებს, - თქვენ მითხარით ეხლა, რომელს გყავთ შეყვარებული, - არცერთს... — დასძინეს ერთ ხმად დაბნეულებმა, - ჯერ არც გჭირდებათ მე ვფიქრობ, საკმაოდ დიდები ხართ 17 წლის პატარა ხოაღარ გგონიათ თავები? ნათიას თუ მოუსმენთ უბრალოდ უნდა იცხოვროთ სხეულის სურვილებით, კუჭს შია, უნდა აჭამო, სხეულს მოფერება უნდა უნდა მოეფერო, აღგზნებას დახშობა... შენ უნდა მართავდე შენს თავს და არა ის გმართავდეს შენ, უნდა შგეძლოს აკონტროლო შენი თავი, ხასიათი, ხმა, ნერვები, ემოციები გრძნობები.. ყველაფერი! ... აი მაგალითად თაიას საერთოდ არ შეუძლია ეგ, ამ შემთხვევაში ნათიაა გამარჯვებული მისი უგვანო საუბარის მიუხედავად, ის მშვიდად სცემდა პასუხებს, თაია ნერვებს აყოლილია, შეხედეთ რა უქნა ნათიამ — გავიცინე და შევაჩერდი ღრმად მხვნეშავს, ჩემს სიცილზე რომ გაეცინა, - არა მართლა ნერვები მომიშალა ეხლა... არასდროს მომისმენია ასეთი სისულელეები, - აი ნახე ისევ დაიწყო, ხომ გავჩუმდი? — გაიშვირა თითი მგზნებარედ ნათიამ თაიასკენ ჩივილით - ჯერ თითი ჩაწიე... - თააია! რა გჭირს?! — დავუყვავე შევაჩერდი მძვინვარედ, - დამღალეთ! ან მოგვარდით ან სახლებში წადით! ეს საღამოა რაც ერთმანეთი გაიცანით და თქვენ ორის გაშველებაში ვართ მთელი ეს დრო! ხომ შეგიძლიათ გაჩუმდეთ?!; - მე ჩუმად ვარ... — ჩაიბუტბუტა ნათიამ დასჯილი ბავშვივით - ხმა! — დავსძინე და ჩხუბის გაგრძელებას ვაპირებდი, იძულებულები გავხდით გზაზე მდგარი ბავშვებისთვის ყურადღება მიმექცია, რადგან მანქანა მოდიოდა... დავაკვირდი სათითაოდ გადმოსულებს და დაველოდე, როდის აივლიდა მანქანა, ფრთხილად შეაჩერა ჩვენთან. გვიან ამოვიცანი მანქანა... შავი ხიდაშელის რაში. სადღაც გულის სიღრმეში ამიკიაფდა ბედნიერების ცეცხლი... მალევე გადმოვიდა ეს უკანასკნელი, მანქანიდან ჩვეული მოხდენილი, გრაციოზული მანერით. დაიმსახურა საყოველთაო აღტაცებაც... - როგორ კარგ დროს მოხვედი, რომ იცოდე, — აკისკისდა ერთბაშად ხასიათ სასიკეთოდ შეცვლილი აბესაძე და გადმოსულს მიეჭრა, გადაკოცნა და ამოუდგა გვერდით ახტუნავებული. მიესალმა ყველას ხიდაშელი და დააკვირდა მაშინვე უხასიათოს - რძალო, რატომ ხარ მოწყენილი? — იკითხა მოულოდნელად, - ვაიმე ნუ მკითხავ გთხოვ რა...— გადააქნია თავი - რძალო? — ეცვალა მიმიკები გეგას გვერდით მდგომ აბესაძეს - ეს მიმართვაა ასეთი ნათი, თავისი ეგრედ წოდებული "შუტკა" აქვთ, —ჩავეჭერი სიცილით, - ჰოო, საიდან იცნობთ? - დაკითხვაზე ვარ? — დაასო მკაცრი მზერა გოგოს თაიამ, - შენთვის არ მიკითხავს, - პასუხი მე გაგეცი... დაიგნორებაც არ გაკადრე,— მოულოდნელად გაეცინა ხიდაშელს, გადახედა გოგონებს წამით შემაჩერა, მზერა რომ იკითხებოდა მის თვალებში კითხვები," თუ რა სჭირდათ გოგოებს," - აი რა უნდა ვერ ვიგებ გეგ, გეფიცები... მთელი საღამოა მესწერვება, — გამოუდო გოგომ ხელკავი გეგას, წაეთამაშა ძლიერ მკლავებზე და მას შესჩივლა, თითქოს ის მოუგვარებდა ამ პრობლემას, სახეზე ჩამოისვა ნერვოზულად თაიამ ხელები, გაეცინა ისევ გეგას, - მე თბილისში მივდივარ ახლა და იმედია არ დახოცავთ ერთმანეთს, - ისე იკბინება... —გადახედა ამრეზილად თაიას - აუუ, როდის ჩამოხვალ კიდევ? — ჩამოუდგა წინ ჩაჭიდა ხელებში ხელები. გამომხედა თაიამ და მიყურებდა მომთხოვნი მძვინვარე თვალებით, თითქოს ჩემსგან ითხოვდა ეს უკანასკნელი რაღაცას მე კი ამაოდ შვჩერებოდი. მე უკვე შეჩვეულიც კი ვიყავი, მათ მსგავს ურთიერთობას, ან კი უფრო ნათიას ამ ყოფაქცევებს მივჩვეულიყავი უნებურად - საქმეები მაქვს, არც ახლა ვაპირებდი ჩამოსვლას, — გადმოგვხედა დაქალებს და მშვიდად და აუჩქარებლად ცდილობდა გოგოს ხელების მოშორებას, - აუ, არ გინდა ერთხელ დამპატიჟო შენს კომპანიაში, - აუცილებელია დაგპატიჟო? შენთვითონ მოდი — ჩაეცინა ისევ და ძლივს გაშვებული ხელები უკეთ, რომ ჩაეჭიდა უკმაყოფილოდ დახედა, - ვაიმეე, რო გამოხვიდე და გვალაპარაკო ადამიანს არ შიძლება? ან რა ხელების სმა და ფერება გამიმართე აქ, — ჩაავლო გოგოს ხელი გასწია უკან თაიამ და შეუძლებელი იყო ამ უკანასკნელის საქციელისთვის პირ ღია არ მეყურებინა, მთელი საღამო იყო გარდაქმნილსა და ერთბაშად შეცვლილს ვუყურებდი, მისი მგზნებარება გაღიზიანება და აგრესია იმდენად პიკს მიღწეული იყო თაიაც სრულად სხვანაირი გამხდარიყო, აუტყდა სიცილი ხიდაშელს, - რა გჭირს გოგო შენ? 4 შვილის დედასავით გაფუჭებული რატო გაქ ნერვები, — ახარხარდა გეგა - ვაიმე ჩემი უარესია ჩემ დედამთილს 12 შვილი ყავს და ისე მშვიდად მიიღო დღეს ყველაფერი, სად მე და სად ის? ეს რომ გედგება წინ და ამის საქციელებს რო აკვირდები მთელი საღამო რა ჭკუაზე უნდა იყო, - აუ დავიღალე მე ლანძღვით, თუ არ გინდა შედი სახლში, რას ჩამოხვედი საერთოდ — აკივლდა, მოსალოდნელი აგრესიითა და დაწვრილებული ხმითვე აბჟუტურდა ნათია. წამით დახუჭა თვალები, თაიამ, წამით დადუმდა, დავაკვირდი მკლავებზე ერთიანად დახორკლილიყო, ერთბაშად დაეყარა ტაოს და უკვე ველოდი რომ სწვდებოდა ამ უკანასკნელს თმაში და დასანახად სასტიკად გაუსწორდებოდა გოგოს. - რა გემართებათ? — დავსძინე დაბნეულმა და თაიას წინ ჩამოვუდექი, - ცოტახნით შედი სახლში დაისვენე, ხო ხედავ, როგორ გიშლის ნერვებს ეს გოგო, - გამიშვი ცოტახანს! - რას გაგიშვა გოგო ხოარ ცემ? — გამეცინა დაბნეულს - რას ვცემ ენას ამოვწიწკნი, — გაიწია მართლაც. ჩამოიდგა გვერდით ხიდაშელს ნათია, გამოსდო მკლავი და აეკრო სხეულზე, დაძაბულმა ვერც შევამჩნიე მანქანა, რომ შეჩერდა ჩვენთან, - აი შენც ნერვებს მიშლი გეგა! - მე რა შუაში ვარ? — აუტყდა სიცილი დაბნეულს, - შუაში კიარა თავში ხარ! — დასძინა მკაცრად და გეგამ გაკვირვებულმა რომ გადახედა გოგოს, მკაცრად შეაჩერდა თაია - აკოცე! აკოცე! — დაუყვავა მძვინვარედ - უთავმოყვარეო გოგო! მერე მეკითხებით რატო არ მომწონს და ვერ უგებო? ათასჯერ ავუხსენი ტვინით იაზროვნე-მეთქი დგას და.... - თაია.... — ხმამ შეაწყვეტინა სიტყვა გაღიზიანებულს, საჩქაროდ მოგვიახლოვდა მოსული გოდუაძე და მისმა ნახვამ ისე გამახარა იმ წამს, როგორც არასდროს, ვერ ვიმორჩილებდი დაქალს, რომელიც წლების მანძილზე ჩემთან იყო ერთად ვიზრდებოდით და ახლა სრულიად გარდაქმნილი არ მემორჩილებოდა, გოდუაძეს დანახვამ იმედი ჩამისახა, თითქოს შეძლებდა ის ჩემი დაქალის დაწყნარებას... მოგვიახლოვდა საჩქაროდ, - მადლობა ღმერთს, — დაიწუწუნა გოგომ, მოსულს მიეხუტა მოურიდებლად, თავზე მიაკრო ტუჩები აჩიმ. გავთბი ერთბაშად, ბედნიერებისგან ავივსე წამში, მახარებდა ასე მცირე დროში რომ მიეღოთ ერთმანეთი... - რა გჭირს? რატომ ბრაზობ? - მოყოლაც არ ღირს, - შემჭამა ბიჭო აღარ შემიძლია გამოყარა ხალხი გარეთ თეატრი დამიდგა, —წამოენთო აბესაძე - ენას ამოვაგლიჯავ ახლა! — წამოიწია სწრაფად თაია, დააბრუნა აჩიმ სხეულზე, - მოიცა დამშვიდდი, რა მოხდა? სად გარბიხარ? — მიეფერა სახეზე სიცილით, - დამშვიდდით დაწყნარდით, რიგზეა ყველაფერი, - რო იყოს ასე არ გავღიზიანდებოდი, იმდენად უარყოფითი ენერგიის მატარებელია, გეფიცები აჩი, ასეთი გაღიზიანებული არასდროს ვყოფილვარ... — საჩქაროდ დავუქნიე თავი დამამტკიცებელი საბუთის მსგავსად რომ მართალს იძახდა, - კარგი, მორჩა შეეშვი მას, სხვა რამეზე ვილაპარაკოთ, — მიაკრო საფეთქელზე ტუჩები, - თბილისში მივდივარ ხვალ, ერთი დღით იმავე დღეს ჩამოვალ ან მომდევნო დღეს და იცოდე.... - რა აჩოტებს აბარებ— ნათიას კი გაეცინა, მაგრამ თაიას ისე გადაუვიდა მძვინვარების ფერები სახეზე შესამჩნევად წამოიწია სხეულიდან, - დამშვიდდი,— დასწია უკან აჩიმ, - მართლა რანაირად იქცევი გოგო შენ? — იკითხა აბესაძისთვის მშვიდად, - მეწყინა, რომ მოხვედი და არ მნახე — გამოსწია ქვედატუჩი ცრუდ ნაწყენმა აბესაძემ - მოსულიყავი და გენახე მერე — აღარ დაფიქრებულა ნათია, წაიწია წინ ჩამოდგა გოდუაძის წინ და ფეხისწვერებზე აიწია მამკაცის გადასაკოცნელად. ისე გასწია უკან თაიამ აჩი, თითქოს ხიფათისგან იცავდა მის უკან ამომდგარს, - მეტიც არ მინდა! გეგაც აღარ გყოფნის შენ? — დასძინა გადაეფარა აჩის უკმაყოფილოდ გადავხედე ამ უკანასკნელს, - რას მიყურებ? — დამიბრიალა თვალები, გაოგნებული შევცქეროდი ამ ცვალებადს - აჩი მომაშორე თორე ერთმანეთზე გადავაბამ ახლა ამათ — დავსძინე ყელში ამოსულმა, გადავხედე მძვინვარედ გოგონებს - დაიშალეთ! ახლავე!, ბავშვებო სახლებში! — გადავხედე მაყურებლებს, გავიშვირე მათი სახლისკენ მიმავალი გზისაკენ საჩვენებელი თითი, - არ მინდა შესვლა ჯერ — გამიპროტესტა გეგას მიხუტებულმა - კიდევაც შეხვალ! და კიდევაც დაიძინებ! — ჩავჭიდე მკლავში ხელი და ისე მოვუჭირე რაც ძალა და ღონე მქონდა. ტკივილისგან დამანჭული მოშორდა გეგას ნათია, დაჰყვა ჩემს მძვინვარებას დაემშვიდობა ყველას და მდორე ნაბიჯებით გალასლასდა, - ანამ დაძაბა... - მოისვენე აჩი თორე ნახე დაძაბვა შენ მერე, აღარ შემიძლია მთელი საღამო კინკლაობენ, განსატვირთად გამოვედი და ამათმა ტვინი ამხადეს. შებრძანდი ქალბატონო სახლში! — ავუწიე ტონს და თითით ვანიშნე სახლისაკენ, ამოიხვნეშა მხოლოდ მოშორდა გოდუაძეს და დიდი ნაბიჯებით გაგვშორდა, - არ აწყენინო გოგო - ხმა! — დავუყვავე, - შენი ატრუებულია! - მე რა შუაში ვარ? — შეიცხადა გოდუაძემ სიცილით და თაიას გაჰყვა. დავაკვირდი ჩუმად ჩაფიქრებული მართლა ხომ არ ეწყინა... მივუტრიალდი დარჩენილს გეგას, მოცინარ ბაგეებზე დავაკვირდი ერთბაშად რომ ამიკიაფა ძარღვებში ცეცხლი... - რას მიყურებ? მიბრძანდი სადაც მიდიოდი... — გავიშვირე თითი გზისკენ და მასაც ისევე უხეშად ვუთხარი, როგორც მანამდე ყველას, ჩაავლო ჩემს ყელსახვევს ხელი სიცილით მიმიზიდა თავისკენ - რატომ მეჩხუბები? - ნერვები მაქვს მოშლილი, ჯერ ყველაფერი უცნაური ჩვენ უნდა გადაგვხდეს თავს, ამას მივეჩვიე თითქმის და ახლა აღარც ისვენებენ. აქ დასასვენებლად ჩამოვედი და ლამისაა ჭკუიდან გადავიდე, ყველაფერი მღლის, მძაბავს... მთრგუნავს, დავიღალე.... — დავიწყე წუწუნი და კვნესა, ვერც გავიაზრე ამ წუწუნში, როგორ მიმიხუტა მკერდზე, გაუაზრებლად მოვხვიე მეც ხელები და წამით მასში ვეძიე ის სიმშვიდე, რომელსაც ვნატრობდი, - მე შენ ასე სუსტი არ მახსოვხარ, - შენთან არ ვაპირებდი მეჩვენებინა, როგორ ვტიროდი ღამე იმიტომ რომ ყველაფერს თავზე მახურავდნენ, - მგონი დღემდე შემოგრჩა ძველებური შიში არა? - არა! ან რას გულისხმობ? - ჯერ ისევ ჯიუტობ, - არაფერსაც არ ვჯიუტობ... ნერვებს ნუ მიშლი - დამშვიდდი, ნუ მცემ... — გაეცინა გაშალა ხელები დანებების ნიშნად მოვშორდი მაშინვე, დავარტყი მხარზე ხელი და წასვლაც დავაპირე, - მოითმინეთ გეთაყვა — დასძინა მომღიმარმა, გავხედე შევათვალიერე ალმაცერად, - იქნებ ჩემი ნივთი დამიბრუნოთ, — გამიცინა ყურებამდე, წუწუნიც არ დამიწყია ისე შევიხსენი ყელსახვევი, მასთან დავბრუნდი და შორი მანძილიდან ჩავუდე უხეშად ნაჭერი ხელში. ნაჭერთან ერთად დაიჭირა ჩემი ხელიც, - გამიშვი! მივდივარ... — ამაოდ დავიწუწუნე, მცირე მანძილებით დამქაჩა და ნელ-ნელა მიმიზიდა თავისკენ, მივაჭირე მეკრდზე ხელები მას შემდეგ რაც წელზე მომხვია ხელი, - რას აკეთებ, ხელახლა გინდა საჭორაო გავხდეთ? - აბა აღარ გეშინოდა? - შიში რა შუაშია სირცხვილია, —უხერხულად ავწრიალდი მის მკლავებში, - გეგას გოგო გეგასთანაა, რა არის საჭორაო, - სერიოზულად მეკითხები? — თავი დამიქნია მხოლოდ, - სულ რომ ცოლ-ქმარი ვიყოთ ძვირფასო ისე კულტურულად გაგვჭორავენ და გამოგვლანძღავენ ვერ აგიღწერ, - მაშინ მოეშვი ამ ხალხის საშველი არ ყოფილა, — დაიწია ჩემსკენ საკოცნელად სწრაფად დავწიე თავი უკან, შევაჩერდი მგზნებარედ - გეგა! - გისმენ, - რას მისმენ გამიშვი — ავწრიალდი ისევ, - როდის უნდა წამოხვიდე? — მკითხა - მალევე. გამიშვი, - კარგი, შენ იცი რომ სიგარეტი გვიან გვიან უფრო მძაფრდება და გინდება? მერე გადუნებს , გაღიზიანებს ეს სურვილი.... - შენ უკვე წარმატებით გადალახე ეგ პერიოდი ძვირფასო, — გავეკრიჭე და ამაოდ ვცადე მისი მარწუხებიდან დახსნა, ათამაშებდა თითებს ჩემ წელზე და დახრილი მიყურებდა თვალებში, - შემეშვი, - სამუდამოდ? - გეგა! — საყვედურად დავსძინე - გისმენ... - რას მისმენ? ნერვებს მიშლი, წადი უკვე, რას დაეჩვიე ამ შუაღამით სიარულს, - ნუ ნერვიულობ პატარავ, არსად გადავიჩეხები, და თუ გადავიჩეხები შენც დაისვენებ და მეც, — არც დავფიქრებულვარ ისე გავარტყი სილა, - ნუ მირტყამ, — უკმაყოფილოდ დამხედა - ასეთ სისულელეს კიდევ იტყვი და ჩემი ხელით გაგწიწკნი, - რა აგრესიული ხარ... — ახარხარდა მოულოდნელად, მოწყვეტით დამეკონა ბაგეებზე და ხელი მიშვა, - მიბრძანდი ქალბატონო გზა ხსნილი გაქვს, - წესიერად იარე... - როგორც მიბრძანებ გეთაყვა... — ჩამიკრა თვალი და დამაკვირდა წასულს... .... დღეები ისე ანაცვლებდნენ ერთმანეთს, როგორც ზღვაში ზღვის ტალღები ერთმანეთს... ვიწვოდი! ეკიდა ცეცხლი ჩემს მთელ შიგნეულობას... მონატრების ცეცხლი. ვუყურებდი აჩისა და თაიას, მათ სასიამოვნოდ განვითარებულ ურთიერთობას, რომელიც სასიკეთოდ მიიწევდა წინ მხოლოდ. ვუყურებდი აღტაცებითა და მგზნებარებით ამ ორ ერთმანეთზე დაინტერესებულ პიროვნებას. დღითი დღე იზრდებოდა მათი ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, უერთმანეთოდ გაძლების პრობლემა, თბილი დამოკიდებულება, თვალებში აკიაფებული ცეცხლი და ძლიერი ნაპერწკალი... რომელსაც სიყვარული ერქვა.... ეჩვეოდა თაია ასევე გოდუაძის თბილ, ტკბილ ოჯახს, რომელმაც ისევე მიიღო ეს უკანასკნელი, როგორც რძალი, როგორც შვილი... გადიოდა დღეები შრომასა და მარტოობაშიც კი. იღვიძებდა ჩემში რაღაც უკმაყოფილებისა და ეჭვიანობის ნამცეცებიც, გოდუაძე არა ჩემთვის არამედ თაიასთვის მოდიოდა ჩემს სახლში, ვუყურებდი ბედნიერ თაიას, რომლის მიზეზიც გოდუაძე იყო და ფიქრობდა მხოლოდ მასზე, ვუყურებდი მათ და განვიცდიდი მარტოობას, რაც ძალზედ მაბოროტებდა... .... - სად მიდიხარ? — ვიკითხე მკაცრად - აჩისთან გავალ... - ისევ? — ჩამეცინა უკმაყოფილოდ, ირონიულად და უილაჯოდ მივწექი საწოლზე - ისევ? ჰო თუნდაც ისევ მერე რა? — გაკვირვებით მომიტრიალდა სარკეში მდგომი ჩემს ცინიკურ პასუხზე, - არაფერი, წადი... ვიფიქრე იქნებ ერთი საღამო მაინც გაძლებდით უერთმანეთოდ, მაგრამ შევცდი... — ჩავიღიმე სარკაზმულად - რატომ ლაპარაკობ ასე? — შეჩერდა გოგო სრულად, გაყარა ნივთები ხელიდან, ერთბაშად მელანქოლიამ შეიპყრო, - გაწყენინე? — დამისვა კითხვა გადიდებული თვალებითა და წყლიანი მზერით, - არაფერი! წადი... — გადავბრუნდი და უბრალოდ დავიძინე, რამდენი კითხვა დამისვა, მეხვეწა ხმა გამეცა მისთვის, ვიძინებ-მეთქი დავსძინე და მის არცერთ სიტყვაზე არ გამიხედავს მისკენ, არცერთ ხვეწნაზე რომ ხმა გამეცა, ზურგი ვაქციე და დავხუჭე თვალები.... .... მეორე დღეს, გავდიგამოვდიოდი ოთახში, ვალაგებდი მაგიდას და იშვიათად მოვკრავდი ყურს, ხმამაღალზე მომღერალ ტელევიზორს. უხასიათოდ დავდიოდი ოთახში, რადგან თაიაც არ მეგულებოდა სახლში... დამყვებოდა ბებიაჩემის თვალები ამას ვგრძნობდი, მაგრამ ვერ ბედავდა იმ კითხვის დასმას, რომელიც რამდენჯერმე წამოიწყო სცადა ეთქვა და შეჩერდა.... - ბებო ნათია ხომ არ გინახავს? — ხმაზე კარებშივე შევჩერდი დავხედე ინტერესით, მგზნებარედ ათრთოლებულს, - არ მინახავს ეს დღეებია, — მანიშნა მასთან ჩამოვმჯდარიყავი, მის ნებას დავყევი, დავუჯექი გვერდით, გადააგორა ქალმა დიდი ნერწყვი ყელში, - მთელი სოფელი ლაპარაკობს მაგ გოგოზე, როგორი ცანცარა ყოფილა, - რა ვუყო მე ვერ შევცვლი, - ხათუნა ცდილობსო გაურიგოს გეგაო, გაიგებდი შენც — გამეცინა, ინსტიქტურად შევხედე, დავაკვირდი ანერვიულებულს, ათრთოლებულს, თუ როგორ უჭირდა ამ თემაზე საუბარი, - საინტერესო ამბებია... მერე? — მივუტრიალდი დავხედე მზაკვრულად - შენი ჩამოსვლის დღიდან გეგაზე ლაპარაკობენ რავარი ბიჭიაო... - ჰო ორი სახლი აქვს ქალაქშიო... კომპანიის დამფუძნებელი გახდაო და მისი წამართვისთვის შრომობსო... ძვირადღირებული მანქანა ჰყავსო... სახლ-კარს ურემონტებს მშობლებსო, კაცი არ სჯობიაო..... კიდევ? კიდევ რას იძახიან ბებია? — ურცხვად ჩავეჭერი საუბარში. ვერ ვიაზრებდი, თუ როგორ მოეცვა კაეშანსა და მძვინვარებას გული, ბრაზით მევსებოდა სხეული და ისე მაწვებოდა გულზე თითქოს ახლა ყველანაირ ბრაზს ამოვანთხევდი რაც წლების დაგროვილი იყო - არ მინდა, რომ მათ შორის რამე მოხდეს... მალა რომ შეუყვარდეს ი ბიჭს მერე რა იქნება? - მერე შეყვარებული იქნება.... ახლა რატომ ფიქრობ ამაზე ბებია? - მერე შენ? - მე?.. რა მე? - რომ გიყვარს? - ახლა მიყვარს?.. — გავოგნდი, მივიბჯინე გულზე ხელი - ამდენი ხნის მერე? მაშინ შემიყვარდა, როცა ფული აქვს, სახლი და კომპანია აქვს? ახლა შემიყვარდა ბებია?.. მაშინ არ მიყვარდა, როცა მიშლიდი მასთან სიახლოვეს? რომ მჭორავდით მთელი სოფელი?.. მაშინ არ მიყვარდა, უსაყვარლესი გლეხის უქონარი შვილი, რომ იყო?! ახლა ნუღა ღელავ ახლა, თავისუფალი კაცია! ვისთანაც ენდომება მასთან იქნება, თუ უნდა ნათიასთან და თუ უნდა ლელასთან და თუ უნდა ჟოზეფინასთან!.. ნუღა ღელავ ბებია, დიდი ხნის წინ ვუთხარი მე მას უარი, დიდი ხნის წინ დავაჭირე ფეხი! არ გაგიკვირდება კიდევ რომ შემომხედოს? მე მიკვირს რომ არ ვეზიზღები, რომ ცუდად არ ხდება ჩემი დანახვისას, ვერ წარმოიდგენ, როგორ ვტკენდი და ვაწვალებდი, ვერც ვუშვებდი და არც ახლოს მომყავდა, გალიაში შებოჭილი მყავდა მხოლოდ და ვპირდებოდი სიკვდილს, მაგრამ საკანიდან არ გამომყავდა... ნუ განიკითხავ შენ, მოეშვი... და დატკბი, როგორ ეპრანჭება ნათია... — ეს უხეში მძვინვარებისგან მგზნებარე ხმა, ზედმეტად ემოციური გამოდგა მისთვის, აუტყდა ტირილი ქალს, ამოუჯდა გული და დაწყნარებაც კი აღარ შეეძლო, - არ მეგონა ამდენი ხანი თუ გასტანდა... მეგონა მორჩებოდა მალევე, დაგავიწყდებოდათ ერთმანეთი, რა ვქნა შვილო, გამოვლილი, რომ მქონდა გაჭირვება არ მინოდა იგივე გამოგეარა შენც, იგივე წვალება და ტანჯვა... - რატომ მიყვებოდი მის ოჯახზე ცუდ ისტორიებს? რატომ ამბობდი რომ ცუდი ჩამომავლობა აქვს? - ძალიან ჯიუტი იყავი.... - შეგეწყოთ ბებია ხელი!.. შეგეწყოთ და რა იცი იქნებ ახლა ერთად ვყოფილიყავით? ბედნიერები... და გაჭირვებისთვისაც დაგვეღწია თავი, მაგრამ შენ ჩვენზე არა შენ შენზე ფიქრობდი, რომ მოგეჭრებოდა თავი, მეზობლებში თავს ვერ გამოყოფდი, ასე იყო სამწუხაროდ... ახლა კი ნუ გაქვს პრეტენზიები! კარგი?! ახლა ნუ გინდა რომ ვიყოთ ერთად, მაშინ, როდესაც ნამდვილად შენ შეგვიშალე ხელი. არ გაბრალებ! მაპატიე! ჩემი ბრალი იყო! მე დავაშავე, მე უარვყავი გრძნობები მე ჩამოვიშორე, შენ არაფერ შუაში ხარ... ჩემი მწირი გაურკვეველი გრძნობების გამო დავისაჯე... ნუღა ტირიხარ ბებია, წარსულს არ უნდა მისტიროდე... დამშვიდდი და დაისვენე... — შევწმინდე ცრემლები, ჩანჩქერივით რომ სდიოდა ცისფერი თვალებიდან, - ნუ ტირიხარ! — დავსძინე - ღმერთო შენ მაპატიე — ამოიტირა ხმამაღლა. მაშინ შემეშინდა.., შემეშინდა რომ ცუდად არ გამხდარიყო, მისი ნერვიულობასაც პიკს მიეღწია, სუნთქვა უჭირდა ქალს. სასწრაფოდ მივაწოდე ინჰალატორი, დაიხმარა მართლაც, - დამშვიდდი არ ღირს ნერვიულობად, რომ იტირებ ერთად ვიქნებით? თუ წარსულ გააქრობ? მორჩი და დაისვენე, - ღმერთო მომკალი.... — ამოიღო გაჭირვებით ხმა - რას ლაპარაკობ?!, ნუ გამაბრაზებ ახლა, ყველაფერი რიგზეა! დამშვიდდი არ ვბრაზობ, ასე იყო საჭირო ალბათ, ნუ ნერვიულობ - რაღა ვქნა..., რაღა ვქნა დედაა... — დაგვტიროდა ცოცხლებს - კარგი! ნუ დასტირი ცოცხალ ხალხს, ნურც შენ ნერვიულობ, — მოვეხვიე, დავუსვი ზურგზე ხელი და მის ძლიერ ჩასუნთქვებსა და ჰაერის უკმარისობაზე შიშის ციება მივლიდა. ქალი გულის შეტევას გადაურჩა ახლა კი ნერვიულობისგან, რომ რამე მოსვლოდა მართლაც ხომ ვერასდროს ვაპატიებდი თავს, - ბებია მორჩი! ნუ ტირიხარ! გეგას ნათია არასდროს არ შეუყვარდება! ნათია გეგას ნორმებში არაფრით არ ჯდება, ერთი რამითაც კი... დამშვიდდი და ნუ იხდი თავს ცუდად, დაბნეული ვცდილობდი მის ნუგეშს, თუმცა თითქოს აზრიც კი არ ჰქონდა, ის ტიროდა და ტიროდა... .... - გისმენთ... მობეზრებულად დავწვდი ტელეფონს, რომელიც დიდი ხანი იყო უყურადღებოდ ბზუოდა, - გამარჯობა ანა... როგორ ხარ? დაძაბული სიტყვები გაჟღერდა, "ყურმილში" ნაცნობი ადამიანის ხმით, - ნორმალურად კოსტა თავად? — ურეაქციოდ გავეცი კაცს პასუხი, მართლაც არანაირი რეაქცია აღარ მქონია მის ხმაზე, მის მოკრძალებულ ტონზე - ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, სიმართლე გითხრა ეს გეგას იდეა იყო... გთხოვ უარს ნუ მეტყვი, - ასე წინასწარ ვერ გეტყვი, გისმენ... — აღარც კი მიფიქრია უარზე მას შემდეგ რაც კი გეგას იდეაზე მოვისმინე, უბრალოდ მოუთმენლად ველოდი მის შემოთავაზებას, - კომპანიის გასავრცელებლად და გასაცნობად სახეები გვყავს, მოდელები და გვჭირდება პროფესიონალი, ვინც საუკეთესოდ გადაუღებს ჩვენს გოგონებს რეკლამისთვის. შენ ამაში საუკეთესო ხარ ნამდვილად და იქნებ გამონახო დრო?.. — ვედრებასავით ჩამესმა მამაკაცის ბოლო სიტყვები, - მართლა გვჭირდება, რა თქმა უნდა ეს ჩვეულებრივ დახმარება არა საქმიანი გარიგება და ჩვეულებრივ სამსახურის თემაზე მინდა რომ მოხვიდე... — დავიბენი თითქოს რთულ საქმეს მთავაზობდნენ, ვდუმდი წამით, რაღაც ამოუცნობმა შიშის გრძნობამაც დამიარა წამით, თუმცა გონებამ სწრაფადვე ჩაანაცვლა დამცველობითი ფუნქციით ხიდაშელის არსებობა... - როდის? - ზეგ... - მოგწერ რაც დამჭირდება... - კეთილი, მადლობა ანა!.. .... მე კი იმ დღესვე დავუბრუნდი ბიურგერულ ცხოვრებას, თითქოს ამ დღეში ჩავტოვე სოფლის გრილი სუფთა ჰაერი, იქაური მშვიდი გარემო. ქალაქი ძალზედ განსხვავებული იყო, თითქოს აქ მზეც კი არაორდინალურად ანათებდა, გარდა იმისა რომ აქ სიკვდილამდე ცხელოდა... ხმაური, უამრავი შენობები, მანქანების საცობები, ხალხი აყალმაყალი და სრული არეულობა. როგორი არსასიამოვნო იყო ეს ყოველივე "სოფლელისთვის" უსიამოვნოდ დავძრწოდი ქუჩებში, თითქოს შეჩვევას ვცდილობდი. მარტო სიარულიც კი არ მბეზრდებოდა, საჭიროებისამებრ შევიძინე ახალი სამოსი. ეს ცხადი იყო, დახვეწილი და მშვენიერ სამოსს ვეძებდი, განა ვინ არ იცოდა ვის ვეპრანჭებოდი... .... ვიდექი კამერით ხელში დიდ დარბაზში სადაც საჭიროებისამებრ მოწყობილი კომფორტული გარემო დამხვდა, დივანი შესასვენებლად, ხილის ასორტი, ყავა და ცივი წვენიც განსატვირთად. ველოდებოდით მე და ბატონი ოთარი, რომელიც ჩემი თანაშემწე იყო, გოგონებს, მანამ კი ყველაფერს ვამოწმებდი. მოვაწესრიგე არეალი, თეთრი ფონი, შემაღლებული სკამიც და ზედმეტი სხივებიც ჩამოვაშორე მთავარ წერტილს. ველოდი მათ და არა მხოლოდ მათ... ველოდი ხიდაშელს, რომელიც აუცილებლად დაინტერესდებოდა პროცესით. თვალს არ მაშორებდა კონსტანტინე, თუ კი რამეს ვისურვებდი, ჯინივით წამებში გამიჩენდა ადგილზე... დაგვიანებით, თუმცა შემოვიდა კარში, ორი ნაცნობი გოგონა, რომელთა სახელებიც ჩემს გონებას აქამდე არ დაუმახსოვრებია... - დააგვიანეთ! — გადავხედე მკაცრად, ორივეს, რაც ძალზედ გაუკვირდათ. მათ ჯერ ისიც კი არ იცოდნენ, როგორი სიმკაცრე მოელოდათ წინ. მოუწევდათ ჩემი პრეტენზიების მოსმენა, თუკი რამეს ვერ შეასრულებდნენ, ჩემი სიმკაცრისა და სერიოზულობის ხილვა, რადგან როცა ჩემს პროფესიასა და საქმეს ეხებოდა ეს ყოველივე, არ შემეძლო არასერიოზულად მივდგომოდი... - გვაპატიე რაა... - ვეჭვობ მეორედ უბრალოდ ჩაგანაცვლებთ! არ დავაკელი მის ირონიას მჭახე ტონი. ვგრძნობდი კონსტანტინეს გაოცებულ მზერასაც პარალელურად, რომელიც ასეთ მკაცრსა და მომთხოვნს სულ არ მიცნობდა... - ყელსახვევი მოიხსენი, - რატომ? ლამაზია.. - გითხარი მოიხსენი-მეთქი და თუ უბრალოდ მსგავსად შეპასუხებას აპირებ ახლავე დატოვე ოთახი! —ვანიშნე კარისკენ, ავუწიე ტონს და ვანიშნე, რომ აქ გასართობად არ იყო... იმ წამსვე შემოაღო კარი ხიდაშელმა, ინტერესით მოგვავლო თვალი ხალხს, მოგვესალმა და მათთან მივარდნილ გოგონებს დახედა მშვიდად. საყვედურებიც მოვისმინე ჩემზე იმ წამსვე ენა რომ საჩქაროდ მიუტანეს ხიდაშელს, - დადგებით თუ გაბრძანდებით? — გავიმეორე მკაცრად, ერთბაშად მომაპყრეს მზერა, - მომისმინეთ, აქ თუ საჭორაოდ და გასართობად ხართ მოსულები ძალიან ცდებით! თქვენ დევნას არ ვაპირებ, ჩამოგაცვამ ამ კამერას თავზე და მერე უღეთ ერთმანეთს! რომელ ეთიკურ ნორმებში ჯდება ასეთი დაბალი დონის საქციელები?! უკვე ვეღარ ვიგებ უფროსია თუ კაცი გამოძახებით! ღმერთო ჩემო!..— მე კი ვბრაზობდი შემეკრა კოპენი მძვინვარებისგან, სწრაფად დავაყარე სეტყვასავით სიტყვები, მაგრამ ოთარის ფხუკუნზე მას რომ გადავხედე უნებურად გამეცინა - ნუ დამცინით, მართლა გაურკვევლობაში ვარ! სიცილით გადავიწიე თმა და გოგონებს ვუბიძგე... .... - სამი, ორი, ერთი! ვიღებ... - სამი, ორი, ერთი! ვიღებ... მაქსიმალურად ვცდილობდი ფოტოს სიზუსტესა და იდეალურობას, ვუღებდი, როგორც მე ასევე ოთარი სხვა კუთხიდან, ყოველ ჯერზე ვცდილობდი ახალ-ახალი და მარტივი პოზა მეჩვენებინა მათთვის, - ვერონიკა მომისმინე! ნუ იძაბები ძალიან არარეალური ხარ და ნუ ცდილობ ზედმეტად სექსუალური გამოჩნდე, ბუნებრივი ფოტოები გვჭირდება! მოეშვი ცოტა, როგორც გეუბნები ისე გააკეთე და მენდე უფრო მოგეწონება!... ფოკუსი და სიღრმე ფერი და ტონალობა ემოცია და ისტორია დეტალების შემჩნევა დროის შერჩევა – ეს ყველაფერი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო კარგი ფოტოსესიისთვის, ბუნებრიობა განსაკუთრებული, ძალზედ ჩამთრევი იყო ეს საქმიანობა... ვჩხუბობდი გააზრებულად, რადგან მათი აგდებული საქციელები ჩემს სუსტ წერტილს ხვდებოდა... ... - მორჩა! — დავსძინე და ჩავაჩერდი კამერას, მაშინვე აწრიალდნენ, დაღლილები... - ბატონო ოთარ, რას მეტყვით? — გავხედე ინტერესით, - ყველაფერი შესრულებულია, თქვენს გადამოწმებას საჭიროებს მხოლოდ, — გაცისკროვნებული მომიახლოვდა მამაკაცი, - ძალიან კარგი — გავუღიმე და კამერა მივაწოდე. დაღლილი გავსწორდი, კისერი გავავარჯიშე წამით... მოახლოებულს მივაცქერდი გუნაშვილს. აღფრთოვანებული იყო, მიხდიდა მადლიბებსა და მამკობდა უამრავი შექებით, არა მხოლოდ ის, დამსწრე საზოგადოებისგანაც დავიმსახურე მოწონება... გამომეხმაურა ყველა გარდა ერთისა, გარდა იმისა ვისი სიტყვაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა, - რამდენ ხანში დამუშავდება? — მკითხა კონსტანტინემ, - არ დამჭირდება საუკუნე, რადგან რამდენიმე ფოტო გინდათ მხოლოდ, მეც მხოლოდ იმ რამდენიმე საუკეთესოს დაგიმუშავებთ დღესვე, ოთართან ერთად მოგვიანებით დანარჩენს მივხედავ, - საუკეთესო ხარ! — დასძინა და ჩემთვის ყავის შესაკვეთად უმალ გავიდა ოთახიდან. სპორტული შარვალი მეცვა, მენჯები იკავებდა, ზევით კორსეტი ტრაპეციით ჭიპს, რომ ფარავდა, მეც სიმაღლე და ტანიც ხელს მიწყობდა ყოვლითურთ, უბრალო ჩამცულობის მიუხედავად საკმაოდ ვიქცევდი საყოველთაო ყურადღებას... სამსახურისთვის ძალზედ კომფორტული იყო სპორტული სტილი... კომფორტი მუშაობისას კი აუცილებელი გახლდათ... იდგნენ გოგონები ხიდაშელის გვერდით, ხან ერთი ჭორაობდა ხან მეორე... - გამოიცვალეთ გოგონებო, — გამოვუცხადე , ვანიშნე კარისკენ. შემომხედეს წამით, დამემორჩილნენ და ოთახიდან უმალ გავიდნენ ვაქციე ზურგი ხიდაშელს და განვაგრძე კისრის ვარჯიშები, - ბატონო ოთარ, რამდენიმე დავამუშაოთ ჯერ, მაგრამ ახლა დაისვენეთ, ყავას არ დალევთ? — გავძახე შორიდან, - არა საღამოს არ ვსვამ — გამიღიმა თბილად, გაოგნებული ვიყავი ამ მამაკაცის საოცარი სითბოთი, აფრქვევდა მხოლოდ სიყვარულსა და პატივისცემას... - როგორი მკაცრი ხარ... — უკნიდან გავიგე ხმა, რომელიც მხოლოდ ჩემს გასაგონად წარმოთქმული იყო, არ გამიხედავს მისკენ გამეღიმა მხოლოდ - და მაინც რას ეძახი სიმკაცრეს? - რატომ გამიქციე გოგონები?.. — მისი სუნთქვაც ვიგრძენი კისერზე, შვტრიალდი მისკენ, ავხედე მძვინვარედ, - ბოდიში მოგიხადო ბატონო გეგა? - რა თქმა უნდა! —გაიღიმა ცბიერად - მუხლებზეც ხომ არ დაგიჩოქო? — შევხედე ირონიულად სათითაოდ თვალებში, - შეგიძლია... - დამელოდე... — მალულად გავუგზავნე ჰაეროვანი კოცნა, ვაქციე ზურგი და ერთი ნაბიჯით ჩამოვშორდი. ვიგრძენი წამით თმაზე შეხება, თუმცა არ შევტრიალებულვარ მისკენ, - თუ შეიძლება ზედმეტად ნუ შეიმჩნევ ნაცნობობას ბ-გეგა, აქ ჯერ ერთმანეთისთვის უცხოები ვართ,—გვერდულად გავხედე, - უცხო, რომელიც ჩემს თანამშრომლებზე ეჭვიანობს? — სიცილზე ჩამოვუდექი წინ - რადგან უბრალოდ გამოსაცვლელად გავუშვი იმას არ ნიშნავს, რომ ვეჭვიანობ! რაც გინდათ ის ქენით ბატონო გეგა... - თავისუფალ ნებას მაძლევ? - და ვინ ვარ რომ რამე დაგიშალოთ? მივიწიე მისკენ ისევე, როგორც ის ჩემსკენ, ლამის სახეზე შევეხე, - გეგას გოგო ხარ!... — დაიხარა ჩემსკენ საკოცნელად, გველნაკბენივით, რომ გავხტი უკან აუტყდა სიცილი, სწრაფად მიმოვიხედე ირგვლივ, ერთბაშად აგვარიდეს თვალი ყოველმა მათგანმა ვინც კი ოთახში იყო, - ჩემს შებმას არ გირჩევნია საქმეს მიხედო? — გადახლართა მკლავები ერთმანეთში თითქოს გაბრაზებულმა და წარმოთქვა ხმამაღლა ბოროტულად - ჰმ—ჩამეცინა ხმამაღლა - დიდი ხანია შებმული მყავხარ ბატონო ხიდაშელო— ვუჩურჩულე და ჩავუკარი თვალი, უხერხულად მოვავლე თვალი ხალხს და ვაქციე ზურგი ამ უკანასკნელს - ზოგჯერ მინდება ენა მოგაჭრა,— მომესმა უკნიდან - ხელი არ აგიცდეს ძვირფასო... დავუტოვე სარკაზმული სიტყვები და სრულად ჩამოვშორდი... ..... მოგვიანებით ვიჯექი შეხვედრაზე, უფროსებისა და დირექტორთა სხდომაზე, თავი მეც კომპანიის მეპატრონე მეგონა, თავში ვიჯექი დინჯად და ვისმენდი თითოეულის იდეას... - მეც მაქვს იდეა, თუ რა თქმა უნდა შემიძლია რომ ვთქვა... — სკოლის მოსწავლესავით ავიწიე ხელი, მოვავლე ირგვლივ ინტერესით მომზირალ, გავლენიან მამაკაცებს თვალი... - გისმენთ, რა თქმა უნდა ანა... — საჩქაროდ ჩამეჭრა გუნაშვილი - კარგი იდეა იყო ნამდვილად შეთავაზებებიც, გახსნის ღონისძიების აქცია და მსგავსი რამ, მაგრამ ახლა ის ეტაპია, რომ გვჭირდება უშუალოდ გავაგებინოთ ხალხს თუ რა სარგებელს მოუტანს ეს ფილიალები მათ... სოციალურ გვერდებზე გვჭირდება ვიზუალურად ძლიერი პოსტები, ისეთი მოკლე ვიდეოები რითაც ხალხს გადავცემთ უშუალოდ რა არის აქ საინტერესო... ამას თან უნდა დავურთოთ; მაგალითად,: ინფლუენსერებთან და ბლოგერებთან თანამშრომლობა კარგი ვარიანტია, თავიანთ აუდიტორიას გააცნობენ ახალ კომპანიას მიავაწოდოთ პროდუქტი ან სერვისი საცდელად — დადონ რეალური გამოხმაურება. ხალხს აინტერესებს ადამიანი და ემოცია იდეის უკან „მე, ანამ, შევქმენი ეს იმიტომ, რომ საქართველოშიც ჰქონოდათ საშუალება მეტი არჩევანის ან სხვა…“ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება დასაწყისისთვის, უბრალოდ მთავარია თითოეული თქვენგანი ჩართული იყოს და ცდილობდეს კომპანიისთვის რეიტინგის აწევას, ეს ფოტოები სარეკლამოდ გამოდგება ბანერებზე თუ აპირებთ მის გამოტანას, სხვა ვარიანტში არ მგონია საინტერესო იყოს... მე დავასრულე... ალბათ ამასობაში მოიფიქრებდით სხვა რამესაც... — გადავხედე თითოეულს, - ძალიან კარგი ხარ! საკმარისიცაა მე ვფიქრობ, ამოწურე ყველანაირი იდეა, დაწყებისთვის, ბავშვივით შემაქო კონსტანტინემ, დამაკვირდა ხიდაშელი თითქოს ეს ყველაფერი თავადაც მშვენივრად იცოდა, მაგრამ მაინც კმაყოფილებით მიცქერდა ფლომასტერით ხელში... .... - საკმარისია, ძალიან კარგი გამოვიდა... ძალიან დაიღალეთ დღეს... — შევახე მცირედ მხარზე ხელი ოთარს - რას ბრძანებთ, დიდი სიამოვნებითა და სიყვარულით... ერთი ჩემ გულში ჩაგახედათ, როგორ მიხარია თქვენს გვერდით მუშაობა და ასეთი იდეალური ნაშრომების მონაწილე, რომ ვარ... — გავუღიმე კაცს პატივისცემითა და ყოვლისმომცველი მზერით - უღრმესი მადლობა, რომ დამეხმარეთ და ასე მაფასებთ, ძალიან მომწონს თქვენი მუშაობა, მასალები და საუკეთესო და დადებითი ემოციების მატარებელი ხართ, დიდი რეკომენდაციები გექნებათ ჩემგან, დამერწმუნეთ...— შევაგებე მის ხელს ხელი, - დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მეტად ნუღარ დაიღლებით ნივთები ჩაალაგეთ და სახლში დაბრუნდით, გაწვალეთ ისედაც დღეს, - კეთილი, რადგან უკვე მოვრჩით წავალ მეც... - რა თქმა უნდა, — გავუღიმე და დიდ ეკრანზე მასალები სრულად ჩავკეცე, - ბატონო გეგა, იმედია ზედმეტად არავინ შეეხება ამ ფაილს და არაფერს გამიფუჭებს, — არც კი გამიხედავს მისკენ ხმამაღლა დავსძინე, მისგან პასუხი არ მსმენია, გავხედე გვიან, გაიღიმა და განაგრძნო საუბარი მამაკაცთან, გადაისვა დაბალ თმაზე ხელი და მეც კმაყოფილი დავაკვირდი მის მკლავზე მოხვეულ ნაჭერს, ერთბაშად დათარეშობდნენ ჩემს სხეულში პეპლები, მის ხელზე ჩემი ყელსახვევის დანახვისას, გამეღიმა განვაგრძე საქმე... - ბატონო გეგა, დღეს ადრე ვასრულებთ?.. - კი თაკო! - იქნებ სადმე გავიდეთ თანამშრომლები? აგვეღნიშნა ან რამე მსგავსი? - როგორც გინდათ, შეიკრიბეთ... — მშვიდად, დინჯად იძლეოდა პასუხებს ხიდაშელი, მათკენ არ გამიხედავს საქმეში ჩართულს, მესმოდა მათი ბაასი, თუმცა ერთიანად მიკარგავდა მობილიზების უნარს... - თქვენც მინდა რომ წამოხვიდეთ, უთქვენოდ რა აზრი აქვს? - სხვა საქმეები მაქვს, თორე წამოვიდოდი ხომ იცი, - კარგით რა სულ საქმეებიც ხომ არ შეიძლება, ძალიან გაგვიხარდება და თან არ გვინდა რესტორანი ბარში დავსხდეთ სადმე და გავერთოთ — ჩაეცინა გეგას, სწორედ მაშინ გავხედე მოჭუტული გამომცდელი თვალებით, დავაკვირდი მგზნებარედ და ენას ვაჭერდი ძლიერად კბილებს, - საღამოს წავიდეთ თან, დრო გექნებათ წესით, — არ მოეშვა, მის ხელს ჩაფრენოდა, თითქოს ასე დაიყოლიებდა უფროსს, - მოვიფიქრებ... — ღიმილით აართვა ხელი და ჩავლა სცადა, - ისე რა უცნაური ხართ... დააწია სიტყვები - უცნაური რატომ? — ადგილზევე შედგა გულწრფელად დაინტერესებული, მე კი თითებში დაჭიმულობას ვგრძნობდი, ეს ხანგრძლივი დიალოგი უსიამოვნებას იწვევდა ჩემში და ის ფაქტი რომ ამ გოგონამ შეძლო ხიდაშელის დაინტერესება და მის კითხვებში ჩათრევა, სრულად მაგიჟებდა, - ჰმმ, წარმოიდგინე, ბარში წასვლა შემოგთავაზე გოგომ და შენ ამბობ რომ დაფიქრება გჭირდება — შეისწორა თმა სიტყვების ავტორმა, ვუსმენდი მძვინვარებითა და მგზნებარებით, როგორ? წეღან თუ უფროსი იყო ასე უცებ შენობით მიმართვაზე, როგორ ინაცვლა? სრულად დავანებე თავი ნოუთბუქს, წამოვდექი უმალ, სწორედ იმ წამს დარეკა ჩემმა ტელეფონმა, ეს ჩემთვის ძალზედ საჭიროც კი იყო ახლა, ერთბაშად ამოვაცურე ჯიბიდან ტელეფონი, ნაცნობ ნომერზე გამეღიმა და იქვე ვუპასუხე საყოველთაოდ, - გისმენ ნიკა... — ჩემი ხმა მხიარული და სასიამოვნოც კი იყო, არ შემიხედავს არავისთვის, მაგრამ შეუძლებელი იყო არ მეგრძნო ეს განსაკუთრებული ჭაობისფერი მზერა იმ წამსვე, - ძალიან დაღლილი ვარ, შენ როგორ ხარ? — თანდათან წავედი კარისკენ საუბარით, სახეზე მრავალი მიმიკებითა და ემოციებით შესამჩნევად - ჰო, როგორ დაიღლებოდი... —ჩავილაპარაკე დანანებით - კი, მაპატიე, ვეღარ მოგწერე... გამოვაღე კარი, გავედი უმალ და სანამ კი გავიკეტავდი შევაჩერდი ხიდაშელს, დაჟინებით რომ მაცქერდებოდა, - მცალია, გავიდეთ... — დავაყოლე და ჩავუკარი თვალი მხოლოდ მის დასანახად, გავუღიმე მცირედ და ერთბაშად გავიკეტე კარები. მიხაროდა, სწორ დროს დარეკა ნიკამ და ზუსტად მომენტის შესაფერისი კითხვები დასვა, კმაყოფილმა განვაგრძე საუბარი მასთან, მაგრამ ზომიერი დროით. ზარი რომ გავთიშე გაკვირვებულმა მოვავლე თვალი ადგილს, ცოტა შორს გამოვსულიყავი, საუბარში, კიბეების თავზე შემომდგარი მოაჯირთან ახლოს გადავყურებდი ქვედა ორ სართულს... სწრაფად დავბრუნდი დარბაზში, ჩავალაგე ჩანთაში ნივთები, მეც და მანამ კარისკენ წავიდოდი შემაჩერა ბატონმა ოთარმა, ჩვეული ღიმილითა და აკაშკაშებული თვალებით, ხელში გამომიწოდა რამდენიმე მყარი ფოტოების ქაღალდი, ისევ სუფთა თეთრი მხრით, გაკვირვებულმა შევხედე - ეს ჩემგან სამახსოვროდ,მინდა, რომ გქონდეთ ჩემი გადაღებული რაიმე.., საჩუქრად ჩათვალეთ, ამ ეტაპზე მიხარია, რიმ ვიმუშავე თქვენთან, რომ ამისრულეთ სურვილი და იმედია კიდევ შევხვდებით, მინდა გითხრა რომ შენ "მოწყვეტილი ვარსკვლავი ხარ,.. ციდან, რომელიც ჩვენ, ადამიანების გასაბრწყინებლად ჩამოვარდა დედამიწაზე"... — გამიღიმა უკანასკნელად, ფართოდ ყურებამდე... დამიკრა თავი მეამბორა ხელის ზურგზე და აღარ მოუსმენია ჩემთვის... თავად წავიდა პირველი. გაკვირვებულმა მიმოვიხედე, არც გეგა ჩანდა დარბაზში... დავხედე მგზნებარებითა და ღელვით მყარ ქაღალდებს, მდორედ ამოვატრიალე და სუნთქვა შევწყვიტე... დავაკვირდი ფოტოებს, განსაკუთრებულსა და ულამაზესს... და ისევ იზრუნა კაცმა ჩემთვის. წრთად ყოფნის 4 წლის მანძილზე მე არასდროს გადამიღია მასთან ფოტო... არასდრის მქონია ხიდაშელთან ფოტო რომ მოსაგონებლად დამეხედა ხოლმე... ოთარმა კი ჩემი ოცნებები აასრულა, გვიან მაგრამ უბედნიერესად... ვუყურებდი ფოტოს ღელვით ნახევარი საათის უკან მოესწრო მამაკაცს სამახსოვრო ხატების შექმნა ჩემთვის... პირველ ფოტოში შევცქერი გეგას ბრაზით დაბერილი ტუჩებითა და აფახუნებული წამწამებით, მასთან რამდენიმე მილიმეტრით დაშორებული მქონდა სახე, თითქოს ვიწვევდი ამ უკანასკნელს გაბრაზების ფონზე, მას კი ღიმილი დასთამაშებდა ბაგეებზე, ჯიბეებში ჩაეწყო ხელები, ეს ფოტოც ისეთი ბუნებრივი და ლამაზი იყო თითქოს დადგმული და ზუსტი კუთხიდან მომზადებული კამერა გვაფიქსირებდა... ხელების კანკალით ამოვაცურე შემდეგი ფოტო, გეგასგან ზურგით, წინ გადმოყრილ თმის ბოლოებს ვისწორებ... გვერდზე ვიყურები, კმაყოფილი მზერით ათრთოლებული, განსაკუთრებულად მოვარდისფრო ბაგეები ოდნავ დამეშორებინა ერთმანეთისთვის. იდგა ჩემს უკან ხიდაშელი... ნაჭერ მოხვეულ ხელში მოეთავსებინა ჩემი გრძელი თმა დაბლა დახრილი თვალებით ჩაერგო ცხვირი თმაში, თითქოს მართლაც სასიცოცხლოდ დასჭირდა იასამნის გრილი, რბილი, უცნაურად სასიამოვნო სურნელით აევსო ფილტვები... ეს რაკურსი, ფოტოს პორტრეტი, განათება დაბურვა... სიგიჟე იყო... ერთობ საოცრად მგზნებარეს ხდიდა ფოტოს, თითქოს გეგას ემოციები განვიცადე ერთბაშად, მისი სიამოვნება იმ წამს... ღრმად სუნთქვისგან ადი ჩამიოდა მკერდი, სირცხვილისგან ამწითლებოდა ლოყები, ვხურდი თითქოს ცეცხლი მეკიდა, თითქოს ამ ქიმიასა და მგზნებარებას ყველა განიცდიდა, ხედავდა ისევე, როგორც ახლა მე... ამოვაცურე შემდეგი ფოტო, წამოვიკივლე ლამის, მიმოვიხედე შიშით თითქოს მათაც დაენახათ ფოტო, დავმალე სასაცილოდ... ოხ ეს ფოტოები, ფოტოზე მილიმეტრი აშორებს გეგას ტუჩებს ჩემს ბაგეებამდე, თითქოს წინააღმდეგობასაც კი არ ვუწევდი, მოსწრებული იყო ფოტო სანამ თავს უხერხულად დავწევდი, ღიმილი გადაკროდა სახეზე ხიდაშელს, ვნებით აევსო მზერა რომელიც ჩემს ტუჩებს ეთმობოდა და თითქოს ამ სურათის გაგრძელებაც ვნებიანი კოცნით დასრულდებოდა, სიკვდილამდე შემრცხვა, შემრცხვა თავად ოთარის, რომელიც ამ ფაქტებს შეესწრო, რომელიც რაღაცას ხვდებოდა და ამას მხოლოდ ფოტოებში გადმოსცემდა... ვსუნთქავდი ღრმად, სირცხვილისგან დაბნეული... უკნიდან წელზე თითის ჩხვლეტა, რომ ვიგრძენი შევკრთი, გავხედე ელვისებურად გოგოს, - რა გჭირს? გეძახით... - გისმენთ... მაპატიე —ავაცეცე დაბნეულმა თვალები - ფოტოებს ხომ ჩაგვიგდებ? - კი, კი ჩაგიგდებთ... ახლა კი უნდა წავიდე, —დავსძინე დავემშვიდობე ყველას და დიდი ნაბიჯებით წავედი კარისკენ, თითქოს ვინმე წამართმევდა ამ ფოტოებს და სირცხვილისგან დავიფერფლებოდი... გულზე მიხუტებული ფოტოებით გავედი კარში სახელურისკენ შევტრიალდი ისე მოვიხურე კარები ცხვირწინ, უკვე დაკეტილს ღრმად სუნთქვით მივადე შუბლი, თითქოს ხიფათს გამოვშორდი ახლა კი შემეძლო დავმტკბარიყავი ამ "ხედით" მარტო ნავზე მყოფი.... - რას მალავ? — ხმაზე შიშისგან შევხტი, არც გამიხედავს ხიდაშელისკენ, მედგა უკან, ზევიდან დამცქეროდა შავი ღრუბელივით, ძლივს გადავაგორე ყელში ნერწყვი... ამოვიხვნეშე, ფრთხილად მივტრიალდი მისკენ, - და რა უნდა დავმალო?.. ხომ შეგიძლია ასე მოჩვენებასავით არ დამადგე ხოლმე? - შენც ხო შეგიძლია ერთხელ მაინც გამოხვიდე კარიდან ადამიანურად? - ნერვებს მიშლი! - მართლა?.. და მანდ რა გაქვს? ჩამავლო დამალულ მკლავში ხელი მიმიზიდა თავისკენ, - ხელი გამიშვი! რა შენი საქმეა? საჩხუბრად ამენთო თვალები მაშინვე, - ანა ნუ დაიგრძელე ენა, - თორე? - თორე დავამოკლებ! - მოჭრას ხოარ მიპირებ? - არა მოჭმას! - ფუ გაეთრიე! — უხეშად ვკარი ხელი როცა სიცილი დაიწყო და ვეცადე სრულად დამეღწია მისგან თავი, - რას მალავ-მეთქი! - გეგა! პირადია იქნებ?! გამიშვი თორე დამაგვიანდება - არ დაგაგვიანდება მოიცდის! - ვერ მოიც... მოიცადე ვინ? — გაოგნებულმა ავხედე და ჩამოვდექი მის წინ, ხელები ჩვრებივით დავიყარე გვერდებზე და შევაჩერდი ინტერესით - ნიკუშას... - აჰ, როგორი ყურადღებიანი ყოფილხარ.... მე არ მიყვარს როცა ვინმეს ვალოდინებ.... — ისე ახარხარდა მთელი კომპანია მისმა ხმამ მოიცვა, იცინოდა გულიანად, ანათებდა მისი ჰოლივუდური ღიმილით და ისეთი მიმზიდველი და ჩამთრევი იყო იმ წამს, ძლივს შევიკავე თავი არ მივშტერებოდი ამ დახვეწილსა და მიმზიდველს, რომელთან კამათიც კი სიამოვნებას მგვრიდა, - კარგი გოგო ხარ გამაცინე...— დაწყნარდა, ბავშვივით გადამისვა თავზე ხელი, პასუხად დავემანჭე მხოლოდ, - არ მახსოვს რამე დროულად გაგეკეთებინოს, - ნერვებს მიშლი, - შენ ტლიკინებ! - ნუ მაიძულებ! - მოისვენე! - შენთვითონ მოისვენე გეგა... - ანა-მეთქი! - გეგა-მეთქი! - ნუ მიწვევ! - თორე რას იზამ მცემ? - ანა!.. - გეგა!.. — და გაეცინა, ისევ ჩვეულად ჩაეცინა თბილად დაწყნარებულმა და გამხიარულებულმა, - სახლში წადი, — დასძინა - ჯერ არ მცალია, ნიკა უნდა ვნახო... - რა დროს ნიკაა ანა?! ბრაზი შეეტყო, - დამშვიდდი ძვირფასო ბარში არ წავალთ, გოგოებთან ან ბიჭებთან ერთად, კაფეში დავსხდებით სადმე... არა შეიძლება გავისეირნოთ მხოლოდ,— გადაკვრითა და ნამიოკებით გავუღიმე დავუსვი მხარზე ხელი, - მე სხვა ვარ, - მე ანა ვარ... - მორჩი ეჭვიანობებს, - მე არ ვეჭვიანობ... შენს ყოფილებზე, - ნუ ფიქრობ, რომ მე ვეჭვიანობ!... დავემანჭე პასუხად, ჩამავლო წელზე ხელი, მიმიზიდა უხეშად თავისკენ, - შენ მაშინაც კი ვერაფერი გაბედე მაგასთან, შეყვარებული რომ ერქვა... მე შენზე არასდროს მიეჭვიანია ძვირფასო... მხოლოდ ერთი მძულდა... — მოიწია ჩემსკენ, ყურთან მომიახლოვა ტუჩები - მაგიჟებდა სხვა რომ გეხებოდა! გიახლოვდებოდა და რომ გიყურებდნენ ეგეც კი მაღიზიანებდა! ისე ჩამჩურჩულა მთელი სხეული დამეხორკლა, ბუსუსებმა მოიცვა თითოეული წერტილი, - ამ ჯერად მჯერა ნიკასი, მისი დამოკიდებულების, მისი კაცობის მჯერა... მიბრძანდი ქალბატონო, გზა ხსნილია.... მიშვა ხელი და გადაიწია გვერდით, სწრაფად ვცადე ჩამევლო გვერდი - შშშშ — მიიქცია ისევ ჩემი ყურადღება, - მაგრამ თუ ზედმეტად შეგეხება, ხელის მოხვევა და მსგავსი სი*ობები... თითებს მოვამტვრევ! გამიღიმა და მძვინვარედ გაქცეულს კმაყოფილი მზერა გამაყოლა... ვლანძღავდი მთელი გზა ხისთავიან ხიდაშელს, ვერ გამეგო მისი ცვალებადობის, ხან როგორი იყო ხან როგორი, თითქოს ორი ბუნება არსებობდა მასში, ხან ერთს ეღვიძა ხან კი მეორეს... .... 22 ივლისი - თაია სად ხარ! დილიდანვე მხოლოდ მისი სახელის ძახილი ისმოდა სახლში, დავბორგავდი, დავლასლასებდი, ვყვიროდი ისე თითქოს ეს უკანასკნელი ჩემს ხმას საიდანმე გაიგებდა... - სულ შენს ძებნაში როგორ უნდა ვიყო! გავკიოდი გამაყრუებლად.... ...... იაკობსი, კარამელ ლატე, სამი კუბი შაქარი, შესქელებული რძე, შოკოლადი... წვრილი ჯოხით მოვურიე, ზომიერად დიდ ჭიქას და ხმაურზე სწრაფად გავხედე კარებში შემოსულ გოგოს აბურდული თმით... - სად ხარ რომ გირეკავ? ტელეფონი რისთვის გაქვს?! — მაშინვე პრეტენზიები წამოვუჭერი, ის კი საქმიანად შემოსული ჩამოჯდა სამზარეულოს ბართან, - გამარჯობა ანა! დაიწუწუნა, უთუოდ ხასიათ წამხდარმა და მანიშნა ყავაზე. შევტრიალდი მისთვისაც დავიწყე მომზადება, - რა ხასიათზე ხარ? რა არი ეს? ვუსაყვედურე ისევ, - აჩის ხელში კიდე კარგად ვარ, - რას აბრალებ აჩის? — ინტრიგას აყოლილმა გავხედე ინტერესით, - ნერვები მომიშალა და მაგიტო არ ვპასუხობდი, გუშინ სახლშიც არ მოსულა დილას მოვიდა იმის მაგივრად რომ წესიერად აეხსნა პრეტენზიები გამოთქვა, - არ მჯერა, აჩი და პრეტენზიები? — ერთბაშად მეცვალა ხასიათი, ავხარხარდი უმალ - წარმოიდგინე, შუა ღამეს სახლში არ მოდის და რომელი ნორმალური ადამიანი იფიქრებს რამეს? - ეჭვიანობ ცუნცულ? — ავუთამაშე წარბები, - ვეჭვიანობ? უკაცრავად? ვინმემ რომ რამე მითხრას პასუხს წესიერად ვერ გავცემ დანიშნული ვართქო უნდა ვუთხრა, - ნიშნობის ბეჭედი არ გაქ რა დანიშნული ხარ, - რას არ მაქ?! — ამიწია ცხვირწინ ხელი თითზე ლამაზი დიდ თვლიანი ბრილიანტის ბეჭედი წამოეცვა, გაკვირვებისგან დავაღე პირი, წავავლე მის თითებს ხელი და გამადიდებელი შუშასავით დავაკვირდი, - რანაირად ეს? როგორ? როდის? - სანამ წამოვიდოდით, დედამთილმა მისცა აჩის, რომ ჩემთვის გაეკეთებინა, მისი ნიშნობის ბეჭედი ყოფილა, მეცვალა მიმიკები, სიხარულისგან, - როგორ მიყვარს ეგ ქალი, საოცარი ადამიანია, და თან როგორ მოგერგო? — ავკისკისდი ბედნიერებისგან - დიახ ასე რომ კანონიერად თუ არა პირობითად აჩის საცოლე მქვია და კეთილი ინებოს ახსნა განმარტებით იაროს, ან დარეკოს და გამაფრთხილოს მთელი ღამე გავათენე ნერვიულობისგან — სასაცილოდ იქნევდა ხელებს - და შენ დაგერეკა... - მე? მე რატომ უნდა დამერეკა ვითომ? თავად მიდიოდა და დაერეკა თურმე ყველაფერი ფარისევლობით ყოფილა სულ არ ღელავს ჩემზე - თაია სულ გააფრინე შენ ამ მოტაცების მერე, ჩემ ბიჭს ნუ აბრალებ რაღაცეებს, - შენ ბიჭს? და თან ნუ ვაბრალებ? ანუ კაი! ოკ! ეგ არი რაა!.... ამიტომ არ უნდა მიქარო დაქალის ახლობელთან, — აწუწუნდა და წინ ჩამოდგმული ყავა მაშინვე მოსვა - ისე, გახსოვს? ბავშვობაში იძახდი ჩემი დაქალის ძმაკაცი როგორ უნდა შემიყვარდეს, გული მერევა ეგეთ რამეებზეო, მახსოვს როგორ იგლიჯავდი ფრთებს, ჩვენი დაქალის, მარის ბიძაშვილს რომ მოვწონდი. ლამის ჭკუიდან გადახვედი, არადა გაფრთხილებდი ნუ ლაპარაკობ მასე არ იცი ხვალ რა მოხდება-მეთქი არაო, კატეგორიულად განაცხადე, მე არასდროს არ შემიყვარდება დაქალის ძმაკაციო.... ახლა ჩემი რძალი გქვია... ხარხარითა და ხასიათით ჩამოვურაკრაკე, წარსულის მისი წიკები. სასაცილოდ დაიმორცხა, პიმიდორივით აწითლა - ჰო... ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... მასე შენც ეუბნებოდი გეგას ბავშვობაში და უკლავდი იმედებს, მე შენ არასდროს შემიყვარდებიო და ახლა რომ წავიდეს თან გაყვები... - მერე რა? — ავიჩეჩე კრეჭვით მხრები, მოვსვი ყავა - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება... — გავიმეორე და ერთხმად სიცილით მოვსვით ყავა.... .... 24 ივლისი ემოციებთან ბრძოლით გამეტარებინა მთელი დღე, რაღაც უცნობი კაეშანი მოსდებოდა გულს, გაურკვეველი წუხილი დათარეშობდა ჩემს გულში. ძლიერი მონატრება, წყენა და გაურკვევლობა დათარეშობდა, რაც ანდამატივით იზიდავდა დარდსა და წუხილს... საღამო იყო, უკვე ბნელოდა. დაქროდა ძლიერი ქარი. ღია ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი გავყურებდი ჩემს ეზოს, ვათვალიერებდი ისევ და ისევ ჩემს საჩუქარ ფოტოებს, ღიმილით. დავშტერებოდი ორად ორს, წვეულებაზე ჩემ წელზე რომ ეკიდა ხელი, მის ნათქვამ სამომავლო გეგმებზე რომ ვიცინოდით ორივე, შევცქეროდი გვერდულად ნამდვილი სიცილითა და თვალებიც კი განსაკუთრებულად ასხივებდა. მიყვარდა ეს ფოტო თავის რეალურობით, სილამაზითა და ძლიერი ქიმიით რაც მაყურებლის მთელ სხეულსაც კი მოიცავდა, მეორეში ჩემსკენ დახრილს სულ მილიმეტრები აშორებს ჩემ ტუჩებამდე, ღიმილი უკრთის სახეზე და ვნებითა და წყურვილით აცქედება ჩემს ტუჩებს... - ანაა, დეე, გამოდი... სტუმრები გვყავს... შორიდან ჩამესმა დედაჩემის კმაყოფილი ხმა, ნაჩქარევად რომ წამოიძახა, ჩამოვედი მაშინვე ფოტოები ფანჯრის რაფაზე დავდე და საჩქაროდ გავედი ოთახიდან. საპატიო, ძალზედ საოცარი ოჯახი გვესტუმრა. ჩვენც დიდი სიყვარულით დავხვდით მხიარულებითა და სიამოვნებით გავაწყეთ რამდენიმე ხანში სუფრა და სიმღერების ჩართვის შემდეგ, მამაკაცებმაც ქეიფიც წამოიწყეს... გვიან დაგვტოვეს სტუმრებმა, მამაჩემიც საკმაოდ ნასვამი დატოვეს. მიყვარდა ეს უკანასკნელი რომ ნასვამი იყო, მიყვარდა მასთან საუბარი მისი მოსმენა მიყვარდა, მისი ძლიერი სითბო მიყვარდა რომ დალევდა. ავალაგეთ მაგიდა, ვაწესრიგებდით სახლს, თითქმის ყველაფერი კარგად იყო, ჭურჭელს ვრეცხავდი, ის ის იყო დავასრულე დედაჩემის მკაცრი ხმა რომ ჩამესმა... გაკვირვებით დავუგდე ყური რომ გაემეორებინა, არც კი ვიცოდი თუ რა დავაშავე... - ანა! — გაიმეორა ქალმა და მეც დაბნეული შევედი ოთახში, შევიყინე ადგილზე, დავაშტერდი მამაჩემის ხელებში მოთავსებულ ფოტოებს და შევაჩერდი დედაჩემს... ვდუმდით წამით, ჩემგან ელოდნენ ახსნა განმარტებას, - რა არის ეს? - ფოტოები... — დავიჩურჩულე დაძაბულმა, - და რა ხდება? რა წვეულებებია? რა სიახლივეებია? რა ხდება აქ? რატო არაფერი არ ვიცი?! — აუწია ტონს და მეც ერთიანად გამიარა ზარმა სხეულში, ისე ვნერვიულობდი თითქოს იარაღის ცივი ლულა მედო შუბლზე, მამაჩემი კი უბრალოდ დუმდა, დასცქეროდა ფოტოებს, - აგიხსნი, არ დავოჯახებულვარ დამშვიდდი, ეს უბრალოდ.... - რა უბრალოდ?.. უბრალოდ წინასწარი ფოტოებია სანამ გეძგერებოდნენ? - დედა! არავის უკოცნიააა! უბრალოდ ფოტოში ჩანს ეგრე! - რას მელაპარაკები და სად დაძვრები? მაშინ როცა მგონია რომ სამუშაოდ ხარ... - დედა! სამუშაოდ ვარ! — გამოვცერი კბილებში და მაგიდას დავეყრდენი - როგორი საოცარი სამსახურია და იქნებ ახსნა ვინ არის ეს ბიჭი! - დედა... — აართვა მამას ერთი ფოტო და დააჩერდა წამით, ეტყობოდა მოსწონდა კიდეც ფოტოზე გამოსახული მამაკაცი, მაგრამ ბრაზს, რომელიც არ ცოდნის გამო მძვინვარებდა, ვერაფრით მალავდა, - რატო გიყურებს ასე? - მამა ყველაფერს აგიხსნი... — ჩამოვუჯექი დადუმებულს წინ და ხელები დავაწყე მაგიდაზე, - ესაა ის ხიდაშელი? — დამისვა კითხვა ამ უკანასკნელმა, ლამის ენა გადავყლაპე, ისე ავნერვიულდი, მან იცნო, მიხვდა მისი ვინაობა, - დიახ, — დავიჩურჩულე და თავი დავწიე, - აგიხსნით, გეფიცებით ცუდი არაფერი გამიკეთებია... - ეს ბიჭია გეგა? — დაიჩურჩულა ქალმა, სწრაფად დავუქნიე თავი, - იმ დღეს უფროსმა მოგიყვანა... ანუ იმ დღეს გეგა გედგა გვერდით? — დავუქნიე ისევ თავი - ანუ გეგა არი კომპანიის უფროსი? - კი დედა და არა ვიღაც ბაბუა,—მივუტრიალდი მამას თითქოს ურეაქციოთ იჯდა, მაგრამ ერთი ცეცხლი ტრიალებდა მის სხეულში, თვალები ყველაფერს ამბობენ, დაბნეული და ნაწყენიც კი იყო. დავიწყე მოყოლა, ვუყვებოდი ჯერ კიდევ იქიდან როცა გავიცანი, როგორ გავიცანი, მას მერე როგორი ურთიერთობა გვქონდა, არაფერი დამიმალავს, ყველაფერს ვუყვებოდი - აქამდე არასდროს მაინტერესებდა ბიჭები, მეტიც მაღიზიანებდნენ ხოლმე რო მიყურებდნენ მომშტერებოდნენ და არავისთან ერთად გავდიოდი, ყველასთან თავს შორს ვიჭერდი, ახლოს არ მივდიოდი შებოჭილი ვიყავი ხოლმე, გეგასთან პირიქით, თითს არ მადებდა, ზედმეტი არასდრო უკადრებია არც ხორციელ ვნებაში ჩაფლულიყო და მიყურებდა მხოლოდ ადამიანურად, სიყვარულით და პატივისცემით, როგორ არ გითხრა რომ ამას ვაფასებდი და მომწონდა... მე ხომ თავისუფალი ვიყავი მასთან....— ვუყვებოდი ყველაფერს, ბებიას წიკებს, რომელიც მას სმენოდა, რადგან ბევრჯერ დაურეკავს ბევრჯერ საშინელებები უთქვამს მამაჩემისთვის, მშობლებიც მიუხედავად იმისა, რომ არასდროს არაფერს მიშლიდნენ, არ აუკრძალავთ მასთან ურთიერთობა, მაგრამ მათაც კი უთქვამთ, რომ არ ღირდა, რადგან ძალიან რთული ცხოვრება მელოდა წინ და არ ვემეტებოდი.... ისინი მშობლები არიან, რა თქმა უნდა კარგი უნდოდათ, მაგრამ იმ დროს მათ არ იცოდნენ რა იყო კარგი, ფული თუ სული, ისინი არ იცნობდნენ გეგას როგორც პიროვნებას... მოვუყევი რომ წავიდა ჩემს გამო, მოვუყევი წინა საღამოც სანამ წავიდოდა, მოვუყევი ბებიაჩემის ყველა სიტყვა რის გამოც გეგას მიმართ სიახლოვის მეშინოდა, მიკანკალებდა თითები და ვძრწოდი ადგილზე, ვცდილობდი არ მეტირა, რადგან იმდენი წელი მარტო ვიყავი მის გარეშე, მტკიოდა ძლიერად, მენატრებოდა სიკვდილამდე და ის არც კი ვიცოდი სად იყო. მისმენდნენ ჩუმად, არ მაწყვეტინებდნენ, დედაჩემს ტირილიც დაეწყო, მოკლედ მოვუყევი, როგორ ვიყავი გეგას წასვლის შემდეგ. შემდეგ კი მისი გამოჩენის დღე მოვყევი, ჩვენი დასაწყისის ურთიერთობა მოვყევი, ვყვებოდი ზღაპარივით ამ ყველაფერს, თითქოს უკვე შეგუებული, მოვყევი წვეულებაც გადაღებაც და მოვედი დღევანდელ დღემდე მართალია არ მომიყოლია რა მოხდა წვეულების დღეს, ან რა მოხდა პირველად საპირფარეშოში, ან მანქანაში, მხოლოდ მოკლედ ... ვერაფერდ ვამჩნევდი მამაჩემს არანაირი ემოცია არ ემჩნეოდა - აი ეს ფოტო, ზუსტად მაგ დროს გადაღებულია აქ რაღაც სისულელე მითხრა აღარ მახსოვს, მაგიტომ ვიცინით. აქ კიდევ არ უკოცნია, ჩემს გასაბრაზებლად გადმოიწია, ფოტოში სხვანაირად ჩანს მაგრამ ამ დროს უკან დავიწიე, აქ უბრალოდ ვბრაზობდი, რადგან მოდელები ვინც გვყავდნენ ძაან ზედმეტად ეპრანჭებოდნენ და საქმეზე უყურადღებოები იყვნენ რაც მე არ მჭირდებოდა, აი ამ ფოტოში კონსტანტინეცაა.... — ყველა ფოტო ავხსენი, თითქოს თავს ვიმართლებდი, სწორედ ნელ-ნელა მოაწვა მამას გაღიზიანება სინანული, წაუხდა კაცს ხასიათი, ეცვალა მზერა წყენით, რიდით და ძლიერი კაეშანით, გაწია მამამ ფოტოები და ჩარგო ხელებში თავი... - რატომ..... არ ვიცოდი? — დასვა კითხვა, გამაჟრიალა ისე ავნერვიულდი, მგზნებარებისგან შევიშლებოდი, - მამა... - მე რატომ არ მომიყევი მაშინ? ბებიაშენს რატო უსმენდი მაშინ?! რატო არ წამოხვედი? - რომ მოგიყვათ თქვენც ისეთივე რეაქცია გქონდათ თითქმის როგორიც მას - მე ეს არ ვიცოდი, თურმე ჩემი გოგო, ჩემი პატარა.... ვაიმეე... — ჩარგო ხელებში თავი ისევ. ხმა დაებრიცა თითქოს სატირლად მეც ამიყოლია ამ უკანასკნელმა, მისი სინანული მომედო მეც და მომაწვა ყელში უზარმაზარი ბურთი თითქოს, - მამა არაუშავს, - რო გეთქვა, აგეხსნა, მე შენ სიტყვებს არ გადავახტებოდი, ხო იცი? ხო იცოდი,? ყველანაირად გვერდში დაგიდგებოდით, ჩემი პატარა, ჩემი ჩურჩუტი.... მამა.... — მიმწია თავისკენ მომისვა უხეში ხელები სახეზე, - მამა, როგორ გიტანჯია მააა — ჩამიკრა გულში ჩამოუგორდა ცრემლები სახეზე, ჩუმად ვიწმენდი ცრემლებს, მასთან ერთად ძლიერად რომ ამჩუყებოდა გული, - სად იყო მამაშენი მაგ დროს? რატო არ იცოდა?!, რატო ვერ შეატყო შვილს, დაღლა.... - მამაჩემი მაგ დროს წელებზე იდგავდა ფეხს ისე მუშაობდა!, რომ არაფერი მომკლებოდა, - არა მაა, არა, ეს რა მესმის ესს რატო გავიგე ახლა, ხომ მოგეშველებოდით, არ დაგტოვებდით, ისევ ისე ვიმუშავებდი, როგორ შეგეშინდა? როგორ გაუშვი მამი?, როგორ დაინატნჯე ჩემო პატარა, - ბებია გაგიჟდებოდა არ მინდოდა ჩემს გამო რამე მოსვლოდა, - ვაიმეეე..... — ამოიგმინა კაცმა და ისე ძლიერად მიმიხუტა სუნთქვა შემეკვრა. დაბნეული იყო, ისეთი დაბნეული და გულ ნატკენი, ვერაფერს ამბობდა. ვერ ფიქრობდა ახლა წარსულზე, როგორ ელაპარაკა, როგორ გადაეჭრა ეს საკითხი, ის ხომ იმ დროშივე ჩარჩენილიყო, - დასრულდა ის დღეები მამა, მორჩა, კარგიც კი იყო მისი წასვლა, ბებია მიხვდა რომ არ აკეთებდა სწორს, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჩვენც გავიზარდეთ, ის წარმატებულია, უკვე შეძლებული და მოთხოვნადია, მეც გავიზარდე და შეიძლება იშვიათად გავდივარ სამსახურში იმიტომ რომ ჩემს მენეჯერს გავუბრაზდი და აღარ მივდივარ, მაგრამ, ახლა ასეა... - ძლიერი ვაჟკაცი ყოფილა, წავიდა მაგრამ ტყუილად არ წავიდა. მე რომ მცოდნოდა რომ გიყვარდა მაა... რომ მცოდნოდა რომ ასე ძალიან გიყვარდათ ერთმანეთი.... როგორ გეტყოდი? ცუდს როგორ გეტყოდი, შენ რა გგონია მე და დედაშენი თბილისში რომ ჩამოვედით გვქონდა რამე? ერთი რკინის კრუშკა გვქონდა მარტო და პლედი, არაფერი სხვა ჩვენ არ გვქონია, ნულიდან დავიწყეთ, ვიქირავეთ სახლი შენ პატარა მყავდი, სამუშაო არ იყო, სვარკის ელექტროდებს ვაბარებდი რითითაც ვმუშაობდი რო სახლში პური მომეტანა, მეორე დღეს ისევ უნდა მეყიდა, მაგრამ იმ ღამეს ხო უნდა გვეჭამა? სამგან ვმუშაობდი, ვერ გაქცევდი ყურადღებას, მაგრამ გვჭირდებოდა! სკოლაში შედიოდი, რითი წახვიდოდი თუ არაფერი გვექნებოდა?, ნულიდან მოვედით აქამდე მა, ახლა შეილება მდიდრები არ ვართ მაგრამ, ის მცირედი რაც გინდა გვაქვს და გქონდა, შეილება 300 ლარიანი ფეხსაცმელი არ გეცვა მაგრამ თუ მოგინდებოდა თუ შენ მეტყოდი რომ გინდოდა გიყიდდი. შენნაირი შვილი არავის არ ყავს, მემაყაყები , ჩემი პატარა ჩურჩუტი ხარ! ჩემი ძლიერი გოგო ხარ!, გენაცვალოს მამა! შენთვის მხოლოდ საუკეთესო რომ მინდოდა, შენთვის რომ ვწვალობდი, არ მინდოდა იგივე გაგემეორებინა აქ რომ გადმოვედით, გახსოვს ალბათ როგორი ტყეღრე იყო, დედაშენი თხრიდა ეკალ ბარდებს ხელით მეშოკებით გამქონდა ნაგავი, სახლში რომ შემოვედი პირველ დღეს, იატაკი ჩამიტყდა შიგნით ჩაყევი, კედლები არ იყო, გახსოვს როგორი ტყეში მიტოვებულ სახლს გავდა? - კი ისიც მახსოვს აქ ახლო მახლოს რომ არ დადიოდნენ, საშიში დასანახი იყო და მოჩვენებები არიანო, ღობე არ ჰქონდა და ეს მიჩვეული ხალხი დედაჩემი ნაწვალებ ნატანჯ დასუფთავებულ ეზოში ისევ ნაგავს ყრიდა, საშინელება იყო! თქვენ ყველაზე ძლიერები ხართ! არც კი მინდა იმ დანარჩენის გახსენება რაც გამოიარეთ არც მინდა წარმოდგენა ნუ ამატირებთ... - ძლიერი გოგო ხარ მამი, ძლიერ კაცთან უნდა იყო, მე მომწონს შენი არჩევანი, მე ვაფასებ მის მოთმინებას, საქციელებს, იმას ვაფასებ ეს ერთი ქალიშვილი რომ არ მომტაცა. აი მაშინ მეტად დავაფასებ თუ საბოლოოდ არ მომტაცებს, თუ მოვა და ჩემგან ითხოვს შენ ხელს, რატომ არ გამაცანი? რატო არ ვიცნობ? - მამააა რომელ გაცნობაზეა საუბარი სიყვარულიც კი არ დამიდასტურებია, არ მითქვამს მიყვარხარ-მეთქი, - ვაიმეე — ახარხარდა ამდენი ხნის მერე - რას ელოდები მამა? სხვას როდის მოიყვანს? - არ მოიყვანს სად 9 წელი მელოდა იქ ცოტახანიც მელოდოს, - ჰაჩიკოა მამა? ნუ გადარევ, ნუ გადააფიქრებინებ შენ სიყვარულს, მე აქ ვბრაზობდი რატო ვერ ეყო კაცობა არ მოვიდა ჩემთან-მეთქი... - რატო მოვა ჯერ შენი გოგო ვერ დაითანხმა... ჩავეჭერი და ავხარხარდი მასთან ერთად, - მალე მამა მალე, გავიცნო, გავიგო ვიზეა შეყვარებული ჩემი შვილი თავისი ნახევარი ცხოვრება, უნდა გავიგო ვინ არის ის ვაჟკაცი, გალიაში რო ჩამისვა ჩემი ბეღურა, - გაიგებ მამა გაიგებ, შევგულიანდი და თითქოს ფრთები გამეშალა, ეს დრო იყო. ეს ნიშნავდა რომ უკვე დრო იყო, საბოლოოდ ხმამაღლა- ამომეთქვა იმ ძლიერი სიყვარულის შესახებ ჩემში რომ ცხოვრობდა, დამალული გეგას გამოეღვიძებინა წლების უკან და მე ისევ საკანში გამომეკეტა.... ....... 1 აგვისტო საღამო ხანი იყო, მაღალ ქუსლიანებზე შევმდგარიყავი, შავი დახვეწილი კაბა ჩამეცვა წვივებამდე, წელში გამოყვანილი, თმა გამეშალა და მივაბიჯებდი უკვე დიდ დარბაზში. თითქოს უკვე მიჩვეული ვიყავი კონსტანტინესგან წვეულებებზე დაპატიჟებას, მაგრამ ამ დღეს, განსაკუთრებით ბედნიერი მივაბიჯებდი რესტორანში, რადგან ამდენი ხნის უნახავს, მონატრებულს ვნახავდი. ვბრაზობდი სიგიჟემდე, ერთხელ არ გავხსენებივარ არ მოვუკითხივარ არ ვუნახივარ, მაშინებდა ეს თავშეკავებულობა. - ღვთაება მოვიდა! მომაკვდინებლად ლამაზი ხარ ანა, — გადამკოცნა კონსტანტინემ და ირგვლივ რკალად დამდგარი, გავლენიან მამაკაცთა სია ჩამოთვალა, გავიცანი ყველა მცირედ დავუქნიე შორიდან თავი. წვეულება დაწყებული იყო მაგრამ თავად ხიდაშელი არ ჩანდა. ცოტნეს გვერდით ვიჯექი, ეს უკანასკნელი ისეთ ყურადღებას მაქცევდა შემაწუხებელიც კი იყო. დარბაზი სავსე იყო გავლენიანი ხალხით, ქედმაღლური, ამპარტავანი ხალხით, ზევიდან უნდოდა ყველას ყურება, არ ვიცოდი უნდა გამცინებოდა მათზე თუ გავბრაზებულიყავი. არავინ მეკითხებოდა მსურდა თუ არა ცეკვა, გადავდიოდი ხელიდან ხელში, მსურველებიც თითქოს ულევი იყო დარბაზში. ვცეკვავდი ისევ უცხო მამაკაცთან, დაღლილს უკვე ხასიათიც გამფუჭებოდა, ხიდაშელი არსად ჩანდა მე კი მის მოსვლამდე უკვე დაღლილ დაქანცული ვნარნარებდი მამაკაცის წინ. დავძლიე სირცხვილი რთულად და ძალიან გვიან, ბოდიში მოვუხადე მამაკაცს, ადგილისკენ დავიძარი, გვერდი ამიარა ხიდაშელმა, თავისი მოხდენილი ამაყი ნაბიჯებით, ამიჩქარდა გული, გავაყოლე თვალი ამ უკანასკნელს, მაგრამ მის გვერდით რომ ნაცნობი სხეული დავინახე ღელვისა და ბრაზის გრძნობებმა შემბოჭა. ვუყურებდი ნათიას, როგორ მიაბიჯებდა გეგას გვერდით. მათ ვერც კი შემამჩნიეს, მალულად ვუცქერდი. მიესალმა გეგა ნაცნობებს და დაიკავა ადგილი. წასული ჩამოვუჯექი წინ, მივესალმე წყვილს ირონიულად და შევაჩერდი ხიდაშელს, თითქოს ვთხოვდი პასუხს მის საქციელზე, თუ რას ნიშნავდა მის გვერდით ყოფნა, - ანა, აქ რა გინდა? გადამკოცნა ერთბაშად გოგომ, - რას ქვია? ეს ჩემი კომპანიის უმთავრესი გადამრჩენელია, — ჩაეჭრა უმალ კონსტანტინე - აი შენ არასდროს მინახიხარ და რა ხდება? - სტუმრად მოვედი თქვენს კომპანიაში, არ შეიძლება? აიჩეჩა მხრები, ლამის ვმკვახედ ვახალე სიტყვები არ შეიძლება-მეთქი, შევაჩერდი ხიდაშელს მკაცრად და სასმელი მოვსვი, - შეიძლება მაგრამ დაუპატიჟებელ სტუმარს გავხარ, - საკმარისია! ჩემს გვერდით დგას! რაც იმას ნიშნავს რომ ჩემთანაა,— დასძინა მკაცრად აქამდე ჩუმად მყოფმა ხიდაშელმა, უკმაყოფულოდ გადახედა გოგოს და მკაცრი მზერა ესროლა გუნაშვილს. ხმა აღარ ამოუღია იჯდა ჩემს წინ და უსმენდა დანარჩენებს, ვუყურებდი მთელი ის დრო დაჟინებით გეგას, შეისწორებდა ხოლმე თმას მკლავით სადაც ჩემი ყელსახვევი ეკეთა. დამაბრმავებლად მომხიბვლელი იყო იმ დღეს, საოცარ სმოკინგში, გამოწყობილი განსაკუთრებულად სიმპათიური და ეს ჩემი ყელსახვევიც კი უზომოდ უხდებოდა მის სტილს... - ვიცეკოთ, ანა? მიჩურჩულა ცოტნემ – უარს ვეტყოდი რომ არა ხიდაშელის მზერა, წამოვდექი მამაკაცთან ერთად, მაშინვე მომხვია წელზე ხელი, საცეკვაოდ გავედით თუ არა მის წინ ჩამომდგარმა ფრთხილად შევაგებე მის ხელს ხელი, ნაზად დავიწყე რხევა, გვიან მივხვდი რომ საშინელება ჩავიდინე, რომ მივქარე თანხმობისთანავე, ფეხები მტკიოდა... ვსაუბრობდით ცეკვასთან ერთად რაღაც უინტერესოზე, რაღაც ამოუცნობსა და გაურკვეველზე, რომელიც ჩემს გონებამდე ახლოსაც კი არ მოდიოდა, ვუბრუნებდი პასუხებს დაპროგრამებულივით, თან გაუაზრებლად. ჩემი ხედვის არეალიდან არ მოშორებულა ხიდაშელი, ვაკვირდებოდი მის ყოველ საქციელს, ვაკვირდებოდი და ვეძებდი მასში ყურადღებას, რომელსაც დავიმსახურებდი ამდენი დღის შემდეგ, მწყინდა ისე იქცეოდა თითქოს უცნობი ვიყავი მართლაც... გადავედი ხელიდან ხელში... შემდეგ ისევ ხელიდან ხელში, მაბზრიალებდნენ ნივთივით, არავინ ისმენდა ჩემს თხოვნას რომ დავიღალე, ან კი თუ ხელს შემიშვებდნენ ახალი მსურველი ჩნდებოდა, მეც უკვე გაღიზიანებული ვიდექი მამაკაცის წინ... - აშკარად დაიღალე, მიჩურჩულა უცნობმა - სიმართლე რომ გითხრათ ფეხზეც ძლივს ვდგავარ, შევაჩერდი თვალებში, რომელიც ძალიან მაცდური იყო, დამხედა ბაგეებზე კაცმა, გაეღიმა, - მაგრამ აქ ყველას შენთან ცეკვა სურს, ვერავის გაექცევი.., ყოველი მეორე შენზე ჭორაობს - სასაცილო მოსასმენია ბატონო, განა ჩემს მეტი აღარავინაა დარბაზში?! — გამეცინა ირონიულად დავტრიალდი მის მკლავებში, სწორედ მაშინ შევამჩნიე ხიდაშელი ნათიას წინ, ნაზად ირხეოდნენ, - განსხვავებული ხარ! - რითი? — მკვახედ მივახალე გაღიზიანებულმა, - რითი? ყველაფრით... აღნაგობით, დახვეწილი სტილით... გაცვია, როგორც ქალს და არა მიმზიდველ ნაშას, გახედე დანარჩენებს, ყველა გიზიდავს, ყველა შესანიშნავია, გამომწვევი მიმზიდველი, ხელში ჩასაგდები, მაგრამ შენ საინტერესო ხარ! დახვეწილი, ღვთაებრივი, მიმზიდველი ხარ, ყველასთან ცეკვავ არ გინდა რომ ვინმეს აწყენინო მაგრამ თან ახლოს არავის უშვებ, ძლიერი ეშხი გაქვს და ნუ ბრაზობ რომ ყველა ამას გეუბნება, ყველა გეპათხალიმება მაგრამ არავინ ცრუობს... - საინტერესოა რა აინტერესებთ მამაკაცებს - შენ დახვეწილ ვიზუალს ხედავენ ისედაც, ახლა შენი პიროვნებით იხიბლებიან... - მაშ ქალი ამოცანაა, რომელიც უნდა ამოხსნა... მაგრამ თუ ვერ ამოხსნი პრობლემა არ უნდა გქონდეს მასთან, მას არ უნდა დააბრალო, შენი ბრალია თუ ჭკუა არ გყოფნის განტოლების ამოსახსნელად... ახლა კი თქვენის ნებართვით დაგტოვებთ, შევუშვი ხელი, მოვშორდი სრულად და ფეხების ტკივილით გაჭირვებით დავიძარი ადგილისაკენ. წამით მოვავლე ხიდაშელს მზერა. მათ წყვილსა და კიდევ სხვა წყვილს შორის უნდა ჩამევლო, შემეჩეხა კიდევ უცნობი, გადავაქნიე თავი დაღლილმა, სულ ცოტაც და ტირილს დავიწყებდი... გაუსვლელი ადგილი გახდა ჩემთვის, უცნაური ადგილი ოყო ასე მოურიდებლად და თამამად რომ შეეძლო თითოეულს ჩამჭროდა წინ, ტერფები ისე მეწვოდა, მეგონა დიდი წყლულები გამჩენოდა და მასზე ვიდექი, მეღვრებოდა წებოვანი ბლანტი ფეხებში თითქოს და სიარულის საშუალებას არ მაძლევდა, - მაპატიეთ, მართლა ძალიან დავიღალე, ცოტახნით დავისვენებ... გავუღიმე მცირედ შევაჩერდი გეგას, რომელიც მიყურებდა, ვაქციე მას ზურგი, რომ მამაკაცს მცირე დროით გავსაუბრებოდი, - კარგი — გაეცინა - მაპატიეთ დაისვენეთ, რა თქმა უნდა, — გამიღიმა კაცმა ჩავლა დააპირა, წამით გაკვირვებული მზერით მომაჩერდა, ანაზდეულად წაავლეს ჩემს ხელ ხელი, ძლიერი ბიძგით შევტრიალდი მისკენ და ძლიერ სხეულს ძლიერად ავეკარი, მივაწებე ხელი მკერდზე, ცალი ხელი კი ზურგს უკან გაეკავებინა უკვე ნაცნობს, მონატრებულს... ძლიერად ამიკრო ხიდაშელმა სხეულზე ან თითქოს მისგან სადმე გაქცევას ვაპირებდი ისე დაეკავებინა ჩემი ხელი ჩემს ზურგს უკან, შევაჩერდი მძვინვარე მზერით, მაგრამ თან მის გამაბრუებელ საოცარ მონატრებულ სურნელში ვიძირებოდი, კოპებ შეკრულმა ავხედე საყვედურით... - ხელი გამიშვი! დავსძინე მაშინვე, იმდენად ახლოს ვიყავი მასთან მონატრებული გული ერთიანად ძლიერად ჩქროლავდა ალბათ მუსიკა რომ გამოერთოთ მთელი დარბაზი მოისმენდა ჩემი გულის გაფაციცებულ ძლიერ ძგერას. - არ მოგენატრე? — დამხედა ბაგეებზე, მაცდური მზერით, რომელიც ჩემს შეცდენას ნამდვილად ახერხებდა, გაეღიმა მცირედ, - გამიშვი-მეთქი! გვიყურებენ - და მერე რა? მაშინ ვიცეკვოთ გაირხა ჩემთან ერთად, გამინთავისუფლა ხელი, - მეგონა კარგი სმენა გქონდა, გარკვევით ვთქვი რომ დავიღალე და უნდა დავისვენო, - ეგ მას უთხარი და არა მე - და მაშინ შენც გეუბნები! რომ დავიღალე და ხელი გამიშვი, - რატომ ბრაზობ? - საერთოდაც არა! - ალბათ მომეჩვენა რომ, თავზე ცეცხლი გიკიდია მას შემდეგ რაც ნათიაა ჩემს გვერდით, - ვისთან ერთადაც გინდა იმასთან იყავი! ავწრიალდი მის მკლავებში, წასვლა დავაპირე დამაბრუნა ისევ - ჰოდა იმასთან ერთად ვარ ვისთანაც მინდა, მიჩურჩულა ყურთან ხმამაღლა მუსიკის ხმაში, მომიშორა წამით დამატრიალა ნაზად და ახლოს მიწეულმა გადამიწვინა მკლავზე, დავყევი მას, მოვეშვი წამით და ნაზად გადავწექი მის მკლავზე გადმოიწია თავადაც, მოვავლე წამით მის კმაყოფილ მზერას თვალი, დავხუჭე თვალები და ვიგრძენი მისი ბაგეების ხანგრძლივი შეხება ყელზე, მისი ძლიერი მკლავი რომ არა უძალოდ დავეშვებოდი იატაკზე, ნემსკავივით გამოედო გულს რაღაც სასიამოვნო, ერთიანად ჩამეღვარა სასიამოვნო სითხე მუცელში, გავსწორდი თუ არა მოვხვიე კისერზე ხელები, - რატო ვერ ისვენებ? — შევაჩერდი თვალებში, - იმიტომ რომ სიგიჟემდე მომენატრე გადამიწია თმა ყელიდან შემითვალიერა სახის ყველა ნაკვთი, - ვერ დავიჯერებ! როცა ენატრებათ სხვანაირად იქცევიან ხოლმე, — გაეცინა ჩემს სიტყვებზე შემატრიალა, ამიკრო სხეულზე ზურგით, შემიცურა მუცელზე მხურვალე ხელები და ცალ მხარეს მოშიშვლებულ ყელზე მომაკრო ტუჩები, - გეყოფა! გვიყურებენ გეგა! - გვიყურონ! —მომხვია ორივე ხელი წელზე - სხვებისთვის ჩვენ ერთმანეთისთვის უცნობები ვართ - ვიყოთ! - შენი ნათია იეჭვიანებს.... — ანაზდეულად შემიშვა ხელები, თავად შევტრიალდი გაკვირვებული მისკენ, - მოვდივარო მითხრა და უარს ვერ ვეტყოდი, - ჰო, მართალია, საინტერესოა საიდან გაიგო წვეულების შესახებ... ამდენ ხალხში ვიდექით მხოლოდ ჩვენ ერთმანეთის პირისპირ, ცეკვის გარეშე - იქიდან გაიგო რომ შენთან შედარებით ყოველდღე ინტერესდება თუ როგორ ვარ... — გამეცინა მივუახლოვდი, - მართლა? გავიკვირვე, თითქოს მე ვიყავი დამნაშავე იმაში რომ აქამდე ერთმანეთი არ გვენახა, თითქოს ნათიასთან შემადარა, არც თითქოს მან ეს გააკეთა, მეცვალა ცინიკურობით მზერა, ირონიულად შევეხე მკერდზე ნაზად დავუსვი თითები, თავადვე გამაკვირვა ჩემმა საქციელმა, - მაშინ რა პრობლემაა ძვირფასო, ინტერესდებოდეს შენი დღით, — ნელ-ნელა გადავინაცვლე მის გვერდით, ნელი მდორე მოხდენილი ნაბიჯებით უნდა დამერტყა კრუგი მისთვის, თანდათან ნაზად და გამომწვევად ვაყოლებდი მის სხეულს ხელებს, ვეფერებოდი სხეულზე თითებით - როგორ არის გეგა? ჩავჩურჩულე ზურგიდან ერთ მხარეს, დავუსვი კისერზე თითები ნაზად , გადავინაცვლე მეორე მხარზე - ხომ არ გაკოტრდა დღეს? ჩამოვუდექი ნელ-ნელა ისევ წინ, - ხომ ისევ მოთხოვნადია კი მაგრამ? შევიცხადე, შევაჩერდი თვალებში, მოვიზიდე ჩემსკენ ეს უკანასკნელი მისი მაისურით, დახრილი ღიმილით დასცქეროდა ჩემს ბაგეებს, მაგრამ ხვდებოდა თავადაც რომ ახლა მისი სურვილები ვერანაირად ახდებოდა - ამიტომ ბევრი იმუშავე ძვირფასო, ნათიას უყვარს ფულიანი მამაკაცები, ჩავუკარი თვალი და გავშორდი მალევე. ძლივს შევიკავე თავი ტკივილისგან არ დავმანჭულიყავი, სიკვდილამდე მეწვოდა ფეხები, საპირფარეშოში გავედი უმალ, შევაბიჯე თუ არა მაშინვე გავიძრე ფეხსაცმელები. უნებურად დავიგმინე სიამოვნებისა და ტკივილისგან, ცივ იატაკზე შიშველი ფეხის დადგმა ისე მესიამოვნა სუნთქვაც შემეკრა.... სანამ გონზე მოვიდოდი მანამ შემოაღეს კარი ძლიერად, თითქოს ამას მიჩვეულს რეაქციაც კი აღარ მქონია, თუმცა ახლა კარში გეგას მაგივრად, მძვინარედ იდგა ნათია. სუნთქავდა ღრმად კოპებ შეკრული და მკაცრად მაკვირდებოდა, - რა სახე გაქვს? ვკითხე მგზნებარეს, - ანა რამდენის უფლებას აძლევ თავს? თითქოს მშვიდი იყო მისი ტონი მაგრამ, ისე და იმდენად გამაღიზიანებელი, ძლივს შევძელი ემოციების კონტროლი, გამეცინა შევაჩერდი ამ უკანასკნელს, - გაიმეორე! — დავსძინე. ალბათ შემეტყო კიდეც ცვლა, უკან დახევა სცადა, თუმცა სიამაყემ აიძულა გაეგრძელებინა - რამდენის უფლებას აძლევ თავს! ამდენ ხალხში, როგორ შეგიძლია ასეთი ურთიერთობა თანასოფლელთან! ან რამდენის უფლებას აძლევ თავს, მის გვერდით ვდგავარ და რა საქციელები იყო?!. — ტონს აუწია, ალბათ გაუაზრებლადაც, ძრწოდა ადგილზე - რამდენს ბედავ თავად ნათია?! მივარდები საპირფარეშოში და მირჩევ საქმეს იმ ადამიანზე ვინც ჩემი ცხოვრების ნაწილია?! ვისითაც დაიწყო ჩემი ცხოვრება და ვისთან ერთადაც გავიზარდე?! რამდენის უფლებას აძლევ თავს რომ ტონს უწევ ჩემს წინ?! ვინმეში ხოარ გეშლები გოგო? — მძვინვარებამ ისე შემბოჭა გაუაზრებლად დამემკაცრებინა ხმა, მძიმე ნაბიჯები გადავდგი მისკენ, ისიც დაიხა უკან, ზედმეტი რომ რამე ეთქვა, ვერ შევძლებდი კონტროლს, არ ვიქნებოდი პასუხის მგებელი ჩემს საქციელზე - ანა, მომწონს გესმის? არც ისაა გულ გრილი ჩემს მიმართ და რა გინდა რატო ეტენები? თქვენი ურთიერთობა დასრულდა უკვე... დაუთბა ხმა, თითქოს ხვეწნაზეც გადასულიყო, გამაღიზიანებელსა და ამაოზე, - სიკვდილი მოგინდა? თაია ხომ არ გგონივარ ლანძღვით მოვიფხანო გული? რამეზე მიგასრისავ ვფიცავ! ტვინი გაანძრიე გოგო! უთავმოყვარეო ნუ კი ხარ! ერთხელ მაინც გიკითხავს მკლავზე რა უკეთია? გაახილე თვალები! ჰკითხე ვისია ყელსახვევი და ნახე რა მოხდეს! ახლა წამებში აორთქლდი აქედან თორე რამეს მივქარავ! - მის... - აორთქლდი-მეთქი! — ისე ვუღრიალე ყელი ჩამეხა, ხმა არ ამოუღია უმალ გააჭრა გარეთ და კარები ისე გაიკეტა ლამის ჩამოიღო, წამით ვიფიქრე რომ გავყვებოდი და ამ საქციელისთვისაც ცალკე პასუხს მოვთხოვდი, მაგრამ მოვახერხე თავი ხელში ამეყვანა ისევ და ისევ... ბოლთას ვცემდი, ბრაზისგან სისხლი თავში მაწვებოდა, ვბრაზობდი არა ნათიაზე არამედ თავად გეგაზე... როგორც კი დავმშვიდდი ჩვეული მოხდენილი ნაბიჯებითა და სიამაყით გავედი დარბაზში, ღიმილით მივესალმე ქალბატონებს, რომელიც აქამდე არ მენახა და ადგილზე მისული გეგას პირდაპირ, ჩემს ადგილზე ჩამოვჯექი, გავუღიმე ნათიას, ჩავუკარი თვალი და გვერდზე მომჯდარ ცოტნეს გადავხედე ყურადღებით - სად იყავი გეძებე, - ძალიან დავიღალე და ცოტახნით გასული ვიყავი, გავუღიმე შევახე ხელზე ხელი, მადლობის ნიშნად რომ ყურადღება მომაქცია, - თუ რამე დაგჭირდება აქ ვარ, სახლშიც გაგიყვან როცა მოგინდება, — თავადაც მომეფერა ხელზე, მეამბორა ხელის ზურგზე და გაცისკროვნებული თვალებით შემაჩერდა. გავუღიმე მხოლოდ. გავხედე ხიდაშელს, სრულად გამოცალა სასმლის ჭიქა, ცარიელი დააბრუნა მაგიდაზე უხეშად და ბრაზისგან დაეჭიმა ყბები, იმ წუთშიც კი ზედმეტად სიმპათიური იყო... მოვსვი მეც სასმელი, რომელიც ისედაც მომკიდებოდა. შევაჩერდი ნათიას და ვანიშნე გეგას მკლავზე. - გეგა... გახედა რიდით, პირველად ვხედავდი მას მორიდებულსა და კდემამოსილს, მიაქცია ყურადღება მაშინვე, - ძალიან ლამაზია, მიეფერა მკლავზე, იქ სადაც ნაჭერი შემოეხვია გეგას, - ნამდვილად, დაუდასტურა, ალბათ ჰკითხავდა კიდეც რომ არა უცნობი მამაკაცი, ჩაერთო მათ საუბარში, ჰკითხა გეგას რაღაც სასწრაფო და მანაც მასთან გააბა ბაასი.. უსიამოვნოდ მოვავლე თვალი დარბაზს.... მას შემდეგ კიდევ დიდი დრო გასულიყო, მიდიოდა მოსაწყენად წვეულება, ვსვამდი ცოტას, რადგან ხასიათი გამომსწორებოდა მცირედ მაინც. თავბრუსხვევა თავისას შვებოდა მაგივრად ხასიათზე მოსვლისა, მე მხოლოდ ძილი მომერია, წამოვდექი ფეხზე და სწორედ მაშინ ატრიალდა ყველაფერი, თითქოს აქამდე გაუნძრევლობისგან დალაგებული სამყარო ერთბაშად აყირავდა, ვეცადე არ შემემჩნია მაინც ლამაზად, თეძოების რხევით გავედი დარბაზიდან, მუქ ფარდებს იქით გავედი საჩქაროდ აივანზე, იმ წამსვე მომაფხიზლა ძლიერმა ქარმა, ისე ქროდა თითქოს სამყაროს გაწმენდა სურდა სიბოროტისა და უსუფთაობისგან, ცას სქელი ჯანღი გადაკვროდა, გვიანი იყო მაგრამ ახლა ისე ჩამოღამებულიყო, უკუნისამდე, მრუმედ მოჩანდა ირგვლივ ყველაფერი, მხოლოდ რესტორნის მცირე განათებები ანათებდა. ძლიერად აფრიალებდა ქარი ჩემს თმას, სიცივისგან დამეხორკლა მკლავები, თუმცა მსიამოვნებდა კიდეც, თითქოს მაფხიზლებდა, ციდან მსხვილი იშვიათი წვეთები ცვიოდა ალაგ-ალაგ, მეცემოდა მკლავზე იშვიათად მაგრამ სასიამოვნოდ, ვიდექი რამდენიმე წუთი გაუნძრევლად, გამოზაფხიზლებლად, სიცივეც კი მსიამოვნებდა, ვცდილობდი არაფერზე მეფიქრა, ასეც იყო ვუყურებდი ცას მხოლოდ, როგორ მოქუფრულიყო, როგორ ძლიერად ქროდა ქარი თითქოს წუთი წუთზე მეც ამიტაცებდა... - გაცივდები!— ანაზდეულ ხმაზე შიშისგან შევხტი, ცქვიტად გავხედე გამოსულს, მაგრამ უმალ ჩამომშორდა შიში, ჩემს წინ გეგა რომ ჩამოდგა, - მაფხიზლებს, - და რომ გცივა? - არაუშავს... — ვაქციე ზურგი გადავიხედე აივნიდან ისევ, ამეკრო უკიდან, ძლიერად მომხვია ხელები, სიამოვნებისგან დავხუჭე თვალები, ვუშვი ხელები მოაჯირს, მთლიანად ავეკარი ხიდაშელს, მის ცხელ სხეულს ერთბაშად რომ გამათბო, ჩემს ყელში ჩარგო თავად თავი, - დავიღალე — დავიჩურჩულე ისე მივაყრდენი თავი მხარზე, - თან ბევრიც დალიე მგონი, - მგონი? - ყურადღებას არავინ გაქცევდა, რომ დაეშალა შენთვის - მართალი ხარ! ასე უნამუსოდ მარტო ვიყავი დღეს, - გაძლევდი უფლებას დაგელია, რომ ხასიათზე მოსულიყავი და თუ რამე ზედმეტი მოგივიდოდა მე აქ ვიყავი — მომაკრო ყელში ტუჩები, - აქ იყავი ნათიასთვის, - გეყოფაა, მიმატრიალა თავისკენ, მომხვია წელზე ხელები, - რატომ არ გსიამოვნებს სიმართლე? - სისულელე უფრო! რაზე ბრაზობ? აქამდე რომ არ გნახე ან არ მოგწერე? ხომ იცი რომ არ ვაპირებ შენ შეწუხებას მანამდე სანამ შენგან თანხმობა არ მექნება? - რისი თანხმობა გეგაა? შემაწუხე-მეთქი?! - არა პატარავ, შენთან ყოფნის ნებართვა, - და თუ მაგის უფლებას არ გაძლევ ახლა რა უფლებით მეკრობი? - შენთვითონ მეკრობი იმიტომ რომ ქცივა, - შენთვითონ მომხვიე ხელები, - იმიტომ რომ გციოდა, - მაგრამ მე ხომ არ მითხოვია? - შენ არა მაგრამ შენმა სხეულმა კი - რა საყვარელი ხარ! სხეულის ენაც გცოდნია, - ჰო სხვათაშორის შენი სხეულით და თვალებით უფრო მეტს ვიგებ ვიდრე იმ გრძელი ენით მანდ რომ ატრიალებ, - ეს ჩემი გრძელი ენა ძალზედ მნიშვნელოვან საქმეებს ატრიალებს, - სადაც საჭიროა იქ ატრიალე ჯობია, სხვაგან არ გამოდგება, — ნათქვამი არ ჰქონდა ვუთავაზე მცირედ სილა, - თავხედი ხარ! - ნათქვამი გაქვს, გაბრაზების ნაცვლად გაეღიმა. არაფერი მითქვამს წვიმის წვეთები გახშირდა, გაძლიერდა, იმის მაგივრად სიცივისგან უსიამოვნებისგან შემცვლოდა ემოცია, სიამოვნებით ავხედე ცას, შევაგებე წვიმის წვეთებს სახე დავხუჭე ღიმილით თვალები და უმალვე ვიგრძენი ახურებული ბაგეების ნაზი შეხება ყელზე, სასიამოვნოდ ვიგრძენი დენის გავლა სხეულში, მომშორდა ახლა სხვა ადგილას შემეხო ეს სასიამოვნოდ მთრთოლვარე ტუჩები... ღიმილით გავსწორდი შევაჩერდი არეულ თვალებში, - ვსველდებით, — გავუღიმე - ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს, - ნუთუ? — გამეღიმა - რომელი ცეცხლის შენ რომ გიკიდია? - ჩვენ რომ გვიკიდია მომაწება ტუჩის კუთხეში ტუჩები, განაბული ველოდებოდი მეც მის თითოეულ საქციელსა და შეხებას, - დაგვინახავენ ბატონო გეგა, - შენ გგონია არ იციან? - მგონი მხოლოდ შენმა მეწყვილემ არ იცის არაფერი, - ბავშვობიდან იცის მაგან, - მე ასე არ ვფიქრობ! წეღან ისე ნერვები მომიშალა კინაღამ მოვკალი! ჭკუიდან ამჭრა, შემომივარდა რას ნიშნავდა თქვენი ცეკვაო თუ რაღაც მსგავსი, შემომაკვდება ერთხელაც და არ დამიწყო მერე რაღაცეები,—ავწუწუნდი და ისე მივეხუტე თითქოს ვინმე მის წართმევას აპირებდა, - ხო იცი როგორია, ეგეც და დედამისიც, ვერ მოვიშორე ვერ ხედავ? - ისე როდის მერე გახდი ასეთი გუმფულა და ბუნჩულა გოგოებთან? ცოტას მაღიზიანებს, - ეგოისტი ხარ მაგის ბრალია, - არანაირად, ახლა ყველასთან ერთნაირი ხარ, - შენთანაც? - ჰაჰ! მეტიც არ მინდა... ამოვიფრუტუნე და მოვშორდი... - აუ დავიღალე უნდა წავიდე, ძალიან უაზრობაა აქ, მოსაწყენი და თან... - და თან დავიღალე მეც, ხან ვის ხელებში გხედავ ხან ვის ხელებში, თვალები დამეთხარა კონტროლით, - ოუ, ხომ ხედავ მარტომ, როგორ მშვიდად ჩავატარე ეს საღამო? გადავიყარე თმები უკან, - არა მე ჩემს მოთმინებას ვაფასებ, გაეცინა თავადაც, დამატრიალა ჰაერში აწეული, - მართლაც უცნაურია შენგან, - შენს ხელში მაგრად ვარ კიდევ, მის პასუხზე ხელი დავარტყი ბრაზის ნიშნად, მოვშორდი სრულად... - წამოდი ნუ დასველდები სახლში გაგიყვან, — გადმომხედა მზრუნველად - ჩემით წავალ - კიბატონო... თქვა და პირველი გავიდა... გაკვირვებული მივაშტერდი სქელ ფარდებს, ნუთუ მართლა ასე წავიდა ვერ ვიჯერებდი... გაბრაზებული გავედი თავადაც.... წვეულება ისევ მსგავსად მონოტონური იყო. მოვავლე დარბაზს თვალი წამით. ჩემს ადგილას დავჯექი ცოტახნით, მომავალ ხიდაშელს დავაკვირდი ნათია გადაუდგა წინ, დავაკვირდი მეტად დაჟინებულად, მკაცრად, ნათიას კითხვაზე აწია გეგამ მკლავი სადაც აბრეშუმის ნაჭერი ეკეთა. წამით დააკვირდა, წაავლო მის ხელს ხელი გოგომ, თითქოს დაძაბული ელოდა მის პასუხს, ისევე ხმამაღლა და გარკვევით გავიგე გეგას ბაგეებიდან ჩემი სახელი თითქოს ჩემს გვერდით მდგარს ეთქვა, მისი ტუჩების მოძრაობით ისე გარკვევით გავიგე ეს ყოველივე, შეუძლებელი იყო არ გამღიმებოდა, მივეყრდენი საზურგეს ღიმილით, გამომხედა ნათიამ, რაღაც სასოწარკვეთილი, ამჟავებული მზერით, გვაუღიმე მხოლოდ და წამომდგარი ისევ შემთხვევით წავაწყდი ნაცნობ მამაკაცს, რომელსაც აქამდე ცეკვაზე უარი ვუთხარი, მის ხელახალ თხოვნას დავთანხმდი, ცეკვის ნაცვლად ვსაუბრობდით ბევრ თემას შევეხეთ, მაგრამ ეს ყოველივე დიდად მოსაწყენი იყო, ვაკეთებდი მხოლოდ რიდის, ხათრის გამო... მოგვიანებით შევწყვიტე ცეკვა, მოვავლე დარბაზს თვალი, გეგა შორი ახლოს იდგა ხნიერი მამაკაცის წინ და მშვიდად ბაასობდნენ. უკმაყოფილოდ წავედი ჩემი ადგილისკენ ავიღე ჩანთა, მოსაცმელი მოვიხვიე მხრებზე, კონსტანტინეს დავემშვიდობე და დიდი ნაბიჯებით წავედი გასასვლელისკენ. თვალსაჩინო იყო წასვლა რომ გადავწყვიტე, ამას გეგაც შეამჩნევდა, რადგან გასასვლელისკენ ახლოსვე იდგა. წამით მოვავლე თვალი მაგრამ წინ რომ ანაზდეულად ჩამომიდგა ნათია, უმალ შევჩერდი. ბრაზისგან გავაღრჭიალე კბილები, დავხედე ამ უკანასკნელს ღვარძლიანი მზერით - ანა, გთხოვ... - რას მთხოვ ნათია რას გადამეკიდე?! - გთხოვ ნუ ჩაერევი ჩვენ ურთიერთობაში რა... შენი, უფრო სწორად თქვენი ურთიერთობა შენ გააფუჭე, წარსულში უკვე გაუშვი ის და თქვენი ურთიერთობაც წარსულში დარჩა, მორჩა და გთხოვ შეეგუე, ნუ დგები ჩვენს შორის, იცი მგონი მიყვარს და მერთულება მის გარეშე. შენ უკვე უარი თქვი მასზე და მოგვეცი ბედნიერების უფლება... — თხოვნა ვედრებით დაასრულა, მე კი თავზარი დამეცა, მერჩივნა ამ სიტყვების მოსმენას მიწა გამსკდომოდა და შიგნით ჩავეტანე, ვენებში ისეთი აუტანელი ტკივილი ვიგრძენი თითქოს სისხლი არტერიას ძლიერად ასკდებოდა რომ თავი დაეხსნა. "წარსულში" დავტოვე, მე გავაფუჭე რა თქმა უნდა ის მართალი იყო, მაგრამ ახლა ბედავდა და მის საშინელ გრძნობას სიყვარულს უწოდებდა, - გზიდან ჩამომეცალე! თორე აქ დაგმარხავ ნათია... — გამოვუცერი კბილებში, არ დაფიქრებულა ჩემს ავ მზერაზე, როცა მიხვდა რომ ეშმაკივით გამაცოფა მისმა სიტყვებმა, ერთბაშად ჩამომშორდა. წავედი მძიმე ნაბიჯებით, ბრაზისგან მტკიოდა თავი, მიჭირდა სიარულიც. სწრაფად ჩავიარე გრძელი კიბეები გასასვლელისკენ, სრულად გავშორდი დარბაზს, ჩავედი სიბნელეში, ღია კარებში გავიდოდი კიდეც რომ არა თავსხმა წვიმა, ალბათ ისიც ჩემს მსგავსად ბრაზობდა, ჩემს ნაცვლად უშვებდა ძლიერ მომასპობელ წვიმას ზეციდან, ჩემს გულში ბოღმა და ძლიერი კაეშანი ისე ჩარჩენილიყო, შიგნიდან მჭამდა. ვიდექი კარის წინ შიგნითაც კი ასხავდა წვიმა, რამდენიმე წუთში გავიდოდი, რომ არა ხმა... უკან არ გამიხედავს, ფეხის ნაბიჯები ისმოდა მხოლოდ. გულის აჩქარებისა და შეშინებული ადამიანის გამახვილებული ალღოთი ამოვიცანი პიროვნება, დარწმუნებული ვიყავი ეს გეგა იყო. ის ვისთანაც ურთიერთობა წარსულში დავტოვე... გვერდზე ამომიდგა თუ არა გავხედე ამ უკანასკნელს. დავაკვირდი ამ ძლიერს, მამაკაცურსა და საოცრად სიმპათიურს, წამით ვიფიქრე თუ როგორ შემეძლო მისი წარსულში დატოვება... შემდეგ კი ფიქრიც ზედმეტი იყო, ჩავავლე მის საყელოს ხელი, ავიწიე ფეხის წვერებზე და ერთბაშად დავეკონე მის ბაგეებს, თავად ამიჩქროლდა გული ძლიერად, ამიკანკალდა სხეული, ვიგრძენი გაეღიმა წამით. მოვშორდი თუ არა ჩავაჩერდი მის თვალებს, კმაყოფილსა და გაბრწყინებულს, - ეს რას ნიშნავდა? — მის შეცვლილ ხმაზე გამაჟრიალა, მეტად დაბოხებულსა და კმაყოფილ ხმაზე... - იმას რომ მიყვარხარ გეგა! ზედმეტად ხმამაღლაც კი ჟღერდა ჩემი სიტყვები, თუმცა ერთბაშად მომეხსნა კაეშანი, თითქოს შევისუნთქე ჰაერი სუფთად, არაფერი უთქვამს, ახლოს მიმიზიდა და უმალ დამაცხრა ბაგეებზე, მეტად მომთხოვნად, ვნებიანად და სასიამოვნოდ. მე ეს შევძელი, ახლა ვიცოდი ყველაფერი შეიცვლებოდა, რომ დამთავრდებოდა ახლა ჩვენი წვალება, არეული მგზნებარებით შევიშლებოდი ჭკუიდან, დაღლილს ძალა მეცლებოდა მაგრამ არ შემეძლო მოვშორებოდი.... - ეს რა მესმის შენგან, — გაეღიმა როცა მოვშორდით ერთმანეთს ღრმად სუნთქვით, - ცხოვრებაში ყველაფერი ხდება! გავუცინე მეც და პასუხად, რომ ლოყები დამიკოცნა კისკისით მოვხვიე მკლავები ყელზე. მეც კი ვგრძნობდი მისი გულის გამალებით ძგერას და ეს მსიამოვნებდა, მაბედნიერებდა. - შენ ის მითხარი, რატომ ასულელებ ამ გოგოს? სწრაფად შევცვალე თემა ისე რომ ხელი არ გამიშვია მისთვის, თითქოს სადმე გამექცეოდა, - რატომ თვლი, რომ ვასულელებ? - მას გონია, რომ მოგწონს, რომ შანსები აქვს და რადგან შენს გვერდით წვეულებებზე დადის მაშინ თქვენი ურთიერთობა სხვა ლეველზეა, - არაფერი მომიტყუებია მისთვის მკითხა შენთან კიდევ მქონდა ურთიერთობა თუ არა, ვუთხარი რომ მქონდა, მკითხა ვისი იყო აბრეშუმი ხელზე, რომ მიკეთია, ვუთხარი რომ შენი იყო, მკითხა ერთხელ, ვინმე მიყვარდა თუ არა ვუთხარი რომ მიყვარდა, მაგრამ არ უკითხავს ვინ მიყვარდა... არ სდომია გაეგო, ჩვენზე რამე და ვერც გაიგო. შენთვის რომ ეკითხა შენ ალბათ დამალავდი და მე არა ანა! მოვუყვებოდი ყველაფერს დეტალურად... და დიდი სიამოვნებით... - როგორ დაგაბრალო რამე, როცა მართლაც ასეთი ხარ? გამეცინა მის გულწრფელობაზე, მხრები აიჩეჩა პასუხად, - აქ ხომ არ ვაპირებთ დარჩენას? დავიღალე და სახლში მინდა, - ვის სახლში? — დამხედა მაცდურად, უნებურად ავკისკისდი მის სიტყვებზე - ჯერ ჯერობით ჩემს სახლში ძვირფასო, ვაკოცე ლოყაზე და ჩავჭიდე ხელი... .... მანქანაში ვისხედით ნახევრად სველები. სიცივისგან ვკანკალებდი , მაგრამ რადროს სიცივე იყო, როცა ჩემს გულში ბედნიერებას ვერ ვტევდი... ვიმგზავრეთ ჩუმად, უხმოდ, უსიტყვოდ, მაგრამ ღიმილით, ისმოდა მხოლოდ ჩვენი გულის ჩქროლვა მანქანის სალონში... .... ვიდექით უკვე ჩემი ეზოს წინ, მაგრამ ისეთი თავსხმა იყო, არაფერი ჩანდა, ეხეთქებოდა ჩამოდენილი წვიმა მანქანის შუშებს ძლიერად, ხმაურიანად, მხოლოდ მისი გამაყრუებელი ხმა ისმოდა, როგორ ეხეთქებოდა მანქანას, არაფერი არ ჩანდა ირგვლივ, ცხოველსაც კი არ გააგდებნენ ამ დროს გარეთ, ეს სისატიკე იქნებოდა... გავხედე გეგას, - იმედია ახლა გადასვლას არ აპირებ, დაიფერფლები — გაეცინა - აუ მეძინებაა... - დაიძინეე ჩემს წუწუნს დააყოლა ერთბაშად სიტყვები, გადმოიწია ჩემსკენ, მომხვია მუცელზე ხელი და წამის მეასედში დამისვა კალთაში, - რას შვები? - კომფორტულ გარემოს გიქმნი მაკოცა ლოყაზე, - და დავიძინო? - სანამ გადაიღებს, - იცი რომ დედაჩემი ჭკუიდან გადავა, - მე მივხედავ დამშვიდდი, თითქოს ვეწინააღმდეგებოდი, მაგრამ თავადვე მოვეწყე კომფორტულად, მოვხვიე ხელები კისერზე და მივაყრდენი ლავიწზე თავი, - დარწმუნებული ხარ რომ არ გინდა?— გაეცინა - კი — დავიჩურჩულე და მივაწებე კისერში ტუჩები, - შენ რა მოუსვენარი ხარ, - საერთოდ აღარ შეგეხები— დავიჩურჩულე ნაწყენმა, - არ მგონია ახლა საპასუხო კოცნის თავი გქონდეს და ამას ნორმალური კაცი უპასუხოდ არ დატოვებს, - ოჰ ოჰ ოჰ, როგორ ალაპარაკდი შენ, - მოისვენე, — მაკოცა საფეთქელზე, მომხვია ხელები წელზე და მეც ერთბაშად გავირინდე მის მკლავებში, - გეგა... - გისმენ - ახლა რა იქნება? — დავიჩურჩულე - შენ რა გინდა რომ იყოს? - ყველაფერი რომ დალაგდეს ეგ მინდა, - და ფიქრობ რომ არ დალაგებულა? - არ ვიცი, - შენ გეგას გოგო ხარ ანა! რომ გკითხავენ ვისი გოგო ხარო, მამასი-ო კი არ უნდა თქვა გეგასი-ო — გაეცინა თავადაც, ჩემთან ერთად - რა გეშველება? - შენს ხელში ვერაფერი, მაგრამ შენ ეს მოგწონს... - ჰო ასე თუ ისე... .... მთელი ის დრო ვგრძნობდი რაღაც სასიამოვნო შეხებებს, ცხელს, ნაზს და გამაბრუებელ სურნელს, მაგრამ ეს სულაც არ მიფრთხობდა ძილს, უფრო სასიამოვნოსაც კი ხდიდა... მაგრამ განსხვავებული შეხება და მისი ხმა მაღვიძებს, შემდეგ კოცნა სრულად მაფხიზლებს. გავახილე უკმაყოფილოდ თვალები, - მთელი ღამე შემიძლია არ გავინძრე ოღონ ჩემთან იყო, მაგრამ დედაშენი ინერვიულებს, — ჩამჩურჩულა თბილად, - ჰო ჯანდაბა, როდის ჩამეძინა? რომელი საათია, წამოვიწიე, გაჭირვებით გადავჯექი ჩემს ადგილას და ამინდს მოვავლე თვალი. ალაგ-ალაგ ცვიოდა მხოლოდ წვრილი წვეთები, დამშვიდებულიყო ამინდი, მოჩანდა ახლა ყველაფერი, ჩემი უბანიც და თინეიჯერი წყვილიც, რომლებმაც აშკარად წვიმას ვერ გაასწრეს და ახლა დამშვიდებულ ამინდში მშვიდად მიაბიჯებდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები... - 2 ის წუთებია, — ლამის შევკივლე, სწრაფად დავწვდი ჩემს ტელეფონს, - ჰო და კიდევ, შენს ტელეფონში ვიქექე, დავაწვრილე თვალები, - იმედია არ გამიბრაზდები, დედაშენმა მოგწერა და მივწერე რომ ძალიან თავსხმა წვიმა იყო და რომ გადაიღებდა წამოხვიდოდი, - მაშ გეპატიება, - რას მალავ ერთი, - არაფერს არ ვმალავ, სულ შენი იყოს ეს ჩემი ტელეფონი თუ გინდა, მაგრამ ახლა ვერ... უნდა წავიდე რომ ჭკუიდან არ შეიშალოს... - ტკბილიძილი, - შენც, — გადავიწიე მისკენ, ვაკოცე ლოყაზე და უმალ გადავხტი მანქანიდან... .... მისაღებში დამხვდა დედა, იჯდა ეს უკანასკნელი, თვალებს იფშვნეტდა ხშირხშირად რომ არ ჩასძინებოდა, მისი ცოდვით დავიწვი ლამის, - რატომ არ დაიძინეე, ვაკოცე ქალს შუბლზე ჩამოვუჯექი გვერდით, - რა დამაძინებდა ერთი ქალიშვილი მყავს და ისიც სახლში არ იყო, აწუწუნდა თუ არა მოფხიზლდა მაშინვე, - ნუ აზვიადებ ხოლმე, ხომ იცოდი სად ვიყავი, - მერე რა, — გადმოიწია ჩემსკენ, დამყნოსა სასაცილოდ, - რა საოცარი სურნელი აგდის, - ნუ დაიწყე, — გამეცინა - ვინ მოგიყვანა? - უფროსმა, - რამე ხომ არ გითქვამს მისთვის? - მითქვამს, - როგორც იქნა, აღაპყრო ხელები ზეცად - ნათიამ მომიშალა ნერვები თორე არ ვეტყოდი, - რა უნდოდა იქ? - არ იცი? დედამისი ურიგებდა ახვედრებდა ხოლმე, მიზეზად დახმარება ჭირდებაო იძახდა და კი მოვიდნენ აქამდე, წამოსვლისას ისე ნერვები მომიშალა, როგორ არ მეთქვა, აწი რო ახლოს დავინახო, ხომ გადავაბამ ერთმანეთზე,—აკისკისდა დედა, ჩემს გულიანსა და შემართებულ საუბარზე, - რა გეშველება, - რა უნდა მეშველოს გეგას ხელში? დავიწუწუნე და თავადვე გამეცინა, მისგანაც მსგავსი სიტყვები რომ მქონდა მოსმენილი. დაღლილი ვარ-მეთქი ავწუწუნდი, მასაც მივეცი საშუალება დაძინების და მეც კმაყოფილი და ბედნიერი გადავეშვი მორფეოსში... .... რამდენიმე დღე ისე გასულიყო ისევ არ მენახა ხიდაშელი, მაგრამ თითქოს მაკმაყოფილებდა ის ფაქტიც, რომ ვესაუბრებოდი. მეორე ღამე სრულდებოდა, მის ზარს გავეცი პასუხი ისევ, გულ აჩქარებულმა და კმაყოფილი დავაშტერდი ტელეფონს, - რას შვები, - ვწევარ, არაფერი გამიკეთებია დღეს - როდის უნდა შეურიგდე იმ ქალს? - რაო რაო? შეურიგდეო? შენ იძახი მაგას? - ჰო რა მოხდა მერე? - იცი ვინ არის? - ვიცი, 4 შვილი ყავს, ორჯერ გათხოვილია, აქამდე სადაც მუშაობდა ეგეც ვიცი.., ნუღა მალაპარაკებ მაგის მთელი ისტორია ვიცი! სხვათაშორის არც პირადადაა ცუდი ქალი და გამიკვირდა რომ გაუბრაზდი, - შენ ამდენი საიდან ვაჟბატონო? - და შენ რა გგონია? აქამდე არ ვიცოდი ვისთან გქონდა ურთიერთობა ან რა წრეში იყავი? ერთი თაიას ძმობილზე არ ვიცოდი, - ოჰ შენც მთავარი არ გცოდნია, - არა მარა ნერვებს თუ მომიშლის ვაფშე ავაორთქლებ აქედან, - არ მოგიშლის. სად ხარ? - მოგენატრე პატარავ? — უმალ დაუტკბა და ეცვალა ხმა - არა, უბრალოდ ისე ვიკითხე, მაინტერესებდა, - კარგი მაშინ რომ მოგენატრები მერე გნახავ... — თქვა და გათიშა, გააზრებაც ვერ მოვასწარი თუ რა მოხდა, დავხედე განათებულ ტელეფონს ბრაზით გაღიზიანებულმა, სწრაფად გავხსენი მესიჯის ჩათი და უმალ გავუგზავნე შეტყობინება — " დამპალი ხარ! აღარასდროს გიპასუხებ!" უკმაყოფილოდ გადავდე ტელეფონი და საწოლზე ზურგზე გავწექი, ხელში მომეთავსებინა ტელეფონი ანაზდეულად ბზუილი რომ დაიწყო, გეგას ნომერი რომ იყო არც დავფიქრებულვარ აჩქროლებული გულითა და სიხარულით უმალ ვუპასუხე, ყურზე მივიდე თუ არა ხიდაშელის ხმამაღალი ხარხარი რომ მოვისმინე ბრაზით ამოვიწუწუნე და შერცხვენილმა გავუთიშე. როგორი დასაცინი გავხდი იმ წამს, განა მე არ ვიყავი რომ მივწერე აღარ გიპასუხებ-მეთქი ? სირცხვილის ალმური მომედო, ავიფარე სახეზე ხელები და სასაცილოდ მივწექი საწოლზე.... ... დილას მეც ადრე ავმდგარიყავი, მშობლების წასვლის დრო რომ მოვიდოდა სამსახურში, ღიმილით გავაცილებდი მათ, ყავა გავუკეთე უფროსებს, მათ საყვარელ ურთიერთობას ვუცქერდი ღიმილით, დედა სახლში ჩამოსულიყო ყვავილების მოვლის შემდეგ, დავახვედრე ყავა და ცოტახნით გავედი ოთახში გამოსაცვლელად... - ანაა, მოდი დე... დამეწია დედას სიტყვები, წელს ზემოთ შიშველს, უმალ გადავიცვი დროებით შიშველ სხეულზე თეთრი წელვადი მაიკა, რადგან გამეგო დედას რა სურდა, ყურადღება არ მიმიქცევია გამოკვეთილი შიშველი მკერდისთვის იდეალურად რომ მოჩანდა თხელ მაისურში... მშვიდად გავედი შემოსასვლელში... კართან იდგა დედა ხელში უზარმაზარი თაიგულით, სრულად მივუახლოვდი და სწორედ მაშინ დავინახე კარს იქით მდგარი გეგა, უხერხულად ავიფარე მკერდზე ხელები, ხმაც ვერ ამოვიღე, გეგას რომ მაცდურად ჩაეღიმა ერთბაშად მოვწყდი ადგილს, სირცხვილისგან ავწითლებულიყავი ვწუწუნებდი ოთახამდე, უცებ მოვირგე ბიუსჰალტერი და უკან შევტრიალდი - უფროსი თუა სახლში? — მომესმა გეგას ხმა და მეც სრულად შევედი ოთახში, - კი შვილო, მოდი, რატო დგახარ? ეს როგორი ლამაზია, უღრმესი მადლობა, — გაირინდა დედა, დაუტკბა ხმა, კამყოფილებისგან გაბრწყინებოდა თვალები, დასცქეროდა ხელში უზარმაზარი თეთრი ვარდების თაიგულს და ნაზად ეფერებოდა, ჩავახველე ყურადღების მისაქცევად, - გოგო გამარჯობა არ იცი შენ? დამიბრიალა ქალმა თვალები, - გამარჯობა, დავსძინე დაბალხმაზე, თითქოს ვიღაც უცხო იდგა ჩემს წინ, ეცინებოდა ჩემს დაბნეულ სახეზე ხიდაშელს, - დაჯექი დავუძახებ ოთახში იქნება,—დააკვირდა დედა, როდის ჩამოჯდა დივანზე ეს უკანასკნელი და თავად ცქმუტვითა და მგზნებარედ გავიდა ოთახში, გავაყოლე თვალი და როგორც კი ოთახიდან გავიდა სწრაფად მივუტრიალდი გეგას, - რატომ არ გამაფრთხილე? - მერე ჩაცმული დამხვდებოდი? — გაეცინა - თავხედო! - რატომ ჩურჩულებ? — გაიკვირვა ირონიულად შემათვალიერა, ჩავახველე ისევ თითქოს ხმის გამოსწორება ვცადე, - ანა დე მიდი ყავა გაუკეთე ბიჭს, გამომძახა მანამ სრულად გამოვიდოდა კარში - ყავას არ სვამს დედა, — უკმაყოფილოდ შევხედე უკვე გამოსულს - დავლევ! — ჩამეჭრა უმალ, გამომცდელი მზერით შევაჩერდი, მამაც რომ გამოვიდა გავედი სამზარეულოში, წამოუდგა ფეხზე გეგა. მე კი გამომყვა დედა, გამოიკეტა კარები და კარებს, რომ მოშორდა ბედნიერებისა და კმაყოფილებისგან გაიკრიჭა, - რა სახე გაქვს? - გოგოო, ეს რა ბიჭია, ოჯახში მოვიდა გახედე რამდენი რამ მოიტანა, სანამ მამაშენის სახლში ყოფნობა არ დავუდასტურე ფეხი არ შემოდგა, კარგი აღზრდილია! ნამდვილად ყოჩაღ დედამისს აი ნამდვილად ყოჩაღ... — კმაყოფილი ვუსმენდი მის აღტაცებას, არაფერი აღარ მერჩივნა მისი ქების სმენას, შემეძლო დავმჯდარიყავი და მთელი დღე მესმინა მისთვის, თუ როგორი საოცარი ზრდილი და საუკეთესო იყო, - რომ მაინტერესებს ახლა მე მათი საუბარი? - კაცების საუბარში ნუ ჩაეჭრები, ნუ ითავხედებ ამ დახვეწილ ვაჟკაცთან, - დედა რა გჭირს შენ? ვერ გცნობ... ასე ემოციები არასდროს გამოგიხატია, - ხო მეც ვამჩნევ, ძალიან დადებითი ენერგიის მატარებელია, ძალიან ზრდილი, - ვაიმე ვაიმე... დავიჩურჩულე და განვაგრძე ყავის კეთება, რაღაც განსაკუთრებული გემოსი მინდოდა, პირველად სინჯავდა ჩემს გაკეთებულ ყავას, რადგან საუბრობდნენ დროც ბევრი მქონდა. გავაკეთე ცივი ყავა, ნაღებით, ბევრი ქაფით, შოკოლადითა და ნაყინითაც კი, ჩავყარე ყინულები და ისეთი ლამაზი დასანახი იყო, შეუძლებელი იყო არ მოსდომოდა მისი დალევა. დედამ ხილი დააწყო დიდ ვაზაზე და მანიშნა შევსულიყავით, ორივე გაჩუმდა კარების შეღებისთანავე, გადმოგვხედეს შესულებს, ჩამოვუდგი წინ ყავა გეგას და შევაჩერდი თვალებში, - აბა გავიდეთ თუ დაასრულეთ? - დავასრულეთ, დავასრულეთ, მთავარზე დავასრულეთ! ახლა კი შენგანაც მოვისმინოთ იქნებ როგორ მიდის საქმეები კომპანიაში... ჩააგდო ახალი თემა მამამ, მაგრამ მისი ტონი სრულიათ შეცვლილი იყო, ნასიამოვნები ხმა ჰქონდა, მაგრამ სადღაც ღელვაც კი ამოიცნობოდა, მეღიმებოდა, მსიამოვნებდა ოჯახის თბილი დახვედრა, მათი კმაყოფილება, რომელიც უთუოდ გულწრფელი იყო... გამუდმებით უყურებდა დედა საათს, სამსახურში უნდა წასულიყვნენ, მამას გაჰყავდა დედა ყოველთვის, ახლა კი ისე შეყოლოდა გეგასთან საქმიან საუბარს, სულაც აღარ ახსოვდა სამსახური... - რადგან ამბობ ვიციო, წამოდი მაშინ გეცოდინება და დამეხმარე აგერ, იქნებ მოუხერხო რამე... წამოდგა თუ არა მამა, უმალ წამოდგა ფეხზე გეგა, გაყვა მამაჩემს მორჩილად და წამით რომ გავიაზრე რას უპირებდა დედას გავხედე მავედრებელი თვალებით... მამას ტრაქტორის მსგავსი, უზარმაზარი სამუშაო მანქანა ჰყავდა, რომელსაც უკვე დიდი ხანი იყო ვერ ქოქავდა, მან თქვა, რომ რაღაც ნაწილი აკლდა რის გარეშეც ვერ იმუშავებდა მანქანა ეს ნაწილი კი საყიდელი ჰქონდა, როგორ გაუკეთებდა გეგა, როცა ნაწილი არ ჰქონდა? წამით გავბრაზდი კიდეც, თუმცა გასართობ საქმედ ჩავთვალე ეს ყოველივე გავყევი მათ მეც და ჩამოვდექი შორი ახლოს... - დედა დარწმუნებული ხარ რომ შენი ქმარი სწორს აკეთებს? გადავჩურჩულე გვერდით ამომდგარს, - ხომ იცი აზრი არ აქვს რომ დავუშალო, გადმომჩურჩულა თავადაც, ვაკვირდებოდი მათ, დეტალურად აცნობდა კაცი მის შემადგენლობას, აწყობას, უხსნიდა თუ აქამდე რა ჰქონდა მისთვის შეცვლილი ან კი არა... - ანა მა, მიაწოდე რამე დაიფინოს—ანაზდეულ ხმაზე დავფაცურდი უეცრად, რადგან არც კი ვიცოდი რას ვაკეთებდი, უკვე გასაკეთებლად "მანქანის" ქვევით შეძვრა გეგა, დაწვა ძირს, მაზუთები და მსგავსი მასალები ესხა ჩემი მიცემული ნაჭერი კი ეფინა, მაგრამ მის ტანსაცმელს მაზუთის სუნი მაინც აეკიდებოდა, - მამა რას აკეთებ? სხვა დროს გააკეთეთ სამსახურში უნდა წავიდეს მივეჭერი კაცს, ვუჩურჩულე დაბალ ხმაზე, მაცადეო მითხრა და გადამწია გვერდით. როგორ შევხედავდი გეგას თვალებში, უნდა დასვრილიყო და წვალობდა დილა უთენია მხოლოდ იმიტომ რომ ეს მამაჩემს უნდოდა და მანაც უარი არ უთხრა... გარედან ესაუბრებოდა მამაჩემი, მოულოდნელად "ფუ შენიო" დაიგმინა ხიდაშელმა, ერთბაშად შევხედე მანქანას, შავი სითხე ჩამოსულიყო პატარა ხვრელიდან სულ მცირედ აცდა გეგას, თუმცა ხელები სრულად გაშავებული ჰქონდა, ვიკბინე ენაზე, როგორ მიყვარდა მე ეს თითები ახლა კი ვუყურებდი, როგორ წვალობდა ძველებურად... მალევე გამოვიდა წამოდგა ფეხზე და დაიფერთხა დასვრილი მაისური, - ტუმბოს რელე არი გაჭიმულ გამართული, რა გინდოდათ მასთან? — გაეცინა, მივიდა სხვაგან ჩახედა მანქანას, რამდენიმე წუთი აკეთა რაღაც, მამა კი ესაუბრებოდა მაგრამ მას პასუხი არ ჰქონდა, უსმენდა მხოლოდ... ვაკვირდებოდი და შორიდან ვუყურებდი მას, რადგან არც კი ვიცოდი რას აკეთებდა, რას ეხებოდა ან კი რის გამო წვალობდა ასე. არ გამეგო ამ მოწყობილობის არაფერი, არ ვიცოდი სახელებიც კი, მხოლოდ ვუყურებდი და ერთი სული მქონდა დამეხსნა გეგა ამ წვალებისგან, მის სახეზე არც ბრაზი არც უკმაყოფილება და სურვილი ჩანდა, რომ სასწრაფოდ დამთავრებულიყო ეს წვალება. - მამა დაგაგვიანდებათ უკვე დავუძახე საათს, რომ დავხედე და იმედით მქონდა უკვე, რომ წავიდოდა, - მორჩა... დასძინა ხიდაშელმა და ამოყო საბოლოოდ თავი კაპოტიდან, - როგორ მორჩა? — გაეცინა მამას, მოუარა ხიდაშელმა აძვრა მაღალ მანქანაში და რამდენიმეჯერ გამოკრა, ხელი დიდ ძრავის ჩამრთველ ბაწარს, ანაზდეულად, იმხელა ხმაზე აროხროხდა უზარმაზარი ტრაქტორი ყურებზე ხელის აფარებამაც ვერ დამიბალანსა სმენა. გაოგნებას ვერ მალავდა თვით მამაჩემიც, მაღალზე შემდგარი უყურებდა მხოლოდ გაოგნებული და ალბათ უამრავი კითხვა გასჩენოდა კაცს, მოუარა მანქანას სრულად შეათვალიერა ისე თითქოს ეძებდა ჯადო ხომ არ გაუკეთაო, ხელით ანიშნა მამამ გამოერთო ძრავა უმალ დაჰყვა გეგაც მის ნიშანს და ჩამოვიდა საბოლოოდ. ვუმზერდი კმაყოფილი, ამაყი მზერით, ღიმილს ვერ ვმალავდი მამაჩემის სახეზე, აღტყინებული ძლივს, რომ მალავდა ცქმუტვასა და სიხარულს, - ეს როგორ გააკეთე? - სტრარტერის კაბელი იყო მოშვებული, — აიჩეჩა მხრები ღიმილით და მამამ რომ ღიმილითა და თვალების გაცისკროვნებით დაუტყაპუნა მხარზე ხელი კისკისით გამომხედა დედამ. - რა კმაყოფილიაა შეხედე ერთი! დასვარა ბავშვი - კარგი კაცი ხარ... დაუტყაპუნა ისევ მხარზე მამამ და წამოვიდა ჩემსკენ, მომაკრო ამ უკანასკნელმა შუბლზე ტუჩები და დახედა საათს, - მაა, ჩაიყვანე, ჩემი ახალი მაისურები დევს კარადაში, მიაწოდე რომ გამოიცვალოს, — დამხედა ღიმილით, უმალ დავუქნიე თავი, მან კი დედას ანიშნა წავედითო. მიკვირდა მამასგან, მარტო რომ დამტოვა სახლში გეგასთან ერთად, სხვა შემთხვევაში ასე არასდროს მოიქცეოდა, გაოგნებული ვუყურებდი, კიბეებზე ასულებს. დამიქნია დედამ ხელი გამომიგზავნა კოცნა, ჭკვიანადო მიჩურჩულა სიცილი ძლივს შევიკავე... - საოცრად გამოიყურები, შევაჩერდი სიცილით ჩემს წინ მდგარს, - შენ იცინე და სხვათაშორის ზუსტად ასეთ დროს მეხვედონენ გოგონები... ჩამიარა გვერდი ღიმილით, უკმაყოფილომ გავაყოლე თვალი... .... - თუ ფიქრომ ეს მაისური ისევ შენ დაგიბრუნდება ცდები... გასარეცხებში ჩავაგდე მას შემდეგ რაც გაიხადა და კმაყოფილმა გავხედე წელს ზემოთ შიშველს, - თუ შენ აპირებ მის ჩაცმას თანახმა ვარ, - და რა გგონია მამას მივცემ? მისი მაისურებიც მე მაცვია, - ვიცი ბავშვობიდან ეგრე ხარ შენ, გადაიცვა მამას მაისური და მომიახლოვდა, მომხვია წელზე ხელები, ღიმილით მოვხვიე კისერზე მკლავები და შევაჩერდი დაღლილს, - რა სჭირს შენს თვალებს? შევაჩერდი მის დაწითლებულსა და გადაღლილ თვალებს, ძლივს რომ ახელდა, მოვუსვი ნაზად სახეზე ხელი - რა სჭირს? — გაიკვირვა - ისე დაწითლებულია, თითქოს პლანი მოწიეო, - არა შენ გასაჩერებელი არ იყავი მაგ სასტავში, - თემას რატომ ცვლი? აღარც ვარ, მე შენთან ვარ, ხომ ხედავ?. გუშინ გეძინა საერთოდ? - ცოტახანს... - ამოცანა ამოხსნილია, - ან მე შეგიწირავ ან ეგ კომპანია შენ. - შენზე თანახმა ვარ... მაკოცა მოწყვეტით ტუჩებზე და მეც უმალ დავუსხლტი ხელიდან, - არ გინდა რომ ცოტახანს დაისვენო? - არა, - გშია? - არა - გეგა აბა რა გინდა? მივუტრიალდი უკმაყოფილოდ, - შენ მინდიხარ, — გაეცინა სიტყვის ბოლოს, მცირედ გავარტყი სილა, - დამშვიდდი შენს სახლში არაფერს ვაპირებ, - გაეთრიე! თავხედი ხარ! - ჰო უკვე მჯერა, იმდენჯერ მითხარი, - მაშ მე ნამცხვარი უნდა გავაკეთო, გნებავს მიყურე, გნებავს დამელოდე, — განვაგრძე ფუსფუსი სამზარეულოში, კარგიო მიეყრდნო კარებს მისკენ აღარ გამიხედავს, ვაკეთებდი ჩემს საქმეს, გვიან გავხედე იდგა ისევ, იძულებით ახელდა თვალებს, მკლავები აეხლართა ერთმანეთში და ლამის ფეხზე მდგარს ჩასძინებოდა. ღიმილით მივუახლოვდი, ვიცოდი როგორ ბევრს მუშაობდა წინა ღამით, მეცოდებოდა ასე დაღლილს, რომ ვხედავდი, გაცვლა რომ შემძლებოდა ჩემს ენერგიას სრულად მას ვუნაწილებდი, - გეგა, — შევახე ხელი სახეზე მივაწებე ტუჩები ტუჩის კუთხეში, - ცოტახნით დაისვენე, - ნწ — გააქნია თავი იუარა ისევ - უბრალოდ მაინც ჩამოჯექი, ჩავავლე ხელზე ხელი გავიყოლე ოთახში დავსვი საწოლზე და მივუჯექი გვერდით, - რას მიპირებ? - შენს დასვენებაზე ვზრუნავ დამპალო, - არ დავწვები შანსი არაა, - ვირივით ნუ იქცევი ნახე რას გიგავს თვალები, - მოისვენე! წამოდგა ფეხზე ისევ ალბათ ასე არ გავჯიუტდებოდი, რომ არა მისი დაღლილი გათანგული სახე და სხეული, დავწექი თავად საწოლზე შევაჩერდი გაჯიქებულს - მე მაინც მომიწექი — ავხედე უცოდველი, შრეკის კატის თვალებითა და მზერით - ცუდად იქცევი — გაეიცნა - რატომ? რადგან მინდა რომ ჩემს გვერდით დაწვე? - იმიტომ რომ "მაბავ" - ისედაც დიდი ხანია "შებმული" მყავხარ, მოდი თუ შეიძლება, სახლში გრილა და მცივა, გადავტრიალდი ვაქციე ზურგი და მოვიხვიე მკლავებზე ხელები. დაველოდე, ვიცოდი მალევე მომხვევდა ხელებს, არც შევმცდარვარ, რამდენიმე წამში მიმიზიდა თავისკენ სრულად, მომხვია ხელები მუცელზე, მომაკრო ტუჩები კისერზე, გავხედე წამით გვერდულად - ასე რთული იყო? ღიმილით ვიკითხე, პასუხად ანაზდეულად დამაცხრა ტუჩებზე, შემიცურა მუცელზე მაისურის ქვეშ ხელი და დაასრიალა სასიამოვნოდ, - მაიმუნობისთვის სასჯელია, მაცადე დასვენება, დავიჩურჩულე და უკეთ ავეკარი მის სხეულს, ახლართა ჩემს ხელში თითები ცალი ხელი კი ჩემს მუცელზე აათამაშა. გატრუნული ვიღებდი სიამოვნებას მისი თითების თამაშით ჩემს სხეულზე, ვიწექი გაუნძრევლად დიდხანს, რომ არ შემეწუხებინა, დავატარებდი მის მკლავზე თითებს და როცა მისი თითებიც გაჩერდა დროებით განვაგრძე მისი ფერება... ეს სანუკვარი დღე იყო, საოცნებო, რომელიც ამიხდა. არასდროს მითქვამს, მაგრამ რამდენჯერ მიოცნებია დამეძინა საყვარელი მამაკაცის გვერდით, მოეხვია ჩემთვის ხელი, მისი სურნელით გაბრუებულს მიმენაბა თვალები და უდარდელი ცხოვრებით მეცხოვრა მასთან ერთად და ეს ჩემი ბედნიერება იყო, ცხოვრება ეჭვიანობის გარეშე. დაძაბულობის გარეშე... მშვიდად სუნთქავდა, როცა დავრწმუნდი რომ დროებით მაინც ჩასძინებოდა ფრთხილად ვეცადე მისგან თავი დამეღწია, გამომივიდა კიდეც დავაკვირდი დაღლილს ნაზად მიეხუჭა თვალები, როგორ წამსძლია სულმა ლამის დავეკონე მის ტუჩებს, მის ლამაზ სახეს ისე მშვიდი და საყვარელი იყო იმ წამს. ჩუმად დავფუსფუსებდი სახლში, დავრეცხე მისი მაისურიც, გავაკეთე ნამცხვარი მისთვის, ეზოში ვესაუბრე კიდეც აჩისა და თაიას, ეს უკანასკნელნი ყოველ მეორე სიტყვაზე ეკამათებოდნენ ერთმანეთს სიცილ-კისკისით, მაგრამ ეს სიყვარულისაც კი იყო. მოგვიანებით ჩავედი სახლში ისევ, მოუთმენლად ველოდი მის გაღვიძებას, ოთახში შესვლისას, ღიმილით ავძვერი საწოლზე ფრთხილად მივუწექი გვერდით ისევ. ვუყურებდი ღიმილით თვალებ დახუჭულს, ანაზდეულად დამწვდა წელზე, მიმიზიდა თავისკენ, შიშისგან შევკივლე ისე სხარტად ამიკრო სხეულზე, - გიჟი ხარ?— ავკისკისდი ზევიდან რომ მომექცა და ფრთხილად მივაჭირე ხელი მკერდზე, დამიკოცნა კისერი, დამხედა ღიმილით ტუჩებზე და მშვიდად გადაწვა გვერდით - რომელი საათია? - ლამისაა 4 საათი გძინავს, მზეთუნახავო, 12-ი შესრულდება საცაა, - ფუ შენი— დაიგმინა და წამოდგა უეცრად, ისე გავიდა ოთახიდან არც არაფერი უთქვამს ჩემთვის, გავაყოლე თვალი, წამოვხტი უცებ და ავედევნე კუდივით, - არავის დაურეკია? - არავის, მგონი ყველას დაავიწყდი, - მშვენიერი არც დამირეკონ... კმაყოფილი შევიდა აბაზანაში, - შენი მაისური გავრეცხე, გავაშრე და დავაუთოვე, თუ გინდა ჩაიცვი, დავაწიე სიტყვები აბაზანაში მყოფს, სამზარეულოში დავიწყე ტრიალი ისევ, ჩამოვასხი წვენი ორ ჭიქაში, დავჭერი უცებ ხილი, აბაზანიდან ონკანის ხმა კი გამოდიოდა, თუმცა მაინც შეძლებისდაგვარად ვუყვირე რომ წყლის ხმაში გაეგო ჩემი სიტყვები, - გეგააა, გშია? - არააა, დამიბრუნა პასუხი და ონკანის ხმაც შეწყდა, - ეს რა უჭმელი ყოფილა, ნეტავ რას ჭამს საერთოდ, მოვაწყე ლამაზად ხილი ხილის ვაზაზე და ყავა გადმოვიღე, - გეგააა, ყავა? დავკივლე ისევ - რატომ ყვირი? არ მინდა— მომხვია მუცელზე ხელები, - უი, ავხედე კისკისით, მის ცივ ხელებზე ერთიანად დამიარა სხეულში ხორკლებმა სასიამოვნოდ, - დავიღალე, ასე რომ იწყებოდეს ყოველი დილა არ შეიძლება? დამეკონა კისერზე, მიკოცნიდა სასიამოვნოდ, ხანგრძლივად და მეც მგზნებარებისგან მთრთოლვარე ძლივს ვიკავებდი თავს, არ შევტრიალებულიყავი მისკენ და არ გადამეზარდა ვნებიან დილაში, - ძალიან მოგინდა, - დიდი ხანია მინდა და სხვათაშორის ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია წაგიყვანო ჩემთან სამუდამოდ, - უნდა მომიტაცო? - მე შენ უკვე მოპოვებული მყავხარ ძვირფასო, - და მამაჩემი? - მამაშენმა იცი რა მითხრა? — ინტრიგნულ დასაწყისზე წარბების შეხრით შევტრიალდი მისკენ, მოვხვიე კისერზე ხელები და დაველოდე საინტერესო სიტყვების კულმინაციას, - დროულად მომაშორე აქედან თორემ ეს შემიწირავსო, - ჰო არა? ვერ დავიჯერებ, ტყუილებიც დაგიწყვია შენ - თავად კითხე, კაცი ისეთ დღეშია, შემეხვეწა დღესვე წაიყვანეო, - და მერე შენ რა უთხარი? - არა ბატონო, ასე უცებ ვერ წაგართმევთ, რამდენიმე დღეს გაძლევთ, რომ მოისიყვარულოთ-მეთქი, - როგორი კეთილი ხარ ძვირფასო, — გამეცინა მივეფერე სახეზე - ხო რა თქმა უნდა, წინასწარი გათვლები, მაქვს რომ მერე ჩემი გოგოც არ მომტაცონ, — მის კმაყოფილ მომავლის სურვილებზე უნებურად ავხარხარდი, - როგორი გეგმები გქონია შენ, დავხარე ჩემსკენ, - საოცარი და ისეთი, რომელიც მალევე უნდა ასრულდეს, სანამ ჭკუიდან გადავალ, - სანამ ჭკუიდან გადაგიყვან? - დაახლოებით, — დამაცხრა ბაგეებზე, მიკოცნიდა აღგზნებული, ლტოლვითა და ვნებით შეპყრობილი. მიკოცნიდა, კაბას, კისერს, დაასრიალებდა ჩემს სხეულზე თითებს, მთელ ტანში ციებ-ცხელებასავით მივლიდა ჟრუანტელი, სიამოვნების ჟრუნატელი, ისე აღმოვჩნდი საწოლზე ვერ გავიაზრე, ეს უკანასკნელიც ფრთხილად და გამაბრუებლად მეხებოდ ყველგან, შემომაცალა ტანსაცმელი აღტაცებული და სურვილით სავსე თვალებით შემომცქეროდა, მიყურებდა მთელი მისი არსებით ვნებას მიცემული, თანდათან უფრო მწველი გაუხდა მზერა და ცეცხლი წამიკიდა, დამეკონა სხეულზე, მკერდზე, ლავიწებზე, ყველგან მის სასიამოვნო ამბორს ვგრძნობდი, რაღაც ცივი და მდუღარე ჩამეღვარა გულში... ცდილობდა ეს მხოლოდ ნაზი ფერებით დასრულებულიყო და ასეც მოხდა. ხან ნეტარებით აღსავსე იყო ეს ყოველივე, ხან ველური ვნებით აღტყინებული, - მიყვარხარ ანა მომადო შუბლი შუბლზე, ღრმად სუნთქვითა და მგზნებარებით, - მეც მიყვარხარ გეგა— დავუსვი წელს ზემოთ შიშველს ხელები წელზე, მომაწება ტუჩები თვალებზე ნაზად, ყბებზე, ტუჩებზე, კისერზე, ყელზე.... გადაწვა გვერდით და ძლიერად მომხვია ხელები მგზნებარეს.... ..... - ეს ჩემთვის გააკეთე? გამოევსო ლოყები ნამცხვრით, - კი სიცილით გავხედე სამზარეულოში შემოსულს წელს ზემოთ შიშველს, - გემრიელია, - მადლობა, — დავიმორცხვე ბავშვივით, ამოვრეცხე ჭიქები და დავბრუნდი მასთან ერთად მისაღებში, სწორედ მაშინ დაურეკეს მას, უკმაყოფილო სახით გასცა პასუხი და მეტად უკმაყოფილომ დაასრულა ზარი, - რა მოხდა? - უნდა წავიდე, უჩემოდ რომ რამე გააკეთონ ერთხელ შეიძლება? — აწუწუნდა სასაცილოდ, - რა ქნან? სჭირდები, — გამეცინა, სწრაფად მივურბენინე მაისური, გადაიცვა უცებ, - მეც მჭირდება ვიღაც და მაცადონ ცოტახანს, - ნუ წუწუნებ, ისედაც დიდხანს მოგივიდა ნებივრობა, —გავუცინე დავაკვირდი მის უზადო სხეულს, - შენ შემიწირავ მე, — გაეცინა მასაც... - ეს კიდევ გააკეთე, — მანიშნა ნამცხვარზე... .... მისი მანქანის წინ ვიდექი, მოტრიალდა ჩემსკენ, მომაწება ტუჩები შუბლზე, - მისმინე, ვიცი რომ უკვე ყველაფერი ისედაც ცხადია, ისიც იცი რომ რომანტიული არ ვარ, და არც გამომდის მსგავსი რაღაცეები, წინასწარ ვიხდი ბოდიშს იმიტომ რომ მსგავსი ხელის თხოვნა არ წარმომიდგენია და ვიცი ყველა ქალს სურს რაღაც რომანტიკული და დასამახსოვრებელი, - დამშვიდდი, ჩემთვის არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ხომ იცი? სრულიად დამაკმაყოფილებს ბეჭედი, მაგრამ მუხლებზე მაინც დაიჩოქებ, სალაპარაკო მქონდეს გეგა ჩემს წინ მუხლებით იდგა-მეთქი — დავეყრდენი მხარზე ღიმილით - როგორი ცუდი ხარ... დიდად ვერ დამაწყნარე მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ, — მაკოცა ლოყაზე - წავედი, — დაიჩურჩულა მაგრამ ჩემი წელისთვის ხელი არ შეუშვია - ჰო წადი, - გამიშვი! — ისე გამიწყრა თითქოს მე ჩავფრენოდი მის წელს, - გაშვებული ხარ, სრულად ჩამოვშორდი სიცილით, მაკოცა ისევ, ძლიერად მოვეხვიე მეც, არც კი გამხსენებია კორპუსებიდან მაყურებელი ასევე ჭორბიურო უცნობი სამეზობლო, პირიქით თითქოს მინდოდა კიდეც ყველას გაეგო მისი არსებობის შესახებ... მალევე გავაყოლე თვალი ადგილიდან მოწყვეტილ მანქანას, .... 9 აგვისტო.... ძველი თბილისის რესტორანში ვიჯექი, თვალწინ ულამაზესი ხედი მეშლებოდა, ჩემს წინ ხიდაშელი იჯდა, სასიამოვნო იყო მასთან გატარებული ყველა წუთი და წამი, ყველა მისი საბურველში გამხვევი თბილი, დამათრობელი მზერა, ვსაუბრობდი დაუღალავად და უბედნიერესი ვიყავი, რომ ჩემს წინ იჯდა ის მამაკაცი, რომელზეც გიჟივით შეყვარებული ვიყავი, რომელსაც ვენდობოდი საკუთარ თავზე მეტად და რომლისიც მჯეროდა უკუნისამდე.... ჩვენს უკან ისხდნენ ასევე წყვილი, რომლებმაც წასვლა გადაწყვიტეს. გეგასთან ერთად წამოვდექი მეც, უნებურად გავაყოლე ასევე მიმტანს თვალი, რადგან მისი ლანგარი სასიკეთოდ ვერ გამოიყურებოდა, ის ის იყო დაუცვივდებოდა, დაიხარა გეგა, მეგონა რამე უნდა შეესწორებინა, მე კი მიმტანს მივვარდი, სწორედ ამ დროშივე მოტრიალდა გოგონა წასასვლელად, ჩამოდგა გეგას წინ, მე კი გავუსწორე მიმტანს ჭიქები მაგრამ უკნიდან დაუსრულებელი სიტყვები " ცოლად გამო..." რომ მე არ მეკუთვნოდა, ძრწოლვით შევტრიალდი მათკენ, სადაც გეგა ჩამუხლულიყო, გოგონა კი გაოგნებული დაჰყურებდა ასევე გაკვირვებულსა და გაცოფებულ ხიდაშელს, რომელსაც ხელი ბრაზისნიშნად ჩამოისვა სახეზე და ჩაეგო ცალ ხელში სახე, სწრაფად დაუფიქრებლად ჩავეჭერი, გადავუდექი გოგონას წინ, დავუქნიე ყბებ დაჭიმულს თავი თანხმობის ნიშნად და შევაგებე თითები. შემეშინდა კულმინაციის, გეგას აწითლებული თვალებიც კი ისე ავად იმზირებოდნენ შემეშინდა ბეჭედი ჩემთვის არ ჩამოეცვა თავზე, გამიკეთა თუ არა ეს დალოცვილი თითზე, ახლო მაგიდებიდან აპლოდისმენტები ერთი იყო, უმალ მომაწოდა ერთ-ერთმა თანამშრომელმა ულამაზესი ყვავილების თაიგული, მოგვილოცა ღიმილით, თუმცა გეგას სახეს სულ არ ემჩნეოდა სიკეთე. ჩამოდგა ჩვენს წინ უცნობი გოგონას პარტნიორი, ისე მიუახლოვდა გეგას გამაჟრიალა, დავაკვირდი ძრწოლვით, მგზნებარედ. ჩააჩერდა გეგას თვალებში, უცნობი. დახვდა გეგა ისეთი ავი მზერით თიქოს მისგან ერთ ზედმეტ სიტყვას ელოდა, რომ ჯავრი სულ მასზე ამოენთხია და გაესწორებინა მიწასთან ეს უკანასკნელი, უყურებდა წითელი თვალებით, ყბებ დაჭიმული გამომცდელად. გილოცავთო, გადმომხედა მეც უცნობმა, დაავლო მის პარტნიორს ხელი და ერთბაშად აორთქლდა დარბაზიდან.... - ხომ შეიძლება ცხოვრებაში ერთხელ მაინც რაღაც ისე გააკეთო რომ არ გააფუჭო, - რა გავაკეთოო?, უცვივდებოდა ცოდო იყო, - მაგის დედაც ვატირე, ხომ უნდა დააკვირდე რას ვაკეთებ! 9 წლის მერე ძლივს ხელში ჩაგიგდე და ცოლობაც სხვას ვთხოვე მაგის დედას შ....ი - ნუ უზრდელობ! კარგის მხრივ შეხედე სათქმელი არ მექნება რომ მუხლებზე იხოხიალე იმისთვის, რომ ცოლობაზე დაგთანხმებოდი,— ვკისკისებდი მთელი გზა მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზა მის წუწუნს, ლანძღვასა და ჩხუბს ვუსმენდი... - გეუბნები დედას მიტირებ... - აზრი აღარ აქვს გლოვას ძვირფასო ბეჭედი უკვე ჩემია,— კისკისით გავხედე მის მკლავს ჩავფრენოდი ორივე ხელებით და მივაბიჯებდი მასთან ერთად, - მეგონა იმ ბიჭს ნაკუწებად აქცევდი, - რამე რომ ეთქვა, ცუდად დავასრულებდი, იმ გოგოზეც მაგარი ნერვები მომეშალა, - ის გოგო რა შუაში იყო? - რა შუაში? ჩამომიდგა იქ ბეყესავით, ხო მიხვდა რო ის არაფერ შუაში არ იყო, მარა დებილივით მიყურებდა მაინც, - გიყურებდა აბა, ნერვოზულად თავჩარგული სახეზე ისვამდი ხელს ბრაზის დასახშობად და გაოგნდა გოგო, - არა რაღაცა ხო შეიძლება არ გააფუჭო?! ბავშვობიდან ასეთი იყავი შენ, - გახსოვს? ძაღლები რომ გამოგვეკიდნენ? — გავახსენე უმალ, სიცილ-კისკისით, - შენსკენ ხევში რომ ვიყავით? - კი... გეგას ბავშვობაში მხოლოდ ერთი განსაკუთრებული შიში ჰქონდა, ეშინოდა ძაღლების, რადგან ცუდი გამოცდილება ჰქონდა, მაშინ ახალ გაკეთებულ პარკში დავსეირნობდით , მალევე ჩამობნელდა, რადგან ზამთარი იყო, მოკლე გზიდან ამოვაჭერით, სადაც მინდორი იყო და გზაც კი არ იყო გაკვალული, მშვიდად მივდიოდით მანამ სანამ, ძაღლების გამაყრუებელი ყეფა არ გავიგეთ, 8 მდე ძაღლი გამოვარდა საიდანღაციდან, ყეფითა და გაავებული ღრენით, მოცვივდნენ ერთბაშად, იმის მაგივრად რომ გავქცეულიყავი, გაურკვევლად მოვიქეცი, მივაბიჯებდი მშვიდად აუღელვებლად და უემოციოდ, ვუყურებდი რამდენიმე ძაღლს, რომელიც ჩემს ფეხებთან გაგიჟებული ყეფდნენ, ალბათ დიდხანს რომ გაჭიანურებულიყო მსგავსი სიმშვიდე გემრიელად დაეწაფებოდნენ ჩემს ფეხებს, მოულოდნელად სრულად ჰაერში აღმოვჩნდი, მხარზე მოვეკიდე გეგას თავად კი რაღაც გაურკვეველი კეტი ეკავა ხელში, რომელიც ძლიერად მოუქნია ძაღლებს.... - მეხუმრები? ეგ დღე არასდროს დამაკვირდება, ლამის ფეხები დაგიღეჭეს და გამოშტერებული უყურებ და ელოდები როდის გიკბენენ რას ელოდებოდი რო გემთხვეოდნენ და წავიდოდნენ? — ახლად გაღიზიანდა გახსენებულ ამბავზე თუმცა ეს ისეთი სახალისო იყო კისკისს ვერ ვწყვეტდი - ბიჭოო ეგ რა შუაშია, უბრალოდ არ შემშინებია, არ მეგონა რომ რომელიმე გარისკავდა კბენას, - არა რას გიკბენდნენ დალოცვას აიღებდნენ შენგან, შენ რო არ ყოფილიყავი ისე მოვტყდებოდი იქიდან ჩემ არსებიბას ვეღარ გაიხსენებდნენ, დგას ეს ძეგლივით... - აუ მართლა არ მახსოვს რა დამემართაა, ისიც კი დამავიწყდა რომ გეშინოდა, - იმ დღეს ის მანქანის ჟეშტი რო გამივარდა ლამის შენ მოგიქნიე მათ მოსაგერიებლად, გული გამისკდა მეგონა შეგჭამდნენ, — ჩემს ხმამაღალ ხარხარზე ეცინებოდა თავადაც, - რა გინდა სამაგიეროდ მას შემდეგ აღარ გეშინია ძაღლების, - რაღას შემეშინდება, პირში ჩავუძვერი იმ დღეს.... მივაბიჯებდით და უკვე ახალ-ახალი ისტორიის გახსენებისას მასაც უბრუნდებოდა თავისი ჩამძირველი საოცარი ჭაობისფერი თვალები სიგიჟემდე რომ მიყვარდა.... ვუცქერდი და ვხვდებოდი, როგორ ვამაყობდი მისით, როგორ მიხაროდა მისი არსებობა და თუ რაოდენ ბედნიერებას მგვრიდა, თუნდაც მისი დანახვა მხოლოდ... ეს იყო ადამიანი, რომელიც მჭირდებოდა და ვჭირდებოდი, რომელიც მიყვარდა და ვუყვარდი.... .... 14 აგვისტო ეს დღე ძალიან გადამღლელი და საუკეთესო იყო, დღე როცა აჩიმ და თაიამ ღვთის წინაშე მოაწერეს ხელი ერთმანეთის სიყვარულს, როცა შეარქვეს ერთმანეთს სახელი არა იძულებით არამედ სიყვარულით, იყო დღე როცა ვიდექი თაიას გვერდით, როგორც მისი მეჯვარე და ვედექი გვერდით ყველანაირად. ისე დამღლელი დღე იყო მაგრამ ბედნიერებით აღსავსე, ვუყურებდი და კმაყოფილების ზენიტში დავქროდი.... ვუყურებდი, როგორ შესცქეროდნენ ერთმანეთს ეს უკანასკნელნი სიყვარულითა და აღტაცებით ერთმანეთს, კდემამოსილებითა და პატივისცემით და უბედნიერესი ვიყავი.... მეორე მაგიდაზე, რომ შევამჩნიე მარიკა და სალომე დედაჩემთან ერთად სწრაფად ვინაცვლე მათკენ, ჩამოვუჯექი მარიკას გვერდით და მივაწებე ტუჩები ლოყაზე, - ჩემი ანგელოზი მოვიდა? გადმომხედა კმაყოფილმა, - გაიცანით დედაჩემი? - დიდი ხანია უკვე, გენაცვალე აქამდე სად იყავი? - მეგონა მიმატოვეთ, ვერ შეგამჩნიეთ, გავუცინე და გავხლართე მის თითებში ხელები, - საოცარი ქორწილია, - აბა როგორ გინდათ? ჩვენი დაპროექტებულია, ავიჩეჩე მხრები კმაყოფილმა გავხედე ულამაზეს პატარძალს სიამაყით, - ჩემი გოგონები აქ ყოფილან, დაგვადგა თავზე სანატრელი ხიდაშელი, დაუკოცნა მარიკას ლოყები, მალულად შემიცურა წელზე ხელი და დამხედა მხოლოდ ღიმილით, - რატომ არ ცეკვავთ? — დაგვხედა ორივეს - ვინ გაიწვია საცეკვაოდ? დავუბრიე თვალები ვანიშნე გაეყვანა მარიკა საცეკვაოდ, ერთბაშად დამიჯერა, რევერანსით შეეგება ქალს ეამბორა ხელზე და აღტყინებულმა გაიყვანა საცეკვაოდ ისე დინჯად თითქოს მსოფლიო დონის ცეკვა უნდა შემოეთავაზებინათ ჩვენთვის, ვაკვირდებოდი შორიდან, ბედნიერი და კამყოფილი, მოულოდნელად გამიწვია დავითმა სცენაზე, - შენმა ბიჭმა ცოლი რომ მომტაცა, მე მას მოვტაცებ, თითქოს სამაგიეროს გადახდის მიზნით გამიყვანა საცეკვაოდ, სიცილით დამატრიალა ფრთხილად, - ასეა ჩემო გოგო, თქვენ ისეთი სიყვარული გერგოთ წილად, რომლის ნახევარიც არ მოიძებნება, თქვენ ორნი ღმერთის რჩეულები ხართ, დაჯილდოვებული მისი მადლით უზომო მადლითა და ძალით, სიყვარული გარგუნათ ღმერთმა,ძლიერი სიყვარული, რომლის არსებობის აქამდე მეც არ მჯეროდა, გეგას შეეძლო გაეკეთებინა ის შენთვის, რაც მეც არ შემეძლო გამეკეთებინა ჩემი ცოლისთვის, თქვენ გამოიარეთ ბევრი რამ შვილო, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, სამართალმა პური ჭამა... გამიცინა კმაყოფილმა გახედა წამით შვილს, დამატრიალა რამდენიმეჯერ და სრულად მიშვა ხელი, ჩავეჭიდა ახალ თითებს, მოურიდებლად, რომ ამიკრო სხეულზე, ღიმილით შევაცქერდი ასევე მომღიმარს, - დაგიბრუნე პატარავ! მომაკრო ტუჩები ლოყაზე, მივნაბე წამით სასიამოვნოდ თვალები და ნაზად მოვხვიე კისერზე თითები, - იმედია ყველანაირად მზად ხარ შენი ქორწილისთვისაც, - ყველაფრით მზად ვარ დიახ, უბრალოდ კაბა არ შემირჩევია, - რამე მარტივი აარჩიე, — გაეღიმა მაცდურად, - მარტივი გასახსნელი რომ იყოს? დარწმუნებული ვარ არ გაგირთულდება არანაირი... - მე ვერ ვიტყოდი შენს მაგივრად მაგას ცოფების ყრის გარეშე, - შენ შენ ხარ! ჩავუკარი თვალი, - და შენ გეგას ანა ხარ! - ნუ დაეჩვიე მისაკუთრებას, - მსიამოვნებს, მეტიც ყველას მინდა გავაგებინო და ვინც კი არ იცის დავხვრიტო ეს ხომ საოცრებაა ერთგვარი, - საერთოდ არ გამეცინა, - არაუშავს, მიყვარს შენი უჟმური ხასიათი, - ნუ მაიძულებ, შენი საყვარელი საქციელი ჩემში, ყოველდღიურობად ვაქციო... - ვერ შეძლებ პატარავ, - რატომ ვითომ? — წავიწიე მისკენ, - იმიტომ რომ თვალები გყიდიან, - როგორ? - კარგი რა, შენ გგონია მე უბრალოდ რამეს ვხვდები? როცა რამე გინდა, ან რამეზე ბრაზობ? ვანგა ხოარ ვარ? შპიონი თვალები გაქვს ლამაზო, ჩიტივით ჭიკჭიკებენ ყველაფერზე, — მომაწება ტუჩები ძალიან ფრთხილად, ძალიან ნაზად, მგზნებარედ ჯერ ერთსა და შემდეგ მეორე თვალზე, - ვიეჭვიანო? — გამეცინა - როგორც გინდა ძვირფასო, დამატარა ხელები ნაზად სხეულზე, სასიამოვნოდ - მოისვენე, გვიყურებს ხალხი, - ძალიან ლამაზი ხარ! არ შემიძლია, ცოტახნით ხომ არ გავსულიყავით? - ღმერთო ჩემო! რა საშინელი ხარ გეგა, ჩვენ არა მაგრამ მე დაგანებებ თავს დამპალო, — გამოვუყავი ენა და სრულად ჩამოვშორდი, წავედი თეძოების ქნევით პატარძალის გვერდით დავიკავე ადგილი, შევაჩერდი გეგას გამოვუყავი ბავშვივით ენა და სიმღერაც სწორედ მაშინ დასრულდა.... .... ჩვეულად იძულებით ჩამაყენეს გოგონებთან, თაიგულის ",რიტუალზე". მაინც ჯიუტად დავიწიე უკან სკამებისკენ, დამავლო ხელი სალომემ გაძვრა გოგონებში და ლამის მოწინავე ადგილიც დაიკავა. გავხედე ხიდაშელს უკმაყოფილოდ, იცინოდა დედა, რადგან იცოდა, როგორ არ მიყვარდა ეს ყოველივე. მიშვა ხელი სალომემ თუ არა, მისგან შეუმჩნევლად ვცადე გამოვსულიყავი იქიდან და წავედი ყველაზე ახლოს მჯდარი ხიდაშელისკენ, გამოწეულ სკამზე ინტერესით იჯდა, მაღალი მბრძანებელივით და გვაკვირდებოდა, პარალელურად ითვლიდა თამადა, თუ როდის უნდა გადმოეგდო პატარძალს თაიგული. მეგონა წარმატებით გამოვიპარე, ლამის გეგას მივუახლოვდი, სამიო დასჭექა თამადას მჭახე ხმამ, წამით მოვავლე გეგას, დედასა და მარიკას მზერა, თვალები დაუმრგვალდათ სამივეს და იყვირეს ჩემი სახელი, თითქოს მიმანიშნეს, რაღაცაზე, მეგონა უკან დაბრუნებაც კი მომთხოვეს ამ გაურკვეველი სახითა და მიმიკებით, თუმცა წამებში თავში, რომ ნასროლი თაიგული მტკინვეულად მომხვდა, წავივლე თავზე ხელი მცირე ტკივილისგან, ეს თაიგულიც ისე ძლიერად შეკონილი იყო, თითქოს საიარაღოდ ამზადებდნენ. შევხედე მათ ისევ, მათი გამაფრთხილებელი სახე ახლა ხარხარში გადაზრდილიყო, რაც ლამის მაგიდაზე გაწოლასაც დაექვემდებარებოდა, დავხედე ჩემს ფეხებთან დავარდნილს, არავინ რომ არ დააცხრა სვავივით, ავიღე ისევ მე... მივარდა ჩემთან გეგა, მიმიხუტა სიცილ-ხარხარით, მომისვა ხელი თავზე და ჩამიხუტა როგორც დაშავებული, მაკოცა თავზე, ტკივილის გასაყუჩებლად და არ ყოფილა ეს მხოლოდ სიტყვები ",გაკოცებ და მოგირჩება" მაკოცა და მომირჩა! - ვერ აიცდინე... - ხომ შეგიძლო თაიგულის დაჭერის გარეშე მოგეყვანე ცოლად?! — ავხედე საყვედურით - ხომ იცი რამდენიმე დღეში ვაპირებდი მაგას.... — ხარხარითა და შარავანდედით შემკულმა დამხედა, მაკოცა ცხვირის წვერზე - არც ისე მატყურაა ეს თაიგული, — გამეცინა დავხედე ჩვენს შორის მოყოლილს - ჯერ კიდევ როდის გაგაფრთხილა რომ ჩემი ცოლი დაგერქმეოდა გახსოვს? — გაეცინა ისევ, - დიახაც მახსოვს, ვერ აცდი ჩემს ბოროტ ხასიათს ძვირფასო, — ხარხარით მოვხვიე კისერზე ხელები, ხელში თაიგულით, სულ არ მიმიქცევია ყურადღება, მოლოცვებისთვისა და ახმაურებული დარბაზისთვის - ამ ბოროტმა შემიწირა ლამის.... - მიყვარხარ გეგა! - თავდავიწყებით მიყვარხარ პატარავ! — მოვეხვიე ამ უკანასკნელს, ძლიერად, გულ აჩქარებული, სხეულის ძრწოლვით, აღელვებული და წამით დახშული სმენით, მესმოდა მხოლოდ მისი გულის ცემა, მხოლოდ მისი სხეულის საუბარი, მომეხვია ძლიერად, ისე თითქოს ვინმე დაგვაშორებდა, სწორედ ამის ეშინოდა, ჩარგო ჩემს ყელში ცხვირი და მომხვია კიდევ ძლიერად მკლავები... მეც უკვე ერთი სული მქონდა როდის გავიდოდა რამდენიმე დღე, ის დამძაბველი დღე, როდესაც საყოველთაოდ ცნობილი იქნებოდა ჩვენი სიახლოვისა და სიყვარულის შესახებ, როდესაც შემეძლება მის გვერდით დაძინება და გაღვიძება, როცა შემეძლება იმ დღიდან ვიყო სიკვდილამდე მის გვერდით... - მიყვარხართ, დასჭექა სალომემ, მოგვეხვია კისკისით, მოჰყვა თავად პატარძალი, შემდეგ კი თავად გოდუაძე, შემდეგ კი ზოგი ნაცნობიც და უცნობიც.... 19 აგვისტო.... ეს იყო დღე, როცა ჩვენს შორს ყოფნას ერთმანეთისგან ბოლო მოეღო... სასულიერო ცერემონიაზე : „თანახმა ხარ, რომ ეს ქალი გიყვარდეს, პატივს სცემდე, დაიცვა და არ მიატოვო სიცოცხლის ბოლომდე?“ - უკუნითი უკუნისამდე! —დასძინა გეგამ, „თანახმა ხარ, რომ ეს კაცი გიყვარდეს, პატივს სცემდე, დაემორჩილო და არ მიატოვო სიცოცხლის ბოლომდე?“ - თანახმა ვარ!.. ..... დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.