მარტო' სული 26 თავი
ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. -უნდა წავიდე- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა დაბნეულმა გოგონამ და მაშინვე აარიდა მზერა მის ჩამქრალ თვალებს. -სახეზე რა დაგემართა?- ვერ მოითმინა თორნიკემ და მაინც ჰკითხა -რა შენი საქმეა?!- გაუბრაზდა ნიცა -ასე მამაშენი მოგექცათ არა?!- გამოსცრა კბილებში თორნიკემ და ხელები ძლიერად მომუშტა, მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკებლად. -ეს მხოლოდ ჩვენს სამს გვეხება! -ნიცა! -თორნიკე! არ ჩაერიო! -ის ხელით შეგეხოთ... თან შენ...- ხმას აუწია თორნიკემ და მოულოდნელად გაჩუმდა -სათქმელი თუ აღარფერი გაქვს მაშინ მე წავალ-კარგა ხნის სიჩუმის მერე, დაღლილი ხმით უთხრა უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და მაშინვე მიტრიალდა. -ნიცა!-დაუყვირა თორნიკემ-ვიცი რომ გუშინ ექიმთან იყავი! და ისიც ვიცი დღეს რის გაკეთებას აპირებდი!-ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა და თავისკენ უხეშად შეატრიალა ერთ ადგილზე მიყინული გოგონა. -გამიშვი-მბრძანებლური ტონით უთხრა ნიცამ და მისი მარწუხივით შემეჭდობილი თითებისგან თავის დახსნა სცადა, მაგრამ ამაოდ. -ბოლო წუთამდე მჯეროდა რომ მასზე უარს ვერ იტყოდი-მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და მუცელზე მიუთითა. უეცრად ცხვირო აეწვა და ცრემლები მოეძალა სასოწარკვეთილ გგონას ამიტომ ხმის ამოღება ვეღარ შეძლო -..... -შენი ნებით რომ არ გამოქცეულიყავი საავადმყოფოდან... -..... -ძალით წამოგიყვანდი -რა გინდა ჩემგან?! რაა!- წამოენთო ნიცა და სახე კიდევ უფრო მეტად მიახლოვა გაღიზიანებულ ბიჭს -იცი რაც მინდა!- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და წამიერად მზერა გაუსწორა -ანდრია შენი საუკეთესო მეგობარი იყო... -გგონია სიტუაციით ვსარგებლობ?!- აუღელვებლად ჰკითხა თორნიკემ და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიჩარდა. -..... -მითხარი! -ხელი გამიშვი -კითხვაზე მიპასუხე! -მტკივა!- მაქსიმალურად მშვიდი ტონოთ უთხრა ნიცამ და გამომწვევი მზერით სახეში მიაჩერდა. წამიერად დაიბნა თორნიკე, მაგრამ მალევე მოვიდა აზრზე და ხელი გაუთავისუფლა.უეცრად წვიმა წამოვიდა, ამიტომ დაღლილი ხმით ჰკითხა ნიცამ -შეიძლება ახლა მაინც რომ წავიდე სახლში?- და ტელეფონში რაღაც აპლიკაცია გახსნა. -მაპატიე- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა თორნიკემ და წამიერად მზერა გაუსწორა. ნიცამ მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და მაშინვე გვერდი აუქცია. მისმა სიჩუმემ თორნიკე იმდენად გააღიზიანა რომ თავი ვეღარ შეიკავა და მაშინვე წინ აესვეტა კითხვით -საით? -სახლში! -ჩემი მანქანა იქითააა!-საპირისპირო მხარეს მიუთითა თორნიკემ -უკაცრავად? -ვერ მიუხვდა სათქმელს ნიცა -ფეხით აპირებ სახლში დაბრუნებას? -შენი აზრით?! -გამოძახება გააუქმე! სახლში მე წაგიყვან! -სახლში ტაქსით დავბრუნდები! -ნიცა, ნუ მაღიზიანებ! გააკეთე ის რასაც გეუბნები! -თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?!- წამოენთო ნიცა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით უთხრა -არაფერს დაგიშავებ... -ვიცი -მაშინ გამოძახება გააუქმე და მანქანაში ჩაჯექი -არ შემიძლია -ისევ არ მენდობი-აღელდა თორნიკე -ნდობა არაფერ შუაშია! -მაშინ გამუდმებით რატომ მეწინაადეგები?! -ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა! -ფიქრობ რომ...- ხმა გაებზარა თორნიკეს და აკანკალებული ხელები ძლიერად მომუშტა-რომ მე... ჯანდაბა! ამის დედაც! რომ მე ისევ შენთან ყოფნა მინდა და... ახლა... უბრალოდ....სიტუაციით ვსარგებლობ?! -ასე არ ვფიქრობ!- ხმამაღალი ტონით უთხრა ნიცამ და სევდით სავსე მზერით სახეში მიაჩერდა -თუ ასეა ცოლობაზე უარს რატომ მეუბნები? -მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?-წამოენთო ნიცა- გაინტერესებს რეალურად რას ვფიქრობ შენზე... მას შემდეგ რაც... ცოლობა მთხოვე? -ასეა!-დაეთანხმა თორნიკე -ვიცი რომ ჩემს მიმართ გრძნობები გაქვს-გაუბედავად უთხრა ნიცამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა-სწორედ ამიტომ... -შენს მიმართ გრძნობები ანდრიასთან ერთად დავმარხე!- აუღელვებლად უთხრა თორნიკემ და წამიერად მზერა გაუსწორა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა -თორნიკე... -ვიცი ახლა რასაც გრძნობ დაბნეული და შეშინებული ხარ... მაგრამ... -ჩემს დარწმუნებას ნუ ცდილობ! ცოლად არასდროს გამოგყვები -ნიცა! -მნიშვნელობა არ აქვს ჩემს მიმართ ახლა რას გრძნობ... სიბრალურს, სინანულს, აგრესიას, სიყვარულს თუ ზიზღს! -რის თქას ცდილობ- ვერ მიუხვდა სათქმელს თორნიკე -მომავალში ყველას ეს გრძნობა ერთად დაგატყდება თავს და... -შენს მიმართ აღარაფერს ვგრძნობ! გარდა... -გარდა?!-სიტყვა გააწყვეტინა აღელვებულმა გოგონამ -სიკვდილის წინ, ანდრიამ მთხოვა რომ შენზე და ბავშვზე მეზრუნა! სიტყვა მივეცი რომ დაგიცავდით! სწორედ ამიტომ გთხოვე ხელი მისი სიკვდილიდან ძალიან მალევე... ჩემთვის ეს ქორწინება არაფერს არ ნიშნავს! გესმის რას გეუბნები? შენ ჩემთვის მხოლოდ ანდრიას შვილის დედა ხარ... ჩემი საუკეთესო მეგობრის ცოლი და ძმისშვილის დედა -მესმის -ცოლად თუ არ გამომყვები თქვენს დაცვას ვერ შევძლებ. -ეს ქორწინება არ შედგება! -ნიცა! -უკვე გადავწყვიტე ნუ ღელავ... ამ ბავშვს გავაჩენ... -რატომ არ მაძლევ უფლებას რომ დაგეხმაროთ? -იმიტომ რომ არ მინდა შენი ცხოვრება ჩვენ შემოგვწირო... ვალდებული არ ხარ რომ... -ვარ! -თორნიკე! -წარმოგიდგენია რა მოხდება როცა ამ ამბავს მამაშენი გაიგებს? -სახლიდან გამომაგდებს ვიცი-ჩამწყდარი ხმით უთხრა ნიცამ და მორიდებით აარიდა მზერა მის ჩამქრალ თვალებს. -ანდრიამ ყველაფერი შენ დაგიტოვა... შეგიძლია ამაზე არ იდარდო, მაგრამ... -რა?-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა ნიცას-ეს რას ნიშნავს? -იმას რომ რამდენიმე დღეში ძალიან გავლენიანი და მდიდარი ქალი იქნები -ხვდები ახლა რა სისულელს მეუბნები?- მოიღუშა ნიცა -ყველაფერი შენ და პატარას დაგიტოვათ...მაგრამ ქონების განმკარგველად მე დამასახელა... -რა სისულელეა -გუშინ წინ გაგვაცნო მისმა ადვიკატმა ანდერძი -ანდერძი? რატომ დაწერა ანდერძი -ჯერ არ ვიცი მაგრამ გავარკვევ... ყველაფერს გავარკვევ და-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თორნიკე მაგრამ გადაიფიქრა და გაჩუმდა -ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი ადამიანი ვარ-თვალები ცრემლებით აევსო ნიცას -ახლა ზუსტად იგივეს გრძნობ რასაც მე!- მაქსიმალურად მშვიდი ტონოთ უთხრა თორნიკემ და სევდით სავსე მზერით სახეში ჩააცქერდა -ჩემს თავს ვერასდროს ვაპატიებ... -უნდა აპატიო! მხოლოდ ასე შეძლებ გადარჩენას-სიტყვა გააწყვეტინა თორნიკემ და წამიერად გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.