კომენტარის გარეშე (თავი 5) 18+
_მოხვედი, რომ დანა კიდევ ერთხელ გადაატრიალო?_გაცეცხლებული მზერით ახედა ჩარჩოზე მიყუდებულს და ხალათი, რომელიც ტანს ძლივს უფარავდა, ავტომატურად მჭიდროდ შეიკრა. _ის სიტყვები არ უნდა მეთქვა._მამაკაცმა თვალი აარიდა და ზღურბლზე ისე გადმოაბიჯა, მიპატიჟებას არ დალოდებია._ხაზი გადავკვეთე, ვიცი. _რომელი ხაზი? საზღვრები რომ გაგაჩნდეს, აქ მოსვლას ვერ გაბედავდი!_კარი მიაჯახუნა და გაეკიდა მისაღებისკენ წასულს, რომელიც თავს ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში._საერთოდ საიდან გაიგე, რომელი ბინაა? _სერიოზულად?_დარჩიამ წარბი აწია და მაშინვე გაიაზრა, რომ სისულელეს კითხულობდა ყურადღების გადასატანად, სანამ ტვინი რეალობას აღქმას შეძლებდა. _დამავიწყდა, რომ უბრალოდ მოკვდავთან არ მაქვს საქმე._თვალები აატრიალა და ხელები გულზე დაიკრიფა._აბა გისმენ, წარმოთქვი მომზადეული ტექსტი და მოშორდი, მეძინება. _არ მინდოდა, ასე გამოსულიყო._გაუბედავად დაიწყო და გოგონას ცეცხლისფრად ანთებულ თვალებს თავისი ძლივს გაუსწორა. _არ გინდოდა? სულ ესაა შენი თავის მართლება?_მჭედლიშვილმა ცინიკურად ჩაიცინა._რა თქმა უნდა, ალექსანდრე დარჩია, რომელსაც არათუ ყოველი სიტყვა, არამედ ჩასუნთქვა და პაუზებიც კი გათვლილი აქვს, ვერ ხვდებოდა, რას ამბობდა. ბავშვი გამომიყვანე, ვენდეტათი, რომელიც რეალობას ობიექტურად ვერ აღიქვამს. რა გეგონა, რომ მოხდებოდა? _სწორედ ეს არის პრობლემა, ნინა. ყოველთვის ვიცოდი, რა უნდა მეთქვა, ვისთვის, როდის, როგორ – მთელი ჩემი კარიერა ამაზეა აგებული. მაგრამ როცა შენ გისმენ, ტექსტი მავიწყდება, სცენარს ვეღარ მივყვები და იმას ვამბობ, რასაც საერთოდ არ ვფიქრობ, ან პირიქით – რასაც უნდა ვმალავდე. არ ვიცი, ამას რა მოვუხერხო. გოგონა არ შემკრთალა. წამითაც არ უფიქრია, მისი სიტყვებისთვის დაეჯერებინა. _რესეტი გჭირდება._მოკლედ უთხრა. _რა? _რა მოხდა, აქამდე არ გიმხელდნენ, რომ რობოტი ხარ? ეგ ზღაპრები თქვენს ამომრჩევლებს მოუყევი, ჩემზე არ მოქმედებს. _ვხვდები, მგონი უფრო გაბრაზებ._ჩაეცინა, მწარედ. _აჰ, ეტყობა ადამიანური გრძნობების ამოცნობის ფუნქციაც დაგემატა, რაღაც აფგრეიდია._არ წყვეტდა მის დაცინვას. _ნინა!_ხმას აუწია ალექსანდრემ რომელსაც მოთმინების ფიალა ეწურებოდა. _როგორ გგონია, რომც დაგიჯერო, რა შეიცვლება? რას გეუბნება შენი ალგორითმი? _მგონია, რომ თავის მოტყუებას აღარ ვაპირებ, თითქოს ეს არაფერს ნიშნავს._დაუფიქრებლად გაბედა მისკენ ნაბიჯის გადადგმა._თითქოს შენთან ყოფნა არ მინდოდეს. მჭედლიშვილს ლამის მუხლები მოეკვეთა, მაგრამ თავის შემაგრება შეძლო. _ბოდიშის მოხდას თუ არ აპირებ, შეგიძლია, მიბრძანდე._ხელით გასასვლელისკენ ანიშნა. მტკიცე ხმას ინარჩუნებდა, მაგრამ მაშინვე უკან დაიხია, როცა მამაკაცი კიდევ უფრო მიუახლოვდა. _არ შემიძლია._უკვე მის სუნთქვას გრძნობდა კანზე. _არ გაქვს უფლება, აქ შემოიჭრა და სისუ... მამაკაცის ტუჩებმა წინადადება აღარ დაასრულებინეს. _გეყოფა._იმ წამსვე სცადა მოშორება, სანამ სხეული უღალატებდა._ძალიან გაბრაზებული ვარ. _ვიცი._უცებ უპასუხა და კვლავ შეეხო მის ბაგეებს. _არ გაპატიებ! _არც გთხოვ. ნინა მის მკერდს მიეყრდნო და კიდევ ერთხელ სცადა მოეშორებინა, მაგრამ მაჯები ცალი ხელით დაუჭირა, არა უხეშად, უბრალოდ მტკიცედ — და ისევ აკოცა, გაშმაგებით, შეუჩერებლად. _მეზიზღები._დაიჩურჩულა, სანამ თავად შემოეხვეოდე ყელზე. _ვიცი._მამაკაცმა ხელში აიტაცა._საძინებელი საით არის? თავით ანიშნა, ვიდრე მისი სიტყვების გააზრებას შეძლებდა. ისევ გაბრაზებული იყო, ისევ ტკივილით სავსე, მაგრამ ალექსანდრეს ხელებსა და ტუჩებს უკვე ყველგან გრძნობდა — ყელზე, მკერდზე, მუცელზე — და წინააღმდეგობა ნელ-ნელა ინგრეოდა მისი სიმძიმის ქვეშ, ხოლო ზღვარი – ტკივილსა და სურვილს შორის – უფრო და უფრო ფერმკრთალი ხდებოდა. _მითხარი, თუ გინდა, რომ გავჩერდე._მის ყურთან დაიჩურჩულა, როცა სრულად გაათავისუფლა ტანსაცმლისგან და თავადაც გაიხადა. გოგონას ხმა არ ამოუღია, უბრალოდ წამოიწია და გამომწვევად ჩახედა კიდევ უფრო ჩაშავებულ თვალებში. ეს ერთადერთი პასუხი იყო, რომელიც მამაკაცს სჭირდებოდა, სანამ საბოლოოდ გააერთიანებდა მათ სხეულებს. წამით შეჩერდა, როცა იგრძნო, როგორ დაკაწრეს მისმა ფრჩხილებმა და ვერშეკავებული ცრემლები კოცნით ამოუშრო. ნინა ტუჩს ძლიერად კბენდა, რათა ხმა დაეხშო, მაგრამ თავი მაინც დაუქნია და მასთან ერთად განაგრძო მოძრაობა, მანამ, სანამ გარესამყარო მთლიანად არ გაფერმკრთალდა... შემდგომი სიჩუმე მშვიდი არ ყოფილა. მძიმე იყო. გარდაუვალი. თითქოს ჰაერი კიდევ უფრო გასქელებულიყო. ნინას გული ჯერ კიდევ ამოვარდნამდე უცემდა, ალექსანდრეს სუნთქვა კი, როგორც ყოველთვის, მშვიდი ჩანდა, რაც ახლა განსაკუთრებით აღიზიანებდა. _კარგად ხარ?_ფრთხილი ხმით ჰკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია, რათა მისი თვალები დაენახა. გოგონას ხმა არ ამოუღია, არც კი უყურებდა, სივრცეს ისე აკვირდებოდა, თითქოს გამჭვირვალე იყო. _ისევ ისე გეზიზღები თუ კიდევ უფრო მეტად?_გახუმრება სცადა. კვლავ არაფერი. _ლამის თვეები დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვიპოვე გზა, როგორ გამეჩუმებინე._ცხადია, ესეც მსუბუქად თქვა, მაგრამ ნინას გულზე მოხვდა. _რა თქვი?_უცებ წამოჯდა. მისი ტონით დაბნეული ალექსანდრეც წამოიწია. _ღმერთო, უბრალოდ ვიხუმრე, ეს... _ეს შენთვის გამარჯვება იყო, არა? _რას ბოდავ? მგონი ძალიან დაიღ... _მოიფიქრე, როგორ გაგეჩუმებინა „ხმაურიანი გოგო“, რომელიც ნერვებს გიშლიდა. _ჩემს სიტყვებს ნუ ატრიალებ. _შენ თვითონ თქვი._წამოდგა და ხალათი მოიცვა, არ დარდობდა, ზედმეტად დრამატულად რომ გამოიყურებოდა._ელოდი, როდის ვიქნებოდი ისეთი არამდგრადი, რომ უარის თქმა არ შემძლებოდა. და ახლა რა — ამაყობ? იღიმი? _შენ ფიქრობ, ეს ყველაფერი იმისთვის გავაკეთე, რომ რაღაც დამემტკიცებინა?_ალექსანდრემაც აუწია ხმას და ტანსაცმლის ძებნა დაიწყო. ვერაფერი უპასუხა. _რა ხდება, სიტყვების მარაგი ამოგეწურა? ფიქრობ, შენთან იმისთვის ვიწექი, კონტროლი რომ დამემყარებინა? _ვფიქრობ, ზუსტად იცოდი, რას აკეთებდი, როცა აქ მოდიოდი. იცოდი, რომ ეს დამანგრევდა. რომ უპირატესობა გექნებოდა. _ანუ შენი გამოუცდელობით ვისარგებლე? _ყოველ შემთხვევაში, არ გაგითვალისწინებია._უკან დახევას აღარ აპირებდა. მამაკაცი უკვე თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ნინას არ ეგონა, მის სიმშვიდეზე მეტად რამეს თუ შეეძლო შეეშინებინა. _მართლა მანიპულატორი გგონივარ? მტაცებელი პიჯაკში, რომელმაც სიამოვნება მიიღო შენი გატეხვით?_შარვალი სწრაფად ამოიცვა და მაისურიც მიაყოლა._ანუ ეს შენთვის ბრძოლა იყო და სხვა ვერაფერი იგრძენი? _შენ გაიმარჯვე._მწარე რეპლიკების სროლას არ წყვეტდა._ყოველთვის უფრო ძლიერი იყავი. არაფრის გაკეთება არ დაგჭირვებია — უბრალოდ ლოდინი. _არა, შენ გაიმარჯვე. ასე არავის გამოვუყვანივარ წყობიდან, გილოცავ!_წამით დააკვირდა, შემდეგ თავი გააქნია და ჩუმად ჩაილაპარაკა: _უფრო ჭკვიანი მეგონე!_არც დამშვიდობებია, მისკენ აღარ გაუხედავს, ისე დატოვა ბინა. _მეც მეგონა!_იატაკზე ჩამომჯდარმა გოგონამ თავი მუხლებში ჩარგო. არ უტირია. არც მაშინ, როცა კარის დახურვის ხმა გაიგო. არც მაშინ, როცა თეთრეული გამოცვალა. არც მაშინ, როცა ცხელი წყლის ქვეშ დადგა და შამპუნმა თვალები აუწვა. მაგრამ არც დაუძინია. იწვა — იმავე საწოლში, რომელშიც ცოტა ხნის წინ ერთად იყვნენ — და გული ისე ძლიერად უცემდა, თითქოს ჯერ კიდევ ელოდა, რომ ალექსი დაუჯდებოდა წინ და აუხსნიდა რა მოხდა, რა გააკეთა, რატომ ვერ სუნთქავდა. მეორე დღეს ოფისში არ წასულა. რევაზს იმეილი მისწერა — უთხრა, შაკიკი მაქვსო. შემდეგ ტელეფონი გამორთო, ფარდები ჩამოაფარა და წერას შეეცადა, მაგრამ არ გამოუვიდა. ყველა წინადადება ყალბი ჩანდა. ყველა აბზაცი – ხმაურიანი, ცარიელი და სულელური. ნახევარი გვერდი წაშალა და დანებდა. ისევ გახსნა კვარაცხელიას საქაღალდე - გადახედა გადარიცხვის დოკუმენტებს, ტენდერის ფაილებს, სახელები, რომლებმაც უკვე დაიწყეს რაღაც საშიშის ჩონჩხად ქცევა. თავი დაარწმუნა, რომ უნდა მოეკრიბა გონება და გაეგრძელებინა გამოძიება. გახსენებოდა, რა იყო მნიშვნელოვანი. მაგრამ რაც არ უნდა ეცადა, მაინც მის სახეს ხედავდა — მაშინ, როცა ბრალი დასდო. როცა ჰკითხა, იყო თუ არა ეს ყველაფერი ძალაუფლებასთან კავშირში, როცა საკუთარი დაუცველობა იარაღად აქცია და ორივე დააზიანა. თავის თავს ეუბნებოდა, რომ ყველაფერი ალექსანდრეს ბრალი იყო, რომ ხუმრობა მან თქვა, რომ იცოდა, ნინას საიდუმლო — და მის წინააღმდეგ გამოიყენა. მაგრამ ბრაზის მიღმა იყო სხვა ხმა, შინაგანი, დაბალი. ჩუმი. „შენ შეგეძლო, გეთქვა „არა“. მაგრამ არ გინდოდა.“ ამ ხმას თავიდან ვერ იშორებდა... სამი დღე გავიდა. არც ზარი შემოსულა, არც შეტყობინება. კვირის ბოლოს ოფისში დაბრუნდა. არაფერი უთქვამს მასზე. არც თათოთან. არც იროსთან. გვიანობმდე მუშაობდა, ცუდად იკვებოდა და კიდევ უფრო ცუდად ეძინა. სამშაბათს, მცირეხნიანი ყოყმანის შემდეგ, კვარაცხელიასთან დარეკვა გადაწყვიტა. გადადება აღარ ღირდა – ჩიხში იყო შესული, ირაკლიც კი ვეღარაფერს პოულობდა. _გამარჯობა, კონსტანტინე. ნინა ვარ. _ვფიქრობდი, კიდევ რამდენი ხანი დაგჭირდებოდა._მშვიდმა ხმამ უპასუხა. _შეხვედრა მინდა._პირდაპირ საქმეზე გადავიდა._სადმე საჯარო, მაგრამ შეუმჩნეველ ადგილას. _ჭკვიანი ხარ._გაეღიმა მამაკაცს._კაფე სიონი, მეორე სართულის აივანი. კუთხის მაგიდა. მზის ჩასვლისას ბევრი ტურისტია. გოგონას არ მოსწონდა, რომ მას ამაზე უკვე ნაფიქრი ჰქონდა. კიდევ უფრო ნაკლებად მოსწონდა, რომ სწორად ფიქრობდა. 7–ის ნახევარზე შეხვდნენ. ნინას მზის სათვალე ეკეთა და კრემისფერი პერანგი ეცვა. კვარაცხელია უკვე იქ იყო, ლურჯ პერანგსა და ჯინსში გამოწყობილი. _ადვილად მოაგენი?_ისე უღიმოდა, თითქოს ამინდზე სასაუბროდ შეკრებილიყვნენ და არა – თაღლითობის სქემაზე. _ერთი–ორჯერ ჩავუარე._სერიოზული სახით უპასუხა და მიმტანს დაუძახა._ერთი ამერიკანო, თუ შეიძლება. _ჩემთვის ორმაგი ესპრესო._დაამატა კონსტანტინემ._უკეთეს ყავაზე დაგპატიჟებდი, რომ არ ვიმალებოდეთ. ნინამ წარბი ასწია. _ვხუმრობ._ჩაეცინა._ცოტა დრო გვაქვს. _ჰო, მითხარით ყველაფერი, რაც იმეილებში არ წერია. _გთხოვ, შენობითზე გადავიდეთ. _როგორც გინდა._მხრები აიჩეჩა და ბლოკნოტი მოამზადა._რომ გკითხო, რატომ მიყვები, აზრი არ აქვს, ხომ? მამაკაცს ხმა არ ამოუღია. _მგონია, მაინც არ დამიჯერებ და დროს ნუ დავკარგავთ. _კარგი, დაიწყე, ვეცდები წარმოვიდგინო, რომ რაიმე ღირსეული მიზეზით გადაწყვიტე სამინისტროს „საგმირო საქმეთა“ გამოაშკარავება. _ერკოტრანსი იყო მინიშნება, „ნამდვილი ორმო MKD Legal-ია, ალბათ უკვე მიხვდებოდი. _იურიდიული ფირმა?_ნინას არ უპასუხია. _ფასადურად. ტექნიკურად საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფად არის რეგისტრირებული. მაგრამ რეალურად — მხოლოდ გამტარებელია. ფულს ატარებენ — ძირითადად ინფრასტრუქტურის განვითარების ბიუჯეტიდან — აფილირებული ოფშორული კომპანიების ქსელით. ბევრი კვიპროსშია, ზოგი — ქალწულის კუნძულებზე. ერკოტრანსი კონტრაქტებს იღებს. MKD კი — „კანონმდებლობასთან შესაბამისობას“ იღებს თავის თავზე. მაგრამ არანაირი ზედამხედველობა, არანაირი დასრულებული აუდიტი, არანაირი დოკუმენტური შედეგი. _ვინ დგას MKD-ს უკან? შეყოყმანდა. _ეს არის პრობლემა. არ ვიცი. სახელებს ვერ მივადევნე კვალი. პირდაპირ — ვერა. ოფიციალურად კი ნახავდი, არავინ ცნობილი. რა თქმა უნდა, გადამოწმებული ჰქონდა. MKD Legal-ის მფლობელად არავინ იყო მითითებული. ყოველ შემთხვევაში, არავინ რეალური. _მაგრამ ვიღაც სამინისტროდან უნდა იყოს დაკავშირებული. _ვიღაც, ვისაც წვდომა აქვს. სამინისტროს მინიმუმ შუა რგოლში, თუ უფრო მაღლა არა. ასეთი შეუმჩნეველი კომპანია ვერ მიიღებს ამდენ უტენდერო კონტრაქტს მფარველობის გარეშე. ნინა დაკვირვებით უყურებდა. ის დაღლილს ჰგავდა, მაგრამ თვალები სუფთა ჰქონდა. არანაირი ნერვიულობა. არანაირი წითელი სიგნალი. მაინც — არ ენდობოდა, ვერც ენდობოდა. _მე რატომ გამომიგზავნე? _რადგან სხვა ვერავინ გაბედავდა. ნინამ თვალები დააწვრილა. _არა იმიტომ, რომ ჩემი დისკრედიტაცია ადვილია? _იმიტომ, რომ ძალიან ჯიუტი ხარ და არ გაჩერდები. ეს არ ამშვიდებდა. _კიდევ გაქვს რამე? დოკუმენტები? შიდა მემორანდუმები? მან თავი გააქნია. _ჯერჯერობით არა. რაც მქონდა, უკვე იცი. ჩემი მომხმარებელი უკვე რამდენიმე კვირაა, გაუქმებულია. შენ ხარ ის, ვინც უნდა განაგრძოს. თუ ვინმე სანდო დამიკავშირდება, გადმოვამისამართებ. მაგრამ ბოლომდე არავის ენდო. ნინას სუნთქვა შეეკრა. ის მარტო იყო ამ საქმეში. არც დაცვა ჰყავდა, არც მფრველი, არც ისეთი რედაქტორი, რომელიც დაამტკიცებდა ამ მასალას უტყუარი მტკიცებულებების გარეშე. ეს ისედაც იცოდა, მაგრამ ახლა, როცა მას ესაუბრა — უკვე ნათელი იყო. კანითაც კი გრძნობდა ამას. ჭიქა დადო და წამოდგა. _თუ ეს დამმარხავს, გპირდები, შენს სახელსაც ჩავიყოლებ. კვარაცხელიამ ოდნავ გაიღიმა. _ზუსტად მაგიტომ შეგარჩიე. ნინა დაუმშვიდობებლად წავიდა. საღამოს თათოს ესტუმრა და ყველაფერი მოუყვა დარჩიასთან გატარებული ღამის, მათი სიახლოვისა და დისტანციის შესახებ... მომდევნო დღეები ტრადიციულად დატვირთული იყო – შუადღემდე ყოველკვირეულ სტატიებზე მუშაობდა, შესვენების შემდეგ მთელ დროს თაღლითურ სქემის გაშიფვრას უთმობდა, საღამოობით კი – თუ რომელიმე შეხვედრას არ ესწრებოდა, ინდივიდუალურ ესეებს ამზადებდა უნივერსიტეტებისთვის – დედლაინი უახლოვდებოდა. გამოძიება ძალიან შენელდა. არა იმიტომ, რომ ცოტა მასალა ჰქონდა – არამედ იმიტომ, რომ რაც უფრო ახლოს მიდიოდა, მით უფრო უცნაურად ირეოდა ყველაფერი. ერთი ქვეკონტრაქტორი კომპანია ლიცენზიის გარეშე აღმოჩნდა, მაგრამ ჰქონდა აუდიტის სუფთა ანგარიში, რომელსაც ხელი სამინისტროდან სერტიფიცირებულ კონსულტანტს ჰქონდა მოწერილი. კონსულტანტი ოთხი თვის წინ გარდაცვლილა. კვარაცხელია აღარ შეხმიანებია. რევაზი ხვდებოდა, მისი სიჩუმე რაღაც განსაკუთრებულზე მუშაობას რომ ნიშნავდა, მაგრამ გოგონას ჯერ არ სურდა მისი ჩარევა, სანამ თავად არ გამოარკვევდა, რასთან ჰქონდა საქმე. თათო უზრუნველყოფდა, რომ მისი გზა დარჩიასთან არ გადაკვეთილიყო, მაგრამ ორჯერ მაინც შეეჩეხა, შემთხვევით. პირველად პარლამენტის ერთ–ერთ დერეფანში შევიდნენ ერთდროულად სხვადსხვა მხრიდან. ნინა არ შეჩერებულა, არც ალექსანდრეს დაუკრავს თავი, ისეთი დისტანციით ჩაუარა, თითქოს ყველაზე საშიში ადამიანი იყო მთელს შენობაში. მეორედ ფინანსთა სამინისტროში კიბეებზე ადიოდა, როცა მეორე სართულიდან ჩამომავალს ლამის მხარი გაჰკრა. დარჩიას არ შეუმჩნევია, კვამლივით გაქრა. გოგონას კი კანი ეწვოდა იმ ადგილას, რომელზეც არც კი შეხებია. ორი ღამის შემდეგ, თავი მის კორპუსთან აღმოაჩინა, არც ახსოვდა, რატომ წავიდა. უბრალოდ სეირნობდა და სახლში აღარ შებრუნებულა. ზარი რომ დარეკა, დარწმუნებული არ იყო, უნდოდა თუ არა, გაეღო. არც იცოდა, შინ მარტო თუ იქნებოდა ან საერთოდ, დახვდებოდა თუ არა; წარმოდგენა არ ჰქონდა, რას ეტყოდა. უკვე გამობრუნებას აპირებდა, როცა კარი გაუღო. თმა ნამიანი ჰქონდა, სპორტული შარვალი და თხელი მაისური ეცვა. წამით გაშეშდა, როცა მის წინ დაინახა. არ გაღიმებია. თვალიც არ დაუხამხამებია. _რამე ბრალდება დაგრჩა უთქმელი? _მინდოდა შემეხსენებინა, იმედგაცრუება როგორ გამოიყურება._გატეხილი ხმით უთხრა. ალექსანდრემ უსიტყვოდ შეატარა. *** როგორც იქნა, გამოვნახე დრო და განწყობა საწერად. ძალიან მახარებს თქვენი აქტიურობა და მოუთმენლად ველი შეფასებებს ![]() P.S. 18+ რამდენადაა, არ ვიცი, მაგრამ ჯობია ეწეროს მაინც, კარგად ვერ ვერკვევი წესებში ![]() |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.