ჩვენი ხის სახლი (თავი III)
კარგა ხანს დავრბივართ სამზარეულოს მაგიდის გარშემო.ბოლოს ვიქანცები. მისაღებ ოთახში,ბუხრის წინ დაფენი ხალიჩაზე პირაღმა ვწვები და ღრმად ვიწყებ სუნთქვას. დარწმუნებული ვარ შორიდან პატარა ლეკვს ვგავარ,რომელიც ბურთის დევნით დაიღალა. -რეებზე ფიქრობ? რა დროს ეს არის! -ხმამაღლა მიყვირის ჩემი შინაგანი მე. -ბახმაროში ხარ,ვიღაც უცხო ბატიბუტა ტიპთან ერთად გაჭედილი,რომელიც არც ისე ცუდად გამოიყურება.-ძვლივს რაღაცაზე ვთანხმდებით,მე და ჩემი თავი,მაგრამ უცებ დილით მომხდარი მახსენდება და ვფხიზლდები. მიქელანჯელოს "დავითი" თავზე მადგას და სერიოზული სახით მაკვირდება. -უნდა ვთქვა,რომ სასტიკად დახვეწილი ნაკვთები აქვს და ეს რუჯი და ჭაღარაც აკვდება. -დაიღალე? -მართლა ბავშვი ხარ. -ცოტათი ეღიმება. -ყველა შენსავით ჯანზე ვერ იქნება. -წამოდგომის თავი არ მაქვს და ისევ იმ პოზაში ვწევარ. -ვარჯიშობ? -ვეკითხები,თითქოს სხვა საკითხავი არაფერი მქონდეს დარჩენილი. -არაა,ასეთი დავიბადე. - თვალებს ატრიალებს და იცინის. -შემეშვი.- გაბუტული ბავშვივით სხვა მხარეს ვიხედები. -არ გშია? -აუ,კიი. არის რამე? რა უნდა ვქნათ? აქედან როგორ გავაღწევთ? თან არც ტელეფონი გვაქვს,არც გზაა გაწმენდილი. რა გვეშველება? -წამიერად ისტერიკებში ვვარდები,ძალა მემატება და ფეხზე ელვის სისწრაფით ვდგები. -დამშვიდდი ბავშვო! - ისევ თვალებს ატრიალებს "დავითი". -აქ არ ვარ? რისი გეშინია? ყველაფერი კარგად იქნება. -ზუსტად მაგიტომაც უნდა მეშინოდეს! -ვუყვირი ბავშვივით. -არ გიცნობ.შენი სახელიც კი არ ვიცი. ბახმაროში,შიშველი ვიღვიძებ შენთან ერთად და შენი სახელიც არ ვიცი. რა სირცხვილია. -სახეს ხელებში ვრგავ და მეორე მხარეს ვტრიალდები. -დავითი. - ჩემს წინ დგება და ხელს მიწვდის. -რაა? - ვყვირი მოულოდნელად. -ეს რაა,მართლა მიქელანჯელომ გამოაქანდაკა? - ჩემი შინაგანი მე შოკშია და უეცრად ხარხარს ვიწყებ. -რაა? - გაბრაზებული სახით მიყურებს დავითი. მგონი გიჟი ვგონივარ. არაუშავს. აბა იმას ხომ არ ვეტყვი რისთვისაც ვიცინი. -ნენე,ნენე ცინცაძე. - მიმიკას ვაწყობ და ხელს ვართმევ. -ხელები გაყინული გაქვს! - წარბებს შორის ნაოჭი უჩნდება. ჩემი ხელები ტუჩებთან მიაქვს და მისი ამონასუნთქი ჰაერით მითბობს. სხეულში ცხელი ტალღა მივლის და მაჟრჟოლებს,რასაც ისიც გრძნობს და ტუჩის კუთხე უტყდება. -უკანა ოთახში წესით შეშა უნდა იყოს,წავალ, მოვიტან და ბუხარს დავანთებ,სანამ გაიყინე. -თითის წვერებზე ნაზად მკოცნის და მარტო მტოვებს. -ღმერთოო. ეს რა იყო? დავითიო. - მახსენდება მისი სახელი,ბურუსიდან გამოვდივარ და ისევ მეღიმება. უეცრად რაღაც ხმაური ხმა ისმის იმ ოთახიდან,სადაც დავითი შევიდა. სწრაფად გავდივარ და ვხედავ,იატაკზე ზის და წარბიდან სისხლი სდის. -ამის დედაც! - ჩუმად,მაგრამ მძიმედ ამბობს და წარბზე მაგრად იჭერს ხელს. -რა დაგემართა? - სწრაფად მივდივარ მასთან და ვცდილობ ჭრილობა შევაფასო. -კარგად ვარ. შეშას ვჩეხავდი,აისხლიტა და წარბთან მომხდა. არაუშავს,პატარა ნაკაწრია.--სისხლს იწმენდს,მაგრამ დენა არ წყდება. -ასე არ გამოვა. წამოდი მოიბანე და დაგიმუშავებ,თუ გაქვს რაიმე სადენზიფექციო. -წესით უნდა იყოს.ყოველთვის ვტოვებ ხოლმე წამლებს და რაღაცებს. ჩემს ოთახში ნახე ზემოთ. ამოვალ მეც,ეს უნდა გამოვიცვალო. სისხლით დასვრილ მაისურზე მანიშნებს. -კარგი,ვნახავ. - ზემოთ სწრაფად ავდივარ და კარადაში პატარა ჩანთას ვპოულობ,რომელშიც ბეტადინი,ბამბა და ბინტიც დევს. დავითიც ამოდის,რომელიც წელს ზემოთ შიშველია,როგორც ჩანს დასვრილი მაისური ქვემოთ დატოვა. -უსამართლობაა,ასეთი იდეალური სხეული რატომ აქვს?-ვცდილობ მზერა ავარიდო მის ხორბლისფერ ტანს,რაც არც ისე მარტივია. -აქ მოდი. -საწოლზე ვანიშნებ,ისიც მოდის და ნაპირზე ჯდება. -გტკივა? ვეკითხები,როცა ბეტადინით გაჟღენთილ ბამბას ვადებ. -არაა. -ეღიმება და თვალებში მიყურებს. ძალიან უხდება ღიმილი. თეთრი და იდეალური კბილები აქვს და ჩემი საყვარელი ეშვები,რომელიც სულ მომწონდა. -ესეც ასე. -წებოვან პლასტირს ვაკრავ და ვუღიმი. - ახალივითაა. -მადლობა ექიმო. - თვალს მიკრავს და ლამისაა იქვე დავდნე. გამოსაფხიზლებლად სწრაფად ვახამხამებ წამწამებს და უკან ვიხევ. -მშია. - მახსენდება -წამოდი,რამეს მოვძენი და მერე მაღაზიაში ჩავალ. -ხელს მკიდებს და ქვემოთ ჩავყავარ. -ისაა... არ უნდა ჩაიცვა? -უი,ხოო. სულ დამავიწყდა. - სწრაფად ბრუნდება და შავ ჰუდს იცვამს შიშველ სხეულზე. -მაღაზია იქნება? - ვეკითხები,როცა ჰერკულესის ფანტელების მეტს ვერაფერს ვპოულობ. -რა გასაკვირია ამეებს რომ ჭამს. - მეღიმება გულში. -კი,კი. უეჭველი იქნება. ამ დროზე ტურისტები არიან აქ და თითქმის ყველაფერი ფუნქციონირებს. -ერთი კარგი ამბავი მაინც გავიგე. -ვოხრავ და სამზარეულოს დახლზე ვბობღდები. - მშიაა. მეც წამოგყვები. მარტო ხომ არ დავრჩები აქ?! -რაო პატარავ,ხომ არ გეშინია უჩემოდ? - ჩემთან ძალიან ახლოს მოდის და მტაცებელის ღიმილით მაკვირდება. -ააა არააა. - ისე ახლოსაა,მის ცხელ ამონასუნთქს ვგრძნობ და სუნთქვა მეკვრის. -პატარა უშიშარი. - სახე უფრო ახლოს მოაქვს და ყურში ჩამჩურჩულებს. ამდენის ატანა შეუძლებელია. გაუაზრებლად ვოხრავ,როცა მისი ტუჩები ყურის ბიბილოზე მეხება. შემდებ მის ცხელ ხელს ვგრძნობ წელზე და ტუჩებს ყელზე. -დავით.. - მის სახელს სუნთქვას ვაყოლებ. -რაო პატარავ. - ამჯერად მკერდზე მგრძნობ მის ხელებს და ვერაფერს ვპასუხობ. თავი უკან მივარდება და თეძოებით მის თეძოებს ვეკრობი. - ისეთი ლამაზი ხარ.. - არ წყვეტს საუბარს და თან ფერებას. სიამოვნებისგან ლამისაა გული წამივიდეს და უეცრად ფეხის ხმა ისმის. -დავითა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.



თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.