შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანე ლაქა (სრულად)


გუშინ, 17:10
ავტორი NakoNako
ნანახია 77

1





Დაწოლის წინ ჩემი საძინებელი ოთახის ფანჯარა სქელი ფარდების დახმარებით ჩავაბნელე ,რომ დილითაც კარგად გამომეძინა, თუმცა ვინ გაცდის. ახალ გამოღვიძებულმა თვზე საბანი წავიფარე, -იმედია უკან გაბრუნდება და არ გააგრძელებს ისევ კარზე კაკუნს. ჩავიბურტყუნე ჩემთვის , თუმცა ჩემი მომაბეზრებელი მამიდაშვილი თავისას თუ არ გაიტანს რა გააჩერებს, საბანი თავიდან გადავიცალე საწოლიდან წამოვიწიე და თინას გავძახე, -იქნებ მიხვდე რომ მძინავს და მოსცილდე ჩემი ოთახის კარს.

-რომ გეძინოს არ დამეპასუხებოდი. Შემომიღო ოთახის კარი და უკითხავად შემოიჭრა ჩემს ოთახში, ფარდები გამიწია და გვიანი გაზაფხულის მზის სხივებს ოთახში შემოხედების ნებაც დართო. ღმერთო ეს გოგო როგორ მიშლის ნერვებს...



_ისეთ ჩაბნელებულ ოთახში წევხარ... ხატი რატომ აკეთებ ისევ ასე? ისევ დეპრესია დაგეწყო? Ოთახს აბნელებ დღის განმავლობაშიც კი, ყურსასმენებს გვერდიდან არ იცილებ, ყელზე ისე გაქვს ჩამოკიდებული როგორც ყელსაბამი, ქუჩაში საერთოდ აღარ გადიხარ, ატყობ შენს თავს? ავარიამდეც არ იყავი სოციალური პიროვნება, ხალხმრავლობის მოყვარული ,მაგრამ ავარიის შემდეგ ოჯახის წევრებთანაც აღარ საუბრობ...

-ისევ ერთიდა იგივე თემა, ისევ მობაბეზრებელი და გამაღზიანებელი საუბარი, ჩემს ყოფიერი ცხოვრების სტილზე. პატარა ბავშვივით უკმაყოფილოდ წავიბურტყუნე და შემდეგ ვითომ ვერც მან და ვერც მე გავიგეთ რაც ვთქვი ისე გავაგრძელე.



-თინა... ამ დილაადრიან რამდენი ილაპარაკე, თუ ხვდები. საწოლიდან წამოვდექი, კარადიდან ტანსაცმელი გამოვიღე, ოთახის კარისკენ წავედი, კარი გავიხურე და თინა ოთახში დავტოვე დილაადრიან თავის დასკვნასთან ერთად.



Სააბაზანოდან გამოსვლისას , აბაზანის კართან დედა ღიმილით შემეგება, არ მითქვამს თქვენთვის დედა როგორ მიყვარს ხომ? Იფიქრებთ ალბათ ხატია გიჟიაო, დედა ვის არ უყვარსო, თუმცა თქვენც არ სტყუით დედა ყველაზე ძვირფასი რამაა რაც ადამიანს გააჩნია ცხოვრებაში, ან შვილს რაც გააჩნია , რადგან დედაჩემს რომ ჰკითხოთ ქვეყანაში ყველაზე ძვირფასი ქონება ეს შვილია.



ზოგიერთი ადამიანის ცხოვრებაში რამდენიმე სუსტი წერტილი არსებობს, ასეთი სუსტი წერტილი ცხოვრებაში სულ ორი გამაჩნია: ორივეს თავისი ფერები აქვს, ეს ორივე წერტილი ჩემი ცხოვრების ამბავს ჰყვება,ამ ორ წერტილს დავუტოვე ჩემი ცხოვრების მოედანი სათამაშდ ჩემდაუნებურად...



Ერთი რატიანების ოჯახია, შავ-თეთრი წერტილია ჩემთვის. Მათ ყველა თვისებას ჩემზე კარგად არავინ იცნობს!



Მეორე კი ვაჟა ჩოხელი-მწვანე წერტილი! Რომელიც ჯერ არ გამიცვნია, მისთვის ჩემს ცხოვრებას მოედნის კარი ჯერ არ გაუღია ან კიდევ მას არ სურს ჯერ ამ მოედანზე თამაში...



Დედამ თვიდან ბოლომდე შემათვალიერა, როგორც ჩანს ის პატარა იმედი რომ მის შვილს როდისმე მასავით დახვეწილად ჩაცმულს დაინახავდა კიდევ ერთხელ ჩაქრა მასში, ღიმილი სახეზე შეაშრა წამის მეასედში ცხვირი აიბზუა, თუმცა მიმიკები არ შესცვლია დიდად, სახეზე პლასტიკური ოპერაციების და ბოტოქსის დამსახურებით პატარა ნაოჭიც არ გასჩენია, გვერდულად გადმოხედა და გამოხედვას თავისი საფირმო წინადადებაც მოაყოლა, -ქუჩაში ნაცნობი რომ შეგხვდეს იფიქრებს რომ ჩვენს ერთადერთ შვილს ტანსაცმლის საყიდლად ფულსს არ ვაძლევთ,თუმცა შენ ქუჩაშიც არ გადიხარ ხომ? Ლოყაზე მაკოცა და მისაღებ ოთახში წასასვლელად Შებრუნდა , თუმცა რაღაცის თქმა დაავიწყდა და უკან მოუხედავად კიბიდან ჩსვლისას მომაძახა :- თმაზე მაგ ფანქრის მაგივრად თმისამაგრი მაინც გაიკეთე და ეგრე ჩამოდი. Მის ნათქვამზე გამეცინა და სიცილით გავყევი დედაჩემს უკან, მანაც იცოდა რომ მის ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა თუმცა მაინც ყოველღე ჩემი დანახვისას ტრადიციულად ერთმანეთის მსგავსი წინადადებების წარმოთქმა არ ბეზრდებოდა.



Დედაჩემს თამარს, რომელიც ნამდვილი დედოფალივით ცხოვრობს წლებია და არაფრის დანაკლისიი არ გააჩნია ყველაზე მეტად ჩემი ასეთი ქცევა აკვირვებდა, მატერიალური მდგომარეობა კარგი კი არა ძალიან კარგი გვქონდა, თმცა მდიდარი ოჯახის შვილთა კატეგორიას არ მივეკუთნებოდი, მათ საზოგადოებაში ყოველთვის ზედმეტად ვგრძნობდი თავს, ამიტომ არ მყავდა მეგობრები მათი წრიდან, (მათ წრეც არაფერ შუაშია რომ დავფიქრდეთ მეგობრები ისედაც არ მყავს. ) უბრალო რიგითი ადამიანივით მსურს ცხოვრება, მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრების და ახლობლების გარდა ნაკლებად მცნობდეს ხალხი, ვიყო ხალხისთვის უბრალო ოჯახის და არა ყოფილი ქირურგის და ახლანდელი ბიზნესმენის დავით რატიანის შვილი. Თუმცა მხოლოდ რატიანების ოჯახში დაბადების ბრალი არაა ჩემი ყოფის აუტანლობა, ბავშვობაში გადატანილმა ფიზიკურმა თუ ფსიქოლოგიურმა ტრამვებმა რომლებმაც ჩემ ცხოვრებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შემოაბიჯა და შავ წერტილად კი არა შავ ლაქად დარჩა ,გამოიწვია დღეს ჩემი ასეთ ადაამიანად ჩმოყალიბება, თქვენ თუ გინდათ ჩაკეტილი პიროვნება მიწოდეთ ან კიდევ ინტროვერტი, მე გეტყვით რომ მართალი ხართ , უფრო მეტიც, გეტყვით რომ სოციალური შფოთვითი აშლილობა მაქვს,ამის გამო ძილის პრობლემა მაქვს, ხშირად ვერ ვიძინებ. სოციალური ფობია მას შემდეგ აღმოვაჩინე ჩემს შინაგან სამყაროში როდესაც ფსიქოლოგიის შესწავლა დავიწყე წლების წინ ჩემი ოჯახისგან მალულად. Დღემდე ვაგრძელებ სწავლას , საზღვარ გარეთ, გერმანიის ერთე-ერთ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე . რადგან მამას სიტყვა “ექიმის” გაგონება არ სურს ეს ექიმი ფსიქოლოგიც რომ იყოს. დედა ხშირად ამბობს რომ იგი თვის პროფესიაზე ძალიან იყო შეყვარებული, კარდიო-ქირურგი ყოფილა მისი თქმით, თუმცა რატომ დატოვა თვისი პროფესია ამ კითხვაზე არავინ მპასუხობს ოჯახში. Როდესაც აბიტურიენტები ვიყავით მე და თინა ,მამამ კატეგორიულად აგვიკრძალა და განგვიცხადა რომ სამედიცინოზე არც ერთს ჩაგვებარებინა. Თინას დიდად არც ანაღვლებდა ეს ფაქტი რადგან ბავშვობიდან კომპიუტერიდან თავს არ სწევდა, ყველანაირი მოწყობილობა მოიპოვებოდა ჩვენს სახლში რაც ჰაკერს სჭირდებოდა, მამას მისი ეს არჩევანი ძალიან მოსწონდა და ყველანაირად ხელს უწყობდა ის საყვარელი საქმე ეკეთბინა რაც მისთის ასეთი მნიშვნელოვანი იყო და რაშიც მართლაც რომ ძალიან წარმატებული იყო. Მეკიდევ პირდაპირ გამომიცხადა რომ ისეთი პროფესია ამერჩა რაც მისი ანუ მომავალში ჩემი ბიზნესის სამართავად გამომადგებოდა, ამიტომ მისი თვალის ასახვევად საქართველოშიც ვსწავლობდი უნივერსიტეტში ბიზნესის მენეჯმენტის ფაკულტეტზე პარალელულად კი საზღვარგარეთ ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე რომელიც ჩემთვის ერთადერთი გზაა სოციოლოგიური ფობიისგან თავის დასაღწევად, ალბათ იტყვით ფსიქოლოგი ხომ არსებობსო , თუმცა წარმოიდგინეთ ადამიანი რომელსაც ძალიან უჭირს ახლობლების გარდა ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციის დამყარება,სწორედ ისეთმა ადამიანმა ისაუბროს თავის ჩაკეტილ შინაგან სამყაროზე სხვასთნ სრულიად უცხოსთან, ისეთ შინაგან სამყაროზე ვსაუბრობ რომელთანაც თვალის გასწორება მეც მიჭირს, ხანდახან მგონია ჩემში ორი პიროვნება ცხოვრობს, ერთი რომელიც ყველაფრის მიუხედავად ბედნიერია ასეთი ყოფით და მეორე რომელიც არის გამბედავი და თავს ისეთ დროს იჩენს ყოფაში როდესაც მის საყვარელ ადამიანს რამე უჭირს, ან უბრალოდ დახმარების ხელს ითხოვენ მისგან...



Მისაღებ ოთახში მამას გვერდით დავიდე ადგილი ლათინური ასობგერის L ფორმის დივანზე, ყველანი დაბლა დამხვდნენ: მშობლები, მამიდა რომელიც წლებია ჩვენს დიდ ვილაში ცხოვრობს ჩვენთნ ერთდ და ჩემი აბეზარი მამიდაშვილი თინა. Თბილისში მცხოვრები რატიანების წარმომამდგენლობა ჩვენი ნათესავებიდან მხოლოდ ჩვენ ვიყავი, დანარჩენი რატიანები სვანეთიდან ვერ წამოვიყვანეთ. Ბეგი ბაბუას “დინასტიის” დარჩენილი წარმომადგენლები მესტიაში ცხოვობენ. მამაჩემის პატარა ძმა, უფროსი მამიდა მათი ოჯახები და რათქმაუნდ ჩემი საყვარელი ბებია ბაბუა.



_რა შეკრება, რახდება? Ვიკითხე “ინტერესით”.



_ დღეს ჩვენი მასშტაბური რეზორტის გახსნის დღეა კახეთში, საღამოს გრანდიოზული წვეულება იქნება მთელი ოჯახი იქ უნდა ვიყვეთ, ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები გვყავს მოწვეული მათ შორის მამაშენის პარტნიორები ძმები ჩოხელები და გოგა ჭინჭარაული რომელთან ერთადაც წამოიწყო ეს დიდი სარეზორტო პროექტი. Ამიტომ გაგაღიძეთ დილა ადრიან რადგან კახეთში უნდა წავიდეთ და პლიუს ამას ქალბატონებს მოსამზადებლად დრო გვჭირდება, ასე რომ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება ადრე ჩავიდეთ. დაასრულა ვრცელი წინადადება ერთ ამოსუნთქვაში დედაჩემმა . Ამ გრძელი წინადადების შემდეგ ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი თინა ჩაერთო საუბარში სიცილით,

-ბიძია ჩოხელებებთან და ჭინჭარაულთან ერთად რომ საქმე წამოიწყე იმედია ამის გამო შენს ბიზნესს საფრთხე არ შეექმნება .

- რა გაცინებს თინა საკმაოდ სანერვიულო ფაქტია ჩემი ძმისთის ისედაც. Თვალები დაუბრიალა კატო მამიდამ თავის აბეზარ, ამ დილაადრიან უკვე ზედმეტად გადაპრანჭულ შვილს. Ხანდახან დედაჩემს ისე ვამგვანებ... დილის 8საათზე ორივენი უკვე წვეულების შესაფერისად გაპრანჭულები ისხედან...



-სასაცილოა კატო ნუ უჯავრდები, უცნაური ურთიერთობა აქვთ არა დავით? ვერ გაიგებ მტრები არიან თუ მეგობრები განსაკუთრებით კახა და გოგა.



- რანაირი ურთიერთობა აქვთ მე არ მეხება თამარ, ქალივით არ დავჯდები და თქვენთან ამ თემაზე არ ვიჭორავებ, სამივე თავისი საქმის პროფესიონალია, იმიტომაც აქვთ მთელს ქვეყანაში არსებული ბიზნესები, ყველაზე მეტად რაც შენ მოგწონს აი ის მდიდრული ადგილები მაგალითად სადაც ფეხს დადგავ, სავაჭრო ცენტრია, სასტუმროა, რესტორანი კლუბი თუ ბარი, სილამაზის სალონებიც კი ყველაფერი მათი საკუთრებაა თითქმის.



-კაზინოებიც და ტოტალიზატორებიც ხომ? ასე ამბობენ ვაჟა ამ ყველაფერს უდგია სათავეშიო. Მართალია დათა ძია? Იკითხა თინამ



- ეგ არავინ იცის ზუსტად, თუმცა იმასაც ამბობენ მაგ ბიჭზე ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული პირია და კაზინოებიც თვალის ასახვევად სჭირდებაო. Დაამატა მამიდაჩემმა.



-კიმარა კაზინო რა თვალს აუხვევს ხალხს,? Თუ მართლა მაფიოზობანას თამაშობს?



- თვალს არ უხვევს ,მაგრამ ყველანაირი ადამიანი კაზინოში იყრის თავს მდიდარიც და ღარიბიც. ბინძურ საქმებზე სალაპარაკოდ კარგი ადგილია, ეჭვს ნაკლებად შეიტანს პოლიცია . Საკვირველი ისაა ჩვენც ბევრი ბიზნესი გვაქვს რესტორნები სასტუმროები მაგრამ მათსავით ძლიერები არ ვართ, თითქმის ყველგან მიუწვდებათ ხელი აქ თუ საზღვარგარეთ, უპრობლემოდ ყველა საქმეს აკეთებენ, იმასაც ამბობენ უკანონოდ რუსეთიდან და ევროპიდან ჩენი ქვეყნის საზღვრის და აზერბაიჯანის გავლით იარაღს და კონტრაბანდასაც ატარებენო. Დაასრულა თამარმა.

Მამა ამ ყველაფერს ჩუმად ისმენდა. Მეკიდევ შორიდან ვაჟაც და გოგაც ვიცოდი ვინ იყო, ბევრი კარგიც გამიგია და ბევრი ცუდიც, ზოგი საშიშ ადამიანებად მოიხსენიებდა, თუმცა დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს გეტყოდათ ან უბრალოდ ჭორი იყო რადგან უაზროდ მდიდრები იყვნენ, და ამ ფულს ჩემი აზრით ბევრი სისულელის კეთებაშიც ხარჯავდნენ, კახა და გოგა განსაკუთრებით. კახას პირადად ვცნობდი ჩემს უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე ლექციებს გვიკითხავდა, საკმაოდ ჭკვიანი და პიროვნულათაც გაწონასწორებული ადამიანი ჩანს, ან ზედმეტად გულცივი , თუმცა ერთადერთი ლექტორია რომელის მოსასმენადაც ლექციებზე დავდივარ და მიწევს ხალხმრავლობის ატანა. მისი და მისი ბიძაშვილის ცხოვრების წესზე უნივერსიტეტშიც ბევრი ჭორი დადის, და ჩემი აზრით კი ორივე საშიში ადამიანები არიან საზოგადოებისთვის, უმიზეზოდ ამდენ რამეს არავინ მოიგონებს.

კახა და ვაჟა ბიძაშვილები არიან თუმცა ორივეს ძმებად მოიხსენიებენ, თვითონ ძმებად ეცნობიან საზოგადოებას. ჩემმა ლექტორმა კახამ Იცის თუ არა რომ, მისი ბიზნეს-პარტნიორის დავით რატიანის შვილი ვარ ამაზე ვერაფერს ვიტყვი. რამდენიმე წამიან ფიქრებს თვი დავაღწიე ფეხზე წამოვდექი, დედას თინას და კატოს მივუბრუნდი.



- როგორც მამამ თქვა ნუ ჭორაობთ და თუ წასვლას ვაპირებთ წავიდეთ თორემ შენდა თინას გასამზადებელი დრო აღარ დაგრჩებათ საღამოსთვის დედა.



საღამოს უკვე ჩვენს ახალ სასტუმრო კომპლექსში ვიჯექი და ველოდებოდი როდის მოემზადებოდნენ წვეულებისთვის რატიანების ქალბატონები, ვიზაჟისტების და სტილისტების მოსვლით გამოწვეულმა ხმაურმა ძალიან შემაწუხა, ყურსასმენები ასევე ჩემი სათვალე გავიკეთე , სათვალე რომელიც საერთოდ არ მჭირდებოდა მხედველოობისთვის თუმცა მისი ტარებით თავს დაცულად ვგრძნობდი, მათ ხომ შუშის მეშვეობით ვუყურებდი ეს სულ ოდნავ ადვილად ასატანს ხდიდა ხალხმრავლობას და უცხო ხალხის გვერდით ყოფნით გამოწვეულ შფოთვას.

ნომრიდან რეზორტის ტერიტორიაზე არსებული ვენახისკენ გადავწყვიტე წასვლა მანამდე კი ფოიეს გავლით პატარა კაფეში გადავწყვიტე გავლა ყავის ასაღებად.

ბართან გავჩერდი სადაც ოფიციანტი ჩემს შეკვეთას აიღებდა მაგრამ ოფიციანტი არსად ჩანდა, დალოდება გადავწყვიტე . ყავა კიდევ ახლა წამალივით მჭირდებოდა, რადგან სულ სამი საათი შევძელი ღამით დამეძინა, დილით ისედაც ადრე გამაღვიძეს პლიუს ამას მგზავრობამაც თავისი კვალი დამამჩნია დაღლილობის. ტელეფონში სიმღერა შევცვალე და ამ დროს მარჯვენა მხარზე უხეში შეხებაც ვიგრძენი, ურსასმენები მოვიხსენი და მარჯვნივ შევბრუნდი, პირველად მწვანე თვალებს დავეჯახე გაკვირვებული.

- ზუსტად ოთხჯერ დაგიძახე, თუ ყურადღებით არ იქნები, მაშინ დატოვე სამსახური, უყურადღებო უპასუხისმგებლო პერსონალი არ მჭირდება, ნამდვილი თუ ყალბი გაბრაზების ნაპერწკალი გაკრთა წამიერად მწვანე თვალების მქონე პატრონში.

მე კი ვიცი ვინაა თუმცა თვითონ არ მცნობს როგორც ჩანს, როგორც კი პირი გავაღე იმის სათქმელად რომ ოფიციანტი ან ამ ტერიტორიაზე მომუშავე პერსონალი არ ვიყავი, "მწვანეების" პატრონს გოგა ჭინჭარაულიც ამოუდგა გვერდით თვალი ჩაუკრა და მე მომიბრუნდა: - გოგონა თითო ბოთლი ცივი ლუდი გაგვიხსენი. ძალიან ცხელა კახეთში ზაფხულში რა იქნება წარმომიდგენია. მიუბრუნდა მის მეწყვილეს.

- რა გაკვირვებული გვიყურებს, ოფიციანტი არ ხარ? სტუმრები ჯერ არ მიგვიღია, პატრონებიც სახეზე ვართ, ჩვენს გარდა სხვა აქ რახანც არავინ არაა, მიდი შეუდექი შენს საქმეს. თვალი ჩამიკრა და გოგა ჭინჭარაულს სიცილით მიუბრუნდა.

პირ დაღებული და გაკვირვებული ვუყურებდი ამ ორ სულელს, სტაფის წევრი რომ ვიყო ფორმა ხომ მაინც უნდა მეცვას?! გავიფიქრე ჩემთვის, თუმცა სულელი მე უფრო ვარ რადგან მათ მოთხოვნას დავემორჩილე, ბარის მეორე მხარეს შევედი და მაცივარს დავუწყე ძებნა, რადგან ცივი სასმელი მეპოვნა, პატარა დაბალი სასმლის მაცივარი ბარის დაბლა იდგა, გამოვაღე მაცივრის კარი და ორი ბოთლი ლუდი გამოვუღე, თავსახურის მოსახსნელად რომ ვერაფერი ვიპოვე ორივე ბარის ზედაპირს ჩამოვკარი და გავხსენი.

ამასობაში ეს ორი სულელი რესტორნის კუთხეში არსებულ რბილ სავარძლებზე მოკალათებულიყვნენ და ერთმანეთში რაღაცას ძალიან სერიოზული სახის გამომეტყველებით განიხილავდნენ, სასმელის წაღება რომ დავაპირე სამზარეულოს მხრიდან ამჯერად ნამდვილი მომუშავე პერსონალი გამოვიდა და მას ვთხოვე მათთვის " შეკვეთის" მიტანა, მე კიდევ ელვის სისწრაფით გასასვლელისკენ გავემართე და რამდენიმე წამში ეს შემაწუხებელი ადგილი და ყავა რომელიც ძალიან მინდოდა უკან მოვიტოვე.

ისევ ნომერში დავბრუნდი და გადავწყვიტე სანამ 9 საათი არ გახდებოდა და წვეულება არ დაიწყებოდა ნომრიდან არ გამოვსულიყავი. დედაჩემის და თინას წყალობით მომზადებული ჩემოდანი გავხსენი და ყოველდღიური ტანსაცმლის ძებნა დავიწყე ნებისმიერი რამის მაისურების დახეული ჯინსების, ყოველდღიური ტილოს შარვლების ან ლეგინსების, თუმცა არც ერთი აქ არ აღმოჩნდა. რას ველოდებოდი კი? თითქოს ეს ორი მოპუწკული ქალბატონი ჩემი ტანსაცმლიდან რამეს ჩამიდებდნენ ჩემოდანში. პირიქით 8 ცალი უაზროდ გადაპრანჭული წვეულების კაბა იყო და მხოლოდ ორიცალი სადა, წვეულების კაბებს ზედაც არ შევხედე და ამ ორს შორის გავაკეთე არჩევანი, ყველაზე გრძელი ყველაზე სადა და ნაკლებად თვალში საცემი ღია კრემისფერი ჩაღილული კაბა ავირჩიე, რომელიც მხრებსაც დამიფარავდა, აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე და ჩაცმას შევუდექი.

უკვე გამზადებული სარკეში კმაყოფილი ღიმილით ვიცქირებოდი, მიუხედავად იმისა რომ კაბები არ მიყვარს, ჩემი ტანი ამ სადა კაბას ნამდვილად კარგად ატარებდა ნათხოვარივით წვეულების ბოლომდე.

კაბა ნამდვილად მიხდებოდა, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებს გვერდულად გადავხედე და ისევ ჩემს ქონვერსის კეტებს მივუბრუნდი და ჩავიცვი, თმისამაგრის მაგივრად შავი გრძელი თმა ისევ ფანქრით შევიკარი, სათვალე და ყურსასმენები მოვირგე, ერთხელ კიდევ დავტრიალდი სარკის წინ და ნახევრად კმაყოფილი ოთახის ნომრის კარი გავაღე. დერეფნის ბოლოში მომლოდინე რატიანების ოჯახისკენ გავეშურე.

- კაბა როგორ გიხდება ხატია. მითხრა თვალებ აციმციმებულმა მამამ.

- ნამდვილად ბიძაშვილო, უფრო ხშირად უნდა ჩაიცვა.

- თუნდაც იძულებით ხომ როგორც ახლა?

-იძულებით რატომ, არავინ დაგმუქრებივართ, არც ძალის გამოყენებით ჩაგვიცმევია შენთის. მითხრა ყალბი გაკვირვებით დედაჩემმა.

- კაბების მეტი ჩემოდანში არაფერი იყო? !

- მორჩით ქალბატონეებო კამათს და სასტუმროს უკანა ეზოსკენ წავიდეთ წვეულება იქ ეწყობა. აუზებთან და რესტორანთან ახლოს გადაწყვიტეს ახალგაზრდებმა გამართვა, რადგან ოფიციანტების ნაკლებობა გვაქვს ჯერ-ჯერობით და პერსონალს არ გაუჭირდეს სტუმრების მომსახურება. დავიღალე აქ დგომით, ისედაც მთელი დღეა თქვენ გელოდებით. ძლივს დაამთავრეთ მზადება, ძლივს გადაწყვითეთ რა ჩაგეცვათ, შემაღონეთ, განსაკუთრებით შენ თამარ, ცოტა დაგაკლდა და ალბათ კაბასაც მე შემარჩევინებდი. უთხრა მამამ ეშმაკური ღიმილით, და კარგად იცოდა მის ამ ნატქვამს რაც მოელოდა, ამის გამო პატარა თინეიჯერი ბიჭივით იცინოდა...

- ნუ იტყუები დავით! რაც ჩამოვედით იმის მერე გძინავს, საძინებელი ოთახიდან ნახევარი საათია რაც გამოხვედი, ამდენი ძილისგან სახე ისევ დასიებული გაქვს! ძალიან გაბრაზებულმა დედამ სწრაფად და გაცხარებით მიაყარა მამას, მამას საქმე ცუდათ ჰქონდა, ამჯერად მეც კი შემეშინდა. როცა ბრაზდება მეგრული სისხლი მასში ზუსტად მაშინ იჩენს თავს.

-კარგი თამარ, ჩემო ძვირფასო, არ გაბრაზდე თორემ სახესთან ახალი პატარა ნაოჭები გაგიჩნდება. დედამ მამას გაცეცხლებული თვალებით შეხედა და როგორც კი პირი გააღო და მის კარგად გასალანძღად მოემზადა მამას ტელეფონმა დარეკა და იძულებული გახდა გაჩუმებულიყო. მამამაც ტელეფონის ზარის მეშვეობით გამოწვეულ უცაბედ მშვიდ ატმოსფეროზე გაიღმა , ტელეფონს უპასუხა და გასასვლელისკენ წავიდა. უკან გავყევით ჩვენც.

სასტუმროს უკანა ეზო სავსე იყო სტუმრებით. ძალიან დახვეწილად აქვთ მოწყობილი აუზის მხარე, ალაფუშეტის მხარე და დიჯეისთვის განკუთვნილი პატარა სცენა ერთმანეთის საპირისპიროდაა.

ყველაზე მოშორებულ და ნაკლებად განათებულ კუთხეში მდგარ მაგიდასთან დავდექი, თინაც თან გამომყვა, რადგან შემატყო როგორ შემეცვალა სახე, თითქოს ხალხმრავლობით გამოწვეული არა კომფორტული შეგრძნება ჩემს თვალებში ამოიკითხა, ვგრძნობ როგორ მისველდება ნელ-ნელა ხელისგულები, ხმაური ხმამაღალი სიმღერა და ხალხის რაოდენობა მაიძულებს შეუმჩნევლად ვეძებო გასაქცევი ადგილი.

თინაც ხვდება რა მჭირს და ცდილობს ყურადღება გადამატანინოს, ჩვენს პირდაპირ მაგრამ საკმაოდ მოშორებით მყოფ გოგაზე და კახაზე მანიშნებს თვალებით.

-მათ შეხედე.

-მართლაც ვერ გაიგებ მეგობრები არიან თუ მტრები.

-რას საუბრობენ ნეტავ? ისე არიან ღრმა საუბარში ჩართულები, ვერ იგებენ როგორ ეპრანჭებიან გარშემო გოგოები და თვალს არ აცილებენ არც ერთს. ნამდვილად სიმპათიური ნაბიჭვრები არიან.

- რაა? გაფართოებული თვალებით შევხედე თინას. მან კი თითქოს შეურაწყოფა არც მიეყენებინოს უმიზეზოდ არავისთვის ისე გააგრძელა ჩემთან საუბარი.

- თითქმის ორივე 30 წლისაა ან მეტიც შეიძლება ძალიან მიკვირს აქამდე რატომ არც ერთი დაქორწინდა, ქორწილს შეეშვი შეყვარებულებიც არ ჰყავთ.

-გოგა რომ მექალთანეა და გრძელვადიან ურთიერთბაში არავისთაანაა იმ ბარებიდან მაინც უნდა იცოდე რომელშიც ყოველ კვირა დადიხარ. კახა კიდევ ყინულივით ცივი პიროვნებაა არამგონია სიყვარული შეეძლოს.

-ვაჟა არ ჩანს?

-ალბათ რომელიმე მიმტანს შენიშვნებს აძლევს..." ეს რა სისულელე წამოროშე" გამომეტყველებით შემომხედა თინამ.

-ვერ მივხვდი რა?

-დაივიწყე. ცოტახანი აქაორობას რომ მოვცილდე ხომ არ გეწყინება? გპირდები დიდი ხნით არ წავალ 15 წუთში თუ არ დავბრუნდი შეგიძლია შენ მოხვიდე ჩემს წამოსაყვანად, აქეთ წამოვლისას საქანელები თუ შეამჩნი კოტეჯებთან? აი იქ ვიქნები მხოლოდ 15 წუთი სიწყნარე მჭირდება. პასუხს არ დაველოდე ისე გავეცალე ჩქარი ნაბიჯებით თინას. რაც ვშორდებოდი წვეულების ადგილს ფსიქოლოგიური სიმშვიდეც თანდათან მიბრუნდებოდა.

ყურსასმენები ტელეფონს დავუკავშირე მოვირგე და ტელეფონში სასურველი სიმღერის ძებნა დავიწყე, თავჩახრილი სწრაფი ნაბიჯებით მივდიოდი როდესაც ვიღაცამ მხარი ისე ძლიერად გამკრა მარცხენა მხარზე, ტკივილმა საშინლად დამიარა სხეულის მარცხენა მხარეს, ამ უკანასკნელმა ისე გაიარა მობოდიშებაც არ უცდია, არც მე მიცდია გამეჩერებინა და ბოდიშის მოხდა მეიძულებინა, უკან რომ მივიხედე სმოკინგი მხარზე მოეგდო და ქუჩის ბიჭივით შეაბიჯა წვეულებაზე. გავაგრძელე კოტეჯებისკენ გზა.

საქანელაზე ჩამოვჯექი და ძირს დაგდებულ ნივთს დავაკვირდი, აშკარად ვიღააცამ დაკარგა, წამოვდექი საქანელიდან და რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დაგდებულ ნივთს მივადექი დავიხარე და ხელში ავიღე. საფულეა, მამაკაცის საფულეს გავს, ვისია ნეტა? გახსნის მერიდება რომ შევამოწმო ვისია, ალბათ რომელიმე სტუმარმა დაკარგა, ნეტა ვისია? ცნობის მოყვარეობამ წამძლია ზურგით შევბრუნდი და საფულე გავხსენი, როგორც კი ხელში დავიჭირე პირადობის დამადასტურებელ მოწმობა ნახვაც ვერ მოვასწარი, ზურგს უკან ხმა მომესმა მამაკაცის.

-აქ რას აკეთებ?

შეცბუნებული შემოვბრუნდი და გაშლილი საფულე, პირადობის მოწმობა ხელის უკან წაღებით დავმალე. ჩემს წინ "მწვანეების" პატრონი და ცოტახნის წინ ჩემი მარცხენა მხრის "გამტანი"იდგა.

-არაფერს, ხალხმრავლობას გამოვერიდე, მოსაბეზრებელი წვეულებაა...

-ბოდიშს მოვიხდი, შემდეგში გასართობი ცენტრიდან პატარა ბავშვებისთვის განკუთვნილ დიჯეისაც მოვიწვევ. ცერად გადახედა ჩემს განუყრელ სამეულს ფანქარს რომელითაც თმა მქონდა დამაგრებული, ყურსასმენებს და ჩემს სათვალეს რომელსაც ფერადი მხოლოდ ჩარჩო ჰქონდა.

ბავშვი?!! პატარა ბავშვი! პატარა ბავშვი მიწოდა 22 წლის გოგოს. დამშვიდდი ხატია არ შეიმჩნიო გაღიზიანება სპეციალურად აკეთებს. თანაც როგორ ეშმაკურად შემოგცინის...

-კარგს იზავ. ხატია. უცბათ ვერ მიხვდა რა ვუთხარი და გაურკვევლობაში მყოფმა თვალი თვალში გამიარა.

-რა?

-ხატია მქვია. ცალხელში დავიჭირე საფულე და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თავისუფალი ხელი გავუწვდინე.

- ვაჟა. საპასუხოდ ჩამომართვა ხელი.

- შენ რას აკეთებ აქ?

- საფულე დავკარგე, სავარაუდოდ წეღან აქ გამოვლისას ამომვარდა ჯიბიდან, ხომ არ გინახავს? ეჭვის თვალით შემათვალიერა. არა ეჭვის თვალით კი არა დარწმუნებულიც კი იყო რომ მე ვიპოვე ისეთი გამომეტყველება ჰქონა.

- მე ვიპოვე, უბრალოდ... არც კი დამაცადა წინადადების დასრულება.

- გახსენი ხომ?

-კი, მხოლოდ იმ მიზნით გამეგო ვინ დაკარგა. საფულის გახსნა აშკარად არ ესიამოვნა, რასაც გამომეტყველებით მივხვდი, თუმცა არაფერი უთქვია.

- კარგი ახლა დამიბრუნე. მითხრა თუ არა ზურგს უკან დამალული მისი ნივთები გავუწოდე.

-წვეულებაზე უნდა დავბრუნდე, შენ? წამოხვალ თუ აქ დარჩენას აპირებ.

-არა. ჩემთვის უკეთესია ნომერში დავბრუნდე, ხმაური ჩემზე ცუდათ მოქმედებს. მხოლოდ თავის დაქნევით შემოიფარგლა რაც ალბათ "გასაგებიას" ნიშნავს, თავაზიანად დამემშვიდობა,ნაზად მომაცილა თავისი მწვანე თალები სახიდან და წვეულებაზე გაემართა.

უკვე ნომერში მყოფმა თინას ესემეს შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი რომ ნომერში წავედი დასაძინებლად, თუმცა ბოლო უკანასკნელი ტყუილი იყო რადგან წვეულება 4 საათია რაც დამთავრდა და ყველამ თავიაანთ ნომრებს მიაკითხეს დასასვენებლად, მე კიდევ ჩემი განუყრელი ყურსასმენებით და წიგნით ხელში ნომრის აივანზე ვზივარ და თმიდან მოხსნილი ფანქრით ვინიშნავ, საინტერესო ადგილებს. დღეს ღამე, როგორც წლების განმავლობაში გასულ ყოველ ღამეს ძილი ახლაც ჩემგან შორს იყო.



2

ჩვენი რეზორტის გახსნიდან ერთი თვე გავიდა, საკმაოდ კარგად მუშაობდა, არვიცი ჩოხელების დამსახურება იყო თუ გოგასი, რადგან ევროპიდანაც საკმაოდ ბევრი დამსვენებელი გვყავდა და მეზობელი სახელმწიფოებიდანაც. უკვე საქართველოს საზღვრის გარეთაც იწყებდა ნელ-ნელა სახელის განთქმას, მამა ამ მდგომარეობით კმაყოფილი იყო რადგან ჩვენი ქონების ნახევარზე მეტი ამ პროექტში ჰქონდა დაბანდებული.



თბილისში უკვე გაუსაძლისი სიცხე იყო, ქუჩაში გასვლა ნამდვილი სასჯელია, მიუხედავად იმისა რომ ჯერ ივნისია და ზაფხული ეხლა დაიწყო.



თინამ აიკვიატა მოლში წავიდეთ საზაფხულო საყიდლებზეო, თან ნერვების გამაწვრილებლად წუწუნებს ტანსაცმლის არ ქონაზე,არადა ტანსაცმლით სავსე კარადა კი არა ტანსაცმლით სავსე ოთახი აქვს.



მისი აზრი დედაჩემს და კატო მამიდასაც მოეწონათ მეც თან წამიყვანეს, თუ მე წავიყვანე ეგ უკვე საკითხავია, მგონი ჩემი ატანა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტეს რომ მართვის მოწმობა ჩემს გარდა არავის აქვს, ჩვენი მძღოლი კი შვებულებაშია. გამოდის მე ვარ რატიანების ქალბატონების მძღოლი!



მოლის ავტოსადგომში დავაპარკინგეთ მანქანა -3 სართულზე და ლიფტით დავიძარით სავაჭრო ცენტრში ასასვლელად.



როგორ მინდა ამ მომაბეზრებელ შოპინგს თავი ავარიდო, გასაქცევად გეგმის დაწყობა მოლში მოსვლის წუთიდან დავიწყე, მაგრამ დედაჩემის გამჭოლ - გამაბრთხილებელ მზერას რომ შევეჩეხე ჩემი განზრახვა გადავიფიქრე, რადგან დღეს ნამდვილად ვეღარ გადავურჩებოდი.



რამდენჯერმე მოვიყვანე და პარკიგინდანვე გავეპარე, მოვიმიზეზე თითქოს მანქანა შეცდომით დავაპარკინგე და გადასაყენებლად უნდა მივბრუნებულიყავი, მეც დრო ვიხელთე და გავიპარე, თუმცა ახლა უკვე მოსვლის წამიდან ეჭვით მათვალიერებდა, ამიტომაც გადავწყვიტე მისი მოთმინების ფიალა არ ამევსო, თორემ დიდი ფიასკო დამატყდებოდა თავს.



ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედით, ნაკლები ყურადღება რომ მიმექცია ყურსასმენები გავიკეთე და რეილებს შორის დავიწყე სეირნობა. მაღაზია ქალბატონების და მამაკაცების ტანსაცმლი სექციებად ანუ ორად იყო გაყოფილი, უაზროდ სიარულით იმდენად გავერთე და ყურსასმენების დამსახურებით ისე გამოვეთიშე გარე სამყაროს რომ, ვერც კი შევამჩნიე ისე აღვმოჩნდი მამაკაცის ტანსაცმლის სექციაში.



გამობრუნება დავაპირე თუმცა კლავზე ხელის მოჭერით ვიღაცამ შემაჩერა. ყურსასმენები მოვიხსენი და ჩემს შემჩერებელს მივაჩერდი, ჩემს წინ ვაჟა და კახა იდგნენ და ეშმაკურად იღიმოდნენ.



- როგორც ჩანს მომსახურე პერსონალის არჩევაში საერთდ არ მყავს კარგი ეიჩარ გუნდი? რას იტყვი კახა? მგონი უნდა გადავხედოთ.



- მეც ასე ვფიქრობთ, დაახლოებით ათი წუთია ვეძახით არ ესმის. თავის მოძრაობით მიანიშნა ჩემზე.



- ყურსასმენებით სიარული უნდა ავკრძალო! თქვა ყალბი სიბრაზით ვაჟამ.მეც მივუხვდი განზრახვას ვაჟას და მის გამოძერწილ უაზრო ხუმრობას ავყევი.



- ახლა გისმენთ ბატონო რით შემიძლია დაგეხმაროთ? ვუთხარი სრული სერიოზულობის დაცვით. ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, როგორც კი კახამ რაღაცის სათქმელად პირი გააღო, ვაჟამ შეაწყვეტინა, ინტერესით სავსე თვალებით შემომცქეროდა, ეჭვიც გაუკრთა თალებში.



- კარგია გოგონა ახლა რომ გვისმენ. ყავა მოგვართვით, ორი უშაქრო . სტაფის ოთახის გავლით ჩემი კაბინეტია იქ მოგვაწოდე.



კახა გაკვირვებული უყურებდა ვაჟას და ცდილობდა გაერკვია რის გაკეთებას ცდილობდა, ვაჟას მხოლოდ ხუმრობა ჰქონდა გადაწყვეტილი, იმიტომ რომ "ამჯერად მიცნო" თუმცა მე ვერ "ვიცანი" და მის ხუმრობასაც ფეხი ავუწყე.



- ახლავე ბატონო. ვუთხარი და გასასვლელს დავუწყე ძებნა თუმცა ხელახლა კლავზე ხე;ის მოკიდებით შემაჩერა.







- მოიცადე ერთი წამით.



საფულე გახსნა და 100 ლარიანი ამოიღო და გამომიწოდა.



- ყავის ფულის მოცემა დამავიწყდა 10 წუთში მითითებულ ადგილზე იყავი, პატარა კაფე ისედაც ჩვენი მაღაზიის გვერდითაა. იცოდე თუ დაგაგვიანდა მე წამოვალ შენს საძებნელად და " სამსახურიდანაც გაგიშვებ" მითხრა ირონიული ტონით და ისევ დაეჭვებით მიყურებდა თვალებში, ცდილობდა იმის გარკვევას ერთი თვის წინ გაცნობილი ჩემს წინ მდგარი ადამიანი მახსოვდა თუ არა, თუმცა ჩემს თვალებში ვერაფერს წაიკითხავდა, რადგან თავი ისე მეჭირა ვითომ მართლაც რიგითი თანამშრომელი ვიყავი. თავი დავუქნიე გასაგებიას მნიშვნელობით და თანხა გამოვართვი.



- მემგონი ჩემი " გათვისუფლების" დრო მოვიდა. ჩავილაპარაკე ჩემთის ჩუმად და მაღაზიიდან დედაჩემისგან მალულად გამოვიპარე. ისინი უეჭველი ისე გაერთნენ შოპინგით ხატია არავის ახსოვდა. რათქმაუნდა ყავის საყიდლად არ წავსულვარ, თუმცა წიგნების მაღაზიას კი მივასურე და გადავწყვიტე რაში დამეხარჯა მისი მოცემული "ყავის ფული".



ჩემი საყვარელი ოთხი მწერლის ოთხი წიგნი შევიძინე, ერთიც ბარათი რომელზეც პატარა წერილს დავწერდი და კიდევ ერთი წიგნი სახელწოდებით " მომსახურეობის ხარისხის ამაღლება". სხვადასხვა ექსპერტების ნააზრევით იყო შედგენილი. ბარათზე წარერა გავაკეთე: "იმედია რამეში დაგეხმარება".



მისი მაღაზიის კართან მივედი და ჩემთან ახლოს მდგარ კონსულტანტს ვთხოვე მიეტანა ვაჟასთვის.



უკვე 20 წუთია მანქანაში ვზივარ და ჩემებს ველოდები როდის მორჩებიან შოპინგს, თან ჩემს ახლად შეძენილ წიგნებს ვათვალიერებ. გაბმული სიგნალის ხმა მესმის, თუმცა ყურადღებას არ ვაქცევ რადგან ვფიქრობ რომ ჩემთნ არაფერ შუაშია, რადგან მანქანა სწორად მყავს გაჩერებული და გზასაც არავის ვუკეტავ.



სიგნალი შეწყდა თუმცა ახლა მანქანის მინაზე მიკაკუნებენ, საშინელი სიცხის გამო კონდინციონერი მქონდა ჩართული მანქანაში. შუშას დავუწიე და ჩემს წინ მდგომ მამაკაცს შევხედე რომელიც ასე 40 წლამდე იქნებოდა.

- ყურებზე გაქვს ეტყობა პრობლემა. მითხრა უხეშად.

- რაგნებავთ ბატონო? ყველანაირად ვეცადე თავი ხელში ამეყვანა და გაბრაზება არ გამომეხატა.

- რა მნებავს კი არა გასწიე მანქანა გოგო, კრუგი რომ არ მოვარტყა პარკინგს გასასვლელად.

- კი მაგრამ აქ ყველგან საპარკინგე ადგილია გასასვლელად საპარკინგე სივრცეს უნდა შემოუაროთ, დახაზულიცაა გზა ხომ ხედავთ?

- ვხედავ გოგო ბრმა კი არა ვარ გააკეთე რასაც გეუბნევი. მითხრა გაღიზიანებულმა და მკლავზე წამატანა ხელი, შეშინებულმა უკან დავიხიე, რადგან აქ ჩემი და მის მეტი არავინ იყო. მის მოთხოვნას დავემორჩილე ოღონდ კი მალე წასულიყო.

- კარგით... ვუთხარი და მანქანის კარი გამოვაღე, სწორედ ამ დროს ნაცნობი ხმა მომესმა.

- მაგ გოგოს ბოდიში მოუხადე, ჩაჯექი შენ ჯართში და დაახვიე აქედან.

- შენ ვინა ხარ?

- უხდი ბოდიშს თუ არა?

- არავის არაფერს არ ვუხდი!

- კარგი მე გაგაბრთხილე.

- შენ ვინ ხარ რომ მაბრთხილებ?

- განახებ ვინც ვარ!

უთხრა ვაჟამ და სახეში მუშტიც გაარტყა, ამ კაცმა წელში გასწორება სცადა და ვაჟაზე მუშტის მოსაქნევად მოემზადა როდესაც ვაჟამ მუცლის არეში მუხლი ამოჰკრა, თავი ჩაარტყა, რამდენჯერმე მუშტიც მიაყოლა სახეში და უგონო მდგომარეობაში დააგდო ძირს.

- ვაჟა ჩოხელი.

პირზე ხელ აფარებული ვუყურებდი ამ მოვლენებს რომელიც რამდენიმე წამში განვითარდა და დამთავრდა კიდევაც, შოკში ვიყავი 22 წლის ასაკში ჩემს თვალ წინ პირველად სცემეს ადამიანი. შეშინებულმა ხმის კანკალით ძლივს ამოვილუღლუღე.

- ასეთი რამ აუცილებელი იყო? გავწევდი მანქანას და წავიდოდა, ცუდადაა ადამიანი.

- აუცილებელი იყო. ბრაზმორეული ხმით გამოსცრა კბილებში. ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ყურზე მიიდო.

- -3 სართულზე "ნაგავია" ასაღები, ჩამოხედეთ. დაასრულა ზარი.

- ხელი გაქვს გასისხლიანებული. ვუთხარი ხმის კანკალით. ყურადღებაც არ მიაქცია ჩემს ნათქვამს ისე მიმანიშნა თავით მანქანისკენ .

- დაჯექი მანქანაში, მოიცადე ერთი წუთით გასაღბი მე მომეცი.

გაკვირვებულმა და შეშინებულმა ხელის კანკალით გავუწოდე გასაღები და მის ნათქვამს კიდევ ერთხელ დავემორჩილე.

- უცხო ადამიანს მანქანის კარს რატომ უღებ? მე რომ არ მოვსულიყავი? ხელით რომ შეგხებოდა? რამდენი არსებობს წარმოდგენა თუ გაქვს? დამიყვირა გაბრაზებულმა.

- მხოლოდ მანქანის გაწევა მთხოვა. ვუთხარი აკანკალებული ხმით.

- თხოვნითი ფორმა არ იცი შენ რას ნიშნავს. თუ ეგეთი ბავში ხარ სახლიდან გარეთ ნუ გამოდიხარ. დამიყვირა კიდევ ერთხელ.

ხმა არ ამომიღია ისე გააგრძელა ბრაზის ფრქვევა, ხელის გულები შიშისგან გამიოფლიანდა კანკალი უკვე მთელს სხეულში მომედო.

ავარიის შემდეგ ხმამაღალ საუბარზე ყვირილზე საშინელი კანკალი მეწყება ნერვიულობის ფონზე არტერიული წნევა მიწევს და პანიკური შეტევის დასაწყისი მეწყება, ეს ყველაფერი ჩემი სოციალური შფოთვითი აშლილობის დამსახურებაა. ყურებში უკვე მესმის ხმა თუ როგორ მოძრაობს ჩემს ორგანიზმში სისხლი, პანიკური შეტევით გამოწვეულ ხმაურს ჩემს არტერიებში მოძრავ სისხლს ვაბრალებ, ვატყობ ხელები როგორ მეკრუნჩხება, მინდა ვთქვა რომ ცუდათ ვარ მაგრამ არ შემიძლია, ვერ ვლაპარაკობ. ვაჟამ გამომხედა და ადგილზე გაიყინა. მის თვალებში შეშფოთბას ვხედავ.

- რა გჭირს? ხატია რა გჭირს? მანქანის გაჩერება გავიგე, ცნობიერება არ დამიკარგადვს, ვკანკალებ და სუნთქვა მიჭირს.

-შეტევაა... პანიკურიი... შეტევა მაქვს... ძლივს ამოვილუღლუღე ნაწყვეტ ნაწყეტ.მანქანის კარი გამომიღო, ღვედი შემხსნა უკანა სავარძელზე მიგდებული წლის ბოთლიდან ხელი წყლით დაიველა და სახეზე მომისვა, შემდეგ კიდერზე, შემდეგ ისევ სახეზე.

ბოთლი ტუჩებთან მომიტანა და წყლის დალევაში დამეხმარა, შემდეგ ჩემი სახე ორივე ხელში მოიქცია და ეცადა ჩემი ყურადღბა დაეჭირა და მასზე ორიენტირება მომეხდინა.

- ხატია ორივე ერთად ვისუნთქებთ მშვიდად, მოკლე ჩასუნთქვებს გავაკეთებთ ერთდროულად, შემომხედე თალებში, თვალები გაახილე ხატია. ლოყებზე უფრო მეტად მომიჭირა ხელები და თავი ამაწევინა.

- სამ თვლაზე ერთად, დავიწყეთ!

როგორც კი თვალები გავახილე მის მწვანეებში დავიკარგე, შეშფოთებულები კი არა შეშინებულები მიყურებდნენ, სუნთქვა ნელ - ნელა დამიმშვიდდა, კანკალმაც იკლო, მოკრუნჩხული ხელების გახსნაც შევძელი, უფრო კარგად შევძელი მისი დაკვირვება, ვაჟა მიღიმოდა თვითონაც მიხვდა რომ, ნელნელა კარგად ვხდებოდი, მის მწვანე თვალებს მუქი ყავისფერი თმა ძალიან უხდებოდა, მიყურებდა და თვალებში უკვე შვება ეღვრებოდა, შეიძლება ვაჟას ეგონა რომ სუნთქვითმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო, ის კი არ იცოდა მის მწვანეებში ჩახედვის შემდეგ დაიწყოპანიკური შეტევის დაძლევა. ღიმილით შევცქეროდი მეც, უკვე კარგად ვიყავი, ნელნელა სუნთქვაც დამიწყნარდა, ვუმადლოდი მის თვალებს რომელიც ჩემი სიბნელიდან გამოყვანის მიზეზი იყო.

რა ვიცოდი რომ ეს თვალები როდესმე სინათლის მაგივრად წყვდიადში გამომამწყვრევდა...

3

უკვე სამი საათია რაც პატარა მყუდრო კაფეში ვსხედვართ მე და ვაჟა, ამ დროის განმავლობაში ზუსტად 6 ჯერ დამირეკა დედაჩემმა, არც ერთხელ არ ვუპასუხე, უფრო მეტიც ტელეფონი გამოვრთე. სახლში რომ მივალ რა მოხდება გაფიქრებაც არმინდა. გადავწყვიტე ამაზე მაშინ მეფიქრა როცა სახლში წავიდოდი.

- ჯობია რომ უპასუხო ინერვიულებს.

- პირველი არა როდესაც მოლში მარტო დავტოვე. ცივმა სასმელმა ნამდვილად კარგად იმოქმედა ჩემზე. სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი.

- მიხარია, პანიკური შეტევები ხშირად გაწუხებს?

- მხოლოდ ნერვიულობის ნიადაგზე მემართება.

- მაღაზიაში კარგად ითამაშე, თითქმის დავიჯერე რომ ვერ მიცანი. გაეღიმა, ღიმილის დროს მარჯვენა ლოყა ეჩხვლიტება, ძალიან უხდება.

- მიხარია თუ დამაჯერებელი ვიყავი, უბრალოდ შენს ხუმრობას ფეხი ავუწყვე.

- წიგნის დანახვაზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა ცოტახნისწინ აღმოვაჩინე რომ მომსახურეობის სფერო გასაუმჯობესებელი მაქვს სავაჭრო ცენტრში, პირადად ვიზრუნებ.

-იმედია ფულის დაბრუნებას არ მთხოვ. ვუთხარი მაცდური ღიმილით. ხმამაღლა გაეცინა.

- მართლა, ფული დახარჯე ხომ?

- კი ჩემს თავს შენი სახელით საჩუქრები შევუძინე.

- წიგნები ალბათ, მანქანაში დავინახე.

-კი. წავიდეთ უკვე? დაგტოვებ მოლში და უკან დავბრუნდები.

გაკვირვებულმა შემომხედა "ეს რას ამბობს" გამოხედვა ჰქონდა.

- სახლში დაგტოვებ შენივე მანქანით.

- მერე შენ?

- მძღოლს დავიბარებ და თქვენს სახლთან დამხვდება სანამ მივალთ.

სახლში რომ მივედით უკვე საღამო იყო, ისე ვაპირებდი შეპარვას დედაჩემს რომ არ ვენახე, თორემ ამჯერად მისი ხელიდან ვერავინ მიხსნიდა.

მაგრამ ვინ გაცდის. ვაჟა ჩვენი ვილის კარამდე მომყვა და ზარიც დარეკა, კარი ჩვენმა დამხმარემ დეიდა ნინომ გაგვიო, კარის გაღება და დედაჩემის წამში კარებისკენ წამოსვლა და ჩემი ლანძღვა ერთი იყო.

- შენნაირი უყურადღებო შვილის ყოლა რითი დავიმსახურე, ჯობდა სახლში ჩუმად შეპარულიყავი და შენს ოთახში მჯდარიყავი მანამ სანამ ბრაზი არ გადამივლიდა, ეხლა მაგ შავ თმებს ფანქრით რომ იმაგრებ და კვირაში ერთხელ ძალით რომ გავარცხნინებ სათითაოდ გაგაცლი. ნინო დეიდა კარიდან გასწია და კარი ბოლომდე გამოაღო, ვაჟა რომ დაინახა ჯერ გაჩუმდა, მერე გაუკვირდა მერე გაბრაზებული თვალებით ჩემსკენ მობრუნდა, ჩემსკენ რომელიც ურებამდე გაწითლებული და შერცხვენილი ვიდექი დედაცემის პირისპირ, მისი წარმოთქმული სიტყვების გამო. ვაჟა ცდილობდა არ გაეღიმა და ნაძალადევი სერიოზულობით დედას ხელი გაუწოდა.

- გამარჯობათ, როგორ გიკიტხოთ ქალბატონო თამარ?

- მადლობთ კარგად, თავად? უპასუხა დედამ გაკვირვებით ვაჟა კი მხოლოდ თავის დაკვრით შემოიფარგლა.

- ჩემი ბრალია, ხატიას ნუ გაუბრაზდებით, მოლში შევხვდით ერთმანეთს და ყავაზე დავპატიჟე. ლაპარაკს შევყევით და შეგვაგვიანდა.

- გასაგებია. შემდეგ მე მომიბრუნდა - თავის გასასამართლებელი მიზეზი გქონია, ამჯერად გადარჩი ქალბატონო, მაგრამ სასჯელი არ აგცდება. შემდეგ ვაჟას მიუბრუნდა ისევ

- ვახშმობას ვაპირებდით, დავითიც სახლშია თუ გნებავთ დაგვეწვიეთ.

- არა გმადლობთ, სხვა დროს იყოს, ახლა უნდა სახლში დავბრუნდე. ნახვამდის. დაგვემშვიდობა და ჭიშკრისკენ წავიდა, ჭიშკართან შავი მერსედესით მძღოლი ელოდებოდა, ჩაჯდა და თვალს მოეფარა.

გაკვირვებული დედა მომიბრუნდა და საყვედურ ნარევი ხმით მკითხა.

- რა ჯანდაბას აკეთებდი ვაჟა ჩოხელთან ერთად?

- ხომ აგიხსნა არა? მეტი რა გიპასუხო.

- როდის მოასწარი მისი გაცნობა? ან სად გაიცანი. თუ სადმე მიდიხარ ყველგან ძალით მიმყევხარ.

- შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი ერთ თვისუკან დედა. ვუპასუხე და მისი კითხვებისთის თავი რომ დამეღწია ჩემს ოთახში მივაშურე და კარიც შიგნიდან ჩავკეტე. საწოლზე წამოვწექი და დღევანდელი მოვლენები გავიხსენე, ვაჟას მხოლოდ შორიდან, ისიც ჩემს გარშემო მასზე მოსაუბრე ხალხისგან ვცნობდი, რომლებიც მასზე ათას ბინძურ რამეს ამბობდნენ.

ამბობდნენ რომ არალეგალურ საქმეებში იყო ჩართული, ბევრიც ნარკომნობას აბრალებდა, ზოგი სულაც ამბობდა ნარკოტიკების გამო საგიჟეთშიც ყოფილა რაღაც პერიოდი და გიჟის საბუთიც აქვსო. მათ დახასიათებულ პიროვნებას ჩემი გაცნობილი ვაჟა არ შეესაბამებოდა.

დილით თვალები რომ გავახილე სამყაროს მადლობა გადავუხადე დასაძინებლად შანსი რომ მომეცა. როგორ ჩამეძინა ასე უცბად ახლაც ვერ ვიაზრებ.

კარზე კაკუნის ხმა მესმის, რათქმაუნდა დედაჩემია და რათქმაუნდა გუშინდელი ფაქტი არ მოეწონა. კარი გავაღე და გვერძე გავიწიე დედაჩემისთვის ოთახში თავისუფლად შემოსვლის უფლება რომ მიმეცა.

- რაზე უნდა გესაუბრო ალბათ ხვდები ხომ?

- კი დედა, და ისეთი ტონით დამიწყე საუბარი თითქოს რამე დავაშავე.

- ვაჟასგან თავი შორს დაიჭირე ხატია.

- რატომ დედა? გუშინ თავაზიანად შემოიპატიჟე სახლში,დღეს ასე გაღიზიანებით რატომ საუბრობ მასზე?

-ჩვენი წრის ადამიანი არაა, მამაშენმა მთხოვა დაგლაპარაკებოდი და გამებრთხილებინე .

- სულ სამჯერ მყავს ნანახი, ხვდები რაზე ფიქრობთ უკვე შენ და მამა? ჩვენი წრის ადამიანი თუ არაა რა ესაქმება მამას მასთან, რატომაა მისი პარტნიორი?

- შენ არაფერი არ იცი ხატია. თქვენს გუშინდელ საუბარს მომავალში შეიძლება სხვა რამეც მოყვეს, და დამიჯერე ვაჟა შენი ოჯახისთვის შეუფერებელი ვარიანტია, გაფიქრებაც არ გაბედო.

- ვაჟა ვარიანტი არაა დედა, პიროვნებაა ნორმალური როგორც შენ მე და მამა. რანაირად საუბრობ შეგეფერება შენ ასეთი საუბარი?

- მე ყველაფერი შემეფერება, ამთემას თავი ანებე და რასაც გეუბნევი სერიოზულად მიუდექი, ვაჟასგან თავი შორს დაიჭირე!

- რატომ? მასზე ნათქვამი ბინძური ჭორების გამო?

- ჭორები არააა სულელო გოგო, მითხრა აფორიაქებული ხმით. - ყველაფერი სიმართლეა რასაც ამბობენ, დაუნდობელი ადამიანია, ყველანაირ საქმეშია გარეული რაც არალეგალურია ამ ქვეყანაში, საზღვარგარეთ თავის ნაირი მოკავშირეები ყავს.

- თუ ასეა მამას რა უნდა მასთან ? რატომ დაიწყო საერთო საქმე მასთან?

ჩაფიქრდა რაზე არ ვიცი, თუმცა მოკლედ მომიჭრა რომ მეტი კითხვა აღარ დამესვა.

- მამაშენი იძულებული იყო მასთან ერთად წამოეწყო საერთო ბიზნესი, მიზეზები არ მკითხო მაინც არ გეტყვი, საჭირო მხოლოდ ისაა რომ შენ ჩვენს ნათქვამს დაუჯერო და მისგან თავი შორს დაიჭირო.

ჩემი ოთახიდან გავიდა და არეულ აზრებთან ერთად დამტოვა. კიმაგრამ შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, უფრო მეტიც პანიკური შეტევის გადატანაში დამეხმარა და დედას რომ არ ენერვიულა ტყუილიც კი თქვა ჩემს გამო. სიმართლის თქმას აზრი აღარ ჰქონდა ვაჟასაც მატყუარას როლში გამოვიყვანდი, ისევ გაჩუმება ვამჯობინე, რადგან არ მგონია მე და ვაჟა ხშირად შევხვდეთ ერთმანეთს, ჩენი ყველა შეხვედრა ისედაც შემთხვევითობა იყო.

პირველ სართულზე სამზარეულოში ჩავედი ყავის დასალევად და დედას საპოვნელად, მინდოდა მეთქვა რომ არ ენერვიულათ იმასთან დაკავშირებით რაზეც ერთი საათის უკან მესაუბრა, დედა სამზარეულოში ვერ ვიპოვე, მხოლოდ ნინო იყო, მისი თქმით მშობლები ხვალ დილამდე არ დაბრუნდებოდნენ რადგან კახეთში წასულიყვნენ განსატვირთად. დედას შეტყობინების სახით მივწერე , მინდოდა ეს ერთი დღე ჩემს მშობლებს ჩემზე ნერვიულობაში კი არა ერთმანეთზე ზრუნვაში გაეტარებინათ.

თინა და მამიდა კატო სვანეთში წასულიყვნენ დღეს დილის 6 საათზე გასულან სახლიდან. თინასგან შეტყობინებით გავიგე, მწერდა შენს ოთხში შემოვიხედე წასვლისას გეძინაო. ამიტომ არ უცდია ჩემი გაღვიძება.

ეზოში გამოვედდი 10 საათი იყო დილის და უკვე საშინლად ცხელოდა. აუზთან მდგარ ერთ - ერთ შეზლონგზე წამოვწექი და დაველოდე ყავას რომელზეც ნინო დეიდამ ხელიც არ დამაკარებინა მითხრა მე გავაკეთებ და ერთად დავლიოთო.

- ხატი გამომართვი შვილო. უკვე გამზადებული ყავით ხელში, ჩემს წინ ნინო დეიდა იდგა, შეზლონგიდან წამოვდექი ყავა გამოვართი და ჩამოსაჯდომათ მასაც ადგილი განვუთავისუფლე.

- მოგეწონა როგორიც გიყვარს ისეთი არაა, ცოტა კარამელი დავუმატე.

- ძალიან გემრიელია ნინო დეიდა სახეზეც ხომ მეტყობა როგორ მომეწონა.

- კი ჩემო ლამაზო გოგო. მითხრა და ლოყაზე მომეფერა.

- დღეს დედაშენმა დასვენებისდღე მომცა, ქალაქში მინდა გასვლა პატარა საქმეები მაქვს საჭმელი გაგიმზადე მთელი დღის სამყოფი, კი მითხრა თამარმა არაფერი გააკეთო გამოიძახებსო თუმცა ხომ იცი არ მიყვარს მაგ საჭმლით რომ იკვებებით შენ და თინა. ამიტომ შენი საყვარელი კერძებია მაცივარში.

- სად მიდიხარ ნინიკო? ღიმილით ვუპასუხე მეც.

- ჩემს დას მოვინახულებ და დისშვილებს.

-კარგს იზავ, თორემ შენი დიშვილები ჩემზე და თინაზე ეჭვიანობენ ხომ იცი.

- ვიცი. გაეცინა. - ეგ იმიტომ რომ თქვენც ძალიან მიყვარხართ. ჩემს დიშვილებზე არა ნაკლებად.

- ვიცი ნინო დეიდა. შენ ჩვენზე დიდი ამაგი გაქვს, ჩვენთვის მეორე დედა ხარ, შენს ხელში ვართ გაზრდილები. ვუთხარი და ამ ფუმფულა საყვარელ ქალს გადავეხვიე. ნინო დეიდას ოჯახი არასდროს შეუქმნია, ამიტომ არც შვილი ჰყავს , რაც მახსოვრობა გამაჩნია მისმერე ვიცნობ, მთელმა ბავშვობამ, მძიმე პერიოდმა მის ხელში გაიარა.

- მე გაგიყვან გინდა? ომარი ძია კატოს და თინას წაიყვანდა.

- ტაქსს გამოვიძახებ და წამიყვანს. მარტო მანქანით ნუ ივლი.

- რამოხდა გაგიყვან, თან თორნიკეს, ლუკას და ნინისაც მოვინახულებ. დედას ეს შეთავაზება რომ გაეგო გაუკვირდებოდა ხომ იცი არსად დავყვები და ეწყინება, თუმცა შენ ხედავ გეხვეწები კიდევაც.

- კარგი წამოდი. მითხრა სიცილით.

უკვე სამი საათია ნინო დეიდას დასთან ვართ. მე ნინი და თორნიკე მისაღებ ოთახში ვზივართ.

ისეთი ხმით ვიცინივართ თორნიკეს სახლიდან მუშაობაში ხელს ვუშლით. თორნიკე ფრილანსერია, ხშირად უწევს სახლიდან მუშაობაც. მასზე წყნარი ადამიანი ცხოვრებაში არავინ მეგულება, 27 წლისაა და ამ 27 წლის მანძილზე არცერთხელ არ მინახავს გაბრაზებული ვინმეზე ან რამეზე, მისი ნერვიული სისტემა თითქოს რკინისგან არის ჩამოსხმული, რაც მოვედი დილიდან მედა ნინი მის გაბრაზებას ვცდილობთ, ამის გამო ათას სისულელეზე ვსაუბრობთ და ვიცინივართ. თუმცა არ გამოგვდის, შიგადაშიგ თითო წინადადებით გაგვიწყრება და ისევ თავის საქმეს უბრუნდება.

- გოგოებს ნაზი სიცილი უხდებათ! გვითხრა წყრომით ისევ.

- ჩემი ნერვების მოსაშლელად რომ აკეთებთ ვიცი, მაინც არაფერი გამოგივათ, ისეთ უაზრო თემებზე საუბრობთ და იცინიხართ, მიკვირს თქვენნაირ ჭკვიან გოგოებს მსგავსი თემები თავში აზრად როგორ მოგდით.

- ძმაო როგორ უცაბათ მიგვიხვდი განზრახვას.

თორნიკემ მუშაობას თავი დაანება, ლეპტოპი დაკეცა და ჩვენ მოგვიბრუნდა.

- მთელი ბავშვობაა ორივე ჩემს ცხოვრებაში არსებობთ და საკმაოდ კარგად გიცნობთ, მაშასადამე თქვენს განზრახვებსაც ვხვდები. შემდეგ საუბრის თემა შეცვალა.

- ლუკა სადაა ნინი?

- არვიცი ძმაო ასე თქვა ქუჩაში საქმე მაქვს , მოვაგვარებ დაგირეკავთ და ჩვენს საყვარელ კაფეში "LA BELLE" -ში დავსხდეთ პიცის საჭმელადო, თითქმის ორი საათია ველოდებით.

- მაისურს გამოვიცვლი და მე წაგიყვანთ, ლუკას გზიდან დავურეკავ და შემოგვიერთდება, ეს დღე ყველამ ერთად გავატაროთ.

- აუ აუზზეც წავიდეთ ძალიან ცხელა.

- წავიდეთ. გაუღიმა თორნიკემ და ნინის ლოყა თითებს შორის მოიქცია მაკრატელივით.

- მე რომ არ წამოვიდე აუზზე, მხოლოდ პიცას შევჭამ თქვენთან ერთად. საცურაო კოსტუმიც არ მაქვს თან წამოღებული.

საცურაო კოსტუმი პრობლემა რომ არ იყო თვითონაც მიხვდნენ.

- ყველასგან მოშორებით ვიქნებით ნუ ინერვიულებ, როგორც კი თავს ცუდათ იგრძნობ მაშინვე წამოვალთ უკან.

-კარგი მაშინ, დაეჭვებით დავუბრუნე პასუხი.

- საცურაო კოსტუმს მე მოვაგვარებ ახალი ბიკინები ვიყიდე წინა კვირას, ძალიან მოგეწონება.

თორნიკე ოთახიდან გადიოდა რა დროსაც მოგვაძახა.

- ბიკინებით არ დაგინახოთ. შარს მოგვატაინებთ, სამწუხაროდ ორივე ძალიან ლამაზები ხართ, ვიღაცა რაღაცას გეტყვით.. მერე ხომ იცით.

- ძმაო ნუ დარდობ თინას ნაირ ბიკინებს არ ჩავიცვამთ.

- თინა მისთვის სხვა თემაა. ვუთხარი ნინის და ორივემ ერთად სიცილი დავიწყეთ. თუმცა თორნიკე ბრაზისაგან გაწითლებული მოგვიბრუნდა და ნინიმ ხმის ამოღებაც არ დააცადა მაშინვე მოუბოდიშა.

- ბოდიში ძმაო გახუმრება გვინდოდა. ცუდად გამოგვივიდა.

თორნიკეს ბავშვობიდან თინა უყვარს, თუმცა გრძნობებში ვერ უტყდება, ამიტომ ეჭვიანობით გაბერილს წლების მანძილზე მოუწია აეტანა თინას ორი შეყვარებული, რომლებიც მის ცხოვრებაში იყვნენ. არც ერთთან არ ჰქონია დიდ ხნიანი ურთიერთობა.

ჩემი მანქანით წამოვედით 'LA BELLE' -ში რადგან თორნიკეს სპორტულ მანქანასთან ჩემი ბევრად დიდი და კომფორტულია, ლუკა უკვე კაფეში დაგვხვდა შეკვეთაც მისვლისას გამზადებული დაგვხვედრა, რადგან კარგად იცოდა ვის როგორი პიცა გვიყვარდა და ვინ რა სასმელს ვსვავდით.

მივირთვით გემრიელად და აუზზე მისასვლელ გზას დავადექით.

მანქანაში გაბმული ტელეფონის ზარის ხმა ისმის თუმცა არავინ არ პასუხობს ჩემი არაა რადგან მობილური ჯიბეში მაქვს.

- უპასუხეთ ვინმემ აღარ ჩერდება.

- ჩემი არაა! მითხრა სამივემ ერთხმად.

- არც ჩემია?! ვთქვი გაკვირვებით.

ჩემს გვერძე მჯდომა თორნიკემ ჩვენს შუაში მდებარე ტელეფონი აიღო და გამომიწოდა.

- ვისია არვიცი პირველად ვხედავ. გამიკვირდა უცხო ტელეფონის დანახვა მეც.

- გუშინ დილით ადრე ომარი ბიძიამ ჩემი მანქანა გარეცხა სანამ ქალაქში გავიდოდი მას ხომ არ დარჩა ნეტავ?! უპასუხე შენ მე რულზე ვზივარ. ვუთხარი და მივაწოდე მობილური.

- ალო, გისმენთ.

- ....

- მე თორნიკე ვარ. თორნიკე გორგიშელი.

-.....

- დიახ ვიცნობ ხატიას.

- ....

- რულთანაა, "სპიკერზე" ჩავურთავ და თქვენ თვითონ დაელაპარაკეთ.

- ხატია გესმის? დამელაპარაკა ტელეფონის მეორე მხრიდან ნაცნობი ხმა.

- გისმენ ვაჟა.

- გუშინ სახლში რომ დაგტოვე ტელეფონი შენს მანქანაში დამრჩა, სად ხარ მოგაკითხავ და წავიღებ. პასუხის გაცემაც ვერ მოვასწაერი ლუკა ჩაერთო ჩენს საუბარში.

- რაო, რაო? ვინ დაგტოვა გოგო სახლში?

- ერთი წუთით ლუკა, ვსაუბრობ და აგიხსნი ყველაფერს.

- ასახსნელი არავისთან არაფერი გაქვს, ვინ რა უფლებით გთხოვს პასუხს. ისმის ტელეფონის მეორე მხრიდან გაბრაზებული ხმა.

- დააცადე გოგოს რულთანაა, გაუბრაზდა თორნიკე ლუკას.

-მომეცი ტელეფონი მე მივწერ მისამართს და მოაკითხოს მობილურს . გამომართვა თორნიკემ მობილური.

- ამ ნომერზე გამოგიგზავნოთ ლოკაცია ხომ? ჰკითხა თორნიკემ.

- დიახ! თქვა ვაჟამ აშკარად გაბრაზებული ხმით და ტელეფონი გათიშა.

-ლუკა მოგეწონა რაც გააკეთე? შემარცხვინე უბრალოდ.

- რამოხდა ხატია, გაგვიკვირდა უბრალოდ. მითხრა სიცილით.

- საუბარი მაინც დაესრულებინა გოგოს და მერე გამოგეჩინა ეგ შენი მომაბეზრებელი ცნობის მოყვარეობა. გაუწყრა ნინი. და ეს კამათი გაგრძელდა იქამდე სანამ დანიშნულების ადგილს არ მივაღწიეთ.

4

საშინელი სიცხე იყო, გულის შემაღონებელ სიცხეში ჯდომა ნამდვილი სატანჯველი იყო ჩემთვის, მადლობა ღმერთს ხალხი ბევრი არ იყო. პიკის საათის დროს ჩვენნაირი სულელი მხოლოდ რამდენიმე გოგო იყო აუზზე, ისინიც რუჯის მისაღებად ამოსულიყვნენ როგორც ჩანს რადგან 40 წუთია რაც მათ ვუყურებ შეზლონგიდან არ ინძრევიან.

- შუაგულ მზეზე წვანან, ამ სიცხეში როგორ სუნთქავენ მიკვირს. თავით მივანიშნე ნინის.

- რამდენჯერ უნდა გადაისვა მზის დამცავი კრემი? ყურადღება არ მიაქცია ჩემს ნაქვამს ნინიმ.

- დავიწვები ნინი და ყველაზე ნაკლებად მინდა მზის დამწვრობა მივიღო, შეხედე ჩვენნაირი გიჟები მხოლოდ ეს 4 გოგონაა, ასეთ სიცხეში რუჯს იღებენ.

- ჩამოდით აუზში და ასე ძაან სიცხით არ შეწუხდებით. ამოგვძხა ლუკამ.

- მართალს ამბობს, ეგ ქოლგა ფეხს არ აიდგავს და არსად გაიქცევა, ცოტახანი გაგრილდით. დაამატა თორნიკემ.

- მინი შეჯიბრი მოვაწყოთ, ცოტას მაინც გავერთობით. სამჯერ ზედიზედ ვინც ყველაზე ბოლო მიცურავს გოგოების მხარეს ცივ კოქტეილზე ლოდინიც მას მოუწევს ბართან. მე და თორნიკე შენ და ლუკა. შემოგვთავაზე ნინიმ.

- წინასწარ მოემზადეთ შენ და შენი ძმა. მიაძახა ლუკამ ნინს.

15 წუთის შემდეგ ბართან ვიდექით და ველოდებოდით ცივ კოქტეილებს მე და ლუკა. რა თქმაუნდა ჩვენ წავაგეთ, რადგან ცურვაში მათსავით კარგი ნამდვილად არ ვიყავი.

- უკვე რამდენიმე წუთია შენს წუწუნს ვისმენ ლუკა, შენ წადი მე მოვიტან ყველასთვის კოქტეილს.

ლუკაც სიხარულით გამეცალა გვერდიდან, არც კი იუარა ზრდილობის მიზნით მაინც.

აუზზე კიდევ ერთი საათი გავჩერდით, როგორც ჩანს ვაჟა ვერ ახერხებდა ტელეფონზე მოსვლას, ამიტომ სახლში დავბრუნდით. ნინო დეიდაც გამზადებული მელოდებოდა სახლში დასაბრუნებლად.

საშინელი სიცხის მერე საღამოს კარგად ამოგრილდა, ამიტომ ეზოში ვიჯექი საქანელაზე, თან ვაჟას ველოდებოდი, ხელმეორედ როცა დარეკეკა მითხრა რომ საქმეების გამო ვერ მოახერხა მოსვლა ამიტომ სახლში მომაკითხავდა წასაღებად გვიან საღამოს.

კიდევ კარგი დედა სახლში არაა, მადლობა ღმერთს. ხელახალი ლექციის ტალღა ნამდვილად რთული გადასატანი იქნებოდა ჩემთვის.

- მაგისთვის მგონი საკმარისად დიდი ხარ. მომესმა ზურგს უკან ვაჟას ხმა.

- ჩამოჯდები? მიგიწევ. გაეცინა

- იმედია არ შეგაშინე, დაცვამ თქვა გელოდებიანო.

- მე გავაბრთხილე წინასწარ.

ნინო დეიდას დაძახებულზე ორივემ სამზარეულოს კარისკენ მივიხედეთ რომელიდანაც ეზოში შეგეძლო გამოსვლა.

- ხატია საჭმელი მზადაა.

- დაგვეწვევი? მივუბრუნდი ვაჟას. - მხოლოდ მე და ნინო დეიდა ვართ სახლში.

- უარს არ გეტყვით, სამსახურიდან ოფისიდან პირდაპირ აქ წამოვედი.

ნინო დეიდას პატარა სუფრა გაეშალა, ვაჟას გამო მესამე თეფშიც დაემატებინა, სამივე ერთად დავსხედით სავახშმოდ. ნინო დეიდა შესამჩნევის ცნობისმოყვარეობით აპარებდა ვაჟასკენ თვალს. ხმის ამოურებლად ვივახშმედ სამივემ, ბოლოს სიჩუმე ვაჟამ დაარღვია.

- უგემრიელესი იყო ყველაფერი, დიდი ხანია სახლში მომზადებული საჭმელი არ მიჭამია. დიდი მადლობა.

- ღმერთმა შეგარგოს შვილო, დაუბრუნა პასუხი ნინო დეიდამ და კითხვის დასმაც არ დაუყოვნა.

- რატომ დიდი ხანია? ალბათ დედა ძალიან დაკავებულია ხომ? როგორც თმარი.

დედაჩემი საქმიანი, დაკავებული ქალბატონია და მე ინფორმაციას არ მაქვს, სამზარეულოში ყოფნა ყველაზე ნაკლებად უყვარს, ამიტომაც ნინო დეიდა გვიმზადებს უმეტეს შემთხვევაში კერძებს ან კატო მამიდა. თუმცა ამაზე ხმა არ ამომიღია ნინო დეიდას დავუთმე მთელი ყურადღება, როგორ ტექნიკურად დაიწყო " დაკითხვა".

- არა, უბრალოდ სახლში მზარეული არ მყავს, დედა კი 10 წელია დაღუპულია.

- ძალიან ვწუხვარ. რითი დაიღუპა?

- ნინო დეიდა. ვუთხარი გამაბრთხილებელი ტონით რომ აღარ გაეგრძელებინა რადგან ვაჟას სახეზე აშკარად ეტყობოდა რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი.

- პრობლემა არ არის ხატია, ოპერაციის დროს დაიღუპა, ერთ-ერთი ქირურგის დაუდევრობის გამო, არასტერილური ხელსაწყოს გამოყენების გამო ინფექცია შეეჭრა ორგანიზმში და ვეღარ გაუძლო.

- ვწუხვარ. . . ვუთხარი მეც და ვეცადე ნინოს ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. კითხვებით რომ აღარ შეეწუხებინა ვაჟა.

- ნინო დეიდა შენი დამზადებული მალამო გვაქვს კიდევ? საშინლად დავიწვი დღეს.

- ძალიან გაწუხებს? სიცხეც ხომ არ გაქვს, მზის დარტყმა ხომ არ მიიღე? მკითხა აფორიაქებულმა, შუბლზე ხელიც მომადო სიცხის შესამოწმებლად. - ახლავე მოვძებნი ოთახსი მქონდა სადღაც, ბოდიშს მოგიხდით. მოუბოდიშა ვაჟას და სამზარეულოდან გავიდა.

- მაცივარში ფორთოხლის ცივი წვენი მაქვს დალევ? ვაჟას გაეცინა.

- პატარა ბავივით ხარ, ფორთოხლის წვენისთის საკმაოდ დიდი ვარ. ყავას დავლევ. მითხრა და თვალიც ჩამიკრა.

- როგორ ყავას მიირთმევთ მოვინიშნავ თუ შეიძლება. ხმამაღა დაიწყო სიცილი , ნეტა თუ იცოდა როგორი სასიამოვნო ხმა ჰქონდა სიცილის დროს, ღიმილით, სულელურად შევცქეროდი მეც.

- შენში ოფიციანტის პოტენციალს ვხედავ. ხელახლა ისევ გაიცინა, შემდეგ ყალბი სერიოზულობით დაიფარა სახე. - უშაქროს მივირთმევ თუ შეიძლება გეთაყვა.

აპარატში ჩავყარე ყავა და მომზადებას დაველოდე. 2 წუთში ყავა მზად იყო.

- რამდენიმე ხნის უკან დამიწუნე მომსახურეობა, უყურადღებობაში დამდე ბრალი. ვუთხარი მეც ღიმილით.

- გოგას ბრალი იყო. თავიდან გამოგეცნაურეთ ვიცოდით დავითის ქალიშვილი რომ იყავი რათქმაუნდა. არ გესმოდა ჩვენი ყურსასმენების გამო, გოგამაც გახუმრება გადაწყვიტა. თუმცა ვაღიარებ გაგვიკვირდა ორივეს.

- რა?

- ყოველგვარი ახსნის გარეშე დაგვემორჩილე და დაიწყე სასმელის ძებნა.

- უცნობ ადამიანებთან კომუნიკაცია არ შემიძლია, ამიტომ თავი აგარიდეთ ასე.

- თუმცა შენც იცოდი ვინ ვიყავით ხომ? გიცნობდი ანუ?

- კი. მხოლოდ შორიდან და ყვითელი პრესიდან. საკმაოდ პოპულარულები ხართ.

- გოგა, თორემ ჩემზე რასაც წერენ ტყუილია, შენ კიდევ ყოჩაღ.

- რაზე ამბობ?

- სულაც არ გევხარ ერთი შეხვედით ცნობის მოყვარე გოგოს თუმცა ჭორებს კარგად გებულობ.

- ჩემი ცნობის მოყვარეობა არაფერ შუაშუა, ძალიან პოპულარულები ხართ, უნივერსიტეტში კახას ლექციებზე განხილვის თემა თქვენი სამეულია ყოველთვის.

- ანუ ლექციებზე სტუდენტები ჩვენზე ჭორაობთ. მითხრა ეშმაკური სიცილით, შემრცხვა და ლოყები ამიწითლდა.

- მე უბრალოდ ჩემდაუნებურად სხვების საუბარი მესმის, ხომ გითხარი კომუნიკაცია ჩემთვის უცხო ადამიანებთან არ შემიძლია, ამიტომ კურსელებთანაც ძალიან იშვიათად ვსაუბრობ, ლექციებსაც იშვიათად ვესწრები, მხოლოდ სამი ლექტორის ლექციაზე დავდივარ აქედან ერთი კახაა.

- გაგეხმურე, უცბათ დაიმორცხვე, ბავშივით ხარ ახსნა არ იყო საჭირო.

- უბრალოდ არასწორად არ მინდოდა რომ გაგეგო.

- მგონი ჩემი წასვლის დრო მოვიდა. ფეხზე წამოდგა და სამზარეულოდან პირდაპირ ეზოში გასასვლელად მოემზადა.

- მობილური ტელეფონი. შევახსენე ვაჟას.

- სულ გადამავიწყდა.

- ჩემს ოთახში მაქვს ჩამოგიტან მისაღებ ოთახში დამელოდე.

მისაღებ ოთახში ნინო დეიდა დაგვხვდა ვაჟას ტელეფონით ხელში, ხატია მობილური ოთახში დაგრჩენია გაუჩერებლად რეკავს, ლიკა ვინაა შვილო? შენ ახალი მეგობარი გყავს? რომელსაც არ ვიცნობთ.

- ჩემი მობილური არაა, ვაჟასია. გამოვართვი ტელეფონი ნინოს და ვაჟას გავუწოდე.

- გასასვლელი კარი აქეთ მხარესაა გაგაცილებ.

ვაჟა ნინო დეიდას დაემშვიდობა სახლიდან გასვლისას, ჭიშკრამდე ჩუმად მივედით.

- ყველაფრისთვის მადლობა ხატია, დამღლელი დღის შემდეგ მსვენიერი საღამო გავატარე.

- მიხარია. ვუთხარი ღიმილით და დავემშვიდობე, თვითონაც მშვიდობიანი ღამე მისურვა მანქანაში ჩაჯდა და წავიდა.

სახლში რომ დავბრუნდი ნინო დეიდა აფორიაქებული დამხვდა.

- ხატი გუშინ დედაშენის და მამაშენის საუბარს მოვკარი ყური, მასზე საუბრობდნენ ხომ.

- უბრალო ნაცნობობის გარდა ჩვენს შორის არაფერი არ არის ნინო დეიდა, დედაჩემი ტყუილად ნერვიულობს. ძალიან გთხოვ მისი სტუმრობის ამბავი არ უთხრა, ტყუილად ინერვიულებს.

- რომ გაგვიგოს ვერც ერთი გადავრჩებით ხომ იცი.

- რატომ ამოიღო ასე ძალიან ვაჟა თვალში ვერ ვხვდები, რისა ეშინია ვერ ვიგებ.

- ალბათ ისეთი რამე იცის რაც შენ არ იცი.

- რაც არ უნდა იყოს ჩემსა და ვაჟას შორის არაფერი არაა ასე გასაბუქებელი და სანერვიულო მისთვის.



ვაჟს სტუმრობის შემდეგ ორი კვირა გავიდა. ამ დროის განმავლობაში თინაც დაბრუნდა სვანეთიდან, რათქმაუნდა ქალბატონმა ვერ გაძლო, თანაც დაბადებისღე აქვს ორ დღეში და დაგეგმვა ხომ უნდა მოასწროს, რათქმაუნდა პირადი მძღოლიც სჭირდება ჩემი სახით, სამწუხარო თითონ მართვის მოწმობა არ აქვს,.

- ყველაფერი მოვაგვარე თითქმის, კაბა, ტორტი, სალონი,სტუმრების სიაც კი მაგრამ წესიერი ადგილი ვერ ვნახე სადაც ავღნიშნავ არადა საღამოს უკვე სტუმრებს უნდა ვუთხრა. შენი აზრით სად აჯობებს? რომელ ადგილს მირჩევ?

გაკვირვებულმა გადავხედე გვერდით მჯდომს.

- რათქმაუნდა ჩემი როგორც "მოგულავე''ადამიანის აზრი მნიშვნელოვანია. დავფიქრდები და ერთ ორ დღეში გიპასუხებ.

- შენც გკითხე რა... მოვიფიქრე! წამოიყვირა აღბრთოვანებულმა.

- გოგა ჭინჭარაულს ახალი გახსნილი ბარი აქვს, კარგი სიტუაციააო, ჩემი მეგობრები აქებენ, მე რომ სვანეთში ვიყავი მოასწრეს უკვე წასვლა. მისამართს გამოვართმევ თამთას ექნება და იქ მივიდეთ.სურათებიდან ძალიან მომეწომნა.

- უკვე ვფიქრობ რომ შენს დაბადებისდღეზე არ წამოვიდე.

დაახლოებიტ ნახევარ საათში გოგა ჭინჭარაულის ახალ გახსნილ ბარში ვიყავით. თინა მართალი აღმოცნდა გამორჩეული ესთეტიკის ბარია, ნახევარი სივრცე შუშის სახურავით და კედლებით არის გაკეთებული. სამ სართულიანია პირველ ორ სართულზე დახურული რესტორანია მესამე სართულზე ბარი, ისე აქვთ მოწყობილი ყველანაირი ასაკის სტუმარს უმასპინძლებს.

- მე რომ დაგტოვო თინა და შენ სახლში ტაქსით დაბრუნდე რას იტყვი?

- კიდევ ნახევარი საათი ვერ მოითმენ ჩემი გულისთვის?

- ვერა იმიტომ რომ დავიღალე! მთელი დღეა შენ დაგდევ და კიდევ მადლობელიც არ ხარ.

- დაბადებისდღე ყოველდღე ხომ არ მაქვს. რასაც გთხოვ უნდა შემისრულო.

- კი მაგრამ დღეს ხომ არაა შენი დაბადებისდღე? ერთი კვირაა დაბადებისდღის მიზეზით მონათ მიყენებ ატყობ?

- ქალბატონებო რატომ კამათობთ. ჩვენს წინ გოგა ჭინჭარაული იდგა.

- როგორც იქნა. ჩემთვის ჩუმად ჩავილაპარაკე. გამარჯობა არც კი გვითხრა,შემომხედა და თავისი უკბილო ხუმრობაც მოაყოლა.

- გულმა გიგრძნო ხომ? მკითხა ეშმაკური ღიმილით.

- რაზე? დავუბრუნე კითხვა სრული სერიოზულობის დაცვით რადგან მივხვდი საუბარი სადაც მიყავს.

- მიმტანები რომ მჭირდება. გაიცინა სულელივით.

- სასაცილო აღარაა უკვე თუ ხვდები. ჩემი ყურსასმენები და მობილური მაგიდიდან ავიღე და გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავედი. კარებიდან გასვლისას თინას მოვუბრუნდი

- ზუტად 10 წუთში მანქანასთან თუ არ მოხვალ სახლში ფეხით დაბრუნდები.

ყურსასმენები მოვირგე და კიბეებზე დავეშვი, ტელეფონს ჩავყურებდი სიმღერის შესაცვლელად როდესაც ვიღაცას შევეჯახე, ზედაც არ შემიხედავს ბოდიში ისე მოვუხადე და გზა გავაგრძელე, სუნამოს სურნელით თუ ვიმსჯელებ მამაკაცს შევეჯახე, ნეტა რა სუნამო ესხა? საიდანღაც მეცნობა. უაზრო ფიქრებს სწრაფად დავანებე თავი და ჩავამთავრე დარჩენილი საფეხურებიც. მადლობა ღმერთს რესტორანთან საპარკინგე ადგილი თავისუფალი იყო, იქვე მდგარ ავტომანქანაში ჩავჯექი და გადავწყვიტე თინას არც კი დავლოდებოდი ისე დავბრუნებულიყავი სახლში.

ჩვენს ვილას მივუახლოვდი და საბოლოოდ გავხდი იძულებული თინას მერვე ზარისთვის მეპასუხა.

- არ მითხრა რომ სახლში წახვედი.

- კარგი არ გეტყვი.

- არ გრცხვენია მარტო რომ დამტოვე? მეხომ დაბადებისდღე მაქვს.

- დაბადებისდღე ორი დღის შემდეგ გაქვს და მინდა გითხრა საერთოდ არ მრცხვენია, შენ და დედაჩემს შეგრცხვეთ, დაისჯებიო ორი კვირის უკან რომ მითხრა მეგონა ხუმრობდა და შენი მზღოლობით ნამდვილად დამსაჯა.

- რითი დავბრუნდე?

- ტაქსით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ან რომელიმე შენი მეგობარი დაასაქმე. მე აღარ შემაწუხო, უფრო მეტსაც გეტყვი შენს დაბადებიდღეზეც არ ვიქნები და ჩემი ოთახის კართანაც არ დაგინახოთ არც ერთი უახლოესი სამი დღე, არც შენ და არც თამარი, ბოლო წვეთი იყო.

- შენ მართლა გაგვიბრაზდი...

- გამარჯობა სამყაროვ, გაგიხელია თვალი. ვუყვირე ტელეფონში და გავუთიშე.

ჭიშკართან გავაჩერე მანქანა და სახლში ჩუმად შევიპარე დედაჩემის თვალთა ხედვის არეალს მოვეფარე, მისი შეკითხვების ნერვები არ მქონდა, თინა მოახსენებდა ყველაფერს სახლში რომ დაბრუნდებოდა.

ოთახში ავიპარე, კარი გადავკეტე,ტელეფონი გავთიშე, შხაპი მივიღე, ოთახი ჩავაბნელე, საძილე აბები მივიღე და საშინლად დაღლილი, დასიცხული წამოვწექი, ისედაც საღამოს პირი იყო დღეს თუ დავიძინებ დილამდე მეძინება ალბათ, ორი ღამეა ისევ არ მძინავს.

დილით რომ გავიღვიძე 11 საათი იყო უკვე, გადავწყვიტე ოთახიდან არ გავსულიყავი, ჩემს გვერდით მიგდებულ მობილურს გადავწვდი, ჩავრთე და სააბაზანოში შევედი მოსაწესრიგებლად. რამდენიმე ესემესის ხმა გავიგე ერთდროულად. ალბათ თინას და დედაჩემს სინდისი აწუხებთ გუსინ რომ გამანერვიულეს, ტელეფონი ხელსი რომ ავიღე არც ერთი ესემესი მათ არ ეკუთვნოდათ. უცხო ნომრიდან იყო სამი გუშინდელი გამოგზავნილი ორიც დილანდელი, ყველა ერთიდაიგივე ნომრიდან.

+99556851... ხატია ვაჟა ვარ, შენი ნომერი თინას ვთხოვე.

+99556851... - კიბეზე შემეჯახე, დაგიძახე მაგრამ ვერ გაიგე, ალბათ ყურსასმენების გამო.

+99556851... - უბრალოდ მაინტერესებს კარგად ხარ? გაბრაზებული ჩანდი.

+99556851... - დილამშიდობის ხატია.

+99556851...- დღეს როგორ ხარ?

ხატია: მოკითხვისთვის მადლობა, კარგად ვარ, შენ როგრო ხარ?

ვაჟა: როგორც იქნა... გუშინ რამოხდა?

ხატია: დაუდევრობისთვის ბოდიშს გიხდი კიდევ ერთხელ, თინამ ყველანაირად ითამაშა გუშინ ჩემს ნერვებზე.

ვაჟა: - გოგას ბარში გადაწყვიტა დაბადებისდღის გადახდა, ჩვენც დაგვპატიჟა, ხვალ შევხვდებიტ ალბათ.

ხატია: - არ მგონია.

ვაჟა: - რატომ?

ხატია: - არ მოვდივარ, სახლში მივულოცავ.

ვაჟა: - გასაგებია, როგორც ჩანს გუშინ მართლა მოახერხა შენი გაბრაზება.

ვაჟასთვის პასუხი აღარ დამიბრუნებია, მისი მესიჯების გვერდიდან გამოვედი და ნინო დეიდას მივწერე და ვთხოვე, რომ ყველას ჩუმად ჩემთვის სასაუზმოდ რამე გაემზადებინა და ოთახში ამოეწოდებინა. დღევანდელ დღესაც აქ გავატარებ წიგნის კითხვასა ან ფილმის ყურებაში.

***

თინასთვის ნანატრი დღე დადგა, სახლში ერთი ამბავია საღამო მოახლოვდა და თინას რამენიმე მეგობარი სახლში ესტუმრა აქედან ერთად წავლენ ბარში. უამრავი ხვეწნის მიუხედავად თინამ ფარხმალი დაყარა, დარწმუნდა რომ ნამდვილად არ წავალ მისი დაბადებისდღის წვეულებაზე, უკვე აღარაფერს ამბობს, აი დედაჩემი კი თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლებს ყრის. მეკიდევ უდარდელად ვზივარ მისაღებ ოთახში წიგნით ხელში და ვცდილობ მის მხარეს არ გავიხედო. რაც არუნდა იყოს მისი გამოხედვა მაშინებს.

- ხანდახან ვფიქრობ რის გამო მსჯი ასე და რის გამო ძიობ ჩემზე შურს?

- დასჯა შენი მოგონილია დედა, არ გრცხვენია?

- შენ გრცხვენოდეს! დამიყვირა გაბრაზებულმა.

- გოგოები გაიგებენ შენს ყვირილს, შეეფერება შენნაირ ქალს ასე ყვირილი?

- რატომ არ მიდიხარ დაბადებისდღეში? ამჯერად დაწეული ხმის ტონით შემეკითხა. სახეზე ისეთი გამომეტყველება აქვს ზედ აწერია როგორ ცდილობს მაქსიმალურად შეიკავოს თავი ჩემი "გაგლეჯვისგან".

- ვაჟაც ყავს დაპატიჟებული თინას, რადგან გოგას ბარში გადაწყვიტა აღნიშვნა, ამიტომ გიჯერებ შენ და თავსშორს ვიჭერ მისგან.

ამ დროს ტელეფონზე შეტყობინება მომდის.

ვაჟა: - ყველაფერი მზადაა მხოლოდ იუბილარი და სტუმრები აკლიხართ.

ღიმილით წავიკითხე ვაჟას შეტყობინება და პასუხი დავუბრუნე.

ხატია: - იუბილარი ცოტახანში მანდ იქნება, იმედია სტუმრებს მოასწრებს მოსვლას.

ვაჟა: გელოდებით.

აღარ ვაპირებ ახსნას რომ არ მივდივარ რომ არ მივალ მიხვდება რომ აზრი არ შემიცვლია. დედაცემი თავისი ხმით ისევ იქცევს ჩემს ყურადღებას.

- ხატია შენ გელაპარაკები.

- რა გინდა დედა?

- არ მისმენდი ხომ?

- შეტყობინება მომივიდა და პასუხი გავეცი ეხლა გისმენ.

- ვის ემესიჯებოდი?

- არავის ისეთს. არ დავუკონკრეტე თვითონაც აღარ ჩამძიებია ისე მომიბრუნდა შემოთავაზებით.

- თინას დაბადებისდღეში თუ წახვალ და თან ისე გამოეწყობი რომ გოგოს დაემგვანო, ორი კვირით საღვარგარეთ ნებისმიერ ქვეყანაშ გაგიშვებთ.

- მართლა? სადაც მინდაა? ვიკითხე აღტაცებით.

- კი ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. შენ აირჩიე.

- თანახმა ვარ.

- მაშინ შენი თვი დამითმე.
მითხრა თუ არა ეს სიტყვები უკვე ვინანე რომ დავთანხმდი. საათ ნახევარია უკვე ჩემი თმების გაკეთებას ცდილობს, საბოლოოდ ჩხუბის შემდეგ შევთანხმდით რომ თმა უბრალოდ გაესწორებინა ჩემთვის, ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერც კაბის ჩაცმაზე ვერ დამითანხმა, კაბის მაგივრად შავი კომბინიზონი ჩავიცვი ფართო-გრძელ ტოტიანი და მაღალ ქუსლიანი ფეხაცმელი, მცირე მაკიაჟის გაკეთებაზეც დამითანხმა და ახლა კმაყოფილი თვალით მიყურებს.

ტელეფონზე შეტყობინე ისევ ვაჟასგან მომდის.

ვაჟა: - მეგონა ცრუობდი თურმე მართლა არ მოდიხარ.

ხატია: - ჩემდა სამწუხაროდ მოვდივარ. დავუბრუნე პასუხი და მობილური ჩანთში ჩავიდე.

მისგან გამოჩენილი ყურადღება მსიამოვნებდა, მასთან საუბრის დროს სითბო მეღვრებოდა სხეულში.

- ძალიან ლამაზი ხარ შვილო. მითხრა თვალებ აციმციმებულმა დედამ.

- დარწმუნებული ხარ? მახინჯ იხვის ჭუკს რომ მეძახი, ჩემს სილამაზეზე რატომ მაშინ არ ფიქრობ ხოლმე?

ფეხიდან თავისი ქუსლიანი ქოში გაიძრო და ჩემი მიმართულებით გამოისროლა.

- ზუსტად 5 წუთი გაქვს ჩემი თალთა ხედვის არეალიდან გაქრე, თორემ მეორე თავში მოგხვდება პირდაპირ.

გამოსროლილი ქოში ჩავაცვი თან მისი გულის მოსაგებად კონპლიმენტიც ვუთხარი.

- ნატიფი ფეხები გაქვს.

- მამაშენის შვილი ხარ, ორივე როგორ ეშმაკურად იყენებთ ამ გრძელ ენას. ერთი წინადადებაც გყოფნით ჩემი გულის მოსაგებად.

- წავედი თორემ დამთავრდება წვეულება და ორკვირიანი საგზურიც უკან მომრჩება.

- ხომ კარგად გახსოვს რაც დაგარიგე.

- კი ვაჯასგან თავი შორს უნდა დავიჭირო.

ძალიან მაინტერესებს რომ გაიგოს წინა კვირას ჩვენთან რომ ივახშმა ვაჟამ , რა რეაქცია ექნება დედას. გაფიქტებაც არ მინდა. ჩანთა ავიღე ხელში და ეზოში გაჩერებული ჩემი მანქანისკენ წავედი.



5

ვაჟა

თითქმის ერთი საათია ამ უაზრო წვეულებაზე ვარ, ბარში ვზივარ და ვისკს ვსვავ, რა მოსაბეზრებლად ხმაურობენ ეს ბავშვები, რატომ ვიტან ამ ხმაურს ჩემი თავისაც მიკვირს, ეს ერთი საათია ამ პატარა გოგოების მზერა მაწუხებს, მხოლოდ მზერა რომ ჰქონდეთ შემაწუხებელი რა უშავს, ამეკიდა ერთი გოგო თავიდან ვერ ვიცილებ, თამთა ჰქვია თუ თაკო, სახელსაც ვერ ვიხსენებ. რამდენჯერმე ეცადა კალთაშიც ჩამჯდომოდა, დროულად გამოვერიდე და ბარის შიდა მხარეს, სასმელების მხარეს ჩამოვჯექი. იმედია შორიდან არ ვჩანვარ. პატარა ბავშივით ვიმალები, მეცინება ჩემს თავზე...

- ბარმენს ხელს უშლი მომსახურეობაში ხალხის, გამოდი მანდედან. სიცილის ვერ იკავებდა გოგა.

- რა ჯიშის ახალგაზრდები არიან ბიჭო გაგიჟდება კაცი, გოგოს ან ქალს თავშეკავება ხომ უნდა ჰქონდეს. კინაღამ კალთაში ჩამიხტა.

თავით მივანიშნე უკვე კარგად მთვრალ თაკოზე თუ თამთაზე, ვინც არის.

- მგონი შენი გეგმის ობიექტი მართლა არ მოვა. რა უცნაური გოგოა.

- ეგეთი პირი უჩანს. თვითონ კი მითხრა არ მოვალო მაგრამ არ დავიჯერე თურმე არ ხუმრობდა. . .

მობილური ამოვიღე და ხატიას შეტყობინება გავუგზავნე, თუ ნამდვილად არ აპირებდა მოსვლას ამ უაზრო წვეულებაზე ნამდვილად აღარ ვაპირებდი გაჩერებას, ბათუმში კაზინოში ისედაც საქმე მქონდა მოსაგვარებელი, გზაში ისედაც დიდი დრო დამჭირდებოდა ჩასასვლელად. შეტყობინებაზე პასუხი უცბათ დამიბრუნა.

ხატია: - ჩემდა სამწუხაროდ მოვდივარ.

მისგან გამოგზავნილი შეტყობინება ჩემდა უნებურად ღიმილით წავიკითხე, რაც გოგას არ გამოპარვია.

- რაო რა გითხრა მოდის?

- ვინ?

- ვინ და დავით რატიანის შვილი.

ამ სახელის და გვარის გაგონებაზე სახე დამეღრიცა ზიზღით, ასეთ ნაბიჭვარს ასეთი კარგი შვილი როგორ გამოუვიდა მეც მიკვირს, ნეტავ თუ იცის მისმა ერთადერთმა შვილმა ფული როგორ იშოვა მამამისმა.

- მოდის, შეხედულება მრჩება რომ აქ მოსვლას აძალებენ.

- პატარა ბავშვივითაა, იქნებ დაფიქრდე ღირს მაგ გოგოს ამ საქმეში გარევა?

- ბოლო ბოლო მამამისის შვილია და მისი საქმის გამგრძელებელია.

- შენს ადგილზე კარგად დავფიქრდებოდი ვაჟა, პირდაპირ მამამისს გაუსწორდი, გოგო არ გარიო თქვენს საქმეში. ვხვდები გინდა რომ შური იძიო მაგრამ უცოდველი ადამიანის გამოყენება არაკაცური საქციელია.

- დავით რატიანს ელაპარაკე და აუხსენი რა არის კაცობა! გამწარებულმა გამოვცარი კბილებში.

- ერთადერთი საყვარელი ადამიანი მის გამო დავკარდე, თვითონაც დაკარგავს ერთადერთ შვილს.

- დავითის ბინძურ საქმეებში ჩათრევა კარგი გადაწყვეტილება იყო მაგრამ ხატია ამ სამყაროში არ ჩააგდო, ინანებ იცოდე, ხატიას ჩვენს ბინძურ საქმეებში ჩათრევით საბრთხეს შეუქმნი, შენი პარტნიორობის გამო დავითს უკვე ბევრი მტერი დაუგროვდა სულ რაღაც ერთ წელში, გოგოს გაგლეჯენ ეგ ნაბიჭვრების ხროვა, შენც კარგად იცი ოჯახი შორს ყავს ამ საქმეებისგან.

- თავგზას ნუ მიბნევ საათივით აეწყო ჩემი გეგმა.

- თვგზას არ გიბნევ, ინანებ ვაჟა.

- დავით რატიანმა რატომ არ ინანა თავისი საქციელი, პირიქით ბიზნესმენიც გახდა.

- იქნებ ოჯახით დააშანტაჟეს? ხომ არ ვიცით, კახას ეჭვები აქვს ისედაც, მთხოვა ხელი შემეშალა შენთვის ამ საქმეში დროებით, მანამ სანამ ყველაფერს კარგად არ გაარკვევს, იქნებ კახას დაელაპარაკო.

- რაში ეპარება ეჭვი? დედაჩემი მამაჩემის და ბიძაჩემის გამო სასიკვდილოდ რომ დაჭრეს, თუ იმაში რომ ნაბიჭვარმა რატიანმა ოპერაციაზე არასტერილური ხელსაწყო რომ იხმარა და დააჩქარა დედაჩემის სიკვდილი?! მათი მკვლელები ყველა დავსაჯეთ, არც ერთზე არ ჰქონია ეჭვი, რატიანს რათ იცოდებს? იქნებ ხატიას თვალი დაადგა, ლექტორიც ყოფილა მისი.

ისედაც გაღიზიანებულს ამ ფიქრმა უარესი სიბრაზე მომრია, ნუთუ კახას ხატიას მიმართ რამე გრძნობა გააჩნია. ხატია რას ფიქრობს ნეტა მასზე, ხომ მითხრა კახას ლექციების გამო დავდივარ უნივერსიტეტშიო. თუ ასეა ჩემი ხელით გავუსწორდები ჩემს ნაბიჭვარ ბიძაშვილს. რადგან ჩემი აზრი იცის და ჩემი გეგმაც, უფრო მეტი ამ გეგმის თანამოაზირეა.

გოგა ჩემი სახის გამომეტყველებაზე და ზედიზედ რამდენიმე ჭიქის შეუსვენებლივ გადაკვრაზე მიხვდა სად წავედი ფიქრებით და ჩემი დამშვიდება სცადა.

- უაზრო ეჭვებს ნუ აყევი, გოგო ისედაც არაკომუნიკაბელურია.

- კახა ლექტორია მერე მისი.

- მერე რა, ან მერე შენ მაგით რა? შენხომ ტვინით მოქმედებ და არა გულით, რის გამოა ეს ეჭვები?

- როგორ თუ რა. კახას ხატიას მიმართ თუ რამე გრძნობა გააჩნია ან ხატიას მის მიმართ ორივეს ჩემებური გზით გავუსწორდები.

- სისულელეები მოგდის თავში აზრად თუ ხვდები. მსგავსი არაფერი არაა, უბრალო კახას შეეკითხე, დედაშენის ოპერაციის დღეს რატიანის ცოლშვილი ავარიაში მოყვა. ამიტომ გეუბნევი სიმართლე სხვა რამე არ აღმოჩნდეს და შენ ამით შენ თავს არ გაუთხარო საფლავი.

- გინდაც დაეშანტაჟებინათ რატიანი შედეგი ხომ იგივეა ხომ მაინც შემოიკლა ხელზე დედაჩემი. ნუ ცდილობ ეჭვები გამიჩინო, ეს დედანატირები შენნაირი მანიპულატორი ადამიანი არ მეგულება. 5 წუთში ჩემი ჭკუიდან გადაყვანაც შეძელი და ტვინში შემოძრომაც შენი ჩახლართული აზრებით.

- მე გირჩევ დაფიქრდე ძმაო, ბოლოს რომ არ ინანო. ვისკის ჭიქა პირთან მიიტანა და ახლად მოსულ ხატიაზე მიმანიშნა თვალებით, რომელიც რა დროს მოვიდა ვერ შევამჩნიე, თვითონაც ვერ შეგვამჩნია რადგან თავის მამიდაშვილს და მის მეგობარს ელაპარაკებოდა რომელიც ცოტახნის უკან ჩემს კალთაში ჩაჯდომს ცდილობდა, მგონი ორივე საკმარისად იყო ნასვამი, რადგან ფეხზე დგომა უჭირდათ. ხატია ჩვენგან ზურგ შექცევით იდგა. პირველი რაც თვალში მომხვდა მისი თმა იყო, ფანქრით აწეულ თმას არ ემჩნეოდა ამ სიგრძე თუ იყო, წელამდე ჰქონდა თითქმის, შავ და მბზინვარე თმას ისე მოხდენილად ატარებდა ეს გოგო აჰ...

- ნეტავ თუ ხვდება. ჩავილაპარაკე ჩემთვის. თუმცა გოგას მახვილ ყურს რა გამოეპარება. თვალებში ეშმაკურად შემომხედა ვისკის ერთი ყლუპი მოსვა და შემდეგ ხატიასკენ გაიხედა, აღფრთოვანებული გამომეტყველებით . მისი სახის დანახვაზე ბრაზმა თავიდან ფეხებამდე დამიარა, ცოტაც მაკლია თავპირი რომ არ გავუერთიანო.

- თვითონ წარმოდგენაც არ აქვს ისეთი ლამაზია, ეშმაკუირი ღიმილით შემომხედა სახეში გოგამ და თვალი ჩამიკრა.

- შენი ბინძური თვალები ხატიასკენ მეორეთი აღარ მიაბრუნო. ვუთხარი , გაბრაზებული გამოვედი ბარიდან და ხატიას მიმართულებით გავემართე, ზურგს უკან გოგას ხმამაღალი სიცილი მესმოდა. ჩემს ნერვებზე როგორც საკრავზე ისე თამაშობდა.

ხატია

წვეულებაზე თითქმის ორი სააათის დაგვიანებით მივედი, 20- ზე მეტი სტუმარი მაინც ჰყავდა თინას, თითქმის ყველა ნასვამი იყო, ღმერთო ამ სასმელში რას პოულობს ეს ახალგაზრდობა, ან ამ ხმამაღალ კლუბურ მუსიკებში, 5 წუთია რაც ფეხი შემოვდგი და უკვე გასაქცევ ადგილს ვეძებ, რომ არა ორკვირიანი მოგზაურობა აქ ვერანაირი ძალა და ვერავინ მომიყვანდა, მძულს ხალხმრავალი წვეულებები, მითუმეტეს ამდენი უცხო ადამიანი როცაა, ვერც ერთს ვერ ვცნობ თინას მეგობრებიდან თამთს, ნიტას და მაკას გარდა. სამივე საშინლად მთვრალი ჩანს. როგორც იქნა თინას მხედველობის ობიექტი გავხდი და ნება იბოძა ჩემსკენ წამოსულიყო, თინას თამთაც უკან გამოჰყვა.

- ოოო, ბიძაშვილო შენზე ძალიან ნაწყენი ვარ, მითხარი თამარმა რითი გაიძულა აქ მოსვლა თან ასე გამოპრანჭულს?

- ორკვირიან საგზურს დამპირდაა, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში. გაეცინა, გადამეხვია და გულში ჩამიხუტა, მიუხედავად ყველაფრისა თინა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, გულში მის მიმართ წყენას ვერ ვიჩერებ ვერც ის ჩემს მიმართ, მხოლოდ პატარა კამათი გვახასიათებს ისიც იშვიათად.

- მიხარია რომ მოხვედი, ძალიან ლამაზი ხარ. ხელზე ხელი მომკიდა და დამატრიალა.

- ფრთხილად ქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია წავიქცევი.

- იცოდე თუგინდა რომ გაპატიო შენთან ერთად მეც უნდა წამიყვანო.

- თანახმა ვარ. სიცილით ვუთხარი მეც.

- მეც წამოვალ თქვენთან ერთად გოგოებო. გამოგვეპასუხა თამთა

- მაპატიე ლიმიტი მხოლოდ თინასთვისაა. ისიც დღევანდელი საჩუქარია, ყალბი ღიმილით დავეპასუხე თამთას, ესეც იყოს ჩვენი ძვირფასი მეგობარი ჩვენთნ ერთად რომ ნებავს წამოსვლა, თინასი შეიძლება თორემ ჩემთან მეგობრობა იქით იყოს მისალმებასაც კი ვარიდებ თავს, ამ გოგოს ვერანაირად ვერ ვუგებ, თინა როგორ მეგობრობს ჯერ კიდევ მიკვირს. ფიქრებიდან მხარზე შეხებამ გამომარკვია, მივიხედე ჩემს წინ ვაჟა იდგა. თავიდან ბოლომდე შემათვალიერა, ტუჩების მარცხენა მხარე ჩუტყდა, თითქოს ცდილობდა ღიმილზე გაემარჯვა.

- დღევანდელ წვეულებას შენი სილამაზე აკლდა ხატია თურმე.

მის ნათქვამზე შემრცხვა თავი დაბლა დავხარე აწითლებული ლოყები რომ დამემალა. რომ არაფერი ვუპასუხე და შემატყო შემრცხვა ცბიერი ღიმილით, თითქოს ამითი ერთობაო ისევ განაგრძო ჩემი უხერხულმდგომარეობაში ჩაყენება.

- შენი აწითლებული ლოყები აქაურობისთვის შეუფერებელია. ხმამაღლა დაიწყო სიცილი, შემდეგ ნიკაპზე ნაზად მომიჭირა ხელი და თვი მაღლა ამაწევინა, თვალი თვალში გამიყარა და კიდევ ერთი კონპლიმენტით შემამკო.

- ძალიან ლამაზად გამოიყურები... განსხვავებულად.

ისე მიყურებს თითქოს უნდა მისი თვალებით დავინახო ჩემი თავი, ის კი არ იცის რომ მის თვალებში გზა აბნეული მგზავრივით ვიკარგებოდი, ჩემდა გასაკვირვად დაკარგულს გზის პოვნაც არ მინდოდა, რადგან მის თვალებში ჩემთვის სიმშვიდე იყო, რაღაც იყო, ჩემთვის შეუცნობი რაც დაკარგვისკენ მიბიძგებდა.

- კონპლიმენტზე მადლობას იხდიან სულ მინიმუმ ძვირფასო. თამთას ხმამ ორივე მოგვწყვიტა ერთმანეთის თვალებს.

- თქვენ კაცები კი ყოველთვის არასწორი მისამართით ამბობთ კონპლიმენტს. ახლა ვაჟას მიუბრუნდა, ვაჟას სახეზე არანაირი გრძნობა არ იკითხებოდა, გაყინული მზერით უყურებდა თამთას.

- კონპლიმენტის ადრესატი არ შემშლია არასდროს, ეს ერთი. მერე მეორე ჩემს ცხოვრებაში არსებულ მნიშვნელოვან ქალბატონებს ყოველთვის ვანებივრებ კონპლიმენტით და მათგან მადლობას ამაზე არასდროს ველი. ღიმილით ჩემსკენ შემობრუნდა ვაჟა მხარზე ხელი მომხვია და მათგან მოშორებით ტერასაზე გამიყვანა.

- ცოტა ჰაერი ჩავყლაპოთ. წასვლას ვაპირებდი შენ რომ მომწერე მის მერე გადავიფიქრე.

- ნეტავ ჩემს გამო არ გაჩერებულიყავი და სიმშვიდე მეტად აღარ დაგერღვია შენი თავისთვის. ვუპასუხე დარცხვენით.

- ჩემი აქ მოსვლის მიზეზიც შენ იყავი. ბოლოს კი დავიჯერე რომ არ მოხვიდოდი მაგრამ როგორც ჩანს მომზადებას დიდი დრო დასჭირდა. შემომცინა მაცდურად.

- მართლა არ ვაპირებდი მოსვლას რომარა დედაჩემის წინადადება.

- რა წინადადება? დაინტერესდაა ვაჟა.

- ორკვირიან საგზურს დამპირდა, თუ მოვიდოდი. ვუთხარი სრული სერიოზულობით. მანკი უმოწყალოდ დაიწყო ხმამაღლა სიცილი, ნეტა თუ იცის მისი ხმამაღალი სიცილი რა სასიამოვნო მოსასმენია.

- ასეთი რამე არ მინახია, პატარა ბავშვი მგონიხარ ხან, იმედია სერიოზულად არ ამბობ.

- არა, სერიოზულად ვამბობ, მაგ პირობით მოვედი, იშვიათად მაძლევენ საზღვარგარეთ წასვლის ნებართვას მეკიდევ მოგზაურობა ძალიან მიყვარს, ამიტომ უარი ვერ ვუთხარი, ნამდვილად მაცდური შეთვაზება გამიკეთა დედაჩემმა, რადგან აქ ვარ.

კიდევ ხელახლა გაისმა მისი სიცილის კი არა ახლა უფროსწორად ხმამაღალი ხარხარის ხმა, ცრემლების წამოსვლამდე იცინა, კიმაგრამ რა არის აქ ესეთი სასაცილო, უკვე ყურში ლამაზადაც აღარ მეჩვენება მისი სიცილი. ჩემს სახეზე წყენა რომ ამოიკითხა, თავს ძალა დაატანა რომ გაჩერებულიყო, ლოყებს შიგნიდან იკვნეტდა რომ აღარ გაეცინა.

- მაპატიე, უბრალოდ ძალიან გამიკვირდა. თვალიდან სიცილით წამოსულ ცრემლებს იწმენდდა ხელით.

- ხალხმრავლობა არ მიყვარს, ასეთ წვეულებებს ყოველთვის გავურბივარ, ამის გამო თამარისგან ბევრი საყვედური მიმიღია, უფრო მეტიც, სახლში როცა რამეს ვაშავებ წვეულებებზე სიარულით მსჯიან. ჩემს ბოლო ნათქვამზე უფრო ხმამაღლა დაიწყო სიცილი.

-ამოისუნთქე რა დაგემართა შიგნიდან გიყურებდი ამდენი და ასე ბავშვობის მერე არ გიცინია. არსაიდან უცბათ გოგა გაჩნდა ჩვენს გვერდით

- აქ რას აკეთებ? ახლა უკვე წყრომით იკითხა ვაჟამ.

- ეს ადგილი ჩემია მინდა გითხრა.

- შენი რომაა ვიცი აქ რას აკეთებ? რატომ ყურადღებას არ აქცევ წვეულების მსვლელობას? აშკარად არ სიამოვნებდა ვაჟას გოგას სიახლოვე.

- ხატიასთან სალაპარაკო მაქვს. თუ შეიძლება ცოტახანი? ნებართვის აღებას ცდილობლა თითქოს ვაჟასგან გოგა.

- რახდება, რაზე? რა საქმე გაქვს შენ ხატიასთან? სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ჰყრიდა ვაჟა.

- თუ რამე სალაპარაკო გაქვს აქვე უთხარი, ჩვენც მოვისმინოთ.

გოგას ვაჟას გამოხტომებისგან მობეზრებულს გაჭინაურება და თემის გაწელვა აღარც უცდია, მომიბოდიშა, როგორც ჩანს ორიდღის უკანდელოი ხუმრობის გამო, რომელიც ნავთის წვეთივით იყო ჩემთვის.

- რისთვის ებოდიშები? რა დააშავე? როგორც ჩანს ვაჟმ არ იცოდა, ამიტომ საშინლად გაბრაზებულა მკლავში უხეშად მოუჭირა ხელი გოგას და გვერძე გასწია. გოგამ მისი ხელი კლავიდან უხეშად მოიცილა.

- რა გჭირს შენ დღეს? სასმლის გარდა მიიღე რამე? კბილებში გამოსცრა გოგამ ვაჟამ ჩემსკენ გამოიხედა, მეკიდევ სხეული ერთ ადგილზე გამეყინა, რას ნიშნავს სასმლის გარდა მიიღე რამე, ეს რამე რას ნიშნავს , ნუთუ რასაც ამბობენ მართალია, ნუთუ მართლა დამოკიდებულია ნარკოტიკზე.

- სისულელეებს ნუ როშავ გოგა და რაზე ებოდიშები მითხარი. რა შეგეშალა მის წინაშე.

- არაფერი შეშლია. გამოვეპასუხე მე რადგან არ მინდოდა ჩემს გამო ჩხუბი მოსვლოდათ.

- პირიქით მე მაპატიე გოგა თინამ მთელი დღის განმავლობაში, ისეე იძალადა ჩემს ნერვებზე შენი პატარა ხუმრობა ჩემს ასაფეთქებლად საკმარისი იყო. ზედმეტად გაბუქებული გამოხტომა იყო ჩემი მხრიდან.

- ხატი! თინამ დამიძახა ტერასის კართან მდგომმა. ჩვენთან ახლოს არ მოსულა.

- ტორტი უნდა გავჭრათ, ერთი სურათი გადავიღოთ შ ერთად, თამარს გავუგზავნოთ.

- მოვდივარ ახლავე. შემდეგ ბიჭებს მივუბრუნდი.

- თქვენ?

- ჩვენ შემოვალთ ეხლავე შედი შენ, მითხრა ვაჟამ და თვით მიმანიშნა კარისკენ.

ფოტოც გადავიღეთ, თინამ სანთლებიც ჩააქრო, ამ დროის განმავლობაში თვალს მალ მალე ვაჟასი და გოგას მხარეს ვაპარებდი, საინტერესოა რას საუბრობენ, ორივე სერიოზული სახით განიხილავს რაღაცას, ჩემს მზერას ვაჟა იჭერს, გოგას მხარზე ხელს მეგობრულად ჰკრავს და ორივე შიგნით შემოდის. ვაჟა პირდაპირ ჩემსკენ მოდის.

- გადაიღეთ ფოტო? თან ეშმაკურად იღიმის. თავი დავუქნიე დადებითი პასუხის ნიშნად. სიცილს უმატებს.

- უეჭველი დედაშენს უნდა დაუმტკიცო რომ წვეულებაზე ნადვილად იყავი ხომ? მეც მეცინება განძრახვას მიგვიხვდა მე და თინას.

- კი მართალი ხარ, აი ნახე თინმამ ინსტაგრამზეც კი ატვირთა რომ ენახა დედაჩემს, რადგან საგზური თინასაც ეხება დამამტკიცებელი " საბუთის" ქონა აუცილებელია. თან ფოტოს ვაჩენებდი თან ღიმილით ვესაუბრებოდი, ის კი მე მიყურებდა ხან თვალებში ხან ტუჩებზე თვალის მოუცილებლად.

- რახანც დედას დაუმტკიცე აქ რომ მოხვედი, ხომ არ გავისეირნოთ სადმე სადაც შენ იტყვი,ცოტახნით მხოლოდ მე და შენ.

- კარგი ოღონდ თინას გავაბრთხილებ.

- მანქანით ხარ?

- კი, რატომ მკითხე.

- შენს მანქანასთან დაგელოდები. მალე მოდი. თავი დავუქნიე და თინასკენ წავედი. ვაჟასთან ერთად რომ ვაპირებდი წასვლას ვუთხარი, გავაბრთხილე დედაჩემი თუ დაურეკავდა არ ეთქვა რომ წვეულება დავტოვე მითუმეტეს ვაჟასთნ ერთდ.

- კარგი ბიძაშვილო, უბრალოდ ტელეფონთან ყურადღებით იყავი. დანარჩენზე არ იდარდო.

- შენკიდევ აღარ დალიო.

- კარგი. თუ რამე მოხდა დაგირეკავ. შენც ანალოგიურად. თავი დავუქნიე და სწრაფი ნაბიჯებით კიბეებიც ჩავირბინე. გარეთ ჩემს მანქანაზე მიყუდებული ვაჟა მელოდებოდა.

- საით აბა ? მკითხა ვაჟამ.

- არვიცი აქვე გავისეირნოთ, თუნდაც ნარიყალას ქვემო ეზოში, წმ. ნიკოლოზის ტაძართან ახლოს პატარა საყვარელი კაფეა.

- ყავა ჩემგან იყოს. მითხრა ვაჟამ. გვერდი გვერდ სეირნობით დავუყევით ქუჩს, კაფესთან მისასვლელად 10 წუთიც არ დაგვჭირდა. ჩვენს კუთვნილ ყავას ჩუმად ველოდებით. ქალაქმაც სიჩუმეში ფეხი აგვიწყო, ჩვენთან ერთად ისიც დუმს. დუმილი ისევ მიმტანმა დაარღვია ჩვენი შეკვეთა მაგიდაზე დაგვიტოვა და გაგვეცალა.

- გოგა ორი დღის უკან მიმტანის თემაზე გამეხუმრა, მეკიდევ იმდღისით თინაზე საშინლად გაბრაზებულმა და დაღლილმა გოგაზე ვიყარე ჯავრი. მივუბრუნდი წეღანდელ თემას რადგან დარდად მქონდა, არ მინდოდა ჩემს გამო უთანხმოება ჰქონოდათ პატარაც კი.

- ვიცი მითხრა. შენ გადაწყვიტე სად უნდა წახვიდე, დღევანდელი მოპოვებული საგზურით? შეცვალა სალაპარაკო თემა ვაჟამ.

- არვიცი, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიაო დედამ, და ფიქრის პროცესში ვარ, სავარაუდოდ შვეიცარიაში.

- კარგი არჩევანია, ულამაზესი ქვეყანააა. ორ კვირაში კი მოივლი მთელს ქვეყანას.

- იმედია თინა კმაყოფილი დარჩება ბუნების დიდი მოყვარული არაა, მთიან ზონებს ვერ იტანს. მესტიაში ზედიზედ 1 კვირაც არ დარჩენილა არასდროს.

- რომელი ქალაქიდან დაიწყებ ტურს?

- ციურიხიდან ალბათ კარგ ტუროპერატორს ვნახავ და შევუთანხმებ დეტალებს.

საუბარ საუბარში დროც გაგვეპარა, დედაჩემმა ორჯერ დამირეკა ზედიზედ, რათქმაუნდა არც ერთხელ ვუპასუხე. შემდეგ თინამ დამირეკა და მითხრა თამარმა ბრძანა ერთად დაბრუნდითო, შემითანხმდა რომ ჩვენი ვილის ჭიშკართან ახლოს დამელოდებოდა და ძაან არ დამეგვიანა მთხოვა.

მანქანა გოგას რესტორანთან მქონდა დატოვილი ამიტომ ისევ უკან მოგვიწევდა დაბრუნება, კაფიდან წამოვედით, მაღალ ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ისე შემაწუხა გახდა გადავწყვიტე, კიდევ ცოტახანი ამ სატანჯველით ვეღარ ვივლიდი, ამდენს ვეღარ მოვითმენდი, ფეხსაცმლის შესაკრავების გასახსნელად რომ დავიხარე ვაჟამ გაკვირვებით შემომხედა და ჩემთან ერთად ისიც ჩაიმუხლა ჩემს წინ.

- რა მოხდა? ფეხი იტკინე?

- არა უბრალოდ, ქუსლიანმა ფეხსაცმელმა ძალიან შემაწუხა, ამეებს შევიხსნი და ფეხსაცმელს გავიხდი.

- მე შეგიხსნი მაგეებს, წამოდექი შენ და მხარზე ჩამომეყრდენი რომ არ წაიქცე. ჩემს წინ ჩამუხლულმა კოჭებზე შემოხვეული ორივე ბასანოშკის თასმა შემხსნა და ჯერ ერთი შემდეგ მეორე ფეხიდან მშვიდი მოძრაობით გამხადა ორივე ფეხსაცმელი. ფეხზე წამოდგა ცალ მუხლთან გამტვრიანებული შარვალი ჩაიბერტყა,ჩემი ორივე ფეხსაცმელი ცალ ხელში მოიქცია, მხარზე ხელი მომხვია და ყველაზე საყვარელი გამომეტყველებით გამიღიმა.

- დღეს ულამაზესი ხარ. გაურკვეველი გრძნობით მიყურებდა თვალებში. თავი დახარა და ლოყაზე მაკოცა, გაკვირვებაც არ მაცალა შემდეგ გულში ჩამიკრა, გული ისე მიცემდა თითქოს საგულედან ამოვარდნა სურდა.

- შენს გულისცემას მეც კი ვგრძნობ. მითხრა მაცდური სიცილნარევი ხმით.

- დამშვიდდი, დარწმუნებული ვარ ლოყები წითელი გაქვს. გულში უფრო მეტად და ძლიერად ჩამიკრა.

თვითონ რაიცოდა, თუმცა მე ხომ ვიცოდი...

ჩემთვის მამაკაცთან ასეთი სიახლოვეც კი პირველი იყო, პირველად ჩამიკრეს გულში, პირველად მომხვიეს ხელი, პირველად შემახეს ტუჩები ლოყაზეც კი და ყველაზე მთავარი პირველად მიცემდა გული ასე ძლიერ.







6

ვაჟა

უკვე ღამის 12 საათი იყო ხატია რომ მივაცილე თავის მანქანასთან, სახლამდე მიყვანა შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა, სწრაფად დამემშვიდობა, ჩაჯდა მანქანაში და წავიდა.

რა უცნაური გოგოა, სახლიდან ურეკავდნენ და ჩემს გვერძე არ პასუხობდა, აფორიაქებულიც ჩანდა, თავისმა მამიდაშვილმა რომ დაურეკა ბავშვივით ანერვიულდა, არვიცი რა უთხრა თუმცა მისი სახლში დაბრუნება თინას დარეკილმა დააჩქარა, მგონი ფეხსაცმელიც კი მხოლოდ იმიტომ გაიხადა სწრაფად რომ მისულიყო მანქანასთან. ზუსტად ისე ღელავდა პატარა ბავშვები რომ ღელავენ როცა რამეს აფუჭბენ ან აშავებენ და ფაქტზე გამოიჭერენ, თითქოს ჩემს გვერდით ყოფნა მისთვის აკრძალული ყოფილიყოს. დასამშვიდებლად მივუახლოვდი და მოვეხვიე ის კი უარესად ანერვიულდა, ისე კანკალებდა ჩემს კლავებში, დებილი უნდა ვყოფილიყავი არ მეგრძნო. ორი ვარიანტია ან ჩემზე რამე უთხრა მამამისმა და ჩემი ეშინია ამის გამო ან კიდევ მამაკაცის გვერდით ახლოს ყოფნას არაა მიჩვეული, მაგრამ ჩემს ტელეფონზე რომ დავრეკე რომელიც ხატიას მანქანაში განზრახ დავტოვე მაშინ ბიჭმა მიპასუხა, შეიძლება მისი შეყვარებულიც ყოფილიყო, ვითომ შეყვარებული ყავს? რომ ყავდეს ჩემს გერდით არ წამოვიდოდა, ან რატომაც არა, თუმცა არა არ ჩანს ეგეთი გოგო.

ღმერთო ჩემო რეებზე ვფიქრობ, ლოყაზე ორივე მხარეს ხელი შემოვირტყი და თავიდან ამ აზრების გაფანტვა ვცადე, რომელიც მოსვენებას მაკარგვინებდა, ხატია ხომ ჩემი გეგმის ნაწილია, ალბათ ამიტომ მაქვს შფოთვა რომ მინდა ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით დასრულდეს, ხო აბა სხვა მიზეზი არ იქნება, ის ხომ ერთადერთი სუსტი წერტილია რომელსაც მამამისის წინააღმდეგ გამოვიყენებ. ხომ მითხრა ნაბიჭვარმა რატიანმა რაც არ უნდა გააკეთო მთელი ქონებაც რომ წამართვა და ნოლზე დამსვა მაინც ვერაფერს დამაკლებო, რა იცის რომ ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნია მას წავართმევ, ერთადერთ შვილს, მის გულში ნელ ნელა მოვკლავ მამამისისადმი სიყვარულს.

ვაწყობდი მზაკვრულ გეგმას, და არ ვფიქრობდი შედეგებზე, შედეგებზე რომელიც ჩემს საყვარელ ადამიანს გულს მოუკლავდა და მისი მკვლელი მე ვიქნებოდი. არც ის ვიცოდი რომ შურისძიებისთვის დამდგარი გზის დასასრული ჩემი „ საფლავის „ ადგილი იყო.

არსაიდან უცბათ კახას ხმა შემომესმა, რომ მივიხედე თავისი ახალი მანქანის კარზე იყო მიყუდებული და მე მიყურებდა.

მემგონი გეგმები გეშლება.

რაზე ამბობ?

დაახლოებით ნახევარი საათია რაც ხატია გააცილე, ჯერ რა გზითაც წავიდა იმ გზას გაჰყურებ და ისე ხარ ფიქრებში გართული თავი რომ დააღწიო აზრებს რომელიც შინაგანად გჭამს სახეშიც კი ირტყავ.

სისულელეს ნუ ლაპარაკობ! ავუწიე ხმას. მისი დანახვით გამოწვეული სიბრაზის გამო მუშტები შევკარი. რაც კახას არ გამოპარვია.

თითქოს ჩემი ცემა გინდა და თავს ძლივს იკავებ, ასეთი შეხედულება მრჩება ისე მიყურებ.

კახა შარვლის ჯიბეში ხელებ ჩაწყობილი ჩემს წინ ჩამოდგა და დამცინავად დამყურებდა მომუშტულ ხელებზე. მეკიდევ სიბრაზისგან გაწითლებული რომელსაც ჯერ კიდევ არ მქონდა გადავლილი გოგას ნათქვამით გამოწვეული ეჭვები კახაზე და ხატიაზე, მისი ცემის სურვილს სულ უფრო და უფრო მიმძაფრებდა.

მართალი ხარ, შენი დანახვაც საკმარისი იყო, ამის გამო.

კი მაგრამ რატომ? ჩვენც გაგვიმხილე, რადგან თუ რამე დავაშავეთ ძმის წინაშე, რეფლექსურადაც არ გავიქნიოთ ხელი მის წინააღმდეგ.

შენ მე ხელს ვერასდროს მომიქნევ, მომიქნევ და მაგ მოქნეულ ხელს ძირში მოგტეხავ.

ოოოო, საქმე სერიოზულადაა როგორც ჩანს, მაგრამ გამარკვიე მაინც რა დავაშავე.

ღმერთო ამან თავისი თავი რომ მაცემინოს მგონი ძალიანაა მოწადინებული, ისე მიცინის ყველა კბილის ჩამოღება მინდება რაც სიცილის დროს უჩანს.

ხატიას თვალი დაადგი?

რაა?

რა ვერ გაიგე ხატიას თვალი დაადგი თქო?

საიდან მოიტანე რომ ხატიას თვალი დავადგი? კაიფში ხომ არ ხარ შენ?

გოგამ მითხრა.

გოგამ გითხრა?! მოვკლავ მაგ ნაბიჭვარს.

გაცეცხლებული შევარდა რესტორანში. მეც უკან მივყევი სიცილით, პასუხი მივიღე რათქმაუნდა კახა მსგავს რამეს არ იკადრებდა, რადგან ხატია წლებია ჩემი ხედვის არეალშია. თვითონ არ იცის თუმცა წლებია ჩვენი მეთალყურეობის ქვეშაა.

ახლა გოგამ ინერვიულოს ცოტა, ეს ორი იდიოტი ისედაც ვერ იტანს ერთმანეთს, ორივეს გამო დღეს ისედაც დოზაზე მეტად განიცადა ჩემმა ორგანიხმა სიბრაზე, ამიტომ ახლა დამამშვიდებლად მათი ჩხუბის ცქერა მჭირდება, არც კი ვფიქრობ მათ გაშველებას, სიამოვნებასაც კი მგვრის როგორ უერთიანებენ ერთმანეთს თავპირს. საწყალი ოფიციანტები მათი გაშველების გამო მათაც მოხვდათ. როგორც იქნა დაცვამ და ოფიციანტებმა დააცილეს ერთმანეთს, გოგა ჯერ ისევ შოკში იყო.

-ბიჭო შენ გაგიჟდი, სალაპარაკოდ დაგიძახე საჩხუბრად კი არა.

- შენ სანამ ქალივით ჭორაობას დაიწყებ მანამ უნდა იფიქრო შედეგებზე.

გოგამ ეშმაკური ღიმილით შემომხედა, გამოხედვა ჰქონდა ავის მომასწავლებელი, დაახლოებით თვალებით ამბობდა „ ეხლა თვენ დამაცადეთ“. ნეტა რა ჩაიფიქრა ამ ნაბიჭვარმა.

ააა, შენ გაგიტყდა ხატიაზე რომ ვისაუბრე ვაჟასთან.

რა მიხვედრილი ხარ. ხოდა მოსაუბრეს ამის გამო მოხვდა.

ხატიას სახელის გაგონებაზე სიბრაზემ თავიდან ფეხებამდე დამიარა, ეჭვებმა ახლიდან ჩამიგდეს ხელში.

კახა ბოლოჯერ გეკითხები ხატია შეგიყვარდა? სიმართლე მიპასუხე რაც არ უნდა იყოს, სამომავლოდ შენ საქციელებში რამე საეჭვო რომ დავიჭირო შიშველი ხელებით მოგკლავ იცოდე. არ დაგინდობ.

აღიარე კახა.

უთხრა გოგამ წყეული ღიმილით, რომელიც მაუწყებელი იყო „მე ყველაფერი ვიცი“. მოთმინების ფიალა ამევსო კახასკენ საცემრად გავიწიე, სანამ არ ვცემდი არ ალაპარაკდებოდა ბავშვობაშიც ეგეთი იყო.

ბიჭო თვქენ რა გაიკეთეთ ეგეთი, რა ილუზიებში ხართ, ყველაფერი ამ ნაბიჭვრის წამოწყებულია.

კახამ კი გოგასკენ გაიწია საცემრად, თუმცა მას კიდევ დაცვის ბიჭები იჭერდნენ ამიტომ ვერაფერი მოახერხა, ამასობაში ჩემი მოქნეული მუშტიც იგემა, ჯერ ერთი მერე მეორე, მესამე რომ მოვუქნიე მეც შემბოჭეს. შუაში გოგა ჩგვიდგა და იცინოდა, იცინოდა კი არა ხარხარებდა, არა კაცი ისევ ამის მანიპულაციას წამოვეგე ხომ?!

დამშვიდდით ორივე! ჩემს საცემნელად რომ გამოგზავნე შენი პატარა ბიძაშვილი რა გეგონა, მასაც უმიზეზოდ შენგან მოხვდა. ჭკუის გამოყენებას სანამ არ ისწავლი ასეთ შეცდომებს დაუშვებ ყოველ ნაბიჯზე შენი ბრაზის გამო.

ეს აქ გაკვეთილს მიტარებს, თუ ლექციას! გაბრაზებულმა მისკენ გავიწიე კახას დაწყებული საქმის დასამთავრებლად, თუმცა დაცვის ბიჭებს და მიმტანებს ისე ვყავდი დაჭერილი თვი ვერ გავითავისუფლე.

გამიშვით! გამიშვით ბიჭო.

ვაჟა არ გაუშვათ სანამ არ დაწყნარდება, კახა კი გაუშით. უთხრა გოგამ ბიჭებს.

რაზე დამიძახე? რაზე უნდა გველაპარაკა? ბედი თქვენი ბათუმში ვარ წასასვლელი და მეჩქარება თორემ ამ ქცევას ასე არ დაგიტოვდით არც ერთს. კბილებში გამოსცრა კახამ.

ვინ გითხრა რომ შენ მიდიხარ ბათუმში, ჩემი საქმეა ეგ.

ტელეფონზე რომ დაგირეკეს გეპასუხა და მე აღარ მომიწევდა წასვლა, თუმცა სად გეცალა პაემანზე იყავი ხომ?

ბიჭო შენ რა გაწუხებს მითხარი.

გავიწიე ისევ მისკენ, თუმცა ისევ დამიჭირეს.

დაწყნარდით ორივე! კახა იმიტომ მოვიყვანე აქ თვალები რომ აგიხილოს.

რაზე უნდა ამიხილოს თვალები? რას ვერ ვხედავ სათანადოდ.

რას და უცოდველი გოგოს გაფუჭებას აპირებ და იმას. ხვდები არა რა არაკაცული საქციელია. კბილებში გამოსცრა გოგამ ისევ.

შენ რა გაწუხებს მითხარი? თუ ამ საქმეში ჩემს გვერდით ყოფნა არ გინდა გზაა დიდია.

კახას მოუსმინე, მე შენთან რაღაცის ახსნის სურვილი არ მაქვს არც ნერვები. კახა უთხარი რატიანზე რაც გაეჭვებს.

გოგა მართალს ამბობს ხატიას არაფერი დაუშავებია ვაჟა, იმ დღისით დედაშენი რომ დაიღუპა რატიანის ცოლ შვილი ავარიაში მოყვა, გოგო სიკვდილს ძლივს გადაურჩა. ეჭვი მაქვს რომ რატიანი წინადღეს სანამ დედაშენის ოპერაციაზე შევიდოდა დააშანტაჟეს. ჯერ კიდევ ვეძებთ ამ საკითხზე ფაქტებს, ბევრი რამე ცუდათ ემთხვევა და არ მინდა ამის გამო უდანაშაულო ადამიანი გავხვიო ბინძურ საქმეებში, შენ ხატიას არ იცნობ კარგად ... სხვანაირი გოგოა თავის თავში და სამყაროში ჩაკეტილი. შენგან მიყენებული დარტყმის გადატანა გაუჭირდება. შენ კიდევ კარგად გიცნობ სინდიის ვერ გაიჩუმე ამის გამო და რამეს მოიწევ.

რა გინდა რომ მითხრა კახა მაგით, შურისძიება შვევწყვიტო თან ისეთ დროს უკვე ფინალსი რომ გავდივართ. თუ რატიანი ოჯახით დააშანტჟეს და დედაჩემის საოპერაციო მაგიდაზე დატოვება შეუკვეთეს, ფაქტი სახეზეა დედაჩემი წლებია აღარ არის ამ ქვეყნად. ოჯახი დაიცვა და დედაჩემი გაწირა.

ან პირიქით დედაშენი არ გაწირა და ოჯახიც ამის გამო ავარიაში მოყვა. დაეღვებით თქვა გოგამ.

სისულელეა მაგაზე ეჭვი ბოლო ბოლო ორივე მის გვერდითაა.

რაც არუნდა იყოს ხატია ამ საქმეში არაფერ შუაშია, ერთადერთი უდანაშაულო ადამიანია, იმის გამო არ უნდა დაისაჯოს რომ დავით რატიანის ერთადერთი შილია. თქვა გოგამ.

ჩემი აზრი იცით. აღარ გვინდა ამაზე კამათი.

ბიჭო შენ ხომ არ იცი იმ გოგომ ავარიის შემდეგ რა გადაიტანა. ცოტახანი დამაცადე კარგად გავარკვიოთ ყველაფერი.

არც მაინტერესებს. ბათუმში რახანც შენ მიდიხარ დღეს გამოძინება დავიმსახურე.

ვუთხარი და ფეხზე წამოდგომა დავაპირე თუმცა კახა სიბრაზისგან გაწითლებული მეცა და პერანგის საყელოში მწვდა.

-დღე მოვა ამას ინანებ იცოდე! მე ამ საქმეში შენს გვერდით არ ვარ.

- არც მე. დაუმატა გოგამ.

ეს ორი საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა საერთო ენას რა ადვილად ნახულიბდა. ისე ვერ გაიგებდი მეგობრები იყვნენ თუ მტრები.

- თქვენი ძმობა აქედან გამოჩნდა.

- შენს გამო და ოჯახის გამო ხელი სისხლში გავისვარეთ ორივემ შურის საძიებლად. ამას ძმობად თუ არ მიიჩნევ ეგ შენი პრობლემაა.

- მართალია, უდანაშაულო ადამიანის ცოდოს წამოკიდება თუ აღარ გვინდა და გაუბედურება, ისიც იმიტომ რომ ისედაც ვიხრჩობით ამ ბინძურ ცხოვრებაში.

საყელოდან ხელი უხეშად ჩამოვაღებინე კახას და რესტორნიდან გამწარებული წამოვედი. ახლა ერთადერთი რამე რაც მიშველიდა „კაიფია“, სახლამდე ვერ მოვითმენ მანქანის „ბარდაჩოკში“ უნდა მქონდეს ნარკოტიკი, სადმე წყნარ ადგილზე გავჩერდები და გავიკეთებ.

წყარი ადგილი კი ვთქვი მაგრამ როგორ აღვმოჩნდი ხატიას სახლთან მეც არ ვიცი. ვილის უკანა ეზოსთან გავაჩერე მანქანა, ხატიას ოთახი ჩანს აქედან კარგად... შუქი ისევ უნთია შუაღამეა 3 ის ოცი წუთი ნუთუ არ სძინავს, რას აკეთებს ასე გვიანობამდე? მობილური ტელეფონი შარვლის ჯიბიდან ამოვიღე და ხატიას შეტყობინება გავუგზავნე.

„გღვიძავს?“

„ კი. „

„ რატომ? ყველაფერი რიგზეა ხომ?“

„ კი, კი. უბრალოდ... ძილთან დაკავშირებით პრობლემები მაქვს. შენ რატომ არ გძინავს? სახლში ჯერ არ დაბრუნებულხარ?’’

მის ასეთ ცნობისმოყვარეობაზე გამეღიმა, სხეულში სასიამოვნო სითბო ჩამეღავრა, შეგრძნება დამეუფლა თითქოს ვიღაცა ჩემით ნამდვილად დაინტერესდა.

„ რა სახის პრობლემები? „

„ ფსიქოლოგიური უფრო ალბათ.“

„ რამ გამოიწვია? შენ სულ ესე უძილო ხომ ვერ იქნები არა? ხომ იძინებ?“

„ თუ გამიმართლა ვიძინებ, ან ძლიერ საძილე აბებს თუ მივიღებ.

ერთ დღეს შეიძლება მოგიყვე, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. შენ ჩემს კითხვაზე არ გიპასუხია.“

„ რა კითხვაზე?“

„ შენ რატომ არ გძინავს ამ დრომდე? სახლში დაბრუნდი თუ არა?“

„ გინდა სიმართლე გითხრა?“

მის პასუხს არ დავლოდებივარ კიდევ მეორე შეტყობინება გავუგზავნე.

„ სახლში არ დავბრუნებულვარ, შენს სახლთან ვარ, არ მკითხო რატომ, იმიტომ რომ ამ კითხვაზე პასუხი მეც არ მაქვს.“

„რაა? ხუმრობ ხომ?“

შეტყობინება გამომიგზავნა და თავისი ოთახის აივანზე გამოვიდა. ეზოს წინა მხარეს დაიწყო ყურება, ალბათ ჩემს მოსაძებნად. მანქანის ფარები რამდენჯერმე ავუნთე და ჩავუქრე ჩემსკენ რომ გამოეხედა და დამინახა კიდევაც. შეტყობინების გაგზავნის მაგივრად მობილურზე დავურეკე.

დამინახე ხომ?

აქ რას აკეთებ.

მეც არ ვიცი... შეგიძლია რომ ჩამოხვიდე?

ესე გვიან?... ეხლა რა რთულ მდგომარეობაში მაყენებ არც კი იცი.

დღეს გოგოებისთვის რთული მდგომარეობა არსებობს?

ჩემთვის კი... ცოტახნით ჩამოვალ.

კარგი გელოდები . ტელეფონის მეორე მახარეს სიჩუმე იყო. ხმა აღარ ამოუღია.

ხატია გავთიშო?

არა მოიცადე, დღეს ჭამე რამე?

მის ამ შეკითხვაზე გამეღიმა, მგონი მართლაც ღელავს ჩემზე,მის ურადღებას ასე ადვილად თუ მივიქცევდი არ მეგონა, შორიდან ძალიან უკარება გოგო ჩანდა, უკონტაქტო რომელსაც უცხო ადამიანებთან საუბარი არ უყვარს და არც სიამოვნებს.

ნინო დეიდამ სვანური კუბდარი გამოგვიცხო იმას ჩამოგიტან. ჩემს პასუხს არ დალოდებია ისე გამითიშა მობილური.

დაახლოებით 10 წუთში უკანა ეზოს კარებიდან ქურდივით გამოიპარა შუქიც არ აუნთიაა, სიბნელეში მოდიოდა ხელში სავარაუდოდ ჩემთვის გამზადებული კუბდარი ეკავა, შლოპანცები და პანდიანი პიჭამოები ეცვა, შორტსაც და მაისურსაც პანდის პრინტები ჰქონდა. მისი ასე დანახვა ცოტა არ იყოს გასაკვირიც იყო, თმა ისევ ფანქრით ჰქონდა მაღლა აწეული, ახლა სათვალეების გარეშე მოაბიჯებდა ჩემს წინ. ახლა ამ წუთას ისეთი საყვარელია. პატარა ბავშივითაა , არა და ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონი იდგა რამდენიმე საათის წინ ჩემს თვალწინ. მანქანის კარგი გამოაღო და შიგ ჩაჯდა შეფუთული „ხორციანი ღვეზელი „ გამომიწოდა.

ეს შენ, მიკროტალღურში შეგითბე, შეჭამე სანამ ცხელია.

მომეცი.

გამოვართვი ხელიდან, ცალ ხელში დავიჭირე და მეორე ხელით მას მოვეხვიე, მისმა სასიამოვნო სურნელა ხელი დამხვია და მის თმებში ჩაკარგვისკენ მომიწოდა , ხატიას მოტანილი ღვეზელი მანქანის ტორპედოზე დავდე, მეორე ხელიც გავითავისუფლე და ხატიას თმებისკენ წავიღე, ფანქარი თმიდან მოვხსენი, შავი თმა წამის მესაედში დაეფინა მის მხრებს, სასწაულად ლამაზია ეს გოგო და მგონი საერთოდ აზრზეც არაა თვითონ, რადგან მსგავს რამეს ყურადღებას რომ აქცევდეს არ ეტყობა. თავი ვერ შავიკავე ისევ მოვეხვიე გულში ჩვიკარი და მისი თმების სურნელში ჩავიკარგე, რომელიც შედარებაც კი მძულს მარა ნარკოტიკივით მოედო ჩემს სხეულს და სულს. რის გამო მოვცილდი რესტორანს ეხლა იხსენებს ჩემი გონება. თუმცა რეალობა სხვა რამეს მაუწყებს ახლა სად ვარ და რას ვაკეთებ, რატომ მოვედი მასთან, მინდა ჩემს თავს შევეწინააღმდეგო მაგრამ არ გამომდის.

თვითონაც მომხვია ხელები თვითონაც ჩამეხუტა. მეხუტება და თან თავისი პატარა სხეული კანკალებს,ალბათ მღელვარებისგან, როგორც რამდენიმე საათის წინ, ნუთუ პირველად ეხუტება ვინმეს,მერევა ეჭვები... ღმერთო არც მოველოდებოდი, კიდევ კარგი ჩემს გულში ვერ იხედება და ჩემს აზრებს ვერ კითხულობს, ხომ გამიგებდა მისი ჩახუტება დიდი ხნის ნანატრ სულიერ სიმშვიდეს რომ მგვრიდა. რომ ვაკოცო ნეტავ რას ვიგრძნობ? ახლა კოცნის სურვილი მეუფლება თმებს მხრიდან ნაზად ვუწევ, ყელთან ვკოცნი, მთელი სხეულით თრთის, დარწმუნებული ვარ ახლა როგორ გაწითლდა, ნაზად ვეცლები, მის პატარა და ულამაზეს სახეს ხელისგულებში ვიქცევ თუმცა სრცხვენია და თვალებში ვერ მიყურებს.

ლოყები აგიწითლდა. თვალებში შემომხედე. ვეუბნევი ღიმილით.

მრცხვენია.

ვისი ჩემი? თავის დახრა გადაწყვიტა თუმცა უფლება არ მივეცი.

შენთვის ადვილია მაგრამ მე...

ღმერთო ამ გოგოს რომ ვუყურებ ღიმილს ვერ ვიცილებ სახიდან, სიმორცხვეც კი ისე უხდება...

-რაო პირველად ეხუტები ვინმეს და ამიტომ გრცხვენია? ან პირველად გკოცნიან?

ჩემს კითხვაზე თავი უფრო დახაარა არც კი შემომხედა მანქანის კარისკენ მიტრიალდა გასაღებად და დარწმუნებული ვარ ჩემგან გასაქცევად, რა ვარ ახლა ვხვდები. კლავიდან დავიჭირე და ჩემსკენ მოვქაცე ისევ ჩავეხუტე და თავზე ვაკოცე.

მაპატიე მე უბრალოდ... გამიკვირდა. არ წახვიდე გეხვეწები ცოტახანი, შენს მოტანილ ღვეზელსაც შევჭამ ოღონდ კიდევ ცოტახანი გაჩერდი.

თავი დამიქნია და ჩემს გვერდით დარჩა, მისი მოტანილი საჭმელი ავიღე შეფუთვა შემოვხსენიდა ჭამა დავიწყე.

უგემრიელესია, მართლაც მაგრად მომშივდა მთელი დღე ვისკის მეტი არაფერი მიმიღია.

გემრიელად მიირთვი შემომცინა მომღიმარი თვალებით.

მანდ ბარდაჩოკში სველი ხელსაწმენდი უნდა იყოს მომაწოდე, ხელს შევიწმენდ ჭამასაც მოვრჩი. პირ გამოტენილი ვესაუბრებოდი.

ჩემს ნათქვამზე გაეცინა და ბარდაჩოკი გახსნა, გაკვირვებული უყურებს ერთ ადგილს, შემდეგ სველ ხელსახოცს კი არა ხელში ჩემს ნარკოტიკს და ნევსებს იღებს. ასე როგორ გამოვსულელდი და დამავიწყდა შიგნით რა მედო. თუ რამე შანსი მქონდა ამ გოგოსთან წამლის გამო ყველაფერი დავკარგე.

-ეს...კითხვა არც დავასრულებინე ვუპასუხე ეგრევე.

- რასაც ფიქრობ ისაა..

- დამოკიდებული ხარ?

- კიც და არაც.

- ეგ როგორ გავიგო.

- არ მინდა ამაზე ლაპარაკი.

- გთხოვ იქნებ დახმარება შევძლო.

გაკვირვებული შევყურებ თვალებში და ყურებში იგივე ნათქვამი ავტომატურად მიმეორდება „ იქნებ დახმარება შევძლო“... ნუ თუ მართლა შეუძლია ვინმეს ან რამეს ჩემი დახმარება. შემდეგ ვფიქრობ აქ როგორ აღვმოჩნდი და გადავწყვიტე ყველაფერი თუ არა ნაწილი სიმართლე მისთვისაც მეთქვა.

დამოკიდებული ვფიქრობ რომ არ ვარ, ყოველდღე ან ყოველ კვირა არ ვიღებ ნარკოტიკებს... არის რაღაცა მომენტები ჩემს ცხოვრებაში და იმ მომენტში მხოლოდ ნარკოტიკს შეუძლია ჩემი დამშვიდება. მაგრამ ახლა მგონია ახალი ალტერნატიული ვარიანტი აღმოვაჩინე.

რა?

რა არა. ვინ.

მაშინ ვის შეუძლია შენი მისგან ჩამოცილება.

შენ... აქ როგორ ავღმოჩნდი მეც არ ვიცი, რესტორანში კახასთან და გოგასთან ვიჩხუბე...

ვუთხარი თუ არა მანქანაში შუქი აანთო სახეზე ხელი წამავლო და შემათვალიერა შეშფოთებული თვალებით.

ნაცემი არ ვარ. ვუთხარი სიცილით.

მადლობა ღმერთს, ახლა გააგრძელე.

რესტორნიდან რომ გამოვედი, ერთადერთი რაც მინდოდა წამალი იყო, სადმე წყნარ ადგილზე გადავწყვიტე მანქანით მისვლა ხალხმრავალი ადგილიდან შორს ანუ, თუმცა აქ ავღმოჩნდი, შენი ოთახის ფანჯარაში შუქი რომ დავინახე მაშინ აღარ მახსოვდა არაფერი მხოლოდ შენ... ახლანდელ სიტუაციას კი შენც ხედავ, ნარკოტიკის მაგივრად კუბდარი მივიღე და დავნაყრდი და პლიუს დავწყნარდი კიდევაც, თვს უცნაურად მშვიდად ვგრძნობ.

თუ ეს სიმართლეა მაშინ ვისურვებ რომ ასეთ დროს ყოველთვის ჩემს გვერდით მოხვიდე.

ამ ნათქვამმა ადგილზე გამყინა, გონებაში ყველა აზრი გამეთიშა, ახლა მხოლოდ გულის წადილმა მომხვია ხელი და გადავწყვიტე ის გამეკეთებინა რაც ჩემს გულს ყველაზე მეტად ახლა სურდა, მისი სახე ხელისგულებში მოვიქციე და ტუჩებზე ვაკოცე, ვაკოცე და მის ტუჩებში ჩავიკარგე, იმ წამს მივხვდი სამყარო და დრო ჩემს გარშემო როგორ გაჩერდა, და ამ გაჩერებულ სამყაროში მხოლოდ ხატიას სუნთქვა იყო ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მელოდია.

ნაზად მოვცილდი ხატიას გულში ჩავიკარი და გულიდან წმოსული სიტყვები ვუთხარი.

დღეის შემდეგ სულ შენთან მოვალ, შენ კი გახსოვდეს, შენი პირველი კოცნის ქურდი ვინცაა შენი ცხოვრების მეგზურიც სამუდამოდ ის იქნება.

არაფერი მიპასუხა ჩემი „წამლები“ ისევ თავის ადგილზე დააბრუნდა და ახლა თვითონ ჩამეხუტა. რას ნიშნავდა ეს ჩახუტება? მიმეღო პასუხად რომ ჩემს გვერდით იქნებოდა?!...

ეს ნიშნავს რომ ჩემს გვერდით იქნები?

კი ეს ნიშნავს რომ შენს გვერდით ვიქნები და ერთად დავაღწევთ თავს ამ ყველაფერს, ერთადერთი რაც მინდა გთხოვო...

რა? აღარ დავაცადე დასრულება.

მინდა რომ წამალს თავი დაანებო.

მაშინ შენ გვერძე ყოფნის უფლება უნდა მომცე.

ჩემს გვერდით ხარ ისედაც.

ხოდა წამალს არ ვიკეთებ ისედაც. კუბდარის დოზა მივიღე ნახე მაგის მაგივრად და გემრიელი დესერტიც მივაყოლე.

მეორედ ვაკოცე ტუჩებზე და ჩავიხუტე. მისი ლოყების სიმხურვალეს მეც კი ვგრძნობ.

შენს ლოყებს რა ვუშველოთ ყველაფერზე რომ წითლდება?

არვიცი.მითხრა და მეტად მომეხვია.

ასე იყო ჩემზე ჩახუტებული სანამ არ ჩაეძინა. აბა ამ გოგოს ძილის პრობლემა ჰქონდა, ასე უცბათ როგორ ჩეძინა, მისი შეღვძება ვცადე თუმცა ისეთ ღრმა ძილში წასულიყო საგონებელში ვერ ჩავაგდე.

სად მოასწარი ასე ღრმად ჩაძინება. ხატია, გაიღვიძე , სახლში აბრუნების დროა.

ჩემი მცდელობა ამაო აღმოჩნდა, სავარძლის საზურგეზე მივაწვინე ღვედი გადავუჭირე, მალე გათენდებოდა და მანქანით აქ ვერ გავჩერდებოდი ამიტომ ჩემი სახლისკენ ავიღე გეზი. გამოიძინებდა და შემდეგ დავაბრუნებდი. ოჯახის წევრებისთვის კი ხელახალი ტყუილის მოფიქრება მგონი რომ არ გაუჭირდებოდა.



7

ხატია

ყოველთვის როცა ჩემი მობილური რეკავს მძულს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ძლივს ჩაძინებულს მაღვიძებენ, თვალიც არ გამიხელია ისე გავუთიშე და ძილის გაგრძელება გადავწყვიტე, თუმცა ვინ გაცდის ხელახლა გაისმა ზარის ხმა.

ან გამორთე ან უპასუხე ხატია.

მომესმა მამაკაცის ნაცნობი ხმა. შოკში ჩავარდნილმა თვალები მაშინვე გავახილე, პირველი რაც დავინახე ჩემს გვერდით ზურგ შექცევით მწოლი ვაჟაა. წამის მეასედში აღმიდგა გონებაში წუხანდელი ღამე, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს ვაჟას გვერდით ერთ ლოგინში რა მინდა, ეს ფაქტი რათქმაუნდა მეტად მაფხიზლებს და ჯერ კიდევ რამდენიმე წუთის უკან უზომოდ მორეულ ძილის სურვილს წამებში მიფანტავს, რათქმაუნდა ტელეფონის გაბმული ზარის ხმაც კარგი დამხმარეა. ჩემი მობილური მარცხენა მხარეს ტუმბოზე დევს, რომელ მხარესაც ვაჟა წევს ახლა, ცალ ხელს დავეყრდენი და ვეცადე ისე მივწდომოდი ვაჟა არ შემეწუხებინა, მობილურისკენ გადაწვდომა და ვაჟას ხელების შემოხვევა ჩემს წელზე ერთი იყო. ამ დილაუთენია მგონი ამდენი “ შოკი“ ჩემთვის ზედმეტი იყო. ლოყების სიმხურვალეს უკვე ვგრძნობ, თითქოს მთელს სხეულში დავლილი სიმხურვალე ჩემს ლოყებში ჩსახლდა.

შენ ყოველ დილით ასეთი ლამაზი იღვიძებ?

ჩემს პასუხს არ დაელოდა თავი ოდნავ წამოსწია ბალიშიდან და ტუჩებზე ნაზად მაკოცა, შემდეგ ორივე ლოყაზე.

- დილამშვიდობისა. ვუთხარი დარცხვენილმა.

- როგორ გეძინა? მე თუ მკითხავ კარგად გეძინა, რადგან ვერ შევძელი შენი გაღვიძება.

- სად ვართ?

- ჩემთან სახლში, წუხელის ისე უცბათ ჩაგეძინა ვერ გაგაღვიძე, ვცადე შენი გაღვიძება მაგრამ უშედეგოდ. ვინ გირეკავს ასე შეუჩერებლივ?

ცალი ხელი გამიშვა წელზე და ჩემს მობილურს გადასწვდა.

ოოოოო!

დედაჩემია ხომ? სანამ არ ვუპასუხებ არ გაჩერდება. რა ვუთხრა ახლა როგორ ავუხსნა.

სიმართლე უთხარი. უთხარი რომ ჩემს გვერდით ხარ.

რაა? გაგიჟდი? თუ გინდა რომ ეს სახლი თავზე დაგვაქციოს ვეტყვი. მითუმეტეს კატეგორიულად გამაბრთხილა შენგან თავი შორს დამეჭირა.

არ მიკვირს, ვინც მიცნობს ჩემგან თავი ყველას შორს უჭირავს ისედაც. მიდი უპასუხე. ხო კიდევ 2ის ნახევარია შუადღის დილაა არაა არ დაიბნე.

ეშმაკური ღიმილით მითხრა, რადგან იცოდა რომ ტყუილს ვეტყოდი, ხელი გამიშვა და საწოლიდან წამოიწია, მეც წამოვჯექი საწოლზე, ხმა დავიყენე დედა არ მიმიხვდეს ახალი გაღვიძებული რომ ვარ. ამასობაში ვაჟა საწოლიდან ადგა და აბაზანისკენ წავიდა.

ალო. ვუპასუხე დედას , ტელეფონის მეორე მეორე მხრიდან ავის მომასწავებელი სიჩუმე მაუწყებს რომ დილის 10 საათიდან შემოსულ და უპასუხოდ დარჩენილ დედაჩემის 11 ზარს, პასუხის მოთხოვნის გარეშე ადვილად ვერ დავაღწევ თავს. რამე კარგი მიზეზი მჭირდება მაგრამ რა?

მადლობა ღმერთს ხატია! ტელეფონს რატომ არ პასუხობ? დილიდან გირეკავ. როგორ ვინერვიულეთ იცი?

დედა მაპატიე, ხმა მქონია გათიშული, შემთხვევით დავხედე მობილურს დროის შესამოწმებლად და მაშინ გავიგე რომ რეკავდი.

შემდეგში ყურადღებით იყავი, რა აღარ ვიფიქრეთ მე და დავითმა. სად ხარ ეხლა? სახლში რომ არ ხარ ვიცი თუმცა მანქანა სახლშია.

დედა მე, მე მოლში წამოვედი. 9 საათზე გამოვედი სახლიდან ან უფრო ადრე დროისთვის არ შემიხედია, მთელი ღამე არ მძინებია და ამიტომ გადავწყვიტე ქალაქში მესეირნა, ტაქსით წავედი, მანქანა არ წამიყვანია ფეხით გავლა მინდოდა.

ტაქსით წახვედი, სასეირნოდ წახვედი და ახლა მოლში ხარ?

კი დედა რა არის აქ გასაკვირი?

და რა არ არის გასაკვირი ხატია? მითუმეტეს სათვალე და შენი ყურსასმენებიც ოთახშია. შენ სოციალური ფობია გაქვს ამიტომაა ყველაფერი ეს გასაკვირი.

სიმართლეს გეუბნევი დედა, ამჯერად ყურსასმენები არ წამიღია და რახანც სეირნობას ვაპირებდი მზის სათვალე ავიღე.

ძნელი დასაჯერებელია, მგონია რომ რაღაცას მალავ , მაგრამ კარგი ასე იყოს როგორც შენ ამბობ.

კარგი დედა, გავთიშო ?

ხატია... ჩემი გაბრთხილება ხომ გახსოვს?

რა გაბრთხილება?

მოლში ვაჟა თუ შეგხვდება ან კახა თავი ორივესგან შორს დაიჭირე, ეს ბოლო დროა მანდ ტრიალებს ორივე.

კარგი დედა, არ იდარდო. ახლა ვთიშავ მობილურს.

ტელეფონი გავთიშე და იქვე საწოლზე დავდე, ამ დროს ვაჟა აბაზანიდან გამოსულიყო და საძინებელში არსებულ პატარა ოთახში შესულიყო, რომელიც ტანსაცმლის კარადის ფუნქციას ასრულებდა. ტანისამოსზე დავიხედე პანდიანი პიჟამოები და შლოპანცები სასწაული კომბინაციაა ნამდვილად, დედაჩემი კი დავაჯერე მაგრამ ტანსაცმელი მჭირდება. ფიქრებიდან ვაჟამ გამომარკვია.

თავი მოიწესრიგე და დაბლა ჩავიდეთ.

მე მგონი აქ დავრჩე ჯობია.

ჩემს ამ ნათქვამზე სიცილი დაიწყო, ჩემთნ ახლოს მოვიდა და ცხვირზე ნაზად მაკოცა.

- მაცდური წინადადებაა. მეც შენთან ერთად ხომ არ დავრჩე?

წამიც არ დამჭირდა სახე როგორ გამიცხელდა ვიგრძენი, უარესად გაიცინა ჩემს დამორცხვებაზე და ამ ჯერად შუბლზე მაკოცა.

ნუ გაწითლდი, შენთან გახუმრება გადავწყვიტე, შეყვარებულს რომ გავეხუმრო ხომ შეიძლება?

შეყვარებულები ვართ? ჩემდა უნებურად დავუსვი სულელური შეკითხვა.

შეყვარებული თუ არ მოგწონს, ჩვენს ურთიერთობას რა სახელიც გინდა ის უწოდე. შენ ჩემგან ვერასდროს ვერ წახვალ. ხომ თქვი შენს გვერდით ვარო ხოდა სანამ ცოცხალი ვარ მუდამ ჩემს გვერდით იქნები, შენ რომ არც გინდოდეს მაინც.

მისმა წარმოთქმულმა სიტყვებმა უარესად დამახვია თვბრუ, არ ვიცოდი მის მიმართ რას ვგრძნობდი, თითქოს რაღაც უხილავი მისკენ მისასვლელად მიბიძგებდა, მის გვერდით აუხსნელ სიმშვიდეს ვგრძნობ, გონება მეთიშება, არაფერზე ფიქრი არ მსურს, მისი ერთი მზერაც კი მწვანე ფერში უკიდეგანოდ ჩაკარგის ტოლფასია. სრულიად უცხო ადამიანი თითქოს ძალიან ახლობლად იქცა ჩემთვის. ჩემს ცხოვრებაში უცაბედად შემოიჭრა, თავისი ქაოსური ცხოვრებიდან საკვირველად სასიამოვნო სიმშვიდე შემოიტანა ჩემში. ვატყობ მისი არსებობა ჩემს ცხოვრებაში ყოველ წამს დიდ მნიშვნელობას იძენს, ვგრძნობ რომ მისი ერთი ნათქვამიც საკმარისია ჩემთვის „სიგიჟის“ ჩასადენად.

ტანსაცმელი მჭირდება, პიჟამოებით ამ ოთახიდან ვერ გავალ.

რატომ? სახლში ჩვენს მეტი არავინაა და ჩემი აზრით ძალიან გიხდება რაც გაცვია. მითხრა მოსიყვარულე ტონით, ხელი მომკიდა და „ გამოსაცვლელი“ ოთახისკენ წამიყვანა.

აირჩიე რომელიც გინდა, ჩემი სამოსი შენს განკარგულებაშია.

შორტი და მაისური მომეცი შენ თვითონ, თინას რომ დავურეკო და ტანსაცმლის მოტანა ვთხოვო აქ კიდევ საფულის, შენთვის პრობლემა ხომ არ იქნება? სახლში შენი ტანსაცმლით ვერ დავბრუნდები.

ტანსაცმელი გავიგე და საფულე რათ გინდა, სახლამდე მე დაგტოვებ, თუ რამე გინდა რომ იყიდო ჩემს გვერდით როცა იქნები ჩემი თანდასწრებით შენ ფულის გადახდის უფლებას არ მოგცემ, ხო კიდევ თუ გრცხვენია გაიხსენე ჩემი „მოცემული“ ფული როგორ დახარჯე „დაუკითხავად“.

სიცილით მითხრა, ცხვირზე ნაზად მომქაჩა, წელზე მომხვია ორივე ხელი და მჭიდროდ მიმიხუტა, ჩვენს სახეებს შორის მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრის მანძილი დატოვა, ჯერ ერთ ლოყაზე მაკოცა შემდეგ მეორეზე ბოლოს ყელზე, ჩემი თმების სურნელში ჩაიკარგა.

თვითონ არ ვიცი რას გრძნობდა მაგრამ, მე კი ფეხზე დგომის ძალაც აღარ მქონდა, რა იცის რა მემართება როცა მეხება, მისი ერთი შეხება საკმარისია გონებაში ყველა აზრი ამერიოს, რეალობას მომწყვიტოს და მის მკლავებში დამკარგოს... ღმერთო მადლობა ჩემი შინაგანი სამყაროს დანახვა რომ არ შეუძლია. ვაჟა ნაზად მომეცალა თავისი შორტი და მაისური გამომიწოდა.

ახლა ამეებით როგორმე გაძელი, შევჭამოთ მოლში წავიდეთ და რაც გჭირდება ყველაფერი ვიყიდოთ.

შუბლზე მაკოცა ტანსაცმელი ხელში დამიტოვა და ოთახიდან გავიდა.



ერთი საათის შემდეგ სახლიდან გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით და მოლისკენ დავიძარით. გზაში რამდენჯერმე ვაჟას ტელეფონმა დაურეკა კახა იყო, თუმცა არ პასუხობდა. მანქანის პარკინგზე დაყენების დროს იძულებული გახდა ეპასუხა.

გისმენ კახა. რა ცეცხლი მოიკიდე შეუჩერებლად რომ რეკავ .

.....

მეორე მხარეს რა უთხრეს არ ვიცი თმცა სახე შეეცვალა, სიბრაზემ მისი მომღიმარ სახე ბორკილებით შებოჭა, მისი სახის ყოველი კუნთი იუწყებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.

დარწმუნებული ხარ? მე უნდა წავსულიყავი გუშინ მაგრად მოვტყუვდით.

....

თუ ფაქტზე დავიჭირე ძირფესვიანად ამოვიღებ ორივეს. ეხლა ვერ გელაპარაკები ხატიასთან ერთად ვარ, შენ ბათუმიდან არ წამოხვიდე მანდ დარჩი. ყველას გაუგზავნე მოსაწვევი გვიან ღამე 2 საათზე ყველა მრგვალ მაგიდასთან დამხვდეს. მოლში ჩვენი ბიჭებიდან რამდენიმე ბიჭი გამომიგზავნე. წამოსვლის წინ დაგირეკავ.

ზარი დაასრულა კახასთან, საინტერესოა რა უთხრა, კითხვა მინდა თუმცა მერიდება აშკარად არ უნდა მე რომ გავიგო. ტელფონით რამდენიმე შეტყობინება გააგზავნა, ვეღარ მოვითმინე ჩუმად ყოფნა.

რამე სერიოზულია? სახის გამომეტყველება კახას ზარიდან რამდენიმე წამის შემდეგ შეგეცვალა.

ვაჟა ! შენ გესაუბრები.

ბოდიში ხატია. საქმეებთან დაკავშირებით სერიოზული პროლემა გვაქვს, მალე მოვაგვაროთ აქ რა საქმეც გვაქვს ბათუმში ვარ წასასვლელი.

თუ გინდა მიხედე შენს საქმეს, თინას დავურეკავ და აქ დაველოდები.

არა. ვიყიდოთ რაც გინდა და სახლის კარამდე მე დაგტოვებ.

მანქანის კარი გააღო და მანქანიდან გადავიდა, ჩემი კარებისკენ წამოვიდა თუმცა დავასწარი ჩემით გავაღე და გადმოვედი მანქანიდან, პირველი რაც თვალში მომხვდა პარკინგზე მდგარი 4 დაცვის თანამშრომელი იყო. ესკალატორით ავედით -2 სართულიდან პირველ სართულზე, დანაჩენ ორ სართულზეც იყო ოთხ- ოთხი დაცვის თანამშრომელი, გამიკვირდა აქამდე არასდროს ყოლიათ, მილიონჯერ ვარ აქ ნამყოფი. მე რომ უთანხმოება მომივიდა ერთ- ერთ მძღოლთან არც მაშინ ყოფილა.

აქამდე დაცვა არ მინახავს აქ.

არ გვყავდა და იმიტომ.

როდის აიყვანეთ?

შენ რომ თავს დაგესხა ერთ-ერთი არაკაცი იმდღიდან ავიყვანეთ. მთელი პარკინგის ტერიტორიაზე არიან. შენ რის ყიდვას აპირებ?

ჩასაცმელის, პატარა ჩანთის, ფეხსაცმელის და კიდევ სათვალის, ჰო, კიდევ ფანქარი მინდა თმის შესაკვრელად .

გაეცინა, მეტად სიმპატიური იყო როცა იცინოდა, ლოყა ეჩხვლიტებოდა და მის მამაკაცურ მიმიკებს ბავშურ იერს ძენდა. ამასობაში მოლის პირველ სართულზეც ამოვედით, შემდეგ ლიფტში ჩვსხედით და მესამე სართულზე ავედით, ჯერ ტანსაცმლის მაღაზიაში შევედით, ვაჟას დაძალებით კაბების სექციაში ამოვყავი თავი.

არ მიყვარს კაბები?

რატომ? ჩემი აზრით ძალიან გიხდება, დღეს კიდევ ერთხელ ჩაიცვი.

კარგი მაგრამ დედაჩემი ჯერ დილანდელი საუბრის შემდეგ შოკიდან არ იქნება გამოსული კაბით რომ დამინახოს უარეს დღეში ჩავარდება.

რა ტყუილი უთხარი დილით? მკითხა სიცილით.

ვუთხარი რომ სასეირნოდ გამოვედი დილით ადრე და შემდეგ მოლში ამოვედი საშოპინგოდ.

მთლად ტყუილიც არაა. რომ გაიგებს შეყვარებულთან ერთად რომ ხარ წარმომიდგენია როგორ გაუხარდება.

აი ეგ კი ნამდვილად არ უნდა გაიგოს.

ვაჟამ მხარზე ხელი გადამხვია, დავიწყეთ რეილებს შორის სიარული და კაბების თვალიერება.

რატომ? ხომ არ მიწუნებს.

არაფერი მიპასუხია გავჩუმდი, თუმცა თვითონ მიხვდა, ხმამაღალი სიცილი დაიწყო.

შენ მაგაზე არ ინერვიულო ჩემო ფერია, თამართან მე მოვაგვარებ.

როგორ შენ ხომ დედაჩემს არ იცნობ. კატეგორიულად ამიკრძალა შენთან შეხვედრა.

შენ რამდენი წლის ხარ 17?

არაფერი ვუპასუხე, სიჩუმე შევინარჩუნე.

არა ხომ? ხანდახან პატარა ბავში მგონიხარ თუმცა ზრდასრული, საკმაოდ ჭკვიანი და ჩამოყალიბებული პიროვნება ხარ, არაა მგონია შენ რამე გულით გინდოდეს და წინ ვინმე ან რამე გადაგეღობოს.

შეარჩიე რომელიმე და მალე გავიდეთ აქედან.

ვაჟამ შავი სადა წვრილბრეტელიანი გრძელი სარაფანი შემირჩია სამკუთხედი დეკოლტით, შლოპანცები იმდენად მოუხდა ფეხსაცმლის ყიდვა გადავიფიქრე. დარჩენილი ყველაფერი შევიძინეთ და მანქანისკენ წავედით.

კაბას არეტყობოდა ასეთი ამოღებული თუ იყო.

მის ნათქვამზე გამეცინა, ხელზე ხელი მოვკიდე და ჩემსკენ მოვაბრუნე.

ბუზღუნი როგორ გიხდება. ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე;

ჩემთვის უნდა დაგეჯერებინა შარვალი და მაისური კარგი ალტერნატივა იყო, ვერ ვიტან კაბებს.

კაბა ძალიან გიხდება, მაგრამ ეს კაბა მეორედ აღარ ჩაიცვა. შუბლე მაკოცა და მანქანის კარის გასაღებად წავიდა.

ჩემს სახლამდე მგზავრობამ ზედმეტად წყნარად ჩაიარა, ხმა არც ერთს ამოგვიღია .

სახლში რომ არ შემოგიპატიჟო გეწყინება?

კი! თუ არ შემომიპატიჟებ მეწყინება, მაგრამ არაუშავს მამაშენი შენზე წინ დახედულია და შენგან განსხვავებით მან დამპატიჟა. თქვა ეშმაკური ღიმილით და ჭიშკრის პატარა კარი შეაღო.

დედაჩემი რომ დაგინახავს გაგიჟდება.

შენი მჯერავს მოაგვარებ. მანამ მე მამაშენს გავესაუბრები. იცის რომ სტუმრობას ვაპირებ და მელოდება.

მამასთან რა თემაზე უნდა ილაპარაკო?

ჩვენზე!

რა?

პასუხი არ გამცა ისე დარეკა კარზე ზარი!





8

ვაჟა



ჩემს თავს რა ხდება ვეღარ ვიგებ, რას წარმოადგენს ხატია ჩემთვის? რატომ შეიძინა მნიშვნელობა მისმა არსებობამ ჩემს ცხოვრებაში? რატომ ამიტანა კარგად მივიწყებულმა შიშმა? თეორიულად გეგმის მიხედვით ხატიას კარგად თუ ცუდად ყოფნას ჩემთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ მხოლოდ თეორიულად. ჩემს გამო მას რომ რამე დაუშაონ ჩემმა მტრებმა, ღმერთო რა სულელი ვარ, რატომ არ დავფიქრდი ამ გზაზე გაუთვალისწინებელ სირთულეებზე? მაგალითად იმაზე რომ ხატია შესაძლოა შემყვარებოდა, შემყვარებოდა ისე რომ პატარა დროში მივმხვდარიყავი როგორი სიმშვიდის მომგვრელია მის გვერდით ყოფნა, მასთან საუბარი, ასევე როგორი გულის მომაკლავია იმაზე ფიქრი რომ შეიძლება მის გარეშე დავრჩე. არადა ორი დღის უკან ვის ვუმტკიცებდი ? გეკითხათ არ მადარდებდა? მხოლოდ ჩემს სულელ თავს. კიდევ კარგი აზრზე მოსაგებად უფრო შორს არ შევტოპე და ჩემს თავთან ერთად ხატიაც არ გავაუბედურე. შურისძიებას არ ვივიწყებ არც რატიანთნ მტრობას, თუმცა ვერ დავუშვებ ამის გამო ხატიას რამე დაუშავდეს.

კახას ზარის მერე როგორ მივიყვანე ხატია სახლში არ მახსოვს. რატიანს სწრაფად გავუგზავნე გზაში შეტყობინება სახლში დამხვედროდა.

ბოლო წუთამდე არ მითქვამს ხატიასთვის, მამამისთან ვაპირებდი საუბარს ჩვენს თემაზე, სიმართლე ვთქვა გეგმაშიც არ მქონდა ამ თემაზე საუბარი დავითთან, რომ არა კახას ნათქვამი, სასწრაფოდ უნდა ჩავიდე ბათუმში და გავარკვიო, რომელმა ნაძირალამ გაბედა ჩემი თვალთვალი, მითუმეტეს ფოტოების გადაღება და ჩემი ნაბიჯების გაკონტროლება, მე რომ ვყოფილიყავი მხოლოდ ამ ფოტოებზე ყურადღებას დიდად არ მივაქცევდი, რადგან ჩემი საქმიანობისა და ცხოვრების წესის მიხედვით თუ იმსჯელებთ არავის გაგიკვირდებათ მტრები ჩემს გარშემო, თუმცა ფოტოებზე ხატიაცაა და ხატიას მათ ბინძურ სამიზნეში მოხვედრა, ეს უკვე ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა სიმშვიდის დასაკარგად. მძულს ამისი აღიარება მაგრამ როგორც ყოველთვის გოგა მართალი აღმოჩნდა!

რატიანების უზარმაზარი სახლის კარზე ზარი დავრეკე და დაველოდე კარის გაღებას, კარი ქალბატონმა ნინომ გააღო, ჩემი დანახვა ცოტა არ იყოს გაუკვირდა თუმცა მალევე გადაიყარა სახიდან გაკვირვება და შინ შეგვიპატიჟა. ხატიამ მკლავში ხელი წამავლო და თავისკენ მიმაბრუნა.

ხუმრობის გარეშე მამასთან რაზე აპირებ საუბარს? არ შევთანხმებულვართ ჩვენზე მშობლებისთვის გვეამბო, რადგან ეს ყოველივე ძალიან ახალია.

არ ვხუმრობ ხატია, ჩვენზე ვაპირებ საუბარს, მეტწილად შენზე. ეხლა ცოტახანი დაგვაცადე კარგი?

მისი სახე ხელისგულებში მქონდა მოქცეული დავიხარე და შუბლზე ვაკოცე. ამ დროს მისაღებში მისი მშობლები, მამიდაშვილი და მამიდაც შემოვიდნენ, დამხმარე ქალბატონიც გვერდიდან არ გვშორდებოდა. ყველას დღეს მოუნდა სახლში თავის მოყრა, გავიფიქრე და თავაზიანად მივესალმე ყველას.

გამარჯობათ რატიანებო.

კაბინეტში ვილაპარაკოთ.

კბილებში გამოსცრა რატიანმა ზიზღნარევი ხმით, შებრუნდა და კიბეებისკენ გაემართა, მეორე სართულზე ხელ მარცხნივ დერეფნის ბოლო ოთახში შევედით ორივენი. დავითმა კარი მიხურა, სავარძელში დაჯდომაც არ შემოუთავაზებია ჩემთვის, რასაკვირველია მაშინვე კითხვები დამაყარა თავს.

ჩემი ქალიშვილის გვერდით რა ჯანდაბას აკეთებ ჩოხელო? ისეთი ბინძური ადამიანი ხარ… მისი გამოყენებით ცდილობ ჩემზე შურის ძიებას, ხომ ასეა?

სავარძელში ჩმოვჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და რატიანი ამოვიღე მხედველობაში.

რამე მაგარ დასალევს თუ შემომთვაზებ ყველა კითხვაზე თუ არა ნაწილზე მაინც გაგცემ პასუხს.

სასმელებისთვის განკუთვნილი მაგიდიდან ორიცალი ვისკის ჭიქა და ვისკით სავსე ბოთლი გადმოიღ, ჭიქები ვისკით შეავსო ერთი ცალი მე გამომიწოდა და ჩემს პირისპირ სავარძელში ჩამოჯდა.

იცოდე, ჩემს შვილს გეგმის ნაწილად თუ გამოიყენებ ამჯერად ნამდვილად გავისვრი თქვენს სისხლში ხელებს.

თორე აქამდე არ გაგისვრია ხომ რატიანო?

შენთან არაფრის ახსნას აღარ ვაპირებ, თვალები ისე გაქვს დაბრმავებული აზრიც არ აქვს. ახლა ჩემს კითხვას უპასუხე.

ერთად ვართ.

სიტყვის გაგრძელებაც ვეღარ მოვასწარი ისე მომხვდა მარცხენა ყბაში მუშტი, ამ ბებერს როგორი ძლიერი დარტყმა სცოდნია, თავის შეკავება ვერც მოვახერხე ვისკი ზედ დამეღვარა ჭიქაც ხელიდან გამივარდა და გატყდა. დავითი ფეხზე წამოდგა სასმელების მაგიდიდან ახალი ჭიქა აიღო ჩემს წინ მაგიდაზე დადგა და ვისკით შეავსო. მარცხენა ყბა ხელით გავიზილე და ვისკის ჭიქას ხელახლა მივწვდი.

ბებრული ძალა გქონია.

დალიე გაგიყუჩებს. გააგრძელე.

გეგმის ნაწილი არაა, უფროსწორად აღარაა.

რატომ? ან რატომ გგონია რომ შენისთანა ნაძირალას დავუჯერებ.

შემიყვარდა. ვუთხარი და მარჯვენა ყბაშიც ვიგემე ხელახალი დარტყმა. კიდევ კარგი სასმლის ჭიქა ამჯერად ხელში აღარ მეჭირა.

მადლობა გადაგიხადო ჩემი ქალიშვილი რომ გიყვარს?

ნუ ჩაერევი.

გაიცინა, ნიშნის მოგებით გამიცინა.

ჩემი ჩარევა არც უნდა რომ გაიგებს რა ნაძირალა ხარ თვითონვე დაასრულებს შენთან ურთიერთობას. შენს გამო ერთადერთ შვილთან ურთიერთობის გაფუჭებას არ ვაპირებ, ხელში იმას არ მოგცემ რაც გინდა, ნელ- ნელა გაგიცნობს და გაიგებს რასაც წარმოადგენ. როგორც მშობელი გავაბრთხილებ, უხეშად ვერ ჩავერევი მის ცხოვრებაში, შენნაირი ადამიანის გამო რომ არ დამადანაშაულოს მომავალში.

ვის დაადანაშაულებს მომავალში ამაზე შემდეგ ვისაუბროთ, ახლა კი რის სათქმელადაც მოვედი კარგად მოისმინე. დანარჩენი შენ შვილთან გაარკვიე.

იცოდე შენი ბინძური მტერები ჩემი შვილისგან შორს დაიჭირე თორემ… გავაწყვეტინე წინადადება

ზუსტად მაგაზე სასაუბროდ მოვედი.

ამჯერად მისი მესამედ მოქნეიული მუშტი ხელით დავუჭიერე.

აქ სალაპარაკოდ მოვედი თავი რომ გაცემინო მაგის გამო არა, მისაღები რაც იყო უხმოდ მივიღე ეხლა მომისმინე .

მითვალთვალებენ შენც იცი ეგ, ახალი არაა, პრობლემა ისაა რომ ხატიასთან ერთად მაგიდის ერთ- ერთმა წვერმა სურათები გადამიღო, ბათუმში ამ საქმის გასარკვევად მივდივარ, დღეს ღამე მრგვალი მაგიდა შეიკრიბება ჩემი ბრძანებით, ვინ არის, ვინ არ არის გარეული ამ საქმეში ყველაფერს გავარკვევ და ჩემებური გზებით გავუსწორდები, შენც კარგად იცი ჩემებური გზა საითაც მიდის. პირდაპირ ჯოჯოხეთში. ამ შემთხვევაში შენ რა გევალება ჩემი აქ არ ყოფნის დროს, უმთავრესია ხატია ქალაქში არ გაუშვა არც მარტო და არც დაცვით.

ვაჟა ეხლა აქვე რომ არ გისწორდები ჩემი შვილის გამო მხოლოდ, იცოდე ჩემს ერთადერთ შვილს შენს გამო ან შენი ბინძური საქმეების გამო რამე მოუვიდეს, მისი სიცოცხლე საბრთხის ქვეშ აღმოჩნდეს შენი მკვლელი მე გავხდები.

ამ სიბერეში არ გინდა ამ მკვლელობაზე ამდენი ლაპარაკი დავით. რაც გითხარი შენ ეგ გააკეთე სანამ ჩამოვალ. არ დაგავიწყდეს ჩემს ხელში ხარ ყველანაირად. ხატიასთან კიდევ კრინტიც არ დაძრა, არ შეაშინო. ჰო, კიდევ ჩვენს ურთიერთობაში ჩარევა არც კი გაბედოთ. თუ ეს ცოტა მაინც დაგამშვიდებს მასზე სერიოზულად ვფიქრობ.

თუ ჩემს შვილზე სერიოზულად ფიქრობ მისგან თავი შორს დაიჭირე, შენი ლაქები მასაც არ მოეცხოს.

მაგას მე მივხედავ დავით.

ფეხზე წამოვდექი და კარისკენ წავედი კარი გავაღე და ოთახიდან გავედი, უკან დავითი მომყვებოდა, კიბეები სწრაფად ჩავირბინე და ორ წუთში მისაღებ ოთახში ავღმოჩნდი, სავარძელში მსხდომ რატიანების ქალბატონებს თვალი მოვავლე და ხატიას ჩემსკენ მოსვლა თავით მივანიშნე, ფეხზე უსიტყვოდ წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა.

გაგაცილებ.

კარგი იქნება , ნახვამდის რატიანებო.

დავემშვიდობე იქ მყოფებს, ხატიას ხელი ჩავკიდე და ეზოში ერთად გავედით.

რაზე ისაუბრეთ შენ და მამამ? ძალიან რომ გაგიბრაზდა გეტყობა.

სახეზე ხელი წამავლო და შემათვალიერა.

ყინულს მოგიტან და დაიდე თორემ მარცხენა მხარეს თვალი შეიძლება დაგილურჯდეს.

არ გინდა, მიჩვეული ვარ გაივლის ერთ ორ დღეში. შენ ამაზე არ იდარდო ძალაუნებურად საყვარელი ქალის გამო ავიტანთ. ვუთხარი ღიმილნარევი გამომეტყველებით და აწითლებულ ლოყებზე ვაკოცე, ცოტათი მაინც რომ გამეფანტა მისი ფორიაქი.

ბათუმში უნდა წავიდე ხატი, რამდენიმე დღე არ ვიქნები თბილისში, შეიძლება ერთი კვირაც, ტელეფონზე შემეხმიანები შენთვის ყოველთვის დრო მექნება.

სერიოზულია რამე?

არაფერი, უცბათ მოგვარდება, გეუბნევი უბრალოდ რომ არ ინერვიულო.

მანქანით მიდიხარ?

არა დრო არ მაქვს ამიტომ თვითმფრინავით, ერთ საათში მაქვს ფრენა შიდა რეისით. დაახლოებით 30 წუთში ჩაფრინდება თვითმფრინავი, რამდენიმე საათიანი მგზავრობის დრო არ მაქვს , რამდენიმე დღის უკან უნდა ჩავსულიყავი მაგრამ ვერ მოვახერხე. დაგირეკავ რომ ჩავალ. თავს გაუბრთხილდი.

კარგი.

ლოყაზე მაკოცა და ჩამეხუტა, თავბრუ დამახვია მისმა სურნელმა, მისი დატოვება არ მინდოდა, ღმერთო როგორ შეძლო ამ პატარა დროში მასზე დამოკიდებული გავეხადე? სურვილი მიპყრობს ჩემს გვერდით მყავდეს სულ, რადგან სულ თან ვატარო ეს სულიერი სიმშვიდე რასაც ახლა ვგრძნობ.

უნდა წავიდე.

თავზე ვაკოცე და დავემშვიდობე.



აეროპორტის გამოსასვლელთან კახა და გოგა დამხვდნენ, გოგას მოუსწრია ჩემზე წინ ჩამოსვლა, ახლა ორივე დამცინავად მიყურებს შორიდან, კარგად ვიცი ეს გამოხედვა რას ნიშნავს, არაფრის ახსნას არ ვაპირებ ამ ორი ნაბიჭვრისთვის. ისედაც ხვდებიან ყველაფერს.

შიში ოხერია არა ვაჟა? მითხრა დამცინავად გოგამ. მას კახაც აყვა.

არ ეტყობა? მანქანითაც არ წამოსულა. ორი საათიც კი არ დაკარგა ზედმეტად.

შენს სახეზე ვინ იმუშავა? იკითხა გოგამ და ახარხარდა.

ვენაცვალე ხელებში, ცოტა მიზანი ვერ უვარგა. აყვა სიცილში გოგოას კახაც.

არამგონია მტრის ხელების დალოცვა გინდოდეს კახა.

რაა? გაიკვირვა გოგამ და უარესად დაიწყო სიცილი.

არ თქვა ახლა რატიანმა გამალამაზაო? უარესი სიცილით აყვა კახაც.

საქმე როცა მე მეხება, თქვენი ორივეს აზრები როგორ კარგად ეწყობა ერთმანეთს.

შენ ჩვენ მოგვეშვი და გვითხარი რა უთხარი რატიანს ეგეთი შენი სახე ასეთ მდგომარეობაშია. განაგრძო მომაბეზრებელი შეკითხვების დასმა კახამ.

რა კითხვა უნდა, აქ ჩამოსვლის მიზეზი ვინცაა მისი სახის გალამაზების მიზეზიც ეგ იქნება. დასკვნა გოგამ

რა მიხვედრილი ხარ. ვუთხარი დამცინავად

რატიანს ვუთხარი რომ ხატია შემიყვარდა და სერიოზულად ვფიქრობ მასზე.

რაა? ორივემ ერთხმად და გაკვირვებით იკითხა, შემდეგ ხმამაღალი სიცილი მორთეს და ცრემლების წამოსვლამდე იცინეს.

ბიჭო შენ ბიპოლარი ხომ არ ხარ? იკითხა სიცილისგან ძლივს მოსულიერებულმა გოგამ.

რა შუაშია?

თავშია! თუ სამკურნალო ხარ გვითხარი. შენ არ იყავი გუშინ რომ წამოგვენთე ხატია არ მაინტერესებსო? სიტყვაში ჩაერთო კახა

24 საათი არც გასულა, იმის მერე რა შეიცვალა?

ამ თემაზე არაფრის ახსნას არ ვაპირებ. გინდა გიჟი მიწოდეთ გინდა ბიპოლარი, ხატია ერთ ერთი ხელ შეუხებელი წერტილია ჩემთვის.

მოსულხარ აზრზე, მიხარია. განაგრძო გოგამ.

რაც შეეხება შანტაჟს, გუშინ კაზინოში პოკერს ვთამაშობდით თან საქმეზე ვსაუბრობდით შიგადაშიგ, იქ გაიელვა შენმა ამბავმა, დაჟე დამცინავადაც თქვეს პატარა ბიჭივით ათენებს რატიანის ქალიშვილის ფანჯრებთანო.

პოკერის მაგიდასთან ახსენეს რომ ფოტოებიც აქვთ, როგორც ჩანს ბათუმის პორტის საზღვრებზე უდგიათ თვალი ამ ტურებს,შემოგითვალეს ბათუმზე გასავლელ გზას რამდენიმე თვით ყოველგვარი გადასახადის გარეშე თუ მისცემ და ამ თვეების მანძილზე ყველანაირი ტვირთის გაატარებინებ ნანახს დაივიწყებენ. ირონიული ტონით დაამთავრა კახამ ამბის თხრობა. სიმწრით გამეცინა.

რომელ ნაბიჭვარს მოუვიდა თავში აზრად?

რუსლანს, თვითონ რუსეთში ვირთხასავით იმალება და თავის ტურებს აკეთებინებს აქ საქმეებს.

ვირთხებს მხოლოდ პოკერის მაგიდასთან დავრთავ საუბრის უფლებას. ჩემს წინაშე გამოვიდეს ვისაც ამისი გამბედაობა აქვს მრგვალ მაგიდასთან, ნახავთ ხმას ვერავინ ამოიღებს.

ეგ თავის თავად მარა ხატიას მიზანში ამოღება ცუდია, ლიკას წლებია რისთვის ვმალავთ? რა გეგმა გაქვს?

არ დაგავიწყდეს ვაჟა მაგიდის წევრები თავდასხმაზე თუ არ გადმოვიდნენ ვერ დახოცავ, დახოცავ და მაგიდის აღარც მმართველი იქნები აღარც წევრი. გონებით იმოქმედე. მირჩია გოგამ.

მეც ზუსტად მაგას ვაპირებ ჩემო გოგა. ახლა სახლში წავიდეთ შეკრებამდე თავი უნდა მოვიწესრიგო. ტელეფონი მათხოვეთ  ჩემი დაჯდა და გაითიშა.

აჰა აიღე. გამომიწოდა კახამ თავისი მობილური.

ხატიას ნომერი ავკრიფე და დაველოდე მეორე მხარე როდის მიპასუხებდნენ. კახასგან და გოგასგან მოშორებით დავდექი არ მინდოდა მათაც მოესმინათ ჩვენი საუბარი, როგორც ჩანს ორივე მიხვდა ვისთანაც ვრეკავდი და ერთდროულად დაიწყეს სიცილი. ყურადღება არ მივაქციე, ხატიას წკრიალა ხმაზე მოვახდინე კონცენტრაცია.

მე ვარ ჩემო ფერია.

ვაჟა?

ეხლახანს ჩავედი, კახას მობილურიდან დაგირეკე ჩემი გაითიშა, მაინტერესებს როგორ ხარ.

კარგად?! მიპასუხა გაკვირვეებული ხმით

მიხარია რომ კარგად ხარ.

ცუდად რატომ უნდა ვიყო? რამე მოხდა?

არა უბრალოდ მოგიკითხე.

გამიკვირდა უბრალოდ, ჯერ მხოლოდ ერთი საათის უკან დავშორდით ერთმანეთს.

ვიცი მაგრამ, მე ყოველ წუთას მინდა შენი ხმის გაგონება ჩემო ფერია. ტელეფონის მეორე მხრიდან გოგოების სიცილის ხმა მესმოდა, ხატიას ჩუმად და გაბრაზებით საუბრის მცდელობა. - თინა გაიწიე ვსაუბრობ, რა წესია ყური გაქვს მოდებული.

ვაჟა მაპატიე ვერ გესაუბრები მარტო არ ვარ.

კარგი დროებით მაშინ. ხვალ დილამდე შეიძლება ვერ შეგეხმიანო და იცოდე მაინც.

კარგი გასაგებია, დროებით.

ტელეფონი პატრონს გავუწოდე, ყურადღება არც ერთს არ მივაქციე, ჩემი ეს მდგომარეობა სიცილად არ ჰყოფნიდათ, მათ რა პასუხი მოვთხოვო? მეც მიკვირდა ჩემი თავის. მინდოდა ხატიაზე ყველაფერი მცოდნოდა და ისიც მინდოდა ჩემით თვითონაც დაინტერესებულიყო.





თავი 9

ვაჟა

უკვე შუაღმეა. მე , კახა და გოგა ბათუმში ჩვენს კაზინოში ვართ -1 სართულზე. ჩვენი „საქმიანი პარტნიორებისთვის“ განკუთვნილ შეხვედრების ოთახში, დიდ მრგვალ მაგიდასთან ვსხედვართ და მათ მოსვლას ველოდებით. ზუსტად 15 წუთში გააღებს დაცვა კარებს და შვიდივეს შიგნით შემოუშვებს, მანამდე ჩვენი ბიჭები გაჩხრიკავენ , იარაღს ჩამოართმევენ ჩვენივე უსაფრთხოებისთვის.

ახლა აგიხსნით რა არის ეს მრგვალი მაგიდა, ესაა საქართველოში ერთადერთი ადგილი სადაც ჩვენისთანა უკანონო საქმის გამკეთებელი ხალხი ზის, ყველა სხვადასხვა საქმეშია ჩართული, უკანონოდ იარაღით ვაჭრობა, ყალბი ფული, ნარკოტიკი და კიდევ ბევრი რამ. უხეშად რომ ვთქვათ ქვეყანის უმსხვილესი დამნაშავეები ანუ კულტურულად, უბრალო ხალხის თვალის ასახვევად „ ბიზნესმენები“.

ამ მაგიდასთან მსხდომებისათვის მთავარია ფული, ფულის გამო ყველაფერს კადრულობენ, ოღონდ თავიაანთი საქმე კარგად წავიდეს და ადამიანის სიცოცხლეს არაფრად აგდებენ. დამშეული ტურების ჯგუფია, მარტო ეშინიათ თავს დაგესხან, თუმცა ჯგუფურად გამბედაობა ეძლევათ.

მაგიდის წევრები არიან გოგა და კახაც მე კიდევ ამ მაგიდის მმართველი, ჩვენი მშობლებისგან გვერგო მემკვიდრეობით გვერგო ეს საქმე, ეს ბინძური საქმე რომელში გახვევაც არც ერთს არ გვინდოდა. პაპაჩვენისგან და გოგას პაპისგან დაწყებული კაზინოს ბიზნესი დანაშაულის „ მუცლად“ გადაიქცა. კაზინოს ბიზნესიდან უცხოელი მოკავშირეები შეიძინეს, მათგან ფული დაითრიეს ანუ საქმეში ჩაადებინეს ჩვენმა პაპებმა, დროთა განმავლობაში ისე გაიზარდნენ ბათუმის პორტი ჩაიგდეს ხელში და „შავი გზა“ ანუ საზღვარი გახსნეს, მხოლოდ იარაღს ატარებდნენ თავიდან, საქმე ისე გაიზარდა საშუალება მიეცათ სხვა სამეებშიც ჩართულიყვნენ და კარგი „ ბიზნესმენების“ იმიჯი შეექმნათ, კაზინოს კიდევ რამდენიმე კაზინო მოყვა, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, რესტორნები, საქმე იზრდებოდა და ამასთან ერთად მტრების რაოდენობაც. სუფთა საქმის დატოვება სურდათ შილებისთის მხოლოდ, მაგრამ ვერ ახერხებდნენ თვის დანებებას, დროთა განმავლობაში იარაღის გარდა, წამლის გატარებაც უწევდათ საზღვარზე, არ გაატარებდნენ და ზეწოლას იღებდნენ უცხოელი პარტნიორებისგან. ძალიან აწუხებდათ ჩვენს პაპებს, პატარა ქვეყანა გვაქვს და ძალაუნებურად წამალი ქვეყანაში ხვდებოდა, წამლის გავრცელება და ადვილი შოვნა სიკვდილს ნიშნავდა ჩვენი ქვეყნისთვის. რაც უფრო ცდილობდნენ თავი დაეღწიათ და დაეკეტათ საზღვარი საზღვარგარეთიდან მუქარა უფრო და უფრო მეტი მოდიოდა,რამდენჯერმე მუქარის მიზნით თავსაც დაესხნენ ჩვენს ოჯახებს. ჩვენიი მამებიც ჩაბმულები იყვნენ ამ საქმეში, გოგას მამამ, ბიძაჩემმა და მამაჩემა მოახერხეს წამლისთვის დაეკეტათ გზა და აკრძალეს შემოტანა, ყველაფერს ცდილობდნენ და ყველა შავ გზას კეტავდნენ წამალს რომ არ გაევლო ჩვენს ქვეყანაზე. ნელ ნელა ცდილობდნენ ბინძური საქმეებიდან თავი დაეღწიათ, თავიდან გამოსდიოდათ. მაგრამ რახანც მაგიდა მათ ხელში იყო მაგიდის წევრებს არ აწყობდათ, ამიტომ გაერთიანნენ და ერთიანი ძალებით დაიწყეს ჩვენს ოჯახებზე შეტევა.

გერმანიაში ვსწავლობდით, მესამე კურსის სტუდენტები ვიყავით მე, გოგა და კახაც როდესაც გოგას მამის მკვლელობის ამბავი გავიგეთ. საქართველოში ჩამოვედით, ჩამოვედით, ჩვენი სტუდენტობა, საუკეთესო წლები, ბედნიერი ცხოვრება ამ ჩამოსვლით დავასრულეთ. ყველაფერი მიუნხენში დავტოვეთ. გათამამებული ბიჭების ცხოვრების წესი, მეგობრები, და რაც მთავარია ამ ჩამოსვლით განათლება მივატოვეთ. არ გგვინდოდა თუმცა სხვა გზა არ გვქონდა, იძულებულები გავხდით.

გოგას მამის შემდეგ მამაჩემის რიგი დადგა, მამაჩემიც მოკლეს. ბიძაჩემმა ხელში სამივეს იარაღი დაგვაჭერინა და ოჯახის დაცვისკენ მოგვიწოდა, ვერც ერთმა ოჯახი ვერ დავიცავით, ჩვენთვის ეს ყველაფერი ძალიან შორს იყო, უცხო იყო, ჩვენ ამ სამყაროს არ ვეკუთნოდით. შემდეგ გოგას ოჯახის წევრები დახოცეს, მისი პატარა 13 წლის დაც კი არ დაინდეს, თვითონაც სასიკვდილოდ დაჭრეს, შემდეგ იყო გოგას სამთვიანი კომა. გოგას მამაჩემის მეგობრის საავადმყოფოში -2 სართულზე სპეციალურად მისთვის მოწყობილ ოთახში ვმალავდით, რომ მისი უმწეო მდგომარეობით არავის ესარგებლა და მოეკლა.

ამ სამითვის მანძილზე ჩვენს ოჯახებზე თავდასხმა არ წყდებოდა კახას დედა, ბიძაჩემი, ბებიაჩვენი და ჩემი პატარა ძმა რომელიც 9 წლის იყო გაისტუმრეს იმ ქვეყნად. დავრჩით მე, დედა, გოგა, კახა და კახას პატარა და ლიკა. მახსოვს სულიერი ტკივილი იმდენად მძიმე იყო, თავი ვერ დავაღწიე დეპრესია დამეწყო და წამლის გაკეთება დავიწყე. წამალი დამეხმარა იარაღი ადვილად ამეღო ხელში და ყველაზე შური მეძია, არავინ დაგვინდია ვინც ჩვენი ოჯახების განადგურებაში იყო გარეული, ყველა დავხოცეთ მე და კახამ, ჩვენი დიდი ოჯახიდან დარჩენილი გოგას ლიკას და დედას სიცოცხლეს სასწორზე ვეღარ შემოვდებდით. დავხოცეთ ყველა მაგრამ არ გვევონა ჭაობში თუ ავღმოჩნდებოდით, ყველა ვინც მოვკალით მათი ბინძური საქმეები ჩვენს მხრებზე აღმოჩნდა, მათი მოკავშირეები ჩვენ გვაწვებოდნენ საქმეში ჩასათრევად. წამალი, ტრეფიკინგი, ორგანოებით ვაჭრობაც კი , ყველაფერი ჩვენს მხრებზე ჩამოწვა და უარეს ჭაობში ავღმოჩნდით ვიდრე ჩვენი პაპები და მამები იყვნენ. ყველაზე მტკივნეული რა იყო იცით, ამ საქმიდან რომ ამოსულიყვნენ თითქმის ყველა დავკარგეთ და ახლა კიდევ ვინც სიკვდილს გადავურჩით რომ გვეცოცხლა ეს ტვირთი უნდა გვეტარებინა. ლიკა იაპონიაში სხვა გვარით გადავმალეთ, აქ ყველამ იცოდა რომ ლიკაც თავდასხმის დროს დაიღუპა, მის სახელზე და გვარზე ცარიელი საფლავიც კი გავაკეთეთ მისი სიკვდილიც რომ დაეჯერებინათ ჩვენს მტრებს.

დედამ წასვლაზე უარი თქვა და ჩვენს გვერდით დარჩა, უფროსწორად გოგას გვერდით, გოგას უვლიდა , გერმანიიდან ექიმები ჩამოიყვანა და მათი დახმარებით სასწაული შეძლო, გოგა ამ ჯოჯოხეთური სამი თვის შემდეგ კომიდან გამოვიდა და თვალები გაახილა, თვალები გაახილა საზარელ რეალობაში, თუმცა რეალობა ადვილად აღიქვა თავისი ტკივილი გულში ჩაიმარხა და ჩვენს გვერდით დადგა, მისი რეაბილიტაცია ორ თვეს გაგრძელდა. ამ ორი თვის განმავლობაში საქმეში და ფულში ისე გავიზარდეთ რომ ქვეყანაში ყველა ნაბიჯზე რაც კი მსხვილი თუ წვრილი ბიზნესი იყო ჩვენ შევიძინეთ. მაგიის ყველა წევრის ბიზნესი ჩვენზე გახდა დამოკიდებული, ხელოვნური კრიზისების შექმნით მათ მართვას ვახერხებდით ანუ ჩვენი ბრძანების ქვეშ ვამუშავებდით.

თითქმის ერთიწლის მერე საზღვრებსაც გავცდით, მხრებზე ნატვირთი სიბინძურის მეშვეობით შავი ფული შემოგვდიოდა და შემოგვდიოდა. ვაწყობდით გეგმას როგორ გაგვესუფთავებინა ჩვენი საქმეები, გადავწყვიტეთ ისევ შავი ფული გამოგვეყენებინა. ყელამდე ფულში ვისხედით, სხვადასხვა ქვეყნებშიც ხელი წაგვიცდა ბიზნესებზე, გავფართოვდით ფულზე ფული გვემატებოდა და გვემატებოდა, ფულს ძალაუფლებაც მოჰქონდა.

საქმე ისე წაგვივიდა ვინც ბინძური საქმეების კეთებას გვაძალებდა ისინი ჩვენი მოვალეები დახდნენ, ზოგი გავაკოტრეთ ზოგს ყველაზე ცუდი რამე რაც გაგვიკეთებია „ ოჯახის სახით მივეცით გაბრთხილება“ ანუ დავაშანტაჟეთ და ამ ბინძური საქმეებიდან ჩამოვიცილეთ, საზღვრებიც ჩავკეტეთ წამლისთვის, ორგანოებისთვის, ტრეფიკინგისთვის. ჩვენი ქვეყნის მაგიდას მივუბრუნდით და მის გასუფთვებაზე გადავედით. 25 წევრიდან დან მხოლოდ ცხრანი დარჩნენ და სამნიც ჩვენ ვიყავით, შიშის ზარს ვცემდით ყველას, ვირთხებივით იყვნენ ჩვენს წინაშე. ძალა საშინელი რამეა, როცა იცი რომ ძალაუფლება გაქვს ხელში, საზარელი ადამიანი ხდები. ხვდები რომ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო და გააკეთებინო ნებისმიერს. ვცდილობდით ძალაუფლებით არ დავბრმავებულიყავით, თუმცა არ გვაცადეს ორმა მაგიდის წევრმა პირი შეკრეს და შურის ძიება გადაწყვიტეს, დედაჩემზე ყველამ იცოდა ცოცხალი რომ იყო და ამიტომ თავდასხმა გადაწყვიტეს, სასიკვდილოდ დაჭრეს და რახანც მიზანს ვერ მიაღწიეს საავადმყოფოში ექიმი დაიქირავეს და დედაჩემი საოპერაციო მაგიდაზე დაატოვებინეს, ეს ექიმი კი რატიანი იყო.

ცხოვრებისგან ერთადერთი იმედის ნაპერწკალი მქონდა დარჩენილი და ისიც ხელიდან გამაცალეს, ჩვენი ოჯახების თავდასხმიდან წლის თავზე დედაც მომიკლეს. დეპრესიამ ისე მომხვია ხელი უკვე ფხიზელი გონებით არსებობა აუტანელი გახადა ჩემთვის, ყოველდღე ვკაიფობდი, ყოველდღე ვსვავდი, გული ისე დამეღალა საბოლოოდ ჭკუიდან შევიშალე, ფსიქოლოგიურ ტრანსში ჩავარდი, რეალური სამყაროს აღქმის უნარი დავკარგე, დამავიწყდა საკუთარი სახელიც კი, დამეწყო ჰალუცინაციები, ხმებს ვერ ვაჩერებდი ჩემს გონებაში, მინდოდა ჩემი სხეულისთვის ტკივილი მიმეყენებინა, ის სულიერი ტკივილი, რამაც გული ასე დამიღალა სხეულზე გადმომქონდა. კახამ და გოგამ შემაშველეს ამ პერიოდში ხელი ნარკოლოგიურმა ცენტრმა არ მიმიღო და ამიტომ მოუწიათ ჩემი ფსიქოლოფიური დახმარების კლინიკაში ანუ საგიჟეთში ჩემი დაწვენა, საქართველოდან გერმანიაში წამიყვანეს ჩვენი ვერტმფრენით, ზუსტად სამი თვე მომიწია იქ წოლამ, შემდეგ ერთი თვე ნარკოლოგიურ ცენტრში, თუმცა წამალი ბოლომდე ვერ გადავაგდე.

ახლა დაბალ დოზას ვიყენებ ისიც ფსიქოლოგიურად რთულ პერიოდში როცა ვარ, ექიმისგან დადებული დოზით ვიკეთებ წლებია უკვე და წლების განმავლობაში ნელნელა ვცდილობთ დოზის დაკლებას.

ეს ბოლოდღეებია ჩემდა საკვირველად წამალი აღარ მინდება, ანუ მინდება მაგრამ იმ დოზით არა სურვილს თავი რომ ვერ დავაღწიო. ხატიაზე ფიქრი სურვილისგან თავის დახწევის ერთ ერთი გზა გახდა ჩემთვის. და ახლა როდესაც ჩემს შავ ცხოვრებაში წლების მერე თეთრი ლაქა გაჩნდა, აზრი და მნიშვნელობა მიეცა ჩემს სიცოცხლეს, ვიღაც ნაბიჭვარს სურვილი გაუჩნდა რომ ეს პატარა სითეთრეც ჩამიშავოს.

ამიტომ ვსხედვართ და ველოდებით, ვცდილობ გადავჭრა ეს პრობლემა ახლა, არა სიბრაზით და არა იარაღით არამედ გონებიით, რადგან მე რომ ახლა რუსლანს მივწვდე მოსკოვში და მოვკლა ამით ხატიას უარეს საბრთხეში ჩავაგდებ, ამიტომ აჯობებს მაგიდაზე ყველა დავარწმუნო რომ ხატია ჩემთვის არაფერს ნიშნავს.

- რა გეგეგმა გაქვს ვაჟა? მეკითხება გოგა.

- დავარწმუნებ რომ ხატია არ მაინტერესებს და ჩაეხსნებიან.

- ჭკვიანურია. დამაჯერებლად ისაუბრე მათ წინაშე, პატარა ხელის ჩასაჭიდი მიზეზი უნდათ ისედაც ჩვენი ჭაობში ხელახლა ჩასათრევად . მითხრა კახამ.

- ისე ისაუბრე როგორც წინა დღეებში გვესაუბრებოდი ჩვენ. რადგან მინდა გითხრა ჩემო ძმაო ძალიან დამაჯერებელი იყავი.

- ხუმრობა გეყოფა ამ თემაზე გოგა, საქმე სერიოზულადაა, ხატია მათი ყურადღების ცენტრს უნდა ჩამოვაცილოთ.

- ჩვენ გაფრთხილებდით ვაჟა.

- ვიცი. ხომ არ ვუვარყოფ, ხმას აღარ ვიღებ ამიტომ ამ თემაზე თქვენს წინაშე, ხატიას შეყვარება გეგმაში არ მქონია.

- იმედია სერიოზულად ფიქრობ?! დაეჭვებით შემეკითხა კახა. პასუხის მაგივრად თავი დავუქნიე, რასაც გოგას სიცილი მოჰყვა.

- შენ ისე სწრაფად მიდიხარ, ერთ წელიწადში ცოლი და შვილიც გეყოლება.

- ცოლი შეიძლება, ხოლო ამ ბინძურ სამყაროში შვილის მოვლენას არ ვაპირებ არასდროს. დავხუროთ ეს თემა. ჯაბამ შეტყობინება გამომიგზავნა ყველა სუფთა და შემოდიანო.

არც ერთს არაფერი აღარ უთქვია ისე დაიკავეს თაავიაანთი კუთვნილი ადგილები ჩემს გვერდით.

„ ვირთხების ხროვა“ ჩვენს გვერდით საკუთარ ადგილებზე გადანაწილდნენ. ყველანი სუფთა ანუ უიარაღოდ და დაცვის გარეშე ისხდნენ ჩემს წინაშე, შიშით კანკალებდნენ, სიტყვაზე მაგარი „ კაცები“ არიან. ჩემი იარაღი ამოვიღე გადავტენე და მაგიდაზე დავდე, პირდაპირ რუსლანის ძაღლისშვილს მივუბრუნდი და თვალებში ჩავაცქერდი, წამის მეასედში გუკრთა შიში თვალებში, ხელები აუკანკალდა, ერთმანეთზე გადაჯვარედინებით სცადა კანკალის დაფარვა, სიამოვნების ღიმილი მომგვარმა მისი ასეთ მდგომარეობაში ყოფნამ.

ალბათ აქ მყოფებმა არ იციან შენი და ძაღლი მამაშენის გამო რომ არიან აქ.

რუსლანი რა შუაშია აგვიხსენი? დამეპასუხა გია კორძია, ერთ- ერთი ცნობილი და წარმატებული „ ბიზნესმენი“ რომელიც თვალის ასახვევად ქვეყნის ერთ- ერთ ტელევიზიას მართავს და ყველაზე ბინძური ყვითელი პრესის „yellow times” -ის რედაქტორია პარარელურად. არაერთხელ გავმხდარვართ მისი ბინძური ჭორების ობიექტი, ბევრჯერ ისეთი კადრი დაუჭერია და დაუბეჭდია დახურულ წვეულებებზეც კი იქ სადაც ვერც ერთი უბრალო ჟურნალისტი რომ ვერ გადაიღებდა. ახლაც არაა გამორიცხული რუსლანთან შეკრული იყოს, დარწმუნებულიც კი ვარ, რადგან კახეთში რეზორტის გახსნაზე თვითონაც ბრძანდებოდა, ალბათ იქ შეგვამჩნია მე და ხატია ერთად. სიტყვაზე რატიანის მეგობარია, მაგრამ რატიანმა რა იცის რა ნაგავი მეგობარი ყავს.

აბა შენ ხარ მაშინ შუაში, რაც არუნდა იყოს შენი ბინძური ფოკუსის ობიექტი არაერთხელ ვყოფილვარ.

რის თქმას ცდილობ ვერ ვხვდები ვაჟა.

გუშინ წინ საღამოს კაზინოში ვინ ითამაშეთ პოკერი მიპასუხე გია.

პირდაპირ რახანც მე მკითხე ჩემზე უკვე იცი.

ვიცი! განაგრძე.

შენმა ძმამ კახამ, რუსლანის ბიჭმა გიორგიმ და ნუკრიმ.

გიამ მის გვერდით მჯდომ ნუკრის გახედა, ასაკში შესული უკვე გაჭაღარავებული ნუკრი წიკლაური ნათლიაჩემი. შეიძლება ითქვას ამ ჯგუფიდან ერთადერთი ადამიანია ვისაც პატივს ვცემთ, გვიყვარს და ვენდობოდით, მამაჩვენების ბავშვობის მეგობარია, ამ საქმეში როცა ჩავერთეთ ბევრჯერ წაგვახმარა ხელი, ჩვენთან ერთად ძიობდა შურს ჩვენი ოჯახების გამო, თუმცა ისეთი ურთიერთობა გვეჭირა მტრების თვალის ასახვევად რომ მაგიდის დანარჩენი წევრები ვერანაირად მიმხვდარიყვნენ ჩვენი მეგობარი იყო თუ მტერი .

ფოტოებს რათქმაუნდა შენ გადამიღებდი როგორც ყოველთვის. ჩემთვის პასუხი რომ გაეცა გიას პირი გააღო, თუმცა არ ვაცადე და გავაგრძელე ისევ მასთან თვალის მოუცილებლად საუბარი.

ტყუილად უარყოფ გია, მესმის ჩემი დაშანტაჟება გინდათ, თუმცა მინდა გითხრა კარგი საკბილო ვერ ჩაიგდეთ ხელში, რა გგონია ისეთ დებილს ვგევარ რომ საყვარელი ქალი თქვენს წინაშე გამოვაჩინო? ყველამ კარგად იცით რატიანთან ჩემი მტრობის ამბავი.

ამით რისი თქმა გინდა ვაჟა დაკონკრეტდი.

ამით იმის თქმა მინდა გია რომ რატიანის ქალიშვილი ჩემი შურისძიების ობიექტია, ამიტომ არც ერთმა გაბედოს ამ საქმეში ცხვირის ჩაყოფა და ჩემი დაწყებული საქმის გაფუჭება. თორემ ამ მაგიდის ნახევარი სადაც გავგზავნეთ წლების წინ, მათთან გავაგზავნი პირდაპირი რეისით.

შეშინებული რომ კანკალებ ჩემს წინაშე გიორგი მამაშენს გადაეცი, ხელი გრძელი მაქვს სადაც იმალება იქაც მივწვდები.

შენ კიდევ გია ფრთხილად იყავი, შენმა ერთგულმა მეგობარმა არ გაიგოს მისი შვილით სარგებლობას რომ გეგმავ, ყველამ ვიცით რატიანი როგორი მამაა.

ყველას გაბრთხილებთ აქ მსხდომებს ჩემს საქმეში ნურავინ ჩაერევით, თუ გაბედეთ და მსგავსი შეცდომა დაუშვით ან თქვენი ბიზნესით აგებთ პასუხს ან თქვენი სიცოცხლით, არჩევანი თქვენზეა, ახლა დაიშალეთ შეხვედრა დასრულებულია!

მაგიდის წევრები ფეხზე წამოდგნენ და გასასვლელისკენ დაიწყეს წასვლა. ნუკრი წიკლაურის გარდა ყველა გავიდა ოთახიდან. ვხვდებოდი რომ რაღაც კითხვები აწუხებდა და მანამ არ დატოვებდა აქაორობას სანამ პასუხებს არ მიიღებდა. ნუკრი სამივემ გადავკოცნეთ და მოვიკითხეთ, ჯაბამ კაზინოს ბარიდან სასმელი ჩამოგვიტანა და ჩვენთან ერთად დარჩა მაგიდაზე.

რა საქმე გაქვს რატიანის ქალიშვილთან? არაკაცურ საქციელს რომ არ მოგიწონებ და არც ხელს წაგაშველებ იცი ალბათ შვილო. დედაშენი და მამაშენი წინააღმდეგები იქნებოდნენ იცოდე. როდის აქეთაა უდანაშაულო ადამიანებს ვრევთ…

აღარ გავაგრძელებინე ნათლიაჩემს ბრაზის გადმონთხევა საუბარი გავაწყვეტინე და გადავწყვიტე ყველაფერი ამეხსნა მისთვის.

რახანც შენ დაიჯერე და დარწმუნდი, მაშინ ნაკლებად აიღებენ სხვებიც ეჭვს.

ამიხსენი ვერ მივხვდი ვერაფერს.

რას ვერ მიხვდი ბიძაჩემო. ჩაერია ჩვენს საუბარში გოგა სიცილით.

ჩვენი გიჟი შეყვარებულია, თანაც ყურებამდე.

რა? ვიზე?

რატიანის ქალიშილზე. გამოეპასუხა კახა.

თანაც ისეა შეყვარებული, რომ გაიგო დააშანტაჟებას აპირებდნენ ხატიას გამოყენებით “ ფეხების კანკალით “გამოიქცა ბათუმში და მაგიდა მოიწვია .

გოგაა. ენას უპატრონე. გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა.

ტყუილსაც არ ამბობს, გეტყობა რომ კარგად შეგეშინდა. ერთ- ერთი მოწმე მეც ვარ, დიდი ხანია შენ ეგეთი აღელვებული არ მინახიხარ. კახას ნათქვამზე გოგამ სიცილი დაიწყო, ნუკრისაც ეღიმებოდა.

საქმე სერიოზულად ყოფილა, როგორც ჩანს.

იმდენად სერიოზულაადაა ნუკრი ძია მომავალი სასიმამროსგან გემრიელად იგემა რამდენიმე სვანური მუშტი.

მეც არ გამიკვირდა ვინ მოახერხა ამ დათვის ცემა თქო. დაეპასუხა ნუკრი სიცილით.



არ შეწყვიტა ჩემი მასხარად აგდება გოგამ. მეკი ამ დროს ტელეფონს ჩავყურებ და ხატიას შეტყობინებას ვუგზავნი. მართალია დილის 4 საათია თითქმის, მაგრამ ვიცი რომ შეიძლება ეღვიძოს რადგან მისი თქმით ძილის პრობლემა აქვს.

“ გძინავს თუ გღვიძავს?”

“ მღვიძავს, შენ რატომ არ გძინავს ასე გვიან? მშვიდობიანად ხარ?”

“ როგორ და ნერვიულობს შეყვარებულზე”

“ არ ვხუმრობ ვაჟა”

“ კარგად ვარ ნუ ღელავ, კაზინოში ვართ პრობლემას ვაგვარებდით აქამდე.”

“ იმედია რასაც ამბობენ მართალი არაა და “მაფიოზობანას არ თამაშობ”. მის მოწერილზე გამეცინა .

“ სათამაშო აპარატებს ჰქონდა კაზინოში პრობლემა და ის მოვაგვარეთ. და მოიცა შენ რა იცი ჩემზე ვინ რას ამბობს, როგორც ჩანს დღეს გოგოებთან ჩემზე ვიღაცამ იჭორავა“

“ რა შუაშია ჭორაობა, უბრალოდ ყველა შენს გამო გაბრთხილებებს მაძლევს.”

“ რას გეუბნევიან?”

“ რომ დაგშორდე.” მისმა ამ მესიჯმა გულის დასერვა დამიწყო, წასაკითხადაც რთული აღმოჩნდა, ერთმა მოწერილმა წინადადებამ გონებაში ყველანაირი ფიქრი გამიშავა, რამდენიმე წუთის უკან მასთან დაწყებული მიმოწერით მოგვრილი ბედნიერება შიშად შეიცვალა, დაკარგვის შიშად. საყვარელი ადამიანის დაკარგვის შიშად. სახიდან ღიმილი გამიქრა და სიბრაზემ დაიდო ბინა, კახას და გოგას მახვილ თავს ჩემი გამომეტყველება არ გამოპარვიათ.

მშვიდობაა ვაჟა? სახე წამიერად შეგეცვალა. იკითხა კახამ

კი. ვუპასუხე და ვისკით სავსე ჭიქა ერთი მოყუდებით ჩავცალე, ისევ ტელეფონს მივუბრუნდი.

“ შენ რას ფიქრობ?”

“ რაზე?” ღმერთო სულელია ეს გოგო თუ თავს ისულელებს? ბრაზმა უარესად დამიარა თავიდან ფეხებამდე, ვერც ვურეკავ რადგან აქ მყოფების მერიდება, თორე ძაღლივით მენატრება ახლა ისე მინდა მისი ხმის გაგონება და დამშვიდება.

“ ჩემზე შენ რას ფიქრობ? თავი შორს უნდა დაიჭირო?”

“ შენ ჩემი შენ გვერდით ყოფნა აღარ გჭირდება?”

“ მჭირდება!”

“ ხოდა შენს გვერდით ვარ.” მისმა ამ ბოლო შეტყობინებამ თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალეაბა მომცა.

“ ხვალ რა გეგმები გაქვს?”

“ აა, შენთვის დამავიწყდა მეთქვა, ხვალ მე ნინი და თინა კახეთში მივდივართ რეზორტზე. გახსნის მერე აღარ ვყოფილვართ.”

“ რაგინდათ ამ სიცხეში კახეთში? ერთად წავსულიყავით სადმე მე და შენ.”

“ ნუ იტყვი ძალიან ეცხელება ხომ? მეც ეგ ვუთხარი თინას მაგრამ ატყდა , დედაჩემიც მაძალებს წასვლას, თან კონცერტიცაა რაღაც ამისგამო უნდათ საჩქაროდ იქ ჩასვლა. თან შენც რამდენიმე დღე აპირებ მანდ დარჩენას. წავალ მეც დრო მალე გავა”

“ კარგი, რომ ჩახვალ გამაგებინე, ახლა უნდა წავიდე.”

რატიანი გავაბრთხილე არსად გაუშვა მეთქი და ეს კიდევ კახეთში უშვებს, ოთახიდან გავედი და მაშინვე ავკრიფე დავითის ნომერი, დავრეკე, რამდენიმე ზარი გავიდა და შემდეგ მიპასუხა.

საათი რომელია ინფორმაცია არ გაქვს ალბათ.

მოეშვი საათს, მე ხომ გითხარი ხატია არსად გავიდეს სანამ მე არ ჩამოვალ თბილისში მეთქი.

რა მეთქვა, რომ ეკითხა რატომ არ მიშვებო?

კარგი გათიშე არააქვს აზრი შენთან ლაპარაკს.

ოთხში შევბრუნდი, ნუკრი და ბიჭები საუბარში იყვნენ გართულები.

გოგა კახეთში ჩვენს რეზორტზე ვისი კონცერტია თუ იცი?

რაღაც ჯგუფია ზუსტად არ ვიცი, გავარკვევ და რახდება რომანტიკულიც თუ იყავი არ მეგონა.

ხატია და გოგოები აპირებენ ხვალ წასვლას, დაცვა დააყენონ მათ სიახლოვეს, და ყველა სტუმარის ვინაობა მინდა.

არის უფროსო კიდევ? დამცინავად მიპასუხა გოგამ.

სახუმარო რა არის გოგა?

სახუმარო ისაა რომ შენი ხელქვეითი აქ არავინ არაა, ყოველდღე 1000 სტუმარზე მეტი გვყავს სად ვარკვიო ვინ შედის და ვინ გადის, თუ ეგრე დარდობ გაყევი შენც გოგოებს. მითხრა სიცილით

რაღაც გაურკვეველი ჯგუფის კონცერტზე ეს ვერ წარმომიდგენია, არ იკადრებს რესტორანში დაჯდეს და “ უგემოვნო” მუსიკას უსმინოს. დამცინავად დაამატა კახამ.

მე დაგემშვიდობებით ბიჭებო, ახალგაზრდებმა ისაუბრეთ, ვაჟა შვილო, თუ სერიოზულად ფიქრობ გოგოს გული არ ატკინო, ეს დღეები აქეთ ვარ ოჯახით თუ რამეში დაგჭირდათ დახმარება მე თქვენს ვერდით მიგულეთ, ჩემი ქალიშვილი და მეუღლე შოპინგის და სპა ცენტრებში სიარულის მეტს არაფერს აკეთებენ, მომბეზრდა უკვე, უაზროდ სასტუმროში ჯდომა.

მაშინ საქმე შენს მხრებზე გადმოინაცვლებს ნათლიაჩემო. ვუთხარი ნუკრის და მხარზე ხელი გადავხვიე.

ბრძანე ვაჟა ბატონო.

ჩვენ რომ კახეთში გაგვიშვა, და აქ ორი სამი დღის საქმეა დარჩენილი აპარატებია შესაცვლელი, გაგვიკეთებ ამ სიკეთეს? ჯაბაც მოგეხმარება, ეს კვირა ესეც აქაა.

ჩვენც აქ ვართ ბიძაჩემო ჩვენც მოგეხმარებით . დასძინა კახამ.

თქვენ კახეთში მოდიხართ. მივუბრუნდი ორივეს.

რაგვინდა კახეთში იწვის იქაორობა. ჩაიბუზღუნა გოგამ.

წადით წადით აქ მე მივხედავ ყველაფერს, საქმე მაინც გამომიჩნდება, ერთი თვეა მიუნხენიდან ჩამოვედით აქეთ იქით წანწალის მეტი არაფერი გვიკეთებია, გავერთობი მაინც. აქაორობა ჩემზეა დარდიი არ გქონდეთ. დაგვემშვიდობა ნათლიაჩემი და გსასვლელიდან თვალს მოეფარა.

ჩაალაგეთ აბა ბარგი თბილისში მივდივართ.

გუშინ დილით ჩმოვედი თან მანქანით, ამოსუნთქვა მაინც დაგეცდიათ, თქვენ რა გენაღვლებათ დასხდებით და ნახევარ საათში იქ ხართ მე კიდევ 5 საათი მაინც მინდა თბილისამდე ჩამოსასვლელად. საცობებია ხოლმე ამ პერიოდში.

მანქანა დატოვე აქ. რასამბობ თბილისში სხვა მანქანა არ გიყენია გარაჟში.

ერთი კვირა არაა რაც ვიყიდე. მანქანით წამოვალ ვერავის ვანდობ. ჯაბა ადგილზე არ დააყენებს ვიცი.

ორივეს გაგვეცინა გოგა ჩვენი ყველას ნერვებზე თამაშობდა მაგრამ ჯაბა გოგას ნერვების ჭია იყო, ერთადერთი ადამიანია ვისაც გოგას წყობილებიდან გამოყვანა შეუძლია.

აბა მაშინ აქედანვე კეთილი მგზავრობა ყველას დილით კახეთში შევხვდეთ ერთმანეთს.





10

ხატია



ვაჟას წასვლის შემდეგ სახლში აჟიოტაჟი ატყდა. არ გაჩერებულა დედაჩემი. თურმე გონება არ მქონია, ცეცხლს ვეთამაშები, სიყვარულის რა გამეგება, ადამიანების ცნობა არ შემიძლია, მათი წაკითხვა არ შემიძლია, რა განზრახვა ამოძრავებს ვაჟას აზრზეც არავარ და ათასი რამ, აღარ მოვყვები როგორი უკმაყოფილოა მის ცხოვრების წესზე.

რამდენი ხანი ილაპარაკა საათისთვის არ შემიხედავს ამის დასადგენად, შემდეგ მამაჩემზე მოახდინა ზეწოლა, რატომ იყო გაჩუმებული, რატომ ჰქონდა თვალები დახუჭული ამ ფაქტზე. როგორ დაუშვა ვაჯას მისცა ნება ჩემთან ურთიერთობის და ასე შემდეგ.

მესმის მისიც ერთადერთი შვილი ვიყავი, შორიდან როგორ ჩანს არ ვიცი შეიძლება იფიქროთ მშობლების ხელში, ბამბებში გამოზრდილი პრინცესააო, თუმცა მინდა გითხრათ რომ ცდებით. ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი და უდარდელი წლები, ბავშვობა დეპრესიაში გავატარე. ავარიისგან გამოწველი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დარტყმა იმდენად დიდი აღმოჩნდა ჩემი ორგანიზმისთვის და სულისთვის 12წლის ბავშვმა გაუცნობიერებლად თვითმკვლელობაც კი ვცადე. 10 წლის წინ საშინელ ავარიაში მოვყევით მე და დედა. დედა მცირედი დაზიანებებით გადარჩა. რადგან შეჯახების ადგილი ჩემი ადგილ-სამყოფელი იყო საშინელი დაზიანება მივიღე წელს ქვევით მოვწყდი, ზუსტად ერთ წელიწადში 5 ჯერ გამიკეთეს ოპერაცია, პარალელურად გავდიოდი რეაბილიტაციას. არასრულფასოვნების შეგრძნებამ იმდენად დამხვია ხელი, სარკეში ჩახედვისას ჩემი თავის დანახვა მძულდა. სურვილი მკლავდა თანატოლებთან მეც მეთამაშა, პარკში წავსულიყავი. მათან ერთად მეთამაშა. ყველაფერი იქით იყოს , ყველაზე ელემენტარული დამოუკიდებლად საპირპარეშოში გასვლაც არ შემეძლო.

ჩემი კლასელები ,მეგობრები ხშირად გვსტუმრობდნენ ჩემს სანახავად, თუმცა მათთან შესახვედრად ოთახიდან ხშირ შემთხვევაში აღარც კი გამოვდიოდი, საბოლოოდ ისე მოვწყვიტე ჩემი თავი გარე სამყაროს მშობლებთანაც აღარ ვკონტაქტობდი ნორმალურად, დამეწყო შიშები, ყოველ ღამე კოშმარებს ვხედავდი, ეს მდგომარეობა იმდენად აუტანელი გახდა ძილის მეშინოდა, ჩემს თავს ძილი ავუკრძალე, რამდენიმე ღამე ძილის გარეშე გავძელი, თუმცა შემდეგ დამეწყო საშინელი თავის ტკივილები იმდენად გაუსაძლისი აღმოჩნდა ჩემთვის მთელი ყუთი გამაყუჩებელი მივიღე, ბავშვური ჭკუით მეგონა რაც ბევრს დავლევდი უფრო მალე გამიყუჩებდა, ან კიდევ საშუალებას მომცემდა ისე დამძინებოდა კოშმარი აღარ მენახა. მართალიც ავღმოჩნდი წამლებმა ძალიან „ ღრმად ჩამაძინა“ და ტკივილმაც დაკარგა თვისი ძალა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამამ მიპოვა. საავადმყოფოში რომ იტყვიან სულზე მიასწრეს ჩემი მიყვანა. რამდენიმე დღე უგონო მდგომარეობაში ვიყავი, როცა გონზე მოვედი და შედარებით მოვღონიერდი, საზღვარგარეთ წამიყვანეს სამკურნალოდ. რეაბილიტაცია საფრანგეთში გავიარე, ფსიქოლოგიურ დახმარებასაც ფრანგი ფსიქოლოგები მიწევდნენ თარჯიმნის დახმარებით, თუმცა არც ერთთან კონტაქტში არ შევდიოდი, თითქმის წელიწად ნახევარი ვებრძოლეთ მე და დედა ჩემს უმწეო მდგომარეობას, მამა ხშირად ჩამოდიოდა ჩვენთან თუმცა ყველანაირი სირთულის პირისპირ დგომა დედაჩემს უწევდა, წელიწად ნახევრის მერე, ზუსტად მეშვიდე ოპერაციის შემდეგ შევძელი ფეხზე დადგომა. ფსიქოლოგიური მდგომარეობაც იმ ეტაპამდე მივიდა ჩემი , რომ მხოლოდ მშობლებთნ და ძალიან ახლობლებთან ვკონტაქტობდი. გარეთ გასვლის მეშინოდა, თუმცა თამარის დაჟინებითი თხოვნის არა და უფრო ბრძანების შედეგად გავდიოდით ერთად მე და დედა. თავი დაცულად რომ მეგრძნო 15 წლიდან ყოველ დღე სახლშიც კი სათვალეს ვატარებდი, მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მჭირდებოდა, რატომღაც შუშის შიგნიდან სამყაროს ყურება მართალია ძალიან ცოტათი მაგრამ თავს დაცულად მაგრძნობინებდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის დანაკლისს არ განვიცდიდი, სამყაროსთან ურთიერთობის დანაკლისს კი წიგნებით ვინაზღაურებდი.

ამიტომ დედაჩემს არ ვამტყუნებ რომ ჩემზე ნერვიულობს, ჩემთან ერთად ეს დღეები მანაც გაიარა, თუმცა მინდა გამიგოს რომ ცხოვრების გაგრძელება ჩემი არჩევანით მსურს და არა მისი მითითებებით, მინდა მიხვდეს რომ სწორია თუ არასწორი ჩემი გადაწყვეტილებები, ჩემი ცხოვრებაა და უხეშად ჩარევის უფლება არა აქვს. ვაჟა იმდენად სწრაფად გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში გააზრებაც ვერ მოვასწარი, იმდენად ახალი და უცნაურია ჩემთვის ეს გრძნობა, თითქოს წლების წინ დაკარგული სიმშვიდე მეპოვნოს, მის გვერდით თავს დაცულად ვგრძნობ, თითქოს აქამდე დანაწევრებული ვიყავი და მისი პოვნით გავმთლიანდი.

დედა შენგან მხოლოდ იმას ვითხოვ რომ გამიგო.

მითხარი როგორ გაგიგო ხატია? დავით რატომ ხმას არ იღებ?

რა ვუთხრა თამარ? პატარა ბავშვივით დავისვა ამხელა გოგო და დავუშალო ვაჟა ჩოხელის სიყვარული? თუ უხეშად ჩავერიო მის ცხოვრებაში და მშობლის მაგივრად მტრად აღმიქვას?

სიმართლე მოუყევი დავით?

რა სიმართლე მამა?

თამარ გეყოფა! პირველად მთელი ოჯახის თანდასწრებით დაუყვირა მამამ დედას.

ჩემი შვილიცაა ნუ გავიწყდება, ახლა რაც არ უნდა უთხრა ვერაფერს გააგონებ, ვერც თვალს აუხელ და დაანახებ, ყველაფერი ვარდისფერი ეჩვენება იმიტომ რომ შეყვარებულია. ჩაერევი და უარესად ჩამოგშორდება, მოითმინე. ჭკვიანი გოგო ხარ ხატია ყველაფერს შენი თვალით დაინახავ. როგორც მშობელი მამა მე თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი ვარ...

ამით არაფერი შეიცვლება მამა გადაწყვეტილება ჩემი მისაღებია. გავაწყვეტინე მამას საუბარი.

ვიცი შვილო და ზუსტად ამიტომ ზეწოლას არ ვახდენ დედაშენივით შენზე, შენი ცხოვრება შენი გასავლელია არც ჩემი და არც დედაშენის, მხოლოდ შენი. ჩვენი მოვალეობა მხოლოდ ისაა შენს გვერდით ვიყოთ არასწორად გადადგმული ნაბიჯების დროსაც კი. თამარ აღარ გააგრძელო.

დედამ საშინლად განაწყენებულმა გადმოგვხედა ორივეს და მისაღებიდან გასვლა დააპირა გასვლისას ჩვენ მოგვიბრუნდა.

კარგი დავით. არ ვერევი ხატია, ეხლა ეიფორიაში ხარ ჩავარდნილი, ყველაფერი ლამაზი გეჩვენება, თუმცა დაიმახსოვრე, ჩემი თვალით დანახული რეალობა სულ სხვაა და ეს რეალობა ცოტახანში იმხელა დარტყმას მოგაყენებს ყოფა აუტანელი გაგიხდება. დღეს და ხვალ ეცადე არ დამენახო, სანამ შენზე გაბრაზება არ გადამივლის.

მისაღებიდან გავიდა დედა , მამაც მიჰყვა, კატო მამიდაც თვის ოთახში ასულიყო, რადროს გაგვეცალა გვერდიდან ვერ შევამჩნიე. მისაღებ ოთახში მხოლოდ თინა იყო დარჩენილი, მაშინვე ჩემს გვერდით მოვიდა ჩამეხუტა, ვაჟასთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს არც უკითხავს ჩემდა გასაკვირად.

ნინის დავურეკოთ სახლში თუა და თუ სცალია ჩვენთვის გავუაროთ, უფრო მეტიც ბარგი ჩაალაგე, დღეს კახეთში ვაპირებდი წასვლას ჩვენს რეზორტზე, რამდენიმე დაქალთან ერთად, თუმცა გადავიფიქრე და ახლა შენთან და ნინისთან ერთად გადავწყვიტე წასვლა.

თინას ამ საქციელზე გამეცინა, ძალიან კარგად ვიცოდი რასაც ცდილობდა, ჩემს გამხნევებას და დედაჩემის ნათქვამის შესრულებას, რამდენიმე დღე ჩემი სახლიდან გაყვანას აპირებდა. ტელეფონი ავიღე და ნინის დავურეკე „ სპიკერზე „ ჩავრთე თინასაც რომ გაეგო.

ნინი როგორ ხარ?

კარგად შენ ხატო?

რას შვრები? მე და თინა კახეთში ვფიქრობთ წასვლას, ჩვენს სასტუმროში კომპანიონობას თუ გაგვიწევ?

დიდი სიამოვნებით. სახლში ისედაც მარტო ვარ ეს დღეები. ყველა დასასვენელადაა წასული.

მაშინ ჩაბარგდი და დღესვე წავიდეთ.

დღეს ვერა ხატო, რაღაცეების ყიდვა მომიწევს, თქვენ ჩაილაგეთ ბარგი და დღეს ჩემთნ დარჩით დილით ადრე გავიდეთ. თან საყიდლებზეც გამომყვებით.

როგორც კი უარი უნდა მეთქვა თინამ წამაგლიჯა ხელიდან ტელეფონი და პასუხის გაცემა აღარ მაცადა.

კარგი აზრია ნინ, მეც წვრილმანი რაღაცეები მჭირდება, საყიდელი მაქვს, მაქსიმუმ ორ საათში შენთან ვართ, მზად დაგვხვდი გამოგივლით და მოლში გავიდეთ.

კარგი თინა გელოდებით.

ზარი დაასრულა ნინიმ. თინამ ხელი დამავლო ჩემი საძინებელი ოთხისკენ წამიყვანა, არჩევანის უფლება არცკი მომცა ყველაფერი თვისი გემოვნებით ჩამილაგა ჩემოდანში, ნახევარი საათის შემდეგ თავისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა. ამასობაში ვაჟამაც დარეკა, ნორმალურად ვერც ვესაუბრე, თინას ყური ჩემს ტელეფონზე ჰქონდა მოდებული და საუბარს არ მაცდიდა, პარარელურად ნინის ელაპარაკებოდა ვიდეო თვალით ისევ, მეორეს მხრივ ნინის სიცილი ისმოდა ტელეფონიდან, ამიტომ იძულებული გავხდი მალევე გამეთიშა მისთვის, მგონი უკმაყოფილო დარჩა... ჩემდა გასაკვირად თინამ ელვის სისწრაფით ჩაყარა ყველა საჭირო თუ არა საჭირო ნივთი და დაამთავრა ბარგის ჩალაგება. ჩემს მშობლებს თვითონ აუხსნა ყველაფერი, მამასგან თავიდან უარი მიიღო წასვლაზე, თუმცა იმდენი ესაუბრა გადაარწმუნა.

დაღამებამდე ვიბოდიალეთ სავაჭრო ცენტრში მე ნინიმ და თინამ, იმდენი ვიარეთ ფეხებს ვეღარ ვგრძნობდით, იმდენი სისულელე იყიდეს თინამ და ნინიმ გაკვირვებული დავრჩი. გზად ჩვენს საყვარელ პიცერიაში შევიარეთ ვივახშმეთ, ცოტახანი დავისვენეთ.

ნინისთან სახლში როდესაც ავედით უკვე გვიანი ღამე იყო. ისეთი დასიცხულები და გაოფლილები ვიყავით ტანსაცმელი მტვრისგან და ოფლისგან გამხმარი იყო მგონი. მორიგეობით მივიღეთ შხაპი და დასაძინებლად დავწექით, თინას და ნინის წამებში ჩაეძინათ, ჩემგან ძილი კი შორს იყო ისევ. ყურსასმენები მოვირგე, ჩანთიდან წიგნი ამოვიღე რომლის კითხვაც რამდენიმე დღის წინ დავიწყე და მონიშნული გვერდიდან გავაგრძელე , თმიდან ფანქარი მოვიხსენი და ჩემთვის საინტერესო ადგილების მონიშვნა დავიწყე, წიგნი საინტერესო მეჩვენა რადგან თვის აუღებლად ვკითხულობდი. ისე გავერთე დროის შეგრძნება დამეკარგა, საათის შესამოწმებლად მობილურს რომ დავხედვე ვაჟას შეტყობინებაც მაშინვე გამოჩნდა ეკრანზე.

“ გძინავს თუ გღვიძავს? ” როგორც ჩანს ჩემსავით მასაც არ სძინავს რადგან შეტყობინება მობილურის აღების დროს გამომიგზავნა, რა საქმეები აქვს განა რომ გათენებამდე ღვიძავს, ეჭვებმა გამკრა გულში, ისევ ნარკოტიკი ხომ არ მოიხმარა ნეტავ. ასე მობილურით კითხვაც არ მინდა თუმცა რომ დაბრუნდება თბილისში ამ თემაზე სერიოზულად დაველაპარაკები, მინდა რომ გულახდილად ვისაუბროთ და ყველაფერი ერთად გადავლახოთ. შეიძლება დედაჩემივით იფიქროთ ეს გოგო სულელიაო, ნარკომანთან რა ესაქმებაო მაგრამ დამიჯერეთ მე ვგრძნობ, ისიც რომ ჩემსავით დანაწევრებულია ამ ცხოვრებაში. მგონია მისი გამამთელებელი ნაწილი მე ვარ. ფიქრების გაფანტვა ვცადე და პასუხი მალევე დავუბრუნე.

“ მღვიძავს, შენ რატომ არ გძინავს ასე გვიან? მშვიდობიანად ხარ?”

“ როგორ და ნერვიულობს შეყვარებულზე”

გამეღიმა, როგორ უცბათ მოახდინა ადაპტაცია ახალ სტატუსზე, მეკიდევ ჯერ თავს უცნაურად ვგრძნობდი, ალბათ ჩემთვის ყველაფერი პირველი რომ იყო და ამასთანავე ძალიან უცხო. როგორ გავიგო მიყვარს თუ არა? რა არის სიყვარული? მის წამალზე დამოკიდებულებას, ცხოვრების წესს, რატომ არ აქვს ამ წუთას ჩემთვის მნიშვნელობა? იქნებ ყველაფერს მართლაც ვარდისფერი სათვალით ვუყურებ? თუ პირიქით რეალობას აღვიქვავ მაგრამ ვეწინააღმდეგები, სულელად ვითვლები ვაჟას ყოველი სიტყვის რომ მჯერავს? რომ მგონია მისი ნარკოტიკისგან დახსნა შემიძლია? მეც არ ვიცი ეს ნდობა საიდან გამიჩნდა მის მიმართ. დანაშაულია მისი ხმის გაგონებაც რომ სიმშვიდის მომგვრელია ჩემთის? თუ ისაა დანაშაული მის გვერდით ჩემს დანაწევრებულ პიროვნულობას დასრულებულად რომ ვგრძნობ და აღვიქვამ?

“ არ ვხუმრობ ვაჟა”

“ კარგად ვარ ნუ ღელავ, კაზინოში ვართ პრობლემას ვაგვარებდით აქამდე.”

ეჭვები ისევ მომერია, უკვე ვფიქრობ, ვფიქრობ კი არა მჯერავს, რასაც მასზე საუბრობენ სიმართლეა, თუმცა სიმართლე გითხრათ არ მანაღვლებს, როგორი ცხოვება გაიარა ვინ იცის, ჩემთანაც არ უსაუბრია, როგორ მინდა გაიხნას და ჩემთან თავის წარსულზე ისაუბროს.

“ იმედია რასაც ამბობენ მართალი არაა და “მაფიოზობანას არ თამაშობ”.

“ სათამაშო აპარატებს ჰქონდა კაზინოში პრობლემა და ის მოვაგვარეთ. და მოიცა შენ რა იცი ჩემზე ვინ რას ამბობს, როგორც ჩანს დღეს გოგოებთან ჩემზე ვიღაცამ იჭორავა“

შვებით ამოვისუნთქე წაკითხვის შემდეგ. მადლობა ღმერთს რამე ისეთს არ აკეთებს რომ თავი საფრთხეში ჩაიგდოს. ან კიდევ ახალი სალაპარაკო თემა მისცეს ხალხს და მათ შორის ჩემიანებს ისედაც, დღევანდელმა დღემ საკმაოდ სტრესულად ჩაიარა. ბევრს დავაშავებ პატარა მინიშნებას თუ მივცემ ? ზედმეტი დაკონკრეტების გარეშე დღევანდელი დღის შესახებ მოკლედ მივწერე.

“ რა შუაშია ჭორაობა, უბრალოდ ყველა შენს გამო გაფრთხილებებს მაძლევს.” წამებში დამიბრუნა პასუხი, გასაკვირი არაა რომ არ ესიამოვნა.

“ რას გეუბნევიან?”

“ რომ დაგშორდე.” მოკლედ და კონკრეტულად ვუთხარი მშობლების აზრი.

“ შენ რას ფიქრობ?”

“ რაზე?” მოვისულელე თავი.

“ ჩემზე შენ რას ფიქრობ? თავი შორს უნდა დაიჭირო?”

“ შენ ჩემი შენ გვერდით ყოფნა აღარ გჭირდება?”

“ მჭირდება!”

მე გულით მჯერავს რომ სჭირდება, მის დასამშვიდებლად მივწერე ის პასუხი რასაც ჩემგან ელოდებოდა საბოლოოდ.

“ ხოდა შენს გვერდით ვარ.”

“ ხვალ რა გეგმები გაქვს?”

სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, ხვალინდელ დღის შესახებ მივწერე და გავუგზავნე. რათქმაუნდა დედასან კამათის გამო რომ ვარ იძულებული სახლს გავერიდო არ მითქვამს და არც თქმას ვაპირებ, აქედანვე ურთიერთობას ვერ დავუძაბავ ორივეს რადგან ვიცი წინ ისედაც რთული ურთიერთობები გველოდება.

“ აა, შენთვის დამავიწყდა მეთქვა, ხვალ მე ნინი და თინა კახეთში მივდივართ რეზორტზე. გახსნის მერე აღარ ვყოფილვართ.”

“ რაგინდათ ამ სიცხეში კახეთში? ერთად წავსულიყავით სადმე მე და შენ.”

“ ნუ იტყვი ძალიან ეცხელება ხომ? მეც ეგ ვუთხარი თინას მაგრამ ატყდა , დედაჩემიც მაძალებს წასვლას, თან კონცერტიცაა რაღაც ამისგამო უნდათ საჩქაროდ იქ ჩასვლა. თან შენც რამდენიმე დღე აპირებ მანდ დარჩენას. წავალ მეც დრო მალე გავა”

ვისი კონცერტი იყო ნამდვილად არ ვიცი, თინა უყვებოდა ნინის ხვალინდელ საღამოზე რაღაცეებს და მაშინ მოვკარი ყური.

“ კარგი, რომ ჩახვალ გამაგებინე, ახლა უნდა წავიდე.”

პასუხი აღარ დამიბრუნებია, მაგრამ აშკარად მივხვდი არ ესიამოვნა. მობილური, წიგნი და ყურსასმენები გვერძე გადავდე, ამასობაში გათენებაც დაწყებულიყო. შავი გრძელი თმა მაღლა ავიწიე, დავიხვიე და ფანქრის დახმარებით დავიმაგრე. სამზარეულოსკენ ავიღე გეზი ყავის დასალევად.

ყავისგან მიღებული ენერგიის მეშვეობით დაღლილობამ და უძილობამ უკან დაიხია, დილის 6 საათია უკვე კარგდაა გათენებული, დღევანდელ დღესაც ეტყობა რომ საშინელი სიცხე იქნება რაც ადრე დავადგებით გზას მით უკეთესი. თინა და ნინი გავაღვიძე, ერთი საათი დასჭირდათ მოსამზადებლად ორივეს. სახლიდან რომ გამოვედით 8 საათი იყო უკვე დაწყებული, ჩავსხედით თინას აზრით ჩემს ძველ მანქანაში და გზას გავუდექით.

უკვე ერთი საათია გზაში ვართ დაახლოებით 40 წუთში ან მაქსიმუმ ერთ საათში დანიშნულების ადგილას მივალთ. რახანც დილა იყო გზა არ იყო გადატვირთული, იშვიად შეხვდებოდით მიმავალ ან მომავალ მანქანას. ჩემს გვერდით თინა იჯდა და შეუჩერებლივ ცვლიდა სიმღერებს. თუმცა ყურადღება ჩემი ფლეილისთიდან უცბათ გზაზე გადაიტანა. წინ ზედიზედ სამმა სპორტულმა და საკმაოდ ძვირიანმა, სხვადასვა მოდელის მანქანამ გადაგვისწრო. მანქანებში ვერ ვერკვევი დიდად თუმცა თინა ყველა მარკას სცნობს, მისი თქმით საკმაოდ სოლიდური ღირებულების მანქანებია.

ამას შეხედე ხალხი რა მანქანებით მოძრაობს, როგორ ჩამწკრივდნენ ჩვენს წინ სამივე.

თინა ნორმალური სიმღერა ჩართე რამე.

მანქანას როდის შეცვლი ხატია? როდემდე უნდა იარო ამ ჰონდა ფიტით. წელიც დაუძველდა უკევე.

სანამ იმუშავებს თინა, თუ არ მოგწონს აიღე მართვის მოწმობა და მამა ნებისმიერ მანქანას გიყიდის რა მოდელიც მოგწონსო თან ხომ გითხრა კიდევაც.

ხატო მართლა რატომ არ ცვლი? ასეთ მანქანაში რომ ვისხდეთ ჩვენც ხომ დაგვხატავდა. სიცილით თქვა ნინიმ და წინ მიმავალ “ კოლონაზე” მიმითითა.

მართალი ხარ ნინი, დავითის ჯიპით ან ჩვენი ქალბატონების მანქანებით მაინც წამოვსულიყავით, ჯკვიანი ვარ ქალაქში სხვა მანქანებით რომ გაძალებ სიარულს.

“ ფერიდე” მართვის მოწმობა რომ ავიღე ბეგი ბაბუამ მიყიდა ამიტომ არ ვცვლი და არც შეცვლას ვაპირებ. მიყვარს ჩემი მანქანა. ხელი გადავუსვი “ მოსიყვარულების “ მიზნით ჩემს “ ფერიდეს”

ამასობაში მობილურმა დამირეკა რადგან ბლუთუზით მანქანაზე იყო დაკავშირებული ვაჟას საუბარს ეს ორი ცნობისმოყვარეც მოისმენდა, ეხლაც მიკვირს რომ არაფერს მეკითხებიან. დაიჭერენ საჭირო მომენტს.

გისმენ ვაჟა.

ამასობაში თინა ნინის ესაუბრებოდა ჩემგან ზურგ შექცევით.

გიჟია გეფიცები ფერიდე რა სახელია? და ორივემ ხარხარი დაიწყეს.

ფერიდე ვინაა გაისმა ვაჟას ხმა?

ნინიმ და თინამ ახლა გაიგეს ვაჟას ხმა და დასმულ შეკითხვაზე უარესად დაიწყეს სიცილი.

მანქანაა ვაჟა.

ვერაფერი გავიგე... ჩახვედი კახეთში?

გზაში ვართ. შენ რას შვრები?

ამასობაში თინამ ისევ ბუზღუნი დაიწყო.

კონდინციონერიც კი არ გიმუშავებს ხატია, როგორ ცხელა უკვე.

ჩვენც გზაში ვართ. როგორც ჩანს უკმაყოფილო მგზავრები გყავს ან ცუდი მძღოლი ხარ. გაისმა ვაჟას მხიარული ხმა ხელახლა მანქანაში. სად გზაში სად მიდის ახლა კიდევ? თინამ არც კითხვის დასმა მაცადა არც პასუხის გაცემა მაცადა თვითონ გასცა პასუხი.

მძღოლს არაუშავს მანქანაა ცუდი, თანაც გასაკეთებელი.

ნუ აბუქებ თინა. გამოვცარი კბილებში. ნინი უკან იცინოდა.

რატიანებს კრიზისი გაქვთ გაფუჭებული მანქანით რომ მოძრაობთ? დაეპასუხა ვაჟა თინას.

კრიზი არ გვაქვს მაგრამ შენი შეყვარებულია ჯიუტი მანქანა ვერ შევაცვლევინეთ. ხედავდე მაინც ჩვენს წინ პორშე, ფერარი, და ლამბურჯინის კოლონაა და ჩვენ კიდევ თქმაც არ მინდა რითი მივყვებით.

ყოჩაღ მანქანების ცნობა გცოდნია... გამოეპასუხა ვაჟა, რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ ისევ გაისმა მისი ხმა მანქანაში.

მოიცა ეხლა არა თქვათ რომ ლურჯი ფიტით თქვენ მოძრაობთ?

რაა? ჩვენს წინ შენ ხარ? გაკვირვებული შეეკითხა თინა.

გზაში სად ხარ შენ? დავუსვი კითხვა ვაჟას.

კახეთში მივდივართ ჩვენც და სავარაუდოდ თქვენს წინ ჩვენ ვართ. გადადი გვერდით გააჩერე ჩვენც გავაჩერებთ.

ვინ თქვენ?

გაჩერდი და გვნახავ.

მანქანა გვერდით გადავწიე და ტელეფონიც გავთიშე. ჩემს წინ სამივე მანქანა მკვეთრი მუხრუჭით შეჩერდა და საშინელი მტვერი შემოგვეყარა მანქანიდან გადასულებს. კახას მანქანა ვიცანი უნივერსიტეტშიც პორშეთი დადიოდა, ვაჟა ლამბურჯინიდან გადმოვიდა ხოლო გოგა ფერარიდან. გამვლელი მანქანების მძღოლებს მათ მანქანებზე რჩებოდათ თალები. მართლებიც იყვნენ საგზაო მაგისტრალზე ამ წუთას რამდენიმე მილიონის ქონება ეყენა ამ სამი მანქანის სახით. ვაჟა სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა ჩემსკენ, პირველად ვხედავდი შორტებში და მაისურში გამოწყობილს, მუქი მწვანე მაისური თვალებს უფრო მეტ სიმწვანეს მატებდა. ოდნავ წამოზრდილი წვერი ძალიან უხდებოდა, კეპი კიდევ მავნე პატარა ბიჭის იმიჯს აძლევდა. თვალის დახამხამებაში ჩემს პირდაპირ გაჩნდა, ხელები მომხვია, გულზე მიმიკრა, მისმა სურნელმა თავბრუ დამახვია, ბერგამოტის და მარილიანი წყლის სურნელის ნაერთი ფილთვებში სასიამოვნოდ ჩამეღვარა. თმები დამიკოცნა შემდეგ ლოყები, ტუჩებზე კოცნასაც აპირებდა, მაგრამ გოგას ხმამ შეაჩერა.

კარგი ახლა ხალხი გიყურებთ.

დაახვიე აქედან გოგა. ამ წუთით ტკობა მაცადე.

უფრო მეტად და ძლიერად ჩამეხუტა, ტუჩების მაგივრად ყელზე მაკოცა და ნაზად მომაშორა ცალი ხელი, ცალი ისევ ჩემს მხარზე ჰქონდა გადახვეული ისე მიუბრუნდა გოგოებს.

თინა როგორ ხარ? ამ გოგოს არ ვიცნობ. მიმანიშნა ნინიზე.

ნინი ჩემი ბავშობის მეგობარია, ჩვენი ნინო დეიდას დისშვილია.

სასიამოვნოა ვაჟა. გაუწოდა ხელი. შემდეგ ნინის რიგ რიგობით გაეცვნენ გოგა და კახა. ყველამ ერთმანეთი მოვიკითხეთ. ერთმანეთის მოკითხვა რომ დავამთავრეთ მოკლე საუბარში გავერთეთ.

გეგმაში არც გვქონდა კახეთში წამოსვლა. მადლობა ნათლიაჩემს საქმეები ითავა და აქეთ გამოგვგზავნა.

დასვენება ნამდვილად მოგვიხდება. გაყინული ხმით თქვა კახამ. კახა ერთადერთი ადამიანია რომელსაც ვერანაირ ემოციას ვერ შეამჩნევ სახეზე.

საკვირველია, შენ და დასვენება? გამოეპასუხა გოგა.

ხანდახან ამასაც ახსენდება რობოტი რომ არაა. სიცილით გამოეპასუხა ვაჟა.

დავიშალოთ და სასტუმროში შევხვდეთ ერთმანეთს. თქვა კახამ.

კარგი აზრია მთელი ღამე არ მძინებია. მე წავედი, თქვა გოგგამ და თავისი მანქანისკენ წავიდა.

მართალია ხატია წავიდეთ თორემ ამოვიხუთებით უარესად დააჭერს სიცხე. დაიწუწუნა თინამ.

შენ ჩემთან ერთად წამოდი ჩემო ფერია. თვალი ჩამიკრა ვაჟამ.

სამწუხაროდ მართვის მოწმობიანი მძღოლი მხოლოდ მე ვარ.

კარგი მაშინ დავიშალეთ. თქვა კახამ და მანქანისკენ წავიდა ისიც.

ჩვენც ჩავსხედით მანქანაში, ვაჟაც უხალისოდ ჩაჯდა თავის მანქანაში და გოგოებს გამოგყვა უკან.

40 წუთში დანიშნულების ადგილზე ვიყავით ყველა. მომსახურე პერსონალმა ჩვენი ჩემოდნები ჩვენს ოთახებში დაანაწილა. ჩვენ, გოგოენები სამივე ერთ ოთახში ვაპირებდით დარჩენას თუმცა ყველას სათითაო ოთახის გასაღები მოგვცა მიმღებმა.

ბატონი ვაჟას ბრძანებაა. ყველა ოთახი მესამე სართულზეა ერთმანეთის მოპირდაპირედ.

ჩვენს მეტი არავინ იქნება ამ სართულზე. ჩვენ და დაცვა.

დაცვა? გაიკვირვეს ერთხმად გოგოებმა.

კი, უსაფრთხოების მიზნით დაამატა კახამ.

და საფრთხეში ვართ? ეშმაკური ცნობის მოყვარეობით იკითხა თინამ.

არა ქალბატონო, ნუ გეშინია. ჩვენ სადაც მივდივართ ყველგან ასეთი წესია. რადგან ერთად ვართ ეს წესი თქვენზეც გავრცელდება. დაამატა გოგამ.

ანუ რა გამოდის ყოველ ნაბიჯზე დაცვა გამოგვყვება? იკითხა თინამ. მე სიჩუმე ვამჯობინე და ვაჟასთან ამ თემაზე ცალკე საუბარი.

სანამ აქ ვართ კი, რადგან ძალიან ბევრი სტუმარი ყავს ჩვენს რეზორტს. ვერც შეამჩნევთ ისე მოგაქცევენ ყურადღებას შენ მაგაზე არ იდარდო, ისიამოვნე.

უთხრა გოგამ თინას და ლიფტისკენ წავიდა დანარჩენებიც გაყვნენ უკან გოგას. ნაბიჯი გადავდგი თუ არა ვაჟამ მაჯაში ხელი წამავლო და ზურგით გულზე მიმიხუტა, ხელი მომხვია და ჩამჩურჩულა.

ესენი გავუშვათ ჩვენ ცალკე ავიდეთ. თანხმობის მიზნით თავი დავუქნიე.

რატომ ხარ ასე ჩუმად, შენ რატომ არაფერს კითხულობ.

უბრალოდ ძალიან დავიღალე, უძილო ვარ და...

და?

დაცვასთან დაკავშირებით დასვენებული გონებით ვისაუბროთ. ახლა მართლა ძალიან მინდა ძილი.

ჩემს გვერდით სულ რატომ გეძინება?

არვიცი.

გავუღიმე, ლოყაზე ვაკოცე და ლიფტისკენ წავედი. ღია ლიფტში შევედით, კარები დახურვას აპირებდა როდესაც ერთ ერთმა ბიჭმა ხელით შეაჩერა, თუმცა ვაჟამ შემოსვლის უფლება არ მიცსა.

შენ შემდეგს დაელოდე ძმობილო. უთხრა და ლიფტის კარიც დაიხურა. ჩემი ნომრისკენ რომ წავედი ვაჟაც გამომყავ უკან.

შენ საით? შევეკითე გაკვირვებულმა.

ძაღლივით მომენატრე და იმედია არ ფიქრობ ცალკე ოთახში დავრჩები.

იმიტომ აგვიღე ცალ ცალკე ოთახები ხომ? ან როდის მოასწარი?

კი ჩემი ჭკვიანო, მიდი გააღე ეხლა კართან ნუ ამოგვაშეშე. მთელი ღამე მეც არ მძინებია. გემრიელდ გამოვიძინოთ.

შენს ოთახში დაბრუნდი ვაჟა. ვუთხარი თუმცა გამგონი ვინ იყო. გასაღები ხელიდან გამომართვა კარი გააღო და შიგნით შევიდა მაჯაზე ხელი წამავლო და მეც თან შემიყოლა. კარის შიდა მხრიდან „ არ შემაწუხოთ“ სასტუმრო ნიშნული მოხსნა და მეორე მხარეს ჩამოკიდა სახელურზე, კარი გასაღებით შიგნიდან ჩაკეტა. საწოლისკენ წავიდა სპორტული ფეხსაცმელი ფეხიდან გაიხადა და წამოწვა. გაკვირვებული ვუცქეროდი.

მოდი ჩემს გვერდით.

თასმები შევიხსენი, ფეხსაცმელი გავიხადე და მეც მის გვერდით წამოვწექი საწოლზე. ჩემსკენ გადმობრუნდა ხელები გაშალა გულზე მიმიხუტა და თმებზე მაკოცა.

შენი ეფექტი რომ იცოდე, ჩემზე როგორ მოქმედებს ჩემგან შორს ყოფნა ერთი წამითაც არ მოგინდებოდა.



11



ხატია



რამდენი ხანი მეძინა არ ვიცი, ფანჯრისკენ რომ გავიხედე, გარეთ უკვე ბინდი იყო ჩამოწოლილი, ნელ-ნელა ღამდებოდა.

მკერდზე სიმძიმის შეგრძნებამ გამაღვიძა, ვაჟას ჩემს მარცხენა მხარზე ეძინა, წელზე ორივე ხელი მჭიდროდ ჰქონდა შემოხვეული. ფრთხილად გავმოძრავდი ცოტა რომ ავწეულიყავი და კარგად დავკვირებულიყავი, როგორც ჩანს ღრმად ეძინა რადგან ჩემს მოძრაობაზე არც შერხეულა. მეღიმება, თავს უცნაურად კარგად ვგრძნობ, თითქოს ამ სამყაროში ამაზე კარგი შეგრძნება არ არსებობს ჩემთვის. ჩემს მკერდზე მძინარე მამაკაცს ვუყურებ და მის სუნთქვას ყურს ვუგდებ, თავს იღბლიან ქალად ვგრძნობ, თითქოს გავმთლიანდი, ან შეიძლება ეს სულაც არაა ასე თუმცა ერთი რამ ვიცი ბედნიერი ვარ, რადგან ამ ადამიანის მკლავებში ყოფნა ჩემთვის ახალ ცხოვრებას გავდა, ჩემი თავისთვის ცხოვრებას. ახლა არაფერზე ფიქრი აღარ მსურს მხოლოდ ვაჟას დავუწყე დაკვირვება, მძინარეს შუბლზე ჩამოყროდა ყავისფერი თმა, მამაკაცური და მომხიბვლელი ტუჩები ოდნავ დასცილებოდა ერთმანეთს ძილის დროს, მკაცრი ყბის ხაზი, არც თხელი, არც სქელი წარბები და გრძელი წამწამები ლამაზად განლაგებულიყვნენ მის სახეზე, იმდენად ლამაზი და სწორი ცხვირი აქვს მის შემხედვარეს ყველას შეშურდება. ფაქტიურად სრულყოფილია, მისი სახე, მისი სხეული, ხელები რომელიც ახლა ჩემს სხეულს აკრავს. საკუთარ თავს ვებრძვი ხელი რომ არ წავიღო და სახეზე არ შევეხო, არ მინდა მისი გაღვიძება, თუმცა სურვილი საშინლად მკლავს. რა სულ მოკლე ვარ, ჩემს თავთან ბრძოლა წავაგე და შევეხე, შუბლზე ჩამოყრილი რბილი და ნაზი თმა გადავუწიე, შემდეგ თითებით მისი სახის შეცნობა დავიწყე, გაურკვეველი გზით შუბლიდან მის ცხვირის წვერამდე მივაღწიე, ჩემს თავს ვებრძოდი ტუჩებზე არ შევხვებოდი, თუმცა „ ბრძოლა’’ აქაც წავაგე. ცალი ხელი მოვხიე, მეორე ხელი კი თმებში შევუცურე და მისი თმებით დავიწყე თამაში, ფიქრმა წამიღო, ჩემს ცხოვრებაში ასე არასდროს არ დავკვირებივარ არავის, არავის ჩავხუტებივარ, ჩემს მკლავებში არასდროს სძინებია ასე მამაკაცს, ახლა ვაჟას რომ ვუყურებ თინეიჯერი გოგოსავით თითქოს ჩემს მუცელში პეპლები დაფრინავენ, ზუსტად ვიცი რომ შეყვარებული ვარ, თავი ასე სრულყოფილი არავის მკლავებში არ მიგვრძნია, მინდა სიცოცხლის ბოლომდე ასე მჭიდროდ მოეხვიოს ვაჟა ჩემს სხეულსაც და სულსაც, არასდროს გამიშვას, რადგან თუ გამიშვა ვიცი, ვერ გადავრჩები.

შემიყვარდი. ჩავჩურჩულე ჩუმად, დავიხარე, ლოყაზე ნაზად ვაკოცე და ისევ მისი თმებით გავაგრძელე თამაში.

გამოძრადვდა, თვალი გაახილა და ნამძინარევი სახით შემომხედა, ულამაზესი მწვანე ფერის თვალები შემომანათა . წამოიწია სახე ჩემს თმებში ჩაფლო, ღრმად ჩაისუნთქა, თბილი ტუჩებით ყელზე შემეხო და ახლა თვითონ მიმიხუტა გულზე მჭიდროდ.

ძალიან მომენატრე ჩემო ფერია. უშენობა გაუსაძლისი გახდება ხოლე ჩემთვის, შენზე საშინლად ვარ უკვე დამოკიდებული, მეც ვერ გავიგე ისე უცბათ მოხდა ეს ყველაფერი, როცა ვერ გხედავ ყოველი წუთი თითქოს სიკვდილის ტოლფასია ჩემთვის.

სიკვდილზე ნუ ილაპარაკებ! ასე ნუ ლაპარაკობ!

გავუბრაზდი, რამხელა შიში გამოიწვია ჩემში მისგან წარმოთქმულმა სიტყვებმაც კი აზრზეც არაა.

ჩემს გულში შენი არსებობა რას ნიშნავს ჯერაც არ მითქვია ხატი შენთვის, მაგრამ მინდა იცოდე ჩემში შენი ადგილი როგორია, უშენობა ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი გახდა.

ვაჟა... მინდა იცოდე მარტოობა და სიკვდილი ჩემი ყველაზე დიდი შიშია.

რავქნა, სხვა სიტყვა არ მაქვს ამის ასაღწერად, გესმის? უშენოდ არასდროს დამტოვო. უშენოდ განწირული ვარ.

მის სიტყვებზე გამეცინა, მსგავსი შიშები ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთის მიმართ. ახლა უკვე ვიცი, უიმისოდ მეც განწირული ვიქნები ამ ცხოვრებისგან.

სიყვარული რომ ამიხსენი ახლა ხვდები ხომ? ვუთხარი სიცილით

შენსავით.

შენ? გაიგე? შენ ხომ გეძინა?

გაკვირვებული ვიყავი რადგან სახეზე მიმიკიც არ გამოძრავებია ისე გაუნძრევლად იწვა ჩემს მკერდზე.

შენი პირველივე გამოძრავებისას გამეღვძა, სპეციალურად დაგელოდე, მაინტერესებდა რას მოიმოქმედებდი.

რა იფიქრე რას გავაკეთებდი?

აი ამას! მითხრა და ტუჩებზე ძლიერად მაკოცა, შემდეგ საწოლიდან წამოდგა ორივე ხელი ჩამკიდა და მეც წამომაყენა.

მიდი მოწესრიგდი სანამ მე რესტორანში ჩვენთვის საჭმელს შევუკვეთავ, ძალიან მომშვივდა. შენს გამო ამ ბოლო დროს სულ მშია.

გაკვირვებულმა შევხედე.

მე რა შუაში ვარ შენს შიმშილთან?

წამალზე თავის დანებებამ, ცხოვრების რიტმი ამირია და იმიტომ, აქამდე დღეში ერთხელ თუ შევჭამდი საჭმელს ახლა კი სულ მშია.

რამდენი ხანია რაც სუფთა ხარ?

იმდღიდან შენთან რომ მოვედი. რთულია მაგრამ მინდა იცოდე ვცდილობ, შენი გულისთვის ვცდილობ. ექიმთანაც კი მაქვს ყოველდღიური კონტაქტი. მინდა რომ ჩემი ცხოვრებიდან სამუდამოდ გავაქრო.

მიხარია ვაჟა, სიტყვის შესრულებას რომ ცდილობ მიხარია. გთხოვ ასე გააგრძელე, სიტყვიდან არ გადახვიდე.

ხომ გითხარი... გპირდები . მიდი ახლა მოწესრიგდი, მეც მოვწესრიგდები და ჩავიდეთ დაბლა, ძაან ცხელა კონდინციონერის ჩართვა დაგვავიწყდა დაწოლისას, სულ გავოფლიანდი, რომ გამოხვალ სააბაზანოდან მეც შხაპს მივიღებ უცბათ.

აბაზანაში 20 წუთი დაავყავი ნაუცბათევად მივიღე შხაპი, თმაზე პატარა პირსახოცი მოვიხვიე, აბაზანის კარადიდან გამოღებული სუფთა და ახალი ხალათი გადავიცვი და აბაზანიდან გამოვედი. ვაჟა ოთახში არ დამხვდა, მაგიდაზე დატოვებულმა ფურცელმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ხელში ავიღე და ხელით ნაწერი შეტყობინება წავიკითხე.

„ ჩემს ოთახში გავედი შხაპის მისაღებად და გამოსაცვლელად, შენი ოთახის კარი გარედან ჩავკეტე, რომ არავინ შემოსულიყო დაუკითხავად. მალე დავბრუნდები.“

წერილი ისევ მაგიდაზე დავაბრუნე და ჩემოდნისკენ წავედი, ლოგინზე დაავდე და გავხსენი, თინას რეები ჩაუწყვია. დედაჩემის გემოვნებით ნაყიდი ტანსაცმლიდან ჩაუყრია ყველაფერი, ასეთ ღია ტანსაცმელს რომ არ ვხმარობ ხომ იცოდა, არ მიყვარს როცა ჩემი ოპერაციისგან დატოვებული შრამები ყველასთვის თვალში საცემია. საშინლად გავბრაზდი, მათ რომ ვთხოვო აზრი არ ექნება, ნინისაც და თინასაც თავისუფლად ჩაცმა უყვართ და ასეთ სიცხეში, მხოლოდ ღია ტანსაცმელი თუ ექნებათ წამოღებული. სხვა გზა არ მქონდა ამ ტანსაცმლიდან უნდა ამომერჩია რამე.

ზუსტად 10 წუთიანი ძებნის შემდეგ, ღია კრემისფერი თხელი ტილოს შარვალი ვიპოვე რომელიც მუხლის ოდნავ ქვემოთ მთავრდებოდა, ღია კრემისფერი ტოპი რომელსაც ზურგის მხარე მთლიანად ამოღებული ჰქონდა თითქმის და სამწუხაროდ მხრების ქვემოდან ჩემი ოთხი ოპერაციის კვალიც სხეულის ამ ნაწინზე თვალშისაცემად ჩანდა. თუმცა ამას თმებით ვუშველიდი, რადგან თმა წელამდე მწვდებოდა და ბეჭების დაფარვას შეძლებდა. გადავიცვი ტანისამოსი და ახლა სანდლების ძებნას შევუდექი, ამასობაში კარიც გაიღო და ვაჟა შემოვიდა. თავზე პირსახოც მოხვეული რომ დამინახა გაუკვირდა.

შენ კიდევ ახ ხარ მზად? მეგონა უკვე მორჩი.

სანდლებს ვეძებ. ვუთხარი და მისკენ ზურგით შევბრუნდი, ჩემოდანში ქექვა გავაგრძელე, თან რამხელა ჩემოდანი გაუმზადებია თინას რომ ალაგებდა მაშინ ვერ დავაკვირდი წესივრად ყველანაირი სისულელე ჩამიყარა.

ფიქრებიდან ზურგს უკან თბილი თითების შეხებამ გამომარკვია, ჯანდაბა, ვაჟამ ჩემი შრამები შეამჩნია, ახლა მასთან ჩემს წარსულზე ლაპარაკი ნაკლებად მსურდა, არ მინდოდა ჩემი წარსულით დამემძიმებინა ისევ მისი გონება.

ზურგზე რა გჭირს? შემეკითხა შეშფოთებული ხმით.

ისეთი არაფერი, ღრმა წარსულში გადატანილი ოპერაციის კვალია.

რამდენი ოპერაცია გადაიტანე? ისეთი დადარდიანებული ხმით მკითხა გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა, მისი ასეთი ხმის გამონებაზე.

შვიდი. . .

მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი თითოეულ ნაწიბურზე, მთელს ბეჭებზე, შემდეგ ჩამეხუტა, ორივე ხელები მუცელზე მომხვია და ყელზეც რამდენჯერმე შემეხო ნაზად თბილი ტუჩებით. თმებიდან პირსახოცი მომხსნა და სველი თმა მხრებზე ჩამომცვივდა.

მისკენ შევბრუნდი, მის თვალებში დარდს ვკითხულობდი, დარდობდა წარსულს, ჩემს განვლილ წარსულს, თუმცა არ მეკითხებოდა, საკმაოდ ჭკვიანია, მიხვდა რომ საუბარი ახლა ამ თემაზე არ მსურდა. დარდი რომ გამეფანტა ტუჩებზე ვაკოცე, შემდეგ სწორ ცხვირზე.

ცხვირი ნუ ჩამოუშვი. ჩემს ნათქვამზე ხმამაღლა გაიცინა, მეკი მის სიცილზე სითბო ჩამეღვარა სხეულში, სიცილიც კი სრულყოფილი ჰქონდა, ჩემი ყურისთვის მისი სიცილი საყვარელი მელოდია გამხდარიყო.



ნახევარი საათია დაბლა რესტორანში ვსხედვართ და დესერტს ველოდები, ჩვენი სამეგობროდან ამ დროის მანძილზე არავინ გამოჩენილა.

გოგოებს ალბათ სძინავთ, არც ერთს მოვუკითხივარ.

არც ჩემებს. დავურეკავ ბიჭებს გავაღვიძებ. ჯერ გოგას დავურეკავ. მისი გაღვიძებით ვისიამოვნებ.

პატარა ცელქი ბიჭივით გაიცინა და ხელში აიღო ტელეფონი. ზარი განახორციელა და რატომ არვიცი თუმცა „ სპიკერზე „ ჩართო.

გოგა ამდენი ხანი გძინავთ ისევ?

რა დროს ძილია. გაისმა მეორე მხრიდან, უკანა ფონზე მუსიკის ხმაც ისმოდა.

აბა რატო არ გამოჩნდით არც ერთი?

კოტეჯების მხარეს უკანა ეზოში ვართ უკვე საათზე მეტია. მეტიც გოგოებიც აქ არიან. ყველამ ერთად ვივახშმეთ და ჯგუფი „ბეღურას“ კონცერტს დავესწარით.

ჩვენ რატო არავინ შეგვეხმიანა.

ვინ შეგეხმიანებოდა . შენ ოთახში არ დაგვხვდი რომ შეგამოწმეთ. ხატიას ოთახის კარებზე კი შეტყობინება დაგიტოვია ვინ გაბედავდა წყვილის შეწუხებას.

გოგაა! ჩემს ნერვებზე თამაში ნუ გიყვარს. ადგილი მოგვიძებნე მოვდივართ.

ჯგუფი უკვე კონცერტს ამთავრებდა უკანა ეზოში რომ გავედით. ჩვენიანების გვერდით ჩამოვსხედით მაგიდაზე რამდენიმე სახის კონიაკი და მისაყოლებელი სასუსნავები ეწყო, ვაჟა ცარიელ ჭიქებს მისწვადა და თავისთვი ჩამოისხა. შემდეგ მე მომიბრუნდა უთქმელად მივანიშნბე რომ მეც დავლევდი. ერთმანეთთან ღრმა ლაპარაკში ჩავერთეთ, ნინი ადვილად შევიდა კონტაქტში ბიჭებთან თინა ასე თუ ისე ორივეს იცნობდა. „ ბეღურას“ რეპერტუარის შემდეგ დიჯეიმ კლუბური სიმღერებით გადაწყვიტა სტუმრების გართობა, ჩემთვის უკვე გაუსაძლისი ხმაური იყო, ხალხის რაოდენობამაც, ჩვენს აქ მოსვლასთან ერთად იმატა და იმატა. სოციალურმა ფობიამ ისევ შემომიტია და ხელების კანკალი დამეწყო, ხელში აღებული ჭიქა სასწრაფოდ დავდე მაგიდაზე და ხელები ერთმანეთზე გადავაჯვარედინე, ვგრძნობდი ხელის გულები უკვე მიოფლიანდებოდა, ჯანდაბა სათვალეც არ მეკეთა, ბავშვობის მერე მეორედ დამავიწყდა სათვალის გაკეთება. გოგოებმა შემამჩნიეს და მიხვდნენ ჩემს მდგომარეობას, ვაჟა ისე გაერთო კონიაკის სმაში და ბიჭებთან საუბარში ჩემი მდგომარეობა გამოეპარა.

ხატი გინდა აქედან წავიდეთ ? მკითხა ნინიმ, მხოლოდ თავის დაქნევით ვუპასუხე და მაშინვე ფეხზე წამოვდექით სამივე.

რახდება? იკითხეს სამივემ ერთხმად, მოგვიბრუნდნენ გაკვირვებულები.

საშინელი ხმაური და ხალხმრავლობაა. ცოტა სიწყნარე არ გვაწყენდა. დაეპასუხა ნინი. ვაჟა მიხვდა რაც ხდებოდა და ფეხზე წამოდგა.

მე და ხატია ცალკე გავისეირნებთ, თქვენ თუ გინდათ გაგრძელეთ გართობა თუ გინდათ ნომერებში დაბრუნდით.

წყვილს ხელს არ შეგიშლით გამოეპასუხა კახა.

თავისი ცივი ყინულივით თვალები ვაჟას მიანათა, შემდეგ ჩვენებს მუბრუნდა და დაუმატა.

თავიდან თავაზიანად მოგვიცილა ვაჟამ დაინახეთ?

ყურებამდე რომაა შეყვარებული ეგ მაგიტომ. დაუმატა გოგამ.

ჩემი სიყვარული თქვენი განსახილველი არაა, გოგოებს მიაქციეთ ყურადღება არ მოიწყინონ. გაბრაზებული მიუბრუნდა ვაჟა ორივეს.

უკვე ნახევარი საათია რაც რეზორტის ეზოში დავსეირნობთ, ნახევარი ეზო შემოვიარეთ თითქმის ფეხით. იმ ადგილს მივადექით სადაც ვაჟას პირველად შევხვდი.

ახლა როგორ გრძნობ თავს?

ახლა უკეთესად, ცუდად იმოქმედა ჩემზე საშინელი ხმაური იყო.

პირველად რომ გამოგელაპარაკე მაშინაც წვეულებიდან იყავი გამოქცეული ხომ. მკითხა ღიმილით.

კი. ამ ადგილზე შევხვდით ერთმანეთს.

მახსოვს. მითხრა და შუბლზე მაკოცა.

თავისკენ მიმაბრუნა ორივე ხელი ჩამკიდა და თვალებში ჩამაცქერდა სერიოზული სახით.

ხატი მაშინ ამ ადგილზე, მარტოსული გაბოროტებული ადამიანი შეგხვდა.

გაკვირვებული მივაშტერდი და ყურადღებით დავიწყე მისი მოსმენა.

ადამიანი რომელსაც თვალები შურისძიებით ჰქონდა დაბრმავებული.

რაზე საუბრობ ვაჟა ვერ ვხვდები.

არ გამაწყვეტინო გთხოვ... ვერ გეტყვი რომ სუფთა ცხოვრებით ვიცხოვრე ან ვცხოვრობ , ვერც იმას გეტყვი რომ კარგი ადამიანი ვარ, არც ადვილი და ბედნიერი ცხოვრება არ მქონია, ჩემი ცხოვრება თინეიჯერობის ასაკის მერე ტკივილით არის სავსე, სულიერი ტკივილით, რომლის გამკლავებასაც წამლით ვცდილობდი შენამდე, ვიცი ადრეა და შეიძლება სულაც სისულელედ მოგეჩვენოს ამაზე საუბარი, თქვა კიდევაც ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთო, მაგრამ მინდა რომ ერთად ყოფნის დროს დავინახოთ ერთმანეთის ჭრილობები რომლებიც წარსულმა დაგვიტოვა, მინდა რომ მარტოსული აღარ ვიყო, მინდა რომ სულ ჩემს გვერდით იყო, ვეცდები შენთვის გამოვსწორდე, კარგი ადამიანი ვერ გავხდები, ბევრი ცოდვა მაქვს მხრებზე, თუმცა ვეცდები შენთვის კარგი ვიყო. დავითთანარც თუ ისე კარგი ურთიერთობა მაქვს, თუმცა შენი გულისთვის ვეცდები ბევრ რამეზე თვალი დავხუჭო და დამიჯერე ამით შეიძლება ჩემი ტკივილებიდან ერთ-ერთს დიდი შეურაწყოფა მივაყენო, თუმცა შენთვის ეგეც კი მიღირს.

რისი თქმა გინდა ვაჟა?

ჩემი გახდი, ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდი.

გამეღიმა ისედაც მის ცხოვრებაში არ ვარ.

ისედაც შენი ცხოვრების ნაწილი არ გავხვდი?

ასე არა...

აბა როგორ?

ჩემი მეუღლე გახდი... მწვანეები მუდარით შემომანათა, იმ წუთას ჩემზე ბედნიერი ადამიანი ქვეყანაზე არ არსებობდა, გული ამიჩქარდა ბედნიერებისგან, სუნთქვა შემეკრა, სამყარომ ჩემს გარშემო მოძრაობა შეწყვიტა.

გახდები?

გავხდები!

დავთანხმდი ვაჟას.

დავთანხმდი თვალებ აციმციმებული და ბედნიერებით გულ აჩქარებული.

თუმცა. . .

არვიცოდი ჩემი თვალების დამხუჭველს და ჩემი გულის მკვლელს რომ ვთანხმდებოდი.

ჩემს მკვლელს ვთანმხდებოდი.

არვიცოდი. . .

ნეტა ვაჟამ იცოდა?





12



ვაჟა

საყვარელი ქალი თვალებ აციმციმებული და ლოყებ აწითლებული შემომციცინებდა თვალებში.

გავხდები.

ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიპასუხა ჩემს შეკითხვაზე და ჩემს მეუღლეობაზე დათანხმებით ყველაზე ბედნიერ კაცად მაქცია.

გოგას დაცინვაზე ყოველთვის ვბრაზდები, თუმცა მართალია, მართლა ყურებამდე ვარ შეყვარებული, 31 წლის ასაკში პირველად შევიგრძენი რა არის სიყვარული.

ჩემს გარშემო ყველა რომ დაიღუპა, ჩემი პატარა ძმის სიკვდილი ყველაზე რთულად გადავიტანე, ან კი როგორ უნდა გადაიტანო 9 წლის ბავშის სიკვდილი? რომელიც წინა დღისით სრულიად ჯანმრთელი, თანატოლებთან ფეხბურთს თამაშობდა. ყველასი მაგრამ განსაკუთრებით მისი მკვლელობით გამოწვეული დარტყმა იმდენად მძიმე იყო რომ დავეცი, დავეციდა მის მერე ფეხზე წლების შემდეგაც ვერ წამოვდექი. მახსოვს მაშინ ჩემზე მეტად გამწარებულმა დედამ, დედაჩემმა მითხრა: „სიყვარული ყველაზე საშინელი გრძნობაა რაც კი შეიძლება ადამიანს გააჩნდესო, შეუძლია ბედნიერი გაგხადოს ან კიდევ სიკვდილი განატრებინოსო. მძულს ეს გრძნობა ამ გრძნობის გამო ცხოვრება თავზე დამენგრა და თქვენც ამ ნანგრევებში მოგაქციეთო, ერთი შიგ ჩავმარხე და მეორეს ამოთრევის ძალა აღარ მაქვსო.’’ ბოლოს დამიმატა „დედის წინათგრძნობას დაუჯერე და არავინ შეიყვაროო, ჩემსავით უბედური იქნები შენცო.“ საშინლად გულ მოკლულმა მითხრა ეს სიტყვები, სიყვარულზე განაწყენებულმა, თუმცა დედას არ დავუჯერე და მთელი გულით შევიყვარე. ისე შევიყვარე მისთვის რომ მოვკვდე, ამ წამსაც კი მზად ვარ. ხატიაში ამ ცხოვრებაზე ხელის ჩასაჭიდებელი იმედი ვიპოვე. ამ მოკლე დროში გულუბრყვილოდ დავიჯერე რომ შემიძლია მეც ვიყო ბედნიერი.

კოტეჯებთან ახლოს, ბაღში ჩამოკიდებულ ჰამაკში ჩავწექით, გულზე მივიხუტე და სახე დავუკოცნე, ულამაზესი სახე. ისე უხდება შავი თვალ წარბი, თეთრ პირ სახეზე. ლამაზი, პატარა, ხორციანი, ვარდისფერი მაცდური ტუჩები პირდაპირ კოცნის მოპატიჟეა. მის შავ თმებზე კი აღარ მაქვს საუბარი აბრეშუმივით უბზინავს ახლაც კი ღამის ნათებაზე. უბრალოდ ულამაზესია, ყველანაირად უნაკლო პატარა ქალია.

დედაჩემის მეშინია. მითხრა დადარდიანებულმა.

რატომ?

როგორი რეაქცია ექნება წინდაწინ ვიცი. გთხოვ როცა ამ გადაწყვეტილების შესახებ გავუმხელ, მის წინაშე ძლიერი მოთმინება გამოიჩინე.

არ მოვწონვარ ხომ?

ვკითხე სიცილით, პასუხი ისედაც ვიცოდი, დავითთან პრობლემები რომ მქონდა იცოდა, საკმაოდ ჭკვიანი ქალია, იმასაც მიხვდა დავითი სპეციალურად რომ ჩავითრიე საქმეებში, ჩემი პარტნიორი რომ გამხდარიყო. მახსოვს ამ რეზორტის გახსნაზე ჩემთან მოვიდა, ირონიული ზრიდილობით, იგივრ ტონით მომილოცა ჩემი და მისი მეუღლის პარტნიორობა ხალხის გვერდით. როდესაც მარტო დავრჩით მაშინვე მტრული გამოხედვით თვალი თვალში გამიყარა და პირდაპირ ყოველგვარი მორიდების გარეშე კბილებში გამოსცრა, მისი ოჯახისგან თავი შორს დამეჭირა, თუ მათ რამეს დავუშავებდი საკუთარი ხელებით მაგებინებდა პასუხს. არ ვამტყუნებ. ახლა შესაძლებელია ფიქრობს რომ ხატიას ვიყენებ, არის აქ რაღაც სიმართლის მარცვალიც, თავიდან მართლაც მისი გამოყენება მქონდა განზრახული, თუმცა იმდენად უმწეო და უცოდველი ადამიანი დავინახე მასში სინდისმაც უკანდახევა მაიძულა, შემდეგ კახამ უამრავი ეჭვი გამიჩინა, და დღევანდელი ნანახი,იარები...

მისი იარების შემდეგ უკვე სერიოზულად დავიწყე ფიქრი რომ შესაძლოა რატიანი დედაჩემის მკვლელობასთან არაფერ კავშირში არ იყოს. უახლოეს მომავალში ამ თემაზე რატიანთან ვისაუბრებ, გამოძიებით ისედაც კახას ნათქვამის შემდეგ ყველანაირი დეტალის გამოძიება დავიწყე, რამდენიმე პატარა ფაქტს წავაწყდი რომელმაც, ჩემი შეხედულებები შეცვალა და ეჭვებში დამტოვა.

არ მოგატყუებ ვაჟა. არა. არ მოსწონხარ.

მიჩვეული ვარ ჩემო პატარა, შენ მაგაზე არ იდარდო. დედაშენის მიმართაც მოთმინებას აუცილებლად გამოვიჩენ.

იცი კახეთში წამოსვლის ნამდვილი მიზეზი რა არის? ჩვენს შესახებ რომ გაიგო ისტერიკა მოაწყო და ფაქტიურად სახლიდან გამომაგდო.

რა? ხუმრობ შენ.

არა. სიმართლეს გეუბნევი, საშინლად გაბრაზდა და გამომაგდო. ამიტომ ჯერ მე ვეტყვი, მე დაველაპარაკები, შენზე შეურაწყოფის მოყენებას თუ გადაწყვეტს უბრალოდ ეცადე თვალი დახუჭო. ეცადო მაინც. ვიცი ბევრს ვითხოვ.

ნუ ნერვიულობ ჩემო პატარა. აღარ ვისაუბროთ ამ თემაზე ცუდ ხასიათზე დაგვაყენებს. ვიცხოვროთ და დრო გვიჩვენებს როგორ უნდა მოვიქცეთ.

ძილი მომერია, ნომერში წავიდეთ. გამეცინა ჩემს გვერდით ყოველთვის მშვიდად იძინებს, არადა ძილის პრობლემები აქვს.

წავიდეთ და ჩემს გვერდით სულ რომ გეძინება თუ ატყობ.

კი მეც შევამჩნიე. გამიღიმა მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ღიმილით.

მეორე დღეს ჩვენ ყველა ერთად ვსაუზმობდით. სანამ სასაუზმოდ ჩავიდოდით გადავწყვიტეთ ჩვენებისთვის გვეთქვა წუხანდელი ჩვენი გადაწყვეტილება. რომელიც ორივემ სპონტანურად მივიღეთ. მე პირადად აზრადაც არ გამივლია . ერთად სეირნობის დროს გადავწყვიტე. ვუყურებდი ხატიას და ვფიქრობდი რომ ჩემი გამართლებაა ამ ცხოვრებაში, რომ მის გარეშე არსებობაც არ მსურს.

მე და ვაჟამ დაოჯახება გადავწყვიტეთ.

ყოველგვარი ზედმეტი შესავალის გარეშე ახარა ჩვენი ამბავი. გოგას ყავა ყელზე დაადგა და ხველა აუტყდა, გოგოებმა სასიხარულო ტაში შემოკრეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - აწივლდნენ. ვერ ვიტან ქალების წივილს. ხატიას ხელი წაავლეს წამოაყენეს მაგიდიდან და რასაც ქვია სიხარულით გამოწვეული წივილ კივილით მიულოცეს მასაც და მეც. მხოლოდ კახა ინარჩუნებდა სიჩუმეს, უფრო მეტიც მის თვალებში ბრაზს ვკითხულობდი. მაგიდიდან წამოდგა მკლავზე ხელი გამომდო და ფეხზე წამომაყენა.

წამო ცოტახანი.

ვერ ვხსნი ამის უცნაურ საქციელელს, ნელ- ნელა ბრაზი მერევა, ისევ გოგას ძველი ხუმრობა მახსენდება და კახას ეჭვის თვალით ვუყურებ , ნუთუ... დასრულებაც არ მინდა.

რახდება კახა? ხომ არაფერი გეშლება ძმაო?

შენს თავში რახდება ჯერ ეგ გამარკვიე?

რაგინდა მართლა ვერ ვხვდები! პირდაპირ მითხარი კაცურად. რა გაწუხებს ?

შენ! შენ მაწუხებ! ისევ არ ეშვები შენსას ხომ? ისევ ბინძურად თამაშობ.

მე ბათუში მგონი გითხარი ჩემი საბოლოო დამოკიდებულება. რაც ხატია გამოჩნდა დავიკიდე ყველაფერი. მაგრამ დავუშვათ და ისევ ვთამაშობდე შენ რა მერე მაგით? რა გაკლდება? გითხარი რომ ხატია მიყვარს. შენ რა თვალით უყურებ ხატიას გამარკვიე, რადგან შენი ქცევა მოსაწონი ჩემს თვალში არაა. ჩემი ძმა ხარ და ვერ გეუბნევი ვერაფერს, სარგებლობ მგონი.

სისულელეებს ნუ ამბობ.

აბა მა რაა მიზეზი?

ჩემი სტუდენტია.

კაი ახლა ეგრო არაა მარტო მიზეზი ორივემ ვიცით.

ლიკას ტოლია გესმის? ჩემი დის ტოლია. იგივე შენი დის, მისნაირი უდანაშაულოა. ლიკას ვხედავ მასში რომ ვუყურებ, მასავით მეამიტი და სუფთაა ეგ გოგო.

მერე?

გაბრთხილებ ვაჟა, საკმარისია მაგ გოგოს შენი მიზეზით რამე დაუშავდეს პასუხს პირადად მე გაგებინებ. არ იფიქრო რომ მის გრძნობებზე ითამაშებ არაკაცურად და ეგ შეგრჩება. როგორც ლიკას გულისტკენას არავის ვაპატიებ ისე ხატიასი დაიმახსოვრე და ასე გადადგი ყოველი ნაბიჯი წინ.

სიბრაზისგან ცხვირის ნესტოები დამებერა ისე სწრაფ სწრაფად დავიწყე სუნთქვა, ხელები მოვმუშტე და მაგრად მოვუჭირე, ოდნავ მაინც გამნელებოდა ბრაზი.

მიყვარს ! არ ვთამაშობ! რავერ გაიგე? პირველად მინდა ცხოვრებაში მომავალზე ვიფიქრო დანაშაულია? ვუღრიალე კახას.

ღმერთმა ქნას ეგრე იყვეს ვაჟა, ღმერთმა ქნას. წინააღმდეგ შემთხვევაში შენი მტერი ვიქნები. უდანაშაულო ადამიანის გაუბედურებას არ გაპატიებ. მითხრა თავისი ცივი და უკვე მშვიდი ტონით.

თანახმა ვარ. მარჯვენა ყბაში თუ მომხვდება მარცხენასაც მოგიშვერ. ვუთხარი ახლა ღიმილით.

რა გაუწონასწორებელი ტიპი ხარ. ჩაეღიმა კახასაც.

რატო ?

რამდენიმე წუთის წინ ბრაზისგან დაბრმავებული იყავი თითქმის, ეხლა იღიმები.

ვქორწინდები, ემოციები მოზღვავებული მაქვს. ვუთხარი სიცილით კახას და ხელი მოვხვიე ძმურად როგორც ბავშვობაში.

იმედია ბედნიერი იქნები ვაჟა.

ვიქნები, ვიქნები. წამო შევიდეთ გოგოებთან. ხო მართლა საღამოს თბილისში ვბრუნდებით. ხატიას მშობლებს უნდა გავაგებინოთ.

მაგიდასთან დავბრუნდით გოგას გაკვირვება გადავლილი ისევ არ ჰქონდა.

ხატის კი მივულოცე სანამ თქვენ საუბრობდით, შენც გილოცავ იმედია ბედნიერები იქნებით. გადამეხვია გოგა. კახა ამ დროს ხატიას ულოცავდა.

საღამომდე დრო როგორღაც გავლიეთ, და მხოლოდ მე და ხატია დავიძარით თბილისისკენ დანარჩენები დასასვენებლად დარჩნენ. ბიჭებმა ნამდვილი არდადეგები მოიწყეს.





ხატია.

ჭიშკართან ვდგევარ და შეღება მიჭირს, დაახლოებით ვიცი რა მელის წინ, სულ რაღაც ორი დღის უკან დედამ ფაქტიურად სახლიდან გამომაგდო ვაჟას გამო. როგორ „ გაუხარდება“ წარმომიდგენია ჩვენი გადაწყვეტილება. თინამ ტექნიკურად აიცილა მორიგი აურზაური, დასასვენებლად ვარო, დაბრუნებას ჯერ არ ვაპირებო განმიცხადა ქალბატონმა, სულ რომ არაფერი ჩემს გვერდით იქნებოდა ამ რთულ მომენტში.

შევიდეთ თუ კიდევ დაველოდოთ ოღონდ რას არ ვიცი. მითხრა ხუმრობით ვაჟამ.

წინასწარ გიხდი ბოდიშს ვაჟა.

რის გამო?

ყველა სიტყვის გამო რასაც შენი მიმართულებით მოისმენ. ვუთხარი ვაჟას და სახისკენ გავემართე.

ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა როგორც წარმოვიდგენდი, სახლში მხოლოდ ჩემი მშობლები იყვნენ მამიდა კატო სვანეთში წასულიყო ისევ და ნინო დეიდაც თან წაეყვანა. არაფერმა ჩაიარა კარგად, ჩვენი გადაწყვეტილება გამხელილი არც გვქონდა მშობლებისთვის დედაჩემს ვაჟას დანახვისას ისტერიკა დაეწყო, მაშინვე სიტყვიერ შეურაწყოფაზე გადავიდა , თითქმის ყველა სალანძღავი სიტყვა გამოიყენა ვაჟას წინააღმდეგ, პანიკური შეტევის დასაწყისი მქონდა უკვე. ვაჟა კი მის ქცევაზე და თითოეულ სიტყვაზე მანიაკივით იცინოდა, მეჩვენებოდა თუ მხიარულობდა. მამა თავიდანვე დედას დაწყნარებას ცდილობდა თუმცა ამაოდ, თქმა გადავიფიქრე, თუმცა ვაჟამ ბომბივით შეუგდო თამარს ქორწინების ამბავი, მანაც წუთიერი შოკი გაიცადა და ადგილზე გაშეშდა, შოკური მდგომარეობიდან გამოსვლისთანავე კი ხელში ყვავილების პატარა ვაზა მოხვდა, რომელიც ვაჟას მიმართულებით ისროლა, ვაჟამ მოხერხებულად აიცილა და სიცილს უფრო უმატა. ჩემი არსებობა ორივეს გადაავიწყდა, პანიკური შეტევა მქონდა, ნერვიული ფონი, ყვირილი, ხმაური, მსხვრევის ხმა ყველაფერი ერთიმეორეს დაემატა და კანკალმა ამიტანა, ნელნელა ხელები დამეკრუნჩხა, ყურთასმენა დამეხშო, გული თითქოს მკერდიდან ცდილობდა ამოხტომას ისე სწრაფად მუშაობდა. იმდენად ხმაურიანად და სწრაფად მიცემდა რომ ახლა მხოლოდ მისი ხმაური ჩამესმოდა ყურებში და არა ჩემი გარშემომყოფებით გამოწვეული , თვალთ დამიბნელდა და წამიერად მოვწყდი რეალობას , სიბნელეში ჩავიკარგე, კისრის არეში საშინელი ტკივილი ვიგრძენი, ძალიან შორიდან მესმოდა მამაკაცის ხმა რომელიც ჩემს სახელს ამბობდა, მამას ხმას ძალიან ჰგავდა...





13

ხატია



საშინელი თავის ტკივილით გამოვიღვიძე. გონების მოკრეფას და იმის გააზრებას ვცდილობ თუ რა დამემართა, ბოლოს რაც მახსოვს ვაჟასკენ ნასროლი შუშის საყვავილე იყო. მესმის ხმადაბალი საუბრის ხმა ნელ- ნელა ვცდილობ გავერკვიო რას საუბრობენ, ჩემი მშობლების და ვაჟას ხმის ამოცნობა შევძელი მგონი მათ მეტი არც არავინ იყო ახლა ჩემს გვერდით , ჩემს ოთახში. რამდენი ხანი ვიყავი გათიშული არ ვიცი, თუმცა შეგრძნება მაქვს რომ რამდენიმე დღე მეძინა.

მხოლოდ ხატიას გამო ვამბობ თანხმობას იცოდე.

დედაა წყრომით ესაუბრება სავარაუდოდ ვაჟას, ცოტახანი ძლიერ თავის ტკივილს გავუძლებ და ყურს დავუგდებ მათ , არ ვაგრძნობინებ რომ გონს მოვედი. მაინტერესებს საშინლად რა მოხდა.

ქალბატონო თამარ გესაუბრეთ ორივეს, ყველაფერი მოგიყევით ჩემს შესახებ რაც დაგაინტერესდათ, ნუთუ ჯერ კიდევ ვერ დაიმშვიდეთ გული?

როგორ გენდოთ ყველაფრის შემდეგ და როგორ განდოთ შვილი?

მესმის თქვენი. თავიდან არც თუ კარგად დავიწყეთ ურთიერთობა, მაგრამ ხატიას გამო ახალი ფურცლიდან გადავწყვიტე ყველაფრის დაწყება.

მარტო ჩემი ქალიშვილი არ იქნება მიზეზი, სიმართლე თქვი ჩოხელო. გაისმა მამაჩემის მშვიდი ხმა.

მართალი ხარ დავით, რამდენიმე საეჭვო ფაქტსაც წავაწყდი.

სიმართლესაც იმედია მალე გაარკვევ.

გამოძიების პროცესშია ისევ ასე ადრე ნუ გაგიხარდება.

აჰა, შვილო მენდეთო არ მეუბნევი? თან გვემუქრები ისევ? დედა ხმის ტონს ნელ ნელა უმატებდა.

უკვე წინსვლაა, შვილოც გავხდი შაქარ დედიკო?

საერთოდ არ იღებს სერიოზულად, დედაჩემის არც ნათქვამს და არც ქცევას, პირიქით ერთობა.

უყურე დავით, უყურე, ჯამბაზი!

ვაჟას მხიარული სიცილი მთელს ოთხას მოედო.

იცინე, იცინე. იმედია გასაცინებელი დღეები ბევრი გექნება მომავალშიც.

იმედია! თუმცა თქვენთან ერთად არ მგონია მოვიწყინო. განსაკუთრებით წინა საქორწილო სამზადისის დროს. შარვალ კოსტუმს შენ გაყიდინებ თამარ გეკუთვნის.

რომ იცოდეს დედა როგორი გაბრაზებულია ახლა, ალბათ აღარ გაეხუმრებოდა ხომ?

ქორწილზე მხოლოდ ხატიას ბედნიერების გამო დაგთანხმდით. გაისმა მამას ხმა ისევ.

იცოდე ვაჟა, ხატიას ერთ ცრემლსაც კი არ გაპატიებ. ახლა ნებას გრთავთ მაგრამ. შენი მიზეზით ხატიას რამე რომ დაუშავდეს სამუდამოდ დაივიწყებ მის არსებობას. პირადად ვიზრუნებ.

დილიდანვე მუქარებს ვიღებ ჩემი ძმისგან თუ თქვენგან. გასაგებია ყველაფერი! არ ვარ წინააღმდეგი.

რატომ არ მოვიდა გონს ამდენი ხანი? იკითხა ისევ ვაჟამ.

გონებაზეა და ყურს გვიგდებს. გაახილე ხატია თვალები. თქვა მამამ.

ხატი როგორ ხარ?

მაშინვე ვიგრძენი ვაჟას ტუჩების შეხება შუბლზე. მამას ტყუილი ხველის ხმამაც რომელიც სინამდვილეში გაბრთხილება იყო არ დააყოვნა. ვაჟამ მისკენ წამიერად გაიხედა და გაბრთხილებაც დამსახურებულად მიიღო, თავის ქნევით მიახვედრა მამა რომ გასაგები იყო. მის ამ ქცევაზე გამეცინა, მიუხედავად იმისა რომ თავი საშინლად მტკიოდა და საშინელი ნერვიულობაც გამმოვიარე ცოტახნის წინ.

თავი მტკივა.

ბუნებრივია, ჟურნალების მაგიდას ჩამოარტყი დაცემისაა, მაპატიე დედა, ნერვებს ისე ავყევი შენი მდგომარეობა გადამავიწყდა.

არაუშავს დე, სიმართლე თუ გაინტერესებს, მგონი ღირდა კიდევაც ამად.

სისულელეებს ნუ ამბობ.

როგორც ჩანს ისაუბრეთ სანამ მე გონს მოვედი...

კი საკმაოდ დიდ ხანს.

დიდ ხანს? რამდენი ხანი ვიყავი გათიშული?

6 საათი. სადაცაა გათენდება. თავს როგორ გრძნობ ?

თავს კარგად ვიგრძნობ დედა თუ მეტყვით რომ ჩვენი წინააღმდეგები არ ხართ?

ვაჟას გაეღიმა, საკოცნელად წამოიწია თუმცა მამაჩემი შევიდა მისი თვალთა ხედვის არეალში და კოცნა გადაიფიქრა.

შენ თუ ბედნიერი იქნები მამი, ხელს არ შეგიშლით. ოღონდ ერთი პირობით.

რა პირობით მამა?

ჩვენთან ერთად იცხოვრებთ.

რაა? აღმოხდა ვაჟას.

რაც გაიგე ვაჟა. ქართულად ვსაუბრობ მგონი.

მამა! ჩვენ გადავწყვითავთ. გთხოვ.

მოვიფიქრებთ ყველა ერთად შვილო, ჯერ ჯერობით ხმას არ ვიღებ.

რა ხმა უნდა ამოიღო. როგორც წესია ისე იქნება ყველაფერი. კბილებში გამოსცრა ვაჟამ.

არ ვაპირებ ცოლის მშობლებთან ერთად ცხოვრებას. ძალიან თუ მოგენატრებათ ქალიშვილი შეგიძლიათ ესტუმროთ ან თვითონ გეწვიოთ.

დავით ნუღარ შეეწინააღმდეგები. დედამ თვალებით ჩემზე ანიშნა მამას.

ჩვენ დაგტოვებთ დედა, დაისვენე შენ. თუ რამე დაგჭირდება დამიძახე მაშინვე აქ გავჩნდები.

მე მივაქცევ ყურადღებას თქვენ დაისვენეთ თამარ.

შენ იმედია აქ არ ფიქრობ დარჩენას. გაბრაზებით უთხრა მამა.

დავით წამოდი! ქორწინდებიან სულ რაღაც ერთ კვირაში. ოთახში დარჩენა გახდა პრობლემაა? ხატიას რამე რომ დასჭირდეს ჩვენც გაგვაგებინე.

მშვიდობიანი ღამე თამარ.

დედამ მამა ბუზღუნით გაიყვანა ჩემი ოთახიდან. გაოცებული ვარ დედაჩემის და ვაჟას დამოკიებულებით ერთმანეთის მიმართ. რა უცნაური ურთიერთობა ჩამოიყალიბეს.

ერთ კვირაში? ვკითხე ვაჟას.

რა ერთ კვირაში ?

კითხვაზე კითხვით მიპასუხა, ფეხსაცმელები გაიძრო და გვერდით მომიწვა.

ერთ კვირაში ვქორწინდებით?

კი. რაც მალე უკეთესი. გინდა რაღაც გითხრა?

რა ?

ორკვირიანი საგზური, თინას დაბადების დღეზე რომ მოიპოვე, საქორწილო მოგზაურობისთვის მშვენიერია. მითხრა სიცილით.

თინა გაგიჟდება. გამეცინა მეც.

დიდი ქორწილი არ მინდა ვაჟა. ოჯახურ წრეში.

შენ როგორც გინდა ყველაფერი ისე გავაკეთეოთ. ახლა კი დაიძინე.

ტუჩებზე თბილი ტუჩები ნაზად შემახო, წელზე მომხვია ხელები და მისკენ მიმწია, თავი ჩემს თმებში ჩარგო და დასაძინებლად მოემზადა. უცნაურია მის გვერდით თავს ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი და მის გვერდით ყოველთვის მშვიდად ვიძინებდი.





მშობლებთან საუბრის შემდეგ ზუსტად 4 დღე გავიდა, ჩვენს სახლში სრული აურზაური იყო. გაგიკვირდებათ და დედაჩემი რომელიც ჩვენი წინააღმდეგი იყო, სრული სერიოზულობით და მონდომებით ჩაერთო ჩვენს საქორწილო საქმეში, ყველაფრის დაგეგმვა და გეგმების ზედმიწევნით შესრულება დაიწყო, უფრო მეტსაც გეტყვით შარვალ კოსტუმიც კი დედამ შეურჩია ვაჟას, ზუსტად 4 საათი არჩენდნენ, იმდენად პრეტენზიული აღმოჩნდა ვაჟა თამარი თითქმის ჭკუიდან გადაიყვანა, საბოლოოდ დედამ რომელსაც ვაჟას პრეტენზიები ყელში ჰქონდა ამოსული არმანის მუქი ნაცრისფერი კოსტუმის ნაკრები შეურჩია, მიაჩეჩა ხელში და გასახდელში მოსასინჯად, ძალის დატანებით, პირდაპირი მნიშვნელობით შეაგდო. ძალიან უხდებოდა. საბოლოოდ ორივე კმაყოფილი დარჩა შენაძენით.

ჯვარს მცხეთაში დავიწერდით, ვაჟას მეჯვარე გოგა იქნება ჩემი კი ნინი. საქორწილო წვეულება საგურამოში დავგეგმეთ, ვაჟას ვილაში. საკმაოდ დიდი უკანა ეზო აქვს და რადგან აგვისტოა ღია ცის ქვეშ გადავწყვიტეთ აღნიშვნა. ვიწრო წრეში კი გვინდოდა მაგრამ, აქაც დედამ აიღო თავის თავზე სტუმრების სია და 130 სტუმარზე მეტი მოგვიგროვდა. ვაჟას მხრიდან მხოლოდ გოგა, კახა, ჯაბა და მისი ნათლიის ოჯახი იყო, ხოლო ჩვენი მხრიდან კი მშობლების ახლობლები მათ შორის მამას რამდენიმე მეგობარი, ერთ ერთ გია კორძია, რომელიც დედამ ოჯახით დაპატიჟა, მის ქალიშვილს ვერ ვიტან და ჩემს ქორწილში ყველაზე ნაკლებად მინდა მისი დანახვა. ვაჟა თავიდან გაუბრაზდა დედას ,რადგან მის უკითხავად მოიწვია ხალხი თუმცა აზრი აღარ ჰქონდა მოსაწვევები დაეგზავნა უკვე ყველასთვის.

საქორწილო კაბა გოგოების ნინის და თინას დახმარებით შევარჩიე, დედას ძალიან უნდოდა მისი გემოვნებით შერჩეული კაბა მეყიდა თუმცა საშინლად არ მომწონს პომპეზური და მძიმე კაბები, ამიტომ გოგოებთან ერთად ჩუმად გავიპარე სახლიდან და უნაზესი, უმშვენიერესი ძალიან სადა კაბა შევარჩიეთ. ფატაც შესაფერისად ნაზი და სადა.

სვანეთიდან სტუმრები გვყავდნენ, კატო მამიდამ გააგებინა მთელს სანათესაოს მამას მხრიდან და მეორე დღეს ყველამ ჩვენთან მოიყარა თავი ვაჟას გასაცნობად, ვაჟას მხრიდან მხოლოდ გოგა და კახა იყვნენ კიდევ მისი ნათლია, რომელიც დედაჩემის კურსელი აღმოჩნდა და ჩვენდა გასაკვირად საკმაოდ კარგად იცნობდნენ ერთმანეთს. ბებოს და ბაბუს ძალიან მოეწონათ ვაჟა. ბაბუმ გვერდიდან არ მოიცილა ვაჟა, და როგორც ქართველებს ტრადიციულად გვჩვევია ყველა ჭიქას ბოლომდე ასმევდა. თინა სურათებს და ვიდეოებს უღებდა და ორივეს დასცნოდა. საბოლოოდ ისე დაათვრეს ბიჭები სამივე ნუკრის მისახედი გახდა. სახლში თუ არ ვცდები ერთ ერთის მძღოლის ჯაბას დახმარებით წაიყვანა. ვაჟას მეორე დღეს ბოლო მომენტები აღარც ახსოვდა. ვაჟას ახლობლებმაც რომლებიც მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელად ყავდნენ და ჩემმა ნათესავებმაც ერთმანეთს კარგი შეხედულება დაუტოვეს.

თაფლობის თვის გატარება შვეიცარიაში გადავწყვიტეთ, ქორწილის შემდეგ გვიან ღამით დავგეგმეთ ფრენა. უფროსწორად ყველაფერი დედამ დაგეგმა. ერთის მხრივ კარგიცაა ჩემთვის, არაფერზე მიწევდა არც სირბილი, არც უცხო ხალხთან მიწევდა კომუნიკაცია, დიზაინერი იყო ეს, ორგანიზატორი თუ ა.შ. ამ ყველაფერს დედა აკეთებდა, ვაჟაც დიდად არ ერეოდა, დედას თავისი ულიმიტო ბარათი მისცა და ყველანაირ ხარჯს დედაც ვაჟას ფულით ისტუმრებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ...

როგორც იქნა ქორწილის დღეც დადგა, ნახევარი საათის წინ გავუშვით სტილისტები და ვიზაჟისტები სახლიდან, სარკეში ვიყურები, საბოლოო ნამუშევარი მომწონს, თმები მსუბუქად დავიხვიე და გავიშალე, მცირე დიადემა უფრო კარგად იმაგრებდა ფატას ვიდრე სამაგრები. მსუბუქმა მაკიაჟმა თითქოს უფრო გამომიკვეთა შავი თვალები, ან მე მგონია ასე და ეს ყოველივე მხოლოდ ბედნიერების ბრალია, არ მჯერავს ყველაფერი ისე სწრაფად ხდება, ვაჟას გაცნობიდან თითქმის სამი თვე გავიდა თუმცა ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ.

ხატი ძალიან ლამაზი ხარ. კაბა თითქოს შენთვისაა შექმნილი, შენი ხასიათის შესაფერისია, თითქოს ცდილობს თვალში არ გეცეს თუმცა შენსავით თვალის მომჭრელია ყველასთის.

კაბა მეორეც უნდა გქონოდა უფრო პომპეზური, ეხლა მაინც გამოგეჩინა შენი თავი, ზუსტად ახლა მოინდომე სისადავე. თან გია კორძიას გოგოც იქნება თვალები რომ უფრო დაბრმავებოდა კარგი იქნებოდა.

დედა მე ისედაც სისადავის მომხრე ვარ, თათა კორძია კიდევ საერთოდ არ მაინტერესებს. ან საერთოდ რატო დაპატიჟე.

რა შენ არ იცი?

რა არ ვიცი დედა?

შენი საქმროს ყოფილი შეყვარებული იყო. სპეციალურად დავპატიჟე. მამამისთან მამაშენის მეგობრობით ვისარგებლე, სინამდვილეში მინდა ენახა ვინაა საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანის რჩეული. ბავშვობიდან შენ გეჯიბრებოდა. ვერ ვიტან ვერც მაგას ვერც დაბოტოქსებულ დედამისს. ხომ მართლა რამდენიმე ჟურნალისტიც მოვიწვიე, ვაჟას შენ ეტყვი. წინდაწინ არ ვუთხარი სტუმრებზეც გაბრაზდა და ჟურნალისტებზე უარეს დღეში ჩავარდებოდა რომ გაეგო.

დედა! რომელ შენს ქმედებაზე გეკამათო მითხარი? ჯურნალისტებზე ვეტყვი რომ არ შემოუშვას.

უკვე იქ არიან ხატია და გელოდებინ, ორი მცხეთაში სვეტიცხოველის ტაძართან დაგხვდებათ ორიც ვილასთან, მხოლოდ ფოტოებს გადაგიღებენ, თქვენ ვერც შეამჩნევთ.

არ მინდა რომ ამ დღეს ვაჟა გავაღიზიანო, თორემ მე გავხდებოდი მიზეზი შენთვის მოეთხოვა ამ საქციელებზე პასუხი დედა.

გაბრაზებული გავედი ჩემი ოთახიდან და გავიჯახუნე კარები, კაბის შლეიფი ხელში ავიღე და კიბეები სწრაფად ჩავირბინე, ყოველი შემთხვევისთვის ქუსლიანმა ფეხსაცმელმა საშუალება როგორც მომცა. მისაღებ ოთახში მამა მობილურზე საუბრობდა, იქ მისვლისთანავე ყურმილი დაკიდა. თვალ ცრემლიანი მომაჩერდა.

როდის მოასწარი ესე გაზრდა.

მამა. გთხოვ არ მინდა რომ ვიტირო. ხელები გავშალე და მამას ჩავეხუტე.

ბუდიდან უნდა გამიფრინდე უკვე... რაქნას მამამ. ცარიელ ბუდეს უტოვებ. ცრემლების დამალვა სცადა თავი გვერძე შეაბრუნა, ჩუმად იწმენდდა ცრემლებს.

რატომ ცარიელი, თინა, დედა მამიდა ისევ შენთან რჩებიან.

არც ერთი შენ არ ხარ.

ხელზე ხელი მომკიდა და რამდენჯერმე წრეზე დამატრიალა.

ყველაზე ლამაზი პატარძალი ხარ!

მადლობა მამიკო. ვუთხარი და ფუმფულა ლოყაზე ვაკოცე.

მამიკო ყოველთვის პატარა გოგოს გვერდითაა, არ დაგავიწყდეს.

ვიცი.

ხატი... სახლში ხშირად მოდი ხოლმე. უშენობა არ გვაგრძნობინო მამი.





ვაჟა



რამდენი წელია შარვალ კოსტუმის ჩაცმა მიწევს, თუმცა ჰალსტუხის გაკეთება ვერ ვისწავლე, მერამდენედ მოვიბი და მოვიხსენი აღარ ვითვლი. ჯერ ისედაც დაძაბული ვარ. თამარმა საკმაოდ დიდი პრობლემა გამიჩინა ამდენი ხალხის მოწვევით. ჩემი მთავარი დაძაბულობის მიზეზი გია კორძიაა რომელიც რუსლანთანაა შეკრული. უკვე ნაკლებად სავარაუდოა მაგიდის წვრებმა ჩემი ტყუილი დაიჯერონ, მითუმეტეს რუსლანმა. ამიტომ რამდენიმე დღეა ვცდილობ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიაროს, დაცვა დავაყენე ტაძართან და პლიუს ამას ვილაშიც, ყოველ ნაბიჟზე დაცვის ბიჭები იქნებიან, უფრო მეტიც ოფიციანტებიც კი დაცვის ბიჭები არიან . ეხლა მთავარი საზრუნავი რაც მაქვს რუსლანს სანამ ვიპოვი მანამდე არ გადმოვიდეს შეტევაზე და ხატიას გამოყენებით არ მომაყენოს დარტყმა, ამიტომ აუცილებელია ჩვენი ქორწილის ფოტოები რომ არ გავრცელდეს. კორძიას სიტყვაზე არ ენდობა რადგან ჟურნალისტია. წვეულებაზე მობილურს და ნებისმიერ გადასაღებ მოწყობილობას ვერავინ ვერ შემოიტანს. კორძია თავის ძაღლ ჟრნალისტებს ვერ მომიქსევს, სხვა ყვითელი პრესას ჩემი ქორწილის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. უსაფრთხოების გამო ცოტახნის წინ დავითსაც ვესაუბრე, მათთანაც გავაგზავნე დაცვა რაზეც უპრობლემოდ დამთანხმდა და პლიუს ამას თავისი ხალხიც დაამატა. ყველაფრის საქმის კურსშია, კორძიას ამბავიც იცის ჩემს მტერთან რომაა შეკრული.

იმდენს ეწვალები მაგ რაღაცის გაკეთებაზე ჯობია არ გაიკეთო.

რა გენაღვლება. შენ კი არ ქორწილდები, ხატიამ მთხოვა რომ გამეკეთებინა ამიტომ ვეწვალები.

შენ ეგრევე გაგვიფრინდი ხელებიდან. არა კახა?

ეგრეა ეგრე გოგა, ნახე ცხოვრებაში ერთხელაც არ ჰკეთებია ჰალსტუხი და არ მახსოვს როდესმე როგორც ამის შეკვრაზე წვალობს და დროს ხარჯავს რამეზე ეწვალოს.

ძაან მალე დავკარგეთ, ჯერ დაქორწინებული არაა და რომ დაქორწინდება მერე უფრო ცოლის დამჯერი ბიჭი გახდება.

ყურადღება არ მივაქციე ამ ორ სულელს, ჩემი ოთახის ფანჯარა გამოვაღე და ჯაბას გავძახე, რომელიც ეძოში დაბოდიალობდა.

ჯაბა!!!

რახდება?!!!

ჰალსტუხის გაკეთება იცი?

არა ძმაო.

გინება მინდება, მიუხედავად იმისა რომ ძალიან იშვიათად ვხმარობ ცუდ სიტყვებს.

რატიანს ეცოდინება ან მის ცოლს სულ ჰალსტუხით მოძრაობს. მითხრა გოგამ.

მართალი ხარ მისვლისას დავურეკავ და ეზოს კარებთან შევაკვრევინებ. წავედით ეხლა დავიძარით.

ეზოში გარაჟიდან გამოყვანილ, და საგანგებოდ მორთულ ჩემს ლამბორჯინში ჩავჯექი. ჩემს უკან ბიჭები ჩასხდნენ თავიაანთ სპორტულ მანქანებში. ჩემს წინ ჯაბა ჩადგა თავისი ბოლო მოდელის მერსედესით და ჩვენს უკან დაცვის ორი მანქანა გამოგვყვა.

ნახევარ საათში ჭიშკართან ვიდექით და რატიანი ჩემი ჰალსტუხის შეკვრას ცდილობდა.

სულ გიკეთია და შეკვრა როგორ არ იცი?

თამარი მაბავს.

გაბავს რა თოკია? ვუთხარი სიცილით. თვითონაც გაეცინა.

გინდა საიდუმლო გაგიმხილო ვერ ვიტან ამ რაღაცას, მარა ყოველ ჯერზე იძულებელს მხდის გავიკეთო.

კიდევ კარგი ხატია დედამისს არ გავს.

ჰალსტუხი ცხვირწინ ამიფრიალა და მითხრა.

აბა კარგად დაფიქრდი.... ნუ გაიკეთებ მოეშვი. ესეც კარგია.

არა. ხატიამ გაიკეთე აუცილებლადო.

ჩემთვისაც ქორწინების შემდეგ გახდა აუცილებლობა. თამარს დავუძახებ.

ზუსტად სამ წუთში ჩემს წინ იდგა თამარი და ჰალსტუხი დამიმაგრა.

კაცები რა მოუხერხებლები ხართ რა უნდა ამის გაკეთებას.

საერთოდ რატო უნდა გავიკეთოთ.

ნუ წუწუნენ.

საშინლად მიჭერდა, პირდაპირი მნიშვნელობით თავი ყულფში მქონდა გაყოფილი. როგორც ყულფი იკვრება ისე ჰალსტუხი, ყულფის შეკვრას რა უნდაა, დაზეპირებული მაქვს. ხელი წავიღე მოსაშვებად, თუმცა ხელზე ჩარტყმა ვიგრძენი. ამ ჩარტყმას ბიჭების სიცილი მოყვაა.

ხელი გაუშვი, მოგეღრიცება. სახლში გიწვალია როგორც ჩანს.

საიდან მიხვდი?

თმები გაქვს აჩეჩილი.

ხელით გადამისწორა თმები, ისე გამისწორა როგორც ბავშვობაში დედამ იცოდა ხოლმე, უცნაური შეგრძნება დამეუფლა, სახტად დავრჩი, ეს ქალი მატრიუშკასავითაა, ყოველ ჯერზე სხვადასხვა პიროვნებას ვეჩეხები ასე მგონია.

კიდევ კარგი ეს მოდელი ავარჩიეთ. სიმპატიური სიძე გვყავს არა დავით. მიუბრუნდა თავის ქმარს.

არაუშავს რა.

შევიდეთ შიგნით ხატია გელოდება.

ჩემს წინ ულამაზესი პატარძალი დგას. ისეთი ლამაზია, მისი დანახვისას ენა დაგებმევა კაცს. ლერწამივითაა, პაპა ბებოს ხშირად ეტყოდა ხოლმე ლერწამივით ხარ ლამაზიო. თეთრი კაბა თითქოს მხოლოდ მისთვის შეუქმნიათ, სრულყოფილია. შავი თვალ წარბი და შავი, ღამესავით შავი თმა თავბრუს მახვევს. იმდენად სრულყოფილია რომ ყველაზე ვეჭვიანობ ვისაც მისი დანახვა შეუძლია.

პირი დახურე პირი. გავიგე კახას ხმა რომელიც ცხოვრებაში პირველად ყველა კბილის გამოჩენით იცინოდა. პირი მართლაც დავხურე. თაიგული ხატიას გავუწოდე.

ულამაზესი ხარ. შუბლზე ვაკოცე.

შენც კარგად გამოიყურეი.

ზუსტად ნახევარი საათი გავჩერდით ხატიასთან და ტაძრის გზას დავადექიით. ნათლიაჩემი თავისი ოჯახით ტაძართან გველოდებოდა.

ჯვრის წერა დაიწყო, ვცდილობ მამაოს ლოცვას ვუსმინო, თუმცა ხატიას თვალს ვერ ვწყვეტ, მხოლოდ იმას ვფიქრობ რომ რამდენიმე წუთში ეს გოგო ჩემი მეუღლე გახდება. აი ზუსტად მაშინ მამაო ლოცვას რომ დაასრულებს...

ჯვრის წერის ცერემონიალი რომ დაასრულა მამაომ, საკურთხეველზე ასვლის კურთხევა მოგვცა, ღმერთია მოწმე როგორი ცოდვილი ადამიანი ვარ და როგორ მიჭირს ახლა საკურთხეველზე ფეხის დადგმა, ფეხები უკან მრჩება. ავალ საკურთხეველზე უფლის ხატთან ხატიას კეთილდღეობის და კარგად ყოფნის სათხოვნელად. ღმერთო შენ იცი ჩემი ცხოვრება, მომეცი ძალა ყოველთვის დავიცვა.

ჟვრის წერა დასრულდა ჩვენმა მაყრიონმა დაქორწინება მოგვილოცა გვერდით ახლა უკვე ჩემი მეუღლე მიდგას, ჩემი ლამაზი მეუღლე, ჩემი ოჯახი.

მგონი წლების მერე პირველად ვარ ბედნიერი , დღეიდან დასრულდა შენი მარტოობა ვაჟა ვეუბნევი ჩემს თავს. დღეს ცხოვრების ახალ ეტაპზე შეაბიჯე ბედნიერებით დატკბი და მომავლის რწმენით იცხოვრე. ახლა არაფერი აღარ იქნება ისე როგორც იყო.

უბედნიერესი კაცი ვარ ამ წუთებით რომ მიწევს ტკბობა, გაგიკვირდებათ მაგრამ მგონია რომ ხატას ოჯახით მეც ოჯახი შევიძინე. ოჯახი რომელიც მოკლე ხანში ჩემი მკვლელი გახდებოდა, ჩემი დაჭრილი სულის მკვლელი და მათლაც აღარაფერი იქნება ძველებურად.











თავი 14



ხატია



აუზთან დაფენილ წითელ ხალიჩაზე ხელჩაკიდებულებმა დავიწყეთ სიარული, ტაშის თანხლებით. ბაღი ლამაზად იყო მორთული. მიკვირდა დედამ ასე პატარა დროში როგორ მოახერხა ასე ლამაზად ეზოს გაწყობა.



მიუხედავად იმისა რომ ამ დღის მთავარი გმირი მე ვიყავი, არ მომწონდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, შემაწუხებლად მადევნებდა ყველა თვალს, მოციმციმე შუქებიც კი ცუდათ მოქმედებდნენ. ფაქტობრივად მძულს ყველაფერი რაც დაძაბულობას, დისკომფორტს იწვევს ჩემში და იძულებულს მხდის დამფრთხალი ჩიტივით ვიყო, რომელიც გალიაში გამოამწყვრიეს და თვალს არ აცილებენ. სიცოცხლის ბოლომდე მადლობა უნდა ვუხადო გოგოებს, რომლებიც დამეხმარნენ კაბის შერჩევაში, კაბა საკმაოდ კომფორტულია, სიარულის დროს ხელს არ მიშლის, ეს კიდევ საშუალებას მაძლევს ცოტათი მაინც დავმშვიდდე. ცერემონიის დროს კაბის ბოლო ფეხებზე მედება, თუმცა შემაწუხებელი არაა და დისკომფორტს არ მიქმნის. შეხების რაოდენობის დათვლამ ცოტა არ იყოს დაძაბულობა გამიფანტა, კაბის შლეიფი ნაბიჯების გადადგმისას გარშემო გაიშალა, სიარულისას მე არ მაწუხებდა თუმცა ვაჟას აშკარად პრობლემას უქმნიდა რადგან რამდენჯერმე ფეხიც დამადგა.

ტაშის ხმამ სმენა დამიხშო, ვაჟა ჩემს დაძაბულობას გრძნობდა, ხელები მხარზე მომხვია, ოდნავ დაიხარა და თავისკენ მიმიზიდა. მისი ტუჩების შუბლზე შეხებამ მაგრძნობინა ისეთი სიყვარულის გრძნობა, რომელიც ვერასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სიყვარული - შეიძლება ეს გრძნობა მამაკაცმა ქალს მხოლოდ შუბლზე კოცნით და ჩახუტებითაც კი აგრძნობინოს საკმარისად. ვაჟა კი ყოველ ჯერზე ამას ახერხებდა.



მუსიკა დაიწყო. ვაჟამ ხელი მომკიდა და საცეკვაოდ მოწყობილი სცენისკენ წამიყვანა. მიუხედავად იმისა რომ საშინელ იდეად მეჩვენებოდა, საშინლად მანერვიულებდა ის ფაქტი რომ გარშემო მყოფი ხალხის წრეში უნდა გვეცეკვა, ვაჟას ხელის ჩაკიდება დამეხმარა მოდუნებაში, ცდილობდა ხელი მაგრად ჩაეჭიდა რომ დავმშვიდებულიყავი. ცეკვა დავიწყეთ, ყველანაირად სპონტანურად, დადგმის გარეშე, მხოლოდ გულიდან წამოსული, ჩვენი სურვილის შესაფერისად. სიყვარულით და გრძნობებით სავსე მწვანეები მომაჩერდნენ სახეზე. მისი თვალები უსასრულობისკენ გაღებული კარია. ჩემს გარშემო ყველაფერი ბუნდოვანია ახლა ჩემთვის, თუმცა მისი თვალები ყველაზე ნათელი, ორ წყვილ მწვანე თვალს ერთდროულად შეუძლია მომკლას მღელვარებისგან და დამამშვიდოს კიდევაც. ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს მელოდიაზე კი არა, მომავალზე ვცეკვავდით. ჩვენს თითებზე, საქორწილო ბეჭდები სიმბოლოა, რომელიც გვაუწყებს რომ ერთმანეთს ვეკუთვნით.

ვაჟა ცეკვის დროს ჩემსკენ დაიხარა, ტუჩები კისერზე შემახო და ნაზად მაკოცა. ერთმა პატარ კოცნამაც კი შეძლო ჩემში ვულკანი გაეღვიძებინა.

ენით აუღწერელია ის შეგრძნება რასაც ყოველ მის შეხებაზე ვგრძნობ. ლოყების სიმხურვალეს ვგრძნობ. მადლობა ღმერთს რომ უკვე ღამეა.



ყველაფერმა კარგად ჩაიარა, წვეულება ჯერ დასრულებული არ იყო ჩვენ რომ წასვლის დრო მოგვიწია, რადგან აეროპორტში გვაგვიანდებოდა. საქორწილო კაბა გამოვიცვალე, თინას შერჩეული ულამაზესი ღია ვარდისფერი საღამოს კაბა ჩავიცვი რომელსაც მარცხენა მხარეს ღრმა ფეხის დეკოლტე ჰქონდა.

აეროპორტისკენ ჯაბა გაგვიძღებოდა თავისი მანქანით. ვაჟამ გარაჟიდან ახალი ბოლო მოდელის მერსედესი გამოიყვანა, მანქანაში ჩავჯექი, ვაჟამ კი ვერ მოახერხა, კართან იდგა ,რადგან კომპანიიდან მობილურზე დაურეკეს და ზარის დასრულებას ელოდა, სავარაუდოდ მილოცვებს იღებდა .

გმადლობთ, რა თქმა უნდა, ერთად ვივახშმოთ ერთ საღამოს. ამბობდა ვაჟა.

არ ვიცოდი ვინ თქვა.

მანქანის კარი გააღო, მაგრამ ისე იქცეოდა, თითქოს ვერ გადაეწყვიტა ჩამჯდარიყო თუ არა.

მადლობა. თქვა მან. ისევ ისეთი გამომეტყველება ჰქონდა აშკარად ეტყობოდა რომ საუბარიც მობეზრდა.

- რა თქმა უნდა... გადავცემ. განაგრძო , ღრმად ამოისუნთქა და შეწუხებული სუნთქვა ამოუშვა.

- როგორც იქნა. თქვა გაბრაზებულმა და ტელეფონი გამომიწოდა.

შვიდჯერ გადაიხადე მადლობა. ვუთხარი სიცილით. პიჯაკიც გაიხადა და გამომიწოდა.



სანამ მანქანას ატარებდა, ჰალსტუხს იხსნიდა. ფრთხილად დავდე მისი პიკაჯი უკანა სავარძელზე.

მანქანით ჯერ უკან წავიდა , მერე შემობრუნდა, შემდეგ კი გაზს დაადგა და გარე კარისკენ დაიძრა.

ზურგს უკან მოისროლა ჰალსტუხი. ახლა კი პერანგის მანჟეტებიდან სამაგრებს იხსნიდა. გაკვირვებული ვუყურებდი, მგონი გაშიშვლებას აპირებს. მანიაკური ფიქრები მაწუხებდა თან მეღიმებოდა. მანჟეტების სამაგრების შესანახად დაიხარა, ცალი ხელით ყუთი ამოიღო და შიგ ჩაყარა. პერანგის კლავების აკეცვას და საყელოზე ღილების შეხსნას ცდილობდა, თუმდა ცალი ხელით მანქანის ტარება და ამ ყველაფრის გაკეთება გაუჭირდა.

ნება მომეცი დაგეხმარო. ვუთხარი გაღიმებულმა. მივუახლოვდი და საყელოზე ღილი გვუხსენი.

ასე ხდება ხანდახან ახალ პერანგებზე, მათ ერთი ხელით ვერ გახსნი. ვუთხარი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მისი მამაკაცური გულ მკერდი თვალს მჭრიდა. ვერ გავუძელი მისი ყელის მიზიდულობას და ტუჩებით შევეხე.



მე ვმართავ მანქანას. თქვა ვაჟამ და ნერწყვი გადაყლაპა.



კი და ამიტომ გაგიხსენე ღილები. ვუთხარი და ღრმად ამოვისუნთქე.



მის კანთან შეხებაც კი მწველი იყო ჩემთვის, ისევე როგორც მისი შეხება. მისი სურნელის შეგრძნებაც კი მიზეზი იყო აღელვებისგან მომკვდარიყავი. წუთები გადიოდა დაძაბულობა უნდა დამეოკებინა, მაგრამ სულ უფრო ვნერვიულობდი.



როცა მანქანაში ჩავჯექი კაბის კალთა გადაიწია და ორივე ფეხი მთელი სიშიშვლით გამომიჩნდა, გასწორება არც მიცდია. ვაჟამ მზერა რამდენიმე წამით ჩემს ფეხებზე გადაიტანა.

წესიერად დაჯექი, ხატია. თქვა მან ოდნავ მკაცრი ხმით. მზერას ჩემს ფეხებს არ აცილებდა.

უცხო არის ვინმე? უხეშად ვუთხარი. რა ცუდი ხარ ხატია, მეშინია შენი!

რულთან ვარ. თქვა ვაჟამ და შეწუხებული სუნთქვა ამოუშვა.



ვიცი, და რატომღაც დღეს შენ მანქანის მართვა უცნაურად მიგაჩნია.



ტელეფონი მომაწოდე. მითხრა ახლა მბრძანებლური ტონით. წარბები შევკარი და დასამშვიდებლად ღრმად ამოვისუნთქე. მისი ტელეფონი ფეხზე მედო და თუ ასე უნდოდა ტელეფონი აეღო.



აქაა. ვუთხრაი და თვალებით მივანიშნე.



ღმერთო მოთმინება მომეცი, რაც გზას დავადექით ჩემს მოთმინებას ცდი ხატია.

ხელი გამომიწოდა და სწრაფად ამაცალა ტელეფონი ფეხებიდან. ძალიან ბედნიერი ვიყავი, მიხაროდა რომ შემეძლო მასზე შთაბეჭდილების მოხდენა. არანაკლებ შეუძლია მასაც შთაბეჭდილების მოახდენა ჩემზე. ვაჟამ ჯაბას დაურეკა ტელეფონზე.



სად მიდიხარ, ბიჭო? იკითხა ჯაბამ, როგორც კი ტელეფონს უპასუხა.

პრესაა გააგზავნე აეროპორტის შესასვლელიდან. თქვა სერიოზული გამომეტყველებით.

შტაბი შექმნეს თითქოს. იმდენი არიან. არ წავლენ ძმაო. შენი ქორწილის ამბავმა გაჟონა. სხვა გზა არა გაქვს სურათებს მაინც გადაგიღებენ.

როგორ გაჟონა? ტელეფონის შემოტანის საშუალებაც არ მიმიცია არავისთვის.

შენ მემგონი სტუმრების რაოდენობას არ დააკვირდი. ყველა შენი მოკეთე კი არ იყო იქ.

ვაჟას საშინელად გაბრაზებული გამომეტყველება დაეფინა სახეზე.

ვფიცავ ყველაფერს მაგათ თუ ფოტოების გადაღების საშუალება მივცე. შენ ყურადღება მიიქციე უკანა მხრიდან შევიპარებით. მე არ ვიყო ვაჟა ჩოხელი, სურათის გადაღების საშუალება თუ მივცე დღეს ამათ.

აეროპორტის საავარიო შესასვლელთან გააჩერა მანქანა, ორივე ხელის გულში ჩემი ხელი მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა. მანქანიდან გადასვლას ვაპირებდით როცა ჯაბამ მანქანის შუშაზე მოგვიკაკუნა.

ვაჟა? თქვა ფრთხილი ხმით.

ორივე უცებ მივბრუნდით იმ მიმართულებით, საიდანაც ხმა მოგვესმა. ვაჟამ შუშა ჩაწია.

სასწრაფოა. განაგრძო ჯაბამ.

რა მოხდა? წარბები შეჭმუხნა ვაჟამ.

ერთ- ერთ კაზინოში ინციდენტი მოხდა.

რომელში?

თბილისის. ახლახანს დამირეკეს. რუსლანის ბიჭი და მისი მეგობრები იყვნენ. ჩვენი ბიჭებიდან ხუთი დაჭრილია.

გააკეთეთ ყველაფერი ხუთივე იცოცხლებს.

კიდევ...

რა კიდევ დაამთავრე ბიჭო! გაბრაზებისგან პირდაპირი მნიშვნელობით ცეცხლებს ჰყრიდა ვაჟა.

რუსლანს მესიჯი აქვს შენთვის. ასე დაიბარა მისმა ნაბიჭვარმა.

რას ამბობს? კბილებში გამოსცრა ვაჟამ.

ამბობს რომ უფრო გიჟური გეგმები აქვს, შეიძლება სახლშიც გეწვიოს ხმაურიანი წვეულებით.

ვაჟას თვალები ბრაზით აევსო, ტუჩებს კბილებით იკვნეტდა, ისე იღიმებოდა თითქოს გაგიჟდა, თითქოს ეს იყო მისი ბოლო წერტილი. თითქოს მოთმინება გაუქრა და რაც შემდეგ მოხდებოდა მისი ბრალი არ იქნებოდა. შემდეგ ისევ ჯაბას მიუბრუნდა და მკაცრი ხმის ტონით უთხრა.

მხოლოდ ერთი საათი გაქვს რუსლანის ს ჩემს ფეხებთან დასაგდებად. ხატიას სოფლის სახლში დავტოვებ და მოვბრუნდები. მაგ ნაბიჭვარს სიცოცხლეს ჩემი ხელით წავართმევ. ჯაბამ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და ჩვენს მანქანას მოეცალა.

გაგონებულით შოკში ჩავარდი. საქორწინო მოგზაურობაზე ვინღა ფიქრობდა როგორმე ვაჟას დამშვიდება უნდა მომეხერხებინა, სისულელე რომ არ ჩაედინა. ყველაზე სულელური ახლა რაც მომაფიქრდა მხოლოდ ის ვუთხარი.

არ მივდივართ გვაგვიანდება? გაბრაზებული მზერით ჩემსკენ მობრუნდა, თითქოს გაუკვირდა, რამდენიმე წამის განმავლობაში არაფერი უთქვამს, ან ვერ თქვა...

საქმე მაქვს. ამოთქვა ძლივს!

როგორც იტყვით მოგვიანებით ანუ?! ვუთხარი ახლა უკვე გაბრაზებულმა.

უბედნიერესი წუთებიდან სრულიად სხვა სამყაროში ავღმოჩნდი. რომელია რეალური სამყარო? ალბათ ახლა რომელშიც ვარ....

დაკავებული ვარ, ვერსად ვერ წავალ რა ვერ გაიგე? მითხრა ცივი და მკაცრი ხმით.

ნახევარი საათის წინ სულ სხვა ადამიანი იყო და ახლა კი სულ სხვა იდენტურობა მიიღო წამში. გარბოდა, სინამდვილეში გამირბოდა. ან შეიძლება ჩემი წარმოსახვა იყო და კაზინოში წასასვლელად ემზადებოდა, ვიღაცის შვილის მოსაკლავად. ღმერთო გაფიქრებაც კი მზარავს, ცრემლები ყელში მომაწვა, თავი ვეღარ შევიკავე საშინლად ვიყავი გაბრაზებული, მეც გავაღე მანქანის კარი და გავიქეცი, გავურბოდი ვაჟას ნამდვილ სახეს. მაგრამ სად? აეროპორტის შენობაში შევედი და საპირფარეშოსკენ მივაშურე. ვაჟასთვის მანქანიდან გადმოსვლისას არაფერი მითქვას. ცოტახანში საპირფარეშოს კარი გაიღო და ვაჟა შემოვიდა.

რას აკეთებ?

რას ვაკეთებ?

მივდივართ მეთქი! რომ ვთქვი ვერ გაიგე?

ორი ქალბატონი შემოვიდა საპირფარეშოში, ორივე გაკვირვებით გვიყურებდა, მეტად რომ აღარ შევრცხვენილიყავით უცხო ხალხთან

ცრემლები მოვიწმინდე, ჩუმად მივაჩერდი თვალებში. შემდეგ დუმილი დავარღვიე.

გავიგე. ვუთხარი ფაქტიურად ჩურჩულით და მის გამოღებულ კარში გავედი. ვაჟა უკან სწრაფი ნაბიჯით გამომყვა. მკლავში ხელი წამავლო და თავისკენ შემაბრუნა.

რის გაკეთებას ცდილობ? არ მესმის შენი ხატია.

ეს შენ რის გაკეთებას ცდილობ? თვითონ დამნაშავე ხარ და ცდილობ ბრალი მე დამდო. დავუყვირე მოურიდებლად, უცხო ხალხის წინაშე გაბრაზედბულმა.

დავიღალე ყოველთვის იმაზე ფიქრით და ჩემს თავთან იმის შეხსენებით, ხატია დაუდევრულად არ მოიქცე, არავინ გააბრაზო, იმედი არავის გაუცრუო. ჩემზე რატომ არავინ ფიქრობს არასდროს?

შენ იცი რახდება ეხლა იქ? შემომხედე. სამოგზაურო დრო მაქვს ახლა? კბილებში გამოსცრა მუქარანარევი ხმით.

წადი ვაჟა. ვუთხარი ზედმეტი საუბრის გარეშე. - იმედია მოგვიანებით შევხვდებთ.

ოხ! ხატია, ხატია! გამოსცრა კბილებში. გაბრაზებულმა გაიღიმა, ისე გაიღიმა თითქოს ამ ღიმილით მოთმინებას ითხოვდა სამყაროსგან.

საქმე გაქვს მე არ შეგაჩერებ! წადი! ვუთხარი ყალბი უყურადღებო გამომეტყველებით.

რა გჭირს ხატია გეკითხები? დამიყვირა . და ისევ მომაპყრო თავისი მწვანე თვალები რომლებიც სიბრაზეს აფრქვევდა. მისი მზერიდან წამოსული ბრაზი ჩემს ბრაზს შეერია ჰაერში.

შენ თუ შეგიძლია მიყვირო მეც შემიძლია! დამიყვირა ხელახლა.

რა მჭირს იცი? შენ არ გაქვს უფლება სხვაზე გაბრაზებულმა ჩემზე იყარო ჯავრი! გამაფრთხილებელი ტონით ვუთხარი.

თვალები დახუჭა ვაჟამ ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს ბრაზის მოთოკვას ცდილობსო. შემდეგ კი შედარებით მშვიდი ტონით მითხრა.

წავედით.

უსიტყვოდ ორივენი მანქანისკენ წავედით. ვფიქრობ ქორწილი ერთმანეთზე გაბრაზებულებმა დავასრულეთ. პლიუს ამას ვაჯას დიდი პრობლემა გაუჩინეს და მოგზაურობაზე ლაპარაკი საერთოდ არც ღირს.

დაახლოებით ერთ საათში ვაჟას სოფლის სახლში ვიყავით. დუშეთის ერთ-ერთ რაიონში ულამაზესი დაჩა ჰქონდა. ვერანდაზე პატარა მაგიდასთან ვიჯექი მარტო და ირგვლივ ჩამოწოლილ სიბნელეში ვიყურებოდი. მიუხედავად იმისა რომ აგვისტოს დასაწყისში ვიყავით გრილი ნიავი მაინც მეალერსებოდა მთლიან სხეულზე. მხარზე სითბო ვიგრძენი. შალი ნაზად დამაფარა მხრებზე . თითქოს დროის შეგრძნება მქონდა დაკარგული არ ვიცოდი რამდენი ხანი ვიჯექი ასე, არც ის ვიცოდი რა დროს მომიახლოვდა ვაჟა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი მასზე, თუმცა ამავე დროს ბედნიერი, რადგან როგორც ჩანს გაბრაზებამ გადაუარა და თბილისში უკან მიბრუნება სისულელის ჩასადენად გადაიფიქრა. შევხედე. დაღლილი ჩანდა და ეს დაღლილობა მის მზერაში მის თვალებში იკითხებოდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, მაგიდაზე ორი ფინჯანი ყავდა დადგა, გვერდით მომიჯდა, ყავა მოსვა და სიგარეტს მოუკიდა.

ამაღამ ამ სახლში მოგვიწევს დარჩენა. მითხრა მშვიდი და მოსიყვარულე ხმით.

არ აქვს მნიშვნელობა. ვუთხარი ცივად.

ხო ხომ? თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ სადაც არ უნდა ვიყოთ ჩემს გვერდით მშვიდად იძინებ ყოველთვის. სახეზე ეშმაკურმა გამომეტყველებამ გადაურბინა და გაიღიმა.

არ შეგაწუხებ ამჯერად. საქმე გქონდა შენ. ვუთხარი გულგრილად, და ეს გულგრილობა ჩემს სახეზე ღიმილს ეწინააღმდეგებოდა. ავდექი. თვალს არ მაცილებდა. შალი მხრებიდან მოვიხსენი, ჩემს ყურებას აგრძელებდა, მისი ასეთი დაჟინებული მზერა უარესად მიშლიდა ნერვებს, კიდევ უფრო ამწვავებდა ჩემს გაბრაზებას. ხელში დაჭერილი შალი სახეზე ვესროლე, შევბრუნდი და სახლში შევედი. საძინებელი ოთახისკენ მივაშურე და ზურგს უკან კარიც მივიჯახუნე. საწოლზე ჩამოვჯექი და ჩემს საქორწილო ბეჭედს დავაკვირდი. რამდენიმე საათის უკან უბედნიერესი ვიყავი, არც ახლა ვარ უბედური თუმცა გულ ნატკენი ვარ, დღეს ვაჟას ამოუცნობ სახეს შევხვდი, შეიძლება სულელი ვარ ასე უცბათ რომ მივიღე გადაწყვეტილება თუმცა მთელი გულით შემიყვარდა, თუმცა დღეს სიყვარულთან ერთად ჩემს გულში, სხეულში და სრულიად ყველა უჯრედშიც კი ერთად შემოიჭრა რამდენიმე სხვადასხვა ემოცია, რომლებსაც ერთად ვერ გავუმკლავდი. საწოლთან მდგარი სანათი ავანთე, სუსტმა ნათებამ ოთახი მოიცვა. კაბა არც გამიხდია დასაძინებლად წამოვწექი. ცოტახანში ოთახის კარზე კაკუნი გაისმა, ვაჟას მეტი არავინ იქნება, არ დავეპასუხე. ვინ იცის ახლა კიდევ გაბრაზებულია, მაგალითად შალი რომ ვესროლე სახეში. კარი ნელა გაიღო და ხმის ამოუღებლად შემოვიდა ოთახში. მიკვირს!

ამ კაბაში ვერ მოისვენებ. გინდა ჩემი მაისური მოგცე?

არ მსურს. ვუთხარი ყინულივით ცივი ხმით. თავი დამიქნია საწოლზე ჩამოჯდა, მისკენ მიმიზიდა, გულზე მიმიხუტა და თავი ჩემს თმებში ჩარგო.

კარგი მაშინ. ჩემზე კიდევ გაბრაზებული ხარ?

ხმა არ გავეცი. არც საპასუხოდ ჩავხუტებივარ პირიქით მკერდზე ორივე ხელით ძლიერად მივაწექი თავიდან რომ მომეცილებინა, თუმცა არც კი განძრეულა. ისევ მაგრად ჩამიხუტა და ამჯერად თავზე მაკოცა.

შექმნილ სიტუაციაზე საშინლად გავბრაზდი ჩემო სიყვარულო.

არ მაინტერესებს ვაჟა. მე არც კაზინო დამირბევია, არც არავისთვის მისვრია. რატომ აღარ წახვედი? ერთ საათში უნდა მიბრუნებულიყავი უკან? რა შეიცვალა? ვუთხარი ყველაფრისგან დაღლილმა და ვცადე მისი მკლავებიდან გავთავისუფლებულიყავი თუმცა ამაოდ, წინააღმდეგობის გაწევა შევწყვიტე. მისი სურნელი დამამშვიდებელი ეფექტივით მოედო ჩემს სხეულს, მოვდუნდი, თუმცა ჩემში ისევ ბრაზი იყო მის მიმართ.

მოდი დავიძინოთ. მითხრა ვაჟამ ვითომც არაფერი მომხდარა.თავი ოდნავ ავწიე და მას შევხედე.

რა მოხდა ? იკითხა.

შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ ახლა! მგონი გაგეყრები. გამოვცარი კბილებში. ისე ხმა მაღლა გაიცინა მთელს ოთახს ექოდ მოედო მისი სიცილის ხმა.

ნუ იცინი თორემ ახლა შალის მაგივრად შენს ნაჩუქარ ბეჭედს გესვრი სახეში. ვუთხარი გაბრაზებულმა. სიცილს უფრო უმატა ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცხვირზე მაკოცა.

დღეიდან თაფლობის თვეში ვართ? რა ტონით მელაპარაკები? რა საქციელია?

მეჩურჩულებოდა ყურში თან ყელზე ნელ ნელა და ნაზად მკოცნიდა. მისი ტუჩების შეხება გონებას მართმევდა და ნელ ნელა ჩემში ლავის ამოფრქვევას უწყობდა ხელს.

რას აკეთებ? ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.

სად მიდიხარ? მკითხა გაკვირვებულმა.

მე სხვა ოთახში დავიძინებ. ვუთხარი წარბშეკრულმა.

ისევ ხმამაღლა გადაიხარხარა ფეხზე წამოდგა ორივე ხელი წელზე მომხვია მისკენ მიმიზიდა, ჩემს ხელებს საპასუხო რეაქცია არ ჰქონია. შევხედე, მწვანე მოელვარე თვალებსი ჩავაცქერდი.

მე არ გაძლევ უფლებას სხვა ოთახში დაიძინო.

შენთვის ნებართვა არ მითხოვია. ვუთხარი და მხრებზე მოვხვიე ხელი უნებურად.

ჩემი სულელური საქციელი მაპატიე ამერთხელ, რას იტყვი? მითხრა და სახე მომიახლოვა, მისი სასიამოვნო სურნელი ისევ თავბრუს მახვევდა, აზრების მოკრეფაში ხელს მიშლიდა. მისი სურნელი მათრობდა. მასთან სიახლოვით ფეხებში ძალა მეცლებოდა და ფაქტიურად ახლა მისი მკლავების დახმარებით ვიდექი ფეხზე.

ნანობ? ვკითხე გულგრილი გამომეტყველებით. გაიცინა

აჰაჰაჰა... არ მეტყობა?

ანუ არაუშავს, რახანც ჯერ არ მოგბეზრდი?

რას ჰქვია ჯერ არ მომბეზრდი? მითხრა გაკვირვებით. შემდეგ ხელებზე ხელი მომკიდა და მისი კისრისკენ წაიღო ნიშნად იმისა რომ ხელი მომეხვია. მეც მოვეხვიე...

არ მომბეზრდები არასდროს ჩემო ფერია ! გულიანად გამიღიმა.

თუნდაც რომ გიყვირო და გეჩხუბო? ან კიდევ გაგებუტო?

თუნდაც.

გამიღიმა, ისე ლამაზად გამიღიმა ჩემმა მზერამ მის ტუჩებზე გადაინაცვლა, მისი მზერაც ჩემს ტუჩებზე იყო, მომიახლოვდა და მაკოცა.

ახლა აქ მარტონი ვართ. მითხრა ჩურჩულით.

რა იცოდა რომ მისმა კოცნამ გონება დამიკარგა. ან იცოდა და ყველაფერს კარგად ხვდებოდა.

როგორც უნდა იყოს, მხოლოდ მე და შენ. მითხრა ვაჟამ ბოლოჯერ და ჩვენი თვალები ისევ ერთმანეთს შეხვდა, ჩვენს ტუჩებს შორის მანძილი განულდა. მისი სუნთქვა ფილტვებშ ჩამეღვარა. მისი ხელები ჩემი სხეულს ეხებოდა, ფრთხილად დაიწყო ჩემი თმებიდან თმის სამაგრების მოხსნა. თითქოს ეშინოდა თმა არ დაეწიწკნა, მისმა ტუჩებმა ჩემი ტუჩებიდან ჩემს კისრამდე გადაინაცვლა და პატარა შეხებებით გზა გაიკვალა. ხელები ვაჟას პერანგის ღილების გასახსნელად უნებურად გაიქცა, ვღელავდი და ვგრძნობდი როგორი მოუხერხებელი ვიყავი. მისი გრძელი თითები ჩემს აკანკალებულ ხელებს დაეხმარნენ, სანამ ჩემი ტუჩები ჯერ კიდევ მის ტუჩებს არ შორდებოდა. პერანგი სწრაფად გაიხადა და იატაკზე მოისროლა, უნაკლო სხეული აქვს ნებისმიერ მამაკაცს რომ შეშურდება, ან კიდევ უამრავ ქალს რომ თვალს მოსჭრის. მისმა თითებმა ნაზად გაიკვალე გზა ჩემს ზურგამდე, კაბის შესაკრავი ოსტატურად შეხსნეს. მისი ტუჩები ისევ ჩემს ტუჩებს შეეხო ნაზად, მის ხელებს ყველგან ვგრძნობდი, თითქოს ხელებით ცდილობდა ჩემი სხეულის შეგრძნებას. ჩემში ვულკანივით იფრქვეოდა ვნება. თითქოს ჩემს სხეულს წამებში ტოვებდა ყველაფერი და ვაჟას თვალებში იკარგებოდა, რომლებიც სიყვარულით და ვნებით შემომცქეროდნენ და მელოდნენ როდის დავიკარგებოდი მათში. დავიკარგე. მის თვალებში, მის მკლავებში, მის ვნებაში დავიკარგე. ჩემთვის პირველი იყო, უცნობი იყო..

***

მისი ხალათი მაცვია, იმდენად მძიმეა რომ მოძრაობაში ხელს მიშლის. ვაჟა ოთახში არ იყო, სანამ სააბაზანოდან გამოვიდოდი საწოლზე ჩემი ტანსაცმელი დაეტოვებინა, იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი შეეგროვებინა და აეკრიფა, ზეწარი გამოეცვალა. საწოლიდან ტანსაცმელი ავიღე და ისევ აბაზანისკენ გავბრუნდი. თმა ნელ-ნელა რომ გავიმშრალე და სააბაზანოდან გამოვედი, ვაჟაც ოთახში იყო; სპორტული სამოსი ეცვა. მრცხვენოდა, როცა მის წინ ვიდექი, ახლა ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვეღარასოდეს შევძლებდი თვალებში ჩახედვას. არ ვიცი რატომ ვგრძნობდი თავს ასე.მეშინოდა ყველაფრის, რაც არ ვიცოდი. არ ვიცოდი რას ფიქრობდა, მრცხვენოდა რადგან კიდევ მსურდა მისი შეხება. ვაჟამ ხელი მომკიდა მისკენ მიმიზიდა და ვერც კი გავაცნობიერე ისე ჩამაცვა თავისი სპორტული ჟაკეტი, ხელი ჩამკიდა და ოთახიდან გავედით. ვერანდაზე მდგარ პატარა მაგიდაზე სხვადასხვა ხილით სავსე თეფშები იყო და ორი ჭიქა ღინო ბოთლთან ერთად რომელიც აშკარად ახალი გახსნილი იყო.

მოდი ხატი.

გვერდით მივუჯექი, ფეხებზე ცოტახნის წინ ნასროლი შალი გადამაფარა და გულზე მიმიხუტა. ცა გაკაშკაშებული იყო ვარსკვლავებით. არეული ფიქრების გასაფანტად მათი დათვლა დავიწყე. ვაჟა თმებზე და სახეზე მეფერებოდა, შემდეგ ნაზად ცხვირზე თითი ჩამომკრა, მისკენ ავიხედე.

რა მოხდა?

ვარსკვლავები იმისთვისაა რომ უყურო და არა დაითვალო. მითხრა ვაჟამ და სიყვარულით გამიღიმა. მისი მწვანეები ვარსკვლავებზე უფლო ლამაზად ანათებდნენ.

ვფიქრობ შენი თვალების ყურება უფრო ლამაზია. ვიდრე ვარსკვლავების. გაიღიმა.

მაშინ მათ უყურე. მითხრა და ლოყაზე მაკოცა.







15

ხატია



ჩვენი ქორწილიდან სამი თვე გავიდა, ზღაპარივით სამი თვე. ვაჟამ ჩემს ოჯახთან ურთიერთობა დაალაგა, განსაკუთრებით მამასთან, ნამდვილად ეტყობოდათ რა პრობლემაც ჰქონდათ ერთმანეთში მოაგვარეს. ჩემს მშობლებს დიდი სურვილი კი ჰქონდათ მათთან გვეცხოვრა მაგრამ ვაჟამ სასტიკი უარი განაცხადა. თუმცა ჩვენი ხშირი სტუმრები იყვნენ ჩემი ოჯახი, ასევე კახა და გოგაც. ბიჭებთან საკმაოდ თბილი ურთიერთობა მქონდა, განსაკუთრებით კახასთან, ყოველთვის ნანატრი ძმის ადგილს მივსებდა თითქოს მისი არსებობით.

ამ დროის განმავლობაში უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, კი იყო რაღაც ისეთი პირადული საკითხები რაზეც ვაჟას მხრიდან გაკვირვებული დავრჩი, ეს შვილის ყოლის საკითხს ეხებოდა. თაფლობის თვიდან როცა დავბრუნდით პირველი ვიზიტი ექიმთან გვქონდა, დღესაც ყურში ჩამესმის ვაჟას სიტყვები. „ ექიმო ყველაზე სანდო გზა რაც არის ის გამოვიყენოთ, არ მინდა რომ შვილი გვეყოლოს’’. შვილის გაჩენას არც ვგეგმავდი ჯერ, თუმცა მეც როგორც ყველა დაოჯახებული ადამიანი ბედნიერ და დიდ ოჯახზე ვოცნებობდი, დედობაზე ვოცნებობდი. თუმცა ჩემი და ვაჟას გეგმები ერთმანეთს სამწუხაროდ არ ემთხვეოდა. რამდენჯერმე ვკითხე რატომ არ სურდა შვილი, თუმცა არასდროს პასუხი არ მიმიღია, მეტიც სასაუბრო თემას მაშინვე ცვლიდა, ვფიქრობდი რომ მისი ოჯახის ტრაგედიას ეხებოდა, არ უსაუბრია ჩემთან მის ოჯახზე, მის წარსულზე, თუმცა ვიცოდი რომ საშინელი ცხოვრება ჰქონდა გავლილი.

ერთ ერთ საღაამოს, სახლში ვახშმობის დროს მითხრა „ბედნიერები რომ ვარ მეშინია“ არაფერი მითქვამს მის ასეთ ფსიქოლოგიურ ყოფას ნარკოტიკს ვაბრალებდი, მაქსიმალურად ცდილობდა შეშვებოდა, რაც ერთად ვიყავით არ ხმარობდა, ნარკოტიკი იქით იყოს სიგარეტის მოწევასაც არიდებდა თავს, თუმცა ვხვდებოდი რომ უჭირდა, ხანდახან დეპრესია დახვევდა ხელს და შიშები ეწყებოდა, ეშინოდა რომ რამე დამემართებოდა, სახლიდან როცა გავიდოდა დღის მანძილზე დაუთვლელი რაოდენობით შეტყობინებებს მიგზავნიდა და მირეკავდა მოსაკითხად. იშვიათად გავდიოდი სახლიდან, თუმცა როცა გასვლას დავაპირებდი მინიმუმ 5 კაციან დაცვასთან ერთად მიწევდა სიარული. საშინლად დამთრგუნველი იყო ჩემთვის, მითუმეტეს დაცვა იარაღის ტარების გამო ყურადღებას იქცევდა. ბოლო ერთი თვე ვაჟაც იარაღს გვერდიდან არ იცილებდა. ეს ფაქტი მაშინებდა თუმცა ვცილობდი შევგუებოდი რადგან მითხრა რომ ეს ყოველივე ჩვენი უსაფრთხოების გამო იყო აუცილებელი. ვხვდებოდი პრობლემები ჰქონდა და ამ პრობლემების გამო ბევრი სირთულე იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში.

რამდენიმე დღის წინ გავედი სახლიდან, იმდენად ვიყავი დაცვით შეწუხებული, ჩუმად გავიპარე, ვაჟასთვისაც არ მითქვამს. ლუკას, თორნიკეს და ნინის შევხვდი ჩვენს საყვარელ პიცერიაში. დაახლოებით ერთ საათში გაიგო ვაჟამ სახლში რომ არ ვიყავი და დაცვის გარეშე გავედი, საშინლად გამიბრაზდა, მითხრა რომ ფეხი არ მომეცვალა სანამ არ მოვიდოდა, თუმცა თვითონ არ მოსულა გოგა და კახა გამოგზავნა ჩემს წასაყვანად. საღამოს სახლში რომ დაბრუნდა ვიკამათეთ, ისევ იგივე თემაზე დაცვა რატომ არ წავიყვანე , თუმცა გაბრაზებულს არ გავდა უფრო შეშინებულს და განერვიულებულს. ერთად ვივახშმეთ, ვახშმის შემდეგ ფილმის ყურება გადავწყვიტეთ, ვაჟამ არჩევანი მე მომანდო სანამ მე ნეთფლიქსზე სასურველ ფილმს ავარჩევდი, მანამ ვაჟა კომფორტულად მოკალათდა ტელევიზორთან მისაღებ ოთახში არსებულ L - ფორმის დივანზე, მეც გვერდით მივუწექი და გავაგრძელე ფილმის არჩევა ისევ.

აუუ, ვერ ვარჩევ ვერაფერს, რას ვუყუროთ?

შენ რომელიც მოგეწონება იმას ხატია.

ახლა ვერაფერს ვერ ვარჩევ შენი საყვარელი ფილმი მითხარი და ის ჩავრთოთ.

ფილმებისთვის იმ სიხშირით არ მიყურებია რომ რომელიმე შემყვარებოდა.

საბოლოოდ საკმაოდ კარგი რომანტიკული ფილმი შევარჩიეთ, ბედნიერი დასასრულით. ფილმის ყურებისას ვაჟას გულზე ვყავდი მიხუტებული და თმებზე მეფერებოდა.

ძალიან ლამაზი ხარ. ყველაზე ლამაზი ქალი ხარ ვინც კი ოდესმე მინახავს. ჩამჩურჩულა სიყვარულით სავსე ტონით.

ყოველთვის ლამაზად ჩამთვლი? რომ დავბერდები მაინც? ვკითხე ღიმილით.

შენთან ერთად დაბერებაზე ფიქრიც კი ლამაზია. და კი რომ დაბერდები კიდევაც ყველაზე ლამაზი ქალი იქნები, შენს სახეზე ნაოჭებს, თმებზე ჭაღარებსაც კი ძალიან შევიყვარებ!

ბოლოს ნათქვამი სიტყვები „ მე შენ მიყვარხარ“ -ს ნიშნავდა?! ხომ? ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის ასეთი ლამაზი სიტყვები თუმცა პირდაპირ „ მიყვარხარ“ არასდროს. თვალები ცრემლებით ამევსო უმიზეზოდ, რომ არ ვყვარებოდი ასეთ სიტყვებს არ მეტყოდა.

ვაჟა... ჩავიჩურჩულე ჩუმად - მეშინია...

შეცბუნებულმა შემომხედა მის თვალებში მღელვარება ამოვიკითხე.

რა გაშინებს?

შენი დაკარგვისა მეშინია... შენთან ერთად ყველაფერი ზედმეტად ლამაზია... არმინდა რომ ეს „ სილამაზე“ დაირღვეს, შენი დაკარგვა არ მინდა. გამიღიმა ისე ლამაზად გამიღიმა, ვიგრძენი რომ კიდევ ერთხელ შემიყვარდა უზომოდ.

ასეთი რამ არასოდეს მოხდება, ამას არასოდეს დავუშვებ, შენ ყოველთვის ჩემი იქნები. ისე მითხრა თითქოს ჩემს წინაშე ფიცი დაედოს ამ სიტყვებით.

ხატი... მითხრა, თითქოს ჩურჩულით მეფერებოდა. - საკუთარ თავსაც ვერ ვუხსნი. . . მწვანე თვალები ჩემს შავ თვალებს მოანათა. - შენ რაღაც განსხვავებული ხარ ჩემს ცხოვრებაში, სასწაულივით განსხვავებული. მეჩვენება თითქოს ჩემს ცხოვრებას თავდაყირა აყენებ, გასაკვირი ისაა რომ მე ამ არეულობის სიყვარული დავიწყე ჩემს ცხოვრებაში.

გამეღიმა. . .

ქმარო. ვუთხარი სიცილით. - დღეს რაღაც უცნაურად იქცევი, კარგად ხარ?

კარგად ვარ. მითხრა ჩემსკენ დაიხარა და შუბლზე მაკოცა, შემდეგ გულში მჭიდროდ ჩამიკრა. ცხვირი ჩემს თმებში ჩარგო და ჩემი თმის სურნელი ღრმად შეისუნთქა. - იმაზე უკეთესად ვარ ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ.

არადა ვგრძნობდი რომ კარგად ვერ იყო, უცნაურად იქცეოდა, თავის თავს არ გავდა...



უკვე სამი დღეა სახლში არ მოსულა, რატომ არ ვიცი, ამ სამი დღის განმავლობაში კახა არ მომცილებია გვერდიდან, ჩემს ემოციებს, ნერვიულობას ყველაფერს იზიარებს და ჩემს დამშვიდებას ცდილობს რადგან ვაჟა ჩემს დარეკილზე ზარს არ პასუხობს, არც შეტყობინებაზე მიბრუნებს პასუხს, არვიცი სადაა, როგორაა, სახლში რატომ არ ბრუნდება...

არც კახას ზარებს პასუხობდა, თუმცა კახა ჯაბასთან გავიდა კონტაქტზე, რომელმაც უთხრა რომ ვაჟა ბათუმში იყო, საქმეები კი იმდენად ბევრი დაუგროვდა ჩამოსვლას ვერ ახერხებდა. თუ ასე იყო რატომ მჭამდა შინაგანად ის აზრი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა?

შშშშშ. ჩემი ძმის ცოლო. დამშვიდდი ახლა მაინც. სულ რაღაც სამი დღეა სახლში არ მოსულა შენი ქმარი, რა არის ეს ამდენი ნერვიულობა.

არვიცი კახა. საქმეების გამო ამდენი ხანი ვაჟას არ დავუტოვებივარ არასოდეს, მითუმეტეს ამ თვეების მანძლზე ღამე სახლის გარდა სხვაგან არ გაუთენებია.

ვაჟასნაირი ხალხის საქმე არ მთავრდება ხატია. ყოველდღე რამდენ ადამიანთან უწევს ურთიერთობა წარმოდგენაც არ გაქვს. ცოტა დამშვიდდი და დღეს სახლში რომ დაბრუნდება პასუხი მოსთხოვე.

***

უკვე ჭკუიდან რამისაა გადავიდე, ერთი კვირა გახდა რაც ვაჟა სახლში არ მოსულა, ტელეფონზე ძალიან რომ შევაწუხე მაშინ ინება და გამცა პასუხი. რამდენჯერაც დავურეკავ მეუბნევა რომ ყველაფერი კარგადაა და მოკლე წინადადებებით მიცილებს თავიდან. ახლა უკვე მეშინოდა რადგან ვფიქრობდი რომ ვაჟა ჩემგან თავის დაღწევას ცდილობდა, სხვა ახსნას ვერ ვუძებნიდი მის ამ საქციელს. ტელეფონით ხელში, ეზოში წინ და უკან დავდიოდი უაზროდ. კახა უკვე ვეღარ მაჩერებდა და აღარც ჩემს ფუჭად დამშვიდებას ცდილობდა, რადგან თვითონაც ეჭვობდა რომ ვაჟას რაღაც პრობლემა ჰქონდა. მთელი ამ დროის მაინძილზე ჩემს გვერდით იყო, მხარდაჭერას არ მაკლებდა.

კახა ნახე მაინც ვაჟა შენ? მე ერთი კვირა არ მინახავს, ტელეფონზე ვურეკავ ხშირ შემთხვევაში არ მპასუხობს, თუ მიპასუხა წესივრად არც მესაუბრება წამებში მითიშავს, ბათუმში ჩამოვალ ვეუბნევი იქ ჩასცვლას მიკრძალავს...კარგად არის მაინც? რაღაც მოხდა ხპმ? ჩემს ქმარს რაღაც დაემართა და ასე იმიტომ იქცევა... თავი ვეღარ შევიკავე და ტირილი დავიწყე.

ჩუ.... მითხრა და გადამეხვია. - მარტო შენგან არა ყველას გაურბის თითქოს, მას რომ ვნახავ შენს ასეთ განერვიულებას ვანანებ.

მხოლოდ მინდა ვიცოდე რომ კარგადაა. ვუთხარი კახას და ცრემლები მოვიწმინდე.

ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა თინა მირეკავდა.

სასწრაფოდ შეტყობინებები შეამოწმე და ჩემს გამოგზავნილ ლინკზე გადადი. მითხრა აფორიაქებულმა და ტელეფონი გამითიშა, ისე რომ არაფრის კითხვაც არ მაცალა.

მის გამოგზავნილ ლინკზე გადავედი, რაღაც ყვითელი პრესის საიტი ჩაუგდია, სურათები და წარწერები ნელნელა იხსნებოდა ეზოში ინტერნეტი კარგად არ იჭერდა და ამიტომ სახლისკენ წავედი კახაც უკან გამომყვა აინტერესებდა თინა ასე ძაან რამ ააფორიაქა. სახლში არც ვიყავი შესული რომ გვერდი ბოლომდე გაიხსნა პირველი რაც დავინახე ვაჟას ფოტო იყო, ვაჟა და უცხო ქალბატონი, ხელი ჰქონდა გადახვეული, იღიმოდა... წარწერებს ვერ ვკითხულობდი, ასოებს ვეღარ ვარჩევდდი, თითქოს ეწერა „ცოლს ვეყრები, აღარ მიყვარსო..“ ტელეფონი კახას მივაწოდე...

კახა ვერ ვკითხულობ გთხოვ რა წერია ნორმალურად წამიკითხე, სიმართლეა მით.... დასრულებაც ვერ შევძელი, ხელები ამიკანკალდა, თვალთ დამიბნელდა, სუნთქვა გამიხშირდა, ვგრძნობდი რომ პანიკური შეტევა დამეწყო, ღმერთო ასე არასდროს ვყოფილვარ, მთელი სხეული მეკრუნჩხება, ვგრძნობ რომ გარე სამყაროსთან კავშირი გავწყვიტე, სახეზე ცივი სითხის შესხმა ვიგრძენი, ჯერ ერთ მხარეს ამეწვა ლოყა შემდეგ მეორე მხარეს, თუმცა ამაოდ ვგრძნობ რომ კრიჭა მეკეტება და ნელ ნელა ვიგუდები, ცნობიერება მეკარგება...

რამდენიხანი გავიდა არ ვიცი თუმცა, საშინელი სიცივის შეგრძნებამ გამაღვიძა, უკვე ღამე იყო გარეთ წვიმდა საშინელი წვიმა იყო.გვიან შემოდგომას აშკარად არ უხდებოდა იმდენად ხმაურიანად წვიმდა. ჩემს წინ კახა, გოგა, ჯაბა და ვაჟა იდგნენ, მათთან ერთად სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, ყველანი გარეთ ვერანდაზე ვიყავით, ტანისამოსი სველი მქონდა და სიცივისგან კბილი კბილს მაცემინებდა ისე მაკანკალებდა, კახამ მეორე პლედიც მომახვიაა.

ექიმმა თქვა რომ ასეთ დროს ჰაერზე შენი ყოფნა კარგი იქნებოდა, სანამ გონს მოხვიდოდი. ახლა სახლში შევიდეთ ხატი. მითხრა კახამ.

რამოხდა? ვიკითხე ჯერ კიდე გონებაზე ნახევრად მოსულმა.

პანიკური შეტევა გქონდათ ქალბატონო, რომელიც საკმაოდ რთულად გადაიტანეთ, იღბლიანი ხართ თქვენს გვერდით ვიღაც იყო თორემ ასეთ დროს დაიღუპებოდით,ბატონმა კახამ დროულად გაგიწიათ დახმარება. აუცილებლად მიმართეთ ექიმს, ჯანმრთელობას გისურვებთ. მითხრა სასწრაფოს ექიმმა და თავისი ნივთების შეგროვებას შეუდგა.

ჩემს გვერდით თავზე წამომდგარ კახას გავხედე რომელიც ჩემს სახლში შეყვანას ლამობდა, მაჟვენა ხელის სამი თითი გადახვეული ჰქონდა, უცნაურია ცოტახნის წინ არანაირ სახვევი არ ჰქოდა. თუმცა ახლა ამაზე ფიქრის თავი არ მქონდა თავს ვაიძულებდი ვაჟას მხარეს არ მიმეხედა...

ექიმო დამამშვიდებელიც რომ გაგეკეთებინათ. უთხრა გოგამ ექიმს.

ამ ეტაპზე არაა საჭირო, მიღებული სტრესის შედეგად სხეული ისედაც მოდუნებული აქვს , ფსიქოლოგია ემოციებისგან ცარიელია, ახლა მხოლოდ დასვენეებაა მისთვის საკმარისი.

გადავწყვიტე ექიმის რჩევისთვის მომესმინა და დამესვენებინა, ყველასგან და ყველაფრისგან.... უსასრულოდ დამესვენებინა.

გაგაცილებთ. გაისმა გოგას ხმა და სასწრაფოს ეკიპაჟს უკან გაჰყვა.

სახლში შევიდეთ ხატი გაცივდები. მომესმა შორიდან კახას ხმა არადა თავზე მადგა.

უემოციო გამომეტყველება მივაპყარი ვაჟას, ფეხზე წამოდგომას შევეცადე, ფეხები გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესის გამო მიკანკალებდა, არამარტო ფეხები ხელებიც სასინლად მიკანკალებდა. კახას ჩამოვეყრდენი ადგომისას და ბარბაცით წავედი ვაჟასკენ. მწვანეები ჩასწითლებოდა, თითქოს ღამეები არ სძინებია, წარბ შეკრული დარდიანი თვალებით მიყურებდა, რაზე დარდობდა? რომ მიღალატა? თუ განქორწინება რომ ქონდა გეგმაში? იქნებ და თავიდანვე არ ჰქონდა სერიოზული დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ხო, ხო მართალია არ ჰქონდა, რომ ჰქონოდა შვილიშ ყოლაზე კატეგორიული წინააღმდეგი არ იქნებოდა, არ მიღალატებდა, ინტერვიუს არ მისცემდა ჟურნალისტებს ცოლს ვეყრებიო, არც სხვა ქალს გადაჰხვევდა ხელს.... მართლაც რომ უმოწყალოდ ვარდისფერ ფერში ვუყურებდი ჩვენს ურთიერთობას, რეალობამ საშინელი ლაწანი გამადინა, გამომაღვიძა, თუმცა ეს გამოღვიძება ისეთი მტკივნეულია ჩემთვის ძილი მინდა, მხოლოდ ძილი რომლიდანაც აღარასდროს გამოვიღვიძო...

ვუყურებ უემოციოდ მის ლამაზ თვალებს, ვუყურებ და მონატრებას ვკითხულობ, სიბრალული ჩანს მის თვალებში თითქოს. თუმცა ვიცი რომ მეჩვენება, არ შეებრალებათ ვისაც მნიშვნელობა არ აქვთ, არ მოენატრებათ ვინც არ უყვართ. სიყვარული.... რაც ერთად ვართ არასდროს უთქვია პირდაპირ რომ ვუყვარდი, ალბათ იმიტომ რომ მართლაც არასდროს ვყვარებივარ.

კახას დახმარებით ვაჟას მივუახლოვდი, თვალებში ჩავაცქერდი ისევ.

მიხარია რომ კარგად ხარ საღსალამათი.

ხატი...

მე არ ვარ კარგად ოღონდ, მოუსმინე ხომ ექიმს.

მე მომბეზრდა .... არ დავაცადე ბოლომდე თქმა.

რატომ ვაჟა? იცი ბავშვობის მერე ჩემს თავს ვებრძოდი, სულ მაწუხებდა კითხვა. „ აზრი ჰქონდა თუ არა ამ ქვეყანაში ჩემს ყოფნას?“ წლების მერე შენი გამოჩენით მიეცა მხოლოდ აქ დარჩენას აზრი. რატომ გამიკეთე ეს?

ასე იყო საჭირო. თვალებში ვერ მიყურებდა. კახას მუშტები მოეკუმა სიბრაზისგან, მისკენ გამწარებული საცემნელად გაიწია როდესაც ხელი მოვკიდე და შევაჩერე.

არ გინდა კახა.

ხელ- ფეხი ისევ საშინლად მიკანკალებდა, განსაკუთრებით ხელები. ვაჟამ კლავზე ხელი წამავლო.

სახლში შევიდეთ ხატია. კანკალებ.

არაა საჭირო, გაივლის ცოტახანში. მე მივდივარ ისედაც.

სად მიდიხარ? ვერსადა ვერ წახვალ!

შენი წყალობით ვიპოვე ჩემი ადგილი.

ცრემლებით სავსე თვალებით და ტკივილით სავსე ღიმილით გავუღიმე, გადავეხვიე, თვითონაც მჭიდროდ მიკრავდა გულში აი ისე საყვარელ ადამიანს რომ იხუტებენ მონატრებულზე, თუმცა რეალობა ერთი იყო ვაჟას არ ვუყვარდი. ქამარში ჩამაგრებულ იარაღზე მომიხვდა ხელი, მივხვდი ჩემს წასასვლელად დრო მართლაც მოსულიყო, ელვის სისწრაფით ამოვაცალე აკანკალებული ხელით ცივი მეტალის მოწყოვილობა ქამრიდან, სწრაფად მოვშორდი ვაჯას და კახასგანაც რაც შემეძლო მოშორებით დავდექი...

რას აკეთებ? გაგიჟდი? დამიბრუნე სასწრაფოდ. მითხრა შეშინებულმა.

მივდივარ ვაჟა. ვერ გაიგე?

გავიგე!!!! დამიყვირა შეშინებულმა.

ხატია დაუბრუნე!! შიშნარევი ხმით დამიყვირა კახამაც. შემდეგ ვაჟას უღრიალა.

სასწრაფოდ გამოართვი, არაფერი დაიშავოს! ჩემი ხელით მოგკლავ ვაჟა!

ხატია დამიბრუნე, ხელები გიკანკალებს. დამიყვირა ახლაა ტირილით და უზომოდ შეშინებული მწვანეები სახეზე შემომაყინა.

ჯანდაბა!! დატენილია! დაიყვირა სასუწარკვეთილმა. შემდეგ ნელი ნაბიჯებით ჩემსკენ წამოვიდა ხელი გამომიშირა.

დამიბრუნე ჩემო ფერია გთხოვ.

შენი ფერია არასდროს ვყოფილვარ, სადაც წავალ იქნ ფერიები იქნებიან ვაჟა? ვუთხარი იარაღი გულთან ახლოს მივიტანე, ხელების კანკალმა უარესად მომიმატა, სასხლეტს თითი გამოვკარი და ბოლოს რაც ვიგრძენი მკერდში საშინელი ტკივილი იყო.

ბუნდოვნად მესმოდა ნაცნობი ხმა, ძალიან შორიდან...

ღმერთო ეს რა გავაკეთე, მათ კი არა მე მოვკალი...

ტკივილმა იმატა, თითქოს დავყრუვდი... ახლა უკვე უსასრულო სიბნელეში შევაბიჯებ ვიცი.







16

ვაჟა



ერთი კვირის წინ



ოფისში ვზივარ და მაგიდაზე გაშლილ სურათებს მივჩერებივარ. ყველა ფოტოს ვუყურებ, ყველა ფოტოზე ხატიაა. იმ დროის მანძილზე რაც ხატია ჩემი ცოლია ვიღაც ყოველ ნაბიჯზე დაჰყვება, სახლის ეზოშიც კია გადაღებული ფოტოები. გავგიჟდები! ბრაზი მახრჩობს დაცვაც ხომ დაყვება ყველგან, როგორ ვერ შეამჩნია იდიოტთა ჯოგმა ,როგორ ვერ შეამჩნია, რომ უყურებდნენ. ჯაბას დავურეკე და ვუბრძანე ჩემს კაბინეტში მოსულიყო, რამდენიმე წუთში ისიც აქ გაჩნდა.

ვინ გამოგზავნა ეს ფოტოები გაარკვიე რამე? გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა.

ვერაფერი, ანონიმურად მოვიდა. კურიერსაც ვერ ვპოულობთ, კომპანიის ვიდეო კამერებში კურიერის სახე არ ჩანს, რომ ვიპოვოთ და გამომგზავნის კვალზე გავიდეთ.

ძნელი მისახვედრი არაა ვინც გამოგზავნა, დიდი ხანი იყო ჩუმად ისედაც.

რუსლანზე გაქვს ეჭვი?

სხვა ვსიზე. ვერ ჩამოდის ქვეყანაში. რუსეთში იმალება ვირთხასავით.

რას აპირებ?

რუსლანის ძაღლიშვილი მოძებნე პეტრე. მაგათი ტვირთი უნდა ჩამოსულიყო ფოთის პორტში დღეს ღამე. პეტრეს დავიჭერთ ტვირთს პირდაპირ შავ ზღვაში ჩაძირავთ. და კიდევ როგორია საყვარელი ადამიანით შანტაჟი ვაჩვენებ.

შენც ჩვენთან ერთად წამოხვალ? თავი დავუქნიე, თანხმობის ნიშნად.

დღესვე წავიდეთ, თან ბათუმში საქმეებს გადავხედავ. კაზინოებს დავათვალიერებ გავიგებ როგორ მიდის საქმეები ხვალ კი ლუკას მივხედავთ. იქნებ რუსლანის ადგილსამყოფელიც ვათქმევინოთ, მივუგზავნოთ ვინმე და ჩავაძაღლოთ.

ხატიას უთვალთვალებენ ხვდები ხომ მარტო დატოვება რამხელა რისკია, დაცვამ თუ ვერ შეამჩნია ასეიგი ძალიან ახლოს დაყვება ვიღაც.

განერვიულებულმა თმები ხელით დავიქაჩე, როგორმე რუსლანი და მისი მოკავშირეები თავიდან უნდა მომეცილებინა. მისნაირი ხალხის წყალობით ახლობლები დავკარგე და ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია.

ხატიასთან კახას გავგზავნი.

კახას ეტყვი ამ ამბავს?

არა კახამ შეიძლება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, რუსლანისა და მისი მოკავშირეების მოცილებით მათი საქმე ჩვენ კისერზე გადმოვა. საკმაოდ ბინძურ საქმეებშია ეგ ძაღლისშვილი . გოგას დაურეკე გოგას ეცოდინება მხოლოდ. ყურადღებით იყვეს, სანამ დავბრუნდები.



***

რამდენიმე საათში ბათუმში ვიყავით, ხატიამ რამდენჯერმე დამირეკა, ზარებზე ვერ ვპასუხობდი, როგორ ამეხსნა მის გვერდით რატომ არ ვიყავი.

შუადღისთვის ყველა საქმე მოვაგვარეთ ბათუმში და ფოთისკენ დავიძარით, ღამისთვის ყველაფერი მზად უნდა გვქონოდა.

პორტში ყველაფერი მოვაგვარეთ გეგმას გადავხედთ, დღევანდელი ღამე წარმატებით უნდა დაგვემთავრებინა. მოსაღამოვდა ტელეფონზე რუსული ნომერი მირეკავდა.

ვინ ჯანდაბაა?! დავაცქერდი ტელეფონს.

ვინ გირეკავს? გვერდით ამომიდგა ჯაბა.

ეხლა გავიგებთ. ვუთხარი ჯაბას და მობილური ავიღე.

ვაჟა როგორ მიგდის ფოთში საქმეე? კარგად დააზეპირებინე გეგმა შენს ძაღლებს.

რუსლან? ყურმილის მეორე მხარეს სიცილის ხმა გაისმა.

როგორ მიყვარს ხმაზეც რომ მცნობენ, ასეიგი ჩემი მართლა გეშინია.

ადამიანი არ დაბადებულა რომ მეშინოდეს! ვუთხრი და ჩამეღიმა, რა ჰგონია ამ ნაბიჭვარს სადღაც სოროდან ჩემს შეშინებას შეძლებდა?

შენს ადგილზე ასეთი დარწმუნებული არ ვიქნებოდი.

რაგინდა პირდაპირ თქვი.

მოსაკითხად დაგირეკე. გაისმა ამაზრზენი სიცილის ხმა .

როგორ მიგდის ქორწინება? ხატია როგორაა? უკვე გაიგო როგორი ნაძირალა ქმარი ყავს?

ჩემი ცოლის სახელის ხსენებას როგორ ბედავ? ვუღრიალე ტელეფონში. ტვინში სისხლი მასხავდა სიბრაზისგან. ამ ს პოვნა და მოკვლა მინდოდა.

ახლა ვუყურებ და მობეზრდა ალბათ შენს “ შკაფებთან” ერთად სიარული, დაცვაც ხომ ჰქვიათ სულ არ გამიჭირდა მისი თვალთვალი.

რუსლან სადაც გიპოვი იქ ჩაგაძაღლებ!

ეგ ცოტა რთული საქმეა. მანამდე ცოლი იპოვე სადაა. იცი სადაა? როგორც ჩანს არ იცი ახლავე გაჩვენებ.

შეტყობინებით ვიდეო მომივიდა, სადაც ხატია და მისი მეგობრები, ლუკა თორნიკე ნინი ჩანდნენ, ხატიას საყვარელ პიცერიაში იყვნენ.

შენს ადგილას გეგმას ჩავშლიდი პატარა ბიჭო. ერთი სიტყვაც საკმარისია მისი თავიდან ნაადრევად მოსაცილებლად.

გიპოვი და ჩაგაძაღლებ მანამდე შენ შვილს ჩავაძაღლებ. ჩემს ცოლს არ შეეხო… თითქმის შევავედრე ბოლო წინადადება ისეთი ხმით წარმოვთქვი.

ქალზე რომელსაც შურისძიებისთვის იყენებ ზედმეტად ნერვიულობ. იმედია არ გეგონა რომ შენს ზღაპრებს დავიჯერებდი.

მოაცილე შენი ძაღლები ჩემს ცოლს. ხელს არაფერს დავაკარებ.

კარგია რომ ჩემი “ მამა შვილური რჩევა გაითვალისწინე”. ჯილდოც დაიმსახურე რამდენიმე დღეში გამოგიგზავნი.

მითხრა და ტელეფონი გათიშა.

უკან ვბრუნდებით. აქ ჩვენი საქმე დაუწყებლად დამთავრდა. სასწრაფოდ თბილისში მივდივართ. მანქანით დროს ვერ დავკარგავ ჯაბა , ბილეთი მიშოვე, თბილისში ჩავფრინდები.

კახას და გოგას დავურეკე სასწრაფოდ ვთხოვე ხატიას პიცერიიდან წამოყვანა და მასთან ერთად ყოფნა ჩემს მისვლამდე. შემდეგ ხატიას დავურეკე და განერვიულებულმა ვუყვირე. თბილისამდე როგორ ჩავედი, სახლამდე როგორ მივედი არ მახსოვს, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე ხატია კარგად რომ დავინახე. მარტო აღარ დავტოვდი. კახას ავუხსნიდი ნახევრად სიტუაციას და მის დაცვას ვთხოვდი. ხვალიდან რუსლანის ადგილსამყოფელის გასაგებად ყველა ღონეს გამოვიყენებდი.

***

პირველ რიგში პეტრე უნდა ჩამეგდო ხელში, მისი პირით გამერკვია სად იმალებოდა მამამისი. იმ საღამოთივე დავადევნე ბიჭები, დილით ბათუმში გავბრუნდი. წუხანდელი ტვირთის გასაღებას აღნიშნავდა დილამდე, ჩემს ერთ ერთ რესტორანში. ბიჭებს დავაჭერინე და ახლა მის ასალაპარაკებლად მივდიოდი. შუქნიშანზე გავჩერდით მე და ჯაბა მანანით, რულთან ჯაბა იჯდა, გვერდთ შავი უნომრო მანქანა ამოგვიდგა სახეები არ უჩანდათ მხოლოდ იარაღის ლულა ჩანდა ოდნავ ჩაწეული შუშიდან. წამებში ჩვენს თავზე ტყვიებმა დაიწყეს ფრენა. ჩამსხვრეული შუშები ზედ გვეყრებოდა. მარცხენა მხარში და გვერდში მწველი ტკივილი ვიგრძენი, გავითიშე...

გონებაზე თეთრად განათებულ ოთახში მოვედი, სინათლე საშინლად მჭრიდა თვალს. შეგრძნება მქონდა თითქოს ღრმა ძილიდან გამოვიღვიძე. სად ვიყავი? რა დამემართა? ვცდილობდი გონებაში აღმედგინა, ფილმის კადრებივით გამირბინა ბოლო მომენტებმა, დამჭრეს . ჩემს გვერდით ნუკრი, გოგა და ჯაბა ისხდნენ. ჯაბას მხარი ჰქონდა შეხვეული, ნუკრი გერმანიაში იყო, განა რამდენი ხანი ვიყავი გათიშული ამან აქ რომ მოასწრო ჩამოსვლა. გოგას და ნუკრის ალბათ ჯაბამ გააგებინა ჩემი დაჭრის ამბავი.

როგორც იქნა თვალი გაახილე. რაა არი ამდენი ძილი. როგორც ჩანს რაც დაქორწინდი ღამეები არ გძინავს.მითხრა გოგამ ეშმაკური სიცილით.

მორჩი, სულელურ საუბარს. რამდენი ხანი მეძინა? ვკითხე სუსტი ხმით და თვალები მივლულე. ისევ ძილს მთხოვდა ორგანიზმი. სახეში არც თუ ისე ძლიერი შემორტყმა ვიგრძენი, შემდეგ ხელით სახეს მისველებდა ვიღაც, თვალი რომ გავახილე ჩემი მხედველობის არეალში ნათლიაჩემი ნუკრი შემოიჭრა.

შენი გაღვიძების დროა უკვე შვილო, ხატიას უნდა ელაპარაკო, ვეღარ ვაკავებთ ძალიან ნერვოიულობს, არაფერი არ იცის!

ხატიას სახელის გაგონებაზე თავს ძალა დავატანე და თვალი გავახილე. გამოფხიზლება ვცადე.

რამდენი ხანი მეძინა?

5 დღე! მითხრა გოგამ - აზრზე რომ მოხვალ ხატიასთან დარეკე. კახაა მის გვერდით, არაფერი იცის, მხოლოდ მე და ნუკრიმ ვიცით, ნუკრი რუსლანს რუსეთში ეძებს. პეტრე გაგვექცა. შენ რომ დაგჭრეს ყურადღება ვეღარ მიაქციეს ბიჭებმა და გაექცათ.

სად მომხვდა ტყვია, ამდენი ხანი რატომ მეძინა?

მხარში. და გვერდში. მარცხენა გვერდში ნასროლი ტყვია ნეკნმა შეაკავა გაგიმართლა რომ ნეკნს არ ასცდა და გულში არ მოგხვდა . მითხრა გოგამ.

ჯაბა შენ?

ჩემი უბრალო ნაკაწრია.

ტელეფონი მომეცით ხატიას დაველაპარაკები.

საუბარი მიჭირდა ყველა ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა ძლიერი ტკივილის ფასად მიჯდებოდა. ძალიან ცოტახანი ვესაუბრე, ფაქტიურად თავიდან მოვიცილე.

ნუკრი დამეხმარე.

უკვე ყველა საჭირო ზომა მიღებული მაქვს.

მაგაზე არ ვამბობ.

აბა რაზე საუბრობ შვილო?

ხატია უნდა ჩამოვიცილო როგორმე.

რასქვია ჩამოიცილო? გაბრაზებული წამოენთო გოგა.

შენ რაზეც ფიქრობ მაგიტომ არა.

აბა რატომ?

საფრთხეშია.. სანამ რუსლანს მოვიცილებ ხატია ჩემგან შორს უნდა იყოს. სიტუაციას ვერ ავუხსნი ახლა. ისეთი რამე უნდა გავაკეთო იძულებული გახდეს და მიმატოვოს.

რა გაქვს გეგმაში?

კაზინოსთან ხვალ ყვითელი პრესიდან ჟურნალისტები მომიყვანეთ. ფული გადაუხადეთ, ხვალ რასაც გადაიღებენ ის ამბავი გამოაქვეყნონ ყველგან.

რა ჩაიფიქრე? მკითხა გოგამ.

აღარაფერი მიპასუხია , ერთადერთი საფიქრალი ახლა მხოლოდ ხატია იყო ჩემთვის, როგორმე ჩემი ცხოვრებისგან უნდა ჩამომეშორებინა, ჩემს გამო მას არაფერი უნდა მოსვლოდა, ვერ გადავიტანდი. ჯობია გული ეტკინოს და საღსალამათი იყოს. მთავარია ჩემგან და ჩემი მტრებისგან შორს ყოფილიყო, დანარჩენს ყველაფერს ეშველებოდა.

მეორე დღეს კაზინოში სპეციალურად დაქირავებულ მოდელთან ერთად მივედი რომელსაც ჩემთან ერთად ყვითელი პრესის წინაშე უნდა ეპოზიორა. ყველაზე საშინელ რამეს ვუკეთებ საყვარელ ადამიანს, თუმცა ეს ყოველივე დადგმულია მისივე კეთილდღეობისთვის.



შენი ეს თეატრი არ იყო კარგი აზრი ვაჟა. მითხრა ნათლიაჩემმა, მას მერე რაც ყველაფერი დასრულდა გეგმის მიხედვით. ჩემი სამარცხვინო ამბავიც მოედო პრესის ყვითელ გვერდებს, თან ისე რომ ფულის გადახდაც არ დაგვჭირდა გავრცელებისთვის რადგან გიას ფინიებმა კარგად იმუშავეს.

სხვა გზა არ მქონდა ნუკრი. შენ თუ ვერ გამიგებ ვერავინ გამიგებს.

მე გიგებ შვილო მაგრამ, საქმე გრძნობებს როცა ეხება სიფრთხილე უნდა გამოიჩინო გრძნობებთან თამაში არ შეიძლება.

გთხოვ არ დამიმატო ისიც მეყოფა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი სიყვარულის ნაცვლად სიძულვილით რომ შემომხედავს ცოტახანში.

ვინ გითხრა ღალატს სიძულვილი რომ მოყვება სულ?

აბა? სხვა რა უნდა მოყვეს ?...

იმედგაცრუება ვაჟა და დამიჯერე ყველაზე ვერაგი გრძნობაა. იმედს როცა კარგავ სიცოცხლის სურვილსაც კარგავ. შენ შენი მეუღლის ბავშვობაზე იცი რამე.

ნაწილობრივ...

ანუ არ იცი.

რისი თქმა გსურს ნუკრი, პირდაპირ მითხარი.

ხატიამ ბავშვობაში თვითმკვლელობა სცადა.

თავზარი დამეცა, რა გადაიტანა ამ გოგომ, რატომ არასდროს არაფერს მიყვება? ალბათ იმიტომ რომ არც მე ვიხსნები მასთან, ჩემს წარსულზე ჩემს ოჯახზე არასდროს ვლაპარაკობ.



ნუთუ ფიქრობ რომ.... წინადადება ვერ დავამთავრე.

არვიცი... ჯობდა სიმართლე გეთქვა. მე თბილისში ვბრუნდები ცოტახანს სანამ სიტუაცია დაგიწყნარდება აქ ვარ, შენს გვერდით. მამა შვილურად მხარზე ხელი წამკრა და წავიდა. წავიდა და დამტოვა შიშებთან მარტო.

***

კახას დარეკილის მერე სახლში როგორ დავბრუნდი არ მახსოვს, გულნატკენი ადამიანის ხილვა რთულია მითუმეტეს ეს ადამიანი თუ შენი მეორე ნახევარია. ხატია გულნატკენი კი არა განადგურებული იყო. ნუკრი მართალი აღმოჩნდა, ახლა რა ჯანდაბა გავაკეთო? შეგრძნება მქონდა თითქოს ჭაობში ჩავიძირე, როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი?

სახლში მისულს საშინელი სურათი დამხვდა, მადლობა ღმერთს ჯაბა და გოგა გამომყვნენ, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ჯერ კიდევ არ დაეტოვებინა ხატია მარტო, რადგან უგონო მდგომარეობაში იყო. გონზე რომ მოვიდა გოგამ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გააცილა. ხატიას თვალები ჩემს გარდა ყველაფერს ხედავდა. ღმერთო როგორ მომენატრა მისი ბრიალა შავი თვალები, როგორ მომენატრა მისი ჩახუტება, მის ნაზ, პატარა და ხორციან ტუჩებთან შეხება. რატომ არ შემიძლია მეც ბედნიერი ვიყო? ცრემლებით სავსე თვალებით მიღიმოდა, ისე მიღიმოდა აქამდე ასე არასდროს გაუღიმია ჩემთვის, თითქოს მემშვიდობებოდა ჩემი ფერია. გადამეხვია, ღმერთო როგორ მომენატრა მისი სურნელი. ხელები მჭიდროდ მოვხვიე სხეულზე ისე მოვეხვიე თითქოს მის გაშვებას არასდროს ვაპირებდი. მისმა სურნელმა იმდენად დამახვია თავბრუ ვერ შევამჩნიე როგორ ამომაცალა საქამრიდან იარაღი, როგორ გადატენა, ან კი გადატენა? იქნებ სულაც ჩემი დატენილი იყო, ჯანდაბა იარაღი დატენილია... შიშისგან სული მძვრებოდა. ვიტირე, ქალივით ვიტირე, შევევედრე, ვუყვირე მაგრამ მაინც ისროლა. გულში ისროლა, ხელები უკანკალებდა იქნებ გაუვარდა? არა! არა! თავს არ მოიკლავდა. ხომ?

ხატია! მისი სახელი ისე დავიღრიალე ჩემს ხმას მთელი ქუჩა გაიგებდა.

უკვე გონება დაკარგა, როცა მისკენ გავიქეცი, მის გვერდით ჩავიმუხლე . თმა სახეზე ეფარებოდა, კახამ თმა სახიდან გადაუწია და რაღაც თქვა, როცა კახა თავის ხელს დააცქერდა გაფითრდა. ხელი სისხლიანი ჰქონდა, ხატიას სისხლით ჰქონდა დასვრილი ხელი. დაცემისას თავიც დაარტყა.

ისე ძლიერად დაარტყა. ისე მაგრად დაარტყა თავი! ცრემლები სახეზე თავისით ჩამომდიოდა.

და მისი გული... არც კი ვიცი გული ისევ უცემს თუ არა!

მაშინვე ხელში ავიყვანე, კახამ სასწრაფოდ მანქანა მოიყვანა, გოგამ უკანა სავარძელზე ხატიას დასაწვენად კარი გამიღო, სავარძელძე დავაწვინე, მეც ჩავჯექი, ბიჭებიც ჩასხდნენ, საავადმყოფოში გავცვივდით. კახა რულზე იჯდა მთელი სისწრაფით მიდიოდა.

ახლა ბედნიერი ხარ! დაიყვირა კახამ და საჭეს დაარტყა ხელი.

სიტყვაც არ მითქვამს, რადგან დავიმსახურე ამის მოსმენა.

ახლა ბედნიერი ხარ! კვდება! იყვირა მან და მუშტები საჭეს დაუშინა ხელახლა.

კახა კარგი გეყოფა! გოგა მის დამშვიდებას ცდილობდა

გზას მიაქციე ყურადღება! ამ თემაზე მომავალში ვისაუბროთ.

მომავალი რომ ვერ ნახოს ვაჟა. დაიღრიალა კახამ და ტირილი დაიწყო.

გულში დაიჭრა ძმაო გულში, ვინიცის უკვე მოკვდა...

მისი სიტყვების გაგონებაზე გული ლამის შიშისგან გამიჩერდა, იცოცხლებდა ხომ? ვიცი რომ პულსი უნდა შემემოწმებინა, მაგრამ გამბედაობა არ მყოფნიდა, რა მოხდება პულსი რო არ უცემდეს, მაგიჟებდა ფიქრი რომ ბოლო ამოსუნთქვა შესაძლოა ჩემს ხელებში დაეტოვებინა. შიშისაგან სისხლი გამეყინა, ჩემს მკლავებში მოქცეულ ქალს დავხედე, ჩემს გამო დაღვრილი ცრემლები მის სახეზე შრობას იწყებდნენ, დარწმუნებულიც არ ვარ სუნთქავს თუ არა. პულსი უნდა ჰქონოდა თუმცა ვერ ვგებულობდი. ხელები მისი სისხლით მქონდა დასვრილი. შიშისგან ვკანკალებდი.

გთხოვ, გთხოვ, გთხოვ. ვეჩურჩულებოდი.

გული არ გაგიჩერდეს!

მისი გულისცემა ერთადერთი იყო რაც მაცოცხლებდა, ლოცვასავით იყო რომელიც ძილისწინ მესმოდა.

გთხოვ არ დამტოვო. რას არ მივცემდი ახლა რომ ისევ თვალებში მიყურებდე. გევედრები არ დამტოვო.

აკანკალებული თითებით ყელი შევუმოწმე, მისი პულსაციის გასაგებად სუნთქვა შევწყვიტე, ვერაფერას ვგრძნობდი ვერაფერს ვიგებდი. თითების ქვეშ მოციმციმე პულსი არ იყო.

ხატია გთხოვ ეს არ გამიკეთო არ წახვიდე. დავიწყე ღრიალი.

დიდიხნის წასულს გავდა…

რა ხდება იკითხეს ბიჭებმა ერთ ხმად. მათი შეკითხვისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, სისხლიან გულმკერდზე ყური მივადე და ვცდილობდი მომესმინა გული უცემდა თუ არა.

რა დაემართა ხატიას დაიღრიალა კახამ, თქვი რომ ცოცხალია, თქვი, არ მოკვდეს ღმერთო არ მოკვდეს…

კახას ყვირილს ყურადრებას არ ვაქცევდი ვცდილობდი ხატიას გულისცემა გამეგო, პატარა იმედი მინდოდა სულ რაღაც პატარა გულისცემა, მაგრამ არაფერი მესმოდა. გული არ უცემდა…

გთხოვ ეს არ გააკეთო ჩემო ფერია, გთხოვ. გემუდარები ხატია, თვალები გაახილე.

თითქოს მიდიოდა, თითქოს ყველა ჩვენთაგანის მიტოვება გადაეწყვიტა.

გულზე მასაჟს ვუკეთებდი, ხელოვნურ სუნთქვას ვუტარებდი, ამ ყველაფერს შეუწყვეტლივ ვაკეთებდი, შემდეგ გულისცემას ვუმოწმებდი, არაფერი რომ არ ისმოდა, წარსულში ვბრუნდებოდი, თითქმის 11 წლის წინანდელ ამბავს ვუბრუნდებოდი, როდესაც მთელი ოჯახი დავკარგე. მაშინაც ასე ვუსმენდი მათ გაჩერებულ გულებს, მაშინაც ასე ვევედრებოდი მარტო არ დავეტოვებინე მათ. თუმცა დამტოვეს, ყველა დავკარგე და ცხოვრება დამენგრა, ხატიას დაკარგვას ვერ გადავიტანდი….

ბოლოჯერ ძალიან ძლიერად დაწოლის შემდეგ თითქოს მისი ნეკნების ჩამტვრევას მსურდა , ისევ მის გულს მივაყურადე, პატარა სულ პატარა იმედი მჭირდებოდა არსებობისთვის და ეს იმედის ნაპერწკალიც აციმციმდა, გული უცემდა!

გული უცემს ვიყვირე ხმის ჩახლეჩვამდე.

გული რომ ისევ გასჩერებოდა მოვკვდებოდი!

გადაუდებელი დახმარების ოთახში შესულებს, საავადმყოფოს ექიმეები მაშინვე თავს დაგვეხვნენ, ერთ ერთი ექიმი რაღაცას მესაუბრებოდა ყველაფერს ვერ ვიგებდი თუმცა ჩემთვის გასაგები აღმოჩნდა რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო!

სასწრაფოდ საოპერაციოში შეიყვანეს. ერთ ერთი ექთანი გამოვიდა და კვლევებისთვის კითხვებს გვისვავდა, ნახევრად მესმოდა რას საუბრობდა, თუმცა თავს ძალას ვატანდი არ გამომრჩენოდა მისი დასმული შეკითხვებისთვის პასუხის გაცემა. კითხულობდა რაიმეზე ალერგიული იყო თუ არა, ორსულად ხომ არ იყო და ა.შ.

არვიცი ხატიას ოჯახს ვინ გააგებინა ალბათ ბიჭებიდან ერთ ერთმა მაშინვე აქ გაჩნდნენ, თამარი და დავითი მაშინვე ჩემსკენ წამოვიდნენ.

ვიცოდი, ვიცოდი შენს გვერძე ყოფნით კარგი არაფერი მოუვიდოდა. ტირილით მირტყავდა თამარი მომუშტულ ხელებს გულში.

გული რატომ არ გაგიქვავდა, შენისთანა ადამიანები სიყვარულს არ იმსახურებენ. ვიცოდი ჩემს შვილს გააუბედურებდი.

მისი სიტყვები მესმოდა მესმოდა და მეც უხმოდ ვეთანხმებოდი, ყველაფერი ჩემი ბრალი იყო ყველაფერს ვიმსახურებდი. ხატიას სისხლით დასვრილ ხელებს დავცქეროდი და ცრემლები სახეს მისველებდა, გიჟივით ვიცინოდი, განცდილი შოკის გადატანა მიჭირდა. დავითმაც დამსახურებულად დამარტყა სახეში , საყელოთი დამიჭირა და კედელს მიმანარცხა. ყველაფერს ვიმსახურებდი. წინააღმდეგობას არავის ვუწევდი, ყველას შეეძლო ის გაეკეთებინა ჩემთვის რაც სურდა… დავითის დარტყმების გამო ჭრილობებიდან სისხლდენა დამეწყო მხარიდან და მარცხენა გვერდიდან საშინელი ტკივილი გავრცელდა ჩემს სხეულში, თუმცა სულიერი ტკივილი უფრო მეტად ძნელად ასატანი იყო, დავითმა ეს რომ შეამჩნია მხოლოდ მაშინ გაჩერდა, თეთრი პერანგი სულმთლად სისხლში მქონდა ამოსვრილი ჩემი თუ ხატიას სისხლში. რაღაც იეჭვვა მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო როგორც უნდა ყოფილიყო, კლავში ხელი გწამავლო და ფეხზე წამომაყენა, იქვე ახლოს მდებარე პალატაში შმიყვანა.

მოყევი რახდება!

შენზე შურის საძიებლად გამოვიყენე მან კი სამაგიერო ასე გადამიხადა, შური იძია ჩემზე. ვუთხარი თავდახრილმა ტირილით.

სიმართლე თქვი ვაჟა! ჩვენ ეგ ყველაფერი გავარკვიეთ! კვალზეც ერთად გავედით სიმართლე მითხარი! მიღრიალა დავითმა.

დამაშანტაჟეს! ვუყვირე მეც.

დედაჩემის მკვლელმა დამაშანტაჟა. ხატიას სიკვდილით დამაშანტაჟა.

გააგრძელე. მითხრა ახლა ყვირილის გარეშე მკაცრად.

ჩემგან უნდა წასულიყო, რომ ეცოცხლა და უსაფრთხოდ ყოფილიყო ჩემგან უნდა წასულიყო, ამიტომ გავაკეთე. ყველაფერი დავგეგმე, დავდგი მაგრამ ის ახლა მართლა მიდის სამუდამოდ მიდის, მიშველე დავით გთხოვ გადაარჩინე არ წავიდეს. წასვლის უფლება არ მისცე!

მუხლებზე დავეცი დავითის წინ, ჩემი თვალები ცრემლებს ვერ იკავებდა. საავადმყოფოში ვერ გავჩერდებოდი აქედან უნდა წავსულიავი ხატიას სიკვდილის ამბავს ვერ მოვისმენდი ვერ გადავიტანდი, უნდა გავბრუვდე, რეალობას უნდა მოვწყდე. მხოლოდ ახლა დავარღვევ ხატიასთვის მიცემულ პირობას, ახლა მხოლოდ ნარკოტიკი თუ მიშველის სხვა არაფერი, სული ისე მტკივა არსებობა არ შემიძლია…





თავი 17

ვაჟა

დერეფანში ხმაური ატყდა, დავითს ზურგი შევაქციე და პალატიდან გამოვედი, ექიმები და ექთნები საოპერაციოსკენ გარბიან, ვხვდები ვისთან მიიჩქარიან, რაღაც ხდება, რაღაც ხდება ჩემი ცოლის თავს, თუმცა გამბედაობა არ მყოფნის ვიკითხო. გასასვლელისკენ წავედი, კი არ წავედი ფაქტიურად გავიქეცი, მესმის შეძახილი, ვიღაც ჩემს სახელს ყვირის, მგონი კახაა. დამეწია და შემაჩერა.

ვაჟა სად მიდიხარ? ახლა ხატიას სჭირდები.

უნდა წავიდე, უნდა წავიდე. ვიმეორებ უაზროდ.

სად მიდიხარ?

სად მივდივარ მეც არ ვიცი, გავრბივარ კახა, რეალობას გავურბივარ ნუთუ ვერ ხვდება. ნუთუ ვერეავინ ხვდება ახლა ცოცხალ-მკვდარი რომ ვარ, ახლა მხოლოდ პატარა იმედი რომ მინდა ვინმემ მომცეს და მანუგეშოს ჩემი თავისუფლად სუნთქვის მიზეზი რომ გახდება პატარა იმედის ნაპერწკალიც კი , რატომ არავინ ფიქრობს ამას.

თუ რამე დაემართა... წინადადება ვეღარ გავაგრძელე ხმა ამიკანკალდა და ცრემლებმა უმისამართოდ დაიწყეს დენა.

- მხოლოდ მაშინ დამირეკე კახა...

ცრემლებით სავსე თვალები მოვიწმინდე და საავადმყოფოდან წავედი, მივდივარ სიბნელეში ჩასაძირად. სურვილი მკლავს მტკივნეულ რეალობას მოვწყდე. საყვარელ ქალს ცხოვრება დავუნგრიე, სიცოცხლე გავუნადგურე, ამის გაფიქრებაც კი მზარავს და წარმოიდგინეთ რა ძნელია ამ ფიქრების ხმამაღლა წარმოთქმა.

ცოტახანში ჩემს ძველ სახლში ვიყავი, სადაც მთელი ოჯახი დავკარგე, თითქმის 11 წლის წინანდელი ჩემი ნაკვალევი ახლაც ატყვია ამ სახლს. ჩემს ოთახს მივაშურე, კარადა გამოვაღე და ამღვრეული სითხე რომელსაც მოყვითალო ფერი დაჰკრავდა კარადიდან გამოვიღე. ამპულა გავტეხე შპრიცით წამალი ამოვიღე და სისხლძარღვებში შევუშვი, ცოტახანს კანკალმა ამიტანა შემდეგ ნელ ნელა დაიწყო ჩემმა სხეულმა მოდუნება, თვალები მეხუჭებაა, თითქოს სმენაც ნელ ნელა მიქვეითდება მაგრამ მაინც მესმის ტელეფონის ხმა, მირეკავენ და მე ვიცი ეს ზარი რასაც მოასწავებს. აღებას ვერ ვბედავ! ახლა მხოლოდ ველოდები, ველოდები როდის ჩავიძირები უსასრულ სიბნელეში , სურვილი მკლავს სიბნელიდან თავი სამუდამოდ ვერ დავაღწიო!



( მონათხრობი კახასგან)

ვერ ვიტან დაკრძალვებს, თუმცა ყველაფრის მიუხედავად ხატია რატიანის დაკრძალვისთვის ყველაფერი მე მოვაგვარე. დაკრძალვაზე იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა ვიდრე მე, დავითი და თამარი ვიფიქრებდით, უმეტესობა ხატიას გამო კი არა ვაჟას გამო იყო მოსული. მრგვალი მაგიდის წევრები რუსლანის გარდა თითქმის ყველაა მოეყარა თავი სასაფლაოზე, რადგან ხატიას მშობლები პანაშვიდზე სახლში არ იღებდნენ არავის ნათესავებსაც კი, ამიტომ მოგროვდა დაკრძალვაზე ბევრი ხალხი. მათ გვერდით მხოლოდ ის რამდენიმე ოჯახის წევრი იყო რომლებმაც სიმართლე იცოდნენ და მათ შორის მეც. ბოლოს და ბოლოს იდეა ჩემგან წამოვიდა, როდესაც ლიკას ამბავი გავუმხილე ხატიას მშობლებს.

ამინდი მოქუფრული იყო ალბათ იმიტომ რომ გვიანი შემოდგომა იწურებოდა ნელ- ნელა, უმეტესობას მზის შავი სათვალე ეკეთა, მეც. მათი არ ვიცი რათ უნდოდათ მოღრუბლულ ამინდში მზის სათვალე თუმცა მე რამდენიმე დღიან უძილობას ვმალავდი შავი მინების უკან.

გვერდით თამარი, დავითი და თინა მიდგნენ. ჩვენს გარშემო ჟურნალისტებით სავსე იყო ტერიტორია და ყველა მნიშვნელოვანი კადრის დაჭერას ცდილობდა.

შენი აზრით, უფრო დამაჯერებლად უნდა ვიტირო? მკითხა თინამ.

თინა ცრემლსადენი სპრეი უნდა წამოგეღო, უფრო დამაჯერებელი იქნებოდი. ვუთხარი და ვცდილობდი არ გამცინებოდა.

დაკრძალვაზე მყოფ გოგას, ჯაბას, ნუკრის და მის ოჯახს გადავხედე რომლებიც დამწუხრებულები იყვნენ ხატის ამბით, ჩემგან განსხვავებით მათ სიმართლე არ იცოდნენ. რადგან ამ დღეების მანძილზე ყველგან ვაჟას დაეძებდნენ. ის კი თითქოს მიწამ ჩაყლაპაო არსად არ ჩანდა. დარწმუნებული ვიყავი ვაჟა დაკრძალვაზე არ მოვიდოდა, რადგან ვიცნობ და ყველანაირად ეცდება რეალობას თვალი არ გაუსწოროს. სწორედ დაკრძალვაზე მისი არ დასწრების გამო გვეყო გამბედაობა მე და ხატიას მშობლებს ხატია როგორც მკვდარი ისე გამოგვეცხადებინა, მისივე უსაფრთხოების გამო, მანამ სანამ ვაჟა რუსლანს იპოვიდა, რადგან ვიცოდი შურისძიების გარეშე არ გაჩერდებოდა. სიმართლეს ვერ ვეტყოდით ხატიასთვის ძალიან საშიში იქნებოდა. ვაჟასი და ჩემი ოჯახის ერთ ერთი მკვლელის სამიზნე იყო. ძლივს გადარჩა, მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ ვეღარ დავაყენებდით. ალბათ გაგიკვირდებათ რატომ ვარ ასე დამოკიდებული ხატიაზე, მე კი გეტყვით ჩემი პატარა დის ადგილას დავაყენე, როგორც ლიკას ვუყურებ მასაც ზუსტად ისე შევხედე და შევიყვარე, მონატრებული და დიდი ხნის უნახავი დის ადგილს მივსებდა თითქოს ეს პატარა სიფრიფანა გოგო, სურვილი მიჩნდებოდა ყველასგან დამეცვა ჩვენგანაც კი, როგორც ლიკა. რომელსაც წლებია როგორც გარდაცვლილს ისე მოიხსენიებენ, სინამდვილეში ცოცხალია და სამხრეთ კორეაში ცხოვრობს, სხვა სახელით და გვარით. სამწუხაროდ ჩვენი ცხოვრების გამო ასეთი გადაწყვეტილების მიღება გახდა საჭირო.

ხატიას ოპერაციას მამამისიც დაესწრო, იღბლიანი ყოფილა ტყვია რამდენიმე სანტიმეტრით ასცდენოდა გულს, გაგვიმართლა რომ გასროლის დროსაც ხელები უკანკალებდა, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მეორე დღეს გონზე რომ მოვიდა ვაჟას სახელის ხსენებაც არ სურდა, დედამისმა ჩემი ჩამოყალიბებული გეგმის შესახებ უამბო და ისიც უყოყმანოდ დაგვთანხმდა, გერმანიაში გაფრინდებოდა საცხოვრებლად დროებით როცა გამოჯანმრთელდებოდა. როგორც აღმოჩნდა სწავლობდა იქ და მის პროფესიას გამოიყენებდა, გვარს შეიცვლიდა მხოლოდ სახელს იგივეს დაიტოვებდა.

ხატიას მკვდრად გამოცხადებაზე პრობლემა არ შეგვქმნია, არავინ დაეჭვებულა, ვიცოდით მისი ნახვის გამბედაობა ვაჟას არ ექნებოდა, მხოლოდ ძალიან ახლობლებს გავუმხილეთ ხატიას ამბავი თითზე ჩამოსათვლელ პიროვნებებს. პანაშვიდზე მათ მეტი არავინ იყო რადგან თამარი ზედმეტად შეიჭრა როლებში .

არავინ იცის და ვერც ვერავინ გაიგებს ოპერაციაზე შესული ექიმები და ექთნები რომ მოვისყიდეთ, ძალიან დიდი თანხა გადავიხადეთ მეც და დავითმაც. ოპერაციის შემდეგ ხატია სხვა სახელით და გვარით გავატარეთ საავადმყოფოში რომ არავის ეეჭვა. ვხვდები რომ საშინელ რამეს ვაკეთებ და ამის გამო მომავალში პრობლემები მექნება. მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების გამო უდანაშაულო ადამიანებს უფრო მეტი ზარალი არ მიეღოთ.

ვაჟას ვუთხარი რომ მისი ცოლი დაიღუპა, არაფერი გამოუძიებია, ეჭვიც არ შეუტანია ჩემს ნათქვამში, ან კი ვინ მიიტანდა ეჭვს მის ადგილას.

რაც გავაკეთეთ მართლა სისასტიკე იყო, მის ადგილზე წარმოვიდგინე თავი და ვხვდები როგორი საშინელი დარტყმა მივაყენე. მე მისთის ყველაზე ახლობელმა ადამიანმა, ადამიანმა რომელსაც ძმას მიწოდებდა. ვერც კი წარმოვიდგენ რას გრძნობს ახლა ვაჟა, მითუმეტეს ფიქრობს რომ მის გამო გარდაიცვალა.

დაკრძალვის რიტუალი დაწყებულიყო, საფლავი ამოეთხარათ და ცარიელი თავდახურული კუბო გაჭრილი საფლავში ჩაესვენებინათ მოსყიდულ მესაფლავეებს. თამარი იმდენად იყო როლებში შეჭრილი ღვიარებით მოსდიოდა ცრემლები და სათვალითაც ვეღარ მალავდა, იმდენად ადვილად მოირგო მწუხარე დედის როლი. ხატიას ამბავი ძალიან განიცადა და რთულად გადაიტანა სანამ საავადმყოფოში გონზე მოსული არ ნახა .

ძალიან შორს შეტოპეთ თქვენ სამივემ. მითხრა თინამ.

ეს ამბავი რომ ვაჟამ გაიგოს, და გაიგებს კიდევაც ეჭვი არ მეპარება, რა პასუხს გასცემთ? ხატიას სიყვარული იქით იყოს ზედაც არ შემოგხედავთ არც ერთს ვაჟა!

ასე იყო საჭირო თინა, ასე უნდა მოვქცეულიყავით.

რატომ იყო საჭირო? რისთვის იყო საჭირო? რა უფლება გაქვთ ადამიანს ამხელა ტკივილი მიაყენოთ? სამი დღეა არსად არ ჩანს, იქნებ თავს რამე დაუშავა? მისი მოძებნა არც გიცდია.

თუ ცოტათი მაინც ვიცნობ სანამ შურს არ იძიებს თავის თავს არაფერს ავნებს. მერე კი ყველაფერს გაიგებს. ჩვენ ვაჟა ჩოხელზე ვსაუბრობთ. იცი მაინც რა ცხოვრებით ცხოვრობს? გინდა გითხრა სიმართლე? ჩვენს ოჯახში არსებული ყველა ადამიანი საფრთხეშია.

რა ცხოვრებით ცხოვრობს რა? ბევრ რამეს ჭორაობენ მაგრამ ამ ხნის მანძილძე საეჭვო არაფერი შემიმჩნევია.

იმიტომ რომ კარგად ვმალავთ ყველაფერს! რა გგონია საიდან გვაქვს ამდენი ფული? პატიოსანი გზითაა ნაშოვნი გგონია? მოიხსენი ეგ ვარდისფერი სათვალე და რეალურად შეხედე ყველაფერს.

ვაჟას კარგად ვიცნობ თინა, თავს მოიკლავდა და ხატიას არ უღალატებდა, სიცოცხლეზე მეტად უყვარს, ასეთი რამე რომ გააკეთა , იმ ამბავზე ვამბობ პრესაში რომ გავრცელდა, ეგ იყო ჩემი დაეჭვების მიზეზიც, შემდეგ დავითი მომიყვა, მასთან რაზე ისაუბრა. დააშანტაჟეს! საყვარელი ქალის სიცოცხლით დააშანტაჟეს! ამიტომაა საშიში ჩვენისთანა ადამიანებისთვის სიყვარული, რადგან ჩვენ ყოველთვის საყვარელი ადამიანების გამოყენებით გვაყენებენ დარტყმას. ვიღაცამ ის კუთხეში მოიმწყვრია, რომელიც არც თუ ისე ადვილია რადგან ვაჟაზე ვსაუბრობთ. ყველაფერი ხატიას გამო გააკეთა თუმცა ხატიამ ვერ გაუგო და მოვლენები თავისი ხელით დააჩქარა, მადლობა ღმერთს გადარჩა. თუმცა ახლა სიტუაციას ასე აწყობს, უნდა იცოდეს რომ ხატია მოკვდა, რომ ვაჟას ცოლი მოკვდა. ვაჟას მტრებიც გაიგებენ ამ ამბავს.

მართალია ხატიას სიკვდილის ამბავი ვაჟას დაანგრევს მაგრამ მის ირგვლივ ხელუხლებელს არაფერს დატოვებს! მისი ცოლის სიკვდილით ვაჟას კუთხეში მომწყვრევაში ვინც გარეულია ისე წაიშლება ამ ქვეყნიდან სახელის მხსენებელიც არავინ დარჩებათ. ბევრი სისხლი დაიღვრება თინა ძალიან ბევრი!

და კიდევ არის რაღაც. განვაგრძე საუბარი და ღრმად ამოვისუნთქე. - ეს “სიკვდილი” მიახვედრებს ვაჟას ხატიას რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში, მიხვდება რომ მის წყენინებას ვერასდროს ვერ გაბედავს თავის სიცოცხლეში.

გოგამ სიმართლე იცის კახა?

არა არ იცის, რომ სცოდნოდა ერთი წუთიც არ დაფიქრდებოდა მაშინვე სიმართლეს ეტყოდა.

ვაჟას სიმართლეს როდის ეტყვი? კარგად არ ვიცნობ მაგრამ, იმდენს ვხვდები რომ მისგან ხატიას ამბის დამალვას არასდროს გაპატიებს.

ჯანდაბა ეს მეც ძალიან მადარდებდა რადგან, მის ზურგს უკან ქმედება ვაჟასთვის ზღვარი იყო რომელსაც ჩვენ ყველამ გადავაბიჯეთ.

მათ ეს არ გაუკეთო კახა შენ მაინც? ვაჟას არ გაუკეთო ეს ვერ გადაიტანს უთხარი სიმართლე უთხარი. სიკვდილის ამბავი ორივეს შორის დიდი უფსკლურია, ერთმანეთში საუბარი და პრობლემის გარკვევა სჭირდებათ. ხატიამაც სიმართლე უნდა გაიგოს. ასეთ რამეს არასოდეს არავის ვაპატიებდი.

საფლავის ამოვსებას დაწყებას აპირებდნენ მესაფლავეები როდესაც დაკრძალვაზე გია და მისი ოჯახი მოვიდა დაგვიანებით. გიას თავისი ძაღლები დილიდანვე შემოეყარა სასაფლაოზე და დაკრძალვის ყველა კადრის გადაღება დაავალა. გარშემო მისი ტელევიზიის ჟურნალისტები იყვნენ. ვაჟას თითქმის ყველა ღია თუ ფარულმა მტერმა მოიყარა თავი დაკრძალვაზე. ნუკრი მათ ყველას მტრული თვალებით ათვალიერებდა, თუ ცოტათი მაინც ვიცნობ ვაჟას გამო არც ერთს არ დაინდობდა!

“ხატიას საფლავზე” დავითი პირველი დასწვდა ბარს მიწის დასაყრელად და ზუსტად ამ დროს დაკრძალვაზე ვაჟაც მოვიდა.

- ვაჟა ჩოხელი მოვიდა! გაისმა ხმა შორიდან. ყველამ მისკენ მიიხედა. მის აქ მოსვლას არავინ ელოდა. რადგან სამი დღე არსად ჩანდა. თითქმის დარწმუნებულები ვიყავით რომ არ მოვიდოდა. ჯანდაბა ვაჟა მოვიდა! ჯანდაბა! თუ კუბოს გახსნა მოითხოვა? რა ჯანდაბას გავაკეთებთ მერე?

კორესპონდეტები ერთმანეთში აჩურჩულდნენ. ჩვენს შორის გაიარა წელში გამართულმა, ფეხზე მყარად მდგარმა, გაპარსული, მოწესრიგებული, შავი სათვალით და შავი შარვალ კოსტუმით, შავი გრძელი პალტოთი შემოსილი იყო. თითქოს უნდოდა მისი მტრებისთვის ეჩვენებინა რომ ამ ამბავმა არ გატეხა. საუკეთესოდ იყო მომზადებული. ჩემი თვალიდან არ გამოპარულა როდესაც მან მაგიდის წევრების წინ გაიარა ყველა სმენაზე დადგა თითქოს, რადგან მაგიდაზე ბოლო სიტყვას ყოველთვის ვაჟა ამბობდა. ყველას თავის დაკვრით მიესალმა, თითქოს ამ სიკვდილს მისთვის არაფერი დაეკლოს.

ჩვენს “ სამყაროში” სისუსტეს ადგილი საერთოდ არ უნდა ჰქონოდა, საკმარისა შენთვის ვინმეს სისუსტე შეემჩნია მაშინვე შეტევაზე გადმოვიდოდნენ. ამიტომ “თავის როლს” ისე ასრულებდა თითქმის მეც კი დავიჯერე რომ არ ანაღვლებდა. როდესაც დავითის ხელიდან ბარი აიღო, ზუსტად მაშინ მივხვდი რა ძნელი იყო ვაჟასთვის “ უდრეკის როლის “ თამაში. ხელი რომელშიც ბარი ეჭირა უკანკალებდა. სათვალის უკან ცრემლიან თვალებს რომ მალავდა მაშინ მივხვდი როდესაც გაჭრილ საფლავში ჩასვენებულ ცარიელ კუბოს დააცქერდა. ყურადღებით მაცქერალი ხალხიდან ვერავინ შეამჩნევდა როგორ ჩამოუგორდა ლოყაზე ცრემლი. მე შევამჩნიე…

ვაჟამ პირველი მიწა რომ მიაყარა საფლავს, იქ მყოფი მამაკაცები რიგში ჩადგნენ მიწის მისაყრელად, სათითაოდ წესის მიხედვით. თუმცა ვაჟამ უარი განაცხადა.

ჩემს ცოლს ჩემს მეტი ვერავინ მიაყრის მიწას!

ამის გაგონებაზე თვალები ცრემლით ამევსო. თითქოს ეს სამი დღე სულ ეტიროს ხმა ისეთი ჰქონდა. ჩემი თავი მეზიზღება! ვაჟას ამისი გამოვლა რომ უწევს ჩემი თავი მძულს! მისი თვალებიდან წამოსულ ცრემლებს ვხედავდი. დანარჩენები მისგან შორს იყვნენ ამიტომ ვერ შეამჩნევდნენ. დაუხმარებლად მიაყარა მიწა ხატიას საფლავს ბოლომდე.

გოგაც კი ტიროდა.

დედავატირე ასეთი ცხოვრების! წაიბურტყუნა გოგამ.

ვაჟა ცოტახნის შემდეგ ყველასგან შედარებით ახლოს მდგარ ჯაბას მიუბრუნდა და უთხრა.

ჩემი ცოლის გვერდით კიდევ ერთი საფლავი გაჭერით. ყველაფერს რომ დავასრულებ მეც მის გვერდით ჩამფალით მიწაში!

დაკრძალვიდან ყველა ნელ ნელა წავიდაა მხოლოდ ვაჟა, ნუკრი, გოგა და ის ადამიანები დავრჩით ვინც სიმართლე ვიცოდით. ვაჟა რამდენიმე ხანი უხმოდ და უმოძრაოდ დააცქერდა “ხატიას საფლავს” ხან თავის მიწით დასვრილ ხელებს აკვირდებოდა ხან საფლავს. სათვალე მოიხსნა, გვერდით მიაგდო, ტირილისგან ჩაწითლებული მისი თვალების დანახვაზე ყველამ თავი დახარა. საფლავთან მუხლებით დაეცა და ატირდა.

ახლა ყველა ვხვდებით რომ ძალიან ღრმად შევტოპეთ. რომ გრძნობებზე თამაში არ შეიძლება. ახლა უკვე სერიოზულად მეშინია ვაჟას გამო, ახლა ვხვდები მის ფსიქოლოგიას რამხელა დარტყმა მივაყენე. ვაი თუ ჯკუიდან გადავიდეს, ან ისევ წამალზე შეჯდეს. ჯანდაბა ახლა დავიწყე ამაზე ფიქრი? ხატიას დაცვას ვცდილობდი და ვგრძნობ დასაცავი ჩემი ძმა გამიხდება.

ნუკრი მის გვერდით მივიდა მხრებში ხელი მოკიდა და მისი წამოყენება სცადა.

დაემშიდობე ვაჟა და წავიდეთ.

როგორ? როგორ დავტოვო აქ მარტო? სიცივეში? ზამთარი მოდის. ხელები ზაფხულშიც კი სულ ცივი ჰქონდა. ახლა მეტად შესცივა…

ვაჟა ტიროდა

მასთან ერთად ყველა ვტიროდით.

ჩემი სიძულვილით წავიდა. თქვა აკანკალებული ხმით.

თინა მე თამარს და დავითს მოგვიბრუნდა.

არ გააკეთოთ ეს. ვერ უყურებთ რამხელა ტკივილს განიცდის? უთხარით სიმართლე. გვეჩურჩულებოდა დაბალ ხმაზე.

კატოც მიუბრუნდა თავის ძმას და რძალს.

დავით რასაც თქვენ ახლა აკეთებთ ამისი მონაწილე არ მინდა რომ ვიყო. უთხარით სიმართლე ამ ბიჭმა ამ ცხოვრებაში ისედაც ბევრი ტკივილი ნახა.

შენ ნუ ჩაერევი კატო. საქმე ჩვენი შვილის სიცოცხლეს ეხება. აგრესიულად უთხრა თამარმა.

შენს შვილს არ უსვრია გულში ტყვია და თვითმკვლელობა არ უცდია იმიტომ საუბრობ ასე მშვიდად ხომ კატო. განაგრძო თამარმა.

რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის დანაშუალი, მე თქვენს გვერდით არ ვიქნები, ხატიასაც აქვს უფლება იცოდეს სიმართლე მე ორივეს ვეტყვი სიმართლეს. ხატიას უნდა დაველაპარაკო სანამ გვიანი არაა.

არც კი გაბედო კატო კბილებში გამოსცრა ჩუმად დავითმა. ჩემს ოჯახში ნუ ჩაერევი. განანებ იცოდე.

ასე ხომ ძმაო. კარგი დღეის მერე და აღარ გყავს, ეს გაჭრილი ტყუილი საფლავი შენი დის საფლავი იყოს, მე და თინა თქვენი ცხოვრებიდან მივდივართ. რადგან თქვენსნაირ სასტიკ ხალხთან ცხოვრების სურვილი ნამდვილად არ მაქვს.

სადაც გინდა წადი კატო თავი ჩემი შვილის ცხოვრებისგან შორს დაიჭირე. წასჩურჩულა თამარმა.

კატო და თინა სასაფლაოდან წავიდნენ, შემდგე თამარი და დავითიც, და ის ახლობლებიც ვინც მათთან ერთად იყვნენ.

მეკი ვუყურებდი ხატიას ყალბ საფლავს და ვიცოდი რომ ახლა ამისი შეჩერება გვიანი იყო, ძაღლივით ვნანობდი თუმცა ძალიან გვიანი იყო!



თავი 18

კახასგან

ხატიას ამბიდან თითქმის 6 თვე გავიდა. ამ 6 თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი რამე მოხდა, პირველი და ყველაზე მთავარი რაც იყო ხატია ოპერაციის შემდეგ მშვიდ ცხოვრებას აგრძელებდა, ფსიქოლოგიურ დახმარება მიიღო გერმანიის საუკეთესო ფსიქოლოგებისგან, ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად, ეტყობოდა ნელ-ნელა სიცოცხლის ხალისი უბრუნდებოდა, პატარა კლინიკა გაუხსნია დავითს მისთვის და საყვარელ საქმიანობას ფსიქოლოგობას ეწეოდა . მარტო ცხოვრობდა, თამარს და დავითს უნდოდათ მასთან ერთად გადასვლა თუმცა ხატიამ უფლება არ მისცა. რაც შეეხება ვაჟას , მისი ხსენებაც კი არ უნდოდა, რადგან სიმართლე არ იცოდა, თუმცა ვაჟამა რომ არ იცოდა მის შესახებ სიმართლე იცოდა.

დაკრძალვის შემდეგ კატო და თინა თითქოს მიწას ჩაეყლაპოს მათი კვალი არსად არ ჩანდა, თინასთან დაკავშირება ბევრჯერ ვცადე თუმცა უშედეგოდ. დავითს ვკითხე, თქვა რომ სახლიდან და ქვეყნიდანაც კი წასულან. მათთან უკვე 6 თვეა კავშირი არ აქვს. რაზეც ძალიან დარდობდა, მათი კამათის შემდეგ აღარ უნახავს არცერთი, დარდობდა მათ უსაფრთხოებას და დარდობდა ვაჟასთვის სიმართლე რომ არ ეთქვათ. რადგან ვაჟა ამ 6 თვეში იმაზე საშიში პიროვნება გამხდარიყო ვიდრე აქამდე იყო. ამ დროის განმავლობაში ვაჟამ მრგვალი მაგიდიდან მოგვხსნა მე და გოგა. “მიწისქვეშა” საქმეებში ვეღარ ვერეოდით.

ნუკრისთან თავისი ძლაები გააერთიანა, თითქმის ყოველ კვირა ვიგებდით სხვადასხვა სკანდალურ ამბავს.

მრგვალი მაგიდიდან ვინც მუშაობდა ნარკოტიკზე და იარაღზე ან ვინც ტრეფიკინგით მოვაჭრე იყო ყველა გაანადგურეს, მათი მახსენებელიც არ დაუტოვებიათ. ვაჟამ მაგიდის წევრები გაანახევრა. მათ შემდეგ რუსლანს მისდგა შვილი მოუკლა და რუსლანი ამით აიძულა სამალავიდან გამოსულიყო, ერთ თვიანი თვალთვალის შემდეგ თავისი ფეხით ჩავიდა რუსეთში და ჩააძაღლა, მისი მოკავშირეები, ახლობლები საღი არავინ დატოვა ყველა იმ ქვეყნად გაისტუმრა. ამ თვეების მანძილზე ვაჟა გაშმაგებულ, გაცოფებულ ცხოველს გავდა რომელიც სისხლის დაღვრით იკვებებოდა. დარჩენილ წევრებს შიშის ზარს სცემდა, მათი ბიზნესები ყველაფერი ხელში ჩაიგდო, ყველა საყვარელი ადამიანებით დააშანტაჟა და ლიდერები თავის ხელქვეითებად აქცია, რომელთაც მუდმივ შიშში მოუწევდათ ცხოვრება. თავის მტრებს უსასტიკესად ექცეოდა. რასაც არასდროს გააკეთებდა ახლა აკეთებდა. მე და გოგას ამ საქმეებთან კავშირი საერთოდ აღარ გვქონდა, ყველანაირ უკანონო საქმეს ჩამოგვაცილა, ვხვდებოდით რომ საფრთხისგან გვიცავდა. გოგას და მე საერთოდ აღარ გვიკავშირდებოდა, კონტაქტზე ძალიან იშვიათად გამოდიოდა. უკვე გვეშინოდა რადგან ვიცოდით კარგად არ იყო. წამალზე შეჯდა, მისი ექიმი მისგან დამოუკიდებლად გვესაუბრა რადგან მასთან კავშირი ამ 6 თვის მანძილზე ერთხელაც არ ჰქონია. ექიმს ბოლოს 6 თვის წინ ესაუბრა და მხოლოდ ის უკითხავს სასიკვდილო დოზა რამდენი მილიგრამი იყო. როგორც ვეჭვობდით დოზაზე მეტს იკეთებდა რაც მისი ფსიქოლოოგიისთვის და ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ბოლო სამი დღე მისგან ვერანაირი ამბავი რომ ვერ გავიგეთ მე და გოგამ სახლში მივაკითხეთ ხელახლა, ვიცოდით აზრი არ ჰქონდა, რადგან როცა მივდიოდით შინ არასდროს არ იყო. გაგვირბოდა.

ისევ საფლავზე იქნება. მითხრა გოგამ. ჩემი თავი მძულდა მინდა სიმართლე ვუთხრა, თუმცა ვერ ვბედავ, ვერ ვუბედავ რადგან შემიძულებს და მისი ცხოვრებიდან წამშლის. არავის არ გვაპატიებს. ლიკა, გოგა, ჯაბა და ნუკრი კი მე არ მმაპატიებენ ამას არასდროს. ზურგში დანა ისე ჩავარტყვი მათ ნდობას ვერასდროს ვეღარ დავიმსახურებ.

სასაფლაოზე რომ ავედით, “ხატიას საფლავთან” იჯდა, კაიფში იყო ეტყობოდა . თავ ჩახრილი, მხრებ ჩამოყრილი, ჩაშავებული თვალის გუგები და ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, გატეხილი იყო. სულ რაღაც ერთი წლის წინ მომღიმარი ბიჭი მაინც იყო, ახლა მწუხარებას თავისი კვალი დაემჩნია, მუქ ყავისფერ თმებში აქამდე ჭაღარას ვერ უპოვიდით, როგორ ეშინოდა ადრე გაჭაღარავების ნეტა იცოდეთ, ყოველთვის ვეხუმრებოდით ამ თემაზე რადგან ბიძაჩემი 40 წლის უკვე სრულიად თეთრი იყო. თუმცა ახლა დამწუხრებულები მეც და გოგაც ერთი და იგივე რამეს ვფიქრობთ, თმებიც და წვერიც სავსე აქვს ჭაღარებით, საშინლადაა გამხდარი. ამ ექვსმა თვემ საშინელი დარტყმა მიაყენა.

გოგამ მხარზე ხელი მოხვია. უზარო, ცივი გამომეტყველებით მიაშტერდა ვაჟა .

მთელი ზამთარი სიცივეში გაატარა. ახლა ცოტა დათბა. აღარ ვიდარდებ თუ როგორ გავათბო, მზე გაათბობს. გადაუსვა საფლავს ხელი.

როდის უნდაა დაამთავრო შენი თავის ასე დასჯა? შეეკითხა გოგა.

საბოლოოდ როცა დაავსჯი მაშინ დამთავრდება. თვალებიდან ცრემლები წამოსცვივდა.

რას ქვია საბოლოოდ? ვკითხე გაბრაზებულმა.

ბოლო პატარა საქმე დამრჩა, ამასაც მოვაგვარებ და ჩემს ფერიასთან წავალ.

შიშისგან თუ სიბრაზისგან თავში სისხლი მომაწვა, ვბრაზდებოდი ჩემს თავზე, მანაც რომ თვითმკვლელობა სცადოს, საკუთარ თავს როგორ ვაპატიო. სიმართლე აუცილებლად უნდა ვუთხრა.

შენთან სერიოზული სალაპარაკო მაქვს ვაჟა. ვეღარ გავაგრძელე რადგან ტელეფონმა დაურეკა.

გისმენ თინა.

თინა? თინასთან კავშირი აქვს? არვიცი რა უთხრა თინამ მეორე მხრიდან.

ფრენამდე 3 საათი მაქვს, არ დავაგვიანებ… - გპირდებით ამჯერად ჩამოვალ. . . - რა გაქვს ჩემთან ასეთი სერიოზული სალაპარაკო არ ვიცი… - კი მაგრამ ტელეფონზეც შეგეძლო გეთქვა. … - კარგი კარგი გავიგე. ღამე მანდ ვიქნები სავარაუდოდ. - დახვედრა არ მინდა, მხოლოდ ადგილმდებარეობა გამომიგზავნე… - კარგი შეხვედრამდე.

თინასთან კავშირი გაქვს ?

კი … გაუკვირდა.

ჩვენ არ გვეკონტაქტება და იმიტომ.

მეც მეკონტაქტება. მომიბრუნდა გოგა.

არასდროს გიკითხავს თორემ გეტყოდი, სანახავადაც ვიყავი რამდენჯერმე ჩასული. დაამთავრა გოგამ

ვაჟა შენ რისთვის მიდიხარ?

არვიცი ჩემთან სერიოზულ თემაზე აქვს სალაპარაკო თინას, ამ 6 თვის მანძილზე თითქმის ყოველდღე ჩასვლას მთხოვს თვითონ ვიზის გამო ვერ ჩამოდის გაუფუჭდება საბუთები.

სად არიან? ვიკითხე შეშფოთებულმა, უკვე ვხვდები რაზეც უნდა ისაუბრონ.

ინგლისში. წავიდეთ მოვწესრიგდები და უნდა გავფრინდე.

ყველაფრისთვის ბოდიშს გიხდი, მხოლოდ საყვარელი ადამიანების უსაფრთხოების გამო გავაკეთე. ვუთხარი და როგორც ბავშვობაში ისე გადავეხვიე.

გოგაც და ვაჟაც გაურკვეველი თვალებით მიყურებდნენ. ვერ მიმხვდარიყვნენ რა ვუთხარი, ან რაზე ვებოდიშებოდი. Ვაჟას ნარკოტიკით გაბრუებულს დიდად ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემი ნათქვამისთვის, თუმცა გოგას თვალებში ეჭვის ნაპერწკალი გაჩნდა.

კაიფში მევარ და ეს ბოდავს რაღაცეებს. ბეჭზე ხელი წამკრა და სასაფლაოს გავეცალეთ.

Სიმართლის თქმას აზრი აღარ ჰქონდა, ინგლისში ჩასვლისას გაიგებდა ყველაფერს, რადგან დარწმუნებული ვიყავი თინა ამ დროის მანძილზე მისთვის სიმართლის თქმას ცდილობდა, თუმცა დროში გაეწელა. ისღა დამრჩენოდა დავლოდებოდი, დავლოდებოდი როდის მოითხოვდა ჩემგან პასუხს ყველაფრისთვის.

Ვაჟა ჯერ სახლში მივიყვანეთ, მოწესრიგდა და შემდეგ აეროპორტში წავედით. რეგისტრაციამდე ნახევარი საათით ადრე მოგვიწია მოსვლა.

Ლიკა აპირებს ჩამოსვლას. Თქვა ვაჟამ ცივი ხმით.

Როდის ელაპარაკე?

Დღეს დილით დამირეკა ბილეთები აღებული აქვს, ორ დღეში აქ იქნება.

Იმედია უფლება არ მიგიცია საქართველოში ჩამოსვლის.

Რატომაც არა! Ყველაფერი დასრულდა, შემიძლია თამამად ვთქვა არ არსებობს კაცი რომელიც ჩემს წინააღმდეგ წავა. Ჰა, გაბედავს და აგერ ყველამ ნახა გამბედავს რაც დაემართა.

Მაგიდის წევრებს როგორ დავუმალავთ მერე მის ჩამოსვლას და საერთოდ მის არსებობას?

Დასამალი არაფერია კახა! Რა მაგიდა რის მააგიდა. Არანაირი მრგვალი მაგიდა აღარ არსებობს. Შეგიძლია გული მშვიდად გქონდეს.

Რას ქვია არ არსებობს? Ვიკითხეთ მე და გოგამ ერთხმად.

Აი ასე აღარ არსებობს, არც მაგიდა და აღარც ლიდერები. Ყველა ჩემი ბრძანების ქვეშაა. Და ყველას ჩემი ვალი აქვს თან საკმაოდ სოლიდური. Ჩემს წინააღმდეგ ვინც წავა საყვარელი ცხოვრების, და ძვირფასი ქონების დათმობაც მოუწევთ ამიტომ არავინ ამას არ გააკეთებს. Რადგან არ ექნებათ ფული და არ ექნებათ ძალაუფლებაც. Მათი ანგარიშების განულება ერთ წუთსაც არ წაიღებს.

Დღემდე მიკვირს როგორ მოგვიცილე მე და კახა მრგვალი მაგიდიდან.

Თქვენივე უსაფრთხოებისთვის იყო საჭირო, ჩემიანის დაკარგვას აღარ დავუშვებდი. Ასე რომ კახა დარდი არ გქონდეს და ლიკას ჩემს მაგივრადაც გაუფრთხილდი. Სავარაუდოდ როცა ჩამოვა მე ვეღარ ვნახავ, უთხარი რომ ძალიან მიყვარს.

Რატომ ვერ ნახავ? Ძლივს წარმოვთქვი აკანკალებული ხმით. Გაეღიმა... დიდიხნის შემდეგ პირველად...

Შორს მივდივარ, თინასთან ბოლო საქმეს მოვაგვარებ და შემდეგ სამუდამოდ დასრულდება ყველაფერი.

Ეჭვი მკლავს, რაღაც არ მასვენებს შინაგანად, არ მინდა იმას გულისხმობდეს რასაც ახლა ვფიქრობ. Შიში მიპყრობს, მძულს ჩემი თავი ჩემს სისხლს და ხორცს ჩემი ხელებით დავუნგრიე ცხოვრება. Ყველაფრის მიუხედავად მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი!

Თინასთან საუბრის შემდეგ... მეც მაქვს შენთან სერიოზული სალაპარაკო. რადგან ვიცი თინა შენთან რაზეც ისაუბრებს, როგორც ძმას გთხოვ ბოლოჯერ მეც მომისმინო. სიტყვებს თავი ძლივს მოვუყარე. Ეჭვის თვალით მიყურებდა, დაინტერსედა! Აინტერესებდა რაზე უნდა მესაუბრა მასთან.

Არ მგონია დავბრუნდე აქ...

Რასაც გეტყვის დამიჯერე, აქ დაბრუნების მიზეზია. Რადგან მე თინაზე მეტი ვიცი. Ჩემთან დაკავშირება მაინც მოგიწევს.

Ხატიას ამბავს რომ გაიგებდა, აუცილებლად გადაწყვეტდა მის ნახვას და ნახავდა კიდევაც. Ვაჟა რამდენიმე საათში ცხოვრებისგან შოკისმომგვრელ დარტყმას მიიღებდა კიდევ ერთხელ.

Ვერ ვხვდები რაზე საუბრობ კახა. საათზე დაიხედა.

Რეგისტრაცია დაიწყო, თავს გაუფრთხილდით ორივე, ლიკას მიხედეთ.

Გადაგვეხვია და წავიდა.





Ვაჟა.

Ამ სამყაროდან გაქრობა ბოლო 6 თვის მაძილზე ერთადერთ სურვილად ქცეულიყო ჩემთვის, თვითმკვლელობის სურვილი მკლავდა, მხოლოდ იმიტომ განმეცადა იგივე გრძნობა რაც ჩემმა ცოლმა განიცადა. Მაინტერესებდა რა იგრძნო ხატიამ თვითმკვლელობის წინ.

Თვითმფრინავში ვზივარ , მხოლოდ ერთი და იგივეს ვიმეორებ ჩემთვის გულში, თინას მოვუსმენ და ამით დამთავრდება ჩემი არსებობის მისია. უკან არც არავინ მრჩებოდა ვისაც ჩემი სიკვდილი ცხოვრების გაგრძელების საშუალებას არ მისცემდა. Ხატიასგან განსხვავებით..



***



Ლონდონში საღამო იყო როცა ჩავფრინდი. Ახლა კი ახალი დღე იწყებს გათენებას . თინასთან საუბრის შემდეგ მოჩვენებასავით დავხეტიალობ ჯერ კიდევ ხალხისგან დაცარიელებული ქალაქის ქუჩებში. მოსმენილის შემდეგ შინაგანი სიცარიელის შეგრძნება და არეული აზრები არ მტოვებს. თვეებია საყვარელი ქალის მკვლელი მგონია თავი, იცით თქვენ რა რთულია ამ აზრთან გამკლავება? Ყოველდღე ვცდილობდი გავქცეოდი რეალობას, ყოველდღე ვცდილობდი წამლით ჩამეხშო ჩემში დანაშაულის შეგრძნება, მეშინოდა აღიარება. იმდენად მძიმე იყო ჩემი სულისთვისაც კი ამ ტვირთის ტარება, თუმცა მაინც ყოველდღე ვახსენებდი ჩემს თავს რომ მე მოვკალი, თავს ვისჯიდი, ჩემმა სხეულმა და სულმა ღიმილი დაივიწყა, თვალებმა ყველასგან ფარულად ტირილი ისწავლა, სიცოცხლე შეიძულა. თითქმის ყოველ საღამო მის საფლავზე ცოცხალ მკვდარი დავიარებოდი. Საფლავზე რომელიც მადლობა ღმერთს ცარიელი იყო.

Მიუხედავად ყველაფრის მადლობელი ვარ ღმერთის რომ ცოცხალია, მადლობელი ვარ რადგან მკვლელი მე არ ვარ. ახლა სუნთქვა შემიძლია.

არ ვაპირებ შურისძიებას, ან კი ვიზე ვიძიო შური? Იმ ადამიანეზე რომელთა გამო სიცოცხლეს გავწირავდი დაუფიქრებლად? Მათ სისასტიკეს როგორ ვუპასუხო? რაც არ უნდა გავუკეთო საპასუხოდ, ტკივილიც რომ მივაყენო მაინც ვერასდროს გადავუხდი სამაგიეროს , რადგან რაც მათ განმაცდევინეს იმ ტკივილთან შედარებით არაფერი იქნება.

ახლა მხოლოდ ერთი რამ მსურდა, ბოლოჯერ ჩამეხედა ხატიას თვალებში, რომლიც თვითონ იყო ჩემი სულის მკვლელი.

***

Ბერლინში რომ ჩავედი ღამე იყო, კონკრეტულად რა დრო იყო არ ვიცი, არც მიცდია საათის გასწორება, მობილური არც კი ჩამირთავს, მაჯის საათი ისევ სააქართველოს დროით ღამის პირველ საათს მიჩვენებდა.

Ახლა ხატიას ბინის კართან ვდგავარ, სავარაუდოდ არ სძინავს , ნეტა ჩემს გარეშე როგორ ისწავლა ძილი, უნებურად ამომიტივტივდა გონებაში, მას ხომ ძილის პრობლემა ჰქონდა? “ მხოლოდ შენს გვერდით ყოფნისას მერევა ძილი .” მეტყოდა ხოლმე, გვიან მივხვდი რატომ მეუბნევოდა ხშირად ამას. Თავს დაცულად გრძნობდა ჩემს გვერდით, მენდობოდა. ზუსტად ამიტომ მიჭირდა მის სიკვდილთან შეგუება... მწარედ მეღიმება... არეული აზრებით მაქვს თავი სავსე, დავიკარგე, რა არის სწორი და რა არასწორი ვეღარ ვიგებ. ფიქრი აღარ მინდა.

Კარზე დავაზარე. Არ გაუღია არავის. Კიდევ რამდენჯერმე დავაზარე, ველოდები, მეორე მხარეს ხმაური ისმის, ალბათ არ მელოდა, რას წარმოიდგენდა თუმცა. Მეც ვერასდროს წარმოვიდგენდი რამდენიმე დღის წინ. კარს არ აღებს. Თუმცა ვგრძნობ კარს უკანაა.

Კარი გააღე. Ახლა როგორც ექვსი თვის წინ გამოიჩინე გამბედაობა და კარი გააღე. Ვუთხარი მშვიდად..

Კარი გამიღო, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე... მეგონა მისგან პასუხს არ მოვითხოვდი ჩადენილის გამო, თუმცა ახლა Მივხვდი, ჯერ კიდევ ვერ გამეაზრებინა აქამდე ის რომ ცოცხალი იყო. Მხოლოდ ახლა ამიმუშავდა გონება მისი დანახვისას.

Კანკალმა ამიტანა, რომ დავინახე, საშინელი მონატრება ვიგრძენი, თვალები ცრემლით ამევსო, ნერვიულობისგან ხელები საშინლად მიკანკალებს, რომ დავმალო ჯიბეში ვიწყობ ხელებს. Რა რთული ყოფილა მასთან შეხვედრა, რეალობას მხოლოდ ახლა ვუსწორებ თვალს.

Როგორ? აქ ახლა ჩემს წინ როგორ დგეხარ? შენ ხომ მოკვდი? Ჩემი ხელით დაგმარხე...

Არ მომკვდარვარ... მითხრა ჩურულით ხმა უკანკალებდა, კარიდან გაიწია და სახლში შესასვლელად გზა დამითმო მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით წავედი წინ, ჩემს ზურგს უკან კარი დახურა. Ორივე ერთ ადგილს მივეყინეთ.

Ვაჟა...

Არ ილაპარაკო. Ვუთხარი. ვერ მოვითმინე და გულში ჩავიხუტე, მისი თბილი სხეულის შეხებამ შემაკრთო, ცივი მიწის ჩახუტებას როგორ მივეჩვიე თურმე... მის თმებს ისევ ნაცნობი და ის მონატრებული სურნელი ასდიოდა რომელსაც თვეებია ცივ მიწასთან შეხების დროს დავეძებდი. Გულზე ხელის გული მივადე, გული უცემდა,მადლობა ღმერთს გული უცემდა!

Დამაცადე რომ გიგრძნო. აქ ხარ ჩემს კლავებში, ცოცხალი ხარ.

Ცრემლებს ვერ ვიკავებდი. რაც შემეძლო ძლიერად ვიკრავდი გულში, თმები, ხელები, სახე და გული დავუკოცნე, დიდიხანი ვიკრავდი გულში, ხელის გაშვება არ მინდოდა.

Არ ვიცი როგორ მოხდა, თუმცა კარგია რომ მოხდა, კარგია რომ ცოცხალი ხარ, მოვკვდი ხატია, შენ ერთხელ მოკვდი, მაგრამ მე შენი სიკვდილი ვერ ავიტანე. Შენთან ერთად ყოველდღე მეც მოვკვდი.

Ძალია ვწუხვარ... ძლივს წარმოთქვა ჩურჩულით, ნაწყვეტ ნაწყვეტ.

Ნუ წუხარ. შენ მხოლოდ იცოცხლე. Ვუთხარი ისე მისთვის ხელი არ გამიშვია.

Ნამდვილად ცოცხალი ხარ?

Თვალებიდან ცრემლები წასკდა, თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად.

Მე.. არ იცოდა რა ეთქვა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა.

Ძალიან ვწუხვარ ვაჟა. მოგატყუეთ, კახას გეგმა იყო. Ვერ გაპატიე, მოგატყუე. Შეიძლება ძალიან სასტიკად აღიქვამ მაგრამ რაც გავაკეთე ესაა. Მითხრა ტირილით. Თავს უარყოფის ნიშნად ვუქნევდი. Წამალის ზემოქმედებიდან გამოვდიოდი, ვგრძნობდი სიმშვიდის შენარჩუნება მიჭირდა. Სიმწრით გამეცინა.

Შენ ასეთი ადამიანი არ ხარ.?! Გაიძულეს ხომ? Ისინი რომ დაიცვა ახლა მატყუებ? Პატარა იმედი მქონდა მაინც, იქნებ იძულებული გახადეს...

Ვაჟა.. Სიმართლეს ვამბობ. Არ გატყუებ. Არ დაუძალებიათ, შენი დანახვა არ მინდოდა, მინდოდა ტკივილი გეგრძნო. Ჩემსავით დატანჯულიყავი. Მხოლოდ მაშინ ვიგრძნობდი შვებას, ვიგრძენი კიდეც... შენ მიიყვანე შენი თავი ამ მდგომარეობამდე, შენ ჩაგვყარე ამ მდგომარეობაში ორივე, შენ რომ ჩემთვის არ გეღალატა...

Გაჩუმდი! Გეყოფა გაჩუმდი! Ვუყვირე, ყურებზე ხელს ვიფარებდი, ამ სასტიკი ქალის მოსმენა აღარ მსურდა.

Ვინ ხარ გოგო შენ? Მითხარი ვინ ხარ? ჩემი ცოლი, უცნაურია, უცნაური ჩვევებით შეპყრობილი . მაგრამ არა არაკეთილსინდისიერი და არც სასტიკი. შენ ჩემი ფერია ვერ იქნები!

Ის ადამიანი ვარ ვისაც იმსახურებ! Მითხრა ხმა მაღლა, ცრემლები შეუსვენებლად ღაწვებს უსველებდა.

Დაუმსახურებლად არაფერს არ განიცდი ვაჟა! Როგორ მიღალატე არ დამვიწყებია, როგორ გამომიყენე არ დამვიწყებია, ჩემი ნდობა როგორ გამოიყენე არ მავიწყდება გაიგე! Მიყვირა თვითონაც.

Გგონია რომ ეს ყველაფერი დავიმსახურე? ჩემი მაშინდელ ქცევა იძულებითი რომ ყოფილიყო, მაინც დავიმსახურებდი ამ ყველაფერს როგორ ფიქრობ? Ვუთხარი უსუსური, უღონო ხმით.

Სახე გაუფითრდა, გაკვირვება და ეჭვი წავიკითხე მის თვალებში.



Მტერსაც რომ არ მივიჩნევ ასეთი ტკივილის ღირსად, რატომ გეგონათ რომ მე დავიმსახურე? ვინ იმსახურებს ასეთ რამეს ხატია?

Ცრემლი სახელოთი შევიწმინდე, კარი გავაღე და წავედი.

Ზუსტად მაშინ როცა უკვე დანებებას ვაპირებდი, ჩემში გაჩაღებული ბრძოლა მოვიგე, რთული იყო თუმცა მოვიგე, გულის არსებობას სამუდამოდ დავივიწყებდი.

იმ ღამიდან მე საღსალამათი დავრჩი თუმცა ჩემში ცოცხალი აღარავინ დავტოვე.



თავი 19

Ხატია



ღია კარებში ვდგავარ, რამდენიმე წუთის წინ ვაჟა რომ იდგა იმ ადგილას, მისი ნათქვამი ბოლო სიტყვები დანასავით მესობა გულში, უნდა ვესაუბრო თორემ, ეჭვი რომელიც გონებაში შემომიგდო წუთების წინ , ბუდეს დაიდებს, ისე გაიზრდება შინაგანად შემჭამს და თავისუფლად სიცოცხლის უფლებას არ მომცემს.

ბინის კარი არც დამიკეტავს ისე დავეშვი კიბეებზე, სირბილით ჩავირბინე ოთხი სართული. მივუსწარი ქუჩაში იდგა. ძალიანაა შეცვლილი, ჩემი ქმრისა არაფერი დარჩენია, გაჭაღარავებულია, გამხდარი, საშინლადაა გამხდარი. ეტყობა რომ წამალს იკეთებს ,რადგან თვალის გუგები იმდენად აქვს გადიდებული მწვანე თვალების ფერი აღარ ეტყობა.

ვაჟა!

დავუყვირე, შემობრუნდა, თუმცა სიცარიელეში დაიწყო ცქერა და არა ჩემსკენ, რამდენჯერმე ღრმად ჩასუნთქვის შემდეგ მოხედვის გამბედაობა იპოვა.

Მე კი არა... შენხარ კოშმარი თურმე ჩემთვის, აქამდე ჩემი თავი მეგონა...

არ მაცალა საუბარი ვაჟამ. მხრებ ჩამოყრილი, ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილი, დანებებით მიყურებდა. Საშინელმა სიჩუმემ დაისადგურა ჩვენს შორის.

Წასვლა გადაწყვიტე... მითხრა დაღლილი ხმით.

Რომ დავრჩენილიყავი არაფერი შეიცვლებოდა.

გაიცინა, ტკივილით სავსე ღიმილი დაეფინა სახეზე.

Ბევრი რამე შეიცვლებოდა... ცოტახანი რომ დაგეცდია ჩემთვის, ჩემი ფეხით მოვიდოდი შენთან პატიების სათხოვნელად, ყველაფრის ასახსნელად. მაგრამ არ დამაცადე.

მითხრა განადგურებული გამომეტყველებით.

მწვანე თვალებში წარსულის ტკივილი ჩანდა.

მე ჩემი ხელით დავმარხე ჩემი ცოლი.

როგორც ციდან წამოსული წვიმა ისე ჩამოსცვივდა ხშირი წამწამებიდან ცრემლები სახეზე.

გახსოვს ერთხელ მითხარი ხატია, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე კრიზისულ პერიოდში ყოველთვის შენთან მოვსულიყავი. ბოლო თვეების მანძილზე ბევრჯერ მოვედი. მაგრამ არ იყავი.

მოსმენილის გამო გული დაუნდობლად მტკიოდა, მტკივნეულად მიცემდა მკერდში.

კარგია რომ არ იყავი. კიდევ კარგი იქ არ იყავი.

ისე წარმოსთქვა თითქოს მადლობელი იყო.

ღრმად ამოისუნთქა, ისე მიყურებდა ვერ ვიგებდი მზერით ჩემს ამქვეყნად არსებობას თანხმდებოდა თუ მემშვიდობებოდა, ამის გამო გული ძალიან მტკიოდა.

ერთხელ მითხარი ცხოვრებას თუ დაგინგრევდი არ მაპატიებდი.

მის ნათქვამზე ცრემლები წამსკდა. Ახლა თვალებში მიყურებდა მაგრამ ძველებურად აღარ. ცოტახნის წინ მონატრებით მიყურებდა იქ მაღლა სახლში, მაგრამ ახლა ამ პაწაწინა დროში გამოხედვაც, ხმის ტონიც შესცვლოდა. ცივი არ იყო თუმცა უგრძნობი იყო ახლა მისგან წამოსული ყველაფერი. ყველანაირი გრძნობის გარეშე თვალებში შემომხედა ბოლო წინადადება თქვა და წავიდა.

Ჩემი ცხოვრება იყავი ხატია!

Მის ზურგს უკან მდგარი ერთ ადგილზე გავიყინე თითქოს, ის კი მიუყვებოდა ქუჩას უკან მოუხედავად. იქამდე ვიდექი სანამ მისი სილუეტი თვალს არ მოეფარა. ამ დროის მანძილძე მისი ნათქვამი ჩამესმოდა ყურებში “ ჩემი ცხოვრება იყავი ხატია”. ვაჟა წავიდა, გულნატკენი კიდევ მე დავრჩი, ყველაფერი მისი გაკეთებული იყო, დაუმსახურებელად ხომ არაფერი მიუღია, თუ ასეა გული რატომ მტკიოდა ასე ძალიან? თავს დამნაშავედ მე რატომ ვგრძნობდი? რაც გავუკეთე ყველაფრის ღირსი იყო, უდანაშაულო არ იყო, მის გამო არ უნდა დავმწუხრებულიყავი და არ უნდა მენერვიულა თუმცა მაინც ვწუხდი, ვნერვიულობდი.

მიუხედავად ყველაფრის ისევ ისე ძალიან მიყვარდა!

***

Სახლში განადგურებული ავბრუნდი, ფიქრით გონება დამეღალა, გადამეტებული ფიქრი ანადგურებს ადამიანის გონებას, რასაც არ უნდა ეხებოდეს. Როგორ მინდა ახლა მექანიკური ღილაკი მქონდეს რომელსაც დავაჭერდი და ყველანაირ აზრს ჩავიკლავდი გონებაში სამუდამოდ. ეჭვებმა მოსვენება დამაკარგვინა. ღამე გათენებას იწყებს უკვე, ვეღრ ვითმენ, თინას ვურეკავ , რომელსაც ბოლოს 6 თვის წინ ვესაუბრე, ბერლინში რამდენიმე დღის ჩამოსული. დიდიხანია Ჩემთან სერიოზული საუბარი სურდა , მე კიდევ მისი მოსმენა არ მინდოდა. Მობილური ავიღე და თინას დავურეკე.

ალო. მიპასუხა ნამძინარევი ხმით.

თინა...

ხატია? როგორ ხარ? მითხრა გაკვირვებულმა.

ცუდად.

რამოხდა, ხმა რატომ გიკანკალებს? ტირიხარ?

ვაჟა იყო აქ...

იმაზე მალე ჩამოსულა შენს სანახავად ვიდრე მეგონა.

შენ უთხარი?

კი.

რატომ? ვუყვირე მობილურში.

რითი ვერ დაკმაყოფილდით ხატია? Მეტი რა უნდა მომხდარიყო რომ დაკმაყოფილებულიყავი იმით რაც მას გაუკეთე? მასაც თავი უნდა მოეკლა? მაშინ დაისვენებდი? მიყვირა თვითონაც მეორე მხრიდან.

შენ არაფერი არ იცი. დაუმსახურებლად არ მიუღია არაფერი.

ეს შენ არ იცი არაფერი! რა დაიმსახურა მითხარი?

რაც ჩაიდინა, საპასუხოდ ის დაიმსახურა.

- არ დაუმსახურებია! მიყვირა თინამ.

ხატია კარგად მომისმინე ახლა რასაც გეტყვი, ვაჟას რაც გაუკეთეთ საერთოდ არ დაუმსახურებია! მან შენი უსაფრთხოების გამო გააკეთა ყველაფერი, შენ რომ ჩამოეცილებინე თავის ცხოვრებას, განა იმიტომ რომ არ უყვარხარ იმიტომ რომ შენი მოკვლით დააშანტაჟეს, შენს დასაცავად გააკეთა ყველაფერი, რადგან იცოდა მისგან სხვანაირად არ წახვიდოდი. იძულებული იყო, სხვა შანსი არ ჰქონდა, იცი რატომ არ ჩანდა მაშინ თითქმის ერთი კვირა? დაჭრილი იყო! ესყველაფერი კახამ და შენმა მშობლებმა იცოდნენ, დაგიმალეს! Სულელო თვალი გაახილე!

Სისულელეა! მე მის სახლში ისედაც დაცვით გარშემოტყმულ გარემოში ვცხოვრობდი. რას ჰქვია დააშანტაჟეს.

რასაც გეუბნევი სიმართლეა, შენს გამო ... საუბარი აღარ გავაგრძელებინე ტელეფონი გავთიშე.

თინას მოსმენა აღარ მინდოდა, საშინლად მტკიოდა გული, ვხვდები რომ მასაც სასტიკად მოვექეცი! მისთვის რომ მომესმინა, ან სულაც მისგან უსიტყვოდ წავსულიყავი, ან სიმართლე ეთქვათ ჩემთვის ამ გზას არ ავირჩევდი. ახლა სინანული გვიანია, რეალობა მაძალებს რომ ყველაფერს თვალი გავუსწორო, ეს გზა მე ავირჩიე.

არ მინდოდა მოსმენილის დაჯერება, ცრემლები უგზო უკვლოდ მოედინებოდა ჩემი თვალებიდან. იმდენად ბევრი ვიტირე რომ ცრემლიც კი შემაშრა . ვტიროდი ჩემს თავზე , ჩემს მშობლებზე, ვაჟაზე ვტიროდი , რაც მას გავუკეთე იმაზე ვტიროდი. ყველაზე რთული გადასატანი კი ის იყო რომ ვერც ერთი ჩემი დაღვრილი ცრემლი სამაგიეროს ვერ გადაიხდიდა, იმ მიყენებული ტკივილის საფასურს ვერ გადაიხდიდა. სიმართლის ასე გვიან გაგება ჩემი შეცდომა იყო. მხოლოდ სასტიკად კი არ მოვექეცი სასტიკადაც ვესაუბრე. მაგრამ მეც ხომ ტყუილის მსხვერპლი ვარ, მეც ადვილად დავიჯერე, ვინ არ დაიჯერებდა? ადამიანი რომელიც თავზე დამკანკალებდა დავიჯერე რომ მოვბეზრდი, ადამიანი რომელიც ძილის წინ ჩემი გულის ცემას უსმენდა მეგონა მიღალატა, გამომიყენა. იქნებ იმიტომ დავიჯერე ასე ადვილად რომ არასდროს გამომტყდომია პირდაპირ სიყვარულში? ძალიან ადვილად დავიჯერე და რასაც ყოველთვის ვაკეთებდი მაშინაც ის გავაკეთე, გავიქეცი... მისგან გავიქეცი, ყველასგან და ყველაფრისგან გავიქეცი. მეგონა რეალობას გავექეცი თუმცა რეალობიდან დიდ და საშინელ ტყუილში ავღმოჩნდი, ყველაზე საყვარელ ადამიანს მივაყენე დარტყმა ამ გაქცევით. ახლა კი, ახლაც როგორ მინდა ამ რეალობადან წასვლა, მინდა თუმცა წასასვლელ გზას ვერსად ვხედავ ახლა მხოლოდ ორი გამოსავალი მაქვს, ან რეალობას გავუსწორებ თვალს და ცოცხალ მკვდარი გავაგრძელებ ცხოვრებას იმ სინდისთან ერთად რაც საშინლად მტანჯავს უკვე, ან კიდევ არ შევეგუები რეალობას და ვეცდები ვაჟას თვალებში ჩახედვის გამბედაობა მოვიპოვო.



***

ვაჟასთან საუბრის შემდეგ თითქმის ერთ წელი გავიდა, ამ ერთი წლის მანძილზე ძილი საერთოდ არ მეკარებოდა, ხშირად ძლიერი წამლების ან ანესთეზიის მეშვეობით ვიძინებდი. ჩემი ჩადენილი საქციელი ადრე გულს არ მტკენდა, რადგან ვიცოდი ვაჟა დამნაშავე იყო. ახლა პირიქით. ასე ზღვარს როგორ გადავედი, თუმცა მეც ხომ არ ვიცოდი სიმართლე?

ხატია! Ჩემი ოთახის კარზე კაკუნი და დაძახილი მესმის. თინაა.

მასთან საუბრის შემდეგ მათთან ჩავედი, კატო მამიდა ყველაფერს მომიყვა. ბერლინში ჩემი კლინიკა დავკეტე და სამივე ერთად დავბრუნდით საქართველოში.

პატარა ბინა ჰქონდა კატო მამიდას იქ გადავედით საცხოვრებლად, ჩემს მშობლებს არ ველაპარაკებოდი. შერიგების მცდელობა ჰქონდათ თუმცა არ ვპატიობდი, არც მამიდას უპატიებია მათთვის. თინამ გოგასთან დაიწყო მუშაობა, მათი კომპანიის კიბერ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, ამ ერთი წლის მანძილზე თინასაც და გოგასაც ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, უცნაურად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, კითხვას ვერ ვუბედავდი თუმცა ვატყობდი, ერთმანეთის მიმართ გრძნობები ჰქონდათ.

გოგა ჩემზე გაბრაზებული იყო თუ არ იყო ვერ ვიგებდი, ვაჟაზე სიტყვც არ დასცდენია არასდროს. ზედაპირულ საუბრებში ყოველთვის მიწევდა კომპანიონობას, არასდროს უსაყვედურია ჩემი ჩადენილი საქციელის გამო, თუმცა კახას ზედაც არ უყურებდა, უფრო მეტიც კახა ჩვენთან სტუმრად რომ მოდიოდა თინა და კატო მამიდა სახლიდან მიდიოდნენ.

კახას დახმარებით მათ კერძო სკოლაში დავიწყე მუშაობა, ბავშვთა ფსიქოლოგად. Მიყვარდა ჩემი საქმე და მიყვარდა ბავშვებთან ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში ვუწევდი დახმარებას პატარებს, ხშირ შემთხვევაში დროს სულ მათთან ვატარებდი, რადგან გახანგრძლივებული გრაფიკით ვმუშაობდით და მათთან დარჩენა, ყურადღების მიქცევა გაკვეთილების შემდეგ მე მიწევდა, ჩემს გარდა კიდევ ორი ფსიქოლოგი მუშაობდა.

Ჩემი სამსახურით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, ბავშვები ერთადერთი გამოსავალი იყო ვაჟაზე ფიქრიდან თავის დასაღწევად დღის მანძილზე , ღამე ისედაც საკმარისად ვიტანჯებოდი.

ოფიციალურად ისევ ვაჟას ცოლად ვითვლებოდი, თუმცა მასთან არანაირი კავშირი არ მქონდა. ბოლოს ბერლინში ვნახე როდესაც ჩემთან მოვიდა, თითქმის ერთი წელია ამერიკაშია წასული. გაგიკვირდებათ ალბათ საიდან გავიგე, სოციალური ქსელების მომხმარებელი არ ვყოფილვარ, მაგრამ რამდენიმე თვეა იძულებული გავხდი, მოსწავლეების გამო , მათ მშობლებთან კომუნიკაციის დამყარება ხშირად მჭირდებოდა, ეს კი სოციალური ქსელის გამოყენებით უფრო მიადვილდებოდა. რაც აქტიური მოხმარება დავიწყე ჩემდა გასაკვირად ვაჟაც ჩემი პირადი გვერდის გამომწერი გახდა ინსტაგრამზე. ჩემს ყველა ისტორიას თუ სიახლეს იწონებდა, თუმცა არასდროს მწერდა.



შემოდი თინა. გავძახე მეორე მხრიდან.

გაგვიანდება, იმიტომ შემოგხედე.

შემოაღო კარი და ოთახში შემოვიდა.

დღეს საშინლად მტკივა თავი სამსახურში ვერ წავალ. Საქმეთა მმართველს დავურეკავ და გავაფრთხილებ.

დღეს საღამოს გოგასთან წვეულებაა ბარში. ხომ გახსოვს? შენც დაგპატიჟა წინა კვირას, წამოხვალ ხომ?

სავარაუდოდ კი.

კარგია. და ხატია კიდევ არის რაღაც რაც უნდა გითხრა... მაგრამ როგორ შეხვდები არ ვიცი.

რახდება თინა?

ვაჟა ჩამოვიდა.

რა? ვაჟა ჩამოვიდა? როდის დაბრუნდა?

მეტი არაფერი ვიცი. ლოყაზე მაკოცა და წავიდა.

მაშინვე მობილური ავიღე ხელში და რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია ის გავაკეთე. მის ინსტაგრამ გვერდზე გადავედი, მისგან განსხვავებით მე არ ვიყავი ვაჟას გამომწერი, საკმაოდ ბევრი გამომწერი ჰყავდა, და რატომღაც უმეტესობა ქალები ან პატარა ასაკის გოგოები იყვნენ.

თვალები გამიფართოვდა, როცა ათი ათასობით მიმდევარი დავინახე. მე მხოლოდ 159 მიმდევარი მყავდა და ისიც სულ გოგოები, მათგან ყველას ვიცნობდი, საპირისპირო სქესის გამომწერი არ მყავს, არის შემთხვევა ვიღაც ჩემთვის უცნობი მამაკაცი გამომიწერს და ცოტახნის შემდეგ გამოწერას აუქმებს.

თვალიერება დავიწყე რასაც აქამდე აზიარებდა. მისი ბოლო პოსტი ჩემი ასაკის ან ჩემზე პატარა გოგონასთან ერთად იყო. სპონტანურად გადაღებულ ფოტოს გავდა, გოგას ბარში იყო გადაღებული. ვაჟა სავარძელში იჯდა და ქერათმიანი, მწვანე თვალება გოგონა მას ეხვეოდა უკნიდან კისერზე. ვაჟას უყურებდა და იღიმოდა, აშკარა იყო ორივემ არ იცოდა ფოტოს რომ უღებდნენ ამ დროს. ვაჟას მზერა მართლაც მოსაკუთრე და მოსიყვარულე მამაკაცის მზერას ჰგავდა.

ფოტოს ქვეშ ჩემს ქმარს წარწერაც გაეკეთებინა “ ჩემი ყველაფერი”. აშკარად ახალი გადაღებული ფოტო იყო რადგან ბოლოს რომ ვნახე იმასთან შედარებით ძალიან შეცვლილიყო. სახეზე ჯანმრთელი ადამიანის იერი ჰქონდა, ჭაღარები ცოტა ასაკს მატებდა თუმცა ძალიან უხდებოდა, იმაზე მეტად სიმპათიური იყო ვიდრე აქამდე, თვალებში სიცოცხლე დაბრუნებოდა, მწვანე თვალებში ისევ ის ბავშვური მოციმციმე სიანცე ჩასახლებულიყო. იღიმოდა! ძალიან ლამაზად იღიმოდა.

ღმერთო რა საშინელი შეგრძნებაა საყვარელი ადამიანის სხვის გვერდით ბედნიერად დანახვა. მისი გვერდის დაწვრილებით თვალიერება დავიწყე, ბოლო ერთი წელია თითქმის ამ გოგოსთან ერთად გადაღებული კიდევ რამდენიმე ფოტო აქვს.

როგორც ჩანს ძალიან მალე დამივიწყა. რამდენიმე საათის წინ დადებულ ფოტოს დავუბრუნდი და გაბრაზებულმა კომენტარი დავუწერე.

“ ძალიან უხდებით ერთმანეთს, რატომ არ მეყრები მე და მასთან რატომ არ ქორწინდები? “

ვაჟა როგორც ჩანს ახლა ინსტაგრამზე იყო შემოსული, რადგან წამებში მისი საპასუხო კომენტარი წავიკითხე.

“ მას არ ვუხდები! და შენ არ გაგცილდები!”

“გოგოსთან რომელიც არ მოგწონს რა არის ეს პოზები?” დავუწერე ისევ.

“პასუხს მთხოვ?” დამეპასუხა წამის მეასედში ისევ.

“ გამოწერა გამიუქმე თორემ დაგბლოკავ! ”

“ სცადე და ნახავ წამებში მანდ როგორ გავჩნდები! “

გაბრაზებული მისი გვერდიდან გამოვედი, თუკი მას შეეძლო ჯერ ისევ ქორწინებაში მყოფს გოგოებთან ერთად ფოტოების დადება, მეც შემეძლო მისი გაღიზიანება და შერცხვენა, ჩემი რომელიმე სულელური ფოტოს გაზიარებით.

გალერიაში შევედი და სამი წლის წინ თინას გადაღებული ფოტო ისტორიაში გავაზიარე, საცურაო კოსტუმში გადაღებული საკმაოდ თამამი ფოტო იყო, ჩემი მშობლების სახლში იყო გადაღებული, აუზთან ჯერ კიდევ ვაჟას გაცნობამდე, შეზლონგზე ვიჯექი, სველი შავი თმა ცალ მხარეს მომექცია და მასში ჩამაგრებული ყვავილით ვიწონებდი თავს, თინამ პროფილში საკმაოდ ლამაზად დამიჭირა, წელსზემოთ გადაღებულ ფოტოში სხეულზე წყლის წვეთები ჯერ არ მქონდა შემშრალი.

ფოტოს გაზიარებიდან ორი წუთიც არ გასულა, ტელეფონმა რეკვა დაიწყო, უცხო ნომერი იყო, ვაჟა არ დამირეკავდა ხომ? არ ვუპასუხე, კიდევ რამდენჯერმე დარეკა, არც ერთს არ ვუპასუხე. მაგრამ შემდეგ შეტყობინების ხმა არ შეწყდა. ვაჟა იყო რომ არ ვუპასუხე ზედიზედ შეტყობინებებს მიგზავნიდა.

“ ხატია აიღე ეგ ფოტო!”

“ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ეგ გამომწვევი ფოტო ახლავე წაშალე!”

ისევ დამირეკა მობილურზე, რომ არ ვუპასუხე შეტყობინება გამომიგზავნა ისევ.

“ აიღე ყურმილი.”

“ ფოტოს თუ არ აიღებ, ნახევარ საათში მანდ გავჩნდები, ამ ფოტოდან დავიწყებ და ყველა შენს ჩადენილ საქციელზე მოგთხოვ პასუხს!”

მასთან შესახვედრად ჯერ მზად არ ვიყავი ჩემი გული ამდენს ვერ გადაიტანდა, ამიტომ ფოტო წავშალე, ტელეფონი გავთიშე , ძილის წამლები მივიღე და დაძინება ვცადე. თავის ტკივილი ახლა მხოლოდ უძილობით არ მაწუხებდა...





თავი 20

Ხატია





როგორც ჩანს ძილის წამლებმა და ვაჟას მეშვეობით მიღებულმა სტრესმა ჩემზე იმოქმედა, როცა ჩამეძინა დილა იყო. ჩაბნელებულ ოთახში გავახილე თვალები, მამიდას რომ არ შევეღვიძებინე ალბათ მეორე დილამდე უპრობლემოდ გამოვიძინებდი. ახლა მისაღებ ოთახში ვისხედით.

ძილის წამლებს რომ იღებ სულ მეშინია შვილო.

რატომ ? არაფერი მიპასუხა, თემა შეცვალა.

გადაგიარა თავის ტკივილმა? გვირილას ჩაი დავაყენე სანამ წასასვლელად მოემზადები დაგისხავ.

თავიდან ვერ მივხვდი სად წასვლას გულისხმობდა. ჯანდაბა გოგას წვეულებაზე დამაგვიანდა!

საერთოდ აღარ მახსოვდა კატო წვეულებაზე რომ უნდა წავსულიყავი. Რა კარგია რომ გამაღვიძე.

სავარძლიდან სწრაფად წამოვხტი ლოყაზე ვაკოცე და თინას საძინებელი ოთახისკენ წავედი. მის ტანსაცმელში დავიწყე ქექვა, რადგან წვეულებაზე ჩასაცმელი ტანსაცმელი მე არ მქონდა, მეტად ოფიციალური ჩაცმის სტილი მაქვს ბოლო ერთი წელია, სიმართლე ითქვას არც აქამდე გამოვირჩეოდი გასაოცარი სტილით. კაბებს , ქვედაბოლოებს ვერ ვიტანდი, ამიტომ ისევ შავ მაღალწელიან და ფართოტოტებიან შარვალზე გავაკეთე არჩევანი, თინა ჩემგან განსხვავებით შედარებით ღია ტანსაცმელს იცვამდა და ყველას საშინლად მოხდენილად ატარებდა, საბოლოოდ შავი ტოპი ვიპოვე , კორსეტის მსგავსი. მაღალ წელიან შარვალთან ერთად საკმაოდ ლამაზად ჩანდა, მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე სახეზე, მხოლოდ ტუჩები გამოვიკვეთე წითელი, სისხლისფერი ტუჩსაცხით. შავი გრძელი თმა შიშველ მხრებზე ჩამოვიშალე და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც საშინლად არა კომფორტული იყო. ოთახიდან რომ გამოვედი მამიდა გაკვირვებული მიყურებდა. Შემდეგ ეშმაკურად გამიღიმა მივხვდი საუბარს სადაც წაიყვანდა და მოთმინებით დაველოდე.

არმეგონა ვაჟას დაბრუნება ასეთ შედეგს თუ მოიტანდა. გაიცინა და თავიდან ბოლომდე დამათვალიერა.

როდის გაიგე რომ დაბრუნდა?

ერთი კვირის წინ ვესაუბრე და ვიცოდი რომ ბრუნდებოდა.

თინამაც?

კი თინამაც იცოდა. გუშინ დაბრუნდნენ.

დაბრუნდნენ? ანუ ვაჟა და მისი ქერა შეყვარებული.

მამიდას ჩემს ნათქვამზე სიცილი აუტყდა, რატომ იცინის ეს ქალი ვერ ვხვდები. ნანახის შემდეგ მოსვენება დამეკარგა ახლა კი კატოს სიცილი უარესად მაღიზიანებს.

ქალს ყველაზე მეტად ეჭვიანობა არ უხდება. დედაშენს როგორ გევხარ ხასიათებით. მეუბნევოდა სიცილით.

კატო ერთობი?

არა ჩემო ლამაზო, უმშვენიერესი ხარ, რომ დაგინახავს, თვალს ვერ მოგაცილებს შენი ქმარი.

ფორმალურადაა ახლა მხოლოდ “ჩემი ქმრის” სტატუსის მატარებელი.

შენს ამბავს ყოველთვის კითხულობდა ხატია, ამ ერთი წლის მანძილზე.

რა? მართლა?

კი შვილო, პირობა ჩამომართვა შენთვის რომ არ მეთქვა, დაბრუნებას საერთოდ არ აპირებდა იცი? მაგრამ როგორც ჩანს გულს ვერ უხერხებს ვერაფერს. ისევ ისე ძალიან უყვარხარ.

სისულელა მამიდა, შეყვარებულთან აქვს სურათებით სავსე სოციალური გვერდი. Კატოს კიდევ ხმამაღლა გაეცინა. შემდეგ მაჯის საათზე დაიხედა და მითხრა.

თითქმის 2 საათი დაგაგვიანდა, ხატი, მინდა ჩემი ნათქვამი გაითვალისწინო, ერთმანეთს რომ შეხვდებით აუცილებლად ისაუბრეთ...

არ მგონია ჩემთან საუბარი, ან სულაც ჩემი დანახვა სურდეს.

ეგ არავინ იცის ვაჟას მეტმა, შენ შენი გასაკეთებელი გააკეთე რაც გევალება.

Კარგი ვეცდები მაინც. . . შენ რას აპირებ მარტო რომ რჩები? Ჯერ მხოლოდ 9 საათია.

მამაშენს უნდა შევხვდე, დროა დაკარგული ურთიერთობები აღვადგინოთ შვილო.

შენი საქმისა შენ იცი კატო, მე არც მასთან და არც დედაჩემთან არ ვაპირებ საუბარს.

Ჩანთა ავიღე ხელში და გასასვლელი კარისკენ წავედი. Ზურგს უკან კატოს ხმა მომესმა.

რითი მიდიხარ?

ტაქსი გამოვიძახე, დროებით აბა.

გავძახე მამიდას და ლიფტს აღარ დაველოდე, კიბეებზე დავეშვი, სწრაფად თქწო ვერ გეტყვით, მაღალ ქუსლიანმა ფეხსაცმელმა რისი საშუალებაც მომცა იმ სისწრაფით.

20 წუთში გოგას ბარში ვიყავი უკვე, წვეულებაზე დავაგვიანე, სივრცე ხალხით იყო სავსე, რას აღნიშნავდა ვერ გეტყვით დაზუსტებით, ალბათ ვაჟას დაბრუნებას. გარემო ლამაზად მოერთოთ, ალაფუშეტის და სასმელის კუთხე მოეწყოთ, წვეულებას ცოცხალი ბენდის მუსიკა უძღვებოდა, ბართან ბარმენები შეუსვენებლივ მუშაობდნენ, მინი შოუს დგავდნენ კოქტეილების მოსამზადებლად. ძალიან ბევრი სტუმარი ჰყავდათ მოწვეული, ჩემთვის ნაცნობი უამრავი სახე იყო, მათ შორის იყო გია კორძიას ქალიშვილი თათა, ენით ვერ ავღწერ როგორ “გამიხარდა თათას დანახვა ახლა” . მასთან საუბრის თავი ნამდვილად არ მაქვს, არც სურვილი მისი შემაწუხებელი კითხვების მოსმენისა, ჩემი ამბავი ყველანაირი დეტალის გამოყენებით გააშუქა და ამით უბედნიერესი იყო, ან რატომ არ იქნებოდა წლების წინ ვაჟას შეყვარებული იყო ან საყვარელი არვიცი, ქალურ შურს ჩემი და ვაჟას დაშორებით გამოწვეული სიამოვნებით ჩიკლავდა,დედაჩემისგან მხოლოდ ის მაქვს მოსმენილი ერთმანეთს რამდენიმე თვე რომ ხვდებოდნენ. ამიტომ მისგან და აქ მყოფი ადამიანებისგან თავის არიდების მიზნით, ცარიელი მაგიდა მოვძებნე ყველასგან მოშორებით დავჯექი, ორ კაციანი პატარა მაგიდები იდგა მხოლოდ. Მიმტანები სასმელს არიგებდნე, სტრესისგან თავის დასაღწევად ორი ჭიქა შავი ღვინო გამოვართვი მიმტანს, ვეცადე გონებაში ყველანაირი ფიქრი გამეთიშა, გადავწყვიტე ერთი ჭიქა ღვინით და ცოცხალი მუსიკით გამოწვეული სიამოვნებით პატარა განტვირთვა მომეწყო. თუმცა ვინ გაცდის, ჩემს მაგიდასთან ქერათმიანი, მწვანე თვალება ძალიან ლამაზი გოგო ჩამოჯდა, ზუსტად ის გოგო იყო ვაჟასთან გადაღებული ფოტო რომ ჰქონდა.

სალამი. მე ლიკა ვარ. გამომიწოდა ხელი.

ხატია. ვუთხარი გაკვირვებიულმა და ხელი გავუწოდე.

სასიამოვნოა, უკვე დიდიხანია შენზე სხვადასხვა ამბებს ვისმენ, მართლი ყოფილა, რეალურად ბევრად ლამაზი ხარ ვიდრე ფოტოებში.

კითხვა დავაპირე ჩემს შესახებ რა იცოდა, ან კონკრეტულად ვისგან ისმენდა ჩემზე მოთხრობილ ამბებს თუმცა ნაცნობო ხმის გაგებამ შემაწყვეტინა. ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე, ნაცნობი სურნელი გაიბნა გარშემო. მისკენ მივბრუნდი.

რა მოუთმენელი ხარ ლიკა. გაისმა ჩემს ზურგს უკან მონატრებული ხმა. ღმერთო როგორ მენატრებოდა მისი ხმის მოსმენაც კი...

მაპატიე ვაჟა მაგრამ დიდიხანი ვეღარ მოვითმენდი. ვაჟას ხმამაღლა გაეცინა, მის სიცილს ძველი ხალისი დაბრუნებოდა.

რაო მერე დაიკმაყოფილე ცნობის მოყვარეობა? გაიცანი რძალი?

კი ძმაო, მართლაც ულამაზესია. თვალი ჩაუკრა ლიკამ.

ვაჟას გაეღიმა შემომხედა, თვალებში მომაჩერდა, მისი მწვანეები დაჟინებით მიცქერდა. თითქოს დრო გაჩერდა, გული ამიჩქარდა, ხელი კანკალით გავუწოდე მისასალმებლად, უფრო მეტის გამბედაობა არ მქონდა, რომ ჩავხუტებოდი გამბედაობა არ მყოფნიდა. Ჩემი აკანკალებული ხელი მის თბილ ხელში მოიქცია, ვიგრძენი ხელის შეხებაზე თვითონაც როგორ შეკრთა.

ადამიანი ამდენი ხნის მერეც შეიძლება რომ არ შეიცვალოს? Ჩაილაპარაკა თავისთვის

ხელები გაყინული გაქვს! მითხრა და ისევ თვალებში მომაჩერდა, ისე ლამაზად მიყურებდა, თვალები ცრემლით ამევსო, ყველანაირად ვაიძულებდიო ჩემს თავს ახლა არ მეტირა.

როგორ ხარ? Ვუთხარი აკანკალებული ხმით და ხელი გამოვტაცე თბილი ხელიდან. გაეღიმა...

კარგად ყოფნას ვცდილობ. შენ?

ანალოგიურად მეც. მივაჩერდი თვალებში.

მე მარტო დაგტოვებთ, სასაუბრო გექნებათ. Ჩაგვერთო ლიკა საუბარში.

Სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ხატია, ვისურვებ უფრო ახლოდან გავიცნოთ ერთმანეთი, ჩემი აზრით ერთმანეთთან მეგობრობა მოგვიხდება ორივეს. თვალი ჩამიკრა და გაგვეცალა, ვაჟას გაეცინა, მეკი თითქოს მდუღარე წყალი გადაგასხესო, სირცხვილით დავიწვი, ძალიან შემრცხვა, ვაჟასი და მის ფოტოზე გაკეთებული კომენტარი წაიკითხა. Სახე გამიცხელდა, წარმოდგენაც არ მინდა როგორი წითელი ვარ ახლა.

Სასაცილო სულაც არაა... თავი დავხარე და ჩემს წინ მდგარი ღვინო მოვსვი. ვაჟას დაკვირვებული მზერა არ მცილდებოდა. Ლიკას ადგილზე ჩამოჯდა ჩემს პირისპირ.

სასაცილოა. თქვა და ხმამაღლა გაიცინა. Ჩემი ღვინის მეორე ჭიქა აიღო და ბოლომდე დაცალა.

უფრო მეტად სასაცილოა როცა ლოყები ასე გიწითლდება. Როგორ მომენატრა ამ სურათის ნახვა.

უნებურად წარმოსთქვა, თვალებში სწრაფად შევხედე, შეცბა, მიხვდა რომ უნებლიედ წამოსცდა. როგორც კი გამბედაობა მოვიკრიფე, ყველაფეერი დამევიწყებინა ერთმანეთს რაც დავუშავეთ და მხოლოდ ახლანდელ გრძნობებზე მესაუბრა ზუსტად მაშინ თავზე უცხო მამაკაცი დაგვადგა. თუმცა ჩემთვის რატომღაც ნაცნობი სახე ჰქონდა . თავიდან ვერ მივხვდი ვინ იყო.

ხატია! დამიძახა, ფეხზე წამოვდექი.

ვერ მიცანი ხომ? გიორგი ვარ ჯაჭვლიანი.

გიორგი ჯაჭვლიანი მამას საუკეთესო მეგობრის შვილია, მახსოვს მესტიაში ყოველი ჩასვლისას როგორი შემაწუხებელი იყო მისი ყურადღება, მოსვენებას არასდროს მაძლევდა, ბავშვობიდან თინეიჯერობამდე, შემდეგ სტუდენტი გახდა, სამედიცინოზე ჩააბარა, ამის გამო იშვიათად გვიწევდა ერთმანეთის ნახვა, რადგან სასწავლებლის გამო იძულებული გახდა მესტიიდიან წასულიყო. დაახლოებით 5 წელია რაც ერთმანეთი უკვე აღარ გვინახას. შეიცვალა, აღნაგობა შეეცვალა, ხმის ტემბრი, მხოლოდ სახის ნაკვთები და მოციმციმე შავი თვალები ჰქონდა უცვლელი. Სახე როგორც ყოველთვის ეხლაც უღიმოდა.

გიო. როგორ შეცვლილ ხარ. ვუთხარი გაკვირვებულმა მეც ვუღიმოდი.

შენც. Მითხრა და უცაბედად გადამეხვია. მზერა ვაჟასკენ გამექცა, თვალებში ბრაზი გაუკრთა, ცდილობდა დაემალა მისი გრძნობები თუმცა აშკარად არ გამოსდიოდა.

დღეს შემთხვევით შენი მშობლები შემხვდნენ, შენზე ვისაუბრეთ, ასე თუ ისე მომიყვნენ შენს ამბებს. გაგრძელების საშუალება აღარ მივეცი ვინ იცის დედაჩემი რაზე ესაუბრა, ან რა უამბო.

როდის დაბრუნდი? არ იყავი საქართველოში.

რამდენიმე დღეა. გამოგივლით ერთი დღე მოგინახულებთ.

ვაჟა ცდილობდა ყველანაირად შეეკავებინა თავი და არ შეემჩნია გაბრაზება, მაგიდაზე ცალი ხელი მომუშტული ედო, იმდენად მაგრად უჭერდა ხელს ძარღვები დაჰბერვოდა მტევანზე. მეორე ხელში ტელეფონი აეღო და სწრაფად წერდა ვიღაცას. გიორგიმაც დაიჭირა ჩემი მზერა ვაჟას მიმართულებით, მეც დრო ვიხელთე და მათი გაცნობა გადავწყვიტე, რადგან ამ ორივე შეხვედრით საშინლად ვიყავი დაძაბული.



გაიცანი გიორგი, ეს ვაჟაა ჩემი... სანამ წინადადება დავასრულე თინას ხმაც მომესმა ჩემს ზურგს უკან. თინა, ლიკა და გოგა ერთდროულად ჩვენთან მოსულიყვნენ სასმელით და ჭიქებით ხელში. თინას ჭიქები ეჭირა, გოგას ვისკის ორი ბოთლი ლიკას კი თხილეულით და ტკბილეულით სავსე ორი თეფში.

ჯაჭვლიანო! შენ აქ რა ქარმა გადმოგაგდო? თინამ მეგობრულად და გულიანად მოიკითხა გიორგი.

თინას გაუმარჯოს! უთხრა სიცილით გიორგიმ და გადაეხვია.

რამდენი ხანია არ მინახიხართ ორივე, ორივე უნდა მეთქვა თუმცა სამივე ... თავით გოგაზე მიგვანიშნა.

როგრახარ ჭინჭარაულო?

გოგამ ვისკის ბოთლები მაგიდაზე დააწყო და გიორგის გადაეხვია.

შენ როგორ ხარ ძმაო. Გამიხარდა რომ მოხვედი.

დაბადებისდღე სხვა რიცხვში მახსოვდა. გოგას გიორგის ნათქვამზე გაეცინა.

დაბადებისდღე არ მაქვს, ჩემი ძმის და ჩემი პატარა დაიკოს ჩამოსვლას ავღნიშნავთ. გაიცანი ლიკა და ვაჟა ჩოხელები.

ვაჟამ ახლა გამოიჩინა კეთილი ნება და ფეხზე წამოდგა ხელი ჩამოართვა გიორგის და გაეცნო.

ვაჟა! Სასიამოვნოა.

ყველამ ერთმანეთი გაიცნო ვინც არ იცნობდა და საბოლოო შედეგის სახით ერთ მაგიდასთან ავღმოჩნდით.

Ჩემ გოგოებს საიდან იცნობ გოგა? იკითხა გიორგიმ.

თინა ჩემი შეყვარებულია. სწრაფად წარმოსთქვა გოგამ თან ვაჟას არ აცილებდა თვალს. ვაჟას თვალებში ცოტახნის წინ ჩაბუდებული ბრაზი უფრო გაშმაგდა და აციალდა მისი მწვანეები. ვისკის ჭიქა მაგიდაზე ხმაურიანად დადგა.

დიდი ხანი არაა რაც ერთად ვართ. Საუბარში ჩაერთო თინა და ვაჟას გვერდულად გადახედა. თვალებით მინიშნებას აძლევდა რომ ახლა აქ ერთი ამბავი არ აეტეხა.

აბა გიორგი შენ მოგვიყევი საიდან იცნობთ შენ და გოგა ერთმანედთს. გააგრძელა თინამ.

ეგ მეც დამაინტერესდა. დაუმატა ვაჟამ.

ფშავში გავიცანით წლების წინ ერთმანეთი. გავიდოდა სადღაც 7 წელი.

ა, როდის? ერთად რომ ვიყავით წასულები ხატობას? შეეკითხა თინა.

Ხოო, ზუსტად მაშინ. დოღში მივიღეთ ერთად მონაწილეობა. Თქვა გიორგიმ.

მეც მახსოვს, შენ მოიგე მაშინ. ვუთხარი სიცილით. გიორგისაც გაეცინა.

რა ამაყები იყვნენ მაშინ დავითი და ბუბა. Სვანმა მოიგოო უხაროდათ. თქვა თინამ.

მე მომიგო მაშინ, ჩვენს მეგობრობასაც იქიდან ჩაეყარა საფუძველი. თქვა გოგამ.

შენ დოღში არასდროს გასულხარ? და როგორ მოგიგო? ინტერესით შეეკითხა ვაჟა.

შენს მაგივრად გავედი დაგავიწყდა? ფეხი გქონდა მოტეხილი, ცხენზე ჯდომის უფლება რომ არ მოგცეს სხვა გზა აღარ იყო.

იმიტომაც წააგე , მე მოტეხილი ფეხითაც მოვიგებდი.

გამეცინა ვაჟას გამომეტყველებაზე.პატარა ბავშურმა წყრომამ გადაურბინა სახეზე.

თვქვენ საიდან იცნობთ ასე ახლოს ერთმანეთს? იკითხა ვაჟამ და თავით გიორგისკენ მიგვანიშნა.

ერთად ვართ დაზრდილები. Სვანეთში მეზობლები ვართ, მამები მეგობრები. თქვა გიორგიმ.

Ჩვენი ნერვების ჭია იყო ხოლმე ბავშვობაში. Სიცილით თქვა თინამ.

განსაკუთრებთ ჩემი. ვთქვი სიცილით მეც.

ბავშვობაში უყვარდი და იმიტომ. Გადაიხარხარა თინამ.

Თვალები გამიფართოვდა, მაშინვე ვაჟასკენ გამექცა მზერა, გოგას ცალი ხელი მის მუხლზე დაედო და თითქოს იჭერდა, ბრაზისგან თვალები ჩასწითლებოდა.

თინა სისულელეებს ნუ საუბრობ! თვალები დავუბრიალე თინას და ვაჟასკენ ვანიშნე , მაშინღა მიხვდა რაც ჩაიდინა. გიორგი კი იცინოდა ჯერ ვერ გარკვეულიყო რახდებოდა. ლიკა ამ ყველაფერს კი მშვიდად უყურებდა.

ბავშვური წრფელი გრძნობები იყო. თვალწარმტაცი ბავშვი იყავი, ნახევარ მესტიას გვიყვარდი. Სიმართლე ითქვას ახლა უფრო ლამაზი ხარ.

თვალებითაც კი იღიმოდა გიორგი საუბრის დროს.

შავი გედივით შემობრწყინდი ცოტახნის წინ, თვალებს არ ვუჯერებდი შენ თუ იყავი სანამ ახლოს არ მოვედი.

მისი ნათქვამის შემდეგ ვაჟა სატანური ღიმილით იღიმოდა, ვხვდები ახლა გიორგის რაც არ უნდა ვუპასუხო ვაჟას “ასაფეთქებლი” მიზეზი იქნებოდა. რადგან ახლა ჩემი ნათქვამი ყველა სიტყვა ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო. თვალებით თინასგან ვითხოვდი დახმარებას. თუმცა უშედეგოდ. ყველაზე მეტად მაწუხებდა ახლა ეს მდგომარეობა, ამას ემატებოდა ის რომ დედაჩემი შეუწყვეტლივ მირეკავდა ტელეფონზე. ვუთშავდი, რითი ვერ ხვდებოდა რომ არ ვუპასუხებდი.

შანსს უნდა გაუწყრე შენც და ნახევარი მესტიაც გიორგი. მშვიდი და ნაზი ხმით წარმოსთქვა ლიკამ.

ეგ რატომ?

იმიტომ რომ მთიულების რძალი გახდა. ანუ ჩვენი. მიანიშნა გოგოაზეც. გოგას თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.

ეს კი მისი ქმარია, თქვენი სვანების სიძე. მიუთითა ლიკამ ვაჟაზე.

ვაჟას სახეზე კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, ლიკას მხარზე ხელი გადახვია და თავზე აკოცა. Ჩემი მობილური ისევ არ ჩერდებოდა. ტელეფონს რომ დავხედე ახლა კახა მირეკავდა. ყურმილი ავიღე.

გისმენ კახა.

ხატია დავითს გულის შეტევა ჰქონდა.საავადმყოფოში ვართ ოპერაციას უკეთებენ.

Რაა? აღმომხდა გაკვირვებით, თვალებიდან ცრემლები წამსკდა.

რა მოხდა ხატია? თითქმის ერთხმად იკითხა ყველამ.

ხმას ვეღარ ვიღებდი, ნერვიულობისგან კანკალმა ამიტანა, მხრებზე შეხება ვიგრძენი , ხელიდან ტელეფონი გამომართვეს, ვაჟამ გამომართვა.

რომელ საავადმყოფოში ხართ? მომესმა ვაჟას ხმა ისევ, ჩემს ტელეფონზე საუბრობდა.

მოვალთ ახლავე. მდგომარეობა როგრია?

რასქვია არ იცი!

მოვალ და მივხედავ, აქამდე გაგეკეთებინა. უბრაზდებოდა მობილურის მეორე მხარეს კახას.

Ჩემი სახე ხელის გულებში მოიქცია. ცრემლები შემიწმინდა, შუბლზე ამდენი ხნის მერე პირველად შემახო ცხელი ტუჩები და მაკოცა.

ნუ გეშინია. Შემომხედე.

თვალებში შევხედე.

ყველაფერი კარგად იქნება! ხომ გჯერავს ჩემი, ნუ გეშინია.

თავი დავუქნიე, გულში ჩამიხუტა, შუბლზე ისევ მაკოცა შემდეგ ხელი ჩამკიდა და გასასვლელისკენ წამიყვანა.







თავი 21

ვაჟა

ვუყურებ ორ კაციან სავაარძელში მჯდომ გიორგის და ხატიას, რომლებსაც ერთმანეთში ღრმა საუბარი აქვთ გაბმული და ვფიქრობ...

ღმერთო თუ ახლა ჩემს გვერდით ხარ, შენგან მხოლოდ ერთ სურვილს ვითხოვ, მხოლოდ ის ერთი შემისმინე...

მხოლოდ მას შეუძლია მაგრძნობინოს რომ ცოცხალი ვარ, ვისურვებ რომ აღარასდროს დამტოვოს მარტო. ღმერთო გთხოვ... უნდა დამიჯერო, ყველგან ვეძებე ჩემი თავი ამ პატარა დროში და დღეს ამდენი ხნის მერე ისევ მის თვალებში ვიპოვე. შენ ხარ მოწმე მის დავიწყებას ვეცადე, ძალიან ვეცადე თუმცა არ გამომივიდა. დრო მოვიდა ვსვავდი, ძალიან ბევრს ვსვავდი, წამალს ვიკეთებდი, გზა აბნეული დავდიოდი, მასზე რომ არ მეფიქრა ვიძინებდი, დღისითაც კი ვიძინებდი. ნეტა ისე შემეძლოს მოვექცე რომ თითქოს არ მჭირდება, მაგრამ მისი ყველა გამოხედვა და შეხებაც კი ყველაფერს მავიწყებს, ვფიქრობ ხელახლა უნდა გავიქცე ? მისგან უნდა წავიდე? ნეტავ მისი მიტოვება ასეთი რთული არ ყოფილიყო, ნეტავ აქ არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ არ გამომდის, თითქოს მისი არსებობა ისევ მასთან მოსვლას მაიძულებს. არ მაძლევს გაქცევის უფლებას. Მიუხედავად იმისა რომ ნანგრევებად მიქცია გული, ვხვდები რომ მხოლოდ ჩემს გულს ვტანჯავ ისევ. მისი ჩემგან შორს ყოფნა მანადგურებს, მის გარეშე ყოფნა მანადგურებს, ახლა მხოლოდ ხატიას ნათქვამი ლამაზი სიტყვების და მასთან გაზიარებული ლამაზი გრძნობების მეშვეობით ვდგავარ ფეხზე ვიცი, რადგან იმხელა ტკივილი და იმედგაცრუება გავიარე ბევრი ადამიანი ჩემს ადგილზე ფეხზე წამოდგომას ვერ შეძლებდა, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა ყველაზე დიდი ტკივილი მომაყენა საყვარელმა ქალმა, მეც ალბათ გავგიჟდი რადგან ხსნას ისევ ამ ქალის თვალებში ვხედავ. Ხატია ჩემთვის მთელი სამყაროა და სამყაროზე უფრო მეტიც. Ახლა მისთვის ამ სიტყვების თქმა ძალიან მინდა თუმცა გამბედაობა არ მყოფნის, ვერ ვბედავ რომ ვუთხრა რადგან მეშინია, ხელახლა იმედგაცრუების ძალიან მეშინია. Მეშინია როგორც მაშინ ისევ სიცარიელეში არ ჩამაგდოს.

მიუხედავად ყველაფრის ისევ მის გვერდით აღმოვაჩინე ჩემი თავი. ბარიდან ყველა საავადმყოფოში წამოვედით. გვიან ღამე დაიშალნენ ჩვენები, ახლა საავადმყოფოში მხოლოდ მე თამარი ხატია და ახლად გაცნობილი გიორგი ვიყავით, მიკვირდა ჩემი თავის, ამ მოღალატე ხალხის გვერდით კიდევ როგორ ვჩერდებოდი თუმცა, ხატიას აქ დატოვების ძალაც არ მქონდა.

ახლა როცა ვუყურებ მას და მასთან მოსაუბრე მამაკაცს, ბრაზის შეკავება მიჭირს, ძალიან მიჭირს ხატიას სხვა კაცის გვერდით დანახვა არ შემიძლია, სხვასთან მისი ბედნიერად დანახვა არ შემიძლია, ამის გაფიქრებაც კი მძულს!



ფიქრებიდან თამარმა გამომარკვია, მეუღლის კარგად ყოფნით გული დაიმშვიდა და ახლა ჩემთვის მოიცალა.

დაბრუნებულხარ. წამჩურჩულა თამარმა, ისე რომ ჩვენს პირისპირ მყოფ ხატიას და გიორგის არ გაეგონათ და ღრმა საუბარი არ შეეწყვიტათ, სავარაუდოდ დავითის მდგომარეობას უხსნიდა გიორგი ხატიას, რადგან თვითონ ექიმი ბრძანდებოდა. თამარისთვის არაფერი მიპასუხია მაინტერესებდა როგორ გააგრძელებდა საუბარს.

რისთვის დაბრუნდი? შურისძიებისთვის?

გამეცინა ,სიმწრით გამეცინა... შური ვისზე უნდა ვიძიო? ჩემს ცოლზე, ძმაზე თუ ხატიას ოჯახზე რომელიც საკუთარი ოჯახივით მივიღე ორი წლის წინ? ყველაფრის მიუხედავად ჩადენილისთვის პასუხის მოთხოვნაც არ მსურდა.

ვერ გამოიცანი თამარ.

რა ესაქმებოდა ხატიას შენთან? კითხულობს შიშნარევი ხმით, ვხვდები რაც აშინებს, ჭკვიანი ქალია, იცის ვინც ვარ, რასაც წარმოვადგენ. ეშინია ჩემი მრისხანების, ვხვდები რომ, ეშინია რადგან თვალებში ემჩნევა.

Ჩემი ცოლია.

წელიწადზე მეტია გაშორდით.

ოფიციალურად ისევ ჩემი ცოლია.

ადვოკატი ავიყვანოთ, გაშორდით ერთმანეთს, არ მინდა ჩემს შვილს შენთან რამე აკავშირებდეს კიდევ.

თამარ სისულელეების საუბარს მოეშვი, რაც შენი საქმე არაა ნუ ჩაერევი.

გახსოვს ვაჟა გითხარი, ხატიას თუ გულს ატკენდი განანებდი და თვალითაც არ განახებდი.

მითხარი და ძალია კარგადაც შეასრულე! Რა ვერ შეასრულე?! Გამოვცარი კბილებში ჩურჩულით. რადგან არ მინდოდა ჩვენი საუბარი მათ სტუმარსაც მოესმინა.

კარგად ვერა. ოფიციალურად რომ გაეყრებით შევასრულებ. თავით ხატიაზე და გიორგიზე მიმანიშნა.

ნახე როგორ კარგად გაუგეს ერთმანეთს, ბავშობაშიც ასე იყვნენ, შესაფერისი წყვილი იქნება თქვენი განქორწინების შემდეგ პირადად ვიზრუნებ ამაზე.

სიბრაზისგან ხმამაღალი სიცილი ამიტყდა, ეს ქალი გაგიჟდა ალბათ. Ჩემს სიცილზე ხატიამაც და მისმა თანამოსაუბრემაც ინებეს ჩვენსკენ მოხედვა, დაინტერესდნენ ჩვენი საუბრით.

თამარ შეგირიგდათ თქვენი ქალიშვილი?

თემასთან რა კავშირი აქვს?

ინტერესი მხოლოდ თამარ. Მიპასუხე.

კი შეგვირიგდა და სახლშიც ბრუნდება.

ეშმაკურად ჩამეცინა, ხატიას მივუბრუნდი.

დედაშენისთვის არ გითქვია ხომ?

რა? დედამ და შვილმა ერთხად იკითხეს ინტერესით.

რა და ჩემო თამარ, მეც თქვენთან ერთად ვიცხოვრებ.

ხატია გაკვირვებული მომაჩერდა ვერ გაერკვეულიყო ჩემს ნათქვამში, ან მოსმენილის დაჯერება უჭირდა. Სამაგიეროდ თამარმა საკმაოდ კარგად გაიგო.

რა სისულელა შენ ჩვენს სახლში რა გინდა? თითქოს სახლი არ გქონდეს?

მაქვს, მაქვს და, ჩემი ადგილი ჩემი ცოლის გვერდითა, მის მარტო დატოვებას არ ვაპირებ.

Ხატიას თვალებში მივაჩერდი, სახეზე სასიამოვნო ღიმილმა გაურბინა, თანხმობის ნიშნად თავი დაგვიქნია. Და მაინც მისი თანხმობის გარეშეც მაინც იგივეს გავაკეთებდი, არ დავუშვებდი დედამისის გეგმებისთვის ფრთები შემესხა, მიუხედავად იმისა რომ ხატიას შინაგანად ვერ ვპატიობდი ჩადენილს, მაინც არ დავუშვებდი ხელი გამეშვა და ჩემგან წასულიყო, მითუმეტეს სხვასთან.

თითქოს სიბნელეში ვარ ჩაკარგული და ამ სიბნელეში ხატია მინათებს გზას. რამდენიც არ უნდა დავფიქრდე როგორ გავაგრძელო ცხოვრება მის გარეშე, პასუხი ყოველთვის იგივეა, ცხოვრების გასაგრძელებლად ხატია მჭირდება. სურვილი იმის რომ გულიდან ამოვიგდო მკლავს, თუმცა ვერ ვიმეტებ, მაინც ყოველთვის ვტოვებ კუთვნილ ადგილას. არა მარტო გულში აქვს ფესვები გადგმული, არამედ სიზმრებში, ფიქრებში. მისი დაკარგვა არ შემიძლია, მის გარეშე ყოფნა არ შემიძლია. ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ დროის მანძილზე მაგრამ როგორ ვიარსებო მის გარეშე კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

ამიტომ გავაკეთე ის რაც გეგმაში საერთოდ არ მქონია, ცხოვრებაში პირველად მივიღე ასე უცბათ გადაწყვეტილება, რახანც ასე ძალიან სურდათ დავითს და თამარს მათთან გვეცხოვრა ამ სურვილს გვიან თუმცა მაინც ვუსრულებ!



***

თითქმის ერთი კვირაა რაც ხატიას მშობლებთან ვცხოვრობთ, დავითი მშვიდად შეხვდა ჩვენს ამბავს, არაფერი უკითხავს მე თუ მკითხავთ მგონი კმაყოფილიც კი დარჩა. აი თამარისა რა გითხრათ. ხატიასთან ჩვენს პრობლემაზე საუბრას ვცდილობდი თქო რომ გითხრათ მოგატყუებთ, ამ ერთი კვირის მანძილზე ერთ ოთახში ორი უბრალო ნაცნობივით ვცხოვრობდით, გარედან ყველას ეგონა რომ პრობლემები მოვაგვარეთ და ბედნიერი ცოლ ქმარივით ვაგრძელებთ ცხოვრებას, თუმცა ასე არა იყო, ერთ საწოლშიც კი არ გვძინავს. ერთად ყოფნისას, საღამოობით ყველაფერზე ვსაუბრობდით ჩვენი პრობლემის გარდა. ეს კიდევ ის თემაა რაზე საუბარსაც ორივე ვარიდებთ თავს, რადგან ხატიას თავისი თავისთის ვერ უპატიებია ჯერ მეკიდევ ხატიასთვის.

***

რაც ამერიკიდან ჩამოვედი, აქაური საქმეების ხელში აღება გამიჭირდა, კახა ნელ- ნელა მარკვევდა ყველაფერში. Მიუხედავად იმისა რაც კახამ გამიკეთა მისი ცხოვრებიდან წაშლა არ შემიძლია, ჩემი სისხლი და ხორცია, ვაპატიე თუმცა ნდობა მის მიმართ აღარ გამაჩნია.

სახლში დაბრუნდი ვაჟა, ხატიას სამუშაო დრო დიდიხანია დამთავრდა, მეც მივდივარ ლიკა მელოდება. მითხრა კახამ.

რა გეგმები გაქვთ შენ და ლიკას?

კინოში ვაპირებთ წასვლას, გოგა და თინაც მოდიან ხომ არ წამოხვალთ თქვენც?

არა. Სახლში გვიან დავბრუნდები.

ტელეფონს დავხედე, უკვე ორი საათია რაც დავიგვიანე თუმცა მომკითხველიც არავინაა, ყოველი შემთხვევისთვის იქამდე ვიქნები სანამ ხატია არ დამირეკავს მოსაკითხად.

ამ საქმეს ხვალაც დავასრულებდით. თუმცა შენი საქმისა შენ იცი.

რამდენიმე საათი კიდევ საბუთებთან ვიჯექი და კომპანიის გასული თვეების დანახარჯს ვამოწმებდი, პატარ პატარა უზუსტობები იყო გაპარული რომელიც ყოველ თვიურად ასი ათასობით ლარის ზარალი იყო ჩვენთვის, ფაქტია კახა ამდენ საქმეს თავს მარტო ვერ ართმევდა, რადგან კახა ერთი იყო და კულტურულად რომ ვთქვა პარტნიორი ბევრი, არც გამკვირვებია მათი თაღლითობა რადგან ჩვეულებრივი ნაძირალათა ხროვაა, აბა რა იქნება ყოფილი მაგიდის წევრები არიან რომელთა ბიზნესებიც ჩემს ხელშია. ყველაზე მეტი უზუსტობა გია კორძიას ტელევიზიას ჰქონდა. ჯობია მისი ქალიშვილი დავიბარო ხვალ დილით ოფისში თათა კორძია. ყველაზე ნაკლებად მინდა ახლა მასთან შეხვედრა, მითუმეტეს რამდენიმე თვიანი წარსული მაკავშირებს მასთან, იმედს ვიტოვებ ხატიამ არ იცის არაფერი, ისედაც კრიზისული ურთიერთობა გვაქვს და არ მინდა უარესად დავამძიმო ამ ქალთან შეხვედრით ჩვენი ურთიერთობა, ძალიანაა შეცვლილი ჩემი ცოლი, ყოველ საღამოს პერანგებს მიმოწმებს, რას ეძებს ვერ ვხვდები თუმცა ნამდვილი რადარივითაა.

თათა კორძიას მობილურზე შეტყობინება გავუგზავნე. დილით ადრე ოფისში რომ მოსულიყო და მუშაობა გავაგრძელე.

***

დილით 6 საათი იყო სახლში რომ დავბრუნდი, ხატია საწოლში რომ ვერ ვიპოვე, აბანოში და ჩასაცმელ ოთახში დავუწყე ძებნა, იქაც რომ ვერ ვნახე ტერასაზე გავედი იქიდან სამზარეულოში, საბოლოოდ ხატია ვერსად ვიპოვე საშინლად ავნერვიულდი, დაუფიქრებლად თამარისა და დავითის ოთახში უნებართვოდ შევიჭერი შუქი ავანთე , დავითი აქ არ იყო, ხოლო თამარს მარტოს ტკბილად ეძინა, მისი ქალიშვილი სახლში არ იყო და ამ ქალს ეძინა?

საწოლის თავთან დავდექი და თამარს ხმამაღლა შევძახე.

სიდედრო გაიღვიძე, ჩემი ცოლი სახლში არაა? სად ჯანდაბაშია?

თამარმა ძილნარევი თვალები გაახილა და კივილი დაიწყო, შიშისგან კანკალებდა თითქოს ეშმაკი დაენახოს ისე შემომყურებდა. მართლაც დემონივით ვადექი თავზე. ღირსია ! აქ მოსვლის წუთიდან დღე არ ჩაუგდია თავისი მწარე ენა ჩემთვის რომ არ გადმოერტყა.
- რა ჯანდაბას აკეთებ ჩემს ოთახში. მიკივლა. ახლა უკვე ნახევრად გამოფხიზლებულმა , ბალიში აიღო და სახეში მესროლა.

Ჩემს ოთახში ასე დაუკითხავად როგორ გაბედე და შემოხვედი?!

Ბალიში ჰაერში დავიჭირე სანამ სახეში მომხვდებოდა.

Ჩემი ცოლი სად არის?

Ჩემს მოუთმენელ მზერაში ფარული ბრაზი იყო გარეული.

Ხატია სად არის? ვკითხე და მხოლოდ ახლა შევამჩნიე რომ თამარი ღამის პერანგით იყო ჩემს წინ, მაშინვე შევბრუნდი და ვუთხარი.

Ჩაიცვი და გამოდი, გელოდები. მის ოთახში დაუფიქრებლად რომ შევვარდი ისე ვიყავი ანერვიულებული ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ქალი შეუფერებელ მდგომარეობაში იქნებოდა, დავითი სადღა იყო.

ოთახის კართან ბოლთის ცემას მოვყე, თამარი რამდენიმე წუთის შემდეგ ჩემს წინ იდგა ახლა უკვე ხალათ შემოცმული.

ჭკუა სად გაქვს, სისდედრის ოთახში ასე დაუკითხავად შევარდნა ვის გაუგია?

თავის დაცვა ამ საკითხის გამო არც მიფიქრია, რადგან ვხვდებოდი რამდენად შეუფერებელი იყო ის რაც გავაკეთე. ღრმად ჩავისუნთქე და თვალებში სირცხვილის გრძნობა ვერ დავმალე.

ბოდიში სიდედრო! დაუფიქრებლად მოვიქეცი რადგან ხატია ვერსად ვიპოვე. სად არის ჩემი ცოლი? ვიკითხე მოუთმენლად ხელახლა.

თამარი თვალებში ჩამაჩერდა და ეშმაკურმა ღიმილმა გაურბინა სახეზე.

ხატია ქმართან გაიქცა.

რაზე ლაპარაკობს ეს ქალი!

ქმართან გაიქცა? ერთი წუთით , ვერ გავიგე რაც გავიგე. მისი ქმარი მე ვარ. Ჩემთან არ მოსულა და ვისთან წავიდა?!

თამარის ფრთხილი გამოხედვა კარგად ნიღბავდა მის თვალებში ჩაბუდებულ სარკაზმს.

სხვა ბიჭთან წავიდა და არა შენთან.

დაბნეულივით მოჭუტა თვალები და იკითხა.

რა გამოდის ორი სიძე მყავს?

თავზე ხელები ისე შემოიწყო ვითომ ცუდათ გახდა და გააგრძელა.

ჯერ ერთს ვერ შევეგუე ახლა მეორე დაემატა.

ტვინში სისხლმა ამასხა, სიბრაზისგან მხრები დამეჭიმა. Რა ჯანდაბას ამბობს ეს ქალი, გაგიჟდა მემგონი!

რა სისულელებს ლაპარაკობ. რას ქვია ქმართან გაიქცა? რა Სხვა ბიჭთან წავიდა? რა დაგეგმე ახლა? ვინ გააცანი?

კუდიანივით გაიცინა. მისი თვალების მიღმა დიდი სარკაზმი იდგა.

გეგონება არ იცი როგორი სულელი ცოლი გყავს, შენსავით ისიც ეგრე მალე მოეწონა და უკან გაეკიდა.

ალბათ ის ყურადღება რაც შენგან აკლია სხვასთან იპოვა. Შეხედე სახლში რომელ საათზე მოხვედი და ვინ იცის საიდან.

ეშმაკური მზერით ამათვალიერ ჩამათვალიერა.

Ჩემი მთლიანი სხეული სასტიკმა ბრაზმა მოიცვა, ბრაზისაგან ვკანკალებდი, შეკრული მუშტებით მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.

Ჩემს ნერვებზე თამაში არც კი გაბედო თამარ! გამოვცარი კბილებში.

მხოლოდ იმაზე ფიქრი რომ ხატია სეიძლება ახლა სხვა კაცთან იყოს, საშინელი რამის ჩადენის სურვილს მიჩენდა!

Ჩემი ცოლი ასეთ რამეებს არ აკეთებს!

თამარმა ბოროტულად ჩაიცინა, თითქოს რაღაცის გამო ჩემზე შურს ძიობდა.

თავიდან მეც არ დავიჯერე, მაგრამ სიმართლეა რასაც გეუბნევი.

ვახ! Არ ჩანდა რომ ხუმრობდა!

ვინაა? Ხელებს ისე ვმუშტავდი რამის თითები დამემტვრა.

ვისთან წავიდა?

სხეულის თითოეულ უჯრედში ავადმყოფურად შეაღწია გრძნობამ რომელიც ასე საშინლად მძულდა! Ჩემმა ცოლმა ასეთი რამე როგორ ჩაიდინა?!



ვინ გაბედა! ვინ ბედავს ჩემი ცოლის შეცდენას?!

მე რატომ მეკითხები იმას რასაც შენი ცოლი აკეთებს? თამარი ისე მიყურებდა თითქოს ყველაფერი ჩემი ბრალი ყოფილიყო.

წესიერი ქმარი რომ ყოფილიყავი ცოლს მოუვლიდი! Მეორე დღე სანამ არ გათენდება სახლში არ მოდიხარ, ღმერთმა იცის სადა ხარ. Შემდეგ მოდიხარ და მე მთხოვ პასუხს! აღარასდროს გაბედო ჩემი ტკბილი ძილიდან გამოღვიძება.

თამარი თავის ოთახში შევიდა და კარი ცხვირწინ მომიჯახუნა.

კარებს განრისხებული მზერა მივაპყარი, ნებისმიერ წუთს შეიძლება ნერვიული კრიზისი დამწყებოდა, ჩემი სიდედრის ოთახის კარებს მუშტი დავარტყი და დავუყვირე.



ვისთან წავიდა ხატია. გკითხე შენ მემგონი!!!

ნუთუ ჩემი ცოლი ასეთი სულელია!

Ბიჭი ექიმი ყოფილა. Გამომძახა ოთხიდან. Შემდეგ სწრაფად დაამატა.

დავითი რომ გვეწვინა იმ საავადმყოფოში მუშაობს. დავითიც წავიდა მის სანა...

სანამ სიტყვას დაასრულებდა მე უკვე კიბები ჩავლილი მქონდა და ეზოში ჩემს მანქანას ვეძებდი. იმედია ჯერ არ დაუპარკინგებიათ.

ვინარის ის ! Ვინ გაბედა ჩემს ცოლზე თვალის დადგმა. დავხოცავ ყველას! ხატია ახლა უკვე ვერ გადამირჩება!

სწრაფად ჩავჯექი მანქანაში და რატიანების სახლს რომელიც სასახლეს უფრო გავდა მალევე გავეცალე.

სპორტულ მანქანაზე სიჩქარეს ბოლო დონემდე მოვუმატე.

ღმერთო დებილი!

ხატიაზე გაბრაზებულმა რულს ძლიერად დავარტყი ხელი.

თამარის ნათქვამი სიტყვები რომ გამახსენდა “ ის ყურადღება რაც შენთან ვერ ნახა სხვასთან იპოვა და მასთან წავიდა.” უარესად გავბრაზდი , ბევრი ვილანძღე და ვიგინე.

სხვანაირად როგორი ყურადღება უნდა გამოვიჩინო მის მიმართ? ყველაფრის მიუხედავად ისევ მის გვერდით ვარ, ერთი ისღა დამრჩენია ფეხებში ჩაუვარდე, ბავშვივით ვუვლი. მთელი ღამეები მისი საბნის სწორებაში ვარ, უძილობის დროს სხვადასხვა ამბების მოყოლით ვართობ , პატარა ბავშივით ძილისწინ ზღაპარსაც ვუყვები ჩაძინებაში რომ დაეხმაროს მეტი რა ვქნა?

მთელი გზის მანძილძე ჩემი თავი სხვადასხვა წარმოსახვით გავბერე. Სავადმყოფოში მისვლისას, მანქანა სწორადაც ვერ დავაპარკინგე, დიდი ნაბიჯებით საავადმყოფოში შესვლის დროს ყოველწამს შეიძლება ყვირილი დამეწყო, მიმღებში უკვე ხატია უნდა მეკითხა რომ დავინახე კიდეც.

ღია ლიფტიდან გამომავალი გოგოს დანახვაზე ტვინმაც კი ფეთქვა დამიწყო ბრაზისგან. თითქმის ჭკუიდან გადასულმა მისი სახელი დავიყვირე.

ხატია!

ბუნებრივად აპრეხილი და ხშირი წამწამები გაკვირვებით აახამხამა.

ვაჟა?!

როცა სახეზე დამაკვირდა,. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა. არ ვიცი ჩემს გაბრაზებულ სახეზე რა გამომეტყველება დაინახა თუმცა ვხვდები რომ ძალიან შეეშინდა და გაიქცა, მეც უკან გავედკიდე, კიბეები სწრაფად ავირბინეთ ორივემ, საკმაოდ სწრაფად დარბოდა ერთ- ერთ პალატაში შემასწრო და კარები მოხურა. პალატასთან გავჩნდი მალევე მეც და კარი შევაღე იქ მწოლიარე დავითი გაკვირვებული გვიყურებდა ორივეს. სირბილისგან დაღლილები ორივე სწრაფად ვსუნთქავდით, ხატიას სახეზე შიშის და ჩემს სახეზე ბრაზის ამოცნობა დავითისთვის რთული არ უნდა ყოფილიყო.

ჯანდაბა! აქ რახდება? აბა ის ექიმი სადაა ხატია ვისთანაც გაიქცა?

ხატიას მკლავში ხელი წავავლე და პალატიდან გავიყვანე. თავს ძლივს ვიკავებდი , მეშინოდა გაშმაგებული ბრაზის გამო მისთვის არაფერი დამეშავებინა.



მის თეთრ სახეს ვუყურებდი წარბებშეჭმუხნული, ბრაზისგან სახეზე ყველა კუნთი მიკანკალებდა.

ვინ არის ის ბიჭი!

ვიყვირე, შიშით უკან დაიხია. ძალიან შეეშინდა, ჯანდაბა როცა ვინმე უყვირის ძალიან ეშინია, მე კი ახლა ამას ვაკეთებდი! დამშვიდებისთვის რაიმე გზა უნდა მეპოვა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ასეთ საშინელ სიტუაციაში სიმშვიდესთან ახლოსაც არ ვიყავი.

მუქი თვალები შიშისგან უციმციმებდნენ, ხატიამ ძლივს მოახერხა ტუჩების დაშორება ერთმანეთს და ხმის ამოღება.

ვაჟა.

მორცხვი მზერა მომაპყრო და ღრმად ამოისუნთქა.

რას აკეთებ?

ნეტა იცოდეთ როგორ მიყურებდა , მატყუარა, უდანაშაულო თვალებით, უხერხულ მდგომარეობაში მაყენებდა.

რა პრობლემა გაქვს ჩემთან? ვერ მივხვდი.

თავს ძლივს ვიკავებდი კედლისთვის მუშტი რომ არ დამერტყა გაბრაზებულს, მისი შეშინება აღარ მინდოდა.

- ვიცი რაც გააკეთე!

ვინაა? Სახელი მითხარი. ვინ შეგიყვარდა? გამოვცარი კბილებში გაბრაზებულმა.

Რა? ვინ შემიყვარდა? რაქვია?

გონება არეული მიბრუნებდა უკან კითხვებს თითქოს ვერ ხვდებოდა რას ვეკითხებოდი! გამაგიჟებდა!

ახალი შეყვარებული გყოლია?

მე ? მე მყავს? მკითხა გაკვირვბეულმა.

კი გყოლია! ვუყვირე.

სახელი რა არის? მკითხა სულელივით.

ვისი?

ღმერთო მოთმინება მომეცი!

Ჩემი შეყვარებულის.

მეც მაგას გეკითხები არა?! Სახელი რა არის?

მე კიდევ იგივე კითხვას შენ გეკითხები ვაჟა. რა ჰქვია?

ინტერესით სავსე თვალებით მიყურებდა, ცდილობდა არ გაეღიმა , ის კი ამ ყველაფრით ნერვებს უარესად მიშლიდა.

გეყოფა ტყუილები და სიმართლე მითხარი ხატია! ვისთან ერთად გაიქეცი?

რა სიმართლე გითხრა ვაჟა? ვერ ვხვდები რა გინდა? არავისთან ერთად არ გავქცეულვარ, საღამოს მამა ცუდათ გახდა და საავადმყოფდოში წამოვედით, ღამე მამასთან მე დავრჩი.

ანუ არავისთან არ გაქცეულხარ?

ვკითხე თუ არა მაშინვე ხმამაღალი სიცილი დაიწყო.

არა!

რა ჯანდაბა ხდება. Ჩავიბურტყუნე ჩემთვის.

ვიღაც საზიზღრად გაგეხუმრა როგორც ჩანს. Რა იფიქრე, სახლიდან გავიქეცი სხვასთან?

Ჩემი შეჭმუხნული წარბების დანახვისას უარესად უმატა ხმამაღლა სიცილს.



ექიმი შეყვარებული არ გაგიჩენია ხომ?

არა! Სიცილისგან თავს ვერ იკავებდა.

ღრმად ამოვისუნთქე. დავმშვიდდი, ჩემმა აშლილმა გრძნობებმა და ფსიქიკამ თავის ადგილზე დაიწყო დალაგება.

ჯანდაბა!!!

Ჩემი სიდედრის დახრჩობის სურვილი გამიჩნდა.

იეჭვიანე? Სიცილს არ წყვეტდა ხატია.

იმ სტრესის გამო რაც მან და დედამისმა ამ პატარა დროში გადამატანინეს, ხატიას უხეშად შევხედე და გვერდიდან გავეცალე.



მადლობა მითხარით გინება არ მიყვარს! მიეჭვიანია თურმე!

უარესად დაიწყო სიცილი.

არ არსებულ რამეებს ნუ იტრიალებ გონებაში. თითისწვერებზე აიწია თავზე ორივე ხელი მომკიდა დამახრევინა და შუბლზე მაკოცა.

ეს წარბები კიდევ აღარ შეკრა საერთოდ არ გიხდება!

ნაზი თითების შეხებით მისწორებდა წარბებს, წამებში ჩემი უმოქმედო მდგომარეობაში ჩაგდება შეძლო, საყვარელი ქალის შეხებამ, სურნელმა და საშინლად დიდი დოზით გადატანილმა სტრესმა ჩემი დამშვიდება და მოდუნება შეძლო.













თავი 22

ვაჟა

შუადღისას სახლში მარტო დავბრუნდი, რადგან დავითს ჯერ არ წერდა ექიმი რამდენიმე კვლევის გამო. ხატიამაც არ ინდომა მამამისის დატოვება, მიუხედავად იმისა რომ დავითი ჩემს მხარეს იყო და სურდა შვილი სახლში გაეგზავნა.

მანქანა ეზოში გავაჩერე და ნაჯახით ხელში გადმოვედი მანქანიდან. ქალბატონი თამარის გუშინდელი უადგილო ხუმრობის შემდეგ ჩვენც ვიხუმროთ ცოტა!

ბაღში მდგარი დაცვის ბიჭები გაკვირვებით, თვალის მოუცილებლად მიყურებდნენ და ალბათ ფიქრობდნენ, რისთვის მინდოდა ნაჯახი. Მათმა მზერამ შემაცილა სახლში . ახლა ნახოს ამ ჯადოქარმა. მის მოპუწკულ და მოპრანჭულ მისაღებ ოთახს როგორ გავალამაზებ, ყველაზე მეტად ყურადღებას ახლად შეძენილ სასადილო მაგიდას და სკამებს მივაქცევ და იმ საზიზღარ ჭაღს რაღათქმაუნდა საფრანგეთიდან რომ ჩამოატანინა წინა კვირას! ჯერ დავიწყებ იმ გარყვნილი ჭაღით! აშკარად ძალიან ბევრ სინათლეს ასხივებს!





მისაღებ ოთახში რომ შევედი , პირველად იქვე მდგარი დიდი დეკორატიული მცენარის ქოთანი გავტეხე . მიწა იატაკზე დაიპნა, . ნახატი, რომელიც ალბათ ძალიან ძვირი ღირდა, იატაკზე დავაგდე და ნაჯახით დავამტვრიე. ნინო რომელიც ყვირილის გარდა არაფერს აკეთებდა, ყვიროდა თამარის სახელს:

- თამარ! გავუღიმე, ის კი კიბეებისკენ გაიქცა თამარის დასაძახებლად.

- დაუძახეთ იმ ლამაზ ჯადოქარს.



ოთახში რაც დავინახე ყველაფერი გავანადგურე, ყველაფრის დამტვრევის და დაჩეხვის შემდეგ ახლა ცული სასადილო მაგიდაზე დავარტყი.

- ვფიცავ ყველაფერს დამამშვიდებელია. ჩავილაპარაკე ჩემთვის.

თერაპიას ჰგავდა.

Სასადილო მაგიდა რომლითაც თავს იწონებდა რადგან ვერცხლის და ოქროს ორნამეტებით იყო გაფორმებული გამოუსადეგარი გავხდე, სავარძლებისკენ გავემართე. ბრაზს ვიშორებდი, რა ჯანდაბა იციან ფსიქოლოგებმა, ჩემი საუკეთესო თერაპიის ფორმა ნივთების გატეხვა ყოფილა.



როცა ქალბატონი თამარი შიგნით შემოვარდა, ნანახით გამოწვეული შოკის გამო საზიზღარი კივილი მორთ.

თმებში სახვევები ჰქონდა და სახეზე ყავისფერი ნიღაბი ესვა. თითქოს საკმარისად საშინლად არ გამოიყურებოდა, ისე ყვიროდა, ყვირილით თვალები უფართოვებდა. ცოტა შეშინებულს გავდა.

რა დღეში ჩააგდე აქაორობა! Მიწიოკა თამარმა. მისმა წივილმა ხმამ ერთი ყურის გავლით მეორეში გაიარა და თავიც ამატკია. რა საშინლად წივის ეს ქალი!

ახლა მიყურე!

მანიაკალურად გავუცინე, ნაჯახი ხელში შევათამაშე და მისი ძვირფასი ჭურჭლის კარადისკენ წავედი, სულ რაღაც რამდენიმე დარტყმის შემდეგ მთელს ოთახში ნამსხვრევები მიმოიფანტა. თამარმა თეფშის ნამსხვრევი აიღო და მესროლა, მიზანში არც თუ ისე კარგად ისვრის მხოლოდ ხელის მტევანი გამიკაწრა.





ქალბატონი სიდედრი კარისკენ იყურებოდა გაგიჟებული და გაცოფებული, გარეთ მდგარ ბიჭებს ეძახდა და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ისიც კარგად იცოდა Ჩემი შიშით დაცვის ბიჭები სახლში ვერ შემოვიდოდნენ. ვერ გაბედავდნენ.

ნინოოო! სასწრაფოდ დაურეკე დავითს.

მოვიდეს დავითი და ვნახოთ, შემაჩერებს თუ არა!

შემდეგ სწრაფად წავედი ვერცხლის ჭურჭლისკენ. ჩემსკენ გამოიქცა და დამიყვირა:

- გაჩერდი! თუმცა არ გავჩერდი, კარადა გადმოვაყირავე და შიგნით არსებული ყველა ვერცხლის თეფში იატაკზე დაიყარა, კარადაც ზედ დავაგდე არც ერთი საღი აღარ დარჩებოდა! მანიაკი ქალი, სახლი ვერცხლით აქვს სავსე.

ისე, მართლა დამამშვიდებელი იყო. გამთენიისას გადატანილი სტერსი, დაძაბულობა გადამეფანტა სხეულიდან და გონებიდან.

თამარმა ხელები თავზე მიიჭირა და გაბრაზებულმა ისევ საშინელი კივილი მორთო.

ამ ყველაფრის ფულს შენ გადაიხდი! კაპიკ კაპიკ!

ჩემგან ერთ ლარსაც ვერ მიიღებ, ჯადოქარო!

ტელევიზორისკენ რომ მივედი, რომელიც კედლის ნახევარს ფარავდა, ცულის გამო ვერ გაბედა ჩემთან მოახლოება. ისევ მოშორებით კიოდა,

თუ გატეხე , გაგგლიჯავ იცოდე! ეგ ტელევიზორი შენზე ძვირფასია!





ღიმილით გავიხედე მისკენ.

ჩემი ფასი არაფერი არაა, მე ერთადერთი და საუკეთესო ვარ, ჩემნაირ სიძეს რომ მოძებნოთ, ვერ იპოვით.

ტელევიზორს ნაჯახი მათ თვალწინ დავარტყი .

თუმცა ექიმი გირჩევნია! როგორ გინდოდა ჩემს მაგივრად ექიმი სიძე!

კომპლექსურო, ეგოისტო, ნაძირალა!

იატაკზე დაგდებული დამტვრეული თეფში აიღო და ისევ ჩემსკენ ისროლა. ამჯერად საერთოდ უმისამართოდ,

- ჩემი ქალიშვილისთვის შენზე უკეთესს ვიპოვი!



მხოლოდ ამ ოთახის დნგრევას ვაპირებდი, მაგრამ ახლა უკვე ზედა სართულებზეც სავალდებულოა!



- ხატია შენზე უკეთესს ვერავის იპოვის!



Აჰა, ასე უნდა დაადგე სწორ გზას ყოველთვის.

ვცდილობდი არ გამეცინა, ჭერზე დაკიდებუი ძვირფასი ჭაღი ვაჩვენე.

Სიდედრო ამ სართულზე გავჩერდები მას შემდეგ, რაც ამ ლამაზ ჭაღს რამდენიმე ნათურას ჩამოვუმტვრევ.

ბრაზისგან კანკალებდა, თან ცდილობდა გაეღიმა ჩემთვის და “მშვიდად „ შევეჩერებინე.

თუ ჭაღს არ შეეხები, დაგეხმარები ხატიამ და შენ პრობლემები რომ მოაგვაროთ.



შენს ქალიშვილს ჭაღზე ყიდი?



ამ ჭაღისთვის შემეძლია შენც გაგყიდოთ, მაგრამ მყიდველს ვერასდროს ვიპოვი, ვის რაში სჭირდები!



ბოლო წლებია ყველაფრის მიუხედავად იარაღით დავდივარ ეშმაკს მაინც არ სძინავს, ახლა წელიდან იარაღი რომ ამოვიღე და ჭაღს დავუმიზნე, შეშფოთებულმა მითხრა:

- ო, ჩემი სიძე და ჭაღი რა შესადარებელია! თავად ერთადერთი და განუმეორებელი სიძე მყევხარ ჭაღი რა მოსატანია შენთან. თქვა მან სწრაფად. არადა ძალიან ძვირფასი ჭაღია, რამდენიმე მოდელი არსებობს.



მაშინ შენმა ერთადერთმა სიძემ ერთი ორი ტყვია რომ ესროლოს ამ დებილურ ჭაღს, პრობლემა არ იქნება ხომ?

დაგახრჩობ, ! მიკივლა და თვალები უარესად დამიჭყიტა.



გამეცინა და იარაღი ისევ წელს უკან საქამრეში ჩავიდე . მისთვის საკმარისი სასჯელი იყო. ახლა თამარის წინ ვიდექი, ყველანაირი ბრაზისგან თავისუფალი, ეს ყველაფერი კი რაც დავლეწე იმის დამსახურება იყო, ასე სწრაფად არაფერს დავუმშვიდებივარ აქამდე ხატიას გარდა. ნაჯახი ხელში ჩავუდე და ვუთხარი.

დაივიწყე ჩემი ცოლისთვის ახალი ქმრის პოვნა!



გარშემო მიმოვახედე და ის არეულობა ვაჩვენე რაც მე გამოვიწვიე.

ამ ყველაფრის საფასურს ორჯერ მეტს მოგცემ თუ ხატიას ერთ საათში სახლში მოიყვან.

მის გარეშე ეს სახლი ძალიან მოსაწყენი იყო.

თამარმა ნაჯახი ხელში შეათამაშა მხრებში გასწორდა.

რა მოხდება, თუ დავარწმუნე, რომ ნახევარ საათში აქ მოვიდეს?

Ხუთჯერ მეტი იქნება საფასური რაც გავტეხე.

თხუთმეტი!

გამეცინა, ყველაფერში სათავისო სარგებელს ნახულობდა ეს ჯადოქარი!

ხომ ნახე რაც მოხდა ჯობია არ გამომცადო.

- ათჯერ მეტი და 20 წუთში აქ მოვა.

შევთანხმდით.

თამარს სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაურბინა. ამასობაში კარზე ზარის ხმაც გაისმა, ნინო სწრაფი ნაბიჯებით წამოვიდა თამარისკენ.

ქალბატონო თამარ სტუმარი გყავთ, რომელ ოთახში მივიღოთ?

მათ საუბარს და სტუმარს აღარ დაველოდე, კიბეები სწრაფად ავირბინე ჩვენი საძინებელი ოთახის სააბაზანოში შევედი, კარგი შხაპი არ მაწყენდა, ტანისამოსი არ შემიტანია, რაც არ უნდა იყოს ამ სართულზე და ამ ოთახში როცა მე აქ ვარ არავინ ამოდის. ტანისამოსი გავიხადე და იქვე მივყარე, ვიცი ხატია გაბრაზდებოდა, თუმცა ახლა სარეცხის კალათის მოძებნას არ დავიწყებდი, საშინლად ვიყავი დაღლილი და დასასვენებლად შხაპი სასწრაფოდ მჭირდებოდა.

საკიდიდან ტილო ჩამოვხსენი და წელზე მოვიხვიე, თმების შესამშრალებლად ამჯერად ისევ ხელსაწმენდ პირსახოცს გამოვიყენებდი, ხატია ამაზეც ბრაზდებოდა.

სააბაზანოდან ოთახში რომ გავედი, იქ ხატიას მაგივრად თათა დამხვდა, ჩემგან ზურგ შექცევით. აქ რას აკეთებდა! ადგილზევე გავშეშდი, ნაბიჯიც არ გადამიდგავს, ხელში ჩემი სუნამო უჭირავს?

შენ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?! ვუთხარი ბრაზნარევი ცივი ხმით. Ჩემი ხმის გაგონებაზე სუნამო თავის ადგილზე დაბრუნა და სწრაფად მობრუნდა ჩემსკენ.

ხატიას მოსაკითხად ამოვედი.

ხატია აქ არ არის! ახლავე დატოვე ჩემი ოთახი. Ჩემი ცოლის დაუკითხავად ამ ოთახში არავინ შემოდის!

თუ ჩაიცვამ არანაირი პრობლემა არ იქნება.

მის სიახლოვეს მდგარი კარადა გამოაღო და ჩემ ტაანსაცმელს დაუწყო თვალიერება. ეს ქალი გაგიჟდა მემგონი! Რამდენს ბედავს!

თათია ახლავე გადი აქედან.

ხატიაში რა მოგწონს? ჩემში რა ვერ იპოვე ისეთი რაც მას აქვს? უბრალო საცოდავი გოგოა.

Მისკენ წავედი კლავში ხელი წავავლე, კარებისკენ წავათრიე, როგორ ბედავდა ჩემს ცოლზე საუბარს. Მიუხედავად ყველაფრის ხატიაზე ზედმეტს არავის ვათქმევინებდი.

ზრდილობა დაიკერე პირზე და ახლავე აქედან გადი! ქალიაო არ ვიტყვი ბღავილით გაგიშვებ აქედან!

მკლავში მაგრად მოვუჭირე ხელი კარების გასაღებად გავიწიე როდესაც ოთახის კარი ხატიამ შემოაღო. Დედა ვატირე! უდრო დროს შემოვიდა ოთახში! კარებშივე გაშეშდა. თავისი ციმციმა შავი თვალებით მე და თათია შეგვათვალიერა, ყურსასმენები მოიხსნა, უკვე მეორე ლაწანს ვგრძნობდი ლოყაზე. Პირველი წლების წინ მივიღე ჩემი ცოლიდგან როცა ეგონა რომ ვუღალატე.

თფუჰ! ასეთი სიტუაციის დედას შე**ცი!

როცა ხატიამ თავიდან ფეხებამდე დამათვალიერა, კარგად დაინახა რომ პირსახოცის გარდა არაფერი მეცვა. წარბები შეჭმუხნა. ის, რომ თათა ჩემს წინ იდგა,კარგს არაფერს არ აფიქრებინებდა. უკვე ვნერვიულობდი, რადგან მისი მშვიდი თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლები ცვიოდა და უკვე ვგრძნობდი როგორ მეყრებოდა მე თავზე. ველოდი თათა თავის მართლებას როდის დაიწყებდა, თუმცა ის ისე იქცეოდა თითქოს შემოგვისწრეს!

ჯანდაბა, ყველაფერი ისევ ჩემს თავზე გადაივლიდა! ვერ ვხვდებოდი რაზე ფიქრობდა ხატია. Რადგან თათას ჩაფიქრებული უყურებდა.

Ჩემს ოთახში რას აკეთებ? ჰკითხა მას. შემდეგ მე მომიბრუნდა.

შენ რატომ არ ხარ ჩაცმული?

ისეთი ცივი ხმით ლაპარაკობდა შემეშინდა, შემეშინდა რადგან ჩემი ცოლის ასეთ სიმშვიდეს ვიცოდი საშინელი ქარიშხარი მოჰყვებოდა უკან! თათიამ ჩუმად თითქმის ჩურჩულით გასცა პასუხი, მოახლოებული საშიშროება მანაც იგრძნო ხომ?

ვაჟასთან საქმეზე სალაპარაკოდ მოვედი, ოთახშიც იმიტომ ამოვედი, მითხრეს რომ აქ იყო.

რათქმაუნდა, ისევ თამარის ოინებია! თუ ასეა ახლა მართლა ვერ გადამირჩება.

ნუ გეშინია შენი ქმრის შეცდენას არ ვაპირებ.

შეცდენას?! გამოსცრა კბილებში ხატიამ.

თათას სახეში ისეთი ლაწანი გაადინა ძირს დაეცა მეკი ხმამ ყურებში დამიარა.

მწარე ხელი აქვს!

შენ მე დამარტყი?

სანერვიულო მხოლოდ ლაწანი არ გაქვს! ჯერ მე შემომხედა შემდეგ ძირს დავარდნილ თათას ზემოდან დააცქერდა და კბილებში მშვიდად თუმცა გაყინული ხმით გამოსცრა.

ჩემი ხელიდან ვერავინ გიხსნით!

თათიას თმაში სწვდა , მისი თმა ხელზე დაიხვია ფეხზე ადგომაც არ აცადა კარისკენ გაითრია და კიბეებისკენ წაათრია.

გაშეშებული ვუყურებდი კარს, რადგან ხატიამ ვიღაცას ჩემს თვალწინ გაარტყა და შემდეგ თმით გაათრია ოთახიდან. არ მჯეროდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თვალით ვნახე. ვინმეს რომ ეთქვა, რომ ხატია მსგავს რამეს გააკეთებდა არ დავუჯერებდი.

შოკში ვიყავი!

გარედან გაგონილმა თათას ყვირილმა გონს მომიყვანა. მაშინვე შარვალი ამოვიღე და ჩავიცვი. არ ვაპირებდი პირსახოცით გასვლას. სანამ ნაჩქარევად ვიცვამდი შარვალს, თათას ყვირილი არ წყდებოდა. როგორც ჩანს კარგი არაფერი ხდებოდა გარეთ!

იმედია მოკვლას არ უპირებს. ასე დღისით მზისით, კი მოწმეებს გავაქრობ მაგრამ. ჯანდაბა რეებს ვფიქრობ, ამ ოჯახმა ჭკუიდან გადამიყვანა!

ქამრის ბალთა შევიკრა, პერანგი ჩავიცვი და სასწრაფოდ გავვარდი ოთახიდან. კიბეებზე ჩასვლისას თან პერანგის ღილების შეკვრას ვცდილობდი , ამასობაში ჩემი სიდედრი გამობრძანდა უკმაყოფილო ოთახიდან როცა ხმები გაიგო კიბეებისკენ გამოიქცა ისიც და უკან მომყვა.

- ოჰ, რა ხდება ისევ ამ სახლში!

მე რავიცი თქვენ ალბათ მიჩვეული ხართ ამ სახლში ასეთ ჩხუბს. ვუთხარი მან კი ისე შემომხედა შეეძლო შუაზეც გავეგლიჯე მადლობა ღმერთს გარედან მომავალი ხმები აინტერესებდა.

ორივენი გარეთ გავიქეცით, ბაღის მხრიდან ხმები ისმოდა, შოკირებული ვიყავით ნანახით. Ხატია თათას აუზში ახრჩობდა, ან აყვინთავებდა, ჯანდაბა მგონი მართლა ახრჩობდა.

Წყალი კარგია? ეკითხებოდა ცივსისხლიანი მანიაკივით. წარბსაც კი არ კრავდა.

სიძევ?

ჰმ.

ორივე ერთიდა იგივე რამეს ვუყურებთ?

კი...

ჩემი ოცნება ასრულდა!

ტაში შემოჰკრა მანიაკმა ქალმა!

დედა შილი ჭკუიდან გადამიყვანდენე!

გამიშვი.! ისმოდა თათას კივილი.

უთხარით გამიშვას! მიუბრუნდა თამარს.

გეთამაშება შილო! გასძახა თამარმა.

ამ ქალის ჩემს ექიმთან მიყვანა გადავწყვიტე!

ამასობაში ხატიამ თათა აუზში დააგდო და წყლიდან ამოვიდა! თვალებით იქაურობა მოათვალიერა და მზერა ცემზე შეაჩერა. Ჯანდაბა ახლა ჩემი ჯერ დადგა!

მზერა მომაცილა და მანქანებისკენ გაიხედა, ეზოში ისევ ისე ეყენა ჩემი სპორტული, ბოლო მოდელი აუდი როგორც გავაჩერე. ახლა რის გაკეთებას აპირებდა მე და დედამისი დაკვირვებით ვუყურებდით.

თვალები დავხუჭე როცა დაცვისგან გასაღები აიღო და მეორე მანქანაში ჩაჯდა. სად მიდიოდა? როცა მანქანა დაძრა და უკან დახევა დაიწყო, ძალიან დავინტერესდი. არ ჩანდა, რომ გასვლას აპირებდა, რადგან კარებთან უკუღმა დააყენა. უკან დაიხია და პირდაპირ გაიხედა, მეც იგივე მხარეს გავიხედე, საკუთარი მანქანა დავინახე. ვიფეთქე!

თუ ამას გააკეთებ.... არც კი გაბედო იცოდეე! დავუყვირე შორიდან. ჯანდაბა! Ჩემი მანქანაზე დარტყმას აპირებდა!

ახლახანს გამოვიყვანე ავტო სალონიდან, სულ რარაც ერთი დღეა რაც მისი გამოყენება დავიწყე.

Ხატიამ შემომხედა, ტკბილად გამიღიმა. კარგად იცოდა მანქანები ერთადერთი რამ იყო რასაც ძალიან ვუფრთხილდებოდი. ისიც იცოდა რომ მხოლოდ მანქანები იყო ჩემი ინტერესი.

დამიჯერე ჩემო ქმარო, შენი მანქანა უკანასკნელია რისთვისაც შენი ნერვიულობა ღირს!

ღიმილი საწრქაფად გაუქრა სახიდან.

როცა ამ მანქანიდან გადმოვალ წუხილი მაშინ დაიწყე ვაჟა!

ხატია! Გადმოდი ,მანქანიდა თორე ჩემი ხელით მოკლავ! არაფერი დაიშავო! გადმოდი ვილაპარაკოთ, ტყუილად ცილს მწამებ! ყველაფერი დედაშენის ოინებია! ვერ გადამირჩებაა!! დავიყუვირე გაბრაზებულმა!

ვგიჟდებოდი, ვნერვიულობდი, ნებისმიერ წამს ჩემს მანქანას დაეჯახებოდა . ჩემი ლამაზი მანქანა, ვერც გადავაყენებდი, რადგან გასაღები შარვლის ჯიბეში იყო, რომელიც აბაზანაში გავიხადე.

გაბრაზებულმა რულზ ხელი დაარტყა და დამიყვირა.

ვაჟა დაახვიე აქედან! გაზს მიაჭირა ფეხი.

ქალივით ისტერიკული სიცილი დავიწყე. ვეღარ ვჩერდებოდი.

ღვედი გაიკეთე! გავძახე, მანაც გაზს ფეხი აუშვა და ჩემს საწყალ ლამაზ მანქანას დაეჯახა. ჯერ ერთხელ მერე მეორეთ. Მერე აღარც დამითვლია... მე რომ დავეჭერი, გული ასე არ მეტკინებოდა როგორც ახლა. Მანქანის ნახევარი სულ ჩაჭეჭყა, თითო დარტყმაზე დარწმუნებულივარ მე წარმომიდგენა რომ მეჯახებოდა, იმდენად გაცეცხლებული იყო!

არსაიდან კახა მოვიდა და გვერდით დამიდგა. უკანა ეზოდან შემოვიდა სავარაუდოდ რადგან ვერ შევამჩნიე.

Ხატიას კიდევ რა გაუკეთე და ასე გააგიჟე?

Მე არაფერი.

ეჭვის თვალით გამომხედა კახამ.

მანქანა დაგიჭეჭყა ატყობ.

მანქანის მაგივრად მე დამჭეჭყოს კახა? შოკურ მდგომარეობაში მყოფი სულელივით ვიცინოდი.

თერაპიას გადის ჩემი ცოლი. Მანქანის დამტვრევით მშვიდდება.

ეს გოგოც შენსავით გააგიჟე ატყობ ხომ?

ვატყობ და ეს ყველაზე კარგი რამაა ამ ბოლო დროს.

ამ დროს ხატიამ მანქანა ჩემი და კახას მიმართულებით მოაბრუნა. გაზს ბოლომდე დააჭირა ფეხი. Მე და კახამ ერდროულად შევიგინეთ, თითქოს ჩანაფიქრს მივუხვდით.

Შენი აზრით გაბედავს და დაგვეჯახება?

დედასაც გვიტირებს. Გაიქეცი კახა! Ხმამაღლა გავძახე კახას და ელვის სისწრაფით მოვცილდით იქაორობას. უკანა ეზოდან გავიქეცით კახას მანქანაში ჩავსხედით და ჩემი სახლის გზას დავადექით. Ჩემს ავადმყოფ ცოლს ცოტახანი დამშვიდების უფლებას მივცემდი.

Გასაღები გააქვს სახლის?

ჯანდაბა, სახლში შარვლის ჯიბეში დამრჩა გასაღები სახლისაც.

გოგასთან ავიდეთ ბარში.

***

ნახევარ საათსი გოგას ბარში ვისხედით და ვისკის ვსვავდით, შეყვარებული წყვილი ერთმანეთს გვერდიდან აღარ სცილდებოდა, თინაც აქ იყო, ლიკაც მოვიდა მხოლოდ ხატია გვაკლდა. ტელეფონიც არ მქონდა რომ დამერეკა. სიცილად არ ეყოთ განვლილი ორი დღის ამბავი რომ მოვუყევი.

ყველაფერი კარგი და სახლიდან ეგრე როგორ წამოხვედი ფრატიც რომ ვერ ჩაიცვი.

მომაბეზრებლად იცინოდნენ ყველა. რადგან ფეხშიშველი მივედი მათთან.

პერანგის ღილებიც არ აქვს წესივრად შეკრული. აყვა ლიკაც. Საბოლოოდ ოთხივე მუცლის ატკიებამდე დამცინოდა, ბოლო აღარ უჩანდა მათ სიცილს!

თინა დაურეკე ხატიას და ჰკითხე ბრაზმა თუ გადაუარა.

სახლში მისვლა ეშინია. იცინოდა გოგა.

მისადგილზე რომ ყოფილიყავი შენც შეგეშინდებოდა, კორძიას და ამას შავი დღე გაუთენდათ.

ისე სიძევ ყველაფერი გავიგეთ მაგრამ სახლში როგორ დაიბარე, შენს ცოლს ბავშვობიდან ეზიზღება.

Ბიცოლაშენის ოინებია ყველაფერი.

ახლა ხომ მიხვდი თამარის გაბრაზება რომ არ ღირს.

გავჩუმდი რაღა უნდა მეთქვა, მეგონა ეგ ჯადო ქალი დავსაჯე და თუმცა ფირიქით მოხდა ჭკუაშიც მაჯობა და სასჯელიც მიმაღებუნა ცადენილი საქციელისთვის, ბარათიც როგორ ტექნიკურად ჩამომართვა თანაც ულიმიტო, უკვე წარმომიდგენია რამდენს დახარჯავს!

სანამ მე ფიქრებში ვიყავი გართული თინა ტელეფონზე ხატიას ესაუბრებოდა, შემდეგ ტელეფონი მე მომაწოდა.

შენთან უნდა საუბარი.

გისმენ...

ნივთებს გამოგიგზავნი ვაჟა.

რაა?

სახლში აღარ დაბრუნდე!

კარგი. ვუთხარი და ტელეფონი თინას მივაწოდე, მაგიდაზე დადებულ ვისკის ბოთლს ხელი დავავლე კახას მანქანის გასაღები ავღე და წავედი. თინა როგორც ჩანს ისევ ხატიას ესაუბრებოდა ტელეფონზე ახლა უკვე გაბრაზებით. Ბოლოს გავიგე ასე ეუბნევოდა.

ნასვამია , სასმლის ბოთლი აიღო მანქანის გასაღები და წავიდა...

აღარ მომისმენია რახანც სურდა რომ არარ დავბრუნებულიყავი აღარ დავბრუნდებოდი, მანქანაში ჩავჯექი და გეზი ყაზბეგისკენ ავიღე.

ცოტახანი დასვენება და დამშვიდება არ მაწყენდა. Მამა პაპეულ სოფელში ცოტახანი ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენებდი. თან არაფერი წამიღია ტელეფონიც კი არ მქონდა, სახლიდან დავურეკავდი ჯაბას და მომიტანდა.

***

Ხატია



ეჭვიანობამ რამდენჯერ შეიძლება დამღუპოს?!

ნერვიულობისგან რამისაა გავგიჟდე, ვაჟას თან არაფერი წაუღია ისე წავიდა ტელეფონიც კი სახლში აქვს, თინა სახლში ჩემთან საუბრის შემდეგ მალევე დაბრუნდა. Საკმაოდ ბევრი საყვედური მივიღე, კატოსგან, თინასგან და გაგიკვირდებათ დედაჩემისგანაც კი! მამაც დაბრუნდა საავადმყოფოდან. და სახლში მომხდარი ამბების მოსმენით წნევამ ხელახლა აუწია. ახლა კი არ ამხელდა თუმცა ეტყობოდა რომ ვაჟაზე სერიოზულად ნერვიულობდა.

გავგიჟდები სად წავიდა!

ბიჭებიც ვერ პოულობენ. გამომეპასუხა თინა.

ადექი და მოძებნე შენი ქმარი. თვალები დამიჭყიტა დედაჩემმა.

შვილო დაუფიქრებლად რატო მოქმედებ?

სულელია შენი შვილი და იმიტომ.

შენ გაჩუმდი თამარ. ჭკუიდან გადაიყვანეთ დედა შვილმა ბიჭი.

ტელეფონი ავიღე და ისევ კახას დავურეკე.

ხომ არ გაგიგიათ არაფერი?

არსად არაა ხატია? თბილისში ყველა სახლი ვნახეთ რაც აქვს არსად არაა, არც კომპანიაში, არც მოლში, არც სკოლაში და არც კაზინოში საერთოდ ჩვენს არც ერთ ობიექტზე არ ჩანს.

Სად შეიძლება წასულიყო.

ერთადერთი ადგილი ყაზბეგში, სოფლის სახლია, ახლა იქ ვაპირებთ მე და გოგა ასვლას.

მანდ მე წავალ კახა, თქვენ სხვაგან მოძებნეთ.

გზა იცი?

კი.

გაგვაგებინე.

ტელეფონი სწრაფად გავთიშე, ჩემს ოთახში გიჟივით ავვარდი ვაჟას ტელეფონი გასაღებები ავიღე და ყაზბეგის გზას დავადექი. ღმერთო ახლა მხოლოდ იმას გთხოვ სახლში დამხვდეს, საღსალამათი დამხვდეს, გთხოვ იქ იყოს.

ცოტახანში ჩემი მანქანის შუქებმა ჩვენი სოფლის სახლის ეზოში შეანათა, სახლში შუქი არ ენთო, არ ჩანდა რომ ვინე იქნებოდა. ნერვიულობისგან კანკალი დავიწყე, ყველაზე ცუდზე არ მინდოდა რომ მეფიქრა. Მთელი სხეული მიკანკალებდა მანქანიდან რომ გადავედი ისე ვნერვიულობდი, აქაც თუ ვერ ვიპოვიდი რა უნდა მექნა ეს ღამე როგორ უნდა გამეთენებინა? Ამ ბოლო დროც ძლივს ცოტა დავალაგეთ ურთიერთობა მეკიდევ ყველაფერი გავაფუჭე ისევ! პირველ სართულის აივანზე გავედი რადგან სახლში შესასვლელი კარი აივნის მხარეს იყო, მობილურის შუქით ვინათებდი გზას, გასაღების საკეტში მორგებას ვცდილობდი როდესაც ნაცნობი ხმა გავიგე.

აქ რას აკეთებ?

Მადლობა ღმერთს!

სახლში მოვედი.

სახლში? Შემომიბრუნა კითხვა აშკარად კარგად იყო ნასვამი, მივუახლოვდი, პირისპირ დავუდექი, ნახევრად დაცლილი ვისკის ბოთლი მოვაცილე მაგიდიდან ჭიქაც გამოვართვი ხელიდან და დარჩენილი სასმელი მე დავლიე.

დიახ სახლში. თავი დამიქნია.

მეგონა ჩემთან მოხვედი.

შენთან მოვედი. Სადაც შენ ხარ ჩემი სახლიც იქ არის. დავიხარე და შუბლზე ვაკოცე, შეცბა, მთის ცივ კლიმატს მასზე ემოქმედა უკვე, გაყინული იყო.

ერთხელაც მაკოცე. ისე მითხრა თითქოს მევედრებოდა. ვაკოცე შუბლზე ვაკოცე, თვალებზე ვაკოცე, უკვე ღამის ცივი ჰაერისგან გაყინულ ტუჩებზეც ვაკოცე. მკლავზე ხელი მომკიდა მისკენ მომქაჩა და კალთაში ჩამისვა. წელზე ხელები მჭიდრო შემომხვია. შუბლი შუბლზე მომადო და მთხოვა კიდევ მეკოცნა, ამჯერად მთელი სახე დავუკოცნე, მჭიდროდ ჩავეხუტე გულში ჩავიკარი, ვატყობდი რომ სჭირდებოდა, ჩემი სიახლოვე ისევე როგორც მე მისი, სჭირდებოდა.

მიყვარხარ! Ჩამჩურჩულა ტუჩებთან.

მომენატრე. ვუთხარი და ხმამაღალი სიცილი დაიწყო. ტუჩებზე ვნებიანად მაკოცა, სკამიდან წმოდგა და პატარა ბავშივით ხელში აყვანილი ჯერ სახლში შემდეგ კი ჩვენს საძინებელში შემიყვანა.

***

Თავი 23

Ხატია

Სამი თვეა უკვე ჩემი და ვაჟას ცხოვრებაში ბედნიერებამ ფეხი ზედმეტად რომ მოიკიდა, მეშინია ამ ბედნიერ წუთებს ცუდიც არ მოყვეს, რადგან რამდენჯერაც ვეცადეთ ბედნიერები ვყოფილიყავით ცხოვრებისგან იმდენჯერ მივიღეთ საპასუხოდ საპირისპირო დარტყმა. ამ სამისთვის განმავლობაში ჩვენს ოჯახშიც სიმშვიდე ჩამყალიბდა, მამას მდგომარეობა გაუმჯობესდა კარგადაა, საავადმყოფოებშიც ნაკლებად გვიწევს სიარული, მხოლოდ ყოველთვიურ კონტროლზე. ვატყობ ვაჟას ყველაფრის შემდეგ ჩემი მშობლების პატიება უჭირს, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა მათ პატივს სცემს, საუბრის დროსაც კი ემჩნევა მამას ყოველთვის მოკრძალებულად ესაუბრება, დედაზე რა ვთქვა ყოველ ჯერზე პატარა ბავშვებივით კინკლაობენ, რაღაც მომენტში ვფიქრობ რომ ვაჟას სიამოვნებს დედას გაბრაზება, ბოლოს საბანკო ბარათზე იჩხუბეს.

შუაღამეს ფიქრებში გახვეული ვატარებ, ვუყურებ ვაჟას და ვფიქრობ, ნეტა ბავშვის ამბავს როგორ შეხვდება? ვაჟას ბავშვი არ უნდოდა, მე კი ორსულად ვარ... ათასი ფიქრი და განცდა მაწუხებს, უპირველესი ისაა რომ დედა უნდა გავხდე... როგორი დედა ვიქნები? შევძლებ კი ჩემი შვილისთვის კარი დედობის გაწევას? Მეორე ის რომ ვაჟა როგორ მიიღებს ამ ამბავს. Უნდა კი საერთოდ მამობა? ყველაფერი დაუგეგმავად მოხდა, ბავშვის საკითხი წლების შემდეგ არ წამოჭრილა ჩვენთან. Ახლა მხოლოდ ის მაწუხებს როგორ ვუთხრა რომ მამა გახდება. Ნეტა გაუხარდება?

ფიქრებით გონება დამძიმებული საწოლიდან წამოვდექი, მძინარე ვაჟას საწოლში დავტოვე და ტერასაზე გავედი. ჩვენზე ვფიქრობდი, ორივე ძლიერად ვიყავით დაშავებულები სულიერად, ერთმანეთსაც ძალიან ბევრი დავუშავეთ. Და ზუსტად ახლა ვგრძნობ რომ ერთმანეთის ჭრილობების შეხორცება დავიწყეთ, ის ჩემთვის იყო საჭირო რომ მეარსება და მე მისთვის. ნარკოტიკს თავი აქ ჩამოსვლის შემდეგ დაანება, ანუ როცა შევრიგდით, უფრო დიდი დოზით იყენებდა ვიდრე აქამდე, ვატყობდი რომ ძალიან უჭირდა, კრიზისები ჰქონდა, სახლში ყველანაირად ვცდილობდით ეს კრიზისები შეძლებისდაგვარად აგვეცილებინა თავიდან, განსაკუთრებით დედა მეხმარებოდა, ხანდახან ვეჭვობდი რომ ვაჟასთან მხოლოდ მისი გონების გასაფანტად კინკლაობდა პატარა ბავშვივით. სამზარეულოში შესვლაც კი დაიწყო, სასწაულ კერძებს უკეთებდა , რადგან კრიზისების დროს საკვებს საერთოდ არ იღებდა ვაჟა. Დედა კი როგორც პატარა ბავშვი ცდილობდა რომელიმე საჭმელი მაინც ეჭმია მისთვის, მისიასავით დააკისრებდა მისი გაკეთებული კერძის გასინჯვას, თუმცა მიზანი სხვა ჰქონდა. უმადობას დეპრესიულობაც დაერთვებოდა ხოლმე, ხშირად სკოლაში ჩემთან ერთად მოდიოდა, ბავშებთან ურთიერთობით ერთობოდა, ბევრჯერ უთქვამს ასე მგონია ჩემს განკურნებას მხოლოდ ბავშვები შეძლებენო, პატარა ბავშვი ხდებოდა ჩემს მოსწავლეებთან ერთად და მათ ონავრობას ხელს უწყობდა. პირველი ორი თვე რთულად გადავაგორეთ, მესამე თვეს თითქოს ყველაფერი დალაგდა, ვაჟას პრობლემას ნაკლებად ვებრძოდით, კომპანიის საქმეებსაც ყურადღებას აქცევდა უკვე, რამაც გოგას საშუალება მისცა თინასთვის მიექცია სათანადო ყურადღება, ვაჟამ და კახამ ზურგიდან ტვირთი ახსნეს გოგას რომ იტყვიან, თავისუფლად დაიწყო ნიშნობისთვის მზადება, ერთი კვირის წინ გოგამ ხელი სთხოვა თინას, რამდენიმე დღეში კი ოფიციალურად გვექნებოდა ნიშნობა სახლში ძალიან ვიწრო წრეში. რადგან ზედმეტ ხალხს ყველა გავურბოდით.

დილამდე ვერ დავიძინე. რადგან ჩვეულებრივ, ძილი მიჭირს, ღამით გაღვიძებისას ხელახლა დაძინება შეუძლებელი იყო. გამოვიცვალე , პერანგი და შარვალი ჩავიცვი, რომელიც თეძოებს ქვემოთ სწვდებოდა. პერანგის სახელოები ავიწიე და სათვალე გავიკეთე. თმა, ჩვეულებისამებრ, ფანქრით შევიკარი და საუზმისთის სამზარეულოში ჩავედი. Სახლში ჩვენს გარდა არვინ იყო, ნინო დეიდას შვებულება ჰქონდა, მშობლები, თინა და მამიდა სვანეთში იყვნენ წასულები, სავარაუდოდ დღეს ბრუნდებოდნენ. საუზმე მოვამზადე ისე გავაწყე ვაჟას რომ მოეწონებოდა. Როგორც ჩანს ჩემს ქმარს ისევ ეძინა, რადგან აქამდე არ ჩამოსულა დაბლა, მის გასაღვიძებლად ვაპირებდი წასვლას როდესაც კარზე ზარი დარეკეს, როდესაც გავაღე ჩემს წინ თათა კორძია იდგა, ამ ქალს აქ რაა უნდოდა? Ბოლოს აუზში რამის დავახრჩე, იმედია ვაჟასთან არ მუშაობდა ისევ.

აქ რას აკეთებ?

ვაჟასთან მაქვს საქმე. Მიპასუხა ურცხვად.

რა საქმე?

სამსახურის შესახებ. Რამდენიმე საბუთზე აქვს ხელი მოსაწერი და მეორე ღეა არ მოსულა კომპანიაში.

შენ ვაჟას ასისტენტი ხარ? Როგორც მახსოვს არა. Არც შენი მოვალეობა არაა ვაჟას საბუთები სახლში მოუტანო.

ხატია შენს ქმარზე თვალი არავის აქვს დადგმული ნუ გეშინია, დაუძახე თუ შეიძლება.

ზუსტადაც რომ დადგმული გაქვს თათა, ბოლოს ორივენი დავრწმუნდით ამაში ხომ გახსოვს? Ახლა წადი ვაჟა რადგან კომპანიაშის არ მოვიდა ეს ნიშნავს რომ დღეს არ მუშაობს და სახლში არ უნდა მოადგე.

Საქმეს სჭირდება ხატია რატომ არ გესმის? დაუძახე თუ შეიძლება მობილურიც გათიშული აქვს.

მითუმეტეს! Ნახვამდის თათა! Კარი ცხვირწინ მივუხურე, ნერვების მოშლა და ლამაზი დღის გაფუჭება თათამ დილიდანვე მოახერხა!

ვაჟას გასაღვიძებლად გავბრუნდი თუცა ვაჟა უკვე დაბლა ჩამოსულიყო, კარგად გამოძინებულნი ჩანდა, ჩემგან განსხვავებით, ხელში პირსახოცი ეჭირა და სახეს იწმენდდა, სახე რომ მოიწმინდა პირსახოცი იქვე მოისროლა, ნივთების აქეთ იქით სროლას ვერ გადავაჩვიე. Ორივეს გაგვეცინა, პირსახოცი ავიღე ლამაზად დავკეცე და იქვე დავდე. Სიამაყით უყურებდა სავსე მაგიდას, და მხიარული ღიმილი დასდევდა სახეზე.

- ეს ყველაფერი ჩემთვის არის?

კი. შენთვის აქრის. ვესაუბრებოდი ისე რომ არ ვუყურებდი და თან ყავას ვუსხავდი ფინჯანში. ვიგრძენი, როგორ დაჯდა ჩემს წინ და მიყურებდა, მაგრამ არ შემიხედავს მე მისთვის.

რა გჭირს?

არაფერი. ვუთხარი მშვიდი ხმით და თეფშზე დაწყობილი საჭმლით ვთამაშობდი.

რას ქვია არაფერი. Ჩემსკენ არც იყურები. Დაუსერიოზულდა ხმა მეკიდევ ვაგრძელებდი ჯიუტად მისკენ არ გამეხედა. Პრობლემა იყო თათა, რომელიც ჯერ კიდევ მასთან მუშაობდა, პრობლემად მეჩვენებოდა ჩემი ორსულობა რადგან არვიცი როგორ მიიღებდა.

- ვინ ან რამ გაგაბრაზა ასე ძალიან?

არავინ.

ხატია თავი ასწიე, სახეში შემომხედე და ისე მესაუბრე.

ვსაუზმობ ვაჟა.

შენს წინ პატარა ბავშვია? Საჭმლით თამაშობ კი არ საუზმობ. Თავი ასწიე და მითხარი რაზე გაბრაზდი ასე უცბათ?

არა!

ვაჟა ცდილობდა უკვე გაბრაზებული მზერა შეემსუბუქებინა, სახე ხელებით მოისრისა და ღრმად ამოისუნთქა. თითქოს მოთმინებას ითხოვდა.

ვინმემ გაწყენინა? ვიფიქრებდი მე ვაწყენინე მეთქი მაგრამ გუშინ ღამით სანამ ჩაგეძინებოდა საკმაოდ კარგ ხასიათზე იყავი...

ცუდი სიზმარი ვნახე და მისი გავლენის ქვეშ ვარ.

რომ იტყუები გგონია ვერ ვხვდები? Სიზმრის გამო ესეთი დამცხვირული არ იჯდებოდი ჩემს წინ.

ძალიან გთხოვ წესივრად მელაპარაკე.

შენ გთხოვ ხატია შენ გთხოვ, ბოლოს და ბოლოს მითხარი რა მოხდა?

Სანამ არ გაიგებდა რა მოხდა არ გაჩერდებოდა, უფრო და უფრო გაბრაზდებოდა.

- სიმართლე რომ გითხრა არაფერია განსაკუთრებული.

თუ არაფერია ცუდი, გამოასწორე შენი გამომეტყველება.

კარგი, გამოვასწორებ.

გაასწორე.

გავასწორე დაკმაყოფილდი?

ღმერთო გავგიჟდები, დილით ბედნიერად გავიღვიძე გადავწყვიტე დღევანდელი დღე ჩემი ცოლის გვერდით გამეტარებინა, მარტო ყოფნით დავმტკბარიყავით და მადლობა შენ დღევანდელი დღის ხალისიც წამიხდინე. გეკითხები რა გჭირს არ მპასუხობ.

თავი ავწიე თვალებში შევხედე ვაჟას და ვუყვირე.

რატომ მუშაობს კორძია ისევ შენთან?!

ეს კონცერტი თათას გამოა?

ახლახანს სახლიდან ძალით გავაბრუნე.

მერეე? Მე რა ვქნა? Ამაში ჩემი ბრალი რა არის ასე ცხვირ ჩამოშვებული და გაბუსხული რომ მიზიხარ წინ? პატარა ბედნიერებას არ შეარგებ ადამიანს, საბოლოოდ ყველაფრის ჩაშხამება გიყვარს შენ. Ვერ ისვენებ, პრობლემების გარეშე ვერ ისვენებ! ყველაფერზე თვალი დავხუჭე შედეგი? Ისევ ჭაობში ვზივარ, და ასეთი ცხოვრების დედაც ვატირე! Მიყვირმა გაბრაზებულმა, მობილურს, საფულეს, მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და სახლის კარიც გაბრაზებულმა, საშინელი ხმაურით გაიხურა.

Რა მინდოდა, დილაადრიან თათა კორძიას ამბით დილა ჩავიშხამე, ალბათ მთელ დღეს ტირილში გავატარებ...სინამდვილეში მიზეზი თათა არ იყო...

ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, ვაჟასა და ჩემსს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა. თითქოს რაღაც დამთავრდა ორივესთვის. Ან მე მეჩვენება ასე, იმ დილით ვაჟა სახლიდან გავიდა და თითქმის ერთი კვირა არ დაბრუნებულა სახლში. მისი სახლსი არ ყოფნით ყველა მიხვდა ისევ რომ ახალი პრობლემა გვქონდა. ვაჟას გარდა თითქმის ყველამ გაიგო რომ ორსულად ვიყავი მხოლოდ ჩემმა ქმარმა არ იცოდა, რადგან თქმაც მეშინოდა, მეშინოდა როგორ რეაქციას გადავაწყდებოდი. Ამ ყველაფრის მიუხედავად ჩემები ცდილობდნენ არ შეემჩნიათ ჩვენი პრობლემები, აღარ ერეოდნენ ვენს ურთიერთობაში. ვაჟა რაც სახლიდან წავიდა არ მირეკავდა არ მკითხულობდა, რამდენკერმე ვცადე დამერეკა თუმცა ტელეფონი გათიშული მქონდა, შემდეგ მეც გავბრაზდი მასზე რადგან მისი ასეთი საქციელი უკვე გაზვიადებული იყო. ორსულობაც საკმაოდ გაუსაძლიას მიმდინარეობდა პირველივე კვირებში, ტოქსიკოზის გამო ისე ვიყავი გაღიზიანებული სახლში აღარავის დანახვა აღარ მინდოდა, ყველა მაღიზიანებდა!

თინას ნიშნობის დღეს სვანეთიდან სტუმრები ჩამოგვივიდნენ, ვაჟასთან ერთი კვირაა არც კი მისაუბრია არამც თუ მინახავს, კახასგან ვიგებდი მის შესახებ ამბებს, მასთან და ლიკასთან ერთად ყოფილა. ბაბუ და ბებო ჩამოვიდნენ თუ არა მაშინვე ვაჟა იკითხეს, ალბათ ვერც კი ხვდება როგორ მდგომარეობაში მაყენებს.

ბები ხომ შერიგდით? Და რატომ ხართ ცალ- ცალკე? Შეშფოთებულმა იკითხა ბებომ რომელიც ეჭვისთვალით მიყურებდა, ალბათ გრძნობდა რაღაც რიგზე რომ არ იყო.

დედამ პასუხის გაცემა აღარ მაცალა თვითონ დაეპასუხა.

Საქმეების გამო წასვლა მოუწია, არვიცით დღეს დაბრუნდება თუ არა. რომ არ შერიგებულიყვნენ ახლა შვილთაშვილის მოლოდნში არ იქნებოდი. უთხრა ბებოს და მგონი საუკუნის შოკიც მიაღებინა.

რაა? მართალია ბები?

კი. ვუთხარი ბებოს მორიდებით.

გაიგე ბეგი? დიდი ბებია ბაბუა ვხდებით. ახარა ბაბუს ხმამაღლა.

აი, გენაცვალოს ბაბუ. როგორ გამახარე. ორივე ერთად გადამეხვია და როგორც პატარა ბავშვს ისე მეფერებოდნენ.

მოსაღამოვდა სტუმრების ლოდინი დავიწყეთ, გოგა კახა და ლიკა ერთად მოვიდნენ, როგორც ჩანს ვაჟა მოსვლას არც ფიქრობდა, სუფრას მივუსხედით რადგან გოგამ გვითხრა რომ არავის დალოდება არ იყოს საჭირო. Დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სახლის კარრი გაიღო მისაღებში ვაჟა დანუკრი შემოვიდნენ. Ვაჟამ მაგიდასთან მსხდომი ყველა მოათვალიერა ყველას გულიანად მიესალმა მოიკითხა ჩემს გარდა, მე მხოლოდ გვერდულად გადმომხედა განაწყენებული მზერით, პატარა ბავშვივით იბუტებოდა, თითქოს ორსულად ყოფილიყოს და ჰორმონები მასზე მოქმედებდეს! გამაგიჟებს, მე კი სული მძვრება ისე მინდა მისი ჩახუტება, ამ ერთ კვირაში საშინლად მომენატრა, ნეტა რას აკეთებდა? უჩემოდ როგორ ძლებდა? მე მთელ ღამეებს ტირილში ვატარებდი.. ვაჟა სახლში დაბრუნდა, ხელ- ფეხ აკანკალებული ვუყურებდი , არ მეგონა სახლში თუ დაბრუნდებოდა, რადგან თითქმის დავრწმუნდი რომ ჩვენი შერიგების ბოლო იმედიც გამქრალიყო. Ბეგი ბაბუას და დედაჩემის შუაში დაჯდა, ჩემს გვერდით არა! Მე მას ვუყურებდი თუმცა ის არა. Რადგან ეტყობოდა ისევ გაბრაზებული და ნაწყენი იყო ჩემზე, მიუხედავად გვიანი შემოდგომის სიცივისა თეთრი პერანგისა და შავი შარვლის გარდა არაფერი ეცვა. ამ ამინდში პიჯაკიც არ ეცვა. პერანგის პირველი რამდენიმე ღილი გახსნილი ჰქონდა, თმა კარგად ჰქონდა გადავარცხნილი, ლამაზი სახე კი ძალიან მკაცრი ჩანდა. ყურადღება არც მოუქცევია ჩემთვის ისე მიუბრუნდა დედაჩემს და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გაურბინა.

უჩემოდ ვინიცის როგორ მოიწყინე ამ სახლში სიდედრო არა?

ნუ იტყვი. კიდევ კარგი სახლში არ იყავი, აბა შეხედე ყველა ნივთი მთელი გვაქვს.

ვაჟამ ხმამაღალი სიცილი დაიწყო.

რახანც ყველაფერი თავის ადგილზე რას იტყვი ამ ჭაღს რამდენიმე ნათურა რომ ჩავუნტვირიო.

არც კი გაბედო, ხელახალი სტრესის გადატანა აღარ მინდა!

სულ ორიცალი, ჩემთვის ეგეც კი ბევრად გეჩვენება.

ბიჭო შენ ყველაფრის მთვრევით რატომ ხარ დინტერესებული? Უკვე გაბრაზებული ხმით უთხრა დედამ.

იმიტომ რომ ნერვებს ამშვიდებს.

ნერვების დასამშვიდებლად შენს სახლში დალეწე რაღაცეები, ჩემსას თავი დაანებე.

კი მაგრამ მე აქ მომწონს. უთხრა ვაჟამ ეშმაკური სიცილით. Სახეზე ეტყობოდა რომ დედაჩემთან საუბრით ძალიან ერთობოდა.

ხატია შენს ავადმყოფ ქმარს უთხარი ჩემი ნივთების დამტვრევაზე ნუ უჭირავს თავალი.

მე მას არ ველაოარაკები დედა. გაბრაზებული ვარ.

სიდედრო უთხარი შენს გოგოს რომ მეც არ ველაპარაკები , მეც ძალიან ვარ გაბრაზებული.

დედა უთხარი ან გაჩუმდეს ან დატოვოს აქაორობა!

გაბედე და მითხარი სიდედრო ნახავ ამ შენს არისტოკრატიულ ჭაღს დაბლა როგორი სიამოვნებით ჩამოვიღებ.

არავისაც არაფერს არ ვეტყვი, მობილურის ფუნქციები არ გამაჩნია! მიბრძანდით თქვენს ოთახში და თქვენს პრობლემებზე იქ ისაუბრეთ ამდენი ადამიანის თანდასწრებით მაინც შეგრცხვეთ თქვენი საქციელის! Ეგ ჭაღი კიდევ ამ ეტაპზე ორივეზე ძვირფასია!

გეყოფათ ახალგაზრდებო! Ხმამაღლა საყვედურ ნარევი ხმით მოგვმართა ბაბუმ. საუბარში ბებოც ჩაერია.

მშობლები უნდა გახდეთ შვილო ცოტახანში.

შვილთაშვილი გზაშია, ესენი კიდევ პატარა ბავშვებივით კამათობენ ღმერთმა იცის რაზე!

გაბრაზებული საუბრობდა ბაბუ რადგან ყველაზე მეტად აღიზიანებდა ოჯახური პრობლემების სახალხოდ განხილვა.

თვითონ მოაგვარებენ ნურავინ ერევით. არც შეიმჩნიოთ მათი პრობლემები გააგრძელეთ იმ თემაზე საუბარი რაზეც ახლა აქ მთელი ოჯახი შევიკრიბეთ. წყნარი ხმით თქვა მამამ.

მამა ხმას არ იღებდა, ყველანაირად თავს არიდებდა ჩვენს შორის გამავალ საუბრებში ჩარეულიყო, არ სიამოვნებდა ამ სიტუაციაში ყოფნა თუმცა ყოველთვის დუმილს ამჯობინებდა...

ვაჟას მოსმენილის შემდეგ გაკვირვებას ვერ მალავდა, ბოდიში მოიხადა მაგიდიდან წამოდგა და ეზოსკენ წავიდა. უკან მაშინვე არ გავყევი დრო მივეცი მოსმენილი გაეანალიზებინა დაფიქრებულიყო ცოტათი მაინც ახლა მის თავს რა ხდებოდა. სტუმრებთან ერთად დავრჩი თუმცა დედაჩემმა არ მომასვენა, ჯერ თვალებით მანიშნებდა რომ უკან გავყოლოდი ვაჟას, რომ მიხვდა ყურადღებას არ ვაქცევდი მაშინ არავისთან მორიდებია პირდაპირ სტუმრების თანდასწრებით მითხრა ვაჟასთან წავსულიყავი, ბებომაც მხარი აუბა და მის გვერდით გამაგზავნეს, მე კი ყველანაირად ვარიდებდი თავს ვაჟასთან ბავშვზე საუბარს, რადგან ვგრძნობდი და ვიცოდი კიდევაც რომ მისთვის სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ იყო.

ვაჟა აუზთან ვიპოვე ერთ-ერთ შეზლონგზე ჩამომჯდარიყო, თავ დახრილი და ჩაფიქრებული იჯდა გაუნძრევლად, გაიგო ჩემი მისვლა თუმცა გვერდით არც მოუხედავს, გვერდით მივუჯექი და სიბნელეში დავიწყე ყურება, ველოდებოდი როდის ამოიღებდა ხმას. თითქმის ნახევარი საათი ვისხედით ჩუმად ბოლოს სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია.

როდის გაიგე?

გასულ კვირას...

როდის აპირებდი რომ გეთქვა?

სახლში როდესაც დაბრუნდებოდი ან ტელეფონს როდესაც ჩართვდი.

საყვედურის თქმა არც გაბედო ხატია, იცოდი სადაც ვიყავი.

Მერე?

Რა მერე გოგო?! მოსულიყავი და გეთქვა! ჩვენი პრობლემების დროს ერთხელ შენ გადმოდგი პირველი ნაბიჯი ჩვენკენ.

ანუ რის თქმა გინდა?

თავს ისულელებ თუ მართლა ვერ ხვდები? Მიყვირა საშინელი ხმით. რომ შემამჩნია მის ყვირილზე შიშისგან შევხტი ღრმად ჩაისუნთქა და დამშვიდებას ეცადა.

ყოველთვის მე ვდგამ პირველ ნაბიჯს ჩვენთვის, შენ კი ყოველთვის პირველი ხარ ხელის კვრაში. როგორც წლების წინ, როგორც წინა კვირას, როგორც ახლა... მამა ვხდები ჩემს გარდა მთელმა სვანეთმა იცის! Მიყვირა ისევ.

Მგონი ჯერ მე უნდა მცოდნოდა ეს ამბავი ხომ? Სანამ ვინმე გაიგებდა უნდა შევთანხმებულიყავით გვინდოდა თუ არა ეს ბავშვი ორივეს. Კი შენ ჩემი აზრი იცოდი მაგრამ მაინც ორსულად ხარ.

Თვალებიდან ცრემლები წამსკდა, თავიდანვე ვიცოდი რომ მისთვის ეს ამბავი კარგი არ იქნებოდა თუმცა გულის სიღრმეში იმედს ვიტოვებდი, პატარა ნაპერწკალს მაინც, იქნებ გახარებოდა, თუმცა არა. ვაჟას მამობა არ უნდოდა. ფეხზე წამოდგა და სახლისკენ წავიდა არც კი შემობრუნებულა.

სტუმრებთან უხერხულია. მითხრა და წავიდა.

ტირილს უფრო ვუმატე, ორსულობაც ალბათ თავისას შრებოდა, ემოციურობას მეტად მიმწვავებდა. ახლა ყველაზე მეტად პატარა ყურადღება მჭირდებოდა მისგან.

Მე გამიხარდა თქვენი ამბავი. ზურგს უკან მომესმა გოგას ხმა. ფეხზე წამოვდექი, გოგას გვერდით კახაც იდგა და ორივე ჩემკენ მოდიოდა, მათ დანახვაზე გამეღიმა. გოგა მომიახლოვდა ჩემს მუცელთან დაიხარა და ალაპარაკდა.

კეთილი იყოს შენი გამოჩენა პატარა, მართალია მამაშენს საუკუნის შოკი მიაღებინე რადგან ახლა ოთახში გათიშული ზის ვინ რას ელაპარაკება ვერ იგებს, დამიჯერე გულის სიღრმეში მასაც უხარია, თუმცა ეშინია.

გოგა რას აკეთებ.

ჩშშშშ... ჩემს ძმისშვილს ვესაუბრები ნუ ერევი დედიკო. შემდეგ განაგრძო.

დარწმუნებული ვარ ამ სიტყვებს რაც ახლა დედიკოს უთხრა და გული ატკინა, საშინლად ინანებს, მაგრამ არ იდარდო მე, დედიკო და კახა ძია დავგეგმავთ როგორ ვაგებინოთ ამაზე პასუხი, მთავარია შენ მშვიდობიანად მობრძანდე ჩვენთან.

Ჩემი გამხიარულება რამდენიმე წამში შეძლო გოგამ, თვალებიდან ცრემლებს ვიწმენდდი და თან ვიცინოდი.

რომ ტირიხარ, საშინელი შესახედავი ხარ ხატია, ჩემს ძმიშვილს ლამაზი დედიკო სჭირდება, ლამაზი და მომღიმარი. მითხრა კახამ და შუბლზე მაკოცა.

თუ არ იტირებ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი დედიკო იქნები.

ახლა ხმამაღლა ვიცინოდი, ხასიათი თვალის დახამხამებაში მეცვლებოდა.

ხასიათის ასე სწრაფი ცვლილება იმედია ორსულობის ბრალია. იცინოდა გოგაც. გოგას მხარი აუბა კახამ.

იმედია, სხვა შემთხვევაში ვიფიქრებ ვაჟას დაემსგავსა თქო ეს გოგო.

ღმერთმა დაგვიფაროს ხატიაც რომ მისნაირი გახდეს, აგრე მისი ასლი გზაშია.

რთული დღეები გველის, მამა- შვილი დედას გვიტირებს ფსიქოლოგიურად.

ორივე ერთმანეთს უყურებდა და ხმამაღლა იცინოდა, თუმცა ახლა მე აღარ მეცინებოდა, რადგან რეალობას ხელახლა შევედე თვალებში. Ისე სატირლად მოვემზადე თუმცა გოგამ ამისი უფლება არ მომცა.

არც კი გაბედო.

ვაჟას გაუგე ხატია. მითხრა კახამ.

ვცდილობ მაგრამ ასატანად რთულია, მიზეზიც არ ვიცი რატომ არ უნდა ასე ძალიან ბავშვი.

Არ გითხრა? Არას მაგივრად თავი გავიქნიე.

სულელი. ჩაიბურტყუნა გოგამ. Შემდეგ კახამ გააგრძელა საუბარი.

ეშინია ხატია. Ადვილი ცხოვრება არ გამოგვივლია არც ერთს, თუმცა ყველაზე რთული ვაჟამ გამოიარა, თავისი პატარა ძმა ხელებში ჩააკვდა, ბავშვი იყო ჯერ. იმდენად რთულად გადაიტანა, ჭკუიდან გადავიდა, საღ გონებაზე ძლივს მოვაბრუნეთ, ახლა იმ დღეების გახსენებაც არ სურს, არამც თუ საუბარი, გაგიკვირდება და ნარკოტიკების დახმარებით დაიბრუნა საღად აზროვნების უნარი, იყო პერიოდი შეშლილი გვეგონა და საშველს ვერ ვპოულობდით. Ამ ყველაფრის შემდეგ ყველაფერში მამამისს ადანაშაულებდა, ადანაშაულებდა მათი ამ ქვეყნად მოვლენისთვის, ისეთ ბინძურ სამყაროში დაბადებისთვის სადაც ჩვენ ვცხოვრობდით და ვარსებობდით. სულ ყოველთვის ამბობდა რომ არასდროს გახდებოდა მამა არასდროს ეყოლებოდა შვილი, რადგან იმ სამყაროში სადაც ჩვენ ვცხოვრობთ შვილის ყოლა თვითმკვლელობის ტოლფასია. ამიტომ მასაც გაუგე მჯერავს ყველაზე კარგი მამა იქნება, რადგან ვაჟა მამამისს არ გავს. დამიჯერე მალე მიხვდება რომ შვილის დაცვის უნარი აქვს და ახლა უწინდებურად უსუსური აღარა, როგორც მაშინ როცა თემური ხელებში ჩააკვდა.







Თავი 24

ვაჟა

Უკვერ ერთი კვირაა სიხარულისა და შიშის შეგრძნება არ მტოვებს. Მეშინია მეშინია ჩემი შვილისთვის ნორმალური მამა რომ არ ვიყო, რა მოხდება მომავალში მისი ჩემი თავისგან დაცვა რომ ვერ მოვახერხო? Ხატიას დაცვაც ხომ ვერ მოვახერხე?!

Შენმა აგონიამ არ გადაიარა?

Მომესმა ზურგს უკან თამარის ხმა, ვისკის ჭიქა მაგიდაზე დავდე და მისკენ შევბრუნდი. Ბოლო ერთი კვირაა სახლში ყველას გავურბივარ, საძინებელში მხოლოდ მაშინ ავდივარ როდესაც ხატია იძინებს რადგან, ჩემი საქციელის ასახსნელად სიტყვებს ვერ ვპოულობ, თავსაც დამნაშავედ ვგრძნობ მის წინაშე ორსულ მდგომარეობაში მისი განერვიულება რომ მიწევს, მაგრამ რა ვქნა თავსაც ვერაფერს ვუხერხებ.

Სიკვდილს ჯერ არ ვაპირებ თამარ.

Აბა რატომ გაქვს ისეთი შეხედულება თითქოს სულს ღაფავდე?

Შემეშვი!

Ვაჟა სულ ცოტათი მაინც არ გაგიხარდა? Მკითხა ინტერესნარევიანი მშვიდი ხმით.

Როგორ არა თამარ. Ეხლაც ეიფორიაში ვარ. Თამარმა თავიდან ფეხებამდე დამათვალიერა დაკვირვებით და ცხვირ აბზუებით მითხრა.

Მე ვერ ვატყობ, თუმცა იმედია მართალი ხარ.

Მართალს ვამბობ უბრალოდ შიში იმხელაა ჩემში სიხარულს ვერ გამოვხატავ. სსიხარულის გაზიარებისაც კი მეშინია.

Რატო?

Ჩემი ოჯახის... ჩემი ძმის.... დაივიწყე. Ვუთხარი თამარს და ჭიქა ვისკით შევივსე. Თამარი წამოდგა სასმელების კარადიდან შამპანიური და შამპანიურის ჭიქა გამოიღო და ახლა ჩემს პირისპირ ჩამოჯდა. Გაკვირვებული ვუცქერდი.

Რას აკეთებ?

Შენს სიხარულს მე ვიზიარებ, დარდს ისედაც კარგად გვიზიარებ ყველას. Წესივრად შვილიშვილის გამოჩენაც ვერ აღვნიშნეთ შენი შემხედვარე.

შამპანიურის ბოთლის თავსახური ტექნიკურად მოხსნა და ნაზად დაისხა ჭიქაში. Მარჯვენა ხელში დაიკავა და ჩემსკენ გამოიშვირა.

Ჩემი შვილიშვილის მამას გაუმარჯოს!

Გამეცინა, მივუხვდი რის გაკეთებასაც ლამობდა.

Გაუმარჯოს. Მივუჭახუნე ჭიქა და ორივემ ერთი ამოსუნთქვით დავცალეთ. Სწრაფადვე შეივსო თამარმა და შემავსებინა მეც სასმელი.

Ახლა ულამაზესს და განუმეორებელ ბებიას გაუმარჯოს! Წამოიძახა თვალებ გაბრწყინებულმა.

Ვის? Ვიკითხე სპეციალურად მის გასაბრაზებლად და მიმოვიხედე გარშემო. Განაწყენებულმა შემომხედა, ცდილობდა არ შეემჩნია და ისევ დამიკონკრეტა.

Რათქმაუნდა მე იდიოტო! Აქ ჩემს გარდა სხვა ქალს ვერ ვხედავ, ჩემსავით ჭკვიანს და განსაკუთრებულს.

Გაუმარჯოს! ვუთხარ ახლა უკვე სიცილით და დაველოდე შემდეგ სადღეგრძელოს, შემდეგს ალბათ ბაბუის და ბიძების სადღეგრძელო მოყვება გავიფიქრე ჩემთვის და გამეცინა ჩემდა უნებურად. Თუმცა შევცდი. Თამარს როგორც ხატიას შეეძლო 5 წუთის შუალედში ხასიათი შეეცვალა ჩემთვის.

Შენი ძმა როგორ მოკვდა ვაჟა? თემური როგორ დაიღუპა? Რა მოხდა იმ ღამეს თქვენს ოჯახში?

სიცილი შემეყინა სახეზე. Ჩემს ძმაზე არავისთან ვსაუბრობდი, ოჯახზე, განვლილ წარსულზე და დანგრეულ ცხოვრებაზე ხმას არავისთან ვიღებდი, მხოლოდ ჩემი ცხოვრების შემსწრე ადამიანებმა იცოდნენ ჩემი წარსულის შესახებ, ხატიამაც კი მონაკვეთები იცოდა ჩემი ცხოვრებიდან რადგან მასთან და საერთოდ არც არავისთან მისაუბრია, ეს ის წარსულია რომელსაც თვალს ვერ ვუსწორებ და გავურბივარ, გავურბივარ რადგან დავიწყება არ შემიძლია, გახსენება და ფიქრი კი დიდ ტკივილს მაყენებს.

Ვინ მოგიყვა?

Შენ მომიყევი წუხელის.

Ეგ როგორ?

Ერთი კვირაა ამ ოთახში ზიხარ, სვავ, აქედან მხოლოდ მაშინ გამოდიხარ როდესაც გგონია რომ ყველამ დაიძინა. მე და დავითი გყარაულობთ მორიგეობით შენც და ხატიასაც, შენ რომ აქ ჩაკეტილი ზიხარ და გონების დაკარგვამდე სვავ ის ოთახში მთელი დღე ტირის. გუშინ ვეღარ მოთმინე და შენთან დასალაპარაკებლად შემოვედი , ძალიან იყავი ნასვამი, ნახევრად გეძინა, რატომ იქცევი ასე თქო რომ გკითხე მაშინ მითხარი რომ გეშინოდა თემურის მსგავსად მისი დაკარგვისაც გეშინოდა.

Სხვა?

Სხვა არაფერი, ამიტომ მოვედი დღეს ისევ შენთან.

Სიხარულის არა დარდის გასაზიარებლად.

Როგორც გინდა ისე დაარქვი. სარკეში თუ ჩაგიხედავს ამ ერთი კვირის განმავლობაში? Წვერი მოშვებული, სახე უძლობისგან და ამდენი დალევისგან დასიებული, თვალები ჩაწითლებული. Თმები გაჩეჩილი.

Ჩემმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ აიბზუა ცხვირი.

Ჩემი შვილი რატომ იკლავს თავს შენს გამო ამდენი ტირილით მიკვირს.

Რაგინდა თამარ?

Რამინდა და მინდა ამოთქვა ერთხელ და სამუდამოდ რაც გაწუხებს დაისვენო შენც და ჩვენც დაგვასვენო!

Რა გაინტერესებს?

Უბრალოდ მომიყევი, მომიყევი რომ წარსულში ცხოვრებას თავი დაანებო და აწმყოში დაგვიბრუნდე იმ აწმყოში სადაც მამა უნდა გახდე.

Ზუსტად მამობის მეშენია. Ვუთხარი ნახევრად ჩურჩულით.

Რატომ?

Მეშინია ჩემი ძმასავით რომ დავკარგო, მეშინია ჩემი შვილისთვის შავ ლაქად დავრჩე ცხოვრებაში როგორც მამაჩემი ჩემსაში დარჩა.

Რამდენი წლის იყავი ?

21 ის თითქმის.

Მაშინ ასეთი ძალაუფლება გქონდა?

Არა...

Სახელი?

Არა...

Ახლა რა გაშინებს?

Ვისკის ჭიქა შევივსე და ტუჩებთან მივიტანე, თუმცა დალევაც ვერ მოვასწარი ხელიდან წამართვა თამარმა.

Საკმარისია დალევა, საუბარი გააგრძელე.

Რა გაინტერესებს თამარ! მეშინია გეუბნები! Რომ ვერ დავიცვა მეშინია! რა გგონია საიდან არის ამდენი ძალაუფლება? ხალხის სისხლითაა შეძენილი და გაზრდილი. Რა გგონია საიდან მაქვს ამდენი ფული, ყველაფერი პატიოსანი გზითაა ნაშოვნი ასე ფიქრობ? Ამ ყველაფერს შეეწირა ჩემი ოჯახი, მამაჩემმა შესწირა თავისი თავი ჩემი 9 წლის ძმა და დედაჩემი, ხო ჩემი მხოლოდ ჭაობში ჩაგდება მოახერხა შეწირვა ვეღარ მოასწრო რომ ეცოცხლა და ეცხოვრა მაგასაც მოახერხებდა, ნეტა მოეხერხებინა, ნეტა მხოლოდ მე შევწირულიყავი ამ ყველაფერს და ამით დასრულებულიყო. Ვუყვირე თამარს უკვე გაღიზიანებულმა, თუმცა მიმიკიც არ შესცვლია ისევ წყნარი ხმით მითხრა.

Განაგრძე.

Როგორც შენ ფიქრობ ისეთი ლამაზი ცხოვრებით არ ვცხოვრობ, სიამოვნებით რომ ხარჯავ იმ ფულს სახლის მოსაწყობად, ზუსტად იმ სისხლს სისხლის ფასი აქვს ჩემს სამყაროში. მეშინია ჩემი შვილი ჩემს წინააღმდეგ არ გამოიყენონ, როგორც ჩვენ გამოგვიყენეს მამაჩემის წინააღმდეგ. Იმ ღამით როცა ჩემი და ბიჭების ოჯახებს თავს დაესხნენ ბევრი ადამიანი დაიღუპა გოგას მთელი ოჯახი, კახას ოჯახი და ჩემი ოჯახი. Მამაჩემმა ჩემი დაცვა შეძლო თუმცა ჩემი 9 წლის ძმის გადარჩენა ვერა, რა ცოდო ჰქონდა ჩემს ძმას, მითხარი?! Არაფერი მხოლოდ იმისა რომ მამაჩემის შვილი იყო. Და ჩვენ? Ჩვენ რა დავაშავეთ? Ღმერთია მოწმე სამივე ამ ცხოვრებას გავურბოდით, მაგრამ არ გვაცადეს. Ან საიმისოდ დიდები არ ვიყავით გაგვეგო რომ, ჭაობში დაბადებულებს აქედან ამოსვლა არ შეგვეძლო. Პირიქით უფრო და უფრო ჩავიძირეთ შიგნით. Მამაჩემის მტრებს ჩემი მტრებიც დაემატნენ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. Მითხარი რა ვქნა? Კიდევ რამდენი ადამიანის სისხლში გავისვარო ხელი? სარკეში არ იხედებიო მკითხე. Სარკეში ჩახედვა მძულს, სარკეში ჩახედვისას მხოლოდ ურჩხულს ვხედავ. Ადამიანს ვხედავ რომელიც ამ სამყაროს ამძიმებს. თქვენ ვერ იგებთ თამარ თუმცა თქვენც ამ ჭაობში ჩამოხვედით ჩემთან ერთად... ამ ოთახში გამოკეტილი ვზივარ და ვფიქრობ ჩემი შვილის ამ ქვეყანად მოსვლა ნიშნავს თვითმკვლელობას თუ მისი მამობა, მაგრამ ორივე ერთი და იგივეა დასასრული შეიძლება იყოს ან ჩემი მკვლელობა ან ჩემი ჯერ არ დაბადებული შვილის, ჩემთვის შედეგი ერთი და იგივეა... ჩემი შვილი ამ ჭაობში უკვე ჯერ არ დაბადებული იძირება მხოლოდ იმიტომ რომ მამამისი ყველაზე ნაძირალა ადამიანია ამ სამყაროში... თქვენი სიძე რომ ვყოფილიყავი არ გინდოდათ, ვიცი, არ გამტყუნებთ, დიდი ხანია ჩემი თავი თქვენს ცხოვრებაში მეც აღარ მინდა, მაგრამ არ შემიძლია, ხატიას გარეშე არსებობა არ შემიძლია.

Ახლა ამ ყველაფერზე საუბარი აღარ ღირს, დარდი ამოთქვი ვაჟა და ცხოვრება გააგრძელე. ჩემს შვილთან და შენს მომავალ შვილთან ბედნიერად ცხოვრების უფლება მიეცი შენს თავს. შენნაირი გზის გავლა ყველას არ შეუძლია, განსასჯელადაც რთულია...

Გამეცინა, ჩემს ყოფაზე და ცხოვრების აზრზე გამეცინა საერთოდ რისთვის ვარსებობ ამ ქვეყნად, აქვს კი აზრი სიცოცხლეს.

Ერთადერთი რაც ვიცი თამარ, მე დღეს მხოლოდ ხატიასთვის ვცხოვრობ და მის გვერძე ცხოვრებას პირველივე წუთიდან შიშში ვაგრძელებ. Დაკარგვის შიშში...

Ჩვენს ცხოვრებაში სამი რამის შეცვლა არ შეგვიძლია . Იცი ესენი რეებია ვაჟა?

Არა.

Სიკვდილი, წარსული და ბედი. Ამ სამს ვერავინ ვერასდროს შეცვლის, რაც არ უნდა მოხდეს შენი სიკვდილიც განსაზღვრულია, შენი წარსულიც და ბედიც განსაზღვრულია. Რამდენადაც არ უნდა ნანობდე შენს წარსულს მაინც ვერ შეცვლი? Ვერ შეცვლი! Გულსი “ნეტავ” ბევრჯერ რომ გაივლე ვხვდები, მაგრამ აღარ ინატრო, “ ნეტათი” აღარ იცხოვრო, პირიქით წარსულიდან გაკვეთილი მიიღე, ყველა განვლილი წუთიდან და ცხოვრება გააგრძელე. რათქმაუნდა შენი წარსული ძალიან მძიმეა, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს მაინც ერთ მშვენიერ დღეს სილასავით მოგხვდება მისი არსებობა გამოსაფხიზლებლად, რაღაცას გაიგებ ან დაინახავ და ის განვლილი დრო წარმოგიდგება თვალწინ, თითქოს დრო გაჩერდება და წარსულში ჩადენილ შეცდომებში ჩარჩები იგრძნობ, დრო წარსულში ისე გაგჭედავს რეალობას მოგწყვეტს, თითქოს დრო შენ მტერი ხდება. Მაგრამ თავი უნდა დააღწიო, რადგან ბედნიერებას ყველა იმსახურებს, სინანული კი გვიან არასდროს არაა. Მამა ხდები, ხატიას ახლა სჭირდება შენს გვერდით ყოფნა. Ამ ოთახში აღარ დაგინახო, თორემ ორივე წახვალთ ამ სახლიდან.

Გვყრი?

Არა უბრალოდ, იძულებულს მხდით თქვენს პრობლემებთან მარტო დაგტოვოთ რომ გაუმკლავდეთ, ვერც ვერევით... სამწუხაროდ ჩავერიეთ და ვნახეთ ყველამ რაც მოხდა... საყურებლად კი რთულია, მშობლები გახდებით და მიხვდებით.

Სად არის?

Თინამ გაიყვანა გარეთ, ნინოს დისშვილებს უნდა შეხვედროდნენ, და მგონი შენებსაც.

Გასაგებია. Თავი დავუქნიე.

Ანუ?

Რა ანუ თამარ. Არ წახვალ?

Ღრმად ამოვისუნთქე, თავის დანებებას არ აპირებდა.

Კარგი რა ვაჟა არც იმ ასაკში არ ხარ ხელი ჩაგკიდო და მე წაგიყვანო. Მძღოლს ვთხოვ შენს ადგილამდე მიყვანას.

Არა მგონია ჩემი დანახვა უნდოდეს.

Მაგას სანამ არ ნახავ ვერ გაარკვევ. Მძღოლის გასაფრთხილებლად მივდივარ მოწესრიგდი.

Ოთახში ავედი შხაპი მივიღე, სპორტულ სამოსში გამოვეწყე და წასასვლელად მოვემზადე. Ეზოში რომ გავედი თამარის მოყვანილი მძღოლი მანქანის საბარგულში ჩემოდანს დებდა. Მგონი იმ მანქანაში რომლითაც მე მივდიოდი. თამარიც იქვე იდგა.

Შენსნაირი ქალი მეორე არ მეგულება ამ ქვეყნად, სახლიდან მაგდებ? Თამარს გაეცინა.

Კი შენ და შენ ცოლს, მოგვშორდით ცოტახანი, არც ისეთი ბებერი ვარ ორ დეპრესიულ ახალგაზრდას ვუყურო სახლში.

Კარგი გიჯერებ. Იმედია არ ვინანებ.

Არ ინანებ, არ ინანებ.

მკლავში ხელი წამავლო და ზუსტად ისე ჩამტენა მანქანის უკანა სავარძელზე როგორც პოლიციელი დამნაშავეს.

Მომხედე, თუ დახმარება დაგჭირდა შეგიძლია დამირეკო ან მომწერო, სანამ მოგვარდებით ნებისმიერ დროს მერე კი აღარ შემაწუხო! Მინიმუმ სამი დღე სახლში არც ერთი დაგინახოთ!

Მანქანის კარი ცხვირწინ მომიჯახუნა ისე რომ სიტყვაც არ მათქმევინა. Აღარ მიკვირ ამ ქალის ხასიათს შევეჩვიე...



***

Პიცერიის კარიდან ვუყურებ ხატიას , შესვლას ვერ ვბედავ, როგორ შემხვდება მეშინია, ერთი კვირაა მის გვერდით მძინავს მაგრამ ისეთ დროს ვიძინებ და ვიღვიძებ როდესაც მას სძინავს, ფაქტიურად ერთი კვირაა არ ვუნახივარ...

Ვაჟა! როგორც ჩანს პირველი თორნიკემ შემამჩნია და დამიძახა. Ხელი დამიქნია მათკენ მისასვლელად. Ჩემსკენ ყველა შემობრუნდა ჩემი ფერიას გარდა. Მწარედ გამეღიმა ვიცი გული ვატკინე.



Ხატია

იმ დღიდან, როდესაც ვაჟას ვუთხარი, რომ ორსულად ვიყავი, ჩემი ცხოვრება უცებ უცნაური გახდა. ცუდათ არ მექცეოდა , მაგრამ აღარც ისეთი იყო, როგორიც ადრე. ვგრძნობდი იმ სიცივეს, რასაც ჩვენს შორის ინარჩუნებდა, ძალიან იზოლირებული გახდა ჩვენგან . დილით სახლიდან გადიოდა, სანამ მე გავიღვიძებდი და გვიან საღამოს ბრუნდებოდა უკან. თავს გვარიდებდა, რადგან შიში უძლიერდებოდა, როცა მიყურებდა.

Ვაჟა ძალიან მიშლის ნერვებს. ბრაზი ჯერ კიდევ არ მქონდა განელებული. ჩემს წინ მჯდომ თორნიკეს ვესაუბრებოდი და თან ქაღალდის პარკიდან ამოღებულ ალუჩას ვჭამდი.

ბავშვზე საუბარიც კი არ უნდა.

Ჩემს ნათქვამზე ნინიმ წარბები შეჭმუხნა და ჩვენს გვერდით მსხდომ ბიჭებს გაბრაზებული მზერა მოავლო.

Ყველა კაცი ერთნაირია, ყველა ლაჩარია! Თქვა გაბრაზებით. Მისი ნათქვამის გამო კახას თვალებში განაწყენებული მზერა დავიჭირე. Შემდეგ ნინიმ მე გადმომჩურჩულა და კახაზე მიმითითა.

აუცილებელია მანაც ჩვენთან ერთად ყველგან იაროს?

Თქვენს შორის რამე ხდება? Ვიკითხე გაკვირვებულმა რადგან კახაზე ასე ბოროტულად განწყობილი არასდროს ყოფილა.

Რომ ვუყურებ ნერვები მეშლება , მოგიყვები მერე..

Მართალიხარ ნინი. გამოეპასუხა თინა.

Ამას რაღა დაემართა. Გოგას თვალებით ჭამდა. Მათი ეს საქციელი კი ჩემს ნერვებზე საშინლად თამაშობდა.

Გეყოფათ! Სახლიდან ძალით თქვენ გამომიყვანეთ, ახლაკი სხედხართ და დარდზე დარდის დამატებას ცდილობთ. ტირილს ცოტა მაკლდა, არა უფროსწორად ვტიროდი. Ცრემლები თავისით მომდიოდაა თვალებიდან. თორნიკეს დაძახილზე იზულებული გავხდი თვალები შემეწმინდა.

Ვაჟა! Დაუძახა თორნიკემ.

Ნინიმ ხელზე ხელი მომიჭირა და გამიღიმა. Ღმერთია მოწმე მისი აქ მოსვლა უზომოდ გამიხარდა, თუმცა გაბრაზებულიი რადგან ვიყავი გადავწყვიტე მისკენ არ მივბრუნებულიყავი. Ჩვენს მაგიდასთან რომ გაჩერდა წამოვდექი და წასვლა დავაპირე, თუმცა ვაჟამ არ მაცადა მკლავში ხელი წამავლო, თავისუფალ ადგილზე დაჯდა და მეც კალთაში ჩამისვა ყველას თვალწინ.

Ჩემს ფერიასთან გამოჩენილი ლაჩრული საქციელის გამო ბოდიშის მოსახდელად მოვედი. Თმაზე ხელი გადამისვა და შუბლზე მაკოცა.

Და არა მარტო მასთან. Ჩემს მუცელთან დახარა თავი და ალაპარაკდა.

Მამიკო შენც ბოდიშს გიხდის, ყველას წინაშე. შენ და დედიკომ მაპატიეთ... ჩემს საქციელს ძალიან ვნანობ..

Გპატიობთ. Ვუთხარი გახარებულმა და მჭიდროდ ჩავეხუტე. Ვაჟას სიცილი სასიამოვნო მელოდიად ჩამესმოდა ყურებში, Თვალებიდან კი ხელახლა წამსკდა ღვიარებით ცრემლები, სიხარულის ცრემლები...

Უჰჰ! Გვეშველა. Წამოიძახა გოგამ.

Როგორც იქნა! Დაამატა კახამ.

Რისი ატანა გვიწევდა ვერც კი წარმოიდგენ. Გააზვიადა გოგამ.

Ხან იცინის ხან ტირის. Ჩვენკიდევ სულელებივით შევყურებთ.

Ახლა მიხედავ შენ. Რამოგატყუო და მამობა რთული საქმე ჩანს.

Ცოტახანში შენც მოგიწევს გოგა, თვალი ჩაუკრა ვაჟამ.

იქამდე ჯერ უნდა დაქორწილდეს. Ჩაერთო საუბარში თინა. Შემდეგ მე მომიბრუნდა და გაბრაზებულმა ალუჩის პარკი გამომტაცა ხელიდან.

Შენ კიდევ მილიონჯერ გაგაფრთხილე ნუ ჭამ ამდენს, ვინ იცის რითია მოყვანილი. Ხმისამოღებაც ვერ მოვასწარი გოგამ საყვედური საყვედურზე მიაყარა თინას.

- შენ პირდაპირ რომ მითხრა შენი პრობლემები ხომ ჟობია? Ყველაფრით უკმაყოფილოხარ. Შენი მოსაწონი ვერაფერი გამიკეთებია.

Ამათ შორის რახდება ? მკითხა ვაჟამ, მხრები ავიჩეჩე არვიცის ნიშნად.

Კაცები მაინც ვერაფერს ვერ ხვდებიან თინა აზრი არ აქვს მათთან საუბარს და ენერგიის ხარჯვას. Თქვა ნინიმ.

Ქალები ზედმეტად მეწვრილმანეები ხართ. Უთხრა კახამ.

Რა ხდება? Იკითხა თორნიკემ.

Აირია მონასტერი. აქაურობას გავეცალოთ აჯობებს.

Სახლში წავიდეთ. Ვუთხარი ვაჟას.

Ააა, სახლში ვერ წავალთ.

Რატომ? Ვიკითხე ინტერესით.

Დედაშენმა მინიმუმ სამი დღე სახლიდან გამოგვყარა.

Რაა? Ხმამაღლა დავიწყე სიცილი.

Ხოო. Არც ისეთი ბებერია დეპრესიულ ახალგაზრდებს რომ უყუროს.

Სად წავიდეთ?

Შენ სად გინდა ჩემო ფერია?

Კახეთში წავიდეთ.

Წავიდეთ. 

***

Კახეთში სამი დღე არა მაგრამ სამი კვირა გაავჩერდით. Დაუვიწყარი და ბედნიერებით სავსე დღეები გავატარეთ. ვაჟა 360 გრადუსით შეიცვალა. საშინელი ტოქსიკოზის გამო ყოველ წუთას დაძაბული იყო. Კახეთიდან თბილისში ვბრუნდებოდით როდესაც თავის თავზე ბრაზდებოდა რადგან გზაში რამდენჯერმე მოგვიწია შეჩერება.

Ჩემს დებილ თავს რა ვუთხარი. Სად მოდიხარ რომ მოდიხარ. ლაპარაკობდა თავისთვის.

Რა მოხდა?

Ამხელა გზაზე რომ წამოგიყვანე ჩემს თავზე ვბრაზობ. Სამიკვირაა ნორმალურად არაფერი გიჭამია, ორსული ქალები წესით უნდა იმატებდნენ შენ კიდევ პირიქით დაიკელი ატყობ?

Ორსულობის დროს იცის ასე, ექიმმა პირველი ვიზიტისას გამაფრთხილა.

Ხატი, ბავშვს რამე ხომ არ დაუშავდება? Იკითა შიშ ნარევი ხმით.

Არა.

Შენ რომ ასეთ მდგომარეობაში გიყურებ მეშინია. Ახლა კი მისი დაკარგვისას ძაღლივით მეშინია. მაპატიებს?

Რას?

Ადრინდელ სისულელეებს?

Არ ეცოდინება. Და რომც გაიგოს მომავალში დარწმუნებული ვარ გაგიგებს.

Მეშინია მისთვის კარგი მამა რომ ვერ ვიყო?

Შენ რა მშიშარა გამოდექი. Ვუთხარი სიცილით. Რადგან მინდოდა მისი განწყობა შემეცვალა. Შანსი იყო ისევ დეპრესიაში ჩავარდნილიყო და თავი დაედანაშაულებინა.

Რავქნა, საქმე თქვენ რომ გეხებათ, თავს ზევით ძალა არაა.

Ყველაფერს ერთად ვისწავლით.

Თბილისში რომ ჩავედით ვაჟამ გეზი შეცვალა სახლის მაგივრად სხვა მიმართულებით მივდიოდით.

Რამე საქმე გამოგიჩნდა? Სად მივდივართ? Ძალიან დავიღალე, სახლში მალე მინდა მისვლა დადასვენება.

Საავადმყოფოში მივდივართ. Მუცელზე ხელი დამადო დაა მომეფერა, ვნახოთ მამიკოს ფერია როგრაა?

Ფერია? Ჯერ რომ არ ვიცით გოგოა თუ ბიჭი? Იქნებ და პატარა ბიჭია? ვაჟას ბედნიერი გამომეტყველება დაეფინა სახეზე.

Ჩემთვის აზრი არ აქვს, შენ ვინც გინდა ის იყოს ჩემო ლამაზო. Გავიგებთ უკვე?

Არ ვიცი. Ვნახოთ ვინ იქნება...

***

Ვაჟასთან ერთად პირველად ვნახაავდით ჩვენს პატარას. ვერ ვმალავდი ჩემს აღფრთოვანებას. Თითქმის სამი თვეა ამას მოუთმენლად ველოდი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სურვილი მკლავდა, არ მინდოდა ამ მომენტის გავლა ვაჟას გარეშე. Მისი ბავშვისადმი დამოკიდებულების ცოდნით, ხშირად ვვარდებოდი სასოწარკვეთილებაში და ვფიქრობდი, რომ ეს დღე არასდროს დადგებოდა. ერთი წამით მეგონა, რომ ვაჟას ბავშვი არასდროს მოუნდებოდა, მაგრამ ბოლო დროს ეს სიტუაცია შეიცვალა.



Საავადმყოფოში წასვლის ერთ- ერთი მიზეზი ვაჟას წუხილი იყო რომ მუცელი არ გამეზარდა, რომ ბავშვი სამი თვის იყო და მუცელი ჯერ კიდევ არ მეტყობოდა. იმდენად შეშინებული იყო, რომ გზიდანვე საავადმყოფოში მიმიყვანა.

Მეორე დილას არც დაელოდა, ცოტა მაინც რომ დაგვესვენა. როდესაც ექიმმა, რომელმაც თავის ოთახში ყველაფერი მოამზადა, ადგილი მაჩვენა წამოსაწოლად ღრმად ჩავისუნთქე. იმედია, ჩვენი ბავშვი კარგადაა.



როდესაც დავწექი და შარვალი შევიხსენი, ვაჟა ჩემს გვერდით იდგა. თვალები ხშირად ჩემს მუცელზე გაურბოდა, ცდილობდა მღელვარება და სტრესი დაეფარა, თუმცა ამაოდ ერთ ადგილზე ძლივს ჩერდებოდა. შევკრთი, როდესაც ექიმმა მუცელზე ცივი გელი წამისვა. ძალიან ცივი იყო. ქალბატონმა თამუნამ გამიღიმა, ულტრაბგერითი აპარატი მუცელზე დამადო და მოძრაობა დაიწყო.

- ვნახოთ, როგორ არის პატარა? ექიმი, რომელიც ამ საკითხზე იუმორისტული ტონით გვესაუბრებოდ, ჩვენი ნერვიულობა შენიშნა. Როდესაც მოწყობილობას ჩემს მუცელზე ატრიალებდა და ბავშვის პოვნას ვცდილობდით, ვაჟას სუნთქვა გაუხშირდა.

Აი ისიც. Გაღიმებულმა ექიმმა ეკრანზე ბნელ ჩრდილში ადგილი გვაჩვენა.

Აი იქ. Კარგად დააკვირდით.

Ორივენი ეკრანს გაბეცებულები ვუყურებდით და ვერაფერს ვხედავდით.

Მე ვერაფერს ვხედავ, ან რასაც ვხედავ იმას ბავშვს ვერ ვადარებ. Ვაჟა შენ ხედავ რამეს?

ვაჟა ეკრანს მიუახლოვდა დააკვირდა შემდეგ ექიმს ჰკითხა.

Ექიმო თქვენს მოწყობილობას რამე პრობლემა აქვს?

მისი გამომეტყველება ძალიან სერიოზული იყო, როდესაც ექიმს ესაუბრებოდა.

ყველგან შავ-თეთრია, დაამატეთ ცოტა ფერი, რომ ბავშვი დავინახოთ.

Ვაჟა სასაცილოდ ნუ იქცევი. Ეს ეკრანები ასეთია. Შემდეგ ექიმისკენ შევბრუნდი და ვკითხე.

Სად არის ჩევენი შვილი?

მან მოწყობილობა მუცელზე დამაჭირა და საჩვენებელი თითით ეკრანზე ერთ წერტილზე მიუთითა.

- იქ.

Იქ და ზუსტად სად? Ვფიქრობდი ჩემთვის. თუმცა როდესაც ყურადღებით დავაკვირდი, დავინახე. ჩემი გულისცემა უეცრად გახშირდა. მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა განსაზღვრული ფორმა, მაგრამ იქ იყო. ეკრანზე თავისი ადგილი დაიკავა, თითქოს იმის საჩვენებლად, რომ ჩემს მუცელში იყო და ჩვენთან იყო. როდესაც დავინახეთ, ულტრაბგერითი გამოკვლევის ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

ვაჟას თვალები გაუფართოვდა, მასში არსებული ყველა ემოცია მწვანეებში გაეფანტა. ჩვენი ბავშვის უფორმო გამოსახულებამაც კი მოხიბლა, ტუჩები აუკანკალდა. მის თვალებში დანახულმა სიკაშკაშემ თვალები ცრემლებით ამივსო. ეკრანს სუნთქვაშეკრული უყურებდა. როდესაც ჩურჩულით წარმოთქვა:

Გამარჯობა. თითქოს პირველად ელაპარაკებოდა პირისპირ.

გამარჯობა მამიკოს პატარა ფერია. თითქოს მთელი გულით სჯეროდა, რომ გოგო იქნებოდა. იქნებ სურდა, რომ გოგო ყოფილიყო.

Ვაჟა ეკრანთანახლოს მივიდა, მისი მზერა პატარა ფიგურაზე იყო მიპყრობილი. ხუთი წამის განმავლობაში უძრავად უყურებდა ჩვენს პატარას. Თითქოს თვალები ცრემლებით დაბინდული ჰქონდა, სუნთქვა შემეკრა, ეკრანი ბუნდოვანი გახდა. როდესაც ხელი ასწია, დავინახე, როგორ უკანკალებდა თითები. ეკრანს თითის წვერებით შეეხო, თითქოს ეშინოდა, არაფერი დაეშავებინა.



მის სახეზე იმდენად ღრმა და შოკისმომგვრელი გამომეტყველება იყო, ძნელი მისახვედრი არ იყო ის რომ ტიროდა. Ცრემლები მის მოკანკალე წამწამებს შორის მოედინებოდა. Მწვანე თვალებში სიყვარულით და მადლიერებით სავსე გამომეტყველებით თითები გადაუსვა ეკრანზე გამოსახულ ჩვენს პატარას და თავისთვის ჩაიჩურჩულა.

შენ... შენ ჩვენი ხარ.

ცდილობდა მზერით გადმოეცა მასში არსებული სიყვარული. სახეზე პატარა ღიმილი გადაეფინა, გულუბრყვილო ემოციით ჩაილაპარაკა.

ის ისეთი პატარაა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ გაიზრდება. Უფრო მეტი უნდა ჭამო ხატია.



Ცოტა დამაკლდა რომ არ გამეცინა, ასეთ დროს ისედაც პატარები იყვნენ.

- გულისცემას მოვუსმინოთ. Გვითხრა თამუნა ექიმმა. მე და ვაჟამ ერთმანეთს თვალებსი შევხედეთ. ექიმმა პატარა ღილაკს დააჭირა ხმის ჩასართავად, ღიმილი გადამეკრა ხელახლა სახეზე როდესაც ხმამ ოთახი აავსო. Სიხარულით ვუსმენდი ამ ხმას და ვგრძნობდი ჩემი გულისცემა მისას ბანს აძლევდა. ჩემი შვილის გულისცემა მუსიკის ყველაზე ტკბილ ნოტს ჰგავდა. ჯადოსნური, ნუგეშისმცემელი იყო და სიმშვიდით მავსებდა. Ვაჟას როდესაც შევხედე თვალები დახუჭული ჰქონდა და ისე უსმენდა. Მისთვის ახლა ამ ხმაზე ძვირფასი სამყაროში არაფერი აღარ არსებობდა! უკვე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენი პტარა უკვე ძალიან უყვარდა!

ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც ექიმის კაბინეტში შევედით, ქალბატონი თამუნა ძალიან ჩუმად იყო. სანამ რამეს იტყოდა, ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზების შედეგებს ათვალიერებდა. Მის სახეზე სერიოზულობამ უკვე შეგვაშფოთა.

- რამე პრობლემაა? Იკითხა ვაჟამ.

Სამწუხაროდ , როგორც ჩანს ასეა. Ორსულობის პირველ ტრიმესტრში საკმაოდ ბევრ დედასთან გვხვდება ეს პრობლემა. Რაც ახლა თქვენ გაქვთ. Თუმცა უსაშველო არაა. Უბრალოდ სარისკოა ბავშისთვის, რადგან მოცლის მოშლის რისკია. როგორც ჩანს გახშირებული ტოქსიკოზი გაქვთ რამაც ტონუსის მომატება გამოიწვია.

Ვაჟას ხელი მჭიდროდ ჩავჭიდე, თვითონას საპასუხოდ მჭიდროდ მიჭერდა ხელხ ხელზე, თითქოს ერთმანეთში ვცდილობდით ძალის პოვნას.

Მისი დაკარგვის რისკის ქვეშ ვართ? ძლივს წარმოთქვა ვაჟამ.

Იგრძნო? თავიდან რომ არ მინდოდა იგრძნო? Მის თვალებში ძლიერი სევდა დავინახე.

Იგრძნო რომ არ მინდოდა?

Ჩურჩულებდა, დამნაშავესავით თავი დაეხარა, ისე იქცეოდა თითქოოს ეს მდგომარეობა მისი ბრალი ყოფილიყოს.

Ასე მსჯის? მანაც უნდა დამტოვოს? Ცრემლით აევსო ვაჟას თვალები.

Ნუ გეშინიათ! Პირველ რიგში დამშვიდდით. გითხარით რომ რისკია მხოლოდ, სათანადო მკურნალობით და მოპყრობით ეს კრიტიკული 4 კვირა მაინც უნდა გადავაგოროთ. Ამიტომ ყველანაირად უნდა გაუფრთხილდეთ თავს ქალბატონო ხატია, ნერვიულბა, ზედმეტია მოძრაობა, თქვენთვის საშიშია. Ამ ეტაპისთვის კარგი იქნება თუ წოლით რეჟიმს მივმართავთ, სიარული არ გეკრძალებათ მაგრამ უმეტეს შემთხვევაში იწექით. Ახლა გადასხმას გაგიკეთებთ რომ ტოქსიკოზი შევამციროთ, საჭირო წამლებსაც გამოგიწერთ, კვებითაც მივეშველებით და როგორმე ამ პერიოდს გადავაგორებთ.



ექიმის ნათქვამის შემდეგ, ვაჟა ჩემზე უარეს მდგომარეობაში იყო , მას უფრო მეტად სჭირდებოდა მხარდაჭერა.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არ დავკარგოთ.

მინდოდა, ეს შიში და სევდაში იქვე წამეშალა.

Ის ჩვენი პატარა სასწაულია, დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იბრძოლებს. მისი ჯანმრთელობისთვის ყველაფერს გავაკეთებდი.



***

იმ საღამოს, როდესაც საავადმყოფო დავტოვეთ, ვაჟამ სახლში ყველა გააღვიძა და ეზოში შეკრიბა. არა მხოლოდ ოჯახის წევრები არამედ ყველა, დიასახლისები და მცველები. Ყველას უამბო ჩემი სახიფათო ორსულობის შესახებ და სთხოვა მისი სახლში არ ყოფნის პერიოდში ყურადღებით ყოფილიყვნენ. ჩემთვის კომფორტის შესაქმნელად ყველანაირად უნდა ეზრუნათ.

***

Უკვე 4 თვეა სახლში არსებული ყველა ადამიანი ყოველ ნაბიჯზე უკან დამდევს, მიუხედავად იმისა რომ რისკი აღარაა და ჩვენი პატარა გოგონა თავს კარგად გრძნობს, ორსულობაც მშვენივრად მიმდინარეობს, მაინც თავს არ მანებებენ. Მუცელი უკვე ისე გამეზარდა ბატივით დავიწყე ჩემდაუნებურად ბატივით დავდიოდი. ეზოში ჰაერზე დავგულაობდი როდესაც ვაჟა მანქანით დაბრუნდა სახლში, მანქანიდან გადმოსვლისას ფეხსაცმელიდან მტვერი ხელით გადაიწმინდა, რა უბედური ჩვევა ჰქონდა ყოველთვის ასე აკეთებს... გამიღიმა და ღია ონკანისკენ გაემართა.

Ხელებს გადავიბან და ახლავე მოვალ.

Მე მივედი მის გვერდით, ხელები რომ დაიბანა ლოყაზე მაკოცა, ძალიან საყვარლად შემომცინა და შემდეგ სველი ხელები ჩემს ჟაკეტზე შეიწმინდა. ნერვები მომეშალა.

Რა საქციელია. Ვუთხარი გაბრაზებულმა. ის კი ცდილობდა არ გასცინებოდა.

Მგელივით მშია. Წამო სახლში შევიდეთ მალე. მხარზე ხელი გადამხვია თავზე მაკოცა.

Ჩვენი პატარა როგორაა?

Ძალიან დავიღალე. Ისე დავმძიმდი ნეტა ვინმეს ჩემს მაგივრად ჩემი მუცლის ტარება შეეძლოს. Ვუთხარი ბავშვური გულუბრყვილობით. Სახლში შესასვლელ გზას მივუყვებოდით. Ვაჟა ისტერიული სიცილით დამცინოდა.

Სამწუხაროდ მსგავსი სერვისი არ არსებობს ამიტომ, თავიდან ამოიგდე ეგ აზრი ჩვენი პატარას ტარება შენ მოგიწევს.

Შენ იცი რომ მამრი ზღვის ცხენები თავიანთ შვილებს თვითონ ატარებენ? Შენ ზღვის ცხენის დონეზეც კი ვერ ხარ. ვაჟამ გადაბჟირებამდე იცინოდა, მეკი მისი მამაკაცური სიცილი ყველაზე სასიამოვნო მელოდიასავით ჩამესმოდა.

Არასდროს მეგონა ზღვის ცხენს რომ არ ვგავარ ასე თუ გამიხარდებოდა.

Თქვენ კაცები, ყველაფერში მარტივ გზაც ირჩევთ.

Რა შუაშია?

Რა შუაშია და თქვენ თქვენი რეპროდუქციული პროცესით ტკბებით და ჩვენ კიდევ ამ სირთულეებს ვიტანთ. Საერთოდ რატომ დამაორსულე? ვუთხარი საყვედურნარევი ხმით.

Საყვარელო შენ დილას მარცხენა ფეხზე ხომ არ ადექი? Მითხრა სიცილით.

Წონაში მე მოვიმატე, სტრიები გამიჩნდა, ბატივით მე დავდივარ და კიდევ მე ავდექი მარცხენა ფეხზე?

Შენ ხომ იცი ჩემო ფერია რომ შენს ამ დგომარეობაზე ჭკუა მეკეტება? Შენი სტრიებიც ცალკე ძალიან მომწონდ და მიყვარს შენი ყველანაირი მდგომარეობა მომატებული კილოგრამებიც და შენი სიარულის საყვარელი სტილიც.

ძალიან გავსუქდი... ენერგია აღარ მაქვს, სიარულის თავიც კი აღარ მაქვს უკვე. Ფეხები საშინლად მტკივა.

Ვაჟა დაიხარა ხელში ამიყვანა და სახლში ხელში აყვანილი შემიყვანა, მისაღებში ყველა ჩვენ გვიყურებდა, ვაჟა ცდილობდა არ გასცინებოდა.

Იძულებული არ ხარ ჩემო ლამაზო იარო. Მითხარი და ყველგან ასე ხელში აყვანილს გატარებ.

Დივანზე დამსვა და გვერდით მომიჯდა.

Საჭმელი რა გვაქვს თამარ? Შენს ერთადერთ და განუმეორებელ სიძეს რა გაუკეთე?

Დედამ ღრმად ამოისუნთქა უკვე დაღლილი იყო დღის განმავლობაში ჩემი კაპრიზებით, ახლა ვაჟა დაემატა, მხოლოდ დედას გაკეთებულ საჭმელს ვჭამდი, ნინო დეიდას და მამიდა კატოს კი ძალიან სწყინდათ დედაჩემი კი უკვე შეღონებული იყო. Ამას ემატება ის რომ მალე გოგას და თინას ქორწილი გვაქვს მამიდა და დედას უწევთ თითქმის ყველაფერზე სირბილი.

Მთელი ოჯახი, საჭმელს ითხოვს ჩემგან. Ბუზღუნით და წყრომით წამოდგა სავარძლიდან დედა და სამზარეულოსკენ წავიდა.

Ჩემს ცოლს რაც საჭმელი არ უკეთებია ამ თვეების მანძილზე აკეთებს. Ხმამაღლა იცინოდა მამა.

Შეგეტყო დავით ღიპი მოიგდე. Დასცინა ვაჟამ.

Შენს ცოლს ეჯიბრება ჭამაში. ცოტახანში მასზე დიდი მუცელი ექნება, პერანგებზე რამისაა ღილები ასწყდეს. Სამზარეულოდან საჭმლით სავსე ლანგრით დაბრუნებული დედა გამოეპასუხა ვაჟას და მამას. Ვაჟამ მამას თვალი ჩაუკრა და დედას მიუბრუნდა.

Რა ქნას კაცმა თუ ამდენი წლის მერე ახლა გაუგო შენს საჭმელს გემო?

Გადავიფიქრე ჩემს გაკეთებულ საჭმელს აღარ გაჭევ. Უკან გაბრუნდა დედა. Ვაჟა სწრაფად წამოხტა დივნიდან დედას ხელიდან გამოსტაცა ლანგარი და მაგიდისკენ წავიდა საჭმელად რომ დამჯდარიყო.

Ნაკლები ჭამე დავით სიდედრს ნუ მიბრაზებ.

Აჰააა, სწორ Გზას ასე სწრაფად უნდა დაუბრუნდე. კმაყოფილებით სავსე ღიმილით უთხრა დედამ ვაჟას.

Კმაყოფილი სიდედრი კმაყოფილი ოჯახი! საჭმლით Პირგამოტენილი ლაპარაკობდა ვაჟა.

Ეგ გამოთქმა არასწორია, კმაყოფილი ცოლი, ბედნიერი ოჯახი. Ასეა. Ვუპასუხე მე.

Როგორც ჩანს შენი ცოლი კმაყოფილი არაა ვაჟა. Სიცილით უთხრა თინამ.

Უკმაყოფილიოა კი ძღვის ცხენი ქმარი რომ არ ყავს და ბავშის ტარება რომ არ შეუძლია. მისაღემ ოთაცში მყოფმა ყველამ ხმამაღლა გაიცინა.

Გადარჩენილი ხარ ვაჟა. Უთხრა დედამ.

Რაზე?

Ხვალ ან ზეგ ზღვის ცხენის წვნიანი შეიძლება მოეთხოვა და შენი დაჭრა მომიწევდა. ბავში ყავს მუცელში თუ ვამპირი ვეღარ გამიგია, ყოველდღე ან ხორციან საჭმელს ჭამს ან თევზს, სამზარეულოში შეხედვა აღარ მინდა. Მგონი დროა თქვეს სახლში დაბრუნდეთ.

Უარესად გაიცინა აქ მყოფმა ყველამ დედაჩემის გარდა.

Მე ისედაც ჩემს სახლშ ვარ. Ვუპასუხე დედაჩემს.

Შენი ქმარი არ იყო რომ მეხვეწებოდა აქ უნდა იცხოვროო? Დაეპასუხა ვაჟაც.

Ეგ ჩემი ქმარი იყო. Წადით შვილო დამასვენეთ.

Ძაან უკმაყოფილო ხარ თაკო. Უთხრა მამამ.

Შენც დამღალე და შენმა შვილმაც და იმიტომ. Რამდენიხაანია ბოტოქსის გასაკეთებლად ვერ გავედი სახლიდან.

Ძალიან კარგი, მიმიკები დაგიბრუნდება ნელნელა თამარ, დაეპასუხა ვაჟა. Გაბრაზებულმა დედამ ბალიში ესროლა ვაჟას მაგრამ ააცილა.

Ხომ ხედავ მართალს ვამბობ გაბრაზებული რომ ხარ შგეტყო.

Სახლში ყველა ვიცინოდით მათ ბავშურ კინკლაობაზე.

Ხვალ გოგას და თინას საქორწილო ხარჯებს შენი მოცემული კარტიდან გავისტუმრებ. Სახლის მოსაწყობად ყველა ნივთს მაგ კარტის მეშვეობიტ შევიძენთ თან ვეცდები ყველაზე ძვირფასი და და ღირებული იყოს. Და საერთოდ ყველაფერ მე გადავიხდი შენი ფულით.

Არ ვაპირებ დამპალი გოგას ქორწილის ხარჯები მე ავანაზღაურო. Ყელამდე ფულში ზის თვითონ გადაიხდის ყველაფერს.

Ისე აწუწუნდი ქყვეყნის შიგნით თუ გარეთ მსხვილი ბიზნესების მფლობელი შენ არ იყო.

Მე თუ ვარ ის ნაძირალაც არის. Და რატომ ვაჭამო ჩემი ფული.

Ჩემს მომავალ ქმარძე ნორმალურად ილაპარაკე სიძე.

Მაშინ ხმა ამოიღე და ბიცოლაშენ ტაქტიანად აუხსენი რომ სხვისი ფულის დახარჯვა შენს ქორწილში არ გინდა რადგან შენს ქმარს ისედაც თავზე საყრელად აქვს ფული და არ იცის სად წაიღოს.

Რამდენიმე ათასი დოლარი არაფერს დაგაკლებს ვერც შეამჩნევ.

Უკვე თითოეულ კაპიკს ვუფრთხილდები მხოლოდ საჭიროების დროს ვხარჯავ. Მამა ვხდები ჩემი შვილის უზრუნველ მომავალზე ვფიქრობ.

Რამდენი ლაპარაკი გცოდნია ქალივით. Უთხრა თინამ.

Ვაჟა საჭიროებაში ის ახალი მანქანაც შედიოდა ალბათ ხომ? Უთხრა დედამ.

Კი, რათქმაუნდა მანქანა ყოველთვის შედის. Უთრა ვაჟამ სიცილით.

***

38 კვირაში გადავედი უკვე, თინასაც ზუსტად ახლა მოუნდა ქორწილის გადახდა როდესაც არაფრის და არანაირი ხალისი არ მაქვს და საშინლად მაწუხებს მომატებული 15 კილო. პირს ვერ ვაჩერებ , სულ მშია. აპრილის მიწურულს თბილი დღეები მაცოცხლებელი ელექვით ეფინებოდა არემარეს. მოახლოებული მშობიარობის გამო ვაჟამ კომპანიაში სიარული შეწყვიტა, გოგას რამდენიმე დღეში ქორწილი ჰქონდა, ამიტომ ყველანაირი საქმის კეთება მხოლოდ კახას უწევდა, საწყალი მგონი რომ კაბინეტიდან თავს ვერ ყოფდა, სახლიდანაც კი არ იწუხებდა თავს ჩემი ქმარი ემუშავა. Კახას დატირთული გრაფიკის გამო ნინისთან კამათი მოუვიდა, ბოლო მოვლენები ისე განვითარდა მათ შორის, აღმოვაჩინეთ რომ შეყვარებულები იყვნენ. ლიკა სამოგზაუროდ დადიოდა და კომპანია საერთოდ არ ანაღვლებდა, საკმარის შემოსავალი ჰქონდა სამივესგან უდარდელად რომ ეცხოვრა სიბერემდე ამიტომ ყველანაირ პასუხის მგებლობას იყრიდა მხრებიდან. სახლიდან ყველანი წასულები იყვნენ მხოლოდ მე და ვაჟა ვისხედით დაბლა. Მე L ფორმის დივანზე ვიყავი წამოწოლილი საძინებელში ასვლის თავის კი არ მქონდა, ფეხები ისე ძაან დამისივდა და დამიმძიმდა, სიარულის თავი საერთოდ არ მქონდა.

Დავიღალე... ტირილს ვაპირებდი უკვე.

Ცოტაც მოითმინე ჩემი პატარა.

Ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ფეხებზე გირები ჩამომკიდევ.

Გინდა მასაჟი გაგიკეთო?

Კიი...

Ვაჟას სასიამოვნო მასაჟმა შვება მომგვარა. დამთავრებული არ ჰქონდა, ისევ აგრძელებდა მასაჟის კეთებას, როდესაც კარში კახა შემოვიდა. Გადაქანცული სახით და ჩვენს წინ მაგიდაზე დაახლოებით 10 ცალი საბუთების შეკვრა დაყარა.

Როგორც ვუყურებ, განწყობა ადგილზე გაქვთ. Მეკიდევ დღე და ღამე ამერია.

Ბევრი საქმე გქონია. უინტერესოდ გადახედა ვაჟამ საბუთებს.

Ვალდებული ვარ თქვენი გასაკეთებელიც მე ვაკეთო ყოველთვის?

Ნაწილობრივ კახა. Ბიძა ხდები გეკუთვნის ძმისშვილის წინაშე სულ ცოტა. Მეც რომ ბიძა გავხდები გავაკეთებ. ვაჟა სრული ყურადღების დაცვით აგრძელებდა მასაჟის გაკეთებას.

Თქვენს გამო შეყვარებული მეჩხუბა.

Შეგარიგებთ ნუ ნერვიულობ. Ბევრი დაგრჩა გასაკეთებელი? Აი ეს საბუთები დანარჩენი დავასრულე თვალი გადაავლე და ამათაც მივხედავ.

Ამეებს მე გავაკეთებ სახლში და ჩემს მდივანს გავუგზავნი დაისვენე შენ.

Საპირფარეშოში წასასვლელად წამოვდექი, ამ ბოლო კვირების გამო მალმალე მიწევს საპირფარეშოში სიარული. Წამოდგომის დროს წელის არეში საშინელი თკივილი ვუგრძენი და ადგომა ძალიან გამიჭირდა.

Რა მოგივიდა? Მითხრა ორივემ ერთ ხმად. Რადგან სახის გამომეტყველებაზე შემატყვეს რაღაც რიგზე ვერ იყო.

Წელის არეში ძლიერი ტკივილი ვიგრძენი.

Რატომ დგები მერე იწექი.

Საპირფა.... სიტყვის დამთავრება ვერ მოვასწარი ფეხებს შორის როგორ ჩამეთვარა ღბილი სითხე ვიგრძენი, ვიგრძენი როგორ დამისველდა საორსულე შარვალი.

....ბი დავღვარე.... ვთქვი შეშფოთებულმა.

Რაქენი? Იკითხა ორივემ ერთად.

....ბი დავღვარე. Მშობიარობა მეწყება.

Მუცელი ძალიან გკივა? Მკითხა კახამ.

Არა. Მაგრამ სავაადმყოფოში წასვლის დროა.

Ვაჟა ჯერ კიდევ არ იყო გამოსული მიღებული შოკური მდგომარეობიდან.

Ვაჟა გამოფხიზლდი!!! Დაუყვირა კახამ.

Მამა ვხდები!

Წამოიძახა გახარებულმა, დაიხარა ხელში ამიყვანა და მანქანამდე ასე ხელში აყვანილი მიმიყვანა.

Კახა ბავშის ოთახშია ყველანაირი ჩანთა რაც სამშობიაროში დასჭირდება ხატიას და ბავშვდ ჩაყარე და წამოღე ყველაფერი. ჩვენებსაც დაურეკე. მანქანა დაქოქა და სამშბიაროსკენ გაემართეთ.

Სამშობიარო ბლოკში მომატებულ ტკივილებს ვებრძვი, ჩემს ქმარს ვუყურებ და საშინლად მაღიზიანებს, ისეთი შეშინებული მიყურებს.

Გაუტკივარება ხომ გაუკეთეთ რატომ სტკივა ასე ძალიან ექიმო?

Ბუნებრივი პროცესია ამას ვერსად გაექცევა. Მშობიარობა დაიწყო უკვე, დაახლოებით 15 წუთში უკვე მშობლები გახდებით.

Საშინელმა და გაუსაძლისმა ტკივილება მომიმატა. Უკვე გაუსაძლისი იყო ამ ყველაფრის ატანა.

Ჩემი მშობიარობის დროს ზუსტად ორჯერ წაუვიდა ვაჟას გული. ყველანაირად ვეცადე ბლოკიდან მის გაშვებას თუმცა ამაოდ. Ბოლოს ჩვენი პატარა გოგოს ტირილის გაგონებაზე მოვიდა გონს. ლილემ ჩვენს სამყაროში მობრძანება ხმამაღალი ტირილით გვამცნო. Ჩვენს ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალებით შევხვდით ჩვენს პატარა სასწაულს ლილე ჩოხელს, მამამისის ასლს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent