მარტო' სული 27 თავი
წვიმა გაძლიერდა ამიტომ თორნიკემ ნიცა მანქანაში ჩასვა. -სადაცაა ჩემი გამოძახებული ტაქსი მოვა -მე მივხედავ -თორნიკე!!! -ნიცა -სახლში წასვლა მინდა! -ვიცი -მაშინ პრობლემები არ შექმნა! გთხოვ -სერიოზულად?-გაეღიმა თორნიკეს და წამიერად მისკენ მიიხედა- მართლა გგონია, რომ უფლებას მოგცემ ვიღაც უცხო ტიპს მანქანაში ჩაუჯდე? -სულ გაგიჟდი ხო?-წამოენთო ნიცა -გამოძახება გააუქმე...თუ არ გინდა რომ იმ ტიპს პრობლემები შეექმნას! -კარგი!-მოიღიშა ნიცა და მაგრამ ვეღარ მოასწრო გაუქმება რადგან ტაქსი გამოძახების ადგილზე მივიდა. -მოვგვარდები და მოვალ- უფრო თავისთვის ვიდრე ნიცას გასაგონად თქვა თორნიკემ და მანქანიდან გადავიდა. -რამე სისულელე არ ჩაიდინო -ნუ ღელავ-დაამშვიდა თორნიკემ და გასასაუბრებლად მძღოლთან მივიდა. ....... მთელი გზა ხმის ამოუღებლად იჯდა ლილე მანქანაში. მხოლოდ მაშინ გამოელაპარაკა ირაკლის როცა ტელეფონი დაუჯდა. -უკაცრავად! -?! -შეგიძლია ტელეფონი რომ მათხოვო?- მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ირაკლიმ და ტელეფონი სიტყვის უთქმელად გაუწოდა- მადლობა- გულწრფელი ემოციით უთხრა ლილემ და მაშინვე ნიცას ნომერი აკრიფა. -კარგად ხარ? -შენ? -მე, არც კი ვიცი რა გითხრა -ირაკლი კარგი ბიჭია, არაფერს დაგიშავებს ნუ გეშინია -არ მეშინია-გაუბედავად უთხრა ლილემ და სევდით სავსე მზერა საქარე მინას მიაყინა -სახლში რომ მიხვალ დამირეკე. -კარგი! -არაფერზე ინერვიულო! მე კარგად ვარ -რატომღაც შენი არ მჯერა... -ლილე! -სახლში როდის მოხვალ? -ჯერ არ ვიცი -მამას ვეტყვი რომ სამსახურში შემორჩი და გვიან დაბრუნდები -კარგი! -ტელეფონი არ გამორთო იცოდე, თორემ მაშინვე პოლიციაში დავრეკავ -უნდა წავიდე-საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა აღელვებულმა გოგონამ და გაუთიშა. მისმა სიტყვებმა ლილე დააბნია, ამიტომ მისი ნომერი ხელმეორედ აკრიფა. -ნიცაზე ნუ ღელავ. შენი და საიმედო ხელშია- მოულოდნელად უთხრა ირაკლიმ და წამიერად მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები ერთმანეთს პირველად შეხვდა. -იმედია ასეა-მკაცრი ტონით უთხრა ლილემ და ტელეფონი დაუბრუნა. კარგა ხანს უხმოდ იარეს. ხმას არცერთი არ იღებდა რადგან არაფერი ჰქონდათ ერთმანეთისთვის სათქმელი. უეცრად სოგარეტი ამოიღო ირაკლიმ ჯიბიდან და ლილეს გახედა -ხომ არ შეგაწუხებს?-ინტერესით ჰკითხა და წამიერად მისკენ მიიხედა -არანაირად-კმაყოფილი ტონით უთხრა ლილემ და გაუხსნელი კოლოფი ამოიღო ჩანთიდან. -ეწევი?-უცნაური ტონით ჰკითხა ირაკლიმ და მომღიმარი მზერით სახეში მიაჩერდა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა ლილემ და სანთებელა ამოიღო ქურთუკის ჯიბიდან, მაგრამ ვერაფრით ვერ მოუკიდა. -ჯანდაბა!- გაბრაზდა ლილე და დაცლილი სამთელებლა ფანჯრიდან მოისროლა. ირაკლის მის ქცევაზე გაეცინა და თავისი ვინტაჟური ფორმის ოქროსფერი სანთებელა გაუწოდა. მაინც ვერ მოუკიდა ლილემ, ამიტომ გამხიარულებულმა ბიჭმა, მოულოდნელად მანქანა შუა გზაზე გააჩერა და მისკენ გადაიხარა. საშინლად დაიძაბა ლილე როცა ხელზე ხელი შეახო ირაკლიმ და სანთებელა აანთებინა. -მადლობა-ძლივს მოახერხა ხმის ამოღება ლილემ როცა ხელახლა დაძრა მანქან ირაკლიმ და ვინტაჟური ფორმის სანთებელა გაუწოდა -დაიტოვე!- ისე უთხრა ირაკლიმ რომ მისკენ არ მიუხედია და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა. ....... საშინლად გაბრაზდა ნიცა, როცა ცენტრალური გზიდან გადაუხვია თორნიკემ და მანქანა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. -გააჩერე! ახლავე გააჩერე თორემ გადავხტები- მოულოდბელად კარს დაეჯაჯგურა გაგიჟებული გოგონა -ნიცა ნუ სულელობ-მოიღუშა თორნიკე და მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა -გააღე! -ნიცა! -ახლავე გააღე! -შეგიძლია რომ დამშვიდდე? -არ შემიძლია! -ბავშვივით იქცევი! -სად ვართ?აქ რატომ მომიყვანე?-მის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია გაცეცხლებულმა გოგონამ და კარის ჯაჯგური განაგრძო -შენი აზრით?-უემოციო ტონით ჰკითხა თორნიკემ და საბურავებს ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა. -ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ! -უკვე იმდენჯერ მოვისმინე ეს სიტყვები რომ... -რომ რა? -მნიშვნელობა დაკარგა! მისი სიტყვები უპასუხოდ დატოვა ნიცამ და ცრემლიანი თვალები საქარე მინას მიაყინა. შეკრთა, როცა მანქანა მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა თორნიკემ და ჩამწყდარი ხმით უთხრა- გადმოდი! -უკაცრავად? -ნიცა! -..... -უნდა ვილაპარაკოთ -აქ ვილაპარაკოთ -კანკალებ! -კარგად ვარ! -არ ხარ! -მანქანიდან არ გადმოვალ! მითხარი რისი თქმაც გინდა და სახლში წამიყვანე! თუ არა და ტაქს გამოვიძახებ! -გაცივდები! -რა მზრუნველი ხარ- ცინიკური ტონით უთხრა ნიცამ და წამიერად მისკენ მიიხედა. ამ დროს მათი მაღვრეული თვალები ერთმანეთს შეხვდა. -გამუდმებით რატომ მეწინააღმდეგები?!- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და მანქანა ხელახლა დაქოქა, გათბობის ჩასართავად. -შენი აზრით? -ნიცა! -....... -მანქანიდან გადმოდი თორემ ძალით დაგმოგიყვან! -ვერ გაბედავ! -დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?- უცნაური ჰკითხა თორნიკემ და მანქანიდან სწრაფად გადავიდა. -არ გაბედო და არ შემეხო!- კარის გაღებისთანავე უთხრა ნიცამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა. -მაშინ გადმოდი! -არ გადმოვალ! -ნიცა! -...... -გადმოდი! -თორნიკე! ძალიან გთხოვ არ გინდა-შეეხვეწა ნიცა როცა მანქანიდან ძალით გადაიყვანა თორნიკემ-ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ! -მე მხოლოდ შენი პატარას დაცვა მინდა!- შეუბრალებლად უთხრა თორნიკემ და ცივი მზერა სახეზე მიაყინა -მგონი გავიწყდება, რომ ბავშვი, რომლის დაცვაც ასე ძალიან გინდა ჩემი შვილია! -მგონი დაგავიწყდა დღეს რის გაკეთებას აპირებდი! -თორნიკე, გთხოვ გამიშვი. აქ შენთან ერთად ყოფნა არ მინდა! -არ შემიძლია! -ჩემი სიტყვები შენთვის არაფერს არ ნიშნავს?! -ვიცი რომ გძულვარ.... -არ მძულხარ! -მაშინ პრობლემა რა რაშია?! -....... -ნიცა! -....... -დამელაპარაკე! -...... -გთხოვ... -....... -რატომ არაფერს მეუბნები? -...... -რადგან არაფერის თქმას არ აპირებ მაშინ...- გამოსცრა კბილებში თორნიკემ და მოულოდნელად მაჯაზე ხელი უხეშად დამფრთხალ გოგონას -რას აკეთებ?- ტირილის ნოტებ შეპარული ხმით ჰკითხა ნიცამ და მისი მარწუხივით შემოჭდობილი თითებიდან თავის დახსნა სცადა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თორნიკემ და სახლში შეიყვანა. მეორე სართულზე აიყვანა და ერთერთ ოთახში შეიყვანა -აქ ყველაფერია რაც გჭირდება!-მკაცრი ტონით უთხრა და ხელი უხეშად გაუშვა -რა გინდა ჩემგან თორნიკე პირდაპირ მითხარი-დაღლილი ხმით უთხრა ნიცამ და ზედმეტად მიუახლოვა -იცი რაც მინდა!- აუღელვებად უთხრა თორნიკემ წამიერად მზერა გაუსწორა -ყალბი ქორწინება!-ბრაზნარევი ტონით უმისამართოდ თქვა გაღიზიანებულმა გოგონამ უკან დაიხია - ხვდები მაინც რას მთავაზობ? -დღეს საავადმყოფიდან გამოიქეცი მაგარამ ხვალ შეიძლება აზრი შეიცვალო! სწორედ ამიტომ მოგიყვანე აქ! ამ სახლში! მინდა რომ ამაღამ აქ დარჩი და გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღო! -გგონია ასე მარტივია კი ან არას თქმა?- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში ნიცას -თუ დამთანხმდები... -იცი უარს რატომ გეუბნები? იმიტომ რომ არ მინდა ცხოვრება დაგინგრიო... ჯერ კიდევ ვერ იაზრებ იმ სირთულეებს რაც ამ ქორწინებით გელოდება. -სიკვდილ/სიცოცხლის ზღვარზე ვარ! ერთადერთი მიზანი მაქვს ცხოვრებაში ანდრიას მკვლელის პოვნა და საკუთარი ხელებით დასჯა! მხოლოდ შურისძიების სირვილი მაძლევს სოცოცხლის ძალას! -გასაგებია -როგორც უკვე გითხარი ჩემთვის ეს ქორწინება არაფერს არ ნიშნავს! მხოლოდ ის მინდა რომ დაგეხმაროთ და დაგიცვათ შენ და პატარა. ვიცი რომ ეს რთული იქნება... მაგრამ...ვალდებული ვარ რომ ეს გავაკეთო! უნდა დაგიცვათ! რადგან ანდრიას დაცვა ვერ შევძელი! ............ გვიან ღამით დაურეკა ბიჭებს თორნიკემ და ანდრიას საფლავზე მისვლა სთხოვა. -ვიცი რომ ბევრი კითხვები გაქვთ ნიცასთან დაკავშირებით...-მძიმედ დაიწყო ლაპარაკი თორნიკემ -ასეა-დაეთანხმა ირაკლი და გამომწვევი მზერით თვალებში ჩააცქერდა-მაგრამ კიდევ უფრო მეტი კითხვა შენთან გვაქვს ნიცასთან დაკავშირებით! -ვიცი და სწორედ მაგიტომ მოგიყვანეთ აქ! -თქვენ შორის რამე ხდება? რამე ისეთი რაც უნდა ვიცოდეთ?- ინტერესით ჰკითხა ბუბამ და წამიერად მზერა გაუსწორა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც თორნიკეს მშვიდმა ხმამ დაარღვია -ნიცა ორსულადაა...ანდრიასგან ბავშვს ელოდება! -სერიოზულად?!- აღფრთოვანება ვერ დამალა ირაკლი -რამდენი ხანია რაც ეს ამბავი იცი?- აღელდა ბუბა -ანდრიამ მითხრა სიკვდილის წინ -აქამდე რატომ არაფერი გვითხარი?- საუბარში ჩაერია ბექა -საჭიროდ არ ჩავთვალე! -მისმა ოჯახის წევრებმა ალბათ არაფერი იციან-ივარაუდა ბუბამ -არა, მხოლოდ ლილემ იცის სიმართლე... მისმა დამ... -ახლა რა მოხდება?!- უფრო თავისთვის ვიდრე ბიჭების გასაგონად თქვა ირაკლიმ როცა სიტუაციის სიმძიმე გააცნობიერა. მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე ძლივს გასაგონად თქვა -დაქორწინება შევთავაზე... -დაგთანხმდა?!- წინადადების დასრულება არ აცადა ბექამ -ჯერ არა, მაგრამ...-აღელდა თორნიკე- დავითანხმებ! ...... თვალები ცრემლებით აევსო თათიას როცა თორნიკემ უთხრა რომ ის და ნიცა ქორწინედებოდნენ -აქ ამის სათქმელად მოხვედი?! -მინდოდა ეს ჩემგან გაგეგო...იმედია ხვდები რომ ეს ფიქტიური ქორწინებ... -რა მნიშვნელობა აქვს ფიქტიურია თუ არა- სლუკუნით უთხრა თათიამ და აკანკალებული ხელებით ორსულობის ტეტსტი ზურგს უკან დამალა- მთავარია რომ შენ ის გიყვარს! -ნიცა ორსულადაა! ანდრიასგან ბავშვს ელოდება! -რა? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.