შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Haunting Adeline პროლოგი + თავი1


12-06-2025, 22:21
ავტორი Adeline Reilly
ნანახია 261

დავიწყე "Haunting Adeline"_ის თარგმნა. მხოლოდ ჩემთვის, რომ არ დავიტოვო თქვენც გიზიარებთ. თარგმანი კიდევ უფრო დაიხვეწება. წიგნი არის dark romance ჟანრის. რამდენი ელოდებოდით ამ წიგნს?


პროლოგი

ჩემი სახლის ფანჯრები ჭექა ქუხილისგან ირხევა – მეხის ძალა ცას არღვევს. შორს ელვა ციმციმებს და წამიერად ანათებს ღამეს. იმ რამდენიმე წამში, როცა სინათლე ბნელს არღვევს, ვხედავ კაცს, რომელიც ჩემს ფანჯარასთან დგას. მიყურებს. სულ მიყურებს.
მოქმედებებს ავტომატურად ვიმეორებ, როგორც ყოველთვის. გული თითქოს წამით ჩერდება და მერე გიჟივით იწყებს ძგერას, სუნთქვა მეკვრის, ხელებზე კონტროლს ვკარგავ. არ აქვს მნიშვნელობა მერამდენედ ვხედავ მას — ყოველ ჯერზე ერთნაირ რეაქციას იწვევს ჩემში.
შიში.
და აღელვება.
არ ვიცი, ასე რატომ ვფორიაქდები, რაღაც მჭირს მგონი, ალბათ. ნორმალური არ არის, როცა სხეულში სითბო მიედინება და ყველა წერტილში ჟრუანტელი მივლის. არც ისაა ნორმალური, რომ გონების ფიქრებს მივყავარ, რომლებიც უკეთ არ მხდის.
ვითომ ხედავს, რაც ტანზე მაცვია? მხოლოდ თხელი მაისური, რომელიც სხეულზე მეკვრის და მკერდი აშკარად მიჩანს? ან ეს შორტები, რომლებიც ძლივს ფარავენ უკანალს?
მოსწონს, რასაც ხედავს?
რა თქმა უნდა, მოსწონს.
ამიტომაც არ მშორდება. ყოველ ღამე ბრუნდება, სულ უფრო გამბედავი ხდება. მზერა კი ისე მიზიდავს, თითქოს უხმოდ ვეპატიჟები. თითქოს ველი, ახლოს მოვიდეს, რომ საბაბი მომცეს და დანით ყელი გამოვჭრა.
სიმართლე ისაა, რომ მეშინია. საშინლად მეშინია.
მაგრამ ის კაცი, ვინც ჩემს ფანჯარასთან დგას, თავს ისე მაგრძნობინებს: თითქოს სიბნელეში ვზივარ, ოთახში მხოლოდ ტელევიზორი ანათებს, რომელზეც საშინელებათა ფილმია ჩართული. მეშინია და დამალვა მინდა, მაგრამ რაღაც ჩემი სხეული ადგილიდან არ იძვრის — თითქოს ამ შიშში რაღაც ამაღლებულს ვპოულობ.
ისევ ბნელა, ელვა სადღაც შორს კრთება.
სუნთქვა მიჩქარება. მე ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი — ის ისევ მიყურებს.
თვალი ფანჯარას ვაშორებ და უკან ვიყურები, ბნელ სახლში, შიშით, თითქოს მან მოახერხა და უკვე შიგნით შემოაღწია.
არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ღრმაა სიბნელე პარსონსის მამულში — შავი და თეთრი შახმატური იატაკი ყოველთვის ჩანს.
ეს სახლი ბებია-ბაბუისგან მერგო. ბაბუის მშობლებმა აიშენეს, 1940-იანების დასაწყისში — სისხლით, ოფლით, ცრემლით და ხუთი მუშის სიცოცხლით.
ლეგენდა ამბობს — ან უფრო სწორად, ბებია ამბობს — რომ მაშინ სახლს ცეცხლი წაეკიდა , მშენებლობისას, და იმხანად ხუთი მუშა დაიღუპა. ვერანაირი სტატია ვერ ვიპოვე ამ ტრაგედიის შესახებ, მაგრამ ის სულიერი ტკივილი, რომელიც ამ სახლს თან სდევს, მძაფრად იგრძნობა.
ბებია ყოველთვის საოცარ ამბებს გვიყვებოდა, რის გამოც მშობლები ძალიან ბრაზდებოდნენ.
დედა არასდროს უჯერებდა ბებიას. მაგრამ მე მგონია — უბრალოდ არ უნდოდა დაეჯერებინა.
ხანდახან ღამით ნაბიჯების ხმა მესმის. იქნებ იმ მუშების სული დადის, ვინც ცეცხლმა იმ დროინდელ ხანძარში იმსხვერპლა.
ან იქნებ — ის კაცია.
მიყურებს.
ყოველთვის მიყურებს.

თავი 1

მანიპულატორი
ზოგჯერ ისეთი ბნელი ფიქრები მაქვს დედაჩემზე — ფიქრები, რომელიც ნორმალურ ქალიშვილს არ უნდა აფიქრდებოდეს.
ზოგჯერ... არც კი ვიცი, რამდენად ნორმალური ვარ.
- ადი, სისულელეა, რასაც ამბობ,— მეძახის დედა ყურმილიდან.
მზერით ვცდილობ გავაჩუმო, არ მაქვს სურვილი დავუპირისპირდე. როცა არ ვიცი რა ვუთხრა, ხმამაღალი ამოსუნთქვით მპასუხობს. ცხვირი მეჭმუხნება. საოცარი — ქალი, რომელიც მუდამ ბებიას დრამატულობაში ადანაშაულებდა, თავად ვერ ამჩნევს, რომ გაცილებით მეტი დრამას აფრქვევს.
-ის რომ ბებია-ბაბუამ სახლი დაგიტოვეს, არ ნიშნავს, რომ მანდ უნდა იცხოვრო. ძველია და, პირდაპირ გითხრა, ჯობია მიწასთან გაასწოროს ვინმემ, — აგრძელებს იგი.
თავა სავარძლის საზურგეს ვურტყავ, თვალებს ზევით ვატრიალებ და ვცდილობ, მოთმინება შევინარჩუნო — მანქანის ჭერს ვუყურებ
საინტერესოა, როგორ მოვახერხე ჭერის კეტჩუპით დასვრა?
- ის, რომ შენ არ გიყვარს, არ ნიშნავს, რომ მე არ მაქვს უფლება აქ ვიცხოვრო, — მშრალად ვპასუხობ.
დედაჩემი ბილწი ქალია. პირდაპირ და მარტივად. მუდამ აქვს რაღაც გულზე მომდგარი, და გულწრფელად რომ გითხრათ — ვერ ვხვდები, რატომ.
- ჩვენგან ერთი საათის სავალზე იცხოვრებ! ეს ხომ ძალიან გაართულებს ჩვენთან სტუმრობას, არა?
ოჰ, აბა, როგორ გადავიტან ამ ტანჯვას?
დარწმუნებული ვარ, ჩემი გინეკოლოგიც ერთი საათის სავალ გზაზეა, და მაინც წელიწადში ერთხელ მის სანახავად მივდივარ. თანაც ის ვიზიტები გაცილებით მტკივნეულია.
- არა, — ვპასუხობ და „რ“-ს განსაკუთრებული სიფხიზლით ვუსვამ ხაზს. ეს საუბარი უკვე ყელში მაქვს. დედაჩემთან ლაპარაკის მოთმინება მხოლოდ ზუსტად ერთ წუთს მყოფნის. ამის შემდეგ მხოლოდ ნერვების ნატეხებით ვცოცხლობ და საუბრის გაგრძელების სურვილიც მეკარგება.
თუ ამაზე არა, სხვა რამეს პოულობს — ყოველთვის რაღაცაზე წუწუნებს. ამჯერად ჩემს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომ იმ სახლში ვიცხოვრო, რომელიც ბებია-ბაბუამ დამიტოვეს. პარსონსების მამულში გავიზარდე — სულ ადგილობრივ მოჩვენებებთან დავრბოდი დერეფნებში და ბებიასთან ერთად ფუნთუშებს ვაცხვებდი. ამ ადგილს კარგი მოგონებები მაკავშირებს — მოგონებები, რომლებსაც ვერანაირი დედაჩემის სიძულვილი ვერ წამართმევს.
არასდროს მესმოდა მათი დაძაბული ურთიერთობა, მაგრამ როცა გავიზარდე და დედაჩემის ირონიული, დამცინავი ტონიც უკეთ გავიაზრე, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა.
ბებია სულ პოზიტიური იყო, სამყაროს ვარდისფერი სათვალეებით უყურებდა. მუდამ იღიმოდა და ღიღინებდა. დედაჩემს კი სახეზე მუდამ ქარიშხალია გამოხატული — თითქოს ბებიას მუცლიდან ისე გამოვარდა, რომ გზაში სათვალე გაუტყდა.
არ მესმის, რატომ ვერ მოახერხა ადამიანური ხასიათის ჩამოყალიბება. ბებია მას ეკლიან ძუკ’ნად ნამდვილად არ ზრდიდა.
ბავშვობაში, ჩვენი სახლი პარსონსების მამულიდან მხოლოდ ერთი მილით იყო დაშორებული. დედაჩემს ჩემი ნერვებიც არ ქონდა, ამიტომ მთელი ბავშვობა ძირითადად ბებიასთან გავატარე. უნივერსიტეტში წასვლის შემდეგ დედამ ქალაქი დატოვა და საათის სავალზე გადასახლდა. როცა სწავლას თავი დავანებე, დროებით მასთან გადავედი, სანამ ფეხზე დავდგებოდი და ჩემი მწერლობა კარიერად იქცეოდა.
როცა ეს მოხდა, ვიმოგზაურე — მთელ ქვეყანას მოვინახულე, მაგრამ ვერსად მოვიკიდე ფეხი.
ბებია წელიწადზე მეტი ხნის წინ გარდაიცვალა და სახლი მე მერგო. მაგრამ დარდმა გამაჩერა — ვერ ვბედავდი ამ სახლში გადმოსვლას აქამდე.
ტელეფონში ღრმად ამოიოხრა.
- ნეტავ მეტი ამბიცია გქონდეს ცხოვრებაში, შვილო. ნუ დარჩები იმ ქალაქში, სადაც გაიზარდე. გააკეთე რამე — იყავი ვიღაც მეტი, ვიდრე ბებია იყო. არ მინდა, შენც მასავით უსარგებლოდ იქცე.
სახე მეღრიჯება, ბრაზი გულში მხვდება.
-დე?— ვამბობ ჩახლეჩილი ხმით.
-ჰო?
-შემეშვი- დავარტყი ეკრანს. მაშინვე ხმა ისმის, რომელიც მაცნობებს, რომ ზარი დასრულდა.
როგორ ბედავს ასე ლაპარაკს საკუთარ დედაზე? იმ ქალზე, ვინც მთელი სიცოცხლე მხოლოდ სიყვარული და სითბო გასცა? ბებიამ მას ასე არასდროს ექცეოდა — ამაზე თავს დავდებ.
დედაჩემის ვბაძავ და მელოდრამატულად ამოვიოხრები. გვერდით ვიხედები — ფანჯარაში სახლია. მაღალი, წვეტიანი შავი სახურავი ღრუბლეშია გახვეული და ტყეს მუქარით გადმოჰყურებს, თითქოს ამბობს: შენ უნდა გეშინოდეს ჩემი.
შემზარავი გრძნობა მთელ სხეულში მივლის და ამ შეგრძნებით ვტკბები კიდეც. აქაურობა ზუსტად ისეთია, როგორიც ბავშვობაში იყო.
გარშემორტყმული ტყე ამ სახლს აშორებს დანარჩენ სამყაროს, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს მართლა მარტო ხარ.
ზოგჯერ ისე გეჩვენება, თითქოს საერთოდ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდი — მოწყვეტილი ცივილიზაციას.
მთელი ეს ტერიტორია ავისმომასწავლებელი და სევდიანი აურით არის მოცული.
და დედას გეფიცებით, მე ეს მიყვარს.
სახლი უკვე ეტყობა რომ დიდი ხანია არავის უცხოვრია, მაგრამ ცოტა ზრუნვით და სიყვარულით შესაძლებელია ისეთ ფორმაში მოიყვანო, თითქოს ახლახან აიგო. ასობით ლერწამი ფარავს ფასადს — ყველანაირ კუთხესა და მხარეს მიუყვებიან და სახურავთან მდგომ გარგოილებს სწვდებიან. ხოლო ფანჯრების ირგვლივ შეღებილი ზედაპირი ისე იქერცლება, თითქოს იაფფასიანი ლაქია. სავარაუდოდ, მომიწევს ვიღაც დავიქირავო, რომ დიდი წინკარის აივანი განაახლოს — ერთი მხარე უკვე ჩამოეკიდა.
ეზოში დიდი ხანია ბალახი არ გათიბულა — ბალახი თითქმის ჩემი სიმაღლისაა, და სამი ჰექტარი ბუჩქებითა და სარეველებითაა სავსე. თავს დავდებ, არაერთი გველი უნდა იყოს დაბუდებული მას შემდეგ, რაც ბოლო სახერხმა აქ გაიარა.
ბებია გაზაფხულობით მუდამ ახდენდა ამ ბნელი სახლის ფერად აღორძინებას ყვავილებით — ჰიაცინტები, პრიმროსები, ალტები და როდოდენდრონები. შემოდგომაზე კი მზესუმზირები ფარავდა კედლებს, მათი მბრწყინავი ყვითელი და ნარინჯისფერი ფურცლები საოცარ კონტრასტს ქმნიდა შავ ფასადთან.
მთელი სახლის წინ ბაღის ხელახალი გაშენებაც შემიძლია — სეზონის შესაბამისად.
ამჯერად, მინდვრის ყვავილებთან ერთად მარწყვი, სალათი და სხვადასხვა ბალახიც მინდა დავრგო.
ჩემს ფიქრებში ისე ღრმად შევდივარ, რომ მხოლოდ მაშინ ვკრთები, როცა კუთხეში რაღაც მოძრაობას ვამჩნევ — ზედა სართულის ფანჯრიდან ფარდები ირხევა.
სხვენი.
ბოლო ჯერზე როცა ვნახე, იქ ცენტრალური გათბობა არ იყო. არაფერი უნდა ამოძრავებდეს ამ ფარდებს, მაგრამ რაც დავინახე — დავინახე.
ფონად ქარიშხალიც იწყებს ღრუბლებში დაძაბულ მოძრაობას და მთლიანად პარსონსების მამული ჰორორ-ფილმის სცენას ემსგავსება. ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიჭერ, ღიმილი კი თავისით მეპარება სახეზე.
მიყვარს ეს….
ვერ ავხსნი, რატომ, მაგრამ ფაქტია — მიყვარს.
დედაჩემის ნათქვამი ჯანდაბას — აქ ვიცხოვრებ.
წარმატებული მწერალი ვარ, და თავისუფლება მაქვს, სადაც მინდა იქ ვიცხოვრო.
აბა, რა პრობლემაა იმაში, რომ ისეთ ადგილს ვირჩევ, რომელიც ჩემთვის ბევრს ნიშნავს?
სოფელში ცხოვრებას ჩემთვის პრობლემა არაა. ისედაც საკმარისად ვმოგზაურობ — წიგნის ტურნეები, კონფერენციები... ის, რომ ამ სახლში დავრჩე, არაფერს ცვლის.
მაქვს სურვილი, ვიცი, რა მინდა და არც კი მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს.
განსაკუთრებით — დედაჩემი.
ღრუბლები იღლებიან და წვიმა იღვრება მათ ბაგედან. ჩანთას ხელი ვტაცე, მანქანიდან გადავედი და ახალი წვიმის სუნი ღრმად ჩავისუნთქე. წამში რბილი წვეთები გადაიქცა ტყვიასავით მწარე წვეთებში. კიბეებზე ავრბივარ, წყალს ვიფანტავ მკლავებიდან და ლამის ძაღლივით ვიფერთხები.
მიყვარს ქარიშხალი — უბრალოდ, მასში ყოფნა არ მიყვარს.
მირჩევნია პლედში გახვეულმა, ჩაით და წიგნით, ფანჯრიდან ვუსმინო წვიმას.
გასაღები საკეტში შევაცურე და შევატრიალე. გაღება გაუჭირდა მაგრამ — ბოლოს რაღაც გაწკრაკუნებს და კარს ვაღებ.
როგორც ჩანს, ესეც შესაკეთებელია.
ცივი ნიავი მეცა კარის გაღებისთანავე. შიგნით ყველაფერი ჩრდილებშია ჩაძირული. ფანჯრებიდან იშვიათად შემოდის შუქი, რომელიც თანდათან ქრება, როგორც კი ღრუბლები მზეს ფარავენ.
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემს ისტორიას სიტყვებით უნდა დავიწყო: „ეს იყო ბნელი და ქარიშხლიანი ღამე...“
თავდახრილმა გავიღიმე — ჭერმა ჩემი ყურადღება მიიპყრო, რომელიც დაყვითლებული მუქი ხის ასობით ვიწრო ზოლით არის მოპირკეთებული. უზარმაზარი ჭაღია ჩამოკიდებული მის თავზე — ოქროსფერი მეტალი დახვეწილ გეომეტრიულ მოხატულობაში იხლართება და წვერებიდან კრისტალები ცვივა. ბებიას ეს მუდამ მისი ყველაზე ძვირფასი ნივთად მიაჩნდა.
შავ-თეთრი მოზაიკის იატაკი პირდაპირ მიჰყვება დიდ შავ კიბეს — იმდენად ფართოა, რომ ფორტეპიანო გვერდულადაც კი გაიტან. შემდეგ კი სუფთად გადადის მისაღებისკენ. ჩექმები იატაკზე ჭრაჭუნებს, როცა სახლში შევდივარ.
პირველი სართული მთლიანად ღია სივრცეა — ისეთი დიდი, თითქოს ამ სახლმა შეიძლება მთლიანად გადაგყლაპოს.
მისაღები კიბის მარცხენა მხარესაა. ტუჩები მეჭიმება, როცა ვიხედები — ნოსტალგია პირდაპირ გულში მხვდება. მტვერი ყველაფერზა, ნაფტალინის სუნი ცხვირში მძიმედ მირტყამს, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე გამოიყურება, როგორც მაშინ, როცა ბებია გარდაიცვალა — წინა წელს.
მისაღების შორეულ კედელზე დიდი შავი ქვის ბუხარია, ირგვლივ კი წითელი ხავერდის დივნები კვადრატად დგას. შუაში მდიდრულად მორთული ხის ჟურნალის მაგიდაა, ზედ ცარიელი ლარნაკით. ბებია ყოველთვის ლილიებით ავსებდა.
კედლები შავი ორნამენტიანი შპალერითაა დაფარული, ხოლო ფანჯრებზე მძიმე ოქროსფერი ფარდებია ჩამოკიდებული.
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ადგილია დიდი ფანჯარა, რომელიც სახლიდან ტყის საოცარ ხედს შლის. პირდაპირ წინ დგას წითელი ხავერდის საქანელა სკამი შესაბამისი ბალიშით. ბებია იქ ჯდებოდა და წვიმას უყურებდა. მეუბნებოდა, რომ მისი დედაც იგივეს აკეთებდა.
მოზაიკის იატაკი სამზარეულოშიც გრძელდება — შავი, მდიდრულად ლაქიანი კარადებით და მარმარილოს სამუშაო ზედაპირებით. სამზარეულოს შუაგულში უზარმაზარი კუნძულია, რომლის ერთ მხარესაც შავი ბარის სკამები ჩამწკრივებულა. ბაბუა და მე ხშირად ვიჯექით აქ და ვუყურებდით, როგორ ამზადებდა ბებია საჭმელს — თავისთვის ჩუმად ღიღინებდა, და სახლში არომატები ცეკვავდნენ.
გულზე მოწოლილი მოგონება ჩამოვიფერთხე და საქანელა სკამის გვერდით მდგარ მაღალი სანათისკენ გავვარდი. ჩამრთველი ჩავწიე და შვებით ამოვისუნთქე, როცა ლამპიდან რბილი, თბილი შუქი გამობრწყინდა. რამდენიმე დღის წინ დენზე და გაზზე შევატყობინე, რომ სახელზე მინდოდა გადმოწერა, მაგრამ ასეთ ძველ სახლთან საქმე ყოველთვის რისკია.
შემდეგ თერმოსტატისკენ მივდივარ და ციფრებს შევხედე
სამოცდაორი დედამოტ@ნული ფარენჰეიტი.
თითს ვაწვები ზემოთ მიმართულ ისარს და არ ვჩერდები, სანამ თერმომეტრი 74 გრადუსზე არ ჩერდება. სიცივე არ მაწუხებს, მაგრამ მირჩევნია ჩემი ძუძუსთავები არ ცდილობდნენ ყველა ტანსაცმლის გახვრეტას.
ვარ სახლში, რომელიც ერთდროულად ძველიცაა და ახლიც — სახლი, სადაც ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი გული ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ სხეული ცოტა ხნით სხვაგან იყო.
გავიღიმე. თავს ვუძღვნი პარსონსების მანორის გოთიკურ ბრწყინვალებას. სახლი ისეა მოწყობილი, როგორც ჩემი დიდი ბებია-ბაბუა აწყობდნენ, და ეს გემოვნება თაობიდან თაობას გადაეცა.
ბებია მუდამ ამბობდა, რომ ყველაზე მეტად ის მოსწონდა, როცა ოთახში ყველაზე კაშკაშა იყო — მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ბებრული გემოვნება ჰქონდა.
რატომაა ეს თეთრი ბალიშები სულ ყვავილებით ნაქარგი? რა სისულელეა. სიმართლე ვთქვათ — ის არ არის "ვინტაჟი", ის უბრალოდ მახინჯია.
ღრმად ამოვისუნთქე.
— ხომ ხედავ, ბებო.. დავბრუნდი. როგორც გინდოდა, — ჩურჩულით ვუთხარი სიცარიელეს.


***



- მზად ხარ? — მეკითხება ჩემი პირადი ასისტენტი გვერდიდან.
თვალს ვაპარებ მარიეტაზე, რომელიც უკმაყოფილო გამომეტყველებით მიყუდებია და მიკროფონს ისე მაწვდის, თითქოს ამის ფასი უკვე გადავუხადე. ყურადღება კი მთლიანად წიგნების მაღაზიაში შემოდინებულ ხალხზე აქვს გადატანილი.
ეს ადგილობრივი წიგნის მაღაზია აშკარად არ იყო გათვლილი ასეთ მასშტაბებზე, მაგრამ როგორც ჩანს, ხალხი მაინც ახერხებს შიგ მოხვედრას.
სანამ ხალხს თვალს ვავლებ, გონებაში ჩუმად ვითვლი — მაგრამ ოცდაათზე რომ ავცდი თვლა ამერია.
— კი, მზად ვარ, — ვამბობ. მიკროფონს ვიღებ და როცა ხალხის ყურადღებას ვიპყრობ, სიჩუმე ვარდება. ყველამ მე შემომანათა მზერა. კანში თითქოს ჭიანჭველები დადიან, მაგრამ მაინც ვიღიმი — მე ჩემი მკითხველები მიყვარს და ვალდებული ვარ, ამ ეტაპსაც გავუძლო.
— სანამ დავიწყებთ, მინდა უბრალოდ მადლობა გითხრათ ყველას მოსვლისთვის. თითოეული თქვენგანი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სიხარულით ველოდი თქვენთან შეხვედრას. მზად ხართ?! — ვიძახი მოჩვენებითი ენთუზიაზმით.
არა, მართლა არ ვარ უინტერესო, უბრალოდ წიგნის ხელმოწერის დროს სოციალურად აბსოლუტურად გაფანტული ვარ.
მე ის ტიპი ვარ, რომელსაც კითხვა რომ დაუსვა, პირდაპირ თვალებში შემოგხედავს გაყინული ღიმილით და წამის მეათასედში მიხვდება, რომ საერთოდ ვერ გაიგო, რა უთხრეს.
ჩვეულებრივ იმიტომ, რომ გულში პულსი ისე მიცემს, ყურებს მიხშობს.
ჩემს ადგილს ვიკავებ, მარკერი ხელში მიჭირავს. მარიეტა მიდის — სხვა საქმეებითაა დაკავებული. “წარმატებას” მეძახის უკანმოუხედავად.
მას უკვე არაერთხელ უნახავს ჩემი საზოგადოებრივი მარცხები და თვითონაც იმტვრევს ტვინს ჩემ ნაცვლად — მგონი, სოციალური პარანოიკის წარმომადგენლობა თანაგრძნობას მოითხოვს.
მობრუნდი, მარიეტა. მარტო ლაფში ჩაფლვა უფრო ტკივილმომგვრელია.
პირველი მკითხველი ჩემკენ მოდის, ხელში “მოსიარულე” უჭირავს, სახე ჭორფლებით აქვს მოფენილი და ფართოდ მიღიმის.
— ღმერთო, საოცარია თქვენი ნახვა! — ამბობს და წიგნს თითქმის ცხვირში მაჩრის. ზუსტად ისე იქცევა, როგორც მე მოვიქცეოდი.
გავიღიმე, წიგნი ფრთხილად გამოვართვი.
— მეც მიხარია შენი ნახვა. და ჰეი, ჭორფლების გუნდი, — თითს ვარწევ მის და ჩემს ლოყებს შორის. ოდნავ იფხანს ლოყას, უხერხულად იცინის.
— რა გქვია? — ვკითხე, სანამ თავის ჭორფლებზე საუბარში გადავვარდით და რამე სულელური არ ვთქვი.
ღმერთო, ედი, რა იცი, იქნებ თავის ჭორფლები არ უყვარს? იდიოტო.
— მეგანი, — ამბობს და მერე სახელის ასო-ასოდ წარმოთქვამს. ხელი მიკანკალებს, როცა მის სახელს ვწერ და რამდენიმე მადლობის სიტყვას ვამატებ. ხელმოწერა არეული გამომდის, მაგრამ, მგონი, ჩემს სრულ ადამიანურ არსებობას ასახავს.
წიგნს ვუბრუნებ, გულწრფელად ვუღიმი.
მეორე მკითხველი მიახლოვდება, მაგრამ უცნაური წნევა ვგრძნობ სახეზე. ვიღაც მიყურებს.
რაც, ღრმად რომ დაფიქრდე, სულელური აზრია — ყველა მიყურებს.
ვცდილობ იგნორირებას, მკითხველს ღიმილით ვხვდები, მაგრამ გრძნობა მძაფრდება — თითქოს კანქვეშ ფუტკრები დაძვრებიან და თან ცეცხლის ალი მედება.
ასეთი არაფერი მიგრძვნია. კისერზე თმა მებურძგლება, ლოყები მიხურდება.
მეტისმეტად ვფოკუსირდები წიგნზე, რომელსაც ხელს ვაწერ, მაგრამ თვალი – თვალი დარბაზში გამირბის.
ჩემი მზერა ეჯახება ერთ კაცს, რომელიც სულ ბოლო რიგში, მარტო დგას.
ხალხის თავებს შორის მისი სახე ნაწილობრივ ჩანს, დანარჩენს ბრბო ფარავს. მაგრამ ის, რასაც ვხედავ, საკმარისზე მეტია, რომ ხელი გამიშეშდეს.
მისი თვალები. ერთი ისეთი ღრმა და ბნელია, თითქოს ჭაში ჩაიხედე. მეორე კი ყინულისფერი, თითქმის თეთრი — ჰასკის თვალს მაგონებს. იმ თვალზე ღრმა ნაიარევი გადის — თითქოს ისედაც საკმარისად დამაინტრიგებელი არ იყოს.
ვიღაც ახველებს. შევხტი. თვალი დავაბრუნე წიგნზე. მარკერი ერთ წერტილში მეჭირა, დიდი შავი ლაქა დამრჩა.
— ბოდიში, — ჩუმად ვამბობ და ხელმოწერას ვამთავრებ. სუფთა სანიშნეს ხელი ვტაცე, ისიც მოვაწერე და წიგნში ჩავდე, პატარა ბოდიშად.
მკითხველმა გამიღიმა და ბედნიერი წავიდა, თითქოს არაფერი მომხდარა.
თავი ავწიე, კაცის ძებნა დავიწყე.
აღარსადაა.
***


— ედი, შენ სექსი გჭირდება.
პასუხად ტუჩებს ჭიქაზე ვაბჯენ და რაც შეიძლება ღრმად ვისრუტავ ჩემი მოცვის მარტინის.
დაია, ჩემი საუკეთესო მეგობარი, მიყურებს ისეთი გამომეტყველებით, თითქოს ბალეტი დგამს წარბის ერთი აწევით — ანუ, მოთმინება აღარ აქვს და აშკარად უკმაყოფილოა.
მგონი, უფრო დიდი პირი მჭირდება. მეტი ალკოჰოლი ჩაეტევა.
ხმა არ ამომიღია, მაგრამ მარცხენადუნდულს ჩამოვალ, რომ რომ მეთქვა რაც გავიფიქრე, დიდ პირზე, მეტყოდა რომ ეგ პირი შეგიძლია უფრო დიდი სი*ისთვის გამოიყენოო.
როცა კიდევ ვაგრძელებ წრუპვას, ხელს იშვერს და ჭიქას პირდაპირ ტუჩებიდან მწყვეტს. სინამდვილეში, უკვე თხუთმეტი წამის წინ დავცალე, მაგრამ მაინც ვუშვებდი ჰაერს ყელიდან. ეს ერთადერთი ქმედებაა, რაც ბოლო წელიწადში ჩემმა პირმა განახორციელა.
— ჰეი, პირადი სივრცე, — ვიბუზღუნე და ჭიქა მაგიდაზე დავდგი.
დაიას მზერას ვუვლი გვერდს და ოფიციანტს ვეძებ თვალებით — კიდევ ერთი მარტინი მინდა, სასწრაფოდ. რაც მალე ჩავდებ ჩხირს პირში, მით უფრო მალე მოვერიდები ამ საუბარს.
— ნუ არიდებ თავს საუბარს , ქალო. საშინლად გამოიყურები, — მეჩხუბება.
თვალი ერთმანეთს გავუყარეთ, წამიერი სიჩუმე და მერე ორივე ხმამაღლა ვიცინით.
— სექსშიც არ მიმართლებს, როგორც ჩანს, — ვთქვი სიცილის მერე.
დაიამ ამოიხვნეშა, ირონიული მზერა მომაპყრო.
— შენ შესაძლებლობები გაქვს. უბრალოდ არ იყენებ. ოცდაექვსი წლის ხარ, ცხელი ხარ, ჭორფლები გაქვს, მაგარი ძუძუები და — კაცები რიგში დგანან.
ცალსახად ტყუილი არ უთქვამს. პრეტენდენტები მყავს. მაგრამ ვერავინ მიტაცებს. ყველა ერთნაირი მომაბეზრებელია. ერთ იმავეს მწერენს: "რა გაცვია?" და "მოდი ჩემთან", ცრემლიანი ღიმილით.
რა მაცვია? ისვე ჩაცმული ვარ, როგორც მთელი კვირაა — შარვალი, რომელსაც უკვე უცნაური ლაქა აქვს შუაში.
და არა, დედამოტ@ნულო, არ მინდა შენთან მოსვლა.
დაია ხელს მიშვერს, ისეთი სახით, თითქოს ჩემი ტელეფონი უკვე მისი საკუთრებაა.
— მომეცი ტელეფონი.
თვალები მიფართოვდება.
— შანსი არაა.
— ადელაინ რეილი. მომეცი. დედამოტ@ნული. ტელეფონი.
— თუ არ მოგცე?
— მაშინ მაგიდაზე გადმოვგორდები, ისე შეგრცხვება კაფეს შეძრავ და მაინც მივაღწევ ჩემსას.
ამ დროს ოფიციანტს ვხედავ და სასოწარკვეთილი ვუქნევ ხელს. ისე მორბის, გეგონება თეფშზე თმა ვიპოვე, არადა, ჩემი საუკეთესო მეგობარი უბრალოდ ხასიათზე არ არის და ვინმესთან სექსში მთხოვს.
ვაჭიანურებ. ვეკითხები ოფიციანტს, რომელი კოქტეილი ურჩევნია. მენიუს მეორედ გადავხედავდი, მაგრამ სხვებსაც ემსახურება და არ მინდა უხერხულად ჩავაგდო. საბოლოოდ, ვარჩევ მარწყვის მარტინის. ოფიციანტი მიდის.
ვოხრავ.
ტელეფონი ხელებში უხეშად მივაჩეჩე. იმიტომ, რომ მძულს. იღიმის, გამარჯვებული სახით. თვალები ისე უციმციმებს, თითქოს ეშმაკური გეგმებს აფრქვევს. მისი თითები ისეთი სისწრაფით დადის კლავიატურაზე, ბეჭდვის ხმაზე შეიძლება “სიმფონია ბოროტებისთვის” დაწერო. ოქროს ბეჭდები თითებზე სიჩქარით ლამის უჩინარდება.
ისეთი ბოროტი მზერა აქვს თვალებში, მგონი სატანის პირადსაქმეებშია შესული.
ბომბა ქალია — მუქი კანი, იდეალურად სწორი შავი თმა და ოქროს რგოლი ცხვირზე.
ალბათ ეშმაკის სექსუალური გამომცდელია. ესტერიგეგონება, მაგრამ რეალურად ლილითია.
— ვის სწერ? — ვკითხულობ, ხმაში წრიპინი შემეპარა. ვფრთხილობ, რომ შუა რესტორანში ისტერიკა არ დამემართოს. უკვე მესამე მარტინიზე ვარ და ცოტა თავგადასავლის ხასიათზე ვარ.
მომაპყრო მზერა, ტელეფონი ჩაქრო და წამებში უკან მომაწოდა.
მაშინვე ვხსნი და შეტყობინებებს ვამოწმებ. ხმამაღლა ვკვნესი.
დაიამ გრეისონს მიწერა. არა —
ტექსტი მიწერა:
— მოდი დღეს და ალოკე ჩემი ფისო. შენი დიდი ყლ@ მენატრებოდა,” — ხმამაღლა ვკითხულობ, მშრალად.
და ეს სრული ტექსტიც კი არ არის. იმით ამთავრებს თუ როგორი აღგზნებული ვარ და როგორ ვეხები ჩემს თავს ყოველ ღამე მასზე ფიქრით.
ვღრიალებ და ვმზერით ვკლავს
— ამას მე არასდროს ვიტყოდი! — ვწუწუნებ. — ეგ საერთოდ არ გავს ჩენს საქციელს, საზიზღარო!
დაია ხარხარებს ისე, რომ წინა კბილებს შორის პატარა ნაპრალიც იკვეთება. ღმერთო, როგორ მძულს!
ტელეფონი წკრიალებს.
დაია სავარძელში ცქმუტავს მე კი უკვე ვგუგლავ "1000 გზას სიკვდილისთვის" და ჩემი ისტორიის დამატებას ვაპირებ.
— წაიკითხე, — კივის, ხელები ტელეფონისკენ მოაქვს. ხელებს ვუკავებ და შეტყობინებას ვხსნი.
გრისონი: "აჰა, დრო იყო, გონზე მოსულიყავი, პატარავ. რვაზე მოვალ."
— იცი რა? მაგრად მძულხარ, — ვჩურჩულებ, გაბრაზებული სახით.
დაია იღიმის და თავის კოქტეილს წრუპავს.
— მეც მიყვარხარ, პატარავ.

***


— “ჯანდაბა, ედი, როგორ მომენატრე,” — ქოშინებს გრეისონი ჩემს ყელში და ისე მახეთქებს კედელზე, ლამის კუდუსუნის ძვალი გამიტყდეს. ხვალ დილას ეგ ადგილი დამილურჯდება.
თვალებს ვატრიალებ, როცა კიდევ ერთხელ მეჩურჩულება ყელთან და მის სასქესო ორგანოს მაწებებს ფეხებს შუა. ვერ იტანს სიჩუმეს, აშკარად.
იმპულსურად გადავწყვიტე, რომ დრო იყო გამეთავისუფლებინა თავი, და არ გავაგდე — მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა. ოჰ, როგორ მინდოდა.
ახლა კი ჩემს კოშმარულ დერეფანში კედელზე მიმიმწყვდია. კედლებზე ძველი სტილის აბრები ჰკიდია, და სისხლისფერი შპალერის ფონზე ჩვენი წინაპრების ფოტოები გვიყურებენ. ისეა, თითქოს მსჯიან, თავშეკავებით, თავისი შთამომავლის სექსს რომ პირდაპირ თვალწინ უყურებენ.
მართლა გავარტყამდი, ისე, რომ სინდისიც არ შემაწუხებდა.
ის კიდევ რაღაც სიბინძურეებს მეჩურჩულება ყურში, მე კი აბრას ზემოთ ვუყურებ, ვითომ რაღაც მაინტერესებს. ერთხელ თქვა, ობობების მეშინიაო. მაინტერესებს, შევძლებ თუ არა ჩუმად ავწიო ხელი, ავიყვანი ერთი ობობა და ჩავუსვა პერანგში. მაშინ კი აღარ გაბედავს აქ დაბრუნებას. ორმაგი მოგება.
მაგრამ სანამ რამე მოვიმოქმედე იმდენი მკოცნა ყელში თითქოს ყელისგანაც ელოდებოდა პასუხის დაბრუნებას. მისი სპილენძისფერი თმახელით ჩამოვუშალე. თეთრი კანი ალისფრად შეფერილი აქვს — წითურების წყევლა.
თორემ გარეგნობით ყველაფრით უზრუნველყოფილია. სექსუალურია, ტანი აქვს ფორმაში, ღიმილი — ფილმური. მაგრამ სექსში ცუდია.
— “წამო საძინებელში. მინდა ახლა შენში ვიყო,” — ბურტყუნებს პათოსით.
სრულიად დავიქრინჯე, ვითომ ყურადღება გადავიტანე, მაისური სწრაფად გადავიძრე. თმა რომ შევისწორე და უკვე მკერდზე მომშტერებია, ეგრევე ყურადრება გაეფანტა.
დაია მართალი იყო — მკერდი მართლაც მშვენიერი მაქვს.
მოდის და ლიფზე მექაჩება, მოგლეჯვა უნდა. გავარტყამდი კიდეც, მართლა რომ გაეფუჭებინა, მაგრამ ამ დროს...
ბუხ ბუხ ბუხ! — კარს ვიღაც ურტყავს ისე, რომ ადგილზე შევხტი.
გრეისონს თვალებში ვუყურებ გაშეშებული. ცარიელ სახლში ის ხმა ზედმეტად მრისხანე და ხმაურიანი იყო.
— ვინმეს ელოდები? — მეკითხება, ხელი უცბად ჩამოუვარდა, და წყენით მიყურებს.
— არა, — ამოვთქვი. სწრაფად ვისწორებ მაისურს — უკუღმა ჩავიცვი შემთხვევით — და მივრბივარ კიბეზე. ფანჯრიდან ვიხედები — არავინ ჩანს. შუბლზე ვიჭმუხნები. ფარდა ისევ დავუშვი და კართან მივედი. ღამის სიჩუმე იპყრობს სახლს.
გრეისონი გვერდით მიდგება და დაბნეული მიყურებს.
— აბა... კარს არ გააღებ? — ისეთი სახით მეკითხება, შიგნიდან უნამუსოდ ვიწვი.
თავი ძლივს შევიკავე, არ მეთქვა “მადლობა ნავიგაციისთვის, კაპიტანო”.
წითელი განგაშ ამენთო თავში. რაღაც იმ ხმაში საშიში იყო. აუტანლად აგრესიული. არავინ აკაკუნებს ასე, თუ კეთილად აპირებს სტუმრობას.
ნამდვილი მამაკაცი — იმის მაგივრად რომ შემომთავაზოს კარს მე გავაღებო, მით უმეტეს, როცა სახლს ტყე აკრავს და მხოლოდ ერთი ბილიკია უკან დასაბრუნებლად.
მიყურებს და მზერით მეუბნება , რომ მე ავდგე და მარტო გავსხნა კარი.
სხვა რა გზა მქონდა, მივედი კართან და გამოხსენი
არავინაა.
კარებიდან გავდივარ. ხის იატაკი ჭრაჭუნებს, გარშემო ვიხედები და არავინ ჩანს.
ტყე ბნელია. ვერაფერს დაინახავ, თუ არ შეხვალ. და მე არ ვაპირებ ამ საშინელ ფილმში პროტაგონისტად ყოფნას.
გრეისონი გვერდიდან მომეკრო, თვითონაც ტყეში იყურება.
ვგრძნობ. ვიღაც მიყურებს. ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ, როგორც გრავიტაციის არსებობაში.
ხერხემაში ჟრუანტელმა დამიარა საშინელებათა ფილმის ყურებისას განცდილმა ჟრუანტელმა.
სწრაფად შევბრუნდი და ზემოთ ავირბინე. გრეისონი უკან მომყვება. ვერც კი გავიაზრე რომ თან ტიტვლდებოდა, სანამ ჩემს ოთახში არ შემოდის და ვხედავ — სულ შიშველია.
— სერიოზულად? — ვბურტყუნებ. — „მართლა ვერ გაიგე, რა მოხდა? ვიღაცას კარზე დააბრახუნა და საკმაოდ შემაშინა. არ ვარ ხასიათზე სექსისთვის, გრეისონ,“ — ვუთხარი მკაცრად.
რა დაემართა ელემენტარულ ზრდილობას? ვფიქრობდი, რომ ნორმალური ადამიანი მაინც მკითხავდა, კარგად ვარ თუ არა. შეეცდებოდა გაეგო, რას ვგრძნობ. იქნებ ცოტას დავმშვიდებულიყავი, სანამ ჩემთან ინტიმურ ურთიერთობაზე იფიქრებდა და მისი პენ’სის ჩემში გარჭობაზე.
— სერიოზულად — მკითხა, და მის მოყავისფრო თვალებში ბრაზი გაკრთა. უფერული თვალები აქვს. ზუსტად ისეთი, როგორიც მისი ამაზრზენი ხასიათი და სექსუალური უნარები. ისე ფლანგავს თავს საწოლში, თევზიც კი უფრო დამაჯერებლად იკლაკნება.
— სრულიად სერიოზულად, — ვუპასუხე დაღლილი ტონით.
— ჯანდაბა, ედი, — გამოსცრა ის და ბრაზით აიღო წინდა, რომ ჩაეცვა. საშინლად გამოიყურებოდა — შიშველი, მხოლოდ ერთი წინდით, რადგან დანარჩენი ტანსაცმელი ისევ მიმოფანტული იყო დერეფანში.
ოთახიდან გავარდა, გზად ყველაფერს იატაკიდან კრეფდა. დერეფნის შუაში გაჩერდა, შემოტრიალდა და მომაჩერდა.
- „სწორად თქვეს შენზე, ედი, სრული ბო*ი ხარ. ყოველთვის იმედს მაძლევ და შემდეგ დალურჯებული კვერცხებით მიშვებ და ყელში ამომივიდა. დავამთავრე შენთან და ამ დამპალ სახლთან,“ — ყვირის და თითს ჩემსკენ იშვერს.
- და შენ ნაბი*ვარი ხარ. გაეთრიე ჩემი სახლიდან, გრეისონ, — ვუბრუნებ პასუხს.


თავდაპირველად თვალები შოკით უფართოვდება, მერე თვალები ბრაზით ევსება. ტრიალდება, ხელს ზემოთ წევს და მთელი ძალით ურტყამს მუშტს კედელს.
ყელიდან ყვირილი ამომხდა, როცა დავინახე— მის ხელს ნახევარი კედლის შიგნით იყო,პირი გაოცებით მეხსნება.
- რადგან შენს ხვრელში ვერ შევედი, გადავწყვიტე, ჩემი თავად გამეკეთებინა ამ ღამით. გამოასწორე ეს, ბო*ო,“ — დაიღრინა და წავიდა. მმხოლოდ ერთი წინდით და ხელშ ტანსაცმლით.
- ნაბი*ვარო! — ვღრიალებ და მივვარდი კედელთან, სადაც ახლა უზარმაზარი ხვრელია.
რამდენიმე წამის შემდეგ ქვემოდან კარის ბრახუნის ხმა ისმის — წავიდა.
იმედი მაქვს, ის უცნობი ისევ გარეთ არის. იქნებ იმ იდიოტს გადაეყაროს — მოკლას ერთი წინდით, შიშველი.

წერილი


14 აპრილი, 1944 წელი


ფანჯრიდან ვიღაც უცხო კაცს ვხედავ, არ ვიცი ვინ არის და არც ის ვიცი ჩემგან რა უნდა. ვფიქრობ, თვითონ მიცნობს, ის ფანჯარაში მიყურებს ხოლმე, მაშინ როცა ჯონი სახლში არ არის. მას ქუდი ახურავს და სახეს ჩემგან მალავს, როცა ვცდილობ მივუახლოვდე ყოველთვის გარბის.
ჯერ ჯონისთვის არაფერი მითქვამს, რაღაც მაკავებს, რომ პირი გავაღო და ვაღიარო, რომ ვიღაც კაცი მიყურებს. ჯონი ამას კარგად ვერ მიიღებს. ის თავისი იარაღით გავარდება გარეთ და მის პოვნას ეცდება.
ვაღიარებ მეშინია იმის, თუ რა მოუვა ჩემს ვიზიტორ, როცა ჩემი ქმარი მას მიაგნებს.
ძალიან მეშნია ამ უცნობი კაცის და თან ძალიან დაინტრიგებული ვარ…




____



მოტივაციიისთვის იაქტიურეთ, თარგმანზე ნეგატიური კომენტარები არ გვინდა <3



№1 სტუმარი მკითხველი

საინტერესოა გაგრძელე წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent