შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სარკევ სარკევ მითხარი (თავი ოთხი)


გუშინ, 08:53
ავტორი ვე რა
ნანახია 233

სარკევ სარკევ მითხარი


7

_ იცი რა მგონია?_ ვკითხე ანტონიოს ისე, რომ ანას ბედნიერი სახისთვის თვალი არ მომიშორებია._ ესენი ან ძალიან მაგარი წყვილი იქნებიან, ან დახოცავენ ერთმანეთს და მე და შენ ფრონტის შუა ხაზზე მოგვიწევს ხოლმე მათი გაშველება და ალბათ ზოგჯერ ვიჩხუბებთ კიდეც.
_ ფიქრობ, ისინი ჩვენს ურთიერთობას ხელს შეუშლიან?_ მკითხა ღიმილით.
_ კი არ ვფიქრობ, სწორედ ზუსტად ვიცი! _ თავი დავუქნიე მე და თვალები ავად მოვჭუტე, როცა გვრიტები საეჭვოდ მიუახლოვდნენ ჩემი და ანას კარავს._ შენ ლ, რა თქმა უნდა, შენი რაფუნზელის მხარეს დაიჭერ, მე ჩემი ფიფქიასი და ..... თუმცა მაგ თავხედებს არ მივცემ უფლებას მესამე მსოფლიო ომი წამოიწყონ.
_ ჰოო?_ მკითხა ეჭვით ანტონიომ და მივხვდი სცადა სერიოზული დარჩენილიყო.
_ ჰოო! რადგან ახლავე და აქვე დავმარხავ ორივეს!_ ფეხზე წამოვხტი და კარვისკენ გავიქეცი, სადაც ანას სანახევროდ უკვე მოესწრო შეძრომა.
_ აქ მოდი ქალბატონო!_ დავადექი თავზე და მისი აბრეშუმივით გრძელი თმა მაჯაზე გადავიხვიე._ აბა გამოხოხდი უკან შე გველაძუილო!
ანამ ერთი იკივლა და გაიბრძოლა, მაგრამ ბავშვობიდან ვიცოდი მისი სუსტი წერტილი. თმაში მაგრად მოვქაჩე და უკან გამოძრომა ვაიძულე.
_ რას აკეთებ შე კრუელა!_ ამოიტირა საწყლად. თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედა.
_ სად მიძვრებით, აბა განამანათლეთ!_ დავუბრიალე თვალები ავად.
_ ხელი გაუშვი, რას აკეთებ? ნორმალური ხარ?_ მის საშველად დაიხარა ნიკა და აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა. იმ კონფლიქტში ჩაყო თავისი ლამაზი მელაკუდას ცხვირი, სადაც ჩვენი მშობლებიც კი ვერ ბედავდნენ ხოლმე ჩარევას და უბრალოდ სეირებს უყურებდნენ, როგორ ვპუტავდი ხოლმე ჩემს ქარაფშუტა დაქალს, სრულიად დამსახურებულად.
მოკლედ სატრფოს გადასარჩენად დაიხარა ჩვენი უსიმპატიურესი და უმამაცესი პრინცი და მისი საამაყო დალალებიც იმ წამსვე დავატყვევე. მას გამოცდილება, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა, და როგორც გამოუცდელმა ჩემგან თავის დაღწევა სცადა. ორიოდ წუთში მიხვდა, რომ ვერ იყო მთლად კარგი იდეა და ამაო ფართხალი შეწყვიტა.
_ რა გინდა?_ ამოიწუწუნა ანამ საცოდავი სახით.
_ რა მინდა? მანდ რომ მიძვრებით თქვე უსირცხვილოებო, კაი ბავშვების არ გერიდებათ, მაგრამ მიბრძანეთ ერთი, მე სად დავიძინო?_ ახლოს მივუტანე სახე და აკვარკვარებულ გიშრის თვალებში ჩავხედე.
_ იქ!_ მიპასუხა ურცხვად და საჩვენებელი თითი ნიკას და ანტონიოს საერთო კარვისკენ გაბზიკა.
_ ნუთუ?_ ვკითხე ირონიული ღიმილით. _ანტონიოსაც თქვენთან აძინებთ, თუ მდინარის პირას გავუშალოთ საწოლი? ახლა ორივემ მომისმინეთ! სანამ აქ ვართ სამ ნაბიჯზე მიუახლოვდებით ერთმანეთს, თორემ ვფიცავ დიად კრუელას,ორივეს გაგაწიწკნით მაგ ქოჩრებს! გასაგებია?_ ჩავეკითხე მეტი სიზუსტისთვის. თავები დამიქანცურეს მორჩილად. მაგრამ ცოტა გულწრფელობა დამაკლდა სასიძოს თავის ქანცურში. ოდნავ მოვქაჩე ორივეს თმას და კითხვა გავიმეორე._ ხმამაღლა მიპასუხეთ , რაღაც ვერ გავიგე! გასაგებიამეთქი?
_ გასაგებია არანორმალურო!_ იყვირა გაწიწმატებულმა ნიკამ. ბედნიერად გავუღიმე და ორივეს ხელი გავუშვი.აშინვე რამდენიმე ნაბიჯით მომშორდნენ, უსაფრთხო დისტანციაზე გაჩერდნენ, რომ გაქცევა მოესწროთ და გაბრაზებული ციყვებივით მომაჩერდნენ, მაგრამ ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ გაბედეს. მე კი ხელები მშვიდად გავიბერტყე. შემდეგ ორი გაბზეკილი თითი ჯერ თვალებთან მივიტანე, შემდეგ მათკენ გავიშვირე, იმის ნიშნად თვალს არ გაცილებთმეთქი. ისეთი სასაცილო სანახავები იყვნენ. იდგნენ გაჩეჩილები გვერდზე გადახრილი კიკინებით და ხან ერთმანეთს შესცქეროდნენ გაოგნებული სახით, ხან მე.
ზურგი ვაქციე მათ და ანტონიოსკენ გავემართე. არანაკლებ გაოგნებული მიყურებდა. მხოლოდ მის გვერდით მჯდარი კომა იცინოდა თავშეუკავებლად. მისთვის პირველი არ იყო ეს სანახაობა. და ოდესღაც საკუთარ თავზეც ჰქონდა გამოცდილი იგივე სასჯელი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 19 წლისა ავარიაში მოყვა ჯამბულთან ერთად, მამამისის მოპარული მანქანით და სამი თვე კომაში გაატარა, მასზე ხელი აღარ აღმიმართავს.
_ აუ, რა იყარე ჩემი ჯავრი?_ ამომხედა სიცილით და თვალი ჩამიკრა._ რამდენი წლის წინ იყო და გეფიცები ახლაც მახსოვს, როგორი მწარეა.
მარცხენა ხელით მოიჩეჩა დაბალზე შეჭრილი თმა. თავზე ახლაც ეტყობოდა გრძელი ნაიარევი ყურს უკნიდან რომ იწყებოდა და კისერთან მთავრდებოდა. თუმცა ნაიარევი ზოგისთვის სულაც სანატრელი რა ამ იყო.
_ შენზე გაბრაზებული ვარ რომ იცოდე და გამერიდე სულმა არ წამძლიოს!_ ვუპასუხე ცივად. გაწევა ვაიძულე და მათ შუაში ჩავეკვეხე.
_ რა უქენი ახლა იმათ?_ მკითხა ანტონიომ სიცილით.
_ იმათ კი არა, შენ გადაგარჩინე!_ ვუთხარი მშვიდად.
_ მეე? _ გაიოცა გულუბრყვილოდ.
_ ხომ დაინახე რას აპირებდნენ? ხოდა გარეთ ძილს და კოღოების კერძად ქცევას გადაგარჩინე. თან უკვე ძაან ამოვიდა ყელში მაგათი ურცხვი კურკური!_ გვერდით კომა აფხუკუნდა._ სხვათა შორის იმ შენ გულგატეხილ ციცისაც ძალიანაც გულითადად ნუ დაამშვიდებ ხოლმე!
ისევ კომას მივუბრუნდი.
_ ხომ იცი გულგატეხილი ქალები სამიზნეებს ადვილად იცვლიან!_ კომამ უარის ნიშნად თავი გადააქნია. _ ხოდა აწი იცოდე!
გაეცინა, მოშორებით ცეცხლთან მჯდარ ციცის და მარის გახედა და მათკენ გადაინაცვლა.
_შეაყარე კედელს ცერცვი! _ ამოვიოხრე ყასიდად._ „ყველა კაცი ერთნაირიას“ პრინციპი ისევ გამართულად მუშაობს!
_ არაა მასე!_ არ დამეთანხმა ანტონიო. თუმცა შევამჩნიე , ფიქრებმა ისევ სადღაც სხვაგან წაიღო. მინდოდა კიდევ რაღაცეები მეკითხა, მაგრამ არც მასეთი უგულო ვიყავი, რომ აშკარად გაფუჭებულ პირად ურთიერთობაზე დამესვა თავხედური კითხვები. ისედაც უცნაურად შებოჭილი ტიპი იყო. უჭირდა გულის გადაშლა, უჭირდა საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირება, ეხამუშებოდა ის წვრილ_წვრილი კითხვები, რაც გულითადი საუბრის თანმდევი იყო ხოლმე. არა, ვერ ვიტყვი, რომ საუბარი არ სურდა, მაგრამ კითხვების გარეშე ვერ წარმომედგინა ადამიანი რანაირად უნდა გამეცნო. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა მას ჰგონებოდა, რომ ფამილარული ანდაც უტაქტო გოგო ვიყავი, მაგრამ, მიუხედავად მაგისა, ვგრძნობდი აინტერესებდა, როგორი ქარი ქროდა ჩემს თავში. უბრალოდ ისე მიყურებდა, როგორც პატარა ლეკვს. აი დროებით რომ ძალიან გესაყვარლება, გაეთაშები კიდეც, ბურთსაც გადაუგდებ, მაგრამ სახელს რომ არაფრით დაარქმევ შეჩვევის შიშით. ზუსტად ამგვარი ტიპი იყო ეს უცნაური ანტონიო. უცებ გამიელვა აზრმა, რომ სწორედ ამიტომ ჰქონდა პირადი ურთიერთობაც არეული. თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს ხომ უმეტესად უჭირთ სერიოზული ურთიერთობების აწყობა, ალბათ არ უღირთ თავისუფლების დაკარგვა, მაგრამ სინამდვილეში საქმე სულაც სხვაგვარადაა, უბრალოდ მათ სათანადოდ არ უყვართ. მაგრამ როცა სწორ ადამიანებს იპოვნიან, თუ ას მოხდა, მიხვდებიან, რომ თავისუფლება არაფერია ამასთან შედარებით. უფრო სწორეფ სწორედ ამგვარი ადამიანის პოვნა გათავისუფლებს სინამდვილეში. ალბათ ანტონიოს შეყვარებული ამგვარი ადამიანი არ იყო და ანტონიო ამას ქვეცნობიერად ხვდებოდა.
_ ანტონიო, დღეს რაც მე გავაკეთე სისულელე იყო?_ ვკითხე ინტერესით.
_ სისულელე იქნებოდა, ის არ გეცადა, რაც ასე გსურდა! უბრალოდ არა სიცხიანს და არა დასუსტებულს! და არა ერთბაშად კიდე!_ უცნაურად გაეღიმა. ვერ მივხვდი, რაზე ფიქრობდა.
_ანუ სათანადოდ მძაფრად თუ გსურს რამე, ცდა ბედის მონახევრეა არა?_ პატარა ჯოხით მიწაზე მთა დავხატე. მის თავზე თვითმფრინავი და სევდიანად დავაჩერდი. ალბათ არასდროს დადგებოდა წამი, რომ მე ფრენას გავბედავდი. რომ მშვიდად შევძლებდი მიწიდან ერთ ნახტომზე მეტად დაშორებას.
_ გინდა ხვალ ყველაზე უსაფრთხო ადრენალინი სცადო?_ მკითხა ანტონიომ და ოდნავ დაიხარა ჩემკენ. ჯოხი გამომართვა და ჩემი ნახატი დაუნანებლად გადაჩხაპნა._ აი ამით დავიწყოთ!
თქვა და მიწაზე ველოსიპედი დახატა, თანაც ჩემდა გასაკვირად იმაზე უკეთ, ვიდრე მე დავხატავდი. გაოცებულმა ავხედე.
_ კი მაგრამ შენ საიდან იცი?_ ვკითხე ინტერესით.
_ რა ვიცი?
_ რა და რომ ამის ტარებაც არ ვიცი?_ თითი ნახატისკენ გავიშვირე. გაეცინა.
_ სიარულზე გეტყობა!_ მიპასუხა მერე სერიოზულად. იმდენად სერიოზულად, რომ დავუჯერე კიდეც და სერიოზულად დავფიქრდი, თუ რანაირად დავდიოდი.
იმ ღამეს მხიარულად ვივახშმეთ. ნიკა კი ცდილობდა, რაც შეიძლებოდა შორს დამჯდარიყო ჩემგან, მაგრამ მცდელობა მცდელობად დარჩა. ახლა მასა და ანას შორის დავჯექი და მისი უკმაყოფილო სახის დანახვისას თვალები დავუბრიალე: „ პრობლემაა რამეთქო?“ვკითხე მიმიკით. ორივე ხელი ასწია: „არაო!“
ცოტა ვიმღერეთ, ცოტა ვისაუბრეთ, ბევრი ვიცინეთ, დავლიეთ და შუაღამე კარგად გადასული იყო, რომ დავიშალეთ. მალევე დაგვეძინა. მე ისე ვიყავი დაღლილი, რომ თავი დავდე თუ არა მაშინვე გავითიშე და არაფერი გამიგია მანამ, სანამ არ ინათა. თვალი რომ გავახილე ანა კარავში არ დამხვდა, გამიკვირდა, როგორც წესი, ახერხებდა და ჩემზე მძინარა იყო. კარავი დავტოვე და ავი წინათგრძნობით გავემართე მის მოსაძებნად. მალევე მივაგენი, მდინარის პირას იჯდა ქვაზე და აშკარად ტიროდა. მივუახლოვდი და წინ დავუდექი.
_ რა ჯანდაბა გაბღავლებს? რა მოასწარი ამ უთენია?_ ვკითხე გაბრაზებულმა.
_ იცი რა მოხდა? არა იცი?_ მკითხა ტირილით.
_ აზრზე არა ვარ. მეძინა ბედნიერად! _ ავიჩეჩე მხრები.
_ გუშინ ღამე ნიკა მომენატრა. შენ გეძინა და ვიფიქრე, გაგეპარებოდი. ასეც მოვიქეცი. და მათ კარავთან მივედი. საუბრობდნენ და ყველაფერი გავიგონე!_ ცხვირი ხმაურით მოიხოცა და ამოისლუკუნა.
_ ჰა, რა გაიგონე მასეთი?_ დავინტერესდი მე.
_ რა და ანტონიო ეკითხებოდა სიცილით, ხომ არ გადაიფიქრე ჩვენი გეგმაო? ნიკამ სიცილითვე უპასუხა: ჯერ არაფერი არ გადამიფიქრებია, შენ არ იდარდო, უბრალოდ მგონი უგეგმოდაც იოლად გავალ ანასთანო! გაიგეეე?_ ლამის გულიც ამოაყოლა ტირილს. შემეცოდა, სიმართლე რომ ვთქვა.
მაგრამ გამახსენდა ანტონიოს წინა საღამოს ნათქვამი სიტყვები: „მგონი დროა ამათ შევეშვათო.“ და დავიბენი. არა, არ ჰგავდა ეს ბიჭი მატყუარას, მაგრამ იმას სად წავუვიდოდი, რომ ანამ მათი საუბარი გაიგონა.
_იქნება მოგეჩვენა გოგო? ნიკასი არ ვიცი, მაგრამ არაა ანტონიო მასეთი ბიჭი, გოგოს მახე დაუგოს და რაღაცეები გეგმოს!_ ვცადე ამეხსნა, მაგრამ ანა მოულოდნელად გაკაპასდა.
_ არა, მანამდე რომ მომხდარიყო ყურადღებას არ მივაქცევდი, პირიქით უფრო აზარტულიც კი იქნებოდა მისთვის თავის მოწონება, მაგრამ ახლა? ახლა, როცა მითხრა, რომ მოვწონვარ და ჩვენი ურთიერთობისთვის შანსის მიცემას აპირებს? _ ტირილი სიბრაზემ შეუცვალა. ფეხზე წამოდგა და პატარა მუშტები შეკრა. ვიცნობდი მის ამ მდგომარეობას, მივხვდი კარგი არაფერი მოყვებოდა ამ აფექტს.
_ ანა! გონს მოდი! ანა!_ მივაძახე კარვებისკენ გაქცეულს, მაგრამ არც კი მოიხედა.
_ ღმერთო, შენ უშველე იმ უბედურს._ შევევედრე ცას და უკან გავეკიდე. კარვებს რომ ჩაუქრლა, ვიფიქრე გადავრჩით წითურების ჰოლოკოსტს, მაგრამ წამში შემეცვლა აზრი. ანამ პიკაპის კარი გამოგლიჯა. დაუფიქრებლად ჩახტა შიგნით და მანქანა დაქოქა. მანქანის ხმაზე კარვიდან თმა გაწეწილი ნიკა გამოვარდა, მაგრამ ანა უკვე თავდაღმართში მიქროდა მთელი სისწრაფით....



№1 სტუმარი სტუმარი სტუმარი

რაღაცაები გამოვტოვე. ოღონდ ვერ მივხვდი,მე თუ შენ.

მესამე თავიდან მეოთხეზე ვერ გადადის, აშკარად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent