შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 28 თავი


დღეს, 05:00
ავტორი ნეაკო
ნანახია 131

-ნიცა ორსულადააა... ანდრიასგან ბავშვს ელოდება
-რა? მე კიდევ მეგონა რომ-ხმასთან ერთად მთელი სხეული აუკანკალდა აღელვებულ გოგონას
-რომ რა?-ინტერესით ჰკითხა თორნიკემ და მომღიმარი მზერით სახეში მიაჩერდა
-რომ მოხდა ის, რაც დიდიხანია გინდოდა რომ მომხდარიყო...
-რას გულისხმობ?-ვერ მიუხვდა სათქმელს თორნიკე
-იცი რასაც ვგულისხმობ!
-თათია...
-თორნიკე! შეგიძლია რომ წახვიდე? მარტო ყოფნა მინდა!
-არ შემიძლია!
-გთხოვ-შეეხვეწა სასოწარკვეთილი გოგონა და ორსულობის ტესტი შარვლის ჯიბეში შეუმჩნევლად შეინახა
-ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი...
-იმდენი რამ მოხდა...
-ხო მაგრამ მაინც...- ეჭვნეულად უთხრა თორნიკემ და გამომცდელი მზერით სახეში მიაჩერდა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა.
-გთხოვ ასე ნუ იქცევი!
-მაინც როგორ?!
-ქორწინდები!
-მერე რააა?!
-თორნიკე!
-რააა?!
-გთხოვ წადი!
-წასვლა არ მინდა
-გთხოვ
-ყველაფერი უნდა აგიხსნა!
-საჭირო არაა!
-დარწმუნებული ხარ შენს სიტყვებში?
-......
-თათია!
-......
-არაფერს მეტყვი?
-მაინც რისი მოსმენა გინდა?
-შენ როგორ ფიქრობ?
-არ ვიცი- გულწრფელი ემოციით უთხრა გაღიზიანებულმა და აკნაკალებული თითებით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა მაგრამ მაშინვე ჩააქრო-ჯანდაბა!- წამოიყვირა და ახლადგახსნილი კოლოფი სანთებელასთან ერთად სამზარეულოს ნაგვის ურნაში ჩააგდო-უნდა დავმშვიდდე!- საკუთარ თავს უბრძანა და აღელვებული ისევ მისაღებ ოთახში დაბრუნდა- გთხოვ არაფერი მკითხო-შეეხვეწა დაბნეულ ბიჭს და წამიერად მზერა გაუსწორა.
-ცუდად გამოიყურები მოხდა რამე?
-კარგად ვარ!
-არ ხარ!
-ცოტა დრო მჭირდება და დავმშვიდდები
-დიდიხანია რაც აღარ ეწევი?
-არც ისე
-მაინც?
-რამდენიმე დღეა
-ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტე თავის დანებება?
-ისე... უბრალოდ...
-უცნაურია, აქამდე არასდროა გიცდია თავის დანებება
-რაღაც ყოველთვის პირველად ხდება!
-ასეა!-დაეთანხმა თორნიკე და სევდიანად გაუღიმა
-ძალიან დაღლილი ვარ შეგიძლია რომ წახვიდე? დასვენება მინდა თან ხვალ ქორწილი გაქვს...-კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა თათია მაგრამ თორნიკემ სიტყვა გააწყვეტინა კითხივთ:
-მოხვალ?
-გინდა რომ მოვიდე?
-......
-არ მოვალ
-თათია-აღელდა თორნიკე- ჩემთვის და ნიცასთვის ეს ქორწინება არაფერს არ ნიშნავს! ანდრიამ მითხრა სიკვდილისწინ რომ ნიცა ორსულად იყო და... მთხოვა მათზე მეზრუნა! ამიტომ ვქორწინდებით... სხვა მიზეზი არ არსებობს და ვერც იარებებს იმიტომ, რომ ნიცა...-წამიერად გაჩუმდა თორნიკე- ის...ჩემი ძმის საყვარელი ქალი და შვილის დედაა!
-ამ ყველაფერს რატომ მეუბნები?- თვალები უეცრად ცრემლებით აევსო თათიას
-იმიტომ რომ... არ მინდა გული კიდევ ერთხელ გატკინო
-არაფერში გადანაშაულებ!
-იმ ღამეს რაც მოხდა...
-იმ ღამეს რაც მოხდა შეცდომა იყო!
-შეცდომა?!
-არუნდა მოვსულიყავი
-მაგრამ მოხვედი!
-რატომ არ შეგიძლია რომ ის ღამე უბრალოდ დაივიწყო?!- ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში თათიას
-იმიტომ, რომ- წამიერად გაჩუმდა თორნიკე- არ მინდა!- დაუფიქრებლად უპასუხა და მათშორის არსებული მანძილი წამებში დაფარა. წამიერად სუნთქვა შეეკრა და გულის ცემა გაუჩერდა მისი ზედმეტი სიახლოვით აღელვებულ გოგონას და მხოლოდ ამი თქმა მოახერხა მისთვის:
-უკვე გვიანია...
-გინდა რომ წავიდე?-გამომწვევი ტონით ზედ ტუჩებთან დაუჩურჩულა ვნება მორეულმა ბიჭმა და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეკოცნა
-ხვალ ქორწინდები!
-ფიქტიურად!
-თორნიკე! ვიცი რომ ნიცას მიმართ გრძნობები გაქვს! ზუსტად არ ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ თქვენ სამს მაგრამ...
-არ უარვყოფ, ნიცას მიმართ ნამდვილად მქონდა გრძნობები, მაგრამ მან ანდრია აირჩია...
-ვიცი!
-და ჩვენს შორის ჩადგა! თავიდან მეგონა რომ მიზანმიმართულად დაუახლოვდა ანდრიას... ჩემს გასაღიზიანებლად, მაგრამ მალევე მივხვდი რომ ვცდებოდი, რადგან მკვლელობის წინა ღამეს ანდრია ჩემთან მოვიდა და მითხრა რომ...
-ერთად იყვნენ?
-რაღაც ამდაგვარი და კიდევ მითხრა რომ... ხელი სთხოვა
-რა?-გაოცება ვერ დამალა თათიამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მაქსიმალურად მშვიდი ტონით ჰკითხა- დათანხმდა?
-უარი უთხრა! მაგრამ იმ ღამეს ჩემთვის ყველაფერი დასრულდა!
-.....
-ნიცას მიმართ გრძნობები ანდრიასთან ერთად დავმარხე! ეს მასაც ვუთხარი, ამიტომ დამთანხმდა ქორწინებაზე.
-მომხდარის გამო თავს ალბათ საშინლად გრძნობს
-ასეა-დაეთანხმა თორნიკე და კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა
-ხვალ მოხვალ?
-გინდა რომ მოვიდე?
-.......
-.......
იმ ღამეს ორივე კითხვა უპასუხოდ დარჩა.

ხელმოწერის ცრემონია თორნიკეს სახლში გაიმართა, რომელსაც ქორწინების რეგისტრატორის გარდსა მხოლოდ ნიცას ოჯახის წევრები და თორნიკეს ახლო მეგობრები დაესწრნენ.

-როგორც შევთანხმდით-მძიმედ დაიწყო ლაპარაკი თორნიკემ როცა მარტონი დარჩნენ- ამ სახლში მხოლოდ შენ, ლიკა(დიასახლისი) და დაცვის ბიჭები იცხოვრებთ
-შენ სად აპირებ ცხოვრებას?
-ბუბასთან! სანამ გონიოს სახლს გავყიდი...
-ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა
-ჩემზე ნუ ღელავ!
-ხო მაგრამ...
-ყველაფერი კარგადაა!
-გასაგებია!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent