დოროთე (თავი მეორე)
ვზივარ კაბინეტში და ვმუშაობ ანუმაციაზე, რადგან სადაც არის მშვენიერი ელეონორა შემოაბიჯებს ჩემს სამუშაო ოთახში. მუშაობის პროცესში ვარ და უცბად გაიღო კარი ჩემს წინ..... მომღიმარი სახის გამომეტყველება წამში შემეცვალა, რადგან ოთახში ელეონორას ნაცვლად ჩემი მდივანი სალომე შემოვიდა, რომელიც სიყვარულის აღსავსე თვალებით მიმზერს და სულ ავიწყდება რისთვის შემოდის თუკი მე არ შევახსენე. -მშვიდობაა ანანო?... -დიახ ბატონო დოროთე, უბრალოდ მინდოდა მეთქვა რომ ბატონ ნუგზარის ახლობელმა დარეკა თავად ვერ ახერხებს თქვენთან მოსვლას და შემოგითვალათ იქნებ თვიტონ გვეწვიოს ჩვენს ფილიალშიო. -მოიცადე, სალომე ვინ ნუგზარის ახლობელმა?... ვინ მე გვეწვიოსო სადო?... -მმმ... სახელს ვერ ვიხსენებ, მე მგონი.... ელისო თუ... -ელეონორა?... -დიახ, დიახ სწორედ ელეონორამ. მაგიდაზე მუშტი ისე დავაბრახუნე რომ ხელი ძალიან მეტკინა მაგრამნსალომესთან ვცდილობ არ შევიმჩნიო... ჯანდაბა თურმე მე უნდა ვეწვიო ახლა?!... ეგ დორითე კაბინეტშიც რომ იჯდე მაინც სხვების დაკრულზე უნდა იცეკვო!... ადექი,აეთრიე არ დააგვიანო. ვესაუბრები და ვმოძღვრავ საკუთარ თავს ასე ვტოვებ და მივდივარ რომ ვეწვიო ჩვენს მეგობარ კომპანიას, მაგრამ გულს ის მახარებს რომ ელეონორას მაინც ვნახავ.... ჯანდაბა, ოჰ ნუგზარ შენ მოგეცეს ჩემი ცოდვა... ხელფასი რომ არ მიმატებ, რა იქნება რომ შევცვალო ავტომობილი და არ ვიგრინო ამ მოცუცქნულ იაპონური მანქანის პროვოკაციით, პატარა ხომ ჩემიბთავიც მეყოფა, ეგ იმედი მაქვს დავძრავ მაინც. დიდ ხნიანი ჭიდილის შემდგომ მოვახერხე დამეძრა ავტომობილი და ასე კუს ნაბიჯებით მივიწევ ელეონორასკენ... ადგილზე მისულს გამიჭირდა ავტომობილის სწორად გაჩერება, რამაც კომპანიის დაცვის ყურადღება მიიპყრო, ისე მიმზერს როგორ გადმოვდივარ ვისვაივაგლახით რომ გეგონება შოუს ვდგამდე.. ზრდილობიანად მივესალმე და ასე შევაღწიე შენობაში. იქ მომუშავე გოგონებმა მიმასწავლეს ელეონორას ოთახის ზუსტი ადგილი დაეცვგავეშურე დიდი აღტაცებით მაგრამ ჰოი სწრაფად შევჩერდი... ახლა მასთან შესვლისას უეცრად ანანომ არ მოინდომოს ჩემთან დაკავშირება, ჯანდაბა სჯობს რომ მობილური ტელეფონი გავთიშო.... ასეც მოვიქეცი, ახლა მშვიდად და წყნარად ოდნავ მოკრძალებულად ვაკაკუნებ კარზე, და მშვვენიეი ხმა მიხმობს რომ შევბრზანდე. ვერც კი ავღწერ რა დამემართა როდესაც მის წინ აღვმოვჩნდი ოთახშიარტოდ, გაშეშებული და დაძაბული ვდგევარ... სახიდან დიდი ნაკადით მიღვარღვარებს ოფლი, ვიწმენდ და ისეთი ამაზრზენი ხმა ისმის ცხიმის რომ სირცხვილისაგან აღარ ვიცი როგორ მოვიმოქმედო. პიჯაკის შიგნიდან მთლიანად სველი ვარ, ტითქოს და ვინმემ წყალი შემომასხა, მკლავებიდან წურწურითსდის სისველე... როგორ მეუხერხულება, ხმასაც ვერ ვიღებ მანამ სანამ ელეონორამ არ მთხოვა რომ დავმჯდარიყავი, მე კი ენა ისე მესმის ძალიან მიჭირს მასთან საუბარი, თავად კი მიღიმის და ცდილობს საქმე გამაჩნია. ერთუ სიტყვაც კი არ მესმის რას მესაუბრება, მხოლოდ მის ტუჩების მოძრაობას ვაკვირდები და ვცდილობ როგორმე ეს ოხერი ოფლი მოვიშორო მაგრამ ისე თქეშით გამომდის სახიდან და მკლავებიდან რომ სადაც არის სირცხვილისაგან დავდნები. ჯანდაბა რაღაც ფურცელს მაწვდის რომ ხელი მოვაწერო, მე კი ჩემი ჩასველებულიბხელიტ ვარჩევ და ვცდილობ ხელი მოვაწერო მაგრამ ვხედავ ფურცელს რომელზედაც ხელს ვაწერ წვეთები ეცემა ჩემი შუბლიდან, წკაპ წკუპ თოთქოს წვიმას იწყებსეს. ასეთ ცასველებულ ფურცელს ვერ დავიბრუნებ, ვცდილობ სიტუაციიდან თავი გამოვიზვრინო და ვფიქრობ როგორ მოვახერხო ეს?!.. მას რომ ვუყურებ გაოცებული მიმზერს და ვგრძნობ რომ სიცილისაგან თავს იკავებს... ფანჯრის გაღება ვსთხოვე რომ მოვიმიზეზე თითქოს და ძალიან მცხელა, უკვე აღარ შემიძლია, ქალი რომელიც მიზიდავს მის წინაშე ასე ცასველებული გამოვიყურები, არადა რამდენს ვგეგმავდი ჩბენს შეხვედრას... ესეც არ მეკმარა უცბად ოთახის კარი გაიღო და მისი ტანამშრომელი შემოვიდა რომელიც მამუკა სახელით გამეცნო.. შენ გაგახარებს ღმერთი მამუკა ვფიქრობ ჩემთვის, ახლა მესამე ადამიანი ძალიან მჭირდებოდა. ბატონი დორითე აქ ბრძანდება?.. იკითხა მამუკამ... დიახ ეს გახლავთ დორითე, უპასუხა ელეონორამ. იმდენად გაოცებული და დაბნეული ვზივარ რომ პასუხიც კი ვერ გავეცი ადამიანს, მან კი მისკენნმიხმო და ხელში მობილური ტელეფონი უჭირავს, მან მითხრა რომ ჩემი მეუღლე მკითხულობს. . ახლა გავგიჟრდები, ცალკე ის ფაქტი მაოცებს რომ როგორ და საიდან უკავშირდება ჩემი მეუღლე ამ კომპანიის დარაჯს, და ცალკე ის ფაქტი მაშფოტებს რომ ელეონორამ შეიტყო რომ ცოლი მყავს. სიმწრით გამოვართვი დარაჯს მისი ტელეფონი და ვესაუბრები ჩემს მეუღლეს. -გისმენ ანანო, ხომ არის მშვიდობა? -რატონ გაქვს ტელეფონი გამორთული? -აბა ონმნიშვნელოვან შეხვედრაზე ვარ და ამიტომ და საერღოდ საიდან გაიგე ეს ვიღაცის ნომერი?! ან საერთოდ რა იცი მე სად ვარ და რას ვაკეთებ?.... -ჰმ.. საყვარელო მე შენ ყველგან მოგაგნებ საოცარი აპლიკაციით. ოჰო... ისედაც დასველებულს ახალი ოფლის ნაკადმა შემომიტია, ამ საბრალო მოხუც დარაჯს სულ დავუსველე ტელეფონი და ასე წურწურით დავუბრუნე მისი კუთვნილი სველი ტელეფონი, ის კი შეშფოტებული უმზერს მის გაოფლილ მობილურ ტელეფონს. მოვუბოდიაე ელეონორას შექმნილი მდგომარეობა და სანაცვლოდ შევტავაზე სახლში ჩემი ავტომობილით მიგაცილებ რაზეც დამთანხმდა, ოჰ რა სასიამოვნოა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა რომ გალუმპული ვდგავარ მის წინაშე... სასიამოვნო სახის გამომეტყველება ისევ შემეცვალა რადგან გამახსენდა რომ სისულელე ჩავიდინე ეს რომ სევთავაზე მაგრამ ვეღარაფერს მოვიმოქმედებდი. როგორც იქნა თავი მოვიწესრიგე და შენობის ეზოში ველი ელეონორას რომ შინ მოვაცილო, ნახევარი კოლოფი სიგარეტი მოვწიე მის ლოდინში და აი ისიც გამოჩნდა. -ზალიან ხომ არ დავაგვიანე? -არა რას ამბობ, რომც დაგეგვიანა, ეს ჩემტვის პრობლემას არ წარმოადგენდა. დიდი სიმპათიიტ ვუმზერას მაგრამ ვინმე უცხო ბერიკაცმა მხარზე ხელი დამადო და მეკითხება თუ სემიძლია რომ ეს ავტომობილი ოდნავ ზემოდ ავაგორო?!.. მე კი ჩავიცინე და ელეონორას თავდაჯერებული სახის გამომეტყველებით გავხედე მანაც გამიღიმა, მივუბრუნდი ბერიკაცს და ვუპასუხე,.. ჰეჰ როგორ თუ არ შემიძლია?!... დიდი თავდაჯერებუთ მივემართები ავტომობილისაკენ დარომმმივუახლოვდი კვლავ გამოიხედე ელეონორას და მთელი ზალით ვცდილობ მივაწვე და ავაგორო ავტომობილი მაგრამ ადგილიდან ვერ ვძრავ, მთელი ძალით ვაწვები და მაინც უშედეგოდ.... გაოგნებული ბერი კაცი მოემართება ჩემსკენ და თან გაჰყვიროდა ჩემი მიმართულებით, ასე არა შვილო!... მე შენი ავტომობილი მეგონა და ვიფიქრე თუ გასაღები გექნებოდა. კვლავ გაოფლილი ჩავიმუხლე და ღრმად ვქოსინებ, ელეონორა კი დგას შორი ახლოს და პირზე ხელაფარებული ცდილობს თავის შეკავებას.. გაბრაზებული წამოვდექი და ბერი კაცს ვუსაყვედურე. ელეონორამ გამანდო რომ მას ძალზედ ეჩქარებოდა და მარტომ გადაწყვიტა წასვლა, მე კი გაბრაზებულმა მივუახლოვდი ჩემს ავტომობილს და წიხლი მივარტყი კარს რის შედეგადაც მანქანის წინა ფარი ჩამოვარდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.