ტყუილებს მიღმა (ნაწილი 9)
რაც თავი ახსოვს, მთელი ცხოვრება სამსახურს მიუძღვნა, ბედით უკმაყოფილო არასდროს გახლდათ მაგრამ ოცნებების ასახდენად არასდროს ეცალა, ოცნებისთვისაც მხოლოდ მაშინ, თავის თავთან მარტო რომ დარჩებოდა ხოლმე, მთელი ეს ქალაქის ჭუჭყი სურდა ჩამოეშორებინა, ვეღარ აუდიოდა მის თავში არსებულ დიდ გორგალს, რომელიც იხვევდა და იხვევდა, მანქანაში რომ ჩაჯდა და მოძრაობა დაიწყო, ბოლომდე მაინც არ ქონდა გადაწყვეტილი საით წასულიყო, უფრო ახლოს თუ უფრო შორს, მაგრამ სხეული თავისით მართავდა საჭეს და თავისთვის ირჩევდა დანიშნულების ადგილსაც, სად თუ არა რაჭაში? არასდროს იყო ნამყოფი და გზაში, მთელი ტური დაგეგმა, ჯერ იქ მერე აქ, ფიქრობდა და ნელ-ნელა თავისით მიდიოდნენ ნეგატიური ფიქრები, თითქოს ყოველი გავლილი კილომეტრი იტოვებდა თითოს და რაჭაში სულ მთლიანად დაცარიელებული, ახალ სამყაროსთან გადაშლილი, ღია გულით ჩავიდა, დასარჩენის მოძებნა არ გასჭირვებია, პატარა ლამაზი და კოხტა სტუდიოს ტილის კოტეჯი იქირავა შარეულში, ბარგის ამოლაგებაზე არც კი უფიქრია, მაშინვე უნდოდა ხედის სილამაზე საკუთარი თვალებით ენახა, კოტეჯის დიასახლისს ყველაფერი გამოკითხა, სად ჯობდა, როგორ რანაირად, გამოიცვალა და ბუნებასთან შესახვედრად გაემართა. ტელეფონის დატოვება სისულელედ ჩათვალა, მაგრამ ნომერის გამოცვლა მოასწრო, არ უნდოდა ვინმეს შეეწუხებინა, თუმცა მაინც არ ჩერდებოდა ვოცაპზე მოსული შეტყობინებების ნუსხა, ის იყო წაშლის ღილაკს აწვებოდა რომ ზარი შემოვიდა, უცებ დაფიქრდა და მიხვდა რომ ლილუსთვის უნდა ეპასუხა, თორემ არ გაჩერდებოდა. -ნორმალური თუ ხარ? სად ხარ??? -დასვენება მინდოდა და ქალაქიდან გავედი, არ ინერვიულო... -არ ვინერვიულო? და ამას როდის მეუბნები, 3საათია გეძებ, ჩანთა დამრჩა შენთან, ვიფიქრე ცოტახანში გავუვლი წამოვიღებთქო და შენც არ მომოკვდე, ჩამოვიღე კარი, მერე ტელეფონი აგიფეთქე, ძებნაში ხარ თუ რახდება რა უყავი ნომერი?? -არა უბრალოდ მართლა ძალიან მჭირდებოდა სიმშვიდე და გადავწყვიტე რო ტელეფონს ხელის შეშლა შეეძლო, სულ არ გამხსენებია, რო მეგობარი მყავს სუსის აგენტი... ეხუმრა და გაეცინა კიდეც ლილუს ლანძღვის მოსმენაზე, ცხოვრებაში არავის ასე არ უზრუნია მასზე -და სამსახურიდან რო წამოხვედი, რავიიი?!!! მე რატო მძიმავს ჭურში ან ვაფშე სად ხარ, გეკითხა იქნებ მეც მინდა ცოტა დასვენებააა -შენ საიდან გაიგე? -რო არ მპასუხობდი გიორგის დავურეკე სამსახურში თუა დამალაპარაკე ვერ გავდივარ კონტაქტზეთქო და მაგან მითხრაა... ისეე ცოტა ხაანს დასვენება არც მე მაწყენდა მითხარი სად ხარ და ჩამოვალ! -რაჭაში -საად?! -რაჭაში მეთქი -დალაგებული რო არ ხარ ეგ გაცნობის პირველი დღიდან ვიცოდიი მარა ასეთიი?მაგხელა გზაზე რამ წაგიყვანა აქეთ დაილია საკურორტო ადგილებიი??? -აქ მინდოდა, არასდროს ვყოფილვარ დაა -კაი მოვიფიქრებ და თუ გადავწყვიტავ ხვალ დილით წამოვალ, იცოდე დაგირეკავ და ტელეფონს ყურადღება მიაქციე! _______ უკვე საღამოვდებოდა და შორს არ წასულა, პატარა მდინარეს მიაგნო, კოტეჯთან ახლოს, მიმოიხედა არე-მარე ცარიელი ჩანდა, შორტი და მაისური გადაიძრო, ფეხი როგორც კი შედგა ლამის იყო უკან გამობრუნებულიყო ისეთი ცივი იყო წყალი... -თავიდან გაგიჭირდება, მერე მოგეწონება კიდეც.. წყლის მეორე ნაპირიდან ვიღაც წამოდგა, და ქალისკენ წამოვიდა, ნელნელა პატარავდებოდა მდინარის სიღრმე და კაცის სხეული თვალსაჩინო ხდებოდა, გამყრელიძემ ერთი შეათვალიერა ოპონენტი -ჰო ვიცი, უბრალოდ თავიდან ყოველთვის რთულია ხოლმეე... ზრდილობიანად გაუღიმა მისკენ მომავალს, ეს კაცი მართლა უზარმაზარი იყო, სიმაღლეში ალბათ 90ზე მეტი იქნებოდა, საკმაოდ დაკუნთული გახლდათ, დაახლოებით 28-30წლამდე იქნებოდა, რუჯი მეტად კვეთავდა მის სხეულს და თავს მივცემ ამით კმაყოფილიც გახლდათ, მოუახლოვდა და ხელი გაუწოდა -მოდიი.. დაგეხმარები ქალმა ერთი კარგად კიდე შეათვალიერა, თვალი გაუსწორა მის წყლისფერ თვალებს და გაუღიმა -არაა, არ არი საჭირო მე თვითოონ -არ ვიკბინები, მოდიი.. უკან დახევაზე სულ არ ფიქრობდა მამაკაცი, ქალმაც ხელი ჩაჭიდა და მიენდო -ერთიი.. ორიი... და სამიიი.. ჩაყვინთეს და დაახლოებით ორ წამში ორივე სიცილით იგუდებოდაა -ხომ გითხარი, თავიდან და მერე მოგეწონებათქოო -ვაღიარებ, ჩემი გმირი ხარ! -შეგიძლია ნიკოლოზ გმირი დამიძახო ხოლმე. ღიმილიანი სახით გაუწოდა ხელი -ვივიენი.. -სასიამოვნოა ვივიენ -სასიამოვნოა გმირო ნიკოლოზ! ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს და კარგ ხასიათზე მოსულებს თავზე ისე დააღამდათ სულ არ შეუტყვიათ -მგონი წასვლის დროა -დაბნელებულა ღიმილით მოათვალიერა კაცმა იქაურობა -მისმინე, საღამოობით კოტეჯის ბავშვები კოცონს ანთებენ ხოლმე, თუ გექნება სურვილი შემოგვიერთდი.. -დიდი სიამოვნებით კოტეჯამდე სიცილ-კისკისით მოვიდნენ და ერთმანეთს ღიმილით დაემშვიდობნენ. ახლა როცა აბანოდან გამოვიდა და ცოტა წაიხემსა, დაეზარა კიდეც გარეთ გასვლა, იფიქრა მთელი კვირა აქ ვარ და არაფერი მოხდება დღეს თუ არ ჩავალო, მაგრამ ტელევიზორი როგორც ჩართო, ისე გამორთო, ფეხზე კედები ამოიცვა და გარეთ გავიდა... -გამეხარდა რომ მოხვედი ირგვლივ მსხდომ ათობით ადამიანს გააცნო ახალი სტუმარი, ლუდის ჭიქა გაუწოდა და ხის პატარა მორზე ჩამოსხდნენ. -დიდი ხნით ხარ? -არ ვიცი, არც წამოსვლა გადამიწყვიტავს და არც ის ვიცი ჯერ რამდენ ხანს დავრჩები... -მარტო ხარ? -ჰოო დღეს ჰოო, ხვალ ჩემი მეგობარი ჩამოვა ალბათ. -მეგობარი ანუუ.. -არაა არაა დაქალი ვიგულისხმე ღიმილი ვეღარსად დამალა ქალმა -აჰააა... ძალიან კარგი მამაკაცმაც მშვიდად გაუღიმა და თვალებში კმაყოფილება გამოესახა _______ მთელი საღამო არ მოუწყენიათ, ბავშვებმა სიმინდი შებრაწეს, მერე ითამაშეს, ბავშვობა გაიხსენეს, ბოლოს საშიში ისტორიებით დაამთავრეს საღამო და დაიშალნენ, ნიკოლოზმა ვივიენს კოტეჯამდე მიცილება შესთავაზა, ქალმაც აღარ შეეწინააღმდეგა, კოტეჯამდე რომ მივიდნენ კაცმა გზა გააგრძელა -მე აქ ვცხოვრობ... -ვიცი, წამომყევი უკანა მხარეს ხეებზე გადებულ ჰამაკზე ჩამოჯდა და ქალს დაელოდა -იმედია დათვი არ შეგვჭამს ხო? -იმედი ბოლოს კვდება გაუღიმა კაცმა, ვივიენი გვერდით მიუჯდა -არ მინდა უხერხულად იგრძნო თავი, მაგრამ ახლა რასაც გთხოვ, ცოტა შეილება გეუცნაუროს -აბა, გისმენ -ვინაიდან, მხოლოდ ერთი ჰამაკია, აუცილებელია რომ დავწვეთ, იმის სანახავად რისი ჩვენებაც მინდა, არ იფიქრო რო შენი მკლავებში ჩავარდნა ჩემი მიზანი იყოს, ნუუ ჯერჯერობით მაინც... სიცილი ვეღარ შეიკავა და კაცს მიენდო -კაი კაი გენდობი ჰამაკში მოკალათდნენ, კაცს მხარზე თავი დაადო ვივიენმა, ნიკოლოზმა ხელით მიუთითა ცისკენ -აი რატომ მიყვარს აქ ჩამოსვლა, სხვაგან არსად მინახავს ასეთი ცა. ხელს თვალი გააყოლა ვივიენმა და მიხვდა კაცი რატომაც იყო ასეთი აღტაცებული, მის თვალწინ მთელი გალაქტიკა ისე გადაშლილიყო, გეგონებოდა ხელით მიწვდებოდი ვარსკვლავებს, ასეთი სილამაზე არსად, არასდროს ენახა, ხმა არ ამოუღია, ჩაიძირა სანახაობაში, მთელი ღამის გატარება შეეძლო ასე მშვიდად ვარსკვლავების თვალიერებაში, მაგრამ წამოდგა, დაღლილობა მოიმიზეზა, კაცი ცოტა დაიბნა, იფიქრა რამე ზედმეტი ხომ არ მომივიდაო, მაგრამ ქალმა უარყო, დაემშვიდობა და კოტეჯში შევიდა. დილით ტელეფონის გაუთავებელმა ვიბრაციამ გააღვიძა, ჯერ კიდევ ძილბურანში უპასუხა -ხომ გითხარი ყურადღებით იყავი ტელეფონთანთქო, გუშინ მთელი ღამე გირეკავდი, დღეს მთელი დილაა ვრეკავ, უკვე მგონია რო არც გინდა ჩემი მანდ ჩამოსვლა! გაბრაზებული ლილუ არ წყვეტდა ქალის ლანძრვას -კარგი რა ლილუ გეყოფა, მეძინა ხო ხვდები არა ხმაზეც მეტყობაა.. -რაც ჩახვედი მის მერე გძინავს თუ რაშია საქმე? -არა გასული ვიყავი და ტელეფონი სახლში დამრჩა, სად ხარ? -სად ვარ და იქ სადაც შენ, ოღონდ თუ უფრო დამიზუსტებდი მისამართს მოგნებას გამიადვილებდი! დაზუსტებით აუხსნა მეგობარს მისი ადგილ-სამყოფელი -კაი 15-20წუთში მან ვართ. -თ? ვართ? ვინ ვართ? ამ კითხვებს უკვე საკუთარ თავს უსვამდა, ძილიდან საოცარი ძალით წამებში გამოფხიზლებული ვივიენი, რადგან ტელეფონი უკვე დაეკიდათ მეორე მხარეს. ადგა, შორტი და მაისური ამოიცვა, თავი მოიწესრიგა, არ ასვენებდა ფიქრი, რომელიც თ-ში გიორგის ყოფნას მოისაზრებდა, ადუღებული წყალი ყავიან ფინჯაანში ჩაასხა და მოსვა, მერე სარკეში თავის სილუეტს ისე მიაშტერდა, თითქოს სარკის მეორე მხარეს მდგომი რამეს ეტყოდა, საკუთარ თავთან ფარული კომუნიკაცია ისევ ვიბრაციამ შეაწყვეტინა. -გამო რა, მოვაგენით მგონი.. -კაი გავიდა, დილას ასე დაწყებას ვერ ივარაუდებდა, მთელი სხეული დაუმძიმდა. გარეთ გავიდა თუარა, მანქანაც გამოჩნდა, ნაცნობმა Range Rover-მა მისკენ აიღო მიმართულება, რაც უფრო ახლოვდებოდნენ მით უფრო ხილული ხდებოდა მანქანაში მყოფთა სახეებიც, გიორგის გაფართოებულ ნესტოებს უკვე კილომეტრიდან უყურებდა, გვერდით ცოტნე, გაბადრული სახით ეგებებოდა, უკნიდან ლილუ ორივე მკლავს ფართოთ უქნევდა, კიდევ იყო ვიღაც, აბა გამოიცანით, საქალბატონე ანა აბაშიძე! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.