შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 29 თავი


22-06-2025, 04:24
ავტორი ნეაკო
ნანახია 449

-24/7 ზე ხაზზე ვიქნები თუ რამე დაგჭირდება მაშინვე დამირეკე და შენთან გავჩნდები
-მადლობა-გაეღიმა ნიცას
-არაფერზე ინერვიულო...
-ვეცდები
-ყველაფერს მოვაგვარებ!
-ვიცი!
-რამე თუ მოხდება...-წამიერად გაჩუმდა თორნიკე
-მაშინვე დაგირეკავ!
-მპირდები?!
-......
-ნიცა?!- აღელდა თორნიკე და როგორც კი თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია დაბნეულმა გოგონამ მაშინვე დამშვიდდა- იმედია ასე იქნება-კარგა ხნის სიჩუმის მერე გულწრფელი ემოციით უთხრა და საფულე გახსნა- თუ წინაადეგი არ იქნები...ბარათს დაგიტოვებ...
-ფული მააქვს!
-იქნებ დაგჭირდეს
-არ გამოვიყენებ, ხომ იცი არა?!
-ვიცი მაგრამ...
-მაგრამ რა
-კარგი მაშინ ლიკას დავუტოვებ... ყოველი შემთხვევისთვის
-საჭირო არაა
-ნიცა!
-თორნიკე! გთხოვ... -შეეხვეწა აღელვებული გოგონა და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა
-კარგი როგორც გინდა- მოიღუშა თორნიკე და ბარათი ისევ საფულეში შეინახა- ხო მართლა ხვალ...
-ხვალ ვმუშაობ!
-ვიცი!-აუღელვებლად უთხრა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- წინაადეგი თუ არ იქნები მინდა რომ სამსახურში ჩემმა მძღოლმა გატაროს...უსაფრთხოებისთვის
-პრობლემა არაა
-მეგონა შემეწინააღმდეგებოდი
-მაინც ამადევნებ ვიღაცას ამიტომ მორჩევნია ვიცნობდე მას ვინც ჩემს ცხოვრებას 24/7 ზე გააკონტროლებს
-ამას მხოლოდ...
-ვიცი, ჩემი დ აბავშვის უსაფრთოებისთვის აკეთებ მაგრამ მთელი ცხოვრება ვერ დაგვიცავ
-ნიცა!
-თან... ვალდებული არ ხარ...რომ...
-ვარ!- აუღელვებლად უთხრა თორნიკემ და ცივი მზერა სახეზე მიაყინა. ამ დროს მათი ამღვრეული თვალები წამიერად ერთმანეთს შეხვდა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ თორნიკეს მშვიდმა ხმამ დაარღვია-სხვა თუ არაფერი გაქვს სათქმელი... მაშინ მე წავალ, შენ კი დაისვენე.
-მამაჩემს რა უთხარი?! - ნაჩქარევად კითხა ნიცამ და შეაჩერა
-სიმართლე!
-ფული მიეცი?
-არა საიდან მოიტანე?- გაეღიმა თორნიკეს
-თუ ასეა ამ ამბავს ასე მშვიდად რატომ შეხვდა?
-შენ როგორ ფიქრობ?
-აზრზე არ ვარ
-თავიდან ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი მერე კი მისთვის გასაგებ ენაზე დაველაპარაკე!
-ასე მარტივად?- გაოცდა ნიცა
-კიდევ გაქვს შეკითხვები?!- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა ბიჭმა და კითხვა ჩამდგარი თვალებით სახეში მიაჩერდა
-მააქვს
-რა გაინტერესებს? მკითხე... და გიპასუხებ!
-რატომ არ მოვიდა თათია...
-ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა!
-იცის რომ...?
-ნიცა!
-ესე იგი სიმართლე იცის და მაინც არ მოვიდა- უფრო თავისთვის ვიდრე თორნიკეს გასაგონად ჩაილაპარაკა აღელვებულმა გოგონამ და ცრემლიანი თვალები ქორწინების მოწმობას მიაყინა- ალბათ ფიქრობს რომ საშინელი ადამიანი ვარ... რადგან ბოროტად ვიყენებ შენს ემოციურ კავშირს ანდრიასთან
-ცდები!
-მაშინ რატომ არ მოვიდა?
-ალბათ ვერ შეძლო.
-ესაა შენი პასუხი?
-......
-გგონია არ ვიცი შენს მიმართ გრძნობები რომ აქვს?!
-ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა! მითუმეტეს შენთან!- მოიღუშა თორნიკე და იქვე მაგოდაზე დაუდევრად მიგდებული ქორწინების მოწმობა გაუწოდა- ეს შენ გქონდეს... თუ გინდა შეინახე თუ გინდა გადააგდე!- ძლივს შეკავებული აგრესიით უთხრა და სახლიდან გიჟივით გავარდა.
.........
თვალები ცრემლებით აევსო თათიას როცა თორნიკემ ბოლო ხმაზე უღრიალა
-ეს რატომ გააკეთე? ასე რა უფლებით მოიქეცი? ხვდები მაინც რა შეიძლება მოხდეს ახლა?
-ეს მისი ბოლო სურვილი იყო და ასე ამიტომ მოვიქეცი!
-ჩემთვის უნდა გეთქვა სანამ იარაღს პოლიციაში წაიღებდი
-უფლებას არ მომცემდი ვიცი და ასე ამიტომ მოვიქეცი- ასლუკუნდა თათია
-ამის დედაც!- ხელახლა აყვირდა გაგიჟებული ბიჭი- ამის დედასაც შევ*ცი! ამას არასოდეს გაპატიებ ხომ იცი არა?!
-ვიცი!- გაუბედავად უთხრა თათიამ და წამიერად მზერა გაუსწორა- მაგრამ მაინც არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე, რადგან იმ ღამეს ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა ასე, რომ ახლა, ჩემთვის სულ ერთია მაპატიებ თუ არა...
-გგონია ჩვენი ურთიერთობა ჩემთვის არაფერს არ ნიშნავს?!- აღელდა თორნიკე
-.......
-თათია!
-.......
-ცდები თუ გგონია რომ ჩვენს შორის იმ ღამეს ყველაფერი დამთავრდა!
-შენ ცოლი გყავს!
-ფიქტიური!
-რა მნიშვნელობა აქვს ფიქტიურია თუ არა? მთავარი ისაა რომ ერთმანეთის წინაშე ვალდებულებები და პასუხისმგებლობები გაკისრიათ!
-ეს დროებითია
-ვიცი... მაგრამ...
-ფიქრობ რომ...
-არა! ასე არ ვფიქრობ... ვიცი, რომ რაც არუნდა მოხდეს.. ანდრიას გამო... ნიცას სხვა თვალით არასდროს შეხედავ... მაგრამ...
-ასეა-ასე დაეთანხმა თორნიკე და გამომწვევი მზეროთ სახეში მიაჩერდა
-მაგრამ იმდენი რამ მოხდა... რომ არ მგონია ჩვენს ურთიერთობაზე ლაპარაკი ღირდეს
-ანდრიას წერილს და იარღს გულისხმობ თუ მის საყვარელ ქალს და შვილს
-შენ როგორ ფიქრობ?
-თათია!
-თორნიკე! გთხოვ
-რას მთხოვ?
-რომ გამიშვა
-რას გულისხმობ?- ვერ მიუხვდა სათქმელს თორნიკე
-იცი რასაც ვგულისხმობ!
-თათია!
-გთხოვ...
-ნეტავ შემეძლოს- დანანებით უთხრა განრისხებულმა ბიჭმა და მაშინვე გულში ჩაიკრა ატირებული გოგონა
-ახლა უკვე მიზეზი გაქვს რომ გძულდე-ცრემლიანი თვალებით ახედა თათიამ- მე ხომ დაგიმალე სიკვდილის წინ ცოტა ხნით ადრე თავისი ხელით დაწერილი წერილი რომ მომიტანა სახლში ანდრიამ და მთხოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამეხსნა თუ რამე მოხდებოდა?
-გაჩუმდი!
-და მეც მხოლოდ მისი სიკვდილის მერე გავხსენი...
-გეყოფა!
-მერე კი... ბანკში წავედი და მისი სეიფი გავხსენი!
-შეწყვიტე!-გამოსცრა კბილებში თორნიკემ და სარკეს მუშტი გამეტებით დაარტყა
-ვახოს მკვლელობის იარაღი ავიღე რომელზეც მხოლოდ მისი თითოს ანაბეჭდები იყო და პოლიციაში წავიღე-არ ჩუმდებოდა თათია და ცრემლიანი თვალებით მის დასისხლიანებულ ხელს უყურებდა
-ასე არუნდა მოქცეულიყავი- ძლივს აგრესიული ტონით უთხრა თორნიკემ და აკანკალებული ხელები ძლიერად მომუშტა მოწოლილი ბრაზისა და მრისხანების დასაოკენლად.
-ვიცი-გამომწვევი ტონით უთხრა თათიამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-ახლა ვახოს მკვლელობის საქმეს გახსნიან... და ყველაფერში მხოლოდ ანდრიას დაადანაშაულებენ! აღიარებითი ჩვენება რომც მივცე არავინ დამიჯერებს... რადგან მკვლელობის იარაღზე მხოლოდ მისი თითის ანაბეჭდებია!
-ვიცოდი რომ წინაადეგი იქმებოდი! სწორედ ამიტომ არ გითხარი არაფერი წერილის და იარაღის შესახებ
-ხვდები მაინც რა ჩაიდინე?!
-ვხვდები!
-ეს განზრახ გააკეთე არა?- უეცრად თავზე წამოადგა თორნიკე- გინდა რომ გონება ამიმღვრიო...
-რაც გინდა ის იფიქრე ჩემთვის სულ ერთია!
-ამის დედაც-უმისამართო გინება დაიწყო თორნიკემ და სახლიდან გიჟივით გავარდა.

ვახოს მკვლელობის საქმის დახურვამ იმდენად გააგიჟა თორნიკე რომ რაღაც მომენტი თავი დაკარგა, რის გამოც თათიასთან ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაეძაბა.

ამ ამბავმა ისე იმოქმედა ლუკაზე რომ თორნიკესთან მეგობრობა სამუდამოდ დაასრულა



№1 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან ძალუან კარგია.

 


№2 სტუმარი სტუმარი სოფი

რა მაგარი თავი იყო. ნეტავ უფრო დიდი ყოფილიყო

 


№3  offline წევრი სალო13

რა კარგიაა თათია.

 


№4  offline მოდერი ნეაკო

სტუმარი მარი
ძალიან ძალუან კარგია.

❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

სალო13
რა კარგიაა თათია.

მიხარია რომ თათიას პერსონაჟი მოგწონთ ❤️

სტუმარი სოფი
რა მაგარი თავი იყო. ნეტავ უფრო დიდი ყოფილიყო

სამწუხაროდ მეტის წერას და ატვირთვას ვერ ვახერხებ ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent