ტყუილებს მიღმა (ნაწილი 10)
ერთი დიდი კოტეჯი აიღეს მახლობლად, ვივიენსაც შესთავაზეს გადმოსვლა, მაგრამ მთელი კვირის გადახდილი მაქვს თან არც მინდა შეგაწუხოთო განაცხადა. -მე წავალ, თქვენ მოისვენეთ, ამოლაგდით და მერე დავიგეგმოთ. -კიდევ კარგი, ლილუმ აიჩემა აქ წამოსვლა, თორე რაჭაში იმდენი ხანია არ ვყოფილვარ დამავიწყდა კიდეც როგორი ლამაზიაა ანა ჩაერთო ლაპარაკში -მე ვივის გავყვები, ბარგს მერე მივხედავ, ხო არ წამოხვალ ანა? -არა არა სხვა დროს იყოს ახლა ჩემი საყვარელი კაცის მკლავებში მირჩევნია დასვენება თბილად გაუღიმა და გიორგის გახედა, გიორგიმ კიდე ვივიენს სტყორცნა მაშინვე მზერა, ვივიენმა გიორგის, მერე მის საცოლეს გახედა და გაუღიმა -კარგით, დროებით... ვივიენმაც გაუღიმა ქალს და იქაურობა ლილუსთან ერთად დატოვა. -მეგონა მარტო ჩამოხვიდოდი.. -შენ ჩემ მშობლებს არ იცნობ, რო ვუთხარი რაჭაში მინდა მეგობართან ჩასვლათქო, დედაჩემმა მაშინვე განახორციელა გიორგისთან ზარი და ჩემი თავი ჩააბარა, ანამაც რო გაიგო გიორგის მოვყავდი, მაშინვე ბარგი ჩაალაგა, აი ცოტნე საიდან მოხვდა ჩვენთან აზრზზე არ ვარ. სიცილით შეაგება სიახლე მეგობარს და ხელი გამოსდო. -შენ რა გჭირს, რამე მოხდა და არ ვიციი? -არა რა უნდა მომხდარიყო, ცოტა დასვენება და განტვირთვა მინდოდა... -მესმის შენი, მეც ისე გადავიღალე, გადატვირთვის ღილაკი მჭირდება, თორე გადავიწვები.. კოტეჯში შევიდნნენ, ლილუ ცივი ყავის დამზადებას შეუდგა -აბაა, როგორ მოგწონს რაჭა? -ძალიან! აქამდე სად ვიყავი, თითქოს სხვა ქალაქში კიარა სხვა გალაქტიკაში ვარ! -ჰოო მეც ძაან მიყვარს, ბავშვობაში ყოველ ზაფხულს აქ ვიყავით ხოლმე, მერე უფრო იშვიათად, ბოლოს სადღაც 5წლის უკან ვიყავით მგონი... შენ ის მითხარი გუშინ მარტო რას აკეთებდი აბა.. -არა, მარტო თითქმის არ ვყოფილვარ, სხვა კოტეჯის ბავშვები გავიცანი, შენც გაგაცნობ დღ.....ეეს? ნეტა ვინ უნდა იყოს?! კარებზე კაკუნმა გააწყვეტინა საუბარი, მაშინვე გამოაღო -შუადღე მშვიდობის, ვხედავ ჩამოსულა მეგობარი რომელსაც ელოდი. ღიმილიანი სახით შემოეგება კარებიდან ნიკოლოზი, ლილუს არ გაჭირვებია მაშინვე მისი ათვალიერება, ჩათვალიერება, ყბაც ოდნავ ჩამოეწია, მეგობრის გამოაფხიზლებაც დასჭირდა.. -მეგობრებიიის...შეუსწორა ვივიენმა, ერთს ველოდი და მთელი თბილი აქაა. გაეხუმრა და ხელი გამოუწოდა ანიშნა შემოდიო, კაციც ლილუსკენ დაიძრა -ნიკოლოზი, სასიამოვნოა -ლლ..ლილუუ, ჩემთვისაც, უაღრესად. ლამის დაატრიალა მისი ხელის გარშემო კაცი, მერე ვივიენს გამოხედა და ნიშნის მოიგებით ჩამოსწია ორივე ტუჩის ბოლო, რათქმაუნდა თავის დაქნევაც და იმის მინიშნებაც, მაგარი ბიჭიაო არ გასჭირვებია. -ცივ ყავას ვაკეთებ, ხო დაგვეწვევი? -კი, რატომაც არა მადლობა -რამ შეგაწუხა ნიკოლოზ? -ბავშვები უდაბნოსკენ მიდიან, ვიფიქრე, შენც მოგინდებოდა წამოსვლა და დათვალიერება -ნამდვილად საინტერესო იქნებოდა, მაგრამ დღეს მირჩევნია დავრჩე, ხვალისთვის იყოოს -არა რატოო? წავიდეთ აქ რაჭის დასათვარიელებლად ხარ ჩამოსული და მოვითხოვ რო წავიდეთ! -ლილუ 5-6საათია გზაში ხარ, ცოტა გამოსვენება არ გაწყენდა, ხვალ წავიდეთ ჯობია! -ანუუ მე ვიმგზავრე შენ ხო არაა, დღეს მინდა და დღეს წავიდეთ! -და მერე შენი დეიდაშვილი, მისი საცოლე და ცოტნე? -მოიცა დავურეკავ! ტელეფონი აიღო და დეიდაშვილთან გადარეკა -არ მპასუხობს, ვითომ ძინავთ უკვე? -კაი შეეშვი რაა ლილუ ხვალ წავიდეთ ერთად, ტეხავს! -მოიცა ერთ წამს ახლა ანასთან გაუშვა ზარი -რახდება კი მაგრამ, სადარი ეს ხალხი? ბოლოს ფარ-ხმალი დაყარა და საბოლოოდ ჩააქრო ტელეფონის ეკრანი. -კააი ნიკოლოზ, შენ აქ დამელოდე მე წავალ იმათ ავყრი, გამოვიცვლი და წავიდეთ, ხო დამელოდები?! შემართებით წამოხტა ფეხზე ახალგაზრდა ქალბატონი და მამაკაცის ღიმილი დაიმსახურა -რათქმაუნდა, აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი! გაახელა და კარებამდე გააყოლა ღიმილიანი სახე, სულ ორ წამს კიდე უყურა კარებს და ვივიენს გამოხედა -მართლა ვერ ვხვდები ამდენი ენერგია საიდან მოაქვს ხოლმე ღიმილი შეაგება მამაკაცის მზერას ვივიენმა -არ გინდა იმაზე ვილაპარაკოთ, რაც გუშინ მოხდა? -რაზე ამბობ? -ხო ხვხები შენც, რაზეც ვამბობ? -მისმინე... ახლა ცხოვრებაში ცოტა რთული პერიოდი მაქვს, სხვანაირად არ გაიგო რა, აქაც მხოლოდ იმიტომ ჩამოვედი რომ ყველაფრისგან თავის დაღწევა მინდოდა, ცოტა ხნით მაინც, ზედმეტი თავის ტკივილი კი... -კარგი კარგი, არაფრის თქმა აღარ არის საჭირო... -მადლობა რომ გესმის. ცოტა უხერხული სიტუაცია ჩამოვარდა როცა ყავის სმის მეტი რამდენიმე წუთის განმავლობაში არც ერთს არაფერი გაუკეთებია, არც ერთი სიტყვა აღარ გაუჟღერებია არც ერთს, ბოლოს ისევ ნიკოლოზმა დაწიყო. -კაი, მე ახლა წავალ და შენს მეგობარს უთხარი რომ გარეთ გელოდებით, თუ ვერ მიპოვნით, ამ ნონერზე დამირეკეთ, მაგიდაზე კალამი და ფურცელი მოიძია და მისი ნომერი გარკვევით დაწერა, ბოლოს ქალის ღიმილიც დაიმსახურა სახელად, გმირი ნიკოლოზი რომ მიუწერა -კი ბატონო, აუცილებლად დაგიკავშირდებით გმირო ნიკოლოზ! ღიმილით გააცილა კაცი კარებში და ის იყო მაგიდის ასალაგებლად უკან ბრუნდებოდა, ისევ კაკუნი გაისმა, შემობრუნდა და გაბადრული სახით გამოაღო კარი -ინსტაგრამის მიწერა დაგავიწყდა თუ რატო მობრ... სიტყვა გაუწყდა კარებში დევდარიანი რო დახვდა გაჯგიმული -ვინ იყო? არც აცია არც აცხელა კაცმა... -აქ რას აკეთებ?! -ვინ იყომეთქი ვიკითხე! ზღურბლზე გადმოდგა ფეხი კაცმა და სახლში შევიდა, ქალმაც დაფეთებით გაიხედა გარედან ხომ არავის შეეძლო მათი დანახვა და სწრაფად მიხურა კარები -შენ ხო არ აფრენ?! აქ რას აკეთებ გიორგი?! -მეე?? და შენ რას აკეთებ აქ? -არ ვიცოდი, ნებართვა თუ უნდა ამეღო შენგან! -ხოოო! და აწი იცოდე რო სანამ ცხრა მთას იქეთ დააპირებ წასვლას უნდა შემატყობინო! -ტონს დაუწიე! შენი თავი ვინ გგონია, გამბედაობა გეყო და აქ ჩამოხვედი, თან ისე მელაპარაკები ვითომ საცოლე მე დაგაყენე თავზე! -თუ თვალი არ მატყუებს ორი წუთით წინ აქედან მამაკაცი გავიდა, და მოდი მორალების კითხვას ნუ დავუწყებთ ერთმანეთს კარგი?! -გაეთრიე აქედაან!!! უკვე ყელში უჭერდა ყველა ბგერა, რასაც კი გამოსცემდა, კაცის მკერდზე მუჭი ძლიერად შემოკრა და კიდევ ერთხელ უღრიალა -გააეეთრიეეე!!!! კიდევ ერთი ძლიერი დარწყმისგან კაცის მკლავმა შეაკავა მჭიდროდ მოკუმული მუჭი, ქალი მისკენ მიიზიდა და ისე ძლიერად ჩააფრინდა მის ტუჩებს, ქალის გაწეულმა წინააღმდეგობამ ვეღარაფერი დააკლო, პირიქით თითქოს გაიტყუა კიდეც ქალის სხეული, ერთი წამით მოწყდნენ ტუჩები ერთმანეთს და თვალები ჩაენაცვლნენ, ორივემ კარგად იცოდა რომ ვეღარსად გაექცეოდნენ ერთმანეთს, გახელებით დაეწაფნენ ერთმანეთის სურვილს, ტანსაცმელმა ჰაერში დაიწყო სხეულისგან განცალკევება და იატაკზე ხელოვნების ნიმუშივით მიმოიფანტა, კაცის თეძოს ამშვენებდა ქალის ფეხები, ნელა დაიძრა, ქალი მაგიდაზე შემოასკუპა, რაც კი რამე ზედ ელაგა, წამებში, მათაც იატაკი დაამშვენეს, ჭიქების ლეწვის და ქალის ხმამაღალი კვნესის ხმა ერთმანეთს კარგი ღვინოსავით ეზავებოდა, სიტყვები ზედმეტი იყო, ერთადერთი ენა მათ შორის იყო სხეული — და ხმა, რომელიც არა ყელიდან, არამედ სულის სიღრმიდან ვულკანივით ამოხეთქავდა... -გიორგი... შეიძლება ახლა ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, მაგდამ შენ საცოლე გყავს, მე ეს კარგად მესმის და ვიცი, ახლა ვალდებული ვარ ისე მოვექცე როგორც მეგობარს, შენ კი ისე გიჭირავს თავი თითქოს სულ არ ღალატობდე ყოველდღე, ასე არ შეიძლება, შეიძლებაა მის არ ყოფნაში მოხდა ისეთი რაღაცეები რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ახლა აქ არის, რამოდენიმე მეტრის მოშორებით და შენც კარგად იცი, რომ ასე არ უნდა ვიქცეოდეთ! -ბევრს ფიქრობ ვივიენ.. ძალიან ბევრს! ფეხზე წამოიზლაზნა, იატაკიდან მაისური და შორტი აიღო და ჩაცმა დაიწყო -გმირი ნიკოლოზი... ისაა? იატაკზე მიმოფანტულ ნივთებიდან ფურცელი ამოაძვრინა და დაკვირვებით დახედა -და შენ რატო არ ფიქრობ მაშინ ამ ყველაფერზე? რამდენიმე კვირაში ქორწილი გაქვს გესმის ეს რას ნიშნავს? ცოლად მოგყავს შენი საყვარელი ადამიანი და ამ ყველაფრის მერე თვალებში როგორ უნდა ჩახედო ვერ ვხვდები! -საყვარელი ადამიანი არა?! საყვარელი ადამიანი... ნუ მაცინებ ვივიენ! -რამე უნდა ვიცოდე და არ ვიცი? -როცა დრო მოვა ყველაფერს გაიგებ! -ეგ პასუხი ნამდვილად არ მაკმაყოფილებს, ახლა ჯობია წახვიდე თორე შენი დეიდაშვილი წუთი-წუთზე აქ იქნება, უდაბნოში მივდივართ -ვააა, გმირ ნიკოლოზს მიყავხართ? -არ გინდა რაა ეს ირონიული ლაპარაკი და ძალით ეჭვიანობები, არავის არ მივყავართ ერთად მივდივართ უბრალოდ და ტელეფონს რო იღებდე გეცოდინებოდა რო შენც მოდიხარ -ხოო, მაგ სიამოვნებას ნამდვილად ვერ მოვწყდები! მაქსიმუმ 10წუთი იქნებოდა გასული, კარში ლილუ და ანა რომ შემოვიდნენ -ჩვენ მზად ვართ, გიორგის ტელეფონი სახლში დარჩა და ვერ ვუკავშირდებით, ანამ გასასეირნებლად გავიდაო და 1საათია არ ჩანს -უაზრო ჩვევააქ, სულ სახლში ტოვებს ხოლმე ტელეფონს და მეც ვერ ვისწავლე ჭკუა! -კაი გავიდეთ გარეთ, უკვე შეკრებილები იქნებიან ბავშვებიც, ცოტა ხანს კიდევ დაველოდოთ იქნებ გამოჩნდეს ურეაქციოდ გამოეპასუხა ვივიენიც და კოტეჯი დატოვეს. ***** მეათე ნაწილიც დავწერე და გიზიარებთ ჩემო კარგებო... ამდენი ხანია აღარ მიკითხავს თქვენთვის აზრი, როგორ მოგწონთ ისტორია? იქნებ სულ არ ღირდეს ამდენ ენერგიად? ან პირიქით? რავიცი, მგონია რო უინტერესო ხდება ნელ-ნელა ვინაიდან თქვენ გვერდით დგომას ვერ ვხედავ, თხოვნა იქნება, როცა წაიკითხავთ, თითოეულმა მათგანმა ერთი თუნდაც უმნიშვნელო აზრი, ან რჩევა გამოთქვათ კომენტარებში. სიყვარულით თქვენთვის <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.