შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულ მე’ფერები (|ნაწილი)


გუშინ, 13:33
ავტორი ELOISE
ნანახია 556

ბოდიშს გიხდით არასწორი და შეშლილი გრამატიკისთვის.ვიფიქრე როდესღაც შანსი უნდა მიმეცა პატარა ისტოიირსთვის…
თუ რამე დაგაფიქრებთ, გაგაღიმებთ ან გულს შეგიხუთავთ უკვე ღირდა.
სასიამოვნო კითხვას გისურვებთ<3






დროის შეგრძნება მქონდა დაკარგული ავტობუსიდან რომ ჩამოვედი ნახევრად მძინარე და სახლისკენ დავიძარი.თავს იმდენად დაღლილად ვგრძნობდი არაფრის ძალა აღარ მქონდა,როგორც ყოველთვის სამსახური და სახლი.ეს ორი უკვე ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილია, წლები მიდის და ისინი ისევ მეორდებიან.სადარბაზოში შევედი თუ არა სახე დამემანჭა,ახლა ასე დაღლილი სადაცაა აქვე გავიშხლართო
მეშვიდე სართულზე ფეხით ასვლას ეხუმრები დაკო?არა,ლიფტი არ მიყვარს,მაგრამ არც ძალა მაქვს მეშვიდე სართულზე ასასვლელი.სანამ აქ ვდგავარ და ვფიქრობ დამათენდება კიდეც.ტყავის ქურთუკიდან ხუთ თეთრიანი ამოვაძვირნე და ლიფტი გამოვიძახე.თვალები თავისით მიმეხუჭა ლოდინში.გამოსახულებიდან გამომდინარე მეცხრე სართულზე იყო გამოძახებული ლიფტი.ვიღაც ჩამოდის ალბათ.აი,ისიც,კარები გაიღო თუ არა, მოხუცებული კაცი გამოჩნდა. უზარმაზარი ჩემოდნისთვის ჩაეჭიდა ხელები და მკაცრი სიფათით იყურებოდა.აშკარად არ არის კარგ ხასიათზე,მაგრამ მე მასზე უარეს მდგომარეობაში ვარ.ოდნავ ვიწევი და გზას ვუთმობ.უემოციოდ გამოიტანა ჯერ თავისი ჩემოდანი და შემდეგ თვითონ გამოვიდა,სივრცის არქონობის გამო მხარი გამკრა.ერთხელ შემათვალიერა და კიბეებზე ჩააკონწიალა ჩანთა.
ლიფტში შევედი და გაკვირვებული მივაშტერდი მას.
-ისეთი მოშხამული სახე აქვს,გეგონება ცოლმა გამოაგდო სახლიდან.-ჩავიბუტბუტე ჩემთვის,ხურდა ჩავაგდე და სასურველ ნომერს მივაჭირე.მთელი ეს დრო გაშეშებული ვიყავი ლიფტის ჩავარდნის მოლოდინში.არა,ნამდვილად არ მქონდა კარგი ფიქრები,მაგრამ ლიფტში სხვა რამეზე ფიზიკურად ვერ ვიფიქრებდი,იმდენად მაშინებს ამ ვიწრო სივრცეში უეცრად სიკვდილი.შვებით ამოვისუნთქე მშვიდობიანად რომ ავაღწიე ჩემს სართულზე და გაიღო თუ არა კარები,სწრაფად გამოვედი.
სახლი,ტკბილი სახლითქო ნამდვილად ვერ ვიტყვი,მაგრამ რა ვქნათ,სხვა გზა არაა. კარებზე დავაკაკუნე თუ არა, თითქოს მელოდა კიდეც დედაჩემი მოვდივარო დაიძახა და უცბად გამიღო კარები. დაქანცულს მაშინვე ჩამომიცურდა მხარზე ჩანთა.
-შემოდი,როგორ ხარ?-ჩანთა გამომართვა და ქურთუკიც.პატარა სკამზე ჩამოვჯექი და ფეხსაცმელი გავიხადე.
-კარგად.
-გშია?წამოდი თევზის წვნიანი გავაკეთე.-საკიდზე მიუჩინა ადგილი ნივთებს და სამზარეულოში გაუჩინარდა.
-რა სჭირს?-ვდუდუნებ ჩემთვის და უკან მივყვები.ოჰ,აქ ყოფილა ლუარსაბიც მშვიდად ხვრეპდა ცხელ წვნიანს.
-ხელები დაიბანე დაკო.-მითხრა დედამ და წვნიანი გადმომიღო მოზრდილ თეფშზე. თვალი ავარიდე კაცს,ხელები დავიბანე და სკამზე ჩამოვჯექი.ჩემს წვნიანში მოტივტივე თევზს ვუყურებდი და ვიაზრებდი,რომ მისი ჭამა და ჩემი გულის რევა ერთი იქნებოდა.ზიზღით დავმანჭე სახე და უგემურად შევჭამე პური და ყველი.
-როგორია?-მკითხა თამუნამ და ინტერესით დამაჩერდა.პირდაპირ ვეტყოდი შესახედადაც გულის ამრევიათქო,მაგრამ მერე ამას ჩხუბი რომ მოჰყვებოდა ვიცოდი და თავი შევიკავე.კოვზი ავიღე ხელში.
-თუ არ გინდა არ ჭამო.-თავი ამოჰყო თავისი თეფშიდან ლევანმა და შემომხედა.
-არ მოგწონს დაკო?
-არ მშია უბრალოდ.-თეფში გავწიე და ფეხზე წამოვდექი.-მეძინება,არ შემაწუხოთ!- სამზარეულოდან გასვლა დავაპირე თუ არა ისევ ლევანმა დამაწია სიტყვა.
-სამსახურში რა ხდება?-ისეთი ირონიული ტონი ჰქონდა და მერე სახე, თითქოს ძალიან აინტერესბდეს.
-არაფერი.
-დარწმუნებული ხარ?-გაიცინა და სკამიანად შემობრუნდა.გამომეტყველება მეცვალა მაშინვე.რა უნდა?ისევ ჩხუბი?აღარ ავყვები,არავითარ შემთხვევაში.მაინც მე მეშლება ნერვები მერე.
-სრულიად.
-ასეა?-გაიცინა ისევ.ოჰ,როგორ მაღიზიანებს
ყოველ ჯერზე.-გავიგე,ახალი თანამშრომელი გყოლიათ.
-და?!-ვერ ვხვდები რა სჭირს,რატომ ეძიება ასე ამ ყველაფერს.
-ჭორიკანა მეზობლების ამბავი გეცოდინება,რაღაცეები მესმის ჭკვიანად იყავი!-სახე შეეცვალა,ახლა უფრო მკაცრი გამხდარიყო.თითი დამიქნია მკაცრად.თავი ვინ ჰგონია?თმები ყალყზე დამიდგა. თავისით მომემუშტა ხელის გული,კიდევ კარგი არ ვწვდი იმ ხუჭუჭა თმებში.-სახლში მოცილებები აღარ გავიგო.-ისევ ეს თითის ქნევა.ძლიერად ჩავისვე ფრჩხილები ხელის გულში.
-აი,რაშია თურმე საქმე.-გამეცინა და წელზე შემოვიწყვე ხელები.-გადარდებს საერთოდ ენა გადმოგდებული ბებრუხანები?ვიღაცამ ერთხელ მომაცილა რა ამბებს წევ?!
-მაშ არ უნდა მადარდებდეს?!-მაგიდაზე დაჰკრა ხელი,აუწია ხმას.-არ დაგინახო მაგ თორნიკესთან,თუ ვინცაა.
-სახელიც გცოდნია უკვე.
-დაკო იცოდე მეორედ არ გამამეორებინო,დაიჭირე მაგ ბიჭისგან თავი შორს და ყველასგან საერთოდ, სანამ ჩავერიე მე!-ისევ ტონის აწევა და საჩვენებელი თითის ტრიალი.
-შენ ნუ დარდობ!-ჩემს ოთახში გავედი,სანამ კიდევ რამეს დააბრეხვებდა და მე მართლა ვერ მოვუთმენდი.ტანსაცმელი გამოვიცვალე და მაისურის ამარა შევძვერი ცივ საწოლში თვალები მიმელულა დაღლილს,კინაღამ გავიყინე სანამ გავთბი.


-დაკო.-დამიძახა შორიდან თანამშრომელმა.უცბად ამოვყავი ტელეფონიდან თავი და გავხედე.
-ახლახან შემოვიდნენ სტუმრები,იმ მაგიდასთან დასხდნენ მიდი,შენ მოემსახურე მათ.-თავი დავუქნიე მაშინვე თეონას და მათი მაგიდისკენ დავიძარი.ძილი არ მეყო,მაინც მეძინებოდა მთელი დღე.ვუახლოვდები მათ ტელეფონი ჯიბეში ჩავაცურე და ავესვეტე წინ,თითქმის და იდეალური ღიმილით.მენიუ გადაეშალათ და შიგ ინტერესით იყურებოდნენ.
-გამარჯობა,რას ინებებთ?-ვკითხე ღიმილით რომელიც ამ ეტაპზე მე არ მეკუთნოდა, უფრო მეტად სამსახურისთვის იყო განკუთვნილი,მაგრამ სულ ასეთი ყალბიც არ ვარ ხოლმე.პატარა საწერი წიგნაკი და კალამი ამოვაძვრინე ჯიბიდან და დაველოდე,სანამ შემამჩნევდნენ.თავი ამოსწიეს ანუ,არჩევანი გააკეთეს უკვე.გამიღიმა ქალბატონმა და დაიწყო, დაიწყო, მაგრამ აღარ გაჩერდა.
ბოლოს დაამატა ქათმის ფრთებიც ტკბილ-ცხარე სოუსითო და დაკეცა მენიუც.მშვიდად ვიწერდი და სადაც იყო მიმტყუვნებდა ხელიც და კალამიც,რომ გაჩერდა..ალბათ დაიღალა ლაპარაკით თორემ,აშკარად კიდევ აპირებდა შეკვეთას.შეუმჩნევლად ხელის გულით ოფლი მოვიწმინდე და დავხურე წიგნაკი.
-დიახ,რაც შეიძლება სწრაფად მოგართმევთ.-განუწყვეტლივ ვუღიმი მათ მერე უკან სამზარეულოსკენ დავიძარი და შევაღე კარები.აი,აქ კი მზარეულები მოხერხებულად იქნევდნენ ხელებს და შედევრს ქმნიდნენ,ვაღიარებ უგემრიელს კერძებს ამზადებდნენ.
-ღორის ნეკნები ბალზამიკოს კრეკით, ცეზარი,საქონლის სტეიკი ალუბლის სოუსით და ჰო,ქათმის ფრთები ტკბილ ცხარე სოუსით.-უკვე დაქანცული მივეცი შეკვეთა მათ და გავიკრიჭე.ვიცოდი რამდენად დაღლილები იყვნენ ისინიც.
-მიდით აბა,ვინ უფრო მალე მორჩება.-შევძახე გაღიმებულმა,იქვე სკამზე ჩამოვჯექი დათას გვერდით,გათლილ სტაფილოს დავავლე ხელი და შევჭამე.მკვლელი თვალებით გამომხედა დათამ და სტაპილოს ჭრა განაგრძო.გამეცინა მასზე,ვიცი ასე ვაბრაზებდი ხოლმე.
-აბა,რაშვები დასვენებებზე?-როგორც ყოველთვის ეს მე არ ვაჩერებ ენას,ის კი მისმენს ყველა შემთხვევაში.
-არ ვიცი.-მხრები აიჩეჩა დათამ და ჭრა განაგრძო.-შენ?
-მეც არ ვიცი.-ამოვიხვნეშე და კიდევ ერთი სტაფილო ავაცალე.
-ეიი!-მიჩქმიტა ჩადენილისთვის.
-ნუ გეშინია ეს სტაფილო არ დატოვებს მშიერს არავის.-თვალი ჩავუკარი სტაფილოს კრატუნით.
-აღარ შემიჭამო ეს, აგერ,ბანანი ჭამე.-მომაწოდა თეფშზე დაწყობილი, დაჭრილი ბანანი და თავისი საქმე განაგრძო.
-ეს ბანანი,რაღათ გინდოდა რას აკეთებდი ამით?-ვკითხე და პირისკენ გავაქანე მაშინვე საყვარელი ხილი.ჩემთვის მნიშვნელონა მაინც არ ჰქონდა ეს რასში ჭირდებოდა ბოლოს და ბოლოს მე ვჭამდი.
-ვერ მიხვდები შენ.
-თუ არ მითხარი,როგორ გავიგებ?-ავწუწუნდი ისევ.ჭრას მორჩა და დაღლილი თვალებით დამაცქერდა ზემოდან.ოღონდ ეს არა,მეც გავიყურსე უცბად და სხვა რამეზე გადავიტანე მზერა.
-ბევრს ლაპარაკობ დაკო.-გამიღიმა და თეფშზე მოაწყო ლამაზად ბანანის ქერქი თუარ ვცდები.ბოლოს ნამდვილი შედევრი გამოვიდა ვაღიარებ.
-აუ,რა გემრიელად გამოიყურება დათა.
-მიდი,მიდი ახლა ეგ კერძი საღსალამათი მიიტანე მაგიდასთან და დასვენებებზე გაგიკეთებ ჩემთან.
-საუკეთესო ხარ,ხომ იცი?-თვალი ჩავუკარი და უმშვენიერესი კერძი ხელში ჩავიგდე.გატანამდე ერთი ორი ლამაზი ფოტოც გადავუღე დათას კერძს.მერე მშვიდობით მივიტანე მაგიდასთან და მშვიდობიანად გავისტუმრეთ ბოლო კლიენტიც.ისეთი დაქანცული ვწმენდდი მაგიდებს ბოლოს ყველა მტვერი წარმატებით ავიღე.გასახდელიდან გამოვედი თუ არა ჩვენი მზარეული თორნიკე,ამესვეტა წინ.იმდენად მოულოდნელად დამხვდა შევხტი ისე შემეშინდა.
-სახლში მიდიხარ,დაკო?-მაშინვე მიხვდა რომ შემაშინა.
-ბოდიში,შენი შეშინება არ მინდოდა.-დამორცხვილმა გამიღიმა თავისი საფურმო ღიმილით და ნერვიულად გადაისვა თმებზე ხელი.მეც გულზე ინსტიქტურად დადებული ხელი მოვიშორე და წელში გავსწორდი.
-დიახ.-მიუხედავად მისი სურვილისა გზა გავაგრძელე,ისიც უკან მომყვა.არ მინდოდა კიდევ დიდხანს დამეყო მასთან კარგად არც კი ვიცნობდი.
-მე წაგიყვან,თუ წინააღმდეგი არ ხარ.-შემომთავაზა თავაზიანი ღიმილით და რესტორნის კარები გამიღო.ადგილზე შევდექი და ახლა ვიკადრე მისთვის შეხედვა.არ მინდოდა თავხედურად გამომსვლოდა და ვეცადე წყნარად ამეხსნა მისთვის.
-თორნიკე იცი..
-აქ ყოფილხარ,წავედით ჰო,დაკო?-სრულიად მოულოდნელად გამოჩნდა დათა და ხელი მომხვია,ისიც ჩემთან ერთად ჩამოდგა.გვერდულად გამომხედა,ზემოდან ისე მიყურებდა,თითქოს თორნიკე არ არსებობდა აქ.ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა.
-დათა..
-მშვიდობიანი საღამო თორნიკე, წავედით.-არც კი აცადა თორნიკეს რამის თქმა ჩანთა გამომართვა და კარებში გამატარა.
-ჩაჯექი!-თვალები დამიბრიალა კარები გააღო და ჩემი ჩანთა დადო,მეც ადგილი დავიკავე მის მანქანაში და დაღლილი მივესვენე სკამზე.მანქანას მოუარა და დაჯდა მძღოლის ადგილზე.
-რა უნდოდა იმას?-ორ წუთიანი სიჩუმის შემდეგ მთელი სხეულით მომიბრუნდა და ინტერესიანი მზერით მანიშნა თორნიკეზე მანქანაში რომ ჩაჯდა და მთელი სიჩქარით წავიდა.
-სახლში მიგიყვანო.-მხრები ავიჩეჩე უდანაშაულოსავით და საწყალი თვალებით შევხედე.არა მართლა არაფერი დამიშავებია.
-მერე შენ რად გინდა მისი წაყვანა?თუ ასეთი დაღლილი ხარ ხოლმე,რატომ არ მეუბნები?და საერთოდ,მე კატეგორიული უარი გამომიცხადე მიცილებაზე!-გაიმკაცრა წამის მეასედში ხმა და გაბრაზებულმა შემომხედა ისევ,გავუღიმე და წამოვიწიე.მშვიდად ვცადე მისთვის სიტუაციის ახსნა.თითქოს მთელი ინტერესით მისმენდა.
-ორი დღის წინ ცოტა გვიან მოგვიწია გამოსვლა და მაშინ მიმიყვანა სახლში, დღეს უბრალოდ მკითხა,თუ წინააღმდეგი არ ხარ მიგაცილებო და შენც გამოჩნდი.
-და შენც გაყვებოდი,რომ არ გამოვსულიყავი,ჰო?-უარის ნიშნად თავი გავაქნიე,გამეღიმა მის ბრაზიან ტონზე. გაბრაზებულმა პტარა ბავშვივით დამტუქსა ყოველთვის მშვიდმა.იშვიათად თუ მეც არ ვუტევდი მას ამ შემთხვევაში კი,დღეს ნამდვილად ეგ დღე იყო.მშვიდად მიმიყვანა სახლში და დამტოვა.დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი.სადარბაზოში შესულს ისევ უნდა ამერჩია ან კიბე,ან ლიფტი.ეს ორი თითქოს მარტივი გადაწყვეტილება,მე ყოველთვის მერთულებოდა.ლიფტს აღარ შევხედე, ისე ავირბინე კიბეები.საკუთარი სახლის წინ რომ შევჩერდი უცბად მივიძიე გასაღები ჩანთაში.კიბეებზე ამოსვლამ საერთოდ გამომაცალა ენერგია,სულ ხელების კანკალით გავაღე კარები და შევედი სახლში.ორი დღე იყო ვისვენებდი, სოფელში იყვნენ ის ორი და მიხაროდა უბრალოდ.არ ვიცი,ეს შეიძლება წარმოუდგენელი იყოს ვინმესთვის,მაგრამ ღმერთო,მართლა ვისვნებ ფსიქოლოგიურად,რომ არ მესმის ყოველ დღე მათი საყვედურები. კარგ სიტყვებს ვერ იმეტებენ მაინც და..
ხვალ ვისვენებდი,ამიტომაც მიხაროდა მარტო ჩემ თავთან ყოფნა.ასეთი შანსი დიდი ხანი აღარ მექნებოდა. დაღლილობა სულ მომეხსნა წყალი რომ გადავივლე და შევძვერი თბილ საწოლში.
ტელეფონში ვთამაშობდი კუბიკებს და დრო ამით გამყავდა,სახალისო იყო, მაგრამ თან ძალიან მომაბეზრებელი. წამები მიდიოდა და თავის ადგილზე, რომ ვეღარ ვსვავდი და ვაგებდი მთლიან თამაშს,რის გამოც ნერვები კარგ მდგომარეობაში აღარ ნაქვს. ერთი ასეთი თამაშის დროს დამირეკა სწორედაც,რომ ჩემმა დაკარგულმა დაქალმა.აწეწილი ნერვები დავიოკე უკვე მოგებული ხელი,რომ წავაგე მის გამო და ვუპასუხე.
-დაკარგულო,როგორ ხარ?-ჩაყვირა ტელეფონში კეკემ და ბოროტი ჯადოქარი, რომ არის ხომ იცით,იმ ხმით გაიცინა. წარმოგიდგენიათ?ანუ,კაკანებდა.
-ეს შენ ხარ დაკარგული,დედაბერო
რატომ არ გვაპუსხობდი მე და დათას ზარებზე და მესიჯზე?!-ვუყვირე მეც და წამოვჯექი,ბალიში გავისწორე და კომფორტულად მოვთავსდი.ეს ჩვენი რუტინაა მგონი.ერთმანეთს ნორმალური ადამიანებივით კი არა არანორმალურებივით ველაპარაკებით.
-ოო,კარგი რა,აქ არ იჭერს ინტერნეტი ხომ იცი,მაინც გამოქვაბულია რა.-თავის გამართლებასავით გამოუვიდა მაშინვე. მითხრა ისე თითქოს მე ვიყო სადღაც ტყეში და ვიღებდე და ვუღებდე ფოტოებს სისულელეებს. ნაწყენმა შევათვალიერე,სახეზე რამდენიმე ნაკაწრი ქონდა,როგორ ყოველთვის ხეებს შორის იყო გაკვანძული.
-მეტი ნორმალური ადგილი ვერ იპოვე?-დავუტიე მაშინვე.მაშინვე თემის გადატანა სცადა.
-აბა,როგორ ხარ?როგორ არის ჩემი გადაკარგული შეფი.
-ვისზე რას იძახი გოგო.-გავუბრაზდი უფრო მეტად-ექვსი თვეა სადღაც ხარ გადახვეწილი და კონტაქტზეც არ გამოდიხარ.-მისი ნახვის სურვილი დღითიდღე რომ მიმძაფრდებოდა მეც და მასაც ამ ფაქტს გვერდს ორივენი ვუვლიდით.ეს ხომ მისი სურვილი იყო.
-ლაშქრობა მოინდომა გოგომ,ბარემ გაყევი მანდ ვინმე,ნამდვილ ქართველ ვაჟკაცს და ეგაა.
-იი,ვიხუმრეთო.-გამაჯავრა თავადაც გაბრაზებულმა.უფრო კარგად მოვკალათდი საწოლში.
-ჰო,რაიყო შეაკვდი მაგას.
-მაგას არ ქვია დაკო!ამას ქვია ოცნება,დაიმახსოვრე!-თითი დამიქნია კამერაში და გარშემო მიმოიხედა.შრიალის ხმა მესმოდა ტელეფონში.
-რა ხმა არის?რამეა მანდ?აუ,კეკე არ შეგჭამოს რამემ.-ვკითხე ინტერესით. ჰო,კარგი,ცოტა ირონიულად გამომივდა, მაგრამ ჩემი ბავშვობაა ეს გოგო,ასე უბრალოდ ვხალისობთ.
-რაღაც კი არა ვიღაცაა მგონი,წავედი დაგირეკავ თვითონ რომ მოვიცლი.-
ფეხზე წამოდგა და დამხედა,კოცნა გამომიგზავნა და გათიშა.
ხომ ყველას მოგსვლიათ ასე, ძლივს დასვენება რომ გაქვს და რვა საათზე ჭყიტავ თვალებს. ადრე გავიღვიძე გეგონება რამე საქმე მქონოდა,რამდენჯერ ვცადე ძილის შებრუნება,მაგრამ მაინც და მაინც ახლა არ მეჩვენებოდა ჩემი ღუნღულა საწოლი ისეთი კომფორტულიც,როგორიც მუშაობის პერიოდში არის ხოლმე.აზრზე არ ვიყავი რა გამეკეთებინა სანამ მაცივრის კარები გამოვაღე და მივხვდი
რომ საჭმელი საერთოდ არ მქონდა.
თამუნამ ყველაფერს მოხვია ხელი და სოფელში წააბრძანა,მე კი დამიტოვა ისევ ძველის ძველი თევზის წვნიანი.
ქვაბი გამოვიღე და ნაგავში ჩავუძახე ამ საზიზღრობას,მერე ჩავიცვი და უახლოესი სუპერმარკეტში ბევრი იოგურტი და ბანანი ვიყიდე,რამდენიმე ინგრედიენტიც საღამოსთვის და მალევე დავბრუნდი უკან.სახლის დალაგებას რომ მოვრჩი,წყალი გადავივლე და ინტერნეტში,რაიმე კარგი კერძის მომზადებას ვუყურე,ბოლოს რომ არ გამომივიდა არაფერი და პლიუს თითებიც მივაჭერი იმ სტაფილოს და დავიწვი,დათას დავურეკე და დახმარება ვთხოვე,იქნებ რამე კარგი კერძი მასწავლოთქო,ასე აღმოჩნდა დათა ჩემთან.
-მანახე.-გადასერილი ცერა და საჩვენებელი თითი გადამიხვია.წუწუნით კინაღამ შევიკალი ბიჭი.მერე მაჯაზე დამწვრობის მალამო წამისვა თუ არა გადმომცვივდა ცრემლები ტკივილისგან.
-სული მაინც შეუბერე დათა.-მტკივნეულად აღმომხდა და გავაშვებინე ძალით ხელი.
-მოდი არ გატკენ.-მომკიდა ისევ ხელი.ისიც საკმაოდ ინარჩუნებდა ნერვებს ან მე მეგონა ასე იმიტომ რომ მართლა ძლივს ვიკავებდი თავს.ვისზე ვბრაზობ საერთოდ ჩემ თავს მე თვითონ გავუჩალიჩე.
-უკვე მტკივა.-გავჯიუტდი.-ისევ ჩემით მირჩევნია,მომეცი რა.-გაბრაზებულმა გასწია მალამო და სკამზე დამსვა.
-მშვიდად არ გატკენ.-შეუმჩნევლად გამაშვებინა მომუშტული ხელი და მალამოს წასმასთან ერთად სულს უბერავდა დამწვრობას.თვალები დახუჭული მქონდა და ტკივილისგან ვქშინავდი.-მორჩა.-მანაც მშვიდად წამოიძახა თუ არა წამში ვჭიტე თვალები და დავხედე ჩემს შემოქმედებას.გაწითლებული კი არა უკვე ყავისფერი იყო.მალამოს და სხვა დანარჩენ ნივთებს თავისი ადგილი მიუჩინა თუ არა კარადიდან სუფთა ჭურჭელი გამოიღო და კეთებას შეუდგა.
-იჯექი და მიყურე,არაფერი გააფუჭო.-გამაფრთხილა პატარა ბავშვივით მევ თავი დავუქნიე და გავისუსე მისი ყურების პერიოდში ბოლოს და ბოლოს ჩემთვის ამზადებდა გემრიელობებს.გაყურსული ვიყავი და ვუყურებდი თავი გვერდით რომ გადმოხარა და შემომხედა.
-როდის ჩამოდიან შენები?-მკითხა უეცრად.ყურადღება მისი ხელბის მოძრაობიდან მასზე გადავიტანე. გაშინაურდა ისიც და მეც.ფეხები ავკეცე და კომფორტულად მოვთავსდი.
-ორ დღეში,აღდგომებზე ისევ მიდიან.-შუბლი მოვისრისე ნერვიულად.ხომ შეეძლოთ დარჩენილიყვნენ,მაგრამ მაინც და მაინც ჩემს დასვენებას უმთხვევდნენ სახლში ყოფნას,რომ უფრო კარგად მაკონტროლონ.-რა გაუძლებს მაგათ მთელი ერთი კვირა.-ამოვიხვნეშე მაშინვე გაბრაზებულმა.გაიცინა დათამ.
-ხოდა,ჩემთან ერთად წამოდი დასასვენებლად.-თითქოს წაიკითხა ჩემი ფიქრები,მიყურებდა და ელოდა პასუხს.თავი გავაქნიე უარის ნიშნად.წარბები აქაჩა მანაც მაშინვე.
-არ შემიძლია,არ გამომიშვებენ სახლში უამრავ რამეს მოიმიზეზებენ.
-რამდენი წლის ხარ შემახსენე?-მთელი სხეულით მობრუნდა და დაეყრდნი მაგიდას ხელით დამაჩერდა ზემოდან.
-ასთი მარტივიც არ არის,ეს მათზე არ მოქმედებს!-ხელი ჩავიქნიე უკვე საკმარისად დაღონებულმა.შეეშვა ქვაბში მოთუხთუხე ბოსტნეულს და ჩემთან ჩაიმუხლა.
-შემომხედე.-ნიკაპზე მომკიდა ხელი და თავი ამაწევინა.ვუყურებდი მის მწვანე, დიდ თვალებს და გული სითბოთი მევსებოდა.ის ხომ ერთადერთი სწორი ადამიანია,სწორი მეგობარი.
-მე მოვაგვარებ,შენ უბრალოდ ჩანთა ჩაალაგე.-მითხრა ერთი წინადადებით მერე გამიღიმა და თავის საქმე განაგრძო.ხმა აღარ ამომიღია,არც მას შევუწუხებივარ დიდად.ერთად ვივახშმეთ და ვისაუბრეთ სხვადასხვა თემებზე.მერე ისევ მარტო დავრჩი სახლში.დათა წავიდა,უცბად დაურეკეს და საქმე გამოუჩნდა.ყოველ შემთხვევაში ასე მითხრა და აღარ ჩავძიებივარ.მაგიდის ალაგებაში დამეხმარა ბოლოს,მითხრა ზედმეტი არაფერი გააკეთოვო და წავიდა.ხოდა მეც ჩავწექი თუ არა თბილ საწოლში, მაშინვე მიმეძინა.


ორმა დღემ ისე მალე ჩაიარა და თამუნაც და ლევანიც ჩამოვიდნენ,გეფიცებით იმ დღესვე ვინატრე სახლიდან გაქცევა და რომ შემძლებოდა მართლა გავიქცეოდი კიდეც.მას შემდეგ რაც დილას მთელი ჩემი ენერგიით ავდექი,ვიფიქრე დღეს პროდუქტიულად დავიწყებთქო, მაგრამ ვინ გაცადა?მთლიანად მომშხამა დილიდან თამუნამ და ლევანმა,უკაცრავად ლუარსაბმა, როგორც ზაქმა და ნერვებ აშლილიც გამოვვარდი სახლიდან.ყველაფერ კარგთან ერთად თორნიკე შემეჩეხა რესტორნის კარებში, ვიფიქრე ყველგან ეს როგორ არისთქო გასახდელ ოთახს შევაფარე მაშინვე თავი.დილით ისე გამოვვარდი ნერვებ აშლილი სახლიდან,ყავის დალევაც ვერ მოვასწარი,მერე კი მთელი დღე ვეღარ მოვახერხე შესვენება.
რას წარმოვიდგენდი დილას,ენერგიით მოზღვავებული ასე,მშიერი და ღალილი თუ დავამთავრებდი, ამ ჩემს „პროდუქტიულ" დღეს.დათა ვნახე მხოლოდ ერთხელ და ისიც ხელი შემითვალიერა დანრაჩენი კი არ ვიცი.მოკლედ ჩემმა ნერვებმა შოკზე მეტი განიცადეს.
ფეხეები ერთმანეთში მებლანდებოდა ისე მეხვეოდა თავბრუ.სახლის კარები შევაღე თუ არა,ცხვირში მეცა დამწრობის სუნი და სულ გადამავიწყდა დაღლილობაც და ყველაფერიც ისე გავიქეცი,სამზარეულოსკენ საიდანაც მოდიოდა ეს სუნი.
შევვარდი თუ არა სამზარეულოში დავინახე,თამუნა დარბოდა და მთელი ძალებით ცდილობდა რამენაირად გაექრო გამოსაცხობი ღუმელიდან გამოვარდნილი შავი კვამლი.
-რას აკეთებ დედა?!-ვიყვირე ანერვიულებულმა.დავყარე ნივთები და ხელებში ვეცი,ტილო დაეკავა და ანიავებდა თითქოს,რამეს უშველიდა ასე.
-აბა,რა ვქნა?ნამცხვირს გამოცხობა მინდოდა და თურმე ჩამეძინა,ეს აქ დარჩა და ღმერთმა იცის,რა მოხდებოდა რომ არ გამეღვიძა.
-რომ არ შეეწუხებინე ამ,აყროლებულ კვამლს!-გაბრაზებულმა ვიყვირე თითქოს ასე რამეს ვუშველიდი ამ სიტუაციას.გავაღე მაშინვე კარებები და ფანჯრები.
კვამლი ხომ საშინელი სუნის იყო და ყველაფერთან ერთად ისე მციოდა ვკანკალებდი.
-გავიდეს ეს კვამლი და დავკეტავ ყველაფერს.-მითხრა დედამ და სწრაფად აალაგა ყველაფერი.ეტყობა ნერვიულობდა ეს ლევანს არ გაეგო, მაგრამ სახლში რომ ყოფილიყო ხომ გაიგებდა?ანუ გამოდის არ არის?და ტყუილად მეგონა თავიდანვე ასე.აღარ დამიწყია მისი მოკითხვა ისე შევედი სრულიად დაღლილი და გამოფიტული ოთახში და დავეცი საწოლზე.
დათას შემოთავაზებაზე ფიქრს აზრიც კი არ ქონდა,მგონი ტყუილი იმედების შექმნა უფრო მტკივნეული იქნებოდა,ამიტომ სიჩუმე და ისევ მშვიდად მუშაობა ვამჯობინე.
მუშაობის დროს კი იმაზე ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა სრულიად ერთი კვირა სახლში მათთან ერთად.ისინი ხომ ნამდვილად გამაგიჟებდნენ და მართლა დამაგლეჯდნენ იმ ერთ ბეწო ნერვებსაც რაც შემომრჩა.
და აი ისიც,დასვენების პირველი დღე და მე ჩემს ღუნღულა საწოლში,ჩუმად ვსვავდი ყავას.ჰო,ჩუმად,არც კი ვინძრეოდი ზედმეტად,არც დავდიოდი რომ არ გამეღვიძებინა ორი დრაკონი, ისევ ჩემი სიმშვიდისთვის.თვალი აივნის კარებისთვის მქონდა გაშტერებული.ვუყურებდი,როგორ ფრიალებდა თეთრი გამჭირვალე ფარდები ნაზად,ჰაეროვნად. მესიამოვნა,ლამაზი იყო თითქოს ლამაზი გოგონა იყო,მოცეკვავე და ყოველი მიხრა-მოხრა უნაზესი იყო.ეს უბრალოდ თბილი ნიავის ბრალი იყო,მაგრამ მაინც რა ლამაზი და რა უბრალო.ყავა მოვსვი და ამჯერად აზუზუნებულ ტელეფონს დავხედე, სიმშვიდე კი დამირღვია მისმა წკრიალმა,მაგრამ მეორე სიმშვიდე მირეკავდა.ვუპასუხე თუ არა უნებურად გამეღიმა.
-გღვიძავს?-სულ რაღაც დილის რვა საათი იყო ჯერ,მას კი აშკარად ეტყობოდა ახალი გამოღვიძებული რომ იყო.გამეღიმა მის მძიმე ხმაზე.
-დიდი ხანია.
-კარგია,მეგონა გაგაღვიძე.
-შენ,რატომ გღვიძავს ასე ადრე,შენც ხომ ისვენებ?-ყავა მოვსვი და გავიყურსე მის მოლოდინში.
-დღეს აგარაკზე მივდივართ.-მის ხმასთან ერთად შრიალი მომესმა.ალბათ დგება.-ბავშვებიც მოდიან.
-ძალიან კარგი,დაისვენებ ბოლოს და ბოლოს მთავარი შეფობა ადვილი არ არის.-გამეღიმა გულწრფელად ისევ.
-ჰო,მართალია გავერთობით,ჩანთა ჩაალაგე?-ისე მკითხა ვერ მივხვდი პირველ ჯერზე.
-რა?
-ჩანთა,გამოსაცვლელი ტანსაცმელი არ გინდა?
-დათა,ჩვენ ხომ ამაზე ვისაუბრეთ..
-ვიცი დაკო,ადექი და მოემზადე ერთ საათში შენთან ვიქნები,არ მალოდინო კარგი?!-თქვა და გათიშა.დამტოვო ასე გაშეშებული.
ახლა რა ვქნა?ლევანი თუ გაიგებს,აუცილებლად უარს იტყვის ჩემს სადმე გაშვებაზე,მითუმეტეს ერთი კვირით.წარმოუდგენელია არა?ოცდასამი წლის ასაკში მე ჯერ კიდევ ვისზე ვარ დამოკიდებული,არა მათზე არამედ მათ იდიოტურ წესებზე.
მომეშალა უცბად ნერვები,თავი გავაქნიე და ფეხზე წამოვდექი.
ეს რა კითხვებია დაკო?
დასვენების დღეების სადმე მათგან შორს გატარება ძალიან მინდოდა,თანაც არა მარტო.დათასთან ერთად კიდევ უფრო უკვეთესი იქნება ხოდა მეც გადავწყვიტე საბოლოოდ და ავდექი ფეხზე.სულ ჩუმად ჩავალაგე ჩანთაც და ჩუმად მოვწესრიგდი მეც.დათამ მომწერა ქვემოთ ვარო და მეც ფრთხილად დავქაჩე სახელურს.ამ უბედურს ხომ სულ ჭრიალი გაუდის,ვიფიქრე ისე ავვორთქლდები ვერ გაიგებენთქო,სწორედ მაშინ თავზე რომ წამომადგა ლევანი.კარებში ვიყავი უკვე
გასული, რომ დამაწია,როგორც ჩვევია.
-იცოდე,არაფერი გააფუჭო და იმ ბიჭს გვერდიდან არ მოშორდე!-მკაცრი ტონით,როგორც ყოველთვის გამაფრთხილა და მოხურა კარები, დამტოვა მე ასე,შოკში.ათასი აზრი მეხვია თავს,კიბეებზე დაუფიქრებლად ვადგავდი ფეხებს,რა დაემართა ამ კაცს?არასდროს ყოფილა ის ასეთი, ყოველთვის იღრინებოდა და ბრაზდებოდა უმნიშვნელოზე,სულ ცოტა აკლია ასაფეთქებლად ამიტომაც ვისწავლე მისგან თავის შორს დაჭერა, ისევ ჩემი თავის გამო,თორემ ლევანი არ იყო ბოლოს თავის ოთახში გამოკეტილი და არ მოთქვავდა.
ახლა კი რა დაემართა,ადრე თუ მემუქრებოდა და არსად მიშვებდა,ახლა..
-დაკო.-ფიქრებიდან გამოვერკვიე თუ არა,დავინახე კიბეებზე ამომავალი დათა.მეოთხე სართულზე ჩამოვდიოდი, მომიახლოვდა ჩანთა გამომართვა და კიბეებზე დაიძრა.მეც სიტყვის უთქმელად დავემორჩილე მას და ჩავყევი. სადარბაზოდან გასულმა მაშინვე მოვკღი მის მანქანას თვალი.
-მიდი,ჩაჯექი.-მანიშნა მან და საბარგულში ჩადო ჩანთა.უკან სავარძელზე უნდა დავმჯდარიყავი,რომ შემომხედა და მკითხა.
-წინ არ დაჯდები?-დახურა საბარგულის კარები და მიმიახლოვდა.
-რავიცი სხვებიც ხომ მოდიან.-მხრები ავიჩეჩე.
-მერე რა შენ წინ გიყვარს ჯდომა.-გამიღო კარები.არ შევწინააღმდეგებივარ მის გვერდით დავიკავე ადგილი.ალბათ უხერხული სიტუაციის შექმნა არ უნდოდა,მე ხომ მის ყველა მეგობარს არ ვიცნობ.მანქანა დაძრა და გზაზე გაიყვანა.თან შხამიანი კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა ღერს.
-ისევ ეწევი?-ვკითხე და თავი მისკენ მივაბრუნე.გაეცინა და თავი დამიქნია, ტუჩებს შორის მოქცეული სიგარეტი ახლა თითებს შორის მოექცია.-რატომ იწამლავ თავს?-ირონიულად ვუთხარი,მანაც მაშინვე გამიგო.
-დიდი ხანია შეეშვი?-გადმომხედა სიცილით.მეც გამეცინა და სკამზე გადავგდე თავი.
-მომიწია.
-ლევანს მხოლოდ მაგის გამო ვუმადლოდეთ.-ავხარხარდით ორივე,იმ დროზე,როცა ლევანმა კინაღამ თითები დამატეხა,რომ გაიგო ვეწეოდი,მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი.ვაღიარებ ყოველთვის ყველაზე ჯიუტი ვიყავი და მაინც ვაკეთებდი ყველაფერს თანაც ისე რომ მას შეემჩნია ეს.ყოველითვის ისე ვიქცეოდი,როგორც მას არ მოსწონდა,ჩემი მიზანი მისი გაღიზიანება და გაბრაზება იყო,ბოლოს ისევ მე მხვდებოდა.ასე თითქოს პროტესტს გამოვხატავდი და მეგონა ასე იგრძნობდა იმას რომ მამაჩემის ადგილს ის ვერასოდეს დაიკავებდა.უდიდესი ჩხუბის შემდეგ კი ძნელი აღმოჩნდა მავნე ჩვევისთვის თავის დანებება ვაღიარებ,მაგრამ ვინ თქვა რომ მაშინვე შევეშვი,უბრალოდ უფრო ყურადღებით ვიყავი ლევანს არ გაეგო მერე,თანდათან ჩემი სურვილით შევეშვი,ყოველ შემთხვევაში ვცდილობდი.
ვიცინოდით მე და დათა და ვიხსენებდით წარსულს სანამ,დათას მეგობრები შემოგვემატნენ.ვაღიარებ, ძალიან მხიარულები და ენერგიულები არიან.
ერთ-ერთს,რომელსაც ერეკლე ქვია განსაკუთრებით არ აჩერებს ენას,ნეტავ გენახათ,როგორი სხარტია, დამთავრებული არ აქვს თემა ახალი რომ წამოჭრა მაშინვე.
-და შენ,დაკო,რატომ აქამდე არ გაგვაცნო შენი თავი დათიმ?-შუაში გამოჰყო თავი და გადმოგვხედა ორივეს..
სახელი ისე შეუცვალა ღიმილი ვერ შევიკავე,დათას გადავხედე სიცილით, თითით მანიშნა გიჟიაო და მაშინვე უთაქა თავში,უკან გადააგდო საწყალი ბიჭი.
-გაჩუმდი,სანამ გადაგსვი ეკე!გააფრთხილა დათამ თითის ქნევით.ვიცინოდით მათი შემყურე მე,ნიცა და ირაკლი.ნიცა ძალიან მომეწონა,ერეკლესთან შედარებით უფრო მშვიდი ჩანდა,მაგრამ მხიარული იყო.ნეტა იცოდეთ თან რალამაზია.აი,ირაკლი კი ჩვენ ყველასგან განსხვავებით ძალიან მშვიდად იჯდა თავის ადგილზე ჩვენს ხუმრობებზე იცინოდა და ნაზად ათამაშებდა ნიცას კულულებს.ოო,აქ ორი შესანიშნავი წყვილი რომ გყვავს არ მითქვამს?შეყვარებულები იყვნენ და რასაც ვხედავდი მართლა იდეალურად უხდებოდნენ ერთმანეთს.
ნელ-ნელა ავდიოდით ზემოთ და ნისლიც იმატებდა,თან ისე იწელებოდა გზა ღმერთს ვთხოვდი მალე მივსულიყავით და აქ არ დამწყებოდა პანიკა.დათას ყოველ თხუთმეტ წუთში ვეკითხებოდი მალე მივიდოდით თუ არა და მგონი ისიც ხვდებოდა საქმე რაში იყო.ნერვიულობამ მიტანდა ნისლს რომ ვუყურებდი.გულის რევა ვიგრძენი და ფანჯარა ჩამოვწიე ოდნავ.ჰაერმა გონს მომიყვანა,მაგრამ ეს გრძნობა არ მეშვებოდა,მეგონა სადაცაა ცუდად გავხდებოდი.ჩანთაში უაზროდ დავიწყე ჩხრეკვა,მეც ვიცოდი რომ ვერ ვიპოვნდი,მაგრამ მაინც ვეძებდი.
-რამე მოხდა?-გადმომხედა დათამ.ჩანთა დავხურე და შევხედე.
-წამალი დამავიწყდა.
-ცუდად ხარ?-გზიდან ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.ცალი ხელით გახსნა სანივთე უჯრა.
-მგონი და წამლის წამოღება დამავიწყდა.
-რატომ არ წამოიღე?-ინტერესით ამომხედა და ძებნა გააგრძელე,თან გზას უყურებდა.
-არ ვიცოდი თუ ამხელა გზაზე მივდიოდით თორემ წამალს ხომ აუცილებლად გამოვიყოლებდი და დავლევდი.-თმებზე გადავისვი ხელი ნერვიულად.სიმძიმეს ვგრძნობდი და ვცდილობდი სწორად მესუნთქა,მაგრამ არ შველის.მეზიზღება ეს შეგრძნება ყველაზე მეტად.
-მე ვნახავ თუ მაქვს.-ნიცამ წამოიძახა და ჩანთაში დაიწყო ძებნა წამლის.
-ჩვენ პრინცესას გზის პრობლემები აქვს?-იკითხა ერეკლემ და გადმოიწია ისევ წინ.მაშინვე დაქაჩა ირაკლიმ და დააბრუნა თავის ადგილზე ერეკლე.
-არ მაქვს დაკო.-შეწუხებული სახით გადმომძახა ნიცამ.-არ აყვე პანიკას,თუ შეგიძლია ცოტახანი მოითმინე და…-მაწვებოდა უკვე ეს შეგრძნება,სადაცაა აქვე ვაღებინებდი.
-დათა გააჩერე რა.-ამოვიკვნესე მაშინვე და მიაჩერა თუ არა იმ წამსე მანქანა გადავხტი უკან მომყვა დათაც.ზუსტად ორი ნაბიჯით მოვშორდი თუ არა მანქანას მოვდუნდი.სწრაფად მომიახლოვდა დათა და თმები დამიჭირა.იმ მომენტში საერთოდ არ მადარდებდა ჩემი თმა უფრო ის რომ ამას დათაც ხედავდა.
-ნუ მიყურებ.-საწყლად ამოვიკვნესე და პირზე ავიფარე ხელი.ნიცა გადმოვიდა მაშინვე და ბოთლი გამომიწოდა.
-გთხოვთ ნუ მიყურებთ რა.-ჩემი თხოვნის მიუხედავად ამიწია დათამ თმები და წ**ის ბოთლი გამოართვა ნიცას.შემასხა სახეზე და მომბანა პირი.
-მგონი წამალი ვიპოვე.-წამოიყვირა ეკემ და გადმოხტა მანქანიდან.-უხერხულობისგან სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი.-ისევ მე თუ გიშველი ჩემო დაკო თორემ ამათ რა შეუძლიათ.-სიცილით გააჯავრა დათას და მომიახლოვდა.ხელსახოცით მოვიწმინდე პირი და გავსწორდი წელში.-აიღე ჩემო ლამაზო და იგრძენი შვება.გამოწვდილ წამალს დავხედე და რომ ვიცანი გამოვართვი.მომაწოდა წყალი დათამ და დავლიე მაშინთვე.ორი წუთით ერთ ადგილზე ვიდექი მერე თავი ავწიე და დათას შევხედე.
-შეგვიძლია წავიდეთ.-თავი დამიქნია და ხელი მომხვია.
-თუ ისევ ცუდად გახდები მითხარი დაკო.-მითხრა და კარები გამიღო.გავუღიმე და თავი გავაქნიე უარის ნიშნად.
-არა მგონია,ერეკლეს მოცემული წამალი მიშველის.-გადავხედე მანქანაში ჩამსხდარ ბავშვებს.ეკემ თვალი ჩამიკრა და გაიცინა.
-ნომერ პირველი ერეკლე წივწივაძე.-წარმოთქვა ხმამაღლა და ომახიანად ერეკლემ,რაზეც მხოლოდ მე გამეცინა დანარჩენები მობეზრებულად იყურებოდნენ გარშემო და ცდილობდნენ ბიჭი დაეიგნორებინათ.-ამათ მხოლოდ შური და ბოღმა კლავთ.-გადმომძახა ყველას გასაგონათ.აი ამაზე კი ყველას სიცილი აგვიტყდა.სანამ აგარაკზე ავიდოდით პროდუქტი ვიყიდეთ და შემდეგ გავაგრძელეთ გზა.აი,ნამდვილი საოცრება კი აგარაკზე იყო,ისეთი ლამაზი იყო,ორ სართულიანი ხის,დიდი კოტეჯი რომ პირი კინაღამ დავაღე გაოცებისგან.
ბიჭებს ჩანთები გადმოჰქონდათ,მე და ნიცას კი პროდუქტები.
-მოეწყვეთ,დანარჩენებიც მალე მოვლენ.-სახლში შესულმა თქვა დათამ და გამომართვა პროდუქტებით სავსე პარკი.
-მძიმე არ არი შენთვის?-გამომხედა.მხრები ავიჩეჩე და მივყევი უკან სამზარეულოში.
-შენს ნივთებს მიხედე მე ამათ დავაწყობ.-მაშინვე ამოვიტანე ჩემი ჩანთა და შევედი ერთ-ერთ ოთახში.დიდი საწოლი იდგა ჩვეულებრივ ერთი გარდერობი და სველი წერტილი.დავაწყე თუ არა ნივთები ტანსაცმელი გამოვიცვალე და მომდგარი კაბა გადავიცვი,თავი მოვიწესრიგე და ბავშვებთან ჩავედი.სხვებიც მოსულიყვნენ უკვე და მისაღებში ისხდნენ.საუბარში იყო ყველა გართული.დათამ ხელით მანიშნა მის გვერძე დავმჯდარიყავი და ჩამოვჯექი.
მკლავი მომხვია და გამიღიმა.როგორც ჩანს ყველას ყურადღება მივიქციე.უხერხულად მივეყუდე დივნის საზურგეს და გავიღიმე.
-გაიცანით,დაკო.-გააცნო ჩემი თავი პირველივე ჯერზე დათამ მათ.ყველა მიყურებდა და მიღიმოდა,ისეთი სიმშვიდე ვიგრძენი მოვეშვი ოდნავ.მერე ყველას სათითაოდ დავაკვირდი.ნიცა და ირაკლი ჩვენს გვერდით ერთად ისხდნენ, დანარჩენები კი ჩვენს წინ.ყველა გავიცანი და გამაცნო დანარჩენები დათამ.მიხაროდა მის გვერდით ყოფნა,მისი მეგობრებიც არ ჩანდნენ განსხვავებულები,ყველა გამორჩეულად კარგი იყო.უცბად შემოხტა ნახევრად შიშველი გაწუწული ერეკლე სახლში.სიცილი აგვიტყდა მის დანახვაზე,დათასკენ გამოიქცა და გვერდით მიუსკუპდა,სველი.
-არ გინდა,რამე გემრიელი გაგვიკეთო, დათუჩები?-ხელზე ვუბწკინე დათას ისეთი მკვლელი თვალებით გახედა ერეკლეს.
-ეკე არ ფიქრობ რომ აუზისთვის ძალიან გვიანი იყო?
-სულ სველი ხარ ბიჭო.-დაუღრინა დათამ.
-მართალია,დათა ხომ ნამდვილად მზარეულია.-ღიმილით თქვა ნიცამ და ფეხზე წამოდგა.-წამოდი,მოგეხმარებით ჩვენც და გავაკეთოთ რამე.-ფეხზე წამოვდექი და დათას დავხედე.
-მიდი,ნუ ზარმაცობ.-ხელზე დავექაჩე და ძლივს ავაყენე ეს ფეიკ მზარეულა, სამზარეულოში სულ ძალით შევაგდეთ.
-რა გინდათ?-გვკითხა და წინსაფარი მოირგო,მერე გამომხედა და მითხრა.
-შენ ვიცი,თქვენ?
-პიცა.-წამოიყვირეს ნიცამ და თუთამ.
გვიანობამდე ვსაუბრობდით და ვთამაშობდით,მერე ყველამ თავისი ოთახი იპოვა და გაიყურსნენ.ღამის რაღაც საათები იყო შეტყობინება რომ მომივიდა ტელეფონზე.მთელი დღის დაგროვილი განწყობა ერთ წამში გაქრა და ეს სულ რაღაც,ერთი მესიჯით.ტელეფონი საწოლის ბოლოში მოვისროლე და გვერდი ვიცვალე,თავზე ბალიში წავიფარე და თვალები დავხუჭე.
სიმშვიდე იყო ისეთი მთელი ოცდასამი წლის მანძილზე ასეთი რომ არ მიგვრძნია,უბრალოდ ძალიან მიხაროდა სახლიდან შორს,მათგან შორს ყოფნა.
და მაინც,ასე როგორ უნდა შეაძულო თავი ადამიანს?
ისე რომ შენი ნახვა,არსებობა აღარ სურდეს.
შენი ყოველი ფეხის ნაბიჯი,ხმა,სუნთქვა
და საუბარი სძულდეს.ასე,როგორ
უნდა გძულდეს შენი თავი?


გათენდა,ოღონდ ისე,რომ არ გამიგია ფიქრებში წასულს.ისეთი სიმშვიდე იყო ჯერ კიდევ შვიდ საათზე არავინ ცდილობდა დარღვევას,არც ვინ აპირებდა იმდენად ბევრი დალიეს წუხელ.ისე გავერთეთ ალბათ, შუადღემდე თვალის გახელას არავინ აპირებდა.მე კი,არ შემეძლო,ასე ვერ ვისვენებდი პირიქით,საწოლში ვწრიალებდი და ტელეფონში უაზროდ ვსქროლავდი.
მერე,ვეღარც მოვისვენე და ფეხზე წამოვდექი,უხმაუროდ ჩავიცვი და ჩავედი სამზარეულოში.ფანჯრები გავაღე თუ არა გაზაფხულის სურნელი შემოვარდა.ყავა დავადგი და მაცივრიდან გუშინდელი ნაყიდი იოგურტებიდან ბანანის გემოთი გამოვიღე. ბარის მაგიდას მივეყრდენი და სანამ ყავა გაკეთდებოდა მშვიდად ვჭამდი. ერთხანს ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა სადმე ისეთ ადგილზე ცხოვრება,სადაც სულიერიც კი არ შემაწუხებდა.
მხოლოდ მე.
გამეღიმა,ნუთუ ოდესმე დადგებოდა ასეთი დღე?რომ მე,სადმე შორს,ჩემს პატარა სახლში მშვიდად ვიცხოვრებდი, არანაირი პრობლემით.
ვიცოდი, ასეთი დღე ჯერ-ჯერობით სანამ მე ვარ არ იქნება,მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
ხომ შესაძლებელია თუნდაც ილუზიებით ვარსკვლავებსაც კი მივსწვდე.ეს ხომ ასეთი სასიამოვნოა, მაგრამ თან მავნებელიც,სულ რომ ასე ვიოცნებო,როდისღა ავიხდენ სურვილებს,რაღა დრო დამრჩება მათ განსახორციელებლად.ფიქრებში ვიყავი შორიდან რომ მომესმა,ჩაიდნის კივილი.ვუყურებდი,მაგრამ ჯერ კიდებ ფიქრებში ვიყავი,ჯერ კიდევ არ მეცალა მისთვის,ჯერ კიდევ ჩემს ილუზიებს ვკვებავდი.
-გაფრინდა მადუღარა.-მისმა ხმამ გამომარკვია.ათუხთუხებული მადუღარა გამორთო და მომიბრუნდა.
-ფიქრების ადგილი და დრო მხოლოდ ღამით,ცარიელ ოთახშია.
-ცდები.-თავი გავაქნიე.იოგურტის ცარიელი კოლოფი ნაგვის ურნაში გადავაგდე და კარადიდან ჭიქა ჩამოვიღე.-გინდა?
-მინდა.-ორ ფინჯანში ჩამოვასხი ყავა.გავუწოდე და ჩამოვჯექი.
-რაზე ფიქრობდი?-ყავა მოსვა და სიამოვნებით მინაბა თვალები.ისეთი საყვარელი იყო ამ დროს გამეღიმა.
-ლამაზი ადგილია.-ყავა მოვსვი თუ არა უსიამოვნოდ დამემანჭა სახე.ჩემივე გაკეთებული ყავა არ მომეწონა.
-საზიზღრობაა.-გვერდზე გავწიე თითქმის უშაქრო ყავა.-როგორ სვამ?
-კარგია.-გაიცინა და მწარე ყავა დალია.
-ლამაზი ადგილი ნამდვილადაა.
თვალი მოავლო სამზარეულოს.
-სად ნახეთ ეს ადგილი?ერთი კვირა ზედმეტად ძვირი ხომ არ არის აქაურობისთვის.-ხელით მოვხაზე ჰაერში წრე.
-ჩემია.-ამომხედა ქვემოდან.თვალები გადმომცვივდა კინაღამ.
-ნუთუ,როდის მოასწარი?
-ერთ შაბათ დილას.-გამიღიმა და ჭიქები ნიჟარაში ჩააწყო.
-მაოცებ.
-არ გინდა გავისეირნოთ?იმათ მაინც ძინავთ.-ხელით მეორე სართულზე მანიშნა.ნამდვილად კარგი აზრია,სუფთა ჰაერი არ მაწყენდა.
-კარგი იდეაა.
-ჰო,მაშინ მიდი ფეხსაცმელი ჩაიცვი და წავიდეთ,მოსაცმელი არ დაგავიწყდეს.
სამზარეულოდან გამოვედი და მისაღებში დადებული კედები ავიღე,იქვე ჩამოვჯექი და ჩავიცვი.
-გამომართვი.-მოსაცმელი მომაწოდა და კარები გააღო, მოსაცმელს დავხედე.
-შენი არაა?
-ჩაიცვი მერე თბილია.-თბილი მოსაცმელი ჩავიცვი და უკან მივყევი.გარაჟიდან ველოსიპედი გამოიყვანა და დაჯდა.
-მოდი,დღეს ამით გავისერნოთ.
ვყოყმანობდი,ცოტა მეშინოდა.მე ხომ ველოსიპედი არასდროს მიმართავს.
-მოდი,დაკო.-მომიხმო ისევ დათამ და ხელი მომკიდა.მივყევი და უკან პატარა სკამის მაგვარზე ჩამოვჯექი.
-აუ,ხომ არ გადმოვვარდები?-ვიკითხე შიშით.
-თუ იცეკვებ კი.-გაიცინა და დაძრა.
გაუცნობიერებლად ხელი ვერაფერს რომ ვერ მოვკიდე მას ჩავეჭიდე.ეზოს გასცდა და სრულიად ამწვანებულ ბილიკზე გავიდა.გრილ ჰაერს კანზე ვგრძნობდი,გარშემო ისეთი კარგი სრუნელი ტრიალებდა რომ ვინატრე აქ გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება.
რა ლამაზი და სახლური იყო.არასდროს რომ არ ყოფილა ჩემთვის და არსად, თურმე სად ვიპოვე.თვალები ნეტარებით დავხუჭე და შევიგრძენი.რა ცოტაა საჭირო ადამინის ბედნიერებისთვის.
-ხომ არ ჩაგეძინა?-სიცილით გადმომხედა დათამ და ველოსიპედი გააჩერა.თვალები გავახილე და მას შევხედე,ჩემი ნამდვილი მეგობარი.
-მადლობა.-უეცრად მოვეხვიე და ჩავმალე შერცხვენილმა თავი მის კისერში.
-დაკო.-ხელი მომხვია,თავი ამაწევინა.-შემომხედე!-თვალები გავახილე და შევხედე.თმაზე ხელი დამისვა,დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
-უბრალოდ მადლობა კარგი?-უჩუმრად გამიგო უთქმელი სიტყვები და გზა განაგრძო. მასთან გატარებული ყოველი წუთი საუკეთესო იყო.


შუადღისთვის ყველას ეღვიძა და ყველა მზად იყო გასართობად.ძალიან ცხელოდა და კარგი ამინდი იყო აუზისთვის.საცურაო კოსტუმები ჩავიცვით და მაშინვე აუზისკენ გავიქეცით.მესიამოვნა გრილი წყალი,თანაც ძალიან ცხელოდა.
-აბა გოგონებო,ვისაც რა გაგეხარდებათ.-ერეკლემ თავისი გაკეთებული კოქტეილები მოგვიტანა და ჩვენთან ერთად წყალში ჩამოხტა.
-ვაიმე,როგორი ცივია არ გაიყინეთ?არა,კი გამიგონია ქალები უგრძნობი არსებები არიანო,მაგრამ მთლად ასეც არ მეგონა,გამეყინა კიდურები.-უცბად ამოხტა წყლიდან და გაწვა შეზლონგზე.-ამოდით გოგო ამოდით,მერე პატარა ბაიებს ვინ ჩამახუტებს,ნიცა ირას რას უშვები?-პირდაპირი მნიშვნელობით გაკიოდა ეკე და თან წრუპავდა თავის კოქტეილს.სიცილით ვკვდებოდით გოგონები.ბიჭები კი ისეთი გაკვირვებული სახით იყურებოდნენ აშკარად აწუხებდათ ერეკლე.ჭიქას ხელი დავავლე და ზემოთ ავედი.
-მოდი ჩემო მზეო,მოდი გაიყინე შენც ხო ჩემსავით?-გვერდით შეზლონგზე ხელი დაატყაპუნა.სიცილით მივუჯექი გვერდით და დავაგემოვნე მისი სანაქებო კოქტეილიც.
-კარგია ხომ?ერთი,ბარმენი ვერ გავხდი თორე ისე ყველაფერი ვარ.-დანანებით ჩაილაპარაკა და ისევ გოგონებს მიუბრუნდა.ისე გვახალისებდა მუცელი გვტკიოდა სიცილისგან.კოქტეილი მართლაც კარგი იყო,ვერაფერს დაუწუნებდი, საუკეთესოა ერეკლე ამაში.გარშემო მიმოვიხედე,ბიჭები კარტს თამაშობდნენ და ლუდს სვამდნენ,დათა არ ჩანდა ალბათ ისევ სამზარეულოში ტრიალებს.რადგანც ჩვენ არ ვისურვეთ იქ შესვლა და რამის კეთება,თავის თავზე აიღო.
-რაშვები?-სამზარეულოში შევედი და კარებს მივეყრდენი.მშვიდად ამზადებდა ცეზარს.კოქტეილს ვწრუპავდი და ვუყურებდი მის მოქნილ ხელებს,სწრაფია.
-თუთამ ცეზარი მთხოვა.-არ შემოუხედავს ისე თქვა.მივუახლოვდი და ახლა მაგიდას ჩამოვეყრდენი. გამომხედა.
-ერეკლეს ენდობი?არ მოიწამლო.-მიმანიშნა ჭიქაზე და კარგად შემწვარი ფილე დაჭრა.
-არადა კარგია.-ჭიქა მაგიდაზე დავდე და სალათის ფოთლები ავიღე.კარგად გავრეცხე და გვერდით დავუდევი.
-კარგად ხარ?-ვკითხე მას.გამომხედა.
-რატომ მეკითხები.
-არ ვიცი,ჩუმად ხარ.-მხრები ავიჩეჩე,სკამზე ჩამოვჯექი და დავაკვირდი.იმდენად იყო ცეზარის კეთებაში გართული,მგონი სამზარეულო სრულიად მისი საქმეა.თვალები დავხუჭე და გავიტრუნე.
-არ გცივა?
-რავი,არა.-მხრები ავიჩეჩე და შევხედე.
მოკლე მკლავიანი მაისური გაიხადა და გამომიწოდა.
-არ შეგცივდეს აიღე.
-არ მინდა.-თავი გავაქნიე უარის ნიშნად და წამოვდექი.ახლოს მოვიდა,ხელებში თეთრი ქსოვილი მომაჩეჩა და ცეზარი აიღო.
-არ მიკითხავს,გადაიცვი და გამოდი.-მითხრა და გავიდა.ორი ზომით დიდ მაისურს დავხედე,გაკვირვებულმა გავაქნიე თავი და გადავიცვი.
აუზზე გავედი ბავშვებთან,როგორც ჩანს ახლა ყველა ჩასულიყო აუზში და ერთობოდნენ.ერეკლე შორიდან უყურებდა ბავშვებს და გაურკვეველ სიტყვებს ისროდა მათი მიმართულებით.
-აგერ ჩემი პრინცესა,მოდი დაკო.-ხელი დაატყაპუნა სკამზე,გამეცინა მასზე და თავისუფლად წამოვწექი შეზლონგზე.
-ეს რა გაცვია.-მაისურის ბოლოებს მოკიდა და ინტერესით დამაჩერდა თავზე.-ეს იმ ვირის არაა?-დათასკენ გაიშვირა თითი, რომელიც ამ მომენტში წყალში იმყოფებოდა თუთასთან ერთად.მათზე გადავიდა ავტომატურად ჩემი ყურადღება.ვუყურებდი მათ და თან კოქტეილს ვწრუპავდი.
-აქ ვარ.-ჰაერში ახტა ერეკლე ყურადღების მისაქცევად.ძლივს მოვწყვიტე წყვილს თვალი და მასზე გადავიტანე.
-რა ხდება დაკო?
-რა უნდა ხდებოდეს?
-გელაპარაკები და შენ იმათ უყურებ.-ხელით დათაზე და თუთაზე მანიშნა.
-მოსწონს თუთას?-პირდაპირ ვკითხე ერეკლეს.მასთან არ მრცხვენია,უბრალოდ დაიმსახურა ჩემი ნდობა.მით უმეტეს მის მერე რაც გზაზე დამეხმარა.მათკენ მიატრიალა თავი ერეკლემ მერე ჩემსკენ,მერე ისევ მათკენ და ბოლოს დამაკვრიდა.
-არ ვიცი,მაგაზე არ მიფიქრია,გინდა ვკითხო დათას?-თვალები დავქაჩე,კინაღამ გადამცდა კოქტეილი.
-არა არა,არ გაბედო.
-რატო?-გამომცდელად დამაჩერდა.ეს მწერი,მაწვალებდა ტყუილად.
-არა მეთქი,უბრალოდ დამაინტერესა.
-კარგი,კარგი…
-ეკე მართლა.-თავი გვერდით გასწია,წამოვვარდი და წინ დავუდექი.-ეკე!
-კარგი ჰო ჰო მართლა.-გამიცინია მაშინვე და მომკიდა ხელები,დამაგდო მაშინვე სკამზე.კივილი დამცდა უცბად.ყველამ ჩვენკენ გამოიხედა.
-რა გაყვირებს გოგო?!-დამიბრიალა თვალები ეკემ.
-ვერ გადამირჩები.-დავუცაცხანე მეც.
-რაზე გაცვია ეს მაისური,მაინც ვერ ფარავს რაიმეს.-მანიშნა დათას მაისურზე.ზედ დავიხედე და მივხდი,ეს გინდ მცმია და გინდ არა.
-მერე რა.
-დაიცა დათასია და გეცმევა აბა არ გეცმევა?-დიდისამბით გადახედა დათას და მანაც რომ დაუჭირა სირცხვილისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა.ბუბრწკინე მაშინვე წელზე ერეკლეს.ისიც უცბად წამოხტა ტკივილით.
-გოგო,რას მიშვები?!
-სამაგიერო.-ენა გამოვუყავი ნიშნისმოგებით.მერე კი გამომეკიდა ერეკლე.წამოვხტი მეც მაშინვე,მარბენინა კარგა ხანს სახლის გარშემო.
-კარგი,კარგი ვეღარ გეწევი გაჩერდი,არაფერს ვიზავმ კარგი.-გაჩერდა და მოიკეცა,დაეყრდნო მუხლებს ხელის გულებით.
-ვინ წააგო?-ღიმილით გადავხედე თავ აწეულმა.
-მე,მე ახლა კი მოდი,დამეხმარე ძლივს დავდივარ.-ხელით მანიშნა მოდიო.მეც გაკვირვებული წავედი მისკენ.
-რა იყო ასეთი სუსტი ხარ ბატონო ერეკელე?-სიცილით ვუთხარი.ხმა არ ამოუღია ისე მივუახლოვდი. მოღუნულს მუხლიდან ხელი ავაღებინე და კისერზე დავიდე,ოდნავ გასწორდა და აუზამდე გამომყვა.
-მზად ხარ?-მერე ამომხედა და მკითხა ეკემ.
-რისთვის?-ვიკითხე მეც სულელივით და რაც მოხდებოდა იმსითვის სრულიად შეუმზადებელმა.ბოროტმა ერეკლემ ბოლო წამს გადაწყვიტა შურისძიება.მუხლებს შორის ხელი მომკიდა და გაქანდა ჩემიანად წყალში.მხოლოდ კივილიღა მოვასწარი და მაშინვე წყალში ავღმოჩნდით.
-წამოეგე!-იყვირა სიცილით ერეკლემ.
-ერეკლეე!-და მეც მასზე საშინლად გაბრაზებულმა ძლივს ამოვყვინთე.
ამოვედი წყლიდან და უკან მოუხედავად ავედი ჩემს ოთახში.გაბრაზებული ვიყავი ჯერ კიდევ,აღარ მინდოდა აღარც გართობა.ტანსაცმელი მოვამზადე,შევედი აბაზანაში და წყალი გადავივლე.თხელი ნაცრისფერი შარვალი ჩავიცვი და მოკლე მაისური.თმები არც გამიშვრია ისე წამოვწექი საწოლზე და ტელეფონი მოვიმარჯვე.მთელი დღე იყო არ გამომიყენებია და სოციალურ ქსელებს გადავავლე თვალი.ჩემი ერთი,ორი ფოტო გავაზიარე ინსტაგრამზე და თანამშრომლების მესიჯებს ვუპასუხე.უსაქმურად გამყავდა დრო და ვატანდი გულსაც,ისე გავიდა საათზე მეტი ვერც გავიგე.დაკაკუნების გარეშე შემოვიდა დათა ოთახში.
-ჩამოდი,ვივახშმოთ.
-მადა არ მაქვს,მადლობა.
-კითხვა არ ყოფილა,ჩამოდი.
-არ მინდა დათა.
-დიდხანს იჯდები ოთახში?-დახურა კარები. საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და დამაკვირდა.
-არ ვარ ხასიათზე.-მხრები ავიჩეჩე.
-ერეკლემ მიიღო თავისი,წამოდი.
-კარგი,მაგრამ ჩემს მაგივრად ნურავის გასცემ პასუხს,გთხოვ.
-ვინ გითხრა რომ ვინმე ელაპარაკა,ყველამ ისე აყვინთავა სულ ბოდიშებით ამოვარდა აუზიდან.-გაგვეცინა მასზე.ხელი გამომიწოდა დათამ.-წამოდი,გელოდებიან.
-მე?-გავიკვირვე და მის ხელს ჩავეწიდე და წამოვდექი.
-კი ბატონო.-მას მივყევი და პირველ სართულზე ჩავედი.სამზარეულოში გაეშალათ დიდი მაგიდა და საუბრობდნენ.
-დაკო მოვიდა.-დავინახე თუ არა ბავშვები გამეღიმა ავტომატურად.დათას გვერდით დავიკავე ადგილი და სულ არ შემიხედავს ერეკლესკენ ჩემს წინ რომ იჯდა და ღვინოს მიირთმევდა მხოლოდ.მშვიდად ვივახშმეთ და მერე ყველა დავიშალეთ.ჩემ ოთახში ასულმა სულ არ ვიცოდი რომ თუთაც ჩემ გვერდით ოთახში იყო.ჩემს ოთახში შევედი,საღამურები ჩავიცვი და დაღლილი დავეცი საწოლზე.


უკვე გვიანი იყო,მე ისევ ტელეფონში ვიყავი ჩამძვრალი კარებზე კაკუნი რომ გავიგე.წამოვდექი და ინტერესით გავაღე კარები.ბნელოდა და ძლივს შევამჩნიე ერეკლე რომ იდგა ჩემს წინ.გამიკვირდა,მაგრამ ხმა არ გამიცია.
-გაწყენინე ჰო?-დასცდა ბაგეებიდან განსხვავებული ხმით.სხვანაირი იყო სრულიად ამ მომენტში,ისეთი პირველად რომ ვხედავდი.
-არა.
-ვიცი,ვიცი.-გაეცინა და თავი ჩაღუნა.-მაპატიებ?
-არ ვიცი.-ხელები დავიწყე გულზე.
-მთელი საღამო რომ მაიგნორებდი არ მომწონდა.
-გეფიქრა ხოდა…
-დაკო.-გადმოდგა ნაბიჯი.
-კარგი,კარგი მივიღებ შენს ბოდიშს.-ჩამოვწიე ხელები და ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალს,გავიცინე.-რა ბავშვივით ხარ.
-მე?-გაუკვირდა.
-ჰო შენ,დაჩაგრული ბავშვივით დგახარ თავ ჩაღუნული.
-დაჩაგრული ვარ აბა რა ვარ.
-კარგი გაპატიე.
-ახლა მადლობა უნდა გითხრა?
-უბრალოდ წადი შენს ოთახში.
-არ შემიძლია,ვაჩე ისე ხვირანვს ვერ გაუძლებს მაგას ჩემი სათუთი გული.
-დივანი და მისი ჯანი.-ჩუმად ვსაუბრობდით და თან მეცინებოდა მის ბავშვურობაზე.
-მაგისთვის გემეტები გოგო?!-კინაღამ იწივლა,მერე ხმას კიდევ უფრო დაუწია და სულ ჩურჩულით მითხრა.-არ გინდა დღეს შემიფარო?
-და ხვალ აიტან ვაჩეს ხვრინვას?
-ხვალინდელზე ხვალ ვიდარდებ.-ხელი აიქნია და თხოვნით დამაჩერდა ზემოდან.
-კარგი ჰო.-დავნებდი მეც და შემოვატარე ოთახში.
-შენ რამხელა საძინებელი გაქვს.-მიმოიხედა გარშემო.მერე საწოლი დაინახა,იქითკენ გაექანა და წამოწმა.
-საუკეთესო ჩემთვსი ავარჩიე.-თვალი ჩავუკარი და დავწექი ჩემს საწოლზე.
-დათა არც შეგეწინააღმდეგებოდა ყველა შენს გარდა ვიყოფთ ოთახებს.აშკარა პრივილეგია.
-მიიწიე.-დავუცაცხანე მაშინვე.
-ეს საზღვარი იქნება იცოდე და არ გადმოხვიდე ამას იქით.
-გავიგე,მაგრამ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
-ცუდი ძილი გაქვს?-დავშინდი.
-არა,უბრალოდ კომფორტი მიყვარს და საზღვრებში რომ ვარ მოქცეული მძაგს..
-არ გადმოცდე გასაგებია?
-ოო,დაიცა,რამდენი ხანია ასე კომფორტულად არ ვყოფილვარ,მართლა საუკეთესო აგირჩევია ცუდო ბავშვო.
-გაგაგდებ იცოდე!
-გავიგე.ჩუმად ვარ.-და მართლა გაჩუმდა.
მისი ხმა აღარ გამიგია ისე ჩამეძინა.
დილას ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.ჯერ კიდევ სამსახურისთვის რომ მქონდა დაყენებული,მთელი აქ ყოფნის პერიოდში დილა ამ საშინელი ზარით იწყებოდა და სულ მავიწყდებოდა გამორთვა.
სანამ ჯერ კიდევ გათიშულმა მოვახერხე ტელეფონის მოძებნა ერეკლეს მძინარე ხმა გავიგე,ისიც დავიწყებული მქონდა.
-დაკო,მოაკეტინე მაგ საზიზღარ ზარს სანამ მოვიფრიალე.
-ვეძებ ვეძებ.-ამოვიხვნეშე შეწუხებულმა.წამოვიწე და გავახილე თვალები,საწოლზე არ იყო,არც ბალიშის ქვეშ,გვერდით გადავიხარე და ძირს დაგდებული რომ ვიპოვე დავწვდი და გავთიშე.მერე გავიგე ერეკლეს ხვრინვა.
-ვინ თქვა რომ თავად არ ხვრინავს?-უკან დავწექი და ვიცვალე გვერდი.სულ აღარ მინდოდა ახლა ძილის შებრუნება,მაგრამ სხეული მთხოვდა რომ დამეძინა.
-მოაშორე ეკე შენი მძიმე ფეხი ჩემიდან თორემ საერთოდ გამეთიშა და ვეღარ ვგრძნობ.-ჩემს წუწუნზე არც კი გარხეული,ერთი ამოიღმუვლა და ახლა ხელი წამოიღო პირდაპირ თავში.
-მოშორდი!-ვუყვირე და ხელი ვკარი.ამოიზმუვლა და ინება თავის აწევა.
-რა გაყვირებს?
-დამაინვალიდე შვილო და რას ვიზამ აბა.
-რა ჩემი ბრალია…
-მოკეტე!-ცოტა მაკლდა და ვისვრიდი ოთახიდან.-და საერთოდ მიბრძანდით ვაჟბატონო თქვენს ოთახში.
-რატომ?იდეალურად მეძინა აქ.ამოგაკითხავ ხოლმე.
-ამ ოთახის ბარიერი აღარ გადმოკვეთო სანამ მე აქ ვარ თორემ ტრავმას მიიღებ გპირდები.-წამოვდექი და გარდერობი გამოვაღე.
-ჩემ თვალწინ თუ აპირებთ ქალბატონო გამოცვლას გამაფრთხილე მაინც თვალებს დავხუჭავ.
-გაბრძანდი გარეთ!-თითი გავიშვირე კარებისკენ.-დროზე..იცოდე ნუ ცდი ჩემს ნერვებს.
-კარგი კარგი ვჩუმდები.-ხელები აწია მაღლა და გადაბრუნდა აივნისკენ. ტანსაცმელს ხელი მოვკიდე და შევედი აბაზანში,წყალი გადავივლე და იქვე ჩავიცვი.თმების მშრალებით გამოვედი ოთახში.ისევ ეძინა ერეკლეს გაშხლართულს.სარკესთან მივედი ჩამოვჯექი და თმების დავარცხნა დავიწყე.
-დაკო…
-გისმენ.
-შენ და დათას შორის…რამე ხდება?-გავიყინე მაშინვე.წამოსწია თავი და წამოჯდა საწოლის კიდეზე.თვალები დააწვრილებული მიყურებდა.პულსი ისე ამიჩქარდა ალბათ ამას მეტრის შიშორეზეც იგრძნობდა ეკე.ზურგი შევაქციე და ისე ვუპასუხე.
-წადი პირი დაიბანე და სისულელეებს მოეშვი.
-მართლა გეკითხები.
-მართლა გეუბნები!
-მითხარი.
-არა!და საერთოდ რატომ გაქვს ეს სულელური კითხვა?-მივუტრიალდი გააფთრებული.
-ნუ ბრაზობ,უბრალოდ გუშინ რადგან მკითხე თუთაზე და დათაზე სხვა რამეც დავუშვი გონებაში.
-არ დაუშვა ერეკელე…მე და დათა მეგობრები ვართ,კარგი მეგობრები.
-კარგი.-თავი დამიქნია და ადგა.


უკვე შუადღე იყო პირველი საათი ყველამ თავი სამზარეულოში მოვიყარეთ.ზოგს ყავა უნდოდა ზოგს ჩაი ზოგს კი საუზმე.ამიტომ ყველა დავსაქმდით
მაგიდა გავაწყეთ და მივუსხედით.
-მაგარი ადგილი ვნახე ინტერნეტში აქვე ახლოს,არ გინდათ წავიდეთ?-შემოგვთავაზა ახალი იდეა ვაჩემ და გადმოგვხედა.
-სანახავი რა არის?
-ულამაზესი მთებია.
-არ დავიკარგოთ.-თქვა თუთამ და ყავა მოსვა.
-თუ არ ვნახავთ,როგორ გავიგებთ?-უპასუხა ვაჩემ.
-არ ვიცი,მე არ მინდა.-უარი განაცხადა თუთამ,მერე დათას გახედა.ქერა თმა ყურს უკან გადაიწია და გამომხედა.შემამჩნია რომ ვუყურებდი დაკვირვებული მზერით.მიმიკა არ შემცვლია ისე მოვაშორე მზერა და დათას გადავიტანე.ვათვალიერებდი და ჩემს კითხვაზე პასუხს მე თვითონვე ვპოულობდი.
-სხვას?-გადმოგვხედა ყველას.
-მე მომწონს იდეა.-მხრები ავიჩეჩე.
-ხედავთ..დაკოს უნდა.
-არ ვარ დარწმუნებული,დღეს ქალაქში მივდივარ და მშვიდად იყავით.-წამოიწია დათა ფანჯარასთან დადგა და სიგარეტი ამოიღო.
-მეც მინდა დათაა.-სთხოვა თუთამ.დათამაც გაუნაწილა და გამოაღო ფართოდ ფანჯარები.
-რატომ მიდიხარ?-მისი ხელიდან მზერა მასზე გადავიტანე და ვკითხე.შემომხედა, სანამ რამეს იტყოდა სიგარეტს გაუკიდა და გააბოლა.
-ვიღაც უნდა ჩამოვიყვანო,ისიც დაისვენებს ჩვენთან ერთად.-გაგვიზიარა ახალი ინფორმაცია.
-ვისზე იძახი დათა?-ჰკითხა ეკემ.
-ფირანიშვილი…
-ჩამოვიდა?-ჭამა შეწყვიტა ირაკლიმ.თავი დაუქნია დათამ.
-ჰო და ჩამოვიყვან რა,დიდი დრო არ დამჭირდება ჩავალ თბილიში და ჩამოვალ.
-აუ დათა..ხელის კრემი რომ დაგაბარო გაივლი აფთიაქში?სახლში დამრჩა.-ამოიწუწუნა თუთამ და მუდარით გახედა დათას.თავჩაღუნული ვიჯექი და მშვიდად ვანაწევრებდი ბლინის ფირფიტებს.ხელზე შემეხო და გამაშვებინა ეკემ.იღიმოდა და ეს მაღიზიანებდა მე,რა იყო აქ სასაცილო.
ახლა რაღა გინდა სახით გავხედე და მისი ირონიული ჩაცინება დავაიგნორე.
ჭამას რომ მოვრჩით მაგიდის ალაგება ჩემს თავზე ავიღე,დანარჩენებმა კი სახლის უკან ჩრდილში გადაინაცვლეს.მაგიდა ავალაგე,გასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში ჩავაწყე და დავრეცხე.
-შენ გინდა რაიმე?-შემოვიდა და იკითხა.გვერდით გავიხედე და შევათვალიერე,უკვე მზად იყო.
-არა.
-კარგი,გვჭირდება რამე აქ?
-მაცივარი სავსეა,დანარჩენი არ ვიცი.
-შემომხედე…
-არ მინდა.
-შემომხედე დაკო.-სახეზე მომეფერა და თავისკენ მიმატრიალა.მძულდა,ისე რომ ხდებოდა როგორც ყოველთვის მას სურდა და მეც ისე ვიქცეოდი და ვაკეთებდი ყველაფერს როგორც ის იძახდა.
-რა გინდა დათა?
-ნაწყენი ხარ.
-წადი..ახლა ამის დრო არ არის.არ დაიღამო და მშვიდად იარე.
-შემომხედე და ისე მითხარი.
-კარგი…საკმარისია?-გავუსწორე მზერა.
-გამიღიმე ასე მირჩევნია მშვიდად ვიქნები.-გულმა არ გამიძლო მაშინვე მოვიზიდე და მოვხვიდე მკლავები.-აი ასე…ახლა მთელი გზა გამყვება ეს.
-რა?
-შეხვედრამდე.-დაიხარა და შუბლზე მაკოცა.
შემდეგ გაიხურა კარები და წავიდა,რამდენიმე წამით უწყვეტ ვუყურებდი იმ წერტილს საიდანაც დათა გავიდა.რა მემართება?რა ხდება ჩემთან ან დათასთან საერთოდ რატომ მაქვს ეს კითხვები.აქამდე ხომ არ ყოფილა ამის საჭიროება.ვერ ვხვდები რა შეიცვალა,რა ხდება საერთოდ ჩემს თავს.ხელთათმანები გავიძრე ხელიდან და მივყარე იქვე.ავირიე საერთოდ.იმდენად ვიყავი უძლური ამ მომენტში როცა ჩემს თავს არ ვგავდი და ჩემი თავის არ მესმოდა,რომ ძალიან ვიღლებოდი…ძალიან.


ბოლო დღეები ისე გაიწელა და თან ისე მალე დამთავრდა ბავშვებთან ერთად რომ სამსახურში გასვლის დროც დადგა.მინდოდა ისევ მათთან ვყოფილიყავი,მაგრამ დასვენება მორჩა ახლა კი სრულიად საქმეზე გადავერთე.დათა კი ჩემს გარშემო ტრიალებდა,მაგრამ დიდად არ ვეხმიანებოდი არც ის იწუხებდა თავს.ბოლო რამდენიმე კვირა კი ისეთი გაუსაძლისი გახდა რომ უკვე ვფიქრობდი სამსახირიდან წამოსვლაზე.ვიცი ასე ყველაფერს ვაფუჭებდი თითქმის,მაგრამ აღარ შემეძლო.დასვენება მინდოდა,ჩემს თავთან მარტო ყოფნა და მხოლოდ დასვენება.
-ჩაჯექი,გაგიყვან.-მანქანის კარები გააღო ერთხანს მიყურა,მათვალიერა და მერე ღრმად ამოისუნთქა,აღარ შემიყოვნებია ჩავჯექი და მივიხურე კარები.გაყურსული ვიჯექი ჩემთვის და გზას ვუყურებდი.
-სად მიდიხარ?-შევამჩნიე სახლის გზიდან გადაუხვია.
-გავისეირნოთ.
-დათა … არ მაქვს თავი.
-რატომ?მითხარი და იქნებ გავიგო თავს რატომ მარიდებ მთელი კვირაა.
-არ გესმის…
-ხო არ მესმის რადგან აზრზე არ ვარ ეს დღეებია რა გჭირს.-ღრმად სუნთქავდა-აგარაკზეც კი არ იყავი ბოლო რამდენიმე დღე ხასიათზე.
-დათა ეს ხასიათზე ყოფნა არ ყოფნაზე არ არის.-მობეზრებულმა ამოვილაპარაკე ფანჯარას მივადე თავი თვალები თავისით მიმეხუჭა.
-სახლში გაქვს პრობლემები?
-ყველამ დამღალა..არსებობს მომენტი როცა მინდა ყველა გავაქრო ჩემი მშობლები ჩემივე განსაცდელია.-ხმა აღარ ამომიღია დათამ კი უბრალოდ გაჩუმდა.სახლის წინ გააჩერა მანქანა გამორთო და ღვედი შეიხსნა.
-მოდი ჩემთან-წელზე შემომიცურა მარცხენა ხელი მარჯვენა კეფაზე და თავისკენ მიმიზიდა.მის მუხლებზე მჯდომმა მოვხვიე მკლავები და ჩავეხუტე.გაქრა სიმძიმის შეგრძნება და დარჩა მხოლოდ დათა ვინც ასე გულწრფელად მიყვარს.მას მიხუტებულს თმებზე მეფერებოდა შუბლზე მკოცნიდა მშვენივრად იცოდა რომ იდეალურად გამოსდიოდა ჩემი დამშვიდება.
-სამსახურად უნდა წამოვიდე ყველაფერი მტკივა იმის და მიუხედავად რომ ცდილობთ არ დავიღალო აქ არსებულ ტკივილს ვერაფერი შველის.-გულზე მივიჭირე მწარედ ხელი,არ შემიცვლია ადგილი ისე ვიწექი მასზე მიყრდნობილი ჩახუტებული.-ოცდასამი წლის სულ რაღაც ახლა გავხდი,ისევ მათთან ვცხოვრობ,მაგრამ სხვა დროს ისინი ასეთები რომ არ ყოფილიყვნენ როგორებიც ახლა არიან მე პრეტენზია არ მექნებოდა იმაზე რომ მათთან ვიცხოვრებდი ოცდასამი წლის ასაკში … მხოლოდ ისინი რომ არ ყოფილიყვნენ ასეთები ვიცხოვრებდი.
-ჩემთან წამოდი,ორი თავისუფალი ოთახი მაქვს,მშვიდად იქნები მე თითქმის სახლში არ ვარ.
-ეს არ მითხოვია.
-ვიცი,მე გთხოვე.
-არ შემიძლია ყოველთვის რაღაც უკან მხევს.მათთან ნორმალური საუბარიც არ გამოდის,მახსოვს ეს რომ ვცადე იმ დღემ ცხოვრებისეული შრამიც კი დამიტოვა.-გამახსენდა ჩემი პირველი და უკანასკენელი მცდელობა თვრამეტი წლის ასაკში კრახით რომ დასრულდა და ლევანმა მოზრდილი შრამიც დამიტოვა სამახსოვროდ.-მამაჩემი ახლა საფლავში უნდა იწვეს და მისნაირებ ცოცხლობდნენ,ესაა სამართალი და ამქვეყნიური ცხოვრება.რა შემიძლია რომ ვთქვა გარდა იმისა რომ ყველაზე დიდი უბედურება მომიტანა დედაჩემმა მისი სახლში მოყვანის გამო მთელი ცხოვრება გამიმწარა მამები ხომ ამას მათ პატარა გოგოებს არ უკეთებენ ეს ხომ არ სურთ მათთვის დათა?თუ ასეა მე არ მინდა ისეთი კაცი გვერდით ვინც ჩემს შვილს ცხოვრებას გაუმწარებს და დამუხინჯებს.-გაუაზრებლად მომდიოდა სახეზე ცხელი,მარილიანი სითხე.

-სამსახურიდან წამოვედი.-ვთქვი წარმოუდგენელი სიმშვიდით და ყავა მოვსვი.გაკვირვებულები მიყურებდნენ თამუნა და ლევანი.ვგონებ საერთოდ არ მოეწონათ ეს იდეა.მერე ვინღა წამოწვებოდა მხართეძოზე და ვინ უყურებდა მშვიდად ტელევიზორს მთელი დღე უსაქმურად,დაკოს მოლოდინში.
-რას როშავ?!-დავდაპირველად ლევანი მოეგო გონს,იკადრა და ხმა ამოიღო.
ჭკვიანია,მე კი არ მომაკლდებოდა საჭმელი და სასმელი,მას!ამიტომ შეიწუხა თავი რამეზე დაინტერესებით თორემ,დიდად არც მას და არც თამუნას,არ ადარდებს,რა ხდებოდა გარეთ სანამ ისინი,სახლში გვერდებს ითბობდნენ.
-რაც გაიგონე!-ვუპასუხე გაღიზიანებულმა და მშვიდად მოვსვი ყავა.თამუნა გაკვირვებული იყურებოდა.მგონი,ნელ-ნელა იაზრებდა სიტუაციას.
-რატომ დედიკო?-გაკვირვებული,ვითომ ძალიან დაინტერესებული სიფათით მომაცქერდა.
-იმიტომ,ასე მინდა!-გავღიზიანდი მათი შემხედვარე,გაბრაზებულმა მოვისროლე ნიჟარაში ჭიქა.მიზეზის თქმას ნამდვილად არ ვაპირებდი მათთვის თითქოს რამედ ადარდებდათ.
-თავხედო,წესიერად ისაუბრე და მოიქეცი,ხომ არ გავიწყდება ვის ესაუბრები,სანამ მამაშენი მქვია ასე მოქცევის უფელებას არ გაძლევ და ზრდილობა იქონიე!-მაგიდაზე დააბრახუნა ხელი და მრისხანედ გამომხედა.
-შენ მამაჩემი არ ხარ.-დავუმარცვლე სათითაოდ.ფუ,რა საზიზღარი სანახავი იყო.ზიზღით დამემანჭა სახე,ტუჩის კუთხე თავისიც გაიქცა ზემოთ.-დაგავიწყდა?
-ამას უყურე,კიდევ კმარა თავხედობა და იცინის,თურმე გველს ვზრდიდით თამუნა და ახლა ვიგებ.-ფეხზე წამოვარდა და უმალ მომმვარდა.
-ამაზე მაშინ გეფიქრათ ორივეს,თქვენი სიამოვნების გამო სულ რომ დამივიწყა დედაჩემმა და შენ ჩვენს სახლში მოხვედი,იმ სახლში რომელიც მამაჩემს ეკუთვნის.შვილის ყოლა რომ გადაწყვიტე საერთოდ რომ არ გაგეჩინე დედა ბევრად კარგი იქნებოდა,არა?მამა გაისტუმრე იმქვეყნად და შენ აქ მშვიდად აგრძელებ ცხოვრებას.-გააფთრებული თმაში მწვდა ლევანი და სილა გამაწნა.თავი ძლივს შევიმაგრე რომ არ დავცემულიყავი,მას არ ვანახებდი სისუსტეს ბოლოს და ბოლოს,ამ არაკაცს არა!
-რას იძახი,დედა,დაკო?-სახეზე იტკიცა ხელი.არა,რა მსახიობია მაინც.ესეც და მისი ქმარიც.
-არ გინდა,თამო.-ირონულად მივმართე ახლა მას.-ვიცი,დიდად არც შენ,რომ არ გადარდებ.ორივე ერთნაირები ხართ, დიდად არც არაფრით განსხვავდებით.
-ჭკუას გასწავლი შე პატარა..!-მეორე ლოყა ამეწვა მაშინვე.
-რა,მართალი არ ვარ ლევან?შენც ეს არ გინდოდა?-ჯიქურ ჩავაშტერდი თვალებში.-სახლიდან მივდივარ,მშვიდობაში მოიხმარეთ ერთმანეთი.-ისევ აღმართა ხელი მაღლა.
-ლევან,გთხოვ,გაუშვი ხელი,ძალიან გთხოვ!-ხელებში ეცა მაშინვე თამუნა და უკან გაიყვანა.ფუ,როგორ მეზიზღება ორივე.
-გამიშვი ხელი ქალო,ამას ვასწავლი ჭკუას მე!-აფოფრილმა ჰკრა ხელი და ჩემსკენ დაიძრა.გამეცინა მის შემხედვარეს,სანამ მომიახლოვდებოდა მანამ წამოვდექი და გავედი ჩემს ოთახში.კარები გადავკეტე და საწოლზე დავეცი.ეს კარებზე გავეშებული აბრახუნებდა და იმუქრებოდა,თითქოს მართლაც რამის
ტ”რაკი ჰქონდა.
-კარები გააღე თორემ,იცოდე შემოვამტვრევ და მერე,ნამდვილად ვეღარ გადამირჩები!-ღრიალებდა დაჭრილი ცხოველივით.
-წადი შენი!-თავზე ბალიში დავიფარე და გავიყურსე.ერთხანს აბრახუნა,ხელებს მთელი ძალით ურტყამდა კარებს,მერე შეწყვიტა,მისაღებში გააბოტა და დივანზე დაეხეთქა დაღლილმა.ქოთქოთობდა თამუნა და ყველაფერში ამართლებდა. წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა და მაინც ახერხებდა ჩემს ლანღვას ბოლო დონემდე.ახლა შიში კლავდა და ამიტომ იყო ასე გაღიზიანებული,მართალიც იყო,ვინ გაუთბობდა გასიებულ უკანალს თუ სახლში ერთადერთი მონა არ შემოიტანდა ფულს.
ეს საცოდავი,თუ ეგონა ბოლომდე ასე დამიმორჩილებდა ნაღდად ცდებოდა. როდემდე ეგონა სახლში გამომკეტავდა, მხოლოდ მუშაობის უფლებას მომცემდა და შეწუხებული,რობოტივით კრინტსაც არ დავძრავდი წუწუნით.მის სიტყვებს ფასი არ ჰქონია ჩემთვსი არასდროს.ის უბრალო,ნაგვის დიდი ბუნკერი იყო, რომელსაც ეგონა, რომ სამუდამოდ შეძლებდა ზეგავლენის მოხდენას და მანიპულირებას ოჯახით,რომ მის გარდა იმედი არავისი არ ჰქონდათ და ვალდებული იყო,იმის საფასურად ერჩინა ოჯახი,რომ თვრამეტი წელი ზრდიდნენ.საათი იყო გასული,რომ გაიყურსა.ჩაეძინა ალბათ განერვიულებულს.
დიდხანს კი არა დღეის მერე აქ გაჩერებას აღარ ვაპირებ.ლოგინიდან ავდექი და ტანსაცმლის კარადა გამოვაღე,უკან შეჩურთულ ქეის დავუწყე ძებნა,უკვე ვიფიქრე მიაგნო ამ არამზადამ და სულ შეჭამა ჩემი ფული რომ ვიპოვე ხელი დავავლე და გამოვიღე შიგნით ცოტა,მაგრამ ხელფასიდან დანაზოგი მქონდა. ვინახავდი,იქნებ არ ვიცი და დამჭირვებოდა.
აქ გაჩერება უკვე გაუსაძლისი იყო, ყოველი დღე მათი ყურება,მათი ატანა წარმოუდგენლად ძნელი იყო.უკვე ცუდად მხიდად,სული მტკიოდა.
-ღმერთმა დაგწყევლოთ!-შარვლის ჯიბეში ჩავასრიალე ფული.
ფეხსაცმელი და ტყავის ქურთუკი ჩავიცვი და ოთახიდან ჩუმად გავიპარე.
ჩუმად გამოვაღე სახლის კარები და ისევე ღია დავტოვე,წინააღმდეგ შემთხვევაში ხმა იქნებოდა და ლევანი თუ არა,თამუნა აუცილებლად გაიგებდა ლიფტს არ დავლოდებივარ,კიბეებზე დავეშვი და მეშვიდე სართულიდან პირველამდე,სულ თავპირის ტეხვით ჩავირბინე.
ბნელოდა გარეთ წასასვლელი კი არსად მქონდა.ქუჩას დავუყევი და უაზროდ ბოდიალი დავიწყე,ბოლოს და ბოლოს მომენატრა ძველი დრო,ღამ-ღამობით მარტო სიარული და უკან ადევნებული მთვარე.მორიგი კამათის შემდეგ,მაშველი იყო სუფთა ჰაერი და სეირნობა.დღემდე მიკვირს აქამდე,რომ მოვედი და ნორმალური რომ ვარ.
ან კი ვარ საერთოდ?
გამეცინა ჩემს თავზე.ასეთ სიტუაციაში კი არ აღმოვჩნდი,არამედ დავიბადე,სადაც ეს ყოველდღიურობა იყო ოღონდ მხოლოდ მამას შემდეგ,მამა რომ იყო არავის არაფერს აბედინებდა ჩემთვის.ერთ-ერთ მაღაზიაში შევედი, სიგარეტი ვიყიდე და ავტობუსის გაჩერებასთან ჩამოვჯექი.
ფუ შენი,ასანთი დამავიწყდა.
ირგვლივ მიმოვიხედე,არავინ იყო ისეთი,ვისაც შესაძლოა ჰქონოდა ასანთი.ადამიანებს მარტივად ვცნობ,საჭირო იყო დაკვირვება და უადვილესი იყო,მათი ამოკითხვა.ტუჩებს შორის მოქცეული ღერი უხალისოდ დავაბრუნე უკან და ხელები გულზე დავიკრიფე.ახლა რა გამეკეთებინა?ჩვეულებრივ,ჩემს საქციელს გაქცევას უწოდებენ.და რა გამეკეთებინა?დავრჩენილიყავი სახლში და მორიგი,უაზრო სამსახური მეშოვა,რადგან ისევ მათთვის საგლეჯად მიმეცა, ჩემი დროც და ენერგიაც.მათ მონა უნდოდათ,დაკო კი არა.ამ ფაქტს თავიდანვე შეგუებული ვიყავი,ამიტომაც იყო იგნორი შედარებით მარტივი დღევანდელამდე.
მთელი ჩემი ოცდასამი წლის მანძილზე არ მახსოვს,როდესმე მქონოდა საშვალება ჩემით გამეკეთებინა, გადამაეწყვიტა რაიმე თუნდაც, ელემენტარული.
გაწვიმდა,ნისლი ისე ჩამოწვა რომ ძნელი გასარჩევი გახდა ყველაფერი.
საშინელი სიცივეებია, თავზე კაპიშონი წამოვიფარე და ჯიბეებში ჩავიწყე ხელები. მოთქრიალებდა წყალი,მანქანები დაუკვირვებლად გასხამდნენ წყალს,ამ დროს მარტივი იყო დასველება.
ერთ ადგილზე ვერ გავჩერდი,ფეხზე წამოვდექი და სიარული განვაგრძე.
გამახსენდა,როგორ მივდიოდი წვიმაში სკოლიდან სახლში,ჩემთვის ერთ სრულიად ჩვეულებრივ დღეს და წყლით სავსე გუბეებს შეძლებისდაგვარად ვარიდებდი თავს.სკოლიდან მომავალი გაჩერებას გამოვცდი თუ არა,ჰოი საოცრება,არსაიდან სწრაფად მომავალმა მანქანამ წყლით სრულიად გამწუწა.მთელი სხეული,თმის ძირიდან ფეხის ფრჩხილამდე სველი ვიყავი. მახსოვს,როგორ მაშინებდა დედა იმით,რომ თუ გავცივდებოდი წამლის ფული არ ექნებოდა და სავარაუდოდ მაღლი სიცხით მოვკვდებოდი.მეც შევშინდი, პატარას ამას რომ გეტყვის საკუთარი მშობელი ვფიქრობ იოლი არ არის. მოკვდებიო,ახლა ამაზე შეიძლება სიცილით ვიხრჩობი,მაგრამ მაშინ კატასტროფულად შევშინდი ისე,რომ ღმერთს ვთხოვდი,ოღონდ ახლა გადავრჩე და არასდროს არ გავცივდებითქო.მას მერე დიდი ხანი გავიდა,პატარა ბავშვური დაშიშინებების,აღარც მეშინოდა და აღარც მჯეროდა.თავი გავაქნიე სიცილით.
მაინც,როგორი მარტივი იქნებოდა და ან ძმა რომ მყოლოდა.
ყოველთვის მინდოდა დიდი ძმა,ასე მეგონა ლევასგან ყოველთვის დამიცავდა,ან ჩემს გამო ეჩხუბებოდა სკოლაში,ბოროტ წინკლიან ბავშვებს გამეღიმა ჩემს ფიქრებზე.ის იყო გვერდზე გავიხედე და სწრაფად მომავალი მანქანა დავინახე,წყალი ისე მოულოდნელად და დაუნანებლად შემასხა.თვალებ დახუჭული ვიდექი და ფრჩხილებს მომუშტულ ხელებში ვისობდი.
-შენი დედაც!-შევიგინე გამწარებულმა და თვალები დავაჭყიტე.
ყვირლი და მანქანის მუხრუჭი ერთი იყო.შავმა მერსედესმა პირდაპირ ფეხებთან გამიჩერა და ფანჯარი ჩამოსწია.
-რა თქვი?-სრული სერიოზულობით მკითხა,სრულიად უცნობმა მამაკაცმა შემომხედა წარბ აწეულმა.
-რამე პრეტენზია გაქვთ?-თვალები ვჭყიტე გაბრაზებულმა,წარბი თავისით ავარდა ზემოთ.
-ახლახან შემაგინე?
-ახლახან ბინძური წყალი შემასხით შეგახსენოთ?-ვუყვირე გაცოფებულმა და მასზე ვიყარე მთელი დღის ნაგროვები ჯავრი.ერთ დროულად გაკვირვებულმა და გაღიზიანებულმა ამათვალიერა და დავინახე ტუჩის კუთხე,როგორ იცინის ეს საზიზღარი.
-შენი ბრალია.
-კიდევ მე მაბრალებთ?მოაქროლებდით ამ მანქანას,თქვენ გამო სულ სველი ვარ.-ისე ველაპარაკებოდი სრულიად უცხოს რომ მეც მიკვირდა.გამწარებული მასკდებოდა წვიმა და უფრო მეტად მასველებდა.
-კარგი და ახლა რა ვქნა?-მკითხა სერიოზული სახით.
-სერიოზულად?
-სრული სერიოზულობით გეუბნები!-გულზე დავიკრიფე ხელები და მივაშტერდი.რატომღაც ნაცნობი მომეჩვენა.არა,ის ასე პირისპირ არ მყავდა ნანახი,მაგრამ სადღაც.
-წადით,ამას აღარაფერი ეშველება.-ერთხანს ვუყურე მერე ხელი ჩავიქნიე და გზა გავაგრძელე.უკან აღარ მიმიხედავს,პირიქით უდიდესი სიჩქარით ჩამიქროლა მანქანამ და გაქრა.ესღა მაკლდა,ვგონებ ახლა ნამდვილად გავცივდები.იმ შემთხვევაში,თუ აქ,გარეთ დავრჩები თანაც მთელი ღამის განმავლობაში?გავიყინები.
ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და დათას ნომერი მოვძებნე.იქნებ დღეს მისი ბინის გასაღები მათხოვოს.
ზარი გავუშვი,იმედია ტელეფონთან ახლოსაა თორემ სხვისი იმედი არ მაქვს ახლა.
-დაკო?
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-უკვეთესადაც ვყოფილვარ.-თვალები ავატრიალე არ შემიძლია ასე რომ ვსაუბრობ,ასე მგონია თავს ვაცოდებ ვინმეს,მაგრამ დათასთან ეს არ მჭირდება.
-მისმინე,შეგიძლია ბინის გასაღები მათხოვო?
-დაკო,კარგად ხარ?-შევამჩნიე ხმის ცვლილება.
-არა...-არ დამიმავლავს,მან ხომ ისედაც ყველაფერი იცოდა ჩემზე.
-გასაღები ქოთანშია,ცოტახანში მოვალ.
-მადლობა მეგობარო.-გულწრფელად გამეღიმა მის დახმარებაზე და ჩემს წინ ცხრა სართულიან კორპუსს ავხედე.
-დაკო!
-გისმენ.
-ლევას ეხება?
-ჰო,რა.-თმებში შევიცურე ხელი და სადარბაზოში შევედი.მეხუთე სართულზე ფეხით ავირბინე.
-მე სავარაუდოდ ღამით გამოვალ,არ დამელოდო დაიძინე დილას გნახავ ამაზე კარგად ვისაუბრებთ.
-კარგი.-გავუთიშე და ბინის გვერდით,კუთხეში დადებული ქოთანი ავწიე და გასაღები ავიღე.აქ ხშირად მოვდივართქო ვერ ვიტყვი,მაგრამ რამდენჯერმე ვყოფილვარ.
კარები გავაღე და სახლში შევედი.
მყუდრო და მშვიდი იყო.ასეთ,ერთ ოთახიან ბინაზე უარს არ ვიტყოდი, ბოლოს და ბოლოს ორი არარაობის ყურება არ მომიწევდა მაინც.ფეხები უკან მრჩებიდა დაღლილობისგან წყალი გადავივლე და დათას სპორტულებში გავეხვიე.იმდენად დიდი იყო მძვრებოდა.სამზარეულოში ყავა გავაკათე და მის ოთახში გავედი.ისეთი მშვიდი იყო,ისეთი წყნარი დათას მახსენებდა,მას გავდა ეს სახლი.მის ოთახზე ლაპარაკიც არ მაქვს,აქაურობა დათას ყველაფერს გამოხატავდა.




გაგრძელება იქნება…



№1 სტუმარი გუნდა

მალე გააგრძელეეე

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო დასაწყისია...ველიდებით შემდეგს..

 


№3  offline წევრი ELOISE

Daldoni Daldoni
საინტერესო დასაწყისია...ველიდებით შემდეგს..

მადლობა ყურადღებისთვის მიხარია რომ დაინტერესდით❤️❤️

გუნდა
მალე გააგრძელეეე

გუნდა
მალე გააგრძელეეე

არ გალოდინებთ❤️

 


№4 სტუმარი Ana-maria

საინტერესო დასაწყისია. რატომღაც ვიფიქრე,დათას დაკოს მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ. წარმატებები და დაველოდები ახალ თავს ♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent