კომუნისტი
დამეწყრილი სოფელი გავიარეთ და ვიწრო ხეობით მთებს შორის გავედით. თორღვა რომ არა ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი მსგავს ადგილას გავლა თუ შეიძლებოდა. ხშირი ხეებით შექმნილ ტალავრიდან და ტრიალ მინდორზე გავედით. მეწყრით დაფარული სოფლის შემდეგ ეს ადგილი ნამდვილ წალკოტად მომეჩვენა. გაშლილ მინდორში თითქოს არსაიდან ამოისვეტა მთა, რომელზეც ტერასულად ციხესიმაგრე იყო ნაშენები. - მოვედით! - კმაყოფილმა გვამცნო თორღვამ. ციხე-სიმაგრე უცნაური სტილით იყო ნაშენები, თითოეული ნაწილი სიმაღლით ალბათ სამიდან ხუთ მეტრამდე იქნებოდა. ვიწრო კოშკები ერთმანეთზე დალაგებული სიპი, რიყის ქვებით სიმაღლეზე ისე იყო აყვანილი სარკმლის სტილის ღიობები მხოლოდ ზემოთ იყო მოქცეული, ნაგებობები ბრტყელი გადახურვის გახლდათ, ქვემოთ მდგომი კოშკის სახურავი შემდგომისთვის ბანის ფუნქციასაც ასრულებდა. შენობებს შორის წვრილი ბილიკები მიიკლაკნებოდა, არანაირი ცივილიზაციის ნიშანი, ელექტრო ენერგიაც კი არ იყო გაყვანილი, კოშკებს მხოლოდ მცირე ზომის კარი ქონდა დატანილი. უსარკმლო ნაგებობებში წვერებში დატანილი პატარა სარკმლიდან იღვრებოდა სინათლე. უცნაური ის იყო, რომ სარკმლების განლაგება ისე იყო გადანაწილებული მზის სხივებით შენობა ერთიანად ნათდებოდა. - როგორც ლეგენდა გვეუბნება, ეს ძეგლი მეათე ასუკუნეშია აგებული. - მიხსნიდა მანჩო. - ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ ამ კოშკს მესაზღვრეები იყენებდნენ საზღვრების დასაცავად. მაგრამ საომარი მდგომარეობის დროს, როცა მტერი საქართველოს აოხრებდა, ბარად მყოფი მოსახლეობა მთებში იხიზნებოდა. აქ მოყავდათ საქონელიც, აქედან მარაგდებოდა რძის პროდუქტებით დედაქალაქი. ამ არხებში - თიხის მილების ნარჩენებზე მანიშნა თორღვამ - რზე მოედინებოდა, როგორც ამბობენ არხები ჟინვალს უკავშირდებოდა და ქალაქი რძეს და სასმელ წყალს ისე იღებდა გარეთ გამოსვლა არ ჭირდებოდათ. - მგონი ცოტა გადაამეტეთ, აქედან ქალაქს კი არა უახლოეს სოფელსაც ვერ დაუკავშირდებით, წარმოგიდგენიათ მაინც რამხელა სისტემაზეა საუბარი? გინდათ დამაჯეროთ, რომ მაგ ზღაპრების მართლა გჯერათ? - ნუ დაიჯერებთ, - გაღიზიანება შეეტყო ხმაში თორღვას, რომელიც ჩემსდა გასაკვირად სუფთა ინგლისურით მეტყველებდა - მაგრამ ფაქტები არსებობს, დღემდე შემონახულია მიწისქვეშა ქალაქების ნარჩენებიც, გვირაბებიც, ჩვენი ქვეყანა დედამიწაზე არსებული პატარა წაკლკოტია, რომლის დამორჩილებასაც სამწუხაროდ ბევრი ცდილობდა. - ყველაზე სახიფათო მეგობრის ნიღბნით შემოსილი მტერია, ვითომ ერთმორწმუნე, გადამრჩენი, ყველაზე დიდი დამპყრობელი, აღარ დარჩა ტრადიცია, რწმენაც კი, ლამის ღმერთიც დაავიწყა ხალხს. აი, მითხარით, ოღონდ გულწრფელად, აქ ჩამოსვლამდე იცოდით საქართველოს არსებობის შესახებ? - მანჩოს ხმაში პათოსი იგრძნობოდა. - ვერ დაგიმალავთ, ჩემთვის საბჭოპთა კავშირი იგივე რუსეთია, ნამდვილად არ მიფიქრია, რომ მისი წევრები განსხვავებული კულტურის მატარებელი ქვეყნები იქნებოდენენ. - ჩემი პასუხი მობოდიშებას გავდა. - არც მიკვირს, თქვენ ადგილზე მეც ზუსტად ასე ვიფიქრებდი, მაგრამ არაუშავს, ადრე თუ გვიან საქართველო იტყვის მის სათქმელს და დამიჯერეთ ვერც რუსეთში აგერევით! მანჩოს ისეთი თვალებით შეხედა თორღვამ, გოგონა მაშინვე გაჩუმდა. არ გამომპარვია, ისინი თვალებით საუბრობდნენ, უტყვი დიალოგი რამდენიმე წამს გაგრძელდა, სახე მოექუფრა ჩვენ გიდს, ისედაც კუპრივით შავი თვალები, თითქოს უფრო ჩაუშავდა. მუდამ სიტყვაუხვი მანჩოც საერთოდ გაჩუმდა. ვერ მივხვდი მისი ასეთი ცვლილების მიზეზს, მაგრამ ვერც კითხვის დასმა გავბედე. - მამიკო, მამიკო მოსულა! - ფეხშიშველი, ტანზე მუქი ბორდოსფერი მოქარგული პერანგით ჩვენთან შესაგებებლად მორბოდა 3-4 წლის ბიჭუნა ფერდობზე. - ონისე, ფრთხილად, გესმის ონისე... - ფერდობზე გადმომდგარიყო ახალგაზრდა ორსული ქალი. პირველად ვნახე ჩვენი გიდი გაღიმებული, სახე გაებადრა ბუმბერაზს. ცხენიდან ჩამოხტა, პატარას თავადაც სირბილით შეეგება. რამდენიმეჯერ ჰაერში აისროლა აკისკისებული ბავშვი, ყელი დაუკოცნა. პატარამ, როგორც იქნა დაიძვრინა მამის მკლავებიდან თავი, იქვე მორჩილად მდგომ ცხენს გაშლილ ფაფარზე წაეპოტინა, ცხოველი აშკარად მიჩვეული იყო ბავშვთან თამაშსს, მორჩილად დაუხარა თავი, გავაზე შეისვა პატარა მხედარი, მამა მიუძღოდა წინ პატარა მხედარს. - აჩუ, ჩქარა, აჩუ!... - ეჩქარებოდა პატარას, რომელიც ტიტლიკანა ფეხებით ქუსლებს ურტყავდა გვერდებში ცხენს, თუმცა ცხოველი სულაც არ ჩქარობდა, ფრთხილად მოდიოდა, აშკარად ითვალისწინებდა და უფრთხილდებოდა ახალბედა მხედარს. გოგონა ღიმილით უმზერდა მამა შვილის ალერსს. თვალებით ეფერებოდა მიახლოებულ მეუღლეს, ბედნიერი ჩაეხუტა, თითქოს შერცხვა სახალხოდ გრძნობების გამოხატვის, ოდნავ აწითლებული სახე მეუღლის მკერდში დამალა. ჩვენსდა გასაკვირად, ჩვენი გიდი ერთ-ერთ კოშკში შეგვიძღვა, პატარა ფართის საცხოვრებლად მოწყობის მცდელობა ვიტყოდი აშკარად კრახით დაესრულებინათ, კომფორტის ასეთი მინიმალისტური ოდენობა არასოდეს მენახა, თავი მეათე საუკუნეში მეგონა. კუთხეში მოწყობილი ბუხარი სავარაუდოდ გამათბობლის მოვალეობას ასრულებდა. ოდნავ წამოწეულ კეხზე ქართული ორნამენტებით მოხატული თიხის ჭურჭელი, სხვადასხვა ზორმის ფიალები და დოქები დაელაგებინათ, იატაკზე ალაგ-ალაგ დაზიანებული ისევ ქართული ორნამენტებით გაფორმებული მოქარგული ფარდაგი ეფინა. კელიასთან ჯაჭვებზე ჩამოკიდებული ხის მრგვალი, მოგრძო ფორმის გობი იწონებდა თავს. ხის სარწეველა სავარძელში მოხუცი ბებო იჯდა, საქსოვით ხელში. მაშინ პირველად ვნახე ხელით როგორ ქსოვდნენ ულამაზეს წინდებს. მოხუცსაც პატარა ბიჭის მსგავსად ბორდოსფერი ნაქარაგებით გაწყობილი ხალათი ეცვა. მიუხედავად ადრიანი შემოდგომისა, მაინც ციოდა. შეშის ღუმელში ცეცხლი ენთო, ზედ სპილენძის მოზრდილი ჩაიდანი თუხთუხებდა. ხის, ხელნაკეთ ლოგინზე თეთრი გახამებული თეთრეული დაეგოთ. ელექტრო ენერგიის ნაცვლად ფანჯრის რაფაზე სანთელი და ნავთის ლამფა შემოედგათ. - აგრემც თავი ნუ მამიკვდების, სტუმრებ თუ მაიყვანე? - იქაური კილო - კავით წარმოთქმული სიტყვების გაგება ცოტა არ იყოს გამიჭირდა, ყურადრებით გვათვალიერებდა მოხუცი. - ასეა მართა, ასე... ხომ ამბობდი მარტოკინები გამავყრუვდითო, ჰოდა მოგიყვანე კიდეც გამრთობი.... რამდენიმე დღით უნდა შავიფაროთ. - თავადაც იქაურ კილოზე მოუქცია ყმაწვილმა. - ბოდიშს ვიხდით ასე შემოჭრისთვის... - რას ბრძანებთ, სტუმარი ღვთისაა, - გულღიად გვიღიმოდა ორსული გოგონა - რამდენიმე დღე რა მოსატანია, რამდენხანსაც გსურთ დარჩით. - დიდი გზა გამაიარეთ, უთუოდ მშივრები იქნებით, - მოხუცი უკვე ფეჩს ახურებდა, თუმცა უნდა ვაღიარო ყველაფერს სუფთა ლოგინში კოტრიალი და ძილი მერჩია. უჩვეულოდ ჩუმი იყო იმ ღამით თორღვა, მოქუფრული სახით გასცქეროდა წინ გაშლილ ველებს. დაბმული ცხენების ფრუტუნი და პატარა ონისეს ღიღინი ერთად ერწყმოდა მზის ჩასვლის წინ წამოზრდილ ჩრდილებს. ყველა დუმდა. თითქოს ვერც გაბედავდი რაიმეს თქმას, ჰაერში რაღაც ძველი, მძიმე და შორიდან მოსული ჩუმი ქარის გემო იდგა. იმ საღამოს ციხესიმაგრეში უცნაურად ირეოდა დრო: აწმყო, წარსული და მომავლის შიშიც ერთ სივრცეში იყრიდა თავს. ბებოს ღვარძლიანად ეშმაკური თვალები შიგადაშიგ გვითვალთვალებდა, თითოეულ ჩვენგანს ჩვენი საფიქრალი გვაწუხებდა, როდის ჩამეძინა აღარც მახსოვს. დილით კოშკში დაუპატიჟებლად შემოჭრილმა მზის სხივებმა გამაღვიძეს. ბანზე გამოვედი, სადაც თორღვა და მანჩო საუბრობდნენ. - დილა მშვიდობის! - ისე ციოდა ერთიანად გამაკანკალა სხეულში. - დილას ასეა მთაში, - მისალმებაზე თავის ქნევით მიპასუხა ვაჟმა, ჩემი რეაქცია აშკარად არ გამპარვია - მზე რომ ამოიწყვერება დათბება. ჩაფიქრებული მანჩო ერთ წერტილს დაჟინებით მისჩერებოდა და დიალოგში არ ერეოდა. - მოხდა რამე? - მისი სიჩუმე არ მომეწონა. - წუხელ ბურჯში რაღაც გადაადგილდა... — ჩაიჩურჩულა ვაჟმა. - ბურჯში? - ბურჯი ძველი ქართულად სიტყვაა და გალავანს ნიშნავს, იქ - ხელით მანიშნა წინ ასვეტილ მთაზე მანჩომ - ხის პატარა კოშკია, მთის ქიმზე, მოსახლეობა ბურჯს ეძახის, შიგ ერთი საიდუმლო სართულია, რომელის არსებობაც სულ რამდენიმე კაცმა თუ იცის. ბურჯის მცველები ოდითგანვე ხევსურები იყვნენ. თაობიდან თაობას ანდერძად გადაეცემოდა მისი მოვლა და დაცვა. - ახლა ამ ტრადიციას ჩემი ოჯახი აგრძელებს. - საუბარში ჩაერთო თორღვაც - იქ ინახება ის, რაც ბევრს არ უნდა რომ არსებობდეს. - რა ისევ რვეული? ჩემ კითხვაზე ორივეს გაეღიმა. - არა, რვეულში მხოლოდ სია იყო მოცემული, იმ ქვეყნების სია ვინც პაქტში მონაწილეობენ, ბურჯში მისასვლელი გზაც იყო მონიშნული. ყველაზე მთავარი, საუკუნეების წინ შექმნილი ტრაქტატი კი არ ინახება. - ახლა გასაგებია რატომ არ ტოვებს ხევსურეთს მამაშენი. - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია ვაჟმა. თვალები ჩვეულზე მეტად ჩაშავებოდა, თითქოს ყოყმანოდა, ვერ გადაეწყვიტა რაღაც ეთქვა თუ არა. - სხვა გზა არ გვაქვს, პიერი უნდა დავარწმუნოთ. უნდა წაიღოს. - ისე მიმართა მანჩოს, თითქოს მე იქ არც ვიყავი. - რა?- შეიცხადა გოგონამ. - გეგმა. ოც წელზე მეტია, ინახება. ჯერ ფურცლებად, მერე აზრად, ახლა კი კოშკის ქვეშაა დამალული იდეის საწყისი და მასზე მიდის ნადირობა. დიდი დრო დაგვჭირდა ამ ხალხის ისევ ერთად შესაყრელად. გასაერიანებლად. იყო ღალატი, იყო მსხვერპლი, ის რაც ახლა ხდება ბევრჯერ მომხდარა და ალბათ კიდევ ბევრჯერ იქნება. მაგრამ რაც ჩაფიქრებულია უნდა განხორციელდეს, თუნდაც სისხლის ფასად. - ეროვნული პათოსი იგრძნობოდა თორღვას ხმაში. - რას გეგმავთ? - საუბარში ჩავერიე მეც. - სსრკ-ის ნარჩენების საბოლოო ჩამოშლას. - არა ძალით, არა იარაღით... - დააკონკრეტა მანჩომ - სიჩუმით, კავშირებით, დოკუმენტებით. აქამდე ჩრდილში ველოდით, ახლა უნდა ვიმოქმედოთ. მათმა გულახდილობამ გამაოცა. - უნდა დაგვეხმარო, მაგრამ ვერაფერს გაიძულებთ, თუ უარს გვეტყვი ამასაც გავიგებთ. ისე დაგაბრუნებთ თბილისში შენც აქ ყოფნას ვერც ვერავინ გაიგებს. მაგრამ თუ ჩვენთან ყოფნას გადაწყვეტ, აღარც უკან დასახევი გზა გექნება. - მოსაფიქრებლად დრო მაქვს? - კარგად ვიაზრებდი რამხელა რისკზეც მივდიოდი, ბუნებით ავანტიურისტი კი ვიყავი, მაგრამ ვიყავი კი მზად უცხო ქვეყნისთვის, სრულიაც უცხო ადამიანებისთვის საკუთარი სიცოცხლე დამედო სასწორზე? - საღამომდე. - მანჩოს ხმაში იმხელა მოლოდინით ჟღერდა, მის თვალებში იმხელა მუდარა იკითხებოდა, რომ თვალი ვეღარ გავუსწორე - თუ არ გსურს დახმარება, საღამოს აჩი ჩამოვა და თბილისში დაბრუნებაშიც დაგეხმარება. - ჩემი დუმილი აშკარად უარად აღიქვა. პასუხი აღარ მოუსმენია, უკვე გაღვიძებულ ონისესთან შევიდა მანჩო. - მე თქვენ გვერდით ვარ! - თორღვა აშკარად არ ელოდა მსგავს სიტყვებს, გაოცება ალალმა სიხარულმა შეცვალა და ბედნიერი ჩამეხუტა. - ძმა ხარ, ძმა! - ბეჭებზე მიბრახუნებდა კმაყოფილი ხელს. იმ წუთებიდან მოყოლებული აღარ არსებობდა დამალული, დაგეგმილი შეკრების ყოველი დეტალი გამიზიარეს. ბურჯში საიდუმლო კრება მომდევნო ღამით ტარდებოდა. ჩვენ იმ ღამით უნდა ავსულიყავით და სტუმრების დასახვედრად მოვმზადებულიყავით. რამდენად უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო, ბურჯში წამოსასვლელად გვეხმარებოდა და გვამზადებდა ყველა, მოხუც ბებოსაც კი მისი როლი ქონდა. ქალი ორსულ რძალს აძლევდა მითითებებს, თორღვასთან ჩვენი სტუმრობის კვალიც არ უნდა დარჩენილიყო. სანოვაგით დატვირთული ხურჯინები ისევ ცხენებს გადავკიდეთ და დავადექით ფრიალო გზას ისევ სამნი, მე, მანჩო და თორთვა. აშკარად მივეჩვიე სიმაღლეს, აღარც თავბრუ მესხმოდა, აღარც წონასწორობის შეკავება. სხვა კოშკებისგან არაფრით გამოირჩეოდა ბურჯი, გარდა იმისა, რომ პატარა ხის აივნები ქონდა დატანილი. ვიტყოდი გარეგნულად დანარჩენ კოშკებზე მეტად ჩამოშლილი და გავერანებულიც კი ჩანდა. ოდესღაც ციხის გარშემო გალავნისგან არსებობაზე, მხოლოდ ალაგ-ალაგ შემორჩენილი, ხავს მოდებული მოზრდილი ლოდებიღა მეტყველებდნენ. კოშკში შევედით, თივითა და ნაკელის სუნით თუ ვიმსჯელებდით, ამ ადგილს აშკარად მწყემსები იყენებდნენ წვიმის დროს თავშესაფრად. - ნამდვილად ეს ადგილია? - ეჭვით გამოვხედე თანამგზავრებს. თორღვამ ტუჩის კუთხე ჩატეხა, ცალ თვალში ძველი ნაცნობი ირონია გაუკრთა. - ეგეც პაქტის ნაწილია, ძმაო. რაც მეტად უგულოდ და მიტოვებულად გამოიყურება, მით მეტს მალავს. მანჩომ არაფერი თქვა, ჩვეული სიფრთხილით დაიხარა და კედელს მიუკაკუნა, ქვას ხელი გაუსვა და ქვევით ჩასრიალდა. ქვის უკან პატარა რკინის რგოლი გამოჩნდა, რომელზეც მტვერიანი ხის სახელური იყო მორგებული. თორღვამ უხმოდ დამანიშნა თვალებით – მოემზადე. წამებში ყველაფერი შეიცვალა, თითქოს მიწა ზევით აიწია, კედლის ნაწილი უხმოდ გადაქანდა და ჩვენ წინ მიწისქვეშა ვიწრო კამარა გაიხსნა. შიგნიდან სუსხიანი ჰაერი გამოვარდა, არა მხოლოდ სიცივის, არამედ ხსოვნის და ხანგრძლივი მოლოდინის სუნით გაჟღენთილი. - მისაღები ოთახი ეს არ არის, მაგრამ გიწვევთ, ბატონო. – ჩაილაპარაკა თორღვამ და პირველმა შეაბიჯა. მიწისქვეშა ბურჯი დაბალი ჭერით და გრძელი დერეფნით გრძელდებოდა. ყოველ რამდენიმე მეტრში ანთებული სანთლების ღუნღულა შუქი ირხეოდა, ეტყობოდა, აქ მოძრაობა ადრეც ყოფილა. კედლებზე გამოკვეთილი იყო უცნაური სიმბოლოები – ქართული ასომთავრული ასოები, შერეული ძველ სომხურ და არაბულ ნიშნებთან. - აქ რა ინახება? – ჩურჩულით ვკითხე, თითქოს სიტყვა ზედმეტად ხმამაღალიც კი იქნებოდა. - მანიფესტი. – მტკიცედ მიპასუხა მანჩომ. - ეგ არის... ის ტრაქტატი? - არა მხოლოდ. ტრაქტატი ხორციელად მხოლოდ ქაღალდია. აქ ინახება იდეა. გზა. სქემა, თუ გნებავთ, როგორ ჩამოშალო მონსტრი შიგნიდან, ისე რომ სისხლი არ დაღვარო. მაგრამ ეს გზა ყველასთვის არაა. იმიტომაც ინახება ასე. ხილვის და რწმენის გარეშე აქ ვერაფერს იპოვი. დერეფნის ბოლოს დიდ რკინის კარს მივადექით. თორღვამ პალტოს შიდა ჯიბიდან მრგვალი, ძველი გასაღები ამოიღო, თვალნათლივ ეტყობოდა, რომ ასეულ წელზე მეტს ითვლიდა. კარის გაღებას დრო დასჭირდა. როცა რკინა ჭრიალით გაიხსნა, წინ პატარა დარბაზი გამოჩნდა. ოთახის შუაში მუხის ძველი მაგიდა იდგა და მის ცენტრში სქელი ტყავით გადაკრული წიგნი მოეთავსებინათ, რაღაც უმძიმესი და უძველესი ენერგია ასდიოდა. - ეს არის? – ვკითხე. - ეს არის დასაწყისი. მხოლოდ რუკა.– თორღვამ თვალი გამისწორა. კოშკის სარკმლებიდან ხელისგულივით მოჩანდა ქვემოთ დარჩენილი სოფელიც და მთლიანად ხეობაც. - ჩვენ ახლა ყველაზე მაღალ კოშკში ვიმყოფებით, ამ ადგილს მტრისგან დასამალად იყენებდნენ, იდეალური ადგილი იყო მტრის სათვალთვალოდ და ხეობის საკონტროლებლად. - მიხსნიდა თორღვა. უცნობი სტუმრების მოსვლამდე დიდი დრო აშკარად არ გვრჩებოდა, წამოღებული სანოვაგე ამოვალაგეთ. ხის გრძელი მაგიდა შუა დარბაზში დავდგით და გარშემო სკამები შემოვუწყეთ. გაციებულ კელიაში ცეცხლიც დავანთეთ, ისეთი შეგრზნება მქონდა თითქოს შუა საუკუნეების ზღაპარში ვიმყოფებოდით, ვერაფრით დავიჯერებდი მსგავსი რამის არსებობას. მომდევნო ღამით ციხის ქვედა თაღში, დანგრეულ კოშკთან იწყეს უცხო სახეებმა მოძრაობა. ერთს ჩერქეზული ხალათი ეცვა, მეორეს მუქი ყაბალახი ისე მოეხვია, მხოლოდ თვალებს უტოვებდა ღიას. ერთი გრძელთმიანი იყო, სახეზე კავკასიელისთვის დამახასიათებელი მკვეთრი ნაკვთებით. მანჩო მათ უხმოდ შეეგება, თუმცა კოშკში არ ამოუყვანია. - შენს ძმასაც ველოდებოდით, - თქვა ჩეჩენმა დაბალი ხმით - დრო ცოტა გვაქვს. - აჩის წიგნს მე გადავცემ. - მტკიცედ მიუგო მანჩომ. - საფრთხე ახლოსაა. თორღვამ თქვა, ვიღაც დაიძრა შიდა ქართლიდან, რაღაც იციან, ხმა გავრცელდა წიგნის არსებობაზე. ღალატიც გამორიცხული არაა. - გამაფრთხილებლად ჟღერდა მისი სიტყვები, რაღაც ფუთა გადასცა მამაკაცმა გოგონას და ღამის სიბლეში ისე გაქრა თითქოს არც კი ყოფილა. იმ ღამით ციხის ზედა კოშკში სამნი ვიყავით: მანჩო, მე და თორღვა. მთვარეც კი არ ანათებდა, ღრუბლებში დამალულიყო, თითქოს თვითონაც შიშობდა იმ სიტყვების, რასაც უთქმელად გრძნობდნენ. - ჯერ კიდევ შეიძლება გადაფიქრება, ვერ გთხოვთ, თუ არ ხარ მზად, - თორღვამ ერთი ყლუპით დალია ძველი არაყი. - მაგრამ თუ დაგვეთანხმები, იცოდე, გზას უკან ვერ ვეღარ გამოაბრუნებ. დიდხანს ვფიქრობდი, მერე მანჩოს შევხედე, არაფერს ამბობდა, მხოლოდ იმ მზერით შემცქეროდა, რომლითაც მთის ხალხი სიტყვებზე უარს ამბობს, როცა გული უკვე იღებს გადაწყვეტილებას. ცეცხლი ნელა ციმციმებდა ღუმელში, კოშკის ფანჯრებიდან მთვარეს გადაევლო თხელი ღრუბლები. ზედა სართულზე, საიდუმლო ოთახში მრგვალი მაგიდა იდგა უხეშად გამოთლილი ხისგან. ირგვლივ თორმეტისთვის გამზადებული სკამები. - უკან დახევის დრო აღარაა! - კიდევ ერთხელ დავუდასტურე თანხმობა. მანჩომ უჩუმრად აანთო ლამფა და ბუხარში შეანათა. ბუხრის კედელში ჩამონტაჟებულ რკინის ურდული ჩამოქაჩა და ფარული გასასვლელი გაიღო. იქიდან შემოვიდნენ უცხო მამაკაცები, მკაცრი ჩაშავებული სახეებით. უკვე მოსულიყო ორი ჩერქეზი და სომეხი. ერთმანეთს თავშეკავებულად მიესალმნენ, სიტყვა არ დაუძრავთ. ცოტა ხანში კიბეებში მძიმე ნაბიჯების ხმა გაისმა, ჯერ ჩეჩენთა წარმომადგენელი შემოვიდა, უკან ახალგაზრდა დაღესტნელი მიჰყვა, რომელსაც ხელში გრძელი, გადაკვეთილი რუკის მილი ეჭირა. შემოვიდნენ ხევსურებიც, ერთ-ერთი წელში მოხრილი მოხუცი, ჩვენთვის ნაცნობი მწყემსი იყო, ღრმად ჩამჯდარი თვალებით და თითებზე ძველი ჭრილობების ნაწიბურებით. ბოლოს კარში შედგა მაღალი აზერბაიჯანელი კაცი, რომელიც ჩუმად უყურებდა მაგიდას და თითქოს რაღაც დიდი ხნის წინ გაწყვეტილს აგრძელებდა. ვიჯექი და თვალებით ვეძებდი პასუხს. მანჩო გვერდით მეჯდა. თორღვა კუთხეში იდგა, სიტყვას არ ძრავდა. მოხუცმა ხევსურმა სიჩუმე დაარღვია. – მსოფლიო ომის შემდეგ ყველა საკუთარ თავში ჩაიკეტა, თითქოს დავიჯერეთ, რომ საბჭოთა კავშირი ჩვენი ხსნის გზაა. მაგრამ ახლა, წინ მხოლოდ ორი გზა დარჩა, დაყოფა ან ერთობა. დაღესტნელმა მაგიდაზე რუკა გადაშალა. ხელით მიუთითა მთიან ზოლზე, რომელსაც წითლად შემოერტყა ხაზი. – ესაა საზღვარი, რაც ჩვენს შორისაა ფიზიკურად, მაგრამ არა გონებით. – ჩვენი ენა შეიძლება განსხვავდება, მაგრამ ჩვენი აზრი ერთი და იგივეა, ასე იყო და ასეც იქნება. – თქვა ჩეჩენმა. - საბჭოთა კავშირი გვანადგურებს. – თქვა აზერბაიჯანელმა. - სიჩუმე გამეფდა, როგორც ქარიშხლის წინ. დაღესტნელმა რუკაზე კიდევ ერთი წერტილი მონიშნა — იქ, სადაც სამხატვრო გზაზე გადადიოდა უძველესი მთის ბილიკი. - ეს პუნქტი კრიტიკულია. თუ ისინი აქ მოედებიან, ჩრდილოეთი წყვეტს კავშირს სამხრეთთან. არც ხალხი გადავა და არც აზრი. – ზუსტად ამიტომ უნდა ამოქმედდეს “პირველი გეგმა”. – ჩაილაპარაკა თორღვამ. მანჩოს თვალები ჩაუმუქდა. – დარწმუნებული ხარ? ჯერ არ გვყავს ყველა. ჯერ არ დაბრუნებულა ყველა, ვინც წასული იყო. – დრო აღარ გვრჩება. თუ ახლა არ მოვახერხეთ, შეიძლება საუკუნე კიდევ დავკარგოთ. - დაღესტნელმა რუკაზე წითლად მონიშნა კიდევ ერთი წერტილი. - ეს ადგილი მათ უკვე იციან. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩვენამდე ხმები გავრცელდა. ვიღაც საუბრობდა “წიგნზე”... ყველა წამით გაჩუმდა. ამ სიტყვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. თუნდაც არავის ეთქვა ხმამაღლა, ყველამ იცოდა — წიგნი მხოლოდ ორს ქონდა რეალურად ნანახი: მანჩოს და აჩის. მოხუცმა ხევსურმა ხავერდოვანი ხმით განაგრძო: – წარსულში ომებმა ვერ დაგვანახეს ერთად დგომის ფასი. ახლა კი დროა ძალა სიტყვას დავუბრუნოთ. ამ მაგიდასთან მყოფი თორმეტი კაცი უნდა იყოს ახალი პაქტის ავტორი. ის, რაც ოდესღაც დაიწერა, უნდა განახლდეს. არა მელნით, არამედ შეთანხმებით. რწმენით. მოქმედებით. - მონაცვლეობით დაიწყო ხელმოწერა – არა კალმით, არამედ ნიშნით, რომელსაც თითოეული მჯდომარე ხეს პატარა ნაჭერზე აჭრიდა. ეს ნიშნები მაგიდის შუაში განთავსებულ სქელ რგოლზე იკვრებოდა, რომელიც მანჩომ ბუხარში წინა დღით შემოტანილი ხისგან გამოთალა. - წიგნს ახლა უკვე დასაცავად კი არა, გასაშიფრად ვამზადებთ. რაც აქამდე საიდუმლო იყო, შიგნით უნდა შევიტანოთ — სიბნელიდან სინათლეში. თორღვამ ჩემკენ გამოიხედა: - ახლა შენი ჯერია. მე ვერაფერს ვპასუხობდი. მხოლოდ თავი დავუკარი, მაგიდას მივუახლოვდი, და მანჩოს გადმოცემული პატარა დანით სიმბოლო ამოვკაწრე იმ რგოლზე, რომელიც უკვე ათობით სხვა ნიშნით იყო სავსე — თითქოს საუკუნეების მანძილზე აჭრილიყო. - მანჩომ ფუთა გახსნა — წიგნი იქ აღარ იყო. - – წიგნი არ უნდა იყოს ერთ ადგილზე. მას თავისი გზა აქვს. ის ახლა უფრო უსაფრთხო ადგილასაა. ჩვენ კი ეს გზა უნდა გავხსნათ. - თორღვამ რუკა დაკეცა. - – დროა წავალთ. დღეს ღამე სავსე მთვარეა. ჩვენ ნიშანს ელოდებიან, მოძრაობა იწყება. მანჩომ თავი დახარა. – დროა დავწეროთ. თორღვამ ძველებური პერგამენტი გაშალა, კოშკში დამალული ჩანაწერები უკვე მზად იყო. განახლებული, მაგრამ მაინც ძველი სტილით დაწერილი. გრძელი ტექსტი, სადაც საუბარი იყო საერთო თავდაცვაზე, კულტურული კავშირების გაძლიერებაზე, საერთო საინფორმაციო არხებზე და რაც მთავარია, ეკონომიკური დამოუკიდებლობის გეგმაზე. – ეს არ არის კავშირი სახელმწიფოთა შორის. ეს პაქტია ხალხების. – თქვა თორღვამ – არც ერთი სახელმწიფო არ უნდა დაემორჩილოს დიდსა და ძლიერს მარტოობაში. – და თუ ვიღაცები წინააღმდეგ გამოვლენ? – თუ ყველა ერთად ვიქნებით, მტერი აქ ვეღარ შემოვა. მოხუცმა ხევსურმა ბუმბულიანი კალამი აიღო, შავ მელანში ამოავლო და პირველად მოაწერა ხელი. – ღმერთია ჩვენი შემწე. შემდეგ ყველა მიყოლებით აწერდა ხელს. მანჩომ ხელი მომკიდა - ახლა უკვე შენზეა. ფოტოაპარატი მოვიმარჯვე და პერგამენტზე დატანილი თითული ნაწილი რამოდენიემეჯერ დავასურათე. არ იყო ეს მხოლოდ საბუთი ან რვეული. ეს იყო გეგმა, რომელსაც უნდა დაემხო რუკაზე გავლებული საზღვრები. უნდა დაენგრია უხილავი რკინის ფარდა ადამიანების მეხსიერებაში და ცნობიერებაში. კოშკის ბზარებიდან მთვარის შუქი იღვრებოდა. მრგვალი მაგიდის ქვეშ ხელმოწერილი პაქტი მელნის სუნად იფრქვეოდა, თითქოს ისტორია ახლახანს დაწერილიყო და ჯერ ვერ გამშრალიყო. ხევსურმა ფიალა ასწია. – რაც დაგვიმტკიცებია რწმენით, ხმალით უნდა დავამტკიცოთ! ახლა კი სასმელს მივენდოთ, სანამ დრო ჩვენს მხარესაა. დასხდნენ. ერთ მხარეს თორღვა ჩაიმუხლა გარმონით, მეორე მხარეს სომეხმა დუდუკი ამოიღო. ხმები ერთმანეთს შეერწყა ისე, თითქოს საუკუნეებია ერთად უკრავდნენ. მოხუცი ბებო ჩუმად შემოიპარა ოთახში, თან ფიალები მოჰქონდა, მის უკან კი ორსული ქალი და პატარა ბიჭი. პატარა ბავშვმა ფანდურზე თითები მიასრიალა, ჩემსდა გასაკვირად უკრავდა პატარა ხევსური, ხმები ჯერ ფრთხილი იყო, მერე გაბედული. მანჩომ მოიშორა ქამარი. მუსიკას აჰყვა ამორძალი. თავიდან ფრთხილად, მერე ფეხი აჰყვა რიტმს. გოგონა მოძრაობდა. კედლებსა და კოშკის ბზარებს შორის სხეული მიიპარებოდა, წრეებს ავლებდა ცეცხლს, ხელების მოძრაობა ტალღას ჰგავდა, ხან ჩერქეზულ ნაბიჯს იღებდა, ხან მესხურ შებრუნებას, ბოლოს ცეცხლთან გაჩერდა, ჩუმად დაიხარა. ფიალები ერთმანეთს ეხეთქებოდა. ვიღაცამ მაგიდაზე მარნიდან მოტანილი ფიალები დადო, რომელშიც არაყი ჩაესხათ. ხელები ერთმანეთს ეხებოდა, ენები ებმოდა სიმღერაში. მაგრამ თორღვას თვალი სხვაგან ეჭირა, ფანჯრისკენ. გარეთ რაღაც შეამჩნია, მამაკაცის სილუეტი წამიერად გაქრა. დავიძაბე, მანჩოს გავხედე. მანჩომ მხოლოდ ოდნავ დამიქნია თავი, ყველაფერი იცოდა. – დარბაზში ერთი ზედმეტია, – ჩურჩულით გვითხრა თორღვამ. – ახლა ვერ გავარკვევთ ვინ. – მიუგო მანჩომ. შიგნით ისევ ქეიფი იყო, მაგრამ ერთი ფიალა შეუსმელი რჩებოდა, ერთი ღიმილი ყალბი იყო, ერთს ლურჯის ნაცვლად შავი სისხლი სდიოდა ძარღვებში. მტრედად მოსული მოღალატე მათ შორის იჯდა. უცებ ოდნავ ჩამობნელდა, გარედან ცხენების ხმა გაისმა. მანჩომ ხელი სახეზე მიიფარა, ფანჯარასთან მიირბინა. თორღვამ დანა ქამრიდან ამოაძრო. – უკვე აქ არიან. - ჰაერი ცხავილით გაკვეთა მოხუცი ხევსურის ხმამ. – რამდენია? – რვა ცხენიანია, მაგრამ უფრო მეტი მოჰყვებათ. - დროა პიერი გავიყვანოთ. - ბრძანება გასცა აზერბაიჯანელმა. – აჩი გელოდებათ სოფელში, დილით გაგაპარებთ. - ჩაერთო მანჩოც. – შენ არ მოდიხარ? – ჩემს გარეშე გეგმა ვერ ამუშავდება, ახლა უნდა მივაწვდინოთ ხმა დანარჩენებს. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენთან სოფელში შემოგიერთდებით. მისი ნათქვამი თუ -მ გულში უსიამოვნოდ გამკრა, მაგრამ აღარაფერი მითქვამს. არავინ იმჩნევდა გარეთ მდგომ ალყას, ისევ ცეკვა გაჩაღდა, მაგრამ ამჯერად თითქოს ორმაგად გაცხარებით, რითმის ქვეშ ჩუმი მღელვარება ბრუნავდა, მაგიდაზე დუდუკი ხმამაღლა მოთქვამდა. როგორც ტკივილიანი ლოცვა კავკასიისთვის, რომელიც ჯერ კიდევ ორჭოფობს გაერთიანდეს თუ ისევ გაბნეულად დარჩეს. მაშინ, როცა კოშკის ქვედა ეზოში ცხენები უკვე მზად იდგნენ, თორღვა ჩუმად მაჯაზე შემეხო — დროა! ფარული გასასვლელისკენ დავიძარით. მანჩო რამდენიმე ნაბიჯით უკან მომყვებოდა. გარეთ გამოსვლისას კი აღარ მელაპარაკებოდა, თითქოს სიტყვები ზედმეტი ხდებოდა, მხოლოდ შორიდან მიყურებდა – ისე, როგორც ადამიანს უყურებენ მაშინ, როცა უკან დაბრუნების გზა ბინდში იკარგება. – შენ არ მოდიხარ? – პასუხი ვიცოდი, მაგრამ მაინც ჩავეკითხე. – არა. ჯერ არა. – იქნებ არც… მანჩომ ერთი წამით არაფერი თქვა. შემდეგ წამოვიდა და იმდენად ახლოს მოიწია, რომ მისი სუნთქვა ყელზე შემეხო. ხელი მარჯვენა მხარზე დამადო და მზერა მომაპყრო. იმ თვალებით შემომხედა, რომლითაც მთის ხალხი არასდროს ამბობს „მიყვარხარ“, მაგრამ მთის ქვაც კი იგებს, რომ ეგ სიტყვაა ნათქვამი. – აქ ვერ დავრჩები, – ჩუმად ვთქვი. – არც მე შემიძლია შენთან წამოსვლა, – მიპასუხა. – მაგრამ თუ ეს გზები ერთ დღეს ისევ გადაიკვეთა, არ გაგიკვირდეს. გულის არეში რაღაც შეირხა – ხეიბარი იმედი? შეფარული დანაშაულის გრძნობა? სიყვარული? არ ვიცი. მაგრამ ვიცოდი – ჩვენ შორის რაღაც დაიბეჭდა. არა სიტყვით, არა ხელმოწერით, არამედ იმ უხმო თანხმობით, რასაც მხოლოდ ომი და საფრთხე აჩენს. მანჩომ საფეთქელზე ხელი მომკიდა და წამის განმავლობაში ფრთხილად მაკოცა შუბლზე. მერე სწრაფად დაიხია უკან – ისე, თითქოს რამე დააშავა. – წადი ახლა. რაც აქ მოხდა, მხოლოდ ჩვენია და რაც მიგაქვს – ჩემი გულის ხმაა, როცა ვეღარ გაგიგებ… -ვეღარ დაასრულა, მაგრამ მე მაინც გავიგე. მანჩო მარტო იდგა, ცეცხლის ნაცარზე, რომელიც უკვე კარგა ხნის ჩამქვრალი იყო. ჩემს მიახლოებაზე არც შებრუნებულა. მივუახლოვდი. მხარზე ხელი დავადე. – მეტი ვერაფერი გითხარი მაშინ. – ყველაფერი თქვი. ზოგი რამ სიტყვებს არ ითხოვს, – ჩურჩულით მიპასუხა. სიჩუმე ჩამოვარდა. გვერდით დამიდგა. ხელში ნაცრისფერი შარფი ეჭირა, წუხანდელი ცეკვისას გულზე მოხვეული. გამომიწოდა. – წაიღე. როცა დახედავ, გაგახსენდები. დავიჭირე. შარფს ჯერ კიდევ ქონდა მისი სურნელი, ცეცხლისა და რძისფერი მთის ჰაერის არეული ნაზავით. – შენც არ დამივიწყო, – ვუთხარი. – ჩემთან ხარ, ჩემში. მის თვალებში არ იყო ცრემლი, არც მე მქონდა. ქართველი არ ტირის. ქართველი ხმას არ იმაღლებს. ქართველი იმახსოვრებს. ფრთხილად მოვშორდით ერთმანეთს. თითქოს რაიმე უთქმელი კიდევ დარჩა, მაგრამ არ უნდა გვეთქვა. ცხენზე დავჯექი. თორღვამ ქამარი გამისწორა, უკანასკნელად თვალი თვალში გამიყარა. უკვე მზად ვიყავით. ღრმა ამოსუნთქვით მოვაბრუნე ცხენი. გულმა არ გამიშვა. გავბედე – უკან მოვიხედე. მანჩო იქ იდგა, მთის პირზე. თმას ქარი უფრიალებდა, ხელები სხეულზე ჰქონდა დოინჯად შემოხვეული, არ იძროდა. არც ხელი დამიქნია. მაგრამ ვიცოდი – ის იყო. მანჩო იქ დარჩა. მზე ზურგს უკან ამოდიოდა, მაგრამ მისი თვალები მაინც ჩაიბეჭდა ჩემში. შორიდან. მხოლოდ მაშინ მივხდი, რომ ეს იყო მისი "მშვიდობით" – უხმო, მაგრამ წარუშლელი. ჩვენი დილა კოშკში არ გათენებულა, ბინდად დარჩა, თითქოს მთებმა სინათლის შემოშვებაზე უარი თქვეს. ფარული კარით ისე დავტოვე კოშკი თორღვასთან ერთად, გარეთ მდგომებს არაფერი შეუნიშნავთ. ჩუმი ნისლი დაბლა ეფინა მინდორს, ზედ ცხენის ნაფეხურები რჩებოდა, მაგრამ მალევე ქრებოდა, მიწა შთანთქავდა. ფერდობზე მდგომი პატარა ონისე გვიყურებდა, ვერ ხვდებოდა, რატომ არ ეღიმებოდათ დიდი კაცებს. ჩემი და თორღვას გაქრობა მხოლოდ ბებოს შეემჩნია. ფანჯარაში ჩუმად იდგა და თითით ჯვარი გამოისახა ჰაერში. აჩი თორღვასთან გველოდებოდა. ამჯერად მილიციის ფორმაში იყო გადაცმული — მკაცრი შარვალი, ჩექმები მუხლამდე, ქამარზე იარაღის ყალბი ბუდე. მაგრამ თვალები ვერ მალავდა სიმშვიდეს, რომელიც მხოლოდ ერთგულ ადამიანს ჰქონდა. იგი არ თამაშობდა ორმაგ თამაშს — იგი ჩვენსავით იბრძოდა. მხოლოდ რამდენიმე წუთს ისაუბრეს თორღვამ და აჩიმ. შემდეგ, თითქოს ყველაფერი უთქმელად გაიგეს. – დროა, – გვანიშნა თორღვამ. აჩიმ მხარზე ხელი დამადო და რუკის გატეხილი ლითონის ყუთი მომაწოდა. მის შიგთავსში მტვრიანი ცვილის დაფა იდო — პაქტის ფრაგმენტული რუკა, წითელი ტუშით მონიშნული წრეებით, ხაზებით, სხვადასხვა ენაზე გაკეთებული ნიშნებით: ოსურად, სომხურად, ქართულად, არამეულად. – მხოლოდ შენ იცი, სად უნდა მიიტანო ეს, – მითხრა თორღვამ. – თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ… შენ უნდა თქვა სიმართლე. – საზღვარზე თუ გაგაჩერებენ, იტყვი, რომ სუვენირია, – დაამატა აჩიმ. თავი დავუქნიე. სამივე მეგობრულად ჩავეხუტეთ ერთმანეთს. ცხენზე ავედი. წერტილივით მოჩანდა ხეობისკენ მომავალი ორი ქალი მხედარი პატარა ბავშვით. იმის მაცნეები, რომ დანარჩენებმაც მშვიდობით დატოვეს გვირაბი. მაგრამ, მაინც იყო ერთი მაგრამ…. ცვილის რუკას ერთის ხელმოწერა აკლდა. ცეცხლთან, სადაც პაქტი გაფორმდა, მხოლოდ ხუთი დარჩნენ. გონებაში აღვიდგინე წუხანდელი ღამე. უჩვეულო იყო სიჩუმე, თითქოს ერთი ხმის ადგილი აკლდა. – სად არის ხიზანი ჩეჩენი? - იკითხა მაშინ მანჩომ. პასუხად ისევ სიჩუმე. – გუშინ ღამით ცეკვის შემდეგ არავის უნახავს. არც თავისი ნაჯახი წაუღია, არც - ცხენი. - უპასუხა ვიღაცამ. თორღვამ ფანჯარას მოაშორა თვალი, საეჭვო იყო ჩეჩნის დაკარგვა. ჩემი ეჭვები აჩის გავუზიარე, ვაჟი ყურადღებით მისმენდა: – არ მომწონს... შეიძლება უკვე გზაშია ჩვენ წინააღმდეგ. გადავიხედე უკან, თითქოს ისევ მანჩოს ვეძებდი, ჩემი ფოტოაპარატი მკერდზე მეკიდა, გულში გამკრა, რომ შესაძლოა უკანასკნელად ვხედავდი გაცილებისას ფერდობზე მდგომს. ის არ გამომყვა. მან გადაწყვიტა, იქ დარჩენილიყო. ფიქრები მყისვე მოვიშორე, ცხენით შევაბრუნე , ცვილით დამძიმებული ჩანთა მხარზე გადავიდე და გავაგრძელე გზა. ამ დროს... ზემოთ, მთის წვერზე, ბილიკთან დაღმართში, სადღაც ხევში რამდენიმე რუსული „ვილისი“ ჩერდებოდა. ჩექმიანი ჯარისკაცები მანქანებიდან ჩამოდიოდნენ. ბობროვი, კგბ-ის ოფიცერი, თეთრ ხელთათმანებში, ფრთხილად ადგამდა ფეხს ქვებზე. მის გვერდით იყო კრიმინალისტი და ორი ფოტოგრაფი. დანგრეული ბალავარის მახლობლად მათ მიაგნეს ნახევრად ჩამქრალ კოცონს, გამობურღულ ქვებს და მიწაში ჩამჯდარ ცხენის ნაფეხურებს. – აქ იპოვეს თავშესაფარი, – თქვა ექსპერტმა. – აქვე იყო ჩანაწერი. ცვილის კვალი ისევ ჩანს ქვევრში, მაგრამ რუკა წაღებულია. ძირითადი ნაწილი აღარ არის. ბობროვმა გამჭოლი მზერით დააშტერდა კავკასიონის ხაზს. – ძალიან ბევრს ბედავენ, – თქვა ჩუმად. – ვიღაცამ ეს ორგანიზება უკვე დიდხანს ამზადა. – სად მივდივართ? – იკითხა ფოტოგრაფმა. – თბილისისკენ, – მოკლედ მიუგო ბობროვმა. – სანამ არ გადაუკვეთავს საზღვარს, ჯერ კიდევ შეგვიძლია პაქტის დაბრუნება. მან კამერა უხეშად წაართვა ერთ-ერთ ჟურნალისტს. – ეს არ არის უბრალოდ ამბავი. ეს არის საშიშროება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ. მან ხელით ანიშნა და მანქანებმა გზა გააგრძელეს — მდევრები იწყებდნენ ნადირობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.






ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.