ქაღალდის ჭიქა ( სრულად)
ქაღალდის ჭიქა თავი 1 დაღლილი ნაბიჯებით გამოვიდა უკანა გასასვლელიდან. ბავშვობიდან იცოდა გალერიის უკან პატარა ბაღში ძველი ხის სკამი რომ იდგა. იმ სკამს მიეყრდნო. საზურგეზე ჩამოჯდა უკნიდან. რაღაც ისეთივე აბსურდული და წელვადი მელოდია ჰქონდა ჩართული, როგორი ხასიათიც დილიდან აჰყვა. სიგარეტი ამოიღო მოკლე, უმკლავო გაბერილი ქურთუკის ჯიბიდან და წვრილი ღერი ლამის ღერზე წვრილი თითებით მაღლა ასწია. ცოტა ხანს აკვირდებოდა, როგორ ტყდებოდა მზის სხივები სიგარეტზე. როგორი გამჭვირვალე ჩანდა მისი თითები მზის სინათლეზე. ამოიოხრა და უხალისოდ გაუკიდა. რთული იყო სამყაროსგან გათიშვა, არფიქრი, არგრძნობა. რთული იყო და მასაც ძალა ელეოდა. სულ უფრო ხშირად ფიქრობდა სააბაზანოში ჩაძირვის წამზე. მასში გამეფებულ აპათიას აღარც წამალი შველოდა, აღარც ყალბი ძილი. სანამ სიგარეტს ეწეოდა, ბინდისფერი ბოლის უცნაური ხვეულების გარდა არაფერზე ფიქრობდა. აი ამიტომ არ ანებებდა თავს სიგარეტს. ხანდახან ეს ათი ყველაფრისგან ცარიელი წუთი ხსნა იყო მისთვის. საღებავებით დასვრილ თითებს დააცქერდა უაზროდ. დრომ გაუელვა თავში. ნეტავ ახლა რომ წასულიყო, ვინმე საყვედურს ეტყოდა? გზისკენ გაიხედა. გაპარვა სურდა. მერე მიწას დახედა და კეტის წვერით გაუგებარი იეროგლიფები დახატა. რაღაც უცნაური სპირალები. ვარსკვლავები, ის, რაც ბოლო დროს ესიზმრებოდა. _ გამარჯობა!_ ხმადაბლა დაწეული მუსიკის მიღმა მოესმა. თავი ასწია და სრულებით უცხო კაცს გადააწყდა. მუქი სათვალის მიღმა არ ჩანდა მისი თვალები. და ღიმილიც უცნაური, ვიწრო და ოდნავ აპრეხილი ჰქონდა. ვერ იცნო. ხმა არ გაუცია. ვითომ მოსალმება ვერც გაიგონა. ისევ სიგარეტზე გადაიტანა ყურადღება. მაინც მოკრა თვალი, როგორ გაეღიმა უცნობს. უინტერესოდ ახედა ისევ და თავისუფალი ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩამალა. იქ წიწაკის სპრეი ეგულებოდა, ერთგული მცველივით თან რომ დაატარებდა მუდამ. _ ყავა გინდა?_ მოესმა კვლავ. ნაფაზი დაარტყა და ისევ არაფერი უპასუხა. მობეზრდებოდა ბოლოს და წავიდოდა. სულ ასე ხდებოდა... მაგრამ ახლა ასე არ მოხდა. ყავის ქაღალდის ჭიქა გამოუწოდა უცნობმა. სურნელზე მიხვდა, თავისი საყვარელი ყავა იყო. რომ არ გამოართვა, მის გვერდით სკამის ოთხკუთხედ თავზე ფრთხილად დადგა უცნობმა და ისევ უკან დაიხია.. _ რატომ ხარ მოწყენილი?_ ჰკითხა მან. თავად კი ინტერესით ჩაჰყურებდა ყავის ჭიქაში ბლანტ მუქ სითხეს. მას მთელი სამყაროს დანახვა შეეძლო ამ ჭიქაში. შეეძლო, მაგრამ არ სურდა . _ ისევ უცნაური ხარ!_ თითქოს არაფრად აგდებდა უცნობი მის ახირებულ სიჩუმეს, ისე აგრძელებდა მასთან საუბარს. _ რას უსმენ?_ ჰკითხა და მუსიკის რიტმს აყოლებულ საჩვენებელ თითზე დააკვირდა, თითქოს თითის მშვიდი რიტმული მოძრაობით მიუხვდებოდა არჩეულ მელოდიას. და როცა რამდენიმე წამიანი დაკვირვების შემდეგ სიმღერა სწორად დაუსახელა, თვალებში პირველად გაუკრთა ინტერესის სხივი. სიგარეტი ჩააქრო და ყავის ჭიქის გვერდით დადო ნამწვი. ყურსასმენები მოიხსნა და ხმას მიაყურადა, არა, არ ისმოდა არცერთი ნოტი. ინტერესით შეხედა წინ მდგომს. ფეხზე წამოდგა და ორიოდ ნაბიჯით მიუახლოვდა. თავიდან ფეხებამდე მოურიდებელი ინტერესით შეათვალიერა. შემდეგ ფეხის წვერებზე აიწია და მისი სათვალისკენ წაიღო ხელი. სულ ოდნავ გადაიხარა კაცი უკან. მაგრამ მიუხვდა და შემდეგ თავადვე ოდნავ დაიწია მისკენ. საშუალება მისცა ჩანაფიქრი აესრულებინა. სათვალე მოხსნა და თვალებში ჩახედა. რაღაც ნაცნობმა შეგრძნებამ დაუარა სხეულში. რაღაც ნაცნობი იაზრა და შეკრთა, უკან დაიხია. მისი სათვალე ხელში შერჩა. _ რა მოხდა?_ ჰკითხა მან ღიმილით. ინტერესით დააკვირდა დაბნეულად მდგარს. მოულოდნელად შენობიდან ქერათმიანი გოგო გამოვიდა. ეზო მოათვალიერა უკმაყოფილო სახით. _ რუუუმ!_ დაუძახა, როგორც კი თვალი მოკრა. სწრაფად გახედა, გაუხარდა, რომ ზუსტად ახლა დაუძახეს. _ ჰოო!_ ისე გაუღიმა, თითქოს ფაქტზე წაასწრეს. _ კიდევ კარგი არ გაპარულხარ! მოდი, გკითხულობენ!_ გაუცინა მეგობარმა. მაშინვე ჩანთას დაავლო ხელი. _ კიდევ შევხვდებით!_ მოესმა ზურგს უკან, მაგრამ აღარ მიუხედია. იცოდა, ახსოვდა, რომ იცნობდა, მაგრამ საიდან?! სწორედ ამ შეგრძნებების გამო ვერ სუნთქავდა მშვიდად და ახლა ასე ცხადად ამის განცდა არ იყო მარტივი. ამიტომ სწრაფად შევიდა შენობაში. კარს მიეყრდნო და ამოისუნთქა. _ რა გჭირს, კარგად ხარ?_ ჰკითხა ქერამ. _ ჰოო!_ თავი დაუქნია. _ ის ვინ იყო, რატომ მეცნო?_ გაოცებით შეხედა. „ნუთუ შენც?“ გაიფიქრა და თავი ჯიუტად გააქნია. ჩანთა შეისწორა და ხელში შერჩენილ მის სათვალეს დახედა გაოცებულმა. ახლაღა მიხვდა თან რომ წამოეღო. კარი გააღო და ისევ ეზოში გავარდა. აღარავინ დახვდა. სკამის საზურგეზე იდო ჭიქა ყავა. სიგარეტის ნამწვი აღარ. მივიდა ჭიქა აიღო. უცნაური ემოცია ეხატა ჭიქაზე. უნებურად გაეღიმა. ხასიათი გამოუკეთდა და გაიფიქრა: „უცნაურია, ნუთუ მან ეს მხოლოდ ერთი გაუგებარი სმაილით შეძლო?“ უცნაურ, ერთი შეხედვით უკმაყოფილო სახეს დააკვირდა ქაღალდის ჭიქაზე და კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა. მხიარულად შებრუნდა შენობაში. _ რუმ!_ ხელკავი გამოსდო მეგობარმა._ იცი? ის სურათი გაიყიდა. _ რომელი?_ ჰკითხა და პასუხი წინასწარ იცოდა. _ ბიჭი სიზმრებიდან! ასე არ ეძახი?_ დარბაზში შეაბიჯეს. აღარ ხუთავდა ახლა ხალხმრავლობა. რატომღაც თავს მშვიდად გრძნობდა. გაყინული თითები გაუთბო ცხელმა ყავამ. საკუთარი თავის სიღრმეში მბჟუტავი სინათლის წერტილი აღმოაჩინა. _ ნუთუ მართლა დაბრუნდი?_ გაუღიმა საკუთარ თავს._ როგორ? რანაირად? _ საკუთარ თავს მერე ელაპარაკე. წამოდი, ყველა იქაა, ხომ იცი, მათ ჩვენი ერთად ნახვა უნდათ! ზურგიდან უბიძგა მეგობარმა. _ ხან რა უცნაურად იცინი? _ ხან რა აბეზარი ხარ?_ დაუბრუნა სიცილით პასუხი და ერთ კუთხეში მდგარი ახალგაზრდების ჯგუფს შეუერთდა. საერთო გამოფენის იდეა, მათი საერთო პატარა შემოქმედება, მცირე ხანი იყო, რაც მნახველის და მხატვრობით დაინტერესებული ხალხის ყურადღებას იქცევდა. სრულიად ინდივიდუალური სტილით და მაინც რაღაც საერთო ხაზებით, ერთმანეთის გაგრძელება იყო მათი ნახატები. თითქოს ერთი მეორიდან გამოდიოდა და მესამეს უერთდებოდა. თითქოს ერთი მექანიზმი იყო და ისე ერწყმოდა ერთმანეთს, რომ ერთის აღსაქმელად სხვების ნახატებიც უნდა გენახა. იყო ამაში რაღაც ახალი და უცნაური. სწორედ ამიტომ იზრდებოდა ინტერესი მათ მიმართ. ამიტომ სურდათ მათი ერთად ნახვა. საღამოს დატოვა გალერეა. დაღლილი დაუყვა ქუჩას. ქუჩის განაპირას მდგარ ტაქსთან მივიდა, კარი გამოაღო მისამართი უკარნახა და დაჯდა. ფანჯრიდან მქროლავი ხედის ნაცვლად დილანდელ უცნობზე ფიქრობდა. ხელში ცარიელი ქაღალდის ჭიქა ეკავა. გრძნობდა, სულ მალე რაღაც შეიცვლებოდა და ეს შეგრძნება სიმშვიდეს ურღვევდა, თანაც ინტერესით ავსებდა. _ რას ნიშნავს ეს სმაილი?_ ჰკითხა საკუთარ თავს. _ როცა კვალავ ვნახავ, ვკითხავ! ისე თქვა, ეჭვიც თითქოს სულ არ ეპარებოდა, რომ მალე ისევ შეხვდებოდა. _ რა მკითხეთ?_ მოხედა მძღოლმა. რუმიმ ჭიქა დაანახა. _ იცით ეს სმაილი რას ნიშნავს? _ მგონი ეჭვით იყურება, არა?_ გაუღიმა ახალგაზრდა ბიჭმა. _ ეჭვით?_ დახედა ჭიქას ღიმილით. _ ანუ ეჭვით?! სახლის კიბეები აიარა და კარი გააღო. ფეხებში სამფერა კატა აებლანდა. _ მაცადე კარის დაკეტვა და მოგეფერები!_ ფეხით ფრთხილად მისწია აკნავლებული ცხოველი. _ ოტო, ნახე რა მოგიტანე! კატის რაგუს კონსერვი დაანახა მოუსვენარ მეგობარს. _ გშია? წამოდი გაჭამო!_ აივანზე იჯდა და ცას აჰყურებდა. ოტო კრუტუნით ჭამდა საჭმელს. პატარა თაროზე ყვავილების ქოთნების გვერდით იდგა პატარა ქაღალდის ჭიქა, უცნაური სმაილით. რუმს კი ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს მარტო აღარ იყო. ხვალ კი ახალი დღე დადგებოდა, ახლი უარაფრობით სავსე დღე. თუმცა ვინ იცის? ცალი თვალით გახედა პატარა ქაღალდის ჭიქას და სცადა მასზე გამოხატული სმაილის მსგავსი ემოციის გამეორება. ზუსტად გამოუვიდა, თუმცა თავად ვერ მიხვდა. 2 „უცნაურ ხალხს უცნაური ბედი ახვედრებს ერთმანეთს“ ფიქრობდა რუმი გულში და პატარა კოვზით იოგურტს ჭამდა. ბოლო დრო იყო, სანამ თავბრუსხვევას არ იგრძნობდა ვერ ხვდებოდა, რომ უნდა ეჭამა. ცალი ხელით ტელეფონს სქროლავდა. გამოფენის შეფასებებს ათვალიერებდა. ეჭვიც არ შეჰპარვია, მოეწონებოდათ. კმაყოფილმა გადადო ტელეფონი და კოლოფში დარჩენილი იოგურტი კატას დაუდო. _ რომ იცოდე შენთვის არ შეიძლება!_ დაუქნია თითი. ოტოს ყურიც არ შეუბერტყია, გამწარებული სვლიპავდა გემრიელობას. ბევრი სხვა რამის გარდა, ესეც ერთი საერთო ჰქონდათ პატრონს და ოტოს. იოგურტი, ოჰ ეს ღვთაებრივი გემრიელობა! კარზე კაკუნი მოესმა. ადგა და ისე გააღო, არც გახედა მოსულს. მასთან დიდად არ დადიოდნენ სტუმრები. ისედაც იცოდა, ახლა სოლის მეტი არავინ მოვიდოდა. ჯერ სტუმრობისთვის დილაზე ადრე იყო. _ დილა მშვიდობისა!_ სოლი ჩვეულად კარგ ხასიათზე იყო. _ ყავა მინდა! მოსვლისთანავე მიახალა. _ მეც მინდა!_ გაეცინა მას. მძიმე, პილენძის, ორნამენტებიანი ჯაზვე შემოდგა ქურაზე. _ ლეამ მითხრა, რომ გუშინ ვიღაცას ელაპარაკე, ვინ იყო? მაგან იყიდა სურათი?_ ახლაღა დაფიქრდა. გაუკვირდა, თუ რატომ არ გაარკვია, ვინ იყო მყიდველი? _ მე რა ვიცი ვინ იყიდა?_ უპასუხა მხრების აჩეჩვით. გულში გაიფიქრა, „მაინცდამაინც მას რატომ უნდა ეყიდაო?!“ _ მგონი გამოგვივიდა ეს გამოფენა._ სოლი აჟიტირებული იყო. მთელი ცხოვრება ხატავდა და მეოცნებეებთან შეხვედრამდე აზრადაც არ მოსვლია, რომ ოდესმე რამე მსგავს პროექტში მოიღებდა მონაწილეობს. _ იცი ტონიომ რა თქვა გუშინ? _ ჯაზვეზე დახრილმა რუმიმ ინტერესით გამოხედა. _ თქვა, რომ წასვლა უნდა. როცა გამოფენა დასრულდება, ალბათ წავა. სევდიანი ხმა ჰქონდა სოლის. გუნდიდან ვინმეს წასვლა, თითქოს მათ უცილობელ დაშლას მოასწავებდა. ალბათ ეს იყო მისი დარდის მიზეზი. გუნდი აძლიერებდა. გამბედაობას აძლევდა, რომ მიზანი დაესახა და ამ მიზნისკენ ევლო და არა მარტო მას. _ ტონიოს წასვლა არაფერს შეცვლის!_ გაეცინა რუმის._ იმიტომ რომ ხატვა სხვა ქვეყანაშიც შეიძლება, მაგას ისე რა დაასვენებს? წამში ჩამოასხა ფაიფურის გამჭვირვალე, უწონო ფინჯანში ყავა და სოლის წინ დაუდგა. _ დღეს უჩემოდ მოგიწევთ წასვლა გალერეაში. მე მოგვიანებით მოვალ._ უთხრა ისე, სხვათა შორის და მზერა აარიდა. ტონიო კი არა, სინამდვილეში ის უნდა წასულიყო. თავად სურდა, დროებით მაინც სახლიდან შორს ყოფნა. თუმცა ეს დროებით რამდენი იყო, თავადაც არ იცოდა. სოლის არაფერი უთქვამს. ყავა მოსვა და ოტოს გაეთამაშა. მალევე წავიდა და დატოვა რუმი საკუთარ ფიქრებში გართული. ხშირად ფიქრობდა რუმი, რანაირად და რა მომენტში მიაგნო დანარჩენებს. და რატომ მაინცდამაინც მაშინ, როცა ყველა იმედი გადაეწურა და დანებება გადაწყვიტა? აუხსნელად ეჩვენებოდა უცხო ადამიანებით ეს უცნაური გატაცება, მით უფრო მაშინ, როცა სულ არ ეძებდა და არც ცდილობდა ახალი მეგობრების პოვნას. ახლა კი? ახლა ეს მნიშვნელოვანი იყო. თანაც ძალიან. იმდენადაც, რომ წასვლა გადადო. ძალიან ბევრს და ხშირად ფიქრობდა ამაზე, მაგრამ პასუხი არ ჰქონდა. ჩანთა ჩაალაგა, დღეს სადმე განმარტოებას აპირებდა. თერმოსი ყავით აავსო, მანდარინები ჩაიყარა, ფერადი იოგურტები, კიდევ რაღაც სხვა სასუსნავებიც. წიგნი, რომელსაც გული ვერაფრით დაუდო, იმიტომ რომ საკუთარი ფიქრები იმდენად აყრუებდა, წიგნის შინაარსი აღარ ესმოდა და სახლიდან გავიდა. მთელი დღით აპირებდა დაკარგვას. დასასვენებლად სულ ისეთ ადგილებს ირჩევდა, სადაც წყალი იყო. გაშლიდა ჭრელ პლედს, მოიწყობდა გარშემო სასუსნავებს და მზეს ეფიცხებოდა. შესაძლოა წაღებული წიგნიდან ერთი აბზაციც არ წაეკითხა, არც არაფერი დაეხატა, მხოლოდ ყავით და სიგარეტით დაეცალა დღე. მხოლოდ ეფიქრა ათას სისულელეზე. უცნაური წარმოდგენებით იყო სავსე მისი შინაგანი სამყარო და ალბათ ამიტომაც უჭირდა მარტივი, ადამიანური ურთიერთობები. მაგალითად დარწმუნებული იყო, რომ ოდესმე წინა ცხოვრებაში კატა იყო. წითური მწვანეთვალება ფუმფულა კატა. აი ისეთი, რომ შეხედავ და თავზე ხელის გადასმას რომ მოგანდომებს, მაგრამ უნებართვო მცდელობისას უეჭველად რომ დაგკაწრავს ამპარტავანი სახით. აბა რატომ იყო, რომ ასე უყვარდა მზე, სითბო, სიმარტოვე და სიმშვიდე?! ახლაც აჩემებულ ადგილს მიაკითხა, ყვითელი კუბოკრული პლედი გაშალა, ფეხმორთხმით დაჯდა და ჩანთა წინ დაიდგა. მშვიდად და აუჩქარებლად ამოალაგა ნივთები და გვერდით დაიწყო. სულ ბოლოს ხელში იმ უცნობი კაცის სათვალე მოყვა. ამოიღო და ინტერესით დააკვირდა. _ ჰოო, სწორედ რომ დროულია!_ მოჭუტული თვალებით გახედა ტბას. ასე იყო, ღია თვალისფერის გამო, ნაკლებად უძლებდა მზის მკვეთრ სინათლეს. თვალები ეჭუტებოდა და ეცრემლებოდა. და ფერი მუქი მწვანედან ლამის ღია ნაცრისფერამდე ეცვლებოდა. სათვალე გაიკეთა და გაეცინა. უნებართვოდ პირველად იყენებდა სხვის ნივთს. თუმცა რატომღაც ახლა სინდისის ქენჯნას არ გრძნობდა. პირიქით ეს მომენტი ართობდა კიდეც. მას არასდროს ჰქონია სათვალე, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ უხდებოდა, თავად ასე თვლიდა... ფიქრი გააწყვეტინა უკვე ნაცნობმა ხმამ. _ მართალი იყავი, არ გიხდება სათვალე!_ მოესმა ზურგს უკან და მოულოდნელობისგან კინაღამ ყავა გადასცდა. ხველა აუტყდა. სული მოიბრუნა თუ არა, უკან მიტრიალდა გაცოფებული. ისევ ის იყო. იდგა ჯიბეში ხელებჩაწყობილი და ტბაზე მოლივლივე მზის ბილიკს მშვიდად გასცქეროდა. _ რა ჯანდაბაა?_ ჩაილაპარაკა რუმიმ. ეს უკვე შემთხვევითობას აღარ ჰგავდა. _ ვინ ხარ?მითვალთვალებ? მანიაკი ხარ? რას გადამეკიდე? სცადა, რაც შეეძლო ნაკლებად ემოციური ყოფილიყო. ყავა დადო და ფეხზე წამოდგა გაბრაზებული. _ არა, არაფერი ეგეთი!_ გაუღიმა უცნობმა და ორივე იდაყვში მოხრილი ხელი მაღლა ვითომდაც მშვიდობის ნიშნად ასწია. ისევ სათვალე ეკეთა, იმ წინას მსგავსი, ახლა რუმს რომ ჰქონდა მორგებული. _ აბა ვინ ოხრობა ხარ?_ ტაქტიანიაო რუმზე ალბათ ვერავინ იტყოდა. ემოციურიაო? კიი რამდენიც გინდათ. _ მეგობარი ვარ! ძვეეელი, კეთილი მეგობარი!_ მზეს თვალი მოაცილა და ახლა მას შეხედა უცნაური, მხიარული ღიმილით. „ე“_ზე აქცენტი გააკეთა, მაგრამ რუმი ვერ მიხვდა, რის ხაზგასმას ცდილობდა ამით. _ აშკარად მითვალთვალებ!_ უკან დაიხია ერთი ნაბიჯით._ ასეთი დამთხვევების არ მჯერა მე, გამეცალე თორემ.... ჯიბეში ხელი ჩაიყო, წიწაკის სპრეის ეძებდა და ახლაღა გაახსენდა, ჩანთაში ედო. სინანულით გახედა პლედზე მიგდებულ ზურგჩანთას. _ მასე ჩემი სათვალით უნდა მეჩხუბო და დამემუქრო?_ სიტყვის დასრულება არ დააცალა უცნობმა. სწრაფად მოიხსნა და გაუწოდა. _ უბრალოდ... მზე არის..._ რატომღაც შერცხვა, თითქოს ისევ ფაქტზე წაასწრეს. უცნობი კვლავ უცნაურად იღიმებოდა და არც კი ფიქრობდა სათვალის გამორთმევას. _ მშიშარა გოგოსთვის საკმაოდ მიყრუებული ადგილი აგირჩევია დასასვენებლად!_ უცნაურად ირონიული, ცივი ხმა ჰქონდა ახლა. ნაბიჯით უკან დაიხია რუმიმ. _ მიყრუებული არა, მყუდრო!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა და იქაურობა მოათვალიერა. არ აღიარა, მაგრამ ისევ მართალი იყო უცნობი.... _ კარგი! სულელი არ ვარ, მითხარი რა გინდა!_ სცადა თავი უდარდელად მოეჩვენებინა, თითქოს სულ არ ძაბავდა ეს უცნაური სიტუაცია. _ შეიძლება დავჯდე?_ ღიმილი არ შორდებოდა სახიდან უცნობს და სათვალის გამო რუმი ვერ ახერხებდა მისი ემოციის სრულყოფილად ამოკითხვას. რადგან სინამდვილეში არა ღიმილი, არამედ თვალებია ემოციის ნამდვილი გასაღები._ დავჯდები და ყველა კითხვაზე გაგცემ პასუხს, კარგი? უნებურად დაუქნია თავი და თვალი გააყოლა. მშვიდად და აუჩქარებლად დაჯდა რუმის პლედზე. ოდნავ გასწია მისი ნივთები და მოლოდინით ამოხედა თითქოს. _ შენ არ დაჯდები?_ იდგა დაბნეული და ვერ ხვდებოდა რა ექნა. არ იცნობდა, არც ენდობოდა და მისი სიახლოვე ეხამუშებოდა. მაგრამ თან გაუგებარი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს იცნობდა, თითქოს სადღაც ენახა. თითქოს ოდესღაც ენდობოდა კიდევ. ახლა კი ერთდროულად ენდობოდა და არც ენდობოდა. ეს აბნევდა, მაგრამ თან აინტერესებდა, ზოგადად, სწორედ ეს ინტერესი იყო ალბათ, რაც ჯერ ისევ აკავებდა რუმს. აკავებდა ამ წამს, აკავებდა ამ სივრცეში, აკავებდა ზედაპირზე. მუდმივად ჰქონდა შეგრძნება, რომ უცხო იყო, განიცდიდა, რომ სადღაც უნდა წასულიყო, თითქოს დროებით იყო აქ. თითქოს სადღაც მნიშვნელოვან ადგილას აგვიანებდა. ვერსად პოულობდა იმ სიმყუდროვეს, სახლის ასოციაცია რომ მოქვს ადამიანისთვის. ხო, ცოტა გაუგებარი იყო რუმი. უპირველესად, საკუთარი თავისთვის და მხოლოდ ეს ცხოველი ინტერესი იყო, რაც მიზიდულობას ქმნიდა მასსა და დანარჩენ სამყაროს შორის. მისი ცნობისმოყვარე კითხვები, ხან ძალიან ჰგავდა აბეზარი ბავშვის იმპულსურ ქმედებას. ხან უტაქტობას, ხან თავხედობას. იქნება მომაბეზრებელიც კი ეთქმოდა, ვინ იცის? ამიტომ ცდილობდა რუმი, ხალხთან ნაკლებ კონტაქტური ყოფილიყო და შეკითხვების დასმის ნაცვლად, ისევ თავად ეპოვნა საჭირო პასუხები. ცოტა ხანს იდგა და ფიქრობდა. თუმცა მისი ფიქრების ქარბორბალა უკვე კარგა ხნის გამცდარი იყო უცნობის მიერ დასმულ შეკითხვას. აღარც კი ახსოვდა რუმს რა ჰკითხა მან წამის წინ. _ მგონი მხოლოდ გარეგნობა შეგეცვალა! სხვა ისევ ისეთი ხარ!_ გაუღიმა ისევ მან და არეული ფიქრები ნისლებივით შემოაბერტყა. _ რას გულისხმობ?_ ამოიოხრა რუმიმ და ბედს დამორჩილებული სახით მიუჯდა გვერდით. _ ის, რაც მე უნდა მოგიყვე, ალბათ დაუჯერებელი იქნება! მაგრამ მოყოლა მაინც მომიწევს!_ ტბას გახედა უცნობმა._ მე მოგიყვე, თუ შენებურად კითხვებს დამაყრი? _ ჩემებურად? _ გაოცებით გახედა რუმიმ_ ვინ ხარ? ჩაეცინა პირველ კითხვაზე. _ მე არო მქვია. აი შენ ამ ცხოვრებაში რუმი ხარ, ამის წინაში სულ სხვა ვინმე იყავი. _ კვლავ ინტერესით დააკვირდა რუმი. უცნაური იყო, რომ მის მზერაში წამით არ გამკრთალა ეჭვი. უამრავი თეორიის სჯეროდა, თუ არ სჯეროდა დასაშვებად მაინც მიაჩნდა. და ის, რასაც, ეგრეთწოდებული, არო ამბობდა, ერთ_ ერთი ყველაზე ადვლილად დასაჯერებელი რამ იყო მათ შორის, რაც რუმის ირეალურ რეალობად მიაჩნდა. არა, ის კი არ სჯეროდა, რომ თავად იყო ამ დაუჯერებელი ამბის ნაწილი, უბრალოდ.... ვინ იცის? იქნება კიდევაც იყო? აი სწორედ ამის გააზრება იყო მისთვის სინამდვილეში რთული. _არ გიკვირს, არც ისე მიყურებ, როგორც შეშლილს. ზუსტად ამიტომ მოვედი ისევ შენთან!_ თავი გვერდზე გადაეხარა აროს და ისე გასცქეროდა წყლის ზედაპირს._ ლამაზია აქაურობა. მართლა კარგი ადგილი მიგიგნია. თუმცა ადრე უფრო ექსტრემალური სანახაობები გიზიდავდა. რაღაც მხოლოდ მისთვის გასაგებ მოგონებაზე ჩაეცინა. _ ისევ ჩემთან?_ ამ სიტყვებმა დააფიქრა რუმი._ რას გულისხმობ? _ საუკუნეებია არაფერი იცვლება რუმ. ყველა სიცოცხლეში თქვენ მაგნიტივით იზიდავთ ერთმანეთს. ჩემთვის კმარა ერთის კვალზე გამოვიდე, რომ დანარჩენებსაც ვპუოლობ. _ვერაფერს ვიგებ!_ მთელი სხეულით მისკენ შებრუნდა რუმი. აი ახლა უკვე საინტერესო იყო. _ სოლს, ლეას, ლინს, ტონიოს და ლუციას ! ხოო ამჯერად ლუციამ გამაოგნა, აი ამას კი არ მოველოდი! _ მხიარულად გადაიხარხარა,_ როცა გაახსენდება ყველაფერი, არა მგონია ადვილად მიიღოს საკუთარი თავი! _ ვინ ლუციამ? ლუცია გიჟდება საკუთარ თავზე! უფრო მეტიც, აღფრთოვანებულია! _ თავი ეჭვით გააქნია რუმიმ და წითურთმიანი, სექსუალური და გამომწვევი ლუცია, წარმოუდგა თვალწინ. სარკეში საათობით რომ ეთაყვანებოდა საკუთარ ანარეკლს და მოსაფერებელი სიტყვებით რომ ავსებდა ხოლმე საკუთარ თავს. თავადაც გაეცინა. ლუცია, არც მეტი არც ნაკლები, ალისფერი ნარცისი იყო. _ რას არ მოელოდი?_ მალევე გამოერკვა ფიქრებიდან. ყოველი სიტყვა აინტერესებდა ახლა რუმს. ყოველი გადაკრულად ნათქვამი ფრაზა იქცევდა მის ყურადღებას. _ არაფერი ისეთი!_ მოხრილ მუხლს დააყრდნო მკლავები არომ. _ ამ ჯერად მხატვრები ხართ და თქვენი ნახატები სწორედ ისე ყვება თქვენს ამბავს, როგორც წინა ცხოვრებაში თქვენი დაწერილი მოთხრობები. _ ვწერდით?_ გაუკვირდა რუმს._ მწერლები ვიყავით? _ უფრო ხშირად კი, ერთხელ მუსიკოსებიც, რომ გითხრა, ვინ იყავით, ალბათ არც კი დამიჯერებთ! თქვენ ყველა თქვენს ცხოვრებაში თქვენი სიტყვა თქვით. _ ანუ ჩვენ... ანუ შენ გინდა თქვა, რომ ჩვენ რეინკარნაციას განვიცდით? თან მუდმივად? მეც? _ კი, ზუსტად ამის თქმა მინდა! კიი შენც, და მივეჩვიე უკვე, რომ ამ ამბავს სულ მშვიდად იღებ! არასდროს გიკვირს. მისმენ და თითქოს ისედაც ყველაფერი იცი._ ყავა და შენ! არც თქვენი მეგობრობა იცვლება! ხელში თერმოსი აიღო. გახსნა და წამით ცხვირთან მიიტანა. _ კიი უცნაურია, რომ გემოვნებაც არ გეცვლება. მე ერთი რამე ვერ ამოვხსენი მარტო. რატომ, რა მიზეზით პოულობთ ერთმანეთს. ამაზე ბევრი ვიფიქრე. თუმცა პასუხი არ მაქვს. ყურადღებით უსმენდა რუმი. _ შენ თქვი, რომ სულ გვპოულობ! ანუ შენ... _ ვერ მიხვდა რანაირად ეთქვა სწორად. დაფიქრდა._ ანუ შენ სულ გახსოვართ? იმიტომ რომ ჩვენსავით არ იბადები ახლიდან? _ შეიძლება ასეც ითქვას!_ გაეცინა აროს._ მე, როგორც სჩანს, ერთხელ დაბადებაც მეყო! უცნაური სევდა დაიჭირა მის ღიმილში რუმიმ. ვინ იყო ეს კაცი? ვინ იყო და ამ ყველაფერს რატომ უყვებოდა? იქნება გიჟი და ფსიქოპატი იყო? ან მოთვალთვალე? თვალი ისევ ჩანთისკენ გააპარა. _ მაგ რაღაცის თვალებში შესხმის ნებას არ მოგცემ იცოდე!_ თითი გამაფრთხილებლად ასწია არომ და ხმა ისევ გაეყინა._ არც კი გაბედო! სხვა დროს, გონებას აჰყვებოდა რუმი. ანდაც სულაც ჯინაზე გააკეთებდა იმას, რასაც საჭიროდ თვლიდა. მაგრამ ახლა, თითქოს ადგილს მიეყინა. გაუგებარი სიცივე იგრძნო სხეულში. ცას ახედა გაოცებულმა. მზე ლამის მათ თავს ზემოთ ეკიდა და უკვე აუტანლად აცხუნებდა. ისევ ახალ ნაცნობს შეხედა. ის, ის იყო ამ გაუგებარი შეგრძნების მიზეზი და წყარო. ხელი ასწია და ფრთხილად შეეხო გრილ ლოყაზე. არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, რომ სიცივე სიცხეზე უფრო სწრაფად და მტკივნეულად წვავს? სწორედ ასეთი განცდა დაეუფლა რუმს. ხელი სწრაფად გამოსწია უკან. _ შენ ვინ ხარ?_ ჰკითხა ერთადერთი სწორი და რაციონალური რამ. _ აბა დაფიქრდი, იქნება თავადაც მიხვდე!_ თითქოს ხმა დაეძაბა აროს. ინტერესით სავსე თვალებს ვერ აშორებდა რუმი. მის თავში ისეთი სისწრაფით ცვლიდა ერთმანეთს აზრები. და მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ყველა მისი შეგრძნება, რასაც ამ თითქმის უცნობი ადამიანის მიმართ განიცდიდა სულ ადვილად შეეძლო საკუთარი მდიდარი ფანტაზიისთვის მიეწერა, რუმს ასე არ უქნია. _ არ მჯერა!_ ჩაილაპარაკა პირგამშრალმა. _ არ გჯერა!_ არ უკითხავს, აღნიშნა მან. _ სცადე და დამაჯერე!_ მტკიცედ გააჟღერა საკუთარი სურვილი რუმიმ. ნელა მოიხსნა სათვალე არომ. წამით დახუჭა თვალები და მისკენ დაიხარა. _ აბა კარგად მიყურე! _ უთხრა ოდნავი ღიმილით და თვალები გაახილა. რუმის თვალწინ საოცრება ხდებოდა. ასეთი რამ, სხვას რომ მოეყოლა ალბათ შურით გასკდებოდა რომ თავად ვერ ნახა, მაგრამ იყო ერთი მაგრამ. ყოველი ფანტაზია მიუხედავად თავისი რეალურობისა და სიმძაფრისა ისე განსხვავდება ცხადში განცდილისგან, როგორც დღე და ღამე და ემოციებიც შესაბამისი აღქმით გამოირჩევა. წინა ჯერზე თუ მხოლოდ ფრაგმენტებად გაუელვა რუმს გაურკვეველმა ლანდებმა და ამან დააფრთხო. ახლა აღელვებისგან სუნთქვა შეეკრა. აროს თვალებში მზის ფერი ყვითელი ნათება ელავდა. არა, ეს არ იყო რაღაც უბრალო ფერმკრთალი ლუმინისცენცია. ეს სულ სხვა რამ იყო... იგრძნო, რომ ვეღარ სუნთქავდა. ცდილობდა და ჰაერი აღარ ავსებდა მის ფილტვებს. საკუთარი გულის ხმა ესმოდა, რომელით თანდათან კარგავდა რიტმს საკუთარ თავზე გაეცინა გონებაში. „გაქცევა? თავის გადარჩენა?!“ რომელ გაქცევაზე იყო საუბარი, როცა მის სხეულს აღელვებისგან სუნთქვაც კი დაავიწყდა? _ არა, არა! გულის წასვლებს არ ვართ!_ სწრაფად მოეგო გონს არო. თუმცა იმ შოკს, რაც რუმმა მიიღო ვერაფერი უშველა. ფრთხილად დააწვინა გაფითრებული პლედზე და უცნაური ირონიანარევი სინანულით დახედა. _ არადა ერთ დროს ჩემზე ნადირობას ცდილობდით! ნეტავ იმ სულელ ვან ჰელსინგს დაანახა ახლა თავისი დაანახა საამაყო ქალიშვილი!_ ჩანთიდან მანდარინი ამოიღო და მზეს გაუპირისპირა. _ პატარა მზეები არა? პატარა მზეები! _ ვამპირი, შენ ვამპირი ხარ!_ გაიგონა გოგოს ჩურჩული და ღიმილით გადახედა. _ იოგურტი გინდა? თორემ გათბა მგონი!_ და მარწყვის იოგურტი ვითომ არაფერი ისე გაუწოდა გონზე მოსულს. 3 ნელა წამოჯდა და გამოწვდილი იოგურტი ინსტიქტურად გამოართვა. ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა. ხელში პატარა ვარდისფერ კოლოფს ათამაშებდა და რატომღაც იმაზე ფიქრობდა, რომ მარწყვის კი არა მოცვის სურდა. სადღაც გონების სიღრმეში უელავდა ის, რაც სულ ცოტა ხნის წინ ნახა. აროც საკუთარ ფიქრებში გართული გაჰყურებდა წყლის ბრჭყვიალა ზედაპირს. თითქოს დავიწყებოდა კიდეც, რომ მარტო არ იყო. „ შენ ვამპირი ხარ!“ ხმამაღლა გახმიანდა რუმის გონებაში. „შეუძლებელია, ეს ხომ შეუძლებელია?“ ეწინააღმდეგებოდა ადამიანური, რაციონალური გონება. ეს ხომ სულ ასე ხდება არა? რაც არ უნდა ცხადად შეიგრძნო სხვა სამყაროს არსებობა, შინაგანად მაინც უარყოფ. ამ უარყოფით თითქოს ყველაფერს ამარტივებ. თითქოს ზედმეტ საფიქრალს და პრობლემებს, რაც ამ ირეალური ამბის დაჯერებას მოჰყვება, ამით თავიდან აიცილებ. თითქოს თუ იტყვი, რომ ვამპირების არსებობის არ გჯერა, ამით ისინი მართლაც გაქრებიან და შენც მშვიდად გააგრძელებ შენს ჩვეულ რუტინულ, მოსაწყენ ცხოვრებას. ოდნავ სასაცილოა, ასე არ ფიქრობთ? კოლოფი ფრთხილად დადო რუმიმ და მუხლებზე წამოიწია. კიდევ ერთხელ სურდა ენახა, უნდა კიდევ ერთხელ დარწმუნებულიყო, რომ არაფერი მოელანდა. ნელა_ ნელა დახარა თავი და სცადა მისთვის თვალებში ჩაეხედა. _ რას აკეთებ?_ არ მოუხედია ისე ჰკითხა არომ. სწრაფად გასწორდა რუმი.იმ რომ შეხედა შეეცოდასავით. რაც არ უნდა ყოფილიყო, ის ერთი უბრალო გოგო იყო, ალბათ არ იყო მარტივი მისთვის ამ რეალობის გაცნობიერება, მიღებაზე რომ აღარაფერი ეთქვა. ხედავდა, როგორ დააცეცებდა არეულ მზერას მის სახეზე და რაღაც პატარა ნიშანს ეძებდა, საკუთარ სიცხადეში დასარწმუნებლად... _ არაფერი მოგჩვენებია. ყველაფერი სიმართლეა._ უთხრა მშვიდად და მტკიცედ. _ კი, მაგრამ ახლა რომ მზეა?_ „აჰა, დაიწყო!“ ჩაეცინა გულში. მისგან ჯერ არდასმული კითხვების თანრიგიც კი ზუსტად იცოდა. _ რატომ არ იწვები? რატომ არ ციმციმებ? სწრაფად დარბიხარ? ძალა გაქვს? ნივრის გეშინია? ნაკურთხი წყლის? გულში სოლი რომ ჩაგარჭო მოკვდები? მართლა უკვდავი ხარ? რამდენი წლის ხარ?.... და ბოლოს თავად კითხვების მეფე: „ რას ჭამ?“ ხოო ეს უცნაური კლიშე, რაც ასე სძულდა აროს. საკვირველი იყო, რომ ვამპირებიც ვერ ასცდნენ კლიშეებს. ან იქნება მათ ყველაზე მეტი ტყუილ_მართალი მიაწერეს ადამიანებმა საუკუნეების მანძილზე? და არა მარტო ადამიანებმა. _ ხვდები ხომ, რომ ახლა უაზრო ფილმს არ უყურებ?_ რუმიმ მხრები გაუგებრად აიჩეჩა. თითქოს ეწყინა ეს კითხვა რომ დაუსვა. არა უფრო ის, კითხვაში ირონიული ნოტები ასე დაუფარავად რომ გაურია. _ კარგი ვეცდები უფრო მარტივად გითხრა. ეგ ყველაფერი თავად გამოიგონეთ, როცა ადამიანები რამეს ახსნას ვერ უძებნით, გეშინიათ და მერე რაღაცეებს იგონებთ საკუთარი შიშების გასამართლებლად. მაგალითად იმას, რომ ჩვენ თქვენი სისხლი გვწყურია. თან მუდმივად!_ ზიზღით გააკანკალა თითქოს. _ ჰოო?_ ჰკითხა რუმიმ ეჭვით. _ ჰოო! არ გჯერა? აბა, მითხარი რისი გემო აქვს სისხლს?_ რუმი დაფიქრდა. სისხლის გემო წარმოიდგინა. მართლა კარგად იცოდა მისი საძაგელი გემო. როცა თითს გაიჭრიდა და სისხლის გასაჩერებლად ჭრილობას ტუჩებს ადებდა. ესეც რა უცნაური ჩვევა აქვთ ადამიანებს არა? ისე გამოდის, ვამპირებზე უფრო, ისევ თავად არიან საკუთარი სისხლის დეგუსტატორები. _ ჟანგიანი რკინის!_ უპასუხა წამის შემდეგ თავდაჯერებით. _ ხოდა მითხარი, როცა ამდენი გემრიელი რამ არსებობს დედამიწაზე, მე რა გიჟი ვარ ჟანგის გემოზე გადავირიო?_ ასეთი მარტივი, დამაჯერებელი და ადამიანური ახსნა აქამდე არასდროს მოესმინა რუმის. და სწორედ მაშინ, როცა დამშვიდდა და ოდნავ მოეშვა, არომ უცნაური რამ ჩაილაპარაკა. _ თუმცა მაინც არის რაღაც, რაც დამოკიდებულებას იწვევს თქვენდამი. _ რა?_ ჰკითხა შემკრთალმა. _ რა და ენერგია. თუმცა ამაში ბრალი არ გვაქვს. ვიღაცამ ეს უჩვენოდ გადაწყვიტა, _ თითი მაღლა აღმართა არომ და ისევ გაუკრთა სახეზე იდუმალი ღიმილი._ და ჩემთვის პირადად აზრი არ უკითხავს. მინდა თუ არა, როცა ეს საჭირო გახდება, ჩემგან სრულებით დამოუკიდებლად, მე შენს ენერგიას შევიწოვ. ამბობდა, მაგრამ აშკარად არ სიამოვნებდა ამის აღიარება. _ ჩემგან?_ გაოცებისგან თვალებგაფართოებულმა რუმიმ მოხრილი საჩვენებელი თითი გულზე მიიდო. აროს მის გაოგნებულ სახეზე გულიანად გაეცინა. _ არა, ზოგადად ყველასგან. ვინც კონკრეტულ მომენტში ახლოსაა. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტს გავს. და არც თუ ისე ხშირად ხდება, როგორც ახლა გგონია. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. _ ანუ მართლა ნამდვილი ხარ?_ თანდათან ფხიზლდებოდა რუმი მიღებული შოკისგან. მისი გონება ნაბიჯ_ნაბიჯ იაზრებდა მოსმენილს._ წარმოუდგენელია! ეს რა ხდება თურმე! რეინკარნაცია, ვამპირები? _ კარგი, ნუ გაგიჟდები! „_ები“ არა! მეეჭვება ჩემ გარდა კიდევ იპოვნო ვინმე, მით უფრო შენით!_ სახალისო იყო აროსთვის რუმის ემოციები. და სადღაც იქნებ ისიც სიამოვნებდა, რომ ვინმესთვის განდობა შეეძლო. რადგან ნებისმიერი საიდუმლო მუდამ ჯიუტად ცდილობს გონების სიღრმიდან სამზეოზე გადმოვიდეს. და როცა დაბადებას მოახერხებს, მისი მფლობელი შვებით სუნთქვას იწყებს. თითქოს პირადი, პატარა, მოუსვენარი დემონისგან განთავისუფლდა. _ ჩვენ რა შუაში ვართ?_ ახლა უკვე სწორ კითხვებს სვამდა რუმი. _ ეგ მეც არ ვიცი, მაგრამ მუდმივად გხვდებით, ხან თავად გეძებთ, ხან თავისთავად ხდება. როგორებიც არ უნდა იყოთ, მაინც გცნობთ._ მშვიდად უყვებოდა არო. _ ანუ ჩვენს აურას ცნობ?_ დააზუსტა რუმიმ. _ რაც გინდა ის დაარქვი აურა, ენერგია!_ მხრები აიჩეჩა არომ. _ რატომ? _ აი ეგ კი, როგორც ვთქვი, ვერაფრით ამოვხსენი. ვერც ის გავიგე, რატომ გროვდებით სულ ერთად. ერთმანეთს იზიდავთ, თითქოს რაღაც უნდა გააკეთოთ, და ამისთვის ერთმანეთი გჭირდებათ, მაგრამ რა? მუდამ საერთო საქმეს ხართ დაკავებული. სულ ცდილობთ სამყაროს შეცვლას. სულ ხმაურობთ, იბრძვით, მაგრამ ისე სრულდებით მიზანს ვერასდროს აღწევთ. აროს სიტყვებმა დააფიქრა რუმი. ამაზე ხომ თავადაც ბევრი იფიქრა. მეოცნებეების პოვნა მისთვის გადარჩენა იყო. მათი დახმარებით იმის აღმოჩენა, რომ ხატვა შეეძლო კიდევ ნამდვილი სასწაული. მანამდე თითქოს საკუთარი აბურდული ემოციებით, მტკივნეული ფიქრებით და აუხდენელი ოცნებებით სავსე იყო რუმი და დაცლას ვერ ახერხებდა. თითქოს საკუთარ სხეულში იხრჩობოდა. თითქოს სათქმელი გუდავდა. მერე კი ყველაფერი ბევრად გამარტივდა. მან თავისუფლად სუნთქვა შეძლო. მაგრამ რაზე საუბრობდა არო? ნუთუ საუკუნეების მანძილზე ხდებოდა ასე? სხვადასხვაგვარად და მაინც იდენტურად. იქნებ ამიტომ იყო, რომ მათთან სიმყუდროვეს გრძნობდა? იქნებ ამიტომ ჰქონდა განცდა, რომ მათ იცნობდა? სულ აოცებდა რუმს თუ რამდენად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და მაინც ახერხებდნენ მეგობრობას. და ის მუდმივი დანაკლისი, რასაც ოდნავ ავსებდნენ მეოცნებეები? ის ამოუხსნელი სიცარიელე? იქნება სწორედ ის დავიწყებული წარსული იყო? _ წამოდი მათთან!_ უთხრა ბოლოს სრულებით მშვიდად. _აპირებ მათაც მოუყვე? როგორ უნდა დააჯერო?_ ჰკითხა არომ მხიარულად და მანდარინი გაფრცქვნა. შუაზე გაყო და გამოუწოდა. _ მანდარინი რომ არ არსებულიყო..._ ისე თქვა თითქოს კითხა. ისევ ვერ შეძლო რუმიმ გაოცების დამალვა. _ თავად შევქმნიდი!_ დაასრულა ის ფრაზა, რომელსაც ყოველთვის ამბობდა, როცა ამ მომჟავო გემოთი აღფრთოვანების გადმოცემა სიტყვიერადაც სურდა ხოლმე._ ესეც იცი? არომ უბრალოდ მხრები აიჩეჩა, თითქოს რა არის ამაში გასაოცარიო. ზოგჯერ, იმისთვის რომ დაუჯერებელი დაიჯერო წყალზე გავლა და ზღვის ორად გახლეჩა სულ არაა საჭირო. უბრალოდ მანდარინის შუაზე გაყოფაც კამარა. კიი ზოგჯერ ეს სრულებით საკმარისია, ან საკმარისზე მეტიც. მიმოყრილი ნივთები ჩანთაში ჩააწყო რუმიმ. პლედიც და დაცლილი თერმოსიც შეინახა. ჩანთა მოიკიდა და ისევ იმ ბილიკს გაუყვა, რომლითაც მოვიდა. _ მძიმე არაა?_ ჰკითხა არომ ღიმილით. იცოდა, რუმი ჯიუტად გააქნევდა თავს და მართლა მძიმეც რომ ყოფილიყო, არ აღიარებდა. უბრალოდ მისი დროში გაფანტული მსგავსებების თავიდან აღმოჩენა ახალისებდა. _ ის სმაილი, ჭიქაზე,რას ნიშნავს?_ პასუხის ნაცვლად ეს ჰკითხა რუმიმ. _ შენს უჟმურ სახეს, როცა რამით უკმაყოფილო ხარ!_ უპასუხა და უკან მოხედა. გაეცინა, როცა ზუსტად ის ემოცია დაინახა. თვალმოჭუტული იდგა რუმი, ხელები ზურგჩანთის სახელურებში ჰქონდა გამოდებული და უყურებდა ასე სასაცილოდ._ წამოდი დროზე, ახლა სხვების გაოცების ჯერია! გალერიის უკანა ეზოში ისხდნენ. რაღაცაზე კამათობდნენ და თან მხიარულად იცინოდნენ. სწორედ ამ მომენტს შეესწრნენ რუმი და არო. _ თითქოს საერთოდ არ აქვთ სადარდებელი არა?_ ჰკითხა ხმადაბლა რუმიმ. _ ხოო, ხომ იცი ვინ იცინის ყველაზე ხშირად?_ კითხვითვე უპასუხა არომ. ეს სცენა ალბათ მილიონჯერ ჰქონდა ნანახი, მაგრამ კვლავ იგივე სიმშვიდის გრძნობა დაუფლა. ვინ_ვინ და არომ ზუსტად იცოდა, რას ნიშნავს მათი ყოლა, ვისაც შენი ესმის. ვინც ისეთს გიღებს, როგორიც ხარ. ვინც შენ შეცვლას არ ცდილობს. ვინც უპირობოდ შენ მხარესაა. მაგრამ დანაკარგზეც ბევრი იცოდა არომ. საუკუნეების მანძილზე პოულობდა კარგავდა და ისევ პოულობდა უცილობელ დანაკარგამდე და ეს იმაზე ბევრად რთული და მტკივნეული იყო, ვიდრე ახლა თქვენ გგონიათ. სწორედ ასეთ მომენტებში ფიქრობდა არო, რომ ერთ ადამიანურ დასასრულს თავადაც იმსახურებდა, მაგრამ ადამიანების მსგავსად ისიც არ იყო საკუთარ სურვილებსა და არჩევანში ბოლომდე თავისუფალი. თუმცა ადამიანებისგან განსხვავებით მან ესეც კარგად იცოდა და მათსავით ცრუ ილუზიების მსხვერპლი აღარ იყო. თუმცა რამდენად სასიამოვნო იყო ამის ცოდნა, ამაზე რა გითხრათ?! _ შეხედე რა ფერია! ცეცხლია გეფიცები!_ ლუციას წითელი კი არადა ალისფერი ტუჩსაცხი ეკავა ხელში და აღფრთოვანებული დასცქეროდა. _ კარგი რაა! შენ კიდევ ალისფერი გაკლია?_ გაეცინა მომწვანო თმიან ლინს და უცნაური კასტეტის ფორმის, ოთხი ერთმანეთზე გადაბმული, ვერცხლისფერი ბეჭედი კმაყოფილმა შეისწორა ხელზე. ეს ბეჭედი დაახლოებით იმ დანიშნულებისა იყო, როგორიც რუმის წიწაკის სპრეი. თუმცა ლინი დამხმარე ნივთების გარეშეც მშვენივრად მოახერხებდა თავდაცვას თუ ეს საჭირო გახდებოდა. _ ნახე როგორ მიხდება!_ თვალი ჩაუკრა ლუციამ. ჩანთიდან პატარა მრგვალი სარკე ამოიღო. ტუჩები გაბზიკა და ტუჩსაცხი გულიანად გადაისვა. _ არაა, ამის სანახავად ცხოვრება ნამდვილად ღირდა!_ გაეცინა აროს. _ რად გულისხმობ?_ ინტერესი არ ასვენებდა რუმს. _ რას და აბსოლუტურად ყველა ცხოვრებაში ლუცია ბიჭი იყო. ეს რომ ამბავი იყოს და არა რეალობა, ალბათ ავტორსაც კი მოიძულებდა ამის გამო!_ ფეხი ფეხზე გადადებულ, გამომწვევ ფორმებიან ლუციას დააკვირდა რუმი და უცებ მისი აკვიატებული ნახატები გაახსენდა. ხუთიდან ორ ჩანახატში ვიღაც წითურ ელფს ხატავდა ლუცია. თან ისეთი ჟინით და გამეტებით ხატავდა, თითქოს წარმოსახვით პერსონაჟს კი არა საკუთარ გულისსწორს ასახავდა. შეეძლო საათობით მდგარიყო ამ უცნაური წითური კაცის სურათის წინ და ვნებიანი თვალებით გარინდულს ეოცნება მასზე, იმაზე, რომ ერთ დღეს მას აუცილებლად შეხვდებოდა. _ ვაიმე!_ პირზე მიიფარა ხელი რუმიმ, რათა ხმამაღალი სიცილი დაეხშო_ ანუ საკუთარ თავზე ოცნებობს? ანუ საკუთარ თავს ხატავს და ... მეტი ვეღარ შეძლო, გულიანად გაეცინა. იდგა და სიცილს ვერ წყვეტდა. იცინოდა ცრემლებამდე, ისე, როგორც ალბათ არასდროს. ახლა ისე ავსებდა ბედნიერების გრძნობა, ვერც კი იაზრებდა თავად. და რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, საკუთარი თავის ნაცვლად იმ წარსულში დარჩენილი ლუციენის ცხოვრება ახსენდებოდა, ისე ავსებდა გადავიწყებული მოგონებები გონების ცარიელ თაროებს, როგორც სურათები გალერიის კედლებს და ყოველი ახალი სურათი ახალ მოგონებას უცოცხლებდა საკუთარი წარსულიდან. აი რა აკლდა რუმს, აი რა აწამებდა.... ცარიელი, დაკარგული მოგონებები. ივსებოდა მასში გამჩდარი სიცარიელე და სუნთქვა ბევრად, ბევრად, ბევრად ადვილი ხდებოდა. _ მათაც უნდა გაიხსენონ!_ სიცილსა და ტირილს შორის ჩაილაპარაკა მან. _ ამის დავიწყება არ შეიძლება! _ გაიხსენებენ, მაგრამ ვერ დაგპირდები, რომ ამით ყველა კმაყოფილი იქნება!_ უპასუხა არომ. ყველას ყურადღება მიიქცია რუმის წამის წინანდელმა უცნაურმა ისტერიამ. ისხდნენ და მოლოდინით და ინტერესით ელოდნენ. ერთი სული ჰქონდათ კითხვები ქარბორბალასავით დაეწიათ მათთვის. ნელა შებრუნდა რუმი აროსკენ. თვალებში შეხედა და ხელი გაუწოდა. _ კეთილი იყოს ჩვენი დაბრუნება მეგობარო!_ სხვისთვის სრულიად გაუგებარი ფრაზა, აროსთვის სრულებით გასაგები იყო. _ ნამდვილად!_ გაუღიმა მანაც და გამოწვდილ ხელზე თითები მოუჭირა. 4 _ გაიცანით, ეს აროა! _ მეგობრებს გააცნო სტუმარი რუმიმ, აი მათი სახლების ჩამოთვლით კი თავი არ შეუწუხებია. _ არო?_ ჩაილაპარაკა ლუციამ და ცივად შეათვალიერა. სულ ასეთი ქედმაღალი იყო უცნობების მიმართ. გარკვეული დრო სჭირდებოდა, რომ ნდობა გასჩენოდა. მანამდე კი ყველას უბრალოდ აიგნორებდა და ინტერესს არ იჩენდა. _ სასიამოვნოა!_ პირველმა ხელი ლინმა გამოუწოდა. რუმის არ იყოს, ლინსაც ინტერესი მართავდა. როცა რაღაც დააინტერესებდა, ვერაფრით ისვენებდა. მუდმივად ეძიებოდა მისთვის საინტერესოს და შეეძლო მთელი თავისი რესურსი სწორედ ინტერესის ობიექტისკენ მიემართა. კითხვიდან კითხვამდე შეექმნა საკუთარი წარმოდგნა, რასაც შემდეგ არც თუ მარტივად იცვლიდა. _ დეჟავიუს გრძნობა მაქვს!_ გადაულაპარაკა ლეამ სოლის. _ ასე მგონია სადღაც ნანახი მყავს, მაგრამ სად ვერაფრით ვიხსენებ. მაშინაც ასეთი რაღაც ვიგრძენი, პირველად რომ ვნახე. _ მე ვერაფერს ვგრძნობ!_ მხრები აიჩეჩა სოლიმ. _ ამან სად იპოვნა ნეტავ? თვალით რუმზე ანიშნა. _ აროს რაღაც აქვს თქვენთვის სათქმელი, მაგრამ არ მგონია, ასე მარტივად დაიჯეროთ. ამიტომ რამდენიმე დღე ჩვენთან იქნება, რომ უკეთ გაიცნოთ და მისი ნდობა გაგიადვილდეთ და კითხვებით არ დაახრჩოთ! _ გაეცინა რუმს საკუთარ ნათქვამზე, რადგან პირველად ეს წესი საკუთარი თავისთვის უნდა დაეწესებინა. _ კითხვები არ არის პრობლემა, მკითხეთ და თუ შევძლებ გიპასუხებთ!_ გაეცინა აროს. _ რა მიზნით მოხვედი ჩვენთან? რა უნდა გვიამბო? _ ლინს არც უცდია ინტერესის დამალვა, მაგრამ არომ კაგრად იცოდა მათთვის ასე ერთბაშად სიმართლის თქმას არ მოყვებოდა ერთგვაროვანი რეაქცია. მოულოდნელად კარი გაიღო და შავთმიანმა ლურჯთვალა ბიჭმა გამოიხედა. მოხმობის ნიშნად ყველას ერთდროულად დაუქნია ხელი. _ ონიო მოსულა!_ ფეხზე წამოდგა ლეა._ გუშინ მომწერა, რომ მორიგ სიზმარს ხატავდა. ალბათ მოიტანა, უნდა გვაჩვენოს. ყველა ლეას გაჰყვა. არომ რუმი გააჩერა. _ რა სიზმარს გულისხმობდა?_ ჰკითხა შეშფოთებით. _ ეს ბოლო ხანია, ყველას უცნაური სიზმრები დასჩემდა. აკვიატებულად ერთი და იგივე რამ ესიზმრებათ. არც კი ვიცი რას მივაწერო ასეთი დამთხვევა._ დაფიქრებით უპასუხა გოგონამ და კარს გახედა_ მეც მესიზმრება. გამუდმებით მესიზმრება. ასე მგონია, უნდა მოვიდეს და მის მოსვლას რაღაც მოჰყვება. როცა ამაზე ვფიქრობ...._ გაჩუმდა და საკუთარ თითებს დახედა._ სულ მისი დახატვა მიბდა, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ სახეზე... რა იქნებოდა, რომ.... ხელი ჩაიქნია და კარისკენ წავიდა. _ წამოდი, განახო რას ვაკეთებთ!_ დაუძახა აროს და წამის წინანდელი აღელვება ისევ ღიმილით გადაფარა. _ ანუ დაიწყო უკვე?_ ჩაილაპარაკა არომ. _ დიდი დრო აღარ მაქვს. ამ ჯერად მაინც გავიგებ, რატომ მეორდება ეს ყველაფერი. იყო კიდევ რაღაც, რაც რუმისთბის არ უთქვამს. ალბათ უბრალოდ მისი შეშინება არ სურდა. ანდა რა აზრი ჰქონდა იმის თქმას, რომ სულ ცოტა დრო ჰქონდათ დარჩენილი. და ახლა კიდევ იმაზე ნაკლებიც, ვიდრე მას ეგონა თავად. სწრაფი ნაბიჯით წამოეწია რუმს და გალერეაში შეაბიჯა. თოვლივით თეთრ კედლებზე სიმეტრიულად ეკიდა მათი სურათები. ერთი შეხედვით თითქოს ექვსი სრულებით განსხვავებული სამყარო ჰქონდათ შექმნილი, მაგრამ თუ დაუკვირდებოდა ადამიანი დაინახავდა რომ მათი ნახატები ერთმანეთში მეორდებოდა. ინტერესით ათვალიერებდა არო ნახატებით მოყოლილ ამბებს და ხვდებოდა, რომ ისინი მხოლოდ გაუცნობიერებლად გადმოსცემდნენ სიმართლეს და ამ სიმართლეზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ. _ ნახეთ!_ მოესმა ბიჭის ხმა და კუთხეში კედელზე მიყუდებულ უზარმაზარ ნახატთან მდგარ ბიჭს მოკრა თვალი. მაშინვე მიხვდა ონიო იყო. სხვებს გაყვა და მათთან ერთად დააკვირდა დაუსრულებელ სურათს. _ იქნებ ვინმემ ამიხსნათ ეს რა ჯანდაბაა!_ გასაკვირი იყო, რომ თავად ნახატის ავტორი სვამდა ასეთ შეკითხვას. _ გაგიჟების ზღვარზე მიმიყვანს მალე. სულ ეს მესიზმრება. თითქოს ცოცხალი არსებაა, ისე ფეთქავს და ისე მიხმობს! შავი ფონი ნაპირებში სილურჟჯეშიბლ გადადიოდა და სპირალისებურად დახვეულ ეშვებოდა ნახატის სიღრმეში. აროსთვის გაუგებარი, რაღაც სპეციალური ეფექტის მეშვეობით ნახატს სივრცული ეფექტი ჰქონდა. თითქოს რომ გდომებოდა და გეცადა ხელს ჩაყოფდი მის სიღრმეში. უცნაური წვრილი ოქროსფერი და ფოსფორისფერი ელვები სპირალურად მიიკლაკნებოდა სურათის სიღრმეში და თუ ნახატს შორიდან შეხედავდი, თითქოს ოდნავშეუმჩნევლად მოძრაობდა კიდეც წრიულად. იისფერი ღრუბლის ნისლეულები იწვნენ ამ უცნაური რამის გარშემო. _ ვიცი, რაც არის! _ არომ ახლა რუმს გახედა ინტერესით. _ ეს შავ ხვრელია, მაგრამ ისეთი არა კოსმოსში როა. ეს მეც მესიზმრება. უბრალოდ არ მეგონა ამას რამე მნიშვნელობა თუ ჰქონდა. ეს კარიბჭეა, აქიდან გამოდიან.... უცებ გაჩუმდა და სათითაოდ მოათვალიერა მასზე მიშტერებული მეგობრების სახეები. ისე უყურებდნენ თითქოს სულარეული იყო. თითქოს მანამდე არასდროს ენახათ, თითქოს არ იცნობდნენ. _ ვინ გადმოდის მაქიდან?_ ისე მკვეთრად გაისმა აროს ხმა, ადგილზე შეხტა რუმი. _ მაქიდან მუქები და ბნელები გადმოდიან._ უკვე აღარ ჰქონდა რუმის ხმას უწინდელი დამაჯერებლობა. ახლა თითქოს თავადაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების. _ ვინ არიან ბნელები?_ სერიოზულად იკითხა ონიომ. _ რაც არ უნდა იყოს, მე ამ რაღაცას ვხედავ. სიზმრად, მაგრამ ის ძალიან რეალურია. ვინ გადმოდის მაქიდან რუმ? _ ისინი დემონები არიან, არა უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი_ პარაზიტები! _ ამოიოხრა რუმმა. _ ამ რაღაციდან გადმოდიან და საჭირო ადამიანებს ეძებენ. მათთან სიმბიოზს ქმნიან. მასპინძლის ენერგიას იპარავენ და კიდევ სხვებისაც. ისინი ბადებენ ყველა ავ გრძნობას და ემოციას. მართლა გინდათ ამის ვოდნა?_ ისე საწყლად შეხედა ყველას. აშკარა იყო მისთვის უსიამოვნო იყო ამის მოყოლა. ყველა დუმდა. ცდილობდნენ მიეღოთ მისი მონაყოლი, მაგრამ არ იყო ეს ადვილი. _ ისინი სექტებს ქმნიან! სხვადასხვა ლამაზ სახელებს არქმევენ. ხალხს ლამაზი სიტყვებით იზიდავენ და შემდეგ როცა მათ ნდობას მოიპოვებენ, მათ ნებაზე წვდომას იღებენ. თითქოს ძაფის გორგლებინიყონ ისე ნელ_ნელა აცლიან ენეგიას. ფიტავენ აუძლურებენ. ტკივილამდე, დეპრესიამდე, სუიციდამდე მიჰყავთ. _კი, მაგრამ რად უნდათ ამდენი ენერგია?_ ახლოს მივიდა ლეა. _ მათ არა, ამას უნდა!_ხელი ონიოს ნახატისკენ გაიშვირა რუმიმ. იმ დღეს დიდხანს საუბრობდნენ ბნელზე, მაგრამ ბოლომდე ვერაფრით დაიჯერეს მოსმენილი.ისე დაიშალენ, რომ პასუხებზე მეტი კითხვები ჰქონდათ. როგორც ერთად მივიდნენ, ისე ერთად გამოვიდნენ გალერიიდან რუმი და არო. _ შენ იცოდი მასზე?_ მილიონეობით კითხვა უელავდა თვალებში რუმს.თავი დაუქნია არომ. _ გამაგებინე რა ხდება!_ ისეთი უმწეობა ისმოდა მის ხმაში._ აქამდე მეგონა მეჩვენებოდა. მეგონა რაღაც შიზოფრენიის მაგვარი რამ მჭირდა. პირველად მუქი მამაჩემის თვალებში დავინახე. ვუყურებდი წლების მანძილზე როგორ აცარიელებდა დედაჩემს. ვუყურებდი და ვერაფერს ვამბობდი. მან იცოდა, რომ ყველაფერს ვხედავდი. რომ ვხვდებოდი. მიყურებდა მიღიმოდა იმ ავი, საზარელი ღიმილით. მე გავრბოდი და თავს ქუჩას ვაფარებდი. და ერთ დღეს, როცა დედაჩემი დაასრულა.... გაჩუმდა და გაჩერდა. ცას ახედა. _ ვარსკვლავები აღარ ჩანან არო. ხედავ? ცაზე ვარსკვლავები აღარ არიან! გახსოვს ბავშვობაში რამდენი ვარსკვლავი იყო?_ ისე გულუბრყვილოდ ჟღერდა მისი სიტყვები. აღარ ახსოვდა აროს საკუთარი ბავშვობა. ცას ახედა. მხოლოდ მთვარე და სამიოდე შორეულიციმციმიღა დაინახა. მთელი ცა სიბელეს ჰქონდა ჩაყლაპული. _ ის ახლოსაა არო! ის ახლოსაა!_ჩაილაპარაკა რუმიმ._ აქიდან მარტო წავალ. მარტო მინდა ყოფნა ახლა! ხელის მოძრაობით გააჩერა არო. ზურგი აქცია და ლამპიონებით განათებულ გზას გაუყვა სახლისკენ. მიხვდა არო რუმი ტიროდა და მარტოობით ამის დამალვას ცდილობდა. ცდილობდა არავის დაენახა მისი სისუსტე. რომ არავის ეფიქრა რამდენად დაუცველად გრძნობდა თავს, ან იქნებ იყო კიდეც, სწორედ ასეთი. სუსტი და დაუცველი, მაგრამ თუ ასე იყო, ამის დაფარვას საკმაოდ კარგად ახერხებდა. ცას ახედა გაბრაზებულმა. და ვინ იყო თავად? რით განსხვავდებოდა? კარგად იცოდა არომ, თავადაც წყვდიადის შვილი იყო. იცოდა და ამიტომ იტანდა ეს დაუძლეველი სიბრაზე. ერთია იცოდე ვინ ხარ, და მეორე მოგწონდეს შენი თავი. აივანზე იჯდა რუმი. კალთაში ოტო ეჯდა. იჯდა და ცდილობდა ოტოს გარდა არაფერზე ეფიქრა. მაგრამ სწორედ პირიქით, ყველაფერზე ფიქრობდა კატის გარდა. _ რაღაც მოხდება! ნამდვილად რაღაც მოხდება!_ ჩაილაპარაკა სევდიანად. ცაზე გადაწოლილ წყვდიადს გახედა მოღუშულმა და ლამის გული გაუჩერდა. წყვდიადიც მას უყურებდა. უყურებდა და ისიც მასავით რაღაცას ელოდა. _ 5 უცნაური იყო, მაგრამ სწორედ ბედნიერების და სიმშვიდის უსაშველო შეგრძნებაზე იეჭვა, რომ რაღაც რიგზე არ იყო. მაგრამ ყაყაჩოებში ჩაკარგულ მინდორს რომ გადახედა, ყველა უსიამო წინათგრძნობა გადაავიწყდა. ისე შეაბიჯა გადაწითლებულ ველზე, მხოლოდ აღტაცებას გრძნობდა. ყვავილებისკენ დაიხარა და აღარ იყვნენ ყვავილები. შიშმა აიტანა. არ იცოდა რისი და რატომ ეშინოდა. შიში მიწიდან აჰყვა, ფეხის გულებში შეუძვრა და მისი სხეულის ყველა უჯრედს მოედო. გაქცევა სურდა და ნაბიჯს ვერ დგამდა. იდგა ასე გაქვავებული და თავზე ჩამომხობილ წყვდიადს აჰყურებდა უმწეოდ. წყვდიადი ავად იღიმოდა. გრძნობდა, როგორ ტოვებდა სასიცოცხლო ენერგია. როგორ ცარიელდებოდა მისი სხეული და როგორ იშლებოდა ნაწილებად თავად. ზუსტად ისე, როგორც ამას არაერთხელ ნატრობდა სიფხიზლისას... თვალები გაახილა რუმიმ და ვერაფრით დააღწია თავი სიზმარს. _ ნუ გეშინია სიზმარი იყო! მხოლოდ სულელური სიზმარი!_ გაამხნევა საკუთარი თავი და საწოლი მოათვალიერა. ოტო არ იყო. სანათი აანთო და საწოლში წამოჯდა. _ ოტოოო! სად ხარ? ოტოო!_ მოუხმო კატას, მაგრამ ის არ გამოეპასუხა. _ ჯანდაბა ოტო! საკუთარი თავი აიძულა, იმ წამს სამყაროში ყველაზე უსაფრთხო ადგილიდან, ანუ საკუთარი საწოლიდან გამომძვრალიყო. თითქოს საწოლი ჯადოსნური ადგილი იყო, სადაც ბოროტება ვერ შემოაღწევდა. შიშით ატანილი მისაღებში გავიდა და როცა აივნის ღია კარი დაინახა მიხვდა, ოტო აივანზე იქნებოდა. კარი გააღო და თავადაც გააბიჯა. ესიამოვნა ღამის სიგრილე. გამოფხიზლდა კიდეც და სიზმრისეულმა შიშმაც თითქოს უკან დაიხია. ოტო მოაჯირზე იჯდა. რაღაცას ჩასცქეროდა დაძაბული და შიგადაშიგ უსიამოდ ღრინავდა და შიშინებდა. _ ოტო, რა იყო?_ ჰკითხა გაოცებულმა. თავადაც მივიდა და გადახედა. ეზოში ვიღაც კაცი იდგა. თავზე კაპიუშონ ჩამოფხატული და მიუხედავად იმისა, რომ სახე და თვალები არ უჩანდა, რუმი მიხვდა, სწორედ მათ აივანს არ აცილებდა თვალს. ისევ ის უცნაური გრძნობა გაუჩნდა, რაც მაშინ, როცა არო ნახა. თითქოს იცნობდა. მაგრამ ეს არ იყო სასიამოვნო ემოცია. ბასრი სიცივე მოდიოდა მისგან. სიცივე და მწველი ტკივილი. გული გაუსერა ტკივილმა და ტკივილს კვლავ შიში მოჰყვა. უცებ კაცმა ზურგი აქცია სახლს და ეზო დატოვა. ტკივილიც და ყველა უსიამოვნო ემოციაც თან გაიყოლა. _ წამოდი ოტო!_ კატა გულზე აიხუტა და სახლში შევიდა აკანკალებული. აივანი ისე ჩაკეტა, თითქოს ასე თავს დაიცავდა. სავარძელში ჩაჯდა და ყურადღების გადასატანად ტელევიზორი ჩართო. თუმცა რომ გეკითხათ რა ფილმს უყურა, ვერაფერს გეტყოდათ. ისევ იმ უცნობზე ფიქრობდა. ფიქრისგან დაღლილმა, თავი სახელურზე ჩამოდო და თვალები დახუჭა. ცოტა ხანში ისევ ძილმა წაიღო. ისევ იმ მინდორზე იდგა. გამხმარი ყვავილების შუაგულში და გაოცებული ათვალიერებდა სახეშეცვლილ გარემოს. აღარ იყო სიცოცხლე ირგვლივ. იყო მხოლოდ თავად და ის... _ ვინ ხარ?_ ჰკითხა და სცადა მისი სახე დაენახა. _ არავინ._ იყო მისი პასუხი. _ მე შენ გიცნობ!_ სადღაც გონების სიღრმეში გაახსენდა, რომ სწორედ ის დახატა. კიი, ნამდვილად ის იყო. _ შეხედე, აქ აღარაფერი აღარ დარჩა! წამოდი ჩემთან!_ ხელი გამოუწოდა უცნობმა. მიმოიხედა და მართლა მოუნდა წასვლა. ისედაც ხომ სურდა. ბავშვობიდან ამაზე არ ოცნებობდა? რატომაც არა? იქნებ სწორედ ამას ელოდა მუდამ? განა რა აკავებდა ამ გადამხმარ მხარეში? _შენ ხომ ამაზე ოცნებობ!_ უთხრა უცნობმა შემპარავი ტკბილი ხმით. თითქოს ზუსტად იცოდა რაზე ფიქრობდა იმ წამს რუმი. ხელი ისევ გამოუწოდა. _ წამოდი, აქ არაფერი გაკავებს! ისე მოუნდა რუმს, რომ უცნობს გაჰყოლოდა. ისე მოუნდა. ნაბიჯიც გადადგა. ხელიც ასწია, რათა მის უფერულ თითებს მოსჭიდებოდა. _ არ წახვიდე! _ მოესმა ზურგს უკან. მიიხედა, მაგრამ არავინ იყო. მხოლოდ ხმა ეცნობოდა. ეს ხმა... ეს ხმა.... _ არო!_ დაუძახა გახარებულმა. თითქოს ბანგივით შეყრილი მოთენთილობა მოშორდა მის გახსენებაზე. _ არო, ბავშვები, ოტო...._ ღიმილით შებრუნდა მისკენ და მის ადგილას მხოლოდ წყვდიადი დახვდა.... გაღვიძებისთანავე ხატვა დაიწყო, ხატავდა გატაცებით, სამყაროსგან გათიშული. არ უნდა დავიწყებოდა ეს სიზმარი. ამის დავიწყება არ შეიძლებოდა. ნახატში საკუთარ შიშებს, ტკივილს, უიმედობას ამწყვდევდა და განთიადის პირველი სხივებისთანვე მოვიდა იმედი. აივანი გააღო, მზე შემოუშვა. ჰაერი ჩაისუნთქა და დამშვიდდა. _ ეს ღამეც გათენდა!_ ჩაილაპარაკა სიხარულით, ისეთი შეგრძნებით თითოქოს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ბრძოლა მოიგო. _ გალერიის შესყიდვა გადავწყვიტე!_ მხიარული ღიმილით შემოეგება ლეა. _ ხვდები რა მაგარი იქნება თუ ეს გალერეა ჩვენი იქნება? რამდენ ახალბედა მხატვარს დავეხმარებით? რამდენ საინტერესო რამეს გავაკეთებთ! ლეა აჟიტირებული იყო, როგორც სჩვეოდა. უცნაური ადამიანი იყო ლეა. რუმი ვერ იგებდა, რანაირად შეიძლებოდა ამდენად არამატერიალური ყოფილიყო ვინმე. თითქოს მისთვის მატერიალიზმი მიწაზე მიჯაჭვულობა იყო და მას კი ფრთები ერჩია. მაგრამ მისთვის ფრთებს სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. მას, რუმისგან განსხვავებით, გაფრენა კი არა, მხოლოდ ფრენა სურდა. თავისუფლების ეს უსაზღვრო შეგრძნება სურდა განეცადა. ალბათ ამიტომ იყო, მის ოცნებებში ანგელოზები რომ სჭარბობდნენ. ოღონდ არა მორჩილი და სათნო, არამედ ბორკილებ შეხსნილი ანგელოზები. დაცემული და ამ დაცემით გაძლიერებული სულები. კი ნამდვილად ასე იყო, ლეას ნახატები, მისი სულის და სურვილების პატარა ჩანახატები იყვნენ. _ მართლა ამბობ?_ ჰკითხა ღიმილით. _ მომწონს შენი აღტაცება. შენი გამბედაობა ინსპირაციაა ჩემთვის. ოთახის კუთხეში ლუციას მოჰკრა თვალი. სულთამხუთავივით რომ ადგა თავს ონიოს და ისეთი დაჟინებით აკვირდებოდა, თითქოს სულ არ აინტერესებდა რას ხატავდა ის ასეთი გატაცებით. _ რაც გაიგო, რომ ონიო წასვლას აპირებს, ასე დასდევს უკან. მგონი ეგ ყველაზე უფრო განიცდის მის გადაწყვეტილებას!_ გაეღიმა ლეას. _ ის არ ყოფნიდა საკუთარი თავი რომ ადარდებს და ახლა ონიოც დაემატა დარდად. ორივეს გაეცინა. კატა_თაგვივით იყვნენ ონიო და ლუცია. ვინც მათ არ იცნობდა, შეიძლება ჰგონებოდა, რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქით იყო. _ სოლი და ლინი სად არიან?_ იკითხა რუმიმ. _ ონიომ არ გაიგოს!_ ჩაილაპარაკა ლეამ და ჩურჩულით დაამატა. ონიოს მოტოს გასაღები ააწაპნეს და საკატაოდ გაიპარნენ. ეს ამ ნახატს ალბათ ორი საათი მაინც დააკვდება და ასწრებენ! _ ერთხელაც გაიგებს და .. _ წარმოიდგინა რუმიმ ონიოს სახე, როცა გაიგებდა ის ორი ჭინკა მის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს, ანუ მოტოციკლეტს, რა დღეში აგდებდნენ და ისევ სიცილი აუტყდა. კარგა ხანს საუბრობდნენ. რუმიმ საკუთარ სიზმარზე უამბო. _ მოიცადე, რას ამბობ, სად იყავი? ყაყაჩოები? მოდი ეს ნახე. ლუციას ნახატია. _ ლეამ პატარა ზომის სურათი აჩვენა რუმს. სამი მტკაველიც არ იქნებოდა ზომაში. გაოცებისგან ხმადაბლა დაუსტვინა რუმიმ. სწორედ მისი ყაყაჩოების ველი დაეხატა ლუციას. წითელი ხასხასა ყვავილებით სავსე მინდორი. თუმცა უცნაურ კონტრასტს ქმნიდა ცაზე გაწოლილი შავი ღრუბელი. მინდვრის განაპირას კაპიუშონიანი კაცი იდგა. და უცნაური ღიმილით აჰყურებდა ცაზე გამეფებულ სიბნელეს. _ ისაა ლეა! დამიჯერე ისაა! ღმეთო ჩემო!_ ადგა და ღამის ამბავიც უამბო. როგორ და რანაირად იყო, რომ ლუციამ სწორედ მისი ღამეული სტუმარი დახატა? ერთმანეთს შეხედეს და მხრები აიჩეჩეს. მოგვიანებით ლუციამ თქვა, რომ მხოლოდ საკუთარ სიზმარს ხატავდა და კაპოიუშონიან კაცზე არაფერი იცოდა. ჰაერზე გამოვიდა რუმი. სურდა ცოტა თავისუფლად ეფიქრა. ნელა დაუყვა სანახევროდ ცარიელ ქუჩას. _ რა ხდება ნეტავ? ეს დამთხვევა ვერ იქნება!_ ჩაილაპარაკა დაღლილმა და რომელიღაც პატარა სკვერში ჩამოჯდა. წინ უსაფრთხოებისთვის მოღობილი საბავშვო მოედანი იყო. რამდენიმე ქალი იჯდა და საკუთარი შვილების თამაშს ყურადღებით აკვირდებოდა. სიმწრით ჩაეცინა რუმს. ეგონათ უსაფრთხოდ იყვნენ. ფიქრობდნენ, რადგან ეს პატარა ღობე ერტყა მოედანს და თავადაც თვალს არ აშორებდნენ შვილებს მოდუნება შეიძლებოდა. ცას ახედა. ქარი არხევდა ჭადრების ფოთლებს, და ცაც სუფთა იყო და უშფოთველი. მზის შუქი ფარავდა წყვდიადს. ამოიოხრა. ერჩივნა თავადაც არაფერი ცოდნოდა, თორემ რა აზრი ჰქონდა სიმართლის ცოდნას თუ არაფრის შეცვლა არ შეეძლო?! _ ალბათ რა კარგია ოჯახის ყოლა, არა?_ მოესმა უცნობი სასიამოვნო ხმა. გვერდით მჯდომ კაცს გახედა, იმის გასაგებად, მართლა მას ესაუბრებოდა თუ არა. სასიამოვნო გარეგნობის კაცმა კეთილგანწყობილად გაუღიმა და თავით ბავშვებისკენ მიუთითა. _ იმის ცოდნა, რომ რაღაცას ტოვებ ამ დედამიწაზე, ამშვიდებს ალბათ!_ ჩაილაპარაკა უცნაურად. _ თქვენ არ გყავთ ოჯახი?_ პირდაპირ ჰკითხა რუმიმ. _ არა, ასე, მოხდა, რომ არა!_ კაცი სადღაც ორმოცამდე წილის იქნებოდა, სიმპატიურიც კი ეთქმოდა._თუმცა გვიანი არასდროსაა, არ მეთანხმებით? მოხედა და ლამის ყურებამდე გაუღიმა. ღიმილი ჰქონდა უცნაური. კვლავ ნაცნობი შიში იგრძნო რუმიმ. და თითქოს სიზმრისეული სუსხიც. ინსტიქტურად ოდნავ მოშორებით გაიწია. _ ჩემი გეშინია, არა?_ კვლავ საბავშვო მოედანს გახედა კაცმა._ სულ ტყუილად. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც არაფერს დავუშავებ! ამოს მოსმენა კიდევ უფრო უსიამოდ ჟღერდა. _ ვინ ხარ?_ კვლავ პირდაპირობა არჩია რუმიმ. _ მე?_ ჩაეცინა უცნობს._ მე ის ვარ, ვისაც შენ ამდენ ხანს ელოდი. რატომღაც არო გაახსენდა რუმს. ინატრა ახლა აქ ყოფილიყო. რატომღაც ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ მას დახმარება შეეძლო. რომ ამ უცნაური უცნობისგან მხოლოდ არო გადაარჩენდა. _ წამოდი! _ ფეხზე ადგა კაცი. ხელი გამოუწოდა._ წამოდი რუმ! აქ არ არის შენი ადგილი! _ აბა სად არის ჩემი ადგილი? სად?_ ძლიერი ნება ჰქონდა უცნობს. ბევრად ძლიერი, ვიდრე საკუთარ თავში მერყევ და მშიშარა რუმს. მას ჯერ კიდევ შეეძლო წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ როდემდე ან სადამდე? ეს არ იცოდა. _ იქ!_ გრძელი საჩვენებელი თითი მაღლა აღმართა კაცმა. გამვლელს ეგონებოდა ცაზე ანიშნებდა, მაგრამ რუმიმ კარგად იცოდა, რაც იყო ცაში. _ რატომ?_ ჰკითხა ის , რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო. _ ნუ ალოდინებ მშობელს რუმ!_ ავად გაეღიმა კაცს. მუხლები აუკანკალდა რუმს. _ შენ ვინ ხარ? ვინ ხარ მისი?_ ჰკითხა ხმის კანკალით. _ მე მხოლოდ მსახური ვარ!_ ქედი მოიდრიკა თითქოს უცნობმა, სულ ოდნავშესამჩნევად დაუკრა თავი ცაში განაბულ წყვდიადს. _არა!_ უკან დაიხია რუმიმ. _ რა აზრი აქვს წინააღმდეგობას? ადრე თუ გვიან შენ დაბრუნდები მასთან. უბრალოდ მუდამ რთულ გზას ორჩევ! რთულს და მტკივნეულს!_ გაეცინა კაცს. _ რას გულისხმობ? _ ნახე!_ სწრაფად წაავლო ხელი ხელზე და მაღლა ამოუტრიალა მაჯა.უეცრად ხმადაბლა შეჰკივლა რუმიმ. ნელა გადაეხსნა მაჯაზე წვრილი ბასრი ჭრილობა და სისხლმა დაიწყო წვეთა. და კიდევ ერთი და კიდევ, და მეორე მაჯაზე. უცებ ხუთვა იგრძნო,ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. თითქოს ყელზე საბელი შემოეგრიხა და გუდავდა. იგრძნო, როგორ იხრჩობოდა არარსებულ წყალში. მიხვდა რუმი, ან როგორ ვერ მიხვდებოდა?! _ ახლაც ხომ იგივეს ნატრობ? ახლაც ხომ ეფერები საკუთარ მაჯას? ხომ წარმოიდგენ როგორ ისერავ ვენას? აღიარე რუმ! აღიარე, რომ შენი დრო მოდის! _ ცივად იცინოდა უცნობი. იცინოდა და მისი თვალების ცარიელი ფოსოებიდან იყურებოდა წყვდიადი. ძალა აღარ ჰქონდა რუმს. ხვდებოდა, ასე დღისით მზისით,მის სხეულს ტოვებდა სული. ხვდებოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. _ სალამი ტუნიკო, მეც არ მიკვირდა სად იყავი, აქამდე რომ არ ჩანდი? _ მოესმა ირონიანარევი ხმა და სიხარულით გაეღიმა. _ გაუშვი ხელი! მიდი, მიდი გაუშვი! სიბრაზემ და ზიზღმა ისე აუვსო წამის წინ გამარჯვებით სავსე თვალები, რომ ემოცია თვალებს მიღმა ვერ შეიკავა და ლოყებზე ჩამოეღვენთა ორი შავი სანთლის ნაღვენთივით. რუმის მაჯას ხელი უშვა და უკან დაიხია. რუმი სკამის საზურგეს მიეყრდნო, ჰაერი ხარბად ჩაისუნთქა და ტკივილის ყველა გრძნობა ერთბაშად მოშორდა. დაღლილობა იგრძნო. თითქოს რამდენიმე დღე იყო არ ეძინა. თვალები თავისით ეხუჭებოდა. მხოლოდ ინტერესი კლავდა, ისე სურდა მათი საუბრიდან არაფერი გამორჩენოდა. _ რა სახელია ტუნიკო?_ გაფიქრება სურდა, მაგრამ ხმამაღლა თქვა. მის სიტყვებს აროს სიცილი მოჰყვა. _ ფორტუნა! თუ ასე უფრო მიხვდები! მას ფორტუნა, ანუ იღბალი ჰქვია. გეცნობა?_ ხელი გაუწოდა და ადგომაში დაეხმარა. _ წესიერად მოიქეცი ტუნიკო! თავი შორს დაიჭირე! გასაგებია? ბოლო სიტყვებიც ღიმილით თქვა, მაგრამ რუმს სულ არ მოჩვენებია მისი ხმა სასაცილოდ. არომ რუმი მანქანაში ჩასვა, კარი დახურა და კვლავ სკვერს გახედა. იღბალი უკვალოდ გამქრალიყო. _ ჰმ, იღბალი! სახელიც კი ვერ შეურჩევია!_ ჩაილაპრაკა ცივად._ ყველაფერი იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე ჩვეულად. ის ისევ მოვა, რა თქმა უნდა. დახურულ კარს მიღმა დახედა სანახევროდ მძინარე რუმს. _ ნეტა რამდენის მოყოლა მოასწრო? ან რამდენს გაიხსენებ შენ? მაინც რატომ? რატომ იყრით თავს ერთად? რა უნდა გააკეთოთ და რას არ აკეთებთ? _ მანქანას მოუარა და საჭესთან დაჯდა._ მგონი დროა ყველა დავუბრუნდეთ ათვლის წერტილს. გადადება აღარ შეიძლება.... 6 აროსთვის გეკითხათ , რა არის ათვლის წერტილი, მარტივად გიპასუხებდათ: რომ ეს ის ადგილია, საიდანაც თქვენი, როგორც ადამიანის, დროის ათვლა დაიწყო. ათვლის წერტილი თავადაც დიდხანს ეგონა რაღაც განსაკუთრებული და საკრალური ადგილი, სანამ ერთ წამსაც არ გაიაზრა, თუ რას ნიშნავდა ის სინამდვილეში. მძინარე რუმს უყურებდა არო და სევდიანად ფიქრობდა, რომ ის ისევ არ იყო მზად საკუთარი თავის მისაღებად. ნამდვილად არ არის მარტივი საკუთარ თავში ნამდვილი „მეს“_ აღმოჩენა და მერე ამასთან შეგუება. მით უფრო თუ ეს „მე“ მონსტრია. ამაზე კარგად სხვა რა იცოდა არომ? ისიც კარგად იცოდა, რომ უმეტესად ისე ხდება, რომ ადამიანი საკუთარ ბნელ ვერსიას ძალიან ღრმად მარხავს საკუთარ თავში, იმდენად ღრმადაც, რომ ბოლოს მისი არსებობა უბრალოდ ავიწყდება. ცდილობს უბრალო ადამიანივით იცხოვროს, გაიჩინოს მეგობრები, ჰქონდეს საინტერესო საქმე, დაასე თუ ისე სცადოს, რომ ადამიანი მეტი იყოს მასში, ვიდრე მონსტრი. რაც არ უნდა უცნაური იყოს ამის მოსმენა, მონსტრებიც ისეთივე სოციალური არსებები არიან, როგორც ადამიანები. ლამის ადამიანის სიმაღლე სურათის წინ იდგა ლუცია. ალისფერი თმა უწესრიგოდ აეკოსა კეფაზე. იდგა და უცნაური გარინდებით უყურებდა ნახატზე გამოსახულ საკუთარ თავს. არეულ კადრებად იცვლებოდა მისი ჯერაც ბუნდოვანი მოგონებები, მაგრამ ყველაფერს რაც ოდესღაც განეცადა ახლაც მძაფრი სიცხადით გრძნობდა. უცნაური რამ იყოს ეს გაორება. არა, შანსიც რომ მისცემოდა ახლანდელ საკუთარ თავს არაფრით გაცვლიდა საკუთარ მამაკაცურ ვერსიაში. მაგრამ მაინც რა საოცარი ვინმე ვყოფილვარო! ფიქრობდა გულში და სულაც არ განიცდიდა უხერხულობას. _ რა იყო? რაც არ უნდა დაჟინებით უყურო, ვერ გააცოცხლებ!_ მხარი გაკრა ესმოულოდნელად არსაიდან გამოჩენილმა ტონიომ. _ რას ვფიქრობ იცი?_ ისე დაუბრუნა პასუხი ლუციამ, რომ ნახატისთვის თვალი არ მოუშორებია._ მე უბრალოდ ვწუხვარ, რომ ის მე ვარ და თანაც წარსულში, მითხარი, შენ იტყოდი ასეთ კაცზე უარს? ჯერ გაოცებით გახედა ტონიომ ლუციას, მერე ტუჩი ზიზიღით დაემანჭა. _ შენ თუ ფარული ფსიქოპატი არ იყო გეფიცები რა!_უთხრა სერიოზულად და ისევ ნახატის ლუციას, უფრო სწორედ ლუციენს ახედა დამცინავი ღიმილით. _ სახეზე ეტყობა მაგარი აუტანელი ტიპი იქნებოდა! გაეცინა ხმამაღლა და საკუთარი კუთხისკენ წავიდა თან თითებში ატრიალებდა გრძელ ფუნჯს. სულ ნერვებს უშლიდა ლუციას მისი ეს აკვიატებული ჩვევა, ალბათ უფრო იმიტომ, რომ რამდენჯერაც არ სცადა თავად ვერაფრით გამოუვიდა. საკუთარ უცნაურ ნახატს მიუახლოვდა ტონიო. წამით უყურა და ამოიოხრა. მეტნაკლებად ყველას უბრუნდებოდა წარსულის მოგონებები. მხოლოდ მას არა. სამაგიეროდ კოშმარები სტანჯავდა. უფრო სწორად ერთი აჩემებული სიზმარი არ ანებებდა თავს. თვალებს ახელდა და ამ საშინელი პორტალის წინ იდგა, არა ახლა კი იცოდა რაც იყო, მაგრამ მაშინ უბრალოდ პორტალი ეგონა. ყრუდ გუგუნებდა შავი ხვრელი, და მასში გაკლაკნილ ელვებს, ხმამაღალი ზუზუნი გაუდიოდათ. მკვეთრი ოქროსფერი და ნეონის ფოსფორისფერი კლაკნილები სპირალურად ეშვებიდნენ წყვდიადში და სამუდამოდ უჩინარდებოდნენ. ტკივილს გრძნობდა ტონიო. ტკივილს და არარაობის ამოუხსნელ შეგრძნებას. ისე იზიდავდა შავი ხვრელი, თითქოს უკან არაფერი ჰქონდა დარჩენილი, არაფერი ისეთი, რაც ამ დაუძლეველ მიზიდულობის ძალას შეამცირებდა. ბოლო ძალებს იკრეფდა სიზმარში ტონიო და ზურგს აქცევდა პორტალს, მაგრამ განსაცდელი ამით არ სრულდებოდა. მასსა და თავისუფლებას შორის ერთი წვრილი ბეწვის ხიდი იდო. და იმ წამს ტონიოს აუტანლად სურდა ამ ხიდზე გადავლა, მაგრამ ხიდს მძლავრი ქარი არყევდა, და დაუძლეველ ამოცანად მოსჩანდა მისი გადალახვა. თუმცა ხედავდა ტონიო, რომ ხიდს მიღმა სიმშვიდე იდგა და ამ გაურკვეველი შინაგანი ბრძოლით დაღლილს ისე ეღვიძებოდა, რომ ვერ იგებდა, თუ რა არჩევანს აკეთებდა საბოლოოდ. _ იქნებ სხვა გზაც არსებობს?_ ჩაილაპარაკა თვისთვის ჩაფიქრებულმა და ფუნჯი ოქროსფერ საღებავში ჩააწო. _ მე რომ ვერ ვხედავ, არ ნიშნავს, რომ არ არსებობს! რა საჭიროა ყველაფრის ასე გართულება? საკუთარი თავი დაამშვიდა ამ სიტყვებით. არაფერს კარგს არ ხედავდა ტონიო პრობლემის გართულებაში. _კოშმარი კოშმარია, ნახატი ნახატია, რეალობა რეალობაა და სიზმარი კიდევ მხოლოდ სიზმარია! და დრო გვიჩვენებს დანარჩენს!_ გადამდები იქნებოდა მისი სიმშვიდე, უფრო ხშირად და ხმამაღლა რომ ნდომებოდა ხოლმე სხვებისთვის საკუთარი განწყობის გაზიარება. თუმცა ადამიანები ხომ საერთოდ არ ვგავართ ერთმანეთს, ხოდა ტონიოც სულ არ ჰგავდა სხვებს, თან ამავდროულად მისივე დასკვნის თანახმად ძალიან დიდი იყო მსგავსება მასსა დანარჩენ მასკულინურ სამყაროს შორის, რადგან მისივე თეორიის თანახმად: „კაცი უბრალოდ კაცია!“ _ რას აკეთებს?_ კარში თავი შემოყო ლინმა და მწვანედ შეღებილი თმის ბოლოები ყურს უკან გადაიწია ეშმაკური ღიმილით. _ აბა?_ მის ზემოდან სოლმაც შემოიჭყიტა _ ხატე ხატე ტონი! კარგად ხატე! ორივეს ხმადაბლა ჩაეცინა. _ აბა წავედით?_ თვალი ჩაუკრა ლინმა. _ აბა რააა!_ ბედნიერი ღიმილით გავარდა სოლი ეზოში გაჩერებული მოტოციკლისკენ._ შავი ჩაფხუტი ჩემია დაგასწარი! ხელი დაავლო სასურველ ნივთს. ნინისთვის სულ ერთი იყო მისი ფერი, მთავარი თავად მოტოციკლი და მისგან მოგვრილი ადრენალინი გახლდათ. წამი არ იყო გასული ორივე გახარებული მიქროდა მანქნაების წყალმრავალი მდინარის მსგავს აფერადებულ ნაკადში. ნახატის წინ მდგარ ტონიოს კი უცნაურად ეღიმებოდა მათ ბავშვურ გულუბრყვილობაზე. როცა ლეამ გალერიის ყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა, თითქოს გულზე მოეშვა. მანამდეც სულ სურდა, უბრალოდ საკუთარ თავში ამოსთვის საჭირო გამბედაობა ვერაფრით იპოვნა. ახლა კი თავისუფლად ამოისუნთქა. „აი რა უცნაური გრძნობა ყოფილა ახდენილი ოცნებაო!“ _ფიქრობდა ბედნიერი ღიმილით. ქუჩას ფეხით მოუყვებოდა, ხელში საყვარელი ახალშეძენილი წიგნით. და ეს შავყდიანი ლამაზი წიგნი, რომელზეც უზარმაზარი ოქროსფერი ფრთები ეხატა ისევე აბედნიერებდა, როგორც ის საოცნებო თეთრი გალერეა. _ჩემი საკუთარი გალერია!_ ბედნიერად იღიმებოდა ნელი ნაბიჯით მიმავალი. იმ წამს ლეა უბრალოდ ერთი ბედნიერი გოგო იყო და სულ ვერ იაზრებდა რა ფუნქცია ჰქონდა თავად იმ ისტორიაში, რომელიც ახლა მათზე იწერებოდა. ყოველი მოქმედება თავისთავად არის შედეგიც, მაგრამ თავად მოქმედების დასაწყებად საჭირო გამბედაობას ძნელად თუ პოულობენ საკუთარ თავში ადამიანები. აი სწორედ ეს კატალიზატორი იყო ლეა. უნებურად სწორედ მისი ოცნება უბიძგებდა სხვებს იმ გამბედაობისკენ. თითქოს მისი ოცნებისუნარიანობა გადამდები რამე იყო. ლეა ვირუსივით ედებოდა მის ირგვლივ ადამიანებს, და ერთი საერთო მიზნისკენ სწრაფვის სურვილს უჩენდა მათ. სიზმრებიც სხვანაირი ჰქონდა ლეას, სხვებისგან განსხვავებით, ნათელი და ჰაერით და თავისუფლებით სავსე. ცით, ფრენით და ფრთებით სავსე სიზმრები. თუმცა ერთი პატარა უცნაური დეტალი მის ყველა სიზმარს საერთო ჰქონდა. ჰაერში თავისუფალი ქროლვისას ლეა ქარაფზე გაბმულ ბეწვის ხიდს ხედავდა ციდან. ხედავდა როგორ ახლიდა მიწაზე გამეფებული ქარიშხალი ამ ხიდს აქეთ_იქით. ხედავდა მასზე მდგომ სილუეტებს, მაგრამ მიახლოებას ვერ ახერხებდა. თითქოს მისი ნათელი სიზმრების და სხვათა კოშმარების საზღვარი იყო ეს ძველი, საშიში ბეწვის ხიდი. _ მოვედით?_ საკუთარ აივანს ახედა რუმიმ. აივანზე ოტო იჯდა და ინტერესით აკვირდებოდა ეზოს. _ არც კი გკითხავ საიდან იცოდი მისამართი!_ ჩაილაპარაკა და მანქანის კარი გააღო. ფეხზე რომ დადგა იგრძნო ისევ თავბრუ ეხვეოდა._ რა ჯანდაბა გამიკეთა იმ დეგენერატმა? მიალანძღა ხმადაბლა ფორტუნა. ვერ აიძულა საკუთარი თავი მისთვის სახელი ეწოდებინა. _ მომიცადე, მოდი ცოტა ვილაპარაკოთ!_ აროც გადმოვიდა მანქანიდან და ხელი გაუწოდა. თავი გააქნია რუმიმ. ჩვეულად უჭირდა დახმარების მიღება. ამით ერთი შეხედვით უნდობლობას გამოხატავდა, მაგრამ თუ უფრო ყურადღებით დააკვირდებოდა ადამიანი მოს ქმედებებს, შიშს უფრო დაინახავდა ვიდრე უნდობლობას. არა, აროსი არ ეშინოდა მას. არც მათი, ვისაც ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გაეწოდებინა მოსთვის დახმარების ხელი. რუმს მიჩვევის ეშინოდა, ვაითუ ისეთი სასიამოვნო იყო სხვათა მზრუნველობის მიღება, რომ .... არა არ ჰქონდა რუმს მსგავს ფუფუნებაზე მიჩვევის არც დრო არც საშუალება. კარგად იცოდა რუმმა, რომ ადრე თუ გვიან ადამიანები წასვლას ირჩევენ. ჯერ მოდიან, გიღიმიან, ზრუნავენ, სიკეთეს იჩენენ, შენ ეჩვევი მათ სიახლოვეს, ეჩვევი მათ არსებობას შენს ცხოვრებაში, ეჩვევი კი არადა დამოკიდებულიც ხდები მათზე. შენში ჩნდება მოლოდინის რეჟიმი. საკუთარ ენერგიას უშურველად აძლევ მათ და მათსას შენსაში უდარდელად ურევ. და მერე, ერთ დღესაც ისინი გემშვიდობებიან და საკუთარ გზაზე მიდიან. ისე მიდიან, თითქოს შენ არც კი არსებობდი. თითქოს შენთვისაც ისეთივე სულერთია მათი წასვლა, როგორც მათთვის. ხოდა ეს კარგად იცოდა რუმიმ, ამიტომ ცდილობდა დამოუკიდებელი ყოფილიყო. ამიტომ ცდილობდა უკარება ადამიანის ნიღაბი მჭიდროდ მოერგო და დაეცვა ის საძულველი დისტანცია, რათა არავინ მოეშვა იმდენად ახლოს, რომ მერე უმისობა გასჭირვებოდა. ცდილობდა არავისგან მიეღო მზრუნველობის მცდელობა, რათა შემდეგ საკუთარი გარდაუვალი მარტოობისას ამაზე ფიქრს ტკივილი არ მოეტანა მისთვის. ამიტომ ჰყავდა მას ასე ცოტა მეგობარი, რომ მათ ჩამოსათვლელად ხელის თითებიც კი ზედმეტი იყო. თავი გადააქნია უკმაყოფილოდ და სახლის კიბეებს აუყვა. უკან მიყვა აროც. ჩვეულად სახლის კარში დახვდა ოტო და ფეხებში გაებლანდა. სტუმრის დანახვისას კი შედგა და აიფხორა. _ მგონი ოტოს არ მოეწონე!_ გაეცინა რუმს. _ არც მე ვგიჟდები კატებზე._ მხრები აიჩეჩა არომ. _ ხოდა ტყუილად. _ რუმიმ ოტო ხელში აიყვანა და თითებით გადაუვარცხნა სამფერა რბილი ბეწვი. _ რამეს შეჭამ? ან დალევ? დიდი არჩევანი არ მაქვს, მგონი._ პასუხს არ დალოდებია მაცივართან მივიდა და გამოაღო._ იოგურტები? გამოხედა სიცილით. უარის ნიშნად თავი გააქნია არომ. _ კარგი საღამოა გადი აივანზე და მოვალ, აი მანდ._ ხელით უსე დაანახა აივნის ჯარი თითქოს თავად ცერ ხედავდა არო. ოტო სწრაფი ცუხცუხით გავარდა აივანზე და თავის საყვარელი ადგილი ისეთი ამაყი სახით დაიკავა, თითქოს შეეცილებოდა ვინმე და მის ნაცვლად დაჯდებოდა აივნის მოაჯირზე. აივნის ყვავილები მოათვალიერა არომ. ქაოსურად ელაგა დიდ პატარა ფერადი ქოთნები. უცებ ქოთნებს შორის ნაცნობ ნივთს მოკრა თვალი და გაეღიმა. მივიდა ხელში აიღო ქაღალდის პატარა ჭიქა და მასზე დახატულ სმაის დახედა. _ არადა მართლა გავს!_ ჩაილაპარაკა მხიარულად. _ დედამიწაზე თუ რამე საძაგლიბა მოუგონიათ ეს არის მსხლის იოგურტი!_ ღია კარში გადმოაბიჯა რუმიმ და აროს ისევ გაეღიმა მის ყცნაურობაზე. სწორედ მსხლის იოგურტი ეკავე ხელში და დაჯღანული სახით დაჰყურებდა. _ სულ არაფერი ცოტა უხერხულია, ამიტომ ჩაი გაგიკეთე._ პატარა მაგიდაზე ფერადი და პატარა საშაქრე ფინჯანი დადო. _ ტკბილი თუ მწარე?_ ჰკითხა ინტერესით. _ ჩაი მწარე არ არსებობს. მე კი უშაქრო მირჩევნია._ ისე მიიწია არომ ფინჯანი შაქარს არ შეხებია. ოდნავ დაემანჭა ტუჩის კუთხე რუმს. _ არც მურაბა გინდა? დაფიქრდი. _ მურაბაც ტკბილია._ მშვიდად უპასუხა არომ. შაქარს დახედა რუმიმ და მოულოდნელად თქვა. _ალბათ შენი ცხოვრება საკმარისად მწარე არაა, არა? _ რას გულისხმობ?_ ვერ მიხვდა არო. _ არაფერს. უბრალოდ იყო წამები ჩემს ცხოვრებაში, როცა ეს პატარა ოთხკუთხედი შაქარი ერთადერთი ოცნება იყო. _ ხმა უცნაურად დაუმძიმდა რუმს. სახიდან ჩვეული ღიმილის ყველა სხვი გაუქრა და უცნაურმა ჩრდილებმა დაუსერა თვალები. _ რისთვის იბადებიან ადამიანები არო? შენ ხომ ბევრჯერ ნახე მათი დაბადება.? მითხარი ნუთუ ადამიანები ტკივილისთვის იბადებიან? რა საჭიროა ეს ყველაფერი? არო დუმდა. რა უნდა ეთქვა მისთვის სანუგეშო, არ იცოდა. _ აი შენ ქრ მოგბეზრდა სიცოცხლე?_ ამ კითხვამ გამოაფხიზლა ფიქრებში წასული. _ რატომ მეკითხები მაგას? _ იმიტომ რომ მე მომბეზრდა! _ ტყუილია ეგ!_ გაეღიმა აროს. _ რატომაა ტყუილი?_ თვალებში შეხედა რუმიმ. _ დღეს, როცა იგრძენი, რომ შენს სიცოცხლეს საფრთხე ელოდა, რას ფიქრობდი რუმ?_ თვალები დახარა რუმიმ. არ სურდა იმის აღიარება, რომ სწორედ არო ინატრა ბოლო წამს. არ სურდა იქნებ იმიტომ რომ ნოლო ნატვრად მისი აღიარება სულ ცოტა უცნაური იყო, იმიტომაც რომ გადარჩენა სურდა იმ წამს, მისი დახმარება ამიტომ ინატრა. ის ადამიანი ინატრა ვინც იმ წამს მის მოუგვარებელ პრობლემას მოაგვარებდა. ახლა კი ვერაფრით აიძულა თავი ეს ამაღლა ეთქვა. _ არაფერზე ვფიქრობდი. _ უპასუხა გაჯიუტებით. _ კარგი, თუ არ გსურს მიპასუხო, არ გკითხავ, მაგრამ სიმართლე შენც კარგად იცი, სიცოცხლეს ნატრობდი იმ ბოლო წამს... სწორედ იმ სიცოცხლეს, რომლის ნების წინააღმდეგ წართმევასაც გიპირებდა ის სულელი ტუნა._ მშვიდად უხსნიდა არო. თან აივნის მიღმა ხედს გასცქეროდა ღიმილით. თვალმოჭუტული. მის თავს ზემოთ კი თაროზე იდგა პატარა ქაღალდის ჭიქა და ტყუპისცალივით გავდა ათასწლოვან ვამპირს. _ კარგი, აბა მიამბე ვინ ვარ და რა აზრი ჰქონდა ჩემს დაბადებს?_ ჰკითხა მშვიდად რუმიმ აროს. _ კარგი ჰაერი ჩაისუნთქე და მისმინე....._ უპასუხა არომ, ხელში შერჩენილი ფინჯანი მაგიდაზე დადო. 7 სახლისკენ მიმავალ აღმართს აუყვა ლინი. უჩვეულო სიმშვიდეს გრძნობდა მუდამ მღელვარე. განსაკუთრებულზე არაფერზე ფიქრობდა. უბრალოდ საკუთარ მოზომილ ნაბიჯებს აკვირდებოდა და ინსტიქტურად ითვლიდა. განათების ამ ჩატეხილი ბოძიდან სახლამდე სრულად ხუთასი ნაბიჯი იყო. ჩვევად ჰქონდა თვლა. თითქოს თუ საკუთარი ნაბიჯების რაოდენობა ეცოდინებოდა გასავლელი გზა უპირობოდ სწორ მიზნამდე უფრო მარტივად მიიყვანდა. მისთვის ჩვეული იყო, სამყაროს გაზომვა. ეს ამშვიდებდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა ამას თვლით აკეთებდა, პროცენტს ვარაუდობდა თუ უბრალოდ ზომავდა. ასე თითქოს მანაც რაღაც იცოდა ზუსტად. თითქოს ცხოვრების მართვის სადავეს საკუთარ ხელში იღებდა. მუდამ კონტაქტური ღია და სოციალური, დღეს ისეთი სისწრაფით ლევდა, რომ გათენებიდან დაღამებამდე მანძილი და დრო ხელიდან უსხლტებოდა და ისე ბოლოს ისე აღამდებოდა, თითქოს არც არასდროს იყო მწუხრამდე სინათლე. აი ღამით კი უფრო რთულად იყო ლინის ამბავი. რადგან მისი მოუსვენარი არსება თითქოს ძილს არ ცნობდა და არ აღიარებდა. ალბათ ამიტომ იყო, რომ ღამით ვირტუალურ რეალობას სტუმრობდა ლინი. ზოგჯერ მატყუარა და ცბიერ ადამიანებთან საუბარს ხელოვნურ ინტელექტთან ჭორაობას ამჯობინებდა და ისე იძირებოდა ციფრული სამყაროს უკიდეგანო სივრცეში, რომ მისი რეალობის აღქმა ხშირად ჰკარგავდა საკუთარ მყიფე მიჯნას. და ბოლოს, განთიადისას, გადაღლილი მისი სხეული უნებურად სრულებით გადადიოდა ირეალურ სამყაროში, ამ დროს სიზმრებში იღვიძებდა ლინი. სიზმრებიც უცნაური ჰქონდა, უცნაურ ჩრდილებს და გაურკვეველ გახუნებულ ჰოლოგრამებს ხედავდა. ცდილობდა მათთან მიახლოებას, მაგრამ ისინი თევზებივით უხმოდ აფჩენდნენ პირებს და რამდენიმე წუთის გამეორებით როგორღაც გაზუთხულ ქმედებას იმეორებდნენ. კრთებოდნენ, ციმციმებდნენ და იცრიცებოდნენ. მათ გარშემო კი მოუსვენრად ირეოდნენ ბნელი ჩრდილები. თუ ყურს მიუგდებდი გაურკვევლად ჩურჩულებდნენ. ლინი მშიშარა არასდროს ყოფილა. არც ახლა ეშინოდა. უბრალოდ აოცებდა ეს ადამიანებისგან დაცლილი სამყარო, თუნდაც მხოლოდ სიზმარი ყოფილიყო. თავად ამბობდა ხოლმე, რომ სიზმარს საკუთარი ქვეცნობიერი კვებავდა, მაშინ რატომ ერთი სულიერიც კი არ სჩანდა ამ გაუგებარ ირეალობაში. ვერ ხვდებოდა, რისი თქმა უნდოდა ამით მის ქვეცნობიერს? ნელა მიუყვებოდა უბილიკო გზას და ინტერესით აკვირდებოდა თითქოს სხვა სამყაროდან ამოგლეჯილ ჰოლოგრამებს. აი, ერთგან ქალი იდგა სამზარეულოს წინსაფრით და ვიღაცას რაღაცას უყვებოდა მხიარული ღიმილით. ახლოს მივიდა ლინი და მისი ტუჩების მოძრაობას დააკვირდა. _ გაიგე რა უქნია მას? _ ლინი დარწმუნებული იყო, სწორედ ამას ამბობდა ქალი. უცნაურად ჩაეღიმა. ჰოლოგრამაც კი ჭორაობდა. გვერდი აუარა და გზა გააგრძელა. უცებ უცნაური რამ დაინახა. ფეხქვეშ წვრილი გველივით გაუსხლტა ჰოლოგრამის ფეხებიდან გამომავალი ფოსფორისფერი ზოლი და სწრაფი სრიალით გადაიკარგა სადღაც ჰორიზონტისკენ. _ეს რა იყო?_ გაოცდა ლინი. მაშინვე მიხვდა, თუ პასუხების პოვნა სურდა, ამ უცნაურ კლაკნილებს უნდა გაჰყოლოდა. ბევრი არ უფიქრია, სწრაფად გაიქცა წინ.... _ სამყაროს ჭიპი. ასეთი რამ თუ გსმენია?_ ჰკითხა არომ რუმს. _ კი, მგონი ეგ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია არა?_ ვერ მიხვდა რუმი რა შუაში იყო ეს უცნაური გამოთქმა. მოუთმენლობამ შეიპყრო. _ მერე? _ მერე, ის რომ შენ ხარ ზუსტად ეგ სამყაროს ჭიპი, ოღონდ მისთვის!_ თითით მაღლა მიანიშნა, სწორედ ისე, როგორც ტუნამ. _ რაო?_ თვალები დაუმრგვალდა რუმს. _ რა და რაღაც ღუზასავით ხარ, რაღაც ენერგიის უხილავი გამტარივით, შენ რომ არ იყო, ის ამ სამყაროსთან კავშირს დაკარგავდა._ ჩაი მოსვა და დაფიქრდა._ არა, არ ვამტკიცებ, მაგრამ ფაქტია, მუდმივად უკან გაბრუნებს და შენ კი თან მოიყოლებ ყველას ენერგიას, ვინც ასე მჭიდრო კავშირშია შენთან. _ რას გულისხმობ?_ სკამზე აკეცილი ფეხი ჩამოუშვა რუმიმ და მთელი სხეულით მობრუნდა მისკენ._ ანუ გინდა მითხრა, რომ მე ვარ მთელი ამ უბედურების მიზეზი? ანუ მე რომ არ ვიყო, ის არ იქნებოდა _ კარგი, შეწყვიტე! დამშვიდდი და მისმინე. შენ რომ არ იყო, სხვა იქნებოდა. საკუთარ თავს ნუ დააბრალებ იმ არჩევანს, რაც შენ არ მიგიღია. თანაც ისე გამოდის, რომ არა შენ, შენი მეგობრების, როგორც შენ ეძახი რეინკარნაცია, არ მოხდებოდა. მაგრამ უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება, მე მხოლოდ ის ვერ გავიგე, რა უნდა გააკეთოთ და რას არ აკეთებთ?_ ბოლო სიტყვები უფრო თავისთვის თქვა. რუმს რომ შეხედა, მიხვდა აღარ უსმენდა. საკუთარ თავთან განმარტოებული ცდილობდა ახალი ინფორმაციის გადახარშვას. _ რუუმ, აქ ხარ?_ ჰკითხა ღიმილით და მაგიდაზე თითი დააკაკუნა._ შენ რომ აზრები გიელავს თავში, ჯობია დაივიწყო. _ ანუ ამიტომ? ამიტომ... რაც მან მაჩვენა.._ ხელები გადმოშალა რუმმა. თითქოს ისევ იგრძნო გადასერილი მაჯების ტკივილი _ ანუ, ამიტომ ვაკეთებდი ამას? ამოიოხრა არომ. კიდევ გაიფიქრა, რომ ჯობდა არაფერი ეთქვა, მაგრამ არა. წინა გამოცდილებამ ბევრჯერ დაარწმუნა, რომ არ თქმა და სიმართლესთან სახით შეხლა, ბევრად რთული გადასატანი იყო მისთვის. უყურებდა მის სახეზე გამოსახულ ტკივილს და კარგად გრძნობდა იმ იმედგაცრუებას, რასაც რუმი საკუთარი თავის მიმართ განიცდიდა. _ანუ მე მონსტრი ვარ?_ საწყლად იკითხა გაოგნებამდე მისულმა რუმმა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა ბოლომდე მოსმენილს და უკვე ისე ძალიან განიცდიდა, რომ შეეცოდა აროს. რადგან ვერაფრით ხედავდა მასში იმ სულს, საკუთარ თავთან ბრძოლის გადახდა და მით უფრო, გამარჯვება რომ შეეძლო. _ შენც!_ უპასუხა მშვიდად და იმ ბოლო ც_ს მკვეთრად გაუსვა ხაზი. რუმის გაოცებულ მზერაზე კი ღიმილით უპასუხა._ შენ გავიწყდება მგონი ვის ესაუბრები! იცი? დაბადება ალბათ არაა ჩვენი არჩევანი, მაგრამ ის თუ, როგორ ვატარებთ ამ ჭურჭელს, სხეული რომ ჰქვია, ზუსტად ჩვენი არჩევანია. ასე რომ, სიტყვა_ მონსტი, ცოტა უსამართლობა არ გგონია ჩვენთან მიმართებაში? _მაგრამ, ეგ სულ სხვა რამეა! შენ არავის ვნებ! მე კი? გამოდის მე ..._ ცრემლებით აევსო თვალები ჯერ კიდევ არ ჩადენილი დანაშაულის გამო. ხელში შერჩენილი იოგურტის კოლოფი გაუვარდა და აივნის იატაკზე დაექცა. _ შეხედე რუმ, შენ არ გიყვარს მსხლის იოგურტი, არ მოგწონს, მაგრამ ამ წამს სწორედ ეს გაქვს და რაც არ უნდა ძალიან ნატრობდე, რომ ამ კოლოფიდან მარწყვის მასა დაიღვაროს, ეს არ მოხდება. რადგან მარწყვი იქ უბრალოდ არაა! გესმის? რაც არ უნდა სურდეს შენგან მას, შენ მაინც ის ხარ, რადაც საკუთარ თავს მიიჩნევ! ამიტომ საკუთარი თავის შეძულება არაა სწორი. იგივეს ვიტყვი ჩემზეც._ შეამჩნია, როგორ შეეცვალა მზერა და თითქოს მისი ფიქრებიც ამოიცნო._ არა, ნუ წარმოიდგენ ჩემს არარსებულ ფრთებს და ჰალოს, სანამ საკუთარი თავი ვიპოვნე, საკმაოდ გრძელი ცოდვების კრიალოსანი ავაწყვე. _ ცოდვების?_ ახლა ახალ სიტყვას გაეკიდა რუმის არეული ფიქრები. საკუთარი მამინაცვალი გაახსენდა და მასთან ბოლო შეხვედრა. სხეულში სიცივე იგრძნო. გააკანკალა. ეს მისი ყველაზე ბნელი და ფარული საიდუმლო იყო. ამაზე არავისთან საუბრობდა და რაც უფრო ღრმად იმარხავდა გულში, მით უფრო უმძიმდებოდა მისი ზიდვა. _ რაზე ფიქრობ რუმ?_ ასე აშკარა დასანახი შინაგანი ბრძოლა ადამიანში არასდროს ენახა აროს. ხვდებოდა, სათქმელს ებრძოდა. სათქმელს, რომელის თქმაც სულის თავისუფლებამდე დარჩენილ თხელს კედელს ჰგავდა. მხოლოდ ცოტაოდენი გამბედაობა სჭირდებოდა რუმს, რომ ხელი ეკრა უკანასკნელი ბარიერისთვის და განთავისუფლებულიყო, მაგრამ კარგად იცოდა არომ, რომ ზოგიერთი საიდუმლო, თქმის შემდეგ მსმენელს აძულებს ადამიანს. თითქოს საკუთარი სირცხვილის მოწმის ატანა გაუსაძლისი ხდება. და ისე, როგორც საკუთარ სინდისს, ამ უნებურ მოწმესაც ვეღარ უსწორებ თვალს. ამიტომაც და მიუხედავად იმისა, რომ თქმა ალბათ რუმისთვის უმჯობესი იყო, აროს არ სურდა ამის მოსმენა. თუმცა თუ რუმი ასე მოისურვებდა, უბრალოდ გაჩუმდებოდა, ალბათ.... _ ახლა რა უნდა ვქნათ? რა უნდა მოვუხერხოთ ჩვენს თავზე ჩამოწოლილ წყვდიადს?_ საზურგეს მიეყრდნო რუმი და საკუთარი პირსმომდგარი ტკივილი ისევ გულის ბნელ სიღრმეში ჩააბრუნა. _ არ ვიცი, ვფიქრობ ეს თქვენ გიკავშირდებათ და იმ სიზმრებს, რასაც ყოველი თქვენგანი ხედავს. მაგ სიზმრებშია ამ ამოცანის პასუხი. სამწუხაროა, რომ ნახატები გაყიდეთ იმ დღეს. მათშიც ბევრი საინტერესო რამ იქნებოდა. _ არომ ოტოს გახედა. შეამჩნია, როგორ აეშალა კატას ბეწვი. და ისე, რომ რუმს არაფერი ეეჭვა ფეხზე წამოდგა. აფხორილ კატას ხელი მოკიდა და მოაჯირიდან ჩამოსვა. ვითომ არაფერი ეზოს გადახედა და როცა ჩრდილში ატუზულ ფორტუნას მოჰკრა თვალი. ავად ჩაეცინა. ზუსტად იცოდა მოაკითხავდა. სწორედ ამიტომ არ დატოვა მარტო. _ მისმინე რუმ, ახლა ცოტა ხმით წავალ და მალე დავბრუნდები. საუბარიც მერე გავაგრძელოთ, კარგი? _ ისე უბრალოდ გაუღიმა, თითქოს წამის წინ ამდენ წარმოუდგენელ და დაუჯერებელ რამეებზე არ ისაუბრეს. _და ვფიქრობ, ცოტა ხნით დასვენება არ გაწყენდა, ისეთი დაღლილი ჩანხარ! კიბეები სწრაფად ჩაიარა და სწორედ მაშინ წამოეწია ტუნას, როცა ის ეზოდან მიიძურწებოდა. _ ტუნიკოო!_ მიძახა ზურგიდან. წამით შეიცადა კაცმა. ზიზღმა სახე დაუმანჭა, მაგრამ მოუყრუა და ფეხს აუჩქარა._ რომ გეძახი, არ გესმის? თავზე წამომხობილ კაპიუშონში წაავლო ხელი და შეანჯღრია. _ძველ მეგობრებს ასე ხვდები ტუნიკო?_ ჰკითხა უცნაური ღიმილით. ტუნამ გაიფიქრა, რომ ეს ყველაფერი იყო ღიმილის გარდა. ო, როგორ ვერ იტანდა ტუნა აროს. იმდნად ვერ იტანდა, რომ მისი სიძულვილი მთელ დედამიწას მოსდო. საუკუნეების მანძილზე იგონებდა და ავრცელებდა უამრავ საშინელ მითს და ლეგენდას. ცდილობდა საკუთარი იარაღი, იღბალი ვამპირების წინააღმდეგ მოემართა, ადამიანებსა და მათ შორის სიძულვილი და შიში დაეთესა და გამოუვიდა კიდეც. თუმცა ამით აროს ვერაფერი დააკლო. რადგან იღბალს მხოლოდ მათი დაჩაგვრა შეუძლია, ვინც თავისი სისულელით თუ გულუბრყვილობით არა საკუთარ თავზე, არამედ მხოლოდ მასზეა მინდობილი. _ წამოდი ტუნიკო, მე და შენ მეგობრულად უნდა ვისუბროთ!_ მოფუზული იღბალი ისე წააპრონწიალა მანქანისკენ, რომ ერთი შეხედვით მაღალი ტუნა, ტანმორჩილ მოზარდს დაემაგავსა. კიი, გაავებულ ფინიას ჰგავდა ტუნა, და მხოლოდ სუსტებთან ჰქონდა დიდი გული. ისე მხოლოდ წყვდიადის მონა იყო და მეტი არაფერი. _ ხომ იცი, ეს ჩემი არჩევანი არაა არო!_ ჩაიბურდღუნა ტუნამ, როცა არო საჭეს მიუჯდა. _ ის მაიძულებს! ამრეზით გახედა არომ ოდესღაც დიდებულ ადამიანს და ახლა მხოლოდღა წარსულის აჩრდილს. ისევ რუმის მსხლის იოგურტი გაახსენდა. _ ეს გამოთქმა გაგიგია ტუნიკო? „კოკასა შიგან რაცა სდგასო? _ ტუნამ თავი დაუქნია მორჩილად. _ ხოდა, სხვას ნუ დააბრალებ იმას, რაც სწორედაც რომ შენი არჩევანია და მეტი არაფერი!_ ეზოდან ისე გააქროლა მანქანა, თითქოს ეჩქარებოდა ის, რაც რამდენიმე წუთის შემდეგ მოხდებოდა. _ ჯანდაბას შენი თავი არო!_ უკვე აღარ ცდილობდა ტუნა ზიზღის და სიძულვილის დაფარვას. ხვდებოდა ბატონი იღბალი, რომ დღეს იღბალი მის მხარეზე უბრალოდ არ იყო.... 8 რუმი ისე არ ელოდა კარის ხმას, რომ მოულოდნელობისგან შეკრთა. კართან რომ მივიდა, ოტო უკვე იქ იდგა და აშკარა იყო მოსულის ვინაობაც კარგად იცოდა. _ სოლ შენ ხარ?_ გაეღიმა რუმს, როცა ოტო დახურულ კარს გაეგლასუნა. _ ჰოო!_ მოკლედ უპასუხა სოლმა. კარი გააღო და გვერდზე გადგა. სტუმარი სახლში შემოუშვა. კარი დახურა და სამზარეულოსკენ მიმავალ სოლს უკან გაჰყვა. საათს ახედა თერთმეტი სრულდებოდა. გაუკვირდა მისი გვიანი ვიზიტი. _ რა მოხდა, მშვიდობაა?_ ჰკითხა ინტერესით და ჩაიდანი ქურაზე დადგა. იცოდა დღე ღამის ნებისმიერ მომენტში, სოლი ჭიქა ყავისთვის მზად იყო. _ არა, უბრალოდ მარტო ყოფნა არ მინდოდა!_ უდარდელად კი უპასუხა სტუმარმა, მაგრამ რუმიმ შეამჩნია, აშკარად ვერ იყო ხასიათზე. თაროდან ორი პატარა ფინჯანი გადმოდგა და ყავა გაამზადა. სოლს გახედა. დაფიქრებული იჯდა და თითებით ოტოს ყურებს შორის ფხანდა, მაგრამ არა ჩვეულად მხიარული საუბრით, არამედ თითქოს ინსტიქტურად. _ რა ხდება სოლ?_ წინ დაუჯდა და ფინჯანი გაუჩოჩა. _ არ ვიცი რუმ! მართალა არ ვიცი. დაძინების მეშინია უკვე. _ რატომ? რას ქვია გეშინია?_ გაეღიმა რუმს. _ გახსოვს ჩემი ცადამყვანების ტყე?_ თითები მაგიდაზე ააკაკუნა სოლმა. რუმს მისი ნახატი გაახსენდა. ღამის ფონზე უზარმაზარი, ფოსფორულად მოციმციმე ცადამყვანა სოკოების გაუვალი ტევრი. ისეთი ლამაზი იყო ის ნახატი. ისეთი ფერადი. მაშინ გაიფიქრა კიდეც, რომ თავადაც სურდა ასეთი საოცარი სიზმარი. თავი გადააქნია და ფიქრებისგან გამოერკვა. _ მერე, რა შეიცვალა? _ კი ჰკითხა,მაგრამ პასუხი უკვე იცოდა. ბოლო ხანი იყო მათი ლამაზი სიზმრები კოშმარების სახეს იღებდა. თითქოს ღამე მოწამლული იყო და ადამიანებს მშვიდი, ფერადი სიზრების ნაცვლად შიშებით და ტკივილით წამლავდა. უბრალოდ ყოველდღიურობით, რუტინით, ამაოებით დაღლილი ხალხი ამას ვერ იაზრებდა. სამაგიეროდ ეს შხამი აშკარად ემჩნეოდა ხელოვნებას. რამდენი ხანი იყო, რომ ხალხი ჩიტებზე, ყვავილებზე, ცაზე, მზეზე არაფერს ყვებოდა. აკვიატებული ლექსი გაახსენდა: „ ახლა მოდაშია თურმე დეპრესია, ბოლო ტენდენციებს გახდი აყოლილი..“(მ.ჯ.) ჰაერი ჩაისუნთქა და ამოიოხრა. თავადაც რამდენ ხანს ებრძოდა საკუთარ დემონს. საბოლოოდ ვერაფრით განდევნა საკუთარი ფიქრებიდან. მან ახლა იცოდა მაინც სიმართლე, და თითქოს უკეთაც იყო, მაგრამ ყველა, ვინც არაფერი იცოდა, უბრალოდ, მარტივად და ლამის უდარდელადაც კი მიფრინავდა ხიდიდან. ყოველ დღე ვიღაც საკუთარი ნებით თმობდა იმას, რაც მათ არც კი ეკუთვნოდათ სინამდვილეში. ის მანქანა გაახსენა რამდენიმე დღის უკან მდინარიდან რომ ამოიღეს მაშვლებმა. არა მანქანაზე მეტად მანქანიდან უმწეოდ გადმოკიდული მარჯვენა. _ რა დაგესიზმრა სოლ?_ ფინჯანში დახატულ ყავის ნალექს ჩახედა. ნაცნობ სპირალს ჰგავდა ნახატი. სოლი დუმდა. მისმა დუმილმა გააოცა რუმი. _ სოლ აქ ხარ?_ გაუღიმა სუსტად. მიხვდა, ისეთ რამეს მოისმენდა, რისი მოსმენაც არ სურდა. _ არაფერი!_ მძიმე ხმა ჰქონდა სოლს. _ ისეთი არაფერი, უბრალოდ ამ ბოლო დროს დავიღალე,მეტი არაფერი. მიხვდა რუმი, სოლმა გადაწყვიტა არაფერი მოეყოლა. ნუთუ ამდენად მძიმე იყო მისი ცხადი სიზმარი? _ ახლა წავალ, ისედაც გვიანია!_ როცა კარი გააღო სოლმა და სადარბაზოში გადააბიჯა მაშინაც გაიფიქრა რუმიმ, რომ სიმართლის არ ცოდნა არაფერს შეცვლიდა. იმას, რაც უნდა მომხდარიყო თავს ვერაფრით დააღწევდა. ახლო იყო ამ ციკლის დასასრული, მხოლოდ ერთი რამ სურდა რუმს. ერთი მარტივი რამ, რომ გაეწყვიტა კავშირი წყვდიადთან, და თუნდაც ამისთვის ყველა დაეკარგა, ვინც კი უყვარდა, ოღონდაც თავად აღარ ყოფილიყო მიზეზი მათი ტკივილის. ქვედა ბაქნიდან ამოხედა სოლმა. წამით უყურა, მერე თავი გადააქნია და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. საღებავით დასვრილ ხელებს ყურადღებას არ აქცევდა სოლი. ფუნჯები გვერდით მიეყარა და ბროწეულისფერ კონსისტენციას მთელი დაჟინებით ამჩნევდა ტილოზე. ოდნავ უკან დაიხია და ნახატს ისე ახედა. ზურგით იდგა მაღალი გამხდარი სილუეტი, ცალი ხელი უკან გადახრილი რუმისთვის მოეხვია წელზე, თითქოს დაცემისგან იმაგრებდა მის უღონო სხეულს, ხოლო მეორე ხელი მის მუცელზე ედო, ოქროსფერი სინათლე იღვრებოდა რუმის სხეულიდან და უცნობი სილუეტის გრძელ თითებს ობობის ქსელივით ფარავდა. გარშემო მინდორი სავსე იყო თეთრ წინწკლებიანი ცადამყვანებით და რუმის სხეულიდან დაღვრილი სინათლე ამ ბროწეულისფერ სოკოებზე ანაბეჭდებივით რჩებოდა. სახე არ უჩანდა უცნობს, მაგრამ სოლმა კარგად იცოდა მისი ვინაობა. იცოდა, რადგან იმ სიზმარში თავადაც იყო, და სხვებიც, და ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს ის, რაც რუმის თავს ხდებოდა, მათთვის ხსნა იყო. გაორების განცდა ჰქონდა სოლს. ტკიოდა რუმის ტკივილი, თან შვებას გრძნობდა, რომ ეს მისი დასასრული არ იყო. თვალებზე ცრემლი მოადგა. მოხრილი იდაყვით მოიწმინდა სველი ლოყა და ოქროსფერი საღებავი ჯადოსნური ცრემლივით აუბრჭყვიალდა სახეზე. _ არა, ეს უბრალოდ სიზმარია! უბრალოდ კოშმარია! სიმართლე არაა!_ საკუთარი თავი დაამშვიდა სოლმა. _ ხო, ეს არ მომხდარა და არც მოხდება! _ შენთვისაც დადგება უიღბლო წამი აროოო!_ მიადევნა უმწეო ყვირილი ფორტუნამ გზადკეცილზე გაელვებულ მანქანას._ კი, შენთვისაც დადგება მასეთი წამი და დამიჯერე მეც იქ ვიქნები! მუხლებზე დამდგარი გაჭირვებით წამოდგა ფეხზე. გახეთქილი ტუჩი მოისინჯა და სახე ტკივილისგან დაემანჭა. კოჭლობით გაუყვა ქალაქისკენ მიმავალ გზას. დრო და დრო მომავალ მანქანებს ხელს უქნევდა, მაგრამ მისი საეჭვო შესახედაობის გამო არავინ უჩერებდა. დაღლილი ჩამოჯდა გზის პირზე. შორს სადღაც ქალაქის თავზე იწვა ვარსკვლავებგამქრალი ცა. მაგრამ თავად ქალაქი ციმციმებდა ჩამოვარდნილი ვარსკვლავივით. უკვირდა ტუნას, ამდენი საუკუნის მანძილზე დაუღლელი ბრძოლის მიუხედავად, რატომ ვერც ერთხელ ვერ გაიმარჯვა წყვდიადმა. სავსე იყო დედამიწა მისგან მოგვრილი დარდით, ტკივილით, უიმედობით და აპათიით. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გამარჯვებამდე ნაბიჯი რჩებოდა, ვიღაც ახერხებდა და ბურანიდან გამოყავდა ხალხი. მხოლოდ არო, რუმი, და დანარჩენები რად ღირდნენ? მოულოდნელად გაიაზრა ტუნამ, რომ სადღაც გულის სიღრმეში აღფრთოვანების მაგვარ გრძნობას განიცდიდა. ოდესღაც მასაც ხომ ჰქონდა დიადი მიზნები? ოდესღაც ისიც ხომ ოცნებობდა? მერე? სად გაქრა ის ფორტუნა? ვინ იყო ახლა? ერთი უბრალო მონა და მეტი არაფერი. რას იღებდა სამაგიეროს თავისი ბატონისგან? აი ახლაც ნაცემი, შერცხვენილი, და მარტოსული ეგდო სადღაც უკაცურ ადგილას. უცნაური დაღლა იგრძნო ტუნამ. აღარც შურისძიება სურდა, აღარც არაფერი. _ აი რა ყოფილა აპათია?_ გაეცინა საკუთარ თავზე. სიბნელიდან ორმა წყვილმა სინათლემ რომ გამოანათა, ფეხზე წამოდგა. თმა შეისწორა და სამოსი გაიბერტყა. ხელი ასწია და მოახლოებულ მანქანას დაუქნია. და როცა მანქანა გასცდა ჩვეული ზიზღი იგრძნო ადამიანების მიმართ. თუმცა რამდენიმე მეტრით გამცდარი მანქანა რომ გაჩერდა და ნელა დაიხია უკან, გაოცდა კიდეც. მგზავრის მხარეს ფანჯარა ჩამოწია მანქანის მძღოლმა და მისკენ გადმოხრილიმა ინტერესით აათვალიერა. _ რამე შეგემთხვა ძმაო?_ ჰკითხა თანაგრძნობით და მხედველობის სათვალე შეისწორა. ნელა დაიხარა ტუნა და მანქანა მოათვალიერა. ახალგაზრდა კაცს გვერდით მძინარე ცოლი ეჯდა. „საინტერესოა!“ გაიფიქრა ტუნამ და უცნაურად გაიღიმა. _ ქალაქისკენ თუ გამიყოლებთ?_ ჰკითხა, რაც შეეძლო ზრდილობიანად. _ რა თქმა უნდა, ძმაო!_ შორიდანვე იყნოსა ტუნამ მისი გულუბრყვილობა და იშვიათი ემპათია , რაც უკვე იშვიათადღა თუ იგრძნობოდა ადამიანებში. უკანა კარი გამოაღო და სწრაფად ჩაჯდა. თითქოს შეიძლებოდა მისი წაყვანა გადაეფიქრებინათ. _ რომა მეგობარო!_ ხელი გამოუწოდა მძღოლმა და გაეცნო. _ ტუნა!_ ხელი ჩამოართვა ფორტუნამ კაცს და გულში თავადაც გაეცინა საკუთარ თავზე, აროსგან შერჩეული დამცინავი მეტსახელის გამოყენების გამო. _ ჩემი ცოლი მია და ქალიშვილი ოლი!_ გააცნო ოჯახი რომამ. ახლაღა შენიშნა ტუნამ მის გვერდით საბავშვო სავარძელი და მასში მჯდარი ოქროსფერთმიანი ხუთიოდე წლის გოგონა. _ გამარჯობა ძია!_ ისე თბილად გაუღიმა გოგონამ, გული შეუკრთა ტუნას. თვალებში ჩააცქერდა დაკვირვებით და ლურჯი ირისის სიღრმეში გაელვებული ვარსკვლავი დაინახა. _ დაუჯერებელია!_ ჩაილაპარაკა წყვდიადის მსახურმა. ასეთი წმინდა სული წლები იყო აღარ ენახა. ამ ბავშვში არ იყო არცერთი ჩრდილი და მუქი. გამოწვდილ პატარა ხელს ოდნავ შეახო გაყინული თითები და გადავიწყებულმა ადამიანურმა სითბომ ყინულივით დაუსუსხა ხელი. „ინდიგო!“_ გაიფიქრა გაოგნებულმა. პირველად ხედავდა ინდიგოს პირისპირ ტუნა. ამ გოგონას აურა არ ჰგავდა არავის სხვისას. თითქოს პირდაპირ წმინდა ეთერიდან იყო ჩამოღვრილი. უყრებდა მოიისფერო ლურჯი თვალებით და თითქოს მის სულს წყვდიადს აცლიდა. მის მშობლებს გახედა ტუნამ. და ახლაღა შეამჩნია, რომ მათშიც არ იყო სიბნელე. ალბათ რა საოცრება იყო ამ ბავშვის სიახლოვე. ნეტავ როგორი იქნებოდა ცხოვრება წყვდიადის გარეშე? წარსული შეგრძნებები აღარ ახსოვდა ტუნას. ახალი კი .... არ დაიჯეროთ, რომ თუნდაც დემონებს, სიამოვნებდეთ საკუთარი არსის სიმძიმე. არავის ამ ქვეყნად არ სურს უსულოდ სიარული,მაგრამ სუსტი ნებისყოფა ვერასდროსაა მათთვის გადარჩენა. ფანჯრიდან აციმციმებულ ქალაქს უყურებდა ტუნა და იხსენებდა, როდის იგრძნო ბოლოს ნამდვილი ბედნიერება. ის, რასაც ტუნა განიცდიდა ადამიანების დამარცხებით, შესაძლოა ჰგავდა სიხარულს, მაგრამ არც ეს სიხარული ეკუთვნოდა მას. და მიხვდა ტუნა, ბედნიერი მაშინ იყო, როცა საკუთარი თავი მასვე ეკუთვნოდა და თავად იყო თავის უფალი. _ ყავა მინდა! შენ არა?_ კაფისკენ გადაუხვია რუმიმ. _ რას ერჩი ყავას? რატომ არ გიყვარს? ღიმილით გამოხედა აროს. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა მას ყავა არ უყვარდა, მაინც სულ სთავაზობდა. არა იმიტომ რომ მის გემოვნებას თუ არჩევანს პატივს არ სცემდა, უბრალოდ იმ დაკარგულ სიამოვნებაზე დარდობდა, რომელსაც არო ყავის არსმით იღებდა მისი აზრით. ყველასთვის იყიდა თითო ჭიქა ცხელ_ცხელი ყავა და სანამ ყავის პატარა კაფეს დატოვებდა, სახეზე მხიარულმა ღიმილმა გადაურბინა. იქვე მაგიდასთან ჩამოჯდა და ჩანთიდან ფერადი კალმები ამოიღო. _ რას აკეთებ?_ დაინტერესდა არო. _ იცი, ძალიან კარგ გუნებაზე მაყენებს აივანზე რომ გავდივარ, ის შენი მხიარული ჭიქა. _ მხიარული? გგონია ის მხიარული სმაილია?_ გაეცინა აროს. _ მხიარული არც შენ ხარ, მაგრამ მომწონხარ და შენს გვერდით სულ კარგი განწყობა მაქვს!_ უცნაურად ხისტი გულახდილობა სჩვეოდა რუმს. ერთი შეხედვით, შესაძლოა მისი ნათქვამი მოურიდებელი მოგჩვენებოდათ, ან გეხამუშათ კიდეც, მაგრამ თუ მის სიტყვებს სამყაროსგან აკიდებულ კლიშეებს მოაშორებდით, ხელთ წმინდა წყლის უბრალოება დაგრჩებოდათ. მაგალითად თუ რუმი ამბობდა, რომ მოსწონდით, ეს ნიშნავდა, რომ უბრალოდ მოსწონდით და მეტი არაფერი. ან თუ ის იტყოდა, რომ აუტანელი იყავით, ანუ იმ კონკრეტულ მომენტში აუტანელი იყავით,მხოლოდ არა სიცუდის გამო, მაგალითად აუტანლად მხიარული, აუტანლად ლამაზი, აუტანლად საყვარელი და ასე შემდეგ. თუმცა არო რუმის ამ ვერსიას კარგად არ იცნობდა, და ყურს სჭრიდა მისი უცნაური მეტყველება. ამიტომ ხშირად დუმდა საპასუხოდ და უბრალოდ მის გაგებას ცდილობდა. _ ნახე რანაირია?_ უთხრა რუმმა და მოხატული ჭიქა მოატრიალა. ფრთიანი სმაილი თავზე ჰალოთი აშკარად ლეა იყო. რობოტის თავი სასაცილო ოთხკუთხედი ღი ესმილით და მწვანე მავთულებით თავზე ლინი, სმაილი კატასავით ვიწრო ოქროსფერი თვალებით სოლი, აფრიალებული წითური თმით და გაბუშტული ტუჩებით ლუცია, მხოლოდ შლემი, რა თქმა უნდა, ტონიო. _ მგონი სასაცილოა!_ საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილმა დაუდევრად ჩაიყარა კალმები ჩანთაში. _ რუმ, ჩემს ჭიქას რას დაახატებდი, ჰა?_ მოულოდნელად დააინტერესა აროს. გულში რამდენიმე ვარიანტმა გაუელვა, ეშვები, ღამურა, ნიორიც კი მეტისმეტი ირონიით, მაგრამ წამით დაფიქრებულმა რუმმა პასუხი არ დაუბრუნა. _ არ მეტყვი? _ ამის გასაგებად, უბრალოდ ყავა უნდა დაგელია!_ მხრები აიჩეჩა. _ იცი არო, ყველაზე მეტ მოგონებას უბრალო ნივთები ინახავენ. _ მოგონებას? რას გულისხმობ? _ არო,მე ბევრი ვიფიქრე ამ ყველაფერზე. მარტივი მისახვედრია, გემი რომ დაძრა ადგილიდან, ფსკერზე გამობმული ღუზა უნდა ამოიღო._ აროს არა, მოხატულ ჭიქებს უყურებდა რუმი და ისე უღიმოდა, როგორც ნამდვილ ადამიანებს. მიუხვდა არო ორაზროვნად ნათქვამს. _ უაზრობას ამბობ ახლა! და ეგ მარტო შენ არ გეხება! და არც აზრი აქვს! ეგ დროებითი გადავადებაა, რამდენჯერ ნახე! იცი რას ჰგავხარ ახლა? იმ ჩიტს ღობეზე რომ იჯდა და ხელის აქნევას ელოდა!_ მუდამ გაწონასწორებულს სიბრაზე აშკარად ემჩნეოდა. არც ცდილობდა დაემალა. _ სხვას ნუ დააბრალებ გესმის? მიზეზად სხვას ნუ მოიდებ! და საკუთარი თავის სიბრალული შეწყვიტე!_ ხედავდა ატირებას წამები უკლდა, მაგრამ ახლა თუ გაჩუმდებოდა, ისე ინანებდა ამ დუმილს, როგორც ეს მუდამ ხდებოდა. რადგან ყოველთვის ცდებოდა, ტყუვდებოდა, იჯერებდა, რომ ამ ჯერად მაინც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებდა რუმი, რომ ამჯერად მაინც არ დანებდებოდა მარტივად. _ მისმინე, შენ მარტო არ ხარ! ხომ გაიგე? მათ ეს ნახატები არ სჭირდებათ, არც შენზე სევდიანი მოგონებები! შემომხედე, რომ გელაპარაკები!_ თავი ასწია რუმმა, თვალი გაუსწორა ისე, როგორც სიმართლეს უსწორებენ თვალს. _ რაღაცას უნდა დამპირდე არო! _ სთხოვა ხმაგაბზარულმა. _ ჯერ მითხარი რა გსურს, და ვნახოთ, იქნებ დაგპირდე კიდეც!_ უგემურად გუღიმა არომ. _ თუ ისე მოხდა, რომ.... _ არ მოხდება ისე! ამჯერად გამოსავალს ვიპოვნით!_ ცივად შეაწყვეტინა ლაპარაკი. ზურგი აქცია და კაფე დატოვა. _ და მაინც თუ მოხდება, არ მინდა მარტო ვიყო მაგ დროს!_ ჩუმად ჩაილაპარაკა რუმმა. ჭიქები ყუთში ჩააწყო და სწრაფი ნაბიჯით გაყვა უკან. გარეთ გასული გახევდა რუმი. ქუჩაში მზე იდგა. სწორედ რომ იდგა. ორი უგრძესი სხივი მიწამდე დაეშვა და მისკენ მოაბიჯებდა. უცნაურმა სიმშვიდემ აავსო რუმი. სიმშვიდე მის სხეულში არ დაეტია და მის სახეზე ღიმილად აისახა. პირველად მოხდა მის ცხოვრებაში, რომ მზეს პირდაპირ ქუჩაში შეხვდა.... ეს იმ წამს იმედზე მეტი იყო.... 9 იმ დილით გალერეაში მოეყარათ თავი. ამ თეთრ კედლებში თავს ყველაზე მყუდროდ გრძნობდნენ. რა თქმა უნდა, რომ მათ გალერიის გარეთ სხვა ცხოვრება ჰქონდათ. ყოველ მათგანს გააჩნდა თავისი წილი ვალდებულება, რუტინა და პასუხისმგებლობა. ჰყავდათ ოჯახი, მეგობრები, ახლობლები. ჰობის გარდა რეალურ ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი ამბებიც და როცა გალერეას ტოვებდა ყოველი მათგანი ხდებოდა სრულებით ჩვეულებრივი ადამიანი. თითქოს სახიდან ჯადოსნურ ნიღაბს იხსნიდა და ირეალური ფანტაზიიდან საკუთარ ჩვეულ, ასატან თუ აუტანელ ყოფას უბრუნდებოდა. სწორედ ამიტომ გაუცნობიერებლად იზიდავდა მათ თეთრი გალერია. დამღლელი დღის, თუ კვირის, შემდეგ ისინი აუცილებლად უბრუნდებოდნენ ერთმანეთს. მაშინაც კი, როცა წყვდიადზე არაფერი იცოდნენ, აოცებდათ ეს უცნაური კავშირი, რადგან ისინი სრულებით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან საკუთარი შეხედულებების მიხედვითაც, ხშირად კამათობდნენ კიდეც რიგ საკითხებზე, მაგრამ ვერასდროს იმეტებდნენ გალერეაში დაბადებულ მყუდრო სამყაროს სულელური შეხედულებებისთვის მსხვერპლად შესაწირად. ამბობდნენ, რომ საერთო იდეა აერთიანებდათ ხელოვნებაში, თუმცა მათ ერთმანეთთან სინამდვილეში იმ გამოგონილი სამყაროს მიმღებლობა აერთიანებდათ, რასთანაც საკუთარ თავებს აიდენტიფიცირებდნენ. აქ არავინ გაიცინებდა, მაგალითად, თუ ლუცია ერთ დღეს გადაწყვიტავდა, რომ ელფი იყო. ანდა თუ ლეა იტყოდა, რომ ხანდახან ფრთებს შლიდა და ფრენა შეეძლო. ამ პატარა, მათ მიერ შექმნილ, თავშესაფარში ისინი საკუთარ თავებს წარმოადგენდნენ, მაგრამ არა იმას კლიშეებს, რასაც საზოგადოება ახვევდათ თავს, არამედ იმას, რაც მათ თავიანთ თავისუფალ ოცნებებში წარმოედგინათ. _ უცნაური ამბავი მოვისმინე დღეს._ წამოიწყო ლეამ._ ჩემი მეზობელი მანანა ხომ იცით? ხოდა, ის მოვიდა გადარეული. რაღაც უნდა მოგიყვეო, მითხრა. მაგრად გამიკვირდა, ხომ გითხარით, რომ ვერ მიტანს ეგ ქალი. _ ხოო, მაგისი არ იყო ის კურდღლები, რომ მოიპარე და ტყეში რომ გაუშვი?_ გაეცინა ტონიოს._ რა გიკვირს,რომ არ უყვარხარ? _მაგის გამო ძლივს გადავურჩი დედაჩემს!_ გაეღიმა ლეას ბავშვობის ოინების გახსნებაზე._ხოდა, პოლმოვიდა და მომიყვა, რომ საღამოობით უცნაურ მოვლენებს ხედავს, მაგალითად როგორ დახტიან მისი სახლის მოპირდაპირედ მიტოვებული შენობის სახურავზე რაღაც უცნაური არსებები. ვიფიქრე, კატებს ხედავდა, ასეც ვუთხარი, მაგრამ ისე შეიცხადა, რომ... არა სხვას რომ ეთქვა კიდე ჯანდაბას, მაგრამ მანანა? მაგი ისეთი სკეპტიკოსი ქალია. მხრები აიჩეჩა ლეამ. რომ არა ბოლო დროინდელი მოვლენები, თავადაც არ დაიჯერებდა, მაგრამ ახლა, სულაც აღარ ეჩვენებოდა ეს ამბავი ასე დაუჯერებლად. _ ვერ გადაიღო მერე ვიდეო?_ირონიულად იკითხა ტონიომ._ ამ საუკუნეში მარტო სიტყვის ამარად მეც კი აღარ დამეჯერება სიმართლე. _ მანანას გადაეღო?_ გაეცინა ლილას._ რა იცის მაგან მასეთები? ერთი დანჯღრეული ტელეფონი აქვს, შვილიშვილმა აჩუქა სამადლოდ, თავად რომ მოიბეზრა. _ სულაც არ ჰგავს ეგ ამბავი ტყუილს!_ ჩაილაპარაკა სოლმა._ არ გახსოვთ რა თქვა რუმიმ ? პორტალიდან მუქები და ბნელები გადმოდიანო? თავი ანტონიოს ნახატისკენ გაიქნია. _ თუ არ გჯერა ამ ყველაფრის, ასე გამწარებული რატომ ხატავ მაგ სურათს?_ მიუბრუნდა ირონიულად თვალმოჭუტულ ტონიოს. _ იმ სიზმრის გამო!_ სახე დაუსერიოზულდა ბიჭს_ რომ იცოდე, რამდენად რეალურია ჩემი სიზმარი, მაგას არ მკითხავდი. სოლს არაფერი უთქვამს. ამოიოხრა და საკუთარ სიზმარზე დაფიქრდა. ისევ ვერაფრით გადაეწყვიტა, მოეყოლა თუ არა მათთვის ყველაფერი. _ რაღაც მინდა გკითხოთ._ თქვა ბოლოს დაფიქრებულმა. ყველამ ინტერესით შეხედა. ზოგადად სოლს ყველაზე ნაკლებად სჩვეოდა საკუთარ თავზე საუბარი და აზრების გაზიარება. თითქოს არ ემჩნეოდა, მაგრამ ყველაზე ჩუმი და უთქმელი ის იყო. ერთი შეხედვით იფიქრებდით, დიდად არ ანაღვლებდა მიმდინარე მოვლენები. უმეტესად ხუმრობით იფარგლებოდა, და მისი ემოციები არასდროს სცდებოდნენ ზღვარს, იმასაც კი რთულად შეატყობდით, როგორ განწყობას დაატარებდა, თუმცა რეალურად, იმაზე მეტს ფიქრობდა, ვიდრე ამის შემჩნევა შეიძლებოდა. _ მითხარით, რას ფიქრობთ აროზე? ვინ არის, რა „ადამიანია“?_ ადამიანზე ხმადაბლა ჩაეცინა. აროსაც ობიექტურად აფასებდა სოლი. მისი დამოკიდებულებებისგან სრულებით თავისუფალი, ანალიტიკური გონება აროს ნაკლს თუ ღირსებას ემოციურობისგან სრულებით დაცლილი აკვირდებოდა, ხმამაღლა არაფერს ამბობდა, და საკუთარ დასკვნებს თავისთვის ინახავდა. ახლა კი სურდა სხვების აზრიც მოესმინა და გადაწყვეტილება მერე მიეღო. _ არო კარგი ვინმეა!_ ლინს სოლისგან განსხვავებით საკუთარი აზრის გამოხატვა სრულებით არ აბრკოლებდა. მის მიმართ ინტერესსაც საკმაოდ თამამად გამოხატავდა. _ რის საფუძველზე ამბობ მაგას?_ საუბარში ჩაერია ლუცია. ოო, ლუცია უცნაური ვინმე იყო, როცა საქმე უცნობებს ეხებოდა. ვერაფერი აიძულებდა უცნობთან ღია კონტქატს. შორიდან ისე ჩანდა თითქოს ცხვირასაც იბზუებდა. ცალკეული რამდენიმე სიტყვიანი ფრაზების გარდა, ვერაფერს იმეტებდა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, უცნობზე აზრის შესაქმნელად მის ნაცვლად საკუთარ მეგობრებს აკვირდებოდა. სწორედ მათი ემოციების და დამოკიდებულებების მიხედვით აგებდა გონებაში უცნობის ხატს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარი აზრი არ გააჩნდა, სწორედ პირიქით. მაგალითად შეეძლო დაენახა ის მცირედი გადამეტებაც კი, რასაც რომელიმე მათგანი, მაგალითად აროს მიმართ განიცდიდა. ლუცია მათ შორის ყველაზე სუბიექტური ვინმე იყო. კავშირებს არა საჭიროების, არამედ კომფორტის მიხედვით ამყარებდა. თითქოს ის კი არ იყო მთავარი, რას წარმოადგენდა სამიზნე პიროვნება, როგორი ადამიანი იყო, როგორ ხედავდა მას საზოგადოება, არამედ ის იყო უპირატესი თავად მას როგორ მოერგებოდა, რამდენად კომფორტულ სივრცეს შეუქმნიდა და მისგან წინასწარ დაწესებულ საზღვრებს და მოლოდინებს რამდენად აუწყობდა მხარს. სწორედ ამიტომ, მაინცდამაინც არ ცდილობდა, ახალი ნაცნობის მიმართ წინასწარი დასკვნების გაკეთებას. _ ადამიანი მოვიდა და ასეთი რამ გვიამბო, არადა შეეძლო გზა გაეგრძელებინა! ეს არ კმარა? დავიჯერო ვერ ხედავ ამას? _ სერიოზულად ჰკითხა ლინმა. _ მე მისი ფარული ინტერესი უფრო დამაინტერესებდა შენ ადგილას!_ მხრები აიჩეჩა ლუციამ. _ რა ფარული ინტერესი?_ გამოხედა სოლმა. ისედაც ეჭვებში ჩავარდნილმა ლუციას ხმაში გაჟღერებული ირონია მაშინვე დაიჭირა. _ აჰა, შეხედეთ!_ თავი კარისკენ გაიქნია ლუციამ_ ამას ვგულისხმობ. ყველამ მის მზერას გააყოლა თვალი და დაინახეს, როგორ შემოაბიჯეს ოთახში რუმიმ და არომ._ ვერ ვიგებ, რატომ ენდობა ასე თვალდახუჭული! სულ ოდნავ გაიჟღერა მის ხმაში უკმაყოფილებამ. მაგრამ ეს სრულებით საკმარისი იყო სოლისთვის. მან გადაწყვეტილება მიიღო. და დამშვიდდა. ახლა აღარ აინტერესებდა ამ გადაწყვეტილების სისწორე. ალბათ ასე იყო საჭირო, მხოლოდ ამას ჰქონდა აზრი. იცოდა სოლმა, რომ ყოველ ქმედებას უკან საპასუხო ქმედება მოჰყვებოდა, და რაც არ უნდა გადაეწყვიტა მას, უმოქმედობას მაინც აჯობებდა. _დილა მშვიდობისაა ხალხოო!_რუმის კარგი განწყობა იმდენად თვალში საცემი იყო, რომ სოლმა ინსტიქტურად ყურადღება აროდან მასზე გადაიტანა. _ყავა ვის უნდა?_ იკითხა, მაგრამ პასუხის მიღებამდე ჩამოარიგა ქაღალდის ჭიქები. _ ეს რაღაა?_ პირველმა ლეამ შეამჩნია პატარა სახასიათო ნახატები. _ ეს თქვენ ხართ._ თვალმოჭუტული ღიმილით აკვირდებოდა რუმი მეგობრებს. მაგრამ სოლი მის მზერაში რაღაც სხვა რამეს კითხულობდა. და მოულოდნელად თითქოს კადრი გაიცრიცა, ფერები აიმღვრა და სულ სხვა რუმი დაინახა სოლმა. იცოდა ის იყო, გრძნობდა მის ენერგიას, მაგრამ მაინც ის სულ არ ჰგავდა ახლანდელ რუმს. ღია ცისფერი კაბა ეცვა, უცნაური ჰაეროვანი და ფრიალა, ვიღაც ზღაპრისეულ პრინცესას ჰგავდა, გრძელი მზისფერი თმა წელამდე სწვდებოდა. ქარაფის პირას იდგა და იღიმოდა. ზუსტად ისე როგორც ახლა, მოჭუტული თვალებით უყურებდა მათ. იღიმოდა და თან ტიროდა, ამიტომ თვალისფერს ვერ ხედავდა სოლი, მაგრამ იცოდა, რომ უღრუბლო ცისფერი თვალები ჰქონდა რუმს. მზიანი დღე იდგა, სინათლით სავსე, მაგრამ იმედის ნაცვლად მწუხარებას გრძნობდა სოლი. მწუხარებას და უმწეობას. ნელა გაშალა ხელები რუმიმ. დაიძაბა სოლი, უნდოდა მისკენ გაქცეულიყო, მაგრამ თითქოს კოშმარი იყო, ვერაფრით გაინძრა. ხმასაც ვერ იღებდა. შორიდან მოესმა ვიღაცის შიშისგან დაზაფრული ღრიალი. _ რუუუმ!_ მაგრამ გვიანი იყო. რუმი ქარაფის სიღრმეში წყვდიადისკენ მიფრინავდა ხელებგაშლილი. აფრასავით ფრიალებდა ცისფერი კაბა... საკუთარმა კივილმა მოიყვანა გონს სოლი. ხელიდან გავარდნილი ყავის ჭიქა იატაკზე ეგდო. დანარჩენები შიშისგან თვალებგაფართოებულები უყურებდნენ. მხოლოდ რუმი იდგა მშვიდად და უცნაური სევდიანი ღიმილით უყურებდა. _ რა მოხდა სოლ?_ მისკენ დაიხარა ლეა. და როცა სოლმა სიმართლის სათქმელად გააღო პირი. არომ დაინახა როგორ მიიდო თითი ტუჩებზე რუმმა და მეგობარი გააჩუმა. მაშინ მიხვდა არო, რომ მან ყველაფერი გაიხსენა. გაიხსენა საკუთარი თავის პირველი დასასრული, იმ სიცოცხლის, როცა ის პირველად იყო რუმი, ხოლო თავად პირველად_დაიბადა აროდ. იმ დღეს ის უცნაური ამბავი მხოლოდ მათ არ გახსენებიათ. სარკის წინ მდგარი ფორტუნაც საკუთარ თვალებში ჩაძირული სწორედ იმ მზიან დილას იხსენებდა, როცა რუმიმ პირველად მიიღო ის საშინელი გადაწყვეტილება. ყურებში ცხადად ჩაესმოდა ტუნას საკუთარი ღრიალი. ისევ ცხადად გრძნობდა ტკივილს მკერდის არეში და ისევ სურდა საკუთარი ხელით ამოეგლიჯა გული, მაგრამ სწორედ ისე, როგორც მაშინ უძლური იყო. კარგად ახსოვდა აროს კმაყოფილი ღიმილიც. სიკეთის სახელით მებრძოლი რაინდის ყველაზე ბნელი გადაწყვეტილება რუმის სიკვდილი იყო, მაგრამ არო ამას ვერ ხვდებოდა მაშინ. წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რომ დასასრული ნამდვილი ამბის მხოლოდ დასაწყისი გახდებოდა. საკუთარ წყვდიადისფერ თვალებს უყურებდა ტუნა და ცდილობდა გახსენებას, როდის შეეცვალა თვალისფერი. იქნებ მაშინ როცა რუმი პირველად გაფრინდა? ან მაშინ როცა თავად არო შეიძულა? თუ მაშინ, როცა წყვდიადთან შურის საძიებლად გარიგება დადო? ან მაშინ, როცა რუმის განახლების შესახებ გაიგო, გახარებული გაიქცა, მასთან მაგრამ მიხვდა, რომ არომ ისევ დაასწრო.... მაინც როდის დაკარგა მან საკუთარი თავი და ტუნად როდის გადაიქცა? ყველაზე მეტად საკუთარი თავი სძულდა ტუნას, შემდეგ კი არო. იმ ყველაფერს, რაც თავად სჭირდა საუკუნეების მანძილზე მას აბრალებდა და სულ ბოლოს ტკივილამდე სძულდა რუმი, ქალი, რომელიც ოდესღაც სწორედ ტკივილამდე უყვარდა ფორტუნას. წამით გაიფიქრა, იქნებ დრო იყო ამ სიძულვილის გარეშე ესწავლა სიცოცხლე, ამ ფიქრმა ინდიგო ბავშვის თვალები გაახსენა ტუნას. თავადაც მოუნდა სიმშვიდე,მაგრამ როცა მოგონებებში ისევ აფრიალდა ქარაფის კიდეზე მდგარი ქალის ცისფერი კაბა, კვლავ სიძულვილმა აავსო ტუნას ნაგულარი ადგილი. ნელა მიბრუნდა უკან და ჩრდილებით სავსე ოთახს გადახედა უცნაურად დაქანცულმა. დაღლილი ხმით ჩაიჩურჩულა რამდენიმე წინადადება და თვალები დახუჭა, რათა არ დაენახა, როგორ დაიცალა ჩრდილებისგან მისი ოთახი. ............. ნელა მიუყვებოდა მანქანა დაკლაკნილ აღმართს. ფანჯრიდან უყურებდა ცვალებად კადრებს რუმი და ცდილობდა არაფერზე ეფიქრა. უცნაური გასააზრებელი იყო ყველა ის მოგონება, რომლებიც თავგზას ურევდნენ. იაზრებდა რუმი, რომ ის ამბები მას აღარ ეხებოდნენ. რადგან ყველა ის მოგონება ერთდროულად მისიც იყო და იმ ადამიანებისაც, რომლებიც მის სულს ყოველი ახალი რეინკარნაციის დროს სხეულს უთმობდნენ. კიდევ რაღაც უცნაურს იაზრებდა რუმი, გაელვებული აზრი რთული დასაჭერი იყო ხოლმე, მაგრამ ფაზლებად დაშლილ სურათს სწორედ ის ნაწილი აკლდა, რასაც ახლა რუმის გონება გამეტებით დაეძებდა. თითქმის აღარ ეძინა რუმს. თითქმის აღარ ჭამდა. თითქმის აღარ საუბრობდა. ბოლო თვის მანძილზე აღარც ხატავდა, სიზმრებს ვეღარ ხედავდა და რას დახატავდა? რეალობა ხომ ისედაც იცოდა. დაფიქრებით გამოხედა არომ საკუთარ ფიქრებში ჩაძირულს და მის მშვიდ სუნთქვაზე გაიფიქრა, რომ ეძინა. მობილურის ვიბრაცია იგრძნო. მანქანა გააჩერა და გადავიდა. _ გისმენ სოლ!_ უპასუხა ზარს ხმადაბლა. _ სად ხართ, ჩახვედით? როგორ არის?_ გაისმა მისი აღელვებული ხმა. _ ჯერ არა, მალე მივალთ. მშვიდად, ჩვეულად! _ უპასუხა არომ და მანქანას გახედა. _ ისევ არაფერს ამბობს? _ არა, ჯიუტად დუმს! _იცოდე, ისევ ეცდება. _ ვიცი, მაგრამ ფხიზლად ვიქნები, ნუ გეშინია! ტუნა ხომ არ გამოჩენილა?_ ინტერესი გაისმა მის ხმაში. _ არა, მისგან არაფერი ისმის. მაგრამ ყველაფერი უფრო გართულდა. უკვე დღის შუქსაც არ ერიდებიან. სასწრაფოდ უნდა მოიფიქრო, როგორ გაწყვიტავ მათ კავშირს. დრო აღარ არის მოცდის გესმის? არომ მობილური გათიშა, ძირს დააგდო და ფეხი დააბიჯა. იქ სადაც ისინი მიდიოდნენ, დანარჩენ სამყაროსთან კავშირი აღარ დასჭირდებოდათ და არც ზედმეტი მდევარი იყო საჭირო. მანქანაში დაბრუნდა და რუმს გახედა. ისევ ხეობის თავზე გაწოლილ ნისლებს უყურებდა ცარიელი თვალებით. სრული უიმედობა იკითხებოდა მის მზერაში. _ სოლმა მოგიკითხა!_ მისი ყურადღების მიქცევა სცადა არომ. წამით გაუსწორა მზერა რუმმა. მაგრამ ესეც ეყო რომ მიმხვდარიყო რა აინტერესებდა მას. _ არა ის შენი ტუნიკო არ გამოჩენილა! მაგრამ შენ არ იდარდო, მაგას კატასავით ცხრა სიცოცხლე აქვს!_ უკმაყოფილოდ, მაგრამ მაინც უპასუხა მის არდასმულ კითხვას არომ და მანქანა დაქოქა........ დიდი ხნის წინ, სულ პირველად არომ რუმი მისსავე ნიშნობაზე ნახა. დიდხნიანი ძებნის შემდეგ როგორც იქნა მიაგნო,მაგრამ ყველაფერი ისე არ აღმოჩნდა, როგორც მას წარმოედგინა. მისი დავალება იყო, ეპოვნა წყვდიადის შვილი და მოეკლა. მაგრამ რუმი სულ არ ჰგავდა წყვდიადს. უფრო მზეს ჰგავდა, სინათლეს, სიცოცხლეს. რაც უფრო მეტად აკვირდებოდა არო მას, მით უფრო მეტად იჯერებდა, რომ რაღაც შეეშალა. საკუთარ თავს აჯერებდა, რომ აუცილებლად მის ახლოს უნდა ყოფილიყო, რათა დარწმუნებულიყო საკუთარ სიმართლეში. რომ შეცდომა არ დაეშვა. და ბოლოს ისე გაეხვა საკუთარი საიდუმლოს ბადეში, რომ როცა სიმართლე გაიაზრა, აღმოაჩინა, ამ ბადისგან თავის დახსნა სრულებით აღარ სურდა. მაშინაც, როგორც ახლა, მარტოსულს და საიდუმლოთი გულდამძიმებულს სიამოვნებდა სასიამოვნო, მხიარული საზოგადოების სიახლოვე და მით უფრო სიამოვნებდა ის წამი, როცა მზისფერი თმების ბრჭყვიალს ხედავდა. თანდათან გადაავიწყდა აროს თუ ვინ იყო და რას აკეთებდა იქ. თითქოს თავადაც დაიჯერა, რომ ჩვეულებრივი ადამიანი იყო. რომ მასაც ჰქონდა თავისუფალი არჩევანი. სანამ ერთ დღეს ფაქტის წინ არ დადგა. ქვის კიბეები ჩამოიარა რუმმა და სასახლის ძირში გადაშლილ ტბასთან ბოლო საფეხურზე ჩამოჯდა. ფეხზე გაიხადა და შიშველი ფეხები ცივ წყალში ჩაყო. თვალდახუჭულს სახე მზისკენ ჰქონდა მიბრუნებული და სიჩუმით და სიმყუდროვით ტკბებოდა. როცა სახეზე ჩრდილი მიადგა მაშინვე მიხვდა, რომ მარტო აღარ იყო. თვალები გაახილა და მოსულს ახედა შემკრთალმა. _ გამარჯობა!_ უხერხულად მიესალმა არო მისი დანახვით უკმაყოფილო ქალს. არ ესიამოვნა ეს ემოცია. მაგრამ მაინც გაუღიმა. _ აქ რას აკეთებ?_ ცივად ჰკითხა რუმიმ. _ იმას რასაც შენ,_ უთხრა და მის თვალებში ინტერესი რომ დაინახა, უფრო თამამად დაამატა. _ სიმყუდროვეს ვეძებ. _ გასაგებია!_ ჩაილაპარაკა რუმიმ. წამოდგა და გახდილი ფეხსაცმელი ხელში აიღო._ მაშინ მე წავალ. მარტოს დაგტოვებ, სიმყუდროვეში! დაამატა ირონიანარევი ხმით. იგრძნო არომ, რომ რუმი ყველაფერს ხვდებოდა. გაიფიქრა, რომ დასაკარგი უკვე არაფერი ჰქონდა. _რუმ! რაღაც უნდა გითხრა!_ ისევ დაინახა მისი უცნაური ინტერესი. და წამით ეს ინტერესი სურვილში აერია. მიუახლოვდა და ხელზე ხელი მოკიდა. უკან დაიწია რუმიმ, სველ კიბეზე ფეხი დაუცდა და რომ არა არო, ტბაში ჩავარდებოდა. წამით გაოცდა მხოლოდ, და მაშინვე სცადა მისი მოშორება. აროს მოეჩვენა, რომ ზიზღმა აუვსო თვალები. ტკივილმა და ბრაზმა და ეჭვმა გული დაუსერა. გაუაზრებლად მისკენ დაიხარა, უცებ მის ყელზე დაკიდული მთვარის კრისტალი რუმს შეეხო სახეზე. სრულებით მოულოდნელი გარდასახვა მოჰყვა ამ წამიერ შეხებას. დაინახა, როგორ აევსო თვალები წყვდიადით რუმს. გაოგნებულმა ხელი გაუშვა და მის ფეხებთან ჩაიკეცა რუმი. იდგა არო და გაოგნებული დაჰყურებდა მკვდარივით გაფითრებულს. ვერაფრით ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა წყვდიადი ასე შენიღბულიყო სინათლით. საკუთარ თავს ებრძოდა. თითქოს ახლა თავად იყო ორად გაყოფილი. მის ერთ ნახევარს სურვილი კლავდა წაეყვანა და სადმე გადაემალა რუმი, რადგან ადრე თუ გვიან ის თუ არა ვინმე სხვა მისი საძმოდან მოაკითხავდა მას. ხოლო მეორე ნახევარს იმის გაკეთება ეწადა, რაც მისი მოწოდება იყო. რისთვისაც წლები ემზადებოდა. ნელა წაიღო ხელი ქამარზე დაკიდული ვერცხლის პატარა ხანჯლისკენ. მის გვერდით ჩაიჩოქა და ხელი მოხვია. ხანჯლის წვერი გულთან გაუპირისპირა. რამდენჯერმე სცადა საკუთარი თავის იძულება. რა უნდოდა, მხოლოდ ერთი დაკვრა და სამყაროს გაათავისუფლებდა წყვდიადისგან. წამით აღტაცება იგრძნო. სწორედ ის შეასრულებდა იმას, რაც მისმა წინაპრებმა ვერ შეძლეს. ჰაერი ჩაისუნთქა და ხანჯალი მოუღერა. თვალები გაახილა რუმიმ შეხედა და სუსტად გაუღიმა. _ არო._ ჩაილაპარაკა მისი სახელი. ისე დაუშვა ხანჯალი არომ, რომ ვერც კი გაიაზრა. ყვირილმა გამოაფხიზლა. წამოდგა და თან აიყოლა რუმი. კიბეებზე სირბილით მორბოდა რუმის საქმრო, უკან დაცვა მოსდევდა. _ რა უქენი!_ უყვირა გაცოფებულმა მემკვიდრემ აროს. ხელიდან ააცალა საცოლე და მისი დაჭერის ბრძანება გასცა. მიხვდა არო, არც მისთვის წარმოადგენდა საიდუმლოს მისი გრძნობა. ალბათ ზურგს უკან დასცინოდა კიდეც უბრალო მოკვდავს ქვეყნის პირველი ადამიანი. ანდა სულაც მიზეზს ელოდა ალბათ საამისოდ მისი ბრწყინვალება ავად ჩაეცინა აროს. და გული ისე უნებურად გაუღო წყვდიადს, რომ ამაზე თავად წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. რადგან ასე იყო, ყველა ნახავდა, თუ რა შეეძლო მას. ასე ხდება ცხოვრებაში, ზოგჯერ ადამიანს ყველაზე წრფელი და უანგარო გრძნობა აბოროტებს. რადგან რატომღაც სიძულვილამდე ნაბიჯის ნახევარიც კი არ არის და ზღვარი სინათლესა და სიბნელეს შორის იმდენად უჩინარია, რომ ყოველი ჩვენგანი შეუმჩნევლად დღეში რამდენჯერმე ვარღვევთ ამ უჩინარ ბარიერს. მანქანას მართავდა არო და იმ დღეს იხსენებდა, როცა რუმი ქარაფიდან გაფრინდა. მაშინ ეგონა აროს, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო. უფრო მეტიც იმ წამს სჯეროდა, რომ გაიმარჯვა. მხოლოდ მანამდე ფიქრობდა ასე, სანამ ქარაფის ფსკერიდან რუმის სხეული არ ამოიტანეს. ტუნას ბრძანებით დილეგიდან სპეციალურად ამოყვანილი არო თვალს ვერ აშორებდა დასახიჩრებულ სხეულს. ეს რუმი არ იყო. არ შეიძლებოდა ეს რუმი ყოფილიყო. ეს რუმი ვერ იქნებოდა. და როცა ნიავმა მისი მზისფერი თმა ისე ააფრიალა, თითქოს არაფერი მომხდარიყო. მიხვდა არო, რომ იმ სამყაროში სადაც რუმი აღარ იყო მისთვის სულ ერთი გამხდარიყო სინათლეც და სიბნელეც, სიკეთეც და ბოროტებაც. და სწორედ იმ დღეს შეიძულა არომ საკუთარი თავი.... 10 ლამის დაუძლეველი აპათია დაუფლებოდა რუმს. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაახსენდა, ისეთი გრძნობა ჰქონდა, რომ ისევ საკუთარ წარსულში დაბრუნდა. მისი გონების რაციონალური ნაწილი იაზრებდა, რომ თავსგადამხდარი ამბავი უკვე წარსულს ეკუთვნოდა და ახლანდელ რუმთან კავშირი არ ჰქონდა. არაფერი აკავშირებდა ასევე არც იმ ძველ ტუნასთან, ოდესღაც რომ თურმე ძალიან უყვარდა და არც აროსთან, რომელმაც სწორედ მაშინ გაუშვა ხელი, როცა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. მხოლოდ მეგობრები ჰყავდა ისევ იგივე, მუდამ და შეუცვლელად და კიდევ წყვდიადი, მისი მუდმივი წყევლა. აროს შეხედა ჩუმად, სცადა გაეხსენებინა ის მიზეზი, თუ რატომ აირჩია მაშინ ის და არა ტუნა. სცადა გაეხსენებინა, რატომ ენდობოდა ასე ძალიან და რატომ დაუჯერა მის ტყუილს, მაგრამ წარსულის გრძნობებიც მოგონებებივით უცხო გამხდარიყო რუმისთვის. _ რატომ მიშლი ხელს არო?_ ჰკითხა მოულოდნელად. თავი არ მოუტრიალებია აროს, არც გზისთვის მოუცილებია თვალი. პასუხი არ გასცა, კვლავ ჩვეულად დუმდა. _ სინდისის ქენჯნას გრძნობ წარსულის გამო, არა?_ გაეღიმა რუმის სევდიანად._ არაა საჭირო, ჩვენ ყველამ საკმარისად ბევრი გავიღეთ ძველი ცოდვებისთვის! ყველა საკმარისად დავიტანჯეთ არო. და ვერცერთმა ჩვენგანმა სიმშვიდე ვერ იპოვნა! ეს უნდა დასრულდეს ბოლოს და ბოლოს. ყველაფერი ჩემით დაიწყო და ჩემით დასრულდება. თუ დახმარება არ გინდა, უბრალოდ მარტო დამტოვე. თავი უკმაყოფილოდ გააქნია. არ სიამოვნებდა რუმისგან ამის მოსმენა. ფანჯრიდან შემოსული ნიავი ხასიათივით ჯიუტ თმას უჩეჩავდა აროს. მინაზე ასხლეტილი სხივები ოქროსფერ პრიზმებად ეშლებოდა თვალებში. საერთოდ არაფერი შეცვლილიყო მასში, ისევ ისეთი ჯადოსნური იყო, სწორედ ისეთი, როგორიც მას ახსოვდა. ერთდროულად სახიფათო, განსხვავებული და საინტერესო. ან იქნებ სწორედ იმიტომ იწვევდა ინტერესს, რომ სხვას არ ჰგავდა? ვერაფრით გაიხსენა რუმიმ, როდის შეამჩნია არო პირველად. ინტერესით აკვირდებოდა მის მკვეთრ პროფილს. აშკარად რაღაც სასიამოვნოზე ფიქრობდა იმ წამს არო. მარჯვენა ლოყა ოდნავ ეჩუტებოდა ღიმილისგან. ხასიათი გამოუკეთა მისმა ყურებამ. პირველი მოგონება, რაც მასზე ჰქონდა, სწორედ მისი უცნაური ღიმილი იყო. ახსოვდა, როგორ შეაკრთო მაშინ ამ ირონიულმა , იდუმალმა ჩაღიმებამ. _ შენ არ შეცვლილხარ არო! მხოლოდ შენ რატომ დარჩი შეუცვლელი? _ შეამჩნია რუმიმ, რომ აროს მისი დასმული კითხვა არ მოეწონა. _ დამუნჯდი? რატომ არ მპასუხობ? მისი სიჩუმით გაბრაზებულმა მზერა მოარიდა და უცებ საკუთარ ანარეკლს მოკრა თვალი სარკეში. სარკე ხელით გაასწორა. ახლოს მიწია და ყურადღებით ჩაიხედა. აი თავად საერთოდ არ ჰგავდა იმ პირველ რუმს. უწინდელი ცასავით კრიალა თვალები ახლა მუქი ჭაობისფერი გახდომოდა. კონტრასტმა გაახალისა _ ჰოო, ციდან ჭაობებამდე! ვერაფერს იტყვი!_ ირონიულად გაუღიმა საკუთარმა ანარეკლმა სარკიდან. არომ თითები საჭეზე აათამაშა. _რა აუტანელი ხასიათი გაგიხდა იცი? რატომ ართულებ ასე? ჭაობის ნაცვლად ტყეები წარმოიდგინე! დაბურული შრიალა ტყეები!_ ხუმრობდა და მის გამხიარულებას ცდილობდა, თუ ყურადღების გადატანას? ეჭვით გახედა რუმიმ. ჩვეულად გაუღიმა არომ და უცებ მიხვდა რუმი, სწორედ ამ ღიმილის გამო აირჩია კაცი, რომელმაც მაშინ ქარაფის კიდემდე მიიყვანა, ახლა კი არაფრით უშვებდა ხელს, რათა სწორედ იმავე ქარაფიდან კიდევ მეათასედ არ გაფრენილიყო. და მაინც, მიუხედავად აროს არსებობისა, რუმს ახლა სულ სხვა სიცოცხლე ჰქონდა. განვლილი წარსული მას არავისთან ავალდებულებდა. თუმცა მისი მეორე, მგრძნობიარე ნახევარი ძველ მოგონებებს ისე რეალურად განიცდიდა და ისე აცოცხლებდა წარსულს, რომ რუმი საკუთარ გრძნობებში, რეალობასა და ირეალობას შორის იკარგებოდა. ღალატის, დანაშაულის და უსუსურობის განცდა ყელზე ისევ მარუხივით უჭერდა. რომ არა ის, ეს ყველაფერი არ მოხდებოდა. ტუნა გაახსენდა. მისმა გახსენებამ და იმისმა გააზრებამ, რომ ოდესღაც ის დემონი შეიძლებოდა ყვარებოდა, სულიერი წონასწორობა დაუკარგა. ვერ ხვდებოდა რუმი, რანაირად მოხდა, რომ ის სულგრძელი და საოცარი ადამიანი, მისი წარსულიდან, ახლა წყვდიადს ემსახურებოდა, რომ ოდესღაც მისი საყვარელი კაცი, სულ რამდენიმე ხნის უკან მზად იყო მისთვის საკუთარი ხელით წაერთმია სიცოცხლე. ნუთუ ასე სძულდა? ნუთუ სიძულვილმა ამდენი ხნის მანძილზე არ გაუარა? რა იცოდა რუმიმ, რომ სწორედ სიძულვილი კვებავდა წლების მანძილზე ტუნას. და ტუნას გარდა არსებობდა აროც, ახლაც აბნევდა მისი სიახლოვე. ეს უფრო ართულებდა რუმის მენტალურ მდგომარეობას. ერთის მხრივ ვინ იყო თავად? ქალი, რომელიც არა ერთ სიცოცხლეში შეხვდა საკუთარ ადამიანს, ყოველი შეხვედრის შემდეგ შეიყვარა ის, მაგრამ ვერასდროს შეინარჩუნა საკუთარი ბედნიერება. როგორი სუსტი ადამიანი იყო რუმი? და ყოველთვის, როცა ვეღარ უმკლავდებოდა მის გარშემო არეულ ცხოვრებას, იმის ნაცვლად, რომ ჰაერი ჩაესუნთქა, ძალა მოეკრიბა და ყველაფერი ახლიდან დაეწყო, ის ლაჩარივით გაქცევას ირჩევდა. სულ პირველად ტუნა მიატოვა, რადგან ვერ გაუძლო იმ პასუხისმგებლობას, რასაც როგორც მომავალ დედოფალს აკისრებდა საკუთარი სტატუსი. და რა გააკეთა? ჯერ იმედი მისცა, ბედნიერებას შეაჩვია, შემდეგ კი უგულოდ აქცია ზურგი. საკუთარ ოცნებას დაუფიქრებლად გაჰყვა, მაგრამ მწარედ შეცდა. კარგად ახსოვდა რუმს ის უკანასკნელი დღე. ახსოვდა აროს სიტყვებიც, რომ როგორც წყვდიადის შვილი, ის არ იყო ბედნიერებისთვის დაბადებული, რომ მიწაზე არსებული ყველა ომი, ტკივილი, დარდი, სევდა და უიმედობა, სწორედ მისი სიცოცხლის საპირწონედ იდო სასწორზე. მაშინ მიხვდა რუმი, თუ რას გრძნობდა ტუნა. მაშინ გაუგო გემო მის ტკივილს, სახელად ღალატს. ჯერ აროზე გაბრაზდა, შემდეგ საკუთარ თავზე. შემდეგ კი უბრალოდ დანებდა და დაიჯერა მისი სიტყვები. თუმცა ახლა რომ იაზრებდა, წყვდიადის გამო კი არა იმ ტკივილის გამო გაიქცა, რისი განცდაც არ სურდა, როცა არო თავად შეეცდებოდა ამის გაკეთებას. ისე გამოდიოდა, რომ ტკივილის უფრო ეშინოდა რუმს, ვიდრე სიკვდილის. და ვერ ხვდებოდა, რომ სანამ გტკივა ცოცხალი ხარ. ასე მათ ემართებათ, ვისაც ჰგონია, რომ მეტად დასაკარგი არაფერი აქვთ. ზღაპარივით მოუყვა მაშინ მეგობრებს საკუთარ ამბავს. და სანამ ისინი მის გადაწყვეტილებას მიხვდებოდნენ, სანამ ტუნას გაფრთხილებას მოასწრებდნენ, სანამ მის შეჩერებას შეძლებდნენ, აროს გაყვა იმ საბედისწერო ქარაფისკენ. საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული. და სანამ წყვდიადის მკლავებისკენ გაფრინდებოდა, უკანასკნელი სწორედ ტუნას შეშლილი ღრიალი გაიგონა. თუმცა ბოლო წამამდე ნატრობდა, რომ მისი სახელი ტუნას ნაცვლად აროს დაეძახა. რომ მის ხმაში სინანული გაეგონა, მაგრამ ეს ასე არ მომხდარა, რადგან იმ წამს არო უკანასკნელად იღიმებოდა გამარჯვებულის, ბედნიერის ღიმილით. სწორედ იმ დღის მერე შეეცვალა ღიმილი. იმ დღის მერე, როცა რუმი გაფრინდა, წყვდიადისფერი დაედო აროს ღიმილს. თუმცა ეს უკვე რუმიმ აღარ იცოდა. მაღლა და მაღლა მიიწევდა დაკლაკნილი გზა, უკვე მათ ქვემოთ გაფენილ ნისლებს თვალი მოაშორა და ჩაფიქრებულ აროს შეხედა. იქნება ახლაც ტყუილად ენდობოდა? იქნება ახლაც ცდებოდა? _ შენ როგორ ფიქრობ არო, ადამიანები იცვლებიან?_ ჰკითხა მშვიდად. მხრები აიჩეჩა არომ. _ მაგას მე არ უნდა მეკითხებოდე. ხომ ხედავ, შეცვლაც ასეთი უნდა, მე რომ შევიცვალე. გარეგნობას არ ვგულისხმობ, ამას არც მეკითხები ვიცი. _ მე? მე შევიცვალე?_უცნაურ კითხვებს სვამსო, გაიფიქრა არომ. ეჭვი გაუკრთა მზერაში. _ შენც, ყველა! მით უფრო ლუცია!_ ისევ ხუმრობა სცადა, მაგრამ გაყინულ სახეზე ნაკვთი არ შერხევია რუმს. _ თუ ადამიანებს შეცვლა შეუძლიათ, ტუნაც ხომ შეიძლება შეიცვალოს? და ისევ ის ძველი ატორი დაბრუნდეს მის ნაცვლად. მე მახსოვს ატორი. საოცარი კაცი იყო, დიდსულოვანი, ძლიერი, ლამაზი! მახსოვს ის დღე როცა გავიცანი ..._ გაჩუმდა და ისევ ფანჯარას გახედა. ფიქრებში საკუთარ უდარდელ და ზღაპარივით მშვენიერ მოგონებებს დაუბრუნდა. _ მეც მახსოვხარ რუმ!_ ნაღვლიანად ჩაილაპარაკა არომ. _ ისეთი მხიარული და ბედნიერი იყავი ჩემამდე. დარდის ერთი ჩრდილიც კი არ იყო შენში. ამიტომ ვერ მივხვდი.... და სწორედ ამიტომ დავრჩი შენს ახლოს. მე მიზიდავდა შენი სინათლე. _ რატომ?_ თითქოს გამოცოცხლდა რუმი._ გთხოვ, მომიყევი რამე იმ რუმზე. _ მე არასდროს მენახა მანამდე მზე ასე ახლოდან!_ გაეცინა აროს. _ ახლა კი ცარიელი დარდი ხარ რუმ. რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლებად ანათებ. თითქოს ციცინათელა ხარ და ძალა გელევა. _ მზე!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა. _ მზე სიცოცხლეა და სიკვდილიც ერთდროულად! მზე საშიშია არო! _ ხოდა მაგას ვერ მივხვდი მე მაშინ!_ ხმა სერიოზული ჰქონდა აროს. _ მითხარი არო, ოღონდ გულწრფელად. იმდენი ხანი გავიდა, ახლა აზრი აღარ აქვს ალბათ, მაგრამ მინდა ვიცოდე. მართლა გიყვარდა ის რუმი მაშინ? თუ უბრალოდ უგულოდ ისარგებლე მისი ნდობით? _ საკუთარ თითებს დააჩერდა რუმი. ვერ მიხვდა, ასე რატომ ნერვიულობდა ახლა პასუხის მოლოდინში. _ იმ დღეს მეც მასთან ერთად მოვკვდი რუმ!_ უცნაური და მოულოდნელი პასუხის გაგონებისას თავი ასწია რუმმა._ იმ დღეს დასრულდა ყველაზე მთავარი, რაც გამაჩნდა რუმ. ჩემი ადამიანური სიცოცხლე. ატორმა საკუთარი ხელით კი მომიკლა გული, მაგრამ სანამ ის ამას იზამდა, ჩემი გული უკვე აღარ ფეთქავდა. მკვდარს ვეღარ მოკლავ რუმ, მხოლოდ იმას დამართებ, რაც მე დამემართა. ისე მიყვარდა, რომ ჩემი ღალატისთვის სასჯელად სიცოცხლე მოვისაჯეს. რომ კიდევ ათასჯერ დამეკარგა, და კიდევ ათასჯერ განმეცადა ტკივილი. რომ მისი სახელი იმ ქარაფიდან ათასჯერ მეღრიალა, რომ მენატრა სიკვდილი და ის არ მოსულიყო ჩემთან. _ რას ვიზამთ!_ უცნაურად ნერვიულად ჩაეცინა რუმს._ ყველა იმას ვიღებთ, რაც დავიმსახურეთ. ზურგი აქცია და ისევ ფანჯარას გახედა. პირველად გაუჩნდა კითხვა, თუ სად მიყავდა აროს და სწორედ მაშინ, როცა ამის კითხვას აპირებდა, ნისლებში გამოკრთა ნაცნობი ადგილი. მის მეხსიერებაში შემორჩენილ ნახატს რომ ჰგავდა. ნაცნობი ქარაფის თავზე ქარი აქანავებდა ძველ ალაგ_ალაგ ჩამტვრეულ ბეწვის ხიდს. თავი ასწია რუმიმ. _ ნუთუ ეს ისაა!_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა. ნისლებში გამკრთალი ხიდის თავზე ორი არწივი ლივლივებდა ჰაერში. _ ეს ათვლის წერტილია არო! ყველაფერი სწორედ აქიდან დაიწყო. _ ისედაც თეთრი გრძელი თითები ისე მოუჭირა არომ საჭეს, რომ მიხვდა რუმი, მისი თავშეკავების მიღმა ქარიშხალი ანგრევდა აროს სამყაროს. ამ ამბამდე ლამის ერთი თვით ადრე, ტუნა ჩვეულად იჯდა პარკის პირდაპირ და თამაშში გართულ ბავშვებს აკვირდებოდა. იმ დღის შემდეგ, როცა ოლის ოჯახმა ქალაქში დააბრუნა აროსგან ნაცემი და მიტოვებული ტუნა, ყოველთვის ბავშვების დანახვისას იმ გოგონას იხსენებდა უგულო დემონი. და ყოველ გახსენებაზე სადღაც მკერდის სიღრმიდან ყრუდ მოესმოდა გულის ფეთქვა. რაც არ უნდა დაუჯერებელი ყოფილიყო, სულ ერთმა ადამიანურმა მოპყრობამ კაცობრიობისადმი სიძულვილის მყარი გალავანი გაუბზარა ტუნას და ახლა ამ ნაბზარიდან წვეთებად წვეთავდა სინათლე. სიბნელე კი სიბნელე აღარაა თუნდაც ერთი პაწაწინა სინათლის წერტილიც თუ შეაღწევს მასში. სწორედ ასე ციცინათელასავით შეიჭრა ოლის თვალები ტუნას წყვდიადში. _ რომ არა ის საზიზღარი არო! მეც მეყოლებოდა შვილი! _ ჩაილაპარაკა ტუნამ და სათამაშო მოედანს გახედა. ერთი ქერა კულულებიანი კონკიას ცისფერკაბიანი და ოქროს გვირგვინიანი გოგონა სასრიალოს თავზე დამდგარი კოშკის სახურავზე ამძვრალიყო. დედამის გახედა ტუნამ, მობილურში იყო ჩაძირული ქალი. და როგორც ყველა ადამიანს ვირტუალური რეალობა უფრო ეძვირფასებოდა ალბათ, ვიდრე საკუთარი შვილის უსაფრთხოება. ზიზღით შეიჭმუხნა წარბები დემონმა. _ ერთი... ორი... სამი..._ ცუდის მოლოდინში დაითვალა გულცივად. სამის თქმა იყო და ფეხი დაუცდა გოგონას კოშკურის სახურავიდან. იკივლა და თავდაყირა გადმოეშვა. სრულებით მოულოდნელად გაუელვა ტუნას მეხსიერებაში დალექილმა ქარაფის კიდეზე აფრიალებულმა ცისფერმა კაბამ. ფეხზე წამოხტა, ხელი ინსტიქტურად აიქნია და სულ წამით შეაყოვნა გოგონას გარდაუვალი და საბედისწერო შეჯახება მიწასთან. ეს სრულებით საკმარისი იყო უბედურების თავიდან ასაცილებლად. გვიან გაიაზრა, რაც გააკეთა და გაშრა ტუნა. უყურებდა, როგორ დასტრიალებდნენ თავს მიწაზე მწოლ ბავშვს ქალები, და მათ მხიარულ ხმაურზე მიხვდა, რომ გოგონას გადარჩენა ბედნიერ იღბალს მიაწერეს სწორედ. მაგრამ ჩადენილი სიკეთის გამო სიხარული არ უგრძვნია ტუნას. გაურკვეველმა გრძნობებმა არია. სწრაფი ნაბიჯით დატოვა პარკი და გზის გადაკვეთა სცადა. უცებ ზედ ფეხებთან დაამუხრუჭა მანქანა ვიღაც ამპარტავან სახიანმა ტიპმა. შუქნიშანს ახედა არომ. უცნაურად ჩაეღიმა, წითელი ენთო, ჩვეულად კანონმორჩილი მოქალაქესავით, წესები არ დაურღვევია ტუნას. არ გაუგონია მხოლოდ ტუჩების მოძრაობაზე მიხვდა, რომ ბოდიშის ნაცვლად მასვე შეაგინეს. ავად მოჭუტა თვალები. შორს გაქროლებულ მანქანას სული შეუბერა და გზის განაპირას მდგარ ხეს შეახეთქა. სიცილით ახედა ცას და თვალი ჩაუკრა: _ ნუ იბღვირები თუ ღმერთი გწამს!_ ჩაილაპარაკა ირონიულად. ირონიაც აღარ ერქვა ამას, რომ წყვდიადს ღმერთით ამუნათებდა ტუნა. _ მთავარი მხოლოდ ბალანსია! მგონი მშვენიერი საუზმეა, არა? ისევ ხეზე მიჭეჭყილ მანქანას გახედა და უდარდელი სტვენით გადაკვეთა გზა. იმ ღამეს უცნაური სიზმარი ესიზმრა ტუნას. ზოგადად სიზმრებს ვეღარ ხედავდა. მას მერე, რაც რუმი ქარაფიდან გადახტა, ტუნას სიზმარი აღარ უნახავს, თუ არ ჩავთვლით მოგონებების უცნაურ გაელვებებს. დემონს სიზმარი არც სჭირდებოდა. არც სიზმარი, არც ოცნება, არც სიმშვიდე. ხედავდა მინდვრის შუაგულში იდგა. ნიავი ქროდა და უამრავი ყაყაჩო ღელავდა მინდორზე. ტუნა რომ ადამიანი ყოფილიყო, ალბათ ეს სილამაზე გულსაც აუჩუყებდა. მინდვრის დასასრულს უსიერი ტყე ესაზღვრებოდა და ტყის ნაპირებზე ციმციმებდნენ წინწკლებიანი მანათობელი ცადამყვანები. _ ესაა სილამაზე!_ ჩაილაპარაკა მან _ ხომ მართლა ლამაზია ძია?_ მოესმა ნაცნობი ხმა და გული შეუკრთა ტუნას. უკან მოიხედა და ლურჯთვალა ოლი დაინახა. გულზე ახუტებული ყაყაჩოებით. მშვიდად იდგა გოგონა მის გვერდით და გულწრფელი ღიმილი ეფინა სახეზე. _ ნახე დედა და მამა!_ სევდა გაერია მზერაში ბავშვს. მის გაშვერილ თითს მზერა გააყოლა ტუნამ და უდაბნო დაინახა. უდაბნო, სადაც ათასობით მათგან მოპარული სიცოცხლე ციმციმებდა. ჰოლოგრამებს ჰგავდნენ დროში და სივრცეში სამუდამოდ დაკარგული სულამოცლილი ადამიანები. ხედავდა ტუნა, როგორ მიედინებოდა მათი ენერგია სადღაც შორს უდაბნოს გადაღმა. და სადღაც ჰორიზონტს მიღმა ღრუბლებში მოსჩანდა ის საბედისწერო ათვლის წერტილი. ცას ახედა ტუნამ. მორევივით ტრიალებდა მის თავზე წყვდიადი. ციმციმებდა და უცნაურად ბრჭყვიალებდა. _ დამეხმარე ატორ!_ საკუთარი ნამდვილი სახელის გაგონებაზე თითქოს ბასრი შუშით დასერა გონება ტუნას. ოლის შეხედა ისევ. ჭუჭყიან და სისხლით მოსვრილ ხელებზე დააკვირდა. წამის წინ ეს ჭრილობა ყაყაჩოების თაიგული რომ ეგონა. _ გაიღვიძე ატორ!_ გაუღიმა ოლიმ სევდიანად._ უკვე დროა ატორ! ჯიუტად იმეორებდა სიზმრისეული ოლი მის სახელს და ყოველი წარმოთქმისას იმსხვრეოდა ტუნას ბრაზის, ზიზღის და ტკივილის გალავანი. უცნაური რამეა იცით გალავანი? მაგალითად ბედნიერ ადამიანებს ის სულ არ სჭირდებათ. ასეთები სამყაროს არსად ემალებიან. მაგრამ ტკივილგადატანილი ხალხი სულ აგურ _აგურ იშენებს გარშემო მსგავს გალავნებს. რომ არავის მისცენ მასში შეღწევის უფლება. თითქოს თავს იცავენ ასე ჯერ არ განცდილი ახალი ტკივილებისგან. ამ გალავნის მიღმა საკუთარ სიმარტოვეში არიან ჩაძირულები და ცხოვრებას თითქოს საზღვრის მიღმიდან აკვირდებიან და მე რომ მკითხოთ, მხოლოდ შიშია მიზეზი, რის გამოც ამ ადამიანებს ამ საკუთარი ხელით აგებული ციხიდან გამოსვლა არ სურთ. ხან გამოჩნდება ვინმე უცნაური, გარს შემოუვლის ამ გამჭვირვალე ნებაყოფლობით გალიას, ხელით მოსინჯავს, კარის პოვნას ეცდება. იხმაურებს, ქვასაც დაუშენს, მაგრამ ბოლოს დანებდება, რადგან რთულია ცალმხრივად გსურდეს და გაინტერესებდეს. თანაც ყველას აქვს არჩევანის უფლება. თუ ის, ვინც საკუთარი ნიჟარის შიგნით დარჩენას საკმარისად მიიჩნევს, არავის აქვს უფლება, რომ მას ეს თავშესაფარი წაართვას. სწორედ ეს ნიჟარა გაუბზარა ტუნას ინდიგო გოგონამ. ცხოვრებაში პირველად გაუჩნდა დემონს სურვილი ვინმეზე ეზრუნა. თავი ისევ მნიშვნელოვნად და საჭიროდ ეგრძნო და არა მეორე ხარისხოვან პერსონაჟად. დაღლილს გამოეღვიძა. ფეხზე ადგა და წყალი დაისხა. სამზარეულოდან ისევ საძინებელში ბრუნდებოდა, სარკეს რომ გაუარა გვერდით და საკუთარ ანარეკლს შემთხვევით რომ მოკრა თვალი. უკან დაიხია და სარკის წინ გაჩერდა. სახე ასწია და ანარეკლს თვალი გაუსწორა. გაოცებისგან წყლიანი ჭიქა ხელიდან გაუვარდა დემონს, მაგრამ ვერც კი შეამჩნია. ახლოს მივიდა სარკესთან და თვალებში ჩააჩერდა საკუთარ თავს. წყვდიადის სიბნელის ნაცვლად თაფლისფერი თვალები ინტერესით შემოჰყურებდნენ. კარგა ხანს აკვირდებოდა ტუნა საკუთარ სახეს. ბოლოს მხიარულმა ღიმილმა გაუნათა სახე. _ გამარჯობა ატორ!_ ჩაილაპარაკა მხიარული ხმით._ კეთილი იყოს შენი დაბრუნება! რა ხანია არ მინახიხარ! 11 სხვამ ვინ იცოდა, თუ არა ტუნამ, რომ თავნებობას არ შეარჩენდა თავისი დაუნდობელი ბატონი. უბრალოდ აქამდე არაფერზე ნაღვლობდა ტუნა. განა რა ჰქონდა, რომ წყვდიადს წაერთმია? ამიტომ არც ეშინოდა მისი. მის ძალაუფლებას სათავისოდ იყენებდა სულაც. და ისე მიეჩვია ამ ერთი შეხედვით უცნაურ თავისუფლებას, რომ ვერ მიხვდა, უნებურად როდის შეიძინა რაღაც ძვირფასი და მნიშვნელოვანი. ისეთი, რასაც ასე ადვილად უკვე ვეღარ დათმობდა. უცნაური აკვიატებები ჰქონდა ტუნიკოს,მაგალითად ის, რომ ყოველ დილით ადამიანურად უნდა ესაუზმა, თუმცა ეს პრინციპში სულ არ სჭირდებოდა. ანდა დაეცვა ადამიანების მიერ დაწესებული წესები. გადაეხადა გადასახადები, ყოფილიყო ზრდილობიანი, ანდაც დილის საუზმესთან ერთად ეკითხა პრესა, ან უბრალოდ მობილურში ესქროლა ნიუსები. სულ არ უკვირდა ტუნას, რომ ათიდან ექვსი სიახლე ვინმეს სიკვდილს იუწყებოდა. ორი ისეთ უბედურ შემთხვევას, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყვა, ერთი სუიციდს და ერთიც უბრალოდ მოარული, გესლით სავსე საძაგელი ჭორი იყო. ვერ ხვდებოდა ტუნა, რატომ არ უკვირდათ ადამიანებს, ამდენი ნეგატიური ამბის გაგება და ან ამ ყველაფერს ასე მარტივად როგორ იღებდნენ. უფრო კი „ კიდევ კარგი მე არას!“ პრინციპი აოცებდა უგულო დემონს. ადამიანებზე დაკვირვება უყვარდა, და შემჩნეული ჰქონდა, როგორ შვებით ამოისუნთქავდნენ ხოლმე ასეთი ამბების კითხვისას. თითქოს სიმშვიდისთვის მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობა სრულებით საკმარისი იყო. ამ დროს რუმი ახსენდებოდა ტუნას. სინანულს ჰგავდა ხოლმე მისი ფიქრები. ამდენ მილიონ ქალში რატომ შეუყვარდა ის ერთადერთი, ვინც საკუთარ თავს სხვებივით უპირატესად არ მიიჩნევდა? რომელი მათგანი გაბედავდა და საკუთარ სიცოცხლეს დათმობდა? ვინ გაშლიდა მკლავებს იმ დაწყევლილი ქარაფის თავზე სხვების გადასარჩენად? არავინ! ამაში სრულებით დარწმუნებული იყო დემონი. ნებისმიერი მათგანი, ვინც ამ დედამიწაზე ცხოვრობდა გამოუვალ სიტუაციაში საკუთარ თავს თუ არა, საკუთარ ოჯახს მაინც აირჩევდა. მაგრამ რა აირჩია რუმმა? რატომ? ნუთუ მასაც არაფერი ჰქონდა დასაკარგი? _ და მაინც მოღალატე ხარ!_ ბრაზით გააქნია თავი ტუნამ და მობილური აიღო ხელში. მოულოდნელმა სიახლემ ინტერესით აუნთო თვალები. წინაღამინდელ ხანძარზე ყვებოდა სიახლის ავტორი. და თანაგრძნობის ნიღბით შეფარულ სტატიაში თამამად აქვეყნებდა პატარა გოგონას ვიდეოს. სადაც ბავშვი გულამოსკვნილი ტიროდა და საშველად ვიღაც ატორს მოუხმობდა. „ გუშინ ღამის პირველ საათზე ცეცხლი მოედო საცხოვრებელ სახლს. დაღუპულია ცოლ_ ქმარი . მათი პატარა ქალიშვილი სასწაულით გადაურჩა ხანძარს.“ ლაქლაქებდა ენადგაკრეფილი ჟურნალისტი და სულ არ ცდილობდა ბავშვის სახე დაეფარა. თვალი მოაშორა ეკრანს ტუნამ. ერთი შეხედვით ქვასავით სახეზე ნაკვთიც არ შერყევია. რამდენიმე წამს იჯდა ასე გარინდული. შემდეგ ხელი მოუჭირა მობილურს. ლამის გალურჯებამდე შეკრა მუშტი და სიბრაზისგან ქვედა ყბა აუკანკალდა. მთელი ძალით გაიქნია მობილური და კედელს შეახეთქა. _ ჯანდაბა!_ დაიღრიალა გაცოფებულმა._ ეს კი არ უნდა გექნა! ძალიან შეცდი ახლა! დააყოლა ცივად ბოლოს. სკამი ხმაურით გასწია, ადგა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი. ვინც საჭირო იყო ნახა ტუნამ. მისი კავშირები ნამდვილად არ იყო ხელწამოსაკრავი. და ბოლოს რამდენიმე დღის შემდეგ ოლის ნახვის უფლება მისცეს. ოთახში პატარა მაგიდასთან იჯდა ოლი. წინ სახატავი ფურცლები და ფანქრები ეწყო. კალთაში შეტრუსული სათამაშო ბაჭია ეჯდა და სევდიანი სახით რაღაცას ხატავდა. როცა ტუნა ოთახში შევიდა თავიც არ აუწევია. თითქოს ბავშვისთვის სულერთი გამხდარიყო გარეშე სამყარო. ცოტა ხანს უყურა ტუნამ ოლის, თითქოს რაღაცას ყოყმანობდა, თითქოს საკუთარ თავს ებრძოდა. შემდეგ ხელი ჩაიქნია და ნაბიჯი გადადგა მისკენ. _ გამარჯობა ოლი!_ მიესალმა და თავადაც გააოცა საკუთარმა ხმამ. აღარ იყო მის ხმაში ირონია და გესლი. ბავშვმა თავი ასწია და ლურჯი თვალები შეანათა მოსულს. სევდის მიუხედავად გული გაუთბო ბავშვის მზერამ ტუნას. _ გახსოვარ?_ ოლიმ თავი დაუქნია და ისე გაუღიმა, თითქოს მისი დანახვა არც გაკვირვებია. _ ვიცოდი, რომ მოხვიდოდი!_ უპასუხა ბავშვური წკრიალა ხმით. _ მე შენ სიზმარში გნახე და დაგიძახე, ატორ! გაოცებისგან წარბი ასწია ტუნამ. არა, ეს გაოცებაზე მეტი იყო. რა იცოდა ატორის შესახებ ოლიმ? ან მასთან რატომ აიგივებდა? როგორ? რანაირად? _ ხომ გითხარი, სიზმარში გნახე! იქ მითხრეს, რომ ატორი გქვია და არა ტუნა!_ გააგრძელა ოლიმ. ნამდვილად სჯეროდა, რასაც ამბობდა._თუმცა ტუნა უფრო მხიარული სახელია! _ ვინ გითხრა? ვინ გიამბო ჩემ შესახებ ოლი?_ ჰკითხა გაოგნებულმა. _თოვლივით თეთრმა ყორანმა!_ უპასუხა ბავშვმა და ფურცელი გაუწოდა. ყაყაჩოების ველი ეხატა, ზედ უღრუბლო კრიალა წყვდიადისგან დაცლილი ცით და ცის თაღზე მაღლა მიფრინავდა თეთრი ფრინველი. თუ კარგად არ დააკვირდებოდით, ვერც კი მიხვდებოდით, რომ მტრედი კი არა ყორანი დაეხატა ამ უცნაურ გოგონას. ფურცელი მაგიდაზე დადო ტუნამ და ცაზე გამკრთალ ჩიტს შორიდან დააკვირდა. უცნაური გრძნობა გაუჩნდა, გაიფიქრა, რომ იმ ცაზე იყო სწორედ მისი ადგილი. მინდვრის ბოლოს ზუსტად დაბურული ტყის განაპირას იდგა პატარა ხის სახლი. ქოხიო მასზე ვერავინ იტყოდა, თუმცა არც რაიმე დიდებულ ან კომფორტულ თანამედროვე ნაგებობას არ წარმოადგენდა. სამაგიეროდ ისე ერწყმოდა იქაურ ბუნებას და მარად მწვანე ტყეს, რომ გულში გაიფიქრა რუმიმ, მგონი არც არის ადამიანის ხელით შექმნილი და ბუნებამ გამოძერწაო. _ ეს რა სახლია არო? ვისია?_ ჰკითხა ჩვეული ინტერესით. ამჩნევდა არო, რომ მთებმა და ბუნებამ, თავისი გაიტანეს და თუნდაც ცოტა ხნით დაუბრუნეს ცხოვრების ინტერესი რუმს. _ ჩემი სახლია, არა უფრო თავშესაფარი. აბა რა გგონია, სახლი არა მაქვს?_ მანქანიდან ბარგი ამოიღო და სახლისკენ წავიდა არო. _ ანუ არ ხუმრობ და ეს არის შენი სახლი?_ ხმაში ირონია შეეპარა რუმს. _ აშკარად რაღაც სხვას ელოდი!_ გაეცინა აროს და ჩანთები სახლის წინ ვერანდასავით გამართული პარმაღის კიბეებზე დააწყო. _ რა ვიცი რაღაც მაღალი, ქვის, ქონგურებიან და ობობის აბლაბუდაში ახლართულ სასახლეს ველოდი!_ ანცი ღიმილი შეეპარა რუმის სახეს ხელებით თავის ჭკუით საშიში მოძრაობა გააკეთა, ვითომ ვამპირს ბაძავდა._ ბნელი სარდაფებით და წითელ ხავერდ გამოკრული კუბოებით! _ აჰა, ანუ სარდაფი გინდოდა?_ უყურებდა არო და სადღაც გულის სიღრმეში არც სჯეროდა, რომ ეს თვალებანთებული გოგო იგივე რუმი იყო ნახევარი საათის უკან ჩამქრალი თვალებით რომ აჰყურებდა თავზე წამომართულ ქარაფს. _კიი, ნესტიანი ბნელი სარდაფები!_ გულიანად იცინოდა რუმი და სულ ვერ ამჩნევდა, როგორ ბრჭყვიალებდა მზეზე მისი თმა. იმ წამს ისე საოცრად ჰგავდა წარსულის რუმს. თითქოს თვალებშიც კი ცა ჰქონდა ჩაღვრილი. გაუაზრებელი ნაბიჯი გადადგა არომ მისკენ. იქნებ კიდევ შეიძლებოდა მასში იმ ქალის პოვნა, რომელიც ოდესღაც გაუფრინდა.... წამში მოეგო გონს და ადგილზე გაიყინა. „არა! იგივე შეცდომას ორჯერ სულელები უშვებენ!“ გაიფიქრა, საკუთარ თავზე გაბრაზებულმა და უკან დაიხია. _ ეს რა არის? გიტარა? _ მანქანიდან საკრავი გამოიღო რუმიმ და კისერზე ჩამოიკიდა._ ანუ აწი ესაა ჩვენი გართობის მთავარი იარაღი? უარის ნიშნად თავი გააქნია არომ. _მე არ ვუკრავ!_ უპასუხა მშვიდად. _ თუ არ უკრავ, გიტარა რად გინდა?_ ეჭვით მოჭუტა თვალები რუმიმ. _ მგონი ჩუმი და მოწყენილი უფრო მომწონდი!_ გაეცინა აროს. ნივთები აიღო და სახლში შეაბიჯა. სიყვითლე შეპარულ ბალახებზე გაშლილ პლედზე იწვა რუმი და ღამის ცას აჰყურებდა გაოცებული. აღარ ახსოვდა ბოლოს როდის ნახა ამდენი ვარსკვლავი ერთად. ბრჭყვიალებდა ცა, და მიუხედავად ირგვლივ გამეფებული სიჩუმისა ამ ციმციმის ფონზე რუმს ესმოდა, როგორ მონოტონურად ხმაურობდა ღამე. _ ნახე რამდენი ვარსკვლავია!_ უთხრა ჭიქებით ხელში თავს წამომდგარ აროს. ცას ახედა მანაც. არ გაკვირვებია. ამ მთაში ყველაზე ნაკლებად ხედავდა ხოლმე წყვდიადს. პლედის კიდეზე დაჯდა ფეხმორთხმული და ჭიქა რუმს გაუწოდა. _ დალიე, თორემ უკვე აცივდა!_ სიცივეს დააბრალა, მაგრამ დამამშვიდებელი და ძილის მომგვრელი ბალახის ჩაი სინდისის ქენჯნის გარეშე შეაპარა. ხედავდა, ქარიშხლის წინა სიმშვიდეს გავდა რუმი. _ რა თხელი მთვარეა არა?_ ზედმეტად გალეული საჩვენებელი თითი მოხარა რუმიმ და მთვარის ნატეხს გაუპირისპირა. _ რაზე ოცნებობ არო? რა არის შენი მიზანი? _ ჰკითხა ინტერესით და ჩაი მოსვა._ გემრიელია, მაგრამ უცნაური სუნი აქვს. შეიჭმუხნა ცხვირი. _ არ ვიცი. არ ვფიქრობ მაგაზე._ უპასუხა არომ მშვიდად. _ დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ იმაზე დარდს, რაც ან მოხდება, ან არა! ხო მაგას ბალახების სუნი აქვს. გაეღიმა მხიარულად და ხელით ანიშნა დალიეო. რაც არ უნდა უცნაური ყოფილიყო, რუმს მოსწონდა მისი ამოუხსნელი გაცინება. რომ არასდროს გამოხატავდა სიხარულს, და ყოველ ჯერზე სულ სხვადასხვა ემოციას უჩენდა. ინტერესს, ირონიას, სევდას, წყენას, ტკივილს, მაგრამ ყველაზე საოცარი ის იყო, რომ სუნთქვას ანდომებდა რატომღაც. როცა არო იღიმებოდა, რუმს სურვილი იტანდა, რომ ეს მომენტი ხვალაც ენახა, ზეგაც და ისე გამოდიოდა, რომ სწორედ ეს ღიმილი გაფრენის სურვილს კლავდა მასში. დროებით მაინც. სიმშვიდემ და სიჩუმემ თავისი გაიტანეს. თვალები დაუმძიმდა რუმს. აზრადაც არ მოსვლია, რომ ამაში აროს ხელი ერია. თუმცა ახერხებდა და უცნაურ კითხვებს ცხადსა და წარმოსახვას შორისაც სვამდა. _რომელი უფრო მტკივნეულია არო? ოცნების ქონა, რომელიც აღარასდროს ახდება? თუ ამ ოცნებასთან შეხვედრა, და მერე მისი ნებით გაშვება? მითხარი, შენ რომელი უფრო გეტკინა?_ ჰკითხა და თვალები დახუჭა. სევდიანად უყურებდა არო სანახევროდ მძინარე რუმს. მშვიდი სახე ჰქონდა. ისეთი, როგორიც არასდროს სიფხიზლისას. _ ვიცი, რომ არ მიპასუხებ! მაგრამ პასუხია შენი დუმილი!_ ჩაილაპარაკა რუმიმ ხმადაბლა და ოდნავ გახელილი თვალებით ცას ახედა_ მაინც რა თხელია ეს მთვარე, რა გამჭვირვალეა... რაღაც მნიშვნელოვანს მაგონებს, მაგრამ ვერ ვიხსენებ რას .... _ დაიძინე რუმ! _ უთხრა არომ. გაშლილი პლედი გადმოკეცა და გადააფარა. ხელი მოსაცმელის შიდა ჯიბეში ჩაიყო და შავ თოკზე დაკიდებული მთვარის ქვა ამოიღო. მოცისფრო, სანახევროდ გამჭვირვალე ნახევარმთვარის ფორმის ქვა ხელის გულზე დაიდო. _ ოცნება არ მაქვს რუმ, რა საჭიროა ოცნება?_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა._ მხოლოდ იმას ვდარდობ, ნეტავ არასდროს გაგეცანი რუმ! ხედავ? ვერაფერი კარგი ვერ მოგიტანა ჩემმა ოცნებამ. ყელსაბამი ისევ ჯიბეში გადამალა და თავადაც რუმის გვერდით დაწვა. ცას ახედა და დანახულმა შეაკრათო. ცაზე უზარმაზარი სპირალი წრიულად ტრიალებდა, ელავდა და სამყაროს თავისი შავი გულისკენ ეწეოდა.. რუმს შეხედა სწრაფად და როცა დარწმუნდა ეძინა ისევ ცას ახედა ბრაზით. კიდევ კარგი მას ეძინა და ვერ ხედავდა. ისევ ცას შეხედა და გაცოფებულმა ჩაილაპარაკა. _ არ გეყო რაც დააშავე? არ გეყო არა? წაიღე რაც გინდა, მაგრამ მას შეეშვი. ამ ჯერად ვეღარ მომატყუებ. ვერც მე და ვერც მას. 12 _ რას ხატავ ტონიო? _ გაკვირვებული სოლი ინტერესით აკვირდებოდა შავი საღებავით დაფარულ მოზრდილ ტილოს. ერთი შეხედვით ვერ შეატყობდა გამოუცდელი თვალი, რომ სულაც არ იყო ტილო სრულებით შავი. რა თქმა უნდა, იცოდა სოლიმ, სინამდვილეში შავ ფერსაც თავისი გრადაციები რომ აქვს. ამიტომ მალევე შეამჩნია, რა უცნაურად ირეოდნენ ბნელი ჩრდილები ანტონიოს ნახატზე, თითქოს წყვდიადში ცეკვავდნენ და ტილოზე გამოსახული სიბნელის მიუხედავად მაინც არჩევდა სოლი, რომ ნახატს გაურკვეველი კონტურები ჰქონდა. _ სოლ, რა არის სიბნელე? _ ისე ჰკითხა ტონიომ უკან არც მოუხედია. მუქ მელნისფერ საღებავში ჩააწო ფუნჯი და ნახატის ყველაზე შორეულ კუთხეში მის გონებაში არსებული კიდევ ერთი გაუგებარი კონტური გადაიტანა. _ სიბნელე არის, როცა სინათლე არაა!_მხიარულად გაეცინა სოლს. _ თუ სინათლე არ არის, მაშინ ეს ჩრდილები რანაირად ჩანან? მგონი თუ სინათლე სულ არ იარსებებს, არც სიბნელე იქნება ჭეშმარიტი სიბნელე. ნახე, თუ სინათლე გაქრება, ყველაფერს თან გაიყოლებს. უმისოდ კი სიბნელე დაკარგავს საკუთარ არსს. _ ფუნჯი პალიტრაზე მიაგდო და სოლისკენ შებრუნდა._ იცი რა მგონია კიდევ? რომ რუმი აჭარბებს! ყველაფერს ართულებს. უფრო მარტივად რომ შეხედავდეს ამ ამბავს და საკუთარ თავს, იმ უაზრო აკვიატებულ მისიას სულ სხვა თვალით დაინახავდა. _ რას გულისხმობ?_ ჰკითხა მისი მოულოდნელი სიტყვაუხვობით გაოცებულმა სოლიმ. _ მისმინე, იქნებ რაღაც შეგვეშალა? ნუ ჩვენ კი არა, მათ. ვერ ვხვდები, თუ რუმი სიბნელის შვილია და თავადაც ჩრდილია. რატომ ჰგავს სინათლეს? განა მისი ბუნებისთვის სიბნელე უფრო მარტივი და ახლობელი არ იყო? როგორ მოახერხა, რომ ყველა ცხოვრებაში მამამისის წინააღმდეგაა? _ ტონიო გაჩუმდა და საკუთარ გაუგებარ ნახატს გახედა უცნაური ბრაზით. _ შეხედე ის წყვდიადია, მაგრამ ამ ასპექტში ლამის არ არსებობს. მაგრამ თუ მასში სინათლეს შევიტანთ, ის მაშინვე მოიკრებს ძალას და იმად იქცევა, რასაც რუმი ებრძვის! ეს თქვა, ფუნჯი აიღო ოქროსფერ საღებავში ჩააწო და ბრაზმორეულმა გაიქნია მკლავი ტილოსკენ. დაუდევრად მიაშხეფა ბრჭყვიალა საღებავი ტილოს, უეცრად ისე განათდა ნახატი, თითქოს წყვდიად ღამეში მოულოდნელად ჩახჩახა მზე ამოვიდა. უყურებდა სოლი და თვალებს არ უჯერებდა. ახლა გარკვევით ხედავდა, ყველა მათგანი იქ იყო. იმას, რაც ერთი შეხედვით ჩრდილები ეგონა, ახლა მისი მეგობრების სახე მიეღო, ყველას ისე ჰქონდა მაღლა შემართული საკუთარი ფუნჯი, როგორც „ჰარი პოტერის“ უკანასკნელ სცენაში ჯადოქრებს საკუთარი ჯადოსნური ჯოხები და ფუნჯიდან გადმოღვრილი სინათლით წყვდიადს აფერადებდნენ. _ ეს რა არის ტონიო?_ ძლივს ამოილაპარაკა გაოგნებულმა._ ეს როგორ? რანაირად მოიფიქრე? სოლი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, მაგრამ ტონიო მის აღტაცებას არ იზიარებდა. იდგა და სევდიანი თვალებით უყურებდა საკუთარ ნახატს. _ უბრალოდ, იმის ნაცვლად, რომ წყვდიადი კიდევ უფრო არ გავამუქო, მე მის გამარტივებას ვცდილობ. სულ ესაა!_ უპასუხა ოქროსფერი საღებავით დასვრილი ხელები მოლბერტზე მიგდებულ ტილოს შეაწმინდა. სოლი ცოტა ხანს დაფიქრებული იდგა. მერე შებრუნდა და უსიტყვოდ გავიდა დარბაზიდან. იმ სკამისკენ აიღო გეზი, საიდაც რუმის უყვარდა ხოლმე განმარტოება. ჩამოჯდა და მობილური ამოიღო. ორჭოფობდა, ჯერ არ იცოდა რის თმას აპირებდა, ამიტომ სანამ დარეკვას გადაწყვიტავდა, კიდევ ერთხელ დაფიქრდა. ჯერ თავადაც ვერ ხვდებოდა ზუსტად რა სიმართლე დაიჭირა ტონიოს სიტყვებში. ის ნახატიც ჯერ მარტო აზრის გაელვება იყო მის თავში. იმ კომეტას ჰგავდა უმისამართოდ რომ ჩაიქროლა და უკან გრძელი კვალი დატოვა. _ თუ სინათლე არაა, არც სიბნელეა ანუ? _ ჩაეცინა გაუგებრად. ტონიოს საღებავით დასვრილი ხელები გაახსენდა და ასოციაციამ საკუთარი სიზმრისკენ წაიღო მისი ფიქრები. თვალები დახუჭა და ფიქრების ლაბირინთში შემოჭრილ ციცინათელასავით აედევნა აზრის ნამსხვრევს. უცნაურ მინდორზე იდგა ისევ. ახალ ნაწვიმს ჰგავდა იქაურობა. მოქუფრული ცა ავად დაჰყურებდა პაწაწუნა დაწინწკლულ სოკოებს. შუა მდელოზე ზურგით იდგა კაპიუშონიანი კაცი და რუმის სხეულში ვადამდე შესული ხანჯლის ტარზე ეკიდა გრძელი, მოქნილი თითები. დაინახა სოლმა, როგორ ამოსწია დანა უცნობმა და ისევ გააოცა დაჭრილის სხეულიდან სისხლის ნაცვლად ტონიოს საღებავივით ოქროსფერი სინათლის დენამ. გაშეშებული აკვირდებოდა, როგორ იფერებოდნენ ცადამყვანების წითელი ქუდები ოქროსფრად. და სინათლესთან შეხებისთანავე თავადაც იწყებდნენ ნათებას. იყო ამ სიზმარში ერთი უცნაური მომენტი, რასაც სოლი მხოლოდ ახლაღა აცნობიერებდა... თვალები გაახილა. აზრდდაჭერილი მზერით ანთებულ თვალებში სინათლე ჩაუდგა სოლს. _ ნუთუ სიბნელით არ უნდა იყოს სავსე წყვდიადის ქალიშვილი, ჰა? _ჩაილაპარაკა ხმადაბლა და ანცად ჩაეღიმა. ცას ახედა და თვალი ჩაუკრა._ რაო გამოგიჭირეთ თქვენი უბნელესობავ? საინტერესოა, ვინ იყო მისი დედა? ვის ჰგავს რუმი? შენ აშკარად არა! ჰკითხა ნიშნისმოგებით. მობილური აიღო და ლინის ნომერი აკრიფა. _ ვისი ნომერი გინდა?_ ისე შეიცხადა ლინმა, თითქოს სოლს არა ტუნას, არამედ თავად წყვდიადის ნომერი ეკითხა._ და რად გინდა? რატომ ეძებ? _ რაღაც უნდა ვკითხო, მაგრამ არ ვიცი, რამდენად ღირს მასთან შეხვედრა. თხოვნაც მიჭირს, მაგრამ... _ რაო? თხოვნა გიჭირს?_ ხმამაღლა გაეცინა ლინს._ მის სანახავად უჩემოდ რომ გაპარულიყავი, ხმას აღარ გაგცემდი. მეც მოვდივარ, ეჭვი არ შეგეპაროს! _ კარგი!_ გაუხარდა სოლს._ მაშინ დროა მერანი მოვიპაროთ! ორივემ შეთქმულივით ჩაიღიმა. გადაწყვიტეს, იმავე საღამოს ენახათ ფორტუნა და სიმართლე მისგან გაეგოთ. როცა გოგოები გალერიის ეზოდან ჩვეულად ჩუმად მიაგორებდნენ მოპარულ მოტოციკლს, ამ უჩვეულო ქურდობის სცენას აივნიდან აკვირდებოდა პატრონი. _ ეს ორი უკვე ნერვებს მიშლის!_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა ტონიომ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია._ არა, და რატომ არ მთხოვენ? ნუთუ ასეთი უჟმური ვჩანვარ?! დიდხანს საუბრობდნენ ტუნასთან სოლი და ლინი. და რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ერთმანეთის საოცრად კარგად ესმოდათ. დრო და დრო გაოცებული აკვირდებოდა ფორტუნა ყოფილ მეგობრებს. უყურებდა და უკვირდა, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, რამდენად ჰგავდნენ ისინი იმ ახლობელ ადამიანებს მისი ლამაზი და დიდებული წარსულიდან. რატომ აქამდე არ უცდია მათთან ახლოს მოსვლა? ფიქრობდა გულში ამ ამბით დაბნეული ტუნა და მარტივი აღმოჩენა, რასაც სოლი ახლა უყვებოდა, მის გონებას და ყველაფერს, რისიც მთელი ეს დრო სჯეროდა, თავდაყირა აყენებდა. _ რუმი მოღალატე არ ყოფილა ატორ!_ სოლი ჯიუტად მიმართავდა მას ძველი სახელით, თითქოს ამით ხაზს უსვამდა, რომ ავ იღბალს კი არა, ოდესღაც ძალიან კარგ მეგობარს ესაუბრებოდა._ გაიხსენე, მან რამდენჯერ გითხრა, რომ თავისუფლება სურდა! უყვარდი თუ არა? უყვარდი, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არ იყო ის სიყვარული, რომელსაც შენ ელოდი მისგან! შენთვის ის საყვარელი ქალი იყო, მაგრამ მას მოვალეობები ბორკილად აწვა მხრებზე. რუმის მხოლოდ ერთი რამ სურდა სინამდვილეში, თავისი გზით სიარული. _ მე ის მიყვარდა გესმის? შენ სულ მის მხარეს იყავი! არ მიკვირს, რომ ახლაც ვერ მიგებ!_ ხმა გაეყინა ტუნას. არაფრით სურდა აღიარება, რომ რუმი სწორედ იმ წნეხის გამო დაკარგა, რომელსაც მასზე, როგორც მომავალ დედოფალზე ახდენდა ისიც და მთელი ქვეყანაც. _ ყველა არ იბადება დედოფლობისთვის ატორ! მოუხედავად სისხლისა და გვარისა, ზოგჯერ ადამიანისთვის თავისუფლად სუნთქვა ყველაფერი! თქვენ ბავშვობიდან ერთად გაიზარდეთ! გაიხსენე ატორ! გაიხსენე რუმი! გაიხსენე და მიხვდები, რომ მას შენთვის არ უღალატია! _ ჯიუტად ცდილობდა სოლი მის გაქვავებულ გულში სინათლის შეტანას. _ და არც არო იყო დამნაშავე მომხდარში! თუ ის, რაც გითხარი სიმართლეა, გამოდის არო საკუთარმა ორდენმა მოატყუა და კიდევ უამრავი აროსნაირი. და თუ ეს ასეა, არც კი ვიცი, ან ახლა რანაირად მოვუყვე მას, რომ სწორედ მათ წაართვეს ბედნიერება, ვის გამოც თავი გაინადგურა!_ სოლი მართლა სწუხდა აროზე. სწუხდა რუმზე და სწუხდა იმ ყველაფერზე, რაც მოხდებოდა, როცა სიმართლე გაირკვეოდა. _ რას ითხოვ ჩემგან?_ თითქოს დანებდა ტუნა. ოლისთან შეხვედრის შემდეგ უცნაურად იქცეოდა ტუნიკო. მოუსვენრობდა, ადგილს ვერ პოულობდა და ცდილობდა საკუთარი მღელვარება სასმელში ჩაეხრჩო. თუმცა ეს არ იყო მარტივი. რა ხდებოდა მის თავს? ის თავს ოლის წინაშე დამნაშავედ გრძნობდა. მისი ბრალი იყო, რაც ოლის მშობლებს შეემთხვათ. რა თქმა უნდა, წამითაც არ დაუჯერებია ტუნას, რომ ეს უბრალოდ უბედური შემთხვევა იყო. და გულში გამჩდარ ბრაზს და ამბოხს ვეღარ უმკლავდებოდა. _ ამდენ საუკუნიან ერთგულებაზე ესაა შენი სამაგიერო არა?_ ბობოქრობდა გულში და მისი ცბიერი ბუნება გამწარებული ეძებდა სამაგიეროს გადახდის წამს. _ კარგი! დაგეხმარებით, მაგრამ ერთი პირობით!_ უპასუხა ბოლოს სოლის თხოვნას._ თუმცა არა იმიტომ, რომ ეგ მოღალატე რამედ მიღირს, უბრალოდ მაგ ამბავმა თავადაც დამაინტერესა. მაგრამ სანამ არ ვიქნები, თქვენ ერთ ვინმეს ჩაგაბარებთ და იცოდეთ, რომ ვერ გაუფრთხილდეთ, ჩემზე უარესი მტერი არ გეყოლებათ! ერთმანეთს გადახედეს გოგოებმა. ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა ტუნა. _ შინაური ასპიტი გყავს ტუნიკო?_ ვერ მოითმინა ბოლოს ლინმა და გაეცინა. _ შენდა გასაოცრად სულაც არა! ერთი ობოლი გოგოა, ჩემს მეტი მოკეთე არავინ, მაგრამ აი მტერი კი, საერთო გყავთ. _ ტუნამ სცადა დაემალა, რომ წყვდიადი სწორედ მის გამო მტრობდა პატარა ოლის. რატომღაც აღარ სიამოვნებდა საკუთარი თავისა და ბოროტების ერთ კონტექსტში მოხსენიება. თუმცა არც სინათლეს ეკუთვნოდა არეული დემონი. სადღაც მათ შორის იდგა ახლა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს ბეწვის ხიდის შუაგულამდე მიეღწია და ახლა ვეღარ იგებდა, რა გზა აერჩია. _ერთი სიტყვით, თქვენ უფრთხილდებით იმას, ვინც ჩემთვის ძვირფასია, მე კი ვეცდები ის ვიპოვნო, რასაც თქვენ ეძებთ. რას იტყვით? თანახმა ხართ? _ დიდხანს არ უფიქრიათ გოგოებს. იცოდნენ თავად ვერაფერს გააწყობდნენ. იმის შანსი რომ წყვდიადის საიდუმლოზე რამე შეეტყოთ ნულის ტოლი იყო. აი ფორტუნა კი ნამდვილად მოახერხებდა სიმართლის გაგებს, მიუხედავად იმისა, რომ ცხვირს იბზუებდა, ვითომ სულ არ აინტერებდა და ედარდებოდა, ფაქტი იყო დაუოკებელი ინტერესის წყალობით მისი დაინტერესება მარტივად მოახერხეს. ამას გარდა, ტუნას ოღონდ შანსი მისცემოდა, რომ აროსთვის ზიანი მიეყენებინა და არაფერს დაიშურებდა, არც დროს, არც ენერგიას. _ კარგი! თანახმა ვარ!_ მცირეხნიანი ფიქრის შემდეგ დათანხმდა სოლი. _ მხოლოდ ბევრი დრო არ გვაქვს. ისედაც იცი, რომ რუმიმ კვლავ სცადა... წამით გაჩუმდა სოლი და ტუნას თვალებში შეხედა. სევდიანი და ირონიული იყო ტუნას მზერა, რამაც სოლი გააოცა, ჩვეული დამცინავი ან გამარჯვებული მზერის ნაცვლად სევდა რომ დაინახა. მისი თვალების ფერი კი სულაც სიურპრიზი იყო. დეჟავიუ დაემართა სოლს. ოდესღაც დიდი ხნის წინ ამ ფერს კარგად იცნობდა და უცებ მიხვდა, იმ წამს ფორტუნა კი არა სწორედ ატორი უყურებდა მას. _ შეუძლებელია!_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა._ შენ? ატორ? არა, ეს როგორ, რანაირად მოხდა? სწრაფად აარიდა მზერა ტუნამ სოლს. ჯერ მიწას დახედა ხასიათწამხდარმა. სულაც არ სჭირდებოდა ახლა გულჩვილობა. შემდეგ კი ცას ახედა ზიზღით. ბოლო დროს მისი ზიზღი და სიძულვილი ბევრად უფრო „ღირსეული“ ადრესატისკენ იყო მიმართული. ასე ნელ_ნელა ბატონს უმხედრდებოდა მასში გაღვიძებული მეამბოხე სული. _ შენ მართალი ხარ სოლ._ ჩაილაპარაკა ბოლოს დაღლილი ხმით._ ატორი იღვიძებს. და მე... მე აღარ მსურს მას ხელი შევუშალო გესმის? მაგრამ მეშინია! არ ვიცი, რას მოგვიტანს, ჩვენ ყველას, მისი დაბრუნება. _ როგორ? რა მოხდა?_ ახლოს მიიწია მასთან ლინი და ისეთი ინტერესით ჩააჩერდა თვალებში, თითქოს საკუთარი კითხვის პასუხს იქ წაიკითხავდა. ოდესღაც ლინი და ატორი კარგი მეგობრები იყვნენ. ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ, საბრძოლო ხელოვნებას ერთად ეუფლებოდნენ, ნადირობითაც კი ერთად ნადირობდნენ. საერთო ბევრი ჰქონდათ, სწორედ ამიტომ ყველაზე მეტად ლინი განიცდიდა იმას, რომ დროთა მანძილზე ტუნა ჩაგრავდა ატორს და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა. _ ამაში ის ადამიანი დამეხმრა ზუსტად, ვისთანაც არასდროს დავიწყებდი საშუელის ძებნას._ ჩაიბუზღუნა ტუნამ და ოლის გახსენებაზე უნებურად გაეღიმა. ზოგჯერ ისე ხდება, რომ ადამიანს საკუთარი თავის საპოვნელად ზრუნვის ობიექტი სჭირდება. ვიღაც, ვისთვისაც მისი არსებობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იქნება. ვიღაც, ვინც მის მოსვლას სიხარულით დაელოდება და ამის ცოდნა მას სახლისკენ მიმავალ გზას აღარ გაუმრუდებს. ვისი თვალებიც მისი დანახვისას სრულიად უანგაროდ აციმციმდება და ყალბი ფუჭი და ზერელე კითხვების ნაცვლად უბრალოდ გულწრფელად ჩაეხუტება. მარტივი შედარებაა ალბათ, მაგრამ ზუსტად იგივეს გრძნობდა რუმი ოტოს მიმართ. ზუსტად მისი მოლოდინი აიძულებდა სახლში დაბრუნებას და წასვლისას ყველაზე ძვირფასი მეგობარი, ყველაზე სანდოს, სოლს ჩააბარა. იმ კონკრეტულ მომენტში შესაძლოა ტუნასთვის ოლი არაფრით არ იყო მეტი ოტოზე. შესაძლოა სწორედ შინაური ცხოველივით უყურებდა ბავშვს, არც მეტი და არც ნაკლები, მაგრამ საუკუნეების მანძილზე გულგაყინული დემონისთვის ისიც კი ძალიან დიდი მიღწევა იყო, რომ მის გახსენებაზე გული ოდნავ მაინც უთბებოდა. იმ საღამოს ტუნამ ბავშვი ლინის სახლთან მიიყვანა. დამშვიდობებისას თავხე ხელი გადაუსვა და ისე წავიდა, უკან ერთხელაც არ მოუხედია. ოლი კი მანამდე უყურებდა მიმავალ მეგობარს, სანამ მისი ზურგი მოსახვევს არ მიეფარა. _ არ იდარდო, ის მალე დაბრუნდება!_ გაამხნევა ლინმა ბავშვი და მხარზე ხელი ოდნავ მოუჭირა. მადლობელი იყო მისი, რომ მან ის შეძლო, რაც ვერავინ მოახერხა წლების მანძილზე, ატორს მისწვდა და ფსკერიდან მაღლა ამოიყვანა. _ რა თქმა უნდა, ის მე არ მიმატოვებს! მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ!_ თავდაჯერებულად უპასუხა ოლიმ და ციმციმა ლურჯი თვალები შეანათა._ მანამდე, თუ გინდა, შენი მეგობარი ვიქნები! _ გამარჯობა მეგობარო!_ გაეცინა ლინს.... ჯერ კიდევ უთენია, მოლურჯო რიჟრაჟი იწვა მინდორში. სახლის უკან, ტყის პირას მოზრდილ ქვაზე იჯდა რუმი. მის წინ გაშლილ უცნაურ წითელ ყვავილს ინტერესით აკვირდებოდა. გრძელი მსხვილი უფოთლო ღერო ჰქონდა მცენარეს და გაწეწილი, გვირგვინივით ყვავილი. ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა ფიქრებში გართული. _ არო, ნახე აქ რა ვიპოვნე!_ აშკარად შეეტყო, გაუხადა მისი დანახვა._ მგონი ესეც გზააბნეული ვინმეა, თორემ რა დროს ამის ყვავილობაა? არ გამიგია, რომ ლიკორისები მთაში ყვაოდნენ. წამით გაუელვა თვალებში სევდამ აროს, მაგრამ მაინც შეამჩნია რუმიმ. აროს არაფერი უთქვამს, მხოლოდ ქურთუკი გაუწოდა. _ ჩაიცვი, დილით აქ ცივა._ უთხრა და რომ მიხვდა რუმი ადგომას არ აპირებდა, უბრალოდ მხრებზე მოახურა. ზურგი აქცია, წასვლა დააპირა, რუმი მიხვდა თავს არიდებდა. _ თუ შენ დარგე აქ?_ ისევ ყვავილს შეხედა და ტუჩები მაგრად მოკუმა. დაფიქრდა, ახლაღა გაიაზრა, რომ შემთხვევითობა არ უნდა ყოფილიყო._ გატყობ იცი არა? რა თქმა უნდა, შენც იცი ეგ ლეგენდა! ლიკორისი ხომ უხილავი ბედის ძაფია, მუდმივი კავშირი იმასთან, ვინც დაკარგე! ახლა რატომღაც არ ესიამოვნა რუმს ყვავილის დანახვა. მოუნდა მოეწყვიტა და მოეშორებინა იმ ადგილიდან. ცოტა ხანს დუმდა და ცდილობდა საკუთარ ემოციას ჩაღრმავებოდა. _ ეს ყვავილია იმის პირდაპირი მტკიცებულება, რომ მე ის არა ვარ! არ ვიცი, რატომ, ან რა კავშირი მაქვს მასთან, არ ვიცი მის მოგონებებს და გრძნობებს რატომ ვგრძნობ, მაგრამ მე ის არა ვარ, ეს ნამდვილად ვიცი!_ ჯიუტად დაამატა. _ გესმის არო? მე ის არა ვარ! არო გაჩერდა. ჰაერი ჩაისუნთქა და ნელა შემობრუნდა მისკენ. _ მართალი ხარ რუმ! შენ ის არ ხარ! საერთოდ არ ჰგავხარ მას! ხმაც კი სხვანაირი გაქვს! როგორ შეიძლება შენ ის იყო? _ ირონიულად გაეცინა, მაგრამ ტკივილს ჰგავდა მისი სიცილი და არა მხიარულებას. _ მაშინ რა გინდათ ჩემგან?_ ხმა გაებზარა რუმს. _ ვის რა გვინდა? კიდევ ვის ხედავ აქ? _ რამდენიმე ნაბიჯი სწრაფად გადმოდგა და თავს წამოადგა. სიბრაზისგან თითქოს გაფითრებული, გამჭოლი მზერით და გაყინული ხმით. ისე დაიძაბა რუმი, იმ წამს იგრძნო, როგორ გაიყინა ჰაერი გარშემო. უცნაურმა შიშმა აიტანა. მიხვდა არო ბრაზობდა, მაგრამ რატომ? ბასრი ნემსებივით დაესო სხეულში სიცივე. შეეშინდა რუმს, მაგრამ ვერც იმას მიხვდა, რატომ ან რისი. ფეხზე ადგა, თუმცა უკან დახევა აზრად არ მოსვლია. _ ვინ? თქვენ, ყველა! წყვდიადისგან და ტუნასგან დაწყებული შენით დასრულებული. რა გინდათ ჩემგან? რატომ არ მაცდით სუნთქვას?_ ლამის ჩურჩულებდა ბრაზისგან გაგიჟებული. ერთმანეთს უყურებდნენ, მაგრამ სინამდვილეში ორივე საკუთარ თავზე ბრაზობდა. იმაზე, რაც მათ გამო ხდებოდა, იმაზე, რაშიც საკუთარ თავს ადანაშაულებდნენ. რისი შეცვლაც სურდათ, მაგრამ არ გამოსდიოდათ. ყველაფერზე ბრაზობდნენ, ერთმანეთის გარდა. _ სუნთქვას?_ გაეცინა ავად აროს. _ შენ სუნთქვას ცდილობ? აქ იმიტომ ხარ,, რომ სუნთქვა გინდა? რატომ ხარ აქ რუმ? გულწრფელად მიპასუხე ამაზე! წამის მეასედში ცვლიდა მის გონებაში სიტყვები სიტყვებს. გაუგებარი და მტკივნეული აზრები ქარიშხალივით დაქროდნენ. ხოლო აფექტი ყელში გამეტებით უჭერდა მძიმე თითებს. ყვირილი უნდოდა და ვერ ახერხებდა. არ სურდა ტირილი, არ სურდა აროს მისი სისუსტე ენახა და ხვდებოდა წამიც და ცრემლებად დაიღვრებოდა. ფიქრობდა და პასუხს ვერ პოულობდა. და მართლაც რა უნდოდა აქ? აქ რატომ იყო? ან ის რატომ არ ტოვებდა, რატომ არ აცდიდა ჩანაფიქრის ასრულებას? რატომ უშლიდა ხელს ასე ჯიუტად? საერთოდ რა სურდათ მისგან? რას მოელოდნენ? განა საკმარისი მსხვერპლი არ იყო ამდენჯერ თავის გაწირვა? სულაც დანგრეულიყო აწი სამყარო! ნუთუ მას არ ეკუთვნოდა პატარა სიმშვიდე? მაგრამ სად იყო სიმშვიდე? უმწეოდ მიმოიხედა, უკვე მზის პირველი სხივები იწვერებოდნენ სახლის სახურავს გადაღმა. უნებურად აროს შეხედა. ის იდგა და მშვიდად უყურებდა, გრამიც აღარ ჰქონდა დარჩენილი წამის წინანდელი სიბრაზისგან. მიხვდა, მოთმინება ღალატობდა, ცოტაც და ბავშვივით აღრიალდებოდა. მუჭებით სცადა პირველი ცრემლების შეკავება. _ იტირე თუ გინდა რუმ !_ გაუღიმა მშვიდად არომ._ აქ ვერავინ დაინახავს, რომ მტირალა გოგო ხარ! ტირილი სისუსტე არ არის რუმ! არც სირცხვილია, მითუმეტეს! თვალებთან მიტანილი მუჭები გაშალა რუმიმ და სახეზე აიფარა. არასდროს ენახა მანდე აროს, ასეთი სასაცილო და უცნაური ტირილი. ჭირვეული, ჯიუტი ბავშვით ტიროდა რუმი. ისე ტიროდა, როგორც საკუთარ თავთან მარტო დარჩენილსაც კი არასდროს ეტირა. ტიროდა და თავისუფლდებოდა. ერთი საერთო ჰქონდათ ორივეს, ამდენი ხალხის მიუხედავად, მაინც სულ მარტო იყვნენ. იმდენად მიჩვეულები ამ სიმარტოვეს, რომ ტირილის დროსაც კი არ ეძებდნენ დასაყრდენ მხარს. ამის გაფიქრებისას გაეღიმა აროს. მივიდა და ხელები მოხვია. მისი გამოწვდილი ხელისთვის ხელი აღარ უკრია რუმს. მხარზე დაადო თავი და უხმოდ გააგრძელა ტირილი. სასიამოვნო იყო, იმის შეგრძნება, რომ საკუთარ სევდაში მარტო აღარ იყო. ახლა ვეღარ დაახრჩობდა ტკივილი, რადგან არო იყო მისი სამაშველო რგოლი. _ მე ის არა ვარ, გესმის?_ ამბობდა მაინც ჯიუტად. _ ხოო, რუმ შენ ის არა ხარ!_მშვიდად უმეორებდა აროც და მის ზურგს უკან უყურებდა „მთვარის გვირგვინს“. აზრადაც არ მოსვლია აროს რომ ლიკორისი დაერგო საკუთრი სახლის უკან. დაერგო კი არა და დარწმუნებული იყო , რომ ჯერ კიდევ გუშინ იქ არავითარი ყვავილი არ იყო. და ერთ რამეს მიხვდა არო. რაც არ უნდა ეცადოს სულიერი, საკუთარ ბედს ვერსად გაექცევა. სულ ტყუილია იმის დაჯერება, რომ თავისუფალი არჩევანი აქვს. რა გზითაც არ უნდა იაროს, რა ტკივილისთვისაც არ უნდა გაიმეტოს თავი, ბოლოს მაინც მივა იმ წერტილთან, საიდანაც საკუთარი არსის დაბადების ათვლას დაიწყებს. და რაც ყველაზე უცნაურია, ათვლის წერტილი შესაძლოა განა ერთი, სულაც რამდენიმე ჰქონდეს ადამიანს. ზუსტად ისე, როგორც ეს რუმს ჰქონდა. რატომ ან რისთვის მოდიან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში, ამაზე ალბათ ბევრს უფიქრია და შესაძლოა მისულა იმ დასკვნამდე, რომ ოჯახის, მეგობრების, მტრების თუ კიდევ კაცმა არ იცის ვის გარდა, არსებობენ ეგრეთ წოდებული კარმული ადამიანები. ისინი, ვინც გარკვეული მიზნით გვეკვეთებიან ცხოვრების გზაზე, სწორედ კონკრეტულ მომენტში. მოდიან ხან დიდი ხნით, ხან არც ისე. მოდიან და იშვიათად რჩებიან. ისინი უცნაური უსტატუსო ადამიანები არიან, მაგრამ მათი მოსვლა ჩვენში დიდ გარდატეხებს იწვევს. ისინი იმისთვის გვხვდებიან, რომ დაკარგული ბალანს გვაპოვნინონ, გამოგვაღვიძონ, გზის პოვნაში დაგვეხმარონ. ჩვენ მათთან დაუძლეველ მიზიდულობას და კავშირს ვგრძნობთ. გვგონია, მანამდეც ვიცნობდით. საკუთარივით ვგრძნობთ მათ ემოციებს, ვითავისებთ მათ ტკივილს და ეს ენერგიის მიმოცვლა თითქოს ჟანგბადით გამდიდრებული ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს ჩვენს დასუსტებულ სხეულში. სწორედ ამგვარ მიზიდულობას გრძნობდა რუმი. ავსებდა და ამთლიანებდა მისი სიახლოვე და ნაბიჯ_ ნაბიჯ ტოვებდა ბორკილად დადებული დეპრესია. წლების მანძილზე ცხოვრობდა რუმი საკუთარ მარტოსულობაში. მარტოსულობას სიმარტოვეში ნუ აურევთ! სიმარტოვე არაფერია, დროებითი მდგომარეობაა, მაგრამ მარტოსულობა თითქოს ავი სენია. წლების მანძილზე ითმენდა რუმი, გაძლებას ცდილობდა. ცდილობდა თავისუფალ სუნთქვას, მაგრამ მხოლოდ სუნთქვის იმიტაცია გამოსდიოდა. ბოლოს უბრალოდ დაიღალა, უბრალოდ შეეგუა, დანებდა, ხელი ჩაიქნია და სწორედ მაშინ, ყველაზე საჭირო დროს, მოვიდა არო. დანაკლისის სულის შემხუთველ გრძნობას, სახელს რომ ვერ არქმევდა რუმი, წარსული შეცდომები ერქვა, თანაც ისეთი წარსულის, მას რომ აღარ ახსოვდა და მიუხედავად იმისა, რომ ტკივილი მიაყენა საკუთარ თავზე სიმართლის გაგებამ, მაინც ერჩია რუმს, რომ სიმართლე სცოდნოდა. ასეა, თუ არ იცი რა სენი გჭირს, ვერ შეებრძოლები და ვერც დაამარცხებ მას და ვერასოდეს განიკურნები. იმ საღამოს დიდხანს საუბრობდნენ ცეცხლის პირას. არაფერს ამბობდნენ სამომავლო გეგმაზე. არ ახსენებდნენ იმ ყველაფერს, რამაც ორივე იმ ხის სახლამდე მიიყვანა. მაგრამ მაინც, ეს საღამო შესავალი იყო თითქოს იმ ყველაფრის, რაც აუცილებლად მოხდებოდა, ადრე თუ გვიან. _ცაში რას ეძებ არო?_ ჰკითხა რუმიმ ხის სკამის საზურგეზე თავმიყრდნობილს და ჩვეულად ცის თვალიერებაში გართულს. _ცაში რას ვეძებ? ალბათ არაფერს, უბრალოდ საოცრებაა იმის შეგრძნება, რომ იქ უსასრულობაა...... აი შენ რატომ ხარ მასეთი? _ როგორი მასეთი?_ ჰკითხა და ცეცხლში აალებული ნაკვერჩხალი გრძელი ჯოხის წვერით გაქექა რუმიმ. ღამის ქალაქს აგონებდა გაღვივებული ნაკვერჩხლები. მოციმციმე ასობით ფანჯარას. _ როგორი და სევდით დაღლილი, ან დაღლილი სევდა._ ხუმრობის ტონი ჰქონდა, ასე სასაუბროდ იწვევდა. რუმის პასუხებიდან, ისევე, როგორც კითხვებიდან, ცდილობდა მის უკეთ გაცნობას. __დაღლილი? კი მგონი ასეა. თუმცა მე განა მარტო საკუთარი სევდა მღლის... ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემში ღიაა სამყაროს პორტალი და მისი მთელი პირდაპირ ტკივილი ჩემი გავლით იღვრება დედამიწაზე. და ეს სულაც არ ხდება ჩემი ნებით. არ მსურს ამას ვგრძნობდე გესმის? ვიცი, რომ გესმის ჩემი. ვიცი, მაგრამ ჯიუტად ამბობ უარს, არ აღიარებ, რომ ეს ასეა. არადა ახლა ისე მარტივია ამის დასრულება. შენთვის მითუფრო, ერთი წამის ამბავია. სუნთქვაც კი არ აგიჩქარდება. _ჩაეცინა ირონიულად_საუკუნეების მანძილზე ვერაფერში ვერ შეთანხმდით შენ და ტუნა, რაღა ამაში ეთანხმებით ერთმანეთს? _ რაში? _ რომ მე ამ ტკივილით ვიარსებო, მხოლოდ იმიტომ რომ თქვენ ოდესღაც ის სულელი ქალი გიყვარდათ! შენ ჩემში მას ხედავ და ამიტომ მიტან, ტუნაც ასეა, თუმცა მას იმის ყურება სიამოვნებს, რომ მე უბედური ვარ!_ თქვა და გაყინული თითები იმის ნაცვლად ცეცხლისთვის მიეშვირა, ჯიბეში დამალა._ არ გეჩვენებათ, რომ ეს უბრალოდ უგულობა და ეგოისტობაა? _ ხო, აბა რას ელი მაგ შენი სულელი ტუნასგან და უგულო ვამპირისგან?_ გაეცინა აროს._ თუმცა მოდი, უფრო ხშირად შემახსენე ეგ. _ რა შეგახსენო?_ ვერ მიუხვდა რუმი. _ რომ უგულო ვარ! ვინიცობაა დამავიწყდეს!_ ირონიას ვერ მიუხვდა რუმი. _ ნახე რუმ, ფორთოხლისფერია მთვარე! _ მიყვარს ფორთოხალი!_ გაეღიმა მის უცნაურ შედარებაზე. _ მასაც უყვარდა!_ ჩაილაპარაკა ხმადაბლა არომ. _ და მაინც, მე ის არა ვარ!_ არ ესიამოვნა უწინდელ რუმთან კიდევ ერთი მსგავსება რომ შეახსენა არომ. _ მაგიტომ არ მითქვამს!_ გააქნია თავი სიცილით_ უბრალოდ ხმამაღლა გავიფიქრე. _კი, ხან არის, რაღაც ისეთი ფიქრი, შენ ხმამაღლა გსურს თქმა, მაგრამ არ გინდა, რომ მას ვინმე შეეხოს. რადგან ეს ფიქრი არავის არ ეკუთვნის, მხოლოდ შენია. ალბათ გსურს კიდეც, ამ ფიქრს ჰყავდეს ადრესატი, მაგრამ ცხოვრება ასეთი აუტანელი სიმარტივეა, რომ შენ ვინც გსურს იმას პროექციად ტოვებს, ხოლო ვინც არაფრად გიღირს, იმას რეალობად აგიხდენს. ბევრი ეგუება ასეთ მარტივ სინამდვილეს, მაგრამ არიან ერთეულები, შენსავით ჯიუტი სულები, ვინც არასდროს დანებდებიან ამ აუტანელ სიმარტივეს. მე მესმის შენი.... და ახლა ისე უბრალოდ გეტყვი, ვინ იცის, სადღაც სხვა პარალელურ სამყაროში თქვენ ისხდეთ ახლა ერთად, ასე ჩვენსავით და ცას უყურებდეთ,ზუსტად ასე როგორც ჩვენ და ცაზე სწორედ ასე ეხატოს ფორთოხლისფერი მთვარის ირონიული ღიმილი... უცნაურად გამოხედა არომ წამით. პირს მომდგარი სიტყვა შეიკავა და გულში გაიფიქრა: „არა მგონია იმის კიდევ ერთხელ განმეორება სჭირდებოდეს სამყაროს, რაც მის თუნდაც ერთ რომელიმე პარალელში ასეთი სიცხადით უკვე ხდებაო!“ ...... 13 ტუნა ფიქრობდა, რომ ადამიანების ამპარტავნულ თავდაჯერებას საზღვარი არ ჰქონდა, მით უფრო როცა ადამიანი მისთვის აუხსნელ მოვლენაზე ფიქრობდა, იმაზე, რაც არასდროს უნახავს, მაგრამ არც მისი გაბათილება შეეძლო ფაქტებით, ამ დროს ამბობდა, რომ მის არსებობის არ სჯეროდა. ასეთი ადამიანები ტუნას, მარტივად რომ ვთქვათ, პრიმიტიულებად და სულელებად მიაჩნდა. მხოლოდ ჭამაზე და გამრავლებაზე ორიენტირებულ მარტივ არსებებად. გულში ეკამათებოდა ადამიანთა რასას და ამ მომენტში აღარ ახსოვდა, რომ თავადაც ადამიანი იყო ოდესღაც: _უცნაურად არ გეჩვენებათ ეს გაუგებარი თვითრწმენა თქვე სულელებო?_ ბურდღუნებდა გულში_ რომ სამყაროში მხოლოდ თავად ხართ მაღალი გონი და სხვა თქვენი მსგავსი მეტი არავინ არსებობს? დავიჯერო არ გიფიქრიათ, რომ იმას, რაზეც ამდენი იწერება საუკუნეების მანძილზე, ფანტაზიასთან კავშირი ნაკლებადღა აქვს? რამდენად დახშული გაქვთ ადამიანებს გონება გაოცებას იწვევს ჩემში. საკუთარი ცხვირის წვერი რომ გაგიხდათ დროის, სივრცის და რეალობის საზომი, ამიტომაა რომ გამოღვიძება გიჭირთ და ასე ცხვრის ფარასავაით იმართებით წლებია. აბა მარტივ კითხვას დაგისვამთ და მიპასუხეთ: ადამიანებო:_ სადაა ზე_ცა? აქამდე არასდროს ყოფილა, რომ ტუნას ადამიანთა გამოღვიძებაზე ედარდა, პირიქით მისი მიზანი და დავალება მუდამ მათი მიძინება, საღად განსჯის და ფიქრის უნარის დაქვეითება იყო. რამდენი სისხლისმღვრელი ომი გამართულა საუკუნეების მანძილზე მხოლოდ ტუნას წამოწყებით და წაქეზებით. საერთოდ ადამიანი ხომ ადვილად ამყოლი და ბრბოს ინსტიქტით სამართავი არსებაა, მაგალითად რაღაც სისულელეს წამში აიტაცებს, აზვირთდება, აბობოქრდება. ერთხანს ასე შეაწყდება ნაპირს მქუხარე ტალღებად და მერე, როცა ყველა ტალღა ისევ მინავლდება, ყურმოკრულ ჩურჩულს ხმამაღლა გაიმეორებს: _ეს ბინძური და არაფრისმაქნისი ოკეანეო! თან სინამდვილეში ჩასაფრებული უცდის სხვა თავისი მსგავსის ფეხის წამოკვრას, რომ გამოვარდეს ბუჩქებიდან ხარხარით და წაბორძიკებულისკენ თითი გაიშვიროს, თან ეს ხარხარიც ისეთივე ყალბი აქვს, როგორც საუკუნეების წინ გაქცეული სული, აწ უფრო ნასულარი ადგილი. ტუნასგან დიდად არ განსხვავდება ადამიანი. თუმცა უშეცდომოც ხომ არავინაა?! მან, ვინც ფეხი წამოკრა, საკუთარ შეცდომაზე ისწავლა. ადგა და გზა გააგრძელა, ბევრად უფრო მუხლმაგარი გახდა, ვიდრე მანამდე იყო, მაგრამ რა ეშველება მას, ვინც ვერც კი იგრძნო საკუთარი სულის სხეულიდან გაქცევა? რატომღაც არო გაახსენდა ტუნას. ალბათ წლების მანძილზე სწორედ ასე ფიქრობდა არო მასზე. როგორ მოხდა, რომ ის, ვინც რუმის სიკვდილში დამნაშავე იყო, ვინც ადამიანობაზე ნებით თქვა უარი, ახლა ბევრად ადამიანური გამხდარიყო, ვიდრე თავად ატორი? მანქანა გზიდან გადაიყვანა ტუნამ და ხელები საჭეზე დაასვენა. საკუთარ თითებს დააკვირდა. ალბათ არ იყო ატორი იმდენად ძლიერი, რომ საკუთარი მოვალეობები საკუთარსავე წუხილზე წინ დაეყენებინა. არა მარტო საკუთარი თავი დაანგრია მაშინ ატორმა, ლამის მთელი ქვეყანაც იმ უხსენებელი ქარაფიდან გადაჩეხა. ისტორიას დიდებული მმართველის ნაცვლად ერთ ბნელ და სამარცხვინო ლაქად შემორჩა და განდიდების მანიით და შურისძიებით შეპყრობილმა სული წყვდიადს მიჰყიდა. ჰმ, დიდება! ნუთუ ეს იყო, რაც მას სურდა? ვინ იყო მაშინ და ვინ გახდა ახლა? იღბალი, ერთი უიღბლო იღბალი და მეტი არაფერი.... რამდენიმე კვირა ეძებდა ტუნა კითხვებზე პასუხებს. არ უფიქრია თუ ამდენად ადვილი იქნებოდა იმის პოვნა, რასაც ეძებდა. მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ ყველაზე დიდი საიდუმლო ყველაზე ცხადად არის გამოფენილი, რადგან აზრად არავის მოსდის მისი მოძებნა მზის სინათლეზე. ისედაც, წლების მანძილზე არავის უფიქრია, რომ კითხვები ასეთი კუთხით დაესვა. ვინ იყო რუმის დედა?_ აი ამას ეძებდა ტუნა ახლა მტვრით დაფარულ ძველისძველ წიგნებსა და ეტრატებში. და თუმცა ამას ვერ, სხვა უამრავ ისეთ ინფორმაციას გადააწყდა, რომ ვერც წარმოიდგენდა. ტუნამ ახლა უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ „სინათლის ორდენს“ სადაც არო მსახურობდა მაშინ, როცა ერთმანეთს შეხვდნენ, სინათლესთან მხოლოდ სახელი აკავშირებდა და თუ ასე იყო, ლოგიკურად ჩნდებოდა კითხვა, რატომ სურდათ მათ რუმის მოკვლა? ან მიღწეული მიზნის შემდეგ რატომ უბრუნებდა წყვდიადი მას სიცოცხლეს. დიდხანს იჯდა და ფიქრობდა ტუნა იმაზე, რაც წაიკითხა მოიძია და გაიგო, მაგრამ ვერაფრით მივიდა პასუხამდე. ისიც კარგად იცოდა, ახლა თავად მასაც რომ ეჭვით აკვირდებოდნენ. წყვდიადს ყველგან ჰყავდა წვრილფეხა აგენტები. თავი ასწია და წიგნების თაროებს შორის დერეფნის ბნელ ბოლოს გაუსწორა მზერა. ავად გაეღიმა. _ გამოხვალ, თუ მოგეხმარო?_ იკითხა ავად. წელში მოხრილი გამოვიდა ჩრდილიდან ჩია ტანის სათვალიანი კაცი. ერთი შეხედვით სრულებით უწყინარი, რომ ვერასდროს იფიქრებდი, თუ რაიმე სიავის გამბედაობა ექნებოდა მას. მაგრამ ტუნა კარგად იცნობდა მის მოდგმას. ყოველთვის სძულდა ჩრდილები, ეს ფლიდი ცბიერი არსებები, მათი მუდამ უმწიკვლო სახის მიუხედავად, საკმარისი იყო ადამიანს ზურგი ექცია, დაუნდობლად დააცხრებოდნენ ზურგიდან და ყელს ისე გამოღადრავდნენ, თვალს არ დაახამხამებდნენ. წყვდიადის ხელის ბიჭებს ეძახდა ხოლმე დაუფარავი ზიზღით ტუნა მათ. მათი არათუ ნდობა, ახლოს გაჩერებაც კი არ შეიძლებოდა, მაგრამ არა, ტუნას ჩრდილების არ ეშინოდა. პრინციპში შიშით არავისი ეშინოდა ტუნას. _ აბა მეტყვი რატომ მითვალთვალებ, თუ დარწმუნება გჭირდება, რომ შენს ხასიათზე არა ვარ ახლა? როგორც ჩანდა მმართველის უნარები ტყუილად არ ბოძებია ტუნას. ახლაც თითქოს ძველი დრო იყო და ის ისევ მონარქის ტახტზე იჯდა და დემონს კი არა, თითქოს საკუთარ ქვეშევრდომს ესაუბრებოდა. _ შენზე უცნაური ხმები მისდის!_ თითით მაღლა ანიშნა ჩრდილმა. _ ამიტომ აინტერესებს, რას ეძებ! _ რა ხმები?_ დაიღრინა ტუნამ. _ რომ იმ სულგაყიდულ აროსთან გაერთიანდი და რაღაცას ხლართავ! _ სულგაყიდულ?_ ცივად ახარხარდა ტუნა._ ანუ ამას შენ ამბობ სხვაზე? სიცილით გული იჯერა და უეცრად ხმა გაეყინა. _ სიცოცხლე გინდა ხომ, შე საწყალო შენა? _ უეცრად იატაკზე გაგორდა ჩრდილი. ყელზე ხელები წაივლო და საკუთარი თავის დახრჩობა დაიწყო. ხაოდა საწყლად და აშკარა იყო ამ ხავილით ტუნას დანდობას ევედრებოდა_ ხოდა ამის მერე ჯერ დაფიქრდი, მერე იმოქმედე! სანამ იქ მიხვალ, აქ მიწაზე ჯერ მე ვარ შენი ბატონი! წაეთრიე და დაამშვიდე შენი მბრძანებელი, უთხარი, რომ მე ვიცი, რასაც ვაკეთებ! ააა, ჰოო კიდევ! ინდიგო გოგო მჭირდება! ცოცხალი და უვნებელი და მას თუ თმის ერთი ღერი მაინც ჩამოუვარდება, საკუთარ თავს დააბრალე, რაც დაგემართება! შენი ჩრდილები გააფრთხილე, სიცოცხლის ფასად დაიცვან ის ბავშვი! გასაგებია? ოთხზე დამდგარი არსება, რომელსაც შიშის და აფექტის ნიადაგზე ადამიანის სახე დაეკარგა დროებით, თავს გამეტებით აქანცურებდა, თანხმობის ნიშნად, თუმცა მისი თვალებიდან სიძულვილი ისე იღვრებოდა, როგორც რამდენიმე თავის უკან თავად ტუნას მზერიდან, როცა არომ ნაცემი ქუჩაში მიატოვა. _ ახლა კი მგონი დაბრუნების დროა, დანარჩენს მისი უჭკუესობა მიხვდეს!_ შესაძლოა მისი ჰორიზონტები ფერს იცვლიდნენ და შესაძლოა ტუნას გონებაში ასე თუ ისე ნათდებოდა, მაგრამ იმას ალბათ ვერაფერი ვერასდროს შეცვლიდა, რომ არო სძულდა. ისე სძულდა, როგორც მაშინ, როცა ჯერ კიდევ ადამიანები იყვნენ ორივენი..... _ ეს ბავშვი ვისია?_ ლეა ოლის გვერდით ცარიელ საქანელაში ჩაჯდა და გაქანავდა._ რა ლამაზი თვალები აქვს! _ მე ოლი ვარ, ტუნას მეგობარი!_ ლამაზი ღიმილით თამამად უპასუხა ლეამ და პრინცესას გვირგვინი აწეწილ თმაზე შეისწორა. თუმცა მაინც გვერდულად დადგმული დარჩა. _ვისიო?_ საქანელა გააჩერა ლეამ და კეტები ლამის ქვიშით გაევსო. ფეხსაცმლის თეთრი ცხვირები ერთმანეთს მიარტყა და წითელი ქვიშა გადაბერტყა. _ ხო, ამის თქმა გვინდოდა, ფორტუნამ ოლი მე და სოლს დაგვიტოვა დროებით. თავად იმის გასარკვევად წავიდა, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით ამას წინ._ მხრები აიჩეჩა ლინმა. _ მერე თქვენ რა მაგ საზიზღარს ენდობით?_ გაოგნდა ლეა. _ სხვა გზა გვაქვს როომ?_ უკმაყოფილო ხმა ჰქონდა ლინს. მას რატომღაც მოსწონდა ტუნა. ან იქნებ იმიტომ მოსწონდა, რომ იმ წარსულში ყველაზე მეტად მეგობრობდა მასთან._ ის, რა თქმა უნდა, ანგელოზი არ არის და ჰალო არ ახურავს, მაგრამ არც ისეთი წყალწაღებულია, როგორც თქვენ გგონიათ! _ იცი რას გეტყვი ლინ?_ თავის წითლად შეღებილ ტუჩებს მოსწყდა და თავი ასწია ლუციამ. პატარა სარკე გადაკეცა და ჩანთაში ჩააგდო._ დემონი დემონია, აზრი არ აქვს თავზე კაპიუშონი ახურავს თუ ჰალო. ნუ მოგატყუებს მისი ღიმილი... _ ვნახოთ, მეორე შანსს ყველა იმსახურებს, აი დაბრუნდება დღე დღეზე და მერე გადავწყვიტოთ ღირს თუ არა ტუნას ნდობა!_ ყველამ ტონიოს შეხედა გაოცებით. მისგან მართლა არავინ ელოდა, რომ ოდნავ მაინც დაიჭერდა მათი მტრის მხარეს._ რა იყოთ? ასე რატომ მიყურებთ? დაგავიწყდათ საიდან მოვედი თქვენთან? მე თუ დავიმსახურე მეორე შანსი, რატომ იგივეს არ იმსახურებს ტუნა? ნუ გაართულებთ ახლა! უბრალოდ დროსაც მიეცით ხმის უფლება! და ხოო, კიდევ! თქვენ ორს მოგმართავთ!_ თითით სოლი და ლინი შემოხაზა ჰაერში. _ სხვა დროს, როცა ჩემს გოგონას „მოიპარავთ“! კეთილი ინებეთ და ბაკი საწვავით შეავსეთ! გასაგებია თქვენთვის?_ ადგა და ჯიბეში ხელებჩაწყობილი გაეცალა მეგობრებს, ჩვეული დინჯი და გაწონასწორებული ნაბიჯებით. _ ჩემს ვისო?_ გადახედა სოლიმ ლინს. _ გოგონასო!_ უპასუხა ლინმა და ორივე ხმადაბლა ახითხითდა იმის წარმოდგენაზე, რომ ტონიო თავის ბაიკს „გოგონას“ეძახდა. _ ამათ თხოულობს და მე ერთხელ არ გამასეირნა!_ ზიზღით აიპრიხა ცხვირი ლუციამ და დემონსტრაციულად აქცია ზურგი გოგოებს. ლეა კი ოლის უყურებდა და ფიქრობდა, რომ ის შემთხვევით არ იყო ახლა მათ გვერდით. სწორედ ამ დროს მოქროდა ტუნა თავისი შავი სპორტული მანქანით მათკენ. ეჩქარებოდა, რომ ყველაფერი, რაც გაიგო მათთვის მოეყოლა. ხვდებოდა ტუნა, სიმართლე ყველაფერს თავდაყირა დააყენებდა. მოქროდა და რაც უფრო უახლოვდებოდა გალერიას, მით უფრო იზრდებოდა მასში ატორი. კარუსელის ზემოთ, ზუსტად ოლის თავს ზემოდან, წრიულად ფრენდა თეთრი ყორანი და თვალს არ აცილებდა მეგობრების გარშემო ხეთა ჩრდილებში შეყუჟულ ბნელებს , ჩრდილებს და ლანდებს. გული უგრძნობდა მისანს, სულ მალე ყველაფერი დამთავრდებოდა..... .... _შენ რატომ ამბობ, რომ დრო კი არ გადის, არამედ მოდის?_ მაგიდასთან იჯდა რუმი და ოქროსფერ ტაროს ნახევარწრედ შლიდა. არც არკანების ესმოდა რამე, არც მკითხაობის. უბრალოდ აროს წიგნების თაროზე მიაგნო კარტის დასტას, ნახატები მოეწონა და აიღო. გაშლილი დასტიდან სამი კარტი გამოიღო შემთხვევითობის პრინციპით და წინ დაიწყო. _ დრო უცნაური რამაა იცი? ის მუდამ მოძრაობს, ფეთქავს, იკუმშება, ფართოვდება.... დრო შეფარდებითია რუმ. აი მაგალითად, ხუთი მილიარდი წელი ჩვენთვის ხომ ბევრია? მაგრამ დედამიწისთვის ძალიან ცოტა, სულ ესაა, რაც გააჩინია. ერთგვარი სიცოცხლის ათვლის ტაიმერი აქვს ჩართული._უპასუხა არომ. მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა და მანაც სამი კარტი ამოაცალა დასტას. წინ დაიწყო რუმის წაბაძვით. _ რას გულისხმობ?_ ჰკითხა რუმიმ და პირველი კარტი გადმოატრიალა. „ქურუმი ქალი“ იყო პირველი არკანი. _ დაახლოებით ამდენ ხანი აქვს დარჩენილი._ ისე გაეცინა არომ, თითქოს დედამიწაზე კი არა, რაღაც სხვა შორეულ პლანეტაზე საუბრობდა. კარტი გადააბრუნა და „განდეგილი“ გამოაჩინა. _ ანუ მისი დრო მოდის? ასე ცოტა დარჩა? _ უფრო ინტერესით გადაატრიალა მეორე კარტი რუმიმ და „მზე“ ამოუვიდა. _ ხო აი შენც ამბობ, რომ მოდის. ცოტა, სულ რაღაც ხუთი მილიარდი წელი და ეს გალაქტიკა დასრულდება. ამიტომ ცაში აიხდე რუმ, სანამ ჯერ კიდევ გაქვს დრო და დატკბი ამ სილამაზით. _ ცას არა, მას უყურებდა რუმი და უფრო მის კარტს აკვირდებოდა._ „ძალა“. ჩაილაპარაკა არომ თავისთვის. მესამე კარტი გადააბრუნა რუმიმ. _ „სიკვდილი“_ გაეცინა დაძაბულად. თუ ყველაფერი დღეს და აქ არ დასრულდებოდა, მათ სულ რაღაც ხუთი მილიარდი წელიღა ჰქონდათ დარჩენილი. ფრთხილად აიღო ბოლო კარტი არომ და გადაატრიალა. „კოშკი“ ოქროსფერ ფონზე აღმართული იყო უზარმაზარი ბელი კოშკი. როგორც ბრძოლის და წინააღმდეგობის, როგორც მოქმედების და ყოველი დასაწყისის უცილობელი დასასრული. კარტები სწრაფად მოაგროვა არომ და იქვე ანთებულ კოცონში ჩაყარა დაუნანებლად. როცა ცეცხლი მინავლდა უცნაურად გაიბრწყინა ნაცეცხლარში კარტის დამწვარმა არკანმა. აროს გახედა რუმიმ. დარწმუნდა, რომ არ უყურებდა და ნაკვერჩხლისკენ დაიხარა. ფრთხილად ამოიღო ორი სანახევროდ დამწვარი გაშავებული კარტი. „ფორტუნა“ ეწერა ერთს „მთვარე“ ეწერა მეორეს. ღიმილით დახედა კარტებს რუმიმ. ფრთხილად გაფერთხა ორივე და ჯიბეში დამალა. უცნაური არჩევანი იყო ცხოვრება რუმისთვის. იმდენად არასტაბილური და დაუწყობელი, რომ ლაბირინთში გზაარეულივით გრძნობდა თავს. მხოლოდ, რაც არო გამოჩნდა სიმშვიდე დაეუფლა მას. ახლა მისთვის შუქურას ჰგავდა არო, ლაბირინთის გასასვლეში მდგარ მაღალ გზამკვლევს და თუ რუმის იმედის პოვნა სურდა, ქარაფისთვის ზურგი უნდა ექცია და მისკენ უნდა გადაედგა გაბედული ნაბიჯი. _ „სამყარო სავსეა იმ მარტოსული ადამიანებით, რომლებსაც პირველი ნაბიჯის გადადგმის ეშინით!“_ გაახსენდა სიტყვები ბოლოს ნანახი ფილმიდან._ არო, მარტოსული ადამიანები დამარცხებისთვის არიან განწირულები, არა? მივიდა და გვერდით ამოუდგა. სწორედ მასავით ჩაიწყო ჯიბეებში ხელები და სცადა სახეც მასავით უემოციო და გაყინული გაეხადა. _ ვინ მოგახსენა?_ გაეცინა მის ბავშვურ მიმბაძველობაზე აროს, თვალმოჭუტულმა გამოხედა გაუგებარი ღიმილით. _ ახლა როგორ გავხარ იცი?_ ღიმილმა მზესავით გაუნათა რუმის თვალები. _ ვის? _ჩემს ქაღალდის ჭიქას!_ ცაში აიხედა რუმიმ, სანახევროდ გავსებულ ვერცხლისფერ მთვარეს გაუსწორა მზერა და უცნაური აღტყინებით თქვა_ რა ლამაზია! .... 14 ნებისმიერი ფანატიზმი სახიფათოა. იმდენად სახიფათოა, რომ ზოგჯერ ერთი შეხედვით მხოლოდ უბრალო აკვიატებას ფატალურ შედეგებამდე შეუძლია ადამიანის, ანდაც მთელი საზოგადოების მიყვანა. სწორედ ამგვარი ფანატიკოსები მართავდნენ სინათლის ორდენს და ბოლოს წყვდიადთან მებრძოლი თუ ამ ბრძოლით დაღლილი მაგისტრების საბჭომ, მიიღო სრულიად გაუგონარი გადაწყვეტილება, რომ უმჯობესი, ეფექტური და უფრო სწრაფი იქნებოდა არა თავად წყვდიადთან, არამედ სინათლის იმ ნაწილთან ბრძოლა, რომელიც ამ წყვდიადს თავისი არსებობით თავისდაუნებურად ბადებდა. მათ საუკუნეების წინ გაიაზრეს ეს მარტივი ჭეშმარიტება, რომ თუ არ არსებობს სინათლე, ვერც სიბნელე იქცევა სიბნელედ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს მუდმივ ღამეში წყვდიადი უბრალოდ არსებული რეალობაა და არა რაიმე განსაკუთრებული და ძალმოსილი. სიბნელეში ხომ სიბნელე არავის უკვირს? ამიტომ ორდენმა მათი დევნა დაიწყო, ვისაც თუნდაც სულ მცირე ნათება ჰქონდა. უმეტესად ბრალდებულთა რიგებში ქალები ხვდებოდნენ. ხან ბრალიანად, ხან უბრალოდ მხოლოდ სილამაზის გამო. მით უფრო თვალში ხვდებოდათ წითურ თმიანი ნათელი ცეცხლოვანი და ხმაურიანი გოგონები.სულ უბრალო მიზეზიც კმაროდა, რომ ასეთი ქალი დაწყევლილად, კუდიანად, მრუშად ან კაცმა არ იცის რად აღარ მოენათლათ და კოცონზე არ დაეწვათ. ორდენმა ე.წ ჯადოქრებთან საბრძოლველად მთელი არმია შექმნა და მათ სახელად სინათლის რაინდები უწოდა. ყველგან ეძებდნენ ობოლ, მარტოსულ და მიტოვებულ ბავშვებს. მიჰყავდათ და თავიანთ რიგებში აერთიანებდნენ. ბავშვობიდან უნერგავდნენ და უსისხლხორცებდნენ იმ ტყუილს, რაც თავად შეთხზეს. და დროთა მანძილზე მიზანსაც მიაღწიეს. მთელ კონტინენტზე ააბრიალეს ინკვიზიციის ცეცხლი და ვისაც ასე ვერ მისწვდნენ თავიანთი სტატუსის გამო , როგორც მაგალითად რუმის, იმას ცალკე მიუჩინეს აროსთანა სრულყოფილი მკვლელები. თუმცა თავად აროსთვის რომ გეკითხათ, ის სინათლისთვის თავდადებული მებრძოლი იყო. და მართლა სწამდა იმის, რასაც აკეთებდა. ერთი სიტყვით, მანამდე ეძინა აროს სანამ რუმს არ შეხვდა. პირველი ნიშანი, რომ რუმი მართლა არ იყო უბრალო ადამიანი, სწორედ აროს გამოღვიძება იყო. მეორე _ის, რომ რუმის დიდება ვერ აბრმავებდა. მესამე კი, უანგარო თავგანწირვის უნარი. ჰოდა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, იმაზე მეტი ბოროტება, რაც სინათლის სახელით ორდენმა ჩაიდინა, თავად წყვდიადსაც კი არ ჩაუდენია ალბათ. სწორედ ამის მოსაყოლად მოიჩქაროდა ტუნა. ყველაფერს ცვლიდა ეს ამბავი. ბავშვიც კი მიხვდებოდა, რომ თუ ორდენი ასე გამწარებული ცდილობდა რუმის მსგავსების თავიდან მოშორებას, მას აუცილებლად უნდა ეცოცხლა. მხოლოდ ერთ რამეს ვერ ხვდებოდა ტუნა. კარგი, წყვდიადს ჰქონდა მიზეზი, რის გამოც რუმს აბრუნებდა, რომ მისი ენერგია, სული თუ რაც გინდა ის უწოდეთ სჭირდებოდა , როგორც ღუზა დედამიწაზე, მაგრამ რას წარმოადგენდა თავად რუმი? ვინ იყო ის მთელ ამ ამბავში? იმედი ჰქონდა ტუნას, რომ ამ სიმართლით იმის გარდა, რომ აროს გულს მოუკლავდა, როგორც სიბოროტის ხელში ბრმა იარაღს, რუმის შესახებაც გაიგებდა იმ სიმართლეს, რასაც თავად ვერ ხსნიდა. იმაზე არ ფიქრობდა ტუნა, თუ რატომ აიძულებდა საკუთარ თავს, მუდმივად რუმის და აროს სიძულვილს. რატომ იყო, რომ საუკუნეებმაც კი ვერ გაახუნა მასში ჩაბუდებული ეს უკიდეგანო სიძულვილი და არც ის ჰქონდა გააზრებული ჩვენს საბრალო ტუნიკოს, რომ რეალურად არა რუმი, არამედ არო სძულდა. არასდროს იმაზე მეტი არ დაუშავებია რუმისთვის, ვიდრე ამას წყვდიადი ავალებდა, იქნებოდა ეს მისი მორალურად განადგურება თუ რაიმე ტოტალური უიღბლობა, რომ რუმს მუდამ ჰქონოდა ნეგატიური ფიქრები და ადვილად სამართავი ყოფილიყო. აი აროს კი პირადად დასდევდა და ყველანაირი ხერხით ცდილობდა მის განადგურებას. მარტო ის ნაირფერი ლეგენდები რად ღირდა, რასაც ის ვამპირების გარშემო იგონებდა. იდგა მერე გაბღენძილი და ბედნიერი იყო იმით, რომ მთელ დედამიწას სძულდა და ეზიზღებოდა ისინი. უხაროდა, რომ მათი არსებობა ადამიანებში შიშს და უნდობლობას იწვევდა. და ერთი სულიერის სიძულვილის გამო მთლიანად რასას გადაჰკიდა კაცობრიობა. ოლისთან შეხვედრამდე აზრადაც არ მოსვლია, საკუთარი უბედურების მიზეზი პირველ რიგში თავის თავში ეძებნა. ალბათ, არ იქნება სწორი თუ ვიტყვი, რომ სინათლე და სიბნელე ერთმანეთს აბალანსებს სამყაროში. არა! სიბნელე რატომღაც ყოველთვის სჭარბობს. ის ყველგანაა, იცით ხან, როცა მზე ძალიან ანათებს ტკივილს გვაყენებს ამით, ამ დროს თავს თავად ვაფარებთ ჩრდილებს. სითბოს თავად გავურბივართ ადამიანები და სიგრილისკენ მივილტვით. ხან ჩვენში არსებულ სიბნელეს უფლებას ვაძლევთ სინათლე გადაფაროს, მაგრამ ეს ხდება მაშინ, როცა ჩვენ გადარჩენა გვჭირდება. რაც არ უნდა უცნაური იყოს, სიბნელეს ჩვენი გადარჩენა შეუძლია, მაგრამ ის ამის საფასურს ითხოვს განსხვავებით სინათლისაგან. აი ასე მოუვიდა ტუნას, როცა რუმი დაკარგა, გადასარჩენად სიბნელეს მიეკედლა, მაგრამ ვერ გაუმკლავდა და უფლება მისცა სრულიად ჩაეყლაპა მისი არსება. დიდხანს დაეხეტებოდა ტუნა ამ სიბნელით, იმდენად ბევრი იყო მასში წყვდიადი, რომ ბროლის ნაცვლად კუპრის ცრემლებით ტიროდა და როცა სამყარომაც კი ხელი ჩაიქნია მასზე, ციცინათელასავით მოვიდა მის ცხოვრებაში ოლი. და ისევ მოხდა ის დაუჯერებელი სასწაული, ერთმა მარცვალმა სინათლემ წყვდიადს ძალა გამოაცალა. _რაც გინდა, რაც გსურს ყველგან და ყველაფერში იმას ხედავ და ის გელანდება._ იმედგაცრუებული გაჰყურებდა რუმი ხეობისკენ მომავალ ნისლიან გზას. _ ჰოო, ასეა. მით უფრო თუ უამისოდაც არ გაკლია მოლანდებები._ ჩვეულად, ოდნავ ირონიულად ჩაეღიმა აროს. _ შენ ხუმრობ, მაგრამ ასე მეგონა, ნისლებში მანქანას მოვკარი თვალი. ბავშვები მომენატრნენ ალბათ და ოტო!_ წარბები შეკრა რუმიმ._ შენ რას გაიგებ, არავინ გენატრება,_ ყურადღება არ მიუქცევია მის სახეზე გამკრთალი ოდნავი ჩრდილისთვის._ მაგრამ ხან ისე ძნელია ამის გაცნობიერება, რომ ზოგი რეალობა, ეს მხოლოდ შენი მეტისმეტი სურვილისგან გამოწვეული მირაჟია. წამით აგავსებს სინათლით, გაიქცევი მისკენ ხელებგაწვდილი, მიხვალ და ქრება._ სცადა რუმიმ იმის ახსნა, რასაც გულისხმობდა. _ მიხვად და რჩება სიცარიელე... შენ კი გაგიჟებს განცდა, რომ ის ასე ხელშესახები იყო.... _ მოულოდნელად ზუსტად რუმის ფიქრები გააგრძელა არომ. გაოცებულმა ამოხედა რუმიმ. ვერაფრით შეეჩვია იმას, რომ არო ასე ადვილად ახერხებდა მის გონებაში ჩახედვას. ამიტომ ცდილობდა თავადაც სიმბოლურად ესაუბრა. მხოლოდ იმდენი, რომ უთქმელობას უჰაერობისგან არ გაეგუდა, მაგრამ რატომღაც ყოველი საუბრისას ავიწყდებოდა ეს. სათქმელი კი უამრავი ჰქონდა რუმს. წლების მანძილზე აგროვებდა და თითქოს სწორ მსმენელს ეძებდა. უბრალოდ აროს სიცივე, ემოციების ნაკლებობა და ინდიფერენტულობა აფიქრებინებდა, რომ მას დიდად არც აინტერესებდა მისი მომაბეზრებელი და მოსაწყენი საუბარი. და კიდევ ერთი აზრი სჭამდა რუმს შინაგანად, რომ არო მას კი არა, იმ პირველ რუმს იცავდა ახლა. რომ მას იმედი ჰქონდა, ოდესმე ის დაბრუნდებოდა და ამისთვის სჭირდებოდა მისი ცოცხალი სხეული. თითქოს ის უბრალოდ ჭურჭელი იყო, სადაც ჯადოსნური სითხესავით ესხა მისი სული და არო კი უბრალოდ მის ამოშრობას უცდიდა, რათა შემდეგ ..... _ ეჰჰჰ!_ ამოიოხრა რუმიმ. ეჭვიანობას ჰგავდა მისი ფიქრები. სასაცილოა,მაგრამ თანაც რაღაც მხრივ საკუთარ თავზე ეჭვიანობას. აი, რატომ ადარდებდა ეს ახლა, ამას ვერ ხვდებოდა. აკი თავად კვლავაც ქარაფისკენ მიუწევდა გული? მაშინ რატომ ფიქრობდა ამდენს აროს სურვილებზე? _ ან იქნებ სხვა სამყაროს ხედავ ამ დროს? იმას, სადაც ისე გაგიმართლათ, რომ ისევ ერთად ხართ...._ ჩაილაპარაკა ნაწყენი ხმით. პირველად გაიფიქრა, რა მოხდებოდა მაშინ, თუ იმ საშინელ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა? როგორ გაგრძელდებოდა მათი ცხოვრება? ალბათ ეს რეალობა არასდროს დადგებოდა. ამ აზრმა გული გაუსერა. არა! ყველაფერი სწორედ ისე უნდა მომხდარიყო, როგორც მოხდა! და თუ ამდენად ძვირფასი იყო ეს რეალობა, თუ ამდენად მნიშვნელოვანი იყო, მაშინ რატომ ცდილობდა ასეთი გამეტებით მისგან გაქცევას? _ არო, გაცვლიდი აწმყოს წარსულზე?_ ჰკითხა და მზერა გაუსწორა. ბევრი რამ იყო მის პასუხზე დამოკიდებული. _თუ ყველაფერი სწორედ ასე მოხდებოდა არა....აღარ მინდა ამ იმედგაცრუების განცდა, რადგან ყოველ ჯერზე რაღაც კვდება ჩემში.... _ ისე მოულოდნელი იყო აროს სიტყვები, რომ სუნთქვაც შეწყვიტა რუმიმ._ეს მტკივნეულია გესმის? ძალიან მტკივა... _ცოტაც მოითმინე არო!_ გაყინულ თითებზე ხელი მოკიდა და გაუღიმა. „მალე ისედაც ყველაფერი დასრულდება....“ გაიფიქრა გულში, მაგრამ ხმამაღლა აღარაფერი უთქვამს. მისი წასვლა ყველას ახსნიდა დადებულ ბორკილებს, დაე ყველას ეპოვნა დაკარგული ბედნიერება, მით უფრო აროს........ ქარაფს რომ გადაუფრინა ყორანმა, გაიფიქრა, რომ ეს ადგილი დროში გაყინულს ჰგავდა. ქარაფის წვერზე მდგარი ხეც კი არ იყო შეცვლილი. თითქოს რაღაცას უცდიდა ქარაფი. რაღაცას თუ ვიღაცას. ტრიალით დაეშვა მიწაზე ყორანი და სწორედ იმ მომენტში მიწას რომ უნდა შეხებოდა, ადამიანის ფორმა მიიღო. ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და მხრებში გაიშალა, თითქოს გაიზმორა ისე. მთვარეულივით გადადგა ხუთიოდე ნაბიჯი და გაეცინა. იმდენი ხანი იყო სხეულის ამ ფორმით აღარ ესარგებლა, რომ სიარულიც კი დავიწყებოდა. შეჩერდა და გრძელი თეთრი თმა მხრებს უკან გადაიყარა. _ ჰოო, ცოტა არ იყოს მომენატრა ეს არანორმალური დედამიწა!_ ჩაილაპარაკა მხიარულად და ქოხისკენ მიმავალ გზას დაადგა ნელი ნაბიჯით.... _ ტუნააა!_ მხიარული ძახილით გამოექანა ილი მისკენ, როცა ფორტუნა მანქანიდან გადმოვიდა. მის სახეზე ანთებული თავდაჯერებული თუ ნიშნისმოგებით გაშლილი ღიმილით მიხვდნენ გოგოები, რომ სასურველი ინფორმაცია უკვე ეპოვნა. _ გამარჯობა გოგო!_ მიესალმა ბავშვს სერიოზული ხმით, თუმცა ოლის ყურადღებაც არ მიუქცევია მისი სერიოზულობისთვის. მივარდა და მარჯვენა ფეხზე მოეხვია. _ სად იყავი ამდენ ხანს?_ ჰკითხა ბავშვმა და ინტერესით დააკვირდა. _ შენთვის ეგ უფრო მთავარია, თუ ჩემი დაბრუნება?_ გაეცინა ტუნიკოს._ მიდი ითამაშე ცოტა ხანს, ვილაპარაკებ შენს ძიძებთან და წავიდეთ შემდეგ სახლში. უთხრა ბავშვს და თავად სოლისა და ლინისკენ გაემართა. _ აი ეს გავიგე, რუმიზე არაფერი წერია, მაგრამ აშკარაა წყვდიადი ჰაერზე არ ურჩევდა პარტნიორებს. რუმის მსგავსი სულ ცხრა ქალი მოვიკვლიე. ყველა სამეფო სისხლის. და ყველას საოჯახო გერბზე მზეა გამოხატული. ყველა ოაჯხი ძლიერი და სახელიანია. სხვა გოგოებს რა დაემართათ არ ვიცი. მაგრამ რუმი აი უკვე მეცხრე სიცოცხლეს ითვლის. და სწორედ ახლა არის ასე ვთქვათ სიმწიფის პიკზე. აბა რას იტყვით?_ მათი აზრის მოსმენაზე უფრო ხოტბის შესხმა ესიამოვნებოდა ამპარტავან ტუნას. _ რას ვიტყვით და მთაში მივდივართ! _ მტკიცედ ჩაილაპარაკა სოლიმ. _ იცით სად უნდა ეძებოთ? არომ რამე მინიშნება დატოვა?_ იკითხა ლეამ. _ ათვლის წერტილი ახსენა!_ მხრები აიჩეჩა სოლიმ. _ შენი აზრით რას გულისხმობდა?_ ერთმანეთს გადახედეს დაბნეულებმა. _ დასაწყისს!_ მოსმათ უცებ ბავშვის უდარდელი ხმა. _ ჭკვიანი გოგო მყავხარ!_ თავზე ხელი გადაუსვა ტუნამ ოლის და ცას ახედა. გზაჯვარედინზე იდგა ტუნა, საიდანაც უკან დასახევი გზა აღარ რჩებოდა. როგორც ყოველთვის სინათლის მიღმა იმალებოდა წყვდიადი. ნიშნისმოგებით ჩაეღიმა ტუნას და ზეცას თვალი ჩაუკრა. _ მაშ ასე, დრო მოვიდა ყველა დავუბრუნდეთ ამბის დასაწყისს!_ გაუღიმა წრედ დამდგარ ყოფილ მეგობრებს. _ რაც მალე გავალთ მით უკეთესი, დრო აღარ ითმენს! ხეების ჩრდილებს გამოეყო ერთი პატარა, ბავშვის სიმაღლის მუქი. სრიალით ჩაუყვა ტროტუარის ჩრდილებს და გზისქვეშა გადასასვლელის გვირაბში გაუჩინარდა ..... 15 დრო არ დაუკარგავთ, მეორე დღესვე გეზი მთებისკენ აიღეს. ორ მანქანაში განაწილდნენ. ლინი სოლი და ოლი ტუნას მანქანაში. ლეა ლუციას წითელ სუპერ მანქანაში, რომელსაც ლუცია საკუთარ თავზე ნაკლებად არ აღმერთებდა. ხოლო ტონიოს აზრადაც არ მოსვლია თავისი „გოგონას“ გარეშე ემგზავრა და ან ლუციას და მით უფრო ტუნას მანქანაში ამოეხუთა სული. მგზავრობის საბოლოო დანიშნულებაზე არავინ საუბრობდა. თუმცა გზა ყველამ კარგად იცოდა. იცოდნენ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს, არცერთ სიცოცხლეში, პირველის გარდა, იმ ქარაფზე ფეხი არ დაედგათ. მაგრამ მათი შინაგანი ნავიგატორი უშეცდომოთ მიჰყვებოდა მთებში დაკლაკნილ გზას. ფიქრებში ჩაძირული ტონიო ისე მიქროდა ნისლებს მაღლა და ისე განიცდიდა თავისუფლებას, როგორც არცერთი მისი მეგობარი იმ წამს. მიუხედავად იმისა, რომ მის მეხსიერებაში მოგონებებს გაღვიძება არ სურდათ და მხოლოდ სიზმრების ფრაგმენტებად ელავდნენ, მასაც, როგორც სხვებს გზა არ ერეოდა. სულ მალე ორივე მანქანა კარგად ჩამოიტოვა. რაც უფრო მაღლა მიიწევდა, მით უფრო სქელდებოდა ნისლი. ისედაც დაღვრემილი დღე იყო და ალბათ ამიტომაც ჩვეულზე სქლად იწვა ბურუსი. მოულოდნელად ნისლებს მაღალა მზემ ქარაფის წვერი გაანათა. მოულოდნელებისგან ლამის მოტოციკლი მოუცურდა ტონიოს. შუა გზაზე გვერდულად გაიხირა და მზერა ქარაფს მიაპყრო შემკრთალმა. უფრო სწორედ ქარაფის თავზე გაკიდულ სიზმრისეულ ბეწვის ხიდს. _ ის ნამდვილია!_ ჩაილაპარაკა გაოგნებულმა და ჩაფხუტი მოიხსნა. დეჟავიუს გრძნობა დაეუფლა. უეცრად წარსულის კადრებმა გადაფარა რეალობა. ხიდს უყურებდა ტონიო, მაგრამ მის ნაცვლად სხვა გადავიწყებულ მოგონებებს ხედავდა. მინდორზე ისხდნენ ის და რუმი და მათ წინ ქარზე ოდნავ მოქანავე ხიდს გასცქეროდნენ. _ რაზე ფიქრობ რუმ? _ ჰკითხა ტონიომ მეგობარს. _ თუმცა ვიცი, არ მითხრა! ისევ მასზე ფიქრობ არა? მზერა მოაშორა რუმიმ ხიდს და ბალახში გაბნეულ ბაბუაწვერას მიზისფერ ყვავილებს დახედა მოწყენილმა. _ ჩემთან დასამალი არაფერი გაქვს პატარა დედოფალო!_ გაუღიმა გასამხნევებლად ტონიომ. ბოლო დროს ამჩნევდა, რომ რუმის მზერა შეიცვალა. ძველებურად აღარ უცინოდა თვალები, აღარც ატორს უყურებდა ადრინდელი აღფრთოვანებით. სასახლიდან გამოსვლას ცდილობდა მუდამ. თითქოს სძულდა იქაურობა. რაც უფრო ახლოვდებოდა ქორწილის დღე, მით უფრო ემღვრეოდა ხასიათი რუმის. დარდობდა მასზე ტონიო. რუმს ბავშვობიდან იცნობდა, ატორის სასახლეშიც ასე მოხვდა, რუმს გამოჰყვა. და მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა მმართველის იდეებს, სწრაფვასა და მიზნებს იზიარებდა, ის მაინც უპირველესად ბავშვობის მეგობრის ერთგული რჩებოდა. ახლა კი ამჩნევდა, როგორ ქრებოდა რუმი. კარგად იცოდა, დედოფლობა არ სურდა მას. კი ატორი უყვარდა, ან ვის არ უყვარდა ახალგაზრდა მემკვიდრე, მაგრამ თავისუფლება უფრო უყვარდა მას. ჭეშმარიტად მეოცნებე იყო, სულ საზღვრებს მიღმა ეძებდა რაღაცას.მისი ინტერესი სამყაროს მიმართ მხოლოდ წიგნებით და სხვათა მიერ მოყოლილი ამბებით დიდხანს ვერ გამოიკვებებოდა. სულ ჰქონდა ტონიოს განცდა, რომ ერთ დღესაც , როცა გაიღვიძებდა რუმი გაქცეული დაუხვდებოდა. ახლა კი ყველაფერი უფრო დაჩქარდა და გართულდა, რაც არო გამოჩნდა უცნაურად აენთო რუმი. თითქოს თავად არო კი არა ის შესაძლებლობა აიტაცა, რასაც მის არსებობაში ხედავდა. მაგრამ ამავდროულად რუმს, როგორ მომავალ დედოფალს, მხრებზე აწვა უზარმაზარი პასუხისმგებლობა. ხვდებოდა ტონიო, რუმი მარტოობაში ვერასდროს გაბედავდა წასვლას. _ სიმართლე აღიარე რუმი! სანამ ამას არ გააკეთებ, სანამ საკუთარ თავს არ გამოუტყდები, მასე გაუგებრობაში იცხოვრებ. გაუძლებ კი ამას? იფიქრე რუმი, სანამ გვიანი არაა! სანამ ყველაფრის შეცვლა შეგიძლია. _ რუმიმ მზერა ყვავილებს მოაშორა და ისევ ხიდს მიღმა ქარაფს გახედა, ისევ ოცნებით აევსო ცისფერი თვალები. ლამაზი იყო რუმი, როცა ოცნებობდა. _ შენ ფიქრებით მასთან ხარ რუმ! მართლა გგონია, რომ იქაა შენი თავისუფლება? გჯერა, რომ ამ ყველაფერს დათმობ მისთვის? იქ სასახლეში ატორია.... ატორი გენდობა. მას უყვარხარ, აქ ყველაფერი ხელის გულზე გიდევს! აქ ყველაფერი მარტივია რუმ! იქ კი ვინ იცის?_ გულში იცოდა ტონიომ, რომ ოცნებების დევნა კარგს არაფერს მოუტანდა რუმის, მაგრამ მხოლოდ ერთ პატარა სიცოცხლეში, რომელიც იმდენად მყიფე იყო, რომ არ იცოდა შემდეგ წამს ისევ ცოცხალი იქნებოდა თუ არა, ვის ჰქონდა უფლება მათთვის შეცდომების დაშვება აეკრძალა? სასახლეს გახედა რუმიმ და სუნთქვა შეეკრა. ატორი წარმოიდგინა და სევდამ გული გაუსერა. მაგრამ სიყვარული ვეღარ იგრძნო. მხოლოდ სინდისის ქენჯნაღა აკავებდა ახლა. და ეს ყველაფერი გულს უხუთავდა. _ ვიგუდები ტონი! იქ ასე მგონია, უჰაეროდ ვიგუდები. ასე მგონია, რომ გამსრესენ სასახლის კედლები. მე კი ფრენა მინდა გესმის? სამყაროს ნახვა მინდა, თავისუფლება მინდა და ჰაერი მსურს! _ და გგონია ისაა შენი ჰაერი?_ ოდნავი ირონია შეეპარა ტონიოს ხმას. არ ენდობოდა აროს. არც კი მოსწონდა. სადღაც გულის სიღრმეში საკუთარ თავსაც ამტყუნებდა, რომ ახლა ამ უგნურ გადაწყვეტილებაში მხარს უჭერდა მეგობარს. _ არ ვიცი რა არის იქ, მაგრამ თუ სამყაროში მას ვერ ვენდობი, არ ვიცი, მჭირდება კი ასეთი სამყარო?_ უსმენდა ტონიო რუმის და მის თეთრ ხელებს თვალს არ აცილებდა. ხედავდა როგორ უჭერდა თითებს ერთმანეთს. როგორ ცრიდნენ მისი თითები ემოციებს და აკონტროლებდნენ ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებს. განა რუმი ამის ღირსი იყო? რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება თვითკონტროლით ეცხოვრა. რომ სახეზე ყალბი ღიმილით ევლო, ბედნიერება სხვების დასანახად ეთამაშა და როგორც კი საკუთარი საძინებლის კარს დახურავდა, საწოლში დამხობილს მოგუდულში გამოეტირა თავისი ვერახდენილი ოცნებები? ჰაერი ჩაისუნთქა და ამოიოხრა ტონიომ _თუკი ასეა, თუკი იქაა შენი თავისუფლება, წადი მასთან რუმი! წადი და იპოვნე შენი რეალობა! გაბედე გესმის? სუნთქვა გაბედე! და არასდროს ინანო შენი გადაწყვეტილება!_ ფეხზე წამოდგნენ. თვალებში მზე ენთო რუმს. ადგილზე ცქმუტავდა. მზად იყო გასაქცევად. მხოლოდ ერთ ბიძგს ელოდა ზამბარასავით მომართული. _ გაიქეცი რუმ!_ თქვა ტონიომ ხმადაბლა. ხელები მოხვია რუმიმ და ჩაეხუტა. მერე ზურგი აქცია და ქარაფისკენ წავიდა. ღიმილით გაადევნა თვალი ტონიომ ბალახებში აფრიალებულ ლაჟვარდისფერ კაბას. მზეზე ბრჭყვიალებდა გრძელი ოქროსფერი თმები. კი არ გარბოდა უკვე მფრინავდა რუმი. ასეა სწორედ, გაუბედავი ადამიანები ერთ დღეს კატალიზატორს წააწყდებიან. თითქოს არსაიდან ჩაიღვრება მათში ენერგია. პირველი მეორე და მესამე გაუბედავი ნაბიჯის შემდეგ საბოლოოდ წყდებიან უხილავი ბორკილები და მოსწყდებიან ყოფილი პატიმრები საკუთარ მძიმე ბორკილებს და მიქრიან გაუჩერებლად. და ამ ძლივსგაბედული ქროლვისა და თავისუფლების იქით ვეღარ ხედავენ ქარაფს. და ხშირად ისე მიფრინავენ ქარაფიდან, რომ დანარცხებამდე მართლა ჰგონიათ, რომ ცაში აიჭრნენ. სწორედ ასე მოუვიდა რუმს. და როცა ქარაფიდან გაფრინდა, როცა ყველაფერი ისე გაუაზრებლად დასრულდა, ტონიოც სწორედ ისე დაიმსხვრა, როგორც რუმი. მხოლოდ დროთა მანძილზე ეს ტკივილი იმაზე მძიმე და აუტანელი გახდა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა ტონიოს, ამიტომ მან ყველაფერი დაივიწყა. ხო, პირდაპირი მნიშვნელობით ყველაფერი დაივიწყა, მეხსიერებიდან ამოშალა საკუთარი ამბავიც კი..... ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს ვიღაც, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს სხვისთვის, დარჩება გადაწყვეტილებად, რომელსაც ის მიიღებს ისეთად, როგორიც არის. რადგან, მიუხედავად სურვილისა, არავის აქვს უფლება ეჭვი შეიტანოს იმ რეალობის არსებობაში, რომელსაც ამდენად განიცდის ვიღაც და ამ გადაწყვეტილებამდე მიდის და ეს სხვისთვის შეუმჩნეველი რჩება. მაგრამ ეს არ ჩარევა და იძულებითი გულგრილობა არც მთლად სამართლიანია სხვასთან მიმართებაში, რადგან მომავალი მუდმივად იცვლება და მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ ვიღებთ მას, როგორც ნამდვილ რეალობას, ალბათ სწორედ ასე უნდა მოხდეს, რათა მერე არ ვთქვათ: "ნეტავ, რომ, იქნებ.....“ სწორედ ამიტომ იყო, რომ არომ რუმი მთებში წაიყვანა. რადგან არის ზოგჯერ მომენტი, როცა გულგრილობა დამღუპველია. რადგან ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, დეპრესიის თუ სხვა გარეშე ფაქტორების გამო, ადამიანი ვეღარ იღებს გადაწყვეტილებებს ცხად გონებაზე. მე არ ვამბობ, რომ რუმის ფიქრებს აიცხადე აკლდა. უბრალოდ ის ერათგვარად ეგოისტურად ფიქრობდა იმ წამს. გრძნობდა არო, რომ მის სიახლოვეს ყოფნა რუმს ეხმარებოდა. და თუ ეს მცირე ნაბიჯი მის გადასარჩენად საკმარისი იყო, არო საკუთარ სურვილებს უკან გადასწევდა, რა თქმა უნდა ასეთები რომ ჰქონოდა. და მათი არ ქონა კიდევ უფრო ამარტივებდა საქმეს. ასე ფიქრობდა არო. რუმი სახლიდან გამოვიდა. თმა დაუდევრად დაიხვია კეფაზე და მაჯაზე შებმულ რეზინას ამაოდ დაუწყო ძებნა. როცა მიხვდა არ ჰქონდა, უბრალოდ გამოკვანძა. ეზო მოათვალიერა და ჰამაკში მჯდარ აროს მოკრა თვალი. დაუფიქრებლად გაემართა მისკენ. _დილა მშვიდობისა არო!_ მიესალმა მხიარულად. ბოლო დროს ამჩნვდა რომ გათენება ბევრად ეხალისებოდა. თუ აქამდე საღამოს ბინდს ელოდა სულწასულად, რათა სამყაროს განრიდებოდა და საკუთარი წარმოსახვების მიკრო სამყაროში შეკეტილიყო, ახლა პირიქით, აღარ სურდა დაღამება. _იცი, დილა ყველაზე კარგი რამეა, რაც ამ სამყაროში სევდიანი ხალხისთვის მოუგონიათ!_ საპასუხო სალამს არ დალოდებია ისე დაამატა თავადვე. _ ჰოო?_ აროს ხმაში მუდმივად ჟღერდა მცირედი ირონია. თავიდან ვერ ხვდებიდა რუმი, ვისაკენ იყო ეს ირონია მიმართული. მხოლოდ მოგვიანებით გაიაზრა,რომ არო სულაც არ იყო ირონიული, ეს პატარა უცნაურობა, მხოლოდ მის მიერ ხმამაღლა გამოხატული სამყაროს აღქმა იყო და მეტი არაფერი. აი სამყაროს კი ნამდვილად დასცინოდა უცნაური ვამპირი. რადგან მისი არსებობა უკვე სრულებით საკმარისი იყო არა მარტო ირონიის, არამედ ყველაზე სრულყოფილი და მწველი სარკაზმისთვისაც. _ზუსტად!_ თვალები მოჭუტა რუმმა და ზედა ტუჩი უსიამოდ დამანჭა. მისი სასაცილო ემოციები როგორღაც ცარიელ დილებს ხალისით ავსებდა. _ აროო, თუ დღე სინათლეა და ღამე სიბნელე, მითხარი რა ადგილას იცავენ ისინი ურთიერთობისას ბალანსს?_ ჩვეულად ახმაურდა რუმი. საკუთარ თავზე გაეცინა არის, გაიფიქრა: „ აი ამ წამს დასრულდა ჩემთვის ეგ ბალანსიო!“ _ დილას თუ საღამოს? _ აგრძელებდა რუმი ხმამაღლა ფიქრს. _ საღამო უფრო ღამისკენ არის!_ ერთი უცნაურობა სჭირდა რუმს. და ამის შემჩნევას ყველა ვერ ახერხებდა. მაგალითად საკუთარ აზრს ხშირად უკუღმა გამოხატავდა. ახლაც იმის ნაცვლად, რომ პირდაპირ ეთქვა დილა, არის ის იდეალური ბალანსის წამიო, სათქმელს უკუღმა მოუარა. ამას სპეციალურად ნაკლებად აკეთებდა ,მხოლოდ მოსაუბრეს პასუხისთვის სივრცეს უტოვებდა თითქოს. მაგრამ მისგან განსხვავებულ აზრს თუ გამოთქვამდა არო, მაშინვე წინააღმდეგობაში მოდიოდა. _დილაა ბალანსი! რომელის დაცვასაც ვიღაც ცდილობს და სხვა კიდე არაფრით აცდის!_ რუმისგან განსხვავებით არო სათქმელს პირდაპირ ამბობდა. თუ რა თქმა უნდა, საერთოდ სურდა რამის თქმა. რუმის მოღუშული სახე შეამჩნია და თემა ოსტატურად შეცვალა. _ როგორ გგონია რუმ, რისი სურნელი აქვთ ნისლებს?_ ჰკითხა და კვლავ ჯერაც ხევზე გადაშლილ ნისლებს გახედა. _ არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია!_ წამით სცადა რუმიმ ნისლი წარმოედგინა. ღრუბელივით ფუმფულა, ნესტიანი და ტყის სუნით გაჯერებული. პასუხის მიგნებით გახარებულმა გაიღიმა._ გვიმრების, ტყის მდინარის, ცოტა მიწის და წვიმის, ჰოო, კიდევ სოკოსი! _ ხო, სხვა დროს, როცა ნისლებს დაინახავ, წარმოიდგინე, რომ ღრუბლებში დადიხარ! _გაეცინა აროს._ ნისლებს არ ენდო რუმი , კარგი? როცა დაინახავ ზურგი აქციე და სახლში დაბრუნდი! ვერ მიხვდა რუმი, რას გულისხმობდა არო. უბრალოდ თავი დაუქნია,მაგრამ გულში გაიფიქრა, რომ ნისლების შიში სასაცილო რამე იყო. რადგან ბოლო დროს რუმი ბევრად უფრო ხალისიანი იყო და ძველებური პესიმისტური საუბარიც მოიშალა, არომ სულ ოდნავ მოადუნა ყურადღება. მიჩნევდა, რომ ცოტაოდენი თავისუფალი სივრცის ქონა მასზე დადებითად იმოქმედებდა. და არც შემცდარა. იმ დღეს იმის ნაცვლად ნისლი აკრეფილიყო, სულ უფრო სქელდებოდა და ბალანტდებოდა. თუმცა მისთვის, ვინც სილამაზეს უმცირეს დეტალებიც პოულობს. აი ასე აღმოჩნდა ტყის პირისპირ . ტყის პირი სავსე იყო თეთრი სოკოებით. მუდამ უყვარდა რუმს სოკოების სანახავად ტყეში სიარული, არ ჭამდა , არც კი კრეფდა, მაგრამ გიჟდებოდა იმ მომენტზე, უზარმაზარ სოკოს რომ იპოვნიდა ქუდზე გაშლილ ხელისგულს ურტყამდა. რამდენიმე ნაბიჯში ბილიკი აღარ ჩანდა. თუმცა ნისლს ისე მიჰყვებოდა რუმი, სულ არ დარდობდა დაკარგულ ბილიკზე. ნისლმა მოზრდილ მინდორზე გაიყვანა. მინდორი სავსე იყო ცადამყვანებით. რუმისთვის აზრი არ ჰქონდა სოკო საჭმელად ვარგისი იყო, თუ შხამიანი. ცადამყვანები კი საოცრად მოეწონა. მუხლებზე დაეშვა შუაგულ მინდორში უზარმაზარ სოკოს ხელი გადაუსვა. საკუთარი ხელისგული დაატოლა. _ ლამის მისი ხელის ხელა ხარ!_ ცოცხალივით გაუღიმა სოკოს_ იცი როგორი ლამაზი თითები აქვს ... უეცრად მოზრდილი ლანდი უჩუმრად წამოადგა თავზე , არაფერი გაუგია ჩრდილი რომ დაინახა მაშინღა ასწია თავი. _ გამარჯობა რუმი!_ მიესალმა მოსული..... 16 თქვენ გგონიათ წყვდიადი საშიში რამაა? ან იგივე კითხვას სხვაგვარად დაგისვამთ: თქვენ გგონიათ სინათლე უპირობოდ უვნებელია? პირველი რა გახსენდებათ სინათლეზე? რა თქმა უნდა, სინათლე მზეა. მზე_ ცეცხლის უზარმაზარი ბურთი. ახლა მითხარით, ცეცხლი როგორ ასოციაციას აღვიძებს თქვენში? ოღონდ ნუ მეტყვით, რომ სითბოს გაგონებთ და მეტი არაფერი. მზე, როგორც ცეცხლის სტიქიონი, ერთგვარი განადგურებაა, თუმცა უპირობოდ მნიშვნელოვანი სიცოცხლის დასაბადებლად. ამ სამყაროში, როგორც მოცემულობა, არაფერია ერთგვაროვანი. ამიტომ ყველაფერს ბალანსი სჭირდება. ადამიანებმა ცალმხრივად ვისწავლეთ მოვლენების დანახვა. როგორც, მაგალითად, რომ დღე ჯობია ღამეს, ანდაც სინათლე სიბნელეს, სიცოცხლე სიკვდილს და ასე შემდეგ. სამყაროს ბნელში გახვეულ ნახევარს შანსიც კი არ მივეცით, რომ თავი დაეცვათ და ყველას გადაგვავიწყდა ის მთავარი მმართველი ძალა, რომელიც სამყაროს წონასწორობას იცავს. სანამ ადამიანი სიარულს ისწავლის, ჯერ ბალანსის დაცვას სწავლობს, რომ ფეხზე დადგეს. ბავშვობაში, სანამ მშობლები არ ჩაუნერგავენ შვილს შიშებით სავსე კლიშეებს, მათ არ ეშინია სიბნელის. რადგან მის მსოფლმხედველობაში სიბნელე ზუსტად ისეთივე ნორმა და მოცემულობაა, როგორც სინათლე. მერე ზრდასთან ერთად ადამიანის გონებას აბინძურებს სოციუმის მახინჯი აღქმები და მათი სამყაროს სარკეც მრუდდება. ნისლში გახვეული იდგა და აკვირდებოდა უცნობი რუმს. ხედავდა მის ციმციმა აურას. ხედავდა მისი სხეულის გარშემო გარსივით გადაკრულ ოქროსფერ სინათლეს, ხედავდა, მაგრამ არაფერს ცვლიდა ეს მისთვის. ის აქ მის დავალების ასასრულებლად იყო მოსული, და მისთვის რუმი მხოლოდ რიგითი სამუშაო იყო. სინათლის ორდენს, რომელიც ახლა ათას ლამაზ და კეთილ სახელს ამოფარებული, მთელი მსოფლიოს გარშემო დაძრწოდა, არასდროს უჭირდა ზემოქმედება მოეხდინა ადამიანთა ცნობიერებაზე. რუმი უკანასკნელი სინათლე იყო. ეს კარგად იცოდა ორდენმა. მათ ფანატიკურ ომში არ არსებობდა დანდობა და სინანული. მიზანი ერთი ჰქონდათ საუკუნეების მანძილზე. მათ წყვდიადი უნდა განედევნათ და აზრი არ ჰქონდა ამას რის ფასად მიაღწევდნენ, მათთვის მიზანი საშუალებას ამართლებდა. მაგრამ ისე გამოდიოდა, რომ საკუთარ სახელს ებრძოდნენ ასე სამკვდრო_სასიცოცხლო შემართებით. თითქოს ამპარტავნება მეტი იყო კიდეც მათში, თავად ფანატიზმზე მეტიც კი. წყვდიადს სურდა რუმი, სურდა იმის გამო, რასაც ის წარმოადგენდა. თუ რუმის სიკვდილი აუცილებელი იყო, წყვდიადს ერჩივნა, რომ სასოწარკვეთას მოეკლა მისი ქალიშვილი. ვიდრე ორდენს. რადგან მხოლოდ სინანული აბამდა მის ენერგიას დედამიწაზე. გაფრენის შემდეგ ზუსტად ბოლო წამს განცდილი სინანული. როგორ გგონიათ, არ შეეძლო წყვდიადს აროს მოშორება? ანდაც რუმის მეგობრების სამუდამოდ გაქრობა? მაგრამ იცოდა წყვდიადმა, თუ რუმს დაბრუნების ქვეცნობიერ მიზანს და მიზეზს დაუკარგავდა, ის არასდროს დაიბადებოდა ახლიდან. აღარ დაიბადებოდა და ყველაფერი ამით დასრულდებოდა მისთვის. მაგრამ სინათლის ორდენს სულ არ ადარდებდა რუმი. მისთვის ის მხოლოდ იარაღი იყო. თუმცა არც ორდენმა, არც არომ და დანარჩენებმა არ იცოდნენ, ვინ იყო რუმი სინამდვილეში. მხოლოდ ტუნას გონებაში ირეოდა ფაზლებად დაშლილი სიმართლის ნაწილები. ამიტომ მოისწრაფოდა აროსკენ ახლა. მოტოციკლმა ბოლო აღმართი ამოათავა და ხმამაღალი ბღუილით გადმოუხვია გზიდან. ტონიომ ჩაფხუტი მოიხსნა და გარემო ინტერესით მოათვალიერა. არავინ დახვედრია. მხრები ოდნავ აიჩეჩა და პირდაპირ ხის სახლისკენ გაემართა. კარი დაუკაკუნებლად შეაღო და შეაბიჯა. უცნაური, ერთი შეხედვით, მყუდრო აურა დახვდა სახლში. ისეთი შეგრძნება გაუჩნდა, თითქოს სახლს პატრონი არ ჰყავდა. მისაღები და სამზარეულო ფაქტობრივად ერთ სივრცეში მოექციათ, ერთი უბრალო ნივთიც კი არ იდო ისეთი, მოსართავად, გასახალისებლად, ანდაც საკუთარი განწყობის გამოსახატავად რომ იყენებენ ადამიანები. ნელი ნაბიჯით ჩამოუარა ტონიომ იმ მცირე ნივთებს, რომლებიც პატრონს აქ მოეტანა. მაგიდა, ოთხიოდე სკამი, სამზარეულოს მოწყობილობა, არაფერი აპეტაიზერი, არც ფერი არც სურათი, არც მცენარე. _ ან მადას არ უჩივის, ან პირიქით სრული უმადობა აქვს!_ ჩაილაპარაკა ტონიომ უცნაური ტონით. მისაღებს გახედა. დივანი, სავარძელი, წიგნები, მაგრამ არც ისე ბევრი. სადა ფერები, ყურადღებას რომ არ იქცევენ. და ფაქტობრივად ნოლი დეკორაცია. _ ამას გაძლება არ უნდა?_ გაიოცა ოდნავ დამცინავი ღიმილით. წიგნებთან მივიდა და ზერელედ გადაავლო თვალი. კარადის უჯრას წაატანა ხელი. _საძინებელი იქითაა, შეგიძლია გადახედო!_ მოესმა ზურგს უკან ცივი ირონიული ჩაცინება. აუჩქარებლად მიბრუნდა. კარში არო იდგა ერთმანეთზე ლამაზად დაწყობილი, სიმეტრიულად დაჩეხილი შეშით ხელში. _ გამარჯობა არო!_ მიესალმა ტონიო მშვიდად._ რუმი სადაა? _ მეგონა სახლში დავტოვე! _ ტონი შეეცვალა აროს. შეშა იქვე პარმაღზე, კარს მიღმა დააწყო და ეზოში გაბრუნდა. იფიქრა, რუმი ჩვეულად ლიკორისთან იქნებოდა, ბოლო დროს აკვიატებული ჰქონდა ის იდუმალი ყვავილი. მაგრამ უკან გასულს მშვიდი ღიმილი სახეზე შეახმა, არათუ რუმი, ლიკორისიც კი აღარ იყო. ყვავილის ადგილას გამხმარი ღეროღა დარჩენილიყო. _ ეს რაღაა!_ უსიამო წინათგრძნობამ აიტანა არო. გზიდან მანქანებს ხმა მოესმა. გამხმარ ყვავილს თავი ანება და უკან გატრიალდა. მხიარული სახეებით გადმოვიდნენ მანქანიდან. აშკარა იყო ყველას მოეწონა მთები და აროს სახლი. ბავშვის დანახვამ გააოცა არო. უფრო კი იმან, რომ გოგონა წამითაც არ შორდებოდა ტუნას. წამიც და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა. უცნაური თითქოს გამარჯვების ნაპერწკალი უკრთოდა ტუნას თვალებში. ესეც არ ესიამოვნა აროს. მაგრამ კვლავ არაფერი შეიმჩნია. _ სალამი ტუნიკო!_ მიესალმა ჩვეული მსუბუქი ირონიით._ ვატყობ, წინა შეხვედროს შემდეგ ხასიათი გამოგიკეთდა. _ ნამდვილად! ვერაფერს ვიტყვი! _ ავად ჩაეღიმა ტუნას. _ არ მფიქრია, აქ თუ აიგებდი სასახლეს! დამცინავად გადახედა აროს უბრალო სახლს. _ რაცაა ესაა! დიდებული ატორის სასახლის ნანგრევების ფონზე, კიდეც არა უშავს! _ მხრები აიჩეჩა არომ ოდნავ და სახლისკენ გაუძღვა ე.წ სტუმრებს. _ სადაა რუმი?_ დაინტერესდა სოლიც. _ სიმართლე გითხრა, აგვიანებს. ხანდახან სოკოების სანახავად დადის ტყეში. _ სცადა მღელვარება არ დასტყობოდა, მაგრამ არ გამოპარვია სოკოების ხსენებაზე, როგორ აღელდა სოლი. არც ამას მიაქცია ყურადღება. მან ხომ არაფერი იცოდა სოლის სიზმარზე. _ აბა, რამ ჩამოგიყვანათ ამხელა გზაზე?_ დასვა ბოლოს ის მთავარი კითხვა, რაც ალბათ მათი დანახვისთანავე უნდა დაესვა. _ არო ტუნას რაღაც აქვს სათქმელი. ყურადღებით მოუსმინე, იქნებ შენ მაინც მიხვდე, რა ხდება._ უპასუხა ლეამ. არო მაგიდასთან დაჯდა და ტუნასაც ანიშნა. _რამდენიმე დღის უკან, სოლიმ უცნაური კითხვა დამისვა._ მშვიდად დაიწყო ტუნამ._ ადრეც მიფიქრია ამაზე, მაგრამ მაშინ უფრო სხვა საქმეებით ვიყავი დაკავებული და დიდად არ ჩავღრმავებივარ ამ საკითხს. თანაც ჩვენ ყველამ ვიცოდით, ვინ იყო რუმი. ის რომ რუმი ჩემი, უფრო სწორედ, ატორის დედოფალი უნდა გამხდარიყო, უკვე ნიშნავდა, რომ მას უბრალო წარმომავლობა არ ჰქონდა. რა თქმა უნდა, კარგად ვიცნობდი მის წარმომავლობას. ყველამ იცოდა, რას ნიშნავდა მზე მისი ოჯახის გერბზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი არც მთლად მასე მარტივად იყო. აღმოჩნდა, რომ ცხრა ასეთი ოჯახი არსებობდა. ცხრავეს ქალიშვილი ჰყავდა. და ყოველი მათგანი..... წამით გაჩუმდა ტუნა და აროს დააკვირდა. არაფერი ემჩნეოდა გაყინულ სახეზე. მაგრამ კარგად იცოდა ტუნამ შინაგანად დაძაბულ სიმს ჰგავდა ახლა არო. _ და ყოველი მათგანი წყვდიადის ქალიშვილად მიიჩნეოდა!_ გააგრძელა იდუმალი ხმით და მცირე პაუზა გააკეთა, რათა საკუთარი სიტყვებისთვის მეტი ეფექტი მიენიჭებინა. _ მერე? _ მშვიდად იკითხა არომ._ დავიჯერო ამის სათქმელად ამოხვედით აქ? მორჩი მსახიობობას და სათქმელი მითხარი! ხმაზე ეტყობოდა არ იყო ხუმრობის ხასიათზე. ერთი სული ჰქონდა ამდგარიყო და მის საძებნელად წასულიყო ტყეში. ხვდებოდა უჩვეულო იყო მისი დაგვიანება. _კარგი, აღარ გამოვცდი შენს მრისხანებას საკუთარ თავზე!_ დამცინავად გაეღიმა ტუნას._ ერთხელაც სრულებით საკმარისი იყო! ხოდა მთავარი ისაა, რომ რვა მათგანი სიკვდილით დასაჯეს, როგორც ჯადოქარი, უფრო სწორედ რვავე კოცონზე არ დაუწვიათ, მაგრამ ფაქტია, ყოველი მათგანის სიკვდილი სინათლის ორდენის რაინდების გმირობა იყო. რაო? ხომ არაფერი გეცნო? _ ისე დაუწვრილდა ტუნას ხმა სიამოვნებისგან, რომ ზიზღის დაფარვა ვეღარ შეძლო არომ._ აბა ამას შეხედე! თქვა და ჯიბიდან პატარა ზარდახშა ამოიღო. გულის გამაწვრილებლად ნელა გახსნა და აროსკენ გამოაცურა მაგიდაზე. ვერავინ მიხვდა, თუ რას აჩვენებდა ტუნა აროს, მაგრამ მის დაძაბულ სახეზე მიხვდნენ, რომ არომ ნამდვილად იცოდა ტუნას მიერ მოტანილი ნივთის მნიშვნელობა. _ რა არის ეს?_ ინტერესით იკითხა ლუციამ და პატარა ხელისგულისოდენა ახალი მთვარის ფორმის ნივთი ამოიღო ყუთიდან_ რა ლამაზია! _ ეს სამკაული არ არის ლუცია! ეს იარაღია!_ აროს ნაცვლად უპასუხა ტუნამ. _ იარაღი?_ დაინტერესდა ლინიც. ახლოს მოვიდა და ნივთს დააკვირდა. _ ეს რანაირი იარაღია? _ ჰმ,_ ჩაეცინა ტუნას_ ეს მთვარის ქვაა, წყვდიადის სიახლოვეს ფერს იცვლის. და თავად წყვდიადსაც გამოავლენს! _ გაშლილი ხელის გული გაუწოდა ლუციას. მანაც ფრთხილად დაუდო კულონი ხელზე. წამიც არ დასჭირდა და შავად შეიღება მთვარის ქვის გული. გამღვალი კუპრივით დაიწყო წყვდიადმა დენა ტუნას მკლავში. და როცა თვალებში შეხედეს, უნებურად უკან დაიხიეს. ატორის კვალიც კი აღარ მოსჩანდა ტუნას თვალებში. მხოლოდ წყვდიადი იყურებოდა ბნელი ფოსოებიდან._ სწორედ ასე იპოვნა არომ რუმი! სწორედ ამის გამო აღასრულა საკუთარი ვალი! ყველამ აროს შეხედა. გაქვავებული იჯდა არო. ცარცივით თეთრი გრძელი თითები წინ დაეწყო მაგიდაზე და სადღაც მათ მიღმა იყურებოდა მდუმარედ. _ და ყველაზე მთავარი, სინათლის ორდენი დღესაც არსებობს! ამის მტკიცებულება სწორედ ეს „სამკაულია“ წამოსვლის წინ მომიტანეს მუქებმა. ახლა საკითხავი ისაა, რას აკეთებდა სინათლის ორდენის რაინდი ჩვენს ქალაქში?_ იკითხა ტუნამ ხმამაღლა. სწრაფად გაუსწორა მზერა არომ ტუნას._ ასეა ზუსტად, მეც ეგ გავიფიქრე. სწორედ ამიტომ ვარ ახლა აქ. აღარ ვაპირებ კიდევ ერთხელ მივცე მათ გამარჯვების უფლება. უცებ სრულიად მოულოდნელად ხმადაბლა იკივლა სოლიმ. მის მზერას თვალი გააყოლეს და ტონიო დაინახეს. გამოხსნლი უჯრიდან პატარა ვერცხლისფერი ხანჯალი ამოეღო და გაოცებული ატრიალებდა ხელში. _ რა მოხდა?_ ჰკითხა არომ სოლის და ფეხზე წამოდგა ეჭვშეპარული. _ სიზმარი არო! ჩემი სიზმარი! ვნახე, რომ ამ ხანჯლით მოკვდა რუმი! მაგრამ თუ ის აქაა, მაშინ?_ სიტყვა ვეღარ დაასრულა სოლმა. მღელვარებისგან მუხლები აუკანკალდა._ რა თქვი, სად წავიდა რუმი? სოკოების სანახავად? _ ჰო! ტყეში, სოკოების სანახავად!_ ხმა აერია აროს. _ ცადამყვანების ველი! სად არის..._ სიტყვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ არო ტყისკენ გარბოდა უკვე. ქარივით მიქროდა, თუმცა წინათგრძნობა კარნახობდა, რომ გვიანი იყო. და უმწეობის გრძნობა, რომელიც ბოლოს მაშინ განიცადა, როცა ატორმა რუმის სახიჩარი სხეულის ყურება აიძულა, ტყვიასავით უმძიმებდა სხეულს. მის ლანდს მოსდევდნენ დანარჩენები. როცა მინდორს მიაღწია, წამით შედგა. შუა მინდორში მუხლებზე იდგა რუმი, სოკოებისკენ დახრილი, ხელებით მიწას ეყრდნობოდა. _ რუუუმ!_ დაიყვირა არომ. წამით შვება იგრძნო. ათასჯერ მაინც უნახავს, როგორ ეფერებოდა და ესაუბრებოდა რუმი სოკოებს. მაგრამ რუმი არ განძრეულა. ორ ნაბიჯში დაფარა დარჩენილი მანძილი და მიწიდან წამოაყენა. გაშრა ელდისგან. გაშეშდა. ვადამდე ჰქონდა გაყრილი ხანჯალი რუმს. ვადაზე ხელი მოკიდა ინსტიქტურად. _ რუმ.._ აღარ იცოდა რა ექნა. სადღა იყო მისი სიმშვიდე და რაციონალურობა? თითები წაატანა რუმიმ ხანჯალზე მოხვეულ მის თითებს და ნელა ამოსწია მაღლა. სისხლის ნაცვლად სინათლე დაიღვარა ჭრილობიდან. ოქროსფრად დასვრილი ხანჯლის წვერიდან ცადამყვანებზე წვეთავდა სინათლე და ცვლიდა მათი არსების შხამიან თვისებას. სინათლით ივსებოდნენ სოკოები და ფანტავდნენ მინდორზე ჩამოწოლილ ნისლებს. _ ერთი ნაბიჯი დილამდე არო!_ ჭრილობიდან მის თვალებზე გადაიტანა არომ მზერა. ჩვეულად იღიმებოდა რუმი, მაგრამ იმის ძალა აღარ ჰქონდა, რომ თვალებში ღიმილად შეენიღბა სევდა. _ რას ამბობ?_ ჰკითხა ინსტიქტურად. _ ერთი ნაბიჯი დილამდე..._ გაიმეორა რუმიმ ხმადაბლა. _ არა! ოღონდ ეს არა!_ ცრემლებით აევსო თვალები სოლს. ნელ_ნელა ტოვებდა იქაურობას ნათელი წყვდიადი. ზეცას ახედა ლუციამ. ფერმკრთალდებოდა მინდორზე დამხობილი წყვდიადი. დღე იყო, მაგრამ გაუთენებელი. ახლა კი თენდებოდა. მაგრამ შვება არ მოჰქონდა მზის სინათლეს. თანაც სინათლე თითქოს იქვე იყო, მათ შორის. უცნაურ სიმსუბუქეს გრძნობდნენ. თითქოს წლების წინ დადბული ბორკილებისგან თავისუფლდებოდა მათი სულები. რატომღაც, ოდესღაც რუმის ატორისთვის ნათქვამი სიტყვები ახსენდებოდა ტუნას: _ ზოგჯერ ადამიანი იმადაც იბადება, რომ შენს სულს წლების წინ დადებული ბორკილი შეხსნასო!_ მაშინ ვერ, მაგრამ ახლა იაზრებდა, რას გულისხმობდა რუმი, როცა აროზე საუბრობდა მაშინ. იდგნენ სასოწარკვეთილები და არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ. როცა აროს საფრთხე ემუქრებოდა მასში თვითგადარჩენის ინსტიქტი იღვიძებდა და სხვის ენერგიას უშრველად ითვისებდა მისი სხეული. ამის გამო მუდმივად სძულდა საკუთარი თავი, მაგრამ ახლა ნატრობდა, პირიქითაც შესძლებოდა. რომ რუმისთვის დაეთმო სასიცოცხლო ენერგია. რუმში კი თითქმის აღარ იყო სინათლე. სამაგიეროდ მთელი მინდორი ოქროსფერ ნათებას ასხივებდა. მზე იყო რუმი, ყველასთვის სამყოფი, თუმცა მხოლოდ საკუთარი თავისთვის მუდმივად უკმარი. ხდება ხოლმე ცხოვრებაში, რომ თვით ყველაზე დიადი არსებაც კი გამოსცდის საკუთარ თავზე უსუსურობის გრძნობას. ისეთი არსება, მაგალითად, როგორიც ვამპირია. რაც უფრო ძლიერია ის, მით უფრო გაუსაძლისია მისგან განცდილი უმწეობა. ხელში ეკავა რუმი, უყურებდა როგორ ქრებოდა და მხოლოდ იმას ფიქრობდა, რომ უკვე მეორედ კარგავდა მას და მიუხედავად იმისა, რომ თავად ძლევამოსილი არსება იყო, მაინც ვერაფერს ცვლიდა. უჩვეულო სინათლე და დუმილი იდგა მინდორზე. ნისლის ნასახიც კი აღარ სჩანდა. _ გამარჯობა ყორანო!_ ისე მოულოდნელად გაისმა ოლის ბავშვური ხმა, რომ შეკრთა არო. ბავშვის მზერას თვალი გააყოლეს და დაინახეს, როგორ გადმოაბიჯა მინდორზე სრულებით თმათეთრმა ახალგაზრდა კაცმა. აუჩქარებლად მოაბიჯებდა ანთებულ ცადამყვანებს შორის და ცდილობდა შემთხვევითაც კი არ გაესრისა რომელიმე მათგანი. ისე მიესალმა ყველას, თითქოს არაფერი უცნაური იქ არ ხდებოდა. გაკვირვების ნატამალიც არ ემჩნეოდა ლამაზ სახეზე. უცნაური ღია, ძალიან ღია ცისფერი, თუ წყლისფერი თვალები შეანათა აროს და ძველი ნაცნობივით გაუღიმა. _ ნუთუ ისევ დავაგვიანე ვამპირო?_ ჰკითხა კეთილი, მშვიდი ღიმილით.... 17 ნაბიჯი გადადგა მისკენ ყორანმა და ხელი გაიწოდა, უკან დაიხია არომ. წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო ყორანი და რა სურდა მათგან. მით უფრო რა უნდოდა რუმისგან. _ ვინ ხარ?_ ჰკითხა და როცა პასუხი ვერ მიიღო, ტუნას გახედა ეჭვით. მხრები აიჩეჩა ტუნამაც. არც მან იცოდა სამყაროსმიღმიერი ამბები ამდბად კარგად. მხოლოდ იმდენი გაეგებოდა, რამდენის ცოდნაც ამ სამყაროში შეეძლო სულიერს. _ ოლი ვინ არის ყორანი?_ ჰკითხა ტონიომ ბავშვს. ლურჯ თვალებში ნაცნობი სინათლე უკიაფებდა ოლის. „რაღაცით ძალიან ჰგავს რუმს, იმ წარსულის რუმს...“ გაიფიქრა მან ოლის თვალების დანახვისას. და ამ ფიქრის შემდეგ ცხადად წარმოუდგა თვალწინ ბავშვობის მეგობარი. მართლა რა ძალიან ჰგავდა რუმს?! სწორედ მასავით მშვიდი ინტერესით ათვალიერებდა გარშემო ყველაფერს და აშკარად საკუთარი უცნაურად საინტერესო აზრიც გააჩნდა. _ მეგობარია, კეთილია და მას არაფერს დაუშავებს!_ მშვიდად უპასუხა ოლიმ. ის არ დაუზუსტებია, საიდან იცოდა, ვინ იყო მოსული. აროსაც ყველაფერი ესმოდა, მაგრამ ბავშვის პასუხის და ნდობის იმედად ვერ იქნებოდა არო. _ უნდა წავიყვანო, აქ ვეღარ დარჩება, მისი დრო მოვიდა უკვე. თავად გადაწყვიტე, მაგრამ იცოდე, მას ვერ გადაარჩენ!_ თვალებში კი არა სულში უყურებდა ყორანი აროს. მიხვდა, ასე მარტივად არც დაუჯერებდა და მით უფრო არც რუმს დაუთმობდა, თუნდაც მომაკვდავს. არა, უფრო სწორედ, მით უფრო მომაკვდავს._ შენ ერთ კითხვაზე ეძებდი პასუხს ვამპირო. საუკუნეები შეალიე ამ პასუხის პოვნას.თავად გადაწყვიტე, მაგრამ იცოდე, შენ მას ვერ გადაარჩენ!_ თვალებში კი არა სულში უყურებდა ყორანი აროს. მიხვდა, ასე მარტივად არ დაუჯერებდა და მით უფრო რუმს არ დაუთმობდა, თუნდაც მომაკვდავს. არა, უფრო სწორედ, მით უფრო, მომაკვდავს._ შენ ერთ კითხვაზე ეძებდი პასუხს ვამპირო. საუკუნეები შეალიე ამ პასუხის პოვნას. ახლა შემეძლია მე გიპასუხო! თვალს არ აცილებდა არო და წამითაც არ უფიქრია, რუმი მისი სიტყვების დაჯერება. სამწუხაროდ არ ჰქონდა მას იმის ფუფუნება, რომ ვიღაც არსაიდან მოსული უცნობებისგან დასახმარებლად გამოწვდილი ხელის იმედად ყოფილიყო. ჯერ ისევ ჰქონდა იმედი, რომ თავად შეძლებდა მნიშვნელოვანი ადამიანისთვის იმის დაბრუნებას, რითიც საუკუნეების მანძილზე ახერხებდა არსებობას, იმის, რაც თავიდანვე მას ეკუთვნოდა. ისედაც მობეზრებული ჰქონდა დაუსრულებელი არსებობა აროს. ისედაც არაფერს მოელოდა ცხოვრებისგან. ამაზე მეტი დასაკარგიც ხომ არაფერი ჰქონდა? ამიტომ მზად იყო ნებისმიერი არჩევანისთვის, მაგრამ არა იმისგან, ვინც თავს ყორანს უწოდებდა.თვალს არ აცილებდა ყორანს არო და წამითაც არ უფიქრია, მისი სიტყვების დაჯერება. სამწუხაროდ არ ჰქონდა მას იმის ფუფუნება, რომ ვიღაც არსაიდან მოსული უცნობებისგან დასახმარებლად გამოწვდილი ხელის იმედად ყოფილიყო. ჯერ ისევ ჰქონდა იმედი, რომ თავად შეძლებდა მნიშვნელოვანი ადამიანისთვის იმის დაბრუნებას, რითიც საუკუნეების მანძილზე ახერხებდა არსებობას, იმის, რაც თავიდანვე მას ეკუთვნოდა. ისედაც მობეზრებული ჰქონდა დაუსრულებელი არსებობა აროს. ისედაც არაფერს მოელოდა ცხოვრებისგან. ამაზე მეტი დასაკარგიც ხომ არაფერი ჰქონდა? ამიტომ მზად იყო ნებისმიერი არჩევანისთვის, ნებისმიერი მცდელობისთვის, მაგრამ არა იმისგან, ვინც თავს ყორანს უწოდებდა. _არაფერი ხდება აქ ისე უბრალოდ, ამას ხომ მიხვდი არო? ისინი სწორედ ამისთვის გროვდებოდნენ ერთად. ამ წამისთვის. რომ, როცა საჭირო გახდებოდა მზის შვილისთვის დაეთმოთ საკუთარი მარადისობა. იმისთვის რომ მათში დამალული სინათლე, წყვდიადის , სიკვდილის და სიბნელის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მათგან ნებართვა არ მჭირდება არო! როცა რუმს წავიყვან ეს ჯაჭვური განახლებაც თავისთავად დასრულდება. მაგრამ შენ? შენ მზად ხარ დათმო შენი დრო მისთვის? შეხედე არო._ უთხრა და ხელი ლუციას გაუწოდა. ეჭვით დახედა მის თითებს ლუციამ, და არ განძრეულა. ისე გაეღიმა ყორანს, თითქოს ზუსტად ამას ელოდა მისგან. _არაფერი ხდება აქ ისე უბრალოდ, ამას ხომ მიხვდი არო? ისინი სწორედ ამისთვის გროვდებოდნენ ერთად. ამ წამისთვის. რომ, როცა საჭირო გახდებოდა მზის შვილისთვის დაეთმოთ საკუთარი მარადისობა. იმისთვის,რომ მათში დამალული რუმის ნაწილი, მისი ენერგია და სინათლე, წყვდიადის , სიკვდილის და სიბნელის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. მათგან ნებართვა არ მჭირდება არო! როცა რუმს წავიყვან, ეს ჯაჭვური განახლებაც თავისთავად დასრულდება. თქვენ ყველას მხოლოდ ეს სიცოცხლე დაგრჩებათ, მაგრამ შენ? შენ მზად ხარ დათმო შენი დრო მისთვის? შეხედე არო._ უთხრა და ხელი ლუციას გაუწოდა. ეჭვით დახედა მის თითებს ლუციამ, და არ განძრეულა. ისე გაეღიმა ყორანს, თითქოს ზუსტად ამას ელოდა მისგან. _ დაუბრუნე, რაც მან დროებით მოგაბარა შესანახად! უთხრა და ხელი მაჯაზე მოკიდა. მეორე ხელით რუმის უღონოდ დაშვებული მარჯვენა აიღო და საკუთარი თვალით დაინახა არომ, ის რასაც მხოლოდ საკუთარ თავზე განიცდიდა ხოლმე, როცა მისო დრო მოდიოდა. _ მეც გვინდა დახმარება!_ ლუციას გვერდით დადგა ლინი, სოლიც, და ტონიოც. მხოლოდ ტუნა უყურებდა მათ დაღლილი და სევდიანი სახით. მას იმის უფლებაც კი არ ჰქონდა, რუმს უკანასკნელად შეხებოდა. არ იყო მასში წვეთი სინათლე და რას დაუთმობდა? _ ახლა კი უნდა წავიყვანო! _ თქვა ხმადაბლა ყორანმა. _ წაიყვანო?_ ბრაზი გაუკრთა ხმაში აროს. _ ეს ასე მოხდება არო! _ ყორანმა რუმისკენ ხელები გაიწოდა. ისევ ყოყმანობდა არო. არა იმიტომ, რომ საკუთარი დრო ან ენერგია ენანებოდა, არამედ იმიტომ, რომ არ ენდობოდა მას. თანაც ყველაზე უკეთ ხვდებოდა, რომ ეს მორიგი და ჩვეული დასასრული არ იქნებოდა. _ ტუნა!_ მიუბრუნდა ყოფილ მტერს. _ ერთხელ მაინც რამეში გამოადექი! ბოლო_ბოლოს ტყუილად გქვია იღბალი? ტუნამ უარის ნიშნად თავი გააქნია. იღბალი ასე არ მუშაობდა. ალბათ ყორანის გამოჩენა უკვე იყი კიდეც იღბალი. თუმცა ისეთი, რომ ჯობდა სულ არ ჰქონოდა საბრალო რუმს. _მე მხოლოდ წართმევა ვიცი, სამწუხაროდ, მინდა, მაგრამ არ შემიძლია!_ უიმედობა ისმოდა ტუნას ხმაში. ცოტა ხანს ფიქრობდა არო. ხვდებოდა ნებისმიერი წამი გადამწყვეტი იყო. მაგრამ ცხოვრებაში მეორედ იდგა ასეთი უკიდურესი არჩევნის წინ. ერთი იყო იმის ცოდნა, რომ რუმი დაბრუნდებოდა. მის ლოდინში დროსთან თამაშიც აღარ იყო ასეთი აუტანელი. ახლა კი, პასუხი ისედაც ნათელი ჩანდა, ეს რეალური დასასრული იყო. _ არო!_ გამოაფხილა ყორანის ხმამ._ გადაწყვიტე არო! რუმს დახედა. გრძნობდა თითქმის აღარ იყო რუმი და მიხვდა, რომ ვერ აიტანდა, რომ ყველაფერი აქ, იმ პლანეტაზე დასრულებულიყო, სადაც იძულებით მოუწევდა კიდევ რამდენიმე ათეული წლის გატარება იმის ცოდნით, რომ რუმი დასრულდა. ცხოვრება, რა თქმა უნდა, გაგრძელდებოდა და ამის გააზრება კიდევ უფრო თრგუნავდა მას. _ გაუშვი!_ მხარზე იგრძნო სოლის ხელი. სათითაოდ შეხედა ყველას. _ უნდა გაუშვა!_ ჭოჭმანით ეთანხმებოდნენ ისინი სოლს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ძალა არცერთ არ ჰქონდა. თითქოს პასუხისმგებლობას მას უტოვებდნენ. ბოლოს ტუნას შეხედა არომ. _ ატორ!_ პირველად საუკუნეების შემდეგ წარმოსთქვა მისი სახელი. _ მას ყოველთვის გაფრენა სურდა არო! მას აქ ვერაფერი დააკავებდა. ამიტომ სოლი მართალია, უნდა გაუშვა!_ ახლა ატორი საურობდა და არა ტუნა. თითქოს ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდებოდა. კიდევ ერთხელ გაიწოდა მკლავები რუმისკენ ყორანმა. წინააღმდეგობა აღარ გაუწევია აროს. ჯიბიდან ამოიღო ახალი მთვარის მოცისფერო ყელსაბამი და რუმის დაკიდა ყელზე. აღარ გამუქებულა მთვარის ქვის გული. სულაც პირიქით თითქოს ამოანათა კიდეც. ფრთხილად გამოართვა ლამის უწონო სხეული ყორანმა აროს. ორიოდ წამი ყველას აცადა მასთან დამშვიდობება. _ და კიდევ ერთი! _ თქვა მან წასვლის წინ._თქვენ დაგავიწყდებათ ის. ისე დაგავიწყდებათ, თითქოს არასდროს არსებულა. ეს ერთი ცხოვრება გექნებათ მისგან სახსოვრად და იმედია, მის გამოყენებას ღირსეულად შეძლებთ. _ რას ქვია დამავიწყდება?_ შეკრთა აროს. _ გირჩევნია გახსოვდეს? _ უცნაურად გაეღიმა ყორანს. თითქოს აროს ყველაზე ღრმად დამარხულ ფიქრებს კითხულობდა._ შენი ბორკილი მოხსნილია არო, იცხოვრე ერთი მშვიდი, ადამიანური სიცოცხლით. _ ვინ ხარ?_ ჰკითხა არომ. _ თეთრი ყორანი ვარ მეგობარო, მისანი და უფრო ამ სამყაროს ბალანსი! დღისა და ღამის გასაყარი, სწორედ ერთი ნაბიჯი დილამდე! ახლა კი დროა და გახსოვდეთ, რომ ყოველი დასასრული რაღაც ახალის დასაწყისია! შენ კი, _ ღიმილით გახედა ოლის._ სანამ დრო მოვა, იზრუნე მათზე! ისევე აუჩქარებელი ნაბიჯით გაემართა მინდვრის კიდისკენ, როგორც მოვიდა და წამის რაღაც მეასედში რუმთან ერთად შეერია ამომავალი მზის სინათლეს. შორს ცაზე გაკრთა ფრინველის ლანდი. ცადამყვანების ველს მიღმა ქარაფის კიდესთან აკვანივით ირწეოდა ბეწვის ხიდი, და ელოდა ყველაზე მამაცს, გამბედავს და ინტერესით სავსეს..... დრო ისე გავიდა, როგორც მისი წესია. უცნაური რამაა იცით დრო? ვისთვის გადის, ვისთვის მოდის, ვისთვის იყინება ერთ წერტილში.... ვიღაცას, თუ ის ღირსია, უკან აბრუნებს კიდეც... ამ სამყაროში დრო ქმნის ერთადერთ რეალობას. და მიუხედავად იმისა, რომ დიდად ყურადღებას არ ვაქცევთ დროს, ჩვენი არსებობა სწორედ მასზეა დამოკიდებული. დროის ტემპი შეიცვალა, უფრო აჩქარდა, , ამას ყველა ამჩნევს, და თან მაინც არ ვიმჩნევთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თუ დრო იმდენად აჩქარდება, რომ ვეღარ დავეწევით, ჩვენ უბრალოდ მასში გავქრებით..... სიცარიელე დარჩა გულში აროს. ხანდახან ხელს მიიდებდა გულზე და ცდილობდა გულისცემის რითმის წყებაში ის დაკარგული ნოტი ეპოვნა. სიზმრებიც დასჩემდა, უცნაური აკვიატებული, ფერადი სიზმრები. ხედავდა როგორს ბრუნავდა ნათელი წყვდიადი და მის წინ იდგა ის.... გონებას ძაბავდა, რომ გახსენება შესძლებოდა, მაგრამ არაფრით ბრუნდებოდნენ დაკარგული მოგონებები. ახლა ჩვეულებრივი მოკვდავი იყო არო. სხვა ადამიანებივით ცდილობდა საკუთარი სიმშვიდის პოვნას. სხვებივით ეძებდა რაღაც დაკარგულს, რაღაც სასურველს და სხვებზე მეტად თუ არა ნაკლებად განიცდიდა სიმარტოვეს. იჯდა საკუთარი პატარა სახლის წინ და ცას უყურებდა, რადგან ხვდებოდა, დედამიწაზე არ იყო მისი დაკარგული ნაწილი..... ლინი და ლუცია კვლავ გალერიას მართავდნენ, აწყობდნენ გამოფენებს, თავადაც ძველებური გატაცებით მუშაობდნენ, ვეღარ ხედავდნენ უცნაურ სიზმრებს, ახლა სიზმრებზე უფრო ოცნებებს ხატავდნენ. ცხოვრება შედარებით იოლი ხდებოდა, აღარ რიალობდნენ მათ გარშემო ბნელი ლანდები. აღარ იყო წყვდიადი და სუნთქვა ასატანი და სასიამოვნო გამხდარიყო. ლინი და ატორი, როგორც ძველი მეგობრები და ოლის მეურვეები, ახლა უპატრონო ბავშვთა სახლსაც მეურვეოდბენ. დრო თითქმის არაფრისთვის რჩებოდათ, მაგრამ თვეში ერთხელ მაინც ახერხებდნენ სამეგობროს შეკრებაზე წასულიყვნენ სადმე ბუნებაში. მთელი დღე ერთად გაეტარებინათ და გაოცებული დარჩენილიყვნენ იმით, რომ სადაც არ უნდა გაეშალათ ბანაკი, ყოველთვის მათი კარვების გარშემო ცადამყვანების მიცელიუმის ჯადოსნური წრე ჩნდებოდა. მათთვის სამყარო ახლა ბევრად რაციონალური იყო და ამ უცნაურ ამბავსაც ისე იღებდნენ, როგორც რაღაც სრულებით ბუნებრივს. ასე ბევრად მარტივი იყო სამყაროს აღქმა. სოლს ოტო ჰყავდა. არ ახსოვდა როდის და რა ვითარებაში მოეკედლა ეს სამფერი ფუმფულა მეგობარი. მაგრამ მასთან უცნაურ კავშირს გრძნობდა. მაგალითად იცოდა, რომ ოტო ერქვა, იცოდა რომ იოგურტზე გიჟდებოდა, და რატომღაც ვერ იტანდა ატორს. „ალბათ აურა აქვს ბნელიო!“_ ფიქრობდა ხოლმე გაოცებული, როცა ატორის დანახვისას კუდს გაფურჩქნიდა ხოლმე აფხორილი ცხოველი. სამაგიეროდ ოლი უყვარდა ოტოს. უყვარდა გასაოცარი სინაზით. გვერდიდან არ შორდებოდა ლურჯთვალა გოგონას. და ისიც უცნაურ რამეებს ესაუბრებოდა ოთხფეხა მეგობარს. იჯდა ოტო და ყურადღებით უსმენდა და ოდნავი საბრალო კნავილით ეხმიანებოდა მორიგ უცნაურ კითხვაზე: _ის დაბრუნდება, აი ნახავ ოტო, ერთ დღესაც ის დაბრუნდება! ხომ გჯერა ამის?_ ეკითხებოდა ოლი აივანზე მჯდარ კატას და ორივე ცას გასცქეროდა იმედიანი მზერით. ტონიომ გაბედა და საკუთარი თავის საპოვნელად გამგზავრება გადაწყვიტა. ათასში ერთხელ, მაგრამ მაინც იღებდნენ მეგობრები მისგან მოგზაურობის დროს გადაღებულ საინტერესო სურათებს. ამით ხვდებოდნენ, რომ არაფერი უჭირდა ტონიოს. ბოლო სურათი, რაც მისგან მიიღეს ბეწვის ხიდი იყო. მოტოციკლს მიღმა მოჩანდა ის ავბედითი ხიდი. მიხვდნენ მეგობრები რასაც ნიშნავდა ნოლო სურათი, რომ ტონიომ საკუთარი შიშები და კომპლექსები დაამარცხა. გადალახა ის ბარიერი, რაც საკუთარი „იკიგაის“ პოვნაში ხელს უშლიდა. ახლა თავისუფალი იყო ტონიო. .............. რიჟრაჟი იდგა. სახლის წინ ხის მაგიდასთან იჯდა არო და ჯერაც ტყისპირებში მიმალულ ნისლებს აკვირდებოდა უინტერესოდ. დიდხანს ეძება ისეთი მუსიკა, ასეთ დილებს რომ მოუხდებოდა, მაგრამ ალბათ სხვებს საკუთარ მუსიკებში საკუთარი განწყობა ჰქონდათ ჩადებული და არაფრით ერგებოდნენ მის ხასიათებს. ამიტომ ახალი მუსიკა დაწერა არომ, მხოლოდ თავისთვის. იჯდა უცნაური გარინდებით და სწორედ ამ მელოდიას უსმენდა ახლა, უცნაურად ენაცვლებოდა ერთმანეთს მისი მოგონილი მელოდია და ჩიტების ხმები... იფიქრა მოეჩვენა, როცა ჯერ ისევ ბნელი ტყიდან უცნობმა გოგონამ გამოაბიჯა. უშველებელი ზურგაჩანთით, დიდი ზომის მკვეთრი ყვითელი ჰუდით, მაღლა დაუდევრად აკოსილი აბურდული თმით, და მაისურზე ყურით დაკიდული მუქი სათვალით. ტყიდან გამოვიდა და მიმოიხედა. მხიარულად გაიღიმა და გეზი პირდაპირ მისი სახლისკენ აიღო. არც თუ ხშირად, მაგრამ მაინც ხდებოდა, რომ სასახლის ნანგრევების სანახავად მოდიოდნენ ტურისტები და ხანდახან გზად მისი სახლისკენაც გამოივლიდნენ ხოლმე. ახლაც მორიგ ტურისტად მიიჩნია. მაგრამ იმან გააოცა, რომ მარტო და თან ასე ადრიანად ბოდიალობდა უკაცურ ტყეში. _ გამარჯობა!_ თავს წამოადგა უცნობი. პასუხი არ გაუცია აროს, თავი დაუქნია. დიდად სტუმართმოყვარეობით არ გამოირჩეოდა ხოლმე. თუ ყურადღებას არ მიაქცევდა, გოგონას მობეზრდებოდა და თავის გზას გააგრძელებდა, მაგრამ ამჯერად შეცდა. _ რას უსმენ? არ მეცნობა!_ ინტერესით თქვა გოგონამ და თვალები სასაცილოდ მოჭუტა. რაღაც გაახსენა მისმა მიმიკამ, მაგრამ ვერ მიხვდა რა. _ მოწყენილი ხარ?_ ჰკითხა მიამიტად, როცა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო და დაუპატიჟებლად ჩამოჯდა მის წინ. სიგარეტი ამოიღო და გაუკიდა. მოცისფრო კვამლში გაიხლართა მისი თითები. რაღაც მოგონება ჯიუტად ცდილობდა აროს გონების ოკეანის სიღრმიდან ამოსვლას. _ არ იცვლები არა? ისევ ისეთი უცნაური ხარ!_ გაუღიმა უცნობმა. _ ყავა არ გინდა? თუ ძველებურად ჩაის ერთგული დარჩი? საიდან უნდა სცოდნოდა ვიღაც უცნობ გოგონას მისი გემოვნება? უცნაურად დაიძაბა არო. სტუმარმა ჩანთა მოიდგა და გახსნა. პატარა ყვითელი კუბოკრულ პრინტიანი თერმოსი და სამი პატარა ქაღალდის ჭიქა ამოიღო ჩანთიდან. ამ პრინტის დანახვისას უცნაურმა კადრმა გაუელვა თავში აროს. თითქოს სადღაც ტბის პირას იწვა, სწორედ ამგვარ პლედზე.... კიდევ ვიღაც იყო იქ... და უცნაურ შვებას გრძნობდა თავად, მაგრამ რატომ? აი ამას ვერაფრით იხსენებდა. მზესავით ყვითელი მანდარინები ეყარა გარშემო..... თავი გააქნია არომ. სცადა გონება მოეკრიბა. სტუმარმა ამასობაში ყავა ჩამოასხა პატარა ჭიქებში. ერთი მეორეში ჩადო და თავად დაიდგა წინ, მესამე ოდნავ მიუჩოჩა აროს. _ გასინჯე, ნახავ მოგეწონება, იცი საიდან წამოვიღე შენთვის?_ ამის თქმისას ისევ უცნაურად გაეღიმა. ნება_ ნება მოსვა მუქი სითხე. _ მაინც რა ლამაზია აქაურობა! სანამ არ დაკარგავ, არც კი აფასებ! ვარსკვლავები ისევ გამოჩნდნენ ხომ ? გააგრძელა უბრალო საუბარი. სიმშვიდემ აავსო აროს გონება. სადღაც გაქრა შფოთვა, სადღაც გაქრა სევდა, სადღაც გაქრა არფიქრიც კი. _ იცი, ეს დრო იქ არ დგება არო!_ როცა სახელით მიმართა უარესად გაოცდა არო._ ეს დრო მხოლოდ აქაა! ბოლო ყლუპი მოსვა. თერმოსი და საკუთარი ცარიელი ჭიქები აიღო და ჩანთაში დააბრუნა. თვალი შეასწრო არომ, რაღაც გაუგებარი სმაილი ეხატა ზედ._ ამას ვერ დაგიტოვებ, ძალიან ძვირფასია ჩემთვის! _ რას გულისხმობ? _ ჰკითხა დაბნეულმა. _ ბალანსს არო, _ თვალმოჭუტვით გაუღიმა გოგონამ_ ერთ პატარა, მაგრამ გადამწყვეტ ნაბიჯს დილამდე! ეს ნაბიჯი ყველაფერს შეცვლის არო! ადგა, ჩანთა მოიკიდა და დაუმშვიდობებლად დაუყვა ხევისკენ მიმავალ გზას. უკან ერთხელაც არ მოუხედია. მანამდე უყურებდა არო სანამ თვალს არ მიეფარა. კვლავ ნაცნობი სიცარიელე იგრძნო. ქაღალდის ჭიქას წაატანა თითები, აიღო და გაოგნებულმა შეხედა ზედ დახატულს უცნაურ, უჟმურ სმაილს. _ როგორ ჰგავს!_ ჩაილაპარაკა დაფიქრებულმა. _ ვის?_ ჰკითხა ქვეცნობიერმა ჩურჩულით. _ რუმის!_ უეცრად გაახსენდა მისი სახელი. გაახსნდა და შვებით გაეღიმა. იმ გზას გახედა, საითაც სტუმარი წავიდა. მზე ამოდიოდა მთების თავზე. ჭიქას შეხედა ისევ. ეჭვით უყურებდა სმაილი. თითქოს რაღაცას მოელოდა მისგან და ეკითხებოდა:“რაღას უცდიო?!“ ნუ „დამინახე.... გამიხსენე.... მიპოვნე.....“_ ეს სამი სიტყვა ეწერა სმაილის ქვეშ. რუმის ღიმილით უღიმოდა ქაღალდის ჭიქა. ზუსტად მის მსგავსად გაეღიმა აროს. .... დასასრული... _ _ _ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.