ზაფხულის ღამის სიზმარი (სრულად)
ზაფხულის ღამის სიზმარი თავი 1 ლამის მთელი ზაფხული სამსახურში გაატარა ოთომ. ახალი კომპანია ჰქონდათ, ჯერ რომ ახლა იპყრობდნენ ბაზარს და მარტო ის კი არა, მთელი სტაფი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში. დილით ადრე გადიოდა სახლიდან და უკვე დაბნელებულზე ბრუნდებოდა უკან. პოზიციაც და ხელფასიც სრულებით აკმაყოფილებდა. თავს სრულფასოვან, შემდგარ და წარმატებულ კაცად თვლიდა და ერთადერთი, რაც აწუხებდა პირადი ცხოვრების გაურკვევლობა იყო. სანამ გარისკავდა და ახალ სამსახურში გადმოინაცვლებდა ამ მხრივ ყველაფერი ნორმაში ჰქონდა. არც ღამის მხიარული პარტნიორები აკლდა, არც მეგობრებთან ერთად მოწყობილი მრავალფეროვანი თავგადასავლები, მაგრამ ბოლო დროს საკუთარი თავისთვის დრო ფაქტობრივად აღარ რჩებოდა. თუმცა ამაზე საკუთარ თავთანაც კი არ წუწუნებდა. ამიტომ როგორც კი ერთგვარი სტაბილურობა იგრძნო, მაშინვე გაახსენდა საკუთარი ლამის გადავიწყებული ტესტოსტერონის ჰორმონი. _ ასეც არ შეიძლება ოთო!_ ხმამაღლა ესაუბრებოდა საკუთარ თავს დაღლილი და ეზოში გაკიდულ ჰამაკში ნებივრად მწოლი, თვალდახუჭული იხსენებდა რამდენიმე ბოლოდროინდელ ყველაზე ცეცხლოვან თავგადასავალს. ის შავგვრემანი კატასავით მოქნილი და აგრესიული ნანკა გაახსენდა. მართლა გიჟი ქალი იყო. არ არსებობდა ფანტაზია, რომ ნანკას რეალობად არ ექცია. მაჯაზე წამოცმული რეზინით თხოვნის და მინიშნების გარეშეც მარტივად აიკეცავდა ხოლმე გრძელ პრიალა თმას და სექსუალური, თავბრუდამხვევი მზერით ნელა ეშვებოდა მუხლებზე.... _ მატკინე!_ ახლაც გააჟრჟოლა მისი ხავედოვანი ხმის და რბილი ბავშვური ტუჩების წარმოდგენისას. ეს მოსწონდა ნანკაში ოთოს. ერთი შეხედვით უმანკო სახე და სრულიად თავისუფალი, უკომპლექსო და თავაშვებული მოქმედება. ბოლოს სამზარეულოს მაგიდაზე ჩაანაცვლა ნანკამ რომანტიული ვახშამი. _ ამ მაგიდას ამ დანიშნულებით უფრო შეუძლია გვასიამოვნოს ჩემო ძვირფასო! _მართლა კატასავით გადაიზნიქა ზედ და საღამოს რომანტიკა სრულებით თავაშვებული ეროტიკით შეცვალა და ზუსტად იმ ბოლო ყველაზე სასიამოვნო ძლიერ და რიტმდაკარგულ ბიძგებს შორის ამოიკვნესა:_ ეს ჰამაკშიც უნდა მოვსინჯო ოთო! არასდროს მქონია სექსი ჰამაკში! უცებ ვერც გაიაზრა ოთომ, რას გულისხმობდა ქალი, მის მზერას თვალი ინსტიქტურად გააყოლა და ღია ფანჯრიდან სწორედ იმ ჰამაკს შეხედა, ახლა რომელშიც იწვა. _ მორჩა, რამდენიმე დღე უნდა დავისვენო!_ ჩაილაპარაკა ოდნავ ჩახლეჩილი ხმით, შესწორდა და იმის წარმოდგენა სცადა, როგორ აასრულებდა ნანაკა საკუთარ სურვილს სწორედ ახლა ჩვეულად ლამის შიშველი რომ მჯდარიყო მის მუხლებზე. _ უკაცრავად!_ მოესმა ლამის სიზმარში წასულს და უცებ ვერც კი გაიაზრა, რომ მისი ხელები არც თუ სტუმართმოყვარე ქმედებას ასრულებდნენ იმ წამს. უკან მოუხედავად გადაკიდა თავი ჰამაკიდან და უცნაურ კადრს მოჰკრა თვალი. უცხო გოგონა იდგა მის ეზოში. მოზრდილი იისფერი ჩემოდნით. თეთრი მოკლე ჰაეროვანი სარაფნით და გაშლილი, გრძელი, წელამდე ჩალისფერი თმით. კანი თმაზე მუქი აქვსო, გაიფიქრა ოთომ და მომენტალურად გამოფხიზლდა. „ნეტავ რამდენი ხანია, რაც აქ დგას?“ გაიფიქრა შეწუხებულმა. და სიბრაზემ მოუარა უნებურად. ვინ იყო და უცხო ადამიანის ეზოში რას აკეთებდა? ამისთვის დახარჯა ამდენი ფული ეზოს ისე გადაკეთებაზე, რომ ჩიტსაც კი ვერ გადაეფრინა უნებართვოდ და მისი მყუდროება არ დაერღვია, რომ უცხოებს ასეთ პიკანტურ მომენტში გამოეჭირათ?! _ საღამო მშვიდობისა! _მიესალმა გოგო. ისე თამამად იდგა, თითქოს სწორედ იქ იყო, სადაც უნდა ყოფილიყო. _ შენ ოთო ხარ ხომ?_ ჰკითხა და გაუღიმა. ის კი იჯდა და პასუხს არ უბრუნებდა. მთვარის შუქზეც კი უბზინავდა უცნობ გოგოს გარუჯული სხეული. ნერწყვი გადაყლაპა ოთომ. ჯერ კიდევ საკუთარი ფანტაზიების ტყვეობაში მყოფი ინტერესით და ურცხვად ათვალიერებდა სტუმარს. _ მე ევა მქვია!_ ჩემოდანს ხელი უშვა და თამამად გადმოდგა მისკენ ნაბიჯი, თან ხელი გაუწოდა. ხელის შეგებება არც უფიქრია ოთოს, ცოტა არ იყოს უხერხულად მოეჩვენა იმ წამს. _ გასაგებია, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რა ხდება? ვინ ხარ? და აქ რატომ ხარ?_ ჰკითხა ინტერესით. _მე იკას შეყვარებული ვარ! ჰოოო!_ რომ მიხვდა გონს მოდიოდა, ღიმილით დაუმატა._ სწორედ ის! ადრე მომიწია დაბრუნებამ, იკა აქ არაა და შენთან გამომიშვა. აბა ამ ღამე სად წავიდოდი? ისე გაიოცა, თითქოს ოთოს პრობლემა იყო მისი ღამის გასათევი. _ ხომ იცი, ვერ მიტანენ მისი პეროგაყრილი მშობლები, ჩემი სტატუსი მათი პრინცის სტატუსს რომ არ შეეფერება და რამე!_ უფრო საკუთარ თავს ელაპარაკებოდა უცნაური გოგო და მხიარულად ხითხითებდა. აშკარად ეტყობოდა დიდად არ ადარდებდა იკას მშობლების აზრი საკუთარ თავზე. _ აუ როგორ დამღალა ფრენამ! სრული საგიჟეთი იყო აეროპორტში!_ ჩემოდანს ხელი უშვა და ბედნიერი ღიმილით დაიძრა ჰამაკისკენ. უდარდელად ჩასკუპდა და ფეხებით გაარწია. _ ვგიჟდები ჰამაკებზე,საქანელებზე, და ყველაფერზე, რაც ირწევა!_ უკან გადაწვა და ურცხვად დამოკლებული კაბა სულ დააიგნორა. _ როგორ ცხელა ოთო არა?_ თავს ისე შინაურად გრძნობდა. ის კი უნებურად მისი თხელი ფრიალა კაბის მიერ დარღვეულ საზღვარს ვერ აშორებდა თვალს. ყველა გაქანებაზე რომ აფრიალებდა ნიავი ნაჭერს და შოკოლადისფერ ფეხებს რომ უშიშვლებდა. უნებურად იგრძნო, რომ ახლა ამ წამს ეს გოგო სურდა. და სულ არ ადარდებდა ვისი შეყვარებული, საცოლე თუ ცოლი იყო. საკუთარმა სურვილმა გააღიზიანა. _ „ჯანდაბა!“ _ გაიფიქრა ნერვებმოშლილმა და კეფაზე შემოიჭდო ხელები._ ანუ იკამ გითხრა, რომ აქ შეგიძლია დარჩენა? ჰკითხა არეული ხმით. ჯერ მოსული არ იყო და უკვე ნერვებს უშლიდა. გოგომ თავი დაუქნია. _ რამე ცივი არ გაქვს? ძალიან ცხელა! _ სთხოვა ეშმაკური ღიმილით. წამით უყურა ოთომ, მერე ზურგი აქცია და სახლში შევიდა. მობილური მონახა და მეგობრის ნომერი აკრიფა. _ ჰოო ოთო!_ ისე უპასუხა მან, ვითომ ვერ ხვდებოდა, რომ ახლა სულ ცოტა აღრენილი იქნებოდა. _ შენ ბიჭო ვერ ხარ არა?ვის მიგზავნი სახლში?_ ჰკითხა დაუფარავი ბრაზით. _ კაი რაა თუ ძმა ხარ! უბრალოდ კომპლექსებიანი ნაშაა რა! მაგრამ აბა რა მექნა? იჯდება რამდენიმე დღე, მერე მიხვდება, რომ არ მოვალ და წავა რა!_ იცოდა ოთომ მისი და ევას ამბავი. უფრო სწორედ იცოდა, რომ იკა არა თუ ევას, რომელიც ახლოს არ იკარებდა მას, არცერთ სხვა ქალსაც არ უყურებდა სერიოზულად. მით უფრო მამიკოს ფულებზე არ იტყოდა უარს ვიღაც პატარა გარუჯული გოგოს გამო._ აბა რა ეგონა თავს რომ იფასებდა? ეს რა ისწავლეს, ტო ნაშებმა, ისე ინახავენ გეგონება დაილია ქალი ქვეყანაზე. მობილური უპასუხოდ გაუთიშა და ფანჯრიდან გახედა სტუმარს. ფეხები აეკეცა გოგოს და ოდნავ არწევდა ჰამაკს. დაფიქრდა. რა უნდა ექნა? ახლავე გაეშვა თუ დალოდებოდა ხვალინდელ დღეს? _ სულელი! _ ჩაილაპარაკა მისი ცქერით გართულმა და გადაწყვიტა პრობლემა ადრე და მალე მოეგვარებინა. მაცივრიდან ცივი წყალი გამოიღო და სტუმართან გავიდა. ის იყო საკუთარი გადაწყვეტილება უნდა ეთქვა, რომ სათქმელი გაუწყდა. მუხლებმოხრილი იწვა ევა, ცალი იდაყვში მოხრილი ხელი საკუთარ მუცელზე ედო, მეორე კი ჰამაკიდან ძირს გამოჰკიდებოდა. გრძელი ოქროსფრად მოელვარე თმაც ჩამოშლოდა და საკუთარ თმაში გახვეულს ტკბილად ეძინა. მოღეღილი ისედაც ღრუბელივით ჰაეროვანი კაბა უფრო აჩენდა მის პატარა ლამაზ მკერდს, ვიდრე მალავდა რამეს. კაბის ზოლი დეკოლტესთან სწორედ იმ საზღვართან მთავრდებოდა, საიდანაც მკვეთრად მოუჩანდა მძინარეს ნამზეურზე მეტად მუქი ყავისფერი ლაქები. ნერწყვი გადაყლაპა ოთომ. არც თუ რთული იყო მისი წარმოდგენა სამოსის გარეშე. ხმადაბლა ჩაახველა და მისთვის გამოტანილი ცივი წყალი თავად დალია. _ ჯანდაბა იკა! ჯანდაბა! _ ჩაილაპარაკა და გადმოკიდულ მკლავში წაატანა ხელი უხეშად. შეანჯღრია და გამოაღვიძა. _ თუ გეძინება, წადი სტუმრების ოთახში დაიძინე!_ რომ უთხრა, მერეღა მიხვდა, სულ სხვა რამ რომ ჰქონდა თავიდან გეგმაში. ახლაღა დაინახა მისი თვალების კონტრასტული ფერი. ცისფერი თვალები ჰქონდა სტუმარს, ცასავით ღია და კრიალა ცისფერი. თითქოს სამყაროს ყველა ცოდვა ჯერ სულ უცნობი იყო მისთვის. ამოიოხრა ევამ და წამით მხიარული ნიღბის მიღმა მისი სევდაც დაინახა ოთომ. სევდა თუ დაღლილობა? და როცა მძიმე ჩემოდანს დასწვდა გამხდარი წვრილი თითებით, ხელიდან გამოართვა ბარგი. _ წადი, ამას მე წამოვიღებ!_ უთხრა ბრაზით და წინ წაუძღვა უჩვეულო მოულოდნელ სტუმარს. სახლში უცხო ადამიანის ყოფნას მიაწერა ოთომ, რომ იმ ღამეს ძილი გაუტყდა. კარგა ხანს იწრიალა საწოლში და მერე დანებებულმა ხელი ჩაიქნია. ადგა და ეზოში გავიდა. ჭიქა ღვინო გააყოლა ხელს, ჰამაკში გადაწვა და ღამის სიგრილეს შეუშვირა სანახევროდ შიშველი სხეული. თვალები დახუჭა და არეულ ფიქრებში ჩაიძირა. ფეხის ხმამ გამოაფხიზლა. თვალი გაახილა და მოულოდნელობისგან შეკრთა. გამჭვირვალე თხელ შავ მაქმანის ხალათში ისე ილანდებოდა ევას შოკოლადისფერი კანი, რომ ცდუნებას უფრო ჰგავდა, ვიდრე მოულოდნელ სტუმარს. _ რას აკეთებ?_ ჰკითხა დაბნეულმა თავზე წამომდგარ ქალს. ევა დუმდა, მხოლოდ სურვილი უყურებდა მისი ლამაზი თვალებიდან. _ ეს არასწორია!_ რატომღაც იკა გაახსენდა იმ წამს, რაც არ უნდა ყოფილიყო.... _ გთხოვ, ეს ბოლო სურვილი შემისრულე!_ უთხრა ევამ ლამის ჩურჩულით და მხრებიდან მაცდურად გადაიწია თხელი მოსაცმელი. სრიალით დაეშვა ქსოვილი სრიალა კანზე. მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა ევას, ისიც საოცრად ნაზი და გამჭვირვალე. სხეული დაეძაბა ოთოს. უკონტროლო სურვილმა მისი გონებიდან ყველა საღი ფიქრი გააძევა. ხელით გადაუწია მკერდზე ზეწარივით აფარებული გრძელი თმა, მაჯაზე გადაიხვია უნებურად. სიამოვნებით გაიღიმა ქალმა. დაიხარა და მის ფართოდ გაშლილ მუხლებზე მოკალათდა. _ მატკინე!_ უთხრა და ისე გაუღიმა, თითქოს მზად იყო მისი ყველა ბინძური ფანტაზია ცხადად ექცია. მათი სხეულების რიტმს აჰყვა ჰამაკის რწევაც.... ისე მოულოდნელად გაეღვიძა ოთოს, თითქოს ცივი წყალი გადაასხეს. საკუთარი თავი მოათვალიერა წამში. არავითარი ნიშანი არ ამხელდა წინა ღამის სიგიჟეს. _ ნუთუ დამესიზმრა?_ ჩაილაპარაკა ერთგვარი შვებით და თან გულიც დაწყდა, რომ ის საოცარი ღამე მხოლოდ ზაფხულის ღამის სიზმარი აღმოჩნდა და მეტი არაფერი. სტუმრის ფანჯარას ახედა არეულმა. გაიფიქრა, რომ მას ალბათ ჯერ ისევ ეძინა..... ზაფხულის ღამის სიზმარი თავი 2 თავი მოიწესრიგა, სწრაფად წაიხემსა და სამსახურში ისე წავიდა, სტუმარი არ გაუღვიძებია. მასთან საუბარი საღამოსთვის გადადო. თუმცა ის დღე ძალიან დატვირთული გამოდგა. სამუშაოს საქმეებში ისე ჩაყვინთა ოთომ, წამით არ აუწევია თავი საბუთებიდან. შუადღემ ისე გადაიარა, სადილზეც არ გასულა. აღარც ევა გახსენებია და აღარც ის, რომ მასთან საუბარი გადაწყვიტა. გვიან საღამოს გადაქანცული გამოვიდა ოფისიდან. მანქანა დაძრა და სახლისკენ გაემართა იმ იმედით, რომ გულიან გამოძინებას მოახერხებდა. აკვიატებულ მარკეტს რომ ჩაუარა, ერთი კი გახედა, მაგრამ გაიაზრა, არათუ ვახშმის მომზადება, არამედ იმაზე ფიქრიც კი ეზარებოდა, თუ რა პროდუქტი უნდა აერჩია. „რასაც მაცივარში ვიპოვნი, იმას შევჭამო!“ დაიმშვიდა თავი. ხელი ჩაიქნია და გაუჩერებლად აუარა მარკეტს გვერდი. ასეთ მომენტებში იმაზე ფიქრობდა ოთო, რომ ალბათ ძალიან დიდი სიმშვიდის და ბედნიერების მოტანა შეუძლია სახლში მომლოდინე საყვარელ ქალსო. რომელიც დაგახვედრებს ცხელ ვახშამს, კომფორტს, სიყვარულით შეგეგებება. შენთან ერთად რამე მსუბუქ ფილმს უყურებს და ბოლოს მისი ალერსით დაღლილი გადაეშვები ბედნიერი კაცის ბედნიერ სიზმრებშიო. თუმცა ასეთი რომანტიული ფიქრები რატომღაც მხოლოდ დაღლილობის ჟამს აწუხებდნენ ოთოს. შემდეგ როცა დაღლილობა გადაუვლიდა და ხასიათი გამოუკეთდებოდა, ხუმრობდა ხოლმე, ერთ დღესაც საკუთარ თავს თავადვე შევიტყუებ მახეშიო. მანქანა გააჩერა და ამ ფიქრებში გართული სახლისკენ მიმავალ მოკირწყლულ ბილიკს გაუყვა ნელი ნაბიჯით და მოულოდნელად სახლიდან გამომავალმა რიტმულმა მელოდიამ გამოაფხიზლა. ახლაღა გაახსენდა ევა. სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა სახლს და კარი შეაღო. რაღაც კუბური საცეკვაო სიმღერა ჰქონდა ჩართული მის სტუმარს. ხმას მიჰყვა და სამზარეულოში შეაბიჯა. ქურასთან ზურგით იდგა ევა. თეთრი რამდენიმე ზომით დიდი მაისური ეცვა და ფეხშველი ცეკვავდა გრილ მეტლახზე. ოთოს სმოკინგისპრინტიანი წინსაფრის წელზე განასკვული წკვერტები მაისურს კიდევ უფრო ამოკლებდნენ და იმ ქალურ მრგვალ ფორმებს აჩენდნენ მაცდურად, რაც ასე ხიბლავდა ზოგადად ოთოს საპირისპირო სქესში. თუმცა მარტო ყოფნით გათამამებული ქალი ყურადღებას არ აქცევდა მაისურის ამ მცირე თავნებობას. მუსიკის რიტმს აყოლებდა სხეულს და თან პატარა ქვაბში რაღაც საოცარ სურნელიან კერძს არ აცილებდა თვალს. რამდენიმე წუთი გაშეშებული იდგა ოთო და იმას ფიქრობდა, თუ რა ძალიან სურდა ახლა ეს ქალი აეკრა სხეულზე და იმ მუსიკაში ჩაძირულიყო მასთან ერთად. საკუთარმა მძაფრმა სურვილმა და ევას მიმართ ამოუხსნელმა მიზიდულობამ ისევ გააღიზიანა. ქალი მოსწონებია როგორ არა, მაგრამ ეს სულ სხვა რამ იყო. საკმარისი იყო თვალი მოეკრა, რომ მისი დაუოკებელი სურვილი იტანდა. _იმიტომ ხომ არა, რომ ნახევრად შიშველია მუდამ?_ ჩაილაპარაკა ავად და ცივად გამოურთო მუსიკა. წამიერ სიჩუმეზე უცბად მობრუნდა ევა. დაინახა თუ არა გაუღიმა. საოცარი ღიმილი ჰქონდა ამ ქალს, ისე ავიწყებდა ადამიანს ბრაზს, ვერც კი გაიხსენებდი, თუ რა გაბრაზებდა წამის წინ. _ მოხვედი მასპინძელო?_ მიესალმა მხიარულად. _ ალბათ გეშიება არა? სოკო გიყვარს? ნახე რას ვაკეთებ! ხმის ამოღებაც არ აცადა. პატარა კოვზს დაავლო ხელი, კერძიდან პატარა ლუკმა ამოიღო, და ქვემოდან მოხრილი თითები შეუშვირა კოვზს, რათა იატაკი არ დაესვარა. _ მოდი გასინჯე!_ „მოდიო“ უთხრა, მაგრამ თავადვე მიუახლოვდა მხიარული ღიმილით და კოვზი ტუჩებთან მიუტანა. _ მოიცადე ცხელია! პირი არ დაიწვა! თქვა და ფეხის წვერებზე აიწია. კოვზს სული შეუბერა. ისე ახლიდან ხედავდა ახლა ოთო მის სახეს, ცისფერი თვალების ნათელ სადაფის ფერს, გარუჯულ ყელს, და ღია ფერის მზისგან ოდნავ გამომშრალ, სუულ ოდნავ გაუხეშებულ ტუჩებს. „ ახლა რომ ვაკოცო ეტკინება!“ გაიფიქრა უნებურად და სხეულში ჟრუანტელად გაუარა მისი კოცნის სურვილმა. _ აბა, გასინჯე!_ თითქმის უბრძანა ევამ. კოვზი კვლავ ტუჩებთან მიუტანა და თვალებითა ანიშნა, პირი გააღეო. დაემორჩილა მის უცნაურ სურვილს ოთო. ხელი წვრილ ნიჟარებით შემკულ მაჯაზე წაატანა და საჭმელი გასინჯა. ახლა ახალი გაოცების ჯერი დადგა. საოცრება იყო კერძი, მშიერი კუჭი აუწრიალდა ოთოს. _ კარგია არა?_ ბედნიერ ღიმილად დაიღვარა ევა და მოხრილ ხელისგულზე დავარდნილი კერძის რამდენიმე წვეთი აილოკა. შეკრთა ოთო. ის იმდენად გულუბრყვილო, უნებური ქმედება ვნების ქარიშხლად დატრიალდა მის სხეულში. „ წამით თუ არ მომშორდება, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!“ გაიფიქრა კაცმა და უკან დაიხია. _ მიდი, მიდი! მოწესრიგდი და მე მაგიდას გავშლი!_ კოვზის აქნევით უთხრა ევამ და ქურას დაუბრუნდა. უკან გადადგა ორიოდე ნაბიჯი ოთომ. შემდეგ უხმოდ აქცია ზურგი და სწრაფი ნაბიჯით შევიდა საკუთარ საძინებელში. კარი მაგრად დახურა, თითქოს მოსდევდა ვინმე. _ ეს ქალი მგონი რაღაც მაცდური დემონია!_ უთხრა სარკიდან მომზირალ საკუთარ თავს. _ ამასთან ხუმრობა არ ღირს! გაიგე? საჩვენებელი თითი გაფრთხილების ნიშნად აღმართა და სააბაზანოსკენ გაეშურა. მაგიდა ლამაზად გაეწყო ევას. ერთი სანთლები აკლდა იქაურობას, თორე რომანტიკას არაფერი უკლდა. თავადაც მოესწრო თავის მოწესრიგება, მაგრამ რა უარესი იყო, ის მოკლე მაისური თუ ეს ტანზე მომდგარი უბრალო, მაგრამ საოცრად სექსუალური შავი კაბა? _ დაბრძანდით ბატონო მასპინძელო!_ სკამი გამოუწია ევამ და მანამდე დაელოდა, სანამ ოთო არ დაჯდა. ესეც კი უცნაური ჟესტი იყო მისგან. როგორც წესი პირიქით ხდებოდა . _ თავს უფლება მივეცი ერთი ბოთლი წითელი გამეხსნა! იმედია არ გამიბრაზდები, მაგრამ ცოდო იქნებოდა ამ ვახშმის ღვინის გარეშე დატოვება! არა?_ ჰკითხა ლამაზი ღიმილით და გრძელფეხა ჭიქაში ღვინო ოსტატურად ჩამოუსხა. _ მიმტანად ვმუშაობდი ბერლინში. ასე რომ სხვა თუ არაფერი ღვინის გრაციოზულად ჩამოსხმა მაინც ვისწავლე!_ ამოხედა და ისევ გაუღიმა. როგორღაც ახერხებდა და ოთოს საუბრის გარეშე ტოვებდა. _ მიირთვი! _ უთხრა და თავადაც დაჯდა. უხმოდ ვაშმობდნენ თავიდან. „ არაფერია ლამაზ ქალზე საუკეთესო აპეტაიზერი!“ ფიქრობდა ოთო გულში და შიგა და შიგ აკვირდებოდა ევას. „ მესმის რატომაც აეკიდა ის იდიოტი!“ გაიფიქრა გონებაში იკაზე. „ლამაზზე მეტია! თუმცა მისი სილამაზე ოდნავ სიმარტივეში უფროა, ვიდრე ამაზე მეტში!“ მაკიაჟიდან დაწყებული სამოსით დამთავრებული ვერ იტყოდა კაცი ამ ქალზე, რომ უხეშად გამომწვევი იყო, და ამასთან ერთად სწორედ რომ სულწასულ სურვილს ბადებდა. არა ისე ვულგარულად, როგორც ნანკა, მაგრამ მაინც საკმარისად ძლიერს და სასურველს. _ რამდენი წლის ხარ ევა?_ ჰკითხა ბოლოს დუმილის დასარღვევად. _ ოცდაოთხის!_ უპასუხა მან. _ იკა სად გაიცანი? _ ჩვენთან რესტორანში! რომ დამინახა მას შემდეგ ერთი თვე მუდმივი კლიენტი იყო!_ ისე გაეღიმა იკას გახსენებისას, ფაქტი იყო ნამდვილად მოსწონდა. უკმაყოფილება იგრძნო ოთომ და ახლა ამაზეც გაღიზიანდა. _ აქ რა მიზნით ჩამოხვედი?_ დაზუსტება სურდა, რას გრძნობდა და რას ფიქრობდა ევა მის ძმაკაცზე. _ იკამ დამპატიჟა, სულ მე ხომ არ ვივლიო შენთანო! ახლა შენი ჯერიაო. მაგრამ იმდენი ხანია თბილისში არ ვყოფილვარ. ათი წელია მეც და ჩემი მშობლებიც გერმანიაში ვცხოვრობთ. ჰოდა, აქ არავინ მყავს. ამიტომ მოვხვდი შენთან და შემოგეხიზნე. ამ ვახშმით მინდოდა მადლობა მეთქვა, რომ მასპინძლობას მიწევ უცხო ადამიანს. მადლიერება ისეთი იშვიათი გრძნობა იყო ოთოს გარშემო, რომ წლები იყო ასე ლამაზად და უშუალოდ აღარავის გამოეხატა. თითქოს მადლიერება სამარცხვინო რამ ყოფილიყო საკუთარი კეთილისმყოფელის მიმართ _ არაფერია სამადლობელი!_ ჩაილაპარაკა შემცბარმა, გაახსენდა მასთან საუბარს რომ აპირებდა და ამოიოხრა. ახლა რატომღაც აღარ სურდა მისი წასვლა. „ ვითომ ჩემს გულამდეც გზა კუჭზე გადის?!“ გაიფიქრა უცნაური ღიმილით. სახალისოდ მოეჩვენა საკუთარი ფიქრები. მშვიდად ივახშმეს, სხვადასხვა მარტივ, უწყინარ თემებზე ისაუბრეს და ბოლოს მაგიდაც ერთად აალაგეს. უცნაურად სიამოვნებდა ოთოს ევათი სავსე საღამო. გაიფიქრა, რომ ესეთი საღამო ბევრად ჯობდა მის მარტოობაში დაძინებამდე ნაუცბადევად მოღლილ საღამოებს. _ახლა რა გავაკეთოთ? _ ჰკითხა და თვალი ინტერესით შეავლო._ მგონი ჯერ ადრეა დაძინება. ფილმს ხომ არ ვუყუროთ რამეს? არადა სანამ სამსახურიდან მოვიდოდა, მთელი გზა დაძინებაზე ფიქრობდა. ახლა კი ევა აღარ ეთმობოდა. _ ჰამაკში მინდოდა დასვენება, მაგრამ არც ფილმია ცუდი აზრი!_ უარი არ უთქვამს. აი ნანკა მუდამ მხოლოდ საკუთარ სურვილებს ირჩევდა პრიორიტეტად. _ ერთი მეორეს არ გამორიცხავს!_ გაუღიმა გამხიარულებულმა. მომცრო პროექტორი გამოიტანა და ეზო ჩააბნელა. _ აბა ფილმს აარჩევ, თუ მე ავარჩიო? ჰკითხა და რა თქმა უნდა, არჩევანი მას მიანდო. ცოტა ხანს ათვალიერა ევამ და ბოლოს ეშმაკური ღიმილით ამოხედა, _ ბავშვობა რომ გავიხსენოთ, ამაზე რა აზრის ხარ?_ თავი დაუქნია ოთომ. და მისდა გასაოცრად პროექტორის მიერ განათებულ კედელზე უორნერების ლოგოიანმა ლომმა რომ დაიღრიალა, მთლად ღიმილად დაიღვარა ოთო. _ მოდი ორივე დავეტევით!_ ხელი დაუქნია ევამ და ჰამაკზე შეძლებისდაგვარად მიჩოჩდა. წამით იყოყმანა ოთომ, მაგრამ მის გვერდით ჯდომის და მისი სიახლოვის ცდუნებას ვერ მიერია. მივიდა და დაჯდა . ცოტა ხანში ორივე დიდ ხნის ნაცნობებივით ისხდნენ, ერთმანეთის შეხება საერთოდ არ აკომპლექსებდათ და გულიანად იცინოდნენ ტომის და ჯერის გიჟურ ოინებზე. ასეა, თუ შეგიმჩნევიათ, ბავშვური ამბები და გულწრფელად ემოციური მოგონებები იმაზე მალე აახლოებენ უცნობ ადამიანებს, ვიდრე წლობით გაბმული ცარიელი ურთიერთობები. მხოლოდ მაშინ, როცა ფილმი მორჩა, და სიცილის ნაცვლად უხერხული სიჩუმე დადგა, მაშინ მიხვდნენ, რომ იმაზე ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ვიდრე აცნობიერებდნენ. ოთოს თვალებში ისე აშკარად დაინახა ევამ ნაცნობი სურვილი, რომ შეკრთა. ნელა დაიხარა კაცი მისკენ, ისე ნელა, რომ მგონი თავადაც ვერ აცნობიერებდა ამ ქმედებას. _ მგონი გვიანია!_ წამოიძახა ევამ და სწრაფად სცადა ჰამაკიდან ადგომა. ჰამაკი გაქანდა და ადგომის ნაცვლად მის მუხლებზე აღმოჩნდა. ინსტიქტურად მოხვია ოთომ მკლავები წელზე და იფიქრა, რომ არ სურდა მისი გაშვება, მაგრამ ოდნავ გაიბრძოლა ევამ და ეს საკმარისი გახდა, რომ მასში მცხოვრებ ჯენტლმენს გაღვიძებოდა. ხელი უშვა და ქვემოდან ახედა ლოყებაწითლებულს. „რა ლამაზია!“ გაიფიქრა იმ საღამოს ალბათ მეასეჯერ. _ ღამე მშვიდობისა! ლამაზი საღამო იყო!_ თვალი აარიდა ევამ და სწრაფად გაეცალა დაბნეული. იჯდა ოთო და მის ფანჯრებს აჰყურებდა. ნელა არწევდა ჰამაკს და თავადაც არ იცოდა რატომ და რაზე ფიქრობდა. მხოლოდ მაშინ ავიდა საძინებელში, როცა ევას ოთახში შუქი ჩაქარა. საწოლში დაწვა და ჭერს მიაჩერდა სასიამოვნოდ დაღლილი. ნელა და მშვიდად დაეხუჭა თვალები..... მკერდზე ეყრდნობოდა ხელის გულებით ევა და თვალებში ისეთი ვნების ცეცხლი უელავდა, მარტო ეს სურათიც კი აგიჟებდა ოთოს იმ წამს. სწრაფად ირწეოდა ქალი, სხეულს აყოლებდა იმ კუბური მელოდიის რიტმს. კვნესოდა და მთელი სხეულით გამოხატავდა ნეტარებს. გაშლილი თმა ხელით გადაიყარა უკან, და მისმა პატარა მრგვალმა მკერდმა მიიზიდა ოთოს ყურადღება. ხელის გულში მოიქცია და თითებით მოეფერა, თავი უკან გადასწია ქალმა და ხმადაბლა დაიკვნესა, წამოიწია ოთო, წელზე ხელები მოხვია, ხელში აიტაცა და ქვემოდან მოიქცია, თავად სურდა დომინანტი ყოფილიყო, თავად სურდა ალერსის რიტმის და ხანგრძლივობის მართვა, თორემ თუ მის სიგიჟეს მიენდობოდა დიდხანს ვერ მოითმენდა ატყობდა..... ისევ სწორედ ბოლო წამს გამოეღვიძა. სწორედ მაშინ როცა.... ჯერ ისევ სიამოვნების სპაზმები უვლიდა სხეულში. ევა წარმოიდგინა და სურვილს აჰყვა, ისევ სურდა, ისევ სწყუროდა მისი შოკოლადისფერი ბზინვარე კანი. მისი საძინებლის კარს მიუახლოვდა სურვილით ატანილი, მაგრამ ადგილზე გაიყინა, აშკარად ესმოდა, როგორ ტიროდა მისი სტუმარი. შეცბა, ახლაღა გაიაზრა, რას აკეთებდა. კარის სახელურს ჩაჭიდებული თითები ცივად გაუშვა. უკან დაიხია და ოთახს მოშორდა. ისიც კი ვერ გაბედა იმ წამს, რომ ეკითხა რაზე ტიროდა იმ შუაღამისას. ზურგი აქცია და საძინებელში დაბრუნდა საკუთარ სისუსტეზე ნერვებმოშლილი... ზაფხულის ღამის სიზმარი 3 დილით ჩვეულ დროს გაეღვიძა ოთოს. ევას საძინებელთან გავლისას კარს მიღმა სიჩუმეს მიაყურადა. ალბათ სძინავს, ჯერ ადრეაო, გაიფიქრა და კიბეები ჩამოირბინა. ყავაც ჩვეულად მარტომ დალია, მაგრამ დანაკლისის გრძნობამ ხასიათი აუმღვრია. ძალიან უნდოდა დილა ევასთან ერთად დაეწყო. მისი სახე, ღიმილი და ხალასი განწყობა აჰყოლოდა და მთელი დღე მისი გახსენებისას გაღიმებულს ევლო. _ ხომ არ გიყვარდება, ჰა?_ ჰკითხა საკუთარ თავს და ვერც კი შეამჩნია, რომ ამ კითხვამ ღიმილი მოჰგვარა. თავი უარის ნიშნად ჯიუტად გადაიქნია._ ნუ სულელობ, თუ ღმერთი გწამს! ოთხი დღეა იცნობ! საკუთარ თავს რომ ეკამათებოდა ამასაც მოუყრუა. სახლიდან გასვლისას, სანამ მანქანაში ჩაჯდებოდა ევას ფანჯრებს ახედა. ნიავი არწევდა სანახევროდ გადმოკიდულ იისფერ ფარდას. _ ნეტავ იისფერი თუ უყვარს?_ ჩაილაპარაკა და მიხვდა, მისი ახლოს გაცნობა სურდა. მთელი იმ ხნის მანძილზე იკა არც კი გახსენებია. როგორღაც ევა პრიორიტეტი ხდებოდა მისთვის. მანქანა დაძრა და სამსახურში წავიდა. გაბმულმა, აბეზარმა ზარმა სამუშაოს მოსწყვიტა. მობილურს დახედა და ნაცნობი სახელის დანახვისას უსიამოდ შეიშმუშნა. _ გისმენ იკა!_ უპასუხა მეგობარს. მისალმებისა და ცერემონიების გარეშე დაიწყო მან. _ ევა ისევ შენთანაა? _ კი, აბა სად წავიდოდა, გელოდება. _ არაფერი უთქვამს დღეს? _ რა უცნაურ კითხვებს სვამსო, გაიფიქრა ოთომ. _ დღეს არ მინახავს, ისე წამოვედი, მას ჯერ კიდევ ეძინა! _გუშინ ვისაუბრეთ, ვისაუბრეთ რაა, ვიჩხუბეთ. ჩემი და ანის ამბავი გაიგო!_ ვერ მიხვდა ოთო, სწყინდა თუ უხაროდა იკას ეს ჩხუბი._ ვუთხარი, რომ აღარ დამელოდოს. ხოდა წავა ალბათ დღეს. მაქსიმუმ ხვალ. ცოტა ხნით დუმდა ოთო და იკას ნათქვამის გააზრებას ცდილობდა. რამხელა დაცინვა და უთავმოყვარეობა იყო მისი საქციელი. ისედაც ყველამ იცოდა, მის მშობლებს ანა ინწკირველი ლამის აკვნიდან რომ ჰყავდათ სარძლოდ არჩეული. და თუ მაინც ასე აპირებდა მოქცევას, ევას რატომ .... აზრიც არ ჰქონდა იკას არაკაცური საქციელის განსჯას. რა შეიცვლებოდა ამით?! _ იცი რას გეტყვი? არა! ჯობია პირისპირ გითხრა, როცა ჩამოხვალ!_ მუქარასავით გაიჟღერა მისმა სიტყვებმა. _ მოხდა რამე? _ ჰკითხა იკამ დაძაბული ხმით. _მოხდება იკა! დამიჯერე აუცილებლად მოხდება, როცა დაბრუნდები!_ უპასუხა და ტელეფონი გათიშა. თავად შერცხვა მის გამო. იმის გამო, რომ ყოველთვის იცოდა ის, რაზეც ახლა ასე გაღიზიანდა, მაგრამ არასდროს შეუშლია ხელი, ხმაც კი არასდროს ამოუღია მის საწინააღმდეგოდ. საღამომდე წუთებს ითვლიდა. ერთი სული ჰქონდა სახლში დაბრუნებულიყო. ახლა უკვე ნამდვილად იცოდა, რა სურდა და თავსაც დამნაშავედ აღარ თვლიდა ამ სურვილის გამო. სახლის კარი მხიარული განწყობით შეაღო. ისევ მუსიკა შეეგება პირველი. ცოტა მოწყენილი და სევდიანი, მაგრამ მაინც სასიამოვნო. მართლა რა საოცარი გრძნობა ყოფილა, სახლში რომ სასურველი ადამიანი გელისო, ფიქრობდა გულში. მაგიდასთან იჯდა ევა. კარისკენ ზურგით. ლამაზად გაეწყო სუფრა. ამ ჯერად არც სანთლები დავიწყებოდა. მოხრილ მკლავს ეყრდნობოდა ნიკაპით. მაღლა აკეცილი თმიდან ორიოდე ურჩი კულული ჩამოშლოდა ყელზე. სახე არ დაუნახავს ოთოს, მაგრამ სულ ადვილად იგრძნო მისი სევდიანი განწყობა. უჩუმრად ამოიოხრა. ალბათ რა ფიქრები ტრიალებდა ახლა მის მშვენიერ თავში. იმედგაცრუებას და წყენას გრძნობდა. ნეტავ ყვავილები მეყიდაო, გაიფიქრა გულში. _ საღამო მშვიდობისა!_ მის ხმაზე მობრუნდა ევა. გაოგნდა ოთო. თვალისმომჭრელი იყო ქალი. საღამოს სრულყოფილი მაკიაჟით. სადა დაშვებული და ღრმად შეჭრილი შავი კაბით. მხოლოდ კვლავ ფეხშველი იდგა. რა უცნაური ჩვევააო, იფიქრა ოთომ. _ ლამაზია ეს ყველაფერი!_ სურდა ეთქვა: შენ ხარ ლამაზიო! მაგრამ ვერ უთხრა. ღიმილის მიუხედავად მაინც მოუჩანდა ევას ოცნებისფერ თვალებში სევდა და წინა ღამინდელი ცრემლების ჩრდილი. _ ხელები დაიბანე და მოდი! გელოდები!_ გაუღიმა ქალმა. მშვიდად ივახშმეს. მსუბუქი ფლირტი მათ საუბარს საინტერესოს ხდიდა. ევა არაფერს ამბობდა, ვერც ოთო ეკითხებოდა. არ უნდოდა არასწორად გაეგო ნათქვამი. ან ბარგი ჩაელაგებინა და უკან გამგზავრებულიყო. ფიქრობდა, და ვერაფრით ხვდებოდა, ახლა როგორ უნდა მოქცეულიყო, რომ ევა ცოტა ხნით მაინც შეეკავებინა მის გვერდით. _ მიდი ღვინო გაიტანე ტელვიზორთან, მაგიდას ავალაგებ და გამოვალ!_ უთხრა ბოლოს ევამ. ორი გრძელფეხა ფუჟერი აიღო ოთომ და ღვინის ბოთლს მიუდგა პატარა მაგიდაზე. უკან გაიხედა. მშვიდად ალაგებდა თეფშებს მაგიდიდან ნიჟარაში ევა. უცნაურად მშვიდი იყო იმ საღამოს. თითქოს მოზომილად დგამდა ნაბიჯებსაც კი. ემჩნეოდა რაღაცას ფიქრობდა. რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ცდილობდა. განწყობის გასაუმჯობესებლად და განსამუხტავად რაღაც მსუბუქი მელოდრამა შეარჩია ოთომ. ფიქრებში ჩაძირული სულ ვერ ხედავდა რა ხდებოდა ფილმში. მხოლოდ ცოტა მეტი დრო სჭირდებოდა, რომ მისი გული მოეგო, მიეჩვია და დარჩენის სურვილი აღეძრა მისთვის. მაგრამ იცოდა გულგატეხილი ქალოს გულის მოგება არც თუ ადვილი ამბავი იქნებოდა. უეცრად ისე მოულოდნელად დაჯდა მის გვერდით ევა, ისე მოულოდნელად დააყრდნო თავი მხარზე, რომ შეკრთა ოთო. წამით დახედა დაბნეულმა. მერე ფრთხილად მოხვია ხელი. _ ღვინოს დამისხამ?_ სთხოვა ევამ და გაუღიმა. ჭიქა შეუვსო. ლამაზი თითები მოხვია ჭიქის გრძელ ფეხს._ შენ გაგიმარჯოს ჩემო მასპინძელო! უთხრა და ჭიქა დაცალა და ისევ გასავსებად გაუწოდა. არაფერი უთქვამს ოთოს. უხმოდ შეუვსო. _ ახლა მე გამიმარჯოს, აბეზარ სტუმარს!_ ლამაზ ღიმილს არ უხდებოდა სევდიანი თვალები. _ კიდევ დამისხი!_ ისევ გაუწოდა ცარიელი ჭიქა. _ იქნებ აღარ გინდა?_ ჰკითხა ოთომ. აშკარა იყო დათრობას ცდილობდა ევა. „ნუთუ ამდენად სტკივაო?“ გაიფიქრა და სადღაც ეწყინა ეს ფიქრი. თვალს არ აცილებდა ევა. უცნაურად აკვირდებოდა. ვერ ხვდებოდა რაზე ფიქრობდა იმ წამს. _ ლამაზი თვალები გქონია მასპინძელო!_ გაუღიმა ევამ და ჭიქა მორჩილად დადგა მაგიდაზე. ფეხები დივანზე აიკეცა და მუხლებზე მდგარი გადაიხარა მისკენ. მისი სახე ხელის გულებში მოიქცია_ ჰოო, ლამაზი თვალები გქონია! უთხრა უცნაური არეული ხმით. _ ახლა რომ გაკოცო, რას იზამ?_ ჰკითხა და სანამ ოთო მის სიტყვებს გაიაზრებდა ტუჩებში აკოცა. ინსტიქტურად მოხვია ხელები ოთომ წელზე. ისიც უფრო აეკრა სხეულზე. ხელები ყელზე შემოხვია და გაუბედავი კოცნა უფრო მომთხოვნი და თამამი გაუხდა. ჰკოცნიდა და ვერაფერს ფიქრობდა იმის გარდა, რომ საოცრად რბილი და ტკბილი იყო ევას ტუჩები. ცალი ხელი თმაში შეუცურა და თავი ოდნავ გადაახრევინა უკან. წამით მოიშორა ტუჩებიდან და მის სახეს დააკვირდა. თვალები დახუჭული ჰქონდა ევას, ტუჩები ოდნავ გახსნილი, მთელი მისი არსება კვლავ კოცნას ელოდა. მაგრამ სურვილი იყო ეს თუ სიმთვრალე? სანამ ჯერ ისევ შეეძლო თავის შეკავება, უნდა გაჩერებულიყო. ახლა რაღაც შეცვლილიყო მასში. თუ აქამდე მხოლოდ საკუთარ სურვილს განიცდიდა, ახლა სურდა ეს სურვილი ორმხრივი ყოფილიყო და არა უბრალოდ ღვინის მოტანილი სითამამე. _ შენ მთვრალი ხარ ევა!_ უთხრა გულდაწყვეტით _ ხვალ ინანებ ამას! თვალები გაახილა ქალმა. სიბრაზე გაუკრთა. _ არ გინდივარ?_ ჰკითხა გაანჩხლებით. მის სიბრაზეზე გაეღიმა ოთოს. იმ წამს თუ რამე სურდა, ეს ევა იყო მხოლოდ. ფეხზე წამოდგა ევა და მის წინ გამომწვევად დადგა დოინჯით. _ იქნებ საკმარისად კარგი არ ვარ?_ ჰკითხა ავად თვალმოწკურულმა._ ასე ჯობია? ამის თქმისას მხრებიდან გადაიცურა კაბის სამხრეები. ოთოს მოხრილ ფეხებს შორის იდგა შიშველი. ცალი ხელით მოშიშვლებულ მკერდს იფარავდა. ტუჩს იკვნეტდა სიმორცხვის დასამალად. წამით ფიქრობდა, მერე ხელი ძირს დაუშვა. _ მომეფერე!_ სთხოვა ჩურჩულით. _ ეს ბოლო სურვილი ამისრულე! კი არ სთხოვა, უფრო მოითხოვა მისგან. ნელა წამოდგა ოთო. ნელა დაიხარა მისკენ. სურვილი და მოლოდინი ცხადად მოუჩანდა ევას საოცარ თვალებში. მის სუნთქვას გრძნობდა სახეზე. ჯერ ყვრიმალზე აკოცა ოდნავ. შემდეგ ნიკაპი აუწია და ტუჩები დააკრო. მის მაისურს წაატანა ხელები ევამ. მკლავები მაღლა ასწია ოთომ. ევას გეცინა და მაისური გახადა. თითები ნავარჯიშებ მკლავზე ჩამოუსვა. _ მომეფერე ოთო!_ სთხოვა ჩურჩულით. მეტი აღარ იყო საჭირო. ხელში აიტაცა კაცმა. მისი ფეხები წელზე შემოიხვია. თავი უკან გადააწევინა და ყელში აკოცა. ნელა დაეშვა დივანზე და ევაც თან წაიყოლა. დიდხანს არ დაღლილა მისი ალერსით, დეტალურად გაიცნო მისი მოქნილი სხეული. ჰკოცნიდა და საკმარისი არ იყო კოცნა. ხან გიჟივით სურდა, სტკენდა, სხეულზე იმსხვრევდა მის მორჩილებას, ხან ნაზად და სათუთად ცდილობდა მისი კანის შეგრძნებას. ტუჩებიდან ყელს შემდეგ მკერდს და მერე ისევ საწყის წერტილს უბრუნდებოდა და ხმადაბალ მუსიკაში არეული მისი ურცხვი კვნესა ხდებოდა მისი სიამოვნების ორიენტირი. ბოლოს ალერსით დაღლილი მისი სხეული ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წაიყვანა. არასდროს სურვებია აქამდე ქალის გულისცემის მოსმენა ძილის წინ. არასდროს შეუთავაზებია სხვისთვის დარჩენა. ახლა კი დარჩენის კი არა მისი გაშვების შეეშინდა. საწოლში ფრთხილად ჩააწვინა და მკლავები მოხვია. _ დარჩი ჩემთან ევა!_ სთხოვა ჩურჩულით, მაგრამ მის მშვიდ სუნთქვაზე მიხვდა, რომ ქალს ეძინა. ბედნიერად გაეღიმა და თვალები დახუჭა. ხვალ მასთან დავრჩებიო, გაიფიქრა ძილის წინ. თუმცა ვერაფრით იფიქრებდა ალბათ, რომ გვერდზე საძინებელში კედელთან ჩალაგებული იდგა იისფერი ჩემოდანი. ეს რომ ცოდნოდა, ალბათ დაძინებას ვერ მოახერხებდა. ალბათ მთელ ღამეს მის დარწმუნებაში გაატარებდა, რომ .... მაგრამ მან არ იცოდა, რომ ევას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. მზის სხივებმა გააღვიძეს ოთო. საწოლი მოათვალიერა და ევა რომ ვერ დაინახა ინტუიციამ გული შეუკუმშა. _ არა!_ წამოიძახა ნერვიულად. ფეხზე წამოხტა და სტუმრის საძინებლისკენ გაიქცა. ევა წასული იყო.... ისე ჩუმად და ისე უთქმელად, თითქოს მართლაც მხოლოდ ზაფხულის ღამის სიზმარი იყო და მეტი არაფერი.... _რას ამბობ, რომ შენთან... _ დაფიქრდი რას იტყვი, თორემ საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!_ სახიფათოდ აესვეტა წინ იკას._ მითხარი სად ვიპოვნო! _ ბერლინში!_ ირონია გაურია ხმაში იკამ. _ დღეს შენი ქორწილია იკა. ამ დღეს მაინც მოიქეცი კაცურად! ან გასწავლი რას ნიშნავს კაცურად მოქცევა!_ მუჭები მუქარით რომ შეკრა ოთომ, მიხვდა იკა, სულ ერთი არასწორი სიტყვა და თავზე დაამხობდა ქორწილს ყოფილი მეგობარი. მშობლებს გახედა, ინტერესით აკვირდებოდა მამამისი მის ყველა მოძრაობას. ხელი ჩაიქნია, რაც მუდამ იყო მამიკოს ბიჭი, იმად დარჩა ისევ. კაფის სახელი უთხრა. შემდეგ ყალბი ღიმილი აიფარა და მშობლებთან მდგარი წარბებშეკრული ცოლისკენ წავიდა ყალბი ბედნიერი განწყობით. გაიფიქრა , რომ აწი მთელი ცხოვრება მოუწევდა ამ ბედნიერების თამაში. ........ ცხელოდა ბერლინში. ლამის ისე აუტანლად, როგორც თბილისში. კაფის წინ იდგა ოთო და ფიქრობდა. ნეტავ ევას თუ სურდა მისი ნახვა? იქნებ შეცდომად თვლიდა? იქნებ..... _ გაუბედავებს და მშიშრებს არ სწყალობთ ბედი! _ ჩაილაპარაკა ჯიუტად. ჰაერი ჩაისუნთქა და კაფის კარები შეაღო.... დასასრული ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.





თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.