წარსული წარსულში XV
_დრო გაქვს ჩემთვის პეპი? _მისწერა და პასუხს ელოდა. ფიქრებთან ომში მარტო დარჩენილს სალომესთან ყოფნა სჭირდებოდა _შინაპატიმრობა გვაქვს მეც და ნიკასაც ... იმას ტელეფონიც ჩამოართვეს _21 წლის ასაკში? _ჩემ ოჯახში ყველაფერი სხვაგვარადაა...დიქტატორია მამა და დიქტატორის ბატონი დედა _ანუ ვერ გამოხვალ? _გამორიცხულია... ისედაც გაგიჟებულები იყვნენ იმ ღამით სახლში რომ არ ვიყავი _სასამართლოში ხომ წახვალ _კი და დასრულების შემდეგ მალევე უნდა დავბრუნდე _სახლში გამოკეტვით რას უშველიან _ეშინიათ რომ რამეს დაუშავებენ ... არ იციან ზუსტად ვინ მოაგვარა . ნიკოც დუმს ,სიტყვას არ ძრავს თითქოს ენა გადაყლაპა. აქამდე ჩხუბობდნენ და ახლა მეორე უკიდურესობაშია,სინდისის ქენჯნა აწუხებს _დაელაპარაკე. შენც ნუ აქცევ ზურგს... ჭირდება ვინმე ვინც აპატიებს და ეტყვის რომ გვერდით ჰყავს , რომ ჯერ ძალიან პატარაა და უდიდესი გზა აქვს წინ _ვიფიქრე დროს მივცემ მარტო ყოფნის საშუალება ჰქონდეს_თქო _არ დატოვო მარტო თუნდაც გითხრას რომ მარტო უნდა ყოფნა მის გვერდით დარჩი. ჩუმად იყავი,მაგრამ მასთან ახლოს _შენ რას აკეთებ ... როგორ ხარ _ პაუზის შემდეგ ჰკითხა ,მაგრამ დაჩიმ მოახერხა გრძნობების დაფარვა. არ უნდოდა მასზე გაევრცელებინა საკუთარი განწყობა ან ასე ესაუბრა დიანას პირად ცხოვრებაზე. _თუ შეყვარებულს ჯერ სტუმრები ჰყავდა და ფუსფუსებდა მერე კი სახლიდან გასვლას ვერ ახერხებს დროა დავიძინო ... დამღლელი დღე იყო ჩემთვისაც _გამოიპაროს შეყვარებული სახლიდან ? _ ჩუმად უთხრა და მზერა გაუსწორა _არა , შეყვარებულე ცუდ გავლენას ვერ მოვახდენ... ჯერ ადრეა ძალიან _ბოლოს დაამატა და გაუღიმა _ ნიკო ნახე და მერე დაისვენე _ჯერ ყველაფერი მისალაგებელია _დიასახლისის სქილებით სალომეს არ ვიცნობ... მეუცნაურება _სულ არ არის სასიამოვნო სანახავი გაქაფული ხელებით 100 თეფშის რეცხვით გადაღლილი შენი სალომე _ჩემი სალომე სულ სასიამოვნო სანახავი იქნება მჯერა... მანდ არ შემომიშვებენ თორემ დაგეხმარებოდი. შემოვიპარო შენი თეფშების დასარეცხად? _ სალომესთან საუბრის დროს საერთოდ დაავიწყდა ყველაფერი,მაგრამ ცოტა ხნით გაგრძელდა ეს მდგომარეობაც. ჭედიას დედა ეძახდა და საძინებლის დატოვება უწევდა _წავედი ... თუ არ დაგეძინება მომწერე და დაჩი _ხო _ნამდვილად კარგად ხარ ? _კარგად ვარ და ვიქნები აუცილებლად სულ . ძალიან არ გადაიღალო ,ხვალ მნიშვნელოვანი საქმეები გაქვს _მე ყოჩაღი გოგონა ვარ ,ყველაფრისთვის მაქვს ენერგია _ხვალამდე _ ვერ ელეოდა,მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. დაჩი ჩადუნელისთვის ბავშვობაშიც არ არსებობდა სასჯელი რომელიც სახლში დარჩენას აიძულებდა. დინას საერთოდ არ გააჩნდა აღზრდის მეთოდებს შორის სასჯელი როგორც სიტყვა. დაჩის საყვედურსაც კი არ ეუბნებოდა ,მხოლოდ საუბრობდა იმ პრობლემაზე რომელიც შესაძლოა ჰქონოდა . ჩადუნელიც არ იყო რთულად აღსაზრდელი ,მაგრამ 18 წლის შემდეგ საერთოდ არ ჩარეულა მის ყოველდღიურობაში. კითხვასაც არ დაუსვამდა ზედმეტს დაჩი თუ არ მოუყვებოდა. .......... _გძინავს?_ყველა საქმე რომ მოილია და მშობლები თავიანთ საძინებელში დაიგულა ,უმცროსი ძმის ოთახში შეიჭყიტა _შეიძლება? _რა ხდება ... რამე ხომ არ შეცვლილა_მოსვენება ჰქონდა დაკარგული და იმ ამბის ირგვლივ ტრიალებდა ისევ _არაფერი . მოგვარდა ხომ გითხრეს _როგორ მოაგვარა არ უთქვამს? _მნიშვნელობა არ აქვს _მასთან იყავი მთელი ღამე და მერე მოაგვარა? _რას მეუბნები იაზრებ? _ვიაზრებ კი... ვახტანგიშვილი მთხოვდა შენ თავს და ლამის შემომაკვდა . ისე მოხდა,რომ შენ დაჩისთან იყავი მთელი დღე და ღამე . ბოლოს მაინც შენი გადასახდელი გახდა _სისულელეს ამბობ,მე არაფერი გამიკეთებია სანაცვლოდ. დაჩის ჰგონია რომ არ ხარ ბოლომდე ხელიდან წასული და უნდოდა შანსი მოეცა _შენ რომ გიყვარდა სულ ვიცოდი და იმასაც თუ უყვარდი არ მეგონა. არასდროს არაფერი ეტყობოდა მსგავსი _ნიკო _მე ბევრი ვიფიქრე იმ დღის შემდეგ და არ მინდა მის გვერდით იყო... შენ საუკეთესო ცხოვრებას იმსახურებ. ბედნიერებას ასეთი ოჯახისგან შორს და არა ჩვენზე უარესის გარემოცვაში. დაჩი როგორი კარგი ბიჭიც არ უნდა იყოს მთელ სიცოცხლეს მისი წარსულის წაშლაში დახარჯავ _ფანჯარასთან იდგა და ეწეოდა. თავსაც არ სწევდა მაღლა ისე ლაპარაკობდა. სუფრასთან ჯდომისას დალევაც მოუხდა და ზომაზე მეტად ნასვამიც იყო _შენ გვერდითაც არ უნდა იყოს ნორმალური გოგო ? წარსულიდან ამ პერიოდის ამოშლა რომ გჭირდება და კიდევ უამრავი მოგონების? _შენნაირი არ . შენ იდეალური ხარ, საუკეთესო და როგორ ხარ ამათი შვილი არც ვიცი. ამ წნეხში ,ამ უბედურებაში ,მუდმივ ტერორში როგორ ხარ ასეთი ... მე ჩემნაირი შემხვდება ალბათ და თუ არც ,სულ არ მადარდებს. _რატომ არ მითხარი რომ წააგე ... ან თუ თამაშობდი _ხომ იცი როგორი ტვინი მაქვს , რაღაც ჩაწყობილი იყო თორემ მოვიგებდი. რაღაც გაითამაშეს და მერე უბრალოდ სხვა გზა არ მქონდა. უფასოდ უნდა გადამეტანა ის პაკეტი შენ რომ არ გეპოვა ახლა ციხეში ვიქნებოდი , ალბათ დამიჭერდნენ _აღარ იფიქრო რა იქნებოდა... იფიქრე რას აღარ გააკეთებ. გთხოვ ,თუ გიყვარვარ იცხოვრე ნორმალური ადამიანივით _ვიმუშაო 600 ლარად მონასავით იმათთან ვისაც აზროვნება არ შეუძლია,იდიოტები არიან და ლუკმა ვითვალო მთელი ცხოვრება ხო? რისთვის ვსწავლობდი ,რისთვის... გერმანიაში წავალ. ამათ მაინც მოვშორდები და ამათ მუდმივ უმადურებას. აქ სული მეხუთება ,გავგიჟდები მალე _უბრალოდ კარგად იყავი და სადაც გინდა იქ წადი _შენ ? შენზე გადმოერთვებიან მერე... ამათთანაც მოვა ტიტე შონიას სახელი და რას ეტყვი ჩემი კლასელის მამამ რატომ მოუგვარა საქმე ნიკოსო _სიმართლეს ვეტყვი,ნიკოს იცნობს და იმიტომ_თქო _ფული გადაუხადა ? მაგათთვისაც არ არის ცოტა ის თანხა ... როგორ არ მიკავშირდება დაჩი. როდის მომთხოვს მაგ ვალს _არ მიუცია ფული ... არ ვიცი ალბათ ნაცნობები იყვნენ და ასე მოგვარდნენ _მიმალავ რაღაცას ვიცი _არაფერს _როგორი ხარ , ჩემთანაც კი შეგიძლია ტყუილი თქვა და დაჩის სიახლოვეს მთლიანად ირევი _ჩაიცინა და სიგარეტის კვამლი გამოუშვა _ იცის ხო? იცის რომ გიყვარს და შანსს არ გაუშვებს გამოგიყენოს სულის დასაამებლად _ირონიული ხარ ისე თითქოს დაჩიმ რამე გავნო _მეგობრობდა ჩემთან ... სახლში არ ამოდიოდა აქ არასდროს . მერე მგონი რომ მიხვდა გიყვარდა ჩემთანაც დისტანცია დაიცვა. ყურადღება მიაქციე_თქო ერთხელ თქვენ კლასელ ბიჭებს ვუთხარი და ისე ჩაიცინა _რა თქვა _სალომეს ვისი ყურადღება სჭირდება იქეთ მიხედავს ამათ ყველასო ... დაახლოებით ასე თქვა და ისე მიყურებდა თითქოს მადანაშაულებდა რომ დაგამცირე ამით ვიღაც შტერებს რომ ვუთხარი მიმიხედეთ_თქო ... ამბავი მომივიდა რამდენიმე თვის წინ სალომე მოსწონს ვახტანგიშვილსო და არ დავიჯერე. არ ვიცი რატომ არ დავიჯერე ... ამ უუნარობით გაბრუებული ვიყავი. სულ რომ რაღაცას ვსწავლობდი,მუშაობას ვცდილობდი,ვიღაც ფულიანი დებილების შენიშვნებს ვითმენდი და ჯიბეში თვის ბოლოს 20 ლარი მედო , გოგოს ნორმალურ პაემანზე ვერ ვეპატიჟებოდი და არც მოვწონდი იმას ვინც მე მომწონდა. ჭკვიანი ბიჭები მოსაწყენები ვართ , ახლა ამბები დადის ნიკომ ვახუშტა დაჭრაო და რა გულისამრევად მაფოლოვებენ იცი? ყველაფერმა ერთად ამირია ტვინი და ვიფიქრე მეც თუ ვიქნები ცუდი ვიშოვი ფულს და მოვიშორებ მშობლების გამუდმებულ წუწუნს_თქო. მამაჩემის ხმა ხომ იცი სულ ჩამესმის "შენ ასაკში ოჯახს ვარჩენდი" "შენ ასაკში ჩემ სიტყვას წონა ქონდა " სწავლასაც რომ ითხოვდა,ჩხუბსაც, დალევასაც და მის ძმაკაცებში ტრაბახისთვის ყველა საჭირო უნარს. გული მერევა ყველაფრის გამო ... ჭაობში ვარ და ვიძირები. არ მინდა შენ ჩემ გამო მოგიწიოს რამე ისეთის გაკეთება რაც შეგაწუხებს,ჩემ გამო მსხვერპლზე არასდროს წახვიდე. შენზე მეტად ამ სამყაროში ,დედამიწის ზურგზე არაფერი მიყვარს სალიტა ,არაფერი მეიმედება და მეამაყება. შენ გამო მოვკვდები და შენ რომ ჩემ გამო იყო ოდესმე ცუდად ვერ გადავიტან გესმის? შენზე ჭორიც რომ მოვისმინო ... რამე თქვან _არაფერი გამიკეთებია რასაც ვინანებ და რაც დამაზარალებს. გეფიცები ჩემზე არ იდარდო,მე ვუმკლავდები იმათ მოთხოვნებსაც, მაგისტრატურასაც,ლექტორებსაც და ყველაფერს საერთოდ . მხოლოდ მითხარი რომ კარგად იქნები და ამ დეპრესიასთან ომს არ წააგებ . მითხარი რომ გააგრძელებ ცდას იყო კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით...გთხოვ ნიკო . ხომ მეუბნებოდი შენზე ჭკვიანი ვარო ,მასწავლებლებიც ისე გაქებდნენ ვინც გასწავლიდა, ვბრაზდებოდი კიდეც როგორ მადარებენ_თქო _შენზე კარგად ვსწავლობდი და იმიტომ _თუ მასწვალებლებს ეფლირტავებოდი და იმიტომ _შენ არ ხარ კომუნიკაბელური და არ იცი როგორ მოთაფლო ვინმე . ვერ გასწავლე რაა ... მოდი ჩაგეხუტო ,ნუ დგახარ მანდ ობოლი ბავშვივით _ხელები გაშალა და სალომემაც მაშინვე მიირბინა _დაჩი გიყვარს? _ჰო _იმასაც უყვარხარ ? _არა , ისე არა როგორც მე _შენ გამო დაგვეხმარა? _არ ვიცი ... _ანუ შენ გამო _ნიკო _უკანასკნელი იყო ,როცა ჩემ გამო შეგრცხვა,გეფიცები _არ შემრცხვა,შემეშინდა მხოლოდ. შენი დაკარგვის უსაშველოდ შემეშინდა. როგორ ცუდადაც არ უნდა იყო ჩემზე იფიქრე, მე უშენოდ ვერ ვიქნები ... .............. იოანე გვერდიდან არ მოშორებია. გაბრიელს ართობდა მერე დააძინა კიდეც და ბოლოს უყურებდა როგორ ჰყავდა გულზე მიხუტებული პატარა ცელქი ბავშვი მთელი თავისი სიმშვიდით. ზემოდან უყურებდა და ზურგზე ფრთხილად უსვამდა თითებს _რაო _ორივენი კარგად არიან _ სიტყვებით სათქმელსაც მისი თვალები ამბობდნენ იმ დროს და იოანე დაიფიცებდა რომ ზუსტად კითხულობდა ყველა მის ფიქრს _ბავშვი გიხდებაო ქალებს ეუბნებიან ხოლმე და შენ რომ გითხრა რა რეაქცია გექნება _შენთან დარჩება თუ მარიამთან _ჩემთან ... _რომ გამოეწერება კახეთში გადაცხოვრდები ? _დიახ _მგონი ღმერთია ჩვენ წინააღმდეგ და მე პირიქით ვგრძნობ _ გვერდით მიუჯდა ინა, დაქანცულმა ბევრი ფიქრის გარეშე ჩამოსდო თავი მხარზე და იოანემაც აკოცა იქვე _ცოტა ხნით წავალ ... პირველი სამი თვე ვიყავი გაბრიელი რომ დაიბადა მაშინ _თვალები დახუჭა და ჩურჩული განაგრძო _გამოცდილი მამიდა მყოლია გვერდით... _ესაა მომენტი ,როცა ილოს ბედნიერებას შემიძლია ხელით შევეხო და ვზრუნო მათზე . ყველაფერზე მეტად მეძვირფასებიან უკვე ორივე _მერამდენე ადგილას ვარ მაგ უძვირფასესების სიაში... ის დროა ვეჭვიანობდე და ვეგოისტობდე_ლოყაზე კოცნიდა და თან ჩუმად ლაპარაკობდა _შენთვის მატილდა ხომ გამორჩეულია ,წარმოიდგინე მისი შვილები _მოდი წარმოდგენა ჯერ არ გვინდა... რჩეული მახსენდება ავტმატურად და ფერადი წარმოდგენა წყვდიადში იკარგება _მე მგონია , რომ იმას უფრო მეტად უყვარს და საერთოდ მეტი სიყვარული შეუძლია ვიდრე მატილდას მე კი ჯერ ვერაფერს ვამბობ ჩემ უძვირფასესებს შორის შენ პოზიციაზე _ერთ დღეს ხომ მეტყვი _აუცილებლად _ თითქოს იგრძნო ილია რომ უახლოვდებოდათ ,ჯერ იესე გამოჩნდა და შემდეგ ინაც მათკენ დაიძრა. _კიდევ გილოცავ ილიკო ,მა _ იესემ რამდენიმე სიტყვაში და ერთ ჩახუტებაში ჩაატია მთელი სიხარული _ორგზის მამიკოს ამპლუაში როგორ გრძნობს თავს ჩემი ილია?_ ინა მოეხვია სამაგიეროდ დიდხანს. ჩაეხუტა,ბევრი აკოცა და აღარც მოშორდა იქამდე სანამ საუბარი არ დაასრულეს _გაბრიელის სანახავად ჩამოვედი და უკან ავალ ისევ. ბავშვს მალე მოუყვანენ ... სძინავს ჯერ , გაბრიელზე უფრო გაუჭირდა ასე მგონია , მაგრამ ახლაც ძალაგამოცლილია. _ექიმს დაველაპარაკე და ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარაო... _ბავშვის ფოტო კიდე გვინდა ... რომ მოიყვანენ ბევრი გადაუღე და გამოგვიგზავნე _ინა ელაპარაკებოდა და გულისცემას ვერ იმორჩილებდა . ფოტოს თან რომ დაურთო სიტყვები და იესეს სახე დაინახა საერთოდ წაერთვა მეტყველების უნარი _გაიცანით იესე მინდელი _ღვთის წყალობა არ მოგაკლებოდეს პატარავ ... რა დაარქვით? რომ მაჩვენე კითხვა დამავიწყდა სესილიასთვის . ასე მგონია ამ რამდენიმე წუთში შეიცვალა _ვერ გაიაზრა თავიდან , ტელეფონის ეკრანზე გამოსახულ პატარა ბიჭუნას უყურებდა მერე რომ ასწია თავი _რა დაარქვით ბავშვს ილო? _იესე ... _სესილიამ იცის ? _მისი იდეაა მამა და შენც მასთან ერთად თუ დაიწყებ ნულიდან ცხოვრებას ყველაზე მეტად ეგ გაგვახარებს ყველას _ მარტასაც მოხვია ხელი. ისე ჩაიკრა ორივე თავისი საყვარელი ქალი გულში როგორც იცოდა ხოლმე _მარტა იცი ბავშვის სახელი? _ვიცი , კი ... მე ქმრის დამსახურებით ბავშვიც ვნახე . უკვე შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ _ბევრი ხალხი იყო ირგვლივ. სასილიას ოჯახისწევრები,მეგობრები და ნათესავები _ პატარა იესე ძლიერი ბიჭია ... ჩემი აზრით დედიკოს ჰგავს _გაბრიელს სძინავს ? ამ ხმაურში როგორ მოახერხეთ _მეც არ ვიცი იოანემ რა გაუეთა _ ინა იქვე მდგომდ უყურებდა და ყურებამდე გაღიმებული იდგა _ ძილის მაგიას ფლობს მილოცვებს იღებდა შემდეგი რამდენიმე წუთი. ხალხიც მიმოიფანტა ,იქამდე კი ბავშვის სახელის გაგებისას თავიდან დატრიალებულ ხმებს უსმენდა. სოსო მინდელი ისედაც მუდამ განხილვის საგანი იყო . არც უკვირდა და აგრესიაც არ უჩნდებოდა არავის მიმართ. ახლა კი გულზე ისარივით მოხვდა _იმედია პაპისგან განსხვავებით დალოცვილი,იღბლიანი და ბედნიერი ცხოვრება ექნება _ვერაფერს უპასუხებდა. რა უნდა ეთქვა ,მეც ბედნიერი ცხოვრება მქონდაო ? ნეტავ მე დამემსგავსოს და თქვენნაირი არ იყოსო? _კიდევ კარგი ყველა ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ თორემ ღმერთმა დაიფაროს მართლა ზოგიერთი ისეთ შხამს დაატარებს გულით იმას რომ ემსგავსებოდნენ შთამომავლები _ ინას თითები შემოეხვია მკლავზე და მისი ხმაც გაიგო _ წავედით ჩვენ ... გაბრიელი მიმყავს . შენ მოხვალ მალე ? _არ დამელოდო ... მიყვარხარ _ თავზე აკოცა და მერე ბავშვით ხელში მდგომ იოანეს გახედა _დროებით ... მანქანის უკანა სავარძელზე იჯდა. გაბრიელმა გაიღვიძა,ცოტა იტირა,მაგრამ მალევე დაამშვიდა და ჩაიხუტა _ჩემთან აშკარად უფრო კომფორტულად იყო _ბოდიში რომ შენსავით უზარმაზარი ხელები არ მაქვს და ვერ დავიტიე მთლიანად _ნუ ეჭვიანობ...შენ უფრო უყვარხარ. მამიდა ხარ ბოლოს და ბოლოს _მე ისედაც უფრო საყვარელი ვარ _ვერ შეგედავები... მე ნამდვილად არ ვარ საყვარელი და მოსაფერებელი _ სარკიდან უყურებდა და იღიმოდა _გრძელი დღე გამოვიდა არა?_ ბინაში იყვნენ უკვე. გაბრიელი თავის ოთახში დააწვინა და ერთიანად გამოეცალა ენერგია. იოანემ მკლავები შემოხვია და ჩაიხუტა _გრძელი ,მაგრამ ბედნიერი და დასამახსოვრებელი _ახლა რომ დავიძინებ და გავიღვიძებ ხვალ პატარა იესე დამხვდება ... იესე დაარქვეს. ნორმალურები არ არიან _სხვა უფრო მნიშვნელოვანს ვერაფერს ეტყოდა . ამაზე დიდ ბიძგს ვერ მისცემდა ცხოვრების გასაგრძელებლად _იესე უცხო და ლამაზი სახელია _არც მამაჩემს აქვს ცუდი სახელი . დათა დავარქვათ ბავშვს ,ჭკუიდან გადავა ... ორი თვე იქეიფებს _ იცინოდა და ჩახუტებულს თავზე ეფერებოდა. ისე იყო მოდუნებული ცოტაც და იქვე ჩაეძინებოდა _ახლა არ გვინდა... ცოტა მერე დამაფიქრე ჩვენ საერთო ბავშვზე და ვეჭვობ ისე მომინდება მე დავიწყებ მზადებას _ თავით მკერდზე ეყრდნობოდა ქვემოდან რომ ახედა და იქვე აკოცა _ ნწ ,პირველი გოგო მინდა ... შენნაირი ლამაზი უნდა იყოს და მერე ბევრი მომინდება უფრო _სამოტივაციოდ გჭირდება ?_ უცებ გაიაზრა და ხმით გაიცინა _სულ არახარ უჟმური _მატილდასთან ჩემზე ჭორაობას შეეშვი ... ის არ იცნობს შენ იოანეს _ჩემი იოანე _ხო ,შენი იოანე _მომწონს_ მკლავები ყელზე შემოხვია და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა _მოწონება არ მკმარა ... _არც მე მკმარა შენთან ყოფნა _ტყუილად არ შემომთავაზო,ვერ დავრჩები . ხვალამდე _ ლოყაზე ხანგრძლივად შეახო ტუჩები და საბოლოოდ დაემშვიდობა_ხვალ რომ გაიღვიძებ პირველს მე მომწერ და გაიაზრებ რომ ჩვენ რეალურები ვართ .......... იესე მინდელი ჩადუნელების სახლიდან წამოსვლის შემდეგ ყვავილების თაიგულითა და ბუშტებით ხელდამშვენებული დაბრუნდა კლინიკაში. სამშობიარო სახლი შუაღამესაც ფხიზლად იყო. ვიღაც ზუსტად იმ დროს დაიბადა ,მეორე სართულის ფანჯრიდან ყვიროდა ახალბედა მამა "დაიბადა ანასტასია" ქვემოდან შეძახილებით შეხვდნენ ,ერთმანეთს ეხვეოდნენ და სიხარულს უზიარებდნენ. იფიქრა ილიაც ჩაძინებული იქნებაო და დაცვას სთხოვა აეტანა პალატაში ყველაფერი. ბარათი დაურთო თან " ისევე მიყვარხარ და მეძვირფასები როგორი დოზითაც შენ სახელშია ჩემი ილია ჩემო სეს'ილია . მადლობა უფალს შენ რომ უნათებ ცხოვრებას ჩემ ილიკოს. ვალში ვარ შენთან მთელი სიცოცხლით და შენ გაბარია ჩემი სამი სიცოცხლე " წერის დროს ცრემლები მოერია. უკან ეზოში გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდა. ფანჯრებს უყურებდა რომელ ოთახშიც ეგულებოდა თავისი პირველი და უდიდესი სიყვარულის პატარა ოჯახი . თენდებოდა უკვე ფანჯარა რომ გაიღო ,ტელეფონი ახმაურდა და ილიაც გამოჩნდა _ბაბუუ დილამშვიდობისა ... _ კამერა ბავშვისკენ ჰქონდა შებრუნებული სესილიას ილია კი ფანჯრიდან უყურებდა _ ნახე როგორი ვარდისფერლოყება ვარ _ გოგინას წკრიალა ხმა მალამოსავით ედებოდა გულზე. ქერა თმაზე გადაუსვა ხელი ბავშვს და მერე პატარა სახეზე მოეფერა . ყელში გაჩხერილი ბურთი ძლივს გადააგორა _დედიკოს ჰგავს მზისფერი _ორივე ბავშვი ქერაა მესამე გვეესაჭიროება თანაც გოგონაო შენმა ვაჟმა _ჩემი ვაჟი რომ იმშობიარებს შემდეგ დააწყოს გეგმები _ ბავშვს უყურებდა ისევ და ცრემლით გადღაბნილი თვალებით ეღიმებოდა_ყველანი თქვენნაირი ლამაზები იქნებიან სულითაც და ხორცითაც ... _მე რომ მკაცრი მამა ვიქნები შენ იქნები ტკბილი ბაბუა ,ხომ ? _შენ ვერ იქნები მკაცრი მამა ... შენ ყველაზე დიდი მეგობარი იქნები მათთვის _ეგ შენი ოცნება იყო ... როგორი დაღლილიც არ უნდა მოსულიყავი სულ უსმენდი ჩემ სულელურ ამბებს და რჩევებს მაძლევდი . კარგად ვართ ჩვენ , წადი ინასთან და გაბრიელთან სახლში . _ ხვალ მარტასთან ერთად მოდით და გაეცანით ჩვენ იესეს კიდევ ერთხელ. ხვალ სულ სხვანაირი იქნება_ სესილიას ხმა გაიგო ისევ და მერე თავადაც გამოჩნდა _ ხვალამდე . _დროებით მანქანა ეზოდან გაიყვანა და დაადგა გრძელ გზას. ბოლოს ნანას საფლავის ქვას უყურებდა და ტიროდა _უკანასკნელად ვფიქრობ შენზე და ჩვენ ამბავზე. ჯოჯოხეთში თუ შევხვდებით მერეც ვერ გამოჩნდება ჩვენ შორის უფრო დამნაშავე. ჯერ შენ მოკალი ჩემი ნანა და მერე მოგკალი მე. გათენდება ,მე ცხოვრებას გავაგრძელებ და წარსულს წარსულში დავტოვებ . შენი სულისთვის იმაზე მეტს ვილოცებ ვიდრე ჩემისთვის...მეტი არაფერი შემიძლია შენთვის. ............. თენდებოდა დინასთან რომ შევიდა. თავზე აკოცა ძლივს ჩაძინებულს და დედისებური სურნელი ჩაისუნთქა დამძიმებულმა. _ყველაზე მეტად მიყვარხარ და მოვკვდები რამე რომ დაგმართოს როგორ არ გესმის _ჩუმად თქვა , მაგრამ პასუხი არ მიუღია. საბანი გაუსწორა და ოთახი დატოვა. ............. სასამართლოს ეზოში დაუხვდა და მთელი დღის დაღლილობა მოეხსნა მასთან ჩახუტებულს . _დაჩიი... რომ აღარ მომწერე მეგონა საქმეები გქონდა და ვერ მოიცალე _გულწრფელი იყო ისევ ,მოსწონდა ასე ყველა ფიქრის მასზე განდობა _კიდევ გაქვს საქმე თუ შეგიძლია რომ გამომყვე _დავასრულე,მაგრამ მამამ არსად წახვიდეო _ეგ იმიტომ რომ ეშინია და ჩემ გვერდით საფრთხეში არ ხარ _წავიდეთ _წავიდეთ _ სალომესთვის ხელი არ გაუშვია მანქანასთან მისვლამდე. შემდეგ კარი გაუღო და ჩაჯდომამდე ლოყაზე აკოცა . გრძნობდა მისი გულის ყველა შეფრთხიალებას, არეულ სუნთქვას და საშინლად მოსწონდა ყველა ემოციის მიზეზი თავად რომ იყო ,სალომესთან ყოფნა აიძულებდა მხოლოდ მასზე ფიქრს და ავიწყებდა ყველა დანარჩენს _ახლა ჭორებს უნდა ვუსმინო. არადა უნივერსიტეტში არავინ მიცნობდა ლექტორების და კურსელების გარდა შენ კი როგორღაც ყველგან ვიღაც ნაცნობი გყავს _იმ მცირე მანძილის დაფარვამდეც შეხვდათ ნაცნობი _მეგობრების მეგობრების მეგობრებიც გიცნობენ როცა ბიჭი ხარ თან ჩადუნელი თან შონია და თან მებონია _ხოდა ეგ მეგობრების მეგობრებიც გაიგებენ დღევანდელ ამბავს.ყველა იფიქრებს რომ ერთად ვართ ... როგორ გავითიშე , სულ მირევ გონებას _ ჩუმად ბუტბუტებდა და თვალები ემღვრეოდა _მმალავ სალომე ? ერთად არ ვართ და მე დამესიზმრა ყველაფერი რაც ჩვენს შორისაა ?_ თავი შეაბრუნებინა და თვალებში უყურებდა . გაეღიმა სფეროები რომ გაუფართოვდა და სიტყვები დაეკარგა _რა ... მე და შენ _ჩვენ , ჩვენ სალომე _ ლოყაზე აკოცა ,თითები თმაში შეუცურა და მერე მეორე ლოყაზე აკოცა _ მე შენთან მინდა .შენ ? _ თვალებში უყურებდა ,ისე ახლოს იყო გოგოს ფიქრები ერეოდა მოსმენილისგან მიღებულ ბედნიერებასა და მონატრებულ კოცნას შორის _ რა მე _შენ გინდა ჩემთან ? _სულ _ამოთქვა და დაჩის ღიმილში დაიკარგა _შენ სურვილებს მივყვები მე ჩემი პირადი ცხოვრებით , თანახმა ხარ ? _დაჩი ... თვითონ თუ იაზრებ რას ამბობ _გააზრებულიც მაქვს ,გადააზრებულიც და დარწმუნებულიც ვარ რომ სხვა არაფერი მინდა _ პერიოდულად ლოყაზე კოცნას აგრძელებდა თან მის ყურებას არ წყვეტდდა _ისევ ის შეგრძნება მაქვს ახლა _თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა _რომელი ის ... _რომ სიზმარი ხარ და გამეღვიძება _წავიდეთ ჩემთან და მე მოგიმზადო თუ სადმე სხვაგან ვივახშმოთ _შენთან _სავარძელს მიეყრდნო სიცარიელეში დარჩენილი და საცობში გაჩერებისას ისევ აერია ყველაფერი _სულ დამავიწყდა _ უკან გადასწია ხელი და სალომეს მზერამაც ახლა აღიქვა სავარძელზე მოთავსებული ათიოდე ლენტით შეკრული ვარდი _ ვერაფრით გავიხსენე რომელი ყვავილი გიყვარს, არ ვიცი მომისმენია და დამავიწყდა თუ არც გითქვამს ჩემთან ახლოს მყოფს. შენი ინსტაგრამიდანაც ვერაფერს გაიგებს კაცი ამიტომ ბოლოს დედოფალთან გავჩერდი ისევ...ჯერ დიდიის ყიდვა ვიფიქრე მერე შემეცოდე ისეთი მძიმე იყო რა აზრი აქვს იმათ მიცემას ეკარგება მთელი სინაზე და სინატიფე_თქო _დაჩი უამრავი ვინმესთვის გიჩუქნია ყვავილები ამდენს ფიქრობდი სულ? _არა ,მხოლოდ შემიფუთეს ვეუბნებოდი და მართლა ნამდვილად რომ მომინდა რეაქციის ნახვა გავჭედე ხომ ხედავ. რეალურად ცუდი შეყვარებული გამოვდივარ მგონი _ მანქანა ძლივს დაიძრა. ისევ მგზავრობისას უწევდათ საუბარი. სალომეს ვარდები კალთაში ედო და ეფერებოდა მერე მისკენ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა _დიდი თაიგულები არ მიყვარს და წითელი ვარდები მიყვარს ,ბანალურად_ ყელში აკოცა, თავი მხარზე დაადო და იქვე შეახო ტუჩები _კიდევ იები მიყვარს და კესანეები , მაგრამ ასე ყიდვა არცერთს უხდება. ეგ უნდა დაკრიფო საკუთარი ხელით და მაშინ მოაქვს ემოცია _ჩემი თაიგულების გარდა კარგად მახსოვს შენ მაგიდაზე დატოვებული თაიგულები ჯერ კიდევ სკოლის დროს _მიღებული თაიგული_მეთქი დაჩი... არცერთი დამიტოვებია ჩემთან . ყველა სხვას ვაჩუქე ,გადაგდება მენანებოდა ,მაგრამ იგივე არ იყო, ექსკურსიის დროს რომ გვირილა მომიწყვიტე მინდოდა წიგნში დამეტოვებინა და დამეკარგა სადღაც სახლში მისვლამდე. იმდენი ვიტირე მეორე დღეს თვალები შეშუპებული მქონდა _გულს მტკენ უკვე სალომე _მეე? როგორ _ამდენხანს რომ გტკიოდა უჩემოდ უჩემობა და მე მეგონა გადაგივლიდა თუ შორს ვიქნებოდი,თუ მიზეზს არ მოგცემდი ჩემი სიყვარულის . მეც ვიკლებდი შენი სიყვარულის მიღების სიამოვნებას ... _მე წარსულში არასდროს ვრჩები... ერთი კოცნით მომირჩინე ყველა უკოცნელი ტკივილი და ერთი ჩახუტებით ამივსე ყველა ჩახუტების სურვილი. წარსულს ვტოვებ წარსულში და ეს მიქმნის სიმშვიდეს _სულიერი სიმშვიდის გაკვეთილებზე ჩავეწერები თქვენთან ქალბატონო სალომე თუ შეიძლება . გპირდებით მაქსიმალურად ვეცდები ,მოვინდომებ და უკმაყოფილო თქვენც არ დარჩებით _ მანქანა ჭიშკართან გააჩერა,დაელოდა როდის გაიღებოდა კარი და საშუალო ზომის ეზოში აღმოჩნდნენ. _ამ სახლში მგონი პირველად ხარ ხომ? _იქაც არ ვყოფილვარ მე დიდი ხნით. მხოლოდ ეზოსთან მოვხვდი ჩემი ძმა რომ მოვიდა _კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩადუნელების საგვარეულო სახლში ,რომელიც ბაბუაჩემმა ანუ დიდმა ბიჭი ჩადუნელმა ააშენა საკუთარი ცოლისთვის. ბიჭი კი მაღაზიებს ფლობდა და სამშენებლო მასალებს ყიდდა ,მაგრამ პროფესიით არქიტექტორი იყო ,ხატავდა კიდეც და უბანშიც იცნობდნენ როგორც კარგ კაცს. ცოლად შეირთო პოლიციის უფროსის შვილი , რომელმაც ერთხელ დაიჭირა თავის ძმაკაცებთან ერთად. იმის ნაცვლად გოგოზე უარი ეთქვა საპატიმროდან გამოსვლის დღესვე ჩაისვა მანქანაში შეყვარებული და დაქორწინდნენ. მთელი ქვეყანა ეძებდათ,მაგრამ ჯვარდაწერილებს ვინ დააშორებდათ. დედა და დეიდა ხომ ლამაზები იყვნენ,მაგრამ ბებო ყოფილა ულამაზესი ქალი. ხელისგულზე ატარებდა ბიჭი ჩადუნელი ცოლსო, ამბები დადიოდა ქალაქში_ თქვა და სახლის კარიც გააღო _ ბიჭის გავხარ ხასიათითო ადრე მითხრა მისმა მოსწავლემ და პატარა მეგობარმა . მე თქვენს განკარგულებაში ვარ ქალბატნო სალომე _ ქურთუკი და ჩანთა გამოართვა , კარადიდან ფუმფულა ჩუსტები გამოიღო იქვე რბილ კუთხეზე ჩამომჯდარმა ქვემოდან ახედა _38 ხომ მოგერგება თუ არასწორად ვიყიდე? _ჩემთვის იყიდე? _ერთხელ აპირებ ჩემთან სტუმრობას?გგონია ასეთი ცუდი მასპინძელი ვიქნები და ჩემი სახლი ასეთი არაკომფორტული იქნება ? _დაჩი ... _ბიჭმა ფეხსაცმელიც თავად რომ მოაშორა და ჩუსტები მოარგო ეს იყო მის გონებაში ყველაზე სახლური ,ყველაზე საყვარელი მომენტი . _მომზადებული გქონდა ყველაფერი?_მაცივრიდან რომ დაიწყო კერძების გამოლაგება და კარზე კაკუნის შემდეგ პარკებით ხელში რომ დაბრუნდა სალომე მოიღუშა _საერთოდ კარგი მადა მაქვს და ენერგიის ხარჯვის ფონზე ბევრსაც მივირთმევ. შენ კი მთელი დღე მშიერი დადიხარ ვიცი ...რა? დავიჯერო არაფერია რაც გიყვარს? _შენ ხარ ... მე მინდოდა მეყურებინა როგორ მომიმზადებდი თუნდაც შემწვარ კვერცხს,დამწვარზეც თანახმა ვიყავი _მე რომ დინამ მასწავლა მზადება და ვიცი რაღაცების გაკეთება ? დღეს ასე იყოს ,მხოლოდ სუფრის გაწყობის პროცესში დატკბი ჩემი ხილვით ... თუ გინდა რომანტიკული კომედიის გმირს რომ ვგავდე გავშიშვლდები ,უფრო მიმზიდველი ვიქნები _და ჭამა საერთოდ დამავიწყდება _გამორიცხე... ენერგია დაგჭირდება აუცილებლად _მის გვერდით დაჯდა და ლოყაზე აკოცა _ შეჭამ თუ მე გინდა გაჭამო _ სერიოზული ჰქონდა ტონი _ეზოში ყვავილები გაქვთ?_ გვერდითა კედლიდან უყურებდა ეზოს ნაწილს. პაწაწინა სივრცეშიც სიმწვანე იყო _ეგ დიანას ნამოქმედარია. ყველა კუთხე აითვისა ... მოგწონს? _ძალიან ...აქ მომზადება ერთი ბედნიერება იქნება _რომ გადმოხვალ მეტი არ მინდა იზარმაცო და არაფერი მომიმზადო სახლური ,არაიდეალური და გემრიელი _ყველაფრის მომზადება ვიცი შენ რაც გიყვარს მხოლოდ თევზის რაღაცები არ გამომდის...სუნზეც გული მერევა და შეხებაც არ შემიძლია _შეიძლება შენ შემომეჭამო დესერტამდე _ ჯერ უყურებდა გაბუსხულს ,სერიოზულად რომ დარდობდა და მერე კიდევ უფრო ახლოს მისწია სკამიანად ,მკლავები მოხვია და მთელი სახე დაუკოცნა _მგონია რომ რაღაც გაწუხებს და არ მეუბნები _ დიდხანს ფიქრობდა,ელოდა მომენტს. თავგზაარეულს ეგონა ეჩვენებოდა,მაგრამ ბოლოს ჰკითხა . აივანზე იყვნენ,დაჩის მობეზრებული ჰქონდა ხედი და არც უყურებდა სალომეს გარდა არაფერს ის კი ყველაფრით აჟიტირებული ცდილობდა დეტალების დაჭერას და ბოლოს ისევ ბიჭზე შეჩერდა _ არ მეტყვი ? _ძალიან მოკლედ ვთქვა თუ ვრცლად არ ვიცი ... ოჯახში ორი სწორი სასიყვარულო ისტორია ვერ გამოგვივიდა _გიორგის შეურიგდა? _ცოლის მკვლელ მინდელს ხვდება თურმე ამდენი ხანია... თვალებაციმციმებული რომ დადიოდა და ვფიქრობდი ძლივს იპოვნა ნორმალური კაცი_თქო _ინას მამა ,იესე მინდელს გულისხმობ ? _დიახ. რა პატარაა სამყარო არა? მიმტკიცებს რომ მაინცადამაინც ის უყვარს და უნდა _შენ რა გააკეთე _ვუთხარი რომ დაშორდეს ან არჩევანი გააკეთოს საერთოდ _რომელი არჩევანი უნდა გააკეთოს...ან შენ უშენოდ დატოვებ უმადური ბავშვივით? _უმადური არ ვარ ! უფლება მივეცი... _უფლება შენგან უნდა აეღო?ეგ სჭირდებოდა შენგან თუ სიყვარული ,თანადგომა და საყრდენი _ვინ სთხოვდა ომში ჩაბმას და თავის გასულელებას...კაცმა ისე როგორ უნდა გამოგაშტეროს რომ ბავშვებიანი ქალი მისი მსგავსი წარსულით აეკიდო არაპროგნოზირებად მკვლელს. რა სიყვარული აუტყდა ,რა სიყვარული მოიგონა საერთოდ მინდელთან ,როცა სამყაროში ამდენი კაცია _მეც მიყვარხარ და ვცდილობ შენთან ვიყო . ვაშავებ რამეს? _ჩემი შეყვარება და მისი ერთ სირთულეს და საშიშროებას წარმოადგენს შენთვის სალომე? _რომ გიყვარდება არ ფიქრობ,არც გეშინია და არც სირთულეებს ითვალისწინებ თუ მასაც უყვარხარ ,გაქვს შანსი იყო მის გვერდით უნდა იყო და მორჩა ! დიანას ბავშვობიდან ვხედავ, არაა სულელი ქალი,პირიქით მკაცრი,შეუვალი და ძლირია. ასე უბრალოდ არ იქნებოდა კაცთან დარწმუნებული რომ არ იყოს მის გრძნობებში და სიმართლეში. დინას მიმართ მართალი იქნება ,ვიცი _დივანზე ისხდნენ, სალომე გვერდიდან ეხვეოდა, დაჩი წამით მოშორდა და წყლით გაავსო ჭიქა. სუსტად იყო,ნერვიულობისგან არც ეძინა და საჭმელიც სალომესთან ერთად პირველად ჭამა ნორმალურად . გოგო იმდენად მოქმედებდა მის აზრებზე ,ისე უჯერებდა მის სიტყვებს და შეგრძნებებს თითქოს მართლა სწავლობდა მისგან _კარგად ხარ ? _არ ვარ ... _აღიარა. თავი დახარა და თითები მოისვა შუბლზე _ თვალებს რომ დავხუჭავ დედაჩემს ვხედავ და დანით ხელში ტიტეს. მერე მგონია ისევ მეწვის ხელებიც და სულ სისხლში ვარ. ტელეფონის ყველა ახმაურებაზე ვფიქრობ დიანა დამირეკავს და შველას მთხოვს ან ვინმე სხვა მეტყვის რომ რაღაც შეემთხვა _ამ შიშს გინდა დანებდე დაჩი? არ გიფიქრია ,რომ პანიკის გარეშე მიიღო დიანას არევანი? ნუთუ მე უფრო ვენდობი მას ვიდრე შენ _მე არ ვენდობი ? დიანას გარდა ვინ გამაჩნდა საერთოდ. მე უბრალოდ მშვიდად ყოფნა მინდა და იმ კაცთან მისი ყოფნა სიმშვიდეს სამუდამოდ დამაკარგვინებს. დიანა იყო ჩემი სიმშვიდე სულ , მაგრამ მითხრა ტიტესთან წადი და უთხარი გამოვიდესო. თითქოს მე მინდოდეს მისი თავისუფლებაზე ყოფნა _გააბრაზებდი ,ატკენდი და ალბათ მანაც გითხრა რაღაც ისეთი _ვატკინე ,მაგრამ აზრი არ ჰქონდა მისთვის. ვიცი არ დაშორდება... გონება დაკარგა ნერვიულობისგან და მე როგორ უნდა მოვიქცე საერთოდ ამის შემდეგ არ ვიცი... _მეც არ ვიცი ნიკოს რა მოვუხერხო, მე მის სისისუსტეს ვებრძვი და შენ უნდა ენდო _რა ხდება ნიკოსთან _როგორ გადაუხადა ამდენი ფული ვახტანგიშვილსო...როდის მოვა ვალის დასაბრუნებლადო. კიდევ მითხრა რაღაცები ,არ აქვს მნიშვნელობა _ფული არ გადაუხდია და არც მოითხოვს ვინმე. ტიტეს და გოჩას თურმე მანქანები უყვარდათ, თამაშის დროს უნიკალურ მანქანებზე თამაშობდნენო , ბოლოს გოჩას წაუგია თავისი და ტიტე იმ მანქანას უთმობდა ... სასაცილოა . ყომარბაზი მამაჩემის და მისი გარემოცვის თამაშები _ამიტომ ახსენა მანქანა იმ დღეს? _დიახ ... შემიძლია დაველაპარაკო ნიკოს და დავამშვიდო. ვუთხრა შენი ვალის გამო არ მყავს გვერდით სალომე_თქო _ ზუსტად მიუხვდა ბიჭს ფიქრებს . სალომეს რამდენჯერმე აკოცა და უფრო ახლოს მიიზიდა _ მადლობასაც ვეტყვი . კიდევ კარგი ასეთი იდიოტი რომ ხარ თორემ როდის შევხვდებოდი ჩემი საწოლიდან გაქცეულ სალომეს არ ვიცოდი_თქო _ნუ იხსენებ ,თორემ გავბრაზდები _ძალიან გამიბრაზდები ? _ნწ , ასე მგონია ვერასდროს გაგიბრაზდები და შენც არ უნდა გაუბრაზდე დინას ,არც დინა გაგიბრაზდებოდა წუხელ რაც არ უნდა გეთქვა მაინც _ თავი მის მხარზე ედო და ისევ აბრუნებდა დიაჯა ჩადუნელთან ფიქრებით. ვერ დაუტოვებდა დარდებს _ მეც მაწყენინა ... ისე მელაპარაკა თითქოს მე ტიტე მჭირდება , ვაპატიებ და მივიღებ... შენც ეთანხმები? _არა , შენ ტიტე არ გინდა შენ ცხოვრებაში ... მხოლოდ შენ სულს ჭირდება რომ აპატიო ისევ შენთვის ,მერე რომ აღარ გეშინოდეს მასთან მსგავსების და ეს ზიზღი თუ ჩაგიქრება ღმერთი სიმსუბუქეს გაგრძნობინებს. ვინმეს სიძულვილი საშინელი ტვირთია შენ თუ _როგორ ვაპატიო ,შევურიგდე? _არა , არა უბრალოდ უნდა იგრძნო ეგ... ასე ვერ აღვწერ და არც ვიცი _მინდოდა მშვიდი საღამო გქონოდა, მე კი მაინც ჩემ უბედურებაზე გელაპარაკები ... დროც იწურება. სახლში ხომ უნდა დაგაბრუნო ,მამაშენი რომელზე მიდის სამსახურიდან ? _მივწერე უკვე ნიკოს ,რომ დღეს გვიან მივალ ... ლანასთან გავივლი_თქო _ასეა საქმე? ტყუილების თქმა შეგიძლიათ უფრთო ანგელოზებს?თუ ჩემთან დაცემული ანგელოზობისკენ ისწრაფვი _ თმებზე წაეთამაშა თითებით ,რამდენჯერმე აკოცა და თან უღიმოდა _ეგ შენი ლანა უნდა გამაცნო... დღეს ეგეც იყო იმ გოგოებს შორის ?არ მახსოვს ,ვერ დავაკვირდი შენ რომ დაგინახე _ხშირად ვრჩები მასთან და ...მე ხომ ადრეც ვიცნობდი _ არეულად დაიწყო ლაპარაკი იმ წამს რა წამსაც დაჩიმ ყელზე გადაინაცვლა კოცნებით _ჩემთან დარჩენა და მშობლების მოტყუება მე რომ არ მომწონს.? _არ გინდა რომ დავრჩე ? მე ...მაშინ _ეს აივანი მოგეწონა ,მაგრამ ჩემი არ გინახავს ჯერ _ ხელი ჩაკიდა და თან წაიყოლა. საძინებელში შეიყვანა და მის უზარმახარ საცხოვრებელში აღმოჩნდნენ _ მინდა გითხრათ,რომ აქ შემოსვლის ბედნიერება მხოლოდ ორ ქალს ჰქონდა ,მესამე ხარ _დიანას და კესანეს ,ხომ ? _ პაუზის შემდეგ მიუხვდა და დაჩიმ ხმამაღლა გაიცინა_ რა ,არა? შენ ხომ არ ... _თვეების წინ გავარემონტეთ . სულ ჩემი გადაწყვეტილია ყველა დეტალი და შენ აკლდი მხოლოდ, ქალი, რომელსაც ვუყვარვარ _ რას არ მისცემდა რომ გაეგო "ქალი რომელიც მიყვარს" ,მაგრამ იმაზეც თანახმა იყო რასაც იღებდა დაჩისთან ყოფნის დროს _მომწონს _მე კიდევ შენ მომწონხარ ამ ოთახში მყოფი _მოლბერტი გაქვს ... ხატავ ? _არა... იშვიათად . არ მაქვს დრო . იმდენ რამეს ვსწავლობ არქიტექტორებისგან ამდენი წელია,რომ ხატვაზე მეტად ხაზვაზე ვარ გადართული _სულ მესმოდა ხატავსო და არასდროს მინახავს შენი ნახატები საპრეზენტაციო პლაკატებს თუ არ ჩავთვლით . ყველა მასწავლებელი შენ რომ გაჩეჩებდა და კიდევ ის ნახატი. ბავშვობაში კონკურსი რომ მოიგე ... ის შავ_თეთრი გამოსახულება და ქალი ,ყველა ამბობდა რომ დედა იყო _შენ იყავი , გვირილებით სავსე მინდორში რომ იდექი ... მეგონა იცოდი _მე ? მე როგორ _ნახატი შავ_თეთრი სპეციალურად გავაკეთე თორემ შენი თმის ფერით ყველა გიცნობდა _მე არც მიფიქრია რომ შეიძლებოდა ოდესმე დაგეხატე ... სადაა ის ნახატი ახლა ? _დირექტორს აქვს კაბინეტში ალბათ ახლაც ... _როგორ მივხვდებოდი რომ მე ვიყავი... გვირგვინი მაინც ვერ დამახატე ? ყვავილებიც გვირილებს ვერ მივამსგავსე შავ თეთრ ნახატზე უბრალოდ მინდორი იყო _გვირგვინი ჭელიძემ გაგიკეთა და გგონია ჩემ ნახატზე იმ გამოშტერებულის გვირგვინით დაგხატავდი? _მაგიდის უჯრაში ეძებდა საქაღალდეს, რომელშიც ნახატები ჰქონდა ჩალაგებული _ძირითადად პეიზაჟებია ან უბრალოდ ფერები. სიბერეში თუ გამომიჩნდება დრო იქნებ დავხატო დიდ ტილოებზე _ჭელიძესთან ვმეგობრობდი უბრალოდ და იმიტომ დავიტოვე ის გვირგვინიც _კი,ისიც მეგობრობდა ... ეგ იდიოტი თავს ძლივს იჭერდა შენთან ახლოს რომ იყო. იცოდა არ გაინტერესებდა და ახლოს დასარჩენად მეგობრის სტატუს იყენებდა _სად არის ნეტავ,რომ გადავიდა სკოლიდან მას შემდეგ არ მინახავს _თუ მოგენატრა დაგაკავშირებ _არ მოვნატრებივარ თავად თორემ მიპოვიდა შესაბამისად არც მოვწონდი და შენ აჭარბებდი _მე არაფერს ვაჭარბებდი... როგორც მეგობარს მხოლოდ გეგი გიყურებდა და მართლა მეწყინა რომ წავიდნენ ქვეყნიდან. მის გვერდით რომ იყავი მშვიდად ვგრძნობდი მეც თავს...ნიკოსთან მყოფს უფრო გემუქრებოდა პრობლემები ვიდრე მასთან. ნიკოს ერთი ლამაზი გოგო სჭირდებოდა პონტიდან მოსატყდომად ეგრევე დაგტოვებდა მარტოს და გეგის თუ მიჰყავდით თან შენ და ნინიკო თვალს არც თქვენ გაშორებდათ და არც სიტუაციას _წარსულს იხსენებდა მისი გონება და ტონიც ეცვლებოდა,გაღიზიანდა თითქოს _ატყობ? წარსულში ქექვა გიორმაგებს უარყოფით ემოციებს და სულ სხვა ტალღაზე გადაჰყავხარ მაშინ როცა აქ ვარ და ველოდები როდის მომიყვები ამ ნახატების ისტორიას რომელიც უამრავი გქონია _ სხვადასხვა ზომის ფურცლები მაგიდაზე გაშალა. გრძელ სკამზე ჩამომჯდარმა ფეხი ფეხზე გადაიდო და ყურადღებით დააცქერდა პირველ ნახატს _ყველა არც მახსოვს და ვერც აგიხსნი. ზოგჯერ შუაღამეს ვხატავდი და ნახევრად მეძინა . დიანას ჩემი ბავშვობის დროს დახატული ცხოველებიც კი აქვს _მთები მოგწონს ? ეს იმ ადგილს გავს თითქოს _ბევრ ნახატზე იყო სხვადასხვა ფერში და სხვადასხვა ტიპის პეიზაში _ ზუსტად ისეთი სახლია და ეზოც _ბავშვობაში დავდიოდით და ჩამრჩა ალბათ გონებაში... ხომ გითხარი არ მახსოვს ისე ვხატავ და მერე ვინახავ _ლამაზია ... ძალიან მომწონს მე ყველა . ჩარჩოებში ჩავსვამდი და მთელ კედელს გავავსებდი _ეს რა კედელზე დასაკიდებელი ნახატებია...ნებისმიერი დახატავს _მე ოთხკუთხედ სახლს სამკუთხა სახურავითაც კი ვერ ვხატავდი ... როგორ ვისტრესებოდი ხელოვნების გაკვეთილებზე შენ არ იცი _ხომ დაგიხატე რამდენჯერმე ,გეთქვა ასე თუ განერვიულებდა და სულ არ შეგაწუხებდი ირმას დავალებებით _მე შენ როდის დამიხატე ... მე ლიკას ვუთხარი,ვთხოვე და ლიკამ მომიტანა ჩემი რვეული. შენ საიდან _ლიკას ეზარებოდა და ცუდად დაგიხატავდა . თან გოგოები ბოღმიანები არიან ხოლმე სპეციალურად არ დახატავდა თავისზე კარგს თორემ მერე თავის ნახატში შენ რომ მაღალი ქულა მიგეღო ხომ გაგიჟდებოდა _ლიკას როგორ გამოართვი რვეული ... რა შესთავაზე დუმილისთვის _თვალები აგენთო ... კი ,ნამდვილად ბრაზობ _დაჩი მითხარი ლიკა როგორ გააჩუმე ამდენი წელი ერთხელ რომ არ დასცდა _მე გამოვართმევდი გგონია? ხომ მაშინვე გეტყოდა ან საერთოდ არ მომცემდა რვეულს ... კიკნაძე იყო შუამავალი. ვითომ კიკნამ დახატა და მერე მისცა. იცოდა კიკნა ჩვენში ყველაზე ცუდად ხატავდა და სიხარულით გადაულოცა. მერე ეჩხუბა მახსოვს ასე შენთვის არ ინდომებ და სალომესთვის რატომ გახდი ფიროსმანიო _ გვერდით მიუჯრა, თმაზე ეთამაშებოდა და ღიმილით აკვირდებოდა მის სახეზე შეცვლილ ემოციათა ფერებს _უნდა გეთქვა... მე რომ მცოდნოდა შენ ამდენი გააკეთე მე კი მეგონა სულ არ მაქცევდი ყურადღებას და აღმოჩნდა,რომ ჩემზე დაქრაშულ ბიჭებსაც კი ამჩნევდი და ჩემ სისუსტეებს ასწორებდი თანაც წლების წინ _რომ მეთქვა იფიქრებდი ვუყვარვარო და შენ პატარა გულში იმედი რომ გამეჩინა და მერე მომეკლა მოვკვდებოდი მეც ... შენ დალაგებულ გონებას ავრევდი. გაურკვევლობაში ჩაგაგდებდი და არ შემეძლო შენთან თამაში _ ცხვირის წვერზე აკოცა და მერე ისევ ლოყაზე _აღარ ვიცი რა გავაკეთო ... რა ვიფიქრო,რა _არაფერი ... განაგრძობ თუ შევინახო. არაფერია განსაკუთრებული_თქო ხომ გითხარი _არის ... ყველა განსაკუთრებულია _ ზურგით მიეყრდნო დაჩის მკერდს ,სანამ ბიჭი ნაზად ეფერებოდა ის განაგრძობდა მისი შემოქმედების გაცნობას . ოცნებას ისრულებდა ფაქტობრივად,მისი სულის დამალულ ნაწილში იჭყიტებოდა _პეპია ? რა საყვარელია... ასეთი კაბა მე მქონდა _ პაუზის შემდეგ თქვა თითქოს სტანდარტულ ზღაპრის გმირს რომ დააკვირდა _ყველაფერი ნამდვილად განსაკუთრებულია_ბევრი იყო ფერები ,მხოლოდ შავი და ნაცრისფერი ,სახის კონტურები თითქოს სული იყო ქაოსში ჩაკარგული. ფერადი ფურცებიც შეხვდა ,მაგრამ იქაც არეულობა დაინახა და მერე ყურთან ჩურჩულით ნათქვამმა მთელ სხეულში დაუარა ცხელ ტალღად _განსაკუთრებული შენ ხარ _მე არ ვარ შენ ნახატებში ... _ლამის დასცდა ოცნებად მქონდა შენ ჩემი დახატვის სურვილი გქონდესო და დაჩის მიხვედრილი პასუხის გაისმა _გინდა დაგხატო? _მე არ უნდა მინდოდეს ... მხატვარს უნდა ჰქონდეს სურვილი _მე მაქვს სურვილი ახლავე _არ გინდა გთხოვ... ხელოვნურად ნუ ეცდები ჩემ გახარებას. შენი ნახატები ისეთი ფაქიზია,იმდენად შენია და შენი სულის ამოძახილია. არ მინდა რომ დამხატო ... ახლა არა _აკოცა და მერე მოზრდილი დაგრაგნილი ნახატი გახსნა_მატილდა დაგიხატავს ... ვიცი რომ მოგწონდა რაღაცნაირად რაღაც დროს _მიყვარს და მეძვირფასება, მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში ,მაგრამ ჩემი ქალი არასდროს ყოფილა არც წარმომედგინა ოდესმე ჩემ გვერდით _მისი დახატვა მოგინდა _ბევრი ვინმე დავხატე ეგრე... ხატვა გიტარაზე დაკვრას და ლექსის მოყოლას გავს ბიჭისთვის გოგოსთვის თავის მოსაწონებლად _გულისამრევია _სულ ივიწყებ რომ მე შენამდე არავისთან ვყოფილვარ და მხოლოდ შენ გაქვს ბედნიერება მიცნობდე სრულიად შიშველს სულითა და ხორცით ... _მაგრამ მე არასდროს დაგიხატივარ...ჩემთან არ გიფლირტავია და პაემანზეე არ დაგიპატიჟებივარ _ფურცლებს დაჰყურებდა ისევ ,მოღუშული ბუტბუტებდა უცებ შიშველი ქალის ფიგურასთან რომ შეჩერდა _ ეს ვინაა _არავინ ... უბრალოდ წარმოსახვა . მხატვრები ხშირად ხატავენ შიშველ ქალებს _ბევრი გაქვს ასეთები ? _აღიარე რომ ლამაზია _არის კი _იბუტები და არ მომწონს _თავი შეაბრუნებინა და რამდენჯერმე აკოცა _შენ შიშველს ვერ დაგხატავ...ნებისყოფა არ მეყოფა და ძალიან დიდხანს გაგვიგრძელდება _თითები ზედის ქვეშ წელზე შეუცურა და კოცნაში აიყოლია გოგო _დამხატე _აბა არაო? _შიშველი დამხატე _ ისევ აკოცა,თეთრი პერანგის ღილები თვალის დახამხამებაში გახსნა , ფეხზე წამოდგა შარვალიც მოიშორა. ხალიჩაზე ფეშიშველი იდგა მიმზიდველი თეთრეულით და წიგნების თაროების წინ მდგომი სავარძლისკენ გაემართა. ორივე ფეხი აკეცილი ჰქონდა ,თმა ზურგს უკან გადაიყარა და დამუნჯებულ დაჩის მზერა გაუსწორა _დამხატე იმ დიდ ტილოზე ასეთი _შიშველი არ ხარ _თვალის მოუშორებლად უყურებდა და უღიმოდა მის სითამამეს _ხოო? როგორც იტყვი _ მარტივი მოძრაობით მოიშორა ბიუსჰალტერიც _ დაიწყებ? _დავიწყებ _წამში დაფარა მანძილი,ხელი წელზე შემოხვია ჰაერში ასწია და საწოლზე ორ ნაბიჯში აღმოჩნდა _დაჩი ... დაჩი უნდა დამხატო _ჯერ ნატურას შევისწავლი და შემდეგ ... ................ ბავშვზე გადართული თუ შეამჩნევდა დინას გაუცხოებას არ ეგონა ჩადუნელს. დროს მოვიგებო ფიქრობდა,დავლაგდები და გადაწყვეტილებას მივიღებო ,მაგრამ არ გამოუვიდა. საქმესაც ვეღარ უდებდა გულს. კონცენტრირება უჭირდა . დაჩის ნახვაც არ უნდოდა დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდა,არც სირცხვილის და თავადაც არ იცოდა საბოლოოდ რა სჭირდა. მასაც დროს აძლევდა , იმედი ჰქონდა აზრს შეიცვლიდა . ბავშვები ბაღიდან რომ გამოიყვანა სახლში დაბრუნების ნაცვლად გართობის დღე მოუწყო. ასე თვეში რამდენჯერმე იქცეოდა,მაგრამ შუა კვირაში ვერ ახერხებდა და ბავშვებმა დღეც კი ჰკითხეს _კვირა თუ არის ბაღში რა გვინდოდა დედა? _ხუთშაბათია დღეს ... კვირის დღეები ხომ ვისწავლეთ დე? _ვისწავლეთ ხო ... ჯერ ვითვლი მერე პარასკევი ,შაბათი და კვირა .მაღაზიები დაკეტილია ? _უკვე გვიანია დე შაბათს წავიდეთ ლამაზი კაბები ვიყიდოთ _თავბრუსხვევას მთელი დღე გრძნობდა ,მაგრამ ჭამის შემდეგაც რომ არ გაუარა უკვე ვეღარ უძლებდა. ხშირად გადაღლილობისგან მადა დაუკარგავს, მთელი დღე შეეძლო ფინჯანი ყავით გადაეტანა ,მაგრამ ახლა ცუდად გრძნობდა თავს. _დეეე ... დედაა კარგად ხარ ? _ კი დე ... უბრალოდ წყალი მინდა. მომიტან ? _ახლავეე _ბავშვების ხმებიც კი აღზიანებდა იმ წამს. კინოთეატრიდან გამოსული ხალხი ერთმანეთში ირეოდა. ხმაურმა თავისტკივილი გააძლიერა. თვალები დახუჭა და თავი დახარა . ვერ იტანდა სისუსტეს, რომელიც უიშვიათეს შემთხვევაში ერეოდა და ახლა არ იყო ის დრო როცა ასე უნდა დაცემულიყო _დედაა ... რა გტკივა? _თვალები მეწვის დე _ ბავშვი ხელზე უჭერდა სანამ სანიმ წყალი მიუტანა და ბოთლი მიაწოდა _დედიკოო წავიდეთ სახლში... აღარ გვინდა მულტფილმი _ხუთი წუთი დავინიშნოთ დე ,კარგი ? გავა ხუთი წუთი და წავიდეთ _ წყალიც ვერ დალია,ღებინების შეგრძნება გაუჩნდა _რამე თუ გტკივა ერთად დავითვალოთ და გაგივლის დე ...ჩვენ რო ვიცით ისე . სანიკოს ფეხი რომ ეტკინა დაცემის დროს და დავითვალეთ აღარც ტიროდა _ პატარა ხელს სახეზე უსვამდა ,მერე აკოცა კიდეც . მათ დამშვიდებას რომ ვერ ახერხებდა ეს ცალკე აგიჟებდა,მაგრამ გულის წასვლის შეგრძნებას ვერ ერეოდა . თითქოს ზუსტად იმ დროს ამღერდა სანის ხელში მობილური და იესეს ხმა გაიგო _გამარჯობათ ბავშვებო _გამარჯობა იესეე ... იესე შენ სად ხარ ? დედას თავი ტკივა და სულ თეთრი გახდა . ცუდადაა , თორემ ამდენ ხანს ერთ ადგილას არ ჩერდება _სანი მობილური დამიბრუნე...კარგად ვარ _ არ ჩანდა იესეს გამოსახულება ,დინამაც გათიშა კამერა _კი ,გეტყობა ხმაზეც და დღევანდელ ჩემთან კომუნიკაციაზეც როგორ კარგად ხარ . ბავშვებოო სანი,კესოო არ ინერვიულოთ დედა კარგად არის უბდალოდ დროა ცოტა იზარმაცოს და ხშირად დაისვენოს ხოლმე . _ხოო დედა სულ მუშაობს ხოლმე _ მომიყევით აბა ბაღში რა ხდებოდა დღეს _არაფერი ... ახალი მასწავლებელი მოვიდა და სანიკოს მოეწონა _ლამაზი გოგოა? _ ხო ... სულ იცინის და ისე გვასწავლის სიმღერებს _თან უკრავს და ისეთი კარგი ხმა ააქვს _ ბავშვებს სანამ ესაუბრებოდა დინას საშუალება მიეცა მოდუნებულიყო. თავი დაბლა ჰქონდა დახრილი, თვალები ეხუჭებოდა ტკივილისგან ,გაბრუებული ვერ აზროვნებდა . კესო და სანი ტიტინებდნენ ,იესე ნაკლებს საუბრობდა ,ძირითადად უსმენდა და მერე ახლოს გაისმა მისი ხმა _მოხვედი ? ასე უცებ როგორ მოხვედი _ ტირილი მოუნდა რომ დაინახა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ერთი დღე კი არა საუკუნე იყო გასული _რა გჭირს კლინიკაში დავადგენთ თუ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ _ ახლოს იყო, ხელი წელზე მოხვია ,საყრდენად ექცა და ფერდაკარგულ სახეზე მოეფერა _ არაფერი გიჭამია დინა? _ შუბლზე აკოცა და ქალი ერთიანად რომ მოეშვა მისი დაჭერა ძლივს შეძლო _უსაშველოდ დავიღალე ... მართლა აღარ შემიძლია _ ჩუმად თქვა და შუბლით მიეყრდნო მკერდზე . _ყველაფერი გაივლის რაც არ უნდა იყოს. მომიყვები და ერთად მოვიფიქრებთ გამოსავალს. შენი საქმეების მე არ გამეგება,მაგრამ ვიპოვნით ვინმეს ვინც დაგვეხმარება . ჯერ დედა ხარ და მერე ბიზნესლედი _ წარმოდგენა არ ჰქონდა დინა საქმის გამო თუ არ იყო ამ მდგომარეობაში. ან გული უგრძნობდა,მაგრამ არ ენდობოდა წინათგრძნობას _შენ რომ ჩაეხუტე მგონი უფრო ცუდად გახდა ... _მე ახლა სახლში წაგიყვანთ და თქვენ რომ ჩაეხუტებით ,მასთან ერთად დაიძინებთ და მოეფერებით ბევრად უკეთ იქნება _არ შემიძლია _ თავი არ აუწევია,არც თვალები გაუხელია. მთელი სხეულით იესეს ეყრდნობოდა მინდელმა ხელში რომ აიყვანა და ისე წავიდა _ მძიმე ვარ _ყველაზე მსუბუქი ხარ იმათ შორის რაც მიტარებია _ ჩუმად უთხრა და თავზე აკოცა_ შენი ექიმი გყავს თუ სულერთია სად წავალთ _არ მინდა ექიმთან _ტირი დინა ? _არ მინდა ექიმთან _ კიდევ უფრო მიეკრო და ცრემლებიც წამოუვიდა _ შენთან მინდა ... ასეთი რთული რატომაა _ვინ თქვა ,რომ რთულია _მანქანაში ჩასვა და სახეზე ჩამოყრილი თმა გადაუწია. ცრემლებიც შეუმშრალა და რამდენჯერმე აკოცა _ როგორი სხვანაირი ხარ ,ბავშვს დაემსგავსე მთლად და გულს გამიჩერებ მალე _ ტუჩებზე ისე შეეხო ბავშვები რომ ზურგს უკან ჰყავდა ვერ გაითვალისწინა _ მე შენ გვერდით ვარ , ძალიან მარტივია იყო ჩემთან თუ ეს შენ გინდა მე სიცოცხლის ბოლომდე გვერდიდან არ მოგშორდები _დედა შენ გააბრაზე და იმიტომაა ცუდად ? _არა დე ,იესე არ მაბრაზებს _შენ დედა გიყვარს თუ ამდენს რატომ კოცნი და ასე რატომ ეხუტები _ძალიან,ძალიან მიყვარს და სულ მინდა ჩავეხუტო _მაშინ დედა რატომ ტირის? _არ ვიცი ... არ მეუბნება _ორივე უკანა სავარძელზე დასვა. ღვედი შეუკრა და ჩუმად განაგრძო საუბარი _კარგად ვარ უკვე ... _შენც გიყვარს იესე დედა? _ კესანეს აღარაფერი ადარდებდა აღიარების გარდა _თუ მარტო იესეს უყვარხარ? _სხვა დროს ვიჭორაოთ დე ... _არ მინდა სხვა დროს _დააცადე ცუდადაა სახლში წავიდეთ ჯერ დაჩიკოსთან _სანიმ გააჩუმა და დიანამ გულში ათასჯერ გადაუხადა მადლობა. _ექიმთან როდის მიხვალ ... გამოგყვები _უბრალოდ დასვენება მჭირდება...შენ არ იფიქრო ჩემზე. ოჯახს დაუბრუნდი და _და შენ ვინ ხარ ჩემთვის დინა ? _გთხოვ ... _რას მთხოვ მითხარი მეც რომ ვიცოდე და გიპასუხო შემიძლია თუ არ მაგ თხოვნის შესრულება _დრო მჭირდება _მე არ მანქანა რომ გააჩერა ჯერ ბავშვები ჩამოსვა შემდეგ დიანას მხარეს გააღო კარი და მისკენ დაიხარა _არ ამიყვანო... თვითონ შევალ. დაჩია სახლში _დაჩია შენი ამ მდგომარეობის მიზეზი? _არა ... მხოლოდ საკუთარი თავია მიზეზი ყველაფრის. დრო მომეცი,გთხოვ _რისთვის დინა ... _წარსული რომ დავტოვო წარსულში და ისე მოვიდე შენთან _არ ინერვიულო რაც არ უნდა მოხდეს...ასეთი არავის და არაფრის გამო უნდა იყო. მე სულ არაფერი მჭირდება შენგან ,მხოლოდ გინდოდე და თუ ამაში ეჭვი გეპარება მაშინ _ყველაფერში მეპარება ეჭვი იმის გარდა რასაც შენ მიმართ ვგრძნობ _ ახლოს მიიწია, ლოყაზე აკოცა და შემდეგ ტუჩებზეც შეეხო ფრთხილად_მიყვარხარ,ვიცი _და ამის შემდეგ უნდა გაგიშვა? _არ გამიშვა,უბრალოდ დამელოდე .......... ........... დიანა მეორე დღესაც არ უნახავს. სალომესთან შეხვედრა დაგეგმა და დილიდან მოულოდნელად გამოჩენილი მატილდაც დაპატიჟა _არ მჯერა რომ ერთად ხართ _საიდან მოიტანე _ჭორი გავრცელდა. ყველამ იცის ვახუშტას ,ნიკუშას და შენი ამბავი. შენ ვის გამო ჩაერეოდი ,ტიტესთან ვისთვის მიხვიდოდი თუ სალომე არ იქნებოდა შუაში. ვის უმალავ ,მეე? _ არავინ იცის ჯერ ... ჩემი და სალომეს პირადია _კონკრეტულად რა არ ვიცით დაჩიკოო?_ სხვისი ბედნიერება საკუთარივით ახარებდა. ტაში შემოჰკრა ,მისკენ შებრუნდა და ისე დაიწყო უკუსვლით სიარული _ვიღაც გოგოს სტაფილოს ეძახდი და არ მოგწონდა ჩემთვის _სტაფილოს ახლაც ვეძახი ,მაგრამ ისე უყვარხარ შენც გიყვარს თურმე ... აქამდე ვერ მივხვდი ,კახეთში ერთად რომ გნახეთ _ფოტოები როგორ გადაგვიღე _ინტუიცია მაქვს ,ვიცი როდის შეიქმნება საოცარი ფოტომასალა და გამოგყევით. იმდენად მიმზიდველები იყავით ერთად , წარმოუდგენლად მომეწონეთ იმ წამს _როგორი ლამაზი ხარ ბედნიერი შენ თუ იცი ქალბატონო მანანა? _ მისკენ გადაიხარა და გაღიმებულმა უჩურჩულა _მოგკლავ და არ გეღირსება სალომეს ალერსი _დაგაგვიანდა მკვლელობა ,მაგრამ ისეც ვერ გამიმეტებ _ნეტავ ამ მანანას რატომ მეძახდა _არ გახსოვს როგორი ბავშვი იყავი? ხუჭუჭა თავით, ცელქი,მოუსვენარი ... ვერ ვაჩერებდითო იაკო ყვება სულ და რა ვიცი აბაა რატომ უნდა დაგიძახოს შენზე უფროსმა ილდანმა მანანა _არ მჯერა რომ შეიძლება ახსოვდეს პატარა მატილდა ... _რატომ არის დაუჯერებელი _შევუყვარდებოდი ისეთი რომ ვენახე იმდენად გასაოცარი ბავშვი ვიყავი _როგორი თავმდაბალი ხარ ,პირდაპირ მაოცებ _თმა აღარ მაქვს ისეთი ხუჭუჭა,ტალღოვანი გახდა ... ხომ არ შევიჭრა _დაეკითხე ილდანს _შენ მე ხუმრობებს ნუ შემაჩვევ თორემ იცოდე წამოგცდება იოანესთანაც და რა ამოვა მისი ყბიდან _მე რომ გეხუმრები არ ბრაზდები და იოანე გაგაბრაზებს? _იოანეს გული გაუსკდება ... ჰგონია ,რომ წესიერი ,პატიოსანი, მშვიდი და უკომფლიქტო ბიჭები მომწონს. რომ გაიგოს მას ვაბულინგებ თავისი ჩხუბების გამო და ამ დროს ილდანი მიყვარს _მისი ცხოვრება მშვიდი რომ არ არის ეგ ფაქტია ... მე როგორც შენი არაბიოლოგიური ძმა მეტად დავინტერესდდი ბატონი თორნიკეს პიროვნებით. მართალია მტრების ნაკლებობას არ უჩივის ,მაგრამ მოძალადე,გიჟი, ფსიქოპათი და ნარკომანი,ლუდომანი არ არის . ვინმე ნორმალური რომ შეგყვარებოდა და ჩვეულებრივი ცხოვრება გქონოდა გამიკვირდებოდა კიდეც _არ მიყვარს _აბა რა ქვია რაც გჭირს _ავად ვარ ... ილდანი მჭირს _სიყვარული უკურნებელი ავადმყოფობა უნდა იყოს ყველა შემთხვევაში _სად მიგყავარ არ მეტყვი ადამიანო? _სალომეს უნდა შევხვდე აქვე ,კაფეში და შემომიჩნდი აუცილებლად უნდა გნახოო თურმე ინფორმაციის გამოძალვა გინდოდა _სწავლა რაც დაიწყო ვერ დაველაპარაკე ნორმალურად... როგორ მიდის მისი იურისტად ფორმირების ამბავი უნდა გამოვკითხო _დამელოდე მოვალ _ყვავილების მაღაზიასთან იყვნენ გზა რომ გადაჭრა. მატილდამ ილდანის მანქანაც შენიშნა იქვე და რამდენიმე წუთში ორი თაიგულით ხელში გამოჩნდა კიდეც. წამის მეასედში მუხრუჭების ხმამ გააყრუა ქუჩა. მატილდას მზერა დაებინდა იმის წარმოდგენისას ,რომ წინ გაჩერებული მანქანა ჩადუნელს დაეჯახა . გამოძრავებას სანამ შეძლებდა იქამდე ამოქმედდა თორნიკე, მძღოლის მხარეს მანქანის კარი გამოგლიჯა და ეს უკანასკნელი კეფაში ჩავლებული ხელით გადმოათრია. საიდან გაჩნდა ამდენი ხალხი ან ზუსტად იმ დროს როგორ მივიდნენ არ იცოდა. რაღაც მომენტში რეალობის აღქმაც კი დაკარგა. მზერა რომ დაულაგდა ილდანი იდგა მის წინ და მშვიდი ტონით ესაუბრებოდა _სალომესთან წადი , უთხარი დაჩიმ გამოგიგზავნა და თვითონ მოგვიანებით დაგიკავშირდება_თქო _ ორივე თაიგული ისე ნაზად ჩაუდო ხელებში თითქოს წამის წინ თვითონ არ გადმოათრია კაცი მანქანიდან და არ ჩატენა მეორეში _ მატილდა, შეძლებ კითხვების გარეშე წახვიდე სალომესთან და არაფერი უთხრა იმის გარდა ,რომ თაიგული გაუგზავნა დაჩიმ? _შენ კარგად იქნები ? _დაჩის გამო არ იდარდო,საღამოს თქვენთან იქნება _შენ ... შენ როგორ იქნები . მამამისი საშიშია _ მე როგორ ვიქნები მატილდა ?_ თვალებში უყურებდა და იღიმოდა_ ჩემზე საშიში არავინაა ამ ქვეყანაზე,მხოლოდ შენ არ გეშინია... ფოტო გამომიგზავნე თაიგულს რომ გადასცემ _თუ დამპირდები ,რომ შენც მოხვალ საღამოს დაჩისთან ერთად _შენ მაინც როგორი ხარ , მა ტილ და _იღიმოდა მხოლოდ მისთვის , იქამდე სანამ შებრუნდებოდა და წავიდოდა. საბურავების კვალი დარჩა მხოლოდ. ირგვლივ ბევრი ადამიანი იყო , მაგრამ არავინ ჩარეულა ,თითქოს მხოლოდ შენგელიამ დაინახა ყველაფერი და იგრძნო მომხდარის სიმძაფრე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.