მარტო' სული 31 თავი
თავიდან გაბრაზდა თათია, მაგრამ დაუმშვიდობებელად რომ მიტრიალდა ლუკა და წავიდა, მიხვდა ეს რატომ გააკეთა. ...... სახლში დაბრუნებული ნიცა შეკრთა როცა თორნიკეს ყვიროლის ხმა მოესმა -რას ნიშნავს წავიდა? სად წავიდა? ამის დედაც! ეგ ! რატომ არ მითხრა თუ იცოდა, რომ წასვლას აპირებდა თათია?! -აზრზე არ ვარ- მოიღუშა ირაკლი-ამ დილით დამირეკა ლუკამ და მითხრა რომ თათია წავიდა... -მოვკლავ მაგ ნაბ*ჭვარს -უგონოდ მთვრალი იყო და მეტი ვერაფერი ვათქმევინე -განძრახ მოიქცა ასე! -დამშვიდდი! -მოვკლავ მაგ ნაბ*ჭვარს!-გამოსცრა კბილებში თორნიკემ და ყველაფერი ძირს გადმოყარა რაც მის სამუშაო მაგიდაზე ეწყო -ვიპოვით- დარწმუნებით უთხრა ირაკლიმ და სევდიანად გაუღიმა- გესმის რას გეუბნები? მარტივი არ იქნება მაგრამ ვიპოვით! -გყავს ვინმე ნაცნობი აეროპორტში? ან იქნებ ბიჭებს ჰყავთ ვინმე -არა მაგრამ... რამეს მოვიფიქრებთ -მე მყავს-უეცრად ოთახში შევიდა ნიცა და ისე რომ არცერთისთვის არ შეუხედია ძირს დაყრილი ნივთების აკრეფა დაიწყო- ჩემი ბიძაშვილი მუშაობს იქ და...შემიძლია რომ... -არა! ამ საქმეში ჩარევის უფლებას... -ნუ ღელავ! შეძლებს! და თან ისე რომ პრობლემებსაც არ შექმნის -დარწმუნებული ხარ?-საუბარში ჩაერია ირაკლი -დარწმუნებული ვარ!- მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ნიცამ და როცა მაგიდის დალაგებას მორჩა ოთახიდან სწრაფად გავიდა. -ჯანდაბა! ჯანდაბა! ახლა რა უნდა გავაკეთო? როგორ უნდა მოვიქცე?- უფრო თავისთვის ვიდრე ირაკლის გასაგონად თქვა სასოწარკვეთილმა ბიჭმა და აკნაკლებული ხელებით ვისკით სავსე ჭიქა ატუჩებთან მიიტანა -თორნიკე -რაა?! -გრძნობებს არ უნდა აჰყვე!- გაუბედავად უთხრა ირაკლიმ და სიგარეტის მერამდენეღაცა ღერს ნერვიულად მოუკიდა-ცივი გონებით უნდა იმოქმედო! -რის თქმა ცდილობ?- თვალები დააწვრილა თორნიკემ და მკვლელი მზერით სახეში მიაჩერდა -იცი რასაც ვგულისხმობ!- გაბედულად ტონით უთხრა ირაკლიმ და ვისკით სავსე ჭიქა თითებიდან ააცალა, სწრაფად მოიყუდა და დალია.RE: 31/2 იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა თორნიკე თავი მაინც ვერ შეიკავა და დანახვისთანავე სახეში დაარტყა ლუკას -რატომ არ მითხარი რომ... -რატომ უნდა მეთქვა?-სიტყვა გააწყვეტინა ირონიულად მომღიმარმა ბიჭმა-შენ ცოლი გყავს! დაგავიწყდა?! -შე ნაბ*ჭვარო!-გამოსცრა კბილებში თორნიკემ და საყელოში ხელი წაავლო- იცოდე მოგკლავ!-დაემუქრა და აკნკალებული ხელი ძლიერად მომუშტა -მიდი დამარტყი, თუ ეს დაგამშვიდებს-წინააღმდეგობის გაწევის გარეშე უთხრა ლუკამ და ზიზღით სავსე მზერა სახეში მიანათა -რატომ არ მითხარი რომ საქართველოდან წასვლას აპირებდა თათია? -იმიტომ რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ! -გიყვარს! და ასე ამიტომ მოიქეცი არა?! ჯანდაბა! ჯანდაბა! ამას აქამდე რატომ ვერ მივხვდი?!- ხმამაღლა ფიქრი დაიწყო თორნიკემ და უეცრად უკან დაოხია -....... -ამის დედაც! ამის დედსაც შევ*ცი -....... -იცი სად წავიდა? -არა და რომც ვიცოდე მაინც არ გეტყოდი -ვიპოვი -და რას გააკეთებ როცა იპოვი? ნიცას გაშორდები და მას მოიყვან ცოლად? -........ -თორნიკე! -....... -ასეც ვიცოდი! -....... -თუ მის მიმართ მართლა რამეს გრძნობ მაშინ თავი დაანებე... უფლება მიეცი რომ ბედნიერი იყოს... -არ შემიძლია -თორნიკე! -........ -მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ! -ამას შენ მეუბნები?!- გაეცინა თორნიკეს- იმის გამო რომ თათიამ შენთან ყოფნა არ მოისურვა... -შენ არაფერი იცი! საერთოდ არაფერი! -უფლება მიეცი რომ ქვეყნიდან წასულიყო!-გაწყვეტილი წინადადება დაასრულა თორნიკემ -ხელი რატომ უნდა შემეშალა? რა მოხდებოდა აქ თუ დარჩებოდა? ცოლს გაშორდებოდი და მასზე დაქორწინდებოდი? -........ -რისი შეთავაზება შეგეძლო მისთვის? -....... -არაფერის! და შენ ეს კარგად იცი... რა მოხდებოდა აქ თუ დარჩებოდა? კიდევ ერთხელ ატკენდი გულს! -გაჩუმდი! -არ ვიცი თქვენს შორის ზუსტად რა ხდებოდა მაგრამ მას მერე რაც შენ და ნიცა დაქორწინდით, თათიასთვის ყველაფერი სამუდამოდ დასრულდა -ეს ქორწინება ფიქტიურია! -რა მნიშვნელობა აქვს ფიქტიურია თუ არა?- გაეღიმა ლუკას -რის თქმას ცდილობ? პირდაპირ მითხარი!-წამოენთო თორნიკე -არაფრის! დაივიწყე! -მითხარი! -პასუხები ისედაც იცი!- ცინიკური ტონით უთხრა ლუკამ და საუბრის დასრულების ნიშნად ზურგი შეაქცია. რამდენიმე დღიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ როგორც იქნა გაარკვია კახამ თათიას ფრენის განრიგი. -აუცილებლად უნდა გავფრინდე ბერლინში და თათია ვიპოვო-ჩამწყდარი ხმით დაიწყო ლაპარაკი თორნიკემ როცა სავახშმოდ დასხდნენ მაგიდასთან ის და ნიცა- უნდა გავიგო, რატომ წავიდა ქვეყნიდან... თან ასე მოულოდნელად. -არაფერის ახსნა საჭირო არაა! გააკეთე ის რაც საჭიროა!- უემოციო ტონით უთხრა ნიცამ და წამიერად მზერა გაუსწორა. -სანამ მე საქართველოში არ ვიქნები ბიჭები მოგაქცევენ ყურადღებას... თუ რამე დაგჭირდება...ნებისმიერ დროს შეგიძლია დაურეკო ირაკლის, ბექას და ბუბას... ლუკასთან ურთიერთობა ცოტა დამეძაბა ასე რომ... -თათიას გამო? -შეიძლება ასეც ითქვას -კარგი... და როდის მიფრინავ? -ამ ღამეს -მშვიდობიან ფრენას გისურვებ -მადლობა. ........ რამდენიმე კვირიანი უშედეგო ძებნის შემდეგ იმედგაცრუებული თორნიკე საქართველოში დაბრუნდა. -ახლა რას აპირებ?- ჩამწყდარ ხმით ჰკითხა ბუბამ როცა კლუბში შეიკრობნენ დასალევად -აზრზე არ ვარ-გულწრფელი ემოციით უთხრა თორნიკემ და ვისკით სავსე ჭიქა ტუჩებთან მიიტანა -გინდა ლუკას დაველაპარაკო?-შესთავაზა ბექამ -არა! -ვიცი რომ ურთიერთობა გაგიფუჭდათ მაგრამ, შეიძლება რამე იცოდეს და... -მაგ ნაბ*ჭვას წარმოდგენა არ აქვს სადაა თათია! -ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?- საუბარში ჩაერია ირაკლი -შენი აზრით?- აგრესიული ტონით ჰკითხა თორნიკემ და დაცლილი ჭიქა მაგიდაზე ხმაურით დადო -რამე რომ იცოდეს... ახლა აქ... საქართველოში კი არ იქნებოდა - ნაწყვეტ-ნაწყვეტ დაიწყო საუბრი ბუბამ- თათიას გვერდით იქნებოდა...იმის მიუხედავად რომ... -თათიას თორნიკე უყვარს-მისი გაწყვეტილი წინადადება დაასრულა ბექამ -უნდა ვიპოვო! აუცილებლად უნდა ვიპოვო და გავიგო რატომ წავიდა ქვეყნიდან თან ასე მოულოდნელად-ჩამწყდარი ხმით უმისამართოდ თქვა თორნიკემ და აკნაკალებული ხელით სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა. -გერმანიის გავლით ალბათ სხვა ქვეყანაში გადავიდა- ივარაუდა ბუბამ- და მის კვალს ამიტომ ვერ მიაგენი -მეც ასე ვფიქრობ- დაეთანხმა ბექა -რას ფიქრობთ? სად შეიძლება წასულიყო?- კიდევ უფრო დაიბნა თორნიკე -ნებისმიერ ქვეყანაში შეიძლება წასულიყო, ამერიკაში, კანადაში, ნორვეგიაშია, შვეიცარიაში, ბრაზილიაში! არიცი რა გიჟია?- მომღიმარი სახით თქვა ირაკლიმ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- არ გამიკვირდება ჩინეთში ან სხრეთ კორეაში რომ მოვაგნოთ -არც მე-გაეცინა ბექას. -თქვენი აზრით რატომ წავიდა? ვახოს მკვლელობის საქმის გახსნის გამო?- უმისამართოდ იკითხა თორნიკემ და ვისკით სავსე ჭიქა მოიყუდა -არა მგონია- დაუფიქრებლად უთხრა ირაკლიმ და მზერა გაუსწორა- ჩემი აზრით მიზეზი რაღაც სხვააა... რაღაც ძალიან განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი -რას გულისხმობ?- აღელდა თორნიკე -იცი რასაც ვგულისხმობ! -ფიქრობ რომ... -ზუსტად არ ვიცი რა ურთიერთობა გქონდათ თქვენ ორს... მაგრამ...თათიას ამ საქციელს სხვა ახსნას ვერ ვუძებნი... -ირაკლის ვეთანხმები- უემოციო ტონით თქვა ბუბამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- სხვა შემთხვევაში თათია ქვეყნიდან არ წავიდოდა, მითუმეტეს მარტო თან დაუმშვიდობებლად.. ლუკაც არ გაუშვებდა! ფაქტია რაღაც მიზეზით იმედი გადაეწურა... და ამიტომ გაუშვა... -ამის დედაც! ამის დედაც შევ*ციიიი!- აყვირდა უეცრად წყობრიდან გამოსული ბიჭი და გაგიჟებული ფეხზე წამოდგა -დამშვიდდი თორნიკე!- ფეხზე წამოცვივდნენ ბიჭებიც- ჯერ ზუსტად არაფერი ვიცით -ამ ბოლო დროს უცნაურად იქცეოდა... ამიტომ ეჭვი გამიჩნდა... -რაც მოხდა შენი ბრალი არაა, არც თათიასი... გამოუვალ მდგომარეობაში იყო! ამიტომ წავიდა!- მისი დამშვიდება სცადა ირაკლიმ ალბათ არ უნდოდა შენსა და ნიცას შორის ჩამდგარიყო! -ჩემსა და ნიცას შორის არაფერი არ ხდება! არც არასოდეს მოხდება, იმიტომ რომ ის ჩემი ძმის საყვარელი ქალი და მომავალი შვილის დედააა... -თორნიკე... -და მან ეს იცის... მაგრამ მაინც წავიდა... მიმატოვა -ვიპოვოთ! -არ მენდობა-ხმასთან ერთადთელი სხეული აუკანკალდა სასოწარკვეთილ ბიჭს -დამშვიდდი! -არასოდეს ვაპატიებ იმას რაც გააკეთა! არასოდეს! ........ ნელ-ნელა ნიცას მუცელი წამოეზარდა და ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო რის გამოც იძულებული გახდა თორნიკე სახლში დაბრუნებულიყო. -იმედია წინაადეგი არ იქნები რომ... -ეს შენი სახლია! ასე რომ... -ნიცა! -თორნიკე! -ექიმთან ვიზიტი როდის გაქვს ჩანიშნული? -ხვალ -შეიძლება რომ გამოგყვე? -რა თქმა უნდა! -სქესის გაგება უკვე შესაძლებელია? -კიი -ალბათ ღელავ... -სულაც არა! ჩემთვის სულ ერთია ბიჭო იქნება თუ გოგო -სხვა რამ ვიგულისხმე- ნაწყენი ტონით უთხრა თორნიკემ და წამიერად მზერა გაუსწორა- სულ რამდენიმე თვეში დედა გახდები და შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება, ეს ვიგულისხმე- უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ თორნიკეს მშვიდმა ხმამ გაფანტა- სახელი შეარჩიე უკვე? -ანდრია უნდა დავარქვა!- დაუფიქრებლად უთხრა ნიცამ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- თუ რა თქმა უნდა ბიჭი იქნება. -გოგო თუ იქნება? -მაშინ ანდრიას დის სახელს დავარქმევ ... თუ შენთვის მტკივნეული არ იქნება -არა რა თქმა უნდა! პირიქით... მიხარია რომ ეს გადაწყვეტილება მიიღე!. თვალები ცრემლებით ასევსო ნიცას როცა ქერთამიანმა ექიმმა პატარას გულისცემა მოასმენინა. -სქესის გაგება გსუურთ? -არა-ნიცას მაგივრად უპასუხა თორნიკემ და ეკრანს მომღიმარი სახით მიაჩერდა- ისედაც ვიცით რომ ბიჭია -მამიკო მართალია! გილოცავთ!- თავი ვერ შეიკავა ექიმმა და მოულოცა. -საიდან იცოდი რომ ბიჭი იქნებოდა?- აბუზღუნდა ნიცა როცა მანქანაში ჩასხდნენ. -გული მიგრძნობდა -და გოგო რომ ყოფილიყო? -ისიც ისევე ძლიერ მეყვარებოდა როგორც ეს პაწაწინა-მუცელზე ხელი დაადო თორნიკემ და სევდიანად გაუღიმა -დარწმუნებული ხარ? -კიიიი -თვალები გაგიბრწყინდა როცა გაიგე რომ ბიჭი იყო! -მოგეჩვენა!- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ და საბურავების ხრჭიალით მანქანა ადგილს მოწყვიტა -უკაცრავად?-წამოენთო ნიცა -ეგ კაცი შენი ექიმია? მაგან უნდა გამშობიაროს-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა თორნიკე -წინააღმდეგი ხარ? -არა რატომ უნდა ვიყო?! მთავარი თქვენი ჯანმრთელობაა- მკაცრი ტონით უთხრა თორნიკემ საჩხუბრად გამზადებულ გოგონას და ცინიკირად გაუღიმა. -ვერ ვიტან როცა ასე იქცევი! -ვიცი!- სიცილით უთხრა თორნიკემ და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა. ......... პატარა ანდრიას დაბადებამ თორნიკეს ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ადრე ეგონა რომ ძალიან მარტივად იტყოდა მათზე უარს და როცა ნიცა წასვლას მოისურვებდა უბრალოდ გაიშვებდა, მაგრამ რაც დრო გადიოდა მით უფრო მეტად ეჯაჭვებოდა ბავშვს და მასთან ერთად ოჯახურ იდილიას, რომელიც მთელი 30 წლის მანძილზე არასდროს ღირსებია. თავიდან მოთმინებით იტანდა ნიცა უსაფრთოებით შენიღბულ შინა პატიმრობას, მაგრამ მერე მობეზრდა ეს სიჩუმე, სიმშვიდე, სიწყნარე და უმოქმედობა... -ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? -რას გულისხმობ? -იცი რასაც ვგულისხმობ! -ჩემთან ერთად ცხოვრება თუ არ გინდა შემიძლია ისევ ცალკე გადავიდე საცხოვრებლად -განქორწინება მინდა! -ნიცა! -თორნიკე! -გთხოვ! -რას მთხოვ?! -რომ გაგვიშვა- თვალები უცერად ცრემლებით აევსო სასოწარკვეთილ გოგონას -ეს რას ნიშნავს?-ვერ მიუხვდა სათქმეს თორნიკე -აქ, ამ სახლში, ყველაფერი გვაქვს... მე და ანდრიას...თავისუფლების გარდა. -სადმე თუ გინდა წასვლა... -თორნიკე! გეყოფა! თავს ნუ ისულელებ! -რადგან საქმე აქამდე მივიდა... მაშინ... - წამიერად გაჩუმდა თორნიკე და როცა სწორად სათქმელი სიტყვები შეარჩია მკაცრი ტონით განაგრძო საუბარი-დეტალურად აგიხსნი რას და რატომ ვაკეთებ რომ მიხვდე ასე რატომ ვიქცევი... -არ მაინტერესებს! გესმის? ამ სახლში სული მეხუთება! მინდა რომ წავიდე! -თუ წასვლა გინდა წადი! მაგრამ... ანდრია აქ დარჩება! -რას ბოდავ?!- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაირბინა გაგიჟებულ გოგონას და ძლივს შეიკავა თავი რომ არ ეყვირა-თავი ვინ გგონია ასე რომ მელაპარაკები?- ინტერესით ჰკითხა და სამუშაო მაგიდოდან ყველაფერო ძირს გადმოუყარა სავარძელში მჯდომ ბიჭს -შენი ქმარი!-დაუფიქრებლად უპასუხა თორნიკემ და აღელვებული ფეხზე წამოდგა -გინდოდა გეთქვა ფიქტიური ქმარი?! -ახლა ძალიან აღელვებული ხარ ოთახში დაბრუნდი! და რომ დამშვიდდები მერე ვილაპარაკოთ! -მშვიდად ვარ! -ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი! გამუდმებით განქორწინებაზე ლაპარაკობ... რატომ!? ვინმე გყავს? -რას ბოდავ? -თუ შენს ცხოვრებაშო სხვა არავინააა... მაშინ რატომ გინდა წასვლა? -ვერ ხვდები? -რამე არასწორად გავაკეთე? გული გატკინე? ზღვარს გადავედი?- ინტერესით ჰკითხა და ნელა მიუახლოვდა- მითხარი! -იმ დღის მერე რაც ანდრია ხელში აიყვანე შეიცვალე! -რას გულისხმობ?! -ცდილობ ოჯახური გარემო შექმნა! -მე უბრალოდ თქვენს უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ვზრუნავ! -ასე არაა და შენ ეს იცი! -ნიცა -თორნიკე ძალიან გთხივ გაგვიშვი! ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ -არ შემიძლია! სანამ ანდრიას მკვლელი თავისუფალია... -ეგ მხოლოდ მიზეზია! სინამდვილეში შენ... -ფიქრობ რომ შენთან ყოფნა მინდა? -არა! ვფიქრობ რომ შენ ჩვენთან ერთად ცხოვრება გინდა... -მერე? რა რის ცუდი ამაში? -მე... მეშინია რომ ერთ დღეს უბრალოდ ვეღარ შეძლებ საკუთარ სურვილებთან გამკავებას და... არამარტო მე საკუთარ თავსაც გაანადგურებ... -ეს არ მოხდება! -ზუსტად ვიცი ახლა რასაც გრძნობ... -წარმოდგენა არ გაქვს მე რას ვგრძნობ ახლა! -ვიცი გეშინია! მარტო ყოფნის გეშინია მაგრამ... უნდა გაგვიშვა რომ გადარჩე! -ნიცა! -გთხოვ... -უფლებას არ მოგცემ რომ შვილთან დამაშორო! -ანდრია შენი შვილი არ არ... -არ გაბედო! არ გაბედო გესმის!- თვალები აემღვრა თორნიკეს- წინადადების დასრულება არ გაბედო! -ადრე თუ გვიან მაინც წავალთ ამ სახლიდანაც და შენი ცხოვრებიდანაც- მუქარით უთხრა ნიცამ და ოთახიდან გასვლისას კარი ისეთი აზალით გაიჯახუნა რომ მთელი სახლი აზანზარდა. ....... გამთენიისას მივადა უგონოდ მთვრალი თორნიკე ანდროას საფლავთან და ატალახებულ მიწაზე მუხლებით დადგა -მოვედი! ისევ იგივეს სათმელად მოვედი! რომ უზომოდ მტკივა გული და მენატრები... რომ შენი საყვარელი ქალის და შვილის გვერდით ყოველდღე ვკვდები...გესმის რას გეუბმები?! მათ გვერდით ყოველდღე ვკვდები! ჩემი არავის ესმის... მარტო ვარ სრულიად მარტო ამ დაუნდობელ სამყაროში... ნეტავ შენ სად ხარ? მანდ თბილა? იქნებ მად უკეთესია ვიდრე ამ დამპალ სამყაროში სუნთქვა? სულ ცოტა დარჩა... და მალე ერთმანეთს ისევ შევხვდებით... ნიცას ეშინია რომ ერთ დღეს ზღვარს გადავალ... რომ თავს ვეღარ მოვერევი...წასვლა უნდა... ჰგონია რომ მე მასთან ყოფნა მინდა და ამიტომ არ ვაძლევ წასვლის უფლებას, ის კი არ იცის რომ ამ ყველაფერს მხოლოდ მისი და ბავშვის დასაცავად ვაკეთებ... ვძულვარ... უზომოდ, უსაზღვროდ, მთელი არსებით, მაგრამ მე მაინც ვიზრუნებ მასზე... შენს გამო! იმიტომ რომ ჩემთვის ჩვენი ძმობა ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. იცი? ზოგჯერ სიკვდილი უფრო დიდი შვებაა ვიდრე სიცოცხლე... ნეტავ შენს ადგილას მე ვყოფილიყავი... ამ ქვეყნად არავის ვჭირდები... საერთოდ არავის...თათიასაც კი... დამპირდა რომ არასდროს მიმატოვებდა... მაგრამ წავიდა...- ამ დროს ხელში შერჩენილი, თითქმის ბოლომდე დაცლილი ღვინის ბოთლი მოიყუდა- ზუსტად არ ვიცი რატომ წავიდა... რისი შეეშინდა, მაგრამ რაც არუნდა იყოს მიზეზი... მაინც არასოდეს ვაპატიებ იმას რაც გააკეთა! უკვე წელიწადზე მეტი გავიდა რაც წავიდა... თუ მართლა ორსულად იყო... ჯანდაბა! შეიძლება ბავშვი მოიშორა... შეიძლება სიცოცხლის უფლება არ მისცა იმიტომ რომ შეეშინდა! გესმის? შეეშინდა რომ ჩვენს ძმობას ვუღალატებდი- ამ დროს სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაირბინა გაგიჟებულ ბიჭს- ვიპოვი! კერ შენს მკვლელს ვიპოვი მერე კი მას და მერე ყველაფერი დასრულდება... შენთან მოვალ... დამელოდე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.