მარტო' სული 32 თავი
გამთენიისას დაბრუნდა სახლში თორნიკე. -მთელი ღამე გირეკავდი რატომ არ მპასუხობდი?- ნიცას მშვიდმა ხმა შეაკრთო რომელიც სიბნელი გამო ვერ შეამჩნია. -უკვე გვიანია რატომ არ გძინავს?- უემოციო ტონით უპასუხა თორნიკემ და ფარდები გადასწია. ოთახში ამომავალი მზის ოქროსფერი სხივები შეიჭრა. -შენზე ვღელავდი-გულწრფელი ემოციით უთხრა ნიცამ და ხელში ჩაძინებული პატარა გულზე მიიკრა -კარგად ვარ! -ისევ სასაფლაოზე იყავი?! -წავალ დავწვები, ძალიან დაღლილი ვარ და მეძინება-თორნიკემ მის კითხვას არ უპასუხა და ტალახიანი ფეხსაცმელეით კიბეები სწრაფად აიარა. ნიცაც ძალიან დაღლილი იყო მაგრამ ძლივს ჩაძინებულ პატარასთან ერთად ოთახში ასვლა ვერ გაბედა. იქამდე ეჭირა ხელში სანამ თვალები არ დაეხუჭა. როცა გააცნობიერა რომ უკვე ძალა აღარ ჰყოფნიდა დივანზე დააწვინა და გვერდით მიუწვა. მაშინვე ჩაეძინა. იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა თორნიკე, მაინც ვერ დაიძინა, ამიტომ ცივი შხაპის მიღება გადაწყვიტა გამოსაფხიზებლად, როცა მოწესრიგდა და დაბლა ჩავიდა და ყავა გაიკეთა. ააივანზე გასვლას აპირებდა როცა პატარა ანდრიას ტირილის ხმა მოესმა. მაშინვე მისაღებ ოთახში შევიდა და ხელში აიყვანა ჭირვეული პატარა. -ისე დაღალე დედიკო რომ შენი ტირილის ხმა ვერ გაიგო?!- ინტერესით ჰკითხა თორნიკემ თვალებაწყლიანებულ პატარას და ცხვირზე აკოცა- მოდი ახლა დედიკოს პლედი დავაფაროთ, მერე კი შენი ჭირვეულობის მიზეზი გავარკვიოთ- ღიმილით უთხრა და ოთახში აიყვანა. გაუჭირდა მაგრამ როგორღაც მოახერხა მისთვის საფენის გამოცვლა და საჭმლის მომზადება- დედიკოსავით ჭირვეული და მამიკოსავით მოუთმენელი ხარ!- უკმაყოფილო ტონით უთხრა თორნიკემ ხელახლა ატირებულ პატარას და გულში ჩაიკრა. კარგა ხნის წვალების მერე როგორც იქნა ხელში დააძინა მაგრამ რამდენჯერაც სცადა რომ საწოლზე დაეწვენა იმდენჯერ გაიღვიძა და ხელახლა ატირდა. ბოლოს ნიცასავით გვერდით მიუწვა და ვერც კი მიხვდა მასთან ერთად როდის ჩაეძინა. თვალები ცრემლებით აევსო ნიცას როცა ოთახში შევიდა და მძინარე თორნიკეს გვერდით პატარა ანდრია დაიანხა რომელსაც მის ძლიერ მკავებში მშვიდად ეძინა. დიდხანს, ძალიან უყურებდა მათ და რომ დარწმუნდა ოროვეს მშვიდად ეძინა ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა. მაშინვე აბაზანაში შევიდა, წყალი გადაივლო და თავი მოისწესრიგა. მერე საწოლი აალაგა რომელიც ანდრიას დაბადების მერე ფაქტიურად უფუნქციოდ იდგა მის ოთახში. ტანსაცმელები გადაახარისხა და დაუთოებას შეუდგა, მაგრამ საქმის დასრულება ვერ მოასწრო რადგან ანდრიას ისტერიული ტირილის ხმა მოესმა. -ვერაფრით დავამშვიდე- თავი იმართლა თორნიკემ როცა დაუკაკუნებლად შევარდა ნიცა ოთახში -დიდიხანია რაც გაიღვიძა? -საკმაოდ -ალბათ შია-ივარაუდა ნიცამ და გამოართვა -თუ ვერ დაამშვიდებ ექიმთან წავიყვანოთ -საჭირო არაა -ხო მაგრამ... -ნუ ღელავ ვაჭმევ და დამშვიდდება -კარგი-უკმაყოფილო ტონით უთხრა თორნიკემ და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა-თუ რამე... დღეს მთელი დღე სახლში ვიქნები და ექიმთან წავიყვანოთ -მადლობა-ცივად უთხრა ნიცამ და ოთახიდან სწრაფად გაიყვანა დამშვიდებული პატარა. .......... საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა ნიცას, როცა სასაფლაოს ჟანგიანი რკინის მძიმე კარი პირველად შეაღო პატარა ანდრიასთან ერთად. უარესი დაემართა როცა ანდრიას საფლავის ქვას გაუსწორდა. -ალბათ ჩემზე ისევ ნაწყენი ხარ-ტირილის ნოტებ შეპარული ხმით უთხრა და გაუბედავად გაუსწორა მზერა მის მომღიმარ სახეს -მაპატიე ამდენხანს რომ ვერ შევძელი შენთან მოსვლა, მაგრამ საპატიო მიზეზი მქონდა! იცი ვინაა ეს ძალიან მოუსვენარი, ჭირვეული და ცელქი ბიჭი? ჩვენი შვილია! ანდრია!- გულზე მიხუტებულ პატარაზე მიანიშნა და უხმოდ ატირდა- ალბათ ფიქრობ რომ საშინელი ადამიანი ვარ... ასეცაა! მე ხომ სიმართლე დაგიმალე და... არ გთხოვ რომ მაპატიო, მე ამას არ ვიმსახურებ... მაგრამ მინდა იცოდე რომ ის რაც ჩვენს შორის იყო... ნამდვილი იყო...შენთან გატარებულ არცერთ წუთს არ ვნანობ...იმის მიუხედავად რომ ყველაფერი იმ საშინელ დღეს დაიწყო... -ისევ ფიქრობ რომ მე და ანდრია დაუნდობელი მკვლელები ვართ?-თორნიკეს ჩავარდნილმა ხმამ ნიცა შეაკრთო -მეგონა თბილისში წახვედი- საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა გაღიზიანებულმა გოგონამ და გაბრაზებული სახით მისკენ მიტრიალდა -რატომ არ მითხარი მოსვლას რომ აპირებდი?- უკმაყოფილო ტონით ჰკითხა თორნიკემ წამიერად მზერა გაუსწორა -..... -ნიცა! -..... -არაფერს მეტყვი? -მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?-წამოენთო ნიცა -შეგეძლო გეთქვა და...აქ ერთად მოვსულიყავით -ძალიან დამღალა უკვე ამ ყველაფერმა!-აყვირდა უეცრად წყობროდან გამოსული გოგონა- ვიცი რომ ჩვენი დაცვა გინდა, მაგრამ... -როგორც კი ანდრიას მკვლელს ვიპოვი გაგშორდები!- წინადადების დასრულება არ აცადა თორნიკემ ბავშვი უნებართვოდ გამოართვა- ძალიან აღელვებული ხარ რომ დამშვიდდები... -მშვიდად ვარ! -ნიცა! -თორნიკე! ძალიან გთხოვ არ გინდა! ყველაფერს უარესად ნუ გაართულებ -ფიქრობ რომ... -...... -ჯანდაბა ნიცა... შენ რა მართლა ფიქრობ რომ...-წამოენთო თორნიკე -არაფერი არ მითქვას!- ბრაზნარევი ტონით უთხრა აღელვებულმა გოგონამ გაგიჟებულ ბიჭს და სანთლებით ხელში გვერდზე ჩაუარა- დაბადების დღეს გილოცავ-მაქსიმალურად მშვიდი ტონით უთხრა ამომავალი მზის სხივებით გაფერმკრთალებულ საფლავის ქვას და სევდიანად გაუღიმა- არ ვიცი როდის, მაგრამ, ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით!- ნიცას შემდეგ თორნიკემაც აანთო სანთლები და უკვე მეორედ მოულოცა დაბადების დღე საუკეთესო მეგობარს. -ღამის 12 საათზე ტორტი და სანთლები მოგიტანე, ახლა კი შენ საყვარელი ქალთან და შვილთან ერთად მოვედი -ესე იგი იმიტომ არ წახვედი თბილისში რომ ... -რომ ვიცოდი, დღეს აქ აუცილებლად მოხვიდოდი! -არც კი ვიცი რა გითხრა- დანანებით უთხრა ნიცამ და ატირებული ანდრია გამოართვა-შეგიძლია რომ რამდენიმე წუთით მარტო დაგვტოვო?-კარგა ხნის სიჩუმის მერე ინტერესით ჰკითხა და გამომწვევი მზერით სახეში მიაჩერდა. თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია თორნიკემ, მაგრამ როგორც კი მიტრიალდა მაშინვე წვიმა წამოვიდა. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა მაშინვე ჩაეძინა ანდრიას -გინდა რომ წავიდეთ? -ცოტა ხანს ვიყოთ -კარგი! პირველად მოხდა რომ უსიტყვოდ გაიგეს ერთმანეთს. როგორც კი წვიმამ გადაიღო მაშინვე გადავიდნენ მანქანიდან და ნახევრად ჩამწვარი სანთლები ხელახლა აანთეს. -თორნიკე-მოულოდნელად დაიწყო ნიცამ ლაპარაკი როცა ოსევ მანწანაში ჩასხდნენ -..... -რა მოხდება როცა ანდრიას მკვლელს იპოვი? -...... -მოკლავ და ციხეში ჩაჯდები? -...... -ესაა შენი გეგმა? -...... -მერე ჩვენ? -...... -თათიაზე საერთოდ არ ფიქრობ? -..... -რატომ არაფერს მეუბნები? -მაინც რისი მოსმენა გინდა ჩემგან?- ნიცას კითხვებს მისივე საყვარელი ფრაზით უპასუხა თორნიკემ და წამიერად მისკენ მიიხედა -თუ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ რომ... -ფიქრობ რომ ასე შენს გამო ვიქცევი? -მე უბრალოდ... არ მინდა რომ მკვლელი გახდე და დარჩენილი ცხოვრება ციხეში გაატარო-დაიბნა ნიცა - ერთმანეთი როგორ გავიცანით დაგავიწყდა?- აგდებული ტონით ჰკითხა თორნიკემ და მომღიმარი მზერით სახეში მიაჩერდა -მე დავინახე... დავინახე რომ პირველად იარაღი მან ამოიღო... და მერე... შენ... -ხო მე ვესროლე შემდეგ კი ანდრიამ! -..... -წეღან.... ჩემს დასმულ კითხვას არ უპასუხე... -გაინტერესებს ისევ დაუნდობელ მკვლელებათ მიგიჩნევთ თუ არა შენ და ანდრიას? -ხო სწორე ეგ მაინტერესებს -ახლა უკვე აღარ! -ნანობ რომ... -არა! მე ჩემი სურვილით დავუახლოვდი ანდრიას, ძალა არა დაუტანებია!... შენგან განსხვავებით ასე რომ...- ბოლო სიტყვები ხაზგასმით წარმოსთქვა, მაგრამ მაშინვე ინანა და კარგა ხნის სიჩუმის მერე ჩამწყდარი ხმით უთხრა- ვაღიარებ, თავიდან მიზანმიმართულად დავუახლოვდი, შენს გასაღიზიანებლად, მაგრამ მერე, ჩვენს შორის გაჩნდა გრძნობა... მაგრამ ეს არიყო სიყვარული, არც ვნება, არც სურვილი ეს იყო რაღაც სხვა რაც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმოდა.-კოდევ რაღაცის თქმა უნდოდა ნიცას მაგრამ ამ დროს ანდრიამ გაიღვიძა და ისეთო ტირილი მორთო სახლამდე ხმა ვეღარ ამოიღ ვერცერთმა. .......... ანდრიას მკვლელობის საქმეში არსებობდა უამრავი მოწმე, ეჭვმიტანილი და სამხილი, რის გამოც გამოძიებას სხვადასხვა მიმართულებით უწევდა მუშაობა. ეს კი დიდი დროს და ენერგიას მოითხოვდა მათი მხრიდან და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მცირდებოდა დამკვეთის და ქილერების პოვნის შანსი. იმის მიუხედავად რომ ძალიან აწვებოდა ზურა ნაცნობ გამომძიებლებს, ექსპერტ-კრიმინალისტებს და პროკურორებს ანდრიას მკვლელობის საქმეში წინსვლა მაინც არ ჰქონდათ, რადგან დამნაშავეებს ყველაფერი კარგად დაგეგმილი, გათვლილი და დაორგანიზებული ჰქონდათ. პოლიცია გამუდმებით შურისძიების მოტივით ჩადენილი განზრახმკვლელობის მიმართულებით მუშაობდა, რაც ლოგიკური იყო დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, მაგრამ ამ ყველაფერის მიუხედავად მაინც ყოველთვის არასწორ კვალს მიყვებოდნენ. 1 წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ თორნიკემ გადაწყვიტა ეჭვმიტანილთა წრე გაეფართოვებინა. თავიდან მხოლოდ მისი და ანდრიას პირად მტრებს მოიაზრებდა დამკვეთებათ, რის გამოც გამუდმებით ჩიხში შედიოდა მისიმიერ მართული გამოძიება მაგრამ როგორც კი ეჭვმიტანილთა წრე გააფართოვა მაშინვე სწორ კვალს დაადგა მოსყიდულ გამომძიებელთან და პოლიციელებთან ერთად. ზურას წარსულის ამოქექვამ და დანაშაულთა სიმრავლემ თორნიკე გააოგნა. ვერასდროს იფიქრებდა რომ თავისიბსაუკეთესო მეგობრის მამა იქნებოდა ასეთი სასტიკი, ბოროტი და დაუნდობელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.