შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ცხოვრების ყვითელი ბარათი (13 თავი)


გუშინ, 00:06
ავტორი NiLLoIyA
ნანახია 594

ქალაქი ახლაც ისეთივე ხმაურიანი იყო, როგორც მაშინ, როცა ყველაფერი ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ, და ისეთივე უჩვეულოდ მშვიდი და სევდიანი, როგორც ახლა, როცა ყველაფერი დამთავრებულიყო.

მაისმა გადაწყვიტა რომ წელს ისიც მარტივით გიჟმაჟი უნდა იყოს და ეს სიგიჟე ამინდებს დაეტყო, თითქმის ყოველდღე კოკისპირული წვიმაა და ისე ცივა დეკემბერი გეგონება.

ევა სწრაფი ნაბიჯებით მიუყვებოდა ქუჩას, ქურთუკის ჯიბეებში ხელები ჩაეწყო და თავჩაღუნული მიდიოდა. გამვლელებს არ უყურებდა, თითქოს ვინმესთან თვალის გასწორების ეშინიაო, არადა აქამდე ისე უყვარდა ხალხზე დაკვირვება, ერთი სიამოვნება იყო მისთვის. ერთი ღრმად ამოიოხრა და ტემპს კიდევ უფრო უმატა, თითქოს უნდოდა გზა მალე გაევლო და სახლში მისულიყო, თავის ერთადერთ ნავსაყუდალში სადაც ყველაზე უკეთ გრძნობდა თავს, სახლი ხომ ის ადგილი იყო, სადაც შეეძლო ნამდვილი ევა ყოფილიყო, ის ვინც სინამდვილეშია. სახლში არც გრძნობების დამალვა მოუწევდა და არც ტირილის შერცხვებოდა.

მას შემდეგ, რაც შიოსთან ბოლო საუბარი ჰქონდა, ყველაფერი თითქოს გაიყინა. არც რაიმე დრამატული დიალოგი ყოფილა, არც გამანადგურებელი სიტყვები. უბრალოდ, სიმშვიდე, რომელიც ზედმეტად ხმამაღალი აღმოჩნდა ამ მომენტისთვის.



შიო ისევ იმ სავარჯიშო მოედანზე იდგა, სადაც ბოლო წლებია სისტემატიურად თამაშობდა. ბურთი ფეხებთან მიუგორეს, მაგრამ რეაქცია არ ჰქონია. ერთ ადგილზე გაჩერებული, ჩაფიქრებული იყურებოდა სადღაც შორს, თითქოს რაღაცას აკვირდებოდა, თითქოს რაღაცის გაგებას ცდილობდა. ფიქრებში ისე იყო ჩაძირული ვერც ის გაიგო როგორ დაუძახა გუნდელმა.

დრო გადიოდა, მაგრამ არაფერი ცვლიდა იმას, რომ ყველაფერი დასრულდა. და თუ მართლა დასრულდა, რატომ ვერ პოულობდა სიმშვიდეს?! ახლა ხომ სიმშვიდე ყველაზე მეტად სჭირდებოდა, მამა ხდებოდა, სულ რაღაც ერთი თვეღა იყო დარჩენილი პატარა კატოს დაბადებამდე და როგორც მიას ისე შიოს ძალიან სჭირდებოდა სიმშვიდე, მაგრამ რაც ევას დაშორდა სიმშვიდეც გაქრა. ევასთან ყოფნისას სიმშვიდეს თავისი ფერი ჰქონდა და ახლა ეგ ფერი საერთოდ აღარ იცოდა თუ არსებოდა, გახსენებაც კი უჭირდა. ამ მომენტში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, სიმშვიდე შეენარჩუნებინა და კონცენტრაცია მოეხდინა ვარჯიშზე, რადგან ეს არც უბრალო მატჩი იყო და არც ის წაგება, რომლსაც მალე დაივიწყებდა.

ორი თვე გასულიყო, ევასა და შიოს ურთიერთობის დასრულებიდან. ევა სამსახურზე იმდენად გადაერთო ერთი წამიც კი აღარ დაიტოვა ფიქრებისთვის, სულ მუშაობდა, უნივერსიტეტში ახლა უკვე ფინალურები დაიწყებოდა და ყოველ დღე იქ იყო, სამინისტროშიც ძალიან იტვირთავდა თავს და სრულად იხარჯებოდა რაც შეეძლო და არ შეეძლო ყველაფერს აკეთებდა.

ვიდრე ევა ცდილობდა შიოზე არ ეფიქრა, შიოც თავს არიდებდა ევაზე ფიქრებს, ბავშვზე გადაერთო, მიას მაქსიმალურ ყურადღებას აქცევდა, ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ ისევ თუმცა, ყველაფერზე თავად ზრუნავდა, სოც. ქსელებშიც მალე გამოჩნდა მათი ფოტოები, რომელსაც მუდამ მია აზიარებდა. ამის გამო იყო, ყველაფერი რომ წაშალა ბერიძემ სადაც რეგისტრირებული იყო, აღარ უნდოდა დადეშქელიანის და მიას ფოტოები ენახა.

მაგრამ ფაქტი ერთი იყო, როგორც არ უნდა ეცადათ, მაინც ერთმანეთზე ფიქრობდნენ, ძილის წინ მუდამ ევას თვალები ახსენდებოდა, ის სევდიანი, შემოდგომისფერი თვალები, მუდამ სიმშვიდით სავსე რომ იყო. გული მაინც იმ ერთისკენ მიილტვოდა, იმ ერთადერთისკენ და ძილშიც კი აჩქარებული ჰქონდა პულსი, რადგან თუ რეალობაში აღარ სიზმრებში ყოველთვის მასთან იყო შიო დადეშქელიანი. თუმცა როცა სიზმრიდან ფხიზლდებოდა ბერიძის ქალი საშინელი სევდა მოჰყვებოდა, რადგან იცოდა რეალური აღარ იყო ის რაც ასე ძალიან უყვარდა.

...

მშობლების ჩამოსვლამაც კი ვერ უშველა, სიტყვით არაფერი უთქვამს, მაგრამ მათი ჩამოსვისას, მამას რომ მოეხვია ემოციები ვეღარ მოთოკა და შვილის ცრემლებმა პერანგი დაუსველა კაცს. დედასთან ემოციებს შეიკავებდა, ყველანაირად მოთოკავდა გრძნობებს და არ იტირებდა, მაგრამ მამას წინ მაინც ის პატარა გოგო იყო მის დაცვას რომ საჭიროებდა. შიგნეული აუწვა გიორგის შვილის ცრემლებმა, გულამოსკვნილი ტიროდა მისი ქალიშვილი, ბიჭის გამო და იმ წამში დამეფიცება კაცს ერთი ფიქრი ჰქონდა მხოლოდ, არავის აპატიებდა მისი ერთადერთი ქალიშვილის ატირებას.

- ევა, კაი მამი ნუღარ ტირი, მე აქ ვარ. დამშვიდდი - ცრემლები შეუმშრალა და შუბლზე აკოცა, ისე როგორც ბავშვობაში.

„მოგიკვდეს დედა“ იმეორებდა გულში ეკატერინე და თბილად იკრავდა შვილს.

აეროპორტში იყო მისი პირველი და უკანასკნელი ტირილი იმის შემდეგ რაც მშობლები საქართველოში იყვნენ მასთან. ცდილობდა ხალისიანი ყოფილიყო, ეცადა მაინც, მეტად ვეღარ ანერვიულებდა, ეკატერინე ისედაც ლამის იყო ჭკუიდან გადასულიყო შვილს რომ უყურებდა, ისეთი გამხდარი იყო, ორი ზომით პატარა ტანსაცმელი სჭირდებოდა, სახე საგრძნობლად გაფითრებოდა და მოჩვენებას ჰგავდა, არადა როგორი ლამაზი იყო?! უყურებდა მამამისი და გული გახეთქვაზე ჰქონდა, როგორ შეიცვალა ჩემი შვილიო ფიქრობდა კაცი და მისი თვალების ყველა დანახვაზე ტირილი უნდებოდა, ეს თვალები ყველაზე ბავშვური, თბილი და სუფთა იყო, უყვარდა შვილის თვალები, რომელიც მუდამ სიკეთეს ასხივებდა, მაგრამ ახლა რომ უყურებდა თვალებში სადაც აქამდე სიმშვიდე იდგა, ახლა ფორიაქს დაედო ბინა. ქუჩაში რომ მიდიოდა, უნივერსიტეტშიც კი თავს მაღლა ვეღარ სწევდა, რადგან ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ყველა მასზე საუბრობდა და არ შეეძლო დაცინვით ან თანაგრძნობით სავსე თვალების ყურება.

ერთ საღამოს აივანზე იჯდა თავისთვის და ყავას სვამდა, უღრუბლო ცას და ვეებერთელა მთვარეს უყურებდა, იმდენად იყო ფიქრებში წასული ვერც გაიგო გიორგი როგორ მიუჯდა გვერდით.

- რა ლამაზია - თქვა ჩუმად და შვილს შეხედა - თბილისის ცა, მთვარე და ყველაფერი ყველაზე ლამაზია, ვერსად ნახავ ასეთ ცას. - ჩაეღიმა

- ოჰ - ამოიხრა - როდის მოხვედი, ვერ გავიგე.

- ახლახანს - ისევ ცას შეხედა - როგორ ხარ?

- კარგად... კარგად ვარ... - უთხრა პატარა პაუზის შემდეგ.

- არ მინდა ჩემთან თავი შებოჭილად იგრძნო... - ამას რომ ამბობდა თითქოს მიხვდა, არ მაქვს თქმის უფლებაო, ათ წელზე მეტია საქართველოდან წავიდნენ და როგორ არ შეიბოჭება შვილი მასთან, მაგრამ ევა არ იყო ასეთი, მიუხედავად სიშორისა მამასთან ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა.

- არც ვგრძნობ მამა... - სახეში შეხედა, მის თაფლისფერ თვალებს უყურა - გინდა გითხრა რა რთულია, ნაღალატევის სტატუსის ქონა? არ მინდა იცოდე, როგორ ვგრძნობ თავს ქუჩაში გასვლისას... არც ის მინდა მოგიყვე, რა მემართება მისი სახელის გაგონებისასაც კი... არა მა, არ გინდა... ამის ცოდნა საშინელება იქნება. - ცრემლი ჩამოუგორდა, მაგრამ იმ წამსვე უხეშად მოიშორა ხელის ზურგით. - ახლა რომ მე შენ ეს ყველაფერი მოგიყვე, ხომ იცი საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ?! - მიხვდა კაცი რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ხელის აწევით გააჩერა - არა, ამ ჯოჯოხეთში მარტო ვარ და მარტო ვიბრძოლებ, საკუთარი თავისთვის.

- როგორ გაიზარდე - სახეზე ჩამოუსვა ხელი და გაუღიმა - კარგად იქნები, ჩემო ძვირფასო. უბრალოდ - წამით გაჩუმდა, ცრემლები ახრჩობდა - უბრალოდ არაფრის შეგეშინდეს. მე აქ ვარ - შენთან და სულ აქ ვიქნები. ხვალ ხომ გახსოვს ახალი დღეა, ახალი შესაძლებლობები და იმედები - შუბლზე აკოცა და მარტო დატოვა.

ეკა და გიორგი ვადაზე ადრე წავიდნენ, ევას დაჟინებული თხოვნით, აეროპორტამდე თავად მიიყვანა მშობლები და მერე რაც ახსოვს მხოლოდ ის არის, ეკას ვიშვიში ესმოდა და ხედავდა ცრემლების შეკავებას როგორ ცდილობდა, მაგრამ აღარაფრის თავი ჰქონდა, ისედაც იცოდა თუ დედის დაწყნარებას შეეცდებოდა თავადაც ტირილს დაიწყებდა, ეს კი არ შეიძლებოდა, აღარ შეიძლებოდა.

ასე შეხვდა და დაემშვიდობა მშობლებს ორი თვის წინ ევა ბერიძე.

...

უნივერსიტეტის ეზოში უემოციო სახით შევიდა და მომღიმარი ლალიკო დაინახა, მისკენ გაემართა.

- გამარჯობა - მიესალმა ჩუმად.

- როგორ ხარ? - ჰკითხა მშვიდი ხმით და ეცადა თანაგრძნობა და სიბრალული არ გამკრთალიყო მის თვალებში.

- კარგად, შენ? - კაფეტერიას მიაშურეს. დილის ყავა ის იყო რაც ორივეს სჭირდებოდა.

ზოგად თემებზე დაიწყეს ლაპარაკი, ლექციები, სტუდენტები და ასე შემდეგ.

- გისმენ - აწკრიალებულ მობილურს უპასუხა

- ივნისის დასაწყისში არის კი

- მე ლექციაზე ვიქნები მაგ დროს, იქნებ შენ იყიდო.

- კარგი, წავედი. - გათიშა და ევას შეხედა. მერე კი ვიდრე გაიაზრა უკვე ნათქვამი ჰქონდა.

- ევ, შიოს თამაშია ივნისის დასაწყისში და ხომ მოდიხარ თამაშზე? - გაბრწყინებული თვალები მიანათა და ევას გათეთრებული სახის და წყლიანი თვალების დანახვაზე გაახსენდა. ისინი დაშორებულები იყვნენ. - ვაიმე, დიდი ბოდიში აღარ დავფიქრდი ისე ვთქვი. - შეწუხდა გოგო.

- არაუშავს ლალიკო - ძალიან ჩუმად უთხრა და ფეხზე წამოდგა ლექცია მეწყებაო.

მიუხედავად იმისა გახმაურებას არ ცდილობდნენ ურთიერთობისას, არც ის უცდიათ ვინმესთვის დაემალათ ასე რომ ევას რამდენიმე ახლო მეგობარმა მათი ურთიერთობის ამბები იცოდა.

...

ორი თვეა, მხოლოდ ევა და მისი ოჯახი კი არა შიო დადეშქელიანის მშობლებიც ძალიან განიცდიან მომხდარს.

ბაკური ლამის გაგიჟდა, რომ გაიგო ჯერ თავისზე უფროსი ქალი უყვარდა, მერე უღალატა და ახლა ყოფილი შეყვარებულისგან ელოდება შვილსო. ეს კაცი, ზედმეტად ფიცხი და წესების, კანონების მოყვარული და დამცველი იყო. შიო რომ წინ ჰყოლოდა იმ მომენტში ალბათ არ აცოცხლებდა. ბაკური ტრადიციების მოყვარული და სამართლიანი იყო, ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდა თვითონ, მაგრამ სამართლიანობა, რომ სიყვარულის გარეშე უხეშობაა, ამაზე აღარ უფიქრია.

მაკას იმხელა ხმაზე უღრიალა დაურეკე სახლში მოეთრიოსო სიტყვა ვეღარ შეუბრუნა ქალმა. ხელის კანკალით აკრიფა შვილის ნომერი და ქმარს გაუწოდა ტელეფონი. კიდევ კარგი შიო უკვე თვითმრინავში იყო და ტელეფონი გამორთული ჰქონდა თორემ ალბათ ვერაფერი უშველიდა.

დილიდან ცოფებს ყრიდა, ისე იყო განრისხებული, მაკას სიცოცხლე გაუმწარა, სულ ილანძღებოდა და იმას გაიძახდა ოჯახის შემარცხვენელიაო. ნაშუადღევს, მისაღებში იჯდა, წარბშეკრული და ერთ წერტილს უყურებდა თვალმოუშრებლად. მაკა ლამის ფეხაკრეფით მივიდა ქმართან და შორი-ახლოს ჩამოჯდა.

- ბაკურ, შენთან ლაპარაკი მინდა - უთხრა ჩუმად, შეფარვით.

- რაღა დარჩა სალაპარაკო, უკვე ყველაფერი ნათქვამია - გაყინული ხმით გაეპასუხა ქალს, ისე რომ კედლისთვის თვალი არ მოუშორებია.

- ყველაფერი არ მითქვამს, იმიტომ კი არა რომ არ ვიცი, არამედ არ მინდა ჩვენს შვილზე ასე იყო გაბრაზებული, ისიც ვიცი თუ ყველა დეტალი გეცოდინება, გული ძალიან გეტკინება. - თანაგრძნობით ეუბნება ცოლი.

- რაც საჭირო იყო უკვე გავიგე! შიომ სახელი გაუტეხა ჩვენს ოჯახს, შეგვარცხვინა! - მიხვდა შეწინააღმდეგებას აპირებდა ქალი, მაგრამ ხელის აწევით გააჩერა - განა ასე ვზრდიდით? არ შემეწინააღმდეგო - თითი დაუქნია გამაფრთხილებლად.

- რატომ გავიწყდება, რომ შიომ რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც ჩემი და შენი შვილია, ჩვენი სისხლი და ხორცი ბაკურ - ცრემლმა გაიბრწყინა ქალის თვალზე - სანამ ცოცხლები ვართ, ისე არ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენი სიკვდილის შემდეგ მხოლოდ ცუდი გაახსენდეს, განსაკუთრებით კი შენი მრისხანება.

- შენ რა, ამართლებ? - გაკვირვება, ბრაზი და ირონია იკვეთებოდა უფროსი დადეშქელიანის ხმიდან.

- არა, მაგრამ არც გადამეტებულად ვადანაშაულებ. შიო შეცდა, მაგრამ შეცდომა შენი მრისხანებით არ გამოსწორდება, რადგან შენ სჯი, მე კი ვცდილობ ვესაუბრო და სწორი გზა ვაპოვნინო.

- ის ქალი რომ ბავშვს ელოდება... ეგ არის შენთვის ოჯახი? - წყნარად თუმცა აშკარა სიმკაცრით თქვა.

- ჩემთვის ოჯახი ის არის, სადაც შიოა, როცა მის თვალებს ვუყურებ და იქ ჩემდამი სიყვარული და პატივისცემა ჩანს ეს არის ჩემთვის ოჯახი. ბაკურ შენს წინ დგას ბიჭი, რომელსაც სიმართლე ბევრჯერ უთხრეს, ბევრჯერ გული ატკინეს და ბოდიში ერთხელაც არავის მოუხდია მისთვის ბავშვობიდან დღემდე. - უთხრა სევდიანმა.

- მე და შენ სხავადასხვანაირად გვიყვარს, შენ სიფრთხილეს იჩენდი მუდამ, მე კი წესებს ვიცავდი მასთან. ტრადიციებს ვერ ვუღალატებ, ზოგიერთებივით. ჩემთვის ოჯახი ღვთის შემდეგ ყველაზე წმინდაა და ეს შენც კარგად იცი, არავის მივცემ ჩემი ოჯახის შერცხვენის უფლებას. - წამით უსიტყვოდ უყურა ქმარს მერე კი ფეხზე წამოდგა და ჩუმად თქვა.

- ორივე ვცდებით სიყვარულის გამოხატვაში, თუკი ამას შიო ვერ გრძნობს. - დატოვა ოთახი და სამზარეულოს მიაშურა, თავის ერთადერთ ნავსაყუდელს ამხელა სახლში.

...

ნეტავ მოგონებების დავიწყებაც ისე სწრაფად შეგვეძლოს როგორც დრო მიქრის... სამწუხაროა, ერთი თვალის დაფახურება და უკვე შეიძლება თვეები იყოს გასული. სიმართლე ითქვას, გასული რამდენიმე თვე არც ახსოვს, თითქოს მისი ცხოვრებიდან ეს მონაკვეთი ისე ამოჭრეს, როგორც ჩაშლილი კადრი, ფილმიდან. მაგრამ ჯობდა ეს კადრები დარჩენოდა ვიდრე ის რაც შიოსთან გაატარა, იმ ტკბილი წუთების დავიწყება ერჩივნა ყველაფერს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა თვალწინ ედგა მისი სახე, მისი თვალები და ის თბილი ღიმილი, სული ეწვოდა, ასე ეგონა ღრმა ჭრილობა ჰქონდა სადაც ჯერ მარილი მოაყარეს და ახლა სულ უბერავდნენ, თითქოსდა ტკივილის დასაამებლად.

დაიბადა პაწაწინა კატო და წამოვიდა მისალოცი სიტყვების კორიანტელი, ყველა სოც.ქსელი ამ პატარა ქალბატონზე საუბრობდა და ამბობდა ულამაზესი პრინცესა შეეძინათ შიოს და მიას და ალბათ როგორი ბედნიერები არიან. შვილის დაბადება ხომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა მშობლების ცხოვრებაში და თან პირველი შვილის. ვერ ვიტყვი არ გახარებიათქო, პირიქით პატარა ქალი რომ პირველად აიყვანა ხელში, თითქოს იმ წამს ტვირთთან ერთად საოცარი სიმსუბუქეც იგრძნო. ქალიშვილის მამად ყოფნა ხომ ცალკე ბედნიერებაა და ეს ბედნიერება იგრძნო ტვირთთან ანუ პასუხისმგებლობასთან ერთად. შეიძლება მია არა, მაგრამ თავისი შვილი მართლა სამყაროს ერჩივნა, რა მნიშვნელობა ჰქონდა საყვარელი ქალისგან ჰყავდა თუ არა, შვილი მაინც შვილი იყო.

კატოს დაბადების შემდეგ, ნაკრებში თამაშზე ცოტა ხნით უარი თქვა და ყველა წამს მის გვერდით ატარებდა. გიჟდებოდა ისე უყვარდა, პირველი ტირილი რომ გაიგონა იმ წუთიდან სამყაროსოდენა წონა ჰქონდა ამ პაწაწინა სამ კილოიან არსებას, მამიკოს გულს რომ რიტმი აურია.

- მგონი შია - მიუყვანა შვილი დედას და ღიმილით დახედა კატოს საყვარლად რომ აცმაცუნებდა ციცქნა ტუჩებს.

- კი უკვე ჭამის დროა, მოდი დე - ხელში აიყვანა და დაარწია - ჩემი პატარა, რა ლამაზი ხარ დედი - თავზე გადაუსვა ხელი ქალმა და შიოს შეხედა ცრემლიანი თვალებით. - შენ გგავს.

- მე ვერ ვხედავ მსგავსებას, არადა უკვე რამდენჯერ მითხარი - ამოიოხრა და დივანზე დაიკავა ადგილი. განა არ უნდოდა შვილი დამსგავსებოდა, უნდოდა თანაც ძალიან. მაგრამ მსგავსების დანახვა მართლა უჭირდა.

- არაუშავს, ჯერ კიდევ შეიცვლება. ნელ-ნელა უფრო აშკარა იქნება და დაინახავ როგორ გგავს. - დახედა კატოს და გაიღიმა, ეფერებოდა პატარა ხელებზე, თავზე ღია ფერის თმაზე, ჯერაც რომ არ წამოზრდოდა.

შიოს აღარაფერი უთქვამს, უბრალოდ უყურებდა როგორ ჭამდა რძეს და უნდოდა ეს კადრები სამუდამოდ ჰქონოდა გონებაში. მიაზე რომ დაქორწინდებოდა ეს ზუსტად იცოდა, ვერ მიატოვებდა, ღირსეული კაცი არასოდეს მიატოვებს ქალს და არც არასოდეს მოექცევა ისე (უარყოფით კონტექსტში) როგორც იმსახურებს. მიასთან მაინც აღარ უნდა შეშლოდა, ევას ხომ მოექცა უკვე ისე როგორც არ იმსახურებდა და სხვას ვეღარ გააუბედურებდა. ზუსტად იცოდა მიასთან მეტი შვილი არ ეყოლებოდა და კატოც ვერასოდეს იხილავდა, მამიკოს სიყვარულით ანთილ თვალებს, რომელიც დედიკოსკენ იქნებოდა მიმართული, ვერასოდეს დაინახავდა ყვავილების თაიგულს დედიკოსთვის მირთმეულს, ვერც მათ ჩახუტებას ან ხელის ჩაკიდებას დაინახავდა პატარა ქალი, მაგრამ კატოს არასოდეს დაავიწყდებოდა მამიკოს სიყვარულით ანთილი თვალები რომელიც ყოველთვის კატოსკენ იქნებოდა მიპყრობილი, არასოდეს დაავიწყებოდა მამიკოს ძლიერი მხრები რადგან მუდამ ჩაიკრავდა გულში შიო -- შვილს. კატოს რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, მამიკო ყველაზე მოსიყვარულე და ღირსეულ კაცად წარმოესახებოდა, რადგან შიო დადეშქელიანი ასეთი იყო და იქნებოდა ბოლომდე.

შეიძლება კატოს სხვა ზღაპრები არა, მაგრამ ზღაპარი შემოდგომისფერ თვალებზე, სადაც მუდამ სიმშვიდე იწვა არასოდეს დაავიწყებოდა, მამიკო ყოველთვის ყველაზე ტკბილ ზღაპრად მოუყვეოდა იმ დიდ სიყვარულზე და ტკივილზე რაც ევასთან აკავშირებდა, რამდენი წლისაც არ უნდა ყოფილიყო კატო, შიომ ზუსტად იცოდა მისთვის ყველაზე სამაგალითო და საყვარელი ზღაპრის გმირი ევა ბერიძე იქნებოდა.

უყურებდა შვილს და ამ ყველაფერზე ფიქრობდა. მომავალზე სადაც არც ერთი წამით არ ჩანდა გეგმები მიასთან დაკავშირებით, ფიქრობდა მომავალზე სადაც ერთადერთი ნათელი წერტილი უკვე მისი შვილი გამხდარიყო, მაგრამ თვალებს რომ ხუჭავდა და მშვიდად იღიმოდა ევას სახეს, მის ციმციმა სიმშვიდისფერ თვალებს ხედავდა და ამ მომენტისთვის ესეც კმაროდა ბედნიერებისთვის.



№1 სტუმარი ნინო ნაკაშიძე

იდეალურია მალე დადე

 


№2 სტუმარი Ana-maria

ევა დაიჩაგრა. ეტყობა შიოს სიყვარული სხვანაირად ესმის. ვნახოთ რა იქნება მომავალში,შიოს და მიას "ბედნიერი "ოჯახის ფონზე.
წარმატებები ავტორს ❤️

 


№3 სტუმარი ნია

საინტერესოა გთხოვთ აღარ მიგვატოვო

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან კარგი ისტორიაა, აღარ შეწყვიტოთ. 2 აპრილის მერე აღარ დაგიდიათ

 


№5 სტუმარი სტუმარი ლილე

როგორ მიხარია თქვენი დაბრუნება???? აღარ დაგვტოვოთ <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინო

ისევ თვეები უნდა გაუჩინარდეთ თუ მალე დადებთ გაგრძელებას?რას უნდა ველოდოთ?

 


№7  offline მოდერი NiLLoIyA

ნინო ნაკაშიძე
იდეალურია მალე დადე

მადლობა, მიხარია რომ მოგწონთ❤️
ვეცდები დიდ ხანს არ გალოდინოთ????

Ana-maria
ევა დაიჩაგრა. ეტყობა შიოს სიყვარული სხვანაირად ესმის. ვნახოთ რა იქნება მომავალში,შიოს და მიას "ბედნიერი "ოჯახის ფონზე.
წარმატებები ავტორს ❤️

შიოს სიყვარული, მართლა თავისებურად ესმის და ერთადერთი რაც იცის მომავალთან დაკავშირებით ის არის რომ ევა უნდა ჰყავდეს გვერდით.

ნია
საინტერესოა გთხოვთ აღარ მიგვატოვო

პირობას გაძლევთ თუ მუზა არ მიმატოვებს არც მე მიგატოვებთ❤️

სტუმარი ნინო
ძალიან კარგი ისტორიაა, აღარ შეწყვიტოთ. 2 აპრილის მერე აღარ დაგიდიათ

ბოდიში, რომ ამდენ ხანს გალოდინეთ❤️

 


№8 სტუმარი მე❤

შიო ძალიან არასანდო ადამიანია და ლაჩარი.ევას ნამდვილად უკეთესი პიროვნების სიყვარული ეკუთვნის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent