შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 33 თავი


დღეს, 04:56
ავტორი ნეაკო
ნანახია 239

საბოლოოდ მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა ნიცას, თორნიკე ანდრიას მკველელის კვალზე გავიდა.

-ირაკლი გთხოვ ხელი შეუშალე რომ რამე სისულელე არ ჩაიდინოს
-დარწმუნებული ხარ რომ...
-დარწმუნებული რომ არ ვიყო, აქ! შენთან! დახმარების სათხოვნელად არ მოვიდოდი- მკაცრი ტონით უთხრა ნიცამ და წამიერად მზერა გაუსწორა დაბნეულ ბიჭს.
-ამის დედასაც შევ*ცი! ამის დედაც- თავი ვერ შეიკავა ირაკლიმ და უმუსამაეთოდ შეიგინა-ის კაცი თორნიკეზე ადრე უნდა ვიპოვით! წინააღმდეგ შემთხვევაში...
-თორნიკე მას მოკლავს და ციხეში ჩაჯდება!-წინადადების დაასეულება არ აცადა ნიცამ
-ბიჭებს ვეტყვი და დაველაპარაკებით
-არაფერს გეტყვით! დარწმუნებული ვარ!
რამის თქმა რომ უნდოდეს აქამდე გეტყოდათ.
-ჯანდაბა! აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე?!-უფრო თავისთვის ვიდრე ნიცას გასაგონად თქვა ირაკლიმ და თითქმის ბოლომდე ჩამწვარი სიგარეტის ღერი საფერფლეში ნერვიულად ჩააჭყლიტა.
-არ უთხრა რომ შენთან ვიყავი კარგი?
-კარგი!
-რამეს თუ იეჭვებს...
-კიდე უფრო ფრთხილად იქნება და ვერაფრის გარკვევას ვეღარ შევძლებთ- მისი გაწყვეტილი წინადადება დაასრულა ირაკლიმ
-ასეა! -დაეთანხმა ნიცა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- ვფიქრობ მასთან ლაპარაკს აზრი არ აქვს მაინც ყველაფერს უარყოფს! ჯობია ყველაფერი ისე დარჩეს როგორც არის, სანამ ყველაფერი უარესად გართულდება იქნებ კიდევ რამის გარკვევა შევძლოთ.
-იარაღი ისევ თან დააქვს თუ სეიფში აქვს შენახული?
-წარმოდგენა არ მაქვს... ხომ იცი რა ურთიერთიბაც გვაქვს? ერთმანეთს თითქმის არ ველაპარაკებით
-არ ფიქრობ რომ უსამართლოდ ექცევი?!
-......
-თორნიკე რომ არა ვინიცის რა შეიძლება მომხდარიყო
-რაზე მიმანიშნებ?-წამოენთო ნიცა
-ვერ ხვდები?!
-ვიცი რომ არ მოგწონვარ, რადგან ანდრიას და თორნიკეს ჩემს გამო ურთიერთობა გაუფუჭდათ მაგრამ...
-ნიცა!
-ირაკლი გთხოვ მომისმინე!-შეეხვეწა ნიცა და კარგა ხნის სიჩუმის მერე მშვიდად დაამატა- რადგან მინდა რომ ეს გაუგებრობა ჩვენს შორის ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს!
-კარგი გისმენ!
-გულწრფელად გეტყვი თავიდან... თორნიკეზე მეტად ანდრია მძულდა რადგან დავინახე როგორ დაუნდობლად დააცალა მთელი მჭიდი უგონოდ მყოფ ბიჭს...თუმცა დღემდე არ ვიცი, რეალურად რომელი მათგანის გასროლილი ტყვიით მოკვდა... ის ბიჭი...და არც მაინტერესებს-ამ დროს წამიერად გაჩუმდა ნიცა-რადგან თორნიკეს რომ არ ესროლა მისთვის ახლა ორივე მკვდარი იქნებოდა, მაგრამ ახლა ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს...
-ააქვს!
-იმ ღამის მერე ორივესი სიკვდილამდე მეშინოდა... მაგრამ მას მერე რაც გავიაზრე რომ დაუნდობელი და ცივ სისხლიანი მკვლელები არ იყვნენ ჩემი შიში უკვალოდ გაქრა. არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემი ნდობის მოპოვება მოახერხეს
-ორივესთან ერთნაირად დისტანცირებული ურთოერთობა მქონდა მაგრამ თავს არცერთი არ მანებებდა... გამუდმებით ჩნდებოდნენ ჩემს ცხოვრებაში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად.
-გინდა მითხრა რომ...
-ჩემს მიმრთ ინტერესი ორივეს ჰქონდა
-ნიცა
-მაგრამ...როგორც ჩენს, ერთმანეთთან ამ თემაზე არასდროს საუბრობდნენ.
-მაინც ვერ ვხვდები ამ ყველაფერს მე რატომ მიყვები
-მას მერე რაც თორნიკე გრძნობებში გამომიტყდა...
-ახლა ყველაფერი გასაგებია! -წინადადების დასრულება არ აცადა ირაკლიმ-ანდრიას მიზანმიმართულად დაუახლოვდი თორნიკეს გასაღიზიანებლად.
-თავიდან ასე იყო მაგრამ მერე ყველაფერი შეიცვალა...
-კარგი რა ნიცა... შენ იცოდი! იცოდი რომ თორნიკეს უყვარდი და მაინც დაუახლოვდი ანდრიას! მათ შორის ჩადექი და ლამის ყველაფერი დაანგრიე.
-არ მინდოდა, არ მინდოდა ასე რომ მომხდარიყო გესმის?-ტირილის ნოტებ შეპარული ხმით უთხრა ნიცამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა რომელიც ისევ ნიცას ხმამ დაარღვია- მგონი ჯობია წავიდე
-თუ რამეს გაარკვევ...
-დაგიკავშირდები!- წინადადების დასრულება არ აცადა აღელვებულმა გოგონამ და მაშინვე მიტრიალდა
-ნიცა!- გასძახა ირაკლიმ და მანქანის გასაღებს ხელი წამოავლო- დამელოდე! სახლში მე წაგიყვან
-საჭირო არააა!
-გამებუტე?!- გაეღიმა ირაკლის
-არა, უბრალოდ არ მინდა შეგაწუხო- ნაწყენი ტონით უთხრა ნიცამ მისკენ მიტრიალდა.
-არ შემაწუხებ!-დარწმუნებით უთხრა ირაკლიმ როგორც კი ქუჩაში გავიდნენ ჩამწყდარი ხმით კითხა- ხო მართლა როგორ გაიგე რომ თორნიკე მკვლელის კვალზე გავიდა?
-შემთხვევით... მისი და იმ გამომძიებლის ლაპარაკი მოვისმინე რომელსაც იფორმაციის სანაცვლოდ ფულს უხდის
-მადლობა!
-რისთვის?
-ყველაფრისთვის
-მეგონა...
-არაფერში გადანაშაულებ... თავიდან გაბრაზებული ვიყავი შენზე მაგრამ ახლა- წამიერად გაჩუმდა ირაკლი რომ სწორად სათქმელი სიტყვები ეპოვა- მივხვდი რომ უფლება არ მაქვს რამეში დაგადანაშაულო... შენ რომ არა... პატარა ანდრია, არ იარსებებდა, რომელიც იმ სიცარიელეს გვივსებს ყველას რომელიც მამამისმა დაგვიტოვა!
........

........
ნიცას უეცრი სტუმრობის შემდეგ, არაერთხელ სცადა ირაკლიმ თორნიკესთან დალაპარაკება მაგრამ ამაოდ. ვერაფერი ათქმევინა. ბევრი ფიქრის მერე გადაწყვიტა რომ ეს ამბავი ბექასთვის და ბუბასთვისაც.
-ახლა რა უნდა ვქნათ?- უმისამართოდ იკითხა ბექამ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა
-აზრზე არ ვარ-უემოციო ტონით უპასუხა ირაკლიმ და დივანზე უღონოდ ჩამოჯდა- იმ ნაბ*ჭვარ გამომძიებელს შევხვდი, მაგრამ ვერაფერი ვათქმევინე!
-უფრო მეტი ფული რომ შევთავაზოთ?
-ნუ ბოდავ- საუბარში ჩაერია ბუბა- ეგ თორნიკეს არ უღალატებს ნახევარი მილიონიც რომ შევთავაზოთ!
-ასეთი დარწმუნებული რატომ ხარ?-მოიღუშა ბექა
-შენი აზრით?-კითხვა შეუბრუნა ბუბამ და ცინიკირად გაუღიმა
-საქმის დაწყებამდე თორნიკე დაამუშავებდა- ივარაუდა ირაკლიმ- თუ უღალატებს იცის, რომ ფულთან ერთად თავსაც დაკარგავს და ალბათ მაგიტომ!
-იქნებ კიდევ მოახერხოს ნიცამ რამის გარკვევა
-მეეჭვება
......
სანამ ბიჭები ფიქრობდნენ თუ როგორ დაეშინებინათ გამომძიებელი სასურველი ინფორმაციის მისაღებად, მანამდე თორნიკემ დამკვეთის სახელის და გვარის გაგება მოახერხა.
......
-ვეღარ ვცნობ- დაღლილი ხმით დაიწყო ლაპარაკი ნიცამ როცა როგორც იქნა ანდრია ხელში ჩააძინა- მთელს დღეებს კაბინეტში ატარებს! არავის ეკონტაქტება! ბიჭებსაც კი!
შიგნით არავის უშვებს! კარი სულ დაკეტილი აქვს!
-უცნაურია
-ღამეც იქ იძიენებს!
-ფიქრობ რომ...-დაიძაბა ლილე
-......
-ნიცა!
-ზუსტად არაფერი ვიცი მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ დამკვეთის სახელი და გვარი უკვე იცის...ასე უცნაურად ამიტომ იქცევა
-შენი აზრით ახლა რას გააკეთებს?
-შესაფერის დროს დაელოდება რომ მოკლას! მაგრამ... მე არ დავუშვებ რომ მკვლელი გახდეს!
-როგორ აპირებ მის შეჩერებას?
-ჯერ არ ვიცი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ - კიდევ რაღაცის თქმა აპირებდა სასოწარკვეთილი გოგონა, როგორც კი მანქანის მკვეთრი დამუხრუჭების ხმა მიწვდა მის დაძაბულ სმენას სმენას მაშინვე გაჩუმდა და ძლივს ჩაძინებული პატარა ხელში დაბნეულ ლილეს შეაჩეჩა
-სად მიდიხარ?
-უნდა გავიგო რატომ დაბრუნდა თბილისიდან ასე მოულოდნელად თორნიკე
-მალე დაბრუნდები?
-ზუსტად არ ვიცი-ნაჩქარევად უთხრა ნიცამ და კიბეებზე სწრაფად დაეშვა. მისაღები ოთახი მოათვალიერა და ვერსად რომ ვერ დაინახა თორნიკე კაბინეტში შეაკითხა
-იცი რომელი საათია? რატომ არ გძინავს?- ისე ჰკითხა თორნიკემ რომ მისკენ არ მიუხედია და სეიფი დაკეტა
-რა მოხდა? ასე მოულოდნელად რატომ გადაწყვიტე დაბრუნება?
-ისეთი არაფერი... რაღაც საბუთები მჭირდებოდა და მის წასაღებად მოვედი
-ღამის 4 საათზე?
-ანანასი როგორაა სიცხემ დაუწია?-უეცრად სხვა თემაზე გადავიდა თორნიკე
-კარგადაა
-ღვიძავს?
-არა
-ალბათ ძალიან დაგღალა... წადი დაწექი და დაიძინე
-თორნიკე გთხოვ-შეეხვეწა ნიცა როცა მისაღებ ოთახში გავიდნენ- სიმართლე მითხარი სახლში ასე გვიან რატომ მოხვედი?
-უნდა წავიდე! -საპასუხოდ მხოლოდ ეს უთხრა სასოწარკვეთილმა ბიჭმა და მაშინვე ზურგი აქცია, მაგრამ მოულოდნელად გაჩერდა და ისე რომ მისკენ არ მიუხედია ჩამწყდარო ხმით უთხრა -ანანას ჩემს მაგივრად აკოცე და უთხარი რომ... ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს!
-თორნიკე-თვალები ცრემლებით აევსო ნიცას როცა კარი გააღო თორნიკემ და ეზოში უკან მოუხედავად გავიდა.
........
იმის მიუხედავად რომ ძალიან ბნელოდა როგორღაც მოახერხა თორნიკემ და ავტოსადგომამდე ჩამქრალი ფარებით მივიდა. მანქანიდან გადმოვიდა თუ არა ხელში იარაღი მოიმარჯვა და განათებული შენობისაკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.



№1  offline წევრი Xutu

მალე დადე ხოლმე რა და ცოტა დიდი თავიიი

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან საინტერესო ისტორიაა, ჩამითრია და ერთი სული მაქვს გაგრძელებას როდის დადებთ. დიდი მადლობა რომ ასე საინტერესოდ წერთ ნიჭიერო ადამიანო. წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent