შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტო' სული 34 თავი


გუშინ, 04:50
ავტორი ნეაკო
ნანახია 351

საპარკინგე სივრცე ცარიელი იყო არც სათვალთვალო კამერები ეყენა, ამიტომ მშვიდად განაგრძო სიარული და შენობაში ცენტრალური კარიდან შევიდა. კიბეები სწრაფად აიარა და მშენებარე კორპუსის მე 3 სართულზე ავიდა სადაც ,,დამკვეთი" და კიდევ ორი მამაკაცი ერთმანეთს უყვიროდნენ.
-ჩემი საქმიდნა მოტეხვა გინდათ ვიცი მაგრამ არ გამოგივათ
-ციხიდან ახლახანს გამოხვედი...
-მერე რა? ამ საქმეში მეც იმდენივე ფული ჩავდე რამდენიც თქვენ!
-შენი წილი აიღო და საქმიდან გადი თორემ...
-თორემ რა? მომკლავ?!- ირონია გაერია ხმაში ,,დამკვეთს"
-სიკვდილზე უარესი რაღაცეებიც არსებობს!- საუბარში ჩაერია მესამე და მხედველობის სათვალე შეისწორა
-მემუქრებით?- ახლა მას მიუბრუნდა ,,დამკვეთი"
-როგორც გინდა ისე გაიგე- აგდებული ტონით უთხრა სათვალიანმა და ცინიკურად გაუღიმა
-შე ნაბ*ჭვარო- ბოლო ხმაზე უღრიალა ,,დამკვეთმა" და სახეში მუშტი მთელი ძალით დაარტა -ასე მარტივად ვერ მომიშორებთ თავიდან!- გამოსცრა კბილებში და კიდევ ერთხელ დაარტყა სახეში გონება დაბინდულ ბიჭს, რომელსაც გახეთქილი ტუჩიდან სისხლი წასკდა.
-ამის დედაც! ამის დედასაც შევ*ცი- უმისამართო გინება დაიწყო სათვალიანმა ბიჭმა და პირში ჩაგუბებული სისხლი ზიზღით გადმოაფურთხა- მოგკლავ!- უფრო თავისთვის ვიდრე ,,დამკვეთს" გასაგონად თქვა და გახეთქილი ტუჩი მაჯით მოიწმინდა.
-მგონი ჯობია წავიდეთ- შეშინებული ხმით თქვა პირველმა მეწილემ როცა მკრთალ შუქზე ,,დამკვეთის" ხელში მოელვარე დანა დაინახა.-ახლა ყველაფერი გასაგებია- სახეზე სიმწრის ღიმილმა გადაურბინა სათვალიან ბიჭს- აქ მარტო მოსვლა იმიტომ გვთხოვე რომ დაგეშინებინეთ.
-მე დასაკარგი არაფერი მაქვს! ციხიდან ახლახანს გამოვედი! მაგრამ თქვენ ორს... ძალიან ბევრი გაქვთ დასაკარგი
-რისი იმედი გაქვს? გგონია რომ ამ დანით...
-დანაზე ყურადღებას რატომ ამახვილებთ არ მესმის-ცინიკური ტონით თქვა ,,დამკვეთმა" და ცხვირწინ აუფრიალა ორივეს ბასრი დანა- გგონიათ არ ვიცი რომ აქ მარტო არ მოსულხართ?
-რას ბოდავ?-წამოენთო პირველი მეწილე და შეშინებულმა გააყოლა მზერა ,,დამკვეთის" ხელში მოელვარე დანას- აქ მარტოები მოვედით! როგორც შევთანხმდით!
-ესე იგი თან არავინ არ გახლავთ?!-უფრო თავისთვის ვიდრე მათ გასაგონად თქვა ,,დამკვეთმა" და თორნიკეს მიმართულებით დაჟინებით დაიწყო ყურება, რომელიც უკუნეთი სიბნელის გამო არ ჩანდა.
-მოდით ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის-შესთავაზა ორივეს პირველმა მეწილემ და აციმციმებულ ნათურას შიშით ახედა
-მისმინე ნაბიჭვ*რო!- მოულოდბელად ყელზე დანა მიაბჯინა ,,დამკვეთმა"-ჩემთან თამაში არ გაბედოთ თორემ ორივეს სიცოცხლით გაგებინებთ პასუხს გასაგებია?
-გასაგებია! გასაგებია!- დაუფიქრებლად უთხრა შეშინებულმა კაცმა და ინსტიქტურად დანას ხელი წაატანა დაბლა დასაწევად, რის გამოც გაბრაზებულმა ,,დამკვეთმა" ცხვირი გაუტეხა
-ამის დედაც-ბოლო ხმაზე იღრიალა ტკივილისგან გაწამებულმა კაცმა და როცა შუქი ჩაქრა ჰოლში გიჟივით გავარდა კიბეები კისრისტეხვით ჩაირბინა და სიბნელეში გაუჩინარდა.-ესე იგი იარაღი თან არცერთს არ გაქვთ?!- შეიცხადა დამკვეთმა როცა სათვალიანთან მარტო დარჩა გიჟივით სიცილი დაიწყო
-მე კიდევ დანასთან ერთად იარაღიც წამოვიღე ყოველი შემთხვევისთვის, მაგრამ ამ სიტუაციაში არამგონია დამჭირდეს
-გაგანადგურებ! -ზიზღით უთხრა სათვალიანი და სახე ზედმეტად მიუახლოვა.
-როგორც ჩანს ამ ღამემ ვერაფერი გასწავლა-დანანებით უთხრა ,,დამკვეთმა" დანა ცხვირწინ აუფრიალა- იმ ნაბ*ჭვრთან პარტნიორობის იმედი გაქვს რომელმაც პირველივე შესაძლებლობისთანავე მოგატოვა? და ჩემი არა?
-არცერთს არ გენდობით! თქვენთან საქმე იმიტომ წამოვიწყე რომ სხვა გზა არ მქონდა, მაგრამ მოვა დრო და ორივეს მოგიშორებთ თავიდან
-ზედმეტად თავდაჯერებული ხარ!
-ძალადობა მხოლოდ დროებითი ძალაუფლების მომტანია! ეს ისე რომ იცოდე.
-იმედი გქავს რომ შეცდომას დავუშვებ და ისევ ციხეში ჩავჯდები?- ბოროტულად გაეღიმა ,,დამკვეთს" და დანა შეინახა
-იმედი? იმედს მხოლოდ სულელები ებღაუჭებიან. მე ყოველთვის ვმოქმედებ და ადრე თუ გვიან სასურველ შედეგს ვიღებ! გამოუსწორებელი შეცდომების მიუხედავად!
-ეგ გამოუსწორებელი შეცდომა მე ვარ?- გაეღიმა ,,დამკვეთს"
-შეიძლება ასეც ითქვას-დაეთანხმა სათვალიანი და გახეთქილი ტუჩიდან ხელახლა წამოსული სისხლი მაჯით მოიწმინდა.
-იცი? შენნაირი თავზეხელაღებული პიტები მომწონს! მომთმენი ნაბ*ჭვარი ხარ! ზღვარს არასდროს გადადიხარ და კანონებს არ არღვევ მაგრამ...
-მაგრამ სასურველ შედეგს ყოველთვის ვიღებ!- მისი გაწყვეტილი წინადადება დაასრულა სათვალიანმა და პირში დაგუბებული სისხლი ზიზღით გადააფურთხა
-ასეა-დაეთანხმა ,,დამკვეთი" და ცინიკურად გაუღიმა- მაგრამ ერთი რამ გავიწყდება რომ მე სხვებს არ ვგავარ! ზღვარს თუ გადახვალ იცოდე, სიცოცხლით გაგებინებ პასუხს!
-ეჭვიც არ მეპარება-გაეცინა სათვალიანს და ზიზღით სავსე მზერით თვალებში ჩააცქერდა.
-ესე იგი მოვილაპარაკეთ!
-.....
-ძალიან კარგი-სახეზე აშკარა კმაყოფილების ღიმილმა გადაურბინა ,,დამკვეთს" და როცა გვერდით ჩავლისას გვერდი უხეშად გაჰკრა სათვალიანმა ბოროტულად გაეცინა.

სათვალიანის წასვლის შემდეგ უკუნით სიბნელეში მარტო დარჩენილმა ,,დამკვეთმა" რაღაც იეჭვა, ამიტომ იარაღი მოიმარჯვა ხელში და სიბნელეში გაუჩინარდა.
იმის მიუხედავად რომ ძალიან ეცადა თორნიკე სიმშვიდე შეენარჩუნებინა და გრძნობებს არ აჰყოლოდა, თავი მაინც ვერ შეიკავა და ოთახში აღელვებული შევიდა.
საშინელი სიცარიელის განცდა დაეუფლა, როცა თავზე უხეშად იგრძნო იარაღის მიბჯენა.
თავიდან ,,დამკვეთმა" იფიქრა რომ თავში ტყვია დაეხალებინა დაუპატიჟებელი სტუმრისთვის, ვინც არუნდა ყოფილიყო ის და უბრალოდ წასულიყო ამ ადგილიდან მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ეს, დიდი სისულელე იქნებოდა მისი მხრიდან, ამიტომ თავმდამსხმელის ვინაობის გარკვევა და მოტივის გაგება გადაწყვიტა... და სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა.

იმის მიუხედავად რომ ძალიან ღელავდა თორნიკე როგორღაც თავს მოერია, დამშვიდდა და როგორც კი ,,დამკვეთმა" უბრძანა, მაშინვე დანებების ნიშნად მაღლა ასწია ხელები, იარაღი ძირს დააგდო და ფეხით სიბნელისკენ გააცურა.
-შემოტრიალდი!- უბრძანა ისევ ,,დამკვეთმა" და სწორედ მაშინ როცა მისკენ მიტრიალდა თორნიკე ცა განათდა.

უეცარმა ელვამ და სიბნელემ ,,დამკვეთი" ისე დააბნია, რომ განრისხებული თორნიკემ დრო იხელთა და თავს დაეხა. იმის მიუხედავად ძალიან გამხდარი იყო ,,დამკვეთი" და ავდამყოფური იერსახე ჰქონდა, საკმაოდ ნავარჯიშევი იყო, ამიტომ საკმაოდ გაუჭირდა თორნიკეს მისთვის იარაღის წართმევა.
-შენც უნდა მომეკალი იმ დღეს ნაბ*ჭვარო!- ზიზღით თქვა დამკვეთმა როცა თორნიკეს ძალდატანებით რამდენჯერმე იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა- ცოცხალი არუნდა დამეტოვებინე- დანანებით თქვა და როცა მიხვდა რომ იარაღში ტყვიები გამოილია ოდნავ უკან დაიხია. თორნიკე მისმა ქცევამ დააბნია და სანა ხელში შერჩენილი იარაღით აზრზე მოვიდოდა ,,დამკვეთმა" მუცელში დანა გაუ*არა. ტკივილისგან გაწამებულმა ბიჭმა აკანკალებული ხელები ინსტიქტურად ჭრილობასთან მიიტანა, რა დროსაც კიდევ უფრო ღრმად, ტარამდე ჩაასო დანა გაგიჟებულმა კაცმა და უკან გამოა*რო.

ღონე მიხდილი თორნიკე იატაკზე ჩაიკეცა.

სიკვდილის მოლოდინში თვალები დახუჭა.

,,დამკვეთს" სახეზე აშკარა კმაყოფილების ღიმილმა გადაირბინა. დანა მოიმარჯვა და თორნიკეს მიმართულებით სწრაფი ნაბიჯებით წავიდა.
-არ გაბედო და არ შეეხო!- ნიცას სასოწარკვეთილმა ხმამ ,,დამკვეთი" წამიერად ადგილზე გააშეშა
-შენ რა გაგიჟდი? ახლავე წადი აქედან-უყვირა თორნიკემ და ფეხზე წამოდგომა სცად ამაგრამ ვერ შეძლო
-უფლებას არ მივცემ რომ რამე დაგიშაოს- სლუკუნით უთხრა ნიცამ და იარაღი გადატენა
-როგორი ამაღელვებელია-გაეცინა დამკვეთს და კიდევ წადგა ნაბიჯი თორნიკეს მიმართულებით
-გაჩერდი თორემ გესვრი- ბოლო ხმაზე უღრიალა ნიცამ და უმისამართოდ გაისროლა- არ ვხუმრობ!
-იარაღი საიდან გაქვს?-გამოსცრა კბილებში თორნიკემ და როცა მიხვდა რომ ,,დამკვეთი" უკან დახევას არ აპირებდა ხმას გაიმკაცრა- ნიცა ახლავე წადი აქედან! გაიქეცი და პოლიციაში დარეკე!
-მარტოს არ დაგტოვებ-სლუკუნით უთხრა აღელვებულმა გოგონამ და როცა გაგიჟებული კაცი თორნიკეს მიმართულებით გაიცქა, აკანკალებული ხელიდან მისი მიმართულებით გაისროლა - ღმერთო მოვკალი მე მკვლელი ვარ- ატირდა ნიცა როცა გააცნობიერა რა ჩაიდინა
-არა შენ მკვლელი არ ხარ ცოცხალია- გაუბედავად უთხრა თორნიკემ და ტკვილისგან გაწამებულიმა ხელიდან იარაღი გამოგლიჯა
-რას აკეთებ-ჩურჩულით ჰკითხა იატაკზე ემუხლებით დამხობილმა ნიცამ და ცრემლიანი თვალები სახეში მიანათა.
-აქ რითი მოხვედი?-საქმიანად ჰკითხ თორნიკემ და სისხლიანი პერანგით იარაღი გაწმინდა
-მანქანით
-ახლა კარგად მომისმინე!-მბრძანებლური ტონით უთხრა თორნიკემ და გონს მაინც რომ ვერ მოიყვანა ნიცა ბოლო ხმაზე უღრიალა- ახლა შენს მანქანაში დაბრუნდები და 112 ში დარეკავ! ეტყვი რომ სროლის ხმა გაიგონე მაგრამ არიცი ზუსტად სად ხარ და რახდება! უბრალოდ ქმარს გამოყევი ჩუმად გეგონა რომ გღალატობდა!
-რას ბოდავ!- სლუკუნით ჰკითხა ნიცამ და იარაღის გამოსართლევად ხელზე წაეტანა- ეს კაცი მე მოვკალი
-მკვდარი არაა! ცოცხალია! გასაგებია!- დაუყვირა თორნიკემ და ჭრილობაზე ხელი სუსტად მიიჭირა! ახლა წადი და ის გააკეთე რასაც გეუბნები! ხო მართლა! ჩემი იარაღი წაიღე გაწმინდე და სადმე დამალე...
-ხო მაგრამ მე...
-წადი! ახლავე!
-ეს მე ჩავიდინე
-შენ არაფერი ჩაგიდენია!
-თორნიკე!
-წადი თუ არ გინდა რომ ანანასი მშობლების გარეშე გაიზარდოს!
ნიცას წასვლის შემდეგ თორნიკემ მისი მოტანილი იარაღი საგულდაგულოდ გაწმინდა და როცა დარწმუნდა რომ ,,დამკვეთი" ნამდვილად ცოცხალი იყო ჰაერში უმისამართოდ გაისროლა.

სასწრაფოს და პოლიციის მოსვლის დროს თორნიკე უკვე უგონოდ იყო ამიტომ მისგან ჩვენების აღება ვერ მოახერხეს. ნიცა ისე მოიქცა როგორც თორნიკემ დაარიგა, მაგრამ გულში გადაწყვეტილი ჰქონდა თუ ,,დამკვეთი" მოკვდებოდა დანაშაული ეღიარებინა.

მხოლოდ 2 წუთით დართო ექიმმა ნიცას რეანიმაციაში შესვლისა და მეუღლის ნახვის უფლება, მაგრამ მან უარი თქვა.
-ჯობია შენ შეხვიდე- შესთავაზა თათიას რომელიც ცრემლებად იღვრებოდა
-არა, არ შემიძლია!
-შეგიძლია!
-თათია!
-ნიცა გთხოვ...
-ძალიან ენატრებოდი
-შენ იმდენი რამ გააკეთე მისთვის...
-ეს ჩვვენთვის გავაკეთე! ყველასთვის!
-შენ შედი გთხოვ... მისი ამ მდგომარეობაში ნახვა არ შემიძლია.
-კარგი როგორც გინდა-მოიღუშა ნიცა და რეანიმაციაში შევიდა.

თვალები ცრემლებით აევსო თათიას როცა პალატაში გადაიყვანეს თორნიკე და ამდენი ხნის მერე პირველად შეძლო მისთან მიახლოება და შეხება. შეკრთა როცა მოულოდნელად თვალები გაახილა თორნიკემ და ხელები დაუაჭირა
-მიხარია რომ კარგად ხარ-სლუკუნით უთხრა თათიამ და მაშინვე აარიდა მზერა მის ჩამქრალ თვალებს
-რატომ მოხვედი?-უინტერესოდ ჰკითხა თორნიკემ სევდით სავსე მზერა ტუჩებზე მიაყინა
-ვიცი რომ ჩემზე გაბრაზებული ხარ
-გაბრაზებული?!- სახეზე მისმწრის ღიმილმა გადაირბინა გაგიჟებულ ბიჭს და ხელი უხეშად გაუშვა-გაბრაზებული?!- უფრო თავისთვის ვიდრე მის გასაგონად თქვა ჭერს ახედა-წარმოდგენა მაინც თუ გაქვს რისი გადატანა მომიწია მას მერე რაც შენ წახვედი და მიმატოვე
-მაპატიე იძულებული ვიყავი რომ ასე მოვქცეულიყავი-ხმის კანკალით უთხრა თათიამ და გადმოდენილი სიმწრის ცრემლები სწრაფად მოიშორა სახიდან
-არ გაპატიებ, გესმის?! არასოდეს გაპატიებ იმას რაც ჩაიდინე!
-თორნიკე გთხოვ...
-რას მთხოვ?
-რომ გამიგო
-მაშინ წახვედი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი!
-......
-დამპირდი, რომ არასდროს მიმატოვებდი! მაგრამ წახვედი!
-იძულებული ვიყავი რომ ასე მოვქცეულიყავი
-წადი აქედან!
-რააა-ტირილის ნოტები შეეპარა ხმაში თათიას
-წადი-მეთქი!
-არ წავალ!
-შენინსახის დანახვა აღარ მინდა!
-კარგი წავალ! აღარასოდეს დაგენახები მაგრმა იმის უფლება მაინც მომეცი რომ დაგეხმარო
-შენი დახმარება არ მჭირდება
-გჭირდება! ნიცამ ყველაფერი მიამბო
-უშენოდაც გავუმკლავდები
-ვიცი რომ გაუკმლავდები მაგრამ...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent