შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვარი (დასასრული)


2-08-2025, 17:39
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 273

ლილის ლოდინით მე და მართამ, საკმაოდ დიდი დრო დავყავით გარედ. ჩამოვმჯდარვარ ბარდიულზე და ვცდილობ პატარა გავართო.
ვეთამაშევი და ეს გამომდის კიდეც. უცბად მოგვიახლოვდა ახალგაზრდა წყვილი...
გოგონას ყურები წაწვეტებული აქვს ისე როგორც ზღაპრის გმირებს და ცდილობს ჩემს პატარასთან შთაბეჭდილება მოახდინოს.
მისი მეწყვილე კი ახალგაზრდა ბიჭი, გრძელი თმით ოდნავ წვერით და გამჭირვალე სათვალით მოჰყვება მას უკან.
მოგვიახლოვდა გოგონა და ცდილობს მართას გაეღამაშოს... მე კი ის ხელში მყავს აყვანილი და ასევე ვცდილობ გავაღიმო მაგრამ ტატომღაც ეს მასზე დადებითად არ მოქმედებს.

- რა იყო პატარავ?! არ მოგწონს ჩემი ყურები?...

-შეხედე მამიკო, როგორი ყურები აქვს, ეს იცი ვინ არის?!... სანტას რომ ეხმარებიან ელფები, იქიდან ერთ ერთია.

ვცდილობ მართას გამხიარულებას მაგრამ მან ტუჩი გადმოაბრუნა და ტირილი დააპირა.
სწორედ ამიტომ თხოვნით მივმართავ ახალგაზრდა გოგონას რომ მადლობელი ვარ ყურადღებისათვის მაგრამ სჯობს რომ შევწყვიტოტ რადგან ბავშვმა ვერ აღიქვა სამხიარულოდ.

გოგონამ ჩემი თხოვნა არ გაითვალისწინა და კვლავ აგრძელებს მცდელობას. ისევ დიდი ძალისხმევით და მომღიმარი სახის გამომეტყველებით მივმართავ გოგონას რომ თუ შეიძლება შეწყვიტოს. ჩემი თხოვნა კვლავ იგნორირებულია... სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ადგილს გავეცალო და შორი ახლოს დავდგე მაგრამ ახლა მისმა მეგობარმა ახალგაზრდა ბიჭმა გამოთქვა უკმაყოფილება.

- როგორ?... ანუ არ მოგწონთ ჩემი შემოქმედება?..

მე კვლავ ვცდილობ მშვიდად ავუხსნა ახალგაზრდას რომ ეს ასე არ არის, ის მართლაც ნიჭიერი ახალგაზრდაა, უბრალოდ ჩემი შვილი პატარაა იმისათვის რომ ეს სახალისოდ აღიქვას.

მიუხედავად ჩემი ლმობიერებისა ახალგაზრდა მამაკაცი კვლავ განაგრძობს მრისხანებას და დაჟინებით მთხოვს გავცე პასუხი თუ რატომ არ მოსწონს ჩემს მცირეწლოვანი შვილს მისი შემოქმედება.
-არა... მაინც ვერ გამიგია რა არ მოგწონთ კონკრეტულად?.. თქვენ ალბათ არ იცით, რამხელა შრომა ჩავდე ამ უნიფორმის დამზადებაში.

გამეტებით ვუჭერ მარცხენა ხელს შარვლის ნაჭერზე და ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო. პარალელურად ნელი ნაბიჯებით ვცდილობ ცამოვშორდე ახალგაზრდა წყვილს და ასეც მოვიქეცი.
ვინ იყვნენ ეს გიჟები?!.. ვუსვამ ჩემს თავს შეკითხვას და თან მართას გულში ვიკრავ, მსურს რომ დავიცვა.
სიტუაცია ჩაწყნარდა და ორივენი კვლავ მშვიდად ველით ლილის. სასიამოვნოდ ისმის აკორდეონის ხმა რომელის ხმასაც აჟღერებს ვინმე შუა ხნის მამაკაცი რომელსაცუამრავი ხალხი, გარს ახვევია. უეცრად მართამ შენიშნა იქვე პატარა ლეკვები, რომლებსაც მოხუცი ბერი კაცი ყიდდა. პატარამ მაიძულა რომ ახლოს მივსულიყავით და ასეც მოვიქეცი.
მართას ისე უხარია პატარა ლეკვტან ტამაშო რომ აღარავინ ახსოვს. მეც კმაყოფილი ვუმზერ მას და სიხარულით აღსავსე ვარ მის მიმართ. უცბად მესმის მართას ხმა... მამა ასეთს ხომ მიყიდია?... მორიდებული ვდგევარ და ჩავიმუხლე მასთან ახლოს და ვუპასუხე და დავეთანხმე რომ აუცილებლად ვიყიდი ასეთ ლეკვს.
უცბად ორთავეს დაგვეჯახა ზურგიდან ვინმე ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებიც ლაზრანდარობდნენ და თავისებურად ხუმრობდნენ. მათ არც კი მომიბოდიშეს რომ დამეჯახნენ და ბავშვი შეაშინეს. ძალზედ გავბრაზდი მაგრამ ყურადღება ბავშვზე გადავიტანე. ამასობაში მოსაღამოვდა...
გარემო ლამაზი ლამპიონებით ნათდება დრო და დრო და დღის სინათლე უფრო და უფრო სუსტდება. გვერდით ღია რესტორანი შევნიშნე, საიდანაც გემრიელი კერძების სურნელი ვიგრძენი. ღმერთო ჩემო ისე მშია... დილიდან ვერ ვისაუზმეთ, რადგან ვჩქარობდით და ამის დრო აღარ იყო.
ხალხის ნაკადმა იმატა იმაზე მეტად ვიდრე რამოდენიმე საათის უკან. სწორედ ამიტომ რთულია მშვიდად გადაადგილება, ისინი ისე მოძრაობენ რომ ვერც კი ამჩნევენ ბავშვი დგას მათ წინ თუ მოხუცი.
სწორედ ამიტომ ბავშვი ხელში ავიყვანე. უცბად მართამ წამოიყვირა, დედა... მივიხედე და ლილი გამოემართა ჩვენსკენ მომღიმარი დანდაღლილი სახის გამომეტყველებით. მივუახლოვდით მას და მართა გამომართვა მომატებულმა და ძლიერად მოეხვია.
-როგორ ხარ?.. ძალიან დაიღალე?..
ვეკითხები მე მას მორიდებული და შერცხვენილი.

ლილი მართას კოცნის და თან მპასუხობს რომ არც ისე დაღლილი არ არის.
ვდგავარ მათ წინ, ხელში პატარა ცანტა მიჭირავს ხელში და ცრემლ კორეული თვალებით ვუმზერ მათ.
- ახლა დედიკო ძალიან ბევრ ტკბილეულს გიყიდის იცი?!... და კიდევ ახალ ქურთუკს.
დიდი სიხარულით ესაუბრება ლილი და მართაც გაბრწყინებული თვალებით უმზერს მას.
მე კი ჩავფიქრდი და მსურს რომ ახლა უეცრად გავქრე. თვალზე ცრემლი მერევა, გაუნძრევლად ვდგავარ... ამ დროს კი უცბად ვიგრძენი მხარში უსიამოვნო შეგრძნება.
ვინმე შუა ხნის მამაკაცი დაჯახებია განძრახ თუ უნებლიედ და ისეთი თვალებით მიყურებს თითქოს ცხოვრება გავუმწარე მას.
თვალს არ მაშორებს ისე გადაადგილდება ღია რესტორნის მიმართულებით. მის თვალებში ისეთი ზიზრინიგრნობა რომ ხელ აუკანკალებლად მომკლავს, ამის საშუალება რომ ჰქონდეს.
უკაცრავად, მაპატიეთ. მიმვამრთე უცხო მამაკაცს ბოდიშნარევი მკაცრი ტონით.
საპასუხოდ კი კვლავ ამაზრზენი ტვალებით მიყურებს. კვლავ ვიმეორებ, ეს შემთხვევით მოხდა ბატონო... უკაცრავად.
ჩემს მიმართ ზიზღიტ არსებულმა მამაკაცმა პასუხი დამიბრუნა, მკაცრად და უხეშად.
- კარგი გეყოფა!.. არ არის საჭირო ამდენი კომენტარი!.
მომაშორა კაცრი მზერა და გაუყვა გზას.
დაბნეული ვუცქერდი ერღ ადგილზე, გადავხედე ცოლ შვილს რომელიც შეშფოტებული მაკვირდება. კოპები შეკრული მივიწევ უცნობი მამაკაცის ალენ და ლილიმ ხელით შემაჩერა მაგრამ დავუსხლდი და კვლავ მუშტებ შეკრული მივზდევ მას.
ფეხ და ფეხ მივზდევ იმ კაცს და გზად ვფიქრობ რომ რა შეიძლება ამას ახლა მოჰყვეს?!... ამ ერთი დაჯახების გულისათვის შესაძლოა პრობლემებმა ცოლ შვილს ჩამოაშოროს... სწორედ ამიტომ სჯობს თავი შევიკავო მაგრამ ამავდროულად არ მასვენებს. მამაკაცი მის უზარმაზარ მეგობრებთან ერთად მიუსხდა სუფრას ღია რესტორანში და მეც გვერდი ჩავუარე მათ... იქვე ბართან ჩამოვდექი და შორი ახლოდან ვუმზერ მას. საპასუხო მზერაც დავიჭირე მისი მხრიდან კვლავ ზიზღით აღსავსე თვალებით.
ვფიქრობ რა მობი ოქმედონისეტი რაც ზარალს არ მომიტანს და თან ვაჟკაცურად ვიგრძნო. თავსაც და არა მხრდალი იერი არ დაედება სახეზე. დიდ ხნიანი ფიქრის შემდგომ გადავწყვიტე მივუახლოვდე მათ მაგიდას და ასეც მოვიქეცი.
ადგილზე მისულმა ხელი გავუწოდე მამაკაცს და ვაგრზნობინე რომ სამტროდ არ ვიყავი მის მიმართ მიმართული.
- სალამი ბატონო, ჩემი სახელია დემნა.
მამაკაცმა ხელი ცამომართვა და მეც მივუჯექი მათ, ვცდილობ ვისაუბრო მაგრამ არ ვიცი რას ვლაპარაკობ რადგან მღელვარებისგან იმპროვიზაციით ვსაუბრობ მის მიმართ.
-ბატონო ვალერი, ეს სამყარო არც ისეთი დიდია რომ ჩვენ ადამიანებმა ერთმანეთს ვუმტროთ და ვედაოდ, ამიტომ სჯობს ვიმეგობროდ, გავიცნოთ ერთმანეთი და გავუგოთ ერთმანეთს. ვსაუბრობ ჩემტვის ახლად გაცნობილ მამაკაცთან, ის კი მეთანხმება მაგრამ თითქოს არ მისმენს, მზერა მის ძმა ბიწებისაკენნაქვს მიმართული და ჭიქებს უწახუნებენ ერთმანეთს. ვგრძნობ რომ ჩემი სიტყვები არაფრის მომცემია მაგრამ ვცდილობ არ დანებდე დანლმიბიერად შევუტიო და დავიკმაყოფილო ჩემი კაცური ხასიათი. ისევ ვესაუბრები გაურკვეველი ფრაზით და სიტვებით, ის კი კვლავ იგივეს გამაგრძობს. შორი ახლოდან ლილი სეშინებული და დაძაბული მაცქერდება... ვალერი და მისი გაზულუქებულმა მეგობრები გულიანად ხარხარებდა და იცინიან. უცბად შემომხედა ჩემს წინ ჯდომა სუფრის წევრმა მომღიმარი და ირონიული სახის გამომეტველებით და ვალერის ესაუბრება ჩემი მიმარტულებით.

- ვალერი თუ ძმა ხარ, გადაუღე ეს ღორის ნეკნი თორემ მოვკვდი ამ კაცის საცოდაობით, ვერ ამჩნევ?!.. შია მგელივით და ვერანაირად გაგაგებინა. მთლიან სუფრაზე ამაზრზენად ხარხარებენ, მე სიბრაზემ სრულიად გადააფარა ბინდი თვალზე... ვაკვირდები ჩემს ხელებს რომელიც სიმწრისგან ვაჭერ ერთმანეთს. ისევ ვიგრძენი ზურგში უსიამოვნო შეგრძნება, მივიხედე და კვლავ ის ორი მოზარდი შემჯახებია რომლებიც უტაქტოდ ერთობიან. ვცდილობ თავი ხელში ავიყვანო მაგრამ უცბად მიუახლოვდნენ ახალგაზრდა წყვილი რომლებმაც გააკრიტიკეს იმის გულისათვის რომ ჩემი შვილი ვერ გამხიარულდა ამ გოგონას გრძელ ყურებზე... კვლავ მომიახლოვდა ეს ახალგაზრდა ყმაწვილი და ისევ დაჯინებით მეკითხება თუ რატომ არ შევაფასეთ მისი ნაშრომი და არ ნოვიწონეთ?... თითქოს ჩემს ირგვლივ ყველაფერი შენელდა, ირგვლივ ვხედავ მომცინარ სახლებს და გვერდით ამ ახალგაზრდა ბიჭს რომელიც საყვედურებით მავსებს. სწრაფად წამოვდექი ადგილიდან მხეცივით ჩავავკე ხელი და გამეტებით მივაყენე თავით დარტყმა, რის შედეგადაც ორივენი ძირს აღმოვჩნდით და უმოწყალოდ ვაყენებ დარტყმებს მუშტით. ირგვლივ ქაოსი შეიქმნა, მისი მეგობარი გოგონა განწირული კივის და შველას ითხოვს... მე კი კვლავ განაგრძობს ბიჭის ცემას. ორმა მოზარდმა სცადა ჩემი შეჩერება მაგრამ მათაც გვარიანად ვიღაცაზე როგ რიგობით. ჩემს მიერ ნაცემ ახალგაზრდას მოვშორდი და განრისხებული მაგიდაზე მუშტები ვაბრაზუნე, ამის შემყურე ვალერი და მისი გაზულუქებული მეგობრები, შეშინებული და შეშფოთებულები ერთმანეთს ასწრებენ გაქცევას და ცდილობენ სწრაფად გამერიდონ. მე კი ვდგავარ გაცოფებული და გავყვირი იქ მყოფი ხალხის მიმართულებით და მოვუწოდებ მათ, ვინც მსურველის გამოვიდეს ჩემს პირისპირ. ირგვლივ შეშფოთებული და შეშინებული ყველა მე მაკვირდება.... სრული სიჩუმე ჩამოვარდა, მხოლოდ ლილის ჩუმი ტირილის ხმა შემომესმა. ნელ ნელა ვუახლოვდები ჩემს ცოლს და ბავშვთან ერთად მოვეხვიე მას პატიების ნიშნად. იქ მყოფმა ერთ ერთმა მამაკაცმა ჩემი ჩანტა მომაწოდა რომელიც ჩხუბის დროს დამივარდა ძირს, გამოვართვი და ლილის ხელი მოვხვიე მხარზე. მივემართებიტ სამივენი გასასვლელისკენ და ირგვლივ მყოფი ხალხი გზას გვითავისუფლებს უჩუმრად და ფრთხილად.
ჩვენ კი ნელინჯაბიჯებით მივემართებით სახლისაკენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent