ზღვარზე (სრულად)
მე უშენო დღეების ათვლას რომ შევწყვეტ შენ დაიწყებ უჩემოარყოფნას და კალენდარზე ჩემზე მეტ დღეს შემოიხაზავ. მე ჯერ ისევ შენთან ვარ... ჯერ. ** - 30 წამში ეთერში ვართ - ახალი ინფორმაციაა, გამოშვება ამით უნდა დაიწყო - რა ხდება ? - ახალგაზრდა გოგო იპოვნეს მტკვარში გარდაცვლილი, დეტალები უცნობია, იდენთიფიცირება არ მომხდარა. - ამ საშინელი ამბებით რატომ მაწყებინებთ ყოველ დილას? - ესაა ჩვენი საქმე ძვირფასო . სამი ორი ერთი, ეთერში ვართ. ** ტელეფონის ხმაზე იძულებული გახდა ძილისთვის თავი დაეღწია. შეკრთა, ოდნავ გაეღიმა და სწრაფად გადაუსვა ხელი ეკრანს. - გისმენ ელე როგორ ხარ ? - თარაშ, მითხარი ადელინა ნახე გუშინ ან დღეს ? - საღამოს ველაპარაკე ბოლოს, 7 საათისთვის,დაღლილი იყო და დასაძინებლად მიდიოდა, რა მოხდა? - არ ჩანს გუშინს მერე. შუადღეს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. -დაურეკე? - გამორთულია, სამსახურშიც არ მისულა,პოლიციამ 24 საათი უნდა გავიდესო , ძებნა ახლა დაიწყეს -ადელინაა, ხომ იცი უბრალოდ გვანერვიულებს არ ინერვიულო, იმ ადგილების სანახავად წავალ სადაც მგონია რომ იქნება და დაგირეკავ , თუ რამე გავიგე . - თარაშ , იქნებ... - ჩუ! არ თქვა, გონებაში არ დაუშვა ,ვიპოვნით. სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოისვა და ტელევიზორის გაუშტერა მზერა . - ახალგაზრდა გოგოს სხეული, რომლის ვინაობაც ჯერ-ჯერობით უცნობია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე იპოვნეს რამდენიმე წუთის წინ . ადგილზე გაიყინა. ახალგაზრდა... გოგო... მაგრამ დაუდგენელია , შეუძლებელია. - ადელინა, ასე ვერ მომექცეოდი . *** - გამარჯობათ ბატონო გიორგი, მე ოფიცერი თორნიკე ჯაში ვარ. - დიახ ოფიცერო, რამე სიახლეა ? - უნდა გამოგვყვეთ - რა მოხდა თორნიკე, ჩემი შვილი იპოვნეთ? - იცით , ჯერ დაზუსტებული არაფერია. ცხედარი ვიპოვნეთ... ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა, თქვენ ამოსაცნობად უნდა გამოგყვეთ. - შეუძლებელია, ჩემი შვილი არ იქნება, ახლავე წავიდეთ, ვიცი ჩემი შვილი არ იქნება. *** - მამა მორგში მიდის, მითხარი რომ იქ ჩემი და არ იქნება... დუმილი... ** ნელა გადახდა ზეწარი გვამს და მეორედ მოკვდა შვილის ცხედრის წინ, პირველზე უფრო ძლიერად და მტკივნეულად. ერთიანად გაეყინა სისხლი ძარღვებში და გული ისე დაუპატარავდა ვერც იფიქრებდი რომ უფეთქავდა. წაბლისფერი თმები ჯერ ისევ სველი ჰქონდა, თვალები მშვიდად დაეხუჭა სახეზე განუზომელი სიმშვიდე ემჩნეოდა. თითქოს ეძინა. - მამა ხელი მეტკინა, მაკოცე და მომირჩება. - მამა, შენთან დავიძინებ შეიძლება? - მამა, ძალიან მიყვარხარ - მამა ხომ არასდროს მიმატოვებ? - მამა დაბადების დღეს გილოცავ - მამა ჩვენაირი მამა შვილი მეორე არ არსებობს - მამ არ დამტოვო - მამ გული მტკივა - მამ ხომ გაივლის ? - მამა ნახე რა ძლიერი ვარ ? - მამა, გამოვიქცევი და დამიჭირე - მა, წამოდი ერთად დავლიოთ - მა, ხო ლამაზი ვარ? - მააა დღეს ჩამოვალ და ბევრს ჩაგეხუტები. მეორედ მოკლა შვილის სიკვდილმა მამა, რომელსაც ერთი შვილის დაკარგვის სიმძიმე უკვე ჰქონდა მხრებზე აკიდებული და წელში გასწორებას მთელი ცხოვრება ცდილობა მაგრამ არ გამოსდიოდა. ახლა კი ბოლო ხერხემლის მალა ისე გადაუმტვრიეს, საერთოდ ვეღარასდროს გაიმართებოდა. -გადასვენების უფლებას როდის მომცემთ? -ერთი შეხედვით და დათვალიერებით სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია, მაგრამ ექსპერტიზა მაინც უნდა გაკეთდეს. -ჩემი შვილი უნდა გაჭრათ? - ბატონო გიორგი იცით... - არ ვითხოვ ექსპერტიზას , ჩაწერეთ თქვენს ოქმში რომ შვილი ვერ დავიცავი, ვერ დავინახე, დამეკარგა,ხელებში ჩამაკვდა და ვერ ვუშველე. ისიც ადგა და გადახტა. - იქნებ - არავითარი იქნებ, მე შვილი მომიკვდა, ჩემმა შვილმა საკუთარი თავი გაიმეტა.ახლა მის გაჭრას და წამებას ვერ დავიწყებ. შიგნით თვითმკლელობის მიზეზი დაგხვდება? არა! არ გრთავთ ნებას. *** ყველაზე მოკლე და რთული გზა სახლში დასაბრუნებულია, მაშინ როდესაც ერთი მხარეს შენთვის ძვირფასები არიან, მეორე მხარეს კი მეორე თქვენთვის უძვირფასესი ადამიანის აღარ ყოფნა დგას და გიჟივით გაჰკივის სამყარო რომ მორჩა, ყველაფერი დამთავრდა და ეს ჯვარიც შენ აგკიდეს რომ შვილის გარდაცვალება ამცნო დედას, დის გარდაცვალება დას და დაიწყო ყველაზე გრძელი სამზადისი იმ შვილისთვის, რომელიც 24 წლის წინ პირველად აიყვანე ხელში და იგრძენი ცხოვრების სიჩქარე და არსებობის მიზეზი, ახლა კი ჯიბეებში ხელებ ჩაწყობილი დგახარ კარის ზღურბლთან, მზად ხარ რომ მთელი ცხოვრება აქ იდგე, ოღონდ შიგნით შესვლამ არ მოგიწიოს. გეშინია ხმამაღლა თქმის, თითქოს იმწამს მოგიკვდება როცა სიტყვა გარდაცვალებას წარმოთქვამ, იმ წამს ჩამოიშლები და ყველაფერი დაგიმთავრდება . ეზოს ჭიშკარი მძიმედ გააღო, ხელისკანკალით ჯერ ერთი მხარე დატოვა გაღებული, შემდეგ მეორესთან მივიდა და ისიც გამოაღო, საკუთარი შვილის სამძიმრის მისაღებად გზა გახსნა და ჯოჯოხეთთან შესახვედრად წავიდა. -მამა რას აკეთებ? ფეხშიშველი გამოვარდა წაბლისფერთმიანი გოგონა ეზოში და მამას იმედის მომცემი თვალებით გახედა. ჩაქვრა, დაინახა, იგრძნო და მიუხვდა. -შეუძლებელია, იტყუები, მამა კარი დაკეტე, ადელინა სახლში დაბრუნდება, არ გესმის ? ვერ მოხდებოდა, არ იზამდა , ვერ იზამდა მამა მეთქი, იტყუები, იტყუები ღმერთს გაფიცებ დაკეტე ეს წყეული კარები, ასე როგორ დამტოვებდა? ასე როგორ გამიმეტებდა , ვერ იზამდა ... ვერ იზამდა . მიწაზე დაემხო და სიმწრისგან ფრჩხილები ერთმანეთს დააჭირა. სახლის კართან დედა გაჩერდა, უხმო ცრემლებით ჩაუწითლდა თვალები მუშტები მაგრად მოკეცა. შვილი აღარ ყავდა. ხმა ვერ ამოიღო, ვერ იყვირა რომ შეცდომა იქნებოდა,იდგა ურყევდა , კლდესავით, რომელიც იძირება და მალე წყალშივე ჩამოშლას დაიწყებს. ყველაზე რთული იმ წამის აღქმა და მიღებაა როცა გეუბნებიან რომ შენი საყვარელი ადამიანი აღარ არის. გონება და გული ერთამნეთს ებრძვის, ვერ უშვებ რომ შეიძლება ეს შენ დაგემართოს, რომ ერთ დღეს გაიღვიძო და ჯოჯოხეთში აღმოჩნდე.შენ აღარ გყავდეს. უფლებას არ აძლევ საკუთარ თავს ეს რეალობა დაიჯერო. გაქცევა და დამალვა გინდა სამუდამოდ, თავიდან რომ აირიდო ეს ტრაგედია. *** ეზოში უამრავი ადამიანი ირეოდა, ხმას არავინ იღებდა, მხოლოდ მითითებებს იძლეოდა ერთი ორი, რა სად დაეწყოთ. სასწრაფოს მანქანა ჩუმად შემოვიდა ეზოში. წავიდა მამა მძიმე ნაბიჯებით შვილის სხეულისკენ, ახლოს არავინ გაიკარა, ხელში აიყვანა უკანასკნელად მისი თვალისჩინი, პეპელასავით მსუბუქი და მზის ჩასვლასავით ლამაზი ადელინა. ყველა ნაბიჯის გადადგმისას სუნთქვა ეკვროდა, გულის გაჩერებას ნატრობდა რომ იქვე დამთავრებულიყო მისთვისაც ეს ტანჯვა, შვილს გაყოლოდა. შუბლზე აკოცა და ჩაასვენა "მაცივარში" . შვილი რომელიც ზარდა, შვილი რომელითაც იამაყა, შვილი რომელიც ყველაზე ძვირფასი იყო, შვილი რომლითაც იგრძნო მშობლის სიხარული და მძიმე ჯვარი. უკან გამობრუნდა თუ არა კარშივე ჩაიკეცა და პირველად და უკანასნკელად იღრიალა იმ ლომივით,რომელსაც ბოკვერი თვალწინ მოუკლეს და ამის შესაჩერებლად ვერაფერი გააკეთა. "ვერ ვუშველე, შვილი მომიკვდა". ეს იყო დასაწყისი მდუმარების დარღვევის, თითქოს ყველა რეალობას შეაჯახა ამ სიტყვებმა. დედის ტირილი და დის გაზეპირებული ფრაზები "ტყუილია? ასე ვერ მომექცეოდა". *** არ ვიცი, როგორ აგიხსნა, რატომ იკლავენ ადამიანები თავს, მაგრამ ვიცი, როგორ მოვიკლა თავი. რა განსხვავებაა, საღი და ჩამომტყდარი ტოტებიდან ჩამოცვენილ ფოთლებს შორის, მხოლოდ ის, რომ ერთი უკვე გამხმარი წყდება. რამდენი სისულელეა გარშემო, მაგრამ ტყუილი ყოველთვის ბევრად მეტია. ზოგჯერ რამხელა ბედნიერებაა იმის განცდა, რომ ცოცხალი ხარ. როგორ მინდა, მხოლოდ შენზე ვფიქრობდე, მაგრამ შენზე და მარტოობაზე ვფიქრობ. მე ახლა შორს ვარ, შენ კი გვერდით ოთახში წევხარ, უცნაურია ეს სიტყვები და საყვარელიც იქნებოდა, შენ რომ ახლა პირქვე იწვე, ანდაც გულაღმა, მაგრამ ახლა მოკუნტული ხარ, ფიქრები გაყენებს ტკივილს, ვერაფრით იშორებ მათ, ზურგიდან გიყურებ და ვხვდები, რა გაწერია სახეზე. რადგან არაფერი შეუძლია ამ დროს ჩემს სიყვარულს,ვნატრობ ხოლმე, ის მაინც შეეძლოს, რომ უბრალოდ არ არსებობდეს. რა საჭიროა, ვინმეს უყვარდე, რა საჭიროა, ვინმეს ახსოვდე, რა საჭიროა, ვინმეს უნდოდე, გხედავდეს, გეხებოდეს, შენზე ფიქრობდეს, გისმენდეს და ესმოდეს შენი? რა საჭიროა, ვინმემ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ხარ, ან როგორ ხარ? რა საჭიროა, ვინმეს სჭირდებოდე? ადამიანს შეუძლია იყოს მარტო, მაგრამ არ შეუძლია მარტოს საკუთარი თავის გაძლება. მე ვარ ხე, განა ფოთლებისა და ყვავილების, ტოტების გარეშე. ზოგჯერ, უნდა მოკვდე, რომ ვინმეს მოენატრო, უნდა გაქრე, რომ ვინმემ დაგინახოს, უნდა დაიკარგო, რომ ვინმემ მოგძებნოს. მხოლოდ ცოცხლებს შეუძლიათ იყვნენ მიუწვდომლები. მკვდრები ვეღარ იმალებიან, ვეღარ იტყუებიან, ვეღარ ირგებენ ნიღბებს, ვეღარ გვტოვებენ, ვეღარ ბრუნდებიან, ვეღარც გვტკენენ და ვეღარც პატიებას ითხოვენ. ვეღარ გვაშინებენ თავიანთი არყოფნით და არც მათ საფლავებზე მისულებს ამოგვძახებენ მიწიდან, რომ ჩვენი ნახვა გაუხარდათ, ან ჩვენი დანახვა აღარ უნდათ და უნდათ, რომ წავიდეთ, თავი დავანებოთ. მინდა, ყვირილი შემეძლოს, ყვირილი თუ არა, ყმუილი მაინც და როგორც ფილტვების ჰაერით, ისე თვალების წვიმით ავსება არ მჭირდებოდეს. ჩემი სიჩუმის ექოს ვეძებ. როცა არაფერი გვაქვს ერთმანეთისთვის სათქმელი, როცა განა სიტყვებს, ფიქრებსაც კი ვერ ვუყრით თავს, ასეთი მომენტისთვისაც უნდა არსებობდეს განსაკუთრებული წინადადებები, რომლებიც მიგვიყვანდა ერთმანეთამდე, ზუსტად ისე, როგორც მაშინ, როცა ღმერთთან საუბარი გვინდა, როცა ჩვენი სიტყვები არ გაგვაჩნია და წმინდანების დაწერილი ლოცვების კითხვას ვიწყებთ. ადამიანებს ყველასთან გვიყვარს ლაპარაკი საკუთარ თავზე, საკუთარი თავის გარდა. ერთია, როცა გულახდილად ლაპარაკობ და მეორე, როცა გულახდილად გისმენენ. ბედნიერი ვიქნებოდი, საუბრისას თვალებს რომ არ ვახამხამებდე. ზოგჯერ, განა ყვირილი მინდა, მინდა, ყველას გასაგონად გავჩუმდე. რამხელა ტრაგედიაა, როცა ხარ ახალგაზრდა და არ ხარ სიცოცხლით სავსე. ერთხელ ვცხოვრობთ და როგორი გულდასაწყვეტია ასეთი ცხოვრება, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა… არ ვიცი, ცხოვრება როგორაა მოწყობილი, ჩემი ცხოვრება მოუწყობელია. ზოგჯერ ყველაფერი ერთბაშად მინდა, სიცოცხლეც... სიკვდილიც... ყოფნაც... და არყოფნაც... სიკვდილამდე არ ვიცი, თუმცა, მადლობა ღმერთს, სიბერემდე ჯერ კიდევ შორია. ვწერ და ჩემი ფიქრები ჭრილობიდან მოთქრიალე სისხლივითაა, რომელიც არ დედდება. ღმერთო, ცოტაა ერთი ცხოვრება და უფრო ცოტა − ერთი სიცოცხლე. დაღუპვისა ან ცხონებისთვის არა, სხვა დანარჩენი ყველაფრისთვის, სულ ყველაფრისთვის. იმისთვის, რაც შენთვის ამაოებაა, ჩვენთვის კი ისეთივე თავშესაფარი, როგორიც სიყვარულისთვის გული, გული, რომელსაც ათიდან ცხრაჯერ ეს სიყვარული კლავს. ორი რამ ცოცხლობს ჩემში სულივით − სიყვარული და სევდა, ისინი ისე ჰგვანან ერთმანეთს, როგორც ჭრილობის მხარეები, რომლის შეხორცებისაც მეშინია. ღმერთმა იცის, რამდენჯერ ჩამწყვეტია გული ადამიანების თვალწინ და გამიგრძელებია გზა, მაგრამ არც ერთხელ, არც ზურგიდან და არც მკერდის მხრიდან არ დაუძახია, არ გამომკიდებია და არ დაუბრუნებია არავის ეს გული უკან. დავდივარ ქუჩებში და მხარზე ქურთუკივით მაქვს გადაკიდებული მოჭრილი ფრთები. რაც უფრო ჩაუღრმავდები ადამიანებს, მით უფრო მარტო დარჩები. შენ ღმერთი არ ხარ, რომ შენმა მატოობამ სიყვარული შვას, მხოლოდ ფსკერზე დაეშვები, სადაც იმაზე საშინელი ვაკუუმია, ვიდრე კოსმოსში. ძალიან ცდება, ვისაც ფსკერზე დაშვება ადვილი ჰგონია, განა მოწყვეტილი ვარსკვლავი გაკვალულ გზას ეძებს ჩამოსავარდნად? დასერილია ცა მოწყვეტილი ვარსკვლავების გაელვებებით. ვიწვი, მაგრამ არ ვანათებ, მხოლოდ და მხოლოდ ვიფერფლები. ჰო, ბევრს ვუყვარვარ, მაგრამ რა ვქნა, მაინც მარტო ვარ, რაც უფრო მეტს და რაც უფრო მეტად, მით უფრო მარტო. ერთხელაც, გავიქცევი ყველა ნაცნობი თუ საყვარელი ადგილიდან, გავეცლები ყველა მეგობარსა და ახლობელს, საკუთარ თავსაც კი მივატოვებ, მოვძებნი ვინმე სრულიად უცხოს და სულერთი იქნება, შევუყვარდები თუ შემიძულებს, რომელსაც მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ მომისმინოს და მოვუყვები მთელ ჩემს ცხოვრებას, სულს ცოდვებისა და საიდუმლოებებისგან დავცლი, იმ იმედით, რომ ისე შევმსუბუქდე, მიწას მოვწყდე და ცისკენ წავიდე. არ შემიძლია აგიხსნა, რატომ იკლავენ ადამიანები თავს, მაგრამ შემიძლია მოვიკლა თავი. (ეს ჩანახტი ეკუთვნის ლაშა მარგიანს) ადელინა. *** ჯოჯოხეთი ყველასთვის სხვადასხვა დროს დგება ცხოვრებაში, ზოგითვის გვიან ზოგისთვის ნაადრევად. თარაშისთვის რომ გეკითხათ მისი ჯოჯოხეთი მთელი ცხოვრება მოყვებოდა მაგრამ ადელინას გარდაცვალების შემდეგ ჯოჯოხეთზე უფრო მტკივნეულ და შეუგუებელ, აუხსნელ რეალობას შეეჯეხა. გაჩერებულ მანქანაში დიდხანს იჯდა ბავშვობის ძმაკცთან ერთად და გადასვლას ვერ ბედავდა. - თარაშ, ცხოვრებაში ამაზე მეტად არაფერი არასდროს აღარ გეტკინება, აზრი არ აქვს სიტყვებს, ეს წუთებიც კი მოგენატრება, როცა დანახვა შეგეძლება. გადადი, ძალა რომ ფეხზე ოდნავ მაინც იდგე არსაიდან მოგივა. ღია ჭიშკარს გახედა,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და გაჩერდა.ნახევარი წამით წააწყდა გიორგის მზერას და მიხვდა ახლა იქ უნდა ყოფილიყო.საუკუნოდ გაეწელა გზა, შვილმკვდარ მამასთან მისასვლელი. უხმოდ გადეხვივნენ ერთამნეთს და ამ სიჩუმეში ორივემ იმაზე დიდი ტკივილი გააზიარა, ვიდრე რომელიმე სიტყვა გამოხატავდა. - გელოდება, ძლიერად დადექი. იყო მამის სიტყყვები და სულ ცოტა უიმედო იმედი, თუ ელოდება, თუ უცდის, მაშინ როგორ აღარ არის?. მოაჯირს დაყრდნობილმა აიარა კიბეები და კარში გაშეშდა, როგორც კი თვალი მოკრა უსულო სხეულს, რომელსაც საოცარი სიმშვიდე დამჩნეოდა სახეზე.ნელი ნაბიჯებით გააგრძელა გზა მისკენ, სიჩუმემ სიჩუმე ჩაყლაპა იმ მომენტში, სუნთქვა დაავიწყდა ყველას. აკანკალებული ხელი მინას ნელა დაადო და იქვე ჩაიკეცა. ერთამანეთის მიყილებით ეცემოდნენ ერთმანეთს ცრემლები, მუჭს რაც უფრო მეტად კუმავდა მით უფრო ეკუმშებოდა გული. "ერთხელ დამკარგავ სამუდამოდ და მერე საკუთარ თავს აპატიე გეხვეწები ჩემი არ ყოფნა, რადგან მე შენთვის საპატიებელი არაფერი მაქვს" ყურები დაუგუბდა და გარშემო ყველა გაქრა მათ გარდა. თავსახური ნელა გადახდა "მაცივარს" რომელიც სიგიჟემდე ეზიზღებოდა, დარჩენილ დროსაც რომ ართმევდა, შეხების უფლებას. "არ შეიძლება "იყო შავოსანი ქალის დაბალი ხმა, "გაუშვით,აცადეთ"იყო მამის მდუმარება დარღვეული სიტყვები. გაშლილი თმები დაუპწნა საკუთარი ხელით შეუკრა მისი საყვარელი თმის საბნევით. ჯერ სახეზე ეფერა და დაუკოცნა, მერე ხელების გათბობა ეცადა მაგრამ ვერაფრით გამოუვიდა, მისი მოსაცმელი მიაფარა,და ოთახიდან ბარბაცით გამოვიდა, კიბეზე ჩაიკეცა და თავი ხელებში ჩარგო. *** - ძალიან გთხოვთ, ორი წუთი კიდევ მაქვს ჯერ 58 წუთია, აუცილებლად უნდა შევიდე. თქვენ ახლა სტიპენდიას მაცლით ხელებიდან . - ცოტათი ადრე რომ მოსულიყავით აღარ დაკარგავით, ჩემი ბრალი არ არის, გადაბარაბაზე გადით. - პირველ საათზეა გამოცდა და ჯერ 2 წუთი აკლია,უკვე წუთ ნახევარი, არალეგიტიმურია თქვენი ეს ქცევა. - თქვენი დაგვიანება ლეგიტიმურია ? - ღმერთო შენ მიშველე . - ნამდვილად გჭირდებათ,ვერ შეგედავებით. - გამარჯობა , 1 წუთი კიდევ მაქვს შევალ ხო ? - მოდი თარაშ, რა პრობლემაა - უკაცრავად? მას შეუძლია შევიდე და მე არა ? - დიახ,ზუსტად - რატომ? ის ბიჭია და მაგიტომ? - თქვენი სახელი? - ადელინა - შემოუშვი მირიან ლინაც, ჩემი ხათრით,რა იცი მომავალში ვინ გახდება,სადმე არ შეგხვდეს სამაგიერო არ გადაგიხადოს - ვინ? ამან? შედი შედი,დროს მაკარგვინებ. თარაშს უმადლოდე. - ამას ასე არ დავტოვებ ეგ იცოდეთ . გამოცდაზე შესულს, ფურცლიდან თავი არ აუწევია, ისე გავიდა საათნახევარი ვერც გაიგო. ბოლო წერტილი დასვა და ის იყო ფურცელი უნდა ჩაებარებინა,გვერძე მჯდომისკენ გაეპარა თვალი, ნახევარ ცარიელი ფურცელი რომ დაინახა, სახე მოეღუშა. ინსტიქტურად გაუცვალა მოულოდნელად ფურცელი და ახლა მისი წერა დაიწყო. 15 წუთში უკან დაუბრუნა,თავისი ნაწერი ჩააბარა და აუდიტორიიდან გავიდა. გასასვლელში წამოეწია ბიჭი. -ლინაა -ლინა არა, ადელინა მქვია - მე ლინა უფრო მომწონს, ეს რატომ გააკეთე? - მადლობა გადაგიხადე - რისთვის? - აუდიტორიის მიღმა რომ არ დამტოვე. - მირიანი არ არის ცუდი ადამიანი,ეტყობა რთული დღე აქვს უბრალოდ - მისი რთული დღეების გამო,ჩემი სტიპენდია და მომავალი უნდა შეეწიროს? - დამშვიდდი,ხომ მოვაგვარეთ. მერამდენე კურსზე ხარ ? - მესამეს ვამათავრებ - აქამდე არ შემიმჩნევიხარ,რომ დამენახე აუცილბლად დამამახსოვრდებოდი - ალბათ არ დადიოდი , თორემ მე სულ აქ ვარ . ნახვამდის და ჰო მადლობა კიდევ ერთხელ - შენც მადლობა ლინა - ადელინა! ნუ მიმახინჯებ სახელს. ღმერთო რა ლამაზია, ამოიჩურჩულა თავისთვის და ღიმილით გააგრძელა გზა სახლისკენ . ** ალბათ ყველაზე საშინელი დღე რომლის შედარებაც სხვა ტკივილებთან არ შეიძლება, ადამიანის ცხოვრებააში სულ ორია. პირველი როცა იგებს რომ მისთვის ძვირფასი აღარ ჰყავს და მეორე როდესაც მას საკუთარი ხელით აყრის მიწას და იქ ტოვებს, ბოლო შეხებით, კოცნით, აღქმით და მონატრებით, რომელიც თანდათან ისე გაუბევრდება მის დახრჩობას გადაწყვეტს. მხრებზე გადებული კუბო ატარეს ოთხმა ყველაზე ძვირფასმა კაცმა ადელინას ცხოვრებაში, მიდიოდნენ ნელი და მძიმე ნაბიჯებით, იქნებ როგორმე შეენელებინათ ეს გზა, სასწაულის მოლოდინში თვალები გაეხილათ და ამ ჯოჯოხეთიდან გამოეღვიძათ. ვერავინ გაიღვიძა, პირიქით უფრო ღრმა ძილში გადაეშვნენ და არავინ იცოდა როდის შეძლებდნენ ან შეძლებდნენ კი იქიდან თავის დაღწევას?. დედამ შვილს ხელები დაუკოცნა, თითებზე მიეფერა და ბოლოჯერ შეისუნთქა შვილის სუნი, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ჰყოფნოდა. სულ უნდა მყოლოდი, ამოიტირა დამ და ვერ გაბედა მისთ ერთცალთან შეხება, რომელიც ამქვეყნად ყველაზე მეტად ეძვირფასებოდა და ყველაზე უფრო სტკიოდა. შეხებით ზოგჯერ პირდაპირ ვეჯახებით რეალობას, როცა მის გაყინულ ხელებს, გამაგრებულ სხეულს ვეხებით და ვერ ვიგებთ ასე რატომ შეიცვალა, ასე რამ გააჩერა. არ დაჯარების, ტყუილიას იმედით დააჭირა ერთამანეთს 14 წლის ბავშვმა თვალები და მხრებდამძიმებული ,მძიმე თავისთვის არ განკუთვნილი ტვირთის ტარებით დაღლილი, იქვე მიწას დაემხო მუხლებით,ადგომა არც უფიქრია მამები, ცალკე ტკივილის მატარებელი ადამიანები არიან, სხვანაირი თვალებით იყურებიან როცა ტკივათ და განიცდიან. ერთადერთს რომ კარგავენ რაც ეძვირფასებოდა შემდეგ მეორე ერთის დაკარგვით გამოწვეული შიში თვალებში უცხოვრდებათ და ყოველი დაგვიანებული ამოსუნთქვის დროს შიში ჭამთ და კლავთ, ისიც არ დავკარგო, მასაც რომ ვერ ვუშველო?... სანატრელი შვილი, მისი პირველი ვერ გაუშვა ჩახუტების გარეშე,სახე ერთიანად დაუკოცნა და დიდხანს უყურა, თითქოს იზეპირებსო, არ უნდოდა დავიწყებოდა არცერთი ნაკვთი.მძიმე ნაბიჯებით გამობრუნდა უკან და ხელი წააშველა, მისი შვილისთვის ყველაზე ძვირფასს, ბოლო შეხებისთვის. რა მძიმეა ნაბიჯები რომელიც საყვარელი ადამიანისკენ უკანასკნელად მიემართება და რა ტკბილი და მტკივნეულია კოცნა, უკანასკნელი, როცა იცი რომ ვეღარასდროს ვეღარ იქნება. მოსაცმელი რომელიც რამდენიმე დღის წინ საკუთარი ხელით გადააფარა, ახლა ააცალა და თვითონ ჩაიცვა, ყველგან ადელინას სურნელი აჰყოლოდა, ვერაფერმა შეძლო მისი გადაფარვა. აკოცა უკანასკნელად, შეეხო ბოლოჯერ და 2 კვირით ადრე ნაყიდი ბეჭედი, ხელის კანკალით გაუკეთა ქალს, რომელიც ყოველთვის ემომავლებოდა. "სულ უნდა მყოლოდი, მე უფრო მეტად უნდა მყვარებოდი" ამოუჩურჩულა და მის ერთადერთის დას გვერდით ჩაემუხლა. დუმდა ყველა, ერთი მიწის ხმა რომელიც აღარ ჩუმდებოდა. ორი გულო როგორ არ ჩერდები? სამი ყველაფერი დამთავრდა. ოთხი ყველაფერი ერთად ჩაქვრა.და თუ ასეთ დროს არ ვკვდებით მაშინ როდის ღმერთო? *** ნუ გეშინია, თენდება უკვე. მოეშვი, მოწყდი მაგ წყეულ ფიქრებს. ხვალ უსათუოდ იქნები უკეთ, ცოტახნით ფეხზეც წამოდგე იქნებ. ნუ გეშინია, აქ არის ყველა, ყველა მზადაა, თუ მოხდა რამე. შენ კი არ მოკვდი, ჯერ ისევ ბნელა, ჯერ არ დაძრულა ეს გულქვა ღამე. (ოთარ ჭილაძე) *** -ლინა -უკვე მერამდენედ მიმახინჯებ სახელს ? ადელინა მქვია, თუ ვერ იმახსოვრებ მითხარი არ მეწყინება. -მე ლინა უფრო მეტად მომწონს. -გისმენ ? რამე გინდოდა ? -ერთი ჭიქა ყავა შენთან ერთად. -კიდევ? -ჯერ მეყოფა მერე ვნახოთ -ჩემი სახლიც მეყოფა შენიც რომ არ დავიმატო უცნაურობებისთვის, და სხვათაშოის ყავა არ მიყვარს. -ახლა ზრდილობიანად უარს მეუბნები? -უი ზრდილობიანად გაომივიდა? -საერთოდ არ ჩანხარ ასეთი აგრესიული არადა. -კარგი თარაშ. მოკლედ გეტყვი,საერთოდ არ მაქვს ახლა ახალი ადამიანეიბის გაცნობის დრო და რესურსი. ვიცი რაც მოხდება, ამ ყავას მერე რამდენიმე მოყვება, ნომერს ან სოციალური ქსელებიდან რომელიმეს გამომართმევ, და ცოტახანში ნერვებს მომიშლი,მერე ან შენ გაქრები ან მე . -ასეთ ტიპაჟს ვგავარ? -საერთოდ არავის გამსგავსებ და გადარებ,გეუბნები რომ არ მაქვა სურვილი და დრო . ნახვამდის. -ადელინააა, მოდიი მალეე იწყება -რამდენი დარჩა? მართა დამელოდე,უნდა მოვააწროთ სწრაფად გაიქცა მეგობრებისკენ და გზაშივე დაიწყო ლეპტობის გახსნა, თარაში აღარც გახსენებია. იქვე კიბეზე ჩამოჯდა და ღრმად ამოისუნთქა. - მერამდენე ხარ? მალეე მითხარი 105 ათასი კაცია ჩემს წინ - აუუ,აუუ მე 67 ათასის მევარ, ვსო არ აქვს აზრი - იქნებ მალე გავიდეს მოიცა დაველოდოთ - რას მართა? ამდენი ბილეთი საერთოდ არ არის გაყიდვაში. - ვიზამთ რამეს დამშვიდდი,წამო კაფეტერიაში შევიდეთ ცოტხანს და იქ დაველოდოთ - ახლა ჰაერი რო არ ვისუნთქო მოვკვდები, შენ თუ გინდა წადი მე აქ დაველოდები . -თქვენი მეგობარი ასე გაცხარებით რის რიგს ელოდება? მიუახლოვდა მართას თარაში და ინტერესით დააკვირდა. -იცნობთ? -შეიძლება ასეც ითქვას - ახლა ახლოს არ მიეკაროთ, ნაკრების თამაშის - ბილეთების ყიდვას ცდილობს და რიგმა არ მოუწია,შეიძლება მოგკლას შეეშვი. - აუუ ფეხბურთი უყვარს? - აუუუ- ადელინასთან არ თქვა ,მაშინაც მოგკლავს. ისე ასკლის ჩაი უყვარს და კიდევ სტანდარტული რძით,მაგრამ ასკილის უფრო. - მინიშნება მომეცი? - ცოტა წაგეხმარე მაგრამ რამე თუ შეგეშალა, ის თუ არა მე უეჭველად მოგკლავ. აბა შენ იცი თარაშ.. - საიდან?... - აქ შენ ყველა გიცნობს ** - როგორ ხარ შვილო, რამ გაგახსენა ჩემი თავი ამ დილიდან? - მამა შენი დახმარება მჭირდება - რა მოხდა? რა დააშავე? - ფეხბურთის ბილეთები მჭირდება - შენ? ფეხბურთის?სადმე ხომ არ დაეცი და თავი ცუდად დაარტყი შვილო - მამა სერიოზულად გეუბნები,ჩათვალე შენი შვილიშვილებისთვის შოულობ - შვილო მართლა რამე ხომ არ დაგეჯახა? რა შვილიშვილები - გოგო მომეწონა, რომელიც ფეხბურთზე გიჟდება, და მე ზედ არ მიყურებს ისე მაიგნორებს. - რომ გაიგებს ნაკრებიდან ხუთ ფეხბურთელს ვერ ჩამოთვლი,კიდევ უფრო აღარ შემოგხედავს. - აუ მაამაა დამეხმარები? - კი შვილო აბა ჩემს შვილიშვილებს ისე ხომ არ დავტოვებ. რამდენი ბილეთი გინდა? - სამი - რა ამბავია ,ჯერ არ ნაფიქრი შვილიც თუ მიგყავს მაგას ბილეთი არ უნდა მამა. - მეც მასე ავღადავდები დახმარება რომ დაგჭირდება. - კარგი კარგი საღამოს გექნება. *** "სიკვდილი მპარავს უახლოეს ადამიანებს... ვინც მიყვარდა, ვისაც ვუყვარდი... და საფლავზე ის რჩება მხოლოდ, და საფლავზე ის დადის მხოლოდ, ვინც გვიყვარდა, ვისაც ვუყარდით..." *** დღეები გადიოდა ძალიან სწრაფად მაგრამ ღამეები იწელებოდა უსაშველოდ. გამთენისასს ჩაძინებულს ისევ ეღვიძებოდა კოშმარებიდან თავის დასაღწევად. კოშმარი იყო ის რაში დარჩენაც უნდოდა,მაგრამ ვერც ძლებდა,როცა ნათლად ხედავდა,მის ყველაზე ძვირფასს როგორ მარხავდნემ ცოცხლად და თვითონ ვერაფერს აკეთებდა. რთულია,როდესაც ერთ დღეს იღვიძებ და შენს ყოველდღიურ რუტინასთან განშორება გიწევს. არ რეკავ ნაცნობ ნომერზე, ან რეკავ და არავინ გპასუხობ. ვერ მიდიხარ მასთან ჩასახუტებლად და საკოცნელად. ვერ ხედავ მის ნაღიმილარს და არ გესმის ხმა,რომელსაც ვერასდროს მოისმენ. შემორჩენილი მოგონებების გარდა. ჯერ კი მზად არ ხარ, გახსნა და უყურო,შეეხო და სული ერთდროულად თან დაიმძიმო თან მალამოდ მოგედოს ხმა,სიკვდილის და სიცოცხლის გასაყარისა. არეულად ეყარა ოთახში ყველაფერი,სიგარეტის ნამწვავებით გავსებული საფერფლეები,ლუდის და არყის ბოთლები,ჩამოფარებული მუქი ფარდები და სინათლის არცერთი სხივი. თვეზე მეტი იყო გასული მაგრამ ამ ტკივილს ამ სიცარიელის განცდას ვერაფერს უხერხდება. ერთ მომენტში გაიყინა და არც არაფერს აკეთებდა თავი რომ დაეღწია. ტელეფონზე გაბმული ზარების შემდეგ ,მწვანე ღილაკს თითი გაუაზრებლად დააჭირა და ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო. - ცოცხალი ვარ თუ ამის საკითხავად მირეკავ - თარაშ, იქნებ ცოტახნით ჩვენთან გადმოხვიდე ? - ზაალი რა გინდა ? მშვენივრად ვარ ჩემს მარტოობაში. თავს არ ვიკლავ, ვერ ხედავ ცოცხალი ვარ - კარი გამიღე - რაა? - კარი გამიღე სანამ ჩამოვიღე გაბმულად გიკაკუნებ რამდენი ხანია. - წადი რა,გთხოვ - ან კარს შემოვამტვრებ ან ახლავე კარს გამიღებ. ნელა წამოიზლაზნა სავარძლიდან,სიბნელში გზა გაიკვლია,იქვე წამოედო ლარნაკს და ნამსხვრევებად აქცია. გული მოეკუმშა ტკივილისგან . კარის საკეტი გადაატრიალა და იქვე ჩაიკეცა. მამები სხვანაირი ტკივილის და სიხარულის მატარებლები არიან. ისინი, სიხარულს და ტკივილს სხვა ემოციით, მოძრაობით,სიჩუმით და ხმაურით გადმოსცემენ. . გული მოეკუმშა ზაალს, დაბლა დამხობილი შვილი რომ დაინახა. სიკვდილი მოუნდა. - შვილოო .. დაბალი ხმით ამოიჩურჩულა, ძლივს შეკოწიწებული ერთი სიტყვა. - ეს ლარნაკი ადელინამ იყიდა, ძალიან უყვარდა, ქუჩაში ბებო ყიდდა , შეებრალა და იყიდა მამა, სახლში მე ძალიან ბევრი მაქვს და შენთან იყოსო, მე დამიტოვა,შეხედე? ნაწილებლად დაიმსხვრა. - თარაშ, ადექი. სიტყვები ყელში ეჩხირებოდა კაცს. შვილო მოდი,წამოდექი. საწოლამდე მივიდეთ. - არ მინდა მამაა არ მინდა - ასე მკლავ , ასე დედაშენს კლავ შვილო კიდევ ერთხელ. ადექი, მოდი დამეყრდენი. - მამა რა მეშველება ? ხელი შეაშვლა გამოწვდილს და წამოიწია. მამა ახლა რა უნდა გავაკეთო? როგორ უნდა ვიცხოვრო? რისთვის უნდა ვიცხოვრო ,როგორ უნდა ვისუნთქო? - ისწავლი, შეხედე ჩემს მაგალითს, 5 წელია ამ ტკივილით ვცხოვრობ მაგრამ შევძელი რომ ფეხზე დავმდგარიყავი,რთულად მაგრამ ხომ შევძელი? შენც გამოგივა. - შენ მე გყავდი , მე ვინ მყავს? მე არავინ დამრჩა - მე გყავარ, ადელინას ელენე გყავს, ადელინას ოჯახი გყავს. ერთად უნდა შევძლოთ ამ ყველაფრის გადატანა და ფეხზე წამოდგომა. თავს იკლავ ასე შვილო, თავს იკლავ და მის სულს ამძიმებ . მოდი, აი ასე დაწექი, დაისვენე, შენს გვერდით ვარ, აქ ვზივარ ,ყველაფერი კარგად იქნება, გაგიყუჩდება,სულ ოდნავ მაგრამ მაინც იგრძნობ შვებას . ძილში წასულ შვილს, ფრთხილად გადააფარა და იქვე ჩამოჯდა საწოლის თავთან. თვითონაც იცოდა რომ ძალიან გაუჭირდებოდა. არაფერი გაივლიდა და ჩაუყუჩდებოდა, ეს ის ტკივილი იყი, რომელიიც ერთი დარტყმით პატარ-პატარა ჭრილობებს გაყენებდა და სულში გიძვრებოდა, როცა ერთს მიაჩუმებდი მეორე წამოწევდა თავს და მოდუნების საშუალებას არ გაძლევდა. და ასე დაუსრულებლად . * გესმის? გამოჩნდი! მე იმდენს ვფიქრობ, რომ შემიძლია შეგეხო კიდეც, მაგრამ ყოველთვის თითქმის და თითქოს და მერე დიდხანს ვიმშვიდებ თითებს გესმის? უშენოდ ჩემი ხელები გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება, მგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ.. შენ უკვე წევხარ ან ახლა წვები, სინათლეს აქრობ და ბნელში იხდი, მაინც ვერ უნდა შენიშნონ სხვებმა, რაც მე შევნიშნე შენში და მივხვდი. (ოთარ ჭილაძე) ** - არავის არ აქვს, ისეთები აპირებენ წასვლა ტირილი მომინდა, ერთს ვკითხე რატო მიდიხარ თქო და სთორების გამო,ტიკ-ტოკის ბლოგი უნდა ავაწყოო. გესმის მართა? მსოფლიოს შესარჩევზე ვთამაშობთ და ბლოგიო. - შევიპაროთ - მართალია გრამნახევარი ვარ მაგრამ როგორ ფიქრობ იმ გისოსებში შეუმჩნევლად გავეტევი? - მასე არა, მოვიფიქრებთ რამეს - დიდი ეკრანების ძებნა დავიწყოთ ჯობია, ეჰ ჩემო ბუდუ, აბა რა ვქნა უჩემოდ მოგიწევს თამაში. არ არსებული ცრემლი მოიწმინდა ადელინამ და ალუბლის წვენს თითები შემოაჭდო, ცივი ესიამოვნა. - გამარჯობა გოგონებო ,როგორ ხართ? - თუ დაქალი ხელებში არ ჩამაკვდება კარგად - გამოცდის პასუხებზე ღელავ ლინა? - არა შენ რომ სახელს მიმოკლებ თარაშ! მე რომ თა დაგიძახო მოგეწონება? - თარაში არ მოკლდება საყვარელო ,შენ თუ გინდა საერთოდ თ დამიძახე პრობლემა არ მაქვს. - რატომ გადამეკიდე რა გინდა ? - შეიძლება? სკამი გამოსწია და მის წინ დაჯდა. - რაღაც თამაშის ორი ბილეთი მაქვს და ვიფიქრე ტესტის დაწერისთვის მადლობას გადავუხდი თქო . - რა თამაშის, ინტერესით დააკვირდა კონვერტს. - რავი, ნახე რა თვითონ. სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა და ნახევარ წამში დატოვა იქაურობა. - მართა ეს გიჟია ხო ? - მიდი ნახე, იქნებ ნაკრების - კარგი რა, ბიჭს ნაკრების თამაშის ბილეთები ჰქონდეს და მე მომცეს? ვაიმეე მართლა ეგ არის და არაა ეს ბიჭი დალაგებული ხო ? - მაჩვენე, ნახე თან ორია ,რა საყვარელია - ანუ თუ გონია რომ ამით ჩემს გულს მოიგებს და ასე შემდეგ ძაან ცდება - აი რას ერჩი ? - ტუტუცია - სად შეატყე ? - მე რომ გამოცდამდე 2 წუთით ადრე მოვედი და ეგ 1 წუთით ის უპრობლემოდ შემოუშვეს და მე მაგან შემომიყვანა. - რა გინდა დაგხმარებია - არა,ტუტუცია მასე თავისუფლად რატომ შეუძლია ყველაფერი - ადელინა რა გინდა ? დაგიპადიეზდოს და "კოჭებ დაგიხვრეტ კოფეზე თუ არ წამომყვები " დაგიწყოს? - რა სისულელეა გთხოვ, ახლა ალერგიას მომცემს - წადი ახლა მადლობა გადაუხადე - არ ავიღებ ამ ბილეთებს - იმ გისოსებში ვერ შეეტევი და რისი იმედი გაქვს ? - სახლიდან ვუყურებ - და ბუდუ? - ითამაშებს ჩემს გარეშე - ლინა მისმინე - ნუ მიმოკლებთ სახელს - კარგი ხო, ბიჭმა იწვალა შეიძლება თავისი ბილეთიც კი მოგცა და ძაან სიქაჯეა ახლა ადგე და სახეში მიაყარო არ მინდა ეს ბილეთები იმიტომ რომ შენთან "კოფეზე" გამოყოლას არ ვაპირებ თქო. - არ მიყვარს მე ყავა - მაშინ ჩაიზე გაყევი - იქნებ იმას არ უყვარს ჩაი - ალუბლის წვენი ეყვარება - აუ რა გინდაა ? - მადლობა გადაუხადე ** სადა ხარ, როცა ასე მჭირდები, როცა უძილო ღამის კოცონზე ვიწვი – ფიქრები, ვით ბრმა ჩიტები, გავარვარებულ სულს მიკორტნიან – როცა გამდნარი ღამის ზვირთები მახრჩობენ, როცა ღმერთიც შორია... მხურვალე თოვლში იწვის ქვეყანა, ფიქრს რამოდენა ფერფლი ჰქონია!.. თამაზ ჭილაძე ** ზოგჯერ გვირჩევნია მთელი დღეები და დარჩენილი ცხოვრება ძილში გავატაროთ,რამდენად ცუდი კოშმარებიც არ უნდა გვესიზმრებოდეს,რადგან რეალობა იმ კოშმარებზე უფრო მეტ ზიანს გვყანებს. ყოველთვის როცა თვალს ვახელთ რეალობას ვასკდებით და ნახევარ წამში ისევ ატკიებული ჭრილობები კიდევ უფრო გამეტებით გტკივა. მაგრამ ის ნახევარი წამი, სიცხადისა და ილუზიის გასაყარზე, არის ყველაზე მშვიდი ნახევარი წამი, რომელიც შეიძლება დაგიგდეს ცხოვრებაში დიდი ტრაგედიის შემდეგ. თვალები რომ გაახილა, რამდენიმე წუთის განმვალობაში ამოსუნთქვა დაივიწყა . გვერდით მჯდომარე მამის სუნთქვა რომ არ შეემჩნიე,კიდევ დიდხანს არ აპირებდა მის ორგანიზმში ჟანგბადის ჩაშვებას. - დღეს თამაშია ნაკრების, ბილეთები ადრე ვიყიდე შენთვის და ადელინასთვის. უფრო ადელინასთვის. აქ დავდებ გაუარე ელენეს მოკიდე ხელი და წადით ერთად. ცოდოა ის ბავშვიც,ძალიან დიდი ტვირითი აქვს საზიდი და სულ მარტოა. შენ თუ შენი მეორე ნახევარი დაგაკლდა და დაგშალა, მას მთელი ცხოვრების ზურგი, მხარი რომელზეც დაყრდნობილი იყო წამისმეასედში გაუქრა და მარტო დარჩა. - ადელინას გარეშე ვერ წავალ მამა - ელენესთან ერთად წადი ადელინასთვის. - არ დამირეკავს ელენესთვის არც გიორგისთვის,ლალისთვის სიტყვა არ მითქვამს, ახლა დავრეკო და ელენე წამოვიყვანო? - უნდა ადგე და წამოიყვანო კი არ დაურეკო. შვილო მისმიმე, შენ ამ ტკივილით უნდა იცხოვრო მაგრამ შენი დარჩენილი ცხოვრება თავზე არ უნდა ჩამოინგრიო, მერე მის ნამსხვრევებში მოყოლილმა არ უნდა დაელოდო, როდის ამოთქვავ ბოლო სიტყვებს. - მამა შენ გაგიარა? - არ გადის,უბრალოდ სწავლობ. შენ ახლა იმ ბავშვს გავხარ სიარული რომ არ იცის და პირველ ნაბიჯებს დგამს და ეშინია. ლაპარაკი არ იცის და ჯერ არცერთი სიტყვა არ უთქვამს. თავიდან უნდა გადადგა პატარ-პატარა ნაბიჯები. - რამდენი ბილეთი გაქვს ? - სამი როგორც ყოველთვის - დამიტოვე სადმე ,წავიყვან ელენეს . ** "ელენეს წაყვანა მინდა დღევანდელ თამაშზე, წამოხვალ ჩვენთან ერთად ?" "არ ვიცი დაგთანხმდება თუ არა მაგრამ წამოგყვებით,ძალიან მომენატრა" ** ერთ დღეში, სახლი რომლის კარსაც სიხარულით აღებდი, შეიძლება ისე დაგიმძიმდეს ნაბიჯები ვეღარ გადადგა. 10 წუთში დასაფარი გზა, 10 საათს გაგეწელოს. გული ისე დაგიპატარავდეს რომ გაფიქრებინოს, ხომ არ გამიქრაო ?. მძიმე იყო ჰაერიც იმ ეზოში,სადაც საყვარელ ქალს მილიონჯერ შეხვედრია. აკანკალებული ხელით რამდენჯერ დააკაკუნა და ღრმად ჩაისუნთქა. "რა იქნება ადელინა გამიღებდეს კარს" ამოუჩურჩულა და თვალები ერთმანეთს დააჭირა. კარი მისი ასაკისთვის მძიმე ტვირთაკიდებულმა ელენემ გააღო. თვალები ჰქონდა ჩამქრალი, უსხივო და უიმედო. რამდენიმე წამი გაუნძრევლად, სიტყვის ამოუღებლად იდგნენ,ვერცერთი ბედავდა ნაბიჯის გადადგმას. ბავშვმა, ხელები გაშალა და თარაშთან ჩასახუტებლად გაიწია. ისე შემოხვია ხელები ბიჭმა, შეეშინდა არაფერი ვატკინოო. ბოლოს ადელინას ჩააეხუტა,სახლში რომ გამოაცილა.მას შემდეგ არავინ მიუშვია ახლოს. ბავშვმა თავისზე დიდი ტკივილით ,შეძლო და ეს უხილავი კედელი დაუნგრია და მაშინ პირველად შეძლო ამოესუნთქა და იმ ნახევარ წამში გაიაზრა რომ შეუძლია ისუნთქოს. - შემოდი,ყველა სახლში ვართ. კარში შეატარა მამაკაცი. - ელე ვინ არის? მოესმა ნაცნობი ხმა მეორე ოთახიდან და სულში სითბო ჩაეღვარა. როგორ ენატრებოდა ყველა და ყველაფერი რაც ადელინასთან იყო კავშირში. - მე ვარ გიორგი . ხმა გაეპარა - თარაშ... ხელები მჭიდროდ შემოხვია მისი შვილისთვის ყველაზე ძვირფასს. კაცს თმაში კი არა მოზრდილ წვერშიც შეპარვოდა თეთრი.ერთიანად ჩამოღამებულ-დანისნული თვალებით იყურებოდა. ერთ თვეში ალბათ 20 წლის სიცოცხლე დაეკარგა. - როგორ ხარ? იყო ჩაყლაპული ცრემლით სავსე კითხვა და პასუხი რომელიც ისედაც ყველამ იცოდა. - საერთოდ არ ვარ. ლალი არ არის? - ზემოთ არის, დავუძახებ ახლავე - თუ ისვენებს არ შეაწუხო,არ გინდა. - გაუხარდება რომ დაგინახავს. - საღამოს შემოვუვლი და ვნახავ არ შეაწუხო. ელე, მოდი ჩემთან . - მშვიდობა გვაქვს? - დღეს თამაშია, მძიმედ დაიწყო საუბარი. მე შენ და მართა წავიდეთ თქო ვიფიქრე ?თუ შენც მოგინდება. - აუცილებელია ? - ლინა აუცილებლად წავიდოდა,ხომ იცი? სუნთქვა შეკრულმა ამოთქვა წარსულის სიტყვა. - მაგრამ არ არის და ვეღარ წავა. ცრემლები მოადგა ბავშვს. - მისმინე, მე შენ ძალიან მიყვარხარ,იმაზე ნაკლებად არა ვიდრე ჩემი და მეყვარებოდა. მართალია ადელინა აღარ გყავს მაგრამ მე გყავარ. მის თავს არ და ვერ შეგიცვლი რა თქმა უნდა,თუმცა შენ თუ მოგინდება ვიქნები უფროსი ძმა. გპირდები ძალიან არ გაგაწვალებ,ღიმილი შეერია ხმაში. ჩვენ თუ ერთამენთი არ ვაიძულეთ რომ ცხოვრება გავაგრძელოთ,ისე არაფერი არ გამოვა.არ მაწყენინო გთხოვ. - ზემოთ ადელინას და შენი სახელობითი მაისურები დევს, მიდი ჩაიცვი და მისი მაიუსრი თარაშს ჩამოუტანე და წადი. მნიშვნელოვანი თაამშია.სიტყვებს შორის სუნთქვები გამოტოვა გიორგიმ. მამამ რომელიც მეორე შვილის დაკარგვით დამძიმებულ მხრებს ძლივს მიათრევდა. ზემოდან კი ნაბოლარას ტკივილიც ემატებოდა. - მაისური გინდა? - მაისურის გარეშე აბა როგორ? თავზე აკოცა გოგოს და დაელოდა,უკან როდის დაბრუნდებოდა. - თარაშ, მადლობა. გარეთ არ გასულა რამდენი თვეა, არ გველაპარაკება თითქმის არავის. - მაპატიეთ რომ აქამდე არ მოვედი, არ შემეძლო,ხომ გესმის? ელენეს მარტო აღარ დავტოვებ.ჩვენ გვეწევის და გვტკივა მაგრამ ის ჩუმად განიცდის,ულაპრაკოდ. - იქნებ თერაპევტთანაც წავიყვანოთ? მეშინია შვილო. ამოაყოლა მთელი სიყვარული და დაფარული შიში ერთ სიტყვაში,ბიჭთან რომელიც შვილზე არანაკლებ უყვარდა. მასაც ვერ დავკარგავ. - ის რაც ლინასთან ვერ შევამჩნიეთ აღარ განმეორდება. ლალის მიხედე, ელენეს დარდი არ გქონდეს, არ მოვშორდები არცერთი წუთით გვერდიდან . -მზად ვარ. კიბეებზე ჩამოირბინა და თარაშს ადელინას რვა ნომრიანი მაისური გაუწოდა. *** - ლინა იცოდე ჰიმნზე თუ ისევ უნდა იტიროო - სახელს რატო მიმოკლებ გოგო რა გინდა მოგკლა? - მომწონს მე -მოსწონს თურმე. როდის აქედან? თარაშის მხარეს ხარ ხო ? -საერთოდ არ მოგწონს ეგ ბიჭი? -შეხედე ბუდუ გამოვიდა, ბუდუზიიიიიი აი ვინ მიყვარს მე -ცოლი და შვილი ყავს შვილო -ცოლად კი არ მივყვები მერე მიყვარს უბრალოდ. -ნეტა თარაში არ წამოვიდა ? -ეგეც მე ვიდარდო ახლა? -გოგო! ნუ იქცევი უმადური სწერვა ბავშვივით,რომელიც დაუნახავია. ბიჭმა შენ მოგცა თავისი ბილეთები -ვეხვეწებოდი? -მაინც ვერ გავიგე რატომ ხარ ასე განწყობილი -მოდი თამაშს მაყურებინე,ან გადი გთხოვ. ის მატჩი 3-0 მოიგო საქართველოს ნაკრებმა. ტრიბუნებზე ხალხი სიხარულად იღვრებოდა. და სადღაც ორი სექტორით მაღლა სადაც ადელინა და მართა ისხდნენ,იდგა ბიჭი და მთელი თამაშის მანძილზე,უყურებდა გოგოს,რომელმაც ყველა სიხარული ერთად აუნთო გულის სიღრმეში. უყურებდა და იღიმოდა, უხაროდა სხვისი ნაღიმილარი და ამით ბედნიერდებოდა. სულ ერთელ გაიხედა ადელინამ გასასვლელისკენ და ზემოთ მომღიმარალი თარაში რომ დაინახა, ღიმილი ვერ დამალა. უეცარი სიმშვიდე და მადლიერების გრძნობა დაეუფლა. სხვანაირი იყო ბიჭი, მშიდი მომღიმარი და გულწრფელი. იმ მომენტში, მათ ერთმანეთი დაინახეს. ის ერთი წამია, როდესაც შენს ადამიანს სხვანაირად ხედავ. ის ერთი გარდამტეხი მომენტი, რომელიც მერე მთელს ცხოვრებას გიცვლის. შენ უბრალოდ სწორ ადგილას უნდა აღმოჩნდე,და სწორი მიმართულებით გაიხედო. ******* სტადიონის შესასვლელთან იდგა სამი ადამიანი, რომლებიც ერთიდაიმავე ტკივილს განიცდიდნენ. ერთი ადამიანის წასვლით, მათი სამყარო უეცრად ჩამოიშალა, შეიცვალა და სხვანაირად ტკივილიანი გახდა. თითოეულ მათგანს თავისი წილი სტკიოდა. ყველა სხვანაირად გამოხატვადა. გული ტკივილისგან ეწურებოდა თარაშს. მიდიოდა და ის დღე ახსენდებოდა, ადელინას რომ უყურებდა თამაშის დროს.ეზიზღებოდა ფეხბურთი და მხოლოდ იმის გამო იყო სტადიონზე რომ 90 წუთი იმ გოგოსთვის ეყურებინა, რომელიც უცნაურად სხვანაირი სიყვარულით უყვარდა. -ელე წამო აი იქ არის ჩვენი ადგილები -თქვენ რო არცერთს ფეხბურთი არ გიყვართ? -მერე რა შენ ხომ გიყვარს, ლინას უყვარს და აქ უნდა ვიყოთ -უყვარდა, ამოიჩურჩულა თავისთის და ცრემლები გადაყლაპა. ისე, გითქვამთ რომ ვერცერთი იტანდით ფეხბურთს? -იცოდა,გგონია არ იცოდა? მაგრამ ხომ იცი, მარტოც წამოვიდოდა, ჩვენ კიდევ მისი ემოციების გამო გვინდოდა აქ მოსვლა. -ხო, სულ სხვანაირი ხდებოდა, ერთწამში შეეძლო, იმხელა ხმაზე ეყვირა,გაგიკვირდებოდა, ასეთ პატარა გოგოს, ამხელა ხმა საიდან აქვსო. -მეც ადელინამ დამაწყებინა ყურება. მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი -ახლა გაიზარდე ხო ? - შეხედე მართა, ლამისაა სიმაღლეში გაგსწრო უკვე. -მტკივნეულ ადგილას ნუ მაჭერ თუ შეიძლება. -წამოდი დავსხდეთ, თორემ დაიწყო არის მომენტები როდესაც ჩენ გვავიწყდება ჩვენი ტკივილი, ის შეიძლება გაგრძელდეს 5 წუთით ერთი საათით ან ნახევარი დღით, მაგრამ მომავალში რომ დავუფიქრდეთ თუ რამ გადაგვარჩინა, აუცილებლად გაგვახსენდა ის მცირე ხანი, როდესაც ჩვენ უბრალოდ ვიცინოდით, გვიხაროდა გულწრფელად და არ გვქონდა დანაკლისის შეგრძნება. ეს დღე იდგა ახლა სამი ადამიანის ცხოვრებაში, რომელთაც საერთო ტკივილი აერთიანებდათ, თუმცა სხვდასხვაგვარად განიცდიდნენ და გადმოცმემდენენ ამ ყველაფერს . ********** -რას ვშვრებით აბა სად მივდივართ გამოცდების მერე ? -ჯერ კიდე ერთი კვირაა წინ -მერე რა ახლა თუ არ დავგეგმეთ მერე ვერაფერს მოვასწრებთ. -მაშინ შენ მოიფიქრე მე ყველგან წამოგყვები ზღვის გარდა ხო იცი ? -აუუ ლინა რა, რანაირი ხარ. ზღვა თუ არ გინდა აბა რა გინდა ვერ გავიგე, ივლისში და აგვისტოში ? -მთაააააა -თან ამინდებს არ უყურებ? სულლ წვიმაა ეს დღეები -ამობებ ზღვა თუ გინდა შეგიყვარდეს წვიმიან ამინდში უნდა ნახოო -თარაშ მოდი შენ მაინც მიშველე -რა მოხდა? გვისმენდი ? -არა ყური მოვკარი -ჰოო ჰო აბა რაა. -მოდი დავნაძლევდეთ -რა მოიგონე ახლა ? -ახლა ხომ ცუდი ამინდებია ბათუმში? წავიდეთ აი ახლავე საღამოს მატარებლით, ღამის 2-ისკენ იქ ვიქნებით. და ამ დღე ნახევარში შენ თუ ბათუმი და ზღვა არ შგიყვარდა და შანსი არ მიეცი, მე სულ თავს დაგანებებ. -და თუ არ? -მაშინ ერთ შანს მომცემ და უკეთ გამიცნობ. -მართა მოდი გაკოცო, წავედი საქმე მაქვს მოგწერ საღამოს. ვითომც თარაშს არაფერი უთქვამსო ისე დააიგნორა და თვალს მიეფარა. -ახლა რა ქნა ? -ახლა ჯობია ბილეთები ნახო, ნახევარ საათში დაგირეკავს და გეტყვის რომ სადგურზე გელოდები სად ხარო . -აბა რატო არ დამთანხმდა? -იმიტომ რომ ადელინაა. და ჰო არ უთხრა რომ ფეხბურთი არ გიყვარს თორემ იმ ერთ შანსსაც არ მოქცემს. -მართა შენ ხარ უდესი. საერთოდ ყველაზე მაგარი. ბავშვს შენ მოგანათლინებ იცოდე . * * * ეს დღეც მთავრდება. დამთავრდა. მიდის... და როგორც ჭურჭლის ფსკერზე ნალექი, (შენი ხელივით თბილი და მშვიდი), ჩემს სულში წვება მზის ანარეკლი. ოთარ ჭილაძე ******** -სადგურზე ვარ სად ხარ ? -მეორე ვაგონთან გელოდები, ბილეთებით ხელში. თეთრი ქურთუკი ეცვა,თმა მხრებზე გადმოეყარა და ნელი ნაბიჯებით მიდიოდა წინ . თითქოს დიდიხნის ნაცნობს უნდა შხვედროდა. ისამნიფერი ქვედაკაბა, რომელიც გრძელი იყო მაგრამ კოჭს არ უფარავდა, თავისთვის დანარნარებდა, არავის არაფერს ეკითებოდა. -აბა წავედით ? წინ დაუდგა ბიჭს და გაუღიმა. და მაშინ სამყარომ ტრიალი. ირგვლივ მყოფმა ხალხმა არსებობა შეწყვიტა. იდგენენ ერთმანეთის პირისპირ, ხმას არცერთი მათგანი არ იღებდა. უყურებდნენ თვალებში და იღიმოდნენ, ისე როგორც არასდროს არვინ არ გაუღიმებდა არავის . მერე იყო ხმა, რომელმაც ორივე რეალობაში დააბრუნა. -მეგობრებო, ამ მატარებლით თუ მოდიხართ დაგაგვიანდებათ ჩასხდომა. ზოგჯერ ძალიან დიდი გზაც კი შეიძლება მოკლე მოგვეჩვენოს, თუ სწორედ შერჩეულ ადამიანთან ერთად მივდივართ. პირველი ერთი საათი დუმილი არავის დაურღვევია. სიჩუმე იმდენად ახმაურდა ორივეს ყური მოჭრა. -გინდა რამეს მოვუსმინოთ ? თავის თავზე აიღო ბიჭმა დუმილის დარღვევა. -ასე მოსაწყენი იქნება. მთელი ცხოვრება ერთი სიმღერის მოსმენა რომ შეგეძლოს რომელი იქნებოდა? -ერთი წამით დავფიქრდე -არ მითხრა, მაჩვენე და მეც იგივეს ვიზამ, ვნახოთ როგორ დავემთხვევით. -ეს არის, მაჩვენე შენიც - არ არსებობს -კაი? ასე ავცდით? რა გაქვს? ორივეს ტელეფონის ეკრანზე LOUDspeakers-World In My Eyes იყო გამოსახული. როდესაც ახალ ადამინებს ვიცნობთ, ყველა დამთხვევა გულში პატარა ვარსკვლავებს გვინთებს და ბოლოს დიდ სინათლედ გარდაიქმნება ხოლმე. ეს სინათლე კი მათ ცხოვრებაში, სტადიონზე იმ ერთ წუთში გაჩნდა, როდესაც ერთმანეთს თვალებს გადააწყდნენ.პატარა ვარსკვლავები კი თანდათან უფრო ანათებდნენ და აკაშკაშებდნენ, რომ ორივეს შეემჩნიათ და გაეგოთ, სამყაროს მათი ერთად ყოფნა ჰქონდა გადაწყვეტილი . -დარწმუნებული ხარ,რომ ზღვას შანსს მივცემ? -ზღვას არ ვიცი, მე კი -ანუ პირობას არ შეასრულებ? -რა გგონია? სტანდარტულად ის „ტიპი“ გავხდები, გოგოს რომ არ მოსწონს და მაინც თავს არ ანებებს, გინდა თუ არა ჩემთან უნდა იყო თქო? -ესეიგი მართლა თავს დამნებებ? -შენ რა გინდა ლინა? -შენს გარდა სახელს არავინ მიმოკლებს -გინდა აღარ შეგიმოკლო? -არ ვიცი... -რატომ არ მოგწონვარ? -რანაირი კითხვაა -არა ისე როგორც ბიჭი კი არა, ზოგადად არ მოგწონს რაღაც ფაქტია, როგოც ადამიანში ჩემში -ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს შენს თავზე -ასე ფიქრობ?... სად დამინახე? -რას ქვია? -სად დამინახე ასე არასწორედ, რომ ესე ფიქრობ ? -გამოცდაზე, ჩემზე მეტად რომ დააგვიანე და შენ უფრო მარტივად რომ გიშვებდნენ, მოხვედი და ერთი წინადადებით მომიგვარე ყველაფერი, ვითომც აქ არაფერიო. -და შენ ის ადამიანი ხარ, ვინც ასე ერთ ქმედებაში ასკვნის რაღაცეებს ადელინა? -არა? -ჩვენ ახლა ჩავალთ, ზღვას ვნახავთ, და უკან დავბრუნდებით. შენ თუ გინდა მიეცი შანსი ზღვას, მე არ მინდა. ასე არასწორად თუ მხედავ,ზღვა სამყოფი იქნება. -ასე მარტივია ? -რა არის მარტივი ადელინა? -უარი თქვა, იმაზე რაც ასე გინდოდა? -მარტივია ერთ ქმედებაში ადამიანის შესახებ დასკვნების გაკეთება უშანსოდ? -თარაშ მე.. -წამოდი, წინ გადავიდეთ ორ წუთში გააჩერებს და ხალხის ნაკადში არ მოვხვდეთ ** "რატომ დავმშვიდდი ასე საშიშად, რომ არაფერი აღარ მაოცებს...." **** უკანა გზაზე ხმა არცერთს არ ამოუღია. ზღვა მოსწონდა ადელინას, ის ხმაური საღამოს ტალღები რომ გამოსცემდნენ, თითქოს რაღაც ამბავს ყვებოდა თითოეული მათგანი. შიშველი ფეხის დადგმა ქვიშაზე და გამორიყული ნიჟარების შეგროვება, იმ ადამიანთან ერთად ვისაც არ იცნობდა მაგრამ სითბოსა და სიმშვიდის შეგრძნება არ ტოვებდა. კენჭების სროლაში შეჯიბრი და უთქმელად, მხრებზე მოხვეული თარაშის მოსაცმელი, რომელმაც სხეული და გული ერთიანად გაუთბო. მატარებლის გასვლამდე, ნაპირთან ისხდნენ და ხმას არ იღებდნენ, ორივე ზღვას უსმნედა. ერთი ნაწყენი იყო, მეორემ იცოდა რომ აწყენინა მაგრამ საკუთარ თავს ვერ ჯობნიდა. ყველაფერი უფრო სხვანაირად უნდა ყოფილიყო. თავადაც უნდოდა ზღვისთვის და თარაშისთვის შანსი მიეცა. თბილისის ხმაურში დაბრუნებულმა, ერთმანეთის სიტყვებიც ამ ხმაურში ჩაყლაპეს. “თავს გაუფრხთილდიო”, მხოლოდ ეს უთხრა ბიჭმა და თვალის დახამხამებაში გაეცალა იქაურობას . სახხლში მისულმა, უდიდესი სევდა იგრძნო,არსაიდან მოწლილი. არ იცოდა რა ერჩივნა, თავმომწონე ყოფილიყო მართლა, თუ ის გახარებოდა, ამ ყველაფრით რომ აწყენინა. **** -მამა მოვედით. ელენემ სახლის კარი შეაღო და თარაშიც თან გაიყოლა. _მამა მანქანის გამოსაყვნად წავიდა, ადელინასთან უნდა წავიდეთ. შავებში შემოსილი ლალი გამოვიდა, დაცრემლილი თვალებით. -თარაშ შვილო… როგორ ხარ ? გადაეხვია ბიჭს და ცრემლები შეიკავა. -ლალიკო… ჩემო ლალიკო როგორ მომენატრე. -წამოხვალ? -მე.. შეიძლება, ადელინას ოთახში დავრჩე? -ჩვენ ვერ შევედით, ვერ შევძელით, ყველაფერი ისევ ისეა როგორც დატოვა. თუ შეძლებ, არ ვიიცი იქნებ რამე იპოვნო, რა ვერ შევამჩნიეთ, რა ვერ ვუშველეთ,არ ვიცი… ტირილს ვეღარ იკავებდა ქალი . -ლალიკო, ის ხომ ადელინაა არა ? -კარი ღიაა , თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში თქო არ გეტყვი, ხომ იცი ესეც შენი სახლია. სამზარეულოში რაღაცეები დევს, თუ რამე მოგინდება იცი სად რა უნდა ნახო. -კარგი ლალიკო, ელე უთხარი რომ დღეს ბუდუმ ძაან მაგრად ითამაშა ხო ? -აბა რას ვიზამ . კიბეები მძიმედ აირია. გზაში სიცილები წამოეწია, რამდენჯერ აურბენიათ ერთად, რამდენჯერ ჩამოურბენია, მის ერთადერთს ეს კიიბეები და მის გაშლილ ხელებში ჩამალულა. კარი ნელა შეაღო . ყველაფერი ხელშეუხებელი იყო. ფანჯარა გამოაღო და საწოლზე ჩამოჯდა. ვერ იფიქრებდით რომ აქ ვიღაც ისეთი ცხოვრობდა, ვინც ოთახს ასე დატოვებდა წავიდოდა და მტკვარში თავს მოიკლავდა. საწოლზე ქარჩხაძის იგი იდო, სანიშნი იმ გვერდზე ჰქონდა ჩადებული სადაც ეწერა “იგისაგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იგი იყო.” “რაღაც უნდა იყოს” ფიქრობდა თარაში, “რაღაც რასაც დატოვებდა” ოთახს თვალი მოავლო და წიგნებს შორის ვარდისფერი წიგნაკს მოკრა თვალი. ხელის კანკალით გამოძვრინა და სანამ გადაშლიდა, მემილიონედ გაეყინა სუნთქვა. იგრძნო, თუ რამე უნდა ყოფილიყო , აუცილებლად ის იქნებოდა. იატაკზე ჩამოჯდა და პირველი გვერდი გადაშალა. დღე 1 ბოლო დღეებია ყველაფერი სხვანაირი გახდა. თითქოს ვიღაცამ ხელი მომკიდა და ღრმა უფსკრულში ჩამაგდო. არ მომცა არც ფანარი და არც ინსტრუქცია როგორ უნდა მოვიქცე რომ ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა შევძლო. არ ვიცი რა დავარქვა, სახელი არ აქვს. უცნაური შეგრძნებები მაქვს. რამდენჯერ ხელიდან ნივთები გამივარდა. თითქოს ჩემი სხეული ერთ მომენტში წყვეტს ფუნქციონირებას და ჩერდება, არაფრის გაკეთება აღარ უნდა. მეშინია და ეს შიში ჩემს მართვას ახერხებს. ვიცი რომ ძლიერი უნდა ვიყო, შიში თუ თავიდან ბოლომდე მასში მომაქცევს, მერე ყველაფერი ცუდად იქნება. მე ხომ ძლიერი ვარ, მე ხომ თარაში მყავს. ეს უბრალოდ დროებითი მდგომარეობაა, რომელსაც თანდათან გავივლი და ყველაფერი კარგად იქნება. დღე II ღამით გამეღვიძა, ძილი არადა არ მოდის, მეშინია, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ თვალების დახუჭვისთანავე ჩემი ბოლო ამოსუნთქვა იქნება და მოვკვდები. სიკვდილიც აქამდე არასდროს მეშინოდა, მაგრამ ეს შიში ახლა უფრო ხშირად მოდის და არ მტოვებს. საკუთარი აჩრდილივით დამყვება თან და ყველა ღიმილის დროს მახსენებს, თითქოს ეს ბოლოა და მეტი აღარ იქნება. ჯერ არაფერი გამიკეთებია ცხოვრებაში, არაფერი მომისწრია.მზად არ ვარ ამ ყველაფრისთვის. ნეტავ ადამიანი მზად როდის არის სიკვდილისთვის ? ნეტავ ის ადამიანები ვინც თავს იკლავენ ? მზად არიან თუ უბრალოდ იმდენად დაღლილები არიან ამ ყველაფრით რომ სხვა გზა არ აქვთ ? ღმერთო ჯერ ვერ მოვკვდები, ჩემი მშობლები მეორე შვილის დაკარგვას ვერ გადაიტანენ. შენ ხომ გესმის ჩემი ? თუ მაგ ნაბიჯამდე მივედი, ეს აუცილებლად შემახსენე, როგორმე. ღმერთო გთხოვ, დამიბრუნე მშვიდი ძილი. დღე V დღეს ლამის მანქანამ გამიტანა, შუა გზაზე ჩემმა ფეხებმა მოძრაობა შეწყვიტა,ვერ წავედი წინ . ალბათ ასე ახლოს სიკვდილთან არასდროს ვყოფილვარ. ვერაფერი ვერ გავაკეთე. ბოლოს თვალები დავხუჭე და დაველოდე, სხვა გზა არ მქონდა. თვითონ მძღოლმა გადამარჩინა, დაამუხრუჭა და გადმოვიდა. მეგონა საჩხუბრად მოდიოდა, მეგონა რა, მემგონი ეგრეც იყო, უბრალოდ რომ დამინახა, მიხვდა ალბათ. გადავწყვიტე ექიმთან წავიდე, სხვა გზა არ არის. ასე ცხოვრება უკვე შეუძლებელი ხდება. სხეულის გაშეშებასთან ერთად ტკივილებიც მეწყება. თარაშსაც კი ჩამოვშორდი,ვერ მოვატყუებ მაგრამ ვერც ვეტყვი. ****** - არ დაგირეკავს? - რომ დავურეკო რა ვუთხრა? - ბოდიში, ცუდად გამომივდა, იქნებ მაპატიო თქო - თარაშია, ასე უბრალოდ არ დაავიწყდება წყენა - მაშინ სადმე დაპატიჟე - არ მელაპარაკება მეთქი არ გესმის? - შენ ჭკვიანი გოგო ხარ ადელინა, რამეს მოიფიქრებ ვიცი. - საერთოდ არ დამეხმარები? - -კი შენი მეჯვარე ვიქნები - -რა ცუდი გოგო ხარ რა - -მეც მიყვარხარ, აბა შენ იცი. „ვიცი რომ ძალიან გაწყენინე, შეგიძლია ერთი საღამო დამითმო ?მე ზღვას შანსი მივეცი, ახლა შენი ჯერია“ შეტყობინება გაგზვნა თუ არა გული უცნაურად აუჩქარდა, არ იყო ნაჩვევი ასეთ ემოციებს. რამდენჯერმე დახედა ტელეფონს, პასუხი აგვიანებდა, ყველა იმედი რომ გადაეწურა, მაშინ დაუბრუნეს პასუხი, სულ ორი სიტყვა ეწერა . „სად მოვიდე ?“ მარტივი არ იქნება ადელინა, ამოიჩურჩულა და მისამართი გაუგზავნა. მასზე ადრე თვითონ თარაში იყო მისული. მანტოს საყელოები აწეული ქონდა და სიგარეტის ღერს ფეხით სრესდა. -მეგონა გარემოს არ ვანაგვიანებდით -ვიღაცამ დაანაგვიანა და მე შემომესრისა. ცივად გაუღიმა გოგოს. -შევიდეთ ? -არ ვიცი, შენ უნდა გკითხო ეგ -ესეიგი ისევ ძალიან გაბრაზებული ხარ -გაბრაზებული არ ვარ -ხარ, ფაქტია -ძალიან მაწყენინე, იმედი გამიცრუვდა, სულ ესაა. მაგრამ შენი ბრალი არაა. მე ვერ დაგენახე, ისეთ როგორიც ვარ. ალბათ არასწორი მხრიდან მოგიდექი, ან არ უნდა დაგენახე, არ ვიცი. -შევიდეთ რა. ხელი მოკიდა ბიჭს და ყინულის მოედნისკენ დაიძრნენ. - ამ დროს აქ თითქმის არავინ არის ხოლმე და ამიტომ მიყვარს აქ ყოფნა. სხვათაშორის სულ მარტო დავდივარ ხოლმე -შენი ადგილი გამიყავი? -ჩემი ადგილი გაგიზიარე. წამოდი, აი ამ ადგილას ვწვები ხოლმე, თითქოს თოვლის ანგელოზი უნდა გავაკეთოთ, ეგრე ნუ მიყურებ, წამოდი, არ გაცივდები ნუ გეშინია. -შენ არ გაცივდე თორემ მე ძლიერი იმუნიტეტი მაქვს. -არც მე ვარ ფარფატა, არ დავდნები. ნახე, ზევით იმ იასმნისფერ წერტილს ხედავ? -შუაში? -არა მარცხნივ -ეგ მარჯვნივ არის -ჩემგან მარცხნივ -კარგი იყოს მარცხნივ. -პატარა რომ ვიყავი, სკოლიდან ბებოს როცა გამოვყავდი , ყოველთვის აქ მოვდიოდით ხოლმე. ასე დავწვებოდით და ვოცნებობდით. ბებო ამბობდა რომ თუ იმ წერტილს თვალისმოუშორებლად შევხედავდი და ჩემს ოცნებას ჩუმად ვეტყოდი, აუცილებლად ამიხდებოდა. -რას უთქვამდი ხოლმე? - თავიდან სისულეელბს, როგორც ყველა ბავშვი, სათამაშოებს საჩუქრებს. მერე რომ გავიზარდე და ბებოს სკოლიდან გამოყვანა აღარ მჭირდებოდა , ის მაინც აქ მელოდებოდა შესასვლელთან, ტრადიცია რომ არ დაგვერღვია. მას შემდეგ სულ ერთი და იგივე სურვილს ვუთქვამდი , რომ ყოველდღე მოვსულიყავი აქ ბებოსთან ერთად, მერე მასთან და ჩემს შვილებთან ერთად და ასე. ბებო 3 წლის წინ გარდაიცვალა. და მას შემდეგ აქ პირველად მოვედი დღეს. -რატომ ? -შენ რომ გაწყენინე, მაგის გამოსწორება მინდა, სურვილი უნდა ჩავუთქვა, რომ როგორ მე მივეცი შანსი ზღვას და შენ. მინდა რომ შენც მაპატიო,წყენა გულში არ ჩაიდო და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. -მაინც როგორ? -გამარჯობა მე ადელინა ვარ, შეიძლება გაგიცნოთ? -არა მადლობა, უცნაური ჩემი სახელიც მყოფნის გაიცინა ბიჭმა და გოგო წამოაყენა. -წამო ვისრიალოთ -საიდუმლოს გეტყვი -რა მოხდა? -სრიალი არ ვიცი -მეხუმრები? -არა, არასდროს ვსრიალებდით ხოლმე -მოდი გასწავლი. ცალი ხელი მომკიდე, ოდნავ წინ გადაიხარე რომ წონასწორობა შეინარჩუნო,ახლა ჯერ მარჯვენა გაასრიალე,მერე მარცხენა. ნუ გეშინია გიჭერ, კარგად გამოგდის. -შენ როდის ისწავლე? -ახლა, ამ წამს. ორივეს სიცილი მალამოდ ედებოდა გაყინულ მოედანს და სადღაც ცხრა ზეცის იქით ბედნიერი იყო, ჭაღარათმიანი ქალი, რომელიც ბედნიერს ხედავდა თავის მოფარფატე გოგონას. **** ისევ იმ ადგილას იჯდა, სადაც კითხვა დაიწყო. ვეღარ აგრძელებდა, მუხლებზე გადაშლილი დღიური ედო და სული სტკიოდა. როდესაც ჩვენთის საყვარელი ადამიანი გარდაიცვლება, მაშინ ჩენს შიგნით რაღაც ძალიან დიდი კვდება და მის ადგილას ახალი ყვავილი იწყებს აღმოცენებას. ეს ყვავილი,ნელა და ძალიან მტკივნეულად იზრდება, სუროსავით ყველგან გედება და ბოლოს ისე გიშენიანდება რომ მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გეჩვენება. თარაშის ცხოვრებაში, ამ ყვავილმა ფესვები მაშინ ჩაყარა, როდესაც დედა გარდაეცვლა, ადელინას წასვლამ კი უფრო მეტად დააჩქარა და მტკივენული გახადა, მისი ზრდის პროცესი. ერთადერთი ფიქრი, რაც ახლა მის გონებაში ტრიალებდა მხოლოდ ის იყო რომ ვერ დაინახა, ვერ უშველა, გვერდით ვერ დაუდგა და ვეერ შეუმსუბუქა ის ყოფა რაც ჰქონდა. მაგრამ იმაზე უფრო ბრაზობდა, როგორ ვერ შენიშნა, თითქოს მისთვის კარგად ნაცნობის გაგება. რომ რაღაც უჭირდა, სტკიოდა, განიცდიდა. მის თვალწინ ჩაქრა და ეს გამოეპარა. -შეიძლება? კარზე ელენემ დააკაკუნა და რეალობას დააბრუნა. -შემოხვალ ? -არა, აქ ვიქნები არ შემიძლია. დედამ ვახშამი მოამზადა და ჩამოდი მაგის სათქმელად მოვედი. -აუცილებლად უნდა ჩამოვიდე ხომ? -ლინას საყვარელი რაღაცეებია, იმდენი ხანია არაფერი გაუკეთებია, ეწყინება. -მართალი ხარ, მოვდივარ -თარაშ.. -ჰოო ელე -ეგ არის ? -რაა არის ? -ხელში მიზეზი გიჭირავს? -ჯერ-ჯერობით მასე ჩანს. -არ წაგიკითხავს? -რამდენიმე ფურცელი მხოლოდ, მეტი ვერ შევძელი.თუ გინდა -არაა... არაა, არ მინდა -კარგი,დამშვიდდი, როცა მზად იქნები, წამოდი არ ვალოდინოთ. დღიური საწოლზე დადო და ოთახის კარები ფრთხილად გამოხურა. -ჩვენ მოვედით, სამზარეულოში ძალით ნაღიმილარი სახით შეაბიჯა დამძიმებულმა ელენემ. -თარაშ მოდი აქ დაჯექი, გიორგიმ, მის გვერდით გამოუწია სკამი. -სომხური ტოლმა მოვამზადე, ხომ გიყვარს ? -რომ არ შემეყვარებინა სხვა გზა არ მქონდა, კვირაში სამჯერ მისი ჭამა უნდა...უნდოდა, მძიმედ გადაყლაპა ცრემლები. -პირველად რომ მოხვედი ჩვენთან გახსოვს? რამდენი გაჭამა? -რა დამავიწყბს.. **** -იცოდე დედაჩემი აკეთებს უგემრიელს სომხურ ტოლმას -სომხური ტოლმა რომელია? -ვაზის ფოთოლშია გადახვეული, არ გაგისინჯავს? -არასოდეს. -ხოდა ახლა მოგიწევს. ძალიან ბევრს ამზადებს ხოლმე და თითო ადამიანმა მინიმუმ 20 ცალი უნდა ვჭამოთ, შენ თუ გინდა მოეწონო 25-ზე ნაკლები არც გაბედო. -რამდენი? ცხოვრებაში ორ ცალზე მეტი არასდროს მიჭამია. -ლალისთან უნდა ჭამო თორე სხვა გზა არ გაქვს, ისე ჩათვლის რომ არ გიყვარვარ. -რამდენი უნდა ვჭამო? -25 -ზუსტად? -თუ გინდა მეტიც -ის ნაყინები მაინც რატო ვჭამეთ, გეთქვა, გაგეფრთხილებინე. -არ ვიცოდი ტოლმას თუ აკეთებდა. წამოდი შევიდეთ ახლა, ოჯახოო მოვედით. -მოდით დეე. გამარჯობა თარაშ როგორ ხარ ? -კარგად თქვენ როგორ ხართ? -მოდი თქვენობით ფორმა მოვიშოროთ, გიორგი გამოდი. -მოვდივარ, ტოლმა გამორთეო ხომ მითხარი. -როგორ ხარ თარაშ? უგემრიელესი ტოლმა გვაქვს, ხომ გიყვარს? -ძალიან, შემიძლია 20 ცალი ვჭამო ყველაზე ცოტა. ადელინამ სიცილი ძლივს შეიკავა და მშობლებს ანიშნა არაფერი თქვათო. -ელენე არ არის? -მალე მოვა, გაკვეთილზე იყო წასული. -მოდი დავსხდეთ და მოვა მალე. თარაშმა ოდამეხუთე ტოლმა რომ გადმოიღო და უკვე ვეღარ სუნთქავდა, ლალიმ თვალით ანიშნა, შვილს გეყოფა ცოდოაო, მაგრამ არ ნებდებოდა გოგო. როგორც კი ბოლო ტოლმაც ღირსეულად მოიგერია, მაშინ გაიცინა და შეყვარებულს მიუტრიალდა. -ვამაყობ! ნამდვილად გყვარებივარ. -გეხვეწები მითხარი, რამ გაიძულა 25 ცალი ტოლმის ჭამა -ძალიან გემრიელი იყო უბრალოდ, იხტიბარს არ იტეხდა ბიჭი. -არა გემრიელი კია მაგრამ თავად ადელინაც არ ჭამს მაგდენს 20 ცალი მისი მაქსიმუმია. შენ რამ გაიძულა -თქვენ -ბოდიში? ვერ გაიგო ქალმა. ადელინა უკვე სიცილისგან იატაკზე იწვა. -მომატყუე? -რა გითხრა თარაშ? ვერც გიორგი იკავებდა სიცილს. -არა, როგორ გამაცურე, როგორ დავიჯერე. როგორ გამასულელე. -დედაა, არაფერი მე უბრალოდ ვუთარი რომ არ მოგეწონებდა, თუ 25 ცალზე ნაკლებს შეჭამდა, მასე არ დაიჯერებდი რომ ვუყვარდი. -შვილოოო, მოგიკვდი, ამას რო დაუჯერე -ბავშვი ცუდად გახდება გოგო -თარაშ გიყვარვარ? -რა მოიგონე ამჯერად -მიდი ერთიც შეჭამე რა -მადლობა მგონი მთელი წლის ტოლმა ვჭამე. -ბოდიში მაგრამ შემდეგ კვირასაც მოგიწევს. -რატოომ ? ახლა რა უნდა დავამტკიცო? -არაფერი მე ვჭამ ყოველ კვირას. -ტოლმა არ ვიცი მაგრამ სათევზაოდ მივდივარ და წამოდი შენც, მამშენსაც ვუთხრათ თუ სცალია. -აი დაიწყო კაცების ბაზარი. -რა თქმა უნდა წავიდეთ. -ჩვენ ფეხბურთზე წავალთ -არაფერი თამაში არ არის, რა გამონახე -იქნება ახლა ვიღაც იბერია ფენერბახჩე -მამიკო მოდი ჯერ გუნდები ვისწავლოთ კარგი? თბილისი და ბათუმის დინამოს თამაშია, სამკვდრო-სასიცოხლო. -ხო მაშინ არ უნდა გამოტოვო -მე და ელენე წავალთ ხო ელეე -ამმ იცი რაა ტანვარჯიში რომ მაქვს -ხუთშაბათია არ გაქვს -დამატებითი დამინიშნა -ღმერთო, ამ სახლში რატო არავის უყვარს ფეხბურთი ვიცოდე, ჩემს გარდა. -ბაბუშენს უყვარდა, ბაბუას. -რა ვერ იცოცხლე კიდე ერთი 20 წელი ბაბუ შენკიდე რა იყო ***** -არა მართლა როგორ დაუჯერე -რა მექნა ისეთი სათნო ჩანდა ეჭვი ვერ შევიტანე. -გმირად შეგრაცხე 25 ცალი ტოლმის მჭამელი. -რამ შეაყვარა ასე ძალიან? -სადღაც გასინჯა და მერე ამოიკვიტა ეგრე იცოდა ყველაფერზე -ერთი და იგივე სიმღერას რამდენჯერ გვასმენინებდა არ გახსოვს? -მახსოვს, შეზიზღებამდე -თარაშ, დარჩები დღეს? -მეც მინდოდა მეთხოვა, თქვენთვის, შეიძლება რამდენიმე დღე აქ დავრჩე? -რა პრობლემაა, ოთახს მოგიმზადებ და რამდენი ხანიც გინდა. -არა, თუ თქვენ არ გეწყინებათ, ადელინას ოთახში დავიძინებ. არაფერს შევცვლი. -რამე იპოვნე? სახე შეეცვალა კაცს. -მასე ვფიქრობ, დღიურია, ჯერ რამდენიმე გვერდი წავიკითხე,მეტი ვერ შევძელი. -ოხ შვილო, ამოიტირა ქალმა და ცრემლი მოიწმინდა. -თუ გინდათ თქვენ ნახეთ ჯერ -არა, ჯობია შენ ნახო.ალბათ ასე უფრო სწორი იქნება. -მადლობა... ყველაფრისთვის. -ხომ იცი შენც ჩვენი შვილი ხარ, ახლა ორმაგად გაგიფრთხილდებით. -თქვენ კიდევ ჩემი ოჯახი. ****** დღე 23 დღეს ფეხბურთის მატჩი გამოვტოვე, ცხოვრეაბაში პირველად. წამლების მიღება დავიწყე მაგრამ ისე მაბრუებს, ჯობია რომ საერთოდ თავი დავანებო. არც ტკივილი მიმსუბუქდება. ჩემი ძვლები ყველაფრის ნაკლებობას განიცდიან, შეიძ₾ება მალე დაშლა და ჩამომსხვრევა დაიწყონ. ღამეები ისევ ისეთი რთულია თუ უფრო მეტად არა. უცნუარი ჩვევები ავიკვიატე. ძალიან ხშირად, ტკვილის დროს გულს ვირევ და ეს იმდენად ხშირად ხდება, ჯერ ერთი თვეც არ არის გასული და უკვე 8 კილო მაქვს დაკლებული. თარაში ძალიან ნერვიულობს, ვეუბნები რომ სულ ასე ვარ ხოლმე მაგრამ არ მიჯერებს. მეორე წელია ერთმანეთს ვიცნობთ და ასეთი არ მახსოვხარო. ვერც შევედავები რა ვქნა. მასთან ერთად ყველაფერი უფრო მარტივი გადასატანი იქნებოდა, მაგრამ ახლა ასე ვერ დავამძმებ, გაცვლითი პროგრამით 3 თვით ვენეციაში მიფრინავს. რომ გაიგოს აღარ წავა, მის ოცნებებს ვერ ჩავაქრობ . რომ დაბრუნდება ყველაფრს მოვუყვები და მერე მის მხრებს დავყრდნობი. ხშირად ვერ ვწერ, ხელები უფრო მეტად მტკივა. მინდა ყველაფერი რომ დალაგდება, ამ ნაწერებს მოვუბრუნდე და ვთქვა რომ შევძელი. დღე 31 დღეს თარაში გაფრინდა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იქნებ ასე აჯობებდეს? დავიღალე ყველაფრის შეფუთვით, ენერგია აღარ მაქვს. ახლა უფრო ვუახლოვდები იმ ადამინების ფიქრს, ვინც თავს იკლავს. დღე 42 ისეთი დაღლილი ვარ, იმის ძალაც კი არ შემწევს ავდგე და გარდავიცვალო. სამი ჭიქა ერთ დღეს დავამსხვრიე. დედაჩემი გაგიჟდება მისი საყვარელი ჭიქებია, ახლები გამოვიწერე, იმედია ვერ შეამჩნევს…. დღე 55 მამა უფრო ხშირად მეკითხება რა მჭირს, რა მაწუხებს. ფიქრობს რომ თარაშის გარეშე მიჭირს. ასეც არის ,ძალიან მენატრება. ნეტავ მალე ჩამოვიდეს, ყველაფერი ვუთხრა და ამოვისუნქთო. დღე 67 დღეს თარაში ჩამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ, იმდენად ბედნიერი რომ მთელი დღეა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ასეთი ბედნიერი ბოლოს მაშინ ვიყავი, როცა მე და თარაში შუა ქუჩაში წვიმაში ჩოგბურთს ვთამაშობდით. - ახლა ვითამაშოთ? - კაი რა წვიმის გეშინია? - არა შენ რომ არ გამიცვიდე. - არ გავცივდები, თუ გავცივდები მოხვალ და მომივლი. - შენს გაციებას ნუ მანატრებ ახლა - ჩემო მოტანილი საყვავილეები სად წაიღე? - სადაც დატოვე იქ დევს - ყვავილები არ ჩააწყვე ხო? - მამამ მოიტანა მზესუმზირები და ჩაალაგა - ვგიჟდები მამაშენზე ისე მიყვარს. - იმასაც ძალიან უყვარხარ - ჰე დავიწყოთ? - მოგებული რას შვრება? - თუ წააგებ ტოლმას გამიკეთებ - და რომ მოვიგებ? - გამოგყვები ციცინათელაში ჯანდაბას. - არ ხუმრობ? - ხომ იცი კარგად ვთამაშობ - ამჯერად მე მოვიგებ - ვნახოთ... იმ ღამით თარაშმა ისევ წააგო, როგორც მოსალოდნელი იყო. იდგა და ლალისგან ნასწავლ ტოლმას უკეთებდა და თან ბუზღუნებდა. ახლა კი უბაზდებოდა საკუთარ თავს, ნეტავ კიდევ ხშირად გაეკეთებინა, მერე წამიერად გაირბინა, კადრმა გონებაში. -თარაშ სად ხარ? -სახლში რა მოხდა? -ნახევარ საათში სადგურზე იყავი მივდივართ -სად მივდივართ, არაფერი დაგვიგემავს, ხომ თქვი არსად წასვლა არ მინდაო. -გადავიფიქრე, მიდი მოემზადე, ციცინათელაში ყველა ატრაქცინზე უნდა დავსხდეთ. -კარგად ხარ? -ძალიან ადელინას გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე იყვნენ წასულები, საშინლად არ უყვარდა ექსტრემალური რაღაცეები მაგრამ მაშინ სხვანაირი იყო. ყველაფერთან პირველი გარბოდა. ხან ტიროდა, ხან იცინოდა ბოლო ხმაზე. მაშიინ ეს ყველაფერი, ატრაქციონების შიშს დააბრალა ბიჭმა. ჩვენ ხომ გვიჭირს ზოგჯჯერ თვალხილული რაღაცეების დანახვაც კი, იმ მომენტში ყურადღებას არ ვაქცევთ, ან არ გვინდა დავინახოთ. - იცი როგორ მიყვარხარ ? - როგორ? სახე გაბედარა ბიჭს, იშვიათად ანებივრებდა ასეთი სიტყვებით. - რამდენ ცხოვრებაშიც არ უნდა დავიბადო, ყველგან შენ მოგძებნი და რამდენჯერაც არ უნდა მივიდეთ ყინულის მოედანზე, იასამნისფერ წერტილთან, ყოველთვის შენს კარგად ყოფნას ჩავუთქვავ. - -ერთად ყოფნას. - -შენს კარგად ყოფნას თარაშ. წამოოო ბამბის ნაყინი ვჭამოთ. შემოტრიალდა და ჩუმად მოიწმინდა ცრემლები. დღე 127 მეოთხეა თვეა ამ ყველაფერს ვებრძვი, ისე გამომფიტა, სიკვდილზე ფიქრი დავიწყე. დღეს ელენეს უზმიზეზოდ ვუყვირე. ისე ვნანობ, ბოდიშიც ვერ მოვუხადე. მეშინია რამე არ წამომცდეს. ვერავის ვერაფერს ვეუბნები. ფსიქიატრი ამბობს რომ ეს ყველაფერი ჩემიდან მოდის და უნდა ვუშველოთ. მე ამდენი წამლებით და მკურნალობით, დავიღალე/ წამლებს ვსვამ და ვშტერდები, არ ვსვამ და მტკივა. მერე უკუ ჩვენებები მეწყება. ასე ვერ გავწირავ ვერავის. დღეს პირველად დავფიქრდი, იქნებ გაფრენა ჯობდეს? დღე138 თარშთან ვიყავი, ახალი საყვავილე მივუტანე, უჯრაში შემთხვევით ბეჭედი ვუპოვნე. ისეთი ლამაზია, ვერც ვიოცნებებდი მსგავსზე. ზედმეტად გადაპრანჭულობის გარეშე, ამბობს თავის სათქმელს. ღმერთო, ეს ბიჭი შენსავით მიყვარს. ასე ვერ გავწირავ. ჯერ პატარაა, მე რომ რამე დამემართოს, მთელ ცხოვრებას გაიბედურებს, ქვრივი კაცის სახელი შერჩება. დღე 148 ყველაფერი გადავწყვიტე, სხვა გზა არ მაქვს. რამდენიმე საქმეს მოვაგვარებ და სულ ეგ არის ჩემი ცხოვრება... რამხელა მომავალი მინდოდა მქონოდა და როგორ ვერ გავექეცი, ვერაფერს.... დღე ბოლო დღეს სახლიდან შუაღამისას გავალ და ყველაფერი მორჩება. იმედი მაქვს ჩემები, მალე თუ არა ოდესმე მაინც მაპატიებენ. გამოსამშვიდობელი წერილები დავტოვე. თარაშმა იცის სადაც იქნება. ასე არ იცის მაგრამ როცა იმ ადგილას მივა მას მისცემენ. ღმერთო... მაპატიე და მიეცი ძალა გაუძლონ, მე ვერ შევძელი... * * * დაგკარგე. გეძებ. გიხმობ. გიყივი. ყელში ამოდის გული ნაკლული. შენ ჩემთვის უღვთოდ მკაცრი იყავი და მაინც გეძებ თავგადაკლული. შენს ხატს რისხვის ხმა როგორ დამარხავს, გული შენს ტრფობას ვით შეელევა? მეუბებიან, ვითომ, აღარ ხრ, - ჰაუ, რამხელა სისულელეა!.. * გაბრიელ ჯაბუშანური სუნთქვა წამიერად შეეკრა, ნიავმა რომ დაუბერა და სარკესთან მიკრულმა ფოტოებმა ოთახში ფრიალი დაიწყეს. გაუზრებლად წამოდგა და მათი აკრეფვა დაიწყო. ის ფოტოები იყო ყინულის მოედანზე რომ გადაიღეს, პირველად რომ მივიდნენ და შემდეგ ყველა ჯერზე ტრადიციათ აქციეს. და სწორედ მაშინ გონებამ განათება დაიწყო. “თარაშმა იცის, როცა მივა მისცემენ” ყინულის მოედანზე, ადელინას გარდაცვალების შემდეგ არ ყოფილა. დანიშნულების ადგილს მიაგნო. მზე უკვე დიდიხნის ამოსული იყო. კიბეები სწრაფად ჩაირბინა და ნაცნობი ადგილისკენ გაიქცა. კარის კაცის გარდა არავინ იყო მისული. დამარცხებულივით ამოიხვნეშნა და იქვე ჩამოჯდა. -ხომ არ დაგეხმარო შვილო ? მიუახლოვდა მოხუცი და მხარზე ხელი დაადო. -მეე? ადმისტრაციის თანამშრომლებს ვეძებ, რაღაც მაინტერესებს. -წამომყევი, მართალი ყოფილა, ადრე არ ელოდოო -თქვენ იცით? იცით რას ვეძებ? -შენ ხომ თარაში ხარ? -თარაში ვარ. -ადელინა მოვიდა, დიდი ხნის წინ . მანამდე ბებიამისთან ერთად დადიოდა ხოლმე, მერე შენთან ერთად და ბოლო პერიოდში მარტო. ბოლოს რაღაც დამიტოვა და მითხრა რომ მოაკითხავდი. -რა გითხრათ სად მიდიოდა? -შორეულ მოგზაურობაში მივდივარო ასე მითხრა, მერე ის ამბავიც გავიგე. წამოდი, შიგნით მაქვს . ხელში თეთრი კონვერტი ეჭირა. იქ იჯდა სადაც თვითონ და ადელინა თოვლის ანგელოზებივით წვებოდნენ და სურვილს იფიქრებდნენ. ღრმად ჩაისუნთქა და აკანკალებული ხელებით გახსნა წერილი. არ იცოდა ჰქონდა თუ არა ძალა ამ ყველაფრის მისაღებად მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა, კითხვებზე პასუხითვის. “ჩემო გულის სიყვარულო, ჩემო ერთო, ჩემო სულიწმინდავ. მაპატიე, რომ ამ ყველაფრის გადატანა გიწევს. არ ვიცი რამდენი ხანია გასული, რაც მე აღარ ვარსებობ. ალბათ რამდენიმე თვე, შეიძლება წელიც კი ვინ იცის. ვიცი რომ დიდხანს არ მოხვიდოდი ამ ადგილას. სული აგიწიოკდებოდა, პირველად რომ კარს შეამოაღბდი. იფიქრე რომ მანდ ვარ, შენს ზურგს უკან და ხელებს ძალიან მაგრად გხვევ. ისე გეხუტები. არ ვიცი საიდან უნდა დავიწყო და როგორ წერენ ადამიანები ლამაზ წერილებს, სანამ თავს მოიკლავენ. მე იმდენად უსუსური და გაუბედავი აღმოვჩნდი რომ ვერ შევძელი ამ ყველაფრის პირადად თქმა და შენთან ერთადად გადატანა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ცხოვრების იმ ეტაპზე ვიყავი, არაფრის არ მეშინოდა და მზად ვიყავი, შენთან ერთად მთელი დარჩენილი ცხოვრება ბედნიერი ვყოფილიყავი. მაგრამ ალბათ ცხოვრებამ ასე დაგეგმა, რომ სწორედ მაშინ უნდა ამოეტრიალებინა ყველაფერი. ექიმების ენაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქონდა მაგრამ მე ამაზე მეტს ვგრძნობდი და მაწუხებდა. შიგნიდან ვიხლიჩებოდი, ჯერ თითქოს უბრალოდ არ მეძინა, მერე ეს უძილო ღამეები ერთამანეთს ძალიან გადაება. სხეული არ მემორჩილეობდა, თითქოს ცალკე ადამიანი იყო. ხშირად ხელის გაშეშების გამო ყველაფერი მიცვივდებოდა და ტყდებოა. შენი ნაჩუქარი ანგელოზის ბურთულაც მაშინ გამიტყდა. დღემდე ვერ ვპატიობ ამას საკუთარ თავს. თავიდან ისე მეშინოდა სიკვდილის, მეგონა ყველა ამოსუნთქვა ბოლო იქნებოდა თუ თვალეს დავხუჭავდი და ძილს ამიტომ გავურბოდი. მაშინ არ ვიცოდი რომ ჩემივე ხელებით დავასრულებდი ჩემს ამბავს. სიცოცხლე მინდოდა, ისე როგორც არასდროს. ვფიქრობდი სად გავქცეულიყავი რომ ვერ ვეპოვნე. სამედიცინო ენაზე ჩემს დაავადებას “მოსაზღვრე , საზღვრული პიროვნული აშლილობა” ერქვა. სომატურ სიმპტომების აშლილობასთან ერთად. მაპატიე რომ ამ ყველაფერს ახლა გეუბნები, ვიცი შეიძლება ერთად გადაგვეტანა ყველაფერი, მე ხომ შენს გვერდით არაფრის მეშინოდა და თავი ყოვლის შემძლე მეგონა, არ დაადანაშაულო საკუთარი თავი, როგორ ვერ შეამჩნიე და ასე შემდეგ, შენი ბრალი არ არის. მე ვფუთავდი კარგად. გეუბნეოდი- ყველაფერი რიგზეა. გეღიმილებოდი, გისმენდი, მაგრამ შიგნიდან ყველაფერი ჩამქრალი მქონდა. შენს უჯრაში ნიშნობის ბეჭედი ვიპოვნე. სულ ვიცოდი რომ საოცარი გემოვნება გქონდა, მაგრამ ასეთ იდეალურ და სადა ვარიანტს თუ შეარჩევდი არასდროს, ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნებოდი, ხელზე რომ მოვირგებდი. შეიძლება თანაც კი გამატანე, შენ ხომ არანორმალური თარაში ხარ. ვერ დავუშვებდი რომ გიჟის სტატუსი მქონე ცოლი გყოლოდა, ან ქვრივის სახელით გევლო მთელი ცხოვრება. მე შენ სიკვდილამდე მიყვარხარ. შენს ერთ მოწყენილ სახის ნაკვთზე, თავიდან მოვკვდებოდი. ვერ გიყურებდი, როგორ ინადგურებდი თავს, როცა დაინახავდი რომ ხელებში გელეოდი. ვერ ვემშვიდობები მშობლებს და ელენეს. ვერაფერს ვერ ვეტყვი. მათ მეორე შვილი მიაბარეს მიწას. წარმოდეგანაც არ მინდა რას განიცდიან და გაივლიან. მაგრამ დამიჯერეთ, მე უარესის გადატანა მიწევდა. დავდიოდი და ვერ ვარსებობდი. ვსუნთქავდი და ჰაერი არასდროს მყოფნიდა. მოუფრთხილდი და ელენეს მიმიხედე, ისე თითქოს შენი ღვიძლი დაა. ვიცი არასდროს ანსხვავებდი, მაგრამ ახლა ორმაგად გაუმაგრე ზურგი, რომ ამ ტკივილის ზიდვა შეძლოს. მამაშენს და მამაჩემს ჩაკიდე ხელი და სათევზაოდ ხშირად წაიყვანე ხოლმე, ლალიკოს ტოლმა გააკეთებინე და ჩემი წილიც შენ შეჭამე.საფლავზე ხშირად არ იარო, არ გინდა საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება. თარაშ! მე აქ გელოდები, ჩვენ აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს, იცოდე ყველა სამყაროში გიპოვნი და დაგელოდები. მიყვარხარ ყველა უსასრულო წამით. გთხოვ, თუ შეძლებ ოდესმე მაპატიე. მე შენ რაღაც ძალიან ძვირფასი დაგიტოვე, ის დაგეხმარება ცხოვრების გაგრძელებაში. შენი ადელინა…” **** უშენობას ქვიშის საათით ვითვლი ერთი უდაბნო უკვე ჩამოიცალა. *** ისხდნენ ოთახში თარაში და მამამისი, ადელინას მშობლები და ელენე. ისხდნენ სიჩუმეში და წერილის წაკითხვის შემდეგ ვერაფერს ვერ იძახდნენ. დუმდნენ და ეს სიჩუმე იმდენად ხმაურიანი იყო, ყველას ყურს ჭრიდა. -რა დაგიტოვა? დაარღვია სიჩუმე ელენემ - არ ვიცი, არც დღიურში არც წერილში მეტი არაფერი წერია. რამდენიმე წამის შედმეგ თარაშის მეილზე შეტყობინება მოვიდა ადელინა ლიქოკელის სახელზე დეპოზიტირებული მასალის განახლება. წერილი იყო კლინიკიდან. გახსნა სწრაფად და მექანიკურად. “ბატონო თარაშ, ადელინა ლიქოკელის სახელზე 2024 წლის 7 სექტემბერს გაიყინა ხუთი კვერცხუჯრედი, გვჭირდება თქვენი მითითებები, რას დაგეგმვათ მომავალში, რადგან გაქვთ უფლება, ისე განკარგოთ, როგორიც გინდათ. თან გირთავთ, ქალბატონი ადელინას, თანხმობის ფორმას. “გარდაცვალების შემთხვევაში, უფლებას ვრთავ თარაშ ცინდელიანს გამოიყენოს ჩემი კვერცხუჯრედი, მომავალი შვილის ჩასასახად. “ გთხოვთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, რათა გავიაროთ ეს საკითხები”. ერთიანად მოწყდა, გაიყინა, სახე გადაუთეთრდა. ტელეფონი ხელიდან გაუვარდა. -რა მოხდა? ესმოდაა ხმები შორიდან “ახლა რა უნდა ვქნა “ -თარაშ ნუ გვაშინებ ‘”ჩვენი შვილი “ -მომაწოდე ტელეფონი “ჩვენი გოგონა ან ბიჭი “ -ღმერთო, შვილოოო -რა მოხდა ლალიკოო? აღარ იტყვით გასკდა გული. - დედა, მომეცი ტელეფონი. -ელენე, მამა რა ხდება? -ერთი წამით… ადელინამ მისი კვერცხუჯრედი გაყინა… თუ თარაში მოინდომებს, შეიძლება მას და ჩემს დას შვილი ყავდეთ, ან შვილები… მერე იყო კიდევ უფრო მძიმე და ხანგრძლივი პაუზა და სიჩუმე. ვერავინ ეკითებოდა ბიჭს რის გაკეთებას აპირებდა. ეს სრულიად მისი არჩევანი და ცხოვრება იყო. ვერავინ დაავალდებულებდა, მიუხედავად იმისა რომ სიგიჟემდე უნდოდათ ლალისაც და გიორგისაც, მისი შვილისგან დარჩენილი ნაწილის გვერდით ყოფნა. **** -ახალი არაფერია ? -არა, არ დაურეკავს არც მე მიკითხავს -შენი აზრით რასიზამს? -არ ვიცი ლალი, ახალგაზრდაა ჯერ, ცხოვრება წინ აქვს, მისი არჩევანია. ვერ გავამტყუნებ თუ უარს იტყვის. და თუ დათანხმდება ყველაფერში მის გვერდით ვიქნები. -იქნებ დაველაპარაკოთ -არა! ეს გადაწყვეტილება მარტო უნდა მიიღოს. **** თეთრი კალების თაიგული მისთვის კარგად ნაცნობ მიწაზე დაალაგა და იქვე ჩამოუჯდა ფოტოს. -ჩემო ყველავ როგორ მომენატრე ნეტავ იცოდე. ისე მინდა ყველაფერი ამოვაყირაო, ამოვთხარო მიწა და გვერდით მოგიწვე. არასდროს გავიღვიძო. ეს ჩვენ რატომ დაგვემართა ლინა? ბედნიერება ასეთი მოკლე როგორ აღმოჩნდა ? როგორ ვერ გადავრჩით? დღეს საავადმყოფოში ვიყავი, ყველაფერი კარგად არის, უკვე გადაიტანეს, 9 თვის შემდეგ დაიბადება. შენი პატარა ნაწილი. ამ ყველაფერზე უარს როგორ ვიტყოდი ლინ ? რაღაცას თუ უნდა გადავერჩინე ეს იქნებოდა, სხვა რა უნდა ყოფილიყო. ახლოს რომ მყოლოდი ისე ჩაგეხუტებოდი, ძვლებს აგატკიებდი, მადლობას გადაგიხდდიდი. მადლობა , ჩემო ერთო. ჩვენს ერთს გეფიცები, მალე რომ შემოაბიჯებს ჩვენს ცხოვრებაში, ერთი წუთით არ დავავიწყებ შენს თავს, სულ შენი სიყვარულით და შენნაირად გავზრდი. შენ არ იდარდო, მანდ დამელოდე, მოვალ, გიპოვნი და იქიდან გავაგრძელოთ სადაც გავჩერდით. იმაზე მეტად დაგინახავ ვიდრე აქ ვერ შევძელი, იმაზე მეტად ვიზრუნებ, ვიდრე აქ ვზრუნავდი. ფრთები აქვთ ანგელოზებსო, ასსე იციან თქმა ადამიანებმა. გაშალე ლინ, შენი ფრთები, გაშალე და ჩვენს შვილს გადმოაფარე, რომ არაფერი გაუჭირდეს, რომ ბედნიერი გაიზარდოს. **** _10 თვე გავიდა, არცერთი შეტყობინება და ახალი ამბავი არ გაგვიგია, რას ფიქრობ ალბათ გადაიფიქრა ? -ვერ გავამტყუნებთ, არ არის ასეთი მარტივი ლალიკო, ხომ გითხარი. ჩვენ შვილი დავკარგეთ, თარაშმა მთელი თავისი მომავალი. -ელეე, კარი გააღე დე, ვიღაც მოვიდა. -ვაიმე. დედააა, მამააა იყო ელენეს განწირული ყვირილი და ნახევ წამში კართან გაჩენილი მშობლები. კარს იქეთ თარაში იდგა, ხელში პატარა არსება ეჭირა და იღიმოდა. შვილიშვილი მოგიყვანეთ, იყო სვდანარევი ხმა და ღიმილი, რომელმაც მთელი სამყარო დაიტია. -გაიცანი დუდიკ, ეს ბაბუ და ბებოა, ეს კი შენი დეიდა გიშქალა ელენე. -ჩემო ერთადერთო, ჩემო სულო, ხელები მოხვია ლალიმ ბავვშვს და მეორედ დაიბადა. ჩემი ანგელოზი, ბებო, ჩემო სუნთქვავ. ელენემ ხელები ძლიერად მოხვია,მისთვის ყველაზე ძვირფასის ერთადერთ სიყვარულს და მის კისერთან ამოიტირა. -ვიცოდი და მჯეროდა, მადლობა თარაშ… -ჩვენ ყველა ერთმა ციდა დუდამ გადაგვარჩინა, იყო გიორგის ხმა. მიმალული სიხარული. -რამაც მოგვკლა, იმანვე გადაგვარჩინა, ამოიჩურჩულა თარაშმა და შვილისკენ გაემართა. **** -მამა ის იასმნისფერი წერტილი რა არის ? -შენს ოცნებას თუ ეტყვი და ახედავ, აუცილებლად აგისრულდება. ასე ამბობდა დედა. -შენ რას იფიქრებ ხოლმე ? -დედიკოსთან რომ მალე მივიდე და ვუთხრა, რა მაგარი დუდა ყავს. *********** არ ვიცი რამდენი ხანი ვწერდი ამ ისტორიას ზუსტად. მაგრამ ვიცი რომ წელიწადზე მეტი არის. ვწერდი და ვტიროდი, შიგნიდან მტკიოდა ყველაფერი. ამ ისტორიით რისი თქმაც მინდა არის რომ , ყველაზე მხიარულ და თვალებში ვარსკვლვავებ ნაცხოვრებ ადამიანებსაც კი უდიდესი სევდა დააქვთ გულში. რასაც ვერ ვხედავთ და ვერ ვამჩევთ. თუ თქვენ მსგავს ან საწყინს პრობლემებს უჩივით, მინდა გითხრათ რომ გამოსავალი ყოველელთვის არსებობს. უბრალოდ ამ ყველაფერზე უნდა ისაუბროთ. პ.ს ძალიან გამიხარდება თუ დამიტოვებთ კომენტარს. როგორ მოგეწონათ, რა ემოცია გამოიწვია თქვენში ამ ისტორიამ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.