შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი XX


გუშინ, 02:43
ავტორი ნაამა
ნანახია 76

მარიტა მათესთან ოთახში ზის, უფრო სწორედ საწოლზე მუცლითაა გაწოლილი და ძმას ხელებზე ჩამოყრდნობილი გაღიმებული სახით უყურებს. მისი სხეული უკვე მისჩვეოდა შიგნიდან მსხვრევის დროს სახეზე აფარებულ ბუნებრივ ღიმილსა და გამოხედვას რომელშიც სიხარული ჩანდა, მაგრამ თუ სულ ოდნავ მეტს მოინდომებდი და მარიტას თვალებში ჩაბუდებულ სიხარულის ფარდას გადაწევდი დაინახავდი როგორ ფერმკრთალდებოდა მისი შინაგანი სამყარო. იმ დღესაც ასე იყო, იცინოდა მაგრამ შიგნიდან დარდი სჭამდა. მათე მარიტას მსგავს ბორბლებიან სკამზე ზის და წიგნებისთვის მიყრდნობილ ტელეფონში შეყვარებულს ესაუბრება.
-შემდეგ კვირას მიდის და ცოტახნით დავისვენებთ.
-ჩვენ არ მივყვებით?
-არა თვითონ უნდა მოვაგვარო, მანდ ვერ გაგრევთო.
-ასეთს რას აკეთებს კი მაგრამ?!
მარიტამ ინტერესით იკითხა და საწოლის თავზე შემოდებული ფეხები აათამაშა. ბესომ თვალები გადაატრიალა, თუმცა გოგოს აღარ დაუნახავს. მხოლოდ მისი ჩუმი ამოოხვრის ხმა გაიგონა.
-არ ვიცი მარუს და არც მაინტერესებს, ეს წელი გავძლო და მერე სოსოს ჯანდაბაში მოვისვრი. ვის აინტერესებს მისი შავბნელი ბიზნესები და ახალი ოჯახი. მხოლოდ შემდეგ წლამდე უნდა გავძლო და მერე წამოვალ.
- კარგი დაუშვად წამოხვედი , მერე?
-არ ვიცი.
-მარიტა სწორ კითხვას გისვამს. ასე დაუფიქრებლად არ უნდა მოიქცე ბესო. ორივე იქ ვართ, მაგრამ ორივემ კარგად ვიცით შენთვის ჯობია ხელოვნება ჰობად დარჩეს. იმ საქმეებში რასაც ვაკეთებთ კარგი ხარ.
- ხო ვიფიქრებ მაგაზე.
კარზე რამდენჯერმე აკაკუნებს შორენა და თავს შიგნით ჰყოფს.
-რას შვებით ბავშვებო?
-ბესოს ველაპარაკებით.
-გამარჯობა საყვარელო. როგორ ხარ? რატომ აღარ გამოგვიარე?
-აი ხვალ ტყუპების დაბადებისდღეზე ამოვალთ ყველა.
-ხო ირაკლის გარდა.
გაბრაზებული დუდღუნებს მარიტა და იქვე , საწოლზე მიგდებულ ტელეფონს დაჰყურებს. უკვე სამი დღე გავიდა რაც ბოლოს ისაუბრებს და ვერ უძლებს მის მონატრებას. ხელი ტელეფონისკენ მიაქვს , მაგრამ მერე უკან აბრუნებს და გაბრაზებული ბალიშს ეხუტება.
-ოოო არ იქნება და ნუ იქნება რას წაიღე ტვინი.
- ოხ რა გენაღვლებათ თქვენ ყველა წყვილში იქნებით, მგონი ნიკუშასაც ვიღაც მოჰყავს, მე კიდე ასე დებილივით უნდა ვიჯდე შეყვარებულის გარეშე და თქვენს სიყავრულობანას ვუყურო.
ჯუნთურით ჯდება საწოლზე და ბალიშს მკერდზე იკრავს. შორენა გაკვირვებული უყურებს ხან ერთ , ხანაც მეორე ტყუპს.
-მათეს თავის შეყვარებული მოჰყავს?
- კითხვა უნდა მაგას?
- და ბესოსაც ყავს უკვე ვინმე?
-დიახ. როცა გაგაცნობთ დიდი იემდი მაქ მოგეწონებათ.
- ჩერჩეტო ბავშვო, რა მნიშვნელობა აქვს მთავარია შენ გიყვარდეს. წამო მარიტა მომეხმარე რა იმ მაგიდის გადადგმაში.
-დაანებე დე თავი, მორჩება მათე საუბარს და ჩვენ ვიზავთ.
მარიტა ნაძალადევად უღიმის და შორენაც ოთახიდან გადის. ბესო და მათე მართლაც ხვალ აპირებენ შორენასთვის იმის გამოცხადებას რომ ერთმანეთს ხვდებიან. მარიტა ზაფხულიდან მოყოლებული დასცინოდა მოგეხაზა ჩვენთან ღამეს ვეღარ გაათევო, არა და მშვენივრად იცის რომ ასე არ იქნება. უბრალოდ ძმის გაწვალება უყვარს.
-მე გავალ ჩემთან და რომ მორჩებით ლაპარაკს დამიძახე.
-მიდი .
მათე თავს უქნევს, ის კი ბალიშს საწოლზე აბერტყებს, ტელეფონს იღებს და თბილი ჩუსტების ფრატუნით გადის თავის ოთახში. საწოლზე მოწყვეტით ეცემა და გვერდზე მიტრიალებული თავით თვალს ტელეფონს უშტერებს.
-კიდევ რამდენი დღე იქნები დადუმებული?
სადაცაა ატირდება კიდეც, თუმცა ვინ აცდის, მათე ოთახში შემოდის და შორენას დასახმარებლად ეძახის. ისიც იძულებულია დანაპირები შეასრულოს და მაგიდის გადადგმაში დაეხმაროს. მერე ორივენი ოთახებში შედიან. მათემ კარგად იცის რომ მარიტას ხასაითზე ვერ მოიყვანს. ირაკლისთან ზუსტად რა ხდება არ იცის, მაგრამ ის იცის რომ მარიტას დიდიხანია მასთან არ უსაუბრია, რის გამოც ცუდ ხასიათზეა და არც მის დაბადებისდღეზე იქნება. სამწუხაროა თავად არაფრის შეცვლა რომ არ შეუძლია. ისე უნდა ახლა მარიტას მოეხვიოს რადგან მის სევდას საკუთარ სხეულში გრძნობს. არა და ისინი არაიდენტური ტყუპები არიან, ასეთი ახლო კავშირიც არ უნდა ჰქონდეთ, მაგრამ ისე ჰგვანან ხასიათებითაც და გარეგნობითაც, ეს უკვე სასაცილოც კია. ახლა ეს გრძნობებიც ემატება.


სანამ შუაღამეს გადაცდებოდეს მარიტა ძმის ოთახში შედის და გვერდით უწვება ზედ წამოგორებულ მათეს, რომელცი კომპიუტერში დრაკონის სახლს უყურებს.
-მოიწყინე?
-ცოტა.
-რა ხდება ამიხსენი ბოლოს და ბოლოს.
-არ ვიცი. უბრალოდ ვწერდით და მერე გაქრა.
-ლიზას არ დაურეკე?
-არა. მერიდება.
-რისი?
-არ ვიცი.
ორივე ჩუმდებიან, მერე ისევ მარიტა იღებს ხმას.
-მეშინია რომ მეტყვის რამე დაემართაო.
-რა უნდა დამართნოდა?
-არ ვიცი მათე, არ ვიცი კარგი?! იქნებ მანქანა დაეჯახა, ან ავად არის, საავადმყოფოშია, ვინმეს აუშარდა და ციხეშია. არ ვიცი კარგი?!
-კარგი , კარგი! დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ არ სცალია შეიძლება.
-3 დღე?! წარმოუდგენელია. ირაკლისგან მითუმეტეს. ბიჭმა ლამის გამოცდა გააცდინა მე რომ ვენახე და ახლა ასე უბრალოდ დამიკიდა? რაღაც ხდება მათე, ხომ ვიცი არა.
-რომ მიაკითხო?
-ბათუმშია, მაგიტომ ვერ მოდიოდა ჩვენს დაბადებისდღეზე. არ ვიცი რა ვიფიქრო, იქნებ იქ დაემართა რამე. თუ ასეა შეიძლება ლიზამ არც იცის რომ არ ინერვიულოს- შეტყობინება მოსდის და ტელეფონს დაჰყურებს, ქეთია.- ღმერთო გავგიჟდები უკვე მათე.
უკვე ისე შესამჩნევია მათესთვის გოგოს ნერვიულობა რომ ხელზე ხელებს ჰკიდებს და გულში იკრავს.. ადრე მარიტა სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო , როცა დაბადებისდღე ახლოვდებოდა , არა თუ რამდენიმე წუთში იყო. ახლა კი ირაკლის ისე გიჟივით ელოდება ვერც კი იაზრებს რომ მათი დაბადებისდღე მოდის, რომ რამდენიმე წუთში 22 წლისები იქნებიან. მარიტა მის მკლავებში მოქცეული ტირის. რას წარმოიდგენდა ოდესმე მათე თუ ტყუპისცალს მის საყავრელ დღეს ასეთ დამწუხრებუს ნახავდა. ცოტა რომ მშვიდდება გოგო ფეხზე დგება და კართან ჩაწითლებული თვალებითა და ასტუტუნებული მიდის, მათე კომპიუტერის ეკრანს უყურებს და მერე მარიტასკენ ატრიალებს სახეს.
-მარიტა!
ის ძმისკენ ტრიალდება თვალებში უამრავი კითხვის ნიშნით.
-ხო?
-დაბადებისდღეს გილოცავ ტყუპისცალო.
-უკვე 22ია?
-უკვე 22ია.
-მეც გილოცავ მარწყვო. იმედი მაქვს ჩემი წილი ბედნიერებითაც შენ იქნები ბედნიერი.
მარიტა თბილად უღიმის და ისევ მის მკლავებსში ბრუნდება. აქ დაბრუნება არასოდესს მობეზრდება რადგან მათე თავად ის არის. ოთახში შორენა შემოდის საჩუქრის ყუთებთან ერთად.
-გილოცავთ ჩემო საყვარლებო. - მარიტა დედას ეხვევა და მხარზე ჰკოცნის, მათეც კომპიუტერს გვერდზე დებს და შორენას მეორე მხრიდნა ეხუტება. ქალი ჯერ ერთს ჰკოცნის მერე მეორეს- ჩემო პატარებო, რა მალე გაიზარდეთ. მინდა რომ სულ ისეთი ბედნიერები იყოთ როგორიც ახლა ხართ და თქვენს საყავრელ ადამანებთან ერთად კარგი ცხოვრება გქონდეთ. ერთი სული მაქვს როდის ვნახავ ირაკლის და შენს საიდუმლო შეყვარებულს როდის შევხვდები.
-მარიტას წყევლი იცი?
-რატომ?
- ირაკლისთან პრობლემები აქვს და სულაც არაა ბედნიერი.
-დაფრქვი ახლავე ქალბატონო.
შორენა გაბრაზებული უყურებს შვილს. ასე იმიტომაა რომ ვერ იტანს როცა გოგო ცუდადაა და თავს ბედნეირათა და ლაღად აჩვენებს მას. მარიტა კი თიტქოს დაპროგრამებულია დედას ყვეალფერი ცუდი აარიდოს და ყველა ტანჯვა თავის თავზე აიღოს. მათე უკვე საწოლზე ზის და შორენაც მის გევრდით მარიტასთან ერთად ჯდება.
-რა მოხდა?
-ო არაფერი შორენა აბუქებს.
-ირაკლი არ წერს სამი დღეა და ბოდავს უკვე რამე ხოარ მოუვიდაო.
-რატო?
-რა რატო?
გაღიზიანებული კითხულობს მარიტა. შორენა პირს არებს რომ კითხვა დაუსვას მაგრამ მათეს ტელეფონი რეკავს და მარიტასიც მალევე მიჰყვება.
-ხო ბესო? - დაბადებისდღეს გილოცავ კურუპირა. კიდევ ბევრი წელი გამეწვალებინე. -იდიოტი ხარ ბესიკა.
-ხო ქეთი? -გილოცავ საყვარელო, მრავალს დაესწარი. შემდგე წელს ამ დროს სადმე წავიდეთ დასასვენებლად და იქ ავღნიშნოთ.- კარგი აზრია.
უგუნებოდ ეთანხმება და ამჩნევს რომ შორენა ოთახიდან გავიდა. ტელეფონს რომ კიდებენ ტყუპები სალში შუქი ითიშება და გაკვირვებულები სიბნელეში ერთმანეთს ეძებენ. რაღაცის ბრახუნის ხმა ისმის და შორენას შეკურთხების, ამიტომ ტყუპები ოთახიდან გადიან და მისაღებში შესულები, იქ საიდანაც შორენას ხმა მოდიოდა , ტორტით ხელში მდგომ ბესოს და ქეთის ამჩნევენ.უკან კიდევ ვირაცეები უდგანან.
-გილოცავთ ტყუპებო.
ქეთი ყვირის და მარიტას უღიმის. ბესო კი მათესთან მიდის და გულში იკრავს. შორენა, რომელცი რეალურად შემოსასვლელში შუქს ისევ რთავს ჩამრთველიდან და მარიტა ახლაღა ამჩნევს გაღიმებულ ირაკლის, რომელიც ქეთის ზურგსუკან დგას და ეშმაკურად უელავს თვალები. წამით შეშდება და შეყვარებულს შეჰყურებს, მერე კარში მდგომი მისკენ გარბის, ქეთიც გზიდან ეცლება და კოლასავით ეხვევა ხელ-ფეხით. ისე ძლიერად იკრავს მის თავს მკერდსი სადაცაა გაჭ....ტდეს. მთელს სახეს უკოცნის და ტუჩებშიც რამდენჯერმე მოწყვეტით ჰკოცნის. ირაკლი კი ცდილობს არ გაუვარდეს აფართხალებული გოგო. იცინის და მარიტას აჩერებს.
-გეყოს, თორემ გამივარდები.
რა წამს ხმას იღებს , მარიტა ხვდება რომ არ ესიმრება, ფეხზე დგება და ძლიერად ურტყავს მუშტს მკერდში, რაზეც ირაკლი ხელს მკერდზე იკიდებს და ოდნავ იხრება.
-ეს რისთვის?
-რისთვის? რისთვის?!- ბოო ხმაზე კივა და კიდევ ერთხელ ურტყავს.- იმისთვის რომ ათასი სისულელე მაფიქრებინე. შე გამოშტერებულო იდიოტო! იცი რა დღეში ვიყავი? მეგონა რამე მოგივიდა.-ბოლო სიტყვებზე ხმას უკლებს და ლამის ჩურჩულებს.
ირაკლი მკერდში ტკივილს გრძნობს, მარიტას მუშტის კი არა სიტყვების გამო და გოგოს ძლიერად იხუტებს.
-მაპატიე. მალე ჩამოვედი და ვიფიქრე სურპრიზს გაგიკეთებდი.
-შეგეძლო თან მოგეწერა.
სრუტუნებს და წელზე ძლიერად ეხვევა.
-ჰეი ჩვენც აქ ვართ რომ იცოდე.
ნიკუშა, როემლიც მათესა და ბესოს ესუაბრებოდა ახლა ხელს იქნევს და წყვილს ახსენებს რომ მარტო არ არიან.
მარიტა ყველას მილოცვას იღებს და მაგიდასთან სხდებიან. რომ იგებენ ტორტი ირაკლიმ გამოაცხო დაეჭვებით უყურებენ და ჯერ მას ასინჯებენ, არ მოგვწამლოო. ყველა იცინის და შორენას მისი საფირმო ლეღვის ლიქიორი გამოაქვს ბავშვებთან. ისიც მათგვერდით ჯდება და ბესოსა და მათეს შეჰყურებს.
-ესიეგი თქვენ შეყვარებულებეს ხვალ ველოდო არა?
ყველა მათ უყურებს და მარიტამ უკვე იცის რომ ახლა იტყვიან. ზუსტად ამ წამს ეტყვიან შორენას რომ ერთმანეთს ხვდებიან. მათე იღიმის და მზერას ბესოსკენ აპარებს.
-სხვათაშორის დე, უკვე აქ არის.
-რა?
-დიახ შორენა დეიდა.
- ვერ მივხვდი.
- გაზაფხულიდან მოყოლებული მე და ბესო ერთმანეთს ვხვდებით.
ბესო მზერას არიდებს ქალს. ის კი სკამზე იყინება და მოსმენილის გადახარშვას ცდილობს. არა და ძლივს დამეგობრდნენ ეს ორი და სულ უკვირდათ ასე უცბად რა ქნეს. მერე ფეხზე დგება და მათეს ეხუტება, ბესოსაც.
-სულელო ბავშვებო. აქამდე რატომ არ თქვით?
-არ ვიცით.
ბესო პასუხობს და ქალს საპასუხოდ ეხუტება.
- მათემ კი კაი არჩევანი გააკეთა მაგრამ შენზე იგივეს ვერ ვიტყვი.
-დედა!
-ა ეგრე!
მარიტა ძმას ეტლატება, შორნეა კი მსიკენ ტრიალდება.
-თქვენ ორზეც იგივე რეაქცია მაქვს, რა მოიგო ირაკლიმ შენი შეყავრებულობით ერთი.
- დედა!
-იძახეთ ახლა დედა.-სიცილით ამბობს და თავის ადგილს უბრუნდება.
-მიყვარს დედაშენი.
ჩურჩულით ეუბნება ირაკლი და ხელს მაგიდის ქვეშ ჩუმად უსრიალებს ფეხზე. მარიტა ხელზე ხელს შეუმჩნევლად ურტყავს და თვალებშI ყურებს.
-კი მეც მიყვარს.
-შენც მიყვარხარ.
-მე ვერ გიტან რადგან მაიძულე მენერვიულა.
-მაპატიე.
-ბოდიში წამალი არაა. მოგიწევს გამოისყიდო.
-როგორ?
-ეგ შენ მოიფიქრე. ყველაფერს ხომ არ გეტყვი.
......................................
ბავშვები გამთენიისას მიდიან, მარიტა დედასთან ერთად სუფრას ალაგებს და ჭურჭელს რეცხვას, ემრე ორივენი ცოტახნით იძინებენ და მათეზე ადრე იღვიძებენ. სამზარეულოს მაგიდასთან სხედან ნალექიანი ყავის ჭიქებთან ერთად.
- შენ იცოდი ხო?
-რა თქმა უნდა.
სიცილით ამბობს და ფეხებს გვერდითა სკამზე ალაგებს.
-რატომ არ მითხარი?
- მათეს ცხოვრებაა დედა, ასე უხეშად ვერ ჩავერეოდი. იცი რა საყვარლები არიან?
-ვიცი. უბრალოდ მეშინია.
-რისი?
-ხალხის მარიტა.
მის ხმაში შიში მართლაც იგრძნობა. შორენა არასოდეს ყოფილა ძველი ყაიდის ქალი, ყველა ცვილებას იოლად ეგუებოდა , მაგრამ შიში რომ სხვა არა მისი მსგავსი ხალხი მის შვილს რამეს დამართებენ მოსვენებას უკარგავს. მათეზე ადრე მარიტაზე გაიგო, ახსოვს როგორ საუბრობდა მეთორმეტე კლასელი მარიტა ვიღაც მათ პარალელ კლასელ გოგოზე, სწორედ მაშინ მიხვდა რომ მარიტას გოგოები მოსწონდა. მაშინ გააცნობიერა რომ ქალიშვილის ხუმრობები ცოლის მოყვანაზე ხუმრობები სულაც არ იყო. სწორედ ამიტომ გაუკვირდა როცა ირაკლიზე გაიგო, მაგრამ ირაკლის მისი ქალიშვილი ისე უყვარდა და მარიტასაც ისე ძალიან უყვარდა ბიჭი რომ ცოტათი დამაბნეველიც კი იყო ქალისთვის შვილის ორიენტაციის ამბავი. მერე გამორკვევა დაიწყო და აღმოაჩინა რომ ამის შესაბამის ტერმინი bisexual არსებობს და მარიტაც სწორედ ის იყო. აი მათეზე კი არაფერი ახსენდება. არც ის ოდესმე გოგო მოსწონებოდა და არც ის რომ ბიჭზე მარიტასავით საუაბრში შეენიშნა, ან თვალგაყოლილი. ის უფრო კარგად მალავდა ყველაფერს, მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი მაინც მისი პატარები იყვნენ, მისი შვილები. ბესო კი მის ხელში ამოზრდილი ბიჭი რომელიც მათეს წვალებით ერთობოდა, ახლა კი უკვე მისი გაღიმებითა და გამხიარულებით. კარგად ამჩნევდა შორნეა როგორ შეიცვალა ამ ორის ურთიერთობა ბაკურიანის ამბის შემდეგ, მაგრამ არასოდეს უფიქრია რომ ერთად იქნებოდნენ. ახლა იმედი ჰქონდა, ვერასოდეს ვერცერთი ჰომოფობი მის ბიჭებს ვერ გაეკარებოდა, თორემ დარწმუნებული იყო საკუთარ თავზე პასუხს ვერ აგებდა.
- მაგის მეც მეშინია ხოლმე, მაგრამ დედა- მარიტა ხელით შორენას ხელს ეხება- არ ინერვიულო, ბესო არ დაუშვებს მათეს რამე მოუვიდეს.
-და ბესოს?
-მათე დაიცავს. ისინი სამყაროს გაანადგურებენ, ნებას მისცემენ ატომურ იარაღს აფეთქდნენ ოღონდ ერთმანეთი დაიცვან.
მარიტა თბილად იღიმის და ქალიც მშვიდდება. მერე გოგოს ტელეფონის ეკრანზე უცხო ნომრისგან მოსული შეტყობინება ჩანს და მარიტა მირტკლისფერი ხდება. ტელეფონს ხელს ხვევს და ოთახში გადის.
“მარიტა, ბინაზე მაინც მოგვიწევს ლაპარაკი. შენ ხომ იცი, რომ იქ ვერც შენ, ვერც მათე და ვერც დედაშენი დიდხანს ვერ დარჩებით. ან დედაშენს დაელაპარაკები ან არა და შენთვის ცუდად დასრულდება. არ გეგონოს რომ ისევ ისე გამოძვრები როგორც მაშინ.”
მარიტა საწოლზე ჯდება და ცდილობს ხელების კანკალი დააიგნოროს. ცოტახანში სახლი უნდა მორთოს და მერე ბავშვებიც მოვლენ. ტელეფონს ოტახში ტოვებს, აბაზანაში წყლის გადასავლელად და დასამშვიდებლად შედის, მერე სახლს მათესთან ერთად რთავს და ბავშვებიც მოდიან. შორენა სამსახურშია ისინი კი ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში სასმელს სვავენ, ახალ ამბებს ყვებიან და პიცასა და პასტას მიირთმევენ. ცეკვავენ, ისევ სვავენ და აივანზე ეწევიან. მარიტა მათგან ცოტახნით თავის დასახსნელად აივანზე გადის და სკამზე ჯდება. სიგარეტს უკიდებს და იმ წამსვე იაკობის ესემესი ახსენდება რაც ხასიათს ბოლომდე უფუჭებს. მოწევისას ხელები უკანკალებს რადგან წარსულიდან მოგონებები ახსენდება. ის თუ როგორ ჩხუბობდნენ მშობლები, როგორ გაარტყა მათეს და როგორ შეუსწრო დედის მეგობართან კაცს.
-ბლუმ მათემ გამომგზავნა ტყუპეის დაბადებისდღის წვეულება მხოლოდ ერთი ტყუპის იქ ყოფნით არ გამოდის ასე რომ სად დაიაკრგეო.
სიცილით ეუბნება ბიჭი მაგრამ მარიტა რომ მისკენ ტრიალდება და სახეზე გაფითრებულსა და განერვიულებულს ხედავს მასთან მიდის და სკამთან იმუხლება.
-რა მოხდა?
მარიტა თავს აქნევს და აკანკალებული ხელით მიაქვს სიგარეტი ტუჩებამდე.
-მარიტა?!
-არაფერი ირაკლი, მართლა.
- ნუ მატყუებ. ასე უაზროდ ვი უკანკალებს ხელები.
-უბრალოდ ცამეხუტე რა.
-ისევ იმის გამო ხარ ცუდად რომ არ გწერდი?
-არა. დაივიწყე და უბრალოდ ჩამეხუტე.
სიგარეტს აივნიდან ისვრის და ირაკლის მკერდზე ეკვრება, ბიჭიც მის თხოვნას პასუხობს და ძლიერად ეხვევა, ისე თითქოს სულ მალე მის სხეულში შეიმწყვდევდეს და ერთი გახდებოდნენ. მარიტა მშვიდდება, ირაკლის მკლავებში იმ უსაფრთხოებას პოულობს ბავშვობაში გამუდმებით რომ ეძებდა ხოლმე. იმ სახლს მისთვის მათე და დედა რომ არიან, ახლა კი ირაკლიც. ირაკლი თავზე ჰკოცნის და ხელს თმაზე უსვამს. მოგვიანებით ისინი მოაჯირს მიყრდნოებილები, ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მდგარები არია. მარიტა დაწყნარებულაი და ირაკლისთან ერთად კიდევ ერთ ღერ სიგარეტს ეწევა.
-მაინც არ მეტყვი?
-არაფერია ისეთი, საგანგაშო. მერე მოგიყვები.
-როდის ხელებში რომ ჩამაკვდები ნერვიულობისგან?
-იკა კარგი რა- ცხვირის წვერს მხარზე უსმევს და თავს მის ხმარს აყრდნობს. ირაკლი ვერც კი ეჩხუბება ისეთი მშვენიერია იმ წამს გოგო.
-ასე მის გამო ხარ?
-ვის?
-იმ მეორე ადამიანის? მოგწერა?დაგირეკა? რამე მოხდა?
-არა, ირაკლი. გეფიცები ის აფარერ შუაშია.
-კარგი მჯერა.
-მოდი შევდიდეთ არ გინდა.
-კარგი.
-ხომ მეცეკვები?
-დაუსრულებლად.
.........................................
იაკობის მესიჯიდან ერთი კვირა გადის, მარიტა ლექციაზეა. მის საყვარელ ლექტორს უსმენს როცა მისი, ვიბრაციის რეჟიმზე დაყენებული, ტელეფონი ბზუილს იწყებს, ითიშება და მესიჯი მოსდის.
“ ნიკომ ქორწილში აჩუქა არა ბინა? სასაცილოა, როგორ განსაზღვრავთ ყველაფერს კანონით. მოიცა, ჩვენ ხომ ქონება ორად უნდა გაგვეყო?! ან შორენას დაელაპარაკები და მოაგვარებ ამ საქმეს, ან არა და შენს ბიჭს იმას მოვუყვები რისი ცოდნაც არ ენდომებოდა.”
მარიტა შეშდება და ტელეფონი ხელიდან უვარდება. ლექტორი მის გაქვავებულ სახესა და აცახცახებულ სხეულს უყურებს.
-მარიტა კარგად ხარ? მარიტა!
მაგრამ მარიტას არაფერი ესმის. წამის მერე, ჯერ ისევ პანიკურ შეტევასთან ბრძოლაში მყოფი, აკანკალებული ხელებით კრეფს მაგიდაზე დაწყობილ ბოლოკნოტებს, მობილურს , კალამსა და გომბრიხის წიგნს, ჩანთანს დაუდევრად იგდებს მხარზე ,ისე რომ ცალი სახელო ძირს ვარდება და დარეტიანებული გადის ლექციიდან. კაცი მას გაჰყურებს, მერე ბავშვებს რომლებიც ასევე გაოცებულები უყურებენ ჯგუფის ყველაზე მონდომებული მოსწავლის გაქცევას.
- ბესო არ არის?
კაცი თვალს ავლებს აუდიტორიას , მაგრამ ბიჭს ვერ ამჩნევს.
-ვინმე გაჰყევით.
უკანა რიგიდან გოგო დგება და გადის. მარიტას ახლოს არა მაგრამ სხვებზე უკეთ იცნობს. ვერსად პოულობს, რადგან წითური უკვე ავტობუსში ზის და თავს ვერ აკონტროლებს, რომ არ იტიროს. სახლში რომ მიდის მის და ბედად არავინ ხვდება, ამიტომ აბაზანას წყლით ავსებს და შიგ წვება, მერე სუნთქვას იკრავს, წყლის ქვეშ ჩადის და მთელი ხმით ყვირის. როგორ ეზიზღება ეს კაცი. უმაქნისი ღორი, რომელიც წლების შემდეგ მათ მშვიდ ცხოვრებაში გამოჩნდა და ისევ მარიტას წილ ცხოვრებას ურევს. არა ასე ჯობია! მათეს არ გაეკაროს! არც შორენას! დაე მისი ცხოვრება დაანგრიოს, ოღონდ მათ არაფერი უთხრას, არ ანერვიულოს. ეს ბინა მარიტასთვის ყველაფერია, ასე უაზროდ შანტაჟებით ვერაფერს უზავს, ვერ დაიყოლიებს მის გაყიდვაზე. აქ ხომ 22 წელი გაატარა. ირაკლის კი რას ეტყვის განა ასეთს? დიდი დიდი ის რომ ქეთი უყვარს, რომ ქეთია ის მეორე ადამიანი. ირაკლიმ ისედაც იცის რომ სხვაც უყავრს, უფრო სწორად იცოდა, ახლა აღარ არის დარწმუენბული უყავრს თუ არა ქეთი, ან კი ირაკლის ახსოვს მისი როგორც მესამე პირის არსებობაზე რამე?!

სამი დღის შემდეგ.

”ტიკ-ტაკ, დრო იწურება ძვირფასო შვილო. ან 35000 დოლარს იშოვით და მომცემთ, ან სახლს გაყიდით და ნახევარს გადამიხდით. რა მოხდება რომ არა? მათეს ცხოვრებას გავუმწარებ და გაყურებინებ შენი ტყუპისცალი როგორ იტანჯება, შენს ბიჭს კი როგორც გითხარი იმას მოვუყვები რისი ცოდნაც არ ენდომება.”
-ნეტავ მოკვდებოდე იაკობ! ჯოჯოხეთშიც წასულხარი შენი მანიპულაციებითა და ჰაერზე გამოკიდებული ლაპარაკით. კაპიკადაც კი არ ღირს შენი სიტყვები.
გაბრაზებული ყვირის ჰუდს სწრაფად იცმევს და სახლიდან გიჟივით გარბის. გონება უნდა გაიწმინდოს, მისგან უნდა დაისვენოს და მისი სულელური მესიჯებისგანაც. ტელეფონს სახლში ტოვებს და თავზე ქუდწამოხურული, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მიიწევს ოპერისკენ. იქ პატარა პარკში ჯდომა უყვარს ხოლმე, ან პარლამენტის უკან პარკში. მარიტა დაღმართზე ეშვება და თავჩაღუნული მიდის, როცა ვიღაც მკლავში ავლებს ხელს. გოგო პანიკდება და ისტერიულად ცდილობს უცნობის შემოხვეული ხელისგან თავის დაღწევას. მის სახეს რომ ხედავს დუნედება და ერთიანად ბიჭის მკლავებში ვარდება.
-ღმერთო ისე შემეშინდა ირაკლი.
-სად მიდიოდი? ვიფიქქრე გნახავდი და აგიფეთქე ტელეფონი, მაგრამ არ აიღე. არ გესმოდა?
-სახლში დავტოვე.
-რატომ?
-უბრალოდ ფიქრებისგან თავისდაღწევა მჭირდება. მათი გაოყენება , დახარჯვა და მერე გაქრობა. ასე ყველაფერი უფრო მარტივი იქნება.
-მოდი პარკში დავჯდეთ.
ხელს ჰკიდებს და გზაზე მასთან ერთად გადაჰყავს. ირაკლიმ უკვე ზუსტად იცის რომ რაღაც ხდება, რაღაც ისეთი რაც მარიტას აწუხებს, მაგრამ ხმამაღლა ვერ ამბობს. ასე გაგრძელება აღარ შეუძლია, რადგან მთელი დეკემბერია გოგო გიჟს გავს, იმ ინციდენტზეც გაიგო ბესოსგან, ლექციიდან პანიკით რომ გამოიქცა და გოგოზე ფიქრს ვერა და ვერ წყვეტს. შეიძლება მათემ და შორენამ ან თუმდაც ქეთიმ და ბესომ ვერ შეძლონ მისი “კარგად ვარ” სახის და მართლა კარგად ვარ სახის აგრჩევა, მაგრამ ირაკლიმ ეს უკვე ისწავლა. ზუსტად იცის როდის აჩვენებს თავს ყვეალს კარგად და ბედნიერად მარიტა, ტკივილს მალავს , დახმარებას არ ითხოვს და როდის არის მართლა სუნთქვის შეკვრამდე ბედნიერი..
ისინი პარკის სკამზე სხდებიან, მარიტა როგორც ყოველთვის, ფეხმორთხმით, ირაკლისკენ მთელი ტანით მიტრიალებული, ბიჭი კი ოდნავ გვერდულად, რომ გოგოს სახეს კარგად ხედავდეს.
-მოყევი.
-არ მინდა.
მარიტა დუდღუნებს და ჰუდის სახელოს აწავლებს თითებით.
-გთხოვ ბლუმ.
ირაკლის ხმა სავსეა ტკივილით და ტანჯვით. არ შეუძლია მშვიდად უყურებდეს მარიტას პანიკურ შეტევებს, ნერვიულობას, ტირილს და ღამის თენებისგან ჩასისხლიანებულ თვალებს.
- გევერდები უბრალოდ ილაპარაკე. ხომ ყველაფერი კარგად იყო? ბედნიერი იყავი და ახლა.. გთხოვ უბრალოდ მითხარი რომ ჩემი ბრალი არ არის.
-არ არის. შენ არაფერ შუაში ხარ. ის უბრალოდ გამოჩნდა ამდენი წლის მერე და ყველაფერს ისე ურევს როგორც ყოველთვის ურევდა ხოლმე.- ტირილი უვარდება საუბრის დროს და ცვირს ზედის სახელოთი იწმინდავს.
-ვინ? მარიტა ვიზე ამბობ?
-იაკობზე.
ძირს დახრილ თვალებს შეყვარებულისას უსწორებს და მის ხელს თავისში იქცევს როგორმე რომ დამშვიდდეს, ირაკლიც ცერს ხელის ზურგზე უსმევს და მარიტა შუბლით მის მხარს წინგადახრილი ეყრდნობა.
-მამაშენზე?
-ხო.
-რა უნდა.
-მწერს, მაშანტაჟებს, მაიძUლებს შორენას დაველაპარაკო ბინის გაყიდვაზე. მაგრამ მისი შანტაჟი უაზროა.
-რით გაშანტაჟებს?
ირაკლი ჯერ ისევ მექნაიკურად საუბრობს , რადგან შოკშია, ყვეალფერს ელოდა მარიტას მამის ისევ გამოჩენის გარდა.
- რომ რაღაცას გეტყვის რისი ცოდნაც არ გენდომებოდა. არ ვიცი , მართლა არ ვიცი რას გულისხმობს.
-მოდი აქ
მარიტას ხელებს ხვევს და ძლიერად ეხვევა.
-უბრალდ მისი ნომერი დაბლოკე.
-სხვა გზას გამონახავს რომ დამაშინოს, რომ ცხოვრება გამიმწაროს. დღეს მომწერა მათეს ცხოვრებას გავუმწარებ და გაყურებინებ შენი ტყუპისცალი როგორ იტანჯებაო. ვერასოდეს მაპატიებს რომ დედას მის ღლატზე ვუამბე , მე კი ვერასოდეს ვაპატიებ მათესთვის გაწნულ სილასა და დარტუმულ მუშტს. ის მამის გარდა ყველაფერია.
-ჩშშ, ყველაფერი კარგად იქნება ბლუმ.
მარიტა მას სორდება და ცრემლებს იწმდენდს. მერე ჩაფიქრებული ეკითხება ირაკლის.
- კარგი დაუშვად დავბლოკე, რომ დამხვდეს სადმე?
-მე გატარებ ყველგან.
თავის თავში სრულიად დარწმუნებული უცხადებს მარიტას. მისი სიმშვიდის და უსაფრთხოების გამო მზად არის თავისი დათმოს. არასოდეს ეგონა ვინმეს ასე თუ მიეჯაჭვებოდა, ვინმე ასე ძლაიან თუ ეყვარებოდა რომ მისთვის არა თუ სიკვდილისთვის იქნებოდა მზად არამედ თავადაც შეეძლებოდა მეოკლა. მარიტა ფიქრებისგან აფხიზლებს, ასრუტუნებული, დაღლილი ხმით რომ ეკითხება.
-როდემდე?
-სიცოცხლის ბოლომდე.
- ნუ მაიმუნობ.
-არ ვმაიმუნობ სერიოზულად გეუბნები. ჭამე რამე დღეს?
მარიტა უარყოფის ნიშანს თავს აქნევს და სხვა მხარეს იხედება.
-გინდა მაკში ან ვენდიში წავიდეთ? ან სადემ ატრიის საჭმელად?
-მინდა.
-სად?
-ვენდიში. ბეკონჩიზს შევჭამდი.
-წამოდი.
ირაკლი გოგოს ფეხზე აყენებს და ავტობუსის გაჩერებამდე ერთად მიდიან. მერე კი ჭავჭავაძის ვენდისში. მარიტა ნელ-ნელა ხასიათზე მოდის და ხვდება რომ , რომ არა ირაკლი, როემლცი მოულოდნელად გამოჩნდა ალბათ ახლაც პარში იჯდებოდა ატირებული. ირაკლის ჭამისას ტელეფონი ურეკავს და ჯიბიდან იღებს. ეცინება.
-შენი ძმააა. ალბათ შენ რომ არ აიღე იმიტომ მირეკავს.- მარიტა ბურგერს კბეჩს და ცალყბად იღიმის- ხო მათე?
-მარიტა ხომ არ იცი სადაა? ოთახი მინგრეულ მონგრეული დამიხვდა და ტელეფონიც სახლში აქვს.
-ჩემთანაა. არ ინერვიულო.
-კარგადაა?
-კი ახლა უკეთაა.
-რა მოხდა?
-მოგიყვები მერე.
-რას მოუყვები გააფრინე შენ?>
მრიტა ჩუმად უცაცხანებს რაგდან არ უნდა მათემ იაკობზე რამე გაიგოს.
ირაკლი რომ ყურმილს კიდებს მის ხელს ტავისაში იღებს და საწყალი თვალებით უყურებს.
-გთხოვ არ უთხრა , ინერვიულებს.
-მხოლოდ შენ არ უნდა იტანჯებოდე.
-მირჩევნია მტელი სამყაროს ტვირთი მხრებზე მაწვეს ვიდრე შორენა და მათე ანერვიულებული ვნახო.
-არ შეიძლება მუდამ შენ იღებდე მტელს პასუხისმგებლობას, ბევრ რამეს აძალებ თავს მარიტა და არ დავუშვებ რომ ასე გაგრძელდეს. იაკობი თუ გამოჩნდება მე მივხედავ.
-როგორ ? ბესოსავით?
-ბესოზე უკეთ ვიქნევ მუშტებს.
-ირაკლი.
-რა?
-არაფერი.
სხვა მხარეს იხედება და ჩუმდება.
........................
მთელი კვირა მართლაც ირაკლის დაჰყვას სახლიდან უნივერსიტეტში, უნივერსიტეტთან ხვდება და სახლში მიჰყავს, ან ქეთისთან, თუმცა მარტოს არ ტოვებს და შორიახლოს ტრიალებს ხოლმე.

: ბლუმ უნივერსიტეთან ვერ გავაჩერე მანქანა და ცოტა ზევით ასვლა მომიწია, ახლავე ჩამოვალ.
:არაუშავს სად დააყენე მითხარი და ამოვალ.
:დარწმუნებული ხარ?
:კი.
ირაკლი გუგლმეპის ლინკს უგდებს და მარიტაც მისი მითიტებებით მიდის, მოსაღამოვებულია და ოდანავ სცივა კიდეც რადგან კაბით წამოვიდა . ხელები ქურთუკის ჯიბეშიაქვს ჩაწყობილი და ისე მიაბიჯებს ქუჩაში. მერე ჩანთაში ქექვას იწყებს სიაგრეტის საპოვნელად და ზუსტად იმ წამს როცა პოულობს ვიღაცას ეჯახება.
-მაპატ...
სიტყვა შუაზე უწყდება როცა მის წინ ასვეტილ იაკობს აწყდება, რამდენიმე ნაბიჯს უკან დგავს და თვალებით ირაკლის მანქანას ეძებს.
- კარგია რომ აქ შეგხვდი, არა და მთელი კვირაა გელოდები როდის გამოივლი.
-რა გინდა? შემეშვი იაკობ!
მარიტა გაღიზიანებული ეუბნება წითურ კაცს და მისთვის გვერდის ავლას ცდილობს, თუმცა მამადწოდებული კაცის მკლავში ჩაფრენილი ხელი აჩერებს და მისი სისინის მსგავსვი ხმა აქვავებს.
-გგონია თუ ნომერზე დამბლოკავ ვერ შევძლებ შენს პოვნას?!არ დაგავიწყდეს მამაშენი ვარ!
-მამაჩემი მკვდარია!
მარიტა ყვირის და ცდილობს ხელი გამოგლიჯსო, თუმცა არაფერი გამოსდის.
-როგორ ბედავ?!
კაცი კბილებში სცრის და მარიტას ხელისს ერთი მოქნევით აჯახებს შენობის კედელზე, გოგოს ტკივილისგან ზურგი და მხრები ეწვის და ოხრავს. მერე სახეზე ცინიკურ ღიმილს იფარებს და ისე ეუბნება.
-როგორც ხედავ მამა
ბოლოს სიტყვები ისეთი ცივია მშობლები რომ ვერასოდეს გაიგონებენ ასე წარმოთქმულ მათი სტატუსის აღმნიშვნელ ტერმინს. მარიტა შინაგანად კანკალებს და ყვირის რომ უშველონ, მაგრამ იაკობის თვალში ის ჯერ ისევ აჯანყებული მშვიდი გოგოა რომელსაც წყობიდან ვერ გამოიყვან. სტკივა მაგრამ ამ ტკივილზე მოგვიანებით იფიქრებს, როცა ვინმე იაკობის მკლავებიდან დაიხსნის. თუ კი ვინმე გაბედავს ამ გაავებული სვავის კლანჭებიდან გოგოს გამოგლეჯვას.
-შე პატარა... ასე უბრალოდ ვერ მომიშორებთ.
-იმას რასაც ითხოვ ვერასოდეს მიიღებ. არცერთი კანონი არ მოგცემს ამის უფლებას. მე და ჩემი ოჯახი კი ვიღაც ღორის გამო ქუჩაში არ ვიცხოვრებთ.
მარიტა გრძნობს როგორ ეწვის ლოყა, ესეც მეორე დარტყმა, ისევ სწორი ბავშვისთვის.
-ისევ სწორ ბავშვს დაარტყი. გილოცავ თქვენ წლის მამა ხართ.
იაკობი მკლავზე ხელს მტკივნეულად უჭერს.
-გამიშვი.
-ვერავინ გიშველის. ვერც შენი ბიჭი.
იაკობმა მუშტი მარიტას სახესთან ძალიან ახლოს კედელს მიარტყა, რაზეც გოგო შეკრთა, თვალები მაგრად დააჭირა ერთამნეთს, სახე გვერდზე მიატრიალა და მოიბუზა. ახლა უკვე თავს ვეღარ აკონტროლებდა. იაკობის მხარზე ჩაფრენილი ხელი ლამის იყო ხორცში შესჭროდა და ძვლამდე ჩასულიყო, დარწმუნებული იყო დიდხანს დარჩებოდა დალურჯება.
-შენ რომ ენისთვის კბილის დაჭერა შეგეძლოს და ისე მოქცევა როგორც შვილები უნდა იქცეოდნენ საუკეთესო ქალიშვილი იქნებოდი.
-გამიშვი.
-ვის დახმარებას ელი ძალიან მაინტერესებს?
ირონიულად და ბოროტად იცინის, ხელს კი უდრო მეტად უჭერს. ქუჩაში მანქანები მოძრაობენ , მაგრამ მარიტას საშველად არავინ აჩერებს, ან რისი იმედი აქვს... მერე უცბად შავი მერსედესი მათთან ამუხრუჭებს, ზუსტად მაშინ როცა იაკობი კიდევ ერთხელ უღერებს ხელს გოგოს და თან მეორე ხელით ძლიერად იჭერს. მანქანის კარს ლამის გლეჯენ ისე აღებენ და იქიდან გაცოფებული ირაკლი გადმოდის. მარიტას ყველაფერი თვალწინ უდგას და მოგონებების, პლუს იმ სიტუაციის გამო რაშიც თავი ამოყო მოქმედებას კი არა ხმის ამოღებასც ვეღარ ახერხებს. ირაკლის თვალებში კი მრისხანების გარდა ვერაფერს შენიშნავ, თუ იმ მომენტს არ ჩავთვლით უმწეო მარიტასკენ რომ გაურბის წამით მზერა. იაკობის იქვე , იმ ადგილასვე მიხრჩობა უნდა.
-ხელი გაუშვი ნაბ*****ო!
ირაკლის ხმა ჰაერს ხმალივით ჭრის და იაკობი მისკენ იხედება. უტიფარი მზერით ათვალიერებს ბიჭს, მაგრამ მარიტას ხელს მაინც არ უშვებს.
-შენ ვინ გკითხავს ბიჭუნა!
-ხელი გაუშვი მეთქი! მესამედ აღარ გაგიმეორებ!
იაკობი ხელს ცივად უშვებს თუმცა უკან ნაბიჯსაც არ დგავს. ირაკლი გოგოს მკლავებში აფრინდება, მერე სახიდან თმას უწევს და განსხვავებული, დამთბარი ხმით ეკითხება.
-კარგად ხარ? რამე დაგიშავა?
მარიტა ხმას ვერ იღებს, მხოლოდ ირაკლის უყურებს, უსიტყვოდ უემოციოდ. მერე ირაკლი იაკობისკენ ტრიალდება და გაბრაზებული ამბობს.
-მასთან მიახლოვებულიც კი არ დაგინახო!
- ეს ოჯახური საქმეა და შენ არავინ არაფერს გკითხავს.
ირაკლი მარიტას ზურგსუკან იყენებს და იაკობისკენ ერთ ნაბიჯს დგავს, რაზეც ის უკან იხევს. ბიჭი წარბებს მაღლა სწევს.
-აა ოჯახური საქმე არა? თან მე არავინ არაფერს მკითხავს?! ესა შენი გზა სიყვარულის და სიახლოვის საჩვენებლად! ძალადობა? დაშინება? გოგოს კუთხეში მომწყვდევა? დამიჯერე როცა ვიღაც ჩემს შეყვარებულს ეხება, თანაც ასე , კარგად არ სრულდება!
-შენი შეყვარებული? აჰ ანუ შენ ხარ- ჩაფიქრებული, ისევ ირონიით ამბობს და ირაკლის თვალებში უყურებს.- წარმოდგენა მაინც თუ გაქვს მე ვინ ვარ?
- დამიჯერე ზუსტად ვიცი ვინც ხარ და შენთვისვე აჯობებს ახლავე გაეთრიო აქედან თუ არ გინდა ცემაში ამოგხადო სული!
- ოუუუ ამას დამიხედეთ, როგორი ლეკვი ჰყოლია ქალბატონ მარიტას.- გოგოსკენ იხედება, მერე ისევ ირაკლის უყურებს- მემუქრები?
-მხოლოდ გაფრთხილებ.
-რომ არ წავიდე? ჩემ შვილთან რომ დავრჩე.
-რომ არ წახვიდე?
-ხო რომ არ წავიდე?
ირაკლი მუშტს მაგრად ჰკრავს და ერთი მოქნევით იაკობს ცხვირს უტეხს, კაცი ბარბაცებს და ხელს გასისხლიანებულ ცხვირზე იდებს, თან ისევ უტიფრად იცინის.
- ეს მხოლოდ დასაწყისია
ირაკლი წყობიდან გამოსული ეუბნება, საყელოში ავლებს ხელს, ასფალტზე ანარცხებს და რამდენჯერმე გამეტებით ურტყავს სახეში. მარიტა გონს მოდის და ირაკლის მხარზე ეჯაჯგურება.
-ირაკლი გთხოვ. გაუშვი გევედრები, ხომ იცი რა ნაგავია შარს მოდგებს. გეხვეწები იკა, სახლში მინდა.
მარიტას ატირებულ ხმასა და ბოლო სიტყვებზე ირაკლი სწორდება, ფეხს ძლიერად ურყასვ მუცელში და ზურგს აქცევს. ამრიტა მანქანამდე თავის ხელზე დაყრდნობილი მიჰყავს, ღვედს უკრავს და მერეღა ამჩნევს რომ იაკობი წასულია. მანქანას გიჟივით ატარებს, რადგან სიბრაზე ჯერ ისევ არ ჩამცხრალა. მარიტა გადაყვლეფილ ხელზე ხელს კიდებს და ტუჩებთან მიაქვს, რაზეც ირაკლის ტირილი უვარდება და მანქანას გევრდზე აყენებს. მისკენ რომ ტრიალდება ამჩნევს რომ მარიტას თვალები ტირილისგან დასისხლიანებული აქვს. მანქანაში ჩაჯდომის წამიდანვე ტიროდა, მაგრამ ისე ჩუმად რომ ვერ შეამჩნია. ამის გამო თავზე ბრაზდება.
-მაპატიე ბლუმ-მის ხელებს ხელში იქცევს და უკოცნის-მაპატიე რომ ვერ დაგიცავი, დაგპირდი არ დავუშვებ რომ რამე მოხდეს თქო და ვერ შევასრულე.
-შენ ხომ მოხვედი.
-დავაგვიანე.
-მთავარი ის არის რომ კარგად ვარ და შენს გვერდით ვარ იკა. მადლობა
-აღარ დავუშვებ მოგიახლოვდეს. მოდი პოლიციაში წავიდეთ და შემაკავებელი გამოვაწერინოთ.
-ვიფიქრებ მაგაზე.
სახეს სხვა მხარეს ატრიალებს, მაგრამ ირაკლი აიძულებს რომ შეხედოს.
- ჩემთან დარჩი კარგი? ეგ ფიქრები გამორთე. არაფერი მომხდარა და რაც მოხდა წარსულში დარჩა, მეტჯერ ვეღარ შეგეხება გპირდები.
-რატომ ხარ ასეთი კარგი?
წითური ისვე ტირის და ირაკლიც მის თავს მკერდზე იკრავს. თავზე ჰკოცნის და ცდილობს ნანახზე არ იფიქროს. ცდილობს არ იფიქროს იმაზე რამდენად ცუდი მამა უნდა იყო შვილს ასე რომ ექცეოდე. ის ხომ ბოლოს და ბოლოს მისი ოჯახია. მაგრამ ოჯახი წლების წინ დაინგრა. ალხა ირაკლია მარიტას სახლი და სიმშვიდე, მარიტას საყრდენი წერტილი და ეს ბიჭმაც კარგად იცის. იცის რომ რაც არ უნდა მოხდეს გალდავას მასზე დაყრდნობა შეუძლია.
-შეიძლება შენთან დავრჩე.
მარიტა თავს სწევს და თვალებში უყურებს. ირაკლი ტავს უქნევს და ამატებს.
-კი , კი რა თქმა უდნა. მოვითხოვ კიდეც.
-ლიზი სახლშია?
- კი, არაუშავს, მაინც ხომ იცის რომ ერთად ვართ. ისიც რომ სექსიც გვაქ, სულელი არ არის რომ ვერ მიხვდეს.
-წავიდეთ რა მაშინ, ოღონდ მომხდარზე არ უთხრა.
-მათეს და შორენას ეტყვი იცოდე!
-კარგი.
მანქანას ქოქავს და მარიტა სახლსი მიჰყავს. რომ შედიან ლიზი ესალმებათ და გახარებული ეხვევა გოგოს. მარიტა კი თავის უკვე მრავალგზის დაჩვეულ ბედნეირ ნიღაბს ირგებს, ბავშვს ეთამაშება, ლიზისთან ერთად ყავას სვავს და ეჭორავება მერე ეუბნება აქ რომ დავრჩე ხომ შეიძლებაო და ლიზიც რა თქმა უნდა თანხმდება.
ირაკლი აივანზე გადის და შორენას ურეკავს.
-გამარჯობა.
-გამარჯობა საყვარელო, რამ გაგახსნეა ჩემი თავი?
-შეიძლება მარიტა დღეს ჩემთან დარჩეს.
-ეს უკვე მომწონს აღარ მიმალავთ.
-კარგით რა.
ეცინება და მოაჯირს ხელით ეყრდნობა.
-დარჩეს.
შორენამ იცის რომ აზრი არ აქვს რამის დაშლას, ასე რომ ურჩევნია იცოდეს მისი შვილი სად და ვისთან ერთადაა, დაახლოებით რას აკეთებს ვიდრე რამეს უმალავდეს.
-მადლობა.
-რა სისულელეა, მიმიხედე იცოდე.
-რა თქმა უნდა. ხვალ მე გამოვიყვან სახლში.
-უკვე გითხარი რომ ძალიან მომწონხარ და კარგი შეყვარებული ხარ?
-რამდენჯერმე.
- კარგი წავედი ირაკლი სასწრაფო მოვიდა და მეჩქარება.
- მშვიდობიანი ღამე შორენა.
- მეეჭვება გამოვიდეს, თქვენც.
ყურმილს კიდებს და ცოტახნით რჩება, მერე ოთახში შედის სადაც მარიტა უკვე საწოლში მწოლიარე ხვდება და გვერდზე უწვება. მარიტა მაშინვე მის მკლავებში ექცევა და ტავს მკერდზე ადებს. მერე სიცილით ამბობს.
-გიჟური დღე გამოვიდა.
-რა გაცინებს გოგო!
-აბა ვიტირო.
-არა ოღონდ ეგა არა.
შუბლზე ჰკოცნის და წელზე ხელს უფრო მეტად ხვევს. მარიტას მისი პიჟამოები აცვია და ამაზე ეღიმება.
-შენი აზრით ლიზი ძან მიხვება ახლა მე რომ...
- ვის ადარდებს.
დამტავრებას არ აცდს გოგოს ისე ჰკოცნის ტუჩებში და ზემოდან ექცევა. მერე როცა კოცნას და მის ფეხებზე ხელების ფათურს რჩება ზემოდან უყურებს და ისე ეკითხება.
-რამდენი ხანი გავიდა?
- არ ვიცი მგონი თვეზე მეტი.
ღიმილით პასუხობს და ზედის ქვეშ ხელებს უცურებს რომ გადააძროს. ირაკლის ის მომენტები უყვარს როცა მარიტას ვერ აკონტროლებს, როცა გოგო მზადაა ყველაფერი შემაოხიოს ოღონდ სრულიად მისად იგრძნოს.
დაძაბული დღის სემდეგ მშვიდი ღამეა, მარიტას შიშველს სძინავს ირაკლის მკლავებში გამომწყვდეულს, რომელბიც საბანზე მეტად ათბობენ, ირაკლის ორივე წყვილი პიჟამო იატაკსა და საწოლის ბოლოში ყრია და ქუჩიდან დროდადრო სუსტად აღწევს მანქანებისა და გვიან გარეთ გამოსული ხალხის ხმა. თუმცა ისინი ერთმანეთის მკლავებში ნაპოვნ უსაფრთხო ადგილში არიან თავშეფარებულები და სიზმრებშიც კი ერთმანეთს ხედავენ.



№1  offline წევრი სალო13

რაა კარგია ირაკლი.
ყველას გოგოს უნდა ჰყავდეს ასეთი მეორე ნახევარი .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent