სასჯელად ნაპოვნი სიყვარული (სრულად)
პროლოგი აწმყო იდუმალ სიჩუმეში ექოდ გაისმა გასაღების გადატრიალებისა და კარის გაღების ხმა . შევიდოდა და იტყოდა ,,სასამართლოში შევხვდებით",მაგრამ პირი გააღო თუ არა ერთი ბგერაც ვერ წარმოთქვა , ფეხები უკანკალებდა.მთელ სხეულში საშინელ დაჭიმულობას გრძნობდა ,რომელიც აქამდე უცნობი ჭაობიდან მოდიოდა. გულის სიღრმეში იცოდა რომ ეს დღე დადგებოდა, არ შეიძლება მუდმივად მოღალატეს თავად არ უღალატონ, თავს მაინც ბურანში გრძნობდა . სარკის წინ იდგა, უცნაურია,რომ არცერთი ცრემლი არ ჩამოვარდნილა. კიდევ უფრო უცნაურია ის ,რომ იცოდა ყველა მასზე გიჟდებოდა , დემეტრე იშხნელმა კი არარაობაში გაცვალა. არარაობა ხმამაღალი ნათქვამი იყო ,აშკარას ლამაზი იყო ფიტოებზე ასახული ქალი ,თუმცა მაღალ წრეებსა და საზოგადოებაში ცნობადი არა . ვერ იგებდა ნებისმიერი არარაობა იქნებოდა მისთვის თუ მხოლოდ ის ერთი,რომელიც ფოტოებზე იყო ასახული. იმ ღამეს დემეტრე იშხნელი პირველად სხვაგან ათენებდა , მის საძინებელში კი მესამე ღერ სიგარეტს ეწეოდა ქალი ... საგათენებლოდ, ექვსის შვიდ წუთს უჩვენებდა საათი როცა დაბრუნდა ,კვლავ ეღვიძა თეოდორას. - როგორი გრძნობაა სახლში დაბრუნდე სხვა ქალის სურნელში გაჟღენთილი .- ერთი სიტყვაც არ უთქვამს სიბნელეში გაჟღერებული ბრალდების უარსაყოფად . სამზარეულოში ყავის მზადებას შეუდგა , ზუსტად ის ფინჯანი ააცალა და კედელს შეანარცხა. -ნიტას გააღვიძებ.-ზედმეტად მშვიდი ხმა ჰქონდა. -არ გაბედო და არ მითხრა რომ გიყვარვარ !შეიძლება ადრე გიყვარდი ,მაგრამ დიდი ხანია აღარ , ყოველ შემთხვევაში იმდენი რაც სხვა ქალთან ხარ .ან როდის აქედან გიჟდები წითურებზე?- თმაგაშლილი და პენუარის ამარა ისეთი ლამაზი იყო , აღიარების სიტყვები ვეღარ შეაკავა : - შენ თუ გყვარებივარ ოდესმე? იმაზე გიჟდები რომ შეიძლება შენს გარდა სხვას შეხედოს შენმა ქმარმა და არა იმაზე რომ საყვარელმა კაცმა გიღალატა,რადგან შენ ეგ ტიტული ჩემთვის არასდროს მოგინიჭებია. -ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ! - შენი აზრით როგორი გრძნობა როცა იცი ვერასდროს ვაჯობებ ანდრიას ,ცდასაც კი აზრი არ აქვს ,რადგან გარდაცვლილებს არ ებრძვიან! -არ გაბედო მასზე საუბარი!-ჩაწითლებულ თვალებში ჩახედა -მთვრალი ხარ? რა თქმა უნდა ,შენ მხოლოდ მაშინ გახსენდება ის, ღალატს გამართლება არ აქვს ... - მე არ მიღალატია. -ისეთი ხმით შეაწყვეტინა თითქოს ორი წუთის წინ სხვა წყვილი ყვიროდა მათ სახლში- ამას შენც მშვენივრად მიხვდებოდა რომ არ გინდოდეს სხვა რამე დაიჯერო. პ*რნოგრაფია ჩაგიგდეს?თუ დაკვირდები ყველა ფოტოში ბეჭედი მიკეთია , უბრალოდ ერთი მაგიდის საპირისპირო მხარეს ვსხედვართ და დეტალებს განვიხილავთ .შენ სხვა რამეს ხედავ ? -ბეჭედი არაფერს აკავებს - არადამაჯერებლად გააქნია თავი -მე არ შემიძლია ღალატი და შენ ეგეც არ იცი ჩემზე , გირჩევნია დაიჯერო რომ გიღალატე ,რადგან უფრო მარტივი იქნება ყველაფერი . იცი რა არის ღალატი?როცა 3 წელია ჩემი კანონიერი ცოლი ყველა მნიშვნელოვან დღეს მის საფლავზე ატარებს , ის რომ ვიცი სურნელი რომელიც ტანზე ასდის სხვა კაცის კი არა მიწისაა , რომელშიც ყვავილები დაურგო ,მაგრამ მე ვერასდროს ვარდით ,იასამნით, გვირილებით ,უბრალო მინდვრის ყვავილებით შენი გაღიმებაც კი ვერ შევძელი.იქნებ ისიც ღალატია როცა დამაძინებლებისგან გათიშულს თუ მშვიდად გძინავს ,ვიცი მას ხედავ სიზმარში . -გაჩუმდი...შენ არ უნდა საუბრობდე მასზე -არადა ყველაზე მეტად მე მაქვს ამის უფლება ,ფიზიკური თუ არა სულიერი ღალატი მაინც ხომ არის?-ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ სიტყვებს ვეღარ ზომავდა. -მაგაზე მაშინ გეფიქრა როცა ჩემს ცოლად მოყვანას თანხმდებოდი. - შედი საძინებელში და მშვიდად დაიძინე , გინდა სესილისთან დაგაკავშირო ?თუ არ ვიცი ინსტაგრამზე დასტალკავ.-ახლიდან დაიწყო ყავის მზადება ,კარის მიჯახუნებაზე მიხვდა რომ დილამდე მომდევნო ჩხუბი გადაიდო. თავი 1 წარსული 25 წუთი დაიგვიანა ვახშამზე იშხნელების ვაჟმა , არადა კახიმ სამი დღით ადრე დაიწყო მზადება ძველი პარტნიორის ოჯახის მისაღებად . -რა არაპუნქტუალურობაა, ისედაც წასვლას ვაპირებდი .-გადაუჩურჩულა გვერდით მჯდომ ბებიას . შემოსულმა , რომელმაც თითქოს თეოდორას ტუჩების მოძრაობით ამოიცნო გიგონას უკმაყოფილება , შავ თმაზე ხელი გადაისვა , სუფრასთან შემოსხდართათვის თქვა,თუმცა კვლავ მხოლოდ მას უყურებდა: - ბოდიში დაგვიანებისთვის.- შამპანურის ორი ბოთლი დიასახლის მიაწოდა.-იმედია მაპატიებთ. - რას ამბობ შვილო,რას ამბობ, მთავარია მოსვლა მოახერხე. - ხელები გაასავსავა კახიმ . იგრძნო მის გვერდით როგორ დაიკავა ადგილი, კვლავ არ წყდებოდა ახალშემოსწრებულის გარშემო საუბარი,თითქოს მაგნიტივით იზიდავდა ყურადღებას . -თავს უფლებას მივცემ და ამ ერთ სადღეგრძელოს განსაკუთრებულად შემოგთავაზებთ, - როგორც ჩანს ის სამი ჭიქაც ეყო შეზარხოშებისთვის- მე წეღანაც ვუთხარი რამაზს , ახლაც განვმეორდები , საამაყოა ასეთი მიზანდასახული ვაჟის ყოლა,მითუმეტეს მამის გზას რომ ირჩევს.. -საკმარისზე უფრო მეტი ძალით სცადა სტეიკის დაჭრა, რადგან წესით მიზანდასახულობა არც თავად აკლდა ,უბრალოდ ვაჟი არ იყო და 23 წელი ამას ვერ შეგუებოდა ოჯახი. კვლავ ბებიამის გახედა:-ესე რა გაუჭირდა ბიზნესში რო მლიქვნელობაზეც გადავიდა...აქედან გამაღწევინე რა თეოო.-მავედრებელი მზერით შეხედა ,ქალს რომელიც არავისთან არ კარგავდა არისტოკრატულ მანერებს , ფეხზე ხელი მოუჭირა დუმილის ნიშნად . - აპირებ საქართველოში დამკვიდრდე და უცხოეთზე არ გაცვალო მშობლიური ქვეყანა ,ეს ორმაგად სასიამოვნოა დემეტრე , რაც შეეხება მარნის მშენებლობას , ბაბუაშენის ტრადიციის გააგრძელებას ,ალბათ იცი ჩემი ქალიშვილი- თეოდორა არქიტექტორია და ნებისმიერ დროს ვფიქრობ სიხარულით დაგეხმარება , როცა კი რამე დეტალის დაზუსტება მოგინდეს ,თუნდაც დიზაინთან დაკავშირებით. -მეგონა თეოდორა კომპანიაში მუშაობდა და კლიენტებს დამოუკიდებლად არ ეძიებდა. თანაც ამ ტიპის ნაგებობაზე მუშაობას განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება სჭირდება- ნერვები მოეშალა მამის შეუთანხმებელ შეთავაზებაზე , არ აპირებდა ვიღაცას ღვინის მარნის მშენებლობაში მიხმარებოდა ,მაგრამ ახლადმოსულის ეჭვი არასკმარის ცოდნაზე კიდევ უფრო არ მოეწონა. -ნამდვილად არ მჭირს საიმისო არაფერი რომ კლიენტების ძებნა დავიწყო , ისედაც არაერთი პროექტი მაქვს...არც გამოცდილებას ვუჩივი-ნიშნის მოგებით უპასუხა , საპასუხოდ ბიჭი ახლოს მიიწია და ისე რომ მხოლოდ მას გაეგო ყურთან ახლოს უჩურჩულა: - მაგრამ ხშირად შენ აზრს არ ითვალისწინებენ და უაზრო ნახაზებში გიწევს დროისა თუ ტალანტის გაფლანგვა. - მე ჩემი პროფესია მომწონს...- ისეთი ტონით განაცხადა რომ ცალსახა იყო ამ თემაზე შეკამათებას აზრი არ ჰქონდა მასთან, თან გადაწყვიტა ეს წუთიერი დაძაბულობა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა : -ბოდიშს გიხდით ,უნდა დაგტოვოთ ,სასიამოვნო იყო თქვენთან შეხვედრა .-გაბრიელის მშობლებს გადახედა და ის იყო გულში სიცილს აპირებდა , მასზე ოსტატი მსახიობი რომ გამოჩნდა სცენაზე: - ვერანაირად ვერ დავუშვებ ჩემი კომენტარის გამო დახმარებაზე უარი მითხრა , უხეშობა იქნება ჩემი მხრიდან , ამიტომ გამოსყიდვის მიზნით გთავაზობ მე დაგტოვებ საითაც მიდიხარ .- ისეთი ბარიტონით საუბრობდა რომ ან დემეტრეც აქედან გაქცევისთვის იყენებდა შესაძლებლობას ან უბრალოდ ხელისშემშლელი ფაქტორი იყო და სხვა არაფერი, მაგრამ თუ პირველი იყო მაშინ ,ბევრად უფრო ნატიფად ასრულებდა თავის როლს . -მადლობა მაგრამ იქიდან წამოსვლის გამო მირჩევნია ჩემი მანქანით წავიდე ... -უარი არ მიიღება.-ფეხზე წამოდგა და გასაღების ძებნა დაიწყო. სწორედ იმ საშინელი სიჩუმის ეშინოდა ,რომელიც იდგა მანქანაში მას შემდეგ რაც ადგილმდებარეობა უკარნახა : -არ მითხრა რომ არ გახსოვარ. - ბოდიში?!-კითხვასაც ჰგავდა და უხერხულობიდან თავის დაძვრენის საშუალებასაც,საათს დახედა, ერთი სული ჰქონდა ამ მანქანიდანაც გაეღწია და დათქმულ პაემნის დროს ადგილზე ყოფილიყო, არეული გრაფიკის გამო ისედაც იშვიათად ახერხებდა ანდრიასთან შეხვედრას -ერთ სკოლაში ვსწავლობდით. - მახსოვს , მაგრამ ჩემზე 3 წლით დიდი ხარ. -მეგონა ჩვენი სკოლის ფეხბურთის გუნდს ყველა გულშემატკივრობდა ,კაპიტანი ვიყავი. -ეს თავის ქება თავისთავადი მოვლენაა და დაუფიქრებლად ხდება თუ ? - არა,საკმაოდ ქარიზმატული ვარ ,თანაც საღამოთი წინასწარ ფურცელზე ჩამოწერა არ მჭირდება.- ოდნავ ღიმილით მიუგო და მოეჩვენა რომ ეს ,,კლიენტების მოზიდვა არ მჭირდებას "სამაგიერო იყო. -გამიხარდა იმის მოსმენა რომ მეხსიერების პრობლემები არ გაწუხებს ამ ასაკში და უბრალოდ დღის გეგმას ასრულებ -გააჩნია ,თუ შენნაირი ბუზღუნები მხვდებიან ,შეიძლება გადავაჭარბო კიდეც. -ბატონო?-შეიცხადა . მანქანაში ჰაერზე მეტი იყო გაბრიელს სურნელი ,უფროსწორედ სუნამოს სუნი, მითუმეტეს დუმილისას არ იცოდა სხვა რაზე უნდა გადაეტანა ყურადღება. -მიკვირს აქამდე რომ არ გადაკვეთილა ჩვენი გზები. -მე არა ,აშკარად ვერ ვეგუებით ერთმანეთეს. ამჯერად ბიჭმა ღიად გაიცინა : -წინასწარი დასკვნები ყოველთვის ზუსტი არ არის,ზოგჯერ ექიმებსაც კი ეშლებათ დიაგნოზი.-როგორც იქნა მანქანა დააპარკინგა -ორჯერ შეამოწმე დრო და იმედია რამე მნიშვნელოვან საქმეზე არ დაგაგვიანდა . - არაუშავრს.-შენიშნა რომ ანდრია კაფის შესასვლელთან იდგა ,მათ დანახვაზე კი გამოემართა .-მადლობა მოყვანისთვის. როგორც კი მანქანის კარები უნდა მიეხურა უკნიდან ხმა მოესმა: -მგონი რაღაც დაგავიწყდა -რას გულისხმობ? - როგორ დაგიკავშირდე მარანთან დაკავშირებით? ჩემს ბარათს მოგცემდი მაგრამ ეჭვი მაქვს საერთოდ არ გაგახსენდება სად ჩააგდებ ან გაადააგდებ ,ამიტომ მე ჩავიწერ.- თავადაც გადავიდა მანქანიდან -ხო... -დაიბნა რადგან ვერ მიხვდა სახეზე ამოიკითხა თუ საიდან მიხვდა მოსალოდნელ შედეგს -რაც შეეხება მამაჩემის შემოთავაზებას ,მართლა მინდა რომ დაგთანხმდე მაგრამ არ ვიცი როგორ მოვახერხებ- თითების მტვრევა დაიწყო ,ბავშვობიდან ასე აკეთებდა როცა უხერხულ სიტუაციაში ვარდებოდა -მესმის რომ გადატვირთული გრაფიკი გაქვს , მთლიანად შენზე არ გადმოვიტან ,უბრალოდ რომ შეხედო დაგეგმარებას . -კარგი.შეიძლება - ალბათ წინსვლაა რომ პირდაპირ უარით არ მისტუმრებ.არ გამაცნობ?მაინც აქეთ მოდის -თვალით ანიშნა მაღალ ,ქერათმიან ბიჭზე , რომელიც უკვე თეოდორას გვერდით იდგა. -ხო რა თქმა უნდა, სულ დამავიწყდა, ანდრია ეს დემეტრეა... ჩემი სკოლელი.-მთლიანად შავებში ჩაცმულმა ბიჭმა ალბათ რაღაც ინტერესის მაგვარი ამოიკითხა დემეტრეს სახეზე ,რადგან თავად გააგრძელა გაცნობის ცერემონია -სასიამოვნოა ,ანდრია შეყვარებული.-ხელი არც ერთს არ გაუწვდია. -ჩემთვისაც...დაგტოვებთ-მანქანაში მჯდომმა კიდევ ერთხელ შეათვალიერა წყვილი , რომდლიც უკვე ფანჯარასთან მდგომ მაგიდასთან ადგილს იკავებდა.ტელეფონი ამოიღო ,ხელში აწავალებდა ,ბოლოს მაინც დაურეკა: -ანდრია ახმეტელზე გამირკვიე რაც საჭირო და საინტერესოა ყველაფერი. ნერვიულად ათამაშებდა ხელს კაფის შიგნით მჯდომი ოდნავ მოზრდილ წვერსაც ხელს ჩამოავლებდა ხოლმე: -დაკიდებული შეყვარებულივით გელოდე. -ვიცი , ხომ მოგწერე ,სახლიდან ძლივს გამოვაღწიე...შევუკვეთოთ რა რამე.-მენიუს კითხულობდა ,ისევ რომ გაისმა -ეს ტიპი დემეტრე იშხნელი , იშხნელების დიადი საგვარეულოს წევრია არაა? -იცნობ? -მთელი თბილისი იცნობს... ძმა ხო საერთოდ , უტა იშხნელი ... რო დაადო თავი და სოფელს მიაშურა. -ვინ? -უტამ ,არადა ვენებს იხსნიდნენ მაგაზე ,ხალხი გოიმდებდა ესეთ ვითომ ელიტაზე,დამავალებ თუ ხშირი კონტაქტი არ გექნება. -ვერ გავიგე?! -მშვენივრად გაიგე და გთხოვ ნუ დადგამ სცენებს ერთი სკოლელის გამო . -ანდრია, სკოლელობა არაფერ შუაშია არაა და შენც მშვენივრად ხვდები ,-მენიუ დახურა-მოდი ბოლოჯერ განვიხილოთ მსგავსი საკითხი. - ზედმეტად მესაკუთრე ვარ. - ხოდა თავი აკონტროლე. - კარგი, ზედმეტად მიყვარხარ და არ მინდა შენი დაკარგვა... ჩემ გამო რო დათმო შენც რაიმე, რამდენი წელია რაც ერთმანეთს ვიცნობთ. - მშვენივრად ვიცი ეს სადამდეც მიგვიყვანს. ჯერ რამდენიმე მეგობარს ჩამოვშორდე,მერე არავინ გავიკარო,იქნებ ჩემი პროფესიაც არ მოგწონს. ან ვართ ან შეზღუდვებს არ ავიტან . -მომისმინე თეოდორა , -მისი ხელები თავისში მოიქცია- ძალიან არ მომწონს ვიღაცების გამო რომ ტყუილად ვკარგავთ დროს უაზრო საუბარში, ჯერჯერობით ნუ დავასერიოზულებთ.-და შემდეგ იყო გახსენება გავლილი სამუშაო დღეებისა. ალბათ ერთი კვირა იქნებოდა გასული შეხვედრიდან ნახაზი და ლოკაცია რომ ჩაუგდო. "იმედია ამ კვირაში ერთ დღეს გამონახავ." " გადავხედავ გრაფიკს და მოგწერ ." ,,იქით კვირასაც მცალია" აზრი არ ჰქონდა შეკამათებას ,შაბათს უკვე მის წინ იდგა და უსმენდა,თუმცა ეს უბრალო ფორმალობა იყო,უკვე იცოდა რომ მარნის პროექტს არ ჩაიბარებდა, -სიმართლე რომ გითხრა ამ ადგილზე მარანს ბაბუაჩემი ნატრობდა,მაგრამ ვეღარ მოასწრო. -შეგვიძლია გავითვალისწინოთ დეტალები თუ იცი როგორი დიზაინი სურდა.-ათასი კითხვა ქონდა გონებაში ,არადა არასდროს ყოფილა ჭორიკანა ,სხვისი დრამებით დაინტერესებული , იცოდა მხოლოდ ის რომ დემეტრეს ბაბუას ღვინის კომპანია ჰქონდა რამდენიმე რეგიონში, გარდაცვალების შემდეგ რაღაცები აირია, საკმაოდ დიდი თანხა დაკარგა კომპანიამ რამაზის ხელმძღვანელობის პერიოდში, და როგორც ჩანს ახალი ეპოქა იწყებოდა დემეტრეს ხელმძღვანელობით და უკვე საზღვრებს მიღმაც გადიოდა ერთ დროს დიდი დიმიტრის მიერ ჩამოყალიბებული ქსელი , მაგრამ რატომ აშენებდა მხოლოდ დემეტრე და უტა არა? ნუთუ მართალი იყო ჭორები უმცროსი ვაჟის განზე გადგომის შესახებ. - ბოლოს ისეთი შემფასებელი გვეყოლება ,დამიჯერე ღირს მისი მოწონების დამსახურება. -მოტივაციას მაძლევ?-ვერ მიხვდა ვის გულისხმობდა. - არ გჭირდება, მაგრამ ვიზრუნებ რომ თავის ნახელავი გაგასინჯოს .-თვალი ჩაუკრა. - ბაღის მოწყობაც განსხვავებულად მინდა , ისეთი შთაბეჭდილება შევქმნათ თითქოს ვაზებსა და მოცვის ბუჩქებს შორის ბილიკი მიუყვებოდეს მარნისკენ ...ისეთი სივრცე მინდა, სადაც სიწყნარეა და დროსაც ვეღარ გრძნობ. –მზერა ჰორიზონტიდან მასზე გადმოიტანა. - მახსოვს, ბაბუ ძველ ხის კარებზე გიჟდებოდა. - ეს ყველა დეტალი :მარანი, ვაზები,მოცვი ბაბუსთან ნოსტალგიაა? -ალბათ , ეს ის გზაა რაც რეალურად უტამ აირჩია , ბაბუს გზა -უშუალო ურთიერთობა გარემოსთან, მარნის მშენებლობაში უტამ არ ჩაერევა , სოფელშია ... ის იმას აკეთებს რაც ბაბუსია ...-ნერვიულად გაიცინა-მე უბრალოდ ვცდილობ ერთ შენობაში მოვაქციო მოგონებები. -ეს მარნის იდეები ბაბუსია ანუ შენც იმას აკეთებ რაც მას უნდოდა. ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი , -მთლად მასეც არ არის...დიდი დიმიტრი მხატვარი იყო ,ეგ ნიჭი მხოლოდ უტას აღმოაჩნდა ,ნანახი გაქვს მისი ნამუშევრები ? -გამოფენებზე მსმენია. - გრძელი საგვარეულო ამბავია თანაც მოსაწყენი .-წამში შეიცვალა ხასიათი და დაგეგმარების იდეებს მიუბრუნდა. მეორე საქმიანი შეხვედრა ,ცოტათი გაცდა საქმიანობის ფარგლებს ,ვინაიდან დაწყებიდან დაახლოებით ათი წუთის შემდეგ , როცა გაბრიელი იდეების გაზიარებაში იყო დაკარგული, ჯერ ყურისწამღები სიგნალები გაისმა შემდეგ მანქანიდან გადმოსვლაც ინებეს სამეულმა, მიხვდა რომ ეს დემეტრეს უახლესი სამეგობრო წრე იყო : -ტელეფონს რომ არ ვიღებ ესეიგი არ მცალია ხოო.- წარბაწევით დახვდა მისულებს . - გვეგონა პროსტა გამოსვლა გეზარებოდა.- გიგის პასუხები მუდამ მზად ჰქონდა -როდის იყო მასეთი რამ დემეს ახასიათებდა , შენ თავში ხომ არ გეშლება გიგუნა? - სათვალე მოიხსნა შავთმიანმა, საოცრად ლამაზმა გოგომ, ჟურნალებიდან იცოდა ცნობილი ბიზნესმენის შვილი იყო -ირინე . - ყოველთვის თქვენსავით ექსტროვენტი არ ვარ .-მობეზრებით ამოილაპარაკა-თანაც ჩვენ ახლა დემეტრეს ვაწვებით და არა მე -შეიძლება უფრო გარკვევით უნდა მეთქვა რომ დღეს ვერ მოვახერხებდი მაგრამ როგორც ხედავ თეოდორასთან ერთად რაღაც საკითხებს გავდივარ ... -ეს უკვე თავიდან მოშორების სქემას გავს ,კაპიტანო. -ხოდა ზუსტ დროს მოვსულვართ ,დამღლელი დეტალების შემდეგ მითუმეტეს უნდა შეთავაზო განტვირთვა თეოდორას...ამიტომ მორჩი ბუზღუნს და მხოლოდ იმ შემთხვევაში დავიკი დებთ თუ ორივე წამოხვალთ.- ასეთ უეცარ შემოთავაზებას არ ელოდა თეოდორა,მითუმეტეს ირინესგან ,რომელიც ყოველთვის უხეში გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა. - დაგელოდებით მაშინ, შენზეა...-გიგიმ მცირე პაუზა გააკეთა. -თეოდორა. -შენზეა თეოდორა ვაპატიებთ თუ არა გაბრიელს ,რომელიც უკვე გრძნობს რომ ჩვენს ყბაში ჩავარდნას ,პირდაპირ ამ მარნის უკან კაკლის ხის ქვეშ ჩამარხვა სჯობს. -თან ჩვენი მხრიდან უცნაური იქნება ძმაკაცი რო წავიყვანოთ და შენ მის საქმეზე ამოსული ესე დაგტოვოთ.მივდივართ და 15 წუთში ადგილზე დაერჭე- ლაშამ დააბოლოვა ტრიოს შეტევა და გონებაში უკვე უარის ტექსტს აწყობდა, სამივე რომ ეზოდან გაიწურა . -ხვალ კვირაა ,შესაბამისად ვფიქრობ არაფერი არ გიშლის ხელს იმაში რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე. - მადლობა შემოთავაზებისთვის , მაგრამ ვერ მოვახერხებ. -მაშინ მოვითხოვ მიზეზი გამიმხილო, თანაც ჯერ არ გიკითხავს სად მივდივართ.ჩათვალე რომ როგორც დამკვეთს ისე მხვდები და არ იდარდო დროის გაფლანგვაზე. -სხვა გეგმები მაქვს -მათ გარეშეც შემოგთავაზებდი ,თუ ეგ გაწუხებს ,უბრალოდ ვიცოდი რომ უარს მეტყოდი -და შენ ვერ იტან ქალისგან უარის მიღებას? -არ გავხარ ქალს რომელიც უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ ბიჭს დააჯერო ეს შეგიძლია...ან დაიცა არ მითხრა რომ შეყვარებული გიკრძალავს . -სერიოზულად?საიდან მოიტანე?მერამდენე საუკუნეაა?-მაგაზე არც დაფიქრებულა,უბრალოდ არ უნდოდა და მორჩა . -მაშინ დამიმტკიცე.-ხვდებოდა რომ განზრახ იწვევდა,მაგრამ თავისი ხასიათიც იცოდა და უკან არ დაიხევდა. დათანხმა ,ოღონდ ნორმალურად არც იცოდა სად მიდიოდნდნ გულის სიღრმეში არ ელოდა რომ სასიამოვნო იქნებოდა , ბოულინგისა მათთან ერთად თამაში , გარშემო ხის ჯოხების მსუბუქი კაკუნი და დაბალი საუბრები ისმოდა. თეოდორამ თვალი მოავლო მწვანე მოლივლივე ბილიარდის მაგიდებს და ღრმად ამოისუნთქა. - აქამდე გითამაშია? - რამდენჯერმე, დიდი არაფერი გამოვიდა. - გასაგებია, შენ კი ვერ იტან წაგებას. კარგი, დღეს გავიგებთ, გამოგდის თუ არა. შეიძლება ფარული ნიჭი გქონდეს.-დემეტრემ ჩაიღიმა და მაგიდას მოეყრდნო.- და უბრალოდ ცუდი მასწავლებელი შეგხვდა-ჯოხი ხელში მიაჩეჩა-ბილიარდი მარტივია,ვინაიდან დამწყები ხარ, არჩევანს გაძლევ— რბილი ბურთები გინდა თუ ზოლები? - რა? -ბურთები ორ ნაწილად იყოფა— ერთი მხარე მთლიანად ფერადია, მეორე ზოლიანი. მე ერთს ვირჩევ, შენ — მეორეს, და მიზანია, ყველა შენი ბურთი ჩააგდო, სანამ შავ 8-იანს მიადგები. ვინც 8-იანს ჩააგდებს, ის იგებს. თეოდორამ თავი დაუქნია. - გასაგებია… მგონი. -მოდი, გაჩვენებ, როგორ უნდა დაარტყა, _ მის გვერდით დადგა და ზურგიდან ოდნავ მიუახლოვდა. -ჯერ ჯოხი სწორად უნდა დაიჭირო.უნდა გრძნობდე, როგორ სრიალებს თითებში. არა,ძალიან მკვრივად არ უნდა გეჭიროს. - მისი ხმა მშვიდი იყო, თითქმის ყურთან.- ახლა, მიზანში ამოიღე. თეოდორამ ჩაისუნთქა და დაარტყა. ბურთი ზუსტად შუაში მოხვდა, მაგრამ სასურველი მიმართულებით არ წავიდა. - ჰმ, არაუშავს, მაგრამ… — დემეტრემ ოდნავ გაიღიმა და მისკენ გადაიხარა. — მგონი, კონცენტრაციას გაკარგვინებ. თეოდორამ ირონიულად შეხედა. -უბრალოდ… ჯერ ვერ გავთვალე დარტყმის ძალა. -ხოო? — კმაყოფილმა ჩაიღიმა.-მაშინ კიდევ ვცადოთ. თუ წააგებ ჩემთან კიდევ ერთი შეხვედრა მოგიწევს, ნახაზების გარეშე . -არა... -ნუ გეშინია შემდეგში სხვა თამაშს შემოგთავაზებ. -ზედმეტად ხარ დარწმუნებული გამარჯვებაში, მაგრამ არ წავაგებ. -შევთანხმდით, თეოდორა. შევთანხმდით. გვიან კლუბში მათთან ერთად წასვლას არ დათანხმებია ,დავიღალე ტაქსის გამოვიძახებ და წავალო ,თუმცა დემეტრე არ მოეშვა -მე დაგტოვებ სახლში და გაპროტესტების გარეშე შეხვდი იცოდეო. *** ოქტომბრის ბოლოს ნახა ბარში , ეს იმ წლის ბოლო შეხვედრა იყო, როგორც არქიტექტორმა უკვე დიდი ხანია მასთან კონტაქტი შეწყვიტა და თავად ურჩია სხვა კოლეგას საქმის გასაგრძელებლად. ბრბოში მოცეკვავეებს აკვირდებოდა , ბარის სკამზე მის გვერდით ადგილი რომ დაიკავა აშკარად ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დემეტრემ , მაგრამ მისი მწვანე თვალები მაინც არ იყო ბოლომდე დანისლული: -უეცარი დამთხვევები.-ჩაილაპარაკა და სკამით მისკენ შებრუნდა. -სმაში არ დაგეჯიბრები.-ხელები წინასწარ გაასავსავა და ჭიქიდან ლაიმი მოიშორა. გაბრიელი ჩუმად იყო და ეს სიჩუმე ზედმეტად აწუხებდა გარშემო არსებული ხმაურის მუუხედავად. - დასრულდა პროექტი?-იკითხა უბრალოდ იმიტომ რომ ყურადღება გადაეტანა ან იმიტომ რომ აინტერესებდა კიდეც. - მშვენივრად იცი რომ თაკოსთან არ მითანამშრომლია ...თუმცა სხვა ვიპოვე..უბრალოდ პასუხი მჭირდება, რატომ თქვი უარი, მთლად ასეთი ცუდი დამკვეთიც არ ვიყავი.- ირონიულად გაიღიმა. -პირადული არაფერი. -რატომ მგონია რომ პირიქით ყველაფერი პირადული შემოიჭრა შენს საქმიან ცხოვრებაში? -უკვე ვთქვი რომ ვერ მოვახერხებდი-იმ დღეს ანდრიასთან ნაჩხუბი იყო,მაგრამ მაინც არ აპირებდა დემეტრესთან რაიმე პირადულის გამხელას. -არა. შენ მე კი არ მითხარი პასუხი, შენ თავი დააჯერე და მე ვხედავ, რომ ეს ორი განსხვავებულ რამეს ნიშნავს. მხოლოდ ესემესით შემოიფარგლე. -დიახ ,სადაც გწერდი რომ ჩემს არაჩვეულებრივ კოლეგასთან შეგეძლო გაგეგრძელებინა პროექტი. - საოცარია, არა? მე ვფიქრობდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც ჩემი მარნის დაგეგმვა შეეძლო, შენ იყავი, რადგან ეს ბაბუასთვის იყო .მოგანდე ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი მას შემდეგ რაც კომპანიას ჩავუდექი სათავეში .- ეს გამხელა იყო -უამრავი კარგი აქიტექტორია , შენ უბრალოდ ჩემი რამდენიმე ნახაზი ნახე , ეს სულაც არ ნიშნავდა იმას რომ საუკეთო გამომივიდოდა . როგორც ჩანს მთვრალი დემეტრე პირდაპირობას ამჯობინებდა ხოლმე: -ვგრძნობ რომ ასე იქნებოდა, იცი, რა არის ყველაზე ცუდი? რომ შენ რომც გდომოდა, მაინც უარს იტყოდი. -ეს ანდრიას არ ეხება. – და მაინც, ის იყო პირველი, ვინც ახსენე. – შენ უბრალოდ ვერ იტან იმას რომ ქალი რომელიც დაინახე უკვე დაკავებულია და პირდაპირ შენს წინ მუხლებზე არ დგას.-ვერც კი მიხვდა ეს აზრი საიდან მოუვიდა როცა თითზე ჩამოსათვლელი შეხვედრებისას არცერთხელ პირდაპირ ეს არ უგულისხმია ბიჭს ,თუმცა დემეტრემ უარყოფაზე არც კი იფიქრა . -შენ არ უნდა ამბობდე უარს კარიერაზე, არ უნდა ამბობდე უარს მომგებიან შეკვეთაზე ვიღაცის შეხედულების გამო,მითუმეტეს როცა ეს შეკვეთა უდიდესი წარმატების საწინდარი გახდებოდა შენთვის, და ზუსტად ეს გააკეთე. -ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო.- ასეც იყო , უბრალოდ ანდრია მამამის აგონებდა... -მართალია,მაგრამ ვისი ზემოქმდების წყალობით? - მიზეზებს ეძებ... ნუთუ ვერ წარმოგიდგენია გიყვარდეს ვიღაც ისე რომ მზად ხარ დათმო რაღაცები?! -ზუსტად მაგას გეუბნები,არ უნდა გიწევდეს ... იმედია იცი რომ შენი შეყვარებული მთლად ისეთი წმინდანიც არ არის...როგორც ჩანს მეტოქედ აღმიქვამს. -ამის მიზეზი არ აქვს. თეოდორა გრძნობდა, რომ ბიჭი მზერას არ აშორებდა. თვალი მოკრა ირინე როგორ გამოემართა მათკენ უცხო ბიჭთან ერთად: -ზედმეტად მთვრალია არა? -როგორც ყოველთვის საშინლად მოქმედებს მასზე ალკოჰოლი . ირინე უკვე მათ წინ იდგა , დემეტრე გააფრთხილა: -ჩვენ მივდივართ. - სად?საშინლად მთვრალი ხარ .ეს ვინაა? -მორჩი რაა .მამაჩემი ხო არ ხარ? -ირინე... - მართლა სახლში მივდივარ ,არაფრის თავი აღარ მაქვს . -სისულელეებს და ვიღაცების გამოცდებს მოეშვი . -არის უფროსო!-სასაცილოდ მიიტანა ხელი შუბლთან, შემოტრიალდა გვერდით მდგომ ბიჭს ჩუმად ელაპარაკებოდა ,მაგრამ უფრო უყვიროდა ალკოჰოლისა და ხმაურისგან გამომდინარე, თავდაჯერებილი ნაბიჯებით წავიდა, შეჩერებულ თემას დაუბრუნდა გაბრიელი: -რამდენი წელია რაც ანდრია შენი შეყვარებულია -უეცრად გაიჟღერა შეკითხვამ. - 3... -ანუ სამი წლით დამაგვიანდა.-მწარედ ჩაიცინა -დემეტრე... -მე არასდროს ვიწყებ უთანასწორო დუელში ბრძოლას .-შემდეგ მხოლოდ ცხელი ტუჩების შეგრხნება ახსოვს ყელთან-...როგორც არ უნდა მინდოდეს.- იგრძნო როგორ აუჩქარდა პულსი ,მაგრამ სანამ რამეს მოიაზრებდა ბიჭი უკვე ბრბოში მიდიოდა და შორდებოდა. იცოდა რომ მართლა დაელაპარაკებოდა ანდრიას ,თუმცა არ იცოდა რა გაეკეთებინა ანდრიას გარეშე , უკვე მისი ცხოვრების ყველა ასპექტში იყო, და გარკვეული ბოლოდროინდელი ცვლილები ვერ ფარავდა ამას. ალბათ ამიტომ იყო ,რომ 31 დეკემბერს როცა საახალწლო ფეიერვერკებით სავსე ქალაქში მის წინ დაიჩოქა და ცოლობა სთხოვა უდიდესი სიხარულით დათანხმდა . ქორწილში თეთრი კაბა ჩაიცვა. კახიც დააჯერა რომ კარგი სიძე იქნებოდა ანდრია. მერე იყო უდიდესი ბედნიერება:პატარა ნიტას დაბადება ,როცა გრძნობ რომ უბრალოდ არსებობ როგორც დედა და ეს საკმარია იგრძნო თავი მსოფლიოში ყველაზე იღბლიან ქალად. იყო დედა ,ცოლი და ცოტახანი არქიტექტორი. შემდეგ იყო მხოლოდ ცოლი და დედა.პროფესიას კარი მიუხურა ,როგორც ხდება ხოლმე იმ დარწმუნებით რომ ოდესმე კვლავ მოახერხებდა გაგრძელებას. 23 წლისამ ჩაიცვა თეთრი კაბა 26 წლის დაქვრივდა. ხანძრით ,რომლის შედეგადაც ანდრიას სხეულის ნაფლეთებიღა თუ იყო შემორჩენილი... ჰორიზონტის იქით ვერაფერს ხედავდა. გრძნობდა რომ დაქვრივდა. 2 წლის ნიტას უყურებდა ,მეორე მხარეს კი სარკეში ამოღამებულ თვალებს და შავ სამოსს ხედავდა. თავი 2 აწმყო როცა სამზარეულოში შევიდა ინსტიქტურად საათს დახედა , იცოდა დემეტრე უკვე წასული იქნებოდა , მაცივარზე მიკრულ ბარათს შეხედა : ,,დღეს ნიტას მე გამოვიყვან ბაღიდან. საღამოს დიანა ჩამოდის და კარგი იქნება თუ სახლში დახვდები". ბარათი ჩამოხსნა და მაგიდაზე დააგდო,იცოდა ნიტა უყურებდა და მძაფრი ემოციების გამოხატვას ერიდებოდა. - დე დღეს დემეტრე გამოგიყვანს... გინდა ? -ბურგერები? - არ ვიცი , თანაც ხომ იცი რომ არ არის კარგი .-იცოდა რომ დემეტრეს მიერ ნიტას ბაღიდან გამოყვანა ბურგერის ან პიცის ჭამასთან ასოცირდებოდა. - მე და დემეტრეს გვიყვარს .-ტუჩი აიბზუა ,თუმცა დიდხანს არ დარჩენილა დაღვრემილი - ეხლა მოვემზადოთ ხო?- უკვე 5 წლის იყო , არსებობდა რაღაცები რასაც ის სხვანაირად აღიქვამდა ამიტომ პირს მომდგარი შეკითხვა რომელს ერჩივნა გამოეყვანა მას თუ დემეტრეს , უბრალოდ შეიკავა, თუ რამეს ვერ დაივიწყებდა ან დაუკარგავდა დემეტრეს პირველ რიგში ნიტას აღზრდაში მისი ჩართულობა იყო. დრო მართლა გაეპარა ,საღამოს სახლში დაბრუნდა , უხმოდ დახურა კარი , დიანა და დემე სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ , მხოლოდ ჩაის ფინჯნებში ჩასხმულ სითხეს ურევდა დიანა და ეს არღვევდა სიმშვიდეს. თეოდორამ უხმოდ დაკიდა ქურთუკი ,ქმრისკენ მზერა არც კი გაუპარებია , რადგან არ იცოდა რა დახვდებოდა იქ .იქნებ წყენა რომ მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ქალს ვერ მოუსწრო. წესით უნდა შეებიჯებინა ,თუმცა დიანა საუბრობდა და ისე გამოვიდა რომ მათ მიუყურადა: -ბებო, ჩვენ ეს თემა უკვე დავხურეთ .-დიანამ გაიცინა. ნელა გააქნია თავი, თითქოს მისი სიტყვების სიმძიმე თავადაც ტვირთად აწვა. – მშვენივრად ვიცი რომ ეს ეგრეთ წოდებული „ოჯახი“… მხოლოდ ილუზიაა. სილამაზით შეფუთული სიცარიელე.- შიგნით რაღაც დაეძაბა, დემე ,სიმართლეს თვალი გაუსწორე: კაცს, რომელსაც არაერთი ქალი ეძლეოდა, ამ სიჩუმეში, ამ ცარიელ სახლში ცხოვრება არ შეეფერება. თეოდორასთან კი კედელივით სდგას გულში ვიღაც მიცვალებული. როგორ შეიძლება ასე გაგრძელება?-თეოდორამ ტუჩები ძლიერად შეკუმშა. გაოგნება და მრისხანება ერთად მოაწვა. მაგრამ გაბრიელი წამოდგა, ხმაურით გასწია სკამი. - ,დიალოგი დასრულებულია.- ჩაის ფინჯანი ნიჟარაში ჩადო.- უნდა ვიმუშაო . -მე ძალიან ვნანობ რომ თავის დროზე ამ ქორწინებას არ შევეწინააღმდეგე,არ კი ვიცი ექნებოდა თუ არა აზრი . – არ გაქვს უფლება ასე ილაპარაკო მასზე.-ბევრად უფრო მტკიცე მაგრამ თავშეკავებული ტონი ჰქონდა. – მართალია,როგორც ქალს არ მაქვს უფლება სხვა ქალის ცხოვრებისეული დრამა ვერ გავითავისო, – არ ჩამოუვარდა დიანა. – შენ ჩემი შვილიშვილი ხარ. და ვიცი, როდის იტანჯები...იქნებ,ყველაზე უკეთ მე მესმის თეოდორასი,მე ხომ დავკარგე პაპაშენი? დემეტრე ფეხზე მდგომი, ბებიის სიტყვებს უკან მოიტოვებდა, რომ შეეძლოს – მაგრამ რაღაც იმ სიტყვებში სიმართლეს ჰგავდა, რაც კიდევ უფრო ამძიმებდა ყველაფერს. – მე ვარ ქალი, რომელმაც მთელი ცხოვრება კედლებს შორის გაატარა. ყველაფერი მინახავს. სიყვარულის ნამსხვრევებიც, მოჩვენებითი ბედნიერებაც. ვიცი, როგორ გამოიყურება კაცი, რომელიც ვეღარ ხვდება სად არის და რა უნდა. . დემეტრემ თავი გააქნია, ხელები ცივად გადააჯვარედინა გულზე. -ყოველ შემთხვევაში ეს მაინც ჩვენ ორის საქმეა . – თეოდორა შეიძლება ჩემი შვილიშვილის სიყვარულს ვერ პასუხობს ,მაგრამ როგორც ქალს ვცემ პატივს, რადგან ასეთ ტკივილთან ცხოვრობს და მაინც არ იშლება. მაგრამ შენ, გაბრიელ... შენ ხომ ჩემი ხარ.... ეს გაურკვევლობა , ეს დუმილი , გავა წლები და გაფრინდება დრო... გაგიფრინდება დრო... დემეტრემ უკვე ხმამაღლა ამოიოხრა. – მე ვიცი თეოდორა ჩემთან რატომ ცხოვრობს , ვიცი, რომ მისი გული სხვაგან დარჩა. ორივემ , ან ყველამ იცით რომ თუ თეოდორას ეს ქორწინება არ უნდოდა ,არც მე მინდოდა მაშინ...იმ ვითარებაში.უბრალოდ ,დავთანხმდი,არც კი ვიცი რითი ვიმართებოდი. -ოპტიმიზმით ,მე მაინც მჯერა რომ არცერთ კაცში არ კვდება რომანტიკოსის ოპტიმიზმი,ქალში ხომ ცოცხლობს და ცოცხლობს.. -კარგი რაა ბებო-უკვე ხმამაღლა გაიცინა,მაგრამ მშრალი და იუმორმოკლებული იყო. დიანამ თავი გააანია ერთხანს უყურებდა შვილიშვილს, მერე თეოდორას გახედა ,თითქოს ამოიცნო რომ სიბნელეში კედელთან იდგა.რაც მართალია, ქალს თეოდორასთვის არცერთხელ არ უგრძნობინებია უპატივცემულობა. როცა ძილის წინ მაკიაჟს იშორებდა , ბამბის დისკი დადო, ჩუმად გაისმა აღიარება: - დამკვეთებმა დაიგვიანეს , მერე დროის შეგრძნება დავკარგე. - მაინც დააგვიანებდი განხზრახ , ხომ ვიცით ... - არ ვიცი ...-საწოლში სიბნელესთან შერევასთან ერთად მორიგი დიალოგი ამოუტივდივდა გონებაში წარსულიდან: -კიდევ ვცდილობ ავდგე დილაობით ისე, რომ არ ველოდო კარს მიღმა მის ნაბიჯებს. -მე მხოლოდ გთხოვ, რომ გაიხსენო, ვინ ხარ . შენ ხარ ქალი, რომელიც სიძლიერეში დაიბადა. შენს სისხლშია ის გამბედაობა, რომელმაც ეს სახელი შექმნა. ეს ქორწინება ოჯახს გადაარჩენს… და მე ვფიქრობ, რომ შენ შეძლებ. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ. -ეს სიტყვები პირველად იტევდა რაღაც სითბოს მსგავსს. - მამა ჯერ მხოლოდ ექვსი დაწყევლილი თვე გავიდა. - მაგრამ დრო არ გველოდება… ცალკე შენი ქმრის დატოვილი აურაცხელი, ტონა ვალი. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ, სანამ გვიან არაა.გაკოტრების პროცესში მყოფი კომპანიის აქციები ხშირად კარგავენ ღირებულებას,ამიტომ მათი გაყიდვა ბევრად რთული ხდება. -ეს ჩემთვის არაფრისმომცემი სიტყვებია. -მაგრამ არა ჩვენთვის. რამაზი მზადაა დაგვეხმაროს -დაგეხმაროს. თუმცა ვერ ვიგებ რაში აწყობს ჩემი და დემეტრეს ქორწინება -მას არ ვიცი , ჩვენ კი ნაღდად გვჭირდება , ცარელაზე რომ არ დავრჩეთ მისი თამაშებისგან მოტყუებული...-უკვე მოთმინების ფიალა ევსებოდა კაცს და ეს დაცვარულ შუბლზეც ნათლად ჩანდა-შეწყვიტე თეოდორა რაა , სიყვარულს არავინ გთხოვს , -უბრალოდ არ შემიძლია . -არც მე არ მინდოდი მაგრამ ნახე ჩემს წინაშე დგახარ , ერთხელ ხო შეიძლება გამოადგე ოჯახს? მხოლოდ ერთხელ , განა რას ვითხოვ ასეთს? - მხოლოდ რამდენჯერმე თუ შეუხსენებია არასასურველი შვილობა მამამის, მაინც ყოველ ჯერზე ტკიოდა. -შენთვის ყველაფერი საქმიანი შეხვედრები და ხელშეკრულებებია არა? -ცხოვრება ასეთია ...-ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა . გრძნობდა რომ იმდენად იყო დაღლილი წინააღმდეგობის თავიც არ ჰქონდა , თითქოს აზრი არ ჰქონდა . გონება მხოლოდ ერთს ფიქრობდა რომ ეს ალბათ ღალატი იქნებოდა ანდრიასი . ბევრად უფრო მოქუშული სახით დაბრუნდა მამამისი ,თიღქოს მჟავე ლიმონი დაღეჭა და სახე ვერ გაასწორაო. -დემეტრე წინააღმდეგია. - რა თქმა უნდა-ირონიულად ჩაიცინა-ხვეწნას ელოდება? -მნიშვნელობა არ აქვს რას ელოდება , რამაზმა თქვა რომ უარს ამბობს მისი შვილი. - და პატარძლის მსგავსად სიძეს ვერ ქირაობს? უსიძო ქორწილი მქონია და არც ვიცოდი. -მორჩი არაფრისმომცემ ირონიას თეოდორა , თუ საჭირო იქნება დემეტრეს შევეხვეწებით -და შენ ფიქრობ რომ მე თანახმა ვარ ? და მხოლოდ დემეტრე წარმოადგენს პრობლემას. -მორჩით ორივე - უფროსი თეოდორა იდგა კარებთან და ალბათ პირველად ხმას იმაღლებდა -მოეშვით თავკერძობას , საკმარისია... ნუთუ ამისთვის ათენა ჩემმა გიორგიმ ღამეები რომ მის შვილსა და შვილიშვილს წლების შემდეგ ერთმანეთი დაეჭამათ , იმდენი კი ვერ მოეხერხებინათ სადღაც უფსკრულისკენ მიმავალი კომპანია გადაერჩინათ. -მაგაზე ვზრუნავ ზუსტად მეც დედა. -მერე მარტო მაგაზე ზრუნვა ისწავლე ჩვენგან? თავის დროზე შვილისთვისაც დრო უნდა დაგეთმო,ახლა რომ ყვარებოდი შენს სიტყვას თუ სათხოვარს ფასი ექნებოდა!მთავარი ოჯახია , და მერე დანარჩენი რამ... ეს კომპანიაც ოჯახისაა , ოჯახიცაა და ამიტომ უნდა იყოს მტკივნეული , ფულის დაკარგვის გამო კი არა. - ვერ გავიგე რომელ მხარეს ხარ თეო.-ამოიბუზღუნა უმცროსმა თეოდორამ - ჩვენ ახლა სამივე არასწორი ვართ ალბათ ,მაგრამ მაინც მე ოჯახის და ჩემი გარდაცვლილი ქმრის მხარეს ვარ ...იმისთვის არ უთენებია ღამეები მზამზარეულზე ჩაბარებული თავზე ჩამოშლილიყო. -ბედის უკუღმართობაა დედაა. -მორჩი თავის მართლებას,შენ მე ინვესტორი ხო არ გგონივარ. შინაგანად საშინლად დაძაბული იყო , მოეჩვენა რომ ყველა მის წინააღმდეგ დაირაზმა . თავის მეორე ქორწილს გონებაში სისხლის ყივილი უწოდა , ბოლოსდაბოლოს რთულია გარემომ და ოჯახმა შენზე გავლენა ვერ მოახდინოს,მითუმეტეს თუ ისედაც გატეხილი ხარ , ირონიულია რომ თავად მისწერა წლების შემდეგ, ,შემონახულ ნომერზე,რომლის წაშლაც დავიწყებია. ,, ვხვდები რომ არ გინდა , ისე როგორც მე" მალევე მოვიდა საპასუხო შეტყობინება ,, შედარებები უაზრო იქნება რომელს უფრო არ სურს არსებული ვითარება. რას მივაწერო შენს ტელეფონში ჩემი ნომრის აღმოჩენა? ,, დავთანხმდები." ,,რას ითხოვ რომ მეც დავთანხმდე?" ,,არა." ,,მაგრამ იცი რომ დავთანხმდები თუ შენ ასე გინდა." ,,მე არაფრის შემოთავაზება არ შემიძლია შენთვის. ამას არ ვიზამ." ,,და მე არ მინდა ვიყო მეორე ან სათადარიგო". *** გონებაში ამოტივტივებული ეპიზოდიდან გადაეშვა ძილში , ძილბურანში მყოფი მხოლოდ გაბრიელის ჩურჩულით საუბარი ესმოდა , როგორც ჩანს ტელეფონზე საუბრობდა -არაფერი მინახავს მე . დაუკავშირდი ? არ მგონიაა, არაა.. სამშაბათს კი ვნახე , კომპანიაში იყოო .კაი დაიცაა გავარკვევ ..ვისთან ერთად დაუდეს როო? ვიციი ხოო ...მოვძებნიი.-საწოლთან მდგარი ნათურა აანთო, ამან ნამდვილად ბოლომდე გამოაფხიზლა თეოდორა. -რა ხდება? - დაიძინე შენ. -წამოჯდა და თვალი მიაყოლა თუ როგორ ეძებდა კარადაში ტანსაცმელს ბიჭი. -არ მეძინება,რა მოხდა -ირინეს რაღაც ვიდეო დაუდეს - რა ვიდეო? - რა ვიდეოს უდებენ ხოლმე პირადი ცხოვრების ამსახველს?ინტიმურს. - თვითონ იცის?-წარმოიდგინა რა საშინელებაა სადღაც პირატულ საიტზე შენი ყველაზე პირადის გამოდება. -მშვენიერი კითხვაა - არეულ თმაზე ხელი გადაისვა -და იმედია კიი ,თორე რამდენიმე საათში ჟურნალისტებისგან გაიგებს და შოკიდან გამოსვლასაც ვერ მოასწრებს. - უნდა მოძებნო?-საათს გახედა და ჯერ მხოლოდ ოთხის ნახევარი იყო . - დაიძინე თეოდორა. - წამოვალ მეც .- თითქოს გაუაზრებლად თქვა ,საერთოდ არ იცოდა რა დონის ურთიერობა ჰქონდა დემეტრეს და ირინეს ,ხშირად ჩნდებოდნენ ერთად ,ახლო მეგობრები თუ უფრო მეტი?ახლა რისთვის მიყვებოდა არ იცოდა ,უფრო ქალური სოლიდარობის ამბავი იყო. -მართლა უნდა მოვძებნო და ჩვენი უაზრო წაკინკლავება თუ ერთმანეთის ნერვებზე თამაში ხელისშემშლელი იქნება საკმაოდ.-ტელეფონზე ისევ დაურეკეს ,ამჯერად გაუთიშა. -ჩუმად ვიქნები გპირდები-უკვე აბაზანისკენ გარბოდა ,ტანსაცმლით ხელში. ჩუმად ჩაიარეს კიბეები და ასევე უხმოდ დაიკავა ქმრის გვერდით მანქანაში ადგილი. -სად უნდა დაიწყო მოძებნა იცი მაინც?-დუმილი გზატკეცილზე გასულ მანქანაში მაინც თავად დაარღვია -წესით სახლიდან იწყებენ ხოლმე. - სახლში იქნება რო?ისე მეც საჭირო ვარ რა , რა იცი შენ ესეთ დროს როგორ უნდა დაამშვიდო ქალი? -არ მითხრა რო გამოცდილება გაქვს?მე რომ არსად არ შემხვედრია შენი ინტიმური ვიდეოები?-ისე გაიკვირვა თითქოს მართლაც მოეძებნოს. - დაიცა შენ მასეთ საიტებზეც დაძვრებიი?! -ბოლოჯერ გთავაზობ რო მოვბრუნდეთ სახლში და დაგტოვო . ხელები გადაიჯვარედინა ვითომ დუმილის ნიშნად თეოდორამ , ისევ ტელეფონის ხმა გაისმა -ნახე ეხლა კი არ მოისვენებს-ამოიოხრა და მიკროფონზე ჩართო -გისმენ უტა -სად ხარ? -ძიების პროცესში. -მომისმინე...ვიდეო გაქრა. -იმედია ლეგალური გზებით ...მაინც მთელ თბილის ეცოდინება დილა დაიწყება თუ არა.-მეორე მხრიდან მხოლოდ მძიმე სუნთქვა გაისმა. -სახლში არ იქნება ჯერ .სადაქალოსთან გაარკვიე. -ტიტესთან წავიდოდა?მაინც ერთად არიან ვიდეოში. -არ ვიცი, .-ისევ გაიმეორა-მოძებნე.გაარკვიე. -მაგას ვაკეთებ ისედაც ...-საპასუხოდ ზარი დასრულდა . - ვისთან ერთად არის ვიდეოზე ? -ტიტე, პარლამენტარის შვილია ,თუ რომელიღაც ფრაქციის , ნორმალურად არც ამოიცნობა სახე ,ისეა ვიდეო ატვირთული,მარა მაინც ეგა რა. - ასეთ დროს ძირითადად მხოლოდ ქალები იჩაგრებიან , ალბათ ბიჭის ვინაობა არც დააინტერესებთ. -სად ავაგდო ამის სადაქალოს ნომრები ... მაგათი ნდობა არც შეიძლება ,მაგრამ უფრო მაგათთან ირინეს გაჩერება არ შეიძლება ,გააგიჟებენ. -შენ და ირინეს რა გაკავშირებთ?-ბიჭმა ისეთი სახით შეხედა ,კითხვის უკან წაღება მოუნდა. -ახლა მაგის დროა შენი აზრით? -კითხვაზე მიპასუხე, ყოველმშემთხვევაში ახლო მეგობრობაზე მეტი არაა ხომ? -თუ არის უკან მიბრუნდები? -არა ,რადგან ინტუიცია მკარნახობს რომ არ გაკავშირებს,ეს კითხვა კი სხვანაირად უნდა დამესვა. ორი დაქალიდან აღმოჩნდა რომ არცერთმა არ იცოდა სად იყო ,სამაგიეროდ უაზრო და მიდებ-მოდებული ლაპარაკიდან გამოიკვეთა თუ როგორ ნახეს ბოლომდე ეს ვიდეო,რაოდენ შეძრწუნებული იყო თიკო იმით რომ მთელი თბილისი იჭორავებდა ,როგორ დაურეკია გავრცელებიდან რამდენიმე წუთში ირინეს ანანოსთვის მაგრამ იმ მომენტში შოკმიღებულმა ანანომ მხოლოდ გათიშვა მოახერხა , და ძალიან ჩუმად ექოსავით გაისმოდა უთქმელი ფრაზა ,, ირინე უკვე ჩვენი სადაქალოს ნაწილი არ არის". -ანუ ამათთან არც მივა და რაოდენ გასაკვირი არც უნდა იყოს ამ ერთგულმა მეგობრებმა შეიძლება სახლშიც არ შეუშვან. - სახლთან დაველოდოთ, ბოლოსდაბოლოს ხომ მივა არაა ?!ასე ძებნა უფრო უაზრობას ჰგავს. იმდენად მოელოდნენ ირინეს გამოჩენას რომ არცერთს ,განსაკუთრებით თეოდორას,ხმა არ ამოუღია მეორის გასაბრაზებლად, მხოლოდ დემეტრემ გადმოიღო პლედი საბარგულიდან და გოგონას უხმოდ მიაწოდა. -მაინც რატომ გამომყევი? - არ ვიცი ,ალბათ იმიტომ რომ რთულია ასეთ დროს ქალს არ დაეხმარო -კარგია რომ არ თქვი კონტროლისთვისო თუმცა ირინეს ნორმალურად არც კი იცნობ. - რა მნიშვნელობა აქვს.-მხრები აიჩეჩა, ლამპიონების სინათლეზე განსაკუთრებით მშვიდი სახე უჩანდა.-ასეთ დროს ნებისმიერი ქალი ქალის გვერდით უნდა იყოს,მითუმეტეს როცა ხვალ დილიდან ისევ უამრავი სხვა ქალი გათელავს. - ხო მაგრამ შენ გამოუძინებელი მოგიწევს სამსახურში წასვლა. -არაუშავრს, ნიტამ მიგვაჩვია. -მართალია და რა კარგია ახლა რომ თავისით იძინებს,მზად ვარ 20 ზღაპარი ზედიზედ წავიკითხო,ოღონდ ვიცოდე რომ ჩაიძინებს. უკვე თენდებოდა როცა ლოდინის ობიექტი გამოჩნდა , წითელი თმა კოსად ჰქონდა შეკრული,თეთრი ფერის ჰუდი ეცვა და საერთოდ არ ჰგავდა ყურადღების მოყვარულ,ენერგიულ ირინეს.სანამ გოგონა აკანკალებული ხელით გასაღებს არგებდა ბინას, სამივე ჩუმად იყო ,დუმილით მიყვნენ შესასვლელშიც . ნათურას არ ანთებდა -მასტერკლასი როგორ გავცამტვერდეთ სულ რამდენიმე საათში. - საოცრად ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა ,თითქოს ცალკე ოთახიდან ისმოდა, ოდნავ ღიმილიც აუთამაშდა ამის თქმისას.-ყავა თუ ჩაი? -არცერთი მადლობა. - ნუ შემიბრალებ გთხოვ , სიბრალულზე მეტად არაფერი მეზიზღება. -იმაზე მეტად გეზიზღება სიბრალური ვიდრე საკუთარი ხმა იმ ვიდეოში? -ვაუ დემე, ცოლის თანხლებით საუბრობ შენს პ*რნოგ. გამოცდილებაზე? -დილიდან მედიაც ისაუბრებს. -სულ მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა-ლოყაზე პატარა ბავშვივით უჩქმინტა და დემეტრეს სახის დანახვაზე ძლივს შეიკავა თეოდორამ თავი არ გასცინებოდა.ირინემ უშედეგოდ დაუწყო ძებნა ასანთს.-..ესეიგი ჩაი გადაწყდა!-საზეიმოდ გამოაცხადა. - ნასვამი ხარ ? -რთულია ცხოვრებას ფხიზელი თვალებით უყურო,არ მეთანხმებით?სხვათაშორის ეს ფრაზა მე არ მეკუთვნის. -მორჩი უაზრო სიარულს.მწყობიდან ნუ გამომიყვან ირინე.-მკაცრად უთხრა მაგრამ თვალებში სიმკაცრე არ უჩანდა. - გამოგზავნეს? -ხოო ,ხელის ბიჭივით გამომგზავნეს ,ახლა გაიაზრე? -მეგონა ამ დროს მეცხრე სიზმარში იყო ხოლმე...რა უცნაურიაა ,ალბათ ზიზღით სავსე სახე ჰქონდა ,ის ხომ ამ დონემდე არასდროს დაეცემოდა არაა?-სახელს არ ახსენებდნენ ,მანქანაში საუბარი გაახსენდა და მიხვდა რომ წესით უტას ახსენებდნენ. -კარგი გამახსენე,ახლა გავალ აივანზე და დავურეკავ,დაუბრუნდეს ძილს.-მართლა გაბრუნდა ტელეფონით ხელში.ირინე ჯერ თეოდორას უყურებდა ,ბოლოს ღიად დაიწყო საუბარი და მგონი ეს სანახევროდ გახსნილობა და პირდაპირი საუბარი მისი ხასიათის ის ნამდვილიდ თვისება იყო რასაც ამხელდა: - იცი, ამაზრზენად ვგრძნობ თავს ,მაგრამ არა შელახულად .ხვდები? იმედია კარგა ხანს არ გამოვფხიზლდები . -უბრალოდ დაისვენე ცოტახანს -სხვა შემთხვევაში ამბობენ მესმისო,მაგრამ ეს მტკნარი სიცრუე იქნებოდა რომ გეთქვა. -რას აპირებ?-მაინც არ მოეშვა უკან დაბრუმებული ბიჭი. -ამჟამად მხოლოდ სახლის დაცლას. -ანუ? - მშობლების მკაცრი დასჯის ფორმაა, ყველა ანგარიშზე წვდომა გამიუქმეს , ბინა ისედაც მათ სახელზე იყო , მანქანაც...-ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო.-ნეტა ამ ტელეფონსაც ჩამომართმევდნენ , ზარები მაინც შეწყდებოდა...ყავა თუ ჩაი? -შენ მართლა ეგ გაწუხებს? -გადაუვლით რაა ,და თუ არც...ისე ლოგიკურად მადლობლები უნდა იყვნენ რომ ჩემი ვიდეო დადეს და არა მამაჩემის რომელიც შვილისტოლა ასისტენტთანაა ან... -მითხარი რა გინდა.-ფანჯარაში ცქერას თავი ანება დემეტრემ და გოგოს წინ აღმოჩნდა. -და ყველაფერს აასრულებ? -თუ შემიძლია. გინდა აქაურობას გაეცალო?სანამ შენებს გადაუვლის და პრესაც ჩაჩუმდება? -ანუ ყველამ დამივიწყოს? -იქნებ კი არ დაგივიწყონ დაისვენო .-შესთავაზა თეოდორამ -მოვიფიქრებ...ჩემი ამჟამინდელი ფინანსებით რთული იქნება იტალია-საფრანგეთში დასვენება.- საძინებლისკენ გაბრუნდა ,უაზროდ დაიწყო ტანსაცმლის მიმოფანტვა და ჩემოდანში ჩაყრა. რაღაც პოსტრამვულ რეაქციას მიამსგავსა თეოდორამ ,როცა არ იცი რას ცდილობ მაგრამ გაქცევას აპირებ. -სიმშვიდე არ გინდა? -მე არ ვიცი სიმშვიდეში როგორ ვიცხოვრო ,ჩემი ცხოვრების სტილი სხვაა. -და ვნახეთ რაც მოგიტანა. -მთლად ეგ ,იაფასიანი კა*პობა არ ყოფილა ჩემი ცხოვრების სტილი.-შედარებით მეტი ძალით ჩაგდო კაბა -ასე ყველაფრის გარეშე ალბათ გაგიჭირდება, იქნებ სოფელში ცოტა ხნით გარიდება დაგეხმაროს.-ისე შესთავაზა იდეა, ქმრის გამაფრთხილებელი მზერა დააინგნორა. - სადაც ჩემი ტანსაცმლის ნახევარი შეუფერებელია და ყველა ისე შემომხედავს როგორც პორნ* ვარსკვლავს?-ისტერიულად გაიცინა , ამ მომენტში მოეჩვენა თეოდორას რომ რეალურად ირონიით ნიღბავდა ირინე თავის შიშებსა თუ სისუსტეებს.- ბებოს კომშის მურაბა უშველის არსებულს? -დიანა მგონი კომშის მურაბას არც აკეთებს. -ძალიან მაინტერესებს, როგორ გადაწყდა მაინცადამაინც დიანასთან სოფელში შეხიზვნა?-უეცრად ცოლის მიერ მოფიქრებულ გეგმას შეეწინააღმდეგა. – მაპატიე, მაგრამ მე სილა გავარტყი ადამიანს, რომელიც საეჭვოდ მიყურებდა ფრჩხილის ლაქზე. გგონია ბაბუაჩემის ასაკის მეზობლის შეკითხვას „შენ არ ხარ იმ ვიდეოში გოგო?“ მშვიდად გადავიტან? -დიდი განსხვავება თუ არა სულ მცირე სხვაობა მაინც არის იმ ორ ვარიანტს შორის რომელიღაც ჟურნალისტი რომ კუდში დაგდევს კამერით შეიარაღებული და მეორე დღისით ჟურნალის გარეკანზე რომ აღმოჩნდები ან სოფელში მხოლოდ ზურგს უკან რომ იჭორავებენ . -მხოლოდ?-ეჭვნეულად შეხედა ცოლს. -დემეტრე შენ მე მეთანხმები თუ ვისთან ხარ?- ხელები გადაიჯვარედინა და ისე დაუბრუნა საპასუხო მზერა. -არა ,უბრალოდ ირინეში თუთაშხიას პროტოტიპს ვერ ვხედავ . - უკაცრავად , მგონი მეც აქ ვარ! -უაზროდ კრეფდა ნივთებსა და სუვენირებს გარშემო- და არ ვაპირებ ჩემი ნებით არსად,მით უმეტეს, უტასთან შესახლებას . -დაისვენე...მაგას საღამოს მივხედავთ ...,ხო და კიდევ ერთი პრობლემაა ,უტას დათანხმებაც საჭიროა რო რამე.- გოგოს ბოლოჯერ მოავლო თვალი,თითქოს შესაძლო ვარიანტებს ზომავდა. თავი 3 მთელი გზა, რაჭისკენ მიმავალი, სიჩუმეში გალია , მხოლოდ ნიტას შეკითხვები და დემეტრეს პასუხები არღვევდა დუმილს ,დიდად არც თეოდორას ამოუღია ხმა ,მისი მიზეზი არ იცოდა ,თავისი კი კარგად ესმოდა,რატომ დათანხმდა ? იმიტო რომ ცხოვრებაში პირველად აღარ მიეკუთვნებოდა თავის წრეს. არადა ,რეალურად, იქ ,სოფელში, ელოდა კაცი,რომლისთვისაც ყველაზე მეტად არ უნდოდა მისი დაცემული ვერსია ეჩვენებინა. სიმწვანეში ჩაფლულ სახლს რომ მიადგნენ მხოლოდ მაშინ დასვა შეკითხვა -უტა როგორ დაითანხმე ? -მაგაზე შენ არ ინერვიულო .- დემეს ნაცვლად უპასუხა თეოდორამ. სახლიდან მხოლოდ დიანა გამოვიდა . დემეტრემ გადმოიტანა ბარგი, -ზემოთ ოთახში აიტანე ბებო, თუ გინდა აყევი, ნახე ოთახი ირინე. -იყოს, მადლობა, შემდეგ ვნახავ.-გარშემო თვალი მოავლო სივრცეს - გავამზადე რაღაცები ,შემოუსხედით სუფრას.-მაშინვე თქვა როცა დემეტრე კიბეზე გამოჩნდა, - უნდა დავბრუნდეთ , თან გზად რაღაც საქმე მაქვს, უბრალოდ ირინე ჩამოვიყვანეთ.- გოგოს შუბლზე აკოცა , ჩუმად უჩურჩულა-თავს არაფერი აუტეხო იცოდე. -რას ამბობ ,ან ჩამოსვლა რა არის ან წასვლა ?! უტას მაინც დალოდებოდით. -მერე ვნახავთ ბებო. არ გინდა გამოცილება. სანამ მანქანაში ჩასხდებოდნენ თეოდორა გამოიჭირა : -უნდა მეშინოდეს ?-ტუჩები საწყლად დაბრიცა. -ვისი ?დიანასი? - შორიდან ვიცნობ...შენ გეშინია? -არა ,ცოტა მკაცრია ,მაგრამ შენთან არ მგონიაა.დაპანიკებული სახით ნუ იყურები,ან ოდნავ შენიღბე მაინც . გამოსამშვიდობებლად ნიტას ხელი დაუქნია და ზლაზვნით აყვა კიბეებს , ოთახში საბურავწაკრული ქალი ისევ ბუზღუნებდა: -ან ჩამოსვლა რა იყო ან წასვლა ,სულ ასე იცის დემეტრემ... *** -მეგონა თბილისში ვბრუნდებოდით - თქვა როცა წინ აღმართულ ტაძარს შეხედა. -ბარაკონის ტაძარია. ბაბუას ხშირად ამოვყავდით ხოლმე მე და უტა.- მანქანიდან გადავიდა და უხმოდ მიანაშინა თეოდორას რომ თავადაც ასე უნდა გაეკეთებინა. როცა გადავიდა ბიჭი უკვე ნიტას ელაპარაკებოდა , ხელები გაყინული ჰქონდა როცა გაბრიელმა წაავლო. - რაჭის ერისთავ როსტომს სურდა ტაძრის აშენება , თუმცა უნდოდა ეს ადგილი თავად ღვთის რჩეული ყოფილიყო. ამობენ რომ ერთ დღეს ციდან თეთრი მტრედი დაფრინდა ,რამდენიმეჯერ წრე შემოარტყა ადგილს და ზუსტად იქ დაფრინდა, სადაც ახლა ეს ტაძარია. -მტრედმა აირჩია ეს ადგილი?- გაოცებით იკითხა პატარამ რომელიც გაფაციცებით იყურებოდა გარშემო. -ხალხური გადმოცემით ასეა.ბარაკონი იგივე ბარაქას ნიშნავს ანუ ღვთის წყალობას.,,კლდეზე სხივები კანკალებენ და ბარაკონი თეთრად ქათქათებს, ვით ჯეჯილში ჩამჯდარი გედი“. შორიდან მართლა მამა-შვილს ჰგავდნენ და ამ ფიქრმა უცნაურად გაკრა გონებაში, მითუმეტეს აერია ფიქრები როცა გასვლისას ბიჭმა კვლავ ხელი ჩაკიდა და უჩურჩულა: - დავპირდით რომ მე და უტა ერთ დღეს აუცილებლად მოვიყვანდით ჩვენს ნამდვილ სიყვარულს ამ ადგილას.-სახეში შეხედა ,არ იცოდა რას ეძებდა , ან რა უნდა ეთქვა საპასუხოდ , უნდოდა ეთქვა რომ მისი საყვარელი ქალის სტატუსის ქონა დიდი პატივია მაგრამ ვერც ეს ვერ თქვა . ისევ თავი დახარა . თითები ისეთი ცივი აღარ ჰქონდა. მთელი საღამო, სახლში დაბრუნებულსაც კი ერთი ფრაზა უტრიალებდა ,, დავპირდით რომ მე და უტა ერთ დღეს აუცილებლად მოვიყვანდით ჩვენს ნამდვილ სიყვარულს ამ ადგილას", პირობა აასრულა , ნამდვილი სიყვარული თეოდორა გამოვიდაა ,ერთვარი სიამაყის გრძნობაა ამის გააზრება ,თანაც ისეთი გულს რომ აიგფრიალებს,როცა სიყვარულში გამოგიტყდებიან. გაშტერებული უყურებდა თავის თავს სარკეში. -აუ დედიკოო , პარკში ჩავიდეთ. -მგონი ახლა ძილის დროა. -ჯერ არააა -ხელი მოკიდა და ისე გაიყვანა სააბაზანოდან-გაბრიელი? -გაბრიელი მუშაობს . -მერე რა? ბოტასები ჩაიცვა -შენს მოსაცმელს ავიღებ და გავიდეთ .-მოღუშულ სახეს რომ შეხედა დაამატა-ვკითხოთ მაინც გაბრიელს. კაბინეტში ნიტასთან ერთად შევიდა ,მოუთმენლად დაიწყო : -გასვლას ვაპირებთ ... პარკში წამოხვალ? ბიჭმა ჯერ გადაშლილ საქაღალდეებს გადახედა ,მერე მის წინ ასვეტილ დედა-შვილს. -აუ ჩავიდეთ რა. მუშაობა მერე .-ნიტა ისე იყო აჟიტირებული ,მოუთმენლად აბაკუნებდა ფეხებს. -მოიცლის ხო სამუშაო?-ჰკითხა ,მიუხედავად იმისა რომ მოსალოდნელი პასუხი ისედაც იცოდა, ან პირიქით სწორედ ამიტომ კითხა -კიი.-დამაჯერებლად დაუქნია თავი. -კარგი, რადგან ნიტას ასე უნდა.-დანებების ნიშნად ხელები გაშალა. ბოლო პერიოდში ვერ იტანდა მათ შორის ჩამომდგარ დუმილის ტალღას , დაუღალავად სასრიალოზე სრიალებდა ნიტა ,როცა ტელეფონმომარჯვებულ ბიჭს გახედა ,რომელიც ესემესების წერით ისე იყო დაკავებული ,აშკარად სიჩუმის დარღვევას არ აპირებდა. -იმედია რაიმე მნიშვნელოვანს არ გაცდენთ. -ასე ფორმალურად?-ღიმილი შეეპარა . -ეს უფრო დუმილის დასარღვევად ვთქვი.- პარკის არც თუ ისე კარგ განათებებს უმადლოდა ,თორემ მის გაწითლებას ნათლად დაინახავდა. -დამშვიდდი ძალიან მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო არც გამოვიდოდი.-მთლად ასეთ გულახდილობას არ ელოდა თეოდორა .-არა?-ინტერესის მიზნით დაამატა. - თუ ამდენი ხნის მანძილზე რამე შევიცანი შენს შესახებ,ერთ-ერთი ისაა რომ მაინც დაგვთანხმდებოდი. -ხოო? შენი თვითდარწმუნებაა თუ ჩემი მხილება? -ზოგადი დაკვირვება. -და რას იძახის ეს ჩემზე ? -ჰმმ,უნდა დავფიქრდე ...ალბათ , იმას რომ ყურადღებიანი ხარ . -კიდევ? -მზრუნველი? -კიდევ? - რაც ჩამოვთვალე არ გეყო? - ვცდილობ რამდენიმე თვის მარაგი ერთიანად შევივსო,ყოველდღე ხომ არ ვისმენ ჩემი ცოლისგან ასეთ ქებას. -გავითვალისწინებ რომ ყოველ დილით შეგაქო. -თუ ეს შექება ნიტასავით კბილების გამოხეხვას და დილით საუზმის მირთმევას უნდა ეხებოდეს მაშინ მადლობა ,გამოვტოვებ. თავი 4 დარეჯანი კარტოფილს უწვავდა შუაღამისას სახლში დაბრუნებულ უტას. ოთახში წინ და უკან დადიოდა ,უკვე ორჯერ მიუკაკუნა დიასახლისმა სამზარეულოში ჩასვლაზე და არ ჩასვლა ცუდ ტონად ჩაითვლებოდა. საიდანღაც შეძენილი გამბედაობით როგორც იქნა გამოაღო კარი.კიბეებიდანვე მოისმიდა ქალის შემართებული ტონი -სულ თავს მანატრებს ,რამდენჯერ ვთხოვე ჩამოდი და დარჩი-თქო, ვინ მყავს მე თქვენზე კარგი ბებო, ისევ მე უნდა ჩამიყვანოს ქალაქში ,-თვალი მოკრა თუ არა ოთახში შემოსულს ახლა მასზე გადაერთო- კარებზე კი დაგიკაკუნე ,აღარ შემოვსულვარ,ვიფიქრე დაიძინებდა-მეთქი. ჩუმად გამოსწია სკამი დასაჯდომად , -შეჭამ კარტოფილს? -არა ,მადლობა, საღამოთი აღარ ვჭამ.-არ დაუმატებია რომ სტრესის შემთხვევაში ნებისმიერ დროს საკვებს ეძებდა , -რას ამბობ?მასეთები არ გამაგონო. ისედაც რა არის ეგ დიეტა და მითუმეტეს შენ რაში გჭირდება, ჩემთან არ გამოგივა. -დიეტა არ არის,კალორიულ დეფიციტს ვცდილობ.- ერთხელაც არ შემოუხედავს უტას მისთვის . როგორც ჩანს დარეჯანსაც თვალში მოხვდა და ისედაც ნათელი ფაქტი გააჟღერა ბიჭის გასაგონად: -უტა ირინე ჩამოვიდა. -მხოლოდ ცოტახნით .იმედია რომ მალე დავუბრუნდები ჩემს ჩვეულ რიტმს - უაზროდ დააყოლა გოგომ, ნერვიულობის ფონზე სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან, ამან მართლა დაიმსახურა ბიჭის მწველი მზერა: -ოთახში არ ვეწევით. -შენ საერთოდ არ ეწევი უტა.- მობეზრებით ამოილაპარაკა , და მაინც გაუკიდა , თითქოს განზრახ ცდილობდა, რაღაც ისეთის გაკეთებას, რაც ბიჭს თავის კომფორტ-ზონიდან გამოიყვანდა. - ,,ჩემს ჩვეულ რიტმს" რა საინტერესო სიტყვათაწყობაა ,ირინე, თუ შეგიძლია განგვიმარტე.- აშკარა მწვავედ ირონიით თქვა , მაგრამ პასუხს არც დალოდებია ადგა ,თავისი თეფში ნიჟარაში ჩადო, მხოლოდ ღამემშვიდობისა უსურვათ ,ისე დატოვა სამზარეულო და ირინე ახლა უკვე ასი პროცენტით დარწმუნებული იყო რომ ბიჭმა იცოდა ვიდეოს შესახებ. დარეჯანი შეუდგა დარჩენილი სუფრის ალაგებას, უხმოდ მჯდომ გოგოს შეხედა - ყველაფერი არც ისე მოსაწყენი და რთულია აქ ,როგორც შეიძლება შენ გგონია. -მე საერთოდ არაფერი მგონია, დანამდვილებით ვიცოდი რომ უინტერნეტო და უკაცრიელ ადგილას არ მოვდიოდი,ასეთი სტერეოტიპული აზროვნების არ ვარ.-თვითმართლების ტონით ამოილაპარაკა - მართალია. ახლანდელ სოფელში ქალაქისთვის დამახასიათებელი ალიაქოთი და ხალხმრავლობა არ არის,ოდნავ სუფთა ჰაერი და მშვიდი საღამოებია,ხოლო სხვა დანარჩენი იგივეა. - ეს დროებითია ,დასჯაზე ჩემი პასუხი.-თვითდაჯერებისთვის თქვა. -გატყობ უკვე გაქცევაზე ფიქრობ , ეს ცუდია,გაგიჭირდება აქ გატარებულ დროში რაიმე ღირებულის დაჭერა. - ჩემი მიზანი არ არის თქვენი შეწუხება ან ტვირთად დაწოლა.- დასახმარებლად თავადაც დაიწყო მაგიდის ალაგება. -არც გამაგონო მასეთები , რა ტვირთზეა საუბარი,ხმის გამცემი მაინც მეყოლება და შემლაპარაკებელი,თანაც შენ არ იცი მე როგორ მიყვარს ლაპარაკი...მითხრა დემემ მშობლებს ეჩხუბაო, ვერაა კაი ამბავი ისე შვილო, -მხოლოდ ეგ გითხრათ? -მნიშვნელოვანი ეს იყო .მე თვითონ მშობელი ვარ და გინდა არ გინდა მიკერძოებული ვიქნები. ვინა გვყავს ჩვენ თქვენზე უფრო კარგი მაგრამ რამდენიც გინდა იმდენი შემთხვევაა ვერ ვუგებთ ერთმანეთს. -დრო არ რჩებათ მშობლებს შვილებისთვის ,მერე გადის წლები , ის დამაკვშირებელი ძაფი წყდება საერთოდ და უკვირთ როდის გადაიქეცი ასეთად ,სად დავუშვით შეცდომაო.- მწარედ ამოილაპარაკა,დაიანახა თუ არა ასალაგებელი აღარ იყო ოთახისკენ აუღო გეზი. -რა ზუსტად თქვი...რა ზუსტად, წყდება ძაფი და სად დავუშვი შეცდომაო.- თავისთვის წაიჩურჩულა.-სად დავუშვით შეცდომაო, -ხელები შეიწმინდა თუ არა ტელეფონი მოიმარჯვა.-ისევ მე თორემ... კარგად არის უტა, ისე დაგირეკე , არაფერი არ შემთხვევია შენს მოსაკითხად დავრეკე. ზემოთა სართულზე საწოლში მოსახერხებელ ადგილს უიმედოდ ეძებდა ქალაქიდან ჩამოსული სტუმარი. დღე დღეს მიჰყვებოდა და უტასთვის დაუპატიჟებელი სტუმარი მეორე კვირა იყო ადრე გასულსა და გვიანობით დაბრუნებულ ბიჭს ფანჯარასთან გადამყურე საწოლიდან ყოველ დღე ხედავდა. სად მიდიოდა ან მთელი დღე რას აკეთებდა ამის კითხვას უფრო მეტად ვერ ბედავდა ვიდრე არ აინტერესებდა. გაახსენდა წინა დღისით როგორ წააყვანინა დარეჯანმა მდინარეზე გოგო,როცა უტა საერთოდ შეთავაზებასაც არ აპირებდა ,თავიდან სიამაყემ სძლია და მკაცრ უარის თქმას აპირებდა ,თუმცა მიხვდა რომ ამდენი სახლში უაზრო ჯდომითა და ეზოში იაზრო ყიალით უფრო და უფრო აზიანებდა ძლივს შემორჩენილ ნერვებს, თანაც ქალმა დაამშვიდა მდინარეზე უტა ყოველთვის სამეგობროსთან მიდის და იმათი ცოლებიც იქ იქნებიან გაიცნობ მაინცო. ბოლოს ბიჭმაც ამოილუღლუღა ეზოში დაგელოდები და ჩაიცვიო. თავისმა თავმა გაარკვია როცა რეკორდულ 5 წუთში შოლტით და სათვალეებით შეიარაღებულ მომლოდინეს თავზე წაადგა სამაგიეროდ ვერც დუმილის შეკავება შეძლო დიდხანს და სახლიდან გასვლიდან ათ წუთში აწუწუნდა მალე თუ მივალთო. მდინარის კრიალა წყალმა და ირგვლივ დამკვიდრებულმა სიმწვანემ ოდნავ ხასიათზე მოიყვანა , არც უტას ნაცნობები: რატი,რატის ცოლი თებე, მათი შვილი, ლუკას ცოლ-შვილი, გიგი და ნათია აღმოჩნდა ცუდი ტიპები . მათ პირველად ხედავდა და გაცნობას კი ყოველთვის თან ახლავს ოდნავ შეუჩვევლობა. დაუღალავად ლაპარაკობდნენ , ლუკას ცოლი ,რომელსაც როგორც დაიმახსოვრა ნინი ერქვა , ყველაზე აქტიურად იყო ჩართული , წყალში ჩასვლისას ირინეს ისიც კი მოუყვა როგორ გადაარჩინა უტამ მისი ბიძაშვილი დახრჩობას გასულ წელს -ასე რომ შეგიძლია არ გეშინოდეს და უტას იმედზე იყო. -ბედის გამოცდა არ მინდა .- ხმამაღლა მხოლოდ ეს თქვა ღიმილით ,ის აღარ დაუმატებია იქნება ვაჟბატონმა ჩემ გამო თავიც არ შეიწუხოსო. იშვიათად თუ ჩაერთვებოდა საუბარში თებე, ირინეს ისეთი შთაბეჭდილება დარჩა დიდად არ უხაროდა ამ გოგოს აქ ყოფნა ,ცოლ-ქმარს შორისაც რაღაც სიცივე შეიგრძნობოდა ,მითუმეტეს როცა ნათიამ რატის თვალები დაუბრიალა ხო ხედავ ცუდ ხასიათზეა და რამე აქ მაინც მოიმოქმედეო ,უფრო ჩუმად კი წაიბუტბუტა იდიოტი დედის მონაოო. მდინარიდან რომ ამოვიდა თავისი თავისთვის ყვავილების დასაკრეფად თავად წავიდა ,რადგან ყვავილები უყვარდა ,დროსაც გაიყვანდა ,თუმცა დრო როგორ გავიდა ვერც შეატყო ,მხოლოდ ათი წუთი თუ ეგონა გასული როცა თავზე წაადგა თთქმის გადავიწყებული თანამგზავრი.უტა მოწყვეტით დაეშვა იქვე ახლოს მდელოზე , ხმა არ ამოუღია და რადგან ყოველთვის პირველი ირინე ცდილობდა მის წონასწორობიდან გამოყვანას ამჯერადაც ცხვირაბზუებულმა,, ჩაუგდო ანკესი": - მე უკვე დაკრეფილს მჩუქნიან ხოლმე . -მართლა?არ ვიცოდი...-ნერვების მოშლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.-წავიდნენ უკვე. - ყველა? -იცი მაინც რამდენი ხანია ამ ყვავილებს დაჰფოფინებ და თაიგულს კრავ? - უკვე დაკრეფილს რომ მჩუქნიან მაგის ბრალია-ისევ თავდაპირველი ფრაზა გაიმეორა და მართლაც ერთადერთი მაუწყებელი ნიშანი შუბლზე ძარღვის გამოჩენა შეამჩნია. - რა უცნაურია,არ ვგავარ შენ იდიოტ თაყვანისმცემლებს ფეხებთან რომ გეგებიან? - ჩემი თაყვანისმცემლების იდიოტად მოხსენება პროვინციელ მებაღეს გამსგავსებს. -შენ რასაც ემსგავსები არ გეტყვი-სიტყვა სიტყვას მისდევდნენ და ერთმანეთს აღარც უსმენდნე ოღონდ რაიმე ეთქვათ მწარე. -მითხარი? რაო თანასოფლელებმა გითხრეს სექ**ს ვიდეოებს მარტო ძუკ*ებს უდებენო?-და პირველი შემთხვევა იყო როცა თავად ახსენა ეს თემა ბიჭთან ხმამაღლა,ისეთი დუმილი ჩამოწვა მიხვდა ზედმეტად შეტოპა,ამაზე ალბათ არც უფიქრია უტას,თავად კი ის წამოცდა რაზე ფიქრსაც ვერ წყვეტდა.ამ წუთას ყველაზე მეტად ეზიზღებოდა უთქმელი მზერა საიდანაც ვერ ამოიკითხა ვერაფერი საპასუხო, ვერც ჰო და ვერც არა.თუმცა შინაგანი მე ყვიროდა რომ ამის თქმა უკვე ნაწილობრივ დამარცხებას ნიშნავდა ,ეს აღიარება იყო მისთვის. ალბათ ,სწორედ ამ მიზეზის გამო მორჩილი ბავშვივით გაჰყვა სახლში და მთელი გზა ხმა არ ამოუღია , დღე კიდევ უფრო მოეშხამა როცა ღამით , ინსტაგრამზე დადებული სთორებით შეიტყო მთელი სადაქალ-სამეგობრო როგორ ერთობოდა იმ ერთი ნაცნობის დაბადების დღის წვეულებაზე ,რომელსაც ზურგს უკან ყველა ჭორავდა და მათთვის შეუფერებლად მიაჩნდათ. არადა სულ რამდენიმე თვის წინ სწორედ იმ გოგოსთვის სათაყვანებელ სტილის ,გემოვნების თუ სანაცნობოს მფლობელ კერპს წარმოადგენდა ირინე. ჭიშკრის ჭრიალზე მიხვდა რომ დაბრუნდა ,ამიტომ მოუთმენლად ,პენუარების ამარა ,მხოლოდ სიგარეტით გავიდა ოთახიდან და ჯერ კიდევ ეზოში, ჰამაკში მჯდომი უტას წინაშე გაჩნდა. - ის მაინც მასწავლე როგორ ვუშველო გარიყულობის ტკივილს...მასწავლე...- დამწუხრებული ბავშვივით შესჩივლა . - გასწავლო?-კითხვა გაიმეორა ,თითქოს ვერ გაიგოო და მის წინ მდგომი აათვალიერა,. -როგორ შეგიძლია მშვიდად დაათვალიერო თბილისში დარჩენილი სანაცნობო-სამეგრობროს ფოტოები, მიხვდე რომ ჩამორჩი, რომ თურმე უშენოდ ყველაფერი ყველასთვის კარგად, აუღელვებლად გრძელდება. - და სთორებზე არ გამოჩენა შენთვის გარიყულობაა? მაშინ ამის სწავლა ნამდვილად შემიძლია- იმაზე ირონიულად თქვა ,ვიდრე უნდოდა- თუმცა ეს გზა მე თვითონ ავირჩიე. -რა თქმა უნდა ,ეს მხოლოდ მე ვარ ეგოისტი. - მე საერთოდ არ მადარდებს მათი ცხოვრების მეოთხედი ნაწილი,რომელსაც აფიშირებენ,დანარჩენს კი ბნელ კუნჭულში ტოვებენ. ვიცი რომ არავის ცხოვრება არ ბრუნავს ჩემ გარშემო გარდა საკუთარი თავისა და არც მჭირდება.-ამის გაგონებაზე თავდაპირველად უეცარი გაბრაზება გამოეხატა ირინეს სახეზე, მაგრამ მოულოდნელად ჩაჯდა ჰამაკში მის გვერდით და მშვიდი ხმით ამოღერღა: - მთელი ბავშვობა მაღიზიანებდა რომ შენ ყოველთვის იცოდი რა გინდოდა.-სიგარეტი ხელიდან გამოაცალა გვერდით მჯდომმა, თავად ჩაიდო პირში და ნაფაზი დაარტყა - ისე როდის აქედან ეწევი შენ?-პასუხს არ დალოდებია გააგრძელა-მასწავლებლები,კლასელები,კლასელების მშობლები,მეგობრები თუ უბრალო ნაცნობები ყველა გაფასებდა ,უცნაური აურა გქონდა და პატივმოყვარეობას დაატარებდი ,ყველას უყვარდი ან მისაბაძ მაგალითად გთვლიდნენ ,მაგრამ ყველასგან განზე იდექი და ამ დროს ვიყავი მე რომელიც ტრენდებს ქმნიდა ,ყველა იცნობდა , ჩემთან დაახლოებას ცდილობდნენ, ჩემგან დაბადების დღის დაპატიჟებას ელოდნენ, თუმცა ვიცოდი რომ მოჩვენებითი იყო ,ვგრძნობდი რომ რეალურად ყველასთვის განებივრებული ერთადერთი ქალიშვილი ვიყავი მდიდარი მშობლების. - მე კარგი თიხა ვიყავი, გამოსაძერწად საოცნებო შვილი ,ხოლო შენი პრობლემა სწორედ ისაა რომ იცოდი და მაინც აგრძელებდი თამაშს. არაჩვეულებრივად ითავსებდი როლს და შემდეგ სარკეში შენ თავს ეკითხებოდი ნამდვილ ირინეს რატომ ვერ ხედავენო. -შენი პრობლემა კიდე შენი იდეალურობაა ,არასდროს დაშვებული შეცდომები,მაინტერესებს წლების მერე სიკვდილის სარეცელზე მყოფი რა მომენტს გაიხსენებ ცხოვრებიდან სადაც ნამდვილი იყავი და სადაც წლების გეგმას კი არა სპონტანურ სურვილებს მიჰყვებოდი .-სხაპასხუპით მიაყარა ხმამაღლა და ფეხზე ადგა , შესვლას აპირებდა , მაგრამ ხელზე დაექაჩა უტა -მე არ ვყვირი.მეგონა უბრალოდ ვსაუბრობდით.-უთქმელად დაუბრუნდა თავის ადგილს ,რადგან გრძნობდა სათქმელი კიდევ ბევრი დარჩენოდა, თანაც ვერ დაუშვებდა მის წინაშე ამაზე მეტი ემოცია ან დათმობა ეჩვენებინა.დაჯდა თუ არა ხელი გაუშვა უტამ- მაგრამ მე ყოველთვის ნამდვილი ვარ ჩემ თავთან. -ანუ? -შენ თქვი როდის იქნები ნამდვილიო და საქმე ისაა რომ ყოველთვის ვცდილობ მართალი ვიყო ჩემ თავთან. რეალურად კი იმ ყინულზე მდგომებს ჰგავდნენ უკვე რომ შეტოპეს და ახლა ერთ-ერთს პირველი უნდა ეცადა აქედან გასვლა ,თუნდაც ამ ყინულის ჩამტვრევა დასჭირვებოდა. -უყურე ვიდეოს?-თვალები დახუჭა და ისე შეეკითხა. -მაზოხისტი ხარ?-კითხვავე შეუბრუნა, -რატომ? -აბა რატომ სვავ შეკითხვებს,რომლებზე პასუხიც არ გჭირდება?-მხოლოდ ახლა დაფიქრდა რომ შესაძლოა ასეც იყო,რომ რეალურად პასუხის გაგებაზე მეტად ბიჭის ტონს და ემოციას ელოდებოდი,სახის გამომეტყველებას კი ვერ დაინახავდა ,რადგან თვალები დახუჭული ჰქონდა. -ვინ თქვა რომ არ მჭირდება?-მაინც თავისი გააგრძელა - ალბათ უკეთესიც შეგეძლო. -უკეთესი რა?პარტნიორი?- გამომცდელად შეხედა. - კლუბის საპირფარეშო არ მგონია მოსახერხებელი ადგილი იყოს .-მიუხედავად იმისა რომ პასუხებს წარბშეუხრელად ისმენდა გულის რევის შეგრძნება თავს არ ანებებდა, პირზე უამრავი ფრაზა ჰქონდა მომდგარი მაგრამ ვერ იტყოდა რადგან ირინეს ხასიათს არ შეესაბამებოდა . მოპასუხემ ხომ არ იცოდა რომ ყოველ დილით სარკეში ჩახედვისას მას ისედაც უფრო და უფრო ეზიზღებოდა თავი. - მხოლოდ ეგ შეკითხვა გაქვს? - შენ გინდა დეტალურად ამიღწერო?თუ რის მიღწევას ცდილობ ბოლოსდაბოლოს? არ მჭირდება იმ თემაზე საუბარი რომელიც მე არ მეხება და რომლითაც შენ საკუთარი ხმის გაჩუმებას ცდილობ. ჭრიჭინების ხმა ისმოდა ,მხოლოდ ოთახიდან გამომავალი სინათლე ანათებდა ეზოს და რამდენიმე წუთის შემდეგ ,როდესაც უცნაურად მიჩუმდა ირინე თავის რეპლიკებით ,მისი სუნთქვის რიტმი კი დამშვიდდა ,უტა მიხვდა, რომ გოგონას ჰამაკშივე ჩაეძინა. თავი 5 ამ გზის გავლა უკვე ჩვეულებას ჰგავდა ,ადრე უფრო ხშირად თითქმის ყოველ კვირას ადიოდა საფლავზე , ბოლო პერიოდში გადატვირთული გრაფიკის გამო მხოლოდ თვეში ერთხელ ახერხებდა , ისიც ნიტას ბაღში რომ დატოვებდა შემდეგ. ამჯერადაც იდგა ანდრიას საფლავის წინ და ვერ იგებდა რა ეთქვა ,უნდოდა რაიმე ეთქვა ,წესით მოსაყოლი უნდა ჰქონოდა კიდეც მაგრამ ნაბიჯების ხმას ემადლიერებოდა კიდეც ამ მდგომარეობიდან რომ გამოიყვანა. უკან მოხედილს ,ხელში ივა შერჩა და ეწყინა ,რომ თურმე ქალაქის რომელიღაც წერტილში ანდრიას საფლავზე არა მარტო ყოფილი ცოლი ,არამედ მისი ბავშვობის ძმაკაციც დადიოდა , ანუ საფლავი მიგდებული არ იყო და მისი სიმბოლური ამოსვლა თანდათან სიმბოლურ მნიშვნელობას უფრო ჰკარგავდა. -როგორ არის ჩემი ნათლული? -კარგად , ბაღშია .შენ როგორ ხარ ივა? -მადლობა ,მეც არამიშავრს. სულ აქეთ-იქით დავრბივარ და ვერ მოვახერხე,ამ დღეებში ნიტას წავიყვან და გავასეირნებ,თუ პრობლემა არ იქნება - არა , შაბათ-კვირას სახლშია,სხვა დღეებში ბაღის შემდეგ შეგიძლია -გავითვალისწინებ. არც გაბრიელთან არ იქნება ხო?- თავიდან შეკითხვის აზრს ვერ მიხვდა ,სახეზე გაწითლდა : -არა , რა თქმა უნდა ,არა...რატომ მეკითხები? -ისე უბრალოდ, ამდენი წელია ნიტას ზრდის , ფაქტობრივად მამის ფიგურაა და- მართლა ასე იყო ,ეს იცოდა უბრალოდ ის არ იცოდა ამას უნდა შეწინააღმდეგებოდა თუ არა ,ან რა მიზეზით შეწინააღმდეგებოდა.სახე აარიდა ივანეს. -არ გინდა რა თეოდორა ,თავს ნუ იტანჯავ. -რას გულისხმობ? -ვიცი რომ აქ ამოდიხარ ხოლმე. -და? გინდა მითხრა რომ ანდრიას ჩემი ბედნიერება ენდომებოდა ან რამე ეგეთი ,მაგრამ შენც იცი რომ ასე არ იქნებოდა . ივა ჩამოჯდა : -რეალურად საერთოდ არ ვიცი რა ენდომებოდა.. უკვე ნამდვილად არ ვიცი... თუმცა ეგოისტი იყო და ალბათ არ ენდომებოდა,მაგრამ ცხოვრება დაწერილი კანონებით არ მიდის. აქ რომ ამოდიხარ რაა ,ამით რა იცვლება?ან საერთოდ რას უყვები? -უკვე ვეღარაფერს.იცი არ ვიცი რა მოვუყვე,ზოგჯერ საერთოდ აზრს ვერ ვხედავ , უბრალოდ ჯერ მესამე წელი ხდება და ძალიან ადრეა მის დასავიწყებლად.- ალბათ ვერავინ დაიჯერებდა რომ ქალი რომელიც ცოტა ხნის წინ საფლავთან უბრალოდ იდგა ახლა ბიჭისგან ზურგშექცეული საუბრობდა და ცრემლები ჩამოსდიოდა.-რა სისულელე ვთქვი გაიგონე?ჯერ ძალიან ადრეა-მეთქი,თითქოს შემდეგ გამართლდება.-საპასუხოდ ივამ მხოლოდ სევდიანად გაიღიმა -მესმის. ეს თვითგვემაა, თავს აიძულებ მუდმივად გახსოვდეს, არ გინდა დაივიწყო, რადგან სინდისის ხმა ასე თვლის სწორად ,მაგრამ შენთვითონ ამბობ რომ ერთმანეთის აღარ გესმით. -რა გასაკვირია,ის ხომ აღარ არის.-უკვე იყვირა. -არა,გასაკვირი არაა,არც გადანაშაულებ, რა სისულელეა,პირიქით. -საერთოდ რას ემსახურება ეს საუბარი? - მოკლედ გითხრა?მინდა რომ შეწყვიტო საკუთარი თვალების ასახვავედ აქ სიარული, აქ გულს კი აღარ მოჰყავხარ,არამედ გონებას ,თავს იწამებ . -უნდოდა რომ წასულიყო ივა,უკვე ნანობდა რომ ის რამდენიმე წუთი მისი გამოჩენა გაუხარდა,ახლა კი ისეთებს ამბობდა და ისეთებზე აფიქრებდა ისევ სიჩუმე ერჩივნა,მაგრამ ბიჭი არ იძროდა ადგილიდან. -უცნაურად მოხდა ყველაფერი არა?თითქოს ერთმანეთს მიეწყო . -რას გულისხმობ? -უბრალოდ ბოლო პერიოდში საერთოდ შეიცვალა,ვერც კი ვცნობდი რომ ჩემი ბავშვობის ძმაკაცი იყო , ვალები ,ის ეს ...მძიმე პერიოდი იყო. - ხანძრის დღისით ვიჩხუბეთ ,იცი?თან ძალიან,ისეთი რაღაცები ვუთხარი,-სახე ხელებით დაიფარა -თითქოს დავემუქრე რომ ასე აღარ შემეძლო... და მაინცადამაინც იმ დღეს ,სახლში რომ დავბრუნდი ,ფაქტობრივად გადამწვარი იყო ყოველივე... -ხანდახან რომ ვფიქრობ ეს ხანძარი თავგზას მიბნევს, უკვე არ ვიცი თეოდორა რა ვიფიქრო და როგორ ,ვინმეს ხო არ აწყობდა, ძმაკაცს ვეძახდი და დავიჯერო ამდენ რამეს მიმალავდა?იმდენი ეჭვი მაქვს და უფრო მეტი პასუხგაუცემელი შეკითხვა. -ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდაო ხომ ეწერა დასკვნაში,მე არ წამიკითხავს მაგრამ კახიმ ასე თქვა. -მართალია,ასე იყო...გინდა დაგტოვო სახლში? -მანქანით ვარ.- გასასვლელთან თავადაც დაეწია .-ივა,მართლა ვერც გავიგე როდის დავიწყე მხოლოდ გონებით სიარული და ... -ვიცი. იმ საღამოს პირველად მოამზადა გაბრიელის საყვარელი კერძები ვახშამზე ,მიუხედავად იმისა რომ აქამდეც ახსოვდა ,არცერთხელ მომზადების ინიციატივა არ გამოუჩენია და იმ საღამოს სახლში დაბრუნებულმა გაბრიელმა პირველად თქვა თავი მტკივა და გარეთ შეხვედრისას ვივახშმებ მხოლოდო,არადა წესით უნდა მადლობა გადაეხადა,შემდეგ სამივე ერთად დამჯდარიყო და თეოდორას არც ისე გემრიელი ,მაგრამ მაინც მონდომებით მომზადებული კერძი დაეგემოვმებინათ. ნიტა დააძინა ,ზღაპარს კითხულობდა გონება კი სხვაგან ჰქონდა , იქნებ ყველაფერი დასრულდა და გამოფხიზლება გვიან დაიწყო? რატომ უნდა დასჭირებოდა ივას საუბარი იმის შესახებ რაც თავად ყველაზე უკეთ იცოდა ?თავის თავში გარკვეული იყო,მართლა იყო,უბრალოდ რაღაც შინაგანი ძალა აკავებდა და არ აძლევდა გამომჟღავნების საშუალებას. ვერც გაიგო როგორ ჩაეძინა ამ ფიქრებში,დილით უკვე თავის საწოლში იწვა ,გაბრიელი სამზარეულოში დახვდა -ყავას დალევ? -უკვე გავიკეთე.-დემონსტრაციულად აწია ფინჯანი . თეოდორას უნდოდა საუბარი კვლავ წამოეწყო მაგრამ სული ეგუბებოდა ,არ იცოდა რა ეთქვა, რცხვენოდა თუმცა რისი თავადაც არ იცოდა. უხმოდ იდგნენ,გაბრიელი თავის გაკეთებულ ყავას სვამდა ,თეოდორა თავისთვის იკეთებდა. -დღეს რამეს აპირებ? -შეხვედრები მაქვს ,შენ მიდიხარ სამსახურში?-საათზე დაიხედა და შემდეგ დაამატა -წესით დაგაგვიანდა. -დღეს მარტო კლიენტს უნდა შევხვდე და დაგეგმარება გავიაროთ,დანარჩენს სახლიდან გავაკეთებ...არის რამე რაც უნდა ვიცოდე? -რასთან დაკავშირებით? -არ ვიცი,შეხვედრებზე. -ჩემი საქმიანი ცხოვრებით დაინტერესდი? -არა ,უფრო სწორედ... -თუ მეტყვი რომ ეჭვიანობ შენ ინტერესს დავაკმაყოფილებ.-სიცილით უპასუხა,თეოდორას აწითლებულ სახეს რომ შეხედა წამში დასერიოზულდა,ახლოს მიიწია და ნიკაპზე ხელი მოჰკიდა- მართლა ეჭვიანობ ? პირველი ინსტინქტი იყო ეთქვა რას სულელობ რა ეჭვიანობაო ,მაგრამ თავის მოტყუებაც აღარ უნდოდა. -შენი აზრით ყველა სიყვარული იძინებს ბოლოს?-კითხვაზე კითხვით უპასუხა ,პასუხს რომ თავი აერიდებინა უფრო იმიტომ,მაგრამ გაბრიელმა მშრალად გაუშვა ხელი , საერთოდ მოშორდა ქალის სხეულს და წეღანდელზე სერიოზული გამომეტყველე ბა მიიღო. -არ ვიცი,შენ მითხარი.-მხოლოდ ახლა მიხვდა რომ ბიჭმა მასზე და ანდრიაზე იფიქრა. -მე შენ გკითხე,შენმა სიყვარულმა დაიძინა? -გააჩნია სიყვარულს ,ადამიანს და ა.შ .ზედემეტად ფილოსოფიური კითხვაა დილის დასაწყებად. -მინდა რომ შენმა სიყვარულმა არ დაიძინოს. -და შენ დაგელოდოს ? -არ ელოდებიან ხოლმე?მე ვფიქრობ... უფრო სწორედ მგონია რომ მინდა ვცადოთ , ნამდვილი ურთიერთობა. წარსულის და ყველაფრის გარეშე.თუ რა თქმა უნდა... -რატომ? -რატომ მინდა? იმიტომ რომ რაღაცას ვგრძნობ მაგრამ ამის ახსნა არ შემიძლია,ხომ ხდება ხოლმე რომ არ შეგიძლია ახსნა.მე არ ვიცი როგორ გამოვთქვა ,რადგან არავის არ შევუქივარ ბავშვობაში,ამიტომაც ვცდილობდი აკადემიურად წარმატებული ვყოფილიყავი,არასდროს ჩემ მშობლებს არ უთქვამთ რომ მაფასებდნენ,რომ ვუყვარდი და რა გასაკვირია რომ როცა პირველად მითხრეს მიყვარხარ ,მას დავმორჩილდი.-უკვე ცრემლები ჩამოსდიოდა ,ვერ გაიაზრა თუ ტიროდა სანამ დემეტრეს ხელი არ შეეხო ლოყაზე და ცხელი ცრემლები არ მოწმინდა.-თუ აღარ გიყვარვარ ეგ სხვა ,შეგიძლია პირდაპირ მითხრა. -თეოდორა,რომ იცოდე რა სისულელეს მეუბნები,მე მაშინაც მიყვარდი როცა სხვისი ცოლი გერქვა და ახლა ხომ მითუმეტეს..-ტუჩები ყელზე შეახო და სველი კოცნებით მიუყვებოდა ქალის სხეულს. თავი 6 თითქოს ყველაფერი კალაპოტში ჩადგა,უფროსწორედ ირგვლივ ჰარმონია დამყარდა და დემეტრე გრძნობდა რომ ეს ოჯახური ცხოვრება,პიკნიკი, ქალაქგარეთ გასვლა თეოდორასთან და ნიტასთან ერთად რაღაც არარსებული სიტკბოთი თუ სიყვარულით აღავსებდა. იმ დღისით ,ნიტას ბაღის წინ ელოდებოდა , როცა გაიგო ნაცნობი ხუჭუჭთმიანი სხეული მისკენ როგორ გამოიქცა მამა-ს ძახილით ...გულმა სამი დარტყმა გამოტოვა... საყვარელი ქალის შვილი მამას ეძახდა და მის გასახარებლად მორბოდა. -ვიცოდი დღეს შენ გამომიყვანდი.-ეს ამბავი ისე ახარა ,თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი რამდენიმე წუთის წინ არ მიენიჭებინოს. -გამოვიცნობ,ბურგერები მოგინდა და მაგიტომ პატარა მსუნაგო პრინცესავ?-უკანა სავარძელზე ღვედი შეუკრა. -არაა... უი სულ დამავიწყდა ,სპექტაკლში ჯუჯა ვარ -შვიდი ჯუჯიდან ერთ-ერთი? -კიი,ხომ მაგარია მამიკოო?-აი ისევ,ეს ტიტული და თუ პირველ ჯერზე რაიმე პროცენტი მაინც იყო იმის ,რომ შეიძლება შემთხვევით დაეძახა ,ახლა ნამდვილად დაზუსტებით ეძახდა. ეს მომენტი და თარიღი საუკეთესო საუკეთესო დღედ დაამახსოვრდებოდა ,საღამოს ოფისში დაბრუნებულს დაუპატიჟებელი სტუმარი რომ არ წვეოდა : -არ მითხრა რომ ჩემი დანახვა გესიამოვნა. -ნამდვილად არა,თუმცა უმიზეზოდ არ მოხვიდოდი, ალბათ სათქმელი გაქვს რამე.-ივა მის წინ სავარძელზე მოკალათდა,აშკარად ეტყობოდა რაღაცაზე ნერვიულობდა. -მართლა არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა ან როგორ უნდა დაიჯერო,თუმცა ვიცი ის რომ აუცილებლად უნდა იცოდე. - კარგი , გისმენ -წესით შესავალს ვამზადებდი,აზრი არ აქვს ,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ,ანდრია ცოცხალია..-დემეტრეს სახეზე გაკვირვებას რომ შეხედა შემდეგ დაამატა-ანუ მკვდრეთით კი არ ადგა ,არც გარდაცვლილა...გაითამაშა, მოიტყუა ან არ ვიცი რა ქნა. -და შენ ,მისმა ძმაკაცმა აქამდე არ იცოდი? -არა ,რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდა,მაგრამ მხოლოდ მაშინ როცა თავად ჩავეძიე მომხდარს და გავარკვიე. -მგონია მეკაი*ები,მაბო*ებ ან არ ვიცი რას ცდილობ. -შენ რაც გინდა ის ჩათვალე. -ორი აზრი არაა რომ დაბრუნებასაც აპირებს -მაგრამ ვფიქრობ აუცილებლად უნდა იცოდეთ ,შენც და თეოდორამაც.-წამოდგა და გასასვლელისკენ დაიძრა,კითხვა მაინც ვერ შეიკავა დემეტრემ: -რატო მითხარი მე პირველს?ანდრიას ძმაკაცი არ ხარ? -ნიტას ნათლიაც ვარ და არ მინდა მეორედ დაკარგოს მამა,ამჯერად ნამდვილი მამა. დიადი ოცნებით დაწყებული დღე ჯოჯოხეთურად მთავრდებოდა , მთელი გზა ფიქრობდა რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც ამ ეტაპზე დაბრუნება,აზრი არ ჰქონდა არაფერს ,,საძინებელში შესვლისთანავე თეოდორას ტუჩებს გაექცა , იცოდა რომ დასასრულს თავისი ხელით წერდა, მაინც წარმოთქვა ფრაზა ,რომელიც წესით მხოლოდ კოშმარებში უნდა ენახა: - ანდრია ცოცხალია და ბრუნდება.-იცოდა რომ ეს ფრაზა უკვე რაღაც ახალ ეტაპს დაიწყებდა. **** თქვა რომ იმ ადგილზე აღარ დაბრუნდებოდა ,მაინც საფლავის ქვასთან იდგა ,მაგრამ ქვაზე გამოსახული ფიგურა ამჯერად გვერდით ედგა, უამრავი კითხვა ჰქონდა ,არცერთი პასუხი და არც ერთი წვეთი სითბო. -სამი წელი სად იყავი? -ყაზახეთში.-სათვალეების ქვემოდან იყურებოდა ,არაფერი ეტყობოდა მკვდრეთით აღმდგარის ან ჯოჯოხეთიდან დაბრუნებულის. -და ახლა რისთვის დაბრუნდი? - ვიცი რომ არ უნდა წავსულიყავი. -ამის გაგონებაზე ისე გაიცინა თავის თავს არ ჰგავდა: -ორ კვირიანი შვებულებით იყავი წასული იტალიაში და იცოდი არ უნდა წასულიყავი? სამი წელი და 3 თვე მეგონა რო მკვდარი იყავი , იცი რამდენჯერ ვიჯექი თურმე ცარიელ ქვასთან?სამი წელი სად იყავი? შენ რო ყაზახეთში იყავი იცი მე აქ რას ვაკეთებდი? -ჩვენთვის წავედი. -არა!მორჩი ტყუილებს შენ გაიქეცი და თან ისე თითქოს მოკვდი ,-უკვე ყვიროდა-რანაირად წახვედი ჩვენთვის როცა მე მეგონა მოკვდი,ჩვენი ბოლო ჩხუბის შემდეგ ადექი და გაქრი ოღონდ ისე თითქოს ჩაიფერფლე.ამ დროს შუა ყაზახეთში ფულს იჯიბავდი!წყეულიმც იყოს ეგ გროშები რაც იქ იშოვე. -შეწყვიტე რაა, შენ ემოციებს ხარ აყოლილი ,დაფიქრდები და მიხვდები რომ ეს დროებითი განშორება არაფერი არაა. -ღმერთო რა ეგოცენტრული დაუნახავი ნაძირალა ხარ! შენ იდექი და შორიდან მიყურებდი თუ როგორ ვგლოვობდი ყველაფერს , რაც დავკარგეთ ,მაგრამ რეალურად არც გვქონია.ჩემი ქორწილის დღისითაც კიი. მე მის მხარზე მედო თავი და შენ დაგტიროდი იმიტო რო შენი გადაკიდებული თავზეხელაღებული ბანდა ნებისმიერ დროს შეიძლება თავზე დაგვდგომოდა მე და ნიტას. -შენ ეხლა განერვიულებული ხარ ,ცოტახანი დავისვენოთ და შემდეგ ვუსაუბრეთ -შენ საკმარისად დაისვენე ყაზახეთში, ჩვენზე ნუ იდარდებ, ნიტას რა ვუთხრა უი ნახე ანდრია საფლავიდან ადგა თქო?მართალია შენ არ გახსოვს მაგრამ მამაშენია თქო? - ნიტას მამა სჭირდება !-ხელები მოუჭირა -სამი წლის წინაც სჭირდებოდა .იცი რომ არასდროს მითქვამს ნიტასთვის რატომ არ იყო მის გვერდით მამა,რადგან არ ვიცოდი როგორ ამეხსნა ,სანამ უეცრად თვითონ არ გადაწყვიტა რომ მამა იყო დემეტრე. - მაგას მოვაგვარებთ , დემეტრე როგორც შემოვიდა ისე გაქრება ჩვენი ცხოვრებიდან ...მენდე , დავრჩებით მე შენ და ნიტა . როგორც ადრე . -როგორც ადრე?ისევ წამოვალ სამსახურიდან? ისევ დავკარგავ ჩემ თავს? შენ მართლა გგონია რომ ასე უბრალოდ ჩამოხვალ და როგორც მოგინდება ისე იქნება ყველაფერი?სერიოზულად? -ეს შენც მოგწონდა -დამაჯერებლად უთხრა და ხელით სახეზე შეეხო. -არა ეს შენ მოგწონდა -უხედად მოიშორა ხელი-და გადაწყვიტე რომ ჩემთვის უკეთესი იქნებოდა , მე კი ისე ვიყავი დაბრმავებული ამის ნებას გაძლევდი ...თითქოს თავს ვაჯერებდი რომ უკეთესი იყო. - გიყვარვარ და სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს - ეგ მსხვერპლი ორმხრივია და არცერთი მხარე თავის თავს არ კარგავს. რაც შეეხება სიყვარულს -დამცინავად გააქნია თავი - უკვე ალბათ წლებია აღარ მიყვარხარ . ერთხელაც არ იფიქრე რას ვიგრძნობდი როცა ბოლო შეხვედრა შენს ვითომ სიკვდილამდე ჩვენი ჩხუბით დასრულდა.შენ ეს გინდოდა სწორედ რომ სინანულიდან ვერ გამოვსულიყავი, მანიპულატორი ხარ .ჩვეულებრივი მანიპულატორი,მაგრამ რაღაც ვერ გათვალე. -შენ ეხლა განერვიულებული ხარ თეოო - მოკეტე! მე მშვენივრად ვარ და საკმაოდ დამშვიდებულიც,როცა გავიგე საოცრად გამიკვირდა ,ახლა მიხარია რომ ცოცხალი ხარ ,მაგრამ იცი რატო?მხოლოდ იმიტომ რომ თვითგვემას აღარ ვგრძნობ,ქმრის მიმართ, რომელიც თურმე ისედაც არარაობა იყო. -მეჩვენება თუ დემეტრეს ირჩევ? -არ გეჩვენება . -არ გიყვარს,უბრალოდ სამაგიეროს მიხდი. -ცდები,შენ ვერც კი წარმოგიდგენია ის რომ ჩემი ცხოვრება შენს გარშემო არ ბრუნავს და როცა არც ადრე ბრუნავდა,ცდილობდი ღერძი შეგეცვალა. იცი დღეს აქ რისთვის ამოვედი?იმის დასასრულებლად, რაც ისედაც შენს გაქრობამდე ან წასვლამდე უნდა დამესრულებინა,კიდევ უფრო ადრე უნდა დავშორებულიყავით.-იმ დღისით საბოლოოდ დაბრუნდა სახლში ,დამშვიდებული ,გონება და გრძნობადალაგებული ,იმ სახლში სადაც მხოლოდ დემეტრე და ნიტა ცხოვრობდა,სადაც მათი მომავალი იქმნებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.