შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინმე სხვა (თავი 6)


8-09-2025, 05:44
ავტორი Lashaaleron1
ნანახია 62

ვზივარ აღელვებული კაფეში. შევსცქერივარ უზარმაზარ ფანჯრიდან, ქუჩის ხედებს... საღამო საათმა წვიმიანი გარემო შეჰქმნა.
ოჰ ნეტავი რაზე ვფიქრობ ახლა?!.. სად არის ის თავხედი, რომელმაც ამაფირიაქა ეს დღეებია...
თვით კმაყოფილი იდიოტი იქნება დარწმუნებული ვარ. გეგონება მაკლდა ასეთი ხალხი ჩემს სიახლოვეს.
სადაც არის მოთმინების ფიალა მევსება... უკვე მეხუთე ფინჯან ჩაის ვსვამ იმ არამზადა მოლოდინში. გავალ ცოტახნით, იქნებ მოვწესრიგდი და დრო გავიყვანოთ. წამოვდექი მაგიდიდან და საპირფარეშოსაკენ გავემართე. ნაბიჯს ისე გადავდგამ რომ თითქოს, ირგვლივ ყველაფერს მე განვაგებ.
თავაწეულმა ცივი სახის გამომეტყველებით, ისე უყურადღებოდ გავიარე რომ უცბად საშინლად მძიმედ შევეჯახე, ვინმე უცხო მამაკაცს და ჩანთიდან ყველაფერი ამომიცვივდა. ისე გაცხარებულმა ჩავიმუხლე და ვაწყობ ჩანთიდან ამოვარდნილ ნივთებს რომ არანაირი დანაშაულის გრძნობა არ მაწუხებს. პირიქით გაავებული ვბუტბუტებ დაბალი ხმით და განვაგრძობ ჩანთის შევსებას. დრო და დრო ვამჩნევ ჩემს წინ მდგომ ფეხებს, რომელიც უარესად მიშლის ნერვებს და ვიძაბები... ოჰ ახლა როგორ არ მინდა რომ წამოვდგე და ეს ჩანთა მწარედ ვუთავაზო ამ უზრდელ კაცს... შემეჯახა და კიდევ ადგილიდან დაძვრა ეზარება.
ცოტა მიკლია რომ ჩანაფიქრი სისრულეში მოვიყვანო. საყვედურით აღსავსე თვალებით ავხედე ჩემს წინ მდგომ მამაკაცს და ენას ვილესავ რომ კარგად შევამკო მაგრამ უეცრად შევაცერე მზერა მის თვალებში და წარმოთქმული სიტყვა ნახევარ ბგერაზე შევაჩერე.... ასე ვდგავარ მის წინ გაშეშებული მზერით ის კი შეკითხვას მისვამს, ოდნავ მომღიმარი და მომხიბლელი რიმილით...
:ხომ არ დაშავდი?.....

ცოტა ხნით ენა გადამეყლაპა. ვუმზერ მას და ვგრძნობ რომ რაღაც მემართება. კი საოცრებავ.. რატომღაც ველოდი ვინმე შუა ხნის უხეშ მამაკაცს, რომელიც დაუდევრად შეეჯახა პატარა გოგონას. ამ დროს კი თურმე , ძალზედ სიმპათიური, მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი ყოფილა... როგორც იქნა მომეცა შო ლაპარაკის და შეკითხვაზე პასუხის დაბრუნება გადავწყვიტე.

:არა გმადკობთ... ყველაფერი რიგზეა. ბიდიშს გიხდით, მეგობარს ველოდები და ცოტათი დაბნეული ვიყავი.

:რას ბრძანებთ?!... თქვენისთანა მშვენიერ გოგონას, სავოდიშო არაფერი აქვს.

აჰა ისევ მორიგი მონადირე... დაიწყება ახლა უაზრო კომოლიმენტები, მტკიცება რომ მშვენიერი და ლამაზი ვარ... ოჰ როგორ მინდა ახლა კარგად შევურიოთ მაგრამ რაღაც არ გამომდის. არც კი ვიცი რა მემართება.

კვლავ განაბული ხმით ვესაუბრები.
:მგონი თქვენ აწარბებთ.

ის კი თავდაჯერებული და მომღიმარი, მპასუხობს.
:სრულებითაც არა.... ხომ მართლა ვის ელოდებით?, თუ საიდუმლო არ არის.

:არა, უბრალოდ როგორც სჩანს მოსვლა გადაიფიქრა და ჩემი წასვლის დროც დადგა.

:გაგაცულებთ, კიდევ ვინმეს არ შეეჯახოთ.
მოცინარი მიმზერს და ცდილობს დამიტანხმოს. მე კი მოკრძალებული რიმილით ვპასუხობ რომ არ ღირს სეწუხებად.

მან თავისი გაიტანა და გარედ ერთად გავედით. მისი ავტომობილის კარი გამიღო. ის კვლავ მომღიმარი მიმზერს და ხელით მიანიშნებს რომ ავტომობილში უკან სავარძელზე მოვთავსდე.

გზას მივყვებით. მე კი დრო და დრო მახსენდება როგორ გამაწბილა ვინმე ვიგინდარა უცნობმა და ტყუილად დამატყდა ამდენი ხნით. ახლად გაცნობილ მან უცნობმა მამაკაცმა კი შენიშნა რომ უხასიათოდ ვარ. მან სარკიდან უცბად გამომხედა, მეც წამიერად გავუსწორე თვალი თვალში და სწრაფად ქუჩისკენ გავიხედე.
მან კი კვლავ კითხვით მომმართა.

: თითქოს ძალზედ დაძაბული ხართ. რაიმეთი ხომ ვერ სევზლებ თქვენს დახმარებას?...

რაღაცნაირად ნასიამოვნებმა გავხედე და თმანხეკიტ გადავიწიე. ისევ ნაზი ინტონაციით ვცდილობ პასუხი დავუბრუნო.

:არა, არაფერია. უბრალოდ ერთმა უსაქმურმა გამაღიზიანა და დრო დამაკარგვინა ტყუილად.

დიალოგისას მან მზერა ისევ წინ გადაიტანა და ასე განაგრძობს ჩემთან საუბარს.

:ხომ... ეგ არ არის კარგი საქმე... მე კი უბრალოდ ერთი ფინჯან ჩაისათვის შემოვედი, რას წარმოვიდგენდი რომ თქვენ შეგეჯახებოდით.

შეშფოთებულმა თავი დამნაშავედ ვიგრძენი.
:ოუ არა.... გთხოვთ მაოატიოთ. მე არ დაგავიწყდეთ არაფერი და ახლა კიდევ სეგაწუხეთ, უკან გამოგაბრუნეთ.

მას კარგად გაეცინა და კვლავ მიმითითებს რომ ბოდიში არ არის საჭირო.
:ისე არც ახლა არ არის გვიანი. რას იტყვით, ჩემს ახალ შემოთავაზებაზე, ჩემთან ერთად ერთი ფინჯანი ჩაი რომ შესვათ?...

:დიდი სიამოვნებით. მართლაც რომ სასიამოვნო და კარგი იქნება მაგრამ სამწუხაროდ ახლა ვერ შევძლებ, რადგან ბევრი სამეცადინო მაქვს.


:კეთილი, მაშინ იქნებ თავად მითხრათ რომელ დღეს იქნებით თავისუფალი და ჩაიზე შევტანხმდეთ?!.



:ზეგ.... ზეგ შევძლებ და შევტანხმდეთ... ახლა კი აქ შემიჩერეთ, ყველაფრისათვის დიდ მადლობას მიგახსენებთ.

მან ნელა შეაჩერა ავტომობილი ჩემი სახლიდან ცოტათი მოშორებით, ასე განზრახ გავაკეთე, რადგან ტარაშს არ მიეკრა თვალი რომ ავტომობილით უცნობმა მომაცილა.

:ძალიან ვისიამოვნე თქვენი გაცნობით, იმედი მაქვს ჩაიზე ნამდვილად დამეწვევით.
ისევ მომღიმარი მესაუბრება ავტომობილიდან.

:აუცილებლად. ჩემი სიტყვა ძალაშია.... ხომ მართლა, ამდენი გზა გავიარე თქვენთან ერთად, თქვენი ავტომობილით. მე კი სახელიც არ ვიცი თქვენი.


:რა თქმა უნდა... ჩემი სახელია ლუკა.

:ჰმ... მშვენიერია, მე სალომე მქვია.

ლუკა თვალს თვალში მისწორებს და ჩამორთმეული ხელის მოცილებას ყოყმანობდს.

ლუკა: ვფიქრობ სასიამოვნოდ მივირთმევთ ჩაის ერთად. სალომე....


ოდნავ მორიდებულად გავუღიმე და სახლისაკენ გავემართე.
ერთი სული მაქვს შინ მივიდე რომ დაქალებს ტელეფონით გიამბო ყველაფერი. ამიტომ მივისწრაფი მაგრამ თარაშის შეძახილმა შემაჩერა. თვალები ან ვატრიალე და შეწუხებულმა გავხედე.

:რა გინდა?....

თარაში: ხმას დაუწიე!.. სულ გახვედი თავს, მეტალები, თვალს მარიდებ. ხომ არ გინდა რომ ნაწილებად დაგიშალო ის შენი ნიკა და მისივე ავტომობილით ჯართში ჩავაბარო?...


ვციფდებინმის საუბარზე, მის მანჰეტენზე და ზოგადად მასზე... არ მსურს რომ მშვენიერი დღე ამ მესაკუთრემ ჩამაშხამოს, ამიტომ უსიტყვოდ ვცდილობ შევიდე სადარბაზოში და კიბე ავიარო მაგრამ დამეწია და წინ გადამისვა. ხელები დამიჭირა და მისკენ ახლოს მიმწია.

:გამიშვი ტარაშ!... შენ ხომ არ გაგიჟებუკხარ, რას აკეთებ?


თარაში: ნუ ღელავ პატარავ... მე შენ ზედმეტს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ იცოდე რომმმალე.ჩემი ცოლი გახდები და ეგ სიჯიუტე შემდეგ არ გაგივა!.. მანამდე კი იკუნტრუშე, ოღონდ ზღვარს მე დაგიწესებ.


:ხელი გამიშვი თარაშ!.. თორემ მწარედ გაწყენინებ.


თარაში: ნუ ჯიუტობ სალომე, თორემ ერთხელაც დავივიწყებ ჩემს სიყვარულს და პასუხს მოგთხოვ.

კვლავ ვწიდაობთ მე და ტარაში. ის ცდილობს რომ ძალით აკოცოს მე კი ვუძალიამდები. ძალა აღარ შემწეობა რომ გავმლლავებოდი. არ ვიცი რა მოხდებოდა უცბად ზურგიდან თავში რომ არ ცაერტყა კეფაში ვედრო ბაჩოს თარაშისატვის. ამის შედეგად მომაცილა ხელები და კეფაზე მწარედ მოიკიდა. მე და ბაჩო დრო ვიხელტეთ და სწრაფად ავირბინეთ კიბე. ბაჩო ციტახნით ჩემს სახლში შევიყვანე რადგან თარაშისაგან დამეცვა... წარმოსახვა არ მსურს რა შეიძლება დამართოს.


:დიდად გმადლობ ბაჩო მაგრამ ღირდა კი?... ხომ იცი ახლა არ სეგეშვება და შენს დევნას დაიწყებს. ყველაფერი ჩემი ბრალია.

ბაჩო მორცხვად დგას ჩემს წინ თავ ცააინდრული და მორიდებით ამომხედა ოდნავ.

ბაჩო: მაგაზე არ იდარდო. სახლიდან ცოტახნით არ გამოვალ, მას კი ეს ამბავი გადაავიწყდება.



:ეჰ რაღაც არ მგონია რომ ასე მარტივად დაივიწყოს ეს დღე... კარგი წადი სახლში, ოღონდ დამპირდი რომ რამოდენიმე ხანი მოერიდები გარედ გამოსვლას.

არც კი ვიცი რა ვუთხარი მას ასეთი რომ თვალები ბავშვივით გაუნათდა და ყბა ოდნავ აუცახცახდა.

ასე თბილად გავაცილე ჩემს გვერდით აბჯარში ბაჩო და დავრჩი მარტოდ ჩემს სახლში. მანამ სანამ ვსინაურდები, ტელეფონით ჩემს დაქალებს ვესაუბრები და მოკლედ გავაცანი დღის ამბავი. მათაც როგორც სჩვევიათ დიდი აღტაცებით შეხვდნენ ამ ამბავს. საუბრალს მოვრჩი და ტელეფონიც გავტიშე. ხალათი მოვიცვი და ჩემი ოთახის სარკეს მივუჯექი. უეცრად ტელეფონის ზარის ხმა გაისმა.
წამოვდექი ფეხზე და ვუპასუხე.


:გისმენთ?!..

:აბა როგორ არის ჩემი მშვენიერინორინცესა?!.. ხომ არ დაიღალე?.


:შენ თავხედი!.. კიდევ როგორ ბედავ ჩემთან დარეკვას?.. რომ მაყურყუტე და მომაცდინე.. გაფრთხილებ აღარ დარეკო!..? თორემ იცოდე პოლიციაში გიჩივლებ.


:ოჰ როგორი ბრაზიანი ხარ ზოგჯერ, არადა სულ რამოდენიმე საათის უკან სულაც არ გეტყობოდა.


:რაებს ბიდავ თუ იცი?!.. შენ რა მითვალთვალებ?.


:დამშვიდდი... ისე რას იტყვი?... მე ვფიქრობ რომ არც ისეთი უსახო ვარ, როგორც მიმართავენ.


:ვერაფერი გავიგონე... შეგიძლია მითხრა დალაგებულად თუ რა გინდა და რატომ გარამეკიდე?...



:კარგი რა პრინცესავ... ნუ მიჯავდები, რამოდენიმე ხნის წინ რანთბილად მესაუბრებოდი მანქანით რომ მოვდიოდით ახლა რა მოგივიდა?!.


ტელეფონი ხელში შემომადნა, როდესაც ეს გავიგონე.... ღრმად ჩავისუნთქე და აღელვებულმა სევეკითხე.


:ანუ რისი თქმა გინდა რომ შენ სეგეჯახე კაფეში და შენ წამიყვანე?!.. გამოდის რომ შენ ხარ ლუკა?..


:დიახ სწორედ მიხვდი, მშვენიერო.



:რა იდიოტი და ჯამბაზი ყოფილხარ... იცი რას გეტყვი?!.. აღარ დამირეკო და არ შემეხმიანო თორემ იცოდე, ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!...


გაცხარებულმა გავუთიშე ტელეფონი და საწოლზე ჩამოვჯექი.


რამოდენიმე წუთში კარზე კაკუნის ხმა გაისმა. ციტათი შევშინდი, ვიფიქრე ტარაში ხომ არ არისთქო?!... ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი კარს და თვალით გავიხედე.... წინ არავინ მოსჩანს. ნელა სევაღე კარი და ჩემს წინ მართლაც არავინ მოსცანს, ხოლო ჩემს ფეხებთან კი უზარმაზარი ლამაზად მორთული კალათი დევს, რომელიც ტკბილეულით არის გატენილი და წერილიც ზედ ახლავს.

''ბოდიში დღევანდელი შექმნილი უხერხულობისქთვის, მიიღე ეს მცირედი ჩემგან და იმედს ვიტოვებ ზეგ ჩაიზე ვიზიტინზალაში იქნება.... დიდი სიყვარულით სალიმეს, უსახოსაგან.


დავასრულე წერილის კითხვა და ცოტათი ვბრაზდები მაგრამ ამავდროულად სასიამოვნოდ მეღიმება, თავად ვერ გამიგია რა მემართება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent