სატყუარა ქარიშხლისთვის
თავი 2 მოვალეობისთვის განსჯილი სახლის მყუდროობას არღვევდა ჩამოწოლილი მდუმარება, წყვდიადად რომ გადაჰფენოდა ოთახებს. ფართო მისაღებში ისხდნენ შეკრებილები, არ შორდებოდნენ ოჯახს ტკივილის გამზიარებლები. ცრემლებითა და ჩუმი ოხვრით იხსენებდნენ გარდაცვლილის ბედნიერ წუთებს. მათგან მოშორებით, სამზარეულოში მაგიდის კუთხეში ჩუმად იჯდა ნატა. წინ ორთქლადენილი ჩაის ჭიქა ედო, რომლისთვისაც მზერა გაეშტერებინა. -დედაშენმა თქვა, გასულიაო,- ახლოდან მოესმა ხმა. ცარიელი მზერა შეანათა კარის ჩარჩოს მიყრდნობილ ბიძაშვილს. -სად წავიდოდი?! - ჩახლეჩვოდა ხმა, ჩაეცინა ცივად. მის წინ ჩამოჯდა ბიჭი, თითები მოხვია ხელებზე. -პაატა ისევ გასულია? -პოლიციაში არკვევს საქმეს. -შალვაც მასთან იქნება ალბათ,- მოიხსენია ბიჭმა მამამისი. -სამართლიანობის აღდგენა მისთვის უმნიშვნელოვანესია, - ემოციებისგან დაცლილმა შეხედა.- როგორაა საბა? -არ მინახავს, - თვალი მოარიდა სანდრომ. -რატომ? შენც გგონია მისი ბრალია? -ყველაფერი გაირკვევა ნატა, მართალია უკვე გვინააა… -რომ ვფიქრობ,- თავი გააქნია ურწმუნოდ,-იცი,არ მჯერა გუშინ დილით აქ იჯდა,ჩემთან ერთად. -ხელი გაიშვირა შედარებით მაღალი სკამისკენ.- ერთად ვისაუზმეთ, მე თვითონ გავუკეთე ჩაი და წინა დღით გამომცხვარი ორცხობილები ჩუმად ვაჭამე, დედას რომ არ გაეგო. გესმის სანდრო? ბოლოს რა მიირთვა მე გავუკეთე, სკოლისთვის სენდვიჩი გავუმზადე, წინა საღამოს მათემატიკის დავალების დაწერაში დავეხმარე..და მერე.. სკოლაში მივიყვანე,- ატირდა პირველად ამ დღეების განმავლობაში, სწვავდენენ ცრემლები ლოყებს, - გზაში ისე მოუსვენრად იყო, სულ მოძრაობდა, მეც თითქოს გავბრაზდი და ვუთხარი თუ ასე მოიქცევი აღარ წამოგიყვან-მეთქი, გესმის სანდრო?! თავი ჩაეხარა ბიჭს. თვალს ვერ უსწორებდა მისი ბავშვობის და მთელი ცხოვრების გამყოფს. -რა დაწერეს? - კითხვანარევი თვალებით ახედა გოგოს,- ტელეფონის გამორთვა მომიწია, ყველა მწერდა ან მირეკავდა, ასეთი რა დაწერეს, რომ ჩემამდე მოვიდნენ? -გაიგეს პაატას შვილი, რომ ხარ,- ამოიხრიალა ბიჭმა, ხელი მძიმედ მოისვა შუბლზე, იცოდა დიდხანს ვერ დამალავდა ამბავს დილიდან რომ აჭრელებდა ყვითელ პრესას. -ანუ? -ჩაეცინა ნატას, - ძმა, რომ მშვიდად მეგლოვა ისიც არ მაცადეს? -ხომ იცი, არ დაიმალებოდა ისეადაც, თან არჩევნები მოდის.. -და მამაჩემიც ამ ტრაგედიას გამოიყენებს, ხო?- ხმას დაუწია შედარებით. არ უნდოდა მისაღებში გასულიყო მისი ხმა, ისედაც გრძნობდა ოთახიდან მომავალ მზერებს.-პოლიციის განყოფილებაშიც ამიტომაა ამდენხანს, როგორ ვერ მივხვდი. სამსახურში ნატას დაბრუნება მოულოდნელი იყო. მხოლოდ მისთვის და არა გარშემომყოფებისთვის. ლამის ერთ თვეზე მეტი გასულიყო ნიკოს ამბავისგან. ამინდიც არ აპირებდა გამოდარებას. სუსხიანი ნიავი დაჰქროდა მის სახლსა და ოთახში, მაგრამ შერეოდა სიმწვანე ბალახს.ხის კვირტების სურნელით კი, გაჟღენთიყო ჰაერი, მაგრამ მაინც ღრუბლების სქელი ფანტელები ფარავდა ცას. დამჭკნარიყო მის მაგიდაზე პატარა ბეგონია. თითები გადაატარა მის გამხმარ ფოთლებს და გაახსენდა ბოლოს,იმ ამბავის დღეს, როგორ დაუსხა წყალი უკანასაკნელად. თავისი მდგომარეობა დაინახა უბრალო ყვავილში. გულს ვერ უდებდა ვერაფერს,ეფანტებოდა ძალდატანებით მოკრებილი ყურადღება. უგულოდ მისწია კუთხისკენ მაგიდაზე დადებული საბუთები. ხმას ვერ სცემდა ვერავინ. მისი აქამდე დამალული ვინაობა ყველას გაეგო. იცოდნენ ვისი შვილიც იყო. ყური მოჰკრა დერეფანში მოჩურჩულე სხეულებს,მის დანახვაზე რომ გაჩუმდნენ და მოკრძალებული ღიმილი აიკრეს სახეზე. -ვიზიარებ, ნატ.- ოთახში მის გვერდით მჯდომი ანა სევდიანად უღიმოდა.- ჩამოსვლა ვერ მოვახერხე მაშინ და ვერ მოგისამძიმრე. -ჰო, გმადლობ,- უპასუხა კომპიუტერის ეკრანისთვის თვალმოუშორებელმა. -კვირის ბოლოსთვის,ახალ სიუჟეტი იგეგმება საღამოს გადაცემისთვის, თემა მომავალი არჩევნებია. უი, ნატა, ლაშა გეძახდა მაგ საკითხზე. - უცებ უთხრა ფარჯარასთან მდგომმა მარიმ, ხელები ცხელი ყავის ფინჯნისთვის შემოეხვია.თავი დაუქნია მხოლოდ. ნელა წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა უსიტყვოდ. ერთამენთს გადახედეს ოთახში დარჩენილებმა. -იცოდით, რომ პაატა მიქელაძის შვილი იყო?- წინ გადაიხარა მარი და ინტერესით შეხედა გოგოებს. -არა,-გამოეპასუხა კართან მდგომი, მონდომებით, რომ ჰკიდებდა ახალ სურათებს კედელზე.-ეჭვი კი მქონდა , მაგრამ რითი დავამტკიცებდი. -ჩვენც თუ ჟურნალისტები ვართ,- ჩაიღიმა მარის,- სხვის ცხოვრებას ვარკვევთ და ის ვერ გაგვიგია, ჩვენი თანამშრომელი პოლიტიკოსის შვილი რომ არის. -ნამდვილად მიქელაძის შვილია?-იკითხა ანამ. -წყალი არ გაუვა,სურათები გავრცელდა მათი სახლიდან დაკრძალვის დღეს. -საწყალი ნატა.-მორიდებით გადახედა ანამ გვერდით დროებით ცალიელ მაგიდას. -საწყალი?მისი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი, ჩვენი ერთი წლის ხელფასზე მეტია. -ძმა გარდაეცვლა, რას ამბობ მარი! -და მან იმის უფლებაც არ მოგვცა, რომ სამძიმარი ნორმალურად გვეთქვა.- შეეპასუხა ლიზა,- ტელევიზიით გავივეთ მის ოჯახზე და … -რომ ეთქვა ვინც იყო, მის ზურგს უკან საუბარს არ დაიწყებდი? როგორც ახლა? ნატამ ღრმად ჩაისუნთქა, სანამ დააკაკუნებდა კარზე. გრძნობდა არ ეტყოდა ლაშა სასიამოვნო ამბავს. თანხმობის მიღების შემდეგ, ზედმეტად ჩახუთულ ოთახში შევიდა. ვერ იტანდა ლაშა სიცივეს. -მალე დაგვიბრუნდი.- მიესალმა მისი განყოფილების უფროსი. -საკმარისი დრო გავიდა შვებულებიდან დასაბრუნებლად.- შეეცადა გაეღიმა და ფრთხილად ჩამოჯდა მისი მაგიდის წინ სავარძელზე. -მართალია,- ხელით გადააწყო ფურცლები ნაპირში და გადმოიხარა მისკენ. -კიდევ ერთხელ ვიზიარებ ნატა,შენს მწუხარებას. -ნუ შეწუხდებით,- გაეღიმა ირონიულად.-მითხარით,ამჯერად რა ხდება. -ახალ სიუჟეტს ეხება, ალბათ გეტყოდნენ გოგოები, - დაიწყო შორიდან, - პოლიტიკოსების განხილვას ვაპირებთ არჩევნების წინ. მინდა შენც იმუშავო. -აქამდე უარი არ მითქვამს არცერთ დავალებაზე და გგონიათ იგივეს გავაკეთებ?-მიხვდა ნატა, ტყუილად რომ არ ჰქონდა ცუდი წინათგრძნობა. -ჩათვალე ამას შენი საიდუმლოს შენახვის სანაცვლოდ გთხოვ. -მას შემდეგ, რაც ყველამ გაიგო ოფისში ვინც ვარ? თანაც ისევ თქვენი წყალობით? მე არასდროს მითხოვია, თქვენთვის იყო სარგებლიანი ჩემი ვინაობის შესაფერის დროს გამჟღავნება, ახლა ამას აპირებთ, არა? გინდათ ოჯახით დამაშანტაჟოთ, თან მადინ, როცა მამაჩემთან გარიგება დადეთ! -სიუჟეტში იქნება მამაშენიც ნატა.მძაფრად ნუ აღიქვავ. უბრალოდ გაცნობა, მისი საქმიანობები, ოჯახი და მეგობრები -და ჩემი სახელი? -გამოჩნდება სიუჟეტში. -უარს ვამბობ.- თქვა გადაჭირით. -არ მინდა ჩვენი ურთირთობა გაფუჭდეს ნატალია,მაგრამ უარს ვერ იტყვი, -უარს ვამბობ ლაშა.- დაძაბული სხეულით გადაიხარა ისიც მისკენ. -ნატა, ან სიუჟეტს გააკეთებ ან მორჩება ჩვენი თანამშრომლობა. არამგონია მამამ გადაწყვეტილება მოგიწონოს. -არ ვაპირებ სიუჟეტის გაკეთებას, როგორც არ უნდა მაიძულოთ, ამას არ გავაკეთებ. წავალ სამსახურიდან. ერთხანს კიდევ უყურა გამომცდელი მზერით მის წინ მჯდომ გოგოს, რომელმაც იცოდა მამამისი არ იყო კარგი ადამიანი, მაგრამ მაინც იცავდა, ან მისი ეშინოდა. -შეგიძლია საბუთები დაამზადო და მომავალი კვირიდან აღარ მოხვიდე. -არ არის საჭირო ამდენი დრო. აღარ მოვალ ხვალიდან, საბუთებს დავტოვებ.- უკან მოუხედავად გამოვიდა კაბინეტიდან და ზურგით მიეყრდნო ცივ კედელს. იცოდა პაატას გამო სამსახურიდან წამოსვლა სისულელი იყო. მითუმეტეს ლაშას გადაკიდება. თავად თუ არა, სხვა გააკეთებდა იმ სიუჟეტს, რომელშიც გამოჩნდებოდა მამამისის კეთილი საქმეები, მაგრამ მათზე მეტად უფრო ბოროტი. ალბათ აჩვენებდნენ მასაც და ახსენებდნენ ნიკოსაც. გული ერეოდა. მანქანის უკანა სავარძელზე დადო სხვადასხვა ნივთებით სავსე პატარა ყუთი და გამხნარი ბეგონია.დილით სანამ ტელევიზიაში მივიდოდა წვრილად ცრიდა, ახლა თოვლი შეპარვოდა. ნელა ეხებოდა გაყინულ ასფალტს. -თოვლი,- დაიჩურჩულა ხმადაბლა, - თოვს. სანდროსთან წავიდა, მის კორპუსთან პარკინგზე აყენებდა მანქანას ნაცნობი სხეული რომ შენიშნა გაზონზე. საბა იყო. ახლა მისი ნახვაც მოუწევდა. ფრჩილები მიაჭირა ხელის გულს, აიძულა თავს გონს მოსულიყო. მანქანიდან გადავიდა და მაშინვე დაეცნენ თოვლის ფანტელები. უფრო გახშირებულიყო თოვა. -გამარჯობა ნატა.- დაიძრა მისკენ ბიჭი,- სანდროსთან მიდიხარ, არა? - გაგიმარჯოს,- თავი დაუქნია. იმაზე მწარედ აეწვა უკვე შეხორცებული ტუჩი ვიდრე მაშინ, მამამ რომ დაარტყა. თვალი მოაშორა მის სხეულს. შერცხვა. ამ ბიჭს ნანახი ჰქონდა მისი ყველაზე საშინელი მდგომარეობა და მამამისი, რომელსაც არ ერიდებოდა შვილის გამწარება. უფრო მეტად შერცხვა. საბა კი არ იმჩნევდა არაფერს. უღიმოდა. -აპრილში თოვლს რა უნდა.-დაცარიელებული თვალებით ახედა ნაცრისფერ ზეცას. -არა რატომ? ადრე ბებიასთან რომ ვიყავი თოვლი მაისშიც კი მოსულა.- უპასუხა საბამ. ხელები ჩაეწყო ქურთუკის მოსაცმელში და თან გაჰყვა კორპუსისკენ. -პირველად, რომ შევხვდით მაშინაც თოვდა, გახსოვს?-მშვიდად გადახედა ბიჭმა. შეათვალიერა სიცივისგან აწითლებული ლოყები. ჩაეღიმა ჩუმად. -ზამთარი იყო?- შეეკითხა ნატა თითქოს არ ახსოვდა ყველაფერი. -კი, მაშინაც სანდროსთან ვიყავით, უნივერსიტეტიდან მოდიოდი და წუწუნებდი დავალებებზე. -რამდენი წლის წინ იყო,- გადახედა წარსულს, ნეტავ იმ დროში დაბრუნებულიყო. -მესამე კურსზე იყავი მგონი. -ჰო,მანამდე არ გიცნობდი, გასაკვირია. -რატომ? -სულ სანდროსთან ვიყავი, შენ კი მასთან არ მინახიხარ არასდროს.-უპასუხა ჩუმად. მათი პირველი შეხვედრის დროს თოვდა. ახლაც. -ახლა რატომ თოვს, საბა? - ნელა შეხედა თვალებში. მისი ძმა ელოდებოდა თოვლს, გუნდაობას, სახლის გვერდით თოვლის ბაბუის აშენებას… ვერ უპასუხა ბიჭმა. დახარა თავი და გვერდით გაჰყვა დამშვიდებულ გოგოს. თოვლი შლიდა მათ ნაკვალევს. აქრობდა ყველა მტკიცებულებას. გვერდიგვერდ დადგნენ ლიფტში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.