წარსული არ გვტოვებს. ( I თავი)
ვერასოდეს მივხვდებით რეალურად ჩვენ, ადამიანებს, რა გვსურს, რას ვაკეთებთ ან რას ვგრძნობთ. დროის დინებას მივყვებით,რომელიც თავის ნებაზე გვატარებს. ჩვენ ყველანი მსახიობები ვართ ერთი დიდი ფილმის, რომლის დასასრული უკვე დაწერილია, ხოლო ჩვენი მოვალეობა მხოლოდ როლის კარგად შესრულებაა. ამიტომაც, როცა ვიწყებთ ამ როლის მორგებას,ცხოვრებით ტკბობასა და შეცვლას, მთავარი გვავიწყდება - ის , რომ მთელი სცენარი უკვე დაწერილია და არაფერი შეიცვლება. ნეტავ რა გრძნობაა როცა წლების შემდეგ ვუბრუბდებით იმ ადგილს, რომელმაც ყველაზე მეტად გვავნო? ტკივილს გრძნობთ შიგნიდან, რისი გადმოცემაც შეუძლებელია. რაღაცის წყვეტას, ჩხვლეტას,იმ განცდას , რომლის განკურნება წლებმაც კი ვერ შეძლო. ახლა, როცა ისევ სამშობლოს მიწას გრძნობს ტერფქვეშ , რას უნდა გრძნობდეს გოგონა გარდა ქვეყნის მონატრებისა, სამშობლოში დაბრუნების სიხარულისა და საყვარელი ადამიანების ნახვისა? მე გეტყვით - შიშს. რომელსაც ეს ქვეყანა ატარებს თან . საშინელ ტკვილს გრძნობს მთელი გულის არეში, ამოუცნობ გრძნობას, რომელიც თითოელ უჯრედში აღწევს ისე,რომ ლამის ტვინის ყველა უჯრედი გაჩერდეს. ყურში წივილის საშინელი ხმა ჩაესმის. თითქოს არ შეუძლია ნაბიჯი გადადგას, წინ წავიდეს ისევ წარსული და ტკივილი ქაჩავს უკან, დიდ სიბნელეში. სიბნელეში, რომელმაც ერთხელ უკვე მოკლა და გაცოცხლა , წაართვა და აჩუქა საყვარელი ადამიანები. ადგილი, რომელიც მის თავში აჩენს უამრავ კითხვას, რომლებზეც პასუხი არ აქვს- ან რა პასუხებს უნდა ელოდოს, როცა რეალურად ისინი არც არსებობს? სასაცილოა, არა ? ისევ უბრუნდება საწყის წერტილს და იწყებს კითხვების დასმას, საკუთარი თავის კრიტიკას: სწორია კი ის, რასაც ახლა აკეთებს? რატომ ამბობ ერთს და აკეთებს , უნდა, სურს მეორე. სწორია რომ ისევ უკან დაბრუნდა ? სწორია, რომ წარსულს მისცა უფლება, მასში დაბრუნებულიყო და სულით ხორცამდე დაემონებინა ? იცის, რომ ახლა და აქ ყოფნა არასწორი, მაგრამ ეს მხოლოდ ტვინმა იცის და არ გულმა, რომელსაც მხოლოდ ერთი სახელი ადევს დაღად. ფიქრებში ღრმად წასული გოგონა ისევ პატარა ლილიამ გამომაფხიზლა და დააბრუნა რეალობაში -რეალობაში, რომელშიც ერთადერთი სინათლე სწორედ ის პატარა წერიტილი იყო , რომელსაც ამდენი წელია ებღაუჭება. წერტილი, რომელსაც ლილია და ირაკლი ჰქვია. წერტილი ,რომელმაც ან ნამდვილი სიყვარული დაანახა, ან უბრალოდ გაახსენა. - დე არ წავიდეთ ვიღაც ქალი ხელს გვიქნევს. - რა თქმა უნდა, საყვარელო, მამას დაველოდოთ, რაღაცას აგვარებს და წავიდეთ. - ცრემლი მოიწმინდა და ლილიას მჭიდროს ჩასჭიდა ხელი. ახლა ტირილის უფლება არ ჰქონდა, ან როდის ჰქონდა? საკუთარ თავს ქვად ქცევა ასწავლა. - კაი დე. - მოვრჩი, ქალბატონებო, შეგვიძლია წავიდეთ, - ირაკილი მიუახლოვდა, ლილია ხელში აიყვანა, ხელი ჩაკიდა ელენეს და ერთად გავიდნენ აეროპორტიდან . გარეთ გასვლისთანავე ხარბად შეისუნთქა ჰაერი. ხუთი წელია აქ არ ჩამოსულა, ხუთი წელია არავინ არ უნახახავს, ხუთი წელია თითქოს ცდილობდა მეხსიერების წაშლას,რომელიც ამ ადგილებს და ამ ხალხს უკავშირდება. როცა ელენემ და ირაკლიმ იქორწინეს, იმ წელს უბრალოდ არ გამოუვიდოდათ საქართველოში არ ჩამოსულიყვნენ. სახლიდან არ გამოსულან , როგორც ქართველებმა იციან მათი ქორწილი დიდი ყანწებით და სადღეგრძელოებით აღნიშნეს . იმდენად არ მოსწონდა ეს ყველაფერი, რომ მეორე დღესვე ირაკლის ხელი მოკიდა და უკან საფრანგეთში დაბრუნდნენ. მაშინაც გაიქცა....... ელენეს თვალმა ჯერ მშობლები შეამჩნია. როგორც ყველა მშობლის რეაქცია ელენეს მშობლებიც დიდი ხანი ეხუტებოდნენ მონატრებულ შვილს. როგორც კი ეს დაუსრულებელი მოკითხვა დაამთავრა, ჯერი ირაკლის მშობლებზე გადავიდა შემდეგ ირაკლის მშობლებთან იწყება იგივე. დიდხან უტრიალებენ ეხვევიან და კოცნიან ლილიასაც, რომელიც პირველად ნახეს,ვერ გაუტყუნებ უხარია ბებია-ბაბუას,თუმცა ქართველთა სიყვარულს და მათ ხვევნა-კოცნას საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს, ხომ უნდა ხვდებობდენ, რომ ეს ყოველივე, არასასიამოვნოა, ზღვარი და ბალანსი ის ოქროს შვალედია, რომლის პოვნაც ქართველებს არ შეგვიძლია. ნეტავ ოდესმე შევძლებთ ? ლილიას სახეზე უკნაყოფილება იჩენს თავს. -დაიღალა ბავშვი მგზავრობით და თან ამდენი სიყვარულით. მაშინ ყველა, ვინც ელენეს იცნობდა, მიხვდებოდა, თუ როგორ დაიმსგავსა ქალიშვილი. ჯერ ხომ ძალიან პატარა იყო, თუმცა ხასიათით იმ ელენეს ჰგავდა, რომელიც თავად გაანადგურა. - წავიდეთ. -განაცხადა დადიანის ქალმა. თითქოს ასე შვილი იხსნა,თუმცა აღარ შეეძლო დიდხანს მდგარიყო ამ მზეში. სამშობლოში მზეც ხომ სხვანაირია -უფრო თბილი, მცხუნვარე ,მთელი სახე დაწვა. ალბათ, მზემაც ვერ აპატია წასვლა....... რა ირონიულია არა ? მზე აქაც და საფრანგეთში ერთია. ირაკლი მანქანას მიაქროლებდა თბილოსის ქუჩებში. ელენეს მინა ჩამოწეული ჰქონდა - სულ ასე იქცეოდა, ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდა თითქოს, სიგრილე და ქარი საუცარი მოგონებების შექმნაში ეხმარებოდა. მაგრამ საფრანგეთში სულ სხვა ელენე იყო - იქ არაფერი წაუღია საქართველოდან, მათ შორის არც ქცევები. მკაცრად უკრძალავდა ირაკლის მინის ჩამოწევას: "თმა მებურდებაო", სულ ეჩხუბებოდა. თუმცა აქ , საქართველოში,მაშინვე იჩინა ძველმა ჩვევებმა და ელენ თავი თმას უწეწავდა ქარი თუმცა სულაც არ აწუხებდა პორიქით ეს ეხმარებოდა სადღაც უფრო ღრმად წასულიყო ფიქრებში გაეხსენებინა მისთვის ნაცნობი ქუჩები და მოგონებები. ირაკლი აკვირდებოდა, ერთხელ ჩაეღიმა და მიხვდა: აქ და ახლა სხვა ქალს გაიცნობდა. იცნობდა როგორ არა ელენეს, თუმცა იცნობდა, როგორც ქართევლ ქალს საფრანგეთში აქ კი გაცნობდა ქართველ ქალს საქართველოში. პატარა ლილიას მალევე ჩაეძინა. ელენესაც სჭირდებოდა დასვენება. იმდენი ხანია ამდენი გრძნობა ერთად არ განუცდია, იმდენი ხანია უკან დაბრუნების სევდა არ მოსდებია სულში. ლილიას გვერდით თვალები დახუჭა და ცოტა ხანი ჩაეძინა. მაგრამ ის ოთახი, რომელიც სავსეა მოგონებებით მშვიდად ძილის იფლებას არასდროს მოგცემს. ფეხზე წამოდგა, შხაპი მიიღო, თეთრი სარაფანი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. მშობლები და ირაკლი ბაღში, რაღაცაზე საუბრობდნენ. - აბა რაზე საუბრობთ ჩემს ქმართან ერთად ? - საყვარელო, დღეს მე და მამაშენმა გადავწყვიტეთ დიდ ვახშამი მოვაწყოთ. თქვენი ჩამოსვლისა და ლილიას სახელზე. ყველა იქნება - ჩვენი მეგობრები, ნათესავები, მანაშენის პარტნიორები. მინდა ძველი დრო გავიხსენოთ. ელენემ მძიმედ გაუღიმა და თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -ხომ იცი, ამდენი ხალხის დაპატიჟება საჭირო არ იყო , არ მიყვარს უცხო ხალხი.... - როგორ არა, საყვარელო, საჭიროა! ისედაც საერთოდ დაივიწყე სამშობლო, დაკარით ფეხი და დაიმალეთ იმ პარიზში რა ნახეთ ასეთი იქ. - არა ბატონოს ასე არ გამოვა განაცხადა დავითმა. -ჩემი ექიმი გოგო, თავის ანგელოზ შვილთან და მეუღლესთან ერთად გვეწვია და ისიც დავმალო? პირიქით -მთელს თბილისს უნდა გავაცნო თქვენი თავი! - ამაყად განაცხადა მთავარმა დადიანმა და გოგოას გაუღიმა . - კარგი რა გაეწყობა როგორც ჩანს უკვე ყველაფერი გადაწყვიტეთ . დანებების ნიშნად ორივე ხელი ასწია ელენემ. -ირაკლი, წამოდი, ტანისამოსი ავარჩიოთ, ამდენ ხალხში არ შევრცხვეთ. - ჩაიცინა, ქმარს ხელი ჩაჭიდა და სახლში გააქცია. გზაში კოცნებს უტოვებდნენ ერთმანეთს - ხან ტუჩზე , ხან ყელზე, ხან ლავიწებზე. ირაკლის შეხება ყოველთვის განსაკუთრებული იყო ელენესთვის. თითქოს ამშვიდებდა მის სიმშვიდეს უნაწილებდა , მასთან ჰარმონიას გრძნობდა , ისევ იმ გულწრფელ, განსაკუთრებულ და ლაღ გოგოდ იქცეოდა , რომელიც ადრე იყო. წამის მეერთედში ის გაახსენდა. გახსენდა რას მართებდა მისი მზერაც კი,შეხებაზე, რომ არაფერი თქვას. პატარა შეხებაც თავს აკარგვინებდა გოგონას. შიგნით ათასგვარ გრძნობას აღვიძებდა, რომლის ამოხნა, გაგება, თავად ელენესაც კი არ შეეძლო. პეპლები დაფრინავდნენ თითქოს მუცელში. ჭიანჭველები დაღოღავდნენ მთელ სხეულზე. შიგნიდან იწვოდა მისი შეხებით. ერთი შეხება და ელენეს აქცევდა იმ ქალად, რომელიც მას უყვარდა. - ჯანდაბა, ჯანდაბა, რაზე ფიქრობ ელენე ის წარსულია მხოლოდ. საკუთარ თავს უბრაზდებოდა. იცოდა, რომ ახლა ირაკლი ჰყავდა. - კაცი, რომელიც მთარი საყრდენი გახადა. მთელი ვნებით აკოცა ქმარს, თითქოს ფიქრები გააქრო, თუმცა არა სურვულები . - ელე, თუ არ გაჩერდები, ეს ყველაფერი სხვაგვარად დასრულდება და მერე მომზადებას ვეღარ მოვასწრებთ, - ღიმილით უთხრა ირაკლიმ. - მეც ეს მინდა..... - ვნებიანი ხმით უპასუხა გოგომ. - გავკარი მაგ მაღალ საზოგადოებას. ნაღებ ხალხს მირჩევნია შენთან ერთა ვიყო მთელი ღამე. - არ შეიძლება, უკვე დაგეგმეს შენებმა. უნდა ისწავლო საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა. - კარგი რა...... - ირაკლის მოშორდა, სამზარეულოსკენ აიღო გეზი . ახლა, ელენესთვის, რომ გეკითხათ ვერ იტანდა ირაკლის, რადგან ის მუდან იდიალური ბიჭი იყო. ბიჭი, რომელიც სულ ამხელდა იმ ელენეს, რომელიც თვითონ გოგონას არ უყვარდა და არც აღიარებდა. - ყავის კეთება დაიწყო და თავისთვის ჩაილაპარაკა. - არ იცი, როგორი ამაზრზენი საზოგადოება იქნება.... ნახავ და შენ თვითონ მომთხოვ წამოსვლას. - როგორმე გავუძლებ, - ღიმილით უპასუხა ირაკლიმ. - აი შენ კიდევ უნდა გადაბიჯო საკუთარ თავს. საფრანგეთში ხომ დადიხარ წინ და უკან ? - აქაც შეძლებ . ტუჩის კუთხეში მოწყვეტით აკოცა და წავიდა. - წავალ ლილიას დავხედავ. მარტო დარჩა ფინჯანით ხელში. საკუთარ თავში და სახლში ჩაკეტილო ქალი გამოიყვანა ირაკლიმ. ქალი, რომელსაც აქაური საზოგადოების ეშიანია იქნებ მართალიცაა. იქნენ ელენე ის ქალია, რომელიც არ ირღვევს საკუთარ კომფორტის ზონას. იქ მხოლოდ იმიტომ არ უნდა წასვლა, რომ ყველა იცნობს ამდენი ხახლი, ყალბი სიტყვები,ღიმილი ,ამის გაძლების ძალი აღარ აქვს. - მიდი ელე ეს შენ შეგიძლია საკუთარ თავს შემოსძახა და ზემოთ ავიდა კაბის შესარჩევად. ტვინში მხოლოდ ის უტრიალებდა, რომ უნდა გაეძლო. - ეს 3 თვე გაძელი და ისევ უკან დაბრუნდები იქ სადაც შენ სახელს ვინმე მდიდარ დედეკო-მამიკოსთან არ აიგივებენ. არავისთვის არაფერს ნიშნავ და არავინ იცის შენი წარსული. შავი კაბა ჩაიცვა - წელს ზემოთ მოტკეცილი იყო. კარგად გამოკვეთდა მის წვრილ წელსა და მკერდს. ქვემოთ კი ლამაზად იშლებოდა. ფეხზე მაღალქუსლიანი შავი ფეხსაცმელი მოირგო. თმები კი მაღლა აიწია. - ელე... ირაკლიმ კარი შეაღო და აღფრთოვანება ვერ დამალა. - ღმერთო რა ლამაზი ხარ!...... ახლა წასასვლელები არ ვიყოთ, მეცოდინებოდა, ამ კაბას რას ვუზამდი ..... - შენც კარგად გამოიყურები საყვარელო. თეთრი ტილოს პერანგი და შავი კლასიკური შარვალი ჩაეცვა თმები მარჯვნივ გადაევარცხნა. ისე უხდებოდა ისე თოთქოს თავიდან მოეეწონა ამ მომენტში ბიჭი. - წამო ჩავიდეთ შენი მშობლები და ლილია გველოდებიან. ლილია ვარდისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, ზედ ლამაზი პატარა ყვავილები ჰქოდა თითქოს პატარა ლილია ნამდვილ ლილიად გადაიქცა. -ლილიაც ისეთი ლამაზია..... - ღმერთო, რა მადლობელი ვარ, ასეთი უმშვენიერესი ქალბატონები, რომ მყავს გერდით. მაგრამ ვაჟიც გვჭირდება ხომ იცი ეს - ცალყბად გაუცინა და თვალი ჩაუკრა გოგონას. - ღმერთო ელენე, ირაკლი, რა ლამაზები ხართ. -გმადლობთ, უფროსო დადიანებო,-ელენემ ღიმილით გადახედა მშობლებს. - აბა, ლილიაზე აღარაფერს ვამბობთ ნამდვილი ყვავილია. - მადლობა, - ლილიამაც ამოიფრატუნა. მიუხედავად იმისა, რომ ლილია საფრანგეთში დაიბადა, ელენემ ქართული მაინც ასწავლა.ჭკვიანი გოგო აღმოჩნა დედასავით ადვილად აითვისა ენა. მართალია, ზოგიერთი სიტყვა ქართულად არ იცოდა, თუმცა მაინც კარგად გამოსდიოდა. ელენემ იცოდა რომ,ერთ დღეს დაბრუნდებონენ საქართველოში და ბავშვი იმ წნეხს ვერ გაუძლებდა, რასაც ქართულის არ ცონდა ჰქვია. იცოდა, რომ ამას არ მოუწონებდნენ. გზას გაუდგნენ, რომელიც არც კი იცოდნენ სად მთავრდება ან რას პირდებოდა. თბილისს კარგა ხნის გაცილებულნი იყვენენ. დაახლოებით 40 წთ იარეს. მერე უეცრად მათ თვალწინ დიდი სასტუმრო გამოჩნდა - ლამაზი ეზოთი,შუა გულში დიდი, ლამაზად მორთული მაგიდებით. ელენე მანქანიდან გადმოვიდა და უეცრად მის თვალწინ იშლება მაღალი საზოგადოების სრული სურათი. ჰაერში სიმდიდრის, პრივილეგიებისა და გავლენის სუნი ტრიალებდა, რას არ მისცემდა ახლა ელენე, რომ ამ საზოგადოების წევრი არ ყოფილიყო..... გვერდით დაინახა ახალგაზრდა მიმტანი გოგონა, დაინახა ორი სოციუალური ფენის ჭიდილი... და მაინც, რომ გეკითხათ, დიახ, ყველაფერს დათმობდა, ოღონდ ამ ელიტის წევრი არ ყოფილიყო ახლა, ამ წამს, უბრალოდ მიმტანის ფორმა ცმოდა. ელენე მხოლოდ ერთ ნატორბდა - ეს ყოველივე მალე დამთავრებული და ამ "ნაღებ " საზოგადოებას, იდიოტური კითხვა-პასუხების რეჟიმს მოშორებოდა. წასულოყო მის ოთხაში თავის ოჯახს ჩახუტებოდა და დაეძინა. წაეშალა ყველაფერი მეხსიერებიდან, თუმცა ნატვრა მხოლოდ ნატვრად დარჩა. მალე ელენეს ძმაც შემოუერთდა ამ ყოველივეს. - ლუკაა აღფრთოვანება ვერ დამალა ელენემ ძმის დანახვაზე, გაიქცა და ჩეხუტა - ჩემი რძალუკა და ბავშვები სად არიან ? - ნუცა დაღლილი იყო ,ამიტომ დარჩნენ,- ელენეს კარგად ჩაეხუტა მერე ლილიასთან მივიდა,ხელში აიტაცა.- ჩემო ყვავილო რა ლამაზი ხარ. - ოჰ სიძე მოდი ჩაგეხუტო. ბავშვი ირაკლის გადაბარა თვითონ კი კვლავ ელენეს დაუბრუნდა, ყურჩუ ჩასჩურჩულა. - მე უკვე შევეგუე მათ. თან აქამდეც შეგუებული ვიყავი, აი შენ კი სახელზე გაწერია, რომ გაქცევა გინდ. - მართლი ხარ, შენ ყოველთვის ამ საზოგადოების წევრი იყავი - გარშემო მოიხედა გოგონამ, - აი მე კი მხოლოდ აქედან მინდოდა თავის დაღწევა. - სესილი მოვა ? - არა რა თქმა უნდა. ის და ეს საზოგადოება ძალიან შორს არიან ერთმანეთისგან. ხვალ ვნახავ . - გათხოვდა ? რაც წახვედი არ მინახავს. - გაგიჟდი არა ,ისევ თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს დაეძებს.- გაუღიმა და წავიდა. ლუკას არაფერი უთქვამს, მხოლოდ ჩაიღიმა. მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ღიმილი. სევდა ჩაუდგა თვალებში, სესილი მისთვის ისევ მტკივნეული თემა იყო . სუფრას მიუსხდენ. შუაში ელენე იჯდა, კალთაში ლილია ჰყავდა. მარჯვენა მხარეს მისი მეუღლე უმშვენებდა,მარცხენას კი- ლუკა. მეტი რა უნდოდა გოგონას სიმშვიდისთვის. სამწუხაროდ, არ იცოდა, რომ ყველაზე ძლიერი ქარი უკვე გზაში იყო , და პირველი დარტყმა სწორედ მის ფესვებს შეეხებოდა...... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.