შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კესანები (თავი მეორე)


30-09-2025, 19:43
ავტორი ბანუ
ნანახია 1 035

საკუთარ თავს ხშირად უმეორებდა, რომ დრო იყო წარსული უკან მოეტოვებინა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა ამას. ელიზაბეთი ყველგან იყო, ქარის დაბერვისას მის სურნელს გრძნობა, მისი ხმა გამუდმებით გონებაში უტრიალებდა, ყველგან, სადაც არ უნდა გაეხედა, ის ყველგან იყო, მაგრამ ვერაფრით იჭერდა მას. თითქოს ცხოვრება ეთამაშებოდა, სიზმრებში უსაზღვრო ბედნიერებას ანიჭებდა, მაგრამ რეალობაში ყოველდღე სამარეს უთხრიდა. სარკეში საკუთარი თავის დანახვისას სხვა ადამიანს ხედავდა, ხშირად უგრძვნია მხარზე მისი შეხება, თითქოს მასთან ახლოს იყო, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ ილუზია იყო. მისი მთლიანი ცხოვრება ილუზიას დაემსგავსა, გამუდმებით მის ძებნაში და იმედში მყოფს სხვა აღარაფერი ადარდებდა. ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, ის ქალი უნდა ეპოვა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა. იმ ზამთარს, რომ დაკარგა იმედგაცრუების გრძნობამ შიში ჩაანაცვლა, არა ელიზაბეთის მიმართ, არამედ საკუთარი თავის, რომ არ ყოფილა საკმარისი, სამყოფი და ის, ვისთანაც იგი ისურვებდა დარჩენს. შემდეგ კი თვითგვემა და სულ მცირე იმედი, რომ თითქოს ელიზაბეთი რაღაცამ აიძულა,რომ წასულიყო. გულის სიღრმეში ალბათ თავადაც ხვდებოდა, რომ ეს უბრალოდ ტყუილი იყო, ის მიატოვეს, მაგრამ ვერ აღიარებდა, რომ ქალმა, რომელსაც ერთ დროს სიგიჟემდე უყვარდა ყიფიანი,მოულოდნელად ყველაფერი დაივიწყა და აუხსნელად გაუჩინარდა.
ოფისის ტერასაზე გასვლისას, სიგარეტი კოლოფიდან ამოაძვრინა და მძიმე ნაფასი დაარტყა. იქვე კუთხეში მდგარ კესანეს გახედა, ცხელი ჭიქისთვის თითები რომ შემოეხვია და უსასრულობაში იყურებოდა. კვამლს გაატანა დარდი და მანაც მზერა ჰორიზონტს გაუსწორა.
-კესანე-უკნიდან იგრძნო ქალმა კაცის არსებობა-სიცივეა, თითებიც გაგყინვია-მისი ხელი საკუთარში მოიქცია და ქალს ახედა.
-მე...მე-ისევ დაბნეული იყო კესანე
-ბატონო ალექსანდრე დილამშვიდობისა-კაცმა გვერდით მდგარ უფროსს გახედა, დაჟინებით რომ უმზერდა და ბოლოს ისევ კესანეს თლილ თითებს დააკვირდა.
ალექსანდრემ კესანეს აკანკალებულ ქვედა ტუჩს გაუსწორა მზერა, მის სახეზე ვერანაირ ემოციას კითხულობდა, ვერ იგებდა აწუხებდა თუ არა მის წინ მდგარი მამაკაცი, მაგრამ თავად ეს ყოველივე რატომ ადარდებდა ვერ ამოეხსნა. ნელა შეეხო კაცი მის სახეს, თმა ყურს უკან გადაუწია, როგორც იმ საღამოს ალექსანდრემ და წამიერად კაცმა ბრაზი იგრძნო, მოუნდა ის ხელები დაემტვრია ასე რომ ეხებოდა ქალს. კესანემ ნელა გახედა ყიფიანს, ცისფერებში ცრემლები ციმციმებდნენ და კაცს უეცრად სუნთქვა გაუჩერდა. რა საოცრად ლამაზი იყო კესანე, თავისი ზღვისფერი თვალებით, მომნუსხველი გალურჯებული, აკანკალებლი ტუჩებით, სახეზე არსებული ჭორფლებითა და იმ ორი კიკინით ნაწნავებად, რომ ეფინა მხრებზე. შეშინებული იყო ქალი, მაგრამ ასეთი ლამაზი, დაუცველი და მომაჯადოებელი არავინ ენახა ალექსანდრეს, ადგილიდან ვერ დაიძრა, მასაც დაუარა სიცივემ ძვლებში, კანკალმა აიტანა. მოულოდნელად უმისამართოდ ისროლა სიგარეტის ღერი და ტერასა სწრაფად დატოვა.
კაბინეტში შესულმა აჩქარებულ გულზე ხელი იტაცა, რაღაც სწვავდა, ანადგურებდა, მაგრამ ვერ ერეოდა კაცი. მძიმედ სუნთქავდა, ყურებში ელიზაბეთის ნაზი ხმა ესმოდა, მისი სურნელი თავბრუს ახვევდა, მაგრამ გონებაში სულ სხვა ადამიანი ედგა წინ. ალექსანდრემ ზიზღით გახედა სარკეში არსებულ კესანეს აჩრდილს და მაგიდაზე არსებული ლარნაკი ისროლა მისი მიმართულებით. მის გარშემო არსებული ყველა ნივთი დალეწა, იღრიალა და ალბათ შენობაც შეაზანზარა, მაგრამ კესანეს სილუეტი ვერ გააქრო, მისი ბავშვივით ცისფერები გონებას ვერ გამოსტაცა. ზიზღის გრძნობამ მოიცვა მთელი სხეული, შეზიზღდა ტერასაზე არსებული ქალი და საკუთარი თავი. ელიზაბეთის მიმართ არსებულ სიყვარულში ეჭვი შეიტანა, ამ გრძნობაში ბზარი გაჩნდა და ალექსანდრე მიხვდა, რომ რაღაც ისე არ იყო.
-გიყვარდება?-ყურში უწიოდა ელიზაბეთი და საკუთარ თავს სწყევლიდა ის გოგო, რომ სამსახურში აიყვანა, ახლა რომ მის გვერდით თავისი საყვარელი ქალი ყოფილიყო, წარმოიდგინა, როგორ ეტკინებოდა გული.
სანდრამ რომ კაბინეტის კარი შეუღო და სევდიანი თვალები შეანათა, მაშინ თავადაც შეეცოდა ალექსანდრე ყიფიანი. არარსებულ, გაქცეულ ქალს მისტიროდა და ალბათ გიჟადაც ითვლებოდა.
-არ მინდოდა თქვენი შეწუხება, მაგრამ შეხვედრა გვაქვს.
-მოვდივარ
ისევ ის, ისევ ის იჯდა შეხვედრაზე, ცისფერები ისევ უელავდა. ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა ალექსანდრემ და უინტერესოდ დაიწყო მოსმენა, ფიქრებით სხვაგან იყო, სულ არ ადარდებდა ახლა საკუთარი შრომით აგებული კომპანია, ამდენი წვალება, მხოლოდ ამ ოთახიდან გასვლა უნდოდა, ვეღარ უძლებდა ამ ყოველივეს. საკუთარი თავისა და ქალის ზიზღი უფრო და უფრო ძლიერდებოდა.
-ბატონო ალექსანდრე- ბუნდოვნად მისწვდა მის ყურთასმენას სანდრას ხმა.
-დიახ მე... მე-სახეზე მოისვა ხელი-გისმენთ-მოსაუბრეს ახედა.
-ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება ამ ტენდერის მოსაგებად ყველაფერს თუ გავაკეთებთ-მტკიცე იყო კაცის ხმა
-კი, მაგრამ ფინსასურად ეს დიდ დარტყმას მოგვაყენებს-თვალები მიენაბა ყიფიანს მისი წკრიალა ხმის გაგონებაზე-უმჯობესი არ იქნება, რომ ისეთ კომპანიასთან ვითანამშრომლოთ, რომელიც თავადაც 50%-ით შემოვა წილში?-შიშით გახედა კაცს.
-კესანე ეს ძალიან რთულია, თავადაც კარგად იცი-იყო პასუხი საიდანღაც, მაგრამ ალექსანდრე მხოლოდ მას მისჩერებოდა. კესანემ ცისფერები მოარიდა-და ზოგადად კომპანიაში ფინანსურ საკითხებში ბევრი არეულობაა-ალექსანდრემ ახლა მას გაუსწორა მზერა.
-რას გულისხმობთ?-დაიბნა კაცი.
-ბატონო ალექსანდრე,ფინანსებში ვიღაც თავის საქმეს ძალიან ცუდად ასრულებს, ბევრი ხარვეზია გაპარული და ამას სპეციალურად აკეთებს თუ არა, მე ვერ გეტყვით
-ვისზე გაქვთ ეჭვი?
-არ ვიცი, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ეს აქამდე არ მომხდარა-კახაბერმა ნელა გააპარა კესანესკენ თვალი.
-კახაბერ-ფეხზე წამოიჭრა ნელი-ეს ძალიან დიდი და დამამცირებელი ბრალდებაა ისეთი გოგონასთვის, როგორიც კესანეა-მტკიცე იყო მისი ხმა.
კესანემ მზერა აარიდა ყველას, თავი ჩაქინდრა და თითებს წვალება დაუწყო, ისევ სციოდა ქალს.
-მე არ მინდა ვინმეს ხელი დავადო, მაგრამ მისი გამოჩენის მერე აირია ყველაფერი
-გასაგებია ყველაფერი-ალექსანდრეც ფეხზე ადგა-მადლობა შეხვედრისთვის-უკვე კარებთან იდგა კაცი-კესანე, ჩემთან გელოდები.
კესანემ სიფრთხილით შეუღო კაბინეტის კარი. ყიფიანმა საბუთები გვერდზე გადადო და ქალს დააკვირდა, შეშინებული რომ ჯდებოდა მის წინ. გონებაში უხაროდა კიდეც, თითქოს მიზეზი იპოვა მისი სამსახურიდან გაშვების. მისი მარწუხებიდან თავს დააღწევდა, უფრო მეტად აღარ გაბზარავდა მის გრძნობას ელიზაბეთის მიმართ. კესანეს სახით ვიღაც გამალებით უჭერდა ხელებს ყელზე და ახრჩობდა. უეცრად გაქრა მისი ფიქრები, ზიზღი და ქალის სამსახურიდან გაშვების სურვილი, კესანემ მისი ბავშური, აწყლიანებული ცისფერები რომ მიანათა. მისი გეგმები წამებში დაიმსხვრა, იცოდა, რომ ამ ქალს ახლა ვერ შეელეოდა, ვერ გაუშვებდა სამსახურიდან სულ, რომ მართალი ყოფილიყო კახაბერი. მის სხეულს სწვავდა მასთან ყოფნა, მისკენ მიისწრაფოდა და თავს ვერაფერს უხერხებდა, მერამდენე ბრძოლას აგებდა საკუთარ თავთან.
-მე არაფერი დამიშავებია, გეფიცებით-სადაც იყო იტირებდა-გთხოვთ არ გამაგდოთ.
-როგორ ახსნი იმას, რაც შეხვედრაზე გაჟღერდა
-მეე...მეე... არაფერი ვიცი-ცდილობდა აეხსნა.
-უაზრო პასუხები არ მჭირდება კესანე, ამიხსენი რატომ მოგდით განყოფილებაში შეცდომები-უღრიალა ალექსანდრემ და მაგიდაზე ხელი დასცხო. შეხტა ქალი, შიშისგან ქვედა ყბა აუკანკალდა, ცრემლებმა ცისფერების გალავანი გადმოლახეს.
-მე თქვენთვის იმედები არ გამიცრუებია-მტკიცე იყო ქალის ხმა. ალექსანდრე ადგილზე გაშრა, ახლა რაღა ეპასუხა არ იცოდა. საკუთარ კომპანიაში, თავად იყო უფროსი და ეს პატარა გოგო ატყვევებდა.
მუჭით მოიწმინდა ჩამოცვენილი ცრემლები, ფეხზე წამოდგა.
-ეს სამსახური მჭირდება, მხოლოდ ფულისთვის ვშრომობ, ყველაფერს ვაკეთებ, არც თქვენ და არც კომპანიას ზიანს არ მივაყენებდი
ხვდებოდა როგორ უვლიდა ტანში კესანეს ხმა, გრძნობებს გონებისთვის მოეგო ომი და ახლა ყიფიანს იმორჩილებდა. ვერ ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი დაუცველი და ამავდროულად ასეთივე ძლიერი. უფრო მეტად იხიბლებოდა ქალით.
-შეგიძლია წახვიდე-ძლივს მოაბა სიტყვებს თავი.
-სამსახურიდან მიშვებთ?-ისევ კრავის პოზიციას დაუბრუნდა კესანე.
-არა
-მადლობა-ბაგეები გაეპო, გაუღიმა კაცს, ალექსანდრემ მზერა აარიდა, ჭკუიდან იშლებოდა.
ღამეებს თეთრად ათევდა, ძილი აღარ სტუმრობდა, მოსვენება დაეკარგა კაცს. ფიქრისგან თავი გასუკდებოდა მალე. გონება და გული ერთმანეთს ებრძოდა, რაღაცას გრძნობდა ამ ქალის მიმართ, მაგრამ ჯერ თავადაც ვერ ამოეხსნა რა იყო ეს. ვერ პატიობდა საკუთარ თავს, რომ ელიზაბეთს ასე ექცეოდა, წამითაც კი ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ქალი რაღაცას უშვრებოდა, მაგრამ რეალობასთან შეჩახება ძალიან მწარე იყო მისთვის. სულს უფორიაქებდა კესანე, მაგრამ მისი გაშვება არაფრით უნდოდა.
-მადლობა-ყავით ხელში მდგარ სანდრას ახედა-სანდრა
-დიახ ბატონო ალექსანდრე
-ფინანსურ განყოფილებაში რა ხდება?-საკუთარ თავს ისევ ატყუებდა, კომპანიის ბედი ახლა სულაც არ ადარდებდა, იმედი ჰქონდა რომ კესანეზე ერთი-ორ სიტყვას გაიგებდა. კესანე მის ფიქრებში ცხოვრობდა.
-ყველაფერი გასწორდა საბედნიეროდ-გაუღიმა ქალმა-დღეს თათბირზე უკეთესად შეგატყობინებენ ყველაფერს.
თვალებით მას ეძებდა, არსად იყო, გულში რაღაც აკლდა. ცდილობდა, კონცენტრაცია მოეხდინა თანამშრომლების საუბარზე, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა.
-კომპანია "G&A" მზადაა ჩვენთან ითანამშრომლოს, 1 კვირაში გავაფორმებთ ხელშეკრულებას
-ძალიან კარგია ნიკოლოზ, ეცადეთ ყველაფერი იდიალურად იყოს
-ფინანსური კუთხით ყველაფერი მოვაგვარეთ-ნელიმ უფროსს გახედა-ციფრებში იყო არე..-საუბარი შუა გზაზე გაუწყდა კარი კესანემ რომ შემოაღო.
-ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის-მზერა აარიდა ყველას და მაგიდას მიუჯდა.
-რატომ დააგვიანეთ?-მკაცრი იყო ალექსანდრე, უნდოდა მისთვის შეეხედა, ცისფერები დაენახა ისევ, მაგრამ კესანე არაფრით უსწორებდა თვალებს-ეს სამსახურია და არა საბავშო ბაღი ქალბატონე კესანე
-მაპატიეთ, უბრალოდ...
-როცა გესაუბრებით მე მიყურეთ-უღრიალა ქალს და გაბრაზებისკენ წამოიწია. საკუთარ თავზე უფრო ბრაზობდა თუ კესანეზე ვერ გაერკვია. წამში ინანა მისი ხმის ტემბრი, სურვილი სწვავდა მისი თვალების დანახვის და ეს აგიჟებდა, მისი შორს ყოფნა ჭკუიდან შლიდა ალექსანდრეს და ვერ ეგუებოდა. ყველა შეშინებული უყურებდა.
კესანემ მზერა გაუსწორა და წამში ადგილზე გაიყინა ალექსანდრე, ცისფერები აღარ კაშკაშებდნენ. თითქოს ის ვარსკვლავები სადღაც დაკარგულიყვნენ, ასე რომ აგიჟებდა ყიფიანს. სევდის გარდა არაფერი იკითხებოდა მათში. ცივმა ოფლმა დაასხა კაცს, მზერა თავადვე აარიდა, მისი ასე დანახვა არ შეეძლო, ის რაც ასე ხიბლავდა აღარ იყო ქალში, ის რაც მას ელიზაბეთთან აკავშირებდა გამქრალიყო. ისიც ისე გამოეცალა ხელიდან, როგორც ელიზაბეთი. შეშინებულმა ისევ კესანეს გახედა. ქალი ტიროდა, თავი დაეხარა და ჩუმად ქვითინებდა.
-მაპატიეთ-ფეხზე წამოდგა და სწრაფად მიაშურა ტერასას. სიგარეტი თითებს შორის მოიქცია. საკუთარ თავს ვერ აპატია, ისევ დაკარგა ის რაც უყვარდა.
ის საღამო მეგობრებთან გაატარა, უსაზღვროდ სვავდა და ალბათ ფიქრებითაც სხვაგან იყო.
-აქაც სამსახურზე ვდარდობო არ მითხრა-უხეშად გაკრა ხელი ბექამ.
-ნუ გაუ**აკე შენ რა-სიცილით მიჰყვა ლუკაც. ალექსანდრეს გაეღიმა, უფროსწორად თავი აიძულა გაღიმებოდა.
-მე ვიცი შენ რაც გჭირდება-ფეხზე წამოდგა ბექა
-რა მჭირდება?
-ქალი ჩემო ალექსანდრე, ქალი გჭირდება, ახალგაზრდა კაცი ხარ და უკვე ბებრებივით ჩემთან ვზივართ და ვისკს ვსვავთ
-ეს ალექსანდრეს სჭირდება ქალი თუ შენ?-გაეცინა ლუკას.
-საღამომშვიდობისა ყმაწვილნო, როგორ ხართ?-ფეხსაცმლის კაკუნით შეაბიჯა სახლში მართამ. ლუკა წამში გასწორდა ადგილას და ქალი აათვალიერა. საკუთარ თავს გრძნობებში არ უტყდებოდა, მაგრამ ხვდებოდა, რომ ბექას საოცრად მომხიბვლელი და ჰყავდა და მას, როგორც პატარა დას დიდიხანი იყო ვეღარ უყურებდა.
-შენ როგორ ხარ მართუშ?-გადაკოცნა ალექსანდრემ და დივანზე ადგილი გაუთავისუფლა.
-ძალიან დავიღალე-ლუდის კათხა წამში გამოცალა
-ძმას ჰგავს-წარბები შეათამაშა ბექამ.
ალექსანდრეს უყვარდა მათთან ყოფნა, რეალობისგან ცოტახნით მოწყვეტა, სიცოცხლე, სიცილი, ბედნიერება ასე ცოტახნით, რომ სტუმრობდა.
გალეშილმა მთვრალმა ძლივს მიაღწია სახლამდე, ფეხსაცმელები შესასვლელშივე გაიძრო და დივანზე დაემხო. ფიქრებმა გაიტაცა, კესანეს ცისფერებმა თავი არ დაანება. უსაზღვროდ ინანა დღევანდელი საქციელი,მაგრამ იმას უფრო მეტად ნანობდა, რომ მასში მხოლოდ ის არ მოსწონდა, რომ ელიზაბეთს ჰგავდა, თავად კესანე მოსწონდა. კესანე, თავისი ტუჩებით, გრძელი თმით, საოცარი იერით და სხეულით ასე მადისაღმძვრელად რომ გამოიყურებოდა. ტელეფონის ზარმა გამოჰგლიჯა ფიქრებისგან. მომაბეზრებლად უპასუხა და სანდრას ხმის გაგონებაზე ფეხზე წამოჯდა.
-ბატონო ალექსანდრე
-მშვიდობაა სანდრა?-ასე გვიან არასდროს რეკავდა.
-კი, კი, არ იდარდოთ, ჩემთან მშვიდობაა, მაგრამ-ფრთხილობდა სანდრა.
-აბა რა მოხდა, კომპანიაშია რამე პრობლემა?
-კესანე
-კესანე?-უკვე ფეხზე იდგა ყიფიანი-რა მოუვიდა კესანეს? კარგად არის? სად არის?-გულმა სწრაფად დაუწყო ძგერა, თავი ვერ აიყვანა ხელში, წამიერად შიშმა აიტანა, ნუთუ ისიც ელიზაბეთივით წავიდა.
-კესანე კარგადაა, უბრალოდ მთხოვა თქვენთვის მეთქვა, რომ წუხს დღევანდელი დაგვიანების გამო
-ღმერთო ჩემო სანდრა-ნერვიულად დაეშვა დივანზე და სახეზე ხელი მოისვა-შემაშინე, მეგონა რამე მოხდა.
სანდრას უცნაურად გაეცინა და ალექსანდრე გათიშვას აპირებდა, მწუხარებით, რომ შეაპარა და შენობით რომ მიმართა კაცს.
-ალექსანდრე-ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანი იყო, როცა სანდრა ასე ესაუბრებოდა თავის უფროსს-კესანეს დედა გარდაეცვალა, დღეს მაგიტომ დაიგვიანა.
მძიმე იყო მოსასმენად, უფრო მეტად გასააზრებლად. ტელეფონი სწრაფად გათიშა, მზერა სიბნელეს გაუშტერა. გონს მაშინ მოვიდა ქალის კორპუსთან, რომ იდგა, საათი ღამის 2-ს აჩვენებდა. არც კი იცოდა, ახლა კესანე რომ ენახა რა უნდა ეთქვა, როგორ უნდა მოეხადა ბოდიში მისთვის. სინდისი მწარედ ქენჯნიდა. ნელი ნაბიჯით აიარა სადარბაზოს კიბეები და პირველივე სართულზე ღია კარმა მიახვედრა, რომ აქ ცხოვრებდა ქალი. ნელი ნაბიჯით შევიდა მისაღებში. გაურემონტებელი იყო სახლი, პატარა და ძველი. ოთახის შუაში უზარმაზარი მაცივარი იდო,შავი და შემზარავი. სკამები გარშემო შემოეწყოთ. თავთან სურათი და ანთებული სანთელი იდო. ძალიან ჰგავდა კესანე დედას, მასავით ცისფერები ჰქონდა. ჩაეღიმა, ფოტოზე გამოსახული ქალის თვალებში ისეთივე ვარსკვლავები კიაფობდნენ,როგორიც კესანესაში და სწორედ ისინი აგიჟებდნენ ყიფიანს. ფეხის ხმამ შეაკრთო ალექსანდრე, მის უკან ოთახში შემომავალ შავებში ჩაცმულ გოგონას გახედა. კესანე შიშისგან უკან გახტა, გულზე ხელი მიიდო და ცისფერები მიანათა კაცს. ალექსანდრე მთლიანი სხეულით მისკენ შებრუნდა, ქალი ცახცახებდა.
-რატომ არ მითხარი?-მწუხარებით იყო სავსე მისი ხმა.
-მე თქვენ დაგპირდით, რომ იმედებს არ გაგიცრუებდით-ხმა ჩახრეწვოდა, ტიროდა კესანე.
-ღმერთო კესანე, ამის ხარჯზე?-სახეზე ხელები ჩამოისვა კაცმა-არც კი ვიცი რა გითხრა, როგორ განუგეშო, ჯანდაბა კესანე რას მიკეთებ-ხელები ახლა მას შემოხვია, მისი სახე მოიქცია და ზევიდან დააჩერდა ქალს. კესანეს ცისფერები საოცრება იყო, ყველაფერი იკითხებოდა, ყველა ტკივილი, განცდა, გრძნობა, შიში.
ქალი მისკენ დაწია, მარწუხებში მოიქცია, საუბარი არ შეეძლოა, ასეთ დროს ვერაფრით ანუგეშებდა. კესანეს ცრემლებმა გულ-მკერდი დაუსველა. თმაზე ეფერებოდა კაცი, საოცარი სურნელი ჰქონდა, ისეთი ბავშური და სპეტაკი.
ტირილით, რომ გული იჯერა თავი ნელა ასწია, მზერა ერთმანეთს გაუსწორეს. კესანე ცახცახებდა. ალექსანდრეს სუნთქვა შეეკვრა.
-მადლობა, მადლობა, რომ მოხვედი-ჩუმად წარმოთქვა კესანემ და კაცმა იგრძნო, რომ ამ ქალს ვერასდროს მიატოვებდა, ვერასდროს დათმობდა. თითები მაგრად მოუჭირა წელზე და წამიერად იგრძნო შიში, შიში მისი წასვლის, დაკარგვის, როგორც ელიზაბეთის და შუბლი შუბლზე მიადო. ღრმად სუნთქავდა ორივე. კესანე კვლავ ტიროდა, გლოვობდა დედას. ალექსანდრე კი საკუთარ თავს და ალბათ კესანესაც საკუთარ დანგრეულ ცხოვრებაში, რომ ითრევდა მასაც, მაგრამ უკვე ძალიან გვიან იყო, ვეღარ გაუშვებდა, ამის უფლებას მისი გული აღარ მისცემდა, კიდევ ერთხელ ვერ დაკარგავდა საყვარელ ქალს.



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

ძალიან მომწონს ეს ისტორია და კესანეს და ალრქსანდრეს წყვილი. წარმატებებს გიდურვებთ და ველით გაგრძელებას. ამ გვერდზე ერთ ერთი კარგი ისტორიაა, რომელსაც მოუთმენლად ელი.

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

სასწაულად წერთ

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

გთხოვთ მალე დადეთ გაგრძელება.სასწაულია

 


№4 სტუმარი სტუმარი ლიაკო

სასწაულად წერთ. ძალიან ბევრი მკითხველი ყავს ამ ისტორიას. წარმაყებები

გთხოვთ მალე გააგრძელოთ

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინო

როგორ გვიფერადებთ დღეებს. მალე დადეთ გაგრძელება. ალექსანდრე ძალიან მომწონს

 


№6 სტუმარი სტუმარი გვანცა

აღარ აგრძელებთ?მოუთმენლად გელით

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent