ოიზისი XXI
-გაიმეორე რა თქვი? მათე ყვირის და პარალელურად ფეხზე დგება, ირაკლი მარიტას მზერას თვალს აყოლებს და ახლა მათეს შეჰყურებს, რომელიც მაგიდას ხელებით დაყრდნობია და გაოცებისგან ყვირის. სახლში მხოლოდ ისინი და ბესო არიან , რომელსაც გუშინ მათესთან გამოსვლისა და გვიანობამდე მეცადინეობის შემდგე ჯერ ისევ სძინავს. ბიჭის ყვირილზე ისიც იღვიძებს და სამზარეულოში თვალების ფშვნეტით, ფეხების თრევითა და მოკლე მაისურისა და შორტის ამარა შემოდის, რომელიც საცვალს უფრო წააგავს. -რა გაყვირებს? ახლა ყველა მისკენ იხედება, მარიტას ხელები ერთმანეთში აქვს ახლართული და უკვე ტირილის ზღვარზეა. მთელი კვირა ემუდარებოდა ირაკლი მათეს და შორენას უთხარი იაკობზეო და ბოლოს როგორღაც მაინც დაიყოლია. თუმცა რისთვის? ძმას რომ მისთვის ეყვირა? -შენს ძვირფას დაქალს თურმე მამაჩვენი აშანტაჟებს , ეს არ იკამარა და უნივერსიტეტთან დახვდა და ფაქტობრივად ცემა, ამან კიდე ერთი კვირის მერე გადაწყვიტა ჩემთვის თქმა. ბესო წამში გამოფხიზლდა, ზუსტად ისეთივე ადრენალინის მოჭარბება იგრძნო ძარღვებში, როგორც თავიდან, მაშინ როცა მარიტას მამას წლების მერე პირველად შეხვდა და სცემა. -ვერ გავიგე? -ხო. - აქამდე სად ხარ? ბესომ მათესგან განსხვავებით წყნარად კითხვა გადაწყვიტა და სკამზე ჩამოჯდა. - არ ვიცოდი რა რეაქცია გექნებოდათ და როგორ მეთქვა ისე რომ თქვენც შარში არ გამეხვიეთ. -და რას აპირებ? -არაფერს რას უნდა ვაპირებდე? მხრები აიჩეჩა მარიტამ და მათესთვის დადგმული წყლით სავსე ჭიქა თავადვე გამოცალა. -ირაკლი გამყვა პოლიციის განყოფილებაში და შემაკავებელი ორდერი გამოვაწერინეთ. -ხო ეგ ჩვენს ქვეყანაში იმდენ ადამიანს დახმარებია ვერც კი დავითვლით. სარკაზმით ამბობს უფროსი ტყუპი და თვალების ატრიალებასთან ერთად ბრუნდება სკამზე, რომლიდანაც წუთების წინ გააფთრებული წამოხტა. - ნუღარ მეჩხუბები რა. -რა ნუ გეჩხუბები გოგო, დაუშვად და ირაკლი არ ყოფილიყო, ბოდიში შენთან, მაგრამ მართლაც არ იყო, რას შვებოდი მერე?! -ახლა არმიით უნდა ვიარო უნივერსიტეტში? -ბესოს, ჩემი და ირაკლის გარეშე აღარსად წახვალ. -აბა კი. - ახლა ამას დავახრჩობ. ბესოს მარიტაზე გაბრაზებული შეჰყურებს. ის კი ხელს მკლავზე უჭერს და ანიშნებს დამშვიდდიო. -შენც ზედმეტი მოგდის უკვე, გასაგებია რო ძმა ხარ , მაგრამ მარიტა დიდია იმისთვის რომ თავად გადაწყვიტოს რა და როგორ ურჩევნია, ასე რომ მის გადაწყვეტილებებს უბრალოდ პატივი ეცი. მეც ვნერვიულობ ჩემს მეგობარზე და ახლა არ თქვა მე ძმა ვარო, მერე რა მეც ძმასავით ვყავარ მარიტას ერთად ამოვიზარდეთ ბოლოს და ბოლოს. მარიტა მეგობარს ბედნიერი, სიყვარულით სავსე თვალებით უყურებს და უცბად ისევ სევდით ივსება, რადგან ქეთი აქ არ არის. ახლა აქ რომ იყოს აუცილებლად მის მხარეს დაიჭერდა და იტყოდა ბარემ სპეცრაზმიც მოიყვანეთ და უნივერსიტეტში ისე ატარეთო, რაცეზ ყველა გაიცინებდა. -მადლობა ბესო. მაინც უბრუნდება ამ სამყაროს და ბიჭს უცინის. -მადლობა ბესო გამოსვლისთვის. გაღიზიანებული უყურებს შეყვარებულს და გულხელდაკრეფილი წარბის აწევით ეუბნება. -არაფრის საყავრელო. ისიც ბედნიერი, ვითომ ვერ მიხვდა ამით რომ მათეს უფრო მეტად აუშალა ნერვები, ეკრიჭება და თავს მხარზე წამით ადებს. -ახლა ორივეს მიგაკლავთ გეფიცებით. ირაკლი , რომელიც ამდენხანს ჩუმად იჯდა ხმას იღებს და ატკივებულ საფეთქელს ხელით იზელს. -მოდი დავასრულოთ რა ეს შეკრება. -დედას როდის ეუბნები. -არ ვეუბნები. -რას ქვია? -კარგი რა ინერვიულებს და ცუდად გახდება მათუს ხო იცი არა?! -ღმერთო შენ მიშველე. ირაკლი სიტუაციის განსამუხტად ჯერ დაძმას უყურებს, მერე ბესოს და მათეს ეუბნება. -მოდი მარიტას ისევ ჩემთან დავიტოვებ. -ეს ნახე რა იყოენებს სიტუაციას. ბესო ხარხალრებს, სკამის საზურგეს ეყრდნობა და მისი უიღბლობის გადამკიდე ახარხარებულივე უკან სალტოთი ტრიალდება და ძირს ენარცხება. მარიტას მეგობრის წაქცევისგან სიცილი უტყდება, მათე დაფეთებული ცდილობს ახარხარებული ბესოს წამოყენებას. -კარგად ხარ? -აჰ, ვაიმე. არა. -რამე იტკინე? ბესო თავს და ხელს უარყოფის ნიშნად უქნევს, რადგან სიცილის გამო საუაბრი ჯერ ისევ არ შეუძლია. -ეს ორი გიჟი სად გადამეყარა. რა შევცოდე ასეთი. -გეუბნები სიტუაციას...იყენებს..- სიცილის გამო ნაწილ ნაწილ ამბობს ბესო ირაკლიზე. -ახლა თქვენ შეგეკითხებით შეყვარებულთან დავრჩები ღამე თუ სახლში. თან დედა მორიგეა დღეს და შეგიძლიათ თქვენც დატკბეთ ერთურთით. მეგობარს თვალს უკრავს. რაზეც მისკენ გამოქანებულ შოკოლადს იღებს, რომელსაც იცილებს და ირაკლის მხარსუკან იმალება. -ეს ნახე გაიტლიკა ენა. - რა ტყუილს ვიძახი? - გეყოს უკვე ალუბალო თორე მარტო ბესოს კი არა მეც შემომელახები. -ნახე რა, აქამდე ერთმანეთს ჭამდნენ, ახლაც პრინციპში, ახლა კიდე ჩემს წინააღმდეგ გაერთიანდნენ და მე მეჩხუბებიან. -წაიყავნე რა ირაკლი. წუწუნით ეუბნება ბესო ბიჭს. -ნახე სახლიდანაც მაგდებს უკვე. ჩამისიძდა. ფუი დაიწვას შენი კაცობა ავალიანო. -აბა თქვენ დაგიტოვებთ ზუსტად. -აი სწავლობს. მარიტა ოთახში გადის, იცვლის და მერე ირაკლისთან ერთად მიდის გასასვლელისკენ, გზიდან ბესოს და მათეს აძახებს. - I hate him. (I ate him) -ვაიმე გაგგლიჯავ შუაზე გალდავა. ბესო ის ის არის სკამიდან ფეხზე დგება რომ მარიტა კისკისით აღებს კარს და ირაკლისთან ერთად მიდის ჯანჯღავას სახლში. - ვერაა ეს გოგო გეფიცები. -ახლა გაიგე? - არა. ბესო ბურტყუნებს და სკამზე ჯდება. მერე მათეს ამღვრეული თვალებით უყურებს და ცალყბად უღიმის. ბიჭი იბნევა. -რა? - არაფერი საყვარელო. .......................................... -მოვედი დე. ხვდება რომ სახლში ვიღაც არის, რადგან უცნაური აურაა, შორენა სამზარეულოში ვიღაცას ესაუბრება, თუმცა ლაპარაკი კარგად არ ესმის. მერე ქალი იქიდან გამოსძახის. -სამზარეულოში ვარ. მარტია ქურთუკს საკიდზე კიდებს, ფეხსაცმელს იხდის და ჩუსტების ფრატუნითა და საუბრით მიდის სამზარეულოსკენ. -მათე არ მოსულა? ბესოსთან ერთად კინოში იყო , მაგრამ აღარ მოუწერია, არა და რომ გამოვალ მოგწერ და ერთად წავი.... შესვლისთანავე ამჩნევს მელოტ კაცს, რომელიც მაგიდასთან უდარდელად ზის, თავზე კი შორენა გაღიზიანებული სახით ადგას. გოგო მის დანახვაზე ბარბაცებს და რომ არ წაიქცეს კარის ჩარჩოს ებღაუჭება. წინა კვირას მომხდარი ამბები ჯერ ისევ თავში უტრიალებს და ყოველ გახსენებაზე შიში იბყრობს, შიში მამის რომელიც აღარ არსებობს. შიში იმ კაცის, რომელიც ყველაზე უცხო და საშიშ არსებად იქცა, ვინც კი ოდესმე შეიძლებოდა მარიტას ენახა. PTSD-მ , რომელიც სწორედ იაკობის გამო სჭირდა, თავის საქმე ქნა და თვალწინ ყველა ბავშვობისა თუ ბოლო რამდენიმე თვის წინ მომხდარი კადრი დაუტრიალდა, ხელი ისე ძლიერად მომუჭა , რომ ფრჩხილები ლამის ძვლებში შეერჭო. თან მზერას არ აშორებდა გამელოტებულ კაცს თან გონებაში ითვლიდა რომ პანიკური შეტევა არ დამართნოდა. ბოლოს , თავადაც რომ არიცოდა ასე რამდენხანს იდგა, როგორციქნა მისი ამ მდგომარეობაში დანახვით გახარებული კაციდან მზერა დედაზე გადაიტანა და ხელი კაცისკენ გაიშვირა. -აქ რა უნდა? - სალაპარაკოდ მოვედი. სანამ შორენა რამის თქმას მოასწრებდა მან უკვე ამოღერღა. დაპანიკებულმა გოგომ , იქვე დაკიდებულ, სახლის ტელეფონს დაავლო ხელო, რომელსაც უკვე წლები იყო აღარ იყენებდნენ, თუმცა მაინც ძველ ადგილას ეკიდა. მარიტა კი ისეთ მდგომარეობაში იყო საერთოდ აღარ ახსოვდა რომ დიდიხანი გავიდა მას შემდეგ რაც მისი ფული გადაიხადეს. ტელეფონზე 112 კრეფს და ის ის არის დარეკვის ღილაკს უნდა დააჭიროს, რომ შორენა ეკითხება. -სად რეკავ? -პოლიციაში. -ასი წელია მაგის ფული არ გადაგვიხდია. - წავიდეს თორემ დავრეკავ შორენა. - და რას ეტყვი? - რომ დააკვვონ, მოწმეც მყავს. -რისთვის უნდა დააკავონ? სახლში არ შემოჭრილა, კარი თავად გავუღე. -შემაკავებელი ორდერის დარჩვევისთვის. 100მ-ზე არ უნდა მეკარებოდეს. -რააა? ქალი ჯერ შვილს უყურებს, მერე ყოფილ ქმარს. მარიტა ამასობაში შემოსასვლელში ჩამოკიდებული ქურთუკიდან ტელეფონს იღებს და პოლიციაში დარეკვას აპირებს. იაკობი სამზარეულოდან მისაღების გავლით გამოდის . მარიტას რომ გვერდზე უთანაბრდება ყურში ეუბნება. -არაფერი დასრულებულა! -შე***ი იაკობ! - სიტყვები მარიტა! სიტყვები! მე ჯერ ისევ მამაშენი ვარ. -მიმიფირთხებია შენი გენებისთვის! შეგე** ნაბ****ო. ჯოჯოხეთშიც წასულხარ. კიდევ ერთხელ თუ გაბედავ ჩემს სიახლოვეს გამოჩენას თავს განყოფილებასი ამოგაყოფინებ. შორენაც შემოსასვლელში გამოდის, რის გამოც იაკობი თავს იკავებს, თუმცა მარიტა მის დაბერილ ვენებს კისერსა და ხელებზე კარგად ამჩნევს და გულის რევის შეგრძნება უჩდნება იმის გააზრებაზე რომ ეს შეშლილი კაცი , რომელიც ნებისმიერი ადამიანის ცემაზეა წამსვლელი მის სისხლთან და გენეტიკასთან კავშირშია. კაცი მიდის, მარიტა კარს უჯახუნებს და რამდენიმე წამს მისკენ მიტრიალებული ცდილობს ღრმად ისუნთქოს. მერე სამზარეულოში გადის და უკან მომავალ დედას ეუბნება. -გევედრები კიდევ თუ მოვა აღარ შემოუშვა. მისი დანახვაც კი არ შემიძლია ისე მეზიზღება. -რა შემაკავებელზე საუბრობდი? -შევჭამ და მოგიყვები. გოგო მაცივრიდან საჭმელს იღებს , სუფრასთან ჯდება და წამის პროცესს მაქსიმალურად წელავს. შეორენა მოთმინებით უცდის როდის მორჩემა მარიტა ჭამას. ამასობაში მათე და ბესოც სიცილით შემოდიან სახლში. -ხომ გეუბნებოდი არა. -სახე დააფიქსირე? მეგონა ცოტაც და მოგვკლავდა. - შენ მარიტა ნახე როგორ გვცემს. -კაი კაი ვსო. აღარ შემიძლია სიცილი. მაგრამ ჯობია მარიტასთან არ ვიყროყინოთ. სამზარეულოში შედიან და დაძაბული გარემოს ფონზე ორივე სერიოზულდება. -რა ხდება? -ვჭამ. -იაკობი იყო მოთრეული და ველოდები როდის ამოღერავს შენი და რატომ აქვს მამათქვენს შემაკავებელი ორდერი. -მამაჩვენი არ არის, უბრალოდ ნაძირალაა რომელიც სამწუხაროდ ცოცხალია. -გითხარი მე შენ მოუყევი თქო! მარიტას ნიშნისმოგებით ეუბნება მათე. - იცოდი? იცოდი და არ მითხარი?! ნორმალურები თუ ხართ თქვენ საერთოდ? -ბესოს ბრალია. ხელთ უკან მდგომ შეყვარებულზე ანიშნებს დედას და შორენასაც მზერა გაოცებული ბიჭისკენ გადააქვს. - მე რა შუაში ვარ? -შენ არ გამოხვედი სიტყვით „პატივი ვცეთ მარიტას არჩევანს“? - მერე მე მაგაზე ვამბობდი? -რა მნიშვნელობააქ, გამომივიდა აქ დამცველი. -ახლა არ გამაჭედინო! -ყველამ მოკეტეთ რა. მარიტა ჩანგალს თეფშზე აგდებს და ყვირის. მერე შორენას ყველაფერს უყვება და ნებას აძლევს რომ ჩაეხუტოს. ქალიც მანამ იკრავს შვილს გულში სანამ არ დარწმუნდება რომ კარგად არის, რომ ყველაფერი რიგიზე აქვს. -დე... დავიხრჩე. -ეგრე მოგიხდება სულელო გოგოვ. როგორ გაბედე და მაშინვე არ მითხარი? -არ მინდოდა გენერვიულა. -რამე რომ მოგსვლოდა და მე არ მცოდნოდა ვის ან რის გამო იყო მაშინ არ ვინერვიულებდი? შე ჩერჩეტო. -მაპატიე. -მიდი დაიძინე -დე -ხო. -ახალწელს რომ ირაკლისთან ერთად შევხვდე შეიძლება. -აქ მოიყვანე და მერე სადაც გინდათ იქ წადით. ოღონდ ღამე გარეთ არ გაათიოთ ან აქ დარჩით ან ირაკლისთან. -მიყვარხარ. ხომ იცი ეგ დე ღოგორ მეზიზღება, აუცილებელია რომ სახლში ვიყო და აღვნიშნო? -კი! არ განიხილება. -ოოო კარგი. ქალს ლოყაზე ჰკოცნის და ოთახში შედის. : შორენას ველაპარაკე და ახალწელს ჩვენთან გამოდი თუ ლიზა და მამაშენი წინააღმდეგი არ იქნებიან. :არაო შორენამ? :აქ შეხვდით და მერე წადითო, ოღონდ ღამით მერე ისევ აქ მოდით ან ირაკლისთანო. : კარგი . გინდა ხვალ სადმე წავიდეთ? :ვერა ქეთისთან ერთად გამოფენის გახსნაზე მივდივარ. : მაგის მერე? : ნიკუშას და ჩვენს ძველ მეგობრებს ვნახულობთ ბარში. : ბევრი არ დალიო! : ახლა ეგეც მიკონტროლე. : არ გიკონტროლებ, გთხოვ. : კარგი. ლიზა მომიკითხე. : ლიზა რატო გაგახსენდა ახლა? : არ ვიცი შენთავს გეფიცები. : გიჟი ხარ. : ვიცი. ................................................ - არა ქალო რა ფოვისტული, სად ხედავ ახლა აქ მჭახე ფერებს? -რატო მეჩხუბები? - არაა ქეთი და იმიტო. არაფერი აღარ გახსოვს რაც ისვალე? -მგონი. სიცილით ამბობს და ისევ ნახატს უყურებს, რომელიც ისეთ გრძნობას უჩენს თითქოს შუა საუკუნეების საგმირო ამბის გმირი იყოს. - აუ მე იცი რომელი მომეწონა? აი შემოსასვლელში რომ მთავარანგელოზია ეგ. თან ისეთი უცნაურია წითელი და ოქროსფერი იმ ნახატზე. -ხო ეგ ძალიან კარგია, თან ტექსტურას დააკვირდი? -კი ფუნჯის ყველა მონასმი ეტყობა. აი არ ვიცი გასაოცარია. მგონია რომ ყველა თვალი სულში მიყურებს. ამას სიამოვნებით ამბობს და არა შიშით, ქეთი ნამშევრიდან მისკენ ტრიალდება და ცერა თითს უშვერს. -ცრემლი შეამჩნიე? -ყველაზე დიდიდან ხო? -ხო. ოქროსფერში და წითელში ეგ ცისფერი საღებავი ყვირის. - ცოტა „დაცემული ანგელოზის“ თვალებს არ გავს? -ვაიმე კი, ამდენი ხანია ვფიქრობ რას გავს თქო. -აშკარად ჩემსავით გიჟდება კაბანელზე. გადაწყდა ეგაა ჩემი წლის ფავორიტი ნამუშევარი. -წავიდეთ? ყველაფერი ვანხეთ? -მგონი კი. ნიკუშას რომელზე ვხვდებით? -10. - აუფ, ირაკლი გადავაგდე აშკარად. რა ვქნათ 2 საათი? - მოდი ვიყოთ მაშინ გახსნაა მაინც. -კარგი წავალ მე თაიას ვიპოვნი, მაინტერესებს მთავარანგელოზზე რას მეტყვის. -მიდი. ქეთა ლოყაზე ჰკოცნის და სურათთან რჩება. მერე მის გვერდით ჩამოკიდებულისკენ მიდის, რომელზეც კენტავრი ნოზს ჰკოცნის . ეს უცნაურია, თუმცა ის უფრო აკვირვებს ლესბოსელი წყვილის დახატვა და მერე გამოფენა როგორ გაბედა . არა იმიტომ რომ ეზიზღება ან ჰომოფობია, უბრალოდ იმ ქვეყანაში სადაც ჰომოფობია ასეთი მძაფრი და ხშირია, რა გამბედაობა უნდ აგქონდეს თუმდაც მითად ქცეული ნამუშევრის სიუჟეტით ეს გააკეთო. ამასობაში მარიტა თაიას, გამოფენის მთავარ სახეს, პოულობს, რომელიც სხვა მხატვრებთან ერთად შამპანურის ჭიქით ხელში დგას და ესაუბრება. მარიტა იცდის სანამ საუაბრს დაასრულებდეს და მხოლოდ ამის შემდეგ, მასზე 10 წლით უფროს გოგოს ღიმილით ესალმება. -გამაჯობა. მე მარიტა ვარ. ძალიან კარგი გამოფენა. ყველაფერი ისეთი საოცარია. განსაკუტრებით შემოსასვლელში რომ მთავარანგელოზია ის მომეწონა. რამეს ხომ ვერ მეტყოდით? - ჟურნალისტი? -არა ხელოვნების ისტორიკოსი. ღიმილით ეუბნება გოგოს და ისიც ოდნავ იღიმის. ახლა უკვე გასაგები ხდება მისთვის მარიტა რატომ ითხოვს შინაარის მსგავს რამეს. - მაგის იდეა დაახლოებბით 5 წლის წინ გამოჩნდა და მხოლოდ 2 წლის შემდეგ მოვახერხე დამეხატა. სიმბოლურად ალბათ უფრო მეტად იმ ტკივილს განასახიერებს ადამიანებისთვის რომ ასეთი ნაცნობია, თუმცა ზებუნებრივი არსებებისთვის სრულიად უცხო. მათ ხომ გრძნობები არ გააჩნიათ , მაგრამ მაინც ის გრძნობს. მაგ ნამუშევარზე ლუციფერია, რომელიც გააზრების პროცესშია, რომ მამას რომელსაც აღმერთებს და პატივს სცემს აღარ სჭირდება, რადგან მისთვის ახალ საინტერესო საქმეს აკეთებს, ადამს და ევას ქმნის. - საინტერესოა. ცოტათი კაბანელის „დაცემული ანგელოზის“ თვალებს გავს მისი თვალები. -შეიძლება, მე არ შემიმჩნევია. მარიტა და თაია კიდევ ცოტახანს საუბრობენ, რატომღაც მხატვარს გოგოსთან დამეგობრების სურვილი უჩნდება და ნომრებს ცვლიან. მერე კი მარიტა და ქეთი, რომელიც კენტავრითა და ნოზით ჯერ ისევ მოხიბლულია ნიკუშას სანახავად მიდიან. ნიკუშა უკვე ბარის წინ ხვდებათ , დანარჩენები ჯერ მოსულებიც არ არიან. მარიტა ნიკუშას გამოწვდილ ხელზე ხელს ჯერ გულით შემდეგ კი ზურგით ურტყავს და ეხვევა. -მომენატრე. -მეც, აუ იმდენი სამეცადინო მაქვს ვეღარ ვსუნთქავ უკვე გეფიცები. ქეთიც ესალემბა და ამის ნიშნად ისიც ეხვევა. -როგორ ხართ? -რავი კარგად. შენ? -ხომ ვთქვი. იცინის და ბარში სამივე ერთად შედიან. ცოტახანში დანარჩენებიც მოდან. იმდენი ხანია ერთმანეთი არ უნახავთ , რომ ენებს იტყავებენ საუბრით. ერთ-ერთ მათგანს შეყვარებული ჰყავს წამოყვანილი და მარიტა ნიკუშას ეწუწუნება. -შენმა ძმაკაცმა შემომთავაზა გავიდეთ ხვალ სადმეო და წამომეყვანა ბარე. -მიწერე და მოვიდეს შენ კიდე. - გვიანია, ან მეცადინეობს ან დაღლილია და დაიძინა. -გეხვეწები ირაკლის ამ დროს რა დააძინებს, მაგის ღამურობა არ იცი? -ეგეცაა. მარიტა მობილურს იღებს და ირაკლის წერს. : ხომ არ მოხვიდოდი? :სად ? :ბარში. : არ ტეხავს? :რავი ჩვენს მეგობარ ეკას თავის შეყვარებული ყავს წამოყვანილი. :ისე ბესო და მათე რატომ არ არიან მანდ? : მოვლენ ეგენიც ალბათ. არ ვიცი , დაგვიკიდეს ბოლო დროს გვრიტებმა. :საზიზღარო. :ჰეი, მეორედაც შემიძლია დაშორება! : კაი კაი, ჩავიცმევ და გამოვალ, ლოკაცია ჩამიგდე პროსტა. :ოქეი. : მანქანით რო წამოვიდე? :როგორც გინდა საყვარელო. :უკვე მოასწარით დალევა? : ორი ჭიქა მხოლოდ. ახლა ვაპირებ მესამეს. :აბა ბევრს არ დავლევო? : შენ მოდიხარ ასე რომ დავლევ. მარიტა ტელეფონს ბლოკავს და ჯიბეში იდებს. -მოვა. -ვინ? -ირაკლი. -ვინ არის ირაკლი? -ჩემი ძმაკაცის და ქალბატონის შეყვარებული. -ამას გვიმალავ გოგო? -არ ვმალავ, რომ ვმალავდე ხომ არ ვიტყოდი. მხრებს იჩეჩს და სასმელს სვავს. -ისე შენი შეყვარებული არ უნდა გაგვაცნო ეკა? - მეგონა უკვე გაიცანით,ლ არ მყავდეთ თქვენც ახლა დაკომპლექსებული ინტროვერტები. -კაი რა... მიდი. -მოკლედ ეს არის ლუკა, ლუკა ქალბატონი მარიტა, ქეთა, ნიკუშა დანარჩენებს იცნობ უკვე. -სასიამოვნოა. ლუკასთან საუბარი ეწელებათ, ბოლოს ოჯახებსაც ადგებიან, მარიტა ნიკუშას მამამისის ბოლო გამოჩენებზე უყვება ამის მერე ლუკა უკვე კარგად ნაცნობ ეკას მეგობრებთან საუბრობს. - ხო რავი ერთი წელია უკვე გათხოვდა. -ვინ? მარიტაც ცდილობს საუაბრში ცაერთოს. -დედაჩემი, ვიღაც იდიოტს გაყვა რომელსაც ვერ ვიტან, მაგრამ თვითონ რატომღაც გიჟდება მაგ კაცზე. - აუ ტეხავს. -ხო თან ქვეყნის ვალები აქვს და დედაჩემი ვითომაც არაფერი უხდის. -ვწუხვარ. -არაუშავს არ იდარდო შენ მაგაზე, ბოლოს და ბოლოს ჩემი პრობლემაა შენი ხომ არა. - მოთამაშეა? -ძან, ახლა რაღაც კაზინოს ვალები აქვს და თავის ყოფილ ცოლს და შვილებს ცდილობს შეუთანხმდეს რომ მათი საერთო ბინა გაყიდონ. -ბოლო ნაწილი რა ნაცნობია. სიცილით ამბობს მარიტა. -რა? -არაფერი, მამაჩემი გვაწუხებს ბოლო დროს რომ ბიძაჩემის ნაჩუქარი ბინა, რომელიც დედაჩემისა და არა მისი გავყიდოთ და ფული გავუყოთ რადგან ახალი ცოლის მოყვანა უნდა. -it sucks . -ზუსტად. - მოკლედ მშობლები. სიცილით ამბობს მარიტა და იმ წამს შემოსულ ირაკლის ამჩნევს. ფეხზე დგება და ბავშვებს უღიმის. -მოვალ ამ წუთში. -რა მოხდა? -არაფერი ირაკლი მოვიდა და ამოვიყვან. -მიდი. მარიტა კიბეებზე ჩადის და ბართან მდგომი ირაკლისკენ მიდის რომელმაც ის ის არის კოქტეილის ჭიქები გამოართვა ბარმენს და მისკენ შემოტრიალდა. გოგოს დანახვაზე იღიმის და ამრიტაც მისალმების გარეშე, ჰაერში სასმლით ხელებაწვდენილ ბიჭს ტუჩებში კოცნის. ისიც იღიმის და კოცნაში ასდევს, მერე კოცნას რომ რჩებიან ენას ისმევს და უღიმის. -როგორ ხარ საყვარელო? - ძალიან კარგად, ეს ჩემთვის მოგქონდა თუ ორივეს დალევას აპირებდი? -ვიფიქრე დავეწევი თქო, არა მართლა კი არა შენთვისაა. -ნიკუშა იეჭვიანებს. -დაიჭირე იმათაც წამოვუღებ. -დაიკიდე. წამო. ერთს ართმევს ,მერე თავისუფალ ხელს მისას ავლებს და მოერე სართულისკენ მიჰყავს. ბავშვები მისკენ იხედებიან და ახალმოსულს ჭიქების აწევითა და ღიმილიანი სახეებით ხვდებიან. - სად დაიაკრგე? -რაღაც პრობლემები იყო და იმათ ვაგვარებდი. -იაკობი ხომ არა? -როგორ მოხდა რომ მოგიყვა? გაოცებული ეკითხება ირაკლი მეგობარს . -რავი. რას შვებოდი საბოლოოდ? -მარიტა დამყავს აქეთ იქით კიდევ რომ არ გადაეყაროს სადმე იმ იდიოტ კაცს, მიუხედავად იმისა რომ შემოაკავებელი გამოვაწერინეთ. მამაჩემის მადლიერი ვარ რომ მანქანას კამერაც აქვს. - მოკლედ დრამები. ხალხო, ეს არის ირაკლი, მარიტას შეყვარებული და ჩემი არ ვიცი ლამის ტრუსიკის მეგობარი. ესენი ეკა, ლუკა თამარი, ლევანი .... ნიკუშა ყველას სათითაოდ აცნობს. მოგვაინებით, რამდენიმე ჭიქა მარტინისა და ტეკილის შემდეგ მარიტა და ქეთი ბარის დახლზე ასულები ცეკვავენ და მათ ირგვლივ შეკრებილ უცხო თუ ნაცნობ სახეებს აიგნორებენ. ქეთის ხელები მარიტას წელზე უდევს და მუსიკას ორივე მთელი სხეულით ჰყვება. ნიკუშა და ირაკლი იქვე მდგომები ხან ცეკვავენ ხანაც გოგოებს სიცილით უყურებენ, მერე ნიკუშა ჯანჯღავას ყურში ჩაჰყვირის. -შეშლილია შენი გოგო. -ვიცი, გგონია არ ვიცი? ეგ ნაწილი საუკეთესოა დამიჯერე. - რა გიქნა ასეთი? - არ ვიცი თავად ჰკითხე. -არ ეჭვიანობ ამდენი კაცი რომ უყურებს დახლზე ასულ შენს შეყავრებულს რომელსაც დეკოლტე და მოკლე კაბა აცვია? - ცოტა, მაგრამ ეგ ადასტურებს რომ ულამაზესია და მე არ დამბმავებია სიყვარულისგან თვალები თანაც სანამ წყნარად არიან და არ ეხებიან მიზეზი არ მაქვს. - ჩემი ბჭია რა. სიცილით ამბობს. მერე როცა მარიტა უკვე საკმაოდ მთვრალი ბარმენს კიდევ ერთი ჭიქა კოქტეილის დასხმას თხოვს და ირაკლი ხედავს როგორ უკავია მოცეკვავე გოგოს ჭიქა ხელში მისკენ სიცილით მიდის და მუხლის სიმაღლეზე მიწვდენილს ხელს უწვდის. გოგო ჯერ ზემოდან დაჰყურებს, მერე იცუცქება და თვალებს ნაბასვ როცა ირაკლი კვირისტავზე ჰკოცნის და თან მზერას მის თვალებს არ აშორებს. -არ ჩამოხვალ ბლუმ? -არა. შენ ამო. -მე? სიგიჟეა არ მინდა. მიდი ჩამო უკვე, ან ეგ მომეცი. -ნწ. სახლში ხომ წამიყვან? -ნასვამი რომ ვარ? -ბევრი დალიე? -არა. მოდი ჩამოდი. -არ მინდა, შენ ამოდი. -აღარ მეცეკვები? ქეთი გოგოს ეჯუჯღუნება და მხარზე ხელს ადებს. ის კი ჯერ ქეთისკენ იხედება , მერე შეყვარებულისკენ. - არ ვიცი. -კაი მომბეზრდა მე, წავალ ლაზარეს ვეცეკვები ძირს. გოგო დახლზე ჯდება და მერე ქვემოთ ხტება, ოდნავ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის გამო ბარბაცებს და მარიტა იჭერს, ორივენი იცინიან. ირაკლისაც ეღიმება. მერე მარიტა ლაზარესკენ მიდის და ბიჭს იცეკვებს. მარიტა კი ჯერ ისევ ირაკლის უყურებს და ელოდება როდის აბობღდება ისიც დახლზე. -შანსი არ გაქვს. -შენთან შანსი ყოველთვის მაქვს. ამო. ამო და მეცეკვე. მიდი. ხომ ვიცი რომ უარს ვერ მეტყვი. -ნუ იყენებ ცუდად რაღაც რაღაცეებს. - მიდი, თუ სიგიჟეა ბოლომდე ვიგიჟოთ. -და რა უნდა ქნა? ხალხის თვალწინ უნდა მეცეკვო სტრიპტიზი? -არაა ცუდი იდეა ხო იცი. ღიმილით ამბობს და ირაკლის ტუჩებში კოცნის. ბიჭიც მის შარმს ვეღარ უძლებს და გოგოს ახირებაში ჰყვება. მარიტაც თავს ბოლომდე იგიჟებს და ზურგით მის მკერდს ეკვრის. ირაკლი იმუხლება და ამრიტაც მის მკერდს მიყრდნობილი უკან მიჰყვება, ჩამუხლულ და უკან გადახრილ ბიჭს. კიდევ ცოტახანს ცეკვავენ დახლზე, მერე ბიჭი ჩამოდის, მარიტას თეძოებზე ორივე ხელს უჭერს, ჰაერში იტაცებს და ზუსტად წამში იატაკზე სვავს. გოგო ხელებს კისერზე ხვევს და კოცნის. ჯერ ისევ გრძნობს როგორ უყურებენ ბარის თანამშრომლები და კლიენტები მათ. ბავშვებისკენ რომ მიდიან ისინი სიცილით ურტყავენ მხარზე ხელს. -ორივე გიჟები ხართ. არა სამივე, ეს ქალბატონი როგორ დაგვავიწყდა. -უსირცხვილოებო, ის ხომ ჯერ მე მეცეკვებოდა. -წარმოიდგინეთ ხალხს რა დაემართებოდა მარიტას ირაკლის მაგივრად შენთვის რომ ეკოცნა. -ჰეი ჰეი, რეებს იძახით მეც აქ ვარ. - ქეთი! მარიტა ქეთის უყურებს და წარბებს მაღლა სწევს, გოგოც მას უყურებს. მარიტას თმაში ხელებს უცურებს და ირაკლი და ნიკუშა რომ არა ალბათ კიდევ ერთხელ აკოცებდნენ ერთმანეთს. -სუ გაგიჟდით თქვენ მგონი. -ამას ღალატად ჩამითვლიდი? -რა სისულელეა, არა . მორჩით უკვე. სიცილით აყოლებს ირაკლი და მარიტას წელზე ხელს ხვევს რომ არ დაუძვრეს. უკვე ღამის 2 საათია როცა მარიტა ირაკლის მანქანაში ჯდება და სანამ ღვედს შეიკრავდეს ბიჭს ისევ ჰკოცნის. - მიბრაზდები? -რისთვის? -ქეთისთან ერთად კოცნაზე რომ ვიხუმრე. -არა თქო რამდენჯერ გითხრა? -კარგი. -შორენა არ მომკლავს ასეთს რომ მიგიყვან? -ნწ. ჯერ ნიკუშა და ქეთი ხო არ დავტოვოთ? -როგორც იტყვი. ქეთი და ნიკუსა იმ წამს გამოდიან ბარიდან, ერთმანეთზე გადახვეულები და ჯერ გოგო ჯდება მანქანაში. ქეთი ირაკლის უკნიდან კისერზე ეხვევა და ლოყაზე ჰკოცნის. -ხომ იცი რომ უბრალოდ გველი ვარ, თორემ რეალურად ძალიან კარგი ტიპი ხარ, საერთოდ არ მეგონა მარიტას და შენი შერიგება ასეთი კარგი თუ აღმოჩნდებოდა. - ვიცი ქეთი. ნუ დამახრჩობ და სახლში წაგიყვან. -ოქეი. იცინის და ამრიტასკენ იჩოჩებს ნიკუშა რომ დაჯდეს. ისიც კარს კეტასვ და ირაკლი მანქანას ქოქავს. -გიჟები ხართ, მხოლოდ თქვენ თუ მოიფიქრებდით ბარში დახლზე ეგრე გამომწვევად ცეკვას. -მაგრამ ვაღიაროთ რომ ძალიან hot ვართ ორივენი. -რა თქმა უნდა! ორივე ბიჭი ერთდროულად ეუბნებათ. ჯერ ნიკუშას ტოვებენ ავლაბარში, მერე ქეთის და ბოლოს მარიტას სახლისკენ მიდის. გოგო ცოტა მიგდებულ ადგილას თხოვს ორი წუთი გააჩეროს , მისკენ იხრება და ტუჩემში ჰკოცნის, ირააკლი ხელს კისერზე სუსტად უჭერს და კოცნას აღრმავებს. მერე ,როცა ჰაერი აღარ ჰყოფნით და შორდებიან , ირაკლი მის ნწრყვისგან დასველებულ ქვედატუჩს თითს უსმევს და ისევ ჰკოცნის. -წავიდეთ თორემ დედაშენი შემიძულებს. -არც კი იცის იქ რომ იყავი. -რა მნიშვნელობა აქვს, შენს გვერდით რომ ვარ შენზე პასუხისმგებელი მე ვარ. -არ მჭირდება ჩემზე რომ კაცი ზრუნავდეს. -რა შუაშია კაცი ბლუმ. მე უბრალოდ შენზე ვღელავ, ქალიც რომ ვიყო მაინც ასე იქნებოდა. -იცი როგორ გამოასწორო ყველაფერი. -შენი გატეხილი გულის გარდა. სევდიანად ეუბნება და შუბლზე ჰკოცნის. -მგონი მაგის გამთელებაც შეძელი. -მართლა? მშვენიერი. წავიდეთ ახლა სახლში. უკვე სამი ხდება. -როგორც გინდა. მარიტა სკამზე სწორდება და ბიჭისკენ სახემიბრუნებული მის პროფილს აკვირდება. წვერი სულ ოდნავ წამოზრდოდა და თმაც უკვე შესამოკლებელი ჰქონდა, თუმცა მაინც ისეთივე სიმპატიური იყო, როგორც პირველ კურსზე, იმ ჟოლოსფერ მაისურსა და ჯინსებში გამოწყობილი, როცა ლექციაზე შევიდა და მარიტას გვერდით მიუჯდა. კარებს ფრთხილად აღებს ირაკლი და მაშინვე ამჩნევს მისაღებში ჩართულ ტელევიზორს. მარიტას მანქანაში მიეძინა და ხელით ამოიყვანა. შორენა მისაღებიდან კარის ხმის გაგონებაზე გამოდის და ირაკლის მკლავებში მოქცეულ გოგოს რომ ხედავს თან ეცინება თან ფორიაქი იპყრობს, რამე ხომ არ მოუვიდაო. -კარგად არის? -დიახ. ჩაეძინა უბრალოდ. დავაწვენ კარგით? -მიდი. თავს უქნევს და ოთახისკენ ანიშნებს. ირაკლი მარიტას საწოლში აწვენს ტანსაცმელს უცვლის და საბანს აფარებს. მერე სანამ გამოვიდოდეს მისკენ იხრება და შუბლზე ჰკოცნის. -შეშლილი ხარ ბლუმ. რომ ტრიალდება მარიტას ხელი მკლავზე ეხვევა. -არ წახვიდე რა. -არ გამოვა ბლუმ. უხერხულია. -გთხოვ. -დღეს ყველაფერზე როგორ ცდილობ ჩემს დაყოლიებას? დაიძინე პატარავ. ისევ ჰკოცნის და გამოსვლისას კარს ფრთხილად ხურავს. შორენა ისევ გამოდის ჰოლში და ირაკლის უღიმის. -მადლობა რომ მოიყვანე. - რა მადლობა, რას ამბობ. ასე იმიტომ ელაპარაკება რომ შორენამ გაცნობისას გარკვევით აუხსნა თქვენობთ არ მელაპარაკოო. - მეგონა ნიკუშას და მეგობრებს ხვდებოდა. -შეხვდა კიდეც. მერე მარიტამ და ნიკუშამ მომწერეს და მეც მივედი. -გასაგებია. -წავალ მე. -მიდი, მშვიდობიანი გზა, სახლში რომ მიხვალ გამაგებინე. შენზე მათზე ნაკლებად არ ვღელავ ირაკლი. -აუცილებლად. ქალს ეხვევა და სადარბაზოს სიშავეში ნელ-ნელა უჩინარდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.