სატყუარა ქარიშხლისთვის ( თავი 3 )
მისი ძმა ელოდებოდა თოვლს, გუნდაობას, სახლის გვერდით თოვლის ბაბუს აშენებას… ვერ უპასუხა ბიჭმა. დახარა თავი და გვერდით გაჰყვა დამშვიდებულ გოგოს. თოვლი შლიდა მათ ნაკვალევს. აქრობდა ყველა მტკიცებულებას. არავინ იცოდა თუ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. იმდენად ჰქონდა გამჯდარი ყველაფრის დამალვა. არა, ამას დამალვა არ ერქვა. იმდენად სურდა მისი ოჯახის შინაური და მტკინვეული ამბები არ გაეგო არავის. არცერთ ადამიანს, რომელიც ახლოს იყო მასთან წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა მის ცხოვრებაში. ვერ ბედავდა თამამად და გულწრფელად ესაუბრა პრობლემებზე, რომლებიც მისდა უნებურად იქმნებოდა და ცხოვრებას ართმევდა. მხოლოდ სურდა სხვაგან ყოფილიყო ისეთი, როგორიც უკვე აღარ ახსოვდა, რომ იყო. ვინმესთან… მზერა შეაჩერა ბიჭზე. მისი სიმშვიდის დამრღვევი რომ გამხდარიყო უკვე წლები. ამ დროის მანძილზე ისე შეისისხლხორცა საბას არსებობაც, რომ არავის შეემჩნია მისი სხეულის რეაქცია ბიჭის ყოველი გამოჩენისას. * -რამე მოხდა?-გვიან ღამე გააკითხა სანდომ ნატას. -რა უნდა მომხდარიყო,- გადახედა ცერად. -აბა, ვინ ზის აივნაზე ამ დროს. - ჩამოუჯდა მოშორებით სარწეველა სკამზე. ღრმად ჩაისუნთქა ღამის ცივი ჰაერი და ისევ შეხედა ბიძაშვილს. - რაო პაატამ? -არაფერი, - ფეხი აკეცა სკამზე და მუხლს ჩამოადო ნიკაპი, - არ მინახავს რამდენიმე დღეა. -დღეს შემოიარა შალვასთან, არკვევენ ყველაფერს. -თითქოს არ იცოდეს ისედაც ყველაფერი..რატომ ბრალდება საბას, მისი რა ბრალია ავარია? -ნატა,- თითები მოისვა შუბლზე, - არაფერი ვიცი, საბაც არაფერს ამბობს, მამაც ჩუმადაა, ვერ ვხვდები.. -ხოდა რატომ? ისეთი რა არის, რასაც შალვაც არ ამბობს? ან დედაჩემი? მთელი დღეებია ჩუმადაა, თითქოს არ მომდარიყოს არაფერი. მისთვის მთავრია საბა იყოს დამნაშავე და მაგით ინუგეშოს თავი, მაგრამ რატომ? ვერ ვხვდები. დუმილი ჩამოწვა ბიძაშვილებს შორის, რომელსაც არღვევდა ღამის ქალაქის ყრუ ხმაური. თავისი რიტმით გრძელდებოდა სიცოცხლე. -დაველაპარაკები, - მძიმე ამოოხვრას ამოაყოლა ბიჭმა და გადახედა გოგოს თვალები რომ გაეშტერებინა ახლოს მდებარე თბილისის ანძისთვის. - ვეტყვი შალვასაც დაელაპარაკოს პაატას შენს სამსახურზე, არ გეტყვის არაფერს. -რა აზრი აქვს,- ჩაეცინა მწარედ, - არ მიშვებენ კლანჭებს და მთელი ცხოვრებაა ყველგან მომწვდნენ, ვერსად გავიხარე. -ხომ იცი ჩემი იმედი რომ უნდა გქონდეს სულ? - მიუჯდა გვერდით და ხელი შემოხვია მის ათრთოლებულ სხეულს, - წამოხვალ და გათავისუფლდები, იმას გააკეთებ რაც მოგინდება, რისი სურვილიც გექნება, იცი რატომ? ამას ნიკოსთვის გააკეთებ. გინდა რომ დამშვიდებული იყოს? -გთხოვ არ უთხრა ბიძიას არაფერი, - ცრემლიანი თვალებით ახედა.-მე მოვაგვარებ ყველაფერს მალევე. -შალვასთან დასამალი რა არის ნატა? ისედაც გაიგებს ან თავად პაატა ეტყვის ადრე თუ გვიან. -მომკლავს ისედაც პაატა. არ უთხრა მამაშენს მაინც არაფერი, კარგი? გთხოვ. სახლში დაბრუნდა შედარებით დამშვიდებული. სიცარიელე ჩანდა ირგვლივ მხოლოდ. სიბნელეს მოეცვა სახლის პირველი სართული, ეზოდან შემოსული განათება ირეკლავდა ნივთებს მხოლოდ. ფრთხილად აიარა კიბე, ძმის ოთახთან შეყოყმანდა წამით, ხელიც წაიღო სახელურისკენ, მაგრამ ვერ შეძლო გაღება. შუბლით მიეყრდნო კარს, ღრმად ჩაისუნთქა სახლში ჩამოწოლილი მძიმე ჰაერი. თვალების სრესვით შეაღო თავისი ოთახის კარი და მაშივე აუჩქარდა გული. იგრძნო დაძაბულობა. კანკალით წაიღო ხელი ჩამრთველისკენ, მსუბუქმა შუქმა გაანათა ოთახი და დაინხა კიდეც, მაგიდასთან მჯდომი მამა სიგარეტით ხელში. სიცივემ მოიცვა მისი სხეული, ერთიანად გაშეშდა. არ ენახა დაკრძალვის შემდეგ მამა და ხვდებოდა, არ იყო მის ოთახში სტუმრობა უმიზეზო. -დაგაგვიანდა,- თვალები გაუსწორა კაცმა, მოხერხებულად დატრიალდა სკამზე და შვილს გაუპირისპირდა,- აქამდე სად იყავი? -დიდი ხანია ჩემი ამბებით ინტერესდები? - ძვლივს მოეგო გონს, ჩანთა მოიხსნა და საკითზე დაკიდა, კაშნეც. ცდილობდა არ შეეხედა იმ სახისთვის, მასში შიშსა და ზიზღს ერთდროულად, რომ იწვევდა. -ჩემი შვილის ამბებით სულ დაინტერესებული ვარ, - ირიბად ჩაიღიმა პაატამ. თვალს არ აშორებდა გოგოს სხეულს, გრძნობდა მის დაძაბულობას და სათავისოდ იყენებდა.- სად იყავი-მეთქი, გკითხე. -სამსახურში.- კბილები დააჭირა ქვედა ტუჩს ნატამ. პატარა სივრცეში მის წინ მარტო დარჩენილი ვერ მალავდა დაძაბულობას. -იმ სამსახურში, რომელშიც უკვე აღარ მუშაობ?-ჩაეცინა. ნუთუ ეგონა, რომ მისი რომელიმე ნაბიჯი გამორჩებოდა. -რაო ნატა, რამ გაფიქრებინა წამოსვლა? -როგორი სწრაფი ჩიტები გყოლია, - მის წინ იდგა ისევ ხელებგადაჯვარედინებული, არ დაუშვებდა მისი დაშინებით, სიამოვნება მიენიჭებია მამისთვის. - დავიჯერო, მიზეზი არ გითხრეს? -მითხრეს, მითხეს, - ჩაილაპარაკა და შეტრიალდა სკამით ფანჯრისკენ, ეზოს და შორს ქალაქის კონტურს მოავლო თვალი. - თავიდან გამიკვირდა, ჩემს გამო , რაღაც უაზრო სიუჟეტის გამო, რატომ წამოვიდოდა-მეთქი, მაგრამ გამახსენდა როგორც გიყვარვარ. კანკალით ჩაისუნთქა ჰაერი. ვეღარ უძლებდა, ფრჩხილებს ხელისგულს უჭერდა, მაგრამ აღარ შეეძლო. შეათვალიერა მამის სხეული, ფართო ბეჭები. ხელები, რომლების მის ნივთებს ეხებოდნენ მაგიდაზე. ურეაქციო სახის პროფილი, რომელზეც ემოცია იშვიათად ჩნებოდა… ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და ჩამოჯდა, ახლა გვერდით ხედავდა მას. -მაგრამ შემდეგ ისიც გამახსენდა, თუ ვინ გიყვარს ჩემზე მეტად, - მიტრიალდა შვილისკენ და მოელვარე თვალებით შეხედა, - არ გინდოდა ნიკოლოზი ეხსენებინათ სადმე? -თითქოს არ იცოდე. ხო ვიყავი აქამდე იქ, ხო ვასრულებდი იმას, რასაც მეუბნებოდი, - თვალები აევსო ბრაზით, მისი პირიდან გაგებული ძმის სახელზე, - ახლა სხვა ვინმე იპოვე, ის იყოს შენი შუამავალი მედიაში. -მე რომ უბრალოდ შუამავალი არ მინდა?- ნელა წამოდგა, სიგარეტით ხელში დაიძრა მისკენ. მაშინვე დაიძაბა ნატას სხეული, ცუდი წინათგრძნობით, - ნატალია, რაზე ფიქრობდი, ლაშას რომ უთხარი მივდივარო? ჰა? - სწრაფად მოიქნია მარჯვენა ხელი გოგოს ლოყისკენ, სანამ გონზე მოსვლას მოასწრებდა ნატა. დარტყმის სიძლიერით, ინსტიქტურად გადავარდა ნატა საწოლზე, ხელი მიეკრა აწითლებულ ლოყაზე, თვალებში ჩადგომოდა ცრემლი. კანკალებდა მთელი სხეულით. - შენ გეკითხები, ხო გაგაფრთხილე უჩემოდ ნაბიჯი არ გადადგათქო?! - საწოლზე მიწოლილს ყელზე მოუჭირა ხელი, თანდათან ართმევდა ჰაერს, - როდის მორჩები ურჩობას? -გთხოვ..- ამოიხრიალა ნატამ, წამოწითლდა ცრემლიან სახეზე, ვეღარ სუნთქავდა უკვე. -ნუ მთხოვ, - ზიზღით აეწია ბაგე კაცს , სიგარეტი შვილის სახესთან ახლოს, პლედზე დაასრისა, - და ნუ მაიძულებ შესაბამის ზომებს მივმართო. რას აკეთებდი დღეს სანდროსთან სახლში? -ცერით დააწვა ხორხზე, - ან შენი ძმის მკვლელთან? მასთან რა გინდოდა გოგო? მიპასუხე ! -შემთხვევით შევხვდი, - ამოიხრიალა, როგორც კი ოდნავ მოეშვა ყელი ხელზე, საკუთარი ხელებით ჩაფრენოდა მამის მაჯას, მაგრამ ვერ უწევდა წინაადღმდეგობას.- გეფიცები, არ ვიცი.. -მე ვიცი სამაგიეროდ, - გაუშვა ხელი საბოლოოდ და მოშორდა, აგდებით შეხედა შვილის მუხლებს აქამდე მჯერდზე რომ აწვებოდა მოსაშორებლად. - ნატა…რამე ისე, რომ არ იყოს..- წამოდგა და შეიწმინდა ხელი შარვალზე შვილის ცრემლებით რომ დასველებულიყო, - შენ ხო იცი, მამა რასაც გააკეთებს.. -არ ხდება არაფერი, - მოიბუზა საწოლზე მწოლი, ზურგით მიეყრდნო ცივ კედელს, კანკალებდა მთელი სხეულით, ცრემლიან სახეზე მიწებებოდა თმები.- გეფიცები, არ ხდება, - სლუკუნებდა ისევ, უჭირდა ნორმალურად სუნთქვა. -შენთვის აჯობებს ასე იყოს, - მიუახლოვდა ისევ მაგიდას, ხელში შეათამაშა დასტეპლერეული ფურცლები, ჩარჩოში მოთავსებული შვილების სურათიც შეათვალიერა. -ნიკო რამ მოკლა..მითხარი გთხოვ, - შემოესმა შვილის ჩუმი სიტყვები, გულში გაუელვა წამით რაღაცამ, შეატრიალა სახე მისკენ, - ან საბა რა შუაშია.. -ცხვირს იქ ნუ ჩაყოფ, სადაც შენი საქმე არაა, - კიდევ ერთხელ მოავლო თვალი საწოლზე მოკეცილ შვილს, - და რასაც გეუბნებიან, გააკეთე.- უცნაურად შეხედა თვალებში, აგრძნობინა ყველა არგაჟღერებული მუქარა და ოთახიდან გავიდა ჯიბეში ხელებჩაწყობილი ოთახში დატოვა შვილი და მასთან ურთიერთობის ჩატეხილი ხიდი. საათების შემდეგ, როცა დაწყნარდა ნატა, ნელი ნაბიჯით წამოდგა და მაგიდასთან მივიდა, დაბინდული თვალებით დააკვირდა იმ ფურცელბს, ხელში რომ ათამაშებდა პაატა. წამით დაიბნა, მაგრამ შემდეგ მალევე ამოიცნო მისი საუნივერსიტეტო ნაშრომები, თითოელ მათგანს ერთი რამ აერთიანებდათ : სტუდენტის ხელმძღვქნელის სახელი. გულზე გაკრა ნატას ნაცნობი სახელის წაკითხვამ, მიხვდა იცოდა მამამისმა მისი ყველა ფიქრის, გრძნობის შესახებ და არ გაახარებდა. “აკაკი აბაშიძე”- საბას მამის სახელი უღიმოდა ფურცლიდან. ხის ტოტებს არხევდა ღამის სიჩუმეში მორჩურჩულე ნიავი. ფოთლებს ჰფენდა ქუჩას. შორს, ზეცისთან ახლოს, ტოტის წვეროში ყვავების გუნდი დაფრინავდა. ნელა ფანტავდა ნიავი ღამის სადუმლოებებს და მის ნაბიჯებსაც, ახლა როცა უკვე სახლიდან წამსვლელს არ ჰქონდა წასასვლელი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.




გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.