ოიზისი(XXII)
ჯერ ისევ გამთენიაა მარიტა რომ დგება და სამზარეულოში შედის. შორენა დახლთან დგას და ფუსფუსებს, ყველგან ჯამები , პროდუქტები, დანები და ჭიქები ლაგია. დილიდან სხვადასხვა კერძებს ამზადებს. -დაგეხმარო დე რამეში? -არა იყავი. კარიდან შემომავალი შვილისკენ იხედება და თავიდან ბოლომდე ათვალიერებს. -ეგრე აპირებ ღამით ყოფნას? -ხო რავი, ირაკლი რომ მოვა და წასვლას დავაპირებთ მერე გამოვიცვლი. - ნუ მაგიჟებ ადამიანო. პიჟამოთი უნდა დახვდე იმ ბიჭს? -თორე აქამდე არ ვუნახივარ რას ამბობ. თვალებს ატრიალებს და სკამზე ჯდება. მერე, როცა იაზრებს, რაც თქვა, ენას კბენს და მეორე მხარეს წამით იხედება. ისედაც აშკარაა ეს ყველაფერი, თუმცა, რაღაც დაუწერელი კანონით ამაზე არასოდეს საუბრობენ დედა-შვილი. შორენას მის ქცევაზე ეცინება და თან თავით ამაყობს დედამისზე უკეთესი დედა რომ აღმოჩნდა. ამაზე იაკობთან დაშორების შემდეგ ბევრჯერ უფიქრია. რომ არა მისი მკაცრი დედა, რომელიც მერაბს და ნიკოს არაფერს უშლიდა , თუმცა ქალიშვილს სკოლისა და უნივერსიტეტის გარდა იშვიათად, დიდი ომების შემდეგ, თუ გაუშვებდა ხოლმე მეგობრებთან ერთად სადმე. მაშინაც დააყოლებდა 9ზე სახლში იყავიო. ასე რომ არ ყოფილიყო ალბათ პირველივე შეყვარებულს ცოლად არ გაყვებოდა და იმ ყველაფრის გამოვლა არ მოუწევდა რაც გამოიარა. აქ მეორე მხარეც ირთვებოდა, ის ნაწილი რომელიც მარიტას და მათეს უკავშირდებოდა. ყველაფერი იმის მიუხედავად რაც ჯერ დედასთან გამოსცადა მერე კი იაკობთან ამ ორმა ბავშვმა მისი ცხოვრება მაინც მისადვე დატოვეს. -რა გაცინებს? -არაფერი. რა გჭირს რა, გაიპრანჭე ცოტა ხო შეიძლება. -შემეშვი. -როგორც გინდა. მაგრამ ის ლურჯი კაბა გაგემზადებინა ყოველი შემთხვევისთვის. -რომელი ლურჯი? -ბერშკასი. -გავიყინები დედა მაგაში. -აქამდე არ ამოგიწყვეტია თავი ყინვაში თხელი კაბით გასვლით რას ამბობ. -მათეე!!!! მომაშორე დედაჩვენი გაგიჟდა. - კისერიც გიტეხია რაც გინდა ის გიქნია! მე ჩემი ვცადე. მარიტა აჯუჯღუნებული, ბუტბუტით, გამოდის სამზარეულოდან. ცოტახანში შორენას ტელეფონი რეკავს და ქალი გოგოს თხოვს მის მაგივრად უპასუხოს. მარიტა აივანზე გადის, რადგან მოწევაც უნდა და უცხო ნომრის ზარს პასუხობს. წინასწარ იცის საქმეზე არ ურეკავენ დედას, რადგან სამსახურიდან რომ იყვნენ აუცილებლად ჩაწერილი ექნებოდა მათი ნომერი ქალს. -დიახ? -შორენა... გოგოს მოხუცი ქალის ატირებული ხმა ესმის, რომელიც ჯერ ისევ არ დაწყნარებულა და ამის გამო სუნთქვა და საუაბრი უჭირს. -არა მარიტა ვარ, შორენას ქალიშვილი. თქვენ ვინ ბრძანდებით? -ლეილა . -ბებია? -ხო პატარავ, დედა სად არის? -საქმეს აკეთებს და მთხოვა მე მეპასუხა. რამე მოხდა? -საშინელება. მარიტას თავში კარგი აზრები არ უტრიალებს. მერე რა რომ იაკობი ეზიზღება, ბებიამისის მიმართ არც ზიზღს გრძნობს და არც სიძულვილს. რაც შეეძლო ასე თუ ისე შვილისვილებისთვის აკეთებდა, ნუ 11 წელი მაინც. მანამ სანამ შორენა და იაკობი გაშორდებოდნენ. - რა მოხდა? -გუშინ, გვიან, სადღაც 12 ისთვის მამაშენი სახლში ბრუნდებოდა... -ის მამაჩემი არაა , ასე ნუ მოიხსენიებ გთხოვ. -მარიტა გთხოვ, არ გინდა. თავისებურად ორივე უყვარდით. -თავისებურად? რა სისულელეა. კარგი გააგრძელე . - ვიღაცამ ესროლა. ახლა გამოძიება მიდის რომ დაიჭირონ. -იაკობი მოკვდა? -კი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. შაბათს იქნება დაკრძალვა, სახლში ახლა მოვასვენეთ. მარიტა ცოტახნით გაბრუებული დგას, სიტყვებს ვერ პოულობს იმისთვის რომ საკუთარი ემოციები გამოხატოს. მერე როგორღაც თავში იმ აზრებს და სიტყვებს პოულობს რაც ამ დროს უნდა თქვას. -მოვალთ სამძიმარზე, მისამართი მითხარი უბრალოდ. ქალი მისამართს აწერინებს და მარიტა ნელ-ნელა ემშვიდობება ლეილას, ქალს რომელმაც შვილი დაკარგა და ვერ აგრძნობინებს ამ ამბავმა როგორ გაახარა გოგო. ახლა იაკობი წარსულის მოშორებული აჩრდილია, რომელიც გოგოს ვეღარაფერს დაუშავებს. მარიტა ცოტახნით ისევ აივანზე დგას, ყურებამდე გაღიმებული, თუმცა შოკში მყოფი. ვერასოდეს წარმოიდგენდა ვინმეს სიკვდილი ასე თუ გაახარებდა. შორენა აივანზე გამოდის და ხელს უწვდენს რომ ტელეფონი დაუბრუნოს. -მეჩქარება წავედი, 11 ისკენ მოვალ. ირაკლი როდის გამოვა? - 12 ამდე ცოტა ადრე. -რამე სერიოზულზე რეკავდნენ? -მოგიყვები მერე, ისეთი არაფერი. -კარგი დროებით პატარავ. შუბლზე ჰკოცნის და სახლიდან ფაცხაფუცხით გადის. დღეს 3 ოპერაციააქ დაგეგმილი და ალბათ სახლში მისულს აღარაფრის თავი ექნება. თუმცა საღამოს ნიკო და მერაბი უნდა გამოვიდნენ თავ თავიანთი ოჯახით, ასე რომ სხვა გზა არ აქვს სუფრაზე დაჯდომის გარდა. შორენა რომ მიდის ცოტახანში, მარიტა საახალწლო სიმღერებს რთავს და ცეკვა-ცეკვით გადის ოთახში სადაც იმ ლურჯ კაბას ეძებს , რომელზეც დილით დედამისი საუბრობდა. მათე გაოცებული გამოდის საკუტარი ოთახიდან და დისაში შედის. -ხო მშვიდობა გაქ? მარიტა ამ დროისთვის სარკესთან დგას და კაბას იზომავს. -მიხდება? -ბრწყინავ. რამეს მიარტყი თავი? -არა. -აბა? -იაკობი ვეღარასოდეს შეძლებს ჩვენი ცხოვრების არევას. -დაიჭირეს? -არა, უკეთესი, მოკლეს. -რააა? რას იძახი. საიდან იცი? -ლეილამ დარეკა. -შორენამ იცის? -ხვალ ვეტყვი. ხომ იცი ჩვენსავით ჯოჯოხეთში არ მიდის, მერე რა რომ დაშორდნენ მისთის ეგ კაცი მაინც რაღაცას ნიშნავდა, თუმდაც ბავშვობის მოგონებებს. -სამძიმარზე მივდიავრთ? -კი. კი იყო მაგრამ სიამოვნებით ვნახავდი მის გაცივებულ, უსულო ცხედარს. -გიჟი ხარ. მგონი ჯოჯოხეთში მოვხვდებით. -ჰაჰ მხოლოდ შენ. მე რეინკარნაციის მჯერა დაგავიწყდა? ასე რომ რამე საშინელებად დავიბადები. მაგალთად კალიად. სიცლით ამბობს და მერე ანიშნებს გადიო, კაბა რომ გაიხადოს და თავის კომფორტულ პიჟამოებს დაუბრუნდეს. ის და მათე მთელ დარჩენილ დღეს ტელევიზორის წინ დივანზე ფეხებაკეცილი საშობაო ფილმების ყურებაში ატარებენ. სანამ შორენა მოვიდოდეს, მერე ქალს სუფრის გაწყობაში ეხმარებიან . ჯერ თორმეტის ნახევარიც არ არის კარზე ზარი რომ რეკავს. მარიტას თეთრი ბრეტელებიანი მაისური და ფლენელის მოწითალო შარვალი აცვია, ფეხზე კი თბილი ჩუსტები. კარს რომ აღებს ირაკლის უღიმის და კისერზე ეხვევა. -გამარჯობა. -გეძინა? -არა. მე ხომ იცი ახალწელს არ ვაღიარებ, უბრალოდ საჭმლისთვის ვჯდები სუფრასთან. სიამაყით აცხადებს და შეყვარებულს შორდება. იაკობის სიკვდილმა მის ცოხვრებაში ახალიწელი კი დააბრუნა, მაგრამ ჯერ ისვ ეზარება ოთახში გასვლა და გამზადება, ამას მოგვიანებით გააკეთებს, სანამ ნიკო და მერაბი მოვიდოდნენ. თანაც ისევ იმ აზრზეა , რომ ახალიწელი ყველაზე სულელური დღესასწაულია რაც კი ადამიანებს აღსანიშნავად გამოუგონიათ. ბიჭი ქურთუკს იხდის და საკიდზე კიდებს, მერე მარიტას უკან მიჰუყვება და სამზარეულოში შესული მოფუსფუსე ქალსა და მათეს ესალმება. -როგორ ხარ საყვარელო? -კარგად შორენა შენ? -მეც. ხომ არ გაგაგიჟა ამ ქალბატონის ასეთ ფორმაში დანახვამ? -ცოტა ვერაა ეს. -ეჰ მეც მაგას ვამბობ. - ნუ გეშინიათ გამოვიცვლი ასე 15 წუთში. მაინც არ ვაღიარებ რომ დღესასწაულად ითვლება ის ფაქტი დედამიწამ კიდევ ერთი წრე რომ დაარტყა მზეს, მაგრამ ჯანდაბს აღვნიშნოთ და გავერთოთ. შორენა მათეს ეჩურჩულება. -ხო მშვიდობა აქვს? -გეტყვით ხვალ. .................. მარიტს უკვე ლურჯი, მოკლე კაბა აცვია, რომელსაც მხრებზე ჩამოცურებული მკლავები აქვს, ფეხზე მაღლები და კოლგოტი. კარს ყველა სტუმარს თვითონ უღებსლ, ჯერ ნიკო და მისი ცოლი მოდიან, მერე მეგი პატარა კითათი და ქმრით, ბოლოს კი მერაბი თავისთვის, როგორც ყოველთვის ეულად. ყველანი სუფრასთან სხედან, მარიტასთვის ხმები ერთმანეთში ირევა, რადგან ყველა ყველას ესაუბრება, ხან ნიკო შორენას, ხან მათე ირაკლის და ასე ყველა ყველას. მისი ჩათვლით. ეს ისეთი არეულობაა. გვიან 12ის მერე ბესოც გამოვა, მას შემდეგ რაც თამთასა და დედამისთან ერთად შეხვდება ახალწელს. ნიკო ირაკლის მარიტაზე ეჭორავება და ისიც ჰყვება საუაბრში. 12ი რომ ხდება ფანჯრებიდან და ივნიდან უყურებენ ფეიერვერკებს და ტელეფონები რეკვას არ წყვეტენ. ეს ნაწილი ყველაზე მეტად უყვარდა ბავშვობაში, მერე სძულდა, ახლა კი ცივი გონებით, უემოციოდ უყურებს. აღარც სიყვარული დარჩა და აღარც სიძულვილი რადგან ორივე იაკობმა წაიღო. იმ საღამოს ის და ირაკლი გვიანობამდე სეირნობენ ქალაქქში, მერე მათ ბესო და მათეც უერთდებიან და ქეთის ზარის შემდეგ იმ ბარში მიდიან სადაც სანდრო და მისი მეგობრები არიან. სვავენ, ცეკვავენ, ბარის წინ ეწევიან, ირაკლი და ამრიტა კლუბის საპირფარეშოში კოცნაობენ, მერე გამთენიისას კი სახლამდე მიჰყავს გოგო. -არ ამოხვალ? -არა. -შორენამ გარეთ არ იყოთო და ამო. - შენ წამო ჩემთან. - მამაშენიც სახლშია. -კი, თან ხომ ვერ მოვახერხე რომ გამეცნო შენთვის, წამო და ხვალ გაგაცნობ. -მერიდება. -ლიზასი ხო არ გერიდება? -ლიზა ჩემი დაქალია რა. თმას იწვალებს და ბიჭს ქვემოდან საწყლად უყურებს. საბოლოოდ მაინც თანხმდება . გზიდანვე ურეკავს შორენას რომ არ ინერვიულოს, ყველაფერს უხსნის და მერე ის და ირაკლი უხმოდ შედიან სადარბაზოში. ორივე საკმარისად მთვრალია იმისთვის რომ ფეხებზე არ ეკიდოთ ყველა და ყველაფერი, ამიტომაც მთელი გზა ლიფტში ყოფნისას ერთმანეთს კოცნიან და ხელებს უფათურებენ. ლიფტიდან გამოსულები ფეხაკრეფით შედიან სახლში და მერე ირაკლის ოთახში, სადაც მხოლოდ ლამფას ანთებენ მარიტასთვის. გოგო ირაკლის , უკვე მითვისებულ, საღამურებს იცმევს და საწოლში მის გვერდით წვება. გრძნობს როგორ ეხვევა ირაკლის ხელები წელზე და ტანში ჟრუანტელი უვლის. -კარგი დღე გამოვიდა არა ბლუმ? - ვერც კი წარმოიდგენ რამდენად კარგი. -რამე მოხდა რაც არ ვიცი? -იაკობი მოკლეს. -რა? რანაირად? ვინ? საიდან იცი? -ბებიაჩემმა დარეკა დილას, მაგრამ შორენას არ ვუთხარით რომ დღევანდელი დღე შერგებოდა. -სამძიმარზე უნდა წახვიდე? -კი. ხვალ წავალთ ალბათ. ირაკლის რომ იაკობის ქმედებები საკუთარი თვალით არ ენახა გაუკვირდებოდა როგორ მშვიდად ამბობდა გალდავა მამის სიკვდილზე. როგორ წყნარად ლაპარაკობდა. ირაკლი უფრო ძლიერად ხვევს გოგოს ხელებს და შუბლზე ძალიან ნაზად ჰკოცნის. გოგოს მის ამ ქმედებაზე ეღიმება და ცხვირით მის ყელში მიძვრება. საკმაოდ ცივი ზამთარია, იმდენად ცივიც კი , რომ მარიტას თბილი საღამურებისა და საბნის მიუხედავად მაინც სცივა. -გაყინული ხარ. -ხომ იცი რომ სიცივეს ვერ ვიტან. -ამბობს მარიტა, რომელიც ზამთარსი მოკლე, თხელი, უმკლაო, მოკლედ ყველანაირი კაბით დადის აქეთ იქით. -დღევანდელი კაბა შორენას იდეა იყო. -მართლა? -კი იმ ბიჭს პიჟამოებით ხო არ უნდა დახვდეო. -მაინც დამხვდი. მარიტა მხრებს იჩეჩს და ბიჭს ტუჩებსი ჰკოცნის. ორივენი ჩუმდებიან, მარიტა უკვე ძილბურანშია და სიზმრების ნახვასაც იწყებს, როცა ირაკლი ჩუმი ხმით მის სახელს იძახის და მხარზე ეფერება. გალდავა თვალებს ნელა ახელს და მაშინვე ბიჭისას აშტერდება. -რა ? -ბოლო დროს რაღაც აზრი ამეკვიატა, შეიძლება ადრეა, შეიძლება ვჩქარობ. მაგრამ ჯერ ხომ უბრალოდ აზრია, ახლა შეგიძლია არც მიპასუხო. -რა იყო ცოლობას მთხოვ? -არა, ჯერ არა. სიცილით ეუბნება და ხელს ბარძაყზე უსრიალებს. მარიტა ირაკლის თვალებში არეკლილ საკუთარ თავს ხედავს, იმ თავს , რომელიც ასე უბრალოდ ბიჭის გვერდით წოლითაც კი ძვლებამდე ბედნიერია. თავადაც უღიმის და ლოყაზე ცერით ეფერება. -ამოღერღე უკვე, თორემ დავიძინებ და ჩემს სიზმრებთან მოგიწევს საუბარი. -შენთან ერთად ცხოვრება მინდა. პატარა სახლში, სამზარეულოთი, მისაღებითა და საძინებელით. -სადაც ბევრ პოსტერებს დავკიდებთ. -ან შენს ნახატებს. -ქეთი ნუ გახდი. -ესეიგი შენც გიფიქრია... მარიტა ზურგზე ტრიალდება, ორივე ხელს მუცელზე ილაგებს და ჭერს აშტერდება. გრძნობს როგორ უყურებს დაჟინებით ირაკლი, მისგან პასუხს ელოდება. ბიჭს ზედ არ უყურებს, ისე ეხატება თვალწინ მათი მომავალი თანაცხოვრების კადრები. ეს ყველაზე თბილი ურთიერთობა იქნება რაც კი ოდესმე უნახავს. საინტერესოა უმამოდ გაზრდილმა მარიტამ როგორ მოახერხა რომ მსაგვსი ადამიანი შეიყვარა და არა ვიღაც ვინც მუდამ ჟამს რაღაცეებს აუკრძალავდა და სცემდა. -საკმაოდ ბევრი. ყველა სცენარი წარმოდგენილი მაქვს უკვე. მას შემდეგ რაც სამეგრელოში ერთ სახლში, ხშირად ერთ საწოლში ვრჩებოდით, მივხვდი რომ შენთან ერთად გაღვიძება მიყვარს. იმის დანახვა როგორ მაშტერდები ძილისას, ან როგორ ცდილობ ფრთხილად ადგე, მე რომ არ გამაღვიძო. აქ რომ ვრჩები ხოლმე და დილას ერთად ვსაუზმობთ ეგ მომენტიც მიყვარს. თავს როგორციქნა მისკენ ატრიალებს. ირაკლის მზერა მის სახეს არ შორდება, ორივე ტუჩის კუთხე აპრეხილი აქვს და ლამისაა სიცილისგან მთელი სახე გაუბრწყინდეს. მის თვალებში ამდენი სიყვარული და სითბო ერთად მარიტას ჭკუიდან შლის. ჯერ ისევ ვერ ეგუება იმ ფაქტს რომ ვიღაცას ისეთი ძლიერი სიყვარულით უყვარს როგორც ირაკლის. ფაქტს, რომ ვიღაც ყველა თავის უარყოფითი მხარით იღებს და მის შეცვლაზე სიტყვასაც არ ძრავს. ჯანჯღავა , მართლაც რომ ის ოცნების ბიჭია წიგნებში რომ ამოიკითხავს ხოლმე, ან ფილმებში ნახავს. - არ მჯერა რომ რომანტიკოსობა ჩაგერთო. -რა შუაშია ეგ. მხოლოდ კომფორტული ცხოვრების იდეამ გამირბინა თავში. -გამოდის მე ვარ შენი კომფორტული ცხოვრება არა? -რა თქმა უნდა ირაკლი, შენ ხომ მუდამ ჩემს გევრდით ხარ როცა მჭირდები, გიყვარვარ, მაცინებ. შენ ის ადგილი ხარ რომელთანაც დაღლილი მივალ და უღონოთა და უდარდელად დავენარცხები ძირს, იმიტომ რომ ვიცი არავინ შემიბრალებს, არავინ დამაზიანებს. მაგრამ მხოლოდ იმას ვერ ვხვდები მე რატომ? -შენ რატომ? -ხო, მე რატომ- მარიტა ოხრავს და საწოლზე ჯდება, ირაკლიც მას ბაძავს.-რატომ მოგინდა ისეთ დამსხვრეულ ადამიანთან ყოფნა, ისეთი ორპირის სიყვარული როგორიც მე ვარ. -აქ სურვილი არაფერშუაშია, ეს თავისთავად გამოვიდა. და შენ შეიძლება დამსხვრეული ხარ მაგრამ არა ორპირი. -და იმაზე რას იტყვი რაც თებერვალში გითხარი, მანამ სანამ ურთიერთობის განახლებაზე დაგთანხმდებოდი? ირაკლის გუნება უფუჭდება. ამ საკითხზე ფიქრები არასოდეს ტოვებენ. ლამის არის სიზმრებშიც კი ხედავდეს როგორ მიდის მარიტა იმ სხვასთან. უკვე თვეებია მას შემდეგ გასული, რაც ეჭვი აქვს ვისაც გულისხმობდა. შეიძლება არასწორი, შეიძლება სულელური, მაგრამ ეჭვი მაიცნ ეჭვია და თავის საქმეს მუდამ კარგად ასრულებს. ირაკლი სხვა მხარეს იხედება და ჰაერს ღრმად ისუნთქვას. გალდავა კი კითხვას უკონკრეტებს. -ისევ არ გადარდებს? ისე რომ მას არ უყურებს, ჯანჯღავა დაბოხებული, წინასწარ იმედგაცრუებული ხმით ეკითხება. -და შენ? ისევ გიყვარს? მარიტა მის ხელს თავისაში იქცევს და ტუჩებთან მიაქვს. მერე თავში პასუხის მოძებნას ცდილობს, იმის რომელიც ყველაზე უკეთ აღწერს მის ემოციებსა და გრძნობებს. -ისე ძალიან არა როგორც ადრე. შეიძლება რაღაცეები ისევ შემორჩა, ბოლოს და ბოლოს მე ყველა შანსი დავკარგე მისთვის სიყვარულში გამოსატყდომად და ეს ბევრად უფრო მტკივნეულია ვიდრე ის რომ არ ვუყვარვარ. მაგრამ ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობს სრულიად სხვა რამ არის.-ახლა ირაკლი მისკენ იხედება. მარიტა ტუჩებს ერთმანეთს აჭერს და თვალებს წამით ხუჭავს- მასთან შანსი დავკარგე და ცოცხალი ვარ, შეიძლება თავად ისიც დავკარგო ოდესმე , თუმცა ვიცოცხლებ. შენთან კი....შენთან ასე არ არის. იმის წარმოდგენაც კი არ შემიძლია რომ ოდესმე კიდევ დავშორდებით. ეს თუ მოხდება არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება. როგორ უნდა გავიღვიძო, ან ბედნიერი როგორ უნდა ვიყო. ვერც კი იაზრებს ისე ტირის, ცრემლები ერთი მეორეს მიყოლებით ჩამოდსდის ლოყაზე და ზეწარსა და საბანზე ეცემიან. მხრები და ხელები უკანკალებს თუმცა თვალწინ დამდგარი სცენების გამო ვერაფერს ამჩნევს. ირაკლი მისკენ იხრება, ხელებს მხრებზე ხვევს და მკერდში ისეთი ძალით იკრავს, ცოტაც და გასმეტს. ცალი ხელით თმაზე ეფერება და ჩუმად ეჩურჩულება. -ყველაფერი კარგად არის და ასეც იქნება. დამშვიდდი. - ხომ არ წახვალ? -რა თქმა უნდა არა. ვინ შეძლებს იმ სულელის გარდა შენთან ყოფნაზე უარის თქმას. ორივეს ეცინებათ . მარიტა მტელი ღამე ირაკლის მკლავებშია მოქცეული და ისე სძინასვ. სიზმრებიც კი მშვიდი და დაცული აქვს, როცა მის სიახლოვეს არის. ............... დილით პატარა გოგოს ნაბიჯებისა და ყვირილის ხმა აღვიძებს, რომელიც ჯერ დერეფანში მოპარტყუნებს, მერე კარს ანგრევს და ყვირილით მირბის ირაკლის საწოლისკენ. -ილატლიი! ილატლი გაგიძეე! ეეეე, მალიტაც აქ კოფილა დეეე. ბავშვი დედას ეძახის, ირაკლის თავზე აცოცდება და წვილს შორის წვება. ორივეს ერთდროულად ეღვიძებათ და ილინეს დანახვაზე ეცინებათ. -დილამშვიდობის ბლუმ. -დილამშვიდობის! ეს ვინ შემოპარულა. ახლა მე შენ რას გიზავ იცი? -ლას? - რას და აი ასე შეგჭამ და შეგახრამუნებ. მარიტა სახეს მუცელზე უხახუნებს და ბავშვიც სიცილს იწყებს. ცოტახანში გოგო ფეხზე დგება, ზურგით ტრიალდება, მაისურს თავზე იძრობს და იმ კაბას იცმევს წუხელ რომ ეცვა. -რომ იცოდე როგორ მერიდება მამაშენთან ასე რომ უნდა გავიცნო. -ასე როგორ? ულამაზეს ხარ. -გაეთრიე რა, შენთვის ლამაზი როდის არ ვყოფილვარ. -ეგეც მართალია მხრებს იჩეჩავს, თავადაც იცმევს და ილინეთი ხელში მისაღების გავლით სამზარეულოში გადის, სადაც ლიზი უკვე ამზადებს ყავასა და სადილს. გოგოს დანახვაზე ეღიმება. -ერთით მეტი ყავა უნდა გავაკეთო ანუ. როგორ ხარ საყვარელო? გილოცავ ახალწელს. -სულ ტყუილად ლიზუს, არ აღიარებს ახლაწელს. -მართლა? მარიტა სიცილით უქნევს თავს, მაგრამ მაინც აყოლებს. -მეც გილოცავ. როგორ ჩაიარა წუხანდელმა ღამემ? - რავი ილინე მალე დავაწვინეთ და რადგან შენ ვაჟი მომტაცე ჩემს ძლივს თბილისში მობრუნებულ ქმართან ერთად რამდენიმე ბოთლი წითელი ღვინო დავცალე. სიცილით ამბობს და მხრებს იჩეჩს. -თქვენ რა ქენით? სხვათაშორის ძალიან გიხდება ეგ კაბა და ფერი. - აუ მადლობა ლიზუ. რავი ჯერ ჩემთან ვიყავით... -მარიტას მეორე ბიძაც გავიცანი. -ნუ მეჭრები ლიზასთან ლაპარაკისას რა. თვალებს ატრიალებს და ლიზას გვერდით დახლს წელით ეყრდნობა. -მერე სასეირნოდ ვიყავით, ჩემი ძმა და მეგობრებიც ვნახეთ და მერე აქ მოვედით. -კარგი გიქნიათ გარეთ რომ არ დარჩით. -ხო დედამაც მთხოვა ან ჩვენთან მოდით მერე ისევ ან ირაკლისთანო. ლიზი უღიმის და თავს უქნევს კარგია ეგრე რომ ფიქრობსო. ცოტახნის შემდეგ, როცა ლიზი და მარიტა სუფრას აწყობენ ოთახში მაღალი გამხდარი კაცი შემოდის, რომელიც ირაკლის საკმაოდ ჰგავს. მარიტამ მოუსვენრობისა და ნერვიულობისგან აღარ იცის რა ქნას, ლიზა კაცს უღიმის და ნებას აძლევს ლოყაზე აკოცოს. -საყვარელო გაიცანი ეს მარიტაა ირაკლის შეყვარებული. კაცი გოგოს უყურებს და უღიმის. -გამარჯობა. ამისგან ნაკლებს არც მოველოდი. -მამა. -რა მშვენიერი გოგოა. -დიდი მადლობა. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. -ნწ ეგრე არ გამოვა, შენობით მომმართე და მეც გამიხარდა. იმდენს ტლიკინებდა ეს ვაჟბატონი შენზე, მარიტა ასეთია, მარიტა ისეთია. მე და მარიტა აქ მივდივართ, იქ მივდივართ... მოკლედ როგორც იქნა გაგიცანი. მარიტა და ლიზი ირაკლის ცოტახანს კიდევ დასცინიან და მერე ირაკლის მამა მარიტას ჯანჯღავას ბავშვობაზე ამბებს უყვება. მხოლოდ მას შემდეგ რაც ილინე სასანთლეს ტეხავს და ამაზე ლიზასა და ირაკლის მამას მისი ბავშვობის ამბავი ახსენდებათ. -მოკლედ ჩემს ძმისშვილს აბრალებდა. მარიტა წყრომით უყურებს ბიჭს. -არ გრცხვენია? -საერთოდ არა. რა იყო შენ მათეს არაფერს აბრალებდი? - უფრო პირიქით. სიცილით ამბობს და მერე ამატებს. -ჩვენ სამაგიეროდ საგნებზე ვთაღლითობდით და ერთმანეთის მაგივრად ვყვებოდით სკოლაში გაკვეთილებს. -გიჟები ხართ. -ეგ როგორ? კაცი ინტერესდება და ჩანგალს თეფშზე დებს. -ტყუპები ვართ. იმას ფემინური ნაკვთები აქვს, მე ცოტა მასკულინური და შუაში ერთმანეთს ჰოპ და შევხვდით. ირაკლი უღიმის . -იცი როგორი გაოცებული ვიყავი პირველად მარიტა რომ დავამატე და უცბად მისი პროფილის თვალიერებისას ორი მარიტა გამეჩითა? -წარმომიდგენია. ბიცოლაჩემს ყავდა ტყუპისცალი, რომელზეც არაფერი ვიცოდი, ალბათ თქვენ ხელა ვიქნებოდი რომ გარდაიცვალა. წარმოიდგინეთ მივდივარ სადღაც სოფელში სამძიმარზე და უცბად კუბოს წინ მჯდარი ბიცოლაჩემი მხვდება. -ღმერთო რა ცუდია... -სამი სასწრაფო გვყვავდა გამოზახებული ძლივს მომასულიერეს. კაცი სიცილი დროსაც კი ირაკლის გავს. ამრიტა მა ორის ერტად რომ უყურებს ხვდება რომ ლიზის გემოვნებით იმაზე მატად ჰგავს ვიდრე ამაზე იცინიან ხოლმე. ............................ უკვე სუადღეა სახლშ რომ გადის, ტანსაცმელს იცვლის და ტელევიზორის წინ ჯდება დედასა და ძმასთან ერთად, თითქმის ანხევარი საათია გასული როცა ახსენდება რომ იაკობზე არ მოუყოლიათ. -დე -ხო საყვარელო? -გუშინ მე რომ მაპასუხებინე ტელეფონზე... -ხო მახსოვს. -ლეილა იყო. -ჩემი ყოფილი დედამთილი? ქალი გაოცებული უყურებს ქალიშვილს. ისიც თავს უქნევს. - რა უნდოდა? - იაკობი მოკლეს და ამბის გასაგებინებლად დარეკა. -რა? რას ამბობ?- მარიტასა და მათესგან განსხვავებით შორენას ეს ამბავი არ უხარია. იმის მიუხედავად რომ უღალატა, მასთან 13 არცისე იოლი წელი გაატრაა და იმ მონსტრად იქცა ბოლო დროს შვილებს რომ უმწარებდა, იაკობი მაინც იმ კაცად რჩებოდა ვისაც ერთ დროს, ცოტახნით მაინც, უყვარდა შორენა. ის რომ არა სახლიდან ვერასოდეს გამოაღწევდა, ვერასოდეს დაიხნიდა თავს დედის კლანჭებისგან რომელიც ძვლებშიც კი ესობოდნენ ისე ძლიერად ეჭიდებოდნენ. ასე რომ ცუდად თუ კარგად იაკობი ის იყო ვინც მეტ-ნაკლები თავისუფლება აჩუქა. ახლა აღარ , მაგრამ ადრე მართლა უყვარდა, გულიც სწორედ ამიტომ ეტკინა მისი ღალატისგან. სხვაგვარად რომ ყოფილიყო ამ ამბავს ყურადღებასაც არ მიაქცევდა, მაგრამ ასე არ იყო.- რატო არ თქვი გუშინვე. -ახალიწლის ჩაშხამება არ გვინდოდა. -როდისაა დაკრძალვა? -შაბათს. -კარგი მე დღეს წავალ მაშინ არ მეცლება მერე ოპერაციები მაქვს დაგეგმილი. -ჩვენ მერე გავალთ სამძიამრზე. - კარგი. მე ოთახში გავალ. შორენა დიზორიენტირებული დგება სავარძლიდან და ცდილობს თავი შეიმაგროს ოთახში გასვლამდე. ტირილით არ ტირის, მაგრამ გრძნობს როგორ ეწვის მთელი სიგნეულობა. ცრემლების გამოშვებას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როცა კარადის სიღრმეში შეჩურთნულ ალბომს იღებს, იატაკზე ჯდება და ქორწილისა და თანაცხოვრების ფოტოებს ათვალიერებს. მაშინ, სანამ დაქორწინდებოდნენ და ქორწინების პირველი 3 წლის მანძილზე, ოსიშვილი სრულიად სხვანაირი იყო. მასთან საუაბრიე რთი დიდი სიამოვნება იყო, გეგონებოდა ვარსკვლავებს მოწყვეტდა და შორენას ფეხქვეშ გაუგებდა. მერე რაღაცეები შეიცვალა და ერთ დღესაც გალდავა მიხვდა რომ სრულიად სხვა კაცის გვერდით გაიღვიძა. წლები იტყუებდა თავს რომ ეს დროებითი იყო, რომ ყველაფერი ნორმას დაუბრუნდებოდა, მაგრამ ამაოდ. მისი ცხოვრება სულ უფრო აბურდული, მტკივნეული და იმედგამაცრუებელი ხდებოდა. საღამოს შავ შარვალსა და მაისურში გამოწყობილი მიდის მის სამძიმარზე. ლეილა რომ ხედავს გული ეკუმშება, თუმცა ხმას ვერ იღებს. მისი ახალი ცოლი კი სურვილისგან კვდება ეჩხუბოს, თუმცა დედამთილის გამო თავს მაინც იკავებს და სურვილს როგორღაც ახშობს. გამოსვლამდე შორენას ლეილა კართან აჩერებს და გულში იკრავს. -მაპატიე საყვარელო , მისი ყველა შეცდომა მე მაპატიე. -მასაც დიდიხნის წინ ვაპატიე ლეილა. კარგად იყავი. -ბავშვები არ მოვლენ? -მოვლენ, მაგრამ არ ვიცი ზუსტად როდის. -კარგად იყავი. შორენა თავს უქნევს და ბინიდან გამოდის. ახლა გრძნობს როგორ თავისუფლდება სამყაროსგან. აღარაფერი აკავებს ამქვეყნად. ................................ - წავედით? -კი კი, ტაქსს ვიზახებდი , მოვიდა უკვე. სახლიდან ყველა ერთად გამოდიან და კიბეებზე ეშვებიან. -ნეტავ ლეილაც იქნება? -რავი მარიტა დედამისია და როგორ არ უნდა იყოს. -რავიცი ხომ შეიძლება გასვენების საქმეებს აგვარებდეს?! გულუპყვილოდ კითხულობს და მხრებს უდარდელად იჩეჩს. დილას გამოაცხადა არ მადარდებს იაკობის სიკვდილი და ვერავინ მაიძულებთ მის გამო თუმდაც რამდენიმე საათით შავი ფერი ჩავიცვაო, ახლა კი ჯინსებითა და მუქი მწვანე მაისურით მიყვება ძმას, შეყვარებულსა და მეგობარს ზურგს უკან. მანქანაში რომ სხდებიან მალევე ბესო მისკენ იხედება და სიცილით ეუბნება. - მარო მაინც სირცხვილია და მთლად სიხარულითაც ნუ შემოუვლი წრეებს რა. -შენ მე ვინ გგონივარ? გიჟი კი არ ვარ. შეურაცხყოფილი უყურებს მეგობარს. წინიდან მათე ტრიალდება და ღიმილით ეუბნება. ბესომ და ირაკლიმ წინა საღამოს ერთმანეთთან საუბრისას გადაწყვიტეს რომ შეყვარებულებს სამზიმარზე გაჰყოლოდნენ. ორივემ მსვენივრად იცოდნენ როგორ არ სწყენიათ მამის სიკვდილი არცერთ ტყუპს, თუმცა დარწმუნებულები იყვნენ როცა იმ სახლში შევიდოდნენ მაინც იგრძნობდნენ ასე თუ ისე რარაცას კაცის მიამრთ. ტაქსი როგორღაც აღწევს იმ სახლამდე სადაც იაკობი ჰყავთ დასვენებული. კაცი ეზოში შეკრებილ ხალხს და მანქანებს რომ ხედავს ბავშვებს ეკითხება. -ვინმეს სამძიმარზე მოხვედით? -დიახ. - ოჯახის ახლობელი? -შეიძლება ასეც ითქვას. -ვიზიარებ. - ნუ შეწუხდებით ჩვენც კი არ განვიცდით. მარიტა დუდღუნებს და მანქანიდან გადმოდის. ტყუპები პირველები შედიან, უკან კი ბესო და ირაკლი მოჰყვებიან. ლეილა მათ რომ ხედავს იღიმის, ისინი წრე სუვლიან და ლეილასა და მის გვერდით მჯდომ რამდენიმე ქალს სამძიმარს ეუბნებიან. შესვლამდე მათემ მარიტას უთხრა ცოტახნით დაჯექი უხერხულია, ხალხისთვალში ის მაინც მამაჩვენიაო. ისიც უწუწუნოდ დასთანხმდა, რადგან ,ასე თუ ისე, სოციალური ნორმები მისთვისაც აშკარა იყო. სწორედ ამიტომ ბიჭები გარეთ გადიან ის კი ლეილას გევრდით ჯდება. ესმის როგორ ეჩურჩულება შუახნის ქალი მოხუცს ეს ვინ არისო და ისიც პასუხობს, მარიტა და გარეთ რომ წითური ბიჭი გავიდა მისი ტყუპისცალი მათეა, იაკობის შვილები არიანო. ქალის სახე წამში იცვლება. სევდას მრისხანება ცვლის და გოგოს ისეთი თვალებით უყურებს, მარიკა შეხედვის გარეშე გრძნობს სხეულზე აცოცებულ ბრაზსა და მრისხანებას. -ეს არის ის ვის გამოც იაკობი მოკლეს? - ფეხზე ფრინდება და მარიტას წინ წამის მეასედში ჩნდება, ყველა მათკენ იხედება- აქ გამოჩენას საერთოდ როგორ ბედავ?! -უკაცრავად? - თავი იდეალურ შვილად მოგაქვს არა?! შენ რომ არა დედაშენი იაკობისა და მის სახლს გაყიდდა და მევალეები არ მოკლავდნენ! -რას ამბობთ? -თავსაც იშტერებ არა? ისტერიულად იცინის და მაირტას თმაში ჩაფრენილი ფეხზე წამოდგომას აიძულებს, ლეილა კივის და ხელზე ხელებს ხვევს რომ როგორმე გოგოს თმას მისი ხელი მოაშოროს. არაფერი გამოსდის. -გამიშვი შე შეშლილო. რა გინდა?! გამიშვი მეთქი. -სიამოვნებით გაგაყოლებდი უკან ჩემს გარდაცვლილ ქმარს! -ქმარს? მეგონა ფული ცოლის მოსაყვანად უნდოდა! მაინც ირონიულად ამბობს და ქალს თავით ფეხამდე ათვალიერებს. ფოეიედან ირაკლი შემორბის და მარიტას ამ მდგომარეობაში რომ ხედავს მისკენ მირბის, უკან კიდევ ვიღაც მოსდევს, ვიღაც ვინც ქალს უკივის. -დედა რას ააკეთებ?! გაუშვი ხელი. ის და ირაკლი მარიტას თმიდან მისი ხელის მოშორებას ცდილობენ და ამ მცდელობაში ორივე იღლება. ბოლოს როგორღაც ახერხებენ რომ ირაკლიმ მარიტა მისგან მოაშოროს და გულში ჩაიკრას გაოგნებული გოგო, იმ მეორე ბიჭმა კი დედამისი გააკაოს. ოტახში ბესო და მათეც შემოდიან და სიტუაციას გაოცებულები უყურებენ. მარიტა თმას უკან იყრის და ქალს უყურებს, რომელიც ჯერ ისევ ყვირის და მარიტას იაკობის მკვლელობაში ადანაშაულებს. არც შორენას, არც მათეს, მხოლოდ მარიტას. მისი თქმით გოგომ შეუშალა ხელი იაკობს კუთვნილი სახლის გაყიდვასა და ვალების გასტუმრებაში და ის რომ ასეთი ეგოისტი არ ყოფილიყო ახლა კაცი ცოცხალი იქნებოდა. მარიტა ტირილის ზღვარზე მყოფი უცბად ქალის უკან ასვეტებულ ბიჭს ცნობს, იმას რომელიც ქალს აკავებს. -ლუკა? ბიჭი სახელის გაგონებაზე მას უყურებს და პირი ღია რჩება. ირაკლისაც ბიჭისკენ გადააქვს მზერა და ცოტახნის წინ ნანახს ცნობს. -აქ რა გინდა? -ამ კონკრეტულ მომენტში დედაჩემს ვაკავებ რომ ჩემი შეყვარებულის მეგობარი არ სცემოს I guess . მარიტას სიცილ უტყდება. -გამოდის ჩემი ძმა იყავი რაღცა პერიოდით? -მგონი. ესეიგი იაკობი იყო ის მამა რომელმაც ლამის ქუჩაში გცემა და შემაკავებელი გამოაწერინე? -რა? ლეილა გაოცებული უყურებს გოგოს რომელიც სირცხვილისგან, ეს ამბავი ასე ყველამ რომ გაიგო, სხვა მხარეს იხედება. იაკობის ახალი ცოლი გაოცებული უყურებს შვილს -რას იძახი? - შენი არ ვიციდ ედა, მაგრამ მე მარიტასი და მისი შეყვარებულის უფრო მჯერა რომელმაც ძლივს მიუსწრო მაირტას იაკობს რომ მისთვის ხელი არ დაერტყა, ვიდრე იმ მკვდარი, მოთამაშე, ლოთი და მატყუარა კაცის. -მოღალატეც. მათემ და მარიტამ ერთად დაამატა. -მოდი ჩვენ წავალთ აშკარაა ჩვენი აქ ყოფნა არც სხვებს უნდათ და არც მე მაქვს დიდი სურვილი თუმდაც მკვდარი, მამაჩემის წინაშე ამდენი დრო გავატარო. ვწუხვარ ბებია ასე რომ გამოვიდა, მაგრამ შენ ხომ იცი მნიშვნელობა არ ქონდა იმ სახლს რომელიც დედაჩემის არის დავუთმობდით თუ არა იაკობს, ბოდისი მაგრამ ბევრი გზა არ იყო იმის როგორ დაასრულებდა. მარიტა მშვიდად ეუბნება, ლოყაზე ჰკოცნის და გარეტ აკანკალებული გამოჰყავს ირაკლის. სახლს რომ ასე თუ ისე სცილდებიან ოთხივე სიცილისგან იკეცება. -ეს რა იყო? - ეს იყო გაწიწკვნა ქარტულად. სიცილით პასუხობს მათეს ბესო და მარიტას თავისკენ სიცილით მიაქვს ხელი, რაზეც გოგო უფრო მეტად ბჟირდება. -ლუკა საერთოდ შოკი იყო. ღმერთო ცუდად ვარ. -სამძიმრები თუ ასეთია მოდი კიდევ წავდიეთ ხოლმე. ახლა ირაკლი ამბობს და ამაზე უფრო მეტად ხარხარებენ. ბედობის იმ დღეს ვერცერთს გაუგია რა დაიბედეს, სიცილი , სიკვდილი, ჩხუბი თუ გაურკვევლობები. ან იქნებ ყველაფერი ერთად. ბესო და მათე ბსოსსთან სახლში მიდიან, მარიტა კი პარკში ირაკლის გევრდით მჯდომი რჩება. ახლა აღარ ეცინება, თავის გონებაში ხმები უმეორებენ რომ იაკობი მოკლა, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ცუდი იყო, მას რომ ფული მიეცა ხომ იცოცხლებდა. -შენი აზრით, მართალი იყო ის ქალი? -რაზე ბლუმ? -რომ თქვა შენი ბრალიაო. ირაკლი გაოცებული უყურებს, ყევლაფერს წარმოიდგენდა, ყველა რეაქციას მაგრამ არა დანაშაულის შეგრძნებას. მერე შუბლზე ჰკოცნის და ეუბნება. -არა. შენი ბრალი არ არის რომ თამაშობდა, შენი ბრალია ამდენი ფული რომ წააგო. არც ის რომ მევალეება მოკლეს. -ზუსტად იცი. -ზუსტად ვიცი საყვარელო. სხვის შეცდომებში, მითუმეტეს მათსაში , ვინც ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ მის ასარევად ჩნდებიან შენს თავს ვერ დაადანაშაულებ. - ძალიან მიყვარხარ. -მეც ძალიან მიყვარხარ. - ჩამეხუტე რა. -მოდი. ხელებს მხრებზე ხვევს და იმ პარკში კიდევ დიდხანს სხედან. ისევ იცინიან სამძიმრის აურზაურზე. მეტიც შორენა რეკავს და ქალს ამ ამბავს ერთად უყვებიან ამ ამბავ, რასაც ის იცხადებს, ქალს ლანძღავს და მარიტას ეკითხება კარგად თუა. -ნუ გეშინია ჯერ არ გამელოტებულა. -შენც კაი ცანცარა ხარ რო იცოდე -ბესომ გადმომდო. -საწყალი ბესო ყვეალფერს მაგას აბრალებთ. -ნახე რა ჩვენზე მეტად უყვარს. - წადით მოშორდით სამუშაო მაქვს. -დღეს მოხვალ? -მორიგე ვარ. რა იყო ირაკლის დატოვებას აპირებ? მარიტა ჩუმდება და პირი ღია რჩება, ირაკლი კი ფხუკუნებს. -სულ ნუ აუშვით თქვენ ორმა თორე დედაც შემიძლია ვიყო. -ანუ არა? - დარჩეს, უარი რომ გითხრა მაინც დაიტოვებ ხომ ვიცი. - ჩემი იმედი აღარ გაქ თუ რა იყო? - რა იმედი უნდა მქონდეს შენი და მათეს ხელში გეხვეწები? -კარგი რა დედა. -წავედი წავედი, სახლი არ აურიოთ თორე შენ და მათე დაალაგებთ. -კარგი გაკოცე, მიყვარხარ. -მეც. შორენა ტელეფონს კიდებს და მარიტა და ირაკლიც ფეხით მიდიან გოგოს სახლამდე, რომელიც რამდენიმე კილომეტრშია. გზაში ირაკლი მარიტას ხელს ხვევს და შულზე ჰკოცნის. სიბნელე ფეხდაფეხ მიჰყვება წყვილს და როცა სადარბაზოში შედიან გარეთ უკვე ისე ბნელა რომ ხელოვნური განათებები თავის საქმის შესრულებას უდგებიან სიბნელეში გარეთ მყოფი გაყინული ადამიანებისთვის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


