შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოიზისი XXIII


გუშინ, 00:03
ავტორი ნაამა
ნანახია 65

-არა არ გაბედო მაგის სროლა.
მარიტა უკან უკან მიიწევს, წინ გაწვდილი ხელითა და სიცილით. მის წონ მდგომ მის სიყავრულს, ერთპ-ერთ მათგანს მაინც, კი გამაფრთხილებლად უყურებს, ისე თითქოს ამ ყველაფრით არ ერთობოდეს. აქ წამოსვლა ხომ სწორედ მაგ ადამიანის იდეა იყო. მარიტას თოვლის გუნდა სახეში ხვდება და ინერციით ენარცხება უკან. ამაზე გოგო იცინის და წაქცეულს კიდევ ესვრის. გვერდით ბესო და მათე თოვლში ანგელოზებს აკეთებენ და სახით ერთმანეთს უყურებენ.
-ჩემი შენსაზე ლამაზი გამოვა.
-იოცნებე კურუპირა.
-გაეთრიე რა
სიცილით ეუბნება და ფეხზე ისე ხტება რომ ანგელოზი არ დააზიანოს. მარიტას ქეთი ფეხზე აყენებს და ახლა მათკენ მომავალ ნიკუშასა და ირაკლისთვის აკეთებს გუნდებს, რომლებიც ყავის მოსატანად იყვნენ წასულები.
-არც კი გაბედო თორემ დარჩები ყავის გარეშე.
ირაკლი აფთხილებს და ყავას გვერდზე სწევს.
-სად დაკარგე სადრო?
- ტელეფონი დარჩა და მოსატანად წავიდა.
-დამოკიდებული.
- მამამისმა რაღაც საქმეები ჩააბარა და დროდადრო ურეკავენ რა ქნას.
-ოხ ჩვენი საქმიანი ბიჭუნა.
მხარზე თავს ადებს ბესიკა და ირონიულად ეჩურჩულება ყურში. მარიტა ირაკლისკენ მირბის და გვერდიდან ეხუტება, ისიც აღარ აყოვნებს გოგოსთვის თავზე კოცნას.
-არ გაპატიებთ ყველა წყვილ-წყვილად რომ წამოხვედით და მე მარტო ვარ საცოდავად.
-რატო შენ შეგიძლია ვინმე გაიცნო ჩვენგან განსხვავებით.
ღიმილით ეუბნება მარიტა.
-ნახე რა სხვა კაცებს დაადგი თვალი და ჩემს მიტოვებას აპირებ ხო?
- რა თქმა უნდა ქალი ვარ და მოთხოვნილებები მაქვს, კაცები სხვანაირად ხართ მოწყობილი.
-ამ გოგოს გამორთვის ღილაკს დააჭირეთ ვინმემ ხელი- ბესო სიცილით ამბობს და ხელთათმანებს ისწორებს-თორემ ხვალამდე ვეღარ გამოიყვანთ ფანტაზიებიდან.
-ამბობს ბესო რომელიც ამბების გამოგონებას წამითაც არ ეშვება.
მათე წარბებს მაღლა სწევს და დოინჯს ირტყავს, ბესო გაბრაზებით უყურებს, რის შემდეგაც თოვლის გუნდას უცბად აკეთებს და ბიჭს ესვრის. მათე იცილებს და ასე აცილება, გაკიდებით დარბიან ბაკურიანში. მალევე სანდროც მოდის, სირბილით, აქოშინებული და დაღლილი.
-აბა? წავიდეთ?
-სად?
- სასრიალოდ.
-წამო.
ქეთი შეყვარებულს მოწყვეტით ჰკოცნის, რაზეც ნიკუშა იმანჭება და დანარჩენები მის რეაქციაზე იცინიან. ბესო და მათე ქვემოთ რჩებიან, შანსი არ გაქვს შარშანდელს არ გაგამეორებინებ და ნებას არ მოგცემ მეორე ფეხიც მოიტეხოო. ამიტომაც ცოტახანს სეირნობენ, მერე კი კაფეში ცხელი შოკოლადისა და ნამცხვირს საჭმელად შედიან. კარს აღებენ თუ არა მაშინვე ჯინჯერისა და დარიჩინის სუნი სცემთ.
- დარწმუნებული ხარ რომ გლინტვეინი არ გვინდა?
- -კი დარწმუნებული ვარ
- კარგი
მათე მხრებს იჩეჩავს, ქურთუკს იხდის და სკამზე კიდებს.თითქმის საათი სხედან იმ პატარა კაფეში, სანამ ბავშვები სრიალს მორჩებოდნენ და შეუერთდებოდნენ. იაკობის აგრდაცვალებიდან უკვე 3 კვირაა გასული, აღარც მის ცოლს შუწუხებია თავი მარიტასთან გადაბმული ჩხუბებით და აღარც ლეილა შეხმიანებიათ.
თავის მხრივ ირაკლიმ და მარიტამ ერთად ცხოვრებაზე ახალიწლის ღამის შემდეგ ისევ ისაუბრეს. საბოლოოდ იმაზე შეთანხმდნენ რომ მარიტა სამსახურს დაიწყებდა შემდეგ სემესტრში და ბინის მოძებნასაც მერე დაიწყებდნენ, ოღონდ სადმე ახლო-მახლოს. ჯერ არც ირაკლი დალაპარაკებია ლიზას და არც მარიტა შორენას , თუმცა ორივემ კარგად იცოდნენ რომ მშობლებს ამაზე ცუდი რეაქცია არ ექნებოდათ. კი შორენა შეიცხადებდა ეტყოდა ძალიან ჩქარობთო, მაგრამ ამ თებერვალში უკვე ერთი წელი სრულდებოდა რაც ერთად იყვნენ, ეს არც ცოტა იყო არც ბევრი და არც საკმარისი, მაგრამ რაღაც იყო. ისეთი რამ, რისი საბაბად გამოყენებაც შეეზლოთ. სასტუმროშიც ერთად რჩებოდნენ, ხო და როცა კაფეც მოიბეზრეს, სამაგიდო თამაშებიც და ყველას ძილი მოერია ისნიც ოთახში შეიყუჟნენ. მარიტას უკვე დიდიხანი იყო ირაკლისთან ოჯახის განხილვა უნდოდა, იმ ფაქტის რომ შეიძლება ცოლად გაჰყოლოდა თუმცა დედობისთვის არც ახლა და არც მომავალში მზად არ იქნებოდა, ეს კი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი შეხედულება იყო , მაშინ როცა შეყვარებულთან ერტად ცხოვრებასაც კი გეგმავდა.
-რაღაცაზე მინდოდა ლაპარაკი.
ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი, სიგარეტით ხელში ეუბნება. ირაკლი საწოლზე ზის, ხელებით ზურგსუკან ეყრდნობა მას და უყურებს.
-რაზე? არ მითხრა რომ ისევ ვშორდებით.
-იდიოტი ხარ. არ ვიცი, ჯერ ეს უნდა განვიხილოთ იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. და არა არავის დაურეკავს ,მოუწერია, ვუნახივარ. უბრალოდ მნიშვნელოვანი თემაა.
-რა თემა? მაშინებ უკვე.
- შვილები.
დუდღუნებს, ნაფაზს არტყავს და კვამლს გარეთ უშვებს. ირაკლი გაოცებული უყურებს გოგოს.
-შენ რა?- მზერა მუცლისკენ გადააქვს და მარიტაც მისი მიმართულებით იყურება- ჰა? დარწმუნებული ხარ?
-არა შე იდიოტო,არა.
სიცილით და ბრაზით ერთდროულად ამბობს და ირაკლიც სახეს აწყნარებს.
-ანუ შენ...
-არ ვარ. როდის გვქონდა დაცვის გარეშე რომ ვიყო ძალიან გთხოვ?- სიცილით აქნევს გოგო თავს- უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ მე ისინი არ მინდა. არც ახლა, არც მერე.
-და რა პრობლემაა?
-არ არის?
-არ არის. მე კი არ უნდა გავაჩინო, შენი გასავლელია ორსულობაც და მშობიარობაც ასე რომ აქ მე არაფერს ვწყვეტ. არც ახლა და არც მერე თუ და დიდი შანსებით როცა ჩემი ცოლი იქნები.
მარიტა ცალყბად იღიმის, ღერს აქრობს, მასთან მიდის და საფეთქელზე ჰკოცნის.
-სხვა რომ იყოს შენს ადგილზე ალბათ დამშორდებოდა. ან იფიქრებდა აზრს შეიცვლისო.
-თუ შეიცვლი არც ეგ მაწუხებს. იმიტომ კი არ მიყვარხარ რომ ბავშვები მინდა, იმიტომ მიყვარხარ რომ შენ შენ ხარ და არ აქვს მნიშვნელობა როგორია შენი შეხედულება შვილებზე, ოჯახზე, სიკვდილზე, სამყაროზე. ამ ყველაფრით მიყვარხარ.
-და შენ? შენ არაფერი გაქ რისი თქმაც გინდა?
-რისი თქმაც მინდა ყოველთვის გეუბნები ხოლმე.
მარიტა კალთაში უჯდება, ხელებს სახეზე ხვევს და ტუჩებში ჰკოცნის. ირაკლი თავის მხრივ წელზე ეხვევა და რაც შეიძლება ახლოს იკრავს გოგოს სხეულს.
.........................................
-აქ რას აკეთებ?
ბაკურიანის მეორე საღამოა, მარიტა ტერასაზე ზის პლედითა და ცხელი ჩაის ჭიქით ხელში. ბესო მის გვერდით ჯდება. მასაც პლედი ახურავს და ჩაის ჭიქით გამოვიდა. მარიტას გაახსენდა როგორ იჯდნენ შარშან ის და ბესო ტერასაზე და იმას უყვებოდა ირაკლი ვანხეო. ამაზე ჩაეცინა, რის გამოც ბესომ გაოცებულმა შეხედა.
-რა გაცინებს? საბოლოოდ გადახვედი ჭკუიდან ხო?
-არა- თავი სიცილით გააქნია და მერე ბესოს მიეხუტა- შარშანაც ასე ვიჯექით რომ გითხარი ირაკლი ვნახე-თქო.
-ხო
ახლა ბესოც აჰყვა სიცილში.
-არ მოველოდი თუ ამდენად ეყვარებოდი.
-იმდენადაც კი რომ როცა ვუთხარი შვილები არ მინდა თქო შენი გადასაწყვეტია და მე არავინ არაფერს მკითხავს მაგ ამბავშიო.
-სერიოზულად?
-სერიოზულად.
ბესოს მათ გამო თბილად ეღიმება. მერე მოქუფრულ ცას აშტერდება და სევდიანად ამბობს.
-მე რომ შემეძლოს, სადმე სხვაგან რომ ვცხოვრობდეთ და შანსი მქონდეს მათეზე სიამოვნებით ვიქორწინებდი და ყველანაირად ვეცდებოდი ბავშვის აყვანაზე დამეთანხმებინა. წარმოიდგინე ვინმე წითური ბავშვი, ან სუროგატისგან გაჩენილი პატარა მათე.- ღიმილით , მაგრამ თან სევდით ამბობს ბესო- მაგრამ ჩვენ აქ ვართ, უუფლებოდ, უაზროდ. მხოლოდ ის შემიძლია ერთ დღეს მასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდე, სამსახურსი მოვიტყუო რომ ჩემი ოთახის მეზობელია და ძაღლი ან კატა ვიყოლიო.
- ნეტავ რამით შემეძლოს შენი გამხნევება , მაგრამ რას ვიზავთ ეგეთ რეალობაში გვიწევს ცხოვრება.
მხრებს იჩეჩაცს და ბესოს უფრო მეტად ეხუტება.
-რაღაცის კითხვა მინდოდა.
-რისი?
- ქეთიზე რა ხდება?
-რა გაინტერესებს?
- ისევ გიყვარს?
-არ მგონია, ან შეიძლება კი და იმდენად აღარ რომ მადარდებდეს სხვა რომ უყვარს. არ მინდა მაგაზე ფიქრი, ირაკლისთან კარგად ვარ, მიყვარს ,ვუყვარვარ ერთად გადასვლაზე ვფიქრობთ.
-სერიოზულად?
ბესო მარიტას იშორებს და გაოცებული , ბედნიერებისგან აკაშკაშებული თვალებით ეკითხება მეგობარს. ისიც თავს ღიმილით უქნევს და გრძნობს როგორ ჰკოცნის ბიჭი ლოყაზე. სასტუმროდან ნიკშა გამოდის და გაოცებული დგება კარში, რადგან მისი მხრიდან ისე ჩანდა თიტქოს ბესო მარიტას ჰკოცნიდა.
-რა ...რა ჯანდაბაა?
ორივე მისკენ იხედება , ბედნეირი მოცინარი სახით.
-რა იყო?
-თქვენ ახლა რას აეკტებდით?
-მარიტას ვაკოცე.
-მეც მაგას ვამბობ რა ჯანდაბას შვებით?!
-აქამდე არ მიკოცნია თუ რა?
ბესო გაკვირვებული უყურებს ნიკუშას.
-ეგრე არა.
-როგორ ეგრე?
მარიტა სიცილით ეკითხება, რადგან უკვე მიხვდა რაც ეგონა.
-ტუჩებში არა!
-ფუ რა იდიოტი არსება ხარ, ლოყაზე ვაკოცე ადამიანო ნორმალური თუ ხარ შენ?! გაგახსენო რო გეი ვარ?
ბესო წარბებს მაღლა სწევს.
-ბოდიშით.
-მოდი დაჯექი, ახლაი ამბავი აქვს ქალბატონს.
-რა ამბავი?
-მგონი ირაკლისთან ერთად გადადის.
-ეგ ვიცი.
ხელს იქნევს და სკამის საზურგეს ეყრდნობა.
................................................................

მარიტა უკვე 10 წუთია ირკალის პარკში ელოდება, ის კი არა და არ ჩანს. სხვა ვერაფერი მოიფიქრეს იმის გარდა რომ შეხვედროდნენ. არა მარიტა არც კია დარწმუნებული რომ ირაკლის მათი წლისთავი ახსოვს. უცბად მის ირგვლივ სამყარო მოკრემისფრო-მოშავო ხდება და ყურში ირაკლის ჩუმი ხმა ესმის აბა ვინ ვარო. ამაზე ეცინება და პასუხობს. თვალებიდან ხელს რომ აშორებს მის წინ ყვავილების თაიგულს ხედავს, ბავშვივით ეცინება და უხარია იმის მიუხედავად , რომ ირაკლი მათ ლამის ყოველდღე და ყოველშეხვედრაზე ჩუქნის ხოლმე. ამჯერად ვარდებიაა რომლის კოკრებიც თავზე მოვარდისფროა, ქვემოთ კი შინდისფერი.
-მადლობა.
-ყველაფერი შენთვის. წავიდეთ?
-მეგონა პარკში ყოფნას ვაპირებდით.
-არა საჭმელად წავიდეთ რა მშია.
წუწუნებს და გოგოს ფეხზე აყენებს. რუსთაველზე ჩადიან, საიდანაც თავისუფლებაზე გადიან და გუდიაშვილის პარკთან ჩადიან. მარიტა უკვე ხვდება სადაც მიდიან და ეცინება. იმ დღეს იმეორებს, ისევ იმ რესტორანში მიყავს სადაც წინა წელს შეხვდნენ და შერიგდნენ. მარიტა იგივე საჭმელს უკვეთავს და საკეს.
-გეგონა დამავიწყდა?
- შეიძლება. რაღაც მაქვს შენთვის.
მარიტა ჩანთაში იქექება და ცოტახანში იქიდან კონვერტს იღებს.
-წერილი დამიწერე?
-არა , მაგრამ ისეთი რამ არის რის არსებობაზე არც კი იცოდი და დარწმუნებულიც ვარ რომ უნდა მოგეწონოს.
-მოიცა, სანამ შენსას გავხსნიდე- ირაკლი ქურთუკის ჯიბიდან იღებს პატარა ყუთს და მაგიდაზე მის წინ დებს.
ორივე ერთდროულად ხსნიან თავ -თავიანთ საჩუქრებს. ირაკლი გაოცებისგან პირს აღებს. კონვერტში ფოტოები იდო, იქ ორივენი პირველკურსელები არიან და წიგნის მაღაზიაში არიან წასულები , სადაც პირველი პაემანი მოაწყვეს. კიდევ რამდენიმე ფოტოა, ვაკის პარკში. ეს დღეც ახსოვს. მაშინ უკვე 1 თვე იყო გასული რაც ერთმანეთს ხვდებოდნენ და მარიტასთვის ყვავილები მიჰქონდა. გოგო ფანტანთან იჯდა და მის მოლოდინში წიგნს კითხულობდა, ის კი ფოტოზე ყვავილებით ხელში კიბიდან ჩამოდიოდა და სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა. კიდევ ერთი იყო, ის რომელზეც პირველკურსელები აღარ იყვნენ, ეს ბოლო დროინდელი იყო. რამდენიმე დღის წინანდელიც კი, როცა მარიტა და ირაკლი გამოფენაზე იყვნენ წასულები და ერთ-ერთ ნახატს სრული სერიოზულობით უხსნიდა გოგო. ის კი მარიტას გარდა არაფერს უყურებდა.
მარიტას საჩუქარი ყელსაბამი იყო, მარგალიტის მძივით და მასზე ჩამოკიდებული საკიდით, რომლის ზედა ნაწილიც ყვავილი იყო სუაში პატარა მარგალიტის მძივით, ქვემოთ კი სამ პატარა ბროწეულებით დასრულებულ ტოტებად იყოფოდა. ბერძნულ მითოლოგიას მარიტაზე ნაკლებად არ იცნობდა, და ზუსტად იცოდა მაშინვე მიხვდებოდა გოგო ყელსაბამის მნიშვნელობას.
-ჰადესი ხარ?
-რატომაც არა. ესენი საიდან გაქვს?
-მოკლედ..

5 დღით ადრე

მარიტა ირაკლის მტელი გულით უხსნიდა რატომ იყო ეს აბსტრაქტული ნახატი ხელოვნების ნიმუში და არა ნაჯღაბნი, როცა დაინახა როგორ უღებდა მათ ვიღაც გოგო ფირის კამერით ფოტოს. რატომღაც ძალიან ეცნობოდა, მაგრამ ვერ გაიხსენა აქამდე სად ენახა. შეიძლებოდა უბრალოდ გალერეის ფოტოგრაფი ყოფილიყო და ადრეც დაენახა გადაღებებისას. სანამ ირაკლი ცოტახნით გავიდა, მარიტამ დრო იხელთა და გოგო მოძებნდა.
-გამარჯობა.
-გამარჯობა?
გოგო გაოგნებული უყურებდა მას. აქამდე მარიტა ასე ახლოს არასოდეს უნახავს და ის ბევრად ლამაზი იყო ვიდრე შორიდან ჩანდა ხოლმე.
-შეიძლება რაღაც გთხოვო?
-არ არის პრობლემა.
-ელფოსტას დაგიტოვებ და როცა ფოტოებს ამობეჭდავ შეგიძლია გამომიგზავნო?
-კი რა თქმა უნდა.
სანამ მარიტა გამობრუნდებოდა და წამოვიდა გოგომ სთხოვა მოიცადეო და მობილურში რაღაცის ძებნა დაიწყო თან მარიტას ელაპარაკებოდა.
-დროდადრო ფოტოების სერიას ვირებ ხოლმე, ვიცი რომ ცოტა უხერხულია უცხო ხალხისთვის გადაღება, მაგრამ ეს ხომ ხელოვნებაა ბოლოს და ბოლოს და აქ ხალხი კი არა ისაა მნიშვნელოვანი რისთვის იღებ ამას, რის თქმას ცდილობ.
-სრულიად მართალი ხარ.
-პირველად შენ და ის ბიჭი რომელიც გახლავს რამდნეიმე წლის წინ დაგინახეთ. წიგნის მაღაზიაში, ძალიან საყავრლები იყავით და თავი ვერ მოვთოკე რომ არ გადამეღო, მაშინ თემად წიგნები მქონდა,თქვენ კი რომელღაცას ერთად კითხულობდით.; მეორედ ვაკის პარკში დაგიანხეთ, ამის მერე დროდადრო გხედავდით და ვიღებდი, მაგრამ მერე გაქრით . ახლა კი როცა წლების შემდეგ აქ გნახეთ თავს ვერ მოვერიე. არის თქვენს შორის რაღაც, რაღაც ისეთი რასაც ქიმიას ეძახიან.
-მოიცა რას გულისხმობ? სხვა ფოტოებიც გაქვს?
-კი და რა თქმა უნდა მათაც გამოგიგზავნი.
-ღმერთო ეს ისეთი მოულოდნელი და უცნაურია.
გოგო უხეხულად იღიმის და ფოტოებს ათვალიერებინებს.
-შემდეგ კვირას გამოფენა მაქვს, სტამბაში, შეგიძლიათ მოხვიდეთ, მოსაწვევსაც გამოგიგზავნით უბრალოდ სახელები მითხარით.
-არ მჯერა რომ მართლა ხდება- მარიტა იცინის - მარიტა გალდავა, ის კი ირაკლი ჯანჯღავაა.
-მართლა გამიხარდა როგორციქნა თვქნც რომ შეგიძლიათ მათი ნახვა.
-დიდი მადლობა, შეძლებთ რომ შაბათ-კვირამდე გამომიგზავნოთ?
-კი. ასე გეჩქარებათ?
მარიტა იცინის და ირაკლისკენ იხედება რომელიც ის წუთია დარბაზში დაბრუნდა.
-იდეა მაქვს რა ვაჩუქო წლის თავისთვის.
-სულ უფრო უცნაური ხდება ეს სიტუაცია. წლის თავისთვის? არა და მახსოვს 3 წლის წინ როგორ გადვაიღე თქვენი პირველი ფოტო.
-გრძელი ამბავია დაშორებითა და შერიგებით.
-მართლა გამიხარდა ისევ ერთად რომ გადაგაწყდით, თქვენ ორი ჩემი საყვარელი მოდელები ხართ.
ორივე იცინის, მერე მარიტა გოგოს რომელსაც ანი ქვია ემშვიდობება და ირაკლისთან ბრუნდება.

დღეს
-სერიოზუალდ?
-კი კიდევ ბევრია და წავიდეთ მათ სანახავად.
-რა თქმა უნდა წავიდეთ. არც კი მჯერა პირადი ფოტოგრაფი რომ გვყვავს.
-უფრო იმას ყავს ორი დებილი მოდელი.
ორივეს ეცინებათ.
-გადასვლაზე ვფიქრობდი წინა დღეს.
-რა მოიფიქრე მერე ბლუმ?
- ხომ არ ჯობს ცოტახანს გადავდოთ? ახლა დავიწყე ოთახის რემონტი, უფრო სწორად ვიწყებ და შორენა მომკლავს, თან მგონი ჯობია რომ შემოდგომამდე მოვიცადოთ. ვიცი რომ დიდი დროა, მაგრამ შევხედოთ, მუშაობა დავიწყოთ და მერე ჩვენით გადავიდეთ ზუსტად ისეთ ბინაში როგორიც გვენდომება.
-როგორც გინდა საყვარელო. -ირაკლი ხელზე ეფერება , მერე ცოტას იწყენს და ისე ეუბნება- ეს თვე ბათუმში უნდა წავიდე.
-მთელი თვე?
-ხო, მამაჩემს უნდა რომ რაღაცეებში დავეხმარო იქ, შეიძლება ლიზა და ილინეც გადავიდნენ და საერთოდ აღარ მოგვიწიოს ბინის ძებნა.
-შენთან გადმოსვლას მთავაზობ?
-რატომაც არა.
-ოქეი. ყოველდღე ტვინს გამოგიჭამ იმდენს დაგირეკავ ხოლმე.
-მაინც მომენატრები.
-მხოლოდ ერთი თვეა. 2 წელი გავძელით და როგორმე ერთ თვესაც გადავიტანთ.
-ნეტავ ვის გამო მომიწია 2 წელი სხვებთან შეხვედრა.
-ახლა შენ...
მარიტა იცინის , მაგრამ არ ეცინება.
-დღემდე ვერ ვხვდები რატომ დამშორდი მაშინ და უბრალოდ არ დამელაპარაკებ. გასაგებია ძალიან საეჭვო ვიყავი და მართალი ხარ. უბრალოდ ახლა ბევრად წინ ვიქნებოდით რომ არ დავშორებოდით არა?
-არ ვიცი. ზოგჯერ მგონია რომ რომ არ დაგშორებოდი იაკობი გავხდებოდი.
-რას გულისხმობ.
-შეიძლება ფიზიკურად არა, მაგრამ გრზნობით ნამდვილად გიღალატებდი იმის სიყვარულით ვინც უკვე თითქმის აღარ მიყვარს.
-და შენ არ გინდა მისნაირი მოღალატე იყო.
-ვის უნდა? არცერთ ადამიანს ვისაც მშობლის ღალატი უნახავს არ ენდომება მისი მსგავსი გახდეს.
მხრებს იჩეჩს და ჭამას უხმოდ აგრძელებს.
............................
-სუ გააფრინე ხო? რა შენით შეღებავ შვილო?!
-კაი რა ახლა კიდე მაგაში ყარე ფულები, შევღებავ ჩემით მეთქი და თაროებზე ბესოს და მათეს დავიხმარ.
-ნახე რა მეგობრებსაც რო იყენებს.
- ვსო გადაწყდა ჩემით ვიზავ ყველაფერს. შენ ის მითხარი როდის მოვლენ მუშები რომ წაიღონ ნახატები და დანარჩენი ნივთები?
- შუადღეს. წადი შენ იმ შენ შეყვარებულთან და მე მივხედავ მაგათ.
-საუკეთესო დედა ხარ გეფიცები.
ლოყაზე ჰკოცნის და სახლიდან გადის.
შორენა მობილურს იღებს და ქეთისთან რეკავს.
-ახლა გავიდა და გამოდი შენც.
-ახლავე.
ქეთი ყურმილს კიდებს და მაშინვე გამოდის სახლიდან. ერთი სული აქვს მარიტასთან როდის გავა ჩანაფიქრის განსახორციელებლად.
1 თვით ადრე
ქეთი მარიტასთან ზუსტად იმ დროს გადის, როცა იცის რომ ლექციის გამო შინ არ იქნება. კარს შორენა უღებს, რომელიც ოპერაციის შემდეგ ის -ის არის სახლში მოვიდა და ყავას იკეთებდა. ქალს მის დანახვაზე ეღიმება, რადგან დიდიხანია არ უნახავს.
-როგორ ხარ ჩემო საყვარელო?
-კარგად შორენა დეიდა თავად?
-რავიცი დაღლილი, უძილარი და ისევ სამსახურში წასასვლელი. მარიტა რომ არ არის სახლში?
-ვიცი მაგიტომ მოვედი ზუსტად, რაღაც საქმე მაქვს შენთან, თან არ მინდა რომ ჯერ მარიტამ გაიგოს ამის შესახებ.
ქეთი თხელ ჯინსის ქურთუკს საკიდზე კიდებს, ბოტასებს იხდის და ჩუსტებში დგავს ფეხს.
-ყავას ხო დალევ?
-მარიტასნაირი ვარ ხომ იცი არა?
სიცილით ამბობს გოგო. შორენა სამზარეულოსი გადის და ქეთიც უკან მორჩილი ძაღლივით მიჰყვება. შავგრემანი ხის მაგიდასთან ჯდება და ნიკაპს ხელებს აყრდნობს. როგორ უყვარს ეს სახლი, თბილი გარემო, რომელიც აქ ხვდება თავს მუდამ სასურველად აგრძნობინებს. შორენა მისი მორე დედაა, შეიძლება ნამდვილზე ბევრად ნამდვილიც კი. ახსოვს თინეიჯერობისას ამ მაგიდასთან მსხდომები როგორ უყვებოდნენ ის და მარიტა სხვადასხვა ადამიანებზე ისტორიებს, როგორ ურჩევდა ხოლმე შორენა რომელიმე მის სატრფოსთან ასე მოიქეცი და ისე მოიქეციო. ამას დედამისი არასოდეს იზავდა.
შორენა მის გვერდით, მაგიდის თავში, ჯდება და ყავის ფინჯნებს თავ-თავიანთ წინ დებს.
-აბა მოყევი! რა მოხდა?! ირაკლის და მარიტას ხომ არ ეხებათ?
-მარიტას კი, ირაკლის არა.
-ეგეთი სერიოზულია? ხო არ დაშორდნენ.
-არა არა! უბრალოდ მარიტასთვის ძალიან მაგარი სურპრიზის მოწყობას ვგეგმავ.
შორენა თვალებით ანიშნებს განაგრძეო და ქეთიც აღფრთოვანებული საკუთარი იდეით, რომელიც ჯერ ისევ აგვისტოში გაუჩნდა, თუმცა მომენტს ელოდებოდა მის დასაგეგმათა და ასასრულებლად, მოყოლას განაგრძობს.
-მოკლედ სანდრო ხომ იცი?-ქალი თავს უქნევს- მისმა დამ მეგობრებთან ერთად გალერია გახსნა, მაგრამ ჯერ ისევ ვერ იპოვნეს მხატვარი რომლის ნახატებსაც გამოფენს. ყველაფერი მზად არის, სივრცეც, ადგილიც, მხოლოდ ნახატები დარჩა და მათ შესაბამისად მოწყობა და გახსნა. მარიტასგან ვიცი რომ რემონტის დაწყებას აპირებთ მის ოთახში. როცა დაიწყებთ შეგიძლიათ ნახატები რომ მე მომცეთ? მინდა რომ გამოფენა მოვუწყო.
-ღმერთო რა საყავრელი ხარ ქეთი- ქალი იცინის და ხელზე ხელს ჰკიდებს- მაგაზე გაწყენინებ?! ისე გაუხარდება ჭკუიდან გადავა. კი იძახის არაფრად ვარგაო, მაგრამ ეგ მასწავლის ახლა როგორ უხარია ხატვაც და როცა უქებენ ეგეც?!
-ხო კარგი იდეაა?
-კი , იმ გოგოსთან მოილაპარაკე უკვე?
-არა აქედან მივდიავრ, სანდროს ვთხოვე საღამოს ერთად გავიდეთ კაფეში-მეთი.
- კარგი მაშინ გამაგებინე რას იზავ და მერე ერთად ავარჩიოთ რომლებს წაიღებ. ხომ იცი რამდენია.
ქეთი ფეხზე გახარებული ხტება და ქალს კისერზე ეხვევა.
-იცი როგორ მიყვარხარ? აი ვგიჟდები სენზე
- მეც ჩემო პატარავ აბა ახლა დასკუპდი და მომიყევი შენ და ჩემი ტყუპი გიჟები კიდევ რამე დებილობას ხომ არ ხლართავთ რაც არ ვიცი?1
-არა. სად გვცალია ის ქალბატონი ხან უნივერსიტეტშია ხან მომზადებებზე, ხან ირაკლისთან. მეც ასევე.
-როგორ მიხარია ყველამ რომ იპოვეთ ვიღაც ვინც გიყვართ. მთავარია არ იჩქაროთ და კარგად დაფიქრდეთ სანამ სერიოზულ ნაბიჯს გადადგავდეთ.
-ხო მეც.
ქეთი სევდიანად უყურებს ქალს,მერე მარიტას ოტახისკენაც იგივე სევდიან მზერას აპარებს, რადგან ზუსტად იცის თავად არ უხარია რომ მარიტა ირაკლის შეურიგდა. კარგად ახსოვს მაშინ მთვრალზე ირაკლის რეებიც ებოდიალა, მაგრამ მის მიმართ გაორებულად სიძულვილსა და სიყვარულს გრძნობს. უფრო ადრე რომ მიმხვდარიყო რაღაც რაღაცეებს ახლა შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო. ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, მეტად რომ დაკვირვებოდა, ეგრძნო და ეფიქრა. ახლა ვეღარაფერს შეცვლიდა. მხოლოდ ის დარჩენოდა რომ ყველაფერს შეგუებოდა და უხმოდ , მარიტასთვის ბედნიერება ესურვებინა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent