გარიგება +18 - თავი 2
იდეალურად დიდი თავი გელოდებათ ამ წვიმიანი ამინდისთვის.. სასიამოვნო წაკითხვას გისურვებთ <3 ----------------------------------------- დილას მაღვიძარის საშინელმა ხმამ გამომაღვიძა. საათს გავხედე და იმწამსვე წამოვხტი საწოლიდან და სკოლისთვის გამზადება დავიწყე. კიბეებზე ჩავირბინე და ახალი შავი ჩანთა და სკოლის ნივთები დავინახე იქვე დაწყობილი. გაკვირვებისგან წარბები ავწიე. თავისუფლად შემეძლო ჩემი ძველი ნივთების გამოყენება, მაგრამ მადლიერი ვიყავი. მამაჩემი ახალ ნივთებს არასდროს მყიდულობდა და სულ უარით მისტუმრებდა, ამიტომ ჩემი სკოლის ნივთები უკვე საკმაოდ ძველი იყო. მაგიდასთან დავჯექი და ჩანთას კიდევ ერთხელ გავხედე. - იმედია მოგწონს - მითხრა მარიამ და ისე მოულოდნელად გამოჩნდა ოთახში, რომ ოდნავ შემეშინდა - კი, ძალიან მომწონს, მადლობა - ვუთხარი მადლიერად და საათს კიდევ ერთხელ დავხედე. ჩემი წასვლის დრო იყო. - კარგი დღე ძვირფასო - მითხარი მარიამ ღიმილით და ხელი დამიქნია - თქვენც - დავუქნიე თავი და გარეთ გავედი. როგორ მოხდა, რომ ასეთი კარგი ქალი ასეთ ტირანებთან ერთად ცხოვრობს?! *** როგორც იქნა დიდხნიანი სიარულის შემდეგ სკოლასაც მივადექი. ჩემი კარადისკენ წავედი,მაგრამ უეცრად ვიღაცამ ორივე ხელი თვალებზე ამაფარა - გამოიცანი ვინ ვარ - ჩაიცინა ბოროტულად - მმმ...წარმოდგენა არ მაქვს - ვუპასუხე ირონიულად - მე ვარ - მიპასუხა გოგონამ და ხელები ჩამოწია - ჰაააი ნიაკო - ვუთხარი და ჩავეხუტე - ჰააი სოფია - მიპასუხა და მანაც მომხვია ხელები - არარეალურად ცუდი კვირა მქონდა - ჩავიჩურჩულე და თავი მხარზე დავადე - ლანჩის დროს მომიყევი - მიპასუხა და კლასისკენ ნელა წავედით. დერეფანში დავბოდიალობდით და ყველაფერზე ვლაპარაკობდით რაზეც კი შეიძლებოდა, როცა უცბად ნიამ ჩამჩურჩულა - სანდრო გიყურებს - არა არ მიყურებს - ვუჩურჩულე მეც ოდნავ აღელვებულმა და სანდროსკენ ნელა გავიხედე, მაგრამ სანდრო უკვე მიყურებდა და თვალის არიდება შეუძლებელი იყო - ძალიან იმჩნევს - მითხრა ნიამ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია - მაინც არაფერს იტყვის ასე რომ.. - ვუთარი და უცებ ლაპარაკი სანდრომ შეგვაწყვეტინა, რომელიც მე და ნიას მოგვიახლოვდა. სანდრო ბავშვობაში ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, შემდეგ რამდენიმე წელი სხვა სკოლაში გადავიდა, მაგრამ ამ წელს დაბრუნდა ისევ უკან, ჩვენს სკოლაში და მინდა ვთქვა საკმაოდ შეცვლილი და გასიმპათიურებული. აღარც ისეთი გამხდარი იყო, როგორც ბავშობაში. ჩვენი სკოლის საფეხბურთო კლუბის კაპიტანი იყო. მაღალი და დაკუნთული, შავი სქელი და პრიალა თმით და მუქი ყავისფერი თვალებით. ბავშვობაში ჩვენი სახლის წინ გადმოვიდა მისი ოჯახი საცხოვრებლად და მის მერე ვიცნობ. - სოფია - გავიგონე ბოხი ხმა. ამოვისუნთქე და ნიას გავხედე, რომელიც ჩუმად იღიმებოდა - ჰეი - გავუღიმე სანდროს და მისკენ შევტრიალდი - ჰეი. ვიცი, რომ რაც დავბრუნდი არ გვილაპარაკია, მაგრამ დღეს საღამოს ჩემს თამაშზე ხომ არ წამოხვიდოდი? - მითხრა და თვალებში იმედი აუთამაშდა არ მინდოდა მისთვის იმედი გამეცურებინა, ბედნიერი ჩანდა, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი რომ არ უნდა წავსულიყავი - კარგი იდეაა - ვუთხარი და თბილად გავუღიმე. ჩემი შიშები შევეცადე ცოტახნით დამეიგნორებინა - მშვენიერი. მაშინ მოგვიანებით გნახავ - მითხრა ღიმილით და თავისი ძმაკაცებისკენ წავიდა. სანდრო წლების მანძილზე მომწონდა და არმინდოდა ჩემს ტყუილ ქორწინებას დანიელთან, ჩემთვის ხელი შეეშალა. მას თუ შეეძლო სხვა ქალებთან ურთიერთობა, მე რატომ არ შემეძლო სხვა კაცებთან ყოფნა?! უცებ ბიჭების აჟიტირებული ხმა გავიგე და მათკენ გავიხედე, სანდრო ისევ ჩემკენ იყურებოდა ყურებამდე გაღიმებული. - მართლა ძალიან მოსწონხარ და თან ძალიან სიმპათიურია - მითხრა ნიამ და ხელი მკრა ლაითად - არ არის ჩემთვის შესაფერისი ბიჭი - ვუთხარი, როდესაც გავიაზრე, რომ ნორმალური ცხოვრება სამწუხაროდ ჩემთვის წარმოუდგენელია. რეალობამ უცებ შემახსენა თავი. შემეძლო იმასთან მეფლირტავა ვისთანაც მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ ნამდვილ სიყვარულს ვეღარასდროს ვიპოვიდი - ყველა ბიჭზე უარს ვერ იტყვი მხოლოდ იმიტომ, რომ გულის ტკენის გეშინია. გთხოვ სცადე სანდროსთან, ჩემი ხათრით მაინც. მინდა რომ ბედნიერს გხედავდე - მითხრა ნიამ - კარგი - ვუთხარი გაღიმებულმა და თავი გავაქნიე მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავი ჩემსა და სანდროს შორის ვერაფერი იქნებოდა მეგობრობაზე მეტი. ნიასთვის არ მითქვამს დანიელთან ჩემი ნიშნობის შესახებ. ვერ გაიგებდა და არც იყო საჭირო რომ სცოდნოდა და არც ის მინდოდა, რომ მთელს სკოლას იმაზე ელაპარაკა, როგორ მივყვებოდი მთელს ქალაქში ყველაზე საშიშ მამაკაცს ცოლად. *** - მეც მოვიდვარ შენთან ერთად სტადიონზე. ჩემს ბიჭს უნდა ვუყურო - მითხრა ნიამ თავის შეყვარებულ ლუკაზე - როგორი მზრუნველი ხარ - ვუთხარი ირონიულად - ვააა ბენდელიანო, გავიგე აქ სანდროს გამო ხარ - მითხრა ლუკამ ხუმრობით და ნიას აკოცა - ხო დავპირდი რომ მოვიდოდი - ვუპასუხე უდარდელად - ძალიან გახარებულია - ჩაიცინა ლუკამ. თვალები ავატრიალე და ლუკამ სიცილით დაგვტოვა - წარმატებები პატარავ - გასძახა ნიამ. ლუკამ ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა და სტადიონისკენ გაიქცა. ხანდახან გულისრევამდე მივყავარ ამათ სიყვარულს. შუა თამაში იყო უკვე და მე ნიასთან ჭორაობით ვიყავი გართული, როდესაც უცებ სანდრო მოვიდა ტრიბუნებთან - მოხვედი? - მკითხა ღიმილით - ხო, ვიფიქრე ვნახავდი თამაშს - ვუთხარი და თავი დავუქნიე - მიხარია, სტადიონზე უნდა დავბრუნდე, თამაშის მერე დაგელაპარაკები - მითხრა და ჩაიცინა. მე უბრალოდ თვალი გავაყოლე. - კარგად იცის რომ აქ მის სანახავად ხარ მოსული და არა თამაშის - მითხრა ნიამ ირონიული ღიმილით ფიქრებიდან უცებ ტელეფონის ხმამ გამომაფხიზლა. უამრავი მესიჯი დამხვდა „სად ხარ?!“ „სახლში მოდი ახლავე“ „სკოლა 1 საათის წინ დაგიმთავრდა“ „დაუჩქარე!“ „ჯანდაბა!შენს წამოსაყვანად მოვდივარ!“ ეს მესიჯები ახლა რატომ მმომივიდა და აქამდე არა?! - ჯანდაბა - ჩანთას ხელი დავტაცე და ასადგომად რომ წამოვდექი უცებ ის დავინახე. დანიელი. ტრიბუნებს შორის გამოიარა და ვფიცავ თვალებიდან ცეცხლს ყრიდა. - ჯანდაბა - ნიამ გაოცებისგან პირი გააღო - ვიცი რომ ძალიან სექსუალურია, მაგრამ მოკეტე - ვუთხარი ჩუმად ნიას - სად ჯანდაბაში იყავი?! - მიყვირა დანიელმა და უცებ ყველას ყურადღება მიიპყრო - აქ ვიყავი - ვუთხარი შეშინებულმა ბიჭებმა თამაში შეწყვიტეს. - სახლში უნდა წავიდეთ....ახლავე! - მითხრა დანიელმა მკაცრად და წამოვდექი რომ მას გავყოლოდი. გასვლის წინ უკან გავიხედე - სოფია?! - დამიძახა სანდრომ. დავინახე რომ დანიელს სახე იმაზე მეტად შეეცვალა ვიდრე აქამდე - სად მიდიხარ? - მკითხა სანდრომ და მკლავზე ხელი მომკიდა. შიშისგან ოდნავ შევხტი და დანიელისკენ გავიხედე, რომელსაც მთელი ყურადღება სანდროსკენ ჰქონდა მიმართული - დაგრთე ნება რომ შეხებოდი?! - კითხა დანიელმა სანდროს. - შენი თქმა არ მჭირდება როდის შევეხო და როდის არა - უპასუხა სანდრომ დანიელი ბევრად მაღალი და დაკუნთული იყო, ვიდრე სანდრო - სანდრო, კარგად ვარ - ჩუმად ვუთხარი და დანიელის გვერდით დავდექი. ღმერთს ვთხოვდი, რომ სანდრო შეტრიალებულიყო და წასულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - წადი აქედან სანამ გვიანი არ არის. მეორე შანსს აღარ მოგცემ - გააფრთხილა დანიელმა - და რა მოხდება თუ... - სანდროს სიტყვები ჰაერში გაიფანტა, როდესაც ყრუ ხმა გაისმა და დანიელმა სანდროს ყბაში მუშტი დაარტყა. დანიელის უეცარმა აგრესიამ შოკში ჩამაგდო და უკან დავიხიე.. სანდრო ძირს ეგდო, პირიდან სისხლი სდიოდა. საშინელი შესახედი იყო და მგონი ტკივილისგან გონებასაც კარგავდა. დანიელის ერთმა დარტყმამ ამხელა ზიანი მიაყენა. გაოცებულმა დავხედე კიდევ ერთხელ სანდროს..ყველა ჩვენ გვიყურებდა - ჯანდაბა - თქვა დანიელმა და მუშტი შეკრა. მომიტრიალდა და უცებ შევხტი იმის მოლოდინში, რომ ახლა მეც დამარტყამდა გაოცებულმა შემომხედა - მანქანაში ჩაჯექი, ახლავე! - მითხრა გაბრაზებულმა. შეშინებული გავიქეცი მანქანისკენ. წინ, დანიელის გვერდით დავჯექი. სახლისკენ მიმავალ გზაზე ხმა არცერთს ამოგვიღია. - რატომ შეხტი? - მკითხა ბოხი ხმით დანიელმა. გავხედე და მერე ჩემს ხელებს დავხედე. მიკანკალებდა, მაგრამ დანიელმა ხელი ხელზე დამადო, რომ კანკალი შეეჩეერებინა - მიპასუხე! - მითხრა უხეშად, მაგრამ ბრაზი არ შეიმჩნეოდა მის ხმაში, პირიქით, ოდნავ თბილი ტონი დაკრავდა მის სიტყვებს - არაფერი, უბრალოდ, უმიზეზოდ - ვუთხარი და მის ხელებს დავხედე, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს ხელებს ეხებოდა. ხმა არ ამოუღია. - იტყუები - მითხრა საბოლოოდ - მაინც გავარკვევ რის გამო შეგეშინდა ასე - და რატომ გაინტერესებს?! - ვკითხე გაღიზიანებულმა და გავხედე. დანიელმა გაკვირვებით გამომხედა და წარბები აწია. უცებ ხელი მომაშორა და ჰაერში ისეთი მოძრაობა გააკეთა თითქოს მარტყავდა. ისევ შევხტი. ჯანდაბა. - აი ამიტომ - მიპასუხა ცივად და ზიზღნარევი სახით,მაგრამ ვერ მივხვდი ზიზღნარევი სახე რატომ ჰქონდა - უბრალოდ დაივიწყე, არ არის მნიშვნელოვანი - ვთქვი ხმადაბლა და შევეცადე მაქსმალურად უდარდელი ტონი შემენარჩუნებინა და ფანჯარაში გავიხედე - თუ ცოლად გამომყვები მინდა იცოდე, რომ მე შენ არასდროს დაგარტყავ - მითხრა ისე თითქოს დიდიხანია ამის თქმა უდნოდა. ძალიან კარგად ხვდებოდა და იცოდა კიდეც ალბათ რატომ ვიყავი ასეთი შეშინებული, მაგრამ ალბათ უნდოდა რომ ჩემი პირით მეღიარებინა - ახლა გაბრაზებული ხარ და სავარაუდოდ მომავალში კიდევ გაბრაზდები და როდესაც გაბრაზდები ალბათ მერე შეეჩვევი ჩემს ცემასაც. ასე ხდება ხოლმე - ვუთხარი ჩუმად დარწუმენებულმა, რომ ისიც ზუსტად ისეთივე მოძალადე იყო, როგორც მამაჩემი და ისიც ზუსტად ისე მომექცეოდა როგორც მამაჩემი მექცეოდა მთელი ცხოვრება - ქალებს არ ვურტყავ, განსაკუთრებით იმ ქალს ვინც ჩემი ცოლი უნდა გახდეს - ჩაახველა და მანქანა გააჩერა. ამ ადამიანს არც კი ვიცნობდი და ის ჩემი ქმარი უნდა გამხდარიყო. მისი სიტყვების არ მჯეროდა. ქმედებებით უნდა დამიმტკიცოს თავისივე სიტყვები *** გრძელ სასადილო მაგიდასთან ვისხედით ყველა. ჩუმად ვჭამდი, სანამ სამივე ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან მინდოდა ჩემს ძმებზე მეკითხა. მათ გარეშე არასდროს მიცხოვრია და არც მინდა, რომ ოდესმე მათ გარეშე ცხოვრება მომიწიოს - შეგიძლიათ ნება დამრთოთ რომ ჩემი ძმები ვნახო? - ვიკითხე საბოლოოდ ძლივს მოკრებილი გამბედაობით. დანიელმა ცივად გამომხედა და ადგილს მივეყინე მისი მზერისგან. - არა - მითხრა მალევე გაღიზიანებული ხმით. ვიგრძენი გული როგორ მეტკინა. ჩემი ძმები ძალიან მიყვარდა და მათი ნახვის აკრძალვა ჩემთვის წამებას უდრიდა - გთხოვ? - ვუთხარი მუდარით დანიელის მამამ ბოროტულად ჩაიცინა დანიელს სახეზე უფრო მეტი გაღიზიანება დაეტყო - როგორ ბედავ?! - დანიელის მამის ხმამ უცებ იფეთქა ჩუმ სასადილო ოთახში და შიშისგან ფეხები გამეყინა. დანიელს სახეზე უსაზღვრო ბრაზი დაეტყო - ბოდიშით - ჩავიჩურჩულე ჩუმად და ჩემი დანა-ჩანგალი დაბლა დავდე - აშკარად ამ გოგოს ჭკუა უნდა ვასწავლოთ! - თქვა გიორგიმ და ბრაზით გადახედა მის ოჯახს. თვალები შიშისგან გამიფართოვდა როცა გიორგი ფეხზე წამოდგა და ჩემკენ დაიძრა - არა, გთხოვთ - შეშინებულმა ავხედე და კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამახსენდა მამაჩემი. ძალიან კარგად ვიცოდი რას იგულისხმობდა ჭკუის სწავლებაში. ცემა. გიორგიმ მტევანზე ხელი დამავლო, მაგრამ მისი ყურადღება დანიელმა მიიქცია, რომელიც მაგიდიდან წამოდგა და მძიმე ნაბიჯებით მოგვიახლოვდა. მირჩევნია ისევ მამამისმა მცემოს, ვიდრე მან. მაგრამ ჩემდა გასაკვირად ისეთი რაღაც გააკეთა, რასაც არ ველოდი. მამამის უხეშად მოკიდა მტევანზე ხელი და იმხელა ძალით მოუჭირა, რომ გიორგის ჩემთვის ხელი გაეშვა. გიორგის გაოგნებისგან თვალები გაუფართოვდა - ის ჩემი ცოლი უნდა იყოს, კიდევ ერთხელ თუ შეეხები არც კი დავფიქრდები ისე დაგწვავ ცოცხლად - უთხრა დანიელმა მუქარით. გიორგიმ ტკივილისგან ამოიოხრა. ცოტაც და დანიელი მტევანს მოტეხავდა - შენ გგონია, რომ შენ ამ მაფიის სახე ხარ, მაგრამ მწარედ ცდები. ის ადამიანები, ვისაც ასე ენდობი დაუფიქრებლად შეგაქცევენ ზურგს და მე დამიჭერენ მხარს. ხელი გაუშვი და დღევანდელი ინციდენტი შეიძლება დავივიწყო კიდეც - უჩურჩულა დანიელმა მამამისს. - ხვალ სკოლის მერე წაგიყვან მათ სანახავად - მომიტრიალდა დანიელი - შეგიძლია შენს ოთახში ახვიდე თავი დავუქნიე და სწრაფი ნაბიჯებით წავედი კიბეებისკენ. მუდმივ შიშში ვარ, რომ ეს არც პირველი შემთხვევაა და არც ბოლო და როგორც კი გიორგი მარტო დამიგულებს შეიძლება მცემოს კიდეც. არსად ვგრძნობდი თავს უსაფრთხოდ, ახლა უკვე არც ამ სახლში. დაბლიდან ჩუმი ყვირილი ისმოდა. ლოგინზე დავწექი და ყურებზე ბალიში ავიფარე. მინდოდა საერთოდ გავმქრალიყავი. ჩემი შიშები ბოლოს მიღებდა და ჩემს თავს ვერაფრით ვშველოდი. ამ ფიქრებით ნელ-ნელა ჩამეძინა კიდეც. *** თვალები გავახილე და დავინახე როგორი იდგა დანიელი დერეფანში. ჩემი ოთახის კარი ოდნავ ღია იყო ამიტომ საუბარიც გავიგონე - თავისი ძმების ნახვის უფლებას მისცემ, წინააღმდეგ შემთხვევაში გპირდები, რომ მოგკლავ - თქვა დანიელმა გაბრაზებულმა - და არ დაგავიწყდეს, ჩემს დაპირებას ყოველთვის ვასრულებ. იდაყვებს დავეყრდენი და თვალებზე ხელი მოვისვი. რა დრო იყო? დანიელი ჩემი ოთახისკენ შემოტრიალდა - არ მინდოდა შენი გაღვიძება - მითხრა და მომაშტერდა. მის მზერაში სიცივე იგრძნობოდა - არაუშავს.. - ვუპასუხე მალევე - მამაშენს ველაპარაკებოდი, თუ გაინტერესებს - ამოისუნთქა დანიელმა და ოთახში შემოვიდა - თუ მამაჩემი რამეს დაგიშავებს ან გეტყვის აუცილებალდ მითხარი - მითხრა ჩურჩულით, ისე, რომ არავის გაეგო ჩვენს გარდა. თავი დავუქნიე. ვხვდებოდი, რომ დანიელს ჩემი დაცვა და დახმარება უნდოდა, მაგრამ ამდენ წლიანი ძალადობის მერე კარგად ვხვდებოდი, რომ გიორგის ჩემთვის რამე რომ დაეშავებინა ჩემი ნებით ხმას ვერასდროს ამოვიღებდი და დანიელს ვერაფერს ვეტყოდი. ოთახში უცნაური სიჩუმე ჩამოწვა. - მამაშენი.. - ვთქვი და გავჩერდი - აჰ, არა, დაივიწყე.. - დავამატე უცბად. დანიელმა გამომხედა და მთელი მისი ყურადღება ჩემკენ მომართა. რა სულელი ვარ! რას ამოვიღე საერთოდ ხმა. მამამისს ალბათ არ უგულისხმია ის სიტყვები. - მამაჩემი რა?! - მკითხა ისე, რომ თვალი არ მოუშორებია. ვიცოდი, რომ იქამდე არ შემეშვებოდა სანამ არ ვეტყოდი - სისულელეა, არ აქვს მნიშვნელობა - ვთქვი ჩუმად და სირცხვილი ვიგრძენი მთელს სხეულში. გადასაფარებელი სახეზე ავიფარე. დანიელმა გადასაფარებელი ჩამომაწევინა - სოფია, მითხარი! - მითხრა დაკვირვებით და ოდნავ უხეშად. ნერწყვი უხეშად გადავყლაპე - მან მითხრა, რომ მამაჩემს ჩაანაცვლებდა - ვუთხარი ფრთხილად და მის მუშტში მოქცეულ გადსაფარებლის ნაჭერს მივაშტერდი - ეგ რას ნიშნავს? - მკითხა დანიელმა - არაფერს, ალბათ ის იგულისხმა, რომ მამაჩემივით იქნება ჩემთვის - ვთქვი ნერვიულად, და კიდევ ერთხელ დავფიქრდი რა სულელი ვარ რომ ამაზე საერთოდ დავიწყე საუბარი. რა მოხდებოდა თუ დანიელიც მამამისისნაირია და უბრალოდ თავს მაჩვენებენ. - რომ გავიგო რომ მატყუებ, დაგსიჯი, გასაგებია? - მითხრა დანიელმა და ზემოდან წარბაწევით დამხედა - დამსჯი? როგორ დამსჯი? - ბეჭედი ნერვიულად გადავატრიალე და ოდნავ გამიკვირდა ჩემი სითამამის. რამდენიმე დღის წინ მითხრა, რომ არაფერს დამიშავებდა - იმ დასჯაზე არ ვსაუბრობ რაზეც შენ ფიქრობ. მე სხვა ხერხები მაქვს - მითხრა ცივად - გაემზადე სკოლისთვის. მე წაგიყვან და წამოგიყვან სკოლიდან - მითხრა და საბოლოოდ მარტო დამტოვა ოთახში. როცა დანიელი ჩემს გვერდითაა მთელს სხეულში საშინელ სიმძიმეს ვგრძნობ, სუნთქვაც კი მიჭირს ხოლმე. ნელა ჩავიცვი, იმდენად ნელა რომ სკოლაში დამეგვიანებინა. არ მინდოდა ვინმეს დანიელი ენახა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი ქმარი იქნებოდა. მანქანაში ჩავსხედით - ყოველთვის მუშაობ? - ვკითხე ინტერესით და ძლივს შეკოწიწებული ნებისყოფით რომ მასთან მესაუბრა - ძირითადად კი - მითხრა ბოხი, ოდნავ ჩახლეჩილი ხმით - მოსაბეზრებელი არ არის? - ვკითხე ისევ - მოსაბეზრებელი რომ იყოს არ ვიმუშავებდი. იმას ვაკეთებ რაც მინდა - მომიტრიალდა და მზერით თითქოს მაფრთხილებდა - ანუ ახლა შეგიძლია სამსახურში არ წახვიდე? - ვკითხე და ხელზე ბეჭდის ტრიალი დავიწყე ნერვიულად - არა, დღეს უნდა წავიდე - რატომ? დღეს რა ხდება ეგეთი მნიშვნელოვანი? - არაფერი - ამოიოხრა და ხმაში გაღიზიანება დაეტყო - ვინმე უნდა მოკლა? - ვუთხარი ხუმრობით - ჩემზე კარგად იცი რა საქმეებიც მაქვს. ადამიანების მოკვლა ჩემი საქმის ნაწილია - აღიარა დანიელმა - მესმის - ვუთხარი და ჩემი ხმის ტემბრიც უფრო ხმამაღალი გახდა, როდესაც მასთან თავი ოდნავ კომფროტულად ვიგრძენი. მივხვდი, რომ მასაც გაუკვირდა ჩემი ხმის ოდნავ აწეული ტონალობა - გავიწყდება, რომ მეც მაფიოზებთან გავიზარდე. ადამიანების მოკვლა ისაა, რაც ამ საქმეში მუდმივად გიწევს - ავუხსენი დაბნეულმა გამომხედა. ოდნავ გავუღიმე და დავინახე მის სახეზე სერიოზული გამომეტყველება როგორ შეცვალა ოდნავ თბილმა. საბოლოოდ სკოლასთან მივედით - აგვიანებ - მითხრა არც ისე გახარებულმა - ვიცი, ძალით ვქენი - ვუთხარი და გავუცინე - 4ზე აქ ვიქნები, არ დაიგვიანო - მითხრა და წარბები გამაფრთხილებლად აწია *** - სოფია, მოხვედი! - მითხრა ნიამ და ჩემკენ გამოექანა ღიმილით - რა თქმა უნდა - ვუპასუხე ღიმილით და ოდნავ გაკვირვებულმა. მეგონა იმ ღამის გამო გაბრაზებული იქნებოდა. - სანდრო პირველი გაკვეთილის მერე გეძებდა - მითხრა ოდნავ შეწუხებული სახით - რატომ? - არ ვიცი - და ხელი ნერვიულად მოისვა კისერზე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ისეთი იცოდა რაც მე არ ვიცოდი და ყოყმანობდა ეთქვა თუ არა. ლუკა მისი შეყვარებულია და რა თქმა უნდა რაღაცას ეტყოდა - ოჰ ჯანდაბა, მოდიან - მითხრა ნიამ შეშინებულმა. ლუკა და სანდრო დავინახე სხვა ბიჭებთან ერთად. მთელი სკოლა მათ ეკუთვნოდათ, რასაც ვერ ვიტანდი. ყველას უყვარდა და პატივს სცემდნენ ბიჭებს. დავინახე ბიჭებმა ყურადღება როგორ გადმოიტანეს ჩვენზე და ლუკა ჩემკენ წამოვიდა. ბიჭებს შორის სანდრო დავინახე, სახე ჩალურჯებული ჰქონდა. - ნია იქეთ დაგველოდე - უთხრა ლუკამ უხეშად - არა ის ჩემი მეგობარ.... - ახლავე! - უყვირა ლუკამ ნიას აქამდეც ბევჯერ მინახავს როგორ აგრესიულად ექცეოდა მომენტებში ლუკა ნიას, ასე რომ მისი საქციელი გასაკვირი არ იყო. ხალხი დერეფანში გაჩერდა და ჩვენ გვიყურებდა. - ლუკა რა ჯანდაბაა? - ვკითხე გაბრაზებულმა - შენმა სათამაშო ბიჭუნამ სანდროს სახე დაუზიანა რის გამოც სანდრო ვეღარ ითამაშებს ფინალში შემდეგ კვირას - მთელი ზიზღით მითხრა ლუკამ - ვწუხვარ, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. დანიელმა სანდრო გააფრთხილა, მაგრამ სანდრომ უკან არ დაიხია - ვუთხარი და ნელ-ნელა უკან დავიძარი - სანდროს შენი დაცვა უნდოდა და შენმა სათამაშო ბიჭმა მას დაარტყა. რანაირად არ არის შენი ბრალი? - მითხრა და ჩემკენ წამოიწია ისე, რომ კარადის კარს ავეყუდე - ლუკა თუ არ გაიწევი რამეს დაგიშავებ - ვუთხარი გამაფრთხილებლად და შევეცადე თავდაჯერებულობა არ გამტეხოდა. ჩემი გონება თავდაცვის ან თავდასხმის რეჟიმზე გადაერთო და ასეთ დროს ყოველთვის თავდასხმას ვირჩევ. ისეთი ადამიანების გვერდით როგორიც მამაჩემია ყოველთვის თავდაცვას ვამჯობინებდი, მაგრამ ვიცი რომ ლუკა არ არის ისეთი ნავარჯიშები, რომ ჩემთან ჩხუბი შეძლოს და დარწმუნებული ვარ ისიც კიარ ეცოდინება წესიერად როგორ დაარტყას ადამიანს. - ლუკა! გეყოფა! - დაიყვირა ნიამ - ძმაო, ძაან შორს შეტოპე - თქვა სანდრომ და ლუკას უკან გაწევა სცადა - გაუშვი! - უთხრა ნიამ ლუკას, მაგრამ ლუკამ ხელი კრა და ნია ძირს დაეცა - წადი შენი! - ვუთხარი ზიზღით ლუკას და მთელი ძალით დავარტყი. არავის აქვს უფლება ჩემს საუკეთესო მეგობარს შეეხოს! ლუკამ ნელა მოატრიალა ჩემკენ სახე და ყბაზე ხელი მოისვა - შე პატარა ძუკნა! რაიყო შენი სათამაშო ბიჭის უკან იმალებოდი? მაგრამ ის აქ ახლა არ არის? - მითხრა და ზიზღით ამხედ-დამხედა. მკლავებში ხელი ჩამავლო, მაგრამ მოვახერხე და მის მკლავ ქვეშ გავძვერი. წამის მეასედში ჩემი კიდევ ერთი მუშტი მის ყბას შეეხო. ვიცოდი, რომ თავდაცვა უნდა ამერჩია, მაგრამ ახლა უკვე გვიანი იყო. სად ჯანდაბაში არიან მასწავლებლები???!!! მოვახერხე, რომ ჩემსა და ლუკას შორის მცირე დისტანცია გამეჩინა. ჩემი ძმები ყოველთვის მასწავლიდნენ, რომ ჯობია შენსა და შენს ოპონენტს შორის ცოტაოდენი სივრცე იყოს, რომ თავისუფლად მოძრაობა შეგეძლოს თუ საჭირო გახდა. ლუკამ მარცხენა ხელი აწია და დასარტყმელად წამოიღო, მაგრამ რამდენიმე მილიმეტრით ამცდა. ჩემი გულისცემა ყურებში მესმოდა. ყველა მოსწავლე ჩვენ გვიყურებდა და ვერავინ მოიფიქრა, რომ მასწავლებლებისთვის დაეძახათ იმის შიშთ, რომ ლუკა შემდეგ მათ დაუპირისპირდბეოდა და სიმართლე რომ ვთქვა მესმის მათი. ლუკა გამწარებული იყო რომ რამდენჯერმე ავიცილე მისი დარტყმა და ახლა ორმაგად ცდილობდა რომ შემხებოდა. იმდენად ცდილობდა, რომ მის მოქმედებებს ყურადღებას არ აქცევდა ისე იქნევდა ხელებს და გადავწყვიტე, რომ რაღაც რისკიანი უნდა გამეკეთებინა და სავარაუდოდ მომხვდებოდა, მაგრამ მიღირდა თუ ეს ამ ჩხუბს დაასრულებდა. მისი მაისურის კიდეს მოვკიდე ხელი და საბოლოოდ შეძლო, რომ დაერტყა ჩემთვის - გოგოსავით მირტყავ - ვუთხარი სიცილით, როდესაც გაიაზრა რომ ხელი ისევ მის მაისურზე მიკიდია ფეხი ფეხზე წამოვუდე და უკან ვკარი ხელი ისე, რომ წაქცეულიყო. ყველა გაოცებული მიყურებდა. ცხელ გულზე ვერც კი მივხვდი, რომ ლუკამ ტუჩი გამიხეთქა. მაგრამ საბედნიეროდ მე უფრო მეტად მოვახერხე მისთვის და მისი ეგოსთვის ზიანის მიყენება, ვიდრე მან ჩემთვის. ბიჭები დაეხმარნენ ლუკას წამოდგომაში და ლოქერების ოთახისკენ გაათრიეს. - სოფია?! რა ხდება?! - გავიგე დანიელის დაძაბული და დაბნეული ხმა. დანიელი გაშტერბეული მიყურებდა სანამ მე დერეფნის ცენტრში ვიდექი, ჩემს გარშემო კი ხალხი იყო შეკრებილი. ჯანდაბა. ბიჭებს გავხედე, რომლებმაც დერეფნის ბოლომდე გასვლა ძლივს მოახერხეს. დანიელმა ლუკას შეხედა, რომელიც პირდაპირ მას უყურებდა და ლუკას სახეზე მკვდრის ფერი დაედო. მოჩვენებასავით თეთრი გახდა. დანიელმა ნელი ნაბიჯებით დაიწყო ლუკასკენ სიარული და როგორც კი ლუკამ გაიაზრა უფრო სწრაფი ნაბიჯებით დაიწყო უკან წასვლა, მაგრამ საწმუხაროდ ეგ არ უშველიდა. დანიელმა ხელი წაავლო და მეორე კედელზე მოისროლა მთელი ძალით, ლუკას ტკივილისგან სახე შეეცვალა, დანიელი მიუახლოვდა და ყელზე ხელი ისე წაავლო, რომ საწყალი ბიჭი ჰაერში ეჭირა - როგორი თამამი ხარ გოგოსთან ჩხუბის დროს, მაგრამ როგორც კი მოგიახლოვდი იმ წამსვე პატარა ძუკნასავით გაქცევა დაიწყე - უთხრა დანიელმა ზიზღით. მის სახეზე მხოლოდ უსაზღვრო ბრაზი იკითხებოდა - გაბედავ, რომ მე მეჩხუბო ლუკა? - ჰკითხა დანიელმა ღიმილით, პასუხი უკვე იცოდა. - ა..აარა - უპასუხა ლუკამ სწრაფად და თვალის არიდება სცადა.ყელიდან ხელი მოაშორა, მაგრამ ახლა სახეზე მოკიდა და მთელი ძალით მოუჭირა - ოდესმე კიდევ თუ შეეხები, შენს თითებს და ხელებს საჩუქრად წავუღებ ჩემს ძაღლებს - დაემუქრა დანიელი ცივად და ჩემკენ წამოვიდა - მივხვდი, რომ გუშინდელი ჩემი საქციელის მერე შენი აქ დატოვება არც ისე კარგი იდეა იყო და მაგიტო მოგაკითხე რომ წამეყვანე და კარგიც ვქენი. წამოდი. სახლში მივდივართ - მითხრა და წელზე ხელი შემიცურა გარეთ ოდნავ წვიმდა. დანიელმა ჯიბიდან აბრეშუმის ნაჭერი ამოიღო და წამით შეჩერდა - სახეზე სისხლი მოგდის - მითხრა და მეც გავჩერდი. ნაჭერი აწია და სისხლი მომწმინდა. სიარული სიჩუმეში გავაგრძელეთ. მისი ყურადღება სისხლზე იყო გადატანილი, რომელსაც მისივე თეთრი პერანგი საშინლად დაესვარა. ბრაზისგან წარბებს შორის ნაოჭი გაუჩნდა. - კარგად ხარ? - მკითხა, როდესაც ოდნავ დამშვიდდა. თავი დავუქნიე იმიტომ, რომ პირის გაღება დასიებული ტუჩით ცოტა მიჭირდა დანიელმა მანქანაში ჩამსვა და სახლამდე ჩუმად ვიმგზავრეთ - თუ გინდა ტუჩს გაგიკერავ და მერე წაგიყვან შენი ძმების სანახავად - მითხრა დანიელმა, მთელი ყურადღება გზისკენ ჰქონდა - ვინმე არ გყავს ვინც შენს მაგივრად მატარებს? - ვკითხე, საუბრის შეცვლის მიზნით - კი, მაგრამ არ მიყვარს მაგ ადამიანების გამოყენება - რატომ? - ვკითხე ისევ - მედიდურად მეჩვენება. ხელები და ფეხები მეც მაქვს, ჩემითაც შემიძლია ამის გაკეთება - მითხრა ჩუმად. *** სახლამდე რომ მივედით უხერხულად ამოვისუნთქე - დედაშენი და მამაშენი სახლში არიან? - ვკითხე აღელვებულმა და ნიკაპზე ისევ სისხლი ვიგრძენი - არა..კიდევ კარგი - მითხრა დანიელმა და ბოლო სიტყვები შედარებით ჩუმად წარმოთქვა. არ ვიცი რატომ ეზიზღება ასე ძალიან თავისი მშობლები. დედამისი ძალიან მზრუნველი ჩანს,მაგრამ მამამისი... ხოო... მამამისი კი დამემუქრა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ დანიელისთვის რამე საფრთხეს წარმოადგენს გიორგი. - აქ დაჯექი - მანიშნა დანიელმა მაგიდაზე და მეც ავხტი. 5 წუთში ანტისეპტიკური ხსნარით, ნაჭრებით და პირველადი დახმარების ნივთებით დაბრუნდა. - გაკერვა შეგიძლია? - ვკითხე ტკივილით - კი, 10 წლის რომ ვიყავი მაშინ ვისწვალე. დედამ მასწავლა იმ მიზნით, რომ როდესაც გავიზრდებოდი შეიძლებოდა დამჭირვებოდა - მითხრა დანიელმა და წარბები ნერვიულად აათამაშა - რამე გამაყუჩებელი არ გაქვს? - ამოვიკვნესე ტკივილისგან ლაითი ღიმილი გადაეფინა სახეზე, მაგრამ მალევე გაქრა - არა, სავარაუდოდ გული წაგივა - იხუმრა სერიოზული სახით - არ არის სასაცილო - ვუთხარი შეწუხებულმა - კარგი - ამოისუნთქა დანილემა, ნემსი აწია და სითხეში ჩადო - ღმერთო..არ მინდა სიკვდილი.. იმდენი რამეა ჯერ რაც ვერ მოვასწარი - ვთქვი შეწუხებულმა და მალევე ვინანე - არ მოკვდები - მითხრა ჩუმად. სახეზე ლაითი ღიმილი დასთამაშებდა - აი, მკლავზე მომიჭირე თუ დაგჭირდება - მითხრა და ნემსი გაამზადა. თვალები დავხუჭე და ტკივილისთვის მოვემზადე - თითებზე არ მიკბინო, თორემ ვერ დაგეხმარები - მითხრა გამაფრთხილებლად. თავი დავუქნიე. ტკივილმა მთელს ტანში დამიარა და ხელი მკლავზე მთელი ძალით მოვუჭირე. დანიელმა ოდნავ დაეჭვებულმა გამომხედა და გააგრძელა. სამი მარტივი მოძრაობით გამიკერა ტუჩი. ცრემლი ჩამომიგორდა ლოყაზე. დანიელი ჩემს ხელს მიშტერებოდა, რომელსაც მთელი ძალით ვუჭერდი. ნაჭერი აიღო, ცრემლი მომწმინდა და თვალებში შემომხედა. მისი მუქი ლურჯი თვალები ინტერესით იყო სავსე. ნელა დავიხარე მისკენ, ძალაგამოცლილი და თავი მის მხარს მივადე. არ გაწეულა, მაგრამ არც ჩემი თავი დაუჭერია. ამის მაგივრად ხელი ნელა ასწია და ზურგზე დამადო. თავი ავწიე და გაკვირვებულმა შევხედე - ოდესმე ვინმე ჩაგხუტებია? - ვკითხე ხუმრობით - არა - მიპასუხა უცებ - აჰ? - ვუპასუხე გაოცებულმა, მაგრამ არ მინდოდა თავი უხერხულად ეგრძნო - არ მჭირდება ჩახუტება დ არც არასდროს დამჭირვებია. ჩემით შემიძლია ყველაფრის გაკეთება - მიპასუხა - რატომ არასდროს არავინ ჩახგუტებია? - იმწამსვე ვინანე ჩემი შეკითხვა როგორც კი ხმა ამოვიღე - ჩემი ოჯახი არც ეგეთი თბილი და ყურადღებიანია - ამიხსნა მარტივად. სისხლიანი პერანგი გაიხადა და სარეცხის მანქანაში შეაგდო. - მოგწონს თუ არა დღეს პირველ ჩახუტებას იღებ - ვუთხარი ჩუმად და ნაზად გავუღიმე - არა - მითხრა და უკან დაიხია - დანიელ, არც კი ვიცოდი რომ უბრალო ჩახუტებით შეიძელბოდა შენი შეშინება - ვუთხარი და ტკივილმა, რომელიც ტუჩიდან მოდიოდა გონება დამიბინდა წამიერად - არ შემშინებია - თვალები ავატრიალე მის პასუხზე და შევეცადე ხმა აღარ ამომეღო. გაბრაზებულმბა გამომხედა - შენ რა, ამწამს თვალები ამიტრიალე? - არა - ვთქვი სარკასტულად და ხელებს, რომლებსაც ნერვულად ვათამაშებდი ორივე თვალით მივაშტერდი - გაანებე თავი ხელებს, გამაღიზიანებელია - მითხრა და ხელებზე ხელი მომკიდა, რომ გავეჩერებინე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ვიცი, რომ მანაც იგრძნო ჩემი ჟრუანტელი. თვალები ხელებს მოვაშორე და თვალებში შევხედე, სახე მოდუნებული ჰქონდა ჩემს თბილ ხელებთან შეხებისგან. გაყინული ხელები ჰქონდა. - როგორი ცივი ხარ.. - ვუჩურჩულე კარზე გაბმული ზარი გავიგეთ. - შენც - წარბები აწია და მომშორდა. ხელი როგორც კი გამიშვა უცნაური სიცარიელე ვიგრძენი და მინდოდა, რომ ისევ შემხებოდა, მაგრამ ამასთანავე შვებით ამოვისუნთქე. არაფერი ისე არ მიჩერებდა სუნთქვას, როგორც მისი თითების შეხება ჩემს კანზე. მივხვდი, რომ ჩემი მისდამი დამოკიდებლება აქ ცხოვრების პერიოდში ძალიან შეიცვალა. დანიელი ემოციური ადამიანი არ არის და ძალიან იშვიათად აჩენს რაიმე ემოციას ბრაზისა და აგრესიის გარდა, მაგრამ ვამჩნევ რომ ამ ემოციებს გარეთ გამოსვლა უნდათ. უნდა რომ გაიცინოს, გაიღიმოს, უნდა რომ ბედნიერი იყოს, მაგრამ როდესაც მაფიოზი ხარ და უდიდეს მაფიას მართავ, სამწუხაროდ რაღაცეებზე უარის თქმა გიწევს. მათ შორის ემოციებზეც და ადამიანურ სიახლოვეზეც, რადგანაც ყოველთვის არის შანსი და იმის ალბათობა, რომ ვიღაც შენი ოჯახიდან- დედა, მამა, მეგობრები - შეიძლება გარდაიცვალონ და ასეთი დისტანციით თავს იცავ მუდმივი ტკივილისგან და შიშისგან. მე არ მჯერა, რომ მას ამ ადამიანად და ასეთ კაცად თავისი ნებით უნდა ყოფნა. სამწუხაროდ ასეთ ოჯახებში ბავშვებს არავინ აძლებს არჩევანის უფლებას. დერეფნიდან ჩუმი ხმები მომესმა - არა! არ გაბედო! - გავიგე დანიელის მომთხოვნი ხმა და წამიც არ იყოს გასული, როცა დავინახე როგორ შემოყო ოთახში თავი ვიღაცამ. დიდი ჰუდი და შორტები მეცვა. თმა ზემოთ მქონდა აწეული. - ძმაო, ძალიან სექსუალურია - გავიგე ამ ადამიანის სიტყვები - გაეთრიე - უთხრა დანიელმა ბრაზით - შენს საუკეთესო მეგობარს როგორ ელაპარაკები - გავიგე ბიჭის სიცილი - გააჯვი ჩემი სახლიდან. ჩემი მეგობარი მარტო იმიტომ ხარ, რომ ჩვენი მშობლები მეგობრობენ - შეუღრინა დანიელმა. ძალიან სიმპათიური, მაღალი, მუქ-თმიანი და თაფლისფერ თვალებიანი ბიჭი შემოვიდა ოთახში. სახე საკმაოდ თეთრი ქონდა. - ვინ ხარ? - მკითხა ბიჭმა ინტერესით - შენ ვინ ხარ? - კითხვა უკან დავუბრუნე - მე ერეკლე ვარ - ჩაიცინა და ხელი გამომიწოდა - მე სოფ... - საუბარი დანიელმა გამაწყვეტინა, რომელმაც თავისი მეგობარი გვერდზე ოთახში გაათრია და კარი იმწამსვე მიხურა - შენს ოთახში ადი - მითხრა დანიელმა და თავი დავუქნიე, კითხვის დასმა ვერ გავბედე - დაბლა არ ჩამოხვიდე. ცოტახანში წაგიყვან შენებთან, ამოგაკითხავ ჩემით - გამაფრთხილა მან. - კარგი - ვუთხარი და ჩქარი ნაბიჯებით ავედი კიბეებზე *** სანამ დანიელს ველოდებოდი ვცადე ჩემი ზედიდან სისხლის ლაქები მომეშორებინა. იმედგაცრუებამ ერთიანად დამიარა ტანში და სააბაზანოს კედელთან ჩავცურდი. ისე დავიღალე ამ მუდმივი ძალადობით ჩემს ცხოვრებაში, მუდმივი სისხლით, მუდმივი უსუსურობით. ხელები სახეზე ავიფარე. უეცრად კარი გაიღო. - ოჰ..მე..კ..კარგად ხარ? - მკითხა ერეკლემ - კი,კი კარგად ვარ - გავუღიმე ისე თითქოს 2 წამის წინ ჩემი ფიქრებისგან ცუდად არ ვყოფილიყავი - დანიელმა გაწყენინა? - წამიერი ბრაზი დაეტყო ერეკლეს ხმაში - არა, პირიქით, დამეხმარა - ვუთხარი და წამოვდექი - ჩვენი დანიელი? დანიელ დადეშქელიანი? დაგეხმარა? - გაიცინა ერეკლემ. გაკვირვებულმა შევხედე - ალბათ სხვაში გერევა - მითხრა ერეკლემ ღიმილით - დანიელი არასდროს არავის დახმარებია - ჩაიცინა ირონიულად - დანიელი 15 წლის რომ ვიყავი მაშინ გავიცანი. მამაჩვენები საუკეთესო მეგობრები არიან, ამიტომ ჩვენც ავტომატურად საუკეთესო მეგობრები გავხდით. დანიელი ასეთი ცივი 15 წლიდან არის, ან შეიძლება უფრო პატარა ასაკიდანაც. ცივი, დაუნდობელი, მანიპულატორი. თუ დანიელი გეხმარება, ესეიგი მას სანაცვლოდ რამე სჭირდება შენგან. მინდა ახლავე გაგაფრთხილო, დანიელი ძალიან არასწორი ადამიანია იმისთვის, რომ თვალდახუჭულმა ენდო - გამაფრთხილებლად შემომხედა ერეკლემ ადგილს მივეყინე, ოდნავ შოკში ვიყავი. მის სიტყვებში დაფარულ ბრაზს და შეიძლება ითქვას შურსაც ვგრძნობდი - კარგი ... - ვუპასუხე წყნარად, მაგრამ ძალიან დაბნეულმა. ვერ გავიგე რატომ მეუბნებდა ამ ყველაფერს - სოფია - გავიგე ხმა, რომელიც მეძახდა - დანიელი კარგი ადამიანი არ არის და ამას დროთა განმავლობაში აუცილებლად დაინახავ - გამაფრთხილა კიდევ ერთხელ ერეკლემ და სააბაზანოდან გავიდა - ხო ძმაო, აქ არის - გასძახა ერეკლემ დანიელს. დანიელი სწრაფად შემოვიდა სააბაზანოში - დანიელ, გოგო იმედგაცრუებულია, რაც ლოგიკურია - ერეკლემ თვალები აატრიალა, წამის მეასედში შეეცვალა ხასიათი - ბრმა არ ვარ, ვხედავ, რომ რაღაც ვერ არის რიგზე - შეუღრინა დანიელმა - ღმერთო... ვიღაც უხასიათოდაა - ერეკლემ თქვა და ნელი ნაბიჯებით დაგვტოვა, მაგრამ გასვლის წინ თვალი ჩამიკრა - რა გჭირს? - მკითხა დანიელმა - არაფერი, უბრალოდ დაღლილი ვარ - წამოდი, წაგიყვან შენების სანახავად - შემომთავაზა. სახეზე ღიმილმა გადამირბინა. კმაყოფილება იმისგან, რომ ჩემი გაღიმება სცადა მასაც დაეტყო. *** ამჯერად დანიელმა გადაწყვიტა, რომ მძღოლთან ერთად წავსულიყავით და თვითონ ჩემთან ერთად უკან დაჯდა ლიმუზინში. ძალიან ხშირად იხედებოდა ჩემკენ, მაგრამ იმდენად აღტაცებული ვიყავი ჩემი ძმების ნახვით, რომ არ შემიმჩნევია მისი ეს საქციელი. - დედმამიშვილები გყავს? - ვკითხე და მისკენ მივტრიალდი. სახეზე დაეტყო, რომ წამიერად ჩაფიქრდა - მგონი - მიპასუხა დაბნეულმა. სახეზე დაბნეულობა უნდა დამტყობოდა იმიტომ, რომ ახსნა გააგრძელა - მამაჩემი დედაჩემს ყველა ამოსუნთქვაზე ღალატობს, ამიტომ შესაძლოა სადმე არსებობდნენ კიდეც ჩემი დედმამიშვილები - ერთი დანამდვილებით ვიცი რომ მყავს - საიდან იცი? - მე ამ მაფიის მემკვიდრე ვარ და შემდეგი წარმომადგენელი. ყველა საბუთი, რაც კი მამაჩემს ეხება ჩემს ხელშიც გადის და ერთხელ შემთხვევით დაბადების მოწმობა ვიპოვე შერეულ საბუთებში. ალბათ ეგონა, რომ საბუთებს არასდროს ვამოწმებდი - ხელები ერთად შეატყუპა. მისი ჯდომის მანერა ყოველთვის ისეთი საქმიანი იყო - და აპირებ რომ ოდესმე გაიცნო და შეხვდე? - ვკითხე ინტერესით - არა - მიპასუხა მტკიცედ - გასაგებია - არ მჭირდება დედმამიშვილები - განაგრძო მან. თავი დავუქნიე საუბრის დასრულების მიზნით. საბოლოოდ ჩემს სახლამდეც მივედით. მანქანიდან გადავედი - სოფ - გავიგე დაბნეული ხმა - სოფია - ორივემ, ვაჩემ და ანდრიამ, გაოცებისგან დაიყვირეს - ბიჭებო - აღტაცებულმა დავიყვირე მეც და მათი მკლავებისკენ გავექანე - გვეგონა, რომ ვეღარასდროს გნახავდით - გაიცინა ანდრიამ - რაც შენ წახვედი აქ ყველაფერი ძალიან შეიცვალა - მითხრა ვაჩემ. დანიელმა ლაითად ჩაახველა ყურადღების მისაქცევად და ბიჭები ადგილს მიეყინნენ - ბიჭებო ... - უხერხულად მოვისვი კისერზე ხელი და ოდნავ ჩამოვშორდი - ეს დანიელია.. დანიელ დადეშქელიანი - გავაცანი ბიჭებს - ასევე მისი საქმრო ვარ - თქვა დანიელმა ბოხი ხმით. დანიელმა მათკენ ხელი წაიღო ჩამოსართმევად და ბიჭები შეცბნენ, სახეზევე ეტყობოდათ, რომ დანიელის ეშინოდათ და არც ვამტყუნებდი მათ - ჩამოართვით ხელი, ნუ ხართ უზრდელები - ვუთხარი ბიჭებს. ვიცი რომ უბრალოდ ეშინოდათ, მაგრამ არ მინდოდა დანიელი გაებრაზებინათ თავიანთი შიშით პირველმა ვაჩემ ჩამოართვა ხელი, შემდეგ ანდრიამ. - მე ანდრია ვარ - მე ვაჩე - თქვა ვაჩემ ოდნავ არაკომფორტულად - ბენდელიანების ოჯახი. თქვენზე ბევრი მსმენია - უპასუხა დანიელმა - იმედია კარგი რამეები - გავიგე ჩემთვის ძალიან კარგად ნაცნობი ხმა - მამაჩემის. წამიერად დანიელს ავეტუზე გვერდით ისე, რომ ჩვენს შორის არანაირი სივრცე არ დავტოვე. გამიჭირდა იმის დამალვა თუ რამდენად მეშინოდა მამჩემის და სავარაუდოდ ეს შიში სახეზეც დამეტყო. დანიელმა წამიერად ზიზღით გახედა მამაჩემს, მაგრამ კიდევ ერთხელ, არანაირი რეაქცია ბრაზის გარდა სახეზე აღარ დასტყობია. მამაჩემი მოგვიახლოვდა - მე რევაზი ვარ - მამაჩემმა დანიელს ხელი ჩამოართვა - ვიცი, შევხვდით უკვე ერთმმანეთს - გაღიზიანებულმა უპასუხა დანიელმა - როგორც მივხვდი ეს შენი ძმები არიან ხო - დანიელმა წარბაწეულმა გამომხედა - მხოლოდ ნაწილი - ვუპასუხე - კიდე გყავს? - გაკვირვებულმა შემომხედა - კი - გამეღიმა და შევეცადე მისი გაღიზიანება გამენეიტრალებინა და ვფიქრობ ოდნავ გამომივიდა კიდეც. აშკარა იყო რომ დანიელს ხალხი არ უყვარდა - მემკვიდრე ვინ არის? - იკითხა ინტერესით - თომა - გამეღიმა, როდესაც ჩემი საყვარელი ადამიანი დავინახე როგორ გამოდიოდა სახლდან და მისკენ წავედი - სოფია - მთელი ძალით ჩამეხუტა და ჰაერში დამატრიალა - ძალიან მომენატრე - ვუთხარი მხიარულად და გავიცინე - ტიტე და უტა სად არიან? - ვკითხე და ოდნავ უკან დავიხიე - საქმეებზე არიან წასულები - ნერვიულად მიპასუხა თომამ სანამ ჩემსა და დანიელს შორის იყურებოდა. თავი დავუქნიე და მივხვდი რა საქმეებსაც გულისხმობდა და არ მინდოდა, რომ კიდევ უფრო მეტი არასაჭირო ინფორმაცია ეთქვა დანიელის თანდასწრებით. თომა და მე დანილეს მივუახლოვდით. - ეს დანიელია, ჩემი საქმრო - გავაცანი დანიელი - თომა ბენდელიანი, ბენდელიანების მაფიის მემკვიდრე - უთხრა და ხელი ჩამოართვა - ახლა ვხვდები რატომ არის ის მემკვიდრე და არა თქვენ ორნი - დანიელმა ვაჩეს და ანდრიას გახედა. მამაჩემს გაეცინა დანიელის ხუმრობაზე - არ მიხუმრია - მოკლედ მოუჭრა დანიელმა მამაჩემს - შემოხვალ? - ვკითხე დანიელს. თავი დამიქნია და უკან გამომყვა. შევეცადე არ შემემჩნია მამაჩემის შეწუხებული გამომეტყველება. *** ყველანი მაგიდას მივუსხედით. დედაჩემი დანიელს გაეცნო და ყველამ საუბარი გავაგრძელეთ. - არ ველოდებოდი რომ ასე მალე დაბრუნდებოდი - მითხრა მამაჩემმა გესლიანი ხმით. მისმა სიტყვებმა დანიელის ყურადღებაც მიიპყრო - ხო, გადავწყვიტე, რომ გსტუმრებოდით - ვუთხარი და დედას გავხედე - შენი წასვლის მერე თითქოს არაფერი შეცვლილა - ირონიულად ჩაიცინა მამაჩემმა. იცოდა,რომ მისი სიტყვები გულს მატკენდა. დაბლა დავიხედე. - თქვენმა ქალიშვილმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა ჩვენს ოჯახში და მთლაიანდ ჩვენს მაფიაში. მიკვირს, რომ თქვენთან არაფერი შეცვლილა - თქვა დანიელმა და სიგარეტს მოუკიდა. მამაჩემს სახე იმწამსვე შეეცვალა - ყველას ჩემი ცოლი უნდა - თქვა დანიელმა და ნაპასი დაარტყა - მაგრამ, არავის აქვს შანსი ჩემს გარდა. ის სამუდამოდ ჩემია - მის სიტყვებში მუქარა იკითხებოდა მამაჩემისკენ მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ მისი არცერთი სიტყვა არ იყო მართალი. - უკაცრავად, საპირფარეშოში უნდა გავიდე - გავიღიმე ზრდილობიანად და წამოვდექი, შევეცადე ამ გაურკვეელი და უცნაური სიტოაციიდან თავი დამეღწია. დერეფნის ბოლოს საპირფარეშოში შევედი. სარკეში ჩავიხედე და თავი გავაქნიე.ნაკერები შევამოწმე, ტუჩები ისევ დასიებული მქონდა და გამიკვირდა, როგორ არავინ მკითხა ჩემი ოჯახიდან ამის შესახებ. მაგრამ არ მიკვირს. წლების მანძილზე იმავე სასადილო მაგიდასთან, სადაც წეღან ვისხედით, თითქმის ყოველთვის ჩალურჯებული თვალით ვჯდებოდი და წლების მანძილზე არავინ თავს არ იწუხებდა, რომ რამე ეკითხათ, მათ შორის დედაჩემიც კი ასეთ დროს თვალს მარიდებდა ხოლმე. სააბაზანოს კარის სახელურს ვიღაც არანორმალურად დაექაჩა და წვალება დაუწყო. გავაღე, მეგონა რომ დანიელი იყო, მაგრამ ხელში მამაჩემი შემრჩა. - რა ჯანდაბა მოუყევი? - მითხრა მამაჩემმა და კედელს მთელი ძალით მიმახეთქა, ცალი ხელი ყელზე მომიჭირა. კარი ფეხით მიხურა. ჰაერის ჩასასუნთქად ძლივს ამოვისუნთქე, მაგრამ მამაჩემმა უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი. - არაფერი - ვუთხარი ძლივს, ძალიან მიჭირდა ლაპარაკი რადგანაც ჰაერი აღარ მყოფნიდა - თვითონაც ძალადობს ჩემზე - მოვატყუე მამაჩემს და ხელებზე ხელი მოვკიდე, რომ როგრღაც გამეშვებინებინა. ერთადერთი ხერხი, ამ სიტოაციიდან თავის დასაღწევად მისი მოტყუება იყო. მამაჩემი თუ იფიქრებდა, რომ დანიელიც ძალადობდა ჩემზე, ასეთი შეშინებული აღარ იქნებოდა. - დანიელს ყველა ეზიზღება - ვემუდარებოდი, რომ დაეჯერბეინა ჩემთვის. მეგონა, რომ წამი წამზე გული წამივიდოდა უჰაერობისგან. მამაჩემმა ხელი ოდნავ გამიშვა. - მხოლოდ იმიტომ მჯერა შენი, რომ ვიცი როგორი საზიზღარიც ხარ და მისნაირ კაცს არც კი მოეწონები - მითხრა მამაჩემა და გასვლისას კარები დაკეტა. სუნთქვა ძალიან მიჭირდა და ხელები უკონტროლოდ მიკანკალებდა. სარკეში ჩავიხედე და დავინახე მამაჩემის ხელის ანაბეჭდი ჩემს კისერზე. თვალები დავხუჭე და ვინატრე, რომ ნებისმიერ ადგილას ვყოფილიყავი ოღონდ აქ არა. ნებისმიერ ადგილას ოღონდ არა ამ სახლში. - ჰეი სოფია - თომას ხმა გავიგონე კარს იქეთ. გავაღე და ყალბი ღიმილით შევეგებე. - ჰეი - გავუღიმე უხერხულად - მინდოდა დავრწუმენულიყავი, რომ კარგად ხარ. პლიუს დანიელი ყველას დაბღვერილი აკვირდება - მითხრა ღიმილთ. იმ ღიმილით, როგორითაც სულ მიღიმოდა, როდესაც ჩემს დამშვიდებას ცდილობდა ხოლმე, როდესაც მამაჩემი ჩემს ცემას მორჩებოდა - ხო, სჩვევია ხოლმე - ვაღიარე და დერეფანში გავედი. მინდოდა მცოდნდოა შენიშნა თუ არა სიწითლე ჩემს კისერზე, თუ ერჩია მასაც არ შეემჩნია, როგორც სხვა ჩემს ოჯახის წევრებს. *** ჩემი ოჯახი და მე ცოტახანს კიდევ ვლაპარაკობდით, სანამ არ გადავწყვიტე, რომ წასვლა მინდოდა. ამ მომენტიდან ჯობდა, რომ თავი ოდნავ შორს დამეჭირა. რისი ნახვაც მინდოდა, დავინახე კიდეც. ალკოჰოლის არასასიამოვნო სურნელმა, რომელიც მამაჩემისგან მოდიოდა ნესტოები ამიწვა. სხვას რას უნდა ელოდო ალკოჰოლიკისგან?! ყველანი სასტუმრო ოთახში ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით, მხოლოდ ჩემი ძმები საუბრობდნენ. უტა და ტიტე ჯერაც არ დაბრუნებულიყვნენ. მათ დაბრუნებას ველოდებოდი, მაგრამ როგორც მივხვდი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდათ, ვიდრე თავიანთი დის და მისი ყალბი საქმრობს ნახვაა. დანიელი სავარძელზე იჯდა, ჩემს გვერდით. - შეგვიძლია წავიდეთ? - ვუჩურჩულე. გაკვირვებულმა გამომხედა და ოთახს თვალი მოავლო - ისე გინდოდა და გიხაროდა აქ მოსვლა და უკვე წასვლა გინდა? - მკითხა გაკვირვებით და რომ არ მცოდნოდა, როგორი ცივი და უგულოც არის მეგონებოდა, რომ ოდნავ ნერვიულობდა ჩემზე - არ ვგრძნობ თავს კარგად - მოვატყუე - კარგი, ახლავე წავალთ - დამიქნია თავი და ფეხზე წამოდგა - სასწრაფო საქმე გამომიჩნდა, ამიტომ მე და სოფია უნდა წავიდეთ - თქვა ხმამაღლა. ჩემს ოჯახს დავემშვიდობე და სინანული ერთიანად მომაწვა, რომ ასე ადრე ვტოვებდი მათ. ჩემი სინანული ალბათ იმის ბრალიც იყო, რომ დანიელთან სახლში თავს უფრო მშვიდად და კარგად ვგრძნობდი ვიდრე იმ სახლში სადაც გავიზარდე. კი მართალია, თითქმის არანაირ ემოციას არ იმჩნევს და ძალიან ცივი ადამიანია, მაგრამ არასდროს მსჯის ჩემი საქციელების გამო. დანიელმა მითხრა, რომ მანქანაში დამელოდებოდა, სანამ მე ჩემებს ვემშვიდობებოდი - კარგად პრინცესა - მითხრა მამაჩემმა ირონიულად - ალკოჰოლის სუნად ყარხარ - ვუთხარი ზიზღით ჩუმად და ჩავეხუტე. ადგილზე გაშეშდა, როდესაც მიხვდა, რომ რაღაც შევეპასუხე. ჯანდაბა, რატომ ვერასდროს ვჩუმდები!! ზუსტად იგივე ვქენი დანიელთან სახლში, როდესაც გიორგის შევეპასუხე . სულ ერთი და იგივე სიტოაციაში რატომ ვიგდებ თავს?!!! - რა მითხარი?! - მითხრა მამაჩემმა დაუფარავი ბრაზით - ა..არაფერი ..არაფერი მითქვამს - ვუპასუხე შიშით, ერთი სული მქონდა აქედან წავსულიაყვი. შიშმა ტანში დამიარა. - შენ რა შენიშვნა მომეცი?! - მითხრა მამაჩემმა - არ..არა - ვუთხარი და შევეცადე მისგან გავწეულიყავი, თვალები ამიცრემლიანდა იმის წარმოდგენაზე, თუ რა შეეძლო ჩემთვის ექნა. - ყველანაირ ზღვარს გადახვედი - დამიღრიალა მამაჩემმა, ყველამ ჩვენ გამოგვხედა - ალბათ იმის გამო, რომ ბოლო დროს სულ დანიელის სახლში ატარებ დროს. გგონია, რომ რაღამც ძლიერი ძალაუფლების მქონე მაფიოზზე ხარ დანიშნული შეგიძლია ხალხს ესე ესაუბრო. არ დაგავიწყდეს ძვრიფასო სოფია, რომ ეს ქორწინება ჩემი შეთანხმებით შედგა და ზუსტად ასევე მევე შემიძლია მისი დარღვევა. შენი სიტყვებისთვის უნდა დაისაჯო - მაჯაზე ხელი ჩამკიდა და სახლისკენ გამათრია. - არა მამა, გთხოვ - შევეხვეწე ყვირილით. ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, როდესაც კარს მივუახლოვდით. თვალები ისე ძლიერად დავხუჭე, როგორც შემეძლო. ყველა ჩემმა ოჯახის წევრმა გაიხედა, რომ ჩემთვის არ შემოეხედათ, სრცხვენოდათ რომ ვერაფერს შვებოდნენ. - რევაზ - მომესმა დანიელის ბოხი ხმა. მამაჩემი ადგილს მიეყინა. მაგრამ მამაჩემისთვის ნათქვამი მქონდა, რომ დანიელიც ძალადობდა ჩემზე...რაც ტყუილი იყო. პირიქით, რასაც ვაკვირდები ის ძალადობის საშინლად წინააღმდეგია. ან თავს ასე მაჩვენებს. მამაჩემმა ხელი გამიშვა და მე დანიელისკენ გავიქეცი. დანიელი მთელი სხეულით წინ გადამეფარა, მისი ხელები ჩემი სხეულის გარშემო იყო, მაგრამ არ მეხებოდა. - შენ მითხარი რომ ის შენზე ძალადობდა - მამაჩემმა გაოცებით შემომხედა, არ ელოდა ჩემგან ტყუილს. არ ვიცი რა უფრო გულს ურევდა - ის, რომ მოვატყუე, თუ ის, რომ დანიელი სულაც არ იყო მოძალადე - ჩემს საცოლეს მე ახლა სახლში წავიყვან და თუ ცხოვრებაში კიდევ მოხდება ისე, რომ ოდესმე თითს დააკარებ, სათითაოდ მოგაჭრი - ირონიულად ჩაიცინა დანიელმა, როდესაც მამაჩემის შეშინებული სახე დაინახა. ჩემი ძმები გაოცებულები გვიყურებდნენ. - ამის გაკეთება არ შეგიძლია, უნდა დაისაჯოს! - იყვირა მამაჩემმა. დანიელმა თავისი ხელი ზურგზე დამადო და მიბიძგა, რომ ლიმუზინისკენ წავსულიყავი. კარი გამიღო და დამეხმარა, რომ ჩავმჯდარიყავი. დანიელის POV: სასტუმრო ოთახში ვისხედით და მას ვუყურებდი. არ ჩანდა ისეთივე ბედნიერი, როგორც ადრე იყო. მას შემდეგ რაც მაგიდიდან ადგა თითქოს რაღაც შეიცვალა. მამამისი ისეთივე ა, როგორც მამაჩემი. ვეჭვობ, რომ ძალადობის მსხვერპლი იყო, მაგრამ დანამდვილებით არ შემეძლო ამის თქმა და არც მისთვის მინდოდა რომ დამეძალებინა, რომ ეღიარებინა. მაგრამ სანამ ჩუმად იჯდა, ჩემს წინ და თავის თითებს ეთამაშებოდა, არ შემეძლო არ მეღიარებინა როგორი ლამაზი იყო. როგორც ყვავილი, რომელიც ყველაზე უსარგებლო გარემოშიც კი ყველაზე ლამაზად ყვაოდა. გოგოებს არასდროს ვხვდებოდი, შეყვარებულიც არასდროს მყოლია. მათ მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის ვიყენებდი და შემდეგ ვაგდებდი. ვიღაცის ცოლად მოყვანა საერთოდ სხვა სამყაროა ჩემთვის. ჯერ არც კი გადამიწყვიტავს მინდა თუ არა, რომ მასთან ვცადო ურთიერთობა. ისეთი ლამაზი და ნაზი ყვავილი, როგორიც სოფია არის არ უნდა იტანჯებოდეს და ჭკნებოდეს ისეთ ბნელ ადამიანთან, როგორიც მე ვარ. სადაც არ უნდა წავსულიყავი და რასაც არ უნდა შევხებოდი, სიბნელე და უბედურება ყველგან თან მსდევდა. მართალია დროთა განმავლობაში მისი ჩემს სასარგებლოდ გამოყენება ვისწავლე, მაგრამ არ მინდოდა სოფია ამ სიბნელეში გამეხვია. ფიქრებიდან რევაზის სახეზე გამოსახულმა გამომეტყველებამ გამომიყვანა, რომელიც სოფიასკენ იყო მიმართული. არ მომწონს მამამისი როგორც ექცევა და არც ის მომწონს, მამაჩემი როგორც ექცევა მას. თუ ოდესმე რამეს დაუშავებს... იმის წარმოდგენაზე, რომ ოდესმე რამე შეიძლება დაუშავოს ხელები მთლიანად დამეძაბა. ნახევრად გაღუნული ჩანგალი დაბლა დავდე. ჯანდაბა. სასაცილოა... ადამიანი, რომელიც ისეთივე პირობებში გაიზარდა, როგორშიც მე, როგორი სხვანაირი იყო. იქ სადაც მე არ მყოფნიდა სიკეთე, ის ამ სიკეთეს აფრქვევდა. იქ სადაც მე არ მყოფნიდა შეწყალების უნარი, ის ამ შეწყალებით არსებობდა. ის სავსე იყო სინათლით. იმ სინათლით, რომელიც მე ასე ძალიან მაკლდა. არ შემიძლია მასთან ცდა. ვერ ვცდი. სიბნელე და სინათლე ერთად ვერ იარსებებენ, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემს თავს ვერ ვშვველი. ბოლო რამდენიმე დღეში მის მიმართ საშინელი ლტოლვის შეგრძნება გამიჩნდა. ის ჩემთვის ძალიან საინტერესოა. მას სკოლაში სიარული უყვარს..მსმენია, რომ იქ ყოფნა კოშმარია, მაგრამ მაინც, ჩემთვის უცხოა ეს შეგრძნება. ყოველჯერზე როდესაც ხელს ვწევ ის შეშინებული ცბება. რა იცის მან ჩემზე? რა ინფორმაციით გაუვსეს გონება ჩემზე, სანამ ერთმანეთს შევხვდებოდით? სიმართლე რომ ვთქვა ბევრი არც არაფერია სათქმელი. ძირითადად, რასაც ხალხი ჩემზე ლაპარაკობდა, ყველაფერი ჭორი იყო. სწორედ იმ მიზეზით, რომ ჩემზე არ ელაპარაკათ, არავის არასდროს არაფერს ვუყვებოდი. რაც მაგიდასთან ვსხედვართ იმდენად ხშირად იყურება ჩემკენ, რომ დარწმუნდეს რომ კარგად ვარ. ღმერთო ჩემო. ეს თვალები. ეს უმანკო ყავისფერი თვალები. ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენად უმანკო იყო ამ თვალების პატრონი. ჰქონდა თუ არა უკვე პირველი სექსი, თუ მე… ჩემი თავი უნდა გამეკონტროლებინა, მაგრამ ერთადერთი რაზე ფიქრიც შემეძლო ის იყო. მთელი ძალით ვცადე მასზე ფიქრი განმედევნა ჩემი გონებიდან. დღეს პირველად ვნახე როგორ იცინოდა, როგორ სიამოვნებდა თავის ოჯახთან ერთად დროის გატარება, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ფრთხილობდა და თითქმის სულ დაძაბული იყო მამამისის გამო. ის არის ის, ვინც მასზე ძალადობს. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ მან სამაგიეროს გადახდა შეძლოს მამამისისთვის. მაგრამ ის ღიმილი და სიცილი, რომელიც დღეს დავინახე და გავიგონე…მინდა, რომ მთელი ცხოვრება ასე უდარდელად იცინოდეს და იღიმოდეს, სულაც რომ ამის მიზეზი მე არ ვიყო. ოთახს თვალი მოვავლე და შევეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა. თომა მშიშარა ადამიანი ჩანდა, ვისაც თავისი თავის გარდა არავინ ადარდებდა. ყველანი მშიშრები იყვნენ, მშიშარა ადამიანები, რომლებმაც მისცეს საშუალება, რომ მამამისს მუდმივად ეძალადა მათსავე პატარა დაზე მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ხუთნი არიან, მაგრამ სამწუხაროდ სოფია ამ ამბავს ასე არ აღიქვამს. ის ვერავის აბრალებს ამ ყველაფერს საკუთარი თავის გარდა და ეს ფიქრი ჭკუიდან მშლის. რამდენიმე საათი იყო გასული რაც აქ მოვედით და ჩემდა გასაკვირად სოფიამ უეცრად წასვლა მთხოვა. ვიფიქრე მე მომიწევდა მისი ძალით წაყვანა აქედან, მაგრამ შევცდი. მანქანაში ველოდებოდი, სანამ ის თავისიანებს ემშვიდობებოდა. ტელეფონში მესიჯებს ვამოწმებდი, როდესაც უეცრად კივილი გავიგონე. ხმა, რომელიც შველას ითხოვდა. საშინელი და არასასიამოვნო კივილისგან სისხლი გამიჩერდა. სოფიას ხმა იყო. ადრენალინმა მთელს სხეულში დამიარა, როგორც კი მისი კივილი და ტირილნარევი ხმა კიდევ ერთხელ მისწვდა ჩემს გონებას. მანქანიდან მომენტალურად გადმოვხტი და დავინახე, როგორ უჭერდა მამამისი ხელს მტევანზე და როგორ მიათრევდა სახლისკენ ისე, რომ შეუძლებელი იყო სოფიას თავის დაღწევა მოეხერხებინა. ვიგრძენი, რომ მზად ვიყავი მომეკლა. მომეკლა ყველა, ვინც ამ ყველაფერს ჩუმად უყურებდა. სოფიამ იცის, რომ თუ ამ სახლში შეიყვანენ, მას აუცილებლად ატკენენ, ამიტომ ერთადერთი რაც დარჩენია ტირილია. - რევაზ - დავიღრიალე მთელი ხმით და ყველამ ჩემკენ გამოიხედა. რევაზმა სოფიას ხელი გაუშვა. თავისით რომ არ გაეშვა ხელი აუცილებლად ვანანებდი. სოფია იმ წამსვე ჩემკენ გამოიქცა. ლოყებზე ცრემლები ჩამოსდიოდა. წინ გადავეფარე, ისე რომ ხელები ტანთან ახლოს მივუტანე იმის ნიშნად, რომ დავიცავდი ისე, რომ არ შევხებივარ. როგორც კი ჩემს უკან აღმოჩნდა შვება ვიგრძენი. მისი ნაზი ხელები ჩემს მკლავს ჩასჭიდებოდა იმის ნიშნად, რომ რაიმე სტაბილურს ეძებდა დასაყრდნობად. არ ვიცი მიხვდა თუ არა, რომ შემეხო. ეს რაღაც გაუაზრებელი ინსტინქტი მაქვს, რომ მუდამ დავიცვა. არ ვიცი როდიდან გამიჩნდა ეს გრძნობა ან საიდან მოვიდა, მაგრამ ასე უბრალოდ ჰაერიდან გაჩნდა და ისე მძაფრად ვგრძნობდი მას, რომ ხანდახან სული მეხუთებოდა. - ახლა ჩემს საცოლეს სახლში წავიყვან და თუ კიდევ ოდესმე თითს დააკარებ, მაგ თითებს სათითაოდ მოგაჭრი - ვუთხარი ირონიული ღიმილით და კიდევ ერთხელ გავიაზრე, რომ სიამოვნებით მოვუღებდი ბოლოს ამ ნაბიჭვარს მხოლოდ იმისთვის, რაც სოფიას გაუკეთა. მანქანაში ჩავსხედით და ჰაერი შემაწუხებელმა სიჩუმემ აავსო. ვგრძნობდი როგორი იმედგაცრუებული იყო. ემოციების არაფერი გამეგებოდა, მაგრამ თავისუფლად შემეძლო თქმა როდესაც ადამიანს რაღაც სტკიოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად მე ვიყავი მათი ტკივილის მიზეზი. ისე ძალიან ცდილობდა, რომ ძლიერი ყოფილიყო. მეზიზღებოდა, როდესაც ადამიანები ტიროდნენ, ხშირად გულსაც მირევდა იმის წარმოდგენა თუ როგორი უსუსურები იყვნენ ადამიანები. მაგრამ, როდესაც დავინახე ცრემლი როგორ ჩამოუცურდა ლოყაზე, წამითაც არ მიფიქრია, რომ სოფია უსუსური ან სუსტი იყო. მინდოდა რომ მისი ტკივილი გამექრო, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რატომ მინდოდა ეს. მინდოდა მისი სიცილი გამეგო, მაგრამ აქამდე არავინ გამიცინებია, ამიტომ ასეთ რამეებში სრულიად უუნარო და გამოუცდელი ვიყავი. - კარგად ხარ? - ჩემდა გაუაზრებლად ვკითხე უცაბედად. ოდესმე ვინმესთვის დამისვამს ეს კითხვა?! არა. დავინახე როგორ აუკანკალდა ტუჩი, როდესაც თავი გააქნია და ფანჯარაში გაიხედა. გულმკერდში წვა და სასწაული სიმძიმე ვიგრძენი როცა ვუყურებდი მის ტანჯვას როგორ ცდილობდა არ ეტირა. მეზიზღებოდა მისი ამ მდგომარეობაში დანახვა. ჩუმი ოხვრა აღმომხდა და შევხედე - მგონი ძალიან ცუდი იდეა იყო - ჩავიჩურჩულე ჩუმად და შუბლზე ხელი ნერვიულად მოვისვი. სოფიამ ჩუმად დამიქნია თავი. - როდესაც მამაშენი...როდესაც ის...შენი ძმები უბრალოდ უყურებენ? - ვკითხე საბოლოოდ. ცოტახანი ჩუმად იჯდა, ბოლოს ძალა მოიკრიბა და მიპასუხა - კი, მაგრამ ის ყველა ჩვენგანზე ძალადობდა. არასდროს მეგონა თუ მისი საქციელები ძალადობა იყო, სანამ სკოლაში არ დავიწყე სიარული. მეგონა, რომ ნორმალური იყო როდესაც ყველაფერ წვრილმანზე გცემდნენ, მეგონა რომ მშობლები ასე უნდა ზრდიდნენ თავიანთ შვილებს - მშიშრები - ვუთარი გაბრაზებულმა და სოფიამ გაღიზიანებულმა გამომხედა - ნუ მიყურებ ეგრე, შენც იცი რომ მართალი ვარ - შევეცადე ჩემი თავი დამეწყნარებინა - შეიძლება მე კარგი ადამიანი არ ვიყო და საშინელ რამეებს ჩავდიოდე, მაგრამ არასდროს არავის მივცემ იმის უფლებას, რომ ოდესმე შეგეხონ. გასაგებია? - ვუთხარი ბრაზით - ისინი ყველანი მშიშრები არიან. ჩემი ყურადღება ჩუმმა ტირილმა მიიქცია. საბოლოოდ თავის შეკავება ვეღარ შეძლო. - უბრალოდ მინდა რომ დავიძინო - მითხრა სოფიამ და ცრემლები მოიწმინდა. რა უცნაურია, მე არ მძინავს, მას კი ძალიან უყვარს ძილი. ის იძინებს, რომ თავის პრობელმებს დააღწიოს თავი, მე კი მუდამ ფხიზლად ვარ, რომ მოვაგვარო ჩემი პრობლემები. სრული საწინააღმდეგოები ვართ ერთმანეთის. ერთნაირები,მაგრამ ასე ძალიან განსხვავებულები. - შეგიძლია დაიძინო - ვუთხარი ჩუმად და დავინახე როგორ მიაყრდნო თავი ფანჯარას და თვალები დახუჭა. სვარაუდოდ უკვე ჩაძინებული იყო, როდესაც მე ტელეფონში მეილებს ვპასუხობდი და სოფიამ უეცრად პოზა შეიცვალა და თავი მუხლებზე დამადო. მთელი ზურგი დამეძაბა და ადგილზე გავიყინე, როდესაც ხვანცალი დაიწყო, რომ კომფორტულად დაწოლილიყო. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ვინმე ასე ახლოს არის ჩემთან არის ..... არ აქვს მნიშნველობა. ვფიქრობ ამ ერთხელ გამონაკლისის დაშვება შემიძლია, ბოლო-ბოლო რაღაც მხრივ მე ვიყავი მისი ბრაზის მიზეზი. მეილებიდან ყურადღება სოფიაზე გადავიტანე და იმის ყურებაზე, თუ როგორ ეძინა. ცრემლები ლოყებზე საბოლოოდ შეაშრა. თითი ფრთხილად გადავატრე ლოყაზე, იქ სადაც ახლა უკვე შემშრალი ცრმელი იყო და ძალიან მომინდა მისი ყველა დარდი გამექრო, მაგრამ ვიცოდი, რომ ეს არც ისე მარტივი იყო. წინ ჩამოვარდნილი თმა ყურს უკან გადავუწიე. ისეთი ლამაზი იყო, ყველაზე ლამაზი ადამიანი, ვისზეც კი ოდესმე თვალი დამიდგამს და მეზიზღებოდა ამის აღიარება. ალბათ მერჩივნა, რომ მახინჯი ცოლი მყოლოდა, მაშინ მასზე ამდენს არ ვიფიქრებდი და არც მასზე დაქორწინება მომინდებოდა ასე ძალიან. ტრანსიდან გამოვედი და თავი გავაქნიე. ტელეფონი ავიღე და საქმეს დავუბრუნდი. სოფიას დავხედე და დავინახე სახეზე რაღაც წუხილისმაგვარმა როგორ გადაურბინა სანამ ეძინა. ალბათ ცუდი სიზმარი ესიზმრებოდა. წარბები შეჭმუხნა და ხელი რაღაცასთან ჩასაჭიდებლად გამოიშვირა, ჩემდა გაუზარებლად ჩემი ხელი გავუშვირე და როგორც კი ხელი ჩამჭიდა წუხილიც გაუქრა სახიდან. ნაზ სახეზე სიმშვიდე დაუბრუნდა. ჩვენს ხელებს მივაშტერდი. ერთად იდეალურად გამოიყურებოდა და ისე იდეალურად ეტეოდა მისი ხელი ჩემსაში. ამ გოგოზე ფიქრი უნდა შემეწყვიტა. ვერ მივცემდი ჩემს თავს იმის უფლებას, რომ ვინმე მყვარებოდა. ტელეფონი ავიღე და ნაცნობი ნომერი ავკრიფე. ნესსა - რიგითი . დედაჩემს ეზიზღება, როდესაც მათ ბოზებს ვეძახი. ფულს ვუხდი ყოველჯერზე, როდესაც ჩემთან მოდის და მიუხედავად იმისა, რომ იცის რომ დანიშნული ვარ, მაინც არ იძახის უარს ჩემთან სიარულზე და აბა რა არის?! - სახლში 10 წუთში ვიქნები. 20 წუთში ჩემთან იყავი - ვუთხარი უხეშად - კარგით ბატონო დანიელ, გსურთ რომ გაგლოკოთ? - მითხრა ჩურჩულით და სიცილნარევი ხმით, ცდილობდა იმაზე აღვირახსნილი გამოჩენილიყო ვიდრე უკვე იყო. - ოდესმე კიდევ თუ დამელაპარაკები ეგეთი ხმით, შენი სერვისი აღარ დამჭირდება - ვუთხარი და ფანჯრიდან გავიხედე - ბოდიშით ბატონო დანიელ - მითხრა და ტელეფონი გავთიშე. ჩემმა ყურადღებამ ისევ სოფიასკენ გადაინაცვლა. ისევ ჩემს ხელს იყო ჩაჭიდებული სანამ ჩემს მუხელბზე ეძინა. სოფიამ ისევ ხვანცალი დაიწყო. - ჯანდაბა - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და თვალები დავხუჭე. ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი და ვცდილობდი ის იყო, რომ არ ამდგომოდა. მძიმედ ამოვისუნთქე როდესაც გაჩერდა. მაგრამ წამის მერე ვიგრძენი როგორ შეეხო ჩემს თითქმის ბოლომდე ამდგარ სასქესო ორგანოს მისი ხელი. ცხვირზე ხელი მოვისვი და შევეცადე ჩემი თავი დამეწყნარებინა. შანსი არაა რომ მარტო მასზე ფიქრისგან ასე ძალიან მიდგებოდეს. ჯანდაბა. საშინელი 10 წუთიანი გზა ძლივს დასრულდა და მანქანიდან სწრაფად გადმოვედი. შარვალი შევისწორე. - დანიელ - მომესმა არსაიდან ერეკლეს ხმა - გინდა მე ავიყვან ოთახში? - არა, მეთვითონ მივხედავ - ვუპასუხე უხეშად - კარგი რა , უბრალოდ მინდოდა დაგხმარებოდი - სახეზე ბოროტული ღიმილი დასთამაშებდა - სანამ მოგკალი ჯობია წახვიდე - დავემუქრე - კარგი რა.. - სიტყვა არ დავასრულებინე ისე ავიღე იარაღი და შუბლზე მივადე - ღმერთს ვფიცავარ არც კი დავფიქრდები ისე გესვრი თუ არ გააჯვავ. წადი და აღარასდროს დაბრუნდე - ვუთხარი გაღიზიანებულმა. ერეკლე ბოლო დროს ძალიან თამაშობდა ჩემს ნერვებზე. მის სახეზე გამოსახულმა გამომეტყველებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა მის მიზნებში. ახლა, როცა სოფია იყო ჩემს ცხოვრებაში, მჭირდებოდა, რომ ჩემი სანაცნობი წრე საგრძნობლად შემემცირებინა. მჭირდებოდა იმის ცოდნა, რომ არცერთი ჩემი მეგობარი მას არაფერს დაუშავებდა და ერეკლეს გამომეტყველებით ამის თქმა ნამდვილად არ შემეძლო მასზე და სამწუხაროდ სოფიას ერეკლესთან ერთად მარტო ოთახში ვერასდროს დავტოვებდი. ერეკლე წამიერად გაფითრდა. - ა..აარის ბოსს - მითხრა თითქმის შეშინებულმა. მშიშარა - გავიფიქრე ჩემთვის და სოფია ხელში ავიყვანე. ამ გოგომ ისედაც ბევრი გამოიარა და კიდევ ერთი , როგორიც ერკელე იყო, არ იყო საჭირო მის ცხოვრებაში. ზემოთ ავედი და ფრთხილად დავაწვინე ჩემს საწოლზე. სტუმრების ოთახში ვერ დავტოვებდი. ერეკლე რომ დაბრუნებულიყო და რამე დაეშავებინა მისთვის? პლიუს ამ ოთახს საკეტიც აქვს და სტუმრების ოთახს არ აქვს. კარი ჩუმად გამოვიხურე და ნესსა დავინახე, რომელიც კიბეებზე ამოდიოდა - ბოსს - გამიღიმა. ღმერთო როგორ მეზიზღებოდა ეს გოგო. სოფიას POV: ბოლო რაც მახსოვს ისაა, თუ როგორ ჩამეძინა მანქანაში. აქ როგორ მოვხვდი?! წამოვდექი და გარშემო მიმოვიხედე. ეს ჩემი ოთახი არ იყო. იატაკზე ტანსაცმელი იყო დაყრილი. ლოგინის გვერდით გავიხედე და დანიელის და კიდევ სხვა ორი ადამიანის ფოტო დავინახე, რომლებსაც არ ვიცნობდი. აჰ, ეს დანიელის ოთახი იყო. ღმერთს მადლობა ტანსაცმელი ისევ მაცვია. ლოგინიდან ავდექი და სააბაზანოში შევედი. რომელი საათი იყო? სააბაზანოზე დადებულ ტელეფონს დავხედე 3am. კარი გავაღე და გასვლა დავაპირე,როდესაც ქერა თმიანი გოგო, რომელიც წინაზე დავინახე, შემომეგება. ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში იდგა - ვინ ხარ? - მკითხა გაღიზიანებულმა - შემიძლია გითხრა, რომ დანიელის რიგითი ნამდვილად არ ვარ - ვუპასუხე ცივად - და დანიელის ოთახში რატომ ხარ მაშინ? - მკითხა გესლიანი ხმით. ზიზღნარევი მზერით შევხედე და დერეფანში გავედი, მაგრამ გოგონა უკან გამომყვა - სიმართლე გითხრა არ ვიცი - ვუპასუხე და დერეფანში სიარული გავაგრძელე, პერიოდულად ოთახებში ვიყურებოდი - სექსი გაქვთ? - მკითხა უეცრად. ადგილზე გავჩერდი და შევტრიალდი, უცაბედად სიცილი ამიტყდა - მე და მას - ჩასუნთქვა ვცადე და ოდნავ თავის მოწესირგება - ეს არასდროს მოხდება - რატომ არა? - ხასიათი წამში შეეცვალა - იმიტომ, რომ ის დანიელია. მოძალადე, ბოროტი და უემოციო - ვუთხარი წყნარად და ჩემს სიტყვებში მევე დავეჭვდი - დანიელი შესანიშნავი კაცია - მითხრა გაღიზიანებით გოგონამ. თვალები ავატრიალე - ძალიან გამაღიზიანებელი ხარ, არ მიკვირს მარტო სექსი რატომ აქვს შენთან - ვუთხარი გულგრილად. უეცრად ვიგრძენი როგორ ამეწვა ლოყა. ამ ძუკნამ დამარტყა. ამ ძუკნას ეყო გამბედაობა, რომ ჩემთვის დაერტყა. - ხედავ? ეს არის ჩემსა და შენს შორის განსხვავება. შენ არ ხარ მაფიის ნაწილი და მე არც ისეთი საწყალი ვარ, როგორც შენ - ვუთხარი გესლიანად. როგორც კი გაიაზრა ჩემი სიტყვები იმ წამსვე თვალები გაუფართოვდა. შეეცადა ისევ დაერტყა ჩემთვის, მაგრამ ამჯერად მე დავარტყი მუშტი ყბაში. და წამიც არიყო გასული, როდესაც გოგონა წაბორძიკდა და უკან გადაიხარა, თავი ჩავარტყი სახეში ისე, რომ ცხვირი გავუტეხე. უნდა ილოცოს, რომ შემთხვევით ნაკერები არ გამეხსნა ტუჩზე მის გამო. სისხლის ნაკადმა მისმა ცხვირიდან ამოხეთქა და გოგონამ კივილი დაიწყო. ჩემი ხელის ტკივილმა არასასიამონო შეგრძნება გამიჩინა. დანიელი ერთ-ერთი სტუმრების ოთახიდან მალევე გამოვარდა ყვირილზე. გაკვირვებულმა დახედა ნესსას, რომელიც ძირს ეგდო და ტკივილისგან იკლაკნებოდა. დანიელს მივაშტერდი იმის მოლოდინში, რომ რამეს იტყოდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. - შემომარტყა - ვუთხარი გულგრილად და ნესსას კიდევ ერთხელ დავხედე. სისხლი და მისი ცრემლები ერთმანეთში ირეოდა. ნესსას ალბათ ეგონა, რომ დანიელი დაეხმარებოდა. საწყალი. დანიელმა უკმაყოფილოდ გამომხედა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო - ბექა ამოდი და ნესსას მიხედე. ცხვირი აქვს გატეხილი - თქვა დანიელმა და თვალები აატრიალა. დანიელი ნესსას არ დახმარებია. თავი გააქნია უკმაყოფილოდ. დერეფანს გაუყვა და პერანგის ღილების გახსნას შეუდგა. - წამომყევი - მითხრა მბრძანებლურად - იგივეს გაკეთება მამაშენისთვის არ შეგეძლო? - არა - ვუთხარი ჩუმად და უხმოდ გავყევი ზედმეტი ახსნა განმარტებების გარეშე. ვერ ავუხსნიდი დანილეს რატომ ვერაფერს ვშვებოდი, როდესაც მამაჩემი მირტყამდა და რატომ ვერასდროს შევეწინააღმდეგე. დერეფნის ბოლოში ბოლო ოთახთან მივედით. - ეს ჩემი ოფისია, თუ ჩემს ოთახში არ ვარ, ესეიგი აქ ვარ - მითხრა და პერანგი სავარძელზე მოისროლა. სუნთქვა შემინელდა, როდესაც უეცრად მოტრიალდა და მისი კუნთები დავინახე - რატომ მეძებდი? - მკითხა ჩახლეჩილი ხმით - მინდოდა მეკითხა როგორ აღმოვჩნდი შენს ოთახში - ვკითხე, როდესაც მის სკამზე დავჯექი, მისსავე მაგიდასთან და ფეხი ფეხზე რომ გადავიდე წარბები ოდნავ აწია - ჩვენს ერთ-ერთ დაცვას ამოვაყვანინე შენი თავი - მითხრა და წინ დამიდგა - კარგი - ვუპასუხე მოკლედ, მაგრამ სკამიდან არ ავმდგარვარ - ადექი - მითხრა მშვიდი ხმით - რა? - ვკითხე მხიარულად - ცეკვაში უნდა ვივარჯიშო, შემდეგ კვირას გეგმები მაქვს - მითხრა და მუსიკას აუწია. ნახევრად შუქებჩამქვრალი ოთახის შუაში იდგა. ერთადერთი რაც მის სახეს და სხეულს ანათებდა, ბუხრიდან წამოსული ცეცხლის ალის შუქი იყო. - იცეკვებ ეშმაკთან? - მკითხა და ხელი გამომიწოდა. თვალებში ვუყურებდი და ჩემს გონებაში გაურკვევლობა ხდებოდა. ბევრს არც არაფერს ვკარგავდი. - კარგი - დავუქნიე თავი და ფეხზე ავდექი მაგიდას შემოვუარე და დანიელისკენ წავედი. მისი თმა აბრეშუმივით ნაზი იყო, მისი ნაკვთები ბასრი, ტუჩები - იდეალური, აღარაფერს ვიძახი მის იდეალურ სხეულზე. ტანზე მხოლოდ შავი კლასიკური შარვალი ეცვა, რომელზეც ქამარი ქონდა შემოჭერილი, მაგრამ აშკარად არასაკმარისად, რადგანაც მისი საცვალის რეზინას თავისუფლად ვხედავდი. ხელი ჩამჭიდა. მისმა შეხებამ ჩემში უთვალავი პეპელა გამოაღვიძა. მისი შეხება იმდენი ხანი მინდოდა და ამას ვერც კი ვიაზრებდი. ხელბი წელზე დამადო. ჩემი თავისუფალი ხელი კისერზე შევუცურე, მეორეთი კი მან ჩვენი ხელები წინ წაწია და ცეკვისთვის მოემზადა. ძალიან ახლოს იყო ჩემთან და მყარად მეკვროდა სხეულზე. ძალიან ნელა სუნთქავდა. ცეცხლის ტკაცუნი მესმოდა ბუხრიდან სანამ ჩვენ ვცეკვავდით. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და გეფიცებით მის თვალებში წამიერი ბედნიერება დავინახე. ის ბედნიერი იყო... არ იღიმებოდა, მაგრამ ღიმილი არც მჭირდებოდა, ამ ყველფერს მის თვალებშიც ვხედავდი. როგორი მზერითაც ახლა ის მე მიყურებდა, ასეთი მზერით ჩემთვის არავის შემოუხედავს. მის თვალებში ბრაზს ვეღარ ვხედავდი, არამედ ბედნიერების ნაპერწკლებს და მგონი იმედსაც. გავუღიმე. - კარგი მოცეკვავე ხარ - ვუჩურჩულე ისე, თითქოს არ მინდოდა ჩვენი სიმყუდროვე დამერღვია - შენ არც კი იცი - მითხრა და დამატრიალა ისე, რომ საბოლოოდ მის მკლავებში აღმოვჩნდი ისევ. შევეცადე ღიმილი გამექრო ჩემი სახიდან, მაგრამ ამაოდ. უფრო ახლოს მიმიზიდა თავისკენ. მისი თვალები ჩემსას კიდევ ერთხელ შეხვდა და ჩვენი სხეული მუსიკის რიტმს აყვა. გული საშინლად მიცემდა და მინდოდა მცოდნოდა ესმოდა თუ არა მას ჩემი გულის ცემის ხმა. ჩვენი ტუჩები მილიმეტრების დაშორებით იყო ერთმანეთისგან. დანიელი ნელა გადმოიხარა ჩემკენ. - დანიელ მამაშენი... ოუ, ჯანდაბა - ხელი შეგვიშალა ბიჭმა. მე და დანიელი ერთმანეთს იმ წამსვე მოვშორდით. ღმერთო რა უხერხული იყო. დანიელმა ჩაახველა - რა უნდა მამაჩემს დანტე? - გაღიზიანებულმა ჰკითხა - შენი ნახვა უნდა - უპასუხა დანტემ სწრაფად - ჯანდაბა - თქვა გაბრაზებით და ოთახიდან გავიდა, ბრაზის დამალვას არც კი ცდილობდა. დანტეს მივაშტერდი - მე სოფია ვარ - ვუთხარი მშვიდად - მე დანტე - გამიღიმა მან - ბოდიში...ხელის შეშლისთვის - მომიბოდიშა დანტემ და კისერზე მოისვა უხერხულად ხელი - არაუშავს - ვთქვი თითქმის ჩურჩულით და დანიელის ოფისიდან გავედი - უბრალოდ ცეკვის პრაქტიკა გვქონდა ჩემს ოთახში შევედი და კარი ჩავკეტე. ღრმად ამოვისუნთქე. ვერ გეტყვით ეს ამოსუნთქვა შვების იყო თუ იმედგაცრუების. ------------------------------------- აბა როგორ ვართ? <3 როგორ მოგეწონათ? მაქსიმალურად შევეცადე ძალიან დიდი თავი ამეტვირთ და შესაბამისად ბევრი მოვლენა და "დრამა" მოხდა ამ თავში :დდ რა მოლოდინები გაქვთ სამომავლოდ? როგორ ფიქრობთ, როგორ წავა ჩვენი წყვილის ურთიერთობა? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და ემოციები. თქვენი ყველა კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის პ.ს საიტი არ მატვირთინებს მგონი ბოლომდე თავისუფალი ლექსიკით დაწერილ ტექსტს. ამიტომ შეიძლება რაღაც ადგილებში მათი ურთიერთობის სცენები ოდნავ უფრო მოკრძალებული ენით იყოს დაწერილი, მაგრამ შევეცდები მაგ დროსაც მაქსიმალურად კარგად ავხსნა, რომ სასიამოვნო წასაკითხი იყოს :დდ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.