შე'მიყვარდი (11)
_სოფიო? სოოფ როგორ ხარ? აქ რა გინდა შენ? კახიცაა ? ღმერთო რამდენი წელი გავიდაა _ნინია ... როდის დაბრუნდი. ბოლოს რომ მოგწერე არ აპირებდი _ბოლოს როდის მომწერე ადამიანო _რამდენიმე თვის წინ და ნუ ადრამატულებ. შენც არ გაქვს დრო _წუხელ ჩამოვფრინდი...ნატალიას ამბავი რომ გავიგე მაშინვე ვიყიდე ბილეთი. უკანასკნელ გზაზე უნდა გავაცილო . შენ არ იცი ხო? ჩვენ რომ ანდროსთან და ნატალიასთან ვიზრდებოდით ნახევრად. ობლებს,ლოთი მამაჩემის იმედად დარჩენილებს გიგაურები გვზრდიდნენ რეალურად . ნათიას რომ ყიდულობდნენ ახალ კაბას ჩემთვისაც მოჰქონდათ ... ასე მგონია დედა მომიკვდა _არ გითქვამს ეგ ადრე _როგორ არ მითქვამს . დედას მეგობარი გვივლიდა_თქო _ნატალია თუ იყო ეგ არ მახსოვდა თორემ ამბები ვიცი _მიდიხარ უკვე ? _ დუდა მივიდა . შავები ეცვა ხშირად, მაგრამ მგლოვიარეს ტანზე სულ სხვანაირად მუქი და მძიმე ჩანდა ეს ფერი. წვერიც თითქოს ორ დღეში უფრო გაეზარდა. _დუუ თქვენ საიდან იცნობთ? _ჩემი უმცროსი ექიმია... _მოიცა დუდაა ის ბიჭი ვის ტრფობასაც გაბრალებენ ხაჭვანები? _ ისე უდარდელად უთხრა როგორც იცოდა ხოლმე სულ,მთელი ცხოვრება . სანამ რეაგირებას მოასწრებდა დუდა მთელი ტანით მისკენ იყო უკვე მიბრუნებული და თვალებში უყურებდა _იმიტომ მიღრენს ლევანი? მეც არ ვიფიქრე რა ვაწყენინე_თქო ? ახლა დავმშვიდდები. აქამდე რატომ არ მითხარი _რა უნდა მეთქვა ჩემზე უმცროსი,ჩემი უმცროსი ექიმის შეყვარებას რომ მაბრალებენ და ჭკუა გამოგეცალაო მეუბნებიან? ეგ ზედმეტად ოჯახური თემა იყო,მაგრამ ნინიასთვის ზღვარი და სტოპი არ არსებობს _ჩემ დუდას რას უწუნებენ ეგ ვერ გავიგე ... ვიფიქრე ვიღაც ბავშვი ჰყავსთქო. სახელი და გვარი როგორ არ გკითხე,მაგრამ ექიმები ცუდად მხდით და მეთქი რაში მაინტერესებს ამის უმცროსი ექიმი და ლევანის მოლანდებები_თქო _ნინია ,ნინიკო,ნინო გეყოფა და შედი ახლა ნათიასთან . მიუჯექი გვერდით სანამ ისევ გონს დაკარგავს _არაფერი მოუვა გიორგი იქაა და ნუ გავიწყდება შენ არ ხარ მაგათი მშობელი ისინი არიან შენები ... სამსახურშიც ასეთია? ყველაზე და ყველაფერზე ამან უნდა იზრუნოს. ბავშვობიდან ჭკუიდან გადავყავარ ვის დაემსგავსა არ ვიცი. ანდროა ზუსტად ,მაგრამ როგორ რანაირად არ ვიცი _ანდრომ გაზარდა და გავს ანდროს რად უნდა მაგას გაოცება ნინია? _წამოდით ...ქვემოთ დავსხდეთ. ყავა დავლიოთ _შენ დღეს რამე ჭამე ან დალიე? _მეშვიდედ რომ მომწერე ჭამე და თავს მიხედეო მაშინ ვისადილე _კიბეზე ჩასვლის დროს ფეხი გადაუბრუნდა და მაშინვე დაიჭირა_ ეს ფეხსაცნელი გადააგდე_თქო როდის გითხარით ქალბატონო სოფიო ,თუ გახსოვთ _კომფორტულია_თქო ხომ გითხარი. უნდა ჩაგაცვა მაინცადამაინც რომ დაიჯერო? _შენი 38 ზომა ფეხსაცმელი ჩემ 46 ზომა ტერფს როგორ მოერგება არ ვიცი თორემ შენ თუ მიბრძანებ ხომ იცი გავაკეთებ _ხელი რომ მოხვია აღარც გაუშვია. ნინია კი თვალს არ აშორებდა და სიტყვებს ვერ პოულობდა. აზრები კი გაუჩნდა ათიათასი,მაგრამ ეს ის მომენტი იყო როცა ხმამაღლა გაჟღერება არ ღირდა. სამზარეულოს მაგიდის ირგვლივ ისხდნენ .დუდამ ყავის მომზადება დაიწყო ისე რომ სოფიასთვის არ უკითხავს როგორი უნდოდა , მისი საყვარელი ტკბილეულიც წინ დაუდო და საერთოდ უკვე გასისხლხორცებული ჰქონდა ყველაფერი რაც მას ეხებოდა. _რამდენი ხნით ხარ... თუ დარჩები სადმე წავიდეთ ერთად . შვებულებას ავიღებ სამსახურში _ვრჩები ამ ზაფხულს _ამდენი ხნით? _რაღა დარჩა ... ივლისის ბოლო კი არის და აგვისტოში ისედაც შვებულება მაქვს . _რომ ინახულებ ნათესავებს ,მეგობრებს და _ყველას თუ ჩამოვუარე დასასვენებლად წასასვლელი დრო აღარ მექნება. დუდასთან წავიდეთ სურამში თუ გაქირავებული არ აქვს _მე გიმასპინძლებთ _შენ ვერ გვიმასპინძლებ... სადიპლომო გაქვს წინ _ოთხ დღეშია,ვერ შევძლებ გასვლას ,გადავდებ _რას ნიშნავს გადადებ... წინ კიდევ რამხელა გზა გაქვს ახლა გადადება შეიძლება? _ხომ უნდა ვიმეცადინო ... რობოტი ხომ არ ვარ. ვერ ვაზროვნებ სოფია _მე გამეცადინებ და ისწავლი ან ტესტებს ვიშოვი . რომელიმე აირჩიე _ჩემი მეცადინეობისთვის დრო სად გაქვს ნეტავ ... დღის რომელ მონაკვეთში ან მე როდის დავჯდები. ნატალიას ცხედარი ასვენია ამ სახლში _ნატალიას შენი წარმატება რომ გაახარებს ისე იქ დგომა და მოთქმა არ ესიამოვნება. ტესტებს ვიშოვი და იმ ორასს ისწავლი _გამორიცხე ! _მაშინ მეცადინეობას ვიწყებთ... არ მჭირდება უმცროსი ექიმი რომელიც საერთოდ უდიპლომოა _არ შემიძლია ახლა ... _მომავალ წლამდე რას აპირებ აბა ... მართლა ბავშვი ხომ არ გგონია თავი?26 წლის რომ ვიყავი რეზიდენტურას ვასრულებდი ,ვმუშაობდი ... ღმერთო რამდენი დრო გავიდა _ ღრმად ჩაისუნთქა და თავი ფინჯნისკენ დახარა . თითები თმაში შეიცურა და თვალები დახუჭა _ კარგი ხო ,არაფერი მითხრა . ვიცი შენ სხვა ხარ მე სხვა ,მაგრამ ახლა გყავარ და მე უფლებას ვერ მოგცემ შეფერხდე _თავი გტკივა ? თუ თვალები... ცხელა აქ მგონი ძალიან. იქეთ გადავიდეთ,კონდიციონერი _არ გვინდა , ნორმალური ტემპერატურაა და თან სიმშვიდეა _ნინიამ ძლივს დაილაპარაკა და სოფიას თავთან მდგომ დუდაზე მზერა გაეყინა . ისე უყურებდა თითქოს მისი თავის ტკივილის გარდა პრობლემა არ ჰქონდა. _საპირფარეშო საითაა? _ უცებ წამოდგა და აშკარა იყო ღებინების შეგრძნება ჰქონდა _პირდაპირ და ბოლო კარია ... რა გჭირს _არაფერია _ სწრაფად წავიდა და მერე ხმაურით მოიხურა კარი. ნინიას ფეხები გაეყინა ,დუდა კი დერეფანში ელოდა და მერეც დამფრთხალი თვალებით უყურებდა_კარგად ვარ _რაზე ნერვიულობ ასე _ გააჟღერა პირველი კითხვა და გაფითრებულ სახეზე თითები შეახო _რა დაგემართა ასეთი მოუგვარებელი _არაფერი ... უბრალოდ წნევა მაქვს დაბალი ალბათ _ნუ მატყუებ _ორსულად ხომ არ ხარ შემთხვევით... ჯოხაძემ ხომ არ გვიშველა ყველა შენ გულშემატკივარს _ნინიას ხმამ ბასრი ხმალივით გაუარა დუდას . წამში გაუხდა ცივი მზერა და ისე ჩააჩერდა თვალებში სოფიას ქალი წამში გამოაფხიზლა _შენ რაღა დაგემართა ნინია _ბოლოს რომ ვიჭორავეთ ლევანი სანდრიკოსთან არ გშიფავდა ? შენც ძაან აჟიტირებული ახასიათებდი და რა ვთქვი ასეთი გასაოცარი ... იქნებ _კიდევ შეხვდი? _ჯერ ზურგი აქცია მერე ვერ მოითმინა და გამშრალ ყელში ცივი წყალი რომ ჩაუშვა და სული მოითქვა მაშინ ჰკითხა _ხო აი პანაშვიდებამდე ვხვდები და აქედან წასული ვჟ.მაობ ... იმდენად მაგარია უკვე ორსულად ვარ . ეს ხუმრობს და შენ რაღა დაგემართა . ჩემი წასვლის დროა , ისედაც ზედმეტად დიდხანს დავრჩი . ნინია დამიკავშირდი ხვალ თუ ვერ შევხვდებით _ წამში გაიყინა ,როგორც იცოდა გაცოფებისას ისეთი უმეტყველო გაუხდა სახე . ზედაც აღარ შეხედა დუდას ისე შებრუნდა და წავიდა. ზედმეტი იყო იმ დღისთვის ეს ყველაფერი და მეტის გაძლება აღარ შეეძლო. საკუთარ თავს აღარ ჰგავდა, ისედაც სულ დაძაბული იყო ,მუდამ სტრესში მყოფი და ახლა ათას პდოფესიულ პრობლემას პირადი ცხოვრებაც დაემატა ,რომელიც საერთოდ უკონტროლოდ,მისგან დამოუკიდებლად მძიმდებოდა. _რა მტრობა გქონდათ თქვენ და ხაჭვანებს _ შუაღამეს დაურეკა კახას და გამარჯობაც არ უთქვამს ისე დაუსვა კითხვა _რომელი საათია ...სად ხარ და რა კითხვა გაქვს ან რა ტონია _მითხარი მოკლედ და გავთიშავ _ახლა არაფერი და თუ შენ და დუდა არ გააცოცხლებთ კარგი იქნება _მე რატომ არაფერი ვიცი ,როდის მოხდა _შენ დაბადებამდე იყო და იმიტომ არ იცი _ლევანია შუაში? ლევანი და გიორგი მტრობდნენ? _მნიშვნელობა არ აქვს რა როგორ იყო. დაასრულე ყველაფერი რაც ცუდად მოქმედებს შენზე. ამას გასწავლი მთელი ცხოვრებაა _მაშინ სამსახურიდანაც წამოვალ _მე დაგაძალე ექიმობა? _შენ შთამაგონე როგორც ყველაფერი და _ახლა მე მაბრალებ შენ რომ მარტივი გზა არ აირჩიე ? _მართლა მინდა ყველაფრისგან დავისვენო და მათ შორის პაციენტებიდანაც. მითხარი სიმართლე და დავასრულებ ყველაფერს _საუკუნის ამბავია ... მეც აღარ მახსოვდა უკვე . შენ სად გადააწყდი _გაიხსენე და მომიყევი მოკლედ _ჩემი და უყვარდა გიორგის ბიძას,მაგრამ ჩვენ წინააღმდეგები ვიყავით. არაკაცი იყო და ჩვენთვის შეუფერებელი, სოფიკო გაპარვას აპირებდა მასთან ერთად რომ გამოვიჭირე და გავაჩერე. ვიჩხუბეთ , ყიფიანების მთელი გვარი შეიკრიბა ჩვენ კართან. მამაჩემი ჩემზე პრინციპული იყო და პირდაპირ მიახალა ყველას ჩემ შვილს ტყეში არ გადავაცხოვრებ მაგ უწიგნურ დამნაშავესთანო. მოსკოვში გაუშვა სოფიკო ბოლოს და მერე კი გაყვა ალექსეის ,მაგრამ ჩვენ შორის ძლივს დალაგდა ყველაფერი. ანდრომ სიძედ რომ მიიღო გიორგი მაშინ საბოლოოდ დავსვით წერტილი. ფაქტობრივად ანდროს დამსახურება იყო იქამდეც თორემ გიორგის მამა ძმის შეურაცხყოფას კი არა ,ისეთი იყო არაფერს შეგარჩენდა. რომ გაიგოს მის შვილიშვილს უყვარხარ _არ ვუყვარვარ ! _აბა რაში გადარდებს ძველი მტრობა... ამუშავე და მორჩა _მიყვირი კახა? _მაგიჟებ უკვე და გონს მოდი ნუ იქცევი ბავშვივით _ჯოხაძეს და დუდას შორის რაც მოხდა იცოდი და მაინც გამიშვით იქ? _ მამაშენმა არ იცოდა იმ ნაბ.ჭვარს რაც ჰქონდა მიქარული. ჯერ კიდევ 17 წლის დუდამ ისე სცემა ერთი მაგათი უბნელი გოგოს შევიწროების გამო ..კიდევ რაღაც ამბები დაემატა მაშინ ,აღარ მახსოვს ყველაფერი. ისეთი ამბავი აიწია ყიფიანმა გადახვეწა ქვეყნიდან და კიდეც გაუნათდდა გზა. მერე აეწყო მაგის კარიერა მადლობას უნდა ეუბნებოდეს დუდას. ისე კი პატარა ბავშვმა შეარცხვინა მაშინ ბოლომდე _და ასეთ კაცთან მე რა მინდოდა პაემანზე ან როგორ დამაკავშირა ლევანმა _არ იცოდა და ახლა სხვა კაცია _კაცი? ცოდნას იძენს ადამიანი და კაცობა ოდესმე შეიძლება მიიღო,იყიდო,ისწავლო?_საერთოდ არ იცოდა ამბავი ,კახას დააცდენინა და ახლა კიდევ უფრო მეტად იყო გაბრაზებული _შენ შვილს უთხარი _გეყოფა უკვე ! გახსოვდეს უმცროს_უფროსი და _აღიარე რომ დამნაშავეა _ჩემი აღიარება უშველის? მოხდა და მორჩა. დაამთავრე ხომ? დუდასთანაც დაასრულე... ჩვენ რომ გავჩერდეთ , ყიფიანები არ მიგიღებენ და მამაშენს ნუ გადაიყოლებ _რომელი საუკუნეა _თუ არ გიყვარს რატომ ფიქრობ ამდენს _იმდენს მაბრალებთ დავფიქრდი უკვე _სოფია დამკარგავ იცოდე ! _დაიძინე ... ისეთს არაფერს ჩავიდენ რომ დამკარგო კახასთან საუბარი დაასრულა ,მაგრამ რა მოასვენებდა. იცოდა ეს მოკლედ მოთხრობილი ამბავი ინახავდა კიდევ ბევრ სხვა დეტალს და ასე უბრალოდ დაწყებულ_დასრულებული არ იყო. ყიფიანი არ უხსენებდა ბიძამისის შეუმდგარი სიყვარულის ამბავს . დუდამ იცოდა? ეცოდინებოდა ,მაგრამ მნიშვნელობას არ ანიჭებდა. უკვე მერამდენე ღამეს ათენებდა. კიდევ რამდენჯერ უნდა არეოდა ფიქრები და რამდენჯერ უნდა დაკარგულიყო ამ უსასრულო ლაბირინთში. გაათენა. საწოლში რომ ვერ მოისვენა გარეთ გავიდა. ზაფხულისთვის დამახასიათებელი თბილი დღე იწყებოდა. ცაზე ფერები ენაცვლებოდა ერთმანეთს ,თენდებოდა . სიგარეტის კვამლში გახვეულს უკვე თმის ღერებზეც ასდიოდა თამბაქოს სუნი. ეზიზღებოდა ეს მომენტი და იმ წამსვე გადაწყვიტა საბოლოოდ დაენებებინა თავი. ტელეფონის ხმამ გამოაფხიზლა აივანზე მდგომ სავარძელში ჩაძინებული. დუდა უგზავნიდა შეტყობინებებს _"თქვენ არ შეგაწუხებთ მეცადინეობისთვის...არც ვინმესთვის ტესტების თხოვნით დაგამცირებთ ქალბატონო სოფიო "_ტესტების ფოტოები გაუგზავნა შემდეგ წარწერით _"დავიწყე " . პასუხი არ დაუბრუნა. პატარა ბავშვივით იქცეოდა ზოგჯერ,მაგრამ სხვაგვარად არ იცოდა ცხოვრება ქალმა რომელიც ახლა იწყებდა ზრდას. გულმაც კი სხვაგვარად დაიწყო ფეთქვა, გონებიდანაც ვერ იგდებდა ყიფიანს . ყველაზე უარესი კი იყო ფიქრი რომ თავად იყო დუდასთვის უფროსი მეგობარი,დედის მზრდუნველობით და სრულიად განსხვავებული ცხოვრებით. სარკის წინ იდგა ბოლოს და საკუთარ თავს აკვირდებოდა. ბავშვი აღარ უმზერდა იქედან, თინეიჯერიც კი ჩაშავებული თვალებით,გადაღლილი და ძალაგამოცლილი იყო. არასდროს დაფიქრებულა საკუთარ გარეგნობაზს, იმ სილამაზის გამოყენებაზე რაც ჰქონდა და იმის დამატებაზე რაც აკლდა. საკუთარი სტილი ჰქონდა, დახვეწილი მანერები და გემოვნება,მაგრამ მიმზიდველი არასდროს უცდია ყოფილიყო. გაახსენდა ის შავი კაბა და დუდას მზერა. დაინახა როგორ გაუწითლდა ღაწვები და ფერი მიეცა სახეს. გაფიქრაბაც კმაროდა? ცოცხლდებოდა? გულზე ხელი მიიდო და კიდევ უფრო მეტად გაუჭირდა სუნთქვა. შავად შეღებილი თმა არეულად ეყარა მხრებზე და მკერდზე . ხელით გადაიყარა ზურგზე და საცვლებიდან მომზირალ სხეულის კონტურს დააკვირდა. ბარძაყებზს სტრიები ჰქონდა , პაწაწინა მკრთალი ზოლები გაურუჯავ კანზე . არ მოეწონებაო იფიქრა და ამ ფიქრმა გააგიჟა წამსვე. ის რა დუდასთვის თავის მოწონებაზე დარდობდა?კიოდა გონებაში ხმა . თვითონ როგორი იყო?იდეალური ! იმ წამს გაიაზრა რომ მისი ყველა ნაკვთი ზეპირად იცოდა, სხეულის ყველა კონტური და გაუკვირდა იქამდრე როგორ იკავებდა თავს. გაახსენდა რამდენიმს სიზმრად წარმოსახული კადრი და სითბო ჩაეღვარა მთელს სხეულში. ცხოვრებაში არ ჰქონია უკმარისობის შეგრძნება ახლა კი ფიქრობდა რომ საკმარისად კარგი არ იყო. დუდასთვის შეუფერებელი , "sugar mammy" გამოდიოდა? საკუთარ აზრზე სიმწრის სიცილი ჰქონდა. ბოლოს ისტერიულად ხარხარებდა. _მაინც რა სულელი ქალი გამოდექი სოფია! გრცხვენოდეს ! _საკუთარი სახე მოიქცია ხელებსშორის სარკე აატრიალა და მაღალი ჩარჩო ერთიანად დაეცა იატაკზე. ნამსხვრევებად გადაიქცა მაღალი თვითშეფასაბის მქონე ექიმის დაუნახავი სილამაზე. ყველაფერი გულს ურევდა სტრესის დროს და ამჯერადაც არ მიატოვა ჩვევამ. სამსახურში წასვლაც არ უნდოდა ,სახლში დარჩა მთელი დღით. განყოფილების უფროსი რაც გახდა მას მერე მნიშვნელობა არ ჰქონდა მორიგე ვინ იყო , არ შორდებოდა კაბინეტს. იმ დილას კი დამძიმებული თავი ვერ ასწია საწოლიდან და საათები გაატარა მოჩვენებასავით. _სამსახურში რატომ არ ხარ _თითქოს არც გაკვირვებია დუდას შეტყობინება _შენ ხარ ? _გული აუჩქარდა წამსვე ,გამოცოცხლდა და გახალისდდა _აქვე ვიყავი და შემოვიარე. რაღაცები მაქვს წასაღები და ვიფიქრე ვნახავ_თქო ,მაგრამ არ დამხვდი _გასაღები ხომ გაქვს _მაქვს . სად ხარ ? _სახლში _კარს გამიღებ ? _ ბალიშს იყო ჩახუტებული და ეღიმებოდა სრულიად უმიზეზოდ. დუდამ რომ მისწერა და სულელი გოგოსავით წამსვე გაიქცა კარისაკენ. თმაარეული, პერანგზე მოცმული ატლასის ხალათით ,ფეხშიშველი იდგა ყიფიანის წინ _რომელი საათია იმედია იცით ქალბატონო სოფიო _ ჯერ უკან მიიხედა კიბეზე მართლა ადიოდა ვიღაც . შემდეგ თვალის დახამხამებაში შეიყვანა სახლში და ზურგს უკან მიიხურა კარი . ერთ ხელში ქაღალდის პარკი ეჭირა მეორე კი სოფიოს წელზე ჰქონდა _ ასე კარის გაღება როგორ შეიძლება 5 წლის ბავშვი ხარ სოფიო? _მტუქსავ თუ რას შვები _შენი ზედა მეზობელი მოდიოდა ...იცნობ ? _კი . კიბეზე ვხვდები ხოლმე...სულ მინდა გავიგო დაკავებულია თუ არა. შენ როგორც მთელი ქალაქის ნაცნობს ხომ არ გაქვს ინფორმაცია მასზეც? _საერთოდ რომ დაივიწყოთ კაცთა მოდგმა არ გინდათ? _ ხალათის ქამარი თავად შეუკრა და არეული სუნთქვით გაეცალა _ რაღაც რომ გჭირს ფაქტი იყო ,მაგრამ დღის 2 საათზე თუ ასე დამხვდებოდი რას ვიფიქრებდი _რა მომიტანე ცუდად მყოფს? _ მზერა გააყოლა ჯინსსა და შავ მაისურში გამოწყობილს. დასცხა და თმა წამსვე მაღლა აიწია _შემოდი _ტკბილეული ... ალბათ მშიერი ხარ. გეძინა და გაგაღვიძე? _საერთოდ ვერ დავიძინე ... სახეზე არ მეტყობა? _რატომ ვერ დაიძინე _სამზარეულოში შევიდნენ . მაგიდასთან მაღალ სკამზე დაჯდა და დაელოდა . მასპინძელმა ამოალაგა ყუთიდან ნამცხვრები და საყვარელი ეკლერის დაგემოვნება მაშინვე დაიწყო _ყავას ხომ დალევ? _დავლევ ... რატომ ვერ დავიძინეო ? _თავი მტკიოდა _გამაყუჩებელი არ გქონდა? _ფიქრებისგან ატკიებულს არ მიყუჩებს _რა ხდება ასეთი მოუგვარებელი_ყავა გაუმზადა და წინ დაუდო თეფში. დუდას მზერა მიჰყვებოდა თან არ იცოდა რა უნდა ეთქვა _მითხარი და იქნებ შემიძლია დახმარება _დღეს ბოლო პანაშვიდია... ხვალ დაკრძალვაა . მეცადინეობა დაიწყე ,რამდენი ისწავლე? _500 _უკვე? _გადავიკითხე... ვერც მე დავიძინე და დრო გამოვიყენე_ თემა შეაცვლევინა თითქოს . მაგიდის თავში დაჯდა _სულ რამდენია ? _2000 _მართლა შემიძლია დაგეხმარო თუ ვერ მოახერხებ...დაგეზარება ან _შენ სიახლოვეს ვერ ვიმეცადინებ _ მოშიშვლებულ ფეხებზე მოავლო მზერა და მერე ტუჩის კუთხეში დარჩენილი შოკოლადი მოაშორა ცერით _ყურადღებას გამიფანტავთ,ქალბატონო სოფიო _ნუ მეძახი ამ წყეულ ქალბატონო სოფიოს ! _ხომ გითხარი რატომაც გეძახი _თავს ახსენებ ვინ ვარ და ავლებ ზღვარს მე კი გეუბნები რომ არ დამიძახო _მეუბნები,რომ ზღვარი გავაქრო? _ შავში ჩაკარგული მისი თვალები ისე ელავდნენ იმდენად გამომწვევი იყო სუნთქვა გაუჭირდა. ერთიანად გაცხელდა და ლოყებიც აუხურდა. მაკიაჟი ფარავდა სხვა დროს ახლა კი ბროწეულისფერი იჯდა _თითებიც დაგესვარა _ ეროტიულ სიზმარს ჰგავდა და არა ცხადს მაჯაზე რომ შემოხვია თითები და მდნარი შოკოლადით დასვრილი თითები ტუჩებსშორის მოიქცია. ცხელი და სველი ენის შეხებისას თვალები გაუფართოვდა. მისკენ დახრილს ზემოდან უყურებდა და ფეხებსშორის გრძნობდა ლავის ჩაღვრას _სარკე რატომ დაამტვრიე _ როდის შეამჩნია მამსხვრევები და ცარიელი ჩარჩო ? როგორ შეეძლო ყველაფრის დანახვა როცა სოფიო ვერაფერს აღიქვამდა მის გარდა _სიბნელეში დავეჯახე და წაიქცა _სარკის გატეხვა ცუდი ნიშანიაო ... რამე ხომ არ იტკინე _ ამჯერად დაკვირვებული მზერა მიაპყრო მის შიშველ ფეხებს . მუხლისთავები ერთმანეთისთვის რომ დაეშორებინა და თხელი ნაჭერი თითქმის არ ეხებოდა კანს _უიღბლობის ნიშანია... სიმშვიდე ისედაც აღარ მიწერია _ ჩუმად თქვა და კიდევ ერთი გემრიელი ნაჭერი გადაიღო თეფშზე _ასეთი განწყობით ვერ გცნობ... დემოტივირებული ხარ და ვერ ვხვდები რა არის ისეთი შეუძლებელი და რთული _კარგად დაფიქრდი რა არის ჩემი ცხოვრების სირთულე,პრობლემა და გამოუვალი მდგომარეობა _კაცის ამბავია? _ ერთიანად მოექუფრა სახე. სკამის ზურგს მიეყრდნო და ისე შეხედა თითქოს ჩხუბს აპირებდა _ოღონდ არ მითხრა ჯოხაძე შემიყვარდაო _წუხელ რომ არ გეჩხუბე ეგეც იკმარე...რატომ არ მომიყევი ნაცემი რომ გყავდა თავისი უნამუსო საქციელის და არაკაცობის გამო. როგორ გამიშვი საერთოდ _თავისუფალი ქალი ხარ ... იქნებ არ გქონდა პრობლემა. თანაც მეგონა ეცოდინებოდა ლევანს. ბევრს არ სჯეროდა მაშინ თათას მონათხრობი. ეგ ისეთი რეპუტაციით სარგებლობდა,ისეთი გაიძვერა იყო გოგო დაადანაშაულეს. ქალი ამ ქვეყანაში თუ მოკლე კაბას იცვამს, მკერდი უჩანს და საერთოდ ლამაზია ის ხომ კაცზე ნადირობს და ეგ ს.რი იმ კაცების კატეგორიაში ყავდათ გაწერილი ვისზეც ნადირობენ ქალები. იქეთ აბრალებდნენ ყელზე ჩამოეკიდა და რა ექნაო ,უარს რატომ იტყოდაო. კაი ტიპად გამოიყვანეს მაგისი ნაბ.ზარი დედის დაქალებმა ისე იჭორავეს,ისეთი პიარი აუგორეს . გახსენებაც თავს მატკიებს , თავი მოსჭრეს თათას და მის ოჯახს. მამამისს ინფარქტი დაემართა,უწესიერესი კაცია. მთლიანად აერია ცხოვრება, ვიღაცაზე გათხოვდა მერე და არ ვიცი ახლა სად არის. _შენ საიდან იცნობდი იმ გოგოს _ერთ უბანში ვცხოვრობდით... ჩემზე ერთი წლით პატარა იყო მაშინ . ბავშვი იყო ,ორსული და ის იმის მაგივრად დადუმებულიყო ყველას თვალწინ დაამცირა. _უბანში გაურჩიეთ საქმე ბიჭებმა? _თვითონ მოვიდა ... ს.რია ხომ გეუბნები. თავისი მოწკიპული ძმაკაცებით დაგვადგა ზედ შემოვახიეთ არმანის პერანგები. ცხვირი ჰქონდა გატეხილი ,ოპერაცია გაიკეთა ნეტავ თუ დეფორმაცია აქვს _ოპერაცია გაიკეთა ალბათ ... იდეალური ნაკვთები აქვს _გავკარი მაგის იდეალურობას _ ეზიზღებოდა სოფიოს უხამსი სიტყვები,ესექსუალურებოდა ასეთი დუდა. ეს იყო გამოუვალი მდგომარეობა ! _შენ ასე იცავდი ღირსებაშელახული სულელი გოგოების ღირსებას ? მუშტი_კრივით და შექმნილი პრობლემებით. არც ემახსოვრება ბევრს _მადლიერებისთვის გავაკეთე? ბევრმა სახელიც არ იცის ჩემი. არც მიცნობდა უამრავი იქვე რაღაც მომენტში რომ შემიმჩნევია ვინმეს არასწორი ქმედება . მე ხომ მიმიყვანა ღმერთმა ზუსტად იქ და იმ დროს ხელის გაწვდენის საშუალებით. დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს _ყველაფერს აქვს მნიშვნელობა _შენ რომ მის ადგილას ყოფილიყავი... არავის დაეჯერებინა. ჭორიკანა დედაკაცების ყბაში ჩავარდნილიყავი _მე არ დამმართნია! _არავის მიმართ გქონია ლტოლვა თორემ ყველაფერზე დახუჭავდი თვალს და დანებდებოდი _ლტოლვის ქონა აუცილებლად სულელ ქალად გადამაქცევს? იქნებ იმდენად სწორი კაცი შე'მიყვარდეს რომ მისკენ გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს სწორი და საჭირო _შენ რომ ვინმე არასწორი შეგიყვარდეს? შანსი არაა ! _შენ ვინ გიყვარს როდის მეტყვი _ გაახსენდა მისი ნათქვამი და გული შეუკუმშა ტკივილმა _ახლა არაა ამის დრო _კურსელი იყო? _არა. იქამდე ვიცნობდი _კლასელი? _არა _ჩაეცინა და კიდევ მოსვა ცხელი სითხე _არც ბაღში გვივლია ერთად. _მეგობრებთან გაიცანი? _არა ... კიდევ როგორი ნაცნობობის ისტორიები გახსენდებათ ქალბატონო სოფიო _დუდა ყიფიანო გიკრძალავ ქალბატონოს დაძახებას... მგონია,რომ ნაოჭები მემატება და თმა მიჭაღარავდება _ჭაღარა ჯერ არ გაქვს?მსგავსი უდარდელობა თუ გაგონილა ... _არ მაქვს ... შეღებილი მაქვს ,მაგრამ _ჭაღარა თუ არ გქონდა ის შენი ლამაზი წაბლისფერები როგორ გაიმეტე შესაღებად. ასეთი რა ცვლილება გინდოდა სხვა ვერაფერი რომ ვერ იპოვნე თმის გარდა _არ მიფიქრია ამდენი... უბრალოდ არ მომწონდა ის ფერი და შევიღებე. მგონია ,რომ მიხდება _ძალიან ცუდი რომ არ მოგწონდა. ასე შენ ყველაფერი გიხდება და მოგიხდება . ლევანის არჩეული კაცების გარდა _ჩემი უმცროსი ექიმი რომ არჩევს ამ თემას უცნაურია მაშინ როცა ერთი წინადადება ვთქვი სესილიაზე და გაგიჟდი _მე მიყვარს უკვე და შენ არ გიყვარს და არ უნდა შეიყვარო არასწორი! _შენ მეტყვი ვინ უნდა შევიყვარო ? მე და შენ ყველაფერს ვეტყვით ერთმანეთს? _რატომ მიყურებ ისე თითქოს რაღაც მომაკვდინებელი ცოდვა მაქვს ჩადენილი და გიმალავ _იცოდი გიორგის მამიდა რომ უყვარდა კახის ძმას ? ხაჭვანები და ყიფიანები რომ მტრობდნენ ... _ანდრომ და კახიმ დაასრულეს ეგ მტრობა. გიორგი რომ გახდა გიგაურების სიძე _იქამდე გრძელდებოდა ისეთი ამბავი იყო და შენ არ გითქვამს _გცოდნია და რა უნდა მეთქვა... წარსულ ომებს რატომ უნდა გამოვედევნო. მთავარია მე და შენ _ბაბუაშენი და ბაბუაჩემი რომ მტრობდნენ არაფერია? შენნაირი კაცი მეუბნება ამას? _შენმა დიდმა ბაბუამ გაათხოვა სოფიკო იმ რუსზე და დააშორა შეყვარებულები. გოგი არ მოსწონდა სიძედ. მამა რომ ვიყო შეიძლება მეც არ მომწონებოდა ჩემზე ღარიბი გლეხის ბიჭი რომელსაც მხოლოდ კაცობა გააჩნდა. მე როგორც ვიცი უყვარდა სოფიკო სიცოცხლის ბოლო წუთამდე _გარდაცვლილია? _ციხეში მოხვდა ... ავადმყოფობდა და გარდაიცვალა ხუთი წლის წინ. ბებიაშენი სოფიკო იყო პანაშვიდზე... ვერაფერი დამარწმუნებს რომ უსიყვარულოდ ტიროდა ასე გულამოსკვნილი მოხუცი ქალი ბავშვობის სიყვარულს. _კახის არ უთქვამს _სოფიკოს ჰკითხე და ის გეტყვის სიმართლეს. მე მხოლოდ იმას ვამბობ რაც ვიცი და რაც საკუთარი თვალით ვნახე. შალვა ყიფიანს კი იცნობ ,იცი როგორი მძიმე კაციცაა. ეგ გიორგის არ პატიობს თავის სულელურ ქცევებს და ძმის გაუბედურებას არ დაუვიწყებდა ხაჭვანებს ,მაგრამ არც უდანაშაულო ხალხს დაუშავებს რამეს. შენ თუ კახის გამო გეშინია ,მე არ ვაპირებ ხაჭვანებთან კამათს _შენ აპატიებ ვინმეს შეურაცხყოფას? გოგის მსგავსად უარყოფილი სასიძო რომ იყო და ქალი წაგართვან ... შენ რას იზამ _ჩემთვის შენ სადაც ხარ იქ მთავრდება ყველაფერი,იქ არ არსებობს არაფერი სხვა ! ეს არ დაგავიწყდეს რაც არ უნდა მოხდეს და სხვა არაფერზე იდარდო. სხვის შეცდომებზე და ცოდვებზე მითუმეტეს _დუდა ...ვინც გიყვარს როგორია _ჩემია და ჩემთვისაა უბრალოდ ჯერ ჩემთან არ არის _ წამოდგა,თავზე აკოცა და ლოყაზე ისე მოეფერა როგორც პატარა ბავშვს _მიდიხარ? _ნინიას არ აყვე ... არანორმალურია. გარეთ ცხელა,მაგრამ ისეც არ შიშველმა რომ იარო _რა დროს ჩემი შიშველი სიარულია... სულ აკადემიურად მეცვა . შენ ასაკშიც და იქამდეც _უსაყვარლესი ხარ ,გეფიცები _ვის _ჩემ პირველ და უკანასკნელ სიყვარულს _ გაიცინა . თითქოს განგებ უხსენებდა ყოველ წამს . მიმართულება რომ შეიცვალა ,ცარიელი ჩარჩო და სარკის ნამსხვრევები აიღო სოფიომ წინააღმდეგობა ვერ მოახერხა _ წავედი . ხვალ გნახავ თუ დღესაც მოხვალ . ცუდად თუ იქნები თავს არ დააძალო , ვუმკლავდები _ გასვლამდე ისევ მოავლო მზერა . წამით შეყოვნდა და შემდეგ წავიდა. იმ დღეს გვიან აპირებდა გასვლას. რამდენჯერმე დაურეკეს კლინიკიდან და ბოლოს ნინია ესაუბრებოდა. საჭესთან იჯდა და დროს იყენებდა _მამიდაშვილებთან ვიყავი ... როგორი საყვარელი ბავშვები ყავთ. შვილიშვილი მომინდა _არ შემშალო რა დროს შვილიშვილია _19 წლისაა და რა მოხდა მერე? მე 20 წლის ვიყავი თათული რომ გავაჩინე...შენც გეყოლებოდა ახლა სკოლის მოსწავლე შვილები დროულად რომ დაქორწინებულიყავი,მაგრამ თურმე შენი საბედო იყო ბავშვი და აბა როგორ _ნინია! _არ გაბედო და არაფერი თქვა. ბრმა კიარავარ _მაინც რას ხედავ _სიყვარულს,მაგრამ ისეთი მელოდრამულია არადა მე რომ.კომები მიყვარს ხომ იცი _ვიცი შენი და შენი გიჟი ქმრის ამბები _რაც არ უნდა მოხდეს მე თქვნს მხარეს ვიქნები. ნათიამ სულ ღერ ღერ რომ დამაცალოს თმა მაინც _მე უნდა ვიყო დაწუნებული სარძლო? სასაცილოა! _შენი ოჯახისთვის ისაა მისი ოჯახისთვის შენ და თქვენ ამ დროს არც გიკოცნიათ ალბათ. შენ ისეთი ქვა და კლდე ხარ , ვერ მოგიახლოვდა ალბათ _რომელი ქვა და კლდე ,კნუტს ვემსგავსები ვერ მხედავ?აბა ბრმა არ ვარო? _გამოტყდი ხომ ?_კისკისებდა საცობში გაჭედილი _ დუდას უნდა ვკითხო მოუყვა ნეტავ ნატალიას თუ არა. ზუსტად ვიცი ჩემი ნატატო იქნებოდა თქვენ მხარეს... როგორ მაკლდა და ახლა ხომ საერთოდ დამაკლდება. დედის სუნი ვერ ჰქონდა,მაგრამ რაღაც მეტი იყო კიდევ . რომ ვეხუტებოდი ვთავისუფლდებოდი,ვმშვიდდებოდი,მეიმედებოდა _ძალიან უყვარდა დუდასაც _დუდას?დუდა აფანატებდა ნატალიაზე... დუდა და ნატალია იყვნენ საუკეთესო ბებია და შვილიშვილი. ეგეთი ბებია უნდა ვიყო ამიტომ ადრე მინდა გავხდე ბებო რომ დიდხანს ვყავდე ჩემებს. შან კიდევ აგვიანებ. რაღას ელოდები ნეტავ...დუდას 16 წლიდან ჰყავს გოგოები . ბავშვი ნუ კი გგონია მართლა _ნინია გთხოვ ...კარზეა ვიღაც. წავედი და საღამოს გნახავ . _გამოხვალ? _კი . ჩემებიც მოდიან და იმათთან ერთად მოვალ_კარის გაღებამდე უთხრა. დაემშვიდობა და შემდეგ მიესალმა ზღურბლზე მდგომ კურიერს რომელსაც შეფუთული მაღალი ამანათი ჰქონდა თან . _სოფია ხაჭვანი ხომ? _დიახ ,მაგრამ მე რომ არ შემიკვეთავს _საჩუქარია...მსხვრევადია . მე შემოვიტან თუ წინააღმდეგი არ ხართ და ხელიც მომიწერეთ _ ფურცლები გაუწოდა და შემდეგ ფრთხილად მიაყუდა კედელზე უცნობი საჩუქარი. თვალებს ვერ უჯერებდა ყუთის გახსნისას სარკე რომ დაინახა. საკუთარი სადგამით იყო ,ზუსტად ისეთი ინტერიერს რომ შეეფერებოდა . ახალი ნივთით აღტაცებულმა გვიან შენიშნა უკანა მხარეს დაწერილი ლექსი "შენთან ჩურჩული კვლავაც ტკბილია, მე ვამსხვრევ ჩემი დუმილის კოლოფს,- ამ ხიდზე მე ჯერ არ გამივლია, მე ავაშენე ეს ხიდი მხოლოდ. შენ რომ ყოველთვის გვერდით მყოლოდი, ასე თუ ისე,იგრძნობდი ბოლოს, ამ ეპოქაში მე არ ვცხოვრობდი, ამ ეპოქაში ვიბრძოდი მხოლოდ. აქედან იქეთ,იქედან აქეთ, მისვლა და მოსვლა, წამად თუ წუთად,- მთვარეში მთვარე,სარკეში სარკე, წვეთში წვეთი და სუნთქვაში სუნთქვა!" გამომგზავნის ვინაობას არც წერილი ატყობინებდა არც ზარი განხორციელებულა,მაგრამ იცოდა ვისგანაც იყო. ოჯახისწევრებთან ერთად წავიდა ბოლო პანაშვიდზე. კიდევ უფრო მძიმე იყო გარემო,უფრო მეტი ადამიანი ირეოდა სახლშიც და ეზოშიც. დუდას წამით მოჰკრა თვალი,ბიჭებთან ერთად იყო და მერე დაინახა როგორ გავიდა მანქანით. დარჩენას აზრი არ ჰქონდა , მიწერაც ვერ მოახერხა . საამისო დრო არ იყო . მეორე დღეს ხომ საერთოდ "დაკრძალვა " დღე როცა საბოლოოდ ემშვიდობები საყვარელ ადამიანს . აუტანელი ტკივილით ბრუნდები უკან და თან მოგყვება მოგონებები . დუდა მარტო არ იყო. გვერდით ჰყავდა ადამიანები რომლებიც უკან უბრუნებდნენ მათკენ გაწვდილ ხელს. მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები, რომლებიც პატივისცემას იჩენდნენ. გიგაურების ოჯახიდან ერთი კაცი დარჩა მხოლოდ და მთელი სანათესაო მის ირგვლივ იყო. სულ ვიღაც მიდიოდა,სულ ვიღაც ესაუბრებოდა. ახლოს ვერ მივიდა და ბოლოს დანებებული რომ დაჯდა მაგიდასთან სხვა ხაჭვანებთან ერთად მაშინ გამოჩნდა. _აქ დავჯდები ... თამადა იცი ვინც იქნება . დააჯინე ყველა და დაიწყოს _ ზურგს უკან ესმოდა ხმა. შემდეგ გვერდით სკამი გამოსწია და ცარიელი ადგილი დაიკავა . მუხლზე დადებულ ხელზე ხელი შეახო ,მადლობის,მონატრების,გამხნევების ნიშნად.ისე კი არაფერი გაუკეთებია ყურადღების მისაქცევი. რამდენჯერმე წამოდგა,მაგიდებს შორის დადიოდა და ყველაფერს აკონტროლებდა. წამსვლელ სტუმრებს აცილებდა,მადლობას უხდიდა . _ჩემთან წადი სახლში და მოვალ მეც ,კარგი ? _ გასვლამდე მისწერა და სოფიამაც შეიცვალა მიმართულება. მანქანაში ელოდა დუდას გამოჩენას. დაღლილი იყო და თვალები დახუჭული ჰქონდა დუდამ ფანჯარაზე რომ მიუკაკუნა. ისეთი სხვანაირი ჰქონდა მზერა. უცრემლოდ რომ დაიტირა ბებო და ახლა კიდევ ვინ იცის რა ფიქრები აწუხებდა _რატომ მომიყვანე ... არ ვაპირებ დარჩენასო ხომ მითხარი _ბინაში უნდა გადავიდე ,მაგრამ იქამდე ნატალიას კიდევ ერთი დანაბარები უნდა შევუსრულო _რა დაგავალა _დაუკარიო ... ჩემებთან შესახვედრად რომ წავალ დაუკარიო მითხრა . სხვას ვერ მოვასმენინებდი...ვერ გაგვიგებდნენ მე და ჩემ ნატალიკოს. შენ კი მსმენელად საკმარისზე მეტი იქნები. _შენ უკრავ თუ სიმღერას ჩართავ _ანდრო უკრავდა ამ სიმღერას და კიდევ რამდენიმეს ნატალიასთვის... ბიძაჩემის ამბის შემდეგ აღარ გაჟღერებულა ამ სახლში სიმღერა. არ უნდოდა სახლი სამუდამოდ მგლოვიარე დარჩენილიყო . ისიც კი მითხრა ვერ გავიხარეთ ჩვენ ამ სახლში და გაყიდეო,აქ არ დასახლდეო ,მაგრამ გასაყიდად ვერ გავიმეტებ _კიბე აიარა, ჰოლში მდგომ როიალს მიუახლოვდა შავი ნაჭერი მოაშორა და სკამზე დაჯდა. მტვრის ნაწილაკებს მაინც შეეღია კლავიშებს რომ შეეხო ჰაერში მიმოიფანტნენ ბგერებთან ერთად. _დუდა იქნებ სხვა დროს იყოს ახლა ძალიან გიჭირს _ გრძელ სკამზე გვერდით მიუჯდა და თავდახრილს ხელი შეახო მხარზე _ ზედმეტად მძიმეა ახლა სიმღერა შენთვის _ამ სიმღერამ შემაყვარა ანდროო კისკისებდა ადრე ... ბედნიერები რომ ვიყავით მაშინ _ ცრემლებმა დაუბინდა მზერა,მაგრამ მაინც შეეხო კლავიშებს და როიალმაც გამოსცა ხმა "მოვა მაისი მოვა შენი ატმის ლოყებით მოიტანს შენს ფერს ყვავილებს და შენს სურნელება მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები და მე არ ვივი რა მეშველება მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები და მე არ ვივი რა მეშველება შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია შენი ქება ზღაპრად გამიგონია ვერც გაზაფხული ვერ მიშველის ვეღარ გამომცვლის უშენოდ ჩემთვის მაისიც ვერ იმაისებს და ვარდობისთვეს ლხინის ნაცვლად ამ გულს გამოცლილს შენზე უძირო სევდით ამივსებს შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია შენი ქება ზღაპრად გამიგონია შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია შენი ქება ზღაპრად გამიგონია..." მღეროდა და თან ტიროდა. ყველაზე უცნაურად გააცილა საყვარელი ადამიანი დუდა ყიფიანმა. ცრემლები როდის წამოუვიდა ვერ გაიაზრა. სახე მთლიანად დაღარული ჰქონდა დუდამ რომ ასწია თავი და მზერა გაუსწორა. _ნუ იცი ხოლმე ასე ... ჩემ სარკედ გადაქცევა. გული მისკდება იმის წარმოდგენისას,რომ ოდესმე ის ყველაფერი გეტკინება რაც მე _ცრემლები შეუმშრალა და თავზე გადაუსვა მერე ხელი _სარკე ... სარკე შენ გამომიგზავნე ხომ ? როგორ მოიცალე ამისთვის _შენთვის ? შენთვის სულ მოვიცლი ქალბატონო სოფიო _ახლოს იყო მის სახესთან. ლოყაზე აკოცა და ჩუმად უთხრა სიტყვები _დაივიწყე ..._ახლოს იყო მის სახესთან. შუბლით ეხებოდა შუბლზე _რა _ქალბატონი სოფია რომ ვარ _გაყინული თხელი თითები წვერიან ლოყაზე შეახო და შემდეგ მოზრდილ თმაზე გადავიდა _ყველაზე მეტად მინდა ეგ დამავიწყდეს და ის გავაკეთო რაც ამდენი ხანია მინდა ახლა კი მჭირდება _იმ ხელზე აკოცა რომლითაც ქალი ეხებოდა _რა გინდა და გჭირდება , დუდა _ყიფიანი კი ნასვამი იყო ყველაფერთან ერთად,მაგრამ ხაჭვანი მხოლოდ გრძნობებს ჰყავდა გაბრუებული _მაკოცე ,სოფია _ ისე უყურებდა ,ისეთი ხმა ჰქონდა უცნობს მოაჯადოებდა და ქალს რომელის მის მიმართ არსებულ ლტოლვას ძლივს ერეოდა სხვა რა უნდოდა . ყველა ზღვარი გადაკვეთა,ყველა ბარიერი დაიმსხვრა წამსვე სოფია ხაჭვანი პირველი რომ შეეხო დუდა ყიფიანის ტუჩებს . გულისცემის ხმა ესმოდა მხოლოდ , არითმული მისი და საკუთარი. ყიფიანი თითქოს მთელი ცხოვრება ამ მომენტს ელოდა ისე მოიქცია მკლავებში ქალი. მის ფეხებზე იჯდა ,ზურგით როიალს მიყრდნობილი გონს რომ მოვიდა. დუდა ყელს უკოცნიდა,თავი უკან ჰქონდა გადაწეული და თვალები რომ გაახილა პირველი ჭერზე ჩამოკიდებული ბროლის დიდი ჭაღი მოხვდა , მზერა აერია ყიფიანის თითები შიშველ ზურგზე რომ მიცოცავდნენ და კიდევ უფრო ახლოს იკრავდნენ სხეულზე . არაფერი უნდოდა ამ მომენტის გაგრძელებაზე,უსასრულოდ ასე დარჩენაზე მეტი , მაგრამ საკუთარი თავი ებრძოდა შიგნიდან რომელიც იქვე აშენებდა უფრო მტკიცე კედლებს გალავნად. თითქოს ღმერთმაც ნიშანი მისცა ხელისშემშლელად დუდას მეგობრები რომ გამოუგზავნა. მანქანა ეზოში შემოიყვანეს. ხმაურით გადმოლაგდა რამდენიმე ბიჭი და ზემოთაც კარგად ისმოდა ხმა. ისევე გაქრა მისი მკლავებიდან როგორ სწრაფადაც გაჩნდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.