never us 5.2
ისტერიკის ზღვარზე ვიყავი და არ ვიცოდი როგორ გავჩერებულიყავი. მისმა ხელებმა მოიქციეს ჩემი სახე, თვალებიდან წამოსული ცრემლი მომწმინდა. - დამშვიდდი.- მშვიდად მესაუბრებოდა.- დეა შემომხედე და დამშვიდდი. - სახლში მინდა.- ჩუმად ვუთხარი. -კარგი. ჯერ დამშვიდდი. მშვიდად ისუნთქე. -ვერ გიტან. სულ ასე რატომ ხდება?..- მორიგი ცრემლები გადმოჰყვა სიტყვებს. - არ მინდა თამაში... ყველაფერი დებილურად გამოგვდის.... შენც დებილი ხარ... -კარგი, კარგი, დაწყნარდი.- ხელები შემომხვია. -ნუ მეხუტები გთხოვ რა. გამიშვი თქო არ გესმის. თუ წასვლა მინდა კვლავ მის მკლავებში რატომ ვეძებ სიმშვიდეს? რატომ ვიქცევი ასე? რატომ მეჩვენება ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების წესად? -არ მინდა.- ჩურჩულებს და თავზე ნაზად ატარებს თითებს. -სანდრო ისევ თამაშობ. შენს ქცევებს ხედავ ? პასუხს არასდროს აგებ, სულ გარბიხარ ან სხვას აბრალებ. მე არ მინდა ასე. მართლა აღარ შემიძლია. მაშინ ადვილი იყო შენი გაშვება.. ახლა... ახლა თუ ახლოს მომიშვი გამიჭირდება, გესმის?- თვალებზე მომდგარი მორიგი ცრემლები დაეშვნენ აწითლებულ ლოყებზე. -დეა... მხოლოდ ჩემი სახელი მესმის. სიჩუმემ შეგვიპყრო. მე მინდოდა მეთქვა. ყველაფერი გადმომეშვა, რასაც ვფიქრობდი, მაგრამ ჩემი აზრებიც კი არ მქონდა დალაგებული, არაჯანსაღი ცხოვრებით ვცხოვრობ, არაჯანსაღი ფიქრებით და ეს გრძნობა რაც ჩვენშია, რამაც აქამდე მოგვიყვანა, სულაც არაა ის , როგორსაც ჩემი გონება ხატავდა, ზოგჯერ გვერდზე გადადგომა სჯობს, რომ ადიდებულ მდინარეს არ შეეწირო. - პატიებას ვერ გთხოვ..- დაიწყო მან.- არ ვიმსახურებ. თავის გამართლების აზრსაც ვერ ვხედავ. რთულ პერიოდში გაგიცანი და ასე ვთქვათ შენით გამქონდა დრო. ვატრ**ებდი კიდეც. არ ვიცი.. შეიძლება მაშინაც მომწონდი და არ ვაღიარებდი... უბრალოდ მაშინ, სხვაზე ვფიქრობდი, დათაზეც ცუდად გითხარი.. არ უნდა მომეშვა მაშინ.. სხვას რატომ დავაბრალო, როცა მე მივქარე, გაბაზრების თემაზე არაფერს ვამბობ.. ეგ ჩემგანაც იყო, დამიჯერე, თუ მეგობარი ყავს, მეგობარიც საქმეშია... ჩემი ქცევა... რაც აბსურდული არ უნდა იყოს ვიეჭვიანე... ასეთი საუბრები მართლა არ გამომდის, ვაღიარებ რომ მომეწონა შენთან გატარებული ბოლო დრო, მიუხედავად ყველაფრისა, მინდა რომ ვცადოთ და თუ აწი შენი კუდში დევნა და სტალკერის როლის აღება მომიწევს თანახმა ვარ ამაზე. წარსულის გაშვება რთულია მაგრამ.. მინდა რომ ახლიდან შემომხედო, ჩემი ის ვერსია დაგანახო და გაგაცნო, რომელიც ვარ... -სან... -ვიცი, ვიცი... თუ არ გინდა, შენთან ყოფნის ნება მაინც მომეცი...არცერთი არ ვართ წყენის, ტკივილის გარეშე.. თუნდაც ის რაც ერთმანეთს მივეცით... მაგრამ ხომ შეგვიძლია ვცადოთ? -უკვე ძალიან ავირიე... -ჩემთან დარჩი გთხოვ. -ამაღამ თუ სამუდამოდ?- მორიგი სულელური ხუმრობა ვცადე, გაეღიმა. -თუ გამოგვივა სამუდამოდ. მისმა ხელებმა კვლავ მოიქცია ჩემი სახე, ცერები, ნაზად ჩამოატარა ცრემლის კვალს. -მაპატიე რომ გატირე, აღარ იტირო. ღიმილი უფრო გიხდება. -ხო? მაშ იტირეო? - ღია ნამიოკი ჩავურტყი. -აუუ, ყველა სისულელე არ გამიხსენო... -მაშინ ნუღარ იზამ. - ყველანაირად ვეცდები პატარავ,- ლოყას ნაზად შეახო ბაგეები. - შენზე დიდი ვარ სან. - თვეებით და ძაან ნუ გეამაყება.- კვლავ მაკოცა. -იცი, რომ ძაან სულელები ვართ. - ვიცი, დეა..- ღიმილი შეეპარა მის ტუჩებს.- ესეიგი ჩვენ ?... - რა ? - ვინ ვართ ჩვენ ? - შენ რა გინდა? - ახლა შენ თამაშობ დეა?- მის დაბღვერილ სახეზე მე გამეცინა უკვე. - მინდა რომ შენ მიცე ჩვენს ურთიერთობას სახელი. - იქნები ჩემი შეყვარებული მედეა დოლიძე? - ლიკა?.. - მე და ლიკა დავშორდით დეა, ვერ დაგპირდები, რომ ერთმანეთს არ გადაეყრებით. მაგრამ გპირდები, რომ მასთან საერთო მხოლოდ სამეგობრო მეყოლება. - ალექსანდრე ყიფშიძე.. თანახმა ვარ, ვიყო შენი შეყვარებული.- წამიერი სიჩუმე დავარღვიე. - ვაუ, რატომ მგონია რომ ხელი გთხოვე? - რატომ მგონია რომ მოვლენებს წინ ვუსწრებთ? - ეგ უკვე გავიარეთ დეა.- საცოლედ წარდგენის თემა გამახსენა. - ხო... - სახლში კიდევ გინდა? - მჰ.. მეძინება...- არა, ყველაფრის გადახარშვა მსურდა უბრალოდ. - ჩემთან დარჩი აქვე ვარ.. - არა.. ვერ მოვისვენებ..- გავაწყვეტინე წინადადება. - უკაცრავად? გაგახსენო წინაზე ვის ეძინა ტკბილად ჩემზე? - ვიცი.. უბრალოდ.. ჯერ კიდევ ყველაფრის გარკვევა და გადახარშვა მსურს. - კარგი სახლში წაგიყვან თუ დამპირდები რომ ხვალ ბახმაროში წამოხვალ. - ულტიმატუმს მიყენებ ალექს?- წარბ აწეული მზერა მივაპყარი. - კი. - რა ურცხვი ხარ. მერიდება, თან დარწმუნებული ვარ ჩემს გარეშეც გაერთობით. - გართობით გავერთობით, მაგრამ მინდა რომ ჩემთან იყო და თუ დრო გაქვს წამოდი, გოგოებიც გკითხულობენ და დარწმუნებული ვარ შენც მოგეწონება. ნუ მიყურებ მასეთი თვალებით, დამთანხმდი. - ატყობ რომ ყველაფერი სწრაფად ვითარდება ?-უხერხულად გამეცინა.- თან მეგობრები აქ არიან და ცუდი საქციელი იქნება ისინი რომ დავტოვო. - და ისინიც რომ წამოვიდნენ ? ორი ღამით ვაპირებთ გასვლას, როგორც მახსოვს ბუნება გიყვარს.. - ვაუ… - რა იყო მარტო შენ კი არ უყურებდი ჩემს პროფილს - გაეცინა. - აღიარებ რომ მსტალკავდი, ბატონო ალექს? - და რა მაქვს დასამალი? - კარგი ალექს, ოღონდ ეხლა სახლში წამიყვანე. მისამართი გავუზიარე და ჩემკენ დავიძარით. საათი ოთხს გადაცილებოდა უკვე, დავემშვიდობეთ და სახლის კარები მივხურე, სხეულს ბარბაცით მივათრევდი, თითქოს გრილ ჰაერს გონს მოვყავდი და მაინც ვერ ვლაგდებოდი. სიმართლე რომ ვთქვა სასმელის ზემოქმედებაში არ ვიყავი, თუმცა ამ ყველაფერმა ორ ჭიქა მოჰიტოზე მეტად იმოქმედა ჩემზე. აივანზე გამოსული თამარის სხეული გვიან შევამჩნიე. - სად იყავი ამდენ ხანს ?რა ხდება?- ჩემი დანახვის შემდეგ ნერვიულობა შეემჩნია ტონში. - შეყვარებული მყავს.- კიბეებზე ჩამოვჯექი და გაშტერებული მზერა მივაპყარი კარებს. - ვინ გყავს?! - გაოცებით წამოიყვირა მან. - ბახმაროში მივდივარ. - იგივე პოზაში განვაგრძობ მე. - სად? ქალო, ამიხსენი რა ხდება ? სიცხე ხომ არ გაქვს?!- შემარხია, შუბლზე ხელი დამადო. - მე და ალექსი ერთად ვართ. - რა?!- იმხელაზე იყვირა რომ მისმა ხმამ ჟრუანტელივით დაიარა ჩემში და გონს მაგდო. - თქვენ რიგზე ხართ? დროზე მოყევი რა ხდება? აი მოგკლავ იცოდე. - რა მოვყვე. მასთან ვიყავი, რომ გელაპარაკებოდი. მერე ვიჩხუბეთ, მერე.. დეტალურად ჩავუწიკწიკე ყველაფერი თამარს რომელიც გაშტერებული მიყურებდა და თვალები უფრო და უფრო უფართოვდებოდა, ბრაზის ნაპერწკლებიც ღვივდებოდა მასში. - კარგის ტრა*იც მოგს**ვნიათ ორივეს, რას მიყურებ გოგო მასე? ღადავი გვერდზე გადავდოთ და ცოტა მეშინია მაგ შემორიგების... მართლა გიღირს ეს მცდელობა მედე?.. - არ ვიცი თამ..- თავი მხარზე ჩამოვდე.- თავიდანვე არ ვიცოდი რას ვითხოვდი მისგან, ან მე რას ვიღებ? მიყვარს, მომწონს თუ იმ აჩრდილს დავყვები რაც მის დროს იყო.... მთელი ეს დრო შანსი მინდოდა და გინდ ეშმაკისგან იყოს გინდ მამაზეციერისგან, მივიღე ეს შანსი... - მედეა, გთხოვ კარგად დაფიქრდი.. - დავფიქრდი თამ, ბოლო-ბოლო თუ არ ვცდი ვერ გავიგებ...- ფეხზე წამოვდექი და ხელი გავუწოდე.- წამო, დავწვეთ. - წამო პაწ, გინდა შენთან დავწვე? - უარს არ გეტყოდი.. არ ვიცი ამ ემოციურმა დღემ იმოქმედა ჩემზე თუ უძილობამ, მაგრამ დავწექი თუ არა გავითიშე და სიზმრების სამყაროს მივეცი. სამაგიეროდ დილით კიტეს ხვანცალმა გამაღვიძა და რომ არა ამ ბავშვისადმი ჩემი სიყვარული, აშკარად ვერ გადამირჩებოდა. ხელებში მივიქციე და ჩემკენ მოვქაჩე საწვალებლად. - რა გინდა მაიმუნო? რატომ არ მაცლი ძილის? ჩემს ხელებში უფრო ახვანცალდა და თავის დახსნა სცადა. - Არა, პატარა ეგ არ გამოგივა, უნდა ჩაგკოცნო.. ბავშვი ხარხარებდა და ხელებს პირზე მაფარებდა. ”ნუ მკოცნიო” - აუუ დეაა, გამიშვი ლაა, აღალ მინა მეტი გეყოო..- აწუწუნდა ჩემს ხელებში მოქცეული კიტე. - რატო ერთი?- კიდევ ერთი გემრიელად ვაკოცე.- კიტე, დავიძინოთ მოდი. - ალაა, - ხელებიდან დამიძვრა და საწოლზე წამოჯდა. -შენ იცი ბიწია აქ მოსული?- მითხრა გაკრიჭულმა. - ვინ ბიჭი? - ლავი კაცო, დაბლაა.- თავის მანქანას ატრიალებდა ხელში. საწოლიდან წამოვდექი და ტელეფონს ვწვდი ხელში, რომელსაც თურმე ჩემზე მეტად სჭირდებოდა სასიცოცხლო ენერგია. უჯრიდან დამტენი ამოვიღე და კიტე ხელში ავიყვანე. - წამო აბა ვნახოთ ვინ ბიჭია აქ. გუშინ როგორ გაერთე დეიდასთან ? - კაათ, ალ მიტილია.- ამაყობდა თავისი საქციელით.- ეს მაქანა გიომ მიყიდა. - ყოჩაღ ჩემო პატარა.- კიდევ ერთი კოცნა დავუტოვე ლოყაზე. - მერე ვითამაშოთ კაი? - კიი.- სიხარულით აევსო ხმა. დაბლა სამზარეულოდან ხმები ისმოდა უკვე და გეზიც იქით ავიღე. - აი ეს ბიწია, იცნობ ? - ყურში ჩამჩურჩულა და უნდოობით გახედა უცხოს. - კი.. - მე უფრო გაურკვევლობის მზერა მქონდა . - ალექს.. აქ რა გინდა.. - დეა, ყავას დალევ? - მომაძახა გაზქურასთან მდგარმა თამუნამ… - დავლევ.. დეი წადი მამიკოსთან… ბავშვი ხელიდან გავუშვი და თამუნას მივუახლოვდი. - აქ რა უნდა? დიდი ხანია?- ჩურჩულით ვკითხე. - ამას მე მეკითხები? ნახევარი საათის წინ მოვიდა!- დაბღვერით შემომხედა. - მე რას მიბღვერ? - Მიდი, მიდი, წამაღებინე ეს ჭიქები. წინ წასულს უკან გავყევი, ბექა და სანდრო საუბრობდნენ, თან კიტე არ ასვენებდა და მანქანაზე უყვებოდა რაღაც გართულს. თამუნამ ჭიქა სანდროს წინ დადო და ქმრის გვერდით ჩამოჯდა. მე ალექსს მივუჯექი გვერდით ჯერ კიდევ აფექტის მდგომარეობაში. - ალექს, რა გინდა აქ ? - ვერ მოგაწვდინე ხმა და შემოგიარე. უთხარი წამოსვლაზე? - ხმა ვერ მომაწვდინე ? - უცებ გამახსენდა გათიშულ ტელეფონზე და მის დასატენად წამოვდექი.- აა… შეერთება დამავიწყდა… რომელი საათია ? - ოთხია დეა, რა წასვლა ახსენე ალექს?- მიპასუხა თამარმა და დაჟინებით შეხედა ალექსს.- ყავა დალიე, თორემ გათბება. - ბახმაროში გეპატიჟებით თუ რა თქმა უნდა წინააღმდეგები არ იქნებით, მგონი თქვენს გამო უარზეა დეა…- მოსვა თუ არა ჭიქიდან ყავა, სახე ეცვალა და მზერა თამარზე შეაჩერა შემდეგ მე გადმომხედა. - შაქარი ხომ არ დავაკელი საყვარელო? - გამოწვევით შეხედა თამარმა. - არა, აშკარად კარგი ხელი გაქვს. - გაუღიმა და ჭიქა გვერდით გადადო. - მადლობა საყვარელო, შემდეგზეც გიმასპინძლებ. აშკარად რაღაცაშია საქმე. თამუნას ფეხი მივარტყი და ვანიშნე რომ გაჩერებულიყო, მანაც ნაპერწკლიანი თვალებით შემომხედა. - დეა რა გადაწყვიტე საბოლოოდ? - რა უნდა გადამეწყვიტა გოგო ახლა ავდექი..- დავუბრიალე მეც. - აბა, მივდივარო? - თამარა, გაჩუმდი რა.. ალექსი და ბექა ხან ერთს უყურებდა ხან მეორეს, თავი დაბოლო ერთმანეთისთვის რომ ვერ მოუბიათ ისეთი სახეებით. -ხალხო რა ხდება, არ გესმით, რომ გეძახდით ? ოთახში ნიას ხმა გაისმა, მალე მისი და გიორგის სილუეტებიც გამოჩდნენ. - მოიცა ამას აქ რა უნდა? - ხელები გაშალა ალექსანდრეს მიმართულებით. - ესეც მიცნობს ? - ჩამჩურჩულა ალექსმა და თავი ნაღალატებ პიროვნებად ვიგრძენი, თითქოს ყველა ჩემს წინააღმდეგაა. - სან.. გაიცანი ნია, და მისი საქმრო გიორგი, ნია თამუნას დაა… მეგობრებო, ეს ჩემი.. - მე დეას შეყვარებული ვარ, ალექსანდრე. სასიამოვნოა.- დამასწრო და ხელი გაუწოდა მოსულებს. - შეყვარებული??- გაოცებით გადმომხედა სკამზე უძლურად დანარცხებულს.- მსმენია, მსმენია. როდიდან ერთად? - ოფიციალურად გუშინ დღიდან. - ვაა, მე რატომ მეგონა რომ არასდროს? - ნია გთხოვ რა..- შევეხვეწე მზერით, რომ მოეკეტა. - Კაი, კაი, ჩვენ გასვლას ვაპირებდით და შემოგიარეთ. - რომ დაგერეკა ჯობდა,- უპასუხა თამარმა. - მოგწერე დაო, რომ გენახა გეცოდინებოდა.- თვალები აატრიალა ნიამ. - მგონი დეას სხვა გეგმები აქვს. კვლავ მე შემომხედა ,რომელსაც უკვე ეგონა სკამზე კი არა ეკლებზე ვიჯექი, თან უკვე ვამჩნევდი, რომ ბიჭებიც იჭერდნენ უცნაური დიალოგის ნოტებს და ცდილობდნენ გაეგოთ რა ხდებოდა თუმცა პირდაპირ კითხვას არცერთი გეგმავდა. - დეა რა გეგმები გაქვს ? - იკითხა გიორგიმ. - ბახმაროში წასვლას მთავაზობს.. თქვენც ხომ არ წამოხვალთ? - პასი, მე გასარუჯად ჩამოვედი.- ნიამ მაგიდიდან ორცხობილა აიღო და მოკბიჩა, შემდეგ კიტეს მიმართა. - დეი, წყალი მომიტანე გთხოვ. - ახლა მართლა არ გამოვა, სხვა დროს სიამოვნებით,- აყვა გიორგიც. - ეჰ, მალე დამიბრუნებ ?- თითქოს დანებებით ალექსს მიმართა თამარმა. - სამ დღეში თუ ძაან არ მოგვეწონება იქაურობა. თუ თქვენ რამეს გადაწყვეტთ შემოთავაზება ძალაშია იცოდეთ. - ამ.. მე ავალ გავემზადები… ოთახში ასულმა, ზურგჩანთა გადმოვიღე და რობოტივით ჩალაგება დავიწყე, როცა დებმა კარები შემომიღეს. - გოგო რა ხდება მოყევი თორე თამარა არაფერს ამბობს.- დაიწყო ნიამ. - რა ვიცი რა ხდება ? რა ყვავებივით დამესიეთ ხალხო, ერთი საცაა გამგლიჯავს .- ჩანთა გვერდით მივაგდე და საწოლზე ჩამოვჯექი. - რა გინდა ადამიანო? შენზე ვნერვიულობ! ასე უცებ მოხდა ყველაფერი, უცნაურობის გარდა, როგორ აღვწერო არ ვიცი, გამოვშტერდი უკვე.- ბრაზნარევი ხმა ამოიღო თამარმა. - ყველაფერი ასე ცუდადაა? - ისმის ნიას კითხვა. - არაფერი არაა ცუდად. Კი, ყველაფერი მაგარ არეულობას გავს მაგრამ.. არ ვიცი რა, თქვენ რომ მაწვებით მეც ავირიე ხვდებით ? ერთი დღის ამბავია და ჯერ ჩემმა ტვინმაც არ გადახარშა. - გირლ მე შენთვის ვამბობ და დალშე მართლა არ ვიცი რა ვქნა. - არაფერი თამ, უბრალოდ თუ რამე ნიშნებს დავიჭერ დავასრულებთ. სამუდამოდ. - მე მაინც ვერაფერი გავიგე.- ხელები გაშალა ნიამ. - მარა თქვენი სამუდამო ერთად იქნება ისე ვატყობ. პროსტა გუშინ წინ ო, ესა ისა და ახლა ერთად ხართ ვახ … - ფოკუსმოკუს?- ორივეს შევღიმე უხერხულად. გაეცინათ. - Კარგი, კარგი რაში მოგეხმარო?- ჩანთას წვდა თამუნა. - გან*ონი გაქვს თუ მოგცე ? - ნია!- საწოლზე გადაწოლილ ნიას შევყვირეთ ორივემ, რაც სიცილის მიზეზი გახდა მისთვის. - მე ჩავედი, შევათვალიერო უნდა.- გაიკრიჭა და კარები გააღო. - ნია, იცოდე გიორგისთან ჩაგიშვებ რამე არ წამოაყლანტარო ! - მუქარით გავუშვი. - იცის უკვე ეგ .- თვალი ჩამიკრა და კარები გაიხურა. სამოსი ისედაც არ მქონდა ბევრი წამოღებული, ჩანთაში მხოლოდ ორი წყვილი ტანსაცმელი და მოვლის საშუალებები ჩავდევი, წყალი გადავივლე, წასასვლელად მოვწესრიგდი და ქვემოთ ჩავირბინე. მაინც ვჩქარობდი, რომ ქვემოთ არაფერი ისეთი მომხდარიყო. ნიას და გიოს კიტე წაეყვანათ უკვე . ბექა და ალექსი საუბრობდნენ. თამარიც გამზადებული იყო გასასვლელად. - წავედით?- ფეხზე წამოდგა სანდრო. - კი ტელეს ავიღებ და გავიდეთ.. სხვები ? - იქ დაგვხვდებიან. - Მედეა.- კარებში გასულებს მოგვეწია თამარა. - Რა არის? - შევუბრუნდი მეგობარს. - Ხო იცი თუ რამე ეგრევე მწერ. Და კარგი ფოტოები გადაიღე იცოდე. გადამეხვია და დედის დარიგება დამიწყო. შემდეგ ალექსს მიუბრუნდა, რომელიც მანქანაში იყო უკვე. - ალექს? - მჰ?- მანაც ამოხედა. - ჭკუით.- სრული მუქარა იგრძნობოდა ხმაში. - აუცილებლად.- სერიოზულად შეხედა მანაც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.