შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გარიგება +18 - თავი 5


17-10-2025, 19:16
ავტორი kika
ნანახია 684

დანიელ-ის POV

სოფიას ჩვენი საუბრის მერე საკმაოდ მალე ჩაეძინა და არც მიკვირს.
მის ოთახში რომ შემოვედი უკვე ძლივს ახელდა თვალებს და ძალიან ეძინებოდა.

ისე ნაზად ხვრინავდა, რომ ჩემდაუნებურად მეცინებოდა.
ეს ის პატარა რაღაცეებია, რაც ძალიან მიყვარს მასში.
მისი თმის ფერი ან ის, თუ როგორ უბრწყინავს თვალები, როდესაც ბედნიერია.
ძალიან ლამაზია და ჩემი ნება რომ იყოს მთელ დღეებს უბრალოდ მის ყურებაში გავატარებდი.

სოფიამ წრიალი დაიწყო, აშკარა იყო, რომ კოშმარი ესიზმრებოდა.
- სოფია - ვუჩურჩულე და შევეცადე გამეღვიძებინა
- გაჩერდი - მითხრა უხეშად, სანამ ხელს მომკიდებდა და მიმიხუტებდა.
გამეცინა, მაგრამ შევეცადე არ მეხმაურა.

ყოველთვის მეგონა, რომ ვერასდროს აღმოვჩნდებოდი გოგოს ლოგინში, უბრალოდ მწოლიარე და ასეთი ბედნიერი.
ვიცოდი, რომ სოფია ნელ-ნელა ჩემი გულისკენ იკვალავდა გზას, მაგრამ ვერაფერს ვშვებოდი ამის შესაჩერებლად.
იმედი მაქვს მასაც ისე არ გავანადგურებ, როგორც სხვა ყველაფერს ჩემს ცხოვრებაში.

- მე შეიძლება ის ადამიანი ვიყო, ვინც შენ ყველაზე მეტად მოგწონს, მაგრამ მე მხოლოდ შენ მომწონხარ ყველა სხვა ადამიანს შორის - ვუჩურჩულე ყურში, შუბლზე ვაკოცე და ნელ-ნელა მეც ჩამეძნა.
***
სოფიაზე ადრე გამეღვიძა, ლოგინიდან წამოვდექი, ჩემი დღიური ავიღე და ისევ უკან შევწექი.

„ისეთი მშვიდია. გუშინ ღამით ვუთხარი, რომ ერთადერთი ადამიანია ვინც მომწონს. ეძინა, მაგრამ მაინც ვუთხარი. პატარა ნაბიჯებით წინ მივიწევ. მან კი მითხრა, რომ ყველა სხვა ადამიანს შორის ყველაზე მეტად მოვწონდი. არასდროს მეგონა და ახლაც მიჭირს იმის წარმოდგენა როგორია როდესაც ვიღაცის ფავორიტი ადამიანი ხარ, მაგრამ ფაქტია, რომ მე მისი ფავორიტი ადამიანი ვარ, ის კი - ჩემი“

- რას წერ? - მითხრა დაღლილი ხმით და ჩემკენ მოჩოჩდა
- არაფერს...- ამოვისუნთქე ჩუმად
- რომელი საათია? - მკითხა და ნელა დაახამხამა
- დილის რვა - შევხედე საათს

სუნთქვა ისე შეეცვალა, თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ არაფერი მითხრა.

- მადლობა, რომ ვით არ მოიქეცი - მითხრა საბოლოოდ
- არ ვარ - ვუთხარი დაბნეულმა
- ჩემს მიმართ არა, მაგრამ მე რატო არა? - თქვა ჩურჩულით
- შენ რატომ არა რა? - ვკითხე დაბნეულმა, აზრი ვერ გამომქონდა მისი ლაპარაკიდან და ვერც ვხვდებოდი რისი კითხვა უნდოდა
- ჩემი ცოლად მოყვანა რატომ გინდა მაინცდამაინც? ვიცი, რომ მამაშენი მოგცემდა არჩევანის საშუალებას - მკითხა და თვალებზე სევდამ გადაურბინა

წამიერად ჩავფიქრდი. რატომ ავირჩიე ის?
სოფია ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ აქ საქმე გარეგნობას არ ეხებოდა.
- დავინახე, როგორც გექცეოდა მამაშენი - ვუთხარი საბოლოოდ და სოფიამ ეგრევე ამომხედა თავისი დიდი შველის თვალებით.
- როგორ? საიდან? - მკითხა დაბნეულმა და ჩემს ხელს დაუწყო თამაში
- შენს თვალებში. შენს თვალებში დავინახე მის მიმართ შიში მიუხედავად იმისა, რომ ამის დამალვას ძალიან ცდილობდი - ვუთხარი თითქმის ჩურჩულით - ისეთი ბედნიერი და გახარებული იყავი, სანამ მამაშენისკენ გაიხედავდი. ყოველჯერზე, როდესაც მისკენ იყურებოდი შენი ბედნიერებაც ქრებოდა და თვალებში შიში გემჩნეოდა. თითქოს მემუდარებოდი, რომ მისგან გადამერჩინე და რადგანაც მე ვიცი რას ნიშნავს ტირანი მამა, მაგიტომაც გადავწყვიტე მემოქმედა.
იმაზე აღარაფერს ვამბობ, როგორ კარგად გამოიყურებოდი იმ კაბაში, მაგრამ ამაზე სხვა დროს გესაუბრები - ვუთხარი ღიმილით

სოფიას აღარაფერი უთქვამს, მაგრამ დავინახე ღიმილმა როგორ გადაურბინა სახეზე.
- მამაჩემი ნელ-ნელა მკლავდა და სიცოცხლის სურვილს მაცლიდა - მითხრა თვალდახუჭულმა და მხარზე დამადო თავი
- მხოლოდ შენ იყავი მაგ მდგომარეობაში? - ვკითხე ყოყმანით, არ მინდოდა გამებრაზებინა
- კი, ძირითადად კი - მითხრა ისე, რომ თვალები არ გაუხელია.
- სანამ მე ცოცხალი ვარ, ვერც ის და ვერც სხვა კაცი თითსაც ვერ დაგადებს - ვუთხარი მტკიცედ.
სოფია უცებ წამოდგა და ძალიან მომინდა ისევ შევხებოდი, რომ მისი წამოდგომის მერე გაჩენილი სიცარიელე შემევსო.
ძალიან მეშინოდა მისი კოცნის იმიტომ, რომ ვიცოდი, იმ წამიდან როცა ვაკოცებდი, სხვა ქალები ვეღარ დაიკავებდნენ მის ადგილს.
- მოკლედ რომ ვთქვათ, შენ ხარ ყველაფერი, რაც მჭირდება? - მითხრა ირონიულად და გაეღიმა
- ზუსტად - მოვქაჩე და ლოგინში, ჩემს გვერდით დავაბრუნე.
ისე გადავტრიალდით, რომ მე მის ზემოდან აღმოვჩენილიყავი, სოფიას გაეცინა.
მუცელზე თითები ძალიან ნაზად დავუსვი და თვალები დავხუჭე, რომ შემეგრძნო ჩვენი შეხება.
ხელი თეძოზე დავადე და სოფიამ თავისი უმანკო, ვნებით სავსე, თვალებით ამომხედა.
- არა - ვუთხარი ისე, რომ მისთვის თვალი არ მომიშორებია
- რატომ?
- არ გიმსახურებ, არ ვიმსახურებ შენს ყველა ნაწილს - ვაღიარე ჩუმად და თითები მის ქვედა ტუჩს გადავატარე
- ყოველ შემთხვევაში, ჯერ-ჯერობით არა - ვუთხარი და ლოყაზე ნაზად შევეხე.
იმედგაცრუება დაეტყო სახეზე, მაგრამ იმის ცოდნა, რომ მასაც ვუნდივარ და მასაც უნდა ჩემი შეხება ერთგვარ შვებას მგვრდა.
- კარგი - დამიქნია თავი
- ჯერ-ჯერობით მხოლოდ ეს შეგვიძლია - ვუთხარი და კისერზე უხეშად ვაკოცე, სანამ მეორე ხელით მის წელზე მედო ხელი.
სოფიამ ოდნავ დაიკვნესა.
სახე გაუწითლდა, როდესაც ხელი მაისურის შიგნით შევუცურე და ზუსტად მაშინ გავიაზრე, რომ ლიფი არ ეცვა.
- ალბათ არ ღირს - ვუთხარი ოდნავ დაძაბულმა, მაგრამ ვგრძნობდი თვალებში როგორ მეტყობოდა ვნება და სურვილი
- ღირს - მითხრა ირონიული ღიმილით და მელოდებოდა, სანამ გავაგრძელებდი
- მე გაგაფუჭე - ვუთხარი ჩუმად. სოფიას სახეზე ბოროტულმა ღიმილმა გადაურბინა.
- შენს უმანკო თვალებს ჭკუიდან გადავყავარ - გავაქნიე თავი და ცალი წარბი ავუწიე
- რა გაღზნებს ყველაზე მეტად? - ვკითხე ინტერესით
- რაღაცეები - მითხრა და სირცხვილისგან ლოყები გაუწითლდა
- მითხარი! - ვუთხარი მომთხოვნად და უფრო ახლოს მივიწიე მისკენ
- შენ - მითხრა საბოლოოდ.
გამეცინა მის პასუხზე.
ლოყები უარესად გაუწითლდა.
- კიდევ?
- ტუჩზე როცა მკბენ. კისერზე კოცნა. როდესაც ხელს მისვამ ბარძაყის შიგნითა მხრიდან. ყურზე როდესაც მკბენ - ჩამომითვალა.
ჯანდაბა, რა მარტივად შეიძლებოდა სოფიას აღგზნება.
მე ოდნავ დიდიხანი მჭირდება აღსაგზნებად, მაგრამ სოფიასთან ერთად, უბრალოდ მასზე ფიქრიც კი საკმარისია.

ცოტახანი კიდევ ვიწექით და მერე ადგომა მომიწია.
დღეს ბევრი საქმე მქონდა და რაღაც უაზრო მაფიის საქმეები უნდა მერკვია.

***
სოფია-ს POV:

დანიელს წასვლა მოუწია საქმეებზე და ამ უზარმაზარ სახლში მარტო დამტოვა.

ძალიან მოსაწყენი იყო მარტო ყოფნა, თან დანიელმა პირველად რომ ამ სახლში მოვედი, ჩემი ტელეფონი წამართვა და მის მერე აღარც დაუბრუნებია.
როცა მჭირდებოდა რომ დამერეკა, სახლის ტელეფონს ვიყენებდი.

მთელი დღე უბრალოდ ბოდიალში და დანიელის რამდენიმე დაცვასთან ლაპარაკში გავატარე.
განსაკუთრებით ტერის ველაპარაკებოდი ხოლმე. მომწონდა ტერი.

უეცრად კარზე კაკუნი გავიგე.
არ ველოდი არავის და თან ვინც ამ სახლში ცხოვრობდა ყველას ან გასაღები ჰქონდა ან დანიელი წინასწარ მეუბნებოდა მათ ვიზიტზე.
ფანჯარა გადავწიე და გარეთ გავიხედე.
სალომე დავინახე, რომელიც ანამარიასთან და ელისთან ერთად იდგა გარეთ.
რაც უფრო ახლოს ვიცნობდი ამ გოგოებს, მით უფრო ნაკლებად მომწონდა ისინი, მაგრამ სამწუხაროდ მეგობრები მჭირდებოდა.
არ შემეძლო რომ მხოლოდ დანიელი მყოლოდა ცხოვრებაში.
გავგიჟდებოდი.

კარი გავაღე. იმედი მქონდა, რომ დანიელი არ გაბრაზდებოდა.
- წავედით, კლუბში მივდივართ - მითხრა ანამარიამ და ცეკვა დაიწყო
- დღეს ღამე? - ვკითხე მე
- კი - დამიქნია სალომემ თავი
- არ ვიცი.. - ამოვისუნთქე. ვიცოდი, რომ დანიელი არ გამიშვებდა და ისედაც, საკმაოდ ცუდი იდეა ჩანდა.
ვენდობოდი კი ამ გოგოებს ისე, რომ ჩემი სახლიდან გაყვანის უფლება მიმეცა?!
- დაურეკე დანიელს და უთხარი, რომ შუაღამემდე დაბრუნდები, რა პრობლემაა - მითხრა ელიმ
- ის...ის ზედმეტად ფრთხილია და ძალიან მიცავს - შევეცადე თავი ამერიდებინა
- დაურეკე! - მომიჭრა ანამარიამ მოკლედ და ტელეფონისკენ გამიყვანა
- მაგრამ... - სიმართლე ვთქვა არ მინდოდა წასვლა. ზოგადად არ ვიყავი კომუნიკაბელური და სოციალური ადამიანი იმიტომ, რომ ძირითადად გარშემო ყოველთვის ცუდი ადამიანები მხვდებოდნენ და თან ღამის კლუბებში ბიჭებს მხოლოდ სექსი აინტერესებდათ და სხვა არაფერი.
- კაბა არ მაქვს - შევეცადე კიდევ ერთხელ მომეგონებინა რამე მიზეზი
- მე მოგიტანე - მითხრა სალომემ და პატარა კაბა ამოაცურა ჩანთიდან
- თმაც გასაკეთებელი მაქვს - ვუთხარი ისევ
- ანამარია პროფესიონალი სტილისტია - მითხრა ელიმ ღიმილით
- არც მაკიაჟი მაქვს .. - ვთქვი და მივხვდი, რომ მგონი თავს ვერ დავაღწევდი
- არ გჭირდება მაკიაჟი, ისედაც ძალიან ლამაზი ხარ - მითხრა ანამარიამ
- წადი, დაურეკე - მითხრა სალომემ და სამზარეულოსკენ მკრა ხელი სიცილით
- სად არის შენი ტელეფონი? - მკითხა სალომემ და გარშემო მიმოიხედა
- არ ვიცი, დავკარგე - მოვატყუე
- აჰ..კარგი, აი, ამით დაურეკე - მითხრა სალომემ და სახლის ტელეფონი მომაწოდა. მუცელში უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა როდესაც დანიელის ნომრის აკრეფა დავიწყე.

- გისმენ? - დანიელის ხმაზე სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
სუნთქვა გამიხშირდა და სანამ ხმის ამოღებას მოვასწრებდი, დანიელმა დამასწრო
- სოფია, რა მოხდა? - მკითხა ოდნავ შეწუხებული ხმით
- აშკარად ცუდ დროს გირეკავ, სხვა დროს დაგირეკავ
- არაუშავს, მითხარი
- უმმ...გოგოებს უნდათ, რომ მათთან ერთად ღამის კლუბში წავიდე დღეს საღამოს - ვუთხარი ჩუმად და ველოდებოდი როდის მეტყოდა უარს
- წადი. უბრალოდ ერთადერთი წესი: დაცვა წაიყოლე - მითხრა და ხმაში ბრაზი დაეტყო.
უცნაური ხმები ისმოდა ტელეფონში. დანიელი აშკარად დაკავებული იყო და მე შევაწუხე ჩემი უაზრო კითხვებით.
ამოვიოხრე და ყურმილი დავკიდე.
ახლა წასვლა მომიწევს იმიტომ, რომ გოგოებმა ჩვენი საუბარი გაიგონეს.
- დაგთანხმდა - მითხრა ელიმ მხიარულად.
თავი გავაქნიე და ტელეფონს დავხედე.

***
დანიელ-ის POV:

- სად არის ფული?! - ვკითხე კაცს ღრიალით, რომელიც სკამზე იჯდა. მის სისხლიან და ბინძურ მაიკას დავწვდი და ჰაერში ავწიე
- არ ვიცი - მითხრა ენერგია გამოცლილმა.
პირიდან სისხლი მოსდიოდა და უკვე მოთმინებას ვკარგავდი.
გამეცინა.
- ჩემზე გსმენია რამე?
კაცს სახე შეეცვალა და ნერვიულობის დიდმა ტალღამ გადაურბინა, როდესაც მიხვდა რას ვგულისხმობდი.
- არ..არა გთხოვ - დაიწყო ტირილი. მისმა ცრემლებმა და სისუსტემ უარესად გამაღიზიანა
- რას იძახის ხალხი ჩემზე? - ვკითხე სადისტურად და მის პასუხს დაველოდე. მაინტერესებდა რას იძახდა ხალხი ჩემზე
- ისი...ისინი იძახიან, რომ ცეცხლთან თამაში გიყვარს - მითხრა აკანკალებული ხმით - გ..გთხოვ - შეწყალებას მთხოვდა, მაგრამ მაფიაში შეწყალება არ არსებობს.
მე არასდროს ვპატიობ დ არც არასდროს ვივიწყებ, როდესაც ცუდად მექცევიან.
- კარგი - ბნელ ოთახს, სადაც შუქის ნატამალიც კი არ იყო, თვალი მოვავლე
- უკვე წყობიდან გამოგყავარ! დაიწე ლაპარაკი - ვუთხარი წყნარად, მაგრამ ჩემი ხმა აგრესიის პიკს აღწევდა
- არ ვიყავი ახლოს დავითთან, რამდენჯერმე ვცადე თქმა, მაგრამ არ მისმენდი - მითხრა მუდარით.

სახელოები ავიწიე და დაღლილი სუნთქვა ამოვუშვი.
ყელში ამომივიდა.
ახლა უკვე მესამედ გავუქანე მუშტი კაცს მთელი ძალით.
ეს დარტყმა მეც მეტკინა.
კაცმა ტკივილისგან რამდენჯერმე დაახამხამა და სკამზე წამოდგომა სცადა.
ჩემს მუშტზე მის სისხლხს ზიზღით დავხედე.
- მითხარი რაც იცი, მეტჯერ აღარ გკითხავ - ვუბრძანე და სისხლიანი მუშტი მის მაისურს შევაწმინდე
- არაფერი ვიცი! - მითხრა ისევ ტირილით და თვალები დავხუჭე, რომ როგორღაც ჩემი აგრესია გამეკონტროლებინა. ტირილის გარდა სხვა არაფერი შეეძლო.
- მომიტანეთ - ვუბრძანე ოთახის კუთხეში მდგომ ახალწვეულს, რომელმაც იმწამსვე მომიტანა ცეცხლის იარაღი.

ჩავრთე და ვუყურებდი, როგორ ანათებდა ლურჯი ალი ბნელ ოთახს.
კაცს თვალებში სრული შიში ჩასდგომოდა.
შიშისგან დაიყვირა და სკამიდან წამოდგომა სცადა, მაგრამ ფეხი ვკარი და ისევ უკან დავაგდე.
- ეს ისედაც არ იქნება მარტივი, ნუ გაართულებ სიტოაციას - ვუთხარი და სანთებელაზე სახელური დავატრიალე, რომ საჭირო ტემპერატურამდე ამეწია.
კაცი შიშისგან ვერ ხვდებოდა რა ექნა.
- ბოს - ვიღაცამ შემაწყვეტინა და მაიძულა შევბრუნებულიყავი
- ვიღაც გირეკავთ სახლიდან - მითხრა ერთ-ერთმა მათგანმა, როდესაც საბოლოოდ ნებისყოფა მოიკრიბეს.
ჯანდაბა.

საბოლოოდ ტელეფონი გავთიშე.
სოფია იყო. გარეთ გასვლას მთხოვდა.
სანამ ის უსაფრთხოდ იყო და სხვა კაცი მას არ ეხებოდა, არ მადარდებდა.
- ტერის უთხარით, რომ ჩემს გოგოს მიხედოს - ვუთხარი ბიჭებს და კაცისკენ შევტრიალდი.

სანთებელის ლურჯი ალი მის ხელს ზემოდან მივადე, ნელ-ნელა უფრო ახლოს მიმქონდა მასთან.
- ფერმაშია - გატყდა საბოლოოდ კაცი.
- ხედავ, არც ისეთი რთული ყოფილა - გავუღიმე ირონიულად, მაგრამ ბრაზი ისევ დაუცხრომლად მივლიდა მთელს სხეულში
- ცეცხლი აღარ? - მკითხა ბიჭმა, როდესაც სანთებელა იატაკზე დავაგდე
- არა, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აქედან ცოცხალი გახვალ - ჩავილაპარაკე და სანამ კაცი მიხვდებოდა რაც ვთქვი, კისერი მოვტეხე.

- ცოტა უხეშად მოგივიდათ ბოს - მითხრა ერთ-ერთმა
- გამაღიზიანა და თან მატყუებდა ასე, რომ სხვანაირად არც იმსახურებდა - ვუთხარი ცივად და დანარჩენი სისხლი ჩემი ხელებიდან ახლა უკვე მკვდარი კაცის მაისურზე შევიწმინდე
- მოძებნეთ ყველა ფერმა ამ ტერიტორიაზე - ვუბრძანე და ოთახიდან გავედი.

დანტე დავინახე, რომელიც ოთახში შემოვიდა.
- დანიელ - მითხრა მხიარულად
- დანტე - ვუთხარი წყნარად
- ცუდ ხასიათზე ჩანხარ, ამიტომ მოგვიანებით გეტყვი - მითხრა და ზურგზე ხელი ლაითად დამარტყა
- რა ხდება? - მკლავზე უხეშად მოვკიდე ხელი და სიარული შევაწყვეტინე. დანტემ ყოყმანით ამოისუნთქა.
- მამაშენზეა - მითხრა დანტემ
- რა ხდება? - ვკითხე გაღიზიანებულმა. აღარ მინდოდა კიდევ რამე ცუდის გაგება.
- მამაშენს ამ მაფიაში უნდა დაბრუნება - მითხრა დანტემ ჩემი აფეთქების მოლოდინში
- არა - გავაქნიე თავი
- ყველას ეზიზღება ის იმის მერე, რაც გაგვაკეთებინა - დამიქნია დანტემ თავი
- უთხარი, რომ უარი შევუთვალე და თუ კიდევ შეეცდება დაბრუნებას გააფრთხილე, რომ ნელი, მტკივნეული სიკვდილით მოკვდება - დანტემ თავი დამიქნია და სიარული გააგრძელა.

ორი ნაბიჯიც არ მქონდა გადადგმული ტერიმ რომ დამირეკა
- ბოს, პრობლემა გვაქვს - მითხრა ტერიმ ჩუმად, მაგრამ ხმა უკანკალებდა
- რა ხდება? - გულისცემა ოდნავ შემინელდა, როდესაც გავიაზრე, რომ ტერი სოფიასთან ერთად იყო
- „შავი ყვავის“ ლიდერი სოფიას ელაპარაკება. მასთან ცეკვას აიძულებს. გეფიცებით ბოს, არ გავუშვებდი რომ მცოდნოდა, რომ ეს მისი კლუბია - მითხრა ტერიმ ნერვიულად
- ჯანდაბა! - ბრაზმა ერთიანად დამიარა სხეულში და ტელეფონი მთელი ძალით ვისროლე ოთახის მეორე ბოლოში.
სისხლი თვალებზე მომაწვა.
გაბრაზებული იმდენად არ ვიყავი, რამდენადაც სოფიაზე ვნერვიულობდი. რომ გაიგონ, რომ სოფია ჩემი საცოლეა, არც კი დაფიქრდებიან ისე მოკლავენ იმაზე არღაფერს ვიძახი, რომ ის კლუბი ახლა იმ ნაბიჭვრის კაცებით არის გატენილი.
მე რომ იქ მივიდე, ომი დაიწყება, მაგრამ არც სოფიას დატოვებას ვაპირებდი.
ის ისეთი ცუდი არ არის, როგორიც მე, მაგრამ სოფიას მოკვლაზე არც კი დაფიქრდება ისე იზამს.

იმის გაფიქრებამ, რომ სოფია ვინმე სხვას ეცეკვებოდა, ეჭვიანობის უზარმაზარი ტალღა მომგვარა.
რომ წარმოვიდგენდი როგორ ეხებოდა ის ჩემს სოფიას ცეკვის დროს....

***
სოფია-ს POV:

სალომემ, ანამარიამ და ელიმ რაღაც ღამის კლუბში წამიყვანეს, რომელში წასვლაც კი არ მინდოდა. უბრალოდ მინდოდა სახლში ვყოფილიყავი და დანიელს დავლოდებოდი და მერე დამეძნა, მაგრამ ყველანირი გეგმა ამირიეს.
მომიწია რომ დამელია, მეცეკვა და საბოლოოდ ალბათ სულელივითაც გამოვიყურებოდი.

შესასვლელში ჩვენი ყალბი პირადობები ვაჩვენეთ და შეგვიშვეს.
- გოგოებო, ვფიქრობ ეს კაბა ძაან მოკლეა. დანიელი მომკლავს - ჩავიბურტყუნე ანერვიულებულმა.
- ნუ აძლევ დანიელს იმის უფლებას, რომ გიკონტროლოს რას ჩაიცვამ სოფია! სასწაული ტანი გაქვს - მითხრა სალომემ
- ღმერთო ჩემო, ამას შეხედეთ - დაიძახა ელიმ აღტაცებულმა და ჩვენს წინ მდგარი მაგიდისკენ გაიშვირა ხელი, სადაც 4 ბიჭი იჯდა, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ
- მათი ყურადღება უნდა მივიქციოთ! - ჩაიცინა ანამარიამ და საცეკვაო მოდენისკენ გაგვათრია.
- არა გოგოებო, მე დანიშნული ვარ და მალე უნდა გავთხოვდე. სხვა კაცის ყურადღება არ მჭირდება - შევახსენე გოგოებს
- მაშინ უბრალოდ შენთვის იცეკვე და გაერთე - მითხრა სალომემ სიცილით და მიმტანს არყის შოთები გამოართვა.
კატასტროფული საღამო იქნება, უკვე ვგრძნობ.

სალომემ ერთი შოთი მომაწოდა და ყოყმანით შევხედე
- დალიე! - მითხრა ელიმ და მეც დავლიე.
იქნებ მთვრალზე მაინც მორჩეს ეს საღამო მალე.

სალომე, ელი და ანამარია ძალიან სექსუალურად ცეკვავდნენ, როდესაც დავინახეთ, რომ ბიჭები გვიყურებდნენ.
ვიცოდი, რომ არ უნდა მოვსულიყავი.

დავინახე როგორ წამოვიდნენ ჩვენკენ.
წასვლას ვაპირებდი უეცრად ვიღაცის ხელი რომ ვიგრძენი ჩემს მაჯაზე.
- ჰეი - გავიგონე ბოხი ხმა.
შევტრიალდი და დავინახე ბიჭი, რომელიც მაქსიმუმ 25 წლამდე იქნებოდა. კოხტად შეჭრილი თმა და ახლად გაპარსული წვერი ჰქონდა.
ქერა თმა, ღია ფერის თვალები და მთელი ხელი და კისერი გადაჭედილი ტატუებით.

მისმა ტატუებმა დანიელი გამახსენა.
- ჩემი ტატუები მოგწონს? - მკითხა და პერანგის სახელო აიწია, რომ უფრო მეტი ეჩვენებინა
- კი, კარგებია - ვუთხარი ცივი ხმით, რომ არ ეფიქრა, რომ ვეფლირტავებოდი.
- გინდა ვიცეკვოთ? - მკითხა და თვალებში რაღაცამ გაუელვა.
სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, სამაჯური შენიშნა ჩემს მაჯაზე.
- შეყვარებული გყავს? - მაჯაზე ხელი მომკიდა და სამაჯურს დააკვირდა
- კი - ვუთხარი, მაგრამ სიმართლე ვთქვა არც კი ვიცოდი მე და დანიელი ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის.
- წამოდი პატარავ, გაატარე ეს ღამე ჩემთან ერთად. დარწმუნებული ვარ შეგაცვლევინებ აზრს შენს შეყვარებულზე - ჩამჩურჩულა ყურში და ხელი წელზე შემიცურა.
- არა, ასეც კარგად ვარ - ხელი მოვაშორებინე და ვცადე ზიზღი დამემალა ჩემს ხმაში.
შეშინებული ვიყავი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი არ შემემჩნია.
- ალბათ როგორი ერთგული ხარ, რომ მე უარს მეუბნები, მაგრამ ეგ უფრო მომხიბვლელს გხდის - მითხრა და ოდნავ უფრო მომიახლოვდა
- ძალიან ერთგული - ვუთხარი და ნელ-ნელა უკან დავიხიე.

დავინახე, რომ ნელ-ნელა ღიზიანდებოდა
- მე მილიონერი ვარ, ეს კლუბი და კიდევ ბევრი სხვა, ჩემია - შეეცადა ჩემი გადარწმუნება
- შენი ფულებით ვერ მიყიდი - ვუთხარი ცივად და უკან სვლა გავაგრძელე
- მაფიის ლიდერიც ვარ - ჩამიკრა თვალი.
ადგილზე გავიყინე. ალბათ მეხუმრებით. მაინცდამაინც მე რატომ?!
- რა ქვია შენს მაფიას? დარწმუნებული ვარ, თუ სიმართლეა, სადმე მექნება გაგონილი სახელი
- ჩვენ შავი ყვავი გვქვია - გაიღიმა ამაყად
- ვაუ, როგორ საშიშად ჟღერს - ვუთხარი ირონიულად
- მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი მაფია ვართ - მითხრა ცივად და მის სუნთქვაში ალკოჰოლის სუნი ვიგრძენი. უსიამოვნო ჟრუანტელმა მთელს სხეულში დამიარა.
დანიელს ყველაზე დიდი მაფია აქვს და ყველაზე დიდი სასქესო ორგანოც, ეს ისე, უბრალოდ.

გამიგია შავ ყვავებზე. არც ისეთი ბოროტები და ცუდები არიან, როგორადაც თავს აჩვენებენ, მაგრამ მსმენია, რომ უცნაური დასჯის მეთოდები აქვთ ხოლმე.
ვიცოდი, რომ შავ ყვავებს სძულდათ დანიელის დაჯგუფება.
მხოლოდ იმიტომ, რომ დანიელს ყველაზე დიდი და საშიში მაფიოზური დაჯგუფება ჰყავს.

- რა გქვია? - ვკითხე და ეჭვით გავხედე
- ისევ არ გჯერა ჩემი,არა?! - მკითხა და გაეცინა
არც კი იცის, რომ მეთვითონაც მაფიაში ვარ გარეული.
- არა, არც კი მეგონა, რომ მაფიოზური დაჯგუფებები ისევ არსებობდა - ავიჩეჩე მხრები. ვგრძნობდი რომ საშიში ადამიანი იყო და იმასაც ვხვდებოდი, რომ მასთან ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი.
- ჩემი სახელი სანტიაგოა, მაგრამ შემოკლებით სანტის მეძახიან
- მე ლექსი - გავუღიმე ზრდილობიანად და გადავწყვიტე, რომ სახელის მოტყუება ამ შემთხვევაში კარგი ნაბიჯი იყო. არ იყო საჭირო, რომ ჩემი ნამდვილი სახელი სცოდნოდა.
- ეს კაცი ვინ არის? - მკითხა ინტერესით
- აჰ, არ იცნობ მას - ავიჩეჩე მხრები, რამაც უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია მასში
- მითხარი - მითხრა მომთხოვნად
- მისი სახელია..ალექსანდრე - ვუთხარი ყოყმანით
- ყოყმანით რატომ მპასუხობ? - მკითხა დაეჭვებულმა
- შენ არ უპასუხებდი ყოყმანით, რომ გცოდნდოა, რომ მაფიის ლიდერს, რომელსაც შენთან სექსი უნდა, შენი შეყვარებულის სახელით ინტერესდება - ვუთხარი სიცილით და ვცდილობდი ყველა სიტყვაში დამემალა ჩემი შიში.

და სწორედ იმ წამს მივხვდი, რომ ამ სიტოაციიდან ჩემით ვერ დავაღწევდი თავს.
მივხვდი, რომ ეს ბიჭი არ გამიშვებდა იქამდე, სანამ მასთან ერთად არ წავიდოდი აქედან, დანიელი კი ფიქრობს, რომ კარგად ვარ.
ღმერთო, რა მოხდება თუ დანიელს ვეღარასდროს ვნახავ? თუ ვეღარც მის შესანიშნავ პრესს ვნახავ?! ჩემი თვალები ვეღარ ნახავენ მის მომხიბვლელ სახეს.
როგორც მიხვდით ხუმრობის ხასიათზე ვიყავი, ალბათ ალკოჰოლის გამო, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მეშინოდა.

თუ ეს ბიჭი გაიგებს, რომ მე დანიელის შეყვარებული ვარ, მაშინ მე მის საწინააღმდეგოდ გამომიყენებს.
დანიელი მაინც არ დასთმობს თავის მაფიას ჩემი გულისთვის.
სანტიაგომ სახეზე შემომხედა და მიხვდა, რომ ფიქრის პროცესში ვიყავი
- რა ხდება პატარავ? ის ფაქტი, რომ მაფიოზი ვარ, გაშინებს? - მითხრა სანტიაგომ და თავისკენ მიმიზიდა
- არა - ვცადე უკან გავწეულიყავი.

- მას უკვე ჰყავს ერთ-ერთი - კმაყოფილი ტონით მოგვიახლოვდა მთვრალი ელი.
სერიოზულად ელი?!!!! ფიქრობ, რომ სწორი ადგილია რომ ვიღაცას იმაზე მოუყვე, რომ ჩემი შეყვარებული მაფიოზია?!! ეს ძუკნა ჩემს თავს მოაკვლევინებს
- ა..არა, არ არის ეგრე - ვუთხარი შეშინებულმა
- პატარავ, თუ შენი ბიჭი შენს ტკენას შეეცდება, მოვკლავ - მითხრა სანტიაგომ და ხელზე მაკოცა.
კინაღამ გული ამერია.
მის ყელზე მისი მაფიის ნიშანი დავინახე, რომელიც აშკარად დამწვრობით ჰქონდა მიღებული.
სერიოზულად?! კანის დაწვა მხოლოდ იმიტომ, რომ შენი მაფიის ნიშანი დაიხატო?! ჩემი აზრით ზედმეტია.

***
სალომეც მოგვიახლოვდა და საუბარში ჩაერთო.
- მას სძულს ყურადღება - ჩაიბურტყუნა სალომემ და არყის შოთი დალია
- სალომე, აღარ დალიო მეტი - უთხრა ელიმ და ჭიქა გამოართვა
- გაიყვანე აქედან ესენი - სანტიმ თითი დაატკაცუნა და თავის კაცებს უბრძანა, რომ ჩემი მეგობრები წაეყვანათ რომელიმე სხვა მაგიდისკენ
- სოფია, დანიელი გაბრაზდებაააა - მიყვირა ელიმ.
წამიერად ვიგრძენი როგორ გამიჩერდა გული.
- დანიელი ვინ არის და შენ მითხარი, რომ ლექსი გქვია - სანტიაგოს თვალებში ბრაზმა გადაურბინა და დავინახე, როგორ გამოებერა ყელზე ვენები
- აჰ, დანიელი ჩემი ძმაა და ლექსი ჩემი მეორე სახელია, რომელსაც კლუბებში ვიყენებ - ვუთხარი პირველივე რამ რაც გონებაში მომივიდა
- დანიელი.... - თქვა ჩაფიქრებულმა და ეჭვით გამომხედა
- დადეშქელიანი - დაიყვირა ანამარიამ, ეგონა, რომ სიკეთეს მიკეთებდა.
ანამარიამ სად ჯანდაბიდან იცოდა დანიელის გვარი?!
ალბათ მე ვუთხარი ჩემთან რომ დარჩნენ და დამავიწყდა.

დავინახე სანტიაგოს როგორ გადაეფინა სახეზე რაღაც უცნაური ემოცია, როდესაც ანამარიას სიტყვები გაიაზრა.
მაგრამ უცნაური ემოცია მალე გაქრა და ის ბრაზმა ჩაანაცვლა.
- დანიელ დადეშქელიანი - მიყვირა, მაგრამ რადგანაც მუსიკა ხმამაღლა იყო, მხოლოდ მე და მას გვესმოდა ერთმანეთის
- იხუმრა, სერიოზულად არ უთქვამს, სპეციალურად თქვა, რომ იცის რომ მაფიოზი ხარ - შევეცადე სიტოაცია გამომესწორებინა.
სანტიაგომ მკლავზე ხელი ჩამავლო და მომიჭირა.
- გამიშვი! - ვუთხარი ცივად და შევეცადე ხელი გამომეგლიჯა
- დანიელს და არ ჰყავს - მითხრა უხეშად.
ჯანდაბა.
- როგორც ჩანს საიდუმლოა ჩემი არსებობა - თვალი ჩავუკარი სანტიაგოს
- გაატარე ჩემთან ერთად ღამე და დილას გაგიშვებ, ზედმეტი ვალდებულებების გარეშე - შემომთავაზა ისევ
- არა - გავაქნიე თავი
- მაშინ, მილიონ დოლარად გაფასებთ - სანტიაგოს ისევ უსაზღვრო ბრაზმა გადაურბინა სახეზე.
მკლავზე მომკიდა ხელი და კლუბის უკანა კარიდან ძალით გამათრია.

ხელები ერთად შემიკრა ჩემს ზურგს უკან.

ბნელი, ნესტიანი ქუჩით მივყავდი, როდესაც მანქანა მოგვიახლოვდა.

სანტიაგომ წამის მეასედში ამოაძვრინა იარაღი შარვლიდან და მანქანიდან გადმოსულ ადამიანს მიუშვირა.
მანქანის ფარების შუქზე ვერ ვხედავდი,მაგრამ როგორც კი სილუეტი გავარჩიე დავინახე, რომ დანიელი იყო.
სანტიაგოს მისთვის თავში დაემიზნებინა.
სანტიაგოს იარაღის წინ გადავუდექი, ვიცოდი, რომ ამას შეიძლებოდა მოვეკალი.
- არ ისროლო - შევუღრინე სანტიაგოს.
- 1 მილიონ დოლარი დანიელ - დაუყვირა ბიჭმა დანიელს.
დანიელმა საპასუხოდ იარაღი დაუმიზნა.
- სერიოზულად?! ამხელა ვალში როგორ ამოყავი თავი?! ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიკეთე, რომ ამხელა ვალი აგეკიდებინა - უთხრა დანიელმა ირონიულად ისე, რომ იარაღი არ დაუშვია
- აი, აქ არის მილიონი დოლარი - დანიელმა ჩანთა დაუგდო სანტიაგოს ფეხებთან. სანტიაგომ გაკვირვებულმა შეხედა.
- გაუშვი გოგოს ხელი და ფული შენია. ამაზე მეტ ფულს არ მოგცემ - უთხრა დანიელმა უდარდელად.
დავინახე როგორ დაიწყო სანტიაგომ ყოყმანი.
- კარგი - სანტიაგომ ხელი მკრა ისე, რომ დანიელისკენ წავსულიყავი, მაგრამ დაავიწყდა, რომ მაღლები მეცვა და დანიელამდე მისვლის მაგივრად, როგორც კი ხელი მკრა იმწამსვე წავიქეცი.
ტკივილისგან ამოვიკვნესე და დავინახე როგორ წამომივიდა სისხლი ხელიდან.
დანიელს ავხედე, რომელიც გაღიზიანებული ჩანდა სანტიაგოს საქციელით.

სანტიაგო ფულის ასაღებად დაიხარა, მაგრამ დანიელმა პირდაპირ თავში ესროლა. მისი საქციელი აშკარად ბრაზით იყო გამოწვეული.
სანტიაგოს უსულო სხეული მიწაზე დაეცა.
- დედამოტყნული შავი ყვავები, რა იდიოტური სახელია - თქვა დანიელმა გაღიზიანებით. ფულის ასაღებად დაიხარა და ჩემკენ წამოვიდა.
ხელები გამიხსნა და ჩემი ფეხზე წამოყენება სცადა.
- კარგად ხარ? - მკითხა და ჩემი სახე ნელა შეათვალიერა
- როცა შენს გვერდით ვარ კი - ამოვისუნთქე და ჩავეხუტე.
დანიელმა პასუხად უბრალოდ გამიღიმა.
- წავედით გვრიტებო - დაგვიყვირა დანტემ მანქანიდან.

- იარაღის წინ რატომ დადექი?! - მკითხა დანიელმა და გამაჩერა
- არ ვიცი... - ჩავიბურტყუნე ჩემთვის და საბოლოოდ გავიაზრე ჩემი საქციელი
- შეიძლებოდა მომკვდარიყავი - გამომხედა დანიელმა გაბრაზებულმა და ჩემს პასუხს დაელოდა
- მგონი შენს გამო სიკვდილზეც თანახმა ვარ - ვუთხარი გულწრფელად და მანქანისკენ ისე წავედი, რომ მის პასუხს არ დავლოდებივარ

***
დანიელ-ის POV:

- მგონი შენს გამო სიკვდილზეც თანახმა ვარ - ჩაიბურტყნა სოფიამ.
მსგავსი არასდროს არაფერი უთქვამთ ჩემთვის.
ერთადერთი რასაც მუდმივად ვისმენდი ის იყო, რომ გატეხილი სათამაშო ვიყავი, გამოუსადეგარი ადამიანი.
ადამიანი, რომლის ჩანაცვლებაც მარტივად შეიძლება და ადამიანი, რომლის გამოც არავინ დათმობს თავის სიცოცხლეს.
მე ყოველთის პატარა ნაწილაკი ვიყავი ამ დიდ თამაშში.

სოფიამ თავისი სიტყვებით რაღაც უცნაური ემოციები მომგვარა.
არ ვიცოდი რა ემოციები იყო, მაგრამ პირველად ვგრძნობდი.
ადგილიდან იქამდე არ დავძრულვარ, სანამ დანტეს ყვირილმა ტრანსიდან არ გამომიყვანა.
სოფიამ მაგრძნობინა, რომ მას ვუნდოდი და არა ვჭირდებოდი.
როდესაც ადამიანებს სჭირდები, ისინი თავისი ბენეფიტისთვის გიყენებენ, მაგრამ როდესაც ადამიანებს უნდიხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ შენთან უნდათ ყოფნა, შენთან დროის გატარება და არ უნდათ, რომ გული გატკინო.
და ახლა უკვე მეც მეშინია მისი დაკარგვის.

სახლამდე გზა ჩუმი იყო, ხმა არცერთს ამოგვიღია.
როგორც კი სახლში მივედით სოფია პირდაპირ თავისი ოთახისკენ წავიდა, მე - ჩემი ოფისისკენ.

საბუთებს ვამოწმებდი უეცრად კარზე კაკუნი რომ გავიგე.
აშკარად თავის დანებებას არ აპირებდნენ.
- რა? - გავძახე გაბრაზებულმა
დანტემ გააღო და საეჭვოდ მალევე მიხურა კარი მის უკან.
ალკოჰოლის სუნი მთელს ოთახში შემოვიდა და ჩემი მაგიდიდანაც კი ვხედავდი როგორი მთვრალი იყო.
- რა ხდება? - ვკითხე და ერთ-ერთ საბუთს ხელი მოვაწერე
- არაფერი, რა გჭირს? - მკითხა აგრესიულად, გაღიზიანებული ტონით
- ვის ელაპარაკები ხო არ გავიწყდება?! - მაგიდიდან ნელა წამოვდექი და გაღიზიანებულმა გავხედე
- აშკარად იმ ადამიანს არა, ვინც რამდენიმე თვის წინ იყავი - დანტემ იმედგაცრუებით გადააქნია თავი.
არაფერი მიპასუხია. ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა.
- ის გცვლის და არ მომწონს ეს - აღიარა საბოლოოდ
- ყველას რატომ გაქვთ რაღაც პრობლემა სოფიასთან?! - დავუყვირე გაღიზიანებულმა
- იდეალური ადამიანია. ყველას მიმართ კეთილია, მათ შორის ჩემს მიმართაც კი. ყველაზე და ყველაფერზე ზრუნავს ასე, რომ ნუ დგახარ აქ და ნუ მეუბნები, რომ აღარ მოგწონვარ მხოლოდ იმიტომ,რომ აღარ ვარ ისეთი ეგოისტი და ბოროტი, როგორიც ადრე ვიყავი
- მის გამო საშინელ გადაწყვეტილებებს იღებ - მიყვირა დანტემაც.
დანტე ჩემი მარჯვენა ხელი იყო.
ასე რომ არ ყოფილიყო, მისი ამ საქციელის გამო უკვე დიდიხნის მკვდარი იქნებოდა, მაგრამ კი, ვერც მე ვუარყოფდი, რომ სოფიას როცა ეხებოდა საქმე, ძალიან ირაციონალური ვხვდებოდი.
- შავ ყვავებთან ომს დაიწყებ ვიღაც გოგოს გამო!!
შენ დანიელ დადეშქელიანი ხარ, ჩვენი ლიდერი! მოიქეცი ლიდერივით! - ხელი მკრა დანტემ.
მკლავზე ხელი მოვკიდე და მთელი ძალით მოვუჭირე.
- ბოროტების დანახვა გინდა დანტე!? - შევუღრინე.
მკლავი ისე ამოვუტრიალე, რომ მთლიანად ამოვუგდე.
დანტემ დაიყვირა და იატაკზე დაეცა.
როგორც კი დაეცა ნეკნებში ფეხი ამოვარტყი.
- სიუხეშე და დაუნდობლობა გინდა დანტე?! კი ბატონო, განახებ სიუხეშეს და დაუნდობლობას - ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავარტყი.
- კარგი, ბოდიში - მითხრა დანტემ და ამოახველა
- წადი შენი - ვუთხარი აგრესიულად
- გაეთრიე და ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახოს - ვუბრძანე დანტეს და ჩემი სკამისკენ წავედი
- ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს, სოფიამ იმაზე უარესი გაგხადა, ვიდრე იყავი - ჩაიბურტყუნა და ოთახიდან გავიდა.

ბრაზი ისევ მთელს ტანში მივლიდა.
კედელთან მივედი და მუშტი მთელი ძალით დავარტყი.

იქნებ ჯობდეს, რომ სოფიასგან თავი შორს დავიჭირო.

***
სოფია-ს POV:

იმ ინციდენტის მერე დანიელი ძალიან ცივად მექცეოდა.
მაგიდასთან ვიჯექი და ვარდს ვხატავდი, რომ დრო როგორღაც გამეყვანა.

- დანიელმა მითხრა, რომ ეს დამებრუნებინა - მითხრა ტერიმ და ჩემი ტელეფონი მომაწოდა
- ღმერთო ჩემო - წამოვდექი სიხარულისგან. ტელეფონი გამოვგლიჯე ტერის ხელებიდან და ლოგინზე დავჯექი.
დავინახე, რომ დანიელმა უკვე ჩაიწერა თავისი თავი კონტაქტებში.

ბოლო რამდენიმე დღეში რამდენჯერმე ვცადე დავლაპარაკებოდი,მაგრამ ყოველთვის თავიდან მიშორებდა, რაც მინდა ვთქვა, რომ უზრდელობა იყო.

ტელეფონს დავხედე და წამიერად ჩავფიქრდი რისი კეთება მინდოდა.
სამწუხაროდ არ შემეძლო მთელი დღეები სახლში ვმჯდარიყავი და ყოველდღე დანიელს დავლოდებოდი.
მთელი ბავშვობა ექიმობა, ექთნობა მინდოდა.
ძალიან საინტერესო ჩანდა ეს პროფესია ჩემთვის.
რომ ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ გადავარჩენდი ბავშვებს, სიხარულის ჟრუანტელი მივლიდა, მაგრამ იმისთვის, რომ კოლეჯში მოვხვედრილიყავი, აუცილებლად უნდა დამესრულებინა სკოლა.
ყოველთვის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ალბათ ახლა უკვე სკოლის შეცვლა მომიწევდა, რადგანაც ძველ სკოლაში ვეღარ დავბრუნდებოდი.
სკოლის დამთავრებადე 5 თვე იყო დარჩენილი.

დანიელს ვთხოვ და ვნახოთ რას მეტყვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent