გარიგება +18 - თავი 6
- დანიეეეეელ - ვთხოვე წვრილი ხმით, რომ მენიშნებინა, რომ რაღაც მინდოდა. - რა? - გაღიზიანებულმა გამომძახა კარს იქედან. ბოლო დროს სულ გაბრაზებული დადიოდა. - კარგი მაშინ - ვთქვი ჩემთვის და კარს მოვცილდი. ჩემით მივხედავ ჩემს თავს, რაღამც დანიელი აღარ დარდობა ჩემზე აშკარად. მესმის, რომ მაფიის ბოსია, მაგრამ ხო შეუძლია, რომ ნორმალურად მომქცეოდა. ლეპტოპი ავიღე, რომელიც დანიელმა მაჩუქა, როდესაც ამ სახლში მომიყვანეს ძალით. კერძო სკოლაში დავრეგისტრირდი და შეიძლებოდა დანიელის ბარათიც კი გამომეყენებინა. მაინც გაიგებდა ადრე თუ გვიან. ისეთი სკოლა ავარჩიე, სადაც კარგად ასწავლიან მედიცინას. უბრალოდ მინდოდა, რომ მესწავლა, ყოველგვარი დრამის გარეშე. ტელეფონი დავდე და მეილის მოლოდინში ცქმუტვა დავიწყე. ერთ საათიანი მოლოდინის მერე შეტყობინების ხმა გავიგე. არ მოვიტყუები და კინაღამ გულის შეტევა დამემართა. ლოგინიდან წამოვხტი და შეტყობინება გავხსენი. მიმიღეს. ჯანდაბა, როგორ მიმიღეს?! სკოლაში მილიონი დღე მაქვს გაცდენილი, მაგრამ ალბათ ჩემმა ნიშნებმა იმოქმედა. მეილში იწერებოდნენ, რომ უნდა დავსწრებოდი გაკვეთილებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემს ადგილს სხვას მისცემდნენ. საპასუხოდ მადლობა მივწერე, რაზეც მიპასუხეს, რომ ჩემი პირველი დღე ორშაბათს იწყებოდა, რაც სულ რაღაც 2 დღეში იყო და აუცილებლად სკოლის ფორმა უნდა მცმოდა. საბოლოოდ ჩემს ცხოვრებაშიც რაღაც სასარგებლოთი დავკავდებოდი იმის მაგივრად, რომ უბრალოდ სახლში ვმჯდარიყავი უსაქმურად. რამდენიმე ფილმს ვუყურე, მაგრამ მომშივდა და დაბლა ჩასვლა გადავწყვიტე. პიცა შევუკვეთე და სანამ ველოდებოდი ჭურჭელი გავრეცხე. - ჰეი - დამიძახა ვიღაცამ. შევტრიალდი და დანტე დამხვდა. - ჰეი - გავუღიმე თბილად, მაგრამ მალევე მივტრიალდი და ჭურჭლის რეცხვა გავაგრძელე. - როგორ მიდის შენი დღე? - მკითხა დანტემ - სიმართლე რომ გითხრა, ძალიან კარგად - გავუღიმე ბედნიერად. ვიტყუებოდი. როგორ ძალიანაც არ უნდა მეცადა, ვერ ვიშორებდი იმ უსიამოვნო შეგრძნებას, რომ დანიელი გაბრაზებული იყო ჩემზე. იმის გამო იყო გაბრაზებული კლუბში რომ წავედი?! თუ იმის გამო, რაც მანქანაში ჩაჯდომამდე ვუთხარი?! ნებისმიერი რამ შეიძება იყოს მიზეზი. ფიქრებში ისე გადავიკარგე, რომ შემთხვევით თეფში დამივარდა და გატყდა. - მოსცილდი გატეხილ თეფშს - მითხრა დანტემ სიცილით და ტანით მიჯიკა, რომ გავწეულიყავი. თავი გავაქნიე და ამოვისუნთქე. ზარის ხმა გაისმა კარზე. სამზარეულოდან გავედი, დანტე კი გატეხილ თეფშთან დავტოვე, რომ გადაეყარა. - დანტე, შეჭამ პიცას? - შევთავაზე და სამზარეულოში შევბრუნდი - კი - მითხრა მხიარულად და სასტუმრო ოთახისკენ წავიდა. დანტემ ტელევიზორი ჩართო, სანამ მე პიცა მიმქონდა. - დანიელსაც დაუძახო ჯობს - მითხრა ყოყმანით და უკმაყოფილოდ შევხედე - გასაგებია შენი პასუხი. თქვენ ორი ისევ ნაჩხუბრები ხართ?! - მკითხა დანტემ დაბნეულად, რაც ცოტა საეჭვოდ მომეჩვენა - არა - ვაღიარე მე - კარგი, დავუძახებ - წამოვდექი, კიბეებზე ავედი და გრძა დერეფნის ბოლოს, მისი ოთახისკენ გავაგრძელე. არ ვიცოდი დანიელი თავის ოთახში იყო თუ ოფისში. ჯერ ოფისში შევედი, მაგრამ იქ არ იყო, ამიტომ ოთახისკენ დავიძარი. - ჩემი ბარათი გამოიყენე? - გავიგონე მისი ხმა. საერთოდ საიდან იცოდა, რომ აქ ვიყავი. - კი - ვაღიარე და მის ოთახში შევედი - ახალ სკოლაში მოსახვედრად - გაბრაზებული ჩანდა, მაგრამ ბოლო დროს დანიელი სულ გაბრაზებული ჩანს. - ძალიან ცუდია თუ არ მოგწონს, მაგრამ რას ვიზამთ - ვუთხარი გაღიზიანებულმა. დანიელი ფანჯრისკენ იყურებოდა და სანამ მელაპარაკებოდა არც კი მოტრიალებულა. - როგორი ბავშვი ხარ - მითხრა ბრაზით - რა არის შენი პრობლემა? - ვკითხე მეც არანაკლები ბრაზით. დანიელი მომიტრიალდა. - რატომ მექცევი ასე? - პასუხს დაველოდე - ესეთი ვარ. - არა, არ ხარ - გავაქნიე თავი - ცუდი ადამიანი ვარ - გაიცინა ბოროტულად. მისი საქციელი უფრო და უფრო მაეჭვებდა და ნერვიულობის საბაბს მაძლევდა. - უბრალოდ მინდოდა, რომ შენი ქალიშვილობა ჩემთან დაგეკარა, მაგრამ არ აპირებდი მის მარტივად დათმობას, ამიტომ მომიწია შენთვის თავი მომეჩვენებინა, თითქოს ვზრუნავდი შენზე - მითხრა ირონიულად და სიგარეტს მოუკიდა. დანიელმა თვალებში ჩამხედა. - შენს მიმართ არაფერს ვგრძობ, არც ოდესმე ვგრძნობდი. შენს ზურგს უკან სხვა გოგოებთან ვწვები ხოლმე და მათთან მაქვს სექსი - გაიცინა ისევ - მომბეზრდა თავის მოჩვენება - მითხრა ცივი ხმით - კარგი. - ავიჩეჩე მხრები. მისი სიტყვები დანასავით ჩამერჭო გულში, მაგრამ ვერ მივანიჭებდი იმის სიამოვნებას, რომ ენახა როგორ მატკინა გული. ვერ ვაჩვენებდი როგორი იმედგაცრუებული ვიყავი. - ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და მივდივარ აქედან - დავარღვიე სიჩუმე - ჩემს აზრებს კითხულობ - მითხრა ბედნიერი ღიმილით. მეგონა გული შუაზე გამეხლიჩებოდა, როდესაც ოთახიდან გამოვედი და ჩემი ოთახისკენ წავედი. არსად მქონდა წასასვლელი. ჩემი ჩანთა ავიღე და ტანსაცმელის ჩადება დავიწყე. დანიელი ოთახში გამომყვა, ალბათ დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად მივდიოდი. გარეთ ზამთარი იყო და ძალიან ყინავდა. ვიცოდი, რომ მხოლოდ ერთი ადგილი იყო, სადაც წასვლა შემეძლო. ტუჩზე ვიკბინე, რომ ნახევრად წამოსული ცრემლები შემეჩერებინა. უჯრიდან მისი გასაღები ავიღე. შევხედე. მივუახლოვდი და ეტყობოდა, რომ გაეგო, რას ვაპირებდი. გასაღები მის ჯაჭვთან მივიტანე, მაგრამ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ უბრალოდ მომეხსნა. ის მცირედი ტკივილი მაინც უნდა ეგრძნო, რასაც მე ვგრძნობდი ამ წამს. დანიელი უბრალოდ მიყურებდა, უემოციოდ. ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი. არ მიიხედო! არ მიიხედო! დანტეს ჩავუარე. - სად მიდიხარ? - სასოწარკვეთილად მკითხა დანტემ - სადმე, ოღონდ აქ არა - ვუთხარი გაბრაზებულმა ისე, რომ არც კი მივტრიალებულვარ მისკენ. კარი გავაღე და გარეთ თოვლი დავინახე, მაგრამ არ გავჩერებულვარ. სანამ ცოტა კიდევ უფრო შორს წავიდოდი, დანიელისკენ მივტრიალდი - შევცდი. ცუდი ადამიანი ხარ, მაგრამ ამით კმაყოფილიხარ ხო? - თვალებში მივაშტერდი. მის დონემდე არ უნდა დავცემულიყავი, მაგრამ მინდოდა რამით მაინც მიმეყენებინა მისთვის ტკივილი. დანიელი მიყურებდა როგორ მივედი ჭიშკრამდე, როგორ გავაღე და როგორ მოვცილდი მის ხედვის არეალს. იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ ერთადერთი რაც შემეძლო გაუჩერებლად სიარული იყო. ქურთუკიც კი არ მეცვა, გარეთ კი საშინლად ბარდნიდა. ქუჩის ბოლომდე ფეხით ჩავედი. გოგოებს იმდენად არ ვენდობოდი, რომ მათთან დავრჩენილიყავი, მაგრამ სხვაგან წასასვლელი არ მქონდა. *** რამდენიმე საათი ზომბივით ვიარე და სახლამდე რომ მივედი, უკვე გათენებული იყო. არავის ვჭირდებოდი, გამოუსადეგარი ვიყავი. კარებთან მივედი. თითები სიცივისგან მთლიანად მქონდა გალურჯებული. კარზე დავაკაკუნე, მაგრამ როგორც კი ეს ვქენი, იმწამსვე ვინანე ჩემი გადაწყვეტილება. თომამ კარი გამიღო და გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა. მგონი არ ელოდნენ, რომ ოდესმე კიდევ მნახავდნენ. - სახლში დაბრუნდი - ჩამეხუტა ძლიერად, მაგრამ მე არ გავნძრეულვარ. მთელი სხეული გაყინული მქონდა და ვერაფერს ვგრძნობდი. - მამა სახლშია? - ვკითხე კანკალით - კი - გააქნია თავი იმედგაცრუებულმა - მაგრამ ძალიან ცუდადაა, ლოგინიდან ვერ დგება - მითხრა თომამ მხიარულად. - სოფია - გავიგე სუსტი ხმის ყვირილი - ჯანდაბა - აატრიალა თომამ თვალები და სახლში შემიშვა. კიბეებზე ნელა ავედი. - გისმენ მამა - ჩავიჩურჩულე და მის ოთახში შევედი - რატომ დაბრუნდი? - მიყვირა, მაგრამ ისტერიული ხველა აუტყდა - სხვაგან წასასვლელი არ მაქვს, მამა - მუდარით შევხედე - დაიჩოქე და მემუდარე - გამიღიმა ბოროტულად. წამიერად დავფიქრდი. მაინც აღარაფერი მქონდა დასაკარგი, არც სიამაყე და არც ღირსება. დავიჩოქე და ვთხოვე, რომ უკან მივეღე. - ახლა კი ილოცე ჩემს გამოჯანმრთელებაზე - მითხრა ირონიული ღიმილით - ვილოცებ მამა - ვუთხარი ლაითი ღიმილით, რომელიც თავიდან ბოლომდე ყალბი იყო. - სარდაფში ჩააგდეთ. ამაზრზენი გოგო. შენს საქმროსაც კი აღარ უნდოდი - მითხრა ბოროტულად - დამშვიდდი - უთხრა დედამ და კოვზით წვნიანი გაუწოდა. არ მჯეროდა, რომ დანიელი ჩემს მიმართ არაფერს გრძნობდა. ყველაფერი რაც გვქონდა ისეთი რეალური ჩანდა. გრძნობები, რაც მის მიმართ გამაჩნდა ისეთი რეალური იყო. სამწუხაროდ ამ გრძნობების გაქრობა არ შემეძლო, მაგრამ როგორ ძალიან მინდოდა, რომ გამექრო. კიდევ კარგი ორშაბათს სკოლა მაინც მქონდა და შემეძო ორშაბათამდე როგორღაც მომეთმინა. *** თავი ცივი იატაკიდან წამოვწიე. კიდევ კარგი დღეს სკოლა მქონდა. თომამ სარდაფის კარი გააღო. - არ უნდა სჯიდეს ასე ძალიან - თქვა უტამ გაბრაზებით - სამწუხაროდ არაფრის გაკეთება შემიძლია - თქვა თომამ - უბრალოდ კარი რომ ღია დატოვო და სოფია ჩუმად ავიდეს თავის ოთახში და დილას ისევ დაბრუნდეს სარდაფში, რომ მამამ ვერ შეამჩნიოს, მაგაზე არ გიფიქრია შე ?! - უტამ მიახალა თომას და ხელი კრა, რომ სარდაფში შემოსულიყო - არ შემიძლია - შეუღრინა თომამ - არაუშავს უტა - იატაკიდან წამოვდექი და თვალებზე ხელი მოვისვი - მამამ გაგვაფრთხილა, რომ შენ აკრძალული გაქვს ჭამა - მითხრა თომამ და უხერხულად შეიშმუშნა - რა მარაზმია - შეუღრინა უტამ თავის ძმას - ის ჩვენი დაა! - თომამ უბრალოდ თვალები აატრიალა იმის საჩვენებლად, რომ აღარ უნდოდა უტას უაზრო ლაპარაკისთვის ესმინა - აი - უტამ სენდვიჩი მომაწოდა - თუ მამა რამეს გკითხავს, მე დამაბრალე - მითხრა უტამ დარწმუნებით - მადლობა - ვაკოცე ლოყაზე და სკოლაში წასასვლელად გავემზადე. ძალიან დიდი გზა იყო სკოლამდე და ძალიან ბევრი სიარული მომიწევდა. თან თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჯამში 2 წუთი მეძინა სარდაფის ცივ, ცემენტის იატაკზე. მაგრამ სკოლაში დროულად მივედი და პირველ გაკვეთილსაც იდეალურად მივუსწარი. ყველა ერთმანეთს იცნობდა და ოთახებიც ისეთი დიდი იყო. შენობა უფრო კოლეჯს გავდა, ვიდრე სკოლას. კლასში შევედი და გარემო მოვათვალიერე. ყველა ერთმანეთს ელაპარაკებოდა გაკვეთილის დაწყებამდე. - რა ჯანდაბაა, რატომ არის ეს შენობა ასეთი დიდი? - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და კიდევ ერთხელ შევავლე ყველაფერს თვალი. კლასის ბოლოს დავჯექი და წამით ჩავფიქრდი სწორ კლასში ვიჯექი თუ არა. - ჰეი - მითხრა ვიღაცამ. წიგნიდან თავი წამოვწიე და მისკენ გავიხედე. - ამ კლასში მგონი პირველად გხედავ - მკითხა ზრდილობიანად. ძალიან სიმპათიური იყო. მაგრამ მე ხომ დანიელი მყავს, არ შემეძო სხვაზე ფიქრი. - კი, ახალი ვარ - გავუღიმე და კისერზე მოვისვი უხერხულად ხელი - მე ნიკოლოზი ვარ, მეგობრებისთვის ნიკუშა - გამიღიმა ბიჭმა - მე სოფია - გავუღიმე მეც - აბა, რატომ ხარ აქ? - მკითხა ნიკუშამ საუბრის გაგრძელების მიზნით - ექიმი ან ექთანი მინდა რომ გავხდე. შენ? - ვკითხე მეც ინტერესით - ზუსტად იგივე მეც. იცი სად გიტარდება გაკვეთილები ან რომელი გაკვეთილები გაქვს შემდეგი? - არა - ავიჩეჩე მხრები - გაკვეთილის მერე დაგათვალიერებინებ სკოლას - შემომთავაზა ბიჭმა - კარგი იქნება - გავუღიმე ზრდილობიანად. მუქი კანი და ხუჭუჭა თმა ჰქონდა. მარტივად შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ნავარჯიშები იყო. პერანგი ტანზე ისეთი დაჭიმული ჰქონდა კუნთების გამო, რომ სადაც იყო შემოასკდებოდა. ისეთი განსხვავებული იყო დანიელისგან. არც ტატუები ჰქონდა და არც მასსავით უხეში გარეგნობა. რატომ ვადარებ მას და დანიელს ერთმანეთს?! საკმარისია...! - რამდენი წლის ხარ? - მკითხა ინტერესით - 18-ის, შენ? - მე 19-ის. მასწავლებელი კლასში შემოვიდა. - დილა მშვიდობისა - თქვა ყველასთვის გასაგონად, მაგრამ პასუხად მხოლოდ უკმაყოფილო ხმა გაისმა კლასისგან - ვიცი, ვიცი რომ კიდევ ერთი მოსაბეზრებელი დღე უნდა გაატაროთ სკოლაში, მაგრამ სკოლას როგორც კი მორჩებით ყველა თქვენს სასურველ პროფესიას დაეუფლებით - თქვა მან და მთელ კლასს მოავლო თვალი ღიმილით. - იმიტომ იღიმის, რომ თვითონაც ბედნიერია, რომ ერთ დღეს ვეღარ დაგვინახავს - მითხრა ნიკუშამ ირონიული ღიმილით. დავინახე როგორ ხატავდა ნიკუშა რაღაცეებს ფურცელზე, სანამ მასწავლებელი ხმამაღლა გვიხსნიდა თემას. რვეული ამოვიღე და ჩემი პ...- არ მითხრა, რომ პასტა დამავიწყდა. ჩემს თავზე ნერვები მომეშალა. - აი - მომაწოდა ნიკუშამ ლურჯი კალამი - საიდან იც..მადლობა - გავუღიმე და შევეცადე ოდნავ მოვდუნებულიყავი - დავინახე როგორ ეძებდი ჩანთაში რაღაცას და მივხვდი, რომ კალამი არ გქონდა - აიჩეჩა მხრები. ეს გაკვეთილი მართლა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მაგრამ როგორც კი მივხვდი, რომ ერთი და იგივე მასწავლებელი გვყავდა ყველა გაკვეთილზე და კლასის შეცვლაც კი არ გვიწევდა, ინტერესი იმწამსვე გამიქრა. - ჯანდაბაააა - გავიგონე ნიკუშას წუწუნი, რომელსაც თავი მაგიდაზე ედო და სახეზე უიმედო გამომეტყველება ეხატა. ნიკუშამ პატარა ქაღალდი მომაწოდა, სადაც ეწერა, რომ საპირფარეშოში გავსულიყავი. უცნაურად გავხედე და კლასიდან გავედი. მასწავლებელს არ ეკითხებოდი, როდესაც საპირფარეშოში გინდოდა გასვლა, რაც ცოტა მეუცნაურა. დაახლოებით 5 წუთი ვიცადე საპირფარეშოს გარეთ. დავინახე როგორ შემუხვია ნიკუშამ - ძლიიივს - გაიღიმა ბედნიერმა - ეს გაკვეთილი ნელ-ნელა მკლავდა - ვუთხარი უხერხულად - კიდევ კარგი, ვიღაცას მაინც ესმის ჩემი. ყველა გოგოს უყვარს გაკვეთილებზე სიარული იმიტომ, რომ მასწავლებელი მოსწონთ და თვლიან რომ სიმპათიურია - აატრიალა თვალები და გაიღიმა. - რატომ გინდოდა რომ აქ შეგხვედროდი? - ვკითხე ინტერესით - იმიტომ, რომ იმ კლასში გაჩერება აღარ მინდოდა - აიჩეჩა მხრები - და გინდოდა, რომ შენთან ერთად წამოვსულიყავი? - ვკითხე წარბაწეულმა - კი, ეგრე გამოდის - მითხრა ნიკუშამ უცნაური ღიმილით და რთული მისახვედრი არ იყო, რომ მეგობრობაზე ბევრად მეტი სურდა მას ჩემთან და სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, მეც მეტი მინდოდა მისგან - წამოხვალ? - მკითხა ინტერესით - აჰჰჰჰ, ჯანდაბა, კი - ავიჩეჩე მხრები და მასთან ერთად გავედი შენობიდან - დღეს მხოლოდ ჩემი პირველი დღეა და უკვე სკოლას ვაცდენ - გავაქნიე თავი *** დანიელ-ის POV: საშინლად ვნანობ რაც გავაკეთე. ჯანდაბა. ჩემს მაგიდასთან დავჯექი და თმებზე ხელი მოვიკიდე. დამტოვა. მე მივეცი იმის უფლება, რომ დავეტოვებინე. ჯანდაბა. მაგრად მივქარე. საშიშია, როდესაც გრძნობები მერევა. სიმართლე რომ ვთქვათ, აქამდე არავის მიმართ არაფერი მიგვრძვნია. სოფია იყო პირველი გოგო, რომლის მიმართაც გრძნობები გამიჩნდა. ალბათ ეს იყო მიზეზიც რატომ ღელავდა ასე ძალიან ყველა ჩემზე. ერთმანეთისთვის არც კი გვიკოცნია და უკვე მზად ვიყავი მის გამო მთელი სამყარო გადამეწვა. მზად ვიყავი მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, მაგრამ საბოლოოდ ხელი ვკარი. გული ტკივილისგან ისე მეგლიჯებოდა, რომ ვერ ვხვდებოდი რა მექნა. უნდა შემეწყვიტა მასზე ფიქრი და იმაზე, თუ რა უნდა მექნა, რომ ჩემთან დარჩენილიყო. უბრალოდ სიმართლე უნდა მეთქვა მისთვის. - ეს რა იყო?! რა მოხდა?! - შემოვარდა დანტე ჩემს ოფისში - შენთვითონ მითხარი, რომ არ მოგწონდა სოფია. ზედმეტად კარგია ჩემთვის - სოფია არ მომწონს, მე ის მიყვარს, კარგი?! ანამარია არ მიყვარდა რეალურად და ამას იქამდე ვერ ვხვდებოდი, სანამ სოფიას არ შევხვდი და სანამ მასზე დაკვირვება არ დავიწყე. მშურდა და ვეჭვიანობდი შენზე. მთლიანად შენი იყო სოფია. ის სხვისკენ არც კი იხედებოდა, როცა შენ იყავი ოთახში - აღიარა სირცხვილით. მაშინ უნდა მომეკლა. იმის გაგონება, რომ მას ჩემი გოგ...სოფია უყვარს ჯოჯოხეთს უდრიდა ჩემთვის. სოფიას მოვატყუე. ვუთხარი, რომ სხვა გოგოებთან ვიწექი, მაგრამ ეგ ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო. ჩემი ჯაჭვის მოხსნის უფლებაც კი მივეცი, მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა გული ამოეგლიჯა ჩემთვის. ვუთხარი, რომ მის მიმართ არაფერს ვგრძნობდი მაშინ, როცა ერთადერთი ადამიანი იყო ვის მიმართაც კი რამე მიგვრძვნია. - არ აქვს მნიშვნელობა - ვუთხარი ცივად, რამაც დანტეს შოკი გამოიწვია. - ის წავიდა და ახლა შემიძლია ჩემს სამუშაოს დავუბრუნდე. დამტოვე. - ვუთხარი და შევეცადე ჩემი სურვილი, რომ სოფია დამებრუნებინა, დამეიგნორებინა. გადავწყვიტე, რომ იმის ცოდნა, რომ ის ჩემს გარეშე, სადღაც უფრო კარგადაა, უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ის, რომ მე ის მჭირდებოდა. საბოლოოდ ალბათ მაინც გავანადგურებდი, ამიტომ ალბათ ასე ჯობდა. დანტე ოთახიდან ჩუმად გავიდა. *** რამდენიმე დღე გავიდა. ჩემს მეძავებს ისევ დავურეკე. მამაჩემი მუდმივად მირეკავს და ცდილობს, რომ კონტაქტზე გამოვიდეს, მაგრამ ყოველჯერზე უარით ვისტუმრებ. თვალები დავხუჭე და შუბლი ცივ მაგიდას მივადე. ძალიან დაღლილი ვიყავი. ყველა კუნთი მეხვეწებოდა, რომ დამეძინა, მაგრამ ასე მარტივად არ დავნებდებოდი. - დანიელ, საშინლად გამოიყურები, უნდა დაიძინო - მითხრა დანტემ როგორც კი ოთახში შემოვიდა - საკმარისია - თქვა დანტემ და ჩემს იდაყვს ისე ჰკრა ხელი, რომ შუბლი მაგიდას მივარტყი. იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ჩემს კისერსაც კი უჭირდა ჩემი თავის მყარად დაჭერა. დანტე დამეხმარა და ზემოთ ამიყვანა - ხვალ სოფიას დასაბრუნებლად მივდივართ - მითხრა დანტემ და დამაწვინა - არა - წამოვდექი, მაგრამ ტკივილმა ერთიანად დამიარა ტანში. - გჯერა თუ არა, მე და აისი ძალიან ვნერვიულობთ შენზე და არ მოგვწონს ამ მდგომარეობაში რომ გხედავთ - სოფია არ დაბრუნდება და არც მე მინდა რომ დაბრუნდეს - მოვატყუე და საბანი გადავიფარე. მახსოვს ვთქვი, რომ არ დავიძინებდი, მაგრამ უკვე ვიწექი ასე რომ...შეიძლებოდა ჩამძინებოდა კიდეც. - იმ დეპრესიულ ტიპებს გავხარ კინოებში რო ვხედავთ ხოლმე, როცა შეყვარებულები ან ცოლები შორდებიან - მითხრა დანტემ ირონიულად - იმ განსხვავებით, რომ შენ დაშორდი მას - ჩვენ ერთად არც ვიყავით - ვუთხარი უხეშად - მაშინ რატომ ხარ ასე ცუდად? - მკითხა დანტემ - არ ვარ ცუდად - ვუთხარი და ლოგინიდან წამოვდექი - მესმის, რომ გაბრაზებული იქნება, მაგრამ უბრალოდ სიმართლე უნდა უთხრა იმიტომ, რომ მე მაინც ვიცი, რომ არავისთან სექსი არ გქონია - ამოიხორა დანტემ. ახალწვეული შემოვარდა ოთახში. - დანტე! ის რადარებიდან გაქრა - შეეცადა პანიკა როგორღაც დაემალა - რას ქვია გაქრა? - ჰკითხა დანტემ გაკვირვებულმა - იმას ნიშნავს, რომ ან თვითონ მოკლა ან ის მოკლეს! - გული კინაღამ გამიჩერდა. შიშმა ერთიანად დამიარა ტანში და ერთდროულად დავიწყე ფიქრი ათას შესაძლო ვარიანტზე და იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. - ვარჯიში მჭირდება - წამოვდექი ლოგინიდან. ახლახანს მოსმენილი სიტყვების მერე სახე მთლიანად თეთრი მქონდა. - არ არის კარგი იდ.... - ნუ მეუბნები დანტე რა არის კარგი იდეა და რა არა, თორემ მაგ თაბაშირს მოგაძრობ ხელიდან და მაგით გცემ - შევუღრინე დანტეს. რამდენჯერმე დაახამხამა და გავლის საშუალება მომცა. სახლიდან გავედი და სავარჯიშო ბაზისკენ დავიძარი. ალბათ თვითონ იპოვა და თვითონ გაანადგურა. სოფია მკვდარი ვერ იქნება. ამას არასდროს დავუშვებ. *** სოფია-ს POV: - რაღაც უნდა ვაღიარო - გამომხედა ნიკუშამ, სანამ ქუჩის ბოლოსკენ ერთად ჩავედით - რა? - ვკითხე ინტერესით - ჩემი სახელი ნიკუშა არ არის. დომენიკოა. ვეიპერების ლიდერი ვარ - ჩაიცინა ირონიულად, როცა დაინახა როგორ შემეცვალა მშვიდი გამომეტყველება შეშინებულზე. - ეს..შენ რა იცი ვინ ვარ მე? - ვუთხარი და შევეცადე მისი სიტყვები გამეაზრებინა - მგონი ვერ ხვდები, რომ ნამდვილი ნიჭი გაქვს - მითხრა დარწმუნებით - რატომ არ აგიყვანა დანიელმა თავის საბრძოლო რაზმში? თუ ამას არც კი განიხილავდა? - მკითხა მან და ირონიულად გაეღიმა. დანიელს არც არასდროს უხსენებია, რომ ჩემი საბრძოლო რაზმში აყვანა სურდა, ალბათ იმიტომ, რომ სუსტი ვიყავი და თვითონაც ასე თვლიდა. - არ ვიცი - ვუთხარი გულწრფელად. ვხვდებოდი, რომ ამ ბიჭს დანიელის მაფიაში სავარაუდოდ ჯაშუში ჰყავდა, მაგრამ მისი ჯაშუში აშკარად არ იყო ახლოს დანიელთან, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეცოდინებოდა ჩემი და დანიელის ურთიერთობის და სტატუსის შესახებ. ვეიპერების შესახებ აქამდეც მსმენია. მათ მსოფლიოს გარშემო საუკეთესო ასასინები ჰყავდათ. დომენიკომ ეშმაკურად გამიღიმა. - ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ შემოგვიერთდე - არ..ვიცი - ვუპასუხე შეშფოთებულმა და გაკვირვებულმა. ამის გაფიქრებაზეც კი, რაღაც ცუდი შეგრძნება მეუფლებოდა. - აი - დომენიკომ მკლავზე ხელი მომკიდა და მთელს სხეულში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. პატარა ჯიბის დანა ამოიღო და შიშისგან მომენტალურად დავხუჭე თვალები. - დამშვიდდი - მითხრა სიცილით და მკლავზე დანა დამისვა. არც კი დამიხამხამებია, როდესაც პატარა დანა ჩემს კანს შეეხო. ჩემი მკლავიდან პატარა მეტალი ამოიღო და ფეხით გასრისა. - ეს რაიყო?! - ვკითხე შეწუხებულმა და პატარა მეტალს დავაკვირდი, რომელიც რამდენიმე წამის წინ ჩემს მკლავში იყო - ეს შენი ტრეკერი იყო - მითხრა დომენიკომ. ჭრილობას დავაკვირდი და გამახსენდა, როგორ დაიწყო მამაჩემმა დანების გამოყენება, როდესაც მიხვდა, რომ შევეჩვიე მის ცემაას. - სოფია - დომენიკომ ისევ მიიპყრო ჩემი ყურადღება - არ გაძალებთ, კარგი? შეგიძლია ჩვენთან ერთად დარჩე რამდენიმე დღე და უბრალოდ დააკვირდე მოგეწონება თუ არა მებრძოლად ყოფნა - შემომთავაზა დომენიკომ, მაგრამ ხმაში ეტყობოდა, რომ ძალიან ცდილობდა ჩემს დარწმუნებას. არ მოვიტყუები, ბიჭებთან გაზრდამ კარგად მასწავლა, როგორ ვიჩხუბო და წლებთან ერთად და მამაჩემის მუდმივ ძალადობასთან ერთად, დარტყმების ატანა მეც კარგად შემეძლო. პლიუს, განა რა მქონდა ცხოვრებაში დარჩენილი. სახლში წასვლა ისედაც არ მინდოდა, იმ ოჯახთან, რომელსაც აღარ ვუნდოდი. - კარგი - ვუთხარი ყოყმანით, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემი გადაწყვეტილება სწორი იყო. საშინლად მინდოდა, რომ ცხოვრებაში რამე მიზანი მქონოდა. მინდოდა, რომ სასურველი ვყოფილიყავი. მამაჩემს არ ვუნდოდი და დანიელმა კი უბრალოდ გამომიყენა. იქნებ ამჯერად მაინც გამიმართლოს?! *** დომენიკომ შენობასთან მიმიყვანა, რომელიც ძალიან ჰგავდა დანიელის ბაზას. - ჩვენს მაფიას ვეიპერები მხოლოდ იმიტომ ქვია, რომ ყველა ჩუმები, სწრაფები და ძალიან მოხერხებულები ვართ. არაუშავს თუ ყველაფერში იდეალური არ იქნები თავდაპირველად, საბოლოოდ აუცილებლად დახვეწ შენს შესაძლებლობებს - მითხრა პოზიტიურად და შენობა დამათვალიერებინა. დომენიკომ ის ოთახი დამათვალიერებინა სადაც დანები, იარაღები და სხვადასხვა საბრძოლო ხელსაწყო ეწყო. მან ასევე ტკივილის ამტანობაზეც ჩამიტარა ტესტი. - არც ისეთი კარგი ვარ ჩხუბში - ვუთხარი დარცხვენილმა - არაუშავს, დარწმუნებული ვარ სხვა რაღაცეებში იდეალური ხარ - გამიღიმა და თავი ოდნავ უკეთ ვიგრძენი. ფაქტობრივად 2 დღეში ერთი მაფიიდან, მეორეში გადამისროლა ცხოვრებამ. - ეგ არის მიზეზი დანიელს რატოც არ აყავდი თავის რაზმში? - კი, ეგრე ვფიქრობ - მოვატყუე და იატაკს მივაშტერდი - ეს ნინაა, შენს ოთახს გაჩვენებს - გამაცნო დომენიკომ მაღალი, შავკანიანი გოგონა. მის მკაცრ და უხეშ ნაკვთებს ნაზი იერი გამოერეოდა და ძალიან სასიამოვნო შესახედაობის გოგო იყო. ის და დომენიკო რაღაცნაირად ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. - ჰეეი, მე ნინა ვარ, როგორც დომენიკომ გითხრა - გამიღიმა გოგონამ - დომენიკოს ზოგადად ახალი ხალხი არ აყავს ხოლმე, ალბათ შენ ძალიან ლამაზი რომ ხარ მაგიტო გადაწყვიტა აყვანა - ნინამ წარბი აუწია დომენიკოს. - დანებს კარგად იყენებს - უთხრა დომენიკომ ამაყად - აჰ, ესეიგი დომენიკოს სპეციალობაში კარგი ხარ - გამიღიმა ნინამ - უკეთესი ვარ - ჩავუკარი თვალი. ნინას გაეცინა და დომენიკომ უკმაყოფილო გამომეტყველება მიიღო. - მანაც იცის, რომ უკეთესი ვარ - შევხედე დომენიკოს ღიმილით. დომენიკომ გამიღიმა და თვაალები აატრიალა. - სინამდვილეში ჩემით არასდროს მინახავს როგორ ისვრი დანებს, უბრალოდ ვიღაცის სიტყვას ვენდე - შემომხედა დომენიკომ მხიარულად - ამდენი ფლირტაობის ატანა არ შემიძლია - თქვა ნინამ და ოთახიდან გავიდა - მოდიხარ? - გამომძახა გოგონამ - კი - მივძუნძულდი მასთან და დავინახე როგორ მიყურებდა დომენიკო, როდესაც ნინასკენ წავედი - ჩვენ არ ვფლირტაობდით, რომ იცოდე მაინც. არ მინდა რომ რამე ზედმეტი იმედი მივცე - ვუთხარი ნინას სწრაფად. არ მინდოდა, რომ არასწორად გაეგოთ რაღაცეები - რასაც თქვენ აკეთებდით, მაგას ფლირტაობა ქვია - გამიღიმა ნინამ - დომენიკოს აშკარად მოსწონხარ - მითხრა და დერეფანს გავუყევით - მე მისი ტყუპისცალი ვარ, ამიტომ დამიჯერე, როცა ვიძახი, რომ მოეწონე, ესეიგი მართლა მოეწონე - მითრა ნინამ და თვალი ჩამიკრა. სიცილი ამიტყდა. - რა ხდება? - მითხრა მანაც სიცილით - მე კიდევ მეგონა, რომ თქვენს შორის რაღაც ხდებოდა - ნინამ ზიზღიანი სახე მიიღო ამის წარმოდგენაზე და თავი გააქნია - ღმერთოოო, რა საშინელებაა - ამიწია წარბი და სიცილით მივადექით ოთახის კარებს - დომენიკომ მთხოვა, რომ შენი ოთახი მისი ოთახის გვერდით ყოფილიყო, ასე რომ ისიამოვნე - გოგონამ ირონიულად გამიღიმა და ოთახის კარი გააღო. ძალიან კარგი ოთახი იყო, ოდნავ ცარიელი, მაგრამ მაინც კომფორტული და კარგი. საწოლზე ჩამოვჯექი, მაგრამ ოთახის ნესტის სუნმა ოდნავ გამაღიზიანა. დანიელს ვერ ვიგდებდი ჩემი გონებიდან, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. უბრალოდ უნდა გამეძლო როგორღაც. ეს ჩემი ცხოვრების ახალი თავი იყო და არ მჭირდებოდა ის, მაგრამ მასზე უბრალო ფიქრიც კი საშინლად მაღგზნებდა. სექსიც კიარ გვქონია ისე წამოვედი. ნეტავ დომენიკო როგორია საწოლში... *** - კარგით, ახალწვეულებო თქვენი ტრენინგი დღეს ღამე დაიწყება. ჯერ უნდა გავიგოთ ვინ რაში ხართ კარგი და რა არის თქვენი სპეციალობა, მაგრამ დანის სროლით დავიწყებთ, რომელშიც მეტი ადამიანი გვჭირდება, თუ გვინდა, რომ დანიელის მაფიაზე უკეთესები გავხდეთ - გამიღიმა დომენიკომ ეშმაკურად ხალხის ბრბოში. ვიღაცამ დომენიკოს უთხრა, რომ დანას კარგად ვისროდი, რაც სიმართლე იყო. მართლა ძალიან კარგი ვიყავი. - დანების შემდეგ ხელჩართული ბრძოლაა. მინდა ვნახო, რამდენად კარგად ჩხუბობთ, სანამ ვარჯიშებს დავიწყებთ და შემდეგ უკვე, რა თქმა უნდა, ნელ-ნელა უფრო და უფრო დაგხვეწთ - თქვა დომენიკომ და დანების სასროლ ზონაში წაგვიყვანა. ყველანი ერთ რიგად ჩავმწკვრივდით და ერთმანეთის მიყოლებით ვისროდით დანებს. უმეტესობა მათგანი დაფაშიც კი ვერ არჭობდა დანას, მიზანშ მოხვედრაზე ზედმეტია საუბარი. - თუ რომელიმე თქვეგანი შეძლებთ და მოარტყავთ, უფრო მაღალ და რთულ კურსზე გადაგიყვანთ - თქვა დომენიკომ. მან იცოდა, რომ მე მინდოდა რთულ კურსზე გადასვლა. თანაც ეს საწყისი კურსი მძულდა, ძალიან მარტივი იყო. საბოლოოდ ჩემი ჯერიც დადგა. ჩემმა ძმამ მასწავლა, რომ დანების სროლის დროს ერთი გულში უნდა მომერტყა, მეორე თავში და მესამე იქ, სადაც მინდოდა, რომ ოპონენტისთვის დამერტყა. დანებს ხელი მოვკიდე. პირველი დანა ვისროლე და ხეზე დახატული გულის ფორმის ცენტრში გავარტყი. დომენიკომ თავი დამიქნია კმაყოფილების ნიშნად, მაგრამ არამგონია შთაბეჭდილება მომეხდინა მასზე. მაფიის ლიდერზე შენი უნარებით შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან რთულია. შემდეგი დანა თავში მოვარტყი და მესამე ყელში. დომენიკოს გაეღიმა, მაგრამ მალევე დაუსერიოზულდა სახე, რომ ღიმილი არ შემემჩნია. - ყელი რატომ აირჩიე? - მკითხა დომენიკომ ირონიული ღიმილით, მაგრამ ზუსტად იცოდა რატოც ავირჩიე ყელი - დახმარებისთვის ყვირილი რომ ვერ შეძლოს.... და თან ყელიდან უფრო მალე დაიცლებოდა სისხლისგან - ვთქვი ამაყად - ის ახლა დომენიკოს ფავორიტია - გავიგონე ვიღაცის დამცინავი კომენტარი. უცნაურია, რამდენად სწრაფად შეიცვალა დომენიკო. მასში ყველაფერი შეიცვალა მისი პიროვნებიდან დაწყებული, მიმზიდველობით დამთავრებული. კი, ვთვლი, რომ ძალიან სიმპათიურია, მაგრამ დანიელისგან განსხვავებით, არ ვაპირებ მისგან თავის შორს დაჭერას. თუ მის მიმართ გრძნობები გამიჩნდება, აუცილებლად გავაგებინებ. - ახლა კი ხელჩართული ბრძოლის დროა - გაგვაფრთხილა დომენიკომ - ჯერ ერთმანეთთან გაჩხუბებთ და შემდეგ ჩემს საუკეთესო მებრძოლებთან, რომ გავიგო როგორ გაუმკლავდებით მათ. რამდენიმე ადამიანის ჩხუბს ვუყურე. აშკარად ჩხუბში ბევრად უკეთესები იყვნენ, ვიდრე დანის სროლაში. ჩემი შესაძლებლოების გაუმჯობესება მომიწევდა. - სოფია ტეილორის წინააღმდეგ - თქვა დომენიკომ და ხალხს თვალი მოავლო. მე მეძებდა. თოკებ ქვეშ გავძვერი და რინგზე ავედი. - მეც აქ ვარ - თქვა ტეილორმა და მოკლე, ქერა თმიანი გოგო რინგზე შემოვიდა. ვფიქრობ მოვუგებდი.....ალბათ. - ერთმანეთს შიშველი ხელებით ებრძვით - გაიცინა დომენიკომ ირონიულად - აბა გაერთეთ ზარის ხმა გავიგე. საბრძოლო პოზა მივიღე და მისკენ წავედი. ვცდილობდი რაც შეიძლებოდა შემაშინებელი ვყოფილიყავი. ემოციის ნატამალიც კი არ გამომიჩენია. ვერ მივახვედრებდი, რომ დარტყმას ვაპირებდი. ტეილორი წინ წამოვიდა და მუშტი მომიქნია. ძლივს ავარიდე თავი, მაგრამ გადავრჩი. გავიგონე ახალწვეულებმა როგორ ამოისუნთქეს აღტაცებული ხმით. ტეილორს, რომელიც იღიმოდა, გაღიზიანებულმა გავხედე. წინ წამოიწია ისევ და მივხვდი, რომ ისევ დარტყმას აპირებდა. მისი მფრინავი მკლავის ქვეშ შევძვერი და ქვემოდან მუშტი ყბაში ამოვარტყი. ტეილორი უკან გადავარდა ინერცით და თავის შესაკავებლად წაბორძიკდა. დრო მივეცი, რომ გონს მოსულიყო. ყბაზე ხელი მოისვა ტკივილისგან და შოკირებულმა გამომხედა. ალბათ არ ელოდა, რომ ასეთი ძლიერი დარტყმა მექნებოდა. ალბათ ეგონა, რომ სუსტი ვიყავი, რადგანაც საკმაოდ გამხდარი ვარ. ჩემკენ წამოვიდა და მისი მუშტი ჩემს ლოყას მოხვდა. შემდეგი, რაც გავიაზრე ის იყო, რომ პირიდან სისხლი მომდიოდა და იატაკს ვუყურებდი გვერდიდან. სწორედ მაგ დროს მივხვდი, რომ ტეილორს ადრეც უვარჯიშია კრივში. ყველა დაძაბული გვიყურებდა, რადგანაც დაძაბულობა იზრდებოდა. ტეილორმა ძალიან გამაღიზიანა. გოგონას ავხედე, ალბათ ეგონა, რომ მის დარტყმას უნდა გავეთიშე, მაგრამ მან კიარ იცოდა, რომ მამაჩემი ორჯერ უფრო ძლიერად მირტყავდა ხოლმე. არ ვაპირებდი დანებებას. ტეილორი უფრო თავდაჯერებული ჩანდა..დრო იყო, რომ მისი თავდაჯერებულობა გამექრო. კუთხეში მივიმწყვდიე და მთელი ძალით დავარტყი ნეკნებში. ტკივილისგან შეკრთა და კინაღამ მიწაზე დაეცა. დრო ვიხელთე და დავანოკაუტე. მუშტი გავუქანე და სახეში დავარტყი. მიწაზე დაეცა და გონება დაკარგა. ხალხს მოვავლე თვალი, ყველა შოკში იყო. ტუჩზე ორი თითი მივიდე და სისხლი დავინახე. - ძალიან მომდის სისხლი? - ვკითხე დომენიკოს, რომელსაც სახე გაფითრებოდა - კი, ვერ გრძნობ? - შეშფოთებულმა შემომხედა - ვერა - მხრები ავიჩეჩე და ტუჩი საკუთარი მაჯით მოვიწმინდე - წამოდი, გაგწმინდო. ჩხუბი გააგრძელეთ - უთხრა დომენიკომ თავის დამხმარეს - არის ბოს. *** დომენიკოს სააბაზანოში გავყევი. - მითხარი რატომ ვერ გრძნობ ამას - დომენიკომ გაბრაზებულმა გამომხედა. იცოდა, რომ რაღაცას ვმალავდი. - არ ვიცი....უბრალოდ არ მტკივა - ვცადე მომეტყუებინა. ხელები ერთმანეთს ნერვიულად მოვუჭირე. ხელზე ხელი მომკიდა და გეფიცებით, წამით დომენიკო დანიელი გახდა ჩემთვის. შეშინებულმა უკან დავიხიე და ჩავახველე. დომენიკომ დაბნეულმა გამომხედა. - ცუდი მოგონებები? - მკითხა მან და ნაჭერი თბილი წყლით დაასველა - ხო - გავაქნიე თავი და შევეცადე დანიელზე ფიქრები გამექრო. დომენიკომ მაჯაზე მომკიდა ხელი და თავისკენ, უფრო ახლოს, მიმიზიდა. თვალებში ჩამხედა და არ მოვიტყუები, საკმაოდ დაძაბული გარემო შეიქმნა. - ყოველთვის ნაწყენს გავხარ - აღიარა დომენიკომ. მან რა იცოდა, რომ ყოველ წამს დანიელზე მეფიქრებოდა - არ..არა - დამებნა ენა - მითხარი რა გაწუხებს - მითხრა თბილი, მზრუნველი ტონით. ამოვისუნთქე და დავნებდი. ადრე თუ გვიან მაინც გაარკვევდა თვითონაც. თუ მაინც უნდა მოვეკალი, იქნებ ჯობდა ახლა ექნა. - მე და დანიელი.... - ამოვისუნთქე. არ მინდოდა ამის თმქა - რა? მეგობრებზე მეტი იყავით? - მითხრა დომენიკომ და სახეზე ღიმილმა გადაურბინა, რომელიც მალე ლაით ჩაცინებად გადაიქცა. გაკვირვებულმა გავხედე. - მე ვიცოდი რატოც არ აგიყვანა თავის რაზმში, უბრალოდ არ მინდოდა გგონებოდა, რომ გიყენებდი, ამიტომ არ გითხარი რომ ვიცოდი ყველაფერი - მითხრა დომენიკომ და თბილი ნაჭერი ტუჩზე მომადო. ჩვენი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო. - იმიტომ, რომ...არ დაგიმალავ, ძალიან მომწონხარ - გამიღიმა თბილად. - ოჰ, მართლა? - გავუცინე - კი - დამიქნია თავი - დანიელის დავიწყება თუ გინდა, ვფიქრობ სწორი ადამიანი იპოვე - ჩამჩურჩულა ყურში და ჟრუანტელმა მთელს სხეულში დამიარა. დომენიკო ჩემკენ წამოიწია და ძალიან ნელა, ნაზად, მაგრამ ვნებიანად მაკოცა. მე და დანიელს ერთმანეთისთვის არც კი გვიკოცნია. ეს ბიჭი კი რამდენიმე საათის წინ გავიცანი. მაგრამ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ძალიან მესიამოვნა ეს კოცნა. დომენიკომ მისკენ მიმიზიდა და ჩვენი კოცნა უფრო ვნებიანი გახდა. ტუჩზე ენა გამისვა და არ შემიჩერებია. საკმაოდ დიდი ხანი ვკოცნიდით ერთმანეთს, როცა უეცრად ოთახში ვიღაც შემოვიდა. კოცნა მომენტალურად შევწყვიტე და თავი მივატრიალე. - ოჰ არა - გაიცინა ნინამ. სახეზე წამოვწითლდი უხერხულობისგან და კისერზე ხელი მოვისვი. - ხელი შეგვიშალე - გახედა დომენიკომ გაბრაზებულმა - მაშინ იქნებ ჯობდა, რომ კარები ჩაგეკეტა - უთხრა ნინამ სიცილით. მაგრამ ეს კოცნა...არასწორი იყო. კარგი იყო, მაგრამ არასწორი. დომენიკო არ იყო სწორი ადამიანი ჩემთვის. თითქოს რაც უფრო შორს ვარ დანიელისგან, მით უფრო მეტად მენატრება და ეს გრძნობა მკლავს. - მეგონა ჩავკეტე - თქვა დომენიკომ გაღიზიანებით. ნინამ ბოროტულად გაუღიმა. მომწონდა ნინა. კარგი გოგო ჩანდა. - შემდეგი დავალება რა არის - ვთქვი ყოყმანით, რომ ეს უცნაური სიჩუმე დამერღვია როგორღაც - დასვენება - გამაფრთხილებლად შემომხედა დომენიკომ - არა, კარგად ვარ - მოვუჭერი მოკლედ - ოუუუ, დომენიკოს თავისი შეყვარებულის დაცვა უნდა - უთხრა ნინამ ეშმაკურად. გამეცინა. ჩემს სიცილზე დომენიკოს სახე გაუნათდა. - ღმერთო ჩემოოოო, შენ მგონი სერიოზულად გრძნობები გიჩნდება მის მიმართ - უთხრა ნინამ მხიარულად - წამოდი სოფია, სანამ ჩემმა ძმამ თავიდან ბოლომდე შეგჭამა - მითხრა ნინამ სიცილით. ნინასა და დომენიკოს შორის ვიდექი და არ ვიცოდი რომელს წავყოლოდი. ნინამ ხელი გამომიწოდა და მეც ჩავკიდე. - ბოდიში დომენიკო, გოგოების ძალა - ჩავუკარი თვალი და ნინას გავყევი. *** - მოსწონხარ - თქვა ნინამ და თავის ლოგინზე ახტა, მაგრამ წონასწორობა ვერ შეიკავა და იატაკზე აღმოჩნდა. პირზე ხელი ავიფარე და რამდენიმე წუთში ორივეს სიცილი აგვიტყდა. - კარგად ხარ? - ვკითხე სიცილით და ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ნინას ხელი გავუწოდე რომ წამომეყენებინა. - კი კი - მითხრა სიცილით და ლოგინზე ამოძვრა - მაინტერესებს თუ გეტყვის რამეს ზამთრის მეჯლისზე - ნინამ წარბი ამიწია - ზამთრის მეჯლისი? - ვკითხე ინტერესით. ნინამ გაკვირვებულმა გამომხედა. - შენ რა, არაასდროს ყოფილხარ ზამთრის მეჯლისზე? - არა? - ვუთხარი უემოციოდ - ზამთრის მეჯლისი მაფიოზური დაჯგუფებებისთვის, წლის ყველაზე დიდი წვეულებაა - ნინას თვალები გაუბრწყინდა - შენ ვინ მიგყავს? - ვკითხე ინტერესით, ისეთი აღტაცებით ლაპარაკობდა ამ მეჯლისზე, რომ მივხვდი, რომ ვიღაც მნიშვნელოვანთან ერთად მიდიოდა. - აჰ, არ აქვს მნიშვნელობა - აიჩეჩა მხრები - კი აქვს - ვუთხარი და გავხედე - მითხარიიიი - ვთხოვე და ვუჯიკე - ბიჭთან ერთად, რომელსაც იოანე ქვია - გაიღიმა მორცხვად - აჰ, ეგ ბიჭი მოგწონსს - ვუთხარი სიცილით - კი, უკვე სადღაც 1 წელია და გუშინ მთხოვა მასთან ერთად წავსყლიყავი მეჯლისზე - ამიხსნა მან - რა საყვარელიააა. თან ძალიან სექსუალური ხარ, ამიტომ მიკვირს მილიონი ბიჭი რომ არ დაგდევს - ვუთხარი სიცილით - გაჩერდიიიიი! შენ რომ ოთახში შემოდიხარ, ყველა ბიჭი შენკენ იყურება - მითხრა ნინამ და სიცილით აატრიალა თვალები - აღტაცებული ხარ შემდეგი დავალების მოლოდინში? - მკითხა ნინამ ინტერესით - რა არის შემდეგი დავალება? - ავიჩეჩე მხრები - ტკივილის ამტანობაზე შემოწმება - ნინამ უსიამოვნოდ გააქნია თავი - ეგ რას ნიშნავს? - ვკითხე შეწუხებულმა - პატარა წებოვან საფენებს გიმაგრებთ, რომლებიც სხვადასხვანაირ ტკივილს იწვევს. ისეთებს, როგორიცაა როცა ვინმე გირტყამს, დანით გჭრის ან იარაღს გესვრის - ამიხსნა ნინამ სწრაფად - მაგრამ არამგონია დომენიკომ ამ ტესტის გაკეთების უფლება მოგცეს - რატო არა? - ავწიე წარბები - შენ უკვე გატკინეს დღეს და ამ ტესტის ჩატარება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ არანაირად არ ხარ დაშავებული - მაინც გავიკეთებ - ვუთხარი და მის გვერდით წამოვწექი - დაღლილი ჩანხარ - ვუთხარი ნინას - ხო, გრძელი დღე იყო - დამიქნია თავი. *** დაახლოებით 1 საათი გავიდა და ჯგუფი ხელახლა შეიკრიბა. - ეს ტკივილის ტესტია - უთხრა დომენიკომ ყველას - ის ისეთ ტკივილს გამოიწვევს, როგორიც დარტყმა, დაჭრა და ტყვიის მიღებაა - განაგრძო დომენიკომ - სოფია - ამოიკითხა ჩემი სახელი დომენიკომ, მაგრამ გამომეტყველება მალევე შეეცვალა შეწუხებულზე - არა! - მაჯაზე მომკიდა ხელი და გამაჩერა. - ბოს, ეს ტესტის აუცილებელი ნაწილია - ექიმმა, რომელიც საწოლის გვერდით იჯდა ჩუმად უთხრა დომენიკოს. დომენიკომ ამოისუნთქა და ხელი გამიშვა. - ესე უხეშად აღარასდროს შემეხო - ვუთხარი ბიჭს, რომელიც გაკვირვებული მიყურებდა. ლოგინზე დავწექი და ექიმმა წებოვანი საფენები დამიმაგრა - უნდა გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი ყალბია და რეალურად არავინ გჭრით ან გესვრით - მითხრა ექიმმა და პასუხად უბრალოდ თავი დავუქნიე. ექიმმა სიმულაცია დაიწყო. თავიდან ვერაფერს ვგრძობდი. ტკივილის პირველი ტალღა სიმულაციის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ ვიგრძენი. დომენიკო ანერვიულებული მიყურებდა, მაგრამ უეცრად ტკივილის შკალა 2იდან 8მდე ავიდა. ტკივილისგან შევკრთი და დავინახე როგორ აგრესიულად გახედა დომენიკომ ექიმს. ხელში ღილაკი მეჭირა, რომლითაც შემეძლო პროცესი შემეჩერებინა, მაგრამ რატომღაც არ დავაჭირე. ტკივილისგან ამოვიკვნესე და ლოგინის მეორე მხარისკენ მივჩოჩდი. ყველა ვინც მიყურებდა, შოკში იყო. - საკმარისია! - დაუყვირა დომენიკომ ექიმს და შუშის კარი გააღო - მანდ უნდა შეწყვიტოს პროცესი, ჩვენ არა - გააფრთხილა ექიმმა დომენიკო. ბიჭმა სწრაფად შემომხედა. - ღილაკს დააჭირე სოფია! - მიბრძანა დომენიკომ. თავს ვერ ვაძალებდი, რომ ღილაკისთვის დამეჭირა. ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, არ მადარდებდა. შესაძლოა იმიტომ, რომ ფიზიკური ტკივილი ბევრად უფრო ასატანი იყო ჩემთვის, ვიდრე მენტალური. არ შემიძლია იმის აღიარება რომ მტკიოდა, რადგან ავტომატურად იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ სუსტი ვიყავი. ისეთივე სუსტი და გატეხილი, როგორიც დანიელი. წამიერად გავიაზრე, რომ არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი, მხოლოდ მაშინ, როდესაც დანიელის გვერდით ვიყავი, მაგრამ რატომღაც მან ხელი მკრა და მეც მივეცი ამის საშუალება. ამიტომ, მერჩივნა ფიზიკური ტკივილი ამეტანა, ვიდრე მენტალური. მერჩივნა, რომ ყოველი წუთი ფიზიკურ ტანჯვაში ვყოფილიყავი, ვიდრე მცოდნოდა, რომ არავის ვუნდოდი. არავის ვჭირდებოდი, ამიტომ ღილაკისთვის არ დამიჭერია. ძლიერად დავიკვნესე და დომენიკომ შეშინებულმა გახედა ექიმს - გააჩერე დედააფეთქებული სიმულაცია! - დაუყვირა მთელი ხმით და ეს უკანასკნელი იყო, რაც მახსოვს. *** თვალები გავახილე და დავინახე, რომ დანიელის ოთახში ვიყავი. ჩემს გვერდით იჯდა. - დანიელ - ჩავიბურტყუნე ნელა - ჰეი - გამიღიმა ბიჭმა და ლოყაზე ხელი მომისვა - ბოდიში - ვუთხარი და თვალები ცრემლებისგან ამეწვა - არაუშავს, მე უნდა ვნანობდე, რომ მოგატყუე - შემომხედა დანიელმა. - მომენატრე - ცრემლი ჩამომიგორდა და ტკივილი მთელს სხეულში ვიგრძენი - რატომ? მე ხომ საშნელი ადამიანი ვარ - ცრემლი თითით მომწმინდა და ლაითად გაიცინა - მეც მომენატრე. ერთადერთი ადამიანი იყავი, ვისაც ჩემი ესმოდა - მითხრა ჩუმად. ვფიცავ, სიხარულისგან ბრწყინავდა. - დანიელ, მგონი გატეხილი ვარ - ვუთხარი წყლიანი თვალებით და ხელზე ბეჭდის ტრიალი დავიწყე - ჩემო პატარავ, მე ვარ ის ვინც ყველაფერს ანადგურებს, იქნებ ჯობდეს, რომ ერთად არც ვიყოთ - ჩაიჩურჩულა ყოყმანით, მაგრამ აღარ მიყურებდა - იმას ვერ გატეხ, რაც უკვე გატეხილია - ვუთხარი ჩუმად. დანიელმა თავი მოატრიალა და ისე შემომხედა თითქოს შოკში იყო - არ უნდა გამეშვი. შენთან ერთად ბედნიერი ვიყავი, შენთან ერთად თავისუფალი ვიყავი - გააქნია თავი, ხმა ნელ-ნელა ებზარებოდა - ჩვენ მაფიის ტყვეები ვართ - კიდევ ერთი ცრემლი ჩამომიგორდა და ვხვდებოდი, როგორ მიქრებოდა ბედნიერების შეგრძნება - ჩვენ, მამაჩვენების ტყვეები ვართ - ამომხედა დანიელმა, თვალებში უსასრულო ტკივილი ჩასდგომოდა - იქნებ სხვა ცხოვრებაში? - გამიღიმა თბილად - მე ამ ცხოვრებაში მინდა - ამოვიკვნესე ტკივილისგან - როდის იყო იმას ვიღებდეთ რაც ჩვენ გვინდა? - გაიცინა ლაითად და ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლზე მაკოცა - უნდა გაიღვიძო - ამოისუნთა დანიელმა - ეს მხოლოდ სიზმარია - თვალები გამიფართოვდა - კი - დამიქნია დანიელმა თავი და გამიღიმა - დანიელ, მგონი მიყვარხარ - დანიელმა გაოგნებულმა გამომხედა. რამდენიმე წამი მიყურებდა და ჩემკენ რომ დაიხარა საკოცნელად, წამოვხტი. გული საშინლად მიცემდა. ოთახში საშინლად ბნელოდა. დომენიკო ჩემს გვერდით იწვა ლოგინზე. - ცუდი სიზმარი? - მკითხა ჩუმად. ცოტახანი ჩუმად ვიყავი. - ხო....რაღაც ეგეთი - ვთქვი და მძიმედ დავეშვი საწოლში - სად ვართ? - ვკითხე ბიჭს - ჩემს ოთახში - მითხრა ნაზად, იმდენად ნაზად, რომ ეშინოდა არ დავეფრთხე - რა მოხდა? - ვკითხე ინტერესით და ოთახს თვალი მოვავლე . - ღილაკისთვის არ დაგიჭერია და ტკივილისგან გული წაგივიდა - დომენიკო ჭერს უყურებდა, ჩემკენ არ გამოუხედავს - ნორმალური ადამიანების ამტანობისთვის ყველაზე მაღალ პარამეტრზე იყო დაყენებული შენი სიმულაცია, მაგრამ რომ ნახეს რომ ჯერ არაფერს გრძნობდი და მერე უბრალოდ უძლებდი, უფრო მეტად აუწიეს - მითხრა თითქმის გაბრაზებულმა - შეგიძლია გაბრაზებული იყო, მაგრამ ჩემი არჩევანი არ ყოფილა ასეთად ყოფნა. უგრძნობი გავხდი - ვუთხარი მას - ასე რომ, შეგიძლია გაბრაზებული იყო, მაგრამ არ მანაღვლებს. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს სხვა ადამიანი ვიყავი. ძალიან ცარიელი. - გაბრაზებული არ ვარ - დამარცხებულმა ამოიოხრა - უბრალოდ არ იმსახურებ ამ ყველაფერს - თავი მოატრიალა და თვალებში შემხედა, ასეთი სუფთა და უმანკო თვალები არასდროს მენახა. დანიელის სრულიად საპირისპირო იყო დომენიკო და იმ ყველაფრის საპირისპირო, რაც მე მინდოდა. ვიცოდი, რომ ცუდ გადაწყვეტილებას მივიღებდი, მაგრამ არ მადარდებდა. დომენიკოსკენ მივტრიალდი. - ისევ დანიელზე ფიქრობ? - მკითხა თბილად. თავი დავუქნიე. დომენიკო ფრთხილად მოიწია ჩემკენ და მეც მივიწიე მისკენ. ნელ-ნელა კოცნა დავიწყეთ, მაგრამ ნაზი კოცნა მალე რაღაც სხვაში, ბევრად უფრო ვნებიანში გადაიზარდა. დომენიკომ საწოლზე ისე გადაგვატრიალა, რომ ჩემს ზემოდან აღმოჩნდა. ნელა ვაკოცე და მაისურზე ფრთხილად დავექაჩე, ვანიშნე, რომ გაეხადა. გაიხადა. მის პრესს და კუნთებს ნელა გადავატარე ხელი. დომენიკო ვნებიანად მკოცნიდა ყელზე და ალბათ მიხვდა, რომ ამან ძალიან აღმაგზნო იმიტომ, რომ ვიგრძენი როგორ გადაურბინა სახეზე ღიმილმა. - წინააღმდეგი ხომ არ ხარ რომ გავაგრძელოთ? - მკითხა მან - მაფიოზი თანხმობას მთხოვს? - ვკითხე ირონიულად. დომენიკოს გაეღიმა. - თანახმა ვარ - დავუქნიე თავი და კოცნა გავაგრძელე. სპორტული შარვალი გაიხადა და დავინახე მისი ამდგარი გენიტალია, რომელიც საკმაოდ დიდი იყო. არ ვაპირებდი იმის თქმას, რომ ეს ჩემი პირველი სექსი იყო. კარგი ბიჭი ჩანდა დომენიკო, ამიტომ თუ ვეტყოდი, რომ ქალიშვილი ვიყავი, შეიძლებოდა აღარც გაეგრძელებინა. კვნესა ამოუშვა და უფრო ახლოს მოიწია ჩემკენ. ელასტიკი გავიხადე. - ჯანდაბა, როგორი ლამაზი ხარ - თვალებში შემომხედა დომენიკომ. მე გავუღიმე. საცვალი გაიძრო და ერთი ხელით ლიფი გამიხსნა. - შთაბეჭდილების ქვეშ ვარ - ვუთხარი სიცილით და დომენიკოსაც გაეცინა. - დარწმუნებული ხარ, რომ გინდა? - მკითხა კიდევ ერთხელ. მე უბრალოდ თავი დავუქნიე. *** დომენიკოს მკლავებში გამეღვიძა და მინდა ვაღიარო, ძალიან კარგი შეგრძნება იყო. ვფიქრობ დომენიკო, როგორ ადამიანი, მომწონს. კარგი ბიჭი ჩანს და არც ჩემთვის უნდა გულის გატეხვა. წამოვდექი და გავიაზრე, რომ გუშინ დომენიკომ ჩემი საცვალი შემომახია. თვალები ავატრიალე და გამეცინა, მაგრამ მალევე ვიპოვე მისი ტრუსი და ჩავიცვი. დომენიკოს მიმართ არაფერს ვგრძობ გარდა მოწონებისა, მაგრამ ეგ მოწონებაც იმდენად სუსტია. თავს დამნაშავედ ვგრძობდი იმიტომ, რომ ძალიან კარგი ბიჭია და მისი დაც ძალიან მომწონს. - ჩემს საცვალში ძალიან კარგად გამოიყურები - მითხრა და გაიზმორა - მადლობა - ვუთხარი და ლოგინზე ავძვერი ისევ - ვიცი, რომ ძალიან ადრეა ჯერ და ძალიან მალე გეკითხები, მაგრამ გინდა ჩემი შეყვარებული რომ იყო? - მკითხა და სხეულზე ხელი დამისვა. ჯანდაბა, ალბათ უარი უნდა ვუთხრა, მაგრამ თან მჭირდება, რომ ცხოვრება გავაგრძელო. თავი ყოყმანით დავუქნიე. დომენიკოს სახეზე ღიმილმა გადაურბინა და ერთიანად მოდუნდა. - როგორ მოვახერხე, რომ ამ სამყაროში ყველაზე ლამაზი გოგო ახლა ჩემს საწოლში წევს? - მკითხა ღიმილით - მოკეტე - ავატრიალე თვალები და ხელი ვკარი. დომენიკომ თავისკენ მიმიზიდა და მაკოცა. - გპირდები, რომ ვინც ოდესმე გატკინა, ვეღარასდროს გატკენს - მითხრა დომენიკომ და ხელი თმაში შემიცურა. ამ სიტყვებმა თითქოს ჩემი მკვდარი გრძნობები ოდნავ შეძრა და მის მიმართ რაღაც თბილი ვიგრძენი. ტუჩებზე ნაზად ვაკოცე. - ჯობია იცოდე, რომ თავიდან ბოლომდე გატეხილი ადამიანი ვარ - გავაფრთხილე და სერიოზულად შევხედე - განა ყველა გატეხილები არ ვართ? - გამიღიმა ნაზად - დომენიკო, მე.....ოოოოოოო, ჯანდაბაააააააა - დაიყვირა ნინამ და თვალებზე ხელი აიფარა. დომენიკომ ტანზე გადამაფარა - ჯანდაბაა, კარის დაკეტვა ისწავლეთ - გვიყვირა ნინამ - დაკაკუნება ისწავლე - მე და დომენიკომ, ორივემ ერთდროულად დავუყვირეთ - ჩაცმულები ხართ? - გამოიხედა ნელა - კი - ვუთხარი და ამოვისუნთქე - დომენიკო სერიოზულად?! ერთი დღე - შეუღრინა ნინამ - ჩემი შეყვარებულია, ამიტომ რასაც მინდა იმას ვუზამ - უთხრა დომენიკომ და უკმაყოფილოდ გახედა თავის დას - შეყვარებული - თქვა ნინამ უცნაურად - სად არის ყვავილები ან დიდი საჩუქრები?! სად არის რომანტიული მუსიკა ან ვარდებით მოფენილი გზა რომანტიულ ვახშმამდე?! - იკითხა ნინამ იმედგაცრუებულმა - შენს ადგილას რომ ვიყო დომენიკო, მის გამო ამ ყველაფერს და ამაზე ბევრად მეტსაც გავაკეთებდი - გაუღიმა ნინამ - ანუ ეს ყველაფერი სიმართლეა? - იკითხა ინტერესით, ეტყობოდა, რომ ბედნიერი იყო. დომენიკომ თვალები აატრიალა. - თქვენ ორნი 1 დღეა რაც იცნობთ ერთმანეთს და უკვე ერთად ხართ და სხვა სიბინძურეებსაც აკეთებთ - გაიცინა ნინამ. სირცხვილისგან გავწითლდი და სახე დომენიკოს კისერში დავმალე და სახეზე საბანი გადავიფარე. გავიგონე დომენიკომ და ნინამ როგორ გაიცინეს. - არაუშავს, სექსი ბუნებრივი მოთხოვნილებაა - შეეცადა ნინა სიტოაცია გამოესწორებინა - კაი, წადი უკვე, თორემ სოფია არაკომფორტულად გრძნობს თავს - უბრძანა დომენიკომ - უკვე მის მხარეს იჭერ - დრამატულად მიიდო ნინამ ხელი გულზე და გაეცინა - წადი! - უთხრა გაღიზიანებულმა დომენიკომ და ნინაც საბოლოოდ გავიდა ოთახიდან. დომენიკოს სიცილი აუტყდა როგორც კი ნინა ოთახიდან გავიდა - არ არის სასაცილო - ძალიან სასაცილოა - გამიღიმა დომენიკომ და ისე ამოგვატრიალა, რომ მის ქვემოდან აღმოვჩენილიყავი. - არა! - გავაფრთხილე - რატომ არა? - ირონიულად გამიღიმა და წარბი აწია. ზუსტად იცოდა რატომ ვეუბნებოდი უარს - იცი რატოც - ვუთხარი ღიმილით და ხელი ოდნავ ვკარი - არა, წარმოდგენა არ მაქვს - მითხრა ჩუმად და თითები მუცელზე ნაზად დამისვა და ზუსტად იქ გაჩერდა, სადაც იწყებოდა. - მართლა ხმამაღლა უნდა ვთქვა? - ვკითხე უხერხულად. დომენიკომ თავი დამიქნია. - ჯერ ისევ მტკივა და თან შემდეგი ტესტი 5 წუთში იწყება - ვუთხარი სწრაფად და სუნთქვა შევიკავე. დომენიკოს ჩაეცინა. - კარგი, კარგი. ცოტახანი სექსი აღარ გვექნება - გაიღიმა და მანიშნა, რომ სხვა რაღაცას აპირებდა - დომენიკო არა!!! ორივე დავაგვიანებთ - ვუთხარი და შევეცადე ფეხები შემეტყუპებინა, მაგრამ დომენიკომ დამიჭირა და ორივე გამაშლევინა. - მე ვარ ლიდერი. მე ვწყვეტ ვინმე აგვიანებს თუ არა და მე გეუბნები, რომ ამ ოთახიდან მაშინ გავალთ, როდესაც მზად ვიქნებით - ამომხედა ეშმაკურად. ტუჩები ნაზად გაილოკა და მუცელზე ნაზად მაკოცა. ნელ-ნელა იქეთეკნ ჩადიოდა, სადაც მისი თითები მეხებოდა. მოვდუნდი და სიამოვნებისგან გავინაბე. საცვალი მუხლებზე ჩამომიწია. უნდა გამეჩერებინა, მაგრამ ისეთი სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი. მუცლის ქვედა ნაწილში მაკოცა და სასიამოვნო ჟრუანტელმა მთელს სხეულში დამიარა. დომინიკომ ენა კლიტორზე ამისვა და მთელს სხეულში თბილი იმპულსების დიდი ნაკადი ვიგრძენი. ჩემს რეაქციაზე ჩაეცინა, მაგრამ არ გაჩერებულა. ცერა თითი ნელა დამისვა, რადგან იცოდა, რომ გუშინდელი ღამის შემდეგ ისევ მტკიოდა. - დომენიკო - ამოვიკვნესე და თავი უკან გადავადგე სიამოვნებისგან - დანიელი დაგავიწყდა? - მკითხა მოულოდნელად. ვიცოდი, რომ უარს თუ ვიტყოდი, გაღიზიანდებოდა და მინდოდა მენახა რაზე იყო წამსვლელი გაღიზიანების დროს. თავი გავაქნიე უარყოფის ნიშნად. დავინახე როგორ აწია წარბები გაოცებულმა. ორი თითი კლიტოზე მომისვა და ისევ იგივე კითხვა დამისვა, მაგრამ ისევ იგივე პასუხი მიიღო. თითი ვაგინაში შემიცურა და სიამოვნებისგან ამოვიკვნესე. - ჩემი სახელი ამოიკვნესე! - მიბრძანა მან, ბოხი და უხეში ხმით - დომენიკო - ამოვიკვნესე, არ მინდოდა, რომ დავესაჯე ან ჩემთვის რამე დაეშავებინა. ჩაიცინა და თავი ჩემს ფეხებს შორის ჩარგო. ვიგრძენი როგორ დამეწყო ფეხების კანკალი, როდესაც დომენიკო ენის წრიული მოძრაობით ეხებოდა ჩემს . - დომენიკო! - ამოვიკვნესე და ვიგრძენი თბილი სისველე, რომელიც ჩემი ვაგინიდან გამოვიდა - არ გაბედო! - გამაფრთხილა, რომ არ გამეთავებინა. ტუჩზე ვიკბინე და შევეცადე მოახლოებული ორგაზმი შემეკავებინა. - დომენიკო, გთხოვ - ამოვიოხრე, არ ვიყავი დარწმუნებული კიდევ რამდენი ხანი შევძლებდი შეკავებას - არა! - გამაფრთხილა ისევ - დომენიკო უნდა გავ... - არ გაბედო, თორემ დაგსჯი! - მითხრა და ენასთან ერთად თითებსაც იყენებდა. როდესაც G წერტილამდე მივიდა და ენა ვნებიანად ამისვა, თავი ვეღარ შევიკავე. ამოვიკვნესე და ერთიანად გავათავე, ორგაზმის პიკში ვიყავი. დომენიკომ უკმაყოფილოდ ამომხედა, მაგრამ ლოკვა არ შეუწყვიტავს. ყველა წვეთი და ყველა ნაწილი გამილოკა, მათ შორის თავისი თითებიც გაასუფთავა ჩემი სისველისგან. - ხო გაგაფრთხილე - მითხრა და ზემოთ ამოძვრა. სიმართლე რომ ვთქვათ, მეც მინდოდა, რომ ისევ გვქონოდა სექსი, მიუხედავად ტკივილისა. ნელი ბიძგებით შემოვიდა ჩემში. ტკივილისგან და სიამოვნებისგან ერთიანად დავიკვნესე. დომენიკომ ჩემს კვნესას თავისი კვნესით უპასუხა. - ჯანდაბა, სოფია! - დაიკვნესა და ვნებისგან ფრჩხილები ზურგზე ჩამოვუსვი. ფეხებმა ისევ ამიკანკალდა. ტუჩები ყურთან მივუტანე და ნაზად ამოვიკვნესე. მისმა ხელმა ჩემი იპოვა და ჩვენი თითები ერთმანეთში გადაიხლართა. კიდევ ერთხელ გავათავე, სანამ დომენიკო გაათავებდა. მან ჩუმად ამოიკვნესა ჩემ ყურთან და ჩემს შიგნით გაათავა. კონტრაცეპტივებს ვიღებდი, ამიტომ არაუშავდა. მისი ნელ-ნელა იღვრებოდა ჩემი ვაგინიდან, სანამ ჩვენ დაღლილები ვიწექით და ვცდილობდით სუნთქვა დაგვერეგულირებინა. - საპირფარეშოში უნდა შევიდე - ვუთხარი და ფრთხილად წამოვდექი. ბოლოს წამალი გუშინ საღამოს დავლიე. საპირფარეშოში ცოტახანი გავჩერდი, მაგრამ მალევე დავბრუნდი და ლოგინში შევძვერი. - გინდა წავიდეთ ახლა? - მკითხა დომენიკომ - სხვა გზა არ გვაქვს - დავუქნიე თავი და წამოვდექი. დომენიკომ ტრაკზე დამარტყა, ძალიან ძლიერად. - აუჩჩჩ - ამოვიკვნესე ტკივილისგან და მას გაეცნა - მოდი, გაკოცებ - გამიღიმა ბოროტულად - ტრაკზე გინდა რომ მაკოცო - გამეღიმა ირონიულად და ტრუსი ამოვიცვი - შენს უკანალზე უფრო საინტერესო ადგილებშიც მიკოცნია - მითხრა ირონიულად და სირცხვილისგან სახეზე გავწითლდი - ძალიან საყვარელი ხარ როცა წითლდები - მითხრა და შორტები ჩაიცვა. *** - თქვენი შემდეგი ტესტი იარაღის სროლაა - თქვა დომენიკომ მშვიდად ისე, თითქოს საუკეთესო ყოფილიყოს ყველაფერში. სიმართლე ვთქვათ სექსში აშკარად ძალიან კარგი იყო,ამიტომ სხვა არაფერი მაღელვებდა. გოგონამ ხელი აიწია, რომ კითხვა დაესვა. რა უცნაურია, სკოლის მოსწავლესავით იქცეოდა. - როგორც ჩანს თქვენ კარგად გამოგდით - თქვა გოგონამ მორცხვად და დომენიკოს შეხედა. დომენიკომ შეამჩნია ჩემი უკმაყოფილო მზერა გოგონას მიმართ. - ლაპარაკის უფლება დაგრთე?! - კითხა დომენიკომ გაბრაზებულმა. გოგონამ თავი ჩახარა და ხალხში დამალვა სცადა. - კიდევ ვინმე თუ გაიმეორებს იგივეს, ენას მოგაჭრით. მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ ამოიღოთ ხმა, როდესაც ამას მე გთხოვთ - დაემუქრა ყველას. - დაიწყეთ! - დაიყვირა დომენიკომ და ყველას იარაღი მიაწოდა. - ჩვენ ყველას ერთი გვაქვს? - ვკითხე ინტერესით - კი - დამიქნია თავი - მაგას ენას რატომ არ ჭრი?! - ჰკითხა ქერა გოგომ მხიარულად. დომენიკო მიტრიალდა გოგონას ყელში სწვდა. - წეღან რა გითხარით?! - უთხრა დომენიკომ აგრესიულად. ბრაზი მის ყველა სიტყვაში აშკარად გამოიკვეთებოდა. გოგონა ცალი ხელით ჰაერში ასწია და ყელზე უფრო მეტად მოუჭირა ხელი. - კარგი დომენიკო, გაუშვი ხელი - ვუთხარი და მხარზე ხელი დავადე. ბიჭმა მომენტალურად გაუშვა გოგოს ხელი. - ვიღაცას ბრაზის კონტროლი უჭირს - ვუთხარი ღიმილით და თვალები ავატრიალე. - მეზიზღება მისნაირი ადამიანები - თქვა ბიჭმა უკმაყოფილოდ და გოგოს ზიზღნარევი მზერა ესროლა. - რა ხდება? დაძაბული მეჩვენები - ვკითხე, როდესაც გვერდით ამოვუდექი - დაძაბული ვარ იმიტომ, რომ ყველა იდეალურ ახალწვეულებს ელოდებოდა და ერთადერთი ვინც იმედები გაამართლა, შენ ხარ - თქვა დომენიკომ უკმაყოფილოდ და თავი გააქნია. მე?! მე უკვე მოვხვდი?!! როგორც ჩანს დომენიკოს შეყვარებულობას თავისი პლიუსებიც აქვს. - იმიტომ მოვხვდი, რომ შენი შეყვარებული ვარ? - ვკითხე ღიმილით - არა. იმიტომ, მოხვდი, რომ რასაც აკეთებ ყველაფერში ძალიან კარგი ხარ - მიმიზიდა თავისკენ. *** - სიმართლე რომ გითხრა, საშინლად ვისვრი იარაღიდან - ვუჩურჩულე ღიმილით - არ ინერვიულო. შენი შესანიშნავი შეყვარებული განახებს როგორ უნდა ისროლო - გადმომხედა ღიმილით და ხელში ამიყვანა ისე, რომ მის მხარზე ვიყავი გადაკიდებული - დომენიკო - დავუყვირე და ფეხები გავაფართხალე. დომენიკო სასროლ სივრცემდე მივიდა, ყველა ჩვენ გვიყურებდა. ნინაც აქაა, ძალიან უცნაური სიტოაცია იქნება. - არ ვიცოდი თუ საჯაროდ აპირებდით თქვენი ურთიერთობის შემჩნევას - თვალი ჩამიკრა ნინამ. დომენიკომ საბოლოოდ ჩამომსვა. ყველა ისროდა და მიზანში არტყავდა, ჩემ გარდა. ჩემს თავზე გავღიზიანდი და ჩემს უნარზე, რომ ყველა ტყვია ამეცილებინა. - სოფია - დომენიკო ჩემს უკან იდგა - ცალი ხელით ისვრი და ძალიან დაბლა უმიზნებ - ამიხსნა მშვიდად. ჩემი მეორე ხელი აიღო და იარაღზე მომაკიდებინა. თავი ჩემს გვერდით ჰქონდა, სანამ იარაღის გამოყენებას მასწავლიდა და მაჩვენებდა როგორ დამეჭირა სწორად. ნაზად გავხედე. სანამ ის უბრალოდ მიხსნიდა და მელაპრაკებოდა, თვალებით მის სახეს ვათვალიერებდი. ძალიან სიმპათიური იყო და ორმაგად უფრო სიმპათიური ხდებოდა, როდესაც იმაზე მელაპარაკებოდა რაც ასე კარგად იცოდა. - სოფია, მისმენ? - მკითხა ღიმილით - არა - ვუპასუხე და უმანკო თვალებით შევხედე - ნუ მიყურებ ეგეთი უმანკო თვალებით, თორემ საშინელი აზრები მიტრიალებს გონებაში - ჩამჩურჩულა ყურში ისე, რომ მხოლოდ მე გამეგო. დღის დარჩენილი ნაწილი საკმაოდ კარგად გავიდა. დომენიკოს გვერდით ვიწექი საწოლში, სანამ მას ეძინა. ლოგინიდან ავდექი და აივანზე გავედი. ცივი, სუფთა ჰაერი ჩავისუნთქე. მუქ ცაზე უამრავი ვარსკვლავი და მთვარე ანათებდა. სულ მეგონა, რომ ადამიანები როდესაც კვდებოდნენ, შემდეგ ვარსკვლავებად გადაიქცეოდნენ. ყოველთვის მინდოდა ვარსკვლავი ვყოფილიყავი. მენატრება. დღევანდელმა დღემ კარგად ჩაიარა, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ცვლის, რომ საშინლად მენატრება. მას აღარ ვუნდივარ....იქნებ არც არასდროს ვუნდოდი. ვიცოდი, რომ რომ მომენდომებიდან დომენიკო აუცილებლად შემიყვარდებოდა, მაგრამ არ მინდოდა ჩემი თავისთვის რამე დამეძალებინა. სიყვარული დაძალებით არ უნდა მოდიოდეს. ის მარტივად და ძალისხმევის გარეშე უნდა ჩნდებოდეს, როგორც დანიელთან.. გუშინდელმა ღამემ კიდევ ერთხელ გამააზრებინა მართლა რამდენად გატეხილი ვიყავი. არ ვიცი კიდევ რამდენ ხანს შევძლებ ერთ მთლიანობად თავის მოჩვენებას. - პატარავ - გავიგე დომენიკოს ხმა, რომელიც აივანზე ნახევრად გათიშული გამოივიდა - ჰეი - ცრემლი სწრაფად მოვიწმინდე, რომ მას არ დაენახა. დომენიკო უკნიდან ჩამეხუტა და მე უბრალოდ თავი გადავწიე და მხარზე მივადე. ლოყაზე ნაზად მაკოცა. - ვერ იძინებ? - მკითხა ჩუმად - ვერ - ამოვისუნთქე და მთვარეს შევხედე. შორს მბრწყინავ ვარსკვლავს შევხედე და წამიერად ჩავფიქრდი, ნეტავ მისი სიტყვები, რაც მაშინ მითხრა, თუ იყო სიმართლე. ის რაც ჩვენს შორის ხდებოდა, ყველაფერი ერთი დიდი ტყუილი იყო თუ რამე სხვა. და თუ მართლა ტყუილი იყო, იქნებ ასეც ჯობდეს, რომ მისგან შორს ვიყო, მაგრამ ისე მტკივა გული.. თითქოს სული შუაზე მეხლიჩებოდეს. ვიცი, რომ ჩემი გული მუდამ მისი იქნება. - ჯობია შიგნით შევიდეთ, თორემ გაცივდები - მითხრა დომენიკომ და ფიქრებიდან გამომაფხიზლა. წამით, სულ რაღაც წამით, დამავიწყდა კიდეც რომ აქ ვიდექი. - კიდევ რამდენიმე წუთი - ვუთხარი ჩუმად და თვალები ნელ-ნელა მივნაბე. ვგრძნობდი როგორ მერეოდა ძილი მის მხარზე. დომენიკო ისეთი თბილი იყო, ამ ცივ ღამესაც კი მათბობდა. *** - ჩემზე ფიქრი და ჩემზე სიზმრები უნდა შეწყვიტო - მითხრა დანიელმა და წარბი ამიწია. - შენ ხარ ის, ვინც ჩემს სიზმრებში მოდის - ვუთხარი სიცილით. - იმიტომ, რომ ჯერაც ვერ დამივიწყე - მითხრა და ლურჯ, პატარა, ბურთს დაუწყო თამაში, რომელიც არსაიდან გაჩნდა. - აშკარად ვერ - ამოვისუნთქე ღრმად - რატომ ხარ გაბრაზებული? - მკითხა ნელა და ბურთთან თამაში გააგრძელა - გვერდით კარგი ბიჭი მიწევს, რომელსაც მოვწონვარ, მაგრამ მე ის არ მომწონს ისე, როგორც უნდა მომწონდეს, შენ გამო - ვუთხარი უკმაყოფილოდ. - შენი ბრალია, რომ მთელი ეს სექსის ამბები ასე გიყვარს - მითხრა ეშმაკურად. - მაგრამ, ჩემი მტრის გვერდით საწოლში წოლა დიდად ბედნიერს არ გამხდის. განსაკუთრებით იმის მერე, რაც იმ ადამიანთან დაკარგე ქალიშვილობა, ვინც არ გიყვარს - მითხრა ოდნავ ცივად - და თან მას შემდეგ, რაც გაგაფრთხილე, რომ ქალიშვილობა მასთან დაგეკარგა, ვინც გიყვარდა - განაგრძო მან - მოიცა....იმ ღამით მითხარი, რომ მხოლოდ ქალიშვილობისთვის გინდოდი, მაგრამ მაქამდე უკვე ნათქვამი მქონდა, რომ შეგვეძლო გვქონოდა სექსი, მაგრამ შენ უარი მითხარი?? ლოგიკას ვერ ვიგებ? - ვთქვი ხმამაღლა. დანიელი იატაკზე იჯდა და ბურთს კედელს ესროდა. - უკვე აგიხსენი - აატრიალა თვალები - რას გულისხმობ - ვკითხე დაბნეულმა - გითარი, რომ მოგატყუე და შენ ჩემი სიტყვები დააიგნორე - მითხრა და გამომხედა. მის ნაცნობ თვალებში მინდოდა ჩავძირულიყავი, სამუდამოდ. - შენ ჩემი წარმოდგენის ნაწილი ხარ. მე შეგქმენი ჩემს გონებაში. შენ სხვა გოგოებთან წევხარ - ვუთხარი მშვიდად დანიელმა თბილად გამიღიმა, მაგრამ მის თვალებში უსასრულო სევდა ჩამდგარიყო *** დანიელ-ის POV: მუშტი სავარჯიშო ტომარას დავარტყი. ჩუმ ოთახში მხოლოდ ჩემი დარტყმის ხმები ისმოდა. პატარაობიდანვე მივეჩვიე, რომ ასე შემეძო ჩემი ბრაზის გაქრობა და ამონთხევა. როდესაც ამდენი სადარდებელი გაქვს, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ძალიან დამღლელია. იმ ფაქტზე აღარაფერს ვიძახი, რომ არასდროს მძინავს. იატაკზე დავჯექი და წყალი მოვსვი ბოთლიდან. - არ არის მკვდარი - მითხრა დანტემ, როდესაც უკმაყოფილო მზერით შემომხედა - რა? - ვკითხე დაბნეულმა - სოფია არ არის მკვდარი, ძალიანაც ცოცხალია - მითხრა ცივად და რამდენიმე სურათი მომაწოდა. აივანზე იდგა და ძალიან იმედგაცრუებული ჩანდა. მაგრამ შემდეგ.... მეორე სურათზე, დომენიკოს ჰქონდა მისთვის ხელები შემოხვეული და სოფია მის ზურგს იყო მიყრდნობილი. - როგორ... - სიტყვების თქმა მიჭირდა. არ მჯეროდა იმის, რასაც ვხედავდი. ბოლო ფოტოზე, სოფიას მის მკლავებში ეძინა. მან მიმატოვა და უკან აღარც იყურებოდა. ბედნიერი იყო უჩემოდ. ბოლო ფოტოს რომ შევხედე მკერდზე და ყელში რაღაცამ მომიჭირა. ფიზიკურად მტკიოდა მათი ერთად დანახვა. ღმერთო, როგორ ძალიან მინდოდა, რომ მე ვყოფილიყავი ის, ვინც მას მკლავებს შემოხვევდა. თავი გავაქნიე - ძალიან დაღლილი და გამოფიტული ვიყავი. არ მქონდა ძალა. არ მქონდა იმის ძალა, რომ რამე მექნა, ამიტომ სურათები უბრალოდ გვერდით გადავყარე. - არ აპირებ მის დაბრუნებას?! - დანტემ მკითხა გაბრაზებით და ოდნავი შოკით - არა - ვუთხარი ბორძიკით და კიდევ ერთი ყლუპი წყალი მოვსვი - ის მას მოკლავს ან სხვას მოაკვლევინებს - თქვა დანტემ იმედგაცრუებულმა - არა, არ მოკლავს. ფოტოებშივე ჩანს, რომ დომენიკო შეყვარებულია სოფიაზე - ვუთხარი ჩუმად - დანიელ, სოფია არ ჩანს ბედნიერი - მითხრა დანტემ და პირველ ფოტოზე მიმითითა - ის არასდროსაა ბედნიერი - ვუყვირე დანტეს. მინდოდა რომ ეს საუბარი დასრულებულიყო. - არა, მას იგივე გამომეტყველება აქვს, როგორიც მაშინ, ჩემს გვერდით რომ იჯდა. ენატრები - დანტე მემუდარებოდა, რომ მისი სიტყვებისთვის დამეჯერებინა, მაგრამ მე არ შემეძლო. დავიღალე. ძალიან დავიღალე და ახლა რომ მისი დაბრუნება ვცადო ძალიან დიდი უსამართლობა იქნება მის მიმართ და ჩემს მიმართაც. - დაღლილი ვარ, საქმეს მოვრჩები და უნდა დავიძინო - ვუთხარი დანტეს და დერეფანში გავედი. თუმცა, ერთი აზრი მოსვენებას არ მაძლევდა და სულ გონებაში მიტრიალებდა. მას ვენატრები. *** სოფია-ს POV: დღეს მეჯლისის დღე იყო. დომენიკომ რამდენიმე დღის წინ მთხოვა, რომ მასთან ერთად წავსულიყავი და თავიდან კი ვყოყმანობდი, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავთანხმდი. თმა, მაკიაჟი და ფრჩხილები უკვე მზად მქონდა. ერთადერთი რაც დამრჩენოდა, კაბის ჩაცმა იყო. დომენიკომ მითხრა, რომ როგორც კი დარბაზში შევაბიჯებდი, უნდოდა, რომ ერთადერთი ვყოფილიყავი, ვისაც ყველა შეხედავდა. კაბა დომენიკომ ამირჩია. ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ვთვლიდი, რომ ზედმეტად დიდ ყურადღებას მიიპყრობდა. მაგრამ მიზანიც სწორედ ეგ იყო. ნინა ოთახში შემოვიდა, როდესაც ბოლო შტრიხებს ვასრულებდი. როდესაც კაბაში დამინახა, პირი გააღო გაოგნებისგან. - ვააუ - ამოისუნთქა ფრთხილად - ცუდად გამოვიყურებუ? - ვკითხე და სარკეში ჩავიხედე - ხუმრობ?! სასწაული ხარ - გამიღიმა გოგონამ - შენც ძალიან კარგად გამოიყურები - ვუთხარი და მისი ულამაზესი შავი, ელეგანტური კაბა შევათვალიერე - დომენიკო გაგიჟდება როგორც კი დაგინახავს - გაიცინა მხიარულად - უკვე წასვლის დროა და ნელ-ნელა უნდა გავიდეთ. რამე გჭირდება? - მკითხა მოუთმენლად - არა - თავი დავუქნიე და ოთახიდან მასთან ერთად გავედი. - დომენიკოოოოოო - იყვირა ნინამ და დომენიკო აიძულა, რომ ჩვენკენ შემოტრიალებულიყო. დავინახე როგორ დაუთბა ერთიანად თვალები და როგორ მიყურებდა, სანამ კიბეებზე ნელა ჩამოვდიოდი. - ანგელოზს გავხარ - მითხრა აღტაცებულმა და ხელი გამომიწოდა. რამდენიმე წამი გავშეშდი. დანიელს ყველა დემონს ეძახდა, მე კი ანგელოზს. ანგელოზი და დემონი ერთად ვერ იარსებებდნენ. - მადლობა - გავუღიმე და ხელი ჩავჭიდე. ტუჩზე ნაზად მაკოცა და გასასვლელისკენ დავიძარით. საშინლად ვნერვიულობდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. სიმართლე რომ ვთქვათ, ბოლო მეჯლისი სადაც ვიყავი, კატასტროფულად დასრულდა, ამიტომ ჩემი ნერვიულობა ბუნებრივი იყო. რაც დრო გადიოდა მე და დომენიკო უფრო და უფრო ვახლოვდებოდით ერთმანეთთან. ამასობაში 2 კვირა იყო გასული, რაც მასთან ერთად დროის გატარება დავიწყე. იმდენად ვიყავი ჩემს ფიქრებში ჩაძირული, რომ ვერც კი შევნიშნე, რომ უკვე ადგილზე ვიყავით. - მზად ხარ? - მკითხა დომენიკომ, ხედავდა, რომ ძალიან ვნერვიულობდი. თავი დავუქნიე. - შეგვიძლია რამდენიმე წუთი მოვიცადოთ რომ დამშვიდდე - მითხრა დარწმუნებით - კარგად ვარ - ვუთხარი ჩუმად და ნაზად გავუღიმე. სიმართლე რომ ვთქვა, არ ვიყავი კარგად. არც ერთი დღე ჩემი საწყალი ცხოვრების. არასდროს ვყოფილვარ ბედნიერი, მაგრამ წლების მანძილზე, გამუდმებით ვეძებდი ბედნიერებას. ბედნიერება, რომელიც სამუდამოდ ჩემთან იქნებოდა. მაგრამ ყოველდღიურად თითქოს უფრო მიადვილდება არსებობას. თითქოს აღარც სუნთქვა მიჭირს ისე და თითქოს კოშმარებიც ნელ-ნელა ფერმკრთალდებოდა. 2 კვირა გავიდა, რაც დანიელისგან წამოვედი და ყოველ დღიურად უფრო და უფრო ცოტას ვფიქრობ მასზე. ძალიან ვამაყობ ჩემი თავით, რადგან მასე ფიქრს მხოლოდ ტკივილი მოჰქონდა და სხვა არაფერი. დომენიკო კარგი ბიჭია. ის ზრუნავს ჩემზე და ცდილობს, რომ არაფერი მაკლდეს ცხოვრებაში. მაგრამ დანიელიც ასე იყო. - კარგი, წავედით - დომენიკომ ხელი ჩამჭიდა და ლიმუზინიდან გადმოსვლაში დამეხმარა. დიდ დარბაზში ნელა შევედით. ჩვენს უკან ნინა და იოანე მოდიოდნენ. - ძალიან ლამაზი ხარ - მითხრა დომენიკომ თბილად. ღიმილი ვერ შევიკავე. არ მინდოდა ამის აღიარება, მაგრამ დომენიკო მაბედნიერებდა. დავინახე როგორ გადაურბინა ღიმილმა მასაც სახეზე. - სახელები და მაფია? - გვკითხა ბიჭმა, როდესაც კართან მივედით - დომენიკო ორჯონიკიძე, ვეიპერები - უპასუხა დომენიკომ და უეცრად ისეთი სერიოზული გახდა, ისეთი დომინანტური. - ნინა ორჯინიკიძე, ვეიპერები - გაიმეორა ნინამ დომენიკოს შემდეგ - სოფია ბენდელიანი, ვეიპერები - ვთქვი ჩუმად და დავინახე როგორ გაუნათდა დომენიკოს სახე. დიდ, ხალხით სავსე დარბაზში შევედით. - ესენი ყველა მაფიის ლიდერები არიან, გამონაკლისების გარდა - უთხრა დომენიკომ ნინას სიცილით. ნინამ ხელი ოდნავ მიარტყა. - დომენიკო ორჯონიკიძე და სოფია ბენდელიანი, ვეიპერების ლიდერი - გამოაცხადა ბიჭმა ხმამაღლა, როდესაც შევედით. გაოგნებისგან ოდნავ შევბარბაცდი. დომენიკოს ინსტინქტურად მოვუჭირე ხელი. და უეცრად ის დავინახე. კიბეებთან იდგა და უბრალოდ მიყურებდა. როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, თითქოს ადგილზე გავიყინე. მისი გამომეტყველება. ვერ ავხსნი სიტყვებით მის გამომეტყველებას. თითქოს გული საშინლად სტკიოდა, მაგრამ მისთვის არ იყო მოულოდნელი ჩემი დანახვა. - დომენიკო, შეგვიძლია ვიცეკვოთ? - ვკითხე სწრაფად. მინდოდა რომ ყურადღება რამე სხვაზე გადამეტანა. - რა თქმა უნდა - მითხრა თბილად და წინ გამიძღვა. როგორც კი საცეკვაო მოედანზე ფეხი დავდგით, ჩემი და დანიელის სიმღერა ჩაირთო. ის სიმღერა, რომელიც პირველად უკრავდა, როდესაც მე და დანიელმა პირველად ვიცეკვეთ. დომენიკომ ხელი წელზე შემიცურა და მეორე ხელი, ჩემს ხელთან ერთად წინ გაიშვირა, რომ სტანდარტულ საცეკვაო პოზაში დავეყენებინე. - ოდნავ ანერვიულებული ჩანხარ - მითხრა მშვიდად - არა, კარგად ვარ - გავუღიმე დასარწმუნებლად - კარგი - ამოიოხრა და ცეკვა განვაგრძეთ, მაგრამ ხვდებოდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო - იცი, არასდროს მეგონა, რომ ვინმე ოდესმე ისე მომეწონებოდა როგორც შენ - აღიარა დომენიკომ - რატომ? - ვკითხე დაბნეულმა - არავის არასდროს...არ მიუქცევია ჩემი ყურადღება - ჩაილაპარაკა მან. ცდილობდა რაც შეეძლო ლამაზდ მოეტანა ჩემამდე სათქმელი - და მერე შენი სურათი ვნახე და ღმერთო, ანგელოზს ჰგავდი და მეგონა,რომ ღმერთმა ჩემთვის მოგავლინა ამ სამყაროს - განაგრძო დომენიკომ - მაგრამ, ახლა უნდა გაგიშვა - მითხრა სიცილით და დამატრიალა, უეცრად სხვა, უცხო კაცმა დამიჭირა. დაბნეული ვიყურებოდი, ვერ მივხვდი რა მოხდა. - დამშვიდდი, არ გიკბენ - მითხრა ბიჭმა ირონიულად - რატომ შევიცვალეთ პარტნიორები? - ვკითხე უცხო ბიჭს ნერვიულად - ცეკვის ნაწილია ძვირფასო - ამიხსნა მარტივად. ბიჭი ცდილობდა, რომ ჩემთან საუბარი წამოეწყო, მაგრამ ყოველჯერზე უბრალოდ მოკლე პასუხს ვუბრუნებდი. - შეცვლის დროა - მითხრა და დამატრიალა. ვიღაცამ ხელი მომკიდა და დამიჭირა, სანამ წავბორძიკდებოდი. სანამ შევხედავდი, უკვე ვიცოდი ვინც იყო იმიტომ, რომ არავის შეხება ისე არ მწვავდა, როგორც მისი. არავის შეხება ისე არ მიჩქარებდა გულს, როგორც მისი. დანიელი. მან ფრთხილად დამიჭირა და ჩვენი სხეულები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან. - ჯანდაბა - ჩავილაპარაკე ჩემთვის - როგორი სიუხეშეა - მითხრა დამცინავად და წარბი ამიწია - არა, დანიელ, არ ვაპირებ შენთან ცეკვას - ვუთხარი, მაგრამ ცეკვა არ შემიწყვიტავს - ვიღაც აგრესიულია - მითხრა მან მხიარულად - ჯანდაბაშიც წასულხარ - ვუთხარი როდესაც საბოლოოდ დავმშვიდდი. - შენს გარეშე კარგად ვიყავი - ვუთარი და შევეცადე თვალებთან მომდგარი ცრემლები როგორღაც შემეჩერებინა. მივხვდი, რომ იმ ღამეს მომხდარი ამბები ჯერაც ვერ დამევიწყებინა და ვერ მეპატიებინა დანიელისთვის. - კი ვხედავ. დომენიკო ორჯონიკიძე, ჩემი ყველაზე დიდი მტერი - მითხრა დანიელმა და წარბი ამიწია. ალბათ ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი ჩაწყობილი იყო და არა შემთხვევითობა. - მე რომ ის გავიცანი, ნიკუშა იყო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს - ვუთხარი თავდაცვის მიზნით, მაგრამ მალევე გავიაზრე, რომ არ მაღელვებდა. დანიელმა დაბნეულად შემომხედა. - გიყვარს? - უეცრად მკითხა დანიელმა. არ ველოდი ამ კითხვას. ისე ძალიან მინდოდა მისთვის გული გამეტეხა, მაგრამ ვერ შევძლებდი. - არა - ვაღიარე დამარცხებულმა. ჩემი გული მისთვის ცემდა. ადამიანისთვის, რომელიც ახლა ასე ახლოს იდგა ჩემთან. იმდენ ხანს ვნატრობდი მის შეხებას ჩემს კანზე, მის კოცნას, მის ჩახუტებას. სხვა ადამიანი ჩემთვის არ არსებობდა. სიყვარულით სხვა ადამიანი არასდროს მყვარებია. - სამყაროს ვძულვართ - ვუთხარი ნაზად - რატომ? - მკითხა და დამატრიალა - იმიტომ, რომ ერთად ყოფნას ვერ შევძლებთ დანიელ. ძალიან უარყოფითად ვმოქმედებთ ერთმანეთზე. დომენიკო მაბედნიერებს, მაგრამ შენ ჩემით კმაყოფილი არასდროს ხარ ბოლომდე, ამიტომ არ ვიცი რა ვქნა - ვუთხარი გაბრაზებულმა - მოგატყუე - ამოისუნთქა დანიელმა. თითქოს ამ ერთი სიტყვით მთელი სამყაროს ტვირთი ერთიანად მოეხსნა მხრებიდან - რა? - ვკითხე დაბნეულმა - არ ყოფილან ჩემს ცხოვრებაში სხვა გოგოები. შენი ქალიშვილობის გამო კიარა, მთლიანად შენ მინდოდი, შენი ყველა ნაწილი. შენი სული და შენი გულიც კი მინდოდა - მითხრა დანიელმა და მის თვალებში უსასრულო სევდა გამოისახა - გეყოფა დანიელ...დომენიკო და მე ერთად ვართ - ვთხოვე ჩუმად - შენი ღიმილი მიყვარდა, შენი სიცილი და ის, რომ ჩემი არასდროს გეშინოდა - მითხრა ჩუმად - გთხოვ, გეყოფა! - შევევედრე ისევ და ვიგრძენი როგორ ამიწყლიანდა თვალები. ისე დიდხანს ვოცნებობდი ამ სიტყვების გაგონებაზე. - ისე მენატრები და ისე მენატრება, როგორ მაღიზიანებდი ან მამხნევებდი, როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი. მენატრება სახლში დაბრუნება და იმის ცოდნა, რომ შენ დამხვდები იქ - დანიელმა ღრმად ამოისუნთქა - ახლა ცარიელ სახლში მივდივარ ყოველდღე და ყოველი დღე ვნანობ იმ ღამეს - გააქნია თავი სინანულით - მეგონა, რომ ჩემს მიმართ ძალიან კარგი იყავი და გადავწყვიტე ეს გამენადგურებინა. ყველაფერი დამეწვა იმიტომ, რომ ეს ისაა, რისი გაკეთებაც ყველაზე მეტად მეხერხება სოფია. ყველაფერს ვანადგურებ ჩემს გარშემო და შენ ეს იცოდი - სინანულში იყო ჩაძირული - მშიშარა ვარ. მეშინოდა იმ გრძნობების, რასაც შენს მიმართ ვგრძნობდი. მეგონა, რომ ეს გრძნობები მე და ჩემს რეპუტაციას გაანადგურებდა, მაგრამ ახლა უკვე აღარაფერი მადარდებს სოფია. ერთადერთი რაც ცხოვრებაში მჭირდებოდა შენ იყავი - ჩუმად ვუსმენდი და როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, მისი ყველა სიტყვის მჯეროდა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე. - ამდენი ხანი ელოდი, რომ ეს სიტყვები გეთქვა? - თავი გავაქნიე - ბოდიში - ჩილაპარაკა დანიელმა და მის ხმაში მუდარა ისმოდა. მუდარა, რომ მეპატიებინა. - აღარ არის ყველაფერი ისეთი მარტივი, როგორიც ადრე იყო, სამწუხაროდ - ვუთხარი უხეშად - დომენიკო ჩემი შეყვარებულია დანიელ. დომენიკომ როგორც კი გაიაზრა რას გრძნობდა ჩემს მიმართ, იმწამსვე აღიარა, შენ კიდევ...... - სასოწარკვეთილად ვცდილობდი უარმეყო ის, რასაც ვგრძნობდი - მითხარი, რომ იგივეს არ გრძნობ - შემაწყვეტინა დანიელმა. მინდოდა მეთქვა რომ არ ვგრძნობ. მინდოდა, რომ ისევე დატანჯულიყო, როგორც მე ვიტანჯებოდი. მაგრამ ისევ და ისევ, ჩემი გული ვერ გაუძლებდა ამ ყველაფერს. - შენთვის შეუძლებელია ერთ გოგოსთან ყოფნა - ვუთხარი ცივად - შესაძლებელზე მეტია, მაგრამ ის ერთი გოგო შენ უნდა იყო - მითხრა ჩუმად და სახე ოდნავ უფრო ახლოს მომიტანა. სიმღერა დასრულდა და ყველამ ტაშის ხმა გაისმა. - თუ დღეს აქედან ... მასთან ერთად წახვალ, პატივს ვცემ შენს გადაწყვეტილებას, მაგრამ მინდა იცოდე, რომ თავს იტყუებ. ვიცი, რომ შენც იგივეს გრძნობ, რასაც მე - ჩამჩურჩულა ყურში ჩუმად ისე, რომ მხოლოდ მე გამეგო მისი სიტყვები. - მისი შეხება ისეთივეა როგორიც ჩემი? ის შენზე ისე ზრუნავს, როგორც მე? მასაც ისე უნდიხარ, როგორც მე? - დანიელი კიდევ უფრო ახლოს მოიწია ჩემკენ - არა - ვაღიარე და მძიმედ ამოვისუნთქე - წამოდი სახლში, ჩემთან ერთად - მითხრა დანიელმა - მაგრამ შენ მე გულს ისევ გამიტეხავ - თვალებში შევხედე სევდიანად - ამჯერად აღარ გაგიტეხავ, გეფიცები, მაგრამ თუ ოდესმე გულს გატკენ, გამიზნულად არასდროს იქნება - მითხრა ჩუმად და ლოყაზე ცერა თითი ჩამომისვა ნაზად - გადაწყვეტილება უნდა მიიღო - სევდიანად გამიღიმა და ხალხის ნაკადში გაერია ისე, რომ ჩემი გულიც თან წაიღო. -------------------- ვიცი, რომ ამ თავმა ბევრნაირი ემოცია შეიძლება მოგგვაროთ, მათ შორის უკმაყოფილება, გაურკვევლობა და ა.შ., მაგრამ მინდა გახსოვდეთ, რომ სოფიას აქვს ძალიან ბევრი ტრამვა და მისი დომენიკოზე ასე მალე გადართვაც მისი ტრამვების შედეგია და ამასთანავე არ დაგავიწყდეთ, რამდენად მტკივნეული იყო მისთვის დანიელისგან წამოსული უარყოფა. ძალიან არ გაკიცხოთ ჩვენი მთავარი გმირები. გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.